ციპრინოლი
Ciprinol®
ციპრინოლი® წარმოადგენს ანტიბიოტიკს, რომელიც მიეკუთვნება ფტორქინოლონების კლასს. აქტიური ნივთიერება არის ციპროფლოქსაცინი. ციპროფლოქსაცინი მოქმეცებს, გარკვეული ტიპის ბაქტერიების განადგურების ხარჯზე, რომლებიც იწვევენ ინფექციას. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ციპროფლოქსაცინი (ciprofloxacin)
- ფორმა და შეფუთვა
- 750მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10 (1X10)
- მწარმოებელი
- KRKA d.d., Novo mesto, სლოვენია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ფტორქინოლონები
- ATC კოდი
- J01MA02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-035458
- რეგისტრირებულია
- 3 ივნისი 2022, მოქმედებს 3 ივნისი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- KRKA d.d., Novo mesto (სლოვენია)
- განმცხადებელი
- შპს „პსპ ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ციპრინოლი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ციპრინოლი® წარმოადგენს ანტიბიოტიკს, რომელიც მიეკუთვნება ფტორქინოლონების კლასს. აქტიური ნივთიერება არის ციპროფლოქსაცინი. ციპროფლოქსაცინი მოქმეცებს, გარკვეული ტიპის ბაქტერიების განადგურების ხარჯზე, რომლებიც იწვევენ ინფექციას.
უფროსები
ციპრინოლი® გამოიყენება უფროსებში შემდეგი ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ:
სასუნთქი გზების ინფექციები
ყურის ან სინუსის ხანგრძლივი ან განმეორებითი ინფექციები
არაგართულებული მწვავე ცისტიტი
მწვავე პიელონეფრიტი
შარდგამომყოფი გზების გართულებული ინფექციები
ბაქტერიული პროსტატიტი
ქალებში და მამაკაცებში სასქესო ორგანოების ინფექციები
კუჭ – ნაწლავის ტრაქტის ინფექციები და ინტრააბდომინალური ინფექციები
კანის და რბილი ქსოვილების ინფეციები
ძვლების და სახსრების ინფექციები
ინფექციების პროფილაქტიკისათვის, რომლებიც გამოწვეულია Neisseria meningitidis ბაქტერიებით
ინჰალაციური ციმბირული წყლული.
ციპროფლოქსაცინის გამოყენება შესაძლებელია ლეიკოციტების დაბალი დონის მქონე პაციენტებში (ნეიტროპენია), რასაც ახლავს ცხელება და რომელიც, როგორც წესი, გამოწვეულია ბაქტერიული ინფექციებით.
თუ აღინიშნება რთული ინფექცია ან ეს ინფექცია გამოწვეულია რამოდენიმე ტიპის ბაქტერიებით, შესაძლოა საჭირო გახდეს ციპრინოლზე® სხვა ანტიბიოტიკებით დამატებითი მკურნალობის დანიშვნა.
ბავშვები და მოზარდები
ციპრინოლი® გამოიყენება შემდეგი ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ ბავშვებში და მოზარდებში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ:
ფილტვების და ბრონქების კისტოზური ფიბროზის გამწვავება
შარდგამომყოფი გზების გართულებული ინფექციები, მათ შორის ინფექციები, რომლებიც გავრცელდა თირკმელებზე (მწვავე პიელონეფრიტი)
ინჰალაციური ციმბირული წყლული
ციპრინოლის® გამოყენება შესაძლებელია რთული ინფექციების სამკურნალოდ ბავშვებში და მოზარდებში, როდესაც ექიმი საჭიროდ მიიჩნევს მისი გამოყენების აუცილებლობას.
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის უნდა მიიღოთ პრეპარატი ზუსტად ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად. ეს მითითებები დამოკიდებულია ინფექციის სახეობაზე და სირთულეზე. ნებისმიერი საეჭვო მდგომარეობის გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.
აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ თირკმლის პრობლემები, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს დოზირების კორექცია.
მკურნალობა ჩვეულებრივ გრძელდება 5-დან 21 დღემდე, მაგრამ შესაძლებელია საჭირო გახდეს უფრო მეტი დროის მანძილზე გამოყენება რთული ინფექციებისას. ტაბლეტები მიიღეთ ზუსტად ისე, როგორც დაგინიშნათ ექიმმა. მიმართეთ ექიმს, თუ არ იცით, რამდენი ტაბლეტი უნდა მიიღოთ და რა ხანგრძლივობით.
ტაბლეტები უნდა გადაყლაპოთ მთლიანად დიდი რაოდენობით წყლის მიყოლებით. არ დაღეჭოთ ტაბლეტები, რადგან მათ აქვთ არასასიამოვნო გემო. შეეცადეთ მიიღოთ ტაბლეტები დღის ერთი და იმავე დროს ყოველდღე. ტაბლეტების მიღება შესაძლებელია კვებისგან დამოუკიდებლად. კალციუმი, რომელიც შედის ზოგიერთი საკვების შემადგენლობაში, არ მოახდეს სერიოზულ ზეგავლენას ციპროფლოქსაცინის შეწოვაზე. თუმცა ციპრონოლის® ტაბლეტები არ უნდა მიიღოთ რძის პროდუქტებთან (როგორიცაა რძე ან იოგურტი) ან სასმელებთან ერთად, რომლებიც მდიდარია მინერალებით (მაგალითად, ფორთოხლის წვენი, კალციუმით მდიდარი).
არ დაგავიწყდეთ მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე ციპრინოლით® მკურნალობის პერიოდში.
თუ მიიღეთ ციპრინოლის® საჭიროზე მეტი დოზირება
თუ მიიღეთ დანიშნულ დოზაზე მეტი დოზირება, სასწრაფოდ უნდა მიმართოთ სამედიცინო დახმარებას. თან წაიღეთ ტაბლეტები ან წამლის შეფუთვა, რომ აჩვენოთ ექიმს.
თუ დაგავიწყდათ პრეპარატი ციპრინოლის® მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზირების კომპენსირების მიზნით.
თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ ის როგორც კი გაგახსენდებათ მაშინვე. თუმცა თუ უკვე ახლოვდება მომდევნო დოზირების მიღების დრო, მაშინ უნდა გამოტოვოთ ეს დოზა და განაგრძოთ მიღება ჩვეულებრივ დოზირების რეჟიმის მიხედვით. აუცილებლად უნდა დაასრულოთ მკურნალობის კურსი.
თუ გსურთ პრეპარატი ციპრინოლის® მიღების შეწყვეტა
მნიშვნელოვანია კურსის ბოლომდე დასრულება, მაშინაც კი თუ თქვენ რამოდენიმე დღის შემდეგ თავს იგრძნობთ უკეთ. თუ შეწყვიტავთ მკურნალობას ნაადრევად, არ მოხდება ინფექციის სრული განადგურება და შესაძლოა აღინიშნოს მისი სიმპტომების რეციდივი ან გაუარესება. ასევე შესაძლოა განვითარდეს ანტიბიოტიკის მიმართ მდგრადობა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ, მიმართეთ ექიმს.
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების მიმართ, სხვა ქინოლონების მიმართ ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომელიც აღწერილია პუნქტში 6.1.
- ციპროფლოქსაცინის და თიზანიდინის ერთდროული გამოყენება (იხ. პუნქტი 4.5).
- 4 სპეციალურ გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
ციმპროფლოქსაცინის გამოყენებას უნდა მოერიდოთ პაციენტებში, რომლებშიც აღინიშნებოდა სერიოზული გვერდითი რეაქციები წარსულში ქინოლონების ან ფტორქინოლონების შემცველი პროდუქტების გამოყენებისას (იხ. პუნქტი 4.8). ამ პაციენტებში ციპროფლოქსაცინით მკურნალობა უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს ალტერნატიული მკურნალობის შესაძლებლობა და რისკ/სარგებლის მკაცრი შეფასების შემდეგ (იხ. ასევე პუნქტი 4.3).
ხანგრძლივი, დამაინვალიდირეველი და პოტენციურად არარევერსული სერიოზული გვერდითი წამლის რეაქციები
ძალიან იშვიათ შემთხვევებში გამოვლინდა ხანგრძლივი (გრძელდებოდა თვეები ან წლები), დამაინვალიდირებელი ან პოტენციურად არარევერსული სერიოზული გვერდითი წამლის რეაქციები, რომლებიც ვრცელდებოდნენ სხვადასხვა, ზოგჯერ რამოდენიმე სხეულის სისტემებზე (ჩონჩხ-კუნთოვან, ნერვულ, ფსიქიურ და შეგრძნებების სისტემებზე) პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ქუინოლონებს და ფტორქინოლონებს მათი ასაკის მიუხედავად და წინმსწრები რისკ-ფაქტორების მიუხედავად. ციპროფლოქსაცინის მიღება სასწრაფოდ უნდა შეწყდეს სერიოზული გვერდითი რეაქციის პირველივე სიმპტომის გამოვლენისას და პაცენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს რჩევისთვის.
რთული ინფქციები და შერეული ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია გრამ-დადებითი და ანაერობული პათოგენებით
ციპროფლოქსაცინის მონოთერაპია არ არის მიზანშეწონილი რთული ინფექციების შემთხვევებში და ინფექციებისას, რომლებიც გამოწვეულია გრამ-დადებითი ან ანაერობული ბაქტერიებით. ასეთი ინფექციების შემთხვევებში ციპროფლოქსაცინის გამოყენება უნდა მოხდეს ერთდროულად სხვა შესაბამის ანტიბაქტერიულ საშუალებებთან ერთად.
სტრეპტოკოკური ინფექციები (მათ შორის Streptococcus pneumoniae)
ციპროფლოქსაცინი არ არის რეკომენდებული სტრეპტოკოკული ინფექციების სამკურნალოდ არაადეკვატური ეფექტურობის გამო.
გენიტალიური ტრაქტის ინფექციები
გონოკოკური ურეტრიტი, ცერვიციტი, ეპიდიდიმო-ორქიტი და მენჯის ორგანოების ანთებითი დაავადებები, რომლებიც სავარაუდოდ გამოწვეულია ფტორქინოლონების მიმართ რეზისტენტული Neisseria gonorrhoeae-თი. აქედან გამომდინარე ციპროფლოქსაცინი გამოყენებული უნდა იქნეს გონოკოკური ურეტრიტის ან ცერვიციტის მკურნალობისათვის მხოლოდ ციპროფლოქსაცინის მიმართ რეზისტენტული Neisseria gonorrhoeae-ს გამორიცხვის შემთხვევაში.
ეპიდიდიმო-ორქიტის და მენჯის ორგანოების ანთებითი დაავადებების დროს ციპროფლოქსაცინის ემპირიული გამოყენება მიზანშეწონილია მხოლოდ სხვა დამატებითი შესაბამისი ანტიბაქტერიული საშუალებების კომბინირებული გამოყენებისას (მაგ., ცეფალოსპორინი), თუკი გამოირიცხება ციპროფლოქსაცინის მიმართ რეზისტენტული Neisseria gonorrhoeae-ს არსებობა. თუ არ შეინიშნება კლინიკური გაუმჯობესება მკურნალობიდან 3 დღის შემდეგ, უნდა მოხდეს მკურნალობის გადახედვა.
საშარდე ტრაქტის ინფექციები
ფტორქინოლონების მიმართ Eschierichia coli-ს რეზისტენტულობა – რომელიც არის საშარდე ტრაქტის ინფექციების ყველაზე ხშირი გამომწვევი მიკრობი – განსხვავდება ევრო კავშირის მასშტაბით. ექიმებმა მედიკამენტის დანიშვნისას უნდა გაითვალისწინონ ფტორქინოლონების მიმართ Escherichia coli-ს რეზისტენტობის ადგილობრივი მაჩვენებლები.
ციპროფლოქსაცინის ერთჯერადი დოზის გამოყენებისას, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია არაგართულებული ცისტიტის დროს ქალებში პრემენოპაუზურ პერიოდში, მოსალოდნელია დაბალი ეფექტურობა ხანგრძლივ მკურნალობასთან შედარებით. ეს გასათვალისწინებელია უფრო მეტად Escherichia coli-ს ქინოლონების მიმართ რეზისტენტულობის დონის გაზრდის გამო.
ინტრა-აბდომინალური ინფექციები
არსებობს შეზღუდული მონაცემები ციპროფლოქსაცინის ეფექტურობის შესახებ პოსტ-ქირურგიული მუცლის შიდა ინფექციების მკურნალობისას.
მოგზაურთა დიარეა
ციპროფლოქსაცინზე არჩევანის გაკეთებისას უნდა გაითვალისწინოთ ინფორმაცია ციპროფლოქსაცინის მიმართ იმ პათოგენების რეზისტენტულობის შესახებ, რომლებიც გავრცელებულია ქვეყანაში, რომელშიც გსურთ მოგზაურობა.
ძვლების და სახსრების ინფექციები
ციპროფლოქსაცინის გამოყენება უნდა მოხდეს სხვა ანტიმიკრობულ საშუალებებთან ერთად კომბინაციაში, მიკრობიოლოგიური დოკუმენტაციების მიხედვით.
ინჰალაციური ციმბირული წყლული
ადამიანებში გამოყენება ეფუძნება ინ ვიტრო მგრძნობელობის კვლევების და ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტების მონაცემებს, ასევე შეზღუდულ ადამიანების მონაცემებს. მკურნალმა ექიმმა უნდა გაითვალისწინოს ციმბირული წყლულის მკურნალობის ეროვნული და საერთაშორისო შეთანხმებების დოკუმენტაცია.
პედიატრიული პოპულაცია
ციპროფლოქსაცინის გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში უნდა მოხდეს ოფიციალური წესების შესაბამისად. ციპროფლოქსაცინით მკურნალობა უნდა ჩატარდეს თერაპევტის მიერ, რომელსაც გააჩნია ბავშვებში და მოზარდებში კისტოზური ფიბოზის/რთული ინფექციების მკურნალობის გამოცდილება.
დადასტურდა, რომ ციპროფლოქსაცინი იწვევს ართროპათიას წონის მატარებელ სახსრებში მოუმწიფებელ ცხოველებში. უსაფრთხოების მონაცემებმა, რომლებიც მიღებული იქნენ ბავშვებში ციპროფლოქსაცინის გამოყენების შესახებ რანდომიზებული ორმაგი ბრმა კვლევებიდან (ციპროფლოქსაცინი: n=335, საშუალო ასაკი =6.3 წელი; შედარებითი: n=349, საშუალო ასაკი = 6.2 წელი; ასაკობრივი დიაპაზონი = 1-დან 17 წელი) გამოავლინეს პრეპარატის გამოყენებასთან ასოცირებული ართროპათიის სავარაუდო განვითარების შემთხვევები (რაც ვლინდება სახსრებთან დაკავშირებული კლინიკური სიმპტომებით და ნიშნებით), რომლებიც შეადგენდა +42 დღისათვის 7.2%-დან და 4.6%. შესაბამისად, მედიკამენტის გამოყენებასთან ასოცირებული ართროპათიის სიხშირე 1 წლის დაკვირვების შემდეგ შეადგენდა 9.0% და 5.7%. წამლის ართროპათიის სავარაუდო შემთხვევების რიცხვის გაზრდა დროთა განმავლობაში ჯგუფებს შორის არ იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი. მკურნალობა უნდა დაიწყოს მხოლოდ მკურნალობის სარგებლის და სახსრების და/ან მიმდებარე ქსოვილების მხრივ არასასურველი ეფექტების შედეგად გამოწვეული რისკის მკაცრი შეფასების შემდეგ (იხ. პუნქტი 4.8).
ბრონქო-პულმონალური ინფექციები კისტური ფიბროზის დროს
კლინიკური კვლევები მოიცავდნენ 5-17 წლის ასაკის ბავშვებს და მოზარდებს. არსებობს შეზღუდული გამოცდილება 1 -დან 5 წლის ასაკის ბავშვებში მკურნალობის შესახებ.
გართლებული შარდგამომყოფი ტრაქტის ინფექციები და პიელონეფრიტი
ციპროფლოქსაცინით საშარდე ტრაქტის ინფექციების მკურნალობა მიზანშეწონილია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია სხვა ალტერნატიული მკურნალობის გამოყენება და უნდა ეფუძნებოდეს მიკრობიოლოგიური დოკუმენტაციის შედეგებს. კლინიკური კვლევებიმოიცავდნენ 1-17 წლის ასაკის ბავშვებს და მოზარდებს.
სხვა სპეციფიური რთული ინფექციები
გამოყენება შესაძლებელია სხვა რთული ინფექციებისას ოფიციალური წესების შესაბამისად ან სარგებელი-რისკის მკაცრი შეფასების შემდეგ, თუ შეუძლებელია სხვა ალტერნატიული მკურნალობის გამოყენება ან თუ ტრადიციული თერაპია არაეფექტურია და როდესაც მიკრობიოლოგიური დოკუმენტაციის თანახმად გამართლებულია ციპროფლოქსაცინის გამოყენება.
ციპროფლოქსაცინის გამოყენება სხვა ისეთი სპეციფიური რთული ინფექციებისას, რომლებიც არ არის აღწერილი ზემოთ არ იქნა შეფასებული კლინიკური კვლევებისას და არსებობს შეზღუდული კლინიკური გამოცდილება. შესაბამისად, საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე პაციენტებში მსგავსი ინფექციების მკურნალობის დროს.
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები
ჰიპერმგრძნობელობის და ალერგიული რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციებიც, შესაძლოა გამოვლინდეს ერთჯერადი დოზირების მიღების შემდეგ (იხ. პუნქტი 4.8) და შესაძლოა ქმნიდეს სიცოცხლისათვის საფრთხეს. ასეთი რეაქციების გამოვლენისას უნდა შეწყვიტოთ ციპროფლოქსაცინის მიღება და ჩატარდეს შესაბამისი მკურნალობა.
ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემა
ციპროფლოქსაცინი ძირითადად არ გამოიყენება პაციენტებში, რომლებთაც აღენშნებათ ანამნეზში მყესების დაავადება/დარღვევები, რომლებიც გამოწვეულია ქინოლონების მკურნალობის შედეგად. მიუხედავად ამისა, ძალიან იშვიათ შემთხვევებში, გამომწვევი მიკრობების მიკრობიოლოგიური დოკუმენტაციის და რისკ-სარგებლის შეფასების შემდეგ შესაძლებელია ციპროფლოქსაცინის დანიშვნა ამ პაციენტებში რთული ინფექციების მკურნალობისათვის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ სტანდარტული თერაპია უშედეგოა ან სახეზეა ბაქტერიული რეზისტენტულობა და მიკრობიოლოგიური მონაცემების მიხედვით გამართლებულია ციპროფლოქსაცინის გამოყენება.
მყესების ანთება და გახლეჩვა
მყესების ანთება ან გახლეჩვა (განსაკუთრებით, თუმცა არა მხოლოდ აქილევსის მყესის), ზოგჯერ ბაქტერიული ფორმითაც, შესაძლოა გამოვლინდეს ქინოლონებით და ფტორქინოლონებით მკურნალობის პირველი 48 სთ განმავლობაში და ასევე არსებობს ცნობები მისი გამოვლენის შესახებ მკურნალობის შეწყვეტიდან რამოდენიმე თვის შემდეგაც. მყესების ანთების ან გახლეჩვის რისკი იზრდება ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებთაც აღენიშნებათ ასევე თირკმლის უკმარისობა, პაციენტებში, რომლებმაც გადაიტანეს სოლიდური ორგანოს ტრანსპლანტაცია და მათში, ვინც იღებენ ამ დროისათვის კორტიკოსტეროიდებს. ამიტომ, უნდა მოერიდოთ კორტიკოსტეროიდულებით ერთდროულ მკურნალობას.
მყესების ანთების ნებისმიერი სიმპტომის (მაგ., ტკივილი შეშუპებით, ანთება) გამოვლენისთანავე უნდა შეწყვიტოთ ციპროფლოქსაცინის მიღება და უნდა დაინიშნოს ალტერნატიული მკურნალობა. დაზიანებულ კიდურზე უნდა ჩატარდეს შესაბამისი მკურნალობა (მაგ., იმობილიზაცია). კორტიკოსტეროიდების გამოყენება არ უნდა მოხდეს თუ ვლინდება ტენდინოპათიის სიმპტომები.
ციპროფლოქსაცინის გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით პაციენტებში, რომლებთაც აღენიშნებათ მიასთენია გრავისი (იხ. პუნქტი 4.8).
მხედველობის დარღვევები
თუ აღინიშნება მხედველობის დაქვეითება ან თვალების ნებისმიერი სხვა ეფექტები, უნდა მიმართოთ თვალის სპეციალისტს დროულად კონსულტაციისათვის.
ფოტომგრძნობელობა
ციპროფლოქსაცინის გამოიყენება ასოცირდებოდა ფოტომგრძნობელობის რეაქციებთან. პაციენტები, რომლებიც იღებენ ციპროფლოქსაცინს უნდა მოერიდონ უშუალო მზის სხივების ხანგრძლივი დროით დასხივებას ან ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებას მკურნალობის პერიოდში (იხ. პუნქტი 4.8)
ცენტრალური ნერვული სისტემა
ცნობილია, რომ ქინოლონები იწვევენ კრუნჩვებს ან ამცირებენ კრუნჩხვის ზღვარს. არსებობს ცნობები ეპილეფსიის სტატუსის შემთხვევების შესახებ. ციპროფლოქსაცინის გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) დარღვევის მქონე პაციენტებში, რომლებთაც აქვთ კრუნჩხვებისადმი მიდრეკილება. თუ ვლინდება კრუნჩხვა, უნდა შეწყდეს ციპროფლოქსაცინის გამოყენება (იხ. პუნქტი 4.8). ფსიქიატრიული რეაქციები შესაძლოა გამოვლინდეს ციპროფლოქსაცინის პირველი დოზირების გამოყენების შემდეგ. ძალიან იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა აღინიშნოს დეპრესიის ან ფსიქოზის პროგრესირება სუიციდურ იდეებამდე/ქმედებებამდე, რაც სრულდება თვითმკვლელობის მცდელობით ან თვითმკვლელობით. ასეთ შემთხვევებში უნდა შეწყდეს ციპროფლოქსაცინის გამოყენება.
პერიფერიული ნეიროპათია
პაციენტებში რომლებიც იღებენ ქინოლონებს და ფტორქინოლონებს დაფიქსირდა სენსორული ან სენსომოტორული პოლინეიროპათიის შემთხვევები, რაც იწვევდა პარესთეზიას, ჰიპოასთეზიას, დიზასთეზიას ან სისუსტეს. პაციენტებმა, რომლებიც მკურნალობენ ციპროფლოქსაცინით უნდა აცნობოთ ექიმს მკურნალობის გაგრძელებამდე ნეიროპათიური სიმპტომების არსებობაზე, როგორიცაა ტკივილი, წვა, ჩხვლეტა, დაბუჟება ან სისუსტე პოტენციურად არარევერსული მდგომარეობის განვითარების თავიდან აცილების მიზნით (იხ. პუნქტი 4.8).
კარდეალური დარღვევები
საჭიროა სიფრთხილე ფტორქინოლონების, მათ შორის ციპროფლოქსაცინის მიღებისას პაციენტებში, რომლებშიც აღინიშნება QT - ინტერვალის გახანგრძლივების რისკ-ფაქტორი, მაგალითად:
თანდაყოლილი QT – ინტერვალის გახანგრძლივების სინდრომი
ისეთ წამლების ერთდროული გამოყენება, რომლებიც იწვევენ QT – ინტერვალის გახანგრძლივებას (მაგ., IA და III კლასის ანტიარითმიული საშუალებები, ტრიციკლური ანტიდეპრესიულები, მაკროლიდები, ანტიფსიქოზურები)
ელექტრონული ბალანსის დარღვევა (მაგ., ჰიპოკალიემია, ჰიპომაგნემია)
კარდიალური დარღვევები (მაგ., გულის უკმარისობა, მიოკარდის ინფარქტი, ბრადიკარდია)
ხანდაზმული პაციენტები და ქალები შესაძლოა უფრო მგრძნობიარენი იყვნენ QT- ხანგრძლივობის მედიკაციის მიმართ. ამიტომ საჭიროა სიფრთხილე ფტორქინოლონების, მათ შორის ციპროფლოქსაცინის გამოყენებისას ამ პოპულაციაში (იხ. პუნქტი 4.2, 4.5, 4.8 და 4.9).
აორტას ანევრიზმა და დისექცია
ეპიდერმიოლოგიურმა კვლევებმა აჩვენეს აორტას ანევრიზმას და განშრევების რისკის გაზრდა ფტორქინოლონების მიღების შემდეგ, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში. ამიტომ, უნდა მოხდეს ფტორქინოლონების გამოყენება მხოლოდ სარგებელი/რისკის შეფასების შემდეგ და ალტერნატიული მკურნალობის მეთოდის არ არსებობის შემთხვევაში ისეთ პაციენტებში, რომლებთაც აღენიშნებათ ოჯახის წევრების ისტორიაში ანევრიზმის დაავადება ან პაციენტებში, რომლებთაც აღენიშნებათ ანამნეზში აორტას ანევრიზმა და/ან აორტას დაავადება ან არსებობს სხვა აქტიური რისკ-ფაქტორები ან წინაპირობები, რომლებიც იწვევენ სავარაუდოდ აორტას ანევრიზმას და დისექციას (მაგ., მარფანის სინდრომი, ვასკულარული ელერს-დანლოს სინდრომი, ტაკაიასუ არტერიტი, გიგანტურ-უჯრედული არტერიტი, ბეჰჩეტის დაავადება, ჰიპერთენზია, ცნობილი ათეროსკლეროზი).
უეცრად აბდომინალური, მკერდის ან ზურგის ტკივილების გამოვლენის შემთხვევებში, პაციენტმა სასწრაფოდ უნდა მიმართოს ექიმს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში.
დისგლიკემია
სხვა ქინოლონების გამოყენების მსგავსად აღინიშნა ცნობები სისხლში გლუკოზის დარღვევების, მათ შორის ორივე ჰიპოგლიკემიის და ჰიპერგლიკემიის განვითარების შესახებ (იხ. პუნქტი 4.8), როგორც წესი დიაბეტიან პაციენტებში, რომლებიც იტარებენ მკურნალობას ერთდროულად ორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების (მაგ., გლიბენკლამიდი) ან ინსულინის თანხლებით. აღინიშნა ცნობები ჰიპოგლიკემიური კომის განვითარების შესახებ. დიაბეტიან პაციენტებში აუცილებელია სისხლში გლუკოზის დონის მკაცრი მონიტორინგი.
კუჭ-ნაწლავის დარღვევები
რთული და ქრონიკული დიარეის გამოვლენა მკურნალობის პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ (ასევე მკურნალობის დასრულებიდან რამოდენიმე კვირის შემდეგ) შესაძლოა მიუთითებდეს ანტიბიოტიკებთან ასოცირებულ კოლიტზე (სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა შესაძლო ლეტალური შედეგით), რომელიც საჭიროებს სასწრაფო მკურნალობას (იხ. პუნქტი 4.8). ასეთ შემთხვევაში უნდა შეწყდეს ციპროფლოქსაცინის გამოყენება და ჩატარდეს შესაბამისი მკურნალობა. ასეთ სიტუაციაში უკუნაჩვენებია ანტიპერისტალტიკური პრეპარატების მიღება.
თირკმლის და საშარდე ტრაქტის სისტემა
გამოვლინდა ციპროფლოქსაცინთან ასოცირებული კრისტალურია (იხ. პუნქტი 4.8). პაციენტებმა, რომლებიც იღებენ ციპროფლოქსაცინს უნდა მიიღონ საკმარისი რაოდენობით სითხე და უნდა მოერიდოთ შარდის გადაჭარბებით გატუტოვნებას.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
რადგან ციპროფლოქსაცინი ძირითადად გამოიყოფა უცვლელი სახით თირკმელებით, საჭიროა დოზირების კორექცია თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, როგორც აღწერილია პუნქტში 4.2, ციპროფლოქსაცინის აკუმულაციის შედეგად გამოწვეული გვერდითი რეაქციების თავიდან აცილების მიზნით.
ჰეპატობილიარული სისტემა
ციპროფლოქსაცინის გამოყენებისას აღინიშნა ღვიძლის ნეკროზის და სიცოცხლისათვის საშიში ღვიძლის უკმარისობის შემთხვევები (იხ. პუნქტი 4.8). ღვიძლის დარღვევის ნებისმიერი ნიშნის ან სიმპტომის გამოვლენისას (როგორიცაა ანორექსია, სიყვითლე, შარდის გამუქება, ქავილი ან მუცლის ტკივილი) უნდა შეწყვიტოთ მკურნალობა.
გლუკოზა-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას დეფიციტი
ციპროფლოქსაცინის გამოყენებისას აღინიშნა ჰემოლიზური რეაქციები პაციენტებში, რომლებთაც აღენიშნებოდათ გლუკოზა-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას დეფიციტი. უნდა მოერიდოთ ციპროფლოქსაცინის გამოყენებას ასეთ პაციენტებში, გარდა იმ შემთხვევისა თუ მოსალოდნელი სარგებელი აღემატება შესაძლო რისკს. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ჰემოლიზის პოტენციური გამოვლენის კონტროლი.
რეზისტენტულობა
ციპროფლოქსაცინის გამოყენების დროს ან მკურნალობის შემდეგ შესაძლოა აღნიშნოს ციპროფლოქსაცინის მიმართ რეზისტენტული ბაქტერიების იზოლირება, კლინიკურად გამოვლენილი სუპერინფექციით ან მის გარეშე. რისკი განსაკუთრებით იზრდება ხანგრძლივი მკურნალობისას ან თუ მკურნალობა ტარდება ნოზოკომიური ინფექციების და/ან Staphylococcus და Pseudomonas მიკრობებით გამოწვეული ინფექციების საწინააღმდეგოდ.
ციტოქრომა P450
ციპროფლოქსაცინი ახდენს CYP1A2 ფერმენტის ინჰიბირებას და ამან შესაძლოა გამოიწვიოს იმ ერთდროულად გამოყენებული მედიკამენტების შტრატისმიერი კონცენტრაციის გაზრდა, რომლებიც მეტაბოლირდებიან ამ ფერმენტის მეშვეობით (მაგ., თეოფილინი, კლოზაპინი, ოლანზაპინი, როპინიროლი, თიზანიდინი, დულოქსეტინი, აგომელატინი). ციპროფლოქსაცინის და თიზანიდინის ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია. ამიტომ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ამ ნოვთიერებებს ციპროფლოქსაცინთან ერთად საჭიროა ზედოზირების კლინიკური სიმპტომების მკაცრი კონტროლი და შესაძლოა საჭირო გახდეს შრატისმიერი კონცენტრაციის განსაზღვრა (მაგ., თეოფილინის) (იხ. პუნქტი 4.5).
მეტოტრექსატი
ციპროფლოქსაცინის ერთდროული გამოყენება მეტოტრექსატთან ერთად არ არის რეკომენდებული (იხ. პუნქტი 4.5).
ზეგავლენა ტესტებზე
ციპროფლოქსაცინის ინ-ვიტრო აქტივობამ Mycobacterium tuebrculosis წინააღმდეგ შესაძლოა მოგვცეს ცრუ უარყოფითი შედეგი ბაქტერიული ტესტის ჩატარებისას პაციენტებში, რომლებიც იღებენ ციპროფლოქსაცინს.
სიფრთხილის ზომები
არ შეიძლება ციპრინოლის® გამოყენება შემდეგ შემთხვევებში:
თუ აღინიშნება ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების მიმართ, სხვა ქინოლონების ან ამ პრეპარატში შემავალი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ (იხ. პუნქტი 6);
უკუნაჩვენებია ერთდროული გამოყენება თიზანიდინთან (იხ. პუნქტი 2, ნაწილი ,,სხვა პრეპარატები და ციპრინოლი®).
განსაკუთრებული მითითებები და უსაფთხოების ზომები
მიმართეთ ექიმს ციპრინოლის® გამოყენებამდე კონსულტაციისათვის.
ციპრინოლის® გამოყენებამდე
უნდა აცნობოთ ექიმს, თუ:
ოდესმე გახასიათებდათ თირკმელების დარღვევები, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს მკურნალობის კორექცია.
თუ აღინიშნება ეპილეფსია ან სხვა ნევროლოგიური დარღვევები
თუ ციპრინოლის® მსგავსი ანტიბიოტიკებით წინა მკურნალობის დროს გამოვლინდა მყესების პრობლემები
თუ დიაგნოსტირებულია მსხვილი სისხლძარღვის გადიდება ან ,,გაფართოვება“ (აორტას ანევრიზმა ან მსხვილი სისხლძარღვის პეროფერიული ანევრიზმა)
თუ წარსულში გამოვლინდა აორტის დისექციის ეპიზოდი (კედლების გახლეჩვა);
თუ ანამნეზში აღინიშნება ანევრიზმა ან აორტის განშრევება, ასევე სხვა რისკ ფაქტორები ან სავარაუდო მდგომარეობები (მაგ., შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები, როგორიცაა მარფანის სინდრომი, ელერს-დანლოს სისხძარღვული ტიპის სინდრომი, ტაკაიასუს არტერიტი, გიგანტურ - უჯრედული არტერიტი, ბეხჩეტის დაავადება, არტერიული ჰიპერთენზია, ათეროსკლეროზი).
თუ გახასიათებთ დიაბეტი, რადგან შესაძლოა განვითარდეს ჰიპოგლიკემია ციპროფლოქსაცინის გამოყენებისას
თუ აღინიშნება მიასთენია გრავისი (კუნთების სისუსტე)
თუ ვლინდება გულის მუშაობის დარღვევა. საჭიროა სიფრთხილე აღნიშნული პრეპარატის გამოყენებისას, თუ აღინიშნება თანდაყოლილი ან ოჯახურ ანამნეზში QT ინტერვალის გახანგრძლივება (ეკგ, ელექტრონული გულის ჩანაწერი), მარილების დისბალანსი სისხლში (განსაკუთრებით კალიუმის ან მაგნიუმის ნაკლებობა სისხლში), ძალიან შენელებული გულის რითმი (ბრადიკარდია), გულის ფუნქციის დარღვევა (გულის უკმარისობა), გულის შეტევა (მიოკარდის ინფარქტი), თუ ხართ მდედრობითი სქესის ან ხანდაზმული ან თუ იღებთ სხვა პრეპარატებს, რომლებიც იწვევენ ეკგ-ს ანომალიურ ცვლილებებს (იხ. პუნქტი 2: სხვა პრეპარატები და ციპრინოლი®).
თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრებს ახასიათებთ გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი, რადგან შესაძლოა აღინიშნოს ანემიის განვითარება ციპროფლოქსაცინის გამოყენებისას. არ შეიძლება ფტორქინოლონის/ქინოლონის ანტიბაქტერიული პრეპარატების, მათ შორის ციპრინოლის® გამოყენება, თუ წარსულში გამოვლინდა ნებისმიერი სერიოზული გვერდითი რეაქციები ქინოლონის ან ფტორქინოლონის მიმართ. ასეთ შემთხვევებში უნდა აცნობოთ ექიმს ამის შესახებ რაც შეიძლება სწრაფად.
ზოგიერთი სასქესო გზების ინფექციების სამკურნალოდ ექიმმა შესაძლოა დანიშნოს დამატებით კიდევ ერთი ანტიბიოტიკი ციპროფლოქსაცინთან ერთად. თუ მკურნალობის სამი დღის შემდეგ არ აღინიშნება სიმპტომების გაუმჯობესება, უნდა მიმართოთ ექიმს.
ციპრინოლით® მკურნალობის პერიოდში
აცნობეთ ექიმს, თუ გამოვლინდება შემდეგი მოვლენებიდან რომელიმე პრეპარატი ციპრინოლის® გამოყენებისას. ექიმმა შესაძლოა შეწყვიტოს მკურნალობა.
რთული, უეცარი ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსიური რეაქცია/შოკი, ანგიოშეშუპება). ასევე თუ პირველი დოზის მიღებისას არსებობს იმის ალბათობა, რომ შესალოა გამოვლინდეს სერიოზული ალერგიული რეაქციები, რომლებთაც ახასიათებთ შემდეგი სიმპტომები: მკერდის არეში ზეწოლის შეგრძნება, თავბრუსხვევა, ტკივილი, სისუსტე ან თავბრუსხვევა წამოდგომისას. თუ ვლინდებიან ეს სიმპტომები, უნდა შეწყვიტოთ ციპრინოლის® გამოყენება და სასწრაფოდ მიმართოთ ექიმს.
სახსრების ტკივილი და შეშუპება, ასევე მყესების ანთება ან გახლეჩვა, რაც შესაძლოა გამოვლინდეს იშვიათად. რისკი იზრდება ხანდაზმულ პაციენტებში (60 წელზე უფროსებში), ასევე პაციენტებში ორგანოს ტრანსპლანტაციით, თირკმელების პრობლემებისას ან კორტიკოსტეროიდებით მკურნალობისას. მყესების ანთება და გახლეჩვა შესაძლოა გამოვლინდეს პირველი 48 საათის განმავლობაში და ასევე პრეპარატი ციპრინოლით® მკურნალობის დასრულებიდან რამოდენიმე თვეების განმავლობაშიც კი. მყესების ტკივილის ან ანთების პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე (მაგ., ხელის გულების, მაჯის, მტევნის, ბეჭის ან მუხლის არეში) უნდა შეწყვიტოთ ციპრინოლის® გამოყენება და უნდა მიმართოთ ექიმს და უზრუნველყოთ მტკივნეული ნაწილის განტვირთვა. მოერიდეთ არასაჭირო დატვირთვას, რადგან ასეთ დროს შესაძლოა გაიზარდოს მყესის გახლეჩვის რისკი.
თუ შეიგძენით უეცარი ტკივილი მუცელში, მკერდში ან ზურგში სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს გადაუდებელ სასწრაფო დახმარების განყოფილებაში.
თუ გაქვთ ეპილეფსია ან სხვა ნევროლოგიური დაავადებები (მაგალითად, ტვინში სისხლის მიწოდების შემცირება ან ინსულტი), შესაძლოა გამოვლინდეს გვერდით ეფექტები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ. ასეთის გამოვლენის შემთხვევაში, უნდა შეწყვიტოთ ციპრინოლის® მიღება და სასწრაფოდ მიმართოთ ექიმს.
შესაძლოა აღინიშნოს ფსიქიური რეაქციები ციპრინოლის® პირველი გამოყენების შემდეგ. თუ გაქვთ დეპრესია ან ფსიქოზი, შესაძლოა აღინიშნოს სიმპტომების გაუარესება ციპრინოლით® მკურნალობის დროს. იშვიათ შემთხვევებში დეპრესიამ და ფსიქოზმა შესაძლოა განიცადოს პროგრესირება თვითმკვლელობის აზრებამდე, სუიციდურ მცდელობებამდე ან სუიციდამდე. თუ ვლინდება მსგავსი სიმპტომები სასწრაფოდ აცნობეთ ექიმს ამის შესახებ, რადგან ასეთ დროს უნდა შეწყდეს ციპრინოლის® გამოყენება.
იშვიათად შესაძლოა გამოვლინდეს ნერვის დაზიანების (ნევროპათიის) სიმპტომები, როგორიცაა ტკივილი, წვა, ჩხვლეტა, დაბუჟება და/ან სისუსტე, განსაკუთრებით ტერფებზე და ხელ-ფეხზე და ხელის-გულებზე. ასეთის გამოვლენის შემთხვევაში უნდა შეწყვიტოთ ციპრინოლის® მიღება და დროულად მიმართოთ ექიმს, რომ მოხდეს პოტენციურად არარევერსული მდგომარეობის განვითარების შეჩერება.
ჰიპოგლიკემია უფრო ხშირად აღინიშნა დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, უმეტესად ხანდაზმულებში. ასეთის გამოვლენის შესახებ სასწრაფოდ უნდა აცნობოთ ექიმს.
დიარეა შესაძლოა განვითარდეს ანტიბიოტიკების მიღებისას, მათ შორის ციპრინოლის® გამოყენების დროსაც, ასევე მისი მიღების შეწყვეტიდან რამოდენიმე კვირის შემდეგაც კი. თუ აღინიშნება ძლიერი ან ქრონიკული დიარეა ან თუ შენიშნეთ, რომ განავალში აღინიშნება სისხლი ან ლორწო, სასწრაფოდ უნდა აცნობოთ ამის შესახებ ექიმს. ციპრინოლის® მიღება სასწრაფოდ უნდა შეწყდეს, რადგან ეს მდგომარეობა შესაძლოა იყოს სიცოცხლისათვის საშიში. არ მიიღოთ პრეპარატები, რომლებიც იწვევენ პერისტალტიკის შეჩერებას ან შენელებას.
სისხლის ან შარდის ანალიზის ჩაბარებისას აცნობეთ ექიმს ან ლაბორატორიის თანამშრომელს, რომ იღებთ ციპრინოლს®.
თუ აღინიშნება თირკმელების დარღვევები, უნდა მიმართოთ ექიმს კონსულტაციისათვის, რადგან შესაძლოა მან მოახდინოს დოზირების კორექცია.
ციპრინოლმა® შესაძლოა გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება. თუ შენიშნავთ ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა გემოს დაკარგვა, სიყვითლე (კანის სიყვითლე), მუქი შარდი, ქავილი ან ტკივილი კუჭის არეში, უნდა შეწყვიტოთ ციპრინოლის® მიღება და სასწრაფოდ მიმართოთ ექიმს.
ციპრინოლმა® შესაძლოა გამოიწვიოს ლეიკოციტების რიცხვის შემცირება და თქვენი ორგანიზმის მდგრადობის დაქვეითება ინფექციების მიმართ. თუ გაქვთ ინფექცია სიმპტომების თანხლებით, როგორიცაა ცხელება და ზოგადი მდგომარეობის სერიოზული გაუარესება, ან ცხელება ადგილობრივ სიმპტომებთან ერთად, როგორიცაა ყელის/პირის არეში ტკივილი ან შარდვის პრობლემები, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. უნდა ჩატარდეს სისხლსი ანალიზი ლეიკოციტების რაოდენობის სავარაუდო შემცირებაზე (აგრანულოციტოზი). უნდა აცნობოთ ექიმს აუცილებლად, რომ იღებთ ციპრინოლს®.
თუ ვლინდება მხედველობის გაუარესება ან ნებისმიერი გვერდითი ეფექტები თვალების მხრივ, უნდა სასწრაფოდ მიმართოთ სპეციალისტს კონსულტაციისათვის.
შესაძლოა თქვენი კანი უფრო მგრძნობიარე გახდეს მზის სხივების ან ულტრაიისფერი სინათლის მიმართ ციპრინოლით® მკურნალობის პერიოდში. უნდა მოერიდოთ ძლიერ მზის დასხივებას ან ხელოვნურ ულტრაიისფერ სხივებს, მაგალითად სოლარიუმს.
ხანგრძლივი, დამაინვალიდირებელი და პოტენციურად არარევერსული სერიოზული გვერდითი ეფექტები
ფტორქინოლონური/ქინოლონური ანტიბაქტერიული საშუალებების, მათ შორის ციპროფლოქსაცინის გამოყენებასთან ასოცირდებოდა ძალიან იშვიათ, მაგრამ სერიოზულ არასასურველ ეფექტების გამოვლენასთან, რომელთაგანაც ზოგიერთი მათგანი შენარჩუნდა ხანგრძლივად (რამოდენიმე თვეების ან წლის განმავლობაში), და რომლებიც იწვევდნენ შრომის უუნარობას ან იყო პოტენციურად არარევერსული. ეს რეაქციები მოიცავენ მყესების არეში ტკივილს, ზედა და ქვედა კიდურების სახსრების და კუნთების ტკივილს, სიარულის გართულებას, ანომალიურ შეგრძნებებს, როგორიცაა ჩხვლეტა, ღიტინი, დაბუჟება ან წვა (პარესთეზია), სენსორული დარღვევები, მათ შორის მხედველობის, გემოს და ყნოსვის გაუარესება, სმენის დაქვეითება, დეპრესია, მეხსიერების გაუარესება, ძლიერი დაღლილობა და ძილის რთული დარღვევები. თუ ციპრონოლით® მკურნალობის პერიოდში გამოვლინდა ამ გვერდითი ეფექტებიდან რომელიმე, სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს მკურნალობის გაგრძელებამდე. ექიმი თქვენთან ერთად მიიღებს გადაწყვეტილებას მკურნალობის გაგრძელების შესახებ, ასევე სხვა კლასის ანტიბიოტიკის გათვალისწინებით.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ სხვა ნებისმიერ მედიკამენტს, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ისინი ან აპირებთ ნებისმიერი მედიკამენტის მიღებას.
არ მიიღოთ ციპრინოლი® თიაზიდებთან ერთად, რადგან შესაძლოა განვითარდეს გვერდითი მოვლენები, როგორიცაა არტერიული წნევის დაცემა და ძილიანობა (იხ. პუნქტი 2: არ მიიღოთ ციპრინოლი®). ცნობოლია, რომ ზოგიერთი პრეპარატები იწვევენ წამლის ურთიერთქმედებას ციპრნოლთან® ერთად გამოყენებისას. ციპრინოლის გამოყენებამ ამ პრეპარტებთან ერთად შესაძლოა გამოიწვიოს ამ სამკურნალო საშუალებების თერაპიული ეფექტის ცვლილებები. ასევე შესაძლოა გაიზარდოს გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი.
აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ შემდეგ პრეპარატებს:
ვარფარინი ან სხვა პერორალური ანტიკოაგულურები (სისხლის შედედების საწინააღმდეგო)
პრობენეციდი (პოდაგრის სამკურნალოდ)
მეტოტრექსატი (ზოგიერთ ტიპის კიბოს, ფსორიაზის, რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ)
თეოფილინი (სუნთქვის პრობლემების სამკურნალოდ)
თიზანიდინი (კუნთების სპასტიურობის სამკურნალოდ გაფანტული სკლეროზისას)
კლოზაპინი, ოლანზაპინი (ანტიფსიქოზური პრეპარატები)
როპინიროლი (პარკინსონის დაავადებისას)
ფენიტოინი (ეპილეფსიისას)
მეტოკლოპრამიდი (ღებინების და გულისრევისას)
ციკლოსპორინი (იმუნური სისტემის დათრგუნვისათვის)
გლიბენკლამიდი (დიაბეტის სამკურნალოდ)
ზოლპიდემი.
ასევე უნდა აცნობოთ ექიმს, თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს, რომლებმაც შესაძლოა შეცვალონ გულის რითმი:
პრეპარატები, რომლებიც მიეკუთვნებიან ანტიარითმიული საშუალებების ჯგუფს (მაგალითად, ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი, ამიოდარონი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი)
ტრიციკლური ანტიდეპრესიულები
ზოგიერთი ანტიმიკრობული საშუალებები (მაკროლიდების ჯგუფიდან)
ზოგიერთი ანტიფსიქოზური პრეპარატები
ციპრონოლმა® შესაძლოა გაზარდოს სისხლში შემდეგი პრეპარატების დონე:
პენტოქსფილინი (სისხლის მიმოქცევის დარღვევისას)
კოფეინი
დულოქსეტინი (ანტიდეპრესანტი)
ლიდოკაინი (ადგილობრივი საანესთეზიო)
სილდენაფილი (ერექციის დისფუნქციის სამკურნალოდ)
აგომელატინი.
ზოგიერთმა სამკურნალო საშუალებებმა შესაძლოა შეამცირონ ციპრინოლის® ეფექტი. აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ ან აპირებთ შემდეგი პრეპარატების მიღებას:
ანტაციდები,
იმეპრაზოლი (გამოიყენება კუჭის წყლულისას)
მინერალური დანამატები
პოლიმერული ფოსფატის შემაკავშირებელი საშუალება (მაგალითად, სეველამერი)
პრეპარატები ან დანამატები, რომლებიც შეიცავენ კალციუმს, მაგნიუმს, ალუმინს ან რკინას.
თუ აუცილებელია ამ პრეპარატების გამოყენება, უნდა მოხდეს ციპრინოლის® მიღება ერთი-ორი საათით ადრე ამ პრეპარატების მიღებამდე ან მათი მიღების შემდეგ სულ მცირე ოთხი საათის შემდეგ.
ციპრინოლის® მიღება საკვებ და სასმელ პროდუქტებთან და ალკოჰოლთან ერთად
მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია ციპრინოლის® მიღება კვებისგან დამოუკიდებლად, მაინც უნდა მოერიდოთ რძის პროდუქტების ან სასმელების მიღებას (როგორიცაა რძე ან იოგურტი) ან კალციუმით მდიდარი სასმელების მიღებას ტაბლეტების მიღების დროს, რადგან მათ შესაძლოა შეამცირონ აქტიური ნივთიერების აბსორბცია.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ჩვილს ძუძუთი, ეჭვობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარტის გამოყენებამდე უნდა მიმართოთ ექიმს კონსულტაციისათვის. უნდა მოერიდოთ ციპრინოლის გამოყენებას ორსულობის დროს. აცნობეთ ექიმს, თუ გეგმავთ ორსულობას.
არ მიიღოთ ციპრინოლი® ლაქტაციის პერიდში, რადგან ციპროფლოქსაცინი გამოიყოფა დედის რძეში და შესაძლოა ზიანი მიაყენოს თქვენს ბავშვს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ციპრინოლმა® შესაძლოა დააქვეითოს თქვენი სიფხიზლის უნარიანობა. შესაძლოა განვითარდეს ზოგიერთი ნევროლოგიური გვერდითი მოვლენები. ამიტომ დარწმუნდით იმაში, რომ ზუსტად იცით, თუ როგორ მოქმედებს თქვენზე ციპრინოლი® ავტომობილის მართვამდე ან მექანიზმებთან მუშაობამდე, თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის.
გვერდითი მოვლენები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ციპროფლოქსაცინმაც შესაძლოა გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.
ხშირი (შესაძლოა გამოვლინდეა 10 -პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში):
- ღებინება, დიარეა
- სახსრების ტკივილი ბავშვებში
არახშირი: (შესაძლოა გამოვლინდეს 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში):
- სოკოვანი ინფექციები
- ეოზინოფილების მაღალი კონცენტრაცია (სისხლის თეთრი უჯრედების სახეობა)
- მადის დაკარგვა (ანორექსია)
- ჰიპერაქტივობა ან აღგზნება
- თავის ტკივილები, თავბრუსხვევა, ძილის დარღვევები ან გემოს დარღვევები
- ღებინება, მუცლის ტკივილი, საჭმლის მონელების დარღვევები (მაგალითად, კუჭის აშლილობა, დისპეფსია/გულძმარვა) ან მეტეორიზმი
- სისხლის ზოგიერთი ნივთიერებების რაოდენობის გაზრდა (ტრანსამინაზების და/ან ბილირუბინის)
- გამონაყარი, ქავილი ან ჭინჭრის ცხელება
- სახსრების ტკივილი უფროსებში
- თირკმელების ფუნქციის უკმარისობა
- ტკივილი კუნთებში და ძვლებში, შეუძლოდ ყოფნა (ასთენია) ან ცხელება
- სისხლში ტუტე ფოსფატაზას დონის გაზრდა
იშვიათი: (ვლინდება 1000 პაციეტიდან 1-ზე ნაკლებში):
- ნაწლავის ანთება (კოლიტი), რაც კავშირშია ანტიბიოტიკების გამოყენებასთან (შესაძლოა იქონიოს ლეტალური შედეგი ძალიან იშვიათ შემთხვევებში) (იხ. პუნქტი 2)
- სისხლის შემადგენლობის ცვლილებები (ლეიკოპენია, ლეიკოციტოზი, ნეიტროპენია, ანემია), თრომბოციტების რაოდენობის გაზრდა ან შემცირება (იხ. პუნქტი 2)
- ალერგიული რეაქციები, შეშუპება ან კანის და ლორწოვანი გარსის სწრაფი შეშუპება (ანგიოშეშუპება)
- სისხლში შაქრის დონის გაზრდა (ჰიპერგლიკემია)
- სისხლში შაქრის დონის შემცირება (ჰიპოგლიკემია) (იხ. პუნქტი 2)
- გონების დაბინდვა, დეზორიენტაცია, შფოთი, კოშმარები, დეპრესია (პოტენციურად იწვევს თვითმკვლელობის აზრებს, მცდელობებს ან სუიციდს), ჰალუცინაცია.
- ჩხვლეტის შეგრძნება, უჩვეულო შეგრძნებები, კანის მგრძნობელობის შემცირება, ტრემორი, კრუნჩხვა (იხ. პუნქტი 2) ან თავბრუსხვევა
- მხედველობის პრობლემები (თვალებში გაორება)
- ყურებში შუილი, სმენის დაკარგვა, სმენის დარღვევა
- გულისცემის გახშირება (ტაჰიკარდია)
- სისხლძარღვების გაფართოვება (ვაზოდილატაცია), წნევის დაცემა ან გულყრის მდგომარეობა
- ქოშინი, ასტმური სიმპტომების ჩათვლით
- ღვიძლის ფუნქცისი დარღვევები, სიყვითლე (ქოლესტაზური სიყვითლე), ჰეპატიტი
- სინათლის მიმართ მგრძნობელობა (იხ. პუნქტი 2)
- სახსრების ანთება, კუნთების ტონუსის გაზრდა ან კრუნჩხვა
- თირკმლის უკმარისობა, სისხლი ან კრისტალები შარდში (იხ. პუნქტი 2), შარდგამომყოფი გზების ანთება
- სითხის შეკავება ან ჭარბი ოფლიანობა
- ამილაზას ფერმენტების დონის მომატება
ძალიან იშვიათი: (შესაძლოა აღინიშნოს 10000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში)
- ერითროციტების რაოდენობის შემცირება (ჰემოლიზური ანემია), ლეიკოციტების დონის საშიში დაცემა (აგრანულოციტოზი), სისხლში წითელი და თეთრი უჯრედების და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (პანციტოპენია), რაც შესაძლოა იყოს სასიკვდილო. ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვა, რაც შესაძლოა იყოს სიცოცხლისათვის სახიფათო (იხ. პუნქტი 2).
- ფსიქიური დარღვევები (ფსიქოზური რეაქციები, რაც პოტენციურად იწვევენ სუიციდურ აზრებს, მცდელობებს ან სუიციდურ ქმედებებს) (იხ. პუნქტი 2)
- შაკიკი, კოორდინაციის დარღვევა, სიარულის დისბალანსი (სიარულის დარღვევა), ყნოსვის დარღვევა, მომატებული შიდაქალის წნევა
- ფერების აღქმის დარღვევა
- სისხლძარღვების კედლების ანთება (ვასკულიტი)
- კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება
- ღვიძლის უჯრედების კვდომა (ღვიძლის ნეკროზი), ძალიან იშვიათად იწვევს სიცოცხლისათვის საშიშ ღვიძლის უკმარისობას
- კანზე მცირე, წერტილოვანი სისხლჩაქცევები (პეტექიები), კანზე სხვადასხვა სახის გამონაყარი ან დაყრა (მაგალითად, პოტენციურად ლეტალური სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი)
- კუნთების სისუსტე, მყესების ანთბა, მყესების გახლეჩვა – განსაკუთრებით ტერფის უკანა ნაწილზე დიდი მყესების (აქილევსის მყესი), მიასთენიის სიმპტომების გაუარესება (იხ. პუნქტი 2).
უცნობია სიხშირე: (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით)
- ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცაა ტკივილი, წვა, ჩხვლეტა, დაბუჟება და/ან სისუსტე კიდურებში (პეროფერიული ნევროპათია და პოლინევროპათია)
- კანზე იშვიათი რთული გამონაყარი, რაც კავშირშია ძირითადად სამკურნალო საშუალების გამოყენებასთან (მწვავე გენერალიზირებული ეგზანთემური პუსტულოზი)
- ძალიან აჩქარებული გულისცემა, სიცოცხლისათვის საშიში არარეგულარული გულის რითმი, გულის რითმის ცვლილებები (ეგრეთ წოდებული ,,QT ინტერვალის გახანგრძლივაბა“, რაც ვლინდება ეკგ-ზე)
- სისხლდენის რისკის გაზრდა (პაციენტებში, რომლებიც იღებენ სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატებს)
- ძლიერი აღგზნებადობის (მანია) შეგრძნება ან მომატებული ოპტიმიზმის შეგრძნება და ჰიპერაქტიულობა (ჰიპომანია)
- ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ეგრეთ წოდებული DRESS (რეაქცია სამკურნალო საშუალებებზე ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით)
- სინდრომი, რაც კავშირშია წყლის გამოყოფის დარღვევასთან და ნატრიუმის დაბალ დონესთან (SIADH).
არსებობს ცნობები ძალიან იშვიათი, ხანგრძლივი (თვეების და წლების მანძილზე) ან ქრონიკული გვერდითი რეაქციების შესახებ, როგორიცაა მყესების ანთება, მყესების გახლეჩვა, სახსრების ტკივილი, კიდურების ტკივილი, სიარულის გართულება, ანომალიური შეგრძნებები, როგორიცაა კიდურების ტკივილი, წვა, ჩხვლეტა, დაბუჟება ან სისუსტე (ნევროპათია), დეპრესია, სისუსტე, მეხსიერების, ძილის, სმენის, მხედველობის, გემოს და ყნოსვის დარღვევა, რაც კავშირშია ქინოლონების და ფტორქინოლონების გამოყენებასთან, ზოგიერთ შემთხვევაში წინმსწრები რისკ-ფაქტორების არსებობისგან დამოუკიდებლად.
არასასურველი რეაქციების შეტყობინება
თუ გამოვლინდება ნებისმიერი არასასურველი რეაქცია, უნდა მიმართოთ ექიმს კონსულტაციისათვის. აღნიშნული რეკომენდაცია გასათვალისწინებელია ნებისმიერი არასასურველი რეაქციების გამოვლენისას, მათ შორის ისეთი მოვლენებისაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. არასასურველი რეაქციების გამოვლენის შესახებ თქვენ შეგიძლიათ ასევე აცნობოთ სამკურნალო პრეპარატების არასასურველი რეაქციების (ქმედებების) საინფორმაციო ბაზას, მათ შორის პრეპარატის არაეფექტურობის შემთხვევაშიც. არასასურველი რეაქციების შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ წამლის უსაფრთხო გამოყენების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
ჭარბი დოზა
12 გ ზედოზირებისას გამოვლინდა სუბუქი ტოქსიურობის სიმპტომები. 16 გ ძლიერი ზედოზირების შემთხვევებში ვლინდება მწვავე თირკმლის უკმარისობა.
ზედოზირების სიმპტომები მოიცავენ თავბრუსხვევას, კანკალს, თავის ტკივილებს, დაღლილობას, გულყრას, ჰალუცინაციებს, დაბნეულობას, მუცლის დისკომფორტს, თირკმლის და ღვიძლის უკმარისობას და ასევე კრისტალურიას და ჰემატურიას.
ასევე გამოვლინდა რევერსული თირკმლის ტოქსიურობა.
ჩვეულებრივ რეკომენდებულ მკურნალობასთან ერთად, მაგ., კუჭის გამორეცხვა, რასაც მოსდევს სამედიცინო ნახშირის დანიშვნა, რეკომენდებულია ასევე თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი, ასევე შარდში pH და მჟავიანობის დონის შემოწმება კრისტალურიის პრევენციის მიზნით. პაციენტებმა უნდა მიიღონ საკმარისი ჰიდრატაცია. კალციუმის ან მაგნიუმის შემცველმა ანტაციდურებმა შესალოა თეორიულად შეამცირონ ციპროფლოქსაცინის ზედოზირების აბსორბცია. ციპროფლოქსაცინის მხოლოდ მცირე რაოდენობა (<10%) გამოიყოფა ჰემოდიალიზის ან პერიტონეალური დიალიზის მეშვეობით.
ზედოზირების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სიმპტომური თერაპია. ასევე გასათვალისწინებელი ეკგ-მონიტორინგი, QT -ინტერვალის სავარაუდო გახანგრძლივების გამო.
შემადგენლობა
პრეპარატი ციპრინოლის® შემადგენლობა
1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება:
ციპროფლოქსაცინის ჰიდროქლორიდის მონოჰიდრატი 873მგ (შეესაბამება 750 მგ ციპროფლოქსაცინს)
დამხმარე ნივთიერებები: პოვიდონი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილის სახამებელი, ტიპი A, მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური კაჟბადის დიოქსიდი უწყლო, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა 6 cP, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი E171, პროპილენგლიკოლი.
ციპრინოლის® გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა
ოვალური ტაბლეტები, დაფარული აპკიანიგარსით თეთრი ფერის ან თითქმის თეთრი ფერის ორივე მხარეზე ნაზოლით.
ბლისტერული შეფუთვა შეიცავს 750 მგ-იან 10 აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტს; 1 ან 2 ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
შენახვის პირობები
სია B.
შეინახეთ მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში.
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა 5 წელი.
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.
არ გადააგდოთ პრეპარატი საყოფაცხოვრებო წყლებში ან კანალიზაციაში. დააზუსტეთ ფარმაცევტთან პრეპარატის უტილიზაციის წესები. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
- 1 ფარმაკოდინამიური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სისტემური გამოყენების ანტიბაქტერიული საშუალება, ფტორქინოლონი, ათქ-კოდი: J01MA02.
მოქმედების მექანიზმი
როგორც ფტორქინოლონის ანტიბაქტერიული საშუალება, ციპროფლოქსაცინის ბაქტერიული ზემოქმედება განპირობებულია ორივე ტიპი II ტოპოიზომერაზას (დნმ-გირაზა) და ტოპოიზომერაზა IV -ის ინჰიბირებით, რომლებიც საჭიროა ბაქტერიული დნმ-ის რეპლიკაციისათვის, ტრანსკრიფციის, აღდგენის და რეკომბინაციისათვის.
PK/PD – ფარმაკოკინეზური და ფარმაკოდინამიური კავშირი
ეფექტურობა ძირითადად დამოკიდებულია შრატში მაქსიმალური კონცენტრაციასა (Cmax) და ციპროფლოქსაცინის მინიმალურ ინჰიბიტორულ კონცენტრაციას (MIC) შორის ურთიერთკავშირზე ბაქტერიული პათოგენისათვის და მრუდის ქვეშ ფართობის (AUC) და MIC შორის ურთიერთობაზე.
რეზისტენტულობის მექანიზმი
ინ ვიტრო კვლევებმა აჩვენეს, რომ ციპროფლოქსაცინის მიმართ რეზისტენტულობა შესაძლოა განვითარდეს ეტაპობრივი პროცესის სახით ორივე დმნ-გირაზას და ტოპოიზომერაზა IV სამიზნე პუნქტების უჯრედების მუტაციის შედეგად. ჯვარედინი რეზისტენტულობის ხარისხი ციპროფლოქსაცინის და სხვა ფტორქინოლონების შორის ცვალებადია. ერჯერადი მუტაციები არ იწვევენ კლინიკურ რეზისტენტულობას, თუმცა მრავლობითი მუტაციები ზოგადად იწვევენ კლინიკურ რეზისტენტულობას ამ კლასის მრავალი ან ყველა აქტიური ნივთიერებების მიმართ. აქტიური ნივთიერების შეუღწევადობამ და/ან აქტიური ნივთიერების რეზისტენტულობის ეფლუქს-ტუმბოს მექანიზმებმა შესაძლოა მოახდინონ სხვადასხვა ეფექტები ფტორქინოლონების მიმართ მგრძნობელობაზე, რაც დამოკიდებულია ამ კლასის სხვადასხვა აქტიური ნივთიერების ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებზე და თითოეული აქტიური ნივთიერების ტრანსპორტირების სისტემის აფინურობაზე. რეზისტენტობის ყველა ინ ვიტრო მექანიზმი ჩვეულებრივ შეინიშნება კლინიკურ იზოლატებში. რეზისტენტულობის მექანიზმებმა, რომლებიც ახდენენ სხვა ანტიბიოტიკების ინაქტივაციას, როგორიცაა შეღწევადობის ბარიერები (დამახასიათებელი pseuromonas aeruginosa-სთვის) და ეფლუქს მექანიზმები, შეიძლება ზეგავლენა მოახდინონ ციპროფლოქსაცინის მგრძნობელობაზე. გამოვლინდა ასევე პლაზმის მედიატორული რეზისტენტულობა, რომელიც კოდირებულია qnr – გენებით.
ანტიბაქტერიული აქტივოობის სპექტრი
წყვეტის წერტილები გამიჯნავენ მგრძნობიარე შტამებს საშუალო მგრძნობელობის შტამებისაგან, ხოლო ამ უკანასკნელებს რეზუსტენტული შტამებისაგან:
EUCAST რეკომენდაციები
მიკროორგანიზმები
მგრძნობიარე
რეზისტენტული
Enterobacteria
S < 0.5 მგ/ლ
R > 1 მგ/ლ
Pseuromonas
S < 0.5 მგ/ლ
R > 1 მგ/ლ
Acinetobacter
S < 1 მგ/ლ
R > 1 მგ/ლ
Staphylococcus spp. 1
S < 1 მგ/ლ
R > 1 მგ/ლ
Haemophilus influenzae და Moraxella catarrhalis
S < 0.5 მგ/ლ
R > 0.5 მგ/ლ
Neisseria gonorrhoeae
S < 0.03 მგ/ლ
R > 0.06 მგ/ლ
Neisseria meningitidis
S < 0.03 მგ/ლ
R > 0.06 მგ/ლ
სახეობებზე არადამოკიდებული წყვეტის წერტილები
S < 0.5 მგ/ლ
R > 1 მგ/ლ
1 Staphylococcus spp. - ციპროფლოქსაცინის წყვეტის წერტილი კავშირშია მაღალ თერაპიულ დოზებთან.
- სახეობებზე არადამოკიდებული წყვეტის წერტილები განისაზღვრება ძირითადად ფარმაკოკინეზური და ფარმაკოდინამიური მონაცემების მიხედვით და არ არის დამოკიდებული კონკრეტული სახეობების MIC განაწილებაზე. ისინი განკუთვნილია მხოლოდ იმ სახეობებისათვის, რომლებისთვისაც არ არის განსაზღვრული სახეობის წყვეტის წერტილი და არა იმ სახეობებისათვის, რომლებშიც მგრძნობელობის ტესტირება არ არის რეკომენდებული.
შეძენილი რეზისტენტულობის პრევალენტურობა შესაძლოა განსხვავდებოდეს გეოგრაფიულად და დროის მხრივ ცალეულ სახეობებში. ამიტომ სასურველია გაეცნოთ ლოკალურ ინფორმაციებს რეზისტენტულობის შესახებ, განსაკუთრებით რთული ინფექციების მკურნალობისას. აუცილებლად უნდა მიმართოთ სპეციალისტს, თუკი ადგილობრივი რეზისტენუტლობის პრევალენტურობა იმდენად მაღალია, რომ სამკურნალო საშუალების სარგებელი სულ მცირე ზოგიერთი ინექციის სახეობების მიმართ ეჭვ ქვეშ დგება.
შესაბამისი სახეობების ჯგუფები ციპროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობელობის მიხედვით (Streptococcus სახეობებისთვის იხილეთ პუნქტი 4.4)
ჩვეულებრივ მგრძნობიარე სახეობები
აერობული გრამ-დადებითი მიკროორგანიზმები
Bacillus antracis (1)
აერობული გრამ-უარყოფითი მიკროორგანიზმები
Aeromonas spp.
Brucella spp.
Citrobaceter koseri
Francisella tularensis
Haemophilus ducreyi
Haemophilus influenzae*
Legionella spp.
Moraxella catarrhalis*
Neisseria meningitidis
Pasteurella spp.
Salmonella spp.*
Shigella spp*
Vibrio spp.
Yersinia pestis
აერობული მიკროორგანიზმები
Mobiluncus
სხვა მიკროორგანიზმები
Chlamydia trachomatis ($)
Chlamydia pneumoniae ($)
Mycoplasma hominis ($)
Mycoplasma pneumoniae ($)
სახეობები, რომლებისთვისაც შეძენილი რეზისტენტულობა შესაძლოა პრობლემას წარმოადგენდეს
აერობული გრამ-დადებითი მიკროორგანიზმები
Enterococcus faecalis ($)
Staphylococcus spp.* (2)
აერობული გრამ-უარყოფითი მიკროორგანიზმები
Acinetobacter baumannii+
Burkholderia cepacia+*
Campylobacter spp.+*
Citrobacter freundii*
Enterobacter aerogenes
Enterobacter cloacae*
Escherichia coli*
Klebsiella oxytoca
Klebsiella pneumoniae*
Morganella morganii*
Neisseria gonorrhoeae*
Proteus mirabilis*
Proteus vulgaris*
Providencia spp.
Pseuromonas aeruginosa*
Pseudomonas fluorescens
Serratia marcescens*
ანაერობული მიკროორგანიზმები
Peptostreptococcus spp.
Propionibacterium acnes
ბუნებრივად რეზისტენტული მიკროორგანიზმები
აერობული გრამ-დადებითი მიკროორგანიზმები
Actinomyces
Enteroccus faecium
Listeria monocytogenes
აერობული გრამ-ნეგატიური მიკროორგანიზმები
Stenotrophomonas maltophilia
აერობული მიკროორგანიზმები
გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა
სხვა მიკროორგანიზმები
Mycoplasma genitalium
Ureaplasma urealitycum
- კლინიკური ეფექტურობა გამოვლინდა მგრძნობიარე იზოლატებისათვის დამტკიცებული კლინიკური ჩვენებების მიხედვით + რეზისტენტულობის მაჩვენებელი > 50% ერთ ან რამოდენიმე ევროკავშირის ქვეყნებში
($): ბუნებრივი საშუალო მგრძნობელობა შეძენილი რეზისტენტულობის მექანიზმის გარეშე
(1): ჩატარდა კვლევები ცხოველებში ინფექციებზე ექსპერიმენტების სახით Bacillus anthracis შტამების ინჰალაციის გზით; ამ კვლევებმა გამოავლინეს, რომ ანტიბიოტიკები, რომელთა გამოყენება იწყება ინფექციის გამოვლენისთანავე ადრეულ ფაზაში, ხელს უშლის დაავადების გამოვლენას, თუ მკურნალობა ტარდება ორგანიზმში შტამების რაოდენობის შემცირებამდე ინფექციური დოზირების ქვეშ. რეკომენდებული გამოყენება ადამიანებში ეფუძნება ძირითადად ინ-ვიტრო მგრძნობელობის და ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტების მონაცემებს ადამიანებში შეზღუდულ მონაცემებთან ერთად. მოზრდილებში ორთვიანი მკურნალობა პერორალური ციპროფლოქსაცინით 500 მგ დღეში ერთჯერ ეფექტურია ციმპირული წყლულის ინფექციის პრევენციისათვის ადამიანებში. მკურნალმა ექიმმა უნდა გაითვალისწინოს ციმბირული წყლულის მკურნალობის ეროვნული და/ან საეთაშორისო წესები.
(2): მეთილცილინის მიმართ რეზისტენტული S. aureus ძალიან ხშირად ახასიათებს კო-რეზისტენტულობა ფტორქინოლონების მიმართ. მეთიცილინის რეზისტენტულობის მაჩვენებელი შეადგენს დაახლოებით 20-დან 50 % ყველა staphylococcal სახეობებს შორის და ჩვეულებრივ მაღალია ნოსოკომიურ იზოლატებში.
- 2 ფარმაკოკინეზური თვისებები
აბსორბცია
ორალური გამოყენების შემდეგ ციპროფლოქსაცინი (ტაბლეტები 250მგ, 500მგ და 750 მგ დოზირებით) სწრაფად და სრულად შეიწოვება ძირითადად წვრილი ნაწლავიდან. მაქსიმალური შრატისმიერი კონცენტრაცია მიიღწევა 1-2 საათში მიღებიდან.
100-750 მგ ერთჯერადი დოზირების გამოყენებისას მაქსიმალურ შრატისმიერი კონცენტრაცია (Cmax) აღინიშნებოდა 0.56 და 3.7 მგ/ლ შორის.
შრატისმიერი კონცენრაცია გაიზარდა პროპორტიულად 1000 მგ-მდე დოზირების გამოყენებისას.
აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 70-80%.
500 მგ ორალური დოზირების გამოყენებისას ყოველ 12 საათში გამოვლინდა, რომ შრატისმიერი კონცენტრაცია-დრო მრუდის ქვეშ ფართობი (AUC) იგივეა, რაც ციპროფლოქსაცინის 400 მგ ინტრავენური ინფუზიისას, რომელიც კეთდება 60 წუთიანი ინფუზიის გზით ყოველ 12 საათში.
განაწილება
ციპროლოქსაცინის პლაზმურ ცილებთან კავშირი დაბალია (20-30%). ციპროფლოქსაცინი უმთავრესად აღინიშნება პლაზმაში არაიონიზებული ფორმით და ახასიათებს ხანგრძლივი steady-state განაწილების მოცულობა (2-3 ლ/კგ სხეულის წონაზე). ციპროფლოქსაცინი აღწევს მაღალ კონცენტრაციებს სხვადასხვა ქსოვილებში, როგორიცაა ფილტვები (ეპითელიური სითხე, ალვეოლის მაკროფაგი, ბიოფსიის ქსოვილი), სინუსებში, ანთებით დაზიანებულ ნაწილში და უროგენიტალიურ ტრაქტში (შარდში, პროსტატაში, ენდომეტრიუმში), სადაც საერთო კონცენტრაცია აღემატება მიღწეულ შრატისმიერ კონცენტრაციებს.
ბიოტრანსფორმაცია
გამოვლინდა ოთხი მეტაბოლიტების დაბალი კონცენტრაციები, რომლებიც არიან: დეზეთილენციპროფლოქსაცინი (M1), სულფოციპროფლოქსაცინი (M2), ოქსო-ციპროფლოქსაცინი (M3) და ფორმილციპროფლოქსცინი (M4). მეტაბოლიტებმა აჩვენეს ინ-ვიტრო ანტიმიკრობული აქტივობა, თუმცა დაბალ ხარისხში ვიდრე ძირითად ნაერთებში. ციპროფლოქსაცინი ცნობილია, როგორც CYP450 1A2 იზოფერმენტის საშუალო ინჰიბიტორი.
გამოყოფა
ციპროფლოქსაცინი ძირითადად გამოიყოფა უცვლელი სახით თირკმელების მეშვეობით. ნაწილი გამოიყოფა ფეკალიებში. შრატისმიერი ნახევრადგამოყოფის დრო ნორმალური თირკმლის ფუნქციის მქონე პირებში შეადგენს დაახლოებით 4-7 საათს.
ციპროფლოქსაცინის გამოყოფა (დოზის %)
ორალური მიღება
შარდი
ფეკალიები
ციპროფლოქსაცინი
- 7
- 0
მეტაბოლიტები (M1-M4)
- 3
- 5
თირკმლისმიერი კლირენსი შეადგენს 180-300 მლ/კგ/სთ და საერთო სხეულის კლირენსი შეადგენს 480-600 მლ/კგ/სთ. ციპროფლოქსაცინი ექვემდებარება გლომელურულ ფილტრაციას და ტუბულარულ სეკრეციას. თირკმლის რთული უკმარისობა იწვევს ციპროფლოქსაცინის ნახევრადგამოყოფის დროის გაზრდას 12 სთ-მდე.
ციპროფლოქსაცინის არათირკმლისმიერი კლირენსი ძირითადად განპირობებულია აქტიური ტრანს-ნაწლავური სეკრეციით და მეტაბოლიზმით. დოზირების 1% გამოიყოფა სანაღვლე გზებით. ციპროფლოქსაცინი აღინიშნება ნაღველში მაღალი კონცენტრაციებით.
პედიატრიული პოპულაცია
ფარმაკოკინეზური მონაცემები პედიატრიულ პაციენტებში შეზღუდულია.
ბავშვებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ Cmax და AUC არ არის ასაკზე დამოკიდებული (ერთ წელზე მეტ ასაკში). არ გამოვლინდა Cmax და AUC მნიშვნელოვანი გაზრდა მრავალჯერადი დოზირების (10 მგ/კგ სამჯერ დღეში) გამოყენებისას.
1 წლამდე ასაკის 10 ბავშვში, რომლებთაც აღენიშნებოდათ რთული სეფსისი 10 მგ/კგ ინტრავენური ინფუზიიდან 1 საათის შემდეგ Cmax შეადგენდა 6.1 მგ/ლ (დიაპაზონი 4.6-8.3მგ/ლ), მაშინ როცა 1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში შეადგენდა 7.2 მგ/ლ (დიაპაზონი 4.7-11.8 მგ/ლ). AUC მაჩვენებლები იყვნენ 17.4მგ*სთ/ლ (დიაპაზონი 11.8-32.0მგ*სთ/ლ) და 16.5მგ*სთ/ლ (დიაპაზონი 11.0-23.8 მგ*სთ/ლ) შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებში.
ეს მაჩვენებლები მდებარეობს მოზრდილებში თერაპიული დოზირების გამოყენებისას დიაპაზონის ფარგლებში. სხვადასხვა ინფექციით დაავადებული პედიატრიული პაციენტების ფარმაკოკინეტიკური ანალიზის საფუძველზე, ბავშვებში ნახევრადგამოყოფის სავარაუდო საშუალო ხანგრძლივობა შეადგენს 4-5 საათს და პერორალური სუსპენზიის ბიოშეღწევადობა მერყეობს 50-დან 80%-მდე ფარგლებში.
- 3 კლინიკამდელი მონაცემები უსაფრთხოების შესახებ
არაკლინიკურმა მონაცემებმა არ გამოავლინეს განსაკუთრებული საფრთხე ადამიანში ერთჯერადი დოზირების ტოქსიურობის, განმეორებითი დოზის ტოქსიურობის, კანცეროგენული პოტენციალის ან რეპროდუქციული ფუნქციის ტოქსიურობის ჩვეულებრივი კვლევების საფუძველზე. სხვა ქინოლონების მსგავსად, ციპროფლოქსაცინი ავლენს ფოტოტოქსიურობას ცხოველებში კლინიკურად მნიშნელოვან ზემოქმედების ზღვრებში. მონაცემები ფოტომუტაგენურობის-ფოტოკანცეროგენულობის შესახებ ადასტურებენ ციპროფლოქსაცინის სუსტ ფოტომუტაგენურ ან ფოტოკანცეროგენულ ზემოქმედებას ცხოველებზე ჩატარებულ ინ ვიტრო კვლევებში. ეს ეფექტი შეფარდებითია სხვა გირაზას ინჰიბიტორებთან.
არტიკულური ტოლერანტობა:
ისევე როგორც ეს დამახასიათებელია სხვა გირაზას ინჰიბიტორებისათვის, ციპროფლოქსაცინიც აზიანებს მსხვილ, წონის-მატარებელ სახსრებს მოუმწიფებელ ცხოველებში. ხრტილის დაზიანების ხარისხი განსხვავდება ასაკის, სახეობის და დოზის მიხედვით. ზიანის შემცირება შესაძლებელია სახსრებზე დატვირთვის შემცირების გზით. ზრდასრულ ცხოველებზე (ვირთხა, ძაღლი) ჩატარებულმა კვლევებმა არ გამოავლინა ხრტილოვანი დაზიანებების ნიშნები. ახალგაზრდა ბიგლის ჯიშის ძაღლებში ჩატარებულ კვლევებში, ციპროფლოქსაცინმა გამოიწვია სერიოზული სახსრების ცვლილებები თერაპიულ დოზებში მკურნალობის დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ, რაც კვლავ შეინიშნებოდა 5 თვის შემდეგაც.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სამედიცინო გამოყენების შესახებ
ინფორმაცია პაციენტებისათვის
ციპრინოლი® შემოგარსული ტაბლეტები, 750 მგ
ციპროფლოქსაცინი
Ciprofloxacin
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მთლიანი ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციებს.
- შეინახეთ ეს ფურცელჩანართი. შესაძლოა კიდევ დაგჭირდეთ მოგვიანებით მისი წაკითხვა.
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს პრეპარატი დაგენიშნათ თქვენ ინდივიდუალურად. ნუ გადასცემთ მას სხვას გამოყენებისათვის. პრეპარატმა შესაძლოა ზიანი მიაყენოს სხვას იმ შემთხვევაშიც, თუ მასაც აღენიშნება მსგავსი სიმპტომები.
- თუ გამოვლინდება ნებისმიერი არასასურველი რეაქციები, უნდა მიმართოთ მკურნალო ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული რეკომენდაცია ეხება ასევე ნებისმიერ მოსალოდნელ გვერდით ეფექტებს, მათ შორის ისეთებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციის პუნქტში 4.
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს:
- რას წარმოადგენს ციპრინოლი® და რისთვის გამოიყენება
- ინფორმაცია ციპრინოლის® გამოყენებამდე
- ციპრინოლის® მიღების წესი
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
- ციპრინოლის® შენახვის პირობები
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები
- რას წარმოადგენს ციპრინოლი® და რისთვის გამოიყენება
ციპრინოლი® წარმოადგენს ანტიბიოტიკს, რომელიც მიეკუთვნება ფტორქინოლონების კლასს. აქტიური ნივთიერება არის ციპროფლოქსაცინი. ციპროფლოქსაცინი მოქმეცებს, გარკვეული ტიპის ბაქტერიების განადგურების ხარჯზე, რომლებიც იწვევენ ინფექციას.
უფროსები
ციპრინოლი® გამოიყენება უფროსებში შემდეგი ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ:
სასუნთქი გზების ინფექციები
ყურის ან სინუსის ხანგრძლივი ან განმეორებითი ინფექციები
არაგართულებული მწვავე ცისტიტი
მწვავე პიელონეფრიტი
შარდგამომყოფი გზების გართულებული ინფექციები
ბაქტერიული პროსტატიტი
ქალებში და მამაკაცებში სასქესო ორგანოების ინფექციები
კუჭ – ნაწლავის ტრაქტის ინფექციები და ინტრააბდომინალური ინფექციები
კანის და რბილი ქსოვილების ინფეციები
ძვლების და სახსრების ინფექციები
ინფექციების პროფილაქტიკისათვის, რომლებიც გამოწვეულია Neisseria meningitidis ბაქტერიებით
ინჰალაციური ციმბირული წყლული.
ციპროფლოქსაცინის გამოყენება შესაძლებელია ლეიკოციტების დაბალი დონის მქონე პაციენტებში (ნეიტროპენია), რასაც ახლავს ცხელება და რომელიც, როგორც წესი, გამოწვეულია ბაქტერიული ინფექციებით.
თუ აღინიშნება რთული ინფექცია ან ეს ინფექცია გამოწვეულია რამოდენიმე ტიპის ბაქტერიებით, შესაძლოა საჭირო გახდეს ციპრინოლზე® სხვა ანტიბიოტიკებით დამატებითი მკურნალობის დანიშვნა.
ბავშვები და მოზარდები
ციპრინოლი® გამოიყენება შემდეგი ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ ბავშვებში და მოზარდებში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ:
ფილტვების და ბრონქების კისტოზური ფიბროზის გამწვავება
შარდგამომყოფი გზების გართულებული ინფექციები, მათ შორის ინფექციები, რომლებიც გავრცელდა თირკმელებზე (მწვავე პიელონეფრიტი)
ინჰალაციური ციმბირული წყლული
ციპრინოლის® გამოყენება შესაძლებელია რთული ინფექციების სამკურნალოდ ბავშვებში და მოზარდებში, როდესაც ექიმი საჭიროდ მიიჩნევს მისი გამოყენების აუცილებლობას.
- ინფორმაცია ციპრინოლის® გამოყენებამდე
არ შეიძლება ციპრინოლის® გამოყენება შემდეგ შემთხვევებში:
თუ აღინიშნება ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების მიმართ, სხვა ქინოლონების ან ამ პრეპარატში შემავალი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ (იხ. პუნქტი 6);
უკუნაჩვენებია ერთდროული გამოყენება თიზანიდინთან (იხ. პუნქტი 2, ნაწილი ,,სხვა პრეპარატები და ციპრინოლი®).
განსაკუთრებული მითითებები და უსაფთხოების ზომები
მიმართეთ ექიმს ციპრინოლის® გამოყენებამდე კონსულტაციისათვის.
ციპრინოლის® გამოყენებამდე
უნდა აცნობოთ ექიმს, თუ:
ოდესმე გახასიათებდათ თირკმელების დარღვევები, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს მკურნალობის კორექცია.
თუ აღინიშნება ეპილეფსია ან სხვა ნევროლოგიური დარღვევები
თუ ციპრინოლის® მსგავსი ანტიბიოტიკებით წინა მკურნალობის დროს გამოვლინდა მყესების პრობლემები
თუ დიაგნოსტირებულია მსხვილი სისხლძარღვის გადიდება ან ,,გაფართოვება“ (აორტას ანევრიზმა ან მსხვილი სისხლძარღვის პეროფერიული ანევრიზმა)
თუ წარსულში გამოვლინდა აორტის დისექციის ეპიზოდი (კედლების გახლეჩვა);
თუ ანამნეზში აღინიშნება ანევრიზმა ან აორტის განშრევება, ასევე სხვა რისკ ფაქტორები ან სავარაუდო მდგომარეობები (მაგ., შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები, როგორიცაა მარფანის სინდრომი, ელერს-დანლოს სისხძარღვული ტიპის სინდრომი, ტაკაიასუს არტერიტი, გიგანტურ - უჯრედული არტერიტი, ბეხჩეტის დაავადება, არტერიული ჰიპერთენზია, ათეროსკლეროზი).
თუ გახასიათებთ დიაბეტი, რადგან შესაძლოა განვითარდეს ჰიპოგლიკემია ციპროფლოქსაცინის გამოყენებისას
თუ აღინიშნება მიასთენია გრავისი (კუნთების სისუსტე)
თუ ვლინდება გულის მუშაობის დარღვევა. საჭიროა სიფრთხილე აღნიშნული პრეპარატის გამოყენებისას, თუ აღინიშნება თანდაყოლილი ან ოჯახურ ანამნეზში QT ინტერვალის გახანგრძლივება (ეკგ, ელექტრონული გულის ჩანაწერი), მარილების დისბალანსი სისხლში (განსაკუთრებით კალიუმის ან მაგნიუმის ნაკლებობა სისხლში), ძალიან შენელებული გულის რითმი (ბრადიკარდია), გულის ფუნქციის დარღვევა (გულის უკმარისობა), გულის შეტევა (მიოკარდის ინფარქტი), თუ ხართ მდედრობითი სქესის ან ხანდაზმული ან თუ იღებთ სხვა პრეპარატებს, რომლებიც იწვევენ ეკგ-ს ანომალიურ ცვლილებებს (იხ. პუნქტი 2: სხვა პრეპარატები და ციპრინოლი®).
თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრებს ახასიათებთ გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი, რადგან შესაძლოა აღინიშნოს ანემიის განვითარება ციპროფლოქსაცინის გამოყენებისას. არ შეიძლება ფტორქინოლონის/ქინოლონის ანტიბაქტერიული პრეპარატების, მათ შორის ციპრინოლის® გამოყენება, თუ წარსულში გამოვლინდა ნებისმიერი სერიოზული გვერდითი რეაქციები ქინოლონის ან ფტორქინოლონის მიმართ. ასეთ შემთხვევებში უნდა აცნობოთ ექიმს ამის შესახებ რაც შეიძლება სწრაფად.
ზოგიერთი სასქესო გზების ინფექციების სამკურნალოდ ექიმმა შესაძლოა დანიშნოს დამატებით კიდევ ერთი ანტიბიოტიკი ციპროფლოქსაცინთან ერთად. თუ მკურნალობის სამი დღის შემდეგ არ აღინიშნება სიმპტომების გაუმჯობესება, უნდა მიმართოთ ექიმს.
ციპრინოლით® მკურნალობის პერიოდში
აცნობეთ ექიმს, თუ გამოვლინდება შემდეგი მოვლენებიდან რომელიმე პრეპარატი ციპრინოლის® გამოყენებისას. ექიმმა შესაძლოა შეწყვიტოს მკურნალობა.
რთული, უეცარი ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსიური რეაქცია/შოკი, ანგიოშეშუპება). ასევე თუ პირველი დოზის მიღებისას არსებობს იმის ალბათობა, რომ შესალოა გამოვლინდეს სერიოზული ალერგიული რეაქციები, რომლებთაც ახასიათებთ შემდეგი სიმპტომები: მკერდის არეში ზეწოლის შეგრძნება, თავბრუსხვევა, ტკივილი, სისუსტე ან თავბრუსხვევა წამოდგომისას. თუ ვლინდებიან ეს სიმპტომები, უნდა შეწყვიტოთ ციპრინოლის® გამოყენება და სასწრაფოდ მიმართოთ ექიმს.
სახსრების ტკივილი და შეშუპება, ასევე მყესების ანთება ან გახლეჩვა, რაც შესაძლოა გამოვლინდეს იშვიათად. რისკი იზრდება ხანდაზმულ პაციენტებში (60 წელზე უფროსებში), ასევე პაციენტებში ორგანოს ტრანსპლანტაციით, თირკმელების პრობლემებისას ან კორტიკოსტეროიდებით მკურნალობისას. მყესების ანთება და გახლეჩვა შესაძლოა გამოვლინდეს პირველი 48 საათის განმავლობაში და ასევე პრეპარატი ციპრინოლით® მკურნალობის დასრულებიდან რამოდენიმე თვეების განმავლობაშიც კი. მყესების ტკივილის ან ანთების პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე (მაგ., ხელის გულების, მაჯის, მტევნის, ბეჭის ან მუხლის არეში) უნდა შეწყვიტოთ ციპრინოლის® გამოყენება და უნდა მიმართოთ ექიმს და უზრუნველყოთ მტკივნეული ნაწილის განტვირთვა. მოერიდეთ არასაჭირო დატვირთვას, რადგან ასეთ დროს შესაძლოა გაიზარდოს მყესის გახლეჩვის რისკი.
თუ შეიგძენით უეცარი ტკივილი მუცელში, მკერდში ან ზურგში სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს გადაუდებელ სასწრაფო დახმარების განყოფილებაში.
თუ გაქვთ ეპილეფსია ან სხვა ნევროლოგიური დაავადებები (მაგალითად, ტვინში სისხლის მიწოდების შემცირება ან ინსულტი), შესაძლოა გამოვლინდეს გვერდით ეფექტები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ. ასეთის გამოვლენის შემთხვევაში, უნდა შეწყვიტოთ ციპრინოლის® მიღება და სასწრაფოდ მიმართოთ ექიმს.
შესაძლოა აღინიშნოს ფსიქიური რეაქციები ციპრინოლის® პირველი გამოყენების შემდეგ. თუ გაქვთ დეპრესია ან ფსიქოზი, შესაძლოა აღინიშნოს სიმპტომების გაუარესება ციპრინოლით® მკურნალობის დროს. იშვიათ შემთხვევებში დეპრესიამ და ფსიქოზმა შესაძლოა განიცადოს პროგრესირება თვითმკვლელობის აზრებამდე, სუიციდურ მცდელობებამდე ან სუიციდამდე. თუ ვლინდება მსგავსი სიმპტომები სასწრაფოდ აცნობეთ ექიმს ამის შესახებ, რადგან ასეთ დროს უნდა შეწყდეს ციპრინოლის® გამოყენება.
იშვიათად შესაძლოა გამოვლინდეს ნერვის დაზიანების (ნევროპათიის) სიმპტომები, როგორიცაა ტკივილი, წვა, ჩხვლეტა, დაბუჟება და/ან სისუსტე, განსაკუთრებით ტერფებზე და ხელ-ფეხზე და ხელის-გულებზე. ასეთის გამოვლენის შემთხვევაში უნდა შეწყვიტოთ ციპრინოლის® მიღება და დროულად მიმართოთ ექიმს, რომ მოხდეს პოტენციურად არარევერსული მდგომარეობის განვითარების შეჩერება.
ჰიპოგლიკემია უფრო ხშირად აღინიშნა დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, უმეტესად ხანდაზმულებში. ასეთის გამოვლენის შესახებ სასწრაფოდ უნდა აცნობოთ ექიმს.
დიარეა შესაძლოა განვითარდეს ანტიბიოტიკების მიღებისას, მათ შორის ციპრინოლის® გამოყენების დროსაც, ასევე მისი მიღების შეწყვეტიდან რამოდენიმე კვირის შემდეგაც კი. თუ აღინიშნება ძლიერი ან ქრონიკული დიარეა ან თუ შენიშნეთ, რომ განავალში აღინიშნება სისხლი ან ლორწო, სასწრაფოდ უნდა აცნობოთ ამის შესახებ ექიმს. ციპრინოლის® მიღება სასწრაფოდ უნდა შეწყდეს, რადგან ეს მდგომარეობა შესაძლოა იყოს სიცოცხლისათვის საშიში. არ მიიღოთ პრეპარატები, რომლებიც იწვევენ პერისტალტიკის შეჩერებას ან შენელებას.
სისხლის ან შარდის ანალიზის ჩაბარებისას აცნობეთ ექიმს ან ლაბორატორიის თანამშრომელს, რომ იღებთ ციპრინოლს®.
თუ აღინიშნება თირკმელების დარღვევები, უნდა მიმართოთ ექიმს კონსულტაციისათვის, რადგან შესაძლოა მან მოახდინოს დოზირების კორექცია.
ციპრინოლმა® შესაძლოა გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება. თუ შენიშნავთ ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა გემოს დაკარგვა, სიყვითლე (კანის სიყვითლე), მუქი შარდი, ქავილი ან ტკივილი კუჭის არეში, უნდა შეწყვიტოთ ციპრინოლის® მიღება და სასწრაფოდ მიმართოთ ექიმს.
ციპრინოლმა® შესაძლოა გამოიწვიოს ლეიკოციტების რიცხვის შემცირება და თქვენი ორგანიზმის მდგრადობის დაქვეითება ინფექციების მიმართ. თუ გაქვთ ინფექცია სიმპტომების თანხლებით, როგორიცაა ცხელება და ზოგადი მდგომარეობის სერიოზული გაუარესება, ან ცხელება ადგილობრივ სიმპტომებთან ერთად, როგორიცაა ყელის/პირის არეში ტკივილი ან შარდვის პრობლემები, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. უნდა ჩატარდეს სისხლსი ანალიზი ლეიკოციტების რაოდენობის სავარაუდო შემცირებაზე (აგრანულოციტოზი). უნდა აცნობოთ ექიმს აუცილებლად, რომ იღებთ ციპრინოლს®.
თუ ვლინდება მხედველობის გაუარესება ან ნებისმიერი გვერდითი ეფექტები თვალების მხრივ, უნდა სასწრაფოდ მიმართოთ სპეციალისტს კონსულტაციისათვის.
შესაძლოა თქვენი კანი უფრო მგრძნობიარე გახდეს მზის სხივების ან ულტრაიისფერი სინათლის მიმართ ციპრინოლით® მკურნალობის პერიოდში. უნდა მოერიდოთ ძლიერ მზის დასხივებას ან ხელოვნურ ულტრაიისფერ სხივებს, მაგალითად სოლარიუმს.
ხანგრძლივი, დამაინვალიდირებელი და პოტენციურად არარევერსული სერიოზული გვერდითი ეფექტები
ფტორქინოლონური/ქინოლონური ანტიბაქტერიული საშუალებების, მათ შორის ციპროფლოქსაცინის გამოყენებასთან ასოცირდებოდა ძალიან იშვიათ, მაგრამ სერიოზულ არასასურველ ეფექტების გამოვლენასთან, რომელთაგანაც ზოგიერთი მათგანი შენარჩუნდა ხანგრძლივად (რამოდენიმე თვეების ან წლის განმავლობაში), და რომლებიც იწვევდნენ შრომის უუნარობას ან იყო პოტენციურად არარევერსული. ეს რეაქციები მოიცავენ მყესების არეში ტკივილს, ზედა და ქვედა კიდურების სახსრების და კუნთების ტკივილს, სიარულის გართულებას, ანომალიურ შეგრძნებებს, როგორიცაა ჩხვლეტა, ღიტინი, დაბუჟება ან წვა (პარესთეზია), სენსორული დარღვევები, მათ შორის მხედველობის, გემოს და ყნოსვის გაუარესება, სმენის დაქვეითება, დეპრესია, მეხსიერების გაუარესება, ძლიერი დაღლილობა და ძილის რთული დარღვევები. თუ ციპრონოლით® მკურნალობის პერიოდში გამოვლინდა ამ გვერდითი ეფექტებიდან რომელიმე, სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს მკურნალობის გაგრძელებამდე. ექიმი თქვენთან ერთად მიიღებს გადაწყვეტილებას მკურნალობის გაგრძელების შესახებ, ასევე სხვა კლასის ანტიბიოტიკის გათვალისწინებით.
სხვა პრეპარატები და ციპრინოლი®
აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ სხვა ნებისმიერ მედიკამენტს, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ისინი ან აპირებთ ნებისმიერი მედიკამენტის მიღებას.
არ მიიღოთ ციპრინოლი® თიაზიდებთან ერთად, რადგან შესაძლოა განვითარდეს გვერდითი მოვლენები, როგორიცაა არტერიული წნევის დაცემა და ძილიანობა (იხ. პუნქტი 2: არ მიიღოთ ციპრინოლი®). ცნობოლია, რომ ზოგიერთი პრეპარატები იწვევენ წამლის ურთიერთქმედებას ციპრნოლთან® ერთად გამოყენებისას. ციპრინოლის გამოყენებამ ამ პრეპარტებთან ერთად შესაძლოა გამოიწვიოს ამ სამკურნალო საშუალებების თერაპიული ეფექტის ცვლილებები. ასევე შესაძლოა გაიზარდოს გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი.
აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ შემდეგ პრეპარატებს:
ვარფარინი ან სხვა პერორალური ანტიკოაგულურები (სისხლის შედედების საწინააღმდეგო)
პრობენეციდი (პოდაგრის სამკურნალოდ)
მეტოტრექსატი (ზოგიერთ ტიპის კიბოს, ფსორიაზის, რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ)
თეოფილინი (სუნთქვის პრობლემების სამკურნალოდ)
თიზანიდინი (კუნთების სპასტიურობის სამკურნალოდ გაფანტული სკლეროზისას)
კლოზაპინი, ოლანზაპინი (ანტიფსიქოზური პრეპარატები)
როპინიროლი (პარკინსონის დაავადებისას)
ფენიტოინი (ეპილეფსიისას)
მეტოკლოპრამიდი (ღებინების და გულისრევისას)
ციკლოსპორინი (იმუნური სისტემის დათრგუნვისათვის)
გლიბენკლამიდი (დიაბეტის სამკურნალოდ)
ზოლპიდემი.
ასევე უნდა აცნობოთ ექიმს, თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს, რომლებმაც შესაძლოა შეცვალონ გულის რითმი:
პრეპარატები, რომლებიც მიეკუთვნებიან ანტიარითმიული საშუალებების ჯგუფს (მაგალითად, ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი, ამიოდარონი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი)
ტრიციკლური ანტიდეპრესიულები
ზოგიერთი ანტიმიკრობული საშუალებები (მაკროლიდების ჯგუფიდან)
ზოგიერთი ანტიფსიქოზური პრეპარატები
ციპრონოლმა® შესაძლოა გაზარდოს სისხლში შემდეგი პრეპარატების დონე:
პენტოქსფილინი (სისხლის მიმოქცევის დარღვევისას)
კოფეინი
დულოქსეტინი (ანტიდეპრესანტი)
ლიდოკაინი (ადგილობრივი საანესთეზიო)
სილდენაფილი (ერექციის დისფუნქციის სამკურნალოდ)
აგომელატინი.
ზოგიერთმა სამკურნალო საშუალებებმა შესაძლოა შეამცირონ ციპრინოლის® ეფექტი. აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ ან აპირებთ შემდეგი პრეპარატების მიღებას:
ანტაციდები,
იმეპრაზოლი (გამოიყენება კუჭის წყლულისას)
მინერალური დანამატები
პოლიმერული ფოსფატის შემაკავშირებელი საშუალება (მაგალითად, სეველამერი)
პრეპარატები ან დანამატები, რომლებიც შეიცავენ კალციუმს, მაგნიუმს, ალუმინს ან რკინას.
თუ აუცილებელია ამ პრეპარატების გამოყენება, უნდა მოხდეს ციპრინოლის® მიღება ერთი-ორი საათით ადრე ამ პრეპარატების მიღებამდე ან მათი მიღების შემდეგ სულ მცირე ოთხი საათის შემდეგ.
ციპრინოლის® მიღება საკვებ და სასმელ პროდუქტებთან და ალკოჰოლთან ერთად
მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია ციპრინოლის® მიღება კვებისგან დამოუკიდებლად, მაინც უნდა მოერიდოთ რძის პროდუქტების ან სასმელების მიღებას (როგორიცაა რძე ან იოგურტი) ან კალციუმით მდიდარი სასმელების მიღებას ტაბლეტების მიღების დროს, რადგან მათ შესაძლოა შეამცირონ აქტიური ნივთიერების აბსორბცია.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ჩვილს ძუძუთი, ეჭვობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარტის გამოყენებამდე უნდა მიმართოთ ექიმს კონსულტაციისათვის. უნდა მოერიდოთ ციპრინოლის გამოყენებას ორსულობის დროს. აცნობეთ ექიმს, თუ გეგმავთ ორსულობას.
არ მიიღოთ ციპრინოლი® ლაქტაციის პერიდში, რადგან ციპროფლოქსაცინი გამოიყოფა დედის რძეში და შესაძლოა ზიანი მიაყენოს თქვენს ბავშვს.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ციპრინოლმა® შესაძლოა დააქვეითოს თქვენი სიფხიზლის უნარიანობა. შესაძლოა განვითარდეს ზოგიერთი ნევროლოგიური გვერდითი მოვლენები. ამიტომ დარწმუნდით იმაში, რომ ზუსტად იცით, თუ როგორ მოქმედებს თქვენზე ციპრინოლი® ავტომობილის მართვამდე ან მექანიზმებთან მუშაობამდე, თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის.
- ციპრინოლის® გამოყენების წესი
ყოველთვის უნდა მიიღოთ პრეპარატი ზუსტად ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად. ეს მითითებები დამოკიდებულია ინფექციის სახეობაზე და სირთულეზე. ნებისმიერი საეჭვო მდგომარეობის გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.
აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ თირკმლის პრობლემები, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს დოზირების კორექცია.
მკურნალობა ჩვეულებრივ გრძელდება 5-დან 21 დღემდე, მაგრამ შესაძლებელია საჭირო გახდეს უფრო მეტი დროის მანძილზე გამოყენება რთული ინფექციებისას. ტაბლეტები მიიღეთ ზუსტად ისე, როგორც დაგინიშნათ ექიმმა. მიმართეთ ექიმს, თუ არ იცით, რამდენი ტაბლეტი უნდა მიიღოთ და რა ხანგრძლივობით.
ტაბლეტები უნდა გადაყლაპოთ მთლიანად დიდი რაოდენობით წყლის მიყოლებით. არ დაღეჭოთ ტაბლეტები, რადგან მათ აქვთ არასასიამოვნო გემო. შეეცადეთ მიიღოთ ტაბლეტები დღის ერთი და იმავე დროს ყოველდღე. ტაბლეტების მიღება შესაძლებელია კვებისგან დამოუკიდებლად. კალციუმი, რომელიც შედის ზოგიერთი საკვების შემადგენლობაში, არ მოახდეს სერიოზულ ზეგავლენას ციპროფლოქსაცინის შეწოვაზე. თუმცა ციპრონოლის® ტაბლეტები არ უნდა მიიღოთ რძის პროდუქტებთან (როგორიცაა რძე ან იოგურტი) ან სასმელებთან ერთად, რომლებიც მდიდარია მინერალებით (მაგალითად, ფორთოხლის წვენი, კალციუმით მდიდარი).
არ დაგავიწყდეთ მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე ციპრინოლით® მკურნალობის პერიოდში.
თუ მიიღეთ ციპრინოლის® საჭიროზე მეტი დოზირება
თუ მიიღეთ დანიშნულ დოზაზე მეტი დოზირება, სასწრაფოდ უნდა მიმართოთ სამედიცინო დახმარებას. თან წაიღეთ ტაბლეტები ან წამლის შეფუთვა, რომ აჩვენოთ ექიმს.
თუ დაგავიწყდათ პრეპარატი ციპრინოლის® მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზირების კომპენსირების მიზნით.
თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ ის როგორც კი გაგახსენდებათ მაშინვე. თუმცა თუ უკვე ახლოვდება მომდევნო დოზირების მიღების დრო, მაშინ უნდა გამოტოვოთ ეს დოზა და განაგრძოთ მიღება ჩვეულებრივ დოზირების რეჟიმის მიხედვით. აუცილებლად უნდა დაასრულოთ მკურნალობის კურსი.
თუ გსურთ პრეპარატი ციპრინოლის® მიღების შეწყვეტა
მნიშვნელოვანია კურსის ბოლომდე დასრულება, მაშინაც კი თუ თქვენ რამოდენიმე დღის შემდეგ თავს იგრძნობთ უკეთ. თუ შეწყვიტავთ მკურნალობას ნაადრევად, არ მოხდება ინფექციის სრული განადგურება და შესაძლოა აღინიშნოს მისი სიმპტომების რეციდივი ან გაუარესება. ასევე შესაძლოა განვითარდეს ანტიბიოტიკის მიმართ მდგრადობა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ, მიმართეთ ექიმს.
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ციპროფლოქსაცინმაც შესაძლოა გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.
ხშირი (შესაძლოა გამოვლინდეა 10 -პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში):
- ღებინება, დიარეა
- სახსრების ტკივილი ბავშვებში
არახშირი: (შესაძლოა გამოვლინდეს 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში):
- სოკოვანი ინფექციები
- ეოზინოფილების მაღალი კონცენტრაცია (სისხლის თეთრი უჯრედების სახეობა)
- მადის დაკარგვა (ანორექსია)
- ჰიპერაქტივობა ან აღგზნება
- თავის ტკივილები, თავბრუსხვევა, ძილის დარღვევები ან გემოს დარღვევები
- ღებინება, მუცლის ტკივილი, საჭმლის მონელების დარღვევები (მაგალითად, კუჭის აშლილობა, დისპეფსია/გულძმარვა) ან მეტეორიზმი
- სისხლის ზოგიერთი ნივთიერებების რაოდენობის გაზრდა (ტრანსამინაზების და/ან ბილირუბინის)
- გამონაყარი, ქავილი ან ჭინჭრის ცხელება
- სახსრების ტკივილი უფროსებში
- თირკმელების ფუნქციის უკმარისობა
- ტკივილი კუნთებში და ძვლებში, შეუძლოდ ყოფნა (ასთენია) ან ცხელება
- სისხლში ტუტე ფოსფატაზას დონის გაზრდა
იშვიათი: (ვლინდება 1000 პაციეტიდან 1-ზე ნაკლებში):
- ნაწლავის ანთება (კოლიტი), რაც კავშირშია ანტიბიოტიკების გამოყენებასთან (შესაძლოა იქონიოს ლეტალური შედეგი ძალიან იშვიათ შემთხვევებში) (იხ. პუნქტი 2)
- სისხლის შემადგენლობის ცვლილებები (ლეიკოპენია, ლეიკოციტოზი, ნეიტროპენია, ანემია), თრომბოციტების რაოდენობის გაზრდა ან შემცირება (იხ. პუნქტი 2)
- ალერგიული რეაქციები, შეშუპება ან კანის და ლორწოვანი გარსის სწრაფი შეშუპება (ანგიოშეშუპება)
- სისხლში შაქრის დონის გაზრდა (ჰიპერგლიკემია)
- სისხლში შაქრის დონის შემცირება (ჰიპოგლიკემია) (იხ. პუნქტი 2)
- გონების დაბინდვა, დეზორიენტაცია, შფოთი, კოშმარები, დეპრესია (პოტენციურად იწვევს თვითმკვლელობის აზრებს, მცდელობებს ან სუიციდს), ჰალუცინაცია.
- ჩხვლეტის შეგრძნება, უჩვეულო შეგრძნებები, კანის მგრძნობელობის შემცირება, ტრემორი, კრუნჩხვა (იხ. პუნქტი 2) ან თავბრუსხვევა
- მხედველობის პრობლემები (თვალებში გაორება)
- ყურებში შუილი, სმენის დაკარგვა, სმენის დარღვევა
- გულისცემის გახშირება (ტაჰიკარდია)
- სისხლძარღვების გაფართოვება (ვაზოდილატაცია), წნევის დაცემა ან გულყრის მდგომარეობა
- ქოშინი, ასტმური სიმპტომების ჩათვლით
- ღვიძლის ფუნქცისი დარღვევები, სიყვითლე (ქოლესტაზური სიყვითლე), ჰეპატიტი
- სინათლის მიმართ მგრძნობელობა (იხ. პუნქტი 2)
- სახსრების ანთება, კუნთების ტონუსის გაზრდა ან კრუნჩხვა
- თირკმლის უკმარისობა, სისხლი ან კრისტალები შარდში (იხ. პუნქტი 2), შარდგამომყოფი გზების ანთება
- სითხის შეკავება ან ჭარბი ოფლიანობა
- ამილაზას ფერმენტების დონის მომატება
ძალიან იშვიათი: (შესაძლოა აღინიშნოს 10000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში)
- ერითროციტების რაოდენობის შემცირება (ჰემოლიზური ანემია), ლეიკოციტების დონის საშიში დაცემა (აგრანულოციტოზი), სისხლში წითელი და თეთრი უჯრედების და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (პანციტოპენია), რაც შესაძლოა იყოს სასიკვდილო. ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვა, რაც შესაძლოა იყოს სიცოცხლისათვის სახიფათო (იხ. პუნქტი 2).
- ფსიქიური დარღვევები (ფსიქოზური რეაქციები, რაც პოტენციურად იწვევენ სუიციდურ აზრებს, მცდელობებს ან სუიციდურ ქმედებებს) (იხ. პუნქტი 2)
- შაკიკი, კოორდინაციის დარღვევა, სიარულის დისბალანსი (სიარულის დარღვევა), ყნოსვის დარღვევა, მომატებული შიდაქალის წნევა
- ფერების აღქმის დარღვევა
- სისხლძარღვების კედლების ანთება (ვასკულიტი)
- კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება
- ღვიძლის უჯრედების კვდომა (ღვიძლის ნეკროზი), ძალიან იშვიათად იწვევს სიცოცხლისათვის საშიშ ღვიძლის უკმარისობას
- კანზე მცირე, წერტილოვანი სისხლჩაქცევები (პეტექიები), კანზე სხვადასხვა სახის გამონაყარი ან დაყრა (მაგალითად, პოტენციურად ლეტალური სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი)
- კუნთების სისუსტე, მყესების ანთბა, მყესების გახლეჩვა – განსაკუთრებით ტერფის უკანა ნაწილზე დიდი მყესების (აქილევსის მყესი), მიასთენიის სიმპტომების გაუარესება (იხ. პუნქტი 2).
უცნობია სიხშირე: (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით)
- ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცაა ტკივილი, წვა, ჩხვლეტა, დაბუჟება და/ან სისუსტე კიდურებში (პეროფერიული ნევროპათია და პოლინევროპათია)
- კანზე იშვიათი რთული გამონაყარი, რაც კავშირშია ძირითადად სამკურნალო საშუალების გამოყენებასთან (მწვავე გენერალიზირებული ეგზანთემური პუსტულოზი)
- ძალიან აჩქარებული გულისცემა, სიცოცხლისათვის საშიში არარეგულარული გულის რითმი, გულის რითმის ცვლილებები (ეგრეთ წოდებული ,,QT ინტერვალის გახანგრძლივაბა“, რაც ვლინდება ეკგ-ზე)
- სისხლდენის რისკის გაზრდა (პაციენტებში, რომლებიც იღებენ სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატებს)
- ძლიერი აღგზნებადობის (მანია) შეგრძნება ან მომატებული ოპტიმიზმის შეგრძნება და ჰიპერაქტიულობა (ჰიპომანია)
- ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ეგრეთ წოდებული DRESS (რეაქცია სამკურნალო საშუალებებზე ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით)
- სინდრომი, რაც კავშირშია წყლის გამოყოფის დარღვევასთან და ნატრიუმის დაბალ დონესთან (SIADH).
არსებობს ცნობები ძალიან იშვიათი, ხანგრძლივი (თვეების და წლების მანძილზე) ან ქრონიკული გვერდითი რეაქციების შესახებ, როგორიცაა მყესების ანთება, მყესების გახლეჩვა, სახსრების ტკივილი, კიდურების ტკივილი, სიარულის გართულება, ანომალიური შეგრძნებები, როგორიცაა კიდურების ტკივილი, წვა, ჩხვლეტა, დაბუჟება ან სისუსტე (ნევროპათია), დეპრესია, სისუსტე, მეხსიერების, ძილის, სმენის, მხედველობის, გემოს და ყნოსვის დარღვევა, რაც კავშირშია ქინოლონების და ფტორქინოლონების გამოყენებასთან, ზოგიერთ შემთხვევაში წინმსწრები რისკ-ფაქტორების არსებობისგან დამოუკიდებლად.
არასასურველი რეაქციების შეტყობინება
თუ გამოვლინდება ნებისმიერი არასასურველი რეაქცია, უნდა მიმართოთ ექიმს კონსულტაციისათვის. აღნიშნული რეკომენდაცია გასათვალისწინებელია ნებისმიერი არასასურველი რეაქციების გამოვლენისას, მათ შორის ისეთი მოვლენებისაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. არასასურველი რეაქციების გამოვლენის შესახებ თქვენ შეგიძლიათ ასევე აცნობოთ სამკურნალო პრეპარატების არასასურველი რეაქციების (ქმედებების) საინფორმაციო ბაზას, მათ შორის პრეპარატის არაეფექტურობის შემთხვევაშიც. არასასურველი რეაქციების შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ წამლის უსაფრთხო გამოყენების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
- ციპრინოლის® შენახვის პირობები
სია B.
შეინახეთ მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში.
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა 5 წელი.
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.
არ გადააგდოთ პრეპარატი საყოფაცხოვრებო წყლებში ან კანალიზაციაში. დააზუსტეთ ფარმაცევტთან პრეპარატის უტილიზაციის წესები. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები
პრეპარატი ციპრინოლის® შემადგენლობა
1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება:
ციპროფლოქსაცინის ჰიდროქლორიდის მონოჰიდრატი 873მგ (შეესაბამება 750 მგ ციპროფლოქსაცინს)
დამხმარე ნივთიერებები: პოვიდონი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილის სახამებელი, ტიპი A, მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური კაჟბადის დიოქსიდი უწყლო, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა 6 cP, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი E171, პროპილენგლიკოლი.
ციპრინოლის® გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა
ოვალური ტაბლეტები, დაფარული აპკიანიგარსით თეთრი ფერის ან თითქმის თეთრი ფერის ორივე მხარეზე ნაზოლით.
ბლისტერული შეფუთვა შეიცავს 750 მგ-იან 10 აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტს; 1 ან 2 ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი
კრკა დ.დ., ნოვო მესტო, შმარეშკა ცესტა 6, 8501 ნოვო მესტო, სლოვენია
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


