პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

ციპრინოლი

Ciprinol®

რეცეპტით10მგ/მლინსტრუქცია ქართულადსლოვენია
რისთვის გამოიყენება

გაურთულებელი და გართულებული ინფექციბი, გამოწვეული ციპროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით. მოზრდილები ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ციპროფლოქსაცინი (ciprofloxacin)
ფორმა და შეფუთვა
10მგ/მლ 10მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ამპულა №5
მწარმოებელი
KRKA d.d., Novo mesto, სლოვენია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ფტორქინოლონები
ATC კოდი
J01MA02
რეგისტრაციის ნომერი
რ-035845
რეგისტრირებულია
13 ივლისი 2022, მოქმედებს 13 ივლისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
KRKA, d.d. Novo mesto (სლოვენია)
განმცხადებელი
შპს „პსპ ფარმა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაციპრინოლი და სხვა წამალი ერთად

ციპრინოლი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

გაურთულებელი და გართულებული ინფექციბი, გამოწვეული ციპროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით.

მოზრდილები

ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები. ციპროფლოქსაცინის დანიშვნა რეკომენდირებულია პნევმონიის დროს, გამოწვეულის Klebsiella spp., Enterobacter spp., Proteus spp., Escherichia coli, Pseudomonas aeruginosa, Haemophilus spp., Moraxella catarrhalis, Legionella spp. და სტაფილოკოკებით.

თირკმლის და/ან საშარდე გზების ინფექციები.

სასქესო ორგანოების ინფექციები, მათ შორის ადნექსიტი, გონორეა, პროსტატიტი.

მუცლის ღრუს ორგანოების (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, სანაღვლე გზების ბაქტერიული ინფექციები, პერიტონიტი).

კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები.

ძვლებისა და სახსრების ინფექციები.

სეფსისი.

ინფექციები ან ინფექციების პროფილაქტიკა პაციენტებში დაქვეითებული იმუნიტეტით (პაციენტები, რომლებიც იღებენ იმუნოდეპრესანტებს ან ნეიტროპენიის მქონე პაციენტები).

ციმბირული წყლულის ფილტვისმიერი ფორმის პროფილაქტიკა და მკურნალობა (Bacillus anthracis ინფიცირება).

შემდეგი ონფექციურ-ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ ციპროფლოქსაცინი შეიძლება გამოყენებული იქნას მხოლოს სხვა ანტიმიკრობული პრეპარატების ალტერნატივის სახით:

მწვავე სინუსიტი;

შარდგამომყოფი გზების გაურთულებებლი ინფექციები;

შუა ყურის (შუა ოტიტი), პარანასალური სინუსების (სინუსიტი) ინფექციები, განსაკუთრებით, თუ ეს ინფექციები გამოწვეულია გრამუარყოფითი მიკროორგანიზმებით, Pseudomonas aeruginosa-ს ან სტაფილოკოკების ჩათვლით.

ბავშვები და მოზარდები

ბრონქოპულმონალური ინფექციის გამწვავება მუკოვისციდოზის დროს ბავშვებსა და მოზარდებში (5-17 წლის ასაკში), გამოწვეულის Pseudomonas aeruginosa.

გასათვალისწინებელია მოქმედი ოფიციალური გაიდლაინები ანტიბაქტერიული საშუალებების გამოყენების წესების შესახებ.

მიღების წესი და დოზირება

ხანდაზმულ პაციენტებს უნდა დაენიშნოთ ციპროფლოქსაცინის უფრო დაბალი დოზები, დაავადების სიმძიმისა და კრეატინინის კლირენსის (კკ) მიხედვით (იხ. ასევე ინფორმაცია ღვიძლის და/ან თირკმელების ფუნციის დარღვევების მქონე პაციენტებთან დაკავშირებით).

დოზირების რეჟიმი ციმბირული წყლულის ფილტვისმიერი ფორმის დროს (მკურნალობა და პროფილაქტიკა)

იხ. ინფორმაცია #1 და #2 ცხრილებში.

მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს სავარუდო და დადასტურებული ინფიცირების შემდეგ.

ციპროფლოქსაცინით მკურნალობას საერთო ხანგრძლივობა ციმბირული წყლულის ფილტვისმიერი ფორმის დროს შეადგენს 60 დღეს.

დოზირების რეჟიმი თირკმელების ან ფილტვის ფუნქციის დარღვევების დროს მოზრდილებში

ცხრილი #3. რეკომენდირებული დოზები პაციენტებისათვის თირკმლის უკმარისობით

კრეატინინის კლირენსი

(მლ/წთ/1,73მ2)

პლაზმის კრეატინინი

(მგ/100 მლ)

პრეპარატის ციპრინოლი®, კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად, საერთო დღიური დოზა

30-60

1,4-1,9

მაქსიმალური 800 მგ

˂30

≥2,0

მაქსიმალური 400 მგ

დოზირების რეჟიმი თირკმელების ფუნქციის დარღვევისას პაციენტებში, რომლებიც დიალიზზე იმყოფებიან

კრეატინინის კლირენსის 30-60 მლ/წთ/1,73 მ2 (ზომიერი თირკმლის უკმარისობა) ან სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაცის 1.4-1.9 მგ/100 მლ შემთხვევაში, პრეპარატის ციპრინოლი® მაქსიმალური დღიური დოზა უნდა შეადგენდეს 800 მგ-ს დღეში.

კრეატინინის კლირენსის ˂30 მლ/წთ/1,73 მ2 (მძიმე თირკმლის უკმარისობა) ან მისი პლაზმური კონცენტრაციის ≥2 მგ/100 მლ შემთხვევაში, პრეპარატის ციპრინოლი® მაქსიმალური დღიური დოზა უნდა შეადგენდეს 400 მგ-ს დღეში ჰემოდიალიზის ჩატარების დღეებში პროცედურის განხორციელების შემდეგ.

დოზირების რეჟიმი პაციენტებში თირკმლის უკმარისობით, რომლებიც იმყოფებიან მუდმივ ამბულატორიულ პერიტონეალურ დიალიზზე

პრეპარატი ციპრინოლი® ემატება დიალიზატს (ინტრაპერიტონეულად): 50 მგ ციპროფლოქსაცინი დიალიზატის 1 ლიტრზე, შეიყვანება 4 ჯერ დღეში ყოველ 6 საათში ერთხელ.

დოზირების რეჟიმი პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით

დოზის კორექცია საჭირო არ არის.

დოზირების რეჟიმი პაციენტებში თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის დარღვევით

კრეატინინის კლირენსის ˂30 მლ/წთ/1,73 მ2 (მძიმე თირკმლის უკმარისობა) ან მისი პლაზმური კონცენტრაციის ≥2 მგ/100 მლ შემთხვევაში, პრეპარატის ციპრინოლი® მაქსიმალური დღიური დოზა უნდა შეადგენდეს 400 მგ-ს დღეში.

დოზირების რეჟიმი ბავშვებში თირკმლის და/ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით

დოზირების რეჟიმი თირკმელების და/ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე ბავშვებში არ არის შესწავლილი.

გამოყენების წესი

გამოყენებამდე საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრატის ამპულის შიგთავსი ასეპტიკურ პირობებში უნდა განზავდეს თავსებადი საინფუზიო ხსნარის ადექვატური რაოდენობით (იხ. ნაწილი „თავსებადობა სხვა ხსნარებთან“) ხსნარის საბოლოო კონცენტრაციამდე 0,2% (2 მგ/მლ).

ინტრავენური საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად, რომელიც შეიცავს 200 მგ ან 400 მგ ციპროფლოქსაცინს, საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრატის 2 ან 4 ამპულის შიგთავსი უნდა განზავდეს 80 მლ ან 160 მლ, შესაბამისად, თავსებად საინფუზიო ხსნარში, ხსნარის საბოლოო კონცენტრაციამდე 0,2% (2 მგ/მლ).

ციპროფლოქსაცინის კონცენტრაცი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფოტომგრძნობიარეა, ამიტომ ამპულა უნდა გამოვიღოთ მხოლოდ გამოყენების წინ.

პრეპარატი ციპრინოლი, გამოყენებისათვის მზა 0,2% ხსნარი, შეიყვანება ინტრავენური ინფუზიის სახით არანაკლებ 60 წუთის ხანგრძლივობით.

საინფუზიო ხსნარი უნდა იქნას შეყვანილი ნელა მსხვილ ვენაში, რათა თავიდან იქნას აცილებული გართულებები ინფუზიის ადგილას.

საინფუზიო ხსნარის შეყვანა შეიძლება იზოლირებულად ან სხვა თავსებად საინფუზოს ხსნარებთან ერთად.

თავსებადობა სხვა ხსნარებთან

პრეპარატი ციპრინოლი® თავსებადია ნატრიუმის ქლორიდის 0,9%-ან ხსნართან, რინგერის ხსნართან, დექსტროზას 5% და 10% ხსნართან, ფრუქტოზას 10% ხსნართან, ასევე დექსტროზას 5% ხსნართან ნატრიუმის ქლორიდის 0,225% ან 0,45% ხსნარით.

პრეპარატ ციპრინოლის® თავსებად ხსნარებთან შერევის შემდეგ მიღებული ხსნარი უნდა იქნას გამოყენებული რაც შეიძლება მალე, პრეპარატის სინათლისადმი მგრძნობელობის გამო და ხსნარის სტერილობის შესანარჩუნებლად. თუ სხვა საინფუზიო ხსნართან/პრეპარატთან თავსებადობა არ არის დადასტურებული, პრეპარატ ციპრინოლის® საინფუზიო ხსნარი ცალკე უნდა იქნას შეყვანილი. შეუთავსებლობის ხილული ნიშნებია ნალექის წარმოქმნა, ხსნარის ამღვრევა ან ფერის შეცვლა.

შეუთავსებლობას ადგილი აქვს ყველა ხსნართან/პრეპარატთან, რომელიც ფიზიკურად ან ქიმიურად არასტაბილურია პრეპარატ ციპრინოლის® საინფუზიო ხსნარის pH მნიშვნელობის დროს (მაგალითად, პენიცილინები, ჰეპარინის ხსნარები), და განსაკუთრებით ხსნარებთან, რომლებიც ცვლიან pH-ის მნიშვნელობა ტუტე მიმართულებით (პრეპარატ ციპრინოლის® საინფუზიო ხსნარის pH შეადგენს 3,9-4,5-ს).

გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ სუფთა გამჭვირვალე ხსნარი.

თერაპიის ხანგრძლივობა

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე, კლინიკურ მიმდინარეობასა და დაავადების განკურნებაზე. მნიშვნელოვანია მკურნალობის გაგრძელება არანაკლებ 3 დღე ცხელების ან სხვა კლინიკური სიმპტომების გაქრობის შემდეგ.

მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა

მოზრდილები

1 დღე მწვავე გაურთულებელი გონორეიის დროს;

7 დღემდე თირკმელების, საშარდე გზების, მუცლის ღრუს ორგანოების ინფექციების დროს;

ნეიტროპენიის მთელი პერიოდი იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში;

არაუმეტეს 2 თვისა ოსტეომიელიტის დროს;

7-დან 14 დღემდე სხვა ინფექციების დროს.

Streptococcus spp.-ით გამოწვეული ინფექციების დროს, გვიანი გართულებების რისკის გამო, მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მინიმუმ 10 დღე.

Chlamydia spp.-ით გამოწვეული ინფექციების დროს მკურნალობა ასევე უნდა გაგრძელდეს სულ მცირე 10 დღე.

ბავშვები და მოზარდები

Pseudomonas aeruginosa-თი გამოწვეული ფილტვების მუკოვისციდოზის გართულებების სამკურნალოდ (პაციენტებში 5-დან 17 წლამდე პაციენტებში), თერაპიის ხანგრძლივობა შეადგენს 10-14 დღეს.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა ციპროფლოქსაცინის ან ფტორქინოლონების ჯგუფის სხვა პრეპარატების, ასევე დამხმარე ნივთიერებების მიმართ.

ციპროფლოქსაცინისა და ტიზანიდინის ერთდროული გამოყენება კლინიკურად მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტების გამო (არტერიული ჰიპოტენზია, ძილიანობა), რომელიც დაკავშირებულია სისხლის პლაზმაში ტიზანიდინის კონცენტრაციის მატებასთან.

სიფრთხილით

გამოხატული ღვიძლის უკმარისობის და ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებების დროს: ეპილეფსია, კრუნჩხვითი მზადყოფნის ზღურბლის დაქვეითება (ან კრუნჩხვითი შეტევები ანამნეზში), თავი ტვინის სისხლძარღვების გამოხატული ათეროსკლეროზი, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა, თავის ტვინის ორგანული დაზიანებების ან ინსულტის, ფსიქიკური დაავადებების (დეპრესია, ფსიქოზი) დროს, თირკმლის უკმარისობა, მყესების დაზიანება ქინოლონებით წინა მკურნალობის დროს, QT ინტერვალის გახანგრძლივების ან „პირუეტის“ ტიპის არითმიის განვითარების მომატებული რისკი (მაგალითად, QT ინტერვალის გახანგრძლივების თანდაყოლილი სინდრომი, გულის დაავადებები (გულის უკმარისობა, მიოკარდის ინფარქტი, ბრადიკარდია), ელექტროლიტური დისბალანსი (მაგალითად, ჰიპოკალიემიის, ჰიპომაგნისმიის დროს)), QT ინტერვალის გამახანგრძლივებელი სამკურნალო პრეპარატების ერთდროული გამოყენება (მათ შორის IA და III კლასების ანტიარიტთმიული პრეპარატები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, მაკრლოდები, ნეიროლეპტილები), ერთდროული გამოყენება CYP41A2 იზოფერმენტის ინჰიბიტორებთან (მათ შორის თეოფილინი, მეთილქსანტინი, კოფეინი, დულოქსეტინი, კლოზაპინი, როპინიროლი, ოლანზაპინი), მიასთენია გრავისი, გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი, გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში.

მედიკამენტური ურთიერთქმედებები

სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც იწვევენ QT ინტერვალის გახანგრძლივებას

სიფრთხილე უნდა იქნას დაცული ციპროფლოქსაცინის, ისევე, როგორც სხვა ფტორქინოლონების ერთდროული გამოყენებისას, პაციენტებში, რომლებიც იღებენ QT ინტერვალის გამახანგრძლივებელ სამკურნალო პრეპარატებს (მაგალითად, IA და III კლასის ანტიარითმულ პრეპარატებს, ტრიციკლური ანტიდეპრესანტებს, მაკროლიდებს, ნეიროლეპტიკებს).

თეოფილინი

ციპროფლოქსაცინისა და თეოფილინის შემცველი პრეპარატების ერთდროულმა გამოყენებამ, შეიძლება გამოიწვიოს სისხლის პლაზმაში თეოფილინის კონცენტრაციის არასასურველი მატება და, შესაბამისად, თეოფილინით გამოწვეული გვერდითი მოვლენების გაჩენა, ძალიან იშვიათ შემთხვევებში, ეს გვერდითი მოვლენები შეიძლება იყოს საშიში პაციენტის სიცოცხლისათვის. თუ ამ ორი პრეპარატის ერთდროული გამოყენება გარდაუვალია, მაშინ რეკომენდირებულია სისხლის პლაზმაში თეოფილინის კონცენტრაციის მუდმივი კონტროლი და, საჭიროების შემთხვევაში, თეოფილინის დოზის შემცირება.

ქსანტინის სხვა წარმოებულები

ციპროფლოქსაცინისა და კოფეინის ან პენტოქსიფილინის (ოქსპენტიფილინი) ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ქსანტინის წარმოებულების კონცენტრაციის ზრდა სისხლის შრატში.

ფენიტოინი

ციპროფლოქსაცინისა და ფენიტოინის ერთდროული გამოყენებისას დაფიქსირდა სისხლის პლაზმაში ფენიტოინის კონცენტრაციის ცვლილება (მატება ან შემცირება). ფენიტოინის ანტიკონვულსიური ეფექტის შესუსტების თავიდან ასაცილებლად მისი კონცენტრაციის შემცირების გამო, ასევე გვერდითი მოვლენების პრევენციისთვის, რომლებიც დაკავშირებულია ფენიტოინით ჭარბ დოზირებასთან, ციპროფლოქსაცინის მიღების შეწყვეტისას რეკომენდირებულია ფენიტოინით თერაპიაზე კონტროლის განხორციელება პაციენტებში, რომლებიც იღებენ ორივე პრეპარატს, სისხლის პლაზმაში ფენიტოინის კონცენტრაციის განსაზღვრის ჩათვლით ორივე პრეპარატის ერთდროული გამოყენების მთელი პერიოდის განმავლობაში და მოკლე დროის განმავლობაში კომბინირებული თერაპიის დასრულების შემდეგ.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები

ქინოლონების (დნმ-ჰირაზას ინჰიბიტორები) ძალიან მაღალი დოზების და ზოგიერთი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აცეტილსალიცილის მჟავის გარდა) ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება მოახდინოს კრუნჩხვების პროვოცირება.

ციკლოსპორინი

ციპროფლოქსაცინისა და ციკლოსპორინის შემცველი პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას აღინიშნებოდა სისხლის პლაზმაში კრეატინინის კონცენტრაციის ხანმოკლე გარდამავალი მატება. ასეთ შემთხვევებში საჭიროა კვირაში ორჯერ სისხლში პლაზმასი კრეატინინის კონცენტრაციის განსაზღვრა.

პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები

ციპროფლოქსაცინისა და პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების ერთდროული გამოყენებისას, ძირითადად, სულფონილშარდოვანას პრეპარატებისა (მაგალითად, გლიბენკლამიდი, გლიმეპირიდი), ჰიპოგლიკემიის განვითარება სავარაუდოდ განპირობებულია პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების მოქმედების გაძლიერებით.

პრობენეციდი

პრობენეციდი ანელებს თირკმელებით ციპროფლოქსაცინის გამოყოფის სიჩქარეს. ციპროფლოქსაცინის და პრობენეციდის შემცველი პრეპარატების ერთდროული გამოყენება იწვევს ციპროფლოქსაცინის კონცენტრაციის მომატებას სისხლის შრატში.

მეტოტრექსატი

მეტოტრექსატის და ციპროფლოქსაცინის ერთდროული გამოყენებისას შეიძლება შენელდეს მეტოტრექსატის თირკმლის მილაკოვანი ტრანსპორტი, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს სისხლის პლაზმაში მეტოტრექსატის კონცენტრაციის ზრდა. ამასთან შეიძლება გაიზარდოს მეტოტრექსატის გვერდითი მოვლენების ალბათობა. ამ მიზეზით, პაციენტებზე, რომლებიც იღებენ ერთდროულ თერაპიას მეტოტრექსატით და ციპროფლოქსაცინით, უნდა მოხდეს სათანადო დაკვირვება.

ტიზანიდინი

კლინიკური კვლევის შედეგად, რომელშიც მონაწილეობდნენ ჯანმრთელი მოხალისეები ციპროფლოქსაცინისა და ტიზანიდინის შემცველი პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას, გამოვლინდა სისხლის პლაზმაში ტიზანიდინის კონცენტრაციის მომატება: Cmax ზრდა 7-ჯერ (4-დან 21 ჯერამდე), AUC-ის მაჩვენებლის ზრდა - 10-ჯერ (6-დან 24 ჯერამდე). სისხლის პლაზმაში ტიზანიდინის კონცენტრაციის ზრდასთან დაკავშირებულია ჰიპოტენზიური (არტერიული წნევის დაქვეითება) და სედატიური (ძილიანობა, მოთენთილობა) გვერდითი მოვლენები. ამრიგად, ციპროფლოქსაცინის და ტიზანიდინის შემცველი პრეპარატების ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია.

დულოქსეტინი

კლინიკური კვლევების ჩატარების მსვლელობაში ნაჩვენები იყო, რომ დულოქსეტინის და CYP1A2 იზოფერმენტის ძლიერი ინჰიბიტორების (როგორიცაა ფლუვოქსამინი) ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დულოქსეტინის AUC და Cmax მომატება. ციპროფლოქსაცინთან შესაძლო ურთიერთქმედების შესახებ კლინიკური მონაცემების არარსებობის მიუხედავად, შესაძლებელია ასეთი ურთიერთქმედების ალბათობის განჭვრეტა ციპროფლოქსაცინის და დულოქსეტინის ერთდროულად გამოყენებისას.

როპინიროლი

როპინიროლის და ციპროფლოქსაცინის ერთდროული გამოყენება, CYP1A2 იზოფერმენტის ზომიერი ინჰიბიტორისა, იწვევს როპინიროლის Cmax და AUC მატებას 60 და 84%-ით, შესაბამისად. საჭიროა როპინიროლის გვერდითი ეფექტების მონიტორინგი ციპროფლოქსაცინთან ერთდროული გამოყენების დროს და კომბინირებული თერაპიის დასრულებიდან მცირე დროის განმავლობაში.

ლიდოკაინი

ჯანმრთელ მოხალისეებზე ჩატარებულ კვლევაში დადგინდა, რომ ლიდოკაინის შემცველი პრეპარატების და ციპროფლოქსაცინის, CYP1A2 იზოფერმენტის ზომიერი ინჰიბიტორისა, ერთდროული გამოყენება იწვევს ლიდოკაინის კლირენსის დაქვეითებას 22%-ით მისი ინტრავენურად შეყვანისას.

მიუხედავად ლიდოკაინის კარგი ამტანობისა, ციპროფლოქსაცინთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს გვერდითი ეფექტები ურთიერთქმედების შედეგად

კლოზაპინი

კლოზაპინის და ციპროფლოქსაცინის ერთდროული გამოყენებისას 250 მგ დოზით 7

დღის განმავლობაში აღინიშნა კლოზაპინის და N-დესმეთილკლოზაპინის შრატისმიერი კონცენტრაციების ზრდა 29%-ით და 31%-ით, შესაბამისად. აუცილებელია პაციენტის მდგომარეობის კონტროლირება და საჭიროების შემთხვევაში კლოზაპინის დოზირების რეჟიმის კორექციის ჩატარება ციპროფლოქსაცინთან მისი ერთდროულად გამოყენებისას და კომბინირებული თერაპიის დასრულებიდან მცირე დროის განმავლობაში.

სილდენაფილი

ჯანმრთელ მოხალისეებში ციპროფლოქსაცინის 500 მგ დოზით და სილდენაფილის 50 მგ დოზით .ერთდროული გამოყენებისას, აღინიშნა სილდენაფილის Cmax და AUC-ის 2-ჯერ მომატება. ამასთან დაკავშირებით, ამ კომბინაციის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ სარგებელი/რისკის თანაფარდობის შეფასების შემდეგ.

K ვიტამინის ანტაგონისტები

ციპროფლოქსაცინისა და K ვიტამინის ანტაგონისტების ერთდროულმა გამოყენებამ (მაგალითად, ვარფარინი, აცენოკუმაროლი, ფენპროკუმონი, ფლუინდონი) შეიძლება გამოიწვიოს მათი ანტიკოაგულაციური მოქმედების გაძლიერება. ამ ეფექტის სიდიდე შეიძლება განსხვავდებოდეს თანმხლები ინფექციების, პაციენტის ასაკისა და ზოგადი მდგომარეობის მიხედვით, ამიტომ რთულია საერთაშორისო ნორმალიზებულ თანაფარდობაზე ციპროფლოქსაცინის ზეგავლენის შეფასება. საჭიროა საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის ხშირად გაკონტროლება ციპროფლოქსაცინისა და K ვიტამინის ანტაგონისტების ერთდროული გამოყენებისას, ასევე კომბინირებული თერაპიის დასრულებიდან მოკლე დროის განმავლობაში.

აგომელატინი

კლინიკურ კვლევებში ნაჩვენებია, რომ ფლუვოქსამინი, როგორც CYP1A2 იზოფერმენტის ძლიერი ინჰიბიტორი, მნიშვნელოვნად თრგუნავს აგომელატინის მეტაბოლიზმს, რაც იწვევს აგომელატინის ექსპოზიციის 60-ჯერ ზრდას. მიუხედავად ხელმისაწვდომი კლინიკური მონაცემების არარსებობისა ციპროფლოქსაცინთან, CYP450 1A2 იზოფერმენტის ზომიერ ინჰიბიტორთან, შესაძლო ურთიერთქმედების შესახებ, პრეპარატების ერთდროულად გამოყენებისას შეიძლება მოსალოდნელი იყოს ანალოგიური ეფექტები.

ზოლპიდემი

ციპროფლოქსაცინთან ერთდროულად გამოყენებისას შესაძლებელია სისხლის პლაზმაში ზოლპიდემის კონცენტრაციის მომატება, ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

სიფრთხილის ზომები

ციპროფლოქსაცინის გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული პაციენტებში სერიოზული გვერდითი რეაქციებით ანამნეზში, რომლებიც დაკავშირებულია ქინოლონის ან ფტორქინოლონის შემცველი პრეპარატების მიღებასთან. ასეთი პაციენტების მკურნალობა ციპროფლოქსაცინით უნდა დაიწყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ალტერნატიული მკურნალობის ვარიანტები არ არის ხელმისაწვდომი და სარგებელი/რისკის სათანადო შეფასების შემდეგ.

მძიმე სტაფილოკოკური ინფექციები და ინფექციები, განპირობებული გრამდადებითი და ანაერობული ბაქტერიებით

მძიმე ინფექციების, სტაფილოკოკური ინფექციების და ანაერობული ბაქტერიებით განპირობებული ინფექციების მკურნალობისას, ციპროფლოქსაცინი გამოყენებული უნდა იქნას შესაბამის ანტიბაქტერიულ საშუალებებთან.

Streptococcus pneumoniae განპირობებული ინფექციები

პრეპარატი ციპრინოლი არ არის რეკომენდირებული გამოსაყენებლად Streptococcus pneumoniae-თი გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ, გამომწვევის მიმართ მისი არასაკმარისი ეფექტურობის გამო.

სასქესო გზების ინფექციები

გენიტალური ინფექციების დროს, რომლებიც სავარაუდოთ გამოწვეულია Neisseria gonorrhoeae-ს შტამებით, რომლებიც რეზისტენტულია ფტორქინოლონების მიმართ, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ინფორმაცია ციპროფლოქსაცინის მიმართ ლოკალური რეზისტენტობის შესახებ და დადასტურებული უნდა იყოს გამომწვევის მგრძნობელობა ლაბორატორიულ ტესტებში.

საშარდე გზების ინფექციები

ფტორქინოლონებისადმი Escherichia coli-ს რეზისტენტობა, საშარდე გზების ინფექციების ყველაზე გავრცელებული გამომწვევისა, ვარირებს. გათვალისწინებული უნდა იქნას ინფორმაცია Escherichia coli-ს რეზისტენტობის შესახებ ფტორქინოლონების მიმართ.

გაურთულებელი ცისტიტის თერაპია ქალებში პრემენოპაუზის დროს ციპროფლოქსაცინის ერთჯერადი დოზით, როგორც მოსალოდნელია, დაკავშირებულია დაბალ ეფექტურობასთან, ვიდრე გრძელვადიანი თერაპია. ეს ეფექტი აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იქნას ფტორქინოლონებისადმი Escherichia coli-ს რეზისტენტობის მზარდ დონესთან მიმართებაში.

დარღვევები გულის მხრივ

ციპროფლოქსაცინი გავლენას ახდენს QT ინტერვალის გახანგრძლივებაზე. იმის გათვალისწინებით, რომ ქალებისთვის დამახასიათებელია უფრო გრძელი საშუალო ხანგრძლივობა მამაკაცებთან შედარებით, ისინი უფრო მგრძნობიარენი არიან პრეპარატების მიმართ, რომლებიც იწვევენ QT ინტერვალის გახანგრძლივებას. ხანდაზმულ პაციენტებში ასევე აღინიშნება მომატებული მგრძნობელობა პრეპარატების მოქმედებისადმი, რომლებიც იწვევენ QT ინტერვალის გახანგრძლივებას. პრეპარატი ციპრინოლი® სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ერთდროულად პრეპარატებთან, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს (მაგალითად, IA და III კლასების ანტიარითმული საშუალებებთან, ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან, მაკროლიდებთან და ანტიფსიქოტიკებთან), ან პაციენტებში QT ინტერვალის გახანგრძლივების ან „პირუეტის“ ტიპის არითმიების განვითარების მომატებული რისკით (მაგალითად, თანდაყოლილი QT ინტერვალის სინდრომით, ელექტროლიტური დისბალანსით (მაგალითად, ჰიპოკალიემიის, ჰიპომაგნიემიის დროს), ასევე გულის ისეთი დაავადებებით, როგორიცაა გულის უკმარისობა, მიოკარდის ინფარქტი, ბრადიკარდია).

დისგლიკემია

ისევე როგორც სხვა ფტორქინოლონების შემთხვევაში, ციპროფლოქსაცინის გამოყენებისას შეიძლება მოხდეს სისხლში გლუკოზის დონის ცვლილებები, ჰიპო- და ჰიპერგლიკემიის ჩათვლით. ციპროფლოქსაცინით თერაპიის ფონზე დისგლიკემია შეიძლება უფრო ხშირად აღინიშნოს ხანდაზმულ პაციენტებში და შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებენ თანმხლებ თერაპიას პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატებით (მაგალითად, სულფონილშარდოვანას პრეპარატებით) ან ინსულინით. ასეთ პაციენტებში ციპროფლოქსაცინის გამოყენებისას იზრდება ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკი ჰიპოგლიკემიურ კომამდე. აუცილებელია პაციენტების ინფორმირება ჰიპოგლიკემიის სიმპტომების შესახებ (ცნობიერების არევა, თავბრუსხვევა, „მგლის“ მადა, თავის ტკივილი, ნერვოზულობა, გულისცემის შეგრძნება ან გახშირებული პულსი, კანის სიფერმკრთალე, ოფლიანობა, კანკალი, სისუსტე). თუ პაციენტს განუვითარდა ჰიპოგლიკემია, ციპროფლოქსაცინით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დაწყებული იქნას შესაბამისი თერაპია. ასეთ შემთხვევებში რეკომენდირებულია, თუ ეს შესაძლებელია, ფტორქინოლონებისგან განსხვავებულ სხვა ანტიბიოტიკით თერაპიაზე გადასვლა. ციპროფლოქსაცინით მკურნალობისას ხანდაზმულ პაციენტებში, შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში რეკომენდირებულია სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის სათანადო მონიტორინგი.

გამოყენება ბავშვებში

დადგენილი იყო, რომ ციპროფლოქსაცინი, ისევე როგორც ამ კლასის სხვა პრეპარატები, იწვევს ცხოველებში დიდი სახსრების ართროპათიას. ამჟამად ხელმისაწვდომი მონაცემების ანალიზისას 18 წლამდე ასაკის ბავშვებში ციპროფლოქსაცინის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ, რომელთა უმეტესობას აქვთ ფილტვების მუკოვისციდოზი, არ არის დადგენილი კავშირი ხრტილის ან სახსრების დაზიანებასა და პრეპარატის მიღებას შორის. არ არის რეკომენდირებული ბავშვებში ციპრინოლის® გამოყენება სხვა დაავადებების სამკურნალოდ, ფილტვის მუკოვისციდოზის გართულებების მკურნალობის გარდა (5-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებში), რომლებიც დაკავშირებულია Pseudomonas aeruginosa-სთან და ციმბირული წყლულის ფილტვისმიერი ფორმის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის (Bacillus anthracis-ით საეჭვო ან დადასტურებული ინფიცირების შემდეგ).

ჰიპერმგრძნობელობა

ზოგჯერ ციპროფლოქსაცინის პირველი დოზის მიღების შემდეგ შეიძლება განვითარდეს პრეპარატის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა, მათ შორის ალერგიული რეაქციები, რაც დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ მკურნალ ექიმს. იშვიათ შემთხვევებში, პირველი გამოყენების შემდეგ, შეიძლება განვითარდეს ანაფილაქსიური რეაქციები ანაფილაქსიურ შოკამდე. ასეთ შემთხვევებში პრეპარატის ციპრინოლი® გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და ჩატარდეს შესაბამისი მკურნალობა.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტი

ციპროფლოქსაცინით მკურნალობის დროს ან მის შემდეგ მძიმე და გახანგრძლივებული დიარეის განვითარების შემთხვევაში, უნდა გამოირიცხოს ფსევდომემბრანული კოლიტის დიაგნოზი, რომელიც საჭიროებს პრეპარატის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნას (პერორალურად ვანკომიცინი 250 მგ დოზით 4-ჯერ დღეში). უკუნაჩვენებია პრეპარატების გამოყენება, რომლებიც თრგუნავენ ნაწლავის პერისტალტიკას.

ჰეპატობილიარული სისტემა

ციპროფლოქსაცინის გამოყენებისას აღინიშნებოდა ღვიძლის ნეკროზის და სიცოცხლისათვის საშიში ღვიძლის უკმარისობის შემთხვევები. ღვიძლის დაავადების შემდეგი ნიშნების არსებობის შემთხვევაში, როგორიცაა ანორექსია, სიყვითლე, მუქი ფერის შარდი, ქავილი, მუცლის ტკივილი, პრეპარატ ციპრინოლის® მიღება უნდა შეწყდეს.

პაციენტებში, რომლებიც იღებენ პრეპარატ ციპრინოლს® და გატატანილი აქვთ ღვიძლის დაავადება, შეიძლება აღინიშნოს „ღვიძლისმიერი“ ტრანსამინაზების და ტუტე ფოსფატაზის აქტივობის დროებითი მატება ან ქოლესტაზური სიყვითლე.

საყრდენ-მამოძრავებელი აპარატი

პაციენტებში მძიმე მიასთენია gravis-ით პრეპარატი ციპრინოლი® სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული, ვინაიდან შესაძლებელია სიმპტომების გამწვავება.

პრეპარატი ციპრინოლი® სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ მითითება მყესების დაავადებაზე, დაკავშირებული ქინოლონების მიღებასთან.

ტენდინიტი და მყესების გაწყვეტა

ტენდინიტი და მყესის გაწყვეტა (განსაკუთრებით აქილევსის მყესის), ზოგჯერ ორმხრივი, შეიძლება მოხდეს ქინოლონებითა და ფტორქინოლონებით მკურნალობის დაწყებიდან 48 საათის შემდეგ, ასევე მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე თვის განმავლობაში. ტენდონიტის და მყესის გაწყვეტის განვითარების რისკი იზრდება ხანდაზმულ პაციენტებში, პაციენტებში თირკმლის უკმარისობით, პარენქიმატოზური ორგანოების ტრანსპლანტაციით, რომლებიც ერთდროულად ღებულობდნენ თერაპიას კორტიკოსტეროიდებით. თავიდან უნდა იქნას აცილებული კორტიკოსტეროიდების და ფტორქინოლონების ერთდროული გამოყენება. ტენდონიტის პირველი ნიშნების აღნიშვნის შეთხვევაში (მაგალითად, მტკივნეული შეშუპება, ანთება), უნდა შეწყდეს მიღება [საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება!] და განიხილოს ალტერნატიული მკურნალობა. უნდა მოხდეს დაზიანებული კიდურის (კიდურების) სათანადო მკურნალობა (მაგალითად, კიდურის იმობილიზაცია). არ არის რეკომენდირებული კორტიკოსტეროიდების გამოყენება ტენდინოპათიის ნიშნების გამოვლენისას.

ანევრიზმა და აორტის განშრევება, რეგურგიტაცია/გულის სარქველის უკმარისობა

ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემების თანახმად იყო შეტყობინებები აორტის ანევრიზმისა და აორტის განშრევების განვითარების გაზრდილი რისკის შესახებ, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, ასევე აორტული და მიტრალური სარქველების რეგურგიტაციის შესახებ ფტორქინოლონების გამოყენების შემდეგ. პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ფტორქინოლონებს, აღნიშნული იყო ანევრიზმის და აორტის განშრევების განვითარების შემთხვევები, ხანდახან გართულებული გაწყვეტით (მათ შორის ლეტალური დასასრულით), ასევე ნებისმიერი გულის სარქველის რეგურგიტაციის/უკმარისობის შემთხვევები (იხ. ნაწილი „გვერდითი მოქმედება“).

ამასთან დაკავშირებით ფტორქინოლონები უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ „სარგებელი-რისკის“ გულდასმით შეფასების და მკურნალობის სხვა ვარიანტების განხილვის შემდეგ პაციენტებში აორტის ანევრიზმით ან გულის სარქველის თანდაყოლილი მანკით ოჯახურ ანამნეზში, ან პაციენტებში დიაგნოზირებული აორტის ანევრიზმით და/ან აორტის განშრევებით, ან გულის სარქველის დაავადებით, ან სხვა რისკ-ფაქტორების ან მდგომარეობების არსებობისას, რომლებიც განაწყობენ შემდეგისადმი:

როგორც ანევრიზმისა და აორტის განშრევებისადმი, ასევე გულის სარქველის რეგურგიტაციისა/უკმარისობისკენ (მაგალითად, შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები, როგორიცაა მარფანის სინდრომი ან ელერს-დანლოსის სინდრომი, ტერნერის სინდრომი, ბეხჩეტის დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, რევმატოიდული ართრიტი);

ან დამატებით:

ანევრიზმისა და აორტის განშრევებისადმი (მაგალითად, სისხლძარღვოვანი დაავადებები, როგორიცაა ტაკაიასუს არტერიიტი, გიგანტურუჯრედოვანი არტერიიტი, დადასტურებული ათეროსკლეროზი, შეგრენის სინდრომი);

გულის სარქველის რეგურგიტაციისა/უკმარისობისადმი (მაგალითად, ინფქციური ენდოკარდიტი).

ანევრიზმის და აორტის განშრევების განვითარების, ასევე მათი გასკდომის რისკი შეიძლება მომატებული იყოს პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ სისტემურ გლუკოკორტიკოსტეროიდებს.

მუცლის, გულმკერდის ან ზურგის უეცარი ტკივილის აღნიშვნის შემთხვევაში, პაციენტებმა სასწრაფოდ უნდა მიმართონ ექიმს სასწრაფო დახმარების განყოფილებაში.

პაციენტებისათვის რეკომენდირებულია დაუყოვნებლივ სამედიცინო დახმარებისთვის მიმართვა მწვავე ქოშინის აღნიშვნის, გახშირებული გულისცემის შეგრძნების პირველად აღნიშვნის ან მუცლის ან ქვედა კიდურების შეშუპების განვითარების შემთხვევაში.

ნერვული სისტემა

ციპროფლოქსაცინმა, ისევე როგორც სხვა ფტორქინოლონებმა, შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები და შეამციროს კრუნჩხვითი მზაობის ზღურბლი. პაციენტებმა ეპილეფსიით და გადატანილი ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებებით (მაგალითად, კრუნჩხვითი მზაობის ზღურბლის დაქვეითება, კრუნჩხვითი შეტევები ანამნეზში, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევები, თავის ტვინის ორგანული დაზიანებები ან ინსულტი) ცენტრალური ნერვული სისტემის მხრიდან გვერდითი რეაქციების განვითარების რისკის გამო, ციპროფლოქსაცინი უნდა გამოიყენონ მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მოსალოდნელი კლინიკური ეფექტი აღემატება პრეპარატის გვერდითი ეფექტების შესაძლო რისკს. ციპროფლოქსაცინის გამოყენებისას იყო შეტყობინებები ეპილეფსიის სტატუსის განვითარების შემთხვევების შესახებ.

კრუნჩხვების აღნიშვნის შემთხვევაში პრეპარატ ციპრინოლის® გამოყენება უნდა შეწყდეს.

ფსიქოზური რეაქციები შეიძლება აღინიშნოს ფტორქინოლონების, მათ შორის პრეპარატ ციპრინოლის®, პირველი გამოყენების შემდეგაც. იშვიათ შემთხვევებში, დეპრესია ან ფსიქოზური რეაქციები შეიძლება პროგრესირებდეს სუიციდურ აზრებსა და სუიციდურ მცდელობამდე, დასრულებულის ჩათვლით. თუ პაციენტს განუვითარდა ერთ-ერთი ამ რეაქციებიდან, პრეპარატ ციპრინოლის® მიღება უნდა შეწყდეს და ექიმი იქნას ინფორმირებული ამის შესახებ.

პერიფერიული ნევროპათია

დარეგისტრირებული იყო სენსორული ან სენსომოტორული პოლინევროპათიის შემთხვევები, რომლებმაც გამოიწვიეს პარესთეზია, ჰიპერსთეზია (დაქვეითებული მგრძნობელობა), დიზესთეზია ან სისუსტე პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ქინოლონებს და ფტორქინოლონებს. პაციენტებისათვის, რომლებიც ღებულობენ ციპროფლოქსაცინს, რეკომენდირებული უნდა იქნას მკურნალობის გაგრძელებამდე მოახდინონ მკურნალო ექიმის ინფორმირება, თუ განვითარდა ნევროპათიის სიმპტომები, როგორიცაა ტკივილი, წვა, ჩხვლეტა, დაბუჟება ან სისუსტე, რათა თავიდან იქნას აცილებული პოტენციურად შეუქცევადი მდგომარეობების განვითარება.

კანის საფარი

პრეპარატ ციპრინოლის მიღებისას შესაძლოა განვითარდეს ფოტოსენსიბილიზაციის რეაქცია, ამიტომ პაციენტები უნდა მოერიდონ კონტაქტს მზის პირდაპირ სხივებთან და ულტრაიისფერ შუქთან. მკურნალობა უნდა შეწყდეს ფოტოსენსიბილიზაციის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში (მაგალითად, კანის საფარის ცვლილება მზის დამწვრობას წააგავს).

მხედველობის დარღვევა

მხედველობის გაუარესების ან თვალზე რაიმე ზემოქმედების აღნიშვნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ოკულისტს.

ციტოქრომ P450

ცნობილია, რომ ციპროფლოქსაცინი არის CYP1A2 იზოფერმენტების ზომიერი ინჰიბიტორი.

სიფრთხილის დაცვაა საჭირო პრეპარატ ციპრინოლის და პრეპარატების ერთდროულად გამოყენებისას, რომლებიც მეტაბოლიზდებიამ ამ იზოფერმენტებით, როგორიცაა თეოფილინი, მეთილქსანტინი, კოფეინი, დულოქსეტინი, კლოზაპინი, ოლანზაპინი, როპინიროლი, აგომელატინი და სხვ., რადგანაც სისხლის შრატში ამ პრეპარატების კონცენტრაციის მატებამ, განპიროებულმა ციპროფლოქსაცინით მათი მეტაბოლიზმის ინჰიბირებით, შეიძლება გამოიწვიოს სპეციფიკური გვერდითი რეაქციები.

ადგილობრივი რეაქციები

პრეპარატ ციპრინოლის® ინტრავენური შეყვანისას შეიძლება აღინიშნოს ადგილობრივი ანთებითი რეაქციები პრეპარატის შეყვანის ადგილას (შეშუპება, ტკივილი). ეს რეაქცია უფრო ხშირად აღინიშნება,, თუ ინფუზიის დრო შეადგენს 30 წუთს ან ნაკლებს. რეაქცია სწრაფად გადის ინფუზიის დასრულების შემდეგ და არ წარმოადგენს უკუჩვენებას პრეპარატის შემდგომი შეყვანისათვის, თუ მისი მიმდინარეობა არ გართულდება.

კრისტალურიის განვითარების თავიდან ასაცილებლად დაუშვებელია რეკომენდირებული დღიური დოზის გადაჭარბება, ასევე აუცილებელია სითხის საკმარისი რაოდენობის მიღება და შარდის მჟავე რეაქციის შენარჩუნება.

ციპროფლოქსაცინის და ბარბიტურის მჟავას წარმოებულების ჯგუფიდან ზოგადი ანესთეზიის სამკურნალო საშუალების ერთდროულად ინტრავენური შეყვანის დროს აუცილებელია გულის შეკუმშვათა სიხშირის, არტერიული წნევის, ელექტროკარდიოგრამის მუდმივი კონტროლი.

ხანგრძლივი, მაინვალიდიზირებელი, პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული გვერდითი რეაქციები

მიღებული იყო შეტყობინებები ძალიან იშვიათი, ხანგრძლივი [რომლებიც გრძელდებოდა ერთი თვე ან წელი], მაინვალიდიზირებელი, პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული გვერდითი რეაქციების განვითარების შესახებ, ზემოქმედებით ადამიანის ორგანიზმის სხვადასხვა, ზოგჯერ რამდენიმე სისტემაზე (ძვალ-კუნთოვან, ნერვულ და ფსიქიკურ სისტემებზე, გრძნობის ორგანოებზე), პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ქინოლონებს ან ფტორქინოლონებს, მიუხედავად მათი ასაკისა და ადრე არსებული რისკ-ფაქტორებისა. ნებისმიერი სერიოზული გვერდითი რეაქციის პირველი ნიშნების და სიმპტომების გამოვლენისას, ციპროფლოქსაცინის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან მიმართვა.

In vitro პირობებში ციპროფლოქსაცინმა შეიძლება ხელი შეუშალოს Mycobacterium tuberculosis ბაქტერიოლოგიურ კვლევას, მისი ზრდის დათრგუნვით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ცრუ-უარყოფით შედეგები ამ გამომწვევის დიაგნოსტიკის დროს პაციენტებში, რომლებიც იღებენ პრეპარატ ციპრინოლს®.

ნატრიუმის შემცველობა

ციპრინოლი® საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ერთ დოზაზე (10 მლ), ანუ არსებითად პრეპარატი „ნატრიუმის გარეშეა“.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ციპროფლოქსაცინის ინ-ვიტრო აქტივობამ Mycobacterium tuberculosis-ის წინააღმდეგ შეიძლება გამოიწვიოს ცრუ უარყოფითი ბაქტერიოლოგიური ტესტის შედეგები იმ პაციენტებიდან აღებულ ნიმუშებში, რომლებიც ამჟამად იღებენ ციპროფლოქსაცინს.

რეაქცია ინექციის ადგილზე

ციპროტლოქსაცინის ინტრავენური შეყვანისას დაფიქსირდა ადგილობრივი რეაქციები ინტრავენურად შეყვანის ადგილას. ეს რეაქციები უფრო ხშირია, თუ ინფუზიის დრო არის 30 წუთი ან ნაკლები. ეს შეიძლება გამოიხატოს კანის ადგილობრივი რეაქციების სახით, რომლებიც სწრაფად ქრება ინფუზიის დასრულების შემდეგ. შემდგომი ინტრავენური შეყვანა არ არის უკუნაჩვენები, თუ არ ხდება რეაქციების ხელახლა განვითარება ან გაუარესება.

ციპრინოლი შეიცავს ნატრიუმს

ციპრინოლი 10 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარისთვის შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ყოველ ამპულაში, რაც ნიშნავს, რომ ის პრაქტიკულად თავისუფალია ნატრიუმისგან.

  • 5 ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

პრეპარატები, რომლებიც ცნობილია, რომ ახანგრძლივებენ QT ინტერვალს

ციპროფლოქსაცინი, ისევე როგორც სხვა ფტორქინოლონები, სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებიც იღებენ პრეპარატებს, რომლებიც ცნობილია, რომ ახანგრძლივებენ QT ინტერვალს (მაგ. კლასი IA და III ანტიარითმული საშუალებები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, მაკროლიდები, ანტიფსიქოზური საშუალებები) (იხ. პუნქტი 4.4).

პრობენეციდი

პრობენეციდი აფერხებს ციპროფლოქსაცინის თირკმლისმიერ სეკრეციას. პრობენეციდის და ციპროფლოქსაცინის ერთდროული მიღება ზრდის ციპროფლოქსაცინის კონცენტრაციას შრატში.

მეტოკლოპრამიდი

მეტოკლოპრამიდი აჩქარებს ციპროტლოქსაცინის (პერორალურ) შეწოვას, რაც იწვევს პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევას უფრო მოკლე დროში. არანაირი ეფექტი არ გამოვლენილა ციპროფლოქსაცინის ბიოშეღწევადობაზე.

ომეპრაზოლი

ციპროფლოქსაცინისა და ომეპრაზოლის შემცველი სამკურნალო საშუალებების ერთდროული მიღება იწვევს ციპროფლოქსაცინის Cmax და AUC-ის უმნიშვნელო შემცირებას.

ციპროფლოქსაცინის ეფექტები სხვა სამკურნალო საშუალებებზე:

ტიზანიდინი

ტიზანიდინი არ უნდა იქნას შეყვანილი ციპროტლოქსაცინთან ერთად (იხ. პუნქტი 4.3). ჯანმრთელ პირებში ჩატარებულ კლინიკურ კვლევაში აღინიშნა შრატში ტიზანიდინის კონცენტრაციის მატება (Cmax ზრდა: 7-ჯერ, დიაპაზონი: 4-დან 21-ჯერ; AUC ზრდა: 10-ჯერ, დიაპაზონი: 6-დან 24-ჯერ) ციპროფლოქსაცინთან ერთად მიღებისას. შრატში ტიზანიდინის კონცენტრაციის მომატება დაკავშირებულია გაძლიერებულ ჰიპოტენზიურ და სედაციურ ეფექტთან.

მეთოტრექსატი

მეთოტრექსატის თირკმლის მილაკოვანი ტრანსპორტირება შეიძლება შეფერხდეს ციპროფლოქსაცინის ერთდროული მიღებისას, რომელიც პოტენციურად იწვევს პლაზმაში მეთოტრექსატის დონის მატებას და მეტოტრექსატთან ასოცირებული ტოქსიკური რეაქციების გაზრდილ რისკს. არ არის რეკომენდებული ერთდროული გამოყენება (იხ. პუნქტი 4.4).

თეოფილინი

ციპროფლოქსაცინისა და თეოფილინის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს შრატში თეოფილინის კონცენტრაციის არასასურველი მატება. ამან შეიძლება გამოიწვიოს თეოფილინით გამოწვეული გვერდითი ეფექტები, რომლებიც იშვიათად შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში ან ფატალური. კომბინაციის გამოყენებისას უნდა შემოწმდეს შრატში თეოფილინის კონცენტრაცია და საჭიროებისამებრ შემცირდეს თეოფილინის დოზა (იხ. პუნქტი 4.4).

ქსანთინის სხვა წარმოებულები

ციპროტლოქსაცინისა და კოფეინის ან პენტოქსიფილინის (ოქსპენტიფილინი) ერთდროული მიღებისას დაფიქსირდა ქსანთინის წარმოებულების შრატში მომატებული კონცენტრაციები.

ფენიტოინი

ციპროფლოქსაცინისა და ფენიტოინის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს შრატში ფენიტოინის დონის მომატება ან შემცირება; ამიტომ რეკომენდებულია პრეპარატის დონის მჭიდრო მონიტორინგი.

ციკლოსპორინი

შრატში კრეატინინის კონცენტრაციის გარდამავალი მატება აღინიშნა ციპროფლოქსაცინისა და ციკლოსპორინის შემცველი სამკურნალო საშუალებების ერთდროულად მიღებისას. ამიტომ, ხშირად (კვირაში ორჯერ) საჭიროა ამ პაციენტებში შრატისმიერი კრეატინინის კონცენტრაციის კონტროლი.

K ვიტამინის ანტაგონისტები

ციპროფლოქსაცინის ერთდროულმა გამოყენებამ K ვიტამინის ანტაგონისტთან შეიძლება გააძლიეროს მისი ანტიკოაგულაციური ეფექტი. რისკი შეიძლება განსხვავდებოდეს ძირითადი ინფექციის, ასაკისა და პაციენტის ზოგადი მდგომარეობის მიხედვით, ასე რომ, ძნელია INR-ის (საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობა) მატებაში ციპროფლოქსაცინის წვლილის შეფასება. INR ხშირად უნდა შემოწმდეს ციპროფლოქსაცინის K ვიტამინის ანტაგონისტთან ერთად (მაგ. ვარფარინი, აცენოკუმაროლი, ფენპროკუმონი ან ფლუინდიონი) მიღების დროს და ცოტა ხნის შემდეგ.

დულოქსეტინი

კლინიკურ კვლევებში ნაჩვენები იქნა, რომ დულოქსეტინის ერთდროულმა გამოყენებამ CYP450 lA2 იზოფერმენტი ძლიერ ინჰიბიტორებთან, როგორიცაა ფლუვოქსამინი, შეიძლება გამოიწვიოს დულოქსეტინის AUC და Cmax-ის გაზრდა. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს კლინიკური მონაცემები ციპროფლოქსაცინთან შესაძლო ურთიერთქმედების შესახებ, მსგავსი ეფექტები შეიძლება მოსალოდნელი იყოს ერთდროული მიღებისას (იხ. პუნქტი 4.4).

როპინიროლი

კლინიკურ კვლევაში ნაჩვენები იყო, რომ როპინიროლის ერთდროული გამოყენება ციპროტლოქსაცინთან, CYP450 1A2 იზოფერმენტის ზომიერ ინჰიბიტორთან, იწვევს როპინიროლის Cmax და AUC-ის მატებას შესაბამისად 60% და 84%-ით. რეკომენდებულია როპინიროლთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტების მონიტორინგი და დოზის კორექცია საჭიროების მიხედვით ციპროტლოქსაცინთან ერთდროული მიღების დროს და ცოტა ხნის შემდეგ (იხ.პუნქტი 4.4).

ლიდოკაინი

ჯანმრთელ პირებში ნაჩვენები იქნა, რომ ლიდოკაინის შემცველი სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენება ციპროფლოქსაცინთან, CYP450 1A2 იზოფერმენტის ზომიერ ინჰიბიტორთან, ამცირებს ლიდოკაინის ინტრავენური კლირენსს 22%-ით. მიუხედავად იმისა, რომ ლიდოკაინით მკურნალობა კარგად გადაიტანებოდა, ერთდროული მიღებისას შეიძლება განვითარდეს გვერდით ეფექტებთან დაკავშირებული შესაძლო ურთიერთქმედება ციპროფლოქსაცინთან.

კლოზაპინი

250 მგ ციპროფლოქსაცინის კლოზაპინთან ერთდროული მიღების შემდეგ 7 დღის განმავლობაში, კლოზაპინის და N-დესმეთილკლოზაპინის კონცენტრაცია შრატში გაიზარდა 29% და 31%-ით შესაბამისად. რეკომენდებულია კლინიკური მეთვალყურეობა და კლოზაპინის დოზის შესაბამისი კორექცია ციპროფლოქსაცინთან ერთად მიღების დროს და მალევე მას შემდეგ (იხ. პუნქტი 4.4).

სილდენაფილი

სილდენაფილის Cmax და AUC გაიზარდა დაახლოებით ორჯერ ჯანმრთელ სუბიექტებში 50 მგ პერორალური დოზის მიღების შემდეგ 500 მგ ციპროტლოქსაცინთან ერთად. ამიტომ, სიფრთხილეა საჭირო ციპროტლოქსაცინის დანიშვნისას სილდენაფილთან ერთად რისკებისა და სარგებლის გათვალისწინებით.

აგომელატინი

კლინიკურ კვლევებში ნაჩვენები იქნა, რომ ფლუვოქსამინი, როგორც CYP450 1A2 იზოფერმენტის ძლიერი ინჰიბიტორი, მნიშვნელოვნად აფერხებს აგომელატინის მეტაბოლიზმს, რაც იწვევს აგომელატინის ექსპოზიციის 60-ჯერ გაზრდას. მიუხედავად იმისა, რომ არ არის ხელმისაწვდომი კლინიკური მონაცემები ციპროტლოქსაცინთან, CYP450 1A2-ის ზომიერი ინჰიბიტორთან შესაძლო ურთიერთქმედების შესახებ, მსგავსი ეფექტები შეიძლება მოსალოდნელი იყოს ერთდროული მიღებისას (იხილეთ პუნქტი 4.4 „ციტოქრომი P450“).

ზოლპიდემი

ციპროფლოქსაცინის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს სისხლში ზოლპიდემის დონე, ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ციპროფლოქსაცინის გამოყენების უსაფრთხოება ორსულობის დროს არ არის დადგენილი. თუმცა, ცხოველებზე ჩატარებული კვლევების შედეგებზე დაყრდნობით, ახალშობილთა სასახსრე ხრტილზე არასასურველი ზემოქმედების შესაძლებლობა სრულიად გამორიცხული არ არის და ამიტომ ციპროფლოქსაცინი არ უნდა დაინიშნოს ორსულ ქალებში.

ამავე დროს, ცხოველებზე ჩატარებული კვლევების მსვლელობაში არ არის დადგენილი ტერატოგენული ეფექტები (მალფორმაციები).

ლაქტაციის პერიოდი

ციპროფლოქსაცინი გამოიყოფა დედის რძით. ახალშობილთა სასახსრე ხრტილის დაზიანების პოტენციური რისკის გამო, ციპროფლოქსაცინი არ უნდა დაენიშნოთ მეძუძურ ქალებს.

გამოყენება ბავშვებში

არ არის რეკომენდირებული ციპროფლოქსაცინის გამოყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში სხვა ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ, ფილტვების მუკოვისციდოზის გართულებების მკურნალობის გარდა (5-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებში), გამოწვეულის Pseudomonas aeruginosa-თი, და ფილტვისმიერი ფორმის ციმბირული წყლულის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის (Bacillus anthracis-ით სავარაუდო ან დადასტურებული ინფიცირების შემდეგ).

ციპროფლოქსაცინის გამოყენება ბავშვებში უნდა დაიწყოს მხოლოდ სარგებელი/რისკის შეფარდების შეფასების შემდეგ სახსრებსა და მყესებზე შესაძლო გვერდით მოქმედებასთან დაკავშირებით.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ფტორქინოლონებს, ციპროფლოქსაცინის ჩათვლით, შეუძლიათ პაციენტების ავტომობილის მართვის და საქმიანობის სხვა პოტენციურად სასიში სახეობებით დაკავების უნარის დარღვევა, რომლებიც საჭიროებენ მომატებულ ყურადღებას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს, ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ზემოქმედების შედეგად.

გვერდითი მოვლენები

ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი რეაქციები კლასიფიცირდება შემდეგნაირად:

„ძალიან ხშირად“ (≥ 10), „ხშირად“ (≥1/100-დან <1/10-მდე), „არახშირად (≥1/1000-დან <1/100-მდე), „იშვიათად“ (≥1/10000-დან <1/1000-მდე), „ძალიან იშვიათად“ (≤ 10000), „სიხშირე უცნობია“.

გვერდითი რეაქციები, რომლებიც დაფიქსირდა მხოლოდ პოსტმარკეტინგული დაკვირვებების პერიოდში, და რომელთა სიხშირე არ იყო შეფასებული, აღინიშნება „სიხშირე უცნობია“.

ხშირად

≥1%– <10%

არახშირად

≥0.1%–<1%

იშვიათად

≥0.01%–<0.1%

ძალიან იშვიათად <0.01%

სიხშირე

უცნობია

ინფექციური და პარაზიტული დაავადებები

სოკოვანი

სუპერინფექციები

დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ

ეოზინოფილია

ლეიკოპენია

ანემია

ნეიტროპენია

ლეიკოციტოზი

თრომბოციტოპენია

თრომბოციტემია

ჰემოლიზური

ანემია

აგრანულოციტოზი

პანციტოპენია

(სიცოცხლისთვის საშიში)

ძვლის ტვინის დათრგუნვა (სიცოცხლისთვის საშიში)

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

ალერგიული რეაქციები

ალერგიული შეშუპება /

ანგიონევროზული შეშუპება

ანაფილაქსიური

რეაქციები

ანაფილაქსიური

შოკი (სიცოცხლისთვის საშიში)

შრატისმიერი დაავადება

დარღვევები ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ

მადის დაქვეითება და მისაღები საკვების

რაოდენობების შემცირება

ჰიპერგლიკემია

ჰიპოგლიკემია

მძიმე

ჰიპოგლიკემია,

ჰიპოგლიკემიური

კომის განვითარებამდე,

განსაკუთრებით მოხუცებში,

პაციენტებში

შაქრიანი დიაბეტით, რომლებიც იღებენ პერორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებს ან ინსულინს

ფსიქიკის დარღვევები

ფსიქომოტორული ჰიპერაქტივობა/აჟიტაცია

ცნობიერების არევა და დეზორიენტაცია

შფოთვა

სიზმრების დარღვევა

(ღამის კოშმარები)

დეპრესია (ქცევის გაძლიერება თვითდაზიანების მიზნით, როგორიცაა სუიციდური ქცევები/აზრები, ასევე სუიციდის მცდელობა ან წარმატებული სუიციდი)

ჰალუცინაციები

ფსიქოზური რეაქციები

(ქცევის გაძლიერება თვითდაზიანების მიზნით, როგორიცაა სუიციდური ქცევები/აზრები, ასევე სუიციდის მცდელობა ან წარმატებული სუიციდი)

მანია

ჰიპომანია

ნერვოზულობა

მეხსიერების დარღვევა

ყურადღების დარღვევა

დელირიუმი

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ*

თავის ტკივილი

თავბრუსხვევა

ძილის დარღვევა

გემოვნების დარღვევა

პარესთეზია და დიზესთეზია

ჰიპესთეზია

ტრემორი

კრუნჩხვები

(ეპილეფსიის შეტევების ჩათვლით)

ვერტიგო

შაკიკი

მოძრაობის კოორდინაციის

დარღვევა

ყნოსვის დარღვევა

ჰიპერესთეზია

ინტრაკრანიალური

ჰიპერტენზია

(ტვინის ფსევდოსიმსივნური სიმპტომატიკა)

პერიფერიული

ნეიროპათია და

პოლინეიროპათია

დარღვევებო მხედველობის ორგანოს მხრივ*

მხედველობის დარღვევები

ფერის აღქმის დარღვევა

დარღვევები სმენის ორგანოს მხრივ და ლაბირინთული დარღვევები*

შუილი ყურებში

სმენის დაკარგვა

სმენის დარღვევები

დარღვევები გულის მხრივ

ტაქიკარდია

QT ინტერვალის გახანგრძლივება

პარკუჭოვანი არითმიები (მათ შორის „პირუეტის“ ტიპის“)**

დარღვევების სისხლძარღვთა მხრივ

ვაზოდილატაცია

არტერიული წნევის დაქვეითება

სახის კანთან სისხლის „მოწოლის“ შეგრძნება

გულისწასვლა

ვასკულიტი

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყარის მხრივ

სუნთქვის დარღვევა (ბრონქოსპაზის ჩათვლით)

დარღვევები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ

გულისრევა

დიარეა

ღებინება

მუცლის ტკივილი

დისპეფსია

მეტეორიზმი

ფესვდომემებრანული კოლიტი

(ძალიან იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია ლეტალური დასასრულით)

პანკრეატიტი

დარღვევები ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ

„ღვიძლისმიერი“ტრანსამინაზების აქტივობის ზრდა

ბილირუბინის

კონცენტრაციის ზრდა

ღვიძლის

ფუნქციის დარღვევები

სიყვითლე

ჰეპატიტი

(არაინფექციური)

ღვიძლის ქსოვილების ნეკროზი

(ძალიან იშვიათ

შემთხვევებში

პროგრესირებადი

სიცოცხლისათვის საშიშ

ღვიძლის

უკმარისობამდე)

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

გამონაყარი კანზე

კანის ქავილი

ჭინჭრის ციება

ფოტოსენსიბილიზაცია

ბუშტუკების წარმოქმნა

პეტექიები

მრავალფორმული

მცირე ფორმების ერითემა

კვანძოვანი ერითემა

სტივენს-ჯონსონის სინდრომი

(ავთვისებიანი

ექსუდაციური

ერითემა), მათ შორის

სიცოცხლისათვის პოტენციურად

საშიში

ლაიელის სინდრომი

(ტოქსიკური

ეპიდერმული

ნეკროლიზი), მათ შორის

სიცოცხლისათვის პოტენციურად

საშიში

მწვავე

გენერალიზებული

პუსტულოზური

ეგზანთემა

მედიკამენტური რეაქციები ეოზინოფილიით და

სისტემური

გამოვლინებებით

(DRESS- სინდრომი)

დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ*

ართრალგია

მიალგია

ართრიტი

კუნთის ტონუსის ზრდა,

კუნთების კრუნჩხვები

კუნთების სისუსტე

ტენდინიტი

მყესის გაწყვეტა

(ძირითადად

აქილევსის)

მიასთენიის სიმპტომების გამწვავება

დარღვევები თირკმლების და საშარდე გზების მხრივ

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

თირკმლის უკმარისობა

ჰემატურია

კრისტალურია

ტუბულოინტერსტიციალური

ნეფრიტი

ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილის*

რეაქციები შეყვანის ადგილას

ტკივილის სინდრომი

არასპეციფიკური

ეტიოლოგიის

ზოგადი სისუსტე

ცხეველა

შეშუპებები

მომატებული ოფლიანობა

სიარულის

დარღვევა

ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები

ტუტე ფოსფატაზას აქტივობის ზრდა სისხლის პლაზმაში

პროთრომბინის კონცენტრაციის ცვლილება

ამილაზას აქტივობის ზრდა

საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების ზრდა (პაციენტებში, რომლებიც იღებენ K ვიტამინის ანტაგონისტებს)

  • მიღებული იყო შეტყობინებები ძალიან იშვიათი, ხანგრძლივი (რომლებიც გრძელდებოდა ერთი თვის ან ერთი წლის განმავლობაში), მაინვალიდიზირებელი, პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული გვერდითი რეაქციების შესახებ, ზემოქმედებით ადამიანის ორგანიზმის სხვადასხვა, ზოგჯერ რამდენიმე სისტემაზე და მგრძნობელობის ორგანოებზე, (გვერდითი რეაქციების ჩათვლით, როგორიცაა ტენდინიტი, მყესების გაწყვეტა, ართრალგია, კიდურებში ტკივილი, სიარულის დარღვევა, პარესთეზიასთან ასოცირებული ნეიროპათიები, დეპრესია, სისუსტე, მეხსიერების, ძილის, სმენის, მხედველობის, გემოსი და ყნოსვის დარღვევა), რომლებიც დაკავშირებულია ქინოლონების და ფტორქინოლონების გამოყენებასთან, ზოგიერთ შემთხვევაში წინა რისკ-ფაქტორების არსებობის მიუხედავად.
  • * უფრო ხშირად პაციენტებში, რომლებსაც გააჩნიათ მიდრეკილება QT ინტერვალის გახანგრძლივების განვითარებისადმი.

შემდეგი გვერდითი რეაქციების განვითარების სიხშირე ინტრავენური შეყვანისას და ციპროფოქსაცინით საფეხუროვანი თერაპიის გამოყენებისას (პრეპარატის ინტრავენური შეყვანისას მისი შემდგომი შიგნით მიღებით) უფრო მაღალია, ვიდრე მისი შიგნით მიღებისას.

სიხშირე

ღებინება, „ღვიძლისმიერი“ ტრანსამინაზების აქტივობის ზრდა, გამონაყარი

არახშირად

თრომბოციტოპენია, თრომბოციტემია, ცნობიერების არევა და დეზორიენტაცია, ჰალუცინაციები, პარესთეზია და

დიზესთეზია, კრუნჩხვები, ვერტიგო, მხედველობის დარღვევა, სმენის დაკარგვა, ტაქიკარდია, ვაზოდილატაცია, არტერიული წნევის დაქვეითება, ღვიძლის ფუნქციის შექცევადი დარღვევები, სიყვითლე, თირკმლის უკმარისობა, შეშუპებები

იშვიათად

პანციტოპენია, ძვლის ტვინის დეპრესია, ანაფილაქსიური

შოკი, ფსიქოზური რეაქციები, შაკიკი, ყნოსვის დარღვევა,

სმენის დარღვევა, ვასკულიტი, პანკრეატიტი, ღვიძლის ქსოვილების ნეკროზი, პეტექიები, მყესის გაწყვეტა

ბავშვები

ბავშვებში ხშირად იყო შეტყობინებები ართროპათიების განვითარების შესახებ.

ჭარბი დოზა

საჭიროა პაციენტის მდგომარეობის კონტროლი, გადაუდებელი დახმარების ჩვეულებრივი ზომების ჩატარება, საკმარისი სითხის მიწოდების უზრუნველყოფა. კრისტალურიის განვითარების პროფილაქტიკის მიზნით რეკომენდირებულია თირკმელების ფუნქციის მონიტორირება, pH-ის და შარდის მჟავიანობის ჩათვლით. ჰემო- და პერიტონეალური დიალიზის დახმარებით გამოიყოფა ციპროფლოქსაცინის მხოლოდ მცირე რაოდენობა (10%-ზე ნაკლები).

შემადგენლობა

1 ამპულა (10 მლ კონცენტრატი) შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: 100 მგ ციპროფლოქსაცინი.

დამხმარე ნივთიერებები: რძის მჟავა 37,20 მგ, დინატრიუმის ედეტატი 1,00 მგ, ქლორწყალბადმჟავა, კონცენტრირებული pH-მდე 3,4-3,6, საინექციო წყალი 10,00 მლ.

აღწერილობა: გამჭვირვალე, უფერო ამ ოდნავ მომწვანო-მოყვითალო ფერის ხსნარი.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. ინახება ორიგინალურ შეფუთვაში სინათლისაგან დაცვის მიზნით.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

5 წელი.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანტიბაქტერიული პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის. ანტიმიკრობული პრეპარატები - ქინოლონის წარმოებულები. ფტორქინოლონები. ციპროფლოქსაცინი.

ათქ კოდი: J01MA02

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ციპროფლოქსაცინი წარმოადგენს ფართო სპექტრის მოქმედების მქონე სინთეთიკურ ანტიბაქტერიულ პრეპარატს ფტორქინოლონების ჯგუფიდან.

მოქმედების მექანიზმი

ციპროფლოქსაცინს გააჩნია აქტიურობა in vitro გრამუარყოფითი და გრამდადებითი მიკროორგანიზმების ფართო სპექტრის მიმართ. ციპროფლოქსაცინის ბაქტერიციდული მოქმედება ხორციელდება II ტიპის ბაქტერიული ტოპოიზომერაზების (ტოპოიზომერაზა II (დნმ-ჰირაზა) და ტოპოიზომერაზა IV) ინჰიბირების მეშვეობით, რომლებიც აუცილებელია ბაქტერიული დნმ-ის რეპლიკაციისთვის, ტრანსკრიპციისთვის, რეპარაციისთვისა და რეკომბინაციისთვის.

რეზისტენტობის მექანიზმი

რეზისტენტობა ციპროფლოქსაცინის მიმართ in vitro პირობებში ხშირად განპირობებულია ბაქტერიული ტოპოიზომერაზების და დნმ-ჰირაზას წერტილოვნი მუტაციებით და ვითარდება ნელა მრავალსაფეხურიანი მუტაციების მეშვეობით.

ერთეულმა მუტაციებმა შეიძლება გამოიწვიონ უფრო მგრძნობელობის დაქვეითება, ვიდრე კლინიკური რეზისტენტობა, მაგრამ მრავლობითი მუტაციები ზოგადად იწვევენ კლინიკური რეზისტენტობის განვითარებას ციპროფლოქსაცინის მიმართ და ჯვარედინ რეზისტენტობას ქინოლონური რიგის პრეპარატების მიმართ. რეზისტენტობა ციპროფლოქსაცინის, ისევე როგორც მრავალი სხვა ანტიბიოტიკის მიმართ, შეიძლება ჩამოყალიბდეს ბაქტერიის უჯრედის კედლის გამტარიანობის დაქვეითების (როგორც ხშირად ხდება Pseudomonas aeruginosa-ს შემთხვევაში) და/ან მიკრობული უჯრედიდან გამოყოფის გააქტიურების შედეგად (ეფლუქსი). არის შეტყობინებები რეზისტენტობის განვითარების შესახებ, განპირობებულის პლაზმიდებზე ლოკალიზებული მაკოდირებელი გენით Qnr. რეზისტენტობის მექანიზმები, რომლებიც იწვევენ პენიცილინების, ცეფალოსპორინების, ამინოგლიკოზიდების, მაკროლიდების და ტეტრაციკლინების ინაქტივაციას, სავარაუდოდ, არ არღვევენ ციპროფლოქსაცინის ანტიბაქტერიულ აქტივობას. ამ პრეპარატების მიმართ რეზისტენტული მიკროორგანიზმები, შეიძლება იყოს მგრძნობიარე ციპროფლოქსაცინის მიმართ. მინიმალური ბაქტერიციდული კონცენტრაცია (MBC) ჩვეულებრივ არ აღემატება მინიმალურ მაინჰიბირებელ კონცენტრაციას (MIC) 2-ჯერ მეტით.

მგრძნობელობის ტესტირება in vitro პირობებში

ციპროფლოქსაცინისადმი მგრძნობელობის კვლევების რეპროდუცირებადი კრიტერიუმები, დამტკიცებული ანტიბიოტიკებისადმი მგრძნობელობის განსაზღვრის ევროპული კომიტეტის (EUCAST) მიერ, წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ ცხრილში.

ანტიბიოტიკებისადმი მგრძნობელობის განსაზღვრის ევროპული კომიტეტი. მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაციის ზღვრული მნიშვნელობები (მგ/ლ) კლინიკურ პირობებში ციპროფლოქსაცინისათვის.

მიკროორგანიზმი

მგრძნობიარე

[მგ/ლ]

რეზისტენტული

[მგ/ლ]

Enterobacteriaceae

≤0,5

>1

Pseudomonas spp.

≤0,5

>1

Acinetobacter spp.

≤ 1

>1

Staphylococcus1 spp.

≤ 1

>1

Streptococcus pneumoniae2

< 0,125

>2

Haemophilus influenzae и Moraxella catarrhalis3

≤0,5

>0,5

Neisseria gonorrhoeae

≤0,03

>0,06

Neisseria meningitides

≤0,03

>0,06

ზღვრული მნიშვნელობები, რომლებიც არ არის დაკავშირებული მიკროორგანიზმების სახეობებთან4

≤0,5

>1

1 Staphylococcus spp. - ზღვრული მნიშვნელობები ციპროფლოქსაცინისა და ოფლოქსაცინისთვის დაკავშირებულია მაღალი დოზებით თერაპიასთან.

2 Streptococcus pneumoniae - ველური ტიპის S. pneumoniae არ ითვლება მგრძნობიარედ ციპროფლოქსაცინისა და ოფლოქსაცინის მიმართ და, შესაბამისად, მიეკუთვნება მიკროორგანიზმების კატეგორიას შუალედური მგრძნობელობით.

3 შტამები, რომელთა MIC მნიშვნელობა აღემატება მგრძნობიარე/ზომიერად მგრძნობიარე ზღურბლის თანაფარდობას, ძალიან იშვიათია და აქამდე არ ყოფილა შეტყობინებები მათ შესახებ. იდენტიფიკაციისა და ანტიმიკრობული მგრძნობელობის ტესტები უნდა განმეორდეს ასეთი კოლონიების აღმოჩენისას და შედეგები უნდა დადასტურდეს რეფერენსულ ლაბორატორიაში კოლონიის ანალიზის დროს. სანამ კლინიკური პასუხის მტკიცებულება არ იქნება მიღებული შტამებისთვის დადასტურებული MIC მნიშვნელობებით, რომლებიც აღემატება ამჟამად გამოყენებული რეზისტენტობის ზღურბლს, ისინი განხილული უნდა იქნას როგორც რეზისტენტული. Haemophilus spp. /Moraxella spp - შესაძლებელია ფტორქინოლონების მიმართ დაბალი მგრძნობელობის მქონე Haemophilus influenzae შტამების იდენტიფიცირება (MIC ციპროფლოქსაცინისთვის - 0,125-0,5 მგ/ლ). არ არსებობს მტკიცებულება დაბალი რეზისტენტობის კლინიკური მნიშვნელობის შესახებ H. influenzae გამოწვეული სასუნთქი გზების ინფექციების დროს.

4 ზღვრული მნიშვნელობები, რომლებიც არ არის დაკავშირებული მიკროორგანიზმების სახეობებთან, განისაზღვრა ძირითადად ფარმაკოკინეტიკის/ფარმაკოდინამიკის მონაცემების საფუძველზე და არ არის დამოკიდებული MIC-ების განაწილებაზე სპეციფიკური სახეობებისთვის. ისინი გამოიყენება მხოლოდ იმ სახეობებისთვის, რომლებისთვისაც არ არის განსაზღვრული სახეობისთვის სპეციფიკური მგრძნობელობის ზღურბლი, და არა იმ სახეობებისთვის, რომლებისთვისაც არ არის რეკომენდირებული მგრძნობელობის ტესტირების ჩატარება. გარკვეული შტამებისთვის, შეძენილი რეზისტენტობის გავრცელება შეიძლება განსხვავდებოდეს გეოგრაფიული რეგიონის მიხედვით და დროთა განმავლობაში. ამიტომ სასურველია გქონდეთ ადგილობრივი ინფორმაცია რეზისტენტობის შესახებ, განსაკუთრებით მძიმე ინფექციების მკურნალობისას.

In vitro მგრძნობელობა ციპროფლოქსაცინის მიმართ

გარკვეული შტამებისთვის, შეძენილი რეზისტენტობის გავრცელება შეიძლება განსხვავდებოდეს გეოგრაფიული რეგიონის მიხედვით და დროთა განმავლობაში. ამასთან დაკავშირებით, სასურველია გქონდეთ ადგილობრივი ინფორმაცია რეზისტენტობის შესახებ შტამის მგრძნობელობის ტესტირებისას, განსაკუთრებით მძიმე ინფექციების მკურნალობისას. თუ რეზისტენტობის ადგილობრივი გავრცელებულობა ისეთია, რომ პრეპარატის გამოყენების სარგებელი, სულ მცირე, რამდენიმე ტიპის ინფექციის მიმართ, საეჭვოა, - აუცილებელია სპეციალისტთან მიმართვა.

In vitro კვლევებში ნაჩვენები იყო ციპროფლოქსაცინის აქტივობა მიკროორგანზმების შემდეგი მგრძობიარე შტამების მიმართ:

აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები:

Bacillus anthracis, Staphylococcus aureus (მეთიცილინმგრძნობიარე), Staphylococcus saprophyticus, Streptococcus spp.

აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები:

Aeromonas spp., Moraxella catarrhalis, Brucella spp., Neisseria meningitidis, Citrobacter koseri, Pasteurella spp., Francisella tularensi, Salmonella spp., Haemophilus ducreyi, Shigella spp., Haemophilius influenzae, Vibrio spp., Legionella spp., Yersinia pestis.

ანაერობული მიკროორგანიზმები:

Mobiluncus spp.

სხვა მიკროორგანიზმები:

Chlamydia trachomatis, Chlamydia pneumoniae, Mycoplasma hominis, Mycoplasma pneumoniae.

ნაჩვენები იყო ციპროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობელობის ვარირებადი ხარისხი შემდეგი მიკროორგანიზმებისთვის: Acinetobacter baumann, Burkholderia cepacia, Campylobacter spp., Citrobacter freundii, Enterococcus faecalis, Enterobacter aerogenes, Enterobacter cloacae, Escherichia coli, Klebsiella pneumoniae, Klebsiella oxytoca, Morganella morganii, Neisseria gonorrhoeae, Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Providencia spp., Pseudomonas aeruginosa, Pseudomonas fluorescens, Serratia marcescens, Streptococcus pneumoniae, Peptostreptococcus spp., Propionibacterium acnes.

ითვლება, რომ ციპროფლოქსაცინის მიმართ ბუნებრივი რეზისტენტობა გააჩნიათ Staphylococcus aureus (მეთიცილინ-რეზისტენტული), Stenotrophomonas maltophilia, Actinomyces spp., Enteroccus faecium, Listeria monocytogenes, Mycoplasma genitalium, Ureaplasma urealitycum, ანაერობულ მიკროორგანიზმებს (Mobiluncus spp., Peptostreptococus spp., Propionibacterium acnes გარდა).

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

ინტრავენური (ი/ვ) შეყვანის შემდეგ ციპროქლოქსაცინის მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) მიიღწევა ინფუზიის ბოლოს. ი/ვ შეყვანისას ციპროქლოქსაცინის ფარაკოკინეტიკა იყო წრფივი 400 მგ-მდე დოზების დიაპაზონში.

ინტრავენური შეყვანისას დღეში 2 ან 3 ჯერ, არ არის აღნიშნული ციპროფლოქსაცინის და მისი მეტაბოლიტების კუმულაცია.

განაწილება

ციპროფლოქსაცინის შეკავშირება სისხლის პლაზმის ცილებთან შეადგენს 20-30%-ს, აქტიური ნივთიერება იმყოფება სისხლის პლაზმაში ძირითადად არაიონიზირებული ფორმით. ციპროფლოქსაცინი თავისუფლად ნაწილდება ორგანიზმის ქსოვილებსა და სითხეებში. განაწილების მოცულობა ორგანიზმში შეადგენს 2-3 ლ/კგ. ციპროფლოქსაცინის კონცენტრაცია ქსოვილებში მნიშვნელოვნად აღემატება კონცენტრაციას სისხლის შრატში.

მეტაბოლიზმი

ბიოტრანსფორმირდება ღვიძლში. სისხლში შეიძლება აღმოჩნდეს ციპროფლოქსაცინის ოთხი მეტაბოლიტი მცირე კონცენტრაციებში: დიეთილციპროფლოქსაცინი (M1), სულფოციპროფლოქსაცინი (M2), ოქსიპროფლოქსაცინი (M3), ფორმილციპროფლოქსაცინი (M4), მათგან სამი (M1-M3) ავლენს ანტიბაქტერიულ აქტივობას in vitro პირობებში, რომელიც შესადარებელია ნალიდიქსინის მჟავას ანტიბაქტერიულ აქტივობასთან. M4 მეტაბოლიტის ანტიბაქტერიულ აქტივობა in vitro პირობებში, რომელიც წარმოდგენილია უფრო მცირე რაოდენობით, უფრო შეესაბამება ნორფლოქსაცინის აქტივობას.

გამოყოფა

ციპროფლოქსაცინი ორგანიზმიდან გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით გორგლოვანი ფილტრაციის და მილაკოვანი სეკრეციის გზით, მცირე რაოდენობით - ნაწლავით. თირკმლის კლირენსი შეადგენს 0,18-0,3 ლ/სთ/კგ, საერთო კლირენსი - 0,48-0,60 ლ/სთ/კგ. შეყვანილი დოზის დაახლოებით 1% გამოიყოფა ნაღველთან ერთად. ნაღველში ციპროფლოქსაცინი წარმოდგენილია მაღალი კონცენტრაციით. თირკმელების უცვლელი ფუნქციის მქონე პაციენტებში ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) ჩვეულებრივ შეადგენს 3-5 საათს. თირკმელების ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში T1/2 ხანგრძლივდება.

ბავშვები

ბავშვებში ჩატარებულ კვლევაში, Cmax და ფართობი „კონცენტრაცია-დრო“ მრუდის ქვეშ (AUC) არ იყო დამოკიდებული ასაკზე. Cmax და AUC მნიშვნელობის შესამჩნევი ზრდა ციპროფლოქსაცინის მრავალჯერადი გამოყენებისას (დოზით 10 მგ/კგ 3 ჯერ დღეში) არ აღნიშნულა. 1 წელზე ნაკლები ასაკის მძიმე სეფსისის მქონე ათ ბავშვში Cmax-ის მნიშვნელობა შეადგენდა 6,1 მგ/ლ (დიაპაზონი 4,6-დან 8,3 მგ/ლ-მდე) 1 საათიანი ხანგრძლივობის ინფუზიის შემდეგ 10 მგ/კგ დოზით, ხოლო ბავშვებში 1 წლიდან 5 წლამდე - 7,2 მგ/ლ (დიაპაზონი 4,7-დან 11,8 მგ/ლ-მდე). AUC მნიშვნელობები შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებში შეადგენდა 17,4 მგ*სთ/ლ (დიაპაზონი 11,8-დან 32,0 მგ*სთ/ლ) და 16,5 მგ*სთ/ლ (დიაპაზონი 11,0-დან 23,8 მგ* სთ/ლ-მდე). ეს მნიშვნელობები შეესაბამება დიაპაზონს, რომლის შესახებ არის შეტყობინება ზრდასრული პაციენტებისთვის პრეპარატის თერაპიული დოზების გამოყენებისას. სხვადასხვა ინფექციების მქონე ბავშვებში ფარმაკოკინეტიკური ანალიზის საფუძველზე, ბავშვებში სავარაუდო ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი შეადგენს დაახლოებით 4-5 საათს.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ციპრინოლი®

პრეპარატის სავაჭრო დასახელება: ციპრინოლი®

მოქმედი ნივთიერება (საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება): ციპროფლოქსაცინი

სამკურნალო ფორმა: კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად

შემადგენლობა:

1 ამპულა (10 მლ კონცენტრატი) შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: 100 მგ ციპროფლოქსაცინი.

დამხმარე ნივთიერებები: რძის მჟავა 37,20 მგ, დინატრიუმის ედეტატი 1,00 მგ, ქლორწყალბადმჟავა, კონცენტრირებული pH-მდე 3,4-3,6, საინექციო წყალი 10,00 მლ.

აღწერილობა: გამჭვირვალე, უფერო ამ ოდნავ მომწვანო-მოყვითალო ფერის ხსნარი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიბაქტერიული პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის. ანტიმიკრობული პრეპარატები - ქინოლონის წარმოებულები. ფტორქინოლონები. ციპროფლოქსაცინი.

გამოყენების ჩვენებები

გაურთულებელი და გართულებული ინფექციბი, გამოწვეული ციპროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით.

მოზრდილები

ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები. ციპროფლოქსაცინის დანიშვნა რეკომენდირებულია პნევმონიის დროს, გამოწვეულის Klebsiella spp., Enterobacter spp., Proteus spp., Escherichia coli, Pseudomonas aeruginosa, Haemophilus spp., Moraxella catarrhalis, Legionella spp. და სტაფილოკოკებით.

თირკმლის და/ან საშარდე გზების ინფექციები.

სასქესო ორგანოების ინფექციები, მათ შორის ადნექსიტი, გონორეა, პროსტატიტი.

მუცლის ღრუს ორგანოების (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, სანაღვლე გზების ბაქტერიული ინფექციები, პერიტონიტი).

კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები.

ძვლებისა და სახსრების ინფექციები.

სეფსისი.

ინფექციები ან ინფექციების პროფილაქტიკა პაციენტებში დაქვეითებული იმუნიტეტით (პაციენტები, რომლებიც იღებენ იმუნოდეპრესანტებს ან ნეიტროპენიის მქონე პაციენტები).

ციმბირული წყლულის ფილტვისმიერი ფორმის პროფილაქტიკა და მკურნალობა (Bacillus anthracis ინფიცირება).

შემდეგი ონფექციურ-ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ ციპროფლოქსაცინი შეიძლება გამოყენებული იქნას მხოლოს სხვა ანტიმიკრობული პრეპარატების ალტერნატივის სახით:

მწვავე სინუსიტი;

შარდგამომყოფი გზების გაურთულებებლი ინფექციები;

შუა ყურის (შუა ოტიტი), პარანასალური სინუსების (სინუსიტი) ინფექციები, განსაკუთრებით, თუ ეს ინფექციები გამოწვეულია გრამუარყოფითი მიკროორგანიზმებით, Pseudomonas aeruginosa-ს ან სტაფილოკოკების ჩათვლით.

ბავშვები და მოზარდები

ბრონქოპულმონალური ინფექციის გამწვავება მუკოვისციდოზის დროს ბავშვებსა და მოზარდებში (5-17 წლის ასაკში), გამოწვეულის Pseudomonas aeruginosa.

ციმბირული წყლულის ფილტვისმიერი ფორმის პროფილაქტიკა და მკურნალობა (Bacillus anthracis ინფიცირება).

გასათვალისწინებელია მოქმედი ოფიციალური გაიდლაინები ანტიბაქტერიული საშუალებების გამოყენების წესების შესახებ.

გამოყენების წესი და დოზირება

მოზრდილები

სხვა დანიშნულებების არარსებობის შემთხვევაში, რეკომენდირებულია დოზირების შემდეგი რეჟიმის დაცვა:

ცხრილი #1. პრეპარატის ციპრინოლი®, კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად, რეკომენდირებული დღიური დოზა, მოზრდილებში

ჩვენებები

ერთჯერადი დოზა მოზრდილებისთვის დღეში შეყვანის ჯერადობის გათვალისწინებით (ციპროფლოქსაცინი, მგ, ი/ვ შეყვანა)

სასუნთქი გზების ინფექციები

(ინფეციის სიმძიმის და პაციენტის მდგომარეობის მიხედვით)

400 მგ-დან X 2 ჯერ დღეში 400 მგ-მდე X 3 ჯერ დღეში

შარდსასქესო სისტემის ინფექციები:

მწვავე, გაურთულებელი

გართულებული

ადნექსიტი, პროსტატიტი, ორქიტი, ეპიდერმიტი

200 მგ-დან X 2 ჯერ დღეში 400 მგ-მდე X 2 ჯერ დღეში

400 მგ-დან X 2 ჯერ დღეში 400 მგ-მდე X 3 ჯერ დღეში

400 მგ-დან X 2 ჯერ დღეში 400 მგ-მდე X 3 ჯერ დღეში

დიარეა

400 მგ X 2 ჯერ დღეში

სხვა ინფექციები

400 მგ X 2 ჯერ დღეში

განსაკუთრებით მძიმე, რომლებიც საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს, განსაკუთრებით Pseudomonas spp.,

Staphylococcus spp. ან Streptococcus spp. არსებობისას, მათ შორის, პნევმონია, გამოწვეული Streptococcus spp.

მორეციდივე ინფექციები მუკოვისციდოზის დროს

ძვლების და სახსრების ინფექციები

სეპტიცემია

პერიტონიტი

400 მგ X 3 ჯერ დღეში

ციმბირული წყლულის ფილტვისმიერი ფორმა (მკურნალობა და პროფილაქტიკა)

400 მგ X 2 ჯერ დღეში (მოზრდილები)

ბავშვები და მოზარდები

ცხრილი #2. პრეპარატის ციპრინოლი®, კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად, რეკომენდირებული დღიური დოზა, ბავშვებსა და მოზარდებში

ჩვენებები

ერთჯერადი დოზა ბავშვებისა და მოზარდებისთვის დღეში შეყვანის ჯერადობის გათვალისწინებით (ციპროფლოქსაცინი, მგ, ი/ვ შეყვანა)

ინფექციები მუკოვისციდოზის დროს

10 მგ/კგ სხეულის მასაზე X 3 ჯერ დღეში (მაქსიმალური დოზა 400 მგ)

ციმბირული წყლულის ფილტვისმიერი ფორმა (პოსტკონტაქტური ზემოქმედება)

10 მგ/კგ სხეულის მასაზე X 2 ჯერ დღეში (მაქსიმალური დოზა 400 მგ)

გამოყენება პაციენტთა ცალკეულ ჯგუფებში

დოზირების რეჟიმი ხანდაზმულის ასაკის პაციენტებში (65 წელზე უფროსი ასაკის)

ხანდაზმულ პაციენტებს უნდა დაენიშნოთ ციპროფლოქსაცინის უფრო დაბალი დოზები, დაავადების სიმძიმისა და კრეატინინის კლირენსის (კკ) მიხედვით (იხ. ასევე ინფორმაცია ღვიძლის და/ან თირკმელების ფუნციის დარღვევების მქონე პაციენტებთან დაკავშირებით).

დოზირების რეჟიმი ციმბირული წყლულის ფილტვისმიერი ფორმის დროს (მკურნალობა და პროფილაქტიკა)

იხ. ინფორმაცია #1 და #2 ცხრილებში.

მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს სავარუდო და დადასტურებული ინფიცირების შემდეგ.

ციპროფლოქსაცინით მკურნალობას საერთო ხანგრძლივობა ციმბირული წყლულის ფილტვისმიერი ფორმის დროს შეადგენს 60 დღეს.

დოზირების რეჟიმი თირკმელების ან ფილტვის ფუნქციის დარღვევების დროს მოზრდილებში

ცხრილი #3. რეკომენდირებული დოზები პაციენტებისათვის თირკმლის უკმარისობით

კრეატინინის კლირენსი

(მლ/წთ/1,73მ2)

პლაზმის კრეატინინი

(მგ/100 მლ)

პრეპარატის ციპრინოლი®, კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად, საერთო დღიური დოზა

30-60

1,4-1,9

მაქსიმალური 800 მგ

˂30

≥2,0

მაქსიმალური 400 მგ

დოზირების რეჟიმი თირკმელების ფუნქციის დარღვევისას პაციენტებში, რომლებიც დიალიზზე იმყოფებიან

კრეატინინის კლირენსის 30-60 მლ/წთ/1,73 მ2 (ზომიერი თირკმლის უკმარისობა) ან სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაცის 1.4-1.9 მგ/100 მლ შემთხვევაში, პრეპარატის ციპრინოლი® მაქსიმალური დღიური დოზა უნდა შეადგენდეს 800 მგ-ს დღეში.

კრეატინინის კლირენსის ˂30 მლ/წთ/1,73 მ2 (მძიმე თირკმლის უკმარისობა) ან მისი პლაზმური კონცენტრაციის ≥2 მგ/100 მლ შემთხვევაში, პრეპარატის ციპრინოლი® მაქსიმალური დღიური დოზა უნდა შეადგენდეს 400 მგ-ს დღეში ჰემოდიალიზის ჩატარების დღეებში პროცედურის განხორციელების შემდეგ.

დოზირების რეჟიმი პაციენტებში თირკმლის უკმარისობით, რომლებიც იმყოფებიან მუდმივ ამბულატორიულ პერიტონეალურ დიალიზზე

პრეპარატი ციპრინოლი® ემატება დიალიზატს (ინტრაპერიტონეულად): 50 მგ ციპროფლოქსაცინი დიალიზატის 1 ლიტრზე, შეიყვანება 4 ჯერ დღეში ყოველ 6 საათში ერთხელ.

დოზირების რეჟიმი პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით

დოზის კორექცია საჭირო არ არის.

დოზირების რეჟიმი პაციენტებში თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის დარღვევით

კრეატინინის კლირენსის 30-60 მლ/წთ/1,73 მ2 (ზომიერი თირკმლის უკმარისობა) ან სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაცის 1.4-1.9 მგ/100 მლ შემთხვევაში, პრეპარატის ციპრინოლი® მაქსიმალური დღიური დოზა უნდა შეადგენდეს 800 მგ-ს დღეში.

კრეატინინის კლირენსის ˂30 მლ/წთ/1,73 მ2 (მძიმე თირკმლის უკმარისობა) ან მისი პლაზმური კონცენტრაციის ≥2 მგ/100 მლ შემთხვევაში, პრეპარატის ციპრინოლი® მაქსიმალური დღიური დოზა უნდა შეადგენდეს 400 მგ-ს დღეში.

დოზირების რეჟიმი ბავშვებში თირკმლის და/ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით

დოზირების რეჟიმი თირკმელების და/ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე ბავშვებში არ არის შესწავლილი.

გამოყენების წესი

გამოყენებამდე საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრატის ამპულის შიგთავსი ასეპტიკურ პირობებში უნდა განზავდეს თავსებადი საინფუზიო ხსნარის ადექვატური რაოდენობით (იხ. ნაწილი „თავსებადობა სხვა ხსნარებთან“) ხსნარის საბოლოო კონცენტრაციამდე 0,2% (2 მგ/მლ).

ინტრავენური საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად, რომელიც შეიცავს 200 მგ ან 400 მგ ციპროფლოქსაცინს, საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრატის 2 ან 4 ამპულის შიგთავსი უნდა განზავდეს 80 მლ ან 160 მლ, შესაბამისად, თავსებად საინფუზიო ხსნარში, ხსნარის საბოლოო კონცენტრაციამდე 0,2% (2 მგ/მლ).

ციპროფლოქსაცინის კონცენტრაცი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფოტომგრძნობიარეა, ამიტომ ამპულა უნდა გამოვიღოთ მხოლოდ გამოყენების წინ.

პრეპარატი ციპრინოლი, გამოყენებისათვის მზა 0,2% ხსნარი, შეიყვანება ინტრავენური ინფუზიის სახით არანაკლებ 60 წუთის ხანგრძლივობით.

საინფუზიო ხსნარი უნდა იქნას შეყვანილი ნელა მსხვილ ვენაში, რათა თავიდან იქნას აცილებული გართულებები ინფუზიის ადგილას.

საინფუზიო ხსნარის შეყვანა შეიძლება იზოლირებულად ან სხვა თავსებად საინფუზოს ხსნარებთან ერთად.

თავსებადობა სხვა ხსნარებთან

პრეპარატი ციპრინოლი® თავსებადია ნატრიუმის ქლორიდის 0,9%-ან ხსნართან, რინგერის ხსნართან, დექსტროზას 5% და 10% ხსნართან, ფრუქტოზას 10% ხსნართან, ასევე დექსტროზას 5% ხსნართან ნატრიუმის ქლორიდის 0,225% ან 0,45% ხსნარით.

პრეპარატ ციპრინოლის® თავსებად ხსნარებთან შერევის შემდეგ მიღებული ხსნარი უნდა იქნას გამოყენებული რაც შეიძლება მალე, პრეპარატის სინათლისადმი მგრძნობელობის გამო და ხსნარის სტერილობის შესანარჩუნებლად. თუ სხვა საინფუზიო ხსნართან/პრეპარატთან თავსებადობა არ არის დადასტურებული, პრეპარატ ციპრინოლის® საინფუზიო ხსნარი ცალკე უნდა იქნას შეყვანილი. შეუთავსებლობის ხილული ნიშნებია ნალექის წარმოქმნა, ხსნარის ამღვრევა ან ფერის შეცვლა.

შეუთავსებლობას ადგილი აქვს ყველა ხსნართან/პრეპარატთან, რომელიც ფიზიკურად ან ქიმიურად არასტაბილურია პრეპარატ ციპრინოლის® საინფუზიო ხსნარის pH მნიშვნელობის დროს (მაგალითად, პენიცილინები, ჰეპარინის ხსნარები), და განსაკუთრებით ხსნარებთან, რომლებიც ცვლიან pH-ის მნიშვნელობა ტუტე მიმართულებით (პრეპარატ ციპრინოლის® საინფუზიო ხსნარის pH შეადგენს 3,9-4,5-ს).

გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ სუფთა გამჭვირვალე ხსნარი.

თერაპიის ხანგრძლივობა

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე, კლინიკურ მიმდინარეობასა და დაავადების განკურნებაზე. მნიშვნელოვანია მკურნალობის გაგრძელება არანაკლებ 3 დღე ცხელების ან სხვა კლინიკური სიმპტომების გაქრობის შემდეგ.

მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა

მოზრდილები

1 დღე მწვავე გაურთულებელი გონორეიის დროს;

7 დღემდე თირკმელების, საშარდე გზების, მუცლის ღრუს ორგანოების ინფექციების დროს;

ნეიტროპენიის მთელი პერიოდი იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში;

არაუმეტეს 2 თვისა ოსტეომიელიტის დროს;

7-დან 14 დღემდე სხვა ინფექციების დროს.

Streptococcus spp.-ით გამოწვეული ინფექციების დროს, გვიანი გართულებების რისკის გამო, მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მინიმუმ 10 დღე.

Chlamydia spp.-ით გამოწვეული ინფექციების დროს მკურნალობა ასევე უნდა გაგრძელდეს სულ მცირე 10 დღე.

ბავშვები და მოზარდები

Pseudomonas aeruginosa-თი გამოწვეული ფილტვების მუკოვისციდოზის გართულებების სამკურნალოდ (პაციენტებში 5-დან 17 წლამდე პაციენტებში), თერაპიის ხანგრძლივობა შეადგენს 10-14 დღეს.

გვერდითი მოქმედებები

ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი რეაქციები კლასიფიცირდება შემდეგნაირად:

„ძალიან ხშირად“ (≥ 10), „ხშირად“ (≥1/100-დან <1/10-მდე), „არახშირად (≥1/1000-დან <1/100-მდე), „იშვიათად“ (≥1/10000-დან <1/1000-მდე), „ძალიან იშვიათად“ (≤ 10000), „სიხშირე უცნობია“.

გვერდითი რეაქციები, რომლებიც დაფიქსირდა მხოლოდ პოსტმარკეტინგული დაკვირვებების პერიოდში, და რომელთა სიხშირე არ იყო შეფასებული, აღინიშნება „სიხშირე უცნობია“.

ხშირად

≥1%– <10%

არახშირად

≥0.1%–<1%

იშვიათად

≥0.01%–<0.1%

ძალიან იშვიათად <0.01%

სიხშირე

უცნობია

ინფექციური და პარაზიტული დაავადებები

სოკოვანი

სუპერინფექციები

დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ

ეოზინოფილია

ლეიკოპენია

ანემია

ნეიტროპენია

ლეიკოციტოზი

თრომბოციტოპენია

თრომბოციტემია

ჰემოლიზური

ანემია

აგრანულოციტოზი

პანციტოპენია

(სიცოცხლისთვის საშიში)

ძვლის ტვინის დათრგუნვა (სიცოცხლისთვის საშიში)

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

ალერგიული რეაქციები

ალერგიული შეშუპება /

ანგიონევროზული შეშუპება

ანაფილაქსიური

რეაქციები

ანაფილაქსიური

შოკი (სიცოცხლისთვის საშიში)

შრატისმიერი დაავადება

დარღვევები ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ

მადის დაქვეითება და მისაღები საკვების

რაოდენობების შემცირება

ჰიპერგლიკემია

ჰიპოგლიკემია

მძიმე

ჰიპოგლიკემია,

ჰიპოგლიკემიური

კომის განვითარებამდე,

განსაკუთრებით მოხუცებში,

პაციენტებში

შაქრიანი დიაბეტით, რომლებიც იღებენ პერორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებს ან ინსულინს

ფსიქიკის დარღვევები

ფსიქომოტორული ჰიპერაქტივობა/აჟიტაცია

ცნობიერების არევა და დეზორიენტაცია

შფოთვა

სიზმრების დარღვევა

(ღამის კოშმარები)

დეპრესია (ქცევის გაძლიერება თვითდაზიანების მიზნით, როგორიცაა სუიციდური ქცევები/აზრები, ასევე სუიციდის მცდელობა ან წარმატებული სუიციდი)

ჰალუცინაციები

ფსიქოზური რეაქციები

(ქცევის გაძლიერება თვითდაზიანების მიზნით, როგორიცაა სუიციდური ქცევები/აზრები, ასევე სუიციდის მცდელობა ან წარმატებული სუიციდი)

მანია

ჰიპომანია

ნერვოზულობა

მეხსიერების დარღვევა

ყურადღების დარღვევა

დელირიუმი

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ*

თავის ტკივილი

თავბრუსხვევა

ძილის დარღვევა

გემოვნების დარღვევა

პარესთეზია და დიზესთეზია

ჰიპესთეზია

ტრემორი

კრუნჩხვები

(ეპილეფსიის შეტევების ჩათვლით)

ვერტიგო

შაკიკი

მოძრაობის კოორდინაციის

დარღვევა

ყნოსვის დარღვევა

ჰიპერესთეზია

ინტრაკრანიალური

ჰიპერტენზია

(ტვინის ფსევდოსიმსივნური სიმპტომატიკა)

პერიფერიული

ნეიროპათია და

პოლინეიროპათია

დარღვევებო მხედველობის ორგანოს მხრივ*

მხედველობის დარღვევები

ფერის აღქმის დარღვევა

დარღვევები სმენის ორგანოს მხრივ და ლაბირინთული დარღვევები*

შუილი ყურებში

სმენის დაკარგვა

სმენის დარღვევები

დარღვევები გულის მხრივ

ტაქიკარდია

QT ინტერვალის გახანგრძლივება

პარკუჭოვანი არითმიები (მათ შორის „პირუეტის“ ტიპის“)**

დარღვევების სისხლძარღვთა მხრივ

ვაზოდილატაცია

არტერიული წნევის დაქვეითება

სახის კანთან სისხლის „მოწოლის“ შეგრძნება

გულისწასვლა

ვასკულიტი

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყარის მხრივ

სუნთქვის დარღვევა (ბრონქოსპაზის ჩათვლით)

დარღვევები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ

გულისრევა

დიარეა

ღებინება

მუცლის ტკივილი

დისპეფსია

მეტეორიზმი

ფესვდომემებრანული კოლიტი

(ძალიან იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია ლეტალური დასასრულით)

პანკრეატიტი

დარღვევები ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ

„ღვიძლისმიერი“ტრანსამინაზების აქტივობის ზრდა

ბილირუბინის

კონცენტრაციის ზრდა

ღვიძლის

ფუნქციის დარღვევები

სიყვითლე

ჰეპატიტი

(არაინფექციური)

ღვიძლის ქსოვილების ნეკროზი

(ძალიან იშვიათ

შემთხვევებში

პროგრესირებადი

სიცოცხლისათვის საშიშ

ღვიძლის

უკმარისობამდე)

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

გამონაყარი კანზე

კანის ქავილი

ჭინჭრის ციება

ფოტოსენსიბილიზაცია

ბუშტუკების წარმოქმნა

პეტექიები

მრავალფორმული

მცირე ფორმების ერითემა

კვანძოვანი ერითემა

სტივენს-ჯონსონის სინდრომი

(ავთვისებიანი

ექსუდაციური

ერითემა), მათ შორის

სიცოცხლისათვის პოტენციურად

საშიში

ლაიელის სინდრომი

(ტოქსიკური

ეპიდერმული

ნეკროლიზი), მათ შორის

სიცოცხლისათვის პოტენციურად

საშიში

მწვავე

გენერალიზებული

პუსტულოზური

ეგზანთემა

მედიკამენტური რეაქციები ეოზინოფილიით და

სისტემური

გამოვლინებებით

(DRESS- სინდრომი)

დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ*

ართრალგია

მიალგია

ართრიტი

კუნთის ტონუსის ზრდა,

კუნთების კრუნჩხვები

კუნთების სისუსტე

ტენდინიტი

მყესის გაწყვეტა

(ძირითადად

აქილევსის)

მიასთენიის სიმპტომების გამწვავება

დარღვევები თირკმლების და საშარდე გზების მხრივ

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

თირკმლის უკმარისობა

ჰემატურია

კრისტალურია

ტუბულოინტერსტიციალური

ნეფრიტი

ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილის*

რეაქციები შეყვანის ადგილას

ტკივილის სინდრომი

არასპეციფიკური

ეტიოლოგიის

ზოგადი სისუსტე

ცხეველა

შეშუპებები

მომატებული ოფლიანობა

სიარულის

დარღვევა

ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები

ტუტე ფოსფატაზას აქტივობის ზრდა სისხლის პლაზმაში

პროთრომბინის კონცენტრაციის ცვლილება

ამილაზას აქტივობის ზრდა

საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების ზრდა (პაციენტებში, რომლებიც იღებენ K ვიტამინის ანტაგონისტებს)

  • მიღებული იყო შეტყობინებები ძალიან იშვიათი, ხანგრძლივი (რომლებიც გრძელდებოდა ერთი თვის ან ერთი წლის განმავლობაში), მაინვალიდიზირებელი, პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული გვერდითი რეაქციების შესახებ, ზემოქმედებით ადამიანის ორგანიზმის სხვადასხვა, ზოგჯერ რამდენიმე სისტემაზე და მგრძნობელობის ორგანოებზე, (გვერდითი რეაქციების ჩათვლით, როგორიცაა ტენდინიტი, მყესების გაწყვეტა, ართრალგია, კიდურებში ტკივილი, სიარულის დარღვევა, პარესთეზიასთან ასოცირებული ნეიროპათიები, დეპრესია, სისუსტე, მეხსიერების, ძილის, სმენის, მხედველობის, გემოსი და ყნოსვის დარღვევა), რომლებიც დაკავშირებულია ქინოლონების და ფტორქინოლონების გამოყენებასთან, ზოგიერთ შემთხვევაში წინა რისკ-ფაქტორების არსებობის მიუხედავად.
  • * უფრო ხშირად პაციენტებში, რომლებსაც გააჩნიათ მიდრეკილება QT ინტერვალის გახანგრძლივების განვითარებისადმი.

შემდეგი გვერდითი რეაქციების განვითარების სიხშირე ინტრავენური შეყვანისას და ციპროფოქსაცინით საფეხუროვანი თერაპიის გამოყენებისას (პრეპარატის ინტრავენური შეყვანისას მისი შემდგომი შიგნით მიღებით) უფრო მაღალია, ვიდრე მისი შიგნით მიღებისას.

სიხშირე

ღებინება, „ღვიძლისმიერი“ ტრანსამინაზების აქტივობის ზრდა, გამონაყარი

არახშირად

თრომბოციტოპენია, თრომბოციტემია, ცნობიერების არევა და დეზორიენტაცია, ჰალუცინაციები, პარესთეზია და

დიზესთეზია, კრუნჩხვები, ვერტიგო, მხედველობის დარღვევა, სმენის დაკარგვა, ტაქიკარდია, ვაზოდილატაცია, არტერიული წნევის დაქვეითება, ღვიძლის ფუნქციის შექცევადი დარღვევები, სიყვითლე, თირკმლის უკმარისობა, შეშუპებები

იშვიათად

პანციტოპენია, ძვლის ტვინის დეპრესია, ანაფილაქსიური

შოკი, ფსიქოზური რეაქციები, შაკიკი, ყნოსვის დარღვევა,

სმენის დარღვევა, ვასკულიტი, პანკრეატიტი, ღვიძლის ქსოვილების ნეკროზი, პეტექიები, მყესის გაწყვეტა

ბავშვები

ბავშვებში ხშირად იყო შეტყობინებები ართროპათიების განვითარების შესახებ.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა ციპროფლოქსაცინის ან ფტორქინოლონების ჯგუფის სხვა პრეპარატების, ასევე დამხმარე ნივთიერებების მიმართ.

ციპროფლოქსაცინისა და ტიზანიდინის ერთდროული გამოყენება კლინიკურად მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტების გამო (არტერიული ჰიპოტენზია, ძილიანობა), რომელიც დაკავშირებულია სისხლის პლაზმაში ტიზანიდინის კონცენტრაციის მატებასთან.

სიფრთხილით

გამოხატული ღვიძლის უკმარისობის და ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებების დროს: ეპილეფსია, კრუნჩხვითი მზადყოფნის ზღურბლის დაქვეითება (ან კრუნჩხვითი შეტევები ანამნეზში), თავი ტვინის სისხლძარღვების გამოხატული ათეროსკლეროზი, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა, თავის ტვინის ორგანული დაზიანებების ან ინსულტის, ფსიქიკური დაავადებების (დეპრესია, ფსიქოზი) დროს, თირკმლის უკმარისობა, მყესების დაზიანება ქინოლონებით წინა მკურნალობის დროს, QT ინტერვალის გახანგრძლივების ან „პირუეტის“ ტიპის არითმიის განვითარების მომატებული რისკი (მაგალითად, QT ინტერვალის გახანგრძლივების თანდაყოლილი სინდრომი, გულის დაავადებები (გულის უკმარისობა, მიოკარდის ინფარქტი, ბრადიკარდია), ელექტროლიტური დისბალანსი (მაგალითად, ჰიპოკალიემიის, ჰიპომაგნისმიის დროს)), QT ინტერვალის გამახანგრძლივებელი სამკურნალო პრეპარატების ერთდროული გამოყენება (მათ შორის IA და III კლასების ანტიარიტთმიული პრეპარატები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, მაკრლოდები, ნეიროლეპტილები), ერთდროული გამოყენება CYP41A2 იზოფერმენტის ინჰიბიტორებთან (მათ შორის თეოფილინი, მეთილქსანტინი, კოფეინი, დულოქსეტინი, კლოზაპინი, როპინიროლი, ოლანზაპინი), მიასთენია გრავისი, გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი, გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში.

მედიკამენტური ურთიერთქმედებები

სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც იწვევენ QT ინტერვალის გახანგრძლივებას

სიფრთხილე უნდა იქნას დაცული ციპროფლოქსაცინის, ისევე, როგორც სხვა ფტორქინოლონების ერთდროული გამოყენებისას, პაციენტებში, რომლებიც იღებენ QT ინტერვალის გამახანგრძლივებელ სამკურნალო პრეპარატებს (მაგალითად, IA და III კლასის ანტიარითმულ პრეპარატებს, ტრიციკლური ანტიდეპრესანტებს, მაკროლიდებს, ნეიროლეპტიკებს).

თეოფილინი

ციპროფლოქსაცინისა და თეოფილინის შემცველი პრეპარატების ერთდროულმა გამოყენებამ, შეიძლება გამოიწვიოს სისხლის პლაზმაში თეოფილინის კონცენტრაციის არასასურველი მატება და, შესაბამისად, თეოფილინით გამოწვეული გვერდითი მოვლენების გაჩენა, ძალიან იშვიათ შემთხვევებში, ეს გვერდითი მოვლენები შეიძლება იყოს საშიში პაციენტის სიცოცხლისათვის. თუ ამ ორი პრეპარატის ერთდროული გამოყენება გარდაუვალია, მაშინ რეკომენდირებულია სისხლის პლაზმაში თეოფილინის კონცენტრაციის მუდმივი კონტროლი და, საჭიროების შემთხვევაში, თეოფილინის დოზის შემცირება.

ქსანტინის სხვა წარმოებულები

ციპროფლოქსაცინისა და კოფეინის ან პენტოქსიფილინის (ოქსპენტიფილინი) ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ქსანტინის წარმოებულების კონცენტრაციის ზრდა სისხლის შრატში.

ფენიტოინი

ციპროფლოქსაცინისა და ფენიტოინის ერთდროული გამოყენებისას დაფიქსირდა სისხლის პლაზმაში ფენიტოინის კონცენტრაციის ცვლილება (მატება ან შემცირება). ფენიტოინის ანტიკონვულსიური ეფექტის შესუსტების თავიდან ასაცილებლად მისი კონცენტრაციის შემცირების გამო, ასევე გვერდითი მოვლენების პრევენციისთვის, რომლებიც დაკავშირებულია ფენიტოინით ჭარბ დოზირებასთან, ციპროფლოქსაცინის მიღების შეწყვეტისას რეკომენდირებულია ფენიტოინით თერაპიაზე კონტროლის განხორციელება პაციენტებში, რომლებიც იღებენ ორივე პრეპარატს, სისხლის პლაზმაში ფენიტოინის კონცენტრაციის განსაზღვრის ჩათვლით ორივე პრეპარატის ერთდროული გამოყენების მთელი პერიოდის განმავლობაში და მოკლე დროის განმავლობაში კომბინირებული თერაპიის დასრულების შემდეგ.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები

ქინოლონების (დნმ-ჰირაზას ინჰიბიტორები) ძალიან მაღალი დოზების და ზოგიერთი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აცეტილსალიცილის მჟავის გარდა) ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება მოახდინოს კრუნჩხვების პროვოცირება.

ციკლოსპორინი

ციპროფლოქსაცინისა და ციკლოსპორინის შემცველი პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას აღინიშნებოდა სისხლის პლაზმაში კრეატინინის კონცენტრაციის ხანმოკლე გარდამავალი მატება. ასეთ შემთხვევებში საჭიროა კვირაში ორჯერ სისხლში პლაზმასი კრეატინინის კონცენტრაციის განსაზღვრა.

პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები

ციპროფლოქსაცინისა და პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების ერთდროული გამოყენებისას, ძირითადად, სულფონილშარდოვანას პრეპარატებისა (მაგალითად, გლიბენკლამიდი, გლიმეპირიდი), ჰიპოგლიკემიის განვითარება სავარაუდოდ განპირობებულია პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების მოქმედების გაძლიერებით.

პრობენეციდი

პრობენეციდი ანელებს თირკმელებით ციპროფლოქსაცინის გამოყოფის სიჩქარეს. ციპროფლოქსაცინის და პრობენეციდის შემცველი პრეპარატების ერთდროული გამოყენება იწვევს ციპროფლოქსაცინის კონცენტრაციის მომატებას სისხლის შრატში.

მეტოტრექსატი

მეტოტრექსატის და ციპროფლოქსაცინის ერთდროული გამოყენებისას შეიძლება შენელდეს მეტოტრექსატის თირკმლის მილაკოვანი ტრანსპორტი, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს სისხლის პლაზმაში მეტოტრექსატის კონცენტრაციის ზრდა. ამასთან შეიძლება გაიზარდოს მეტოტრექსატის გვერდითი მოვლენების ალბათობა. ამ მიზეზით, პაციენტებზე, რომლებიც იღებენ ერთდროულ თერაპიას მეტოტრექსატით და ციპროფლოქსაცინით, უნდა მოხდეს სათანადო დაკვირვება.

ტიზანიდინი

კლინიკური კვლევის შედეგად, რომელშიც მონაწილეობდნენ ჯანმრთელი მოხალისეები ციპროფლოქსაცინისა და ტიზანიდინის შემცველი პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას, გამოვლინდა სისხლის პლაზმაში ტიზანიდინის კონცენტრაციის მომატება: Cmax ზრდა 7-ჯერ (4-დან 21 ჯერამდე), AUC-ის მაჩვენებლის ზრდა - 10-ჯერ (6-დან 24 ჯერამდე). სისხლის პლაზმაში ტიზანიდინის კონცენტრაციის ზრდასთან დაკავშირებულია ჰიპოტენზიური (არტერიული წნევის დაქვეითება) და სედატიური (ძილიანობა, მოთენთილობა) გვერდითი მოვლენები. ამრიგად, ციპროფლოქსაცინის და ტიზანიდინის შემცველი პრეპარატების ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია.

დულოქსეტინი

კლინიკური კვლევების ჩატარების მსვლელობაში ნაჩვენები იყო, რომ დულოქსეტინის და CYP1A2 იზოფერმენტის ძლიერი ინჰიბიტორების (როგორიცაა ფლუვოქსამინი) ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დულოქსეტინის AUC და Cmax მომატება. ციპროფლოქსაცინთან შესაძლო ურთიერთქმედების შესახებ კლინიკური მონაცემების არარსებობის მიუხედავად, შესაძლებელია ასეთი ურთიერთქმედების ალბათობის განჭვრეტა ციპროფლოქსაცინის და დულოქსეტინის ერთდროულად გამოყენებისას.

როპინიროლი

როპინიროლის და ციპროფლოქსაცინის ერთდროული გამოყენება, CYP1A2 იზოფერმენტის ზომიერი ინჰიბიტორისა, იწვევს როპინიროლის Cmax და AUC მატებას 60 და 84%-ით, შესაბამისად. საჭიროა როპინიროლის გვერდითი ეფექტების მონიტორინგი ციპროფლოქსაცინთან ერთდროული გამოყენების დროს და კომბინირებული თერაპიის დასრულებიდან მცირე დროის განმავლობაში.

ლიდოკაინი

ჯანმრთელ მოხალისეებზე ჩატარებულ კვლევაში დადგინდა, რომ ლიდოკაინის შემცველი პრეპარატების და ციპროფლოქსაცინის, CYP1A2 იზოფერმენტის ზომიერი ინჰიბიტორისა, ერთდროული გამოყენება იწვევს ლიდოკაინის კლირენსის დაქვეითებას 22%-ით მისი ინტრავენურად შეყვანისას.

მიუხედავად ლიდოკაინის კარგი ამტანობისა, ციპროფლოქსაცინთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს გვერდითი ეფექტები ურთიერთქმედების შედეგად

კლოზაპინი

კლოზაპინის და ციპროფლოქსაცინის ერთდროული გამოყენებისას 250 მგ დოზით 7

დღის განმავლობაში აღინიშნა კლოზაპინის და N-დესმეთილკლოზაპინის შრატისმიერი კონცენტრაციების ზრდა 29%-ით და 31%-ით, შესაბამისად. აუცილებელია პაციენტის მდგომარეობის კონტროლირება და საჭიროების შემთხვევაში კლოზაპინის დოზირების რეჟიმის კორექციის ჩატარება ციპროფლოქსაცინთან მისი ერთდროულად გამოყენებისას და კომბინირებული თერაპიის დასრულებიდან მცირე დროის განმავლობაში.

სილდენაფილი

ჯანმრთელ მოხალისეებში ციპროფლოქსაცინის 500 მგ დოზით და სილდენაფილის 50 მგ დოზით .ერთდროული გამოყენებისას, აღინიშნა სილდენაფილის Cmax და AUC-ის 2-ჯერ მომატება. ამასთან დაკავშირებით, ამ კომბინაციის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ სარგებელი/რისკის თანაფარდობის შეფასების შემდეგ.

K ვიტამინის ანტაგონისტები

ციპროფლოქსაცინისა და K ვიტამინის ანტაგონისტების ერთდროულმა გამოყენებამ (მაგალითად, ვარფარინი, აცენოკუმაროლი, ფენპროკუმონი, ფლუინდონი) შეიძლება გამოიწვიოს მათი ანტიკოაგულაციური მოქმედების გაძლიერება. ამ ეფექტის სიდიდე შეიძლება განსხვავდებოდეს თანმხლები ინფექციების, პაციენტის ასაკისა და ზოგადი მდგომარეობის მიხედვით, ამიტომ რთულია საერთაშორისო ნორმალიზებულ თანაფარდობაზე ციპროფლოქსაცინის ზეგავლენის შეფასება. საჭიროა საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის ხშირად გაკონტროლება ციპროფლოქსაცინისა და K ვიტამინის ანტაგონისტების ერთდროული გამოყენებისას, ასევე კომბინირებული თერაპიის დასრულებიდან მოკლე დროის განმავლობაში.

აგომელატინი

კლინიკურ კვლევებში ნაჩვენებია, რომ ფლუვოქსამინი, როგორც CYP1A2 იზოფერმენტის ძლიერი ინჰიბიტორი, მნიშვნელოვნად თრგუნავს აგომელატინის მეტაბოლიზმს, რაც იწვევს აგომელატინის ექსპოზიციის 60-ჯერ ზრდას. მიუხედავად ხელმისაწვდომი კლინიკური მონაცემების არარსებობისა ციპროფლოქსაცინთან, CYP450 1A2 იზოფერმენტის ზომიერ ინჰიბიტორთან, შესაძლო ურთიერთქმედების შესახებ, პრეპარატების ერთდროულად გამოყენებისას შეიძლება მოსალოდნელი იყოს ანალოგიური ეფექტები.

ზოლპიდემი

ციპროფლოქსაცინთან ერთდროულად გამოყენებისას შესაძლებელია სისხლის პლაზმაში ზოლპიდემის კონცენტრაციის მომატება, ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

განსაკუთრებული მითითებები

ციპროფლოქსაცინის გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული პაციენტებში სერიოზული გვერდითი რეაქციებით ანამნეზში, რომლებიც დაკავშირებულია ქინოლონის ან ფტორქინოლონის შემცველი პრეპარატების მიღებასთან. ასეთი პაციენტების მკურნალობა ციპროფლოქსაცინით უნდა დაიწყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ალტერნატიული მკურნალობის ვარიანტები არ არის ხელმისაწვდომი და სარგებელი/რისკის სათანადო შეფასების შემდეგ.

მძიმე სტაფილოკოკური ინფექციები და ინფექციები, განპირობებული გრამდადებითი და ანაერობული ბაქტერიებით

მძიმე ინფექციების, სტაფილოკოკური ინფექციების და ანაერობული ბაქტერიებით განპირობებული ინფექციების მკურნალობისას, ციპროფლოქსაცინი გამოყენებული უნდა იქნას შესაბამის ანტიბაქტერიულ საშუალებებთან.

Streptococcus pneumoniae განპირობებული ინფექციები

პრეპარატი ციპრინოლი არ არის რეკომენდირებული გამოსაყენებლად Streptococcus pneumoniae-თი გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ, გამომწვევის მიმართ მისი არასაკმარისი ეფექტურობის გამო.

სასქესო გზების ინფექციები

გენიტალური ინფექციების დროს, რომლებიც სავარაუდოთ გამოწვეულია Neisseria gonorrhoeae-ს შტამებით, რომლებიც რეზისტენტულია ფტორქინოლონების მიმართ, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ინფორმაცია ციპროფლოქსაცინის მიმართ ლოკალური რეზისტენტობის შესახებ და დადასტურებული უნდა იყოს გამომწვევის მგრძნობელობა ლაბორატორიულ ტესტებში.

საშარდე გზების ინფექციები

ფტორქინოლონებისადმი Escherichia coli-ს რეზისტენტობა, საშარდე გზების ინფექციების ყველაზე გავრცელებული გამომწვევისა, ვარირებს. გათვალისწინებული უნდა იქნას ინფორმაცია Escherichia coli-ს რეზისტენტობის შესახებ ფტორქინოლონების მიმართ.

გაურთულებელი ცისტიტის თერაპია ქალებში პრემენოპაუზის დროს ციპროფლოქსაცინის ერთჯერადი დოზით, როგორც მოსალოდნელია, დაკავშირებულია დაბალ ეფექტურობასთან, ვიდრე გრძელვადიანი თერაპია. ეს ეფექტი აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იქნას ფტორქინოლონებისადმი Escherichia coli-ს რეზისტენტობის მზარდ დონესთან მიმართებაში.

დარღვევები გულის მხრივ

ციპროფლოქსაცინი გავლენას ახდენს QT ინტერვალის გახანგრძლივებაზე. იმის გათვალისწინებით, რომ ქალებისთვის დამახასიათებელია უფრო გრძელი საშუალო ხანგრძლივობა მამაკაცებთან შედარებით, ისინი უფრო მგრძნობიარენი არიან პრეპარატების მიმართ, რომლებიც იწვევენ QT ინტერვალის გახანგრძლივებას. ხანდაზმულ პაციენტებში ასევე აღინიშნება მომატებული მგრძნობელობა პრეპარატების მოქმედებისადმი, რომლებიც იწვევენ QT ინტერვალის გახანგრძლივებას. პრეპარატი ციპრინოლი® სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ერთდროულად პრეპარატებთან, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს (მაგალითად, IA და III კლასების ანტიარითმული საშუალებებთან, ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან, მაკროლიდებთან და ანტიფსიქოტიკებთან), ან პაციენტებში QT ინტერვალის გახანგრძლივების ან „პირუეტის“ ტიპის არითმიების განვითარების მომატებული რისკით (მაგალითად, თანდაყოლილი QT ინტერვალის სინდრომით, ელექტროლიტური დისბალანსით (მაგალითად, ჰიპოკალიემიის, ჰიპომაგნიემიის დროს), ასევე გულის ისეთი დაავადებებით, როგორიცაა გულის უკმარისობა, მიოკარდის ინფარქტი, ბრადიკარდია).

დისგლიკემია

ისევე როგორც სხვა ფტორქინოლონების შემთხვევაში, ციპროფლოქსაცინის გამოყენებისას შეიძლება მოხდეს სისხლში გლუკოზის დონის ცვლილებები, ჰიპო- და ჰიპერგლიკემიის ჩათვლით. ციპროფლოქსაცინით თერაპიის ფონზე დისგლიკემია შეიძლება უფრო ხშირად აღინიშნოს ხანდაზმულ პაციენტებში და შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებენ თანმხლებ თერაპიას პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატებით (მაგალითად, სულფონილშარდოვანას პრეპარატებით) ან ინსულინით. ასეთ პაციენტებში ციპროფლოქსაცინის გამოყენებისას იზრდება ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკი ჰიპოგლიკემიურ კომამდე. აუცილებელია პაციენტების ინფორმირება ჰიპოგლიკემიის სიმპტომების შესახებ (ცნობიერების არევა, თავბრუსხვევა, „მგლის“ მადა, თავის ტკივილი, ნერვოზულობა, გულისცემის შეგრძნება ან გახშირებული პულსი, კანის სიფერმკრთალე, ოფლიანობა, კანკალი, სისუსტე). თუ პაციენტს განუვითარდა ჰიპოგლიკემია, ციპროფლოქსაცინით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დაწყებული იქნას შესაბამისი თერაპია. ასეთ შემთხვევებში რეკომენდირებულია, თუ ეს შესაძლებელია, ფტორქინოლონებისგან განსხვავებულ სხვა ანტიბიოტიკით თერაპიაზე გადასვლა. ციპროფლოქსაცინით მკურნალობისას ხანდაზმულ პაციენტებში, შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში რეკომენდირებულია სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის სათანადო მონიტორინგი.

გამოყენება ბავშვებში

დადგენილი იყო, რომ ციპროფლოქსაცინი, ისევე როგორც ამ კლასის სხვა პრეპარატები, იწვევს ცხოველებში დიდი სახსრების ართროპათიას. ამჟამად ხელმისაწვდომი მონაცემების ანალიზისას 18 წლამდე ასაკის ბავშვებში ციპროფლოქსაცინის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ, რომელთა უმეტესობას აქვთ ფილტვების მუკოვისციდოზი, არ არის დადგენილი კავშირი ხრტილის ან სახსრების დაზიანებასა და პრეპარატის მიღებას შორის. არ არის რეკომენდირებული ბავშვებში ციპრინოლის® გამოყენება სხვა დაავადებების სამკურნალოდ, ფილტვის მუკოვისციდოზის გართულებების მკურნალობის გარდა (5-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებში), რომლებიც დაკავშირებულია Pseudomonas aeruginosa-სთან და ციმბირული წყლულის ფილტვისმიერი ფორმის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის (Bacillus anthracis-ით საეჭვო ან დადასტურებული ინფიცირების შემდეგ).

ჰიპერმგრძნობელობა

ზოგჯერ ციპროფლოქსაცინის პირველი დოზის მიღების შემდეგ შეიძლება განვითარდეს პრეპარატის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა, მათ შორის ალერგიული რეაქციები, რაც დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ მკურნალ ექიმს. იშვიათ შემთხვევებში, პირველი გამოყენების შემდეგ, შეიძლება განვითარდეს ანაფილაქსიური რეაქციები ანაფილაქსიურ შოკამდე. ასეთ შემთხვევებში პრეპარატის ციპრინოლი® გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და ჩატარდეს შესაბამისი მკურნალობა.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტი

ციპროფლოქსაცინით მკურნალობის დროს ან მის შემდეგ მძიმე და გახანგრძლივებული დიარეის განვითარების შემთხვევაში, უნდა გამოირიცხოს ფსევდომემბრანული კოლიტის დიაგნოზი, რომელიც საჭიროებს პრეპარატის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნას (პერორალურად ვანკომიცინი 250 მგ დოზით 4-ჯერ დღეში). უკუნაჩვენებია პრეპარატების გამოყენება, რომლებიც თრგუნავენ ნაწლავის პერისტალტიკას.

ჰეპატობილიარული სისტემა

ციპროფლოქსაცინის გამოყენებისას აღინიშნებოდა ღვიძლის ნეკროზის და სიცოცხლისათვის საშიში ღვიძლის უკმარისობის შემთხვევები. ღვიძლის დაავადების შემდეგი ნიშნების არსებობის შემთხვევაში, როგორიცაა ანორექსია, სიყვითლე, მუქი ფერის შარდი, ქავილი, მუცლის ტკივილი, პრეპარატ ციპრინოლის® მიღება უნდა შეწყდეს.

პაციენტებში, რომლებიც იღებენ პრეპარატ ციპრინოლს® და გატატანილი აქვთ ღვიძლის დაავადება, შეიძლება აღინიშნოს „ღვიძლისმიერი“ ტრანსამინაზების და ტუტე ფოსფატაზის აქტივობის დროებითი მატება ან ქოლესტაზური სიყვითლე.

საყრდენ-მამოძრავებელი აპარატი

პაციენტებში მძიმე მიასთენია gravis-ით პრეპარატი ციპრინოლი® სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული, ვინაიდან შესაძლებელია სიმპტომების გამწვავება.

პრეპარატი ციპრინოლი® სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ მითითება მყესების დაავადებაზე, დაკავშირებული ქინოლონების მიღებასთან.

ტენდინიტი და მყესების გაწყვეტა

ტენდინიტი და მყესის გაწყვეტა (განსაკუთრებით აქილევსის მყესის), ზოგჯერ ორმხრივი, შეიძლება მოხდეს ქინოლონებითა და ფტორქინოლონებით მკურნალობის დაწყებიდან 48 საათის შემდეგ, ასევე მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე თვის განმავლობაში. ტენდონიტის და მყესის გაწყვეტის განვითარების რისკი იზრდება ხანდაზმულ პაციენტებში, პაციენტებში თირკმლის უკმარისობით, პარენქიმატოზური ორგანოების ტრანსპლანტაციით, რომლებიც ერთდროულად ღებულობდნენ თერაპიას კორტიკოსტეროიდებით. თავიდან უნდა იქნას აცილებული კორტიკოსტეროიდების და ფტორქინოლონების ერთდროული გამოყენება. ტენდონიტის პირველი ნიშნების აღნიშვნის შეთხვევაში (მაგალითად, მტკივნეული შეშუპება, ანთება), უნდა შეწყდეს მიღება [საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება!] და განიხილოს ალტერნატიული მკურნალობა. უნდა მოხდეს დაზიანებული კიდურის (კიდურების) სათანადო მკურნალობა (მაგალითად, კიდურის იმობილიზაცია). არ არის რეკომენდირებული კორტიკოსტეროიდების გამოყენება ტენდინოპათიის ნიშნების გამოვლენისას.

ანევრიზმა და აორტის განშრევება, რეგურგიტაცია/გულის სარქველის უკმარისობა

ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემების თანახმად იყო შეტყობინებები აორტის ანევრიზმისა და აორტის განშრევების განვითარების გაზრდილი რისკის შესახებ, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, ასევე აორტული და მიტრალური სარქველების რეგურგიტაციის შესახებ ფტორქინოლონების გამოყენების შემდეგ. პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ფტორქინოლონებს, აღნიშნული იყო ანევრიზმის და აორტის განშრევების განვითარების შემთხვევები, ხანდახან გართულებული გაწყვეტით (მათ შორის ლეტალური დასასრულით), ასევე ნებისმიერი გულის სარქველის რეგურგიტაციის/უკმარისობის შემთხვევები (იხ. ნაწილი „გვერდითი მოქმედება“).

ამასთან დაკავშირებით ფტორქინოლონები უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ „სარგებელი-რისკის“ გულდასმით შეფასების და მკურნალობის სხვა ვარიანტების განხილვის შემდეგ პაციენტებში აორტის ანევრიზმით ან გულის სარქველის თანდაყოლილი მანკით ოჯახურ ანამნეზში, ან პაციენტებში დიაგნოზირებული აორტის ანევრიზმით და/ან აორტის განშრევებით, ან გულის სარქველის დაავადებით, ან სხვა რისკ-ფაქტორების ან მდგომარეობების არსებობისას, რომლებიც განაწყობენ შემდეგისადმი:

როგორც ანევრიზმისა და აორტის განშრევებისადმი, ასევე გულის სარქველის რეგურგიტაციისა/უკმარისობისკენ (მაგალითად, შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები, როგორიცაა მარფანის სინდრომი ან ელერს-დანლოსის სინდრომი, ტერნერის სინდრომი, ბეხჩეტის დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, რევმატოიდული ართრიტი);

ან დამატებით:

ანევრიზმისა და აორტის განშრევებისადმი (მაგალითად, სისხლძარღვოვანი დაავადებები, როგორიცაა ტაკაიასუს არტერიიტი, გიგანტურუჯრედოვანი არტერიიტი, დადასტურებული ათეროსკლეროზი, შეგრენის სინდრომი);

გულის სარქველის რეგურგიტაციისა/უკმარისობისადმი (მაგალითად, ინფქციური ენდოკარდიტი).

ანევრიზმის და აორტის განშრევების განვითარების, ასევე მათი გასკდომის რისკი შეიძლება მომატებული იყოს პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ სისტემურ გლუკოკორტიკოსტეროიდებს.

მუცლის, გულმკერდის ან ზურგის უეცარი ტკივილის აღნიშვნის შემთხვევაში, პაციენტებმა სასწრაფოდ უნდა მიმართონ ექიმს სასწრაფო დახმარების განყოფილებაში.

პაციენტებისათვის რეკომენდირებულია დაუყოვნებლივ სამედიცინო დახმარებისთვის მიმართვა მწვავე ქოშინის აღნიშვნის, გახშირებული გულისცემის შეგრძნების პირველად აღნიშვნის ან მუცლის ან ქვედა კიდურების შეშუპების განვითარების შემთხვევაში.

ნერვული სისტემა

ციპროფლოქსაცინმა, ისევე როგორც სხვა ფტორქინოლონებმა, შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები და შეამციროს კრუნჩხვითი მზაობის ზღურბლი. პაციენტებმა ეპილეფსიით და გადატანილი ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებებით (მაგალითად, კრუნჩხვითი მზაობის ზღურბლის დაქვეითება, კრუნჩხვითი შეტევები ანამნეზში, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევები, თავის ტვინის ორგანული დაზიანებები ან ინსულტი) ცენტრალური ნერვული სისტემის მხრიდან გვერდითი რეაქციების განვითარების რისკის გამო, ციპროფლოქსაცინი უნდა გამოიყენონ მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მოსალოდნელი კლინიკური ეფექტი აღემატება პრეპარატის გვერდითი ეფექტების შესაძლო რისკს. ციპროფლოქსაცინის გამოყენებისას იყო შეტყობინებები ეპილეფსიის სტატუსის განვითარების შემთხვევების შესახებ.

კრუნჩხვების აღნიშვნის შემთხვევაში პრეპარატ ციპრინოლის® გამოყენება უნდა შეწყდეს.

ფსიქოზური რეაქციები შეიძლება აღინიშნოს ფტორქინოლონების, მათ შორის პრეპარატ ციპრინოლის®, პირველი გამოყენების შემდეგაც. იშვიათ შემთხვევებში, დეპრესია ან ფსიქოზური რეაქციები შეიძლება პროგრესირებდეს სუიციდურ აზრებსა და სუიციდურ მცდელობამდე, დასრულებულის ჩათვლით. თუ პაციენტს განუვითარდა ერთ-ერთი ამ რეაქციებიდან, პრეპარატ ციპრინოლის® მიღება უნდა შეწყდეს და ექიმი იქნას ინფორმირებული ამის შესახებ.

პერიფერიული ნევროპათია

დარეგისტრირებული იყო სენსორული ან სენსომოტორული პოლინევროპათიის შემთხვევები, რომლებმაც გამოიწვიეს პარესთეზია, ჰიპერსთეზია (დაქვეითებული მგრძნობელობა), დიზესთეზია ან სისუსტე პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ქინოლონებს და ფტორქინოლონებს. პაციენტებისათვის, რომლებიც ღებულობენ ციპროფლოქსაცინს, რეკომენდირებული უნდა იქნას მკურნალობის გაგრძელებამდე მოახდინონ მკურნალო ექიმის ინფორმირება, თუ განვითარდა ნევროპათიის სიმპტომები, როგორიცაა ტკივილი, წვა, ჩხვლეტა, დაბუჟება ან სისუსტე, რათა თავიდან იქნას აცილებული პოტენციურად შეუქცევადი მდგომარეობების განვითარება.

კანის საფარი

პრეპარატ ციპრინოლის მიღებისას შესაძლოა განვითარდეს ფოტოსენსიბილიზაციის რეაქცია, ამიტომ პაციენტები უნდა მოერიდონ კონტაქტს მზის პირდაპირ სხივებთან და ულტრაიისფერ შუქთან. მკურნალობა უნდა შეწყდეს ფოტოსენსიბილიზაციის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში (მაგალითად, კანის საფარის ცვლილება მზის დამწვრობას წააგავს).

მხედველობის დარღვევა

მხედველობის გაუარესების ან თვალზე რაიმე ზემოქმედების აღნიშვნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ოკულისტს.

ციტოქრომ P450

ცნობილია, რომ ციპროფლოქსაცინი არის CYP1A2 იზოფერმენტების ზომიერი ინჰიბიტორი.

სიფრთხილის დაცვაა საჭირო პრეპარატ ციპრინოლის და პრეპარატების ერთდროულად გამოყენებისას, რომლებიც მეტაბოლიზდებიამ ამ იზოფერმენტებით, როგორიცაა თეოფილინი, მეთილქსანტინი, კოფეინი, დულოქსეტინი, კლოზაპინი, ოლანზაპინი, როპინიროლი, აგომელატინი და სხვ., რადგანაც სისხლის შრატში ამ პრეპარატების კონცენტრაციის მატებამ, განპიროებულმა ციპროფლოქსაცინით მათი მეტაბოლიზმის ინჰიბირებით, შეიძლება გამოიწვიოს სპეციფიკური გვერდითი რეაქციები.

ადგილობრივი რეაქციები

პრეპარატ ციპრინოლის® ინტრავენური შეყვანისას შეიძლება აღინიშნოს ადგილობრივი ანთებითი რეაქციები პრეპარატის შეყვანის ადგილას (შეშუპება, ტკივილი). ეს რეაქცია უფრო ხშირად აღინიშნება,, თუ ინფუზიის დრო შეადგენს 30 წუთს ან ნაკლებს. რეაქცია სწრაფად გადის ინფუზიის დასრულების შემდეგ და არ წარმოადგენს უკუჩვენებას პრეპარატის შემდგომი შეყვანისათვის, თუ მისი მიმდინარეობა არ გართულდება.

კრისტალურიის განვითარების თავიდან ასაცილებლად დაუშვებელია რეკომენდირებული დღიური დოზის გადაჭარბება, ასევე აუცილებელია სითხის საკმარისი რაოდენობის მიღება და შარდის მჟავე რეაქციის შენარჩუნება.

ციპროფლოქსაცინის და ბარბიტურის მჟავას წარმოებულების ჯგუფიდან ზოგადი ანესთეზიის სამკურნალო საშუალების ერთდროულად ინტრავენური შეყვანის დროს აუცილებელია გულის შეკუმშვათა სიხშირის, არტერიული წნევის, ელექტროკარდიოგრამის მუდმივი კონტროლი.

ხანგრძლივი, მაინვალიდიზირებელი, პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული გვერდითი რეაქციები

მიღებული იყო შეტყობინებები ძალიან იშვიათი, ხანგრძლივი [რომლებიც გრძელდებოდა ერთი თვე ან წელი], მაინვალიდიზირებელი, პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული გვერდითი რეაქციების განვითარების შესახებ, ზემოქმედებით ადამიანის ორგანიზმის სხვადასხვა, ზოგჯერ რამდენიმე სისტემაზე (ძვალ-კუნთოვან, ნერვულ და ფსიქიკურ სისტემებზე, გრძნობის ორგანოებზე), პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ქინოლონებს ან ფტორქინოლონებს, მიუხედავად მათი ასაკისა და ადრე არსებული რისკ-ფაქტორებისა. ნებისმიერი სერიოზული გვერდითი რეაქციის პირველი ნიშნების და სიმპტომების გამოვლენისას, ციპროფლოქსაცინის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან მიმართვა.

In vitro პირობებში ციპროფლოქსაცინმა შეიძლება ხელი შეუშალოს Mycobacterium tuberculosis ბაქტერიოლოგიურ კვლევას, მისი ზრდის დათრგუნვით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ცრუ-უარყოფით შედეგები ამ გამომწვევის დიაგნოსტიკის დროს პაციენტებში, რომლებიც იღებენ პრეპარატ ციპრინოლს®.

ნატრიუმის შემცველობა

ციპრინოლი® საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ერთ დოზაზე (10 მლ), ანუ არსებითად პრეპარატი „ნატრიუმის გარეშეა“.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში

ორსულობა

ციპროფლოქსაცინის გამოყენების უსაფრთხოება ორსულობის დროს არ არის დადგენილი. თუმცა, ცხოველებზე ჩატარებული კვლევების შედეგებზე დაყრდნობით, ახალშობილთა სასახსრე ხრტილზე არასასურველი ზემოქმედების შესაძლებლობა სრულიად გამორიცხული არ არის და ამიტომ ციპროფლოქსაცინი არ უნდა დაინიშნოს ორსულ ქალებში.

ამავე დროს, ცხოველებზე ჩატარებული კვლევების მსვლელობაში არ არის დადგენილი ტერატოგენული ეფექტები (მალფორმაციები).

ლაქტაციის პერიოდი

ციპროფლოქსაცინი გამოიყოფა დედის რძით. ახალშობილთა სასახსრე ხრტილის დაზიანების პოტენციური რისკის გამო, ციპროფლოქსაცინი არ უნდა დაენიშნოთ მეძუძურ ქალებს.

გამოყენება ბავშვებში

არ არის რეკომენდირებული ციპროფლოქსაცინის გამოყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში სხვა ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ, ფილტვების მუკოვისციდოზის გართულებების მკურნალობის გარდა (5-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებში), გამოწვეულის Pseudomonas aeruginosa-თი, და ფილტვისმიერი ფორმის ციმბირული წყლულის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის (Bacillus anthracis-ით სავარაუდო ან დადასტურებული ინფიცირების შემდეგ).

ციპროფლოქსაცინის გამოყენება ბავშვებში უნდა დაიწყოს მხოლოდ სარგებელი/რისკის შეფარდების შეფასების შემდეგ სახსრებსა და მყესებზე შესაძლო გვერდით მოქმედებასთან დაკავშირებით.

ზემოქმედება ავტომობილის და რთული მექანიზმების მართვის უნარზე

ფტორქინოლონებს, ციპროფლოქსაცინის ჩათვლით, შეუძლიათ პაციენტების ავტომობილის მართვის და საქმიანობის სხვა პოტენციურად სასიში სახეობებით დაკავების უნარის დარღვევა, რომლებიც საჭიროებენ მომატებულ ყურადღებას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს, ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ზემოქმედების შედეგად.

ჭარბი დოზირება

საჭიროა პაციენტის მდგომარეობის კონტროლი, გადაუდებელი დახმარების ჩვეულებრივი ზომების ჩატარება, საკმარისი სითხის მიწოდების უზრუნველყოფა. კრისტალურიის განვითარების პროფილაქტიკის მიზნით რეკომენდირებულია თირკმელების ფუნქციის მონიტორირება, pH-ის და შარდის მჟავიანობის ჩათვლით. ჰემო- და პერიტონეალური დიალიზის დახმარებით გამოიყოფა ციპროფლოქსაცინის მხოლოდ მცირე რაოდენობა (10%-ზე ნაკლები).

გამოშვების ფორმა

კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად, 10 მგ/მლ.

10 მმლ ხსნარი ამპულაში ნეიტრალური გამჭვირვალე შუშისაგან. 5 ამპულა ბლისტერში, თითო ბლისტერს ათავსებენ მუყაოს კოლოფში სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. ინახება ორიგინალურ შეფუთვაში სინათლისაგან დაცვის მიზნით.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

5 წელი.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მწარმოებელი:

კრკა, დ.დ., ნოვო მესტო, შმარიეშკა ცესტა 6, 8501 ნოვო მესტო, სლოვენია.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა