კეტოფლექსი
KetoFLEX
ტკივილისა და შეშუპების სიმპტომური მკურნალობისთვის სახსრების, იოგების, მყესებისა და კუნთების ანთებითი დაავადებების და ტრავმების დროს (ართრიტი, პერიართრიტი, ტენდინიტი, ბურსიტი, დაჭიმულობა, დაჟეჟილობა, მენისკის დაზიანება, კისრის კუნთების რიგიდულობა, ლუმბაგო). რა უნდა იცოდეთ კეტოფლექსი 2.5% გელის გამოყენებამდე
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ketoprofen
- ფორმა და შეფუთვა
- 2,5% (25მგ/გ) 50გ გარეგანი გამოყენების გელი ტუბი №1
- მწარმოებელი
- VETPROM AD, ბულგარეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- სახსრებისა და კუნთების ტკივილის სამკურნალო ადგილობრივი გამოყენების საშუალებები, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები ადგილობრივი გამოყენებისთვის
- ATC კოდი
- M02AA10
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-045418
- რეგისტრირებულია
- 11 მაისი 2026, მოქმედებს 11 მაისი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „ჯი. დი. ერ. ეს“
კეტოფლექსი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ტკივილისა და შეშუპების სიმპტომური მკურნალობისთვის სახსრების, იოგების, მყესებისა და კუნთების ანთებითი დაავადებების და ტრავმების დროს (ართრიტი, პერიართრიტი, ტენდინიტი, ბურსიტი, დაჭიმულობა, დაჟეჟილობა, მენისკის დაზიანება, კისრის კუნთების რიგიდულობა, ლუმბაგო).
რა უნდა იცოდეთ კეტოფლექსი 2.5% გელის გამოყენებამდე
მიღების წესი და დოზირება
მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის, კანზე.
მოზრდილები
წაისვით გელი (3-5 სმ ან მეტი, დაზიანების მიხედვით) კანზე ერთხელ ან ორჯერ დღეში, მსუბუქი მასაჟის მოძრაობებით, უკეთ შეწოვისთვის. გამოიყენება გარეგნულად წასასმელად. არ გამოიყენოთ 5 დღეზე მეტი დროის განმავლობაში ექიმის მითითების გარეშე.
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
15 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოცდილება შეზღუდულია, ამიტომ კეტოფლექსი 2.5% გელის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
თუ გამოიყენეთ კეტოფლექსი 2.5% გელის საჭიროზე მეტი დოზა
ადგილობრივი გამოყენებისას დოზის გადაჭარბების საშიშროება არ არსებობს. დიდ უბნებზე ხშირად წასმის შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს ზოგიერთი სისტემური არასასურველი რეაქცია. დიდი რაოდენობით შემთხვევით მიღებისას საჭიროა პირის ღრუსა და კუჭის გამორეცხვა, აუცილებლობის შემთხვევაში კი სიმპტომური მკურნალობა.
თუ გამოტოვეთ კეტოფლექსი 2.5% გელის გამოყენება
არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა, გამოტოვებულის საკომპენსაციოდ. გააგრძელეთ გელის გამოყენება ექიმის დანიშნულების შესაბამისად.
ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
თუ ხართ ალერგიული კეტოპროფენის ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია პარაგრაფში 6).
თუ სამედიცინო ანამნეზში გაქვთ ალერგია თიაპროფენის მჟავას, ფენოფიბრატის, უი-ბლოკერების ან პარფიუმერული პროდუქციის მიმართ.
დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ კეტოფლექსი 2.5% გელის გამოყენება კანის ნებისმიერი რეაქციის გამოვლენისას, მათ შორის კანის რეაქციების გამოვლენისას ოკტოკრილენის შემცველ პროდუქტებთან ერთად გამოყენების შემდეგ (ოკტოკრილენი – არის ზოგიერთი კოსმეტიკური და ჰიგიენური პროდუქტის დამხმარე ნივთიერება, რომელსაც გააჩნია ფოტოდაბერების საწინააღმდეგო თვისებები, როგორიცაა შამპუნები, გაპარსვის შემდგომ გამოსაყენებელი გელები, შხაპის გელები, კანის კრემები, ტუჩის საცხები, ნაოჭების საწინააღმდეგო კრემები, მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალებები, თმის სპრეები).
კანის ის უბნები, რომლებზეც გამოყენებული იყო პრეპარატი, არ უნდა მოხვდეს მზის სხივების ან სოლარიუმის ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედების ქვეშ მკურნალობის დროს და მკურნალობის შეწყვეტიდან 2 კვირის განმავლობაში.
თუ გაქვთ გულის მძიმე უკმარისობა.
15 წლამდე ასაკის ბავშვები.
თუ ხართ ორსულობის ბოლო 3 თვეში.
სიფრთხილის ზომები
მზის სხივების (გაფანტული სინათლის შემთხვევაშიც კი) ან ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედების შემთხვევაში კანის იმ უბნებზე, რომელზეც წასმულია კეტოფლექსი 2.5% გელი, შეიძლება განვითარდეს კანის პოტენციურად მძიმე რეაქციები (ფოტომგრძნობელობა). ამასთან დაკავშირებით აუცილებელია:
პრეპარატით მკურნალობისას და მისი შეწყვეტიდან ორი კვირის განმავლობაში ტანსაცმლით დაიფარეთ კანის ის უბნები, სადაც ისვამდით პრეპარატს, ფოტომგრძნობელობის თავიდან აცილების მიზნით.
კეტოფლექსი 2.5% გელის ყოველი წასმის შემდეგ კარგად დაიბანეთ ხელები.
მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს კანის ნებისმიერი რეაქციის გამოვლენისას კეტოფლექსი 2.5% გელის გამოყენების შემდეგ.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიგეღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.
კეტოპროფენის გარეგანი გამოყენების შემდეგ სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება ცნობილი არ არის.
მიუხედავად ამისა, საჭიროა აასს ჯგუფის, მათ შორის ცოგ-2-ის სელექციური ინჰიბიტორების, ერთზე მეტი სამკურნალო საშუალების ერთდროულად გამოყენებისგან თავის შეკავება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
ორსულებში და მეძუძურ ქალებში კეტოფლექსი 2.5% გელის გამოყენება რეკომენდებული არ არის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სარგებელი აღემატება რისკს ნაყოფისთვის, მხოლოდ ექიმის დაკვირვების ქვეშ.
არ გამოიყენოთ კეტოფლექსი 2.5% გელი, თუ ხართ ორსულობის ბოლო 3 თვეში. კეტოფლექსი 2.5% გელი არ უნდა გამოიყენოთ ორსულობის პირველი 6 თვის განმავლობაში, აბსოლუტური აუცილებლობის და თქვენი ექიმის რეკომენდაციის გარეშე. თუ ამ პერიოდში გჭირდებათ მკურნალობა უნდა იქნას გამოყენებული უმცირესი დოზა მინიმალური დროის განმავლობაში.
კეტოპროფენის პერორალური ფორმები (მაგალითად, ტაბლეტები) შეიძლება იწვევდეს გვერდით ეფექტებს თქვენს ნაყოფში. უცნობია, ეხება თუ არა იგივე რისკი კეტოპროფენს კანზე გამოყენებისას.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
კეტოფლექსი 2.5% გელი არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
კეტოფლექსი 2.5% გელი შეიცავს ალკოჰოლს (ეთანოლს 96%), ამიტომ დაუშვებელია მისი შეხება ღია ჭრილობასთან, ლორწოვან გარსებთან ან თვალებთან.
კეტოფლექსი 2.5% გელი შეიცავს მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს დამხმარე ნივთიერების სახით, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციების განვითარება (შესაძლებელია შენელებული ტიპის).
როგორ გამოიყენება კეტოფლექსი 2.5% გელი
კეტოფლექსი 2.5% გელი ყოველთვის გამოიყენეთ თქვენი ექიმის დანიშნულების ზუსტად დაცვით. რაიმე საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები
კეტოფლექსი 2.5% გელის შენახვის პირობები
შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
რას წარმოადგენს კეტოფლექსი 2.5% გელი და რისთვის გამოიყენება
როგორ მოქმედებს კეტოფლექსი 2.5% გელი?
კეტოფლექსი 2.5% გელი მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების ჯგუფს. ამსუბუქებს ტკივილს, ანთებას და შეშუპებას გამწვავების დროს, ტკივილს საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დარღვევების დროს, რაც თავს აგარიდებთ დამახასიათებელ გვერდით ეფექტებს, რომლებიც აღინიშნება პერორალური არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება არის კეტოპროფენი. 1 გ გელი შეიცავს 25 მგ კეტოპროფენს.
დამხმარე ნივთიერებები: კარბომერი, ეთანოლი 96%, ტროლამინი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E218), გასუფთავებული წყალი.
კეტოფლექსი 2.5% გელის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა
უფერო, ჰომოგენური, გამჭვირვალე გელი, 50 გ ალუმინის ტუბში, შიგნიდან ალუმინის საფარით, მოთავსებულია ინდივიდუალურ მუყაოს კოლოფში.
მწარმოებელი
ვეტპრომ ად,
ბულგარეთი, ქ. რადომირი 2400, ოტეც პაისის ქუჩა #26,
ტელეფონი: +35924519300
ელ-ფოსტა: [email protected]
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
შპს დანჰსონ-ბგ,

ტელეფონი: +35924519300,
ელ-ფოსტა: [email protected]
მოცემული ჩანართის ბოლო რედაქტირების თარიღი: 10/2023 წ.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისათვის
კეტოფლექსი
- 5% გელი
კეტოპროფენი
მოცემული პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ სრული ჩანართი.
შეინახეთ მოცემული ჩანართი. შეიძლება, კვლავ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
თუ დამატებითი კითხვები გაგიჩნდათ, მიმართეთ თქვენს ექიმს.
ეს სამკურნალო საშუალება გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. ეს შესაძლოა, საზიანო აღმოჩნდეს მათთვის იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენსას ემთხვევა.
რომელიმე გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.
ჩანართის შინაარსი:
რას წარმოადგენს კეტოფლექსი 2.5% გელი და რისთვის გამოიყენება
რა უნდა იცოდეთ კეტოფლექსი 2.5% გელის გამოყენებამდე
როგორ გამოიყენება კეტოფლექსი 2.5% გელი
შესაძლო გვერდითი ეფექტები
კეტოფლექსი 2.5% გელის შენახვის პირობები
შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
რას წარმოადგენს კეტოფლექსი 2.5% გელი და რისთვის გამოიყენება
როგორ მოქმედებს კეტოფლექსი 2.5% გელი?
კეტოფლექსი 2.5% გელი მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების ჯგუფს. ამსუბუქებს ტკივილს, ანთებას და შეშუპებას გამწვავების დროს, ტკივილს საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დარღვევების დროს, რაც თავს აგარიდებთ დამახასიათებელ გვერდით ეფექტებს, რომლებიც აღინიშნება პერორალური არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას.
რისთვის გამოიყენება კეტოფლექსი 2.5% გელი?
ტკივილისა და შეშუპების სიმპტომური მკურნალობისთვის სახსრების, იოგების, მყესებისა და კუნთების ანთებითი დაავადებების და ტრავმების დროს (ართრიტი, პერიართრიტი, ტენდინიტი, ბურსიტი, დაჭიმულობა, დაჟეჟილობა, მენისკის დაზიანება, კისრის კუნთების რიგიდულობა, ლუმბაგო).
რა უნდა იცოდეთ კეტოფლექსი 2.5% გელის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ კეტოფლექსი 2.5% გელი
თუ ხართ ალერგიული კეტოპროფენის ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია პარაგრაფში 6).
თუ სამედიცინო ანამნეზში გაქვთ ალერგია თიაპროფენის მჟავას, ფენოფიბრატის, უი-ბლოკერების ან პარფიუმერული პროდუქციის მიმართ.
დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ კეტოფლექსი 2.5% გელის გამოყენება კანის ნებისმიერი რეაქციის გამოვლენისას, მათ შორის კანის რეაქციების გამოვლენისას ოკტოკრილენის შემცველ პროდუქტებთან ერთად გამოყენების შემდეგ (ოკტოკრილენი – არის ზოგიერთი კოსმეტიკური და ჰიგიენური პროდუქტის დამხმარე ნივთიერება, რომელსაც გააჩნია ფოტოდაბერების საწინააღმდეგო თვისებები, როგორიცაა შამპუნები, გაპარსვის შემდგომ გამოსაყენებელი გელები, შხაპის გელები, კანის კრემები, ტუჩის საცხები, ნაოჭების საწინააღმდეგო კრემები, მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალებები, თმის სპრეები).
კანის ის უბნები, რომლებზეც გამოყენებული იყო პრეპარატი, არ უნდა მოხვდეს მზის სხივების ან სოლარიუმის ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედების ქვეშ მკურნალობის დროს და მკურნალობის შეწყვეტიდან 2 კვირის განმავლობაში.
თუ გაქვთ გულის მძიმე უკმარისობა.
15 წლამდე ასაკის ბავშვები.
თუ ხართ ორსულობის ბოლო 3 თვეში.
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
მზის სხივების (გაფანტული სინათლის შემთხვევაშიც კი) ან ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედების შემთხვევაში კანის იმ უბნებზე, რომელზეც წასმულია კეტოფლექსი 2.5% გელი, შეიძლება განვითარდეს კანის პოტენციურად მძიმე რეაქციები (ფოტომგრძნობელობა). ამასთან დაკავშირებით აუცილებელია:
პრეპარატით მკურნალობისას და მისი შეწყვეტიდან ორი კვირის განმავლობაში ტანსაცმლით დაიფარეთ კანის ის უბნები, სადაც ისვამდით პრეპარატს, ფოტომგრძნობელობის თავიდან აცილების მიზნით.
კეტოფლექსი 2.5% გელის ყოველი წასმის შემდეგ კარგად დაიბანეთ ხელები.
მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს კანის ნებისმიერი რეაქციის გამოვლენისას კეტოფლექსი 2.5% გელის გამოყენების შემდეგ.
სხვა პრეპარატები და კეტოფლექსი 2.5% გელი
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიგეღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.
კეტოპროფენის გარეგანი გამოყენების შემდეგ სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება ცნობილი არ არის.
მიუხედავად ამისა, საჭიროა აასს ჯგუფის, მათ შორის ცოგ-2-ის სელექციური ინჰიბიტორების, ერთზე მეტი სამკურნალო საშუალების ერთდროულად გამოყენებისგან თავის შეკავება.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
ორსულებში და მეძუძურ ქალებში კეტოფლექსი 2.5% გელის გამოყენება რეკომენდებული არ არის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სარგებელი აღემატება რისკს ნაყოფისთვის, მხოლოდ ექიმის დაკვირვების ქვეშ.
არ გამოიყენოთ კეტოფლექსი 2.5% გელი, თუ ხართ ორსულობის ბოლო 3 თვეში. კეტოფლექსი 2.5% გელი არ უნდა გამოიყენოთ ორსულობის პირველი 6 თვის განმავლობაში, აბსოლუტური აუცილებლობის და თქვენი ექიმის რეკომენდაციის გარეშე. თუ ამ პერიოდში გჭირდებათ მკურნალობა უნდა იქნას გამოყენებული უმცირესი დოზა მინიმალური დროის განმავლობაში.
კეტოპროფენის პერორალური ფორმები (მაგალითად, ტაბლეტები) შეიძლება იწვევდეს გვერდით ეფექტებს თქვენს ნაყოფში. უცნობია, ეხება თუ არა იგივე რისკი კეტოპროფენს კანზე გამოყენებისას.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
კეტოფლექსი 2.5% გელი არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
კეტოფლექსი 2.5% გელი შეიცავს ალკოჰოლს (ეთანოლს 96%), ამიტომ დაუშვებელია მისი შეხება ღია ჭრილობასთან, ლორწოვან გარსებთან ან თვალებთან.
კეტოფლექსი 2.5% გელი შეიცავს მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს დამხმარე ნივთიერების სახით, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციების განვითარება (შესაძლებელია შენელებული ტიპის).
როგორ გამოიყენება კეტოფლექსი 2.5% გელი
კეტოფლექსი 2.5% გელი ყოველთვის გამოიყენეთ თქვენი ექიმის დანიშნულების ზუსტად დაცვით. რაიმე საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გამოყენების წესი: მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის, კანზე.
მოზრდილები
წაისვით გელი (3-5 სმ ან მეტი, დაზიანების მიხედვით) კანზე ერთხელ ან ორჯერ დღეში, მსუბუქი მასაჟის მოძრაობებით, უკეთ შეწოვისთვის. გამოიყენება გარეგნულად წასასმელად. არ გამოიყენოთ 5 დღეზე მეტი დროის განმავლობაში ექიმის მითითების გარეშე.
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
15 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოცდილება შეზღუდულია, ამიტომ კეტოფლექსი 2.5% გელის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
თუ გამოიყენეთ კეტოფლექსი 2.5% გელის საჭიროზე მეტი დოზა
ადგილობრივი გამოყენებისას დოზის გადაჭარბების საშიშროება არ არსებობს. დიდ უბნებზე ხშირად წასმის შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს ზოგიერთი სისტემური არასასურველი რეაქცია. დიდი რაოდენობით შემთხვევით მიღებისას საჭიროა პირის ღრუსა და კუჭის გამორეცხვა, აუცილებლობის შემთხვევაში კი სიმპტომური მკურნალობა.
თუ გამოტოვეთ კეტოფლექსი 2.5% გელის გამოყენება
არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა, გამოტოვებულის საკომპენსაციოდ. გააგრძელეთ გელის გამოყენება ექიმის დანიშნულების შესაბამისად.
ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი ეფექტები
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, კეტოფლექსი 2.5% გელსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ის არ ვითარდება ყველა პაციენტში.
პრეპარატის წასმის ადგილზე იშვიათად შესაძლებელია ადგილობრივი რეაქციების განვითარება:
კანის ალერგიული რეაქციები.
კანის მძიმე რეაქცია მზის სინათლის ზემოქმედების დროს.
აღინიშნა კანის მძიმე რეაქციების იშვიათი შემთხვევები, როგორიცაა ბულოზური ან ფლიქტენური ეგზემა, რომლებიც შეიძლება გავრცელდეს და მიიღოს გენერალიზებული ხასიათი.
შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ
რომელიმე გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში. ასევე, შეგიძლიათ გააგზავნოთ შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ უშუალოდ:
ბულგარეთის წამლის სააგენტოში
სოფია 1303, დამიან გრუევის ქუჩა 8
ტელეფონი: +359 28903417
ვებ-გვერდი: HYPERLINK "http://www.bda.bg" www.bda.bg.
გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინების გაგზავნით შეგიძლიათ დახმარება ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.
კეტოფლექსი 2.5% გელის შენახვის პირობები
25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, შორს ცეცხლისგან და პირდაპირი მზის სხივებისგან.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ მოცემული პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე. ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
სამკურნალო საშუალებების კანალიზაციის მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად გადაგდება არ შეიძლება. არასაჭირო პრეპარატების უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს კეტოფლექსი 2.5% გელი
მოქმედი ნივთიერება არის კეტოპროფენი. 1 გ გელი შეიცავს 25 მგ კეტოპროფენს.
დამხმარე ნივთიერებები: კარბომერი, ეთანოლი 96%, ტროლამინი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E218), გასუფთავებული წყალი.
კეტოფლექსი 2.5% გელის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა
უფერო, ჰომოგენური, გამჭვირვალე გელი, 50 გ ალუმინის ტუბში, შიგნიდან ალუმინის საფარით, მოთავსებულია ინდივიდუალურ მუყაოს კოლოფში.
მწარმოებელი
ვეტპრომ ად,
ბულგარეთი, ქ. რადომირი 2400, ოტეც პაისის ქუჩა #26,
ტელეფონი: +35924519300
ელ-ფოსტა: [email protected]
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
შპს დანჰსონ-ბგ,
ბულგარეთი, ქ. რადომირი 2400, ოტეც პაისის ქუჩა #26,
ტელეფონი: +35924519300,
ელ-ფოსტა: [email protected]
მოცემული ჩანართის ბოლო რედაქტირების თარიღი: 10/2023 წ.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.