პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

ციპრინოლი

Ciprinol®

რეცეპტით200მგინსტრუქცია ქართულადსლოვენია
რისთვის გამოიყენება

დღიური დოზა, მგ მკურნალობის საერთო ხანგრძლივობა (თერაპიის გათვალისწინებით, დაწყებულის ციპროფლოქსაცინის პარენტერალური ფორმებით) ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები 400 მგ ორჯერ დღეში ან 400 მგ სამჯერ დღეში 7-14 დღე ზედა სასუნთქი გზების ინფექციები ქრონიკული სინუსიტის გამწვავება 400 მგ ორჯერ დღეში ან 400 მგ სამჯერ დღეში …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ციპროფლოქსაცინი (ciprofloxacin)
ფორმა და შეფუთვა
200მგ/100მლ 100მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი მინის ფლაკონი №1
მწარმოებელი
KRKA d.d., Novo mesto, სლოვენია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ფტორქინოლონები
ATC კოდი
J01MA02
რეგისტრაციის ნომერი
რ-036072
რეგისტრირებულია
3 აგვისტო 2022, მოქმედებს 3 აგვისტო 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
KRKA d.d., Novo mesto (სლოვენია)
განმცხადებელი
შპს „პსპ ფარმა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაციპრინოლი და სხვა წამალი ერთად

ციპრინოლი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

დღიური დოზა, მგ

მკურნალობის საერთო ხანგრძლივობა (თერაპიის გათვალისწინებით, დაწყებულის ციპროფლოქსაცინის პარენტერალური ფორმებით)

ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები

400 მგ ორჯერ დღეში ან 400 მგ სამჯერ დღეში

7-14 დღე

ზედა სასუნთქი

გზების ინფექციები

ქრონიკული სინუსიტის

გამწვავება

ქრონიკული ჩირქოვანი შუა ოტიტი

ავთვისებიანი გარე ოტიტი

400 მგ სამჯერ დღეში

28 დღიდან 3 თვემდე

საშარდე გზების ინფექციები

საშარდე გზების გართულებული ინფექციები და მწვავე პიელონეფრიტი

7-დან 21 დღემდე, ზოგიერთ შემთხვევაში (მაგალითად აბსცესების დროს) მკურნალობის ხანგრძლივობამ შეიძლება შეადგინოს 21 დღე.

პროსტატიტი

2-4 კვირამდე (მწვავე)

უროგენიტალური ინფექციები

ორქოეპიდიდიმიტი და მცირე მენჯის ოერგანოების ანთებითი დაავადებები

არანაკლებ 14 დღე

კუჭ-ნაწლავის ინფექციები და ინტრააბდომინალური ინფექციები

დიარეა, გამოწვეული პათოგენებით, მათ შორის Shigella spp., 1 ტიპის Shigella dysenteriae-ს გარდა, და მოგზაურთა მძიმე დიარეის მკურნალობა

400 მგ ორჯერ დღეში

1 დღე

დიარეა, გამოწვეული 1 ტიპის Shigella dysenteriae-თი

400 მგ ორჯერ დღეში

5 დღე

დიარეა, გამოწვეული Vibrio cholerae-თი

400 მგ ორჯერ დღეში

3 დღე

მუცლის ტიფი

400 მგ ორჯერ დღეში

7 დღე

ინტრაობდომინალური ინფექციები, გამოწვეული გრამდადებითი მიკროორგანიზმებით

5-14 დღე

კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები

სახსრების და ძვლების ინფექციები

მაქსიმალურად 3 თვე

ავადმყოფები ნეიტროპენიით და ცხელებით, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ბაქტერიული ინფექციით.

ციპროფლოქსაცინი უნდა დაინიშნოს სხვა ანტიბაქტერიულ სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში.

თერაპია ტარდება ნეიტროპენიის მთელი პერიოდის განმავლობაში

ციმბირული წყლულის პოსტკონტაქტური პროფილაქტიკა და მკურნალობა. მკურნალობა დაწყებული უნდა იქნას დაუყოვნებლივ სავარაუდო ან დადასტურებული ინფიცირების შემდეგ.

400 მგ ორჯერ დღეში

60 დღე Bacillus anthracis-ით ინფიცირების დადასტურების მომენტიდან

ბავშვები და მოზარდები

გამოყენების ჩვენებები

მუკოვისციდოზი

10 მგ/კგ სხეულის მასაზე სამჯერ დღეში, მაქსიმალური ერთჯერადი დოზა - 400 მგ ერთ მიღებაზე

10-14 დღე

საშარდე ტრაქტის გართულებული ინფექციეი და პიელონეფრიტი

6 მგ/კგ სხეულის მასაზე სამჯერ დღეში - 10 მგ/კგ სხეულის მასაზე სამჯერ დღეში, მაქსიმალური ერთჯერადი დოზა - 400 მგ ერთ მიღებაზე

10-21 დღე

ციმბირული წყლულის პოსტკონტაქტური პროფილქტიკა და მკურნალობა. მკურნალობა უნდა დაიწყოს სავარაუდო ან დადასტურებული ინფიცირების შემდეგ, დაუყოვნებლივ.

10 მგ/კგ სხეულის მასაზე ორჯერ დღეში - 15 მგ/კგ სხეულის მასაზე ორჯერ დღეში, მაქსიმალური ერთჯერადი დოზა - 400 მგ ერთ მიღებაზე

სხვა მძიმე ინფექციები

ინფექციის ტიპის მიხედვით

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმული ასაკის პაციენტებისათვის მკურნალობა დანიშნული უნდა იქნას ინფექციის სიმძიმის ხარისხის და კრეატინინის კლირენსის შესაბამისად.

თირკმლის და ღვიძლის უკმარისობა

კრეატინინის კლირენსი

(მლ/წთ/1,73 მ2)

შრატისმიერი კრეატინინი

(μმოლი/ლ)

დოზა ორალურად

(მგ)

> 60

< 124

დოზირების ჩვეულებრივი რეჟიმი

30-60

124-168

200-400 მგ ყოველ 12 საათში

< 30

> 169

200-400 მგ ყოველ 24 საათში

პაციენტები ჰემოდიალიზზე

> 169

200-400 მგ ყოველ 24 საათში (დიალიზის შემდეგ)

პაციენტები პერიტონეალურ დიალიზზე

> 169

200-400 მგ ყოველ 24 საათში

პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით დოზის კორექცია არ არის საჭირო.

გამოყენების თავისებურებანი ბავშვებში ღვიძლის ან თირკმეკების ფუნქციის დარღვევებით არ არის შესწავლილი.

მიღების წესი და დოზირება

გამოყენების წინ ფლაკონი სათანადოდ უნდა იქნას დათვალიერებული. სიმღვრივის არსებობისას პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული.

ციპრინოლი განკუთვნილია ინტრავენური ინფუზიისთვის. ბავშვებში ინფუზიის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს 60 წუთს.

ინფუზიის ხანგრძლივობა მოზრდილებში უნდა შეადგენდეს 60 წუთს ციპრინოლის, საინფუზიო ხსნარი 400 მგ/200 მგ შეყვანისას და 30 წუთს ციპრინოლის, საინფუზიო ხსნარი 200 მგ/100 მლ შეყვანისას. ნელი ინფუზია დიდ ვენაში შეამცირებს პაციენტის დისკომფორტს და შეამცირებს ვენების გაღიზიანების აღნიშვნის რისკს.

საინფუზიო ხსნარები შეიძლება შეყვანილი იქნას ცალკე ან სხვა თავსებად საინფუზიო ხსნარებთან შერევის შემდეგ (ფიზიოლოგიურ ხსნართან, რინგერის ხსნართან, ჰარტმანის ხსნართან (რინგერის ლაქტატი), 5% ან 10%-იან გლუკოზის ხსნართან, 10% ფრუქტოზის ხსნართან და 5%-იან გლუკოზის ხსნართან 0,255%-იანი NaCl-ით ან 0,45%-ანი NaCl-ით).

ხსნარი უნდა მომზადდეს უშუალოდ გამოყენებამდე.

კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად უნდა განზავდეს საინფუზიო სითხის შესაბამისი რაოდენობით გამოყენების წინ, მინიმალური მოცულობა 50 მლ. თუ თავსებადობა სხვა ხსნარებთან/პრეპარატებთან არ არის დადასტურებული, საინფუზიო ხსნარი ციპრინოლი ცალკე უნდა იქნას შეყვანილი. შეუთავსებლობის ხილული ნიშნებია ნალექის წარმოქმნა, ხსნარის ამღვრევა ან ფერის შეცვლა.

შეუთავსებლობას ადგილი აქვს ყველა ხსნართან/პრეპარატთან, რომლებიც ფიზიკურად ან ქიმიურად არასტაბილურია პრეპარატ ციპრინოლის® საინფუზიო ხსნარის pH მნიშვნელობის დროს (მაგალითად, პენიცილინები, ჰეპარინის ხსნარები), და განსაკუთრებით ხსნარებთან, რომლებიც ცვლიან pH-ის მნიშვნელობა ტუტე მიმართულებით (ციპროოფლოქსაცინის ხსნარების pH შეადგენს 3,9-4,5-ს).

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა ფტორქინოლონების ან სამკურნალო საშუალების დამხმარე ნივთიერებების მიმართ.

ციპროფლოქსაცინისა და ტიზანიდინის ერთდროული გამოყენება.

მედიკამენტური ურთიერთქმედებები

პრეპარატების ზემოქმედება ციპროფლოქსაცინზე

სამკურნალო საშუალებები, რომლებიც იწვევენ QT ინტერვალის გახანგრძლივებას

სიფრთხილე უნდა იქნას დაცული ციპროფლოქსაცინის, ისევე, როგორც სხვა ფტორქინოლონების გამოყენებისას, პაციენტებში, რომლებიც იღებენ QT ინტერვალის გამახანგრძლივებელ სამკურნალო პრეპარატებს (მაგალითად, IA და III კლასის ანტიარითმულ პრეპარატებს, ტრიციკლური ანტიდეპრესანტებს, მაკროლიდებს, ნეიროლეპტიკებს).

პრობენეციდი

პრეპარატების ერთდროული გამოყენება ზრდის ციპროფლოქსაცინის შრატისმიერ კონცენტრაციას.

მეტოკლპრამიდი

მეტოკლოპრამიდი აჩქარებს ციპროფლოქსაცინის შეწოვას (პერორალურად), შედეგად მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა დროის უფრო მოკლე შუალედში. ზემოქმედება ციპროფლოქსაცინის ბიოშეღწევადობაზე არ აღნიშნულა.

ომეპრაზოლი

ომეპრაზოლის და ციპროფლოქსაცინის ერთდროულად გამოყენება უმნიშვნელოდ ამცირებს ციპროფლოქსაცინის Cmax და AUC-ს.

ციპროფლოქსაცინის ზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებზე

ტიზანიდინი

არ არის რეკომენდირებული ტიზანიდინის ციპროფლოქსაცინთან ერთდროულად გამოყენება. ციპროფლოქსაცინისა და ტიზანიდინის ერთდროული გამოყენებისას აღინიშნა უკანასკნელის შრატისმიერი კონცენტრაციის ზრდა, რაც ზრდის არტერიული წნევის დაქვეითების და ძილიანობის გამოვლინების რისკს.

მეტოტრექსატი

კომბინირებული დანიშვნა არ არის რეკომენდირებული თირკმელების ტუბულარული ტრანსპორტის ინჰიბირებასთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა საფუძვლად უდევს პლაზმაში მეტოტრექსატის დონის მატებას და მეტოტრექსატთან დაკავშირებული ტოქსიკური რეაქციების განვითარების რისკის ზრდას.

თეოფილინი

ციპროფლოქსაცინისა და თეოფილინის ერთობლივი დანიშვნა იწვევს ამ უკანასკნელის კონცენტრაციის მატებას სისხლის შრატში და, შესაბამისად, შეიძლება აღინიშნოს თეოფილინთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციები, რომლებიც იშვიათ შემთხვევებში სიცოცხლისათვის საშიშია. ამ კომბინაციის გამოყენებისას აუცილებელია თეოფილინის შრატისმიერი დონის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში მისი დოზის შემცირება.

ქსანტინის სხვა წარმოებულები

ციპროფლოქსაცინისა და კოფეინის ან პენტოქსიფილინის (ოქსპენტიფილინი) ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მითითებული პრეპარატების შრატისმიერი კონცენტრაციების ზრდა.

ფენიტოინი

ციპროფლოქსაცინისა და ფენიტოინის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ფენიტოინის შრატისმიერი დონის მატება ან შემცირება; რეკომენდირებულია ამ მაჩვენებლის კონტროლირება.

ციკლოსპორინი

ციპროფლოქსაცინისა და ციკლოსპორინის შემცველი სამკურნალო პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას აღინიშნება სისხლის პლაზმაში კრეატინინის კონცენტრაციის შექცევადი მატება. ამიტომ საჭიროა ხშირად (კვირაში ორჯერ) პლაზმური კრეატინინის კონცენტრაციის კონტროლი.

K ვიტამინის ანტაგონისტები

ციპროფლოქსაცინისა და K ვიტამინის ანტაგონისტების ერთდროული გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს ციპროფლოქსაცინის ანტიკოაგულაციური ეფექტის გაძლიერება. ეს რისკი შეიძლება ვარირებდეს ძირითადი დაავადებების, პაციენტის ასაკისა და ზოგადი მდგომარეობის მიხედვით. საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობა ხშირად უნდა გაკონტროლდეს და მალევე ციპროფლოქსაცინისა და K ვიტამინის ანტაგონისტების (მაგალითად, ვარფარინის, აცენოკომაროლის, ფენპროკომონის ან ფლუინდიონის) ერთდროული გამოყენების შემდეგ.

დულოქსეტინი

დულოქსეტინის და CYP4501A2 იზოფერმენტების ძლიერი ინჰიბიტორების, როგორიცაა ფლუვოქსამინი, ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დულოქსეტინის AUC და Cmax მომატება.

როპინიროლი

კლინიკურ კვლევებში ნაჩვენები იყო, რომ როპინიროლის და ციპროფლოქსაცინის ერთდროული გამოყენება, CYP4501A2 იზოფერმენტის ზომიერი ინჰიბიტორისა, იწვევს როპინიროლის Cmax და AUC მატებას 60%-ით და 84%-ით, შესაბამისად. რეკომენდირებულია როპინიროლთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში პრეპარატის დოზის კროექტირება.

ლიდოკაინი

ნაჩვენებბი ოყო, რომ ჯანმრთელ მოხალისეებში ციპროფლოქსაცინის და ლიდოკაინის, CYP4501A2 იზოფერმენტის ზომიერი ინჰიბიტორისა, ერთდროული გამოყენება ამცირებს ინტრავენურად შეყვანილი ლიდოკაინის კლირენს 22%-ით. მიუხედავად იმისა, რომ ლიდოკაინით მკურნალობა კარგად აიტანება, შესაძლებელია გაზარდოს გვერდითი ეფექტების აღნიშვნა ერთდროულად გამოყენებისას.

კლოზაპინი

კლოზაპინის და ციპროფლოქსაცინის კომბინირებული გამოყენებისას 250 მგ დოზით 7 დღის განმავლობაში აღინიშნა კლოზაპინის და N-დესმეთილკლოზაპინის შრატისმიერი კონცენტრაციების ზრდა 29%-ით და 31%-ით, შესაბამისად. რეკომენდირებულია პაციენტის მდგმარეობაზე დაკვირვება და საჭიროების შემთხვევაში კლოზაპინის დოზის კორექტირება.

სილდენაფილი

ჯანმრთელ მოხალისეებში ციპროფლოქსაცინის 500 მგ დოზით და სილდენაფილის 50 მგ დოზით .ერთდროული გამოყენებისას, აღინიშნა სილდენაფილის Cmax და AUC-ის 2-ჯერ მომატება. საჭიროა სიფრთხილის დაცვა ციპროფლოქსაცინის და სილდენაფილის ერთდროულად დანიშვნისას.

აგომელატინი

კლინიკურ კვლევებში ნაჩვენებია, რომ ფლუვოქსამინი, როგორც CYP4501A2 იზოფერმენტის ძლიერი ინჰიბიტორი, მნიშვნელოვნად თრგუნავს აგომელატინის მეტაბოლიზმს, რაც იწვევს აგომელატინის გავლენის 60-ჯერ ზრდას. მიუხედავად ხელმისაწვდომი კლინიკური მონაცემების არარსებობისა ციპროფლოქსაცინთან, CYP450 1A2 იზოფერმენტის ზომიერ ინჰიბიტორთან, შესაძლო ურთიერთქმედების შესახებ, პრეპარატების ერთდროულად გამოყენებისას შეიძლება მოსალოდნელი იყოს ანალოგიური ეფექტები.

ზოლპიდემი

ციპროფლოქსაცინს შეუძლია ზოლპიდემის დონის მომატება სისხლში, ამიტომ ერთდროული მიღება არ არის რეკომენდირებული.

სიფრთხილის ზომები

ციპროფლოქსაცინის გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული პაციენტებში სერიოზული გვერდითი რეაქციებით ანამნეზში, რომლებიც დაკავშირებულია ქინოლონის ან ფტორქინოლონის შემცველი სამკურნალო საშუალებების მიღებასთან. ასეთი პაციენტების მკურნალობა ციპროფლოქსაცინით უნდა დაიწყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობის ალტერნატიული ვარიანტები არ არსებობს და სარგებელი/რისკის სათანადო შეფასების შემდეგ.

გრამდადებითი და ანაერობული პათოგენური ფლორით გამოწვეული მძიმე ინფექციური დაავადებები და შერეული ინფექციური პროცესები

ციპროფლოქსაცინით მონოთერაპია არ არის შესაფერისი მძიმე ინფექციების და დაავადებების სამკურნალოდ, რომლებიც შეიძლება გამოწვეული იყოს გრამდადებითი ან ანაერობული პათოგენური ფლორით. ასეთ შემთხვევებში ციპროფლოქსაცინი უნდა დაინიშნოს სხვა ანტიბაქტერიულ პრეპარატებთან ერთად.

სტრეპტოკოკური ინფექცია (მათ შორის Streptococcus pneumoniae)

ციპროფლოქსაცინი არ არის რეკომენდირებული სტრეპტოკოკური ინფექციების სამკურნალოდ ეფექტურობის ნაკლებობის გამო.

გენიტალური ტრაქტის ინფექციები

ეპიდიდიმოორქიტი და მცირე მენჯის ორგანოების დაავადებები შეიძლება გამოწვეული იყოს ფტორქინოლონის მიმართ რეზისტენტული Neisseria gonorrhoeae-თი.

ორქოეპიდიდიმიტის და მცირე მენჯის ანთებითი დაავადებების დროს, ციპროფლოქსაცინით ემპირიული თერაპია უნდა დაინიშნოს სხვა ანტიბაქტერიულ პრეპარატებთან ერთად, გარდა იმ შემთხვევებისა (მაგალითად, ცეფალოსპორინი), როდესაც ციპროფოქსაცინ-რეზისტენტული Neisseria gonorrhoeae შეიძლება გამორიცხული იქნას. თუ 3 დღის განმავლობაში არ აღინიშნება კლინიკური გაუმჯობესება, მასინ მკურნალობა უნდა გადაიხედოს.

საშარდე გზების ინფექციები

ფტორქინოლონებისადმი Escherichia coli-ს ბაქტერიების რეზისტენტობა, საშარდე გზების ინფექციების ყველაზე გავრცელებული გამომწვევისა, ვარირებს ევროსაბჭოს ქვეყნებში.

ექიმებისთვის, რომლებიც ნიშნავენ ციპროფლოქსაცინს, რეკომენდირებულია გაითვალისწინონ ფტორქინოლონების მიმართ Escherichia coli-ს ბაქტერიების ლოკალური რეზისტენტობა.

ინტრაპერიტონეალური ინფექციური დაავადებები

არსებობს შეზღუდული მონაცემები ციპროფლოქსაცინის ეფექტურობის შესახებ პოსტოპერაციული ინტრაპერიტონეალური ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ.

მოგზაურის დიარეა

ციპროფლოქსაცინის არჩევისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ინფორმაცია მონახულებულ ქვეყანაში შესაბამისი პათოგენური მიკროორგანიზმის პრეპარატის მიმართ რეზისტენტობის შესახებ.

ძვლებისა და სახსრების ინფექციური დაავადებები

ციპროფლოქსაცინი უნდა დაინიშნოს სხვა ანტიმიკრობულ პრეპარატებთან კომბინაციაში და მხოლოდ მიკრობიოლოგიური გამოკვლევის ჩატარების შემდეგ.

ციმბირული წყლული

ადამიანებში გამოყენება ეფუძნება in vitro მგრძნობელობის კვლევებისა და ცხოველებზე ჩატარებული კვლევების მონაცემებს. ინფორმაცია ადამიანებში პრეპარატის გამოყენების შესახებ შეზღუდულია. მკურნალმა ექიმმა უნდა მიმართოს ამ დაავადების მკურნალობასთან დაკავშირებულ ეროვნულ და/ან საერთაშორისო დოკუმენტებს.

ბავშვები და მოზარდები

მკურნალობა უნდა დანიშნოს მხოლოდ სპეციალისტმა, რომელიც გამოცდილია ბავშვებსა და მოზარდებში კისტოზური ფიბროზის და/ან მძიმე ინფექციური დაავადებების მკურნალობაში. ბავშვებში ციპროფლოქსაცინის გამოყენების რანდომიზებული, ორმაგი ბრმა კვლევებიდან მიღებული უსაფრთხოების მონაცემებმა გამოავლინა ართროპათიის შემთხვევები, შესაძლოა პრეპარატთან დაკავშირებული (გამოვლენილია კლინიკური ნიშნებითა და სიმპტომებით). დაავადების აღნიშვნის სიხშირემ ერთი წლის განმავლობაში შეადგინა 9.0% და 5.7%. მკურნალობა უნდა დაიწყოს მხოლოდ სარგებლი/რისკის თანაფარდობის შეფასების შემდეგ, რადგან შეიძლება აღინიშნოს სახსრებთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციები.

ბრონქოპულმონალური ინფექციური დაავადებები

კლინიკურ კვლევებში მონაწილეობას იღებდნენ 5-17 წლის ასაკის ბავშვები და მოზარდები. არსებობს შეზღუდული მონაცემები 1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვების მკურნალობის შესახებ.

საშარდე გზების გართულებული ინფექციები და პიელონეფრიტი

კლინიკურ კვლევებში მონაწილეობას იღებდნენ 1-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები. ციპროფლოქსაცინით მკურნალობის შესახებ საკითხი უნდა განიხილებოდეს იმ შემთხვევებში, როდესაც სხვა პრეპარატებით მკურნალობა შეუძლებელია და მხოლოდ მიკრობიოლოგიური ანალიზის ჩატარების შემდეგ.

სხვა სპეციფიკური მძიმე ინფექციური დაავადებები

ციპროფლოქსაცინი გამოიყენება სხვა სერიოზული ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ ოფიციალური გაიდლაინების მიხედვით ან სარგებლის/რისკის თანაფარდობის სათანადოდ შეფასების შემდეგ იმ შემთხვევებში, როდესაც სხვა მკურნალობა შეუძლებელია ან ჩვეულებრივი მკურნალობის არახელსაყრელი შედეგის შემდეგ, და მხოლოდ მიკრობიოლოგიური ანალიზის ჩატარების შემდეგ.

ჰიპერმგრძნობელობა

პრეპარატის ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ შეიძლება განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციების ჩათვლით. ამ რეაქციების გამოვლენისას აუცილებელია სამკურნალო საშუალების მიღების შეწყვეტა და შესაბამისი კონსერვატიული მკურნალობის დანიშვნა.

ჩანჩხ-კუნთოვანი სისტემა

ციპროფლოქსაცინი არ უნდა დაინიშნოს პაციენტებში მყესების დაავადებით და ქინოლონებით მკურნალობასთან დაკავშირებული დარღვევებით, ანამნეზში. თუმცა, იშვიათ შემთხვევებში ციპროფლოქსაცინი შეიძლება დაინიშნოს ასეთ პაციენტებში გარკვეული მძიმე ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ, გამომწვევის მიკრობიოლოგიური დადასტურებისა და რისკის/სარგებლის თანაფარდობის შეფასების შემდეგ.

ტენდინიტი და მყესების გაწყვეტა

ტენდინიტი და მყესის გაწყვეტა (განსაკუთრებით აქილევსის მყესის), ზოგჯერ ორმხრივი, შეიძლება მოხდეს ქინოლონებითა და ფტორქინოლონებით მკურნალობის დაწყებიდან 48 საათის შემდეგ, ასევე მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე თვის განმავლობაში. ტენდონიტის და მყესის გაწყვეტის განვითარების რისკი იზრდება ხანდაზმულ პაციენტებში, პაციენტებში თირკმლის უკმარისობით, პარენქიმატოზური ორგანოების ტრანსპლანტაციით, რომლებიც ერთდროულად ღებულობდნენ თერაპიას კორტიკოსტეროიდებით. თავიდან უნდა იქნას აცილებული კორტიკოსტეროიდების და ფტორქინოლონების ერთდროული გამოყენება. ტენდინიტის პირველი ნიშნების აღნიშვნის შეთხვევაში (მაგალითად, მტკივნეული შეშუპება, ანთება), უნდა შეწყდეს ციპროფლოქსაცინის მიღება და განიხილოს ალტერნატიული მკურნალობა. უნდა მოხდეს დაზიანებული კიდურის (კიდურების) სათანადო მკურნალობა (მაგალითად, კიდურის იმობილიზაცია). არ არის რეკომენდირებული კორტიკოსტეროიდების გამოყენება ტენდინოპათიის ნიშნების გამოვლენისას.

ფოტომგრძნობელობა

ნაჩვენებია, რომ ციპროფლოქსაცინი იწვევს ფოტომგრძნობელობის რეაქციებს. პაციენტები, რომლებიც იღებენ ციპროფლოქსაცინს, უნდა მოერიდონ მზის სხივების და ულტრაიისფერი დასხივების პირდაპირ ზემოქმედებას.

მხედველობის დარღვევები

მხედველობის დარღვევების განვითარების ან მხედველობის ორგანოზე ნებისმიერი ეფექტის შემთხვევაში, საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმ ოფტალმოლოგთან მიმართვა.

ცენტრალური ნერვული სისტემა

ცნობილია, რომ ქინოლონებს შეუძლიათ კრუნჩხვითი შეტევის ინიციირება და კრუნჩხვითი ბარიერის შემცირება. ციპროფლოქსაცინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებების მქონე პაციენტებში, რომლებიც იწვევენ კრუნჩხვითი შეტევების პროვოცირებას, მითითებული მოვლენების აღნიშვნის შემთხვევაში კი - უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება. ფსიქოზური რეაქციები შეიძლება აღინიშნოს ფტორქინოლონების, პრეპარატ ციპრინოლის® ჩათვლით, პირველი გამოყენების შემდეგ. იშვიათ შემთხვევებში დეპრესია ან ფსიქოზური რეაქციები შეიძლება პროგრესირებდეს სუიციდურ აზრებამდე და სუიციდურ მცდელობამდე, მათ შორის დასრულებულის. თუ პაციენტს განუვითარდა რომელიმე ამ რეაქციებიდან, საჭიროა პრეპარატ ციპრინოლის® მიღების შეწყვეტა და ამის შესახებ ექიმის ინფორმირება.

ხანგრძლივი, მაინვალიდიზირებელი, პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული გვერდითი რეაქციები

მიღებული იყო შეტყობინებები ძალიან იშვიათი, ხანგრძლივი (რომლებიც გრძელდებოდა ერთი თვე ან წელი), მაინვალიდიზირებელი, პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული გვერდითი რეაქციების განვითარების შესახებ, ზემოქმედებით ადამიანის ორგანიზმის სხვადასხვა, ზოგჯერ რამდენიმე სისტემაზე (ძვალ-კუნთოვან, ნერვულ და ფსიქიკურ სისტემებზე, გრძნობის ორგანოებზე), პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ქინოლონებს ან ფტორქინოლონებს, მიუხედავად მათი ასაკისა და ადრე არსებული რისკ-ფაქტორებისა. ნებისმიერი სერიოზული გვერდითი რეაქციის პირველი ნიშნების და სიმპტომების გამოვლენისას, ციპროფლოქსაცინის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან მიმართვა.

პერიფერიული ნევროპათია

დარეგისტრირებული იყო სენსორული ან სენსომოტორული პოლინევროპათიის შემთხვევები, რამაც გამოიწვია პარესთეზია, ჰიპესთეზია (დაქვეითებული მგრძნობელობა), დიზესთეზია ან სისუსტე პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ქინოლონებს და ფტორქინოლონებს. პაციენტებისათვის, რომლებიც ღებულობენ ციპროფლოქსაცინს, რეკომენდირებული უნდა იქნას მკურნალობის გაგრძელებამდე მოახდინონ მკურნალი ექიმის ინფორმირება, თუ განვითარდა ნევროპათიის სიმპტომები, როგორიცაა ტკივილი, წვა, ჩხვლეტა, დაბუჟება ან სისუსტე, რათა თავიდან იქნას აცილებული პოტენციურად შეუქცევადი მდგომარეობების განვითარება.

გულ-სისხლძარღვთა სისტემა

სიფრთხილით უნდა იქნას მიღებული ფტორქინოლონები, ციპროფლოქსაცინის ჩათვლით, პაციენტებში QT ინტერვალის გახანგრძლივების ცნობილი რისკ-ფაქტორებით, როგორიცაა:

QT ინტერვალის გახანგრძლივების თანდაყოლილი სინდრომი

პრეპარატების ერთდროული გამოყენება, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს (მაგალითად, IA და III კლასის ანტიარითმული პრეპარატები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, მაკროლიდები, ნეიროლეპტიკები)

ელექტროლიტური ბალანსის დარღვევები (მაგალითად, უკონტროლო ჰიპოკალიემია, ჰიპომაგნიემია)

ხანდაზმული ასაკი

გულის დაავადებები (მაგალითად, გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტი, ბრადიკარდია).

ხანდაზმული ასაკის პაციენტები და ქალები შეიძლება უფრო მგრძნობიარენი იყვნენ სამკურნალო საშუალების ზემოქმედების მიმართ, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს. ამიტომ, ამ პაციენტებში ფტორქინოლონები, ციპროფლოქსაცინის ჩათვლით, სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული.

ანევრიზმა და აორტის განშრევება, რეგურგიტაცია/გულის სარქველის უკმარისობა

ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემების თანახმად იყო შეტყობინებები აორტის ანევრიზმისა და აორტის განშრევების განვითარების გაზრდილი რისკის შესახებ, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, ასევე აორტული და მიტრალური სარქველების რეგურგიტაციის შესახებ ფტორქინოლონების გამოყენების შემდეგ. პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ფტორქინოლონებს, აღნიშნული იყო ანევრიზმის და აორტის განშრევების განვითარების შემთხვევები, ხანდახან გართულებული გაწყვეტით (მათ შორის ლეტალური დასასრულით), ასევე გულის ნებისმიერი სარქველის რეგურგიტაციის/უკმარისობის შემთხვევები (იხ. ნაწილი „გვერდითი მოქმედება“).

ამასთან დაკავშირებით ფტორქინოლონები უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ „სარგებელი-რისკის“ გულდასმით შეფასების და მკურნალობის სხვა ვარიანტების განხილვის შემდეგ პაციენტებში აორტის ანევრიზმით ან გულის სარქველის თანდაყოლილი მანკით ოჯახურ ანამნეზში, ან პაციენტებში დიაგნოზირებული აორტის ანევრიზმით და/ან აორტის განშრევებით, ან გულის სარქველის დაავადებით, ან სხვა რისკ-ფაქტორების ან მდგომარეობების არსებობისას, რომლებიც განაწყობენ შემდეგისადმი:

როგორც ანევრიზმისა და აორტის განშრევებისადმი, ასევე გულის სარქველის რეგურგიტაციისა/უკმარისობისკენ (მაგალითად, შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები, როგორიცაა მარფანის სინდრომი ან ელერს-დანლოსის სინდრომი, ტერნერის სინდრომი, ბეხჩეტის დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, რევმატოიდული ართრიტი);

ან დამატებით:

ანევრიზმისა და აორტის განშრევებისადმი (მაგალითად, სისხლძარღვოვანი დაავადებები, როგორიცაა ტაკაიასუს არტერიიტი, გიგანტურუჯრედოვანი არტერიიტი, დადასტურებული ათეროსკლეროზი, შეგრენის სინდრომი);

გულის სარქველის რეგურგიტაციისა/უკმარისობისადმი (მაგალითად, ინფექციური ენდოკარდიტი).

ანევრიზმის და აორტის განშრევების განვითარების, ასევე მათი გასკდომის რისკი შეიძლება მომატებული იყოს პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ სისტემურ გლუკოკორტიკოსტეროიდებს.

მუცლის, გულმკერდის ან ზურგის უეცარი ტკივილის აღნიშვნის შემთხვევაში, პაციენტებმა სასწრაფოდ უნდა მიმართონ ექიმს სასწრაფო დახმარების განყოფილებაში.

პაციენტებისათვის რეკომენდირებულია დაუყოვნებლივ სამედიცინო დახმარებისთვის მიმართვა მწვავე ქოშინის აღნიშვნის, გახშირებული გულისცემის შეგრძნების პირველად აღნიშვნის ან მუცლის ან ქვედა კიდურების შეშუპების განვითარების შემთხვევაში.

დისგლიკემია

ისევე როგორც სხვა ქინოლონების გამოყენების შემთხვევაში, იყო შეტყობინებები სისხლში გლუკოზის დონის დარღვევების შესახებ, ჰიპოგლიკემიის და ჰიპერგლიკემიის ჩათვლით, ჩვეულებრივ პაციენტებში დიაბეტით, რომლებიც იღებდნენ თანმხებ თერაპიას პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებით (მაგალითად, გლიბენკლამიდით) ან ინსულინით. შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში რეკომენდირებულია სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის სათანადო მონიტორინგი.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტი

მძიმე და პერსისტირებადი დიარეის არსებობა პრეპარატით მკურნალობის დროს ან მის შემდეგ (მათ შორის მკურნალობის რამდენიმე კვირის შემდეგ) შეიძლება მიუთითებდეს ფსევდომემბრანულ კოლიტზე (სიცოცხლისთვის საშიშ, შესაძლოა ფატალურზე), რომელიც საჭიროებს სასწრაფო მკურნალობას. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია ციპროფლოქსაცინის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და შესაბამისი მკურნალობის დაწყება. ამ სიტუაციაში ანტიპერისტალტიკური პრეპარატების დანიშვნა უკუნაჩვენებია.

თირკმლის და საშარდე სისტემა

ციპროფლოქსაცინით მკურნალობის დროს კრისტალურიის განვითარების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია პაციენტებისთვის საკმარისი რაოდენობის წყლის მიღების უზრუნველყოფა.

თირკმელების ფუნქციის დარღვევა

პაციენტებში თირკმლის უკმარისობით აუცილებელია დოზის კორექტირება.

ჰეპატობილიარული სისტემა

იყო შეტყობინებები ღვიძლის ნეკროზის და სიცოცხლისათვის საშიში ღვიძლის უკმარისობის შემთხვევების აღნიშვნის შესახებ, რომლებიც დაკავშირებული იყო ციპროფლოქსაცინის გამოყენებასთან. ღვიძლის დაავადების რაიმე ნიშნების ან სიმპტომების აღნიშვნის შემთხვევაში (როგორიცაა ანორექსია, სიყვითლე, მუქი ფერის შარდი, ქავილი ან დაჭიმული მუცელი), პრეპარატით მკურნალობა უნდა შეწყდეს.

გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი

გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტის მქონე პაციენტებში ციპროფლოქსაცინის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰემოლიზური რეაქციების განვითარება. ასეთი პაციენტებისთვის პრეპარატის დანიშვნა თავიდან უნდა იქნას აცილებული, გარდა შემთხვევებისა, როდესაც პოტენციური სარგებელი აღემატება შესაძლო რისკს. ამ შემთხვევაში აუცილებელია ჰემოლიზის განვითარების პოტენციალური შესაძლებლობის მონიტორინგი.

რეზისტენტულობა

ხანგრძლივი თერაპიის დროს და ნოზოკომიალური ინფექციების და/ან Staphylococcus და Pseudomonas მიერ გამოწვეული ინფექციების მკურნალობის შემთხვევაში, შესაძლებელია აღინიშნოს ციპროფლოქსაცინის მიმართ რეზისტენტული ბაქტერიების გამოყოფის პოტენციური რისკი.

ციტოქრომი P450

ციპროფლოქსაცინი აინჰიბირებს CYP1A2-ს, რითაც იწვევს ამ ფერმენტის მიერ მეტაბოლიზებული პრეპარატების შრატისმიერი კონცენტრაციის მატებას (მაგალითად, თეოფილინი, კლოზაპინი, როპინიროლი, ტიზანიდინი, აგომელატინი). პაციენტები, რომლებიც იღებენ მითითებულ სამკურნალო საშუალებებს ციპროფლოქსაცინთან ერთად, უნდა იმყოფებოდნენ სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ დოზის გადაჭარბების კლინიკური ნიშნების გამოსავლენად.

მეტოტრექსატი

არ არის რეკომენდებული მეტოტრექსატის და ციპროფლოქსაცინის ერთდროული გამოყენება.

ტესტები

ბაქტერიოლოგიური ტესტების შედეგების შეფასების ჩატარებისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ციპროფლოქსაცინის in vitro აქტივობა Mycobacterium tuberculosis-ის მიმართ.

რეაქციები შეყვანის ადგილზე

ადგილობრივი რეაქციები ინექციის ადგილზე დარეგისტრირებული იქნა ციპროფლოქსაცინის ინტრავენური შეყვანისას. ასეთი რეაქციები უფრო ხშირად აღინიშნებოდა, თუ ინექციის დრო 30 წუთზე ნაკლები იყო. ეს რეაქციები შეიძლება გამოვლინდეს კანის ადგილობრივი რეაქციების სახით, რომლებიც სწრაფად ქრება ინფუზიის დასრულების შემდეგ. შემდგომი ინტრავენური შეყვანა არ არის უკუნაჩვენები, თუ ადგილობრივი რეაქციები განმეორდება ან გაუარესდება.

დამატებითი ინფორმაცია ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

1 მლ საინფუზიო ხსნარი შეიცავს 0,1571 მმოლ (ან 3,61 მგ) ნატრიუმს. პაციენტებმა, რომლებიც იმყოფებიან ნატრიუმის კონტროლირებად დიეტაზე (მაგალითად, გულის შეგუბებითი უკმარისობის, თირკმლის უკმარისობის, ნეფროზული სინდრომის მქონე პაციენტებმა) ყურადღება უნდა მიაქციონ პრეპარატში ნატრიუმის შემცველობას.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ციპროფლოქსაცინის ინ-ვიტრო აქტივობამ Mycobacterium tuberculosis-ის წინააღმდეგ შეიძლება გამოიწვიოს ცრუ უარყოფითი ბაქტერიოლოგიური ტესტის შედეგები იმ პაციენტებიდან აღებულ ნიმუშებში, რომლებიც ამჟამად იღებენ ციპროფლოქსაცინს.

რეაქცია ინექციის ადგილზე

ციპროტლოქსაცინის ინტრავენური შეყვანისას დაფიქსირდა ადგილობრივი რეაქციები ინტრავენურად შეყვანის ადგილას. ეს რეაქციები უფრო ხშირია, თუ ინფუზიის დრო არის 30 წუთი ან ნაკლები. ეს შეიძლება გამოიხატოს კანის ადგილობრივი რეაქციების სახით, რომლებიც სწრაფად ქრება ინფუზიის დასრულების შემდეგ. შემდგომი ინტრავენური შეყვანა არ არის უკუნაჩვენები, თუ არ ხდება რეაქციების ხელახლა განვითარება ან გაუარესება.

სპეციალური ინფორმაცია ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

მიიჩნევა, რომ ციპრინოლის 2 მგ/მლ საინფუზიო ხსნარში ნატრიუმის შემცველობა მაღალია. ეს განსაკუთრებით გასათვალისწინებელია მათთვის, ვისაც კვების რეჟიმში შეზღუდული აქვს მარილი და ნატრიუმი.

ამ პროდუქტის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არის მოზრდილისთვის ჯმო-ს მიერ რეკომენდებული მაქსიმალური დღიური დოზის 2 გ ნატრიუმის 105.3%-ის ექვივალენტი.

100 მლ საინფუზიო ხსნარის 1 ფლაკონი შეიცავს 351.03 მგ ნატრიუმს, რაც ჯმო-ს მიერ რეკომენდებული ნატრიუმის მაქსიმალური დღიური დოზის 17.55%-ის ექვივალენტია.

  • 5 ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

სხვა პროდუქტების ზემოქმედება ციპროფლოქსაცინზე:

პრეპარატები, რომლებიც ცნობილია, რომ ახანგრძლივებენ QT ინტერვალს

ციპროფლოქსაცინი, ისევე როგორც სხვა ფტორქინოლონები, სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებიც იღებენ პრეპარატებს, რომლებიც ცნობილია, რომ ახანგრძლივებენ QT ინტერვალს (მაგ. კლასი IA და III ანტიარითმული საშუალებები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, მაკროლიდები, ანტიფსიქოზური საშუალებები) (იხ. პუნქტი 4.4).

პრობენეციდი

პრობენეციდი აფერხებს ციპროფლოქსაცინის თირკმლისმიერ სეკრეციას. პრობენეციდის და ციპროფლოქსაცინის ერთდროული მიღება ზრდის ციპროფლოქსაცინის კონცენტრაციას შრატში.

მეტოკლოპრამიდი

მეტოკლოპრამიდი აჩქარებს ციპროტლოქსაცინის (პერორალურ) შეწოვას, რაც იწვევს პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევას უფრო მოკლე დროში. არანაირი ეფექტი არ გამოვლენილა ციპროფლოქსაცინის ბიოშეღწევადობაზე.

ომეპრაზოლი

ციპროფლოქსაცინისა და ომეპრაზოლის შემცველი სამკურნალო საშუალებების ერთდროული მიღება იწვევს ციპროფლოქსაცინის Cmax და AUC-ის უმნიშვნელო შემცირებას.

ციპროჟლოქსაცინის ეფექტები სხვა სამკურნალო საშუალებებზე:

ტიზანიდინი

ტიზანიდინი არ უნდა იქნას შეყვანილი ციპროტლოქსაცინთან ერთად (იხ. პუნქტი 4.3). ჯანმრთელ პირებში ჩატარებულ კლინიკურ კვლევაში აღინიშნა შრატში ტიზანიდინის კონცენტრაციის მატება (Cmax ზრდა: 7-ჯერ, დიაპაზონი: 4-დან 21-ჯერ; AUC ზრდა: 10-ჯერ, დიაპაზონი: 6-დან 24-ჯერ) ციპროფლოქსაცინთან ერთად მიღებისას. შრატში ტიზანიდინის კონცენტრაციის მომატება დაკავშირებულია გაძლიერებულ ჰიპოტენზიურ და სედაციურ ეფექტთან.

მეთოტრექსატი

მეთოტრექსატის თირკმლის მილაკოვანი ტრანსპორტირება შეიძლება შეფერხდეს ციპროფლოქსაცინის ერთდროული მიღებისას, რომელიც პოტენციურად იწვევს პლაზმაში მეთოტრექსატის დონის მატებას და მეტოტრექსატთან ასოცირებული ტოქსიკური რეაქციების გაზრდილ რისკს. არ არის რეკომენდებული ერთდროული გამოყენება (იხ. პუნქტი 4.4).

თეოფილინი

ციპროფლოქსაცინისა და თეოფილინის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს შრატში თეოფილინის კონცენტრაციის არასასურველი მატება. ამან შეიძლება გამოიწვიოს თეოფილინით გამოწვეული გვერდითი მოვლენები, რომლებიც იშვიათად შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში ან ფატალური. კომბინაციის გამოყენებისას უნდა შემოწმდეს შრატში თეოფილინის კონცენტრაცია და საჭიროებისამებრ შემცირდეს თეოფილინის დოზა (იხ. პუნქტი 4.4).

ქსანთინის სხვა წარმოებულები

ციპროტლოქსაცინისა და კოფეინის ან პენტოქსიფილინის (ოქსპენტიფილინი) ერთდროული მიღებისას დაფიქსირდა ქსანთინის წარმოებულების შრატში მომატებული კონცენტრაციები.

ფენიტოინი

ციპროფლოქსაცინისა და ფენიტოინის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს შრატში ფენიტოინის დონის მომატება ან შემცირება; ამიტომ რეკომენდებულია პრეპარატის დონის მჭიდრო მონიტორინგი.

ციკლოსპორინი

შრატში კრეატინინის კონცენტრაციის გარდამავალი მატება აღინიშნა ციპროფლოქსაცინისა და ციკლოსპორინის შემცველი სამკურნალო საშუალებების ერთდროულად მიღებისას. ამიტომ, ხშირად (კვირაში ორჯერ) საჭიროა ამ პაციენტებში შრატისმიერი კრეატინინის კონცენტრაციის კონტროლი.

K ვიტამინის ანტაგონისტები

ციპროფლოქსაცინის ერთდროულმა გამოყენებამ K ვიტამინის ანტაგონისტთან შეიძლება გააძლიეროს მისი ანტიკოაგულაციური ეფექტი. რისკი შეიძლება განსხვავდებოდეს ძირითადი ინფექციის, ასაკისა და პაციენტის ზოგადი მდგომარეობის მიხედვით, ასე რომ, ძნელია INR-ის (საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობა) მატებაში ციპროფლოქსაცინის წვლილის შეფასება. INR ხშირად უნდა შემოწმდეს ციპროფლოქსაცინის K ვიტამინის ანტაგონისტთან ერთად (მაგ. ვარფარინი, აცენოკუმაროლი, ფენპროკუმონი ან ფლუინდიონი) მიღების დროს და ცოტა ხნის შემდეგ.

დულოქსეტინი

კლინიკურ კვლევებში ნაჩვენები იქნა, რომ დულოქსეტინის ერთდროულმა გამოყენებამ CYP450 lA2 იზოფერმენტი ძლიერ ინჰიბიტორებთან, როგორიცაა ფლუვოქსამინი, შეიძლება გამოიწვიოს დულოქსეტინის AUC და Cmax-ის გაზრდა. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს კლინიკური მონაცემები ციპროფლოქსაცინთან შესაძლო ურთიერთქმედების შესახებ, მსგავსი ეფექტები შეიძლება მოსალოდნელი იყოს ერთდროული მიღებისას (იხ. პუნქტი 4.4).

როპინიროლი

კლინიკურ კვლევაში ნაჩვენები იყო, რომ როპინიროლის ერთდროული გამოყენება ციპროტლოქსაცინთან, CYP450 1A2 იზოფერმენტის ზომიერ ინჰიბიტორთან, იწვევს როპინიროლის Cmax და AUC-ის მატებას შესაბამისად 60% და 84%-ით. რეკომენდებულია როპინიროლთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტების მონიტორინგი და დოზის კორექცია საჭიროების მიხედვით ციპროტლოქსაცინთან ერთდროული მიღების დროს და ცოტა ხნის შემდეგ (იხ.პუნქტი 4.4).

ლიდოკაინი

ჯანმრთელ პირებში ნაჩვენები იქნა, რომ ლიდოკაინის შემცველი სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენება ციპროფლოქსაცინთან, CYP450 1A2 იზოფერმენტის ზომიერ ინჰიბიტორთან, ამცირებს ლიდოკაინის ინტრავენური კლირენსს 22%-ით. მიუხედავად იმისა, რომ ლიდოკაინით მკურნალობა კარგად გადაიტანებოდა, ერთდროული მიღებისას შეიძლება განვითარდეს გვერდით ეფექტებთან დაკავშირებული შესაძლო ურთიერთქმედებაციპროფლოქსაცინთან.

კლოზაპინი

250 მგ ციპროფლოქსაცინის კლოზაპინთან ერთდროული მიღების შემდეგ 7 დღის განმავლობაში, კლოზაპინის და N-დესმეთილკლოზაპინის კონცენტრაცია შრატში გაიზარდა 29% და 31%-ით შესაბამისად. რეკომენდებულია კლინიკური მეთვალყურეობა და კლოზაპინის დოზის შესაბამისი კორექცია ციპროფლოქსაცინთან ერთად მიღების დროს და მალევე მას შემდეგ (იხ. პუნქტი 4.4).

სილდენაფილი

სილდენაფილის Cmax და AUC გაიზარდა დაახლოებით ორჯერ ჯანმრთელ სუბიექტებში 50 მგ პერორალური დოზის მიღების შემდეგ 500 მგ ციპროტლოქსაცინთან ერთად. ამიტომ, სიფრთხილეა საჭირო ციპროტლოქსაცინის დანიშვნისას სილდენაფილთან ერთად რისკებისა და სარგებლის გათვალისწინებით.

აგომელატინი

კლინიკურ კვლევებში ნაჩვენები იქნა, რომ ფლუვოქსამინი, როგორც CYP450 1A2 იზოფერმენტის ძლიერი ინჰიბიტორი, მნიშვნელოვნად აფერხებს აგომელატინის მეტაბოლიზმს, რაც იწვევს აგომელატინის ექსპოზიციის 60-ჯერ გაზრდას. მიუხედავად იმისა, რომ არ არის ხელმისაწვდომი კლინიკური მონაცემები ციპროტლოქსაცინთან, CYP450 1A2-ის ზომიერი ინჰიბიტორთან შესაძლო ურთიერთქმედების შესახებ, მსგავსი ეფექტები შეიძლება მოსალოდნელი იყოს ერთდროული მიღებისას („ციტოქრომი P450“ პუნქტში „განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას).

ზოლპიდემი

ციპროფლოქსაცინის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს სისხლში ზოლპიდემის დონე, ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულ ქალებში ციპროფლოქსაცინის გამოყენების შესახებ მონაცემები მიუთითებს განვითარების მანკების ან ფეტო/ნეონატალური ტოქსიკურობის არარსებობაზე. თუმცა, ვერ გამოირიცხება ის ფაქტი, რომ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის/ახალშობილის სასახსრე ხრტილის დაზიანება. სიფრთხილის ზომის სახით, ციპროფლოქსაცინი არ უნდა დაინიშნოს ამ კატეგორიის პაციენტებში.

ლაქტაცია

ციპროფლოქსაცინი გამოიყოფა დედის რძეში. სასახსრე ხრტილის დაზიანების შესაძლო რისკის გამო, პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების დროს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ციპროფლოქსაცინს შეუძლია გავლენა მოახდინოს პაციენტის რეაქციის სიჩქარეზე, რის შედეგადაც შეიძლება დაირღვეს ავტომობილის მართვის ან საქმიანობის სხვა სახეობებით დაკავების უნარი, რომლებიც საჭიროებენ მომატებულ ყურადღებას და ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარეს.

გვერდითი მოვლენები

ყველაზე გავრცელებული გვერდითი რეაქციებია გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტრანსამინაზების რაოდენობის მომატება, გამონაყარი და რეაქციები შეყვანის ადგილზე.

გვერდითი ეფექტების განვითარების სიხშირის კლასიფიკაცია ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის თანახმად: ძალიან ხშირად (≥ 10), ხშირად (≥1/100, <1/10), არახშირად (≥1/1000, <1/100), იშვიათად (≥1/10000, <1/1000), ძალიან იშვიათად (˂ 10000), სიხშირე უცნობია (ვერ შეფასდება ხელმისაწვდომი მონაცემების მიხედვით).

გვერდითი ეფექტების სიხშირე ჩამოთვლილია ორგანოთა ცალკეული სისტემებისთვის.

ორგანოთა სისტემები

ხშირად ≥1/100, <1/10-მდე

არახშირად (≥1/1000, <1/100-მდე),

იშვიათად ≥1/10000, <1/1000-მდე

ძალიან იშვიათად 1˂ 10000

სიხშირე უცნობია (ვერ შეფასდებ ხელმისაწვდომი მონაცემების მიხედვით)

ინფექციები და ინვაზიები

სოკოვანი

სუპერინფექციები

დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ

ეოზინოფილია

ლეიკოპენია

ანემია

ნეიტროპენია

ლეიკოციტოზი

თრომბოციტოპენია

თრომბოციტემია

ჰემოლიზური

ანემია

აგრანულოციტოზი

პანციტოპენია

ძვლის ტვინის დათრგუნვა

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

ალერგიული რეაქციები.

ალერგიული შეშუპება /

ანგიონევროზული შეშუპება

ანაფილაქსიური

რეაქციები,

ანაფილაქსიური

შოკი,

შრატისმიერი დაავადება

ენდოკრინული დარღვევები

ანტიდიურეზული ჰორმონის არაადეკვატური სეკრეციის სინდრომი (SIADH)

მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები

ანორექსია

ჰიპერგლიკემია, ჰიპოგლიკემია

ჰიპოგლიკემიური კომა

ფსიქიატრიული დარღვევები*

ფსიქომოტორული ჰიპერაქტივობა/აჟიტაცია

ცნობიერების არევა და დეზორიენტაცია,

შფოთვა, პათოლოგიური

სიზმრები,

დეპრესია (ქცევის გაძლიერება თვითდაზიანების მიზნით, როგორიცაა სუიციდური ქცევები/აზრები, ასევე სუიციდის მცდელობა ან წარმატებული სუიციდი)

ჰალუცინაციები

ფსიქოზური აშლილობები

(ქცევის გაძლიერება თვითდაზიანების მიზნით, როგორიცაა სუიციდური ქცევები/აზრები, ასევე სუიციდის მცდელობა ან წარმატებული სუიციდი)

მანია

ჰიპომანია

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ*

თავის ტკივილი

თავბრუსხვევა

ძილის დარღვევა

გემოვნების დარღვევა

პარესთეზია, დიზესთეზია,

ტრემორი,

კრუნჩხვები,

თავბრუსხვევა

შაკიკი,

კოორდინაციის

დარღვევა,

ყნოსვის დარღვევა,

ინტრაკრანიალური

ჰიპერტენზია

და

იდიოპათური ქალასშიდა ჰიპერტენზია

პერიფერიული

ნეიროპათია,

პოლინეიროპათია

დარღვევებო მხედველობის ორგანოს მხრივ*

მხედველობის დარღვევები (დიპლოპია)

ფერის აღქმის ცვლილება

დარღვევები სმენის ორგანოს მხრივ*

ხმაური ყურებში, სმენის დაქვეითება ან დაკარგვა

დარღვევები გულის მხრივ

ტაქიკარდია

პარკუჭების არითმია, QT ინტერვალის გახანგრძლივება ეკგ-ზე, „პირუეტის“ ტიპის

პარკუჭოვანი ტაქიკარდია

დარღვევები სისხლძარღვთა მხრივ**

ვაზოდილატაცია, ჰიპოტენზია,

გულისწასვლა

ვასკულიტი

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყარის მხრივ

ქოშინი (მათ შორის ასთმური ხასიათის)

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

გულისრევა

დიარეა

ღებინება

მუცლის ტკივილი

დისპეფსია

მეტეორიზმი

ანტიბიოტიკასოცირებული კოლიტი

(ძალიან იშვიათ შემთხვევებში შესაძლო ლეტალური დასასრულით)

პანკრეატიტი

ჰეპატობილიარული დარღვევები

ტრანსამინაზების დონის დროებითი ზრდა, ბილირუბინის დონის ზრდა

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ქოლესტაზური სიყვითლე, ჰეპატიტი

ღვიძლის ნეკროზი (ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება პროგრესირებდეს ღვიძლის უკმარისობამდე)

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

გამონაყარი კანზე,

კანის ქავილი,

ჭინჭრის ციება

ფოტოსენსიბილიზაციის რეაქციები

პეტექიები

ექსუდაციური მულტიფორმული ერითემა,

კვანძოვანი ერითემა,

სტივენს-ჯონსონის სინდრომი,

ტოქსიკური

ეპიდერმული

ნეკროლიზი

მწვავე

გენერალიზებული ეგზანტემატოზური

პუსტულოზი,

მედიკამენტური გამონაყარი ეოზინოფილიით და

სისტემური

გამოვლინებებით

(DRESS- სინდრომი)

დარღვევები ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ*

ძვალ-კუნთოვანი ტკივილი, ართრალგია

მიალგია,

ართრიტი,

კუნთის ტონუსის ზრდა,

სპაზმები

კუნთების სისუსტე,

ტენდინიტი,

მყესის გაწყვეტა

(ძირითადად

აქილევსის მყესის),

მიასთენია გრავისის გამწვავება

დარღვევები თირკმლების და საშარდე გზების მხრივ

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

თირკმლის უკმარისობა,

ჰემატურია,

კრისტალურია,

ტუბულოინტერსტიციალური

ნეფრიტი

ზოგადი ხასიათის დარღვევები და რეაქციები შეყვანის ადგილას*

რეაქციები შეყვანის ადგილას

ასტენია, ცხელება

შეშუპებები, ჰიპერჰიდროზი

ლაბორატორიული მაჩვენებლები

ტუტე ფოსფატაზას აქტივობის ზრდა

ამილაზას დონის ზრდა

საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების ზრდა (პაციენტებში, რომლებიც იღებენ K ვიტამინის ანტაგონისტებს)

  • მიღებული იყო შეტყობინებები ძალიან იშვიათი, ხანგრძლივი (რომლებიც გრძელდებოდა ერთი თვის ან ერთი წლის განმავლობაში), მაინვალიდიზირებელი, პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული გვერდითი რეაქციების შესახებ, ზემოქმედებით ადამიანის ორგანიზმის სხვადასხვა, ზოგჯერ რამდენიმე სისტემაზე და მგრძნობელობის ორგანოებზე, (გვერდითი რეაქციების ჩათვლით, როგორიცაა ტენდინიტი, მყესების გაწყვეტა, ართრალგია, კიდურებში ტკივილი, სიარულის დარღვევა, პარესთეზიასთან ასოცირებული ნევროპათიები, დეპრესია, სისუსტე, მეხსიერების, ძილის, სმენის, მხედველობის, გემოსი და ყნოსვის დარღვევა), რომლებიც დაკავშირებულია ქინოლონების და ფტორქინოლონების გამოყენებასთან, ზოგიერთ შემთხვევაში წინა რისკ-ფაქტორების არსებობის მიუხედავად.
  • * პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ფტორქინოლონებს, აღნიშნული იყო ანევრიზმის და აორტის განშრევების განვითარების შემთხვევები, ხანდახან გართულებული გაწყვეტით (მათ შორის ლეტალური დასასრულით), ასევე რეგურგიტაციის/გულის ნებისმიერი სარქველის უკმარისობისა (იხ. ნაწილი „განსაკუთრებული მითითებები“).

შემდეგი გვერდითი ეფექტები უფრო ხშირად აღინიშებოდა პაციენტთა კატეგორიაში, რომლებიც იღებდნენ ინტრავენურ მკურნალობას ან ინტრავენური მკურნალობიდან პერორალურზე თანდათნობით გადასვლისას:

ხშირი

ღებინება, ტრანსამინაზების დონის ტრანზიტორული მომატება, გამონაყარი

არახშირად

თრომბოციტოპენია, თრომბოციტემია, ცნობიერების არევა და დეზორიენტაცია, ჰალუცინაციები, პარესთეზია, დიზესთეზია, კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, მხედველობის დარღვევა, სმენის დაკარგვა, ტაქიკარდია, სისხლძარღვთა გაფართოება, არტერიული ჰიპოტენზია, ღვიძლის ფუნქციის შექცევადი დარღვევები, ქოლესტაზური სიყვითლე, თირკმლის უკმარისობა, შეშუპებები

იშვიათად

პანციტოპენია, ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვა, ანაფილაქსიური შოკი, ფსიქოზური რეაქციები, შაკიკი, ყნოსვითი ნერვების დარღვევები, სმენის დარღვევა, ვასკულიტი, პანკრეატიტი, ღვიძლის ნეკროზი, პეტექიები, მყესების გაწყვეტა

ბავშვები

ზემოთ მითითებული ართროპათიების შემთხვევები აღწერილია კლინიკური კვლევებში, რომლებშიც მონაწილეობდნენ მოზრდილი პაციენტები. ბავშვებში ართროპათიები უფრო ხშირად აღინიშნება.

ჭარბი დოზა

სიმპტომები: თავბრუსხვევა, ტრემორი, თავის ტკივილი, დაღლილობის შეგრძნება, კრუნჩხვები, ჰალუცინაციები, ცნობიერების არევა, უსიამოვნი შეგრძნებები მუცლის არეში, თირკმლის და ღვიძლის უკმარისობა, კრისტალურია და ჰემატურია. მიღებულია შეტყობინებები შექცევადი ნეფროტოქსიკურობის შესახებ.

მკურნალობა: სიმპტომატური. უნდა ჩატარდეს ეკგ მონიტორინგი QT ინტერვალის შესაძლო გახანგრძლივების გამო. ასევე რეკომენდირებულია თირკმელების ფუნქციის მონიტორინგი, შარდის pH-ის ჩათვლით, კრისტალურიის თავიდან ასაცილებლად. პაციენტები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ საკმარისი სითხის მიწოდებით. ციპროფლოქსაცინის მხოლოდ მცირე რაოდენობა (<10%) გამოიყოფა ჰემოდიალიზით ან პერიტონეალური დიალიზით.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: 1 მლ საინფუზიო ხსნარი შეიცავს 2 მგ ციპროფლოქსაცინს.

100 მლ (1 ფლაკონი) შეიცავს 200 მგ ციპროფლოქსაცინს.

დამხმარე ნივთიერებები: ნატიურმის ლაქტატი 134 მგ, ნატრიუმის ქლორიდი 850 მგ, ქლორწყალბადმჟავა pH-მდე 4,0-4,2, საინექციო წყალი 100 მლ-მდე.

აღწერილობა: გამჭვირვალე, მომწვანო-მოყვითალო ფერის ხსნარი, პრაქტიკულად თავისუფალი ნაწილაკებისგან.

შენახვის პირობები

ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. არ გაყინოთ!

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

5 წელი.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანტიბაქტერიული პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის. ანტიმიკრობული პრეპარატები - ქინოლონის წარმოებულები. ფტორქინოლონები. ციპროფლოქსაცინი.

ათქ კოდი: J01MA02.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

მოქმედების მექანიზმი

ფართო სპექტრის მოქმედების მქონე ანტიბაქტერიული პრეპარატი ფტორქინოლონების ჯგუფიდან.

ბაქტერიციდული მოქმედება არის II ტიპის ტოპოიზომერაზას (დნმ-ჰირაზა) და IV ტიპის ტოპოიზომერაზას ინჰიბირების შედეგი, რომლებიც აუცილებელია ბაქტერიების დნმ-ის რეპლიკაციისთვის, ტრანსკრიპციისთვის, რეპარაციისთვისა და რეკომბინაციისთვის.

ანტიბაქტერიული აქტივობის სპექტრი

მნიშვნელოვანი სახეობების დაჯგუფება ციპროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობელობის მიხედვით.

მგრძნობიარე სახეობები

აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები: Bacillus anthracis (1).

აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები: Aeromanas spp., Brucella spp.,

Citrobacter koseri, Francisella tularensis, Haemophilus ducreyi, Haemophilus influenzae *, Legionella spp., Moraxella catarrhalis *, Neisseria meningitidis, Pasteurella spp., Salmonella spp.*, Shigella spp.*, Vibrio spp., Yersinia pestis.

ანაერობული მიკროორგანიზმები: Mobiluncus.

სხვა მიკროორგანიზმები: Chlamydia trachomatis ($), Chlamydia pneumoniae ($), Mycoplasma hominis ($), Mycoplasma pneumoniae ($).

სახეობები, რომლებისთვისაც მეორადი რეზისტენტობა შესაძლოა საკამათო იყოს

აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები: Enterococcus faecalis ($), Staphylococcus spp. * (2).

აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები: Acinetobacter baumannii+, Burkholderia cepacia+*, Campylobacter spp.+*, Citrobacter freundii*, Enterobacter aerogenes, Enterobacter cloacae*, Escherichia coli*, Klebsiella oxytoca, Klebsiella pneumoniae*, Morganella morganii*, Neisseria gonorrhoeae*, Proteus mirabilis*, Proteus vulgaris*, Providensia spp., Pseudomonas aeruginosa*, Pseudomonas fluorescens, Serratia marcescens*.

ანაერობული მიკროორგანიზმები: Peptostreptococcus spp., Propionibacterium acnes.

რეზისტენტული მიკროორგანიზმები

აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები: Actinomyces, Enteroccus faecium, Listeria monocytogenes.

აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები: Stenotrophomonas maltophilia.

ანაერობული მიკროორგანიზმები: ზემოთ ჩამოთვლილის გარდა.

სხვა მიკროორგანიზმები: Mycoplasma genitalium; Ureaplasma urealitycum.

  • კლინიკური ეფექტურობა ნაჩვენებია მგრძნობიარე შტამებისთვის კლინიკურად დამტკიცებული ჩვენებების მიხედვით

+ რეზისტენტობის პროცენტი ≥ 50% ევროკავშირის ერთ ან მეტ ქვეყანაში

($) ბუნებრივი საშუალო მგრძნობელობა მეორადი რეზისტენტობის მექანიზმების არარსებობის შემთხვევაში

  • კვლევები ჩატარდა Bacillus anthracis-ის სპორების შესუთქვის შედეგად ინფიცირებულ ექსპერიმენტულ ცხოველებზე; კვლევებმა აჩვენა, რომ ანტიბიოტიკების ადრეული მიღება ხელს უწყობს დაავადების განვითარების თავიდან აცილებას, თუ მკურნალობა ჩატარებულია ორგანიზმში სპორების რაოდენობის შემცირებამდე.

ადამიანებში გამოყენების რეკომენდაციები, ძირითადად, ეფუძნება in-vitro მგრძნობელობას და ცხოველთა კვლევების მონაცემებს; ადამიანებში გამოყენების მონაცემები შეზღუდულია. ციპროფლოქსაცინით თერაპიის ხანგრძლივობა მოზრდილებში შეადგენს ორ თვეს 500 მგ დოზით ორჯერ დღეში და ითვლება ეფექტურად ციმბირული წყლულის პროფილაქტიკისთვის.

(2) მეთიცილინ-რეზისტენტული S. aureus ძალიან ხშირად ავლენს კო-რეზისტენტობას ფტორქინოლონების მიმართ. მეთიცილინის მიმართ რეზისტენტობის პროცენტი შეადგენს ყველა ტიპის სტაფილოკოკს შორის 20-50% და ჩვეულებრივ უფრო მაღალია ნოზოკომიალური შტამებისთვის.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

ციპროფლოქსაცინის ინტრავენური შეყვანისას, საშუალო მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა ინფუზიის ბოლოს. ციპროფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკა ხაზოვანია დოზების დიაპაზონში 400 მგ-მდე ინტრავენურად.

ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების შედარებამ დღეში ორჯერ და სამჯერ ინტრავენურად შეყვანისას არ აჩვენა ციპროფლოქსაცინის და მისი მეტაბოლიტების დაგროვების ნიშნები.

200 მგ ციპროფლოქსაცინის 60 წუთიანი ინტრავენური ინფუზია ან 250 მგ ციპროფლოქსაცინის შიგნით მიღება ყოველ 12 საათში ერთხელ აჩვენებს ექვივალენტურ ფართობს შრატისმიერი კონცენტრაცია-დრო (AUC) მრუდის ქვეშ.

400 მგ ციპროფლოქსაცინის 60 წუთიანი ინტრავენური ინფუზიები ყოველ 12 საათში ბიოექვივალენტურია 500 მგ პერორალური დოზისა ყოველ 12 საათში AUC-თან მიმართებაში.

400 მგ-ის ინტრავენური შეყვანისას 60 წუთის განმავლობაში ყოველ 12 საათში, Cmax მსგავსი იყო 750 მგ პერორალური დოზისა, ინტრავენურად 400 მგ-ის 60 წუთის განმავლობაში ყოველ 8 საათში შეყვანისას, AUC-ის მაჩვენებელი მსგავსია ამ მაჩვენებლისა 750 მგ ყოველ 12 საათში პერორალური მიღებისას.

განაწილება

ციპროფლოქსაცინი ცუდად უკავშირდება ცილებსს (20-30%); პლაზმაში უმეტესად არაიონიზირებული ფორმითაა წარმოდგენილი; განაწილების მოცულობა შეადგენს 2-3 ლ/კგ სხეულის მასაზე. პრეპარატი აღწევს მაღალ კონცენტრაციებს სხვადასხვა ქსოვილებში, რომლებშიც საერთო კონცენტრაცია აღემატება ასეთს პლაზმაში.

მეტაბოლიზმი

იგი მეტაბოლიზდება ოთხი მეტაბოლიტის წარმოქმნით: დეზეთილენციპროფლოქსაცინი (M1), სულფოციპროფლოქსაცინი (M2), ოქსოციპროფლოქსაცინი (M3) და ფორმილციპროფლოქსაცინი (M4), რომლებსაც გააჩნიათ in vvitro ანტიმიკრობული აქტივობა, მაგრამ უფრო ნაკლები ხარისხით, ვიდრე ძირითად ნაერთს. ციპროფლოქსაცინი ცნობილია, როგორც CYP450 1A2 იზოფერმენტის ზომიერი ინჰიბიტორი.

გამოყოფა

გამოიყოფა ძირითადად უცვლელი სახით თირკმელებით, ნაკლები ხარისხით - განავლით. თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 4-7 საათს.

ციპროფლოქსაცინის გამოყოფა (დოზის %)

ინტრავენური შეყვანა

შარდი

განავალი

ციპროფლოქსაცინი

61,5

15,2

მეტაბოლიიტები (М1 – М4)

9,5

2, 6

თირკმლის კლირენსი შეადგენს 180- 300-დან მლ/კგ/სთ, საერთო კლირენსი შეადგენს 480-დან 600-მდე მლ/კგ/სთ. ციპროფლოქსაცინი ექვემდებარება როგორც გლომერულ ფილტრაციას, ასევე მილაკოვან სეკრეციას. თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა იწვევს ციპროფლოქსაცინის ნახევარგამოყოფის პერიოდის 12 საათამდე გაზრდას. დოზის 1% გამოიყოფა ნაღველთან ერთად. ციპროფლოქსაცინი ნაღველში მაღალი კონცენტრაციით არის წარმოდგენილი.

ბავშვები

მონაცემები ბავშვებში ფარმაკოკინეტიკის შესახებ შეზღუდულია.

კვლევებში Cmax და AUC არ იყო დამოკიდებული ასაკზე (1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები). არ აღინიშნა Cmax-ისა და AUC-ის მომატება მრავალჯერადი დოზირების დროსაც (10 მგ/კგ სამჯერ დღეში). ციპროფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკის ანალიზზე დაყრდნობით სხვადასხვა ინფექციების მქონე პედიატრიულ პაციენტეტთა ჯგუფში დადგენილი იყო საშუალო ნახევარგამოყოფის პერიოდი, რომელმაც შეადგინა დაახლოებით 4-5 საათი, პერორალური სუსპენზიის ბიოშეღწევადობამ კი შეადგინა 50-80%.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ციპრინოლი®

პრეპარატის სავაჭრო დასახელება: ციპრინოლი®

მოქმედი ნივთიერება (საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება): ციპროფლოქსაცინი

სამკურნალო ფორმა: საინფუზიო ხსნარი

შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერება: 1 მლ საინფუზიო ხსნარი შეიცავს 2 მგ ციპროფლოქსაცინს.

100 მლ (1 ფლაკონი) შეიცავს 200 მგ ციპროფლოქსაცინს.

დამხმარე ნივთიერებები: ნატიურმის ლაქტატი 134 მგ, ნატრიუმის ქლორიდი 850 მგ, ქლორწყალბადმჟავა pH-მდე 4,0-4,2, საინექციო წყალი 100 მლ-მდე.

აღწერილობა: გამჭვირვალე, მომწვანო-მოყვითალო ფერის ხსნარი, პრაქტიკულად თავისუფალი ნაწილაკებისგან.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიბაქტერიული პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის. ანტიმიკრობული პრეპარატები - ქინოლონის წარმოებულები. ფტორქინოლონები. ციპროფლოქსაცინი.

ათქ კოდი: J01MA02.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

მოქმედების მექანიზმი

ფართო სპექტრის მოქმედების მქონე ანტიბაქტერიული პრეპარატი ფტორქინოლონების ჯგუფიდან.

ბაქტერიციდული მოქმედება არის II ტიპის ტოპოიზომერაზას (დნმ-ჰირაზა) და IV ტიპის ტოპოიზომერაზას ინჰიბირების შედეგი, რომლებიც აუცილებელია ბაქტერიების დნმ-ის რეპლიკაციისთვის, ტრანსკრიპციისთვის, რეპარაციისთვისა და რეკომბინაციისთვის.

ანტიბაქტერიული აქტივობის სპექტრი

მნიშვნელოვანი სახეობების დაჯგუფება ციპროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობელობის მიხედვით.

მგრძნობიარე სახეობები

აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები: Bacillus anthracis (1).

აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები: Aeromanas spp., Brucella spp.,

Citrobacter koseri, Francisella tularensis, Haemophilus ducreyi, Haemophilus influenzae *, Legionella spp., Moraxella catarrhalis *, Neisseria meningitidis, Pasteurella spp., Salmonella spp.*, Shigella spp.*, Vibrio spp., Yersinia pestis.

ანაერობული მიკროორგანიზმები: Mobiluncus.

სხვა მიკროორგანიზმები: Chlamydia trachomatis ($), Chlamydia pneumoniae ($), Mycoplasma hominis ($), Mycoplasma pneumoniae ($).

სახეობები, რომლებისთვისაც მეორადი რეზისტენტობა შესაძლოა საკამათო იყოს

აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები: Enterococcus faecalis ($), Staphylococcus spp. * (2).

აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები: Acinetobacter baumannii+, Burkholderia cepacia+*, Campylobacter spp.+*, Citrobacter freundii*, Enterobacter aerogenes, Enterobacter cloacae*, Escherichia coli*, Klebsiella oxytoca, Klebsiella pneumoniae*, Morganella morganii*, Neisseria gonorrhoeae*, Proteus mirabilis*, Proteus vulgaris*, Providensia spp., Pseudomonas aeruginosa*, Pseudomonas fluorescens, Serratia marcescens*.

ანაერობული მიკროორგანიზმები: Peptostreptococcus spp., Propionibacterium acnes.

რეზისტენტული მიკროორგანიზმები

აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები: Actinomyces, Enteroccus faecium, Listeria monocytogenes.

აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები: Stenotrophomonas maltophilia.

ანაერობული მიკროორგანიზმები: ზემოთ ჩამოთვლილის გარდა.

სხვა მიკროორგანიზმები: Mycoplasma genitalium; Ureaplasma urealitycum.

  • კლინიკური ეფექტურობა ნაჩვენებია მგრძნობიარე შტამებისთვის კლინიკურად დამტკიცებული ჩვენებების მიხედვით

+ რეზისტენტობის პროცენტი ≥ 50% ევროკავშირის ერთ ან მეტ ქვეყანაში

($) ბუნებრივი საშუალო მგრძნობელობა მეორადი რეზისტენტობის მექანიზმების არარსებობის შემთხვევაში

  • კვლევები ჩატარდა Bacillus anthracis-ის სპორების შესუთქვის შედეგად ინფიცირებულ ექსპერიმენტულ ცხოველებზე; კვლევებმა აჩვენა, რომ ანტიბიოტიკების ადრეული მიღება ხელს უწყობს დაავადების განვითარების თავიდან აცილებას, თუ მკურნალობა ჩატარებულია ორგანიზმში სპორების რაოდენობის შემცირებამდე.

ადამიანებში გამოყენების რეკომენდაციები, ძირითადად, ეფუძნება in-vitro მგრძნობელობას და ცხოველთა კვლევების მონაცემებს; ადამიანებში გამოყენების მონაცემები შეზღუდულია. ციპროფლოქსაცინით თერაპიის ხანგრძლივობა მოზრდილებში შეადგენს ორ თვეს 500 მგ დოზით ორჯერ დღეში და ითვლება ეფექტურად ციმბირული წყლულის პროფილაქტიკისთვის.

(2) მეთიცილინ-რეზისტენტული S. aureus ძალიან ხშირად ავლენს კო-რეზისტენტობას ფტორქინოლონების მიმართ. მეთიცილინის მიმართ რეზისტენტობის პროცენტი შეადგენს ყველა ტიპის სტაფილოკოკს შორის 20-50% და ჩვეულებრივ უფრო მაღალია ნოზოკომიალური შტამებისთვის.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

ციპროფლოქსაცინის ინტრავენური შეყვანისას, საშუალო მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა ინფუზიის ბოლოს. ციპროფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკა ხაზოვანია დოზების დიაპაზონში 400 მგ-მდე ინტრავენურად.

ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების შედარებამ დღეში ორჯერ და სამჯერ ინტრავენურად შეყვანისას არ აჩვენა ციპროფლოქსაცინის და მისი მეტაბოლიტების დაგროვების ნიშნები.

200 მგ ციპროფლოქსაცინის 60 წუთიანი ინტრავენური ინფუზია ან 250 მგ ციპროფლოქსაცინის შიგნით მიღება ყოველ 12 საათში ერთხელ აჩვენებს ექვივალენტურ ფართობს შრატისმიერი კონცენტრაცია-დრო (AUC) მრუდის ქვეშ.

400 მგ ციპროფლოქსაცინის 60 წუთიანი ინტრავენური ინფუზიები ყოველ 12 საათში ბიოექვივალენტურია 500 მგ პერორალური დოზისა ყოველ 12 საათში AUC-თან მიმართებაში.

400 მგ-ის ინტრავენური შეყვანისას 60 წუთის განმავლობაში ყოველ 12 საათში, Cmax მსგავსი იყო 750 მგ პერორალური დოზისა, ინტრავენურად 400 მგ-ის 60 წუთის განმავლობაში ყოველ 8 საათში შეყვანისას, AUC-ის მაჩვენებელი მსგავსია ამ მაჩვენებლისა 750 მგ ყოველ 12 საათში პერორალური მიღებისას.

განაწილება

ციპროფლოქსაცინი ცუდად უკავშირდება ცილებსს (20-30%); პლაზმაში უმეტესად არაიონიზირებული ფორმითაა წარმოდგენილი; განაწილების მოცულობა შეადგენს 2-3 ლ/კგ სხეულის მასაზე. პრეპარატი აღწევს მაღალ კონცენტრაციებს სხვადასხვა ქსოვილებში, რომლებშიც საერთო კონცენტრაცია აღემატება ასეთს პლაზმაში.

მეტაბოლიზმი

იგი მეტაბოლიზდება ოთხი მეტაბოლიტის წარმოქმნით: დეზეთილენციპროფლოქსაცინი (M1), სულფოციპროფლოქსაცინი (M2), ოქსოციპროფლოქსაცინი (M3) და ფორმილციპროფლოქსაცინი (M4), რომლებსაც გააჩნიათ in vvitro ანტიმიკრობული აქტივობა, მაგრამ უფრო ნაკლები ხარისხით, ვიდრე ძირითად ნაერთს. ციპროფლოქსაცინი ცნობილია, როგორც CYP450 1A2 იზოფერმენტის ზომიერი ინჰიბიტორი.

გამოყოფა

გამოიყოფა ძირითადად უცვლელი სახით თირკმელებით, ნაკლები ხარისხით - განავლით. თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 4-7 საათს.

ციპროფლოქსაცინის გამოყოფა (დოზის %)

ინტრავენური შეყვანა

შარდი

განავალი

ციპროფლოქსაცინი

61,5

15,2

მეტაბოლიიტები (М1 – М4)

9,5

2, 6

თირკმლის კლირენსი შეადგენს 180- 300-დან მლ/კგ/სთ, საერთო კლირენსი შეადგენს 480-დან 600-მდე მლ/კგ/სთ. ციპროფლოქსაცინი ექვემდებარება როგორც გლომერულ ფილტრაციას, ასევე მილაკოვან სეკრეციას. თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა იწვევს ციპროფლოქსაცინის ნახევარგამოყოფის პერიოდის 12 საათამდე გაზრდას. დოზის 1% გამოიყოფა ნაღველთან ერთად. ციპროფლოქსაცინი ნაღველში მაღალი კონცენტრაციით არის წარმოდგენილი.

ბავშვები

მონაცემები ბავშვებში ფარმაკოკინეტიკის შესახებ შეზღუდულია.

კვლევებში Cmax და AUC არ იყო დამოკიდებული ასაკზე (1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები). არ აღინიშნა Cmax-ისა და AUC-ის მომატება მრავალჯერადი დოზირების დროსაც (10 მგ/კგ სამჯერ დღეში). ციპროფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკის ანალიზზე დაყრდნობით სხვადასხვა ინფექციების მქონე პედიატრიულ პაციენტეტთა ჯგუფში დადგენილი იყო საშუალო ნახევარგამოყოფის პერიოდი, რომელმაც შეადგინა დაახლოებით 4-5 საათი, პერორალური სუსპენზიის ბიოშეღწევადობამ კი შეადგინა 50-80%.

გამოყენების ჩვენებები

პრეპარატი ნაჩვენებია რიგი ინექციების სამკურნალოდ, გამოწვეულის ციპროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით.

მოზრდილები

ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, გამოწვეული გრამდადებითი ბაქტერიებით:

ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გართულება;

ფილტვების ქრონიკული ობსტუურქიცული დაავადების გამწვავებისას ციპროფლოქსაცინი შეიძლება გამოყენებული იქნას მხოლოდ სხვა მიკრობული პრეპარატების ალტერნატივის სახით;

ბრონქოპულმონალური დაავადებები მუკოვისციდოზის და ბრონქოექტაზიური დაავადების დროს.

პნევმონია.

ქრონიკული მწვავე შუა ოტიტი.

ქრონიკული სინუსიტის გამწვავება, განსაკუთრებით გამოწვეული გრამუარყოფითი ბაქტერიებით;

საშარდე ტრაქტის ინფექციები;

გაურთულებელი მწვავე ცისტიტი

გაურთულებელი მწვავე ოტიტის დროს ცოპროფლოქსაცინი შეიძლება გამოყენებული იქნას მხოლოდ სხვა ანტიმიკრობული პრეპარატების ალტერნატივის სახით.

მწვავე პიელონეფრიტი

საშარდე გზების გართულებული ინფექციები;

ბაქტერიული პროსტატიტი.

სასქესო ინფექციები:

გონოკოკური ურეტრიტი და ცერვიციტი;

ორქოეპიდიდიმიტი, მათ შორის გამოწვეული Neisseria gonorrhoeae;

მცირე მენჯის ორგანოების ანთებითი დაავადებები, Neisseria gonorrhoeae-თი გამოწვეულის ჩათვლით.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციები (მათ შორის მოგზაურის დიარეა).

ინტრააბდომინალური ინფექციები.

კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები, გამოწვეული გრამუარყოფითი ბაქტერიებით.

ავთვისებიანი გარე ოტიტი.

ძვლების და სახსრების ინფექციები.

ციმბირული წყლული (დაავადების პოსტკონტაქტური პროფილაქტიკა და მკურნალობა).

ციპროფლოქსაცინი შეიძლება გამოყენებული იქნას ავადმყოფების სამკურნალოდ ნეიტროპენიით და ცხელებით, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ბაქტერიული ინფექციით.

ბავშვები და მოზარდები

ბრონქოპულმონალური დაავადებები ბავშვებში მუკოვისციდოზით, გამოწვეული Pseudomonas aeruginosa.

საშარდე ტრაქტის გართულებული ინფექციები და მწვავე პიელონეფრიტი.

ციმბირული წყლული (დაავადების პოსტკონტაქტური პროფილაქტიკა და მკურნალობა).

ციპროფლოქსაცინი შეიძლება გამოყენებული იქნას მძიმე ინფექციების მკურნალობისას ბავშვებსა და მოზარდებში.

მკურნალობა შეიძლება დანიშნული იქნას მხოლოდ სპეციალისტის მიერ, რომელსაც აქვს კისტოზური ფიბროზის და/ან მძიმე ინფექციების მკურნალობის გამოცდილება ბავშვებსა და მოზარდებში.

გამოყენების წესი და დოზირება

ციპროფლოქსაცინის დოზა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე, ინფექციის ტიპზე, ორგანნიზმის მდგომარეობაზე, პაციენტის თირკმელების ფუნქციაზე, ბავშვებში და მოზარდებში კი - ასევე სხეულის წონაზე.

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე, კლინიკურ და ბაქტერიოლოგიურ შედეგებზე.

ციპროფლოქსაცინით ინტრავენური მკურნალობის დაწყების შემდეგ, თერაპია შეიძლება შეიცვალოს პერორალურ (ტაბლეტებით) მიღებაზე კლინიკური ჩვენებების მიხედვით და ექიმის შეხედულებისამებრ. მძიმე შემთხვევებში და როდესაც პაციენტებს არ შეუძლიათ ტაბლეტების მიღება (მაგალითად, პაციენტები ენტერალურ კვებაზე), რეკომენდირებულია მკურნალობის დაწყება ციპროფლოქსაცინის ინტრავეური შეყვანით პერორალურ მიღებაზე გადასვლის შესაძლებლობამდე.

ზოგიერთი მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ (მაგალითად, Pseudomonas aeruginosa, Acinetobacter ან Staphylococci), შეიძლება საჭირო გახდეს ციპროფლოქსაცინის უფრო მაღალი დოზები, ასევე სხვა ანტიბაქტერიული საშუალებების ერთდროული დანიშვნა.

ზოგიერთი ინფექციების (მაგალითად, მენჯის ორგანოების ანთებითი დაავადებები, ინტრააბდომინალური ინფექციები, ინფექციები ნეიტროპენიით დაავადებულ პაციენტებში ან ძვლებისა და სახსრების ინფექციები) მკურნალობისას შეიძლება დაინიშნოს სხვა ანტიბაქტერიულ სამკურნალო საშუალებებთან თანმხლები თერაპია.

მოზრდილები

გამოყენების ჩვენებები

დღიური დოზა, მგ

მკურნალობის საერთო ხანგრძლივობა (თერაპიის გათვალისწინებით, დაწყებულის ციპროფლოქსაცინის პარენტერალური ფორმებით)

ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები

400 მგ ორჯერ დღეში ან 400 მგ სამჯერ დღეში

7-14 დღე

ზედა სასუნთქი

გზების ინფექციები

ქრონიკული სინუსიტის

გამწვავება

400 მგ ორჯერ დღეში ან 400 მგ სამჯერ დღეში

7-14 დღე

ქრონიკული ჩირქოვანი შუა ოტიტი

400 მგ ორჯერ დღეში ან 400 მგ სამჯერ დღეში

7-14 დღე

ავთვისებიანი გარე ოტიტი

400 მგ სამჯერ დღეში

28 დღიდან 3 თვემდე

საშარდე გზების ინფექციები

საშარდე გზების გართულებული ინფექციები და მწვავე პიელონეფრიტი

400 მგ ორჯერ დღეში ან 400 მგ სამჯერ დღეში

7-დან 21 დღემდე, ზოგიერთ შემთხვევაში (მაგალითად აბსცესების დროს) მკურნალობის ხანგრძლივობამ შეიძლება შეადგინოს 21 დღე.

პროსტატიტი

400 მგ ორჯერ დღეში ან 400 მგ სამჯერ დღეში

2-4 კვირამდე (მწვავე)

უროგენიტალური ინფექციები

ორქოეპიდიდიმიტი და მცირე მენჯის ოერგანოების ანთებითი დაავადებები

400 მგ ორჯერ დღეში ან 400 მგ სამჯერ დღეში

არანაკლებ 14 დღე

კუჭ-ნაწლავის ინფექციები და ინტრააბდომინალური ინფექციები

დიარეა, გამოწვეული პათოგენებით, მათ შორის Shigella spp., 1 ტიპის Shigella dysenteriae-ს გარდა, და მოგზაურთა მძიმე დიარეის მკურნალობა

400 მგ ორჯერ დღეში

1 დღე

დიარეა, გამოწვეული 1 ტიპის Shigella dysenteriae-თი

400 მგ ორჯერ დღეში

5 დღე

დიარეა, გამოწვეული Vibrio cholerae-თი

400 მგ ორჯერ დღეში

3 დღე

მუცლის ტიფი

400 მგ ორჯერ დღეში

7 დღე

ინტრაობდომინალური ინფექციები, გამოწვეული გრამდადებითი მიკროორგანიზმებით

400 მგ ორჯერ დღეში ან 400 მგ სამჯერ დღეში

5-14 დღე

კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები

400 მგ ორჯერ დღეში ან 400 მგ სამჯერ დღეში

7-14 დღე

სახსრების და ძვლების ინფექციები

400 მგ ორჯერ დღეში ან 400 მგ სამჯერ დღეში

მაქსიმალურად 3 თვე

ავადმყოფები ნეიტროპენიით და ცხელებით, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ბაქტერიული ინფექციით.

ციპროფლოქსაცინი უნდა დაინიშნოს სხვა ანტიბაქტერიულ სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში.

400 მგ ორჯერ დღეში ან 400 მგ სამჯერ დღეში

თერაპია ტარდება ნეიტროპენიის მთელი პერიოდის განმავლობაში

ციმბირული წყლულის პოსტკონტაქტური პროფილაქტიკა და მკურნალობა. მკურნალობა დაწყებული უნდა იქნას დაუყოვნებლივ სავარაუდო ან დადასტურებული ინფიცირების შემდეგ.

400 მგ ორჯერ დღეში

60 დღე Bacillus anthracis-ით ინფიცირების დადასტურების მომენტიდან

ბავშვები და მოზარდები

გამოყენების ჩვენებები

დღიური დოზა, მგ

მკურნალობის საერთო ხანგრძლივობა (თერაპიის გათვალისწინებით, დაწყებულის ციპროფლოქსაცინის პარენტერალური ფორმებით)

მუკოვისციდოზი

10 მგ/კგ სხეულის მასაზე სამჯერ დღეში, მაქსიმალური ერთჯერადი დოზა - 400 მგ ერთ მიღებაზე

10-14 დღე

საშარდე ტრაქტის გართულებული ინფექციეი და პიელონეფრიტი

6 მგ/კგ სხეულის მასაზე სამჯერ დღეში - 10 მგ/კგ სხეულის მასაზე სამჯერ დღეში, მაქსიმალური ერთჯერადი დოზა - 400 მგ ერთ მიღებაზე

10-21 დღე

ციმბირული წყლულის პოსტკონტაქტური პროფილქტიკა და მკურნალობა. მკურნალობა უნდა დაიწყოს სავარაუდო ან დადასტურებული ინფიცირების შემდეგ, დაუყოვნებლივ.

10 მგ/კგ სხეულის მასაზე ორჯერ დღეში - 15 მგ/კგ სხეულის მასაზე ორჯერ დღეში, მაქსიმალური ერთჯერადი დოზა - 400 მგ ერთ მიღებაზე

60 დღე Bacillus anthracis-ით ინფიცირების დადასტურების მომენტიდან

სხვა მძიმე ინფექციები

10 მგ/კგ სხეულის მასაზე სამჯერ დღეში, მაქსიმალური ერთჯერადი დოზა - 400 მგ ერთ მიღებაზე

ინფექციის ტიპის მიხედვით

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმული ასაკის პაციენტებისათვის მკურნალობა დანიშნული უნდა იქნას ინფექციის სიმძიმის ხარისხის და კრეატინინის კლირენსის შესაბამისად.

თირკმლის და ღვიძლის უკმარისობა

კრეატინინის კლირენსი

(მლ/წთ/1,73 მ2)

შრატისმიერი კრეატინინი

(μმოლი/ლ)

დოზა ორალურად

(მგ)

> 60

< 124

დოზირების ჩვეულებრივი რეჟიმი

30-60

124-168

200-400 მგ ყოველ 12 საათში

< 30

> 169

200-400 მგ ყოველ 24 საათში

პაციენტები ჰემოდიალიზზე

> 169

200-400 მგ ყოველ 24 საათში (დიალიზის შემდეგ)

პაციენტები პერიტონეალურ დიალიზზე

> 169

200-400 მგ ყოველ 24 საათში

პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით დოზის კორექცია არ არის საჭირო.

გამოყენების თავისებურებანი ბავშვებში ღვიძლის ან თირკმეკების ფუნქციის დარღვევებით არ არის შესწავლილი.

გამოყენების წესი

გამოყენების წინ ფლაკონი სათანადოდ უნდა იქნას დათვალიერებული. სიმღვრივის არსებობისას პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული.

ციპრინოლი განკუთვნილია ინტრავენური ინფუზიისთვის. ბავშვებში ინფუზიის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს 60 წუთს.

ინფუზიის ხანგრძლივობა მოზრდილებში უნდა შეადგენდეს 60 წუთს ციპრინოლის, საინფუზიო ხსნარი 400 მგ/200 მგ შეყვანისას და 30 წუთს ციპრინოლის, საინფუზიო ხსნარი 200 მგ/100 მლ შეყვანისას. ნელი ინფუზია დიდ ვენაში შეამცირებს პაციენტის დისკომფორტს და შეამცირებს ვენების გაღიზიანების აღნიშვნის რისკს.

საინფუზიო ხსნარები შეიძლება შეყვანილი იქნას ცალკე ან სხვა თავსებად საინფუზიო ხსნარებთან შერევის შემდეგ (ფიზიოლოგიურ ხსნართან, რინგერის ხსნართან, ჰარტმანის ხსნართან (რინგერის ლაქტატი), 5% ან 10%-იან გლუკოზის ხსნართან, 10% ფრუქტოზის ხსნართან და 5%-იან გლუკოზის ხსნართან 0,255%-იანი NaCl-ით ან 0,45%-ანი NaCl-ით).

ხსნარი უნდა მომზადდეს უშუალოდ გამოყენებამდე.

კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად უნდა განზავდეს საინფუზიო სითხის შესაბამისი რაოდენობით გამოყენების წინ, მინიმალური მოცულობა 50 მლ. თუ თავსებადობა სხვა ხსნარებთან/პრეპარატებთან არ არის დადასტურებული, საინფუზიო ხსნარი ციპრინოლი ცალკე უნდა იქნას შეყვანილი. შეუთავსებლობის ხილული ნიშნებია ნალექის წარმოქმნა, ხსნარის ამღვრევა ან ფერის შეცვლა.

შეუთავსებლობას ადგილი აქვს ყველა ხსნართან/პრეპარატთან, რომლებიც ფიზიკურად ან ქიმიურად არასტაბილურია პრეპარატ ციპრინოლის® საინფუზიო ხსნარის pH მნიშვნელობის დროს (მაგალითად, პენიცილინები, ჰეპარინის ხსნარები), და განსაკუთრებით ხსნარებთან, რომლებიც ცვლიან pH-ის მნიშვნელობა ტუტე მიმართულებით (ციპროოფლოქსაცინის ხსნარების pH შეადგენს 3,9-4,5-ს).

გვერდითი მოქმედებები

ყველაზე გავრცელებული გვერდითი რეაქციებია გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტრანსამინაზების რაოდენობის მომატება, გამონაყარი და რეაქციები შეყვანის ადგილზე.

გვერდითი ეფექტების განვითარების სიხშირის კლასიფიკაცია ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის თანახმად: ძალიან ხშირად (≥ 10), ხშირად (≥1/100, <1/10), არახშირად (≥1/1000, <1/100), იშვიათად (≥1/10000, <1/1000), ძალიან იშვიათად (˂ 10000), სიხშირე უცნობია (ვერ შეფასდება ხელმისაწვდომი მონაცემების მიხედვით).

გვერდითი ეფექტების სიხშირე ჩამოთვლილია ორგანოთა ცალკეული სისტემებისთვის.

ორგანოთა სისტემები

ხშირად ≥1/100, <1/10-მდე

არახშირად (≥1/1000, <1/100-მდე),

იშვიათად ≥1/10000, <1/1000-მდე

ძალიან იშვიათად 1˂ 10000

სიხშირე უცნობია (ვერ შეფასდებ ხელმისაწვდომი მონაცემების მიხედვით)

ინფექციები და ინვაზიები

სოკოვანი

სუპერინფექციები

დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ

ეოზინოფილია

ლეიკოპენია

ანემია

ნეიტროპენია

ლეიკოციტოზი

თრომბოციტოპენია

თრომბოციტემია

ჰემოლიზური

ანემია

აგრანულოციტოზი

პანციტოპენია

ძვლის ტვინის დათრგუნვა

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

ალერგიული რეაქციები.

ალერგიული შეშუპება /

ანგიონევროზული შეშუპება

ანაფილაქსიური

რეაქციები,

ანაფილაქსიური

შოკი,

შრატისმიერი დაავადება

ენდოკრინული დარღვევები

ანტიდიურეზული ჰორმონის არაადეკვატური სეკრეციის სინდრომი (SIADH)

მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები

ანორექსია

ჰიპერგლიკემია, ჰიპოგლიკემია

ჰიპოგლიკემიური კომა

ფსიქიატრიული დარღვევები*

ფსიქომოტორული ჰიპერაქტივობა/აჟიტაცია

ცნობიერების არევა და დეზორიენტაცია,

შფოთვა, პათოლოგიური

სიზმრები,

დეპრესია (ქცევის გაძლიერება თვითდაზიანების მიზნით, როგორიცაა სუიციდური ქცევები/აზრები, ასევე სუიციდის მცდელობა ან წარმატებული სუიციდი)

ჰალუცინაციები

ფსიქოზური აშლილობები

(ქცევის გაძლიერება თვითდაზიანების მიზნით, როგორიცაა სუიციდური ქცევები/აზრები, ასევე სუიციდის მცდელობა ან წარმატებული სუიციდი)

მანია

ჰიპომანია

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ*

თავის ტკივილი

თავბრუსხვევა

ძილის დარღვევა

გემოვნების დარღვევა

პარესთეზია, დიზესთეზია,

ტრემორი,

კრუნჩხვები,

თავბრუსხვევა

შაკიკი,

კოორდინაციის

დარღვევა,

ყნოსვის დარღვევა,

ინტრაკრანიალური

ჰიპერტენზია

და

იდიოპათური ქალასშიდა ჰიპერტენზია

პერიფერიული

ნეიროპათია,

პოლინეიროპათია

დარღვევებო მხედველობის ორგანოს მხრივ*

მხედველობის დარღვევები (დიპლოპია)

ფერის აღქმის ცვლილება

დარღვევები სმენის ორგანოს მხრივ*

ხმაური ყურებში, სმენის დაქვეითება ან დაკარგვა

დარღვევები გულის მხრივ

ტაქიკარდია

პარკუჭების არითმია, QT ინტერვალის გახანგრძლივება ეკგ-ზე, „პირუეტის“ ტიპის

პარკუჭოვანი ტაქიკარდია

დარღვევები სისხლძარღვთა მხრივ**

ვაზოდილატაცია, ჰიპოტენზია,

გულისწასვლა

ვასკულიტი

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყარის მხრივ

ქოშინი (მათ შორის ასთმური ხასიათის)

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

გულისრევა

დიარეა

ღებინება

მუცლის ტკივილი

დისპეფსია

მეტეორიზმი

ანტიბიოტიკასოცირებული კოლიტი

(ძალიან იშვიათ შემთხვევებში შესაძლო ლეტალური დასასრულით)

პანკრეატიტი

ჰეპატობილიარული დარღვევები

ტრანსამინაზების დონის დროებითი ზრდა, ბილირუბინის დონის ზრდა

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ქოლესტაზური სიყვითლე, ჰეპატიტი

ღვიძლის ნეკროზი (ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება პროგრესირებდეს ღვიძლის უკმარისობამდე)

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

გამონაყარი კანზე,

კანის ქავილი,

ჭინჭრის ციება

ფოტოსენსიბილიზაციის რეაქციები

პეტექიები

ექსუდაციური მულტიფორმული ერითემა,

კვანძოვანი ერითემა,

სტივენს-ჯონსონის სინდრომი,

ტოქსიკური

ეპიდერმული

ნეკროლიზი

მწვავე

გენერალიზებული ეგზანტემატოზური

პუსტულოზი,

მედიკამენტური გამონაყარი ეოზინოფილიით და

სისტემური

გამოვლინებებით

(DRESS- სინდრომი)

დარღვევები ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ*

ძვალ-კუნთოვანი ტკივილი, ართრალგია

მიალგია,

ართრიტი,

კუნთის ტონუსის ზრდა,

სპაზმები

კუნთების სისუსტე,

ტენდინიტი,

მყესის გაწყვეტა

(ძირითადად

აქილევსის მყესის),

მიასთენია გრავისის გამწვავება

დარღვევები თირკმლების და საშარდე გზების მხრივ

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

თირკმლის უკმარისობა,

ჰემატურია,

კრისტალურია,

ტუბულოინტერსტიციალური

ნეფრიტი

ზოგადი ხასიათის დარღვევები და რეაქციები შეყვანის ადგილას*

რეაქციები შეყვანის ადგილას

ასტენია, ცხელება

შეშუპებები, ჰიპერჰიდროზი

ლაბორატორიული მაჩვენებლები

ტუტე ფოსფატაზას აქტივობის ზრდა

ამილაზას დონის ზრდა

საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების ზრდა (პაციენტებში, რომლებიც იღებენ K ვიტამინის ანტაგონისტებს)

  • მიღებული იყო შეტყობინებები ძალიან იშვიათი, ხანგრძლივი (რომლებიც გრძელდებოდა ერთი თვის ან ერთი წლის განმავლობაში), მაინვალიდიზირებელი, პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული გვერდითი რეაქციების შესახებ, ზემოქმედებით ადამიანის ორგანიზმის სხვადასხვა, ზოგჯერ რამდენიმე სისტემაზე და მგრძნობელობის ორგანოებზე, (გვერდითი რეაქციების ჩათვლით, როგორიცაა ტენდინიტი, მყესების გაწყვეტა, ართრალგია, კიდურებში ტკივილი, სიარულის დარღვევა, პარესთეზიასთან ასოცირებული ნევროპათიები, დეპრესია, სისუსტე, მეხსიერების, ძილის, სმენის, მხედველობის, გემოსი და ყნოსვის დარღვევა), რომლებიც დაკავშირებულია ქინოლონების და ფტორქინოლონების გამოყენებასთან, ზოგიერთ შემთხვევაში წინა რისკ-ფაქტორების არსებობის მიუხედავად.
  • * პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ფტორქინოლონებს, აღნიშნული იყო ანევრიზმის და აორტის განშრევების განვითარების შემთხვევები, ხანდახან გართულებული გაწყვეტით (მათ შორის ლეტალური დასასრულით), ასევე რეგურგიტაციის/გულის ნებისმიერი სარქველის უკმარისობისა (იხ. ნაწილი „განსაკუთრებული მითითებები“).

შემდეგი გვერდითი ეფექტები უფრო ხშირად აღინიშებოდა პაციენტთა კატეგორიაში, რომლებიც იღებდნენ ინტრავენურ მკურნალობას ან ინტრავენური მკურნალობიდან პერორალურზე თანდათნობით გადასვლისას:

ხშირი

ღებინება, ტრანსამინაზების დონის ტრანზიტორული მომატება, გამონაყარი

არახშირად

თრომბოციტოპენია, თრომბოციტემია, ცნობიერების არევა და დეზორიენტაცია, ჰალუცინაციები, პარესთეზია, დიზესთეზია, კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, მხედველობის დარღვევა, სმენის დაკარგვა, ტაქიკარდია, სისხლძარღვთა გაფართოება, არტერიული ჰიპოტენზია, ღვიძლის ფუნქციის შექცევადი დარღვევები, ქოლესტაზური სიყვითლე, თირკმლის უკმარისობა, შეშუპებები

იშვიათად

პანციტოპენია, ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვა, ანაფილაქსიური შოკი, ფსიქოზური რეაქციები, შაკიკი, ყნოსვითი ნერვების დარღვევები, სმენის დარღვევა, ვასკულიტი, პანკრეატიტი, ღვიძლის ნეკროზი, პეტექიები, მყესების გაწყვეტა

ბავშვები

ზემოთ მითითებული ართროპათიების შემთხვევები აღწერილია კლინიკური კვლევებში, რომლებშიც მონაწილეობდნენ მოზრდილი პაციენტები. ბავშვებში ართროპათიები უფრო ხშირად აღინიშნება.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა ფტორქინოლონების ან სამკურნალო საშუალების დამხმარე ნივთიერებების მიმართ.

ციპროფლოქსაცინისა და ტიზანიდინის ერთდროული გამოყენება.

მედიკამენტური ურთიერთქმედებები

პრეპარატების ზემოქმედება ციპროფლოქსაცინზე

სამკურნალო საშუალებები, რომლებიც იწვევენ QT ინტერვალის გახანგრძლივებას

სიფრთხილე უნდა იქნას დაცული ციპროფლოქსაცინის, ისევე, როგორც სხვა ფტორქინოლონების გამოყენებისას, პაციენტებში, რომლებიც იღებენ QT ინტერვალის გამახანგრძლივებელ სამკურნალო პრეპარატებს (მაგალითად, IA და III კლასის ანტიარითმულ პრეპარატებს, ტრიციკლური ანტიდეპრესანტებს, მაკროლიდებს, ნეიროლეპტიკებს).

პრობენეციდი

პრეპარატების ერთდროული გამოყენება ზრდის ციპროფლოქსაცინის შრატისმიერ კონცენტრაციას.

მეტოკლპრამიდი

მეტოკლოპრამიდი აჩქარებს ციპროფლოქსაცინის შეწოვას (პერორალურად), შედეგად მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა დროის უფრო მოკლე შუალედში. ზემოქმედება ციპროფლოქსაცინის ბიოშეღწევადობაზე არ აღნიშნულა.

ომეპრაზოლი

ომეპრაზოლის და ციპროფლოქსაცინის ერთდროულად გამოყენება უმნიშვნელოდ ამცირებს ციპროფლოქსაცინის Cmax და AUC-ს.

ციპროფლოქსაცინის ზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებზე

ტიზანიდინი

არ არის რეკომენდირებული ტიზანიდინის ციპროფლოქსაცინთან ერთდროულად გამოყენება. ციპროფლოქსაცინისა და ტიზანიდინის ერთდროული გამოყენებისას აღინიშნა უკანასკნელის შრატისმიერი კონცენტრაციის ზრდა, რაც ზრდის არტერიული წნევის დაქვეითების და ძილიანობის გამოვლინების რისკს.

მეტოტრექსატი

კომბინირებული დანიშვნა არ არის რეკომენდირებული თირკმელების ტუბულარული ტრანსპორტის ინჰიბირებასთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა საფუძვლად უდევს პლაზმაში მეტოტრექსატის დონის მატებას და მეტოტრექსატთან დაკავშირებული ტოქსიკური რეაქციების განვითარების რისკის ზრდას.

თეოფილინი

ციპროფლოქსაცინისა და თეოფილინის ერთობლივი დანიშვნა იწვევს ამ უკანასკნელის კონცენტრაციის მატებას სისხლის შრატში და, შესაბამისად, შეიძლება აღინიშნოს თეოფილინთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციები, რომლებიც იშვიათ შემთხვევებში სიცოცხლისათვის საშიშია. ამ კომბინაციის გამოყენებისას აუცილებელია თეოფილინის შრატისმიერი დონის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში მისი დოზის შემცირება.

ქსანტინის სხვა წარმოებულები

ციპროფლოქსაცინისა და კოფეინის ან პენტოქსიფილინის (ოქსპენტიფილინი) ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მითითებული პრეპარატების შრატისმიერი კონცენტრაციების ზრდა.

ფენიტოინი

ციპროფლოქსაცინისა და ფენიტოინის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ფენიტოინის შრატისმიერი დონის მატება ან შემცირება; რეკომენდირებულია ამ მაჩვენებლის კონტროლირება.

ციკლოსპორინი

ციპროფლოქსაცინისა და ციკლოსპორინის შემცველი სამკურნალო პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას აღინიშნება სისხლის პლაზმაში კრეატინინის კონცენტრაციის შექცევადი მატება. ამიტომ საჭიროა ხშირად (კვირაში ორჯერ) პლაზმური კრეატინინის კონცენტრაციის კონტროლი.

K ვიტამინის ანტაგონისტები

ციპროფლოქსაცინისა და K ვიტამინის ანტაგონისტების ერთდროული გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს ციპროფლოქსაცინის ანტიკოაგულაციური ეფექტის გაძლიერება. ეს რისკი შეიძლება ვარირებდეს ძირითადი დაავადებების, პაციენტის ასაკისა და ზოგადი მდგომარეობის მიხედვით. საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობა ხშირად უნდა გაკონტროლდეს და მალევე ციპროფლოქსაცინისა და K ვიტამინის ანტაგონისტების (მაგალითად, ვარფარინის, აცენოკომაროლის, ფენპროკომონის ან ფლუინდიონის) ერთდროული გამოყენების შემდეგ.

დულოქსეტინი

დულოქსეტინის და CYP4501A2 იზოფერმენტების ძლიერი ინჰიბიტორების, როგორიცაა ფლუვოქსამინი, ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დულოქსეტინის AUC და Cmax მომატება.

როპინიროლი

კლინიკურ კვლევებში ნაჩვენები იყო, რომ როპინიროლის და ციპროფლოქსაცინის ერთდროული გამოყენება, CYP4501A2 იზოფერმენტის ზომიერი ინჰიბიტორისა, იწვევს როპინიროლის Cmax და AUC მატებას 60%-ით და 84%-ით, შესაბამისად. რეკომენდირებულია როპინიროლთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში პრეპარატის დოზის კროექტირება.

ლიდოკაინი

ნაჩვენებბი ოყო, რომ ჯანმრთელ მოხალისეებში ციპროფლოქსაცინის და ლიდოკაინის, CYP4501A2 იზოფერმენტის ზომიერი ინჰიბიტორისა, ერთდროული გამოყენება ამცირებს ინტრავენურად შეყვანილი ლიდოკაინის კლირენს 22%-ით. მიუხედავად იმისა, რომ ლიდოკაინით მკურნალობა კარგად აიტანება, შესაძლებელია გაზარდოს გვერდითი ეფექტების აღნიშვნა ერთდროულად გამოყენებისას.

კლოზაპინი

კლოზაპინის და ციპროფლოქსაცინის კომბინირებული გამოყენებისას 250 მგ დოზით 7 დღის განმავლობაში აღინიშნა კლოზაპინის და N-დესმეთილკლოზაპინის შრატისმიერი კონცენტრაციების ზრდა 29%-ით და 31%-ით, შესაბამისად. რეკომენდირებულია პაციენტის მდგმარეობაზე დაკვირვება და საჭიროების შემთხვევაში კლოზაპინის დოზის კორექტირება.

სილდენაფილი

ჯანმრთელ მოხალისეებში ციპროფლოქსაცინის 500 მგ დოზით და სილდენაფილის 50 მგ დოზით .ერთდროული გამოყენებისას, აღინიშნა სილდენაფილის Cmax და AUC-ის 2-ჯერ მომატება. საჭიროა სიფრთხილის დაცვა ციპროფლოქსაცინის და სილდენაფილის ერთდროულად დანიშვნისას.

აგომელატინი

კლინიკურ კვლევებში ნაჩვენებია, რომ ფლუვოქსამინი, როგორც CYP4501A2 იზოფერმენტის ძლიერი ინჰიბიტორი, მნიშვნელოვნად თრგუნავს აგომელატინის მეტაბოლიზმს, რაც იწვევს აგომელატინის გავლენის 60-ჯერ ზრდას. მიუხედავად ხელმისაწვდომი კლინიკური მონაცემების არარსებობისა ციპროფლოქსაცინთან, CYP450 1A2 იზოფერმენტის ზომიერ ინჰიბიტორთან, შესაძლო ურთიერთქმედების შესახებ, პრეპარატების ერთდროულად გამოყენებისას შეიძლება მოსალოდნელი იყოს ანალოგიური ეფექტები.

ზოლპიდემი

ციპროფლოქსაცინს შეუძლია ზოლპიდემის დონის მომატება სისხლში, ამიტომ ერთდროული მიღება არ არის რეკომენდირებული.

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები

ციპროფლოქსაცინის გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული პაციენტებში სერიოზული გვერდითი რეაქციებით ანამნეზში, რომლებიც დაკავშირებულია ქინოლონის ან ფტორქინოლონის შემცველი სამკურნალო საშუალებების მიღებასთან. ასეთი პაციენტების მკურნალობა ციპროფლოქსაცინით უნდა დაიწყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობის ალტერნატიული ვარიანტები არ არსებობს და სარგებელი/რისკის სათანადო შეფასების შემდეგ.

გრამდადებითი და ანაერობული პათოგენური ფლორით გამოწვეული მძიმე ინფექციური დაავადებები და შერეული ინფექციური პროცესები

ციპროფლოქსაცინით მონოთერაპია არ არის შესაფერისი მძიმე ინფექციების და დაავადებების სამკურნალოდ, რომლებიც შეიძლება გამოწვეული იყოს გრამდადებითი ან ანაერობული პათოგენური ფლორით. ასეთ შემთხვევებში ციპროფლოქსაცინი უნდა დაინიშნოს სხვა ანტიბაქტერიულ პრეპარატებთან ერთად.

სტრეპტოკოკური ინფექცია (მათ შორის Streptococcus pneumoniae)

ციპროფლოქსაცინი არ არის რეკომენდირებული სტრეპტოკოკური ინფექციების სამკურნალოდ ეფექტურობის ნაკლებობის გამო.

გენიტალური ტრაქტის ინფექციები

ეპიდიდიმოორქიტი და მცირე მენჯის ორგანოების დაავადებები შეიძლება გამოწვეული იყოს ფტორქინოლონის მიმართ რეზისტენტული Neisseria gonorrhoeae-თი.

ორქოეპიდიდიმიტის და მცირე მენჯის ანთებითი დაავადებების დროს, ციპროფლოქსაცინით ემპირიული თერაპია უნდა დაინიშნოს სხვა ანტიბაქტერიულ პრეპარატებთან ერთად, გარდა იმ შემთხვევებისა (მაგალითად, ცეფალოსპორინი), როდესაც ციპროფოქსაცინ-რეზისტენტული Neisseria gonorrhoeae შეიძლება გამორიცხული იქნას. თუ 3 დღის განმავლობაში არ აღინიშნება კლინიკური გაუმჯობესება, მასინ მკურნალობა უნდა გადაიხედოს.

საშარდე გზების ინფექციები

ფტორქინოლონებისადმი Escherichia coli-ს ბაქტერიების რეზისტენტობა, საშარდე გზების ინფექციების ყველაზე გავრცელებული გამომწვევისა, ვარირებს ევროსაბჭოს ქვეყნებში.

ექიმებისთვის, რომლებიც ნიშნავენ ციპროფლოქსაცინს, რეკომენდირებულია გაითვალისწინონ ფტორქინოლონების მიმართ Escherichia coli-ს ბაქტერიების ლოკალური რეზისტენტობა.

ინტრაპერიტონეალური ინფექციური დაავადებები

არსებობს შეზღუდული მონაცემები ციპროფლოქსაცინის ეფექტურობის შესახებ პოსტოპერაციული ინტრაპერიტონეალური ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ.

მოგზაურის დიარეა

ციპროფლოქსაცინის არჩევისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ინფორმაცია მონახულებულ ქვეყანაში შესაბამისი პათოგენური მიკროორგანიზმის პრეპარატის მიმართ რეზისტენტობის შესახებ.

ძვლებისა და სახსრების ინფექციური დაავადებები

ციპროფლოქსაცინი უნდა დაინიშნოს სხვა ანტიმიკრობულ პრეპარატებთან კომბინაციაში და მხოლოდ მიკრობიოლოგიური გამოკვლევის ჩატარების შემდეგ.

ციმბირული წყლული

ადამიანებში გამოყენება ეფუძნება in vitro მგრძნობელობის კვლევებისა და ცხოველებზე ჩატარებული კვლევების მონაცემებს. ინფორმაცია ადამიანებში პრეპარატის გამოყენების შესახებ შეზღუდულია. მკურნალმა ექიმმა უნდა მიმართოს ამ დაავადების მკურნალობასთან დაკავშირებულ ეროვნულ და/ან საერთაშორისო დოკუმენტებს.

ბავშვები და მოზარდები

მკურნალობა უნდა დანიშნოს მხოლოდ სპეციალისტმა, რომელიც გამოცდილია ბავშვებსა და მოზარდებში კისტოზური ფიბროზის და/ან მძიმე ინფექციური დაავადებების მკურნალობაში. ბავშვებში ციპროფლოქსაცინის გამოყენების რანდომიზებული, ორმაგი ბრმა კვლევებიდან მიღებული უსაფრთხოების მონაცემებმა გამოავლინა ართროპათიის შემთხვევები, შესაძლოა პრეპარატთან დაკავშირებული (გამოვლენილია კლინიკური ნიშნებითა და სიმპტომებით). დაავადების აღნიშვნის სიხშირემ ერთი წლის განმავლობაში შეადგინა 9.0% და 5.7%. მკურნალობა უნდა დაიწყოს მხოლოდ სარგებლი/რისკის თანაფარდობის შეფასების შემდეგ, რადგან შეიძლება აღინიშნოს სახსრებთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციები.

ბრონქოპულმონალური ინფექციური დაავადებები

კლინიკურ კვლევებში მონაწილეობას იღებდნენ 5-17 წლის ასაკის ბავშვები და მოზარდები. არსებობს შეზღუდული მონაცემები 1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვების მკურნალობის შესახებ.

საშარდე გზების გართულებული ინფექციები და პიელონეფრიტი

კლინიკურ კვლევებში მონაწილეობას იღებდნენ 1-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები. ციპროფლოქსაცინით მკურნალობის შესახებ საკითხი უნდა განიხილებოდეს იმ შემთხვევებში, როდესაც სხვა პრეპარატებით მკურნალობა შეუძლებელია და მხოლოდ მიკრობიოლოგიური ანალიზის ჩატარების შემდეგ.

სხვა სპეციფიკური მძიმე ინფექციური დაავადებები

ციპროფლოქსაცინი გამოიყენება სხვა სერიოზული ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ ოფიციალური გაიდლაინების მიხედვით ან სარგებლის/რისკის თანაფარდობის სათანადოდ შეფასების შემდეგ იმ შემთხვევებში, როდესაც სხვა მკურნალობა შეუძლებელია ან ჩვეულებრივი მკურნალობის არახელსაყრელი შედეგის შემდეგ, და მხოლოდ მიკრობიოლოგიური ანალიზის ჩატარების შემდეგ.

ჰიპერმგრძნობელობა

პრეპარატის ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ შეიძლება განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციების ჩათვლით. ამ რეაქციების გამოვლენისას აუცილებელია სამკურნალო საშუალების მიღების შეწყვეტა და შესაბამისი კონსერვატიული მკურნალობის დანიშვნა.

ჩანჩხ-კუნთოვანი სისტემა

ციპროფლოქსაცინი არ უნდა დაინიშნოს პაციენტებში მყესების დაავადებით და ქინოლონებით მკურნალობასთან დაკავშირებული დარღვევებით, ანამნეზში. თუმცა, იშვიათ შემთხვევებში ციპროფლოქსაცინი შეიძლება დაინიშნოს ასეთ პაციენტებში გარკვეული მძიმე ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ, გამომწვევის მიკრობიოლოგიური დადასტურებისა და რისკის/სარგებლის თანაფარდობის შეფასების შემდეგ.

ტენდინიტი და მყესების გაწყვეტა

ტენდინიტი და მყესის გაწყვეტა (განსაკუთრებით აქილევსის მყესის), ზოგჯერ ორმხრივი, შეიძლება მოხდეს ქინოლონებითა და ფტორქინოლონებით მკურნალობის დაწყებიდან 48 საათის შემდეგ, ასევე მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე თვის განმავლობაში. ტენდონიტის და მყესის გაწყვეტის განვითარების რისკი იზრდება ხანდაზმულ პაციენტებში, პაციენტებში თირკმლის უკმარისობით, პარენქიმატოზური ორგანოების ტრანსპლანტაციით, რომლებიც ერთდროულად ღებულობდნენ თერაპიას კორტიკოსტეროიდებით. თავიდან უნდა იქნას აცილებული კორტიკოსტეროიდების და ფტორქინოლონების ერთდროული გამოყენება. ტენდინიტის პირველი ნიშნების აღნიშვნის შეთხვევაში (მაგალითად, მტკივნეული შეშუპება, ანთება), უნდა შეწყდეს ციპროფლოქსაცინის მიღება და განიხილოს ალტერნატიული მკურნალობა. უნდა მოხდეს დაზიანებული კიდურის (კიდურების) სათანადო მკურნალობა (მაგალითად, კიდურის იმობილიზაცია). არ არის რეკომენდირებული კორტიკოსტეროიდების გამოყენება ტენდინოპათიის ნიშნების გამოვლენისას.

ფოტომგრძნობელობა

ნაჩვენებია, რომ ციპროფლოქსაცინი იწვევს ფოტომგრძნობელობის რეაქციებს. პაციენტები, რომლებიც იღებენ ციპროფლოქსაცინს, უნდა მოერიდონ მზის სხივების და ულტრაიისფერი დასხივების პირდაპირ ზემოქმედებას.

მხედველობის დარღვევები

მხედველობის დარღვევების განვითარების ან მხედველობის ორგანოზე ნებისმიერი ეფექტის შემთხვევაში, საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმ ოფტალმოლოგთან მიმართვა.

ცენტრალური ნერვული სისტემა

ცნობილია, რომ ქინოლონებს შეუძლიათ კრუნჩხვითი შეტევის ინიციირება და კრუნჩხვითი ბარიერის შემცირება. ციპროფლოქსაცინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებების მქონე პაციენტებში, რომლებიც იწვევენ კრუნჩხვითი შეტევების პროვოცირებას, მითითებული მოვლენების აღნიშვნის შემთხვევაში კი - უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება. ფსიქოზური რეაქციები შეიძლება აღინიშნოს ფტორქინოლონების, პრეპარატ ციპრინოლის® ჩათვლით, პირველი გამოყენების შემდეგ. იშვიათ შემთხვევებში დეპრესია ან ფსიქოზური რეაქციები შეიძლება პროგრესირებდეს სუიციდურ აზრებამდე და სუიციდურ მცდელობამდე, მათ შორის დასრულებულის. თუ პაციენტს განუვითარდა რომელიმე ამ რეაქციებიდან, საჭიროა პრეპარატ ციპრინოლის® მიღების შეწყვეტა და ამის შესახებ ექიმის ინფორმირება.

ხანგრძლივი, მაინვალიდიზირებელი, პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული გვერდითი რეაქციები

მიღებული იყო შეტყობინებები ძალიან იშვიათი, ხანგრძლივი (რომლებიც გრძელდებოდა ერთი თვე ან წელი), მაინვალიდიზირებელი, პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული გვერდითი რეაქციების განვითარების შესახებ, ზემოქმედებით ადამიანის ორგანიზმის სხვადასხვა, ზოგჯერ რამდენიმე სისტემაზე (ძვალ-კუნთოვან, ნერვულ და ფსიქიკურ სისტემებზე, გრძნობის ორგანოებზე), პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ქინოლონებს ან ფტორქინოლონებს, მიუხედავად მათი ასაკისა და ადრე არსებული რისკ-ფაქტორებისა. ნებისმიერი სერიოზული გვერდითი რეაქციის პირველი ნიშნების და სიმპტომების გამოვლენისას, ციპროფლოქსაცინის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან მიმართვა.

პერიფერიული ნევროპათია

დარეგისტრირებული იყო სენსორული ან სენსომოტორული პოლინევროპათიის შემთხვევები, რამაც გამოიწვია პარესთეზია, ჰიპესთეზია (დაქვეითებული მგრძნობელობა), დიზესთეზია ან სისუსტე პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ქინოლონებს და ფტორქინოლონებს. პაციენტებისათვის, რომლებიც ღებულობენ ციპროფლოქსაცინს, რეკომენდირებული უნდა იქნას მკურნალობის გაგრძელებამდე მოახდინონ მკურნალი ექიმის ინფორმირება, თუ განვითარდა ნევროპათიის სიმპტომები, როგორიცაა ტკივილი, წვა, ჩხვლეტა, დაბუჟება ან სისუსტე, რათა თავიდან იქნას აცილებული პოტენციურად შეუქცევადი მდგომარეობების განვითარება.

გულ-სისხლძარღვთა სისტემა

სიფრთხილით უნდა იქნას მიღებული ფტორქინოლონები, ციპროფლოქსაცინის ჩათვლით, პაციენტებში QT ინტერვალის გახანგრძლივების ცნობილი რისკ-ფაქტორებით, როგორიცაა:

QT ინტერვალის გახანგრძლივების თანდაყოლილი სინდრომი

პრეპარატების ერთდროული გამოყენება, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს (მაგალითად, IA და III კლასის ანტიარითმული პრეპარატები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, მაკროლიდები, ნეიროლეპტიკები)

ელექტროლიტური ბალანსის დარღვევები (მაგალითად, უკონტროლო ჰიპოკალიემია, ჰიპომაგნიემია)

ხანდაზმული ასაკი

გულის დაავადებები (მაგალითად, გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტი, ბრადიკარდია).

ხანდაზმული ასაკის პაციენტები და ქალები შეიძლება უფრო მგრძნობიარენი იყვნენ სამკურნალო საშუალების ზემოქმედების მიმართ, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს. ამიტომ, ამ პაციენტებში ფტორქინოლონები, ციპროფლოქსაცინის ჩათვლით, სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული.

ანევრიზმა და აორტის განშრევება, რეგურგიტაცია/გულის სარქველის უკმარისობა

ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემების თანახმად იყო შეტყობინებები აორტის ანევრიზმისა და აორტის განშრევების განვითარების გაზრდილი რისკის შესახებ, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, ასევე აორტული და მიტრალური სარქველების რეგურგიტაციის შესახებ ფტორქინოლონების გამოყენების შემდეგ. პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ფტორქინოლონებს, აღნიშნული იყო ანევრიზმის და აორტის განშრევების განვითარების შემთხვევები, ხანდახან გართულებული გაწყვეტით (მათ შორის ლეტალური დასასრულით), ასევე გულის ნებისმიერი სარქველის რეგურგიტაციის/უკმარისობის შემთხვევები (იხ. ნაწილი „გვერდითი მოქმედება“).

ამასთან დაკავშირებით ფტორქინოლონები უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ „სარგებელი-რისკის“ გულდასმით შეფასების და მკურნალობის სხვა ვარიანტების განხილვის შემდეგ პაციენტებში აორტის ანევრიზმით ან გულის სარქველის თანდაყოლილი მანკით ოჯახურ ანამნეზში, ან პაციენტებში დიაგნოზირებული აორტის ანევრიზმით და/ან აორტის განშრევებით, ან გულის სარქველის დაავადებით, ან სხვა რისკ-ფაქტორების ან მდგომარეობების არსებობისას, რომლებიც განაწყობენ შემდეგისადმი:

როგორც ანევრიზმისა და აორტის განშრევებისადმი, ასევე გულის სარქველის რეგურგიტაციისა/უკმარისობისკენ (მაგალითად, შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები, როგორიცაა მარფანის სინდრომი ან ელერს-დანლოსის სინდრომი, ტერნერის სინდრომი, ბეხჩეტის დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, რევმატოიდული ართრიტი);

ან დამატებით:

ანევრიზმისა და აორტის განშრევებისადმი (მაგალითად, სისხლძარღვოვანი დაავადებები, როგორიცაა ტაკაიასუს არტერიიტი, გიგანტურუჯრედოვანი არტერიიტი, დადასტურებული ათეროსკლეროზი, შეგრენის სინდრომი);

გულის სარქველის რეგურგიტაციისა/უკმარისობისადმი (მაგალითად, ინფექციური ენდოკარდიტი).

ანევრიზმის და აორტის განშრევების განვითარების, ასევე მათი გასკდომის რისკი შეიძლება მომატებული იყოს პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ სისტემურ გლუკოკორტიკოსტეროიდებს.

მუცლის, გულმკერდის ან ზურგის უეცარი ტკივილის აღნიშვნის შემთხვევაში, პაციენტებმა სასწრაფოდ უნდა მიმართონ ექიმს სასწრაფო დახმარების განყოფილებაში.

პაციენტებისათვის რეკომენდირებულია დაუყოვნებლივ სამედიცინო დახმარებისთვის მიმართვა მწვავე ქოშინის აღნიშვნის, გახშირებული გულისცემის შეგრძნების პირველად აღნიშვნის ან მუცლის ან ქვედა კიდურების შეშუპების განვითარების შემთხვევაში.

დისგლიკემია

ისევე როგორც სხვა ქინოლონების გამოყენების შემთხვევაში, იყო შეტყობინებები სისხლში გლუკოზის დონის დარღვევების შესახებ, ჰიპოგლიკემიის და ჰიპერგლიკემიის ჩათვლით, ჩვეულებრივ პაციენტებში დიაბეტით, რომლებიც იღებდნენ თანმხებ თერაპიას პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებით (მაგალითად, გლიბენკლამიდით) ან ინსულინით. შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში რეკომენდირებულია სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის სათანადო მონიტორინგი.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტი

მძიმე და პერსისტირებადი დიარეის არსებობა პრეპარატით მკურნალობის დროს ან მის შემდეგ (მათ შორის მკურნალობის რამდენიმე კვირის შემდეგ) შეიძლება მიუთითებდეს ფსევდომემბრანულ კოლიტზე (სიცოცხლისთვის საშიშ, შესაძლოა ფატალურზე), რომელიც საჭიროებს სასწრაფო მკურნალობას. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია ციპროფლოქსაცინის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და შესაბამისი მკურნალობის დაწყება. ამ სიტუაციაში ანტიპერისტალტიკური პრეპარატების დანიშვნა უკუნაჩვენებია.

თირკმლის და საშარდე სისტემა

ციპროფლოქსაცინით მკურნალობის დროს კრისტალურიის განვითარების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია პაციენტებისთვის საკმარისი რაოდენობის წყლის მიღების უზრუნველყოფა.

თირკმელების ფუნქციის დარღვევა

პაციენტებში თირკმლის უკმარისობით აუცილებელია დოზის კორექტირება.

ჰეპატობილიარული სისტემა

იყო შეტყობინებები ღვიძლის ნეკროზის და სიცოცხლისათვის საშიში ღვიძლის უკმარისობის შემთხვევების აღნიშვნის შესახებ, რომლებიც დაკავშირებული იყო ციპროფლოქსაცინის გამოყენებასთან. ღვიძლის დაავადების რაიმე ნიშნების ან სიმპტომების აღნიშვნის შემთხვევაში (როგორიცაა ანორექსია, სიყვითლე, მუქი ფერის შარდი, ქავილი ან დაჭიმული მუცელი), პრეპარატით მკურნალობა უნდა შეწყდეს.

გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი

გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტის მქონე პაციენტებში ციპროფლოქსაცინის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰემოლიზური რეაქციების განვითარება. ასეთი პაციენტებისთვის პრეპარატის დანიშვნა თავიდან უნდა იქნას აცილებული, გარდა შემთხვევებისა, როდესაც პოტენციური სარგებელი აღემატება შესაძლო რისკს. ამ შემთხვევაში აუცილებელია ჰემოლიზის განვითარების პოტენციალური შესაძლებლობის მონიტორინგი.

რეზისტენტულობა

ხანგრძლივი თერაპიის დროს და ნოზოკომიალური ინფექციების და/ან Staphylococcus და Pseudomonas მიერ გამოწვეული ინფექციების მკურნალობის შემთხვევაში, შესაძლებელია აღინიშნოს ციპროფლოქსაცინის მიმართ რეზისტენტული ბაქტერიების გამოყოფის პოტენციური რისკი.

ციტოქრომი P450

ციპროფლოქსაცინი აინჰიბირებს CYP1A2-ს, რითაც იწვევს ამ ფერმენტის მიერ მეტაბოლიზებული პრეპარატების შრატისმიერი კონცენტრაციის მატებას (მაგალითად, თეოფილინი, კლოზაპინი, როპინიროლი, ტიზანიდინი, აგომელატინი). პაციენტები, რომლებიც იღებენ მითითებულ სამკურნალო საშუალებებს ციპროფლოქსაცინთან ერთად, უნდა იმყოფებოდნენ სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ დოზის გადაჭარბების კლინიკური ნიშნების გამოსავლენად.

მეტოტრექსატი

არ არის რეკომენდებული მეტოტრექსატის და ციპროფლოქსაცინის ერთდროული გამოყენება.

ტესტები

ბაქტერიოლოგიური ტესტების შედეგების შეფასების ჩატარებისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ციპროფლოქსაცინის in vitro აქტივობა Mycobacterium tuberculosis-ის მიმართ.

რეაქციები შეყვანის ადგილზე

ადგილობრივი რეაქციები ინექციის ადგილზე დარეგისტრირებული იქნა ციპროფლოქსაცინის ინტრავენური შეყვანისას. ასეთი რეაქციები უფრო ხშირად აღინიშნებოდა, თუ ინექციის დრო 30 წუთზე ნაკლები იყო. ეს რეაქციები შეიძლება გამოვლინდეს კანის ადგილობრივი რეაქციების სახით, რომლებიც სწრაფად ქრება ინფუზიის დასრულების შემდეგ. შემდგომი ინტრავენური შეყვანა არ არის უკუნაჩვენები, თუ ადგილობრივი რეაქციები განმეორდება ან გაუარესდება.

დამატებითი ინფორმაცია ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

1 მლ საინფუზიო ხსნარი შეიცავს 0,1571 მმოლ (ან 3,61 მგ) ნატრიუმს. პაციენტებმა, რომლებიც იმყოფებიან ნატრიუმის კონტროლირებად დიეტაზე (მაგალითად, გულის შეგუბებითი უკმარისობის, თირკმლის უკმარისობის, ნეფროზული სინდრომის მქონე პაციენტებმა) ყურადღება უნდა მიაქციონ პრეპარატში ნატრიუმის შემცველობას.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში

ორსულობა

ორსულ ქალებში ციპროფლოქსაცინის გამოყენების შესახებ მონაცემები მიუთითებს განვითარების მანკების ან ფეტო/ნეონატალური ტოქსიკურობის არარსებობაზე. თუმცა, ვერ გამოირიცხება ის ფაქტი, რომ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის/ახალშობილის სასახსრე ხრტილის დაზიანება. სიფრთხილის ზომის სახით, ციპროფლოქსაცინი არ უნდა დაინიშნოს ამ კატეგორიის პაციენტებში.

ლაქტაცია

ციპროფლოქსაცინი გამოიყოფა დედის რძეში. სასახსრე ხრტილის დაზიანების შესაძლო რისკის გამო, პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების დროს.

გავლენა ავტომობილის და რთული მექანიზმების მართვის უნარზე

ციპროფლოქსაცინს შეუძლია გავლენა მოახდინოს პაციენტის რეაქციის სიჩქარეზე, რის შედეგადაც შეიძლება დაირღვეს ავტომობილის მართვის ან საქმიანობის სხვა სახეობებით დაკავების უნარი, რომლებიც საჭიროებენ მომატებულ ყურადღებას და ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარეს.

ჭარბი დოზირება

სიმპტომები: თავბრუსხვევა, ტრემორი, თავის ტკივილი, დაღლილობის შეგრძნება, კრუნჩხვები, ჰალუცინაციები, ცნობიერების არევა, უსიამოვნი შეგრძნებები მუცლის არეში, თირკმლის და ღვიძლის უკმარისობა, კრისტალურია და ჰემატურია. მიღებულია შეტყობინებები შექცევადი ნეფროტოქსიკურობის შესახებ.

მკურნალობა: სიმპტომატური. უნდა ჩატარდეს ეკგ მონიტორინგი QT ინტერვალის შესაძლო გახანგრძლივების გამო. ასევე რეკომენდირებულია თირკმელების ფუნქციის მონიტორინგი, შარდის pH-ის ჩათვლით, კრისტალურიის თავიდან ასაცილებლად. პაციენტები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ საკმარისი სითხის მიწოდებით. ციპროფლოქსაცინის მხოლოდ მცირე რაოდენობა (<10%) გამოიყოფა ჰემოდიალიზით ან პერიტონეალური დიალიზით.

გამოშვების ფორმა

საინფუზიო ხსნარი, 200 მგ/100მლ.

100 მლ ხსნარი ფლაკონში გამჭვირვალე შუშისაგან. 1 ფლაკონს სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად ათავსებენ მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. არ გაყინოთ!

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

5 წელი.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მწარმოებელი:

კრკა, დ.დ., ნოვო მესტო, შმარიეშკა ცესტა 6, 8501 ნოვო მესტო, სლოვენია.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა