პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

ცეფურო

Cefuro™

რეცეპტით250მგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები: -ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები: მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, პნევმონია, ფილტვის აბსცესი, გულ-მკერდის ორგანოებზე ოპერაციების შემდგომი ინფექციური გართულებები; …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ცეფუროქსიმი (cefuroxime)
ფორმა და შეფუთვა
250მგ ფხვნილი ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონი №1 + 2მლ გამხსნელი (საინექციო წყალი) მინის ამპულა №1
მწარმოებელი
DEVA Holding A.S., თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, მეორე თაობის ცეფალოსპორინები
ATC კოდი
J01DC02
რეგისტრაციის ნომერი
რ-044276
რეგისტრირებულია
4 ნოემბერი 2025, მოქმედებს 4 ნოემბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
DEVA Holding A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
სს „ასფარმა მედიკალ დენტალ ურუნლერი ვე ილაჩ სანაი თიჯარეთის საქართველოს ფილიალი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაცეფურო და სხვა წამალი ერთად

ცეფურო — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები:

  • ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები: მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, პნევმონია, ფილტვის აბსცესი, გულ-მკერდის ორგანოებზე ოპერაციების შემდგომი ინფექციური გართულებები;
  • ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, ოტიტი, სინუსიტი
  • შარდგამომყოფი გზების ინფექციები: მწვავე და ქრონიკული პიელონეფრიტი, ცისტიტი, ასიმპტომური ბაქტერიურია;
  • რბილი ქსოვილების ინფექციები: ცელულიტი, ერიზიპელოიდი, პერიტონიტის, ჭრილობისმიერი ინფექცია;
  • სეპტიცემია, გამორიცხულია ინტრამუსკულარული შეყვანა (მხოლოდ ინტრავენური გზით შეყვანის შემდეგ)
  • მენინგიტი: გამორიცხულია ინტრამუსკულარული შეყვანა (მხოლოდ ინტრავენური გზით შეყვანის შემდეგ)
  • გონორეა: გაურთულებელი გონოკოკური ურეთრიტი და ცერვიციტი;
  • ძვლების და სახსრების ინფექციები: ოსტეომიელიტი, სეპტიკური ართრიტი;
  • მცირე მენჯის ორგანოების ინფექციები: ენდომეტრიტი, ადნექსიტი, ცერვიციტი;

ინფექციური გართულებების თავიდან აცილების მიზნით გულ-მკერდის, მუცლის ღრუს და მენჯის ორგანოებზე, ასევე სახსრებზე ოპერაციების შემდეგ (მათ შორის ფილტვების, გულის, საყლაპავის ოპერაციები. სისხლძარღვოვან ქირურგიაში ინფექციური გართულებების მაღალი რისკის დროს, ორთოპედიული ოპერაციების შემდეგ)

მიღების წესი და დოზირება

მოზრდილები:

როგორც წესი, უნიშნავენ 750მგ 3-ჯერ დღეში ინტრამუსკულურად ან ინტრავენურად. მძიმე ინფექციებისას აღნიშნულ დოზას ზრდიან 1,5გ-მდე 3-ჯერ დღეღამეში ინტრავენურად. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ი/მ და ი/ვ მიღების ჯერადობის გაზრდა (ყოველ 6 სთ-ში ერთხელ). დღეღამური დოზა ამ დროს შეადგენს 3-6გ-ს. კლინიკური მაჩვენებლების მიხედვით, სხვადასხვა ინფექციებისას ინიშნება 750მგ ან 1,5გ 2-ჯერ დღეღამეში პარენტერულად (ი/ვ ან ი/მ), შემდეგ გადადიან ცეფუროქსიმის პერორალურ მიღებაზე.

გონორეის დროს: 1,5გ ერთჯერადად, შესაძლებელია ასევე ორი 750მგ-იანი ინექციის დანიშვნა სხეულის სხვადასხვა უბანზე. მაგალითად, ორივე კუნთში.

მენინგიტის დროს: ცეფურო™ -ს ინექციები ნაჩვენებია მგრძნობიარე შტამებით გამოწვეული ბაქტერიული მენინგიტის მკურნალობისას. რეკომენდებულია დოზირების შემდეგი რეჟიმი: მოზრდილები- 3გ ვენაში ყოველ 8 სთ-ში ერთხელ; ბავშვები-150-250მგ/კგ/დღე-ღამეში 3-4 ინტრავენურად. ახალშობილები: 100მგ/კგ/დღე-ღამეში

პნევმონიის დროს: 1,5გ 2 –ჯერ დღე-ღამეში (ი/მ ან ი/ვ) 48-72 სთ-ის განმავლობაში, შემდეგ გადადიან ცეფურო™-ს (ცეფუროქსიმის აქსეტილი) პერორალურ მიღებაზე დოზებით 500მგ 2–ჯერ დღე-ღამეში 7-10 დღის განმავლობაში

ქრონიკული ბრონქიტის გამწვავების დროს: 750მგ 2-ჯერ დღე-ღამეში (ი/ვ ან ი/მ) 48-72 სთ-ის განმავლობაში, შემდეგ გადადიან ცეფურო™-ს (ცეფუროქსიმის აქსეტილი) პერორალურ მიღებაზე დოზებით 500მგ 2 –ჯერ დღე-ღამეში 5-10 დღის განმავლობაში. პარენტერალური და პერორალური მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის სიმძიმესა და პაციენტის კლინიკურ სტატუსზე

პროფილაქტიკის დროს: ჩვეულებრივი დოზა მუცლის ღრუს, მცირე მენჯის და ორთოპედიული ოპერაციებისას - ინტრავენურად შეჰყავთ 1,5გ ანესთეზიის ინდუქციისას, ოპერაციის შემდეგ დამატებით შესაძლებელია ინტრამუსკულარულად 750მგ ყოველი 8 და 16 სთ-ში შეყვანა.

გულის, ფილტვების, საყლაპავის და სისხლძარღვების ოპერაციის დროს ინტრავენურად შეჰყავთ ჩვეულებრივ 1,5გ ანესთეზიის ინდუქციისას, შემდეგ დამატებით შესაძლებელია ინტრავენურად 750მგ დღეში 3-ჯერ შეყვანა ბოლო 24-48 სთ-ის განმავლობაში. სახსრების სრული შეცვლისას (ცემენტური ენდოპროთეზირება) შესაძლებელია ცეფუროქსიმის მიღება საერთო დოზით 1,5გ

მიღების წესი

ინტრამუსკულარული ინექციისთვის ხსნარის მოსამზადებლად საჭიროა 250მგ ცეფუროქსიმ ნატრიუმის გახსნა 1მლ საინექციო წყალში ან 750მგ–ის 3 მლ-ში და კარგად შენჯღრევა.

ინტრავენური ინექციისთვის ხსნარის მოსამზადებლად საჭიროა 250მგ ნატრიუმის ცეფუროქსიმის გასნა 2მლ საინექციო წყალში ან 750მგ-ის 6 მლ-ში; 1,5გ-ის 15 მლ-ში.

ინტრავენური საინფუზიო შეყვანისას 1,5გ ნატრიუმის ცეფუროქსიმი უნდა გაიხსნას 15 მლ საინექციო წყალში. მიღებული ხსნარი უნდა დაუმატოთ 50 ან 100მლ შესაბამის საიფუზიო ხსნარს. მიღებული ხსნარის შეყვანა შესაძლებელია უშუალოდ ვენაში ან წვეთოვანის მილში ინფუზიური თერაპიისას.

უკუჩვენებები

ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკებისადმი მომატებული მგრძნობელობა

სიფრთხილის ზომები

განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება იმ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ალერგიული რეაქციები პენიცილინების ან სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ.

პაციენტებს, რომლებიც იღებენ ძლიერ დიურეზულ საშუალებებს (ფუროსემიდის ტიპის) და ამინოგლიკოზიდებს, ცეფალოსპორინის რიგის ანტიბიოტიკები მაღალ დოზებში ენიშნებათ სიფრთხილით, რადგან იზრდება ნეფროტოქსიკურობის რისკი. აუცილებელია თირკმლის ფუნქციის კონტროლი ხანდაზმულ პაციენტებში და ასევე თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. ცეფუროქსიმის პარენტერალური მიღებიდან შიგნით მიღებაზე გადასვლის შემთხვევაში, გათვალისწინებული უნდა იქნას ინფექციის სიმძიმე, მიკროორგანიზმების მგრძნობელობა და პაციენტის საერთო მდგომარეობა. თუ ცეფუროქსიმის შიგნით მიღებიდან 72 საათის შემდეგ არ აღინიშნება მდგომარეობის გაუმჯობესება, საჭიროა პრეპარატის პარენტერალური შეყვანის გაგრძელება.

პრეპარატის თითოეული დოზა შეიცავს 1 მმოლ (23 მგ)-ზე ნაკლებ ნატრიუმს, ანუ უმნიშვნელო რაოდენობით.

ისევე როგორც სხვა ანტიბიოტიკების, ასევე ცეფუროქსიმის ხანგრძლივი მიღების შემდეგ შესაძლებელია ანტიბიოტიკის მიმართ მდგრადი მიკროორგანიზმების ზრდა (მაგალითად, Candida, Enterococcus, Clostridium difficile), რამაც შესაძლებელია მოითხოვოს მკურნალობის შეწყვეტა.

პრეპარატის მიღების დროს, შესაძლებელია გამოვლინდეს გლუკოზის ცრუ დადებითი რეაქცია შარდში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ცეფუროქსიმი არ მოქმედებს შარდში გლუკოზის ფერმენტული რეაქციებით განსაზღვრის ტესტებზე.

ცეფუროქსიმი უმნიშვნელო ხარისხით მოქმედებს სპილენძის აღდგენის ტესტებზე (ბენედიქტის, ფელინგის მეთოდები, კლინიტესტი), მაგარამ ეს არ იწვევს ცრუ დადებით შედეგს, რაც შესაძლებელია მოხდეს სხვა ცეფალოსპორინების შემთხვევაში.

პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ცეფუროქსიმს, სისხლსა და პლაზმაში გლუკოზის განსაზღვრისთვის, უმჯობესია გლუკოზა ოქსიდაზური ან ჰექსოკინაზური მეთოდის გამოყენება.

ეს ანტიბიოტიკი არ ახდენს გავლენას ტუტე პიკრატით კრეატინინის დონის განსაზღვრის შედეგზე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

არ არსებობს ექსპერიმენტული მონაცემები ცეფუროქსიმის ემბრიოპათიული ან ტერატოგენული ეფექტის შესახებ, მიუხედავად ამისა, როგორც ყველა სამკურნალო საშუალება, ორსულობის ადრეულ ეტაპზე პრეპარატი მიიღება სიფრთხილით

ლაქტაცია

ცეფუროქსიმი აღწევს დედის რძეში, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში სიფრთხილით

იღებენ

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ არსებობს არავითარი მონაცემები სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედებისა

გვერდითი მოვლენები

ძალიან ხშირად( ≥1/10); ხშირად ( ≥1/100 დან <1/10 მდე); არცთუ ხშირად ( ≥1/1000 დან <1/100 მდე ); იშვიათად ( ≥1/10000 დან <1/1000 მდე); ძალიან იშვიათად (<1/10000); უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემებით შეუძლებელია შეფასება). ცეფუროქსიმთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები ზომიერი და გარდამავალია. ინფექციები და ინვაზიები

ხშირად: კანდიდოზი

სისხლმბადი და ლიმფური სისტემის მხრივ

ხშირად: ეოზინოფილია, ნეიტროპენია;

არცთუ ხშირად: კუმბსის დადებითი რეაქცია, ლეიკოპენია, ჰემოგლობინის დონის დაწევა;

იშვიათად: თრომბოციტოპენია;

ძალიან იშვიათად: ჰემოლიზური ანემია.

იმუნური სისტემის მხრივ

არცთუ ხშირად: გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი;

იშვიათად: წამლისმიერი ციებ-ცხელება;

ძალიან იშვიათად: ანაფილაქსური შოკი, ინტერსტიციული ნეფრიტი, ვასკულიტი.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ

არცთუ ხშირად: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დისფუნქცია;

იშვიათად: ფსევდომემბრანული კოლიტი.

ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ

ხშირად: ღვიძლის ფერმენტების აქტივობის ტრანზიტორული მატება;

არცთუ ხშირად: ბილირუბინის ტრანზიტორული მატება.

კანის და კანქვეშა უჯრედისის მხრივ

ძალიან იშვიათად: ერითემა, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი;

თირკმელების და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ

ძალიან იშვიათად: კრეატინინის და/ან შარდოვანას აზოტის კონცენტრაციის მომატება პლაზმაში, კრეატინინის კლირენსის შემცირება.

საერთო და ადგილობრივი რეაქციები

ძალიან იშვიათად: ინტრამუსკულარული შეყვანის ადგილას ტკივილი, ინტრავენური შეყვანის შემგომი თრომბოფლებიტი.

არასასურველი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.

ჭარბი დოზა

მაღალი დოზებით ცეფალოსპორინების გამოყენების შემთხვევაში, ცენტრალური ნერვული სისტემის გაღიზიანების გამო, შესაძლებელია კრუნჩხვების განვითარება. ცეფუროქსიმის პლაზმური კონცენტრაციის შემცირება შესაძლებელია ჰემოდიალიზით ან პერიტონული დიალიზით

შემადგენლობა

ყოველი ფლაკონი შეიცავს: 250მგ და 750მგ ცეფუროქსიმს (ცეფუროქსიმის ნატრიუმის ფორმით)

აღწერილობა

თეთრიდან კრემისფერში გარდამავალი ფხვნილი მოთავსებული ჰერმეტულად დახურულ ფლაკონში

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

II თაობის ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკი ათქ კოდი: J01DC02

შენახვის პირობები

ინახება ოთახის ტემპერატურაზე, არაუმეტეს 25°С, ორიგინალ შეფუთვაში, ბაშვებისგან მიუწვდომელ და სინათლისგან დაცულ ადგილზე

მომზადებული ხსნარის შენახვა შეიძლება 5 საათის განმავლობაში არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე დ 24 საათის განმავლობაში არაუმეტეს 2-8 °С ტემპერატურაზე.

ვარგისობის ვადა

2 წელი

არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ

აფთიაქიდან გაცემის პირობა :

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

რეგისტრაციის მფლობელი

დევა ჰოლდინგ ა.შ.

ჰალკალი მერქეზ მახ., ბასინ ექსპრეს ჯად.#1

ქუჩუქჩეკმედჯე/სტამბული/თურქეთი

ფარმაკოლოგიური თვისებები

ცეფურიქსიმი მდგრადია ბეტა-ლაქტამაზების მიმართ, ამიტომ ეფექტურია მრავალი ამპიცილინ-და ამოქსიცილინ-რეზისტენტული შტამების მიმართ.

ცეფუროქსიმი ავლენს ბაქტერიციდულ მოქმედებას, ბაქტერიის უჯრედის კედლის სინთეზის ინჰიბირებით, სამიზნე-ცილებთან შეკავშირების გზით.

ცეფუროქსიმი მოქმედებს ქვემოთ ჩამოთვლილ მიკროორგანიზმებზე in vitro.

აერობები:

გრამუარყოფითები: : Escherichia coli, Klebsiella spp., Proteus mirabilis, Providencia spp., Proteus rettgeri, Haemophilus influenzae (ამპიცილინ-რეზისტენტული შტამების ჩათვლით). Haemophilus рarainfluenzae (ამპიცილინ-რეზისტენტული შტამების ჩათვლით) Moraxella (Branhamella) catarrhalis, Neisseria meningitidis, Neisseria gonorhoeae (პენიცილინაზას მაპროდუცირებელი და არამაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით), Salmonella spp.

გრამდადებითები: Staphylococcus aureus და Staphylococcus epidermidis (პენიცილინაზას მაპროდუცირებელი და არამაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით; მეტიცილინ-რეზისტენტული შტამების გარდა), Streptococcus pyogenes (ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკების სხვა ჯგუფები), Streptococcus pneumoniae, B ჯგუფის სტრეპტოკოკები (Streptococcus agalactiae), Streptococcus mitis ( ჯგუფი viridians), Bordetella pertussis.

ანაერობები: გრამდადებითი და გრამუარყოფითი კოკები (Peptococcus და Peptostreptococcus spp-ის ჩათვლით), გრამდადებითი ბაქტერიები (უმრავლესი Clostridium spp. ჩათვლით), გრამუარყოფითი ბაქტერიები (Bacteroides და Fusobacterium spp. ჩათვლით), Propionibacterium spp.

სხვა მიკროორგანიზმები: Borrelia burgdorferi

ცეფურიქსიმის მიმართ მგრძნობიარენი არ არიან : Clostridium difficile, Pseudomonas spp., Campylobacter spp., Acinetobacter calcoaceticus, Listeria monocytogenes, მეტიცილინ-რეზისტენტული შტამები Staphylococcus aureus, Staphylococcus epidermidis, Legionella spp., Enterococcus (Streptococcus) faecalis, Morganella morganii, Proteus vulgaris, Enterobacter spp., Citrobacter spp., Serratia spp., Bacteroides fragilis.

ცეფუროს ინექციები ამინოგლიკოზიდებთან კომბინაციაში ავლენს ადიტიურ და სინერგულ ეფექტს

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

ცეფუროქსიმის მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა კუნთში შეყვანიდან 30-45 წუთის შემდეგ.

განაწილება

ცეფუროქსიმის 33-50% უკავშირდება პლაზმის ცილებს

ბიოტრანსფორმაცია

ცეფურიქსიმი არ განიცდის მეტაბოლიზმს ღვიძლში და გამოიყოფა თირკმელებით გორგლოვანი ფილტრაციის და მილაკოვანი სეკრეციის გზით.

გამოყოფა

ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 70 წუთს, როგორც ინტრამუსკულარული, ასევე ინტრავენური ინექციის შემდეგ. გამოიყოფა თირკმელებით შეყვანიდან 24 საათის შემდეგ, თითქმის მთლიანად შეუცვლელი სახით (85-90%). პრეპარატის დიდი ნაწილი გამოიყოფა პირველი 6 საათის განმავლობაში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ცეფურო™

პრეპარატის სავაჭრო დასახელება: ცეფურო™

აქტიური ნივთიერება (საერთაშორისო არადაპატენტებული დასახელება): ცეფუროქსიმი

გამოშვების ფორმა: ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი ი/მ და ი/ვ ინექციისთვის

შემადგენლობა: ყოველი ფლაკონი შეიცავს: 250მგ და 750მგ ცეფუროქსიმს (ცეფუროქსიმის ნატრიუმის ფორმით)

აღწერილობა

თეთრიდან კრემისფერში გარდამავალი ფხვნილი მოთავსებული ჰერმეტულად დახურულ ფლაკონში

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

II თაობის ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკი ათქ კოდი: J01DC02

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ცეფურიქსიმი მდგრადია ბეტა-ლაქტამაზების მიმართ, ამიტომ ეფექტურია მრავალი ამპიცილინ-და ამოქსიცილინ-რეზისტენტული შტამების მიმართ.

ცეფუროქსიმი ავლენს ბაქტერიციდულ მოქმედებას, ბაქტერიის უჯრედის კედლის სინთეზის ინჰიბირებით, სამიზნე-ცილებთან შეკავშირების გზით.

ცეფუროქსიმი მოქმედებს ქვემოთ ჩამოთვლილ მიკროორგანიზმებზე in vitro.

აერობები:

გრამუარყოფითები: : Escherichia coli, Klebsiella spp., Proteus mirabilis, Providencia spp., Proteus rettgeri, Haemophilus influenzae (ამპიცილინ-რეზისტენტული შტამების ჩათვლით). Haemophilus рarainfluenzae (ამპიცილინ-რეზისტენტული შტამების ჩათვლით) Moraxella (Branhamella) catarrhalis, Neisseria meningitidis, Neisseria gonorhoeae (პენიცილინაზას მაპროდუცირებელი და არამაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით), Salmonella spp.

გრამდადებითები: Staphylococcus aureus და Staphylococcus epidermidis (პენიცილინაზას მაპროდუცირებელი და არამაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით; მეტიცილინ-რეზისტენტული შტამების გარდა), Streptococcus pyogenes (ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკების სხვა ჯგუფები), Streptococcus pneumoniae, B ჯგუფის სტრეპტოკოკები (Streptococcus agalactiae), Streptococcus mitis ( ჯგუფი viridians), Bordetella pertussis.

ანაერობები: გრამდადებითი და გრამუარყოფითი კოკები (Peptococcus და Peptostreptococcus spp-ის ჩათვლით), გრამდადებითი ბაქტერიები (უმრავლესი Clostridium spp. ჩათვლით), გრამუარყოფითი ბაქტერიები (Bacteroides და Fusobacterium spp. ჩათვლით), Propionibacterium spp.

სხვა მიკროორგანიზმები: Borrelia burgdorferi

ცეფურიქსიმის მიმართ მგრძნობიარენი არ არიან : Clostridium difficile, Pseudomonas spp., Campylobacter spp., Acinetobacter calcoaceticus, Listeria monocytogenes, მეტიცილინ-რეზისტენტული შტამები Staphylococcus aureus, Staphylococcus epidermidis, Legionella spp., Enterococcus (Streptococcus) faecalis, Morganella morganii, Proteus vulgaris, Enterobacter spp., Citrobacter spp., Serratia spp., Bacteroides fragilis.

ცეფუროს ინექციები ამინოგლიკოზიდებთან კომბინაციაში ავლენს ადიტიურ და სინერგულ ეფექტს

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

ცეფუროქსიმის მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა კუნთში შეყვანიდან 30-45 წუთის შემდეგ.

განაწილება

ცეფუროქსიმის 33-50% უკავშირდება პლაზმის ცილებს

ბიოტრანსფორმაცია

ცეფურიქსიმი არ განიცდის მეტაბოლიზმს ღვიძლში და გამოიყოფა თირკმელებით გორგლოვანი ფილტრაციის და მილაკოვანი სეკრეციის გზით.

გამოყოფა

ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 70 წუთს, როგორც ინტრამუსკულარული, ასევე ინტრავენური ინექციის შემდეგ. გამოიყოფა თირკმელებით შეყვანიდან 24 საათის შემდეგ, თითქმის მთლიანად შეუცვლელი სახით (85-90%). პრეპარატის დიდი ნაწილი გამოიყოფა პირველი 6 საათის განმავლობაში.

ჩვენებები

პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები:

  • ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები: მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, პნევმონია, ფილტვის აბსცესი, გულ-მკერდის ორგანოებზე ოპერაციების შემდგომი ინფექციური გართულებები;
  • ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, ოტიტი, სინუსიტი
  • შარდგამომყოფი გზების ინფექციები: მწვავე და ქრონიკული პიელონეფრიტი, ცისტიტი, ასიმპტომური ბაქტერიურია;
  • რბილი ქსოვილების ინფექციები: ცელულიტი, ერიზიპელოიდი, პერიტონიტის, ჭრილობისმიერი ინფექცია;
  • სეპტიცემია, გამორიცხულია ინტრამუსკულარული შეყვანა (მხოლოდ ინტრავენური გზით შეყვანის შემდეგ)
  • მენინგიტი: გამორიცხულია ინტრამუსკულარული შეყვანა (მხოლოდ ინტრავენური გზით შეყვანის შემდეგ)
  • გონორეა: გაურთულებელი გონოკოკური ურეთრიტი და ცერვიციტი;
  • ძვლების და სახსრების ინფექციები: ოსტეომიელიტი, სეპტიკური ართრიტი;
  • მცირე მენჯის ორგანოების ინფექციები: ენდომეტრიტი, ადნექსიტი, ცერვიციტი;

ინფექციური გართულებების თავიდან აცილების მიზნით გულ-მკერდის, მუცლის ღრუს და მენჯის ორგანოებზე, ასევე სახსრებზე ოპერაციების შემდეგ (მათ შორის ფილტვების, გულის, საყლაპავის ოპერაციები. სისხლძარღვოვან ქირურგიაში ინფექციური გართულებების მაღალი რისკის დროს, ორთოპედიული ოპერაციების შემდეგ)

მიღების წესი და დოზირება

მოზრდილები:

როგორც წესი, უნიშნავენ 750მგ 3-ჯერ დღეში ინტრამუსკულურად ან ინტრავენურად. მძიმე ინფექციებისას აღნიშნულ დოზას ზრდიან 1,5გ-მდე 3-ჯერ დღეღამეში ინტრავენურად. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ი/მ და ი/ვ მიღების ჯერადობის გაზრდა (ყოველ 6 სთ-ში ერთხელ). დღეღამური დოზა ამ დროს შეადგენს 3-6გ-ს. კლინიკური მაჩვენებლების მიხედვით, სხვადასხვა ინფექციებისას ინიშნება 750მგ ან 1,5გ 2-ჯერ დღეღამეში პარენტერულად (ი/ვ ან ი/მ), შემდეგ გადადიან ცეფუროქსიმის პერორალურ მიღებაზე.

გონორეის დროს: 1,5გ ერთჯერადად, შესაძლებელია ასევე ორი 750მგ-იანი ინექციის დანიშვნა სხეულის სხვადასხვა უბანზე. მაგალითად, ორივე კუნთში.

მენინგიტის დროს: ცეფურო™ -ს ინექციები ნაჩვენებია მგრძნობიარე შტამებით გამოწვეული ბაქტერიული მენინგიტის მკურნალობისას. რეკომენდებულია დოზირების შემდეგი რეჟიმი: მოზრდილები- 3გ ვენაში ყოველ 8 სთ-ში ერთხელ; ბავშვები-150-250მგ/კგ/დღე-ღამეში 3-4 ინტრავენურად. ახალშობილები: 100მგ/კგ/დღე-ღამეში

პნევმონიის დროს: 1,5გ 2 –ჯერ დღე-ღამეში (ი/მ ან ი/ვ) 48-72 სთ-ის განმავლობაში, შემდეგ გადადიან ცეფურო™-ს (ცეფუროქსიმის აქსეტილი) პერორალურ მიღებაზე დოზებით 500მგ 2–ჯერ დღე-ღამეში 7-10 დღის განმავლობაში

ქრონიკული ბრონქიტის გამწვავების დროს: 750მგ 2-ჯერ დღე-ღამეში (ი/ვ ან ი/მ) 48-72 სთ-ის განმავლობაში, შემდეგ გადადიან ცეფურო™-ს (ცეფუროქსიმის აქსეტილი) პერორალურ მიღებაზე დოზებით 500მგ 2 –ჯერ დღე-ღამეში 5-10 დღის განმავლობაში. პარენტერალური და პერორალური მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის სიმძიმესა და პაციენტის კლინიკურ სტატუსზე

პროფილაქტიკის დროს: ჩვეულებრივი დოზა მუცლის ღრუს, მცირე მენჯის და ორთოპედიული ოპერაციებისას - ინტრავენურად შეჰყავთ 1,5გ ანესთეზიის ინდუქციისას, ოპერაციის შემდეგ დამატებით შესაძლებელია ინტრამუსკულარულად 750მგ ყოველი 8 და 16 სთ-ში შეყვანა.

გულის, ფილტვების, საყლაპავის და სისხლძარღვების ოპერაციის დროს ინტრავენურად შეჰყავთ ჩვეულებრივ 1,5გ ანესთეზიის ინდუქციისას, შემდეგ დამატებით შესაძლებელია ინტრავენურად 750მგ დღეში 3-ჯერ შეყვანა ბოლო 24-48 სთ-ის განმავლობაში. სახსრების სრული შეცვლისას (ცემენტური ენდოპროთეზირება) შესაძლებელია ცეფუროქსიმის მიღება საერთო დოზით 1,5გ

მიღების წესი

ინტრამუსკულარული ინექციისთვის ხსნარის მოსამზადებლად საჭიროა 250მგ ცეფუროქსიმ ნატრიუმის გახსნა 1მლ საინექციო წყალში ან 750მგ–ის 3 მლ-ში და კარგად შენჯღრევა.

ინტრავენური ინექციისთვის ხსნარის მოსამზადებლად საჭიროა 250მგ ნატრიუმის ცეფუროქსიმის გასნა 2მლ საინექციო წყალში ან 750მგ-ის 6 მლ-ში; 1,5გ-ის 15 მლ-ში.

ინტრავენური საინფუზიო შეყვანისას 1,5გ ნატრიუმის ცეფუროქსიმი უნდა გაიხსნას 15 მლ საინექციო წყალში. მიღებული ხსნარი უნდა დაუმატოთ 50 ან 100მლ შესაბამის საიფუზიო ხსნარს. მიღებული ხსნარის შეყვანა შესაძლებელია უშუალოდ ვენაში ან წვეთოვანის მილში ინფუზიური თერაპიისას.

გვერდითი მოვლენები

გვერდითი მოვლენების სიხშირე: ძალიან ხშირად( ≥1/10); ხშირად ( ≥1/100 დან <1/10 მდე); არცთუ ხშირად ( ≥1/1000 დან <1/100 მდე ); იშვიათად ( ≥1/10000 დან <1/1000 მდე); ძალიან იშვიათად (<1/10000); უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემებით შეუძლებელია შეფასება). ცეფუროქსიმთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები ზომიერი და გარდამავალია. ინფექციები და ინვაზიები

ხშირად: კანდიდოზი

სისხლმბადი და ლიმფური სისტემის მხრივ

ხშირად: ეოზინოფილია, ნეიტროპენია;

არცთუ ხშირად: კუმბსის დადებითი რეაქცია, ლეიკოპენია, ჰემოგლობინის დონის დაწევა;

იშვიათად: თრომბოციტოპენია;

ძალიან იშვიათად: ჰემოლიზური ანემია.

იმუნური სისტემის მხრივ

არცთუ ხშირად: გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი;

იშვიათად: წამლისმიერი ციებ-ცხელება;

ძალიან იშვიათად: ანაფილაქსური შოკი, ინტერსტიციული ნეფრიტი, ვასკულიტი.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ

არცთუ ხშირად: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დისფუნქცია;

იშვიათად: ფსევდომემბრანული კოლიტი.

ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ

ხშირად: ღვიძლის ფერმენტების აქტივობის ტრანზიტორული მატება;

არცთუ ხშირად: ბილირუბინის ტრანზიტორული მატება.

კანის და კანქვეშა უჯრედისის მხრივ

ძალიან იშვიათად: ერითემა, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი;

თირკმელების და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ

ძალიან იშვიათად: კრეატინინის და/ან შარდოვანას აზოტის კონცენტრაციის მომატება პლაზმაში, კრეატინინის კლირენსის შემცირება.

საერთო და ადგილობრივი რეაქციები

ძალიან იშვიათად: ინტრამუსკულარული შეყვანის ადგილას ტკივილი, ინტრავენური შეყვანის შემგომი თრომბოფლებიტი.

არასასურველი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.

უკუჩვენება

ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკებისადმი მომატებული მგრძნობელობა

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

ცეფუროქსიმი არ მოქმედებს შარდში გლუკოზის ფერმენტული რეაქციებით განსაზღვრის ტესტებზე.

ცეფუროქსიმი უმნიშვნელო ხარისხით მოქმედებს სპილენძის აღდგენის ტესტებზე (ბენედიქტის, ფელინგის მეთოდები, კლინიტესტი), მაგარამ ეს არ იწვევს ცრუ დადებით შედეგს, რაც შესაძლებელია მოხდეს სხვა ცეფალოსპორინების შემთხვევაში.

პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ცეფუროქსიმს, სისხლსა და პლაზმაში გლუკოზის განსაზღვრისთვის, უმჯობესია გლუკოზა ოქსიდაზური ან ჰექსოკინაზური მეთოდის გამოყენება.

ეს ანტიბიოტიკი არ ახდენს გავლენას ტუტე პიკრატით კრეატინინის დონის განსაზღვრის შედეგზე.

განსაკუთრებული მითითებები

განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება იმ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ალერგიული რეაქციები პენიცილინების ან სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ.

პაციენტებს, რომლებიც იღებენ ძლიერ დიურეზულ საშუალებებს (ფუროსემიდის ტიპის) და ამინოგლიკოზიდებს, ცეფალოსპორინის რიგის ანტიბიოტიკები მაღალ დოზებში ენიშნებათ სიფრთხილით, რადგან იზრდება ნეფროტოქსიკურობის რისკი. აუცილებელია თირკმლის ფუნქციის კონტროლი ხანდაზმულ პაციენტებში და ასევე თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. ცეფუროქსიმის პარენტერალური მიღებიდან შიგნით მიღებაზე გადასვლის შემთხვევაში, გათვალისწინებული უნდა იქნას ინფექციის სიმძიმე, მიკროორგანიზმების მგრძნობელობა და პაციენტის საერთო მდგომარეობა. თუ ცეფუროქსიმის შიგნით მიღებიდან 72 საათის შემდეგ არ აღინიშნება მდგომარეობის გაუმჯობესება, საჭიროა პრეპარატის პარენტერალური შეყვანის გაგრძელება.

პრეპარატის თითოეული დოზა შეიცავს 1 მმოლ (23 მგ)-ზე ნაკლებ ნატრიუმს, ანუ უმნიშვნელო რაოდენობით.

ისევე როგორც სხვა ანტიბიოტიკების, ასევე ცეფუროქსიმის ხანგრძლივი მიღების შემდეგ შესაძლებელია ანტიბიოტიკის მიმართ მდგრადი მიკროორგანიზმების ზრდა (მაგალითად, Candida, Enterococcus, Clostridium difficile), რამაც შესაძლებელია მოითხოვოს მკურნალობის შეწყვეტა.

პრეპარატის მიღების დროს, შესაძლებელია გამოვლინდეს გლუკოზის ცრუ დადებითი რეაქცია შარდში.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში

ორსულობა (B კატეგორია)

არ არსებობს ექსპერიმენტული მონაცემები ცეფუროქსიმის ემბრიოპათიული ან ტერატოგენული ეფექტის შესახებ, მიუხედავად ამისა, როგორც ყველა სამკურნალო საშუალება, ორსულობის ადრეულ ეტაპზე პრეპარატი მიიღება სიფრთხილით

ლაქტაცია

ცეფუროქსიმი აღწევს დედის რძეში, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში სიფრთხილით

იღებენ

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებებსა და სხვა პოტენციურად საშიში მექანიზმებების მართვის უნარზე

არ არსებობს არავითარი მონაცემები სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედებისა

ჭარბი დოზირება

მაღალი დოზებით ცეფალოსპორინების გამოყენების შემთხვევაში, ცენტრალური ნერვული სისტემის გაღიზიანების გამო, შესაძლებელია კრუნჩხვების განვითარება. ცეფუროქსიმის პლაზმური კონცენტრაციის შემცირება შესაძლებელია ჰემოდიალიზით ან პერიტონული დიალიზით

გამოშვების ფორმა

ცეფურო 250 მგ ან 750 მგ, ფხვნილი ფლაკონში ინტრამუსკულარული ან ინტრავენური ხსნარის მოსამზადებლად, 1 ფლაკონი ფხვნილით და 1 ამპულა გამხსნელით მოთავსებულია გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება ოთახის ტემპერატურაზე, არაუმეტეს 25°С, ორიგინალ შეფუთვაში, ბაშვებისგან მიუწვდომელ და სინათლისგან დაცულ ადგილზე

მომზადებული ხსნარის შენახვა შეიძლება 5 საათის განმავლობაში არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე დ 24 საათის განმავლობაში არაუმეტეს 2-8 °С ტემპერატურაზე.

ვარგისობის ვადა

2 წელი

არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ

აფთიაქიდან გაცემის პირობა :

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

რეგისტრაციის მფლობელი

დევა ჰოლდინგ ა.შ.

ჰალკალი მერქეზ მახ., ბასინ ექსპრეს ჯად.#1

ქუჩუქჩეკმედჯე/სტამბული/თურქეთი

მწარმოებელი

დევა ჰოლდინგ ა.შ.

ჩერქეზქოი ორგანიზე სანაი ბელგესი

ქარააღაჩ მაჰ ., ათათურქ ჯად. #32

ქაფაქლი/თექირდაღი/თურქეთი

გამხსნელის წარმოების ადგილი

დევა ჰოლდინგ ა.შ.

დუმლუფინარ მახ., Aანკარა ჯად #2

ქართეფე/ქოჯაელი/თურქეთი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა