პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
კუჭის წვენის მჟავიანობის დარღვევის საწინააღმდეგო პრეპარატები

დევაპანტი

DEVAPANT

ურეცეპტოდ40მგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

დევაპანტი წარმოდგენილია ტაბლეტების სახით, რომლებიც დაფარულია სპეციალური ნივთიერებით (ნაწლავში ხსნადი გარსით), რაც ხელს უშლის პრეპარატების კუჭში გახსნას. თითოეულ ტაბლეტში არის 40 მგ პანტოპრაზოლი (როგორც პანტოპრაზოლის ნატრიუმის სესკვიჰიდრატი) აქტიური ნივთიერების სახით. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
პანტოპრაზოლი (pantoprazole)
ფორმა და შეფუთვა
40მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)
მწარმოებელი
Deva Holding A.S., თურქეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კუჭის წვენის მჟავიანობის დარღვევის საწინააღმდეგო პრეპარატები, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები
ATC კოდი
A02BC02
რეგისტრაციის ნომერი
რ-044594
რეგისტრირებულია
13 იანვარი 2026, მოქმედებს 13 იანვარი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Deva Holding A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „იმპექსფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებადევაპანტი და სხვა წამალი ერთად

დევაპანტი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

დევაპანტი წარმოდგენილია ტაბლეტების სახით, რომლებიც დაფარულია სპეციალური ნივთიერებით (ნაწლავში ხსნადი გარსით), რაც ხელს უშლის პრეპარატების კუჭში გახსნას. თითოეულ ტაბლეტში არის 40 მგ პანტოპრაზოლი (როგორც პანტოპრაზოლის ნატრიუმის სესკვიჰიდრატი) აქტიური ნივთიერების სახით.

დევაპანტის აქტიური ნივთიერება პანტოპრაზოლი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, სახელწოდებით "პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები". მისი მოქმედება ვლინდება კუჭში წარმოებული მჟავას რაოდენობის შემცირებით. იგი გამოიყენება მჟავასთან დაკავშირებული კუჭისა და ნაწლავების დარღვევების სამკურნალოდ.

დევაპანტი ხელმისაწვდომია შეფუთვებში, რომლებიც შეიცავს 28 ნაწლავში ხსნად გარსით დაფარულ ტაბლეტს. ტაბლეტები არის ღია ყვითელი ფერის, მოგრძო ფორმის, ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტები.

დევაპანტი გამოიყენება:

მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში:

რეფლუქს ეზოფაგიტის (საყლაპავის ანთება კუჭის მჟავას საყლაპავში გადასვლის გამო) მკურნალობის დროს,

გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების (GERD) დროს.

მოზრდილებში:

Helicobacter pylori (H. pylori) ბაქტერიით გამოწვეული თორმეტგოჯა ნაწლავისა და კუჭის წყლულის დროს, ამ ბაქტერიის ელიმინაციისთვის და ამით ამ წყლულების რეციდივის შესამცირებლად, ორ შესაბამის ანტიბიოტიკთან ერთად,

პეპტიკური წყლულის მკურნალობისას (თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული და კუჭის წყლული),

ზოლინგერ-ელისონის სინდრომის (პანკრეასის სიმსივნეები, რომლებიც გამოიმუშავებენ ჰორმონებს, რომლებიც იწვევენ მჟავას ჭარბ გამომუშავებას კუჭში) და სხვა მდგომარეობების მკურნალობისას, რომელთა დროსაც კუჭში წარმოქმნება ჭარბი რაოდენობის მჟავა.

  • რა არის გასათვალისწინებელი დევაპანტის მიღებამდე

მიღების წესი და დოზირება

მითითებები სათანადო გამოყენების შესახებ და მიღების დოზა/სიხშირე

მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში:

რეფლუქს ეზოფაგიტის (საკვების და მჟავას გადასვლა კუჭიდან საყლაპავში) და მასთან დაკავშირებული სიმპტომების (მაგალითად, წვა და ტკივილი გულმკერდში, კუჭის მჟავას დაბრუნება საყლაპავში, ტკივილი ყლაპვის დროს) მკურნალობა: რეკომენდებული დოზაა ერთი ტაბლეტი დევაპანტი დღეში. ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დღეში 2 ტაბლეტი დევაპანტის გამოყენება. მკურნალობის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ 4-8 კვირაა. ექიმი მოგაწვდით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენ ხანს უნდა გარძელდეს თქვენი მკურნალობა დევაპანტით.

მოზრდილები

H.Pylori-ს ბაქტერიით გამოწვეული თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულების და კუჭის წყლულების მკურნალობა, ორ შესაბამის ანტიბიოტიკთან ერთად

დევაპანტის რეკომენდებული დოზა ამოქსიცილინთან, კლარითრომიცინთან და ორ ანტიბიოტიკთან მეტრონიდაზოლთან (ან თიონიდაზოლთან) ერთად არის ერთი ტაბლეტი დღეში ორჯერ. პირველი ტაბლეტი მიიღება საუზმემდე 1 საათით ადრე, ხოლო მეორე ტაბლეტი სადილამდე 1 საათით ადრე. მკურნალობის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ 1-2 კვირაა. მიჰყევით ექიმის რეკომენდაციებს და გაეცანით ამ ანტიბიოტიკების ფურცელ-ჩანართს.

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობა: ჩვეულებრივი დოზა არის 1 ტაბლეტი დევაპანტი დღეში. ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დღეში 2 ტაბლეტი დევაპანტის გამოყენება. კუჭის წყლულის მკურნალობის პერიოდი ჩვეულებრივ გრძელდება 4-8 კვირა. თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს მკურნალობა ჩვეულებრივ გრძელდება 2-4 კვირა. ექიმი გირჩევთ რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს თქვენი მკურნალობა დევაპანტით.

ზოლინგერ ელისონის სინდრომის და სხვა მდგომარეობების, რომელთა დროსაც წარმოიქმნება ჭარბი რაოდენობით კუჭის მჟავა, ხანგრძლივი მკურნალობა: ჩვეულებრივ, რეკომენდებული საწყისი დოზაა 2 ტაბლეტი დევაპანტი დღეში.

ორივე ტაბლეტი მიიღება ერთსადაიმავე დროს საკვების მიღებამდე 1 საათით ადრე. კუჭის მჟავიანობიდან გამომდინარე, მკურნალი ექიმი დაარეგულირებს წამლის დოზას. თუ გირჩევთ მიიღოთ 2 ტაბლეტზე მეტი დღეში, მიიღეთ ტაბლეტები დღეში ორჯერ. თუ ექიმმა გირჩიათ 4 ტაბლეტზე მეტის მიღება დღეში, ექიმივე გადაწყვეტს როდის უნდა შეწყდეს მედიკამენტების მიღება.

მიღების წესი და მეთოდი:

არ დაღეჭოთ ან გადატეხოთ დევაპანტი, მისი მიღება უნდა მოხდეს პერორალურად მთლიანად, საკმარისი რაოდენობის წყლის მიყოლებით კვებამდე 1 საათით ადრე.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

გამოყენება ბავშვებში:

არ უნდა იქნას გამოყენებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

გამოყენება ხანდაზმულებში: ხანდაზმულებში დევაპანტი შეიძლება გამოყენებული იქნას დოზის კორექტირების გარეშე.

უკუჩვენებები

თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) აქტიურ ნივთიერება პანტოპრაზოლის ან დევაპანტის შემადგენლობაში შემავალი სხვა რომელიმე დამხმარე ნივთიერების, ბენზიმიდაზოლების (სოკოვანი დაავადებების დროს გამოყენებული მედიკამენტები) მიმართ

თუ გაქვთ ალერგია სხვა პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების შემცველ სხვა მედიკამენტებზე, არ გამოიყენოთ დევაპანტი.

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო დევაპანტის გამოყენებისას შემდეგ სიტუაციებში:

თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე დაავადება ან გქონდათ პრობლემები ღვიძლთან დაკავშირებით, აცნობეთ ექიმს. თქვენი ექიმი რეგულარულად შეამოწმებს ღვიძლის ფერმენტებს დევაპანტით მკურნალობის დროს, განსაკუთრებით ხანგრძლივი გამოყენებისას. ღვიძლის ფერმენტების მომატების შემთხვევაში, დევაპანტით მკურნალობა უნდა შეწყდეს.

თუ ორგანიზმში ვიტამინ B12-ის მარაგი მცირეა ან თუ გაქვთ ვიტამინ B12-ის დეფიციტის რისკ-ფაქტორები, საჭიროა სიფრთხილე. როგორც ყველა მჟავიანობის შემამცირებელი საშუალებებს, პანტოპრაზოლს შეუძლია შეამციროს ვიტამინ B12-ის შეწოვა.

თუ იყენებთ დევაპანტს 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, აცნობეთ ექიმს. ამ შემთხვევაში, ექიმი სავარაუდოდ, გამყოფებთ რეგულარული დაკვირვების ქვეშ. თუ შენიშნავთ რაიმე ახალ ან უჩვეულო სიმპტომს, აუცილებლად აცნობეთ ამის შესახებ ექიმს მასთან ვიზიტისას.

დევაპანტით მკურნალობამ შეიძლება დათრგუნოს კიბოსთან დაკავშირებული სიმპტომები და, საბოლოო ჯამში, შეაფერხოს დიაგნოზის დასმა. ამიტომ, დევაპანტით მკურნალობის დაწყებამდე ექიმმა შეიძლება ჩაატაროს რამდენიმე გამოკვლევა, რათა დარწმუნდეს, რომ არ ხართ ონკოლოგიური პაციენტი. თუ მკურნალობის დროს სიმპტომები ნარჩუნდება, შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი კვლევები

თუ გაქვთ ოსტეოპოროზი (ძვლის განლევა) აცნობეთ ამის შესახებ ექიმს, ვინაიდან მაღალი დოზებით და დიდი ხნის განმავლობაში (1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში) გამოყენებისას, პროტონული ტუმბოს ყველა ინჰიბიტორის მსგავსად, დევაპანტმა შეიძლება მცირედ გაზარდოს თეძოს, მაჯის ან ხერხემლის მოტეხილობის რისკი, განსაკუთრებით ოსტეოპოროზის მქონე პაციენტებში, ხანდაზმულ პაციენტებში და სხვა რისკფაქტორების გამოვლენის შემთხვევებში. ასეთ შემთხვევებში, თქვენი ექიმი გირჩევთ გამოიყენოთ დევაპანტი უფრო მცირე დოზით ან უფრო მოკლე დროის განმავლობაში.

აცნობეთ ექიმს თუ გქონდათ ჰიპომაგნიემიის (მინერალი მაგნიუმის დაბალი დონე სისხლში) დიაგნოზი, ვინაიდან ყველა პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორის მსგავსად, დევაპანტმა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპომაგნიემია მკურნალობის შემდეგ მინიმუმ 3 თვის განმავლობაში (ჩვეულებრივ, 1 წელზე მეტი). ამ შემთხვევაში, ექიმმა შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს მაგნიუმის დანამატის მიღების ან დევაპანტით უფრო მოკლე პერიოდით მკურნალობის გაგრძელების გადაწყვეტილება. აცნობეთ ექიმს, თუ გრძნობთ, რომ დევაპანტით მკურნალობის დროს გულისცემა უჩვეულოდ აჩქარებული, შენელებული ან არარეგულარულია, გრძნობთ დაღლილობას ან თავბრუსხვევას, გაქვთ კუნთების სპაზმი ან კრუნჩხვები, ვინაიდან ეს სიმპტომები შეიძლება დაკავშირებული იყოს ჰიპომაგნიემიასთან. აცნობეთ ექიმს, თუ ასევე იღებთ სხვა მედიკამენტებს. ჰიპომაგნიემიამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს სისხლში კალიუმის ან კალციუმის დონის შემცირება. თუ ექიმი საჭიროდ ჩათვლის, მან შეიძლება მოგთხოვოთ სისხლში მაგნიუმის დონის რეგულარული მონიტორინგი.

აცნობეთ ექიმს, თუ იტარებთ დიაგნოსტიკურ ანალიზებს ნეიროენდოკრინულ სიმსივნეზე, ვინაიდან პროტონული ტუმბოს ყველა ინჰიბიტორის მსგავსად, დევაპანტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ამ ტესტების შედეგებზე.

პროტონული ტუმბოს ყველა ინჰიბიტორის მსგავსად, დევაპანტმა შეიძლება მცირედ გაზარდოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილებში ჩვეულებრივ არსებული ზოგიერთი ბაქტერიის რაოდენობა და, შესაბამისად, ინფექციის რისკი (Salmonella და Campylobacter).

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით (აასს) გამოწვეული წყლულების პრევენციის მიზნით გამოყენებისას, დევაპანტის მიღება უნდა შემოიფარგლოს იმ პაციენტებით, რომლებიც საჭიროებენ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მუდმივ გამოყენებას და აქვთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ გვერდითი მოვლენების განვითარების მაღალი რისკი (მაგ., 65 წელზე მეტი ასაკის პაციენტები, წყლულებით და სისხლდენით ანამნეზში).

თუ იღებთ სისხლის გამათხელებელ ან გამასქელებელ მედიკამენტებს, , როგორიცაა ვარფარინი და ფენპროკუმონი, შეიძლება დაგჭირდეთ დამატებითი კვლევები.

თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს:

  • წონის მოულოდნელი კლება;
  • განმეორებითი ღებინება;
  • ყლაპვის გაძნელება;
  • სისხლიანი ღებინება;
  • სიფერმკრთალე და სისუსტე (ანემია);
  • შეიმჩნევა სისხლი განავალში;
  • მძიმე ან/და მუდმივი დიარეა;

მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის, მაშინაც კი, თუ ეს გაფრთხილებები გეხებოდათ ოდესმე წარსულში.

დევაპანტის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად:

დევაპანტის მიღება ხდება მთლიანად, დაუღეჭავად ან გატეხვის გარეშე, საკმარისი რაოდენობის წყლის მიყოლებით, კვებამდე 1 საათით ადრე.

სიფრთხილის ზომები

თირკმლის უკმარისობა:

არ გამოიყენოთ დევაპანტი H.pylori-ს სამკურნალოდ, თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციის დარღვევა და ღვიძლის მხრივ მძიმე ან ზომიერი პრობლემები.

ღვიძლის უკმარისობა:

ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 20 მგ პანტოპრაზოლს.

თუ შეგექმნათ შთაბეჭდილება, რომ დევაპანტის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი დევაპანტი

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

შრატის ქრომოგრანინი A-ს (CgA) დონე იზრდება პრეპარატის მიერ გამოწვეული კუჭის მჟავიანობის შემცირების გამო. CgA-ს დონის მომატებამ შეიძლება გამოიწვიოს ცრუ დადებითი შედეგები ნეიროენდოკრინული სიმსივნეების დიაგნოსტიკურ გამოკვლევებში. თუ CgA-ს საწყისი დონე მაღალია, ჯანდაცვის სპეციალისტებმა დროებით უნდა შეწყვიტონ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორით მკურნალობა CgA დონეების შეფასებამდე და განიხილონ ტესტის გამეორების შესაძლებლობა. თუ ტარდება სერიული ტესტები (მაგალითად, მონიტორინგისთვის), ტესტირებისთვის უნდა იქნას გამოყენებული ერთი და იგივე კომერციული ლაბორატორია, რადგან ტესტებს შორის რეფერენტული დიაპაზონები შეიძლება განსხვავდებოდეს.

არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან (აასს) ერთდროული გამოყენება

დევაპანტის გამოყენება არასელექტიური არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით გამოწვეული გასტროდუოდენალური წყლულების პროფილაქტიკისთვის უნდა შემოიფარგლოს იმ პაციენტებით, რომლებიც საჭიროებენ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობის გაგრძელებას და აქვთ კუჭ-ნაწლავის მხრივ გართულებების განვითარების გაზრდილი რისკი. გაზრდილი რისკი უნდა შეფასდეს ინდივიდუალური რისკფაქტორების მიხედვით, მაგალითად, დიდი ასაკი (65 წელზე მეტი), კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული ან სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ზედა ნაწილებიდან ანამნეზში.

ბაქტერიებით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის ინფექციები

პროტონული ტუმბოს ყველა ინჰიბიტორის მსგავსად, პანტოპრაზოლმა შეიძლება გაზარდოს ბაქტერიების რაოდენობა, რომლებიც ჩვეულებრივ არსებობენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილებში. დევაპანტით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ინფექციების მცირედ გაზრდილი რისკი, რომელიც გამოწვეულია ისეთი ბაქტერიებით, როგორიცაა Salmonella და Campylobacter (იხ.პუნქტი 5.1).

ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 10 გ-ზე ნაკლებ მანიტოლს (89,25 მგ) თითოეულ ტაბლეტში, ამიტომ არ ითვლება რომ გააჩნია საფაღარათო მოქმედება.

ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს თითოეულ დოზაში, ამიტომ იგი ითვლება "ნატრიუმის გარეშე" და არ არის მოსალოდნელი ნატრიუმის მიღებასთან დაკავშირებული უარყოფითი ეფექტები.

  • 5 ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პროდუქტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

პანტოპრაზოლის ეფექტი სხვა პრეპარატების შეწოვაზე

კუჭის მჟავას სეკრეციის ღრმა და ხანგრძლივი ინჰიბირების გამო, დევაპანტმა შეიძლება ხელი შეუშალოს იმ პრეპარატების შეწოვას, რომელთა ბიოშეღწევადობა დამოკიდებულია კუჭის pH-ზე, მაგალითად, ზოგიერთი აზოლური ანტიფუნგალური პრეპარატები, როგორიცაა კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, პოზაკონაზოლი, და სხვა პრეპარატები, როგორიცაა ერლოტინიბი.

აივ-ის საწინააღმდეგო მედიკამენტები (ატაზანავირი)

პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების ერთდროული მიღება არ არის რეკომენდებული აივ პროტეაზას ინჰიბიტორებთან, რომელთა აბსორბცია დამოკიდებულია კუჭის მჟავე pH-ზე, როგორიცაა ატაზანავირი, მათი ბიოშეღწევადობის მნიშვნელოვანი შემცირების გამო. ამიტომ არ არის რეკომენდებული პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების, მათ შორის პანტოპრაზოლის, ატაზანავირთან ერთდროული მიღება (იხ. პუნქტი 4.4).

კუმარინული ანტიკოაგულანტები (ფენპროკუმონი და ვარფარინი)

მიუხედავად იმისა, რომ კლინიკურ ფარმაკოკინეტიკურ კვლევებში ფენპროკუმონის ან ვარფარინის ერთდროული მიღების დროს ურთიერთქმედება არ დაფიქსირებულა, პოსტმარკეტინგულ პერიოდში დაფიქსირდა საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის (INR) ცვლილების რამდენიმე შემთხვევა ერთდროული მიღებისას. ამიტომ კუმარინული ანტიკოაგულანტებით (მაგალითად, ფენპროკუმონით ან ვარფარინით) მკურნალობისას რეკომენდებულია პროთრომბინის დროის/INR-ის მონიტორინგი პანტოპრაზოლის მიღების დაწყების, შეწყვეტის ან არარეგულარული გამოყენების შემდეგ.

სხვა ურთიერთქმედების კვლევები

პანტოპრაზოლი მეტაბოლიზდება ძირითადად ღვიძლში ციტოქრომ P450 ფერმენტული სისტემის მეშვეობით. ძირითადი მეტაბოლური გზაა დემეთილირება CYP2C19-ის მიერ, სხვა მეტაბოლური გზები მოიცავს ოქსიდაციას CYP3A4-ის მიერ. ურთიერთქმედების კვლევებმა პრეპარატებით, რომლებიც მეტაბოლიზდება იმავე ფერმენტული სისტემის მეშვეობით, მათ შორის კარბამაზეპინი, დიაზეპამი, გლიბენკლამიდი, ნიფედიპინი და პერორალური კონტრაცეპტივები, რომლებიც შეიცავს ლევონორგესტრელს და ეთინილესტრადიოლს, არ გამოავლინა კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება.

ურთიერთქმედების კვლევების მთელი რიგი აჩვენებს, რომ პანტოპრაზოლი არ მოქმედებს არც აქტიური ნივთიერებების, რომლებიც მეტებოლიზდება CYP1A2-ით (როგორიცაა კოფეინი, თეოფილინი), CYP2C9-ით (როგორიცაა პიროქსიკამი, დიკლოფენაკი, ნაპროქსენი), CYP2D6-ით (როგორიცაა მეტოპროლოლი), CYP2E1-ით (როგორიცაა ეთანოლი) მეტაბოლიზმზე, არც p-გლიკოპროტეინთან დაკავშირებულ დიგოქსინის შეწოვაზე.

არ გამოვლენილა ურთიერთქმედება ერთდროულად მიღებულ ანტაციდებთან.

ასევე ჩატარდა ურთიერთქმედების კვლევები პანტოპრაზოლის ერთდროული მიღებისას ისეთ ანტიბიოტიკებთან, როგორიცაა კლარითრომიცინი, მეტრონიდაზოლი და ამოქსიცილინი. კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება არ გამოვლენილა.

დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული პოპულაციების შესახებ:

განსაკუთრებულ პოპულაციებში ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულ ქალებში პანტოპრაზოლის გამოყენების შესახებ საკმარისი მონაცემები არ არსებობს. თუ ხართ ორსულად, ან ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ეს პრეპარატი უნდა გამოიყენოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მკურნალი ექიმი მიიჩნევს, რომ თქვენთვის პრეპარატის სარგებელი აჭარბებს, თქვენს მომავალ ბავშვზე პოტენციურ რისკს.

თუ მკურნალობის დროს მიხვდებით, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

არსებობს მონაცემები, რომ პანტოპრაზოლი გამოიყოფა დედის რძეში. მეძუძურ დედებში ის უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ მაშინ, როდესაც დედისთვის სარგებელი აჭარბებს ბავშვზე პოტენციურ რისკს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

თუ გაქვთ თავბრუსხვევა ან მხედველობის დარღვევა, არ მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ მექანიზმები.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია დევაპანტში შემავალი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

არ შეიცავს რაიმე დამხმარე ნივთიერებას, რომელიც მოითხოვს გაფრთხილებას.

სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღება

პანტოპრაზოლმა შესაძლოა შეასუსტოს ზოგიერთი სოკოვანი ინფექციების საპროფილაქტიკო პრეპარატის, როგორიცაა კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი და პოსაკონაზოლი ან ზოგიერთი კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატის, როგორიცაა ერლოტინიბი, აბსორბციის ეფექტი, მათი აბსორბციის შემცირების ხარჯზე რაც დამოკიდებულია კუჭში მჟავიანობის დონეზე (pH).

პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები ამცირებენ აივ ინფექციის (შიდსის) სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტების შეწოვას, როგორიცაა ატაზანავირი. პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები, მათ შორის პანტოპრაზოლი, არ უნდა იქნას გამოყენებული ატაზანავირთან ერთად.

პანტოპრაზოლი მეტაბოლიზდება ღვიძლში. ასევე, შეიძლება ადგილი ჰქონდეს ურთიერთქმედებას პანტოპრაზოლსა და სხვა მედიკამენტებს შორის, რომლებიც მეტაბოლიზდება ღვიძლში. თუმცა, ჩატარებული სპეციფიკური კვლევების შედეგად, კლინიკურად მნიშვნელოვნებული ურთიერთქმედება არ გამოვლენილა შემდეგ პრეპარატებთან:

კარბამაზეპინი (პრეპარატი ეპილეფსიისთვის და გუნება-განწყობის ცვლილებისთვის),

დიაზეპამი (გამოიყენება შფოთვის შესამსუბუქებლად),

ნიფედიპინი (გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ),

გლიბენკლამიდი (ამცირებს სისხლში შაქრის შემცველობას),

ჩასახვის საწინააღმდეგო აბები (ლევონორგესტრელისა და ეთინილესტრადიოლის შემცველი).

თუ იყენებთ მედიკამენტს, რომელიც გავლენას ახდენს სისხლის კოაგულაციაზე (მაგალითად, ფენპროკუმონი/ვარფარინი), რეკომენდებულია სისხლის შედედების მაჩვენებლების მონიტორინგი პანტოპრაზოლის თერაპიის დაწყებისა და შეწყვეტის შემდეგ და არარეგულარული გამოყენების დროს.

ანტაციდებთან ერთად გამოყენებისას ურთიერთქმედება არ დაფიქსირებულა. ანტაციდები არის მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება კუჭის მჟავიანობის მყისიერად შესამცირებლად, ჩვეულებრივ საღეჭი ტაბლეტების ან სიროფის სახით.

თუ ამჟამად იყენებთ ან ბოლო პერიოდში გაქვთ გამოყენებული რაიმე რეცეპტურული ან ურეცეპტო პრეპარატი, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ამის შესახებ.

გვერდითი მოვლენები

ძალიან ხშირი: ვლინდება 10-დან მინიმუმ 1 პაციენტში

ხშირი: ვლინდება 100-დან 1-10 პაციენტში

არახშირი: ვლინდება 1000-დან 1-10 პაციენტში

იშვიათი: ვლინდება 10 000-დან 1-10 პაციენტში

ძალიან იშვიათი: ვლინდება 10 000-დან 1 პაციენტზე ნაკლებში

არ არის ცნობილი: შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით.

თუ გამოვლინდა რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი, შეწყვიტეთ დევაპანტის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:

ძალიან სერიოზული ალერგიული დაავადებები (ვლინდება ძალიან იშვიათად):

ენის და/ან ხორხის შეშუპება, ყლაპვის გაძნელება, ჭინჭრის ციება (ურტიკარია), სუნთქვის გაძნელება, სახის ალერგიული შეშუპება (კვინკეს შეშუპება/ ანგიონევროზული შეშუპება), თავბრუსხვევა, რომელსაც თან ახლავს ძალიან სწრაფი გულისცემა და ოფლიანობა.

კანის ძალიან სერიოზული დაავადებები (სიხშირე არ არის ცნობილი):

უეცარი, ფართოდ გავრცელებული, მტკივნეული, ბუშტუკოვანი გამონაყარი კანზე, ზოგადი ჯანმრთელობის სწრაფი გაუარესება, თვალების, ცხვირის, პირის/ტუჩების ან სასქესო ორგანოების გაღიზიანება (მცირე სისხლდენა) (ეს შეიძლება იყოს კანის სერიოზული რეაქციების ნიშნები, როგორიცაა სტივენ-ჯონსონის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა, ლაიელის სინდრომი) და მგრძნობელობა სინათლის მიმართ.

სხვა ძალიან სერიოზული მდგომარეობები (სიხშირე არ არის ცნობილი):

კანის ან თვალის სკლერების გაყვითლება (ღვიძლის უჯრედების მძიმე დაზიანება, სიყვითლე) ან ცხელება, გამონაყარი და თირკმელების გადიდება (თირკმელების სერიოზული ანთება) ცხელებით, ჭინჭრის ციებით, მტკივნეული შარდვით და წელის ტკივილით.

ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია.

თუ აღგენიშნებათ რომელიმე მათგანი, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია დევაპანტზე.

შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილს, აცნობეთ ექიმს:

არახშირი (ვლინდება 1000-დან 1-10 პაციენტში):

თავის ტკივილი; თავბრუსხვევა; დიარეა; შეუძლოდ ყოფნა; ღებინება; მუცლის შებერილობა და მეტეორიზმი; ყაბზობა; პირის სიმშრალე; კუჭის ტკივილი; ალერგიული დაავადებები, როგორიცაა სიწითლე, ქავილი და გამონაყარი კანზე; სისუსტე; ძილის დარღვევა.

კერძოდ, პაციენტებში, რომლებიც ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იღებენ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორს, როგორიცაა პანტოპრაზოლი, იზრდება თეძოს, მაჯის ან ხერხემლის მოტეხილობების რისკი. აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ ოსტეოპოროზი ან იყენებთ კორტიკოსტეროიდებს, რომლებიც ზრდის ოსტეოპოროზის რისკს.

იშვიათი (ვლინდება 10000-დან 1-10 პაციენტში):

გემოს შეგრძნების დაქვეითება ან სრული დაკარგვა; მხედველობის დარღვევები, როგორიცაა მხედველობის დაბინდვა; ჭინჭრის ციება (ურტიკარია); სახსრების ტკივილი; კუნთების ტკივილი; წონის მომატება/დაკლება; სხეულის ტემპერატურის მომატება; ძლიერი ცხელება; ხელებისა და ფეხების შეშუპება (პერიფერიული შეშუპება); ალერგიული რეაქციები; დეპრესია; მკერდის გადიდება მამაკაცებში (გინეკომასტია).

ძალიან იშვიათი (ვლინდება 10 000-დან 1 პაციენტზე ნაკლებში):

დეზორიენტაცია.

არ არის ცნობილი (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით): განსაკუთრებით მიდრეკილ პაციენტებში შეიძლება აღინიშნოს ისეთი რამიარ არსებული მოვლენების დანახვა ან გაგება (ჰალუცინაციები), დროსა და სივრცეში ორიენტაციის დაკარგვა და ცნობიერების არევა; სისხლში ნატრიუმის დონის დაქვეითება (ჰიპონატრიემია). თუ თქვენ უკვე იღებთ დევაპანტს სამ თვეზე მეტი დროის განმავლობაში, ამან შესაძლებელია, გამოიწვიოს სისხლში მაგნიუმის დონის დაქვეითება. მაგნიუმის დონის დაქვეითება (ჰიპომაგნიემია) ვლინდება დაღლილობის, კუნთების უნებლიე რიგიდულობის, დეზორიენტაციის, კრუნჩხვების, თავბრუსხვევისა და გულისცემის გახშირების სახით. მაგნიუმის დონის შემცირებამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს სისხლში კალიუმის და კალციუმის დონის დაქვეითება. ექიმმა შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს, ანალიზების რეგულარულად ჩატარება სისხლში მაგნიუმის დონის მონიტორინგისთვის.

სისხლის ანალიზების საშუალებით გამოვლენილი გვერდითი მოვლენები:

არახშირი (ვლინდება 1 000-დან 1-10 პაციენტში):

ღვიძლის ფერმენტების მომატება.

იშვიათი (ვლინდება 10 000-დან 1-10 პაციენტში):

სისხლში ბილირუბინის დონის მომატება; სისხლში ტრიგლიცერიდების (ცხიმის) დონის მომატება, სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის უეცარი შემცირება (აღინიშნება მაღალი ცხელებისას)

შეიძლება შემცირდეს სისხლის შედედების უჯრედების (თრომბოციტების) რაოდენობა სისხლში (ამან შეიძლება გამოიწვიოს ჩვეულებრივზე ძლიერი სისხლდენა); სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ამან შეიძლება გამოიწვიოს ინფექციებით უფრო ხშირად დაავადება); ან ერთდროულად ანომალურად დაბალი რაოდენობის სისხლის წითელი უჯრედები, ლეიკოციტები და სისხლის შედედების უჯრედები (თრომბოციტები).

შეტყობინებები გვერდითი ეფექტების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის შემთხვევაში, რომელიც შეიძლება ჩამოთვლილი იყოს ან არ იყოს ამ ფურცელ-ჩანართში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. გარდა ამისა, შეატყობინეთ გვერდითი მოვლენების შესახებ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TÜFAM) "წამლის გვერდითი ეფექტის ანგარიშგების" გამოსახულებაზე დაჭერით ვებგვერდზე www.titck.gov.tr ან დარეკეთ გვერდით ეფექტებზე შეტყობინების ხაზზე 0800 314 00 08. გვერდით ეფექტებზე შეტყობინებით თქვენ ხელს უწყობთ მეტი ინფორმაციის მიღებას იმ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ, რომელსაც იყენებთ.

თუ თქვენ აღგენიშნებათ რაიმე გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში გთხოვთ აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • დევაპანტის შენახვა

შეინახეთ დევაპანტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას თავდაპირველ შეფუთვაში.

შეინახეთ დაბალ ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 25°C -ზე.

გამოიყენეთ ეს პრეპარატი ვადის გასვლის თარიღის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ დევაპანტი შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

თუ შეამჩნევთ დეფექტებს პროდუქტზე ან/და შეფუთვაზე, არ გამოიყენოთ დევაპანტი.

არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები ნაგავში! გადაეცით ისინი გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განკუთვნილ შეგროვების სისტემას.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

ჭარბი დოზა

თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი დევაპანტი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდებათ დევაპანტის მიღება

თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება, ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას დავიწყებული დოზის შესავსებად. გააგრძელეთ მკურნალობა შემდეგი დოზიდან ექიმის მიერ მოცემული დოზირების გრაფიკის შესაბამისად.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის შესავსებად.

შესაძლო ეფექტები დევაპანტით მკურნალობის შეწყვეტისას

ექიმი მოგაწვდით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება თქვენი მკურნალობა დევაპანტით. არ შეწყვიტოთ მკურნალობა, რადგან დაავადების სიმპტომები შეიძლება დაბრუნდეს ან გაუარესდეს.

  • რა არის შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, დევაპანტმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები იმ ადამიანებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან მის შემადგენლობაში შემავალი ინგრედიენტების მიმართ.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება:

პანტოპრაზოლი 40 მგ (ნატრიუმის სესკვიჰიდრატის სახით)

დამხმარე ნივთიერებები:

ნატრიუმის კარბონატი უწყლო 10 მგ

მანიტოლი 89.25 მგ

ნატრიუმის ლაურილსულფატი 1.65 მგ

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხილეთ პუნქტში 6.1.

შენახვის პირობები

36 თვე

  • 4 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას

ინახება 250C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.

  • 5 კონტეინერის ხასიათი და შემადგენლობა

PA/Alu/PVC ბლისტერი.

ყოველი მუყაოს კოლოფი შეიცავს 28 ნაწლავში ხსნად გარსით დაფარულ ტაბლეტს.

  • 6 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები უტილიზაციისას და სხვაგვარი მოპყრობა

ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

  • მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელი

DEVA Holding A.Ş.

Halkalı Merkez Mah. Basın Ekspres Cad. No: 1

34303 Küçükçekmece - სტამბული /თურქეთი

  • მარკეტინგის ავტორიზაციის ნომერი(ნომრები)
  • პირველი ავტორიზაციის/ ავტორიზაციის განახლების თარიღი

ფარმაკოლოგიური თვისებები

პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები

ათქ კოდი: A02BC02

მოქმედების მექანიზმი

პანტოპრაზოლი არის ჩანაცვლებული ბენზიმიდაზოლი, რომელიც თრგუნავს კუჭში მარილმჟავას გამოყოფას პარიეტალურ უჯრედებში პროტონული ტუმბოების სპეციფიკური ბლოკადით.

პანტოპრაზოლი გარდაიქმნება აქტიურ ფორმად პარიეტალური უჯრედების მჟავე გარემოში, სადაც ის თრგუნავს ფერმენტ H+, K+-ატფ-აზას, კუჭში მარილმჟავას წარმოების ბოლო ეტაპს. ინჰიბირება დამოკიდებულია დოზაზე და გავლენას ახდენს როგორც ბაზალურ, ისე სტიმულირებულ მჟავის სეკრეციაზე. უმეტეს პაციენტებში სიმპტომები ქრება 2 კვირის განმავლობაში. როგორც პროტონული ტუმბოს სხვა ინჰიბიტორებისა და Н2- რეცეპტორების ანტაგონისტების შემთხვევაში, პანტოპრაზოლით მკურნალობა იწვევს კუჭში მჟავიანობის შემცირებას და ამით იწვევს გასტრინის ზრდას მჟავიანობის შემცირების პროპორციულად. გასტრინის მომატება შექცევადია. ვინაიდან პანტოპრაზოლი უკავშირდება ფერმენტს უჯრედის რეცეპტორების დონის დისტალურად, ამ ნივთიერებას შეუძლია გავლენა მოახდინოს მარილმჟავას სეკრეციაზე, მიუხედავად სხვა ნივთიერებებით სტიმულაციისა (აცეტილქოლინით, ჰისტამინით და გასტრინით). ეფექტი იგივეა, მიუხედავათ იმისა, პრეპარატი გამოიყენება პერორალურად თუ ინტრავენურად.

გასტრინის მნიშვნელობები უზმოზე იზრდება პანტოპრაზოლის მიღებისას. მოკლევადიანი გამოყენებისას, უმეტეს შემთხვევაში ისინი არ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს. ხანგრძლივი მკურნალობის დროს გასტრინის დონე უმეტეს შემთხვევაში ორმაგდება.

გადაჭარბებული ზრდა აღინიშნება მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში. შედეგად, შემთხვევების უმცირესობაში, ხანგრძლივი მკურნალობის დროს, კუჭში აღინიშნება სპეციფიკური ენდოკრინული უჯრედების (ECL) რაოდენობის მსუბუქი ან ზომიერი ზრდა (მარტივიდან ადენომატოიდურ ჰიპერპლაზიამდე). თუმცა, აქამდე ჩატარებული კვლევების თანახმად, კარცინოიდული პრეკურსორების (ატიპიური ჰიპერპლაზია) ან კუჭის კარცინოიდების წარმოქმნა, რომლებიც აღმოჩნდა ცხოველებზე ჩატარებულ ექსპერიმენტებში (იხ. პუნქტი 5.3), ადამიანებში არ შეინიშნებოდა.

კუჭის მჟავიანობის შემცირება ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით, ზრდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ჩვეულებრივ არსებული ბაქტერიების რაოდენობას. პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით მკურნალობამ შეიძლება მცირედ გაზარდოს კუჭ-ნაწლავის ინფექციების რისკი, როგორიცაა Salmonella და Campylobacter და, შესაძლოა, Clostridium difficile საავადმყოფოს პაციენტებში.

ცხოველებზე ჩატარებული კვლევების შედეგების მიხედვით, სრულად არ გამოირიცხება პანტოპრაზოლით ერთ წელზე მეტი გრძელვადიანი მკურნალობის გავლენა ფარისებრი ჯირკვლის ენდოკრინულ პარამეტრებზე.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ზოგადი მახასიათებლები

აბსორბცია

პანტოპრაზოლი სწრაფად შეიწოვება და პლაზმაში მაქსიმალური დონე მიიღწევა ერთჯერადი 40 მგ პერორალური დოზის მიღების შემდეგაც კი. პლაზმური კონცენტრაციები აღწევს დაახლოებით 2-3 მკგ/მლ მიღებიდან დაახლოებით 2,5 საათის შემდეგ და ეს მნიშვნელობები რჩება მუდმივი მრავალჯერადი მიღების შემდეგ.

ფარმაკოკინეტიკა არ იცვლება ერთჯერადი ან განმეორებითი მიღების შემდეგ.

ტაბლეტების მიღების შემდეგ აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 77%. საკვების თანმხლები მიღება არ ახდენს გავლენას მრუდის ქვეშ არსებულ ფართობზე (AUC), შრატში მაქსიმალურ კონცენტრაციაზე და, შესაბამისად, ბიოშეღწევადობაზე. საკვებთან ერთად მიღებისას იზრდება მხოლოდ დაყოვნების დროის ვარიაბელობა.

განაწილება

პანტოპრაზოლი 98%-ით უკავშირდება შრატის ცილებს. განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 0.15 ლ/კგ.

ბიოტრანსფორმაცია

ნივთიერება თითქმის მთლიანად მეტაბოლიზდება ღვიძლში. ძირითადი მეტაბოლური გზაა CYP2C19-ის დემეთილირება, რომელსაც მოჰყვება სულფატური კონიუგაცია და სხვა მეტაბოლური გზები, რომლებიც მოიცავს CYP3A4-ით ოქსიდაციას. ძირითადი მეტაბოლიტი როგორც შრატში, ასევე შარდში არის დესმეთილპანტოპრაზოლი, რომელიც კონიუგირებულია სულფატთან.

ელიმინაცია

თირკმლით ელიმინაცია წარმოადგენს პანტოპრაზოლის მეტაბოლიტების ექსკრეციის ძირითად გზას (დაახლოებით 80%); დანარჩენი ნაწილი გამოიყოფა განავლით. ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 1 საათია, ხოლო კლირენსი - დაახლოებით 0.11/სთ/კგ. აღინიშნა პანტოპრაზოლის ორგანიზმიდან დაგვიანებული გამოყოფის რამდენიმე შემთხვევა. რადგან პანტოპრაზოლი სპეციფიკურად უკავშირდება პარიეტალური უჯრედების პროტონულ ტუმბოებს, ნახევარგამოყოფის პერიოდი არ კორელირებს გაცილებით ხანგრძლივ მოქმედებასთან (მჟავის სეკრეციის ინჰიბირება). ძირითადი მეტაბოლიტის ნახევარგამოყოფის პერიოდი (დაახლოებით 1,5 საათი) არ არის ბევრად დიდი, ვიდრე პანტოპრაზოლის.

ხაზოვნება / არახაზოვნება

პანტოპრაზოლის ფარმაკოკინეტიკა არ იცვლება არც ერთჯერადი და არც განმეორებითი დოზირებისას. პანტოპრაზოლი ავლენს ხაზოვან კინეტიკას პლაზმაში დოზის დიაპაზონში 10-80 მგ როგორც ინტრავენური, ასევე პერორალური მიღების შემდეგ.

მახასიათებლები პაციენტებში

პოლიმორფული მეტაბოლიზმი

ევროპული პოპულაციის დაახლოებით 3%-ს არ გააჩნია ფუნქციური CYP2C19 ფერმენტი და ეწოდება „სუსტი მეტაბოლიზატორები“. ამ პირებში პანტოპრაზოლის მეტაბოლიზმი, სავარაუდოდ, ძირითადად კატალიზირდება CYP3A4-ით. 40 მგ პანტოპრაზოლის ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ, პლაზმაში კონცენტრაცია-დროის მრუდის ქვეშ არსებული საშუალო ფართობი დაახლოებით 6-ჯერ უფრო მაღალი იყო „სუსტი მეტაბოლიზატორების“ შემთხვევაში, ვიდრე ფუნქციური CYP2C19 ფერმენტის მქონე პირებში (ფართო მეტაბოლიზატორები). პლაზმაში საშუალო პიკური კონცენტრაციები გაიზარდა დაახლოებით 60%-ით. ეს მონაცემება არ ახდენს გავლენას პანტოპრაზოლის დოზირებაზე.

თირკმლის ფუნქციის დაქვეითება

დოზის შემცირება არ არის საჭირო თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (დიალიზზე მყოფი პაციენტების ჩათვლით). როგორც ჯანმრთელი სუბიექტების შემთხვევაში, პანტოპრაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი ხანმოკლეა და მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობით პანტოპრაზოლი გამოიყოფა დიალიზით. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი მეტაბოლიტის ნახევარგამოყოფის პერიოდი რამდენადმე შენელებულია (2-3 საათი), მისი ორგანიზმიდან გამოყოფა კვლავ სწრაფია და შესაბამისად, დაგროვება არ ხდება.

ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება

მიუხედავად იმისა, რომ ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებში (A და B კლასები ჩაილდის მიხედვით) ნახევარგამოყოფის პერიოდი გაიზარდა 7-დან 9 საათამდე და AUC გაიზარდა 5 – 7-ჯერ, შრატში მაქსიმალური კონცენტრაცია მხოლოდ უმნიშვნელოდ გაიზარდა, 1,5-ჯერ, ჯანმრთელ სუბიექტებთან შედარებით.

პედიატრიული პოპულაცია

20 ან 40 მგ პანტოპრაზოლის ერთჯერადი პერორალური დოზების მიღების შემდეგ 5-16 წლის ასაკის ბავშვებში AUC და Cmax იყო მოზრდილებში არსებული შესაბამისი მნიშვნელობების დიაპაზონში. 2-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვებში 0.8 ან 1. 6 მგ/კგ პანტოპრაზოლის ერთჯერადი ინტრავენური დოზების მიღების შემდეგ, პანტოპრაზოლის კლირენსსა და ასაკს ან წონას შორის მნიშვნელოვანი კავშირი არ არსებობდა. AUC და განაწილების მოცულობა შეესაბამებოდა მოზრდილთა მონაცემებს.

გერიატრიული პოპულაცია

Auc-ისა და Cmax-ის მცირე ზრდა ხანდაზმულ მოხალისეებში, ახალგაზრდა მოხალისეებთან შედარებით, ასევე არ არის კლინიკურად მნიშვნელოვანი.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

ფურცელი-ჩანართი

დევაპანტი

მიიღება პერორალურად.

აქტიური ნივთიერება: თითოეული ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 45.11 მგ პანტოპრაზოლის ნატრიუმის სესკვიჰიდრატს, რომელიც არის 40 მგ პანტოპრაზოლის ექვივალენტური.

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის კარბონატი უწყლო, მანიტოლი, კროსპოვიდონი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, პოლივინილპიროლიდონი K90, კალციუმის სტეარატი, გასუფთავებული წყალი, პრე-გარსი: ნატრიუმის კარბონატი უწყლო: Opadry Clear 03k19229 (HPMC 2910/ჰიპრომელოზა, ტრიაცეტინი, ტალკი), ნაწლავში ხსნადი გარსი: Acryl Eze Yellow 93a38231 (მეტაკრილის მჟავა და ეთილის აკრილატის კოპოლიმერი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, ნატრიუმის ბიკარბონატი, ყვითელი რკინის ოქსიდი, ნატრიუმის ლაურილ სულფატი), ტრიეთილციტრატი.

ამ პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ფურცელი-ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შეიძლება მოგვიანებით დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

თუ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს პრეპარატი დაგენიშნათ ინდივიდუალურად, არ გადასცეთ ის სხვებს.

ამ პრეპარატის გამოყენების დროს ექიმთან ან საავადმყოფოში მიმართვისას აცნობეთ ექიმს, რომ იღებთ ამ პრეპარატს.

ზუსტად შეასრულეთ ის, რაც წერია ამ ფურცელ-ჩანართში. არ მიიღოთ თქვენთვის რეკომენდებულზე უფრო მაღალი ან დაბალი დოზა.

ამ ფურცელ-ჩანართშია:

  • რა არის დევაპანტი და რისთვის გამოიყენება
  • რა არის გასათვალისწინებელი დევაპანტის მიღებამდე
  • როგორ მიიღება დევაპანტი
  • რა არის შესაძლო გვერდითი ეფექტები
  • დევაპანტის შენახვა

რა არის დევაპანტი და რისთვის გამოიყენება

დევაპანტი წარმოდგენილია ტაბლეტების სახით, რომლებიც დაფარულია სპეციალური ნივთიერებით (ნაწლავში ხსნადი გარსით), რაც ხელს უშლის პრეპარატების კუჭში გახსნას. თითოეულ ტაბლეტში არის 40 მგ პანტოპრაზოლი (როგორც პანტოპრაზოლის ნატრიუმის სესკვიჰიდრატი) აქტიური ნივთიერების სახით.

დევაპანტის აქტიური ნივთიერება პანტოპრაზოლი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, სახელწოდებით "პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები". მისი მოქმედება ვლინდება კუჭში წარმოებული მჟავას რაოდენობის შემცირებით. იგი გამოიყენება მჟავასთან დაკავშირებული კუჭისა და ნაწლავების დარღვევების სამკურნალოდ.

დევაპანტი ხელმისაწვდომია შეფუთვებში, რომლებიც შეიცავს 28 ნაწლავში ხსნად გარსით დაფარულ ტაბლეტს. ტაბლეტები არის ღია ყვითელი ფერის, მოგრძო ფორმის, ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტები.

დევაპანტი გამოიყენება:

მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში:

რეფლუქს ეზოფაგიტის (საყლაპავის ანთება კუჭის მჟავას საყლაპავში გადასვლის გამო) მკურნალობის დროს,

გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების (GERD) დროს.

მოზრდილებში:

Helicobacter pylori (H. pylori) ბაქტერიით გამოწვეული თორმეტგოჯა ნაწლავისა და კუჭის წყლულის დროს, ამ ბაქტერიის ელიმინაციისთვის და ამით ამ წყლულების რეციდივის შესამცირებლად, ორ შესაბამის ანტიბიოტიკთან ერთად,

პეპტიკური წყლულის მკურნალობისას (თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული და კუჭის წყლული),

ზოლინგერ-ელისონის სინდრომის (პანკრეასის სიმსივნეები, რომლებიც გამოიმუშავებენ ჰორმონებს, რომლებიც იწვევენ მჟავას ჭარბ გამომუშავებას კუჭში) და სხვა მდგომარეობების მკურნალობისას, რომელთა დროსაც კუჭში წარმოქმნება ჭარბი რაოდენობის მჟავა.

  • რა არის გასათვალისწინებელი დევაპანტის მიღებამდე

არ მიიღოთ დევაპანტი შემდეგ სიტუაციებში:

თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) აქტიურ ნივთიერება პანტოპრაზოლის ან დევაპანტის შემადგენლობაში შემავალი სხვა რომელიმე დამხმარე ნივთიერების, ბენზიმიდაზოლების (სოკოვანი დაავადებების დროს გამოყენებული მედიკამენტები) მიმართ

თუ გაქვთ ალერგია სხვა პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების შემცველ სხვა მედიკამენტებზე, არ გამოიყენოთ დევაპანტი.

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო დევაპანტის გამოყენებისას შემდეგ სიტუაციებში:

თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე დაავადება ან გქონდათ პრობლემები ღვიძლთან დაკავშირებით, აცნობეთ ექიმს. თქვენი ექიმი რეგულარულად შეამოწმებს ღვიძლის ფერმენტებს დევაპანტით მკურნალობის დროს, განსაკუთრებით ხანგრძლივი გამოყენებისას. ღვიძლის ფერმენტების მომატების შემთხვევაში, დევაპანტით მკურნალობა უნდა შეწყდეს.

თუ ორგანიზმში ვიტამინ B12-ის მარაგი მცირეა ან თუ გაქვთ ვიტამინ B12-ის დეფიციტის რისკ-ფაქტორები, საჭიროა სიფრთხილე. როგორც ყველა მჟავიანობის შემამცირებელი საშუალებებს, პანტოპრაზოლს შეუძლია შეამციროს ვიტამინ B12-ის შეწოვა.

თუ იყენებთ დევაპანტს 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, აცნობეთ ექიმს. ამ შემთხვევაში, ექიმი სავარაუდოდ, გამყოფებთ რეგულარული დაკვირვების ქვეშ. თუ შენიშნავთ რაიმე ახალ ან უჩვეულო სიმპტომს, აუცილებლად აცნობეთ ამის შესახებ ექიმს მასთან ვიზიტისას.

დევაპანტით მკურნალობამ შეიძლება დათრგუნოს კიბოსთან დაკავშირებული სიმპტომები და, საბოლოო ჯამში, შეაფერხოს დიაგნოზის დასმა. ამიტომ, დევაპანტით მკურნალობის დაწყებამდე ექიმმა შეიძლება ჩაატაროს რამდენიმე გამოკვლევა, რათა დარწმუნდეს, რომ არ ხართ ონკოლოგიური პაციენტი. თუ მკურნალობის დროს სიმპტომები ნარჩუნდება, შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი კვლევები

თუ გაქვთ ოსტეოპოროზი (ძვლის განლევა) აცნობეთ ამის შესახებ ექიმს, ვინაიდან მაღალი დოზებით და დიდი ხნის განმავლობაში (1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში) გამოყენებისას, პროტონული ტუმბოს ყველა ინჰიბიტორის მსგავსად, დევაპანტმა შეიძლება მცირედ გაზარდოს თეძოს, მაჯის ან ხერხემლის მოტეხილობის რისკი, განსაკუთრებით ოსტეოპოროზის მქონე პაციენტებში, ხანდაზმულ პაციენტებში და სხვა რისკფაქტორების გამოვლენის შემთხვევებში. ასეთ შემთხვევებში, თქვენი ექიმი გირჩევთ გამოიყენოთ დევაპანტი უფრო მცირე დოზით ან უფრო მოკლე დროის განმავლობაში.

აცნობეთ ექიმს თუ გქონდათ ჰიპომაგნიემიის (მინერალი მაგნიუმის დაბალი დონე სისხლში) დიაგნოზი, ვინაიდან ყველა პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორის მსგავსად, დევაპანტმა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპომაგნიემია მკურნალობის შემდეგ მინიმუმ 3 თვის განმავლობაში (ჩვეულებრივ, 1 წელზე მეტი). ამ შემთხვევაში, ექიმმა შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს მაგნიუმის დანამატის მიღების ან დევაპანტით უფრო მოკლე პერიოდით მკურნალობის გაგრძელების გადაწყვეტილება. აცნობეთ ექიმს, თუ გრძნობთ, რომ დევაპანტით მკურნალობის დროს გულისცემა უჩვეულოდ აჩქარებული, შენელებული ან არარეგულარულია, გრძნობთ დაღლილობას ან თავბრუსხვევას, გაქვთ კუნთების სპაზმი ან კრუნჩხვები, ვინაიდან ეს სიმპტომები შეიძლება დაკავშირებული იყოს ჰიპომაგნიემიასთან. აცნობეთ ექიმს, თუ ასევე იღებთ სხვა მედიკამენტებს. ჰიპომაგნიემიამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს სისხლში კალიუმის ან კალციუმის დონის შემცირება. თუ ექიმი საჭიროდ ჩათვლის, მან შეიძლება მოგთხოვოთ სისხლში მაგნიუმის დონის რეგულარული მონიტორინგი.

აცნობეთ ექიმს, თუ იტარებთ დიაგნოსტიკურ ანალიზებს ნეიროენდოკრინულ სიმსივნეზე, ვინაიდან პროტონული ტუმბოს ყველა ინჰიბიტორის მსგავსად, დევაპანტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ამ ტესტების შედეგებზე.

პროტონული ტუმბოს ყველა ინჰიბიტორის მსგავსად, დევაპანტმა შეიძლება მცირედ გაზარდოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილებში ჩვეულებრივ არსებული ზოგიერთი ბაქტერიის რაოდენობა და, შესაბამისად, ინფექციის რისკი (Salmonella და Campylobacter).

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით (აასს) გამოწვეული წყლულების პრევენციის მიზნით გამოყენებისას, დევაპანტის მიღება უნდა შემოიფარგლოს იმ პაციენტებით, რომლებიც საჭიროებენ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მუდმივ გამოყენებას და აქვთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ გვერდითი მოვლენების განვითარების მაღალი რისკი (მაგ., 65 წელზე მეტი ასაკის პაციენტები, წყლულებით და სისხლდენით ანამნეზში).

თუ იღებთ სისხლის გამათხელებელ ან გამასქელებელ მედიკამენტებს, , როგორიცაა ვარფარინი და ფენპროკუმონი, შეიძლება დაგჭირდეთ დამატებითი კვლევები.

თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს:

  • წონის მოულოდნელი კლება;
  • განმეორებითი ღებინება;
  • ყლაპვის გაძნელება;
  • სისხლიანი ღებინება;
  • სიფერმკრთალე და სისუსტე (ანემია);
  • შეიმჩნევა სისხლი განავალში;
  • მძიმე ან/და მუდმივი დიარეა;

მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის, მაშინაც კი, თუ ეს გაფრთხილებები გეხებოდათ ოდესმე წარსულში.

დევაპანტის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად:

დევაპანტის მიღება ხდება მთლიანად, დაუღეჭავად ან გატეხვის გარეშე, საკმარისი რაოდენობის წყლის მიყოლებით, კვებამდე 1 საათით ადრე.

ორსულობა

ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულ ქალებში პანტოპრაზოლის გამოყენების შესახებ საკმარისი მონაცემები არ არსებობს. თუ ხართ ორსულად, ან ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ეს პრეპარატი უნდა გამოიყენოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მკურნალი ექიმი მიიჩნევს, რომ თქვენთვის პრეპარატის სარგებელი აჭარბებს, თქვენს მომავალ ბავშვზე პოტენციურ რისკს.

თუ მკურნალობის დროს მიხვდებით, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

არსებობს მონაცემები, რომ პანტოპრაზოლი გამოიყოფა დედის რძეში. მეძუძურ დედებში ის უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ მაშინ, როდესაც დედისთვის სარგებელი აჭარბებს ბავშვზე პოტენციურ რისკს.

ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება

თუ გაქვთ თავბრუსხვევა ან მხედველობის დარღვევა, არ მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ მექანიზმები.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია დევაპანტში შემავალი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

არ შეიცავს რაიმე დამხმარე ნივთიერებას, რომელიც მოითხოვს გაფრთხილებას.

სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღება

პანტოპრაზოლმა შესაძლოა შეასუსტოს ზოგიერთი სოკოვანი ინფექციების საპროფილაქტიკო პრეპარატის, როგორიცაა კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი და პოსაკონაზოლი ან ზოგიერთი კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატის, როგორიცაა ერლოტინიბი, აბსორბციის ეფექტი, მათი აბსორბციის შემცირების ხარჯზე რაც დამოკიდებულია კუჭში მჟავიანობის დონეზე (pH).

პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები ამცირებენ აივ ინფექციის (შიდსის) სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტების შეწოვას, როგორიცაა ატაზანავირი. პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები, მათ შორის პანტოპრაზოლი, არ უნდა იქნას გამოყენებული ატაზანავირთან ერთად.

პანტოპრაზოლი მეტაბოლიზდება ღვიძლში. ასევე, შეიძლება ადგილი ჰქონდეს ურთიერთქმედებას პანტოპრაზოლსა და სხვა მედიკამენტებს შორის, რომლებიც მეტაბოლიზდება ღვიძლში. თუმცა, ჩატარებული სპეციფიკური კვლევების შედეგად, კლინიკურად მნიშვნელოვნებული ურთიერთქმედება არ გამოვლენილა შემდეგ პრეპარატებთან:

კარბამაზეპინი (პრეპარატი ეპილეფსიისთვის და გუნება-განწყობის ცვლილებისთვის),

დიაზეპამი (გამოიყენება შფოთვის შესამსუბუქებლად),

ნიფედიპინი (გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ),

გლიბენკლამიდი (ამცირებს სისხლში შაქრის შემცველობას),

ჩასახვის საწინააღმდეგო აბები (ლევონორგესტრელისა და ეთინილესტრადიოლის შემცველი).

თუ იყენებთ მედიკამენტს, რომელიც გავლენას ახდენს სისხლის კოაგულაციაზე (მაგალითად, ფენპროკუმონი/ვარფარინი), რეკომენდებულია სისხლის შედედების მაჩვენებლების მონიტორინგი პანტოპრაზოლის თერაპიის დაწყებისა და შეწყვეტის შემდეგ და არარეგულარული გამოყენების დროს.

ანტაციდებთან ერთად გამოყენებისას ურთიერთქმედება არ დაფიქსირებულა. ანტაციდები არის მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება კუჭის მჟავიანობის მყისიერად შესამცირებლად, ჩვეულებრივ საღეჭი ტაბლეტების ან სიროფის სახით.

თუ ამჟამად იყენებთ ან ბოლო პერიოდში გაქვთ გამოყენებული რაიმე რეცეპტურული ან ურეცეპტო პრეპარატი, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ამის შესახებ.

  • როგორ მიიღება დევაპანტი

მითითებები სათანადო გამოყენების შესახებ და მიღების დოზა/სიხშირე

მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში:

რეფლუქს ეზოფაგიტის (საკვების და მჟავას გადასვლა კუჭიდან საყლაპავში) და მასთან დაკავშირებული სიმპტომების (მაგალითად, წვა და ტკივილი გულმკერდში, კუჭის მჟავას დაბრუნება საყლაპავში, ტკივილი ყლაპვის დროს) მკურნალობა: რეკომენდებული დოზაა ერთი ტაბლეტი დევაპანტი დღეში. ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დღეში 2 ტაბლეტი დევაპანტის გამოყენება. მკურნალობის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ 4-8 კვირაა. ექიმი მოგაწვდით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენ ხანს უნდა გარძელდეს თქვენი მკურნალობა დევაპანტით.

მოზრდილები

H.Pylori-ს ბაქტერიით გამოწვეული თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულების და კუჭის წყლულების მკურნალობა, ორ შესაბამის ანტიბიოტიკთან ერთად

დევაპანტის რეკომენდებული დოზა ამოქსიცილინთან, კლარითრომიცინთან და ორ ანტიბიოტიკთან მეტრონიდაზოლთან (ან თიონიდაზოლთან) ერთად არის ერთი ტაბლეტი დღეში ორჯერ. პირველი ტაბლეტი მიიღება საუზმემდე 1 საათით ადრე, ხოლო მეორე ტაბლეტი სადილამდე 1 საათით ადრე. მკურნალობის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ 1-2 კვირაა. მიჰყევით ექიმის რეკომენდაციებს და გაეცანით ამ ანტიბიოტიკების ფურცელ-ჩანართს.

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობა: ჩვეულებრივი დოზა არის 1 ტაბლეტი დევაპანტი დღეში. ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დღეში 2 ტაბლეტი დევაპანტის გამოყენება. კუჭის წყლულის მკურნალობის პერიოდი ჩვეულებრივ გრძელდება 4-8 კვირა. თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს მკურნალობა ჩვეულებრივ გრძელდება 2-4 კვირა. ექიმი გირჩევთ რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს თქვენი მკურნალობა დევაპანტით.

ზოლინგერ ელისონის სინდრომის და სხვა მდგომარეობების, რომელთა დროსაც წარმოიქმნება ჭარბი რაოდენობით კუჭის მჟავა, ხანგრძლივი მკურნალობა: ჩვეულებრივ, რეკომენდებული საწყისი დოზაა 2 ტაბლეტი დევაპანტი დღეში.

ორივე ტაბლეტი მიიღება ერთსადაიმავე დროს საკვების მიღებამდე 1 საათით ადრე. კუჭის მჟავიანობიდან გამომდინარე, მკურნალი ექიმი დაარეგულირებს წამლის დოზას. თუ გირჩევთ მიიღოთ 2 ტაბლეტზე მეტი დღეში, მიიღეთ ტაბლეტები დღეში ორჯერ. თუ ექიმმა გირჩიათ 4 ტაბლეტზე მეტის მიღება დღეში, ექიმივე გადაწყვეტს როდის უნდა შეწყდეს მედიკამენტების მიღება.

მიღების წესი და მეთოდი:

არ დაღეჭოთ ან გადატეხოთ დევაპანტი, მისი მიღება უნდა მოხდეს პერორალურად მთლიანად, საკმარისი რაოდენობის წყლის მიყოლებით კვებამდე 1 საათით ადრე.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

გამოყენება ბავშვებში:

არ უნდა იქნას გამოყენებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

გამოყენება ხანდაზმულებში: ხანდაზმულებში დევაპანტი შეიძლება გამოყენებული იქნას დოზის კორექტირების გარეშე.

გამოყენების განსაკუთრებული პირობები:

თირკმლის უკმარისობა:

არ გამოიყენოთ დევაპანტი H.pylori-ს სამკურნალოდ, თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციის დარღვევა და ღვიძლის მხრივ მძიმე ან ზომიერი პრობლემები.

ღვიძლის უკმარისობა:

ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 20 მგ პანტოპრაზოლს.

თუ შეგექმნათ შთაბეჭდილება, რომ დევაპანტის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი დევაპანტი

დოზის გადაჭარბების სიმპტომები არ არის ცნობილი.

თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი დევაპანტი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდებათ დევაპანტის მიღება

თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება, ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას დავიწყებული დოზის შესავსებად. გააგრძელეთ მკურნალობა შემდეგი დოზიდან ექიმის მიერ მოცემული დოზირების გრაფიკის შესაბამისად.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის შესავსებად.

შესაძლო ეფექტები დევაპანტით მკურნალობის შეწყვეტისას

ექიმი მოგაწვდით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება თქვენი მკურნალობა დევაპანტით. არ შეწყვიტოთ მკურნალობა, რადგან დაავადების სიმპტომები შეიძლება დაბრუნდეს ან გაუარესდეს.

  • რა არის შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, დევაპანტმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები იმ ადამიანებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან მის შემადგენლობაში შემავალი ინგრედიენტების მიმართ.

გვერდითი მოვლენები კლასიფიცირდება შემდეგ კატეგორიებში:

ძალიან ხშირი: ვლინდება 10-დან მინიმუმ 1 პაციენტში

ხშირი: ვლინდება 100-დან 1-10 პაციენტში

არახშირი: ვლინდება 1000-დან 1-10 პაციენტში

იშვიათი: ვლინდება 10 000-დან 1-10 პაციენტში

ძალიან იშვიათი: ვლინდება 10 000-დან 1 პაციენტზე ნაკლებში

არ არის ცნობილი: შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით.

თუ გამოვლინდა რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი, შეწყვიტეთ დევაპანტის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:

ძალიან სერიოზული ალერგიული დაავადებები (ვლინდება ძალიან იშვიათად):

ენის და/ან ხორხის შეშუპება, ყლაპვის გაძნელება, ჭინჭრის ციება (ურტიკარია), სუნთქვის გაძნელება, სახის ალერგიული შეშუპება (კვინკეს შეშუპება/ ანგიონევროზული შეშუპება), თავბრუსხვევა, რომელსაც თან ახლავს ძალიან სწრაფი გულისცემა და ოფლიანობა.

კანის ძალიან სერიოზული დაავადებები (სიხშირე არ არის ცნობილი):

უეცარი, ფართოდ გავრცელებული, მტკივნეული, ბუშტუკოვანი გამონაყარი კანზე, ზოგადი ჯანმრთელობის სწრაფი გაუარესება, თვალების, ცხვირის, პირის/ტუჩების ან სასქესო ორგანოების გაღიზიანება (მცირე სისხლდენა) (ეს შეიძლება იყოს კანის სერიოზული რეაქციების ნიშნები, როგორიცაა სტივენ-ჯონსონის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა, ლაიელის სინდრომი) და მგრძნობელობა სინათლის მიმართ.

სხვა ძალიან სერიოზული მდგომარეობები (სიხშირე არ არის ცნობილი):

კანის ან თვალის სკლერების გაყვითლება (ღვიძლის უჯრედების მძიმე დაზიანება, სიყვითლე) ან ცხელება, გამონაყარი და თირკმელების გადიდება (თირკმელების სერიოზული ანთება) ცხელებით, ჭინჭრის ციებით, მტკივნეული შარდვით და წელის ტკივილით.

ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია.

თუ აღგენიშნებათ რომელიმე მათგანი, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია დევაპანტზე.

შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილს, აცნობეთ ექიმს:

არახშირი (ვლინდება 1000-დან 1-10 პაციენტში):

თავის ტკივილი; თავბრუსხვევა; დიარეა; შეუძლოდ ყოფნა; ღებინება; მუცლის შებერილობა და მეტეორიზმი; ყაბზობა; პირის სიმშრალე; კუჭის ტკივილი; ალერგიული დაავადებები, როგორიცაა სიწითლე, ქავილი და გამონაყარი კანზე; სისუსტე; ძილის დარღვევა.

კერძოდ, პაციენტებში, რომლებიც ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იღებენ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორს, როგორიცაა პანტოპრაზოლი, იზრდება თეძოს, მაჯის ან ხერხემლის მოტეხილობების რისკი. აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ ოსტეოპოროზი ან იყენებთ კორტიკოსტეროიდებს, რომლებიც ზრდის ოსტეოპოროზის რისკს.

იშვიათი (ვლინდება 10000-დან 1-10 პაციენტში):

გემოს შეგრძნების დაქვეითება ან სრული დაკარგვა; მხედველობის დარღვევები, როგორიცაა მხედველობის დაბინდვა; ჭინჭრის ციება (ურტიკარია); სახსრების ტკივილი; კუნთების ტკივილი; წონის მომატება/დაკლება; სხეულის ტემპერატურის მომატება; ძლიერი ცხელება; ხელებისა და ფეხების შეშუპება (პერიფერიული შეშუპება); ალერგიული რეაქციები; დეპრესია; მკერდის გადიდება მამაკაცებში (გინეკომასტია).

ძალიან იშვიათი (ვლინდება 10 000-დან 1 პაციენტზე ნაკლებში):

დეზორიენტაცია.

არ არის ცნობილი (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით): განსაკუთრებით მიდრეკილ პაციენტებში შეიძლება აღინიშნოს ისეთი რამიარ არსებული მოვლენების დანახვა ან გაგება (ჰალუცინაციები), დროსა და სივრცეში ორიენტაციის დაკარგვა და ცნობიერების არევა; სისხლში ნატრიუმის დონის დაქვეითება (ჰიპონატრიემია). თუ თქვენ უკვე იღებთ დევაპანტს სამ თვეზე მეტი დროის განმავლობაში, ამან შესაძლებელია, გამოიწვიოს სისხლში მაგნიუმის დონის დაქვეითება. მაგნიუმის დონის დაქვეითება (ჰიპომაგნიემია) ვლინდება დაღლილობის, კუნთების უნებლიე რიგიდულობის, დეზორიენტაციის, კრუნჩხვების, თავბრუსხვევისა და გულისცემის გახშირების სახით. მაგნიუმის დონის შემცირებამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს სისხლში კალიუმის და კალციუმის დონის დაქვეითება. ექიმმა შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს, ანალიზების რეგულარულად ჩატარება სისხლში მაგნიუმის დონის მონიტორინგისთვის.

სისხლის ანალიზების საშუალებით გამოვლენილი გვერდითი მოვლენები:

არახშირი (ვლინდება 1 000-დან 1-10 პაციენტში):

ღვიძლის ფერმენტების მომატება.

იშვიათი (ვლინდება 10 000-დან 1-10 პაციენტში):

სისხლში ბილირუბინის დონის მომატება; სისხლში ტრიგლიცერიდების (ცხიმის) დონის მომატება, სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის უეცარი შემცირება (აღინიშნება მაღალი ცხელებისას)

ძალიან იშვიათი (ვლინდება 10 000-დან 1 პაციენტზე ნაკლებში):

შეიძლება შემცირდეს სისხლის შედედების უჯრედების (თრომბოციტების) რაოდენობა სისხლში (ამან შეიძლება გამოიწვიოს ჩვეულებრივზე ძლიერი სისხლდენა); სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ამან შეიძლება გამოიწვიოს ინფექციებით უფრო ხშირად დაავადება); ან ერთდროულად ანომალურად დაბალი რაოდენობის სისხლის წითელი უჯრედები, ლეიკოციტები და სისხლის შედედების უჯრედები (თრომბოციტები).

შეტყობინებები გვერდითი ეფექტების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის შემთხვევაში, რომელიც შეიძლება ჩამოთვლილი იყოს ან არ იყოს ამ ფურცელ-ჩანართში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. გარდა ამისა, შეატყობინეთ გვერდითი მოვლენების შესახებ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TÜFAM) "წამლის გვერდითი ეფექტის ანგარიშგების" გამოსახულებაზე დაჭერით ვებგვერდზე www.titck.gov.tr ან დარეკეთ გვერდით ეფექტებზე შეტყობინების ხაზზე 0800 314 00 08. გვერდით ეფექტებზე შეტყობინებით თქვენ ხელს უწყობთ მეტი ინფორმაციის მიღებას იმ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ, რომელსაც იყენებთ.

თუ თქვენ აღგენიშნებათ რაიმე გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში გთხოვთ აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • დევაპანტის შენახვა

შეინახეთ დევაპანტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას თავდაპირველ შეფუთვაში.

შეინახეთ დაბალ ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 25°C -ზე.

გამოიყენეთ ეს პრეპარატი ვადის გასვლის თარიღის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ დევაპანტი შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

თუ შეამჩნევთ დეფექტებს პროდუქტზე ან/და შეფუთვაზე, არ გამოიყენოთ დევაპანტი.

არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები ნაგავში! გადაეცით ისინი გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განკუთვნილ შეგროვების სისტემას.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

DEVA Holding A.Ş.

Halkalı Merkez Mah. Basın Ekspres Cad. No: 1

34303 Küçükçekmece - სტამბული/თურქეთი

Phone: 0212 692 92 92

Fax: 0212 697 00 24

E-mail: [email protected]

წარმოების ადგილი

DEVA Holding A.Ş.

Kapaklı - თექირდაღი/თურქეთი

ფურცელი-ჩანართის ბოლოს შესწორების თარიღი 20/08/2025

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა