კეტონალი
Ketonal®
კეტოპროფენი წარმოადგენს არასტეროიდულ რევმატიზმის საწინააღმდეგო საშუალებას ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიური და სიცხის დამწევი მოქმედებით. ის გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად ტკივილის სინდრომების დროს და ანთებითი, დეგენერაციული და მეტაბოლური რევმატული დაავადებების მკურნალობისას. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- კეტოპროფენი (ketoprofen)
- ფორმა და შეფუთვა
- 50მგ მყარი კაფსულა №25 ნარინჯისფერ მინის ფლაკონში №1
- მწარმოებელი
- Lek Pharmaceuticals d.d. (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Novartis Pharmaceutical Manufacturing LLC(სლოვენია)), სლოვენია
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, პროპიონის მჟავას წარმოებულები
- ATC კოდი
- M01AE03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-041870
- რეგისტრირებულია
- 15 აგვისტო 2024, მოქმედებს 15 აგვისტო 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Lek Pharmaceuticals d.d. (სლოვენია)
- განმცხადებელი
- შპს „ჯიჰელსი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
კეტონალი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
კეტოპროფენი წარმოადგენს არასტეროიდულ რევმატიზმის საწინააღმდეგო საშუალებას ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიური და სიცხის დამწევი მოქმედებით. ის გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად ტკივილის სინდრომების დროს და ანთებითი, დეგენერაციული და მეტაბოლური რევმატული დაავადებების მკურნალობისას.
კეტონალი გამოიყენება მოკლევადიანი სიმპტომატური დამოუკიდებელი მკურნალობისათვის მსუბუქი და ზომიერი ტკივილის დროს ზრდასრულებში, ისეთი როგორიცაა:
ტკივილი გაციებისას;
თავის ტკივილი;
კბილის ტკივილი ან კბილის ამოღების შემდგომი ტკივილი;
კუნთებში და სახსრებში ტკივილი
ზურგის ტკივილი
მენსტრუალური ტკივილი (დისმენორეა);
ტრამვის შემდგომი ტკივილი (მათ შორის სპორტული ტრამვები), ტკივლი ქირურგიული პროცედურების შემდეგ.
მოცემული სამკურნალო პრეპარატი ასევე ნაჩვენებია მომატებული ტემპერატურის შესამცირებლად მოზრდილებში არაუმეტეს სამი დღის მანძილზე.
მიღების წესი და დოზირება
შიგნით მისაღებად
დოზირების რეკომენდებული რეჟიმი
რეკომენდებული დოზა ზრდასრულებსა და მოზარდებში 16 წლის ზემოთ: 1 კაფსულა 3-4 ჯერ დღეში (მიღებებს შორის ინტერვალი 6-8 საათი). მაქსიმალური სადღეღამისო დოზა: 200 მგ. ტკივილის შემსუბუქებისათვის სამკურნალო პრეპარატი შესაძლებელია მიიღონ არაუმეტეს 6 დღის განმავლობაში, რის შემდეგაც აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.
ცხელების მკურნალობისას (მაგალითად მსუბუქი გაციების დროს) სამკურნალო პრეპარატი შესაძლებელია მიიღოთ არაუმეტეს 3 დღისა, რის შემდეგაც აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.
არასასურველი რეაქციების განვითარების შესაძლებლობა შესაძლებელია დავიდეს მინიმუმამდე, თუ პრეპარატს მიიღებენ ყველაზე დაბალი ეფექტური დოზის ოდენობით მაქსიმალურად მოკლე დროის განმავლობაში, რომელიც აუცილებელია სმპტომების კუპირებისათვის (იხ. ნაწილი 4.4).
კეტონალის კაფსულები უნდა მიიღოთ ჭამის დროს ან მის შემდეგ, მთლიანად, დაღეჭვის გარეშე, 100 მლ წყლის ან რძის დაყოლებით. იმავდროულად შესაძლებელია ასევე სამკურნალო პრეპარატის მიღება სეკრეციის შესამცირებლად ან კუჭის მჟავის ნეიტრალიზაციისათვის ან კუჭის ლორწოვანის დასაცავად და ამით შემცირდეს არასასურველი რეაქციების განვითარების შესაძლებლობა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან.
ღვიძლის ფუნქციის და (ან ) თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები
პაციენტებისათვის, ღვიძლის და (ან ) თირკმელების ფუნქციის დარღვევებით, რეკომენდებულია საწყისი დოზის შემცირება; დამხმარე დოზა მათთან უნდა იყოს მინიმალურად ეფექტური. პაციენტებისთვის ღვიძლის და (ან ) თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევით კეტოპროფენის გამოყენება უკუნაჩვენებია (იხ. ნაწილი 4.3).
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმულ პაციენტებში აღინიშნება სერიოზული თანმხლები არასასურველი რეაქციების განვითარების რისკი.
ბავშვები და 16 წლამდე მოზარდები
კეტონალი უკუნაჩვენებია ბავშვებსა და 16 წლამდე მოზარდებში (იხ. ნაწილი 4.3).
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების მიმართ ან ნებისმიერი მისი დამხმარე ნივთიერების მიმართ მითითებულია ნაწილში 6.1.
კეტონალი ასევე უკუჩვენებითია:
- პაციენტებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ ისეთი ჰიპერმგრძნობელობითი რექციები, როგორიცაა რინიტი, ბრონქოსპაზმი, ასთმა, ჭინჭრის ციება ან ალერგიული ტიპის რეაქციები ანამნეზში, რომელიც წარმოიშვებოდა კეტოპროფენის ან მსგავსი ეფექტის მქონე აქტიური ნივთიერებების მიღების ფონზე, მაგალითად სხვა ანთებისსაწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების ან სალიცილატების (მაგ., აცეტილსალიცილის მჟავა); ასეთ პაციენტებში შეინიშნებოდა მძიმე და იშვიათ შემთხვევებში ლეტალური ანაფილაქსიური რეაქციები (იხ. ნაწილი 4.8);
პაციენტებს გულის მძიმე უკმარისობით;
ოპერაციის შემდგომი ტკივილის სამკურნალოდ აორტოკორტიკალური შუნტირების შესრულებისას;
ანამნეზში ქრონიკული დისპეპსიის მქონე პაციენტებს;
აქტიური პეპტიკური წყლულის მქონე პაციენტებს ან კუჭ-ნაწლავის სისხლდენის, წყლულის ან ანამნეზში პერფორაციის მქონე პაციენტებს;
სისხლდენისადმი მიდრეკილების მქონე პაციენტებს;
თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებს;
პაციენტებს ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევით;
ორსულობის ბროლო ტრიმესტრში (იხ. ნაწილი 4.6);
ბავშვებისა და 16 წლამდე მოზარდებისათვის;
სიფრთხილის ზომები
თავი უნდა ავარიდოთ კეტონალის და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) თანმხლებ გამოყენებას, სელექტიურ ინჰიბიტორებს ციკლოოქსიგენაზა-2-ის ჩათვლით.
არასასურველი რეაქციების განვითარების შესაძლებლობა შესაძლოა დავიყვანოთ მინიმუმამდე, თუ პრეპარატს მივიღებთ ყველაზე დაბალი ეფექტური დოზით მაქსიმალურად მოკლე დროის განმავლობაში, რაც აუცილებელია სიმპტომების კუპირებისათვის (შემსუბუქებისათვის) (იხ. ნაწილი 4.2 და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რისკის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის რისკის შესახებ ქვემოთ).
ხანდაზმულ ადამიანებს უფრო ხშირად უვითარდებათ არასასურველი რეაქციები არასტეროიდულ ანტების საწინააღმდეგო საშუალებებზე განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავური სისხლდენა და პერფორაციები, რაც შეიძლება ლეტალური აღმოჩნდეს (იხ. ნაწილი 4.2).
არსებული ინფექციის სიმპტომების შენიღბვა
კეტოპროფენმა შეიძლება შენიღბოს ინფექციის სიმპტომები. ამან შეიძლება დროში გადაწიოს სათანადო მკურნალობის დაწყება და ამით გაზარდოს ინფექციის გამოსავალი, რაც შეიმჩნეოდა ბაქტერიული არაჰოსპიტალური პნევმონიების და ჩუტყვავილას ბაქტერიული გართულებების დროს. თუ კეტოპროფენი გამოიყენება ინფექციის დროს სხეულის მომატებული ტემპერატურის დასაწევად ან ტკივილის შესამცირებლად, რეკომენდებულია ინფექციური პროცესის კონტროლი. თუ სიმპტომები ნარჩუნდება ან უარესდება, ამბულატორიულ პირობებში პაციენტმა უნდა გაიაროს ექიმის კონსულტაცია.
რეაქციები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
კუჭ-ნაწლავური სისხლდენა, წყლულის ჩამოყალიბება და პერფორაციები, რომელსაც შეუძლია მიგვიყვანოს ლეტალურ შედეგამდე, შეინიშნებოდა ნებისმიერი ანთებისსაწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატის გამოყენებისას და ვითარდებოდა მკურნალობის ნებისმიერ დროს როგორც სიმპტომების არსებობისას, ასევე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევების არარსებობისას ანამნეზში.
ზოგიერთი ეპიდემიოლოგიური მონაცემები ადასტურებს იმას, რომ კეტოპროფენი შესაძლებელია დაკავშირებული იყოს სერიოზული არასასურველი რეაქციების განვითარების რისკთან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, რომელიც ახასიათებს ზოგიერთ სხვა არასტეროიდულ ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატებს, განსაკუთრებით მაღალი დოზებით მიღებისას (იხ. ნაწილი 4.2 და 4.3).
კუჭ-ნაწლავური სისხლდენის, წყლულის ჩამოყალიბების ან პერფორაციების რისკი იზრდება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების დოზის მომატებასთან ერთად, ასევე იმ პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში აქვთ წყლული, განსაკუთრებით გართულებული სისხლდენით და პერფორაციით (იხ. ნაწილი 4.3), და ხანდაზმულ პირებში. ხანდაზმული პაციენტების მკურნალობა უნდა დაიწყოთ ყველაზე დაბალი დოზით.
ასეთ პაციენტებში და ასევე პაციენტებში, რომელთანაც აუცილებელია აცეტილსალიცინის მჟავას ან სხვა პრეპარატების დაბალი დოზით მიღება, ან სხვა პრეპარატების ერთდროული გამოყენება, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ კუჭ-ნაწლავური დაზიანების რისკი, უნდა განიხილებოდეს კომბინირებული თერაპია დამცავ საშუალებებთან. (მაგ., მიზოპროსტოლი, ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები) (იხ. აგრეთვე ნაწილი 4.5).
პაციენტებმა კუჭ-ნაწლავური ტოქსიკურობით ანამნეზში, განსაკუთრებით ხანდაზმულებმა, მუცლის არეში ნებისმიერი სიმპტომის შესახებ (განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავური სისხლდენა) უნდა გააკეთონ შეტყობინება ამის თაობაზე, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში.
საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა ისეთი პრეპარატების ‘თანმხლები მიღებისას, რომელთაც შეუძლიათ გაზარდონ წყლულის ჩამოყალიბების ან სისხლდენის რისკი, ისეთი როგორიცაა პერორალური კორტიკოსტეროიდები, ანტიკოაგულანტები (მაგ., ვარფარინი), სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები, ანტიაგრეგანტები, როგორიცაა მაგალითად აცეტილსალიცინის მჟავა ან ნიკორანდილი, რომელიც წარმოადგენს სისხლძარღვების გამაფართოებელ საშუალებას (იხ. ნაწილი 4.5).
თუ კეტონალით მკურნალობის ფონზე განვითარდება კუჭ-ნაწლავური სისხლდენა ან წყლული, პრეპარატით მკურნალობა უნდა შეწყდეს.
არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატები სიფრთხილით უნდა გამოიყენონ იმ პაციენტებში რომელთაც აღენიშნებათ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები ანამნეზში (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება), რამდენადაც არსებობს მოცემული დაავადებების გამწავების რისკი (იხ. ნაწილი 4.8).
გულ-სისხლძარღვთა და ცერებროვასკულარული ეფექტები
პაციენტებს არტერიული ჰიპერტენზიით და(ან) მსუბუქი და ზომიერი გულის უკმარისობით ანამნეზში, მოეთხოვებათ ზედმიწევნითი დაკვირვება და კონსულტაცია, რამდენადაც არასელექტიური არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით თერაპიისას არსებობდა შეტყობინება სითხის შეკავების და შეშუპების განვითარების მხრივ.
კლინიკური კვლევები და ეპიდემიოლოგიური მონაცემები ადასტურებს, რომ ზოგიერთი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება (განსაკუთრებით მაღალი დოზებითა და ხანგრძლივობით) შესაძლებელია დაკავშირებული იყოს არტერიალური თრომბოზული გამოვლინების რისკის მატებასთან (მაგ., მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი). მონაცემები ასეთი რისკის გამორიცხვისათვის კოტეპროფენთან მიმართებასი არ არსებობს.
პაციენტებმა, არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზით, გულის უკმარისობით, დადგენილი გულის იშემიური დაავადებით, პერიფერიული არტერიის დაავადებით და (ან) თვის ტვინის სისხლძარღვების დაავადებით, შესაძლებელია ცაიტარონ კეტოპროფენით მკურნალობა მხოლოდ მისი საჭიროების საფუძვლიანი შეფასების შემდეგ.
მსგავსად უნდა მოიქცნენ ხანგრლივი მკურნალობის დანიშვნის დროსაც იმ პაციენტებთან, რომელთაც აღენიშნებათ გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკ ფაქტორები (მაგ. არტერიული ჰიპერტენზიისას, ჰიპერლიპიდემიისას, შაქრიანი დიაბეტის დროს, მოწევისას).
არსებობდა შეტყობინება არტერიული თრომბოზის განვითარების რისკის შესახებ იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ არაასპირინულ არასტეროიდულ ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებებს პერიოოპერაციული ტივილისს ამკურნალოდ აორტო-კორტიკალური შუნტირების (აკშ) ოპერაციის ჩატარებისას.
რესპირატორული დარღვევები
ქრონიკულ რინიტთან, ქრონიკულ სინუსიტთან და (ან) ცხვირში პოლიპებთან ერთად მიმდინარე ბრონქიალური ასთმის მქონე პაციენტებში შეინიშნებოდა ალერგიული რეაქციების განვითარების მომატებული რისკი აცეტილსალიცილის მჟავის და (ან) არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენების შემდეგ, საერთო პოპულაციასთან შედარებით. მოცემული პრეპარატის გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ბრონქიალური ასთმის ან ბრონქოსპაზმის პროვიცირება, განსაკუთრებით აცეტილსალიცინის მჟავას ან არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებების მიმართ ალერგიის მქონე პაციენტებში (იხ. ნაწილი 4.3).
ჰიპერკალიემია
შესაძლებელია განვითარდეს ჰიპერკალიემია, განსაკუთრებთ იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ შაქრიანი დიაბეტი, თირკმლის უკმარისობა და (ან) თანხმლები პრეპარატების გამოყენებისას, რომლებიც ხელს უწყობენ ჰიპერკალიემიის განვითარებას (იხ. ნაწილი 4.5). ასეთ შემთხვევებში აუცილებელია კალიუმის დონის კონტროლი.
გავლენა თირკმელებზე
არასელექტიურ არასტეროიდულ ანთებისსაინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობასთან დაკავშირებით შესაძლებელია განვითარდეს თირკმლის უკმარისობა თირკმელების ფუნქციის გაუარესების შედეგად.
როგორც წესი, ანალგეტიკების რეგულარული გამოყენება, განსაკუთრებით სხვა ანალგეტიკებთან კომბინაციით, შესაძლებელია მიგვიყვანოს თირკმელების ფუნქციის შეუქცევად დარღვევამდე თირკმლის მძიმე უკმარისობის განვითარების რიკსით (ანალგეტიკური ნეფროპათია). ეს რისკი შესაძლებელია გაიზარდოს ფიზიკური დატვირთვისას, როდესაც შესაძლებელია ელექტროლიტების უკმარისობა და დეჰისდრატაცია, ამიტომაც სასურველია მისგან თავის არიდება.
გულის უკმარისობის, ღვიძლის ციროზის და ნეფროზის მქონე პაციენტებში, პაციენტებში, რომლებიც იღებენ დიურეტიკებს, პაციენტებს თირკმელების ფუნქციის ქრონიკული დარღვევით, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებს, აუცილებელია ჩაუტარდეთ თირკმელების ფუნქციის ზედმიწევნითი კონტროლი. პაციენტების ასეთ კატეგორიაში კეტოპროფენის გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს თირკმლისმიერი სისხლის მიმოქცევის შემცირება, პროსტაგლანდინების დაქვეითების შედეგად და მიგვიყვანოს თირკმლის მძიმე უკმარისობამდე.
კანის რეაქციები
ძალიან იშვიათად, აღწერენ კანის მძიმე რეაქციებს, რომელიც უკავშირდება არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებას (ზოგიერთი მათგადი სასიკვდილო შედეგით), ისეთი როგორიცაა ექსფოლიატური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი (იხ. ნაწილი 4.8).
ამ რეაქციების განვითარების ყველაზე დიდი რისკი არის მკურნალობის კურსის დასაწყისში; შემთხვევების უმეტესობაში რეაქცია წარმოიშობა მკურნალობის პირველ თვეს, კეტონალი უნდა მოიხნას კანზე გამონაყარის პირველივე გამოვლინებისას, ლორწოვანის დაზიანებისას ან სვა ჰიპერმგრძნობელობითი ნიშნებისას.
ღვიძლის ფუნქცია
პაციენტებში, რომელთაც დარღვეული აქვთ ღვიძლის ფუნქციონალური სინჯი ან აქვთ ღვიძლის დაავადება ანამნეზში, აუცილებელია პერიოდულად შეფასდეს ღვიძლის ტრანსამინაზას დონე, განსაკუთრებით ხანგრძლივი თერაპიისას.
კეტოპროფენის გამოყენებისას შეინიშნება სიყვითლისა და ჰეპატიტის იშვიათი შემთხვევები.
სხვა ეფექტები
როგორც ყველა არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებები ინფექციის თანაობისას, კეტოპროფენმა მისი ანთებისსაწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი ან სიცხისდამწევი მოქმედების შედეგად, შესძლებელია შეინიღბოს ინფექციური დაავადებების განვითარების საერთო ნიშნები, ისეთი როგორიცაა სხეულის ტემპერატურის მომატება.
ნებისმიერი ანალგეზიური საშუალების ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლებელია გააუარესოს თავის ტკივილი. მსგავსი კავშირის წარმოშობისას ან წარმოშობის შესახებ ვარაუდისას, აუცილებელია კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან და შეწყვიტოთ მკურნალობა. შესაძლებელია ეჭვი გაჩნდეს პრეპარატის ზედოზირების თაობაზე პაციენტებში, რომლებიც განიცდიან ხშირ ან ყოველდღიურ თავის ტკივილს, მიუხედავად თავის ტკივილის საწინააღმდეგო პრეპარატების რეგულარული გამოყენებისა.
კეტოპროფენი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებულიმ პირებში, რომლებიც ბოროტად მოიხმარენ ალკოჰოლს.
ფარტო ქირურგიული ჩარევის წინ კეტონალს ხსნიან.
არასელექტიურმა არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა შესალებელია დააქვეითოს ფერტილობა ქალებში, ამიტომაც არ არის რეკომენდებული მათი გამოყენება მათთან, ვინც გეგმავს ორსულობას. ქალები, რომლებსაც უჭირთ დაორსულება ან გადიან გამოკვლევას უნაყოფობის გამო, უნდა განიხილონ კეტოპროფენის მოხსნა.
მხედველობის დარღვევის გამოვლინებისას, პრეპარატის მიღებას წყვეტენ.
ინფორმაცია ზოგიერთი ნივთიერების შესახებ, რომელიც შედის პრეპარატ კეტონალის შემადგენლობაში.
კეტონალი შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს, ამიტომაც მოცემული პრეპარატი არ უნდა გამოიყენონ იმ პაციენტებთან, რომელთაც აქვთ იშვიათი მემკვიდრეობით პათოლოგია, ისეთი როგორიცაა გალაქტოზის აუტანლობა, ლაქტაზას უკმარისობა ან გლუკოზა-გალაკტოზას შეწოვის დარღვევა.
ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება
პრეპარატების არარეკომენდებული კომბინაციები
სხვა არასტეროიდული ანთებეის საწინააღმდეგო პრეპარატები (მათ შორის ციკლოოქსიგენაზის -2 ინჰიბიტორები) და სალიცილატები მაღალი დოზებით
კუჭ-ნაწლავის წყლულის და სისხლდენის წარმოშობის მომატებული რისკი.
ანტიკოაგულანტები
სისხლდენის მომატებული რისკი (იხ.თავი 4.4):
ჰეპარინი;
K ვიტამინის ანტაგონისტები (მაგალითად ვარფარინი);
თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები (მაგ., ტიკლოპიდინი, კლოპიდოგრელი);
თრომბინის ინჰიბიტორები (მაგ., დაბიგატრანი);
Xa ფაქტორის პირდაპირი ინჰიბიტორები (მაგ., აპიკსაბანი, რივაროქსაბანი, ედოქსაბანი).
თუ თანმხლები გამოყენება გარდაუვალია, საჭიროა ზედმიწევნიტი სამედიცინო დაკვირვება.
ლითიუმი
პლაზმაში ლითიუმის მომატების რისკი, მის ტოქსიკურობამდე, მისი თირკმლისმიერი ექსკრეციის დაქვეითების მიზეზით. აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გაკონტროლდეს პლაზმაში ლითიუმის დონე და მოხდეს მისი დოზის კორექტირება არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებების მკურნალობისას და მის შემდეგ.
მეტოტრექსატი 15 მგ/კვირაში მეტი დოზით.
მეტოტრექსატის ჰემატოლოგიური ტოქსიკურობის მომატებული რირკი , განსაკუთრებით მისი გამოყენებისას მაღალი დოზებით (>15 მგ/კვირაში), რომელიც სავარაუდოდ დაკავშირებულია მეტოტრექსატის გამოდევნასთან ცილების კავშირიდან და მისი თირკლმისებრი კლირენსის დაქვეითებასთან.
სამკურნალო საშუალებები და პრეპარატების კლასები, რომელთაც შეუძლიათ გამოიწვიონ ჰიპერკალიემია (მაგ., კალიუმის მარილები, კალიუმის დამზოგველი დიურეტიკები, ინჰიბიტორები აგფ და ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორები II, არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებები, ჰეპარინები (დაბალმოლეკულური ან არაფრაქციული), ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი ან ტრიმეტრპრიმი) .
ჰიპერკალიემიის რისკმა შესაძლებელია მოიმატოს ჩამოთვლილი სამკურნალო სასუალებების თანმხლები გამოყენებისას.
კომბინაციები, რომლებიც სიფრთხილეს საჭიროებს
დიურეტიკები
პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ დიურეტიკებს, განსაკუთრებით დეჰიდრატაციის მქონე პაციენტებში, არსებობს მძიმე თირკმლისებრი უკმარისობის განვითარების რისკი, თირკმლის სისხლის მიმოქცევის დაქვეითების შედეგად, გამოწვეული პროსტაგლანდინების დაქვეითებით. ასეთ პაციენტებს, პრეპარატების თანმხლები გამოყენებისას აუცილებელია შეუვსონ სითხის მოცულობა, ხოლო მისი დაწყების შემდეგ გაუკონტროლდეთ თირკმელების ფუნქცია (იხ. ნაწილი 4.4).
ანგიოტენზინგადამქცევი ფერმენტის ინჰიბიტორები და ანგიონეტზინ II რეცეპტორები ანტაგონისტები
თირკმელების დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში (მაგ., დეჰიდრატაციის მქონე პაციენტები ან ხანდაზმული პაციენტები) აგფ ინჰიბიტორების ან ანგიონეტზინ II რეცეპტორები ანტაგონისტების გამოყენებამ იმ პრეპარატებთან, რომლებიც ახდენენ ციკლოოქსიგენაზის შეზღუდვას, შესაძლებელია მიგვიყვანოს თირკლემების ფუნქციის შემდგომ გაუარესებამდე, თირკმლის მწვავე უკმარისობის შესაძლო განვითარების ჩათვლით.
მეტოტრექსატი 15 მგ/კვირაში ნაკლები დოზით
კომბინირებული თერაპიის პირველი კვირების დასაწყისში, ყოველკვირეულად უნდა გაკონტროლდეს სიხლის შედედების ანალიზი. თირკმლის ფუნქციების რაიმე სახის დარღვევის აღმოჩენისას ან ხანდაზმულ პაციენტებში ასეთი კონტროლი აუცილებელია განხორციელდეს ხშირად.
კორტიკოსტეროიდები
კუჭ-ნაწლავური წყლულის ან სისხლდენის ჩამოყალიბების მომატებული რისკი (იხ. ნაწილი 4.4)
პენტოკსიფილინი
სისხლდენის მომატებული რისკი. აუცილებელია მეტად ხშირი კონტროლი პაციენტების მდგომარეობის, ასევე სისხლდენის დროის მეტად ხშირი კონტროლი.
ტენოფოვირი
თირკმლის მწვავე უკმარისობის შემთხვევები დაფიქსირდა ტენოფოვირის დიზოპროქსილისა და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ან რამოდენიმე არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ერთდროული გამოყენებისას პაციენტებში თირკმლის დისფუნქციის რისკ-ფაქტორებით. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებისა და ტენოფოვირ დიზოპროქსილის ერთდროული გამოყენებისას საჭიროა თირკმლის ფუნქციის სათანადო მონიტორინგი.
ნიკორანდილი
ნიკორანდილის და არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალების თანმხლებმა გამოყენებამ შესაძლოა გაზარდოს სერიოზული გართულებები, ისეთი როგორიცაა კუღ-ნაწლავის ტრაქტის წყლული, პერფორაცია და სისხლდენა. (იხ. ნაწილი 4.4).
საგულე გლიოზიდები
ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება კეტოპროფენთან და დიგოქსინთან ერთად არ არის აღნიშნული. თუმცა რეკომენდებულია დავიცვათ სიფრთხილე, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლმიერი უკმარისობა, იმიტომ, რომ არასტეროიდულმა ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებებმა შესაძლებელია დააქვეითოს თირკმელების ფუნქცია და შეამციროს საგულე გლიკოზიდების თირკმლისმიერი კლირენსი.
გასათვალისწინებელი კომბინაციები
ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები (ბეტა-ადრენორეცეპტორების ანტაგონისტები, ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები, დიურეტიკები): კეტოპროფენი ამცირებს ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების მოქმედებას (თრგუნავს სისხლძარღვების გამაფართოებელი პროსტაგლანდინების სინთეზს).
თრომბოლითიკური პრეპარატები: სისხლდენის მეტად მაღალი რისკი.
სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (სუსი): კუჭ-ნაწლავური სისხლდენის მომატებული რისკი. (იხ. ნაწილი 4.4.)
პრობენეციდი: პრობენეციდის თანმხლები გამოყენებისას მნიშვნელოვნად ქვეითდება კეტოპროფენის პლაზმური კლირენსი.
კომბინაციები, რომელთა გამოყენება ექვემდებარება შეფასებას
ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი
ადიტიური ნეფროტოქსიკური ეფექტები, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პროსტაგლანდინების სინთეზის დაქვეითებამ შესაძლებელია უარყოფითი გავლენა მოახდინოს ორსულობაზე და (ან) ემბრიონის და ნაყოფის განვითარებაზე. ეპიდემიოლოგიური მონაცემების თანახმად, პროსტაგლანდინების ინჰიბიტორების სინთეზის გამოყენება ორსულობის ადრეულ ვადაზე, დაკავშირებულია მუცლის მოშლის მომატებულ რისკთან, გულის მანკისა და გასტროშიზისის განვითარებასთან. გულ-სისხლძარღვთა სისტემის თანდაყოლილი მანკის განვითარების აბსოლუტური რისკი გაიზარდა 1% დან დაახლოებით 1,5%-მდე. ითვლება, რომ რისკი იზრდება დოზის მომატებასთან და გამოყენების ხანგრძლივობასთან ერთად. ნაჩვენებია, რომ ცხოველებში პროსტაგლანდინების ინჰიბიტორების გამოყენებას მივყავართ ნაყოფის პრე-და პოსტიმპლანტაციურ სიკვდილთან, ასევე ემბიოფეტალური სიკვდილის მომატებასთან. გარდა ამისა, პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორების გამოყენებისას ცხოველებში ორგანოგენეზის პერიოდში შეინიშნებოდა სხვადასხვა თანდაყოლილი მანკის განვითარების მომატებული სიხშირე, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დეფექტების ჩათვლით.
ორსულობის მე-20 კვირიდან კეტოპროფენის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ოლიგოჰიდრამნიოზის განვითარება ნაყოფში თირკმელების ფუნქციის დარღვევის შედეგად. ეს დარღვევა შეიძლება განვითარდეს მკურნალობის დაწყებიდან მალევე, მაგრამ ჩვეულებრივ შექცევადია პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ. გარდა ამისა, დაფიქსირდა ცნობები ორსულობის მეორე ტრიმესტრში პრეპარატის გამოყენების შემდეგ არტერიული სადინრის შევიწროვების შესახებ, რაც უმეტეს შემთხვევაში ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. ამ მიზეზით, ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში კეტოპროფენი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. თუ კეტოპროფენის შემცველ პრეპარატს იყენებს ქალი, რომელიც ცდილობს დაორსულდეს ან იმყოფება ორსულობის პირველ ან მეორე ტრიმესტრში, დოზა უნდა იყოს რაც შეიძლება დაბალი და მკურნალობის ხანგრძლივობა რაც შეიძლება ხანმოკლე. ორსულობის მე-20 კვირიდან რამდენიმე დღის განმავლობაში კეტოპროფენის გამოყენებისას განსახილველია ოლიგოჰიდრამნიოზისა და არტერიოზის სადინრის შევიწროების პრენატალური მონიტორინგი. თუ ეს პათოლოგია გამოვლინდა, კეტოპროფენის მიღება წყდება.
პროსტაგლანდინების სინთეზის ყველა ინჰიბიტორის გამოყენებამ მესამე ტრიმესტრის დროს შესაძლებელია მოახდინოს შემდეგი გავლენა ნაყოფზე:
გულ-ფილტვის ტოქსიკურობა (არტერიული დინების ვადამდელი დახურვით და ფილტვის ჰიპერტენზიის განვითარებით);
თირკმელების ფუნქციის დარღვევა (იხ.ზემოთ)
ორსულობის ბოლოს პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორებმა შეიძლება შემდეგნაირი გავლენა მოახდინოს დედასა და ახალშობილზე:
სისხლდენის დროის შესაძლო გახანგრძლივება ანტითრომბოციტული ეფექტის გამო, რაც შეიძლება შეინიშნოს პრეპარატის ძალიან დაბალი დოზების გამოყენების დროსაც;
საშვილოსნოს შეკუმშვის დაქვეითება, რომელსაც მივყავართ შობადობის დაყოვნებამდე ან მისი მიმდინარეობის ხანგრძლივობის გაზრდამდე.
ამასთან დაკავშირებით კეტოპროფენი უკუჩვენებითია ორსულობის მესამე ტრისმეტრში.
ძუძუთი კვება
არ არსებობს მონაცემები კეტოპროფენის დედის რძეში გამოყოფის შესახებ. კეტოპროფენის მიღება არ არის რეკომენდირებული მეძუძურ დედებში.
ფერტილობა
თუ პრეპარატი, რომელიც შეიცავს კეტოპროფენს, მიიღება ქალების მიერ, რომლებიც ცდილობენ დაორსულებას, დოზა უნდა იყოს რაც შეიძლება მცირე, ხოლო მკურნალობის ხანგრძლივობა რაც შეიძლება ხანმოკლე.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
პაციენტებმა უნდა იცოდნენ, რომ შესაძლებელია ძილიანობის განვითარება, თავბრსუხვევა ან კრუნჩხვები, რომელთა განვითარების შემთხვევაში რეკომენდებულია თავი შეიკავოთ სატრანსპორტო საშუალებების მართვისაგან და მექანიზმებთან მუშაობისგან.
გვერდითი მოვლენები
არასელექტიური არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალების გამოყენებისას შეინიშნებოდა შეშუპების განვითარება, არტერიული წნევის მომატება და გულის უკმარისობა.
სერიოზული არასასურველი რეაქციების მომატებისას პრეპარატი უნდა მოიხსნას.
ქვემოთ ჩამოთვლილია არასასურველი რეაქციები MedDRA -ს ლექსიკონის სისტემურ-ორგანული კლასების შესაბამისად, წარმოშობის სიხშირის და სიმძიმის დაქვეითების მიხედვით:
ძალიან ხშირი (≥1/10);
ხშირი (≥1/100 და <1/10);
არახშირი (≥1/ 1 000 და <1/100);
იშვიათი (≥1/10 000 და < 1/1 000);
ძალიან იშვიათი (<1/10 000)
სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების თანახმად სიხშირის დადგენა შეუძლებელია).
ზრდასრულებში, რომლებიც იღებენ კეტოპროფენს, შეინიშნებოდა შემდეგი არასასურველი რეაქციები.
დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ
იშვიათი: პოსტჰემორაგიული ანემია
სიხშირე უცნობია: აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, ძვლის ტვინის უკმარისობა, ჰემოლითიკური ანემია, ლეიკოპენია.
დარღვებები იმუნური სისტემის მხრივ
სიხშირე უცნობია: ანაფილაქციური რეაქციები (მათ შორის შოკი)
დარღვევები ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ
სიხშირე უცნობია: ჰიპონატრიემია, ჰიპერკალიემია (იხ. ნაწილი 4.4 და 4.5)
ფსიქიკური დარღვევები
- სიხშირე უცნობია: ცნობიერების დარღვევა, განწყობის ცვალებადობა
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
არახშირი თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა
იშვიათი: პარესთეზია
სიხშირე უცნობია: ასეპტიკური მენინგიტი, კრუნჩხვები, დისგევზია, ვესტიბულარული თავბრუსხვევა.
მხედველობის ორგანოს მხრივ დარღვევები
- იშვიათი: ბუნდოვანი მხედველობა (იხ. ნაწილი 4.4)
დარღვევები სმენის ორგანოს და წონასწორობის მხრივ
იშვიათი: ხმაური ყურებში
დარღვევები გულის მხრივ
სიხშირე უცნობია: გულის უკმარისობა
სისხლძარღვების მხრივ დარღვევები
სიხშირე უცნობია: არტერიული ჰიპერტენზია, ვაზოდილატაცია, ვასკულიტი (მათ შორის ლეიკოკლასტკური ვასკულიტი)
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყარის მხრივ
იშვიათი: ბრონქიალური ასთმა
სიხშირე უცნობია: ბრონქოსპაზმი (განსაკუთრებით პაციენტებში, რომელთაც აქვთ აცეტილსალიცინის მჟავას და სხვა აასს-ს დადგენილი ჰიპერმგრძნობელობა), რინიტი
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
ხშირი: დისპეპსია, გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში, ღებინება
არახშირი: შეკრულობა, დიარეა, მეტეორიზმი, გასტრიტი
იშვიათი: სტომატიტი, პეპტიკური წყლული
სიხშირე უცნობია: კოლიტის და კრონის დაავადების გაწვავება, კუჭ-ნაწლავური სისხლდენა და პერფორაცია, მელენა, სისხლიანი ღებინება, პანკრეატიტი.
მეტად ხშირი არასასურველი რეაქციები იყო კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევების მხრივ. შესაძლებელია შეინიშნებოდეს წყლული, კუჭის პერფორაცია ან კუჭ-ნაწლავის სისხლდენა, ხანდახან ლეტალური შედეგით, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში (იხ. ნაწილი 4.4).
დარღვევები ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ
იშვიათი: ჰეპატიტი, ტრანსამინაზის დონის მომატება, შრატის ბილირუბინის დონის მომატება ჰეპატიტის განვითარებასთან დაკავშირებით.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების დარღვევები
არახშირი: გამონაყარი, ქავილი
სიხშირე უცნობია: ფოტომგრძნობელობითი რეაქციები, ალოპეცია, ურტიკარია, ანგიონევროტული შეშუპება, ბულოზური გამონაყარი, სტივენს ჯონსონის სინდრომის ჩათვლით, ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი, მწვავე გენერალიზებული ეკზანთემატოზური პუსტულოზი.
თირკმელების და შარდგამომყოფი გზების მხრივ დარღვევები
სიხშირე უცნობია: თირკმლის მწვავე უკმარისობა, ტუბულოინტერსტიციალური ნეფრიტი, ნეფრიტული სინდრომი, თირკმელების ფუნქციის მაჩვენებლების დარღვევა.
საერთო დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას
არახშირი: შეშუპება
სიხშირე უცნობია: მომატებული დაღლილობა
ლაბორატორიული და ინსტრუმენტალური მონაცემები - იშვიათი: სხეულის მასის მომატება
კლინიკური გამოკვლევები და ეპიდემიოლოგიური მონაცემები მოწმობს იმას, რომ ზოგიერთი აანს საშუალების გამოყენება (განსაკუთრებით მაღალი დოზებით და ხანგრძლივად) შესაძლებელია დაკავშირებული იყოს არტერიული თრომბოთიკური გამოვლენის წარმოშობასთან (მაგალითად მიოკარდიუმის ინფარქტი და ინსულტი) (იხ. ნაწილი 4.4).
ჭარბი დოზა
დაფიქსირდა დოზის გადაჭარბების შემთხვევები კეტოპროფენის გამოყენებისას დოზით 2,5გ. უმეტეს შემთხვევებში სიმპტომები იყო სუსტი და შემიფარგლებოდა შენელებული რეაქციებით, ძილიანობით, გულისრევით, ღებინებით და ეპიგასტრიუმის არეში ტკივილით. სპეციფიური ანტიდოტი ზედოზირებისას არ არსებობს. მასიური ჭარბი დოზირების საეჭვო შემთხვევებში რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა, აგრეთვე სიმპტომატური და დამხმარე თერაპიის დანიშვნა, რომელიც მიზნად ისახავს დეჰიდრატაციის თავიდან აცილებას, დიურეზის მონიტორინგს და აციდოზის კორექტირებას (ასეთის განვითარების შემთხვევაში).
მძიმე თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში სისხლში ცირკულირებული პრეპარატის მოსაშორებლად შესაძლებელია ეფექტური აღმოჩნდეს ჰემოდიალიზი.
შემადგენლობა
ერთი კაფსულა შეიცავს 50 მგ კეტოპროფენს
დამხმარე ნივთიერებები ცნობილი ეფექტით: თითოეული კაფსულა შეიცავს 186,1 მგ ლაქტოზას მონოჰიდრატს.
დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი მითითებულია განყოფილებაში 6.1.
შენახვის პირობები
5 წელი, არ გაოიყენოთ შენახვის ვადის ამოწურვისას, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეფუთვა
ყავისფერი მინის ფლაკონი, თავდახურული პოლიეთილენის პლასტიკური სახურავით (დამცავი რგოლით). ერთი ფლაკონი, რომელიც შეიცავს 25 კაფსულას, ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
სიფრთხილის სპეციალური ზომები უტილიზაციისას და მოხმარებისას
არ არსებობს სპეციალური მოთხოვნები
გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე
ფარმაკოლოგიური თვისებები
არასტერიდული ანთების საწინააღმდეგო და რევმატიზმის საწინააღმდეგო პრეპარატები, პროპიონის მჟავას წარმოებულები.
ათქ კოდი: M01AE03.
მოქმედების მექანიზმი:
კეტოპროფენი აქვეითებს პროსტაგლანდინების სინთეზს და ლეიკოტრიენების სინთეზს ორგანიზმის ქსოვილში, ციკლოოქსიგენაზის ფერმენტის დაქვეითებით (სულ მცირე ლორი იზოფორმით ამ ფერმენტის - ციკლოოქსიგენაზა -1 (ცოგ -1)და ციკლოოქსიგენაზა -2 (ცოგ-2)) რომელიც ახდენს პროსტაგლანდინების სინთეზის კატალიზირებას მეტაბოლიზმის არაქიდული მჟავის მეტაბოლიზმის ჯაჭვში. როგორც სხვა აანს, კეტორპფენი ახდენს როგორც ცოგ-1 ისე ცოგ-2 ინჰიბირებას.
კეტოპროფენი ახდენს ლიზოსომალური მემბრანის სტაბილიზირებას ინ ვიტრო და ინ ვივო პირობებში, მაღალი კონცენტრაციით აქვეითრბს ლეიკოტრიენების სინთეზს ინ ვიტრო პირობებში და ფლობს ანტიბრადიკინული აქტიურობას ინ ვივო პირობებში.
კეტოპროფენის მოქმედების სიცხის დამწევი მექანიზმი არ არის დადგჰენილი, სავარაუდოდ, ის განპირობებულია პროსტაგლანდინების სინთეზის დაქვეითებით ცენტრალურ ნერვულ სისტემაში (სავარაუდოდ - ჰიპოთალამუსში).
ზოგიერთ ქალში კეტოპროფენი ამცირებს პირველადი დისმენორეის სიმპტომატიკას სავარაუდოდ, პროსტაგლანდინების სინთეზის დაქვეითების ან ეფექტურობის დაქვეითების ხარჯზე.
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა
კეტოპროფენი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. 100 მგ კეტოპროფენის შიგნით მიღების შემდეგ მისი პიკური პლაზმური კონცენტრაცია (10,4მკგ/მლ) მიიღწევა უკვე 1 საათის და 22 წუთის შემდეგ. ბიოშეღწევადობა 50 მგ კეტოპროფენის შიგნით მიღების შემდეგ შეადგენს 90% და დოზის მომატებასთან ერთად იზრდება. კეტოპრფენი წარმოადგენს რაცემიულ ნაზავს, მაგრამ ფარმაკოკინეტიკა ორივე ენანტიომერის ერთი დაიგივეა.
განაწილება
კეტოპროფენი 99% უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს, უპირატესად ალბუმინით. კეტოპროფენის გადანაწილების მოცულობა ქსოვილში მერყეობს 0,1 -დან 0,2მ/კგ-მდე. კეტოპროფენი აღევს სინოვიალურ სითხეში. სამი საათის შემდეგ 100 მგ კეტოპროფენის მიღებიდან, მისი კონცენტრაცია პლაზმაში შეადგენს დაახლოებით 3 მგკ/მლ, ხოლო სინოვიალურ სითხეში - 1,5მკგ/მლ. ცხრა საათის შემდეგკეტოპროფენის კონცენტრაცია პლაზმაში შეადგენს 0,3 მკგ/მლ ხოლო სინოვიალურ სითხეში - 0,8 მკგ/მლ. ეს ნიშნავს, რომ კეტოპროფენი, ნელა აღწევს სინოვიალურ სითხეში, ასევე ნელა გამოიდევნება, იმავე დროს როცა მისი პლაზმური კონცენტრაცია აგრძელებს დაქვეითებას. კეტოპროფენის მიღებისას, საჭმელთან ერთად, მისი აბსორბცია ნედლება, ხოლო პლაზმური კონცენტრაცია რამდენადმე ქვეითდება, მაგრამ ბიოხელმისაწვდომობა ამასთან რჩება წინა. 50 მგ კეტოპროფენისშიგნით მიღების შემდეგ საჭმელთან ერთად ოთხჯერ დღეში პიკური კონცენტრაცია აღწევს 1,5 საათის შემდეგ და შეადგენს 3,9 მკგ/მლ, იმ დროს როცა უზმოზე მიღების შემდეგ ის აღწევდა 2 საათის შემდეგ და შეადგენდა 2,0 მკგ/მლ-ს.
კეტოპროფენის თანაფარდობა მიიღწევა 24 საათის შემდეგ მისი მიღებიდან. ხანდაზმულ პაციენტებში წონასწორული კონცენტრაცია მიიღწეოდა 8,7 საათის შემდეგ და შეადგენდა დაახლოებით 6,3 მკგ/მლ.
მეტაბოლიზმი და გამოყოფა
კეტოპროფენი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლის მიკროსომალური ფერმენტებით. ის უკავშირდება გლუკორონის მჟავას და ასეთი სახით გამოიდევნება ორგანიზმიდან. შიგნით მიღების შემდეგ პლაზმური კლირენსი შეადგენს 1,16 მკგ/მლ. სწრაფი მეტაბოლიზმის გამო, კეტოპროფენის ნახევრადგამოყოფის ბიოლოგიური პერიოდი შეადგენს მხოლოდ ორ საათს. 80%-მდე კეტორპფენი გამოიყოფა შარდთან ერთად, უპირატესად (90%-ზე მეტი) კეტოპროფენის გლუკურონიდის სახით, და დაახლოებით 10% გამოიდევნება განავალთან ერთად.
პციენტების განსაკუთრებული კატეგორიები
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით, სავარაუდოდ, ჰიპოალბუმინემიის ხარჯზე (კეტოპროფენი, დაკავშირებული სისხლის ტრანსპორტულ ცილებთან, ბიოლოგიურად აქტიურია), კეტოპროფენის კონცენტრაცია იზრდება დაახლოებით ორჯერ, რომელიც მოითხოვს უმცირესი სადღეღამისო დოზის გამოყენებას, რამდენადაც უკვე ეს დოზა შესაძლებელს ხდის ან უზრუნველყოფს საკმარის თერაპიულ ეფექტს.
თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები
პაციენტებში, თირკმლის ფუნქციის დარღვევით, დაქვეითებულია კეტოპროფენის კლირენსი.
ხანდაზმული პაციენტები
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობისას ხანდაზმულ პაციენტებს აუცილებლად უნდა ჩაუტარდეთ რეგულარული მონიტორინგი კუჭ-ნაწლავურ სისხლდენაზე.
წინაკლინიკური მონაცემები უსაფრთხოებაზე
მწვავე ტოქსიკურობა
კეტორპფენის შიგნით მიღებისას ლდ50, თაგვებში შეადგენს 360 მგ/კგ, ვირთხებში - 160 მგ/კგ, ხოლო ზღვის გოჭებში - დაახლოებით 1300 მგ/კგ. ლდ50 კეტოპროფენი რამდენჯერმე აღემატება ინდომეტაცინისას.
ტოქსიკურობა მრავალჯერადი შეყვანისას
ვირთხები იღებდნენ კეტოპროფენს 2 მგ, 6 მგ ან 18 მგ დოზებით სხეულის მასაზე 4 კვირის განმავლობაში. 6-დან 30-დღემდე ცხოველების 10%, რომელიც იღებდა 18 მგ/კგ, დაირუპნენ, და ზოგიერთს აღენიშნებოდა ექსპრესია კუჭის ლორწოვანი გარსიდან. ძაღლებში კეტოპროფენის ასეთმა დოზამ გამოიწვია მხოლოდ ნაწლავური ექსპრესია, ამასთან არც ერთი ძაღლი არ დაღუპულა. ცხოველებს შორის რომელიც იღებდა ინდომეტაცისნ დოზით 6 მგ სხეულის კგ მასაზე, დაიღუპა ნახევარი, და დაიღუპა ყვბელა ცხოველი, რომელიც იღებდა დოზას 18 მგ/კგ სხეულის მასაზე.
ვირთხებზე ჩატარებული ექვსთვიანი გამოკვლევისას ისინი კეტოპროფენს იღებდნენ შინაგანად, 3 მგ 6 მგ ან 9 მგ დოზებით სხეულის მასაზე დღეში. რვა კვირის შემდეგ დაიღუპა მამლების 53% პროცენტი, რომლებიც იღებდნენ დოზას 6 მგ /კგ და 67% მამლების და 20% დედლების რომლებიც იღებდნენ დოზას 9 მგ/კგ ოდენობით./ ცხოველებში, რომლებიც იღებდნენ დოზას 9 მგ/კგ-ოდენობით, დაქვეითდა ყველა ცილის პლაზმური კონცენტრაციები და გაიზარდა ელენთის მასა და ღვიძლის მასა. ჰისტოპათოლოგიური ანალიზით ქსოვილების გადარჩენილ ცხოველებში არ გამოვლინდა რაიმე სახის განსაკუთრებული პათოლოგიური ცვლილება.
კანცეროგენულობა, მუტაგენურობა და ფერტილურობაზე გავლენა
თაგვებზე ტოქსიკურობის ხანგრძლივმა კვლევებმა, რომლებშიც პერორალურად შეჰყავდათ კეტოპროფენის დოზები, მიაღწია 32 მგ სხეულის მასაზე დღეში, და არ გამოავლინა კანცეროგენული ეფექტურობა მოცემული პრეპარატისათვის. ეიმსის ტესტსი, ასევე არ გამოვლინდა რაიმე სახის მუტაგენური თვისება. კეტოპროფენს არ გა,ოუვლენია გავლენა მამალი ვირთხების ფერტილურობაზე, რომლებიც შინაგანად იღებდნენ დოზებს 9 მგ/კგ-მდ. დედალ ვირთხებში, რომლებიც იღებდნენ კეტოპროფენს 6 მგ და 9 მგ დოზებით სხეულის მასაზე დღეში, დაქვეითდა იმპლანტაციის რიცხვი. მამალ ვირთხებსა და ძაღლებში შეინიშნებოდა სპერმატოგენეზის დარღვევა. მამალ ძარლებში და მაიმუნებში შეინიშნებოდა სათესლე პარკის ზომის შემცირება კეტოპროფენის მაღალი დოზების მიღებისას.
ტერატოგენულობა
თაგვებში, რომლებიც იღებდნენ კეტოპროფენს დოზებით, რომელიც საბოლოოდ აღწევდა 12 მგ/კგ დღეში ვირთხებში რომლებიც იღებდნენ დოზას 9 მგ/კგ/დღეში, ტერატოგენულობის ეფექტი ან ნაყოფზე გავლენა არ შეინიშნებოდა. კეტოპროფენის დოზებმა რომელიც ტოქსიკურია დედალი კურდღლებისათვის, მოახდინა ნაყოფის დამაზიანებელი გავლენა, მაგრამ არ მოახდინა ტერატოგენული ზეგავლენა.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · პროდუქტის მახასიათებლები (ექიმისთვის)
სამკურნალო პრეპარატის მოკლე დახასიათება
- სამკურნალო პრეპარატის დასახელება
კეტონალი® 50მგ, კაფსულები
ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
ერთი კაფსულა შეიცავს 50 მგ კეტოპროფენს
დამხმარე ნივთიერებები ცნობილი ეფექტით: თითოეული კაფსულა შეიცავს 186,1 მგ ლაქტოზას მონოჰიდრატს.
დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი მითითებულია განყოფილებაში 6.1.
გამოშვების ფორმა
მყარი კაფსულები
ლურჯ-თეთრი გაუმჭვირვალე კაფსულები
კაფსულის შიგთავსის გარეგნული იერსახე: მოყვითალო-მოთეთრო ფხვნილი (ან დაპრესილი მასა)
კლინიკური მახასიათებლები
გამოყენების ჩვენებები
კეტოპროფენი წარმოადგენს არასტეროიდულ რევმატიზმის საწინააღმდეგო საშუალებას ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიური და სიცხის დამწევი მოქმედებით. ის გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად ტკივილის სინდრომების დროს და ანთებითი, დეგენერაციული და მეტაბოლური რევმატული დაავადებების მკურნალობისას.
კეტონალი გამოიყენება მოკლევადიანი სიმპტომატური დამოუკიდებელი მკურნალობისათვის მსუბუქი და ზომიერი ტკივილის დროს ზრდასრულებში, ისეთი როგორიცაა:
ტკივილი გაციებისას;
თავის ტკივილი;
კბილის ტკივილი ან კბილის ამოღების შემდგომი ტკივილი;
კუნთებში და სახსრებში ტკივილი
ზურგის ტკივილი
მენსტრუალური ტკივილი (დისმენორეა);
ტრამვის შემდგომი ტკივილი (მათ შორის სპორტული ტრამვები), ტკივლი ქირურგიული პროცედურების შემდეგ.
მოცემული სამკურნალო პრეპარატი ასევე ნაჩვენებია მომატებული ტემპერატურის შესამცირებლად მოზრდილებში არაუმეტეს სამი დღის მანძილზე.
- 2 დოზები და გამოყენების მეთოდი
შიგნით მისაღებად
დოზირების რეკომენდებული რეჟიმი
რეკომენდებული დოზა ზრდასრულებსა და მოზარდებში 16 წლის ზემოთ: 1 კაფსულა 3-4 ჯერ დღეში (მიღებებს შორის ინტერვალი 6-8 საათი). მაქსიმალური სადღეღამისო დოზა: 200 მგ. ტკივილის შემსუბუქებისათვის სამკურნალო პრეპარატი შესაძლებელია მიიღონ არაუმეტეს 6 დღის განმავლობაში, რის შემდეგაც აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.
ცხელების მკურნალობისას (მაგალითად მსუბუქი გაციების დროს) სამკურნალო პრეპარატი შესაძლებელია მიიღოთ არაუმეტეს 3 დღისა, რის შემდეგაც აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.
არასასურველი რეაქციების განვითარების შესაძლებლობა შესაძლებელია დავიდეს მინიმუმამდე, თუ პრეპარატს მიიღებენ ყველაზე დაბალი ეფექტური დოზის ოდენობით მაქსიმალურად მოკლე დროის განმავლობაში, რომელიც აუცილებელია სმპტომების კუპირებისათვის (იხ. ნაწილი 4.4).
კეტონალის კაფსულები უნდა მიიღოთ ჭამის დროს ან მის შემდეგ, მთლიანად, დაღეჭვის გარეშე, 100 მლ წყლის ან რძის დაყოლებით. იმავდროულად შესაძლებელია ასევე სამკურნალო პრეპარატის მიღება სეკრეციის შესამცირებლად ან კუჭის მჟავის ნეიტრალიზაციისათვის ან კუჭის ლორწოვანის დასაცავად და ამით შემცირდეს არასასურველი რეაქციების განვითარების შესაძლებლობა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან.
ღვიძლის ფუნქციის და (ან ) თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები
პაციენტებისათვის, ღვიძლის და (ან ) თირკმელების ფუნქციის დარღვევებით, რეკომენდებულია საწყისი დოზის შემცირება; დამხმარე დოზა მათთან უნდა იყოს მინიმალურად ეფექტური. პაციენტებისთვის ღვიძლის და (ან ) თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევით კეტოპროფენის გამოყენება უკუნაჩვენებია (იხ. ნაწილი 4.3).
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმულ პაციენტებში აღინიშნება სერიოზული თანმხლები არასასურველი რეაქციების განვითარების რისკი.
ბავშვები და 16 წლამდე მოზარდები
კეტონალი უკუნაჩვენებია ბავშვებსა და 16 წლამდე მოზარდებში (იხ. ნაწილი 4.3).
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების მიმართ ან ნებისმიერი მისი დამხმარე ნივთიერების მიმართ მითითებულია ნაწილში 6.1.
კეტონალი ასევე უკუჩვენებითია:
- პაციენტებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ ისეთი ჰიპერმგრძნობელობითი რექციები, როგორიცაა რინიტი, ბრონქოსპაზმი, ასთმა, ჭინჭრის ციება ან ალერგიული ტიპის რეაქციები ანამნეზში, რომელიც წარმოიშვებოდა კეტოპროფენის ან მსგავსი ეფექტის მქონე აქტიური ნივთიერებების მიღების ფონზე, მაგალითად სხვა ანთებისსაწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების ან სალიცილატების (მაგ., აცეტილსალიცილის მჟავა); ასეთ პაციენტებში შეინიშნებოდა მძიმე და იშვიათ შემთხვევებში ლეტალური ანაფილაქსიური რეაქციები (იხ. ნაწილი 4.8);
პაციენტებს გულის მძიმე უკმარისობით;
ოპერაციის შემდგომი ტკივილის სამკურნალოდ აორტოკორტიკალური შუნტირების შესრულებისას;
ანამნეზში ქრონიკული დისპეპსიის მქონე პაციენტებს;
აქტიური პეპტიკური წყლულის მქონე პაციენტებს ან კუჭ-ნაწლავის სისხლდენის, წყლულის ან ანამნეზში პერფორაციის მქონე პაციენტებს;
სისხლდენისადმი მიდრეკილების მქონე პაციენტებს;
თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებს;
პაციენტებს ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევით;
ორსულობის ბროლო ტრიმესტრში (იხ. ნაწილი 4.6);
ბავშვებისა და 16 წლამდე მოზარდებისათვის;
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
თავი უნდა ავარიდოთ კეტონალის და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) თანმხლებ გამოყენებას, სელექტიურ ინჰიბიტორებს ციკლოოქსიგენაზა-2-ის ჩათვლით.
არასასურველი რეაქციების განვითარების შესაძლებლობა შესაძლოა დავიყვანოთ მინიმუმამდე, თუ პრეპარატს მივიღებთ ყველაზე დაბალი ეფექტური დოზით მაქსიმალურად მოკლე დროის განმავლობაში, რაც აუცილებელია სიმპტომების კუპირებისათვის (შემსუბუქებისათვის) (იხ. ნაწილი 4.2 და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რისკის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის რისკის შესახებ ქვემოთ).
ხანდაზმულ ადამიანებს უფრო ხშირად უვითარდებათ არასასურველი რეაქციები არასტეროიდულ ანტების საწინააღმდეგო საშუალებებზე განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავური სისხლდენა და პერფორაციები, რაც შეიძლება ლეტალური აღმოჩნდეს (იხ. ნაწილი 4.2).
არსებული ინფექციის სიმპტომების შენიღბვა
კეტოპროფენმა შეიძლება შენიღბოს ინფექციის სიმპტომები. ამან შეიძლება დროში გადაწიოს სათანადო მკურნალობის დაწყება და ამით გაზარდოს ინფექციის გამოსავალი, რაც შეიმჩნეოდა ბაქტერიული არაჰოსპიტალური პნევმონიების და ჩუტყვავილას ბაქტერიული გართულებების დროს. თუ კეტოპროფენი გამოიყენება ინფექციის დროს სხეულის მომატებული ტემპერატურის დასაწევად ან ტკივილის შესამცირებლად, რეკომენდებულია ინფექციური პროცესის კონტროლი. თუ სიმპტომები ნარჩუნდება ან უარესდება, ამბულატორიულ პირობებში პაციენტმა უნდა გაიაროს ექიმის კონსულტაცია.
რეაქციები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
კუჭ-ნაწლავური სისხლდენა, წყლულის ჩამოყალიბება და პერფორაციები, რომელსაც შეუძლია მიგვიყვანოს ლეტალურ შედეგამდე, შეინიშნებოდა ნებისმიერი ანთებისსაწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატის გამოყენებისას და ვითარდებოდა მკურნალობის ნებისმიერ დროს როგორც სიმპტომების არსებობისას, ასევე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევების არარსებობისას ანამნეზში.
ზოგიერთი ეპიდემიოლოგიური მონაცემები ადასტურებს იმას, რომ კეტოპროფენი შესაძლებელია დაკავშირებული იყოს სერიოზული არასასურველი რეაქციების განვითარების რისკთან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, რომელიც ახასიათებს ზოგიერთ სხვა არასტეროიდულ ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატებს, განსაკუთრებით მაღალი დოზებით მიღებისას (იხ. ნაწილი 4.2 და 4.3).
კუჭ-ნაწლავური სისხლდენის, წყლულის ჩამოყალიბების ან პერფორაციების რისკი იზრდება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების დოზის მომატებასთან ერთად, ასევე იმ პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში აქვთ წყლული, განსაკუთრებით გართულებული სისხლდენით და პერფორაციით (იხ. ნაწილი 4.3), და ხანდაზმულ პირებში. ხანდაზმული პაციენტების მკურნალობა უნდა დაიწყოთ ყველაზე დაბალი დოზით.
ასეთ პაციენტებში და ასევე პაციენტებში, რომელთანაც აუცილებელია აცეტილსალიცინის მჟავას ან სხვა პრეპარატების დაბალი დოზით მიღება, ან სხვა პრეპარატების ერთდროული გამოყენება, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ კუჭ-ნაწლავური დაზიანების რისკი, უნდა განიხილებოდეს კომბინირებული თერაპია დამცავ საშუალებებთან. (მაგ., მიზოპროსტოლი, ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები) (იხ. აგრეთვე ნაწილი 4.5).
პაციენტებმა კუჭ-ნაწლავური ტოქსიკურობით ანამნეზში, განსაკუთრებით ხანდაზმულებმა, მუცლის არეში ნებისმიერი სიმპტომის შესახებ (განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავური სისხლდენა) უნდა გააკეთონ შეტყობინება ამის თაობაზე, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში.
საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა ისეთი პრეპარატების ‘თანმხლები მიღებისას, რომელთაც შეუძლიათ გაზარდონ წყლულის ჩამოყალიბების ან სისხლდენის რისკი, ისეთი როგორიცაა პერორალური კორტიკოსტეროიდები, ანტიკოაგულანტები (მაგ., ვარფარინი), სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები, ანტიაგრეგანტები, როგორიცაა მაგალითად აცეტილსალიცინის მჟავა ან ნიკორანდილი, რომელიც წარმოადგენს სისხლძარღვების გამაფართოებელ საშუალებას (იხ. ნაწილი 4.5).
თუ კეტონალით მკურნალობის ფონზე განვითარდება კუჭ-ნაწლავური სისხლდენა ან წყლული, პრეპარატით მკურნალობა უნდა შეწყდეს.
არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატები სიფრთხილით უნდა გამოიყენონ იმ პაციენტებში რომელთაც აღენიშნებათ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები ანამნეზში (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება), რამდენადაც არსებობს მოცემული დაავადებების გამწავების რისკი (იხ. ნაწილი 4.8).
გულ-სისხლძარღვთა და ცერებროვასკულარული ეფექტები
პაციენტებს არტერიული ჰიპერტენზიით და(ან) მსუბუქი და ზომიერი გულის უკმარისობით ანამნეზში, მოეთხოვებათ ზედმიწევნითი დაკვირვება და კონსულტაცია, რამდენადაც არასელექტიური არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით თერაპიისას არსებობდა შეტყობინება სითხის შეკავების და შეშუპების განვითარების მხრივ.
კლინიკური კვლევები და ეპიდემიოლოგიური მონაცემები ადასტურებს, რომ ზოგიერთი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება (განსაკუთრებით მაღალი დოზებითა და ხანგრძლივობით) შესაძლებელია დაკავშირებული იყოს არტერიალური თრომბოზული გამოვლინების რისკის მატებასთან (მაგ., მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი). მონაცემები ასეთი რისკის გამორიცხვისათვის კოტეპროფენთან მიმართებასი არ არსებობს.
პაციენტებმა, არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზით, გულის უკმარისობით, დადგენილი გულის იშემიური დაავადებით, პერიფერიული არტერიის დაავადებით და (ან) თვის ტვინის სისხლძარღვების დაავადებით, შესაძლებელია ცაიტარონ კეტოპროფენით მკურნალობა მხოლოდ მისი საჭიროების საფუძვლიანი შეფასების შემდეგ.
მსგავსად უნდა მოიქცნენ ხანგრლივი მკურნალობის დანიშვნის დროსაც იმ პაციენტებთან, რომელთაც აღენიშნებათ გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკ ფაქტორები (მაგ. არტერიული ჰიპერტენზიისას, ჰიპერლიპიდემიისას, შაქრიანი დიაბეტის დროს, მოწევისას).
არსებობდა შეტყობინება არტერიული თრომბოზის განვითარების რისკის შესახებ იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ არაასპირინულ არასტეროიდულ ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებებს პერიოოპერაციული ტივილისს ამკურნალოდ აორტო-კორტიკალური შუნტირების (აკშ) ოპერაციის ჩატარებისას.
რესპირატორული დარღვევები
ქრონიკულ რინიტთან, ქრონიკულ სინუსიტთან და (ან) ცხვირში პოლიპებთან ერთად მიმდინარე ბრონქიალური ასთმის მქონე პაციენტებში შეინიშნებოდა ალერგიული რეაქციების განვითარების მომატებული რისკი აცეტილსალიცილის მჟავის და (ან) არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენების შემდეგ, საერთო პოპულაციასთან შედარებით. მოცემული პრეპარატის გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ბრონქიალური ასთმის ან ბრონქოსპაზმის პროვიცირება, განსაკუთრებით აცეტილსალიცინის მჟავას ან არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებების მიმართ ალერგიის მქონე პაციენტებში (იხ. ნაწილი 4.3).
ჰიპერკალიემია
შესაძლებელია განვითარდეს ჰიპერკალიემია, განსაკუთრებთ იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ შაქრიანი დიაბეტი, თირკმლის უკმარისობა და (ან) თანხმლები პრეპარატების გამოყენებისას, რომლებიც ხელს უწყობენ ჰიპერკალიემიის განვითარებას (იხ. ნაწილი 4.5). ასეთ შემთხვევებში აუცილებელია კალიუმის დონის კონტროლი.
გავლენა თირკმელებზე
არასელექტიურ არასტეროიდულ ანთებისსაინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობასთან დაკავშირებით შესაძლებელია განვითარდეს თირკმლის უკმარისობა თირკმელების ფუნქციის გაუარესების შედეგად.
როგორც წესი, ანალგეტიკების რეგულარული გამოყენება, განსაკუთრებით სხვა ანალგეტიკებთან კომბინაციით, შესაძლებელია მიგვიყვანოს თირკმელების ფუნქციის შეუქცევად დარღვევამდე თირკმლის მძიმე უკმარისობის განვითარების რიკსით (ანალგეტიკური ნეფროპათია). ეს რისკი შესაძლებელია გაიზარდოს ფიზიკური დატვირთვისას, როდესაც შესაძლებელია ელექტროლიტების უკმარისობა და დეჰისდრატაცია, ამიტომაც სასურველია მისგან თავის არიდება.
გულის უკმარისობის, ღვიძლის ციროზის და ნეფროზის მქონე პაციენტებში, პაციენტებში, რომლებიც იღებენ დიურეტიკებს, პაციენტებს თირკმელების ფუნქციის ქრონიკული დარღვევით, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებს, აუცილებელია ჩაუტარდეთ თირკმელების ფუნქციის ზედმიწევნითი კონტროლი. პაციენტების ასეთ კატეგორიაში კეტოპროფენის გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს თირკმლისმიერი სისხლის მიმოქცევის შემცირება, პროსტაგლანდინების დაქვეითების შედეგად და მიგვიყვანოს თირკმლის მძიმე უკმარისობამდე.
კანის რეაქციები
ძალიან იშვიათად, აღწერენ კანის მძიმე რეაქციებს, რომელიც უკავშირდება არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებას (ზოგიერთი მათგადი სასიკვდილო შედეგით), ისეთი როგორიცაა ექსფოლიატური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი (იხ. ნაწილი 4.8).
ამ რეაქციების განვითარების ყველაზე დიდი რისკი არის მკურნალობის კურსის დასაწყისში; შემთხვევების უმეტესობაში რეაქცია წარმოიშობა მკურნალობის პირველ თვეს, კეტონალი უნდა მოიხნას კანზე გამონაყარის პირველივე გამოვლინებისას, ლორწოვანის დაზიანებისას ან სვა ჰიპერმგრძნობელობითი ნიშნებისას.
ღვიძლის ფუნქცია
პაციენტებში, რომელთაც დარღვეული აქვთ ღვიძლის ფუნქციონალური სინჯი ან აქვთ ღვიძლის დაავადება ანამნეზში, აუცილებელია პერიოდულად შეფასდეს ღვიძლის ტრანსამინაზას დონე, განსაკუთრებით ხანგრძლივი თერაპიისას.
კეტოპროფენის გამოყენებისას შეინიშნება სიყვითლისა და ჰეპატიტის იშვიათი შემთხვევები.
სხვა ეფექტები
როგორც ყველა არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებები ინფექციის თანაობისას, კეტოპროფენმა მისი ანთებისსაწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი ან სიცხისდამწევი მოქმედების შედეგად, შესძლებელია შეინიღბოს ინფექციური დაავადებების განვითარების საერთო ნიშნები, ისეთი როგორიცაა სხეულის ტემპერატურის მომატება.
ნებისმიერი ანალგეზიური საშუალების ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლებელია გააუარესოს თავის ტკივილი. მსგავსი კავშირის წარმოშობისას ან წარმოშობის შესახებ ვარაუდისას, აუცილებელია კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან და შეწყვიტოთ მკურნალობა. შესაძლებელია ეჭვი გაჩნდეს პრეპარატის ზედოზირების თაობაზე პაციენტებში, რომლებიც განიცდიან ხშირ ან ყოველდღიურ თავის ტკივილს, მიუხედავად თავის ტკივილის საწინააღმდეგო პრეპარატების რეგულარული გამოყენებისა.
კეტოპროფენი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებულიმ პირებში, რომლებიც ბოროტად მოიხმარენ ალკოჰოლს.
ფარტო ქირურგიული ჩარევის წინ კეტონალს ხსნიან.
არასელექტიურმა არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა შესალებელია დააქვეითოს ფერტილობა ქალებში, ამიტომაც არ არის რეკომენდებული მათი გამოყენება მათთან, ვინც გეგმავს ორსულობას. ქალები, რომლებსაც უჭირთ დაორსულება ან გადიან გამოკვლევას უნაყოფობის გამო, უნდა განიხილონ კეტოპროფენის მოხსნა.
მხედველობის დარღვევის გამოვლინებისას, პრეპარატის მიღებას წყვეტენ.
ინფორმაცია ზოგიერთი ნივთიერების შესახებ, რომელიც შედის პრეპარატ კეტონალის შემადგენლობაში.
კეტონალი შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს, ამიტომაც მოცემული პრეპარატი არ უნდა გამოიყენონ იმ პაციენტებთან, რომელთაც აქვთ იშვიათი მემკვიდრეობით პათოლოგია, ისეთი როგორიცაა გალაქტოზის აუტანლობა, ლაქტაზას უკმარისობა ან გლუკოზა-გალაკტოზას შეწოვის დარღვევა.
ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება
პრეპარატების არარეკომენდებული კომბინაციები
სხვა არასტეროიდული ანთებეის საწინააღმდეგო პრეპარატები (მათ შორის ციკლოოქსიგენაზის -2 ინჰიბიტორები) და სალიცილატები მაღალი დოზებით
კუჭ-ნაწლავის წყლულის და სისხლდენის წარმოშობის მომატებული რისკი.
ანტიკოაგულანტები
სისხლდენის მომატებული რისკი (იხ.თავი 4.4):
ჰეპარინი;
K ვიტამინის ანტაგონისტები (მაგალითად ვარფარინი);
თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები (მაგ., ტიკლოპიდინი, კლოპიდოგრელი);
თრომბინის ინჰიბიტორები (მაგ., დაბიგატრანი);
Xa ფაქტორის პირდაპირი ინჰიბიტორები (მაგ., აპიკსაბანი, რივაროქსაბანი, ედოქსაბანი).
თუ თანმხლები გამოყენება გარდაუვალია, საჭიროა ზედმიწევნიტი სამედიცინო დაკვირვება.
ლითიუმი
პლაზმაში ლითიუმის მომატების რისკი, მის ტოქსიკურობამდე, მისი თირკმლისმიერი ექსკრეციის დაქვეითების მიზეზით. აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გაკონტროლდეს პლაზმაში ლითიუმის დონე და მოხდეს მისი დოზის კორექტირება არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებების მკურნალობისას და მის შემდეგ.
მეტოტრექსატი 15 მგ/კვირაში მეტი დოზით.
მეტოტრექსატის ჰემატოლოგიური ტოქსიკურობის მომატებული რირკი , განსაკუთრებით მისი გამოყენებისას მაღალი დოზებით (>15 მგ/კვირაში), რომელიც სავარაუდოდ დაკავშირებულია მეტოტრექსატის გამოდევნასთან ცილების კავშირიდან და მისი თირკლმისებრი კლირენსის დაქვეითებასთან.
სამკურნალო საშუალებები და პრეპარატების კლასები, რომელთაც შეუძლიათ გამოიწვიონ ჰიპერკალიემია (მაგ., კალიუმის მარილები, კალიუმის დამზოგველი დიურეტიკები, ინჰიბიტორები აგფ და ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორები II, არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებები, ჰეპარინები (დაბალმოლეკულური ან არაფრაქციული), ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი ან ტრიმეტრპრიმი) .
ჰიპერკალიემიის რისკმა შესაძლებელია მოიმატოს ჩამოთვლილი სამკურნალო სასუალებების თანმხლები გამოყენებისას.
კომბინაციები, რომლებიც სიფრთხილეს საჭიროებს
დიურეტიკები
პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ დიურეტიკებს, განსაკუთრებით დეჰიდრატაციის მქონე პაციენტებში, არსებობს მძიმე თირკმლისებრი უკმარისობის განვითარების რისკი, თირკმლის სისხლის მიმოქცევის დაქვეითების შედეგად, გამოწვეული პროსტაგლანდინების დაქვეითებით. ასეთ პაციენტებს, პრეპარატების თანმხლები გამოყენებისას აუცილებელია შეუვსონ სითხის მოცულობა, ხოლო მისი დაწყების შემდეგ გაუკონტროლდეთ თირკმელების ფუნქცია (იხ. ნაწილი 4.4).
ანგიოტენზინგადამქცევი ფერმენტის ინჰიბიტორები და ანგიონეტზინ II რეცეპტორები ანტაგონისტები
თირკმელების დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში (მაგ., დეჰიდრატაციის მქონე პაციენტები ან ხანდაზმული პაციენტები) აგფ ინჰიბიტორების ან ანგიონეტზინ II რეცეპტორები ანტაგონისტების გამოყენებამ იმ პრეპარატებთან, რომლებიც ახდენენ ციკლოოქსიგენაზის შეზღუდვას, შესაძლებელია მიგვიყვანოს თირკლემების ფუნქციის შემდგომ გაუარესებამდე, თირკმლის მწვავე უკმარისობის შესაძლო განვითარების ჩათვლით.
მეტოტრექსატი 15 მგ/კვირაში ნაკლები დოზით
კომბინირებული თერაპიის პირველი კვირების დასაწყისში, ყოველკვირეულად უნდა გაკონტროლდეს სიხლის შედედების ანალიზი. თირკმლის ფუნქციების რაიმე სახის დარღვევის აღმოჩენისას ან ხანდაზმულ პაციენტებში ასეთი კონტროლი აუცილებელია განხორციელდეს ხშირად.
კორტიკოსტეროიდები
კუჭ-ნაწლავური წყლულის ან სისხლდენის ჩამოყალიბების მომატებული რისკი (იხ. ნაწილი 4.4)
პენტოკსიფილინი
სისხლდენის მომატებული რისკი. აუცილებელია მეტად ხშირი კონტროლი პაციენტების მდგომარეობის, ასევე სისხლდენის დროის მეტად ხშირი კონტროლი.
ტენოფოვირი
თირკმლის მწვავე უკმარისობის შემთხვევები დაფიქსირდა ტენოფოვირის დიზოპროქსილისა და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ან რამოდენიმე არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ერთდროული გამოყენებისას პაციენტებში თირკმლის დისფუნქციის რისკ-ფაქტორებით. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებისა და ტენოფოვირ დიზოპროქსილის ერთდროული გამოყენებისას საჭიროა თირკმლის ფუნქციის სათანადო მონიტორინგი.
ნიკორანდილი
ნიკორანდილის და არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალების თანმხლებმა გამოყენებამ შესაძლოა გაზარდოს სერიოზული გართულებები, ისეთი როგორიცაა კუღ-ნაწლავის ტრაქტის წყლული, პერფორაცია და სისხლდენა. (იხ. ნაწილი 4.4).
საგულე გლიოზიდები
ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება კეტოპროფენთან და დიგოქსინთან ერთად არ არის აღნიშნული. თუმცა რეკომენდებულია დავიცვათ სიფრთხილე, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლმიერი უკმარისობა, იმიტომ, რომ არასტეროიდულმა ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებებმა შესაძლებელია დააქვეითოს თირკმელების ფუნქცია და შეამციროს საგულე გლიკოზიდების თირკმლისმიერი კლირენსი.
გასათვალისწინებელი კომბინაციები
ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები (ბეტა-ადრენორეცეპტორების ანტაგონისტები, ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები, დიურეტიკები): კეტოპროფენი ამცირებს ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების მოქმედებას (თრგუნავს სისხლძარღვების გამაფართოებელი პროსტაგლანდინების სინთეზს).
თრომბოლითიკური პრეპარატები: სისხლდენის მეტად მაღალი რისკი.
სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (სუსი): კუჭ-ნაწლავური სისხლდენის მომატებული რისკი. (იხ. ნაწილი 4.4.)
პრობენეციდი: პრობენეციდის თანმხლები გამოყენებისას მნიშვნელოვნად ქვეითდება კეტოპროფენის პლაზმური კლირენსი.
კომბინაციები, რომელთა გამოყენება ექვემდებარება შეფასებას
ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი
ადიტიური ნეფროტოქსიკური ეფექტები, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობა
პროსტაგლანდინების სინთეზის დაქვეითებამ შესაძლებელია უარყოფითი გავლენა მოახდინოს ორსულობაზე და (ან) ემბრიონის და ნაყოფის განვითარებაზე. ეპიდემიოლოგიური მონაცემების თანახმად, პროსტაგლანდინების ინჰიბიტორების სინთეზის გამოყენება ორსულობის ადრეულ ვადაზე, დაკავშირებულია მუცლის მოშლის მომატებულ რისკთან, გულის მანკისა და გასტროშიზისის განვითარებასთან. გულ-სისხლძარღვთა სისტემის თანდაყოლილი მანკის განვითარების აბსოლუტური რისკი გაიზარდა 1% დან დაახლოებით 1,5%-მდე. ითვლება, რომ რისკი იზრდება დოზის მომატებასთან და გამოყენების ხანგრძლივობასთან ერთად. ნაჩვენებია, რომ ცხოველებში პროსტაგლანდინების ინჰიბიტორების გამოყენებას მივყავართ ნაყოფის პრე-და პოსტიმპლანტაციურ სიკვდილთან, ასევე ემბიოფეტალური სიკვდილის მომატებასთან. გარდა ამისა, პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორების გამოყენებისას ცხოველებში ორგანოგენეზის პერიოდში შეინიშნებოდა სხვადასხვა თანდაყოლილი მანკის განვითარების მომატებული სიხშირე, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დეფექტების ჩათვლით.
ორსულობის მე-20 კვირიდან კეტოპროფენის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ოლიგოჰიდრამნიოზის განვითარება ნაყოფში თირკმელების ფუნქციის დარღვევის შედეგად. ეს დარღვევა შეიძლება განვითარდეს მკურნალობის დაწყებიდან მალევე, მაგრამ ჩვეულებრივ შექცევადია პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ. გარდა ამისა, დაფიქსირდა ცნობები ორსულობის მეორე ტრიმესტრში პრეპარატის გამოყენების შემდეგ არტერიული სადინრის შევიწროვების შესახებ, რაც უმეტეს შემთხვევაში ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. ამ მიზეზით, ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში კეტოპროფენი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. თუ კეტოპროფენის შემცველ პრეპარატს იყენებს ქალი, რომელიც ცდილობს დაორსულდეს ან იმყოფება ორსულობის პირველ ან მეორე ტრიმესტრში, დოზა უნდა იყოს რაც შეიძლება დაბალი და მკურნალობის ხანგრძლივობა რაც შეიძლება ხანმოკლე. ორსულობის მე-20 კვირიდან რამდენიმე დღის განმავლობაში კეტოპროფენის გამოყენებისას განსახილველია ოლიგოჰიდრამნიოზისა და არტერიოზის სადინრის შევიწროების პრენატალური მონიტორინგი. თუ ეს პათოლოგია გამოვლინდა, კეტოპროფენის მიღება წყდება.
პროსტაგლანდინების სინთეზის ყველა ინჰიბიტორის გამოყენებამ მესამე ტრიმესტრის დროს შესაძლებელია მოახდინოს შემდეგი გავლენა ნაყოფზე:
გულ-ფილტვის ტოქსიკურობა (არტერიული დინების ვადამდელი დახურვით და ფილტვის ჰიპერტენზიის განვითარებით);
თირკმელების ფუნქციის დარღვევა (იხ.ზემოთ)
ორსულობის ბოლოს პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორებმა შეიძლება შემდეგნაირი გავლენა მოახდინოს დედასა და ახალშობილზე:
სისხლდენის დროის შესაძლო გახანგრძლივება ანტითრომბოციტული ეფექტის გამო, რაც შეიძლება შეინიშნოს პრეპარატის ძალიან დაბალი დოზების გამოყენების დროსაც;
საშვილოსნოს შეკუმშვის დაქვეითება, რომელსაც მივყავართ შობადობის დაყოვნებამდე ან მისი მიმდინარეობის ხანგრძლივობის გაზრდამდე.
ამასთან დაკავშირებით კეტოპროფენი უკუჩვენებითია ორსულობის მესამე ტრისმეტრში.
ძუძუთი კვება
არ არსებობს მონაცემები კეტოპროფენის დედის რძეში გამოყოფის შესახებ. კეტოპროფენის მიღება არ არის რეკომენდირებული მეძუძურ დედებში.
ფერტილობა
თუ პრეპარატი, რომელიც შეიცავს კეტოპროფენს, მიიღება ქალების მიერ, რომლებიც ცდილობენ დაორსულებას, დოზა უნდა იყოს რაც შეიძლება მცირე, ხოლო მკურნალობის ხანგრძლივობა რაც შეიძლება ხანმოკლე.
გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
პაციენტებმა უნდა იცოდნენ, რომ შესაძლებელია ძილიანობის განვითარება, თავბრსუხვევა ან კრუნჩხვები, რომელთა განვითარების შემთხვევაში რეკომენდებულია თავი შეიკავოთ სატრანსპორტო საშუალებების მართვისაგან და მექანიზმებთან მუშაობისგან.
გვერდითი მოვლენები
არასელექტიური არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალების გამოყენებისას შეინიშნებოდა შეშუპების განვითარება, არტერიული წნევის მომატება და გულის უკმარისობა.
სერიოზული არასასურველი რეაქციების მომატებისას პრეპარატი უნდა მოიხსნას.
ქვემოთ ჩამოთვლილია არასასურველი რეაქციები MedDRA -ს ლექსიკონის სისტემურ-ორგანული კლასების შესაბამისად, წარმოშობის სიხშირის და სიმძიმის დაქვეითების მიხედვით:
ძალიან ხშირი (≥1/10);
ხშირი (≥1/100 და <1/10);
არახშირი (≥1/ 1 000 და <1/100);
იშვიათი (≥1/10 000 და < 1/1 000);
ძალიან იშვიათი (<1/10 000)
სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების თანახმად სიხშირის დადგენა შეუძლებელია).
ზრდასრულებში, რომლებიც იღებენ კეტოპროფენს, შეინიშნებოდა შემდეგი არასასურველი რეაქციები.
დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ
იშვიათი: პოსტჰემორაგიული ანემია
სიხშირე უცნობია: აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, ძვლის ტვინის უკმარისობა, ჰემოლითიკური ანემია, ლეიკოპენია.
დარღვებები იმუნური სისტემის მხრივ
სიხშირე უცნობია: ანაფილაქციური რეაქციები (მათ შორის შოკი)
დარღვევები ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ
სიხშირე უცნობია: ჰიპონატრიემია, ჰიპერკალიემია (იხ. ნაწილი 4.4 და 4.5)
ფსიქიკური დარღვევები
- სიხშირე უცნობია: ცნობიერების დარღვევა, განწყობის ცვალებადობა
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
არახშირი თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა
იშვიათი: პარესთეზია
სიხშირე უცნობია: ასეპტიკური მენინგიტი, კრუნჩხვები, დისგევზია, ვესტიბულარული თავბრუსხვევა.
მხედველობის ორგანოს მხრივ დარღვევები
- იშვიათი: ბუნდოვანი მხედველობა (იხ. ნაწილი 4.4)
დარღვევები სმენის ორგანოს და წონასწორობის მხრივ
იშვიათი: ხმაური ყურებში
დარღვევები გულის მხრივ
სიხშირე უცნობია: გულის უკმარისობა
სისხლძარღვების მხრივ დარღვევები
სიხშირე უცნობია: არტერიული ჰიპერტენზია, ვაზოდილატაცია, ვასკულიტი (მათ შორის ლეიკოკლასტკური ვასკულიტი)
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყარის მხრივ
იშვიათი: ბრონქიალური ასთმა
სიხშირე უცნობია: ბრონქოსპაზმი (განსაკუთრებით პაციენტებში, რომელთაც აქვთ აცეტილსალიცინის მჟავას და სხვა აასს-ს დადგენილი ჰიპერმგრძნობელობა), რინიტი
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
ხშირი: დისპეპსია, გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში, ღებინება
არახშირი: შეკრულობა, დიარეა, მეტეორიზმი, გასტრიტი
იშვიათი: სტომატიტი, პეპტიკური წყლული
სიხშირე უცნობია: კოლიტის და კრონის დაავადების გაწვავება, კუჭ-ნაწლავური სისხლდენა და პერფორაცია, მელენა, სისხლიანი ღებინება, პანკრეატიტი.
მეტად ხშირი არასასურველი რეაქციები იყო კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევების მხრივ. შესაძლებელია შეინიშნებოდეს წყლული, კუჭის პერფორაცია ან კუჭ-ნაწლავის სისხლდენა, ხანდახან ლეტალური შედეგით, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში (იხ. ნაწილი 4.4).
დარღვევები ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ
იშვიათი: ჰეპატიტი, ტრანსამინაზის დონის მომატება, შრატის ბილირუბინის დონის მომატება ჰეპატიტის განვითარებასთან დაკავშირებით.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების დარღვევები
არახშირი: გამონაყარი, ქავილი
სიხშირე უცნობია: ფოტომგრძნობელობითი რეაქციები, ალოპეცია, ურტიკარია, ანგიონევროტული შეშუპება, ბულოზური გამონაყარი, სტივენს ჯონსონის სინდრომის ჩათვლით, ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი, მწვავე გენერალიზებული ეკზანთემატოზური პუსტულოზი.
თირკმელების და შარდგამომყოფი გზების მხრივ დარღვევები
სიხშირე უცნობია: თირკმლის მწვავე უკმარისობა, ტუბულოინტერსტიციალური ნეფრიტი, ნეფრიტული სინდრომი, თირკმელების ფუნქციის მაჩვენებლების დარღვევა.
საერთო დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას
არახშირი: შეშუპება
სიხშირე უცნობია: მომატებული დაღლილობა
ლაბორატორიული და ინსტრუმენტალური მონაცემები - იშვიათი: სხეულის მასის მომატება
კლინიკური გამოკვლევები და ეპიდემიოლოგიური მონაცემები მოწმობს იმას, რომ ზოგიერთი აანს საშუალების გამოყენება (განსაკუთრებით მაღალი დოზებით და ხანგრძლივად) შესაძლებელია დაკავშირებული იყოს არტერიული თრომბოთიკური გამოვლენის წარმოშობასთან (მაგალითად მიოკარდიუმის ინფარქტი და ინსულტი) (იხ. ნაწილი 4.4).
დოზის გადაჭარბება
დაფიქსირდა დოზის გადაჭარბების შემთხვევები კეტოპროფენის გამოყენებისას დოზით 2,5გ. უმეტეს შემთხვევებში სიმპტომები იყო სუსტი და შემიფარგლებოდა შენელებული რეაქციებით, ძილიანობით, გულისრევით, ღებინებით და ეპიგასტრიუმის არეში ტკივილით. სპეციფიური ანტიდოტი ზედოზირებისას არ არსებობს. მასიური ჭარბი დოზირების საეჭვო შემთხვევებში რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა, აგრეთვე სიმპტომატური და დამხმარე თერაპიის დანიშვნა, რომელიც მიზნად ისახავს დეჰიდრატაციის თავიდან აცილებას, დიურეზის მონიტორინგს და აციდოზის კორექტირებას (ასეთის განვითარების შემთხვევაში).
მძიმე თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში სისხლში ცირკულირებული პრეპარატის მოსაშორებლად შესაძლებელია ეფექტური აღმოჩნდეს ჰემოდიალიზი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: არასტერიდული ანთების საწინააღმდეგო და რევმატიზმის საწინააღმდეგო პრეპარატები, პროპიონის მჟავას წარმოებულები.
ათქ კოდი: M01AE03.
მოქმედების მექანიზმი:
კეტოპროფენი აქვეითებს პროსტაგლანდინების სინთეზს და ლეიკოტრიენების სინთეზს ორგანიზმის ქსოვილში, ციკლოოქსიგენაზის ფერმენტის დაქვეითებით (სულ მცირე ლორი იზოფორმით ამ ფერმენტის - ციკლოოქსიგენაზა -1 (ცოგ -1)და ციკლოოქსიგენაზა -2 (ცოგ-2)) რომელიც ახდენს პროსტაგლანდინების სინთეზის კატალიზირებას მეტაბოლიზმის არაქიდული მჟავის მეტაბოლიზმის ჯაჭვში. როგორც სხვა აანს, კეტორპფენი ახდენს როგორც ცოგ-1 ისე ცოგ-2 ინჰიბირებას.
კეტოპროფენი ახდენს ლიზოსომალური მემბრანის სტაბილიზირებას ინ ვიტრო და ინ ვივო პირობებში, მაღალი კონცენტრაციით აქვეითრბს ლეიკოტრიენების სინთეზს ინ ვიტრო პირობებში და ფლობს ანტიბრადიკინული აქტიურობას ინ ვივო პირობებში.
კეტოპროფენის მოქმედების სიცხის დამწევი მექანიზმი არ არის დადგჰენილი, სავარაუდოდ, ის განპირობებულია პროსტაგლანდინების სინთეზის დაქვეითებით ცენტრალურ ნერვულ სისტემაში (სავარაუდოდ - ჰიპოთალამუსში).
ზოგიერთ ქალში კეტოპროფენი ამცირებს პირველადი დისმენორეის სიმპტომატიკას სავარაუდოდ, პროსტაგლანდინების სინთეზის დაქვეითების ან ეფექტურობის დაქვეითების ხარჯზე.
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა
კეტოპროფენი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. 100 მგ კეტოპროფენის შიგნით მიღების შემდეგ მისი პიკური პლაზმური კონცენტრაცია (10,4მკგ/მლ) მიიღწევა უკვე 1 საათის და 22 წუთის შემდეგ. ბიოშეღწევადობა 50 მგ კეტოპროფენის შიგნით მიღების შემდეგ შეადგენს 90% და დოზის მომატებასთან ერთად იზრდება. კეტოპრფენი წარმოადგენს რაცემიულ ნაზავს, მაგრამ ფარმაკოკინეტიკა ორივე ენანტიომერის ერთი დაიგივეა.
განაწილება
კეტოპროფენი 99% უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს, უპირატესად ალბუმინით. კეტოპროფენის გადანაწილების მოცულობა ქსოვილში მერყეობს 0,1 -დან 0,2მ/კგ-მდე. კეტოპროფენი აღევს სინოვიალურ სითხეში. სამი საათის შემდეგ 100 მგ კეტოპროფენის მიღებიდან, მისი კონცენტრაცია პლაზმაში შეადგენს დაახლოებით 3 მგკ/მლ, ხოლო სინოვიალურ სითხეში - 1,5მკგ/მლ. ცხრა საათის შემდეგკეტოპროფენის კონცენტრაცია პლაზმაში შეადგენს 0,3 მკგ/მლ ხოლო სინოვიალურ სითხეში - 0,8 მკგ/მლ. ეს ნიშნავს, რომ კეტოპროფენი, ნელა აღწევს სინოვიალურ სითხეში, ასევე ნელა გამოიდევნება, იმავე დროს როცა მისი პლაზმური კონცენტრაცია აგრძელებს დაქვეითებას. კეტოპროფენის მიღებისას, საჭმელთან ერთად, მისი აბსორბცია ნედლება, ხოლო პლაზმური კონცენტრაცია რამდენადმე ქვეითდება, მაგრამ ბიოხელმისაწვდომობა ამასთან რჩება წინა. 50 მგ კეტოპროფენისშიგნით მიღების შემდეგ საჭმელთან ერთად ოთხჯერ დღეში პიკური კონცენტრაცია აღწევს 1,5 საათის შემდეგ და შეადგენს 3,9 მკგ/მლ, იმ დროს როცა უზმოზე მიღების შემდეგ ის აღწევდა 2 საათის შემდეგ და შეადგენდა 2,0 მკგ/მლ-ს.
კეტოპროფენის თანაფარდობა მიიღწევა 24 საათის შემდეგ მისი მიღებიდან. ხანდაზმულ პაციენტებში წონასწორული კონცენტრაცია მიიღწეოდა 8,7 საათის შემდეგ და შეადგენდა დაახლოებით 6,3 მკგ/მლ.
მეტაბოლიზმი და გამოყოფა
კეტოპროფენი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლის მიკროსომალური ფერმენტებით. ის უკავშირდება გლუკორონის მჟავას და ასეთი სახით გამოიდევნება ორგანიზმიდან. შიგნით მიღების შემდეგ პლაზმური კლირენსი შეადგენს 1,16 მკგ/მლ. სწრაფი მეტაბოლიზმის გამო, კეტოპროფენის ნახევრადგამოყოფის ბიოლოგიური პერიოდი შეადგენს მხოლოდ ორ საათს. 80%-მდე კეტორპფენი გამოიყოფა შარდთან ერთად, უპირატესად (90%-ზე მეტი) კეტოპროფენის გლუკურონიდის სახით, და დაახლოებით 10% გამოიდევნება განავალთან ერთად.
პციენტების განსაკუთრებული კატეგორიები
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით, სავარაუდოდ, ჰიპოალბუმინემიის ხარჯზე (კეტოპროფენი, დაკავშირებული სისხლის ტრანსპორტულ ცილებთან, ბიოლოგიურად აქტიურია), კეტოპროფენის კონცენტრაცია იზრდება დაახლოებით ორჯერ, რომელიც მოითხოვს უმცირესი სადღეღამისო დოზის გამოყენებას, რამდენადაც უკვე ეს დოზა შესაძლებელს ხდის ან უზრუნველყოფს საკმარის თერაპიულ ეფექტს.
თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები
პაციენტებში, თირკმლის ფუნქციის დარღვევით, დაქვეითებულია კეტოპროფენის კლირენსი.
ხანდაზმული პაციენტები
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობისას ხანდაზმულ პაციენტებს აუცილებლად უნდა ჩაუტარდეთ რეგულარული მონიტორინგი კუჭ-ნაწლავურ სისხლდენაზე.
წინაკლინიკური მონაცემები უსაფრთხოებაზე
მწვავე ტოქსიკურობა
კეტორპფენის შიგნით მიღებისას ლდ50, თაგვებში შეადგენს 360 მგ/კგ, ვირთხებში - 160 მგ/კგ, ხოლო ზღვის გოჭებში - დაახლოებით 1300 მგ/კგ. ლდ50 კეტოპროფენი რამდენჯერმე აღემატება ინდომეტაცინისას.
ტოქსიკურობა მრავალჯერადი შეყვანისას
ვირთხები იღებდნენ კეტოპროფენს 2 მგ, 6 მგ ან 18 მგ დოზებით სხეულის მასაზე 4 კვირის განმავლობაში. 6-დან 30-დღემდე ცხოველების 10%, რომელიც იღებდა 18 მგ/კგ, დაირუპნენ, და ზოგიერთს აღენიშნებოდა ექსპრესია კუჭის ლორწოვანი გარსიდან. ძაღლებში კეტოპროფენის ასეთმა დოზამ გამოიწვია მხოლოდ ნაწლავური ექსპრესია, ამასთან არც ერთი ძაღლი არ დაღუპულა. ცხოველებს შორის რომელიც იღებდა ინდომეტაცისნ დოზით 6 მგ სხეულის კგ მასაზე, დაიღუპა ნახევარი, და დაიღუპა ყვბელა ცხოველი, რომელიც იღებდა დოზას 18 მგ/კგ სხეულის მასაზე.
ვირთხებზე ჩატარებული ექვსთვიანი გამოკვლევისას ისინი კეტოპროფენს იღებდნენ შინაგანად, 3 მგ 6 მგ ან 9 მგ დოზებით სხეულის მასაზე დღეში. რვა კვირის შემდეგ დაიღუპა მამლების 53% პროცენტი, რომლებიც იღებდნენ დოზას 6 მგ /კგ და 67% მამლების და 20% დედლების რომლებიც იღებდნენ დოზას 9 მგ/კგ ოდენობით./ ცხოველებში, რომლებიც იღებდნენ დოზას 9 მგ/კგ-ოდენობით, დაქვეითდა ყველა ცილის პლაზმური კონცენტრაციები და გაიზარდა ელენთის მასა და ღვიძლის მასა. ჰისტოპათოლოგიური ანალიზით ქსოვილების გადარჩენილ ცხოველებში არ გამოვლინდა რაიმე სახის განსაკუთრებული პათოლოგიური ცვლილება.
კანცეროგენულობა, მუტაგენურობა და ფერტილურობაზე გავლენა
თაგვებზე ტოქსიკურობის ხანგრძლივმა კვლევებმა, რომლებშიც პერორალურად შეჰყავდათ კეტოპროფენის დოზები, მიაღწია 32 მგ სხეულის მასაზე დღეში, და არ გამოავლინა კანცეროგენული ეფექტურობა მოცემული პრეპარატისათვის. ეიმსის ტესტსი, ასევე არ გამოვლინდა რაიმე სახის მუტაგენური თვისება. კეტოპროფენს არ გა,ოუვლენია გავლენა მამალი ვირთხების ფერტილურობაზე, რომლებიც შინაგანად იღებდნენ დოზებს 9 მგ/კგ-მდ. დედალ ვირთხებში, რომლებიც იღებდნენ კეტოპროფენს 6 მგ და 9 მგ დოზებით სხეულის მასაზე დღეში, დაქვეითდა იმპლანტაციის რიცხვი. მამალ ვირთხებსა და ძაღლებში შეინიშნებოდა სპერმატოგენეზის დარღვევა. მამალ ძარლებში და მაიმუნებში შეინიშნებოდა სათესლე პარკის ზომის შემცირება კეტოპროფენის მაღალი დოზების მიღებისას.
ტერატოგენულობა
თაგვებში, რომლებიც იღებდნენ კეტოპროფენს დოზებით, რომელიც საბოლოოდ აღწევდა 12 მგ/კგ დღეში ვირთხებში რომლებიც იღებდნენ დოზას 9 მგ/კგ/დღეში, ტერატოგენულობის ეფექტი ან ნაყოფზე გავლენა არ შეინიშნებოდა. კეტოპროფენის დოზებმა რომელიც ტოქსიკურია დედალი კურდღლებისათვის, მოახდინა ნაყოფის დამაზიანებელი გავლენა, მაგრამ არ მოახდინა ტერატოგენული ზეგავლენა.
ფარმაცევტული მონაცემები
დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
ლაქტოზის მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი (E470b), სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი უწყლო, ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E171), ლურჯი დაპატენტებული (E131).
შეუთავსებლობა
არ არის წარმოდგენილი
შენახვის ვადა
5 წელი, არ გაოიყენოთ შენახვის ვადის ამოწურვისას, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეფუთვა
ყავისფერი მინის ფლაკონი, თავდახურული პოლიეთილენის პლასტიკური სახურავით (დამცავი რგოლით). ერთი ფლაკონი, რომელიც შეიცავს 25 კაფსულას, ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
სიფრთხილის სპეციალური ზომები უტილიზაციისას და მოხმარებისას
არ არსებობს სპეციალური მოთხოვნები
გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი
ლეკ ფარმასიუტიკალზ დ.დ. ვეროვშკოვა 57, 1526 ლუბლიანა, სლოვენია - „სანდოზის“ ჯგუფის კომპანია
ტექსტის გადახედვა
2023 წლის აგვისტო.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


