პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები

ართროკოლი

Artrocol

ურეცეპტოდ200მგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

კეტოპროფენის ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედების, მისი გამოყენების შემთხვევაში განვითარებული არასასურველი რეაქციების სიმძიმის, აგრეთვე ამჟამად არსებული ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებების არსენალში მისი ადგილის გათვალისწინებით, პრეპარატი გამოიყენება ბავშვებსა და მოზარდებში ასაკით 15 წელზე …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
კეტოპროფენი (ketoprofen)
ფორმა და შეფუთვა
200მგ პროლონგირებული გამოთავისუფლების მყარი კაფსულა №10 (1X10)
მწარმოებელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატიული საშუალებები, პროპიონის მჟავას წარმოებულები
ATC კოდი
M01AE03
რეგისტრაციის ნომერი
რ-038513
რეგისტრირებულია
4 ივლისი 2023, მოქმედებს 4 ივლისი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „გლობალფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაართროკოლი და სხვა წამალი ერთად

ართროკოლი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

კეტოპროფენის ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედების, მისი გამოყენების შემთხვევაში განვითარებული არასასურველი რეაქციების სიმძიმის, აგრეთვე ამჟამად არსებული ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებების არსენალში მისი ადგილის გათვალისწინებით, პრეპარატი გამოიყენება ბავშვებსა და მოზარდებში ასაკით 15 წელზე მეტი და ზრდასრულებში გრძელვადიანი სიმპტომური თერაპიის სახით:

  • სახსრების ქრონიკული ანთებითი დაავადებების, კერძოდ, რევმატოიდული ართრიტის, მაანკილოზებელი სპონდილოართრიტის (ან სხვა მსგავსი სინდრომების, ისეთების, როგორიცაა ფისინჟე-ლერუა-რეიტერის სინდრომი და ფსორიაზული ართრიტი) დროს;
  • მაინვალიდიზირებელი ოსტეოართრიტის დროს, რომელსაც თან ახლავს ტკივილის სინდრომი.

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული ყველაზე დაბალი ეფექტური დოზით დროის იმ მაქსიმალურად მოკლე პერიოდში, რომელიც აუცილებელია სიმპტომების შესამსუბუქებლად.

პრეპარატის დოზაა 1 კაფსულა დღე-ღამეში.

კეტოპროფენის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 200 მგ. კეტოპროფენით 200 მგ სადღეღამისო დოზით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია გულდასმით შეფასდეს სარგებელი/რისკის თანაფარდობა. პრეპარატის გამოყენება უფრო მაღალი დოზებით არ არის რეკომენდებული.

პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები და ხანდაზმული ასაკის პაციენტები

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში და ხანდაზმული ასაკის პაციენტებში რეკომენდირებულია მკურნალობის დაწყება კეტოპროფენის მინიმალური დოზიდან, შემდგომში, აუცილებლობის შემთხვევაში, სამკურნალო საშუალების საწყისი დოზა უნდა დაკორექტირდეს თირკმლის ფუნქციის გათვალისწინებით.

პაციენტები ჰიპოვოლემიით

იხ. განყოფილება "განსაკუთრებული მითითებები".

გამოყენაბის წესი

კაფსულები მიიღება შიგნით საკვების მიღების დროს, იყლაპება რა მთლიანად და დიდი რაოდენობის წყლის მიყოლებით.

უკუჩვენებები

  • ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
  • ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ისეთები, როგორიცაა ბრონქოსპაზმი, ბრონქიალური ასთმის შეტევა, რინიტი, ჭინჭრის ციება ან სხვა სახის ალერგიული რეაქციები კეტოპროფენზე, აცეტილსალიცილის მჟავაზე (ასმ) და სხვა აასს-ზე (ასეთ პაციენტებში იქნა დარეგისტრირებული მძიმე ანაფილაქსიური რეაქციები, იშვიათ შემთხვევებში ლეტალური შედეგით);
  • ორსულობის პერიოდი (ორსულობის მე-6 თვიდან დაწყებული ან ორსულობის 24-ე კვირის შემდეგ);
  • მწვავე პეპტიური წყლული ან კუჭ-ნაწლავური სისხლდენა, წყლული ან პერფორაცია ანამნეზში;
  • კუჭ-ნაწლავის , ცერებროვასკულური ან სხვა აქტიური სისხლდენა;
  • ღვიძლის მძიმე უკმარისობა;
  • თირკმლის მძიმე უკმარისობა;
  • გულის მძიმე უკმარისობა.

სიფრთხილის ზომები

კეტოპროფენი არ უნდა იქნას გამოყენებული სხვა აასს-თან ერთად, ციკლოოქსიგენაზა-2 (ცოგ-2) შერჩევითი ინჰიბიტორების ჩათვლით.

არასასურველი რეაქციების განვითარების რისკის მინიმიზაციის მიზნით სამკურნალო საშუალება უნდა იქნას გამოყენებული მინიმალური ეფექტური დოზით დროის მაქსიმალურად მოკლე პერიოდში, რომელიც აუცილებელია სიმპტომების შესამსუბუქებლად.

ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებს, რომლებსაც ამასთან ერთად დაავადებულები არიან ქრონიკული რინიტით, ქრონიკული სინუსიტით და/ან ცხვირის პოლიპებით, ასმ-სა და/ან აასს-ის გამოყენების დროს აქვთ ალერგიული რეაქციების განვითარების უფრო მაღალი რისკი პაციენტების სხვა ჯგუფებთან შედარებით.

კეტოპროფენის გამოყენებას შესაძლოა თან ახლდეს ბრონქული ასთმის შეტევების ან ბრონქოსპაზმის განვითარება, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჰიპერ მგრძნობელობა ასმ-ას ან აასს-ს მიმართ.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები

ხანდაზმული ასაკის პაციენტებში იზრდება არასასურველი რეაქციების განვითარების რისკი, რომელიც დაკავშირებულია აასს-ის გამოყენებასთან, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის სისხლდენისა და პერფორაციებისა, რომლებსაც შეიძლება ლეტალური შედეგით დამთავრდეს.

დარღვევები კნტ-ს მხრივ

კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის, წყლულებისა და პერფორაციების განვითარების შემთხვევები, ზოგჯერ ლეტალური შედეგით, იყო აღნიშნული აასს-ს ჯგუფის სამკურნალო საშუალებებით მკურნალობის სხვადასხვა ეტაპზე, მანამდე გამოვლენილი სიმპტომების არსებობისა ან ანამნეზში კნტ-ს მძიმე დაავადებების არსებობის მიუხედავად.

ზოგიერთი ეპიდემიოლოგიური გამოკვლევის მონაცემები მოწმობენ, რომ კეტოპროფენის გამოყენება, განსაკუთრებით მაღალი დოზებით, შეიძლება დაკავშირებული იყოს კნტ-ს მხრიდან მძიმე არასასურველი რეაქციების უფრო მაღალ რისკთან რომელიმე სხვა აასს-ის გამოყენებასთან შედარებით.

კუჭ-ნაწლავის სისხლდენის, წყლულების ან პერფორაციების განვითარების რისკი იზრდება აასს-ს დოზის გაზრდასთან ერთად პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ წყლულოვანი დაავადება, განსაკუთრებით თუ ის გართულებულია სისხლდენით ან პერფორაციით, და ასევე ხანდაზმული ასაკის პაციენტებში; მსგავს სიტუაციებში მკურნალობა უნდა დაიწყოს კეტოპროფენის შესაძლებელიდან მინიმალური დოზის გამოყენებით. ასეთ პაციენტებში, ისევე როგორც პაციენტებში, რომლებიც იღებენ დაბალი დოზით ასმ-ს ან სხვა სამკურნალო საშუალებებს, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ კნტ-ს მხრივ არასასურველი რეაქციების განვითარების რისკი, უნდა იქნას განხილული საკითხი გასტროპროტექტორული თერაპიის, მაგალითად მიზოპროსტოლის ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების (პტი), გამოყენების შესახებ

ანამნეზში კნტ-ის დაავადებების მქონე პაციენტებმა, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკისა, უნდა აცნობონ ექიმს ნებისმიერი უჩვეულო აბდომინალური სიმპტომის შესახებ (კერძოდ, კუჭ-ნაწლავის სისხლდენის შესახებ), განსაკუთრებით პრეპარატით მკურნალობის დასაწყისში.

განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვაა საჭირო პრეპარატის გამოყენებისას პაციენტებში, რომლებიც იღებენ ერთდროულ თერაპიას იმ სამკურნალო საშუალებებით, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ წყლულების წარმოქმნის ან სისხლდენის განვითარების რისკი, ისეთების, როგორიცაა გლუკოკორტიკოსტეროიდები (გკს), პერორალური ანტიკოაგულანტები, მაგალითად ვარფარინი, სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (სუსი), ანტიაგრეგანტები , მაგალითად ასმ, და ნიკორანდილი.

თუ პრეპარატით თერაპიის ფონზე პაციენტს უვითარდემა კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა ან წარმოიქმნება წყლული, პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.

პაციენტებში, რომლებსაც აქვთ კნტ-ის დაავადები ანამნეზში (კერძოდ, წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება) აასს-ები უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით, რადგან მათ შეუძლიათ გამოიწვიონ ზემოაღნიშნული დაავადებების გამწვავება, გარდა ამისა, აუცილებელია ასეთი პაციენტებისათვის გულდასმითი მეთვალყურეობის უზრუნველყოფა.

გულ-სისხლძარღვთა და ცერებროვასკულარული ეფექტები

ვინაიდან აასს-ის გამოყენება დაკავშირებულია ორგანიზმში სითხის შეკავებასთან და შეშუპებების განვითარებასთან, პრეპარატის გამოყენებისას უნდა ჩატარდეს შესაბამისი მონიტორინგი და მიეცეს აუცილებელი რეკომენდაციები პაციენტებს არტერიული ჰიპერტენზიით და/ან მსუბუქი და საშუალო სიმძიმის გულის შეგუბებითი უკმარისობით.

კლინიკური და ეპიდემიოლოგიური კვლევების შედეგები მოწმობენ, რომ ზოგიერთი აასს-ით თერაპიის დროს (განსაკუთრებით მაღალი დოზებით და დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოყენებისას) შეიძლება უმნიშვნელოდ გაიზარდოს არტერიული თრომბოზების განვითარების რისკი (მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი). ამჟამად არ გაგვაჩნია საკმარისი რაოდენობის მონაცემები, რომლებიც მოგვცემდნენ კეტოპროფენის შემთხვევაში ასეთი რისკის გამორიცხვის საშუალებას.

პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ანამნეზში არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზია, გულის შეგუბებითი უკმარისობა, გულის იშემიური დაავადება, პერიფერიული არტერიების დაავადებები და/ან ინსულტი (ტრანზიტორული იშემიური შეტევის ჩათვლით), კეტოპროფენი, ისევე როგორც სხვა აასს, უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ სარგებლის/რისკის თანაფარდობის გულდასმითი შეფასების შემდეგ.

ასევე აუცილებელია სამკურნალო საშუალებით ხანგრძლივი თერაპიის დაწყებამდე გულდასმით შეფასდეს სარგებელი/რისკის თანაფარდობა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის ფაქტორების მქონე პაციენტებში (მაგალითად, არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი ან მოწევა).

იყო მოწოდებული შეტყობინებები იმის თაობაზე, რომ იზრდებოდა არტერიული თრომბოზის განვითარების რისკი პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ აასს (ასმ-ს გარდა) კორონარული არტერიის შუნტირებისას პერიოპერაციული ტკივილის სინდრომის თერაპიის მიზნით.

კანისმიერი რეაქციები

ძალიან იშვიათ შემთხვევებში, აასს-ის გამოყენების დროს ვითარდებოდა კანის ისეთი მძიმე რეაქციები, როგორიცაა ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ლაიელის სინდრომი, მათ შორის ლეტალური შედეგით.

ანალოგიური რეაქციების განვითარების უფრო მაღალი რისკი დამახასიათებელია თერაპიის საწყის ეტაპზე - ისინი ძირითადად დარეგისტრირდა აასს-ის მკურნალობის პირველ თვეს. პრეპარატის გამოყენება უნდა იქნას შეწყვეტილი პირველივე კანისმიერი გამონაყარის გამოჩენისას, ლორწოვანი გარსის დაზიანების ნიშნების ან სხვა სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, რომლებიც ჰიპერმგრძნობელობის რეაქციებთანაა დაკავშირებული.

ინფექციური დაავადებების სიმპტომების შენიღბვა

პრეპარატმა შესაძლოა შენიღბოს ინფექციის სიმპტომები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შესაბამისი მკურნალობის დანიშვნის დაგვიანება და ამით გააუარესოს ინფექციური დაავადების საბოლოო შედეგი. ეს შეინიშნებოდა არასტაციონარული ბაქტერიული პნევმონიის და ჩუტყვავილას ბაქტერიული გართულებების დროს. პრეპარატის სიცხის დამწევის ან ინფექციური დაავადებების დროს ტკივილის სინდრომის შემამსუბუქებლის სახით გამოყენებისას რეკომენდებულია ძირითადი ინფექციური დაავადების გულდასმითი მონიტორინგის ჩატარება. სტაციონარის გარეთ ინფექციური დაავადების მკურნალობის შემთხვევაში პაციენტმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს, თუ მდგომარეობა არ უმჯობესდება ან აღინიშნება დაავადების მიმდინარეობის გაუარესება.

თირკმლის ფუნქციური უკმარისობა

აასს-ები აინჰიბირებენ პროსტაგლანდინების სინთეზს, რომლებსაც გააჩნიათ თირკმელებში სისხლძარღვთა გამაფართოებელი მოქმედება, რის შედეგადაც, გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის შემცირების გამო, შეიძლება განვითარდეს თირკმლის ფუნქციური უკმარისობა ( დოზადამოკიდებული ეფექტი).

პაციენტებისათვის, რომლებსაც გააჩნიათ ქვემოთ ჩამოთვლილი რისკის ფაქტორები, მკურნალობის დასაწყისში ან პრეპარატის დოზის გაზრდის შემდეგ, რეკომენდებულია დიურეზისა და თირკმელების ფუნქციის გაკონტროლება:

  • ხანდაზმული ასაკი;

ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების (აგფ ინჰიბიტორები), ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების (არბ, სარტანების), დიურეტიკების ერთდროული გამოყენება;

  • ჰიპოვოლემია (მიუხედავად მისი წარმოშობის მიზეზისა);
  • გულის უკმარისობა;
  • თირკმელების ქრონიკული უკმარისობა;
  • ნეფროზული სინდრომი;
  • ლუპუს ნეფროპათია;
  • ღვიძლის ციროზი.

სითხის/ნატრიუმის შეკავება ორგანიზმში

კეტოპროფენით მკურნალობის ფონზე შეიძლება აღინიშნოს ორგანიზმში სითხისა და ნატრიუმის შეკავება, რის შედეგადაც შეიძლება განვითარდეს შეშუპებები, არტერიულ ჰიპერტენზია ან არტერიული ჰიპერტენზიისა და გულის უკმარისობის სიმძიმის ხარისხის მატება. სამკურნალო საშუალების გამოყენების დროს (თერაპიის საწყისი ეტაპიდან) აუცილებელია არტერიული ჰიპერტენზიის და გულის უკმარისობის მქონე პაციენტების მდგომარეობის კლინიკური მონიტორინგის ჩატარება. კეტოპროფენის ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან ერთდროულად გამოიყენების შემთხვევაში ამ უკანასკნელების ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს.

ჰიპერკალიემია

შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში ან პაციენტებში, რომლებიც იღებენ თერაპიას კალიუმის შემნახველი პრეპარატებით, კეტოპროფენის გამოყენების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ჰიპერკალიემია, ასეთი პაციენტებისათვის აუცილებელია სისხლის შრატში კალიუმის კონცენტრაციის რეგულარული კონტროლი.

აასს-ებმა შეიძლება მოახდინონ უარყოფითი ზემოქმედება ქალების ფერტოლობაზე, ამიტომ მათი გამოყენება ქალებში, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, არ არის რეკომენდებული. ქალებში, რომლებიც ვერ ახერხებენ დაორსულებას ან გადიან გამოკვლევას უნაყოფობის გამო, უნდა იქნას განხილული პრეპარატის გამოყენების შეწყვეტის საკითხი.

პაციენტები, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ფოტოსენსიბილიზაციის ან ფოტოტოქსიკურობის რეაქციები, პრეპარატის გამოყენებისას უნდა იმყოფებოდნენ გულდასმითი დაკვირვების ქვეშ.

პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით ან ღვიძლის დაავადებებით ანამნეზში, აუცილებლად რეგულარულად უნდა უმოწმდებოდეთ სისხლში ტრანსამინაზების დონე, განსაკუთრებით პრეპარატით ხანგრძლივი თერაპიის დროს (კეტოპროფენით მკურნალობის ფონზე სიყვითლე და ჰეპატიტი აღინიშნებოდა იშვიათ შემთხვევებში) .

პაციენტებში პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას აუცილებელია სისხლის ანალიზის და ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის კონტროლი.

პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს, თუ პაციენტს განუვითარდა მხედველობის დარღვევები (მაგალითად, მხედველობის სიმკვეთრის დარღვევა).

კეტოპროფენი არ უნდა იქნას გამოყენებული კომბინაციაში სხვა აასს-თან, პერორალურ ანტიკოაგულანტებთან , ლითიუმის პრეპარატებთან, ასმ-თან (დოზები, რომლებსაც აქვთ ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი ან ანთების საწინააღმდეგო მოქმედება), მეტოტრექსატთან (დოზა 20 მგ-ზე მეტი კვირაში), დაბალმოლეკულურ ჰეპარინებთან და სხვა მათ მონათესავე ნაერთებთან და არაფრაქციონირებულ ჰეპარინებთან (თერაპიული დოზები და/ან ხანდაზმული ასაკის პაციენტებში), ასევე პემეტრექსედთან თირკმლის ფუნქციის უმნიშვნელო ან ზომიერად გამოხატული დარღვევების მქონე პაციენტებში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ჰიპერკალიემიის განვითარებასთან დაკავშირებული რისკები

ცალკეული სამკურნალო საშუალებების გამოყენების დროს (მათ შორის ზოგიერთი კლასის სამკურნალო საშუალებებისა), ისეთების, როგორიცაა პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ კალიუმის მარილებს, კალიუმის შემნახველი დიურეტიკები, აგფ ინჰიბიტორები, არბ, აასს, ჰეპარინები (დაბალმოლეკულურები ან არაფრაქციონირებულები), იმუნოსუპრესანტები, მაგალითად ციკლოსპორინი ან ტაკროლიმუსი, და ტრიმეტოპრიმი, შეიძლება განვითარდეს ჰიპერკალიემია.

ზემოაღნიშნული სამკურნალო საშუალებების კომბინირებული გამოყენების დროს იზრდებოდა ჰიპერკალიემიის განვითარების რისკი. ჰიპერკალიემიის განვითარების რისკი მნიშვნელოვნად იზრდება კალიუმშემნახველი დიურეტიკების გამოყენებისას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი გამოიყენება ერთმანეთთან კომბინაციაში ან პრეპარატებთან, რომლებიც შეიცავენ კალიუმის მარილებს; ნალკები რისკია დამახასიათებელი აგფ ინჰიბიტორისა და აასს-ის კომბინაციით თერაპიისათვის (იმ პირობით, რომ დაცული იქნება რეკომენდებული სიფრთხილის ზომები).

ჰიპერკალიემიის განვითარების რისკისა და სიმძიმის შეფასებისას, რომელიც დაკავშირებულია კალიუმშემნახველი პრეპარატების გამოყენებასთან, აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული თითოეული მათგანისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური მედიკამენტოზური ურთიერთქმედება.

ზოგიერთი სამკურნალო საშუალება, მაგალითად ტრიმეტოპრიმი, არ შედის სხვა პრეპარატებთან სპეციფიკურ ურთიერთქმედებებში, რომლების დროსაც ჩნდება ამგვარი რისკი. ამისდამიუხედავად, მათმა კომბინირებულმა გამოყენებამ ზემოაღნიშნულ სამკურნალო საშუალებებთან ერთად შესაძლოა ხელი შეუწყოს ჰიპერკალიემიის განვითარებას.

პრეპარატის კომბინირებული გამოყენებისას ქვემოთ ჩამოთვლილ სამკურნალო საშუალებებთან ერთად აუცილებელია პაციენტებს ჩაუტარდეთ კლინიკური სტატუსისა და ლაბორატორიული მაჩვენებლების გულდასმითი მონიტორინგი.

სამკურნალო საშუალებები, რომლებთან კომბინაციაში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული

სხვა აასს, მათ შორის ასმ-ს მაღალი დოზებით (ერთჯერადი დოზა 1.0 გ ან მეტი და/ან სადღეღამისო დოზა 3.0 გ ან მეტი - ანთების საწინააღმდეგო მოქმედება; ერთჯერადი დოზა 500 მგ და მეტი და/ან სადღეღამისო დოზა 3.0 გ-ზე ნაკლები - მაანალგეზირებელი ან სიცხის დამწევი მოქმედება)

კუჭ-ნაწლავის სისხლდენის გაჩენისა და წყლულების განვითარების მომატებული რისკი (სინერგიული მოქმედება).

ანტიკოაგულანტები (K ვიტამინის ანტაგონისტები, მაგალითად ვარფარინი; თრომბინის ინჰიბიტორები, მაგალითად დაბიგატრანი; Xa ფაქტორის პირდაპირი ინჰიბიტორები, მაგალითად აპიქსაბანი, რივაროქსაბანი, ედოქსაბანი)

სისხლდენის განვითარების გაზრდილი რისკი.

პრეპარატის გამოყენების აუცილებელობის შემთხვევაში ზემოაღნიშნულ სამკურნალო საშუალებებთან ერთად კომბინაციაში პაციენტებში უნდა ჩატარდეს კლინიკური სტატუსისა და ლაბორატორიული პარამეტრების გულდასმითი მონიტორინგი.

არაფრაქციონირებული ჰეპარინები, დაბალმოლეკულური ჰეპარინები და მათი მონათესავე ნაერთები (თერაპიული დოზები და/ან ხანდაზმული ასაკის პაციენტებში)

სისხლდენის განვითარების გაზრდილი რისკი (კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის დაზიანება, რომელიც დაკავშირებულია აასს-ის გამოყენებასთან) .

პრეპარატის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში ზემოაღნიშნულ სამკურნალო საშუალებებთან ერთად კომბინაციაში პაციენტებს უნდა ჩაუტარდეთ კლინიკური სტატუსის გულდასმითი მონიტორინგი.

ლითიუმის პრეპარატები

სისხლში ლითიუმის კონცენტრაციის გაზრდის რისკი, რის შედეგადაც შეიძლება განვითარდეს მისი ტოქსიკური ეფექტები (თირკმელებით ლითიუმის გამოყოფის შემცირება).

პრეპარატის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში ლითიუმის პრეპარატებთან ერთად კომბინაციაში, უნდა ჩატარდეს სისხლში ლითიუმის დონის გულდასმითი კონტროლი, და ასევე შესაბამისი წესით უნდა დაკორექტირდეს ლითიუმის პრეპარატების დოზირება აასს-თან კომბინირებული თერაპიის დროს და მის შემდეგ.

მეტოტრექსატი (დოზა 20 მგ-ზე მეტი კვირაში)

მეთოტრექსატის ჰემატოტოქსიური მოქმედების განვითარების გაზრდილი რისკი (აასს-ის მიღების ფონზე მეთოტრექსატის თირკმლის კლირენსის დაქვეითება).

აუცილებელია იქნას დაცული თორმეტსაათიანი ინტერვალი კეტოპროფენით თერაპიის შეწყვეტასა ან დაწყებასა და მეტოტრექსატის მიღებას შორის .

პემეტრექსედი (პაციენტები თირკმლის უმნიშვნელოდ და ზომიერად გამოხატული უკმარისობით, კრეატინინის კლირენსი 45-80 მლ/წთ)

პემეტრექსედის ტოქსიკური მოქმედების განვითარების გაზრდილი რისკი (პემეტრექსედის თირკმლის კლირენსის დაქვეითება აასს-ის გამოყენების ფონზე) .

სამკურნალო საშუალებები, რომლებთან კომბინაციაშიც პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით

აგფ ინჰიბიტორები, არბ

რისკის ჯგუფში მყოფ პაციენტებში (ხანდაზმული ასაკი, გაუწყლოვანება, დიურეტიკების ერთდროული გამოყენება, თირკმელების ფუნქციის დარღვევა), გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის შემცირების გამო (აასს აინჰიბირებენ პროსტაგლანდინების სინთეზს, რომლებიც ახდენენ სისხლძარღვთა გამაფართოებელ მოქმედებას), შეიძლება განვითარდეს თირკმლის მწვავე უკმარისობა , რომელიც როგორც წესი, ატარებს შექცევად ხასიათს.

კეტოპროფენთან ერთდროული გამოყენებისას აგფ ინჰიბიტორების და არბ-ების ჰიპოტენზიური მოქმედება შეიძლება შემცირდეს.

კომბინირებული თერაპიის დროს პაციენტებმა უნდა მოიხმარონ საკმარისი რაოდენობის სითხე; გარდა ამისა, საწყის ეტაპზე და რეგულარულად მთელი კომბინირებული თერაპიის განმავლობაში, პაციენტებისათვის რეკომენდებულია ჩატერდეს თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი.

დიურეტიკები

რისკის ჯგუფში მყოფ პაციენტებში (ხანდაზმული ასაკი და/ან გაუწყლოვანება) გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის შემცირების გამო (აასს-ები აინჰიბირებენ პროსტაგლანდინების სინთეზს, რომლებიც ახდენენ სისხლძარღვთა გამაფართოებელ მოქმედებას ) შეიძლება განვითარდეს თირკმლის მწვავე უკმარისობა.

კეტოპროფენთან ერთდროული გამოყენებისას დიურეტიკების ჰიპოტენზიური მოქმედება შეიძლება შემცირდეს .

კომბინირებული თერაპიის დროს პაციენტებმა უნდა მოიხმარონ საკმარისი რაოდენობის სითხე; გარდა ამისა, პაციენტებში კომბინირებული თერაპიის საწყის ეტაპზე რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციის მონიტორინგის ჩატარება.

მეთოტრექსატი (დოზა არაუმეტეს 20 მგ კვირაში)

კომბინირებული თერაპიის პირველი კვირების განმავლობაში, პაციენტები ყოველკვირეულად უნდა აკონტროლებდნენ სისხლის ანალიზს. სისხლის ანალიზის მონიტორინგი უფრო ხშირად უნდა ჩატარდეს ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, ასევე იმ შემთხვევებში, როდესაც კომბინირებული თერაპიის პერიოდში პაციენტებს აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის დარღვევები, მათ შორის უმნიშვნელოც.

პემეტრექსედი (თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტები)

კომბინირებული თერაპიის დროს საჭიროა თირკმელების ფუნქციის ლაბორატორიული მაჩვენებლების კონტროლი.

ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი

ადიტიური ნეფროტოქსიკურობის რისკი, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პაციენტებში.

რეკომენდებულია თირკმელების ფუნქციის კონტროლი აასს-თან კომბინირებული თერაპიის დასაწყისში.

ტენოფოვირის დიზოპროქსილი

ტოქსიკური მოქმედების განვითარების გაზრდილი რისკი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გამოიყენება აასს მაღალი დოზებით ან პაციენტებში თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკის ფაქტორებით.

კომბინირებული თერაპიის დროს რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციის კონტროლი.

საგულე გლიკოზიდები

ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება კეტოპროფენსა და დიგოქსინს შორის არ იქნა ნაპოვნი. ამისდამიუხედავად, კომბინირებული თერაპიის დროს რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა, განსაკუთრებით თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, ვინაიდან აასს-ის გამოყენების ფონზე თირკმლის ფუნქცია შეიძლება დაქვეითდეს, რის შედეგადაც შეიძლება შემცირდეს საგულე გლიკოზიდების თირკმლის კლირენსი.

სამკურნალო საშუალებები, რომლებთანაც პრეპარატის ერთობლივი გამოყენების საკითხი მოითხოვს ყურადღებით განხილვას

ასმ დაბალ დოზებში (სადღეღამისო დოზა 50-375 მგ, ერთჯერადად ან რამდენიმე მიღება - ანტიაგრეგანტული მოქმედება)

კუჭ-ნაწლავის სისხლდენის გაჩენის და წყლულების განვითარების გაზრდილი რისკი.

გკს (გარდა ჰიდროკორტიზონის ჩანაცვლებითი თერაპიის სახით გამოყენებისა)

კუჭ-ნაწლავის სისხლდენის გაჩენისა და წყლულების განვითარების გაზრდილი რისკი.

ანტიაგრეგანტები

კუჭ-ნაწლავის სისხლდენის გაჩენის გაზრდილი რისკი.

სუსი

სისხლდენის განვითარების გაზრდილი რისკი.

არაფრაქციონირებული ჰეპარინები, დაბალმოლეკულური ჰეპარინები (პროფილაქტიკური დოზები)

სისხლდენის განვითარების გაზრდილი რისკი .

დეფერაზიროქსი

β-ბლოკატორები (ესმოლოლის გარდა)

კეტოპროფენთან ერთდროული გამოყენების დროს ბეტა-ბლოკატორების ჰიპოტენზიური მოქმედება შეიძლება შემცირდეს (აასს აინჰიბირებს პროსტაგლანდინების სინთეზს, რომლებსაც გააჩნიათ სისხლძარღვების გამაფართოებელი მოქმედება; ფენილბუტაზონის გამოყენებისას ორგანიზმში სითხისა და ნატრიუმის შეკავება).

პენტოქსიფილინი

სისხლდენის განვითარების გაზრდილი რისკი.

კომბინირებული თერაპიის დროს პაციენტებს ხშირად უნდა ჩაუტარდეთ კლინიკური მდგომარეობისა და შედედების დროის მონიტორინგი.

სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ზრდიან კალიუმის კონცენტრაციას სისხლში

ჰიპერკალიემიის სიმძიმის დონის გაზრდის რისკი (ზოგჯერ ლეტალური შედეგის განვითარებით).

ნიკორანდილი

მწვავე არასასურველი რეაქციების განვითარების გაზრდილი რისკი, ისეთების, როგორიცაა კუჭ-ნაწლავის სისხლდენა, წყლული და პერფორაცია.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ორსულობაზე და/ან ემბრიონის ან ნაყოფის განვითარებაზე.

ორსულობის პირველ ტრიმესტრში პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული რისკები

ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემები მოწმობენ, რომ პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორების გამოყენება ორსულობის ადრეულ პერიოდში დაკავშირებულია ნაყოფის მოწყვეტის, გულის მანკების და გასტროშიზისის გაზრდილ რისკთან. გულ-სისხლძარღვთა სისტემის თანდაყოლილი მანკების განვითარების აბსოლუტური რისკი იზრდება 1%-ზე ნაკლებიდან (ზოგადი პოპულაცია) დაახლოებით 1,5%-მდე (ბავშვები, რომლებიც მუცლად ყოფნის პერიოდში განიცდიდნენ აასს-ს ზეგავლენას); რისკი იზრდება დოზის გაზრდასთან და მკურნალობის ხანგრძლივობასთან ერთად.

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში დადგინდა, რომ პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორების გამოყენების დროს იზრდება ემბრიოფეტალური ლეტალობა პრე- და პოსტ იმპლანტაციურ პერიოდში. გარდა ამისა, გესტაციის (ნაყოფის ორგანოგენეზის პერიოდი) პერიოდში ცხოველებში პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორების შეყვანის შემთხვევაში, აღინიშნებოდა განვითარების გარკვეული მანკების გაჩენის სიხშირის ზრდა, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა სისტემის მანკებისა.

ორსულობის II და III ტრიმესტრებში პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული რისკები (ბავშვის დაბადებამდე):

აასს-ების გამოყენების დროს ორსულობის პერიოდში მე-12-ე კვირიდან დაბადებამდე პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვის გამო, ნაყოფს შეიძლება განუვითარდეს თირკმლის უკმარისობა:

მუცლად ყოფნისას (in utero), დაწყებული ორსულობის მე-12 კვირიდან (ნაყოფში შარდ წარმოქმნის პროცესის დასაწყისი): ოლიგოჰიდრამნიონი (როგორც წესი, ატარებს შექცევად ხასიათს თერაპიის შეწყვეტის შემთხვევაში) ან სანაყოფე წყლების არარსებობა (განსაკუთრებით აასს-ის ხანგრძლივი ზემოქმედების დროს);

ბავშვის დაბადებისას: შექცევადი ან შეუქცევადი თირკმელების მწვავე უკმარისობა დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მძიმე ჰიპერკალიემიის განვითარების რისკით (განსაკუთრებით ორსულობის გვიან პერიოდში აასს-ის ხანგრძლივი ზემოქმედების დროს).

ნაყოფში არტერიული სადინარის შევიწროება (ძირითადად შექცევადი ცვლილებები მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ) შეიძლება შეინიშნებოდეს დაწყებული ორსულობის მე-6 თვიდან (ორსულობის 24-ე კვირის შემდეგ).

  • აასს-ბის გამოყენებისას ორსულობის 24-ე კვირიდან დაბადებამდე ნაყოფს შეიძლება გამოუვლინდეს კარდიო-ფილტვის ტოქსიკურობის ნიშნები (არტერიული სადინარის ნაადრევი დახურვა და ფილტვის ჰიპერტენზიის განვითარება), რაც შეიძლება გახდეს მარჯვენა პარკუჭის უკმარისობის განვითარებისა ან ნაყოფის ინტრაუტერიული სიკვდილის მიზეზი (რისკი იზრდება ორსულობის გვიან პერიოდში აასს-ის ზემოქმედების შემთხვევაში (ცვლილებების შეუქცევადობის მაღალი ალბათობა)) - მსგავსი ცვლილებები შეიძლება შეინიშნოს აასს-ის ერთჯერადი გამოყენებისას.
  • ორსულობის გვიან პერიოდში აასს-ის გამოყენების დროს დედასა და ახალშობილს შეიძლება აღენიშნოთ შემდეგი არასასურველი რეაქციები:

სისხლდენის ხანგრძლივობის გაზრდა (ანტიაგრეგანტული ეფექტი შეიძლება გამოვლინდეს ძალიან დაბალი დოზებით გამოყენების შემთხვევაშიც კი);

საშვილოსნოს შეკუმშვის უნარის დაქვეითება (შეიძლება გამოიწვიოს მშობიარობის შეფერხება და მისი ხანგრძლივობის გაზრდა).

ამრიგად, ქალებში, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, ისევე როგორც ორსულობის პირველ ან მეორე ტრიმესტრში (ორსულობის პირველი 5 თვე ან პირველი 24 კვირა), პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, ამავდროულად მისი გამოყენება უნდა მოხდეს მინიმალური დოზებით მაქსიმალურად მოკლე დროის განმავლობაში; არ არის რეკომენდებული პრეპარატით ხანგრძლივი თერაპია.

ორსულობის პერიოდში (დაწყებული ორსულობის მე-20 კვირიდან) ქალებში პრეპარატის გამოყენების დროს უნდა იქნას ჩატარებუი ნაყოფის გულისა და თირკმელების ფუნქციების მონიტორინგი. ოლიგოჰიდრამნიონის განვითარების ან არტერიული სადინრის შევიწროების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.

პრეპარატის გამოყენება ქალებში ორსულობის III ტრიმესტრში (დაწყებული ორსულობის მე-6 თვიდან ან ორსულობის 24-ე კვირიდან ), მათ შორის ერთჯერადათაც , უკუნაჩვენებია. ამ პერიოდის განმავლობაში პრეპარატის უნებლიე (შემთხვევით) გამოყენების დროს მიზანშეწონილია ნაყოფის და/ან ახალშობილის გულისა და თირკმელების საერთო მდგომარეობისა და ფუნქციების მონიტორინგი, პრეპარატის შეყვანის დროის გათვალისწინებით ( მონიტორინგის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კეტოპროფენის ნახევარგამოყოფის პერიოდზე).

ლაქტაცია

ვინაიდან აასს გადადის დედის რძეში, პრეპარატის გამოყენება ქალებში ძუძუთი კვების პერიოდში არ არის რეკომენდებული.

ფერტილობა

როგორც სხვა აასს , კეტოპროფენმა შეიძლება იქონიოს დროებითი გავლენა ფერტილობაზე ქალებში (ზემოქმედება ოვულაციის პროცესზე), ამიტომ პრეპარატის გამოყენება ქალებში, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, არ არის რეკომენდებული. ქალებში, რომლებიც ვერ ახერხებენ დაორსულებას ან უტარდებათ გამოკვლევა უნაყოფობის მიზეზთან დაკავშირებით, უნდა განიხილონ პრეპარატის მიღების შეწყვეტის საკითხი.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პაციენტებს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პრეპარატის გამოყენების დროს შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა, ძილიანობა, კრუნჩხვები ან მხედველობის დარღვევები, ასეთი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში აუცილებელია თავი შეიკავონ ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვისაგან.

ფერტილობა, გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს

გვერდითი მოვლენები

როგორც კლინიკური, ასევე ეპიდემიოლოგიური კვლევების შედეგები მოწმობენ, რომ ზოგიერთი აასს-ს გამოყენების შემთხვევაში (განსაკუთრებით მაღალი დოზებით და დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში) არტერიული თრომბოზების განვითარების რისკი (მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტისა ან ინსულტისა) შეიძლება გაიზარდოს

ყველაზე ხშირად დარეგისტრირებულია არასასურველი რეაქციები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის (კნტ) მხრივ. შეიძლება განვითარდეს კუჭის წყლულები, პერფორაციები ან კუჭ-ნაწლავის სისხლდენა, ზოგჯერ ლეტალური შედეგით, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პირებში.

აასს-ის გამოყენებისას შემოდიოდა ინფორმაცია ისეთი არასასურველი რეაქციების განვითარების შესახებ, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, დიარეა, მეტეორიზმი, ყაბზობა, დისპეფსია, წყლულოვანი სტომატიტი, ტკივილი მუცელში, მელენა, ჰემატემეზისი (სისხლიანი ღებინება), წყლულოვანი კოლიტის ან კრონის დაავადების გამწვავება; ნაკლებად აღინიშნებოდა გასტრიტი .

არსებობს შეტყობინებები იმის თაობაზე, რომ აასს-ის თერაპიის ფონზე, აღინიშნებოდა შეშუპებების, არტერიული ჰიპერტენზიის და გულის უკმარისობის განვითარების შემთხვევები. ძალიან იშვიათად იყო რეგისტრირებული ბულოზური რეაქციები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ლაიელის სინდრომი).

არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ MedDRA-ს სისტემურ-ორგანული კლასების შესაბამისად. არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000 მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემების მიხედვით).

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - დისპეფსია, გულისრევა, მუცლის ტკივილი, კუჭის ტკივილი, ღებინება; არახშირად - დიარეა, ყაბზობა, მეტეორიზმი, გასტრიტი; იშვიათად - სტომატიტი, პეპტიური წყლული, კოლიტი; სიხშირე უცნობია - კოლიტის და კრონის დაავადების გამწვავება, კუჭ-ნაწლავის სისხლდენა და პერფორაცია, პანკრეატიტი .

კეტოპროფენის პერორალური მიღებისას დოზით 200 მგ დღე-ღამეში, დარეგისტრირდა კუჭ-ნაწლავის სისხლდენის სიხშირის მატება ( რაც დაკავშირებულია პრეპარატის მაღალი დოზებით დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოყენებასთან).

იმუნური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - ანგიონევროზული შეშუპება (კვინკეს შეშუპება), ანაფილაქსიური რეაქციები (ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით).

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: არახშირად - გამონაყარი, გამონაყარი, ქავილი; სიხშირე უცნობია - ჭინჭრის ციება, ქრონიკული ჭინჭრის ციების გამწვავება, ფოტოსენსიბილიზაციის რეაქციები, ალოპეცია და ბულოზური დერმატოზი (სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ლაიელის სინდრომი).

სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ: იშვიათად - ბრონქული ასთმის შეტევა; სიხშირე უცნობია - ბრონქოსპაზმი (განსაკუთრებით პაციენტებში ცნობილი ჰიპერმგრძნობელობით ასმ-სა და სხვა აასს-ს მიმართ), რინიტი .

ნერვული სისტემის მხრივ: არახშირად - თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა; იშვიათად - პარესთეზია; სიხშირე უცნობია - ასეპტიური მენინგიტი, კრუნჩხვები, ვერტიგო, გემოვს დარღვევები.

ფსიქიკის დარღვევები: სიხშირე უცნობია - გონების აღრევა, გუნებაგანწყობის დარღვევები.

მხედველობის ორგანოს მხრივ: იშვიათად - მხედველობის სიმკვეთრის დარღვევა.

სმენის ორგანოს მხრივ და ლაბირინთული დარღვევები: იშვიათად - შუილი ყურებში.

თირკმელებისა და შარდგამომყოფი გზების მხრივ: სიხშირე უცნობია - სითხისა და ნატრიუმის შეკავება ორგანიზმში, ფუნქციური თირკმლის მწვავე უკმარისობა რისკის ფაქტორების მქონე პაციენტებში, თირკმელების ორგანული დაზიანება, რომელსაც შეიძლება ახლდეს თირკმლის მწვავე უკმარისობის განვითარება (იყო მოწოდებული ინფორმაცია ინტერსტიციული ნეფრიტის , მწვავე ტუბულარული ნეკროზის, ნეფროზული სინდრომის და პაპილარული ნეკროზის ერთეული შემთხვევების განვითარების შესახებ) , თირკმელების ფუნქციის დარღვევა.

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: იშვიათად - ჰემორაგიული ანემია; სიხშირე უცნობია - აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, ძვლის ტვინის დათრგუნვა, ჰემოლიზური ანემია, ლეიკოპენია .

ღვიძლისა და ნაღველგამომყოფი გზების მხრივ: იშვიათად - სისხლში ტრანსამინაზების დონის მატება, ჰეპატიტი, სისხლში ბილირუბინის კონცენტრაციის მომატება (განპირობებული ღვიძლის დაავადებით).

გულის მხრივ: არახშირადად - შეშუპებები; სიხშირე უცნობია - გულის უკმარისობა.

სისხლძარღვების მხრივ: სიხშირე უცნობია - არტერიული ჰიპერტენზია, ვაზოდილატაცია, ვასკულიტი ( ლეიკოციტოკლასტური ვასკულიტის ჩათვლით).

ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილზე: არახშირად - დაღლილობა; იშვიათად - სხეულის მასის მომატება.

ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ : სიხშირე უცნობია - ჰიპერკალიემია.

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

შეტყობინება საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს აღმოაჩნდა სერიოზული არასასურველი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან განვითარდა ისეთი ახალი არასასურველი რეაქციია, რომელიც არ არის აღწერილი ამ განყოფილებაში, გთხოვთ, ინფორმაცია მიაწოდოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

ჭარბი დოზა

სიმპტომები

დაფიქსირდა კეტოპროფენის დოზის გადაჭარბების შემთხვევები 2,5 გ-მდე დოზებით გამოყენების დროს.

ზრდასრულებში დოზის გადაჭარბების ძირითადი სიმპტომებია: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, მოთენთილობა, გულისრევა, ღებინება, დიარეა და ტკივილი მუცლის ან ეპიგასტრალურ არეში; მძიმე ინტოქსიკაციის შემთხვევებში აღინიშნებოდა არტერიული ჰიპოტენზია, სუნთქვის დათრგუნვა და კუჭ-ნაწლავური სისხლდენა.

მკურნალობა

სპეციფიკური ანტიდოტი არ არის ცნობილი. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აუცილებელია სიმპტომატური მკურნალობის ჩატარება სპეციალიზებულ განყოფილებაში სტაციონარის პირობებში, ჰიპოვოლემიის და შესაძლო აციდოზის კორექციის ჩათვლით და თირკმელების ფუნქციის მონიტორინგი. თირკმელების უკმარისობის დროს შესაძლოა მიზანშეწონილი იყოს ჰემოდიალიზის პროცედურის ჩატარება სამკურნალო საშუალების ორგანიზმიდან გამოყვანის მიზნით.

კნტ-ში კეტოპროფენის შეწოვის თავიდან ასაცილებლად, შეიძლება მიზანშეწონილი იყოს კუჭის ამორეცხვა ან გააქტიურებული ნახშირის გამოყენება.

შემადგენლობა

პროლინგირებული მოქმედების კაფსულა შეიცავს

აქტიური ნივთიერება: კეტოპროფენი 200 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ნეიტრალური პელეტები, მაკროგოლი, ეთილცელულოზა, სტეარინის მჟავა, შელაკი, ტალკი, ამონიუმის მეტაკრილატის B ტიპის კოპოლიმერი;

კაფსულა: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი, რკინის ოქსიდი წითელი.

პრეპარატის ათქ კოდი M01AE03

შენახვის პირობები

ინახება ნესტისა და სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

წარმოებულია

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.-ს“, თურქეთი

(15 თემუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად. No 50 გიუნეშლი ბაგჯილარ / სტამბოლი)

„ WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TIC. A .Ş.”, TURKEY

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No : 50 Güneşli Bağcılar / İstanbul ).

ფარმაკოლოგიური თვისებები

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები. პროპიონის მჟავას წარმოებულები.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

კეტოპროფენი წარმოადგენს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებას (აასს), რომელიც არის პროპიონის მჟავას წარმოებული არილჩანაცვლებული კარბოქსილის მჟავების ჯგუფიდან. კეტოპროფენი ახდენს პერიფერიულ მაანალგეზირებელ მოქმედებას, გააჩნია სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო თვისებები და ასევე დროის მცირე მონაკვეთის მანძილზე არღვევს თრომბოციტების აგრეგაციის პროცესს; ყველა ზემოაღნიშნული ეფექტი დაკავშირებულია პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებასთან. ექსპერიმენტული კვლევების შედეგების შესაბამისად, კეტოპროფენი, ისევე როგორც სხვა აასს-ბი, ახდენს ცენტრალურ მაანალგეზირებელ მოქმედებას.

ფარმაკოკინეტიკა

პრეპარატი წარმოადგენს კეტოპროფენის სამკურნალო ფორმას ხანგრძლივი გამოთავისუფლების პროცესით (pH-დამოკიდებული პროცესი), რომელიც შეიცავს პრეპარატის თერაპიულ დოზას ერთ კაფსულაში. კეტოპროფენი თანდათან თავისუფლდება კაფსულიდან საჭმლის მომნელებელ ტრაქტში.

შეწოვა

კეტოპროფენის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში (C max ) აღინიშნება პრეპარატის მიღებიდან დაახლოებით 6 საათის შემდეგ და მუდმივ დონეზე ნარჩუნდება 18 საათამდე დროის მანძილზე; სისხლში პრეპარატის მაღალი კონცენტრაციები აღინიშნება 24 საათამდე დროის განმავლობაში. მრავალჯერადი მიღებას არ ხასიათდება ორგანიზმში პრეპარატის კუმულაციის ეფექტით.

პრეპარატის საკვებთან ერთდროული მიღებისას მცირდება კეტოპროფენის შეწოვის სიჩქარე, რასაც თან ახლავს Cmax-ის მიღწევამდე დროის ხანგრძლივობის მატება და Cmax-ის მაჩვენებლის შემცირება, მაგრამ ამავე დროს პრეპარატის ბიოშეღწევადობა არ იცვლება.

განაწილება

პრეპარატის მიღებისას სისხლში აღინიშნება კეტოპროფენის მუდმივი კონცენტრაცია.

კეტოპროფენის სისხლის პლაზმის ცილებთან შეკავშირების ხარისხი შეადგენს 99%-ს.

სამკურნალო საშუალება გვხვდება სინოვიალურ სითხეში (კეტოპროფენის კონცენტრაცია სინოვიალურ სითხეში პრეპარატის პერორალური მიღებიდან 4 საათის შემდეგ აღემატება მის კონცენტრეციას სისხლის შრატში) და ასევე აღწევს ჰემატოენცეფალურ და პლაცენტურ ბარიერების მიღმა.

კეტოპროფენის განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 7.0 ლიტრს.

მეტაბოლიზმი

კეტოპროფენის მეტაბოლიზმის პროცესი მოიცავს გლუკურონის მჟავასთან კონიუგაციას (ძირითადი გზა) და ჰიდროქსილაციას (მეორეხარისხოვანი გზა).

სამლურნალო საშუალების შეყვანილი დოზის 1%-ზე ნაკლები გამოიყოფა უცვლელი სახით შარდით, გლუკურონიდის ფორმით შარდთან ერთად გამოიყოფა სამკურნალო საშუალების შეყვანილი დოზის დაახლოებით 65-75%.

გამოყოფა

შეყვანის გზის მიუხედავად კეტოპროფენი სწრაფად გამოიყოფა ორგანიზმიდან, ძირითადად შარდთან ერთად (სამკურნალო საშუალების შეყვანილი დოზის დაახლოებით 50% გამოიყოფა პირველი 6 საათის განმავლობაში).

ხანგრძლივი გამონთავისუფლების სამკურნალო ფორმის კეტოპროფენის გამოყენების დროს სამკურნალო საშუალების თირკმელებით ექსკრეცია არ იცვლება. პერორალური მიღებიდან 5 დღის განმავლობაში პრეპარატის შეყვანილი დოზის 75-90% გამოიყოფა თირკმელებით, ხოლო პრეპარატის შეყვანილი დოზის 1-8% გამოიყოფა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მეშვეობით.

პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები

ხანდაზმული ასაკის პაციენტები

ხანდაზმული ასაკის პაციენტებში კეტოპროფენის სისხლის სისტემურ მიმოქცევაში შეღწევის სიჩქარე არ იცვლება, მაგრამ იზრდება სამკურნალო საშუალების ნახევარგამოყოფის პერიოდი.

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში კეტოპროფენის მთლიანი კლირენსი მცირდება თირკმელების ფუნქციის დაქვეითების ხარისხის პროპორციულად.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალო პრეპარატის სამედიცინო

გამოყენების ინსტრუქცია

ართროკოლი

სავაჭრო დასახელება

ართროკოლი, Artrocol

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

კეტოპროფენი , Ketoprofen

სამკურნალო ფორმა

პროლონგირებული მოქმედების კაფსულები.

აღწერილობა: მყარი ჟელატინის კაფსულები, ზომა №0, სახურავი მქრქალი მოწითალო- მოყავისფრო ფერის, კორპუსი მქრქალი ვარდისფერი, რომლებიც შეიცავენ თეთრ ან თითქმის თეთრ პელეტებს.

შემადგენლობა

პროლინგირებული მოქმედების კაფსულა შეიცავს

აქტიური ნივთიერება: კეტოპროფენი 200 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ნეიტრალური პელეტები, მაკროგოლი, ეთილცელულოზა, სტეარინის მჟავა, შელაკი, ტალკი, ამონიუმის მეტაკრილატის B ტიპის კოპოლიმერი;

კაფსულა: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი, რკინის ოქსიდი წითელი.

პრეპარატის ათქ კოდი M01AE03

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები. პროპიონის მჟავას წარმოებულები.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

კეტოპროფენი წარმოადგენს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებას (აასს), რომელიც არის პროპიონის მჟავას წარმოებული არილჩანაცვლებული კარბოქსილის მჟავების ჯგუფიდან. კეტოპროფენი ახდენს პერიფერიულ მაანალგეზირებელ მოქმედებას, გააჩნია სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო თვისებები და ასევე დროის მცირე მონაკვეთის მანძილზე არღვევს თრომბოციტების აგრეგაციის პროცესს; ყველა ზემოაღნიშნული ეფექტი დაკავშირებულია პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებასთან. ექსპერიმენტული კვლევების შედეგების შესაბამისად, კეტოპროფენი, ისევე როგორც სხვა აასს-ბი, ახდენს ცენტრალურ მაანალგეზირებელ მოქმედებას.

ფარმაკოკინეტიკა

პრეპარატი წარმოადგენს კეტოპროფენის სამკურნალო ფორმას ხანგრძლივი გამოთავისუფლების პროცესით (pH-დამოკიდებული პროცესი), რომელიც შეიცავს პრეპარატის თერაპიულ დოზას ერთ კაფსულაში. კეტოპროფენი თანდათან თავისუფლდება კაფსულიდან საჭმლის მომნელებელ ტრაქტში.

შეწოვა

კეტოპროფენის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში (C max ) აღინიშნება პრეპარატის მიღებიდან დაახლოებით 6 საათის შემდეგ და მუდმივ დონეზე ნარჩუნდება 18 საათამდე დროის მანძილზე; სისხლში პრეპარატის მაღალი კონცენტრაციები აღინიშნება 24 საათამდე დროის განმავლობაში. მრავალჯერადი მიღებას არ ხასიათდება ორგანიზმში პრეპარატის კუმულაციის ეფექტით.

პრეპარატის საკვებთან ერთდროული მიღებისას მცირდება კეტოპროფენის შეწოვის სიჩქარე, რასაც თან ახლავს Cmax-ის მიღწევამდე დროის ხანგრძლივობის მატება და Cmax-ის მაჩვენებლის შემცირება, მაგრამ ამავე დროს პრეპარატის ბიოშეღწევადობა არ იცვლება.

განაწილება

პრეპარატის მიღებისას სისხლში აღინიშნება კეტოპროფენის მუდმივი კონცენტრაცია.

კეტოპროფენის სისხლის პლაზმის ცილებთან შეკავშირების ხარისხი შეადგენს 99%-ს.

სამკურნალო საშუალება გვხვდება სინოვიალურ სითხეში (კეტოპროფენის კონცენტრაცია სინოვიალურ სითხეში პრეპარატის პერორალური მიღებიდან 4 საათის შემდეგ აღემატება მის კონცენტრეციას სისხლის შრატში) და ასევე აღწევს ჰემატოენცეფალურ და პლაცენტურ ბარიერების მიღმა.

კეტოპროფენის განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 7.0 ლიტრს.

მეტაბოლიზმი

კეტოპროფენის მეტაბოლიზმის პროცესი მოიცავს გლუკურონის მჟავასთან კონიუგაციას (ძირითადი გზა) და ჰიდროქსილაციას (მეორეხარისხოვანი გზა).

სამლურნალო საშუალების შეყვანილი დოზის 1%-ზე ნაკლები გამოიყოფა უცვლელი სახით შარდით, გლუკურონიდის ფორმით შარდთან ერთად გამოიყოფა სამკურნალო საშუალების შეყვანილი დოზის დაახლოებით 65-75%.

გამოყოფა

შეყვანის გზის მიუხედავად კეტოპროფენი სწრაფად გამოიყოფა ორგანიზმიდან, ძირითადად შარდთან ერთად (სამკურნალო საშუალების შეყვანილი დოზის დაახლოებით 50% გამოიყოფა პირველი 6 საათის განმავლობაში).

ხანგრძლივი გამონთავისუფლების სამკურნალო ფორმის კეტოპროფენის გამოყენების დროს სამკურნალო საშუალების თირკმელებით ექსკრეცია არ იცვლება. პერორალური მიღებიდან 5 დღის განმავლობაში პრეპარატის შეყვანილი დოზის 75-90% გამოიყოფა თირკმელებით, ხოლო პრეპარატის შეყვანილი დოზის 1-8% გამოიყოფა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მეშვეობით.

პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები

ხანდაზმული ასაკის პაციენტები

ხანდაზმული ასაკის პაციენტებში კეტოპროფენის სისხლის სისტემურ მიმოქცევაში შეღწევის სიჩქარე არ იცვლება, მაგრამ იზრდება სამკურნალო საშუალების ნახევარგამოყოფის პერიოდი.

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში კეტოპროფენის მთლიანი კლირენსი მცირდება თირკმელების ფუნქციის დაქვეითების ხარისხის პროპორციულად.

გამოყენების ჩვენებები

კეტოპროფენის ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედების, მისი გამოყენების შემთხვევაში განვითარებული არასასურველი რეაქციების სიმძიმის, აგრეთვე ამჟამად არსებული ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებების არსენალში მისი ადგილის გათვალისწინებით, პრეპარატი გამოიყენება ბავშვებსა და მოზარდებში ასაკით 15 წელზე მეტი და ზრდასრულებში გრძელვადიანი სიმპტომური თერაპიის სახით:

  • სახსრების ქრონიკული ანთებითი დაავადებების, კერძოდ, რევმატოიდული ართრიტის, მაანკილოზებელი სპონდილოართრიტის (ან სხვა მსგავსი სინდრომების, ისეთების, როგორიცაა ფისინჟე-ლერუა-რეიტერის სინდრომი და ფსორიაზული ართრიტი) დროს;
  • მაინვალიდიზირებელი ოსტეოართრიტის დროს, რომელსაც თან ახლავს ტკივილის სინდრომი.

გამოყენების წესი და დოზები

დოზირება

პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული ყველაზე დაბალი ეფექტური დოზით დროის იმ მაქსიმალურად მოკლე პერიოდში, რომელიც აუცილებელია სიმპტომების შესამსუბუქებლად.

პრეპარატის დოზაა 1 კაფსულა დღე-ღამეში.

კეტოპროფენის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 200 მგ. კეტოპროფენით 200 მგ სადღეღამისო დოზით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია გულდასმით შეფასდეს სარგებელი/რისკის თანაფარდობა. პრეპარატის გამოყენება უფრო მაღალი დოზებით არ არის რეკომენდებული.

პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები და ხანდაზმული ასაკის პაციენტები

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში და ხანდაზმული ასაკის პაციენტებში რეკომენდირებულია მკურნალობის დაწყება კეტოპროფენის მინიმალური დოზიდან, შემდგომში, აუცილებლობის შემთხვევაში, სამკურნალო საშუალების საწყისი დოზა უნდა დაკორექტირდეს თირკმლის ფუნქციის გათვალისწინებით.

პაციენტები ჰიპოვოლემიით

იხ. განყოფილება "განსაკუთრებული მითითებები".

გამოყენაბის წესი

კაფსულები მიიღება შიგნით საკვების მიღების დროს, იყლაპება რა მთლიანად და დიდი რაოდენობის წყლის მიყოლებით.

უკუჩვენებები

  • ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
  • ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ისეთები, როგორიცაა ბრონქოსპაზმი, ბრონქიალური ასთმის შეტევა, რინიტი, ჭინჭრის ციება ან სხვა სახის ალერგიული რეაქციები კეტოპროფენზე, აცეტილსალიცილის მჟავაზე (ასმ) და სხვა აასს-ზე (ასეთ პაციენტებში იქნა დარეგისტრირებული მძიმე ანაფილაქსიური რეაქციები, იშვიათ შემთხვევებში ლეტალური შედეგით);
  • ორსულობის პერიოდი (ორსულობის მე-6 თვიდან დაწყებული ან ორსულობის 24-ე კვირის შემდეგ);
  • მწვავე პეპტიური წყლული ან კუჭ-ნაწლავური სისხლდენა, წყლული ან პერფორაცია ანამნეზში;
  • კუჭ-ნაწლავის , ცერებროვასკულური ან სხვა აქტიური სისხლდენა;
  • ღვიძლის მძიმე უკმარისობა;
  • თირკმლის მძიმე უკმარისობა;
  • გულის მძიმე უკმარისობა.

არასასურველი რეაქციები

როგორც კლინიკური, ასევე ეპიდემიოლოგიური კვლევების შედეგები მოწმობენ, რომ ზოგიერთი აასს-ს გამოყენების შემთხვევაში (განსაკუთრებით მაღალი დოზებით და დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში) არტერიული თრომბოზების განვითარების რისკი (მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტისა ან ინსულტისა) შეიძლება გაიზარდოს

ყველაზე ხშირად დარეგისტრირებულია არასასურველი რეაქციები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის (კნტ) მხრივ. შეიძლება განვითარდეს კუჭის წყლულები, პერფორაციები ან კუჭ-ნაწლავის სისხლდენა, ზოგჯერ ლეტალური შედეგით, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პირებში.

აასს-ის გამოყენებისას შემოდიოდა ინფორმაცია ისეთი არასასურველი რეაქციების განვითარების შესახებ, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, დიარეა, მეტეორიზმი, ყაბზობა, დისპეფსია, წყლულოვანი სტომატიტი, ტკივილი მუცელში, მელენა, ჰემატემეზისი (სისხლიანი ღებინება), წყლულოვანი კოლიტის ან კრონის დაავადების გამწვავება; ნაკლებად აღინიშნებოდა გასტრიტი .

არსებობს შეტყობინებები იმის თაობაზე, რომ აასს-ის თერაპიის ფონზე, აღინიშნებოდა შეშუპებების, არტერიული ჰიპერტენზიის და გულის უკმარისობის განვითარების შემთხვევები. ძალიან იშვიათად იყო რეგისტრირებული ბულოზური რეაქციები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ლაიელის სინდრომი).

არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ MedDRA-ს სისტემურ-ორგანული კლასების შესაბამისად. არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000 მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემების მიხედვით).

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - დისპეფსია, გულისრევა, მუცლის ტკივილი, კუჭის ტკივილი, ღებინება; არახშირად - დიარეა, ყაბზობა, მეტეორიზმი, გასტრიტი; იშვიათად - სტომატიტი, პეპტიური წყლული, კოლიტი; სიხშირე უცნობია - კოლიტის და კრონის დაავადების გამწვავება, კუჭ-ნაწლავის სისხლდენა და პერფორაცია, პანკრეატიტი .

კეტოპროფენის პერორალური მიღებისას დოზით 200 მგ დღე-ღამეში, დარეგისტრირდა კუჭ-ნაწლავის სისხლდენის სიხშირის მატება ( რაც დაკავშირებულია პრეპარატის მაღალი დოზებით დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოყენებასთან).

იმუნური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - ანგიონევროზული შეშუპება (კვინკეს შეშუპება), ანაფილაქსიური რეაქციები (ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით).

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: არახშირად - გამონაყარი, გამონაყარი, ქავილი; სიხშირე უცნობია - ჭინჭრის ციება, ქრონიკული ჭინჭრის ციების გამწვავება, ფოტოსენსიბილიზაციის რეაქციები, ალოპეცია და ბულოზური დერმატოზი (სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ლაიელის სინდრომი).

სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ: იშვიათად - ბრონქული ასთმის შეტევა; სიხშირე უცნობია - ბრონქოსპაზმი (განსაკუთრებით პაციენტებში ცნობილი ჰიპერმგრძნობელობით ასმ-სა და სხვა აასს-ს მიმართ), რინიტი .

ნერვული სისტემის მხრივ: არახშირად - თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა; იშვიათად - პარესთეზია; სიხშირე უცნობია - ასეპტიური მენინგიტი, კრუნჩხვები, ვერტიგო, გემოვს დარღვევები.

ფსიქიკის დარღვევები: სიხშირე უცნობია - გონების აღრევა, გუნებაგანწყობის დარღვევები.

მხედველობის ორგანოს მხრივ: იშვიათად - მხედველობის სიმკვეთრის დარღვევა.

სმენის ორგანოს მხრივ და ლაბირინთული დარღვევები: იშვიათად - შუილი ყურებში.

თირკმელებისა და შარდგამომყოფი გზების მხრივ: სიხშირე უცნობია - სითხისა და ნატრიუმის შეკავება ორგანიზმში, ფუნქციური თირკმლის მწვავე უკმარისობა რისკის ფაქტორების მქონე პაციენტებში, თირკმელების ორგანული დაზიანება, რომელსაც შეიძლება ახლდეს თირკმლის მწვავე უკმარისობის განვითარება (იყო მოწოდებული ინფორმაცია ინტერსტიციული ნეფრიტის , მწვავე ტუბულარული ნეკროზის, ნეფროზული სინდრომის და პაპილარული ნეკროზის ერთეული შემთხვევების განვითარების შესახებ) , თირკმელების ფუნქციის დარღვევა.

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: იშვიათად - ჰემორაგიული ანემია; სიხშირე უცნობია - აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, ძვლის ტვინის დათრგუნვა, ჰემოლიზური ანემია, ლეიკოპენია .

ღვიძლისა და ნაღველგამომყოფი გზების მხრივ: იშვიათად - სისხლში ტრანსამინაზების დონის მატება, ჰეპატიტი, სისხლში ბილირუბინის კონცენტრაციის მომატება (განპირობებული ღვიძლის დაავადებით).

გულის მხრივ: არახშირადად - შეშუპებები; სიხშირე უცნობია - გულის უკმარისობა.

სისხლძარღვების მხრივ: სიხშირე უცნობია - არტერიული ჰიპერტენზია, ვაზოდილატაცია, ვასკულიტი ( ლეიკოციტოკლასტური ვასკულიტის ჩათვლით).

ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილზე: არახშირად - დაღლილობა; იშვიათად - სხეულის მასის მომატება.

ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ : სიხშირე უცნობია - ჰიპერკალიემია.

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

შეტყობინება საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს აღმოაჩნდა სერიოზული არასასურველი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან განვითარდა ისეთი ახალი არასასურველი რეაქციია, რომელიც არ არის აღწერილი ამ განყოფილებაში, გთხოვთ, ინფორმაცია მიაწოდოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

განსაკუთრებული მითითებები

კეტოპროფენი არ უნდა იქნას გამოყენებული სხვა აასს-თან ერთად, ციკლოოქსიგენაზა-2 (ცოგ-2) შერჩევითი ინჰიბიტორების ჩათვლით.

არასასურველი რეაქციების განვითარების რისკის მინიმიზაციის მიზნით სამკურნალო საშუალება უნდა იქნას გამოყენებული მინიმალური ეფექტური დოზით დროის მაქსიმალურად მოკლე პერიოდში, რომელიც აუცილებელია სიმპტომების შესამსუბუქებლად.

ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებს, რომლებსაც ამასთან ერთად დაავადებულები არიან ქრონიკული რინიტით, ქრონიკული სინუსიტით და/ან ცხვირის პოლიპებით, ასმ-სა და/ან აასს-ის გამოყენების დროს აქვთ ალერგიული რეაქციების განვითარების უფრო მაღალი რისკი პაციენტების სხვა ჯგუფებთან შედარებით.

კეტოპროფენის გამოყენებას შესაძლოა თან ახლდეს ბრონქული ასთმის შეტევების ან ბრონქოსპაზმის განვითარება, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჰიპერ მგრძნობელობა ასმ-ას ან აასს-ს მიმართ.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები

ხანდაზმული ასაკის პაციენტებში იზრდება არასასურველი რეაქციების განვითარების რისკი, რომელიც დაკავშირებულია აასს-ის გამოყენებასთან, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის სისხლდენისა და პერფორაციებისა, რომლებსაც შეიძლება ლეტალური შედეგით დამთავრდეს.

დარღვევები კნტ-ს მხრივ

კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის, წყლულებისა და პერფორაციების განვითარების შემთხვევები, ზოგჯერ ლეტალური შედეგით, იყო აღნიშნული აასს-ს ჯგუფის სამკურნალო საშუალებებით მკურნალობის სხვადასხვა ეტაპზე, მანამდე გამოვლენილი სიმპტომების არსებობისა ან ანამნეზში კნტ-ს მძიმე დაავადებების არსებობის მიუხედავად.

ზოგიერთი ეპიდემიოლოგიური გამოკვლევის მონაცემები მოწმობენ, რომ კეტოპროფენის გამოყენება, განსაკუთრებით მაღალი დოზებით, შეიძლება დაკავშირებული იყოს კნტ-ს მხრიდან მძიმე არასასურველი რეაქციების უფრო მაღალ რისკთან რომელიმე სხვა აასს-ის გამოყენებასთან შედარებით.

კუჭ-ნაწლავის სისხლდენის, წყლულების ან პერფორაციების განვითარების რისკი იზრდება აასს-ს დოზის გაზრდასთან ერთად პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ წყლულოვანი დაავადება, განსაკუთრებით თუ ის გართულებულია სისხლდენით ან პერფორაციით, და ასევე ხანდაზმული ასაკის პაციენტებში; მსგავს სიტუაციებში მკურნალობა უნდა დაიწყოს კეტოპროფენის შესაძლებელიდან მინიმალური დოზის გამოყენებით. ასეთ პაციენტებში, ისევე როგორც პაციენტებში, რომლებიც იღებენ დაბალი დოზით ასმ-ს ან სხვა სამკურნალო საშუალებებს, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ კნტ-ს მხრივ არასასურველი რეაქციების განვითარების რისკი, უნდა იქნას განხილული საკითხი გასტროპროტექტორული თერაპიის, მაგალითად მიზოპროსტოლის ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების (პტი), გამოყენების შესახებ

ანამნეზში კნტ-ის დაავადებების მქონე პაციენტებმა, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკისა, უნდა აცნობონ ექიმს ნებისმიერი უჩვეულო აბდომინალური სიმპტომის შესახებ (კერძოდ, კუჭ-ნაწლავის სისხლდენის შესახებ), განსაკუთრებით პრეპარატით მკურნალობის დასაწყისში.

განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვაა საჭირო პრეპარატის გამოყენებისას პაციენტებში, რომლებიც იღებენ ერთდროულ თერაპიას იმ სამკურნალო საშუალებებით, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ წყლულების წარმოქმნის ან სისხლდენის განვითარების რისკი, ისეთების, როგორიცაა გლუკოკორტიკოსტეროიდები (გკს), პერორალური ანტიკოაგულანტები, მაგალითად ვარფარინი, სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (სუსი), ანტიაგრეგანტები , მაგალითად ასმ, და ნიკორანდილი.

თუ პრეპარატით თერაპიის ფონზე პაციენტს უვითარდემა კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა ან წარმოიქმნება წყლული, პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.

პაციენტებში, რომლებსაც აქვთ კნტ-ის დაავადები ანამნეზში (კერძოდ, წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება) აასს-ები უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით, რადგან მათ შეუძლიათ გამოიწვიონ ზემოაღნიშნული დაავადებების გამწვავება, გარდა ამისა, აუცილებელია ასეთი პაციენტებისათვის გულდასმითი მეთვალყურეობის უზრუნველყოფა.

გულ-სისხლძარღვთა და ცერებროვასკულარული ეფექტები

ვინაიდან აასს-ის გამოყენება დაკავშირებულია ორგანიზმში სითხის შეკავებასთან და შეშუპებების განვითარებასთან, პრეპარატის გამოყენებისას უნდა ჩატარდეს შესაბამისი მონიტორინგი და მიეცეს აუცილებელი რეკომენდაციები პაციენტებს არტერიული ჰიპერტენზიით და/ან მსუბუქი და საშუალო სიმძიმის გულის შეგუბებითი უკმარისობით.

კლინიკური და ეპიდემიოლოგიური კვლევების შედეგები მოწმობენ, რომ ზოგიერთი აასს-ით თერაპიის დროს (განსაკუთრებით მაღალი დოზებით და დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოყენებისას) შეიძლება უმნიშვნელოდ გაიზარდოს არტერიული თრომბოზების განვითარების რისკი (მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი). ამჟამად არ გაგვაჩნია საკმარისი რაოდენობის მონაცემები, რომლებიც მოგვცემდნენ კეტოპროფენის შემთხვევაში ასეთი რისკის გამორიცხვის საშუალებას.

პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ანამნეზში არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზია, გულის შეგუბებითი უკმარისობა, გულის იშემიური დაავადება, პერიფერიული არტერიების დაავადებები და/ან ინსულტი (ტრანზიტორული იშემიური შეტევის ჩათვლით), კეტოპროფენი, ისევე როგორც სხვა აასს, უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ სარგებლის/რისკის თანაფარდობის გულდასმითი შეფასების შემდეგ.

ასევე აუცილებელია სამკურნალო საშუალებით ხანგრძლივი თერაპიის დაწყებამდე გულდასმით შეფასდეს სარგებელი/რისკის თანაფარდობა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის ფაქტორების მქონე პაციენტებში (მაგალითად, არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი ან მოწევა).

იყო მოწოდებული შეტყობინებები იმის თაობაზე, რომ იზრდებოდა არტერიული თრომბოზის განვითარების რისკი პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ აასს (ასმ-ს გარდა) კორონარული არტერიის შუნტირებისას პერიოპერაციული ტკივილის სინდრომის თერაპიის მიზნით.

კანისმიერი რეაქციები

ძალიან იშვიათ შემთხვევებში, აასს-ის გამოყენების დროს ვითარდებოდა კანის ისეთი მძიმე რეაქციები, როგორიცაა ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ლაიელის სინდრომი, მათ შორის ლეტალური შედეგით.

ანალოგიური რეაქციების განვითარების უფრო მაღალი რისკი დამახასიათებელია თერაპიის საწყის ეტაპზე - ისინი ძირითადად დარეგისტრირდა აასს-ის მკურნალობის პირველ თვეს. პრეპარატის გამოყენება უნდა იქნას შეწყვეტილი პირველივე კანისმიერი გამონაყარის გამოჩენისას, ლორწოვანი გარსის დაზიანების ნიშნების ან სხვა სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, რომლებიც ჰიპერმგრძნობელობის რეაქციებთანაა დაკავშირებული.

ინფექციური დაავადებების სიმპტომების შენიღბვა

პრეპარატმა შესაძლოა შენიღბოს ინფექციის სიმპტომები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შესაბამისი მკურნალობის დანიშვნის დაგვიანება და ამით გააუარესოს ინფექციური დაავადების საბოლოო შედეგი. ეს შეინიშნებოდა არასტაციონარული ბაქტერიული პნევმონიის და ჩუტყვავილას ბაქტერიული გართულებების დროს. პრეპარატის სიცხის დამწევის ან ინფექციური დაავადებების დროს ტკივილის სინდრომის შემამსუბუქებლის სახით გამოყენებისას რეკომენდებულია ძირითადი ინფექციური დაავადების გულდასმითი მონიტორინგის ჩატარება. სტაციონარის გარეთ ინფექციური დაავადების მკურნალობის შემთხვევაში პაციენტმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს, თუ მდგომარეობა არ უმჯობესდება ან აღინიშნება დაავადების მიმდინარეობის გაუარესება.

თირკმლის ფუნქციური უკმარისობა

აასს-ები აინჰიბირებენ პროსტაგლანდინების სინთეზს, რომლებსაც გააჩნიათ თირკმელებში სისხლძარღვთა გამაფართოებელი მოქმედება, რის შედეგადაც, გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის შემცირების გამო, შეიძლება განვითარდეს თირკმლის ფუნქციური უკმარისობა ( დოზადამოკიდებული ეფექტი).

პაციენტებისათვის, რომლებსაც გააჩნიათ ქვემოთ ჩამოთვლილი რისკის ფაქტორები, მკურნალობის დასაწყისში ან პრეპარატის დოზის გაზრდის შემდეგ, რეკომენდებულია დიურეზისა და თირკმელების ფუნქციის გაკონტროლება:

  • ხანდაზმული ასაკი;

ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების (აგფ ინჰიბიტორები), ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების (არბ, სარტანების), დიურეტიკების ერთდროული გამოყენება;

  • ჰიპოვოლემია (მიუხედავად მისი წარმოშობის მიზეზისა);
  • გულის უკმარისობა;
  • თირკმელების ქრონიკული უკმარისობა;
  • ნეფროზული სინდრომი;
  • ლუპუს ნეფროპათია;
  • ღვიძლის ციროზი.

სითხის/ნატრიუმის შეკავება ორგანიზმში

კეტოპროფენით მკურნალობის ფონზე შეიძლება აღინიშნოს ორგანიზმში სითხისა და ნატრიუმის შეკავება, რის შედეგადაც შეიძლება განვითარდეს შეშუპებები, არტერიულ ჰიპერტენზია ან არტერიული ჰიპერტენზიისა და გულის უკმარისობის სიმძიმის ხარისხის მატება. სამკურნალო საშუალების გამოყენების დროს (თერაპიის საწყისი ეტაპიდან) აუცილებელია არტერიული ჰიპერტენზიის და გულის უკმარისობის მქონე პაციენტების მდგომარეობის კლინიკური მონიტორინგის ჩატარება. კეტოპროფენის ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან ერთდროულად გამოიყენების შემთხვევაში ამ უკანასკნელების ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს.

ჰიპერკალიემია

შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში ან პაციენტებში, რომლებიც იღებენ თერაპიას კალიუმის შემნახველი პრეპარატებით, კეტოპროფენის გამოყენების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ჰიპერკალიემია, ასეთი პაციენტებისათვის აუცილებელია სისხლის შრატში კალიუმის კონცენტრაციის რეგულარული კონტროლი.

აასს-ებმა შეიძლება მოახდინონ უარყოფითი ზემოქმედება ქალების ფერტოლობაზე, ამიტომ მათი გამოყენება ქალებში, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, არ არის რეკომენდებული. ქალებში, რომლებიც ვერ ახერხებენ დაორსულებას ან გადიან გამოკვლევას უნაყოფობის გამო, უნდა იქნას განხილული პრეპარატის გამოყენების შეწყვეტის საკითხი.

პაციენტები, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ფოტოსენსიბილიზაციის ან ფოტოტოქსიკურობის რეაქციები, პრეპარატის გამოყენებისას უნდა იმყოფებოდნენ გულდასმითი დაკვირვების ქვეშ.

პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით ან ღვიძლის დაავადებებით ანამნეზში, აუცილებლად რეგულარულად უნდა უმოწმდებოდეთ სისხლში ტრანსამინაზების დონე, განსაკუთრებით პრეპარატით ხანგრძლივი თერაპიის დროს (კეტოპროფენით მკურნალობის ფონზე სიყვითლე და ჰეპატიტი აღინიშნებოდა იშვიათ შემთხვევებში) .

პაციენტებში პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას აუცილებელია სისხლის ანალიზის და ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის კონტროლი.

პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს, თუ პაციენტს განუვითარდა მხედველობის დარღვევები (მაგალითად, მხედველობის სიმკვეთრის დარღვევა).

კეტოპროფენი არ უნდა იქნას გამოყენებული კომბინაციაში სხვა აასს-თან, პერორალურ ანტიკოაგულანტებთან , ლითიუმის პრეპარატებთან, ასმ-თან (დოზები, რომლებსაც აქვთ ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი ან ანთების საწინააღმდეგო მოქმედება), მეტოტრექსატთან (დოზა 20 მგ-ზე მეტი კვირაში), დაბალმოლეკულურ ჰეპარინებთან და სხვა მათ მონათესავე ნაერთებთან და არაფრაქციონირებულ ჰეპარინებთან (თერაპიული დოზები და/ან ხანდაზმული ასაკის პაციენტებში), ასევე პემეტრექსედთან თირკმლის ფუნქციის უმნიშვნელო ან ზომიერად გამოხატული დარღვევების მქონე პაციენტებში.

გავლენა ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე

პაციენტებს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პრეპარატის გამოყენების დროს შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა, ძილიანობა, კრუნჩხვები ან მხედველობის დარღვევები, ასეთი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში აუცილებელია თავი შეიკავონ ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვისაგან.

ფერტილობა, გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს

ორსულობა

პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ორსულობაზე და/ან ემბრიონის ან ნაყოფის განვითარებაზე.

ორსულობის პირველ ტრიმესტრში პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული რისკები

ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემები მოწმობენ, რომ პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორების გამოყენება ორსულობის ადრეულ პერიოდში დაკავშირებულია ნაყოფის მოწყვეტის, გულის მანკების და გასტროშიზისის გაზრდილ რისკთან. გულ-სისხლძარღვთა სისტემის თანდაყოლილი მანკების განვითარების აბსოლუტური რისკი იზრდება 1%-ზე ნაკლებიდან (ზოგადი პოპულაცია) დაახლოებით 1,5%-მდე (ბავშვები, რომლებიც მუცლად ყოფნის პერიოდში განიცდიდნენ აასს-ს ზეგავლენას); რისკი იზრდება დოზის გაზრდასთან და მკურნალობის ხანგრძლივობასთან ერთად.

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში დადგინდა, რომ პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორების გამოყენების დროს იზრდება ემბრიოფეტალური ლეტალობა პრე- და პოსტ იმპლანტაციურ პერიოდში. გარდა ამისა, გესტაციის (ნაყოფის ორგანოგენეზის პერიოდი) პერიოდში ცხოველებში პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორების შეყვანის შემთხვევაში, აღინიშნებოდა განვითარების გარკვეული მანკების გაჩენის სიხშირის ზრდა, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა სისტემის მანკებისა.

ორსულობის II და III ტრიმესტრებში პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული რისკები (ბავშვის დაბადებამდე):

აასს-ების გამოყენების დროს ორსულობის პერიოდში მე-12-ე კვირიდან დაბადებამდე პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვის გამო, ნაყოფს შეიძლება განუვითარდეს თირკმლის უკმარისობა:

მუცლად ყოფნისას (in utero), დაწყებული ორსულობის მე-12 კვირიდან (ნაყოფში შარდ წარმოქმნის პროცესის დასაწყისი): ოლიგოჰიდრამნიონი (როგორც წესი, ატარებს შექცევად ხასიათს თერაპიის შეწყვეტის შემთხვევაში) ან სანაყოფე წყლების არარსებობა (განსაკუთრებით აასს-ის ხანგრძლივი ზემოქმედების დროს);

ბავშვის დაბადებისას: შექცევადი ან შეუქცევადი თირკმელების მწვავე უკმარისობა დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მძიმე ჰიპერკალიემიის განვითარების რისკით (განსაკუთრებით ორსულობის გვიან პერიოდში აასს-ის ხანგრძლივი ზემოქმედების დროს).

ნაყოფში არტერიული სადინარის შევიწროება (ძირითადად შექცევადი ცვლილებები მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ) შეიძლება შეინიშნებოდეს დაწყებული ორსულობის მე-6 თვიდან (ორსულობის 24-ე კვირის შემდეგ).

  • აასს-ბის გამოყენებისას ორსულობის 24-ე კვირიდან დაბადებამდე ნაყოფს შეიძლება გამოუვლინდეს კარდიო-ფილტვის ტოქსიკურობის ნიშნები (არტერიული სადინარის ნაადრევი დახურვა და ფილტვის ჰიპერტენზიის განვითარება), რაც შეიძლება გახდეს მარჯვენა პარკუჭის უკმარისობის განვითარებისა ან ნაყოფის ინტრაუტერიული სიკვდილის მიზეზი (რისკი იზრდება ორსულობის გვიან პერიოდში აასს-ის ზემოქმედების შემთხვევაში (ცვლილებების შეუქცევადობის მაღალი ალბათობა)) - მსგავსი ცვლილებები შეიძლება შეინიშნოს აასს-ის ერთჯერადი გამოყენებისას.
  • ორსულობის გვიან პერიოდში აასს-ის გამოყენების დროს დედასა და ახალშობილს შეიძლება აღენიშნოთ შემდეგი არასასურველი რეაქციები:

სისხლდენის ხანგრძლივობის გაზრდა (ანტიაგრეგანტული ეფექტი შეიძლება გამოვლინდეს ძალიან დაბალი დოზებით გამოყენების შემთხვევაშიც კი);

საშვილოსნოს შეკუმშვის უნარის დაქვეითება (შეიძლება გამოიწვიოს მშობიარობის შეფერხება და მისი ხანგრძლივობის გაზრდა).

ამრიგად, ქალებში, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, ისევე როგორც ორსულობის პირველ ან მეორე ტრიმესტრში (ორსულობის პირველი 5 თვე ან პირველი 24 კვირა), პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, ამავდროულად მისი გამოყენება უნდა მოხდეს მინიმალური დოზებით მაქსიმალურად მოკლე დროის განმავლობაში; არ არის რეკომენდებული პრეპარატით ხანგრძლივი თერაპია.

ორსულობის პერიოდში (დაწყებული ორსულობის მე-20 კვირიდან) ქალებში პრეპარატის გამოყენების დროს უნდა იქნას ჩატარებუი ნაყოფის გულისა და თირკმელების ფუნქციების მონიტორინგი. ოლიგოჰიდრამნიონის განვითარების ან არტერიული სადინრის შევიწროების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.

პრეპარატის გამოყენება ქალებში ორსულობის III ტრიმესტრში (დაწყებული ორსულობის მე-6 თვიდან ან ორსულობის 24-ე კვირიდან ), მათ შორის ერთჯერადათაც , უკუნაჩვენებია. ამ პერიოდის განმავლობაში პრეპარატის უნებლიე (შემთხვევით) გამოყენების დროს მიზანშეწონილია ნაყოფის და/ან ახალშობილის გულისა და თირკმელების საერთო მდგომარეობისა და ფუნქციების მონიტორინგი, პრეპარატის შეყვანის დროის გათვალისწინებით ( მონიტორინგის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კეტოპროფენის ნახევარგამოყოფის პერიოდზე).

ლაქტაცია

ვინაიდან აასს გადადის დედის რძეში, პრეპარატის გამოყენება ქალებში ძუძუთი კვების პერიოდში არ არის რეკომენდებული.

ფერტილობა

როგორც სხვა აასს , კეტოპროფენმა შეიძლება იქონიოს დროებითი გავლენა ფერტილობაზე ქალებში (ზემოქმედება ოვულაციის პროცესზე), ამიტომ პრეპარატის გამოყენება ქალებში, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, არ არის რეკომენდებული. ქალებში, რომლებიც ვერ ახერხებენ დაორსულებას ან უტარდებათ გამოკვლევა უნაყოფობის მიზეზთან დაკავშირებით, უნდა განიხილონ პრეპარატის მიღების შეწყვეტის საკითხი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ჰიპერკალიემიის განვითარებასთან დაკავშირებული რისკები

ცალკეული სამკურნალო საშუალებების გამოყენების დროს (მათ შორის ზოგიერთი კლასის სამკურნალო საშუალებებისა), ისეთების, როგორიცაა პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ კალიუმის მარილებს, კალიუმის შემნახველი დიურეტიკები, აგფ ინჰიბიტორები, არბ, აასს, ჰეპარინები (დაბალმოლეკულურები ან არაფრაქციონირებულები), იმუნოსუპრესანტები, მაგალითად ციკლოსპორინი ან ტაკროლიმუსი, და ტრიმეტოპრიმი, შეიძლება განვითარდეს ჰიპერკალიემია.

ზემოაღნიშნული სამკურნალო საშუალებების კომბინირებული გამოყენების დროს იზრდებოდა ჰიპერკალიემიის განვითარების რისკი. ჰიპერკალიემიის განვითარების რისკი მნიშვნელოვნად იზრდება კალიუმშემნახველი დიურეტიკების გამოყენებისას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი გამოიყენება ერთმანეთთან კომბინაციაში ან პრეპარატებთან, რომლებიც შეიცავენ კალიუმის მარილებს; ნალკები რისკია დამახასიათებელი აგფ ინჰიბიტორისა და აასს-ის კომბინაციით თერაპიისათვის (იმ პირობით, რომ დაცული იქნება რეკომენდებული სიფრთხილის ზომები).

ჰიპერკალიემიის განვითარების რისკისა და სიმძიმის შეფასებისას, რომელიც დაკავშირებულია კალიუმშემნახველი პრეპარატების გამოყენებასთან, აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული თითოეული მათგანისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური მედიკამენტოზური ურთიერთქმედება.

ზოგიერთი სამკურნალო საშუალება, მაგალითად ტრიმეტოპრიმი, არ შედის სხვა პრეპარატებთან სპეციფიკურ ურთიერთქმედებებში, რომლების დროსაც ჩნდება ამგვარი რისკი. ამისდამიუხედავად, მათმა კომბინირებულმა გამოყენებამ ზემოაღნიშნულ სამკურნალო საშუალებებთან ერთად შესაძლოა ხელი შეუწყოს ჰიპერკალიემიის განვითარებას.

პრეპარატის კომბინირებული გამოყენებისას ქვემოთ ჩამოთვლილ სამკურნალო საშუალებებთან ერთად აუცილებელია პაციენტებს ჩაუტარდეთ კლინიკური სტატუსისა და ლაბორატორიული მაჩვენებლების გულდასმითი მონიტორინგი.

სამკურნალო საშუალებები, რომლებთან კომბინაციაში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული

სხვა აასს, მათ შორის ასმ-ს მაღალი დოზებით (ერთჯერადი დოზა 1.0 გ ან მეტი და/ან სადღეღამისო დოზა 3.0 გ ან მეტი - ანთების საწინააღმდეგო მოქმედება; ერთჯერადი დოზა 500 მგ და მეტი და/ან სადღეღამისო დოზა 3.0 გ-ზე ნაკლები - მაანალგეზირებელი ან სიცხის დამწევი მოქმედება)

კუჭ-ნაწლავის სისხლდენის გაჩენისა და წყლულების განვითარების მომატებული რისკი (სინერგიული მოქმედება).

ანტიკოაგულანტები (K ვიტამინის ანტაგონისტები, მაგალითად ვარფარინი; თრომბინის ინჰიბიტორები, მაგალითად დაბიგატრანი; Xa ფაქტორის პირდაპირი ინჰიბიტორები, მაგალითად აპიქსაბანი, რივაროქსაბანი, ედოქსაბანი)

სისხლდენის განვითარების გაზრდილი რისკი.

პრეპარატის გამოყენების აუცილებელობის შემთხვევაში ზემოაღნიშნულ სამკურნალო საშუალებებთან ერთად კომბინაციაში პაციენტებში უნდა ჩატარდეს კლინიკური სტატუსისა და ლაბორატორიული პარამეტრების გულდასმითი მონიტორინგი.

არაფრაქციონირებული ჰეპარინები, დაბალმოლეკულური ჰეპარინები და მათი მონათესავე ნაერთები (თერაპიული დოზები და/ან ხანდაზმული ასაკის პაციენტებში)

სისხლდენის განვითარების გაზრდილი რისკი (კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის დაზიანება, რომელიც დაკავშირებულია აასს-ის გამოყენებასთან) .

პრეპარატის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში ზემოაღნიშნულ სამკურნალო საშუალებებთან ერთად კომბინაციაში პაციენტებს უნდა ჩაუტარდეთ კლინიკური სტატუსის გულდასმითი მონიტორინგი.

ლითიუმის პრეპარატები

სისხლში ლითიუმის კონცენტრაციის გაზრდის რისკი, რის შედეგადაც შეიძლება განვითარდეს მისი ტოქსიკური ეფექტები (თირკმელებით ლითიუმის გამოყოფის შემცირება).

პრეპარატის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში ლითიუმის პრეპარატებთან ერთად კომბინაციაში, უნდა ჩატარდეს სისხლში ლითიუმის დონის გულდასმითი კონტროლი, და ასევე შესაბამისი წესით უნდა დაკორექტირდეს ლითიუმის პრეპარატების დოზირება აასს-თან კომბინირებული თერაპიის დროს და მის შემდეგ.

მეტოტრექსატი (დოზა 20 მგ-ზე მეტი კვირაში)

მეთოტრექსატის ჰემატოტოქსიური მოქმედების განვითარების გაზრდილი რისკი (აასს-ის მიღების ფონზე მეთოტრექსატის თირკმლის კლირენსის დაქვეითება).

აუცილებელია იქნას დაცული თორმეტსაათიანი ინტერვალი კეტოპროფენით თერაპიის შეწყვეტასა ან დაწყებასა და მეტოტრექსატის მიღებას შორის .

პემეტრექსედი (პაციენტები თირკმლის უმნიშვნელოდ და ზომიერად გამოხატული უკმარისობით, კრეატინინის კლირენსი 45-80 მლ/წთ)

პემეტრექსედის ტოქსიკური მოქმედების განვითარების გაზრდილი რისკი (პემეტრექსედის თირკმლის კლირენსის დაქვეითება აასს-ის გამოყენების ფონზე) .

სამკურნალო საშუალებები, რომლებთან კომბინაციაშიც პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით

აგფ ინჰიბიტორები, არბ

რისკის ჯგუფში მყოფ პაციენტებში (ხანდაზმული ასაკი, გაუწყლოვანება, დიურეტიკების ერთდროული გამოყენება, თირკმელების ფუნქციის დარღვევა), გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის შემცირების გამო (აასს აინჰიბირებენ პროსტაგლანდინების სინთეზს, რომლებიც ახდენენ სისხლძარღვთა გამაფართოებელ მოქმედებას), შეიძლება განვითარდეს თირკმლის მწვავე უკმარისობა , რომელიც როგორც წესი, ატარებს შექცევად ხასიათს.

კეტოპროფენთან ერთდროული გამოყენებისას აგფ ინჰიბიტორების და არბ-ების ჰიპოტენზიური მოქმედება შეიძლება შემცირდეს.

კომბინირებული თერაპიის დროს პაციენტებმა უნდა მოიხმარონ საკმარისი რაოდენობის სითხე; გარდა ამისა, საწყის ეტაპზე და რეგულარულად მთელი კომბინირებული თერაპიის განმავლობაში, პაციენტებისათვის რეკომენდებულია ჩატერდეს თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი.

დიურეტიკები

რისკის ჯგუფში მყოფ პაციენტებში (ხანდაზმული ასაკი და/ან გაუწყლოვანება) გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის შემცირების გამო (აასს-ები აინჰიბირებენ პროსტაგლანდინების სინთეზს, რომლებიც ახდენენ სისხლძარღვთა გამაფართოებელ მოქმედებას ) შეიძლება განვითარდეს თირკმლის მწვავე უკმარისობა.

კეტოპროფენთან ერთდროული გამოყენებისას დიურეტიკების ჰიპოტენზიური მოქმედება შეიძლება შემცირდეს .

კომბინირებული თერაპიის დროს პაციენტებმა უნდა მოიხმარონ საკმარისი რაოდენობის სითხე; გარდა ამისა, პაციენტებში კომბინირებული თერაპიის საწყის ეტაპზე რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციის მონიტორინგის ჩატარება.

მეთოტრექსატი (დოზა არაუმეტეს 20 მგ კვირაში)

მეთოტრექსატის ჰემატოტოქსიური მოქმედების განვითარების გაზრდილი რისკი (აასს-ის მიღების ფონზე მეთოტრექსატის თირკმლის კლირენსის დაქვეითება).

კომბინირებული თერაპიის პირველი კვირების განმავლობაში, პაციენტები ყოველკვირეულად უნდა აკონტროლებდნენ სისხლის ანალიზს. სისხლის ანალიზის მონიტორინგი უფრო ხშირად უნდა ჩატარდეს ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, ასევე იმ შემთხვევებში, როდესაც კომბინირებული თერაპიის პერიოდში პაციენტებს აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის დარღვევები, მათ შორის უმნიშვნელოც.

პემეტრექსედი (თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტები)

პემეტრექსედის ტოქსიკური მოქმედების განვითარების გაზრდილი რისკი (პემეტრექსედის თირკმლის კლირენსის დაქვეითება აასს-ის გამოყენების ფონზე) .

კომბინირებული თერაპიის დროს საჭიროა თირკმელების ფუნქციის ლაბორატორიული მაჩვენებლების კონტროლი.

ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი

ადიტიური ნეფროტოქსიკურობის რისკი, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პაციენტებში.

რეკომენდებულია თირკმელების ფუნქციის კონტროლი აასს-თან კომბინირებული თერაპიის დასაწყისში.

ტენოფოვირის დიზოპროქსილი

ტოქსიკური მოქმედების განვითარების გაზრდილი რისკი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გამოიყენება აასს მაღალი დოზებით ან პაციენტებში თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკის ფაქტორებით.

კომბინირებული თერაპიის დროს რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციის კონტროლი.

საგულე გლიკოზიდები

ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება კეტოპროფენსა და დიგოქსინს შორის არ იქნა ნაპოვნი. ამისდამიუხედავად, კომბინირებული თერაპიის დროს რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა, განსაკუთრებით თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, ვინაიდან აასს-ის გამოყენების ფონზე თირკმლის ფუნქცია შეიძლება დაქვეითდეს, რის შედეგადაც შეიძლება შემცირდეს საგულე გლიკოზიდების თირკმლის კლირენსი.

სამკურნალო საშუალებები, რომლებთანაც პრეპარატის ერთობლივი გამოყენების საკითხი მოითხოვს ყურადღებით განხილვას

ასმ დაბალ დოზებში (სადღეღამისო დოზა 50-375 მგ, ერთჯერადად ან რამდენიმე მიღება - ანტიაგრეგანტული მოქმედება)

კუჭ-ნაწლავის სისხლდენის გაჩენის და წყლულების განვითარების გაზრდილი რისკი.

გკს (გარდა ჰიდროკორტიზონის ჩანაცვლებითი თერაპიის სახით გამოყენებისა)

კუჭ-ნაწლავის სისხლდენის გაჩენისა და წყლულების განვითარების გაზრდილი რისკი.

ანტიაგრეგანტები

კუჭ-ნაწლავის სისხლდენის გაჩენის გაზრდილი რისკი.

სუსი

სისხლდენის განვითარების გაზრდილი რისკი.

არაფრაქციონირებული ჰეპარინები, დაბალმოლეკულური ჰეპარინები (პროფილაქტიკური დოზები)

სისხლდენის განვითარების გაზრდილი რისკი .

დეფერაზიროქსი

კუჭ-ნაწლავის სისხლდენის გაჩენისა და წყლულების განვითარების გაზრდილი რისკი.

β-ბლოკატორები (ესმოლოლის გარდა)

კეტოპროფენთან ერთდროული გამოყენების დროს ბეტა-ბლოკატორების ჰიპოტენზიური მოქმედება შეიძლება შემცირდეს (აასს აინჰიბირებს პროსტაგლანდინების სინთეზს, რომლებსაც გააჩნიათ სისხლძარღვების გამაფართოებელი მოქმედება; ფენილბუტაზონის გამოყენებისას ორგანიზმში სითხისა და ნატრიუმის შეკავება).

პენტოქსიფილინი

სისხლდენის განვითარების გაზრდილი რისკი.

კომბინირებული თერაპიის დროს პაციენტებს ხშირად უნდა ჩაუტარდეთ კლინიკური მდგომარეობისა და შედედების დროის მონიტორინგი.

სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ზრდიან კალიუმის კონცენტრაციას სისხლში

ჰიპერკალიემიის სიმძიმის დონის გაზრდის რისკი (ზოგჯერ ლეტალური შედეგის განვითარებით).

ნიკორანდილი

მწვავე არასასურველი რეაქციების განვითარების გაზრდილი რისკი, ისეთების, როგორიცაა კუჭ-ნაწლავის სისხლდენა, წყლული და პერფორაცია.

დოზის გადაჭარბება

სიმპტომები

დაფიქსირდა კეტოპროფენის დოზის გადაჭარბების შემთხვევები 2,5 გ-მდე დოზებით გამოყენების დროს.

ზრდასრულებში დოზის გადაჭარბების ძირითადი სიმპტომებია: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, მოთენთილობა, გულისრევა, ღებინება, დიარეა და ტკივილი მუცლის ან ეპიგასტრალურ არეში; მძიმე ინტოქსიკაციის შემთხვევებში აღინიშნებოდა არტერიული ჰიპოტენზია, სუნთქვის დათრგუნვა და კუჭ-ნაწლავური სისხლდენა.

მკურნალობა

სპეციფიკური ანტიდოტი არ არის ცნობილი. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აუცილებელია სიმპტომატური მკურნალობის ჩატარება სპეციალიზებულ განყოფილებაში სტაციონარის პირობებში, ჰიპოვოლემიის და შესაძლო აციდოზის კორექციის ჩათვლით და თირკმელების ფუნქციის მონიტორინგი. თირკმელების უკმარისობის დროს შესაძლოა მიზანშეწონილი იყოს ჰემოდიალიზის პროცედურის ჩატარება სამკურნალო საშუალების ორგანიზმიდან გამოყვანის მიზნით.

კნტ-ში კეტოპროფენის შეწოვის თავიდან ასაცილებლად, შეიძლება მიზანშეწონილი იყოს კუჭის ამორეცხვა ან გააქტიურებული ნახშირის გამოყენება.

გამოშვების ფორმა

პროლონგირებული მოქმედების კაფსულები.

10 კაფსულა ბლისტერში.

1, 2, 3 ან 5 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება ნესტისა და სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

წარმოებულია

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.-ს“, თურქეთი

(15 თემუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად. No 50 გიუნეშლი ბაგჯილარ / სტამბოლი)

„ WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TIC. A .Ş.”, TURKEY

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No : 50 Güneşli Bağcılar / İstanbul ).

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა