პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ოფთალმოლოგიური საშუალებები

ოფთაკორტალი

OFTACORTAL

ურეცეპტოდ0.15%ინსტრუქცია ქართულადიტალია
მოქმედი ნივთიერება
დექსამეტაზონი (dexamethasone)
ფორმა და შეფუთვა
0.15% 0,3მლ თვალის წვეთები, ხსნარი დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის კონტეინერი №20
მწარმოებელი
Farmigea S.P.A., იტალია
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ოფთალმოლოგიური საშუალებები, კორტიკოსტეროიდები
ATC კოდი
S01BA01
რეგისტრაციის ნომერი
რ-032559
რეგისტრირებულია
10 ივნისი 2021, მოქმედებს 30 ივლისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Farmigea S.P.A. (იტალია)
განმცხადებელი
შპს „ომმურ“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაოფთაკორტალი და სხვა წამალი ერთად

ოფთაკორტალი — ინსტრუქცია ქართულად

მიღების წესი და დოზირება

ხსნარის ერთი (1) წვეთის ჩაწვეთება კონიუნქტივალურ ჩანთაში დღეში 3 - 4 -ჯერ, ან ექიმის დანიშნულების შესაბამისად.

გამოყენების წესები

დარწმუნდით, რომ ერთჯერადი გამოყენების არის ინტაქტური (არ არის დაზიანებული);

მოაცილეთ დოზირების კონტეინერი დაფასოების ფირფიტიდან;

გახსენით დოზირების კონტეინერი მისი ზედა ნაწილის გადაგრეხვის საფუძველზე (არ მოქაჩოთ).

უკუჩვენებები

თუკი თქვენ ხართ ალერგიული (გაქვთ ზემგრძნობელობა) დექსამეტაზონის ან ამ პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (სრული შემადგენლობა წარმოდგენილია მე-6 სექციაში);

თუკი თქვენ გაქვთ ინტრა-ოკულარული ჰიპერტენზია;

თუკი თქვენ გაქვთ თვალის რქოვანა გარსის მარტივი ჰერპესის ვირუსით გამოწვეული ანდა სხვა სახის ვირუსული ინფექცია მწვავე დაწყლულების ფაზაში, გარდა იმ შემთხვევებისა, თუკი პარალელურად მიმდინარეობს მისი მკურნალობა ჰერპესის ვირუსის საწინააღმდეგო სპეციფიური ქიმიოთერაპიული პრეპარატებით (დადებითი ფლუორესცენტული ტესტი);

თუკი თქვენ გაქვთ თვალის რქოვანა გარსის დაწყლულებით მიმდინარე კონიუნქტივიტი, მის საწყის ეტაპზეც კი;

თუკი თქვენ გაქვთ თვალის ტუბერკულოზი, ან თვალის სოკოვანი ინფექცია, ანდა ჩირქოვანი კონიუნქტივიტი ან ჯიბლიბო;

თუკი თქვენ გაქვთ თვალის ქუთუთოს კიდის ჩირქოვანი ან ჰერპესული ანთება, რომელიც შეიძლება შეინიღბოს ან გაუარესდეს კორტიკოსტეროიდების გამოყენების ფონზე;

თუკი თქვენ გაქვთ თვალის რქოვანა გარსის დაზიანება ან აბრაზია (რადგან კორტიკოსტეროიდების ადგილობრივი გამოყენება იწვევს დაზიანებული ქსოვილების შეხორცების პროცესის გახანგრძლივებას, რაც ხელს უწყობს ინფექციის განვითარებას);

სამ (3) წელზე ნაკლები ასაკის მქონე ბავშვებში;

ზოგადად, ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს;

თუკი ადგილი ექნება ალუმინის პაკეტების ან კონტეინერების ვიზუალურად შესამჩნევ დაზიანებას.

სიფრთხილის ზომები

OFTACORTAL®-ის გამოყენების დაწყებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს.

OFTACORTAL®-ის გამოყენების დროს გამოიჩინეთ განსაკუთრებული ყურადღება იმ შემთხვევაში:

თუკი თქვენ გაქვთ თვალის რქოვანა გარსის ჰერპესული ანთება, მაშინ თქვენ ეს წამალი უნდა გამოიყენოთ მხოლოდ ექიმ-ოფთალმოლოგის ზედმიწევნითი დაკვირვების ქვეშ, რადგან კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება გამოიწვიონ ანთების გაუარესება და თვალის რქოვანა გარსის შეუქცევადი შემღვრევის განვითარება;

თუკი თქვენ ეს წამალი უნდა გამოიყენოთ 2 კვირაზე უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში, რადგან ამ დროს შესაძლოა ადგილი ჰქონდეს თვალ-შიდა წნევის მომატებას. ასეთ შემთხვევაში განხორციელებული უნდა იქნეს თვალის ტონუსისა და წნევის მონიტორინგი. თავიდან უნდა იქნეს აცილებული კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივი გამოყენება, რადგან ამან შესაძლოა ხელი შეუწყოს კატარაქტის განვითარებას; დაბურული მხედველობა ან სხვა მხედველობითი დარღვევები; გახანგრძლივებული გამოყენება დროის განმავლობაში (1-დან 4 წლამდე) და კორტიკოსტეროიდის მაღალი დოზების მიღებამ ოფთალმოლოგიური მიზნით გამოსაყენებლად შესაძლოა მოიტანოს ლინზების დაბურვა (უკანა სუბკაფსულარული კატარაქტა)(იხ. პარაგრაფი 4).;

თუკი თქვენ გაქვთ იმგვარი მდგომარეობა, რომელიც იწვევს თვალის რქოვანა გარსის გათხელებას;

თუკი თქვენ გაქვთ თვალის რქოვანა გარსის დაზიანება ან აბრაზია (რადგან კორტიკოსტეროიდების ადგილობრივი გამოყენება იწვევს დაზიანებული ქსოვილების შეხორცების პროცესის გახანგრძლივებას, რაც ხელს უწყობს ინფექციის განვითარებასა და გავრცელებას). კორტიკოსტეროიდების გამოყენება ჭრილობების დროს იწვევს დაზიანებული ქსოვილების შეხორცების პროცესის გახანგრძლივებას, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ინფექციების განვითარებასა და გავრცელებას;

თუკი თქვენ გაქვთ ბაქტერიული, ვირუსული ან სოკოვანი კონიუნქტივიტი, რადგან კორტიკოსტეროიდების გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ინფექციის პროგრესირებისათვის დამახასიათებელი ნიშნების შენიღბვა .

რადგან ამას შესაძლოა მოყვეს დაავადების გაუარესება ან ინფექციის პროგრესირების ნიშნების შენიღბვა (იხ. პარაგრაფი 2 „არ გამოიყენოთ ოფტაკორტალი“).

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუკი თქვენ გაგინვითარდებათ სხეულის წონის მომატება და სხეულის ტორსის ზედა ნაწილისა და სახის შეშუპება, რადგან აღნიშნული მოვლენების წარმოადგენენ კუშინგის სინდრომის სახელწოდებით ცნობილი მდგომარეობის გამოვლინების პირველ სიმპტომებს. OFTACORTAL-ის გამოყენებით წარმოებული ხანგრძლივი ან ინტენსიური მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვის განვითარებას. ამდენად, აცნობეთ თქვენს ექიმს, თუკი თქვენ გადაწყვეტთ მკურნალობის თვითნებურ შეწყვეტას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღნიშნული რისკების განვითარება ბავშვებში და აგრეთვე იმ პაციენტებში, რომლებიც ექვემდებარებიან რიტონავირისა და კობიცისტატის სახელწოდებით ცნობილი პრეპარატების გამოყენებით მიმდინარე მკურნალობას.

გამოყენება ბავშვებში

ამ სამკურნალპრეპარატო პროდუქტის გამოყენება 3-დან 12 წლამდე ასაკის მქონე ბავშვებში უნდა მოხდეს მხოლოდ მისი აბსოლუტური (აუცილებელი) ჩვენების დროს და უშუალო სამედიცინო დაკვირვების პირობებში.

OFTACORTAL-ის გამოყენება სხვა პრეპარატებთან ერთად

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუკი თქვენ მიმდინარედ იღებთ, ან ბოლოხანს იღებდით ან სამომავლოდ აპირებთ რომელიმე სხვა პრეპარატის მიღებას.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუკი თქვენ მიმდინარედ იღებთ რიტონავირს ან კობიცისტატს, რადგან აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს თქვენს სისხლში დექსამეტაზონის შემცველობის მომატება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ ხართ ორსულად ან ხართ მეძუძური დედა, ანდა ჩათვლით რომ ხართ ორსულად, ანდა დააპირებთ ბავშვის ყოლას, მაშინ ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს. ორსულობის ან ჩვილის ყოლის დროს ამ სამკურნალპრეპარატო პროდუქტის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ მისი აბსოლუტური ჩვენებით (აუცილებლობის შემთხვევაში) და უშუალო სამედიცინო დაკვირვების ქვეშ.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

გამოვლენილი არ ყოფილა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და ხელსაწყო-დანადგარების გამოყენების უნარზე პრეპარატის ზემოქმედების რაიმე ეფექტის არსებობა.

როგორც ყველა სხვა ოფთალმოლოგიური წამლის შემთხვევაში, თუ თქვენ აღგენიშნებათ მხედველობის გარდამავალი დაბურვა გამოყენების დროს, დაელოდეთ სანამ მხედველობა არ აღდგება მანქანებისა და ხელსაწყო-დანადგარების მართვის დაწყებამდე.

Oftacortal შეიცავს ფოსფატის ბუფერს

ეს სამკურნალწამლო პროდუქტი შეიცავს 0.18 მგ ფოსფატის ბუფერს წვეთზე, რომელიც ექვივალენტურია 3.66 მგ/მლ (წვეთის დაახლოებით 50 µL თეორიული მოცულობით).

თუ თქვენ გაწუხებთ თვალის წინა გამჭვირვალე გარსის (რქოვანა) მწვავე დაზიანება, ფოსფატებმა შეიძლება გამოიწვიონ ძალიან იშვიათ შემთხვევაში მცურავი წერტილები თვალებში კალციუმის დაგროვების გამო, რასაც ადგილი აქვს მკურნალობის დროს.

  • როგორ უნდა გამოვიყენოთ OFTACORTAL

ერთ ან ორივე თვალში ჩაიწვეთეთ პრეპარატის ერთი (1) წვეთი დღეში 3 - 4-ჯერ, ექიმის დანიშნულების შესაბამისად.

თვალის წვეთების ხსნარი დაფასოებულია ერთჯერადი გამოყენების / დოზირების ფლაკონებში, იგი არ შეიცავს პრეზერვატივებს და ამდენად, გამოყენებული უნდა იქნეს დაუყოვნებლივ გახსნის შემდეგ.

ჩაწვეთების დროს კონტეინერის წვერი უშუალოდ უნდა შეეხოს თვალს ან რომელიმე სხვა ზედაპირს.

ყოველთვის გამოიყენეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც ამას თქვენ გეტყვით თქვენი ექიმი. გაუგებრობის შემთხვევაში, კიდევ ერთხელ გადაამოწმეთ გამოყენების წესები თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

გამოყენების წესები

დარწმუნდით, რომ ერთჯერადი გამოყენების / დოზირების კონტეინერი არის ინტაქტური (არ არის დაზიანებული);

მოაცილეთ / მოტეხეთ ერთჯერადი გამოყენების / დოზირების კონტეინერი დაფასოების ფირფიტიდან;

გახსენით ერთჯერადი გამოყენების/დოზირების კონტეინერი მისი ზედა ნაწილის გადაგრეხვის საფუძველზე (არ მოქაჩოთ).

თუკი თქვენ გამოიყენებთ OFTACORTAL-ის დანიშნულზე მეტი ოდენობით

ჭარბი დოზის გამოყენებამ ან შემთხვევით ჩაყლაპვამ შეიძლება გამოიწვიოს ტოქსიური ფენომენების განვითარება; ამდენად, ასეთ შემთხვევაში, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს და მიჰყევით მის მიერ თქვენთვის მოცემულ ინსტრუქციებს.

თუკი თქვენ დაგავიწყდათ OFTACORTAL-ის გამოყენება

არ გამოიყენთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.

გვერდითი მოვლენები

ისევე როგორც ყველა სხვა პრეპარატის შემთხვევაში, ამ პრეპარატის გამოყენებასაც შეიძლება თან სდევდეს გვერდითი მოვლენები, თუმცა მათს განვითარებას ადგილი არ ექნება ყველა შემთხვევაში.

Oftacortal-ის გამოყენების შედეგად შესაძლო გვერდითი მოვლენებია:

სხეულის მხრივ:

  • ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა)

შემდეგი გვერდითი მოვლენებს ჰქონდა ადგილი Oftacortal (კორტიკოსტეროიდების) ჯგუფის წამლების გამოყენებისას:

თვალის მხრივ:

  • ლინზების დაბურვა მხედველობას აუარესებს (სუბკაფსულარული კატარაქტა)
  • თვალის ინფექცია (მოიცავს ბაქტერიულ, სოკოვან და ვირუსულ ინფექციებს)
  • თვალის გაღიზიანება
  • თვალის პერფორაცია (სკლერის ან რქოვანას პერფორაცია)
  • თვალის წნევის მომატება
  • თვალის დაავადება გამომდინარე თვალის შიდა წნევის მომატებიდან (გლაუკომა)
  • ქავილი ან წვის შეგრძნება თვალზე
  • მხედველობის დაბურვა (სიხშირე უცნობია).

ძალიან იშვიათ შემთხვევებში მწვავე დაზიანების მქონე ზოგიერთ პაციენტს თვალის წინა ნაწილის გამჭვირვალე გარსის (რქოვანა) განუვითარდათ მცურავი წერტილები რქოვანაზე გამომდინარე კალციუმის დაგროვებით მკურნალობის განმავლობაში.

უცნობი გვერდითი მოვლენები (სიხშირის შეფასება ვერ ხდება ხელმისაწვდომი მონაცემებიდან გამომდინარე):

ჰორმონალური დარღვევები: სხეულის თმის მომატებული ზრდა (განსაკუთრებით ქალებში), კუნთების სისუსტე ან ატროფია, იისფერი სტრიების ნიშნები სხეულის კანზე, მომატებული სისხლის წნევა, არარეგულარული ან გამოტოვებული მენსტრუაცია, სხეულში არსებული ცილისა და კალციუმის დონეების ცვლილება, ბავშვებსა და მოზარდების ზრდის გახანგრძლივება, სხეულისა და სახის შეშუპება და წონის მატება (რასაც ეწოდება “კუშინგის სინდრომი”) (იხ. სექცია 2 “სპეციალური გაფრთხილებები” ).

ყველა ამ შემთხვევაში რეკომენდებულია მკურნალობის შეწყვეტა და სათანადო თერაპიის ჩატარება.

გვერდითი მოვლენების მოხსენება

იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ გაგინვითარდებათ რაიმე სახის გვერდითი მოვლენა, მაშინ აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული მოიცავს იმ ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც ჩამოთვლილნი არ არიან წინამდებარე ჩანართ ფურცელში წარმოდგენილ ნუსხაში.

თქვენ ასევე შეგიძლიათ პირდაპირი წესით მოახსენოთ გვერდითი მოვლენების განვითარების შესახებ ანგარიშგების ეროვნული სისტემის გამოყენების მეშვეობით. გვერდითი მოვლენების მოხსენების საფუძველზე თქვენ ხელს შეუწყობთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ არსებული უფრო მეტი ინფორმაციის მოძიებასა და ანგარიშგებას.

  • როგორ უნდა შევინახოთ OFTACORTAL

შეინახეთ ეს წამალი ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე.

არ შეინახეთ წამალი 25°C-ზე უფრო მაღალ ტემპერატურაზე.

არ გამოიყენოთ ეს წამალი მის შეფუთვის ტარაზე “Exp” წარწერის შემდეგ მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს, თავდაპირველ შეფუთვისა და სწორად შენახვის პირობებში.

არ გადააგდოთ რომელიმე წამალი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადააგდოთ ნებისმიერი ის წამალი, რომელსაც თქვენ აღარ იყენებთ. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ჭარბი დოზა

ნებისმიერი ზედოზირება (ჭარბი დოზირება) მოითხოვს მიღების დაუყოვნებლივ შეწყვეტას, რათა თავიდან არიდებულ იქნას წყლულოვანი ან მწვავე გლაუკომის ფენომენები. თუმცა, ეს შეწყვეტა უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად.

პრეპარატის შემთხვევით ჩაყლაპვისას, მიიღეთ სითხეები გახსნისათვის.

შემადგენლობა

ერთჯერადი გამოყენების / დოზირების ყოველი კონტეინერი შეიცავს:

აქტიურ ინგრედიენტს წარმოადგენს დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატი 0.45 მგ ოდენობით, რაც ექვივალენტურია 0.342 მგ დექსამეტაზონისა.

სხვა ინგრედიენტები არიან: ნატრიუმის ციტრატის სამფუძიანი დიჰიდრატი, ნატრიუმის ფოსფატის ერთფუძიანი მონოჰიდრატი, ნატრიუმის ფოსფატის ორფუძიანი დოდეკაჰიდრატი და საინექციო წყალი.

როგორ გამოიყურება OFTACORTAL® და მისი შეფუთვის შიგთავსი

OFTACORTAL® მოწოდებულია ყუთის სახით, რომელიც შეიცავს 0.3 მლ მოცულობის მქონე დაბალი ხვედრითი წონის პოლიეთილენისაგან დამზადებულ 20 ცალ ერთჯერადი გამოყენების / დოზირების კონტეინერს, რომლებიც დაფასოებულნი არიან 5 ნაწილისაგან შემდგარ 4 ფირფიტაზე და ინდივიდუალურად არიან შეფუთულნი PET/AL/PE პაკეტებში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი:

Farmigea S.p.A., Via G. B. Oliva 6/8, 56121 - პიზა

ჩანართი ფურცლის ბოლო რევიზიის/გადახედვის თარიღი: 11/2023

შენახვის პირობები

გადააგდეთ პრეპარატის გახსნილი ფლაკონები მათი გამოყენების შემდეგ.

მოხუფული კონტეინერები შეინახეთ გახსნილ პაკეტებსა და კოლოფებში და გამოიყენეთ ისინი 28 დღის განმავლობაში.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანთების საწინააღმდეგო, კორტიკოსტეროიდები

ATC კოდი: S01BA01.

დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატი წარმოადგენს მძლავრი ანთების საწინააღმდეგო მოქმედების ეფექტის მქონე კორტიკოსტეროიდს, რომლის აღნიშნული აქტივობაც დაახლოებით 25-ჯერ აღემატება ჰიდროკორტიზონის აქტივობას. ისევე როგორც ყველა სხვა კორტიკოსტეროიდის შემთხვევაში, ამ პროდუქტის მძლავრი ანთების საწინააღმდეგო მოქმედების ეფექტიც უპირატესად გაშუალებულია არაქიდონის მჟავის (ანთების ძირითადი მედიატორების - პროსტაგლანდინების და ლეიკოტრიენების წინამორბედი ნივთიერების) გამონთავისუფლების დათრგუნვით. კერძოდ, სტეროიდის მოქმედება იწვევს სპეციფიური ცილის - ლიპომოდულინის სინთეზს, რომელიც თავის მხრივ განაპირობებს არაქიდონის მჟავის გამონთავისუფლების გამომწვევი ენზიმის - A2 ფოსფოლიპაზის აქტივობის დათრგუნვას.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ჩვეულებრივ, კორტიკოსტეროიდები თავიანთ თვალ-შიდა თერაპიულ კონცენტრაციას აღწევენ მათი კონიუნქტივალურ ჩანთაში ინსტილაციის (ჩაწვეთების) შემდეგ. შეღწევადობის ხარისხი ნებისმიერ შემთხვევაში დამოკიდებულია კონკრეტული სტეროიდის მოლეკულურ მახასიათებლებზე და ქიმიურ ფორმულირებაზე.

  • 3 უსაფრთხოების პრე-კლინიკური მონაცემები

ბოცვერებსა და ვირთაგვებში ჩატარებული კვლევების თანახმად, დექსამეტაზონი კარგად აიტანებოდა ცხოველების მიერ მისი ადგილობრივი გამოყენებისას 6 თვემდე ხანგრძლივობის მქონე პერიოდის განმავლობაში. ცხოველთა ყველა სახეობაში მისი პერორალური გამოყენების ფონზე განვითარებული ტოქსიურობის ძირითადი სიმპტომები დაკავშირებულნი იყვნენ პროდუქტის ადრენოკორტიკოსტეროიდულ ეფექტებთან და მოიცავდნენ ჰიპოფიზ-თირკმელზედა ჯირკვლის ღერძის დათრგუნვას და მსუბუქი ხარისხის ანემიას. ტოქსიურობით გამოწვეული ძირითადი ნიშნები ასევე გამოვლენილნი იქნენ კუჭის, ღვიძლის, თირკმელზედა ჯირკვლების, ჰიპოფიზის, ფილტვებისა და ელენთის მხრივაც.

დექსამეტაზონის ადგილობრივი გამოყენებით ჩატარებული კვლევების დროს ან საერთოდ არ აღინიშნებოდა აღწერილი ეფექტების განვითარება, ანდა მათი გამოვლინების სიხშირე იყო ძალიან დაბალი.

  • ფარმაცევტული თავისებურებები
  • 1 შემავსებლების ჩამონათვალი

ნატრიუმის ციტრატის სამფუძიანი დიჰიდრატი, ნატრიუმის ფოსფატის ერთფუძიანი მონოჰიდრატი, ნატრიუმის ფოსფატის ორფუძიანი დოდეკაჰიდრატი და საინექციო წყალი.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

შეფუთვის ჩანართი ფურცელი: ინფორმაცია მომხმარებლისათვის

OFTACORTAL

  • 15%-იანი თვალის წვეთები, ხსნარი

დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატი

ამ პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე ჩანართი ფურცელი მთლიანად, რადგან იგი წარმოადგენს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ წინამდებარე ჩანართი ფურცელი, რადგან თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ წაკითვა.

წაკითხვის შემდეგ, თუკი თქვენ გექნებათ რაიმე სახის შეკითხვები, ჰკითხეთ ეს თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს წამალი დანიშნული იქნა მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ იგი სხვა პირებს. ამან შეიძლება ზიანი მოუტანოთ მათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მათ ექნებათ თქვენი ავადმყოფობის მსგავსი სიმპტომები.

იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ გაგინვითარდებათ რაიმე სახის გვერდითი მოვლენა, მაშინ აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული მოიცავს იმ ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც ჩამოთვლილნი არ არიან წინამდებარე ჩანართ ფურცელში წარმოდგენილ ნუსხაში. იხ. პარაგრაფი 4.

რა არის წარმოდგენილი წინამდებარე ჩანართ ფურცელში?

რა არის OFTACORTAL და რისთვის ხდება მისი გამოყენება;

რა უნდა ვიცოდეთ OFTACORTAL-ის გამოყენების დაწყებამდე;

როგორ უნდა გამოვიყენოთ OFTACORTAL;

შესაძლო გვერდითი მოვლენები;

როგორ უნდა შევინახოთ OFTACORTAL;

შეფუთვის შემადგენლობა და სხვა დეტალები.

  • რა არის OFTACORTAL და რისთვის ხდება მისი გამოყენება

OFTACORTAL არის სტეროიდული ანთების საწინააღმდგო წამალი (ასევე ცნობილია, როგორც კორტიკოსტეროიდი), რომლის გამოყენებაც ნაჩვენებია თვალის შემდეგი, სხვადასხვა ტიპის ანთების სამკურნალოდ:

გაზაფხულისა და ალერგიული კონიუნქტივიტი (თვალის კონიუნქტივის ალერგიული წარმომავლობის მქონე ანთება);

ალერგიული ბლეფარიტი და ბლეფარო-კონიუნქტივიტი (თვალის ქუთუთოს კიდისა და თვალის კონიუნქტივის ალერგიული წარმომავლობის მქონე ანთება);

ალერგიული კერატო-კონიუნქტივიტი (თვალის რქოვანა გარსისა და თვალის კონიუნქტივის ალერგიული წარმომავლობის მქონე ანთება);

თვალის კაკლის გარეთა გარსების, სკლერისა ან უვეას ანთება (სკლერიტი, ეპისკლერიტი, უვეიტი).

  • რა უნდა ვიცოდეთ OFTACORTAL-ის გამოყენების დაწყებამდე

არ გამოიყენოთ OFTACORTAL იმ შემთხვევაში:

თუკი თქვენ ხართ ალერგიული (გაქვთ ზემგრძნობელობა) დექსამეტაზონის ან ამ პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (სრული შემადგენლობა წარმოდგენილია მე-6 სექციაში);

თუკი თქვენ გაქვთ ინტრა-ოკულარული ჰიპერტენზია;

თუკი თქვენ გაქვთ თვალის რქოვანა გარსის მარტივი ჰერპესის ვირუსით გამოწვეული ანდა სხვა სახის ვირუსული ინფექცია მწვავე დაწყლულების ფაზაში, გარდა იმ შემთხვევებისა, თუკი პარალელურად მიმდინარეობს მისი მკურნალობა ჰერპესის ვირუსის საწინააღმდეგო სპეციფიური ქიმიოთერაპიული პრეპარატებით (დადებითი ფლუორესცენტული ტესტი);

თუკი თქვენ გაქვთ თვალის რქოვანა გარსის დაწყლულებით მიმდინარე კონიუნქტივიტი, მის საწყის ეტაპზეც კი;

თუკი თქვენ გაქვთ თვალის ტუბერკულოზი, ან თვალის სოკოვანი ინფექცია, ანდა ჩირქოვანი კონიუნქტივიტი ან ჯიბლიბო;

თუკი თქვენ გაქვთ თვალის ქუთუთოს კიდის ჩირქოვანი ან ჰერპესული ანთება, რომელიც შეიძლება შეინიღბოს ან გაუარესდეს კორტიკოსტეროიდების გამოყენების ფონზე;

თუკი თქვენ გაქვთ თვალის რქოვანა გარსის დაზიანება ან აბრაზია (რადგან კორტიკოსტეროიდების ადგილობრივი გამოყენება იწვევს დაზიანებული ქსოვილების შეხორცების პროცესის გახანგრძლივებას, რაც ხელს უწყობს ინფექციის განვითარებას);

სამ (3) წელზე ნაკლები ასაკის მქონე ბავშვებში;

ზოგადად, ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს;

თუკი ადგილი ექნება ალუმინის პაკეტების ან კონტეინერების ვიზუალურად შესამჩნევ დაზიანებას.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

OFTACORTAL®-ის გამოყენების დაწყებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს.

OFTACORTAL®-ის გამოყენების დროს გამოიჩინეთ განსაკუთრებული ყურადღება იმ შემთხვევაში:

თუკი თქვენ გაქვთ თვალის რქოვანა გარსის ჰერპესული ანთება, მაშინ თქვენ ეს წამალი უნდა გამოიყენოთ მხოლოდ ექიმ-ოფთალმოლოგის ზედმიწევნითი დაკვირვების ქვეშ, რადგან კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება გამოიწვიონ ანთების გაუარესება და თვალის რქოვანა გარსის შეუქცევადი შემღვრევის განვითარება;

თუკი თქვენ ეს წამალი უნდა გამოიყენოთ 2 კვირაზე უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში, რადგან ამ დროს შესაძლოა ადგილი ჰქონდეს თვალ-შიდა წნევის მომატებას. ასეთ შემთხვევაში განხორციელებული უნდა იქნეს თვალის ტონუსისა და წნევის მონიტორინგი. თავიდან უნდა იქნეს აცილებული კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივი გამოყენება, რადგან ამან შესაძლოა ხელი შეუწყოს კატარაქტის განვითარებას; დაბურული მხედველობა ან სხვა მხედველობითი დარღვევები; გახანგრძლივებული გამოყენება დროის განმავლობაში (1-დან 4 წლამდე) და კორტიკოსტეროიდის მაღალი დოზების მიღებამ ოფთალმოლოგიური მიზნით გამოსაყენებლად შესაძლოა მოიტანოს ლინზების დაბურვა (უკანა სუბკაფსულარული კატარაქტა)(იხ. პარაგრაფი 4).;

თუკი თქვენ გაქვთ იმგვარი მდგომარეობა, რომელიც იწვევს თვალის რქოვანა გარსის გათხელებას;

თუკი თქვენ გაქვთ თვალის რქოვანა გარსის დაზიანება ან აბრაზია (რადგან კორტიკოსტეროიდების ადგილობრივი გამოყენება იწვევს დაზიანებული ქსოვილების შეხორცების პროცესის გახანგრძლივებას, რაც ხელს უწყობს ინფექციის განვითარებასა და გავრცელებას). კორტიკოსტეროიდების გამოყენება ჭრილობების დროს იწვევს დაზიანებული ქსოვილების შეხორცების პროცესის გახანგრძლივებას, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ინფექციების განვითარებასა და გავრცელებას;

თუკი თქვენ გაქვთ ბაქტერიული, ვირუსული ან სოკოვანი კონიუნქტივიტი, რადგან კორტიკოსტეროიდების გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ინფექციის პროგრესირებისათვის დამახასიათებელი ნიშნების შენიღბვა .

რადგან ამას შესაძლოა მოყვეს დაავადების გაუარესება ან ინფექციის პროგრესირების ნიშნების შენიღბვა (იხ. პარაგრაფი 2 „არ გამოიყენოთ ოფტაკორტალი“).

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუკი თქვენ გაგინვითარდებათ სხეულის წონის მომატება და სხეულის ტორსის ზედა ნაწილისა და სახის შეშუპება, რადგან აღნიშნული მოვლენების წარმოადგენენ კუშინგის სინდრომის სახელწოდებით ცნობილი მდგომარეობის გამოვლინების პირველ სიმპტომებს. OFTACORTAL-ის გამოყენებით წარმოებული ხანგრძლივი ან ინტენსიური მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვის განვითარებას. ამდენად, აცნობეთ თქვენს ექიმს, თუკი თქვენ გადაწყვეტთ მკურნალობის თვითნებურ შეწყვეტას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღნიშნული რისკების განვითარება ბავშვებში და აგრეთვე იმ პაციენტებში, რომლებიც ექვემდებარებიან რიტონავირისა და კობიცისტატის სახელწოდებით ცნობილი პრეპარატების გამოყენებით მიმდინარე მკურნალობას.

გამოყენება ბავშვებში

ამ სამკურნალპრეპარატო პროდუქტის გამოყენება 3-დან 12 წლამდე ასაკის მქონე ბავშვებში უნდა მოხდეს მხოლოდ მისი აბსოლუტური (აუცილებელი) ჩვენების დროს და უშუალო სამედიცინო დაკვირვების პირობებში.

OFTACORTAL-ის გამოყენება სხვა პრეპარატებთან ერთად

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუკი თქვენ მიმდინარედ იღებთ, ან ბოლოხანს იღებდით ან სამომავლოდ აპირებთ რომელიმე სხვა პრეპარატის მიღებას.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუკი თქვენ მიმდინარედ იღებთ რიტონავირს ან კობიცისტატს, რადგან აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს თქვენს სისხლში დექსამეტაზონის შემცველობის მომატება.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ნაყოფიერება

იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ ხართ ორსულად ან ხართ მეძუძური დედა, ანდა ჩათვლით რომ ხართ ორსულად, ანდა დააპირებთ ბავშვის ყოლას, მაშინ ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს. ორსულობის ან ჩვილის ყოლის დროს ამ სამკურნალპრეპარატო პროდუქტის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ მისი აბსოლუტური ჩვენებით (აუცილებლობის შემთხვევაში) და უშუალო სამედიცინო დაკვირვების ქვეშ.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და ხელსაწყო-დანადგარების გამოყენება

გამოვლენილი არ ყოფილა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და ხელსაწყო-დანადგარების გამოყენების უნარზე პრეპარატის ზემოქმედების რაიმე ეფექტის არსებობა.

როგორც ყველა სხვა ოფთალმოლოგიური წამლის შემთხვევაში, თუ თქვენ აღგენიშნებათ მხედველობის გარდამავალი დაბურვა გამოყენების დროს, დაელოდეთ სანამ მხედველობა არ აღდგება მანქანებისა და ხელსაწყო-დანადგარების მართვის დაწყებამდე.

Oftacortal შეიცავს ფოსფატის ბუფერს

ეს სამკურნალწამლო პროდუქტი შეიცავს 0.18 მგ ფოსფატის ბუფერს წვეთზე, რომელიც ექვივალენტურია 3.66 მგ/მლ (წვეთის დაახლოებით 50 µL თეორიული მოცულობით).

თუ თქვენ გაწუხებთ თვალის წინა გამჭვირვალე გარსის (რქოვანა) მწვავე დაზიანება, ფოსფატებმა შეიძლება გამოიწვიონ ძალიან იშვიათ შემთხვევაში მცურავი წერტილები თვალებში კალციუმის დაგროვების გამო, რასაც ადგილი აქვს მკურნალობის დროს.

  • როგორ უნდა გამოვიყენოთ OFTACORTAL

ერთ ან ორივე თვალში ჩაიწვეთეთ პრეპარატის ერთი (1) წვეთი დღეში 3 - 4-ჯერ, ექიმის დანიშნულების შესაბამისად.

თვალის წვეთების ხსნარი დაფასოებულია ერთჯერადი გამოყენების / დოზირების ფლაკონებში, იგი არ შეიცავს პრეზერვატივებს და ამდენად, გამოყენებული უნდა იქნეს დაუყოვნებლივ გახსნის შემდეგ.

ჩაწვეთების დროს კონტეინერის წვერი უშუალოდ უნდა შეეხოს თვალს ან რომელიმე სხვა ზედაპირს.

ყოველთვის გამოიყენეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც ამას თქვენ გეტყვით თქვენი ექიმი. გაუგებრობის შემთხვევაში, კიდევ ერთხელ გადაამოწმეთ გამოყენების წესები თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

გამოყენების წესები

დარწმუნდით, რომ ერთჯერადი გამოყენების / დოზირების კონტეინერი არის ინტაქტური (არ არის დაზიანებული);

მოაცილეთ / მოტეხეთ ერთჯერადი გამოყენების / დოზირების კონტეინერი დაფასოების ფირფიტიდან;

გახსენით ერთჯერადი გამოყენების/დოზირების კონტეინერი მისი ზედა ნაწილის გადაგრეხვის საფუძველზე (არ მოქაჩოთ).

თუკი თქვენ გამოიყენებთ OFTACORTAL-ის დანიშნულზე მეტი ოდენობით

ჭარბი დოზის გამოყენებამ ან შემთხვევით ჩაყლაპვამ შეიძლება გამოიწვიოს ტოქსიური ფენომენების განვითარება; ამდენად, ასეთ შემთხვევაში, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს და მიჰყევით მის მიერ თქვენთვის მოცემულ ინსტრუქციებს.

თუკი თქვენ დაგავიწყდათ OFTACORTAL-ის გამოყენება

არ გამოიყენთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

ისევე როგორც ყველა სხვა პრეპარატის შემთხვევაში, ამ პრეპარატის გამოყენებასაც შეიძლება თან სდევდეს გვერდითი მოვლენები, თუმცა მათს განვითარებას ადგილი არ ექნება ყველა შემთხვევაში.

Oftacortal-ის გამოყენების შედეგად შესაძლო გვერდითი მოვლენებია:

სხეულის მხრივ:

  • ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა)

შემდეგი გვერდითი მოვლენებს ჰქონდა ადგილი Oftacortal (კორტიკოსტეროიდების) ჯგუფის წამლების გამოყენებისას:

თვალის მხრივ:

  • ლინზების დაბურვა მხედველობას აუარესებს (სუბკაფსულარული კატარაქტა)
  • თვალის ინფექცია (მოიცავს ბაქტერიულ, სოკოვან და ვირუსულ ინფექციებს)
  • თვალის გაღიზიანება
  • თვალის პერფორაცია (სკლერის ან რქოვანას პერფორაცია)
  • თვალის წნევის მომატება
  • თვალის დაავადება გამომდინარე თვალის შიდა წნევის მომატებიდან (გლაუკომა)
  • ქავილი ან წვის შეგრძნება თვალზე
  • მხედველობის დაბურვა (სიხშირე უცნობია).

ძალიან იშვიათ შემთხვევებში მწვავე დაზიანების მქონე ზოგიერთ პაციენტს თვალის წინა ნაწილის გამჭვირვალე გარსის (რქოვანა) განუვითარდათ მცურავი წერტილები რქოვანაზე გამომდინარე კალციუმის დაგროვებით მკურნალობის განმავლობაში.

უცნობი გვერდითი მოვლენები (სიხშირის შეფასება ვერ ხდება ხელმისაწვდომი მონაცემებიდან გამომდინარე):

ჰორმონალური დარღვევები: სხეულის თმის მომატებული ზრდა (განსაკუთრებით ქალებში), კუნთების სისუსტე ან ატროფია, იისფერი სტრიების ნიშნები სხეულის კანზე, მომატებული სისხლის წნევა, არარეგულარული ან გამოტოვებული მენსტრუაცია, სხეულში არსებული ცილისა და კალციუმის დონეების ცვლილება, ბავშვებსა და მოზარდების ზრდის გახანგრძლივება, სხეულისა და სახის შეშუპება და წონის მატება (რასაც ეწოდება “კუშინგის სინდრომი”) (იხ. სექცია 2 “სპეციალური გაფრთხილებები” ).

ყველა ამ შემთხვევაში რეკომენდებულია მკურნალობის შეწყვეტა და სათანადო თერაპიის ჩატარება.

გვერდითი მოვლენების მოხსენება

იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ გაგინვითარდებათ რაიმე სახის გვერდითი მოვლენა, მაშინ აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული მოიცავს იმ ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც ჩამოთვლილნი არ არიან წინამდებარე ჩანართ ფურცელში წარმოდგენილ ნუსხაში.

თქვენ ასევე შეგიძლიათ პირდაპირი წესით მოახსენოთ გვერდითი მოვლენების განვითარების შესახებ ანგარიშგების ეროვნული სისტემის გამოყენების მეშვეობით. გვერდითი მოვლენების მოხსენების საფუძველზე თქვენ ხელს შეუწყობთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ არსებული უფრო მეტი ინფორმაციის მოძიებასა და ანგარიშგებას.

  • როგორ უნდა შევინახოთ OFTACORTAL

შეინახეთ ეს წამალი ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე.

არ შეინახეთ წამალი 25°C-ზე უფრო მაღალ ტემპერატურაზე.

არ გამოიყენოთ ეს წამალი მის შეფუთვის ტარაზე “Exp” წარწერის შემდეგ მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს, თავდაპირველ შეფუთვისა და სწორად შენახვის პირობებში.

არ გადააგდოთ რომელიმე წამალი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადააგდოთ ნებისმიერი ის წამალი, რომელსაც თქვენ აღარ იყენებთ. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ვარგისიანობის ვადა გახსნის შემდეგ: გადააგდეთ პრეპარატის გახსნილი ფლაკონები მათი გამოყენების შემდეგ.

მოხუფული კონტეინერები შეინახეთ გახსნილ პაკეტებსა და კოლოფებში და გამოიყენეთ ისინი 28 დღის განმავლობაში.

  • შეფუთვის შემადგენლობა და სხვა დეტალები

რას შეიცავს OFTACORTAL®

ერთჯერადი გამოყენების / დოზირების ყოველი კონტეინერი შეიცავს:

აქტიურ ინგრედიენტს წარმოადგენს დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატი 0.45 მგ ოდენობით, რაც ექვივალენტურია 0.342 მგ დექსამეტაზონისა.

სხვა ინგრედიენტები არიან: ნატრიუმის ციტრატის სამფუძიანი დიჰიდრატი, ნატრიუმის ფოსფატის ერთფუძიანი მონოჰიდრატი, ნატრიუმის ფოსფატის ორფუძიანი დოდეკაჰიდრატი და საინექციო წყალი.

როგორ გამოიყურება OFTACORTAL® და მისი შეფუთვის შიგთავსი

OFTACORTAL® მოწოდებულია ყუთის სახით, რომელიც შეიცავს 0.3 მლ მოცულობის მქონე დაბალი ხვედრითი წონის პოლიეთილენისაგან დამზადებულ 20 ცალ ერთჯერადი გამოყენების / დოზირების კონტეინერს, რომლებიც დაფასოებულნი არიან 5 ნაწილისაგან შემდგარ 4 ფირფიტაზე და ინდივიდუალურად არიან შეფუთულნი PET/AL/PE პაკეტებში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი:

Farmigea S.p.A., Via G. B. Oliva 6/8, 56121 - პიზა

ჩანართი ფურცლის ბოლო რევიზიის/გადახედვის თარიღი: 11/2023

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა