პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

ციპროფლოქსაცინი ნორმონი 2მგ/მლ საინფუზიო ხსნარი EFG

Ciprofloxacino NORMON 2mg/ml solución para perfusión EFG

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადესპანეთი
რისთვის გამოიყენება

ციპროფლოქსაცინი ნორმონი წარმოადგენს ანტიბიოტიკს, რომელიც მიეკუთვნება ე.წ. ფტორქინოლონების მედიკამენტების ჯგუფს. აქტიური ნივთიერებაა ციპროფლოქსაცინი. ციპროფლოქსაცინი მოქმედებს ინფექციების გამომწვევი ბაქტერიების განადგურებით. ის მოქმედებს მხოლოდ ბაქტერიების კონკრეტულ შტამებზე. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ციპროფლოქსაცინი (ciprofloxacin)
ფორმა და შეფუთვა
(2მგ/მლ) 200მგ/100მლ 100მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი პაკეტი №50
მწარმოებელი
LABORATORIOS NORMON, S.A., ესპანეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ფტორქინოლონები
ATC კოდი
J01MA02
რეგისტრაციის ნომერი
რ-043735
რეგისტრირებულია
4 აგვისტო 2025, მოქმედებს 4 აგვისტო 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაციპროფლოქსაცინი ნორმონი 2მგ/მლ საინფუზიო ხსნარი EFG და სხვა წამალი ერთად

ციპროფლოქსაცინი ნორმონი 2მგ/მლ საინფუზიო ხსნარი EFG — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ციპროფლოქსაცინი ნორმონი წარმოადგენს ანტიბიოტიკს, რომელიც მიეკუთვნება ე.წ. ფტორქინოლონების მედიკამენტების ჯგუფს.

აქტიური ნივთიერებაა ციპროფლოქსაცინი. ციპროფლოქსაცინი მოქმედებს ინფექციების გამომწვევი ბაქტერიების განადგურებით. ის მოქმედებს მხოლოდ ბაქტერიების კონკრეტულ შტამებზე.

ანტიბიოტიკები გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ და არ უნდა იქნეს გამოყენებული ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა გრიპი ან კატარი.

მნიშვნელოვანია, დაცული იქნეს ექიმის მითითებები დოზების, დოზებს შორის ინტერვალის და მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ.

დაუშვებელია მედიკამენტის შენახვა ან მისი ხელახლა გამოყენება. მკურნალობის დასრულების შემდეგ დარჩენილი ანტიბიოტიკები უნდა დაბრუნდეს აფთიაქში მისი სათანადოდ განადურებისათვის. მედიკამენტები არ უნდა იქნეს გადაგდებული საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში.

მოზრდილები

ციპროფლოქსაცინი ნორმონი მოზრდილებში გამოიყენება შემდეგი ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ:

სასუნთქი გზების ინფექციები;

ყურისა და სინუსური წიაღების ხანგრძლივი და მორეციდივე ინფექციები;

საშარდე გზების ინფექციები;

სასქესო გზების ინფექციები მამაკაცებში;

სასქესო გზების ინფექციები ქალებში;

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და ინტრააბდომინალური ინფექციები;

კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები;

ძვლებისა და სახსრების ინფექციები;

ინფექციების მართვა ძალიან დაბალი ლეიკოციტების (ნეიტროპენიის) მქონე პაციენტებში;

ინფექციების პრევენცია ძალიან დაბალი ლეიკოციტების (ნეიტროპენიის) მქონე პაციენტებში;

ციმბირის წყლულის ინჰალაციური ზემოქმედება.

თუ პაციენტს აღენიშნება მძიმე ინფექცია ან ისეთი ინფექცია, რომელიც გამოწვეულია ერთზე მეტი ტიპის ბაქტერიით, ციპროფლოქსაცინ ნორმონთან ერთად შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი თერაპია სხვა ანტიბიოტიკებით.

ბავშვები და მოზარდები

ციპროფლოქსაცინი ნორმონი გამოიყენება ბავშვებსა და მოზარდებში განსაკუთრებული სამედიცინო ზედამხდეველობის ქვეშ შემდეგი ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ:

ფილტვებისა და ბრონქების ინფექციები ცისტური ფიბროზის მქონე ბავშვებსა და მოზარდებში;

საშარდე გზების გართულებული ინფექციები, მათ შორის ინფექციები, რომლებშიც ჩართულია თირკმელები (პიელონეფრიტი);

ციპროფლოქსაცინი ნორმონი შეიძლება ასევე გამოყენებულ იქნეს სხვა მძიმე ინფექციების სამკურნალოდ ბავშვებსა და მოზარდებში, აუცილებლობლობის შემთხვევაში.

მიღების წესი და დოზირება

მკურნალი ექიმი პაციენტს აუხსნის, ზუსტად რა რაოდენობის ციპროფლოქსაცინი ნორმონი, რამდენჯერ და რამდენი ხნის განმავლობაში უნდა მიიღოს. დოზა დამოკიდებულია ინფექციის ტიპსა და სიმძიმეზე,

მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის პრობლემები, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია.

მკურნალობა ჩვეულებრივ გრძელდება 5-დან 21 დღემდე, მაგრამ მძიმე ინფექციების დროს შეიძლება საჭირო გახდეს უფრო ხანგრძლივი მკურნალობა.

მკურნალი ექიმი პაციენტს თითოეულ დოზას გაუკეთებს ინტრავენურად, სისხლის მიმოქცევაში, ნელი ინფუზიის სახით. ბავშვებისათვის ინფუზიის ხანგრძლივობაა 60 წუთი. მოზრდილ პაციენტებში ინფუზიის დრო არის 60 წუთი 400 მგ ციპროფლოქსაცინი ნორმონისათვის და 30 წუთი 200 მგ ციპროფლოქსაცინი ნორმონისათვის. ინფუზიის ნელა გაკეთება ხელს უწყობს დაუყოვნებლივი გვერდითი მოვლენების განვითარების პრევენციას.

პაციენტმა უნდა დალიოს დიდი რაოდენობით სითხეები ციპროფლოქსაცინი ნორმონით მკურნალობის დროს.

ციპროფლოქსაცინი ნორმონით მკურნალობის შეწყვეტისას

მნიშვნელოვანია, რომ დასრულდეს მკურნალობის კურსი, რამდენიმე დღის შემდეგ მდგომარეობის გაუმჯობესების მიუხედავად. მედიკამენტის მიღების ნაადრევად შეწყვეტისას ინფექცია შეიძლება არ განიკურნოს სრულად და ინფექციის სიმპტომები ისევ განვითარდეს ან გაუარესდეს. ასევე, შეიძლება განვითარდეს ანტიბიოტიკის მიმართ რეზისტენტობა.

ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთნ მიმართვა.

უკუჩვენებები

თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) ციპროფლოქსაცინის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (იხ. მე-6 პარაგრაფი);

თუ პაციენტი იღებს ტიზანიდინს (იხ. მე-2 პარაგრაფი: სხვა მედიკამენტები და ციპროფლოქსაცინი ნორმონი).

სპეციალური სიფრთხილეა საჭირო ციპროფლოქსაცინი ნორმონის გამოყენებამდე

ციპროფლოქსაცინი ნორმონის გაკეთებამდე

თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე სერიოზული გვერდითი რეაქცია წარსულში ქინოლონების ან ფტორქინოლონების მიღებისას, მან არ უნდა მიიღოს ფტორქინოლონების/ქინოლონების ანტიბიოტიკები, მათ შორის ციპროფლოქსაცინი. თუ ეს ეხება პაციენტს, ექიმს უნდა ეცნობოს რაც შეიძლება სწრაფად.

საჭიროა ექიმთან მიმართვა:

თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება თირკმლის პრობლემები, რადგან მკურნალობა შეიძლება საჭიროებდეს კორექციას;

თუ პაციენტს აღენიშნება ეპილეფსია ან სხვა ნევროლოგიური მდგომარეობები;

თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება მყესის პრობლემები ანტიბიოტიკებით, როგორიცაა ციპროფლოქსაცინი ნორმონი, მკურნალობის გამო;

თუ პაციენტს აღენიშნება მიასთენია გრავის (კუნთების სისუსტის ტიპი);

თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება გულის რითმის დარღვევა (არითმია);

თუ პაციენტს დიაგნოსტირებული აქვს სისხლძარღვის გაფართოება ან “ამობურცვა” (აორტის ანევრიზმა ან დიდი პერიფერიული სისხლძარღვის ანევრიზმა);

თუ პაციენტს ანამნეზში აქვს აორტის განშრევების ეპიზოდი (აორტის კედლის გახევა);

თუ პაციენტს დიაგნოსტირებული აქვს გულის სარქველების უკმარისობა (გულის სარქვლის რეგურგიტაცია);

თუ პაციენტს აორტის ანევრიზმის ან აორტის განშრევების ოჯახური ანამნეზი აქვს ან აღენიშნება გულის სარქვლის თანდაყოლილი დაავადება, ან სხვა რისკფაქტორები, ან წინასწარგანმწყობი მდგომარეობები (როგორიცაა: შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები, როგორიცაა მარფანის სინდრომი ან ეჰლერს-დანლოსის სინდრომი, ტერნერის სინდრომი, სიოგრენის სინდრომი [ანთებითი აუტოიმუნური დაავადება], ან სისხლძარღვების დაავადება, როგორიცაა ტაკაიასუს არტერიიტი, გიგანტურუჯრედოვანი არტერიიტი, ბეჰჩეტის დაავადება, მაღალი არტერიული წნევა, ან დადგენილი ათეროსკლეროზი, რევმატოიდული ართრიტი [სახსრების დაავადება] ან ენდოკარდიტი [გულის ინფექცია].

ციპროფლოქსაცინი ნორმონით მკურნალობისას

საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი ციპროფლოქსაცინი ნორმონით მკურნალობისას. მკურნალი ექიმი გადაწყვეტს, როდის უნდა შეწყდეს მკურნალობა ციპროფლოქსაცინი ნორმონით.

მძიმე, მოულოდნელი ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსიური რეაქცია/შოკი, ანგიონევროზული შეშუპება). პირველ დოზის მიღების შემდეგაც კი, არის მცირე შანსი, რომ განვითარდეს მძიმე ალერგიული რეაქცია შემდეგი სიმპტომებით: მკერდის არეში მოჭერის შეგრძნება, თავბრუსხვევა, გულისრევა ან გულისწასვლა, თავბრუსხვევა ადგომისას. ასეთ შემთხვევაში, ციპროფლოქსაცინი ნორმონის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.

სახსრების ტკივილი და შეშუპება და მყესების ანთება ან გაწყვეტა შეიძლება განვითარდეს იშვიათად. რისკი იზრდება, თუ პაციენტი ხანდაზმულია (60 წლის ზემოთ), გადანერგილი აქვს ორგანო, აქვს თირკმლის პრობლემები ან მკურნალობდა კორტიკოსტეროიდებით. მყესის ანთება და გაწყვეტა შეიძლება განვითარდეს მკურნალობიდან 48 საათში, და აღწერილ იქნა ციპროფლოქსაცინით მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე თვის შემდეგ. მყესის (მაგ.: კოჭის, მაჯის, იდაყვის, მხრის ან მუხლის) ტკივილის ან ანთების პირველივე ნიშანზე უნდა შეწყდეს ციპროფლოქსაცინის მიღება, საჭიროა ექიმთან მიმართვა და მტკივნეული ადგილის მოსვენებულ მდგომარეობაში ყოფნა. თავიდან უნდა იქნეს აცილებული ნებისმიერი არასაჭირო ფიზიკური დატვირთვა, რადგან იზრდება მყესის გაწყვეტის რისკი.

თუ პაცინტს აღენიშნება უეცარი, ძლიერი ტკივილი მუცლის ან წელის არეში, რომელიც შეიძლება აორტის ანევრიზმის ან განშრევების სიმპტომები იყოს, საჭიროა დაუყოვნებლივ ჰოსპიტლის ემერჯენსის განყოფილებაში მიმართვა. რისკი შეიძლება გაიზარდოს, თუ პაციენტი მკურნალობდა სისტემური კორტიკოსტეროიდებით.

თუ პაციენტს აღენიშნება ქოშინის უეცარი დაწყება, განსაკუთრებით დაწოლისას ან კოჭების, ტერფების ან მუცლის შეშუპება, ან გულის ფრიალის უეცარი დაწყება (სწრაფი ან არარეგულარი გულისცემა), საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.

თუ პაციენტს აღენიშნება ეპილეფსია ან სხვა ნევროლოგიური მდგომარეობა, როგორიცაა ცერებრული იშემია ან ინსულტი, შეიძლება განვითარდეს ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტები. ასეთ შემთხვევაში, უნდა შეწყდეს მედიკამენტის მიღება და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.

პაციენტს შეიძლება აღენიშნოს ფსიქიკური რეაქცია მედიკამენტის პირველად მიღების დროს. თუ პაციენტს აღენიშნება დეპრესია ან ფსიქოზი, სიმპტომები შეიძლება გაუარესდეს ციპროფოქსაცინი ნორმონით მკურნალობის დროს. ასეთ შემთხვევაში ციპროფოქსაცინი ნორმონის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.

პაციენტს შეიძლება აღენიშნოს ნერვის დაზიანების (ნეიროპათიის) სიმპტომები, როგორიცაა ტერფებსა და ფეხებში ან ხელებსა და მკლავებში ტკივილი, წვა, ჩხვლეტის შეგრძნება, დაბუჟება და/ან სისუსტე. ასეთ შემთხვევაში ციპროფლოქსაცინის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, რათა არ განვითარდეს პოტენციურად შეუქცევადი მდგომარეობა.

დიარეა შეიძლება განვითარდეს ანტიბიოტიკების მიღების დროს, მათ შორის ციპროფოქსაცინი ნორმონის მიღების დროს, და შეიძლება მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე კვირის შემდეგაც. თუ დიარეა ძლიერი ან მუდმივი ხასიათისაა ან განავალში აღინიშნება სისხლი ან ლორწო, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა. ციპროფოქსაცინი ნორმონის მიღება უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ, რადგან ეს შეიძლება სიცოცხლისათვის სახიფათო იყოს. არ უნდა იქნეს მიღებული მედიკამენტები, რომლებიც აჩერებენ ან ანელებენ ნაწლავების მოტორიკას.

თუ მხედველობა ზიანდება ან აღინიშნება თვალებზე რაიმე გავლენა, საჭიროა ოფთალმოლოგთან დაუყოვნებლივ მიმართვა.

სისხლის ან შარდის ნიმუშის აღებამდე ექიმს ან ლაბორატორიის პერსონალს უნდა ეცნობოს, რომ პაციენტი იღებს ციპროფოქსაცინი ნორმონს.

ციპროფოქსაცინმა ნორმონმა შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება. თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე სიმპტომი, როგორიცაა მადის დაკარგვა, სიყვითლე (კანის გაყვითლება), მუქი შარდი, ქავილი ან მუცლის დაჭიმულობა, უნდა შეწყდეს ციპროფოქსაცინი ნორმონის მიღება და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.

ციპროფოქსაცინმა ნორმონმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება და ინფექციების მიმართ რეზისტენტობის დაქვეითება. თუ პაციენტს აღენიშნება ინფექცია სიმპტომებით, როგორიცაა ცხელება და ზოგადი მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება, ან ცხელება ლოკალური ინფექციის სიმპტომებით, როგორიცაა ანგინა/ფარინგიტი/ სტომატიტი ან შარდვის პრობლემები, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა. საჭიროა სისხლის ანალიზის შემოწმება სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირებაზე (აგრანულოციტოზზე). მნიშვნელოვანია ექიმს ეცნობოს ამ მედიკამენტის შესახებ.

თუ პაციენტს ან მისი ოჯახის რომელიმე წევრს აღენიშნება გლუკოზა-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზის უკმარისობა (G6PD), რადგან არსებობს ანემიის განვითარების რისკი ციპროფლოქსაცინის მიღებისას.

კანი უფრო მგრძნობიარე ხდება მზის სხივების ან ულტრაიისფერი სხივების მიმართ ამ მედიკამენტის მიღების დროს. თავიდან უნდა იქნეს აცილებული ძლიერი მზის სინათლის ან ხელოვნური ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება, როგორიცაა მაგ. სოლარიუმი.

ქინოლონის ანტიბიოტიკებმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის მომატება ნორმის ზემოთ (ჰიპერგლიკემია) ან სისხლში შაქრის დონის დაქვეითება ნორმის ქვემოთ, რამაც მძიმე შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს ცნობიერების დაკარგვა (ჰიპოგლიკემიური კომა) (იხ. პარაგრაფი 4). ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიაბეტის მქონე პაციენტებისათვის. თუ პაციენტს აღენიშნება დიაბეტი, რეკომენდებულია სისხლში გლუკოზის ყურადღებითი მონიტორინგი.

ხანგრძლივი, უნარშემზღუდველი და პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული გვერდითი მოვლენები.

ფტორქინოლონების ან ქინოლონების ანტიბიოტიკები, მათ შორის ციპროფლოქსაცინი, დაკავშირებული იყო ძალიან იშვიათ, მაგრამ სერიოზულ გვერდით მოვლენებთან, რომელთაგან ზოგიერთი ხანგრძლივი (გრძელდება თვეები ან წლები), უნარშემზღუდველი ან პოტენციურად შეუქცევადია. ეს მოიცავს ზედა და ქვედა კიდურების მყესების, კუნთების და სახსრების ტკივილს, სიარულის გაძნელებას, პათოლოგიურ შეგრძნებებს, როგორიცაა ჩხვლეტის, დაბუჟების ან წვის შეგრძნებები (პარესთეზია), სენსორული დარღვევების, მხედველობის, გემოს, ყნოსვის და სმენის დაზიანების, დეპრესიის, მეხსიერების დარღვევების, ძლიერი დაღლილობის და ძილის მძიმე დარღვევების ჩათვლით.

თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ციპროფლოქსაცინის მიღების შემდეგ, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა მკურნალობის გაგრძელებამდე. პაციენტმა და მკურნალმა ექიმმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება მკურნალობის გაგრძელების შესახებ, ასევე განიხილონ სხვა კლასის ანტიბიოტიკის გამოყენება,

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით.

დაუშვებელია ციპროფლოქსაცინი ნორმონის მიღება ტიზანიდინთან ერთად, რადგან შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, როგორიცაა დაბალი არტერიული წნევა და ძილიანობა (იხ. მე-2 პარაგრაფი: დაუშვებელია ციპროფლოქსაცინი ნორმონის მიღება).

ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტები ურთიერთქმედებენ ციპროფლოქსაცინ ნორმონთან ორგანიზმში. ციპროფლოქსაცინი ნორმონის მიღება ამ მედიკამენტებთან ერთად ზრდის მათ თერაპიულ ეფექტს. ასევე შეიძლება გაიზარდოს, გვერდითი მოვლენების ალბათობა.

ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს:

ვარფარინი ან სხვა პერორალური ანტიკოაგულანტები (სისხლის გამათხევადებლები);

პრობენეციდი (გამოიყენება პოდაგრის დროს);

მეთოტრექსატი (გამოიყენება გარკვეული ტიპის კიბოს, ფსორიაზის, რევმატოიდული ართრიტის დროს);

თეოფილინი (გამოიყენება სუნთქვის პრობლემების დროს);

ტიზანიდინი (გამოიყენება გაფანტული სკლეროზის დროს კუნთების სპასტიურობის სამკურნალოდ);

კლოზაპინი (ანტიფსიქოზური საშუალება);

როპინიროლი (გამოიყენება პარკინსონის დაავადების დროს);

ფენიტოინი (გამოიყენება ეპილეფსიის დროს);

ციპროფლოსაცინი ნორმონმა შეიძლება გაზარდოს შემდეგი პრეპარატების დონე სისხლში:

პენტოქსიფილინი (გამოიყენება ცირკულატორული დარღვევების სამკურნალოდ);

კოფეინი.

ციპროფლოქსაცინი ნორმონის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

საკვები და სასმელი არ ახდენს გავლენას ციპროფლოქსაცინი ნორმონით მკურნალობაზე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

უმჯობესია არ მოხდეს ციპროფლოქსაცინი ნორმონის მიღება ორსულობის დროს. ფეხმძიმობის დაგეგმვის შემთხვევაში უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს.

დაუშვებელია ციპროფლოქსაცინი ნორმონის გამოყენება ძუძუთი კვების დროს, რადგან ციპროფლოქსაცინი გამოიყოფა დედის რძეში და შეიძლება საზიანო იყოს ბავშვებისათვის.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ციპროფლოქსაცინმა ნორმონმა შეიძლება დააქვეითოს ყურადღების კონცენტრაცია. შეიძლება განვითარდეს ზოგიერთი ნევროლოგიური გვერდითი მოვლენა. ამიტომ ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვამდე, პაციენტმა უნდა იცოდეს, როგორ მოქმედებს მასზე ციპროფლოქსაცინი ნორმონი. საჭიროა ექიმთან მიმართვა, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული.

ციპროფლოქსაცინი ნორმონი შეიცავს ნატრიუმს

ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 354 მგ ნატრიუმს (სუფრის მარილის მთავარი კომპონენტი) ყოველ 100 მლ ხსნარში. ეს ექვივალენტურია მოზრდილისათვის რეკომენდებული ნატრიუმის დღიური რაციონის 17,7%-ის.

გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ციპროფლოქსაცინი ნორმონიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

თუ გვერდითი მოვლენები იღებს სერიოზულ ხასიათს ან აღინიშნება ისეთი გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს ყოველი 100-დან 1-10 პაციენტში):

გულისრევა, დიარეა, ღებინება;

სახსრების ტკივილი ბავშვებში;

ინექციის ადგილზე ადგილობრივი რეაქციები, კანზე გამონაყარი;

სისხლში გარკვეული ნივთიერებების დონის დროებითი მომატება (ტრანსამინაზები).

არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს ყოველი 1,000-დან 1-10 პაციენტში):

სოკოვანი სუპერინფექციები (გამოწვეულია სოკოთი;

ეოზინოფილების, ლეიკოციტების ტიპის, მაღალი კონცენტრაცია, თრომბოციტების დაქვეითებული კონცენტრაცია;

მადის დაკარგვა (ანორექსია)

ჰიპერქტივობა, აგზნება, ცნობიერების დაბინდვა. დეზორიენტაცია, ჰალუცინაციები;

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილის პრობლემები, გემოს დარღვევები, ჩხვლეტის და წიწკნის შეგრძნება, შეგრძნებების სტიმულების მიმართ უჩვეულო მგრძნობელობა, კბილების კრაჭუნი (იხ. პარაგრაფი 2: სპეციალური სიფრთხილეა საჭირო ციპროფლოქსაცინი ნორმონის გამოყენებისას), თავბრუსხვევა, ვერტიგო;

მხედველობის პრობლემები;

სმენის დაკარგვა;

აჩქარებული გულისცემა (ტაქიკარდია);

სისხლძარღვების გაფართოება (ვაზოდილატაცია), დაბალი სისხლის წნევა;

მუცლის ტკივილი, მონელების პრობლემები, როგორიცაა დისპეფსია/გულძმარვა, მეტეორიზმი;

ღვიძლის დარღვევები, სისხლში გარკვეული ნივთიერებების რაოდენობის ზრდა (ბილირუბინი), სიყვითლე (ქოლესტაზური სიყვითლე);

ქავილი, ჭინჭრის ციება;

სახსრების ტკივილი მოზრდილებში;

თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, თირკმლის უკმარისობა;

კუნთების და ძვლების ტკივილი, ცუდად ყოფნის შეგრძნება (ასთენია), ცხელება, სითხის შეკავება;

ტუტე ფოსფატაზის (გარკვეული ნივთიერების) დონის მომატება სისხლში.

იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს ყოველი 10.000-დან 1-10 პაციენტში):

ნაწლავების ანთება (კოლიტი), რომელიც დაკავშირებულია ანტიბიოტიკების მიღებასთან (შეიძლება იყოს ფატალური ზოგიერთ შემთხვევაში) (იხ. პარაგრაფი 2: სპეციალური სიფრთხილეა საჭირო ციპროფლოქსაცინი ნორმონის გამოყენებისას);

სისხლის უჯრედების რაოდენობის ცვლილებები (ლეიკოპენია, ლეიკოციტოზი, ნეიტროპენია, ანემია), ლეიკოციტების და ერითროციტების და თრომბოოციტების რაოდენობის მკვეთრი დაქვეითება (პანცყტოპენია), რაც შეიძლება იყოს ფატალური, ძვლის ტვინის დეპრესია, რაც ასევე შეიძლება ფატალური იყოს (იხ. პარაგრაფი 2: სპეციალური სიფრთხილეა საჭირო ციპროფლოქსაცინი ნორმონის გამოყენებისას);

ალერგიული რეაქცია, ალერგიული შესივება (შეშუპება), კანის და ლორწოვანი გარსების სწრაფი შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება), სიცოცხლისათვის სახიფათო სერიოზული ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსიური შოკი) (იხ. პარაგრაფი 2: სპეციალური სიფრთხილეა საჭირო ციპროფლოქსაცინი ნორმონის გამოყენებისას);

სისხლში შაქრის დონის მომატება (ჰიპერგლიკემია);

შფოთვითი რეაქციები, უჩვეულო სიზმრები, დეპრესია, ფსიქიკური დარღვევები (ფსიქოზური რეაქციები) (იხ. პარაგრაფი 2: სპეციალური სიფრთხილეა საჭირო ციპროფლოქსაცინი ნორმონის გამოყენებისას);

კანის მგრძნობელობის დაქვეითება, ტრემორი, შაკიკი, ყნოსვის დარღვევა;

ყურებში ხმაური, სმენის დაქვეითება;

გულისწასვლა, სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი);

ქოშინი, მათ შორის ასთმური სიმპტომები;

პანკრეატიტი;

ჰეპატიტი, ღვიძლის უჯრედების სიკვდილი (ღვიძლის ნეკროზი), ძალიან იშვიათად იწვევს სიცოცხლისათვის სახიფათო ღვიძლის უკმარისობას;

სინათლეზე მგრძნობელობა (იხ. პარაგრაფი 2: სპეციალური სიფრთხილეა საჭირო ციპროფლოქსაცინი ნორმონის გამოყენებისას), არასპეციფიკური ბლისტერების წარმოქმნა, წვრილი სისხლჩაქცევები კანქვეშ (პეტექიები);

კუნთების ტკივილი, სახსრების ანთება, კუნთების ტონუსის მომატება ან სმაზმები, მყესის გაწყვეტა, განსაკუთრებით კოჭის უკანა მსხვილი მყესის (აქილევსის მყესი) (იხ. პარაგრაფი 2: სპეციალური სიფრთხილეა საჭირო ციპროფლოქსაცინი ნორმონის გამოყენებისას);

სისხლი ან კრისტალები შარდში (იხ. პარაგრაფი 2: სპეციალური სიფრთხილეა საჭირო ციპროფლოქსაცინი ნორმონის გამოყენებისას), საშარდე გზების ანთება;

ჭარბი ოფლიანობა;

შედედები ფაქტორის (პროთრომბინის) დონის ცვლილება ან ფერმენტ ამილაზის დონის მომატება.

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს ყოველი 10.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის გარკვეული ტიპის შემცირება (ჰემოლიზური ანემია), სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის სახიფათო შემცირება (აგრანულოციტოზი);

მძიმე ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური რეაქცია და ანაფილაქსიური შოკი), რომელიც შეიძლება იყოს სიცოცხლისათვის სახიფათო (იხ. პარაგრაფი 2: სპეციალური სიფრთხილეა საჭირო ციპროფლოქსაცინი ნორმონის გამოყენებისას);

კოორდინაციის დარღვევა, სიარულის დროს ბალანსის დარღვევა, თავის ქალის შიდა წნევის მომატება (ინტრაკრანიული წნევის მომატება);

ფერების აღქმის დარღვევა;

კანის სხვადასხვა ფორმის გამონაყარი (მაგ.: პოტენციურად ფატალური სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი);

კუნთების სისუსტე, მყესების ანთება, მიასთენიის სიმპტომების გაუარესება (იხ. პარაგრაფი 2: სპეციალური სიფრთხილეა საჭირო ციპროფლოქსაცინი ნორმონის გამოყენებისას).

სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე):

ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები, როგორიცაა ტკივილი, წვა, ჩხვლეტა, დაბუჟება და/ან კიდურების კუნთების სისუსტე;

გულის რითმის მძიმე დარღვევები, არარეგულარული გულისცემა (torsades de pointes);

წყლის გამოყოფის დარღვევასთან და ნატრიუმის დაბალ დონესთან დაკავშირებული სინდრომი (SIADH);

ცნობიერების დაბინდვა სისხლში შაქრის ძლიერი დაქვეითების გამო (ჰიპოგლიკემიური კომა). იხ. პარაგრაფი 2.

ძალიან იშვიათი ხანგრძლივი (გრძელდება თვეები ან წლები) ან მუდმივი წამლისმიერი გვერდითი რეაქციები, როგორიცაა მყესების ანთება, მყესების გაწყვეტა, სახსრების ტკივილი, კიდურების ტკივილი, სიარულის გაძნელება, პათოლოგიური შეგრძნებები, როგორიცაა ჩხვლეტის, დაბუჟების ან წვის შეგრძნებები, დაბუჟება ან ტკივილი (ნეიროპათია), დეპრესია, სისუსტე, ძილის დარღვევები, მეხსიერების დარღვევები, ასევე სმენის, მხედველობის და გემოს და ყნოსვის დარღვევები დაკავშირებული იყო ქინოლონების და ფტორქინოლონების მიღებასთან, ზოგიერთ შემთხვევაში ადრე არსებული რისკფაქტორებისაგან დამოუკიდებლად.

აორტის კედლის გადიდება და დასუსტება ან აორტის კედლის გახევა (ანევრიზმა და განშრევება), რამაც შეიძლება გამოიწვიოს რუპტურა და გახდეს ფატალური, და გულის სარქვლების ნაკლოვანება, აღწერილი იქნა ფტორქინოლონების მიმღებ პაციენტებში, იხ. ასევე პარაგრაფი 2.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება უშუალოდ შესაძლებელია ესპანეთის ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო საშუალებების ფარმაკოზედამხედევლობის სისტემის საშუალებით: www.noificaram.es

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებაა ციპროფლოქსაცინი.

ყოველი 100 მლ შეიცავს 200 მგ ციპროფლოქსაცინს, ლაქტატის სახით.

ყოველი 200 მლ შეიცავს 400 მგ ციპროფლოქსაცინს, ლაქტატის სახით.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: რძემჟავა, ნატრიუმის ქლორიდი, მარილმჟავა და საინექციო წყალი.

ციპროფლოქსაცინი ნორმონის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა

საინფუზიო ხსნარი

ციპროფლოქსაცინი ნორმონი საინფუზიო ხსნარი არის გამჭვირვალე, უფერო ან ღია ყვითელი ფერის ხსნარი.

ხელმისაწვდომია პლასტიკური პაკეტებით 100 და 200 მლ.

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

LABORATORIOS NORMON, S.A.

Ronda de Valdecarrizo, 6 - 28760 Tres Cantos - Madrid (SPAIN)

ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.

რონდა დე ვალდეკარიზო, 6 - 28760 ტრეს კანტოს – მადრიდი (ესპანეთი)

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2020 წლის დეკემბერი

რეკომენდაცია/სამედიცინო განათლება

ანტიბიოტიკები გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ. ისინი არაეფექტიანია ვირუსული ინფექციების წინააღმდეგ.

თუ ექიმი ნიშნავს ანტიბიოტიკებს, პაციენტი მათ საჭიროებს ზუსტად მიმდინარე დაავადებისათვის.

ანტიბიოტიკებით მკურნალობის მიუხედავად, ზოგიერთი ბაქტერია შეიძლება გადარჩეს ან გამრავლდეს. ამ ფენომენს ეწოდება რეზისტენტობა: ზოგიერთი ანტიბიოტიკებით მკურნალობა შეიძლება არაეფექტიანი იყოს.

ანტიბიოტიკების არასწორად გამოყენება ზრდის რეზისტენტობას. პაციენტი შეიძლება დაეხმაროს ბაქტერიას, გახდეს რეზისტენტული და შედეგად, დაყოვნდეს განკურნება ან დაქვეითდეს ანტიბიოტიკების ეფექტიანობა, თუ პაციენტი არ იცავს შემდეგ მითითებებს:

დოზას;

სქემას;

მკურნალობის ხანგრძლივობას.

შესაბამისად, წამლის ეფექტიანობის შესანარჩუნებლად:

ანტიბიოტიკების გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის დანიშნულებით;

ზუსტად უნდა მოხდეს ექიმის დანიშნულების დაცვა;

მედიკამენტის ხელახლა გამოყენება არ უნდა მოხდეს ექიმის დანიშნულების გარეშე, მაშინაც კი, თუ პაციენტს აღენიშნება იგივე დაავადება;

ანტიბიოტიკის მიცემა დაუშვებელია სხვა პირისთვის; შეიძლება არ შეესაბამებოდეს მის დაავადებას;

მკურნალობის დასრულების შემდეგ, ყველა გამოუყენებელი პრეპარატი უნდა დაბრუნდეს აფთიაქში მათი სათანადო წესით განადგურებისათვის.

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ სამედიცინო ან ჯანდაცვის სპეციალისტებისათვის

ციპროფლოქსაცინი ნორმონი კეთდება ინტრავენური ინფუზიის სახით. ბავშვებისათვის ინფუზიის ხანგრძლივობა არის 60 წუთი. მოზრდილ პაციენტებში ინფუზიის დრო არის 60 წუთი 400 მგ ციპროფლოქსაცინი ნორმონისათვის და 30 წუთი ციპროფლოქსაცინი ნორმონისათვის. ნელი ინფუზია მსხვილ ვენაში ახდენს დისკომფორტის მინიმუმამდე შემცირებას პაციენტისათვის და ამცირებს ვენის გაღიზიანების რისკს. საინფუზიო ხსნარი შეიძლება გადაისხას პირდაპირ ან თავსებად საინფუზიო ხსნარებში შერევის შემდეგ.

თუ არ არის დადასტურებული სხვა საინფუზიო ხსნარებთან/წამლებთან თავსებადობა, საინფუზიო ხსნარი ყოველთვის უნდა გაკეთდეს ცალკე, შეუთავსებლობის ვიზუალური ნიშნებია, მაგალითად, ნალექის წარმოქმნა, შემღვრევა და ფერის ცვლილება.

ციპროფლოქსაცინი ნორმონი 2 მგ/მლ საინფუზიო ხსნარი თავსებადია ფიზიოლოგიურ ხსნართან, რინგერის ხსნართამ, 5 და 10%-იან დექსტროზის ხსნართან, გლუკოზის ხსნართან და 10% ფრუქტოზის ხსნართან. როგორც კი ხსნარი მომზადდება, ის გამოყენებულ უნდა იქნეს 24 საათში.

ინტრავენური მკურნალობის დაწყების შემდეგ მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს ასევე პერორალურად.

დეტალური და განახლებული ინფორმაცია ამ მედიკამენტის შესახებ ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლებისა და სამედიცინო მოწყობილობების სააგენტოს (AEMPS) ვებგვერდზე: http://www.aemps/gob.es/

შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

პაკეტები: ინახება 30ºC-ის ქვემოთ. ინახება ორიგინალი შეფუთვით სინათლისაგან დასაცავად. დაუშვებელია გაყინვა ან მაცივარში შენახვა.

რადგან ციპროფლოქსაცინი მგრძნობიარეა სინათლის მიმართ, პაკეტები ამოღებულ უნდა იქნეს შეფუთვიდან უშუალოდ პრეპარატის გაკეთების წინ.

გადაგდებულ უნდა იქნეს, თუ აღინიშნება კონტეინერზე ან მასში არსებულ სითხეზე ცვლილებები.

დაუშვებელია ციპროფლოქსაცინი ნორმონის გამოყენება კონტეინერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი არასაჭირო შეფუთვის ან პრეპარატის გადაგდების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის

ციპროფლოქსაცინი ნორმონი 2 მგ/მლ საინფუზიო ხსნარი

ციპროფლოქსაცინი

მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. არ შეიძლება მისი სხვა პირებისათვის მიცემა. დაავადების სიმტომების მსგავსების მიუხედავად, ის შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს მათთვის.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. იხ. პარაგრაფი 4.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს ციპროფლოქსაცინი ნორმონი და მისი გამოყენება;

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ციპროფლოქსაცინი ნორმონის გამოყენებამდე;

ციპროფლოქსაცინი ნორმონის გამოყენების წესი;

შესაძლო გვერდითი მოვლენები;

ციპროფლოქსაცინი ნორმონის შენახვის წესი;

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.

რას წარმოადგენს ციპროფლოქსაცინი ნორმონი და მისი გამოყენება

ციპროფლოქსაცინი ნორმონი წარმოადგენს ანტიბიოტიკს, რომელიც მიეკუთვნება ე.წ. ფტორქინოლონების მედიკამენტების ჯგუფს.

აქტიური ნივთიერებაა ციპროფლოქსაცინი. ციპროფლოქსაცინი მოქმედებს ინფექციების გამომწვევი ბაქტერიების განადგურებით. ის მოქმედებს მხოლოდ ბაქტერიების კონკრეტულ შტამებზე.

ანტიბიოტიკები გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ და არ უნდა იქნეს გამოყენებული ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა გრიპი ან კატარი.

მნიშვნელოვანია, დაცული იქნეს ექიმის მითითებები დოზების, დოზებს შორის ინტერვალის და მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ.

დაუშვებელია მედიკამენტის შენახვა ან მისი ხელახლა გამოყენება. მკურნალობის დასრულების შემდეგ დარჩენილი ანტიბიოტიკები უნდა დაბრუნდეს აფთიაქში მისი სათანადოდ განადურებისათვის. მედიკამენტები არ უნდა იქნეს გადაგდებული საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში.

მოზრდილები

ციპროფლოქსაცინი ნორმონი მოზრდილებში გამოიყენება შემდეგი ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ:

სასუნთქი გზების ინფექციები;

ყურისა და სინუსური წიაღების ხანგრძლივი და მორეციდივე ინფექციები;

საშარდე გზების ინფექციები;

სასქესო გზების ინფექციები მამაკაცებში;

სასქესო გზების ინფექციები ქალებში;

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და ინტრააბდომინალური ინფექციები;

კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები;

ძვლებისა და სახსრების ინფექციები;

ინფექციების მართვა ძალიან დაბალი ლეიკოციტების (ნეიტროპენიის) მქონე პაციენტებში;

ინფექციების პრევენცია ძალიან დაბალი ლეიკოციტების (ნეიტროპენიის) მქონე პაციენტებში;

ციმბირის წყლულის ინჰალაციური ზემოქმედება.

თუ პაციენტს აღენიშნება მძიმე ინფექცია ან ისეთი ინფექცია, რომელიც გამოწვეულია ერთზე მეტი ტიპის ბაქტერიით, ციპროფლოქსაცინ ნორმონთან ერთად შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი თერაპია სხვა ანტიბიოტიკებით.

ბავშვები და მოზარდები

ციპროფლოქსაცინი ნორმონი გამოიყენება ბავშვებსა და მოზარდებში განსაკუთრებული სამედიცინო ზედამხდეველობის ქვეშ შემდეგი ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ:

ფილტვებისა და ბრონქების ინფექციები ცისტური ფიბროზის მქონე ბავშვებსა და მოზარდებში;

საშარდე გზების გართულებული ინფექციები, მათ შორის ინფექციები, რომლებშიც ჩართულია თირკმელები (პიელონეფრიტი);

ციმბირის წყლულის ინჰალაციური ზემოქმედება.

ციპროფლოქსაცინი ნორმონი შეიძლება ასევე გამოყენებულ იქნეს სხვა მძიმე ინფექციების სამკურნალოდ ბავშვებსა და მოზარდებში, აუცილებლობლობის შემთხვევაში.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ციპროფლოქსაცინი ნორმონის მიღებამდე

დაუშვებელია ციპროფლოქსაცინი ნორმონის მიღება:

თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) ციპროფლოქსაცინის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (იხ. მე-6 პარაგრაფი);

თუ პაციენტი იღებს ტიზანიდინს (იხ. მე-2 პარაგრაფი: სხვა მედიკამენტები და ციპროფლოქსაცინი ნორმონი).

სპეციალური სიფრთხილეა საჭირო ციპროფლოქსაცინი ნორმონის გამოყენებამდე

ციპროფლოქსაცინი ნორმონის გაკეთებამდე

თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე სერიოზული გვერდითი რეაქცია წარსულში ქინოლონების ან ფტორქინოლონების მიღებისას, მან არ უნდა მიიღოს ფტორქინოლონების/ქინოლონების ანტიბიოტიკები, მათ შორის ციპროფლოქსაცინი. თუ ეს ეხება პაციენტს, ექიმს უნდა ეცნობოს რაც შეიძლება სწრაფად.

საჭიროა ექიმთან მიმართვა:

თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება თირკმლის პრობლემები, რადგან მკურნალობა შეიძლება საჭიროებდეს კორექციას;

თუ პაციენტს აღენიშნება ეპილეფსია ან სხვა ნევროლოგიური მდგომარეობები;

თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება მყესის პრობლემები ანტიბიოტიკებით, როგორიცაა ციპროფლოქსაცინი ნორმონი, მკურნალობის გამო;

თუ პაციენტს აღენიშნება მიასთენია გრავის (კუნთების სისუსტის ტიპი);

თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება გულის რითმის დარღვევა (არითმია);

თუ პაციენტს დიაგნოსტირებული აქვს სისხლძარღვის გაფართოება ან “ამობურცვა” (აორტის ანევრიზმა ან დიდი პერიფერიული სისხლძარღვის ანევრიზმა);

თუ პაციენტს ანამნეზში აქვს აორტის განშრევების ეპიზოდი (აორტის კედლის გახევა);

თუ პაციენტს დიაგნოსტირებული აქვს გულის სარქველების უკმარისობა (გულის სარქვლის რეგურგიტაცია);

თუ პაციენტს აორტის ანევრიზმის ან აორტის განშრევების ოჯახური ანამნეზი აქვს ან აღენიშნება გულის სარქვლის თანდაყოლილი დაავადება, ან სხვა რისკფაქტორები, ან წინასწარგანმწყობი მდგომარეობები (როგორიცაა: შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები, როგორიცაა მარფანის სინდრომი ან ეჰლერს-დანლოსის სინდრომი, ტერნერის სინდრომი, სიოგრენის სინდრომი [ანთებითი აუტოიმუნური დაავადება], ან სისხლძარღვების დაავადება, როგორიცაა ტაკაიასუს არტერიიტი, გიგანტურუჯრედოვანი არტერიიტი, ბეჰჩეტის დაავადება, მაღალი არტერიული წნევა, ან დადგენილი ათეროსკლეროზი, რევმატოიდული ართრიტი [სახსრების დაავადება] ან ენდოკარდიტი [გულის ინფექცია].

ციპროფლოქსაცინი ნორმონით მკურნალობისას

საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი ციპროფლოქსაცინი ნორმონით მკურნალობისას. მკურნალი ექიმი გადაწყვეტს, როდის უნდა შეწყდეს მკურნალობა ციპროფლოქსაცინი ნორმონით.

მძიმე, მოულოდნელი ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსიური რეაქცია/შოკი, ანგიონევროზული შეშუპება). პირველ დოზის მიღების შემდეგაც კი, არის მცირე შანსი, რომ განვითარდეს მძიმე ალერგიული რეაქცია შემდეგი სიმპტომებით: მკერდის არეში მოჭერის შეგრძნება, თავბრუსხვევა, გულისრევა ან გულისწასვლა, თავბრუსხვევა ადგომისას. ასეთ შემთხვევაში, ციპროფლოქსაცინი ნორმონის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.

სახსრების ტკივილი და შეშუპება და მყესების ანთება ან გაწყვეტა შეიძლება განვითარდეს იშვიათად. რისკი იზრდება, თუ პაციენტი ხანდაზმულია (60 წლის ზემოთ), გადანერგილი აქვს ორგანო, აქვს თირკმლის პრობლემები ან მკურნალობდა კორტიკოსტეროიდებით. მყესის ანთება და გაწყვეტა შეიძლება განვითარდეს მკურნალობიდან 48 საათში, და აღწერილ იქნა ციპროფლოქსაცინით მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე თვის შემდეგ. მყესის (მაგ.: კოჭის, მაჯის, იდაყვის, მხრის ან მუხლის) ტკივილის ან ანთების პირველივე ნიშანზე უნდა შეწყდეს ციპროფლოქსაცინის მიღება, საჭიროა ექიმთან მიმართვა და მტკივნეული ადგილის მოსვენებულ მდგომარეობაში ყოფნა. თავიდან უნდა იქნეს აცილებული ნებისმიერი არასაჭირო ფიზიკური დატვირთვა, რადგან იზრდება მყესის გაწყვეტის რისკი.

თუ პაცინტს აღენიშნება უეცარი, ძლიერი ტკივილი მუცლის ან წელის არეში, რომელიც შეიძლება აორტის ანევრიზმის ან განშრევების სიმპტომები იყოს, საჭიროა დაუყოვნებლივ ჰოსპიტლის ემერჯენსის განყოფილებაში მიმართვა. რისკი შეიძლება გაიზარდოს, თუ პაციენტი მკურნალობდა სისტემური კორტიკოსტეროიდებით.

თუ პაციენტს აღენიშნება ქოშინის უეცარი დაწყება, განსაკუთრებით დაწოლისას ან კოჭების, ტერფების ან მუცლის შეშუპება, ან გულის ფრიალის უეცარი დაწყება (სწრაფი ან არარეგულარი გულისცემა), საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.

თუ პაციენტს აღენიშნება ეპილეფსია ან სხვა ნევროლოგიური მდგომარეობა, როგორიცაა ცერებრული იშემია ან ინსულტი, შეიძლება განვითარდეს ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტები. ასეთ შემთხვევაში, უნდა შეწყდეს მედიკამენტის მიღება და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.

პაციენტს შეიძლება აღენიშნოს ფსიქიკური რეაქცია მედიკამენტის პირველად მიღების დროს. თუ პაციენტს აღენიშნება დეპრესია ან ფსიქოზი, სიმპტომები შეიძლება გაუარესდეს ციპროფოქსაცინი ნორმონით მკურნალობის დროს. ასეთ შემთხვევაში ციპროფოქსაცინი ნორმონის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.

პაციენტს შეიძლება აღენიშნოს ნერვის დაზიანების (ნეიროპათიის) სიმპტომები, როგორიცაა ტერფებსა და ფეხებში ან ხელებსა და მკლავებში ტკივილი, წვა, ჩხვლეტის შეგრძნება, დაბუჟება და/ან სისუსტე. ასეთ შემთხვევაში ციპროფლოქსაცინის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, რათა არ განვითარდეს პოტენციურად შეუქცევადი მდგომარეობა.

დიარეა შეიძლება განვითარდეს ანტიბიოტიკების მიღების დროს, მათ შორის ციპროფოქსაცინი ნორმონის მიღების დროს, და შეიძლება მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე კვირის შემდეგაც. თუ დიარეა ძლიერი ან მუდმივი ხასიათისაა ან განავალში აღინიშნება სისხლი ან ლორწო, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა. ციპროფოქსაცინი ნორმონის მიღება უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ, რადგან ეს შეიძლება სიცოცხლისათვის სახიფათო იყოს. არ უნდა იქნეს მიღებული მედიკამენტები, რომლებიც აჩერებენ ან ანელებენ ნაწლავების მოტორიკას.

თუ მხედველობა ზიანდება ან აღინიშნება თვალებზე რაიმე გავლენა, საჭიროა ოფთალმოლოგთან დაუყოვნებლივ მიმართვა.

სისხლის ან შარდის ნიმუშის აღებამდე ექიმს ან ლაბორატორიის პერსონალს უნდა ეცნობოს, რომ პაციენტი იღებს ციპროფოქსაცინი ნორმონს.

ციპროფოქსაცინმა ნორმონმა შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება. თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე სიმპტომი, როგორიცაა მადის დაკარგვა, სიყვითლე (კანის გაყვითლება), მუქი შარდი, ქავილი ან მუცლის დაჭიმულობა, უნდა შეწყდეს ციპროფოქსაცინი ნორმონის მიღება და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.

ციპროფოქსაცინმა ნორმონმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება და ინფექციების მიმართ რეზისტენტობის დაქვეითება. თუ პაციენტს აღენიშნება ინფექცია სიმპტომებით, როგორიცაა ცხელება და ზოგადი მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება, ან ცხელება ლოკალური ინფექციის სიმპტომებით, როგორიცაა ანგინა/ფარინგიტი/ სტომატიტი ან შარდვის პრობლემები, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა. საჭიროა სისხლის ანალიზის შემოწმება სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირებაზე (აგრანულოციტოზზე). მნიშვნელოვანია ექიმს ეცნობოს ამ მედიკამენტის შესახებ.

თუ პაციენტს ან მისი ოჯახის რომელიმე წევრს აღენიშნება გლუკოზა-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზის უკმარისობა (G6PD), რადგან არსებობს ანემიის განვითარების რისკი ციპროფლოქსაცინის მიღებისას.

კანი უფრო მგრძნობიარე ხდება მზის სხივების ან ულტრაიისფერი სხივების მიმართ ამ მედიკამენტის მიღების დროს. თავიდან უნდა იქნეს აცილებული ძლიერი მზის სინათლის ან ხელოვნური ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება, როგორიცაა მაგ. სოლარიუმი.

ქინოლონის ანტიბიოტიკებმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის მომატება ნორმის ზემოთ (ჰიპერგლიკემია) ან სისხლში შაქრის დონის დაქვეითება ნორმის ქვემოთ, რამაც მძიმე შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს ცნობიერების დაკარგვა (ჰიპოგლიკემიური კომა) (იხ. პარაგრაფი 4). ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიაბეტის მქონე პაციენტებისათვის. თუ პაციენტს აღენიშნება დიაბეტი, რეკომენდებულია სისხლში გლუკოზის ყურადღებითი მონიტორინგი.

ხანგრძლივი, უნარშემზღუდველი და პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული გვერდითი მოვლენები.

ფტორქინოლონების ან ქინოლონების ანტიბიოტიკები, მათ შორის ციპროფლოქსაცინი, დაკავშირებული იყო ძალიან იშვიათ, მაგრამ სერიოზულ გვერდით მოვლენებთან, რომელთაგან ზოგიერთი ხანგრძლივი (გრძელდება თვეები ან წლები), უნარშემზღუდველი ან პოტენციურად შეუქცევადია. ეს მოიცავს ზედა და ქვედა კიდურების მყესების, კუნთების და სახსრების ტკივილს, სიარულის გაძნელებას, პათოლოგიურ შეგრძნებებს, როგორიცაა ჩხვლეტის, დაბუჟების ან წვის შეგრძნებები (პარესთეზია), სენსორული დარღვევების, მხედველობის, გემოს, ყნოსვის და სმენის დაზიანების, დეპრესიის, მეხსიერების დარღვევების, ძლიერი დაღლილობის და ძილის მძიმე დარღვევების ჩათვლით.

თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ციპროფლოქსაცინის მიღების შემდეგ, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა მკურნალობის გაგრძელებამდე. პაციენტმა და მკურნალმა ექიმმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება მკურნალობის გაგრძელების შესახებ, ასევე განიხილონ სხვა კლასის ანტიბიოტიკის გამოყენება,

სხვა მედიკამენტები და ციპროფლოქსაცინი ნორმონი

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით.

დაუშვებელია ციპროფლოქსაცინი ნორმონის მიღება ტიზანიდინთან ერთად, რადგან შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, როგორიცაა დაბალი არტერიული წნევა და ძილიანობა (იხ. მე-2 პარაგრაფი: დაუშვებელია ციპროფლოქსაცინი ნორმონის მიღება).

ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტები ურთიერთქმედებენ ციპროფლოქსაცინ ნორმონთან ორგანიზმში. ციპროფლოქსაცინი ნორმონის მიღება ამ მედიკამენტებთან ერთად ზრდის მათ თერაპიულ ეფექტს. ასევე შეიძლება გაიზარდოს, გვერდითი მოვლენების ალბათობა.

ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს:

ვარფარინი ან სხვა პერორალური ანტიკოაგულანტები (სისხლის გამათხევადებლები);

პრობენეციდი (გამოიყენება პოდაგრის დროს);

მეთოტრექსატი (გამოიყენება გარკვეული ტიპის კიბოს, ფსორიაზის, რევმატოიდული ართრიტის დროს);

თეოფილინი (გამოიყენება სუნთქვის პრობლემების დროს);

ტიზანიდინი (გამოიყენება გაფანტული სკლეროზის დროს კუნთების სპასტიურობის სამკურნალოდ);

კლოზაპინი (ანტიფსიქოზური საშუალება);

როპინიროლი (გამოიყენება პარკინსონის დაავადების დროს);

ფენიტოინი (გამოიყენება ეპილეფსიის დროს);

ციპროფლოსაცინი ნორმონმა შეიძლება გაზარდოს შემდეგი პრეპარატების დონე სისხლში:

პენტოქსიფილინი (გამოიყენება ცირკულატორული დარღვევების სამკურნალოდ);

კოფეინი.

ციპროფლოქსაცინი ნორმონის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

საკვები და სასმელი არ ახდენს გავლენას ციპროფლოქსაცინი ნორმონით მკურნალობაზე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

უმჯობესია არ მოხდეს ციპროფლოქსაცინი ნორმონის მიღება ორსულობის დროს. ფეხმძიმობის დაგეგმვის შემთხვევაში უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს.

დაუშვებელია ციპროფლოქსაცინი ნორმონის გამოყენება ძუძუთი კვების დროს, რადგან ციპროფლოქსაცინი გამოიყოფა დედის რძეში და შეიძლება საზიანო იყოს ბავშვებისათვის.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

ციპროფლოქსაცინმა ნორმონმა შეიძლება დააქვეითოს ყურადღების კონცენტრაცია. შეიძლება განვითარდეს ზოგიერთი ნევროლოგიური გვერდითი მოვლენა. ამიტომ ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვამდე, პაციენტმა უნდა იცოდეს, როგორ მოქმედებს მასზე ციპროფლოქსაცინი ნორმონი. საჭიროა ექიმთან მიმართვა, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული.

ციპროფლოქსაცინი ნორმონი შეიცავს ნატრიუმს

ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 354 მგ ნატრიუმს (სუფრის მარილის მთავარი კომპონენტი) ყოველ 100 მლ ხსნარში. ეს ექვივალენტურია მოზრდილისათვის რეკომენდებული ნატრიუმის დღიური რაციონის 17,7%-ის.

ციპროფლოქსაცინი ნორმონის გამოყენების წესი

მკურნალი ექიმი პაციენტს აუხსნის, ზუსტად რა რაოდენობის ციპროფლოქსაცინი ნორმონი, რამდენჯერ და რამდენი ხნის განმავლობაში უნდა მიიღოს. დოზა დამოკიდებულია ინფექციის ტიპსა და სიმძიმეზე,

მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის პრობლემები, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია.

მკურნალობა ჩვეულებრივ გრძელდება 5-დან 21 დღემდე, მაგრამ მძიმე ინფექციების დროს შეიძლება საჭირო გახდეს უფრო ხანგრძლივი მკურნალობა.

მკურნალი ექიმი პაციენტს თითოეულ დოზას გაუკეთებს ინტრავენურად, სისხლის მიმოქცევაში, ნელი ინფუზიის სახით. ბავშვებისათვის ინფუზიის ხანგრძლივობაა 60 წუთი. მოზრდილ პაციენტებში ინფუზიის დრო არის 60 წუთი 400 მგ ციპროფლოქსაცინი ნორმონისათვის და 30 წუთი 200 მგ ციპროფლოქსაცინი ნორმონისათვის. ინფუზიის ნელა გაკეთება ხელს უწყობს დაუყოვნებლივი გვერდითი მოვლენების განვითარების პრევენციას.

პაციენტმა უნდა დალიოს დიდი რაოდენობით სითხეები ციპროფლოქსაცინი ნორმონით მკურნალობის დროს.

ციპროფლოქსაცინი ნორმონით მკურნალობის შეწყვეტისას

მნიშვნელოვანია, რომ დასრულდეს მკურნალობის კურსი, რამდენიმე დღის შემდეგ მდგომარეობის გაუმჯობესების მიუხედავად. მედიკამენტის მიღების ნაადრევად შეწყვეტისას ინფექცია შეიძლება არ განიკურნოს სრულად და ინფექციის სიმპტომები ისევ განვითარდეს ან გაუარესდეს. ასევე, შეიძლება განვითარდეს ანტიბიოტიკის მიმართ რეზისტენტობა.

ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთნ მიმართვა.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ციპროფლოქსაცინი ნორმონიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

თუ გვერდითი მოვლენები იღებს სერიოზულ ხასიათს ან აღინიშნება ისეთი გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს ყოველი 100-დან 1-10 პაციენტში):

გულისრევა, დიარეა, ღებინება;

სახსრების ტკივილი ბავშვებში;

ინექციის ადგილზე ადგილობრივი რეაქციები, კანზე გამონაყარი;

სისხლში გარკვეული ნივთიერებების დონის დროებითი მომატება (ტრანსამინაზები).

არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს ყოველი 1,000-დან 1-10 პაციენტში):

სოკოვანი სუპერინფექციები (გამოწვეულია სოკოთი;

ეოზინოფილების, ლეიკოციტების ტიპის, მაღალი კონცენტრაცია, თრომბოციტების დაქვეითებული კონცენტრაცია;

მადის დაკარგვა (ანორექსია)

ჰიპერქტივობა, აგზნება, ცნობიერების დაბინდვა. დეზორიენტაცია, ჰალუცინაციები;

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილის პრობლემები, გემოს დარღვევები, ჩხვლეტის და წიწკნის შეგრძნება, შეგრძნებების სტიმულების მიმართ უჩვეულო მგრძნობელობა, კბილების კრაჭუნი (იხ. პარაგრაფი 2: სპეციალური სიფრთხილეა საჭირო ციპროფლოქსაცინი ნორმონის გამოყენებისას), თავბრუსხვევა, ვერტიგო;

მხედველობის პრობლემები;

სმენის დაკარგვა;

აჩქარებული გულისცემა (ტაქიკარდია);

სისხლძარღვების გაფართოება (ვაზოდილატაცია), დაბალი სისხლის წნევა;

მუცლის ტკივილი, მონელების პრობლემები, როგორიცაა დისპეფსია/გულძმარვა, მეტეორიზმი;

ღვიძლის დარღვევები, სისხლში გარკვეული ნივთიერებების რაოდენობის ზრდა (ბილირუბინი), სიყვითლე (ქოლესტაზური სიყვითლე);

ქავილი, ჭინჭრის ციება;

სახსრების ტკივილი მოზრდილებში;

თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, თირკმლის უკმარისობა;

კუნთების და ძვლების ტკივილი, ცუდად ყოფნის შეგრძნება (ასთენია), ცხელება, სითხის შეკავება;

ტუტე ფოსფატაზის (გარკვეული ნივთიერების) დონის მომატება სისხლში.

იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს ყოველი 10.000-დან 1-10 პაციენტში):

ნაწლავების ანთება (კოლიტი), რომელიც დაკავშირებულია ანტიბიოტიკების მიღებასთან (შეიძლება იყოს ფატალური ზოგიერთ შემთხვევაში) (იხ. პარაგრაფი 2: სპეციალური სიფრთხილეა საჭირო ციპროფლოქსაცინი ნორმონის გამოყენებისას);

სისხლის უჯრედების რაოდენობის ცვლილებები (ლეიკოპენია, ლეიკოციტოზი, ნეიტროპენია, ანემია), ლეიკოციტების და ერითროციტების და თრომბოოციტების რაოდენობის მკვეთრი დაქვეითება (პანცყტოპენია), რაც შეიძლება იყოს ფატალური, ძვლის ტვინის დეპრესია, რაც ასევე შეიძლება ფატალური იყოს (იხ. პარაგრაფი 2: სპეციალური სიფრთხილეა საჭირო ციპროფლოქსაცინი ნორმონის გამოყენებისას);

ალერგიული რეაქცია, ალერგიული შესივება (შეშუპება), კანის და ლორწოვანი გარსების სწრაფი შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება), სიცოცხლისათვის სახიფათო სერიოზული ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსიური შოკი) (იხ. პარაგრაფი 2: სპეციალური სიფრთხილეა საჭირო ციპროფლოქსაცინი ნორმონის გამოყენებისას);

სისხლში შაქრის დონის მომატება (ჰიპერგლიკემია);

შფოთვითი რეაქციები, უჩვეულო სიზმრები, დეპრესია, ფსიქიკური დარღვევები (ფსიქოზური რეაქციები) (იხ. პარაგრაფი 2: სპეციალური სიფრთხილეა საჭირო ციპროფლოქსაცინი ნორმონის გამოყენებისას);

კანის მგრძნობელობის დაქვეითება, ტრემორი, შაკიკი, ყნოსვის დარღვევა;

ყურებში ხმაური, სმენის დაქვეითება;

გულისწასვლა, სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი);

ქოშინი, მათ შორის ასთმური სიმპტომები;

პანკრეატიტი;

ჰეპატიტი, ღვიძლის უჯრედების სიკვდილი (ღვიძლის ნეკროზი), ძალიან იშვიათად იწვევს სიცოცხლისათვის სახიფათო ღვიძლის უკმარისობას;

სინათლეზე მგრძნობელობა (იხ. პარაგრაფი 2: სპეციალური სიფრთხილეა საჭირო ციპროფლოქსაცინი ნორმონის გამოყენებისას), არასპეციფიკური ბლისტერების წარმოქმნა, წვრილი სისხლჩაქცევები კანქვეშ (პეტექიები);

კუნთების ტკივილი, სახსრების ანთება, კუნთების ტონუსის მომატება ან სმაზმები, მყესის გაწყვეტა, განსაკუთრებით კოჭის უკანა მსხვილი მყესის (აქილევსის მყესი) (იხ. პარაგრაფი 2: სპეციალური სიფრთხილეა საჭირო ციპროფლოქსაცინი ნორმონის გამოყენებისას);

სისხლი ან კრისტალები შარდში (იხ. პარაგრაფი 2: სპეციალური სიფრთხილეა საჭირო ციპროფლოქსაცინი ნორმონის გამოყენებისას), საშარდე გზების ანთება;

ჭარბი ოფლიანობა;

შედედები ფაქტორის (პროთრომბინის) დონის ცვლილება ან ფერმენტ ამილაზის დონის მომატება.

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს ყოველი 10.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის გარკვეული ტიპის შემცირება (ჰემოლიზური ანემია), სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის სახიფათო შემცირება (აგრანულოციტოზი);

მძიმე ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური რეაქცია და ანაფილაქსიური შოკი), რომელიც შეიძლება იყოს სიცოცხლისათვის სახიფათო (იხ. პარაგრაფი 2: სპეციალური სიფრთხილეა საჭირო ციპროფლოქსაცინი ნორმონის გამოყენებისას);

კოორდინაციის დარღვევა, სიარულის დროს ბალანსის დარღვევა, თავის ქალის შიდა წნევის მომატება (ინტრაკრანიული წნევის მომატება);

ფერების აღქმის დარღვევა;

კანის სხვადასხვა ფორმის გამონაყარი (მაგ.: პოტენციურად ფატალური სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი);

კუნთების სისუსტე, მყესების ანთება, მიასთენიის სიმპტომების გაუარესება (იხ. პარაგრაფი 2: სპეციალური სიფრთხილეა საჭირო ციპროფლოქსაცინი ნორმონის გამოყენებისას).

სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე):

ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები, როგორიცაა ტკივილი, წვა, ჩხვლეტა, დაბუჟება და/ან კიდურების კუნთების სისუსტე;

გულის რითმის მძიმე დარღვევები, არარეგულარული გულისცემა (torsades de pointes);

წყლის გამოყოფის დარღვევასთან და ნატრიუმის დაბალ დონესთან დაკავშირებული სინდრომი (SIADH);

ცნობიერების დაბინდვა სისხლში შაქრის ძლიერი დაქვეითების გამო (ჰიპოგლიკემიური კომა). იხ. პარაგრაფი 2.

ძალიან იშვიათი ხანგრძლივი (გრძელდება თვეები ან წლები) ან მუდმივი წამლისმიერი გვერდითი რეაქციები, როგორიცაა მყესების ანთება, მყესების გაწყვეტა, სახსრების ტკივილი, კიდურების ტკივილი, სიარულის გაძნელება, პათოლოგიური შეგრძნებები, როგორიცაა ჩხვლეტის, დაბუჟების ან წვის შეგრძნებები, დაბუჟება ან ტკივილი (ნეიროპათია), დეპრესია, სისუსტე, ძილის დარღვევები, მეხსიერების დარღვევები, ასევე სმენის, მხედველობის და გემოს და ყნოსვის დარღვევები დაკავშირებული იყო ქინოლონების და ფტორქინოლონების მიღებასთან, ზოგიერთ შემთხვევაში ადრე არსებული რისკფაქტორებისაგან დამოუკიდებლად.

აორტის კედლის გადიდება და დასუსტება ან აორტის კედლის გახევა (ანევრიზმა და განშრევება), რამაც შეიძლება გამოიწვიოს რუპტურა და გახდეს ფატალური, და გულის სარქვლების ნაკლოვანება, აღწერილი იქნა ფტორქინოლონების მიმღებ პაციენტებში, იხ. ასევე პარაგრაფი 2.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება უშუალოდ შესაძლებელია ესპანეთის ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო საშუალებების ფარმაკოზედამხედევლობის სისტემის საშუალებით: www.noificaram.es

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

ციპროფლოქსაცინი ნორმონის შენახვის წესი

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

პაკეტები: ინახება 30ºC-ის ქვემოთ. ინახება ორიგინალი შეფუთვით სინათლისაგან დასაცავად. დაუშვებელია გაყინვა ან მაცივარში შენახვა.

რადგან ციპროფლოქსაცინი მგრძნობიარეა სინათლის მიმართ, პაკეტები ამოღებულ უნდა იქნეს შეფუთვიდან უშუალოდ პრეპარატის გაკეთების წინ.

გადაგდებულ უნდა იქნეს, თუ აღინიშნება კონტეინერზე ან მასში არსებულ სითხეზე ცვლილებები.

დაუშვებელია ციპროფლოქსაცინი ნორმონის გამოყენება კონტეინერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი არასაჭირო შეფუთვის ან პრეპარატის გადაგდების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ციპროფლოქსაცინი ნორმონი

აქტიური ნივთიერებაა ციპროფლოქსაცინი.

ყოველი 100 მლ შეიცავს 200 მგ ციპროფლოქსაცინს, ლაქტატის სახით.

ყოველი 200 მლ შეიცავს 400 მგ ციპროფლოქსაცინს, ლაქტატის სახით.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: რძემჟავა, ნატრიუმის ქლორიდი, მარილმჟავა და საინექციო წყალი.

ციპროფლოქსაცინი ნორმონის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა

საინფუზიო ხსნარი

ციპროფლოქსაცინი ნორმონი საინფუზიო ხსნარი არის გამჭვირვალე, უფერო ან ღია ყვითელი ფერის ხსნარი.

ხელმისაწვდომია პლასტიკური პაკეტებით 100 და 200 მლ.

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

LABORATORIOS NORMON, S.A.

Ronda de Valdecarrizo, 6 - 28760 Tres Cantos - Madrid (SPAIN)

ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.

რონდა დე ვალდეკარიზო, 6 - 28760 ტრეს კანტოს – მადრიდი (ესპანეთი)

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2020 წლის დეკემბერი

რეკომენდაცია/სამედიცინო განათლება

ანტიბიოტიკები გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ. ისინი არაეფექტიანია ვირუსული ინფექციების წინააღმდეგ.

თუ ექიმი ნიშნავს ანტიბიოტიკებს, პაციენტი მათ საჭიროებს ზუსტად მიმდინარე დაავადებისათვის.

ანტიბიოტიკებით მკურნალობის მიუხედავად, ზოგიერთი ბაქტერია შეიძლება გადარჩეს ან გამრავლდეს. ამ ფენომენს ეწოდება რეზისტენტობა: ზოგიერთი ანტიბიოტიკებით მკურნალობა შეიძლება არაეფექტიანი იყოს.

ანტიბიოტიკების არასწორად გამოყენება ზრდის რეზისტენტობას. პაციენტი შეიძლება დაეხმაროს ბაქტერიას, გახდეს რეზისტენტული და შედეგად, დაყოვნდეს განკურნება ან დაქვეითდეს ანტიბიოტიკების ეფექტიანობა, თუ პაციენტი არ იცავს შემდეგ მითითებებს:

დოზას;

სქემას;

მკურნალობის ხანგრძლივობას.

შესაბამისად, წამლის ეფექტიანობის შესანარჩუნებლად:

ანტიბიოტიკების გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის დანიშნულებით;

ზუსტად უნდა მოხდეს ექიმის დანიშნულების დაცვა;

მედიკამენტის ხელახლა გამოყენება არ უნდა მოხდეს ექიმის დანიშნულების გარეშე, მაშინაც კი, თუ პაციენტს აღენიშნება იგივე დაავადება;

ანტიბიოტიკის მიცემა დაუშვებელია სხვა პირისთვის; შეიძლება არ შეესაბამებოდეს მის დაავადებას;

მკურნალობის დასრულების შემდეგ, ყველა გამოუყენებელი პრეპარატი უნდა დაბრუნდეს აფთიაქში მათი სათანადო წესით განადგურებისათვის.

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ სამედიცინო ან ჯანდაცვის სპეციალისტებისათვის

ციპროფლოქსაცინი ნორმონი კეთდება ინტრავენური ინფუზიის სახით. ბავშვებისათვის ინფუზიის ხანგრძლივობა არის 60 წუთი. მოზრდილ პაციენტებში ინფუზიის დრო არის 60 წუთი 400 მგ ციპროფლოქსაცინი ნორმონისათვის და 30 წუთი ციპროფლოქსაცინი ნორმონისათვის. ნელი ინფუზია მსხვილ ვენაში ახდენს დისკომფორტის მინიმუმამდე შემცირებას პაციენტისათვის და ამცირებს ვენის გაღიზიანების რისკს. საინფუზიო ხსნარი შეიძლება გადაისხას პირდაპირ ან თავსებად საინფუზიო ხსნარებში შერევის შემდეგ.

თუ არ არის დადასტურებული სხვა საინფუზიო ხსნარებთან/წამლებთან თავსებადობა, საინფუზიო ხსნარი ყოველთვის უნდა გაკეთდეს ცალკე, შეუთავსებლობის ვიზუალური ნიშნებია, მაგალითად, ნალექის წარმოქმნა, შემღვრევა და ფერის ცვლილება.

ციპროფლოქსაცინი ნორმონი 2 მგ/მლ საინფუზიო ხსნარი თავსებადია ფიზიოლოგიურ ხსნართან, რინგერის ხსნართამ, 5 და 10%-იან დექსტროზის ხსნართან, გლუკოზის ხსნართან და 10% ფრუქტოზის ხსნართან. როგორც კი ხსნარი მომზადდება, ის გამოყენებულ უნდა იქნეს 24 საათში.

ინტრავენური მკურნალობის დაწყების შემდეგ მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს ასევე პერორალურად.

დეტალური და განახლებული ინფორმაცია ამ მედიკამენტის შესახებ ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლებისა და სამედიცინო მოწყობილობების სააგენტოს (AEMPS) ვებგვერდზე: http://www.aemps/gob.es/

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა