ონდანიქე
ONDANIQE
გულისრევისა და ღებინების პრევენციისთვის, რომელიც დაკავშირებულია სიმსივნის საწინააღმდეგო ემეტოგენური ქიმიოთერაპიის საწყის და განმეორებით კურსთან. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ონდანსეტრონი (ondansetron)
- ფორმა და შეფუთვა
- 2მგ/მლ 4მლ ი.მ. და ი.ვ. საინექციო ხსნარი ამპულა №10 (1X10)
- მწარმოებელი
- SOVEREIGN PHARMA PVT. LTD., ინდოეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ღებინებისა და გულისრევის საწინააღმდეგო საშუალებები, სეროტონინის (5HT3) ანტაგონისტები
- ATC კოდი
- A04AA01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-046244
- რეგისტრირებულია
- 8 სექტემბერი 2026, მოქმედებს 8 სექტემბერი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Humaniqe Biopharmaceuticals Private Limited (ინდოეთი)
- განმცხადებელი
- შპს „გეა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ონდანიქე — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
გულისრევისა და ღებინების პრევენციისთვის, რომელიც დაკავშირებულია სიმსივნის საწინააღმდეგო ემეტოგენური ქიმიოთერაპიის საწყის და განმეორებით კურსთან.
ონდანიქეს ინექცია გამოიყენება გულისრევისა და ღებინების პროფილაქტიკისთვის, რომელიც დაკავშირებულია საწყის და განმერებით ემეტოგენურ ქიმიოთერაპიასთან სიმსივნით დაავადებულ პაციენტებში, მათ შორის მაღალი დოზით ცისპლატინის მიღებასთან.
ონდანიქე გამოიყენება 6 თვის და უფროსი ასაკის პაციენტებში.
ოპერაციის შემდგომი გულისრევის და/ან ღებინების პრევენცია
ონდანიქეს ინექცია გამოიყენება პოსტოპერაციული გულისრევის და/ან ღებინების პროფილაქტიკისთვის. სხვა ღებინების საწინააღმდეგო საშუალებების მსგავსად, რუტინული პროფილაქტიკა არ არის რეკომენდებული იმ პაციენტებში, რომლთა შემთხვევაში პოსტოპერაციული გულისრევის და/ან ღებინების განვითარება ნაკლებად მოსალოდნელია. პაციენტებში, რომელთათვისაც პოსტოპერაციული გულისრევა და/ან ღებინება თავიდან უნდა იქნას არიდებული, ონდანიქეს ინექციის გამოყენება რეკომენდებულია იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც პოსტოპერაციული გულისრევის და/ან ღებინების განვითარების სიხშირე დაბალია. პაციენტებში, რომლებიც არ იღებენ ონდანიქეს საპროფილაქტიკო ინექციას და შემდგომში უვითარდებათ პოსტოპერაციული გულისრევა და/ან ღებინება, შესაძლებელია ონდანიქეს ინექციების გამოყენება შემდგომი ეპიზოდების თავიდან ასაცილებლად.
ონდანიქე გამოიყენება ერთი თვის და უფროსი ასაკის პაციენტებისთვის.
მიღების წესი და დოზირება
გულისრევისა და ღებინების პრევენცია, რომელიც დაკავშირებულია სიმსივნის საწინააღმდეგო ემეტოგენური ქიმიოთერაპიის საწყის და განმეორებით კურსთან.
მომზადების მნიშვნელოვანი ინსტრუქციები
ემეტოგენურ ქიმიოთერაპიასთან დაკავშირებული გულისრევისა და ღებინების თავიდან ასაცილებლად, მოზრდილებსა და ბავშვებში გამოყენებამდე ონდანიქე უნდა განზავდეს 50 მლ 5%-იან დექსტროზის ხსნარში ან 0.9%-იან ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში. 6 თვიდან 1 წლამდე ასაკის და/ან 10 კგ ან ნაკლები წონის პედიატრიულ პაციენტებში: სითხის მოთხოვნილების შესაბამისად, ონდანიქეს განზავება შესაძლებელია 10-დან 50 მლ-მდე 5%-იან დექსტროზის ხსნარში ან 0.9%-იან ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში.
ნალექის წარმოიქმნის შემთხვევაში, მისი გაქრობა შესაძლებელია ამპულის ენერგიულად შენჯღრივით.
ონდანსეტრონის საინექციო ხსნარი არ უნდა შეერიოს ხსნარებს, რომელთა ფიზიკური და ქიმიური თავსებადობა დადგენილი არ არის. ეს განსაკუთრებით ეხება ტუტე ხსნარებს, რადგან შეიძლება წარმოიქმნას ნალექი.
გამოყენებამდე განზავებული ონდანიქეს საინექციო ხსნარი უნდა შემოწმდეს ნაწილაკებს არსებობასა და ფერის ცვლილებაზე, ხოლო მათი აღმოჩენის შემთხვევაში არ უნდა იქნას გამოყენებული.
შენახვა: არ გამოიყენოთ განზავებიდან 24 საათზე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ონდანიქეს საინექციო ხსნარი ქიმიურად და ფიზიკურად სტაბილურია რეკომენდებული განზავება, უნდა მოხდეს სტერილურობის დაცვით, რადგან გამხსნელები, როგორც წესი, არ შეიცავენ კონსერვანტებს.
დოზირება და მიღების წესი
6 თვის და უფროსი ასაკის პედიატრიულ პაციენტებსა და მოზრდილებში ემეტოგენურ ქიმიოთერაპიასთან დაკავშირებული გულისრევისა და ღებინების პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია 0.15 მგ/კგ-ზე თითო დოზაზე, სამი დოზისთვის (მაქსიმუმ 16 მგ თითო დოზაზე).
უკუჩვენებები
ონდანიქეს ინექცია უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ცნობილი ჰიპერმგრძნობელობა (მაგ., ანაფილაქსია) ამ პროდუქტის ან მისი რომელიმე კომპონენტის მიმართ. ანაფილაქსიური რეაქციები აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ონდანიქეს. აპომორფინისა და ონდანიქეს ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია, რადგან აპომორფინისა და ონდანიქეს ერთდროული მიღების შემდეგ დაფიქსირდა მძიმე ჰიპოტენზიის და გონების დაკარგვის შემთხვევები.
სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსია და ბრონქოსპაზმი, აღწერილია პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა სხვა სელექციური 5-HT3 რეცეპტორების ანტაგონისტების მიმართ.
QT ინტერვალის გახანგრძლივება
ონდანსეტრონი დოზის შესაბამისად ახანგრძლივებს QT ინტერვალს. ონდანსეტრონის მიმღებ პაციენტებში ასევე აღინიშნა „Torsade de Pointes“-ს პოსტმარკეტინგული შემთხვევები. ონდანსეტრონის გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული თანდაყოლილი გახანგრძლივებული QT სინდრომის მქონე პაციენტებში. ელექტროლიტური ბალანსის დარღვევების (მაგ., ჰიპოკალიემია ან ჰიპომაგნიემია), გულის თანდაყოლილი უკმარისობის, ბრადიკარდიის მქონე პაციენტებში ან სხვა მედიკამენტების მიღებისას, რომლებსაც შეუძლიათ QT ინტერვალის გახანგრძლივება რეკომენდებულია ელექტროკარდიოგრამის მონიტორინგი.
სეროტონინის სინდრომი
სეროტონინის სინდრომის შემთხვევები დაფიქსირდა 5-HT3 რეცეპტორების ანტაგონისტების გამოყენებასთან დაკავშირებით. შეტყობინებების უმეტესობა ასოცირდება სეროტონერგული პრეპარატების (მაგ., სეროტონინის შერჩევითი უკუმიტაცების ინჰიბიტორები (SSRIs), სეროტონინ-ნორეპინეფრინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები (SNRIs), მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები, მირტაზაპინი, ფენტანილი, ლითიუმი, ტრამადოლი და ინტრავენური მეთილენის ლურჯი) თანმხლებ გამოყენებასთან. ზოგიერთი შემთხვევა ფატალურად დასრულდა. სეროტონინის სინდრომი ასევე დაფიქსირდა მხოლოდ ონდანსეტრონის დოზის გადაჭარბების შემდეგ. 5-HT3 რეცეპტორების ანტაგონისტების გამოყენებასთან ასოცირებული სეროტონინის სინდრომის შემთხვევების უმეტესობა დაფიქსირდა რეანიმაციულ განყოფილებაში ან ინფუზიურ ცენტრში.
სეროტონინის სინდრომთან დაკავშირებული სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ნიშნებისა და სიმპტომების შემდეგ კომბინაციას: ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილებები (მაგ., აგზნება, ჰალუცინაციები, დელირიუმი და კომა), ვეგეტატიური ნერვული სისტემის არასტაბილურობა (მაგ., ტაქიკარდია, ლაბილური არტერიული წნევა, თავბრუსხვევა, ოფლიანობა, წამოხურება, ჰიპერთერმია), ნერვ-კუნთოვანი სიმპტომები (მაგ., ტრემორი, რიგიდულობა, მიოკლონუსი, ჰიპერრეფლექსია, კოორდინაციის დარღვევა), კრუნჩხვები, კუჭ-ნაწლავის სიმპტომებით ან მათ გარეშე (მაგ., გულისრევა, ღებინება, დიარეა). პაციენტები უნდა იყვნენ მონიტორინგის ქვეშ სეროტონინის სინდრომის გამოვლენის თვალსაზრისით, განსაკუთრებით ონდანსეტრონისა და სხვა სეროტონერგული პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას. თუ სეროტონინის სინდრომის სიმპტომები გამოვლინდა, შეწყვიტეთ ონდანსეტრონის მიღება და დაიწყეთ დამხმარე მკურნალობა. პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი სეროტონინის სინდრომის მომატებული რისკის შესახებ, განსაკუთრებით თუ ონდანსეტრონი გამოიყენება სხვა სეროტონერგულ პრეპარატებთან ერთად.
პროგრესირებადი ნაწლავური გაუვალობისა და კუჭის შებერილობის შენიღბვა
ონდანსეტრონის გამოყენებამ მუცლის ღრუს ოპერაციის შემდეგ ან ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევისა და ღებინების მქონე პაციენტებში შეიძლება შენიღბოს პროგრესირებადი ნაწლავური გაუვალობა და კუჭის შებერილობა. აკონტროლეთ ნაწლავების აქტივობის შემცირება, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ კუჭ-ნაწლავის ობსტრუქციის რისკ-ფაქტორები.
ონდანსეტრონი არ არის პრეპარატი, რომელიც ასტიმულირებს კუჭის ან ნაწლავების პერისტალტიკას. ის არ უნდა იქნას გამოყენებული ნაზოგასტრალური შეწოვის შემცვლელად.
სიფრთხილის ზომები
ონდანიქეს საინექციო ხსნარი მოზრდილებსა და პედიატრიულ პაციენტებში გამოყენებამდე უნდა განზავდეს. ინტრავენური ინფუზია კეთდება 15 წუთის განმავლობაში, ემეტოგენური ქიმიოთერაპიის დაწყებამდე 30 წუთით ადრე. ინფუზია მეორდება პირველი დოზის მიღებიდან 4 და 8 საათის შემდეგ.
პოსტოპერაციული გულისრევისა და ღებინების პრევენცია
მომზადების მნიშვნელოვანი ინსტრუქციები
მოზრდილი და პედიატრიული პაციენტებისთვის ონდანიქეს ინექციის განზავება საჭირო არ არის.
გამოყენებამდე ვიზუალურად შეამოწმეთ ონდანიქეს ინექცია ნაწილაკების არსებობასა და ფერის ცვლილებაზე და ხოლო მათი აღმოჩენის შემთხვევაში არ უნდა იქნას გამოყენებული.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ციტოქრომ P-450 ფერმენტებზე მოქმედი პრეპარატები
სავარაუდოა, რომ ონდანსეტრონი არ იწვევს პრეპარატების მეტაბოლიზმზე მოქმედი ღვიძლის ციტოქრომ P-450 ფერმენტული სისტემის ინდუცირებას ან ინჰიბირებას. რადგან ონდანსეტრონი მეტაბოლიზდება ღვიძლის ციტოქრომ p-450 პრეპარატების მეტაბოლიზმზე მოქმედი ფერმენტებით (CYP3A4, CYP2D6, CYP1A2), ამ ფერმენტების ინდუქტორებმა ან ინჰიბიტორებმა შეიძლება შეცვალონ ონდანსეტრონის კლირენსი და, შესაბამისად, ნახევარგამოყოფის პერიოდი. შეზღუდული ხელმისაწვდომი მონაცემების საფუძველზე, ამ პრეპარატების მიმღები პაციენტებისთვის დოზის კორექცია რეკომენდებული არ არის.
აპომორფინი
ონდანსეტრონთან აპომორფინის მიღებისას ღრმა ჰიპოტენზიისა და გონების დაკარგვის შესახებ ინფორმაციის საფუძველზე, აპომორფინისა და ონდანსეტრონის ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია.
ფენიტოინი, კარბამაზეპინი და რიფამპინი
CYP3A4-ის ძლიერი ინდუქტორებით (მაგ., ფენიტოინი, კარბამაზეპინი და რიფამპინი) მკურნალობის მიმღებ პაციენტებში ონდანსეტრონის კლირენსი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ონდანსეტრონის კონცენტრაცია სისხლში შემცირდა. თუმცა, ხელმისაწვდომი მონაცემების საფუძველზე, ამ პრეპარატების მიმღები პაციენტებისთვის ონდანსეტრონის დოზის კორექცია რეკომენდებული არ არის.
ტრამადოლი
მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს მონაცემები ონდანსეტრონსა და ტრამადოლს შორის ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების შესახებ, ორი მცირე კვლევის მონაცემები მიუთითებს, რომ ონდანსეტრონის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ტრამადოლის ტკივილგამაყუჩებელი აქტივობის შემცირება. ამ კვლევებში პაციენტები, რომლებიც ერთდროულად ონდანსეტრონსაც იღებდნენ, უფრო ხშირად იყენებდნენ ტრამადოლს, რაც იწვევდა ტრამადოლის კუმულაციური დოზის ზრდას პაციენტის მიერ კონტროლირებადი მიღებისას.
სეროტონინერგული პრეპარატები
სეროტონინის სინდრომი (მათ შორის შეცვლილი ფსიქიკური მდგომარეობა, ავტონომიური ნერვული სისტემის არასტაბილურობა და ნერვ-კუნთოვანი სიმპტომები) აღწერილია 5-HT3 რეცეპტორების ანტაგონისტების და სხვა სეროტონინერგული პრეპარატების, მათ შორის SSRI-ების და SNRI-ების ერთდროული გამოყენების შემდეგ.
ქიმიოთერაპია
პაციენტებში, კარმუსტინი, ეტოპოზიდი და ცისპლატინი გავლენას არ ახდენენ ონდანსეტრონის ფარმაკოკინეტიკაზე. სამოცდათექვსმეტ პედიატრიულ პაციენტზე ჩატარებულ ჯვარედინი კვლევისას, ინტრავენურმა ონდანსეტრონმა არ გაზარდა მეტოტრექსატის მაღალი დოზების დონე სისხლში.
ტემაზეპამი
ონდანსეტრონის ერთდროულმა მიღებამ გავლენა არ მოახდინა ტემაზეპამის ფარმაკოკინეტიკასა და ფარმაკოდინამიკაზე.
ალფენტანილი და ატრაკურიუმი
ონდანსეტრონი არ ცვლის ალფენტანილის მიერ გამოწვეულ სუნთქვის დამთრგუნველ ეფექტებს ან ატრაკურიუმის მიერ გამოწვეულ ნერვ-კუნთოვანი ბლოკადის ხარისხს. ზოგად ან ადგილობრივ ანესთეტიკებთან ურთიერთქმედება არ არის შესწავლილი.
გამოიყენება სპეციალურ პოპულაციებში.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები
მიუხედავად იმისა, რომ პლაზმური კლირენსი შემცირებულია თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი < 30 მლ/წთ), დოზის კორექცია რეკომენდებული არ არის.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები
ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (ჩაილდ-პიუს შკალით 10 ან მეტი), კლირენსი მცირდება და განაწილების მოცულობა იზრდება, რაც იწვევს პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდის ზრდას. ასეთ პაციენტებში დღიური ჯამური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 8 მგ-ს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობის პირველ ტრიმესტრში ონდანსეტრონის ინექცია გამოიყენება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, მაშინ, როდესაც დადგინდება თქვენთვის და ნაყოფისთვის სხვადასხვა მკურნალობის ვარიანტების პოტენციური სარგებლი და რისკები. ონდანსეტრონმა შეიძლება ოდნავ გაზარდოს ბავშვში ტუჩისა და სასის ნაპრალის (ზედა ტუჩის და/ან სასის ხვრელები ან ნაპრალები) განვითარების რისკი. თუ უკვე ორსულად ხართ, ფიქრობთ, რომ შეიძლება ორსულად იყოთ ან გეგმავთ ორსულობას, ონდანსეტრონის ინექციის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის შესაძლოა მიზანშეწონილი იყოს კონტრაცეფციის საიმედო მეთოდებს გამოყენება.
ონდანსეტრონის ინექციით მკურნალობის დროს არ კვებოთ ბავშვი ძუძუთი, რადგან მისი მცირე რაოდენობით გადადის დედის რძეში. კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან მეანთან.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ონდანსეტრონს არ აქვს ან აქვს უმნიშვნელო გავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე.
გვერდითი მოვლენები
გამოიყენება შემდეგი სიხშირის კლასიფიკაცია:
ძალიან ხშირი: ≥1/10.
ხშირი: ≥1/100 – <1/10.
არახშირი: ≥1/1,000-დან <1/100-მდე.
იშვიათი: ≥1/10,000-დან <1/1,000-მდე;
ძალიან იშვიათი: <1/10,000.
სიხშირე უცნობია - არსებული მონაცემებით შეუძლებელია სიხშირის დადგენა.
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
იშვიათი: დაუყოვნებელი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ზოგჯერ მძიმე, ანაფილაქსიის ჩათვლით. ანაფილაქსია შეიძლება იყოს ფატალური.
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ასევე დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარენი იყვნენ სხვა სელექციური 5-HT3 რეცეპტორების ანტაგონისტების მიმართ.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
ხშირი: თავის ტკივილი.
არახშირი: არსებობს შეტყობინებები უნებლიე მოძრაობის დარღვევების შესახებ, როგორიცაა ექსტრაპირამიდული რეაქციები, მაგ. ოკულოგირული კრიზისი/დისტონიური რეაქციები და დისკინეზია მუდმივი კლინიკური შედეგების და კრუნჩხვების (მაგ. ეპილეფსიური სპაზმების) დამადასტურებელი ნიშნების გარეშე, თუმცა უცნობი ფარმაკოლოგიური მექანიზმი ვერ ხსნის ონდანსეტრონის მიერ ამ ეფექტების გამომწვევ მიზეზს.
იშვიათი: თავბრუსხვევა სწრაფი ინტრავენური შეყვანის დროს.
ძალიან იშვიათი: დეპრესია.
დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ
იშვიათი: მხედველობის გარდამავალი დარღვევები (მაგ., მხედველობის დაბინდვა) სწრაფი ინტრავენური შეყვანის დროს.
ძალიან იშვიათი: ცალკეულ შემთხვევებში, ქიმიოთერაპიული საშუალებების, მათ შორის ცისპლატინის მიმღებ პაციენტებში აღინიშნა გარდამავალი სიბრმავე. აღწერილი შემთხვევების უმეტესობა 20 წუთში გაქრა. გარდამავალი სიბრმავის ზოგიერთი შემთხვევა კორტიკალური წარმოშობის იყო.
დარღვევები გულის მხრივ
არახშირი: ტკივილი გულმკერდის არეში ST სეგმენტის დეპრესიით ან მის გარეშე, გულის არითმიები და ბრადიკარდია. გულმკერდის არეში ტკივილი და გულის არითმიები ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება ფატალური იყოს.
იშვიათი: ელექტროკარდიოგრამაზე გარდამავალი ცვლილებები, QTc ინტერვალის გახანგრძლივება (მათ შორის, „Torsade de Pointes“)
სისხლძარღვოვანი დარღვევები
ხშირი: სიწითლის ან სითბოს შეგრძნება.
არახშირი: ჰიპოტენზია
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყრის მხრივ
არახშირი: სლოკინი. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები
ხშირი: ცნობილია, რომ ონდანსეტრონი ახანგრძლივებს მსხვილ ნაწლავში ტრანზიტის დროს და ზოგიერთ პაციენტში შეიძლება გამოიწვიოს ყაბზობა.
ჰეპატობილიარული დარღვევები
არახშირი: დაფიქსირდა ღვიძლის ფუნქციური ტესტების უსიმპტომო მატება. ეს რეაქციები ხშირად აღინიშნებოდა ცისპლატინით ქიმიოთერაპიის ქვეშ მყოფ პაციენტებში.
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
არახშირი: შეიძლება განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ინექციის ადგილის გარშემო (მაგ., გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი), რომლებიც ზოგჯერ ვრცელდება პრეპარატის შეყვანის ვენის გასწვრივ.
ზოგადი დარღვევები და გართულებები შეყვანის ადგილას
ხშირი: ადგილობრივი რეაქციები ინტრავენური ინექციის ადგილას.
პედიატრიული პოპულაცია
ბავშვებსა და მოზარდებში გვერდითი მოვლენების პროფილი შედარებადი იყო მოზრდილებში დაფიქსირებულ პროფილთან.
შემდეგი კლინიკურად მნიშვნელოვანი გვერდითი რეაქციები აღწერილია სხვა პუნქტებში:
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები
QT - ინტერვალის გახანგრძლივება
სეროტონინის სინდრომი
პროგრესირებადი ნაწლავური გაუვალობის და კუჭის შებერილობის შენიღბვა
ზედოზირება
ონდანსეტრონის დოზის გადაჭარბებისას სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. პაციენტებს უნდა ჩაუტარდეთ შესაბამისი დამხმარე მკურნალობა. არის მონაცემები შემთხვევით მიღებული 150 მგ-მდე ერთჯერადი ინტრავენური დოზების და 252 მგ-მდე დღიური ინტრავენური დოზების შესახებ, მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენების გარეშე. ეს დოზები ათჯერ აღემატება რეკომენდებულ დღიურ დოზას.
ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი რეაქციების გარდა, ონდანსეტრონის დოზის გადაჭარბებისას აღწერილია შემდეგი მოვლენები: „უეცარი სიბრმავე“ (ამავროზი) 2-დან 3 წუთამდე ხანგრძლივობით, პლუს მძიმე ყაბზობა ერთ პაციენტში, რომელსაც ინტრავენურად ერთჯერადი დოზის სახით 72 მგ ონდანსეტრონი მიეცა. ჰიპოტენზია (და გონების დაკარგვა) განუვითარდა სხვა პაციენტს, რომელმაც 48 მგ ონდანსეტრონის ჰიდროქლორიდის ტაბლეტები მიიღო. 32 მგ-ის მხოლოდ 4 წუთის განმავლობაში ინფუზიის შემდეგ დაფიქსირდა ვაზოვაგალური ეპიზოდი გარდამავალი მეორე ხარისხის გულის ბლოკადით. ყველა შემთხვევაში, მოვლენები სრულად გაქრა.
სეროტონინის სინდრომის შესაბამისი შემთხვევები დაფიქსირდა ბავშვებში ონდანსეტრონის შემთხვევითი პერორალური დოზის გადაჭარბების შემდეგ (სავარაუდოდ 5 მგ/კგ-ზე მეტის მიღება). აღწერილი სიმპტომები მოიცავდა ძილიანობას, მოუსვენრობას, ტაქიკარდიას, აჩქარებულ სუნთქვას, ჰიპერტენზიას, წამოხურებას, გაფართოებულ გუგებს, ძლიერ ოფლიანობას, კუნთების კანკალს, ჰორიზონტალურ ნისტაგმს, ჰიპერრეფლექსიას და კრუნჩხვებს. პაციენტებს დასჭირდათ დამხმარე მკურნალობა, ზოგიერთ შემთხვევაში ინტუბაცია და სრულად გამოჯანმრთელდნენ ერთი-ორი დღის განმავლობაში რაიმე ხანგრძლივი ეფექტების გარეშე.
შეფუთვა: 10 x 4 მლ ამპულა შეფუთვაში.
შენახვა: დაიცავით სინათლისგან. შეინახეთ არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 36 თვე
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
წარმოებულია ინდოეთში:
Sovereign Pharma Pvt. Ltd.
სურვეი №46/1-4, სოფელი კადაია, ნანი დამანი - 396210, ინდოეთი
სავაჭრო ნებართვის მფლობელი: Humanique Biopharmaceuticals Pvt. Ltd.
ინდოეთი
შემადგენლობა
თითოეული მლ შეიცავს:
ონდანსეტრონის ჰიდროქლორიდის დიჰიდრატი BP
ექვივალენტურია 2 მგ ონდანსეტრონის
საინექციო წყალი BP ს.რ.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ნატრიუმის ციტრატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი.
შენახვის პირობები
შეინახეთ არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე. დაიცავით სინათლისგან. არ გაყინოთ.
- 5 შეფუთვის ფორმა და შემცველობა
10 ცალი 4 მლ-იანი ამპულა შეფუთვაში.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
- სავაჭრო ნებართვის მფლობელი
Humaniqe Biopharmaceuticals Pvt Ltd
ინდოეთი
- მწარმოებლის დასახელება და მისამართი
Sovereign Pharma Pvt. Ltd.
Survey No. 46/1-4, Kadaiya Village, Nani Daman - 396210, ინდოეთი
ფარმაკოლოგიური თვისებები
მოქმედების მექანიზმი
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ღებინების და გულისრევის საწინააღმდეგო საშუალებები, სეროტონინის (5HT3) ანტაგონისტები
ათქ კოდი: A04AA01
ონდანსეტრონი არის ძლიერი, მაღალსელექციური 5HT3 რეცეპტორების ანტაგონისტი.
ფარმაკოდინამიკური თვისებები
ონდანსეტრონის მოქმედების ზუსტი მექანიზმი გულისრევისა და ღებინების მკურნალობისას უცნობია. ქიმიოთერაპიულმა საშუალებებმა და სხივურმა თერაპიამ შეიძლება გამოიწვიოს სეროტონინის (5-HT) გამოთავისუფლება წვრილ ნაწლავში და გამოიწვიოს ღებინების რეფლექსი ვაგუსური აფერენტების გააქტიურებით 5-HT3 რეცეპტორების მეშვეობით. ონდანსეტრონი ბლოკავს ამ რეფლექსის გააქტიურებას. ვაგუსური აფერენტების გააქტიურებამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს 5-HT-ის გამოთავისუფლება მეოთხე პარკუჭის ფსკერზე მდებარე Area postrema-ში და ამით ასევე გამოიწვიოს ღებინება ცენტრალური მექანიზმის მეშვეობით. ონდანსეტრონის ეფექტი ციტოტოქსიკური ქიმიოთერაპიით და სხივური თერაპიით გამოწვეული გულისრევისა და ღებინების მკურნალობაში, სავარაუდოდ, ეფუძნება პერიფერიული და ცენტრალური ნერვული სისტემის ნეირონებზე 5-HT3 რეცეპტორების ბლოკადას. ოპერაციის შემდგომი გულისრევისა და ღებინების მოქმედების მექანიზმები უცნობია, მაგრამ შეიძლება არსებობდეს მსგავსება ციტოტოქსიკურ გულისრევასა და ღებინებასთან.
ონდანსეტრონის QTc ინტერვალზე გავლენა გამოკვლეული იქნა ორმაგად ბრმა, რანდომიზებულ, პლაცებო- და (მოქსიფლოქსაცინ)დადებით ჯვარედინ კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა 58 ჯანმრთელი ზრდასრული მამაკაცი და ქალი. ონდანსეტრონის დოზები მოიცავდა 8 მგ და 32 მგ-ს, რომლებიც შეყვანილი იქნა ინტრავენურად 15 წუთის განმავლობაში.
ყველაზე მაღალი ტესტირებული დოზის დროს, რომელიც შეადგენდა 32 მგ-ს, QTcF ინტერვალის მაქსიმალური საშუალო სხვაობა (90%-იანი სანდოობის ინტერვალის ზედა ზღვარი) პლაცებოსთან შედარებით საწყისი დონის კორექციის შემდეგ იყო 19.6 (21.5) მილიწამი. ყველაზე დაბალი ტესტირებული დოზის - 8 მგ-ის დროს, QTcF ინტერვალის მაქსიმალური საშუალო სხვაობა (90%-იანი სანდოობის ინტერვალის ზედა ზღვარი) პლაცებოსთან შედარებით საწყისი კორექციის შემდეგ იყო 5.8 (7.8) მილიწამი. ამ კვლევაში არ დაფიქსირებულა QTcF მნიშვნელობები 480 მილიწამზე მეტი და QTcF ინტერვალის 60 მილიწამზე მეტი გახანგრძლივება. ელექტროკარდიოგრამაზე არ დაფიქსირებულა მნიშვნელოვანი ცვლილებები გაზომილ PR ან QRS ინტერვალებში.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შემდეგი საშუალო ფარმაკოკინეტიკური მონაცემები მიღებული იქნა ჯანმრთელ ზრდასრულ სუბიექტებში 0.15 მგ/კგ ერთჯერადი ინტრავენური დოზის შემდეგ.
ფარმაკოკინეტიკა ჯანმრთელ ზრდასრულ სუბიექტებში
ასაკობრივი ჯგუფი (წლები)
N
პიკური პლაზმური კონცენტრაცია (ნგ/მლ)
საშუალო
ელიმინაციის
ნახევარგამოყოფის პერიოდი (სთ)
პლაზმური
კლირენსი
(ლ/სთ/კგ)
19-40
11
102
- 5
- 381
61-74
12
106
- 7
- 319
≥ 75
11
170
- 5
- 262
აბსორბცია
ჯანმრთელ სუბიექტებში ჩატარებულ კვლევაში (n = 56), 5-წუთიანი ინფუზიის სახით მიღებული 4 მგ ერთჯერადი დოზის ფარმაკოკინეტიკა შედარებული იყო ინტრამუსკულარული ინექციის ფარმაკოკინეტიკასთან. სისტემური ექსპოზიცია, რომელიც იზომებოდა მრუდის ქვეშ საშუალო ფართობით (AUC), შედარებადი იყო ინტრავენური და ინტრამუსკულარული შეყვანის შემთხვევაში, შესაბამისად, 156 [95% ნი: 136, 180] და 161 [95% ნი: 137, 190] ნგ·სთ/მლ-ზე. საშუალო მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია იყო 42.9 [95% ნი: 33.8, 54.4] ნგ/მლ ინტრავენური ინფუზიიდან 10 წუთის შემდეგ და 31.9 [95% ნი: 26.3, 38.6] ნგ/მლ კუნთშიდა ინექციიდან 41 წუთის შემდეგ.
განაწილება
ონდანსეტრონის პლაზმის ცილებთან შეკავშირება in vitro იყო 70-დან 76%-მდე ფარმაკოლოგიური კონცენტრაციის დიაპაზონში 10-დან 500 ნგ/მლ-მდე. მოცირკულირე პრეპარატი ასევე ნაწილდება ერითროციტებში.
ელიმინაცია
მეტაბოლიზმი
ადამიანებში ონდანსეტრონი ინტენსიურად მეტაბოლიზდება, რადიოაქტიურად მონიშნული დოზის დაახლოებით 5% შარდიდან საწყისი ნაერთის სახით გამოიყოფა. ძირითადი მეტაბოლური გზაა ინდოლის რგოლზე ჰიდროქსილირება, რასაც მოჰყვება გლუკურონიდის ან სულფატის კონიუგაცია. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ არაკონიუგირებულ მეტაბოლიტს აქვს ფარმაკოლოგიური აქტივობა, ისინი პლაზმაში არ გვხვდება იმ კონცენტრაციებში, რომლებიც, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ონდანსეტრონის ბიოლოგიურ აქტივობას. მეტაბოლიტები შეინიშნება შარდში. მეტაბოლიზმის ინ ვიტრო კვლევებმა აჩვენა, რომ ონდანსეტრონი წარმოადგენს ადამიანის ღვიძლის ციტოქრომ P-450 ფერმენტების სუბსტრატს, მათ შორის CYP1A2, CYP2D6 და CYP3A4. ონდანსეტრონის საერთო მეტაბოლიზმის თვალსაზრისით, CYP3A4 დომინანტურ როლს ასრულებს, ხოლო ძირითადი in vivo მეტაბოლიტების ფორმირება ხორციელდება CYP1A2-ით. CYP2D6-ის როლი ონდანსეტრონის in vivo მეტაბოლიზმში უმნიშვნელოა. ინტრავენური ონდანსეტრონის ფარმაკოკინეტიკა არ განსხვავდებოდა იმ სუბიექტებს შორის, რომლებიც ექვემდებარებოდნენ CYP2D6-ის სუსტ მეტაბოლიზატორებს და იმ სუბიექტებს შორის, რომლებიც ექვემდებარებოდნენ CYP2D6-ის ინტენსიურ მეტაბოლიზატორებს, რაც კიდევ უფრო ადასტურებს CYP2D6-ის შეზღუდულ როლს ონდანსეტრონის განაწილებაში in vivo.
ექსკრეცია
ზრდასრულ სიმსივნით დაავადებულ პაციენტებში ონდანსეტრონის საშუალო ნახევარგამოყოფის პერიოდი იყო 4.0 საათი. ფარმაკოკინეტიკამ 4 დღის განმავლობაში მრავალჯერადი დოზების მიღების შემდეგ განსხვავებები არ გამოავლინა. დოზის პროპორციულ კვლევაში, 32 მგ ონდანსეტრონის სისტემური ექსპოზიცია არ იყო დოზის პროპორციული, რაც ნაჩვენებია დოზის ნორმალიზებული AUC მნიშვნელობების 8 მგ დოზასთან შედარებით. ეს მიუთითებს სისტემური კლირენსის უმნიშვნელო შემცირებაზე პლაზმური კონცენტრაციების ზრდასთან ერთად.
პაციენტთა სპეციფიკური პოპულაციები
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები: ვინაიდან თირკმლის კლირენსი მთლიანი კლირენსის მხოლოდ მცირე ნაწილს (5%) შეადგენს, არ იყო მოსალოდნელი, რომ თირკმლის ფუნქციის დარღვევა მნიშვნელოვნად იმოქმედებდა ონდანსეტრონის მთლიან კლირენსზე. თუმცა, ონდანსეტრონის პლაზმური კლირენსი დაახლოებით 41%-ით შემცირდა თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი < 30 მლ/წთ). კლირენსის ეს შემცირება ცვალებადია და არ კორელირებს სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდასთან.
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები: ღვიძლის მსუბუქი და საშუალო უკმარისობის მქონე პაციენტებში კლირენსი განახევრდება და საშუალო ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება 11.6 საათამდე, ხოლო ღვიძლის უკმარისობის გარეშე 5.7 საათამდე. ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (ჩაილდ-პიუს ქულა ≥ 10), კლირენსი მცირდება ორჯერ ან სამჯერ და განაწილების აშკარა მოცულობა იზრდება, რაც იწვევს ნახევარგამოყოფის პერიოდის 20 საათამდე გახანგრძლივებას.
პედიატრიული პაციენტები: ფარმაკოკინეტიკური მონაცემები შეგროვდა 6-დან 48 თვემდე ასაკის 74 სიმსივნით დაავადებული პაციენტისგან, რომლებმაც უსაფრთხოებისა და ეფექტურობის კვლევის ფარგლებში ინტრავენურად მიიღეს 0.15 მგ/კგ ონდანსეტრონი ყოველ 4 საათში სამჯერ. ეს მონაცემები გაერთიანდა 1-დან 24 თვემდე ასაკის 41 ქირურგიული პაციენტის თანმიმდევრულ ფარმაკოკინეტიკურ მონაცემებთან, რომლებმაც ოპერაციამდე ზოგადი ანესთეზიის ქვეშ მიიღეს 0.1 მგ/კგ ონდანსეტრონის ერთჯერადი ინტრავენური დოზა. შემდგომში ჩატარდა კომბინირებული მონაცემთა ნაკრების პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური ანალიზი. ამ ანალიზის შედეგები წარმოდგენილია ცხრილში 5 და შედარებულია 4-დან 18 წლამდე ასაკის სიმსივნით დაავადებული პაციენტების ფარმაკოკინეტიკურ შედეგებთან.
ფარმაკოკინეტიკა 1 თვიდან 18 წლამდე ასაკის სიმსივნით დაავადებულ პაციენტებში
სუბიექტები და ასაკობრივი ჯგუფი
N
CL
(ლ/სთ/კგ)
VDSS
(ლ/კგ)
t½ (სთ)
გეომეტრიული საშუალო
საშუალო
4-დან 18 წლამდე ასაკის სიმსივნით დაავადებული პედიატრიული პაციენტები
N = 21
- 599
- 9
- 8
1 თვიდან 48 თვემდე პაციენტების PK
N = 115
- 582
- 65
- 9
პოპულაციის ფარმაკოკინეტიკა (PK): სიმსივნით დაავადებული პაციენტების 64% და ქირურგიული ჩარევით პაციენტების 36%.
პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური ანალიზის საფუძველზე, მოსალოდნელია, რომ 6-დან 48 თვემდე ასაკის სიმსივნით დაავადებული პაციენტები, რომლებიც იღებენ 0.15 მგ/კგ ონდანსეტრონის დოზას ინტრავენურად ყოველ 4 საათში ერთხელ 3 დოზის განმავლობაში, აღწევენ სისტემურ ექსპოზიციას (auc), რომელიც შეესაბამება სიმსივნით დაავადებულ პაციენტებში (4-დან 18 წლამდე) მსგავსი დოზების გამოყენებით მიღწეულ ექსპოზიციას.
ოცდაერთი პედიატრიული პაციენტის (3-დან 12 წლამდე) კვლევაში, რომლებსაც უტარდებოდათ ოპერაცია ანესთეზია 45 წუთიდან 2 საათამდე ხანგრძლივობით, ონდანსეტრონის ერთჯერადი ინტრავენური დოზა, 2 მგ (3-დან 7 წლამდე) ან 4 მგ (8-დან 12 წლამდე), შეიყვანეს ანესთეზიის ინდუქციის დაწყებამდე დაუყოვნებლივ. ამ პედიატრიულ ქირურგიულ პაციენტებში საშუალო წონა-ნორმალური კლირენსი და განაწილების მოცულობის მაჩვენებლები მსგავსი იყო ახალგაზრდა მოზრდილებში ადრე დაფიქსირებული მაჩვენებლებისა. საშუალო ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი ოდნავ შემცირებული იყო პედიატრიულ პაციენტებში (დიაპაზონი, 2.5-დან 3 საათამდე) მოზრდილებთან შედარებით (დიაპაზონი, 3-დან 3.5 საათამდე).
კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა 51 პედიატრიული პაციენტი (1-დან 24 თვემდე ასაკის), რომლებსაც უტარდებოდათ ქირურგიული ჩარევა ზოგადი ანესთეზიით, ოპერაციამდე შეიყვანეს ონდანსეტრონის ერთჯერადი ინტრავენური დოზა, 0.1 ან 0.2 მგ/კგ. როგორც ნაჩვენებია ცხრილში 6, ფარმაკოკინეტიკური მონაცემების მქონე 41 პაციენტი დაიყო ორ ჯგუფად: 1-დან 4 თვემდე ასაკის პაციენტები და 5-დან 24 თვემდე ასაკის პაციენტები. ეს პაციენტები შედარებული იქნა 3-დან 12 წლამდე ასაკის პედიატრიულ პაციენტებთან.
ფარმაკოკინეტიკა 1 თვიდან 12 წლამდე ასაკის პედიატრიულ ქირურგიულ პაციენტებში
სუბიექტები და ასაკობრივი ჯგუფი
N
CL
(ლ/სთ/კგ)
VDSS
(ლ/კგ)
t½ (სთ)
გეომეტრიული საშუალო
საშუალო
პედიატრიული ქირურგიული პაციენტები 3-დან 12 წლამდე
N = 21
- 439
- 65
- 9
პედიატრიული ქირურგიული პაციენტები 5-დან 24 თვემდე
N = 22
- 581
- 3
- 9
პედიატრიული ქირურგიული პაციენტები 1 თვიდან 4 თვემდე
N = 19
- 401
- 5
- 7
ზოგადად, 18 წლამდე ასაკის ქირურგიული და სიმსივნით დაავადებულ პედიატრიულ პაციენტებს, როგორც წესი, უფრო მაღალი ონდანსეტრონის კლირენსი აქვთ მოზრდილებთან შედარებით, რაც იწვევს ნახევარგამოყოფის უფრო მოკლე პერიოდს პედიატრიული პაციენტების უმეტესობაში. 1 თვიდან 4 თვემდე ასაკის პაციენტებში, ამ ასაკობრივ ჯგუფში განაწილების უფრო მაღალი მოცულობის გამო, ნახევარგამოყოფის უფრო ხანგრძლივი პერიოდი დაფიქსირდა.
ოცდაერთი პედიატრიული კიბოთი დაავადებული პაციენტის (4-დან 18 წლამდე ასაკის) კვლევაში, რომლებმაც მიიღეს ონდანსეტრონის 0.15 მგ/კგ სამი ინტრავენური დოზა 4-საათიანი ინტერვალებით, 15 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში გამოვლინდა ონდანსეტრონის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები ზრდასრულების მსგავსი.
გერიატრიული პაციენტები: 75 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში აღინიშნება კლირენსის შემცირება და ნახევარგამოყოფის პერიოდის გაზრდა.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
ონდანიქე
ონდანსეტრონის ინექცია BP 2 მგ/მლ, ი.მ/ი.ვ.

ჩვენებები
გულისრევისა და ღებინების პრევენციისთვის, რომელიც დაკავშირებულია სიმსივნის საწინააღმდეგო ემეტოგენური ქიმიოთერაპიის საწყის და განმეორებით კურსთან.
ონდანიქეს ინექცია გამოიყენება გულისრევისა და ღებინების პროფილაქტიკისთვის, რომელიც დაკავშირებულია საწყის და განმერებით ემეტოგენურ ქიმიოთერაპიასთან სიმსივნით დაავადებულ პაციენტებში, მათ შორის მაღალი დოზით ცისპლატინის მიღებასთან.
ონდანიქე გამოიყენება 6 თვის და უფროსი ასაკის პაციენტებში.
ოპერაციის შემდგომი გულისრევის და/ან ღებინების პრევენცია
ონდანიქეს ინექცია გამოიყენება პოსტოპერაციული გულისრევის და/ან ღებინების პროფილაქტიკისთვის. სხვა ღებინების საწინააღმდეგო საშუალებების მსგავსად, რუტინული პროფილაქტიკა არ არის რეკომენდებული იმ პაციენტებში, რომლთა შემთხვევაში პოსტოპერაციული გულისრევის და/ან ღებინების განვითარება ნაკლებად მოსალოდნელია. პაციენტებში, რომელთათვისაც პოსტოპერაციული გულისრევა და/ან ღებინება თავიდან უნდა იქნას არიდებული, ონდანიქეს ინექციის გამოყენება რეკომენდებულია იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც პოსტოპერაციული გულისრევის და/ან ღებინების განვითარების სიხშირე დაბალია. პაციენტებში, რომლებიც არ იღებენ ონდანიქეს საპროფილაქტიკო ინექციას და შემდგომში უვითარდებათ პოსტოპერაციული გულისრევა და/ან ღებინება, შესაძლებელია ონდანიქეს ინექციების გამოყენება შემდგომი ეპიზოდების თავიდან ასაცილებლად.
ონდანიქე გამოიყენება ერთი თვის და უფროსი ასაკის პაციენტებისთვის.
დოზირება
გულისრევისა და ღებინების პრევენცია, რომელიც დაკავშირებულია სიმსივნის საწინააღმდეგო ემეტოგენური ქიმიოთერაპიის საწყის და განმეორებით კურსთან.
მომზადების მნიშვნელოვანი ინსტრუქციები
ემეტოგენურ ქიმიოთერაპიასთან დაკავშირებული გულისრევისა და ღებინების თავიდან ასაცილებლად, მოზრდილებსა და ბავშვებში გამოყენებამდე ონდანიქე უნდა განზავდეს 50 მლ 5%-იან დექსტროზის ხსნარში ან 0.9%-იან ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში. 6 თვიდან 1 წლამდე ასაკის და/ან 10 კგ ან ნაკლები წონის პედიატრიულ პაციენტებში: სითხის მოთხოვნილების შესაბამისად, ონდანიქეს განზავება შესაძლებელია 10-დან 50 მლ-მდე 5%-იან დექსტროზის ხსნარში ან 0.9%-იან ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში.
ნალექის წარმოიქმნის შემთხვევაში, მისი გაქრობა შესაძლებელია ამპულის ენერგიულად შენჯღრივით.
ონდანსეტრონის საინექციო ხსნარი არ უნდა შეერიოს ხსნარებს, რომელთა ფიზიკური და ქიმიური თავსებადობა დადგენილი არ არის. ეს განსაკუთრებით ეხება ტუტე ხსნარებს, რადგან შეიძლება წარმოიქმნას ნალექი.
გამოყენებამდე განზავებული ონდანიქეს საინექციო ხსნარი უნდა შემოწმდეს ნაწილაკებს არსებობასა და ფერის ცვლილებაზე, ხოლო მათი აღმოჩენის შემთხვევაში არ უნდა იქნას გამოყენებული.
შენახვა: არ გამოიყენოთ განზავებიდან 24 საათზე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ონდანიქეს საინექციო ხსნარი ქიმიურად და ფიზიკურად სტაბილურია რეკომენდებული განზავება, უნდა მოხდეს სტერილურობის დაცვით, რადგან გამხსნელები, როგორც წესი, არ შეიცავენ კონსერვანტებს.
დოზირება და მიღების წესი
6 თვის და უფროსი ასაკის პედიატრიულ პაციენტებსა და მოზრდილებში ემეტოგენურ ქიმიოთერაპიასთან დაკავშირებული გულისრევისა და ღებინების პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია 0.15 მგ/კგ-ზე თითო დოზაზე, სამი დოზისთვის (მაქსიმუმ 16 მგ თითო დოზაზე).
გაფრთხილება: ონდანიქეს საინექციო ხსნარი მოზრდილებსა და პედიატრიულ პაციენტებში გამოყენებამდე უნდა განზავდეს. ინტრავენური ინფუზია კეთდება 15 წუთის განმავლობაში, ემეტოგენური ქიმიოთერაპიის დაწყებამდე 30 წუთით ადრე. ინფუზია მეორდება პირველი დოზის მიღებიდან 4 და 8 საათის შემდეგ.
პოსტოპერაციული გულისრევისა და ღებინების პრევენცია
მომზადების მნიშვნელოვანი ინსტრუქციები
მოზრდილი და პედიატრიული პაციენტებისთვის ონდანიქეს ინექციის განზავება საჭირო არ არის.
გამოყენებამდე ვიზუალურად შეამოწმეთ ონდანიქეს ინექცია ნაწილაკების არსებობასა და ფერის ცვლილებაზე და ხოლო მათი აღმოჩენის შემთხვევაში არ უნდა იქნას გამოყენებული.
დოზირება და გამოყენების წესი
პოსტოპერაციული გულისრევისა და ღებინების პროფილაქტიკისთვის მოზრდილებსა და ერთი თვის და უფროსი ასაკის ბავშვებში რეკომენდებული დოზირება და გამოყენების ინსტრუქცია მოცემულია ცხრილში 1.
ცხრილი 1: პოსტოპერაციული გულისრევისა და ღებინების პროფილაქტიკისთვის ონდანიქეს ინექციის რეკომენდებული დოზირება და გამოყენების ინსტრუქცია
პოპულაცია
რეკომენდებული ერთჯერადი დოზა
გამოყენების წესი
მიღების დრო
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის პედიატრიული პაციენტები
4 მგ
შესაძლებელია ინტრავენურად ან ინტრამუსკულარულად შეყვანა:
ინტრავენურად: შპრიცის განუზავებელი შიგთავსი (4 მგ) შეჰყავთ მინიმუმ 30 წამის განმავლობაში, სასურველია უფრო დიდხანს (2-დან 5 წუთამდე).
ინტრამუსკულარულად: გამოიყენება შპრიცის განუზავებელი შიგთავსი (4 მგ).
პრეპარატი შეყვანა ხდება დაუყოვნებლივ, ანესთეზიის დაწყებამდე ან ოპერაციის შემდგომ პერიოდში, თუ პაციენტს არ მიუღია საპროფილაქტიკოდ ღებინების საწინააღმდეგო საშუალებები და გულისრევა და/ან ღებინება განვითარდა ოპერაციიდან 2 საათის განმავლობაში.
1 თვიდან 12 წლამდე ასაკის პედიატრიული პაციენტები, და რომელთა წონა 40 კგ-ზე მეტია
4 მგ
ინტრავენურად შეჰყავთ მინიმუმ 30 წამის განმავლობაში და სასურველია უფრო დიდხანს (2-დან 5 წუთამდე).
პედიატრიული პაციენტები 1 თვიდან 12 წლამდე ასაკის და 40 კგ-ზე ნაკლები წონის
- 1 მგ/კგ
ინტრავენურად შეჰყავთ მინიმუმ 30 წამის განმავლობაში და სასურველია უფრო დიდხანს (2-დან 5 წუთამდე).
დოზის კორექცია ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის
ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (ჩაილდ-პიუს შკალით ≥ 10), რეკომენდებულია ერთჯერადად 8 მგ მაქსიმალური დღიური დოზა, რომელიც მიიღება 15 წუთიანი ინფუზიის სახით ემეტოგენური ქიმიოთერაპიის დაწყებამდე 30 წუთით ადრე. ამ პაციენტებში ონდანიქეს გამოყენების გამოცდილება მკურნალობის პირველი დღის შემდეგ არ არსებობს.
უკუჩვენებები
ონდანიქეს ინექცია უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ცნობილი ჰიპერმგრძნობელობა (მაგ., ანაფილაქსია) ამ პროდუქტის ან მისი რომელიმე კომპონენტის მიმართ. ანაფილაქსიური რეაქციები აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ონდანიქეს. აპომორფინისა და ონდანიქეს ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია, რადგან აპომორფინისა და ონდანიქეს ერთდროული მიღების შემდეგ დაფიქსირდა მძიმე ჰიპოტენზიის და გონების დაკარგვის შემთხვევები.
სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსია და ბრონქოსპაზმი, აღწერილია პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა სხვა სელექციური 5-HT3 რეცეპტორების ანტაგონისტების მიმართ.
QT ინტერვალის გახანგრძლივება
ონდანსეტრონი დოზის შესაბამისად ახანგრძლივებს QT ინტერვალს. ონდანსეტრონის მიმღებ პაციენტებში ასევე აღინიშნა „Torsade de Pointes“-ს პოსტმარკეტინგული შემთხვევები. ონდანსეტრონის გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული თანდაყოლილი გახანგრძლივებული QT სინდრომის მქონე პაციენტებში. ელექტროლიტური ბალანსის დარღვევების (მაგ., ჰიპოკალიემია ან ჰიპომაგნიემია), გულის თანდაყოლილი უკმარისობის, ბრადიკარდიის მქონე პაციენტებში ან სხვა მედიკამენტების მიღებისას, რომლებსაც შეუძლიათ QT ინტერვალის გახანგრძლივება რეკომენდებულია ელექტროკარდიოგრამის მონიტორინგი.
სეროტონინის სინდრომი
სეროტონინის სინდრომის შემთხვევები დაფიქსირდა 5-HT3 რეცეპტორების ანტაგონისტების გამოყენებასთან დაკავშირებით. შეტყობინებების უმეტესობა ასოცირდება სეროტონერგული პრეპარატების (მაგ., სეროტონინის შერჩევითი უკუმიტაცების ინჰიბიტორები (SSRIs), სეროტონინ-ნორეპინეფრინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები (SNRIs), მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები, მირტაზაპინი, ფენტანილი, ლითიუმი, ტრამადოლი და ინტრავენური მეთილენის ლურჯი) თანმხლებ გამოყენებასთან. ზოგიერთი შემთხვევა ფატალურად დასრულდა. სეროტონინის სინდრომი ასევე დაფიქსირდა მხოლოდ ონდანსეტრონის დოზის გადაჭარბების შემდეგ. 5-HT3 რეცეპტორების ანტაგონისტების გამოყენებასთან ასოცირებული სეროტონინის სინდრომის შემთხვევების უმეტესობა დაფიქსირდა რეანიმაციულ განყოფილებაში ან ინფუზიურ ცენტრში.
სეროტონინის სინდრომთან დაკავშირებული სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ნიშნებისა და სიმპტომების შემდეგ კომბინაციას: ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილებები (მაგ., აგზნება, ჰალუცინაციები, დელირიუმი და კომა), ვეგეტატიური ნერვული სისტემის არასტაბილურობა (მაგ., ტაქიკარდია, ლაბილური არტერიული წნევა, თავბრუსხვევა, ოფლიანობა, წამოხურება, ჰიპერთერმია), ნერვ-კუნთოვანი სიმპტომები (მაგ., ტრემორი, რიგიდულობა, მიოკლონუსი, ჰიპერრეფლექსია, კოორდინაციის დარღვევა), კრუნჩხვები, კუჭ-ნაწლავის სიმპტომებით ან მათ გარეშე (მაგ., გულისრევა, ღებინება, დიარეა). პაციენტები უნდა იყვნენ მონიტორინგის ქვეშ სეროტონინის სინდრომის გამოვლენის თვალსაზრისით, განსაკუთრებით ონდანსეტრონისა და სხვა სეროტონერგული პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას. თუ სეროტონინის სინდრომის სიმპტომები გამოვლინდა, შეწყვიტეთ ონდანსეტრონის მიღება და დაიწყეთ დამხმარე მკურნალობა. პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი სეროტონინის სინდრომის მომატებული რისკის შესახებ, განსაკუთრებით თუ ონდანსეტრონი გამოიყენება სხვა სეროტონერგულ პრეპარატებთან ერთად.
პროგრესირებადი ნაწლავური გაუვალობისა და კუჭის შებერილობის შენიღბვა
ონდანსეტრონის გამოყენებამ მუცლის ღრუს ოპერაციის შემდეგ ან ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევისა და ღებინების მქონე პაციენტებში შეიძლება შენიღბოს პროგრესირებადი ნაწლავური გაუვალობა და კუჭის შებერილობა. აკონტროლეთ ნაწლავების აქტივობის შემცირება, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ კუჭ-ნაწლავის ობსტრუქციის რისკ-ფაქტორები.
ონდანსეტრონი არ არის პრეპარატი, რომელიც ასტიმულირებს კუჭის ან ნაწლავების პერისტალტიკას. ის არ უნდა იქნას გამოყენებული ნაზოგასტრალური შეწოვის შემცვლელად.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ციტოქრომ P-450 ფერმენტებზე მოქმედი პრეპარატები
სავარაუდოა, რომ ონდანსეტრონი არ იწვევს პრეპარატების მეტაბოლიზმზე მოქმედი ღვიძლის ციტოქრომ P-450 ფერმენტული სისტემის ინდუცირებას ან ინჰიბირებას. რადგან ონდანსეტრონი მეტაბოლიზდება ღვიძლის ციტოქრომ p-450 პრეპარატების მეტაბოლიზმზე მოქმედი ფერმენტებით (CYP3A4, CYP2D6, CYP1A2), ამ ფერმენტების ინდუქტორებმა ან ინჰიბიტორებმა შეიძლება შეცვალონ ონდანსეტრონის კლირენსი და, შესაბამისად, ნახევარგამოყოფის პერიოდი. შეზღუდული ხელმისაწვდომი მონაცემების საფუძველზე, ამ პრეპარატების მიმღები პაციენტებისთვის დოზის კორექცია რეკომენდებული არ არის.
აპომორფინი
ონდანსეტრონთან აპომორფინის მიღებისას ღრმა ჰიპოტენზიისა და გონების დაკარგვის შესახებ ინფორმაციის საფუძველზე, აპომორფინისა და ონდანსეტრონის ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია.
ფენიტოინი, კარბამაზეპინი და რიფამპინი
CYP3A4-ის ძლიერი ინდუქტორებით (მაგ., ფენიტოინი, კარბამაზეპინი და რიფამპინი) მკურნალობის მიმღებ პაციენტებში ონდანსეტრონის კლირენსი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ონდანსეტრონის კონცენტრაცია სისხლში შემცირდა. თუმცა, ხელმისაწვდომი მონაცემების საფუძველზე, ამ პრეპარატების მიმღები პაციენტებისთვის ონდანსეტრონის დოზის კორექცია რეკომენდებული არ არის.
ტრამადოლი
მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს მონაცემები ონდანსეტრონსა და ტრამადოლს შორის ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების შესახებ, ორი მცირე კვლევის მონაცემები მიუთითებს, რომ ონდანსეტრონის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ტრამადოლის ტკივილგამაყუჩებელი აქტივობის შემცირება. ამ კვლევებში პაციენტები, რომლებიც ერთდროულად ონდანსეტრონსაც იღებდნენ, უფრო ხშირად იყენებდნენ ტრამადოლს, რაც იწვევდა ტრამადოლის კუმულაციური დოზის ზრდას პაციენტის მიერ კონტროლირებადი მიღებისას.
სეროტონინერგული პრეპარატები
სეროტონინის სინდრომი (მათ შორის შეცვლილი ფსიქიკური მდგომარეობა, ავტონომიური ნერვული სისტემის არასტაბილურობა და ნერვ-კუნთოვანი სიმპტომები) აღწერილია 5-HT3 რეცეპტორების ანტაგონისტების და სხვა სეროტონინერგული პრეპარატების, მათ შორის SSRI-ების და SNRI-ების ერთდროული გამოყენების შემდეგ.
ქიმიოთერაპია
პაციენტებში, კარმუსტინი, ეტოპოზიდი და ცისპლატინი გავლენას არ ახდენენ ონდანსეტრონის ფარმაკოკინეტიკაზე. სამოცდათექვსმეტ პედიატრიულ პაციენტზე ჩატარებულ ჯვარედინი კვლევისას, ინტრავენურმა ონდანსეტრონმა არ გაზარდა მეტოტრექსატის მაღალი დოზების დონე სისხლში.
ტემაზეპამი
ონდანსეტრონის ერთდროულმა მიღებამ გავლენა არ მოახდინა ტემაზეპამის ფარმაკოკინეტიკასა და ფარმაკოდინამიკაზე.
ალფენტანილი და ატრაკურიუმი
ონდანსეტრონი არ ცვლის ალფენტანილის მიერ გამოწვეულ სუნთქვის დამთრგუნველ ეფექტებს ან ატრაკურიუმის მიერ გამოწვეულ ნერვ-კუნთოვანი ბლოკადის ხარისხს. ზოგად ან ადგილობრივ ანესთეტიკებთან ურთიერთქმედება არ არის შესწავლილი.
გამოიყენება სპეციალურ პოპულაციებში.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები
მიუხედავად იმისა, რომ პლაზმური კლირენსი შემცირებულია თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი < 30 მლ/წთ), დოზის კორექცია რეკომენდებული არ არის.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები
ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (ჩაილდ-პიუს შკალით 10 ან მეტი), კლირენსი მცირდება და განაწილების მოცულობა იზრდება, რაც იწვევს პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდის ზრდას. ასეთ პაციენტებში დღიური ჯამური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 8 მგ-ს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობის პირველ ტრიმესტრში ონდანსეტრონის ინექცია გამოიყენება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, მაშინ, როდესაც დადგინდება თქვენთვის და ნაყოფისთვის სხვადასხვა მკურნალობის ვარიანტების პოტენციური სარგებლი და რისკები. ონდანსეტრონმა შეიძლება ოდნავ გაზარდოს ბავშვში ტუჩისა და სასის ნაპრალის (ზედა ტუჩის და/ან სასის ხვრელები ან ნაპრალები) განვითარების რისკი. თუ უკვე ორსულად ხართ, ფიქრობთ, რომ შეიძლება ორსულად იყოთ ან გეგმავთ ორსულობას, ონდანსეტრონის ინექციის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის შესაძლოა მიზანშეწონილი იყოს კონტრაცეფციის საიმედო მეთოდებს გამოყენება.
ონდანსეტრონის ინექციით მკურნალობის დროს არ კვებოთ ბავშვი ძუძუთი, რადგან მისი მცირე რაოდენობით გადადის დედის რძეში. კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან მეანთან.
არასასურველი ეფექტები
გამოიყენება შემდეგი სიხშირის კლასიფიკაცია:
ძალიან ხშირი: ≥1/10.
ხშირი: ≥1/100 – <1/10.
არახშირი: ≥1/1,000-დან <1/100-მდე.
იშვიათი: ≥1/10,000-დან <1/1,000-მდე;
ძალიან იშვიათი: <1/10,000.
სიხშირე უცნობია - არსებული მონაცემებით შეუძლებელია სიხშირის დადგენა.
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
იშვიათი: დაუყოვნებელი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ზოგჯერ მძიმე, ანაფილაქსიის ჩათვლით. ანაფილაქსია შეიძლება იყოს ფატალური.
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ასევე დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარენი იყვნენ სხვა სელექციური 5-HT3 რეცეპტორების ანტაგონისტების მიმართ.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
ხშირი: თავის ტკივილი.
არახშირი: არსებობს შეტყობინებები უნებლიე მოძრაობის დარღვევების შესახებ, როგორიცაა ექსტრაპირამიდული რეაქციები, მაგ. ოკულოგირული კრიზისი/დისტონიური რეაქციები და დისკინეზია მუდმივი კლინიკური შედეგების და კრუნჩხვების (მაგ. ეპილეფსიური სპაზმების) დამადასტურებელი ნიშნების გარეშე, თუმცა უცნობი ფარმაკოლოგიური მექანიზმი ვერ ხსნის ონდანსეტრონის მიერ ამ ეფექტების გამომწვევ მიზეზს.
იშვიათი: თავბრუსხვევა სწრაფი ინტრავენური შეყვანის დროს.
ძალიან იშვიათი: დეპრესია.
დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ
იშვიათი: მხედველობის გარდამავალი დარღვევები (მაგ., მხედველობის დაბინდვა) სწრაფი ინტრავენური შეყვანის დროს.
ძალიან იშვიათი: ცალკეულ შემთხვევებში, ქიმიოთერაპიული საშუალებების, მათ შორის ცისპლატინის მიმღებ პაციენტებში აღინიშნა გარდამავალი სიბრმავე. აღწერილი შემთხვევების უმეტესობა 20 წუთში გაქრა. გარდამავალი სიბრმავის ზოგიერთი შემთხვევა კორტიკალური წარმოშობის იყო.
დარღვევები გულის მხრივ
არახშირი: ტკივილი გულმკერდის არეში ST სეგმენტის დეპრესიით ან მის გარეშე, გულის არითმიები და ბრადიკარდია. გულმკერდის არეში ტკივილი და გულის არითმიები ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება ფატალური იყოს.
იშვიათი: ელექტროკარდიოგრამაზე გარდამავალი ცვლილებები, QTc ინტერვალის გახანგრძლივება (მათ შორის, „Torsade de Pointes“)
სისხლძარღვოვანი დარღვევები
ხშირი: სიწითლის ან სითბოს შეგრძნება.
არახშირი: ჰიპოტენზია
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყრის მხრივ
არახშირი: სლოკინი. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები
ხშირი: ცნობილია, რომ ონდანსეტრონი ახანგრძლივებს მსხვილ ნაწლავში ტრანზიტის დროს და ზოგიერთ პაციენტში შეიძლება გამოიწვიოს ყაბზობა.
ჰეპატობილიარული დარღვევები
არახშირი: დაფიქსირდა ღვიძლის ფუნქციური ტესტების უსიმპტომო მატება. ეს რეაქციები ხშირად აღინიშნებოდა ცისპლატინით ქიმიოთერაპიის ქვეშ მყოფ პაციენტებში.
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
არახშირი: შეიძლება განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ინექციის ადგილის გარშემო (მაგ., გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი), რომლებიც ზოგჯერ ვრცელდება პრეპარატის შეყვანის ვენის გასწვრივ.
ზოგადი დარღვევები და გართულებები შეყვანის ადგილას
ხშირი: ადგილობრივი რეაქციები ინტრავენური ინექციის ადგილას.
პედიატრიული პოპულაცია
ბავშვებსა და მოზარდებში გვერდითი მოვლენების პროფილი შედარებადი იყო მოზრდილებში დაფიქსირებულ პროფილთან.
შემდეგი კლინიკურად მნიშვნელოვანი გვერდითი რეაქციები აღწერილია სხვა პუნქტებში:
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები
QT - ინტერვალის გახანგრძლივება
სეროტონინის სინდრომი
პროგრესირებადი ნაწლავური გაუვალობის და კუჭის შებერილობის შენიღბვა
ზედოზირება
ონდანსეტრონის დოზის გადაჭარბებისას სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. პაციენტებს უნდა ჩაუტარდეთ შესაბამისი დამხმარე მკურნალობა. არის მონაცემები შემთხვევით მიღებული 150 მგ-მდე ერთჯერადი ინტრავენური დოზების და 252 მგ-მდე დღიური ინტრავენური დოზების შესახებ, მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენების გარეშე. ეს დოზები ათჯერ აღემატება რეკომენდებულ დღიურ დოზას.
ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი რეაქციების გარდა, ონდანსეტრონის დოზის გადაჭარბებისას აღწერილია შემდეგი მოვლენები: „უეცარი სიბრმავე“ (ამავროზი) 2-დან 3 წუთამდე ხანგრძლივობით, პლუს მძიმე ყაბზობა ერთ პაციენტში, რომელსაც ინტრავენურად ერთჯერადი დოზის სახით 72 მგ ონდანსეტრონი მიეცა. ჰიპოტენზია (და გონების დაკარგვა) განუვითარდა სხვა პაციენტს, რომელმაც 48 მგ ონდანსეტრონის ჰიდროქლორიდის ტაბლეტები მიიღო. 32 მგ-ის მხოლოდ 4 წუთის განმავლობაში ინფუზიის შემდეგ დაფიქსირდა ვაზოვაგალური ეპიზოდი გარდამავალი მეორე ხარისხის გულის ბლოკადით. ყველა შემთხვევაში, მოვლენები სრულად გაქრა.
სეროტონინის სინდრომის შესაბამისი შემთხვევები დაფიქსირდა ბავშვებში ონდანსეტრონის შემთხვევითი პერორალური დოზის გადაჭარბების შემდეგ (სავარაუდოდ 5 მგ/კგ-ზე მეტის მიღება). აღწერილი სიმპტომები მოიცავდა ძილიანობას, მოუსვენრობას, ტაქიკარდიას, აჩქარებულ სუნთქვას, ჰიპერტენზიას, წამოხურებას, გაფართოებულ გუგებს, ძლიერ ოფლიანობას, კუნთების კანკალს, ჰორიზონტალურ ნისტაგმს, ჰიპერრეფლექსიას და კრუნჩხვებს. პაციენტებს დასჭირდათ დამხმარე მკურნალობა, ზოგიერთ შემთხვევაში ინტუბაცია და სრულად გამოჯანმრთელდნენ ერთი-ორი დღის განმავლობაში რაიმე ხანგრძლივი ეფექტების გარეშე.
შეფუთვა: 10 x 4 მლ ამპულა შეფუთვაში.
შენახვა: დაიცავით სინათლისგან. შეინახეთ არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 36 თვე
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
წარმოებულია ინდოეთში:
Sovereign Pharma Pvt. Ltd.
სურვეი №46/1-4, სოფელი კადაია, ნანი დამანი - 396210, ინდოეთი
სავაჭრო ნებართვის მფლობელი: Humanique Biopharmaceuticals Pvt. Ltd.
ინდოეთი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.