პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
კუჭის წვენის მჟავიანობის დარღვევის საწინააღმდეგო პრეპარატები

პანტაციდი

PANTACID

ურეცეპტოდ40მგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

პანტაციდი ბაზარზე წარმოდგენილია (ნაწლავში ხსნადი) გარსით დაფარული ტაბლეტების სახით, რაც ხელს უშლის ტაბლეტების გახსნას კუჭში. თითოეული ტაბლეტი შეიცავს პანტოპრაზოლის ნატრიუმის სესქვიჰიდრატს, რომელიც 40 მგ პანტოპრაზოლის ექვივალენტურია. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
პანტოპრაზოლი (pantoprazole)
ფორმა და შეფუთვა
40მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №14 (1X14)
მწარმოებელი
Ilko Ilac San. ve Tic. A.S., თურქეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კუჭის წვენის მჟავიანობის დარღვევის საწინააღმდეგო პრეპარატები, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები
ATC კოდი
A02BC02
რეგისტრაციის ნომერი
რ-044545
რეგისტრირებულია
23 დეკემბერი 2025, მოქმედებს 23 დეკემბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Ilko Ilac San. ve Tic. A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაპანტაციდი და სხვა წამალი ერთად

პანტაციდი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პანტაციდი ბაზარზე წარმოდგენილია (ნაწლავში ხსნადი) გარსით დაფარული ტაბლეტების სახით, რაც ხელს უშლის ტაბლეტების გახსნას კუჭში. თითოეული ტაბლეტი შეიცავს პანტოპრაზოლის ნატრიუმის სესქვიჰიდრატს, რომელიც 40 მგ პანტოპრაზოლის ექვივალენტურია.

პანტოპრაზოლი არის პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი, პრეპარატი, რომელიც ამცირებს კუჭში წარმოქმნილი მჟავას რაოდენობას. ის გამოიყენება კუჭისა და ნაწლავების მჟავიანობასთან დაკავშირებული დაავადებების სამკურნალოდ.

პანტაციდი ბაზარზე მოწოდებულია 14 ან 28 ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტების სახით ბლისტერულ შეფუთვებში თითოეულ კოლოფში. ტაბლეტები მუქი ვარდისფერი, ორმხრივამოზნექილი და ოვალური ფორმისაა.

პანტაციდი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:

მოზრდილები და 12 წლის და უფროსი ასაკის მოზარდები:

გასტროეზოფაგური რეფლუქსის სამკურნალოდ (GERD: კუჭის შიგთავსი გადადის ზემოთ საყლაპავში)

მოზრდილებში:

Helicobacter pylori ბაქტერიით გამოწვეული ინფექციის მკურნალობა თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულებისა და კუჭის წყლულების მქონე პაციენტებში, ორ ანტიბიოტიკთან ერთად კომბინაციაში. მიზანია ბაქტერიების მოცილება და წყლულების რეციდივის ალბათობის შემცირება.

პეპტიკური წყლულის მკურნალობა (კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული).

ზოლინგერ-ელისონის სინდრომის მკურნალობა (პანკრეასის სიმსივნეები, რომლებიც წარმოქმნიან ჰორმონებს, და იწვევენ კუჭში მჟავის ჭარბად წარმოქმნას) და სხვა მდგომარეობები, რომლის დროსაც კუჭში წარმოიქმნება ძალიან დიდი რაოდენობით მჟავა.

მიღების წესი და დოზირება

ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს ჭამამდე, მათი დაღეჭვისა და გატეხვის გარეშე და უნდა გადაიყლაპოს მცირეოდენ წყალთან ერთად.

ინსტრუქცია სათანადო გამოყენებისა და დოზის/სიხშირის შესახებ

მოზრდილები და 12 წლის და მეტი ასაკის მოზარდები:

რეფლუქს ეზოფაგიტის (საკვებისა და მჟავის ამოსვლა კუჭიდან საყლაპავში) და მასთან დაკავშირებული სიმპტომების (როგორიცაა: წვის და ტკივილის შეგრძნება მკერდში, მჟავის ამოსვლა საყლაპავში, ტკივილი ყლაპვისას) მკურნალობა

რეკომენდებული დოზაა 1 ტაბლეტი პანტაციდი ერთხელ დღეში. ექიმმა დოზა შეიძლება გაზარდოს 2 ტაბლეტამდე პანტაციდი დღეში. მკურნალობის პერიოდი ჩვეულებრივ 4-8 კვირაა. ექიმი პაციენტს ეტყვის, რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს მედიკამენტის მიღება.

მოზრდილები:

H. pylori-ით გამოწვეული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობა, ორ შესაბამის ანტიბიოტიკთან კომბინაციაში;

ერთი ტაბლეტი დღეში ორჯერ, პლუს ორი ანტიბიოტიკის ტაბლეტი - ამოქსიცილინი ან კლარითრომიცინი და მეტრონიდაზოლი (ან ტრიონიდაზოლი), თითოეული მიღებულ უნდა იქნეს დღეში ორჯერ თქვენი პანტაციდის ტაბლეტთან ერთად. პირველი პანტოპრაზოლი უნდა იქნეს მიღებული საუზმემდე 1 საათით ადრე, ხოლო მეორე უნდა იქნეს მიღებული სადილამდე 1 საათით ადრე. პაციენტმა უნდა დაიცვას ექიმის მითითებები და გაეცნოს ანტიბიოტიკების გამოყენების ინსტრუქციებს. მკურნალობის პერიოდი ჩვეულებრივ 1-2 კვირაა. პაციენტმა უნდა დაიცვას ექიმის მითითებები და წაიკითხოს ამ ანტიბიოტიკების გამოყენების ინსტრუქციები.

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობა:

ჩვეულებრივი დოზაა დღეში ერთი ტაბლეტი. ექიმთან კონსულტაციის შემდეგ დოზა შეიძლება გაორმაგდეს. კუჭის წყლულების მკურნალობის პერიოდი ჩვეულებრივ 4-დან 8 კვირამდეა. თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულების მკურნალობის პერიოდი ჩვეულებრივ 2-დან 4 კვირამდეა. ექიმი პაციენტს ეტყვის, თუ რამდენ ხანს უნდა მიიღოს წამალი.

ზოლინგერ-ელისონის სინდრომის და იმ მდგომარეობების გრძელვადიანი მკურნალობა, რომლებიც დროსაც წარმოიქმნება ჭარბი კუჭის მჟავა:

რეკომენდებული საწყისი დოზა, როგორც წესი, დღეში ორი ტაბლეტია.

ორივე ტაბლეტი უნდა იქნეს მიღებული ჭამამდე 1 საათით ადრე. ამის შემდეგ, შესაძლებელია დოზის კორექცია ექიმის მიერ, წარმოქმნილი კუჭის მჟავას რაოდენობის მიხედვით. თუ ინიშნება დღეში ორზე მეტი ტაბლეტი, ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს დღეში ორჯერ. თუ ექიმი დანიშნავს სადღეღამისო დოზას ოთხზე მეტ ტაბლეტს, ის ზუსტად ეტყვის პაციენტს, თუ როდის უნდა შეწყდეს წამლის მიღება.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება:

პანტოპრაზოლე არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.

ხანდაზმულები

არ არის საჭიროა დოზის კორექცია ხანდაზმულ პაციენტებში.

სპეციალური პოპულაციები:

თირკმლის დაზიანება

თუ პაციენტს თირკმლის პრობლემები აქვს, არ უნდა მიიღოს პანტოპრაზოლი Helicobacter pylori.-ს ერადიკაციისათვის.

ღვიძლის დაზიანება

თუ პაციენტს ღვიძლის მძიმე პრობლემები აქვს, არ უნდა მიიღოს დღეში ერთ 20 მგ ტაბლეტზე მეტი.

თუ პაციენტს ღვიძლის ზომიერი ან მძიმე პრობლემები აქვს, არ უნდა მიიღოს პანტოპრაზოლი Helicobacter pylori.-ს ერადიკაციისათვის.

თუ პაციენტი მიიჩნევს, რომ პანტაციდის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

პანტაციდის დოზის გადაჭარბებისას

არ არის ცნობილი დოზის გადაჭარბების სიმპტომები.

პანტაციდის დოზის გადაჭარბებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

პანტაციდის დოზის გამოტოვებისას

არ შეიძლება დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ. შემდეგი დოზის მიღება უნდა მოხდეს ჩვეულ დროს.

არ შეიძლება დოზის გაორმაგება გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ.

პანტაციდის მიღების შეწყვეტისას

მედიკამენტის მიღება არ უნდა შეწყდეს ექიმთან კონსულტაციის გარეშე. მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ნაადრევად, რადგან შეიძლება ისევ განვითარდეს დაავადება ან გაძლიერებული სიმპტომები.

უკუჩვენებები

პანტაციდი არ არის რეკომენდებული, თუ პაციენტი ალერგიულია აქტიური ნივთიერების, ჩანაცვლებული ბენზიმიდაზოლების ან პანტაციდის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ, რომელიც ჩამოთვლილია 6.1 პარაგრაფში.

სიფრთხილის ზომები

დაუშვებელია პანტაციდის გამოყენება შემდეგ შემთხვევებში:

თუ პაციენტი ალერგიულია აქტიური ნივთიერება პანტოპრაზოლის ან პანტაციდის რომელიმე დამხმარე ნივთიერების, ბენზიდიმაზოლების (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ) მიმართ;

თუ პაციენტი ალერგიულია პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების შემცველი მედიკამენტების მიმართ.

პანტაციდი სიფრთხილით უნდა იქნეს გამოყენებული შემდეგ შემთხვევებში:

თუ პაციენტს ღვიძლის მძიმე პრობლემები. ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება ღვიძლის რაიმე პრობლემა. ის შეამოწმებს ღვიძლის ფერმენტებს უფრო ხშირად, განსაკუთრებით, თუ პანტაციდის მიღება ხდება ხანგრძლივად. თუ ღვიძლის ფერმენტების დონე მოიმატებს, მაშინ პანტანციდით მკურნალობა უნდა შეწყდეს.

თუ პაციენტს B12 ვიტამინის შემცირებული მარაგი აქვს ორგანიზმში ან აღენიშნება მისი დაქვეითების რისკ-ფაქტორები და ხანგრძლივად მკურნალობს პანტოპრაზოლით. როგორც ყველა მჟავას დამაქვეითებელმა საშუალებამ, პანტოპრაზოლმაც შეიძლება გამოიწვიოს ვიტამინი B12-ის აბსორბციის შემცირება.

თუ პაციენტი იღებს აივ პროტეაზას ინჰიბიტორებს, როგორიცაა ატაზანავირი (აივ-ინფექციის სამკურნალოდ), პანტოპრაზოლთან ერთდროულად, საჭიროა ექიმთან მიმართვა სპეციფიკური რჩევის მისაღებად.

პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორის მიღებამ, როგორიცაა პანტოპრაზოლი, განსაკუთრებით ერთ წელზე მეტი პერიოდის განმავლობაში, შეიძლება ოდნავ გაზარდოს ბარძაყის, მაჯის, ან ხერხემლის მოტეხილობის რისკი. ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება ძვლის სიმკვრივის დაქვეითება (ოსტეოპოროზი) ან იღებს კორტიკოსტეროიდებს (რამაც შეიძლება გაზარდოს ოსტეოპოროზის განვითარების რისკი).

თუ პაციენტი პანტაციდს იღებს სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, შესაძლებელია სისხლში დაეცეს მაგნიუმის დონე, მაგნიუმის დაბალი დონე შეიძლება გამოვლინდეს დაღლილობის კუნთების უნებლიე შეკუმშვის, დეზორიენტაციის, კრუნჩხვების, თავბრუსხვევის, გულისცემის სიხშირის მომატების სახით. თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ეს სიმპტომი, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ექიმს. მაგნიუმის დაბალმა დონემ ასევე შეიძლება გამოიწვიოს სისხლში კალიუმის ან კალციუმის დონის შემცირება. ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს სისხლის ანალიზების რეგულარული ჩატარება მაგნიუმის დონის მონიტორინგის მიზნით.

რეკომენდებულია ალკოჰოლის მოხმარებისგან თავის არიდება მკურნალობის პერიოდში.

თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება კანის რეაქცია პანტაციდის მსგავსი კუჭის მჟავიანობის დამაქვეითებელი პრეპარატით მკურნალობის შემდეგ,

თუ პაციენტს აღენიშნება კანზე გამონაყარი, განსაკუთრებით მზის ზემოქმედების ქვეშ მყოფ ადგილებში, ექიმს უნდა ეცნობოს, რაც შეიძლება სწრაფად, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს პანტაციდით მკურნალობის შეწყვეტა. ასევე პაციენტი უნდა დააკვირდეს სხვა ნებისმიერ ეფექტს, როგორიცაა ტკივილი სახსრებში.

თუ პაციენტს უნდა ჩაუტარდეს ნეიროენდოკრინული სიმსივნის დიაგნოსტიკური ტესტები, უნდა ეცნობოს ექიმს, რადგან პანტაციდმა, ისევე როგორც ყველა პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორმა, შეიძლება გავლენა მოახდინოს ამ ტესტების შედეგებზე.

პანტანციდმა შესაძლოა გაზარდოს ბაქტერიების რაოდენობა (Salmonella და Campylobacter ან C. difficile), რომლებიც ჩვეულებრივ არიან კუჭ-ნაწლავის ზედა ტრაქტში და შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ინფექციების რისკის მცირე გაზრდა.

თუ პანტაციდი გამოიყენება აასს პრეპარატებით (ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების ჯგუფი), გამოწვეული წყლულების პრევენციისათვის, მკურნალობა უნდა შემოიფარგლოს იმ პაციენტებით, რომლებსაც სჭირდებათ აასს პრეპარატების მუდმივად გამოყენება ან იმ პაციენტებით, რომლებსაც აქვთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გვერდითი მოვლენების მაღალი რისკი (მაგ., 65 წლის ასაკის, ანამნეზში წყლულების ან კუჭიდან სისხლდენის არსებობა).

თუ პაციენტს უნდა გაუკეთდეს სპეციფიკური სისხლის ანალიზი (ქრომოგრანინი A).

დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ექიმს, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ სიმპტომი:

წონის არაგანზრახული კლება;

ღებინება, განსაკუთრებით განმეორებითი;

სისხლიანი ღებინება, შავი ყავის ნალექის მსგავსი მასის სახით პირნაღებში;

სისხლი განავალში, შავი ან კუპრისფერი განავალი;

ყლაპვის გაძნელება და ყლაპვისას ტკივილი;

სიფერმკრთალე და სისუსტე (ანემია);

გულმკერდში ტკივილი;

კუჭის ტკივილი;

მძიმე და / ან მუდმივი დიარეა.

თუ რომელიმე გაფრთხილება ეხება პაციენტს, მათ შორის წარსულში, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

რადგან პანტაციდით მკურნალობამ შეიძლება შეამციროს კიბოს სიმპტომები და გამოიწვიოს მისი დიაგნოზის დასმის დაგვიანება, პანტაციდით მკურნალობის დაწყებამდე, ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს, რომ საჭიროა გარკვეული ტესტების ჩატარება ავთვისებიანი დაავადების გამოსარიცხად. თუ მკურნალობის მიუხედავად სიმპტომები ისევ აღინიშნება, მიზანშეწონილი იქნება შემდგომი კვლევების ჩატარება.

თუ პაციენტი პანტაციდს იღებს 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ექიმი მოახდენს პაციენტის რეგულარულ მეთვალყურეობას. პაციენტმა ექიმს უნდა აცნობოს ყველა ახალი და განსაკუთრებული სიმპტომისა და გარემოების შესახებ ყოველ ვიზიტზე.

პანტაციდის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს ჭამამდე 1 საათით ადრე, მათი დაღეჭვისა და გატეხვის გარეშე და უნდა გადაიყლაპოს მცირეოდენ წყალთან ერთად.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

სამკურნალო პროდუქტები, რომლებსაც pH-თან დაკავშირებული აბსორბციის ფარმაკოკინეტიკა აქვთ

კუჭის მჟავის სეკრეციის ღრმა და ხანგრძლივი დათრგუნვის გამო, პანტაციდმა შეიძლება შეამციროს იმ წამლების შეწოვა, რომლებსაც აქვთ კუჭის pH–თან დაკავშირებული ბიოშეღწევადობა (მაგ., ზოგიერთი აზოლური სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, პოსაკონაზოლი და სხვა პრეპარატები, მაგ. ერლოტინიბი).

აივ პროტეაზის ინჰიბიტორები

პანტოპრაზოლისა და აივ პროტეაზის ინჰიბიტორების ერთდროული მიღება, რომლების აბსორბციაც დამოკიდებულია ინტრაგასტრულ მჟავურ pH-ზე, როგორიცაა ატაზანავრი, შეიძლება გამოიწვიოს ამ მედიკამენტების ბიოშეღწევადობის მნიშვნელოვანი შემცირება. თუ აივ პროტეაზის ინჰიბიტორების კომბინირება პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორთან აუცილებელია, რეკომენდებულია ყურადღებითი კლინიკური მონიტორინგი (მაგ., ვირუსული დატვირთის). პანტოპრაზოლის დოზა არ უნდა აღემატებოდეს დღეში 20 მგ-ს. შესაძლოა საჭირო გახდეს აივ პროტეაზის ინჰიბიტორების დოზის კორექცია.

კუმარინის ტიპის ანტიკოაგულანტები (ფენპროკუმონი ან ვარფარინი)

მიუხედავად იმისა, რომ ფენპროკუმონის ან ვარფარინის თანმხლები მიღების დროს რაიმე ურთიერთქმედება არ შეინიშნება კლინიკურ ფარმაკოკინეტიკურ კვლევებში, საერთაშორისო ნორმალიზებული ფარდობის (INR) ცვლილებების ერთეული შემთხვევები დაფიქსირდა პოსტმარკეტინგულ პერიოდში. INR-ისა და პროთრომბინის დროის გაზრდამ შეიძლება გამოიწვიოს პათოლოგიური სისხლდენა და სიკვდილიც კი. ამიტომ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ კუმარინის ტიპის ანტიკოაგულანტებით (მაგ. ფენპროკუმონი ან ვარფარინი). რეკომენდებულია პროთრომბინის დროის / INR-ის მონიტორინგი პანტოპრაზოლის დაწყების, შეწყვეტის ან არარეგულარული გამოყენების დროს.

მეთოტრექსატი

მეთოტრექსატის მაღალი დოზით (მაგ., 300 მგ) და პროტონური ტუმბოს ინჰიბიტორების ერთდროულად გამოყენებისას ზოგიერთ პაციენტში აღინიშნა მეთოტრექსატის დონის მომატება. ამიტომაც ისეთ სიტუაციებში, სადაც გამოიყენება მაღალი დოზით მეტოტრექსატი, მაგალითად კიბოს და ფსორიაზის დროს, შეიძლება საჭირო გახდეს პანტოპრაზოლის დროებითი შეწყვეტა.

ურთიერთქმედების სხვა კვლევები

პანტოპრაზოლი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში ციტოქრომა P450 ფერმენტის სისტემის საშუალებით. ძირითადი მეტაბოლური გზა არის დემეთილირება CYP2C19-ით, და სხვა მეტაბოლური გზები მოიცავს CYP3A4-ით ოქსიდაციას. ურთიერთქმედების კვლევებმა სამკურნალო პროდუქტებზე, რომლებიც ასევე მეტაბოლიზდება ამ გზებით, როგორიცაა კარბამაზეპინი, დიაზეპამი, გლიბენკლამიდი, ნიფედიპინი, და ლევონორგესტრელის და ეთინილ ესტრადიოლის შემცველი პერორალური კონტრაცეპტივები, არ გამოავლინეს კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები.

პანტოპრაზოლის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პროდუქტებთან ან ნაერთებთან, რომლებიც მეტაბოლიზდება იმავე ფერმენტული სისტემის გამოყენებით, გამორიცხული არ არის.

ურთიერთქმედების რიგი კვლევების შედეგები აჩვენებს, რომ პანტოპრაზოლი არ ახდენს გავლენას CYP1A2-ით მეტაბოლიზებული აქტიური ნივთიერებების მეტაბოლიზმზე (მაგალითად, კოფეინი, თეოფილინი), CYP2C9-ით მეტაბოლიზებულზე (მაგალითად, პიროქსიკამი, დიკლოფენაკი. ნაპროქსენი), CYP2D6-ით მეტაბოლიზებულზე (მაგალითად, მეტოპროლოლი), CYP2E1-ით მეტაბოლიზებულზე (მაგალითად, ეთანოლი) ან არ უშლის ხელს დიგოქსინის p -გლიკოპროტეინებთან დაკავშირებულ აბსორბციას.

არ აღინიშნა ურთიერთქმედება ერთდროულად მიღებული ანტაციდების შემთხვევაში.

ურთიერთქმედების კვლევები ასევე ჩატარდა პანტოპრაზოლის ერთდროულად გამოყენებისას შესაბამის ანტიბიოტიკებთან, როგორიცაა კლარითრომიცინი, მეტრონიდაზოლი, ამოქსიცილინი. კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება არ გამოვლინდა.

სამკურნალო პროდუქტები, რომლებიც იწვევენ CYP2CI9-ის ინჰიბირებას ან ინდუქცია:

CYP2CI9 ინჰიბიტორებს, როგორიცაა ფლუვოქსამინი, შეუძლიათ გაზარდონ პანტოპრაზოლის სისტემური ექსპოზიცია. დოზის შემცირება შეიძლება ჩაითვალოს მიზანშეწონილად პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ხანგრძლივად პანტოპრაზოლის მაღალი დოზებით, ან ღვიძლის დაზიანების მქონე პაციენტებში.

ფერმენტულმა ინდუქტორებმა, რომლებიც გავლენას ახდენენ CYP2CI9-ზე და CYP3A4–ზე, როგორიცაა რიფამპიცინი და მცენარე კრაზანა (Hypericum perforatum), შეიძლება შეამცირონ იმ PPI–ების პლაზმური კონცენტრაციები, რომლებიც მეტაბოლიზდება ამ ფერმენტული სისტემების საშუალებით.

დამატებითი ინფორმაცია სპეციალური პოპულაციების შესახებ

ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.

ორსულობა და ძუძუთი კვება

საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.

არ არის ადექვატური მონაცემები ორსულ ქალებში პანტოპრაზოლის გამოყენების შესახებ. ორსულობის, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა კონსულტაციისათვის ამ მედიკამენტის მიღებამდე. ამ მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმი მიიჩნევს, რომ სარგებელი აჭარბებს პოტენციურ რისკებს ბავშვისთვის.

ძუძუთი კვება

საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ პრეპარატის მიღებამდე.

აღწერილ იქნა დედის რძეში გამოყოფა. ამ მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმი მიიჩნევს, რომ სარგებელი აჭარბებს პოტენციურ რისკებს ბავშვისთვის.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

თუ პაციენტს აღენიშნება გვერდითი მოვლენები, როგორიცაა თავბრუსხვევა ან მხედველობის დარღვევა, არ უნდა მართოს ავტომობილი ან სხვა მექანიზმები.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პანტაციდის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

პანტაციდი შეიცავს 16 მგ საქაროზას. თუ პაციენტს დადგენილი აქვს ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ სამკურნალო პროდუქტის გამოყენებამდე.

ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს სულ 27,.2 მგ ნატრიუმს 4 ტაბლეტში, რაც მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა. ეს გათვალისწინებული უნდა იქნეს იმ პაციენტებისთვის, რომლებიც იმყოფებიან ნატრიუმის კონტროლირებად დიეტაზე.

სხვა სამკურნალო პროდუქტებთან ურთიერთქმედება

პანტაციდმა შეიძლება გავლენა იქონიოს სხვა მედიკამენტების მოქმედებაზე, ამიტომ მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს შემდეგ წამლებს:

პანტოპრაზოლმა შეიძლება შეამციროს კუჭის pH-ზე დამოკიდებული ბიოშეღწევადობის მქონე წამლების შეწოვა, როგორიცაა: კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, პოსაკონაზოლი და კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტი, როგორიცაა ერლოტინიბი;

ვარფარინი და ფენპროკუმონი - მოქმედებენ სისხლის გასქელებაზე ან გათხელებაზე, შეიძლება საჭირო გახდეს სისხლის დამატებითი ანალიზების ჩატარება;

მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ, როგორიცაა, ატანაზავირი;

მეთოტრექსატი (გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის, ფსორიაზის და კიბოს დროს) - თუ პაციენტი იღებს მეთოტრექსატს, ექიმმა შეიძლება დროებით შეაჩეროს პანტაციდით მკურნალობა, რადგან პანტოპრაზოლმა შეიძლება გაზარდოს მეთოტრექსატის დონე სისხლში;

ფლუვოქსამინი (გამოიყენება დეპრესიის ან სხვა ფსიქიკური დაავადების დროს) - თუ პაციენტი იღებს ფლუვოქსამინს, ექიმმა შეიძლება შეამციროს პანტოპრაზოლის დოზა;

რიფამპიცინი (გამოიყენება ინფექციის სამკურნალოდ);

კრაზანა (Hypericum perforatum) (გამოიყენება სუსტი დეპრესიის დროს).

ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ან უახლეს წარსულში იღებდა რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ ნებისმიერ სხვა მედიკამენტს.

გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარეები არიან პანტაციდში შემავალი ნივთიერებების მიმართ.

გვერდითი მოვლენები კლასიფიცირებულია მათი სიხშირის მიხედვით:

ძალიან ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-10 პაციენტში)

არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1-10 პაციენტში)

იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1-10 პაციენტში)

ძალიან იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე).

თუ პაციენტს აღენიშნება ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი, უნდა შეწყდეს პანტაციდის მიღება და საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ან უახლოესი ჰოსპიტლის ემერჯენსის განყოფილებაში მიმართვა:

მძიმე ალერგიული რეაქციები (სიხშირე იშვიათი): ენის და/ან ხორხის შეშუპება;, ყლაპვის გაძნელება; ჭინჭრის ციება (კვანძოვანი გამონაყარი); სუნთქვის გაძნელება; სახის შეშუპება (კვინკეს შეშუპება/ანგიოენევროზული შეშუპება); ძლიერი თავბრუსხვევა ძალიან აჩქარებული გულისცემითა და ძლიერი ოფლიანობით.

კანის მძიმე მდგომარეობები (სიხშირე უცნობია): ბუშტუკების განვითარება კანზე და საერთო მდგომარეობის სწრაფი გაუარესება; ბლისტერები (სუსტი სისხლდენის ჩათვლით) თვალებზე, ცხვირის ღრუში, პირის ღრუში/ტუჩებზე ან გარეთა სასქესო ორგანოებზე (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ლაიელის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა) და მგრძნობელობა სინათლეზე.

სხვა მძიმე მდგომარეობები (სიხშირე უცნობია): კანისა და თვალების სკლერების გაყვითლება (ღვიძლის უჯრედების მძიმე დაზიანება, სიყვითლე) ან ცხელება; გამონაყარი და თირკმელების გადიდება ზოგჯერ მტკივნეული შარდვითა და წელის ქვედა ნაწილში ტკივილით (თირკმელების მძიმე ანთება).

ყველა ეს გვერდითი მოვლენა ძალიან სერიოზულია.

თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ეს გვერდითი მოვლენა, მას სერიოზული ალერგია აქვს პანტაციდის მიმართ.

პაციენტი შეიძლება საჭიროებდეს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას ან ჰოსპიტალიზაციას.

თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა, უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს:

ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-1ო პაციენტში)

კეთილთვისებიანი პოლიპები კუჭში.

თავის ტკივილი; თავბრუსხვევა; დიარეა; გულისრევა, ღებინება; ბოყინი და მეტეორიზმი; ყაბზობა; პირის სიმშრალე; მუცლის ტკივილი და დისკომფორტი; გამონაყარი კანზე, ეგზანთემა, გამონაყარი, ქავილი; სისუსტე, დაღლილობა და ცუდად ყოფნის შეგრძნება; ძილის დარღვევები, ბარძაყის ყელის, მაჯის, ხერხემლის (მალის) მოტეხილობა;

გემოს ცვლილება ან გემოს დაკარგვა; მხედველობის დარღვევები, როგორიცაა მხედველობის დაბინდვა; ჭინჭრის ციება; სახსრების ტკივილი; კუნთების ტკივილი; წონის ცვლილებები; სხეულის ტემპერატურის მომატება; მაღალი ცხელება; კიდურების შეშუპება (პერიფერიული შეშუპება); ალერგიული რეაქციები; დეპრესია; სარძევე ჯირკვლების გადიდება მამაკაცებში (გინეკომასტია).

დეზორიენტაცია

სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე)

ჰალუციანციები, ცნობიერების დაბინდვა (განსაკუთრებით ვითარდება იმ პაციენტებში, რომელთაც ეს სიმპტომები აღენიშნებათ ანამნეზში); ნატრიუმის დაბალი დონე სისხლში (ჰიპონატრიემია), მაგნიუმის დაბალი დონე სისხლში (იხ. პარაგრაფი 2 “რა უნდა იცოდეს პაციენტმა პანტაციდის მიღებამდე”), ჩხვლეტის, წიწკნის, წვის ან დაბუჟების შეგრძნება; მსხვილი ნაწლავის ანთება, რაც იწვევს წყლიან, მუდმივი ხასიათის ფაღარათს; გამონაყარი კანზე, რომელსაც შესაძლოა თან ახლდეს სახსრების ტკივილი.

გვერდითი მოვლენები, რომლებიც ვლინდება სისხლის ანალიზების მეშვეობით:

არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1-10 პაციენტში):

ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება;

იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1-10 პაციენტში):

ბილირუბინის დონის მომატება; სისხლში ცხიმების (ტრიგლიცერიდების) რაოდენობის მატება; გრანულარული ლეიკოციტების რაოდენობის მკვეთრად შემცირება, რომელიც დაკავშირებულია მაღალ ცხელებასთან.

თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა და სისხლჩაქცევების განვითარება; ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ხშირი ინფექციების განვითარება; ერითროციტებისა და ლეიკოციტების, ასევე, თრომბოციტების (მოქმედებს სისხლის კოაგულაციაზე) პათოლოგიური, თანმხლები დაქვეითება.

თუ გამოვლინდება ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე

ჭარბი დოზა

ადამიანებში დოზის გადაჭარბების ცნობილი სიმპტომები არ არსებობს.

ინტრავენურად 2 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში შეყვანილი 240 მგ-მდე დოზა კარგად გადაიტანება.

რადგან პანტოპრაზოლი ინტენსიურად არ უკავშირდება ცილებს, ის არ ექვემდებარება დიალიზს.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ინტოქსიკაციის კლინიკური ნიშნებით, სიმპტომური და დამხმარე მკურნალობის გარდა, არ შეიძლება გაიცეს რაიმე სპეციფიკური მკურნალობის რეკომენდაციები.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება:

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 40 მგ პანტოპრაზოლს (45.228 მგ პანტოპრაზოლის ნატრიუმის სესქვიჰიდრატის სახით)

დამხმარე ნივთიერებები:

საქაროზა .......................................16.00 მგ

ნატრიუმის კარბონატი .......10.00 მგ

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი, იხ. 6.1. პუნქტში.

შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება ოთახის ტემპერატურაზე, 25ºC-ის ქვემოთ.

პანტაციდი გამოყენებულ უნდა იქნეს შენახვის ვადის მიხედვით.

დაუშვებელია პანტაციდის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე. დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება, თუ პროდუქტზე და/ან მის შეფუთვაზე აღინიშნება რაიმე დაზიანება.

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი:

İlko İlaç San. ve Tic. A.Ş.

Veysel Karani Mah. Çolakoğlu Sok. No: 10

34885 Sancaktepe / İstanbul, Turkey

ილკო ილაჩ სან. ვე ტიკ. ა.შ.

ვეისელ კარანი მაჰ. ჩოლაკოღლუ სოკ. #10

34885 სანკაკტეპე /სტამბოლი, თურქეთი

წარმოების ადგილი:

İlko İlaç San. ve Tic. A.Ş.

  • Organize Sanayi Bölgesi Kuddusi Cad. 23. Sok. No:1

Selçuklu / Konya, Turkey

ილკო ილაჩ სან. ვე ტიკ. ა.შ.

  • ორგანიზე სანაიი ბოლღეზი კუდუსი კად. 23 სოკ. #1

სელჩუკლუ /კონია, თურქეთი

გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია: 30/07/2018

ფარმაკოლოგიური თვისებები

პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები

ათქ კოდი: A0213CO2

მოქმედების მექანიზმი

პანტოპრაზოლი ჩანაცვლებულია ბენზიმიდაზოლით, რომელიც აინჰიბირებს კუჭში მარილმჟავას სეკრეციას პარიეტული უჯრედების პროტონული ტუმბოების სპეციფიკური ბლოკირების გზით.

პანტოპრაზოლი გარდაიქმნება თავის აქტიურ ფორმად მჟავე გარემოში პარიეტალურ უჯრედებში, სადაც ის აინჰი8ბირებს H+, K + -ატფაზა ფერმენტს, ე.ი. კუჭში მარილმჟავას წარმოქმნის საბოლოო სტადიას. ინჰიბირება დამოკიდებულია დოზაზე და გავლენას ახდენს როგორც ბაზალური, ასევე სტიმულირებული მჟავას სეკრეციაზე. უმეტეს პაციენტებში სიმპტომების მოხსნა მიიღწევა 2 კვირის განმავლობაში. ისევე, როგორც სხვა პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების და H2 რეცეპტორის ინჰიბიტორების შემთხვევაში, პანტოპრაზოლით მკურნალობა ამცირებს კუჭში მჟავიანობას, და ამით ზრდის გასტრინს მჟავიანობის შემცირების პროპორციულად. გასტრინის მომატება შექცევადია, რადგან პანტოპრაზოლი უკავშირდება დისტალურ ფერმენტს უჯრედის რეცეპტორის დონეზე, მას შეუძლია მარილმჟავას სეკრეციის ინჰიბირება სხვა ნივთიერებების მიერ სტიმულირებისგან დამოუკიდებლად (აცეტილქოლინი, ჰისტამინი, გასტრინი). ეფექტი ერთი და იგივეა, მიუხედავად იმისა პროდუქტი მიიღება პერორალურად თუ ინტრავენურად.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

უზმოზე გასტრინის სიდიდე იზრდება პანტოპრაზოლის ზემოქმედებით. მოკლევადიანი გამოყენებისას, უმეტეს შემთხვევაში, ისინი არ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს. ხანგრძლივი მკურნალობისას გასტრინის დონე უმეტეს შემთხვევაში ორმაგდება. თუმცა, გადაჭარბებული მომატება ხდება მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში. შედეგად, კუჭში არსებული სპეციფიკური ენდოკრინული (ECL) უჯრედების რაოდენობის მსუბუქი და ზომიერი მატება აღინიშნება შემთხვევათა უმცირესობაში ხანგრძლივი მკურნალობის დროს (მარტივი ადენომატოიდული ჰიპერპლაზია). თუმცა, ამ დრომდე ჩატარებული კვლევების თანახმად, კარცინოიდული პრეკურსორების (ატიპიური ჰიპერპლაზია) ან კუჭ-ნაწლავის კარცინოიდების ფორმირება, რომელიც დაფიქსირდა ცხოველებზე ექსპერიმენტებში (იხ. პარაგრაფი 5.3) არ აღინიშნა ადამიანებში.

ანტისეკრეტორული სამკურნალო პროდუქტებით მკურნალობის დროს, შრატში გასტრინი იზრდება მჟავის სეკრეციის შემცირების საპასუხოდ. ასევე, CgA იზრდება კუჭის მჟავიანობის შემცირების გამო. CgA– ს დონის მომატებამ შეიძლება ხელი შეუშალოს ნეირონდოკრინული სიმსივნეების გამოსავლენ კვლევებს.

გამოქვეყნებული მტკიცებულებების თანახმად, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების მიღება უნდა შეწყდეს CgA–ის გაზომვამდე 5-14 დღით ადრე. ეს საშუალებას იძლევა, რომ CgA-ის დონე, რომელმაც შეიძლება მოჩვენებითად მოიმატოს PPI-ით მკურნალობის შემდეგ, დაუბრუნდეს ნორმის ინტერვალს.

კუჭის მჟავიანობის დაქვეითება ნებისმიერი მიზეზით, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების ჩათვლით, იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ნორმალურად არსებული ბაქტერიების რაოდენობის ზრდას. პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით მკურნალობამ შეიძლება ოდნავ გაზარდოს კუჭ-ნაწლავის ინფექციების რისკი, როგორიცაა Salmonella და Camphylobacter, და შესაძლოა, ასევე Clostridium difficile ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში.

არ არის გამორიცხული პანტოპრაზოლით ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხანგრძლივი მკურნალობის გავლენა ფარისებრი ჯირკვლის ენდოკრინულ პარამეტრებზე ცხოველებზე კვლევების შედეგების თანახმად.

  • 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ზოგადი ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა

პანტოპრაზოლი სწრაფად აბსორბირდება და მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა ერთი ერთჯერადი 40 მგ პერორალური დოზის მიღების შემდეგაც კი. საშუალოდ, დაახლოებით 2.5 სთ-ში მიიღწევა შრატის მაქსიმალური კონცენტრაცია დაახლოებით 2-3 მკგ/მლ, და ეს მნიშვნელობები მუდმივად ნარჩუნდება მრავალჯერადი გამოყენების შემდეგ.

ფარმაკოკინეტიკა ერთჯერადი ან განმეორებითი მიღების შემდეგ არ განსხვავდება.

პანტოპრაზოლი სწრაფად აბსორბირდება პერორალური მიღების შემდეგ. ტაბლეტის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა დაახლოებით 77%-ია. საკვების ერთდროულად მიღებამ არავითარი გავლენა მოახდინა AUC–ზე (მრუდქვეშა ფართობი), შრატში მაქსიმალურ კონცენტრაციაზე და, შესაბამისად, ბიოშეღწევადობაზე. საკვების ერთდროულად მიღებისას გაიზარდა მხოლოდ დაყოვნების დროის ვარიაბელობა.

განაწილება

პანტოპრაზოლის შრატის ცილებთან დაკავშირება დაახლოებით 98%-ია. დისტრიბუციის მოცულობა დაახლოებით 0,15 ლ/კგ-ია.

ბიოტრანსფორმაცია

პანტოპრაზოლი თითქმის მთლიანად მეტაბოლიზდება ღვიძლში. მთავარი მეტაბოლური გზა არის დემეთილირება CYP2C19-ით შემდგომი სულფატის კონიუგაციით, სხვა მეტაბოლური გზა მოიცავს CYP3A4-ით ოქსიდაციას. როგორც შრატში, ასევე შარდში მთავარი მეტაბოლიტი არის სულფატ-კონიუგირებული დესმეთილ პანტოპრაზოლი.

ელიმინაცია

ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 1 საათი, და კლირენსი დაახლოებით 0,1 ლ/სთ/კგ-ია. რამდენიმე შემთხვევაში სუბიექტებში აღინიშნა დაყოვნებული ელიმინაცია. პანტოპრაზოლის პარიეტული უჯრედების პროტონულ ტუმბოებთან სპეციფიკური კავშირის გამო, ნახევარგამოყოფის პერიოდი არ არის დაკავშირებული მოქმედების უფრო მეტ ხანგრძლივობასთან (მჟავების სეკრეციის ინჰიბირება).

თირკმლით ელიმინაცია წარმოადგენს ექსკრეციის მთავარ გზას (დაახლოებით 80%) პანტოპრაზოლის მეტაბოლიტებისათვის, დანარჩენი გამოიყოფა განავლით. მთავარი მეტაბოლიტი როგორც შრატში, ასევე შარდში არის დესმეთილპანტოპრაზოლი, რომელიც კონიუგირდება სულფატით. მთავარი მეტაბოლიტის ნახევარგამოყოფის პერიოდი (დაახლოებით 1,5 საათი) არ არის პანტოპრაზოლის ხანგრძლივობაზე მეტი.

წრფივობა/ არაწრფივობა

ფარმაკოკინეტიკა არ განსხვავდება ერთჯერადი ან განმეორებითი მიღების შემდეგ. 10-დან 80 მგ-მდე დოზის დიაპაზონში პანტოპრაზოლის პლაზმური კინეტიკა წრფივია როგორც პერორალური, ასევე ინტრავენურად გამოყენების შემდეგ.

მახასიათებლები პაციენტებში

ცუდი მეტაბოლიზმის მქონე პაციენტები:

ევროპის მოსახლეობის დაახლოებით 3% -ს არ გააჩნია ფუნქციური CYP2CI9 ფერმენტი და მათ ცუდი მეტაბოლიზმის მქონეებს უწოდებენ. ამ პირებში პანტოპრაზოლის მეტაბოლიზმი, სავარაუდოდ ძირითადად კატალიზდება CYP3A4- ით. 40 მგ პანტოპრაზოლის ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ, პლაზმური კონცენტრაცია -დროის მრუდის საშუალო ფართობი დაახლოებით 6-ჯერ მეტია ცუდი მეტაბოლიზმის მქონეებში, ვიდრე იმ პაციენტებში, ვისაც აქვთ CYP2C19 ფუნქციური ფერმენტი (ინტენსიური მეტაბოლიზმის მქონეები). საშუალო პიკური პლაზმური კონცენტრაციები გაიზარდა დაახლოებით 60%-ით. ამ დასკვნებს არ აქვთ გავლენა პანტოპრაზოლის დოზირებაზე.

თირკმლის დაზიანება:

დოზის შემცირება არ არის რეკომენდებული, როდესაც პანტოპრაზოლი გამოიყენება თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში (მათ შორის დიალიზზე მყოფ პაციენტებში). ჯანმრთელ სუბიექტებში პანტოპრაზოლის ნახევაგამოყოფის პერიოდი ხანმოკლეა. დიალიზდება პანტოპრაზოლის მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობა. მიუხედავად იმისა, რომ მთავარ მეტაბოლიტს აქვს ზომიერად დაყოვნებული ნახევარგამოყოფის პერიოდი (2 - 3 სთ), ექსკრეცია მაინც სწრაფია და, შესაბამისად, კუმულაცია არ ხდება.

ღვიძლის დაზიანება:

მიუხედავად იმისა, რომ ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებისთვის (ჩაილდის A და B კლასები), ნახევარგამოყოფის პერიოდის მაჩვენებლები გაიზარდა 7-დან 9 სთ-მდე და AUC–ის მაჩვენებლები გაიზარდა 5–7 ფაქტორით, შრატის მაქსიმალური კონცენტრაცია მხოლოდ ოდნავ გაიზარდა 1.5 ფაქტორით ჯანმრთელ სუბიექტებთან შედარებით.

პედიატრიული პოპულაცია:

20 ან 40 მგ პანტოპრაზოლის ერთჯერადი დოზის გამოყენების შემდეგ 5-16 წლის ასაკის ბავშვებში AUC და Cmax იყო მოზრდილების შესაბამისი მაჩვენებლების დიაპაზონში. ერთჯერადად ი/ვ პანტოპრაზოლის 0.8 ან 1.6 მგ/კგ დოზების გამოყენების შემდეგ 2 - 16 წლის ასაკის ბავშვებში, არ აღინიშნა მნიშვნელოვანი კავშირი პანტოპრაზოლის კლირენსსა და ასაკს ან წონას შორის. AUC და დისტრიბუციის მოცულობა იყო მოზრდილებისგან მიღებული მონაცემების შესაბამისი.

გერიატრული პოპულაცია:

AUC და Cmax–ის მცირედი ზრდა ხანდაზმულ მოხალისეებში ნაკლები ასაკის მქონე სუბიექტებთან შედარებით ასევე არ არის კლინიკურად მნიშვნელოვანი

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის

პანტაციდი 40 მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტები

განკუთვნილია შიგნით მისაღებად

აქტიური ნივთიერება: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 45.228 მგ პანტოპრაზოლის ნატრიუმის სესქვიჰიდრატს, რაც 40 მგ პანტოპრაზოლის ექვივალენტურია.

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის კარბონატი უწყლო, მანიტოლი, საქაროზა, ტალკი, კალციუმის სტეარატი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ჰიდროქსილპროპილმეთილცელულოზა, ტრიეთილციტრატი. მეტაკრილის მჟავა-ეთილაკრილატის კოპოლიმერი. ტიტანის დიოქსიდი, პოლიეთილენგლიკოლი 400, რკინის წითელი ოქსიდი, რკინის შავი ოქსიდი.

პრეპარატის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. არ შეიძლება მისი სხვა პირებისათვის მიცემა.

მედიკამენტით მკურნალობის განმავლობაში, ექიმთან ან ჰოსპიტალში მიმართვისას, ექიმს უნდა ეცნობოს, რომ პაციენტი იღებს ამ მედიკამენტს.

საჭიროა ინსტრუქციაში მოცემული მითითებების ზუსტად დაცვა. დაუშვებელია მედიკამენტის რეკომენდებულზე უფრო მაღალი ან დაბალი დოზის მიღება.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს პანტაციდი და მისი გამოყენება

რა უნდა იცოდეს პაციენტმა პანტაციდის მიღებამდე

პანტაციდი გამოყენების წესი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

პანტაციდი შენახვის წესი

რას წარმოადგენს პანტაციდი და მისი გამოყენება

პანტაციდი ბაზარზე წარმოდგენილია (ნაწლავში ხსნადი) გარსით დაფარული ტაბლეტების სახით, რაც ხელს უშლის ტაბლეტების გახსნას კუჭში. თითოეული ტაბლეტი შეიცავს პანტოპრაზოლის ნატრიუმის სესქვიჰიდრატს, რომელიც 40 მგ პანტოპრაზოლის ექვივალენტურია.

პანტოპრაზოლი არის პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი, პრეპარატი, რომელიც ამცირებს კუჭში წარმოქმნილი მჟავას რაოდენობას. ის გამოიყენება კუჭისა და ნაწლავების მჟავიანობასთან დაკავშირებული დაავადებების სამკურნალოდ.

პანტაციდი ბაზარზე მოწოდებულია 14 ან 28 ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტების სახით ბლისტერულ შეფუთვებში თითოეულ კოლოფში. ტაბლეტები მუქი ვარდისფერი, ორმხრივამოზნექილი და ოვალური ფორმისაა.

პანტაციდი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:

მოზრდილები და 12 წლის და უფროსი ასაკის მოზარდები:

გასტროეზოფაგური რეფლუქსის სამკურნალოდ (GERD: კუჭის შიგთავსი გადადის ზემოთ საყლაპავში)

მოზრდილებში:

Helicobacter pylori ბაქტერიით გამოწვეული ინფექციის მკურნალობა თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულებისა და კუჭის წყლულების მქონე პაციენტებში, ორ ანტიბიოტიკთან ერთად კომბინაციაში. მიზანია ბაქტერიების მოცილება და წყლულების რეციდივის ალბათობის შემცირება.

პეპტიკური წყლულის მკურნალობა (კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული).

ზოლინგერ-ელისონის სინდრომის მკურნალობა (პანკრეასის სიმსივნეები, რომლებიც წარმოქმნიან ჰორმონებს, და იწვევენ კუჭში მჟავის ჭარბად წარმოქმნას) და სხვა მდგომარეობები, რომლის დროსაც კუჭში წარმოიქმნება ძალიან დიდი რაოდენობით მჟავა.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა პანტაციდისს გამოყენებამდე

დაუშვებელია პანტაციდის გამოყენება შემდეგ შემთხვევებში:

თუ პაციენტი ალერგიულია აქტიური ნივთიერება პანტოპრაზოლის ან პანტაციდის რომელიმე დამხმარე ნივთიერების, ბენზიდიმაზოლების (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ) მიმართ;

თუ პაციენტი ალერგიულია პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების შემცველი მედიკამენტების მიმართ.

პანტაციდი სიფრთხილით უნდა იქნეს გამოყენებული შემდეგ შემთხვევებში:

თუ პაციენტს ღვიძლის მძიმე პრობლემები. ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება ღვიძლის რაიმე პრობლემა. ის შეამოწმებს ღვიძლის ფერმენტებს უფრო ხშირად, განსაკუთრებით, თუ პანტაციდის მიღება ხდება ხანგრძლივად. თუ ღვიძლის ფერმენტების დონე მოიმატებს, მაშინ პანტანციდით მკურნალობა უნდა შეწყდეს.

თუ პაციენტს B12 ვიტამინის შემცირებული მარაგი აქვს ორგანიზმში ან აღენიშნება მისი დაქვეითების რისკ-ფაქტორები და ხანგრძლივად მკურნალობს პანტოპრაზოლით. როგორც ყველა მჟავას დამაქვეითებელმა საშუალებამ, პანტოპრაზოლმაც შეიძლება გამოიწვიოს ვიტამინი B12-ის აბსორბციის შემცირება.

თუ პაციენტი იღებს აივ პროტეაზას ინჰიბიტორებს, როგორიცაა ატაზანავირი (აივ-ინფექციის სამკურნალოდ), პანტოპრაზოლთან ერთდროულად, საჭიროა ექიმთან მიმართვა სპეციფიკური რჩევის მისაღებად.

პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორის მიღებამ, როგორიცაა პანტოპრაზოლი, განსაკუთრებით ერთ წელზე მეტი პერიოდის განმავლობაში, შეიძლება ოდნავ გაზარდოს ბარძაყის, მაჯის, ან ხერხემლის მოტეხილობის რისკი. ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება ძვლის სიმკვრივის დაქვეითება (ოსტეოპოროზი) ან იღებს კორტიკოსტეროიდებს (რამაც შეიძლება გაზარდოს ოსტეოპოროზის განვითარების რისკი).

თუ პაციენტი პანტაციდს იღებს სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, შესაძლებელია სისხლში დაეცეს მაგნიუმის დონე, მაგნიუმის დაბალი დონე შეიძლება გამოვლინდეს დაღლილობის კუნთების უნებლიე შეკუმშვის, დეზორიენტაციის, კრუნჩხვების, თავბრუსხვევის, გულისცემის სიხშირის მომატების სახით. თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ეს სიმპტომი, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ექიმს. მაგნიუმის დაბალმა დონემ ასევე შეიძლება გამოიწვიოს სისხლში კალიუმის ან კალციუმის დონის შემცირება. ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს სისხლის ანალიზების რეგულარული ჩატარება მაგნიუმის დონის მონიტორინგის მიზნით.

რეკომენდებულია ალკოჰოლის მოხმარებისგან თავის არიდება მკურნალობის პერიოდში.

თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება კანის რეაქცია პანტაციდის მსგავსი კუჭის მჟავიანობის დამაქვეითებელი პრეპარატით მკურნალობის შემდეგ,

თუ პაციენტს აღენიშნება კანზე გამონაყარი, განსაკუთრებით მზის ზემოქმედების ქვეშ მყოფ ადგილებში, ექიმს უნდა ეცნობოს, რაც შეიძლება სწრაფად, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს პანტაციდით მკურნალობის შეწყვეტა. ასევე პაციენტი უნდა დააკვირდეს სხვა ნებისმიერ ეფექტს, როგორიცაა ტკივილი სახსრებში.

თუ პაციენტს უნდა ჩაუტარდეს ნეიროენდოკრინული სიმსივნის დიაგნოსტიკური ტესტები, უნდა ეცნობოს ექიმს, რადგან პანტაციდმა, ისევე როგორც ყველა პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორმა, შეიძლება გავლენა მოახდინოს ამ ტესტების შედეგებზე.

პანტანციდმა შესაძლოა გაზარდოს ბაქტერიების რაოდენობა (Salmonella და Campylobacter ან C. difficile), რომლებიც ჩვეულებრივ არიან კუჭ-ნაწლავის ზედა ტრაქტში და შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ინფექციების რისკის მცირე გაზრდა.

თუ პანტაციდი გამოიყენება აასს პრეპარატებით (ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების ჯგუფი), გამოწვეული წყლულების პრევენციისათვის, მკურნალობა უნდა შემოიფარგლოს იმ პაციენტებით, რომლებსაც სჭირდებათ აასს პრეპარატების მუდმივად გამოყენება ან იმ პაციენტებით, რომლებსაც აქვთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გვერდითი მოვლენების მაღალი რისკი (მაგ., 65 წლის ასაკის, ანამნეზში წყლულების ან კუჭიდან სისხლდენის არსებობა).

თუ პაციენტს უნდა გაუკეთდეს სპეციფიკური სისხლის ანალიზი (ქრომოგრანინი A).

დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ექიმს, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ სიმპტომი:

წონის არაგანზრახული კლება;

ღებინება, განსაკუთრებით განმეორებითი;

სისხლიანი ღებინება, შავი ყავის ნალექის მსგავსი მასის სახით პირნაღებში;

სისხლი განავალში, შავი ან კუპრისფერი განავალი;

ყლაპვის გაძნელება და ყლაპვისას ტკივილი;

სიფერმკრთალე და სისუსტე (ანემია);

გულმკერდში ტკივილი;

კუჭის ტკივილი;

მძიმე და / ან მუდმივი დიარეა.

თუ რომელიმე გაფრთხილება ეხება პაციენტს, მათ შორის წარსულში, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

რადგან პანტაციდით მკურნალობამ შეიძლება შეამციროს კიბოს სიმპტომები და გამოიწვიოს მისი დიაგნოზის დასმის დაგვიანება, პანტაციდით მკურნალობის დაწყებამდე, ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს, რომ საჭიროა გარკვეული ტესტების ჩატარება ავთვისებიანი დაავადების გამოსარიცხად. თუ მკურნალობის მიუხედავად სიმპტომები ისევ აღინიშნება, მიზანშეწონილი იქნება შემდგომი კვლევების ჩატარება.

თუ პაციენტი პანტაციდს იღებს 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ექიმი მოახდენს პაციენტის რეგულარულ მეთვალყურეობას. პაციენტმა ექიმს უნდა აცნობოს ყველა ახალი და განსაკუთრებული სიმპტომისა და გარემოების შესახებ ყოველ ვიზიტზე.

პანტაციდის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს ჭამამდე 1 საათით ადრე, მათი დაღეჭვისა და გატეხვის გარეშე და უნდა გადაიყლაპოს მცირეოდენ წყალთან ერთად.

ორსულობა

საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.

არ არის ადექვატური მონაცემები ორსულ ქალებში პანტოპრაზოლის გამოყენების შესახებ. ორსულობის, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა კონსულტაციისათვის ამ მედიკამენტის მიღებამდე. ამ მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმი მიიჩნევს, რომ სარგებელი აჭარბებს პოტენციურ რისკებს ბავშვისთვის.

ძუძუთი კვება

საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ პრეპარატის მიღებამდე.

აღწერილ იქნა დედის რძეში გამოყოფა. ამ მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმი მიიჩნევს, რომ სარგებელი აჭარბებს პოტენციურ რისკებს ბავშვისთვის.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

თუ პაციენტს აღენიშნება გვერდითი მოვლენები, როგორიცაა თავბრუსხვევა ან მხედველობის დარღვევა, არ უნდა მართოს ავტომობილი ან სხვა მექანიზმები.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პანტაციდის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

პანტაციდი შეიცავს 16 მგ საქაროზას. თუ პაციენტს დადგენილი აქვს ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ სამკურნალო პროდუქტის გამოყენებამდე.

ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს სულ 27,.2 მგ ნატრიუმს 4 ტაბლეტში, რაც მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა. ეს გათვალისწინებული უნდა იქნეს იმ პაციენტებისთვის, რომლებიც იმყოფებიან ნატრიუმის კონტროლირებად დიეტაზე.

სხვა სამკურნალო პროდუქტებთან ურთიერთქმედება

პანტაციდმა შეიძლება გავლენა იქონიოს სხვა მედიკამენტების მოქმედებაზე, ამიტომ მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს შემდეგ წამლებს:

პანტოპრაზოლმა შეიძლება შეამციროს კუჭის pH-ზე დამოკიდებული ბიოშეღწევადობის მქონე წამლების შეწოვა, როგორიცაა: კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, პოსაკონაზოლი და კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტი, როგორიცაა ერლოტინიბი;

ვარფარინი და ფენპროკუმონი - მოქმედებენ სისხლის გასქელებაზე ან გათხელებაზე, შეიძლება საჭირო გახდეს სისხლის დამატებითი ანალიზების ჩატარება;

მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ, როგორიცაა, ატანაზავირი;

მეთოტრექსატი (გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის, ფსორიაზის და კიბოს დროს) - თუ პაციენტი იღებს მეთოტრექსატს, ექიმმა შეიძლება დროებით შეაჩეროს პანტაციდით მკურნალობა, რადგან პანტოპრაზოლმა შეიძლება გაზარდოს მეთოტრექსატის დონე სისხლში;

ფლუვოქსამინი (გამოიყენება დეპრესიის ან სხვა ფსიქიკური დაავადების დროს) - თუ პაციენტი იღებს ფლუვოქსამინს, ექიმმა შეიძლება შეამციროს პანტოპრაზოლის დოზა;

რიფამპიცინი (გამოიყენება ინფექციის სამკურნალოდ);

კრაზანა (Hypericum perforatum) (გამოიყენება სუსტი დეპრესიის დროს).

ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ან უახლეს წარსულში იღებდა რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ ნებისმიერ სხვა მედიკამენტს.

პანტაციდის გამოყენების წესი

მიღების გზა და მეთოდი

ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს ჭამამდე, მათი დაღეჭვისა და გატეხვის გარეშე და უნდა გადაიყლაპოს მცირეოდენ წყალთან ერთად.

ინსტრუქცია სათანადო გამოყენებისა და დოზის/სიხშირის შესახებ

მოზრდილები და 12 წლის და მეტი ასაკის მოზარდები:

რეფლუქს ეზოფაგიტის (საკვებისა და მჟავის ამოსვლა კუჭიდან საყლაპავში) და მასთან დაკავშირებული სიმპტომების (როგორიცაა: წვის და ტკივილის შეგრძნება მკერდში, მჟავის ამოსვლა საყლაპავში, ტკივილი ყლაპვისას) მკურნალობა

რეკომენდებული დოზაა 1 ტაბლეტი პანტაციდი ერთხელ დღეში. ექიმმა დოზა შეიძლება გაზარდოს 2 ტაბლეტამდე პანტაციდი დღეში. მკურნალობის პერიოდი ჩვეულებრივ 4-8 კვირაა. ექიმი პაციენტს ეტყვის, რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს მედიკამენტის მიღება.

მოზრდილები:

H. pylori-ით გამოწვეული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობა, ორ შესაბამის ანტიბიოტიკთან კომბინაციაში;

ერთი ტაბლეტი დღეში ორჯერ, პლუს ორი ანტიბიოტიკის ტაბლეტი - ამოქსიცილინი ან კლარითრომიცინი და მეტრონიდაზოლი (ან ტრიონიდაზოლი), თითოეული მიღებულ უნდა იქნეს დღეში ორჯერ თქვენი პანტაციდის ტაბლეტთან ერთად. პირველი პანტოპრაზოლი უნდა იქნეს მიღებული საუზმემდე 1 საათით ადრე, ხოლო მეორე უნდა იქნეს მიღებული სადილამდე 1 საათით ადრე. პაციენტმა უნდა დაიცვას ექიმის მითითებები და გაეცნოს ანტიბიოტიკების გამოყენების ინსტრუქციებს. მკურნალობის პერიოდი ჩვეულებრივ 1-2 კვირაა. პაციენტმა უნდა დაიცვას ექიმის მითითებები და წაიკითხოს ამ ანტიბიოტიკების გამოყენების ინსტრუქციები.

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობა:

ჩვეულებრივი დოზაა დღეში ერთი ტაბლეტი. ექიმთან კონსულტაციის შემდეგ დოზა შეიძლება გაორმაგდეს. კუჭის წყლულების მკურნალობის პერიოდი ჩვეულებრივ 4-დან 8 კვირამდეა. თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულების მკურნალობის პერიოდი ჩვეულებრივ 2-დან 4 კვირამდეა. ექიმი პაციენტს ეტყვის, თუ რამდენ ხანს უნდა მიიღოს წამალი.

ზოლინგერ-ელისონის სინდრომის და იმ მდგომარეობების გრძელვადიანი მკურნალობა, რომლებიც დროსაც წარმოიქმნება ჭარბი კუჭის მჟავა:

რეკომენდებული საწყისი დოზა, როგორც წესი, დღეში ორი ტაბლეტია.

ორივე ტაბლეტი უნდა იქნეს მიღებული ჭამამდე 1 საათით ადრე. ამის შემდეგ, შესაძლებელია დოზის კორექცია ექიმის მიერ, წარმოქმნილი კუჭის მჟავას რაოდენობის მიხედვით. თუ ინიშნება დღეში ორზე მეტი ტაბლეტი, ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს დღეში ორჯერ. თუ ექიმი დანიშნავს სადღეღამისო დოზას ოთხზე მეტ ტაბლეტს, ის ზუსტად ეტყვის პაციენტს, თუ როდის უნდა შეწყდეს წამლის მიღება.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება:

პანტოპრაზოლე არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.

ხანდაზმულები

არ არის საჭიროა დოზის კორექცია ხანდაზმულ პაციენტებში.

სპეციალური პოპულაციები:

თირკმლის დაზიანება

თუ პაციენტს თირკმლის პრობლემები აქვს, არ უნდა მიიღოს პანტოპრაზოლი Helicobacter pylori.-ს ერადიკაციისათვის.

ღვიძლის დაზიანება

თუ პაციენტს ღვიძლის მძიმე პრობლემები აქვს, არ უნდა მიიღოს დღეში ერთ 20 მგ ტაბლეტზე მეტი.

თუ პაციენტს ღვიძლის ზომიერი ან მძიმე პრობლემები აქვს, არ უნდა მიიღოს პანტოპრაზოლი Helicobacter pylori.-ს ერადიკაციისათვის.

თუ პაციენტი მიიჩნევს, რომ პანტაციდის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

პანტაციდის დოზის გადაჭარბებისას

არ არის ცნობილი დოზის გადაჭარბების სიმპტომები.

პანტაციდის დოზის გადაჭარბებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

პანტაციდის დოზის გამოტოვებისას

არ შეიძლება დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ. შემდეგი დოზის მიღება უნდა მოხდეს ჩვეულ დროს.

არ შეიძლება დოზის გაორმაგება გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ.

პანტაციდის მიღების შეწყვეტისას

მედიკამენტის მიღება არ უნდა შეწყდეს ექიმთან კონსულტაციის გარეშე. მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ნაადრევად, რადგან შეიძლება ისევ განვითარდეს დაავადება ან გაძლიერებული სიმპტომები.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარეები არიან პანტაციდში შემავალი ნივთიერებების მიმართ.

გვერდითი მოვლენები კლასიფიცირებულია მათი სიხშირის მიხედვით:

ძალიან ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-10 პაციენტში)

არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1-10 პაციენტში)

იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1-10 პაციენტში)

ძალიან იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე).

თუ პაციენტს აღენიშნება ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი, უნდა შეწყდეს პანტაციდის მიღება და საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ან უახლოესი ჰოსპიტლის ემერჯენსის განყოფილებაში მიმართვა:

მძიმე ალერგიული რეაქციები (სიხშირე იშვიათი): ენის და/ან ხორხის შეშუპება;, ყლაპვის გაძნელება; ჭინჭრის ციება (კვანძოვანი გამონაყარი); სუნთქვის გაძნელება; სახის შეშუპება (კვინკეს შეშუპება/ანგიოენევროზული შეშუპება); ძლიერი თავბრუსხვევა ძალიან აჩქარებული გულისცემითა და ძლიერი ოფლიანობით.

კანის მძიმე მდგომარეობები (სიხშირე უცნობია): ბუშტუკების განვითარება კანზე და საერთო მდგომარეობის სწრაფი გაუარესება; ბლისტერები (სუსტი სისხლდენის ჩათვლით) თვალებზე, ცხვირის ღრუში, პირის ღრუში/ტუჩებზე ან გარეთა სასქესო ორგანოებზე (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ლაიელის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა) და მგრძნობელობა სინათლეზე.

სხვა მძიმე მდგომარეობები (სიხშირე უცნობია): კანისა და თვალების სკლერების გაყვითლება (ღვიძლის უჯრედების მძიმე დაზიანება, სიყვითლე) ან ცხელება; გამონაყარი და თირკმელების გადიდება ზოგჯერ მტკივნეული შარდვითა და წელის ქვედა ნაწილში ტკივილით (თირკმელების მძიმე ანთება).

ყველა ეს გვერდითი მოვლენა ძალიან სერიოზულია.

თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ეს გვერდითი მოვლენა, მას სერიოზული ალერგია აქვს პანტაციდის მიმართ.

პაციენტი შეიძლება საჭიროებდეს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას ან ჰოსპიტალიზაციას.

თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა, უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს:

ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-1ო პაციენტში)

კეთილთვისებიანი პოლიპები კუჭში.

არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1-10 პაციენტში)

თავის ტკივილი; თავბრუსხვევა; დიარეა; გულისრევა, ღებინება; ბოყინი და მეტეორიზმი; ყაბზობა; პირის სიმშრალე; მუცლის ტკივილი და დისკომფორტი; გამონაყარი კანზე, ეგზანთემა, გამონაყარი, ქავილი; სისუსტე, დაღლილობა და ცუდად ყოფნის შეგრძნება; ძილის დარღვევები, ბარძაყის ყელის, მაჯის, ხერხემლის (მალის) მოტეხილობა;

იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1-10 პაციენტში)

გემოს ცვლილება ან გემოს დაკარგვა; მხედველობის დარღვევები, როგორიცაა მხედველობის დაბინდვა; ჭინჭრის ციება; სახსრების ტკივილი; კუნთების ტკივილი; წონის ცვლილებები; სხეულის ტემპერატურის მომატება; მაღალი ცხელება; კიდურების შეშუპება (პერიფერიული შეშუპება); ალერგიული რეაქციები; დეპრესია; სარძევე ჯირკვლების გადიდება მამაკაცებში (გინეკომასტია).

ძალიან იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

დეზორიენტაცია

სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე)

ჰალუციანციები, ცნობიერების დაბინდვა (განსაკუთრებით ვითარდება იმ პაციენტებში, რომელთაც ეს სიმპტომები აღენიშნებათ ანამნეზში); ნატრიუმის დაბალი დონე სისხლში (ჰიპონატრიემია), მაგნიუმის დაბალი დონე სისხლში (იხ. პარაგრაფი 2 “რა უნდა იცოდეს პაციენტმა პანტაციდის მიღებამდე”), ჩხვლეტის, წიწკნის, წვის ან დაბუჟების შეგრძნება; მსხვილი ნაწლავის ანთება, რაც იწვევს წყლიან, მუდმივი ხასიათის ფაღარათს; გამონაყარი კანზე, რომელსაც შესაძლოა თან ახლდეს სახსრების ტკივილი.

გვერდითი მოვლენები, რომლებიც ვლინდება სისხლის ანალიზების მეშვეობით:

არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1-10 პაციენტში):

ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება;

იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1-10 პაციენტში):

ბილირუბინის დონის მომატება; სისხლში ცხიმების (ტრიგლიცერიდების) რაოდენობის მატება; გრანულარული ლეიკოციტების რაოდენობის მკვეთრად შემცირება, რომელიც დაკავშირებულია მაღალ ცხელებასთან.

ძალიან იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა და სისხლჩაქცევების განვითარება; ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ხშირი ინფექციების განვითარება; ერითროციტებისა და ლეიკოციტების, ასევე, თრომბოციტების (მოქმედებს სისხლის კოაგულაციაზე) პათოლოგიური, თანმხლები დაქვეითება.

თუ გამოვლინდება ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე

შენახვის წესი

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება ოთახის ტემპერატურაზე, 25ºC-ის ქვემოთ.

პანტაციდი გამოყენებულ უნდა იქნეს შენახვის ვადის მიხედვით.

დაუშვებელია პანტაციდის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე. დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება, თუ პროდუქტზე და/ან მის შეფუთვაზე აღინიშნება რაიმე დაზიანება.

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი:

İlko İlaç San. ve Tic. A.Ş.

Veysel Karani Mah. Çolakoğlu Sok. No: 10

34885 Sancaktepe / İstanbul, Turkey

ილკო ილაჩ სან. ვე ტიკ. ა.შ.

ვეისელ კარანი მაჰ. ჩოლაკოღლუ სოკ. #10

34885 სანკაკტეპე /სტამბოლი, თურქეთი

წარმოების ადგილი:

İlko İlaç San. ve Tic. A.Ş.

  • Organize Sanayi Bölgesi Kuddusi Cad. 23. Sok. No:1

Selçuklu / Konya, Turkey

ილკო ილაჩ სან. ვე ტიკ. ა.შ.

  • ორგანიზე სანაიი ბოლღეზი კუდუსი კად. 23 სოკ. #1

სელჩუკლუ /კონია, თურქეთი

გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია: 30/07/2018

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა