ჰუმირა შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ადალიმუმაბს. ჰუმირა გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ: რევმატოიდული ართრიტი პოლიარტიკულარული იუვენილური იდიოპათიური ართრიტი ენთეზიტთან ასოცირებული ართრიტი მაანკილოზებელი სპონდილიტი აქსიალური სპონდილოართრიტი ოსიფიკაციის რენტგენოგრაფიული ნიშნების გარეშე ფსორიაზული ართრიტი …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ადალიმუმაბი (adalimumab)
- ფორმა და შეფუთვა
- 40მგ/0,4მლ საინექციო ხსნარი მზა შპრიცი №2
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- იმუნოსუპრესანტები, სიმსივნის ნეკროზის ალფა ფაქტორის (TNF-alpha) ინჰიბიტორები
- ATC კოდი
- L04AB04
- რეგისტრაციის ნომერი
- რ/ა-P-0290
- რეგისტრირებულია
- 3 ივნისი 2022, მოქმედებს 3 ივნისი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
ჰუმირა — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ჰუმირა შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ადალიმუმაბს.
ჰუმირა გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
რევმატოიდული ართრიტი
პოლიარტიკულარული იუვენილური იდიოპათიური ართრიტი
ენთეზიტთან ასოცირებული ართრიტი
მაანკილოზებელი სპონდილიტი
აქსიალური სპონდილოართრიტი ოსიფიკაციის რენტგენოგრაფიული ნიშნების გარეშე
ფსორიაზული ართრიტი
ბალთოვანი ფსორიაზი
ჩირქოვანი ჰიდრადენიტი /Hidradenitis suppurativa (acne inversa)
კრონის დაავადება
წყლულოვანი კოლიტი
არაინფექციური უვეიტი.
ჰუმირას აქტიური ინგრედიენტი, ადალიმუმაბი, წარმოადგენს ადამიანის მონოკლონურ ანტისხეულს. მონოკლონური ანტისხეულები არის ცილები, რომლებიც უკავშირდება სპეციფიკურ სამიზნეს. ადალიმუმაბი მოქმედებს ცილა სიმსივნის ნეკროზის ფაქტორ-ალფაზე (TNFα). TNFα მონაწილეობს ორგანიზმის იმუნურ პასუხში. ზემოთ ხსენებული დაავადებების დროს TNFα-ს რაოდენობა მომატებულია. ჰუმირა უკავშირდება TNFα-ს და ამით ამცირებს ამ დაავადებებში მიმდინარე ანთებით პროცესებს.
რევმატოიდული ართრიტი
რევმატოიდული ართრიტი სახსრების ანთებითი დაავადებაა.
ჰუმირა გამოიყენება მოზრდილებში საშუალო და მძიმე რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ. თავდაპირველად შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები (დაავადების მოდიფიცირების საწინააღმდეგო რევმატული პრეპარატები, როგორიცაა მეთოტრექსატი). თუ ამ მედიკამენტებზე კარგად არ რეაგირებთ, მაშინ დაგენიშნებათ ჰუმირა.
ჰუმირა ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას მძიმე აქტიური და პროგრესირებადი რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ მეთოტრექსატით წინასწარი მკურნალობის გარეშე.
ჰუმირას შეუძლია შეანელოს ანთებითი დაავადებით გამოწვეული სახსრების დაზიანების პროგრესირება და ხელი შეუწყოს სახსრების მობილობის გაუმჯობესებას.
თქვენი ექიმი გადაწყვეტს, უნდა გამოიყენოთ თუ არა ჰუმირა და მეთოტრექსატი ერთად თუ ცალ-ცალკე.

პოლიარტიკულარული იუვენილური იდიოპათიური ართრიტი სახსრების ანთებითი დაავადებაა.
ჰუმირა გამოიყენება პოლიარტიკულარული იდიოპათიური ართრიტის სამკურნალოდ 2 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში. თავდაპირველად შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები (დაავადების მოდიფიცირების ანტირევმატული პრეპარატები, როგორიცაა მეთოტრექსატი). თუ ამ მედიკამენტებზე ადეკვატური რეაგირება არ გაქვთ, მიიღებთ ჰუმირას.

ენთეზიტთან ასოცირებული ართრიტი სახსრებისა და მყესებისა და ძვლების შეერთების ანთებითი დაავადებაა.
ჰუმირა გამოიყენება ენთეზიტთან ასოცირებული ართრიტის სამკურნალოდ 6 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში. თავდაპირველად შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები (დაავადების მოდიფიცირების საწინააღმდეგო რევმატული პრეპარატები, როგორიცაა მეთოტრექსატი). თუ ამ მედიკამენტებზე ადეკვატური რეაგირება არ ვლინდება, მიიღებთ ჰუმირას.
მაანკილოზებელი სპონდილიტი და აქსიალური სპონდილოართრიტი, რომლის დროსაც რენტგენოლოგიურად ოსიფიკაცია ჯერ არ არის დაფიქსირებული
მაანკილოზებელი სპონდილიტი და აქსიალური სპონდილოართრიტი, რომელთა დროსაც რენტგენოგრაფიით ოსიფიკაცია ჯერ არ ჩანს, ხერხემლის ანთებითი დაავადებებია.
ჰუმირა გამოიყენება მძიმე მაანკილოზებელი სპონდილიტისა და აქსიალური სპონდილოართრიტის სამკურნალოდ მოზრდილებში, სადაც რენტგენოგრამაზე ოსიფიკაცია ჯერ არ ვლინდება. თავდაპირველად შეიძლება დაგენიშნოთ სხვა მედიკამენტები. თუ ამ მედიკამენტებზე კარგად არ რეაგირებთ, მიიღებთ ჰუმირას.
ფსორიაზული ართრიტი
ფსორიაზული ართრიტი სახსრების ანთებითი დაავადებაა, რომელიც, როგორც წესი, ფსორიაზთან ასოცირდება.
ჰუმირა გამოიყენება ფსორიაზული ართრიტის სამკურნალოდ მოზრდილებში. ჰუმირას შეუძლია შეანელოს დაავადებით გამოწვეული სახსრების დაზიანების პროგრესირება და ხელი შეუწყოს სახსრების მოძრაობის გაუმჯობესებას. თავდაპირველად შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები. თუ ამ მედიკამენტებზე კარგად არ რეაგირებთ, მიიღებთ ჰუმირას.
ბალთოვანი ფსორიაზი
ბალთოვანი ფსორიაზი (ფსორიაზი კანის მკაფიოდ გამოკვეთილი ლაქებით) კანის მდგომარეობაა, რომელიც იწვევს კანზე წითელ, აქერცლილ, ქერქიან ლაქებს, რომლებიც დაფარულია ვერცხლისფერი ქერცლით. ბალთოვან ფსორიაზს ასევე შეუძლია ფრჩხილების დაზიანება, რაც იწვევს მათ მყიფეობას, გასქელებას და ფრჩხილის საწოლიდან აწევას, რაც შეიძლება მტკივნეული იყოს.
ჰუმირა გამოიყენება
მოზრდილებში საშუალო და მძიმე ქრონიკული ფოლაქოვანი ფსორიაზის და
4-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში მძიმე ქრონიკული ფოლაქოვანი ფსორიაზის სამკურნალოდ, რომელთათვისაც ადგილობრივი მკურნალობა და სინათლეზე დაფუძნებული მკურნალობა (ფოტოთერაპია) არც თუ ისე ეფექტურია ან არ არის შესაფერისი.

ჩირქოვანი ჰიდრადენიტი კანის ქრონიკული და ხშირად მტკივნეული ანთებითი დაავადებაა. სიმპტომები მოიცავს მგრძნობიარე კვანძებს და ჩირქის დაგროვებას (აბსცესებს), რომლისგანაც შეიძლება ჩირქი გამოდიოდეს. კანის გარკვეული უბნები ყველაზე ხშირად ზიანდება, მაგალითად, მკერდის ქვეშ, იღლიებში, ბარძაყის შიდა ნაწილში, საზარდულის არეში და დუნდულებზე. დაზიანებულ ადგილებში ასევე შეიძლება გაჩნდეს ნაწიბურები.
ჰუმირა გამოიყენება
მოზრდილებში საშუალო და მძიმე სიმძიმის ჩირქოვანი ჰიდრადენიტის და
12-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდებში საშუალო და მძიმე სიმძიმის ჩირქოვანი ჰიდრადენიტის სამკურნალოდ.
ჰუმირას შეუძლია შეამციროს ამ მდგომარეობით გამოწვეული კვანძებისა და პუსტულების რაოდენობა და შეამსუბუქოს ტკივილი, რომელიც ხშირად თან ახლავს მას. თავდაპირველად შეიძლება სხვა მედიკამენტები დაგენიშნოთ. თუ ამ მედიკამენტებზე კარგად არ რეაგირებთ, მიიღებთ ჰუმირას.
კრონის დაავადება
კრონის დაავადება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ანთებითი დაავადებაა.
ჰუმირა გამოიყენება
ზრდასრულებში საშუალო და მძიმე კრონის დაავადების და
6-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში საშუალო და მძიმე კრონის დაავადების სამკურნალოდ.
შესაძლოა, თავდაპირველად სხვა მედიკამენტები მიიღოთ. თუ ამ მედიკამენტებზე კარგად არ რეაგირებთ, მიიღებთ ჰუმირას.
წყლულოვანი კოლიტი
წყლულოვანი კოლიტი მსხვილი ნაწლავის ანთებითი დაავადებაა.
ჰუმირა გამოიყენება
მოზრდილებში საშუალო და მძიმე წყლულოვანი კოლიტის და
6-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში საშუალო და მძიმე წყლულოვანი კოლიტის სამკურნალოდ.

არაინფექციური უვეიტი
არაინფექციური უვეიტი არის ანთებითი დაავადება, რომელიც თვალის გარკვეულ ნაწილებს აზიანებს.

მოზრდილებში თვალის უკანა ნაწილში ანთებითი არაინფექციური უვეიტით და
2 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში თვალის წინა ნაწილში ანთებითი ქრონიკული არაინფექციური უვეიტით.
ამ ანთებამ შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დაბინდვა და/ან მცურავი წერტილების (შავი ლაქები ან ზოლები, რომლებიც მხედველობის არეალში მოძრაობენ) გაჩენა. ჰუმირა მოქმედებს ანთების შემცირების გზით. თავდაპირველად შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები. თუ ამ მედიკამენტებზე კარგად არ რეაგირებთ, მიიღებთ ჰუმირას.
მიღების წესი და დოზირება
ეს მედიკამენტი უნდა მიიღოთ ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. გაურკვევლობის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ქვემოთ მოცემულ ცხრილში მოცემულია ჰუმირას რეკომენდებული დოზები დამტკიცებული გამოყენებისთვის. თუ სხვა დოზა გჭირდებათ, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ჰუმირა სხვა სიძლიერით.
რევმატოიდული ართრიტი, ფსორიაზული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილიტი ან აქსიალური სპონდილოართრიტი, რომლის დროსაც რენტგენოგრაფიით ოსიფიკაცია ჯერ არ არის გამოვლენილი
ასაკი ან სხეულის წონა
რა დოზით და სიხშირით უნდა მიიღოთ ჰუმირა?
მითითებები
უფროსები
40 მგ ყოველ მეორე კვირაში
რევმატოიდული ართრიტის დროს, მეტოტრექსატის მიღება გრძელდება. თუ ექიმი გადაწყვეტს, რომ მეთოტრექსატი თქვენთვის შესაფერისი არ არის, ჰუმირას გამოყენება ასევე შესაძლებელია დამოუკიდებლად.
თუ თქვენ გაქვთ რევმატოიდული ართრიტი და არ იღებთ მეთოტრექსატს ჰუმირასთან ერთად, თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ადალიმუმაბი 40 მგ ყოველ კვირას ან 80 მგ ყოველ მეორე კვირას.
პოლიარტიკულარული იუვენილური იდიოპათიური ართრიტი
ასაკი ან სხეულის წონა
რა დოზით და სიხშირით უნდა მიიღოთ ჰუმირა?
მითითებები
2 წლის და უფროსი ასაკის ბავშვები, მოზარდები და მოზრდილები 30 კგ ან მეტი სხეულის წონით
40 მგ ყოველ მეორე კვირაში
არ აღინიშნება
2 წლის და უფროსი ასაკის ბავშვები და მოზარდები 10 კგ-დან 30 კგ-მდე სხეულის წონით
20 მგ ყოველ მეორე კვირაში
არ აღინიშნება
ენთეზიტთან ასოცირებული ართრიტი
ასაკი ან სხეულის წონა
რა დოზით და სიხშირით უნდა მიიღოთ ჰუმირა?
მითითებები
6 წლის და უფროსი ასაკის ბავშვები, მოზარდები და მოზრდილები 30 კგ ან მეტი სხეულის წონით
40 მგ ყოველ მეორე კვირაში
არ აღინიშნება
6 წლის და უფროსი ასაკის ბავშვები და მოზარდები 15კგ-დან 30 კგ-მდე სხეულის წონით
20 მგ ყოველ მეორე კვირაში
არ აღინიშნება
ბალთისებრი ფსორიაზი

80 მგ საწყისი დოზა (ორი
40 მგ ინექციის სახით ერთ დღეში), შემდეგ 40 მგ ყოველ მეორე კვირაში, დაწყებული საწყისი დოზიდან ერთი კვირის შემდეგ.
თუ მკურნალობაზე ადეკვატური რეაგირება არ გაქვთ, ექიმმა შეიძლება გაზარდოს დოზა 40 მგ-მდე ყოველ კვირას ან 80 მგ-მდე ყოველ მეორე კვირაში.
ბავშვები და მოზარდები 4-დან 17 წლამდე და 30 კგ -დან და მეტი სხეულის წონით
40 მგ საწყისი დოზის სახით, რასაც მოსდევს ერთი კვირის შემდეგ 40 მგ დოზა.
შემდეგ, 40 მგ ჩვეულებრივ მიიღება ყოველ მეორე კვირაში.
არ აღინიშნება
ბავშვები და მოზარდები 4-დან 17 წლამდე და 15კგ-დან 30 კგ-მდე სხეულის წონით.
საწყისი დოზაა 20 მგ, რასაც მოხდევს ერთი კვირის შემდეგ 20 მგ.
შემდეგ, როგორც წესი, 20 მგ მიიღება ყოველ მეორე კვირაში.
არ აღინიშნება
ჩირქოვანი ჰიდრადენიტი/Hidradenitis suppurativa (acne inversa)

160 მგ საწყისი დოზა (ოთხი 40 მგ-იანი ინექცია ერთ დღეში ან ორი 40 მგ-იანი ინექცია დღეში ზედიზედ ორი დღის განმავლობაში), რასაც მოჰყვება 80 მგ დოზა ორი კვირის შემდეგ (ორი 40 მგ-იანი ინექცია ერთ დღეში). დამატებითი ორი კვირის შემდეგ, მკურნალობა გრძელდება 40 მგ დოზით ყოველ კვირას ან 80 მგ ყოველ მეორე კვირას, ექიმის დანიშნულებისამებრ.
რეკომენდებულია ყოველდღიურად დაზიანებულ ადგილებში ანტისეპტიკური ხსნარის წასმა.
მოზარდები 12-დან 17 წლამდე და 30 კგ -დან და მეტი სხეულის წონით
ჰუმირას რეკომენდებული საწყისი დოზაა 80 მგ (ორი 40 მგ ინექციის სახით ერთ დღეში).
ერთი კვირის შემდეგ, 40 მგ მიიღება ყოველ ორ კვირაში.
თუ პაციენტი მკურნალობაზე ადეკვატურად არ რეაგირებს, ექიმმა შეიძლება დოზა გაზარდოს 40 მგ-მდე ყოველ კვირას ან 80 მგ-მდე ყოველ მეორე კვირას.
რეკომენდებულია, რომ პაციენტმა დაზიანებულ ადგილებში ყოველდღიურად გამოიყენოს ანტისეპტიკური სავლები ხსნარი.
კრონის დაავადება
ასაკი ან სხეულის წონა
რა დოზით და სიხშირით უნდა მიიღოთ ჰუმირა?
მითითებები
6 წლის და უფროსი ასაკის ბავშვები, მოზარდები და მოზრდილები 40 კგ ან მეტი წონით
80 მგ საწყისი დოზირების სახით (ორი 40 მგ-იანი ინექციის სახით ერთ დღეს), რასაც მოსდევს ორი კვირის შემდეგ 40 მგ.
თუ საჭროა სწრაფი ეფექტი, შესაძლოა ექიმმა დანიშნოს 160 მგ საწყისი დოზის სახით (ოთხი 40 მგ-იანი ინექცია ერთ დღეს ან ორი 40 მგ-იანი ინექცია დღეში ზედიზედ ორი დღის განმავლობაში), რასაც მოსდევს 80 მგ ორი კვირის შემდეგ (ორი 40 მგ-იანი ინექცია ერთ დღეს). შემდეგ გამოიყენება ჩვეულებრივი დოზირება 40 მგ ყოველ მეორე კვირაში.
ექიმმა შეიძლება გაზარდოს დოზა 40 მგ-მდე ყოველ კვირას ან 80 მგ-მდე ყოველ მეორე კვირაში.
ბავშვები და მოზარდები 6-დან 17 წლამდე ასაკში და 40 კგ-ზე დაბალი სხეულის წონით
საწყისი დოზა 40 მგ, შემდეგ ორი კვირის შემდეგ 20 მგ.
თუ საჭიროა მოქმედების უფრო სწრაფი დაწყება, ექიმმა შეიძლება დანიშნოს 80 მგ საწყისი დოზა (ერთ დღეში 40 მგ-იანი ორი ინექციის სახით), შემდეგ კი 40 მგ ორი კვირის შემდეგ.
ამის შემდეგ, ჩვეულებრივი დოზაა 20 მგ ყოველ მეორე კვირაში.
ექიმს შეუძლია დოზის სიხშირე კვირაში 20 მგ-მდე გაზარდოს.
წყლულოვანი კოლიტი
ასაკი ან სხეულის წონა
რა დოზით და სიხშირით უნდა მიიღოთ ჰუმირა?
მითითებები
უფროსები
160 მგ საწყისი დოზა (ოთხი 40 მგ-იანი ინექცია ერთ დღეში ან ორი 40 მგ-იანი ინექცია დღეში ზედიზედ ორი დღის განმავლობაში), რასაც მოჰყვება ერთი დოზა 80 მგ ორი კვირის შემდეგ (ორი40 მგ-იანი ინექცია ერთ დღეში).
ამის შემდეგ, ჩვეულებრივი დოზაა 40 მგ ყოველ მეორე კვირაში.
ექიმმა შეიძლება გაზარდოს დოზა 40 მგ-მდე ყოველ კვირას ან 80 მგ-მდე ყოველ მეორე კვირას.
ბავშვები და მოზარდები 6 წლის ასაკიდან და 40 კგ-ზე ნაკლები სხეულის წონით
საწყისი დოზაა 80 მგ (ორი 40 მგ ინექციის სახით ერთ დღეში), რასაც მოჰყვება 40 მგ-იანი ერთჯერადი ინექცია ორი კვირის შემდეგ. ამის შემდეგ, ჩვეულებრივი დოზაა 40 მგ ყოველ მეორე კვირაში.
მაშინაც კი, თუ მკურნალობის დროს 18 წლის გახდებით, ჰუმირას ინექცია ჩვეულებრივი დოზით უნდა გააგრძელოთ.
ბავშვები და მოზარდები 6 წლის ასაკიდან და ზემოთ 40 კგ და მეტი სხეულის წონით
160 მგ საწყისი დოზა (ოთხი40 მგ-იანი ინექცია ერთ დღეში ან ორი 40 მგ-იანი ინექცია დღეში ზედიზედ ორი დღის განმავლობაში), რასაც მოჰყვება ერთი დოზა 80 მგ ორი კვირის შემდეგ (ორი 40 მგ-იანი ინექცია ერთ დღეში).
შემდგომში, ჩვეულებრივი დოზაა 80 მგ ყოველ მეორე კვირაში.
მაშინაც კი, თუ მკურნალობის დროს 18 წლის გახდებით, ჰუმირას ინექცია ჩვეულებრივი დოზით უნდა გააგრძელოთ.
არაინფექციური უვეიტი
ასაკი ან სხეულის წონა
რა დოზით და სიხშირით უნდა მიიღოთ ჰუმირა?
მითითებები
უფროსები
80 მგ საწყისი დოზა (ორი 40 მგ-იანი ინექცია ერთ დღეში), შემდეგ 40 მგ ყოველ მეორე კვირაში, საწყისი დოზიდან ერთი კვირის შემდეგ.
ჰუმირათი მკურნალობის დროს შესაძლებელია კორტიკოსტეროიდების ან სხვა მედიკამენტების მიღება, რომლებიც ორგანიზმის იმუნურ სისტემაზე მოქმედებენ.
ჰუმირას გამოყენება ასევე შესაძლებელია დამოუკიდებლად.
ბავშვები 2 წლის ასაკიდან და მოზარდები 30 კგ-ზე ნაკლები სხეულის წონით
20 მგ ყოველ მეორე კვირაში
ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ 40 მგ საწყისი დოზა. ეს საწყისი დოზა მიიღება მკურნალობის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, ჩვეულებრივი 20 მგ ყოველ მეორე კვირაში ერთხელ. რეკომენდებულია ჰუმირას გამოყენება მეტოტრექსატთან ერთად.
ბავშვები 2 წლის ასაკიდან და მოზარდები 30 კგ ან მეტი სხეულის წონით
40 მგ ყოველ მეორე კვირაში
ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ 80 მგ საწყისი დოზა. ეს საწყისი დოზა მიიღება მკურნალობის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, ჩვეულებრივი 40 მგ დოზით ყოველ მეორე კვირაში. რეკომენდებულია ჰუმირას გამოყენება მეტოტრექსატთან ერთად.
გამოყენების მეთოდი
ჰუმირა შეჰყავთ კანქვეშ (სუბკუტანური ინექცია).
დეტალური ინსტრუქცია ჰუმირას ინექციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მე-7 ნაწილში „როგორ შევიყვანოთ ჰუმირა“.
თუ შეიყვანეთ ჰუმირას საჭიროზე მეტი დოზირება
თუ თქვენ შემთხვევით შეიყვანეთ ჰუმირას ინექცია დანიშნულზე უფრო ხშირად, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს. ყოველთვის თან იქონიეთ მედიკამენტის კოლოფი, თუნდაც ის ცარიელი იყოს.
თუ დაგავიწყდათ ჰუმირას ინექციის გაკეთება
თუ ინექცია გამოტოვეთ ერთჯერ, ჰუმირას შემდეგი დოზა უნდა გაიკეთოთ როგორც კი გაგახსენდებათ. შემდეგი დოზა გაიკეთეთ დაგეგმილ დღეს, როგორც ამას გააკეთებდით ინექციის არგამოტოვების შემთხვევაში.
თუ შეწყვეტთ ჰუმირას გამოყენებას
ჰუმირას გამოყენების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება უნდა განიხილოთ ექიმთან. ჰუმირათი მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში შესაძლოა აღინიშნოს სიმპტომების რეციდივი.
ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
სითხე მღვრიეა ან აღინიშნება ფერის ცვლილება ან თუ მასში ფანტელებს ან ნაწილაკებს ხედავთ;
სიფრთხილის ზომები
ჰუმირა არ უნდა იქნას გამოყენებული:
თუ თქვენ გაქვთ ალერგია აქტიური ნივთიერების ადალიმუმაბის ან ამ პრეპარატის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია ნაწილში 6).
თუ თქვენ გაქვთ აქტიური ტუბერკულოზი ან სხვა სერიოზული ინფექცია (იხილეთ „გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები“). მნიშვნელოვანია, რომ აცნობოთ ექიმს, თუ გაქვთ ინფექციის რაიმე ნიშანი, როგორიცაა ცხელება, წყლულები, დაღლილობა ან კბილების პრობლემები.
თუ თქვენ გაქვთ საშუალო და მძიმე გულის უკმარისობა. მნიშვნელოვანია, რომ აცნობოთ ექიმს ნებისმიერი წარსული ან აწმყო სერიოზული გულის პრობლემის შესახებ (იხილეთ „გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები“).
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს ჰუმირას გამოყენებამდე.
ალერგიული რეაქციები
თუ თქვენ შეგინიშნავთ ალერგიულ რეაქციებს, რომლებსაც თან ახლავს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გულმკერდის არეში შებოჭილობა, ხიხინი, შეუძლოდ ყოფნა/თავბრუსხვევა, შეშუპება ან გამონაყარი, შეწყვიტეთ ჰუმირას ინექცია და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რადგან ეს რეაქციები იშვიათ შემთხვევებში შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს.
ინფექციები
თუ გაქვთ რაიმე სახის ინფექცია, ჰუმირათი მკურნალობის დაწყებამდე მიმართეთ ექიმს. ეს ეხება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ინფექცია გარკვეული ხნის განმავლობაში გაქვთ ან თუ ინფექცია ლოკალიზებულია (მაგ., ფეხის წყლული). თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს.
ჰუმირათი მკურნალობის დროს შესაძლოა უფრო მგრძნობიარე იყოთ ინფექციების მიმართ. ეს რისკი შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს, თუ ფილტვების პრობლემები გაქვთ. ეს ინფექციები შეიძლება იყოს მძიმე და მოიცავდეს:
ტუბერკულოზს
ვირუსებით, სოკოებით, პარაზიტებით ან ბაქტერიებით გამოწვეულ ინფექციებს
სისხლის მოწამვლას (სეფსისი).
იშვიათ შემთხვევებში, ეს ინფექციები შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს. მნიშვნელოვანია, რომ აცნობოთ ექიმს, თუ შეამჩნევთ ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა სიცხე, წყლულები, დაღლილობა ან კბილების პრობლემები. ამის შემდეგ ექიმმა შეიძლება გირჩიოთ ჰუმირას გამოყენების შეწყვეტა გარკვეული პერიოდის განმავლობაში.
მიმართეთ ექიმს, თუ იმყოფებით ან მოგზაურობთ რეგიონებში, სადაც სოკოვანი ინფექციები ძალიან გავრცელებულია (მაგ., ჰისტოპლაზმოზი, კოკციდიოიდომიკოზი ან ბლასტომიკოზი).
აცნობეთ ექიმს, თუ წარსულში გქონიათ მორეციდივე ინფექციები, ან თუ გქონიათ სხვა დაავადებები, რომლებიც ზრდის ინფექციის რისკს.
თუ თქვენ 65 წელზე მეტი ასაკის ხართ, ჰუმირას მიღების დროს შესაძლოა უფრო მგრძნობიარე იყოთ ინფექციების მიმართ. ამიტომ, თქვენ და თქვენმა ექიმმა ჰუმირათი მკურნალობის დროს ყურადღებით უნდა დააკვირდეთ ინფექციის ნებისმიერ ნიშანს. მნიშვნელოვანია, აცნობოთ ექიმს, თუ შეამჩნევთ ინფექციის რაიმე ნიშანს, როგორიცაა სიცხე, წყლულები, დაღლილობა ან კბილების პრობლემები.
ტუბერკულოზი
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აცნობოთ ექიმს, თუ ოდესმე გქონიათ ტუბერკულოზი ან გქონიათ ახლო კონტაქტი ტუბერკულოზით დაავადებულ პირთან. თუ გაქვთ აქტიური ტუბერკულოზი, არ უნდა გამოიყენოთ ჰუმირა.
ჰუმირათი მკურნალობის დაწყებამდე ექიმი გამოგიკვლევთ ტუბერკულოზის ნიშნებსა და სიმპტომებზე, რადგან ჰუმირათი ნამკურნალებ პაციენტებში ტუბერკულოზის შემთხვევებიც დაფიქსირდა. ეს საფუძვლიანი გამოკვლევა მოიცავს სრული სამედიცინო ისტორიის შეგროვებას და შესაბამის ტესტებს (მაგ., გულმკერდის რენტგენი და ტუბერკულინის კანის ტესტი). ამ ტესტების ჩატარება და შედეგები უნდა იყოს დოკუმენტირებული თქვენს პაციენტის ბარათში.
ტუბერკულოზი შეიძლება განვითარდეს მკურნალობის დროს, მაშინაც კი, თუ თქვენ უკვე მიიღეთ ტუბერკულოზის პრევენციული მკურნალობა.
დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ მკურნალობის დროს ან მის შემდეგ შეამჩნევთ ტუბერკულოზის ან სხვა ინფექციის რაიმე ნიშანს. ტუბერკულოზის ნიშნები შეიძლება მოიცავდეს: მუდმივ ხველას, წონის დაკლებას, ენერგიის ნაკლებობის შეგრძნებას და მცირე სიცხეს.
B ჰეპატიტი
აცნობეთ ექიმს, თუ ხართ B ჰეპატიტის ვირუსის (HBV) მატარებელი, გაქვთ აქტიური HBV ინფექცია ან თუ ფიქრობთ, რომ HBV ინფექციის მომატებული რისკი გაქვთ.
ექიმმა უნდა გამოგიკვლიოთ ადამიანის პაპილომავირუსი (HPV). ამ ვირუსის მატარებელ ადამიანებში ჰუმირამ შეიძლება გამოიწვიოს HBV ინფექციის რეციდივი.
ზოგიერთ იშვიათ შემთხვევაში, განსაკუთრებით ორგანიზმის იმუნური სისტემის დამთრგუნველი სხვა პრეპარატების დამატებითი გამოყენებისას, HBV ინფექციის რეციდივი შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს.
ქირურგიული ჩარევები ან სტომატოლოგიური მკურნალობა
ნებისმიერი ქირურგიული ჩარევის ან სტომატოლოგიური პროცედურის დაწყებამდე, გთხოვთ, აცნობოთ ექიმს ჰუმირათი მკურნალობის შესახებ. ექიმმა შეიძლება გირჩიოთ ჰუმირათი მკურნალობის დროებით შეწყვეტა.
დემიელინიზური დაავადებები
თუ განვითარდება ან უკვე გაქვთ მდგომარეობა, რომელიც აზიანებს ნერვული უჯრედების გარშემო არსებულ მემბრანას (მაგალითად, გაფანტული სკლეროზი), ექიმი გადაწყვეტს, უნდა გამოიყენოთ ან გააგრძელოთ თუ არა ჰუმირას გამოყენება. დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ მხედველობა გაუარესდა, თუ იგრძნობთ ხელ-ფეხში სისუსტეს ან თუ სხეულის რომელიმე ნაწილი დაბუჟებას ან ჩხვლეტის შეგრძნებას.
ვაქცინაცია
გარკვეულმა ვაქცინებმა შეიძლება გამოიწვიონ ინფექციები და არ უნდა იქნას გამოყენებული ჰუმირათი მკურნალობის დროს.
თითოეული ვაქცინაცია წინასწარ განიხილეთ ექიმთან.
ბავშვებისა და მოზარდებისთვის რეკომენდებულია, რომ ჰუმირათი მკურნალობის დაწყებამდე, თუ შესაძლებელია, მათი ასაკისთვის დანიშნული ყველა ვაქცინაცია ჩაიტარონ.
თუ ორსულობის დროს მიიღეთ ჰუმირა, თქვენს ჩვილს შესაძლოა ინფექციის გაზრდილი რისკი ჰქონდეს ორსულობის დროს მიღებული ჰუმირას ბოლო დოზის მიღებიდან პირველი 5 თვის განმავლობაში. მნიშვნელოვანია, რომ აცნობოთ ბავშვის ექიმებს და სხვა ჯანდაცვის სპეციალისტებს, რომ ორსულობის დროს მიიღეთ ჰუმირა, რათა მათ გადაწყვიტონ, უნდა ჩატარდეს თუ არა თქვენი ბავშვის ვაქცინაცია.
გულის უკმარისობა
თუ თქვენ გაქვთ მსუბუქი გულის უკმარისობა (გულის უკმარისობა) და მკურნალობთ ჰუმირათი, თქვენი გულის უკმარისობა ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს. მნიშვნელოვანია, რომ აცნობოთ ექიმს, თუ გაქვთ ან გქონიათ გულის სერიოზული პრობლემები. თუ განვითარდება გულის უკმარისობის ახალი ან გაუარესებული სიმპტომები (მაგ., ქოშინი ან ფეხების შეშუპება), დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. შემდეგ ექიმი გადაწყვეტს, გააგრძელოთ თუ არა ჰუმირას მიღება.
ცხელება, სისხლჩაქცევები, სისხლდენა, სიფერმკრთალე
ზოგიერთ პაციენტში შესაძლოა შემცირდეს ორგანიზმის მიერ სისხლის გარკვეული უჯრედების გამომუშავება. ეს სისხლის უჯრედები ხელს უწყობენ ინფექციებთან ბრძოლას ან სისხლდენის შეჩერებას. ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს მკურნალობის შეწყვეტა. თუ განგივითარდებათ მუდმივი სიცხე, ადვილად გაქვთ სისხლჩაქცევები, ძალიან ადვილად ვლინდება სისხლდენა ან ძალიან ფერმკრთალი ხართ, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.
კიბო
ჰუმირას ან სხვა TNF ინჰიბიტორების მიმღებ პაციენტებში (ბავშვებსა და მოზრდილებში) კიბოს გარკვეული ტიპების ძალიან იშვიათი შემთხვევები დაფიქსირდა.
რევმატიზმის არმქონე ადამიანებთან შედარებით, პაციენტებს, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდათ მძიმე რევმატოიდული ართრიტი, შეიძლება ჰქონდეთ ლიმფომის ან ლეიკემიის განვითარების მომატებული რისკი. ლიმფომა არის კიბოს სახეობა, რომელიც აზიანებს ლიმფურ სისტემას, ხოლო ლეიკემია არის კიბოს სახეობა, რომელიც აზიანებს სისხლსა და ძვლის ტვინს.
ჰუმირას გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ლიმფომის, ლეიკემიის ან სხვა კიბოს განვითარების რისკი. იშვიათ შემთხვევებში, ჰუმირათი მკურნალობის მიმღებ პაციენტებში დაფიქსირდა ლიმფომის იშვიათი და სერიოზული ფორმა. ზოგიერთი ამ პაციენტიდან ასევე იღებდა აზათიოპრინს ან 6-მერკაპტოპურინს.
აცნობეთ ექიმს, თუ ჰუმირასთან ერთად იღებთ აზათიოპრინს ან 6-მერკაპტოპურინს.
ჰუმირათი ნამკურნალებ პაციენტებში დაფიქსირდა კანის სიმსივნეების შემთხვევები. არცერთი ეს სიმსივნე არ იყო მელანომა.
თუ მკურნალობის დროს ან მის შემდეგ გამოვლინდა კანის ახალი ცვლილებები, ან თუ შეიცვალა არსებული კანის დაზიანებების გარეგნობა, გთხოვთ, აცნობოთ ექიმს.
სხვა TNF ინჰიბიტორით მკურნალობის დროს, ფილტვების დაავადების კონკრეტული ტიპის, ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (COPD) მქონე პაციენტებში კიბო განვითარდა. ამ სიმსივნეებიდან არცერთი არ იყო ლიმფომა. თუ თქვენ გაქვთ ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება ან ხართ მძიმე მწეველი, უნდა მიმართოთ ექიმს, არის თუ არა თქვენთვის შესაფერისი TNF ინჰიბიტორით მკურნალობა.
აუტოიმუნური დაავადება
იშვიათ შემთხვევებში, ჰუმირათი მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს წითელი მგლურას მსგავსი სინდრომი. დაუკავშირდით ექიმს, თუ შეამჩნევთ ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა მუდმივი, აუხსნელი გამონაყარი, ცხელება, სახსრების ტკივილი ან დაღლილობა.
ბავშვები და მოზარდები
აცრები: თუ შესაძლებელია, ბავშვებსა და მოზარდებს ჰუმირას მიღებამდე ყველა ვაქცინაცია ჩატარებული უნდა ჰქონდეთ.
ჰუმირას გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.
ჰუმირა არ უნდა გამოიყენოთ იმ სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებიც შეიცავენ შემდეგ აქტიურ ნივთიერებებს, რადგან არსებობს სერიოზული ინფექციის მომატებული რისკი:
ანაკინრა
აბატაცეპტი.
ჰუმირას გამოყენება შესაძლებელია შემდეგ საშუალებებთან ერთად, როგორიცაა:
დააბადების მოდიფიცირებადი პრეპარატები (Base Therapeutics) (როგორიცაა მეთოტრექსატი, სულფასალაზინი, ჰიდროქსიქლოროქინი, ლეფლუნომიდი და საინექციო ოქროს პრეპარატები)
კორტიკოსტეროიდები ან ტკივილგამაყუჩებლები, მათ შორის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (ააპს).
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ ექიმს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობის თავიდან ასაცილებლად უნდა განიხილოთ კონტრაცეფციის შესაფერისი მეთოდის გამოყენება და გააგრძელოთ კონტრაცეფციის გამოყენება ჰუმირას ბოლო დოზის მიღებიდან სულ მცირე 5 თვის განმავლობაში.
თუ ხართ ორსულად, ეჭვი გაქვთ ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით რჩევისთვის მიმართეთ ექიმს.
ჰუმირა ორსულობის დროს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში უნდა იქნას გამოყენებული.
ორსულ ქალებზე ჩატარებული კვლევის თანახმად, ორსულობის დროს ჰუმირათი ნამკურნალები დედების შვილებს თანდაყოლილი დეფექტების განვითარების უფრო მაღალი რისკი არ აღენიშნებოდათ, ვიდრე იმავე მდგომარეობის მქონე დედების შვილებს, რომლებიც ჰუმირათი არ მკურნალობდნენ.
ჰუმირას გამოყენება შესაძლებელია ძუძუთი კვების დროს.
თუ ორსულობის დროს მიიღებთ ჰუმირას, თქვენს პატარას შეიძლება ჰქონდეს ინფექციის განვითარების გაზრდილი რისკი.
მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის ვაქცინაციამდე აცნობოთ თქვენი ბავშვის ექიმებს და სხვა ჯანდაცვის სპეციალისტებს, რომ ორსულობის დროს იყენებდით ჰუმირას. ვაქცინაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ნაწილში „გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები“.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ჰუმირამ შესაძლოა მცირე გავლენა მოახდინოს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. ჰუმირას გამოყენებისას შესაძლოა დაქვეითდეს მხედველობა და განიცადოთ თავბრუსხვევის შეგრძნება.
გვერდითი მოვლენები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში. გვერდითი მოვლენების უმეტესობა მსუბუქიდან საშუალო სიმძიმისაა. თუმცა, ზოგიერთი შეიძლება სერიოზული იყოს და მკურნალობას საჭიროებდეს. გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს ჰუმირას ბოლო ინექციიდან სულ მცირე ოთხი თვის განმავლობაში.
დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე შემდეგ ნიშანს:
კანზე ძლიერი გამონაყარი, ჭინჭრის ციება ან ალერგიული რეაქციის სხვა ნიშნები
სახის, ხელების ან ფეხების შეშუპება
სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება
ფიზიკური აქტივობის დროს ან წოლის დროს ქოშინი ან ფეხების შეშუპება.
რაც შეიძლება დროულად აცნობეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე შემდეგ ნიშანს:
ინფექციის ნიშნები, როგორიცაა ცხელება, ზოგადი სისუსტე, ჭრილობები, კბილების პრობლემები, წვა შარდვის დროს
სისუსტის ან დაღლილობის შეგრძნება
ხველა
ჩხვლეტის შეგრძნება
დაბუჟება
მხედველობის გაორება
სისუსტე ხელებში ან ფეხებში
კოპები ან ღია წყლულები
ნიშნები და სიმპტომები, რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს სისხლის ფორმირების სისტემის შესაძლო დარღვევაზე, როგორიცაა მუდმივი ცხელება, სისხლჩაქცევები, სისხლდენა, სიფერმკრთალე.
ზემოთ აღწერილი ნიშნები შეიძლება მიუთითებდეს შემდეგ გვერდით მოვლენებზე, რომლებიც დაფიქსირდა ჰუმირას გამოყენებისას:
ძალიან ხშირი (შეიძლება აღინიშნებოდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)
ინექციის ადგილას რეაქციები (მათ შორის ტკივილი, შეშუპება, სიწითლე ან ქავილი)
სასუნთქი გზების ინფექციები (მათ შორის გაციება, სურდო, სინუსების ინფექცია, პნევმონია)
თავის ტკივილი
მუცლის ტკივილი
გულისრევა და ღებინება
კანის გამონაყარი
კუნთებისა და ძვლების ტკივილი
ხშირი (შეიძლება აღინიშნებოდეს 10-დან 1-მდე პაციენტში)
მძიმე ინფექციები (მათ შორის სისხლის მოწამვლა და გრიპი)
ნაწლავების ინფექციები (მათ შორის გასტროენტერიტი)
კანის ინფექციები (მათ შორის კანქვეშა ქსოვილის ანთება და სარტყელისებრი სირსველი)
ყურის ინფექციები
პირის ღრუს ინფექციები (მათ შორის სტომატოლოგიური ინფექციები და ჰერპესი)
რეპროდუქციული სისტემის ინფექციები
საშარდე გზების ინფექცია
სოკოვანი ინფექციები
სახსრების ინფექციები
კეთილთვისებიანი სიმსივნეები
კანის კიბო
ალერგიული რეაქციები (მათ შორის სეზონური ალერგიები)
დეჰიდრატაცია (სითხის დაკარგვა)
განწყობის ცვალებადობა (მათ შორის დეპრესია)
შფოთვა
ძილის დარღვევები
მგრძნობელობის დარღვევები (მათ შორის ჩხვლეტა, ჩხვლეტა ან დაბუჟება)
შაკიკი
ნერვის ფესვის კომპრესია (ლუმბაგო, მათ შორის ზურგის და ფეხის ტკივილი)
მხედველობის დარღვევები
თვალის ანთება
ქუთუთოების ანთება და თვალის შეშუპება
თავბრუსხვევა
გულისცემის აჩქარება
მაღალი არტერიული წნევა
სიცხის შეგრძნება
სისხლჩაქცევები
ხველა
ასთმა
ქოშინი
კუჭ-ნაწლავის სისხლდენა
მონელების დარღვევა (კუჭის აშლილობა, შებერილობა, გულძმარვა)
მჟავე რეფლუქსი
სიკა სინდრომი (მათ შორის თვალების და პირის სიმშრალე)
ქავილი
ქავილი გამონაყარი
სისხლჩაქცევები
კანის ანთება (მაგალითად, ეგზემა)
ფრჩხილების მყიფეობა ხელებსა და ფეხებზე
ოფლიანობის მომატება
თმის ცვენა
ფსორიაზის ახალი აფეთქება ან გაუარესება
კუნთების სპაზმები
სისხლი შარდში
თირკმლების პრობლემები
ტკივილი გულმკერდის არეში
სითხის შეკავება (შეშუპება)
ცხელება
თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, რაც ზრდის სისხლდენის ან სისხლჩაქცევების რისკს
ჭრილობის შეხორცების შეფერხება
არახშირი (შეიძლება აღინიშნებოდეს 100-დან 1-მდე პაციენტში)
ტუბერკულოზი და სხვა ინფექციები, რომლებიც ვითარდება დაავადებისადმი რეზისტენტობის შემცირებისას (ოპორტუნისტული ინფექციები)
ნევროლოგიური ინფექციები (მათ შორის ვირუსული მენინგიტი)
თვალის ინფექციები
ბაქტერიული ინფექციები
მსხვილი ნაწლავის ანთება და ინფექცია (დივერტიკულიტი)
კიბო
კიბო, რომელიც ლიმფურ სისტემაზე ახდენს გავლენას
მელანომა
იმუნური დარღვევები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ ფილტვებზე, კანზე და ლიმფურ კვანძებზე (ყველაზე ხშირად სარკოიდოზი)
ვასკულიტი (სისხლძარღვების ანთება)
ტრემორი (კანკალი)
ნერვული დარღვევები (ნეიროპათია)
ინსულტი
სმენის დაკარგვა, ტინიტუსი
არარეგულარული გულისცემა, მაგ., როგორიცაა პალპიტაცია
გულის პრობლემები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ქოშინი და ტერფის შეშუპება
გულის შეტევა
მთავარი არტერიის კედლის გამობერილობა, ვენაში ანთება და სისხლის კოლტები, სისხლძარღვის ბლოკირება
ფილტვის დაავადებები, რომლებიც ვლინდება ქოშინით (მათ შორის ანთება)
ფილტვის ემბოლია (ფილტვის არტერიის ბლოკირება)
ფილტვის გარშემო სითხის პათოლოგიური დაგროვება (პლევრის ეფუზია)
პანკრეასის ანთება, რაც იწვევს მძიმე მუცლისა და ზურგის ტკივილი
ყლაპვის გაძნელება
სახის შეშუპება
ნაღვლის ბუშტის ანთება, კენჭები
ცხიმოვანი ღვიძლი
ღამის ოფლიანობა
ნაწიბურების წარმოქმნა
კუნთების პათოლოგიური ატროფია
სისტემური წითელი მგლურა (მათ შორის კანის, გულის, ფილტვების, სახსრების და სხვა ორგანოების სისტემების ანთება)
ძილის დარღვევები
იმპოტენცია
ანთებები
იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1.000-დან 1-მდე პაციენტში)
ლეიკემია (სისხლისა და ძვლის ტვინის კიბო)
შოკით მიმდინარე მძიმე ალერგიული რეაქციები
გაფანტული სკლეროზი
ნერვის დარღვევები (მაგ., მხედველობის ნერვის ანთება და გიენ-ბარეს სინდრომი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სისუსტე, სენსორული დარღვევები და ჩხვლეტის შეგრძნება ხელებსა და ზედა ტანში)
გულის გაჩერება
ფილტვის ფიბროზი (ფილტვების ნაწიბურების წარმოქმნა)
ნაწლავის პერფორაცია
ჰეპატიტი
B ჰეპატიტის რეციდივი
ღვიძლის ანთება, გამოწვეული ორგანიზმის საკუთარი იმუნური სისტემით (აუტოიმუნური ჰეპატიტი)
კანის სისხლძარღვების ანთება (კანის ვასკულიტი)
სტივენს-ჯონსონის სინდრომი (ადრეული ნიშნებია სისუსტე, ცხელება, თავის ტკივილი და გამონაყარი)
სახის შეშუპება, რომელიც დაკავშირებულია ალერგიულ რეაქციებთან
კანის ანთებითი გამონაყარი (მულტიფორმული ერითემა)
ლუპუსის მსგავსი სინდრომი
ანგიონევროზული შეშუპება (კანის ლოკალიზებული შეშუპება)
ლიქენოიდული კანის რეაქცია (ქავილი, მოწითალოდან იისფერამდე კანზე გამონაყარი)
უცნობია სიხშირე (სიხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით)
ჰეპატოელენთის T-უჯრედოვანი ლიმფომა (იშვიათი სისხლის კიბო, რომელიც ხშირად ფატალურია)
მერკელის უჯრედოვანი კარცინომა (კანის კიბოს სახეობა)
კაპოშის სარკომა, იშვიათი კიბო, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჰერპესვირუს 8 ინფექციასთან. კაპოშის სარკომა ყველაზე ხშირად ვლინდება კანის იისფერი დაზიანებებით.
ღვიძლის უკმარისობა
დერმატომიოზიტის გაუარესება (რომელიც ვლინდება კანზე გამონაყარის სახით კუნთების სისუსტესთან ერთად)
წონაში მატება (წონაში მატება მინიმალური იყო პაციენტების უმეტესობაში)
ჰუმირას გამოყენებისას დაფიქსირდა რამდენიმე გვერდითი მოვლენა, რომლის დროსაც არ ვლინდება სიმპტომები და მათი აღმოჩენა მხოლოდ სისხლის ანალიზით არის შესაძლებელი. ესენია:

სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება
სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება
სისხლში ლიპიდების დონის მომატება
ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება

სისხლის თეთრი უჯრედების მომატებული რაოდენობა
თრომბოციტების შემცირებული რაოდენობა
შარდმჟავას მომატებული დონე
ნატრიუმის პათოლოგიური დონე
კალციუმის დაბალი დონე
ფოსფატის დაბალი დონე
სისხლში გლუკოზის მაღალი დონე
ლაქტატდეჰიდროგენაზას მაღალი დონე
სისხლში აუტოანტისხეულების გამოვლენა
ჰიპოკალიემია (სისხლში კალიუმის დაბალი დონე)

სისხლში ბილირუბინის მომატებული კონცენტრაცია (ღვიძლის ფუნქციური ტესტები)
იშვიათი (შეიძლება აღინიშნებოდეს 1.000-დან 1-მდე პაციენტში)
სისხლის თეთრი და წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება და თრომბოციტების დაბალი რაოდენობა
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
თუ თქვენ შენიშნეთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. ასევე შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირ შეატყობინოთ ეროვნული შეტყობინების სისტემის მეშვეობით:
გერმანია
ვაქცინებისა და ბიომედიცინის ფედერალური ინსტიტუტი
პოლ ერლიხის ინსტიტუტი
პოლ-ერლიხის ქუჩა 51 – 59
63225 ლანგენი
ტელ: +49 6103 77 0
ფაქსი: +49 6103 77 1234
ვებ-გვერდი: www.pei.de
ავსტრია
ჯანდაცვაში უსაფრთხოების ფედერალური ოფისი
ტრაიზენგასე 5
1200 ვენა
ავსტრია
ფაქსი: +43 (0) 50 555 36207
ვებ-გვერდი: http://www.basg.gv.at/
გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით, თქვენ ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოწოდებას.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება არის: ადალიმუმაბი.
დამხმარე ნივთიერებებია: მანიტოლი (Ph. Eur.), პოლისორბატი 80 და საინექციო წყალი.
ჰუმირას მზა შპრიცის გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა
ჰუმირას 40 მგ საინექციო ხსნარი წინასწარ შევსებულ შპრიცში გამოდის სტერილური ხსნარის სახით, რომელიც შეიცავს 40 მგ ადალიმუმაბს 0.4 მლ ხსნარში.
ჰუმირას წინასწარ შევსებული შპრიცი დამზადებულია შუშისგან და შეიცავს ადალიმუმაბის ხსნარს.
თითოეული შეფუთვა შეიცავს 1, 2, 4 ან 6 წინასწარ შევსებულ შპრიცს პაციენტის მიერ თვითგამოყენებისათვის და შესაბამის 1, 2, 4 ან 6 სპირტიან ტამპონს.
შესაძლოა, ყველა შეფუთვის ზომა არ იყოს ბაზარზე.
ჰუმირა შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს ფლაკონის, წინასწარ შევსებული შპრიცის და/ან წინასწარ შევსებული კალმის სახით.
ფარმაცევტული კომპანია
AbbVie Deutschland GmbH & Co. KG
კნოლშტრასე
67061 ლუდვიგშაფენი
გერმანია
შენახვის პირობები
წინასწარ შევსებული შპრიცი გაყინული იყო ან მზის პირდაპირი დასხივების ქვეშ მოხვდა;
წინასწარ შევსებული შპრიცი დავარდა ან დაზიანდა.
ნემსის თავსახური მოხსენით მხოლოდ ინექციის წინ.
ჰუმირა შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ნაბიჯი 1
გამოიღეთ ჰუმირა მაცივრიდან.
გააჩერეთ ჰუმირა 15-დან 30 წუთამდე ოთახის ტემპერატურაზე სანამ გააკეთებთ ინექციას.
ამ დროის განმავლობაში ნემსის თავსახური არ უნდა მოიხსნას.
ჰუმირა სხვა გზით არ უნდა გათბოთ. გააჩერეთ ჰუმირა ოთახის ტემპერატურაზე 15-დან 30 წუთის განმავლობაში.
ნაბიჯი 2
მზა შპრიცი
სპირტიანი ტამპონი
შეამოწმეთ ვარგისიანობის ვადა. არ გამოიყენოთ წინასწარ შევსებული შპრიცი ამ ვადის გასვლის შემდეგ.
სუფთა ზედაპირზე მოათავსეთ შემდეგი ნივთები:
ჰუმირას წინასწარ შევსებული შპრიცი
სპირტიანი ტამპონი
ხელები კარგად დაიბანეთ და გაიმშრალეთ.
ნაბიჯი 3
ინექციის ადგილები სხეულზე
ინექციის ადგილები სხეულზე
ინექციის ადგილის არჩევა:
ბარძაყის წინა ნაწილი ან
მუცლის არეში ლაქა ჭიპიდან სულ მცირე 5 სმ-ით დაშორებით.
ადგილი ბოლო ინექციის ადგილიდან სულ მცირე 3 სმ-ით უნდა იყოს დაშორებული.
ინექციის ადგილი წრიული მოძრაობით გაწმინდეთ სპირტიანი ტამპონით.
არ გაიკეთოთ ინექცია ტანსაცმელში.
არ გაიკეთოთ ინექცია მტკივნეულ ადგილებში, ან იმ ადგილებში, სადაც კანი წითელია, გამაგრებული, ნაწიბუროვანი, ან სადაც არის სილურჯე, სტრიები ან ფოლაქიანი ფსორიაზი.
ნაბიჯი 4
წინასწარ შევსებული შპრიცი ერთ ხელში დაიჭირეთ.
შეამოწმეთ სითხე წინასწარ შევსებულ შპრიცში.
დარწმუნდით, რომ სითხე გამჭვირვალე და უფეროა.
არ გამოიყენოთ წინასწარ შევსებული შპრიცი, თუ სითხე მღვრიეა ან თუ მასში ფანტელებს ან ნაწილაკებს ხედავთ.
არ გამოიყენოთ წინასწარ შევსებული შპრიცი, თუ ის დავარდა ან დაზიანებულია.
მეორე ხელით, ფრთხილად მოხსენით ნემსის თავსახური პირდაპირ ნემსიდან. გადააგდეთ თავსახური. არ დაახუროთ თავსახური.
არ შეეხოთ ნემსს და დარწმუნდით, რომ ის არ ეხება რაიმე საგანს.
ნაბიჯი 5
წინასწარ შევსებული შპრიცი დაიჭირეთ ნემსით ზემოთ.
ერთი ხელით შპრიცი თვალის დონეზე დაიჭირეთ, რათა შიგნით ჰაერი დაინახოთ.
ნელა დააჭირეთ დგუშს, რომ ჰაერი ნემსიდან გამოდევნოთ.
ნემსის წვერზე სითხის წვეთის არსებობა ნორმალურია.
ნაბიჯი 6
შპრიცის კორპუსი კალმის მსგავსად დაიჭირეთ
ერთი ხელის ცერა და საჩვენებელ თითებს შორის.
გაწმენდილი კანის ნაწილი თავისუფალი ხელით დაიჭირეთ, ფრთხილად მოუჭირეთ ერთმანეთს
ოდნავ და მაგრად მოუჭირეთ.
ნაბიჯი 7
ნემსი კანში სრულად ჩაარჭეთ სწრაფი, მოკლე მოძრაობით დაახლოებით 45 გრადუსიანი კუთხით.
მას შემდეგ, რაც ნემსი კანში შეაღწევს, გაუშვით კანს ხელი.
ნელა დააჭირეთ დგუში ბოლომდე, სანამ მთელი სითხე არ შეიყვანება და შპრიცი არ დაიცლება.
ნაბიჯი 8
ბამბის ბურთი
ინექციის დასრულების შემდეგ, ნელა ამოიღეთ ნემსი კანიდან, შპრიცი იმავე კუთხით შეინარჩუნეთ.
ინექციის შემდეგ, ფრთხილად დააწექით ინექციის ადგილს ბამბის ტამპონით ან მარლის ნაჭრით.
არ გახეხოთ ინექციის ადგილი.
ნორმალურია, რომ ადგილიდან მცირედი სისხლდენა აღინიშნოს.
ნაბიჯი 9
გამოყენებული წინასწარ შევსებული შპრიცი გადააგდეთ სპეციალურ ბასრი ნივთების კონტეინერში ექიმის, ექთნის ან ფარმაცევტის ინსტრუქციის შესაბამისად. არავითარ შემთხვევაში არ დაახუროთ შპრიცს თავსახური ხელახლა.
გამოყენებული წინასწარ შევსებული შპრიცი არ გადააგდოთ გადამუშავების ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში.
შპრიცი და სპეციალური ნარჩენების კონტეინერი ყოველთვის შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ნემსის თავსახური, სპირტიანი ტამპონი, ბამბის ბურთი/მარლის ნაჭერი, ბლისტერული შეფუთვა და გარე კოლოფი შეიძლება გადააგდოთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებში.
თარგმანი შეესაბამება ორიგინალს.
თარჯიმანი:
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ინსტრუქცია პრეპარატის სამედიცინო გამოყენების შესახებ: ინფორმაცია პაციენტებისათვის
ჰუმირა® 40 მგ
საინექციო ხსნარი მზა შპრიცში
ადალიმუმაბი
ამ მედიკამენტის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციებს.
შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა მოგვიანებით.
თქვენ ექიმისგან მიიღებთ პაციენტის ბარათს, რომელიც შეიცავს მნიშვნელოვან უსაფრთხოების ინფორმაციას, რომელიც უნდა დაიცვათ ჰუმირათი მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს. ეს პაციენტის ბარათი უნდა იქონიოთ მუდამ თან.
დამატებით კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს მედიკამენტი დაგენიშნათ პირადად თქვენ. არ გადასცეთ ის სხვებს. მან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი სიმპტომები თქვენის მსგავსია.
თუ თქვენ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ ნაწილი 4.
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს:
- რას წარმოადგენს ჰუმირა და რისთვის გამოიყენება?
- ინფორმაცია ჰუმირას გამოყენებამდე
- ჰუმირას გამოყენების წესი
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
- ჰუმირას შენახვის პირობები
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები
- როგორ შევიყვანოთ ჰუმირა

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ორსულობის თავიდან ასაცილებლად უნდა განიხილოთ კონტრაცეფციის შესაფერისი მეთოდის გამოყენება და გააგრძელოთ კონტრაცეფციის გამოყენება ჰუმირას ბოლო დოზის მიღებიდან სულ მცირე 5 თვის განმავლობაში.
თუ ხართ ორსულად, ეჭვი გაქვთ ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით რჩევისთვის მიმართეთ ექიმს.
ჰუმირა ორსულობის დროს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში უნდა იქნას გამოყენებული.
ორსულ ქალებზე ჩატარებული კვლევის თანახმად, ორსულობის დროს ჰუმირათი ნამკურნალები დედების შვილებს თანდაყოლილი დეფექტების განვითარების უფრო მაღალი რისკი არ აღენიშნებოდათ, ვიდრე იმავე მდგომარეობის მქონე დედების შვილებს, რომლებიც ჰუმირათი არ მკურნალობდნენ.
ჰუმირას გამოყენება შესაძლებელია ძუძუთი კვების დროს.
თუ ორსულობის დროს მიიღებთ ჰუმირას, თქვენს პატარას შეიძლება ჰქონდეს ინფექციის განვითარების გაზრდილი რისკი.
მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის ვაქცინაციამდე აცნობოთ თქვენი ბავშვის ექიმებს და სხვა ჯანდაცვის სპეციალისტებს, რომ ორსულობის დროს იყენებდით ჰუმირას. ვაქცინაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ნაწილში „გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები“.
ზეგავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
ჰუმირამ შესაძლოა მცირე გავლენა მოახდინოს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. ჰუმირას გამოყენებისას შესაძლოა დაქვეითდეს მხედველობა და განიცადოთ თავბრუსხვევის შეგრძნება.
- ჰუმირას გამოყენების წესი
ეს მედიკამენტი უნდა მიიღოთ ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. გაურკვევლობის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ქვემოთ მოცემულ ცხრილში მოცემულია ჰუმირას რეკომენდებული დოზები დამტკიცებული გამოყენებისთვის. თუ სხვა დოზა გჭირდებათ, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ჰუმირა სხვა სიძლიერით.
რევმატოიდული ართრიტი, ფსორიაზული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილიტი ან აქსიალური სპონდილოართრიტი, რომლის დროსაც რენტგენოგრაფიით ოსიფიკაცია ჯერ არ არის გამოვლენილი
ასაკი ან სხეულის წონა
რა დოზით და სიხშირით უნდა მიიღოთ ჰუმირა?
მითითებები
უფროსები
40 მგ ყოველ მეორე კვირაში
რევმატოიდული ართრიტის დროს, მეტოტრექსატის მიღება გრძელდება. თუ ექიმი გადაწყვეტს, რომ მეთოტრექსატი თქვენთვის შესაფერისი არ არის, ჰუმირას გამოყენება ასევე შესაძლებელია დამოუკიდებლად.
თუ თქვენ გაქვთ რევმატოიდული ართრიტი და არ იღებთ მეთოტრექსატს ჰუმირასთან ერთად, თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ადალიმუმაბი 40 მგ ყოველ კვირას ან 80 მგ ყოველ მეორე კვირას.
პოლიარტიკულარული იუვენილური იდიოპათიური ართრიტი
ასაკი ან სხეულის წონა
რა დოზით და სიხშირით უნდა მიიღოთ ჰუმირა?
მითითებები
2 წლის და უფროსი ასაკის ბავშვები, მოზარდები და მოზრდილები 30 კგ ან მეტი სხეულის წონით
40 მგ ყოველ მეორე კვირაში
არ აღინიშნება
2 წლის და უფროსი ასაკის ბავშვები და მოზარდები 10 კგ-დან 30 კგ-მდე სხეულის წონით
20 მგ ყოველ მეორე კვირაში
არ აღინიშნება
ენთეზიტთან ასოცირებული ართრიტი
ასაკი ან სხეულის წონა
რა დოზით და სიხშირით უნდა მიიღოთ ჰუმირა?
მითითებები
6 წლის და უფროსი ასაკის ბავშვები, მოზარდები და მოზრდილები 30 კგ ან მეტი სხეულის წონით
40 მგ ყოველ მეორე კვირაში
არ აღინიშნება
6 წლის და უფროსი ასაკის ბავშვები და მოზარდები 15კგ-დან 30 კგ-მდე სხეულის წონით
20 მგ ყოველ მეორე კვირაში
არ აღინიშნება
ბალთისებრი ფსორიაზი
ასაკი ან სხეულის წონა
რა დოზით და სიხშირით უნდა მიიღოთ ჰუმირა?
მითითებები
უფროსები
80 მგ საწყისი დოზა (ორი
40 მგ ინექციის სახით ერთ დღეში), შემდეგ 40 მგ ყოველ მეორე კვირაში, დაწყებული საწყისი დოზიდან ერთი კვირის შემდეგ.
თუ მკურნალობაზე ადეკვატური რეაგირება არ გაქვთ, ექიმმა შეიძლება გაზარდოს დოზა 40 მგ-მდე ყოველ კვირას ან 80 მგ-მდე ყოველ მეორე კვირაში.
ბავშვები და მოზარდები 4-დან 17 წლამდე და 30 კგ -დან და მეტი სხეულის წონით
40 მგ საწყისი დოზის სახით, რასაც მოსდევს ერთი კვირის შემდეგ 40 მგ დოზა.
შემდეგ, 40 მგ ჩვეულებრივ მიიღება ყოველ მეორე კვირაში.
არ აღინიშნება
ბავშვები და მოზარდები 4-დან 17 წლამდე და 15კგ-დან 30 კგ-მდე სხეულის წონით.
საწყისი დოზაა 20 მგ, რასაც მოხდევს ერთი კვირის შემდეგ 20 მგ.
შემდეგ, როგორც წესი, 20 მგ მიიღება ყოველ მეორე კვირაში.
არ აღინიშნება
ჩირქოვანი ჰიდრადენიტი/Hidradenitis suppurativa (acne inversa)
ასაკი ან სხეულის წონა
რა დოზით და სიხშირით უნდა მიიღოთ ჰუმირა?
მითითებები
უფროსები
160 მგ საწყისი დოზა (ოთხი 40 მგ-იანი ინექცია ერთ დღეში ან ორი 40 მგ-იანი ინექცია დღეში ზედიზედ ორი დღის განმავლობაში), რასაც მოჰყვება 80 მგ დოზა ორი კვირის შემდეგ (ორი 40 მგ-იანი ინექცია ერთ დღეში). დამატებითი ორი კვირის შემდეგ, მკურნალობა გრძელდება 40 მგ დოზით ყოველ კვირას ან 80 მგ ყოველ მეორე კვირას, ექიმის დანიშნულებისამებრ.
რეკომენდებულია ყოველდღიურად დაზიანებულ ადგილებში ანტისეპტიკური ხსნარის წასმა.
მოზარდები 12-დან 17 წლამდე და 30 კგ -დან და მეტი სხეულის წონით
ჰუმირას რეკომენდებული საწყისი დოზაა 80 მგ (ორი 40 მგ ინექციის სახით ერთ დღეში).
ერთი კვირის შემდეგ, 40 მგ მიიღება ყოველ ორ კვირაში.
თუ პაციენტი მკურნალობაზე ადეკვატურად არ რეაგირებს, ექიმმა შეიძლება დოზა გაზარდოს 40 მგ-მდე ყოველ კვირას ან 80 მგ-მდე ყოველ მეორე კვირას.
რეკომენდებულია, რომ პაციენტმა დაზიანებულ ადგილებში ყოველდღიურად გამოიყენოს ანტისეპტიკური სავლები ხსნარი.
კრონის დაავადება
ასაკი ან სხეულის წონა
რა დოზით და სიხშირით უნდა მიიღოთ ჰუმირა?
მითითებები
6 წლის და უფროსი ასაკის ბავშვები, მოზარდები და მოზრდილები 40 კგ ან მეტი წონით
80 მგ საწყისი დოზირების სახით (ორი 40 მგ-იანი ინექციის სახით ერთ დღეს), რასაც მოსდევს ორი კვირის შემდეგ 40 მგ.
თუ საჭროა სწრაფი ეფექტი, შესაძლოა ექიმმა დანიშნოს 160 მგ საწყისი დოზის სახით (ოთხი 40 მგ-იანი ინექცია ერთ დღეს ან ორი 40 მგ-იანი ინექცია დღეში ზედიზედ ორი დღის განმავლობაში), რასაც მოსდევს 80 მგ ორი კვირის შემდეგ (ორი 40 მგ-იანი ინექცია ერთ დღეს). შემდეგ გამოიყენება ჩვეულებრივი დოზირება 40 მგ ყოველ მეორე კვირაში.
ექიმმა შეიძლება გაზარდოს დოზა 40 მგ-მდე ყოველ კვირას ან 80 მგ-მდე ყოველ მეორე კვირაში.
ბავშვები და მოზარდები 6-დან 17 წლამდე ასაკში და 40 კგ-ზე დაბალი სხეულის წონით
საწყისი დოზა 40 მგ, შემდეგ ორი კვირის შემდეგ 20 მგ.
თუ საჭიროა მოქმედების უფრო სწრაფი დაწყება, ექიმმა შეიძლება დანიშნოს 80 მგ საწყისი დოზა (ერთ დღეში 40 მგ-იანი ორი ინექციის სახით), შემდეგ კი 40 მგ ორი კვირის შემდეგ.
ამის შემდეგ, ჩვეულებრივი დოზაა 20 მგ ყოველ მეორე კვირაში.
ექიმს შეუძლია დოზის სიხშირე კვირაში 20 მგ-მდე გაზარდოს.
წყლულოვანი კოლიტი
ასაკი ან სხეულის წონა
რა დოზით და სიხშირით უნდა მიიღოთ ჰუმირა?
მითითებები
უფროსები
160 მგ საწყისი დოზა (ოთხი 40 მგ-იანი ინექცია ერთ დღეში ან ორი 40 მგ-იანი ინექცია დღეში ზედიზედ ორი დღის განმავლობაში), რასაც მოჰყვება ერთი დოზა 80 მგ ორი კვირის შემდეგ (ორი40 მგ-იანი ინექცია ერთ დღეში).
ამის შემდეგ, ჩვეულებრივი დოზაა 40 მგ ყოველ მეორე კვირაში.
ექიმმა შეიძლება გაზარდოს დოზა 40 მგ-მდე ყოველ კვირას ან 80 მგ-მდე ყოველ მეორე კვირას.
ბავშვები და მოზარდები 6 წლის ასაკიდან და 40 კგ-ზე ნაკლები სხეულის წონით
საწყისი დოზაა 80 მგ (ორი 40 მგ ინექციის სახით ერთ დღეში), რასაც მოჰყვება 40 მგ-იანი ერთჯერადი ინექცია ორი კვირის შემდეგ. ამის შემდეგ, ჩვეულებრივი დოზაა 40 მგ ყოველ მეორე კვირაში.
მაშინაც კი, თუ მკურნალობის დროს 18 წლის გახდებით, ჰუმირას ინექცია ჩვეულებრივი დოზით უნდა გააგრძელოთ.
ბავშვები და მოზარდები 6 წლის ასაკიდან და ზემოთ 40 კგ და მეტი სხეულის წონით
160 მგ საწყისი დოზა (ოთხი40 მგ-იანი ინექცია ერთ დღეში ან ორი 40 მგ-იანი ინექცია დღეში ზედიზედ ორი დღის განმავლობაში), რასაც მოჰყვება ერთი დოზა 80 მგ ორი კვირის შემდეგ (ორი 40 მგ-იანი ინექცია ერთ დღეში).
შემდგომში, ჩვეულებრივი დოზაა 80 მგ ყოველ მეორე კვირაში.
მაშინაც კი, თუ მკურნალობის დროს 18 წლის გახდებით, ჰუმირას ინექცია ჩვეულებრივი დოზით უნდა გააგრძელოთ.
არაინფექციური უვეიტი
ასაკი ან სხეულის წონა
რა დოზით და სიხშირით უნდა მიიღოთ ჰუმირა?
მითითებები
უფროსები
80 მგ საწყისი დოზა (ორი 40 მგ-იანი ინექცია ერთ დღეში), შემდეგ 40 მგ ყოველ მეორე კვირაში, საწყისი დოზიდან ერთი კვირის შემდეგ.
ჰუმირათი მკურნალობის დროს შესაძლებელია კორტიკოსტეროიდების ან სხვა მედიკამენტების მიღება, რომლებიც ორგანიზმის იმუნურ სისტემაზე მოქმედებენ.
ჰუმირას გამოყენება ასევე შესაძლებელია დამოუკიდებლად.
ბავშვები 2 წლის ასაკიდან და მოზარდები 30 კგ-ზე ნაკლები სხეულის წონით
20 მგ ყოველ მეორე კვირაში
ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ 40 მგ საწყისი დოზა. ეს საწყისი დოზა მიიღება მკურნალობის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, ჩვეულებრივი 20 მგ ყოველ მეორე კვირაში ერთხელ. რეკომენდებულია ჰუმირას გამოყენება მეტოტრექსატთან ერთად.
ბავშვები 2 წლის ასაკიდან და მოზარდები 30 კგ ან მეტი სხეულის წონით
40 მგ ყოველ მეორე კვირაში
ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ 80 მგ საწყისი დოზა. ეს საწყისი დოზა მიიღება მკურნალობის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, ჩვეულებრივი 40 მგ დოზით ყოველ მეორე კვირაში. რეკომენდებულია ჰუმირას გამოყენება მეტოტრექსატთან ერთად.
გამოყენების მეთოდი
ჰუმირა შეჰყავთ კანქვეშ (სუბკუტანური ინექცია).
დეტალური ინსტრუქცია ჰუმირას ინექციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მე-7 ნაწილში „როგორ შევიყვანოთ ჰუმირა“.
თუ შეიყვანეთ ჰუმირას საჭიროზე მეტი დოზირება
თუ თქვენ შემთხვევით შეიყვანეთ ჰუმირას ინექცია დანიშნულზე უფრო ხშირად, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს. ყოველთვის თან იქონიეთ მედიკამენტის კოლოფი, თუნდაც ის ცარიელი იყოს.
თუ დაგავიწყდათ ჰუმირას ინექციის გაკეთება
თუ ინექცია გამოტოვეთ ერთჯერ, ჰუმირას შემდეგი დოზა უნდა გაიკეთოთ როგორც კი გაგახსენდებათ. შემდეგი დოზა გაიკეთეთ დაგეგმილ დღეს, როგორც ამას გააკეთებდით ინექციის არგამოტოვების შემთხვევაში.
თუ შეწყვეტთ ჰუმირას გამოყენებას
ჰუმირას გამოყენების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება უნდა განიხილოთ ექიმთან. ჰუმირათი მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში შესაძლოა აღინიშნოს სიმპტომების რეციდივი.
ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში. გვერდითი მოვლენების უმეტესობა მსუბუქიდან საშუალო სიმძიმისაა. თუმცა, ზოგიერთი შეიძლება სერიოზული იყოს და მკურნალობას საჭიროებდეს. გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს ჰუმირას ბოლო ინექციიდან სულ მცირე ოთხი თვის განმავლობაში.
დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე შემდეგ ნიშანს:
კანზე ძლიერი გამონაყარი, ჭინჭრის ციება ან ალერგიული რეაქციის სხვა ნიშნები
სახის, ხელების ან ფეხების შეშუპება
სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება
ფიზიკური აქტივობის დროს ან წოლის დროს ქოშინი ან ფეხების შეშუპება.
რაც შეიძლება დროულად აცნობეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე შემდეგ ნიშანს:
ინფექციის ნიშნები, როგორიცაა ცხელება, ზოგადი სისუსტე, ჭრილობები, კბილების პრობლემები, წვა შარდვის დროს
სისუსტის ან დაღლილობის შეგრძნება
ხველა
ჩხვლეტის შეგრძნება
დაბუჟება
მხედველობის გაორება
სისუსტე ხელებში ან ფეხებში
კოპები ან ღია წყლულები
ნიშნები და სიმპტომები, რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს სისხლის ფორმირების სისტემის შესაძლო დარღვევაზე, როგორიცაა მუდმივი ცხელება, სისხლჩაქცევები, სისხლდენა, სიფერმკრთალე.
ზემოთ აღწერილი ნიშნები შეიძლება მიუთითებდეს შემდეგ გვერდით მოვლენებზე, რომლებიც დაფიქსირდა ჰუმირას გამოყენებისას:
ძალიან ხშირი (შეიძლება აღინიშნებოდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)
ინექციის ადგილას რეაქციები (მათ შორის ტკივილი, შეშუპება, სიწითლე ან ქავილი)
სასუნთქი გზების ინფექციები (მათ შორის გაციება, სურდო, სინუსების ინფექცია, პნევმონია)
თავის ტკივილი
მუცლის ტკივილი
გულისრევა და ღებინება
კანის გამონაყარი
კუნთებისა და ძვლების ტკივილი
ხშირი (შეიძლება აღინიშნებოდეს 10-დან 1-მდე პაციენტში)
მძიმე ინფექციები (მათ შორის სისხლის მოწამვლა და გრიპი)
ნაწლავების ინფექციები (მათ შორის გასტროენტერიტი)
კანის ინფექციები (მათ შორის კანქვეშა ქსოვილის ანთება და სარტყელისებრი სირსველი)
ყურის ინფექციები
პირის ღრუს ინფექციები (მათ შორის სტომატოლოგიური ინფექციები და ჰერპესი)
რეპროდუქციული სისტემის ინფექციები
საშარდე გზების ინფექცია
სოკოვანი ინფექციები
სახსრების ინფექციები
კეთილთვისებიანი სიმსივნეები
კანის კიბო
ალერგიული რეაქციები (მათ შორის სეზონური ალერგიები)
დეჰიდრატაცია (სითხის დაკარგვა)
განწყობის ცვალებადობა (მათ შორის დეპრესია)
შფოთვა
ძილის დარღვევები
მგრძნობელობის დარღვევები (მათ შორის ჩხვლეტა, ჩხვლეტა ან დაბუჟება)
შაკიკი
ნერვის ფესვის კომპრესია (ლუმბაგო, მათ შორის ზურგის და ფეხის ტკივილი)
მხედველობის დარღვევები
თვალის ანთება
ქუთუთოების ანთება და თვალის შეშუპება
თავბრუსხვევა
გულისცემის აჩქარება
მაღალი არტერიული წნევა
სიცხის შეგრძნება
სისხლჩაქცევები
ხველა
ასთმა
ქოშინი
კუჭ-ნაწლავის სისხლდენა
მონელების დარღვევა (კუჭის აშლილობა, შებერილობა, გულძმარვა)
მჟავე რეფლუქსი
სიკა სინდრომი (მათ შორის თვალების და პირის სიმშრალე)
ქავილი
ქავილი გამონაყარი
სისხლჩაქცევები
კანის ანთება (მაგალითად, ეგზემა)
ფრჩხილების მყიფეობა ხელებსა და ფეხებზე
ოფლიანობის მომატება
თმის ცვენა
ფსორიაზის ახალი აფეთქება ან გაუარესება
კუნთების სპაზმები
სისხლი შარდში
თირკმლების პრობლემები
ტკივილი გულმკერდის არეში
სითხის შეკავება (შეშუპება)
ცხელება
თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, რაც ზრდის სისხლდენის ან სისხლჩაქცევების რისკს
ჭრილობის შეხორცების შეფერხება
არახშირი (შეიძლება აღინიშნებოდეს 100-დან 1-მდე პაციენტში)
ტუბერკულოზი და სხვა ინფექციები, რომლებიც ვითარდება დაავადებისადმი რეზისტენტობის შემცირებისას (ოპორტუნისტული ინფექციები)
ნევროლოგიური ინფექციები (მათ შორის ვირუსული მენინგიტი)
თვალის ინფექციები
ბაქტერიული ინფექციები
მსხვილი ნაწლავის ანთება და ინფექცია (დივერტიკულიტი)
კიბო
კიბო, რომელიც ლიმფურ სისტემაზე ახდენს გავლენას
მელანომა
იმუნური დარღვევები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ ფილტვებზე, კანზე და ლიმფურ კვანძებზე (ყველაზე ხშირად სარკოიდოზი)
ვასკულიტი (სისხლძარღვების ანთება)
ტრემორი (კანკალი)
ნერვული დარღვევები (ნეიროპათია)
ინსულტი
სმენის დაკარგვა, ტინიტუსი
არარეგულარული გულისცემა, მაგ., როგორიცაა პალპიტაცია
გულის პრობლემები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ქოშინი და ტერფის შეშუპება
გულის შეტევა
მთავარი არტერიის კედლის გამობერილობა, ვენაში ანთება და სისხლის კოლტები, სისხლძარღვის ბლოკირება
ფილტვის დაავადებები, რომლებიც ვლინდება ქოშინით (მათ შორის ანთება)
ფილტვის ემბოლია (ფილტვის არტერიის ბლოკირება)
ფილტვის გარშემო სითხის პათოლოგიური დაგროვება (პლევრის ეფუზია)
პანკრეასის ანთება, რაც იწვევს მძიმე მუცლისა და ზურგის ტკივილი
ყლაპვის გაძნელება
სახის შეშუპება
ნაღვლის ბუშტის ანთება, კენჭები
ცხიმოვანი ღვიძლი
ღამის ოფლიანობა
ნაწიბურების წარმოქმნა
კუნთების პათოლოგიური ატროფია
სისტემური წითელი მგლურა (მათ შორის კანის, გულის, ფილტვების, სახსრების და სხვა ორგანოების სისტემების ანთება)
ძილის დარღვევები
იმპოტენცია
ანთებები
იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1.000-დან 1-მდე პაციენტში)
ლეიკემია (სისხლისა და ძვლის ტვინის კიბო)
შოკით მიმდინარე მძიმე ალერგიული რეაქციები
გაფანტული სკლეროზი
ნერვის დარღვევები (მაგ., მხედველობის ნერვის ანთება და გიენ-ბარეს სინდრომი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სისუსტე, სენსორული დარღვევები და ჩხვლეტის შეგრძნება ხელებსა და ზედა ტანში)
გულის გაჩერება
ფილტვის ფიბროზი (ფილტვების ნაწიბურების წარმოქმნა)
ნაწლავის პერფორაცია
ჰეპატიტი
B ჰეპატიტის რეციდივი
ღვიძლის ანთება, გამოწვეული ორგანიზმის საკუთარი იმუნური სისტემით (აუტოიმუნური ჰეპატიტი)
კანის სისხლძარღვების ანთება (კანის ვასკულიტი)
სტივენს-ჯონსონის სინდრომი (ადრეული ნიშნებია სისუსტე, ცხელება, თავის ტკივილი და გამონაყარი)
სახის შეშუპება, რომელიც დაკავშირებულია ალერგიულ რეაქციებთან
კანის ანთებითი გამონაყარი (მულტიფორმული ერითემა)
ლუპუსის მსგავსი სინდრომი
ანგიონევროზული შეშუპება (კანის ლოკალიზებული შეშუპება)
ლიქენოიდული კანის რეაქცია (ქავილი, მოწითალოდან იისფერამდე კანზე გამონაყარი)
უცნობია სიხშირე (სიხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით)
ჰეპატოელენთის T-უჯრედოვანი ლიმფომა (იშვიათი სისხლის კიბო, რომელიც ხშირად ფატალურია)
მერკელის უჯრედოვანი კარცინომა (კანის კიბოს სახეობა)
კაპოშის სარკომა, იშვიათი კიბო, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჰერპესვირუს 8 ინფექციასთან. კაპოშის სარკომა ყველაზე ხშირად ვლინდება კანის იისფერი დაზიანებებით.
ღვიძლის უკმარისობა
დერმატომიოზიტის გაუარესება (რომელიც ვლინდება კანზე გამონაყარის სახით კუნთების სისუსტესთან ერთად)
წონაში მატება (წონაში მატება მინიმალური იყო პაციენტების უმეტესობაში)
ჰუმირას გამოყენებისას დაფიქსირდა რამდენიმე გვერდითი მოვლენა, რომლის დროსაც არ ვლინდება სიმპტომები და მათი აღმოჩენა მხოლოდ სისხლის ანალიზით არის შესაძლებელი. ესენია:
ძალიან ხშირი (შეიძლება აღინიშნებოდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)
სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება
სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება
სისხლში ლიპიდების დონის მომატება
ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება
ხშირი (შეიძლება აღინიშნებოდეს 10-დან 1-მდე პაციენტში)
სისხლის თეთრი უჯრედების მომატებული რაოდენობა
თრომბოციტების შემცირებული რაოდენობა
შარდმჟავას მომატებული დონე
ნატრიუმის პათოლოგიური დონე
კალციუმის დაბალი დონე
ფოსფატის დაბალი დონე
სისხლში გლუკოზის მაღალი დონე
ლაქტატდეჰიდროგენაზას მაღალი დონე
სისხლში აუტოანტისხეულების გამოვლენა
ჰიპოკალიემია (სისხლში კალიუმის დაბალი დონე)
არახშირი (შეიძლება აღინიშნებოდეს 100-დან 1-მდე პაციენტში)
სისხლში ბილირუბინის მომატებული კონცენტრაცია (ღვიძლის ფუნქციური ტესტები)
იშვიათი (შეიძლება აღინიშნებოდეს 1.000-დან 1-მდე პაციენტში)
სისხლის თეთრი და წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება და თრომბოციტების დაბალი რაოდენობა
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
თუ თქვენ შენიშნეთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. ასევე შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირ შეატყობინოთ ეროვნული შეტყობინების სისტემის მეშვეობით:
გერმანია
ვაქცინებისა და ბიომედიცინის ფედერალური ინსტიტუტი
პოლ ერლიხის ინსტიტუტი
პოლ-ერლიხის ქუჩა 51 – 59
63225 ლანგენი
ტელ: +49 6103 77 0
ფაქსი: +49 6103 77 1234
ვებ-გვერდი: www.pei.de
ავსტრია
ჯანდაცვაში უსაფრთხოების ფედერალური ოფისი
ტრაიზენგასე 5
1200 ვენა
ავსტრია
ფაქსი: +43 (0) 50 555 36207
ვებ-გვერდი: http://www.basg.gv.at/
გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით, თქვენ ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოწოდებას.
- ჰუმირას შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი ეტიკეტზე/ბლისტერზე/მუყაოს კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შეინახეთ მაცივარში (2°C – 8°C). არ გაყინოთ.
სინათლისგან დაცვის მიზნით წინასწარ შევსებული შპრიცი შეინახეთ გარე კოლოფში.
ალტერნატიული შენახვის პირობა:
საჭიროების შემთხვევაში (მაგალითად, თუ მოგზაურობთ), ერთი წინასწარ შევსებული შპრიცი ასევე შეიძლება ინახებოდეს ოთახის ტემპერატურაზე (არაუმეტეს 25°C-ზე და სინათლისგან დაცულ ადგილას) 14 დღემდე ვადით. მას შემდეგ, რაც შპრიცს მაცივრიდან ამოიღებთ ოთახის ტემპერატურაზე შესანახად, ის უნდა გამოიყენოთ ამ 14 დღის განმავლობაში ან გადააგდოთ, მაშინაც კი, თუ ისევ მაცივარში შეინახავთ.
უნდა ჩაინიშნოთ წინასწარ შევსებული შპრიცის მაცივრიდან პირველად ამოღების თარიღი. ასევე უნდა ჩაინიშნოთ თარიღი, როდესაც უნდა გადააგდოთ წინასწარ შევსებული შპრიცი.
არ გადააგდოთ მედიკამენტები გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადააგდოთ მედიკამენტი, როდესაც ის აღარ გჭირდებათ. ამით თქვენ ხელს უწყობთ გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შემადგენლობა და დამათებითი ინფორმაციები
რას შეიცავს ჰუმირა
აქტიური ნივთიერება არის: ადალიმუმაბი.
დამხმარე ნივთიერებებია: მანიტოლი (Ph. Eur.), პოლისორბატი 80 და საინექციო წყალი.
ჰუმირას მზა შპრიცის გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა
ჰუმირას 40 მგ საინექციო ხსნარი წინასწარ შევსებულ შპრიცში გამოდის სტერილური ხსნარის სახით, რომელიც შეიცავს 40 მგ ადალიმუმაბს 0.4 მლ ხსნარში.
ჰუმირას წინასწარ შევსებული შპრიცი დამზადებულია შუშისგან და შეიცავს ადალიმუმაბის ხსნარს.
თითოეული შეფუთვა შეიცავს 1, 2, 4 ან 6 წინასწარ შევსებულ შპრიცს პაციენტის მიერ თვითგამოყენებისათვის და შესაბამის 1, 2, 4 ან 6 სპირტიან ტამპონს.
შესაძლოა, ყველა შეფუთვის ზომა არ იყოს ბაზარზე.
ჰუმირა შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს ფლაკონის, წინასწარ შევსებული შპრიცის და/ან წინასწარ შევსებული კალმის სახით.
ფარმაცევტული კომპანია
AbbVie Deutschland GmbH & Co. KG
კნოლშტრასე
67061 ლუდვიგშაფენი
გერმანია
მწარმოებელი
AbbVie Biotechnology GmbH
კნოლშტრასე
67061 ლუდვიგსჰაფენი
გერმანია
ამ სამკურნალო პროდუქტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სავაჭრო ნებართვის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენელს:
გერმანია
AbbVie Deutschland GmbH & Co. KG
ტელ.: 00800 222843 33 (უფასო ზარი)
ტელ.: +49 (0) 611 / 1720-0
ავსტრია
AbbVie GmbH
ტელ.: +43 1 20589-0
ამ გამოყენების ინსტრუქციის ბოლო გადახედვის თარიღია 04/2021.
დეტალური ინფორმაცია ამ სამკურნალო საშუალების შესახებ ხელმისაწვდომია ევროპული წამლის სააგენტოს ინტერნეტ გვერდზე: http://www.ema.europa.eu/.
ამ დანართი ფურცელის აუდიო ვერსიის ან დიდი შრიფტით ვერსიის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ფარმაცევტული კომპანიის ადგილობრივ წარმომადგენელს.
- როგორ შევიყვანოთ ჰუმირა
ქვემოთ მოცემული ინსტრუქციები განმარტავს, თუ როგორ უნდა გააკეთოთ ჰუმირას კანქვეშ ინექცია თავად წინასწარ შევსებული შპრიცის გამოყენებით. პირველ რიგში, ყურადღებით წაიკითხეთ მთელი ინსტრუქცია და შემდეგ ეტაპობრივად მიჰყევით მას.
თქვენი ექიმი ან მისი ერთ-ერთი თანამშრომელი ასევე მოგცემთ ინსტრუქციას და გაჩვენებთ და აგიხსნით, თუ როგორ უნდა გააკეთოთ ჰუმირა თვითინექცია.
ნუ ეცდებით ჰუმირას თვითშეყვანას მანამ, სანამ აბსოლუტურად არ დარწმუნდებით, რომ სწორად გაიგეთ ინექციის მომზადების და გაკეთების წესი.
თქვენი ექიმის ან მისი პერსონალის სათანადო ინსტრუქციის შემდეგ, შეგიძლიათ თავად გააკეთოთ ჰუმირას ინექცია ან სთხოვოთ სხვას, მაგალითად, ოჯახის წევრს ან მეგობარს, ინექციის გაკეთება.
ყოველთვის გამოიყენეთ წინასწარ შევსებული შპრიცი მხოლოდ ერთი ინექციისთვის.
არ გამოიყენოთ წინასწარ შევსებული შპრიცი და მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ:
სითხე მღვრიეა ან აღინიშნება ფერის ცვლილება ან თუ მასში ფანტელებს ან ნაწილაკებს ხედავთ;
ვარგისიანობის ვადა გასულია;
წინასწარ შევსებული შპრიცი გაყინული იყო ან მზის პირდაპირი დასხივების ქვეშ მოხვდა;
წინასწარ შევსებული შპრიცი დავარდა ან დაზიანდა.
ნემსის თავსახური მოხსენით მხოლოდ ინექციის წინ.
ჰუმირა შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ნაბიჯი 1
გამოიღეთ ჰუმირა მაცივრიდან.
გააჩერეთ ჰუმირა 15-დან 30 წუთამდე ოთახის ტემპერატურაზე სანამ გააკეთებთ ინექციას.
ამ დროის განმავლობაში ნემსის თავსახური არ უნდა მოიხსნას.
ჰუმირა სხვა გზით არ უნდა გათბოთ. გააჩერეთ ჰუმირა ოთახის ტემპერატურაზე 15-დან 30 წუთის განმავლობაში.
ნაბიჯი 2
მზა შპრიცი
სპირტიანი ტამპონი
შეამოწმეთ ვარგისიანობის ვადა. არ გამოიყენოთ წინასწარ შევსებული შპრიცი ამ ვადის გასვლის შემდეგ.
სუფთა ზედაპირზე მოათავსეთ შემდეგი ნივთები:
ჰუმირას წინასწარ შევსებული შპრიცი
სპირტიანი ტამპონი
ხელები კარგად დაიბანეთ და გაიმშრალეთ.
ნაბიჯი 3
ინექციის ადგილები სხეულზე
ინექციის ადგილები სხეულზე
ინექციის ადგილის არჩევა:
ბარძაყის წინა ნაწილი ან
მუცლის არეში ლაქა ჭიპიდან სულ მცირე 5 სმ-ით დაშორებით.
ადგილი ბოლო ინექციის ადგილიდან სულ მცირე 3 სმ-ით უნდა იყოს დაშორებული.
ინექციის ადგილი წრიული მოძრაობით გაწმინდეთ სპირტიანი ტამპონით.
არ გაიკეთოთ ინექცია ტანსაცმელში.
არ გაიკეთოთ ინექცია მტკივნეულ ადგილებში, ან იმ ადგილებში, სადაც კანი წითელია, გამაგრებული, ნაწიბუროვანი, ან სადაც არის სილურჯე, სტრიები ან ფოლაქიანი ფსორიაზი.
ნაბიჯი 4
წინასწარ შევსებული შპრიცი ერთ ხელში დაიჭირეთ.
შეამოწმეთ სითხე წინასწარ შევსებულ შპრიცში.
დარწმუნდით, რომ სითხე გამჭვირვალე და უფეროა.
არ გამოიყენოთ წინასწარ შევსებული შპრიცი, თუ სითხე მღვრიეა ან თუ მასში ფანტელებს ან ნაწილაკებს ხედავთ.
არ გამოიყენოთ წინასწარ შევსებული შპრიცი, თუ ის დავარდა ან დაზიანებულია.
მეორე ხელით, ფრთხილად მოხსენით ნემსის თავსახური პირდაპირ ნემსიდან. გადააგდეთ თავსახური. არ დაახუროთ თავსახური.
არ შეეხოთ ნემსს და დარწმუნდით, რომ ის არ ეხება რაიმე საგანს.
ნაბიჯი 5
წინასწარ შევსებული შპრიცი დაიჭირეთ ნემსით ზემოთ.
ერთი ხელით შპრიცი თვალის დონეზე დაიჭირეთ, რათა შიგნით ჰაერი დაინახოთ.
ნელა დააჭირეთ დგუშს, რომ ჰაერი ნემსიდან გამოდევნოთ.
ნემსის წვერზე სითხის წვეთის არსებობა ნორმალურია.
ნაბიჯი 6
შპრიცის კორპუსი კალმის მსგავსად დაიჭირეთ
ერთი ხელის ცერა და საჩვენებელ თითებს შორის.
გაწმენდილი კანის ნაწილი თავისუფალი ხელით დაიჭირეთ, ფრთხილად მოუჭირეთ ერთმანეთს
ოდნავ და მაგრად მოუჭირეთ.
ნაბიჯი 7
ნემსი კანში სრულად ჩაარჭეთ სწრაფი, მოკლე მოძრაობით დაახლოებით 45 გრადუსიანი კუთხით.
მას შემდეგ, რაც ნემსი კანში შეაღწევს, გაუშვით კანს ხელი.
ნელა დააჭირეთ დგუში ბოლომდე, სანამ მთელი სითხე არ შეიყვანება და შპრიცი არ დაიცლება.
ნაბიჯი 8
ბამბის ბურთი
ინექციის დასრულების შემდეგ, ნელა ამოიღეთ ნემსი კანიდან, შპრიცი იმავე კუთხით შეინარჩუნეთ.
ინექციის შემდეგ, ფრთხილად დააწექით ინექციის ადგილს ბამბის ტამპონით ან მარლის ნაჭრით.
არ გახეხოთ ინექციის ადგილი.
ნორმალურია, რომ ადგილიდან მცირედი სისხლდენა აღინიშნოს.
ნაბიჯი 9
გამოყენებული წინასწარ შევსებული შპრიცი გადააგდეთ სპეციალურ ბასრი ნივთების კონტეინერში ექიმის, ექთნის ან ფარმაცევტის ინსტრუქციის შესაბამისად. არავითარ შემთხვევაში არ დაახუროთ შპრიცს თავსახური ხელახლა.
გამოყენებული წინასწარ შევსებული შპრიცი არ გადააგდოთ გადამუშავების ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში.
შპრიცი და სპეციალური ნარჩენების კონტეინერი ყოველთვის შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ნემსის თავსახური, სპირტიანი ტამპონი, ბამბის ბურთი/მარლის ნაჭერი, ბლისტერული შეფუთვა და გარე კოლოფი შეიძლება გადააგდოთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებში.
თარგმანი შეესაბამება ორიგინალს.
თარჯიმანი:
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.