პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ოფთალმოლოგიური საშუალებები

ოზურდექსი

OZURDEX

რეცეპტით700მკგინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება

ოზურდექსის მოქმედი ნივთიერება დექსამეტაზონია. დექსამეტაზონი, კორტიკოსტეროიდების სახელით ცნობილ წამლის ჯგუფში შედის. (ფოტო-1) ზემოთ მოცემულ ფოტოზე ხედავთ ოზურდექსს. ოზურდექსი, ერთჯერადი გამოყენების აპლიკატორის ნემსში (უჟანგავი ფოლადი) არსებული და 700 მკგ დექსამეტაზონის შემცველი, ჩხირის ფორმის სტერილური იმპლანტია. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
დექსამეტაზონი (dexamethasone)
ფორმა და შეფუთვა
700მკგ ინტრავიტრეალური იმპლანტი აპლიკატორი №1
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ოფთალმოლოგიური საშუალებები, კორტიკოსტეროიდები
ATC კოდი
S01BA01
რეგისტრაციის ნომერი
რ/ა-P-0135
რეგისტრირებულია
1 აპრილი 2022, მოქმედებს 1 აპრილი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაოზურდექსი და სხვა წამალი ერთად

ოზურდექსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ოზურდექსის მოქმედი ნივთიერება დექსამეტაზონია. დექსამეტაზონი, კორტიკოსტეროიდების სახელით ცნობილ წამლის ჯგუფში შედის. (ფოტო-1)

ზემოთ მოცემულ ფოტოზე ხედავთ ოზურდექსს. ოზურდექსი, ერთჯერადი გამოყენების აპლიკატორის ნემსში (უჟანგავი ფოლადი) არსებული და 700 მკგ დექსამეტაზონის შემცველი, ჩხირის ფორმის სტერილური იმპლანტია.

აპლიკატორის და ნესტის შემწოვი მასალის შემცველ პაკეტი (დესიკატორი-გამშრობი) ფოლგის შეფუთვაშია მოთავსებული და მუყაოს კოლოფის შიგნით დევს.

თითოეულ მუყაოს კოლოფში 1 ცალი იმპლანტის შემცველი აპლიკატორია მოთავსებული და აპლიკატორის ერთჯერადად გამოყენების შემდეგ უნდა გადააგდოთ.

ოზურდექსი გამოიყენება ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს:

ოზურდექსი, ზრდასრულებში თვალის სისხლძარღვების დახშობის შედეგად განვითარებული მხედველობის დაკარგვის სამკურნალოდ გამოიყენება. ეს დახშობა, მაკულას სახელით ცნობილ ბადურას მიდამოში (თვალის უკან სინათლეზე მგრძნობიარე შრე) შეშუპების გამომწვევ სითხის შეკავებას განაპირობებს. შეშუპებამ, კითხვის მსგავსი მოქმედებებისთვის მნიშვნელოვანი და ცენტრალურ მხედველობაზე მოქმედი მაკულას დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს. ოზურდექსი, აღნიშნულ მაკულაში შეშუპების შემცირების გზით ავლენს ეფექტს, ეს კი მაკულას დაზიანების შემცირებას ანდა უფრო მეტი დაზიანების თავიდან აცილებაში ეხმარება.

ოზურდექსი, თვალის უკანა ნაწილში განვითარებული ჩირქოვანი ანთების სამკურნალოდაც გამოიყენება. ეს ანთება მხედველობის დაკარგვას და /ანდა მფრინავი ლაქების დანახვას (მხედველობის ველის არეში მოძრავი შავი წერტილები ანდა პატარა ხაზები) იწვევს. ოზურდექსი, ჩირქოვანი ანთების შემცირების გზით ავლენს ეფექტს.

ოზურდექსი, ასევე გამოიყენება დიაბეტურ მაკულარულ შეშუპებასთან დაკაშირებით განვითარებული მხედველობის დაკარგვის სამკურნალოდ. დიაბეტური მაკულარული შეშუპება შაქრიან დიაბეტთან დაკაშირებით თვალის უკანა ნაწილში სინათლეზე მგრძნობიარე შრეში განვითარებული შეშუპებაა.

  • ოზურდექსის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

ოზურდექსი არ გამოიყენება ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს:

თუ:

დექსამეტაზონის ანდა ოზურდექსის სხვა ნაერთებიდან რომელიმეს მიმართ ალერგია გაქვთ (მომატებული მგრძნობელობა)გაქვთ,

თუ, თვალის შიგნით ანდა ირგვლივ რომელიმე სახის ინფექცია გაქვთ (ბაქტერიული, ვირუსული ანდა სოკოვანი),

მედიკამენტით, რომელსაც იყენებთ სრულად უკონტროლო თვალის წნევა ანდა თვალის შიგა წნევა გაქვთ,

იმ თვალში, რომელიც სამკურნალოა, ბროლი არ არის ანდა ბროლის კაფსულა (,,პარკი)’’ უკანა მონაკვეთში გახეულია,

იმ თვალში, რომელიც სამკურნალოა, გაკეთებულია კატარაქტის ოპერაცია და თვალის წინა მონაკვეთში ჩადგმულია (წინა კამერის ინტაოკულარული ბროლი) ანდა თვალის თეთრ ნაწილში(სკლერა) ანდა ფერად გარსში(ირისი) დაფიქსირებულია ხელოვნური ბროლი და ბროლის კაფსულა (,,პარკი’’) უკანა ნაწილში გახეულია.

ოზურდექსი ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით გამოიყენეთ:

თუ, ოზურდექსის ინექციამდე ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან ვლინდება, ექიმს აცნობეთ;

თუ, კატარაქტის ანდა ირისის (თვალში შევამალი სინათლის რაოდენობის მაკონტროლირებელი თვალის ფერადი ნაწილი) ოპერაცია ანდა თვალის შიგა ჟელატინის (ვიტრეუსის სახელით ცნობილი) მოსაცილებელი ოპერაცია გადიტანეთ,

თუ, სისხლის გამათხელებელ წამალს ღებულობთ(მაგ.ჰეპარინი, ვარფარინი),

თუ, ოარლურად ანდა პირდაპირ თვალის შიგნით ნებისმიერი სახის სტეროიდულ ანდა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო წამალს (მაგ. ასპირინს) იყენებთ,

თუ, წარსულში მარტივი ჰერპესის ინფექცია გქონდათ (თვალზე ხანგრძლივად გამოვლენილი წყლული ანდა თვალის ტკივილი)

ზოგიერთ შემთხვევაში, ოზურდექსის ინექციამ შეიძლება გამოიწვიოს ინფექციის განვითარება, ტკივილი ანდა თვალის სიწითლე ანდა ბადურას ჩამოცლა ანდა გახევა. აღნიშნული პრობლემის უმკლეს დროში დიაგნოსტირება და მკურნალობა ძალიან მნიშვნელოვანია. ინექციის შემდეგ თვალის ტკივილის ინტენსივობის მატების ანდა დისკომფორტის მატებისას, თვალის სიწითლის გაუაესების, სინათლის ელვასავით ნათების და თვალის წინა მფრინავი წერტილების უეცარი მატებისას, მხედველობის ნაწილობრივი დაკარგვის, მხედველობის შემცირების, სინათლეზე მგრძნობელობის მომატებისას სასწრაფოდ ექიმს აცნობეთ.

ზოგიერთ ავადმყოფთან, ინექციის შემდეგ თვალის შიგა წნევის მომატების რისკი მატულობს. თქვენ შეიძლება ეს მომენტი ვერ შეამჩნიოთ, მაგრამ ექიმმა რეგულარულად უნდა გაგსინჯოთ და თუ საჭირო იქნება თვალის შიგა წნევის დამაქვეითებელი მკურნალობა უნდა დაიწყოს.

ავადმყოფთა უმრავლესობაში, რომელთაც კატარაქტის ოპერაცია ჯერ არ აქვთ გაკეთებული, ოზურდექსით განმეორებითი თერაპიების შემდეგ თვალის ბუნებრივ ბროლში შეიძლება შემღვრევა (კატარაქტა) განვითარდეს. თუ, აღნიშნული მდგომარეობა განვითარდება, მხედველობა დაქვეითდება და კატარაქტის მოცილებისთვის ოპერაცია დაგჭირდებათ. ექიმი, ამ ოპერაციის ჩასატარებლად შესაბამის დროს შეგირჩევთ, თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ ოპერაციამდე არსებული მხედველობის უნარი ოზურდექსის ინექციის გაკეთებამდე არსებულის ანდა უფრო უარესი შეიძლება იყოს.

იმპლანტი, ბროლის კაფსულის უკანა ნახევის და/ანდა გაფართოებული ირისის მქონე პაციენტებში უკანა ნაწილიდან წინა ნაწილში შეიძლება გადავიდეს. აღნიშნულმა კი თვალის წინა ნაწილში არსებულ გამჭვირვალე შრის შეშუპება და შეშუპების შედეგად მხედველობის შემღვრევა შეიძლება გამოიწვიოს. თუ ეს პროცესი დიდხანს გაგრძელდება და მკურნალობა არ ჩატარდება, შეიძლება საჭირო გახდეს ქსოვილის გადანერგვა.

ოზურდექსის ორივე თვალში ერთდოული გამოყენების უსაფრთხოების და ეფექტურობის საკითხი გამოკვლეული არ არის. ოზურდექსი, ორივე თვალში ერთდროულად არ უნდა იქნას გამოყენებული.

თუ, აღნიშნული გამაფრთხილებელი ნიშნები ამჟამად ანდა წასულის ნებისმიერ პერიოდში თქვენთან გამოვლინდა, გთხოვთ თქვენს ექიმს აცნობეთ.

ოზურდექსის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

არ მოქმედებს.

მიღების წესი და დოზირება

ოზურდექსის ყველა ინექცია ექიმი სპეციალისტის მიერ უნდა გაკეთდეს.

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

რეკომენდირებული დოზა არის ერთი იმპლანტი, რომელიც დაზიანებულ თვალზე ინექციით სახით კეთდება. თუ, ამ ინექციის ეფექტი ნელ-ნელა მცირდება და თუ ექიმი საჭიროდ ჩათვლის, თვალში სხვა ინექციის გაკეთება შეიძლება.

მიცემის გზა და მეთოდი:

თითოეული აპლიკატორი მხოლოდ ერთი თვალის სამკურნალოდ გამოიყენება.

ექიმმა, ნებისმიერი სახის ინფექციის თავიდან აცილების მიზნით, ინექციამდე 3 დღე და ინექციის შემდეგ 3 დღის განმავლობაში შეიძლება დაგინიშნოთ ანტიბიოტიკის შემცველი თვალის წვეთი. გთხოვთ, ეს მითითებები ყურადღებით შეასრულეთ.

ინექციის დღეს, ინფექციის თავიდან აცილების მიზნით, ექიმმა შეიძლება ანტიბიოტიკის შემცველი თვალის წვეთი გამოიყენოს. ექიმი, ასევე ინექციის დროს განვითარებული ტკივილის შემცირების ანდა თავიდან აცილების მიზნით ლოკალურ ანესთეზიას გაგიკეთებთ. ოზურდექსის ინექციის პროცესში შეიძლება ,,კლიკის’’ ხმა გაიგონოთ, ეს ნორმალურია.

ექიმისთვის ოზურდექსის ინექციის გაკეთების ტექნიკური დეტალების შესახებ ინფორმაცია წამლის კოლოფში არსებულ ინსტრუქციაშია.

ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკაშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის ექიმს მიმართეთ.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება:

ოზურდექსის ბავშვებსა და ახალგაზრდა ზრდასრულებში(18 წლამდე) გამოყენება არ არის შესწავლილი, ამიტომ ამ ასაკობრივ ჯგუფში არ არის რეკომენდიერბული. ბავშვებში არ გამოყენება.

ხანდაზმულებში გამოყენება:

ხანდაზმულ ავადმყოფებში დოზის სპეციალურ რეგულაციას არ საჭიროებს.

სიფრთხილის ზომები

თირკმლების უკმარისობა:

ოზურდექსის გამოყენება თირკმლების უკმარისობის მქონე ავადმყოფებში არ არის შესწავლილი, გარდა ამისა, რაიმე სახის სპეციალური ზომების მიღებას არ საჭიროებს.

ღვიძლის უკმარისობა:

ოზურდექსის გამოყენება ღვიძლის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში არ არის შესწავლილი, გარდა ამისა, რაიმე სახის სპეციალური ზომების მიღებას არ საჭიროებს.

თუ, ფიქრობთ რომ ოზუდექსის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

თუ ოზურდექსის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

თუ, ოზურდექსის საჭირო ერთ დოზაზე მეტი გამოიყენეთ, ექიმს ანდა ფარმაცევტს გაესაუბრეთ.

თუ ოზურდექსის გაკეთება დაგავიწყდათ:

თუ, ოზურედექსის გაკეთებისთვის ვიზიტი ჩაგივარდებათ, სასწრაფოდ ექიმს ანდა საავადმყოფოს დაუკავშირდით, რომ განმეორებითი ვიზიტი ჩაინიშნოთ.

დავიწყებული დოზის აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

მოვლენები, რომელიც ოზურდექსით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:

არ არსებობს.

თუ, ოზურდექსით განმეორებითი მკურნალობის ჩატარება არ გინდათ, მომდევნო ვიზიტზე მიბრძანდით და ექიმს გაესაუბრეთ.

  • რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამალში, ოზურდექსში არსებული ნივთიერებების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.

ორსულობა და ძუძუთი კვება

წამლის გამოყენებამდე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

რეპროდუქციული ასაკის ქალებმა მკურნალობის პერიოდში ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდი უნდა გამოიყენონ.

ორსულ ქალებში ოზურდექსის გამოყენებასთნ დაკავშირებით კვლევა არ არსებობს, ამიტომ შესაძლო რისკები უცნობია. თუ, ორსულად ხართ ანდა ორსულობას გეგმავთ, ოზურდექსით მკურნალობის დაწყებამდე ექიმს აღნიშნული მდგომარეობა აცნობეთ. თუ, თქვენი ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი სარგებელი არ აღემატება ბავშვზე საზიანო ეფექტის რისკს, ოზურდექსი არ უნდა იქნას გამოყენებული.

თუ მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, მაშინვე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვება-ლაქტაცია

წამლის მიღებამდე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს გაესაუბრეთ.

ორსულ ქალებში ოზურდექსის გამოყენებასთნ დაკაშირებით კვლევა არ არსებობს, ამიტომ შესაძლო რისკები უცნობია. თუ, ბავშვს ძუძუთი კვებავთ ანდა ძუძუთი კვებას გეგმავთ, ოზურდექსით მკურნალობის დაწყებამდე ექიმს გაესაუბრეთ. აუცილებლობის გარეშე, ბავშვის ძუძუთი კვების პერიოდში ოზურდექსის გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ოზურდექსით მკურნალობის შემდეგ, ხანმოკლე დროით შეძლება მხედველობის შემღვრევა გამოვლინდეს. თუ, ასეთი მდგომარეობა განვითარდება, ამ მდგომარეობის ალაგებამდე ავტომობილი ანდა ნებისმიერი აპარატი ანდა მექანიზმები არ მართოთ. ოზურდექსის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია

ოზურდექსი სიფრთხილის განმაპირობებელ დამხმარე ნივთიერებას არ შეიცავს.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

რაიმე სახის ურთიერთზემოქმედების კვლევა არ ჩატარებულა.

თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

გვერდითი მოვლენები

ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.

გავრცელებული:100 ავადმყოფიდან 1-და 10-მდე ავადმყოფთან ვლინდება,

ნაკლებად გავრცელებული: 1.000 ავადმყოფიდან 1-და 10-მდე ავადმყოფთან ვლინდება,

იშვიათი:10.000 ავადმყოფიდან 1-და 10-მდე ავადმყოფთან ვლინდება,

ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება,

უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გამოვლინდება, ოზურდექსის გამოყენება შეწყვიტეთ და სასწრაფოდ თქვენს ექიმს ანდა ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ.

ურტიკარია

შეშუპება (სახის და ხახის შეშუპების ჩათვლით)

ყველა ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი ეფექტებია.

თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ეს ნიშნავს, რომ ოზურდექსის მიმართ ალერგია გაქვთ. ამ დროს სასწაფო სამედიცინო დახმარება ანდა საავადმყოფოში დაწოლა შეიძლება დაგჭირდეთ.

ოზურდექსის გამოყენებისას შეიძლება ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები გამოვლინდეს:

ძალიან გავრცელებული:

თვალის შიგა წნევის მომატება**

კატარაქტა (ბროლის შემღვრევა)**

კონიუქტივალური ჰემორაგია (თვალის ზედაპირზე სისხლჩაქცევა)*

გავრცელებული:

ოკულარული ჰიპერტენზია (თვალის მაღალი წნევა)

სუბკაფსულარული კატარაქტა (ბროლის უკანა ნაწილის შემღვრევა)

ვიტრეუსის სისხლჩაქცევა (თვალის შიგნით სისხლჩაქცევა)**

მხედველობის სიმახვილის შემცირება*

მხედველობის დარღვევა/დისკომფორტი

ვიტრეუსის (მინისებრი სხეულის) აშრევება (თვალის უკან სინათლეზე მგრძნობიარე შრიდან თვალის შიგნით კოლოიდალური რბილი შრის აცლა)*

ვიტრეუსში(თვალის შიგნითა ჟელეს მსგავსი მასა) მფრინავი წერტილები*

ვიტრუსში გამჭვირვალობის შემცირება(თვალის შიგა ჟელესმაგვარ მასაში მფრინავი სხეულები)*

ბლეფარიტი (თვალის ქუთუთოს ჩირქოვანი ანთება)

თვალის ტკივილი*

ფოტოფსია (სინთლის ნათებების(ელვა) დანახვა)*

კონიუქტივალური (თვალის ქუთუთოების შიგნითა ნაწილის და თვალის თეთრი ნაწილის (სკლერის) მფარავი თხელი და გამჭვირვალე მემბრანის) შეშუპება*

თვალის წინ წერტილის დანახვის შეგრძნება (ფრენების ჩათვლით)*

დანისლვა ან ნისლში ყურების შეგრძნება*

კონიუქტივალური ჰიპერემია* (თვალის ქუთუთოების შიგნითა და თვალის თეთრი ნაწილის(სკლერის) მფარავი თხელი და გამჭვირვალე მემბრანის სიწითლე)

თავის ტკივილი

ნაკლებად გავრცელებული:

ნეკროზული რეტინიტი (თვალის უკანა ნაწილის ძლიერი ჩირქოვანი ანთება) (ძირითადად, ვირუსულ ინფექციასთან დაკაშირებული)

ენდოფთალმი(თვალის შიგა სერიოზული ინფექცია ანდა ჩირქოვანი ანთება)*

გლაუკომა(თვალის შიგა წნევის მომატება და მხედველობის ნერვის დაზიანებასთან დაკავშირებული თვალის დაავადება)

თვალის უკან, სინათლეზე მგრძნობიარე შრის გახევა(ბადურის გახევა)*

თვალის შიგნით არსებული ჟელესმაგვარი მასის(ვიტრეუსი) გარეთ გამოჟონვასთან დაკავშირებული თვალის შიგა წნევის შემცირება*

თვალი შიგნით წინა ნაწილის ჩირქოვანი ანთება*

ჩირქოვანი ანთების გამო თვალის წინა ნაწილში პროტეინების და უჯრედების მატება*

თვალში ანორმალური შეგრძნებები*

თვალის ქუთუთოს ქავილი

სკლერის ჰიპერემია (თვალსი თეთრი მემბრანის სიწითლე)*

იმპლანტის მიგრაცია (ოზურდექსის იმპლანტის თვალის უკანა ნაწილიდან წინა ნაწილში გადასვლის გამო მხედველობის შემღვრევა და შემცირება, ამ მდგომარეობამ შეიძლება თვალის გამჭვირვალე ნაწილში (რქოვანა) შეშუპება განაპირობოს)*

ოზურდექსის იმპლანტის შემთხვევით არასწორად ჩადგმის გამო თვალის ქსოვილის დაზიანება*

მიგრენი

  • ეს გვერდითი ეფექტები მხოლოდ ოზურდექსის იმპლანტის გამო არ ვითარდება, აღნიშნულს ინექციის პროცედურაც იწვევს. ინექციის რაოდენობის გაზრდისას, ეფექტები უფრო მეტად შეიძლება გამოვლინდეს.
  • *ეს გვერდითი ეფექტები უფრო მეტად ვლინდება იმ ავადმყოფებში, რომელთაც 2 ინექციაზე მეტი გაუკეთდათ და ასევე, ნაკლებად ვლინდება იმ ავადმყოფებთან, რომელთაც 2 ინექციაზე ნალები ინექცია გაუკეთდათ.

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არის ანდა არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

  • ოზურდექსის შენახვა

ოზურდექსი ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას შეფუთვაში შეინახეთ.

შეინახეთ <250 C ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ოზურდექსი არ გამოიყენოთ.

ვადა გასული ანდა გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

ლიცენზიის მფლობელი:

ს.ს. ალერგან ილაჩლარი თიჯარეთ

ბილიმის ქ.N:5 სუნ პლაზა, სართული:21-22-23 მასლაქი/სარიერი/სტამბული

ტელ: : 0212 365 50 00 ფაქსი: 0212 290 72 11 წარმოების ადგილი:

Allergan Pharmaceuticals Ireland

Castlebar Road Westport/Co. Mayo/ირლანდია

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 07/08/2019 წ დამოწმებულია.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია allergan

ოზურდექსიR 700 მკგ აპლიკატორში ინტრავიტრეალური იმპლანტი

სტერილური

თვალის შიგნით იმპლანტის სახით გამოიყენება

მოქმედი ნივთიერება: თითოეული აპლიკატორი 0,7 მგ დექსამეტაზონის შემცველ იმპლანტს შეიცავს.

დამხმარე ნივთიერებები: PLGA-ს ორი ხარისხიდან (50:50 PLGA-ს ეთერი და 50:50 PLGA-ს მჟავა) შექმნილი 50:50 პოლი D, L-ლაქტიდ-კო-გლიკოლიდი.

აღნიშნული წამლის გამოყენებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ.

დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართოთ.

აღნიშნული წამალი პირადად თქვენთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ.

აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს ანდა საავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ.

წამლის გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ. თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა მაღალი ანდა დაბალი დოზა არ მიიღოთ.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:

რა არის და რისთვის გამოიყენება ოზურდექსი?

ოზურდექსის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

როგორ გამოიყენება ოზურდექსი?

რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?

ოზურდესის შენახვა

  • რა არის და რისთვის გამოიყენება ოზურდექსი?

ოზურდექსის მოქმედი ნივთიერება დექსამეტაზონია. დექსამეტაზონი, კორტიკოსტეროიდების სახელით ცნობილ წამლის ჯგუფში შედის. (ფოტო-1)

ზემოთ მოცემულ ფოტოზე ხედავთ ოზურდექსს. ოზურდექსი, ერთჯერადი გამოყენების აპლიკატორის ნემსში (უჟანგავი ფოლადი) არსებული და 700 მკგ დექსამეტაზონის შემცველი, ჩხირის ფორმის სტერილური იმპლანტია.

აპლიკატორის და ნესტის შემწოვი მასალის შემცველ პაკეტი (დესიკატორი-გამშრობი) ფოლგის შეფუთვაშია მოთავსებული და მუყაოს კოლოფის შიგნით დევს.

თითოეულ მუყაოს კოლოფში 1 ცალი იმპლანტის შემცველი აპლიკატორია მოთავსებული და აპლიკატორის ერთჯერადად გამოყენების შემდეგ უნდა გადააგდოთ.

ოზურდექსი გამოიყენება ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს:

ოზურდექსი, ზრდასრულებში თვალის სისხლძარღვების დახშობის შედეგად განვითარებული მხედველობის დაკარგვის სამკურნალოდ გამოიყენება. ეს დახშობა, მაკულას სახელით ცნობილ ბადურას მიდამოში (თვალის უკან სინათლეზე მგრძნობიარე შრე) შეშუპების გამომწვევ სითხის შეკავებას განაპირობებს. შეშუპებამ, კითხვის მსგავსი მოქმედებებისთვის მნიშვნელოვანი და ცენტრალურ მხედველობაზე მოქმედი მაკულას დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს. ოზურდექსი, აღნიშნულ მაკულაში შეშუპების შემცირების გზით ავლენს ეფექტს, ეს კი მაკულას დაზიანების შემცირებას ანდა უფრო მეტი დაზიანების თავიდან აცილებაში ეხმარება.

ოზურდექსი, თვალის უკანა ნაწილში განვითარებული ჩირქოვანი ანთების სამკურნალოდაც გამოიყენება. ეს ანთება მხედველობის დაკარგვას და /ანდა მფრინავი ლაქების დანახვას (მხედველობის ველის არეში მოძრავი შავი წერტილები ანდა პატარა ხაზები) იწვევს. ოზურდექსი, ჩირქოვანი ანთების შემცირების გზით ავლენს ეფექტს.

ოზურდექსი, ასევე გამოიყენება დიაბეტურ მაკულარულ შეშუპებასთან დაკაშირებით განვითარებული მხედველობის დაკარგვის სამკურნალოდ. დიაბეტური მაკულარული შეშუპება შაქრიან დიაბეტთან დაკაშირებით თვალის უკანა ნაწილში სინათლეზე მგრძნობიარე შრეში განვითარებული შეშუპებაა.

  • ოზურდექსის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

ოზურდექსი არ გამოიყენება ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს:

თუ:

დექსამეტაზონის ანდა ოზურდექსის სხვა ნაერთებიდან რომელიმეს მიმართ ალერგია გაქვთ (მომატებული მგრძნობელობა)გაქვთ,

თუ, თვალის შიგნით ანდა ირგვლივ რომელიმე სახის ინფექცია გაქვთ (ბაქტერიული, ვირუსული ანდა სოკოვანი),

მედიკამენტით, რომელსაც იყენებთ სრულად უკონტროლო თვალის წნევა ანდა თვალის შიგა წნევა გაქვთ,

იმ თვალში, რომელიც სამკურნალოა, ბროლი არ არის ანდა ბროლის კაფსულა (,,პარკი)’’ უკანა მონაკვეთში გახეულია,

იმ თვალში, რომელიც სამკურნალოა, გაკეთებულია კატარაქტის ოპერაცია და თვალის წინა მონაკვეთში ჩადგმულია (წინა კამერის ინტაოკულარული ბროლი) ანდა თვალის თეთრ ნაწილში(სკლერა) ანდა ფერად გარსში(ირისი) დაფიქსირებულია ხელოვნური ბროლი და ბროლის კაფსულა (,,პარკი’’) უკანა ნაწილში გახეულია.

ოზურდექსი ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით გამოიყენეთ:

თუ, ოზურდექსის ინექციამდე ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან ვლინდება, ექიმს აცნობეთ;

თუ, კატარაქტის ანდა ირისის (თვალში შევამალი სინათლის რაოდენობის მაკონტროლირებელი თვალის ფერადი ნაწილი) ოპერაცია ანდა თვალის შიგა ჟელატინის (ვიტრეუსის სახელით ცნობილი) მოსაცილებელი ოპერაცია გადიტანეთ,

თუ, სისხლის გამათხელებელ წამალს ღებულობთ(მაგ.ჰეპარინი, ვარფარინი),

თუ, ოარლურად ანდა პირდაპირ თვალის შიგნით ნებისმიერი სახის სტეროიდულ ანდა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო წამალს (მაგ. ასპირინს) იყენებთ,

თუ, წარსულში მარტივი ჰერპესის ინფექცია გქონდათ (თვალზე ხანგრძლივად გამოვლენილი წყლული ანდა თვალის ტკივილი)

ზოგიერთ შემთხვევაში, ოზურდექსის ინექციამ შეიძლება გამოიწვიოს ინფექციის განვითარება, ტკივილი ანდა თვალის სიწითლე ანდა ბადურას ჩამოცლა ანდა გახევა. აღნიშნული პრობლემის უმკლეს დროში დიაგნოსტირება და მკურნალობა ძალიან მნიშვნელოვანია. ინექციის შემდეგ თვალის ტკივილის ინტენსივობის მატების ანდა დისკომფორტის მატებისას, თვალის სიწითლის გაუაესების, სინათლის ელვასავით ნათების და თვალის წინა მფრინავი წერტილების უეცარი მატებისას, მხედველობის ნაწილობრივი დაკარგვის, მხედველობის შემცირების, სინათლეზე მგრძნობელობის მომატებისას სასწრაფოდ ექიმს აცნობეთ.

ზოგიერთ ავადმყოფთან, ინექციის შემდეგ თვალის შიგა წნევის მომატების რისკი მატულობს. თქვენ შეიძლება ეს მომენტი ვერ შეამჩნიოთ, მაგრამ ექიმმა რეგულარულად უნდა გაგსინჯოთ და თუ საჭირო იქნება თვალის შიგა წნევის დამაქვეითებელი მკურნალობა უნდა დაიწყოს.

ავადმყოფთა უმრავლესობაში, რომელთაც კატარაქტის ოპერაცია ჯერ არ აქვთ გაკეთებული, ოზურდექსით განმეორებითი თერაპიების შემდეგ თვალის ბუნებრივ ბროლში შეიძლება შემღვრევა (კატარაქტა) განვითარდეს. თუ, აღნიშნული მდგომარეობა განვითარდება, მხედველობა დაქვეითდება და კატარაქტის მოცილებისთვის ოპერაცია დაგჭირდებათ. ექიმი, ამ ოპერაციის ჩასატარებლად შესაბამის დროს შეგირჩევთ, თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ ოპერაციამდე არსებული მხედველობის უნარი ოზურდექსის ინექციის გაკეთებამდე არსებულის ანდა უფრო უარესი შეიძლება იყოს.

იმპლანტი, ბროლის კაფსულის უკანა ნახევის და/ანდა გაფართოებული ირისის მქონე პაციენტებში უკანა ნაწილიდან წინა ნაწილში შეიძლება გადავიდეს. აღნიშნულმა კი თვალის წინა ნაწილში არსებულ გამჭვირვალე შრის შეშუპება და შეშუპების შედეგად მხედველობის შემღვრევა შეიძლება გამოიწვიოს. თუ ეს პროცესი დიდხანს გაგრძელდება და მკურნალობა არ ჩატარდება, შეიძლება საჭირო გახდეს ქსოვილის გადანერგვა.

ოზურდექსის ორივე თვალში ერთდოული გამოყენების უსაფრთხოების და ეფექტურობის საკითხი გამოკვლეული არ არის. ოზურდექსი, ორივე თვალში ერთდროულად არ უნდა იქნას გამოყენებული.

თუ, აღნიშნული გამაფრთხილებელი ნიშნები ამჟამად ანდა წასულის ნებისმიერ პერიოდში თქვენთან გამოვლინდა, გთხოვთ თქვენს ექიმს აცნობეთ.

ოზურდექსის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

არ მოქმედებს.

ორსულობა

წამლის გამოყენებამდე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

რეპროდუქციული ასაკის ქალებმა მკურნალობის პერიოდში ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდი უნდა გამოიყენონ.

ორსულ ქალებში ოზურდექსის გამოყენებასთნ დაკავშირებით კვლევა არ არსებობს, ამიტომ შესაძლო რისკები უცნობია. თუ, ორსულად ხართ ანდა ორსულობას გეგმავთ, ოზურდექსით მკურნალობის დაწყებამდე ექიმს აღნიშნული მდგომარეობა აცნობეთ. თუ, თქვენი ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი სარგებელი არ აღემატება ბავშვზე საზიანო ეფექტის რისკს, ოზურდექსი არ უნდა იქნას გამოყენებული.

თუ მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, მაშინვე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვება-ლაქტაცია

წამლის მიღებამდე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს გაესაუბრეთ.

ორსულ ქალებში ოზურდექსის გამოყენებასთნ დაკაშირებით კვლევა არ არსებობს, ამიტომ შესაძლო რისკები უცნობია. თუ, ბავშვს ძუძუთი კვებავთ ანდა ძუძუთი კვებას გეგმავთ, ოზურდექსით მკურნალობის დაწყებამდე ექიმს გაესაუბრეთ. აუცილებლობის გარეშე, ბავშვის ძუძუთი კვების პერიოდში ოზურდექსის გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება

ოზურდექსით მკურნალობის შემდეგ, ხანმოკლე დროით შეძლება მხედველობის შემღვრევა გამოვლინდეს. თუ, ასეთი მდგომარეობა განვითარდება, ამ მდგომარეობის ალაგებამდე ავტომობილი ანდა ნებისმიერი აპარატი ანდა მექანიზმები არ მართოთ. ოზურდექსის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია

ოზურდექსი სიფრთხილის განმაპირობებელ დამხმარე ნივთიერებას არ შეიცავს.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

რაიმე სახის ურთიერთზემოქმედების კვლევა არ ჩატარებულა.

თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

  • როგორ გამოიყენება ოზურდექსი?

ოზურდექსის ყველა ინექცია ექიმი სპეციალისტის მიერ უნდა გაკეთდეს.

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

რეკომენდირებული დოზა არის ერთი იმპლანტი, რომელიც დაზიანებულ თვალზე ინექციით სახით კეთდება. თუ, ამ ინექციის ეფექტი ნელ-ნელა მცირდება და თუ ექიმი საჭიროდ ჩათვლის, თვალში სხვა ინექციის გაკეთება შეიძლება.

მიცემის გზა და მეთოდი:

თითოეული აპლიკატორი მხოლოდ ერთი თვალის სამკურნალოდ გამოიყენება.

ექიმმა, ნებისმიერი სახის ინფექციის თავიდან აცილების მიზნით, ინექციამდე 3 დღე და ინექციის შემდეგ 3 დღის განმავლობაში შეიძლება დაგინიშნოთ ანტიბიოტიკის შემცველი თვალის წვეთი. გთხოვთ, ეს მითითებები ყურადღებით შეასრულეთ.

ინექციის დღეს, ინფექციის თავიდან აცილების მიზნით, ექიმმა შეიძლება ანტიბიოტიკის შემცველი თვალის წვეთი გამოიყენოს. ექიმი, ასევე ინექციის დროს განვითარებული ტკივილის შემცირების ანდა თავიდან აცილების მიზნით ლოკალურ ანესთეზიას გაგიკეთებთ. ოზურდექსის ინექციის პროცესში შეიძლება ,,კლიკის’’ ხმა გაიგონოთ, ეს ნორმალურია.

ექიმისთვის ოზურდექსის ინექციის გაკეთების ტექნიკური დეტალების შესახებ ინფორმაცია წამლის კოლოფში არსებულ ინსტრუქციაშია.

ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკაშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის ექიმს მიმართეთ.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება:

ოზურდექსის ბავშვებსა და ახალგაზრდა ზრდასრულებში(18 წლამდე) გამოყენება არ არის შესწავლილი, ამიტომ ამ ასაკობრივ ჯგუფში არ არის რეკომენდიერბული. ბავშვებში არ გამოყენება.

ხანდაზმულებში გამოყენება:

ხანდაზმულ ავადმყოფებში დოზის სპეციალურ რეგულაციას არ საჭიროებს.

გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:

თირკმლების უკმარისობა:

ოზურდექსის გამოყენება თირკმლების უკმარისობის მქონე ავადმყოფებში არ არის შესწავლილი, გარდა ამისა, რაიმე სახის სპეციალური ზომების მიღებას არ საჭიროებს.

ღვიძლის უკმარისობა:

ოზურდექსის გამოყენება ღვიძლის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში არ არის შესწავლილი, გარდა ამისა, რაიმე სახის სპეციალური ზომების მიღებას არ საჭიროებს.

თუ, ფიქრობთ რომ ოზუდექსის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

თუ ოზურდექსის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

თუ, ოზურდექსის საჭირო ერთ დოზაზე მეტი გამოიყენეთ, ექიმს ანდა ფარმაცევტს გაესაუბრეთ.

თუ ოზურდექსის გაკეთება დაგავიწყდათ:

თუ, ოზურედექსის გაკეთებისთვის ვიზიტი ჩაგივარდებათ, სასწრაფოდ ექიმს ანდა საავადმყოფოს დაუკავშირდით, რომ განმეორებითი ვიზიტი ჩაინიშნოთ.

დავიწყებული დოზის აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

მოვლენები, რომელიც ოზურდექსით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:

არ არსებობს.

თუ, ოზურდექსით განმეორებითი მკურნალობის ჩატარება არ გინდათ, მომდევნო ვიზიტზე მიბრძანდით და ექიმს გაესაუბრეთ.

  • რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამალში, ოზურდექსში არსებული ნივთიერებების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.

გვერდითი ეფექტები კატეგორიების მიხედვით ქვემოთაა მოცემული:

ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.

გავრცელებული:100 ავადმყოფიდან 1-და 10-მდე ავადმყოფთან ვლინდება,

ნაკლებად გავრცელებული: 1.000 ავადმყოფიდან 1-და 10-მდე ავადმყოფთან ვლინდება,

იშვიათი:10.000 ავადმყოფიდან 1-და 10-მდე ავადმყოფთან ვლინდება,

ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება,

უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გამოვლინდება, ოზურდექსის გამოყენება შეწყვიტეთ და სასწრაფოდ თქვენს ექიმს ანდა ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ.

ურტიკარია

შეშუპება (სახის და ხახის შეშუპების ჩათვლით)

ყველა ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი ეფექტებია.

თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ეს ნიშნავს, რომ ოზურდექსის მიმართ ალერგია გაქვთ. ამ დროს სასწაფო სამედიცინო დახმარება ანდა საავადმყოფოში დაწოლა შეიძლება დაგჭირდეთ.

ოზურდექსის გამოყენებისას შეიძლება ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები გამოვლინდეს:

ძალიან გავრცელებული:

თვალის შიგა წნევის მომატება**

კატარაქტა (ბროლის შემღვრევა)**

კონიუქტივალური ჰემორაგია (თვალის ზედაპირზე სისხლჩაქცევა)*

გავრცელებული:

ოკულარული ჰიპერტენზია (თვალის მაღალი წნევა)

სუბკაფსულარული კატარაქტა (ბროლის უკანა ნაწილის შემღვრევა)

ვიტრეუსის სისხლჩაქცევა (თვალის შიგნით სისხლჩაქცევა)**

მხედველობის სიმახვილის შემცირება*

მხედველობის დარღვევა/დისკომფორტი

ვიტრეუსის (მინისებრი სხეულის) აშრევება (თვალის უკან სინათლეზე მგრძნობიარე შრიდან თვალის შიგნით კოლოიდალური რბილი შრის აცლა)*

ვიტრეუსში(თვალის შიგნითა ჟელეს მსგავსი მასა) მფრინავი წერტილები*

ვიტრუსში გამჭვირვალობის შემცირება(თვალის შიგა ჟელესმაგვარ მასაში მფრინავი სხეულები)*

ბლეფარიტი (თვალის ქუთუთოს ჩირქოვანი ანთება)

თვალის ტკივილი*

ფოტოფსია (სინთლის ნათებების(ელვა) დანახვა)*

კონიუქტივალური (თვალის ქუთუთოების შიგნითა ნაწილის და თვალის თეთრი ნაწილის (სკლერის) მფარავი თხელი და გამჭვირვალე მემბრანის) შეშუპება*

თვალის წინ წერტილის დანახვის შეგრძნება (ფრენების ჩათვლით)*

დანისლვა ან ნისლში ყურების შეგრძნება*

კონიუქტივალური ჰიპერემია* (თვალის ქუთუთოების შიგნითა და თვალის თეთრი ნაწილის(სკლერის) მფარავი თხელი და გამჭვირვალე მემბრანის სიწითლე)

თავის ტკივილი

ნაკლებად გავრცელებული:

ნეკროზული რეტინიტი (თვალის უკანა ნაწილის ძლიერი ჩირქოვანი ანთება) (ძირითადად, ვირუსულ ინფექციასთან დაკაშირებული)

ენდოფთალმი(თვალის შიგა სერიოზული ინფექცია ანდა ჩირქოვანი ანთება)*

გლაუკომა(თვალის შიგა წნევის მომატება და მხედველობის ნერვის დაზიანებასთან დაკავშირებული თვალის დაავადება)

თვალის უკან, სინათლეზე მგრძნობიარე შრის გახევა(ბადურის გახევა)*

თვალის უკან, სინათლეზე მგრძნობიარე შრის გახევა(ბადურის გახევა)*

თვალის შიგნით არსებული ჟელესმაგვარი მასის(ვიტრეუსი) გარეთ გამოჟონვასთან დაკავშირებული თვალის შიგა წნევის შემცირება*

თვალი შიგნით წინა ნაწილის ჩირქოვანი ანთება*

ჩირქოვანი ანთების გამო თვალის წინა ნაწილში პროტეინების და უჯრედების მატება*

თვალში ანორმალური შეგრძნებები*

თვალის ქუთუთოს ქავილი

სკლერის ჰიპერემია (თვალსი თეთრი მემბრანის სიწითლე)*

იმპლანტის მიგრაცია (ოზურდექსის იმპლანტის თვალის უკანა ნაწილიდან წინა ნაწილში გადასვლის გამო მხედველობის შემღვრევა და შემცირება, ამ მდგომარეობამ შეიძლება თვალის გამჭვირვალე ნაწილში (რქოვანა) შეშუპება განაპირობოს)*

ოზურდექსის იმპლანტის შემთხვევით არასწორად ჩადგმის გამო თვალის ქსოვილის დაზიანება*

მიგრენი

  • ეს გვერდითი ეფექტები მხოლოდ ოზურდექსის იმპლანტის გამო არ ვითარდება, აღნიშნულს ინექციის პროცედურაც იწვევს. ინექციის რაოდენობის გაზრდისას, ეფექტები უფრო მეტად შეიძლება გამოვლინდეს.
  • *ეს გვერდითი ეფექტები უფრო მეტად ვლინდება იმ ავადმყოფებში, რომელთაც 2 ინექციაზე მეტი გაუკეთდათ და ასევე, ნაკლებად ვლინდება იმ ავადმყოფებთან, რომელთაც 2 ინექციაზე ნალები ინექცია გაუკეთდათ.

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არის ანდა არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

  • ოზურდექსის შენახვა

ოზურდექსი ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას შეფუთვაში შეინახეთ.

შეინახეთ <250 C ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ოზურდექსი არ გამოიყენოთ.

ვადა გასული ანდა გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

ლიცენზიის მფლობელი:

ს.ს. ალერგან ილაჩლარი თიჯარეთ

ბილიმის ქ.N:5 სუნ პლაზა, სართული:21-22-23 მასლაქი/სარიერი/სტამბული

ტელ: : 0212 365 50 00 ფაქსი: 0212 290 72 11 წარმოების ადგილი:

Allergan Pharmaceuticals Ireland

Castlebar Road Westport/Co. Mayo/ირლანდია

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 07/08/2019 წ დამოწმებულია.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა