ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ხველისა და გაციების სამკურნალო პრეპარატები

ბრონჰო-სოლვანი 600მგ

BRONHO-SOLVAN 600mg

ურეცეპტოდინსტრუქცია ქართულადბულგარეთი
მოქმედი ნივთიერება
აცეტილცისტეინი (acetylcysteine)
ფორმა და შეფუთვა
600მგ ფხვნილი შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №10
მწარმოებელი
Fortex Nutraceuticals Ltd, ბულგარეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ხველისა და გაციების სამკურნალო პრეპარატები, მუკოლიზური საშუალებები
ATC კოდი
R05CB02
რეგისტრაციის ნომერი
რ-045155
რეგისტრირებულია
2 აპრილი 2026, მოქმედებს 2 აპრილი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „იმპექსფარმი“
ურთიერთქმედების შემოწმებაბრონჰო-სოლვანი 600მგ და სხვა წამალი ერთად

ბრონჰო-სოლვანი 600მგ — ინსტრუქცია ქართულად

მიღების წესი და დოზირება

ერთი პაკეტის შემადგენლობა იხსნება ერთ ჭიქა თბილ ან ცივ წყალში და ისე მიიღება.

ბრონჰოსოლვანის მუკოლიზური ეფექტი ძლიერდება ჭარბი რაოდენობის სითხის მიღებით.

პრეპარატი მიიღება ჭამის შემდეგ.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

ბრონჰოსოლვანის 600მგ პერორალური ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი პაკეტებში გამოიყენება 14 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში.

ბრონჰოსოლვანის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში

უკუჩვენებები

არ გადაყაროთ მედიკამენტები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერებში. მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს რჩევისთვის, თუ როგორ გაანადგუროთ გამოუყენებელი მედიკამენტი. ეს ზომები დაგეხმარებათ გარემოს დაცვაში.

  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

სიფრთხილის ზომები

ბრონჰოსოლვანის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, შემდეგ შემთხვევებში:

კანის ცვლილება. აღინიშნა კანის მძიმე რეაქციები, როგორიცაა მაგალითად, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ლაიელის სინდრომი, ძალიან იშვიათად აცეტილცისტეინის (ბრონჰოსოლვანის აქტიური ნივთიერების) მიღებასთან დაკავშირებით. კანსა და ლორწოვან გარსებში ახალი ცვლილებების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ სამედიცინო დამარებას და დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ აცეტილცისტეინის მიღება;

ბრონქიალური ასთმა;

კუჭის ან ნაწლავის წყლულები (კუჭ-ნაწლავის წყლული) წარსულში ან ამჟამად;

ჰიპერმგრძნობელობა ჰისტამინის მიმართ. ასეთ პაციენტებში ხანგრძლივი მკურნალობა არ არის რეკომენდებული, ვინაიდან აცეტილცისტეინი გავლენას ახდენს ჰისტამინის მეტაბოლიზმზე და შეიძლება გამოიწვიოს აუტანლობის სიმპტომები (მაგალითად, თავის ტკივილი, სურდო, ქავილი);

ამოხველების შეუძლებლობა. აცეტილცისტეინის გამოყენებამ, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, შეიძლება გამოიწვიოს ბრონქული სეკრეტის წარმოქმნის გაზრდა. ამოხველების გაძნელებისას თქვენმა ექიმმა საჭიროა მიიღოთ შესაბამისი ზომები.

ბრონჰოსოლვანის გამოყენება არ არის რეკომენდებული ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში, აზოტის შემცველი ნივთიერებების დამატებითი დოზის მიღების თავიდან ასაცილებლად.

ბავშვები და მოზარდები

ბრონჰოსოლვანი 600მგ პერორალურად მისაღები ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი, არ მიიღება 14 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები. ეს განსაკუთრებით ეხება:

ხველის შემამსუბუქებელი საშუალებები (ხველის საწინააღმდეგო პრეპარატები). აცეტილცისტეინის გამოყენება ხველის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად, შეიძლება გამოიწვიოს ნახველის საშიში დაგროვება ხველის რეფლექსის შემცირების გამო. ასეთი კომბინირებული თერაპიის გამოყენებამდე საჭიროა გულდასმითი დიაგნოსტიკა. აუცილებელია კონსულტაცია ექიმთან ამ კობინაციით მკურნალობის დაწყებამდე.

ანტიბიოტიკები. ანტიბიოტიკის აცეტილცისტეინზე ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად, ისინი მიიღება ცალ-ცალკე, ორსაათიანი ინტერვალით;

აქტივირებული ნახშირი. აქტივირებულ ნახშირს შეუძლია შეამციროს აცეტილცისტეინის მოქმედება;

ნიტროგლიცერინი. აცეტილცისტეინის გლიცეროლ-ტრინიტრატთან (ნიტროგლიცერინი) ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ნიტროგლიცერინის ვაზოდილატაციური და სისხლის გამათხელებელი ეფექტის გაძლიერება.

ბრონჰოსოლვანი საკვებთან, სასმელებთან და ალკოჰოლთან ერთად

პრეპარატი მიიღება ჭამის შემდეგ.

აცეტილცისტეინის მოქმედება ძლიერია ჭარბი რაოდენობის სითხის მიღებისას.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისთვის.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ ზემოქმედებს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

ბრონჰოსოლვანი შეიცავს:

მანიტოლი (E 421). შეიძლება ჰქონდეს სუსტად გამოხატული საფაღარათო მოქმედება;

ნატრიუმი. ბრონჰოსოლვანის თითო პაკეტი შეიცავს ძალიან ცოტა 1 მმოლ ნატრიუმს (23 მგ), ანუ შესაძლოა ითქვას, რომ პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.

  • როგორ მიიღება ბრონჰოსოლვანი

მიიღეთ პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ეს ინსტრუქციაში ან გირჩიათ ექიმმა ან ფარმაცევტმა. თუ გაგიჩნდებათ რაიმე ეჭვი, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. რეკომენდებული დოზა:

ასაკი

ბრონჰოსოლვანი 600 მგ პერორალური ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი საშეტში

უფროსები და 14 წელზე მეტი ასაკის ბავშვები

1 საშეტი ერთხელ დღეში (შეესაბამება 600მგ აცეტილცისტეინს დღეში)

გვერდითი მოვლენები

ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე), არახშირი (≥ 1/1000-დან <1/100-მდე), იშვიათი (≥1/10000-დან <1/1000-მდე), ძალიან იშვიათი (≤ 1/10,000), უცნობია (არსებული მონაცემებიდან გამომდინარე, შეფასება შეუძლებელია). შესაძლოა შემდეგი არასასურველ ეფექტები:

არახშირი:

ალერგიული რეაქციები (ქავილი და ჭინჭრის ციება), კანქვეშა შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება) და კანის გამონაყარი;

გულისცემის გახშირება (ტაქიკარდია);

დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია);

თავის ტკივილი;

ყურებში შუილი (ტინიტუსი);

სტომატიტი, მუცლის ტკივილი, ღებინება, გულისრევა და დიარეა;

ტემპერატურის მატება.

იშვიათი:

ქოშინი, ბრონქოსპაზმი;

საჭმლის მონელების დარღვევა (დისპეფსია).

ძალიან იშვიათი:

მძიმე ალერგიული რეაქცია, რომლებიც შეიძლება განვითარდეს შოკამდე;

კანის სერიოზული რეაქციები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ლაიელის სინდრომი;

სისხლდენა (ჰემორაგია), ნაწილობრივ დაკავშირებული ჰიპერმგრძნობელობასთან.

სიხშირე უცნობია

სახის შეშუპება (სახეზე სითხის დაგროვება).

არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინება

თუ თქვენ შეამჩნევთ რაიმე არასასურველ რეაქციას, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ყველა შესაძლო არასასურველ გვერდით ეფექტს, რომელიც ჩამოთვლილი არ არის მოცემულ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტების შესახებ, უშუალოდ მედიკამენტების აღსრულების სააგენტოს:

დამიან გრუევის ქუჩა 8

1303 სოფია

ტელ.: +359 2 8903417

ვებ-გვერდი: www.bda.bg

გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ ეხმარებით მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას.

  • როგორ შევინახოთ ბრონჰოსოლვანი

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე წარწერით “ვარგისია” და საშეტზე. ვარგისობის ვადა თვის ბოლო დღეა.

ჭარბი დოზა

გულძმარვა, გულისრევა, კუჭის ტკივილი, ღებინება და დიარეა.

თუ მიიღეთ მოცემულ ინსტრუქციაში მითითებულ დოზაზე მეტი, დაუყოვნებლივ აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გამოტოვეთ ბრონჰოსოლვანის მიიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა, გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად. განაგრძეთ ბრონჰოსოლვანის მიღება, ჩვეულებრივ რეჟიმში.

თუ შეწყვიტეთ ბრონჰოსოლვანის მიღება

თუ გაქვთ რაიმე დამატებითი კითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო არასასურველი რეაქციები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტს შეუძლია გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ის ყველას არ უვლინდება.

შემადგენლობა

  • რას წარმოადგენს ბრონჰოსოლვანი და რისთვის გამოიყენება ის
  • რა უნდა იცოდეთ ბრონჰოსოლვანის მიღებამდე
  • როგორ მიიღება ბრონჰოსოლვანი
  • შესაძლო არასასურველი რეაქციები
  • როგორ ინახება ბრონჰოსოლვანი
  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია.

ბრონჰოსოლვანი არის პრეპარატი, რომელიც შეიცავს აქტიურ ნივთიერებას აცეტილცისტეინს და მიეკუთვნება მუკოლიზიტების ჯგუფს.

ბრონჰოსოლვანი გამოიყენება სასუნთქი სისტემის დაავადებების დროს, რომლებიც დაკავშირებულია ბრონქული სეკრეტის მომატებულ წარმოქმნასთან და ბრონქული სეკრეტის გამოყოფის სირთულესთან, როგორიცაა მწვავე და ქრონიკულ ბრონქიტი (ბრონქების ანთება), ბრონქოექტაზია (ბრონქების მუდმივი გაფართოვება), ბრონქების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფილტვების ხანგრძლივი დაავადება, ხველით, ჭარბი ნახველით და სუნთქვის გაძნელებით), მუკოვისციდოზი (თანდაყოლილი დაავადება, რომელიც დაკავშირებულია სქელი სეკრეტის წარმოქმნასთან ფილტვებში და სხვა ორგანოებში).

თუ 4-5 დღის შემდეგ, თავს უკეთ არ იგრძნობთ, ან თქვენი მდგომარეობა გაუარესდება, ეცადეთ მიმართოთ სამედიცინო დახმარებას.

არ მიიღოთ ბრონჰოსოლვანი, თუ ალერგიული ხართ აცეტილცისტეინის ან პრეპარატის სხვა რომელიმე კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პუნქტში).

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის

ბრონჰოსოლვანი 600მგ პერორალური ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი საშეტში

BRONHOSOLVAN 600mg powder for oral solution in sachet

აცეტილცისტეინი

Acetylcysteine

გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ინსტრუქცია, დაიმახსოვროთ და მიიღოთ ეს პრეპარატი, რადგან ინფორმაცია თქვენთვის მნიშვნელოვანია.

გამოიყენეთ პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ინსტრუქციაში, ან როგორც გითხრათ ეს ექიმმა ან ფარმაცევტმა.

  • შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა, დაგჭირდეთ მისი ხელახლა წავიკითხავ.
  • თუ გჭირდებათ დამატებითი ინფორმაცია ან რჩევა, გთხოვთ მიმართოთ ფარმაცევტს.
  • თუ შეამჩნევთ რაიმე არასასურველ რეაქციას, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ყველა იმ შესაძლო არასასურველ რეაქციას, რომელიც არ არის აღწერილი ინსტრუქციაში. იხილეთ მე-4 პუნქტი.
  • თუ 4-5 დღის შემდეგ, თავს უკეთ არ იგრძნობთ, ან თქვენი მდგომარეობა გაუარესდება, ეცადეთ მიმართოთ სამედიცინო დახმარებას.

რას შეიცავს ინსტრუქცია ?

  • რას წარმოადგენს ბრონჰოსოლვანი და რისთვის გამოიყენება ის
  • რა უნდა იცოდეთ ბრონჰოსოლვანის მიღებამდე
  • როგორ მიიღება ბრონჰოსოლვანი
  • შესაძლო არასასურველი რეაქციები
  • როგორ ინახება ბრონჰოსოლვანი
  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია.
  • რას წარმოადგენს ბრონჰოსოლვანი და რისთვის გამოიყენება ის

ბრონჰოსოლვანი არის პრეპარატი, რომელიც შეიცავს აქტიურ ნივთიერებას აცეტილცისტეინს და მიეკუთვნება მუკოლიზიტების ჯგუფს.

ბრონჰოსოლვანი გამოიყენება სასუნთქი სისტემის დაავადებების დროს, რომლებიც დაკავშირებულია ბრონქული სეკრეტის მომატებულ წარმოქმნასთან და ბრონქული სეკრეტის გამოყოფის სირთულესთან, როგორიცაა მწვავე და ქრონიკულ ბრონქიტი (ბრონქების ანთება), ბრონქოექტაზია (ბრონქების მუდმივი გაფართოვება), ბრონქების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფილტვების ხანგრძლივი დაავადება, ხველით, ჭარბი ნახველით და სუნთქვის გაძნელებით), მუკოვისციდოზი (თანდაყოლილი დაავადება, რომელიც დაკავშირებულია სქელი სეკრეტის წარმოქმნასთან ფილტვებში და სხვა ორგანოებში).

თუ 4-5 დღის შემდეგ, თავს უკეთ არ იგრძნობთ, ან თქვენი მდგომარეობა გაუარესდება, ეცადეთ მიმართოთ სამედიცინო დახმარებას.

  • რა უნდა იცოდეთ ბრონჰოსოლვანის მიღებამდე

არ მიიღოთ ბრონჰოსოლვანი, თუ ალერგიული ხართ აცეტილცისტეინის ან პრეპარატის სხვა რომელიმე კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პუნქტში).

სიფრთხილის ზომები

ბრონჰოსოლვანის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, შემდეგ შემთხვევებში:

კანის ცვლილება. აღინიშნა კანის მძიმე რეაქციები, როგორიცაა მაგალითად, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ლაიელის სინდრომი, ძალიან იშვიათად აცეტილცისტეინის (ბრონჰოსოლვანის აქტიური ნივთიერების) მიღებასთან დაკავშირებით. კანსა და ლორწოვან გარსებში ახალი ცვლილებების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ სამედიცინო დამარებას და დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ აცეტილცისტეინის მიღება;

ბრონქიალური ასთმა;

კუჭის ან ნაწლავის წყლულები (კუჭ-ნაწლავის წყლული) წარსულში ან ამჟამად;

ჰიპერმგრძნობელობა ჰისტამინის მიმართ. ასეთ პაციენტებში ხანგრძლივი მკურნალობა არ არის რეკომენდებული, ვინაიდან აცეტილცისტეინი გავლენას ახდენს ჰისტამინის მეტაბოლიზმზე და შეიძლება გამოიწვიოს აუტანლობის სიმპტომები (მაგალითად, თავის ტკივილი, სურდო, ქავილი);

ამოხველების შეუძლებლობა. აცეტილცისტეინის გამოყენებამ, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, შეიძლება გამოიწვიოს ბრონქული სეკრეტის წარმოქმნის გაზრდა. ამოხველების გაძნელებისას თქვენმა ექიმმა საჭიროა მიიღოთ შესაბამისი ზომები.

ბრონჰოსოლვანის გამოყენება არ არის რეკომენდებული ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში, აზოტის შემცველი ნივთიერებების დამატებითი დოზის მიღების თავიდან ასაცილებლად.

ბავშვები და მოზარდები

ბრონჰოსოლვანი 600მგ პერორალურად მისაღები ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი, არ მიიღება 14 წლამდე ასაკის ბავშვებში.

სხვა მედიკამენტები და ბრონჰოსოლვანი

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები. ეს განსაკუთრებით ეხება:

ხველის შემამსუბუქებელი საშუალებები (ხველის საწინააღმდეგო პრეპარატები). აცეტილცისტეინის გამოყენება ხველის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად, შეიძლება გამოიწვიოს ნახველის საშიში დაგროვება ხველის რეფლექსის შემცირების გამო. ასეთი კომბინირებული თერაპიის გამოყენებამდე საჭიროა გულდასმითი დიაგნოსტიკა. აუცილებელია კონსულტაცია ექიმთან ამ კობინაციით მკურნალობის დაწყებამდე.

ანტიბიოტიკები. ანტიბიოტიკის აცეტილცისტეინზე ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად, ისინი მიიღება ცალ-ცალკე, ორსაათიანი ინტერვალით;

აქტივირებული ნახშირი. აქტივირებულ ნახშირს შეუძლია შეამციროს აცეტილცისტეინის მოქმედება;

ნიტროგლიცერინი. აცეტილცისტეინის გლიცეროლ-ტრინიტრატთან (ნიტროგლიცერინი) ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ნიტროგლიცერინის ვაზოდილატაციური და სისხლის გამათხელებელი ეფექტის გაძლიერება.

ბრონჰოსოლვანი საკვებთან, სასმელებთან და ალკოჰოლთან ერთად

პრეპარატი მიიღება ჭამის შემდეგ.

აცეტილცისტეინის მოქმედება ძლიერია ჭარბი რაოდენობის სითხის მიღებისას.

ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა

თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისთვის.

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

არ ზემოქმედებს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

ბრონჰოსოლვანი შეიცავს:

მანიტოლი (E 421). შეიძლება ჰქონდეს სუსტად გამოხატული საფაღარათო მოქმედება;

ნატრიუმი. ბრონჰოსოლვანის თითო პაკეტი შეიცავს ძალიან ცოტა 1 მმოლ ნატრიუმს (23 მგ), ანუ შესაძლოა ითქვას, რომ პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.

  • როგორ მიიღება ბრონჰოსოლვანი

მიიღეთ პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ეს ინსტრუქციაში ან გირჩიათ ექიმმა ან ფარმაცევტმა. თუ გაგიჩნდებათ რაიმე ეჭვი, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. რეკომენდებული დოზა:

ასაკი

ბრონჰოსოლვანი 600 მგ პერორალური ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი საშეტში

უფროსები და 14 წელზე მეტი ასაკის ბავშვები

1 საშეტი ერთხელ დღეში (შეესაბამება 600მგ აცეტილცისტეინს დღეში)

გამოყენების წესი

ერთი პაკეტის შემადგენლობა იხსნება ერთ ჭიქა თბილ ან ცივ წყალში და ისე მიიღება.

ბრონჰოსოლვანის მუკოლიზური ეფექტი ძლიერდება ჭარბი რაოდენობის სითხის მიღებით.

პრეპარატი მიიღება ჭამის შემდეგ.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

ბრონჰოსოლვანის 600მგ პერორალური ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი პაკეტებში გამოიყენება 14 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში.

ბრონჰოსოლვანის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს კუჭ-ნაწლავის შემდეგი არასასურველი გვერდითი მოვლენები: გულძმარვა, გულისრევა, კუჭის ტკივილი, ღებინება და დიარეა.

თუ მიიღეთ მოცემულ ინსტრუქციაში მითითებულ დოზაზე მეტი, დაუყოვნებლივ აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გამოტოვეთ ბრონჰოსოლვანის მიიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა, გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად. განაგრძეთ ბრონჰოსოლვანის მიღება, ჩვეულებრივ რეჟიმში.

თუ შეწყვიტეთ ბრონჰოსოლვანის მიღება

თუ გაქვთ რაიმე დამატებითი კითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო არასასურველი რეაქციები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტს შეუძლია გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ის ყველას არ უვლინდება.

არასასურველი რეაქციები კლასიფიცირდება სისტემურ-ორგანული კლასისა და სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე), არახშირი (≥ 1/1000-დან <1/100-მდე), იშვიათი (≥1/10000-დან <1/1000-მდე), ძალიან იშვიათი (≤ 1/10,000), უცნობია (არსებული მონაცემებიდან გამომდინარე, შეფასება შეუძლებელია). შესაძლოა შემდეგი არასასურველ ეფექტები:

არახშირი:

ალერგიული რეაქციები (ქავილი და ჭინჭრის ციება), კანქვეშა შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება) და კანის გამონაყარი;

გულისცემის გახშირება (ტაქიკარდია);

დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია);

თავის ტკივილი;

ყურებში შუილი (ტინიტუსი);

სტომატიტი, მუცლის ტკივილი, ღებინება, გულისრევა და დიარეა;

ტემპერატურის მატება.

იშვიათი:

ქოშინი, ბრონქოსპაზმი;

საჭმლის მონელების დარღვევა (დისპეფსია).

ძალიან იშვიათი:

მძიმე ალერგიული რეაქცია, რომლებიც შეიძლება განვითარდეს შოკამდე;

კანის სერიოზული რეაქციები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ლაიელის სინდრომი;

სისხლდენა (ჰემორაგია), ნაწილობრივ დაკავშირებული ჰიპერმგრძნობელობასთან.

სიხშირე უცნობია

სახის შეშუპება (სახეზე სითხის დაგროვება).

არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინება

თუ თქვენ შეამჩნევთ რაიმე არასასურველ რეაქციას, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ყველა შესაძლო არასასურველ გვერდით ეფექტს, რომელიც ჩამოთვლილი არ არის მოცემულ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტების შესახებ, უშუალოდ მედიკამენტების აღსრულების სააგენტოს:

დამიან გრუევის ქუჩა 8

1303 სოფია

ტელ.: +359 2 8903417

ვებ-გვერდი: www.bda.bg

გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ ეხმარებით მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას.

  • როგორ შევინახოთ ბრონჰოსოლვანი

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე წარწერით “ვარგისია” და საშეტზე. ვარგისობის ვადა თვის ბოლო დღეა.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი, თუ შენიშნეთ პროდუქტის ხარისხის დარღვევის რაიმე სახის ნიშანი.

არ გადაყაროთ მედიკამენტები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერებში. მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს რჩევისთვის, თუ როგორ გაანადგუროთ გამოუყენებელი მედიკამენტი. ეს ზომები დაგეხმარებათ გარემოს დაცვაში.

  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ბრონჰოსოლვანის 600 მგ პერორალური ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი საშეტებში.

აქტიური ნივთიერება ერთ საშეტში - აცეტილცისტეინი 600მგ.

დამხმარე ინგრედიენტები: მანიტოლი, ნატრიუმის ციკლამატი, ლიმნის არომატიზატორი და კოლოიდური უწყლო სილიციუმის ორჟანგი.

როგორ გამოიყურება ბრონჰოსოლვანი და რას შეიცავს შეფუთვა

ბრონჰოსოლვანი შეიცავს პერორალური ხსნარის მოსამზადებელ ფხვნილს პაკეტში.

ყოველი კოლოფი შეიცავს 10 საშეტ ბრონჰოსოლვანის 600მგ პერორალური ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილს, პაციენტის ინსტრუქციასთან ერთად.

გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი:

შპს ფორტექს ნუტრასიუტიკალს

პროხლადენის ქუჩა №10,

სოფია 1362, ბულგარეთი

ინსტრუქციის ბოლო გადახედვის თარიღია 2022 წლის სექტემბერი.

ლოგო: Fortex Nutraceuticals

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა