იუნორმი
Yunorm
ციტოტოქსიკური ქიმიოთერაპიითა და სხივური თერაპიით გამოწვეული გულისრევა და ღებინება. ოპერაციის შემდგომი გულისრევისა და ღებინების პროფილაქტიკა და მკურნალობა.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ონდანსეტრონი (ondansetron)
- ფორმა და შეფუთვა
- 2მგ/მლ 4მლ ი.ვ. საინექციო/საინფუზიო და ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5
- მწარმოებელი
- «Yuria-Pharm» LLC, უკრაინა
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ღებინებისა და გულისრევის საწინააღმდეგო საშუალებები, სეროტონინის (5HT3) ანტაგონისტები
- ATC კოდი
- A04AA01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-045000
- რეგისტრირებულია
- 17 მარტი 2026, მოქმედებს 17 მარტი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- «Yuria-Pharm» LLC (უკრაინა)
- განმცხადებელი
- შპს „ავერსი-ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
იუნორმი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ციტოტოქსიკური ქიმიოთერაპიითა და სხივური თერაპიით გამოწვეული გულისრევა და ღებინება.
ოპერაციის შემდგომი გულისრევისა და ღებინების პროფილაქტიკა და მკურნალობა.
მიღების წესი და დოზირება
ქიმიოთერაპიისა და სხივური თერაპიით გამოწვეული გულისრევა და ღებინება
ზრდასრულები
კიბოს თერაპიის ემეტოგენური პოტენციალი მერყეობს ქიმიოთერაპიისა და სხივური თერაპიის რეჟიმების დოზისა და კომბინაციის მიხედვით. დოზირების რეჟიმის არჩევა დამოკიდებულია ემეტოგენური გავლენის სიმძიმეზე. სამკურნალო საშუალება იუნორმის დოზა (დიაპაზონი: 8 მგ-დან 32 მგ-მდე დღეში) და მიღების წესი განისაზღვრება ისე, როგორცაა მითითებულია ქვევით.
ემეტოგენური ქიმიოთერაპია და სხივური თერაპია
იუნორმის რეკომენდებული ინტრავენური ან ინტრამუსკულური დოზაა 8 მგ ნელი ინტრავენური ინექციის სახით არაუმცირეს 30 წამის განმავლობაში ან ინრტამუსკულური ინექციის სახით უშუალოდ მკურნალობის დაწყები წინ.
პირველი 24 საათის შემდეგ დაგვიანებული ან გახანგრძლივებული ღებინების პროფილაქტიკისთვის, პრეპარატის პერორალური ან რექტალური მიღება რეკომენდებულია მკურნალობის კურსის დასრულებიდან 5 დღემდე პერიოდის განმავლობაში.
მაღალემეტოგენური ქიმიოთერაპია (მაგალითად, ცისპლატინის მაღალი დოზები )
იუნორმის დანიშვნა შესაძლებელია 8 მგ ერთჯერადი დოზის სახით ინტრავენურად ან ინტრამუსკულურად, უშუალოდ ქიმიოთერაპიის დაწყების წინ.
მაღალემეტოგენური ქიმიოთერაპიისთვის პრეპარატი იუნორმი -ს 8 მგ ან უფრო მცირე დოზა არ საჭიროებს განზავებას და შეიძლება შეყვანილი იქნას ნელი ინტრავენური ან ინტრამუსკულური ინექციის სახით (არაუმცირეს 30 წამი) უშუალოდ ქიმიოთერაპიის წინ, რასაც მოჰყვება 8 მგ-ს ორჯერადი ინტრავენური ან ინტრამუსკულური შეყვანა 2 და 4 საათის შემდეგ ან უწყვეტი ინფუზია 1 მგ/საათში 24 საათის განმავლობაში.
8 მგ-ზე მეტი დოზები (16 მგ-მდე) შეიძლება იქნას გამოყენებული მხოლოდ ინტრავენური ინფუზიის სახით ნატრიუმის ქლორიდის 0.9%-იანი ხსნარის 50-100 მლ-ზე ან სხვა შესაფერის გამხსნელზე (იხ. ქვემოთ, „საინექციო ხსნარის გამოყენება“); ინფუზია უნდა გაგრძელდეს არაუმცირეს 15 წუთისა. არ შეიძლება ერთჯერადი დოზის გამოყენება, რომელიც აღემატება 16 მგ-ს, ვინაიდან დოზის გაზრდასთან ერთად იზრდება QT ინტერვალის გახანგრძლივების რისკი (იხილეთ ნაწილი „გამოყენების თავისებურებები“).
დოზირების რეჟიმის არჩევა დამოკიდებულია ემეტოგენური გავლენის სიმძიმეზე. პრეპარატ იუნორმის ეფექტურობა მაღალი ემეტოგენური ქიმიოთერაპიის დროს შეიძლება გაძლიერდეს ქიმიოთერაპიამდე დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატის 20 მგ დოზის დამატებითი ერთჯერადი ინტრავენური შეყვანით.
პირველი 24 საათის შემდეგ დაგვიანებული ან გახანგრძლივებული ღებინების პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია პრეპარატის პერორალური ან რექტალური გამოყენება.
6 თვიდან 17 წლამდე ასაკის ბავშვები
პედიატრიულ პრაქტიკაში იუნორმი უნდა იქნას შეყვანილი ინტრავენური ინფუზიის სახით 25-50 მლ ნატრიუმის ქლორიდის 0.9%-იან ხსნარში ან სხვა შესაფერის გამხსნელში (იხ. ქვემოთ „საინექციო ხსნარის გამოყენება“) არაუმცირეს 15 წუთის განმავლობაში. პრეპარატის დოზის გამოთვლა შესაძლებელია ბავშვის სხეულის ზედაპირის ფართობის ან სხეულის მასის მიხედვით.
დოზის გაანგარიშება ბავშვის სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით
იუნორმი უნდა იქნას შეყვანილი უშუალოდ ქიმიოთერაპიის წინ ერთჯერადი ინტრავენური ინექციის სახით 5 მგ/მ2 დოზით, . ინტრავენური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 8 მგ-ს. 12 საათის შემდეგ შეიძლება დაიწყოს პერორალური გამოყენება, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს კიდევ 5 დღის განმავლობაში. არ გადააჭარბოთ ზრდასრულებისთვის განკუთვნილ დოზას.
იუნორმი უნდა განზავდეს გლუკოზის 5%-იანი ხსნარით ან ნატრიუმის ქლორიდის 0.9%-იანი ხსნარით ან სხვა შესაბამისი საინფუზიო ხსნარით და იქნას შეყვანილი ინტრავენური ინფუზიის სახით არაუმცირეს 15 წუთის განმავლობაში.
არ არსებობენ კონტროლირებული კლინიკური კვლევების მონაცემები ონდანსეტრონის გამოყენების შესახებ ბავშვებში დაგვიანებული ან გახანგრძლივებული ღებინების პროფილაქტიკისთვის ქიმიოთერაპიის ჩატარებისას, ან მონაცემები ბავშვებში სხივური თერაპიით გამოწვეული გულისრევისა და ღებინების სამკურნალოდ გამოყენების შესახებ.
დოზის გაანგარიშება ბავშვის სხეულის მასის მიხედვით
იუნორმი უნდა შეიყვანოთ უშუალოდ ქიმიოთერაპიის წინ ერთჯერადი ინტრავენური ინექციის სახით, დოზით 0.15 მგ/კგ. ინტრავენური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 8 მგ-ს. პირველ დღეს შესაძლებელია კიდევ ორი ინტრავენური დოზის შეყვანა 4-საათიანი ინტერვალით.
12 საათის შემდეგ შეიძლება დაწყებული იქნას პრეპარატის პერორალური მიღება, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს კიდევ 5 დღე. არ გადააჭარბოთ ზრდასრულებისთვის განკუთვნილ დოზას.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
65 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებისთვის ინტრავენური ინექციისთვის განკუთვნილი ყველა დოზა უნდა გაიხსნას და შეყვანილი იქნას 15 წუთის განმავლობაში, განმეორებითი გამოყენების შემთხვევაში ინექციებს შორის უნდა იყოს მინიმუმ 4 საათიანი ინტერვალი.
65-დან 74 წლამდე ასაკის პაციენტებში ონდანსეტრონის საწყისი დოზა შეადგენს 8 მგ ან 16 მგ, რომელიც შეჰყავთ ინტრავენური ინფუზიის სახით არაუმცირეს 15 წუთის განმავლობაში, რომელიც შესაძლებელია გაგრძელდეს 8 მგ-იანი 2 დოზის შეყვანით 15 წუთის განმავლობაში, ინფუზიებს შორის მინიმუმ 4 საათიანი ინტერვალით .
პაციენტებისთვის 75 წლიდან ონდანსეტრონის საწყისი ინტრავენური ინექცია არ უნდა აღემატებოდეს 8 მგ-ს ინფუზიით მინიმუმ 15 წუთის განმავლობაში. საწყისი 8 მგ დოზის შემდეგ, მიღება შეიძლება გაგრძელდეს გამოყენება ორი 8 მგ-იანი დოზით, რომლებიც შეჰყავთ ინფუზიის სახით 15 წუთის განმავლობაში, მინიმუმ 4 საათიანი ინტერვალით ინფუზიებს შორის.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში პრეპარატის დოზირების რეჟიმის ან შეყვანის გზის შეცვლა საჭირო არ არის.
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები
ღვიძლის ფუნქციის საშუალო და მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში პრეპარატ იუნორმის კლირენსი მნიშვნელოვნად მცირდება, ხოლო მისი სისხლის შრატიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება. ასეთი ავადმყოფებისთვის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 8 მგ-ს.
პაციენტები სპარტეინის / დებრისოკვინის მეტაბოლიზმის დარღვევით
ონდანსეტრონის ნახევარგამოყოფის პერიოდი სპარტეინისა და დებრიზოქინის მეტაბოლიზმის დარღვევის მქონე პაციენტებში უცვლელია. ასეთ პაციენტებში პრეპარატის კონცენტრაცია განმეორებითი შეყვანის შემდეგ ისეთივეა, როგორც ავადმყოფებში, რომლებსაც მეტაბოლიზმი არ აქვთ დარღვეული. ამიტომ, დოზირების ან მიღების სიხშირის კორექცია საჭირო არ არის.
ოპერაციის შემდგომი გულისრევა და ღებინება
ზრდასრულები
ოპერაციის შემდგომი გულისრევისა და ღებინების პროფილაქტიკისთვის პრეპარატ იუნორმის რეკომენდებული დოზა შეადგენს 4 მგ ერთჯერადი ინტრამუსკულური ან ნელი ინტრავენური ინექციის სახით ნარკოზის შეყვანის დროს.
ოპერაციის შემდგომი გულისრევისა და ღებინების სამკურნალოდ პრეპარატ იუნორმის რეკომენდებული ერთჯერადი დოზა შეადგენს 4 მგ, ინტრამუსკულური ან ნელი ინტრავენური ინექციის სახით.
1 თვიდან 17 წლამდე ასაკის ბავშვები
ოპერაციის შემდგომ პერიოდში გულისრევისა და ღებინების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის იმ ბავშვებში, რომელთაც უტარდებათ ოპერაცია ზოგადი ანესთეზიის ქვეშ, იუნორმი შეიძლება შეყვანილ იქნას დოზით 0.1 მგ/კგ სხეულის მასაზე (მაქსიმუმ - 4 მგ-მდე) ნელი ინტრავენური ინექციის სახით (არაუმცირეს 30 წამი) ნარკოზში შეყვანამდე, მის დროს, მის შემდეგ ან ოპერაციის შემდეგ.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
პრეპარატ იუნორმის გამოყენების გამოცდილება ოპერაციის შემდგომი გულისრევის და ღებინების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის ხანდაზმული ასაკის პაციენტებში შეზღუდულია, თუმცა პრეპარატი კარგად აიტანება პაციენტების მიერ 65 წლიდან, რომლებიც იტარებენ ქიმიოთერაპიას.

პაციენტები სპარტეინის / დებრიზოქინის მეტაბოლიზმის დარღვევით
ონდანსეტრონის ნახევარგამოყოფის პერიოდი სპარტეინისა და დებრიზოქინის მეტაბოლიზმის დარღვევის მქონე სუბიექტებში არ იცვლება. ასეთ პაციენტებში პრეპარატის კონცენტრაცია განმეორებითი შეყვანის შემდეგ ისეთივეა, როგორც ავადმყოფებში, რომლებსაც მეტაბოლიზმი არ აქვთ დარღვეული. ამიტომ, დოზირების ან შეყვანის სიხშირის შეცვლა საჭირო არ არის.
საინექციო ხსნარის გამოყენება
პრეპარატ იუნორმის ამპულები არ შეიცავს კონსერვანტებს, ამიტომ ხსნარი გახსნისთანავე უნდა იქნას გამოყენებული. დარჩენილი ხსნარი უნდა განადგურდეს.
პრეპარატ იუნორმის შემცველი ამპულების ავტოკლავირება დაუშვებელია.
თავსებადობა ინტრავენური გამოყენების სხვა საინექციო სითხეებთან
ინტრავენური გადასხმისთვის განკუთვნილი ხსნარები უნდა მომზადდეს უშუალოდ ინფუზიის წინ. თუმცა დადგენილია, რომ ონდანსეტრონის ხსნარი ინარჩუნებს სტაბილურობას 7 დღის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე (25C-მდე) დღის სინათლეზე ან მაცივარში, შემდეგ გარემოში გახსნისას: ნატრიუმის ქლორიდის 0.9%-იანი ხსნარი, გლუკოზის 5%-იანი ხსნარი, მანიტოლის 10%-იანი ხსნარი, რინგერის ხსნარი , კალიუმის ქლორიდის 0.3%-იანი ხსნარი და ნატრიუმის ქლორიდის 0.9%-იანი ხსნარი, კალიუმის ქლორიდის 0.3%-იანი ხსნარი და გლუკოზის 5%-იანი ხსნარი.
დადგენილია, რომ ონდანსეტრონი ინარჩუნებს სტაბილურობას პოლიეთილენის და მინის ფლაკონების გამოყენებისას. ნაჩვენები იყო, რომ ონდანსეტრონი, განზავებული ნატრიუმის ქლორიდის 0.9%-იანი ხსნარით ან გლუკოზის 5%-იანი ხსნარით ინარჩუნებს სტაბილურობას პოლიპროპილენის შპრიცებში. ასევე დამტკიცებულია, რომ პოლიპროპილენის შპრიცებში სტაბილურობა ასევე ნარჩუნდება ონდანსეტრონის სხვა რეკომენდებულ ხსნარებთან განზავების დროს.
პრეპარატის ხანგრძლივი შენახვის აუცილებლობის შემთხვევაში განზავება უნდა მოხდეს შესაბამის ასეპტიკურ პირობებში.
თავსებადობა სხვა პრეპარატებთან
იუნორმი შეიძლება დაინიშნოს ინტრავენური ინფუზიის სახით 1 მგ/სთ სიჩქარით. Y-ფორმის ინიექტორის საშუალებით პრეპარატ უნორმთან ერთად ონდანსეტრონის 16-დან 160 მკგ/მლ-მდე კონცენტრაციის შემთხვევაში (ესე იგი 8 მგ/500 მლ ან 8 მგ/50 მლ, შესაბამისად) შესაძლებელია შეყვანა:
ცისპლატინი 0.48 მგ/მლ-მდე კონცენტრაციით 1-8 საათის განმავლობაში;
5- ფტორურაცილი 0.8 მგ/მლ-მდე კონცენტრაციით (მაგალითად, 2.4 გ 3 ლ-ში ან 400 მგ 500 მლ-ში) არაუმეტეს 20 მლ/სთ სიჩქარით. 5-ფტორურაცილის უფრო მაღალმა კონცენტრაციამ შეიძლება გამოიწვიოს ონდანსეტრონის პრეციპიტაცია. 5-ფტორურაცილის საინფუზიო ხსნარი შეიძლება შეიცავდეს 0.045%-მდე მაგნიუმის ქლორიდს სხვა შეთავსებად დამხმარე შემავსებლებთან ერთად;
კარბოპლატინი 0.18 მგ/მლ-დან 9.9 მგ/მლ-მდე კონცენტრაციით (მაგალითად, 90 მგ-დან 500-მლ-ში 990 მგ-მდე 100 მლ-ში) 10-60 წუთის განმავლობაში;
ეტოპოზიდი 0.14 მგ/მლ-დან 0.25 მგ/მლ-მდე კონცენტრაციით (მაგალითად, 72 მგ-დან 500 მლ-ში 250 მგ-მდე 1 ლ-ში) 30-60 წუთის განმავლობაში;
ცეფტაზიდიმი 250 მგ-დან 2 გ-მდე დოზით, გაზავებული საინექციო წყალში (მაგალითად, 2.5 მლ 250 მგ-ზე ან 10 მლ 2 გ ცეფტაზიდიმზე ), ინტრავენური ბოლუსური ინექციის სახით 5 წუთის განმავლობაში;
ციკლოფოსფამიდი 100 მგ-დან 1 გ-მდე დოზით, განზავებული საინექციო წყალში (5 მლ 100 მგ ციკლოფოსფამიდზე), ინტრავენური ბოლუსური ინექციის სახით 5 წუთის განმავლობაში;
დოქსორუბიცინი 10 მგ-დან 100 მგ-მდე დოზით, განზავებული საინექციო წყალში (5 მლ 10 მგ დოქსორუბიცინზე ), ინტრავენური ბოლუსური ინექციის სახით 5 წუთის განმავლობაში;
დექსამეტაზონი 20 მგ დოზით ნელი ინტრავენური ინექციის სახით 2-5 წუთის განმავლობაში ( 50-100 მლ საინექციო ხსნარში განზავებული 8 მგ ან 16 მგ ონდანსეტრონის ერთდროული შეყვანით), დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში. ვინაიდან ეს პრეპარატები თავსებადია, მათი შეყვანა შესაძლებელია ერთი და იგივე წვეთოვანით, ამასთან ხსნარში დექსამეტაზონის ფოსფატის (ნატრიუმის მარილის სახით) კონცენტრაცია შეადგენს 32 მკგ-დან 2.5 მგ-მდე 1 მლ-ში, ხოლო ონდანსეტრონის 8 მკგ-დან 1 მგ-მდე 1 მლ-ში.
ბავშვები.
პრეპარატი გამოიყენება 6 თვის და უფროსი ასაკის ბავშვებში (ქიმიოთერაპიის დროს) და 1 თვიდან (ოპერაციის შემდგომი გულისრევისა და ღებინების პროფილაქტიკისა და მკურნალობის მიზნით).
უკუჩვენებები
ონდანსეტრონის გამოყენება აპომორფინის ჰიდროქლორიდთან ერთად უკუნაჩვენებია, ვინაიდან ერთდროული მიღების დროს აღინიშნებოდა ძლიერი არტერიული ჰიპოტენზიისა და გონების დაკარგვის შემთხვევები.
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ონდანსეტრონი არ აჩქარებს და არ აფერხებს სხვა პრეპარატების მეტაბოლიზმს ერთდროულად გამოყენებისას. სპეციალურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ონდანსეტრონი არ ურთიერთქმედებს ალკოჰოლთან, ტემაზეპამთან, ფუროსემიდთან, ალფენტანილთან, ტრამადოლთან, მორფინთან, ლიდოკაინთან, თიოპენტალთან ან პროპოფოლთან.
ონდანსეტრონი მეტაბოლიზდება ღვიძლის ციტოქრომ P450 სხვადასხვა ფერმენტებით: CYP3A4, CYP2D6 და CYP1A2. ონდანსეტრონის მეტაბოლიზმში ჩართული ფერმენტების მრავალფეროვნების გამო ერთ-ერთი მათგანის დათრგუნვა ან აქტივობის შემცირება (მაგალითად, CYP2D6-ის გენეტიკური დეფიციტი) ჩვეულებრივ პირობებში კომპენსირდება სხვა ფერმენტებით და არ მოახდენს გავლენას კრეატინინის საერთო კლირენსზე ან გავლენა იქნება უმნიშვნელო.
ონდანსეტრონი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული QT ინტერვალის გამახანგრძლივებელ და/ან ელექტროლიტური ბალანსის დარღვევის გამომწვევ სამკურნალო საშუალებებთან ერთად (იხ. ნაწილი „გამოყენების თავისებურებები“).
პრეპარატ იუნორმის გამოყენებამ სხვა QT ინტერვალის გამხანგრძლივებელ პრეპარატებთან ერთდროულად შეიძლება გამოიწვიოს QT ინტერვალის დამატებითი გახანგრძლივება. ონდანსეტრონის კარდიოტოქსიკურ სამკურნალო საშუალებებთან (მაგალითად, ანტრაციკლინები (ისეთები, როგორიცაა დოქსორუბიცინი, დაუნორუბიცინი ) ან ტრასტუზუმაბი)), ანტიბიოტიკებთან (ისეთებთან, როგორიცაა ერითრომიცინი), სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებთან (როგორიცაა კეტოკონაზოლი), ანტიარითმულ პრეპარატებთან (ისეთებთან, როგორიცაა ამიოდარონი) და ბეტა-ბლოკატორებთან (ისეთების, როგორიცაა ატენოლოლი ან თიმოლოლი) ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს არითმიების განვითარების რისკი (იხ. განყოფილება „გამოყენების თავისებურებები“).
სეროტონერგული საშუალებები (მაგალითად, სუსი და სნუი)
სეროტონინული სინდრომი (მათ შორის ფსიქიკური სტატუსის ცვლილებები, ვეგეტატური არასტაბილურობა და ნერვ-კუნთოვანი დარღვევები) აღწერილი იყო ონდანსეტრონისა და სხვა სეროტონერგული პრეპარატების, მათ შორის სეროტონინის სელექტიური უკუმიტაცების ინჰიბიტორების (სუსი) და სეროტონინ-ნორადრენალინის უკუმიტაცების ინჰიბიტორების (სნუი) ერთდროული გამოყენების შემდეგ (იხ. ნაწილი „გამოყენების თავისებურებები“).
აპომორფინი
ონდანსეტრონის გამოყენება აპომორფინის ჰიდროქლორიდთან ერთად უკუნაჩვენებია, რადგან ერთდროული მიღების დროს აღინიშნა მძიმე არტერიული ჰიპოტენზიის და გონების დაკარგვის შემთხვევები.
ფენიტოინი, კარბამაზეპინი და რიფამპინი
პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ CYP3A4-ის პოტენციური ინდუქტორებით (მაგალითად, ფენიტოინთან, კარბამაზეპინთან და რიფამპიცინთან), ონდანსეტრონის კლირენსი იზრდება და მისი კონცენტრაცია სისხლში მცირდება.
ტრამადოლი
ზოგიერთი კლინიკური კვლევის მონაცემების თანახმად, ონდანსეტრონმა შეიძლება შეამციროს ტრამადოლის ანალგეტიკური ეფექტი .
გამოყენების მახასიათებლები.
სხვა სელექციური 5HT3 რეცეპტორების ანტაგონისტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის გამოვლინებების მქონე პაციენტების მკურნალობისას აღენიშნებოდათ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.
რეაქციებს, რომლებიც დაკავშირებულია სასუნთქ სისტემასთან, მკურნალობენ სიმპტომურად. მედიცინის მუშაკებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ მათ, რადგან ისინი პრეპარატის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების ნიშნებია.
ონდანსეტრონი დოზადამოკიდებული ფორმით ახანგრძლივებს QT ინტერვალს (იხ. ნაწილი „ფარმაკოლოგიური თვისებები“). გარდა ამისა, პოსტმარკეტინგული დაკვირვების მონაცემების თანახმად, იყო შეტყობინებები პარკუჭოვანი ციმციმის/თრთოლვის (torsade de pointes) შემთხვევების შესახებ ონდანსეტრონის გამოყენებისას . ონდანსეტრონის გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული თანდაყოლილი გახანგრძლივებული QT სინდრომის მქონე პაციენტებში. ონდანსეტრონი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ან შეიძლება განუვითარდეთ QT ინტერვალის გახანგრძლივება, მათ შორის პაციენტებში ელექტროლიტური ბალანსის დარღვევით, გულის შეგუბებითი უკმარისობით, ბრადიარითმიებით ან პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ სხვა პრეპარატებით, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ QT ინტერვალის გახანგრძლივება ან ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა.
აღინიშნა მიოკარდიუმის იშემიის შემთხვევები პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ონდანსეტრონს. ზოგიერთ პაციენტთან, ძირითადად ინტრავენური შეყვანის დროს, სიმპტომები ვლინდებოდა ონდანსეტრონის შეყვანისთანავე, მაგრამ ქრებოდა მათი სწრაფი მკურნალობის შემდეგ. ამიტომ, საჭიროა იქნას დაცული სიფრთხილე ონდანსეტრონის შეყვანის დროს და მის შემდეგ.
ონდანსეტრონით გამოყენების დაწყებამდე უნდა იქნას დაკორექტირებული ჰიპოკალიემია და ჰიპომაგნიემია.
ონდანსეტრონისა და სხვა სეროტონერგული პრეპარატების ერთდროული გამოყენების შემდეგ აღწერილი იყო სეროტონინული სინდრომი (იხ. განყოფილება „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“). თუ ონდანსეტრონითა და სხვა სეროტონერგული პრეპარატებით ერთდროული მკურნალობა კლინიკურად დასაბუთებულია, რეკომენდებულია შესაბამისი დაკვირვება პაციენტზე.
ვინაიდან ონდანსეტრონი ასუსტებს ნაწლავის პერისტალტიკას, სამკურნალო საშუალება იუნორმის გამოყენების დროს აუცილებელია გულდასმითი დაკვირვება პაციენტებზე, რომლებსაც აღენიშნებათ ნაწლავების ქვემწვავე გაუვალობის ნიშნები.
პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ ქირურგიული ჩარევა ადენოტონზილარულ არეში, ონდანსეტრონის გამოყენებამ გულისრევისა და ღებინების თავიდან ასაცილებლად შეიძლება შენიღბოს სისხლდენის წარმოქმნა. ამიტომ, ონდანსეტრონის მიღების შემდეგ ასეთი ავადმყოფები უნდა იმყოფებოდნენ გულდასმითი მეთვალყურეობის ქვეშ .
ბავშვები
ბავშვებში, რომლებიც იღებენ ონდანსეტრონს ჰეპატოტოქსიურ ქიმიოთერაპიულ პრეპარატებთან ერთად, საჭიროა თვალყურის გულდასმით დევნება ღვიძლის ფუნქციის შესაძლო დარღვევებზე.
დოზირების რეჟიმები
სხეულის მასის მიხედვით დოზის გაანგარიშებისას და 4-საათიანი ინტერვალებით სამი დოზის გამოყენებისას, საერთო სადღეღამისო დოზა იქნება უფრო მაღალი, ვიდრე 5 მგ/მ2 ერთჯერადი დოზის და პრეპარატის ერთჯერადი პერორალური დოზის გამოყენებისას. ამ ორი დოზირების რეჟიმის შედარებითი ეფექტურობა კლინიკურ კვლევებში არ შეფასებულა. სხვადასხვა კვლევის შედეგების შედარება მიუთითებს ორივე დოზირების რეჟიმის მსგავს ეფექტურობაზე.
ცნობილი ეფექტის მქონე დამხმარე ნივთიერებები
სამკურნალო საშუალება „იუნორმი“ (4 მლ) შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს ერთ დოზაზე (ხსნარის 1 მლ შეიცავს 0.157 მმოლ (3.6 მგ) ნატრიუმს), ესე იგი ის პრაქტიკულად თავისუფალია ნატრიუმისგან.
სამკურნალო საშუალება მაქსიმალური სადღეღამისო დოზით (16 მლ) შეიცავს 2.512 მმოლ (ანუ 57.6 მგ) ნატრიუმს. ეს ექვივალენტურია ზრდასრული ადამიანისთვის იმ ნატრიუმის მაქსიმალური რეკომენდებული დღიური ნორმის დაახლოებით 2.9%-ისა, რომელიც მიიღება საკვებიდან.
გამოიყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს.
რეპროდუქციული ასაკის ქალები
რეპროდუქციული ასაკის ქალებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის საშუალებები.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ადამიანებში გამოყენების გამოცდილებაზე დაყრდნობით, ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემებით არსებობს ეჭვი ყბა-სახის დეფექტების განვითარებაზე ორსულობის პირველ ტრიმესტრში ონდანსეტრონის გამოყენებისას.
ერთ კოჰორტულ კვლევაში, რომელიც მოიცავდა 1.8 მილიონ ორსულობას, ონდანსეტრონის გამოყენება პირველ ტრიმესტრში დაკავშირებული იყო პირის ღრუს ნაპრალის განვითარების გაზრდილ რისკთან (სამი დამატებითი შემთხვევა ყოველ 10,000 ქალზე, რომლებიც ღებულობენ მკურნალობას; კორექტირებული ფარდობითი რისკი შეადგენს 1.24 (95% ნი 1.03–1.48)).
გულის თანდაყოლილი დეფექტების საკითხზე ჩატარებულმა ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა ურთიერთგამომრიცხავი შედეგები გამოიღო. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არ მიუთითებენ რეპროდუქციული ტოქსიკურობის პირდაპირ ან ირიბ მავნე ზემოქმედებაზე.
ონდანსეტრონი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის პირველ ტრიმესტრში.
ძუძუთი კვება
ექსპერიმენტულ კვლევებში ნაჩვენები იყო, რომ ცხოველებში ონდანსეტრონი გადადის რძეში. პრეპარატის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, ძუძუთი კვება უნდა იქნას შეწყვეტილი.
ფერტილობა
ინფორმაცია ონდანსეტრონის ადამიანებში ფერტილობაზე ზემოქმედების შესახებ არ არსებობს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ფსიქომოტორულმა ტესტებმა აჩვენა, რომ ონდანსეტრონი არ მოქმედებს მექანიზმების მართვის უნარზე და არ ავლენს სედატიურ მოქმედებას, მაგრამ მხედველობაში უნდა იქნას მიღებული პრეპარატის გვერდითი მოვლენების პროფილი ავტოტრანსპორტის მართვისა ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარის საკითხის გადაწყვეტისას.
გვერდითი მოვლენები
გვერდითი რეაქციები, ინფორმაცია რომლებზეც მოყვანილია ქვემოთ, კლასიფიცირებულია ორგანოების, სისტემებისა და წარმოქმნის სიხშირის მიხედვით. წარმოქმნის სიხშირის მიხედვით ისინი დაყოფილია შემდეგ კატეგორიებად : ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥ 1/100 და < 1/10), არახშირი (≥ 1/1000 და < 1/100), იშვიათი (≥ 1/10000 და < 1/1000), ძალიან იშვიათი (< 1/10000) და უცნობი (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული წყაროებიდან დამომდინარე). ძალიან ხშირი, ხშირი და არახშირი კლასიფიკაციის გვერდითი რეაქციები ძირითადად განსაზღვრულია კლინიკური კვლევების მონაცემებს საფუძველზე. გათვალისწინებული იყო პლაცებოს ჯგუფის გვერდითი რეაქციების სიხშირე. იშვიათი, ძალიან იშვიათი და უცნობი სიხშირის გვერდითი რეაქციები, როგორც წესი, განისაზღვრებოდა პოსტმარკეტინგული მონაცემების საფუძველზე.
ქვევით მითითებული გვერდითი რეაქციების სიხშირე ფასდებოდა ონდანსეტრონის სტანდარტული რეკომენდებული დოზების გამოყენების საფუძველზე. ბავშვებსა და მოზარდებში გვერდითი რეაქციების პროფილები შედარებადი იყო ზრდასრლებში არსებულ პროფილებთან.
იმუნური სისტემის მხრიდან:
იშვიათი: დაუყოვნებელი ტიპის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები , ზოგჯერ მძიმე, ანაფილაქსიის ჩათვლით .
ნერვული სისტემის მხრიდან:
ძალიან ხშირი: თავის ტკივილი;
არახშირი: კრუნჩხვები, მოძრაობის დარღვევები (მათ შორის ექსტრაპირამიდული რეაქციები, ისეთები, როგორიცაა ოკულოგირული კრიზი, დისტონიური რეაქციები და დისკინეზია მდგრადი კლინიკური შედეგების გარეშე);
იშვიათი: თავბრუსხვევა, ძირითადად პრეპარატის სწრაფი ინტრავენური შეყვანის დროს.
მხედველობის ორგანოების მხრივ:
იშვიათი: მხედველობის ტრანზიტორული დარღვევები (ბინდი (ამღვრევა) თვალებში), ძირითადად ინტრავენური შეყვანის დროს;
ძალიან იშვიათი: ტრანზიტორული სიბრმავე, ძირითადად ინტრავენური გამოყენების დროს ; შემთხვევათა უმრავლესობაში, სიბრმავე ქრება 20 წუთის განმავლობაში. პაციენტების უმრავლესობას ღებულობდა ქიმიოთერაპიული პრეპარატებს, რომლებიც შეიცავდნენ ცისპლატინს. გარდამავალი სიბრმავის ზოგიერთი შემთხვები მოხსენიებული იყო როგორც კორტიკალური წარმოშობის სიბრმავე.
გულის მხრიდან:
არახშირი: არითმია, ტკივილი გულმკერდის არეში (ST სეგმენტის დეპრესიით ან მის გარეშე), ბრადიკარდია; იშვიათი: QT ინტერვალის გახანგრძლივება (მათ შორის პარკუჭების თრთოლვა/ციმციმი ( (torsade de pointes));
უცნობია: მიოკარდიუმის იშემია * (იხ. განყოფილება „ გამოყენების თავისებურებები “).
სისხლძარღვების მხრიდან:
ხშირი: სითბოს ან ალების შეგრძნება;
არახშირი: არტერიული ჰიპოტენზია.
სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრიდან:
არახშირი: სლოკინი.
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრიდან:
ხშირად: ყაბზობა.
ჰეპატობილიარული სისტემის მხრიდან:
არახშირი: ღვიძლის ფუნქციური ტესტების უსიმპტომო მატება.
ეს შემთხვევები შეინიშნება ძირითადად ავადმყოფებში, რომლებიც მკურნალობენ ქიმიოთერაპიული პრეპარატებით, რომლებიც შეიცავენ ცისპლატინს.
კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრიდან:
ძალიან იშვიათი: ტოქსიკური გამონაყარი, მათ შორის ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.
ზოგადი დარღვევები:
ხშირი : ადგილობრივი რეაქციები ინტრავენური შეყვანის ადგილას.
პოსტმარკეტინგული დაკვირვების მონაცემებით აღინიშნა ქვევით მითითებული გვერდითი მოვლენები:
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტკივილი და დისკომფორტი გულმკერდის არეში, ექსტრასისტოლები, ტაქიკარდია, მათ შორის პარკუჭოვანი და სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია, წინაგულების ფიბრილაცია, გულისცემა, სინკოპე, ეკგ ცვლილებები.
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები: ანაფილაქსიური რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპება, ბრონქოსპაზმი, ანაფილაქსიური შოკი, ქავილი, კანისმიერი გამონაყარი, ჭინჭრის ციება.
ნერვული სისტემის მხრივ: სიარულის დარღვევა, ქორეა, მიოკლონუსი , მოუსვენრობა, წვის შეგრძნება, ენის პროტრუზია, დიპლოპია, პარესთეზია.
ზოგადი დარღვევები და ადგილობრივი რეაქციები: სხეულის ტემპერატურის მომატება, ტკივილი, სიწითლე, წვა შეყვანის ადგილას.
სხვა: ჰიპოკალიემია.
- გვერდითი რეაქციების შესახებ ინფორმაცია მიღებულია სამკურნალო საშუალების გამოყენების პოსტრეგისტრაციულ გამოცდილების საფუძველზე, რომელიც მიღებულია სპონტანურ ცნობებიდან და გამოქვეყნებულ ლიტერატურიდან. ვინაიდან ეს შეტყობინებები ამ რეაქციების შესახებ შემოსულია მოსახლეობიდან ნებაყოფლობითი წესით, მათი წარმოქმნის სიხშირის სანდოდ შეფასება შეუძლებელია.
შეტყობინება საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ
სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ შეტყობინება საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ წარმოადგენს მნიშვნელოვან პროცედურას. ეს საშუალებას იძლევა გაგრძელდეს შესაბამისი სამკურნალო საშუალების სარგებლი / რისკის შეფარდების მუდმივი მონიტორინგი. მედიცინის მუშაკებმა აუცილებლად უნდა გააგზავნონ შეტყობინება ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ ეროვნული ფარმაკოზედამხედველობის სისტემის მეშვეობით.
ჭარბი დოზა
პრეპარატის დოზის გადაჭარბების შესახებ მონაცემები არასაკმარისია. შემთხვევათა უმეტესობაში სიმპტომები მსგავსია იმ სიმპტომებისა, რომლებიც აღწერილია პაციენტებში, რომლებიც იღებენ რეკომენდებულ დოზებს (იხ. განყოფილება „გვერდითი რეაქციები“).
დოზის გადაჭარბების გამოვლინებებთა შორის იყო ისეთები, როგორიცაა მხედველობის დარღვევები, მძიმე ხარისხის ყაბზობა, არტერიული ჰიპოტენზია, ვაზოვაგალური გამოვლინებები მეორე ხარისხის გარდამავალი ატრიოვენტრიკულური ბლოკადით. ყველა შემთხვევაში ეს გამოვლინებები მთლიანად ქრებოდა.
ონდანსეტრონი ახანგრძლივებს QT ინტერვალს დოზადამოკიდებული ფორმით. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია ეკგ-მონიტორინგის ჩატარება.
არსებობს შეტყობინებები სეროტონინური სინდრომის შემთხვევების შესახებ უმცროსი ასაკის ბავშვებში პერორალურად დოზის გადაჭარბების შემდეგ.
სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს, ამიტომ დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა იქნას გამოყენებული სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია.
ავადმყოფების შემდგომი მართვა უნდა ტარდებოდეს კლინიკურ ჩვენებების მიხედვით ან, შეძლებისდაგვარად, მოწამვლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად.
ონდანსეტრონის დოზის გადაჭარბების სამკურნალოდ იპეკაკუანას გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან მისი მოქმედება არ შეიძლება გამოვლინდეს პრეპარატ უნორმის ანტიემეტური გავლენის მეშვეობით.
ბავშვები: შეტყობინებები სეროტონინული სინდრომის შესახებ დაფიქსირდა ჩვილებსა და 12 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში პერორალური გამოყენების პრეპარატის დოზის შემთხვევითი გადაჭარბების შემდეგ (დოზები აღემატება რეკომენდებულ დონეს 4 მგ/კგ).
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: ონდანსეტრონი ;
ხსნარის 1 მლ შეიცავს ონდანსეტრონის ჰიდროქლორიდის დიჰიდრატს 2 მგ ონდანსეტრონზე გადაანგარიშებით;
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, უწყლო ლიმონმჟავა, ნატრიუმის ციტრატი, საინექციო წყალი.
სამკურნალო ფორმა: საინექციო ხსნარი.
ძირითადი ფიზიკური-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე, უფერო ან ოდნავ მოყვითალო სითხე.
შენახვის პირობები
2 წელი.
შენახვის პირობები.
ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილზე. არ გაყინოთ.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ღებინების საწინააღმდეგო და გულისრევის მოსახსნელი საშუალებები. სეროტონინის (5HT3) რეცეპტორების ანტაგონისტები . ათქ კოდი: A04A A01.
ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა.
ონდანსეტრონი არის 5HT3 (სეროტონინის) რეცეპტორების ძლიერი, მაღალსელექციური ანტაგონისტი. ის ხელს უშლის ან აქრობს ციტოტოქსიკური ქიმიოთერაპიით და/ან სხივური თერაპიით გამოწვეულ გულისრევასა და ღებინებას, ასევე ოპერაციის შემდგომ გულისრევასა და ღებინებას. ონდანსეტრონის მოქმედების მექანიზმი ბოლომდე შესწავლილი არ არის. შესაძლებელია, რომ პრეპარატი ბლოკავს ღებინების რეფლექსის წარმოქმნას, ავლენს რა ანტაგონისტურ მოქმედებას 5HT3 -რეცეპტორების მიმართ, რომლებიც განლაგებულია როგორც პერიფერიული, ასევე ცენტრალური ნერვული სისტემის ნეირონებში. პრეპარატი არ ამცირებს პაციენტის ფსიქომოტორულ აქტივობას და არ ავლენს სედატიურ ეფექტს.
ფარმაკოკინეტიკა.
ზრდასრულებში პარენტერალური შეყვანის შემდეგ განაწილების მოცულობა შეადგენს 140 ლიტრს. შეყვანილი დოზის უმეტესი ნაწილი მეტაბოლიზდება ღვიძლში. პრეპარატის 5%-ზე ნაკლები გამოიყოფა უცვლელი სახით შარდთან ერთად. ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 3 საათია (ხანდაზმულ პაციენტებში 5 საათი). პლაზმის ცილებთან შეკავშირება 70–76%-ია.
თირკმლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 15-60 მლ/წთ), როგორც ონდანსეტრონის სისტემური კლირენსი, ასევე განაწილების მოცულობა მცირდება, რის შედეგსაც წარმოადგებს პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდის მცირე და კლინიკურად უმნიშვნელო ზრდა. ონდანსეტრონის ფარმაკოკინეტიკა პრაქტიკულად არ იცვლება თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან უწყვეტ ჰემოდიალიზზე (კვლევები ჩატარდა ჰემოდიალიზის სეანსებს შორის შესვენების დროს). ღვიძლის მძიმე ხარისხის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში ონდანსეტრონის სისტემური კლირენსი მნიშვნელოვნად მცირდება ნახევარგამოყოფის პერიოდის ზრდასთან ერთად (15-32 საათი).
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების
ინსტრუქცია
იუნორმი
(YUNORM)
შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება: ონდანსეტრონი ;
ხსნარის 1 მლ შეიცავს ონდანსეტრონის ჰიდროქლორიდის დიჰიდრატს 2 მგ ონდანსეტრონზე გადაანგარიშებით;
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, უწყლო ლიმონმჟავა, ნატრიუმის ციტრატი, საინექციო წყალი.
სამკურნალო ფორმა: საინექციო ხსნარი.
ძირითადი ფიზიკური-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე, უფერო ან ოდნავ მოყვითალო სითხე.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ღებინების საწინააღმდეგო და გულისრევის მოსახსნელი საშუალებები. სეროტონინის (5HT3) რეცეპტორების ანტაგონისტები . ათქ კოდი: A04A A01.
ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა.
ონდანსეტრონი არის 5HT3 (სეროტონინის) რეცეპტორების ძლიერი, მაღალსელექციური ანტაგონისტი. ის ხელს უშლის ან აქრობს ციტოტოქსიკური ქიმიოთერაპიით და/ან სხივური თერაპიით გამოწვეულ გულისრევასა და ღებინებას, ასევე ოპერაციის შემდგომ გულისრევასა და ღებინებას. ონდანსეტრონის მოქმედების მექანიზმი ბოლომდე შესწავლილი არ არის. შესაძლებელია, რომ პრეპარატი ბლოკავს ღებინების რეფლექსის წარმოქმნას, ავლენს რა ანტაგონისტურ მოქმედებას 5HT3 -რეცეპტორების მიმართ, რომლებიც განლაგებულია როგორც პერიფერიული, ასევე ცენტრალური ნერვული სისტემის ნეირონებში. პრეპარატი არ ამცირებს პაციენტის ფსიქომოტორულ აქტივობას და არ ავლენს სედატიურ ეფექტს.
ფარმაკოკინეტიკა.
ზრდასრულებში პარენტერალური შეყვანის შემდეგ განაწილების მოცულობა შეადგენს 140 ლიტრს. შეყვანილი დოზის უმეტესი ნაწილი მეტაბოლიზდება ღვიძლში. პრეპარატის 5%-ზე ნაკლები გამოიყოფა უცვლელი სახით შარდთან ერთად. ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 3 საათია (ხანდაზმულ პაციენტებში 5 საათი). პლაზმის ცილებთან შეკავშირება 70–76%-ია.
თირკმლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 15-60 მლ/წთ), როგორც ონდანსეტრონის სისტემური კლირენსი, ასევე განაწილების მოცულობა მცირდება, რის შედეგსაც წარმოადგებს პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდის მცირე და კლინიკურად უმნიშვნელო ზრდა. ონდანსეტრონის ფარმაკოკინეტიკა პრაქტიკულად არ იცვლება თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან უწყვეტ ჰემოდიალიზზე (კვლევები ჩატარდა ჰემოდიალიზის სეანსებს შორის შესვენების დროს). ღვიძლის მძიმე ხარისხის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში ონდანსეტრონის სისტემური კლირენსი მნიშვნელოვნად მცირდება ნახევარგამოყოფის პერიოდის ზრდასთან ერთად (15-32 საათი).
კლინიკური მახასიათებლები.
ჩვენებები.
ციტოტოქსიკური ქიმიოთერაპიითა და სხივური თერაპიით გამოწვეული გულისრევა და ღებინება.
ოპერაციის შემდგომი გულისრევისა და ღებინების პროფილაქტიკა და მკურნალობა.
უკუჩვენებები.
ონდანსეტრონის გამოყენება აპომორფინის ჰიდროქლორიდთან ერთად უკუნაჩვენებია, ვინაიდან ერთდროული მიღების დროს აღინიშნებოდა ძლიერი არტერიული ჰიპოტენზიისა და გონების დაკარგვის შემთხვევები.
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები.
ონდანსეტრონი არ აჩქარებს და არ აფერხებს სხვა პრეპარატების მეტაბოლიზმს ერთდროულად გამოყენებისას. სპეციალურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ონდანსეტრონი არ ურთიერთქმედებს ალკოჰოლთან, ტემაზეპამთან, ფუროსემიდთან, ალფენტანილთან, ტრამადოლთან, მორფინთან, ლიდოკაინთან, თიოპენტალთან ან პროპოფოლთან.
ონდანსეტრონი მეტაბოლიზდება ღვიძლის ციტოქრომ P450 სხვადასხვა ფერმენტებით: CYP3A4, CYP2D6 და CYP1A2. ონდანსეტრონის მეტაბოლიზმში ჩართული ფერმენტების მრავალფეროვნების გამო ერთ-ერთი მათგანის დათრგუნვა ან აქტივობის შემცირება (მაგალითად, CYP2D6-ის გენეტიკური დეფიციტი) ჩვეულებრივ პირობებში კომპენსირდება სხვა ფერმენტებით და არ მოახდენს გავლენას კრეატინინის საერთო კლირენსზე ან გავლენა იქნება უმნიშვნელო.
ონდანსეტრონი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული QT ინტერვალის გამახანგრძლივებელ და/ან ელექტროლიტური ბალანსის დარღვევის გამომწვევ სამკურნალო საშუალებებთან ერთად (იხ. ნაწილი „გამოყენების თავისებურებები“).
პრეპარატ იუნორმის გამოყენებამ სხვა QT ინტერვალის გამხანგრძლივებელ პრეპარატებთან ერთდროულად შეიძლება გამოიწვიოს QT ინტერვალის დამატებითი გახანგრძლივება. ონდანსეტრონის კარდიოტოქსიკურ სამკურნალო საშუალებებთან (მაგალითად, ანტრაციკლინები (ისეთები, როგორიცაა დოქსორუბიცინი, დაუნორუბიცინი ) ან ტრასტუზუმაბი)), ანტიბიოტიკებთან (ისეთებთან, როგორიცაა ერითრომიცინი), სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებთან (როგორიცაა კეტოკონაზოლი), ანტიარითმულ პრეპარატებთან (ისეთებთან, როგორიცაა ამიოდარონი) და ბეტა-ბლოკატორებთან (ისეთების, როგორიცაა ატენოლოლი ან თიმოლოლი) ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს არითმიების განვითარების რისკი (იხ. განყოფილება „გამოყენების თავისებურებები“).
სეროტონერგული საშუალებები (მაგალითად, სუსი და სნუი)
სეროტონინული სინდრომი (მათ შორის ფსიქიკური სტატუსის ცვლილებები, ვეგეტატური არასტაბილურობა და ნერვ-კუნთოვანი დარღვევები) აღწერილი იყო ონდანსეტრონისა და სხვა სეროტონერგული პრეპარატების, მათ შორის სეროტონინის სელექტიური უკუმიტაცების ინჰიბიტორების (სუსი) და სეროტონინ-ნორადრენალინის უკუმიტაცების ინჰიბიტორების (სნუი) ერთდროული გამოყენების შემდეგ (იხ. ნაწილი „გამოყენების თავისებურებები“).
აპომორფინი
ონდანსეტრონის გამოყენება აპომორფინის ჰიდროქლორიდთან ერთად უკუნაჩვენებია, რადგან ერთდროული მიღების დროს აღინიშნა მძიმე არტერიული ჰიპოტენზიის და გონების დაკარგვის შემთხვევები.
ფენიტოინი, კარბამაზეპინი და რიფამპინი
პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ CYP3A4-ის პოტენციური ინდუქტორებით (მაგალითად, ფენიტოინთან, კარბამაზეპინთან და რიფამპიცინთან), ონდანსეტრონის კლირენსი იზრდება და მისი კონცენტრაცია სისხლში მცირდება.
ტრამადოლი
ზოგიერთი კლინიკური კვლევის მონაცემების თანახმად, ონდანსეტრონმა შეიძლება შეამციროს ტრამადოლის ანალგეტიკური ეფექტი .
გამოყენების მახასიათებლები.
სხვა სელექციური 5HT3 რეცეპტორების ანტაგონისტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის გამოვლინებების მქონე პაციენტების მკურნალობისას აღენიშნებოდათ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.
რეაქციებს, რომლებიც დაკავშირებულია სასუნთქ სისტემასთან, მკურნალობენ სიმპტომურად. მედიცინის მუშაკებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ მათ, რადგან ისინი პრეპარატის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების ნიშნებია.
ონდანსეტრონი დოზადამოკიდებული ფორმით ახანგრძლივებს QT ინტერვალს (იხ. ნაწილი „ფარმაკოლოგიური თვისებები“). გარდა ამისა, პოსტმარკეტინგული დაკვირვების მონაცემების თანახმად, იყო შეტყობინებები პარკუჭოვანი ციმციმის/თრთოლვის (torsade de pointes) შემთხვევების შესახებ ონდანსეტრონის გამოყენებისას . ონდანსეტრონის გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული თანდაყოლილი გახანგრძლივებული QT სინდრომის მქონე პაციენტებში. ონდანსეტრონი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ან შეიძლება განუვითარდეთ QT ინტერვალის გახანგრძლივება, მათ შორის პაციენტებში ელექტროლიტური ბალანსის დარღვევით, გულის შეგუბებითი უკმარისობით, ბრადიარითმიებით ან პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ სხვა პრეპარატებით, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ QT ინტერვალის გახანგრძლივება ან ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა.
აღინიშნა მიოკარდიუმის იშემიის შემთხვევები პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ონდანსეტრონს. ზოგიერთ პაციენტთან, ძირითადად ინტრავენური შეყვანის დროს, სიმპტომები ვლინდებოდა ონდანსეტრონის შეყვანისთანავე, მაგრამ ქრებოდა მათი სწრაფი მკურნალობის შემდეგ. ამიტომ, საჭიროა იქნას დაცული სიფრთხილე ონდანსეტრონის შეყვანის დროს და მის შემდეგ.
ონდანსეტრონით გამოყენების დაწყებამდე უნდა იქნას დაკორექტირებული ჰიპოკალიემია და ჰიპომაგნიემია.
ონდანსეტრონისა და სხვა სეროტონერგული პრეპარატების ერთდროული გამოყენების შემდეგ აღწერილი იყო სეროტონინული სინდრომი (იხ. განყოფილება „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“). თუ ონდანსეტრონითა და სხვა სეროტონერგული პრეპარატებით ერთდროული მკურნალობა კლინიკურად დასაბუთებულია, რეკომენდებულია შესაბამისი დაკვირვება პაციენტზე.
ვინაიდან ონდანსეტრონი ასუსტებს ნაწლავის პერისტალტიკას, სამკურნალო საშუალება იუნორმის გამოყენების დროს აუცილებელია გულდასმითი დაკვირვება პაციენტებზე, რომლებსაც აღენიშნებათ ნაწლავების ქვემწვავე გაუვალობის ნიშნები.
პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ ქირურგიული ჩარევა ადენოტონზილარულ არეში, ონდანსეტრონის გამოყენებამ გულისრევისა და ღებინების თავიდან ასაცილებლად შეიძლება შენიღბოს სისხლდენის წარმოქმნა. ამიტომ, ონდანსეტრონის მიღების შემდეგ ასეთი ავადმყოფები უნდა იმყოფებოდნენ გულდასმითი მეთვალყურეობის ქვეშ .
ბავშვები
ბავშვებში, რომლებიც იღებენ ონდანსეტრონს ჰეპატოტოქსიურ ქიმიოთერაპიულ პრეპარატებთან ერთად, საჭიროა თვალყურის გულდასმით დევნება ღვიძლის ფუნქციის შესაძლო დარღვევებზე.
დოზირების რეჟიმები
სხეულის მასის მიხედვით დოზის გაანგარიშებისას და 4-საათიანი ინტერვალებით სამი დოზის გამოყენებისას, საერთო სადღეღამისო დოზა იქნება უფრო მაღალი, ვიდრე 5 მგ/მ2 ერთჯერადი დოზის და პრეპარატის ერთჯერადი პერორალური დოზის გამოყენებისას. ამ ორი დოზირების რეჟიმის შედარებითი ეფექტურობა კლინიკურ კვლევებში არ შეფასებულა. სხვადასხვა კვლევის შედეგების შედარება მიუთითებს ორივე დოზირების რეჟიმის მსგავს ეფექტურობაზე.
ცნობილი ეფექტის მქონე დამხმარე ნივთიერებები
სამკურნალო საშუალება „იუნორმი“ (4 მლ) შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს ერთ დოზაზე (ხსნარის 1 მლ შეიცავს 0.157 მმოლ (3.6 მგ) ნატრიუმს), ესე იგი ის პრაქტიკულად თავისუფალია ნატრიუმისგან.
სამკურნალო საშუალება მაქსიმალური სადღეღამისო დოზით (16 მლ) შეიცავს 2.512 მმოლ (ანუ 57.6 მგ) ნატრიუმს. ეს ექვივალენტურია ზრდასრული ადამიანისთვის იმ ნატრიუმის მაქსიმალური რეკომენდებული დღიური ნორმის დაახლოებით 2.9%-ისა, რომელიც მიიღება საკვებიდან.
გამოიყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს.
რეპროდუქციული ასაკის ქალები
რეპროდუქციული ასაკის ქალებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის საშუალებები.
ორსულობა
ადამიანებში გამოყენების გამოცდილებაზე დაყრდნობით, ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემებით არსებობს ეჭვი ყბა-სახის დეფექტების განვითარებაზე ორსულობის პირველ ტრიმესტრში ონდანსეტრონის გამოყენებისას.
ერთ კოჰორტულ კვლევაში, რომელიც მოიცავდა 1.8 მილიონ ორსულობას, ონდანსეტრონის გამოყენება პირველ ტრიმესტრში დაკავშირებული იყო პირის ღრუს ნაპრალის განვითარების გაზრდილ რისკთან (სამი დამატებითი შემთხვევა ყოველ 10,000 ქალზე, რომლებიც ღებულობენ მკურნალობას; კორექტირებული ფარდობითი რისკი შეადგენს 1.24 (95% ნი 1.03–1.48)).
გულის თანდაყოლილი დეფექტების საკითხზე ჩატარებულმა ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა ურთიერთგამომრიცხავი შედეგები გამოიღო. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არ მიუთითებენ რეპროდუქციული ტოქსიკურობის პირდაპირ ან ირიბ მავნე ზემოქმედებაზე.
ონდანსეტრონი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის პირველ ტრიმესტრში.
ძუძუთი კვება
ექსპერიმენტულ კვლევებში ნაჩვენები იყო, რომ ცხოველებში ონდანსეტრონი გადადის რძეში. პრეპარატის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, ძუძუთი კვება უნდა იქნას შეწყვეტილი.
ფერტილობა
ინფორმაცია ონდანსეტრონის ადამიანებში ფერტილობაზე ზემოქმედების შესახებ არ არსებობს.
რეაქციის სიჩქარეზე გავლენის მოხდენის უნარი ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვისას.
ფსიქომოტორულმა ტესტებმა აჩვენა, რომ ონდანსეტრონი არ მოქმედებს მექანიზმების მართვის უნარზე და არ ავლენს სედატიურ მოქმედებას, მაგრამ მხედველობაში უნდა იქნას მიღებული პრეპარატის გვერდითი მოვლენების პროფილი ავტოტრანსპორტის მართვისა ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარის საკითხის გადაწყვეტისას.
მიღების წესი და დოზირება.
ქიმიოთერაპიისა და სხივური თერაპიით გამოწვეული გულისრევა და ღებინება
ზრდასრულები
კიბოს თერაპიის ემეტოგენური პოტენციალი მერყეობს ქიმიოთერაპიისა და სხივური თერაპიის რეჟიმების დოზისა და კომბინაციის მიხედვით. დოზირების რეჟიმის არჩევა დამოკიდებულია ემეტოგენური გავლენის სიმძიმეზე. სამკურნალო საშუალება იუნორმის დოზა (დიაპაზონი: 8 მგ-დან 32 მგ-მდე დღეში) და მიღების წესი განისაზღვრება ისე, როგორცაა მითითებულია ქვევით.
ემეტოგენური ქიმიოთერაპია და სხივური თერაპია
იუნორმის რეკომენდებული ინტრავენური ან ინტრამუსკულური დოზაა 8 მგ ნელი ინტრავენური ინექციის სახით არაუმცირეს 30 წამის განმავლობაში ან ინრტამუსკულური ინექციის სახით უშუალოდ მკურნალობის დაწყები წინ.
პირველი 24 საათის შემდეგ დაგვიანებული ან გახანგრძლივებული ღებინების პროფილაქტიკისთვის, პრეპარატის პერორალური ან რექტალური მიღება რეკომენდებულია მკურნალობის კურსის დასრულებიდან 5 დღემდე პერიოდის განმავლობაში.
მაღალემეტოგენური ქიმიოთერაპია (მაგალითად, ცისპლატინის მაღალი დოზები )
იუნორმის დანიშვნა შესაძლებელია 8 მგ ერთჯერადი დოზის სახით ინტრავენურად ან ინტრამუსკულურად, უშუალოდ ქიმიოთერაპიის დაწყების წინ.
მაღალემეტოგენური ქიმიოთერაპიისთვის პრეპარატი იუნორმი -ს 8 მგ ან უფრო მცირე დოზა არ საჭიროებს განზავებას და შეიძლება შეყვანილი იქნას ნელი ინტრავენური ან ინტრამუსკულური ინექციის სახით (არაუმცირეს 30 წამი) უშუალოდ ქიმიოთერაპიის წინ, რასაც მოჰყვება 8 მგ-ს ორჯერადი ინტრავენური ან ინტრამუსკულური შეყვანა 2 და 4 საათის შემდეგ ან უწყვეტი ინფუზია 1 მგ/საათში 24 საათის განმავლობაში.
8 მგ-ზე მეტი დოზები (16 მგ-მდე) შეიძლება იქნას გამოყენებული მხოლოდ ინტრავენური ინფუზიის სახით ნატრიუმის ქლორიდის 0.9%-იანი ხსნარის 50-100 მლ-ზე ან სხვა შესაფერის გამხსნელზე (იხ. ქვემოთ, „საინექციო ხსნარის გამოყენება“); ინფუზია უნდა გაგრძელდეს არაუმცირეს 15 წუთისა. არ შეიძლება ერთჯერადი დოზის გამოყენება, რომელიც აღემატება 16 მგ-ს, ვინაიდან დოზის გაზრდასთან ერთად იზრდება QT ინტერვალის გახანგრძლივების რისკი (იხილეთ ნაწილი „გამოყენების თავისებურებები“).
დოზირების რეჟიმის არჩევა დამოკიდებულია ემეტოგენური გავლენის სიმძიმეზე. პრეპარატ იუნორმის ეფექტურობა მაღალი ემეტოგენური ქიმიოთერაპიის დროს შეიძლება გაძლიერდეს ქიმიოთერაპიამდე დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატის 20 მგ დოზის დამატებითი ერთჯერადი ინტრავენური შეყვანით.
პირველი 24 საათის შემდეგ დაგვიანებული ან გახანგრძლივებული ღებინების პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია პრეპარატის პერორალური ან რექტალური გამოყენება.
6 თვიდან 17 წლამდე ასაკის ბავშვები
პედიატრიულ პრაქტიკაში იუნორმი უნდა იქნას შეყვანილი ინტრავენური ინფუზიის სახით 25-50 მლ ნატრიუმის ქლორიდის 0.9%-იან ხსნარში ან სხვა შესაფერის გამხსნელში (იხ. ქვემოთ „საინექციო ხსნარის გამოყენება“) არაუმცირეს 15 წუთის განმავლობაში. პრეპარატის დოზის გამოთვლა შესაძლებელია ბავშვის სხეულის ზედაპირის ფართობის ან სხეულის მასის მიხედვით.
დოზის გაანგარიშება ბავშვის სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით
იუნორმი უნდა იქნას შეყვანილი უშუალოდ ქიმიოთერაპიის წინ ერთჯერადი ინტრავენური ინექციის სახით 5 მგ/მ2 დოზით, . ინტრავენური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 8 მგ-ს. 12 საათის შემდეგ შეიძლება დაიწყოს პერორალური გამოყენება, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს კიდევ 5 დღის განმავლობაში. არ გადააჭარბოთ ზრდასრულებისთვის განკუთვნილ დოზას.
იუნორმი უნდა განზავდეს გლუკოზის 5%-იანი ხსნარით ან ნატრიუმის ქლორიდის 0.9%-იანი ხსნარით ან სხვა შესაბამისი საინფუზიო ხსნარით და იქნას შეყვანილი ინტრავენური ინფუზიის სახით არაუმცირეს 15 წუთის განმავლობაში.
არ არსებობენ კონტროლირებული კლინიკური კვლევების მონაცემები ონდანსეტრონის გამოყენების შესახებ ბავშვებში დაგვიანებული ან გახანგრძლივებული ღებინების პროფილაქტიკისთვის ქიმიოთერაპიის ჩატარებისას, ან მონაცემები ბავშვებში სხივური თერაპიით გამოწვეული გულისრევისა და ღებინების სამკურნალოდ გამოყენების შესახებ.
დოზის გაანგარიშება ბავშვის სხეულის მასის მიხედვით
იუნორმი უნდა შეიყვანოთ უშუალოდ ქიმიოთერაპიის წინ ერთჯერადი ინტრავენური ინექციის სახით, დოზით 0.15 მგ/კგ. ინტრავენური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 8 მგ-ს. პირველ დღეს შესაძლებელია კიდევ ორი ინტრავენური დოზის შეყვანა 4-საათიანი ინტერვალით.
12 საათის შემდეგ შეიძლება დაწყებული იქნას პრეპარატის პერორალური მიღება, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს კიდევ 5 დღე. არ გადააჭარბოთ ზრდასრულებისთვის განკუთვნილ დოზას.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
65 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებისთვის ინტრავენური ინექციისთვის განკუთვნილი ყველა დოზა უნდა გაიხსნას და შეყვანილი იქნას 15 წუთის განმავლობაში, განმეორებითი გამოყენების შემთხვევაში ინექციებს შორის უნდა იყოს მინიმუმ 4 საათიანი ინტერვალი.
65-დან 74 წლამდე ასაკის პაციენტებში ონდანსეტრონის საწყისი დოზა შეადგენს 8 მგ ან 16 მგ, რომელიც შეჰყავთ ინტრავენური ინფუზიის სახით არაუმცირეს 15 წუთის განმავლობაში, რომელიც შესაძლებელია გაგრძელდეს 8 მგ-იანი 2 დოზის შეყვანით 15 წუთის განმავლობაში, ინფუზიებს შორის მინიმუმ 4 საათიანი ინტერვალით .
პაციენტებისთვის 75 წლიდან ონდანსეტრონის საწყისი ინტრავენური ინექცია არ უნდა აღემატებოდეს 8 მგ-ს ინფუზიით მინიმუმ 15 წუთის განმავლობაში. საწყისი 8 მგ დოზის შემდეგ, მიღება შეიძლება გაგრძელდეს გამოყენება ორი 8 მგ-იანი დოზით, რომლებიც შეჰყავთ ინფუზიის სახით 15 წუთის განმავლობაში, მინიმუმ 4 საათიანი ინტერვალით ინფუზიებს შორის.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში პრეპარატის დოზირების რეჟიმის ან შეყვანის გზის შეცვლა საჭირო არ არის.
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები
ღვიძლის ფუნქციის საშუალო და მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში პრეპარატ იუნორმის კლირენსი მნიშვნელოვნად მცირდება, ხოლო მისი სისხლის შრატიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება. ასეთი ავადმყოფებისთვის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 8 მგ-ს.
პაციენტები სპარტეინის / დებრისოკვინის მეტაბოლიზმის დარღვევით
ონდანსეტრონის ნახევარგამოყოფის პერიოდი სპარტეინისა და დებრიზოქინის მეტაბოლიზმის დარღვევის მქონე პაციენტებში უცვლელია. ასეთ პაციენტებში პრეპარატის კონცენტრაცია განმეორებითი შეყვანის შემდეგ ისეთივეა, როგორც ავადმყოფებში, რომლებსაც მეტაბოლიზმი არ აქვთ დარღვეული. ამიტომ, დოზირების ან მიღების სიხშირის კორექცია საჭირო არ არის.
ოპერაციის შემდგომი გულისრევა და ღებინება
ზრდასრულები
ოპერაციის შემდგომი გულისრევისა და ღებინების პროფილაქტიკისთვის პრეპარატ იუნორმის რეკომენდებული დოზა შეადგენს 4 მგ ერთჯერადი ინტრამუსკულური ან ნელი ინტრავენური ინექციის სახით ნარკოზის შეყვანის დროს.
ოპერაციის შემდგომი გულისრევისა და ღებინების სამკურნალოდ პრეპარატ იუნორმის რეკომენდებული ერთჯერადი დოზა შეადგენს 4 მგ, ინტრამუსკულური ან ნელი ინტრავენური ინექციის სახით.
1 თვიდან 17 წლამდე ასაკის ბავშვები
ოპერაციის შემდგომ პერიოდში გულისრევისა და ღებინების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის იმ ბავშვებში, რომელთაც უტარდებათ ოპერაცია ზოგადი ანესთეზიის ქვეშ, იუნორმი შეიძლება შეყვანილ იქნას დოზით 0.1 მგ/კგ სხეულის მასაზე (მაქსიმუმ - 4 მგ-მდე) ნელი ინტრავენური ინექციის სახით (არაუმცირეს 30 წამი) ნარკოზში შეყვანამდე, მის დროს, მის შემდეგ ან ოპერაციის შემდეგ.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
პრეპარატ იუნორმის გამოყენების გამოცდილება ოპერაციის შემდგომი გულისრევის და ღებინების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის ხანდაზმული ასაკის პაციენტებში შეზღუდულია, თუმცა პრეპარატი კარგად აიტანება პაციენტების მიერ 65 წლიდან, რომლებიც იტარებენ ქიმიოთერაპიას.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში პრეპარატის დოზირების რეჟიმის ან შეყვანის გზის შეცვლა საჭირო არ არის.
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები
ღვიძლის ფუნქციის საშუალო და მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში პრეპარატ იუნორმის კლირენსი მნიშვნელოვნად მცირდება, ხოლო მისი სისხლის შრატიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება. ასეთი ავადმყოფებისთვის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 8 მგ-ს.
პაციენტები სპარტეინის / დებრიზოქინის მეტაბოლიზმის დარღვევით
ონდანსეტრონის ნახევარგამოყოფის პერიოდი სპარტეინისა და დებრიზოქინის მეტაბოლიზმის დარღვევის მქონე სუბიექტებში არ იცვლება. ასეთ პაციენტებში პრეპარატის კონცენტრაცია განმეორებითი შეყვანის შემდეგ ისეთივეა, როგორც ავადმყოფებში, რომლებსაც მეტაბოლიზმი არ აქვთ დარღვეული. ამიტომ, დოზირების ან შეყვანის სიხშირის შეცვლა საჭირო არ არის.
საინექციო ხსნარის გამოყენება
პრეპარატ იუნორმის ამპულები არ შეიცავს კონსერვანტებს, ამიტომ ხსნარი გახსნისთანავე უნდა იქნას გამოყენებული. დარჩენილი ხსნარი უნდა განადგურდეს.
პრეპარატ იუნორმის შემცველი ამპულების ავტოკლავირება დაუშვებელია.
თავსებადობა ინტრავენური გამოყენების სხვა საინექციო სითხეებთან
ინტრავენური გადასხმისთვის განკუთვნილი ხსნარები უნდა მომზადდეს უშუალოდ ინფუზიის წინ. თუმცა დადგენილია, რომ ონდანსეტრონის ხსნარი ინარჩუნებს სტაბილურობას 7 დღის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე (25C-მდე) დღის სინათლეზე ან მაცივარში, შემდეგ გარემოში გახსნისას: ნატრიუმის ქლორიდის 0.9%-იანი ხსნარი, გლუკოზის 5%-იანი ხსნარი, მანიტოლის 10%-იანი ხსნარი, რინგერის ხსნარი , კალიუმის ქლორიდის 0.3%-იანი ხსნარი და ნატრიუმის ქლორიდის 0.9%-იანი ხსნარი, კალიუმის ქლორიდის 0.3%-იანი ხსნარი და გლუკოზის 5%-იანი ხსნარი.
დადგენილია, რომ ონდანსეტრონი ინარჩუნებს სტაბილურობას პოლიეთილენის და მინის ფლაკონების გამოყენებისას. ნაჩვენები იყო, რომ ონდანსეტრონი, განზავებული ნატრიუმის ქლორიდის 0.9%-იანი ხსნარით ან გლუკოზის 5%-იანი ხსნარით ინარჩუნებს სტაბილურობას პოლიპროპილენის შპრიცებში. ასევე დამტკიცებულია, რომ პოლიპროპილენის შპრიცებში სტაბილურობა ასევე ნარჩუნდება ონდანსეტრონის სხვა რეკომენდებულ ხსნარებთან განზავების დროს.
პრეპარატის ხანგრძლივი შენახვის აუცილებლობის შემთხვევაში განზავება უნდა მოხდეს შესაბამის ასეპტიკურ პირობებში.
თავსებადობა სხვა პრეპარატებთან
იუნორმი შეიძლება დაინიშნოს ინტრავენური ინფუზიის სახით 1 მგ/სთ სიჩქარით. Y-ფორმის ინიექტორის საშუალებით პრეპარატ უნორმთან ერთად ონდანსეტრონის 16-დან 160 მკგ/მლ-მდე კონცენტრაციის შემთხვევაში (ესე იგი 8 მგ/500 მლ ან 8 მგ/50 მლ, შესაბამისად) შესაძლებელია შეყვანა:
ცისპლატინი 0.48 მგ/მლ-მდე კონცენტრაციით 1-8 საათის განმავლობაში;
5- ფტორურაცილი 0.8 მგ/მლ-მდე კონცენტრაციით (მაგალითად, 2.4 გ 3 ლ-ში ან 400 მგ 500 მლ-ში) არაუმეტეს 20 მლ/სთ სიჩქარით. 5-ფტორურაცილის უფრო მაღალმა კონცენტრაციამ შეიძლება გამოიწვიოს ონდანსეტრონის პრეციპიტაცია. 5-ფტორურაცილის საინფუზიო ხსნარი შეიძლება შეიცავდეს 0.045%-მდე მაგნიუმის ქლორიდს სხვა შეთავსებად დამხმარე შემავსებლებთან ერთად;
კარბოპლატინი 0.18 მგ/მლ-დან 9.9 მგ/მლ-მდე კონცენტრაციით (მაგალითად, 90 მგ-დან 500-მლ-ში 990 მგ-მდე 100 მლ-ში) 10-60 წუთის განმავლობაში;
ეტოპოზიდი 0.14 მგ/მლ-დან 0.25 მგ/მლ-მდე კონცენტრაციით (მაგალითად, 72 მგ-დან 500 მლ-ში 250 მგ-მდე 1 ლ-ში) 30-60 წუთის განმავლობაში;
ცეფტაზიდიმი 250 მგ-დან 2 გ-მდე დოზით, გაზავებული საინექციო წყალში (მაგალითად, 2.5 მლ 250 მგ-ზე ან 10 მლ 2 გ ცეფტაზიდიმზე ), ინტრავენური ბოლუსური ინექციის სახით 5 წუთის განმავლობაში;
ციკლოფოსფამიდი 100 მგ-დან 1 გ-მდე დოზით, განზავებული საინექციო წყალში (5 მლ 100 მგ ციკლოფოსფამიდზე), ინტრავენური ბოლუსური ინექციის სახით 5 წუთის განმავლობაში;
დოქსორუბიცინი 10 მგ-დან 100 მგ-მდე დოზით, განზავებული საინექციო წყალში (5 მლ 10 მგ დოქსორუბიცინზე ), ინტრავენური ბოლუსური ინექციის სახით 5 წუთის განმავლობაში;
დექსამეტაზონი 20 მგ დოზით ნელი ინტრავენური ინექციის სახით 2-5 წუთის განმავლობაში ( 50-100 მლ საინექციო ხსნარში განზავებული 8 მგ ან 16 მგ ონდანსეტრონის ერთდროული შეყვანით), დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში. ვინაიდან ეს პრეპარატები თავსებადია, მათი შეყვანა შესაძლებელია ერთი და იგივე წვეთოვანით, ამასთან ხსნარში დექსამეტაზონის ფოსფატის (ნატრიუმის მარილის სახით) კონცენტრაცია შეადგენს 32 მკგ-დან 2.5 მგ-მდე 1 მლ-ში, ხოლო ონდანსეტრონის 8 მკგ-დან 1 მგ-მდე 1 მლ-ში.
ბავშვები.
პრეპარატი გამოიყენება 6 თვის და უფროსი ასაკის ბავშვებში (ქიმიოთერაპიის დროს) და 1 თვიდან (ოპერაციის შემდგომი გულისრევისა და ღებინების პროფილაქტიკისა და მკურნალობის მიზნით).
დოზის გადაჭარბება.
პრეპარატის დოზის გადაჭარბების შესახებ მონაცემები არასაკმარისია. შემთხვევათა უმეტესობაში სიმპტომები მსგავსია იმ სიმპტომებისა, რომლებიც აღწერილია პაციენტებში, რომლებიც იღებენ რეკომენდებულ დოზებს (იხ. განყოფილება „გვერდითი რეაქციები“).
დოზის გადაჭარბების გამოვლინებებთა შორის იყო ისეთები, როგორიცაა მხედველობის დარღვევები, მძიმე ხარისხის ყაბზობა, არტერიული ჰიპოტენზია, ვაზოვაგალური გამოვლინებები მეორე ხარისხის გარდამავალი ატრიოვენტრიკულური ბლოკადით. ყველა შემთხვევაში ეს გამოვლინებები მთლიანად ქრებოდა.
ონდანსეტრონი ახანგრძლივებს QT ინტერვალს დოზადამოკიდებული ფორმით. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია ეკგ-მონიტორინგის ჩატარება.
არსებობს შეტყობინებები სეროტონინური სინდრომის შემთხვევების შესახებ უმცროსი ასაკის ბავშვებში პერორალურად დოზის გადაჭარბების შემდეგ.
სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს, ამიტომ დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა იქნას გამოყენებული სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია.
ავადმყოფების შემდგომი მართვა უნდა ტარდებოდეს კლინიკურ ჩვენებების მიხედვით ან, შეძლებისდაგვარად, მოწამვლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად.
ონდანსეტრონის დოზის გადაჭარბების სამკურნალოდ იპეკაკუანას გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან მისი მოქმედება არ შეიძლება გამოვლინდეს პრეპარატ უნორმის ანტიემეტური გავლენის მეშვეობით.
ბავშვები: შეტყობინებები სეროტონინული სინდრომის შესახებ დაფიქსირდა ჩვილებსა და 12 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში პერორალური გამოყენების პრეპარატის დოზის შემთხვევითი გადაჭარბების შემდეგ (დოზები აღემატება რეკომენდებულ დონეს 4 მგ/კგ).
გვერდითი რეაქციები.
გვერდითი რეაქციები, ინფორმაცია რომლებზეც მოყვანილია ქვემოთ, კლასიფიცირებულია ორგანოების, სისტემებისა და წარმოქმნის სიხშირის მიხედვით. წარმოქმნის სიხშირის მიხედვით ისინი დაყოფილია შემდეგ კატეგორიებად : ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥ 1/100 და < 1/10), არახშირი (≥ 1/1000 და < 1/100), იშვიათი (≥ 1/10000 და < 1/1000), ძალიან იშვიათი (< 1/10000) და უცნობი (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული წყაროებიდან დამომდინარე). ძალიან ხშირი, ხშირი და არახშირი კლასიფიკაციის გვერდითი რეაქციები ძირითადად განსაზღვრულია კლინიკური კვლევების მონაცემებს საფუძველზე. გათვალისწინებული იყო პლაცებოს ჯგუფის გვერდითი რეაქციების სიხშირე. იშვიათი, ძალიან იშვიათი და უცნობი სიხშირის გვერდითი რეაქციები, როგორც წესი, განისაზღვრებოდა პოსტმარკეტინგული მონაცემების საფუძველზე.
ქვევით მითითებული გვერდითი რეაქციების სიხშირე ფასდებოდა ონდანსეტრონის სტანდარტული რეკომენდებული დოზების გამოყენების საფუძველზე. ბავშვებსა და მოზარდებში გვერდითი რეაქციების პროფილები შედარებადი იყო ზრდასრლებში არსებულ პროფილებთან.
იმუნური სისტემის მხრიდან:
იშვიათი: დაუყოვნებელი ტიპის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები , ზოგჯერ მძიმე, ანაფილაქსიის ჩათვლით .
ნერვული სისტემის მხრიდან:
ძალიან ხშირი: თავის ტკივილი;
არახშირი: კრუნჩხვები, მოძრაობის დარღვევები (მათ შორის ექსტრაპირამიდული რეაქციები, ისეთები, როგორიცაა ოკულოგირული კრიზი, დისტონიური რეაქციები და დისკინეზია მდგრადი კლინიკური შედეგების გარეშე);
იშვიათი: თავბრუსხვევა, ძირითადად პრეპარატის სწრაფი ინტრავენური შეყვანის დროს.
მხედველობის ორგანოების მხრივ:
იშვიათი: მხედველობის ტრანზიტორული დარღვევები (ბინდი (ამღვრევა) თვალებში), ძირითადად ინტრავენური შეყვანის დროს;
ძალიან იშვიათი: ტრანზიტორული სიბრმავე, ძირითადად ინტრავენური გამოყენების დროს ; შემთხვევათა უმრავლესობაში, სიბრმავე ქრება 20 წუთის განმავლობაში. პაციენტების უმრავლესობას ღებულობდა ქიმიოთერაპიული პრეპარატებს, რომლებიც შეიცავდნენ ცისპლატინს. გარდამავალი სიბრმავის ზოგიერთი შემთხვები მოხსენიებული იყო როგორც კორტიკალური წარმოშობის სიბრმავე.
გულის მხრიდან:
არახშირი: არითმია, ტკივილი გულმკერდის არეში (ST სეგმენტის დეპრესიით ან მის გარეშე), ბრადიკარდია; იშვიათი: QT ინტერვალის გახანგრძლივება (მათ შორის პარკუჭების თრთოლვა/ციმციმი ( (torsade de pointes));
უცნობია: მიოკარდიუმის იშემია * (იხ. განყოფილება „ გამოყენების თავისებურებები “).
სისხლძარღვების მხრიდან:
ხშირი: სითბოს ან ალების შეგრძნება;
არახშირი: არტერიული ჰიპოტენზია.
სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრიდან:
არახშირი: სლოკინი.
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრიდან:
ხშირად: ყაბზობა.
ჰეპატობილიარული სისტემის მხრიდან:
არახშირი: ღვიძლის ფუნქციური ტესტების უსიმპტომო მატება.
ეს შემთხვევები შეინიშნება ძირითადად ავადმყოფებში, რომლებიც მკურნალობენ ქიმიოთერაპიული პრეპარატებით, რომლებიც შეიცავენ ცისპლატინს.
კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრიდან:
ძალიან იშვიათი: ტოქსიკური გამონაყარი, მათ შორის ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.
ზოგადი დარღვევები:
ხშირი : ადგილობრივი რეაქციები ინტრავენური შეყვანის ადგილას.
პოსტმარკეტინგული დაკვირვების მონაცემებით აღინიშნა ქვევით მითითებული გვერდითი მოვლენები:
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტკივილი და დისკომფორტი გულმკერდის არეში, ექსტრასისტოლები, ტაქიკარდია, მათ შორის პარკუჭოვანი და სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია, წინაგულების ფიბრილაცია, გულისცემა, სინკოპე, ეკგ ცვლილებები.
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები: ანაფილაქსიური რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპება, ბრონქოსპაზმი, ანაფილაქსიური შოკი, ქავილი, კანისმიერი გამონაყარი, ჭინჭრის ციება.
ნერვული სისტემის მხრივ: სიარულის დარღვევა, ქორეა, მიოკლონუსი , მოუსვენრობა, წვის შეგრძნება, ენის პროტრუზია, დიპლოპია, პარესთეზია.
ზოგადი დარღვევები და ადგილობრივი რეაქციები: სხეულის ტემპერატურის მომატება, ტკივილი, სიწითლე, წვა შეყვანის ადგილას.
სხვა: ჰიპოკალიემია.
- გვერდითი რეაქციების შესახებ ინფორმაცია მიღებულია სამკურნალო საშუალების გამოყენების პოსტრეგისტრაციულ გამოცდილების საფუძველზე, რომელიც მიღებულია სპონტანურ ცნობებიდან და გამოქვეყნებულ ლიტერატურიდან. ვინაიდან ეს შეტყობინებები ამ რეაქციების შესახებ შემოსულია მოსახლეობიდან ნებაყოფლობითი წესით, მათი წარმოქმნის სიხშირის სანდოდ შეფასება შეუძლებელია.
შეტყობინება საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ
სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ შეტყობინება საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ წარმოადგენს მნიშვნელოვან პროცედურას. ეს საშუალებას იძლევა გაგრძელდეს შესაბამისი სამკურნალო საშუალების სარგებლი / რისკის შეფარდების მუდმივი მონიტორინგი. მედიცინის მუშაკებმა აუცილებლად უნდა გააგზავნონ შეტყობინება ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ ეროვნული ფარმაკოზედამხედველობის სისტემის მეშვეობით.
ვარგისობის ვადა: 2 წელი.
შენახვის პირობები.
ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილზე. არ გაყინოთ.
შეუთავსებლობა.
იუნორმი არ უნდა იქნას გამოყენებული ერთ შპრიცში ან საინფუზიო ხსნარში სხვა მედიკამენტებთან ერთად. იუნორმი ინექციის სახით შეიძლება შეეთავსოს მხოლოდ რეკომენდებულ საინფუზიო ხსნარებს (იხილეთ „დოზირება და მიღების წესი“).
პაკეტი.
4 მლ ამპულაში #5 კონტურულ ფიჭისებრ შეფუთვაში; 1 კონტურული ფიჭისებრი შეფუთვა მუყაოს კოლოფში.
გაცემის კატეგორია .
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მწარმოებელი: შპს „იურია-ფარმი“.
მწარმოებლის მდებარეობა.
უკრაინა, 18030, ჩერკასის ოლქი, ქალაქი ჩერკასი, კობზარსკაიას ქუჩა, 108.
ტელ.: +38 (044) 281-01-01.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.