ართროკოლი
Artrocol
- ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის მწვავე მტკივნეული მდგომარეობის შემსუბუქება, რომელიც გამოწვეულია ტრავმით, მაგალითად, სპორტული ტრავმები, დისლოკაციები, დაჭიმულობა და სისხლჩაქცევები; - ტკივილი მსუბუქი ართრიტის დროს.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- კეტოპროფენი (ketoprofen)
- ფორმა და შეფუთვა
- 2.5% (25მგ/გ) 45გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბი №1
- მწარმოებელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (Tekirdag), თურქეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- სახსრებისა და კუნთების ტკივილის სამკურნალო ადგილობრივი გამოყენების საშუალებები, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები ადგილობრივი გამოყენებისთვის
- ATC კოდი
- M02AA10
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-040308
- რეგისტრირებულია
- 22 თებერვალი 2024, მოქმედებს 22 თებერვალი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „გლობალფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ართროკოლი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
- ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის მწვავე მტკივნეული მდგომარეობის შემსუბუქება, რომელიც გამოწვეულია ტრავმით, მაგალითად, სპორტული ტრავმები, დისლოკაციები, დაჭიმულობა და სისხლჩაქცევები;
- ტკივილი მსუბუქი ართრიტის დროს.
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატი განკუთვნილია გარე გამოყენებისთვის.
მოზრდილები: პრეპარატი გამოიყენება კანზე მტკივნეულ ან ანთებით უბანზე 2-4-ჯერ დღე-ღამეში 7 დღის განმავლობაში. ფრთხილად წაისვით და კარგად შეიზილეთ, რომ გელმა შეაღწიოს კანში. გელის ჩვეულებრივი რეკომენდირებული სადღეღამისო დოზაა 15 გ (7,5 გ შეესაბამება დაახლოებით გელის 14 სმ).
ხანდაზმული პაციენტები: ხანდაზმული პაციენტებისთვის დოზირების განსაკუთრებული რეკომენდაციები არ არის დადგენილი.
ბავშვები: ბავშვებში გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან უსაფრთხოება და ეფექტურობა ამ ასაკობრივ ჯგუფში დადგენილი არ არის.
უკუჩვენებები
- ანამნეზში ფოტომგრძნობელობის რეაქციები;
- ცნობილი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა ასთმის სიმპტომები, ალერგიული რინიტი, კეტოპროფენის, ფენოფიბრატის, ტიაპროფენის მჟავას, აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები) ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;
- კანის ალერგიული რეაქციების ისტორია კეტოპროფენზე, ტიაპროფენის მჟავაზე, ფენოფიბრატზე, ულტრაიისფერი სხივების ბლოკატორების ან არომატიზატორების მიმართ;
- პაციენტები, რომლებიც განიცდიან მზის სხივების ზემოქმედებას, თუნდაც მზიან ნისლში, ასევე ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებას სოლარიუმში, მკურნალობის პერიოდში და მისი დასრულებიდან 2 კვირის განმავლობაში;
- ორსულობის მესამე ტრიმესტრი;
- პაციენტები კანის პათოლოგიური ცვლილებებით, როგორიცაა ეგზემა ან აკნე.
პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ინფიცირებულ კანზე ან ღია ჭრილობებზე, ლორწოვან გარსებზე, ანუსსა და სასქესო ორგანოებზე, თვალებზე ან ოკლუზიურ სახვევებთან ერთად.
სიფრთხილის ზომები
გელის ყოველი წასმის შემდეგ აუცილებელია ხელების კარგად დაბანა.
მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს კანისმიერი რეაქციის განვითარების შემთხვევაში, კანის რეაქციების ჩათვლით ოქტოკრილენის შემცველი პრეპარატების ერთდროული გამოყენების შემდეგ.
რეკომენდირებულია კანის დამუშავებული უბნების დაცვა ტანსაცმლით გელის გამოყენების მთელი პერიოდის განმავლობაში და მკურნალობის დასრულებიდან 2 კვირის განმავლობაში ფოტოსენსიბილიზაციის რისკის თავიდან ასაცილებლად.
თავიდან უნდა იქნას აცილებული გელის შეხება ლორწოვან გარსებთან და თვალებთან.
მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობა არ უნდა იყოს გადაჭარბებული, რადგან დროთა განმავლობაში იზრდება კონტაქტური დერმატიტის და ფოტომგრძნობელობის რეაქციების განვითარების რისკი.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების, მათ შორის კეტოპროფენის გელის გამოყენებისას დაფიქსირდა კანის მძიმე რეაქციები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS). პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებული კანის მძიმე გამოვლინების ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ. კანზე გამონაყარის, ლორწოვანი გარსის დაზიანების ან ჰიპერმგრძნობელობის სხვა ნიშნების პირველი გამოჩენისას მკურნალობა უნდა შეწყდეს.
ასთმის მქონე პაციენტებს, რომლებსაც თან ახლავს ქრონიკული რინიტი, ქრონიკული სინუსიტი და/ან ცხვირის პოლიპები, აქვთ ასპირინის და/ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ ალერგიის განვითარების უფრო მაღალი რისკი, ვიდრე სხვა პაციენტებს.
ბავშვებში გელის სახით კეტოპროფენის ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის შესწავლილი.
მიუხედავად იმისა, რომ სისტემური ეფექტები მინიმალურია, გელი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული გულის, ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის დაქვეითების მქონე პაციენტებში: აღწერილია სისტემური გვერდითი რეაქციების ცალკეული შემთხვევები, რომლებიც დაკავშირებულია თირკმელების დაზიანებასთან.
გელის გამოყენების შემდეგ კანზე გამონაყარის გამოვლენის შემთხვევაში, მკურნალობა უნდა შეწყვიტოთ.
არ შეიძლება გელის წასმა ოკლუზიური სახვევების ქვეშ.
ფოტოტოქსიურობისა და ფოტოალერგიული რეაქციების განვითარების თავიდან ასაცილებლად, წამლით დამუშავებული კანის ადგილები არ უნდა ექვემდებარებოდეს მზის პირდაპირ ან ულტრაიისფერ სხივებს სოლარიუმში მკურნალობის დროს და პრეპარატის გამოყენების შეწყვეტიდან ორი კვირის განმავლობაში.
პრეპარატი შეიცავს მეთილის პარაჰიდროქსიბენზოატს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (შესაძლოა დაგვიანებული ტიპის).
პრეპარატი შეიცავს ეთანოლს, თუმცა არ არის საჭირო სიფრთხილის ზომები ეთანოლის დოზასთან და მისი მიღების წესთან დაკავშირებით.
პრეპარატი უნდა ინახებოდეს ღია ცეცხლის წყაროებისგან მოშორებით. არ დაწვათ.
გამოყენების შემდეგ ტუბი უნდა დაიხუროს.
არ შეიძლება გელის განზავება.
ზეგავლენა ავტომანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
არ არსებობს მონაცემები პრეპარატის გავლენის შესახებ სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ურთიერთქმედება ნაკლებ სავარაუდოა, ვინაიდან პრეპარატის შრატში კონცენტრაცია ადგილობრივი გამოყენების შემდეგ დაბალია.
დაფიქსირდა სერიოზული ურთიერთქმედება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების, მათ შორის კეტოპროფენის, მეთოტრექსატის მაღალი დოზების სისტემურ გამოყენებასთან.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ცხოველებში არ გამოვლენილა ემბრიოპათიური ეფექტები. არსებობს ეპიდემიოლოგიური მტკიცებულებანი კეტოპროფენის უსაფრთხოების შესახებ მისი გამოყენებისას ორსულობის დროს. თუმცა, რეკომენდებულია ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში კეტოპროფენის გამოყენების თავიდან აცილება.
ორსულობის მესამე ტრიმესტრში პროსტაგლანდინის სინთეტაზას ყველა ინჰიბიტორს, მათ შორის კეტოპროფენს, შეუძლია ნაყოფში გულ-ფილტვის და თირკმლის ტოქსიკურობის პროვოცირება. ორსულობის ბოლოს, სისხლდენის დრო შეიძლება გაიზარდოს როგორც დედისთვის, ასევე ბავშვისთვის. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებმა შეიძლება შეანელონ შეკუმშვა. ამ მიზეზით, კეტოპროფენი უკუნაჩვენებია ორსულობის მესამე ტრიმესტრში.
ლაქტაცია
კეტოპროფენის მცირე რაოდენობა გამოიყოფა დედის რძეში, ამიტომ ართროკოის გელი არ უნდა იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების დროს.
გვერდითი მოვლენები
ძალიან ხშირი (≥ 1/10); ხშირი (≥ 1/100, < 1/10); არახშირი (≥ 1/1000, < 1/100); იშვიათი (≥ 1/10000, < 1/1000); ძალიან იშვიათი (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით).
იმუნური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - ანაფილაქსიური შოკი, ანგიონევროზული შეშუპება, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ:
არახშირი - კანის ადგილობრივი რეაქციები, როგორიცაა სიწითლე, ეგზემა, ქავილი და წვა; იშვიათად - ფოტომგრძნობელობა და ჭინჭრის ციება. იშვიათ შემთხვევებში განვითარდა უფრო მძიმე რეაქციები, როგორიცაა ბულოზური ან ფლიქტენულოზური ეგზემა, რომელიც შეიძლება გავრცელდეს ან განიცადოს გენერალიზაცია. სიხშირე უცნობია - სტივენს-ჯონსონის სინდრომი.
თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ: ძალიან იშვიათი - არსებული თირკმლის უკმარისობის გამწვავების შემთხვევები.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინება წამლის რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს გამოუვლინდა წამლის მიმართ სერიოზული არასასურველი რეაქცია ან განვითარდა ახალი არასასურველი რეაქცია, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ, აცნობოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
ჭარბი დოზა
შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში, გელს შეუძლია გამოიწვიოს სისტემური გვერდითი ეფექტები მიღებული ოდენობის მიხედვით. მათი განვითარებისას, უნდა ჩატარდეს დამხმარე და სიმპტომური მკურნალობა.
შემადგენლობა
გელის 1 გ შეიცავს
აქტიური ნივთიერება: კეტოპროფენი 25 მგ .
დამხმარე ნივთიერებები: კარბომერი 980, ტროლამინი, ეთანოლი 96%, მეთილის პარაჰიდროქსიბენზოატი, გასუფთავებული წყალი.
პრეპარატის ათქ კოდი M02AA10
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -III , გაიცემა რეცეპტის გარეშე
წარმოებულია
„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.-ს მიერ“ თურქეთი
(ჩოსბ გ.ო. პაშა მახ. 6. ჯად. #30 ჩერქეზქოი/ტეკირდაგი)
"WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. А.Ş.", TURKEY
(ÇOSB G.O. Paşa Mah. 6. Cad. No: 30 Çerkezköy / Tekirdaĝ).
ფარმაკოლოგიური თვისებები
ადგილობრივად გამოსაყენებელი საშუალებები, სახსრებისა და კუნთების ტკივილისთვის. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისთვის.
ფარმაკოთერაპიული თვისებები
ფარმაკოდინამიკა
კეტოპროფენი - არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი, პროპიონის მჟავას ჯგუფის წარმოებული. მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებასთან. აქვს ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.
ფარმაკოკინეტიკა
კეტოპროფენის დონე პლაზმასა და ქსოვილებში განისაზღვრა 24 პაციენტში, რომელთაც უტარდებოდა ოპერაცია მუხლის სახსარზე. კეტოპროფენის გელის განმეორებითი კანზე დატანის შემდეგ, პლაზმური დონე იყო დაახლოებით 60-ჯერ დაბალი (9-39 ნგ/გ), ვიდრე კეტოპროფენის ერთჯერადი პერორალური დოზის შემდეგ (490-3300 ნგ/გ). ქსოვილის დონე გამოყენების ადგილზე იყო იგივე კონცენტრაციის დიაპაზონში გელისა და პერორალური ფორმულირებისთვის; თუმცა, გელმა აჩვენა ინდივიდუალური ცვალებადობის მნიშვნელოვნად მაღალი ხარისხი.
კეტოპროფენის ბიოშეღწევადობა ადგილობრივი გამოყენების შემდეგ შეფასებული იყო პერორალური დოზის შემდეგ დონის დაახლოებით 5%-ად (შარდის გამოყოფის მონაცემებზე დაყრდნობით).
პლაზმის ცილებთან შეკავშირების ხარისხი დაახლოებით 99%-ია. კეტოპროფენი გამოიყოფა თირკმელებით ძირითადად გლუკურონიდის კონიუგატის სახით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სამკურნალო პრეპარატის
სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
ართროკოლი
სავაჭრო დასახელება
ართროკოლი, Artrocol
საერთაშორისო არადაპატენტებული დასახელება
კეტოპროფენი, Ketoprofen
წამლის ფორმა
გარეგანი გამოყენების გელი.
აღწერა: გამჭვირვალე, უფერო, ერთგვაროვანი გელი ალკოჰოლის სუსტი სუნით.
შემადგენლობა
გელის 1 გ შეიცავს
აქტიური ნივთიერება: კეტოპროფენი 25 მგ .
დამხმარე ნივთიერებები: კარბომერი 980, ტროლამინი, ეთანოლი 96%, მეთილის პარაჰიდროქსიბენზოატი, გასუფთავებული წყალი.
პრეპარატის ათქ კოდი M02AA10
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ადგილობრივად გამოსაყენებელი საშუალებები, სახსრებისა და კუნთების ტკივილისთვის. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისთვის.
ფარმაკოთერაპიული თვისებები
ფარმაკოდინამიკა
კეტოპროფენი - არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი, პროპიონის მჟავას ჯგუფის წარმოებული. მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებასთან. აქვს ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.
ფარმაკოკინეტიკა
კეტოპროფენის დონე პლაზმასა და ქსოვილებში განისაზღვრა 24 პაციენტში, რომელთაც უტარდებოდა ოპერაცია მუხლის სახსარზე. კეტოპროფენის გელის განმეორებითი კანზე დატანის შემდეგ, პლაზმური დონე იყო დაახლოებით 60-ჯერ დაბალი (9-39 ნგ/გ), ვიდრე კეტოპროფენის ერთჯერადი პერორალური დოზის შემდეგ (490-3300 ნგ/გ). ქსოვილის დონე გამოყენების ადგილზე იყო იგივე კონცენტრაციის დიაპაზონში გელისა და პერორალური ფორმულირებისთვის; თუმცა, გელმა აჩვენა ინდივიდუალური ცვალებადობის მნიშვნელოვნად მაღალი ხარისხი.
კეტოპროფენის ბიოშეღწევადობა ადგილობრივი გამოყენების შემდეგ შეფასებული იყო პერორალური დოზის შემდეგ დონის დაახლოებით 5%-ად (შარდის გამოყოფის მონაცემებზე დაყრდნობით).
პლაზმის ცილებთან შეკავშირების ხარისხი დაახლოებით 99%-ია. კეტოპროფენი გამოიყოფა თირკმელებით ძირითადად გლუკურონიდის კონიუგატის სახით.
გამოყენების ჩვენებები
- ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის მწვავე მტკივნეული მდგომარეობის შემსუბუქება, რომელიც გამოწვეულია ტრავმით, მაგალითად, სპორტული ტრავმები, დისლოკაციები, დაჭიმულობა და სისხლჩაქცევები;
- ტკივილი მსუბუქი ართრიტის დროს.
გამოყენების წესი და დოზები
პრეპარატი განკუთვნილია გარე გამოყენებისთვის.
მოზრდილები: პრეპარატი გამოიყენება კანზე მტკივნეულ ან ანთებით უბანზე 2-4-ჯერ დღე-ღამეში 7 დღის განმავლობაში. ფრთხილად წაისვით და კარგად შეიზილეთ, რომ გელმა შეაღწიოს კანში. გელის ჩვეულებრივი რეკომენდირებული სადღეღამისო დოზაა 15 გ (7,5 გ შეესაბამება დაახლოებით გელის 14 სმ).
ხანდაზმული პაციენტები: ხანდაზმული პაციენტებისთვის დოზირების განსაკუთრებული რეკომენდაციები არ არის დადგენილი.
ბავშვები: ბავშვებში გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან უსაფრთხოება და ეფექტურობა ამ ასაკობრივ ჯგუფში დადგენილი არ არის.
უკუჩვენებები
- ანამნეზში ფოტომგრძნობელობის რეაქციები;
- ცნობილი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა ასთმის სიმპტომები, ალერგიული რინიტი, კეტოპროფენის, ფენოფიბრატის, ტიაპროფენის მჟავას, აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები) ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;
- კანის ალერგიული რეაქციების ისტორია კეტოპროფენზე, ტიაპროფენის მჟავაზე, ფენოფიბრატზე, ულტრაიისფერი სხივების ბლოკატორების ან არომატიზატორების მიმართ;
- პაციენტები, რომლებიც განიცდიან მზის სხივების ზემოქმედებას, თუნდაც მზიან ნისლში, ასევე ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებას სოლარიუმში, მკურნალობის პერიოდში და მისი დასრულებიდან 2 კვირის განმავლობაში;
- ორსულობის მესამე ტრიმესტრი;
- პაციენტები კანის პათოლოგიური ცვლილებებით, როგორიცაა ეგზემა ან აკნე.
პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ინფიცირებულ კანზე ან ღია ჭრილობებზე, ლორწოვან გარსებზე, ანუსსა და სასქესო ორგანოებზე, თვალებზე ან ოკლუზიურ სახვევებთან ერთად.
არასასურველი რეაქციები
არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥ 1/10); ხშირი (≥ 1/100, < 1/10); არახშირი (≥ 1/1000, < 1/100); იშვიათი (≥ 1/10000, < 1/1000); ძალიან იშვიათი (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით).
იმუნური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - ანაფილაქსიური შოკი, ანგიონევროზული შეშუპება, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ:
არახშირი - კანის ადგილობრივი რეაქციები, როგორიცაა სიწითლე, ეგზემა, ქავილი და წვა; იშვიათად - ფოტომგრძნობელობა და ჭინჭრის ციება. იშვიათ შემთხვევებში განვითარდა უფრო მძიმე რეაქციები, როგორიცაა ბულოზური ან ფლიქტენულოზური ეგზემა, რომელიც შეიძლება გავრცელდეს ან განიცადოს გენერალიზაცია. სიხშირე უცნობია - სტივენს-ჯონსონის სინდრომი.
თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ: ძალიან იშვიათი - არსებული თირკმლის უკმარისობის გამწვავების შემთხვევები.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინება წამლის რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს გამოუვლინდა წამლის მიმართ სერიოზული არასასურველი რეაქცია ან განვითარდა ახალი არასასურველი რეაქცია, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ, აცნობოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
განსაკუთრებული მითითებები
გელის ყოველი წასმის შემდეგ აუცილებელია ხელების კარგად დაბანა.
მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს კანისმიერი რეაქციის განვითარების შემთხვევაში, კანის რეაქციების ჩათვლით ოქტოკრილენის შემცველი პრეპარატების ერთდროული გამოყენების შემდეგ.
რეკომენდირებულია კანის დამუშავებული უბნების დაცვა ტანსაცმლით გელის გამოყენების მთელი პერიოდის განმავლობაში და მკურნალობის დასრულებიდან 2 კვირის განმავლობაში ფოტოსენსიბილიზაციის რისკის თავიდან ასაცილებლად.
თავიდან უნდა იქნას აცილებული გელის შეხება ლორწოვან გარსებთან და თვალებთან.
მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობა არ უნდა იყოს გადაჭარბებული, რადგან დროთა განმავლობაში იზრდება კონტაქტური დერმატიტის და ფოტომგრძნობელობის რეაქციების განვითარების რისკი.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების, მათ შორის კეტოპროფენის გელის გამოყენებისას დაფიქსირდა კანის მძიმე რეაქციები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS). პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებული კანის მძიმე გამოვლინების ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ. კანზე გამონაყარის, ლორწოვანი გარსის დაზიანების ან ჰიპერმგრძნობელობის სხვა ნიშნების პირველი გამოჩენისას მკურნალობა უნდა შეწყდეს.
ასთმის მქონე პაციენტებს, რომლებსაც თან ახლავს ქრონიკული რინიტი, ქრონიკული სინუსიტი და/ან ცხვირის პოლიპები, აქვთ ასპირინის და/ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ ალერგიის განვითარების უფრო მაღალი რისკი, ვიდრე სხვა პაციენტებს.
ბავშვებში გელის სახით კეტოპროფენის ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის შესწავლილი.
მიუხედავად იმისა, რომ სისტემური ეფექტები მინიმალურია, გელი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული გულის, ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის დაქვეითების მქონე პაციენტებში: აღწერილია სისტემური გვერდითი რეაქციების ცალკეული შემთხვევები, რომლებიც დაკავშირებულია თირკმელების დაზიანებასთან.
გელის გამოყენების შემდეგ კანზე გამონაყარის გამოვლენის შემთხვევაში, მკურნალობა უნდა შეწყვიტოთ.
არ შეიძლება გელის წასმა ოკლუზიური სახვევების ქვეშ.
ფოტოტოქსიურობისა და ფოტოალერგიული რეაქციების განვითარების თავიდან ასაცილებლად, წამლით დამუშავებული კანის ადგილები არ უნდა ექვემდებარებოდეს მზის პირდაპირ ან ულტრაიისფერ სხივებს სოლარიუმში მკურნალობის დროს და პრეპარატის გამოყენების შეწყვეტიდან ორი კვირის განმავლობაში.
პრეპარატი შეიცავს მეთილის პარაჰიდროქსიბენზოატს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (შესაძლოა დაგვიანებული ტიპის).
პრეპარატი შეიცავს ეთანოლს, თუმცა არ არის საჭირო სიფრთხილის ზომები ეთანოლის დოზასთან და მისი მიღების წესთან დაკავშირებით.
პრეპარატი უნდა ინახებოდეს ღია ცეცხლის წყაროებისგან მოშორებით. არ დაწვათ.
გამოყენების შემდეგ ტუბი უნდა დაიხუროს.
არ შეიძლება გელის განზავება.
ზეგავლენა ავტომანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
არ არსებობს მონაცემები პრეპარატის გავლენის შესახებ სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს
ორსულობა
ცხოველებში არ გამოვლენილა ემბრიოპათიური ეფექტები. არსებობს ეპიდემიოლოგიური მტკიცებულებანი კეტოპროფენის უსაფრთხოების შესახებ მისი გამოყენებისას ორსულობის დროს. თუმცა, რეკომენდებულია ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში კეტოპროფენის გამოყენების თავიდან აცილება.
ორსულობის მესამე ტრიმესტრში პროსტაგლანდინის სინთეტაზას ყველა ინჰიბიტორს, მათ შორის კეტოპროფენს, შეუძლია ნაყოფში გულ-ფილტვის და თირკმლის ტოქსიკურობის პროვოცირება. ორსულობის ბოლოს, სისხლდენის დრო შეიძლება გაიზარდოს როგორც დედისთვის, ასევე ბავშვისთვის. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებმა შეიძლება შეანელონ შეკუმშვა. ამ მიზეზით, კეტოპროფენი უკუნაჩვენებია ორსულობის მესამე ტრიმესტრში.
ლაქტაცია
კეტოპროფენის მცირე რაოდენობა გამოიყოფა დედის რძეში, ამიტომ ართროკოის გელი არ უნდა იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების დროს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ურთიერთქმედება ნაკლებ სავარაუდოა, ვინაიდან პრეპარატის შრატში კონცენტრაცია ადგილობრივი გამოყენების შემდეგ დაბალია.
დაფიქსირდა სერიოზული ურთიერთქმედება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების, მათ შორის კეტოპროფენის, მეთოტრექსატის მაღალი დოზების სისტემურ გამოყენებასთან.
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირება გარეგანი გამოყენებისას ნაკლებად სავარაუდოა.
შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში, გელს შეუძლია გამოიწვიოს სისტემური გვერდითი ეფექტები მიღებული ოდენობის მიხედვით. მათი განვითარებისას, უნდა ჩატარდეს დამხმარე და სიმპტომური მკურნალობა.
გამოშვების ფორმა
გელი გარეგანი გამოყენებისთვის 45 გ ალუმინის ტუბში.
1 ალუმინის ტუბი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -III , გაიცემა რეცეპტის გარეშე
წარმოებულია
„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.-ს მიერ“ თურქეთი
(ჩოსბ გ.ო. პაშა მახ. 6. ჯად. #30 ჩერქეზქოი/ტეკირდაგი)
"WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. А.Ş.", TURKEY
(ÇOSB G.O. Paşa Mah. 6. Cad. No: 30 Çerkezköy / Tekirdaĝ).
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


