ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ღებინებისა და გულისრევის საწინააღმდეგო საშუალებები

ნაუზექსი

Nauzex

რეცეპტით8მგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

ნაუზექსი ნაჩვენებია ციტოტოქსიკური ქიმიოთერაპიით და სხივური თერაპიით გამოწვეული გულისრევისა და ღებინების სამკურნალოდ. ასევე ნაჩვენებია ოპერაციის შემდგომი გულისრევისა და ღებინების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ონდანსეტრონი (ondansetron)
ფორმა და შეფუთვა
8მგ/4მლ (2მგ/მლ) 4მლ ი.ვ. ნელი საინექციო/საინფუზიო ხსნარი მინის ამპულა №1
მწარმოებელი
Aroma Ilac San.Ltd.Sti., თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ღებინებისა და გულისრევის საწინააღმდეგო საშუალებები, სეროტონინის (5HT3) ანტაგონისტები
ATC კოდი
A04AA01
რეგისტრაციის ნომერი
რ-045236
რეგისტრირებულია
21 აპრილი 2026, მოქმედებს 21 აპრილი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Polifarma Ilac san. Ve Tic. A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „იუნაითედ კომპანი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებანაუზექსი და სხვა წამალი ერთად

ნაუზექსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ნაუზექსი ნაჩვენებია ციტოტოქსიკური ქიმიოთერაპიით და სხივური თერაპიით გამოწვეული გულისრევისა და ღებინების სამკურნალოდ. ასევე ნაჩვენებია ოპერაციის შემდგომი გულისრევისა და ღებინების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.

მიღების წესი და დოზირება

მოზრდილები:

ქიმიოთერაპიით და სხივური თერაპიით გამოწვეული გულისრევა და ღებინება: კიბოს მკურნალობისას ემეტოგენური (ღებინების) პოტენციალი განსხვავდება ქიმიოთერაპიის კომბინაციების დოზებისა და გამოყენებული სხივური თერაპიის რეჟიმების მიხედვით. ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევისა და ღებინების მქონე მოზრდილებში შეიძლება გამოყენებულ იქნას უფრო დაბალი ინტრავენური დოზის რეჟიმი (0.15 მგ/კგ სამჯერ 4-საათიანი ინტერვალებით). თუმცა, 16 მგ-ზე მეტი ერთჯერადი ინტრავენური დოზა არ უნდა იქნას გამოყენებული QT ინტერვალის გახანგრძლივების დოზადამოკიდებული ზრდის რისკის გამო.

ემეტოგენური ქიმიოთერაპია და სხივური თერაპია: პაციენტებში, რომლებიც იტარებენ ემეტოგენურ ქიმიოთერაპიას და სხივურ თერაპიას, ონდანსეტრონის დანიშვნა შესაძლებელია პერორალური ან ინტრავენური ინექციის სახით. დაბალი ინტრავენური დოზის რეჟიმი (0.15 მგ/კგ სამჯერ 4-საათიანი ინტერვალებით) შეიძლება შეყვანილი იქნას ნელი ინტრავენური ინექციის სახით მკურნალობის დაწყებამდე, არანაკლებ 30 წამის განმავლობაში. თუმცა, 16 მგ-ზე მაღალი ერთჯერადი ინტრავენური დოზა არ უნდა დაინიშნოს QT ინტერვალის გახანგრძლივების დოზადამოკიდებული რისკის გამო. პერორალური ონდანსეტრონით მკურნალობა რეკომენდებულია პირველი 24 საათის შემდეგ დაგვიანებული ან გახანგრძლივებული ღებინების თავიდან ასაცილებლად.

ძლიერი ემეტოგენური ქიმიოთერაპია: ძლიერი ემეტოგენური ქიმიოთერაპიის მიმღებ პაციენტებში, უშუალოდ ქიმიოთერაპიის დაწყებამდე შეიძლება გამოყენებულ იქნას ნაუზექსის უფრო დაბალი ინტრავენური დოზირების რეჟიმი (0.15 მგ/კგ სამჯერ 4-საათიანი ინტერვალებით). თუმცა, QT ინტერვალის გახანგრძლივების რისკის გაზრდის გამო, ონდანსეტრონის 16 მგ-ზე მეტი ერთჯერადი ინტრავენური დოზა არ უნდა დაინიშნოს. 8 მგ-ზე მეტი დოზით, ის უნდა გაიხსნას 50-100 მლ ფიზიოლოგიურ ხსნარში ან სხვა თავსებად საინფუზიო სითხეში და შეყვანა უნდა მოხდეს არანაკლებ 15 წუთის განმავლობაში.

ძლიერი ემეტოგენური ქიმიოთერაპიის მართვისთვის, 8 მგ დოზა ნელი ინტრავენური ინექციით (არანაკლებ 30 წამის განმავლობაში) ან ინტრამუსკულარული ინექციით ქიმიოთერაპიის დაწყებამდე უშუალოდ, რასაც მოჰყვება კიდევ ორი ​​8 მგ ინტრავენური დოზა არანაკლებ ოთხსაათიანი ინტერვალით, ან 1 მგ/სთ მუდმივი ინფუზიით 24 საათამდე. დოზირების რეჟიმის შერჩევა უნდა განისაზღვროს ემეტოგენური პოტენციალის (ღებინების და გულისრევის გამოწვევის სიმძიმის) მიხედვით. ძლიერი ემეტოგენური ქიმიოთერაპიის დროს ნაუზექსის ეფექტურობა შეიძლება გაძლიერდეს ქიმიოთერაპიამდე დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატის 20 მგ ერთჯერადი ინტრავენური დოზის დამატებით. პერორალური ონდანსეტრონით მკურნალობა რეკომენდებულია პირველი 24 საათის შემდეგ დაგვიანებული ან გახანგრძლივებული ღებინების საპროფილაქტიკოდ.

ოპერაციის შემდგომი გულისრევა და ღებინება: ოპერაციის შემდგომი გულისრევისა და ღებინების პროფილაქტიკისთვის ონდანსეტრონის მიღება შესაძლებელია პერორალურად, ინტრამუსკულარული ან ნელი ინტრავენური ინექციით. ნაუზექსის რეკომენდებული დოზაა 4 მგ ერთჯერადი დოზა ინტრამუსკულარული ან ნელი ინტრავენური ინექციით, რომელიც შეჰყავთ ანესთეზიის ინდუქციის დროს. ოპერაციის შემდგომი გულისრევისა და ღებინების სამკურნალოდ, შეჰყავთ 4 მგ ერთჯერადი დოზა ინტრამუსკულარული ან ნელი ინტრავენური ინექციით.

განმეორებითი დოზები ყველა ზრდასრულ პაციენტში (ხანდაზმულების ჩათვლით):

ონდანსეტრონის განმეორებითი ინტრავენური დოზების შეყვანა უნდა მოხდეს არანაკლებ 4 საათიანი ინტერვალით.

75 წელზე უმცროსი ასაკის ზრდასრულ პაციენტებში:

ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევისა და ღებინების პროფილაქტიკისთვის მოზრდილებში (75 წელზე უმცროსი ასაკის) შეყვანილი ონდანსეტრონის ერთჯერადი ინტრავენური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 16 მგ-ს (ინფუზია უნდა გაკეთდეს არანაკლებ 15 წუთის განმავლობაში).

შეყვანის წესი

ინტრამუსკულარული ან ინტრავენური გზით. (იხ. აგრეთვე პარაგრაფი: 6.6)

დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული პოპულაციების შესახებ

თირკმლის უკმარისობა

დღიური დოზის, დოზირების სიხშირის ან მიღების წესის შეცვლა საჭირო არ არის.

ღვიძლის უკმარისობა

ონდანსეტრონის კლირენსი მნიშვნელოვნად მცირდება და შრატისმიერი ნახევარგამოყოფის პერიოდი მნიშვნელოვნად ხანგრძლივდება ღვიძლის ფუნქციის საშუალო ან მძიმე დარღვევის მქონე პირებში. ასეთ პაციენტებში დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 8 მგ-ს.

პედიატრიული პოპულაცია

დოზის გამოთვლა შესაძლებელია სხეულის ზედაპირის ფართობის (BSA) ან წონის მიხედვით CINV-ის დროს (ციტოტოქსიური ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევა და ღებინება - 6 თვიდან 17 წლამდე ასაკის ბავშვებში). პედიატრიულ კლინიკურ კვლევებში ონდანსეტრონი შეჰყავდათ ინფუზიის სახით, განზავებული 25-50 მლ ფიზიოლოგიურ ხსნარში ან სხვა თავსებად საინფუზიო სითხეში და შეჰყავდათ ინფუზიის სახითარანაკლებ 15 წუთის განმავლობაში.

დოზირება სხეულის ზედაპირის ფართობის (BSA) მიხედვით:

ონდანსეტრონის შეყვანა ხდება უშუალოდ ქიმიოთერაპიის დაწყებამდე, ერთჯერადი ინტრავენური დოზით 5 მგ/მ2. ერთჯერადი ინტრავენური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 8 მგ-ს. პერორალური დოზირება შეიძლება დაიწყოს თორმეტი საათის შემდეგ და გაგრძელდეს 5 დღემდე. იხილეთ ცხრილი 1 ქვემოთ. დოზამ არ უნდა გადააჭარბოს მოზრდილებისთვის განკუთვნილ დოზებს.

ცხრილი 1. BSA-ზე დაფუძნებული დოზირება CINV-სთვის - (6 თვიდან 17 წლამდე ასაკის)

BSA

დღე 1

დღე 2-6

<0.6 მ2

5 მგ/მ2 ი.ვ. პლუს 2 მგ სიროფი 12 საათის შემდეგ

2 მგ სიროფი ყოველ 12 საათში

≥ 0.6 მ2-დან ≤ 1.2 მ2-მდე

5 მგ/მ2 ი.ვ. პლუს 4 მგ სიროფი ან ტაბლეტი 12 საათის შემდეგ

4 მგ სიროფი ან ტაბლეტი ყოველ 12 საათში

>1.2 მ2

5 მგ/მ2 ი.ვ. პლუს 8 მგ სიროფი ან ტაბლეტი 12 საათის შემდეგ

8 მგ სიროფი ან ტაბლეტი ყოველ 12 საათში

დოზირება სხეულის წონის მიხედვით

ონდანსეტრონის შეყვანა უნდა მოხდეს უშუალოდ ქიმიოთერაპიის დაწყებამდე, ერთჯერადი ინტრავენური დოზით 0.15 მგ/კგ. ერთჯერადი ინტრავენური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 8 მგ-ს. შესაძლებელია კიდევ ორი ​​ინტრავენური დოზის მიღება 4-საათიანი ინტერვალებით. პერორალური დოზირება შეიძლება დაიწყოს თორმეტი საათის შემდეგ და გაგრძელდეს 5 დღემდე. იხ. ცხრილი 2 ქვემოთ. დოზამ არ უნდა გადააჭარბოს მოზრდილებისთვის განკუთვნილ დოზებს.

ცხრილი 2. წონაზე დაფუძნებული დოზირება CINV-სთვის - (6 თვიდან 17 წლამდე ასაკის)

სხეულის წონა

დღე 1

დღე 2-6

≤ 10 კგ

  • 15 მგ/კგ 3 დოზამდე, 4-საათიანი ინტერვალებით.

2 მგ სიროფი ყოველ 12 საათში

> 10 კგ

  • 15 მგ/კგ 3 დოზამდე, 4-საათიანი ინტერვალებით.

4 მგ სიროფი ან ტაბლეტი ყოველ 12 საათში

ოპერაციის შემდგომი გულისრევა და ღებინება (1 თვიდან 17 წლამდე ასაკის)

არ არსებობს მონაცემები ნაუზექსის გამოყენების შესახებ 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ოპერაციის შემდგომი გულისრევისა და ღებინების სამკურნალოდ.

ზოგადი ანესთეზიით ქირურგიული ოპერაციის ჩატარების შემდეგ პედიატრიულ პაციენტებში ოპერაციის შემდგომი გულისრევისა და ღებინების პროფილაქტიკისთვის, ონდანსეტრონის ერთჯერადი დოზა შეიძლება შეყვანილ იქნას ნელი ინტრავენური ინექციით (არანაკლებ 30 წამის განმავლობაში) 0.1 მგ/კგ დოზით, მაქსიმუმ 4 მგ-მდე, ანესთეზიის ინდუქციამდე, ინდუქციის დროს ან მის შემდეგ.

გერიატრიული პოპულაცია:

ემეტოგენური ქიმიოთერაპია და სხივური თერაპია:

განზავების მომზადება და შეყვანა 65 წელზე უფროსი ასაკის ხანდაზმულ პაციენტებში:

ყველა ინტრავენური დოზა უნდა განზავდეს 50-100 მლ ფიზიოლოგიურ ხსნარში ან სხვა თავსებად საინფუზიო სითხეში და შეყვანა უნდა მოხდეს 15 წუთის განმავლობაში.

75 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში:

ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევისა და ღებინების პროფილაქტიკისთვის შეყვანილი ონდანსეტრონის ერთჯერადი ინტრავენური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 8 მგ-ს (ინფუზია შეიყვანება 15 წუთის განმავლობაში).

ოპერაციის შემდგომი გულისრევა და ღებინება:

ხანდაზმულებში ოპერაციის შემდგომი გულისრევისა და ღებინების პროფილაქტიკისა და მკურნალობის მიზნით ონდანსეტრონის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია.

სხვა:

პაციენტები სპარტეინის/დებრიზოქინის შესუსტებული მეტაბოლიზმით: ონდანსეტრონის ნახევარგამოყოფის პერიოდი არ იცვლება იმ სუბიექტებში, რომლებიც კლასიფიცირდებიან, როგორც სპარტეინის და დებრიზოქინის შესუსტებული მეტაბოლიზატორები. შესაბამისად, ასეთ პაციენტებში განმეორებითი დოზირებისას პრეპარატის ექსპოზიციის დონე არ განსხვავდება ზოგადი პოპულაციისგან. დღიური დოზის ან დოზირების სიხშირის შეცვლა საჭირო არ არის.

უკუჩვენებები

თუ

გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) ონდანსეტრონის ან ნაუზექსის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ.

იღებთ აპომორფინის ჰიდროქლორიდის შემცველ პრეპარატს (გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ).

გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე ნაუზექსის გამოყენებისას შემდეგ შემთხვევებში

თუ:

გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) სხვა სელექციური 5-HT3 რეცეპტორების ანტაგონისტების (გულისრევისა და ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფი), როგორიცაა გრანისეტრონი.

გაქვთ ნაწლავების ბლოკირების ან მწვავე ყაბზობის ჩივილები.

გაქვთ ღვიძლის პრობლემები.

გაქვთ არარეგულარული გულისცემა (არითმიები) ან გულის უკმარისობა (ქოშინი და კოჭების შეშუპება).

გაქვთ გულის შეგუბებითი უკმარისობა (მარჯვენა და მარცხენა გულის უკმარისობის კომბინაცია).

გაქვთ შენელებული გულისცემა (ბრადიარითმია).

გაქვთ თანდაყოლილი გახანგრძლივებული QT სინდრომი, რომელიც გენეტიკური დაავადებაა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს უეცარი სიკვდილი.

იღებთ სხვა პრეპარატებს, რომლებიც ზრდიან ჰორმონ სეროტონინის დონეს.

გაკეთებული გაქვთ ნუშურა ჯირკვლების ან ცხვირის ქსოვილების ოპერაცია.

გაქვთ დარღვევები ელექტროლიტების ანალიზში, როგორიცაა ნატრიუმის, კალიუმის, მაგნიუმის შემცველობა სისხლში.

ცოტა ხნის წინ ჩაგიტარდათ ნუშურა ჯირკვლების და/ან ცხვირის ოპერაცია.

ნუშურა ჯირკვლების ან ცხვირის ქსოვილების ოპერაციის შემდეგ ნაუზექსის გამოყენებამ შეიძლება შენიღბოს ფარული სისხლდენა. ასეთ შემთხვევაში, თქვემი ექიმი ყურადღებით დაგაკვირდებათ.

სეროტონერგულ პრეპარატებთან ერთად გამოყენების შემდეგ, რომლებიც ზრდიან ორგანიზმში სეროტონინის შემცველ ნივთიერებას, შეიძლება განვითარდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა: მოუსვენრობა, დაბნეულობა, ოფლიანობა, რეფლექსების მომატება, კუნთების სპაზმი, კანკალი, გულისცემის გახშირება. თუ ნაუზექსი გამოიყენება ამ პრეპარატებთან ერთად, თქვემი ექიმი ყურადღებით დაგაკვირდებათ.

18 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც ნაუზექსს იღებენ ქიმიოთერაპიულ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც აზიანებენ ღვიძლს, იქნებიან საგულდაგულო დაკვირვების ქვეშ ღვიძლის ფუნქციის დარღვევის გამოსავლენად.

გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, თუ აღნიშნული გაფრთხილებები გეხებოდათ წარსულში ნებისმიერ დროს.

ნაუზექსის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.

სიფრთხილის ზომები

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები გამოვლინდა პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ ჰიპერმგრძნობელობა სხვა სელექციური 5HT3 რეცეპტორების ანტაგონისტების მიმართ. რესპირატორული მოვლენების მკურნალობა სიმპტომურად უნდა მოხდეს და კლინიცისტებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ მათ, როგორც ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების წინამორბედებს.

ონდანსეტრონი დოზადამოკიდებული გზით ახანგრძლივებს QT ინტერვალს (იხ. პარაგრაფი 5.1). გარდა ამისა, ონდანსეტრონის მიმღებ პაციენტებში პოსტმარკეტინგული კვლევების დროს დაფიქსირდა Torsade de Pointes-ის შემთხვევები. ონდანსეტრონი არ უნდა დაინიშნოს თანდაყოლილი გახანგრძლივებული QT სინდრომის მქონე პაციენტებში. ონდანსეტრონი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ან შეიძლება განუვითარდეთ QT ინტერვალის გახანგრძლივება, მათ შორის პაციენტებში ელექტროლიტური დარღვევებით, გულის შეგუბებითი უკმარისობით, ბრადიარითმიებით ან პაციენტებში, რომლებიც იღებენ სხვა სამკურნალო პრეპარატებს, რომლებიც იწვევენ QT ინტერვალის გახანგრძლივებას ან ელექტროლიტურ დარღვევებს.

ონდანსეტრონით ნამკურნალებ პაციენტებში დაფიქსირდა მიოკარდიუმის იშემიის შემთხვევები. ზოგიერთ პაციენტში, განსაკუთრებით ინტრავენური შეყვანის შემთხვევაში, სიმპტომები გამოვლინდა ონდანსეტრონის მიღებისთანავე. პაციენტები უნდა იყვნენ გაფრთხილებულნი მიოკარდიუმის იშემიის ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ.

ჰიპოკალიემია და ჰიპომაგნიემია უნდა დაკორექტირდეს ონდანსეტრონის მიღებამდე.

არსებობს პოსტმარკეტინგული ცნობები, რომლებშიც აღწერილია სეროტონინის სინდრომის მქონე პაციენტები (მათ შორის შეცვლილი ფსიქიკური მდგომარეობა, ავტონომიური ნერვული სისტემის არასტაბილურობა და ნერვ-კუნთოვანი დარღვევები) ონდანსეტრონისა და სხვა სეროტონერგული პრეპარატების (მათ შორის სეროტონინის სელექციული უკუმიტაცების ინჰიბიტორების (სუსი) და სეროტონინ-ნორადრენალინის უკუმიტაცების ინჰიბიტორების (სნუი)) ერთდროული გამოყენების შემდეგ. თუ ონდანსეტრონითა და სხვა სეროტონერგული პრეპარატებით ერთდროული მკურნალობა კლინიკურად გამართლებულია, რეკომენდებულია პაციენტზე შესაბამისი დაკვირვება.

რადგან ონდანსეტრონი ცნობილია, რომ ახანგრძლივებს მსხვილი ნაწლავის მოძრაობის დროს, პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ ნაწლავის ქვემწვავე ობსტრუქციის ნიშნები, უნდა იყვნენ დაკვირვების ქვეშ პრეპარატის შეყვანის შემდეგ.

ადენოტონზილარული ოპერაციის შემდეგ, ონდანსეტრონით გულისრევისა და ღებინების პრევენციამ პაციენტებში შეიძლება შენიღბოს ფარული სისხლდენა. ამიტომ, ონდანსეტრონის შეყვანის შემდეგ ასეთ პაციენტებზე საჭიროა საგულდაგულო დაკვირვება.

პედიატრიული პოპულაცია

ჰეპატოტოქსიკური ქიმიოთერაპიის მიმღებ პედიატრიულ პაციენტებში, ონდანსეტრონის გამოყენებისას საჭიროა ჰეპარინის ფუნქციების მკაცრი მონიტორინგი.

ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევა და ღებინება

დოზის მგ/კგ-ზე გაანგარიშებისას და 4-საათიანი ინტერვალებით სამი დოზის შეყვანისას, დღიური დოზა უფრო მაღალი იქნება, ვიდრე 5 მგ/მ2 ერთჯერადი დოზის შეყვანისას, რასაც მოჰყვება პერორალური დოზა. ამ ორი განსხვავებული დოზირების რეჟიმის შედარებითი ეფექტურობა კლინიკურ კვლევებში არ არის შესწავლილი. ჯვარედინი კვლევების შედარება ორივე რეჟიმის მსგავს ეფექტურობას აჩვენებს - იხ. პარაგრაფი 5.1.

ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს 23 მგ-ზე ნაკლებ ნატრიუმს თითო დოზაში (4 მლ); სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის არ შეიცავს ნატრიუმს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

არ არსებობს მტკიცებულება, რომ ონდანსეტრონი იწვევს ან თრგუნავს სხვა პრეპარატების მეტაბოლიზმს, რომლებიც ხშირად გამოიყენება მასთან ერთად. კონკრეტულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ურთიერთქმედება არ ვლინდება ონდანსეტრონის ალკოჰოლთან, ტემაზეპანთან, ფუროსემიდთან, ტრამადოლთან, ალფენტანილთან, მორფინთან, ლიდოკაინთან, პროპოფოლთან ან თიოპენტალთან ერთად მიღებისას.

ნაუზექსის და QT ინტერვალის გამახანგრძლივებელი პრეპარატების ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს QT ინტერვალის დამატებითი გახანგრძლივება. ნაუზექსის კარდიოტოქსიკურ პრეპარატებთან (მაგ. ანტრაციკლინები, როგორიცაა დოქსორუბიცინი, დაუნორუბიცინი ან ტრასტუზიმაბი), ანტიბიოტიკებთან (მაგალითად, ერითრომიცინი), სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებთან (მაგალითად, კეტაკონაზოლი), ანტიარითმულ საშუალებებთან (მაგალითად, ამიოდარონი) და ბეტა-ბლოკატორებთან (მაგალითად, ატენოლოლი ან ტიმოლოლი) ერთად გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს არითმიების რისკი (იხ. პარაგრაფი 4.4).

სეროტონერგული პრეპარატები (მაგ., სუსი-ები და სნუი-ები)

არსებობს პოსტმარკეტინგული ცნობები, რომლებშიც აღწერილია პაციენტები სეროტონინის სინდრომით (მათ შორის შეცვლილი ფსიქიკური მდგომარეობა, ავტონომიური არასტაბილურობა და ნერვ-კუნთოვანი დარღვევები) ონდანსეტრონის და სხვა სეროტონერგული პრეპარატების (მათ შორის სუსი-ები და სნუი-ები) ერთად გამოყენების შემდეგ. (იხ. პარაგრაფი 4.4)

აპომორფინი

ონდანსეტრონის და აპომორფინის ჰიდროქლორიდის ერთად მიღებისას ღრმა ჰიპოტენზიისა და გონების დაკარგვის შესახებ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, აპომორფინის და ონდანსეტრონის ერთად გამოყენება უკუნაჩვენებია.

ფენიტოინი, კარბამაზეპინი და რიფამპიცინი

CYP3A4-ის ძლიერი ინდუქტორებით (მაგ. ფენიტოინი, კარბამაზეპინი და რიფამპიცინი) ნამკურნალებ პაციენტებში ონდანსეტრონის პერორალური კლირენსი გაიზარდა, ხოლო ონდანსეტრონის კონცენტრაცია სისხლში შემცირდა.

ტრამადოლი

მცირე კვლევებიდან მიღებული მონაცემები მიუთითებს, რომ ონდანსეტრონმა შეიძლება შეამციროს ტრამადოლის ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი.

დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული პოპულაციების შესახებ:

არ მოიპოვება.

პედიატრიული პოპულაცია:

არ მოიპოვება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში არ გამოიყენოთ ნაუზექსი. ნაუზექსმა შეიძლება ოდნავ გაზარდოს ბავშვის დაბადებისას ტუჩის ნაპრალის და/ან სასის ნაპრალის განვითარების რისკი (ზედა ტუჩისა და/ან პირის ღრუს ზედა ნაწილის გახსნა ან გაყოფა). თუ უკვე ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ნაუზექსის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ ხართ რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალი, შეიძლება გირჩიონ ეფექტური კონტრაცეფციის გამოყენება.

თუ მკურნალობის დროს აღმოაჩენთ, რომ ხართ ორსულად, დაუყოვნებლივ გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ძუძუთი კვება

ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ნაუზექსის გამოყენებისას არ უნდა კვებოთ ბავშვი ძუძუთი. უცნობია, გამოიყოფა თუ არა ნაუზექსი დედის რძეში.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების გამოყენება

ეფექტი არ არის მოსალოდნელი.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ნაუზექსის შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

თითოეული დოზა (4 მლ) შეიცავს 23 მგ-ზე ნაკლებ ნატრიუმს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის არ შეიცავს ნატრიუმს.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად მიღება

აცნობეთ თქვენს ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს, ბოლო დროს იღებდით ან აპირებთ მათ მიღებას. ნაუზექსმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოგიერთი მედიკამენტის მოქმედებაზე. გარდა ამისა, ზოგიერთმა სხვა პრეპარატმა შეიძლება გავლენა იქონიოს ნაუზექსის მოქმედებაზე.

აცნობეთ თქვენს ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს, განსაკუთრებით თუ იღებთ რომელიმე შემდეგ მედიკამენტს:

თუ იღებთ აპომორფინს, რომელიც გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ, არ გამოიყენოთ ნაუზექსი. ამ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს გონების დაკარგვა და არტერიული წნევის დაწევა.

კარბამაზეპინი ან ფენიტოინი, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ,

რიფამპიცინი, რომელიც გამოიყენება ისეთი ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა ტუბერკულოზი,

სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა ერითრომიცინი ან კეტოკონაზოლი,

ანტიარითმული პრეპარატები, რომლითაც მკურნალობენ არარეგულარულ გულისცემას,

ბეტა-ბლოკატორები, პრეპარატები როგორიცაა ბისოპროლოლი, კარვედილოლი, მეტოპროლოლი, ნებივოლოლი, პინდოლოლი და ტიმოლოლი, რომლებიც გამოიყენება გულისა და თვალის გარკვეული პრობლემების, შფოთვის სამკურნალოდ და შაკიკის პრევენციისთვის,

ტრამადოლი, ტკივილგამაყუჩებელი,

გულზე მოქმედი მედიკამენტები (მაგალითად, ჰალოპერიდოლი ან მეტადონი),

კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატები (განსაკუთრებით ანტრაციკლინები და ტრასტუზუმაბი),

სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (სუსი), რომლებიც გამოიყენება დეპრესიის და/ან შფოთვის სამკურნალოდ, მათ შორის ფლუოქსეტინი, პაროქსეტინი, სერტრალინი, ფლუვოქსამინი, ციტალოპრამი, ესციტალოპრამი,

სეროტონინ-ნორადრენალინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები (სნუი), რომლებიც გამოიყენება დეპრესიის და/ან შფოთვის სამკურნალოდ, მათ შორის ვენლაფაქსინი, დულოქსეტინი.

თუ არ ხართ დარწმუნებული, გეხებათ თუ არა ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე მდგომარეობა, ნაუზექსის გამოყენების დაწყებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს.

თუ იღებთ ან ბოლო პერიოდში იღებდით რეცეპტით გამოსაწერ ან ურეცეპტო პრეპარატებს, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • როგორ უნდა გამოიყენოთ ნაუზექსი

სათანადო გამოყენებისა და დოზის/მიღების სიხშირის ინსტრუქციები:

თქვენი ექიმი განსაზღვრავს პრეპარატის დოზას თქვენი დაავადების მიხედვით და გაგინიშნავთ.

მოზრდილებში:

განმეორებითი დოზები ყველა ზრდასრულ პაციენტში (ხანდაზმულების ჩათვლით):

ონდანსეტრონის განმეორებითი ინტრავენური დოზების შეყვანა უნდა მოხდეს არანაკლებ 4 საათიანი ინტერვალით.

75 წელზე უმცროსი ასაკის ზრდასრულ პაციენტებში:

ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევისა და ღებინების პროფილაქტიკისთვის მოზრდილებში (75 წელზე უმცროსი ასაკის) შეყვანილი ონდანსეტრონის ერთჯერადი ინტრავენური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 16 მგ-ს (ინფუზია უნდა გაკეთდეს არანაკლებ 15 წუთის განმავლობაში).

მიღების წესი და მეთოდი:

ინტრამუსკულარული ან ინტრავენური შეყვანა.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

გამოყენება ბავშვებში:

ღებინება ქიმიოთერაპიის და სხივური თერაპიის შემდეგ (6 თვიდან 17 წლამდე):

თქვენი ექიმი განსაზღვრავს დოზას დაავადების მიხედვით და დაუნიშნავს მას თქვენს შვილს.

ოპერაციის შემდგომი გულისრევა და ღებინება

თქვენი ექიმი განსაზღვრავს დოზას დაავადების მიხედვით და დაუნიშნავს მას თქვენს შვილს.

ხანდაზმულებში:

განზავების მომზადება და შეყვანა 65 წელზე უფროსი ასაკის ხანდაზმულ პაციენტებში:

ყველა ინტრავენური დოზა უნდა განზავდეს 50-დან 100 მლ-მდე ფიზიოლოგიურ ხსნარში ან სხვა თავსებად საინფუზიო სითხეში და ინფუზია უნდა გაკეთდეს მინიმუმ 15 წუთის განმავლობაში.

75 წელზე უფროსი ასაკის ხანდაზმულ პაციენტებში:

ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევისა და ღებინების პროფილაქტიკისთვის შეყვანილი ონდანსეტრონის ერთჯერადი ინტრავენური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 8 მგ-ს (ინფუზია უნდა გაკეთდეს არანაკლებ 15 წუთის განმავლობაში).

გამოყენების განსაკუთრებული შემთხვევები:

ღვიძლის უკმარისობა

თირკმლის უკმარისობის დროს ნაუზექსის მიღების სიხშირისა და შეყვანის წესის შეცვლა საჭირო არ არის.

თირკმლის უკმარისობა

ნაუზექსის საერთო დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 8 მგ-ს ღვიძლის საშუალო ან მძიმე დისფუნქციის მქონე პაციენტებში.

თუ გრძნობთ, რომ ნაუზექსის მოქმედება ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მიიღეთ ნაუზექსის საჭიროზე მეტი დოზა:

თუ მიიღეთ ნაუზექსის საჭიროზე მეტი დოზა, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გამოტოვეთ ნაუზექსის დოზა:

გვერდითი მოვლენები

როგორ ინახება ნაუზექსი

რას წარმოადგენს ნაუზექსი და რისთვის გამოიყენება

ნაუზექსი შეიცავს მოქმედ ნივთიერება ონდანსეტრონს. ის წარმოდგენილია ერთამპულიან შეფუთვაში, რომელიც შეიცავს სუფთა, უფერო, სტერილურ საინექციო ან საინექციო ან საინფუზიო ხსნარს.

ნაუზექსი მიეკუთვნება ღებისნების საწინააღმდეგო (ანტიემეტური) პრეპარატების ჯგუფს. ზოგიერთმა მედიკამენტურმა თერაპიამ (მაგ., კიბოს სამკურნალო საშუალებებმა) შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა და ღებინება. ნაუზექსი ხელს უშლის გულისრევის შეგრძნებას ან ღებინებას. ნაუზექსი გამოიყენება კიბოს საწინააღმდეგო ქიმიოთერაპიის ან სხივური თერაპიის შედეგად გამოწვეული გულისრევისა და ღებინების პრევენციისთვის. ის ასევე გამოიყენება ოპერაციის შემდგომი გულისრევისა და ღებინების პრევენციისთვის.

თქვენი ექიმი შეგირჩევთ ამ პრეპარატს თქვენი მდგომარეობის მიხედვით.

ნაუზექსი დაგენიშნებათ გულისრევისა და ღებინების პრევენციისთვის

რა უნდა იცოდეთ ნაუზექსის გამოყენებამდე

ჭარბი დოზა

სიმპტომები და ნიშნები

ონდანსეტრონით დოზის გადაჭარბების შესახებ არსებობს შეზღუდული გამოცდილება. შემთხვევათა უმრავლესობაში, სიმპტომები მსგავსი იყო იმ შემთხვევებისა, როდესაც პაციენტები იღებდნენ რეკომენდებულ დოზებს (იხ. პარაგრაფი 4.8). დაფიქსირებული გამოვლინებები მოიცავს მხედველობის დარღვევებს, მძიმე ყაბზობას, ჰიპოტენზიას და ვაზოვაგალურ ეპიზოდს გარდამავალი მეორე ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადით.

ონდანსეტრონი დოზადამოკიდებული გზით ახანგრძლივებს QT ინტერვალს. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია ეკგ მონიტორინგი.

პერორალური დოზის გადაჭარბების შემდეგ მცირეწლოვან ბავშვებში დაფიქსირებულია სეროტონინის სინდრომთან თავსებადი შემთხვევები.

მკურნალობა

ონდანსეტრონისთვის არ არსებობს სპეციფიკური ანტიდოტი. ამიტომ, დოზის გადაჭარბების ეჭვის შემთხვევაში, სიმპტომური და დამხმარე თერაპია უნდა დაინიშნოს საჭიროებისამებრ. დამატებითი მკურნალობა უნდა ჩატარდეს ეროვნული ტოქსიკოლოგიური ცენტრის მოთხოვნის შესაბამისად, თუ ეს აუცილებელია ან კლინიკურ სიტუაციაში არსებობს.

ონდანსეტრონის დოზის გადაჭარბების სამკურნალოდ იპეკაკუანას გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან პაციენტები ნაკლებად რეაგირებენ თავად ონდანსეტრონის ღებინების საწინააღმდეგო მოქმედების გამო.

პედიატრიული პოპულაცია

ონდანსეტრონის პერორალური დოზის შემთხვევითი გადაჭარბების შემდეგ (4 მგ/კგ-ზე მეტი სავარაუდო დოზა) 12 თვიდან 2 წლამდე ასაკის ჩვილებსა და ბავშვებში აღინიშნა სეროტონინის სინდრომის შესაბამისი პედიატრიული შემთხვევები.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება:

თითოეული ამპულა (4 მლ)

ონდანსეტრონი ……….. 8 მგ (10 მგ ონდანსეტრონის ჰიდროქლორიდის დიჰიდრატის სახით)

დამხმარე ნივთიერებები:

ტრინატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი…………………………………………1 მგ

ნატრიუმის ქლორიდი……………………………….…………………………….36 მგ

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამოანათვალი იხ. 6.1 პარაგრაფში.

  • წამლის ფორმა

საინექციო/საინფუზიო ხსნარი

თითოეული ამპულა შეიცავს სუფთა, უფერო და სტერილურ საინექციო ან საინფუზიო ხსნარს.

  • კლინიკური მახასიათებლები

ფარმაკოლოგიური თვისებები

ღებინების საწინააღმდეგო და გულისრევის საწინააღმდეგო საშუალებები, სეროტონინის (5HT3) ანტაგონისტები

ათქ კოდი: A04AA01

ონდანსეტრონი არის ძლიერი, მაღალსელექციური 5HT3 რეცეპტორების ანტაგონისტი. გულისრევისა და ღებინების კონტროლისას მისი მოქმედების ზუსტი მექანიზმი უცნობია.

ქიმიოთერაპიულმა საშუალებებმა და სხივურმა თერაპიამ შეიძლება გამოიწვიოს 5HT-ის გამოთავისუფლება წვრილ ნაწლავში, რაც იწვევს ღებინების რეფლექსს ვაგალური აფერენტების გააქტიურებით 5HT3 რეცეპტორების მეშვეობით. ონდანსეტრონი ბლოკავს ამ რეფლექსის დაწყებას.

ვაგალური აფერენტების აქტივაციამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს 5HT-ის გამოთავისუფლება მეოთხე პარკუჭის ფსკერზე მდებარე პოსტრემის მიდამოში (area postrema) და რამაც, ასევე შეიძლება გამოიწვიოს ღებინება ცენტრალური მექანიზმის მეშვეობით. ამრიგად, ონდანსეტრონის გავლენა ციტოტოქსიკური ქიმიოთერაპიით და სხივური თერაპიით გამოწვეული გულისრევისა და ღებინების მართვაში, სავარაუდოდ, განპირობებულია 5HT3 რეცეპტორების ანტაგონიზმით როგორც პერიფერიულ, ასევე ცენტრალურ ნერვულ სისტემაში განლაგებულ ნეირონებზე.

ოპერაციის შემდგომი გულისრევისა და ღებინების მოქმედების მექანიზმები ბოლომდე ცნობილი არ არის, თუმცა შესაძლოა არსებობდეს ციტოტოქსიკური თერაპიით გამოწვეული გულისრევისა და ღებინების საერთო მექანიზმები.

ონდანსეტრონი არ ცვლის პროლაქტინის კონცენტრაციას პლაზმაში.

ონდანსეტრონის როლი ოპიატებით გამოწვეულ ღებინებაში ჯერ კიდევ არ არის დადგენილი.

QT ინტერვალის გახანგრძლივება

ონდანსეტრონის ზეგავლენა QTc ინტერვალზე შეფასდა ორმაგ ბრმა, რანდომიზებულ, პლაცებოთი და დადებითად (მოქსიფლოქსაცინი) კონტროლირებად, ჯვარედინ კვლევაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 58 ჯანმრთელმა ზრდასრულმა მამაკაცმა და ქალმა. ონდანსეტრონის დოზები მოიცავდა 8 მგ და 32 მგ ინტრავენურად შეყვანილ დოზებს 15 წუთის განმავლობაში. ყველაზე მაღალი ტესტირებული დოზის (32 მგ) დროს, QTcF-ის მაქსიმალური საშუალო (90% ნი ზედა ზღვარი) სხვაობა პლაცებოსთან შედარებით საწყისი დონის კორექციის შემდეგ იყო 19.6 (21.5) მილიწამი. ყველაზე დაბალი ტესტირებული დოზის (8 მგ) დროს, QTcF-ის მაქსიმალური საშუალო (90% ნი ზედა ზღვარი) სხვაობა პლაცებოსთან შედარებით საწყისი დონის კორექციის შემდეგ იყო 5.8 (7.8) მილიწამი. ამ კვლევაში არ დაფიქსირებულა 480 მილიწამზე მეტი QTcF-ის გაზომვები და არც QTcF-ის გახანგრძლივება იყო 60 მილიწამზე მეტი.

კლინიკური კვლევები

ბავშვები და მოზარდები (1 თვიდან 17 წლამდე)

CINV (ქიმიოთერაპიასთან დაკავშირებული გულისრევა და ღებინება)

ონდანსეტრონის ეფექტურობა კიბოს ქიმიოთერაპიის შედეგად გამოწვეული ღებინების და გულისრევის კონტროლში შეფასდა ორმაგ ბრმა, რანდომიზებულ კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა 1-დან 18 წლამდე ასაკის 415 პაციენტი (S3AB3006). ქიმიოთერაპიის დღეებში პაციენტები იღებდნენ ან 5 მგ/მ2 ონდანსეტრონს ინტრავენურად + 8-12 საათის შემდეგ 4 მგ ონდანსეტრონს პერორალურად ან 0.45 მგ/კგ ონდანსეტრონს ინტრავენურად + 8-12 საათის შემდეგ პლაცებოს პერორალურად. ქიმიოთერაპიის შემდეგ ორივე ჯგუფმა მიიღო 4 მგ ონდანსეტრონის სიროფი დღეში ორჯერ 3 დღის განმავლობაში. ქიმიოთერაპიის ყველაზე ცუდ დღეს ღებინების სრული კონტროლი იყო 49% (5 მგ/მ2 ინტრავენურად + 4 მგ ონდანსეტრონი პერორალურად) და 41% (0.45 მგ/კგ ინტრავენურად + პლაცებო პერორალურად). ქიმიოთერაპიის შემდეგ ორივე ჯგუფმა მიიღო 4 მგ ონდანსეტრონის სიროფი დღეში ორჯერ 3 დღის განმავლობაში. ორ სამკურნალო ჯგუფს შორის არ იყო განსხვავება გვერდითი მოვლენების საერთო სიხშირის ან ბუნების მხრივ.

ორმაგ ბრმა, რანდომიზებულ, პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში (S3AB4003), რომელშიც მონაწილეობდა 1-დან 17 წლამდე ასაკის 438 პაციენტი, გამოვლინდა ღებინების სრული კონტროლი ქიმიოთერაპიის ყველაზე ცუდ დღეს:

პაციენტების 73%-ში, როდესაც ინტრავენურად 5 მგ/მ2 ონდანსეტრონი შეიყვანეს ინტრავენურად 2-4 მგ პერორალურ დექსამეტაზონთან ერთად.

პაციენტების 71%-ში, როდესაც ონდანსეტრონის მიღება მოხდა სიროფის სახით 8 მგ დოზით + 2-4 მგ დექსამეტაზონი პერორალურად ქიმიოთერაპიის დღეებში.

ქიმიოთერაპიის შემდეგ ორივე ჯგუფმა მიიღო 4 მგ ონდანსეტრონის სიროფი დღეში ორჯერ, 2 დღის განმავლობაში. ორ სამკურნალო ჯგუფს შორის არ იყო განსხვავება გვერდითი მოვლენების საერთო სიხშირის ან ბუნების მხრივ.

6-დან 48 თვემდე ასაკის 75 ბავშვში ონდანსეტრონის ეფექტურობა გამოკვლეული იქნა ღია-ეტიკეტური, არაშედარებითი, ერთჯგუფიანი კვლევის ფარგლებში (S3A40320). ყველა ბავშვმა მიიღო ინტრავენური ონდანსეტრონის სამი 0.15 მგ/კგ დოზა, რომლის შეყვანაც მოხდა ქიმიოთერაპიის დაწყებამდე 30 წუთით ადრე და შემდეგ პირველი დოზის მიღებიდან ოთხი და რვა საათის შემდეგ. ღებინების სრული კონტროლი მიღწეული იქნა პაციენტების 56%-ში.

კიდევ ერთმა ღია-ეტიკეტურმა, არაოპერაციულმა, ერთჯგუფიანმა კვლევამ გამოიკვლია ონდანსეტრონის 0.15 მგ/კგ ერთი ინტრავენური დოზის ეფექტურობა, რასაც მოჰყვა ონდანსეტრონის ორი 4 მგ-იანი დოზა 12 წლამდე ასაკის ბავშვებში და 8 მგ 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში (ბავშვთა საერთო რაოდენობა n = 28). ღებინების სრული კონტროლი მიღწეულ იქნა პაციენტების 42%-ში.

ოპერაციის შემდგომი გულისრევა და ღებინება

ონდანსეტრონის ერთჯერადი დოზის ეფექტურობა ოპერაციის შემდგომი გულისრევისა და ღებინების პრევენციის თვალსაზრისით შესწავლილ იქნა რანდომიზებულ, ორმაგ ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა 1-დან 24 თვემდე ასაკის 670 ბავშვი (პოსტკონცეპტუალური ასაკი ≥ 44 კვირა, წონა ≥ 3 კგ). კვლევაში მონაწილე სუბიექტებს დაგეგმილი ჰქონდათ ეფექტური ქირურგიული ჩარევა ზოგადი ანესთეზიით და მათი ASA-ის სტატუსი ≤ III იყო. ონდანსეტრონის ერთჯერადი 0.1 მგ/კგ დოზის შეყვანა მოხდა ანესთეზიის ინდუქციიდან ხუთი წუთის განმავლობაში. იმ სუბიექტების წილი, რომლებსაც 24-საათიანი შეფასების პერიოდში (ITT) განუვითარდათ ღებინების ერთი ეპიზოდი მაინც, უფრო მაღალი იყო პლაცებოს მიმღებ პაციენტებში, ვიდრე ონდანსეტრონის მიმღებ პაციენტებში (28% 11%-ის წინააღმდეგ, p <0.0001).

ოთხი ორმაგი ბრმა, პლაცებო-კონტროლირებადი კვლევა ჩატარდა 1469 მამრობითი და მდედრობითი პაციენტის (2-დან 12 წლამდე ასაკის) მონაწილეობით, რომლებსაც გაუკეთდათ ზოგადი ანესთეზია. პაციენტები რანდომიზირდნენ ონდანსეტრონის ერთჯერადი ინტრავენური დოზების (0.1 მგ/კგ 40 კგ ან ნაკლები წონის მქონე პედიატრიული პაციენტებისთვის, 4 მგ 40 კგ-ზე მეტი წონის მქონე პედიატრიული პაციენტებისთვის; პაციენტების რაოდენობა = 735)) ან პლაცებოს (პაციენტების რაოდენობა = 734) მიმღებ ჯგუფებად. საკვლევი პრეპარატი შეიყვანეს მინიმუმ 30 წამის განმავლობაში, ანესთეზიის ინდუქციის უშუალოდ დაწყებამდე ან მის შემდეგ. ონდანსეტრონი მნიშვნელოვნად უფრო ეფექტური იყო, ვიდრე პლაცებო გულისრევისა და ღებინების პრევენციის თვალსაზრისით. ამ კვლევების შედეგები შეჯამებულია მე-3 ცხრილში.

ცხრილი 3. ოპერაციის შემდგომი გულისრევისა და ღებინების პრევენცია და მკურნალობა პედიატრიულ პაციენტებში - მკურნალობაზე პასუხი 24 საათის განმავლობაში

კვლევა

საბოლოო წერტილი

ონდანსეტრონი (%)

პლაცებო (%)

p მნიშვნელობა

S3A380

CR

68

39

≤0.001

S3GT09

CR

61

35

≤0.001

S3A381

CR

53

17

≤0.001

S3GT11

გულისრევის გარეშე

64

51

  • 004

S3GT11

ღებინების გარეშე

60

47

  • 004

CR = ღებინების ეპიზოდების გარეშე, გადარჩენის ან მოხსნის სინდრომი

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა:

ონდანსეტრონის ინტრამუსკულარული და ინტრავენური შეყვანის შემდეგ მიიღწევა ექვივალენტური სისტემური ექსპოზიცია.

პერორალურად მიღების შემდეგ, ონდანსეტრონი პასიურად და სრულად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და განიცდის პირველადი გავლის მეტაბოლიზმს. პიკური პლაზმური კონცენტრაცია, დაახლოებით 30 ნგ/მლ, მიიღწევა 8 მგ დოზის მიღებიდან დაახლოებით 1.5 საათის შემდეგ. 8 მგ-ზე მაღალი დოზების შემთხვევაში, დოზის ზრდასთან ერთად ონდანსეტრონის სისტემური ექსპოზიციის ზრდა არაპროპორციულად უფრო მაღალია; ეს შეიძლება ასახავდეს პირველადი გავლის მეტაბოლიზმის გარკვეულ შემცირებას მაღალი პერორალური დოზების მიღებისას. ჯანმრთელი მამრობითი სქესის სუბიექტებში, ერთი 8 მგ ტაბლეტის პერორალურად მიღების შემდეგ, საშუალო ბიოშეღწევადობა დაახლოებით 55-დან 60%-მდეა. პერორალურად მიღების შემდეგ ბიოშეღწევადობა ოდნავ ძლიერდება საკვების მიღებისას, მაგრამ ანტაციდები გავლენას არ ახდენს მასზე. ჯანმრთელ ხანდაზმულ მოხალისეებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა ონდანსეტრონის როგორც პერორალური ბიოშეღწევადობის (65%), ასევე ნახევარგამოყოფის პერიოდის (ხუთი საათი) უმნიშვნელო, ასაკთან დაკავშირებული ზრდა.

განაწილება:

ონდანსეტრონის განაწილება პერორალური, ინტრამუსკულარული (IM) და ინტრავენური (IV) დოზირების შემდეგ მსგავსია, დაახლოებით 3 საათიანი ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდით და დაახლოებით 140 ლიტრი სტაბილური განაწილების მოცულობით. ონდანსეტრონის ინტრამუსკულარული და ინტრავენური შეყვანის შემდეგ მიიღწევა ექვივალენტური სისტემური ექსპოზიცია.

ონდანსეტრონის 4 მგ ინტრავენური ინფუზიის შემდეგ, რომელიც 5 წუთის განმავლობაში შეიყვანება, პლაზმური კონცენტრაციის პიკი დაახლოებით 65 ნგ/მლ-ია. ონდანსეტრონის ინტრამუსკულარული შეყვანის შემდეგ, პლაზმური კონცენტრაციის პიკი დაახლოებით 25 ნგ/მლ მიიღწევა ინექციიდან 10 წუთის განმავლობაში.

ბიოგარდაქმნა:

ონდანსეტრონი სისტემური სისხლის მიმოქცევიდან ძირითადად ღვიძლის მეტაბოლიზმის გზით გამოიყოფა მრავალი ფერმენტული გზით. ფერმენტ CYP2D6-ის (დებრიზოქინის პოლიმორფიზმი) არარსებობა გავლენას არ ახდენს ონდანსეტრონის ფარმაკოკინეტიკაზე.

გამოყოფა:

ონდანსეტრონი დიდად არ უკავშირდება ცილებს (70-76%). ონდანსეტრონი სისტემური სისხლის მიმოქცევიდან უპირატესად ღვიძლის მეტაბოლიზმით, მრავალი ფერმენტული გზით გამოიყოფა. შეწოვილი დოზის 5%-ზე ნაკლები შარდში უცვლელი სახით გამოიყოფა. ფერმენტ CYP2D6-ის (დებრიზოქინის პოლიმორფიზმი) არარსებობა გავლენას არ ახდენს ონდანსეტრონის ფარმაკოკინეტიკაზე. ონდანსეტრონის ფარმაკოკინეტიკური თვისებები არ იცვლება განმეორებითი დოზების შეყვანისას.

პაციენტთა განსაკუთრებული პოპულაციები

სქესი

სქესის მიხედვით განსხვავებები დაფიქსირდა ონდანსეტრონის განაწილებაში, პერორალური დოზის მიღების შემდეგ, ქალებს აღენიშნებოდათ შეწოვის უფრო მაღალი სიჩქარე და ხარისხი, ასევე შემცირებული სისტემური კლირენსი და განაწილების მოცულობა (წონის მიხედვით დაკორექტირებული).

ბავშვები და მოზარდები (1 თვიდან 17 წლამდე)

1-დან 4 თვემდე ასაკის პედიატრიულ პაციენტებში (n=19), რომლებსაც ჩაუტარდათ ოპერაცია, წონაზე დაკორექტირებული კლირენსი დაახლოებით 30%-ით ნელი იყო, ვიდრე 5-დან 24 თვემდე ასაკის პაციენტებში (n=22), მაგრამ შედარებადი იყო 3-დან 12 წლამდე ასაკის პაციენტებთან. 1-დან 4 თვემდე ასაკის პაციენტთა პოპულაციაში ნახევარგამოყოფის პერიოდი საშუალოდ 6.7 საათს შეადგენდა, 5-დან 24 თვემდე და 3-დან 12 წლამდე ასაკის პაციენტებში კი - 2.9 საათს. 1-დან 4 თვემდე ასაკის პაციენტთა პოპულაციაში ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების განსხვავებები ნაწილობრივ აიხსნება ახალშობილებისა და ჩვილების ორგანიზმში წყლის საერთო რაოდენობის უფრო მაღალი პროცენტული მაჩვენებლით და წყალში ხსნადი პრეპარატების, როგორიცაა ონდანსეტრონი, განაწილების უფრო მაღალი მოცულობით.

3-დან 12 წლამდე ასაკის პედიატრიულ პაციენტებში, რომლებსაც ზოგადი ანესთეზიით ჩაუტარდათ გეგმიური ქირურგიული ჩარევა, ონდანსეტრონის როგორც კლირენსის, ასევე განაწილების მოცულობის აბსოლუტური მნიშვნელობები შემცირებული იყო ზრდასრულ პაციენტებში არსებულ მაჩვენებლებთან შედარებით. ორივე პარამეტრი წრფივად იზრდებოდა წონასთან ერთად და 12 წლის ასაკისთვის ეს მნიშვნელობები ახალგაზრდა ზრდასრულ პაციენტებში არსებულ მაჩვენებლებს უახლოვდებოდა. როდესაც კლირენსის და განაწილების მოცულობის მნიშვნელობები კორექტირებული იყო სხეულის წონის მიხედვით, ამ პარამეტრების მნიშვნელობები მსგავსი იყო სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის პოპულაციებში. წონაზე დაფუძნებული დოზირების გამოყენება ანაზღაურებს ასაკთან დაკავშირებულ ცვლილებებს და ეფექტურია სისტემური ექსპოზიციის კორექტირებისთვის პედიატრიულ პაციენტებში.

1 თვიდან 44 წლამდე ასაკის 428 სუბიექტის მონაწილეობით (კიბოთი დაავადებული პაციენტები, პაციენტები ქირურგიული ჩარევით და ჯანმრთელი მოხალისეები) ჩატარდა პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური ანალიზი ონდანსეტრონის ინტრავენურად შეყვანის შემდეგ. ამ ანალიზის საფუძველზე, ბავშვებსა და მოზარდებში ონდანსეტრონის სისტემური ექსპოზიცია (AUC) პერორალური მიღების ან ინტრავენური შეყვანის შემდეგ შედარებადი იყო მოზრდილებთან, 1-დან 4 თვემდე ასაკის ჩვილების გარდა. მოცულობა დაკავშირებული იყო ასაკთან და უფრო დაბალი იყო მოზრდილებში, ვიდრე ჩვილებსა და ბავშვებში. კლირენსი დაკავშირებული იყო წონასთან, მაგრამ არა ასაკთან, 1-დან 4 თვემდე ასაკის ჩვილების გარდა. ამ ასაკობრივ ჯგუფში შესწავლილი სუბიექტების მცირე რაოდენობის გამო, ძნელია დაასკვნა, იყო თუ არა კლირენსის დამატებითი შემცირება ასაკთან დაკავშირებული 1-დან 4 თვემდე ასაკის ჩვილებში, თუ უბრალოდ თანდაყოლილი ცვალებადობა. ვინაიდან 6 თვეზე ნაკლები ასაკის პაციენტებს ოპერაციის შემდგომი გულისრევისა და ღებინების (PONV) დროს ენიშნებათ მხოლოდ ერთი დოზა, ამიტომ კლირენსის შემცირება, სავარაუდოდ, კლინიკურად მნიშვნელოვნი არ იქნება.

ხანდაზმულები:

ჯანმრთელ ხანდაზმულ მოხალისეებზე ჩატარებულმა I ფაზის ადრეულმა კვლევებმა აჩვენა ონდანსეტრონის კლირენსის უმნიშვნელო ასაკობრივი შემცირება და ონდანსეტრონის ნახევარგამოყოფის პერიოდის ზრდა. თუმცა, მოხალისეები შეირჩნენ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებიდან: სუბიექტებს შორის ფართო ინდივიდუალურმა ცვალებადობამ გამოიწვია ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების მნიშვნელოვანი გადაფარვა ახალგაზრდა (<65 წელზე ნაკლები ასაკის) და ხანდაზმულ (≥65 წლის ასაკის) პირებს შორის. გარდა ამისა, CINV-ის (ქიმიოთერაპიასთან დაკავშირებული გულისრევისა და ღებინების) კლინიკურ კვლევებში ჩართულ ახალგაზრდა და ხანდაზმულ კიბოთი დაავადებულ პაციენტებს შორის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის მხრივ საერთო განსხვავებები არ დაფიქსირებულა, რაც ხანდაზმულებისთვის განსხვავებული დოზირების რეკომენდაციის საფუძველს არ იძლევა.

ონდანსეტრონის პლაზმური კონცენტრაციებისა და ექსპოზიცია-რეაქციის მოდელირების უახლესი მონაცემების საფუძველზე, QTcF ინტერვალზე უფრო ძლიერი ეფექტი მოსალოდნელია ≥75 წლის და უფროს ასაკის პაციენტებში, ახალგაზრდა მოზრდილებთან შედარებით. დოზირების შესახებ სპეციფიკური ინფორმაცია მოცემულია 65 წელზე უფროსი ასაკის და 75 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებისთვის (დოზირება და მიღების წესი - ქიმიოთერაპია და სხივური თერაპია - ინდუცირებული გულისრევა და ღებინება - ხანდაზმულები) (იხ. პარაგრაფი 4.2).

თირკმლის უკმარისობა:

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 15-60 მლ/წთ), ონდანსეტრონის ინტრავენური შეყვანის შემდეგ მცირდება როგორც სისტემური კლირენსი, ასევე განაწილების მოცულობა, რაც იწვევს ნახევარგამოყოფის პერიოდის მცირედ და კლინიკურად უმნიშვნელო ზრდას (5.4 სთ). კვლევამ, რომელშიც მონაწილეობდნენ თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტები, რომლებსაც ესაჭიროებოდათ რეგულარული ჰემოდიალიზი (შესწავლილი დიალიზებს შორის), აჩვენა, რომ ონდანსეტრონის ფარმაკოკინეტიკა ინტრავენური შეყვანის შემდეგ პრაქტიკულად უცვლელი დარჩა.

ღვიძლის უკმარისობა:

ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში პერორალური, ინტრავენური ან ინტრამუსკულარული შეყვანის შემდეგ, ონდანსეტრონის სისტემური კლირენსი მნიშვნელოვნად მცირდება ხანგრძლივი ნახევარგამოყოფის პერიოდით (15-32 სთ) და პერორალური ბიოშეღწევადობით, რომელიც 100%-ს უახლოვდება, რაც განპირობებულია პრესისტემური მეტაბოლიზმის შემცირებით. ონდანსეტრონის ფარმაკოკინეტიკა სუპოზიტორიის სახით მიღების შემდეგ არ არის შეფასებული ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

  • 3 უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები

კლონირებული ადამიანის გულის იონური არხების კვლევამ აჩვენა, რომ ონდანსეტრონს აქვს გულის რეპოლარიზაციაზე ზემოქმედების პოტენციალი HERG კალიუმის არხების ბლოკირების გზით. დოზადამოკიდებული QT ინტერვალის გახანგრძლივება დაფიქსირდა ადამიანებზე ჩატარებულ ყოვლისმომცველ QT კვლევაში (იხ. კლინიკური ფარმაკოლოგია - QT ინტერვალის გახანგრძლივება) (იხ. პარაგრაფი 5.1).

რეპროდუქციული ტოქსიკურობა

იხ. ნაწილი 4.6.

  • ფარმაცევტული მახასიათებლები
  • 1 დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

ნატრიუმის ქლორიდი

ლიმონმჟავას მონოჰიდრატი

ტრინატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი

საინექციო წყალი

  • 2 შეუთავსებლობები

ონდანსეტრონის ინექცია არ უნდა გაკეთდეს ერთი და იმავე შპრიცით ან ინფუზიით სხვა სამკურნალო საშუალებასთან ერთად.

ონდანსეტრონის ინექცია უნდა გაკეთდეს მხოლოდ რეკომენდებულ ხსნარებთან შერევით.

  • 3 ვარგისიანობის ვადა

24 თვე.

განზავებები სტაბილურია 2-8°C ტემპერატურაზე 24 საათის განმავლობაში.

  • 4 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას

ინახება 25°C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილას.

ნაუზექსი სტაბილურია ოთახის განათების ან დღის სინათლის პირობებში 24 საათის განმავლობაში. ამრიგად, ინფუზიის დროს სინათლისგან დაცვა საჭირო არ არის.

  • 5 შეფუთვის ტიპი და შიგთავსი

წარმოდგენილია შევსებული 4 მლ ქარვისფერი ამპულების სახით.

  • 6 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები სამკურნალო საშუალებებისგან მიღებული ნარჩენების განადგურებისა და სხვაგვრი დამუშავების დროს

სპეციალური ინსტრუქციები მომზადებისთვის:

ეს ამპულები არ შეიცავს კონსერვანტებს და უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ ერთხელ, გახსნისთანავე უნდა მოხდეს მისი შეყვანა ან განზავება, ხოლო გამოუყენებელი ხსნარი კი უნდა გადაიღვაროს.

არ შეიძლება ონდანსეტრონის საინექციო ამპულების ავტოკლავირება.

ინტრავენურ სითხეებთან თავსებადობა: ონდანსეტრონის ინექცია უნდა შეერიოს მხოლოდ იმ საინფუზიო ხსნარებს, რომლებიც რეკომენდებულია. კარგი ფარმაცევტული პრაქტიკის დაცვით, ინტრავენური ხსნარები უნდა მომზადდეს ინფუზიის დროს. თუმცა, ონდანსეტრონის ინექცია აჩვენებს სტაბილურობას 7 დღის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე (25°C-ზე დაბლა), ფლუორესცენტურ განათებაში ან მაცივარში, შემდეგ ინტრავენურ საინფუზიო ხსნარებთან ერთად:

ნატრიუმის ქლორიდის ინტრავენური ინფუზია BP 0.9%-იანი w/v;

გლუკოზის ინტრავენური ინფუზია BP 5%-იანი w/v;

მანიტოლის ინტრავენური ინფუზია BP 10%-იანი w/v;

რინგერსის ინტრავენური ინფუზია;

კალიუმის ქლორიდი 0.3%-იანი w/v და ნატრიუმის ქლორიდი 0.9%-იანი w/v ინტრავენური ინფუზია BP;

კალიუმის ქლორიდი 0.3%-იანი w/v და გლუკოზა 5%-იანი w/v ინტრავენური ინფუზია BP.

თავსებადობის კვლევები ჩატარდა პოლივინილქლორიდის საინფუზიო პაკეტებისა და პოლივინილქლორიდის შესაყვანი სისტემების გამოყენებით. ითვლება, რომ ადეკვატური სტაბილურობა ასევე უზრუნველყოფილი იქნება პოლიეთილენის საინფუზიო პაკეტებისა და 1 ტიპის შუშის ბოთლების გამოყენებით. 0.9%-იან w/v ნატრიუმის ქლორიდში ან 5%-იან w/v გლუკოზაში განზავებული ონდანსეტრონი სტაბილურობას ავლენს პოლიპროპილენის შპრიცებში. ითვლება, რომ სხვა თავსებად საინფუზიო სითხეებთან ერთად განზავებული ონდანსეტრონი სტაბილური იქნება პოლიპროპილენის შპრიცებში.

შენიშვნა: შერევა უნდა მოხდეს შესაბამის ასეპტიკურ პირობებში, როდესაც საინფუზიო სითხეები და ნაუზექსის საინექციო ნარევები მომზადების შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში უნდა ინახებოდეს.

თავსებადობა სხვა სამკურნალო საშუალებებთან: ონდანსეტრონის შეყვანა შესაძლებელია ინტრავენური ინფუზიით 1 მგ/სთ სიჩქარით, საინფუზიო პაკეტიდან ან შპრიცის ტუმბოდან. შემდეგი პრეპარატების შეყვანა შესაძლებელია ონდანსეტრონის საინფუზიო სისტემის Y-შემაერთებლის მეშვეობით, როდესაც ონდანსეტრონის კონცენტრაცია შეადგენს 16–160 მიკროგრამს/მლ (მაგალითად, 8 მგ/500 მლ და 8 მგ/50 მლ, შესაბამისად). ცისპლატინი: 0.48 მგ/მლ-მდე კონცენტრაციები (მაგ., 240 მგ 500 მლ-ში) შეყვანილი ერთიდან რვა საათამდე. 5-ფტორურაცილი: 0.8 მგ/მლ-მდე კონცენტრაციები (მაგ., 2.4 გ 3 ლიტრში ან 400 მგ 500 მლ-ში) შეყვანილი მინიმუმ 20 მლ საათში (500 მლ 24 საათში) სიჩქარით. 5-ფტორურაცილის უფრო მაღალმა კონცენტრაციებმა შეიძლება გამოიწვიოს ონდანსეტრონის დალექვა. 5-ფტორურაცილის ინფუზია შეიძლება შეიცავდეს 0.045%-მდე w/v მაგნიუმის ქლორიდს სხვა თავსებად დამხმარე ნივთიერებებთან ერთად. კარბოპლატინი: კონცენტრაციები 0.18 მგ/მლ-დან 9.9 მგ/მლ-მდე დიაპაზონში (მაგ. 90 მგ 500 მლ-ში - 990 მგ 100 მლ-ში), შეყვანილი ათი წუთიდან ერთ საათამდე. ეტოპოზიდი: კონცენტრაციები 0.14 მგ/მლ-დან 0.25 მგ/მლ-მდე დიაპაზონში (მაგ. 72 მგ 500 მლ-ში - 250 მგ 1 ლიტრში), შეყვანილი ოცდაათი წუთიდან ერთ საათამდე. ცეფტაზიდიმი: დოზები 250 მგ-დან 2000 მგ-მდე დიაპაზონში, გახსნილი საინექციო წყალში BP, მწარმოებლის მიერ რეკომენდებული დოზის შესაბამისად (მაგ. 2.5 მლ 250 მგ-სთვის და 10 მლ 2 გ ცეფტაზიდიმისთვის) და შეყვანილი ინტრავენური ბოლუსური ინექციის სახით დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში. ციკლოფოსფამიდი: 100 მგ-დან 1 გ-მდე დოზების დიაპაზონში, გახსნილი საინექციო წყალში BP, 5 მლ 100 მგ ციკლოფოსფამიდზე, მწარმოებლის რეკომენდაციის შესაბამისად და შეყვანილი ინტრავენური ბოლუსური ინექციის სახით დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში. დოქსორუბიცინი: 10-100 მგ დოზების დიაპაზონში, გახსნილი საინექციო წყალში BP, 5 მლ 10 მგ დოქსორუბიცინზე, მწარმოებლის რეკომენდაციის შესაბამისად და შეყვანილი ინტრავენური ბოლუსური ინექციის სახით დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში. დექსამეტაზონი: დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატი 20 მგ შეიძლება შეყვანილი იყოს ნელი ინტრავენური ინექციის სახით ორიდან ხუთ წუთამდე საინფუზიო სისტემის Y-შემაერთებლის მეშვეობით, რომელიც უზრუნველყოფს 8 ან 32 მგ ონდანსეტრონის განზავებას 50-100 მლ თავსებად საინფუზიო სითხეში დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში. დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატსა და ონდანსეტრონს შორის თავსებადობა დადასტურებულია, რაც ამ პრეპარატების ერთი და იმავე საინფუზიო სისტემის მეშვეობით შეყვანის შესაძლებლობას იძლება და უზრუნველყოფს დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატის 32 მიკროგრამიდან 2.5 მგ/მლ-მდე კონცენტრაციას, ხოლო ონდანსეტრონის შემთხვევაში - 8 მიკროგრამიდან 1 მგ/მლ-მდე კონცენტრაციას.

სპეციალური ინსტრუქციები ამპულის გასახსნელად

ამპულებს შეიძლება ჰქონდეს „ერთწერტილიანი ჭრილი (OPC)“ და უნდა დაიცვათ შემდეგი ინსტრუქციები:

დაიჭირეთ ამპულა ძირში, როგორც ნაჩვენებია სურათზე 1.

მეორე ხელის ცერა თითი დააწექით კოლბაზე არსებულ შეფერილ ნიშნულს, როგორც ნაჩვენებია სურათზე 2.

სურათი 1. სურათი 2.

  • სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

პოლიფარმა ილაჩ …

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

პაციენტის საინფორმაციო ფურცელი-ჩანართი

ნაუზექსი 8 მგ/4 მლ ინტრამუსკულარული/ინტრავენური საინექციო/საინფუზიო ხსნარი

ინტრამუსკულარული ან ინტრავენური შეყვანისთვის.

სტერილური

მოქმედი ნივთიერება: თითოეული ამპულა (4 მლ) შეიცავს 10 მგ ონდანსეტრონის ჰიდროქლორიდის დიჰიდრატს (რაც 8 მგ ონდანსეტრონის ექვივალენტურია).

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ტრინატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი, საინექციო წყალი

ამ პრეპარატის გამოყენებამდე, ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე პაციენტის საინფორმაციო ფურცელი-ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს პაციენტის საინფორმაციო ფურცელი-ჩანართი. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს სამკურნალო საშუალება გამოგეწერათ პირადად თქვენ. არ გადასცეთ იგი სხვა პირებს.

აღნიშული პრეპარატის გამოყენების პერიოდში, თუ გექნებათ ვიზიტი ექიმთან ან საავადმყოფოში, აცნობეთ თქვენს ექიმს, რომ იყენებთ ამ პრეპარატს.

ზუსტად დაიცავით წინამდებარე ფურცელ-ჩანართში მოცემული ინსტრუქციები. არ გამოიყენოთ თქვენთვის რეკომენდებულ დოზაზე მაღალი ან დაბალი დოზა.

მოცემული ფურცელი-ჩანართი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:

რას წარმოადგენს ნაუზექსი და რისთვის გამოიყენება

რა უნდა იცოდეთ ნაუზექსის გამოყენებამდე

როგორ უნდა გამოიყენოთ ნაუზექსი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორ ინახება ნაუზექსი

რას წარმოადგენს ნაუზექსი და რისთვის გამოიყენება

ნაუზექსი შეიცავს მოქმედ ნივთიერება ონდანსეტრონს. ის წარმოდგენილია ერთამპულიან შეფუთვაში, რომელიც შეიცავს სუფთა, უფერო, სტერილურ საინექციო ან საინექციო ან საინფუზიო ხსნარს.

ნაუზექსი მიეკუთვნება ღებისნების საწინააღმდეგო (ანტიემეტური) პრეპარატების ჯგუფს. ზოგიერთმა მედიკამენტურმა თერაპიამ (მაგ., კიბოს სამკურნალო საშუალებებმა) შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა და ღებინება. ნაუზექსი ხელს უშლის გულისრევის შეგრძნებას ან ღებინებას. ნაუზექსი გამოიყენება კიბოს საწინააღმდეგო ქიმიოთერაპიის ან სხივური თერაპიის შედეგად გამოწვეული გულისრევისა და ღებინების პრევენციისთვის. ის ასევე გამოიყენება ოპერაციის შემდგომი გულისრევისა და ღებინების პრევენციისთვის.

თქვენი ექიმი შეგირჩევთ ამ პრეპარატს თქვენი მდგომარეობის მიხედვით.

ნაუზექსი დაგენიშნებათ გულისრევისა და ღებინების პრევენციისთვის

რა უნდა იცოდეთ ნაუზექსის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ ნაუზექსი შემდეგ შემთხვევებში:

თუ

გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) ონდანსეტრონის ან ნაუზექსის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ.

იღებთ აპომორფინის ჰიდროქლორიდის შემცველ პრეპარატს (გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ).

გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე ნაუზექსის გამოყენებისას შემდეგ შემთხვევებში

თუ:

გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) სხვა სელექციური 5-HT3 რეცეპტორების ანტაგონისტების (გულისრევისა და ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფი), როგორიცაა გრანისეტრონი.

გაქვთ ნაწლავების ბლოკირების ან მწვავე ყაბზობის ჩივილები.

გაქვთ ღვიძლის პრობლემები.

გაქვთ არარეგულარული გულისცემა (არითმიები) ან გულის უკმარისობა (ქოშინი და კოჭების შეშუპება).

გაქვთ გულის შეგუბებითი უკმარისობა (მარჯვენა და მარცხენა გულის უკმარისობის კომბინაცია).

გაქვთ შენელებული გულისცემა (ბრადიარითმია).

გაქვთ თანდაყოლილი გახანგრძლივებული QT სინდრომი, რომელიც გენეტიკური დაავადებაა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს უეცარი სიკვდილი.

იღებთ სხვა პრეპარატებს, რომლებიც ზრდიან ჰორმონ სეროტონინის დონეს.

გაკეთებული გაქვთ ნუშურა ჯირკვლების ან ცხვირის ქსოვილების ოპერაცია.

გაქვთ დარღვევები ელექტროლიტების ანალიზში, როგორიცაა ნატრიუმის, კალიუმის, მაგნიუმის შემცველობა სისხლში.

ცოტა ხნის წინ ჩაგიტარდათ ნუშურა ჯირკვლების და/ან ცხვირის ოპერაცია.

ნუშურა ჯირკვლების ან ცხვირის ქსოვილების ოპერაციის შემდეგ ნაუზექსის გამოყენებამ შეიძლება შენიღბოს ფარული სისხლდენა. ასეთ შემთხვევაში, თქვემი ექიმი ყურადღებით დაგაკვირდებათ.

სეროტონერგულ პრეპარატებთან ერთად გამოყენების შემდეგ, რომლებიც ზრდიან ორგანიზმში სეროტონინის შემცველ ნივთიერებას, შეიძლება განვითარდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა: მოუსვენრობა, დაბნეულობა, ოფლიანობა, რეფლექსების მომატება, კუნთების სპაზმი, კანკალი, გულისცემის გახშირება. თუ ნაუზექსი გამოიყენება ამ პრეპარატებთან ერთად, თქვემი ექიმი ყურადღებით დაგაკვირდებათ.

18 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც ნაუზექსს იღებენ ქიმიოთერაპიულ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც აზიანებენ ღვიძლს, იქნებიან საგულდაგულო დაკვირვების ქვეშ ღვიძლის ფუნქციის დარღვევის გამოსავლენად.

გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, თუ აღნიშნული გაფრთხილებები გეხებოდათ წარსულში ნებისმიერ დროს.

ნაუზექსის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.

ორსულობა

ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში არ გამოიყენოთ ნაუზექსი. ნაუზექსმა შეიძლება ოდნავ გაზარდოს ბავშვის დაბადებისას ტუჩის ნაპრალის და/ან სასის ნაპრალის განვითარების რისკი (ზედა ტუჩისა და/ან პირის ღრუს ზედა ნაწილის გახსნა ან გაყოფა). თუ უკვე ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ნაუზექსის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ ხართ რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალი, შეიძლება გირჩიონ ეფექტური კონტრაცეფციის გამოყენება.

თუ მკურნალობის დროს აღმოაჩენთ, რომ ხართ ორსულად, დაუყოვნებლივ გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ძუძუთი კვება

ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ნაუზექსის გამოყენებისას არ უნდა კვებოთ ბავშვი ძუძუთი. უცნობია, გამოიყოფა თუ არა ნაუზექსი დედის რძეში.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების გამოყენება

ეფექტი არ არის მოსალოდნელი.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ნაუზექსის შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

თითოეული დოზა (4 მლ) შეიცავს 23 მგ-ზე ნაკლებ ნატრიუმს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის არ შეიცავს ნატრიუმს.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად მიღება

აცნობეთ თქვენს ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს, ბოლო დროს იღებდით ან აპირებთ მათ მიღებას. ნაუზექსმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოგიერთი მედიკამენტის მოქმედებაზე. გარდა ამისა, ზოგიერთმა სხვა პრეპარატმა შეიძლება გავლენა იქონიოს ნაუზექსის მოქმედებაზე.

აცნობეთ თქვენს ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს, განსაკუთრებით თუ იღებთ რომელიმე შემდეგ მედიკამენტს:

თუ იღებთ აპომორფინს, რომელიც გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ, არ გამოიყენოთ ნაუზექსი. ამ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს გონების დაკარგვა და არტერიული წნევის დაწევა.

კარბამაზეპინი ან ფენიტოინი, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ,

რიფამპიცინი, რომელიც გამოიყენება ისეთი ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა ტუბერკულოზი,

სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა ერითრომიცინი ან კეტოკონაზოლი,

ანტიარითმული პრეპარატები, რომლითაც მკურნალობენ არარეგულარულ გულისცემას,

ბეტა-ბლოკატორები, პრეპარატები როგორიცაა ბისოპროლოლი, კარვედილოლი, მეტოპროლოლი, ნებივოლოლი, პინდოლოლი და ტიმოლოლი, რომლებიც გამოიყენება გულისა და თვალის გარკვეული პრობლემების, შფოთვის სამკურნალოდ და შაკიკის პრევენციისთვის,

ტრამადოლი, ტკივილგამაყუჩებელი,

გულზე მოქმედი მედიკამენტები (მაგალითად, ჰალოპერიდოლი ან მეტადონი),

კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატები (განსაკუთრებით ანტრაციკლინები და ტრასტუზუმაბი),

სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (სუსი), რომლებიც გამოიყენება დეპრესიის და/ან შფოთვის სამკურნალოდ, მათ შორის ფლუოქსეტინი, პაროქსეტინი, სერტრალინი, ფლუვოქსამინი, ციტალოპრამი, ესციტალოპრამი,

სეროტონინ-ნორადრენალინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები (სნუი), რომლებიც გამოიყენება დეპრესიის და/ან შფოთვის სამკურნალოდ, მათ შორის ვენლაფაქსინი, დულოქსეტინი.

თუ არ ხართ დარწმუნებული, გეხებათ თუ არა ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე მდგომარეობა, ნაუზექსის გამოყენების დაწყებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს.

თუ იღებთ ან ბოლო პერიოდში იღებდით რეცეპტით გამოსაწერ ან ურეცეპტო პრეპარატებს, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • როგორ უნდა გამოიყენოთ ნაუზექსი

სათანადო გამოყენებისა და დოზის/მიღების სიხშირის ინსტრუქციები:

თქვენი ექიმი განსაზღვრავს პრეპარატის დოზას თქვენი დაავადების მიხედვით და გაგინიშნავთ.

მოზრდილებში:

განმეორებითი დოზები ყველა ზრდასრულ პაციენტში (ხანდაზმულების ჩათვლით):

ონდანსეტრონის განმეორებითი ინტრავენური დოზების შეყვანა უნდა მოხდეს არანაკლებ 4 საათიანი ინტერვალით.

75 წელზე უმცროსი ასაკის ზრდასრულ პაციენტებში:

ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევისა და ღებინების პროფილაქტიკისთვის მოზრდილებში (75 წელზე უმცროსი ასაკის) შეყვანილი ონდანსეტრონის ერთჯერადი ინტრავენური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 16 მგ-ს (ინფუზია უნდა გაკეთდეს არანაკლებ 15 წუთის განმავლობაში).

მიღების წესი და მეთოდი:

ინტრამუსკულარული ან ინტრავენური შეყვანა.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

გამოყენება ბავშვებში:

ღებინება ქიმიოთერაპიის და სხივური თერაპიის შემდეგ (6 თვიდან 17 წლამდე):

თქვენი ექიმი განსაზღვრავს დოზას დაავადების მიხედვით და დაუნიშნავს მას თქვენს შვილს.

ოპერაციის შემდგომი გულისრევა და ღებინება

თქვენი ექიმი განსაზღვრავს დოზას დაავადების მიხედვით და დაუნიშნავს მას თქვენს შვილს.

ხანდაზმულებში:

განზავების მომზადება და შეყვანა 65 წელზე უფროსი ასაკის ხანდაზმულ პაციენტებში:

ყველა ინტრავენური დოზა უნდა განზავდეს 50-დან 100 მლ-მდე ფიზიოლოგიურ ხსნარში ან სხვა თავსებად საინფუზიო სითხეში და ინფუზია უნდა გაკეთდეს მინიმუმ 15 წუთის განმავლობაში.

75 წელზე უფროსი ასაკის ხანდაზმულ პაციენტებში:

ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევისა და ღებინების პროფილაქტიკისთვის შეყვანილი ონდანსეტრონის ერთჯერადი ინტრავენური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 8 მგ-ს (ინფუზია უნდა გაკეთდეს არანაკლებ 15 წუთის განმავლობაში).

გამოყენების განსაკუთრებული შემთხვევები:

ღვიძლის უკმარისობა

თირკმლის უკმარისობის დროს ნაუზექსის მიღების სიხშირისა და შეყვანის წესის შეცვლა საჭირო არ არის.

თირკმლის უკმარისობა

ნაუზექსის საერთო დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 8 მგ-ს ღვიძლის საშუალო ან მძიმე დისფუნქციის მქონე პაციენტებში.

თუ გრძნობთ, რომ ნაუზექსის მოქმედება ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მიიღეთ ნაუზექსის საჭიროზე მეტი დოზა:

თუ მიიღეთ ნაუზექსის საჭიროზე მეტი დოზა, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გამოტოვეთ ნაუზექსის დოზა:

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

ეფექტები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს ნაუზექსის მიღების შეწყვეტის შემთხვევაში

თქვენი ექიმი დაგინიშნავთ ნაუზექსს საჭიროებისამებრ.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ნაუზექსმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მგრძნობელობა მისი ინგრედიენტების მიმართ.

ამ პრეპარატმა არ გამოიწვია რაიმე პრობლემა პაციენტების უმეტესობაში, რომლებიც მას იყენებენ.

თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი რეაქცია გამოგივლინდებათ, შეწყვიტეთ ნაუზექსის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან დაუკავშირდით სასწრაფო დახმარების განყოფილებას უახლოესი საავადმყოფოს ნებისმიერ განყოფილებაში:

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. ნიშნები შეიძლება მოიცავდეს:

უეცარი ხიხინი და ყბის ტკივილი ან ყბის დაჭიმულობა;

ქუთუთოების, სახის, ტუჩების, პირის ღრუს ან ენის შეშუპება;

კანისმიერი გამონაყარი ამობერილით ან ჭინჭრის ციებით სხეულის ნებისმიერ ადგილას;

უეცარი სისხლის მიმოქცევის უკმარისობა (კოლაფსი).

ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია.

თუ გამოგივლინდებათ რომელიმე აღნიშნული გვერდითი მოვლენა, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ მძიმე ალერგია ნაუზექსზე. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია შემდეგი კატეგორიების მიხედვით:

ძალიან ხშირი: ვლინდება 10-დან სულ მცირე 1 პაციენტში.

ხშირი: ვლინდება 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

არახშირი: ვლინდება 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

იშვიათი: ვლინდება 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში;

ძალიან იშვიათი: ვლინდება 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში;

უცნობი: სიხშირის გამოთვლა შეუძლებელია არსებული მონაცემებიდან.

ძალიან ხშირი:

თავის ტკივილი.

ხშირი:

სითბოს ან სიწითლის შეგრძნება;

ყაბზობა;

ღვიძლის ფუნქციური სინჯების შედეგების ცვლილებები, თუ ეს ცისპლატინის სახელით ცნობილი პრეპარატის მიღებისას გაქვთ, სხვა შემთხვევაში ეს გვერდითი მოვლენა იშვიათია.

რეაქცია შეყვანის ადგილას.

არახშირი:

სლოკინი;

არტერიული წნევის მომატება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის წასვლის ან თავბრუსხვევის შეგრძნება;

ტკივილი გულმკერდის არეში;

კრუნჩხვები;

სხეულის უჩვეულო მოძრაობები ან კანკალი;

ღვიძლის ფუნქციური სინჯების ცვლილებები.

იშვიათი:

თავბრუსხვევა ან ძილიანობა;

მხედველობის დაბინდვა;

გულის რიტმის დარღვევა (შეიძლება გამოიწვიოს გონების უეცარი დაკარგვა).

ძალიან იშვიათი:

მხედველობის გაუარესება ან მხედველობის დროებითი დაკარგვა, რომელიც, როგორც წესი, 20 წუთში ბრუნდება.

ტოქსიკური გამონაყარი კანზე, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (წყლულოვანი გამონაყარი კანის ზედა შრეზე).

თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მოცემული წინამდებარე ფურცელ-ჩანართში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • როგორ ინახება ნაუზექსი

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება 25°C-ზე დაბალ, ოთახის ტემპერატურაზე.

ინფუზიის დროს სინათლისგან დაცვა საჭირო არ არის.

განზავებული ხსნარი ინახება 2-8°C ტემპერატურაზე არაუმეტეს 24 საათისა.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის მიხედვით.

არ გამოიყენოთ ნაუზექსი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გადაყროთ მედიკამენტები, რომელსაც გაუვიდა ვადა ან აღარ იყენებთ! ჩააბარეთ შემგროვებელ სისტემაში, რომელიც განსაზღვრულია გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ.

გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

პოლიფარმა ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.

(POLİFARMA İLAÇ SAN. VE TİC. A.Ş.)

ვაკიფლარ ოსბ დასახლება, სანაიი გამზ. (Vakıflar OSB Mahallesi, Sanayi Caddesi) #22/1, ერგენე/თექირდაღი/თურქეთი

ტელ: +90 282 675 14 04

ფაქსი: +90 282 675 14 05

საწარმოო მოედანი:

არომა ილაჩ სან. ლტდ შტი.

(AROMA İLAÇ SAN. LTD. ŞTİ.)

ვაკიფლარ ოსბ დასახლება, სანაიი გამზ. (Vakıflar OSB Mahallesi, Sanayi Caddesi) #22/1, სართული 2, ერგენე/თექირდაღი/თურქეთი

ტელ: +90 282 675 10 06

ფაქსი: +90 282 675 14 05

წინამდებარე პაციენტის საინფორმაციო ფურცელი-ჩანართი უკანასკნელად განახლდა: 07/12/2021

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა