პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები

დიკლოფლექსი

DicloFLEX

ურეცეპტოდ25მგ/მლინსტრუქცია ქართულადბულგარეთი
რისთვის გამოიყენება

დიკლოფლექსი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარი არის სამკურნალო საშუალება ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება - აასს). ხსნარი შეიყვანება კუნთში ან გაზავების შემდეგ შეიყვანება ინტრავენურად საინფუზიო სისტემაში. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
დიკლოფენაკი (diclofenac)
ფორმა და შეფუთვა
25მგ/მლ 3მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №10
მწარმოებელი
VETPROM AD, ბულგარეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, ძმარმჟავას წარმოებულები და მონათესავე ნივთიერებები
ATC კოდი
M01AB05
რეგისტრაციის ნომერი
რ-038453
რეგისტრირებულია
26 ივნისი 2023, მოქმედებს 26 ივნისი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „ჯი.დი.ერ.ეს“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებადიკლოფლექსი და სხვა წამალი ერთად

დიკლოფლექსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

დიკლოფლექსი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარი არის სამკურნალო საშუალება ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება - აასს).

ხსნარი შეიყვანება კუნთში ან გაზავების შემდეგ შეიყვანება ინტრავენურად საინფუზიო სისტემაში.

დიკლოფლექსი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარი გამოიყენება ინტრამუსკულურად შემდეგი დაავადებების სიმპტომური მკურნალობისთვის:

სახსრების რევმატული ხასიათის (ართრიტი) ტკივილი, ზურგის ტკივილი, ~გაყინული მხრის~ სინდრომი, ლატერალური ეპიკონდილიტი და ძვლებისა და სახსრების ტკივილით მიმდინარე სხვა მდგომარეობები;

პოდაგრის შეტევები;

მწვავე ტკივილი ნაღვლის ბუშტში ან თირკმელებში კენჭების დროს;

ტკივილი და შეშუპება ოპერაციისა და ტრავმის შემდეგ;

შაკიკის მძიმე შეტევები.

ინტრავენური ინფუზიები გამოიყენება ტკივილის მოსახსნელად და პროფილაქტიკისთვის ოპერაციის შემდეგ საავადმყოფოს პირობებში.

მიღების წესი და დოზირება

მოცემული პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ თქვენი ექიმის დანიშნულების ზუსტად დაცვით. რაიმე საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

კუნთში ინექცია

დიკლოფლექსი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარი შეიყვანება ღრმად დუნდულა კუნთში.

ინტრავენური ინფუზია

ხსნარს აზავებენ ფიზიოლოგიურ ხსნარში ან გლუკოზის ხსნარში და ნელა შეჰყავთ ვენაში.

თქვენი ექიმი განსაზღვრავს დოზას და მკურნალობის ხანგრძლივობას. მნიშვნელოვანია მიიღოთ უმცირესი ეფექტიანი დოზა რაც შეიძლება მოკლე დროის განმავლობაში. ჩვეულებრივ მოზრდილებში დიკლოფლექსი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარი გამოიყენება ორი დღის განმავლობაში. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობას აგრძელებენ ტაბლეტებით ან სუპოზიტორიებით.

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ფიქრობთ, რომ დიკლოფლექსი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარის მოქმედება ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტია.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

დიკლოფლექსი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარი არ არის შესაფერისი ბავშვებსა და მოზარდებში გამოსაყენებლად.

ხანდაზმული პაციენტები

დიკლოფლექსი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარი არ უნდა იქნას გამოყენებული 2 დღეზე მეტი დროის განმავლობაში; აუცილებლობის შემთხვევაში, მკურნალობის გაგრძელება შეიძლება ტაბლეტებით.

თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტები

დიკლოფენაკის გამოყენება უკუნაჩვენებია თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებში.

ღვიძლის დაზიანების მქონე პაციენტები

დიკლოფენაკის გამოყენება უკუნაჩვენებია ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

თუ გამოიყენეთ დიკლოფლექსი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარის საჭიროზე მეტი დოზა

დოზის გადაჭარბებისას ტიპიური კლინიკური სურათი არ არსებობს. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები: დარღვევები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ, როგორიცაა თავის ტკივილი, ხმაური ყურებში, ძილიანობა, ცნობიერების დაკარგვა და კრუნჩხვა, ასევე ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა და ღებინება, დიარეა. შესაძლებელია სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ასევე ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის დარღვევა.

სპეციფიკური ანტიდოტი ცნობილი არ არის!

დიკლოფლექსი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარის დოზის გადაჭარბებაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში აცნობეთ თქვენს ექიმს. ის მიიღებს გადაწყვეტილებას საჭირო ზომების მიღებასთან დაკავშირებიღ ინტოქსიკაციის სიმძიმის მიხედვით.

თუ გამოტოვეთ დიკლოფლექსი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარის დოზის მიღება

არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.

ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

თუ ხართ ალერგიული მოქმედი ნივთიერების დიკლოფენაკის, ნატრიუმის მეტაბისულფიტის ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია პარაგრაფში 6);

თუ ანამნეზში გაქვთ ასთმის შეტევები, ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება ან კანის რეაქციები აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების შემდეგ;

თუ გაქვთ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული;

თუ წარსულში გქონდათ სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (სისხლი განავალში ან შავი ფერის განავალი);

თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების მძიმე დარღვევები;

თუ დიაგნოსტირებული გაქვთ გულის დაავადება ან/და ცერებროვასკულური დაავადება, მაგალითად გადატანილი გაქვთ გულის შეტევა, ინსულტი, მიკროინსულტი (ტიშ) ან გულის ან ტვინის სისხლძარღვების შეგუბება ან ამ დარღვევის აღმოსაფხვრელად ჩატარებული გაქვთ ოპერაცია ან შეგუბებული სისხლძარღვის შუნტირება;

თუ გაქვთ ან წარსულში გქონდათ სისხლის მიმოქცევის დარღვევები (პერიფერიული არტერიების დაავადებები);

თუ გაქვთ გულის მძიმე უკმარისობა;

ორსულობის ბოლო ტრიმესტრში;

დიკლოფლექსი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარი არ არის შესაფერისი ბავშვებისთვის და 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის.

სიფრთხილის ზომები

მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს დიკლოფლექსი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარის მიღებამდე.

თუ იღებთ სხვა ანთების საწინააღმდეგი ან ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებს, მათ შორის აცეტილსალიცილის მჟავას, კორტიკოსტეროიდებს, ანტიკოაგულანტებს ან ზოგიერთ ანტიდეპრესანტს (სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები).

თუ გაქვთ ასთმა, სეზონური ალერგიული რინიტი, ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება (პოლიპები), ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება ან სასუნთქი გზების ქრონიკული ინფექციები, რეაქციები არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ (ე.წ. აუტანლობა ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების მიმართ), გამოიხატება ასთმის გამწვავებით, ყელის ან სახის შეშუპება ან უფრო ხშირად, ჭინჭრის ციება.

თუ გაქვთ ან წარსულში გქონდათ დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ, როგორიცაა კუჭის წყლული, სისხლდენა ან შავი ფერის განავალი, დისკომფორტი კუჭის არეში ან გულძმარვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების შემდეგ, უნდა შეატყობინოთ თქვენს ექიმს მუცლის არეში ნებისმიერი უჩვეულო ნიშნის (განსაკუთრებით სისხლდენის) შესახებ და შეწყვიტოთ დიკლოფლექსი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარის მიღება.

თუ გაქვთ მსხვილი ნაწლავის (წყლულოვანი კოლიტი) ან წვრილი ნაწლავის (კრონის დაავადება) ანთება.

თუ გაქვთ ან წარსულში გქონდათ გულის დაავადებები ან მაღალი არტერიული წნევა.

თუ გაქვთ თირკმელების ან ღვიძლის დაავადებები.

თუ გაქვთ გაუწყლოება (ავადმყოფობის, დიარეის შედეგად, ოპერაციამდე ან მის შემდეგ).

თუ გაქვთ ფეხების შეშუპება.

თუ გაქვთ მიდრეკილება სისხლდენების მიმართ ან სისხლის სხვა დაავადებები, მათ შორის ღვიძლის იშვიათი დაავადება, რომელსაც ეწოდება პორფირია.

თუ გაქვთ ორსულობის პირველი ან მეორე ტრიმესტრი, დიკლოფლექსი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარის მიღება შეიძლება მხოლოდ თქვენს ექიმთან კონსულტაციის შემდეგ (იხ. ქვემოთ პარაგრაფი ~ფერტილობა, ორსულობა და ძუძუთი კვება~).

დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ შენიშნავთ ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა ტკივილი გულ-მკერდის არეში, ქოშინი, სისუსტე, გაურკვეველი მეტყველება, რომლებიც შეიძლება იყოს მძიმე ათეროთრომბოზული მოვლენის ნიშანი და განვითარდეს მანიშნებელი სიმპტომების გარეშე.

ნებისმიერი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალების (აასს), მათ შორის დიკლოფლექსი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარის მიღებისას შეიძლება განვითარდეს სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან, წყლული ან პერფორაცია, მკურნალობის ნებისმიერ დროს, მანიშნებელი სიმპტომებით ან წარსულში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ მძიმე გამოვლინებებით ან მათ გარეშე. სისხლდენის ან წყლულის განვითარების შემთხვევაში, დიკლოფლექსი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარის გამოყენება უნდა შეწყდეს.

აასს-ით თერაპიისას მიღებულია კანის ჰიპერმგრძნობელობის მძიმე რეაქციების ძალიან იშვიათი შეტყობინებები. კანზე გამონაყარის ან ჰიპერმგრძნობელობის სხვა რეაქციების პირველივე ნიშნების გამოვლენისას დიკლოფლექსი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარით მკურნალობა უნდა შეწყდეს.

დიკლოფლექსი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარმა შეიძლება დათრგუნოს ინფექციის სიმპტომები (მაღალი ტემპერატურა).

ისეთი მედიკამენტების გამოყენება, როგორიცაა დიკლოფენაკი, შეიძლება დაკავშირებული იყოს გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტის) ან ინსულტის განვითარების რისკის მცირედით გაზრდასთან. ნებისმიერი რისკის ალბათობა იზრდება მაღალი დოზის და ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას და მკურნალობის ხანგრძლივობას.

დარწმუნდით, რომ მკურნალი ექიმი ინფორმირებულია იმის შესახებ, რომ თქვენ იღებთ დიკლოფენაკს:

თუ ეწევით;

თუ გაქვთ დიაბეტი;

თუ გაქვთ სტენოკარდია, თრომბოზი, მაღალი არტერიული წნევა, ქოლესტერინის ან ტრიგლიცერიდების მომატებული დონე.

არასასურველი სამკურნალწამლო რეაქციების მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია პრეპარატის უმცირესი ეფექტიანი დოზის რაც შეიძლება მოკლე დროის განმავლობაში მიღების გზით.

ხანდაზმული პაციენტები

თუ ხართ ხანდაზმული პირი და იღებთ სხვა ძირითადი ჯგუფის პრეპარატებს, ან გაქვთ არასაკმარისი წონა, რეკომენდებულია, რომ ექიმმა დაგინიშნოთ მინიმალური ეფექტიანი დოზა.

ბავშვები

დიკლოფლექსი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარი არ არის შესაფერისი ბავშვებისთვის და 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა სამკურნალო საშუალებები.

ლითიუმი ან სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის ზოგიერთი ფორმის სამკურნალოდ).

დიგოქსინი (გულის დაავადებების სამკურნალოდ).

დიურეზულები (სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ზრდის გამოყოფილი შარდის მოცულობას და ხშირად გამოიყნება მომატებული არტერიული წნევის სამკურნალოდ).

აგფ ინჰიბიტორები ან ბეტა-ბლოკერები (მაღალი არტერიული წნევის და გულის უკმარისობის სამკურნალოდ).

სხვა ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა აცეტილსალიცილის მჟავა, იბუპროფენი და სხვა.

კორტიკოსტეროიდები (ანთების საწინააღმდეგო საშუალებები).

სამკურნალო საშუალებები, რომლებიც თრგუნავს სისხლის შედედებას და თრომბების წარმოქმნას.

დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები (ინსულინის გარდა).

მეტოტრექსატი (კიბოს ზოგიერთი სახეობის ან ართრიტის სამკურნალოდ).

ციკლოსპორინი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება პაციენტებში ტრანსპლანტაციის შემდეგ).

ზოგიერთი ანტიბაქტერიული პრეპარატი (ქინოლონი), რომელიც გამოიყენება ინფექციის სამკურნალოდ.

პოდაგრის სამკურნალო პრეპარატები (სულფინპირაზონი).

სოკოვანი ინფექციების სამკურნალო პრეპარატები (ვორიკონაზოლი).

ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატები (ფენიტოინი).

კოლესტიპოლი და ქოლესტირამინი ან სამკურნალო საშუალებები მათი შემცველობით (სისხლში ქოლესტერინის შემცველობის დასაქვეითებლად).

სამკურნალო საშუალებები, რომლებსაც შეუძლია გაზარდოს სისხლში კალიუმის დონე. მათ მიეკუთვნება კალიუმის შემანარჩუნებელი დიურეზულები (რომლებიც ზრდი გამოყოფილი შარდის რაოდენობას), ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი (პრეპარატები, რომლებიც თრგუნავს იმუნურ სისტემას) და ტრიმეტოპრიმი (გამოიყენება ინფექციის სამკურნალოდ). საჭიროა სისხლში კალიუმის დონის ხშირი კონტროლი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, მოცემული პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შვილოსნობის ასაკის ქალები

შვილოსნობის ასაკს ქალებისთვის რეკომენდაციებთან დაკავშირებული მონაცემები არ არსებობს.

ორსულობა

თუ ორსულობა დადგინდა დიკლოფლექსი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარის გამოყენების პერიოდში, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს. ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში დიკლოფლექსი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარის შეყვანა საჭიროა მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, ამასთან დოზა უნდა იყოს რაც შეიძლება დაბალი, ხოლო მკურნალობის ხანგრძლივობა რაც შეიძლება ხანმოკლე, რადგან ითვლება, რომ ნაყოფისთვის პოტენციური რისკი იზრდება დოზისა და გამოყენების ხანგრძლივობის გაზრდასთან ერთად. პრეპარატის გამოყენება არ შეიძლებაორსულობის ბოლო ტრიმესტრში დედისთვის და ბავშვისთვის დაბადებისას გართულების მომატებული რისკის გამო.

ძუძუთი კვება

მოქმედი ნივთიერება დიკლოფენაკი გადადის დედის რძეში მცირე რაოდენობით. ამიტომ, ჩვილზე არასასურველი ზემოქმედების თავიდან ასაციებლად დიკლოფენაკი არ უნდა გამოიყენოთ ძუძუთი კვების პერიოდში.

ფერტილობა

დიკლოფლექსი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარმა შეიძლება გაართულოს ჩასახვა, ამიტომ რეკომენდებული არ არის მისი გამოყენება ქალებისთვის, რომლებიც ცდილობენ დაორსულებას. ქალებში, რომლებსაც აქვთ ჩასახვასთან დაკავშირებული პრობლემები, ასევე ქალებში, რომლებსაც უტარდება გამოკვლევა უნაყოფობასთან დაკავშირებით, უნდა იქნას განხილული დიკლოფენაკით მკურნალობის შეწყვეტის საკითხი.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობისას კონცენტრაციის უნარის და რეაქციის დროის დარღვევის მტკიცებულება არ არსებობს.

დიკლოფლექსი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარის ერთი ამპულა შეიცავს 120 მგ ბენზილის სპირტს.

პრეპარატი არ უნდა დაენიშნოს დღენაკლულ და ახალშობილ ბავშვებს. 3 წლამდე ასაკის ბავშვებში ბენზილის სპირტს შეუძლია გამოიწვიოს ტოქსიკური და ალერგიული რეაქციები.

დიკლოფლექსი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარი შეიცავს ნატრიუმის მეტაბისულფიტს (E223). იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის მძიმე რეაქციები და ბრონქოსპაზმი.

დიკლოფლექსი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარი შეიცავს 10 მოც. % ეთანოლს (ალკოჰოლს), ე.ი. 300 მგ-მდე ერთ დოზაზე (3 მლ), რაც შეესაბამება 6 მლ ლუდს ან 2.5 მლ ღვინოს ერთ დოზაზე. საზიანოა ალკოჰოლიზმით დაავადებულთათვის. ეს გასათვალისწინებელია ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში, ბავშვებში და მაღალი რისკის ჯგუფში მყოფ პაციენტებში, როგორიცაა ღვიძლის დაავადებების ან ეპილეფსიის მქონე პაციენტები.

დიკლოფლექსი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარის ერთი დოზა შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ე.ი. პრაქტიკულად ~არ შეიცავს ნატრიუმს~.

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, დიკლოფლექსი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარსაც შეუძლია გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ის არ ვითარდება ყველა პაციენტში.

გვერდითი მოვლენების შეფასება დაფუძნებულია სიხშირის შემდეგ კატეგორიებზე:

ძალიან ხშირად: აღენიშნა 10 ნამკურნალები პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს

ხშირად: 10 ნამკურნალები პაციენტიდან სულ მცირე 1-ს, მაგრამ 100-დან 1-ზე ნაკლებს

არახშირად: 100 ნამკურნალები პაციენტიდან სულ მცირე 1-ს, მაგრამ 1000-დან 1-ზე ნაკლებს

იშვიათად: 1000 ნამკურნალები პაციენტიდან სულ მცირე 1-ს, მაგრამ 10000-დან 1-ზე ნაკლებს

ძალიან იშვიათად: 10000 ნამკურნალები პაციენტიდან სულ მცირე 1-ს

სიხშირე უცნობია: არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება შეუძლებელია.

არასასურველი სამკურნალწამლო რეაქციები ძირითადად დამოკიდებულია დოზაზე და განსხვავდება ინდივიდუალურად.

შემდეგი არასასურველი რეაქციები ითვალისწინებს შეტყობინებებს, რომლებიც აღინიშნა დიკლოფენაკის სხვადასხვა სამკურნალწამლო ფორმების როგორც ხანმოკლე, ასევე ხანგრძლივი გამოყენებისას.

სერიოზული არასასურველი რეაქციები:

უჩვეულო სისხლდენა ან ტრავმა;

მაღალი ტემპერატურა ან მუდმივი ანთება ყელის არეში;

ალერგიული რეაქციები სახის, ტუჩების, პირის, ენის ან ყელის შეშუპებით, ხშირად გამონაყარის და ქავილის თანხლებით, რაც იწვევს ყლაპვის გაძნელებას, დაბალ არტერიულ წნევას და გულის წასვლას; ხიხინი გულ-მკერდის არეში ან ქოშინი (ასთმის სიმპტომები);

ტკივილი გულ-მკერდის არეში (გულის შეტევის სიმპტომები);

მოულოდნელი და ძლიერი თავის ტკივილი, გულისრევა, თავბრუსხვევა, შებოჭილობა, მეტყველების გაძნელება ან შეუძლებლობა, დამბლა (ინსულტის სიმპტომები);

კისრის რიგიდობა (ვირუსული მენინგიტის სიმპტომები);

შეტევები;

მაღალი არტერიული წნევა;

წითელი ან მეწამული ფერის კანი (შესაძლებელია, სისხლძარღვების ანთების ნიშანი), ტუჩების, თვალისა და პირის გარშემო კანზე გამონაყარი ბუშტუკებით, კანის ანთება ბუშტუკებით და აქერცვლით;

კუჭის არეში ძლიერი ტკივილი ან შავი ფერის განავალი; სისხლიანი ღებინება;

კანის ან თვალების გაყვითლება (ჰეპატიტის სიმპტომები);

სისხლი შარდში, ჭარბი ცილა შარდში, შარდის რაოდენობის მკვეთრი შემცირება (თირკმელების დარღვევის სიმპტომები).

ისეთი მედიკამენტების გამოყენება, როგორიცაა დიკლოფენაკი, შეიძლება დაკავშირებული იყოს გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტის) ან ინსულტის განვითარების რისკის მცირედით გაზრდასთან.

თავის ტკივილი, სისუსტე, თავბრუსხვევა, გულისრევა, ღებინება, დიარეა, კუჭის აშლა, ტკივილი მუცლის არეში, შებერილობა, მადის დაკარგვა, ღვიძლის ფუნქციის შეცვლა (ზოგიერთი ფერმენტის მნიშვნელობის მომატება), კანზე გამონაყარი, ინექციის ადგილის რეაქციები, როგორიცაა ტკივილი, შესიება და გამაგრება.

სხვა არახშირი არასასურველი რეაქციები

მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის უკმარისობა, პალპიტაცია (გულისცემა), ტკივილი გულ-მკერდის არეში.

სხვა იშვიათი არასასურველი რეაქციები

ჰიპერმგრძნობელობა, ძილიანობა, სუნთქვის გაძნელება (ასთმა), ტკივილი კუჭის არეში, გასტრიტი, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, სისხლიანი ღებინება, სისხლიანი დიარეა, კუჭის ან ნაწლავის წყლული, ჰეპატიტი, სიყვითლე, ღვიძლის დარღვევები, ჭინჭრის ციება, ხელებისა და ფეხების შეშუპება (შეშუპება), შეყვანის ადგილის ნეკროზი.

სხვა ძალიან იშვიათი არასასურველი რეაქციები

თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, ანემია, სახის რბილი ქსოვილების შეშუპება, დეზორიენტაცია, დეპრესია, დაძინების გაძნელება, ღამის კოშმარული სიზმრები, გაღიზიანებადობა, ფსიქიკური დარღვევები, კიდურებში ჩხვლეტა, მეხსიერების დარღვევა, შეტევები, შფოთვა, ტრემორი, მენინგიტი, გემოს დარღვევა, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა, მხედველობის და სმენის დარღვევები, თვალებში გაორება, ხმაური ყურებში, კოლიტი, მათ შორის წყლულოვანი კოლიტის გამწვავება და კრონის დაავადება, შეკრულობა, პირის ღრუს ანთება, მათ შორის აფტოზების განვითარება, ხმის იოგების ანთება, საყლაპავის წყლული, პანკრეატიტი, მომატებული არტერიული წნევა, სისხლძარღვების ანთება, თმის წვენა, წითელი, მეწამული ფერის გამონაყარი, კანის შეშუპება (მზის სხივების მიმართ მომატებული მგრძნობელობის გამო), მძიმე გამონაყარი ბუშტუკებით, ეგზემა, დერმატიტი, ქავილი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი), ელვისებური ჰეპატიტი, ღვიძლის უკმარისობა და ღვიძლის სხვა მძიმე დარღვევები, თირკმელების მწვავე უკმარისობა, სისხლი შარდში, ცილა შარდში, ნეფროზული სინდრომი, ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტი, თირკმელების პაპილარული ნეკროზი.

სხვა რეაქციები უცნობი სიხშირით

ქსოვილის დაზიანება ინექციის ადგილზე.

თუ რომელიმე არასასურველი სამკურნალწამლო რეაქცია სერიოზულ სახეს იღებს, ან შენიშნავთ სხვა არასასურველ რეაქციას, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ

რომელიმე არასასურველი სამკურნალწამლო რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციას, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში.

ასევე, შეგიძლიათ გააგზავნოთ შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებათა ეროვნული სისტემის საშუალებით უშუალოდ წამლის აღმასრულებელ სააგენტოში, სოფია 1303, დამიან გრუევის ქუჩა 8; ტელეფონი: +359 2 8903417; ვებ-გვერდი: www.bda.bg.

არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინების გაგზავნით შეგიძლიათ დახმარება ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: ნატრიუმის დიკლოფენაკი. ერთი 3 მლ ამპულა შეიცავს 75 მგ ნატრიუმის დიკლოფენაკს.

სხვა ინგრედიენტები (დამხმარე ნივთიერებები): პროპილენგლიკოლი, ბენზილის სპირტი, ეთანოლი 96%, ნატრიუმის მეტაბისულფიტი (E223), ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.

დიკლოფლექსი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა

დიკლოფლექსი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარი არის გამჭვირვალე, უფეროდან მკრთალი ფერის ხსნარი. თითოეულ მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 10 ამპულა 3 მლ საინექციო ხსნარით 5 მლ მოცულობის მინის ამპულაში ეტიკეტით, ჩანართთან ერთად.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

შენახვის პირობები

25°C-მდე ტემპერატურაზე, მშრალ და სინათლისგან დაცულ ადგილზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

არ გამოიყენოთ მოცემული პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს შეფუთვაზე წარწერა ~ვარგისია~-ს შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

სამკურნალო საშუალებების კანალიზაციის მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად გადაგდება არ შეიძლება. არასაჭირო პრეპარატების უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისათვის

დიკლოფლექსი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარი

DicloFLEX 25 mg/ml solution for injection

ნატრიუმის დიკლოფენაკი/diclofenac sodium

მოცემული პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ სრული ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას

შეინახეთ მოცემული ჩანართი. შეიძლება, კვლავ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.

თუ დამატებითი კითხვები გაგიჩნდათ, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.

მოცემული სამკურნალო საშუალება გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. ეს შესაძლოა, საზიანო აღმოჩნდეს მათთვის იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენსას ემთხვევა.

რომელიმე არასასურველი სამკურნალწამლო რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციას, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.

ჩანართის შინაარსი:

რას წარმოადგენს დიკლოფლექსი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარი და რისთვის გამოიყენება იგი

რა უნდა იცოდეთ დიკლოფლექსი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარის გამოყენებამდე

როგორ გამოიყენება დიკლოფლექსი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარი

შესაძლო არასასურველი რეაქცია

დიკლოფლექსი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარის შენახვის პირობები

შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

  • რას წარმოადგენს დიკლოფლექსი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარი და რისთვის გამოიყენება იგი

დიკლოფლექსი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარი არის სამკურნალო საშუალება ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება - აასს).

ხსნარი შეიყვანება კუნთში ან გაზავების შემდეგ შეიყვანება ინტრავენურად საინფუზიო სისტემაში.

დიკლოფლექსი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარი გამოიყენება ინტრამუსკულურად შემდეგი დაავადებების სიმპტომური მკურნალობისთვის:

სახსრების რევმატული ხასიათის (ართრიტი) ტკივილი, ზურგის ტკივილი, ~გაყინული მხრის~ სინდრომი, ლატერალური ეპიკონდილიტი და ძვლებისა და სახსრების ტკივილით მიმდინარე სხვა მდგომარეობები;

პოდაგრის შეტევები;

მწვავე ტკივილი ნაღვლის ბუშტში ან თირკმელებში კენჭების დროს;

ტკივილი და შეშუპება ოპერაციისა და ტრავმის შემდეგ;

შაკიკის მძიმე შეტევები.

ინტრავენური ინფუზიები გამოიყენება ტკივილის მოსახსნელად და პროფილაქტიკისთვის ოპერაციის შემდეგ საავადმყოფოს პირობებში.

  • რა უნდა იცოდეთ დიკლოფლექსი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ დიკლოფლექსი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარი

თუ ხართ ალერგიული მოქმედი ნივთიერების დიკლოფენაკის, ნატრიუმის მეტაბისულფიტის ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია პარაგრაფში 6);

თუ ანამნეზში გაქვთ ასთმის შეტევები, ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება ან კანის რეაქციები აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების შემდეგ;

თუ გაქვთ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული;

თუ წარსულში გქონდათ სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (სისხლი განავალში ან შავი ფერის განავალი);

თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების მძიმე დარღვევები;

თუ დიაგნოსტირებული გაქვთ გულის დაავადება ან/და ცერებროვასკულური დაავადება, მაგალითად გადატანილი გაქვთ გულის შეტევა, ინსულტი, მიკროინსულტი (ტიშ) ან გულის ან ტვინის სისხლძარღვების შეგუბება ან ამ დარღვევის აღმოსაფხვრელად ჩატარებული გაქვთ ოპერაცია ან შეგუბებული სისხლძარღვის შუნტირება;

თუ გაქვთ ან წარსულში გქონდათ სისხლის მიმოქცევის დარღვევები (პერიფერიული არტერიების დაავადებები);

თუ გაქვთ გულის მძიმე უკმარისობა;

ორსულობის ბოლო ტრიმესტრში;

დიკლოფლექსი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარი არ არის შესაფერისი ბავშვებისთვის და 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს დიკლოფლექსი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარის მიღებამდე.

თუ იღებთ სხვა ანთების საწინააღმდეგი ან ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებს, მათ შორის აცეტილსალიცილის მჟავას, კორტიკოსტეროიდებს, ანტიკოაგულანტებს ან ზოგიერთ ანტიდეპრესანტს (სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები).

თუ გაქვთ ასთმა, სეზონური ალერგიული რინიტი, ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება (პოლიპები), ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება ან სასუნთქი გზების ქრონიკული ინფექციები, რეაქციები არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ (ე.წ. აუტანლობა ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების მიმართ), გამოიხატება ასთმის გამწვავებით, ყელის ან სახის შეშუპება ან უფრო ხშირად, ჭინჭრის ციება.

თუ გაქვთ ან წარსულში გქონდათ დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ, როგორიცაა კუჭის წყლული, სისხლდენა ან შავი ფერის განავალი, დისკომფორტი კუჭის არეში ან გულძმარვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების შემდეგ, უნდა შეატყობინოთ თქვენს ექიმს მუცლის არეში ნებისმიერი უჩვეულო ნიშნის (განსაკუთრებით სისხლდენის) შესახებ და შეწყვიტოთ დიკლოფლექსი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარის მიღება.

თუ გაქვთ მსხვილი ნაწლავის (წყლულოვანი კოლიტი) ან წვრილი ნაწლავის (კრონის დაავადება) ანთება.

თუ გაქვთ ან წარსულში გქონდათ გულის დაავადებები ან მაღალი არტერიული წნევა.

თუ გაქვთ თირკმელების ან ღვიძლის დაავადებები.

თუ გაქვთ გაუწყლოება (ავადმყოფობის, დიარეის შედეგად, ოპერაციამდე ან მის შემდეგ).

თუ გაქვთ ფეხების შეშუპება.

თუ გაქვთ მიდრეკილება სისხლდენების მიმართ ან სისხლის სხვა დაავადებები, მათ შორის ღვიძლის იშვიათი დაავადება, რომელსაც ეწოდება პორფირია.

თუ გაქვთ ორსულობის პირველი ან მეორე ტრიმესტრი, დიკლოფლექსი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარის მიღება შეიძლება მხოლოდ თქვენს ექიმთან კონსულტაციის შემდეგ (იხ. ქვემოთ პარაგრაფი ~ფერტილობა, ორსულობა და ძუძუთი კვება~).

დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ შენიშნავთ ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა ტკივილი გულ-მკერდის არეში, ქოშინი, სისუსტე, გაურკვეველი მეტყველება, რომლებიც შეიძლება იყოს მძიმე ათეროთრომბოზული მოვლენის ნიშანი და განვითარდეს მანიშნებელი სიმპტომების გარეშე.

ნებისმიერი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალების (აასს), მათ შორის დიკლოფლექსი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარის მიღებისას შეიძლება განვითარდეს სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან, წყლული ან პერფორაცია, მკურნალობის ნებისმიერ დროს, მანიშნებელი სიმპტომებით ან წარსულში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ მძიმე გამოვლინებებით ან მათ გარეშე. სისხლდენის ან წყლულის განვითარების შემთხვევაში, დიკლოფლექსი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარის გამოყენება უნდა შეწყდეს.

აასს-ით თერაპიისას მიღებულია კანის ჰიპერმგრძნობელობის მძიმე რეაქციების ძალიან იშვიათი შეტყობინებები. კანზე გამონაყარის ან ჰიპერმგრძნობელობის სხვა რეაქციების პირველივე ნიშნების გამოვლენისას დიკლოფლექსი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარით მკურნალობა უნდა შეწყდეს.

დიკლოფლექსი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარმა შეიძლება დათრგუნოს ინფექციის სიმპტომები (მაღალი ტემპერატურა).

ისეთი მედიკამენტების გამოყენება, როგორიცაა დიკლოფენაკი, შეიძლება დაკავშირებული იყოს გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტის) ან ინსულტის განვითარების რისკის მცირედით გაზრდასთან. ნებისმიერი რისკის ალბათობა იზრდება მაღალი დოზის და ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას და მკურნალობის ხანგრძლივობას.

დარწმუნდით, რომ მკურნალი ექიმი ინფორმირებულია იმის შესახებ, რომ თქვენ იღებთ დიკლოფენაკს:

თუ ეწევით;

თუ გაქვთ დიაბეტი;

თუ გაქვთ სტენოკარდია, თრომბოზი, მაღალი არტერიული წნევა, ქოლესტერინის ან ტრიგლიცერიდების მომატებული დონე.

არასასურველი სამკურნალწამლო რეაქციების მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია პრეპარატის უმცირესი ეფექტიანი დოზის რაც შეიძლება მოკლე დროის განმავლობაში მიღების გზით.

ხანდაზმული პაციენტები

თუ ხართ ხანდაზმული პირი და იღებთ სხვა ძირითადი ჯგუფის პრეპარატებს, ან გაქვთ არასაკმარისი წონა, რეკომენდებულია, რომ ექიმმა დაგინიშნოთ მინიმალური ეფექტიანი დოზა.

ბავშვები

დიკლოფლექსი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარი არ არის შესაფერისი ბავშვებისთვის და 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის.

სხვა პრეპარატები და დიკლოფლექსი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარი

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა სამკურნალო საშუალებები.

ლითიუმი ან სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის ზოგიერთი ფორმის სამკურნალოდ).

დიგოქსინი (გულის დაავადებების სამკურნალოდ).

დიურეზულები (სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ზრდის გამოყოფილი შარდის მოცულობას და ხშირად გამოიყნება მომატებული არტერიული წნევის სამკურნალოდ).

აგფ ინჰიბიტორები ან ბეტა-ბლოკერები (მაღალი არტერიული წნევის და გულის უკმარისობის სამკურნალოდ).

სხვა ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა აცეტილსალიცილის მჟავა, იბუპროფენი და სხვა.

კორტიკოსტეროიდები (ანთების საწინააღმდეგო საშუალებები).

სამკურნალო საშუალებები, რომლებიც თრგუნავს სისხლის შედედებას და თრომბების წარმოქმნას.

დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები (ინსულინის გარდა).

მეტოტრექსატი (კიბოს ზოგიერთი სახეობის ან ართრიტის სამკურნალოდ).

ციკლოსპორინი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება პაციენტებში ტრანსპლანტაციის შემდეგ).

ზოგიერთი ანტიბაქტერიული პრეპარატი (ქინოლონი), რომელიც გამოიყენება ინფექციის სამკურნალოდ.

პოდაგრის სამკურნალო პრეპარატები (სულფინპირაზონი).

სოკოვანი ინფექციების სამკურნალო პრეპარატები (ვორიკონაზოლი).

ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატები (ფენიტოინი).

კოლესტიპოლი და ქოლესტირამინი ან სამკურნალო საშუალებები მათი შემცველობით (სისხლში ქოლესტერინის შემცველობის დასაქვეითებლად).

სამკურნალო საშუალებები, რომლებსაც შეუძლია გაზარდოს სისხლში კალიუმის დონე. მათ მიეკუთვნება კალიუმის შემანარჩუნებელი დიურეზულები (რომლებიც ზრდი გამოყოფილი შარდის რაოდენობას), ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი (პრეპარატები, რომლებიც თრგუნავს იმუნურ სისტემას) და ტრიმეტოპრიმი (გამოიყენება ინფექციის სამკურნალოდ). საჭიროა სისხლში კალიუმის დონის ხშირი კონტროლი.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, მოცემული პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შვილოსნობის ასაკის ქალები

შვილოსნობის ასაკს ქალებისთვის რეკომენდაციებთან დაკავშირებული მონაცემები არ არსებობს.

ორსულობა

თუ ორსულობა დადგინდა დიკლოფლექსი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარის გამოყენების პერიოდში, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს. ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში დიკლოფლექსი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარის შეყვანა საჭიროა მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, ამასთან დოზა უნდა იყოს რაც შეიძლება დაბალი, ხოლო მკურნალობის ხანგრძლივობა რაც შეიძლება ხანმოკლე, რადგან ითვლება, რომ ნაყოფისთვის პოტენციური რისკი იზრდება დოზისა და გამოყენების ხანგრძლივობის გაზრდასთან ერთად. პრეპარატის გამოყენება არ შეიძლებაორსულობის ბოლო ტრიმესტრში დედისთვის და ბავშვისთვის დაბადებისას გართულების მომატებული რისკის გამო.

ძუძუთი კვება

მოქმედი ნივთიერება დიკლოფენაკი გადადის დედის რძეში მცირე რაოდენობით. ამიტომ, ჩვილზე არასასურველი ზემოქმედების თავიდან ასაციებლად დიკლოფენაკი არ უნდა გამოიყენოთ ძუძუთი კვების პერიოდში.

ფერტილობა

დიკლოფლექსი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარმა შეიძლება გაართულოს ჩასახვა, ამიტომ რეკომენდებული არ არის მისი გამოყენება ქალებისთვის, რომლებიც ცდილობენ დაორსულებას. ქალებში, რომლებსაც აქვთ ჩასახვასთან დაკავშირებული პრობლემები, ასევე ქალებში, რომლებსაც უტარდება გამოკვლევა უნაყოფობასთან დაკავშირებით, უნდა იქნას განხილული დიკლოფენაკით მკურნალობის შეწყვეტის საკითხი.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობისას კონცენტრაციის უნარის და რეაქციის დროის დარღვევის მტკიცებულება არ არსებობს.

დიკლოფლექსი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარის ერთი ამპულა შეიცავს 120 მგ ბენზილის სპირტს.

პრეპარატი არ უნდა დაენიშნოს დღენაკლულ და ახალშობილ ბავშვებს. 3 წლამდე ასაკის ბავშვებში ბენზილის სპირტს შეუძლია გამოიწვიოს ტოქსიკური და ალერგიული რეაქციები.

დიკლოფლექსი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარი შეიცავს ნატრიუმის მეტაბისულფიტს (E223). იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის მძიმე რეაქციები და ბრონქოსპაზმი.

დიკლოფლექსი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარი შეიცავს 10 მოც. % ეთანოლს (ალკოჰოლს), ე.ი. 300 მგ-მდე ერთ დოზაზე (3 მლ), რაც შეესაბამება 6 მლ ლუდს ან 2.5 მლ ღვინოს ერთ დოზაზე. საზიანოა ალკოჰოლიზმით დაავადებულთათვის. ეს გასათვალისწინებელია ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში, ბავშვებში და მაღალი რისკის ჯგუფში მყოფ პაციენტებში, როგორიცაა ღვიძლის დაავადებების ან ეპილეფსიის მქონე პაციენტები.

დიკლოფლექსი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარის ერთი დოზა შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ე.ი. პრაქტიკულად ~არ შეიცავს ნატრიუმს~.

  • როგორ გამოიყენება დიკლოფლექსი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარი

მოცემული პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ თქვენი ექიმის დანიშნულების ზუსტად დაცვით. რაიმე საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

კუნთში ინექცია

დიკლოფლექსი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარი შეიყვანება ღრმად დუნდულა კუნთში.

ინტრავენური ინფუზია

ხსნარს აზავებენ ფიზიოლოგიურ ხსნარში ან გლუკოზის ხსნარში და ნელა შეჰყავთ ვენაში.

თქვენი ექიმი განსაზღვრავს დოზას და მკურნალობის ხანგრძლივობას. მნიშვნელოვანია მიიღოთ უმცირესი ეფექტიანი დოზა რაც შეიძლება მოკლე დროის განმავლობაში. ჩვეულებრივ მოზრდილებში დიკლოფლექსი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარი გამოიყენება ორი დღის განმავლობაში. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობას აგრძელებენ ტაბლეტებით ან სუპოზიტორიებით.

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ფიქრობთ, რომ დიკლოფლექსი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარის მოქმედება ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტია.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

დიკლოფლექსი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარი არ არის შესაფერისი ბავშვებსა და მოზარდებში გამოსაყენებლად.

ხანდაზმული პაციენტები

დიკლოფლექსი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარი არ უნდა იქნას გამოყენებული 2 დღეზე მეტი დროის განმავლობაში; აუცილებლობის შემთხვევაში, მკურნალობის გაგრძელება შეიძლება ტაბლეტებით.

თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტები

დიკლოფენაკის გამოყენება უკუნაჩვენებია თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებში.

ღვიძლის დაზიანების მქონე პაციენტები

დიკლოფენაკის გამოყენება უკუნაჩვენებია ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

თუ გამოიყენეთ დიკლოფლექსი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარის საჭიროზე მეტი დოზა

დოზის გადაჭარბებისას ტიპიური კლინიკური სურათი არ არსებობს. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები: დარღვევები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ, როგორიცაა თავის ტკივილი, ხმაური ყურებში, ძილიანობა, ცნობიერების დაკარგვა და კრუნჩხვა, ასევე ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა და ღებინება, დიარეა. შესაძლებელია სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ასევე ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის დარღვევა.

სპეციფიკური ანტიდოტი ცნობილი არ არის!

დიკლოფლექსი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარის დოზის გადაჭარბებაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში აცნობეთ თქვენს ექიმს. ის მიიღებს გადაწყვეტილებას საჭირო ზომების მიღებასთან დაკავშირებიღ ინტოქსიკაციის სიმძიმის მიხედვით.

თუ გამოტოვეთ დიკლოფლექსი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარის დოზის მიღება

არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.

ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო არასასურველი რეაქცია

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, დიკლოფლექსი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარსაც შეუძლია გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ის არ ვითარდება ყველა პაციენტში.

გვერდითი მოვლენების შეფასება დაფუძნებულია სიხშირის შემდეგ კატეგორიებზე:

ძალიან ხშირად: აღენიშნა 10 ნამკურნალები პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს

ხშირად: 10 ნამკურნალები პაციენტიდან სულ მცირე 1-ს, მაგრამ 100-დან 1-ზე ნაკლებს

არახშირად: 100 ნამკურნალები პაციენტიდან სულ მცირე 1-ს, მაგრამ 1000-დან 1-ზე ნაკლებს

იშვიათად: 1000 ნამკურნალები პაციენტიდან სულ მცირე 1-ს, მაგრამ 10000-დან 1-ზე ნაკლებს

ძალიან იშვიათად: 10000 ნამკურნალები პაციენტიდან სულ მცირე 1-ს

სიხშირე უცნობია: არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება შეუძლებელია.

არასასურველი სამკურნალწამლო რეაქციები ძირითადად დამოკიდებულია დოზაზე და განსხვავდება ინდივიდუალურად.

შემდეგი არასასურველი რეაქციები ითვალისწინებს შეტყობინებებს, რომლებიც აღინიშნა დიკლოფენაკის სხვადასხვა სამკურნალწამლო ფორმების როგორც ხანმოკლე, ასევე ხანგრძლივი გამოყენებისას.

სერიოზული არასასურველი რეაქციები:

უჩვეულო სისხლდენა ან ტრავმა;

მაღალი ტემპერატურა ან მუდმივი ანთება ყელის არეში;

ალერგიული რეაქციები სახის, ტუჩების, პირის, ენის ან ყელის შეშუპებით, ხშირად გამონაყარის და ქავილის თანხლებით, რაც იწვევს ყლაპვის გაძნელებას, დაბალ არტერიულ წნევას და გულის წასვლას; ხიხინი გულ-მკერდის არეში ან ქოშინი (ასთმის სიმპტომები);

ტკივილი გულ-მკერდის არეში (გულის შეტევის სიმპტომები);

მოულოდნელი და ძლიერი თავის ტკივილი, გულისრევა, თავბრუსხვევა, შებოჭილობა, მეტყველების გაძნელება ან შეუძლებლობა, დამბლა (ინსულტის სიმპტომები);

კისრის რიგიდობა (ვირუსული მენინგიტის სიმპტომები);

შეტევები;

მაღალი არტერიული წნევა;

წითელი ან მეწამული ფერის კანი (შესაძლებელია, სისხლძარღვების ანთების ნიშანი), ტუჩების, თვალისა და პირის გარშემო კანზე გამონაყარი ბუშტუკებით, კანის ანთება ბუშტუკებით და აქერცვლით;

კუჭის არეში ძლიერი ტკივილი ან შავი ფერის განავალი; სისხლიანი ღებინება;

კანის ან თვალების გაყვითლება (ჰეპატიტის სიმპტომები);

სისხლი შარდში, ჭარბი ცილა შარდში, შარდის რაოდენობის მკვეთრი შემცირება (თირკმელების დარღვევის სიმპტომები).

ისეთი მედიკამენტების გამოყენება, როგორიცაა დიკლოფენაკი, შეიძლება დაკავშირებული იყოს გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტის) ან ინსულტის განვითარების რისკის მცირედით გაზრდასთან.

თავის ტკივილი, სისუსტე, თავბრუსხვევა, გულისრევა, ღებინება, დიარეა, კუჭის აშლა, ტკივილი მუცლის არეში, შებერილობა, მადის დაკარგვა, ღვიძლის ფუნქციის შეცვლა (ზოგიერთი ფერმენტის მნიშვნელობის მომატება), კანზე გამონაყარი, ინექციის ადგილის რეაქციები, როგორიცაა ტკივილი, შესიება და გამაგრება.

სხვა არახშირი არასასურველი რეაქციები

მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის უკმარისობა, პალპიტაცია (გულისცემა), ტკივილი გულ-მკერდის არეში.

სხვა იშვიათი არასასურველი რეაქციები

ჰიპერმგრძნობელობა, ძილიანობა, სუნთქვის გაძნელება (ასთმა), ტკივილი კუჭის არეში, გასტრიტი, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, სისხლიანი ღებინება, სისხლიანი დიარეა, კუჭის ან ნაწლავის წყლული, ჰეპატიტი, სიყვითლე, ღვიძლის დარღვევები, ჭინჭრის ციება, ხელებისა და ფეხების შეშუპება (შეშუპება), შეყვანის ადგილის ნეკროზი.

სხვა ძალიან იშვიათი არასასურველი რეაქციები

თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, ანემია, სახის რბილი ქსოვილების შეშუპება, დეზორიენტაცია, დეპრესია, დაძინების გაძნელება, ღამის კოშმარული სიზმრები, გაღიზიანებადობა, ფსიქიკური დარღვევები, კიდურებში ჩხვლეტა, მეხსიერების დარღვევა, შეტევები, შფოთვა, ტრემორი, მენინგიტი, გემოს დარღვევა, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა, მხედველობის და სმენის დარღვევები, თვალებში გაორება, ხმაური ყურებში, კოლიტი, მათ შორის წყლულოვანი კოლიტის გამწვავება და კრონის დაავადება, შეკრულობა, პირის ღრუს ანთება, მათ შორის აფტოზების განვითარება, ხმის იოგების ანთება, საყლაპავის წყლული, პანკრეატიტი, მომატებული არტერიული წნევა, სისხლძარღვების ანთება, თმის წვენა, წითელი, მეწამული ფერის გამონაყარი, კანის შეშუპება (მზის სხივების მიმართ მომატებული მგრძნობელობის გამო), მძიმე გამონაყარი ბუშტუკებით, ეგზემა, დერმატიტი, ქავილი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი), ელვისებური ჰეპატიტი, ღვიძლის უკმარისობა და ღვიძლის სხვა მძიმე დარღვევები, თირკმელების მწვავე უკმარისობა, სისხლი შარდში, ცილა შარდში, ნეფროზული სინდრომი, ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტი, თირკმელების პაპილარული ნეკროზი.

სხვა რეაქციები უცნობი სიხშირით

ქსოვილის დაზიანება ინექციის ადგილზე.

თუ რომელიმე არასასურველი სამკურნალწამლო რეაქცია სერიოზულ სახეს იღებს, ან შენიშნავთ სხვა არასასურველ რეაქციას, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ

რომელიმე არასასურველი სამკურნალწამლო რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციას, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში.

ასევე, შეგიძლიათ გააგზავნოთ შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებათა ეროვნული სისტემის საშუალებით უშუალოდ წამლის აღმასრულებელ სააგენტოში, სოფია 1303, დამიან გრუევის ქუჩა 8; ტელეფონი: +359 2 8903417; ვებ-გვერდი: www.bda.bg.

არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინების გაგზავნით შეგიძლიათ დახმარება ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.

  • დიკლოფლექსი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარის შენახვის პირობები

25°C-მდე ტემპერატურაზე, მშრალ და სინათლისგან დაცულ ადგილზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

არ გამოიყენოთ მოცემული პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს შეფუთვაზე წარწერა ~ვარგისია~-ს შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

სამკურნალო საშუალებების კანალიზაციის მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად გადაგდება არ შეიძლება. არასაჭირო პრეპარატების უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს დიკლოფლექსი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარი

მოქმედი ნივთიერება: ნატრიუმის დიკლოფენაკი. ერთი 3 მლ ამპულა შეიცავს 75 მგ ნატრიუმის დიკლოფენაკს.

სხვა ინგრედიენტები (დამხმარე ნივთიერებები): პროპილენგლიკოლი, ბენზილის სპირტი, ეთანოლი 96%, ნატრიუმის მეტაბისულფიტი (E223), ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.

დიკლოფლექსი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა

დიკლოფლექსი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარი არის გამჭვირვალე, უფეროდან მკრთალი ფერის ხსნარი. თითოეულ მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 10 ამპულა 3 მლ საინექციო ხსნარით 5 მლ მოცულობის მინის ამპულაში ეტიკეტით, ჩანართთან ერთად.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი

სს ვეტპრომ,

ოტეც პაისის ქუჩა #26,

2400 ქ. რადომირი,

ბულგარეთი,

ტელ: 02 451 93 00,

ელ-ფოსტა: [email protected]

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

შპს დანჰსონ-ბგ,

2400 ქ. რადომირი,

ბულგარეთი,

ტელ: 02 451 93 00,

ელ-ფოსტა: [email protected]

მოცემული ჩანართის ბოლო რედაქტირების თარიღი: 2022 წლის სექტემბერი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა