ციპრინოლი
Ciprinol®
ციპრინოლის შემოგარსული ტაბლეტები წარმოადგენს ანტიბიოტიკს, რომელიც მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომლებიც ცნობილია ფტორქინოლონებად. პრეპარატის აქტიური ნივთიერება არის ციპროფლოქსაცინი. ციპროფლოქსაცინი მოქმედებს, ბაქტერიების განადგურების ხარჯზე, რომლებიც იწვევენ ინფექციას. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ციპროფლოქსაცინი (ciprofloxacin)
- ფორმა და შეფუთვა
- 250მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10
- მწარმოებელი
- KRKA, d.d., Novo mesto, სლოვენია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ფტორქინოლონები
- ATC კოდი
- J01MA02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-037584
- რეგისტრირებულია
- 17 მარტი 2023, მოქმედებს 17 მარტი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „პსპ ფარმა“
- GMP
- -
ციპრინოლი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ციპრინოლის შემოგარსული ტაბლეტები წარმოადგენს ანტიბიოტიკს, რომელიც მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომლებიც ცნობილია ფტორქინოლონებად. პრეპარატის აქტიური ნივთიერება არის ციპროფლოქსაცინი. ციპროფლოქსაცინი მოქმედებს, ბაქტერიების განადგურების ხარჯზე, რომლებიც იწვევენ ინფექციას. ის ეფექტურია მხოლოდ ბაქტერიის გარკვეული შტამების მიმართ.
უფროსები
ციპრინოლის შემოგარსული ტაბლეტები გამოიყენება უფროსებში შემდეგი ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ:
სასუნთქი გზების ინფექციები
ყურის ან სინუსის ხანგრძლივი ან განმეორებითი ინფექციები
საშარდე გზების ინფექციები
მამაკაცის და ქალის სასქესო ორგანოების ინფექციები
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ინტრა აბდომინალური ინფექციები
კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები
ძვლების და სახსრების ინფექციები
ინფექციების პროფილაქტიკისათვის, რომლებიც გამოწვეულია Neisseria meningitides ბაქტერიებით
ინჰალაციური ციმბირული წყლული.
ციპროფლოქსაცინის გამოყენება შესაძლებელია ლეიკოციტების დაბალი დონის მქონე პაციენტებში (ნეიტროპენია), რასაც ახლავს ცხელება და რომელიც, როგორც წესი, გამოწვეულია ბაქტერიული ინფექციებით.
თუ აღინიშნება რთული ინფექცია ან ეს ინფექცია გამოწვეულია რამოდენიმე ტიპის ბაქტერიებით, შესაძლოა საჭირო გახდეს ციპრინოლის შემოგარსულ ტაბლეტებზე სხვა ანტიბიოტიკებით დამატებითი მკურნალობის დანიშვნა.
ბავშვები და მოზრდილები
ბავშვებში და მოზრდილებში ციპრინოლის შემოგარსული ტაბლეტები გამოიყენება შემდეგი ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ:
ფილტვების და ბრონქების ინფექციები ბავშვებში და მოზრდილებში და მოზრდილებში კისტოზური ფიბროზის გამწვავება
შარდგამომყოფი გზების გართულებული ინფექციები, მათ შორის ინფექციები, რომლებშიც ჩათრეულია თირკმელები (პიელონეფრიტი)
ინჰალაციური ციმბირული წყლული
ციპრინოლის გამოყენება შესაძლებელია რთული ინფექციების სამკურნალოდ ბავშვებში და მოზრდილებში, როდესაც ექიმი საჭიროდ მიიჩნევს მისი გამოყენების აუცილებლობას.
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის უნდა მიიღოთ პრეპარატი ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული.
თქვენი ექიმი აგიხსნით ზუსტად რამდენი ციპრინოლის გარსით დაფარული ტაბლეტების მიღება მოგიწევთ, ასევე რა სიხშირით უნდა მიიღოთ ისინი და რამდენი ხნის განმავლობაში. ეს დამოკიდებული იქნება თქვენი ინფექციის სახეობაზე და მდგომარეობაზე.
აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ თირკმლის პრობლემები, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს დოზირების კორექცია.
მკურნალობა ჩვეულებრივ გრძელდება 5-დან 21 დღემდე, მაგრამ შესაძლებელია საჭირო გახდეს უფრო მეტი დროის მანძილზე გამოყენება რთული ინფექციებისას.
ტაბლეტები მიიღეთ ზუსტად ისე, როგორც დაგინიშნათ ექიმმა. მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ არ იცით, რამდენი ტაბლეტი უნდა მიიღოთ და როგორ უნდა მიიღოთ ციპრინოლის შემოგარსული ტაბლეტები.
ა.) ტაბლეტები უნდა გადაყლაპოთ მთლიანად დიდი რაოდენობით წყლის მიყოლებით. არ დაღეჭოთ ტაბლეტები, რადგან მათ აქვთ არასასიამოვნო გემო.
ბ.) შეეცადეთ მიიღოთ ტაბლეტები დღის ერთი და იმავე დროს.
გ.) ტაბლეტების მიღება შეგიძლიათ ჭამის დროს ან კვებებს შორის. კალციუმი, რომელიც შედის ზოგიერთი საკვების შემადგენლობაში, არ მოახდეს სერიოზულ ზეგავლენას ციპროფლოქსაცინის შეწოვაზე. თუმცა ციპრონოლის შემოგარსული ტაბლეტები არ უნდა მიიღოთ რძის პროდუქტებთან ერთად, როგორიცაა რძე ან იოგურტი, ან სასმელებთან ერთად, რომლებიც მდიდარია მინერალებით (მაგალითად, ფორთოხლის წვენი, კალციუმით მდიდარი წვენი).
არ დაგავიწყდეთ მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე ციპრინოლის შემოგარსული ტაბლეტებით მკურნალობის პერიოდში.
თუ მიიღეთ ციპრინოლის საჭიროზე მეტი დოზირება
თუ მიიღეთ დანიშნულ დოზაზე მეტი დოზირება, სასწრაფოდ უნდა მიმართოთ სამედიცინო დახმარებას. თან წაიღეთ ტაბლეტები ან წამლის შეფუთვა, რომ აჩვენოთ ექიმს.
თუ დაგავიწყდათ პრეპარატი ციპრინოლის მიღება
თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ ის როგორც კი გაგახსენდებათ მაშინვე. თუმცა თუ უკვე ახლოვდება მომდევნო დოზირების მიღების დრო, მაშინ უნდა გამოტოვოთ ეს დოზა და განაგრძოთ მიღება ჩვეულებრივ დოზირების რეჟიმის მიხედვით. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზირების კომპენსირების მიზნით. აუცილებლად უნდა განაგრძოთ მედიკამენტის მიღება მკურნალობის კურსის ბოლომდე.
თუ გსურთ პრეპარატი ციპრინოლის მიღების შეწყვეტა
მნიშვნელოვანია კურსის ბოლომდე დასრულება, მაშინაც კი თუ თქვენ რამოდენიმე დღის შემდეგ თავს იგრძნობთ უკეთ. თუ შეწყვიტავთ მკურნალობას ნაადრევად, არ მოხდება ინფექციის სრული განადგურება და შესაძლოა აღინიშნოს მისი სიმპტომების რეციდივი ან გაუარესება. ასევე შესაძლოა განვითარდეს ანტიბიოტიკის მიმართ რეზისტენტულობა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
სიფრთხილის ზომები
არ შეიძლება ციპრინოლის შემოგარსული ტაბლეტების გამოყენება შემდეგ შემთხვევებში:
თუ აღინიშნება ალერგია ციპროფლოქსაცინის მიმართ, სხვა ქინოლონების ან ამ პრეპარატში შემავალი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ (იხ. ნაწილი 6).
უკუნაჩვენებია ერთდროული გამოყენება თიზანიდინთან (იხ. ნაწილი 2, ,,სხვა პრეპარატები და ციპრინოლის შემოგარსული ტაბლეტები).
განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ციპრინოლის შემოგარსული ტაბლეტების გამოყენებამდე კონსულტაციისათვის.
ციპრინოლის შემოგარსული ტაბლეტების გამოყენებამდე
უნდა აცნობოთ ექიმს:
თუ ოდესმე გახასიათებდათ თირკმელების დარღვევები, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს მკურნალობის კორექცია.
თუ აღინიშნება ეპილეფსია ან სხვა ნევროლოგიური დარღვევები
თუ ციპრინოლის შემოგარსული ტაბლეტების მსგავსი ანტიბიოტიკებით წინა მკურნალობის დროს გამოვლინდა მყესების პრობლემები
თუ დაგიდგინდათ მსხვილი სისხლძარღვის გადიდება ან ,,გაფართოვება“ (აორტას ანევრიზმა ან მსხვილი სისხლძარღვის პეროფერიული ანევრიზმა)
თუ წარსულში გამოვლინდა აორტის დისექციის ეპიზოდი (კედლების გახლეჩვა);
თუ ოჯახურ ანამნეზში აღინიშნება ანევრიზმა ან აორტის განშრევება, ასევე სხვა რისკ- ფაქტორები ან სავარაუდო ეპიზოდები (მაგ., შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები, როგორიცაა მარფანის სინდრომი, ელერს-დანლოს სისხძარღვული ტიპის სინდრომი, ტაკაიასუს არტერიტი, გიგანტურ - უჯრედული არტერიტი, ბეხჩეტის დაავადება, სისხლის მაღალი წნევა, ან ცნობილი ათეროსკლეროზი, რევმატოიდული ართრიტი (სახსრების დაავადება) ან ენდოკარდიტი (გულის ინფექცია)).
თუ გაქვთ დიაბეტი, რადგან შესაძლოა განვითარდეს ჰიპოგლიკემია ციპროფლოქსაცინის გამოყენებისას,
თუ გაქვთ კუნთების სისუსტესთან დაკავშირებული დაავადების ტიპი (მიასთენია გრავისი), რადგან შესაძლოა აღნიშნოს მკურნალობისას სიმპტომების გაუარესება
თუ გაქვთ გულის პრობლემები. საჭიროა სიფრთხილე აღნიშნული პრეპარატის გამოყენებისას, თუ
აღინიშნება თანდაყოლილი ან ოჯახურ ანამნეზში QT ინტერვალის გახანგრძლივება (ეკგ, ელექტრონული გულის ჩანაწერი);
მარილების დისბალანსი სისხლში (განსაკუთრებით კალიუმის ან მაგნიუმის ნაკლებობა სისხლში);
ძალიან შენელებული გულის რითმი (ბრადიკარდია);
გულის ფუნქციის დარღვევა (გულის უკმარისობა;
გულის შეტევა ანამნეზში (მიოკარდის ინფარქტი);
თუ ხართ მდედრობითი სქესის ან ხანდაზმული;
ან თუ იღებთ სხვა პრეპარატებს, რომლებიც იწვევენ ეკგ-ს ანომალიურ ცვლილებებს (იხ. ნაწილი სხვა პრეპარატები და ციპრინოლის შემოგარსული ტაბლეტების ერთდროული გამოყენება);
თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრებს ახასიათებთ გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი (G6PD), რადგან შესაძლოა აღინიშნოს ანემიის განვითარება ციპროფლოქსაცინის გამოყენებისას.
ამ მედიკამენტის გამოყენებამდე
არ შეიძლება ფტორქინოლონის/ქინოლონის ანტიბაქტერიული პრეპარატების, მათ შორის ციპრინოლის გამოყენება, თუ წარსულში გამოვლინდა ნებისმიერი სერიოზული გვერდითი რეაქციები ქინოლონის ან ფტორქინოლონის მიმართ. ასეთ შემთხვევებში უნდა აცნობოთ ექიმს ამის შესახებ რაც შეიძლება სწრაფად.
ქინოლონის ანტიბიოტიკებმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის მატება ნორმალურ დონესთან შედარებით (ჰიპერგლიკემია) ან სისხლში შაქრის დონის ნორმალურ დონეზე დაბლა დაქვეითება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გონების დაკარგვა. (ჰიპოგლიკემიური კომა) მძიმე შემთხვევებში (იხ. ნაწილი 4). ეს მნიშვნელოვანია დიაბეტით დაავადებულთათვის. თუ გაწუხებთ შაქრიანი დიაბეტი, უნდა ჩატარდეს თქვენი სისხლში შაქრის მკაცრი მონიტორინგი.
ზოგიერთი სასქესო გზების ინფექციების სამკურნალოდ ექიმმა შესაძლოა დანიშნოს დამატებით კიდევ ერთი ანტიბიოტიკი ციპროფლოქსაცინთან ერთად. თუ მკურნალობის 3 დღის შემდეგ არ აღინიშნება სიმპტომების გაუმჯობესება, უნდა მიმართოთ ექიმს.
ციპრინოლის შემოგარსული ტაბლეტების მკურნალობის პერიოდში
აცნობეთ ექიმს, თუ გამოვლინდება შემდეგი მოვლენებიდან რომელიმე პრეპარატი ციპრინოლის შემოგარსული ტაბლეტების გამოყენებისას. ექიმმა შესაძლოა შეწყვიტოს მკურნალობა.
რთული, უეცარი ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსიური რეაქცია/შოკი, ანგიოშეშუპება). ასევე თუ პირველი დოზის მიღებისას არსებობს იმის ალბათობა, რომ შესალოა გამოვლინდეს სერიოზული ალერგიული რეაქციები, რომლებთაც ახასიათებთ შემდეგი სიმპტომები: მკერდის არეში ზეწოლის შეგრძნება, თავბრუსხვევა, ტკივილი, სისუსტე ან თავბრუსხვევა წამოდგომისას. თუ ვლინდებიან ეს სიმპტომები, უნდა შეწყვიტოთ ციპრინოლის გამოყენება და სასწრაფოდ მიმართოთ ექიმს.
ამ მედიკამენტის გამოყენებისას
სახსრების ტკივილი და შეშუპება, ასევე მყესების ანთება ან გახლეჩვა შესაძლოა გამოვლინდეს იშვიათად. რისკი იზრდება ხანდაზმულ პაციენტებში (60 წელზე უფროსებში), ასევე პაციენტებში ორგანოს ტრანსპლანტაციით, თირკმელების პრობლემებისას ან კორტიკოსტეროიდებით მკურნალობისას.
მყესების ანთება და გახლეჩვა შესაძლოა გამოვლინდეს ციპროფლოქსაცინით მკურნალობის დასრულებიდან რამოდენიმე თვეების განმავლობაშიც კი. მყესების ტკივილის ან ანთების პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე (მაგ., ხელის გულების, მაჯის, მტევნის, ბეჭის ან მუხლის არეში) უნდა შეწყვიტოთ ციპრინოლის შემოგარსული ტაბლეტების გამოყენება და უნდა მიმართოთ ექიმს და უზრუნველყოთ მტკივნეული ნაწილის განტვირთვა. მოერიდეთ არასაჭირო დატვირთვას, რადგან ასეთ დროს შესაძლოა გაიზარდოს მყესის გახლეჩვის რისკი.
თუ გაქვთ ეპილეფსია ან სხვა ნევროლოგიური დაავადებები, როგორიცაა მაგალითად ცერებრალური იშემია ან ინსულტი, შესაძლოა გამოვლინდეს გვერდით ეფექტები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ ციპრინოლის შემოგარსული ტაბლეტებით მკურნალობის პერიოდში. ასეთი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, უნდა შეწყვიტოთ ციპრინოლის შემოგარსული ტაბლეტების მიღება და სასწრაფოდ მიმართოთ ექიმს.
შესაძლოა აღინიშნოს ფსიქიური რეაქციები ციპრინოლის შემოგარსული ტაბლეტების პირველი გამოყენების შემდეგ. თუ გაქვთ დეპრესია ან ფსიქოზი, შესაძლოა აღინიშნოს სიმპტომების გაუარესება ციპრინოლის შემოგარსული ტაბლეტების მკურნალობის დროს. იშვიათ შემთხვევებში დეპრესიამ და ფსიქოზმა შესაძლოა განიცადოს პროგრესირება თვითმკვლელობის აზრებამდე, სუიციდურ მცდელობებამდე ან სუიციდამდე. თუ ვლინდება მსგავსი სიმპტომები უნდა შეწყვიტოთ ციპრინოლის შემოგარსული ტაბლეტების მიღება და სასწრაფოდ მიმართოთ ექიმს.
იშვიათად შესაძლოა გამოვლინდეს ნერვის დაზიანების (ნევროპათიის) სიმპტომები, როგორიცაა ტკივილი, წვა, ჩხვლეტა, დაბუჟება და/ან სისუსტე, განსაკუთრებით ტერფებზე და ხელ-ფეხზე და ხელის-გულებზე. ასეთის გამოვლენის შემთხვევაში უნდა შეწყვიტოთ ციპრინოლის მიღება და დროულად მიმართოთ ექიმს, რომ მოხდეს პოტენციურად არარევერსული მდგომარეობის განვითარების შეჩერება.
დიარეა შესაძლოა განვითარდეს ანტიბიოტიკების მიღებისას, მათ შორის ციპრინოლის შემოგარსული ტაბლეტების გამოყენების დროსაც, ასევე მისი მიღების შეწყვეტიდან რამოდენიმე კვირის შემდეგაც კი. თუ აღინიშნება ძლიერი ან ქრონიკული დიარეა ან თუ შენიშნეთ, რომ განავალში აღინიშნება სისხლი ან ლორწო, სასწრაფოდ უნდა აცნობოთ ამის შესახებ ექიმს. ციპრინოლის მიღება სასწრაფოდ უნდა შეწყდეს, რადგან ეს მდგომარეობა შესაძლოა იყოს სიცოცხლისათვის საშიში. არ მიიღოთ პრეპარატები, რომლებიც იწვევენ პერისტალტიკის შეჩერებას ან შენელებას.
თუ ვლინდება მხედველობის გაუარესება ან ნებისმიერი გვერდითი ეფექტები თვალების მხრივ, უნდა სასწრაფოდ მიმართოთ სპეციალისტს კონსულტაციისათვის.
შესაძლოა თქვენი კანი უფრო მგრძნობიარე გახდეს მზის სხივების ან ულტრაიისფერი (UV) სინათლის მიმართ ციპრინოლის შემოგარსული ტაბლეტების მკურნალობის პერიოდში. უნდა მოერიდოთ ძლიერ მზის დასხივებას ან ხელოვნურ ულტრაიისფერ სხივებს, მაგალითად სოლარიუმს.
სისხლის ან შარდის ანალიზის ჩაბარებისას აცნობეთ ექიმს ან ლაბორატორიის თანამშრომელს, რომ იღებთ ციპრინოლის შემოგარსულ ტაბლეტებს.
თუ აღინიშნება თირკმელების დარღვევები, უნდა მიმართოთ ექიმს კონსულტაციისათვის, რადგან შესაძლოა მან მოახდინოს დოზირების კორექცია.
ციპრინოლის შემოგარსულმა ტაბლეტებმა შესაძლოა გამოიწვიონ ღვიძლის დაზიანება. თუ შენიშნავთ ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა გემოს დაკარგვა, სიყვითლე, მუქი შარდი, ქავილი ან ტკივილი კუჭის არეში, უნდა შეწყვიტოთ ციპრინოლის შემოგარსული ტაბლეტების მიღება და სასწრაფოდ მიმართოთ ექიმს.
ციპრინოლმა შესაძლოა გამოიწვიოს ლეიკოციტების რიცხვის შემცირება და თქვენი ორგანიზმის რეზისტენტულობის დაქვეითება ინფექციების მიმართ. თუ გაქვთ ინფექცია სიმპტომების თანხლებით, როგორიცაა ცხელება და ზოგადი მდგომარეობის სერიოზული გაუარესება, ან ცხელება ადგილობრივ სიმპტომებთან ერთად (როგორიცაა ყელის/პირის არეში ტკივილი ან შარდვის პრობლემები), სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. უნდა ჩატარდეს სისხლსი ანალიზი ლეიკოციტების რაოდენობის სავარაუდო შემცირებაზე (აგრანულოციტოზი). უნდა აცნობოთ ექიმს აუცილებლად, რომ იღებთ ამ მედიკამენტს.
თუ შეიგძენით უეცარი ტკივილი მუცელში, მკერდში ან ზურგში, რაც შესაძლოა იყოს აორტის ენევრიზმის ან დისექციის სიმპტომი, სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს გადაუდებელ სასწრაფო დახმარების განყოფილებაში. ეს რისკი შესაძლოა გაიზარდოს ერთდროულად სისტემური კორტიკოსტეროიდებით მკურნალობისას.
თუ გამოვლინდა უეცარი ქოშინი, განსაკუთრებით წამოდგომისას ან შეამჩნევთ ტერფების, ტერფების ან მუცლის შეშუპებას, ან ახალი გულის პალპიტაციის დაწყებას (სწრაფი ან არარეგულარული გულისცემის შეგრძნება), დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს.
ხანგრძლივი, დამაინვალიდირებელი და პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული გვერდითი ეფექტები
ფტორქინოლონური/ქინოლონური ანტიბაქტერიული საშუალებების, მათ შორის ციპროფლოქსაცინის გამოყენებასთან ასოცირდებოდა ძალიან იშვიათ, მაგრამ სერიოზულ არასასურველ ეფექტების გამოვლენასთან, რომელთაგანაც ზოგიერთი მათგანი შენარჩუნდა ხანგრძლივად (რამოდენიმე თვეების ან წლის განმავლობაში), და რომლებიც იწვევდნენ შრომის უუნარობას ან იყო პოტენციურად არარევერსული. ეს რეაქციები მოიცავენ მყესების არეში ტკივილს, ზედა და ქვედა კიდურების სახსრების და კუნთების ტკივილს, სიარულის გართულებას, ანომალიურ შეგრძნებებს, როგორიცაა ჩხვლეტა, ღიტინი, დაბუჟება ან წვა (პარესთეზია), სენსორული დარღვევები, მათ შორის მხედველობის, გემოს და ყნოსვის გაუარესება, სმენის დაქვეითება, დეპრესია, მეხსიერების გაუარესება, ძლიერი დაღლილობა და ძილის რთული დარღვევები.
თუ ციპრონოლით მკურნალობის პერიოდში გამოვლინდა ამ გვერდითი ეფექტებიდან რომელიმე, სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს მკურნალობის გაგრძელებამდე. ექიმი თქვენთან ერთად მიიღებს გადაწყვეტილებას მკურნალობის გაგრძელების შესახებ, ასევე სხვა კლასის ანტიბიოტიკის გათვალისწინებით.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ სხვა ნებისმიერ მედიკამენტს, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ისინი ან აპირებთ ნებისმიერი მედიკამენტის მიღებას.
არ მიიღოთ ციპრინოლი თიაზიდებთან ერთად, რადგან შესაძლოა განვითარდეს გვერდითი მოვლენები, როგორიცაა არტერიული წნევის დაცემა და ძილიანობა (იხ. ნაწილი 2: არ შეიძლება ციპრინოლის მიღება).
ცნობილია, რომ შემდეგი მედიკამენტები ურთიერთქმედებენ ციპრინოლის შემოგარსულ ტაბლეტებთან ორგანიზმში. ციპრინოლის გარსით დაფარული ტაბლეტების მიღებამ ამ მედიკამენტებთან ერთად შეიძლება გავლენა მოახდინოს ამ მედიკამენტების თერაპიულ ეფექტზე. მას ასევე შეუძლია გაზარდოს გვერდითი ეფექტების ალბათობა.
აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ შემდეგ პრეპარატებს:
K ვიტამინის ანტაგონისტები (ვარფარინი, აცენოკუმაროლი, ფენპროკუმონი ან ფლუინდიონი) ან სხვა პერორალური ანტიკოაგულურები (სისხლის შედედების საწინააღმდეგო საშუალებები)
პრობენეციდი (პოდაგრის სამკურნალოდ)
მეთოტრექსატი (ზოგიერთ ტიპის კიბოს, ფსორიაზის, რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ)
თეოფილინი (სუნთქვის პრობლემების სამკურნალოდ)
თიზანიდინი (კუნთების რიგიდულობის სამკურნალოდ გაფანტული სკლეროზისას)
კლოზაპინი (გამოიყენება ფსიქიური დარღვევებისას)
ოლანზაპინი (გამოიყენება ფსიქიური დარღვევებისას)
როპინიროლი (პარკინსონის დაავადებისას)
ფენიტოინი (კრუნჩხვების სამკურნალოდ)
მეტოკლოპრამიდი (ღებინების და გულისრევისას)
ციკლოსპორინი (ორგანოს უკუგდების პრევენციისათვის)
სხვა მედიკამენტები, რომლებსაც შეუძლიათ შეცვალონ თქვენი გულის რიტმი: მედიკამენტები, რომლებიც მიეკუთვნებიან ანტიარითმული საშუალებების ჯგუფს (მაგ.: ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი, ამიოდარონი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ზოგიერთი ანტიმიკრობული საშუალება (რომლებიც მიეკუთვნებიან მაკროლიდების ჯგუფს), ზოგიერთი ანტიფსიქოზურები.
ციპრონოლის შემოგარსულმა ტაბლეტებმა შესაძლოა გაზარდოს სისხლში შემდეგი პრეპარატების დონე:
პენტოქსფილინი (სისხლის მიმოქცევის დარღვევისას)
კოფეინი
დულოქსეტინი (გამოიყენება დეპრესიის, დიაბეტური ნერვის დაზიანების დროს)
ლიდოკაინი (ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება)
სილდენაფილი (ერექციის დისფუნქციის სამკურნალოდ)
აგომელატინი
ზოლპიდემი
ზოგიერთმა სამკურნალო საშუალებებმა შესაძლოა შეამცირონ ციპრინოლის შემოგარსული ტაბლეტების ეფექტი.
აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ ან აპირებთ შემდეგი პრეპარატების მიღებას:
ანტაციდები,
ომეპრაზოლი (გამოიყენება კუჭის წყლულისას)
მინერალური დანამატები
სუკრალფატი
პოლიმერული ფოსფატის შემაკავშირებელი საშუალება (მაგალითად, სეველამერი ან ლანთანის კარბონატი)
პრეპარატები ან დანამატები, რომლებიც შეიცავენ კალციუმს, მაგნიუმს, ალუმინს ან რკინას.
თუ აუცილებელია ამ პრეპარატების გამოყენება, უნდა მოხდეს ციპრინოლის შემოგარსული ტაბლეტების მიღება ერთი-ორი საათით ადრე ამ პრეპარატების მიღებამდე ან მათი მიღების შემდეგ სულ მცირე ოთხი საათის შემდეგ.
ციპრინოლის შემოგარსული ტაბლეტების მიღება საკვებ და სასმელ პროდუქტებთან მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია ციპრინოლის შემოგარსული ტაბლეტების მიღება საკვების მიღების დროს, მაინც უნდა მიიღოთ რძის პროდუქტები ან სასმელები (როგორიცაა რძე ან იოგურტი) ან კალციუმით მდიდარი სასმელების მიღებას ტაბლეტების მიღების დროს, რადგან მათ შესაძლოა შეამცირონ აქტიური ნივთიერების აბსორბცია.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ჩვილს ძუძუთი, ეჭვობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარტის გამოყენებამდე უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის.
თუ შესაძლებელია უნდა მოერიდოთ ციპრინოლის შემოგარსული ტაბლეტების გამოყენებას ორსულობის დროს.
არ მიიღოთ ციპრინოლი ლაქტაციის პერიდში, რადგან ციპროფლოქსაცინი გამოიყოფა დედის რძეში და შესაძლოა ზიანი მიაყენოს თქვენს ჩვილს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ციპრინოლის შემოგარსული ტაბლეტების მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს სიფხიზლის დაქვეითება. შეიძლება აღინიშნოს ზოგიერთი ნევროლოგიური გვერდითი მოვლენა. ამიტომ დარწმუნდით იმაში, რომ ზუსტად იცით, თუ როგორ მოქმედებს თქვენზე ციპრინოლი ავტომობილის მართვამდე ან მექანიზმებთან მუშაობამდე, თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის.
ციპრინოლის შემოგარსული ტაბლეტები შეიცავენ ნატრიუმს
ეს წამალი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) დოზაზე, ანუ არსებითად "ნატრიუმისგან თავისუფალია".
გვერდითი მოვლენები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ამ მედიკამენტმაც შესაძლოა გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.
ხშირი გვერდითი ეფექტები (შესაძლოა გამოვლინდეს 10 -პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში):
ღებინება, დიარეა
სახსრების ტკივილი ბავშვებში
არახშირი გვერდითი ეფექტები: (შესაძლოა გამოვლინდეს 100 პაციენტიდან 1-მდე):
სოკოვანი სუპერ-ინფექციები
სისხლის თეთრი უჯრედების სახეობის კონცენტრაციის გაზრდა, რომლებიც ცნობილია, როგორც ეოზინოფილები
მადის დაკარგვა
ჰიპერაქტივობა ან აღგზნება
თავის ტკივილები, თავბრუსხვევა, ძილის დარღვევები ან გემოს დარღვევები
ღებინება, მუცლის ტკივილი, საჭმლის მონელების დარღვევები, როგორრიცაა კუჭის (დისპეფსია/გულძმარვა) ან მეტეორიზმი
სისხლის ზოგიერთი ნივთიერებების რაოდენობის გაზრდა (ტრანსამინაზების და/ან ბილირუბინის)
კანზე გამონაყარი, ქავილი ან ჭინჭრის ციება
სახსრების ტკივილი უფროსებში
თირკმელების ფუნქციის უკმარისობა
ტკივილი კუნთებში და ძვლებში, შეუძლოდ ყოფნა (ასთენია) ან ცხელება
სისხლში ტუტე ფოსფატაზას დონის გაზრდა (სისხლის ქიმიური ნივთიერება)
იშვიათი გვერდით მოვლენები: (ვლინდება 1000 პაციეტიდან 1-მდე):
ნაწლავის ანთება (ფსევდომემბრანული კოლიტი), რაც კავშირშია ანტიბიოტიკების გამოყენებასთან (შესაძლოა იქონიოს ლეტალური შედეგი ძალიან იშვიათ შემთხვევებში) (იხ. ნაწილი 2: ,,გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები“)
სისხლის უჯრედების რაოდენობის ცვლილებები (ლეიკოპენია, ლეიკოციტოზი, ნეიტროპენია, ანემია), თრომბოციტების რაოდენობის გაზრდა ან შემცირება
ალერგიული რეაქციები, შეშუპება (ოდემა) ან კანის და ლორწოვანი გარსის სწრაფი შეშუპება (ანგიოშეშუპება)
სისხლში შაქრის დონის გაზრდა (ჰიპერგლიკემია)
სისხლში შაქრის დონის შემცირება (ჰიპოგლიკემია) (იხ. ნაწილი: 2 ,,გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები“)
გონების დაბინდვა, დეზორიენტაცია, შფოთი, კოშმარები, დეპრესია (პოტენციურად იწვევს თვითმკვლელობის აზრებს, მცდელობებს ან სუიციდს), ჰალუცინაცია.
დაბუჟების და ჩხვლეტის შეგრძნება, უჩვეულო შეგრძნებები, კანის მგრძნობელობის შემცირება, ტრემორი, კრუნჩხვა (იხ. პუნქტი 2: ,,გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები“) ან თავბრუსხვევა
მხედველობის პრობლემები (თვალებში გაორება)
ყურებში შუილი, სმენის დაკარგვა, სმენის დარღვევა
გულისცემის გახშირება (ტაჰიკარდია)
სისხლძარღვების გაფართოვება (ვაზოდილატაცია), წნევის დაცემა ან გულყრის მდგომარეობა
სუნთქვის გართულება, ასთმური სიმპტომების ჩათვლით
ღვიძლის ფუნქციის დარღვევები, სიყვითლე (ქოლესტაზური სიყვითლე), ან ჰეპატიტი
სინათლის მიმართ მგრძნობელობა (იხ. პუნქტი 2: ,,გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები“)
კუნთების და სახსრების ტკივილები, სახსრების ანთება, კუნთების ტონუსის გაზრდა ან სპაზმი
თირკმლის უკმარისობა, სისხლი ან კრისტალები შარდში (იხ. პუნქტი 2: ,,გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები“), შარდგამომყოფი გზების ანთება
სითხის შეკავება (ოდემა) ან ჭარბი ოფლიანობა
ამილაზას ფერმენტების დონის მომატება
ძალიან იშვიათი გვერდით მოვლენები: (შესაძლოა აღინიშნოს 10000 პაციენტიდან 1-მდე)
სისხლის გარკვეული წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ჰემოლიზური ანემია), სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის საშიში დაცემა (აგრანულოციტოზი), სისხლში წითელი და თეთრი უჯრედების და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (პანციტოპენია), რაც შესაძლოა იყოს სასიკვდილო. ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვა, რაც შესაძლოა იყოს სიცოცხლისათვის სახიფათო (იხ. პუნქტი 2: ,,გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები“).
რთული ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური რეაქცია და ანაფილაქტოიდური შოკი, რომელიც შესაძლოა იყოს ფატალური - შრატისმიერი დაავადება) (იხ. ნაწილი 2: ,,გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები“).
ფსიქიური დარღვევები (ფსიქოზური რეაქციები, რაც პოტენციურად იწვევენ სუიციდურ აზრებს, მცდელობებს ან სუიციდურ ქმედებებს) (იხ. პუნქტი 2: ,,გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები“)
შაკიკი, კოორდინაციის დარღვევა, სიარულის დისბალანსი (სიარულის დარღვევა), ყნოსვის დარღვევა, მომატებული შიდაქალის წნევა (ინტრაკრანეალური წნევის გაზრდა)
ფერების აღქმის დარღვევა
სისხლძარღვების კედლების ანთება (ვასკულიტი)
კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება
ღვიძლის უჯრედების კვდომა (ღვიძლის ნეკროზი), ძალიან იშვიათად იწვევს სიცოცხლისათვის საშიშ ღვიძლის უკმარისობას
კანზე მცირე, წერტილოვანი სისხლჩაქცევები (პეტექიები), კანზე სხვადასხვა სახის გამონაყარი ან დაყრა (მაგალითად, პოტენციურად ლეტალური სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი)
კუნთების სისუსტე, მყესების ანთება, მყესების გახლეჩვა – განსაკუთრებით ტერფის უკანა ნაწილზე დიდი მყესების (აქილევსის მყესი) (იხ. ნაწილი 2: ,,გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები“), მიასთენიის სიმპტომების გაუარესება (იხ. ნაწილი 2: ,,გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები“).
უცნობია სიხშირე: (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით)
ნერვულ სისტემასთან ასოცირებული სიმპტომები, როგორიცაა ტკივილი, წვა, ჩხვლეტა, დაბუჟება და/ან სისუსტე კიდურებში (პეროფერიული ნევროპათია და პოლინევროპათია)
ძალიან აჩქარებული გულისცემა, სიცოცხლისათვის საშიში არარეგულარული გულის რითმი, გულის რითმის ცვლილებები (ეგრეთ წოდებული ,,QT ინტერვალის გახანგრძლივაბა“, რაც ვლინდება ეკგ-ზე)
პუსტულარული გამონაყარი
სისხლდენის რისკის გაზრდა (პაციენტებში, რომლებიც იღებენ სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატებს)
ძლიერი აღგზნებადობის (მანია) შეგრძნება ან მომატებული ოპტიმიზმის შეგრძნება და ჰიპერაქტიულობა (ჰიპომანია)
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ეგრეთ წოდებული DRESS (რეაქცია სამკურნალო საშუალებებზე ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით)
სინდრომი, რაც ასოცირდება წყლის გამოყოფის დარღვევასთან და ნატრიუმის დაბალ დონესთან (SIADH).
ცნობიერების დაკარგვა სისხლში შაქრის დონის მკვეთრი დაქვეითების გამო (ჰიპოგლიკემიური კომა). იხილეთ ნაწილი 2.
არსებობს ცნობები ძალიან იშვიათი, ხანგრძლივი (თვეების და წლების მანძილზე) ან ქრონიკული გვერდითი რეაქციების შესახებ, როგორიცაა მყესების ანთება, მყესების გახლეჩვა, სახსრების ტკივილი, კიდურების ტკივილი, სიარულის გართულება, ანომალიური შეგრძნებები, როგორიცაა კიდურების ტკივილი, წვა, ჩხვლეტა, დაბუჟება ან სისუსტე (ნეიროპათია), დეპრესია, სისუსტე, მეხსიერების, ძილის, სმენის, მხედველობის, გემოს და ყნოსვის დარღვევა, რაც კავშირშია ქინოლონების და ფტორქინოლონების გამოყენებასთან, ზოგიერთ შემთხვევაში წინმსწრები რისკ-ფაქტორების არსებობისგან დამოუკიდებლად.
პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ფტორქინოლონებს, დაფიქსირდა აორტის კედლის გადიდებისა და შესუსტების ან აორტის კედლის რღვევის შემთხვევები (ანევრიზმა და დისექცია), რომელიც შეიძლება გასკდეს და შეიძლება ფატალური იყოს, ასევე დაფიქსირდა გულის სარქველების გაჟონვა. ასევე იხილეთ ნაწილი 2.
არასასურველი რეაქციების შეტყობინება
თუ გამოვლინდება ნებისმიერი არასასურველი რეაქცია, უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ასევე ისეთ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. არასასურველი რეაქციების გამოვლენის შესახებ ინფორმაცია თქვენ შეგიძლიათ ასევე მიაწოდოთ ეროვნული შეტყობინების სისტემის მეშვეობით მისამართზე:
ფარმაციის და ჯანსაღი საკვების ეროვნული ინსტიტუტი
საფოსტო ყუთი 450
H - 1372 ბუდაპეშტი
ვებ-გვერდი: www.ogyei.gov.hu
არასასურველი რეაქციების შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ წამლის უსაფრთხო გამოყენების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
შემადგენლობა
რას შეიცავენ ციპრინოლის შემოგარსული ტაბლეტები
- აქტიური ნივთიერება არის:
ციპრინოლი 250 მგ შემოგარსული ტაბლეტები
250 მგ ციპროფლოქსაცინი (291 მგ ციპროფლოქსაცინის ჰიდროქლორიდის სახით)
ციპრინოლი 500 მგ შემოგარსული ტაბლეტები
500 მგ ციპროფლოქსაცინი (582 მგ ციპროფლოქსაცინის ჰიდროქლორიდის სახით)
ციპრინოლი 750 მგ შემოგარსული ტაბლეტები
750 მგ ციპროფლოქსაცინი (873 მგ ციპროფლოქსაცინის ჰიდროქლორიდის სახით)
- დამხმარე ნივთერებებია:
ტაბლეტის გარსი: კაჟბადის დიოქსიდი უწყლო კოლოიდური, მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ნატრიუმის ტიპი A კარბოქსიმეთლის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა.
ტაბლეტის გარსი: პროპილენგლიკოლი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E171), ჰიპრომელოზა.
იხილეთ ნაწილი 2 ,,ციპრინოლის შემოგარსული ტაბლეტები შეიცავენ ნატრიუმს“.
ციპრინოლი 250 მგ შემოგარსული ტაბლეტები
თეთრი, მრგვალი, შემოგარსული ტაბლეტი, ცალ მხარეს გამყოფი ნაზოლით. ტაბლეტის გაყოფა შესაძლებელია ორ თანაბარ დოზად.
ციპრინოლი 500 მგ შემოგარსული ტაბლეტები
თეთრი, ოვალური, შემოგარსული ტაბლეტი, ცალ მხარეს გამყოფი ნაზოლით. ნაზოლის ხაზი განკუთვნილია მხოლოდ ტაბლეტის გატეხვისათვის გადაყლაპვის გაადვილების მიზნით და არა თანაბარ დოზებად დაყოფისთვის.
ციპრინოლი 750 მგ შემოგარსული ტაბლეტები
თეთრი, ოვალური, გარსით დაფარული ტაბლეტი, ორივე მხარეს გამყოფი ნაზოლით. ნაზოლის ხაზი განკუთვნილია მხოლოდ ტაბლეტის გატეხვისათვის გადაყლაპვის გაადვილების მიზნით და არა თანაბარ დოზებად დაყოფისთვის.
PVC/PVdC//Alu ბლისტერული შეფუთვა 10 შემოგარსული ტაბლეტით მოთავსებულია კოლოფში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მიწოდების ფორმა.
შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისთვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას.
ინახება არაუმეტეს 30 °C ტემპერატურის პირობებში.
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე ან ბლისტერზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის ,,EXP‘‘ გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.
არ გადააგდოთ პრეპარატი საყოფაცხოვრებო წყლებში ან კანალიზაციაში. დააზუსტეთ ფარმაცევტთან პრეპარატის უტილიზაციის წესები. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერისა
ინსტრუქცია პრეპარატის სამედიცინო გამოყენების შესახებ - ინფორმაცია პაციენტებისათვის
ციპრინოლი® 250 მგ შემოგარსული ტაბლეტები
ციპრინოლი® 500 მგ შემოგარსული ტაბლეტები
ციპრინოლი® 750 მგ შემოგარსული ტაბლეტები
ციპროფლოქსაცინი
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მთლიანი ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციებს.
შეინახეთ ეს ფურცელჩანართი. შესაძლოა კიდევ დაგჭირდეთ მოგვიანებით მისი წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს პრეპარატი დაგენიშნათ თქვენ ინდივიდუალურად. ნუ გადასცემთ მას სხვას გამოყენებისათვის. პრეპარატმა შესაძლოა ზიანი მიაყენოს სხვას იმ შემთხვევაშიც, თუ მასაც აღენიშნება მსგავსი სიმპტომები.
თუ გამოვლინდება ნებისმიერი არასასურველი რეაქციები, უნდა მიმართოთ მკურნალო ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული რეკომენდაცია ეხება ასევე ნებისმიერ მოსალოდნელ გვერდით ეფექტებს, მათ შორის ისეთებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციის პუნქტში 4.
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს:
- რას წარმოადგენს ციპრინოლი შემოგარსული ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება
- ინფორმაცია ციპრინოლის შემოგარსული ტაბლეტების გამოყენებამდე
- ციპრინოლის შემოგარსული ტაბლეტების მიღების წესი
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
- ციპრინოლის შემოგარსული ტაბლეტების შენახვის პირობები
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები
- რას წარმოადგენს ციპრინოლი შემოგარსული ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება
ციპრინოლის შემოგარსული ტაბლეტები წარმოადგენს ანტიბიოტიკს, რომელიც მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომლებიც ცნობილია ფტორქინოლონებად. პრეპარატის აქტიური ნივთიერება არის ციპროფლოქსაცინი. ციპროფლოქსაცინი მოქმედებს, ბაქტერიების განადგურების ხარჯზე, რომლებიც იწვევენ ინფექციას. ის ეფექტურია მხოლოდ ბაქტერიის გარკვეული შტამების მიმართ.
უფროსები
ციპრინოლის შემოგარსული ტაბლეტები გამოიყენება უფროსებში შემდეგი ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ:
სასუნთქი გზების ინფექციები
ყურის ან სინუსის ხანგრძლივი ან განმეორებითი ინფექციები
საშარდე გზების ინფექციები
მამაკაცის და ქალის სასქესო ორგანოების ინფექციები
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ინტრა აბდომინალური ინფექციები
კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები
ძვლების და სახსრების ინფექციები
ინფექციების პროფილაქტიკისათვის, რომლებიც გამოწვეულია Neisseria meningitides ბაქტერიებით
ინჰალაციური ციმბირული წყლული.
ციპროფლოქსაცინის გამოყენება შესაძლებელია ლეიკოციტების დაბალი დონის მქონე პაციენტებში (ნეიტროპენია), რასაც ახლავს ცხელება და რომელიც, როგორც წესი, გამოწვეულია ბაქტერიული ინფექციებით.
თუ აღინიშნება რთული ინფექცია ან ეს ინფექცია გამოწვეულია რამოდენიმე ტიპის ბაქტერიებით, შესაძლოა საჭირო გახდეს ციპრინოლის შემოგარსულ ტაბლეტებზე სხვა ანტიბიოტიკებით დამატებითი მკურნალობის დანიშვნა.
ბავშვები და მოზრდილები
ბავშვებში და მოზრდილებში ციპრინოლის შემოგარსული ტაბლეტები გამოიყენება შემდეგი ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ:
ფილტვების და ბრონქების ინფექციები ბავშვებში და მოზრდილებში და მოზრდილებში კისტოზური ფიბროზის გამწვავება
შარდგამომყოფი გზების გართულებული ინფექციები, მათ შორის ინფექციები, რომლებშიც ჩათრეულია თირკმელები (პიელონეფრიტი)
ინჰალაციური ციმბირული წყლული
ციპრინოლის გამოყენება შესაძლებელია რთული ინფექციების სამკურნალოდ ბავშვებში და მოზრდილებში, როდესაც ექიმი საჭიროდ მიიჩნევს მისი გამოყენების აუცილებლობას.
- ინფორმაცია ციპრინოლის შემოგარსული ტაბლეტების გამოყენებამდე
არ შეიძლება ციპრინოლის შემოგარსული ტაბლეტების გამოყენება შემდეგ შემთხვევებში:
თუ აღინიშნება ალერგია ციპროფლოქსაცინის მიმართ, სხვა ქინოლონების ან ამ პრეპარატში შემავალი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ (იხ. ნაწილი 6).
უკუნაჩვენებია ერთდროული გამოყენება თიზანიდინთან (იხ. ნაწილი 2, ,,სხვა პრეპარატები და ციპრინოლის შემოგარსული ტაბლეტები).
განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ციპრინოლის შემოგარსული ტაბლეტების გამოყენებამდე კონსულტაციისათვის.
ციპრინოლის შემოგარსული ტაბლეტების გამოყენებამდე
უნდა აცნობოთ ექიმს:
თუ ოდესმე გახასიათებდათ თირკმელების დარღვევები, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს მკურნალობის კორექცია.
თუ აღინიშნება ეპილეფსია ან სხვა ნევროლოგიური დარღვევები
თუ ციპრინოლის შემოგარსული ტაბლეტების მსგავსი ანტიბიოტიკებით წინა მკურნალობის დროს გამოვლინდა მყესების პრობლემები
თუ დაგიდგინდათ მსხვილი სისხლძარღვის გადიდება ან ,,გაფართოვება“ (აორტას ანევრიზმა ან მსხვილი სისხლძარღვის პეროფერიული ანევრიზმა)
თუ წარსულში გამოვლინდა აორტის დისექციის ეპიზოდი (კედლების გახლეჩვა);
თუ ოჯახურ ანამნეზში აღინიშნება ანევრიზმა ან აორტის განშრევება, ასევე სხვა რისკ- ფაქტორები ან სავარაუდო ეპიზოდები (მაგ., შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები, როგორიცაა მარფანის სინდრომი, ელერს-დანლოს სისხძარღვული ტიპის სინდრომი, ტაკაიასუს არტერიტი, გიგანტურ - უჯრედული არტერიტი, ბეხჩეტის დაავადება, სისხლის მაღალი წნევა, ან ცნობილი ათეროსკლეროზი, რევმატოიდული ართრიტი (სახსრების დაავადება) ან ენდოკარდიტი (გულის ინფექცია)).
თუ გაქვთ დიაბეტი, რადგან შესაძლოა განვითარდეს ჰიპოგლიკემია ციპროფლოქსაცინის გამოყენებისას,
თუ გაქვთ კუნთების სისუსტესთან დაკავშირებული დაავადების ტიპი (მიასთენია გრავისი), რადგან შესაძლოა აღნიშნოს მკურნალობისას სიმპტომების გაუარესება
თუ გაქვთ გულის პრობლემები. საჭიროა სიფრთხილე აღნიშნული პრეპარატის გამოყენებისას, თუ
აღინიშნება თანდაყოლილი ან ოჯახურ ანამნეზში QT ინტერვალის გახანგრძლივება (ეკგ, ელექტრონული გულის ჩანაწერი);
მარილების დისბალანსი სისხლში (განსაკუთრებით კალიუმის ან მაგნიუმის ნაკლებობა სისხლში);
ძალიან შენელებული გულის რითმი (ბრადიკარდია);
გულის ფუნქციის დარღვევა (გულის უკმარისობა;
გულის შეტევა ანამნეზში (მიოკარდის ინფარქტი);
თუ ხართ მდედრობითი სქესის ან ხანდაზმული;
ან თუ იღებთ სხვა პრეპარატებს, რომლებიც იწვევენ ეკგ-ს ანომალიურ ცვლილებებს (იხ. ნაწილი სხვა პრეპარატები და ციპრინოლის შემოგარსული ტაბლეტების ერთდროული გამოყენება);
თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრებს ახასიათებთ გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი (G6PD), რადგან შესაძლოა აღინიშნოს ანემიის განვითარება ციპროფლოქსაცინის გამოყენებისას.
ამ მედიკამენტის გამოყენებამდე
არ შეიძლება ფტორქინოლონის/ქინოლონის ანტიბაქტერიული პრეპარატების, მათ შორის ციპრინოლის გამოყენება, თუ წარსულში გამოვლინდა ნებისმიერი სერიოზული გვერდითი რეაქციები ქინოლონის ან ფტორქინოლონის მიმართ. ასეთ შემთხვევებში უნდა აცნობოთ ექიმს ამის შესახებ რაც შეიძლება სწრაფად.
ქინოლონის ანტიბიოტიკებმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის მატება ნორმალურ დონესთან შედარებით (ჰიპერგლიკემია) ან სისხლში შაქრის დონის ნორმალურ დონეზე დაბლა დაქვეითება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გონების დაკარგვა. (ჰიპოგლიკემიური კომა) მძიმე შემთხვევებში (იხ. ნაწილი 4). ეს მნიშვნელოვანია დიაბეტით დაავადებულთათვის. თუ გაწუხებთ შაქრიანი დიაბეტი, უნდა ჩატარდეს თქვენი სისხლში შაქრის მკაცრი მონიტორინგი.
ზოგიერთი სასქესო გზების ინფექციების სამკურნალოდ ექიმმა შესაძლოა დანიშნოს დამატებით კიდევ ერთი ანტიბიოტიკი ციპროფლოქსაცინთან ერთად. თუ მკურნალობის 3 დღის შემდეგ არ აღინიშნება სიმპტომების გაუმჯობესება, უნდა მიმართოთ ექიმს.
ციპრინოლის შემოგარსული ტაბლეტების მკურნალობის პერიოდში
აცნობეთ ექიმს, თუ გამოვლინდება შემდეგი მოვლენებიდან რომელიმე პრეპარატი ციპრინოლის შემოგარსული ტაბლეტების გამოყენებისას. ექიმმა შესაძლოა შეწყვიტოს მკურნალობა.
რთული, უეცარი ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსიური რეაქცია/შოკი, ანგიოშეშუპება). ასევე თუ პირველი დოზის მიღებისას არსებობს იმის ალბათობა, რომ შესალოა გამოვლინდეს სერიოზული ალერგიული რეაქციები, რომლებთაც ახასიათებთ შემდეგი სიმპტომები: მკერდის არეში ზეწოლის შეგრძნება, თავბრუსხვევა, ტკივილი, სისუსტე ან თავბრუსხვევა წამოდგომისას. თუ ვლინდებიან ეს სიმპტომები, უნდა შეწყვიტოთ ციპრინოლის გამოყენება და სასწრაფოდ მიმართოთ ექიმს.
ამ მედიკამენტის გამოყენებისას
სახსრების ტკივილი და შეშუპება, ასევე მყესების ანთება ან გახლეჩვა შესაძლოა გამოვლინდეს იშვიათად. რისკი იზრდება ხანდაზმულ პაციენტებში (60 წელზე უფროსებში), ასევე პაციენტებში ორგანოს ტრანსპლანტაციით, თირკმელების პრობლემებისას ან კორტიკოსტეროიდებით მკურნალობისას.
მყესების ანთება და გახლეჩვა შესაძლოა გამოვლინდეს ციპროფლოქსაცინით მკურნალობის დასრულებიდან რამოდენიმე თვეების განმავლობაშიც კი. მყესების ტკივილის ან ანთების პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე (მაგ., ხელის გულების, მაჯის, მტევნის, ბეჭის ან მუხლის არეში) უნდა შეწყვიტოთ ციპრინოლის შემოგარსული ტაბლეტების გამოყენება და უნდა მიმართოთ ექიმს და უზრუნველყოთ მტკივნეული ნაწილის განტვირთვა. მოერიდეთ არასაჭირო დატვირთვას, რადგან ასეთ დროს შესაძლოა გაიზარდოს მყესის გახლეჩვის რისკი.
თუ გაქვთ ეპილეფსია ან სხვა ნევროლოგიური დაავადებები, როგორიცაა მაგალითად ცერებრალური იშემია ან ინსულტი, შესაძლოა გამოვლინდეს გვერდით ეფექტები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ ციპრინოლის შემოგარსული ტაბლეტებით მკურნალობის პერიოდში. ასეთი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, უნდა შეწყვიტოთ ციპრინოლის შემოგარსული ტაბლეტების მიღება და სასწრაფოდ მიმართოთ ექიმს.
შესაძლოა აღინიშნოს ფსიქიური რეაქციები ციპრინოლის შემოგარსული ტაბლეტების პირველი გამოყენების შემდეგ. თუ გაქვთ დეპრესია ან ფსიქოზი, შესაძლოა აღინიშნოს სიმპტომების გაუარესება ციპრინოლის შემოგარსული ტაბლეტების მკურნალობის დროს. იშვიათ შემთხვევებში დეპრესიამ და ფსიქოზმა შესაძლოა განიცადოს პროგრესირება თვითმკვლელობის აზრებამდე, სუიციდურ მცდელობებამდე ან სუიციდამდე. თუ ვლინდება მსგავსი სიმპტომები უნდა შეწყვიტოთ ციპრინოლის შემოგარსული ტაბლეტების მიღება და სასწრაფოდ მიმართოთ ექიმს.
იშვიათად შესაძლოა გამოვლინდეს ნერვის დაზიანების (ნევროპათიის) სიმპტომები, როგორიცაა ტკივილი, წვა, ჩხვლეტა, დაბუჟება და/ან სისუსტე, განსაკუთრებით ტერფებზე და ხელ-ფეხზე და ხელის-გულებზე. ასეთის გამოვლენის შემთხვევაში უნდა შეწყვიტოთ ციპრინოლის მიღება და დროულად მიმართოთ ექიმს, რომ მოხდეს პოტენციურად არარევერსული მდგომარეობის განვითარების შეჩერება.
დიარეა შესაძლოა განვითარდეს ანტიბიოტიკების მიღებისას, მათ შორის ციპრინოლის შემოგარსული ტაბლეტების გამოყენების დროსაც, ასევე მისი მიღების შეწყვეტიდან რამოდენიმე კვირის შემდეგაც კი. თუ აღინიშნება ძლიერი ან ქრონიკული დიარეა ან თუ შენიშნეთ, რომ განავალში აღინიშნება სისხლი ან ლორწო, სასწრაფოდ უნდა აცნობოთ ამის შესახებ ექიმს. ციპრინოლის მიღება სასწრაფოდ უნდა შეწყდეს, რადგან ეს მდგომარეობა შესაძლოა იყოს სიცოცხლისათვის საშიში. არ მიიღოთ პრეპარატები, რომლებიც იწვევენ პერისტალტიკის შეჩერებას ან შენელებას.
თუ ვლინდება მხედველობის გაუარესება ან ნებისმიერი გვერდითი ეფექტები თვალების მხრივ, უნდა სასწრაფოდ მიმართოთ სპეციალისტს კონსულტაციისათვის.
შესაძლოა თქვენი კანი უფრო მგრძნობიარე გახდეს მზის სხივების ან ულტრაიისფერი (UV) სინათლის მიმართ ციპრინოლის შემოგარსული ტაბლეტების მკურნალობის პერიოდში. უნდა მოერიდოთ ძლიერ მზის დასხივებას ან ხელოვნურ ულტრაიისფერ სხივებს, მაგალითად სოლარიუმს.
სისხლის ან შარდის ანალიზის ჩაბარებისას აცნობეთ ექიმს ან ლაბორატორიის თანამშრომელს, რომ იღებთ ციპრინოლის შემოგარსულ ტაბლეტებს.
თუ აღინიშნება თირკმელების დარღვევები, უნდა მიმართოთ ექიმს კონსულტაციისათვის, რადგან შესაძლოა მან მოახდინოს დოზირების კორექცია.
ციპრინოლის შემოგარსულმა ტაბლეტებმა შესაძლოა გამოიწვიონ ღვიძლის დაზიანება. თუ შენიშნავთ ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა გემოს დაკარგვა, სიყვითლე, მუქი შარდი, ქავილი ან ტკივილი კუჭის არეში, უნდა შეწყვიტოთ ციპრინოლის შემოგარსული ტაბლეტების მიღება და სასწრაფოდ მიმართოთ ექიმს.
ციპრინოლმა შესაძლოა გამოიწვიოს ლეიკოციტების რიცხვის შემცირება და თქვენი ორგანიზმის რეზისტენტულობის დაქვეითება ინფექციების მიმართ. თუ გაქვთ ინფექცია სიმპტომების თანხლებით, როგორიცაა ცხელება და ზოგადი მდგომარეობის სერიოზული გაუარესება, ან ცხელება ადგილობრივ სიმპტომებთან ერთად (როგორიცაა ყელის/პირის არეში ტკივილი ან შარდვის პრობლემები), სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. უნდა ჩატარდეს სისხლსი ანალიზი ლეიკოციტების რაოდენობის სავარაუდო შემცირებაზე (აგრანულოციტოზი). უნდა აცნობოთ ექიმს აუცილებლად, რომ იღებთ ამ მედიკამენტს.
თუ შეიგძენით უეცარი ტკივილი მუცელში, მკერდში ან ზურგში, რაც შესაძლოა იყოს აორტის ენევრიზმის ან დისექციის სიმპტომი, სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს გადაუდებელ სასწრაფო დახმარების განყოფილებაში. ეს რისკი შესაძლოა გაიზარდოს ერთდროულად სისტემური კორტიკოსტეროიდებით მკურნალობისას.
თუ გამოვლინდა უეცარი ქოშინი, განსაკუთრებით წამოდგომისას ან შეამჩნევთ ტერფების, ტერფების ან მუცლის შეშუპებას, ან ახალი გულის პალპიტაციის დაწყებას (სწრაფი ან არარეგულარული გულისცემის შეგრძნება), დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს.
ხანგრძლივი, დამაინვალიდირებელი და პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული გვერდითი ეფექტები
ფტორქინოლონური/ქინოლონური ანტიბაქტერიული საშუალებების, მათ შორის ციპროფლოქსაცინის გამოყენებასთან ასოცირდებოდა ძალიან იშვიათ, მაგრამ სერიოზულ არასასურველ ეფექტების გამოვლენასთან, რომელთაგანაც ზოგიერთი მათგანი შენარჩუნდა ხანგრძლივად (რამოდენიმე თვეების ან წლის განმავლობაში), და რომლებიც იწვევდნენ შრომის უუნარობას ან იყო პოტენციურად არარევერსული. ეს რეაქციები მოიცავენ მყესების არეში ტკივილს, ზედა და ქვედა კიდურების სახსრების და კუნთების ტკივილს, სიარულის გართულებას, ანომალიურ შეგრძნებებს, როგორიცაა ჩხვლეტა, ღიტინი, დაბუჟება ან წვა (პარესთეზია), სენსორული დარღვევები, მათ შორის მხედველობის, გემოს და ყნოსვის გაუარესება, სმენის დაქვეითება, დეპრესია, მეხსიერების გაუარესება, ძლიერი დაღლილობა და ძილის რთული დარღვევები.
თუ ციპრონოლით მკურნალობის პერიოდში გამოვლინდა ამ გვერდითი ეფექტებიდან რომელიმე, სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს მკურნალობის გაგრძელებამდე. ექიმი თქვენთან ერთად მიიღებს გადაწყვეტილებას მკურნალობის გაგრძელების შესახებ, ასევე სხვა კლასის ანტიბიოტიკის გათვალისწინებით.
სხვა პრეპარატები და ციპრინოლის შემოგარსული ტაბლეტები
აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ სხვა ნებისმიერ მედიკამენტს, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ისინი ან აპირებთ ნებისმიერი მედიკამენტის მიღებას.
არ მიიღოთ ციპრინოლი თიაზიდებთან ერთად, რადგან შესაძლოა განვითარდეს გვერდითი მოვლენები, როგორიცაა არტერიული წნევის დაცემა და ძილიანობა (იხ. ნაწილი 2: არ შეიძლება ციპრინოლის მიღება).
ცნობილია, რომ შემდეგი მედიკამენტები ურთიერთქმედებენ ციპრინოლის შემოგარსულ ტაბლეტებთან ორგანიზმში. ციპრინოლის გარსით დაფარული ტაბლეტების მიღებამ ამ მედიკამენტებთან ერთად შეიძლება გავლენა მოახდინოს ამ მედიკამენტების თერაპიულ ეფექტზე. მას ასევე შეუძლია გაზარდოს გვერდითი ეფექტების ალბათობა.
აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ შემდეგ პრეპარატებს:
K ვიტამინის ანტაგონისტები (ვარფარინი, აცენოკუმაროლი, ფენპროკუმონი ან ფლუინდიონი) ან სხვა პერორალური ანტიკოაგულურები (სისხლის შედედების საწინააღმდეგო საშუალებები)
პრობენეციდი (პოდაგრის სამკურნალოდ)
მეთოტრექსატი (ზოგიერთ ტიპის კიბოს, ფსორიაზის, რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ)
თეოფილინი (სუნთქვის პრობლემების სამკურნალოდ)
თიზანიდინი (კუნთების რიგიდულობის სამკურნალოდ გაფანტული სკლეროზისას)
კლოზაპინი (გამოიყენება ფსიქიური დარღვევებისას)
ოლანზაპინი (გამოიყენება ფსიქიური დარღვევებისას)
როპინიროლი (პარკინსონის დაავადებისას)
ფენიტოინი (კრუნჩხვების სამკურნალოდ)
მეტოკლოპრამიდი (ღებინების და გულისრევისას)
ციკლოსპორინი (ორგანოს უკუგდების პრევენციისათვის)
სხვა მედიკამენტები, რომლებსაც შეუძლიათ შეცვალონ თქვენი გულის რიტმი: მედიკამენტები, რომლებიც მიეკუთვნებიან ანტიარითმული საშუალებების ჯგუფს (მაგ.: ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი, ამიოდარონი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ზოგიერთი ანტიმიკრობული საშუალება (რომლებიც მიეკუთვნებიან მაკროლიდების ჯგუფს), ზოგიერთი ანტიფსიქოზურები.
ციპრონოლის შემოგარსულმა ტაბლეტებმა შესაძლოა გაზარდოს სისხლში შემდეგი პრეპარატების დონე:
პენტოქსფილინი (სისხლის მიმოქცევის დარღვევისას)
კოფეინი
დულოქსეტინი (გამოიყენება დეპრესიის, დიაბეტური ნერვის დაზიანების დროს)
ლიდოკაინი (ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება)
სილდენაფილი (ერექციის დისფუნქციის სამკურნალოდ)
აგომელატინი
ზოლპიდემი
ზოგიერთმა სამკურნალო საშუალებებმა შესაძლოა შეამცირონ ციპრინოლის შემოგარსული ტაბლეტების ეფექტი.
აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ ან აპირებთ შემდეგი პრეპარატების მიღებას:
ანტაციდები,
ომეპრაზოლი (გამოიყენება კუჭის წყლულისას)
მინერალური დანამატები
სუკრალფატი
პოლიმერული ფოსფატის შემაკავშირებელი საშუალება (მაგალითად, სეველამერი ან ლანთანის კარბონატი)
პრეპარატები ან დანამატები, რომლებიც შეიცავენ კალციუმს, მაგნიუმს, ალუმინს ან რკინას.
თუ აუცილებელია ამ პრეპარატების გამოყენება, უნდა მოხდეს ციპრინოლის შემოგარსული ტაბლეტების მიღება ერთი-ორი საათით ადრე ამ პრეპარატების მიღებამდე ან მათი მიღების შემდეგ სულ მცირე ოთხი საათის შემდეგ.
ციპრინოლის შემოგარსული ტაბლეტების მიღება საკვებ და სასმელ პროდუქტებთან მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია ციპრინოლის შემოგარსული ტაბლეტების მიღება საკვების მიღების დროს, მაინც უნდა მიიღოთ რძის პროდუქტები ან სასმელები (როგორიცაა რძე ან იოგურტი) ან კალციუმით მდიდარი სასმელების მიღებას ტაბლეტების მიღების დროს, რადგან მათ შესაძლოა შეამცირონ აქტიური ნივთიერების აბსორბცია.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ჩვილს ძუძუთი, ეჭვობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარტის გამოყენებამდე უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის.
თუ შესაძლებელია უნდა მოერიდოთ ციპრინოლის შემოგარსული ტაბლეტების გამოყენებას ორსულობის დროს.
არ მიიღოთ ციპრინოლი ლაქტაციის პერიდში, რადგან ციპროფლოქსაცინი გამოიყოფა დედის რძეში და შესაძლოა ზიანი მიაყენოს თქვენს ჩვილს.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ციპრინოლის შემოგარსული ტაბლეტების მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს სიფხიზლის დაქვეითება. შეიძლება აღინიშნოს ზოგიერთი ნევროლოგიური გვერდითი მოვლენა. ამიტომ დარწმუნდით იმაში, რომ ზუსტად იცით, თუ როგორ მოქმედებს თქვენზე ციპრინოლი ავტომობილის მართვამდე ან მექანიზმებთან მუშაობამდე, თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის.
ციპრინოლის შემოგარსული ტაბლეტები შეიცავენ ნატრიუმს
ეს წამალი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) დოზაზე, ანუ არსებითად "ნატრიუმისგან თავისუფალია".
- ციპრინოლის შემოგარსული ტაბლეტების მიღების წესი
ყოველთვის უნდა მიიღოთ პრეპარატი ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული.
თქვენი ექიმი აგიხსნით ზუსტად რამდენი ციპრინოლის გარსით დაფარული ტაბლეტების მიღება მოგიწევთ, ასევე რა სიხშირით უნდა მიიღოთ ისინი და რამდენი ხნის განმავლობაში. ეს დამოკიდებული იქნება თქვენი ინფექციის სახეობაზე და მდგომარეობაზე.
აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ თირკმლის პრობლემები, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს დოზირების კორექცია.
მკურნალობა ჩვეულებრივ გრძელდება 5-დან 21 დღემდე, მაგრამ შესაძლებელია საჭირო გახდეს უფრო მეტი დროის მანძილზე გამოყენება რთული ინფექციებისას.
ტაბლეტები მიიღეთ ზუსტად ისე, როგორც დაგინიშნათ ექიმმა. მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ არ იცით, რამდენი ტაბლეტი უნდა მიიღოთ და როგორ უნდა მიიღოთ ციპრინოლის შემოგარსული ტაბლეტები.
ა.) ტაბლეტები უნდა გადაყლაპოთ მთლიანად დიდი რაოდენობით წყლის მიყოლებით. არ დაღეჭოთ ტაბლეტები, რადგან მათ აქვთ არასასიამოვნო გემო.
ბ.) შეეცადეთ მიიღოთ ტაბლეტები დღის ერთი და იმავე დროს.
გ.) ტაბლეტების მიღება შეგიძლიათ ჭამის დროს ან კვებებს შორის. კალციუმი, რომელიც შედის ზოგიერთი საკვების შემადგენლობაში, არ მოახდეს სერიოზულ ზეგავლენას ციპროფლოქსაცინის შეწოვაზე. თუმცა ციპრონოლის შემოგარსული ტაბლეტები არ უნდა მიიღოთ რძის პროდუქტებთან ერთად, როგორიცაა რძე ან იოგურტი, ან სასმელებთან ერთად, რომლებიც მდიდარია მინერალებით (მაგალითად, ფორთოხლის წვენი, კალციუმით მდიდარი წვენი).
არ დაგავიწყდეთ მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე ციპრინოლის შემოგარსული ტაბლეტებით მკურნალობის პერიოდში.
თუ მიიღეთ ციპრინოლის საჭიროზე მეტი დოზირება
თუ მიიღეთ დანიშნულ დოზაზე მეტი დოზირება, სასწრაფოდ უნდა მიმართოთ სამედიცინო დახმარებას. თან წაიღეთ ტაბლეტები ან წამლის შეფუთვა, რომ აჩვენოთ ექიმს.
თუ დაგავიწყდათ პრეპარატი ციპრინოლის მიღება
თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ ის როგორც კი გაგახსენდებათ მაშინვე. თუმცა თუ უკვე ახლოვდება მომდევნო დოზირების მიღების დრო, მაშინ უნდა გამოტოვოთ ეს დოზა და განაგრძოთ მიღება ჩვეულებრივ დოზირების რეჟიმის მიხედვით. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზირების კომპენსირების მიზნით. აუცილებლად უნდა განაგრძოთ მედიკამენტის მიღება მკურნალობის კურსის ბოლომდე.
თუ გსურთ პრეპარატი ციპრინოლის მიღების შეწყვეტა
მნიშვნელოვანია კურსის ბოლომდე დასრულება, მაშინაც კი თუ თქვენ რამოდენიმე დღის შემდეგ თავს იგრძნობთ უკეთ. თუ შეწყვიტავთ მკურნალობას ნაადრევად, არ მოხდება ინფექციის სრული განადგურება და შესაძლოა აღინიშნოს მისი სიმპტომების რეციდივი ან გაუარესება. ასევე შესაძლოა განვითარდეს ანტიბიოტიკის მიმართ რეზისტენტულობა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ამ მედიკამენტმაც შესაძლოა გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.
ხშირი გვერდითი ეფექტები (შესაძლოა გამოვლინდეს 10 -პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში):
ღებინება, დიარეა
სახსრების ტკივილი ბავშვებში
არახშირი გვერდითი ეფექტები: (შესაძლოა გამოვლინდეს 100 პაციენტიდან 1-მდე):
სოკოვანი სუპერ-ინფექციები
სისხლის თეთრი უჯრედების სახეობის კონცენტრაციის გაზრდა, რომლებიც ცნობილია, როგორც ეოზინოფილები
მადის დაკარგვა
ჰიპერაქტივობა ან აღგზნება
თავის ტკივილები, თავბრუსხვევა, ძილის დარღვევები ან გემოს დარღვევები
ღებინება, მუცლის ტკივილი, საჭმლის მონელების დარღვევები, როგორრიცაა კუჭის (დისპეფსია/გულძმარვა) ან მეტეორიზმი
სისხლის ზოგიერთი ნივთიერებების რაოდენობის გაზრდა (ტრანსამინაზების და/ან ბილირუბინის)
კანზე გამონაყარი, ქავილი ან ჭინჭრის ციება
სახსრების ტკივილი უფროსებში
თირკმელების ფუნქციის უკმარისობა
ტკივილი კუნთებში და ძვლებში, შეუძლოდ ყოფნა (ასთენია) ან ცხელება
სისხლში ტუტე ფოსფატაზას დონის გაზრდა (სისხლის ქიმიური ნივთიერება)
იშვიათი გვერდით მოვლენები: (ვლინდება 1000 პაციეტიდან 1-მდე):
ნაწლავის ანთება (ფსევდომემბრანული კოლიტი), რაც კავშირშია ანტიბიოტიკების გამოყენებასთან (შესაძლოა იქონიოს ლეტალური შედეგი ძალიან იშვიათ შემთხვევებში) (იხ. ნაწილი 2: ,,გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები“)
სისხლის უჯრედების რაოდენობის ცვლილებები (ლეიკოპენია, ლეიკოციტოზი, ნეიტროპენია, ანემია), თრომბოციტების რაოდენობის გაზრდა ან შემცირება
ალერგიული რეაქციები, შეშუპება (ოდემა) ან კანის და ლორწოვანი გარსის სწრაფი შეშუპება (ანგიოშეშუპება)
სისხლში შაქრის დონის გაზრდა (ჰიპერგლიკემია)
სისხლში შაქრის დონის შემცირება (ჰიპოგლიკემია) (იხ. ნაწილი: 2 ,,გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები“)
გონების დაბინდვა, დეზორიენტაცია, შფოთი, კოშმარები, დეპრესია (პოტენციურად იწვევს თვითმკვლელობის აზრებს, მცდელობებს ან სუიციდს), ჰალუცინაცია.
დაბუჟების და ჩხვლეტის შეგრძნება, უჩვეულო შეგრძნებები, კანის მგრძნობელობის შემცირება, ტრემორი, კრუნჩხვა (იხ. პუნქტი 2: ,,გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები“) ან თავბრუსხვევა
მხედველობის პრობლემები (თვალებში გაორება)
ყურებში შუილი, სმენის დაკარგვა, სმენის დარღვევა
გულისცემის გახშირება (ტაჰიკარდია)
სისხლძარღვების გაფართოვება (ვაზოდილატაცია), წნევის დაცემა ან გულყრის მდგომარეობა
სუნთქვის გართულება, ასთმური სიმპტომების ჩათვლით
ღვიძლის ფუნქციის დარღვევები, სიყვითლე (ქოლესტაზური სიყვითლე), ან ჰეპატიტი
სინათლის მიმართ მგრძნობელობა (იხ. პუნქტი 2: ,,გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები“)
კუნთების და სახსრების ტკივილები, სახსრების ანთება, კუნთების ტონუსის გაზრდა ან სპაზმი
თირკმლის უკმარისობა, სისხლი ან კრისტალები შარდში (იხ. პუნქტი 2: ,,გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები“), შარდგამომყოფი გზების ანთება
სითხის შეკავება (ოდემა) ან ჭარბი ოფლიანობა
ამილაზას ფერმენტების დონის მომატება
ძალიან იშვიათი გვერდით მოვლენები: (შესაძლოა აღინიშნოს 10000 პაციენტიდან 1-მდე)
სისხლის გარკვეული წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ჰემოლიზური ანემია), სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის საშიში დაცემა (აგრანულოციტოზი), სისხლში წითელი და თეთრი უჯრედების და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (პანციტოპენია), რაც შესაძლოა იყოს სასიკვდილო. ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვა, რაც შესაძლოა იყოს სიცოცხლისათვის სახიფათო (იხ. პუნქტი 2: ,,გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები“).
რთული ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური რეაქცია და ანაფილაქტოიდური შოკი, რომელიც შესაძლოა იყოს ფატალური - შრატისმიერი დაავადება) (იხ. ნაწილი 2: ,,გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები“).
ფსიქიური დარღვევები (ფსიქოზური რეაქციები, რაც პოტენციურად იწვევენ სუიციდურ აზრებს, მცდელობებს ან სუიციდურ ქმედებებს) (იხ. პუნქტი 2: ,,გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები“)
შაკიკი, კოორდინაციის დარღვევა, სიარულის დისბალანსი (სიარულის დარღვევა), ყნოსვის დარღვევა, მომატებული შიდაქალის წნევა (ინტრაკრანეალური წნევის გაზრდა)
ფერების აღქმის დარღვევა
სისხლძარღვების კედლების ანთება (ვასკულიტი)
კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება
ღვიძლის უჯრედების კვდომა (ღვიძლის ნეკროზი), ძალიან იშვიათად იწვევს სიცოცხლისათვის საშიშ ღვიძლის უკმარისობას
კანზე მცირე, წერტილოვანი სისხლჩაქცევები (პეტექიები), კანზე სხვადასხვა სახის გამონაყარი ან დაყრა (მაგალითად, პოტენციურად ლეტალური სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი)
კუნთების სისუსტე, მყესების ანთება, მყესების გახლეჩვა – განსაკუთრებით ტერფის უკანა ნაწილზე დიდი მყესების (აქილევსის მყესი) (იხ. ნაწილი 2: ,,გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები“), მიასთენიის სიმპტომების გაუარესება (იხ. ნაწილი 2: ,,გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები“).
უცნობია სიხშირე: (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით)
ნერვულ სისტემასთან ასოცირებული სიმპტომები, როგორიცაა ტკივილი, წვა, ჩხვლეტა, დაბუჟება და/ან სისუსტე კიდურებში (პეროფერიული ნევროპათია და პოლინევროპათია)
ძალიან აჩქარებული გულისცემა, სიცოცხლისათვის საშიში არარეგულარული გულის რითმი, გულის რითმის ცვლილებები (ეგრეთ წოდებული ,,QT ინტერვალის გახანგრძლივაბა“, რაც ვლინდება ეკგ-ზე)
პუსტულარული გამონაყარი
სისხლდენის რისკის გაზრდა (პაციენტებში, რომლებიც იღებენ სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატებს)
ძლიერი აღგზნებადობის (მანია) შეგრძნება ან მომატებული ოპტიმიზმის შეგრძნება და ჰიპერაქტიულობა (ჰიპომანია)
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ეგრეთ წოდებული DRESS (რეაქცია სამკურნალო საშუალებებზე ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით)
სინდრომი, რაც ასოცირდება წყლის გამოყოფის დარღვევასთან და ნატრიუმის დაბალ დონესთან (SIADH).
ცნობიერების დაკარგვა სისხლში შაქრის დონის მკვეთრი დაქვეითების გამო (ჰიპოგლიკემიური კომა). იხილეთ ნაწილი 2.
არსებობს ცნობები ძალიან იშვიათი, ხანგრძლივი (თვეების და წლების მანძილზე) ან ქრონიკული გვერდითი რეაქციების შესახებ, როგორიცაა მყესების ანთება, მყესების გახლეჩვა, სახსრების ტკივილი, კიდურების ტკივილი, სიარულის გართულება, ანომალიური შეგრძნებები, როგორიცაა კიდურების ტკივილი, წვა, ჩხვლეტა, დაბუჟება ან სისუსტე (ნეიროპათია), დეპრესია, სისუსტე, მეხსიერების, ძილის, სმენის, მხედველობის, გემოს და ყნოსვის დარღვევა, რაც კავშირშია ქინოლონების და ფტორქინოლონების გამოყენებასთან, ზოგიერთ შემთხვევაში წინმსწრები რისკ-ფაქტორების არსებობისგან დამოუკიდებლად.
პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ფტორქინოლონებს, დაფიქსირდა აორტის კედლის გადიდებისა და შესუსტების ან აორტის კედლის რღვევის შემთხვევები (ანევრიზმა და დისექცია), რომელიც შეიძლება გასკდეს და შეიძლება ფატალური იყოს, ასევე დაფიქსირდა გულის სარქველების გაჟონვა. ასევე იხილეთ ნაწილი 2.
არასასურველი რეაქციების შეტყობინება
თუ გამოვლინდება ნებისმიერი არასასურველი რეაქცია, უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ასევე ისეთ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. არასასურველი რეაქციების გამოვლენის შესახებ ინფორმაცია თქვენ შეგიძლიათ ასევე მიაწოდოთ ეროვნული შეტყობინების სისტემის მეშვეობით მისამართზე:
ფარმაციის და ჯანსაღი საკვების ეროვნული ინსტიტუტი
საფოსტო ყუთი 450
H - 1372 ბუდაპეშტი
ვებ-გვერდი: www.ogyei.gov.hu
არასასურველი რეაქციების შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ წამლის უსაფრთხო გამოყენების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
- ციპრინოლის შემოგარსული ტაბლეტების შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისთვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას.
ინახება არაუმეტეს 30 °C ტემპერატურის პირობებში.
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე ან ბლისტერზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის ,,EXP‘‘ გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.
არ გადააგდოთ პრეპარატი საყოფაცხოვრებო წყლებში ან კანალიზაციაში. დააზუსტეთ ფარმაცევტთან პრეპარატის უტილიზაციის წესები. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები
რას შეიცავენ ციპრინოლის შემოგარსული ტაბლეტები
- აქტიური ნივთიერება არის:
ციპრინოლი 250 მგ შემოგარსული ტაბლეტები
250 მგ ციპროფლოქსაცინი (291 მგ ციპროფლოქსაცინის ჰიდროქლორიდის სახით)
ციპრინოლი 500 მგ შემოგარსული ტაბლეტები
500 მგ ციპროფლოქსაცინი (582 მგ ციპროფლოქსაცინის ჰიდროქლორიდის სახით)
ციპრინოლი 750 მგ შემოგარსული ტაბლეტები
750 მგ ციპროფლოქსაცინი (873 მგ ციპროფლოქსაცინის ჰიდროქლორიდის სახით)
- დამხმარე ნივთერებებია:
ტაბლეტის გარსი: კაჟბადის დიოქსიდი უწყლო კოლოიდური, მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ნატრიუმის ტიპი A კარბოქსიმეთლის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა.
ტაბლეტის გარსი: პროპილენგლიკოლი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E171), ჰიპრომელოზა.
იხილეთ ნაწილი 2 ,,ციპრინოლის შემოგარსული ტაბლეტები შეიცავენ ნატრიუმს“.
ციპრინოლი 250 მგ შემოგარსული ტაბლეტები
თეთრი, მრგვალი, შემოგარსული ტაბლეტი, ცალ მხარეს გამყოფი ნაზოლით. ტაბლეტის გაყოფა შესაძლებელია ორ თანაბარ დოზად.
ციპრინოლი 500 მგ შემოგარსული ტაბლეტები
თეთრი, ოვალური, შემოგარსული ტაბლეტი, ცალ მხარეს გამყოფი ნაზოლით. ნაზოლის ხაზი განკუთვნილია მხოლოდ ტაბლეტის გატეხვისათვის გადაყლაპვის გაადვილების მიზნით და არა თანაბარ დოზებად დაყოფისთვის.
ციპრინოლი 750 მგ შემოგარსული ტაბლეტები
თეთრი, ოვალური, გარსით დაფარული ტაბლეტი, ორივე მხარეს გამყოფი ნაზოლით. ნაზოლის ხაზი განკუთვნილია მხოლოდ ტაბლეტის გატეხვისათვის გადაყლაპვის გაადვილების მიზნით და არა თანაბარ დოზებად დაყოფისთვის.
PVC/PVdC//Alu ბლისტერული შეფუთვა 10 შემოგარსული ტაბლეტით მოთავსებულია კოლოფში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მიწოდების ფორმა.
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი
კრკა დ.დ., ნოვო მესტო, შმარეშკა ცესტა 6, 8501 ნოვო მესტო, სლოვენია
OGYI-T-9362/01 (250 მგ შემოგარსული ტაბლეტები)
OGYI-T-9362/02 (500 მგ შემოგარსული ტაბლეტები)
OGYI-T-9362/03 (750 მგ შემოგარსული ტაბლეტები)
ამ ინსტრუქციის ბოლო აქტუალიზაციის თარიღია 2020 წლის დეკემბერი.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


