ონდანსეტრონი აკორდი
Ondansetron Accord
ონდანსეტრონი აკორდი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ონდანსეტრონს, რომელიც მიეკუთვნება ე.წ. ანტიემეტური (ღებინების საწინააღმდეგო) მედიკამენტების ჯგუფს. ონდანსეტრონი აკორდი გამოიყენება გულისრევისა და ღებინების საწინააღმდეგოდ, რომელიც გამოწვეულია ქიმიოთერაპიით მოზრდილებსა და 6 თვის და მეტი ასაკის ბავშვებში; …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ონდანსეტრონი (ondansetron)
- ფორმა და შეფუთვა
- 2მგ/მლ (8მგ/4მლ) 4მლ ი.ვ. საინექციო/საინფუზიო ან ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5
- მწარმოებელი
- Dhl Supply Chain (Italy) S.p.A., იტალია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ღებინებისა და გულისრევის საწინააღმდეგო საშუალებები, სეროტონინის (5HT3) ანტაგონისტები
- ATC კოდი
- A04AA01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-040634
- რეგისტრირებულია
- 2 აპრილი 2024, მოქმედებს 2 აპრილი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
ონდანსეტრონი აკორდი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ონდანსეტრონი აკორდი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ონდანსეტრონს, რომელიც მიეკუთვნება ე.წ. ანტიემეტური (ღებინების საწინააღმდეგო) მედიკამენტების ჯგუფს.
ონდანსეტრონი აკორდი გამოიყენება
გულისრევისა და ღებინების საწინააღმდეგოდ, რომელიც გამოწვეულია
ქიმიოთერაპიით მოზრდილებსა და 6 თვის და მეტი ასაკის ბავშვებში;
სხივური თერაპიით ავთვისებიანის სიმსივნის დროს მოზრდილებში;
გულისრევისა და ღებინების საწინააღმდეგოდ და სამკურნალოდ ქირურგიული ოპერაციების შემდეგ მოზრდილებსა და ≥1 თვის ასაკის ბავშვებში.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ექთანთან, ექთანთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
- სანამ პაციენტი ან მისი შვილი გამოიყენებს ონდანსეტრონი აკორდს
მიღების წესი და დოზირება
მედიკამენტის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიერ. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული.
ონდანსეტრონი აკორდი, ჩვეულებრივ, კეთდება ექთნის ან ექიმის მიერ. მისი დოზა დამოკიდებულია ჩატარებულ მკურნალობაზე.
ქიმიოთერაპიით ან სხივური თერაპიით გამოწვეული გულისრევისა და ღებინების პრევენცია
მოზრდილები
ქიმიოთერაპიის ან სხივური თერაპიის დღეს, უშუალოდ მკურნალობის წინ, ვენაში ან კუნთში ჩვეულებრივ კეთდება 8 მგ პრეპარატი და 12 საათის შემდეგ, ასევე, კეთდება 8 მგ პრეპარატი. მოზრდილების ინტრავენური დოზა, როგორც წესი, არ აჭარბებს 8 მგ-ს.
მომდევნო დღეებში
ქიმიოთერაპიის შემდეგ მედიკამენტი ჩვეულებრივ ინიშნება პერორალურად 8 მგ ონდანსეტრონის ტაბლეტის ან 10 მლ (8 მგ) ონდანსეტრონის სიროფის სახით;
პრეპარატის პერორალური დოზის მიღება უნდა დაიწყოს თორმეტი საათის შემდეგ უკანასკნელი ინტრავენური დოზიდან და შეიძლება გაგრძელდეს 5 დღემდე.
თუ ქიმიოთერაპია ან სხივური თერაპია იწვევს ძლიერ გულისრევასა და ღებინებას, შესაძლოა გაიზარდოს ონდანსეტრონი აკორდის დოზა. ამ გადაწყვეტილებას იღებს მკურნალი ექიმი.
ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევისა და ღებინების პრევენცია
6 თვის ასაკის ზემოთ ბავშვები და მოზარდები:
პრეპარატის დოზას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი ბავშვის სხეულის წონის ან სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით.
ქიმიოთერაპიის დღეს
პრეპარატის პირველი დოზა კეთდება ინექციის სახით, ინტრავენურად, უშუალოდ მკურნალობის წინ. ქიმიოთერაპიის შემდეგ კი მედიკამენტს ბავშვი იღებს პერორალურად ტაბლეტის ან სიროფის სახით.
მომდევნო დღეებში პრეპარატის პერორალური დოზის მიღება უნდა დაიწყოს თორმეტი საათის შემდეგ უკანასკნელი ინტრავენური დოზიდან და შეიძლება გაგრძელდეს 5 დღემდე.
გულისრევისა და ღებინების პრევენცია ოპერაციის შემდეგ
მოზრდილები:
მოზრდილებისთვის ჩვეულებრივ დოზა შეადგენს 4 მგ-ს, რომელიც კეთდება ინექციის სახით ვენაში ან კუნთში. პრევენციის მიზნით შეიძლება გაკეთდეს უშუალოდ ოპერაციის წინ.
ბავშვები:
1 თვეზე მეტი ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისათვის დოზას განსაზღვრავს ექიმი. მაქსიმალური დოზაა 4 მგ და ის კეთდება ნელი ინექციის სახით ინტრავენურად. პრევენციის მიზნით შეიძლება გაკეთდეს უშუალოდ ოპერაციის წინ.
ღვიძლის ზომიერი ან მძიმე პრობლემების მქონე პაციენტები
მთლიანი დღიური დოზა არ უნდა აჭარბებდეს 8 მგ-ს.
თუ პაციენტს ისევ აღენიშნება გულისრევა ან ღებინება
ონდანსეტრონი აკორდი შეყვანის შემდეგ სწრაფად იწყებს მოქმედებას. თუ პაციენტს ისევ აღენიშნება გულისრევა ან ღებინება, საჭიროა ექიმთან ან ექთანთან მიმართვა.
ონდანსეტრონი აკორდის დოზის გადაჭარბებისას
ონდანსეტრონის ინექცია კეთდება ექიმის ან ექთნის მიერ, ამიტომ არ არის მოსალოდნელი დოზის გადაჭარბება. თუ პაციენტი მიიჩნევს, რომ მან ან მისმა შვილმა მიიღო ჭარბი დოზა ან გამოტოვა დოზა, უნდა მიმართოს ექიმს ან ექთანს.
ნებისმიერი დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, საჭიროა მიმართვა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან.
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ან მისი შვილი ალერგიულია ონდანსეტრონის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში) ან ნებისმიერი მსგავსი პრეპარატის მიმართ, როგორიცაა მაგ.: გრანისეტრონი ან დოლასეტრონი.
თუ პაციენტი ან მისი შვილი იღებს აპომორფინს (პარკინსონის დაავადების სამკურნალო მედიკამენტს).
სიფრთხილის ზომები
ონდანსეტრონი აკორდის გამოყენებამდე მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს უნდა ეცნობოს:
თუ პაციენტს ან მის შვილს აღენიშნება გაუვალობა ან ძლიერი ყაბზობა. ონდანსეტრონმა შეიძლება გაართულოს აღნიშნული მდგომარეობები;
თუ პაციენტს ან მის შვილს აღენიშნება ღვიძლის პრობლემები;
თუ პაციენტს ან მის შვილს ანამნეზში აღენიშნება გულის პრობლემები ან ამჟამად იღებს გულის პრობლემების სამკურნალო მედიკამენტებს (მაგ.: გულის შეგუბებითი უკმარისობა, რომელიც იწვევს ქოშინს და კოჭების შეშუპებას);
თუ პაციენტს ან მის შვილს აღენიშნება გულის რითმის დარღვევები (არითმიები);
თუ პაციენტი ან მისი შვილი ალერგიულია ონდანსეტრონის მსგავსი მედიკამენტების, როგორიცაა გრანისეტრონი ან პალონოსეტრონის მიმართ;
თუ პაციენტი ან მისი შვილი იკეთებს ტონზილექტომიას, რადგან ონდანსეტრონით მკურნალობამ შეიძლება შენიღბოს შინაგანი სისხლდენის სიმპტომები.
თუ პაციენტს ან მის შვილს აღენიშნება სისხლში ელექტროლიტების დონის ცვლილება, კერძოდ: კალიუმის, ნატრიუმისა და მაგნიუმის.
თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ზემოთ ჩამოთვლილი ეხება თუ არა მას, ონდანსეტრონი აკორდის გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან, ექთანთან ან ფარმაცევტთან მიმართვა
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომელთაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა, ან აპირებს, რომ მიიღოს, ბუნებრივი დანამატების, ვიტამინების ან მინერალების ჩათვლით.
კერძოდ, ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს შემდეგ მედიკამენტებს:
ფენიტოინი (გამოიყენება ეპილეფსიისა და არითმიების სამკურნალოდ). ონდანსეტრონის ეფექტი შეიძლება შესუსტდეს;
კარბამაზეპინი (გამოიყენება ეპილეფსიისა და ნევრალგიური ტკივილის სამკურნალოდ). ფენიტოინი (გამოიყენება ეპილეფსიისა და არითმიების სამკურნალოდ). ონდანსეტრონის ეფექტი შეიძლება შესუსტდეს;
რიმფამპიცინი - გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა ტუბერკულოზი (ტბ). ონდანსეტრონის ეფექტი შეიძლება შესუსტდეს;
ანტიბიოტიკები, როგორიცაა ერითრომიცინი ან კეტოკონაზოლი;
ანტიარითმიული პრეპარატები (გამოიყენება გულის რითმის დარღვევის დროს), როგორიცაა, ამიოდარონი;
ბეტა-ბლოკატორები, რომლებიც გამოიყენება გულისა და თვალის გარკვეული პრობლემების დროს, შფოთვის ან შაკიკის პრევენციისთვის, როგორიცა ატენოლოლი ან თიმოლოლი;
ტრამადოლი (გამოიყენება ტკივილის კუპირებისათვის). ტრამადოლის ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი შეიძლება შესუსტდეს;
აპომორფინი (გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ). არტერიული წნევის ძლიერი დაქვეითება და გონების დაკარგვა აღინიშნა აპომორფინთან ერთად ერთდროული (ონდანსეტრონის) მიღებისას;
პრეპარატები, რომლებიც გავლენას ახდენენ გულზე (ჰალოპერიდოლი ან მეთადონი);
კიბოს სამკურნალო პრეპარატები (განსაკუთრებით ანთრაციკლინები, როგორიცა დოქსორუბიცინი, დაუნორუბიცინი ან ტრასტუზუმაბი);
სუსი (სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები) - გამოიყენება დეპრესიის და/ან შფოთვითი აშლილობის სამკურნალოდ, მათ შორის ფლუოქსეტინი, პაროქსეტინი, სერტრალინი, ფლუვოქსამინი, ციტალოპრამი, ესციტალოპრამი;
სნუი (სეროტონინ-ნორადრენალინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები) – გამოიყენება დეპრესიის და/ან შფოთვის დროს, მათ შორის ვენლაფაქსინი, დულოქსეტინი.
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის კორექცია.
ონდანსეტრონი აკორდის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
ონდანსეტრონი აკორდის გამოყენებაზე საკვები და სასმელი გავლენას არ ახდენს.
ფეხმძიმობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციულ ფუნქციაზე გავლენა
ფეხმძიმობა:
ფეხმძიმობის დროს ონდანსეტრონი აკორდის გამოყენების არასაკმარისი გამოცდილების გამო, მისი მიღება რეკომენდებული არ არის. ფეხმძიმობის, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში, ონდანსეტრონი აკორდის გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
ძუძუთი კვება
ონდანსეტრონი აკორდის მოქმედი ნივთიერება, ონდასეტრონი, აღწევს დედის რძეში. ამიტომ ონდანსეტრონი აკორდის გამოყენების დროს არ შეიძლება ძუძუთი კვება.
ონდანსეტრონი აკორდის გამოყენებამდე საჭიროა მკურნალი ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ონდანსეტრონი აკორდი არ ახდენს გავლენას ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია მედიკამენტში ზოგიერთი ინგრედიენტის შემცველობის შესახებ
ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 2.5 მმოლ (ან 57.9 მგ) ნატრიუმს, როცა ნატრიუმის დღიური დოზის მაქსიმუმია 32 მგ. ეს მხედველობაშია მისაღები იმ პაციენტებისათვის, რომლებიც იმყოფებიან მარილის შეზღუდული შემცველობის მქონე დიეტაზე.
გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ონდანსეტრონი აკორდიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
მძიმე ხასიათის გვერდითი მოვლენები
ალერგიული რეაქციები
თუ პაციენტს აღენიშნება ალერგიული რეაქცია, საჭიროა ექიმთან ან სამედიცინო პერსონალთან დაუყოვნებლივ მიმართვა. ნიშნები შეიძლება მოიცავდეს:
უეცრად განვითარებული ხმაურიანი სუნთქვა და ტკივილი მკერდის არეში ან მკერდის არეში მოჭერის შეგრძნება;
ქუთუთოების, სახის, ტუჩების, პირის ან ენის შეშუპება;
კანზე გამონაყარი - წითელი ლაქები ან კანქვეშა კვანძები (ჭინჭრის ციება) სხეულის ნებისმიერ ნაწილში;
კოლაფსი.
ნაკლებად მძიმე ხასიათის გვერდითი მოვლენები:
ძალიან ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)
თავის ტკივილი
ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
სიმხურვალის შეგრძნება ან წამოწითლება
შეკრულობა
ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების ცვლილება (ონდანსეტრონი აკორდის ცისპლანტინთან კომბინაციისას, სხვა შემთხვევებში ეს გვერდითი მოვლენა არახშირია)
ინექციის ადგილის გაღიზიანება და სიწითლე
არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტებში)
გულყრა (ან კრუნჩხვები)
სხეულის უნებლიე მოძრაობები ან კანკალი
არარეგულარული გულისცემა
ტკივილი გულმკერდის არეში
დაბალი არტერიული წნევა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გულისწასვლა ან თავბრუსხვევა.
სლოკინი
იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
თავბრუსხვევის შეგრძნება ან გაბრუება
მხედველობის დაბინდვა
გულის რითმის დარღვევები (რომელიც ხანდახან იწვევს გონების უეცარ დაკარგვას).
ძალიან იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
მხედველობის გაუარესება ან მხედველობის დროებით დაკარგვა, რომელიც ჩვეულებრივ აღდგება 20 წუთის განმავლობაში.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
გვერდითი მოვლენების განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის აღნიშნული ინსტრუქციაში. შეტყობინება შესაძლებელია უშუალოდ:
წამლის კონტროლის სახელმწიფო ინსტიტუტში
სრობაროვას ქ. #48
100 41 პრაღა 10
ვებ-გვერდი: http://www.sukl.cz/nahlasit-nezadouci-ucinek
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
შემადგენლობა
ონდანსეტრონი აკორდის აქტიური ნივთიერებაა ონდანსეტრონი (ჰიდროქლორიდის დიჰიდრატის სახით).
საინექციო ან საინფუზიო ხსნარის თითოეული მლ შეიცავს 2 მგ ონდანსეტრონს (ონდანსეტრონის ჰიდროქლორიდის დიჰიდრატის სახით).
2 მლ თითოეული ამპულა შეიცავს 4 მგ ონდანსეტრონს (ონდანსეტრონის ჰიდროქლორიდის დიჰიდრატის სახით).
4 მლ თითოეული ამპულა შეიცავს 8 მგ ონდანსეტრონს (ონდანსეტრონის ჰიდროქლორიდის დიჰიდრატის სახით).
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ნატრიუმის ციტრატი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და/ან ჰიდროქლორმჟავა pH-ის რეგულირებისათვის და საინექციო წყალი.
საინექციო ან საინფუზიო ონდანსეტრონი აკორდის ფორმა და შეფუთვა:
ონდანსეტრონი აკორდი არის უფერო საინექციო ან საინფუზიო ხსნარი, რომელიც მოთავსებულია გამჭვირვალე/ქარვისფერ მინის ამპულაში.
ონდანსეტრონი აკორდი 2 მგ/მლ ხელმისაწვდომია შეფუთვით 5 X 2 მლ და 5 X 4 მლ ამპულებით. აგრეთვე, 10 X 2 მლ და 10 X 4 მლ ამპულებით.
ყველა შეფუთვა სარეალიზაციოდ შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.
A
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
შენახვის პირობები
მედიკამენტი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება ამპულასა და კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
პრეპარატი არ მოითხოვს შენახვის რაიმე სპეციალურ ტემპერატურული პირობებს.
ამპულები ინახება მუყაოს კოლოფში სინათლისაგან დასაცავად.
არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება კონტეინერის დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში ან ხსნარში ნაწილაკების/კრისტალების არსებობისას.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება სახლის ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის
ონდანსეტრონი აკორდი 2 მგ/მლ საინექციო ან საინფუზიო ხსნარი
ონდანსეტრონი
პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი კითხვების არსებობისას, საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან, ან ექთანთან მიმართვა.
აღნიშნული პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისთვის. სიმპტომების მსგავსების მიუხედავად, არ შეიძლება მისი სხვა პირებისათვის მიცემა. ეს შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს მათი ჯანმრთელობისთვის.
გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის აღნიშნული ინსტრუქციაში. იხ. პარაგრაფი 4.
სამკურნალო პროდუქტის სახელწოდებაა ონდანსეტრონი 2 მგ/მლ საინფუზიო ან საინექციო ხსნარი, თუმცა მოცემულ ინსტრუქციაში ის მოხსენიებული იქნება, როგორც ონდანსეტრონი აკორდი.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს ონდანსეტრონი აკორდი და მისი გამოყენება
სანამ პაციენტი ან მისი შვილი გამოიყენებს ონდანსეტრონი აკორდს
ონდანსეტრონი აკორდის გამოყენების წესი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ონდანსეტრონი აკორდის შენახვის წესი
შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
რას წარმოადგენს ონდანსეტრონი აკორდი და მისი გამოყენება
ონდანსეტრონი აკორდი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ონდანსეტრონს, რომელიც მიეკუთვნება ე.წ. ანტიემეტური (ღებინების საწინააღმდეგო) მედიკამენტების ჯგუფს.
ონდანსეტრონი აკორდი გამოიყენება
გულისრევისა და ღებინების საწინააღმდეგოდ, რომელიც გამოწვეულია
ქიმიოთერაპიით მოზრდილებსა და 6 თვის და მეტი ასაკის ბავშვებში;
სხივური თერაპიით ავთვისებიანის სიმსივნის დროს მოზრდილებში;
გულისრევისა და ღებინების საწინააღმდეგოდ და სამკურნალოდ ქირურგიული ოპერაციების შემდეგ მოზრდილებსა და ≥1 თვის ასაკის ბავშვებში.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ექთანთან, ექთანთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
- სანამ პაციენტი ან მისი შვილი გამოიყენებს ონდანსეტრონი აკორდს
ონდანსეტრონი აკორდი არ გამოიყენება:
თუ პაციენტი ან მისი შვილი ალერგიულია ონდანსეტრონის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში) ან ნებისმიერი მსგავსი პრეპარატის მიმართ, როგორიცაა მაგ.: გრანისეტრონი ან დოლასეტრონი.
თუ პაციენტი ან მისი შვილი იღებს აპომორფინს (პარკინსონის დაავადების სამკურნალო მედიკამენტს).
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ონდანსეტრონი აკორდის გამოყენებამდე მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს უნდა ეცნობოს:
თუ პაციენტს ან მის შვილს აღენიშნება გაუვალობა ან ძლიერი ყაბზობა. ონდანსეტრონმა შეიძლება გაართულოს აღნიშნული მდგომარეობები;
თუ პაციენტს ან მის შვილს აღენიშნება ღვიძლის პრობლემები;
თუ პაციენტს ან მის შვილს ანამნეზში აღენიშნება გულის პრობლემები ან ამჟამად იღებს გულის პრობლემების სამკურნალო მედიკამენტებს (მაგ.: გულის შეგუბებითი უკმარისობა, რომელიც იწვევს ქოშინს და კოჭების შეშუპებას);
თუ პაციენტს ან მის შვილს აღენიშნება გულის რითმის დარღვევები (არითმიები);
თუ პაციენტი ან მისი შვილი ალერგიულია ონდანსეტრონის მსგავსი მედიკამენტების, როგორიცაა გრანისეტრონი ან პალონოსეტრონის მიმართ;
თუ პაციენტი ან მისი შვილი იკეთებს ტონზილექტომიას, რადგან ონდანსეტრონით მკურნალობამ შეიძლება შენიღბოს შინაგანი სისხლდენის სიმპტომები.
თუ პაციენტს ან მის შვილს აღენიშნება სისხლში ელექტროლიტების დონის ცვლილება, კერძოდ: კალიუმის, ნატრიუმისა და მაგნიუმის.
თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ზემოთ ჩამოთვლილი ეხება თუ არა მას, ონდანსეტრონი აკორდის გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან, ექთანთან ან ფარმაცევტთან მიმართვა
სხვა მედიკამენტები და ონდანსეტრონი აკორდი
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომელთაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა, ან აპირებს, რომ მიიღოს, ბუნებრივი დანამატების, ვიტამინების ან მინერალების ჩათვლით.
კერძოდ, ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს შემდეგ მედიკამენტებს:
ფენიტოინი (გამოიყენება ეპილეფსიისა და არითმიების სამკურნალოდ). ონდანსეტრონის ეფექტი შეიძლება შესუსტდეს;
კარბამაზეპინი (გამოიყენება ეპილეფსიისა და ნევრალგიური ტკივილის სამკურნალოდ). ფენიტოინი (გამოიყენება ეპილეფსიისა და არითმიების სამკურნალოდ). ონდანსეტრონის ეფექტი შეიძლება შესუსტდეს;
რიმფამპიცინი - გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა ტუბერკულოზი (ტბ). ონდანსეტრონის ეფექტი შეიძლება შესუსტდეს;
ანტიბიოტიკები, როგორიცაა ერითრომიცინი ან კეტოკონაზოლი;
ანტიარითმიული პრეპარატები (გამოიყენება გულის რითმის დარღვევის დროს), როგორიცაა, ამიოდარონი;
ბეტა-ბლოკატორები, რომლებიც გამოიყენება გულისა და თვალის გარკვეული პრობლემების დროს, შფოთვის ან შაკიკის პრევენციისთვის, როგორიცა ატენოლოლი ან თიმოლოლი;
ტრამადოლი (გამოიყენება ტკივილის კუპირებისათვის). ტრამადოლის ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი შეიძლება შესუსტდეს;
აპომორფინი (გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ). არტერიული წნევის ძლიერი დაქვეითება და გონების დაკარგვა აღინიშნა აპომორფინთან ერთად ერთდროული (ონდანსეტრონის) მიღებისას;
პრეპარატები, რომლებიც გავლენას ახდენენ გულზე (ჰალოპერიდოლი ან მეთადონი);
კიბოს სამკურნალო პრეპარატები (განსაკუთრებით ანთრაციკლინები, როგორიცა დოქსორუბიცინი, დაუნორუბიცინი ან ტრასტუზუმაბი);
სუსი (სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები) - გამოიყენება დეპრესიის და/ან შფოთვითი აშლილობის სამკურნალოდ, მათ შორის ფლუოქსეტინი, პაროქსეტინი, სერტრალინი, ფლუვოქსამინი, ციტალოპრამი, ესციტალოპრამი;
სნუი (სეროტონინ-ნორადრენალინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები) – გამოიყენება დეპრესიის და/ან შფოთვის დროს, მათ შორის ვენლაფაქსინი, დულოქსეტინი.
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის კორექცია.
ონდანსეტრონი აკორდის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
ონდანსეტრონი აკორდის გამოყენებაზე საკვები და სასმელი გავლენას არ ახდენს.
ფეხმძიმობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციულ ფუნქციაზე გავლენა
ფეხმძიმობა:
ფეხმძიმობის დროს ონდანსეტრონი აკორდის გამოყენების არასაკმარისი გამოცდილების გამო, მისი მიღება რეკომენდებული არ არის. ფეხმძიმობის, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში, ონდანსეტრონი აკორდის გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
ძუძუთი კვება
ონდანსეტრონი აკორდის მოქმედი ნივთიერება, ონდასეტრონი, აღწევს დედის რძეში. ამიტომ ონდანსეტრონი აკორდის გამოყენების დროს არ შეიძლება ძუძუთი კვება.
ონდანსეტრონი აკორდის გამოყენებამდე საჭიროა მკურნალი ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
ონდანსეტრონი აკორდი არ ახდენს გავლენას ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია მედიკამენტში ზოგიერთი ინგრედიენტის შემცველობის შესახებ
ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 2.5 მმოლ (ან 57.9 მგ) ნატრიუმს, როცა ნატრიუმის დღიური დოზის მაქსიმუმია 32 მგ. ეს მხედველობაშია მისაღები იმ პაციენტებისათვის, რომლებიც იმყოფებიან მარილის შეზღუდული შემცველობის მქონე დიეტაზე.
ონდანსეტრონი აკორდის გამოყენების წესი
მედიკამენტის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიერ. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული.
ონდანსეტრონი აკორდი, ჩვეულებრივ, კეთდება ექთნის ან ექიმის მიერ. მისი დოზა დამოკიდებულია ჩატარებულ მკურნალობაზე.
ქიმიოთერაპიით ან სხივური თერაპიით გამოწვეული გულისრევისა და ღებინების პრევენცია
მოზრდილები
ქიმიოთერაპიის ან სხივური თერაპიის დღეს, უშუალოდ მკურნალობის წინ, ვენაში ან კუნთში ჩვეულებრივ კეთდება 8 მგ პრეპარატი და 12 საათის შემდეგ, ასევე, კეთდება 8 მგ პრეპარატი. მოზრდილების ინტრავენური დოზა, როგორც წესი, არ აჭარბებს 8 მგ-ს.
მომდევნო დღეებში
ქიმიოთერაპიის შემდეგ მედიკამენტი ჩვეულებრივ ინიშნება პერორალურად 8 მგ ონდანსეტრონის ტაბლეტის ან 10 მლ (8 მგ) ონდანსეტრონის სიროფის სახით;
პრეპარატის პერორალური დოზის მიღება უნდა დაიწყოს თორმეტი საათის შემდეგ უკანასკნელი ინტრავენური დოზიდან და შეიძლება გაგრძელდეს 5 დღემდე.
თუ ქიმიოთერაპია ან სხივური თერაპია იწვევს ძლიერ გულისრევასა და ღებინებას, შესაძლოა გაიზარდოს ონდანსეტრონი აკორდის დოზა. ამ გადაწყვეტილებას იღებს მკურნალი ექიმი.
ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევისა და ღებინების პრევენცია
6 თვის ასაკის ზემოთ ბავშვები და მოზარდები:
პრეპარატის დოზას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი ბავშვის სხეულის წონის ან სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით.
ქიმიოთერაპიის დღეს
პრეპარატის პირველი დოზა კეთდება ინექციის სახით, ინტრავენურად, უშუალოდ მკურნალობის წინ. ქიმიოთერაპიის შემდეგ კი მედიკამენტს ბავშვი იღებს პერორალურად ტაბლეტის ან სიროფის სახით.
მომდევნო დღეებში პრეპარატის პერორალური დოზის მიღება უნდა დაიწყოს თორმეტი საათის შემდეგ უკანასკნელი ინტრავენური დოზიდან და შეიძლება გაგრძელდეს 5 დღემდე.
გულისრევისა და ღებინების პრევენცია ოპერაციის შემდეგ
მოზრდილები:
მოზრდილებისთვის ჩვეულებრივ დოზა შეადგენს 4 მგ-ს, რომელიც კეთდება ინექციის სახით ვენაში ან კუნთში. პრევენციის მიზნით შეიძლება გაკეთდეს უშუალოდ ოპერაციის წინ.
ბავშვები:
1 თვეზე მეტი ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისათვის დოზას განსაზღვრავს ექიმი. მაქსიმალური დოზაა 4 მგ და ის კეთდება ნელი ინექციის სახით ინტრავენურად. პრევენციის მიზნით შეიძლება გაკეთდეს უშუალოდ ოპერაციის წინ.
ღვიძლის ზომიერი ან მძიმე პრობლემების მქონე პაციენტები
მთლიანი დღიური დოზა არ უნდა აჭარბებდეს 8 მგ-ს.
თუ პაციენტს ისევ აღენიშნება გულისრევა ან ღებინება
ონდანსეტრონი აკორდი შეყვანის შემდეგ სწრაფად იწყებს მოქმედებას. თუ პაციენტს ისევ აღენიშნება გულისრევა ან ღებინება, საჭიროა ექიმთან ან ექთანთან მიმართვა.
ონდანსეტრონი აკორდის დოზის გადაჭარბებისას
ონდანსეტრონის ინექცია კეთდება ექიმის ან ექთნის მიერ, ამიტომ არ არის მოსალოდნელი დოზის გადაჭარბება. თუ პაციენტი მიიჩნევს, რომ მან ან მისმა შვილმა მიიღო ჭარბი დოზა ან გამოტოვა დოზა, უნდა მიმართოს ექიმს ან ექთანს.
ნებისმიერი დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, საჭიროა მიმართვა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ონდანსეტრონი აკორდიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
მძიმე ხასიათის გვერდითი მოვლენები
ალერგიული რეაქციები
თუ პაციენტს აღენიშნება ალერგიული რეაქცია, საჭიროა ექიმთან ან სამედიცინო პერსონალთან დაუყოვნებლივ მიმართვა. ნიშნები შეიძლება მოიცავდეს:
უეცრად განვითარებული ხმაურიანი სუნთქვა და ტკივილი მკერდის არეში ან მკერდის არეში მოჭერის შეგრძნება;
ქუთუთოების, სახის, ტუჩების, პირის ან ენის შეშუპება;
კანზე გამონაყარი - წითელი ლაქები ან კანქვეშა კვანძები (ჭინჭრის ციება) სხეულის ნებისმიერ ნაწილში;
კოლაფსი.
ნაკლებად მძიმე ხასიათის გვერდითი მოვლენები:
ძალიან ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)
თავის ტკივილი
ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
სიმხურვალის შეგრძნება ან წამოწითლება
შეკრულობა
ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების ცვლილება (ონდანსეტრონი აკორდის ცისპლანტინთან კომბინაციისას, სხვა შემთხვევებში ეს გვერდითი მოვლენა არახშირია)
ინექციის ადგილის გაღიზიანება და სიწითლე
არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტებში)
გულყრა (ან კრუნჩხვები)
სხეულის უნებლიე მოძრაობები ან კანკალი
არარეგულარული გულისცემა
ტკივილი გულმკერდის არეში
დაბალი არტერიული წნევა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გულისწასვლა ან თავბრუსხვევა.
სლოკინი
იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
თავბრუსხვევის შეგრძნება ან გაბრუება
მხედველობის დაბინდვა
გულის რითმის დარღვევები (რომელიც ხანდახან იწვევს გონების უეცარ დაკარგვას).
ძალიან იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
მხედველობის გაუარესება ან მხედველობის დროებით დაკარგვა, რომელიც ჩვეულებრივ აღდგება 20 წუთის განმავლობაში.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
გვერდითი მოვლენების განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის აღნიშნული ინსტრუქციაში. შეტყობინება შესაძლებელია უშუალოდ:
წამლის კონტროლის სახელმწიფო ინსტიტუტში
სრობაროვას ქ. #48
100 41 პრაღა 10
ვებ-გვერდი: http://www.sukl.cz/nahlasit-nezadouci-ucinek
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
ონდანსეტრონი აკორდის შენახვის წესი
მედიკამენტი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება ამპულასა და კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
პრეპარატი არ მოითხოვს შენახვის რაიმე სპეციალურ ტემპერატურული პირობებს.
ამპულები ინახება მუყაოს კოლოფში სინათლისაგან დასაცავად.
არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება კონტეინერის დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში ან ხსნარში ნაწილაკების/კრისტალების არსებობისას.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება სახლის ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ონდანსეტრონი აკორდი:
ონდანსეტრონი აკორდის აქტიური ნივთიერებაა ონდანსეტრონი (ჰიდროქლორიდის დიჰიდრატის სახით).
საინექციო ან საინფუზიო ხსნარის თითოეული მლ შეიცავს 2 მგ ონდანსეტრონს (ონდანსეტრონის ჰიდროქლორიდის დიჰიდრატის სახით).
2 მლ თითოეული ამპულა შეიცავს 4 მგ ონდანსეტრონს (ონდანსეტრონის ჰიდროქლორიდის დიჰიდრატის სახით).
4 მლ თითოეული ამპულა შეიცავს 8 მგ ონდანსეტრონს (ონდანსეტრონის ჰიდროქლორიდის დიჰიდრატის სახით).
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ნატრიუმის ციტრატი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და/ან ჰიდროქლორმჟავა pH-ის რეგულირებისათვის და საინექციო წყალი.
საინექციო ან საინფუზიო ონდანსეტრონი აკორდის ფორმა და შეფუთვა:
ონდანსეტრონი აკორდი არის უფერო საინექციო ან საინფუზიო ხსნარი, რომელიც მოთავსებულია გამჭვირვალე/ქარვისფერ მინის ამპულაში.
ონდანსეტრონი აკორდი 2 მგ/მლ ხელმისაწვდომია შეფუთვით 5 X 2 მლ და 5 X 4 მლ ამპულებით. აგრეთვე, 10 X 2 მლ და 10 X 4 მლ ამპულებით.
ყველა შეფუთვა სარეალიზაციოდ შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.
A
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
Accord Healthcare Polska Sp. z o.o.
ul. Taśmowa 7, 02-677 Warsaw, Poland
შპს აკორდ ჰელსქეა პოლსკა,
ტამშოვას ქ. 7, 02-677 ვარშავა, პოლონეთი
მწარმოებელი:
Accord Healthcare Polska Sp.z o.o.,
ul. Lutomierska 50, 95-200 Pabianice, Poland
შპს აკორდ ჰელსქეა პოლსკა,
ლუტომიერსკას ქ. 50, 95-200 პაბიანიცე, პოლონეთი
ევროპის ეკონომიკური ზონის წევრ ქვეყნებში ეს სამკურნალო პროდუქტი ლიცენზირებულია შედეგი სახელწოდებებით:
წევრი სახელმწიფოს სახელწოდება
სამკურნალო პროდუქტის სახელწოდება
გაერთიანებული სამეფო
ონდანსეტრონი 2 მგ/მლ საინექციო ან საინფუზიო ხსნარი
ავსტრია
ონდანსეტრონი აკორდი 2 მგ/მლ საინექციო ან საინფუზიო ხსნარი
ბელგია
ონდანსეტრონი აკორდი ჰელსქეა 2 მგ/მლ საინექციო ან საინფუზიო ხსნარი
კვიპროსი
ონდანსეტრონი აკორდი 2 მგ/მლ საინექციო ან საინფუზიო ხსნარი
ჩეხეთის რესპუბლიკა
ონდანსეტრონი აკორდი 2 მგ/მლ საინექციო ან საინფუზიო ხსნარი
დანია

გერმანია
ონდანსეტრონი აკორდი 2 მგ/მლ საინექციო ან საინფუზიო ხსნარი
ესტონეთი
ონდანსეტრონი აკორდი 2 მგ/მლ
საბერძნეთი
ონდანსეტრონი აკორდი 2 მგ/მლ საინექციო ან საინფუზიო ხსნარი
ესპანეთი
ონდანსეტრონი აკორდი ჰელსქეა 2მ გ/მლ საინექციო ან საინფუზიო ხსნარი EFG
ფინეთი
ონდანსეტრონი აკორდი 2მგ/მლ საინექციო ან საინფუზიო ხსნარი
ირლანდია
ონდანსეტრონი 2 მგ/მლ საინექციო ან საინფუზიო ხსნარი
იტალია
ონდანსეტრონი აკორდი ჰელსქეა 2 მგ/მლ საინექციო ან საინფუზიო ხსნარი
ლატვია
ონდანსეტრონი აკორდი 2 მგ/მლ საინექციო ან საინფუზიო ხსნარი
მალტა
ონდანსეტრონი 2 მგ/მლ საინექციო ან საინფუზიო ხსნარი
ნორვეგია
ონდანსეტრონი აკორდი 2 მგ/მლ საინექციო ან საინფუზიო ხსნარი
პოლონეთი
ონდანსეტრონი აკორდი 2 მგ/მლ
პორტუგალია
ონდანსეტრონი აკორდი
შვედეთი
ონდანსეტრონი აკორდი 2 მგ/მლ საინექციო ან საინფუზიო ხსნარი
სლოვენია
ონდანსეტრონი აკორდი 2 მგ/მლ საინექციო ან საინფუზიო ხსნარი
სლოვაკეთის რესპუბლიკა
ონდანსეტრონი აკორდი 2 მგ/მლ საინექციო ან საინფუზიო ხსნარი
ბულგარეთი
ონდანსეტრონი აკორდი 2 მგ/მლ საინექციო ან საინფუზიო ხსნარი
ნიდერლანდები
ონდანსეტრონი აკორდი 2 მგ/მლ საინექციო ან საინფუზიო ხსნარი
ლიეტუვა
ონდანსეტრონი აკორდი 2 მგ/მლ საინექციო/ საინფუზიო ხსნარი
ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 04.10.2019
ქვემოთ მოყვანილი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ სამედიცინო პერსონალის ან ჯანდაცვის სპეციალისტებისათვის
გამოყენების ინსტრუქცია:
პრეპარატი განკუთვნილია ინტრავენური ან კუნთშიდა ინექციისათვის ან ინტრავენური ინფუზიისათვის მისი განზავების შემდეგ.
ქიმიოთერაპიით ან სხივური თერაპიით გამოწვეული მოგვიანებით განვითარებული გულისრევისა და ღებინების საწინააღმდეგოდ მოზრდილებში, მოზარდებში ან ბავშვებში, ონდანსეტრონი გამოყენებულ უნდა იქნას მიმდინარე პრაქტიკისა და შესაბამისი გაიდლანების გათვალისწინებით.
ქიმიოთერაპიითა და სხივური თერაპიით გამოწვეული გულისრევა და ღებინება:
მოზრდილები: კიბოს მკურნალობის დროს განვითარებული ემეტოგენური ეფექტი დამოკიდებულია ქიმიოთერაპიული პრეპარატების დოზებსა და მათ კომბინაციაზე, ასევე, სხივური თერაპიის სქემებზე. ონდანსეტრონის დღიური დოზა უნდა იყოს 8-32 მგ-ის ფარგლებში და ის შერჩეულ უნდა იქნას ქვემოთ მოყვანილის შესაბამისად.
ემეტოგენური ეფექტის მქონე ქიმიოთერაპია და სხივური თერაპია:
ონდანსეტრონი შეიძლება დაინიშნოს რექტალურად, ორალურად (ტაბლეტის ან სიროფის სახით), ინტრავენურად ან კუნთშიდა ინექციის სახით.
პაციენტების უმეტესობას, რომლებსაც უტარდებათ ემეტოგენური ეფექტის მქონე ქიმიოთერაპია ან სხივური თერაპია, ენიშნებათ 8 მგ ონდანსეტრონი ნელი ინტრავენური (არა უმცირეს 30 წამი) ან ინტრამუსკულარული ინექციის სახით უშუალოდ მკურნალობის წინ და შემდგომ ყოველ თორმეტ საათში 8 მგ პერორალურად.
მოგვიანებით განვითარებული ან გახანგრძლივებული ღებინების თავიდან ასაცილებლად მკურნალობის კურსის პირველი 24 საათის შემდეგ 5 დღემდე უნდა გაგრძელდეს ონდანსეტრონის პერორალური ან რექტალური მიღება.
ძლიერი ემეტოგენური ეფექტის მქონე ქიმიოთერაპია: პაციენტებს, რომლებსაც უტარდებათ ძლიერი ემეტოგენური ეფექტის მქონე ქიმიოთერაპია, მაგ.: ცისპლატინი დიდი დოზებით, ონდანსეტრონი შეიძლება დაინიშნოს პერორალურად, რექტალურად, ინტრავენურად ან ინტრამუსკულარულად. ონდანსეტრონის დოზირების ქვემოთ მოყვანილი სქემებს ქიმიოთერაპიიდან პირველი 24 საათის განმავლობაში ერთი და იგივე ეფექტი აქვთ:
8 მგ ერთჯერადი დოზა ნელი ინტრავენური ინექციის (არაუმცირეს 30 წამი) ან ინტრამუსკულარული ინექციის სახით უშუალოდ ქიმიოთერაპიის წინ.
8 მგ დოზა ნელი ინტრავენური ინექციის სახით (არაუმცირეს 30 წამი) ან ინტრამუსკულარულად 8 მგ დოზა ორი- ან ოთხსაათიანი ინტერვალით, ან უწყვეტი ინფუზია 1 მგ/სთ 24 საათის განმავლობაში.
16 მგ მაქსიმალური საწყისი დოზა უნდა განზავდეს 50-100 მლ ფიზიოლოგიურ ხსნარში ან შესაბამის საინფუზიო ხსნარში (იხ. პარაგრაფი 6.6) და მისი ინფუზია უნდა მოხდეს არანაკლებ 15 წუთის განმავლობაში უშუალოდ ქიმიოთერაპიის წინ. ონდანსეტრონის საწყისი დოზის შემდეგ შეიძლება გაკეთდეს ორი დამატებითი 8 მგ ინტრავენური დოზა (არაუმცირეს 30 წამის განმავლობაში) ან კუნთშიდა დოზები 4-საათიანი ინტერვალით.
დოზირების სქემის შერჩევა უნდა მოხდეს მკურნალობის ემეტოგენური ეფექტის სიძლიერის გათვალისწინებით.
პრეპარატის ერთჯერადი დოზა არ უნდა აჭარბებდეს 16 მგ-ს, რადგან შეიძლება გაიზარდოს დოზაზე დამოკიდებული QT-ინტერვალის გახანგრძლივების რისკი (იხ. პროდუქტის მახასიათებლების შეჯამება, პარაგრაფები 4.4, 4.8 და 5.1).
ძლიერი ემეტოგენური ეფექტის მქონე ქიმიოთერაპიის დროს ონდანსეტრონის მოქმედება შეიძლება გაძლიერდეს ქიმიოთერაპიის წინ 20 მგ დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატის ერთჯერადი ინტრავენური შეყვანით.
მოგვიანებით განვითარებული ან გახანგრძლივებული ღებინების საწინააღმდეგოდ, უნდა დაიწყოს ონდანსეტრონის პერორალური ან რექტალური მიღება მკურნალობის კურსიდან პირველი 24 საათის შემდეგ და გაგრძელდეს 5 დღემდე.
პედიატრიული პაციენტები:
ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევა და ღებინება (CINV) 6 თვის და მეტი ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში
ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევისა და ღებინების დროს პრეპარატის დოზა გამოითვლება სხეულის ზედაპირის ფართობის (BSA) ან სხეულის მასის მიხედვით, რომლებიც ქვემოთაა მოყვანილი.
დოზის გამოთვლა სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით:
საინექციო ონდანსეტრონი უნდა დაინიშნოს უშუალოდ ქიმიოთერაპიის წინ ერთჯერადი ინტრავენური ინექციის სახით დოზით 5 მგ/მ². ინტრავენური ერთჯერადი დოზა არ უნდა აჭარბებდეს 8 მგ-ს. პერორალურად მიღება უნდა დაიწყოს 12 საათის შემდეგ და უნდა გაგრძელდეს 5 დღემდე (დამატებითი ინფორმაცია დოზირების ცხრილების შესახებ მოცემულია პროდუქტის მახასიათებლების რეზიუმეში). მთლიანი დღიური დოზა 24 სთ-ში (მიცემა ხდება გაყოფილი დოზებით) არ უნდა აჭარბებდეს მოზრდილების დოზას - 32 მგ-ს.
დოზის გამოთვლა სხეულის წონის მიხედვით:
სხეულის წონის მიხედვით გამოთვლილი მთლიანი დღიური დოზა უფრო მაღალია, სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით დათვლილი დოზასთან შედარებით. საინექციო ონდანსეტრონი უნდა დაინიშნოს უშუალოდ ქიმიოთერაპიის წინ ინტრავენურად ერთჯერადი ინექციის სახით დოზით 0.15 მგ/კგ. ინტრავენური ერთჯერადი დოზა არ უნდა აჭარბებდეს 8 მგ-ს. შემდეგი ორი ინტრავენური ინექცია უნდა გაკეთდეს 4-საათიანი ინტერვალებით. პერორალური მიღება შესაძლოა დაიწყოს 12 საათის შემდეგ და გაგრძელდეს 5 დღემდე (დამატებითი დეტალები იხ. პროდუქტის მახასიათებლების რეზიუმეში).
საინექციო ონდანსეტრონი უნდა გაიხსნას დექსტროზის 5%-იან ან 0.9%-იან ნატრიუმის ქლორიდის ან სხვა შესაბამის საინფუზიო ხსნარში (იხ. პარაგრაფი 6.6). ინფუზია უნდა მოხდეს ინტრავენურად არანაკლებ 15 წუთის განმავლობაში.
არ არსებობს კონტროლირებული კლინიკური კვლევების მონაცემები საინექციო ონდანსეტრონის გამოყენების შესახებ ქიმიოთერაპიის შემდეგ მოგვიანებით განვითარებული ან გახანგრძლივებული გულისრევისა და ღებინების პრევენციისათვის. არ არსებობს კონტროლირებული კლინიკური კვლევების მონაცემები სხივური თერაპიით გამოწვეული გულისრევისა და ღებინების დროს საინექციო ონდანსეტრონის გამოყენების შესახებ ბავშვებში.
პოსტოპერაციული გულისრევა და ღებინება (PONV):
მოზრდილები: პოსტოპერაციული გულისრევისა და ღებინების პრევენციისთვის ონდანსეტრონი ინიშნება პერორალურად ან ინტრავენური ან ინტრამუსკულარული ინექციის სახით.
ონდანსეტრონი შეიძლება დაინიშნოს ერთჯერადად ინტრამუსკულარული ან ნელი ინტრავენური ინექციის სახით 4 მგ დოზით ანესთეზიის ინდუქციის დროს.
პოსტოპერაციულად განვითარებული გულისრევისა და ღებინების სამკურნალოდ კი რეკომენდებულია ერთჯერადი დოზა 4 მგ ინტრამუსკულარულად ან ნელი ინტრავენური ინექციის სახით.
ბავშვები (1 თვის ასაკის ზემოთ და მოზარდები):
პერორალური ფარმაცევტული ფორმა:
არ ჩატარებულა კვლევები ონდანსეტრონის პერორალური გამოყენების შესახებ პოსტოპერაციული გულისრევისა და ღებინების პროფილაქტიკისთვის ან სამკურნალოდ. ამ მიზნით რეკომენდებულია პრეპარატის ნელი ინტრავენური ინექცია.
ინექცია:
პედიატრიულ პაციენტებში პოსტოპერაციული გულისრევისა და ღებინების პრევენციისთვის, როცა ოპერაცია ტარდება ზოგადი ანესთეზით, ონდანსეტრონი შეიძლება დაინიშნოს ერთჯერადად ნელი ინტრავენური ინექციის სახით (არანაკლებ 30 წამისა) დოზით 0.1 მგ/კგ მაქსიმალური დოზამდე - 4 მგ ანესთეზიის წინ, ანესთეზიის ინდუქციის დროს ან მის შემდეგ. პედიატრიულ პაციენტებში ოპერაციის შემდგომ, რომელიც გაკეთდა ზოგადი ანესთეზიით, ონდანსეტრონი ინიშნება ერთჯერადად ნელი ინტრავენური ინექციის სახით (არანაკლებ 30 წამისა) დოზით 0.1 მგ/კგ მაქსიმალური დოზამდე - 4 მგ. არ არსებობს მონაცემები 2 წლამდე ასაკის ბავშვებში საინექციო ონდანსეტრონის გამოყენების შესახებ პოსტოპერაციული გულისრევისა და ღებინების სამკურნალოდ.
ხანდაზმულები:
არასაკმარისი გამოცდილებაა ხანდაზმულებში ონდანსეტრონის გამოყენების შესახებ პოსტოპერაციული გულისრევისა და ღებინების პრევენციისთვის და სამკურნალოდ. თუმცა 65 წლის ზემოთ ასაკის პაციენტებში, რომლებიც იტარებენ ქიმიოთერაპიას, ონდანსეტრონი კარგად გადაიტანება.
თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტები: რაიმე ცვლილება დღიურ დოზაში, პრეპარატის მიღების სიხშირეში, ან მიღების გზებში საჭირო არ არის.
ღვიძლის დაზიანების მქონე პაციენტები: ონდანსეტრონის კლირენსი მნიშვნელოვნად მცირდება და შრატში მისი ნახევარდაშლის პერიოდი მნიშვნელოვნად გახანგრძლივებულია ღვიძლის ფუნქციის საშუალო ან მძიმე დაზიანების დროს. ასეთ პაციენტებში მთლიანი დღიური დოზა არ უნდა აჭარბებდეს 8 მგ-ს და ამიტომ რეკომენდებულია პარენერალური ან პერორალური მიღება.
პაციენტები სპარტეინი/დებრისოქვინი მეტაბოლიზმის დარღვევით: ონდანსეტრონის ნახევარდაშლის პერიოდი არ იცვლება სპარტეინისა და დებრისოქვინის მეტაბოლიზმის დარღვევის დროს. შესაბამისად, ასეთ პაციენტებში, ონდანსეტრონის განმეორებითი დოზირებისას მისი მოქმედების ეფექტი იგივეა, რაც დანარჩენ პაციენტებში. ამიტომ პრეპარატის დღიური დოზის ან მისი მიღების სიხშირის ცვლილება საჭირო არ არის.
შეუთავსებლობა:
ხსნარის სტერილიზაცია არ უნდა მოხდეს ავტოკლავში.
საინექციო ონდანსეტრონი შეიძლება დაემატოს შემდეგ რეკომენდებულ საინფუზიო ხსნარებს:
ნატრიუმის ქლორიდის ინტრავენური საინფუზიო ხსნარი BP 0.9% w/v
გლუკოზის ინტრავენური საინფუზიო ხსნარი BP 5% w/v
მანიტოლის ინტრავენური საინფუზიო ხსნარი BP 10% w/v
რინგერის საინფუზიო ხსნარი
კალიუმის ქლორიდის 0.3% w/vდა ნატრიუმის ქლორიდის 0.9% w/v ინტრავენური საინფუზიო ხსნარი BP
კალიუმის ქლორიდის 0.3% w/v და გლუკოზის 5% w/v ინტრავენური საინფუზიო ხსნარი BP
საინექციო ონდანსეტრონი სტაბილურია რეკომენდებულ საინფუზიო სითხეებში გახსნის შემდეგ კონცენტრაციებით 0.016 მგ/მლ და 0.64 მგ/მლ.
გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ გამჭვირვალე და უფერო ხსნარები.
განზავებული ხსნარები ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას.
შენახვის ვადა და შენახვის პირობები
გაუხსნელი
3 წელი
ეს სამკურნალო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის რაიმე სპეციალურ ტემპერატურული პირობებს.
ამპულები ინახება მუყაოს კოლოფში სინათლისაგან დასაცავად.
ინექცია
პრველად გახსნის შემდეგ სამკურნალო პროდუქტი გამოყენებულ უნდა იქნას დაუყოვნებლივ
ინფუზია
რეკომენდებულ ხსნარებში განზავების შემდეგ მისი ქიმიურ-ფიზიკური სტაბილურობა ნარჩუნდება 7 დღის განმავლობაში 25⁰C და 2-8⁰C ტემპერატურაზე შენახვისას.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პროდუქტი გამოყენებულ უნდა იქნას მაშინათვე. წინააღმდეგ შემთხვევაში, შენახვის დრო და პირობები წარმოადგენს მომხმარებლის პასუხისმგებლობას და ჩვეულებრივ, ის არ უნდა იქნას შენახული 2-8⁰C ტემპერატურაზე 24 საათზე მეტ ხანს, თუ პრეპარატის განზავებისას დაცულია ასეპტიკის კონტროლირებული და ვალიდური პირობები.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.