პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
იმუნოსუპრესანტები

ჰუმირა

HUMIRA

რეცეპტით40მგინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება

ჰუმირა, ეს არის სტერილური საინექციო ხსნარის შემცველი გამოყენებისთვის მზა ინჟექტორი, რომელიც 40 მგ/0,4 მლ ხსნარში გახსნილ 40 მგ მოქმედ ნივთიერება-ადალიმუმაბს შეიცავს. ერთ კოლოფში 2 ცალი გამოყენებისთვის მზა ინჟექტორია, თითოეული ინჟექტორი სპირტიან სალფეთქთან ერთად ბლისტერშია შეფუთული. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ადალიმუმაბი (adalimumab)
ფორმა და შეფუთვა
40მგ/0,4მლ საინექციო ხსნარი წინასწარ შევსებული კალამი № 2
მწარმოებელი
_
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
იმუნოსუპრესანტები, სიმსივნის ნეკროზის ალფა ფაქტორის (TNF-alpha) ინჰიბიტორები
ATC კოდი
L04AB04
რეგისტრაციის ნომერი
რ/ა-P-0284
რეგისტრირებულია
3 ივნისი 2022, მოქმედებს 3 ივნისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაჰუმირა და სხვა წამალი ერთად

ჰუმირა — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ჰუმირა, ეს არის სტერილური საინექციო ხსნარის შემცველი გამოყენებისთვის მზა ინჟექტორი, რომელიც 40 მგ/0,4 მლ ხსნარში გახსნილ 40 მგ მოქმედ ნივთიერება-ადალიმუმაბს შეიცავს.

ერთ კოლოფში 2 ცალი გამოყენებისთვის მზა ინჟექტორია, თითოეული ინჟექტორი სპირტიან სალფეთქთან ერთად ბლისტერშია შეფუთული.

ჰუმირა, ქვემოთ ჩამოთვლილი ათებადი დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება:

რევმატოიდული ართრიტი (სახსრების ანთებითი დაავადება),

პოლიარტიკულარული იუვენილური იდიოპათიური ართრიტი,

ენტეზიტთან დაკავშირებული ართრიტი (ადრეულ ასაკში გამოვლენილი, ერთ ანდა რამდენიმე სახსარში გამოვლენილი ანთებითი დაავადება),

მაანკილოზებელი სპონდილიტი (ხერხემლის ანთებითი დაავადება),

აქსიალური სპონდილოართრიტი, როცა რადიოგრაფიულად მაანკილოზებელი სპონდილიტის მტკიცებულება არ აღინიშნება,

ფსორიაზული ართრიტი (ფსორიაზის დროს გამოვლენილი სახსრების ანთება),

ბალთისებრი ტიპის ფსორიაზი (ბალთისებრი ფსორიაზი),

ჩირქოვანი ჰიდრადენიტი (HS- კანის ანთებითი დაავადება),

კრონის დაავადება (საჭმლის მომნელებელი სისტემის ანთებითი დაავადება),

წყლულოვანი კოლიტი (ნაწლავების ანთებითი დაავადება),

არაინფექციური უვეიტი (თვალის განსაზღვრული ნაწილების ანთებითი დაავადება)

ჰუმირას მოქმედი ნივთიერება, ადალიმუმაბი ადამიანის მონოკლონური ანტისხეულია, რომელიც წარმოებულია კულტივირებულ უჯრედებში.

ადალიმუმაბის სამიზნეა იმუნურ სისტემაში მნიშვენლოვანი როლის შემსრულებელი და ზემოთ ჩამოთვლილი ანთებითი დაავადებების დროს მომატებული რაოდენობით არსებული, სიმსივნის ნეკროზის ფაქტორის (TNF-) სახელით ცნობილი პროტეინი. ჰუმირა, სიმსივნის ნეკროზის ფაქტორის (TNF-)-ის შებოჭვით ამ დაავადებების გამწვავების პროცესს ამცირებს.

რევმატოიდული ართრიტი

რევმატოიდული ართრიტი, სახსრების ანთებითი დაავადებაა.

ჰუმირა, ზრდასრულებში რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ გამოიყენება. თუ, საშუალო ანდა მძიმე ხარისხის აქტიური რევმატოიდული ართრიტი გაქვთ, თქვენ პირველ რიგში მეტოტრექსატის მსგავსი დაავადების მოდიფიკატორი (დაავადების პროგრესიის შეფერხების მიზნით გამოყენებული) წამლები დაგენიშნებათ. თუ, ამ წამლებით მკურნალობის შედეგად დადებითი შედეგი ვერ მიიღება, რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ შეიძლება ჰუმირა დაგინიშნოთ.

ჰუმირა, ასევე შეიძლება დაინიშნოს პირდაპირ, მეტოტრექსატით მკურნალობის გარეშე მძიმე, აქტიური და პროგრესირებადი რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ.

ჰუმირა, ანთებითი დაავადებით გამოწვეულ სახსრების დაზიანებას აფერხებს და ამ სახსრებში უფრო თავისუფალ მოძრაობას უზრუნველყოფს.

ჰუმირას, მეტოტრექსატთან ერთად ანდა მონოთერაპიის სახით გამოყენების საჭიროების საკითხს ექიმი გადაწყვეტს.

პოლიარტიკულარული იუვენილური იდიოპათიური ართრიტი

პოლიარტიკულარული იუვენილური იდიოპათიური ართრიტი სახსრების მწვავე ანთებითი დაავადებაა.

ჰუმირა, 2 წლის და მეტი ასაკის მქონე ავადმყოფებში პოლიარტიკულარული იუვენილური იდიოპათიური ართრიტის სამკურნალოდ გამოიყენება. თქვენ, თავდაპირველად შეიძლება მეტოტრექსატის მსგავსი, დაავადების მოდიფიკატორი სხვა წამალი დაგენიშნოთ. თუ, ამ წამლებით მკურნალობა დადებით შედეგს არ მოგვცემს, პოლიარტიკულარული იუვენილური იდიოპათიური ართრიტის სამკურნალოდ ჰუმირას შეიძლება დაგენიშნოთ.

ენტეზიტთან დაკავშირებული ართრიტი

ენტეზიტთან დაკავშირებული ართრიტი, სახსრებში და მყესების ძვალზე მიმაგრების ადგილებში გამოვლენილი მწვავე (ანთებითი) დაავადებაა.

ჰუმირა, 6 წლის და მეტი ასაკის ბავშვებში ენტეზიტთან დაკავშირებული ართრიტის სამკურნალოდ გამოიყენება. თქვენ, თავდაპირველად შეიძლება მეტოტრექსატის მსგავსი, დაავადების მოდიფიკატორი სხვა წამალი დაგენიშნოთ, თუ ამ წამლებით მკურნალობა დადებით შედეგს არ გამოიღებს, მაშინ ენტეზიტთან დაკაშირებული ართრიტის სამკურნალოდ შეიძლება ჰუმირა დაგენიშნოთ.

მაანკილოზებელი სპონდილიტი და აქსიალური სპონდილოართრიტი, როცა რადიოგრაფიულად მაანკილოზებელი სპონდილიტის მტკიცებულება არ აღინიშნება

მაანკილოზებელი სპონდილიტი და აქსიალური სპონდილოართრიტი, როცა რადიოგრაფიულად მაანკილოზებელი სპონდილიტის მტკიცებულება არ აღინიშნება, ეს არის ხერხემლის მწვავე (ანთებითი) დაავადება.

ჰუმირა, ზრდასრულებში მძიმე მაანკილოზებელი სპონდილიტის და აქსიალური სპონდილოართრიტის (როცა რადიოგრაფიულად მაანკილოზებელი სპონდილიტის მტკიცებულება არ აღინიშნება,) სამკურნალოდ გამოიყენება. თუ, თქვენ მაანკილოზებელი სპონდილიტი ანდა აქსიალური სპონდილოართრიტი გაქვთ, (როცა რადიოგრაფიულად მაანკილოზებელი სპონდილიტის მტკიცებულება არ აღინიშნება), თქვენ თავდაპირველად სამკურნალოდ შეიძლება სხვა წამლები დაგენიშნოთ, თუ ამ წამლებით მკრუნალობაზე დადებითი შედეგი ვერ მიიღება, დაავადების სიმპტომების და ნიშნების შემცირების მიზნით ჰუმირა დაგენიშნებათ.

ფსორიაზული ართრიტი

ფსორიაზული ართრიტი, ფსორიაზთან დაკაშვირებული სახსრების ანთებითი დაავადებაა.

ჰუმირა, ზრდასრულებში ფსორიაზული ართრიტის სამკრუნალოდ გამოიყენება. ჰუმირა, მწვავე (ანთებითი) დაავადებით გამოწვეულ სახსრების დაზიანებას ამცირებს და ამ მიდამოებში უფრო თავისუფალი მოძრაობის საშუალებას უზრუნველყოფს. ამ დაავადების სამკურნალოდ პირველად შეიზლება სხვა წამლები გამოგიწეროთ, მკურნალობაზე დადებითი შედეგის არ არსებობისას, თქვენ ჰუმირა დაგენიშნებათ.

ბალთისებრი ტიპის ფსორიაზი

ბალთისებრი ტიპის ფსორიაზი, ეს არის კანის ვერცხლისფერი ბალთებით დაფარული, წითელი, ბალთა-ბალთა, ქერქოვანი დაზიანების გამომწვევი კანის დაავადება. ბალთისებრიმა ფსორიაზმა შეიძლება ფრჩხილებიც დააზიანოს, გამოიწვიოს ფრჩხილების მტვრევა და გასქელება, ფრჩხილების სარეცელიდან მტკივნეული მოცილება.

ჰუმირა,

ზრდასრულებში, საშუალო და მძიმე ხარისხის ბალთისებრი ტიპის ფსორიზის სამკურნალოდ, ასევე

სისტემური მკურნალობის დროს (ციკლოსპორინი, მეტოტრექსატი ანდა პუვა) დადებითი შედეგის არ არსებობისას ანდა მკურნალობისთვის შეუსაბამო ჯგუფის-4-17 წლის ასაკის ბავშვებში და ზრდასრულებში მძიმე ქრონიკული ბალთისებრი ტიპის ფსორიაზის სამკურნალოდ გამოიყენება.

ჩირქოვანი ჰიდრადენიტი

ჩირქოვანი ჰიდრადენიტი (ზოგჯერ შებრუნებითი აკნეს სახელით წოდებული), ქრონიკული და ხშირად მტკივნეული გამწვავებით (ანთებით) გამოვლენილი კანის დაავადებაა. დაავადების ნიშნებია: მგრძნობიარე კვანძები და გაჯირჯვული, გაჟონვადი აბსცესები (ფურუნკულები). უფრო ხშირად ვლინდება სარძევე კირკვლების ქვემო მიდამოში, იღლიის, საზარდულის შიგნითა ზედაპირზე, შორისის და მენჯის მსხვილ კუნთოვან მიდამოებში.დაზიანებულ მიდამოებში შეიძლება კანის დაზიანება, იარებიც გამოვლინდეს.

ჰუმირა

ზრდასრულებში, საშუალო და მძიმე ხარისხის ბალთისებრი ჩირქოვანი ჰიდრადენიტის სამკურნალოდ, ასევე

12-17 წლის ასაკობრივი ჯგუფის ზრდასრულებში საშუალო და მძიმე ხარისხის ჩირქოვანი ჰიდრადენიტის სამკურნალოდ გამოიყენება

ჰუმირა, კანზე არსებული კვანძების და აბსცესების რაოდენობას და სიხშირეს, დაავადებასთან დაკავშირებული ტკივილის შემცირებას უზრუნველყოფს. ამ დაავადების სამკურნალოდ პირველად შეიძლება სხვა მედიკამენტი დაგინიშნოთ, მკურნალობაზე დადებითი შედეგის არ არსებობისას კი ჰუმირა დაგენიშნებათ.

კრონის დაავადება

კრონის დაავადება, ეს არის საჭმლის მომნელებელი სისტემის მწვავე(ანთებითი) დაავადება.

ჰუმირა,

ზრდასრულებში, საშუალო და მძიმე ხარისხის კრონის დაავადების სამკურნალოდ, ასევე

6-17 წლის ასაკის ბავშვებში და ზრდასრულებში გამოვლენილი კრონის დაავადების საშუალო და მძიმე ფორმების სამკურნალოდ გამოიყენება.

თუ, თქვენ კრონის დაავადება გაქვთ, თავდაპირველად შეიძლება სხვა წამალი დაგინიშნონ, თუ ამ წამლებით მკურნალობა დადებით შედეგს არ გამოიღებს, დაავადების სიმპტომების და ნიშნების შემსუბუქების მიზნით ჰუმირა დაგენიშნებათ.

წყლულოვანი კოლიტი

წყლულოვანი კოლიტი, მსხვილი ნაწლავის მწვავე (ანთებითი) დაავადებაა.

ჰუმირა, ზრდასრულებში საშუალო და მძიმე ფორმის წყლულოვანი კოლიტის სამკურნალოდ გამოიყენება. თუ, წყლულოვანი კოლიტით ხართ დაავადებული, ამ დაავადების სამკურნალოდ პირველად შეიძლება სხვა პრეპარატი დაგინიშნოთ და თუ ამ წამლებით მკურნალობაზე დადებითი შედეგი ვერ მიიღება, დაავადების სიმპტომების და ნშნების შემსუბუქების მიზნით, სამკურნალოდ ჰუმირა დაგენიშნებათ.

არაინფექციური უვეიტი

არაინფექციური უვეიტი, ეს არის თვალის განსაზღვრული ნაწილის მწვავე (ანთებითი) დაავადება.

ჰუმირა,

ზრდასრულებში, თვალის უკანა ნაწილზე მოქმედი არაინფექციური ჩირქოვანი უვეიტის სამკრუნალოდ გამოიყენება,

2 წლის და მეტი ასაკის ბავშვებში თვალის წინა ნაწილზე მოქმედი არაინფექციური ჩირქოვანი უვეიტის სამკურნალოდ გამოიყენება.

აღნიშნული ჩირქოვანი ანთება, მხედველობის დაქვეითებას და/ანდა თვალში მცურავი სხეულების (მხედველობის ველში მოძრავი შავი წერტილები ანდა წვრილი ხაზები) გამოვლენას იწვევს. ჰუმირა, აღნიშნული ანთების შემცირებით ავლენს ეფექტს.

თქვენს, დავადების სამკრუნალოდ თავდაპირველად შეიძლება სხვა წამალი დაგინიშნონ, თუ ეს წამლები დადებით შედეგს არ გამოიღებს, ჰუმირა დაგენიშნებათ.

  • ჰუმირას გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

სერიოზული ინფექციის რისკი, რამაც შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოს, 65 წლამდე ასაკის ავადმყოფებთან შედარებით, 65 წლის და მეტი ასაკის ავადმყოფებში უფრო მაღალია.

სიმსივნის ნეკროზის ფაქტორის-TNF ბლოკერების გამოყენებასთან დაკაშირებით დადასტურებულია ლეიკემიის სახელით ცნობილი სისხლის სიმსივნის (მწვავე მიელოიდური ლეიკემია, ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია და ქრონიკული მიელოიდური ლეიკემია) განვითარება.

თუ, 65 წლი და ან მეტი ასაკის ხართ, ჰუმირას გამოყენების დროს ინფექციის მიმართ უფრო მგრძნობიარე შეიძლება იყოთ.ჰუმირათი მკურნალობის დროს თქვენ და თქვენი ექიმი ფრთხილად უნდა იყოთ.

ჰუმირა ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ,

თუ, ჰუმირას მოქმედი ნივთიერებების (ადალიმუმაბი) ანდა ჰუმირას დამხმარე ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) აქვს.

თუ, აქტიური ტუბერკულოზი (ჭლექი) ანდა სხვა სერიოზული ინფექციური (მიკრობული) დაავადება გაქვთ, (მაგ. თუ, ცხელება, ჭრილობები, დაღლილობა, სტომატოლოგიური პრობლემების მსგავსი ინფექციის ნიშნები), ექიმს აცნობეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. (იხილეთ ნაწილი-,,ჰუმირა ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით გამოიყენეთ’’).

თუ, საშუალო ანდა მძიმე ფორმის გულის უკმარისობა გაქვთ, ანდა წარსულში ანდა ამჟამად სერიოზული გული პრობლემები გაქვთ, ექიმს აცნობეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია (იხილეთ ნაწილი-,,ჰუმირა ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით გამოიყენეთ’’).

ჰუმირა, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით გამოიყენეთ:

ჰუმირათი მკურნალობის დაწყებამდე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს გაესაუბრეთ:

ალერგიული რეაქციები

თუ, ჰაერის უკმარისობა, ხმაურიანი სუნთქვა, თავბრუსხვევა, შეშუპებები ანდა გამონაყარის მსგავსი ალერგიული რეაქციები გამოვლინდება, ჰუმირას უფრო მეტი დოზა არ გაუკეთოთ, იშვიათადაც რომ იყოს, აღნიშნული რეაქციები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რისკის მატარებელი შეიძლება იყოს, ამიტომ სასწრაფოდ ექიმს აცნობეთ.

ინფექციები

თუ, გახანგრძლივებული ანდა ლოკალური ინფექციები (მაგ.ფეხის წყლული) გაქვთ, ჰუმირას დაწყებამდე ექიმს გაესაუბრეთ. თუ, დარწმუნებული არა ხართ, გთხოვთ, თქვენს ექიმს დაუკავშირდით.

ჰუმირათი მკურნალობის დროს, ინფექციების რისკი უფრო მაღალია თუ, ფილტვებთან დაკაშირებით პრობლემა გაქვთ, ინფიცირების რისკი კიდევ უფრო მატულობს. ეს ინფექციები შეიძლება ძალიან სერიოზული იყოს, ესენია:

ტუბერკულორი (ჭლექი),

ვირუსული, სოკოვანი, პარაზიტული ანდა ბაქტერიული ინფექციიის გამომწვევი ინფექციები,

სისხლში ძლიერი ინფექცია (სეფსისი)

იშვითად, ეს ინფექციები სასიცოცხლოდ საშიში შეიძლება იყოს. თუ, ცხელება, წყლულები, სისუსტე ანდა კბილთან დაკაშირებული პრობლემები გაქვთ, ექიმს აცნობეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ექიმმა, შეიძლება ჰუმირას გამოყენება დროებით შეაჩეროს.

თუ, ჰისტოპლაზმოზის, კოქციდიოდომიკოზის ანდა ბლასტომიკოზის მსგავსი სოკოვანი ინფექციების გამრავლების რეგიონში ცხოვრობთ ანდა მოგზაურობთ, თქვენს ექიმს აცნობეთ.

თუ, წარსულში განმეორებითი (მორეციდივე) ინფექციები გადაიტანეთ ანდა ინფექციის რისკის მომატების განმაპირობებელი სხვა მდგომარეობა გაქვთ, ექიმს აცნობეთ.

თუ, 65 წლის ანდა მეტი ასაკის ხართ, ჰუმირათი მკურნალობის დროს ინფექციების მიმართ უფრო მგრძნობიარე შეიძლება იყოთ. ჰუმირათი მკურნალობის დროსინფექციის მაჩვენებელ ნიშნებთან განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. თუ, ცხელება, წყლულები, სისუსტე ანდა კბილთან დაკაშირებული პრობლემების მსგავსი ინფექციის სიმპტომები გაქვთ, ექიმს აცნობეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ტუბერკულოზი

თუ, ადრე ტუბერკულოზი გადაიტანეთ ანდა ტუბერკულოზის მქონე პიროვნებასთან კონტაქტი გქონდათ, ექიმს აცნობეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ აქტიური ტუბერკულოზი გაქვთ, ჰუმირა არ გამოიყენოთ.

ავადმყოფები, რომლებიც ჰუმირათი მკურნალობის კურსს გადიან, დაფიქსირებულია ტუბერკულოზის (ჭლექის) შემთხვევები. ექიმი, ჰუმირათი მკურნალობის დაწყებამდე გაგსინჯავს, ტუბერკულოზის მანიშნებელი სიმპტომების და ნიშნების არსებობას განსაზღვრავს. აღნიშნული გასინჯვა მოიცავს დაავადების ანამნეზის და შესაბამისი სკრინინგული გამოკვლევების (მაგ. გულმკერდის რენტგენოგრაფია და ტუბერკულოზის კანის ტესტი) ჩატარებას და შეფასებას. გაკეთებული კვლევების მართვა და მიღებული შედეგები ,,ავადმყოფის გაფრთხილების ბარათში’’ უნდა ჩაიწეროს.

ტუბერკულოზის თავიდან აცილების მიზნით პროფილაქტიკური მკურნალობის მიუხედავად, მკურნალობის პერიოდში შეიძლება ტუბერკულოზი განვითრდეს.

თუ, ტუბერკულოზის სიმპტომები (მაგ.ჯიუტი ხველა, წონის დაკარგვა, სისუსტე, მსუბუქი ტემპერატურა) გაქვთ ანდა მკურნალობის დროს ანდა შემდეგ რაიმე სახის ინფექცია გამოვლინდება, სასწრაფოდ ექიმს აცნობეთ.

B ჰეპატიტი

თუ, ფიქრობთ, რომ B ჰეპატიტის მატარებელი ხართ (HBV (ვირუსით გამოწვეული ღვიძლის ანთება) ან აქტიური HBV დაავადება ანდა HBV დაავადების გადაცემის რისკის ქვეშ ხართ, ექიმს აცნობეთ.

ექიმმა, თქვენ HBV ანალიზი უნდა გაგიკეთოთ. ჰუმირათი მკრუნალობამ, ვირუსის მატარებელ ავადმყოფებში შეიძლება დაავადების აქტიური ფორმის განვითარება გამოიწვიოს.

ზოგიერთ, იშვიათ შემთხვევებში, განსაკუთრებით მაშინ, თუ იმუნური სისტემის დამთრგუნავ სხვა პრეპარატს ღებულობთ, HBV დაავადების აქტიური ფორმაში გადასვლამ, შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის გავითარება განაპირობოს.

ქირურგიული ჩარევები ანდა სტომატოლოგიური მკურნალობა

თუ, ქირურგიული ჩარევა იგეგმება ანდა სტომატოლოგიური მკურნალობა უნდა ჩაიტაროთ, ექიმს უთხარით, რომ ჰუმირათი მკურნალობას იტარებთ. ექიმმა, შეიძლება დროებით ჰუმირათი მკურნალობის შეჩერების რეკომენდაცია მოგცეთ.

დემიელინიზაციური დაავადება

თუ, დემიელინიზაციური დაავადება (მრავლობითი სკლეროზის მსგავსად, ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედი დაავადება)გაქვთ ანდა ახლად გამოვლინდება, ექიმმა ჰუმირას გამოყენების ანდა არ გამოყენების საკითხი უნდა გადაწყვიტოს. თუ, მხედველობის დარღვევა, ხელებსა და ფეხებში ძალის დაკარგვა ანდა სხეულის ნებისმიერ მონაკვეთში დაბუჟება ანდა ჩხვლეტის შეგრძნება გექნებათ, სასწრაფოდ ექიმს აცნობეთ.

აცრები

ზოგიერთი აცრა ინფექციის განვითარებას იწვევს და ამიტომ, ჰუმირათი მკურნალობის დროს არ უნდა გაკეთდეს.

ნებისმიერი აცრის გაკეთებამდე ჯერ ექიმს გაესაუბრეთ.

თუ, შესაძლებელია, ბავშვებში ჰუმირათი მკურნალობის დაწყებამდე, რეკომენდირებულია ბავშვთა ასაკის შესაბამისი აცრების დასრულება.

თუ, ორსულობის დროს ჰუმირა იქნება გამოყენებული, ორსულობის დროს მიღებული ბოლო დოზიდან დაახლოებით 5 თვის შემდეგაც, ბავშვთან ამ ტიპის ინფექციების განვითრების რისკი მაღალია. ბავშვთან აცრების გაკეთების დროს ექიმი და სხვა სამედიცინო პერსონალი ერთობლივად გადაწყვეტს. ორსულობის დროს ჰურმირას გამოყენების შესახებ ექიმს აცნობეთ.

გულის უკმარისობა

თუ, გულის მსუბუქი უკმარისობა გაქვთ და ჰუმირათი მკურნალობას გადიხართ, გულის უკმარისობის მაჩვენებლები ექიმმა მკაცრად უნდა გააკონტროლოს. თუ, წარსულში ანდა ამჟამად გულის სერიოზული პრობლემები გაქვთ, ექიმს აცნობეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ, გულის მწვავე უკმარისობის ნიშნები გამოვლინდება ანდა ადრე არსებული სიმპტომები დამძიმდება (მაგ.ჰაერის უკმარისობა ანდა ფეხების შესივება), სასწრაფოდ ექიმს აცნობეთ. ექიმი, ჰუმირას მიღების ანდა შეწყვეტის საკითხს გადაწყვეტს.

ცხელება, სისხლჩაქცევები, დალურჯება და ფერმკრთალი შესახედაობა

ავადმყოფთა ზოგიერთ ჯგუფში, სხეულში ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში დამხმარე ანდა სისხლდენის შეჩერებაში მონაწილე უჯრედების წარმოება საკამრისი რაოდენობით არ ხდება, ამ დროს ექიმმა შეიძლება მკურნალობის შეჩერება გადაწყვიტოს. თუ, თქვენთან განვითარდება ცხელება, რომელიც დაბლა არ იწევს, თუ სხეულზე სისხლჩაქცევები და დალურჯებები განვითრდება ანდა კანი ძალიან ფერმკრთალი იქნებით, სასწრაფოდ ექიმს აცნობეთ.

სიმსივნე

აღსანიშნავია, რომ ბავშვებთან ანდა მოზარდებთან, რომლებიც ჰუმირას ანდა სხვა TNF მაბლოკირებელ საშუალებებს იყენებენ, იშვიათად შეიძლება სიმსივნის ზოგიერთი სახეობა გამოვლინდეს.

ავადმყოფები, რომლებსაც ხანგრძლივი დაავადების ანამნეზი აქვთ, ასევე რევმატოიდული ართრიტის მძიმე ფორმები აქვთ, ლიმფომის (ლიმფურ სისტემაზე მოქმედი სიმსივნე) და ლეიკემიის (სისხლსა და ძვლის ტვინზე მოქმედი სიმსივნე) გამოვლენის რისკი საშუალოზე მაღალი შეიძლება იყოს.

თუ, ჰუმირას ღებულობთ, ლიმფომის, ლეიკემიის და სიმსივნის სხვა სახეობების გამოვლენის რისკი შეიძლება მაღალი იყოს. ავადმყოფები, რომელიც ჰუმირას ღებულობენ, იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს მძიმედ მიმდინარე ლიმფომის იშვიათი სახეობა. ამ ავადმყოფთაგან ზოგიერთს, აზათიოპრინით ანდა 6-მერკაპტოპურინითაც აქვს მკურნალობა ჩატარებული.

თუ, ჰუმირასთან ერთად აზათიოპრინს და 6-მერკაპტოპურინსაც ღებულობთ, ექიმს აცნობეთ.

ჰუმირას მომხმარებელ ავადმყოფებში, მელანომის გარდა კანის სხვა სიმსივნეებიც შეიძლება გამოვლინდეს.

თუ, მკურნალობის დროს ანდა მკურნალობის შემდეგ კანის ახალი დაზიანებები (იარები ანდა ლაქები) გამოვლინდება ანდა არსებული დაზიანებების გარეგანი ცვლილება გამოვლინდება, , ექიმს აცნობეთ.

ჰუმირას მომხმარებელ 60 წლის და მეტი ასაკის ავადმყოფებში, პერიოდულად საჭიროა ცერიკალური სიმსივნის (საშვილოსნოს ყელის სიმსივნის) სკრინინგული გამოკვლევა.

ავადმყოფები, რომლებიც სხვა TNF ბლოკერით მკურნალობენ და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება(ფქოდ)აქვთ, ლიმფომის გარდა სიმსივნის სხვა შემთხვევებიც ფიქსირდება. თუ, ფქოდ გაქვთ ანდა ინტენსიურად სიგარეტის მომხმარებელი ხართ, TNF ბლოკერით მკურნალობის საკითხს ექიმი გადაწყვეტს.

ავტოიმუნური სისტემის დაავადება

ჰუმირათი მკურნალობა, იშვიათ შემთხვევებში ლუპუსის (სისტემური წითელი მგლურა) მსგავსი სინდრომების გამოვლენებას იწვევს. მუდმივი და აუხსნელი გამონაყარი, ცხელება, სახსრების ტკივილი ანდა დაღლილობის ნიშნების გამოვლენისას, ექიმს დაუკავშირდით.

ბავშვები და მოზარდები

აცრები: ჰუმირას გამოყენებამდე, თუ შესაძლებელია ბავშვების აცრები სრულად გაიკეთეთ.

ბიოლოგიური პროდუქტებზე დაკვირვების უზრუნველსაყოფად, გამოყენებული პროდუქციის სავაჭრო დასახელება და სერიის ნომერი ავადმყოფის ისტორიაში უნდა ჩაიწეროს.

თუ, აღნიშნული გაფრთხილებებიდან ნებისმიერი მდგომარეობა წარსულში ანდა ამჟამად თქვენთან ვლინდება, გთხოვთ, თქვენს ექიმს აცნობეთ.

ჰუმირას გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

ჰუმირას, კანქვეშა გამოყენებიდან გამომდინარე, საკვებთან და სასმელთან ურთიერთქმედება არ არის მოსალოდნელი.

მიღების წესი და დოზირება

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

ჰუმირა, ყოველთვის ექიმის ანდა ფარმაცევტის მიერ მოცემული მითითებების შესაბამისად მიიღეთ. თუ, დარწმუნებული არა ხართ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ჰუმირას ყოველი ნებადართული გამოყენებისთვის რეკომენდირებული დოზები ქვემოთაა მოცემული. თუ, განსხვავებული დოზა გესაჭიროებათ, ექიმი, ჰუმირას სხვა დოზას გამოგიწერთ.

რევმატოიდული ართრიტი, ფსორიაზული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილიტი ანდა აქსიალური სპონდილოართრიტი, როცა რადიოგრაფიულად მაანკილოზებელი სპონდილიტის მტკიცებულება არ ვლიდება

ასაკი და სხეულის წონა

რამდენი და რა სიხშირით უნდა მიიღოთ

შენიშვნა

ზრდასრულები

ორ კვირაში ერთხელ 40 მგ

რევმატიული ართრიტის დროს ჰუმირას გამოყენების შემთხვევაში, მეტოტრექსატი გაგრძელდება. თუ, ექიმი გადაწყვეტს, რომ მეტოტრექსატი ამ დროს შეუსაბამოა, მხოლოდ ჰუმირას გამოყენება შეიძლება.

თუ, რევმატოიდული ართრიტი გაქვთ და ჰუმირასთნ ერთად მეტოტრექსატსაც ღებულობთ, ექიმი, შეიძლება კვირაში ერთხელ 40 მგ ანდა ორ კვირაში ერთხელ 80 მგ ჰუმირას მიღებას გადაწყვეტს.

პოლიარტიკულარული იუვენილური იდიოპათიური ართრიტი

ასაკი და სხეულის წონა

რამდენი და რა სიხშირით უნდა მიიღოთ

შენიშვნა

2 წელზე მეტი ასაკის, 30 კგ სხეულის წონის ანდა მეტი წონის ბავშვები, მოზარდები და ზრდასრულები

ორ კვირაში ერთხელ 40 მგ

განსაკუთრებული შენიშვნა არ არსებობს

2 წლის და მეტი ასაკის, 10-30 კგ-ს შორის წონის ბავშვები და მოზარდები

ორ კვირაში ერთხელ 20 მგ

განსაკუთრებული შენიშვნა არ არსებობს

ენტეზიტთან დაკაშირებული ართრიტი

ასაკი და სხეულის წონა

რამდენი და რა სიხშირით უნდა მიიღოთ

შენიშვნა

6 წლის და მეტი, 30 კგ და მეტი წონის ბავშვები, მოზარდები და ზრდასრულები

ორ კვირაში ერთხელ 40 მგ

განსაკუთრებული შენიშვნა არ არსებობს

6 წლის და მეტი, 15-30 კგ-ს შორის ბავშვები და მოზარდები

ორ კვირაში ერთხელ 20 მგ

განსაკუთრებული შენიშვნა არ არსებობს

ბალთისებრი ტიპის ფსორიაზი

ასაკი და სხეულის წონა

რამდენი და რა სიხშირით უნდა მიიღოთ

შენიშვნა

ზრდასრულები

საწყისი დოზა: 80 მგ(1 დღეში 40 მგ-იანი 2 ინექცია) და ამ საწყისი დოზიდან 1 კვირის შემდეგ, ყოველ 2 კვირაში ერთხელ 40 მგ დოზის მიღება

თუ, 2 კვირაში ერთხელ 40 მგ დოზის გამოყენებისას მკურნალობაზე პასუხი არასაკმარისი იქნება, ექიმმა დოზა შეიძლება გაზარდოს, 40 მგ კვირაში ერთხელ ანდა 2 კვირაში ერთხელ 80 მგ.

4-17 წლამდე ასაკოვანი ჯგუფი, 30 კგ და მეტი წონის ბავშვები და მოზარდები

საწყისი დოზა: 40 მგ, 1 კვირის შემდეგ 40 მგ მიიღება.

ამის შემდეგ ნორმალური დოზაა: 2 კვირაში ერთხელ 40 მგ იქნება

განსაკუთრებული შენიშვნა არ არსებობს

4-17 წლამდე ასაკოვანი ჯგუფი, 15-30 კგ წონის ბავშვები და მოზარდები

საწყისი დოზა: 20 მგ, 1 კვირის შემდეგ 20 მგ მიიღება.

ამის შემდეგ ნორმალური დოზაა: 2 კვირაში ერთხელ 20 მგ იქნება

განსაკუთრებული შენიშვნა არ არსებობს

ჩირქოვანი ჰიდრადენიტი

ასაკი და სხეულის წონა

რამდენი და რა სიხშირით უნდა მიიღოთ

შენიშვნა

ზრდასრულები

საწყისი დოზა:160 მგ (დღეში 40 მგ-იანი 4 ინექცია ანდა ერთმანეთის მიყოლებით, 2 დღის განმავლობაში, ყოველდღე 40 მგ-იანი 2 ინექცია), შემდეგ 2 კვირის შემდეგ 80 მგ-იანი(1 დღეში 40 მგ-იანი 2 ინექცია)დოზა მიიღება, 2 კვირის შემდეგ, როგორც ექიმი გამოგიწერთ კვირაში ერთხელ 40 მგ ანდა 2 კვირაში ერთხელ 80 მგ დოზა გაგრძელდება.

დაავადებით დაზიანებული მიდამოები ყოველდღე ანტისეპტიკური ხსნარით დაიმუშავეთ, ეს მნიშვნელოვანია.

12-17 წლამდე ასაკოვანი ჯგუფი, 30 კგ ანდა მეტი წონის მოზარდები

საწყისი დოზა: 80 მგ (დღეში 40 მგ-იანი 2 ინექცია), შემდეგ 1 კვირის შემდეგ, 2 კვირაში ერთხელ 40 მგ დოზა მიიღება.

2 კვირაში ერთხელ ჰუმირას 40 მგ დოზით მკურნალობით სასურველი შედეგის ვერ მიღებისას, ექიმი დოზას კვირაში ერთხელ 40 მგ-მდე ანდა 2 კვირაში ერთხელ 80 მგ-მდე გაზრდის.

6 წლის და მეტი ასაკის ჯგუფი, 40 კგ ანდა მეტი წონის ბავშვები, მოზარდები და ზრდასრულები

საწყისი დოზა: 80 მგ (დღეში 40 მგ-იანი 2 ინექცია)

ამის შემდეგ 2 კვირის შემდეგ 40 მგ-იანი დოზა გაკეთდება.

თუ, მკურნალობაზე უფრო სწრაფი შედეგის მიღება გსურთ, ექიმი საწყისი დოზის სახით:160 მგ (დღეში 40 მგ-იანი 4 ინექცია ანდა ერთმანეთის მიყოლებით, 2 დღის განმავლობაში, ყოველდღე 40 მგ-იანი 2 ინექცია) და შემდეგ 2 კვირის შემდეგ 80 მგ-იანი დოზა (დღეში 40 მგ-იანი 2 ინექცია)გამოგიწერთ.

ამის შემდეგ ნორმალური დოზა-2 კვირაში ერთხელ 40 მგ გაკეტდება.

ექიმი დოზას ყოველ კვირაში ერთხელ 40 მგ-მდე ანდა ყოველ 2 კვირაში ერთხელ 80 მგ-მდე გაზრდის.

6-17 წლამდე ასაკოვანი ჯგუფი, 40 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვები და მოზარდები

40 მგ-იანი საწყისი დოზიდან 2 კვირის შემდეგ დოზა: 20 მგ-ია.

თუ, უფრო სწრაფი ეფექტია საჭირო, ექიმი საწყისი დოზის სახით 80 მგ (დღეში 40 მგ-იანი 2 ინექცია) და 2 კვირის შემდეგ 40 მგ დოზას გამოუწერს.

ამის შემდეგ ნორმალური დოზა იქნება: 2 კვირაში ერთხელ 20 მგ.

ექიმი დოზას ყოველ კვირაში ერთხელ 20 მგ-მდე გაზრდის.

წყლულოვანი კოლიტი

ასაკი და სხეულის წონა

რამდენი და რა სიხშირით უნდა მიიღოთ

შენიშვნა

ზრდასრულები

საწყისი დოზა:160 მგ (დღეში 40 მგ-იანი 4 ინექცია ანდა ერთმანეთის მიყოლებით, 2 დღის განმავლობაში, ყოველდღე 40 მგ-იანი 2 ინექცია), შემდეგ 2 კვირის შემდეგ 80 მგ-იანი (1 დღეში 40 მგ-იანი 2 ინექცია)დოზა გაკეთდება.

ამის შემდეგ ნორმალური დოზა 2 კვირაში ერთელ, 40 მგ გაკეთდება.

ექიმი დოზას კვირაში ერთხელ 40 მგ-მდე ანდა 2 კვირაში ერთელ 80 მგ-მდე გაზრდის.

არაინფექციური უვეიტი

ასაკი და სხეულის წონა

რამდენი და რა სიხშირით უნდა მიიღოთ

შენიშვნა

ზრდასრულები

საწყისი დოზა: 80 მგ (დღეში ერთხელ 40 მგ-იანი 2 ინექცია), საწყისი დოზიდან 1 კვირის შემდეგ- 2 კვირაში ერთხელ 40 მგ -იანი დოზა გაკეთდება.

ჰუმირას გამოყენების დროს კორტიკოსტეროიდები ანდა იმუნურ სისტემაზე მოქმეი სხვა წამლების მიღება შეიძლება გაგრძელდეს. გარდა ამისა, ჰუმირა მონოთერაპიის სახით გამოყენებაც შეიძლება.

2 წელზე მეტი ასაკის და 30 კგ და ნაკლები სხეულის წონის მქონე ბავშვები და მოზარდები

2 კვირაში ერთხელ 20 მგ

ექიმი, 2 კვირაში ერთხელ 20 მგ-იანი ნორმალური დოზის დაწყებიდან 1კვირით ადრე 40 მგ-იან საწყის დოზას გამოგიწერთ.

რეკომენდირებულია, ჰუმირას მეტოტრექსატთან ერთდ გამოყენება.

2 წელზე მეტი ასაკის და 30 კგ და ან მეტი სხეულის წონის მქონე ბავშვები და მოზარდები

2 კვირაში ერთხელ 40 მგ

ექიმი, 2 კვირაში ერთხელ 40 მგ-იანი ნორმალური დოზის დაწყებიდან 1კვირით ადრე 80 მგ-იან საწყის დოზას გამოგიწერთ.

მიცემის გზა და მეთოდი:

ჰუმირა, კანქვეშა ინექციის სახით (სუბკუტანეული ინექცია)კეთდება.

ჰუმირას ინექციის მომზადებისა და გაკეთებისთვის მითითებები:

ქვემოთ მოცემული მითითებები განმარტავს, თუ, როგორ უნდა გაიკეთოთ საკუთარ თავზე ჰუმირას გამოყენებისთის მზა ინჟექტორის ინექცია კანქვეშ. გთხოვთ, ეს მითითებები ყურადღებით წაითხეთ და ნაბიჯ-ნაბიჯ შეასრულეთ.

საკუთარ თავზე ინექციის გაკეთების ტექნიკას ექიმი, ექთანი ანდა ფარმაცევტი გასწავლით.

საკუთარ თავზე ინექცია არ გაიკეთოთ მანამ, სანამ ინექციის გაკეთებამდე მომზადების და ინექციის გაკეთების დეტალებს სრულად არ შეისწავლით.

შესაბამისი ტრენინგის მიღების შემდეგ ინექციის საკუთარ თავზე გაკეთება შეგიძლიათ, ინექციის გაკეთება შეუძლია ასევე ინექციის გაკეთების ტექნიკის მცოდნე ოჯახის წევრს ანდა მეგობარს.

გამოყენებისთვის მზა ინჟექტორი ერთჯერადი გამოყენებისთვისაა განკუთვნილი.

ჰუმირა, გამოყენებისთის მზა ინჟექტორი

ფოტო-1- ინჟექტორი-- დგუში-- სახელური- ნემსის სახურავი

ქვემოთ მოცემულ შემთხვევებში, გამოყენებისთის მზა შპრიცი არ გამოიყენოთ და ექიმს დ ან ფარმაცევტს დაუკავშირდით:

თუ,ხსნარის ფერი მღვრიე, ფერი შეცვლილი ანდა შიგნით ნაწილაკებია,

თუ, გამოყენების ბოლო ვადა გასულია,

თუ, ხსნარი გაყინულია ანდა მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ იყო,

თუ, გამოყენებისთვის მზა ინჟექტორი დაეცა ანდა გატეხილია.

ინექციის გაკეთებამდე ნემსს სახურავი არ მოხსნათ. ჰუმირა, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ და უხილავ ადგილას შეინახეთ.

1-ელი ეტაპი:

ჰუმირა მაცივრიდან გამოიტანეთ.

ინექციამდე, ჰუმირა ოთახის ტემპერატურაზე 15-30 წუთი დააყოვნეთ.

სანამ ჰუმირას ოთახის ტემპერატურაზე აყოვნებთ, ნემსს სახურავი არ მოხსნათ.

ჰუმირა, სხვა საშუალებით არ გაათბოთ. მაგ.მიკროტალღურში ღუმელში ანდა თბილ წყალში არ გაათბოთ.

მე-2 ეტაპი:

ფოტო-2- ინჟექტორი-- სპირტიანი სალფეთქი (ხელის დაბანის მაჩვენებელი ფოტო)

გამოყენების ბოლო ვადა გადაამოწმეთ. თუ, გამოყენების ბოლო ვადა გასულია, გამოყენებისთვის მზა ინჟექტორი არ გამოიყენოთ.

ქვემოთ ჩამოთვლილი მასალა სუფთა და გლუვ ზედაპირზე დაალაგეთ:

1 ცალი ერთჯერადი გამოყენებისთვის მზა ინჟექტორი და

1 ცალი სპირტიანი სალფეთქი

ხელები დაიბანეთ და დაიმშრალეთ.

მე-3 ეტაპი:

ფოტო-3- მიდამოები სადაც შეიძლება ინექციის გაკეთება

მიდამოები, სადაც შეიძლება ინექციის გაკეთება

ინექციის გაკეთებისთვის ერთი ადგილი შეარჩიეთ:

ბარძაყის წინა ზედაპირი და ან

მუცლის არე, გარდა ჭიპის ირგვლივ, ჭიპიდან სულ ცოტა 5 სმ მოშორებით მუცლის ზედაპირისა

ინექციის ადგილი, ბოლო გაკეთებული ინექციის მიდამოდან სულ ცოტა 3 სმ მოშორებით უნდა იყოს

ინექციის ადგილი სპირტიანი სალფეთქით ირგვლივი მოძრაობებით გაწმინდეთ.

ტანისამოსის ზემოდან ინექცია არ გააკეთოთ.

კანის დაზიანებულ, გაწითლებულ, დალურჯებულ, მკვრივ, დაწყლულებულ, ნახეთქის მქონე ანდა ფსორიაზის ბალთის არეში ინექცია არ გააკეთოთ.

მე-4 ეტაპი:

ფოტო-4 -ინჟექტორის დაჭერა და სახურავის მოხსნა

გამოყენებისთვის მზა ინჟექტორი ერთი ხელით დაიჭირეთ.

გამოყენებისთვის მზა ინჟექტორში ხსნარი გადაამოწმეთ.

დარწმუნდით, რომ ხსნარი გამჭვირვალე და უფეროა.

თუ, ხსნარი შემღვრეულია ანდა მასში ნაწილაკებია, გამოყენებისთვის მზა ინჟექტორი არ გამოიყენოთ.

გამოყენებისთვის მზა ინჟექტორი თუ დაგივარდათ ანდა გაგიტყდათ, არ გამოიყენოთ.

ნემსის სახურავი, მეორე ხელით ნელ-ნელა ზემოთ მოქაჩვით მოხსენით. ნემსის სახურავი გადააგდეთ. სახურავი კვლავ არ დაახუროთ.

ნემსს, თითებით არ შეეხოთ ანდა ნემსი სხვა საგნებთან კონტაქტს მიარიდეთ.

მე-5 ეტაპი:

ფოტო-5- ნემსით ზემოთ მიმართული ინჟექტორის დაჭერა

გამოყენებისთვის მზა ინჟექტორი დაიჭირეთ ისე, რომ ნემსი ზემოთ იყოს მიმართული.

გამოყენებისთვის მზა ინჟექტორში ჰაერის რომ დაინახოთ, თვალის ღერძის პირდაპირ დაიჭირეთ.

ჰაერის გარეთ გამოდევნისთვის დგუში მსუბუქად შეაქანეთ.

ნემსის წვერზე ხსნარის წვეთის დანახვა ნორმალურია.

მე-6 ეტაპი:

ფოტო-6- მარცხენა ხელით კანის ნაკეცის გაკეთება და მარჯვენა ხელით ინექციის გაკეთება.

გამოყენებისთვის მზა ინჟექტორი დაიჭირეთ ისე, როგორც კალამი, შპრიცის კორპუსი საჩვენებელ და ცერა თითს შორის მოიქციეთ, ერთი ხელით დაიჭირეთ.

მეორე ხელით საინექციო მიდამოს კანი მოკეცეთ და დაიჭირეთ ისე, რომ ამობურცული, მკვრივი ზედაპირი შენარჩუნდეს.

მე-7 ეტაპი:

ფოტო-7-8- ნემსი კანში 45 გრადუსიანი კუთხით, ერთჯერადი სწრაფი და მოკლე მოძრაობით დაასეთ.

ნემსის კანში შეტანის შემდეგ, კანი, რომელსაც იჭერთ, ხელი გაუშვით.

ხსნარის სრულად ინჟექტირებამდე, დგუში ნელ-ნელა შიგნით შეიყვანეთ.

მე-8 ეტაპი:

ფოტო-9- ინექციის დასრულებისას, გამოყენებისთვის მზა ინჟექტორი იგივე კუთხით დაჭერით კანიდან გამოიტანეთ.

ინექციის დასრულების შემდეგ, ინექციის ადგილას კანზე ბამბა ანდა მარლა დაადეთ.

არ დაზილოთ

ინექციის ადგილას მცირე სისხლდენა ნორმალურია.

მე-9 ეტაპი:

უკვე გამოყენებული, გამოყენებისთვის მზა ინჟექტორი, თქვენი ექიმის, ექთნის ანდა ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად განსაკუთრებული ნარჩენების ყუთში ჩაყარეთ. არავითარ შემთხვევაში ნემსი განმეორებით არ გამოიყენოთ.

გამოყენებისთვის მზა ინჟექტორი სახლის ნაგავში არ ჩააგდოთ.

გამოყენებისთვის მზა ინჟექტორი და განმსაკუთრებული ნარჩენების ყუთი ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ და უხილავ ადგილას შეინახეთ.

ნემსის სახურავი, სპირტიანი სალფეთქი, ბამბა ანდა მარლა ნორმალურ საყოფაცხოვრებო ნაგავში შეგიძლიათ ჩააგდოთ.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება

ჰუმირა, 2 წლამდე ასაკის ბავშვებში არ უნდა იქნას გამოყენებული.

ხანდაზმულებში (65 წელი და მეტი) გამოყენება

65 წლის და მეტი ასაკის მქონე ავადმყოფებში დოზების განსაკუთრებული რეკომენდაცია არ არსებობს.

უკუჩვენებები

ჰუმირას გამოყენება უკუნაჩვენებია შემდეგ პირობებში:

პაციენტებში, რომლებმაც გამოავლინეს ჰიპერმგრძნობელობა ადალიმუმაბის ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია ნაწილში 6.1;

მძიმე ინფექციების არსებობისას, როგორიცაა აქტიური ტუბერკულოზი ან სეფსისი და ოპორტუნისტული ინფექციები (იხ. ნაწილი 4.4);

პაციენტებში ზომიერი და მძიმე გულის უკმარისობით (NYHA [ნიუ-იორკის კარდეოლოგიური ასოციაცია] III/IV კლასი). (იხ. ნაწილი 4.4).

  • 4. გამოყენების სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

სერიოზული ინფექციების რისკი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი, უფრო მაღალია 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში 65 წლამდე პაციენტებთან შედარებით.

მიკვლევადობა

ბიოლოგიური პროდუქტების მიკვლევადობის უზრუნველსაყოფად, შეყვანილი პროდუქტის კომერციული დასახელება და სერიული ნომერი უნდა იყოს ჩაწერილი პაციენტის ისტორიაში.

ინფექციები

პაციენტები, რომლებიც იღებენ TNF-ბლოკატორებს, უფრო მგრძნობიარენი არიან სერიოზული ინფექციების მიმართ. ფილტვის ფუნქციის დარღვევამ შეიძლება გაზარდოს ინფექციის განვითარების რისკი. პაციენტები უნდა იყვნენ დაკვირვების ქვეშ ინფექციების, მათ შორის ტუბერკულოზის გამო, ჰუმირათი თერაპიის დაწყებამდე, მკურნალობის დროს და მისი დასრულების შემდეგ. ვინაიდან ადალიმუმაბის ელიმინაციას შეიძლება დასჭირდეს ოთხ თვემდე, მონიტორინგი უნდა გაგრძელდეს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში.

ჰუმირათი თერაპია არ უნდა დაიწყოს აქტიური ინფექციების მქონე პაციენტებში, ქრონიკული ან ლოკალიზებული ინფექციების ჩათვლით, სანამ არ მოხდება ინფექციის კონტროლის ქვეშ მოქცევა. პაციენტებში, რომლებთაც გადატანილი აქვთ ტუბერკულოზი ან იმოგზაურეს ტუბერკულოზის ან ენდემური მიკოზების მაღალი რისკის მქონე ადგილებში (ჰისტოპლაზმოზი, კოქციდიომიკოზი ან ბლასტომიკოზი), თერაპიის დაწყებამდე უნდა იქნას შეფასებული ჰუმირას გამოყენების რისკი და სარგებელი. (იხ. სხვა ოპორტუნისტული ინფექციები).

პაციენტები, რომლებსაც უვითარდებათ ახალი ინფექცია ჰუმირას თერაპიის დროს, უნდა იყვნენ მჭიდრო მონიტორინგის ქვეშ და გაიარონ სრული დიაგნოსტიკური შეფასება. თუ პაციენტს განუვითარდა ახალი სერიოზული ინფექცია ან სეფსისი, ჰუმირას მიღება უნდა შეწყდეს და შესაბამისი ანტიმიკრობული ან სოკოს საწინააღმდეგო თერაპია უნდა დაიწყოს ინფექციის გაკონტროლებამდე. ექიმებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ჰუმირას გამოყენებისას პაციენტებში, რომლებსაც აქვთ განმეორებითი ინფექციების ისტორია ან თანმხლები მდგომარეობები, რომლებიც პაციენტში იწვევს ინფექციისადმი მიდრეკილების მდგომარეობას, მათ შორის იმუნოსუპრესიული მედიკამენტების ერთდროული გამოყენებისას.

სერიოზული ინფექციები

სერიოზული ინფექციები, მათ შორის სეფსისი, გამოწვეული ბაქტერიული, მიკობაქტერიული, ინვაზიური სოკოვანი, პარაზიტული, ვირუსული ან სხვა ოპორტუნისტული ინფექციებით, როგორიცაა ლისტერიოზი, ლეგიონელოზი და პნევმოცისტი, აღწერილია პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ჰუმირას.

კლინიკურ კვლევებში გამოვლენილი სხვა სერიოზული ინფექციები მოიცავდა პნევმონიას, პიელონეფრიტს, სეპტიურ ართრიტს და სეპტიცემიას. დაფიქსირდა ჰოსპიტალიზაცია ან ინფექციებთან დაკავშირებული ფატალური შედეგები.

ტუბერკულოზი

ტუბერკულოზის გაჩენა, მათ შორის რეაქტივაცია და ახალდაწყებული ტუბერკულოზი, დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ჰუმირას. ეს მოხსენებები მოიცავს ფილტვის და ექსტრაფილტვის (გავრცელებულ) ტუბერკულოზის შემთხვევებს.

ყველა პაციენტი უნდა შეფასდეს როგორც აქტიური, ასევე არააქტიური (ლატენტური) ტუბერკულოზის ინფექციაზე ჰუმირას თერაპიის დაწყებამდე. ეს შეფასება უნდა მოიცავდეს დეტალურ სამედიცინო შეფასებას, მათ შორის ტუბერკულოზის ისტორიას ან წინა კონტაქტის მქონე პაციენტებთან აქტიური ტუბერკულოზით და წინა და/ან მიმდინარე იმუნოსუპრესიულ თერაპიას. ყველა პაციენტს უნდა ჩაუტარდეს შესაბამისი სკრინინგის ტესტები (როგორიცაა კანის ტუბერკულინის ტესტი და გულმკერდის რენტგენი) (შესაძლოა გამოყენებული იქნას ადგილობრივი რეკომენდაციები). რეკომენდებულია ამ ტესტების მეთოდისა და შედეგების დაფიქსირება „პაციენტის გაფრთხილების ბარათზე“. ექიმებს უნდა შეახსენონ ტუბერკულინის კანის ტესტის ცრუ უარყოფითი შედეგების რისკის შესახებ, განსაკუთრებით მძიმედ დაავადებულ ან იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში.

აქტიური ტუბერკულოზის დიაგნოზის შემთხვევაში, ჰუმირათი მკურნალობა არ უნდა დაიწყოს (იხ. ნაწილი 4.3). ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა სიტუაციაში, მკურნალობის სარგებელი/რისკის თანაფარდობა გულდასმით უნდა შეფასდეს. ლატენტური ტუბერკულოზის ეჭვის შემთხვევაში, უნდა გაიაროთ კონსულტაცია ტუბერკულოზის მკურნალობაში გამოცდილ ექიმთან.

ლატენტური ტუბერკულოზის დიაგნოსტირებისას, ჰუმირას დაწყებამდე უნდა დაიწყოს ანტიტუბერკულოზის პროფილაქტიკა ადგილობრივი რეკომენდაციების შესაბამისად.

ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პროფილაქტიკა უნდა განიხილებოდეს ჰუმირას დაწყებამდე პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ტუბერკულოზის უარყოფითი ტესტი, მაგრამ იმყოფებიან ტუბერკულოზის ინფექციის ცვლადი და მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ და პაციენტებში აქტიური ან არააქტიური ტუბერკულოზის ანამნეზში, რომლებმაც არ იციან მიიღეს თუ არა ადეკვატური მკურნალობა.

ტუბერკულოზის რეაქტივაცია დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ჰუმირათი ტუბერკულოზის პროფილაქტიკის მიუხედავად. ზოგიერთ პაციენტს, რომლებიც ადრე წარმატებით მკურნალობდნენ აქტიური ტუბერკულოზით, კვლავ განუვითარდათ ტუბერკულოზი ჰუმირათი მკურნალობის დროს.

პაციენტებს უნდა მიეცეთ რჩევა, მიმართონ სამედიცინო დახმარებას, თუ ტუბერკულოზის ინფექციის დამადასტურებელი ნიშნები/სიმპტომები გამოვლინდება ჰუმირათი მკურნალობის დროს ან მის შემდეგ (მაგ., მუდმივი ხველა, სისუსტე/წონის დაკლება, დაბალი ხარისხის ცხელება, უძილობა).

სხვა ოპორტუნისტული ინფექციები

ოპორტუნისტული ინფექციები, მათ შორის ინვაზიური სოკოვანი ინფექციები, დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებენ ჰუმირას. ეს ინფექციები ყოველთვის არ იყო დიაგნოზირებული პაციენტებში, რომლებიც იღებენ TNF-ის ბლოკატორებს, რაც იწვევს სათანადო მკურნალობის შეფერხებას და ზოგჯერ ფატალურ შედეგებს. პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ისეთი ნიშნები და სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, სისუსტე, წონის დაკლება, ოფლიანობა, ხველა, ქოშინი და/ან ფილტვის ინფილტრატები ან სხვა მძიმე სისტემური დაავადება თანმხლები შოკით ან მის გარეშე. ამ პაციენტებში დიაგნოზი და ემპირიული სოკოს საწინააღმდეგო თერაპია უნდა ჩატარდეს ინვაზიური სოკოვანი ინფექციების მქონე პაციენტების მკურნალობაში გამოცდილ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

B ჰეპატიტის რეაქტივაცია

B ჰეპატიტის რეაქტივაცია მოხდა პაციენტებში, რომლებიც არიან B ჰეპატიტის ვირუსის ქრონიკული მატარებლები (ანუ ზედაპირული ანტიგენ-დადებითი) და რომლებიც იღებენ TNF ბლოკატორებს, მათ შორის ჰუმირას. ზოგიერთი შემთხვევა ფატალური იყო. ჰუმირათი თერაპიის დაწყებამდე პაციენტებს უნდა ჩაუტარდეთ ტესტირება HBV ინფექციაზე. B ჰეპატიტზე დადებითი ტესტის მქონე პაციენტებმა უნდა მიმართონ ექიმს, რომელიც სპეციალიზირებულია B ჰეპატიტის მკურნალობაში.

HBV-ის მატარებლები, რომლებსაც ესაჭიროებათ ჰუმირათ მკურნალობა, უნდა იყვნენ ყურადღებით დაკვირვების ქვეშ აქტიური HBV ინფექციის ნიშნებსა და სიმპტომებზე მკურნალობის განმავლობაში და თერაპიის შეწყვეტიდან რამდენიმე თვის განმავლობაში. არასაკმარისი მონაცემებია ანტივირუსული თერაპიის გამოყენების შესახებ HBV-ის რეაქტივაციის თავიდან ასაცილებლად HBV-ის გადამტან პაციენტებში TNF ბლოკირებულ თერაპიასთან ერთად. პაციენტებში, რომლებიც განიცდიან HBV რეაქტივაციას, ჰუმირათი თერაპია უნდა შეწყდეს და უნდა დაიწყოს ეფექტური ანტივირუსული თერაპია შესაბამისი დამხმარე მკურნალობასთან ერთად.

ნევროლოგიური მოვლენები

TNF ბლოკატორების, მათ შორის ჰუმირას გამოყენება დაკავშირებულია ცენტრალური ნერვული სისტემის დემიელინიზებელი დაავადებების იშვიათ შემთხვევებთან, როგორიცაა გაფანტული სკლეროზი და მხედველობის ნევრიტი, და პერიფერიული დემიელინირებელი დაავადებები, გილენ-ბარეს სინდრომის ჩათვლით, ან ამ დაავადებების კლინიკური სიმპტომების და/ან რენტგენოგრაფიული შედეგების გამწვავება. ექიმებმა, რომლებიც უნიშნავენ ჰუმირას თავიანთ პაციენტებს, გულდასმით უნდა განიხილონ ჰუმირას გამოყენება ცენტრალური ან პერიფერიული ნერვული სისტემის მანამდე არსებული ან ბოლოდროინდელი დემიელინიზებელი დაავადებების მქონე პაციენტებში. თუ რომელიმე ჩამოთვლილი მდგომარეობა განვითარდება, უნდა განიხილებოდეს ჰუმირას გამოყენების შეწყვეტა. ცნობილია კავშირი შუალედურ უვეიტსა და ცენტრალურ დემიელინიზატორ დაავადებებს შორის. ნევროლოგიური გამოკვლევები უნდა ჩატარდეს ჰუმირათი თერაპიის დაწყებამდე და პერიოდულად თერაპიის დროს, რათა შეფასდეს ადრე არსებული ან განვითარებული ცენტრალური დემიელინიზებელი დაავადება არაინფექციური შუალედური უვეიტის მქონე პაციენტებში.

ალერგიული რეაქციები

ჰუმირასთან დაკავშირებული სერიოზული ალერგიული რეაქციები იშვიათად იყო მოხსენებული კლინიკური კვლევების დროს. ჰუმირასთან დაკავშირებული არასერიოზული ალერგიული რეაქციების სიხშირე კლინიკურ კვლევებში კლასიფიცირებული იყო, როგორც ,,არახშირი“. ჰუმირას მიღების შემდეგ დაფიქსირდა სერიოზული ალერგიული რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსია. თუ ანაფილაქსიური რეაქცია ან სხვა მძიმე ალერგიული რეაქცია განვითარდება, ჰუმირას მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და უნდა დაიწყოს შესაბამისი თერაპია.

იმუნოსუპრესია

რევმატოიდული ართრიტის მქონე 64 პაციენტის კვლევამ, რომლებიც მკურნალობდნენ ჰუმირათი, არ აღმოაჩინა დაგვიანებული ტიპის ჰიპერმგრძნობელობის დათრგუნვის, იმუნოგლობულინის დონის დათრგუნვის ან T, B და NK ეფექტური უჯრედების, მონოციტების/მაკროფაგების და ნეიტროფილების რაოდენობის ცვლილება.

ავთვისებიანი სიმსივნეები და ლიმფოპროლიფერაციული დაავადებები

არაავთვისებიან პაციენტებთან შედარებით, ავთვისებიანი დაავადებების, მათ შორის ლიმფომების უფრო მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. თუმცა, ეს იშვიათად გამოვლინდა.

პოსტმარკეტინგულ პირობებში, ლეიკემიის შემთხვევები დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ TNF მაბლოკირებით. რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მაღალი აქტიური ანთებითი დაავადების ხანგრძლივი ისტორია, ლიმფომისა და ლეიკემიის განვითარების რისკი იზრდება, რაც ართულებს რისკის შეფასებას. არსებული მონაცემების თანახმად, არ შეიძლება გამოირიცხოს ლიმფომის, ლეიკემიის ან სხვა ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარების რისკი პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ TNF-ის მაბლოკირებელი აგენტით.

ავთვისებიანი სიმსივნეები, ზოგიერთი ფატალური, დაფიქსირდა ბავშვებში, მოზარდებში და ახალგაზრდებში (22 წლამდე), რომლებიც მკურნალობდნენ TNF-მაბლოკირებელი საშუალებებით (მკურნალობის დაწყება ≥ 18 წლის ასაკიდან), ადალიმუმაბის ჩათვლით, პოსტმარკეტინგულ პირობებში. ამ შემთხვევების დაახლოებით ნახევარი იყო ლიმფომა. სხვა შემთხვევები მოიცავდა სხვა ავთვისებიან სიმსივნეებს, მათ შორის იშვიათი ალიგნიტები, რომლებიც ჩვეულებრივ ასოცირდება იმუნოსუპრესიასთან. არ არის გამორიცხული ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარების რისკი ბავშვებში და მოზარდებში, რომლებიც მკურნალობენ TNF ბლოკატორებით.

ჰეპატოსპლენური T-უჯრედოვანი ლიმფომა იშვიათად იქნა დიაგნოზირებული პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ადალიმუმაბით პოსტმარკეტინგულ პირობებში. ამ იშვიათი ტიპის T-უჯრედოვანი ლიმფომას აქვს ძალიან აგრესიული მიმდინარეობა და, როგორც წესი, ფატალურია. ჰეპატოსპლენური T-უჯრედოვანი ლიმფომის ზოგიერთი შემთხვევა ჰუმირათი მკურნალობისას დაფიქსირდა ახალგაზრდებში, რომლებიც იღებდნენ აზათიოპრინს ან 6-მერკაპტოპურინს ერთდროულად ჰუმირასთან ერთად ნაწლავის ანთებითი დაავადებისთვის. გულდასმით უნდა შეფასდეს ჰუმირას ზაფისიოქინთან ან 6-მერკაპტოპურინთან კომბინირების პოტენციური რისკი. არ არის გამორიცხული ჰეპატოსპლენური T-უჯრედოვანი ლიმფომის განვითარების რისკი პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ჰუმირათი (იხ. ნაწილი 4.8).

საშვილოსნოს ყელის კიბოს პერიოდული სკრინინგი უნდა გაგრძელდეს 60 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში, რომლებიც იყენებენ ჰუმირას. არ ჩატარებულა კვლევები, რომლებიც მოიცავდა პაციენტებს ავთვისებიანი სიმსივნეების ანამნეზში, ან რომლებსაც განუვითარდათ ავთვისებიანი სიმსივნე ჰუმირას მიღების დროს და განაგრძობდნენ მკურნალობას. ამიტომ, ასეთ პაციენტებში ჰუმირათი თერაპიის გაგრძელების გადაწყვეტილება უფრო ყურადღებით უნდა განიხილებოდეს (იხ. ნაწილი 4.8). ყველა პაციენტი უნდა შეფასდეს კანის არამელანომური კიბოს არსებობაზე ჰუმირათი თერაპიის დაწყებამდე და მისი გამოყენების პერიოდში, განსაკუთრებით პაციენტებში ფართო სპექტრის იმუნოსუპრესანტებით თერაპიის ან ფსორიაზის PUVA თერაპიის ანამნეზით. მელანომა და მერკელის უჯრედოვანი კარცინომა ასევე დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ TNF-ის ბლოკატორებით, მათ შორის ადალიმუმაბით (იხ. ნაწილი 4.8). საძიებო კლინიკურ კვლევაში, რომელიც აფასებდა სხვა TNF ბლოკატორის, ინფლიქსიმაბის გამოყენებას, ფილტვების ზომიერი და მძიმე ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (COPD) მქონე პაციენტებს უფრო მეტად უვითარდებოდათ ფილტვის კიბო ან თავისა და კისრის კიბო საკონტროლო პაციენტებთან შედარებით. დაფიქსირდა ასევე ავთვისებიანი დაავადებები. ყველა პაციენტი წარსულში მწეველი იყო. ამიტომ, სიფრთხილეა საჭირო TNF ბლოკატორების გამოყენებისას COPD-ის მქონე პაციენტებში და პაციენტებში, რომლებსაც აქვთ სიმსივნის გაზრდილი რისკი მოწევის გამო.

არსებული მონაცემებით, არ არის ცნობილი, მოქმედებს თუ არა ადალიმუმაბის მკურნალობა დისპლაზიის ან მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკზე. წყლულოვანი კოლიტის მქონე ყველა პაციენტმა, რომლებსაც აქვთ დისპლაზიის ან მსხვილი ნაწლავის კარცინომის გაზრდილი რისკი (მაგ., პაციენტები ხანგრძლივი წყლულოვანი კოლიტით ან პირველადი სკლეროზული ქოლანგიტით) ან რომლებსაც აქვთ დისპლაზიის ან მსხვილი ნაწლავის კარცინომის წინა ისტორია, უნდა გაიარონ დისპლაზიის სკრინინგი მკურნალობამდე და რეგულარული ინტერვალებით მათი დაავადების განმავლობაში. ეს შეფასება უნდა მოიცავდეს კოლონოსკოპიებსა და ბიოფსიებს, რომლებიც შესრულებულია ადგილობრივი რეკომენდაციების შესაბამისად.

ლეიკემია-სისხლის კიბოს განვითარება (მწვავე მიელოიდური ლეიკემია, ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია და ქრონიკული მიელოიდური ლეიკემია) დაფიქსირდა TNF-ის ბლოკატორების გამოყენებასთან დაკავშირებით.

პანციტოპენიის იშვიათი შემთხვევები, მათ შორის აპლასტიკური ანემია, დაფიქსირდა TNF ბლოკატორების გამოყენებისას. გვერდითი მოვლენები, რომლებიც მოიცავს ჰემატოლოგიურ სისტემას, მათ შორის კლინიკურად მნიშვნელოვან ციტოპენიას (მაგ., თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია), დაფიქსირდა ჰუმირას გამოყენებისას. ყველა პაციენტს უნდა მიეცეს რჩევა, დაუყოვნებლივ მიმართოს სამედიცინო დახმარებას, თუ ჰუმირას მიღებისას მათ განუვითარდებათ ნიშნები და სიმპტომები, რომლებიც მიუთითებენ სისხლის დისკრაზიაზე (მაგ., მუდმივი ცხელება, სისხლჩაქცევები, სისხლდენა, სიფერმკრთალე). პაციენტებში დადასტურებული მნიშვნელოვანი ჰემატოლოგიური ანომალიებით, უნდა განიხილონ ჰუმირათი თერაპიის შეწყვეტა.

ვაქცინაციები

რევმატოიდული ართრიტის მქონე 226 მოზრდილის კვლევაში, რომლებიც მკურნალობდნენ ადალიმუმაბით ან პლაცებოთი, დაფიქსირდა ანტისხეულების მსგავსი პასუხები სტანდარტულ 23-ვალენტიან პნევმოკოკის ვაქცინაზე და გრიპის ვირუსის სამვალენტიან ვაქცინაზე. არ არსებობს მონაცემები ინფექციის მეორადი დაინფიცირების შესახებ ცოცხალი ვაქცინების საშუალებით პაციენტებში, რომლებიც იღებენ ჰუმირას.

პედიატრიულ პაციენტებს ურჩევენ გაიარონ ყველა იმუნიზაცია, რამდენადაც ეს შესაძლებელია, იმუნიზაციის აქტუალური გაიდლაინების შესაბამისად ჰუმირათი თერაპიის დაწყებამდე.

პაციენტებს, რომლებიც იღებენ ჰუმირას, შეუძლიათ მიიღონ სხვა ვაქცინაციები ერთდროულად, გარდა ცოცხალი ვაქცინებისა. ახალშობილებში, რომლებიც განხორციელდა ადალიმუმაბის ზეგავლენა მუცლად ყოფნის დროს, ცოცხალი ვაქცინების შეყვანა (მაგ. BCG ვაქცინა) არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს დედისთვის ადალიმუმაბის ბოლო ინექციიდან 5 თვის განმავლობაში.

გულის შეგუბებითი უკმარისობა

გულის შეგუბებითი უკმარისობის გაუარესება და გულის შეგუბებითი უკმარისობის შედეგად სიკვდილიანობის გაზრდა დაფიქსირდა კლინიკურ კვლევაში სხვა TNF მაბლოკირებელ აგენტთან ერთად. ასევე დაფიქსირდა გულის შეგუბებითი უკმარისობის გაუარესების შემთხვევები პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ჰუმირათი. ჰუმირა სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში მსუბუქი გულის უკმარისობით (NYHA კლასი I/II). ჰუმირა უკუნაჩვენებია საშუალო და მძიმე გულის უკმარისობის დროს (იხ. ნაწილი 4.3). ჰუმირას მიღება უნდა შეწყდეს პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გულის შეგუბებითი უკმარისობის ახალი ან გაუარესებული სიმპტომები.

აუტოიმუნური პროცესები

ჰუმირათი მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს აუტოიმუნური ანტისხეულების წარმოქმნა. ჰუმირათი ხანგრძლივი მკურნალობის ეფექტი აუტოიმუნური დაავადებების განვითარებაზე უცნობია. თუ ჰუმირათი მკურნალობის შემდეგ პაციენტს განუვითარდა სიმპტომები, რომლებიც მიუთითებენ ლუპუსის მსგავს სინდრომზე და პაციენტი დადებითია ორჯაჭვიანი დნმ-ის ანტისხეულებზე, მაშინ ჰუმირათი შემდგომი მკურნალობა უნდა შეწყდეს (იხ. ნაწილი 4.8).

TNF-ის ბლოკატორებისა და ბიოლოგიური დაავადების მოდიფიკაციის ანტირევმატული საშუალებების (DMARDs) ერთდროული მიღება

კლინიკურ კვლევებში დაფიქსირდა სერიოზული ინფექციები, როდესაც ანაკინრა გამოიყენებოდა სხვა TNF ბლოკატორთან, ეტანერცეპტთან ერთად. დამატებითი სარგებელი არ დაფიქსირებულა მარტო ეტანერცეპტის გამოყენებასთან შედარებით. ეტანერცეპტის და ანაკინრას კომბინირებული თერაპიის დროს გამოვლენილი არასასურველი რეაქციების ბუნებიდან გამომდინარე, მსგავსი ტოქსიკურობა შეიძლება მოხდეს ანაკინრას სხვა TNF ბლოკატორებთან კომბინირებისას. ამიტომ, ადალიმუმაბის და ანაკინრას კომბინაცია არ არის რეკომენდებული (იხ. ნაწილი 4.5).

ადალიმუმაბის ერთდროული გამოყენება სხვა ბიოლოგიური დაავადების მოდიფიკაციის ანტირევმატულ საშუალებებთან (მაგ., ანაკინრა და აბატაცეპტი) ან სხვა TNF-მაბლოკირებელ საშუალებებთან არ არის რეკომენდებული ინფექციების, მათ შორის სერიოზული ინფექციების და სხვა პოტენციური ფარმაკოლოგიური ურთიერთქმედების შესაძლო გაზრდილი რისკის გამო (იხ. ნაწილი 4.5).

ქირურგიული ჩარევები

ქირურგიული პროცედურების უსაფრთხოების გამოცდილება პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ჰუმირათი, შეზღუდულია. თუ დაგეგმილია ქირურგიული პროცედურა, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ადალიმუმაბის ხანგრძლივი ნახევარგამოყოფის პერიოდი. პაციენტს, რომელსაც ესაჭიროება ქირურგიული ჩარევა ჰუმირაზე ყოფნისას, უნდა ჩაუტარდეს მონიტორინგი ინფექციებზე და უნდა იქნას მიღებული შესაბამისი სიფრთხილის ზომები. უსაფრთხოების გამოცდილება პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ ართროპლასტიკა ჰუმირას მიღებისას შეზღუდულია.

წვრილი ნაწლავის ობსტრუქცია

თუ კრონის დაავადების მკურნალობა არაეფექტურია, ეს შეიძლება მიუთითებდეს ფიბროზული სტრიქტურის არსებობაზე, რამაც შეიძლება მოითხოვოს ოპერაცია. არსებული მონაცემები მიუთითებს, რომ ჰუმირა არ იწვევს ან აუარესებს სტრიქტურას.

გერიატრიული პოპულაცია

სერიოზული ინფექციების სიხშირე უფრო მაღალი იყო 65 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებში, რომლებიც მკურნალობდნენ ჰუმირათი (3.7%), ვიდრე 65 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებში (1.5%). ზოგიერთ შემთხვევას მოჰყვა სიკვდილი. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ხანდაზმული ადამიანების მკურნალობისას, რადგან ისინი არიან ინფექციის მაღალი რისკის ქვეშ.

პედიატრიული პოპულაცია

ჰუმირა არ არის შესწავლილი 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.

იხილეთ ნაწილი ვაქცინაციის შესახებ.

სიფრთხილის ზომები

თირკმლების/ღვიძლის უკმარისობა :

ჰუმირასა და ავადმყოფთა ამ პოლუპაციაში კვლევა არ ჩატარებულა. დოზის რეკომენდაცია ვერ კეთდება.

თუ ფიქრობთ, რომ ჰუმირას ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა სუსტია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

თუ, ჰუმირას საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

თუ, შემთხვევით ექიმის ანდა ექთნის მიერ რეკომენდირებულ დოზაზე მეტი დოზა გაიკეთეთ, მაშინვე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

წამლის გარე მუყაოს ყუთი ყოველთვის თან იქონიეთ, თუნდაც ცარიელი იყოს.

თუ, ჰუმირას საჭირო დოზაზე მეტი დოზა მიიღეთ, მაშინვე თქვენს ექიმს ანდა ფარმცევტს მიმართეთ.

თუ, ჰუმირას მიღება დაგავიწყდებათ:

თუ, საკუთარ თავზე ინექციის გაკეთება დაგავიწყდებათ, როგორც კი გაიხსენებთ, ჰუმირას მომდევნო ინექციის დოზა უნდა გაიკეთოთ. შემდეგ, მომდევნო დოზა, დასაწყისში დაგეგმილი დღის შესაბამისად გაიკეთეთ.

დავიწყებული დოზის აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ გაიკეთოთ.

ჰუმირათი მკურნალობის დასრულებისას შესაძლო ეფექტები:

ჰუმირათი მკურნალობის დასრულების გადაწყვეტილება ექიმის გარეშე არ მიიღოთ. თუ, ჰუმირას გამოყენებას შეაჩერებთ, არსებული დაავადების ნიშნები კვლავ გამოვლინდება.

თუ, ამ წამლის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გაქვთ, გთხოვთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

  • რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამლის, ასევე ჰუმირას შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ შეიძლება გამოვლინდეს მომატებული მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.

გვერდითი ეფექტების უმრავლესობა მსუბუქი ანდა საშუალო ხარისხისაა, თუმცა ზოგიერთი შეიძლება სერიოზული იყოს და საჭირო გახდეს მკურნალობა. გვერდითი ეფექტები, ჰუმირას ბოლო ინექციიდან სულ ცოტა 4 თვის შემდეგაც შეიძლება გამოვლინდეს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ჰუმირა შესწავლილი იყო როგორც მონოთერაპია და მეტოტრექსატთან ერთად პაციენტებში რევმატოიდული ართრიტით, პოლიარტიკულური არასრულწლოვანთა იდიოპათიური ართრიტით და ფსორიაზული ართრიტით. ანტისხეულების ფორმირება უფრო დაბალია, როდესაც ჰუმირა ინიშნება მეთოტრექსატთან ერთად მონოთერაპიასთან შედარებით. ჰუმირას მიღებამ მეთოტრექსატის გარეშე გამოიწვია ანტისხეულების წარმოქმნის გაზრდა, ისევე როგორც ადალიმუმაბის კლირენსის გაზრდა და შემცირებული ეფექტურობა (იხ. ნაწილი 5.1). ჰუმირასა და ანაკინრას კომბინაცია არ არის რეკომენდებული (იხ. ნაწილი 4.4). ჰუმირასა და აბატაცეპტის კომბინაცია არ არის რეკომენდებული (იხ. ნაწილი 4.4).

დამატებითი ინფორმაცია სპეციალური პოპულაციების შესახებ

თირკმელების/ღვიძლის უკმარისობა

არ ჩატარებულა კლინიკური ურთიერთქმედების კვლევები თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

პედიატრიული პოპულაცია

კლინიკური ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა პედიატრიულ პოპულაციაში.

გერიატრიული პოპულაცია

ასაკოვან პოპულაციაში კლინიკური ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.

ორსულობა და ძუძუთი კვება

წამლის მიღებამდე გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ორსულობის თავიდან აცილების მიზნით ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდი უნდა გამოიყენოთ და ჰუმირას ბოლო ინექციიდან სულ ცოტა 5 თვის განმავლობაში ჩასახვის საწინააღმდეგო ეფქტური მეთოდის გამოიყენება უნდა გააგრძელოთ.

თუ, ორსულად ხართ ანდა ფიქრობთ,რომ ორსულად ხართ ანდა შვილის ყოლას გეგმავთ, ამ წამლის გამოყენებამდე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს გაესაუბრეთ.

ჰუმირა, ორსულობის დროს მხოლოდ აბსოლუტური საჭიროებისას უნდა იქნას გამოყენებული.

ორსულებში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ჰუმირას მომხმარებელი დედები და იგივე დაავადების მქონე და ჰუმირას არ მომხმარებელი დედების შედარებისას, ორსულობის დროს ჰუმირას მომხმარებელი დედების შვილებთან თანდაყოლილი ანომალიების რისკი უფრო მაღალი არ არის.

თუ, ორსულობის დროს ჰუმირას გამოიყენებთ, ბავშვზე ინფექციის გადაცემის რისკი უფრო მაღალი შეიძლება იყოს.

ბავშვთან ნებისმიერი აცრის გაკეთებამდე, ჯერ ბავშვის პედიატრს და სხვა სამედიცინო პერსონალს უთხარით, რომ ორსულობის დროს ჰუმირას იყენებდით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. (უფრო მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ნაწილი ,, აცრები’’ ).

თუ მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, სასწრაფოდ ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვება-ლაქტაცია

წამლის გამოყენებამდე გთხოვთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვების დროს ჰუმირას გამოყენება შეიძლება.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ჰუმირას, ავტომობილის, მოტოციკლეტის ანდა სხვა მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება შეიძლება უმნიშვნელო იყოს. ჰუმირას ინექციის შემდეგ შეიძლება მსუბუქი თავბრუსხვევა ანდა მხედველობის დარღვევა გამოვლინდეს.

ჰუმირას შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია

გვერდითი მოვლენები

ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.

გავრცელებული:10 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 1.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

იშვიათი: 1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფში ვლინდება, მაგრამ 10.000- დან >1 ავადმყოფთან ვლინდება.

ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ჰუმირას გამოყენება შეწყვიტეთ და სასწრაფოდ ექიმს აცნოებთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:

ძლიერი გამონაყარი(ძალიან გავრცელებული), ურტიკარია (გავრცელებული) ანდა ალერგიის სხვა ნიშნები (გავრცელებული)

სახის, ხელების და ფეხების შეშუპება (გავრცელებული)

ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის გაძნელება (გავრცელებული), ყლაპვის გაძნელება (ნაკლებად გავრცელებული)

ვარჯიშის დროს ანდა დაწოლისას ჰაერის უკმარისობა (გავრცელებული) ანდა ფეხების შეშუპება (ნაკლებად გავრცელებული)

ეს ყველა ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი ეფექტებია.

თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ჰუმირას მიმართ ალერგია გაქვთ. ამ დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ანდა საავადმყოფოში დაწოლა შეიძლება დაგჭირდეთ.

თუ, ქვმოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმეს შეამჩნევთ, მაშინვე ექიმს აცნობეთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ.

ცხელება, ტანში სისუსტე, იარები, კბილის პრობლემები, შარდვისას წვა და ინფექციის სხვა ნიშნები (იშვიათი)

სისუსტის და ან დაღლილობის შეგრძნება (იშვიათი)

ხველა (გავრცელბული)

დაბუჟება (გავრცელებული)

ჩხვლეტის შეგრძნება (გავრცელებული)

მხედველობის გაორება (გავრცელებული)

ხელებსა და ფეხებში სისუსტე (იშვიათი)

შეშუპება, რომელიც არ იკლებს ანდა ღია იარები (გავრცელებული)

მუდმივი ცხელება, დალურჯებები, სისხლჩაქცევები და კანის სიფერმკრთლის მსგავსი სისხლის დაავადების სხვა ნიშნები (იშვიათი)

ზემოთ აღნიშნული ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია. ამ დროს შეიძლება სასწრაფო სამედიცინო დახმარება იყოს საჭირო.

ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები, შეიძლება ჰუმირას გამოყენების დროს ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფქტების მანიშნებელი იყოს.

ძალიან გავრცელებული

ინექციის ადგილას ლოკალური რეაქციები(ინექციის ადგილის ერითემა(სიწითლე), ტკივილი, შესივება, შეხურება ანდა ქავილი)

სასუნთქი გზების ინფექციები(ზემო და ქვემო სასუნთქი გზების ინფექციები, გაცივება, ცხირიდან გამონადენი, წიაღების ინფექცია, ფილტვების ანთების ჩათვლით, პნევმონია, ფარინგიტი (ხახის ანთება), ნაზო-ფარინგიტი(გაცივების სიმპტომები) და ჰერპეს ვირუსთან დაკაშირებული პნევმონიის ჩატვლით

თავის ტკივილი

მუცლის ტკივილი

გულისრევა და ღებინება

გამონაყარი (კანის გამონაყარი) (ექსფოლიაციური (ბალთა-ბალთა) გამონაყარის ჩათვლით

ძვლებსა და კუნთებში ტკივილი

ლეიკოპენია (სისხლის უჯრედების დაბალი დონე) (ნეიტროპენია)(ნეიტროფილების დაბალი დონე) და აგრანულოციტოზი (გრანულოციტების დაბალი დონე), ანემია (სისხლნალებობა)

ლიპიდების მომატებული მაჩვენებელი (სისხლში ცხიმების მომატებული რაოდენობა)

ღვიძლის ფერმენტების მომატება

გავრცელებული:

სერიოზული ინფექიცები (გრიპის და სისხლის მოწამლვის ჩათვლით)

სისტემური ინფექციები (სეფსისი(სისხლში ბაქტერიების და ტოქსინების არსებობა, შედეგად იმუნური სისტემის ფუნქციის დაქვეიტება), კანდიდოზი (სოკოვანი ინფექცია) და გრიპი)

ნაწლავთა ინფექციები (ღებინების და დიარეის გამომწვევი გასტროენტერიტის ჩათვლით)

კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები(თითის ანთება, ცელულიტი, იმპეტიგო (ბაქტერიული წარმოშობის კანის ინფექციები), ნეკროზული ფასციიტი(კანის, ცხიმოვანი ნაწილის და კუნთების მფარავი ქსოვილის ინფექცია) და ჰერპეს ზოსტერის (სხეულის ღია და სახის მიდამოებში, ნერვების გაყოლებით ერთვარი მტკივნეული გამონაყარი, კანის მიკრობული დაავადების ჩათვლით)

ყურის ინფექციები

პირის ღრუს ინფექციები(ტუჩის ჰერპესი, ორალური ჰერპესი, კბილების ინფექციის ჩათვლით)

რეპროდუქციული (გამრავლების) სისტემის ინფექციები(მიკოზური ვულვოვაგინიტი (საშოს სოკოვანი ინფექციის ჩათვლით)

საშარდე გზების ინფექციები (პიელონეფრიტი(თირკმლების ინფექციაის ჩათვლით)

სოკოვანი ინფექციები

სახსრების ინფექციები

კეთილთვისებიანი სიმსივნეები

კანის სიმსივნეები მელანომის გარდა (ბაზალურ უჯრედოვანი კარცინომა (ღია ჭრილობები, წითელი ლაქები, ვარდიფერი წარმონაქმნები, პრიალა ზედაპირის სიმკვრივეები ანდა იარის კვალის მსგავსი გარეგანი ნიშნების მქონე კანის სიმსივნე) და კანის სკვამოზური კარცინომა (კანის ყველაზე ზედაპირული შრის მომცველი კანის სიმსივნის ჩათვლით)

ლეიკოციტოზი (სისხლში თეთრი უჯრედების რაოდენობის მომატება)

თრომბოციტოპენია (სისხლში თრომბოციტული უჯრედების რაოდენობის შემცირება)

ალერგიული რეაქციები (სეზონური ალერგიის ჩათვლით)

ჰიპოკალემია(სისხლში კალიუმის რაოდენობის დაცემა)

შარდმჟავას მაჩვენებლის მაღალი მაჩვენებლები

სისხლში ნატრიუმის ანორმალური მაჩვენებლები

ჰიპოკალცემია (სისხლშ კალციუმის დაბალი დონე)

ჰიპერგლიკემია (სისხლში შაქრის მაღალი დონე)

ჰიპოფოსფატემია (სისხლშიფოსფორის დაბალი დონე)

სითხის დაკარგვა (პირველი ნიშნებია წყურვილი და მსუბუქი თავის ტკივილი. გაუწყლოვანება თუ მატულობს, შარდის ფერი გამუქდება).

ფსიქიკური ცვლილებები (დეპრესიის ჩათვლით)

შფოთვითი მდგომარეობა

ჩაძინების გაძნელება

მგრძნობელობის დარღვევები-ჩხვლეტის , დაბუჟების, წვის შეგრძნება

მიგრენი

ნერვული ფესვების კომპესია(წელის და ფეხის ტკივილის ჩათვლით)

მხედველობის დარღვევები

თვალის ანთება

თვალის შესივება

ვერტიგო(წონასწორობის დარღვევასთან დაკაშირებული გაბრუება და თავბრუსხვევა)

გულის ცემის გახშირება

მაღალი არტერიული წნევა

შეხურება(შეხურების შეგრძნება)

ჰემატომა (სისხლძარღვების გარეთ სისხლის დაგროვება)

ხველა

ასთმა

ჰაერის უკმრისობა

კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა(წითელი ანდა შავი ფერის, სისხლნარევი განავალი)

დისპეფსია (საჭმლის მონელების სისტემის პრობლემები, კუჭის შებერილობა, გულძმარვა)

რეფლუქსი(გამიოვლინდება საყლაპავში წვის შეგრძნებით(გულმკერდის არეში შეიგძრნობა), კუჭის სითხის პირის ღრუში გადმოსვლა და მონელების პრობლემები).

Sicca-ს სინდრომი (თვალის და პირის ღრუში სიმშრალე)

ქავილი

გამონაყარი ქავილით

დალურჯებები

კანის ანთება (ჩირქოვანი ანთება), (ეგზემას მსგავსი)

ხელის და ფეხის თითების ფრჩხილების მტვრევა

ჭარბი ოფლიანობა

თმის ცვენა

ფსირიაზის განვითრება ანდა დამძიმება

კუნთების შეკუმშვები (სისხლში კრეატინ-ფოსფოკინაზას მაჩვენებლების მომატების ჩათვლით)

შარდში სისხლის არსებობა

თირკმლების უკმარისობა

ტკივილი მკერდში

ედემა (შეშუპება)

ცხელება

შედედების დარღვევები, (გახანგრძლივებული თრომბოპლასტინის დრო)

ავტოანტისხეულების დადებითი ტესტი (ორმაგი სპირლაური დნმ ანტისხეულის ჩათვლით) (ანტისხეულების წარმოება-არ წარმოების შემოწმებისთვის ტესტი)

სისხლში ლაქტატჰიდროგენაზას დონის მომატება

ჭრილობების შეხორცების დაგვიანება

ნაკლებად გავრცელებული:

პირობით-პათოგენური ინფექციები (სხეულის იმუნიტეტის დაქვეითებისას გამოვლენილი ინფექციები, ტუბერკულოზის ჩათვლით)

ნევროლოგიური ინფექციები (თავის ტვინის გარსების ვირუსული ინფექციის ჩათვლით)

თვალის ინფექციები

ბაქტერიული (ბაქტერიის სახელით ცნობილი მიკრობებით გამოწვეული) ინფექციები

დივერტიკულიტი (მსხვილი ნაწლავის ჩირქოვანი ანთება და ინფექციები (კრუნჩხვების მსგავსი მუცლის ტკივილი, მუცლის შებერილობის შეგრძნება, ყაბზობა, დიარეა, გულისრევა, ღებინება, მოშარდვისას წვის შეგრძნება)

სიმსივნე

ლიმფომა (ლიმფურ სისტემაზე მოქმედი სიმსივნე)

სოლიდური ორგანოს სიმსივნე (ძუძუს სიმსივნე, ფილტვების და ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის ჩათვლით)

მელანომა (კანის სიმსივნის სახეობა)

უცნობი მიზეზის მქონე თრომბოციტოპენიური პურპირა (კანში სისხლჩაქცევების სედეგად განვითრებული პატარა წითელი-ლურჯი ფერის გამონაყარი)

ფილტვებზე, კანსა და ლიმფურ კვანძებზე მოქმედი იმუნური დარღვევები (უმრავლეს შემთხვევაში სარკოიდოზის სახით გამოვლინდება)

ვასკულიტი (სისხლძარღვების ანთება)

კანკალი

ნეიროპათია (ნეიროპათია სხეულის ბევრ ორგანოზე ახდენს ზემოქმედებას, ამ დროს ვლინდება ნერვების დაზიანება, აღინიშნება ხელის, ფეხის და ტერფების ტკივილი, დაბუჟება, ჩხვლეტის შეგრძნება).

ინსულტი

გულის ფრიალი

მხედველობის გაორება

სმენის დაკარგვა, ყურებში ხმაური

გულის ცემის რითმის დარღვევა (წამიერი გაჩერების შეგრძნება)

გულის უკმარისობა, რომელიც იწვევს ჰაერის უკმარისობას ანდა კოჭების შეშუპებას

მიოკარდიუმის ინფარქტი

გულის უკმარისობა (ხშირად მკერდიდან მხარში, მკლავში კეფაში, კბილებში, ყბაში, მუცელში ანდა ზურგში გადამცემი ტკივილით ვლინდება. ამ ტკივილს შეიძლება თან ახლდეს ჰაერის უკმარისობა, ხველა, თავბრუსხვევა, გაბრუება, გონების დაკარგვა, გულისრევა და ღებინება)

არტერიის კედელში პარკისებრი ფორმაციის განვითარება, ვენების ანთებითი ცვლილებები და თრომბის განვითარება, სისხლძარღვების დახშობა.(დიაგნოზი ექიმის მხრიდან დაისმება, ნაკლებად იძლევა მანიშნებელ სიმპტომებს. შეიძლება გამოიწვიოს სხეულზე დალურჯებები, ტკივილი).

ჰაერის უკმარისობის გამომწვევი ფილტვების დაავადებები(ანთების ჩათვლით)

ფილტვების ემბოლია(ფილტვების სისხლძაღვების დახშობა:ვლინდება ჰაერის უკმარისობით, მკერდში ტკივილით, ხველით და პირიდან სისხლის გადმოსვლით, გონების დაკარგვით).

ფილტვების ინტერსტიციული დავადება (ფილტვებში ჰაერის ბუშტუკების ირგვლივ გასქელება)

ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ,სასუნთქი გზების შევიწროება)

ფილტვების ჩირქოვანი ანთება

პლევრალური ეფუზია(ფილტვების გარსში(პლევრაში) სითხის დაგროვება, ვლინდება:მკერდში ტკივილით, ხველით, ჰაერის უკმარისობით).

პანკრეასის ანთება, რომელიც მუცლის და ზურგის არეში ძლიერი ტკივილით ვლინდება.

ყლაპვის გაძნელება

სახის შესივება (ედემა)

ნაღვლის ბუშტის ანთება და ნაღვლის ბუშტში კენჭი (ვლინდება: მუცლის ტკივილით, სიყვითლით, შარდის გაწითლებით ანდა ყავისფერი ფერით, გულისრევით, ღებინებით და ხშირი ცხელებით)

ღვიძლის გაცხიმოვნება

ღამის ოფლიანობა

ჭრილობის (იარის)ნაწიბურები

კუნთების არანორმალური სისუსტე

სისტემური წითელი მგლურა (დაავადება, რომელიც კანის დაზიანებით ვლინდება, კანის, გულის, ფილტვების, სახსრების და სხვა ორგანოების სისტემური ანთებითი დაავადებებით ვლინდება)

ძილის დარღვევები

იმპოტენცია

ანთებითი პროცესები (ჩირქოვანი ანთება)

იშვიათი:

ლეიკემია (სისხლსა და ძვლის ტვინზე მოქმედი სიმსივნე)

სისხლში თრომბოციტების, თეთრი და წითელი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება

ძლიერი ალერგიული რეაქციები, რომელსაც თან ახლავს შოკი

მრავლობითი სკლეროზი (დიაგნოზი ექიმის მიერ დაისმება. ეს არის დაავადება, რომელიც თავის ტვინსა და ზურგის ტვინზე მოქმედებს. ვლინდება: მხედველობის დარღვევებით, დაღლილობით, დაბუჟების მსგავსი სიმპტომებით).

ნერვული სისტემის დაავადებები (მხედველობის ნერვის მწვავე ანთება) და კუნთების სისუსტე, არანორმალური შეგრძნებები, ხელებსა და სხეულის ზემო ნაწილებში შეკრთომის გამომწვევი გილიან-ბარის სინდრომის მსგავსი).

გულის ტუმბოს ფუნქციის შეჩერების შედეგად სისხლის მიმოქცევის უეცრად შეჩერება, რაც განაპირობებს გონების უეცარ დაკარგვას

პულმონალური ფიბროზი ( ფილტვებში ანთების შემდგომი კვალი, ვლინდება: მშრალი ხველით, ჰაერის უკმარისობით).

ნაწლავების გახვრეტა-პერფორაცია (ვლინდება:მუცლის ძლიერი ტკივილით, კანკალით, ცხელებით, გულისრევით, ღებინებით).

ჰეპატიტი (ღვიძლის ჩირქოვანი ანთება)

B ჰეპატიტის კვლავ გამწვავება

ავტოიმუნური ჰეპატიტი (იმუნური სისტემის დათრგუნვის გამო ღვიძლის ჩირქოვანი ანთება)

მულტიფორმული ერითემა (კანის დაავადება, რომელიც ხასიათდება სამიზნის მსგავსი დაზიანებებით)

კანის სისხლძარღვების ანთება (კანის ვასკულიტი)

სტივენს-ჯონსის სინდრომი(ადრეული სიმპტომები: სისუსტე, ცხელება, თავის ტკივილი, სიწითლე).

ალერგიულ რეაქციებთან დაკაშირებით სახის შეშუპება

ლუპუსის(მგლურას) მსგავსი სინდრომი (ვლინდება: სისუსტით, კანის გამონაყარით, სახსრების დაზიანებით და ცხელებით).

ანგიოედემა (კანის ლოკალური შეშუპება)

კანის ლიქენოიდული რეაქცია (მოწითალო-მოლურჯო ფერის კანის გამონაყარი, რომელსაც თან ახლავს ქავილი)

უცნობი:

ჰეპატოსპლენიკური T-უჯრედოვანი ლიმფომა (იშვიათი სისხლის სიმისვნე)

მერკელის უჯრედოვანი კარცინომა (კანის სიმსივნის სახეობა)

ღვიძლის უკმარისობა

დერმატომიოზიტი (კუნთების სისუსტე, რომელსაც თან ახლავს კანის სიწითლე)

სიმპტომების დამძიმება

ჰუმირას გამოყენებისას განხორციელებული კლინიკური კვლევებით დაფიქსირდა, რომ გამოვლენილ არასასურველ გვერდით ეფექტებს მანიშნებელი სიმპტომები არ აქვს, მხოლოდ სისხლის ანალიზით შეიძლება გამოვლენდეს. ესენია:

ძალიან გავრცელებული:

სისხლში თეთრი უჯრედების რაოდენობის დაცემა

სისხლში წითელი უჯრედების რაოდენობის დაცემა

სისხლში ლიპიდების მაღალი მაჩვენებელი

ღვიძლის ფერმენტების მაღალი მაჩვენებელი

გავრცელებული:

სისხლში თეთრი უჯრედების რაოდენობის მომატება

სისხლში თრომბიციტების რაოდენობის დაცემა (სისხლის შედედებაში მონაწილე სისხლის უჯრედები, თრომბოციტები)

სისხლში შარდმჟავას მაჩვენებლის მომატება

სისხლში ნატრიუმის ანორმალური მაჩვენებელი

სისხლში კალციუმის დაბალი მაჩვენებელი

სისხლში ფოსფატების დაბალი მაჩვენებელი

სისხლში შაქრის მაღლი მაჩვენებელი

სისხლში ლაქტატდეჰიდროგენაზას მაღალი მაჩვენებელი

სისხლში აუტოანტისხეულების არსებობა

სისხლში კალიუმის დაბალი მაჩვენებელი

ნაკლებად გავრცელებული:

სისხლში ბილირუბინის მაღალი მაჩვენებელი(ღვიძლის ფუნქციური სინჯით ვლინდება)

იშვიათი:

სისხლში თეთრი უჯრედების, წითელი უჯრედების და თრომბოციტების დაბალი მაჩვენებელი

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არის ანდა არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

  • ჰუმირას შენახვა

ჰუმირა, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას შეფუთვაში შეინახეთ.

შეინახეთ 2-80 C ტემპერატურაზე მაცივარში. არ გაყინოთ.

სინათლისგან დაცვის მიზნით გამოყენებისთვის მზა ინჟექტორი გამოყენებამდე თავის ყუთში შეინახეთ.

ჭარბი დოზა

კლინიკურ კვლევებში დოზის შემზღუდველი ტოქსიკურობა არ დაფიქსირებულა. ყველაზე მაღალი შესწავლილი დოზა იყო მრავალჯერადი ინტრავენური დოზა 10 მგ/კგ, დაახლოებით 15-ჯერ მეტი რეკომენდებულ დოზაზე.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: თითოეული მზა შპრიცი შეიცავს 40 მგ/0,4 მლ ადალიმუმაბს. ადალიმუმაბი არის ადამიანის რეკომბინანტული მონოკლონური ანტისხეული, რომელიც წარმოიქმნება "ჩინური ზაზუნის საკვერცხეების" უჯრედებში.

დამხმარე ნივთიერებები: დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალისთვის იხილეთ ნაწილი 6.1.

შენახვის პირობები

საჭიროებისას (მაგ.მოგზაურობისას), გამოყენებისთვის მზა ინჟექტორი ოთახის ტემპერატურაზე ( 250 C ტემპერატურამდე), სინათლისგან დაცვის პირობით მაქსიმუმ 14 დღის განმავლობაში შეიძლება შეინახოთ. მაცივრიდან გამოტანილი და ოთახის ტემპერატურამდე დაყვანილი ინჟექტორი, კვლავ მაცივარში შენახვის შემთხვევაშიც 14 დღის განმავლობაში გამოყენებული უნდა იქნას ანდა თუ არ იქნება გამოყენებული, აუცილებლად გადაგდებული უნდაიქნას. ინჟექტორის მაცივრიდან გამოტანის პირველი დღე და გადაგდების, ანუ 14 დღის დასრულების თარიღი აუცილებლად ჩაინიშნეთ.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ჰუმირა არ გამოიყენოთ.

გამოყენების ბოლო ვადა მითითებული თვის ბოლო დღეა.

ვადა გადასული ანდა გამოუყენებლი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ!

გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

ლიცენზიის მფლობელი:

შპს. AbbVie თიბბი ილაჩლარ სანაი ვე თიჯარეთ

უმრანიე/სტამბული/თურქეთი

წარმოების ადგილი:

Vetter Pharma-Fertigung GmBH&Co.KG,

Schützenstrasse, 88212 რავენსბურგი/გერმანია

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 14.02.2020-ში დამოწმებულია. თარჯიმანი ნაილა იდნოევი

ფარმაკოლოგიური თვისებები

იმუნოსუპრესანტები, სიმსივნის ნეკროზის ფაქტორის ალფა (TNF-alpha) ინჰიბიტორები

ათქ კოდი: L04AB04

მოქმედების მექანიზმი

ადალიმუმაბი სპეციალურად უკავშირდება TNF-ს და ანეიტრალებს მის ბიოლოგიურ ფუნქციას, ბლოკავს მის ურთიერთქმედებას უჯრედის ზედაპირის რეცეპტორებთან p55 და p75.

ადალიმუმაბი ასევე ახდენს TNF-ით გამოწვეული ან რეგულირებულ ბიოლოგიური პასუხების, მათ შორის ლეიკოციტების მიგრაციაზე პასუხისმგებელი ადჰეზიური მოლეკულების დონის შეცვლას (IC50 მნიშვნელობები ELAM-1, VCAM-1 და ICAM-1-ისთვის 0,1–0,2 ნმ).

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

ანთების მწვავე ფაზის რეაქტანტების (C-რეაქტიული ცილა (CRP) და ერითროციტების დალექვის სიჩქარე (ESR)) და შრატის ციტოკინების (IL-6) დონის სწრაფი შემცირება საწყის მნიშვნელობებთან შედარებით დაფიქსირდა ჰუმირათი მკურნალობის შემდეგ რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტებში. მატრიქსის მეტალოპროტეინაზების (MMP-1 და MMP-3) დონეები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ხრტილის დაზიანებაზე და იწვევს ქსოვილის რემოდელირების პროცესს, ასევე შემცირდა ჰუმირას მიღების შემდეგ. პაციენტები, რომლებიც მკურნალობდნენ ჰუმირათი ძირითადად განიცდიდნენ ქრონიკული ანთების ჰემატოლოგიური გამოვლინებების გაუმჯობესებას.

CRP-ის დონის სწრაფი დაქვეითება ასევე დაფიქსირდა ჰუმირათი მკურნალობის შემდეგ პაციენტებში პოლიარტიკულარული არასრულწლოვანთა იდიოპათიური ართრიტით, კრონის დაავადებით, წყლულოვანი კოლიტით და ჩირქოვანი ჰიდრადენიტით. კრონის დაავადების მქონე პაციენტებში აღინიშნა მსხვილი ნაწლავის ანთების მარკერების გამოხატული უჯრედების რაოდენობის შემცირება, მათ შორის TNF ალფა ექსპრესიის მნიშვნელოვანი შემცირება. ნაწლავის ლორწოვანი გარსის ენდოსკოპიურმა კვლევებმა აჩვენა ლორწოვანის შეხორცების მტკიცებულება პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ადალიმუმაბით.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

რევმატოიდული ართრიტი (RA)

ჰუმირა შეფასებული იქნა 3000-ზე მეტ პაციენტში რევმატოიდული ართრიტის ყველა კლინიკურ კვლევაში. ჰუმირას ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგინდა ხუთ რანდომიზებულ, ორმაგად ბრმა, კარგად კონტროლირებულ კვლევაში. ზოგიერთი პაციენტი მკურნალობდა 120 თვის ან მეტი ხნის განმავლობაში. ჰუმირას 40 მგ/0.4 მლ ინექციის ადგილის ტკივილი შეფასებული იყო ორ რანდომიზებულ, აქტიურ კონტროლირებად, ერთ ბრმა, ორპერიოდიანი ჯვარედინ კვლევაში.

RA I კვლევამ გამოიკვლია პაციენტები, რომლებშიც არ გამოვლინდა ეფექტი დაავადების მოდიფიკაციის მინიმუმ ერთ ანტირევმატული მკურნალობაზე და რომლებშიც მეტოტრექსატით მკურნალობა 12,5-25 მგ კვირაში (10 მგ მეთოტრექსატის აუტანლობის შემთხვევაში) იყო არასაკმარისად ეფექტური და მათი მეთოტრექსატის დოზა რჩებოდა უცვლელი 10-დან 25 მგ-მდე კვირაში. 18 ჩართული კვლევა მოიცავდა 18 წლის და უფროსი ასაკის 271 პაციენტს ზომიერი და მძიმე აქტიური რევმატოიდული ართრიტით. პაციენტები იღებდნენ 20, 40 ან 80 მგ ჰუმირას ან პლაცებოს დოზებს ყოველ ორ კვირაში 24 კვირის განმავლობაში.

RA II კვლევამ შეაფასა 18 წლის და უფროსი ასაკის 544 პაციენტი ზომიერიდან მძიმედ აქტიური რევმატოიდული ართრიტით, რომლებშიც არაეფექტური აღმოჩნდა დაავადების შემცვლელი ანტირევმატიული წამლის მინიმუმ ერთი მკურნალობა. ჰუმირა 20 ან 40 მგ დოზით შეყვანილი იყო კანქვეშ (პლაცებო ალტერნატიულ კვირაში) ყოველ მეორე კვირაში ან ყოველ კვირას 26 კვირის განმავლობაში, რასაც მოჰყვა პლაცებო ყოველ კვირას იმავე ხანგრძლივობით. არ არის ნებადართული სხვა დაავადების მოდიფიკაციის წამლები.

RA III კვლევამ შეაფასა 619 ზომიერიდან მძიმედ აქტიური რევმატოიდული ართრიტით დაავადებული 18 წლის და უფროსი ასაკის პაციენტები, რომლებსაც ჰქონდათ არაადეკვატური ეფექტურობა მეტოტრექსატზე 12,5-25 მგ/კვირაში ან აუტანლობა ჰქონდათ 10 მგ/კვირაში. ამ კვლევაში მონაწილეობდა სამი ჯგუფი. პირველი ჯგუფი იღებდა პლაცებოს ინექციას ყოველ კვირას 52 კვირის განმავლობაში. მეორე ჯგუფი იღებდა 20 მგ ჰუმირას ყოველ კვირას 52 კვირის განმავლობაში. მესამე ჯგუფი იღებდა 40 მგ ჰუმირას ყოველ მეორე კვირაში, მონაცვლეობით პლაცებოს ინექციებით ალტერნატიულ კვირაში. საწყისი 52 კვირის შემდეგ, 457 პაციენტი ჩაირიცხა HUMIRA/MTX 40 მგ-ის ღია გაფართოების ფაზაში ყოველ მეორე კვირაში 10 წლამდე.

RA IV კვლევამ პირველ რიგში შეაფასა უსაფრთხოება 18 წლის და უფროსი ასაკის 636 პაციენტში ზომიერი და მძიმე აქტიური რევმატოიდული ართრიტით. პაციენტები ან ჯერ არ იღებდნენ დაავადების მოდიფიკაციის ანტირევმატულ საშუალებებს, ან მიეცათ უფლება გაეგრძელებინათ მიმდინარე რევმატოლოგიური თერაპია, იმ პირობით, რომ თერაპია სტაბილური იქნებოდა მინიმუმ 28 დღის განმავლობაში. მკურნალობის ეს სქემები მოიცავს მეტოტრექსატს, ლეფლუნომიდს, ჰიდროქსიქლოროქინს, სულფასალაზინს და/ან ოქროს მარილებს. პაციენტები რანდომიზირებულნი იყვნენ 40 მგ ჰუმირას ან პლაცებოს მიღებაზე ყოველ მეორე კვირაში 24 კვირის განმავლობაში.

RA V კვლევა მოიცავდა 799 ზრდასრულ პაციენტს ზომიერი და მძიმე ადრეული სტადიის აქტიური რევმატოიდული ართრიტით (დაავადების საშუალო ხანგრძლივობა < 9 თვე), რომლებსაც არასოდეს მიუღიათ მეთოტრექსატი. ამ კვლევამ შეაფასა კომბინირებული თერაპიის ეფექტურობა 40 მგ ჰუმირათს ყოველ მეორე კვირაში და მეთოტრექსატის კომბინაციით თერაპიასთან შედარებით, რომელიც მოიცავდა 40 მგ ჰუმირას ყოველ მეორე კვირაში და მარტო მეთოტრექსატს 104 კვირის განმავლობაში რევმატოიდული ართრიტის დროს სახსრების დაზიანების ნიშნების, სიმპტომების და პროგრესირების შემცირების თვალსაზრისით. პირველი 104 კვირის დასრულების შემდეგ, 497 პაციენტი ჩაირიცხა ღია ფაზის კვლევაში, რომელშიც ისინი იღებდნენ 40 მგ ჰუმირას ყოველ მეორე კვირაში 10 წლის განმავლობაში.

VI და VII კვლევებმა შეაფასა 18 წლის და უფროსი ასაკის 60 პაციენტი ზომიერი და მძიმე აქტიური რევმატოიდული ართრიტით. კვლევაში ჩართული პაციენტები იყვნენ ბიოლოგიურად ურეაქციო პაციენტები, რომლებიც იყენებდნენ ჰუმირას 40 მგ/0,8 მლ და აღენიშნებოდათ ინექციის ადგილის საშუალო ტკივილი მინიმუმ 3 სმ არეალის ფარგლებში (0-10 სმ VAS (ვიზუალური ანალოგის მაჩვენებელი)) ან პირველად იღებდნენ ჰუმირას 40 მგ/0,8 მლ. პაციენტები რანდომიზირებულნი იყვნენ ჰუმირას 40 მგ/0,8 მლ ერთჯერადი დოზაზე ან ჰუმირას 40 მგ/0,4 მლ-ზე, რასაც მოჰყვა სხვა მკურნალობის შემდგომი დოზები.

RA I, II და III კვლევების პირველადი საბოლოო წერტილი და RA IV კვლევის მეორადი საბოლოო წერტილი იყო პაციენტების პროცენტული მაჩვენებელი, რომლებმაც მიაღწიეს ACR 20 პასუხის მაჩვენებელს (ACR: რევმატოლოგიის ამერიკული კოლეჯი). RA V კვლევის პირველადი საბოლოო წერტილი იყო პაციენტების პროცენტული მაჩვენებელი, რომლებმაც მიაღწიეს ACR 50 პასუხის მაჩვენებელს 52 კვირაში. RA III და V კვლევებში, დაავადების პროგრესირების შემცირება (როგორც შეფასებულია რენტგენოგრაფიული შედეგებით) 52 კვირაში იყო დამატებითი პირველადი საბოლოო წერტილი. ცხოვრების ხარისხის ცვლილებები ასევე იყო პირველადი შედეგის საზომი RA III კვლევაში. პირველადი საბოლოო წერტილი RA VI და VII-ში იყო ინექციის შემდგომი ტკივილი ინექციის ადგილზე, გაზომილი 0-10 სმ VAS-ით.

ACR პასუხი

პაციენტების პროცენტი, რომლებიც მკურნალობდნენ ჰუმირათი და რომლებმაც მიაღწიეს ACR 20, 50 და 70 პასუხებს, თანმიმდევრული იყო I, II და III RA კვლევებში. 40 მგ ორკვირეული დოზის შედეგები შეჯამებულია ცხრილში 7.

ცხრილი 7. ACR პასუხები პლაცებოზე კონტროლირებად კვლევებში (პაციენტთა %)

პასუხი

RA I კვლევა a*

RA II კვლევა a*

RA III კვლევა a*

პლაცებო/MTXc n=60

HUMIRA b/MTXc

n=63

პლაცებო

n=110

HUMIRAb

n=113

Plasebo/MTXc

n=200

HUMIRAb/MTXc

n=207

ACR 20

6 თვე

  • 3%

65,1%

19,1%

46,0%

29,5%

63,3

12 თვე

GD

GD

GD

GD

24,0%

58,9%

ACR 50

6 თვე

6,7%

52,4%

8,2%

22,1%

9,5%

39,1%

12 თვე

GD

GD

GD

GD

9,5%

41,5%

ACR 70

6 თვე

3,3%

23,8%

1,8%

12,4

2,5

20,8

12 თვე

GD

GD

GD

GD

4,5%

23,2%

a RA I 24 კვირაში, RA II 26 კვირაში და RA III 24 და 52 კვირაში

b 40 მგ HUMIRA შეყვანილი ყოველ ორ კვირაში

c MTX = მეთოტრექსატი

  • p<0.01, ჰუმირა vs. პლაცებო

GD= არასწორია

RA I-IV კვლევებში ACR პასუხის კრიტერიუმების ყველა ინდივიდუალური კომპონენტის (მგრძნობიარე და შეშუპებული სახსრების რაოდენობა, ექიმისა და პაციენტის დაავადების აქტივობისა და ტკივილის შეფასება, ინვალიდობის ინდექსის (HAQ) შედეგები და CRP დონეები (მგ/დლ)) შეფასება გაკეთდა 24 ან 26 კვირის შემდეგ. გაუმჯობესება პლაცებოსთან შედარებით დაფიქსირდა ერთი კვირის შემდეგ. RA III კვლევაში, ეს გაუმჯობესება შენარჩუნდა 52 კვირის განმავლობაში.

ACR პასუხის სიხშირე შენარჩუნებული იყო პაციენტების უმრავლესობაში, რომლებსაც 10 წლამდე აკვირდებოდნენ RA III კვლევის ღია ეტიკეტირების გაფართოების ფაზაში. 207 პაციენტიდან, რომლებიც რანდომიზებულნი იყვნენ ჰუმირას 40 მგ ყოველ მეორე კვირაში, 114-მა განაგრძო მკურნალობა ჰუმირას 40 მგ-ით ყოველ მეორე კვირაში ხუთი წლის განმავლობაში. ამ პაციენტებს შორის ACR 20 პასუხი მიღწეული იყო 86 პაციენტში (75.4%), ACR 50 პასუხი 72 პაციენტში (63.2%) და ACR 70 პასუხი 41 პაციენტში (36%). 207 პაციენტიდან 81-მა განაგრძო მკურნალობა ჰუმირას 40 მგ-თი ყოველ მეორე კვირაში ათი წლის განმავლობაში. მათგან 64 პაციენტმა (79.0%) აჩვენა ACR-20 პასუხი, 56 პაციენტს (69.1%) აღენიშნა ACR-50 პასუხი და 43 პაციენტს (53.1%) ACR-70 პასუხი.

RA IV კვლევაში, პაციენტებს, რომლებიც მკურნალობდნენ ჰუმირას პლუს სტანდარტული თერაპიით, ჰქონდათ სტატისტიკურად მნიშვნელოვნად უკეთესი ACR 20 პასუხი, ვიდრე პაციენტებს, რომლებიც მკურნალობდნენ პლაცებოთი და სტანდარტული თერაპიით (p<0.001).

RA I-IV კვლევებში, პაციენტებმა, რომლებიც მკურნალობდნენ ჰუმირათი, მიაღწიეს სტატისტიკურად მნიშვნელოვან ACR 20 და 50 პასუხებს მკურნალობის დაწყებიდან ერთიდან ორ კვირაში, პლაცებოსთან შედარებით.

RA V კვლევაში ადრეულ სტადიაზე რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტებში, რომლებსაც არ მიუღიათ მეტოტრექსატი, ჰუმირას და მეთოტრექსატის კომბინირებულმა თერაპიამ გამოიწვია უფრო სწრაფი და მნიშვნელოვნად მაღალი ACR პასუხი 52 კვირაში, ვიდრე მეთოტრექსატის მონოთერაპიამ ან ჰუმირას მონოთერაპიამ. ეს რეაქციები შენარჩუნდა 104 კვირამდე (იხ. ცხრილი 8).

ცხრილი 8. ACR პასუხები RA V კვლევაში (პაციენტთა %)

პასუხი

MTX

n=257

HUMIRA

n=274

HUMIRA/MTX

n=268

p მნიშვნელობაa

p მნიშვნელობაb

p მნიშვნელობაc

ACR 20

  • კვირა

62,6%

54,4%

72,8%

0,013

<0,001

0,043

104. კვირა

56,0%

49,3%

69,4%

0,002

<0,001

0,140

ACR 50

  • კვირა

45,9%

41,2%

61,6%

<0,001

<0,001

0,317

104. კვირა

42,8%

36,9%

59,0%

<0,001

<0,001

0,162

ACR 70

  • კვირა

27,2%

25,9%

45,5%

<0,001

<0,001

0,656

104. კვირა

28,4%

28,1%

46,6%

<0,001

<0,001

0,864

p მნიშვნელობა იქნა მიღებული მეტოტრექსატის მონოთერაპიისა და ჰუმირა/მეთოტრექსატის კომბინირებულ თერაპიას შორის წყვილი შედარებიდან Mann-Whitney U ტესტის გამოყენებით.

b p მნიშვნელობა Mann-Whitney U ტესტი ჰუმირას მონოთერაპიასა და ჰუმირა/მეთოტრექსატის კომბინირებულ თერაპიას შორის მიღებული იყო წყვილთა შედარებიდან.

c p მნიშვნელობა მიღებული იყო ჰუმირას მონოთერაპიისა და მეთოტრექსატით მონოთერაპიის წყვილი შედარებიდან Mann-Whitney U ტესტის გამოყენებით.

ღია ეტიკეტირების გაფართოების კვლევაში RA V კვლევისთვის, ACR რეაგირების სიხშირე შენარჩუნებული იყო 10 წლამდე მონიტორინგის დროს. 542 პაციენტიდან რანდომიზირებული ჰუმირას 40 მგ-ზე ყოველ მეორე კვირაში ჯგუფში, 170-მა განაგრძო ჰუმირას 40 მგ ყოველ მეორე კვირაში 10 წლის განმავლობაში. მათ შორის, 154 პაციენტს (90.6%) ჰქონდა ACR 20 პასუხი, 127 პაციენტს (74.7%) ჰქონდა ACR 50 პასუხი და 102 პაციენტს (60.0%) ჰქონდა ACR 70 პასუხი.

52 კვირაში პაციენტების 42,9%-მა, რომლებიც იღებდნენ ჰუმირა/მეტოტრექსატის კომბინირებულ თერაპიას, მიაღწიეს კლინიკურ რემისიას (DAS28 (CRP) < 2,6) იმ პაციენტების 20,6%-თან შედარებით, რომლებიც იღებდნენ მეთოტრექსატის მონოთერაპიას და პაციენტების 23.4%-თან შედარებით, რომლებიც იღებდნენ ჰუმირას მონოთერაპიას. ჰუმირასთან და მეთოტრექსატთან კომბინირებული თერაპია კლინიკურად და სტატისტიკურად აღემატება მეტოტრექსატსა და ჰუმირას მონოთერაპიას „დაბალი დაავადების მდგომარეობის“ მისაღწევად პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ახლახანს დიაგნოზირებული საშუალო და მძიმე რევმატოიდული ართრიტი (p<0.001 და p<0.001, შესაბამისად). პასუხები მონოთერაპიის ორ ჯგუფში მსგავსი იყო (p = 0.447). 342 პაციენტიდან, რომლებიც მონაწილეობდნენ ღია ეტიკეტირების გაფართოებულ კვლევაში და თავდაპირველად რანდომიზებული იყვნენ ჰუმირას მონოთერაპიაზე ან ჰუმირა/მეთოტრექსატის კომბინირებულ თერაპიაზე, 171-მა დაასრულა ჰუმირას 10 წლიანი მკურნალობა. ამ პაციენტთაგან 109-ში (63.7%) დაავადება ათი წლის შემდეგ რემისიაში იყო.

რენტგენოგრაფიული პასუხი

ჰუმირას მკურნალობაზე მყოფ პაციენტებში RA III კვლევაში, რომლის დროსაც რევმატოიდული ართრიტის საშუალო ხანგრძლივობა იყო დაახლოებით 11 წელი, სახსრების სტრუქტურული დაზიანება შეფასებული იყო რადიოგრაფიულად და გამოიხატა როგორც ცვლილება მოდიფიცირებული Total Sharp Score (mTSS) და მისი კომპონენტები, ეროზიის მაჩვენებელი და სახსრის სივრცის შევიწროების მაჩვენებელი. პაციენტებს, რომლებიც იღებდნენ ჰუმირა/მეტოტრექსატს, ჰქონდათ მნიშვნელოვნად ნაკლები რენტგენოგრაფიული პროგრესი 6 და 12 თვეში, ვიდრე პაციენტები, რომლებიც იღებდნენ მხოლოდ მეტოტრექსატს. (იხ. ცხრილი 8).

RA III კვლევის ღია ეტიკეტირების გაფართოების ფაზაში, სტრუქტურული დაზიანების პროგრესირების სიჩქარის შემცირება შენარჩუნებული იყო 8 და 10 წლის განმავლობაში პაციენტების ქვეჯგუფში. 207 პაციენტიდან, რომლებიც თავდაპირველად მკურნალობდნენ ჰუმირას 40 მგ-ით ყოველ მეორე კვირაში, 81 შეფასდა რენტგენოლოგიურად მე-8 წელს. ამ პაციენტებიდან 48-ს არ აღენიშნებოდა სტრუქტურული დაზიანების პროგრესირება, რომელიც განისაზღვრება, როგორც mTSS ცვლილება 0,5 ან ნაკლები. 207 პაციენტიდან, რომლებიც თავდაპირველად მკურნალობდნენ ჰუმირას 40 მგ-ით ყოველ მეორე კვირაში, 79 შეფასდა რენტგენოლოგიურად მე-10 წელს. ამ პაციენტთა 40-ს არ ჰქონდა სტრუქტურული დაზიანების პროგრესირება, რომელიც განისაზღვრება, როგორც mTSS ცვლილება 0.5 ან ნაკლები.

ცხრილი 9. რადიოგრაფიული საშუალო ცვლილებები 12 თვის განმავლობაში RA III კვლევაში

პლაცებო/

MTXa

ჰუმირა/MTX 40 მგ ყოველ მეორე კვირაში

პლაცებო/MTX-ჰუმირა/MTX

(95% CI b)

p მნიშვნელობა

მთლიანი Sharp-ქულა

2,7

0,1

2,6 (1,4, 3,8)

<0,001c

ეროზიის ქულა

1,6

0,0

1,6 (0,9, 2,2)

<0,001

EADd ქულა

1,0

0,1

0,9 (0,3, 1,4)

0,002

aმეტოტრექსატი

b 95% ნდობის ინტერვალი მეტოტრექსატსა და ჰუმირას შორის გაცვლითი კურსების განსხვავებისთვის

c რანგის ანალიზზე დაყრდნობით

d სახსრების სივრცის შევიწროება

CI: ნდობის ინტერვალი

RA V კვლევაში, სტრუქტურული სახსრის დაზიანება შეფასდა რენტგენოლოგიურად და გამოიხატა, როგორც ცვლილება მოდიფიცირებულ მთლიან Sharp -ქულაში (იხ. ცხრილი 10).

MTX

n=257 (95%CI)

ჰუმირა n=274

(95% CI)

HUMIRA/MTX n=268

(95% CI)

p მნიშვნ. a

p მნიშვნ.b

p მნიშვნ. c

მთლიანი Sharp-ქულა

5,7 (4,2-7,3)

3,0 (1,7-4,3)

1,3 (0,5-2,1)

<0,001

0,0020

<0,001

ეროზიის ქულა

3,7 (2,7-4,7)

1,7 (1,0-2,4)

0,8 (0,4-1,2)

<0,001

0,0082

<0,001

EAD ქულა

2,0 (1,2-2,8)

1,3 (0,5-2,1)

0,5 (0-1,0)

<0,001

0,0037

0,151

a p-მნიშვნელობა განისაზღვრა მეტოტრექსატის მონოთერაპიისა და ჰუმირა/მეტოტრექსატის კომბინირებულ თერაპიას შორის წყვილი შედარებიდან Mann-Whitney U ტესტის გამოყენებით.

b p-მნიშვნელობა განისაზღვრა ჰუმირას მონოთერაპიისა და ჰუმირა/მეთოტრექსატის კომბინირებულ თერაპიას შორის წყვილი შედარებიდან Mann-Whitney U ტესტის გამოყენებით.

c p-მნიშვნელობა განისაზღვრა ჰუმირას მონოთერაპიისა და მეთოტრექსატით მონოთერაპიის წყვილი შედარებიდან Mann-Whitney U ტესტის გამოყენებით.

CI: ნდობის ინტერვალი

პაციენტების პროცენტული მაჩვენებელი პროგრესირების გარეშე (ცვლილება საწყისიდან მოდიფიცირებული Total Sharp-ის ქულით ≥0.5) 52 კვირის და 104 კვირის მკურნალობის შემდეგ მნიშვნელოვნად მაღალი იყო ჰუმირა/მეტოტრექსატის კომბინირებული თერაპიის დროს (63.8% და 61.2%, შესაბამისად) ვიდრე მეტოტრექსატით მონოთერაპიისას (37.4% და 33.5%, შესაბამისად, p<0.001) და ჰუმირას მონოთერაპიისას (50.7%, p<0.002 და 44.5%, p<0.001, შესაბამისად).

ღია ეტიკეტირების გაფართოების კვლევაში RA V კვლევაში, პაციენტებს, რომლებიც თავდაპირველად რანდომიზებულნი იყვნენ მეთოტრექსატის მონოთერაპიაზე, ჰუმირას მონოთერაპიაზე ან ჰუმირა/მეთოტრექსატის კომბინირებულ თერაპიაზე, ჰქონდათ საშუალო ცვლილებები საწყისიდან მოდიფიცირებული Total Sharp Score მე-10 წელს 10.8, 9.2 და 3.9 შესაბამისად. რენტგენოლოგიური პროგრესირების გარეშე პაციენტების მაჩვენებლები იყო შესაბამისად 31.3%, 23.7% და 36.7%.

ცხოვრების ხარისხი და ფიზიკური ფუნქცია

ოთხ საწყის, კარგად კონტროლირებულ კვლევაში, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ცხოვრების ხარისხი და ფიზიკური ფუნქციონირება შეფასებული იყო ჯანმრთელობის შეფასების კითხვარის (HAQ) ინვალიდობის ინდექსის გამოყენებით, როგორც წინასწარ განსაზღვრული პირველადი საბოლოო წერტილი RA III კვლევის 52 კვირისთვის. ოთხივე კვლევაში, სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება HAQ ინვალიდობის ინდექსში დაფიქსირდა 6 თვეში, როდესაც ჰუმირას ყველა დოზა/დოზირების რეჟიმი შედარებული იყო პლაცებოსთან. იგივე დაფიქსირდა RA III კვლევაში 52 კვირის შემდეგ. ეს დასკვნები მხარდაჭერილი იყო ჯანმრთელობის კვლევის მოკლე ფორმის (SF 36) შედეგებით ჰუმირას ყველა დოზების/დოზირების გრაფიკისთვის (ფიზიკური კომპონენტის შეჯამების (PCS) ქულები სტატისტიკურად მნიშვნელოვანი) და ტკივილისა და სიცოცხლისუნარიანობის ქულები 40 მგ ყოველ მეორე კვირაში ოთხივე კვლევაში. სამივე კვლევაში, რომლებიც აფასებდნენ ქრონიკული დაავადებების თერაპიის (FACIT) შედეგების ფუნქციურ შეფასებას (RA კვლევები I, III, IV), დაფიქსირდა დაღლილობის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი შემცირება, რომელიც იზომება ამ შედეგებით.

RA III კვლევაში, პაციენტების უმეტესობამ, რომლებმაც მიაღწიეს ფიზიკურ ფუნქციის გაუმჯობესებას და განაგრძეს მკურნალობა, შეინარჩუნეს გაუმჯობესება ღია ეტიკეტირების მკურნალობის 520 კვირის განმავლობაში (120 თვე). ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება გაზომილი იყო 156 კვირამდე (36 თვე) და გაუმჯობესება შენარჩუნდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში.

RA V კვლევაში, HAQ ინვალიდობის ინდექსისა და SF 36-ის ფიზიკური კომპონენტის გაუმჯობესება უფრო დიდი იყო ჰუმირა/მეთოტრექსატის კომბინირებული თერაპიის დროს მეთოტრექსატისა და ჰუმირას მონოთერაპიასთან შედარებით 52 კვირაში და შენარჩუნებული იყო 104 კვირაში (p<0.001). ფიზიკური ფუნქციის გაუმჯობესება შენარჩუნდა 10 წლიანი მკურნალობის განმავლობაში 250 პაციენტში, რომლებმაც დაასრულეს ღია ეტიკეტირების გაფართოების კვლევა.

ტკივილი ინექციის ადგილზე

კომბინირებულ RA VI და VII ჯვარედინ კვლევებში, სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება ინექციის ადგილზე ტკივილში შეყვანისთანავე დაფიქსირდა ჰუმირას 40 მგ/0.8 მლ და ჰუმირას 40 მგ/0.4 მლ (საშუალო VAS 3.7 სმ vs. 1.2 სმ, მასშტაბი 0-10 სმ, p <0.001) შორის. ეს შეესაბამება საშუალო ტკივილის 84% შემსუბუქებას ინექციის ადგილზე.

ღერძული სპონდილოართრიტი

მაანკილოზებელი სპონდილიტი (AS)

ჰუმირა 40 მგ ყოველ მეორე კვირაში შეფასებული იყო ორ 24-კვირიან, რანდომიზებულ, ორმაგად ბრმა, პლაცებოზე კონტროლირებად კვლევაში 393 პაციენტში აქტიური მაანკილოზებელი სპონდილიტით (Bath-მაანკილოზებელი სპონდილიტის დაავადების აქტივობის ინდექსი [Bath Ankylosing Spondylitis Disease Activity Index (BASDAI)] იყო 6.3 კონვენციურ თერაპიაზე).

79 პაციენტი (20.1%) ერთდროულად მკურნალობდა დაავადების მოდიფიკაციის წამლებით და 37 პაციენტი (9.4%) ერთდროულად მკურნალობდა გლუკოკორტიკოიდებით. ბლანკინგის პერიოდს მოჰყვა დამატებითი ღია პერიოდი, რომელიც გაგრძელდა 28 კვირამდე, რომლის დროსაც პაციენტებს ეძლეოდათ ჰუმირა 40 მგ ყოველ მეორე კვირაში.

პაციენტებმა, რომლებმაც ვერ მიაღწიეს ASAS 20 პასუხს მე-12, მე-16 ან მე-20 კვირაში (n = 215, 54.7%) იღებდნენ 40 მგ ადალიმუმაბს კანქვეშ ყოველ ორ კვირაში, როგორც ღია ეტიკეტირების კვლევის ადრეულად დატოვების ფარგლებში და შემდგომში ჩათვლილი იყვნენ არამოპასუხებლებად ორმაგ ბრმა ანალიზში.

უფრო დიდი AS I კვლევაში მონაწილე 315 პაციენტის შედეგებმა აჩვენა, რომ პაციენტებმა, რომლებიც მკურნალობდნენ ჰუმირათი, მიაღწიეს სტატისტიკურად მნიშვნელოვნად უფრო მეტ გაუმჯობესებას მაანკილოზებელი სპონდილიტის ნიშნებისა და სიმპტომების თვალსაზრისით პლაცებოსთან შედარებით. მნიშვნელოვანი პასუხი პირველად დაფიქსირდა მე-2 კვირაში და შენარჩუნდა 24 კვირამდე (ცხრილი 11).

ცხრილი 11. პლაცებოზე კონტროლირებადი AS I კვლევა ეფექტურობის პასუხები, ნიშნები და სიმპტომების შემცირება

პასუხი

პლაცებო

N=107

ჰუმირა

N=208

ASASa 20

  • კვირა

16%

42%***

  • კვირა

21%

58%***

  • კვირა

19%

51%***

ASAS 50

  • კვირა

3%

16%***

  • კვირა

10%

38%***

  • კვირა

11%

35%***

ASAS 70

  • კვირა

0%

7%**

  • კვირა

5%

23%***

  • კვირა

8%

24%***

BASDAIb 50

  • კვირა

4%

20***%

  • კვირა

16%

45***%

  • კვირა

15%

42***%

  • **, ** სტატისტიკურად მნიშვნელოვანი p<0.001 და p<0.01 (ყველა შედარებისთვის ჰუმირასა და პლაცებოს შორის 2, 12 და 24 კვირაში)

a მაანკილოზებელი სპონდილიტის შეფასება

b Bath Ankylosing Spondylitis Disease Activity Index - Bath დაავადებს აქტივობის ინდექსი მაანკილოზებელი სპონდილიტისათვის (BASDAI)

პაციენტებმა, რომლებიც მკურნალობდნენ ჰუმირათი, განიცადეს მნიშვნელოვნად დიდი გაუმჯობესება როგორც SF-36-ში, ასევე მაანკილოზებელი სპონდილიტის ცხოვრების ხარისხის კითხვარში (ASQoL) მე-12 კვირაში და ეს გაუმჯობესება შენარჩუნდა 24 კვირამდე.

მსგავსი ტენდენციები (ყველა არ არის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი) დაფიქსირდა ორმაგად ბრმა, პლაცებოზე კონტროლირებად AS-II კვლევაში 82 ზრდასრულ პაციენტში აქტიური მაანკილოზებელი სპონდილიტით.

ღერძული სპონდილოართრიტი AS-ის რენტგენოლოგიური ჩვენების გარეშე

ჰუმირას უსაფრთხოება და ეფექტურობა არარადიოგრაფიული ღერძული სპონდილოართრიტის მქონე პაციენტებში (nr-axSpA) შეფასებული იყო ორ რანდომიზებულ, ორმაგად ბრმა, პლაცებოზე კონტროლირებად კვლევაში.

Nr-axSpA I კვლევაში გამოკვლეული იქნენ პაციენტები აქტიური nr-axSpA-თი. Nr-axSpA II წარმოადგენდა მკურნალობის შეწყვეტის კვლევას, რომელიც ჩატარდა პაციენტებში აქტიური Nr-axSpA-ით, რომლებმაც მიაღწიეს რემისიას ჰუმირათი ღია მკურნალობის დროს.

nr-axSpA I კვლევა

nr-axSpA I კვლევაში შეფასებული იყო ჰუმირა 40 მგ-ის გამოყენებით ყოველ მეორე კვირაში 12-კვირიან, …

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ჰუმირა 40 მგ / 0,4 მლ საინექციო ხსნარის შემცველი გამოყენებისთვის მზა ინჟექტორი

სტერილური

განკუთვნილია კანქვეშა ინექციის გზით გამოყენებისთვის.

მოქმედი ნივთიერება: თითოეული გამოყენებითვის მზა ინჟექტორი 40მგ/0,4 მლ ადალიმუმაბს შეიცავს.

დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი (E421), პოლისორბატ 80, საინექციო წყალი.

აღნიშნული წამალი დამატებით მონიტორინგს საჭიროებს. ეს სამკუთხედი

უსაფრთხოების ახალი მონაცემების სწრაფ განსაზღვრას უზრუნველყოფს. ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, მოხსენების გაკეთებით შეგიძლიათ დაგვეხმაროთ. გვერდითი ეფექტების შესახებ მოხსენების გაკეთება იხილეთ ნაწილი -4-ის ბოლო მონაკვეთი.

აღნიშნული წამლის გამოყენებამდე ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის/თქვენი შვილისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ.

დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართოთ.

აღნიშნული წამალი პირადად თქვენთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ.

აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს ანდა საავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ.

წამლის გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ. თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა მაღალი ანდა დაბალი დოზა არ მიიღოთ.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:

რა არის და რისთვის გამოიყენება ჰუმირა?

ჰუმირას გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

როგორ გამოიყენება ჰუმირა?

რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?

ჰუმირას შენახვა

  • რა არის და რისთვის გამოიყენება ჰუმირა?

ჰუმირა, ეს არის სტერილური საინექციო ხსნარის შემცველი გამოყენებისთვის მზა ინჟექტორი, რომელიც 40 მგ/0,4 მლ ხსნარში გახსნილ 40 მგ მოქმედ ნივთიერება-ადალიმუმაბს შეიცავს.

ერთ კოლოფში 2 ცალი გამოყენებისთვის მზა ინჟექტორია, თითოეული ინჟექტორი სპირტიან სალფეთქთან ერთად ბლისტერშია შეფუთული.

ჰუმირა, ქვემოთ ჩამოთვლილი ათებადი დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება:

რევმატოიდული ართრიტი (სახსრების ანთებითი დაავადება),

პოლიარტიკულარული იუვენილური იდიოპათიური ართრიტი,

ენტეზიტთან დაკავშირებული ართრიტი (ადრეულ ასაკში გამოვლენილი, ერთ ანდა რამდენიმე სახსარში გამოვლენილი ანთებითი დაავადება),

მაანკილოზებელი სპონდილიტი (ხერხემლის ანთებითი დაავადება),

აქსიალური სპონდილოართრიტი, როცა რადიოგრაფიულად მაანკილოზებელი სპონდილიტის მტკიცებულება არ აღინიშნება,

ფსორიაზული ართრიტი (ფსორიაზის დროს გამოვლენილი სახსრების ანთება),

ბალთისებრი ტიპის ფსორიაზი (ბალთისებრი ფსორიაზი),

ჩირქოვანი ჰიდრადენიტი (HS- კანის ანთებითი დაავადება),

კრონის დაავადება (საჭმლის მომნელებელი სისტემის ანთებითი დაავადება),

წყლულოვანი კოლიტი (ნაწლავების ანთებითი დაავადება),

არაინფექციური უვეიტი (თვალის განსაზღვრული ნაწილების ანთებითი დაავადება)

ჰუმირას მოქმედი ნივთიერება, ადალიმუმაბი ადამიანის მონოკლონური ანტისხეულია, რომელიც წარმოებულია კულტივირებულ უჯრედებში.

ადალიმუმაბის სამიზნეა იმუნურ სისტემაში მნიშვენლოვანი როლის შემსრულებელი და ზემოთ ჩამოთვლილი ანთებითი დაავადებების დროს მომატებული რაოდენობით არსებული, სიმსივნის ნეკროზის ფაქტორის (TNF-) სახელით ცნობილი პროტეინი. ჰუმირა, სიმსივნის ნეკროზის ფაქტორის (TNF-)-ის შებოჭვით ამ დაავადებების გამწვავების პროცესს ამცირებს.

რევმატოიდული ართრიტი

რევმატოიდული ართრიტი, სახსრების ანთებითი დაავადებაა.

ჰუმირა, ზრდასრულებში რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ გამოიყენება. თუ, საშუალო ანდა მძიმე ხარისხის აქტიური რევმატოიდული ართრიტი გაქვთ, თქვენ პირველ რიგში მეტოტრექსატის მსგავსი დაავადების მოდიფიკატორი (დაავადების პროგრესიის შეფერხების მიზნით გამოყენებული) წამლები დაგენიშნებათ. თუ, ამ წამლებით მკურნალობის შედეგად დადებითი შედეგი ვერ მიიღება, რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ შეიძლება ჰუმირა დაგინიშნოთ.

ჰუმირა, ასევე შეიძლება დაინიშნოს პირდაპირ, მეტოტრექსატით მკურნალობის გარეშე მძიმე, აქტიური და პროგრესირებადი რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ.

ჰუმირა, ანთებითი დაავადებით გამოწვეულ სახსრების დაზიანებას აფერხებს და ამ სახსრებში უფრო თავისუფალ მოძრაობას უზრუნველყოფს.

ჰუმირას, მეტოტრექსატთან ერთად ანდა მონოთერაპიის სახით გამოყენების საჭიროების საკითხს ექიმი გადაწყვეტს.

პოლიარტიკულარული იუვენილური იდიოპათიური ართრიტი

პოლიარტიკულარული იუვენილური იდიოპათიური ართრიტი სახსრების მწვავე ანთებითი დაავადებაა.

ჰუმირა, 2 წლის და მეტი ასაკის მქონე ავადმყოფებში პოლიარტიკულარული იუვენილური იდიოპათიური ართრიტის სამკურნალოდ გამოიყენება. თქვენ, თავდაპირველად შეიძლება მეტოტრექსატის მსგავსი, დაავადების მოდიფიკატორი სხვა წამალი დაგენიშნოთ. თუ, ამ წამლებით მკურნალობა დადებით შედეგს არ მოგვცემს, პოლიარტიკულარული იუვენილური იდიოპათიური ართრიტის სამკურნალოდ ჰუმირას შეიძლება დაგენიშნოთ.

ჰუმირას, მეტოტრექსატთან ერთად ანდა მონოთერაპიის სახით გამოყენების საჭიროების საკითხს ექიმი გადაწყვეტს.

ენტეზიტთან დაკავშირებული ართრიტი

ენტეზიტთან დაკავშირებული ართრიტი, სახსრებში და მყესების ძვალზე მიმაგრების ადგილებში გამოვლენილი მწვავე (ანთებითი) დაავადებაა.

ჰუმირა, 6 წლის და მეტი ასაკის ბავშვებში ენტეზიტთან დაკავშირებული ართრიტის სამკურნალოდ გამოიყენება. თქვენ, თავდაპირველად შეიძლება მეტოტრექსატის მსგავსი, დაავადების მოდიფიკატორი სხვა წამალი დაგენიშნოთ, თუ ამ წამლებით მკურნალობა დადებით შედეგს არ გამოიღებს, მაშინ ენტეზიტთან დაკაშირებული ართრიტის სამკურნალოდ შეიძლება ჰუმირა დაგენიშნოთ.

მაანკილოზებელი სპონდილიტი და აქსიალური სპონდილოართრიტი, როცა რადიოგრაფიულად მაანკილოზებელი სპონდილიტის მტკიცებულება არ აღინიშნება

მაანკილოზებელი სპონდილიტი და აქსიალური სპონდილოართრიტი, როცა რადიოგრაფიულად მაანკილოზებელი სპონდილიტის მტკიცებულება არ აღინიშნება, ეს არის ხერხემლის მწვავე (ანთებითი) დაავადება.

ჰუმირა, ზრდასრულებში მძიმე მაანკილოზებელი სპონდილიტის და აქსიალური სპონდილოართრიტის (როცა რადიოგრაფიულად მაანკილოზებელი სპონდილიტის მტკიცებულება არ აღინიშნება,) სამკურნალოდ გამოიყენება. თუ, თქვენ მაანკილოზებელი სპონდილიტი ანდა აქსიალური სპონდილოართრიტი გაქვთ, (როცა რადიოგრაფიულად მაანკილოზებელი სპონდილიტის მტკიცებულება არ აღინიშნება), თქვენ თავდაპირველად სამკურნალოდ შეიძლება სხვა წამლები დაგენიშნოთ, თუ ამ წამლებით მკრუნალობაზე დადებითი შედეგი ვერ მიიღება, დაავადების სიმპტომების და ნიშნების შემცირების მიზნით ჰუმირა დაგენიშნებათ.

ფსორიაზული ართრიტი

ფსორიაზული ართრიტი, ფსორიაზთან დაკაშვირებული სახსრების ანთებითი დაავადებაა.

ჰუმირა, ზრდასრულებში ფსორიაზული ართრიტის სამკრუნალოდ გამოიყენება. ჰუმირა, მწვავე (ანთებითი) დაავადებით გამოწვეულ სახსრების დაზიანებას ამცირებს და ამ მიდამოებში უფრო თავისუფალი მოძრაობის საშუალებას უზრუნველყოფს. ამ დაავადების სამკურნალოდ პირველად შეიზლება სხვა წამლები გამოგიწეროთ, მკურნალობაზე დადებითი შედეგის არ არსებობისას, თქვენ ჰუმირა დაგენიშნებათ.

ბალთისებრი ტიპის ფსორიაზი

ბალთისებრი ტიპის ფსორიაზი, ეს არის კანის ვერცხლისფერი ბალთებით დაფარული, წითელი, ბალთა-ბალთა, ქერქოვანი დაზიანების გამომწვევი კანის დაავადება. ბალთისებრიმა ფსორიაზმა შეიძლება ფრჩხილებიც დააზიანოს, გამოიწვიოს ფრჩხილების მტვრევა და გასქელება, ფრჩხილების სარეცელიდან მტკივნეული მოცილება.

ჰუმირა,

ზრდასრულებში, საშუალო და მძიმე ხარისხის ბალთისებრი ტიპის ფსორიზის სამკურნალოდ, ასევე

სისტემური მკურნალობის დროს (ციკლოსპორინი, მეტოტრექსატი ანდა პუვა) დადებითი შედეგის არ არსებობისას ანდა მკურნალობისთვის შეუსაბამო ჯგუფის-4-17 წლის ასაკის ბავშვებში და ზრდასრულებში მძიმე ქრონიკული ბალთისებრი ტიპის ფსორიაზის სამკურნალოდ გამოიყენება.

ჩირქოვანი ჰიდრადენიტი

ჩირქოვანი ჰიდრადენიტი (ზოგჯერ შებრუნებითი აკნეს სახელით წოდებული), ქრონიკული და ხშირად მტკივნეული გამწვავებით (ანთებით) გამოვლენილი კანის დაავადებაა. დაავადების ნიშნებია: მგრძნობიარე კვანძები და გაჯირჯვული, გაჟონვადი აბსცესები (ფურუნკულები). უფრო ხშირად ვლინდება სარძევე კირკვლების ქვემო მიდამოში, იღლიის, საზარდულის შიგნითა ზედაპირზე, შორისის და მენჯის მსხვილ კუნთოვან მიდამოებში.დაზიანებულ მიდამოებში შეიძლება კანის დაზიანება, იარებიც გამოვლინდეს.

ჰუმირა

ზრდასრულებში, საშუალო და მძიმე ხარისხის ბალთისებრი ჩირქოვანი ჰიდრადენიტის სამკურნალოდ, ასევე

12-17 წლის ასაკობრივი ჯგუფის ზრდასრულებში საშუალო და მძიმე ხარისხის ჩირქოვანი ჰიდრადენიტის სამკურნალოდ გამოიყენება

ჰუმირა, კანზე არსებული კვანძების და აბსცესების რაოდენობას და სიხშირეს, დაავადებასთან დაკავშირებული ტკივილის შემცირებას უზრუნველყოფს. ამ დაავადების სამკურნალოდ პირველად შეიძლება სხვა მედიკამენტი დაგინიშნოთ, მკურნალობაზე დადებითი შედეგის არ არსებობისას კი ჰუმირა დაგენიშნებათ.

კრონის დაავადება

კრონის დაავადება, ეს არის საჭმლის მომნელებელი სისტემის მწვავე(ანთებითი) დაავადება.

ჰუმირა,

ზრდასრულებში, საშუალო და მძიმე ხარისხის კრონის დაავადების სამკურნალოდ, ასევე

6-17 წლის ასაკის ბავშვებში და ზრდასრულებში გამოვლენილი კრონის დაავადების საშუალო და მძიმე ფორმების სამკურნალოდ გამოიყენება.

თუ, თქვენ კრონის დაავადება გაქვთ, თავდაპირველად შეიძლება სხვა წამალი დაგინიშნონ, თუ ამ წამლებით მკურნალობა დადებით შედეგს არ გამოიღებს, დაავადების სიმპტომების და ნიშნების შემსუბუქების მიზნით ჰუმირა დაგენიშნებათ.

წყლულოვანი კოლიტი

წყლულოვანი კოლიტი, მსხვილი ნაწლავის მწვავე (ანთებითი) დაავადებაა.

ჰუმირა, ზრდასრულებში საშუალო და მძიმე ფორმის წყლულოვანი კოლიტის სამკურნალოდ გამოიყენება. თუ, წყლულოვანი კოლიტით ხართ დაავადებული, ამ დაავადების სამკურნალოდ პირველად შეიძლება სხვა პრეპარატი დაგინიშნოთ და თუ ამ წამლებით მკურნალობაზე დადებითი შედეგი ვერ მიიღება, დაავადების სიმპტომების და ნშნების შემსუბუქების მიზნით, სამკურნალოდ ჰუმირა დაგენიშნებათ.

არაინფექციური უვეიტი

არაინფექციური უვეიტი, ეს არის თვალის განსაზღვრული ნაწილის მწვავე (ანთებითი) დაავადება.

ჰუმირა,

ზრდასრულებში, თვალის უკანა ნაწილზე მოქმედი არაინფექციური ჩირქოვანი უვეიტის სამკრუნალოდ გამოიყენება,

2 წლის და მეტი ასაკის ბავშვებში თვალის წინა ნაწილზე მოქმედი არაინფექციური ჩირქოვანი უვეიტის სამკურნალოდ გამოიყენება.

აღნიშნული ჩირქოვანი ანთება, მხედველობის დაქვეითებას და/ანდა თვალში მცურავი სხეულების (მხედველობის ველში მოძრავი შავი წერტილები ანდა წვრილი ხაზები) გამოვლენას იწვევს. ჰუმირა, აღნიშნული ანთების შემცირებით ავლენს ეფექტს.

თქვენს, დავადების სამკრუნალოდ თავდაპირველად შეიძლება სხვა წამალი დაგინიშნონ, თუ ეს წამლები დადებით შედეგს არ გამოიღებს, ჰუმირა დაგენიშნებათ.

  • ჰუმირას გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

სერიოზული ინფექციის რისკი, რამაც შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოს, 65 წლამდე ასაკის ავადმყოფებთან შედარებით, 65 წლის და მეტი ასაკის ავადმყოფებში უფრო მაღალია.

სიმსივნის ნეკროზის ფაქტორის-TNF ბლოკერების გამოყენებასთან დაკაშირებით დადასტურებულია ლეიკემიის სახელით ცნობილი სისხლის სიმსივნის (მწვავე მიელოიდური ლეიკემია, ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია და ქრონიკული მიელოიდური ლეიკემია) განვითარება.

თუ, 65 წლი და ან მეტი ასაკის ხართ, ჰუმირას გამოყენების დროს ინფექციის მიმართ უფრო მგრძნობიარე შეიძლება იყოთ.ჰუმირათი მკურნალობის დროს თქვენ და თქვენი ექიმი ფრთხილად უნდა იყოთ.

ჰუმირა ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ,

თუ, ჰუმირას მოქმედი ნივთიერებების (ადალიმუმაბი) ანდა ჰუმირას დამხმარე ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) აქვს.

თუ, აქტიური ტუბერკულოზი (ჭლექი) ანდა სხვა სერიოზული ინფექციური (მიკრობული) დაავადება გაქვთ, (მაგ. თუ, ცხელება, ჭრილობები, დაღლილობა, სტომატოლოგიური პრობლემების მსგავსი ინფექციის ნიშნები), ექიმს აცნობეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. (იხილეთ ნაწილი-,,ჰუმირა ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით გამოიყენეთ’’).

თუ, საშუალო ანდა მძიმე ფორმის გულის უკმარისობა გაქვთ, ანდა წარსულში ანდა ამჟამად სერიოზული გული პრობლემები გაქვთ, ექიმს აცნობეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია (იხილეთ ნაწილი-,,ჰუმირა ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით გამოიყენეთ’’).

ჰუმირა, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით გამოიყენეთ:

ჰუმირათი მკურნალობის დაწყებამდე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს გაესაუბრეთ:

ალერგიული რეაქციები

თუ, ჰაერის უკმარისობა, ხმაურიანი სუნთქვა, თავბრუსხვევა, შეშუპებები ანდა გამონაყარის მსგავსი ალერგიული რეაქციები გამოვლინდება, ჰუმირას უფრო მეტი დოზა არ გაუკეთოთ, იშვიათადაც რომ იყოს, აღნიშნული რეაქციები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რისკის მატარებელი შეიძლება იყოს, ამიტომ სასწრაფოდ ექიმს აცნობეთ.

ინფექციები

თუ, გახანგრძლივებული ანდა ლოკალური ინფექციები (მაგ.ფეხის წყლული) გაქვთ, ჰუმირას დაწყებამდე ექიმს გაესაუბრეთ. თუ, დარწმუნებული არა ხართ, გთხოვთ, თქვენს ექიმს დაუკავშირდით.

ჰუმირათი მკურნალობის დროს, ინფექციების რისკი უფრო მაღალია თუ, ფილტვებთან დაკაშირებით პრობლემა გაქვთ, ინფიცირების რისკი კიდევ უფრო მატულობს. ეს ინფექციები შეიძლება ძალიან სერიოზული იყოს, ესენია:

ტუბერკულორი (ჭლექი),

ვირუსული, სოკოვანი, პარაზიტული ანდა ბაქტერიული ინფექციიის გამომწვევი ინფექციები,

სისხლში ძლიერი ინფექცია (სეფსისი)

იშვითად, ეს ინფექციები სასიცოცხლოდ საშიში შეიძლება იყოს. თუ, ცხელება, წყლულები, სისუსტე ანდა კბილთან დაკაშირებული პრობლემები გაქვთ, ექიმს აცნობეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ექიმმა, შეიძლება ჰუმირას გამოყენება დროებით შეაჩეროს.

თუ, ჰისტოპლაზმოზის, კოქციდიოდომიკოზის ანდა ბლასტომიკოზის მსგავსი სოკოვანი ინფექციების გამრავლების რეგიონში ცხოვრობთ ანდა მოგზაურობთ, თქვენს ექიმს აცნობეთ.

თუ, წარსულში განმეორებითი (მორეციდივე) ინფექციები გადაიტანეთ ანდა ინფექციის რისკის მომატების განმაპირობებელი სხვა მდგომარეობა გაქვთ, ექიმს აცნობეთ.

თუ, 65 წლის ანდა მეტი ასაკის ხართ, ჰუმირათი მკურნალობის დროს ინფექციების მიმართ უფრო მგრძნობიარე შეიძლება იყოთ. ჰუმირათი მკურნალობის დროსინფექციის მაჩვენებელ ნიშნებთან განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. თუ, ცხელება, წყლულები, სისუსტე ანდა კბილთან დაკაშირებული პრობლემების მსგავსი ინფექციის სიმპტომები გაქვთ, ექიმს აცნობეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ტუბერკულოზი

თუ, ადრე ტუბერკულოზი გადაიტანეთ ანდა ტუბერკულოზის მქონე პიროვნებასთან კონტაქტი გქონდათ, ექიმს აცნობეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ აქტიური ტუბერკულოზი გაქვთ, ჰუმირა არ გამოიყენოთ.

ავადმყოფები, რომლებიც ჰუმირათი მკურნალობის კურსს გადიან, დაფიქსირებულია ტუბერკულოზის (ჭლექის) შემთხვევები. ექიმი, ჰუმირათი მკურნალობის დაწყებამდე გაგსინჯავს, ტუბერკულოზის მანიშნებელი სიმპტომების და ნიშნების არსებობას განსაზღვრავს. აღნიშნული გასინჯვა მოიცავს დაავადების ანამნეზის და შესაბამისი სკრინინგული გამოკვლევების (მაგ. გულმკერდის რენტგენოგრაფია და ტუბერკულოზის კანის ტესტი) ჩატარებას და შეფასებას. გაკეთებული კვლევების მართვა და მიღებული შედეგები ,,ავადმყოფის გაფრთხილების ბარათში’’ უნდა ჩაიწეროს.

ტუბერკულოზის თავიდან აცილების მიზნით პროფილაქტიკური მკურნალობის მიუხედავად, მკურნალობის პერიოდში შეიძლება ტუბერკულოზი განვითრდეს.

თუ, ტუბერკულოზის სიმპტომები (მაგ.ჯიუტი ხველა, წონის დაკარგვა, სისუსტე, მსუბუქი ტემპერატურა) გაქვთ ანდა მკურნალობის დროს ანდა შემდეგ რაიმე სახის ინფექცია გამოვლინდება, სასწრაფოდ ექიმს აცნობეთ.

B ჰეპატიტი

თუ, ფიქრობთ, რომ B ჰეპატიტის მატარებელი ხართ (HBV (ვირუსით გამოწვეული ღვიძლის ანთება) ან აქტიური HBV დაავადება ანდა HBV დაავადების გადაცემის რისკის ქვეშ ხართ, ექიმს აცნობეთ.

ექიმმა, თქვენ HBV ანალიზი უნდა გაგიკეთოთ. ჰუმირათი მკრუნალობამ, ვირუსის მატარებელ ავადმყოფებში შეიძლება დაავადების აქტიური ფორმის განვითარება გამოიწვიოს.

ზოგიერთ, იშვიათ შემთხვევებში, განსაკუთრებით მაშინ, თუ იმუნური სისტემის დამთრგუნავ სხვა პრეპარატს ღებულობთ, HBV დაავადების აქტიური ფორმაში გადასვლამ, შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის გავითარება განაპირობოს.

ქირურგიული ჩარევები ანდა სტომატოლოგიური მკურნალობა

თუ, ქირურგიული ჩარევა იგეგმება ანდა სტომატოლოგიური მკურნალობა უნდა ჩაიტაროთ, ექიმს უთხარით, რომ ჰუმირათი მკურნალობას იტარებთ. ექიმმა, შეიძლება დროებით ჰუმირათი მკურნალობის შეჩერების რეკომენდაცია მოგცეთ.

დემიელინიზაციური დაავადება

თუ, დემიელინიზაციური დაავადება (მრავლობითი სკლეროზის მსგავსად, ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედი დაავადება)გაქვთ ანდა ახლად გამოვლინდება, ექიმმა ჰუმირას გამოყენების ანდა არ გამოყენების საკითხი უნდა გადაწყვიტოს. თუ, მხედველობის დარღვევა, ხელებსა და ფეხებში ძალის დაკარგვა ანდა სხეულის ნებისმიერ მონაკვეთში დაბუჟება ანდა ჩხვლეტის შეგრძნება გექნებათ, სასწრაფოდ ექიმს აცნობეთ.

აცრები

ზოგიერთი აცრა ინფექციის განვითარებას იწვევს და ამიტომ, ჰუმირათი მკურნალობის დროს არ უნდა გაკეთდეს.

ნებისმიერი აცრის გაკეთებამდე ჯერ ექიმს გაესაუბრეთ.

თუ, შესაძლებელია, ბავშვებში ჰუმირათი მკურნალობის დაწყებამდე, რეკომენდირებულია ბავშვთა ასაკის შესაბამისი აცრების დასრულება.

თუ, ორსულობის დროს ჰუმირა იქნება გამოყენებული, ორსულობის დროს მიღებული ბოლო დოზიდან დაახლოებით 5 თვის შემდეგაც, ბავშვთან ამ ტიპის ინფექციების განვითრების რისკი მაღალია. ბავშვთან აცრების გაკეთების დროს ექიმი და სხვა სამედიცინო პერსონალი ერთობლივად გადაწყვეტს. ორსულობის დროს ჰურმირას გამოყენების შესახებ ექიმს აცნობეთ.

გულის უკმარისობა

თუ, გულის მსუბუქი უკმარისობა გაქვთ და ჰუმირათი მკურნალობას გადიხართ, გულის უკმარისობის მაჩვენებლები ექიმმა მკაცრად უნდა გააკონტროლოს. თუ, წარსულში ანდა ამჟამად გულის სერიოზული პრობლემები გაქვთ, ექიმს აცნობეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ, გულის მწვავე უკმარისობის ნიშნები გამოვლინდება ანდა ადრე არსებული სიმპტომები დამძიმდება (მაგ.ჰაერის უკმარისობა ანდა ფეხების შესივება), სასწრაფოდ ექიმს აცნობეთ. ექიმი, ჰუმირას მიღების ანდა შეწყვეტის საკითხს გადაწყვეტს.

ცხელება, სისხლჩაქცევები, დალურჯება და ფერმკრთალი შესახედაობა

ავადმყოფთა ზოგიერთ ჯგუფში, სხეულში ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში დამხმარე ანდა სისხლდენის შეჩერებაში მონაწილე უჯრედების წარმოება საკამრისი რაოდენობით არ ხდება, ამ დროს ექიმმა შეიძლება მკურნალობის შეჩერება გადაწყვიტოს. თუ, თქვენთან განვითარდება ცხელება, რომელიც დაბლა არ იწევს, თუ სხეულზე სისხლჩაქცევები და დალურჯებები განვითრდება ანდა კანი ძალიან ფერმკრთალი იქნებით, სასწრაფოდ ექიმს აცნობეთ.

სიმსივნე

აღსანიშნავია, რომ ბავშვებთან ანდა მოზარდებთან, რომლებიც ჰუმირას ანდა სხვა TNF მაბლოკირებელ საშუალებებს იყენებენ, იშვიათად შეიძლება სიმსივნის ზოგიერთი სახეობა გამოვლინდეს.

ავადმყოფები, რომლებსაც ხანგრძლივი დაავადების ანამნეზი აქვთ, ასევე რევმატოიდული ართრიტის მძიმე ფორმები აქვთ, ლიმფომის (ლიმფურ სისტემაზე მოქმედი სიმსივნე) და ლეიკემიის (სისხლსა და ძვლის ტვინზე მოქმედი სიმსივნე) გამოვლენის რისკი საშუალოზე მაღალი შეიძლება იყოს.

თუ, ჰუმირას ღებულობთ, ლიმფომის, ლეიკემიის და სიმსივნის სხვა სახეობების გამოვლენის რისკი შეიძლება მაღალი იყოს. ავადმყოფები, რომელიც ჰუმირას ღებულობენ, იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს მძიმედ მიმდინარე ლიმფომის იშვიათი სახეობა. ამ ავადმყოფთაგან ზოგიერთს, აზათიოპრინით ანდა 6-მერკაპტოპურინითაც აქვს მკურნალობა ჩატარებული.

თუ, ჰუმირასთან ერთად აზათიოპრინს და 6-მერკაპტოპურინსაც ღებულობთ, ექიმს აცნობეთ.

ჰუმირას მომხმარებელ ავადმყოფებში, მელანომის გარდა კანის სხვა სიმსივნეებიც შეიძლება გამოვლინდეს.

თუ, მკურნალობის დროს ანდა მკურნალობის შემდეგ კანის ახალი დაზიანებები (იარები ანდა ლაქები) გამოვლინდება ანდა არსებული დაზიანებების გარეგანი ცვლილება გამოვლინდება, , ექიმს აცნობეთ.

ჰუმირას მომხმარებელ 60 წლის და მეტი ასაკის ავადმყოფებში, პერიოდულად საჭიროა ცერიკალური სიმსივნის (საშვილოსნოს ყელის სიმსივნის) სკრინინგული გამოკვლევა.

ავადმყოფები, რომლებიც სხვა TNF ბლოკერით მკურნალობენ და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება(ფქოდ)აქვთ, ლიმფომის გარდა სიმსივნის სხვა შემთხვევებიც ფიქსირდება. თუ, ფქოდ გაქვთ ანდა ინტენსიურად სიგარეტის მომხმარებელი ხართ, TNF ბლოკერით მკურნალობის საკითხს ექიმი გადაწყვეტს.

ავტოიმუნური სისტემის დაავადება

ჰუმირათი მკურნალობა, იშვიათ შემთხვევებში ლუპუსის (სისტემური წითელი მგლურა) მსგავსი სინდრომების გამოვლენებას იწვევს. მუდმივი და აუხსნელი გამონაყარი, ცხელება, სახსრების ტკივილი ანდა დაღლილობის ნიშნების გამოვლენისას, ექიმს დაუკავშირდით.

ბავშვები და მოზარდები

აცრები: ჰუმირას გამოყენებამდე, თუ შესაძლებელია ბავშვების აცრები სრულად გაიკეთეთ.

ბიოლოგიური პროდუქტებზე დაკვირვების უზრუნველსაყოფად, გამოყენებული პროდუქციის სავაჭრო დასახელება და სერიის ნომერი ავადმყოფის ისტორიაში უნდა ჩაიწეროს.

თუ, აღნიშნული გაფრთხილებებიდან ნებისმიერი მდგომარეობა წარსულში ანდა ამჟამად თქვენთან ვლინდება, გთხოვთ, თქვენს ექიმს აცნობეთ.

ჰუმირას გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

ჰუმირას, კანქვეშა გამოყენებიდან გამომდინარე, საკვებთან და სასმელთან ურთიერთქმედება არ არის მოსალოდნელი.

ორსულობა

წამლის მიღებამდე გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ორსულობის თავიდან აცილების მიზნით ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდი უნდა გამოიყენოთ და ჰუმირას ბოლო ინექციიდან სულ ცოტა 5 თვის განმავლობაში ჩასახვის საწინააღმდეგო ეფქტური მეთოდის გამოიყენება უნდა გააგრძელოთ.

თუ, ორსულად ხართ ანდა ფიქრობთ,რომ ორსულად ხართ ანდა შვილის ყოლას გეგმავთ, ამ წამლის გამოყენებამდე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს გაესაუბრეთ.

ჰუმირა, ორსულობის დროს მხოლოდ აბსოლუტური საჭიროებისას უნდა იქნას გამოყენებული.

ორსულებში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ჰუმირას მომხმარებელი დედები და იგივე დაავადების მქონე და ჰუმირას არ მომხმარებელი დედების შედარებისას, ორსულობის დროს ჰუმირას მომხმარებელი დედების შვილებთან თანდაყოლილი ანომალიების რისკი უფრო მაღალი არ არის.

თუ, ორსულობის დროს ჰუმირას გამოიყენებთ, ბავშვზე ინფექციის გადაცემის რისკი უფრო მაღალი შეიძლება იყოს.

ბავშვთან ნებისმიერი აცრის გაკეთებამდე, ჯერ ბავშვის პედიატრს და სხვა სამედიცინო პერსონალს უთხარით, რომ ორსულობის დროს ჰუმირას იყენებდით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. (უფრო მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ნაწილი ,, აცრები’’ ).

თუ მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, სასწრაფოდ ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვება-ლაქტაცია

წამლის გამოყენებამდე გთხოვთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვების დროს ჰუმირას გამოყენება შეიძლება.

ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება

ჰუმირას, ავტომობილის, მოტოციკლეტის ანდა სხვა მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება შეიძლება უმნიშვნელო იყოს. ჰუმირას ინექციის შემდეგ შეიძლება მსუბუქი თავბრუსხვევა ანდა მხედველობის დარღვევა გამოვლინდეს.

ჰუმირას შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია

გაფრთხილების განმაპირობებელ რაიმე სახის დამხმარე ნივთიერებას არ შეიცავს.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

თუ, სხვა წამალს ღებულობთ, ახლო პერიოდში მიიღეთ ანდა მიღების ალბათობა არსებობს, ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

სერიოზული ინფექციების რისკის არსებობის გამო, ჰუმირა, ქვემოთ ჩამოთვლილი მოქმედი ნივთიერების შემცველ წამლებთან ერთად არ გამოიყენოთ.

ანაკინრა

აბატასეპტი (იმუნურ სისტემაზე მოქმედი წამლები)

ჰუმირა, ქვემოთ ჩამოთვლილ წამლებთან ერთად შეიძლება გამოიყენოთ:

მეტოტრექსატი

განსაზღვრული დაავადებების მოდიფიკატორი ანტი-რევმატიული წამლები (მაგ. სულფასალაზინი, ჰიდროქსიქლოროქინი, ლეფლუნომიდი და ოქროს პრეპარატები, რომელთა ინჟექტირებაც შეიძლება).

სტეროიდები ანდა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო წამლების (აას; არასტეროიდული სტრუქტურის მწვავე პროცესის სამკურნალო წამლები) ჩათვლით ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები.

ამ თემასთნ დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში, ექიმს მიმართეთ.

თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

  • როგორ გამოიყენება ჰუმირა?

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

ჰუმირა, ყოველთვის ექიმის ანდა ფარმაცევტის მიერ მოცემული მითითებების შესაბამისად მიიღეთ. თუ, დარწმუნებული არა ხართ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ჰუმირას ყოველი ნებადართული გამოყენებისთვის რეკომენდირებული დოზები ქვემოთაა მოცემული. თუ, განსხვავებული დოზა გესაჭიროებათ, ექიმი, ჰუმირას სხვა დოზას გამოგიწერთ.

რევმატოიდული ართრიტი, ფსორიაზული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილიტი ანდა აქსიალური სპონდილოართრიტი, როცა რადიოგრაფიულად მაანკილოზებელი სპონდილიტის მტკიცებულება არ ვლიდება

ასაკი და სხეულის წონა

რამდენი და რა სიხშირით უნდა მიიღოთ

შენიშვნა

ზრდასრულები

ორ კვირაში ერთხელ 40 მგ

რევმატიული ართრიტის დროს ჰუმირას გამოყენების შემთხვევაში, მეტოტრექსატი გაგრძელდება. თუ, ექიმი გადაწყვეტს, რომ მეტოტრექსატი ამ დროს შეუსაბამოა, მხოლოდ ჰუმირას გამოყენება შეიძლება.

თუ, რევმატოიდული ართრიტი გაქვთ და ჰუმირასთნ ერთად მეტოტრექსატსაც ღებულობთ, ექიმი, შეიძლება კვირაში ერთხელ 40 მგ ანდა ორ კვირაში ერთხელ 80 მგ ჰუმირას მიღებას გადაწყვეტს.

პოლიარტიკულარული იუვენილური იდიოპათიური ართრიტი

ასაკი და სხეულის წონა

რამდენი და რა სიხშირით უნდა მიიღოთ

შენიშვნა

2 წელზე მეტი ასაკის, 30 კგ სხეულის წონის ანდა მეტი წონის ბავშვები, მოზარდები და ზრდასრულები

ორ კვირაში ერთხელ 40 მგ

განსაკუთრებული შენიშვნა არ არსებობს

2 წლის და მეტი ასაკის, 10-30 კგ-ს შორის წონის ბავშვები და მოზარდები

ორ კვირაში ერთხელ 20 მგ

განსაკუთრებული შენიშვნა არ არსებობს

ენტეზიტთან დაკაშირებული ართრიტი

ასაკი და სხეულის წონა

რამდენი და რა სიხშირით უნდა მიიღოთ

შენიშვნა

6 წლის და მეტი, 30 კგ და მეტი წონის ბავშვები, მოზარდები და ზრდასრულები

ორ კვირაში ერთხელ 40 მგ

განსაკუთრებული შენიშვნა არ არსებობს

6 წლის და მეტი, 15-30 კგ-ს შორის ბავშვები და მოზარდები

ორ კვირაში ერთხელ 20 მგ

განსაკუთრებული შენიშვნა არ არსებობს

ბალთისებრი ტიპის ფსორიაზი

ასაკი და სხეულის წონა

რამდენი და რა სიხშირით უნდა მიიღოთ

შენიშვნა

ზრდასრულები

საწყისი დოზა: 80 მგ(1 დღეში 40 მგ-იანი 2 ინექცია) და ამ საწყისი დოზიდან 1 კვირის შემდეგ, ყოველ 2 კვირაში ერთხელ 40 მგ დოზის მიღება

თუ, 2 კვირაში ერთხელ 40 მგ დოზის გამოყენებისას მკურნალობაზე პასუხი არასაკმარისი იქნება, ექიმმა დოზა შეიძლება გაზარდოს, 40 მგ კვირაში ერთხელ ანდა 2 კვირაში ერთხელ 80 მგ.

4-17 წლამდე ასაკოვანი ჯგუფი, 30 კგ და მეტი წონის ბავშვები და მოზარდები

საწყისი დოზა: 40 მგ, 1 კვირის შემდეგ 40 მგ მიიღება.

ამის შემდეგ ნორმალური დოზაა: 2 კვირაში ერთხელ 40 მგ იქნება

განსაკუთრებული შენიშვნა არ არსებობს

4-17 წლამდე ასაკოვანი ჯგუფი, 15-30 კგ წონის ბავშვები და მოზარდები

საწყისი დოზა: 20 მგ, 1 კვირის შემდეგ 20 მგ მიიღება.

ამის შემდეგ ნორმალური დოზაა: 2 კვირაში ერთხელ 20 მგ იქნება

განსაკუთრებული შენიშვნა არ არსებობს

ჩირქოვანი ჰიდრადენიტი

ასაკი და სხეულის წონა

რამდენი და რა სიხშირით უნდა მიიღოთ

შენიშვნა

ზრდასრულები

საწყისი დოზა:160 მგ (დღეში 40 მგ-იანი 4 ინექცია ანდა ერთმანეთის მიყოლებით, 2 დღის განმავლობაში, ყოველდღე 40 მგ-იანი 2 ინექცია), შემდეგ 2 კვირის შემდეგ 80 მგ-იანი(1 დღეში 40 მგ-იანი 2 ინექცია)დოზა მიიღება, 2 კვირის შემდეგ, როგორც ექიმი გამოგიწერთ კვირაში ერთხელ 40 მგ ანდა 2 კვირაში ერთხელ 80 მგ დოზა გაგრძელდება.

დაავადებით დაზიანებული მიდამოები ყოველდღე ანტისეპტიკური ხსნარით დაიმუშავეთ, ეს მნიშვნელოვანია.

12-17 წლამდე ასაკოვანი ჯგუფი, 30 კგ ანდა მეტი წონის მოზარდები

საწყისი დოზა: 80 მგ (დღეში 40 მგ-იანი 2 ინექცია), შემდეგ 1 კვირის შემდეგ, 2 კვირაში ერთხელ 40 მგ დოზა მიიღება.

2 კვირაში ერთხელ ჰუმირას 40 მგ დოზით მკურნალობით სასურველი შედეგის ვერ მიღებისას, ექიმი დოზას კვირაში ერთხელ 40 მგ-მდე ანდა 2 კვირაში ერთხელ 80 მგ-მდე გაზრდის.

დაავადებით დაზიანებული მიდამოები ყოველდღე ანტისეპტიკური ხსნარით დაიმუშავეთ, ეს მნიშვნელოვანია.

კრონის დაავადება

ასაკი და სხეულის წონა

რამდენი და რა სიხშირით უნდა მიიღოთ

შენიშვნა

6 წლის და მეტი ასაკის ჯგუფი, 40 კგ ანდა მეტი წონის ბავშვები, მოზარდები და ზრდასრულები

საწყისი დოზა: 80 მგ (დღეში 40 მგ-იანი 2 ინექცია)

ამის შემდეგ 2 კვირის შემდეგ 40 მგ-იანი დოზა გაკეთდება.

თუ, მკურნალობაზე უფრო სწრაფი შედეგის მიღება გსურთ, ექიმი საწყისი დოზის სახით:160 მგ (დღეში 40 მგ-იანი 4 ინექცია ანდა ერთმანეთის მიყოლებით, 2 დღის განმავლობაში, ყოველდღე 40 მგ-იანი 2 ინექცია) და შემდეგ 2 კვირის შემდეგ 80 მგ-იანი დოზა (დღეში 40 მგ-იანი 2 ინექცია)გამოგიწერთ.

ამის შემდეგ ნორმალური დოზა-2 კვირაში ერთხელ 40 მგ გაკეტდება.

ექიმი დოზას ყოველ კვირაში ერთხელ 40 მგ-მდე ანდა ყოველ 2 კვირაში ერთხელ 80 მგ-მდე გაზრდის.

6-17 წლამდე ასაკოვანი ჯგუფი, 40 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვები და მოზარდები

40 მგ-იანი საწყისი დოზიდან 2 კვირის შემდეგ დოზა: 20 მგ-ია.

თუ, უფრო სწრაფი ეფექტია საჭირო, ექიმი საწყისი დოზის სახით 80 მგ (დღეში 40 მგ-იანი 2 ინექცია) და 2 კვირის შემდეგ 40 მგ დოზას გამოუწერს.

ამის შემდეგ ნორმალური დოზა იქნება: 2 კვირაში ერთხელ 20 მგ.

ექიმი დოზას ყოველ კვირაში ერთხელ 20 მგ-მდე გაზრდის.

წყლულოვანი კოლიტი

ასაკი და სხეულის წონა

რამდენი და რა სიხშირით უნდა მიიღოთ

შენიშვნა

ზრდასრულები

საწყისი დოზა:160 მგ (დღეში 40 მგ-იანი 4 ინექცია ანდა ერთმანეთის მიყოლებით, 2 დღის განმავლობაში, ყოველდღე 40 მგ-იანი 2 ინექცია), შემდეგ 2 კვირის შემდეგ 80 მგ-იანი (1 დღეში 40 მგ-იანი 2 ინექცია)დოზა გაკეთდება.

ამის შემდეგ ნორმალური დოზა 2 კვირაში ერთელ, 40 მგ გაკეთდება.

ექიმი დოზას კვირაში ერთხელ 40 მგ-მდე ანდა 2 კვირაში ერთელ 80 მგ-მდე გაზრდის.

არაინფექციური უვეიტი

ასაკი და სხეულის წონა

რამდენი და რა სიხშირით უნდა მიიღოთ

შენიშვნა

ზრდასრულები

საწყისი დოზა: 80 მგ (დღეში ერთხელ 40 მგ-იანი 2 ინექცია), საწყისი დოზიდან 1 კვირის შემდეგ- 2 კვირაში ერთხელ 40 მგ -იანი დოზა გაკეთდება.

ჰუმირას გამოყენების დროს კორტიკოსტეროიდები ანდა იმუნურ სისტემაზე მოქმეი სხვა წამლების მიღება შეიძლება გაგრძელდეს. გარდა ამისა, ჰუმირა მონოთერაპიის სახით გამოყენებაც შეიძლება.

2 წელზე მეტი ასაკის და 30 კგ და ნაკლები სხეულის წონის მქონე ბავშვები და მოზარდები

2 კვირაში ერთხელ 20 მგ

ექიმი, 2 კვირაში ერთხელ 20 მგ-იანი ნორმალური დოზის დაწყებიდან 1კვირით ადრე 40 მგ-იან საწყის დოზას გამოგიწერთ.

რეკომენდირებულია, ჰუმირას მეტოტრექსატთან ერთდ გამოყენება.

2 წელზე მეტი ასაკის და 30 კგ და ან მეტი სხეულის წონის მქონე ბავშვები და მოზარდები

2 კვირაში ერთხელ 40 მგ

ექიმი, 2 კვირაში ერთხელ 40 მგ-იანი ნორმალური დოზის დაწყებიდან 1კვირით ადრე 80 მგ-იან საწყის დოზას გამოგიწერთ.

რეკომენდირებულია, ჰუმირას მეტოტრექსატთან ერთდ გამოყენება.

მიცემის გზა და მეთოდი:

ჰუმირა, კანქვეშა ინექციის სახით (სუბკუტანეული ინექცია)კეთდება.

ჰუმირას ინექციის მომზადებისა და გაკეთებისთვის მითითებები:

ქვემოთ მოცემული მითითებები განმარტავს, თუ, როგორ უნდა გაიკეთოთ საკუთარ თავზე ჰუმირას გამოყენებისთის მზა ინჟექტორის ინექცია კანქვეშ. გთხოვთ, ეს მითითებები ყურადღებით წაითხეთ და ნაბიჯ-ნაბიჯ შეასრულეთ.

საკუთარ თავზე ინექციის გაკეთების ტექნიკას ექიმი, ექთანი ანდა ფარმაცევტი გასწავლით.

საკუთარ თავზე ინექცია არ გაიკეთოთ მანამ, სანამ ინექციის გაკეთებამდე მომზადების და ინექციის გაკეთების დეტალებს სრულად არ შეისწავლით.

შესაბამისი ტრენინგის მიღების შემდეგ ინექციის საკუთარ თავზე გაკეთება შეგიძლიათ, ინექციის გაკეთება შეუძლია ასევე ინექციის გაკეთების ტექნიკის მცოდნე ოჯახის წევრს ანდა მეგობარს.

გამოყენებისთვის მზა ინჟექტორი ერთჯერადი გამოყენებისთვისაა განკუთვნილი.

ჰუმირა, გამოყენებისთის მზა ინჟექტორი

ფოტო-1- ინჟექტორი-- დგუში-- სახელური- ნემსის სახურავი

ქვემოთ მოცემულ შემთხვევებში, გამოყენებისთის მზა შპრიცი არ გამოიყენოთ და ექიმს დ ან ფარმაცევტს დაუკავშირდით:

თუ,ხსნარის ფერი მღვრიე, ფერი შეცვლილი ანდა შიგნით ნაწილაკებია,

თუ, გამოყენების ბოლო ვადა გასულია,

თუ, ხსნარი გაყინულია ანდა მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ იყო,

თუ, გამოყენებისთვის მზა ინჟექტორი დაეცა ანდა გატეხილია.

ინექციის გაკეთებამდე ნემსს სახურავი არ მოხსნათ. ჰუმირა, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ და უხილავ ადგილას შეინახეთ.

1-ელი ეტაპი:

ჰუმირა მაცივრიდან გამოიტანეთ.

ინექციამდე, ჰუმირა ოთახის ტემპერატურაზე 15-30 წუთი დააყოვნეთ.

სანამ ჰუმირას ოთახის ტემპერატურაზე აყოვნებთ, ნემსს სახურავი არ მოხსნათ.

ჰუმირა, სხვა საშუალებით არ გაათბოთ. მაგ.მიკროტალღურში ღუმელში ანდა თბილ წყალში არ გაათბოთ.

მე-2 ეტაპი:

ფოტო-2- ინჟექტორი-- სპირტიანი სალფეთქი (ხელის დაბანის მაჩვენებელი ფოტო)

გამოყენების ბოლო ვადა გადაამოწმეთ. თუ, გამოყენების ბოლო ვადა გასულია, გამოყენებისთვის მზა ინჟექტორი არ გამოიყენოთ.

ქვემოთ ჩამოთვლილი მასალა სუფთა და გლუვ ზედაპირზე დაალაგეთ:

1 ცალი ერთჯერადი გამოყენებისთვის მზა ინჟექტორი და

1 ცალი სპირტიანი სალფეთქი

ხელები დაიბანეთ და დაიმშრალეთ.

მე-3 ეტაპი:

ფოტო-3- მიდამოები სადაც შეიძლება ინექციის გაკეთება

მიდამოები, სადაც შეიძლება ინექციის გაკეთება

ინექციის გაკეთებისთვის ერთი ადგილი შეარჩიეთ:

ბარძაყის წინა ზედაპირი და ან

მუცლის არე, გარდა ჭიპის ირგვლივ, ჭიპიდან სულ ცოტა 5 სმ მოშორებით მუცლის ზედაპირისა

ინექციის ადგილი, ბოლო გაკეთებული ინექციის მიდამოდან სულ ცოტა 3 სმ მოშორებით უნდა იყოს

ინექციის ადგილი სპირტიანი სალფეთქით ირგვლივი მოძრაობებით გაწმინდეთ.

ტანისამოსის ზემოდან ინექცია არ გააკეთოთ.

კანის დაზიანებულ, გაწითლებულ, დალურჯებულ, მკვრივ, დაწყლულებულ, ნახეთქის მქონე ანდა ფსორიაზის ბალთის არეში ინექცია არ გააკეთოთ.

მე-4 ეტაპი:

ფოტო-4 -ინჟექტორის დაჭერა და სახურავის მოხსნა

გამოყენებისთვის მზა ინჟექტორი ერთი ხელით დაიჭირეთ.

გამოყენებისთვის მზა ინჟექტორში ხსნარი გადაამოწმეთ.

დარწმუნდით, რომ ხსნარი გამჭვირვალე და უფეროა.

თუ, ხსნარი შემღვრეულია ანდა მასში ნაწილაკებია, გამოყენებისთვის მზა ინჟექტორი არ გამოიყენოთ.

გამოყენებისთვის მზა ინჟექტორი თუ დაგივარდათ ანდა გაგიტყდათ, არ გამოიყენოთ.

ნემსის სახურავი, მეორე ხელით ნელ-ნელა ზემოთ მოქაჩვით მოხსენით. ნემსის სახურავი გადააგდეთ. სახურავი კვლავ არ დაახუროთ.

ნემსს, თითებით არ შეეხოთ ანდა ნემსი სხვა საგნებთან კონტაქტს მიარიდეთ.

მე-5 ეტაპი:

ფოტო-5- ნემსით ზემოთ მიმართული ინჟექტორის დაჭერა

გამოყენებისთვის მზა ინჟექტორი დაიჭირეთ ისე, რომ ნემსი ზემოთ იყოს მიმართული.

გამოყენებისთვის მზა ინჟექტორში ჰაერის რომ დაინახოთ, თვალის ღერძის პირდაპირ დაიჭირეთ.

ჰაერის გარეთ გამოდევნისთვის დგუში მსუბუქად შეაქანეთ.

ნემსის წვერზე ხსნარის წვეთის დანახვა ნორმალურია.

მე-6 ეტაპი:

ფოტო-6- მარცხენა ხელით კანის ნაკეცის გაკეთება და მარჯვენა ხელით ინექციის გაკეთება.

გამოყენებისთვის მზა ინჟექტორი დაიჭირეთ ისე, როგორც კალამი, შპრიცის კორპუსი საჩვენებელ და ცერა თითს შორის მოიქციეთ, ერთი ხელით დაიჭირეთ.

მეორე ხელით საინექციო მიდამოს კანი მოკეცეთ და დაიჭირეთ ისე, რომ ამობურცული, მკვრივი ზედაპირი შენარჩუნდეს.

მე-7 ეტაპი:

ფოტო-7-8- ნემსი კანში 45 გრადუსიანი კუთხით, ერთჯერადი სწრაფი და მოკლე მოძრაობით დაასეთ.

ნემსის კანში შეტანის შემდეგ, კანი, რომელსაც იჭერთ, ხელი გაუშვით.

ხსნარის სრულად ინჟექტირებამდე, დგუში ნელ-ნელა შიგნით შეიყვანეთ.

მე-8 ეტაპი:

ფოტო-9- ინექციის დასრულებისას, გამოყენებისთვის მზა ინჟექტორი იგივე კუთხით დაჭერით კანიდან გამოიტანეთ.

ინექციის დასრულების შემდეგ, ინექციის ადგილას კანზე ბამბა ანდა მარლა დაადეთ.

არ დაზილოთ

ინექციის ადგილას მცირე სისხლდენა ნორმალურია.

მე-9 ეტაპი:

უკვე გამოყენებული, გამოყენებისთვის მზა ინჟექტორი, თქვენი ექიმის, ექთნის ანდა ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად განსაკუთრებული ნარჩენების ყუთში ჩაყარეთ. არავითარ შემთხვევაში ნემსი განმეორებით არ გამოიყენოთ.

გამოყენებისთვის მზა ინჟექტორი სახლის ნაგავში არ ჩააგდოთ.

გამოყენებისთვის მზა ინჟექტორი და განმსაკუთრებული ნარჩენების ყუთი ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ და უხილავ ადგილას შეინახეთ.

ნემსის სახურავი, სპირტიანი სალფეთქი, ბამბა ანდა მარლა ნორმალურ საყოფაცხოვრებო ნაგავში შეგიძლიათ ჩააგდოთ.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება

ჰუმირა, 2 წლამდე ასაკის ბავშვებში არ უნდა იქნას გამოყენებული.

ხანდაზმულებში (65 წელი და მეტი) გამოყენება

65 წლის და მეტი ასაკის მქონე ავადმყოფებში დოზების განსაკუთრებული რეკომენდაცია არ არსებობს.

გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:

თირკმლების/ღვიძლის უკმარისობა :

ჰუმირასა და ავადმყოფთა ამ პოლუპაციაში კვლევა არ ჩატარებულა. დოზის რეკომენდაცია ვერ კეთდება.

თუ ფიქრობთ, რომ ჰუმირას ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა სუსტია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

თუ, ჰუმირას საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

თუ, შემთხვევით ექიმის ანდა ექთნის მიერ რეკომენდირებულ დოზაზე მეტი დოზა გაიკეთეთ, მაშინვე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

წამლის გარე მუყაოს ყუთი ყოველთვის თან იქონიეთ, თუნდაც ცარიელი იყოს.

თუ, ჰუმირას საჭირო დოზაზე მეტი დოზა მიიღეთ, მაშინვე თქვენს ექიმს ანდა ფარმცევტს მიმართეთ.

თუ, ჰუმირას მიღება დაგავიწყდებათ:

თუ, საკუთარ თავზე ინექციის გაკეთება დაგავიწყდებათ, როგორც კი გაიხსენებთ, ჰუმირას მომდევნო ინექციის დოზა უნდა გაიკეთოთ. შემდეგ, მომდევნო დოზა, დასაწყისში დაგეგმილი დღის შესაბამისად გაიკეთეთ.

დავიწყებული დოზის აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ გაიკეთოთ.

ჰუმირათი მკურნალობის დასრულებისას შესაძლო ეფექტები:

ჰუმირათი მკურნალობის დასრულების გადაწყვეტილება ექიმის გარეშე არ მიიღოთ. თუ, ჰუმირას გამოყენებას შეაჩერებთ, არსებული დაავადების ნიშნები კვლავ გამოვლინდება.

თუ, ამ წამლის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გაქვთ, გთხოვთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

  • რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამლის, ასევე ჰუმირას შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ შეიძლება გამოვლინდეს მომატებული მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.

გვერდითი ეფექტების უმრავლესობა მსუბუქი ანდა საშუალო ხარისხისაა, თუმცა ზოგიერთი შეიძლება სერიოზული იყოს და საჭირო გახდეს მკურნალობა. გვერდითი ეფექტები, ჰუმირას ბოლო ინექციიდან სულ ცოტა 4 თვის შემდეგაც შეიძლება გამოვლინდეს.

გვერდითი ეფექტები კატეგორიების მიხედვით ქვემოთაა კლასიფიცირებული:

ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.

გავრცელებული:10 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 1.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

იშვიათი: 1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფში ვლინდება, მაგრამ 10.000- დან >1 ავადმყოფთან ვლინდება.

ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ჰუმირას გამოყენება შეწყვიტეთ და სასწრაფოდ ექიმს აცნოებთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:

ძლიერი გამონაყარი(ძალიან გავრცელებული), ურტიკარია (გავრცელებული) ანდა ალერგიის სხვა ნიშნები (გავრცელებული)

სახის, ხელების და ფეხების შეშუპება (გავრცელებული)

ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის გაძნელება (გავრცელებული), ყლაპვის გაძნელება (ნაკლებად გავრცელებული)

ვარჯიშის დროს ანდა დაწოლისას ჰაერის უკმარისობა (გავრცელებული) ანდა ფეხების შეშუპება (ნაკლებად გავრცელებული)

ეს ყველა ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი ეფექტებია.

თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ჰუმირას მიმართ ალერგია გაქვთ. ამ დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ანდა საავადმყოფოში დაწოლა შეიძლება დაგჭირდეთ.

თუ, ქვმოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმეს შეამჩნევთ, მაშინვე ექიმს აცნობეთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ.

ცხელება, ტანში სისუსტე, იარები, კბილის პრობლემები, შარდვისას წვა და ინფექციის სხვა ნიშნები (იშვიათი)

სისუსტის და ან დაღლილობის შეგრძნება (იშვიათი)

ხველა (გავრცელბული)

დაბუჟება (გავრცელებული)

ჩხვლეტის შეგრძნება (გავრცელებული)

მხედველობის გაორება (გავრცელებული)

ხელებსა და ფეხებში სისუსტე (იშვიათი)

შეშუპება, რომელიც არ იკლებს ანდა ღია იარები (გავრცელებული)

მუდმივი ცხელება, დალურჯებები, სისხლჩაქცევები და კანის სიფერმკრთლის მსგავსი სისხლის დაავადების სხვა ნიშნები (იშვიათი)

ზემოთ აღნიშნული ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია. ამ დროს შეიძლება სასწრაფო სამედიცინო დახმარება იყოს საჭირო.

ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები, შეიძლება ჰუმირას გამოყენების დროს ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფქტების მანიშნებელი იყოს.

ძალიან გავრცელებული

ინექციის ადგილას ლოკალური რეაქციები(ინექციის ადგილის ერითემა(სიწითლე), ტკივილი, შესივება, შეხურება ანდა ქავილი)

სასუნთქი გზების ინფექციები(ზემო და ქვემო სასუნთქი გზების ინფექციები, გაცივება, ცხირიდან გამონადენი, წიაღების ინფექცია, ფილტვების ანთების ჩათვლით, პნევმონია, ფარინგიტი (ხახის ანთება), ნაზო-ფარინგიტი(გაცივების სიმპტომები) და ჰერპეს ვირუსთან დაკაშირებული პნევმონიის ჩატვლით

თავის ტკივილი

მუცლის ტკივილი

გულისრევა და ღებინება

გამონაყარი (კანის გამონაყარი) (ექსფოლიაციური (ბალთა-ბალთა) გამონაყარის ჩათვლით

ძვლებსა და კუნთებში ტკივილი

ლეიკოპენია (სისხლის უჯრედების დაბალი დონე) (ნეიტროპენია)(ნეიტროფილების დაბალი დონე) და აგრანულოციტოზი (გრანულოციტების დაბალი დონე), ანემია (სისხლნალებობა)

ლიპიდების მომატებული მაჩვენებელი (სისხლში ცხიმების მომატებული რაოდენობა)

ღვიძლის ფერმენტების მომატება

გავრცელებული:

სერიოზული ინფექიცები (გრიპის და სისხლის მოწამლვის ჩათვლით)

სისტემური ინფექციები (სეფსისი(სისხლში ბაქტერიების და ტოქსინების არსებობა, შედეგად იმუნური სისტემის ფუნქციის დაქვეიტება), კანდიდოზი (სოკოვანი ინფექცია) და გრიპი)

ნაწლავთა ინფექციები (ღებინების და დიარეის გამომწვევი გასტროენტერიტის ჩათვლით)

კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები(თითის ანთება, ცელულიტი, იმპეტიგო (ბაქტერიული წარმოშობის კანის ინფექციები), ნეკროზული ფასციიტი(კანის, ცხიმოვანი ნაწილის და კუნთების მფარავი ქსოვილის ინფექცია) და ჰერპეს ზოსტერის (სხეულის ღია და სახის მიდამოებში, ნერვების გაყოლებით ერთვარი მტკივნეული გამონაყარი, კანის მიკრობული დაავადების ჩათვლით)

ყურის ინფექციები

პირის ღრუს ინფექციები(ტუჩის ჰერპესი, ორალური ჰერპესი, კბილების ინფექციის ჩათვლით)

რეპროდუქციული (გამრავლების) სისტემის ინფექციები(მიკოზური ვულვოვაგინიტი (საშოს სოკოვანი ინფექციის ჩათვლით)

საშარდე გზების ინფექციები (პიელონეფრიტი(თირკმლების ინფექციაის ჩათვლით)

სოკოვანი ინფექციები

სახსრების ინფექციები

კეთილთვისებიანი სიმსივნეები

კანის სიმსივნეები მელანომის გარდა (ბაზალურ უჯრედოვანი კარცინომა (ღია ჭრილობები, წითელი ლაქები, ვარდიფერი წარმონაქმნები, პრიალა ზედაპირის სიმკვრივეები ანდა იარის კვალის მსგავსი გარეგანი ნიშნების მქონე კანის სიმსივნე) და კანის სკვამოზური კარცინომა (კანის ყველაზე ზედაპირული შრის მომცველი კანის სიმსივნის ჩათვლით)

ლეიკოციტოზი (სისხლში თეთრი უჯრედების რაოდენობის მომატება)

თრომბოციტოპენია (სისხლში თრომბოციტული უჯრედების რაოდენობის შემცირება)

ალერგიული რეაქციები (სეზონური ალერგიის ჩათვლით)

ჰიპოკალემია(სისხლში კალიუმის რაოდენობის დაცემა)

შარდმჟავას მაჩვენებლის მაღალი მაჩვენებლები

სისხლში ნატრიუმის ანორმალური მაჩვენებლები

ჰიპოკალცემია (სისხლშ კალციუმის დაბალი დონე)

ჰიპერგლიკემია (სისხლში შაქრის მაღალი დონე)

ჰიპოფოსფატემია (სისხლშიფოსფორის დაბალი დონე)

სითხის დაკარგვა (პირველი ნიშნებია წყურვილი და მსუბუქი თავის ტკივილი. გაუწყლოვანება თუ მატულობს, შარდის ფერი გამუქდება).

ფსიქიკური ცვლილებები (დეპრესიის ჩათვლით)

შფოთვითი მდგომარეობა

ჩაძინების გაძნელება

მგრძნობელობის დარღვევები-ჩხვლეტის , დაბუჟების, წვის შეგრძნება

მიგრენი

ნერვული ფესვების კომპესია(წელის და ფეხის ტკივილის ჩათვლით)

მხედველობის დარღვევები

თვალის ანთება

თვალის შესივება

ვერტიგო(წონასწორობის დარღვევასთან დაკაშირებული გაბრუება და თავბრუსხვევა)

გულის ცემის გახშირება

მაღალი არტერიული წნევა

შეხურება(შეხურების შეგრძნება)

ჰემატომა (სისხლძარღვების გარეთ სისხლის დაგროვება)

ხველა

ასთმა

ჰაერის უკმრისობა

კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა(წითელი ანდა შავი ფერის, სისხლნარევი განავალი)

დისპეფსია (საჭმლის მონელების სისტემის პრობლემები, კუჭის შებერილობა, გულძმარვა)

რეფლუქსი(გამიოვლინდება საყლაპავში წვის შეგრძნებით(გულმკერდის არეში შეიგძრნობა), კუჭის სითხის პირის ღრუში გადმოსვლა და მონელების პრობლემები).

Sicca-ს სინდრომი (თვალის და პირის ღრუში სიმშრალე)

ქავილი

გამონაყარი ქავილით

დალურჯებები

კანის ანთება (ჩირქოვანი ანთება), (ეგზემას მსგავსი)

ხელის და ფეხის თითების ფრჩხილების მტვრევა

ჭარბი ოფლიანობა

თმის ცვენა

ფსირიაზის განვითრება ანდა დამძიმება

კუნთების შეკუმშვები (სისხლში კრეატინ-ფოსფოკინაზას მაჩვენებლების მომატების ჩათვლით)

შარდში სისხლის არსებობა

თირკმლების უკმარისობა

ტკივილი მკერდში

ედემა (შეშუპება)

ცხელება

შედედების დარღვევები, (გახანგრძლივებული თრომბოპლასტინის დრო)

ავტოანტისხეულების დადებითი ტესტი (ორმაგი სპირლაური დნმ ანტისხეულის ჩათვლით) (ანტისხეულების წარმოება-არ წარმოების შემოწმებისთვის ტესტი)

სისხლში ლაქტატჰიდროგენაზას დონის მომატება

ჭრილობების შეხორცების დაგვიანება

ნაკლებად გავრცელებული:

პირობით-პათოგენური ინფექციები (სხეულის იმუნიტეტის დაქვეითებისას გამოვლენილი ინფექციები, ტუბერკულოზის ჩათვლით)

ნევროლოგიური ინფექციები (თავის ტვინის გარსების ვირუსული ინფექციის ჩათვლით)

თვალის ინფექციები

ბაქტერიული (ბაქტერიის სახელით ცნობილი მიკრობებით გამოწვეული) ინფექციები

დივერტიკულიტი (მსხვილი ნაწლავის ჩირქოვანი ანთება და ინფექციები (კრუნჩხვების მსგავსი მუცლის ტკივილი, მუცლის შებერილობის შეგრძნება, ყაბზობა, დიარეა, გულისრევა, ღებინება, მოშარდვისას წვის შეგრძნება)

სიმსივნე

ლიმფომა (ლიმფურ სისტემაზე მოქმედი სიმსივნე)

სოლიდური ორგანოს სიმსივნე (ძუძუს სიმსივნე, ფილტვების და ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის ჩათვლით)

მელანომა (კანის სიმსივნის სახეობა)

უცნობი მიზეზის მქონე თრომბოციტოპენიური პურპირა (კანში სისხლჩაქცევების სედეგად განვითრებული პატარა წითელი-ლურჯი ფერის გამონაყარი)

ფილტვებზე, კანსა და ლიმფურ კვანძებზე მოქმედი იმუნური დარღვევები (უმრავლეს შემთხვევაში სარკოიდოზის სახით გამოვლინდება)

ვასკულიტი (სისხლძარღვების ანთება)

კანკალი

ნეიროპათია (ნეიროპათია სხეულის ბევრ ორგანოზე ახდენს ზემოქმედებას, ამ დროს ვლინდება ნერვების დაზიანება, აღინიშნება ხელის, ფეხის და ტერფების ტკივილი, დაბუჟება, ჩხვლეტის შეგრძნება).

ინსულტი

გულის ფრიალი

მხედველობის გაორება

სმენის დაკარგვა, ყურებში ხმაური

გულის ცემის რითმის დარღვევა (წამიერი გაჩერების შეგრძნება)

გულის უკმარისობა, რომელიც იწვევს ჰაერის უკმარისობას ანდა კოჭების შეშუპებას

მიოკარდიუმის ინფარქტი

გულის უკმარისობა (ხშირად მკერდიდან მხარში, მკლავში კეფაში, კბილებში, ყბაში, მუცელში ანდა ზურგში გადამცემი ტკივილით ვლინდება. ამ ტკივილს შეიძლება თან ახლდეს ჰაერის უკმარისობა, ხველა, თავბრუსხვევა, გაბრუება, გონების დაკარგვა, გულისრევა და ღებინება)

არტერიის კედელში პარკისებრი ფორმაციის განვითარება, ვენების ანთებითი ცვლილებები და თრომბის განვითარება, სისხლძარღვების დახშობა.(დიაგნოზი ექიმის მხრიდან დაისმება, ნაკლებად იძლევა მანიშნებელ სიმპტომებს. შეიძლება გამოიწვიოს სხეულზე დალურჯებები, ტკივილი).

ჰაერის უკმარისობის გამომწვევი ფილტვების დაავადებები(ანთების ჩათვლით)

ფილტვების ემბოლია(ფილტვების სისხლძაღვების დახშობა:ვლინდება ჰაერის უკმარისობით, მკერდში ტკივილით, ხველით და პირიდან სისხლის გადმოსვლით, გონების დაკარგვით).

ფილტვების ინტერსტიციული დავადება (ფილტვებში ჰაერის ბუშტუკების ირგვლივ გასქელება)

ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ,სასუნთქი გზების შევიწროება)

ფილტვების ჩირქოვანი ანთება

პლევრალური ეფუზია(ფილტვების გარსში(პლევრაში) სითხის დაგროვება, ვლინდება:მკერდში ტკივილით, ხველით, ჰაერის უკმარისობით).

პანკრეასის ანთება, რომელიც მუცლის და ზურგის არეში ძლიერი ტკივილით ვლინდება.

ყლაპვის გაძნელება

სახის შესივება (ედემა)

ნაღვლის ბუშტის ანთება და ნაღვლის ბუშტში კენჭი (ვლინდება: მუცლის ტკივილით, სიყვითლით, შარდის გაწითლებით ანდა ყავისფერი ფერით, გულისრევით, ღებინებით და ხშირი ცხელებით)

ღვიძლის გაცხიმოვნება

ღამის ოფლიანობა

ჭრილობის (იარის)ნაწიბურები

კუნთების არანორმალური სისუსტე

სისტემური წითელი მგლურა (დაავადება, რომელიც კანის დაზიანებით ვლინდება, კანის, გულის, ფილტვების, სახსრების და სხვა ორგანოების სისტემური ანთებითი დაავადებებით ვლინდება)

ძილის დარღვევები

იმპოტენცია

ანთებითი პროცესები (ჩირქოვანი ანთება)

იშვიათი:

ლეიკემია (სისხლსა და ძვლის ტვინზე მოქმედი სიმსივნე)

სისხლში თრომბოციტების, თეთრი და წითელი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება

ძლიერი ალერგიული რეაქციები, რომელსაც თან ახლავს შოკი

მრავლობითი სკლეროზი (დიაგნოზი ექიმის მიერ დაისმება. ეს არის დაავადება, რომელიც თავის ტვინსა და ზურგის ტვინზე მოქმედებს. ვლინდება: მხედველობის დარღვევებით, დაღლილობით, დაბუჟების მსგავსი სიმპტომებით).

ნერვული სისტემის დაავადებები (მხედველობის ნერვის მწვავე ანთება) და კუნთების სისუსტე, არანორმალური შეგრძნებები, ხელებსა და სხეულის ზემო ნაწილებში შეკრთომის გამომწვევი გილიან-ბარის სინდრომის მსგავსი).

გულის ტუმბოს ფუნქციის შეჩერების შედეგად სისხლის მიმოქცევის უეცრად შეჩერება, რაც განაპირობებს გონების უეცარ დაკარგვას

პულმონალური ფიბროზი ( ფილტვებში ანთების შემდგომი კვალი, ვლინდება: მშრალი ხველით, ჰაერის უკმარისობით).

ნაწლავების გახვრეტა-პერფორაცია (ვლინდება:მუცლის ძლიერი ტკივილით, კანკალით, ცხელებით, გულისრევით, ღებინებით).

ჰეპატიტი (ღვიძლის ჩირქოვანი ანთება)

B ჰეპატიტის კვლავ გამწვავება

ავტოიმუნური ჰეპატიტი (იმუნური სისტემის დათრგუნვის გამო ღვიძლის ჩირქოვანი ანთება)

მულტიფორმული ერითემა (კანის დაავადება, რომელიც ხასიათდება სამიზნის მსგავსი დაზიანებებით)

კანის სისხლძარღვების ანთება (კანის ვასკულიტი)

სტივენს-ჯონსის სინდრომი(ადრეული სიმპტომები: სისუსტე, ცხელება, თავის ტკივილი, სიწითლე).

ალერგიულ რეაქციებთან დაკაშირებით სახის შეშუპება

ლუპუსის(მგლურას) მსგავსი სინდრომი (ვლინდება: სისუსტით, კანის გამონაყარით, სახსრების დაზიანებით და ცხელებით).

ანგიოედემა (კანის ლოკალური შეშუპება)

კანის ლიქენოიდული რეაქცია (მოწითალო-მოლურჯო ფერის კანის გამონაყარი, რომელსაც თან ახლავს ქავილი)

უცნობი:

ჰეპატოსპლენიკური T-უჯრედოვანი ლიმფომა (იშვიათი სისხლის სიმისვნე)

მერკელის უჯრედოვანი კარცინომა (კანის სიმსივნის სახეობა)

ღვიძლის უკმარისობა

დერმატომიოზიტი (კუნთების სისუსტე, რომელსაც თან ახლავს კანის სიწითლე)

სიმპტომების დამძიმება

ჰუმირას გამოყენებისას განხორციელებული კლინიკური კვლევებით დაფიქსირდა, რომ გამოვლენილ არასასურველ გვერდით ეფექტებს მანიშნებელი სიმპტომები არ აქვს, მხოლოდ სისხლის ანალიზით შეიძლება გამოვლენდეს. ესენია:

ძალიან გავრცელებული:

სისხლში თეთრი უჯრედების რაოდენობის დაცემა

სისხლში წითელი უჯრედების რაოდენობის დაცემა

სისხლში ლიპიდების მაღალი მაჩვენებელი

ღვიძლის ფერმენტების მაღალი მაჩვენებელი

გავრცელებული:

სისხლში თეთრი უჯრედების რაოდენობის მომატება

სისხლში თრომბიციტების რაოდენობის დაცემა (სისხლის შედედებაში მონაწილე სისხლის უჯრედები, თრომბოციტები)

სისხლში შარდმჟავას მაჩვენებლის მომატება

სისხლში ნატრიუმის ანორმალური მაჩვენებელი

სისხლში კალციუმის დაბალი მაჩვენებელი

სისხლში ფოსფატების დაბალი მაჩვენებელი

სისხლში შაქრის მაღლი მაჩვენებელი

სისხლში ლაქტატდეჰიდროგენაზას მაღალი მაჩვენებელი

სისხლში აუტოანტისხეულების არსებობა

სისხლში კალიუმის დაბალი მაჩვენებელი

ნაკლებად გავრცელებული:

სისხლში ბილირუბინის მაღალი მაჩვენებელი(ღვიძლის ფუნქციური სინჯით ვლინდება)

იშვიათი:

სისხლში თეთრი უჯრედების, წითელი უჯრედების და თრომბოციტების დაბალი მაჩვენებელი

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არის ანდა არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

  • ჰუმირას შენახვა

ჰუმირა, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას შეფუთვაში შეინახეთ.

შეინახეთ 2-80 C ტემპერატურაზე მაცივარში. არ გაყინოთ.

სინათლისგან დაცვის მიზნით გამოყენებისთვის მზა ინჟექტორი გამოყენებამდე თავის ყუთში შეინახეთ.

შენახვის ალტერნატიული პირობა:

საჭიროებისას (მაგ.მოგზაურობისას), გამოყენებისთვის მზა ინჟექტორი ოთახის ტემპერატურაზე ( 250 C ტემპერატურამდე), სინათლისგან დაცვის პირობით მაქსიმუმ 14 დღის განმავლობაში შეიძლება შეინახოთ. მაცივრიდან გამოტანილი და ოთახის ტემპერატურამდე დაყვანილი ინჟექტორი, კვლავ მაცივარში შენახვის შემთხვევაშიც 14 დღის განმავლობაში გამოყენებული უნდა იქნას ანდა თუ არ იქნება გამოყენებული, აუცილებლად გადაგდებული უნდაიქნას. ინჟექტორის მაცივრიდან გამოტანის პირველი დღე და გადაგდების, ანუ 14 დღის დასრულების თარიღი აუცილებლად ჩაინიშნეთ.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ჰუმირა არ გამოიყენოთ.

გამოყენების ბოლო ვადა მითითებული თვის ბოლო დღეა.

ვადა გადასული ანდა გამოუყენებლი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ!

ვადა გადასული ანდა გამოუყენებლი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ!

გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

ლიცენზიის მფლობელი:

შპს. AbbVie თიბბი ილაჩლარ სანაი ვე თიჯარეთ

უმრანიე/სტამბული/თურქეთი

წარმოების ადგილი:

Vetter Pharma-Fertigung GmBH&Co.KG,

Schützenstrasse, 88212 რავენსბურგი/გერმანია

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 14.02.2020-ში დამოწმებულია. თარჯიმანი ნაილა იდნოევი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა