პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები

დიკლომეკი

DiCLOMEC®

ურეცეპტოდ75მგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

დიკლომეკი 75 მგ ამპულაში არის საინექციო ხსნარი, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ნატრიუმის დიკლოფენაკს. დიკლომეკი მიეკუთვნება ე.წ. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების (ასაპ) ჯგუფს და გამოიყენება ტკივილის და ანთების შესამცირებლად. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
დიკლოფენაკი (diclofenac)
ფორმა და შეფუთვა
75მგ/3მლ 3მლ ი.მ. საინექციო ხსნარი მინის ამპულა №10
მწარმოებელი
Mefar İlaç San. A.Ş, თურქეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, ძმარმჟავას წარმოებულები და მონათესავე ნივთიერებები
ATC კოდი
M01AB05
რეგისტრაციის ნომერი
რ-035863
რეგისტრირებულია
14 ივლისი 2022, მოქმედებს 14 ივლისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს აბდი იბრაჰიმ ილაჩ სანაი ვე ტიკარეტ ანონიმ შირკეტის საქართველოს წარმომადგენლობა
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებადიკლომეკი და სხვა წამალი ერთად

დიკლომეკი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

დიკლომეკი 75 მგ ამპულაში არის საინექციო ხსნარი, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ნატრიუმის დიკლოფენაკს.

დიკლომეკი მიეკუთვნება ე.წ. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების (ასაპ) ჯგუფს და გამოიყენება ტკივილის და ანთების შესამცირებლად.

თითო კოლოფში მოთავსებულია 4 ან 10 ამპულა (ყოველ ამპულაში საინექციო ხსნარის 3 მლ).

დიკლომეკი, რომელიც შეყავთ კუნთში, გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

ოსტეოართრიტი, სახსრების ტკივილი და დეფორმაცია (რევმატოიდული ართრიტი), ზურგის, კისრის და გულმკერდის რიგიდულობასთან ასოცირებული მტკივნეული პროგრესირებადი რევმატიზმის ნიშნები და სიმპტომები (მაანკილოზებელი სპონდილიტი), მწვავე პოდაგრასთან დაკავშირებული სახსრების ანთებითი (მწვავე პოდაგრული ართრიტი) ნიშნები და სიმპტომები, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მწვავე ტკივილი, ოპერაციის შემდგომი ტკივილი (პოსტ–ოპერაციული ტკივილი) და მტკივნეული მენსტრუაციის (დისმენორეის) მკურნალობა.

გთხოვთ, მიმართოთ ექიმს, თუ გაქვთ შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ავლენს დიკლომეკი თავის ეფექტს ან რატომ არის იგი თქვენთვის დანიშნული.

მიღების წესი და დოზირება

ზუსტად დაიცავით თქვენი ექიმის მითითებები. არ გადააჭარბოთ რეკომენდებული დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა.

მითითებები გამოყენების წესის და დოზირების/სიხშირის შესახებ:

არ გადააჭარბოთ ექიმის მიერ დანიშნულ რეკომენდებულ დოზას. მნიშვნელოვანია, რომ პრეპარატი მიიღოთ იმ მინიმალური დოზით, რაც საკმარისია ტკივილის გასაკონტროლებლად, და არ მიიღოთ იგი საჭიროზე მეტი ხნის განმავლობაში.

ექიმი გაცნობებთ დიკლომეკის საინექციო ხსნარის რა დოზა უნდა მიიღოთ. მკურნალობაზე რეაქციის მიხედვით მკურნალმა ექიმმა შეიძლება გაზარდოს ან შეამციროს დოზა.

მოზრდილები:

მოზრდილებში პრეპარატის დოზა ჩვეულებრივ შეადგენს ერთ ამპულას დღეში, მაქსიმუმ ორი დღის განმავლობაში; ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს ორი ამპულა დღეში. საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს დიკლომეკის ტაბლეტებით.

გამოყენების წესი:

ხსნარის ამოღება უნდა მოხდეს ამპულიდან შპრიცში და ინიექცია გაკეთდეს ღრმად დუნდულა კუნთში.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვები:

დიკლომეკი არ გამოიყენება ბავშვებში და მოზარდებში (18 წლამდე).

ხანდაზმული პაციენტები:

ხანდაზმული პაციენტები შეიძლება უფრო მგრძნობიარენი იყვნენ დიკლომეკის ზემოქმედების მიმართ, ვიდრე მოზრდილი პაციენტები. მათ განსაკუთრებული ყურადღებით უნდა დაიცვან მკურნალი ექიმის მითითებები და მიიღონ უმცირესი დოზა დაავადების შესაბამისად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმულმა პაციენტებმა აცნობონ გვერდითი ეფექტების შესახებ უშუალოდ მკურნალ ექიმს.

განსაკუთრებული პოპულაციები:

თირკმლის უკმარისობა:

დიკლომეკი არ გამოიყენება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში სპეციალური კვლევები არ ჩატარებულა; შესაბამისად, დოზის კორექციის განსაკუთრებული რეკომენდაციები არ არსებობს. თქვენი ექიმი მოგცემთ მითითებას დიკლომეკის სათანადო გამოყენების შესახებ. თუ გაქვთ თირკმლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობა, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან.

ღვიძლის უკმარისობა:

დიკლომეკი არ გამოიყენება ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში სპეციალური კვლევები არ ჩატარებულა; შესაბამისად, დოზის კორექციის განსაკუთრებული რეკომენდაციები არ არსებობს. თქვენი ექიმი მოგცემთ მითითებას დიკლომეკის სათანადო გამოყენების შესახებ. თუ გაქვთ ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობა, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან.

თუ გრძნობთ, რომ დიკლომეკის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მიიღეთ საჭირო რაოდენობაზე მეტი დიკლომეკი

თუ შემთხვევით მიიღეთ საჭირო რაოდენობაზე მეტი დიკლომეკი, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრს. შესაძლებელია საჭირო გახდეს თქვენი ჰოსპიტალიზაცია. ჭარბი დოზირების სიმპტომები მოიცავს სმენის დაქვეითებას, სისუსტის შეგრძნებას ან შეუძლოდ ყოფნას და დიარეას.

თუ მიიღეთ საჭირო რაოდენობაზე მეტი დიკლომეკი, შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ დიკლომეკის მიღება

თუ დაგავიწყდათ დიკლომეკის მიღება, მიიღეთ იგი, როგორც კი გაგახსენდებათ.

არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით.

ეფექტები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს დიკლომეკის მკურნალობის შეწყვეტისას

არ განიხილება.

უკუჩვენებები

თუ:

ხართ ალერგიული დიკლოფენაკის, ნატრიუმის მეტაბისულფიტის (ანსულფიტის სხვა მარილების) ან დიკლომეკის რომელიმე სხვა დამხმარე ნივთიერების მიმართ, რაც მითითებულია ამ ფურცელი–ჩანართის დასაწყისში.

ოდესმე გქონიათ ალერგიული რეაქცია ანთებისა და ტკივილის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებების მიღების შემდეგ (მაგ., აცეტილსალიცილის მჟავა/ასპირინი, დიკლოფენაკი ან იბუპროფენი). ეს რეაქციები შეიძლება მოიცავდეს ასთმას, სურდოს, გამონაყარს კანზე, სახის შეშუპებას. არსებობს შეტყობინებები მძიმე, იშვიათად ფატალური რეაქციების განვითარების შესახებ პაციენტებში „არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების“ (NSAIDs) გამოყენებისას. თუ ფიქრობთ, რომ ხართ ალერგიული, მიმართეთ თქვენს ექიმს რჩევისთვის.

გაქვთ გადატანილი ოპერაცია კორონარულ არტერიებზე (აორტოკორონარული შუნტირება); პრეპარატი არ გამოიყენოთ ტკივილის სამკურნალოდ ოპერაციამდე, ოპერაციის შემდეგ და ოპერაციის დროს.

გაქვთ კუჭის ან ნაწლავის წყლული.

გაქვთ პერფორაცია ან სისხლდენა კუჭნაწლავიდან; ამ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს სისხლიანი ან შავი ფერის განავალი.

გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის მძიმე დაზიანება.

გაქვთ გულის მძიმე უკმარისობა.

ხართ ორსულად (ორსულობის ბოლო 3 თვე).

დიკლომეკის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს მდგომარეობები აღგენიშნებოდათ წარსულში. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, რამდენად შესაძლებელია ამ პრეპარატის დანიშვნა თქვენთვის.

ალერგიაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

განსაკუთრებული სიფრთხილით მიიღეთ დიკლომეკი

კარდიოვასკულარულ სისტემასთან დაკავშირებული რისკები

არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა შეიძლება გაზარდონ პოტენციურად ფატალური თრომბოზული (კოაგულაციასთან დაკავშირებული) მოვლენების, გულის შეტევისა და ინსულტის რისკი. ეს რისკი შეიძლება გაიზარდოს მკურნალობის ხანგრძლივობასთან ერთად. პაციენტები გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით ან გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკ-ფაქტორებით შეიძლება იყვნენ უფრო მაღალი რისკის ქვეშ.

არ შეიძლება დიკლომეკის გამოყენება ტკივილის სამკურნალოდ აორტოკორონარული შუნტირების წინ.

საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული რისკები

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება იწვევს სერიოზულ გვერდით ეფექტებს, როგორიცაა სისხლდენა, წყლულები, კუჭის ან ნაწლავების პერფორაცია, რაც შეიძლება ფატალური იყოს. ეს არასასურველი ეფექტები შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ დროს, წინასწარი გამაფრთხილებელი სიმპტომებით ან მათ გარეშე. ხანდაზმული პაციენტები ამ სერიოზული ეფექტების უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან.

შეატყობინეთ ექიმს, თუ თქვენ გაწუხებთ რომელიმე ქვემოთ მითითებული დაავადება.

დიკლოფენაკით მკურნალობის დაწყება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორები (მაგალითად, მაღალი წნევა, სისხლში ლიპიდების [ქოლესტერინი, ტრიგლიცერიდები] მომატებული დონე, დიაბეტი, მოწევა), უნდა მოხდეს მხოლოდ მათი მდგომარეობის დეტალური შეფასების შემდეგ. რისკი განსაკუთრებით იზრდება დიკლოფენაკის მაღალი დოზების (150 მგ დღეში) ხანგრძლივი გამოყენებისას. შესაბამისად, პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული რაც შეიძლება ხანმოკლე დროის განმავლობაში და ყველაზე დაბალი ეფექტური დღიური დოზით. სიმპტომური მკურნალობის საჭიროება და მკურნალობაზე პაციენტის პასუხი პერიოდულად განმეორებით უნდა შეფასდეს ექიმის მიერ.

თუ თქვენ დადგენილი გაქვთ გულის ან სისხლძარღვების დაავადება (იგივე კარდიოვასკულარული დაავადება, მაღალი არტერიული წნევის ჩათვლით, რომელიც არ ექვემდებარება კონტროლს, გულის შეგუბებითი უკმარისობა [მდგომარეობა, როდესაც გული ვერ ტუმბავს ადექვატური რაოდენობის სისხლს სხეულის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად], გულის იშემიური დაავადება [სისხლძარღვების შევიწროება, რომლებიც გულს აწვდიან ჟანგბადს და სისხლს], პერიფერიული არტერიული დაავადება [არტერიების შევიწროება და, შედეგად, არაადექვატური სისხლის მიმოქცევა სხეულის გარკვეულ უბნებში]), დიკლომეკით მკურნალობა ზოგადად არ არის რეკომენდებული. თუ თქვენ დადგენილი გაქვთ გულის დაავადება ან გაქვთ კარდიოვასკულარული რისკ-ფაქტორი და მკურნალობთ დიკლომეკით 4 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, თქვენი ექიმი გადაწყვეტს გაგრძელდეს თუ არა დიკლომეკით მკურნალობა.

კარდიოვასკულარული გვერდითი მოვლენების რისკის შესამცირებლად მნიშვნელოვანია დიკლომეკის ყველაზე დაბალი დოზა, რომელიც შეგიმსუბუქებთ ტკივილს/შეშუპებას, მიიღოთ უმოკლესი დროის განმავლობაში.

თუ დიკლომეკის გამოყენება ხდება სხვა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან (მათ შორის, აცეტილსალიცილის მჟავა/ასპირინი, კორტიკოსტეროიდები [კორტიზონი და მსგავსი პრეპარატები], ანტიკოაგულანტები და ანტიდეპრესანტები, სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები [SSRIs]) ერთად (იხ. „სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენება").

თუ გაქვთ ასთმა ან თივის ცხელება (სეზონური ალერგიული რინიტი).

თუ გქონიათ კუჭ-ნაწლავის დაავადებები, როგორიცაა კუჭის წყლული, კუჭიდან სისხლდენა ან მუქი ფერის განავალი, ანამნეზში გასტრიტი ან გულძმარვა ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღების შემდეგ.

მსხვილი ნაწლავის ანთების (წყლულოვანი კოლიტი) ან ნაწლავების სისტემური ანთების (კრონის დაავადება) შემთხვევაში.

თუ გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის დაავადება.

თუ სავარაუდოა, რომ გაქვთ ორგანიზმში სითხის ნაკლებობა (მაგალითად, დიარეის შედეგად, ფართო ქირურგიული ოპერაციის წინ ან მის შემდეგ).

თუ გაქვთ ფეხების შეშუპება.

თუ გაქვთ დაავადება, რომელიც მიმდინარეობს სისხლდენით, ან სისხლთან დაკავშირებული სხვა მდგომარეობა (მათ შორის პორფირია, ღვიძლის აშლილობის იშვიათი შემთხვევა).

თუ გაქვთ შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები ან მსგავსი დარღვევები.

გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან თუ ზემოთ აღწერილი მდგომარეობები გქონდათ თუნდაც წარსულში.

თუ დიკლომეკით მკურნალობის პერიოდში გულის ან სისხლძარღვების მხრივ გაგიჩნდებათ პათოლოგიური ნიშნები ან სიმპტომები, როგორიცაა ტკივილი გულმკერდში, ქოშინი, სისუსტე ან მეტყველების გაძნელება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

დიკლომეკმა შეიძლება შეამციროს ინფექციის სიმპტომები, მაგალითად, როგორიცაა თავის ტკივილი და მაღალი ტემპერატურა, და შესაბამისად გაართულოს ინფექციის გამოვლენა და ხელი შეუშალოს სათანადო მკურნალობის ჩატარებას. თუ თავს ცუდად გრძნობთ და აპირებთ ექიმთან ვიზიტს, აუცილებლად შეატყობინეთ მას, რომ ღებულობთ დიკლომეკს.

როგორც სხვა ტკივილის, ცხელების და ანთების საწინააღმდეგო საშუალებების შემთხვევაში, დიკლომეკმა შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის ფუნქციის ტესტების გარკვეული ცვლილებები. ყურადღება უნდა მიექცეს ნიშნებსა და სიმპტომებს, რომლებიც მიუთითებს ღვიძლის ფუნქციის გაუარესებაზე (გულისრევა, სისუსტე, ძილიანობა, ქავილი, სიყვითლე, ტკივილი მუცლის ზედა მარჯვენა ნაწილში, გრიპისმაგვარი სიმპტომები). სიფრთხილეა საჭირო ღვიძლის მძიმე დარღვევების, მათ შორის სიყვითლისა და ჰეპატიტის მიმართ.

ძალიან იშვიათ შემთხვევებში, ისევე როგორც სხვა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა, დიკლომეკმაც შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ალერგიული რეაქციები (მაგალითად, გამონაყარი).

თუ ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნებიდან გამოგივლინდათ რომელიმე, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

დიკლომეკის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

არ განიხილება.

სიფრთხილის ზომები

მკაცრად დაიცავით ექიმის ყველა მითითება. ეს მითითებები შეიძლება განსხვავდებოდეს ამ ფურცელ–ჩანართში მოცემული ზოგადი ინფორმაციისგან.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

თუ ხართ ორსულად ან თუ ფიქრობთ, რომ შესაძლებელია იყოთ ორსულად, შეატყობინეთ თქვენს ექიმს.

არ გამოიყენოთ დიკლომეკი ორსულობის დროს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს მკაცრად აუცილებელია.

სხვა ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მსგავსად, დიკლომეკი არ უნდა გამოიყენოთ ორსულობის ბოლო სამი თვის განმავლობაში, რადგან ეს შეიძლება იყოს საზიანო თქვენი ბავშვისთვის ან გამოიწვიოს პრობლემები მშობიარობის დროს.

დიკლომეკის გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუშალოს დაორსულებას. თუ გეგმავთ ორსულობას ან გაქვთ ორსულობასთან დაკავშირებული პრობლემები, არ გამოიყენოთ დიკლომეკი, თუ ეს არ არის აუცილებელი.

თუ მკურნალობის დროს აღმოაჩენთ, რომ ხართ ორსულად, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

ამ პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს.

თუ მკურნალობთ დიკლომეკით, ძუძუთი კვება დაუშვებელია, რადგან ეს შეიძლება საზიანო იყოს თქვენი ბავშვისთვის.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პაციენტებში, რომლებიც იღებენ დიკლომეკს, იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა მხედველობის დარღვევა, თავბრუსხვევა ან ძილიანობა. თუ შენიშნავთ ამ გვერდითი ეფექტების გამოვლენას, არ მართოთ ავტომობილი, არ გამოიყენოთ მექანიზებმი და არ განახორციელოთ აქტივობა, რომელიც მოითხოვს სიფხიზლეს. დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ გამოგივლინდებათ ამ სახის გვერდითი ეფექტები.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია დიკლომეკის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

დიკლომეკი შეიცავს ნატრიუმის მეტაბისულფიტს. იშვიათად მან შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ალერგიული რეაქციები და ბრონქების შევიწროების ეფექტი.

დიკლომეკი შეიცავს პროპილენგლიკოლს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალკოჰოლის მსგავსი ეფექტი.

დიკლომეკის თითოეული ამპულა შეიცავს 120 მგ ბენზილის სპირტს. არ გამოიყენება დღენაკლულ და ახალშობილ ბავშვებში. ახალშობილებში და 3 წლამდე ასაკის ბავშვებში შეიძლება გამოიწვიოს ტოქსიკური და ალერგიული რეაქციები.

პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ–ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს ერთ ინიექციაში, შესაბამისად შეიძლება მივიჩნოთ, რომ პრეპარატი ნატრიუმისგან თავისუფალია.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენება

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ღებულობთ ქვემოთ მითითებული საშუალებებიდან რომელიმეს:

ლითიუმი ან სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (SSRIs); (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ზოგიერთი ტიპის დეპრესიის სამკურნალოდ).

დიგოქსინი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება გულის დაავადებების სამკურნალოდ).

მიფეპრისტონი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება არასასურველი ორსულობის შესაწყვეტად).

დიურეტიკები (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება შარდის რაოდენობის გასაზრდელად).

აგფ ინჰიბიტორები ან ბეტა-ბლოკატორები (პრეპარატების ჯგუფები, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის და გულის უკმარისობის სამკურნალოდ).

ანთების საწინააღმდეგო სხვა პრეპარატები (როგორიცაა აცეტილსალიცილის მჟავა/ასპირინი ან იბუპროფენი).

კორტიკოსტეროიდები (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ანთებით უბნებში ტკივილის მოსახსნელად).

ანტიკოაგულანტები (პრეპარატები, როგორიცაა ვარფარინი და სხვა, რომლებიც გამოიყენება სისხლის კოაგულაციის პროფილაქტიკისთვის).

დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები (ინსულინის გარდა).

მეთოტრექსატი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ზოგიერთი ტიპის ავთვისებიანი წარმონაქმნების ან ართრიტის სამკურნალოდ).

ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი (პრეპარატები, რომლებიც ძირითადად გამოიყენება ორგანოთა ტრანსპლანტაციის შემდეგ).

ტრიმეტოპრიმი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება საშარდე გზების ინფექციების პროფილაქტიკისა და სამკურნალოდ).

ქინოლონის ანტიბიოტიკები (ინფექციებისთვის).

ვორიკონაზოლი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ).

ფენიტოინი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება კრუნჩხვების სამკურნალოდ).

კოლესტიპოლი/ქოლესტირამინი (ქოლესტერინის შესამცირებლად გამოსაყენებელი პრეპარატები).

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ ან ბოლო დროს მიგიღიათ ნებისმიერი სხვა რეცეპტით ან რეცეპტის გარეშე გასაცემი პრეპარატები.

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა პრეპარატმა, დიკლომეკმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მისი კომპონენტების მიმართ მგრძნობიარე პაციენტებში.

თუ თქვენ გამოგივლინდათ ქვემოთ მითითებული სიმპტომებიდან რომელიმე, შეწყვიტეთ დიკლომეკის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრს.

სახის შეშუპება (შეშუპება) და ანგიონევროზული შეშუპება (სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება).

ეს გვერდითი ეფექტი ძალიან სერიოზული ხასიათისაა. თუ თქვენ გამოგივლინდათ ერთერთი მათგანი, ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია დიკლომეკზე. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია. ყველა ეს სერიოზული გვერდითი ეფექტები ვლინდება ძალიან იშვიათად.

სხვა გვერდითი ეფექტები ჩამოთვლილია შემდეგ კატეგორიების მიხედვით:

ძალიან ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1 პაციენტში მაინც.

ხშირი: 1-ზე ნაკლები 10 პაციენტში, მაგრამ 1-ზე მეტი 100 პაციენტში.

არახშირი: 1-ზე ნაკლები 100 პაციენტში, მაგრამ 1-ზე მეტი 1000 პაციენტში.

იშვიათი: 1-ზე ნაკლები 1000 პაციენტში, მაგრამ 1-ზე მეტი 10000 პაციენტში.

ძალიან იშვიათი: 1-ზე ნაკლები 10000 პაციენტში.

უცნობია: არსებული მონაცემების მიხედვით სიხშირის დადგენა შეუძლებელია.

ხშირი

თავის ტკივილი,

თავბრუსხვევა,

ვერტიგო (წონასწორობის დარღვევით გამოწვეული თავბრუსხვევა),

გულისრევა,

ღებინება,

დიარეა,

საჭმლის მონელების დარღვევა (დისპეფსია, საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ სიმპტომები),

მუცლის ტკივილი,

შებერილობა,

მადის დაქვეითება,

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (მაგალითად, ტრანსამინაზების დონის მატება),

გამონაყარი კანზე,

ტკივილი და დაჭიმულობა შეყვანის ადგილზე,

გაღიზიანება შეყვანის ადგილას.

იშვიათი

სუნთქვისა და ყლაპვის გაძნელება, გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება, თავბრუსხვევა (ჰიპერმგრძნობელობა, ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციები),

სუნთქვის უეცარი გაძნელება და გულმკერდში შებოჭილობის შეგრძნება ხიხინითა და ხველებით (ასთმის სიმპტომები),

სისხლიანი ღებინება (ჰემატემეზი) და/ან შავი ან სისხლიანი განავალი (კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის ნიშანი),

სისხლიანი დიარეა,

შავი განავალი (ნაწლავიდან სისხლდენის ნიშანი, რომელსაც მელენას უწოდებენ),

კუჭის ტკივილი, გულისრევა (გასტროინტესტინური წყლულის ნიშნები),

კანის ან თვალის სკლერების ყვითლად შეფერვა (სიყვითლის ნიშნები), გულისრევა, მადის დაკარგვა, შარდის მუქი ფერი (ჰეპატიტის ნიშნები (ღვიძლის ანთება)/ღვიძლის უკმარისობა),

ძილიანობა (ჰიპერსომნიის ნიშანი),

კუჭის ტკივილი (გასტრიტის ნიშანი),

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა,

კანის ქავილი, გამონაყარი (ურტიკარიის ნიშნები [ჭინჭრის ციება])

ზოგადი შეშუპება (შეშუპების ნიშანი),

ნეკროზი შეყვანის ადგილზე,

ნაწლავის ტკივილი (ზოგჯერ ასოცირდება სისხლდენასთან და გამონადენთან).

ძალიან იშვიათი

უეცარი და ძლიერი თავის ტკივილი, გულისრევა, ძილიანობა, ძილიანობა, ლაპარაკის უუნარობა ან მეტყველების გაძნელება, ტუჩებისა და სახის სისუსტე ან დამბლა (ცერებროვასკულური მოვლენის ან ინსულტის სიმპტომები),

სპონტანური სისხლდენა ან სისხლჩაქცევები (თრომბოციტოპენიის ნიშნები, რაც გამოწვეულია თრომბოციტების რაოდენობის შემცირებით, რომლებიც აჩერებენ სისხლდენას),

მაღალი ტემპერატურა, ხშირი ინფექციები, მუდმივი ყელის ტკივილი (აგრანულოციტოზის ნიშნები, რაც გამოწვეულია ორგანიზმის ინფექციებისგან დაცვაში მონაწილე ზოგიერთი უჯრედის შემცირებით),

კისრის კუნთების რიგიდულობა, ცხელება, გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი (მენინგიტის ნიშანი, რომელსაც ასეპტიური მენინგიტი ეწოდება),

სუნთქვის უეცარი გაძნელება და მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში, ხიხინით ან ხველებით (ფილტვის ანთების ერთგვარი ნიშნები, რომელსაც ეწოდება პნევმონიტი),

ჰაერის უკმარისობა, წოლის დროს სუნთქვის გაძნელება, ტერფების ან ფეხების შეშუპება (გულის უკმარისობის ნიშნები)

შეშუპება, განსაკუთრებით სახის და ყელის არეში (ანგიონევროზული შეშუპების ნიშნები),

კრუნჩხვითი შეტევები (კრუნჩხვის ნიშანი),

ჰიპერტენზიის ან მაღალი არტერიული წნევის ნიშნები,

გამონაყარი, მეწამული-წითელი ლაქები, შემცივნება, ქავილი (ვასკულიტის [სისხლძარღვების ანთება] ნიშნები),

დიარეა, მუცლის ტკივილი, ცხელება, გულისრევა, ღებინება (კოლიტის ნიშნები, მათ შორის ჰემორაგიული კოლიტი (მსხვილი ნაწლავის ანთება), წყლულოვანი კოლიტის ან კრონის დაავადების გაუარესება),

ძლიერი ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში (პანკრეატიტის ნიშანი),

გრიპისმაგვარი სიმპტომები, დაღლილობა, კუნთების ტკივილი, სისხლის ანალიზში ღვიძლის ფერმენტების ზრდა (ღვიძლის დაავადების ნიშნები, მათ შორის ფულმინანტური ჰეპატიტი, ნეკროზული ჰეპატიტი, ღვიძლის უკმარისობა),

ბუშტუკები (ბულოზური დერმატიტის ნიშანი),

წითელი ან მეწამული ფერის კანი (სისხლძარღვის ანთების შესაძლო ნიშნები), კანზე გამონაყარი ბუშტუკებით, ბუშტუკები ტუჩებზე, თვალებზე, პირში, კანის ანთება, რომელსაც თან ახლავს აშრევება ან აქერცვლა (მულტიფორმული ერითემა ან სტივენს-ჯონსონი სინდრომი (ცხელების არსებობის შემთხვევაში) ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (სერიოზული დაავადება სითხოვანი ბუშტიკოვანი გამონაყარით კანზე).

კანზე გამონაყარი აშრევებაით ან აქერცვლით (ექსფოლიაციური დერმატიტის ნიშნები)

კანის ჰიპერმგრძნობელობა მზის მიმართ (ფოტომგრძნობელობის რეაქციის ნიშანი),

კანის მუქი წითელი ფერის დაზიანებები (პურპურის ან შენლეინ-ჰენოხის პურპურის ნიშანი, თუ აღნიშნული გამოწვეულია ალერგიით),

შეშუპება, სისუსტის შეგრძნება, არანორმალური შარდვა (თირკმელების მწვავე უკმარისობის ნიშნები),

შარდში ცილის მომატებული რაოდენობა (პროტეინურიის ნიშანი),

სახის ან მუცლის შეშუპება, მაღალი წნევა (ნეფროზული სინდრომის ნიშნები),

შარდის გამოყოფის მომატება ან დაქვეითება, ძილიანობა, დაბნეულობა, გულისრევა (ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტის ნიშნები),

დიურეზის ძლიერი დაქვეითება (თირკმლის პაპილარული ნეკროზის ნიშანი),

ერითროციტების მცირე რაოდენობა (ანემიის ნიშანი),

ლეიკოციტების მცირე რაოდენობა (ლეიკოპენიის ნიშანი),

დროის, სივრცის და მიმართულების აღქმის დარღვევა (დეზორიენტაცია),

დეპრესია,

ძილის პრობლემები (უძილობის ნიშნები),

ღამის კოშმარები,

ჰიპერმგრძნობელობა გარე გამაღიზიანებლების მიმართ,

შთოთვითი აზრები და განწყობა (ფსიქიკური აშლილობის ნიშნები),

ჩხვლეტა ან დაბუჟება ხელებსა და ფეხებში (პარესთეზიის ნიშნები),

მეხსიერების დაქვეითება (მეხსიერების დაქვეითების ნიშანი),

შფოთვა,

კრუნჩხვითი შეტევები (კრუნჩხვის ნიშანი),

გემოვნების დარღვევა (დისგევზიის ნიშნები)

სმენის დაქვეითება (სმენის დარღვევის ნიშნები),

მხედველობის დაქვეითება (მხედველობის დარღვევა, არამკაფიო მხედველობა, მხედველობის გაორების სიმპტომები),

ტინიტუსი,

ყაბზობა,

ტკივილი პირში (სტომატიტის ნიშნები (ანთება პირის ღრუში)),

შეშუპება, წითელი და მტკივნეული ენა (გლოსიტის ნიშნები [ენის ანთება]),

ეზოფაგური დარღვევა,

ზედა აბდომინალური ტკივილი, განსაკუთრებით ჭამის შემდეგ (ნაწლავის დიაფრაგმის სტრიქტურის წარმოქმნის ნიშნები),

ჰემოროიდი,

პალპიტაცია,

ტკივილი გულმკერდის არეში,

ქავილი, წითელი გამონაყარი და წვა (ეგზემის ნიშნები),

კანის სიწითლე (ერითემა),

თმის ცვენა (ალოპეცია),

ქავილი (პრურიტუსი),

სისხლი შარდში (ჰემატურია),

აბსცესი ინექციის ადგილას,

სექსუალური ლტოლვის დაქვეითება.

უცნობი

ძილიანობა (შეუძლოდ ყოფნა),

არარსებულის დანახვის ან მოსმენის მდგომარეობა (ჰალუცინაცია),

ემოციური აშლილობა,

სისუსტე,

მხედველობის ნერვის ანთება (ოპტიკური ნევრიტი).

თუ შენიშნავთ ამ გვერდით ეფექტებიდან რომელიმეს, აცნობეთ ექიმს.

თუ თქვენ იღებდით დიკლომეკს რამდენიმე კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, რეგულარულად უნდა განახორციელოთ ვიზიტი ექიმთან, რათა გამორიცხოთ ფარული გვერდითი მოვლენების არსებობა.

თუ გამოგივლინდათ ისეთი გევრდითი ეფექტი, რომელიც არ არის აღწერილი ამ ფურცელ–ჩანართში, გთხოვთ, შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შენახვის პირობები

შეინახეთ დიკლომეკი ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას მისივე შეფუთვაში.

ინახება ოთახის ტემპერატურაზე 250C–ის ქვემოთ, სინათლისგან დაცულ ადგილას.

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში.

გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ დიკლომეკი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

დიკლომეკი 75 მგ/3 მლ

ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულაში

პაციენტის საინფორმაციო ფურცელი-ჩანართი

დიკლომეკი 75 მგ/3 მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულაში

ინტრამუსკულარული გამოყენებისთვის

სტერილური

აქტიური ინგრედიენტი: თითო ამპულა შეიცავს 75 მგ ნატრიუმის დიკლოფენაკს.

დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი (E 223), ბენზილის სპირტი, პროპილენგლიკოლი, საინექციო წყალი, ნატრიუმის ჰიდროქსის pH–ის დასარეგულირებლად.

ამ პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ფურცელი-ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ფურცელი-ჩანართი. შესაძლოა თქვენ დაგჭირდეთ მისი კვლავ წაკითხვა.

თუ თქვენ რაიმე დამატებითი კითხვები გაქვთ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს პრეპარატი დანიშნულია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს.

ექიმთან ან კლინიკაში ვიზიტის დროს, შეატყობინეთ ექიმს, რომ ღებულობთ ამ პრეპარატს.

მკაცრად დაიცავით მოცემულ ფურცელ–ჩანართში არსებული მითითებები.

არ გამოიყენოთ პრეპარატის უფრო მაღალი ან უფრო დაბალი დოზა, ვიდრე ეს რეკომენდებულია თქვენთვის.

ამ ფურცელ-ჩანართში მოცემულია შემდეგი თავები:

  • რა არის დიკლომეკი და რისთვის გამოიყენება იგი?
  • რა უნდა იცოდეთ დიკლომეკის გამოყენებამდე
  • როგორ გამოიყენება დიკლომეკი?
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები
  • როგორ ინახება დიკლომეკი?
  • რა არის დიკლომეკი და რისთვის გამოიყენება იგი?

დიკლომეკი 75 მგ ამპულაში არის საინექციო ხსნარი, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ნატრიუმის დიკლოფენაკს.

დიკლომეკი მიეკუთვნება ე.წ. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების (ასაპ) ჯგუფს და გამოიყენება ტკივილის და ანთების შესამცირებლად.

თითო კოლოფში მოთავსებულია 4 ან 10 ამპულა (ყოველ ამპულაში საინექციო ხსნარის 3 მლ).

დიკლომეკი, რომელიც შეყავთ კუნთში, გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

ოსტეოართრიტი, სახსრების ტკივილი და დეფორმაცია (რევმატოიდული ართრიტი), ზურგის, კისრის და გულმკერდის რიგიდულობასთან ასოცირებული მტკივნეული პროგრესირებადი რევმატიზმის ნიშნები და სიმპტომები (მაანკილოზებელი სპონდილიტი), მწვავე პოდაგრასთან დაკავშირებული სახსრების ანთებითი (მწვავე პოდაგრული ართრიტი) ნიშნები და სიმპტომები, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მწვავე ტკივილი, ოპერაციის შემდგომი ტკივილი (პოსტ–ოპერაციული ტკივილი) და მტკივნეული მენსტრუაციის (დისმენორეის) მკურნალობა.

გთხოვთ, მიმართოთ ექიმს, თუ გაქვთ შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ავლენს დიკლომეკი თავის ეფექტს ან რატომ არის იგი თქვენთვის დანიშნული.

  • რა უნდა იცოდეთ დიკლომეკის გამოყენებამდე

მკაცრად დაიცავით ექიმის ყველა მითითება. ეს მითითებები შეიძლება განსხვავდებოდეს ამ ფურცელ–ჩანართში მოცემული ზოგადი ინფორმაციისგან.

არ გამოიყენოთ დიკლომეკი,

თუ:

ხართ ალერგიული დიკლოფენაკის, ნატრიუმის მეტაბისულფიტის (ანსულფიტის სხვა მარილების) ან დიკლომეკის რომელიმე სხვა დამხმარე ნივთიერების მიმართ, რაც მითითებულია ამ ფურცელი–ჩანართის დასაწყისში.

ოდესმე გქონიათ ალერგიული რეაქცია ანთებისა და ტკივილის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებების მიღების შემდეგ (მაგ., აცეტილსალიცილის მჟავა/ასპირინი, დიკლოფენაკი ან იბუპროფენი). ეს რეაქციები შეიძლება მოიცავდეს ასთმას, სურდოს, გამონაყარს კანზე, სახის შეშუპებას. არსებობს შეტყობინებები მძიმე, იშვიათად ფატალური რეაქციების განვითარების შესახებ პაციენტებში „არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების“ (NSAIDs) გამოყენებისას. თუ ფიქრობთ, რომ ხართ ალერგიული, მიმართეთ თქვენს ექიმს რჩევისთვის.

გაქვთ გადატანილი ოპერაცია კორონარულ არტერიებზე (აორტოკორონარული შუნტირება); პრეპარატი არ გამოიყენოთ ტკივილის სამკურნალოდ ოპერაციამდე, ოპერაციის შემდეგ და ოპერაციის დროს.

გაქვთ კუჭის ან ნაწლავის წყლული.

გაქვთ პერფორაცია ან სისხლდენა კუჭნაწლავიდან; ამ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს სისხლიანი ან შავი ფერის განავალი.

გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის მძიმე დაზიანება.

გაქვთ გულის მძიმე უკმარისობა.

ხართ ორსულად (ორსულობის ბოლო 3 თვე).

დიკლომეკის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს მდგომარეობები აღგენიშნებოდათ წარსულში. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, რამდენად შესაძლებელია ამ პრეპარატის დანიშვნა თქვენთვის.

ალერგიაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

განსაკუთრებული სიფრთხილით მიიღეთ დიკლომეკი

კარდიოვასკულარულ სისტემასთან დაკავშირებული რისკები

არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა შეიძლება გაზარდონ პოტენციურად ფატალური თრომბოზული (კოაგულაციასთან დაკავშირებული) მოვლენების, გულის შეტევისა და ინსულტის რისკი. ეს რისკი შეიძლება გაიზარდოს მკურნალობის ხანგრძლივობასთან ერთად. პაციენტები გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით ან გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკ-ფაქტორებით შეიძლება იყვნენ უფრო მაღალი რისკის ქვეშ.

არ შეიძლება დიკლომეკის გამოყენება ტკივილის სამკურნალოდ აორტოკორონარული შუნტირების წინ.

საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული რისკები

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება იწვევს სერიოზულ გვერდით ეფექტებს, როგორიცაა სისხლდენა, წყლულები, კუჭის ან ნაწლავების პერფორაცია, რაც შეიძლება ფატალური იყოს. ეს არასასურველი ეფექტები შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ დროს, წინასწარი გამაფრთხილებელი სიმპტომებით ან მათ გარეშე. ხანდაზმული პაციენტები ამ სერიოზული ეფექტების უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან.

შეატყობინეთ ექიმს, თუ თქვენ გაწუხებთ რომელიმე ქვემოთ მითითებული დაავადება.

დიკლოფენაკით მკურნალობის დაწყება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორები (მაგალითად, მაღალი წნევა, სისხლში ლიპიდების [ქოლესტერინი, ტრიგლიცერიდები] მომატებული დონე, დიაბეტი, მოწევა), უნდა მოხდეს მხოლოდ მათი მდგომარეობის დეტალური შეფასების შემდეგ. რისკი განსაკუთრებით იზრდება დიკლოფენაკის მაღალი დოზების (150 მგ დღეში) ხანგრძლივი გამოყენებისას. შესაბამისად, პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული რაც შეიძლება ხანმოკლე დროის განმავლობაში და ყველაზე დაბალი ეფექტური დღიური დოზით. სიმპტომური მკურნალობის საჭიროება და მკურნალობაზე პაციენტის პასუხი პერიოდულად განმეორებით უნდა შეფასდეს ექიმის მიერ.

თუ თქვენ დადგენილი გაქვთ გულის ან სისხლძარღვების დაავადება (იგივე კარდიოვასკულარული დაავადება, მაღალი არტერიული წნევის ჩათვლით, რომელიც არ ექვემდებარება კონტროლს, გულის შეგუბებითი უკმარისობა [მდგომარეობა, როდესაც გული ვერ ტუმბავს ადექვატური რაოდენობის სისხლს სხეულის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად], გულის იშემიური დაავადება [სისხლძარღვების შევიწროება, რომლებიც გულს აწვდიან ჟანგბადს და სისხლს], პერიფერიული არტერიული დაავადება [არტერიების შევიწროება და, შედეგად, არაადექვატური სისხლის მიმოქცევა სხეულის გარკვეულ უბნებში]), დიკლომეკით მკურნალობა ზოგადად არ არის რეკომენდებული. თუ თქვენ დადგენილი გაქვთ გულის დაავადება ან გაქვთ კარდიოვასკულარული რისკ-ფაქტორი და მკურნალობთ დიკლომეკით 4 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, თქვენი ექიმი გადაწყვეტს გაგრძელდეს თუ არა დიკლომეკით მკურნალობა.

კარდიოვასკულარული გვერდითი მოვლენების რისკის შესამცირებლად მნიშვნელოვანია დიკლომეკის ყველაზე დაბალი დოზა, რომელიც შეგიმსუბუქებთ ტკივილს/შეშუპებას, მიიღოთ უმოკლესი დროის განმავლობაში.

თუ დიკლომეკის გამოყენება ხდება სხვა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან (მათ შორის, აცეტილსალიცილის მჟავა/ასპირინი, კორტიკოსტეროიდები [კორტიზონი და მსგავსი პრეპარატები], ანტიკოაგულანტები და ანტიდეპრესანტები, სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები [SSRIs]) ერთად (იხ. „სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენება").

თუ გაქვთ ასთმა ან თივის ცხელება (სეზონური ალერგიული რინიტი).

თუ გქონიათ კუჭ-ნაწლავის დაავადებები, როგორიცაა კუჭის წყლული, კუჭიდან სისხლდენა ან მუქი ფერის განავალი, ანამნეზში გასტრიტი ან გულძმარვა ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღების შემდეგ.

მსხვილი ნაწლავის ანთების (წყლულოვანი კოლიტი) ან ნაწლავების სისტემური ანთების (კრონის დაავადება) შემთხვევაში.

თუ გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის დაავადება.

თუ სავარაუდოა, რომ გაქვთ ორგანიზმში სითხის ნაკლებობა (მაგალითად, დიარეის შედეგად, ფართო ქირურგიული ოპერაციის წინ ან მის შემდეგ).

თუ გაქვთ ფეხების შეშუპება.

თუ გაქვთ დაავადება, რომელიც მიმდინარეობს სისხლდენით, ან სისხლთან დაკავშირებული სხვა მდგომარეობა (მათ შორის პორფირია, ღვიძლის აშლილობის იშვიათი შემთხვევა).

თუ გაქვთ შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები ან მსგავსი დარღვევები.

გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან თუ ზემოთ აღწერილი მდგომარეობები გქონდათ თუნდაც წარსულში.

თუ დიკლომეკით მკურნალობის პერიოდში გულის ან სისხლძარღვების მხრივ გაგიჩნდებათ პათოლოგიური ნიშნები ან სიმპტომები, როგორიცაა ტკივილი გულმკერდში, ქოშინი, სისუსტე ან მეტყველების გაძნელება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

დიკლომეკმა შეიძლება შეამციროს ინფექციის სიმპტომები, მაგალითად, როგორიცაა თავის ტკივილი და მაღალი ტემპერატურა, და შესაბამისად გაართულოს ინფექციის გამოვლენა და ხელი შეუშალოს სათანადო მკურნალობის ჩატარებას. თუ თავს ცუდად გრძნობთ და აპირებთ ექიმთან ვიზიტს, აუცილებლად შეატყობინეთ მას, რომ ღებულობთ დიკლომეკს.

როგორც სხვა ტკივილის, ცხელების და ანთების საწინააღმდეგო საშუალებების შემთხვევაში, დიკლომეკმა შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის ფუნქციის ტესტების გარკვეული ცვლილებები. ყურადღება უნდა მიექცეს ნიშნებსა და სიმპტომებს, რომლებიც მიუთითებს ღვიძლის ფუნქციის გაუარესებაზე (გულისრევა, სისუსტე, ძილიანობა, ქავილი, სიყვითლე, ტკივილი მუცლის ზედა მარჯვენა ნაწილში, გრიპისმაგვარი სიმპტომები). სიფრთხილეა საჭირო ღვიძლის მძიმე დარღვევების, მათ შორის სიყვითლისა და ჰეპატიტის მიმართ.

ძალიან იშვიათ შემთხვევებში, ისევე როგორც სხვა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა, დიკლომეკმაც შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ალერგიული რეაქციები (მაგალითად, გამონაყარი).

თუ ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნებიდან გამოგივლინდათ რომელიმე, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

დიკლომეკის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

არ განიხილება.

ორსულობა

პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

თუ ხართ ორსულად ან თუ ფიქრობთ, რომ შესაძლებელია იყოთ ორსულად, შეატყობინეთ თქვენს ექიმს.

არ გამოიყენოთ დიკლომეკი ორსულობის დროს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს მკაცრად აუცილებელია.

სხვა ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მსგავსად, დიკლომეკი არ უნდა გამოიყენოთ ორსულობის ბოლო სამი თვის განმავლობაში, რადგან ეს შეიძლება იყოს საზიანო თქვენი ბავშვისთვის ან გამოიწვიოს პრობლემები მშობიარობის დროს.

დიკლომეკის გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუშალოს დაორსულებას. თუ გეგმავთ ორსულობას ან გაქვთ ორსულობასთან დაკავშირებული პრობლემები, არ გამოიყენოთ დიკლომეკი, თუ ეს არ არის აუცილებელი.

თუ მკურნალობის დროს აღმოაჩენთ, რომ ხართ ორსულად, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

ამ პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს.

თუ მკურნალობთ დიკლომეკით, ძუძუთი კვება დაუშვებელია, რადგან ეს შეიძლება საზიანო იყოს თქვენი ბავშვისთვის.

ავტომობილების მართვა და მექანიზმების გამოყენება

პაციენტებში, რომლებიც იღებენ დიკლომეკს, იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა მხედველობის დარღვევა, თავბრუსხვევა ან ძილიანობა. თუ შენიშნავთ ამ გვერდითი ეფექტების გამოვლენას, არ მართოთ ავტომობილი, არ გამოიყენოთ მექანიზებმი და არ განახორციელოთ აქტივობა, რომელიც მოითხოვს სიფხიზლეს. დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ გამოგივლინდებათ ამ სახის გვერდითი ეფექტები.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია დიკლომეკის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

დიკლომეკი შეიცავს ნატრიუმის მეტაბისულფიტს. იშვიათად მან შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ალერგიული რეაქციები და ბრონქების შევიწროების ეფექტი.

დიკლომეკი შეიცავს პროპილენგლიკოლს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალკოჰოლის მსგავსი ეფექტი.

დიკლომეკის თითოეული ამპულა შეიცავს 120 მგ ბენზილის სპირტს. არ გამოიყენება დღენაკლულ და ახალშობილ ბავშვებში. ახალშობილებში და 3 წლამდე ასაკის ბავშვებში შეიძლება გამოიწვიოს ტოქსიკური და ალერგიული რეაქციები.

პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ–ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს ერთ ინიექციაში, შესაბამისად შეიძლება მივიჩნოთ, რომ პრეპარატი ნატრიუმისგან თავისუფალია.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენება

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ღებულობთ ქვემოთ მითითებული საშუალებებიდან რომელიმეს:

ლითიუმი ან სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (SSRIs); (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ზოგიერთი ტიპის დეპრესიის სამკურნალოდ).

დიგოქსინი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება გულის დაავადებების სამკურნალოდ).

მიფეპრისტონი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება არასასურველი ორსულობის შესაწყვეტად).

დიურეტიკები (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება შარდის რაოდენობის გასაზრდელად).

აგფ ინჰიბიტორები ან ბეტა-ბლოკატორები (პრეპარატების ჯგუფები, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის და გულის უკმარისობის სამკურნალოდ).

ანთების საწინააღმდეგო სხვა პრეპარატები (როგორიცაა აცეტილსალიცილის მჟავა/ასპირინი ან იბუპროფენი).

კორტიკოსტეროიდები (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ანთებით უბნებში ტკივილის მოსახსნელად).

ანტიკოაგულანტები (პრეპარატები, როგორიცაა ვარფარინი და სხვა, რომლებიც გამოიყენება სისხლის კოაგულაციის პროფილაქტიკისთვის).

დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები (ინსულინის გარდა).

მეთოტრექსატი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ზოგიერთი ტიპის ავთვისებიანი წარმონაქმნების ან ართრიტის სამკურნალოდ).

ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი (პრეპარატები, რომლებიც ძირითადად გამოიყენება ორგანოთა ტრანსპლანტაციის შემდეგ).

ტრიმეტოპრიმი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება საშარდე გზების ინფექციების პროფილაქტიკისა და სამკურნალოდ).

ქინოლონის ანტიბიოტიკები (ინფექციებისთვის).

ვორიკონაზოლი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ).

ფენიტოინი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება კრუნჩხვების სამკურნალოდ).

კოლესტიპოლი/ქოლესტირამინი (ქოლესტერინის შესამცირებლად გამოსაყენებელი პრეპარატები).

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ ან ბოლო დროს მიგიღიათ ნებისმიერი სხვა რეცეპტით ან რეცეპტის გარეშე გასაცემი პრეპარატები.

  • როგორ გამოიყენება დიკლომეკი?

ზუსტად დაიცავით თქვენი ექიმის მითითებები. არ გადააჭარბოთ რეკომენდებული დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა.

მითითებები გამოყენების წესის და დოზირების/სიხშირის შესახებ:

არ გადააჭარბოთ ექიმის მიერ დანიშნულ რეკომენდებულ დოზას. მნიშვნელოვანია, რომ პრეპარატი მიიღოთ იმ მინიმალური დოზით, რაც საკმარისია ტკივილის გასაკონტროლებლად, და არ მიიღოთ იგი საჭიროზე მეტი ხნის განმავლობაში.

ექიმი გაცნობებთ დიკლომეკის საინექციო ხსნარის რა დოზა უნდა მიიღოთ. მკურნალობაზე რეაქციის მიხედვით მკურნალმა ექიმმა შეიძლება გაზარდოს ან შეამციროს დოზა.

მოზრდილები:

მოზრდილებში პრეპარატის დოზა ჩვეულებრივ შეადგენს ერთ ამპულას დღეში, მაქსიმუმ ორი დღის განმავლობაში; ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს ორი ამპულა დღეში. საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს დიკლომეკის ტაბლეტებით.

გამოყენების წესი:

ხსნარის ამოღება უნდა მოხდეს ამპულიდან შპრიცში და ინიექცია გაკეთდეს ღრმად დუნდულა კუნთში.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვები:

დიკლომეკი არ გამოიყენება ბავშვებში და მოზარდებში (18 წლამდე).

ხანდაზმული პაციენტები:

ხანდაზმული პაციენტები შეიძლება უფრო მგრძნობიარენი იყვნენ დიკლომეკის ზემოქმედების მიმართ, ვიდრე მოზრდილი პაციენტები. მათ განსაკუთრებული ყურადღებით უნდა დაიცვან მკურნალი ექიმის მითითებები და მიიღონ უმცირესი დოზა დაავადების შესაბამისად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმულმა პაციენტებმა აცნობონ გვერდითი ეფექტების შესახებ უშუალოდ მკურნალ ექიმს.

განსაკუთრებული პოპულაციები:

თირკმლის უკმარისობა:

დიკლომეკი არ გამოიყენება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში სპეციალური კვლევები არ ჩატარებულა; შესაბამისად, დოზის კორექციის განსაკუთრებული რეკომენდაციები არ არსებობს. თქვენი ექიმი მოგცემთ მითითებას დიკლომეკის სათანადო გამოყენების შესახებ. თუ გაქვთ თირკმლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობა, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან.

ღვიძლის უკმარისობა:

დიკლომეკი არ გამოიყენება ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში სპეციალური კვლევები არ ჩატარებულა; შესაბამისად, დოზის კორექციის განსაკუთრებული რეკომენდაციები არ არსებობს. თქვენი ექიმი მოგცემთ მითითებას დიკლომეკის სათანადო გამოყენების შესახებ. თუ გაქვთ ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობა, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან.

თუ გრძნობთ, რომ დიკლომეკის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მიიღეთ საჭირო რაოდენობაზე მეტი დიკლომეკი

თუ შემთხვევით მიიღეთ საჭირო რაოდენობაზე მეტი დიკლომეკი, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრს. შესაძლებელია საჭირო გახდეს თქვენი ჰოსპიტალიზაცია. ჭარბი დოზირების სიმპტომები მოიცავს სმენის დაქვეითებას, სისუსტის შეგრძნებას ან შეუძლოდ ყოფნას და დიარეას.

თუ მიიღეთ საჭირო რაოდენობაზე მეტი დიკლომეკი, შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ დიკლომეკის მიღება

თუ დაგავიწყდათ დიკლომეკის მიღება, მიიღეთ იგი, როგორც კი გაგახსენდებათ.

არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით.

ეფექტები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს დიკლომეკის მკურნალობის შეწყვეტისას

არ განიხილება.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა პრეპარატმა, დიკლომეკმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მისი კომპონენტების მიმართ მგრძნობიარე პაციენტებში.

თუ თქვენ გამოგივლინდათ ქვემოთ მითითებული სიმპტომებიდან რომელიმე, შეწყვიტეთ დიკლომეკის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრს.

სახის შეშუპება (შეშუპება) და ანგიონევროზული შეშუპება (სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება).

ეს გვერდითი ეფექტი ძალიან სერიოზული ხასიათისაა. თუ თქვენ გამოგივლინდათ ერთერთი მათგანი, ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია დიკლომეკზე. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია. ყველა ეს სერიოზული გვერდითი ეფექტები ვლინდება ძალიან იშვიათად.

სხვა გვერდითი ეფექტები ჩამოთვლილია შემდეგ კატეგორიების მიხედვით:

ძალიან ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1 პაციენტში მაინც.

ხშირი: 1-ზე ნაკლები 10 პაციენტში, მაგრამ 1-ზე მეტი 100 პაციენტში.

არახშირი: 1-ზე ნაკლები 100 პაციენტში, მაგრამ 1-ზე მეტი 1000 პაციენტში.

იშვიათი: 1-ზე ნაკლები 1000 პაციენტში, მაგრამ 1-ზე მეტი 10000 პაციენტში.

ძალიან იშვიათი: 1-ზე ნაკლები 10000 პაციენტში.

უცნობია: არსებული მონაცემების მიხედვით სიხშირის დადგენა შეუძლებელია.

ხშირი

თავის ტკივილი,

თავბრუსხვევა,

ვერტიგო (წონასწორობის დარღვევით გამოწვეული თავბრუსხვევა),

გულისრევა,

ღებინება,

დიარეა,

საჭმლის მონელების დარღვევა (დისპეფსია, საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ სიმპტომები),

მუცლის ტკივილი,

შებერილობა,

მადის დაქვეითება,

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (მაგალითად, ტრანსამინაზების დონის მატება),

გამონაყარი კანზე,

ტკივილი და დაჭიმულობა შეყვანის ადგილზე,

გაღიზიანება შეყვანის ადგილას.

იშვიათი

სუნთქვისა და ყლაპვის გაძნელება, გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება, თავბრუსხვევა (ჰიპერმგრძნობელობა, ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციები),

სუნთქვის უეცარი გაძნელება და გულმკერდში შებოჭილობის შეგრძნება ხიხინითა და ხველებით (ასთმის სიმპტომები),

სისხლიანი ღებინება (ჰემატემეზი) და/ან შავი ან სისხლიანი განავალი (კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის ნიშანი),

სისხლიანი დიარეა,

შავი განავალი (ნაწლავიდან სისხლდენის ნიშანი, რომელსაც მელენას უწოდებენ),

კუჭის ტკივილი, გულისრევა (გასტროინტესტინური წყლულის ნიშნები),

კანის ან თვალის სკლერების ყვითლად შეფერვა (სიყვითლის ნიშნები), გულისრევა, მადის დაკარგვა, შარდის მუქი ფერი (ჰეპატიტის ნიშნები (ღვიძლის ანთება)/ღვიძლის უკმარისობა),

ძილიანობა (ჰიპერსომნიის ნიშანი),

კუჭის ტკივილი (გასტრიტის ნიშანი),

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა,

კანის ქავილი, გამონაყარი (ურტიკარიის ნიშნები [ჭინჭრის ციება])

ზოგადი შეშუპება (შეშუპების ნიშანი),

ნეკროზი შეყვანის ადგილზე,

ნაწლავის ტკივილი (ზოგჯერ ასოცირდება სისხლდენასთან და გამონადენთან).

ძალიან იშვიათი

უეცარი და ძლიერი თავის ტკივილი, გულისრევა, ძილიანობა, ძილიანობა, ლაპარაკის უუნარობა ან მეტყველების გაძნელება, ტუჩებისა და სახის სისუსტე ან დამბლა (ცერებროვასკულური მოვლენის ან ინსულტის სიმპტომები),

სპონტანური სისხლდენა ან სისხლჩაქცევები (თრომბოციტოპენიის ნიშნები, რაც გამოწვეულია თრომბოციტების რაოდენობის შემცირებით, რომლებიც აჩერებენ სისხლდენას),

მაღალი ტემპერატურა, ხშირი ინფექციები, მუდმივი ყელის ტკივილი (აგრანულოციტოზის ნიშნები, რაც გამოწვეულია ორგანიზმის ინფექციებისგან დაცვაში მონაწილე ზოგიერთი უჯრედის შემცირებით),

კისრის კუნთების რიგიდულობა, ცხელება, გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი (მენინგიტის ნიშანი, რომელსაც ასეპტიური მენინგიტი ეწოდება),

სუნთქვის უეცარი გაძნელება და მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში, ხიხინით ან ხველებით (ფილტვის ანთების ერთგვარი ნიშნები, რომელსაც ეწოდება პნევმონიტი),

ჰაერის უკმარისობა, წოლის დროს სუნთქვის გაძნელება, ტერფების ან ფეხების შეშუპება (გულის უკმარისობის ნიშნები)

შეშუპება, განსაკუთრებით სახის და ყელის არეში (ანგიონევროზული შეშუპების ნიშნები),

კრუნჩხვითი შეტევები (კრუნჩხვის ნიშანი),

ჰიპერტენზიის ან მაღალი არტერიული წნევის ნიშნები,

გამონაყარი, მეწამული-წითელი ლაქები, შემცივნება, ქავილი (ვასკულიტის [სისხლძარღვების ანთება] ნიშნები),

დიარეა, მუცლის ტკივილი, ცხელება, გულისრევა, ღებინება (კოლიტის ნიშნები, მათ შორის ჰემორაგიული კოლიტი (მსხვილი ნაწლავის ანთება), წყლულოვანი კოლიტის ან კრონის დაავადების გაუარესება),

ძლიერი ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში (პანკრეატიტის ნიშანი),

გრიპისმაგვარი სიმპტომები, დაღლილობა, კუნთების ტკივილი, სისხლის ანალიზში ღვიძლის ფერმენტების ზრდა (ღვიძლის დაავადების ნიშნები, მათ შორის ფულმინანტური ჰეპატიტი, ნეკროზული ჰეპატიტი, ღვიძლის უკმარისობა),

ბუშტუკები (ბულოზური დერმატიტის ნიშანი),

წითელი ან მეწამული ფერის კანი (სისხლძარღვის ანთების შესაძლო ნიშნები), კანზე გამონაყარი ბუშტუკებით, ბუშტუკები ტუჩებზე, თვალებზე, პირში, კანის ანთება, რომელსაც თან ახლავს აშრევება ან აქერცვლა (მულტიფორმული ერითემა ან სტივენს-ჯონსონი სინდრომი (ცხელების არსებობის შემთხვევაში) ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (სერიოზული დაავადება სითხოვანი ბუშტიკოვანი გამონაყარით კანზე).

კანზე გამონაყარი აშრევებაით ან აქერცვლით (ექსფოლიაციური დერმატიტის ნიშნები)

კანის ჰიპერმგრძნობელობა მზის მიმართ (ფოტომგრძნობელობის რეაქციის ნიშანი),

კანის მუქი წითელი ფერის დაზიანებები (პურპურის ან შენლეინ-ჰენოხის პურპურის ნიშანი, თუ აღნიშნული გამოწვეულია ალერგიით),

შეშუპება, სისუსტის შეგრძნება, არანორმალური შარდვა (თირკმელების მწვავე უკმარისობის ნიშნები),

შარდში ცილის მომატებული რაოდენობა (პროტეინურიის ნიშანი),

სახის ან მუცლის შეშუპება, მაღალი წნევა (ნეფროზული სინდრომის ნიშნები),

შარდის გამოყოფის მომატება ან დაქვეითება, ძილიანობა, დაბნეულობა, გულისრევა (ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტის ნიშნები),

დიურეზის ძლიერი დაქვეითება (თირკმლის პაპილარული ნეკროზის ნიშანი),

ერითროციტების მცირე რაოდენობა (ანემიის ნიშანი),

ლეიკოციტების მცირე რაოდენობა (ლეიკოპენიის ნიშანი),

დროის, სივრცის და მიმართულების აღქმის დარღვევა (დეზორიენტაცია),

დეპრესია,

ძილის პრობლემები (უძილობის ნიშნები),

ღამის კოშმარები,

ჰიპერმგრძნობელობა გარე გამაღიზიანებლების მიმართ,

შთოთვითი აზრები და განწყობა (ფსიქიკური აშლილობის ნიშნები),

ჩხვლეტა ან დაბუჟება ხელებსა და ფეხებში (პარესთეზიის ნიშნები),

მეხსიერების დაქვეითება (მეხსიერების დაქვეითების ნიშანი),

შფოთვა,

კრუნჩხვითი შეტევები (კრუნჩხვის ნიშანი),

გემოვნების დარღვევა (დისგევზიის ნიშნები)

სმენის დაქვეითება (სმენის დარღვევის ნიშნები),

მხედველობის დაქვეითება (მხედველობის დარღვევა, არამკაფიო მხედველობა, მხედველობის გაორების სიმპტომები),

ტინიტუსი,

ყაბზობა,

ტკივილი პირში (სტომატიტის ნიშნები (ანთება პირის ღრუში)),

შეშუპება, წითელი და მტკივნეული ენა (გლოსიტის ნიშნები [ენის ანთება]),

ეზოფაგური დარღვევა,

ზედა აბდომინალური ტკივილი, განსაკუთრებით ჭამის შემდეგ (ნაწლავის დიაფრაგმის სტრიქტურის წარმოქმნის ნიშნები),

ჰემოროიდი,

პალპიტაცია,

ტკივილი გულმკერდის არეში,

ქავილი, წითელი გამონაყარი და წვა (ეგზემის ნიშნები),

კანის სიწითლე (ერითემა),

თმის ცვენა (ალოპეცია),

ქავილი (პრურიტუსი),

სისხლი შარდში (ჰემატურია),

აბსცესი ინექციის ადგილას,

სექსუალური ლტოლვის დაქვეითება.

უცნობი

ძილიანობა (შეუძლოდ ყოფნა),

არარსებულის დანახვის ან მოსმენის მდგომარეობა (ჰალუცინაცია),

ემოციური აშლილობა,

სისუსტე,

მხედველობის ნერვის ანთება (ოპტიკური ნევრიტი).

თუ შენიშნავთ ამ გვერდით ეფექტებიდან რომელიმეს, აცნობეთ ექიმს.

თუ თქვენ იღებდით დიკლომეკს რამდენიმე კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, რეგულარულად უნდა განახორციელოთ ვიზიტი ექიმთან, რათა გამორიცხოთ ფარული გვერდითი მოვლენების არსებობა.

თუ გამოგივლინდათ ისეთი გევრდითი ეფექტი, რომელიც არ არის აღწერილი ამ ფურცელ–ჩანართში, გთხოვთ, შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • როგორ ინახება დიკლომეკი?

შეინახეთ დიკლომეკი ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას მისივე შეფუთვაში.

ინახება ოთახის ტემპერატურაზე 250C–ის ქვემოთ, სინათლისგან დაცულ ადგილას.

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში.

გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ დიკლომეკი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.Ş.

Reşitpaşa Mah. Eski Büyükdere Cad. No: 4

34467 Maslak/Sarıyer/İstanbul

მწარმოებელი:

Mefar İlaç San. A.Ş.

Kurtköy / İstanbul

ეს ფურცელი–ჩანართი დამტკიცებულია 30.02.2020

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა