მეგასეფი 500მგ
Megasef® 500mg
მეგასეფი ნაჩვენებია ქვემოთ ჩამოთვლილი ინფექციების სამკურნალოდ მოზრდილებსა და 3 თვის ასაკის ბავშვებში (იხ. პუნქტი „გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები“ და „ფარმაკოდინამიკური თვისებები“) მწვავე სტრეპტოკოკური ტონზილიტი და ფარინგიტი მწვავე ბაქტერიული სინუსიტი მწვავე შუა ყურის ანთება ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება ცისტიტი …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ცეფუროქსიმი (cefuroxime)
- ფორმა და შეფუთვა
- 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10 (1X10)
- მწარმოებელი
- NOBEL ILAC SANAYII ve TICARET A.Ş., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, მეორე თაობის ცეფალოსპორინები
- ATC კოდი
- J01DC02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-034405
- რეგისტრირებულია
- 9 თებერვალი 2022, მოქმედებს 9 თებერვალი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.Ş. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- სოფია შუბლაძე
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
მეგასეფი 500მგ — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
მეგასეფი ნაჩვენებია ქვემოთ ჩამოთვლილი ინფექციების სამკურნალოდ მოზრდილებსა და 3 თვის ასაკის ბავშვებში (იხ. პუნქტი „გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები“ და „ფარმაკოდინამიკური თვისებები“)
მწვავე სტრეპტოკოკური ტონზილიტი და ფარინგიტი
მწვავე ბაქტერიული სინუსიტი
მწვავე შუა ყურის ანთება
ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება
ცისტიტი
პიელონეფრიტი
კანისა და რბილი ქსოვილების გაურთულებელი ინფექციები
ადრეული ლაიმის დაავადების მკურნალობა
გათვალისწინებული უნდა იყოს ოფიციალური მითითებები ანტიბაქტერიული საშუალებების სათანადო გამოყენების შესახებ.
მიღების წესი და დოზირება
მწვავე ტონზილიტი და ფარინგიტი, მწვავე ბაქტერიული სინუსიტი
10 მგ/კგ დღეში ორჯერ მაქსიმუმ 125 მგ-მდე დღეში ორჯერ
შუა ყურის ანთების მქონე ბავშვები ორი წლის ასაკიდან, ან როდესაც ეს შესაფერისია, უფრო მძიმე ინფექციების დროს
15 მგ/კგ დღეში ორჯერ მაქსიმუმ 250 მგ-მდე დღეში ორჯერ
ცისტიტი
15 მგ/კგ დღეში ორჯერ მაქსიმუმ 250 მგ-მდე დღეში ორჯერ
პიელონეფრიტი 15
15 მგ/კგ დღეში ორჯერ მაქსიმუმ 250 მგ-მდე დღეში ორჯერ 10-14 დღე
კანისა და რბილი ქსოვილების გაურთულებელი ინფექციები
15 მგ/კგ დღეში ორჯერ მაქსიმუმ 250 მგ-მდე დღეში ორჯერ
ლაიმის დაავადება
15 მგ/კგ დღეში ორჯერ მაქსიმუმ 250 მგ-მდე დღეში ორჯერ 14 დღე (10-21 დღე)
არ არსებობს 3 თვემდე ასაკის ბავშვებში მეგასეფის გამოყენების გამოცდილება.
ცეფუროქსიმის აქსეტილის ტაბლეტები და ცეფუროქსიმის აქსეტილის გრანულები პერორალური სუსპენზიისთვის არ არის ბიოექვივალენტური და ჩანაცვლებადი მილიგრამ ყოველ მილიგრამზე (იხ. „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
ცეფუროქსიმის აქსეტილის უსაფრთხოება და ეფექტურობა თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დადგენილი არ არის.
ცეფუროქსიმი უპირატესად გამოიდევნება თირკმელებით. თირკმლის ფუნქციის მკაფიო დარღვევის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია ცეფუროქსიმის დოზის შემცირება მისი უფრო ნელი ექსკრეციის კომპენსირებისთვის. ცეფუროქსიმი ეფექტურად გამოიდევნება დიალიზით.
ცხრილი 5. მეგასეფის რეკომენდებული დოზები თირკმლის უკმარისობისას
კრეატინინის კლირენსი
T ½ (საათი)
რეკომენდებული დოზა
>30 მლ/წთ/1,73მ2
1,4-2,4
დოზის კორექცია საჭირო არ არის (სტანდარტული დოზა 125 მგ-500 მგ დღეში ორჯერ)
10-29 მლ/წთ/1,73მ2
4,6
სტანდარტული ინდივიდუალური დოზა ყოველ 24 საათში
<10 მლ/წთ/1,73მ2
16,8

ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები
2-4
ერთჯერადი დამატებითი სტანდარტული დოზა
ღვიძლის უკმარისობა
არ არსებობს მონაცემები ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტების შესახებ. ვინაიდან ცეფუროქსიმი უპირატესად გამოიდევნება თირკმელებით, მოსალოდნელი არ არის, რომ ღვიძლის დისფუნქციის არსებობამ გავლენა იქონიოს ცეფუროქსიმის ფარმაკოკინეტიკაზე.
მიღების წესი
გამოიყენება პერორალურად
მეგასეფის ტაბლეტები მიიღება საკვების მიღების შემდეგ ოპტიმალური შეწოვისათვის.
არ შეიძლება მეგასეფის ტაბლეტების დამსხვრევა და ამიტომ, ის შესაფერისი არ არის იმ პაციენტებისათვის, რომლებსაც არ შეუძლიათ ტაბლეტების გადაყლაპვა.
დოზირების მიხედვით ხელმისაწვდომია სხვა შეფუთვებიც.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა ცეფუროქსიმის ან რომელიმე დამხმარე საშუალების მიმართ.
ცეფალოსპორინული ანტიბიოტიკების მიმართ დადასტურებული ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტები.
ანამნეზში მძიმე ჰიპერმგრძნობელობა (მაგ. ანაფილაქსური რეაქცია) ბეტალაქტამური ანტიბაქტერიული საშუალების რომელიმე სხვა სახეობის მიმართ (პენიცილინები, მონობაქტამები და კარბაპენემები).
სიფრთხილის ზომები
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები
განსაკუთრებული სიფრთხილე არის საჭირო იმ პაციენტებში, რომლებშიც ადრე განვითარდა ალერგიული რეაქცია პენიცილების ან სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ, ვინაიდან არსებობს ჯვარედინი მგრძნობელობის რისკი. როგორც ყველა ბეტა-ლაქტამური ანტიბაქტერიული საშუალების შემთხვევაში, აღინიშნა სერიოზული და ზოგჯერ ფატალური ჰიპრმგრძნობელობის რეაქციები. მძიმე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების შემთხვევაში, ცეფუროქსიმით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დაიწყოს ადექვატური გადაუდებელი ზომების გატარება.
მკურნალობის დაწყებამდე უნდა დადგინდეს პაციენტს ადრე ჰქონდა თუ არა მძიმე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ცეფუროქსიმის, სხვა ცეფალოსპორინების ან ნებისმიერი სხვა ბეტალაქტამური საშუალების მიმართ. სიფრთხილე არის საჭირო, თუ ცეფუროქსიმი გამოიყენება ანამნეზში სხვა ბეტა-ლაქტამური საშუალებების მიმართ არამძიმე ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებში.
იარიშ-ჰერქსჰაიმერის რეაქია
ლაიმის დაავადების ცეფუროქსიმის აქსეტილით მკურნალობის შემდეგ აღინიშნა იარიშ-ჰერქსჰაიმერის რეაქცია, რაც გამოწვეულია ლაიმის დაავადების გამომწვევ ბაქტერიაზე სპიროქატზე ცეფუროქსიმის აქსეტილის ბაქტერიციდული მოქმედების შედეგად.
Borrelia burgdorferi. პაციენტებმა უნდა იცოდნენ, რომ ეს არის ლაიმის დაავადების ანტიბიოტიკური მკურნალობის გავრცელებული და ჩვეულებრივ თვითშემზღუდავი შედეგი (იხ. „გვერდითი ეფექტები/არასასურველი მოვლენები“).
არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების ჭარბი ზრდა
როგორც სხვა ანტიბიოტიკების შემთხვევაში, ცეფუროქსიმის აქსეტილის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კანდიდას ჭარბი ზრდა. ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება ასევე გამოიწვოის არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების ჭარბი ზრდა (მაგ. ენტეროკოკები და Clostridium difficile), რასაც შეიძლება დასჭირდეს მკურნალობის შეწყვეტა (იხ. პუნქტი „გვერდითი ეფექტები/არასასურველი მოვლენები“).
თითქმის ყველა ანტიბაქტერიული საშუალების, მათ შორის ცეფუროქსიმის გამოყენებისას აღინიშნა ანტიბაქტერიულ საშუალებასთან ასოცირებული ფსევდომემბრანული კოლიტი, რომელიც შეიძლება იყოს მსუბუქი სიმძიმის ან სიცოცხლისათვის საშიშიც კი. ეს დიაგნოზი გათვალისწინებული უნდა იყოს დიარეის მქონე პაციენტებში ცეფუროქსიმით მკურნალობის დროს ან შემდეგ (იხ. პუნქტი „გვერდითი ეფექტები/არასასურველი მოვლენები“). განხილული უნდა იყოს ცეფუროქსიმით თერაპიის შეწყვეტა და Clostridium difficile-ს წინააღმდეგ სპეციფიკური მკურნალობის დანიშვნა.
არ გამოიყენება პერისტალზის მაინჰიბირებელი სამკურნალო საშუალებები (იხ. პუნქტი „გვერდითი ეფექტები/არასასურველი მოვლენები“).
დარღვევები დიაგნოსტიკური ტესტების შედეგებში
ცეფუროქსიმის გამოყენებასთან ასოცირებულმა კუმბსის დადებითმა ტესტმა შეიძლება შეაფერხოს ჯვარედინი სინჯი სისხლის თავსებადობის დასადგენად (იხ. პუნქტი „გვერდითი ეფექტები/არასასურველი მოვლენები“).
შეიძლება გამოვლინდეს ცრუ უარყოფითი შედეგი ფერიციანიდის ანალიზში, რის გამოც რეკომენდებულია გლუკოზის ოქსიდაზას ან ჰექსოკინაზას გამოყენება სისხლში/პლაზმაში გლუკოზის დონეების დასადგენად ცეფუროქსიმის აქსეტილის მიმღებ პაციენტებში.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია დამხმარე საშუალებების შესახებ
არ გამოიყენება.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
პრეპარატები, რომლებიც აქვეითებენ კუჭის მჟავას, იწვევენ ცეფუროქსიმის აქსეტილის უფრო დაბალ ბიოშეღწევადობას, უზმოზე მიღებასთან შედარებით და ანეიტრალებენ გაძლიერებული აბსორბციის მოქმედებას საკვების მიღების შემდეგ.
ცეფუროქსიმის აქსეტილმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ნაწლავურ ფლორაზე და შედეგად გამოიწვიოს ესტროგენების უფრო დაბალი რეაბსორბცია და კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების ეფექტიანობის დაქვეითება.
ცეფუროქსიმი გამოიდევნება გლომერულარული ფილტრაციით და ტუბულარული სეკრეციით. პრობენეციდის იმავდროული მიღება რეკომენდებული არ არის. პრობენეციდის იმავდროული მიღება მნიშვნელოვნად ზრდის უმაღლეს კონცენტრაციას, შრატისმიერი კონცენტრაციის დროის მრუდ ქვეშ ფართობს და ცეფუროქსიმის ნახევარგამოყოფის პერიოდს.
პერორალურ ანიკოაგულანტებთან ერთად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს INR-ის მომატება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ცეფუროქსიმის ორსულ ქალებში გამოყენების შესახებ შეზღუდული მონაცემები არსებობს. ცხოველებში ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ ის მავნე გავლენას არ ახდენს ორსულობაზე, ემბრიონის ან ნაყოფის განვითარებაზე, მშობიარობასა და პოსტნატალურ განვითარებაზე. მეგასეფი ორსულ ქალებში უნდა დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სარგებელი აღემატება რისკს.
ძუძუთი კვება
ცეფუროქსიმი გადადის ადამიანის დედის რძეში მცირე რაოდენობებით. მოსალოდნელი არ არის უარყოფითი ეფექტები თერაპიულ დოზებში მიღებისას, თუმცა გამორიცხული არ არის დიარეის და ლორწოვანი გარსების სოკოვანი ინფექციის რისკი. აღნიშნული ეფექტების განვითარებისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს. გათვალისწინებული უნდა იყოს სენსიტიზაციის შესაძლებლობა. ცეფუროქსიმი ძუძუთი კვების დროს გამოიყენება მხოლოდ მკურნალი ექიმის მიერ სარგებლის/რისკის შეფასების შემდეგ.
ფერტილურობა
არ არსებობს მონაცემები ადამიანებში ფერტილურობაზე ცეფუროქსიმის აქსეტილის ეფექტების შესახებ. ცხოველებში ჩატარებული რეპროდუქციული კვლევები არ ავლენენ ეფექტებს ფერტილურობაზე.
ეფექტები ავტომობილებისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
კვლევები ავტომობილებისა და მექანიზმების მართვის უნარზე ეფექტების შესწავლის მიზნით არ ჩატარებულა. მიუხედავად ამისა, იმის გამო, რომ ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, პაციენტები ინფორმირებული უნდა იყვნენ, რომ გამოიჩინონ სიფრხთილე ავტომობილებისა და მექანიზმების მართვისას.
გვერდითი მოვლენები
ყველაზე ხშირი არასასურველი რეაქციებია კანდიდას ჭარბი ზრდა, ეოზინოფილია, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, კუჭ-ნაწლავური დარღვევები და ღვიძლისმიერი ფერმენტების ტრანზიტორული ზრდა.
არასასურველ რეაქციებს მიკუთვნებული ქვემოთ მოცემული სიხშირის კატეგორიები არის მიახლოებითი, ვინაიდან რეაქციების უმრავლესობისთვის შესაფერისი მონაცემები (მაგ. პლაცებოკონტროლირებული კვლევებიდან) შემთხვევათა სიხშირის დასადგენად არ არსებობს. გარდა ამისა, ცეფუროქსიმის აქსეტილთან ასოცირებული არასასურველი რეაქციების სიხშირე შეიძლება განსხვავდებოდეს ჩვენების მიხედვით.
მსხვილი კლინიკური კვლევებიდან მიღებული მონაცემები გამოიყენებოდა ძალიან ხშირიდან იშვიათი არასასურველი ეფექტების სიხშირის განსაზღვრისათვის. ყველა სხვა არასასურველი ეფექტისათვის მიკუთვნებული სიხშირეები (ე.ი. ის მოვლენები, რომლებიც ვითარდებოდა <1/10000 სიხშირით) ძირითად განისაზღვრებოდა პოსტმარკეტინგული მონაცემების საფუძველზე და ეხება უფრო მეტად ინფორმირების სიხშირეს, ვიდრე რეალურ სიხშირეს. არ არსებობდა მონაცემები პლაცებო კონტროლირებული ცდებიდან. კლინიკური ცდების მონაცემებიდან სიხშირეების დათვლისას საფუძვლად გამოიყენებოდა პრეპარტთან დაკავშირებული (მკვლევარის მიერ შეფასებული) მონაცემები. ყოველი სიხშირის ჯგუფში არასასურველი ეფექტები წარმოდგენილია სერიოზულობის კლებადობის მიხედვით.
მკურნალობასთან დაკავშირებული უარყოფითი რეაქციები, ყველა ხარისხის, ჩამოთვლილია ქვემოთ MedDRA-ს ორგანოთა სისტემური კლასის, სიხშირის და სიმძიმის ხარისხის მიხედვით. სიხშირის კლასიფიკაციისთვის გამოყენებულ იქნა შემდეგი ფორმულა: ძალიან ხშირი >1/10; ხშირი >1/100 - <1/10, არახშირი >1/1000-<1/100; ივიათი >1/10000-<1/1000; ძალიან იშვიათი <1/10000 და ცნობილი არ არის (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე).
სისტემურ ორგანოთა კლასი
ხშირი
არახშირი
ცნობილი არ არის
ინფექციები და ინვაზიები
კანდიდას ჭარბი ზრდა
Clostridium difficile-ს ჭარბი ზრდა
დარღვევები სისხლისა და ლიმფატური სისტემის მხრივ
ეოზინოფილია
კუმბსის დადებითი ტესტი, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია (ზოგჯერ მძიმე)
ჰეოლიტური ანემია
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
პრეპარატული ცხელება, შრატისმიერი დაავადება, ანაფილაქსია, იარიშ ჰერქსჰაიმერის რეაქცია
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა
კუჭ-ნაწლავური დარღვევები
დიარეა, გულისრევა, მუცლის ტკივილი
ღებინება
ფსევდომემბრანული კოლიტი (იხ. პუნქტი „გაფრთხილებები/
ჭარბი დოზა
ჭარბი დოზის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ნევროლოგიური შედეგები, მათ შორის, ენცეფალოპათია, კონვულსიები და კომა. ჭარბი დოზის სიმპტომები შეიძლება განვითარდეს, თუ არ მოხდება დოზის შესაბამისად შემცირება თირმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (იხ. პუნქტი „დოზირება და მიღების წესი“ და „გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები“).
ცეფუროქსიმის შრატისმიერი დონეები გამოიდევნება ჰემოდიალიზით და პერიტონული დიალიზით.
შემადგენლობა
მეგასეფის ყოველი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს ცეფუროქსიმის აქსეტილს აქტიური ინგრედიენტის სახით, რაც შეესაბამება 500 მგ ცეფუროქსიმს და საღებავის სახით ტიტანის დიოქსიდს.
შენახვის პირობები
ინახება 250C-მდე, საკუთარ შეფუთვაში.
ინახება ბავშვებისაგან მიუწბდომელ ადგილას.
შეფუთვა
მეგასეფი 500 მგ შემოგარსული ტაბლეტი: 10 და 20 შემოგარსული ტაბლეტი ბლისტერულ შეფუთვებში.
შენახვის ვადა: 3 წელი
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი: „ნობელ ილაჯ სანაი ვე ტიჯარეთ ა.შ.“
სტამბული/თურქეთი
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისათვის, მეორე თაობის ცეფალოსპორინები.
ათქ კოდი: J01DC02.
მოქმედების მექანიზმი
ცეფუროქსიმის აქსეტილი ჰიდროლიზდება ესტერაზას ფერმენტების მიერ აქტიურ ანტიბიოტიკად ცეფუროქსიმად.
ცეფუროქსიმი აინჰიბირებს ბაქტერიული უჯრედების კედლის სინთეზს პენიცილინთან შემკვრელ ცილებთან შეერთების შემდეგ. შედეგად წყდება უჯრედოვანი კედლის (პეპტიდოგლიკანის) ბიოსინთეზი, რაც იწვევს ბაქტერიული კედლის ლიზისს და სიკვდილს.
რეზისტენტობის მექანიზმი
ცეფუროქსიმის მიმართ ბაქტერიული რეზისტენტობა შეიძლება გამოწვეული იყოს ერთი ან მეტი შემდეგი მექანიზმით:
ბეტა-ლაქტამაზას მიერ ჰიდროლიზი; მათ შორის (თუმცა, არა მხოლოდ) გაფართოებული სპექტრის ბეტა-ლაქტამაზებით და AmpC ფერმენტებით, რაც შეიძლება ინდუცირებული ან სტაბილურად დერეპრესირებული იყოს ზოგიერთ აერობულ გრამ-უარყოფითი ბაქტერიების სახეობებში;
ცეფუროქსიმისთვის პენიცილინ-შემკვრელი ცილების აფინურობის დაქვეითება;
გარეთა გარსის შეუღწევადობა, რაც ზღუდავს ცეფუროქსიმის დაშვებას პენიცილინ შემკვრელი ცილების მიმართ გრამ-ნეგატიურ ბაქტერიებში;
ბაქტერიული ეფლუქსის საქაჩები.
სხვა საინექციო ცეფალოსპორინების მიმართ შეძენილი რეზისტენტობის ორგანიზმები ცეფუროქსიმის მიმართ რეზისტენტულია.
რეზისტენტობის მექანიზმის მიხედვით, პენიცილინის მიმართ შეძენილი რეზისტენტობის მექანიზმები ავლენენ დაქვეითებულ მგრძნობელობას ან რეზისტენტობას ცეფუროქსიმის მიმართ.
ცეფუროქსიმის აქსეტილის წყვეტის წერტილები
ქვემოთ წარმოდგენილია ანტიმიკრობული მგრძნობელობის ტესტირების შესახებ ევროპის კომიტეტის მიერ დადგენილი მინიმალური ინჰიბიტორული კონცენტრაციები (მიკ):
მიკროორგანიზმი
წყვეტის წერტილები (მგ/ლ)
S
R
Enterobacteriaceae1,2
<8
>8
Staphylococcus spp.
შენიშნვა3
შენიშნვა3
Streptococcus A,B,C, G
შენიშნვა4
შენიშნვა4
Streptococcus pneumonia
<0.25
>0.5
Moraxella catarhalis
<0.125
>4
Haemophilus influenza
<0.125
>1
არასახეობებთან დაკავშირებული წყვეტის წერტილები 1
IE5
IE5
1 Enterobacteriaceae-სთვის ცეფალოსპორინების წყვეტის წერტილები ვლინდება ყველა კლინიკურად მნიშვნელოვან რეზისტენულ მექანიზმებთან (მათ შორის ESBL და პლაზმიდით განპირობებული AmpC). ბეტა ლაქტამაზას მაპროდუცირებელი ზოგიერთი შტამი არის მგრძნობიარე ან შუალედური მესამე ან მეოთხე თაობის ცეფალოსპორინების მიმართ ამ წყვეტის წერტილებით და ითვლება დადგენილად, ი.ე. ESBL-ის არსებობა ან არარსებობა საკუთრივ გავლენას არ ახდენს მგრძნობელობის კატეგორიზაციაზე. მრავალ ქვეყანაში, ESBL-ის აღმოჩენა და მახასიათებლების განსაზღვრა რეკომენდებული ან სავალდებულოა ინფექციის კონტროლისათვის.
2 გაურთულებელი UTI (ცისტიტი) მხოლოდ (იხილეთ პუნქტი “ჩვენებები”)
3 ცეფალოსპორინების მიმართ სტაფილოკოკების მგრძნობელობა დგინდება მეთიცილინის მგრძნობელობით, გარდა ცეფტაზიდიმი და ცეფიქსიმის და ცეფტიბუტენისა, რომლებსაც არ აქვთ წყვეტის წერტილები და არ გამოიყენება სტაფილოკოკური ინფექციებისათვის.
4 ბეტაჰემოლიტური სტრეპტოკოკების A, B, C და G ჯგუფების ბეტა-ლაქტამური მგრძნობელობა დგინდება პენიცილინის მგრძნობელობიდან.
5 არასაკმარისი მტკიცებულებები არსებობს, რომ ეს კონკრეტული სახეობები კარგი სამიზნეა ამ პრეპარატით თერაპიისთვის. მიკ კომენტარით მაგრამ S ან R კატეგორიზაციის გარეშე.
S=მგრძნობიარე, R=რეზისტენტული.
მიკრობიოლოგიური მგრძნობელობა
შეძენილი რეზისტენტობის გავრცელება განსხვავდება გეოგრაფიულად და დროის მიხედვით შერჩეული სახეობებისათვის და სასურველია რეზისტენტობის შესახებ ადგილობრივი ინფორმაციით სარგებლობა, განსაკუთრებით, მძიმე ინფექციების მკურნალობისას. აუცილებლობისას, მიღებული უნდა იყოს ექსპერტული რჩევა, როდესაც რეზისტენტობის ადგილობრივი გავრცელების გათვალისინებით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ცეფუროქსიმის აქსეტილის გამოყენება ინფექციების მინიმუმ რამდენიმე სახეობისათვის.
ცეფუროქსიმი ჩვეულებრივ აქტიური შემდეგი ინ ვიტრო მიკროორგანიზმების მიმართ.
საყოველთაოდ მგრძნობიარე სახეობები
გრამ-დადებითი აერობები:
Staphylococcus aureus (მეთიცილინ მგრძნობიარე)*
კოაგულაზა ნეგატიური სტაფილოკოკი (მეთიცილინ მგრძნობიარე)
Streptococcus pyogenes
Streptococcus agalactiae
გრამ-უარყოფითი აერობები:
Haemophilus influenza
Haemophilus parainfluenzae
Moraxella catarrhalis
შპიროცჰაეტეს:
Borrelia burgdorferi
მიკროორგანიზმები, რომლებისთვისაც შეძენილი რეზისტენტობა შეიძლება პრობლემა იყოს
გეამ-დადებითი აერობები:
Streptococcus pneumonia
გრამ-უარყოფითი აერობები:
Citrobacter freundii
Enterobacter aerogenes
Enterobacter cloacae
Escherichia coli
Klebsiella pneuomonia
Proteus spp. (გარდა P.vulgaris)
Providencia spp.
გრამ-დადებითი ანაერობები:
Peptostreptococcus spp.
Propioibacterium spp.
გრამ-უარყოფითი ანაერობები:
Fusobacterium spp.
Bacteroides spp.
თანდაყოლილად რეზისტენტული მიკროორგანიზმები
გრამ-დადებითი აერობები:
Enterococcus faecalis
Enterococcus faecium
გრამ-უარყოფითი აერობები:
Acinetobacter spp.
Campylobacter spp.
Morganella morganii
Proteus vulgaris
Pseudomonas aeruginosa
Serratia marcescenes
გრამ-უარყოფითი ანაერობები:
Bacteroides fragilis
სხვა:
Chlamydia spp.
Mycoplasma spp.
Legionella spp.
- ყველა მეთიცილინრეზისტენტული S.aureus რეზისტენტულია ცეფუროქსიმის მიმართ.
ფარამაკოკინეტიკური თვისებები
აბსორბცია
პერორალური მიღების შემდეგ ცეფუროქსიმის აქსეტილი შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და სწრაფად ჰიდროლიზდება ნაწლავების ლორწოში და სისხლში, რის შემდეგაც გადადის სისხლის მიმოქცევის სისტემაში. ოპტიმალური აბსორბცია ხდება საკვების მიღების დასრულებისთანავე მიღებისას.
ცეფუროქსიმის აქსეტილის ტაბლეტების მიღების შემდეგ უმაღლესი შრატისმიერი დონეები (2,1 µგ/მლ 125 მგ დოზისთვის, 4,1 µგ/მლ 250 მგ დოზისთვის, 7.0 µგ/მლ 500 მგ დოზისთვის და 13,6 µგ/მლ 1000 მგ დოზისთვის) ვლინდება საკვებთან ერთად დოზის მიღებიდან დაახლოებით 2-3 საათში. სუსპენზიიდან ცეფუროქსიმის აბსორბციის სიჩქარე უფრო დაბალია, ვიდრე ტაბლეტებიდან, რის გამოც უფრო გვიან მიიღწევა უფრო დაბალი უმაღლესი შრატისმიერი დონეები და მცირდება სისტემური ბიოშეღწევადობა (4-17%-ით ნაკლები). ცეფუროქსიმის აქსეტილის პერორალური სუსპენზია არ იყო ცეფუროქსიმის აქსეტილის ტაბლეტების ბიოექვივალენტური ჯანმრთელ მოხალისეებში გამოცდისას და ამიტომ, ისინი არ არის ჩანაცვლებადი მილიგრამ ყოველ მილიგრაზე (იხ. პუნქტი „დიზრება და მიღების წესი“). ცეფუროქსიმის ფარმაკოკინეტიკა სწორხაზოვანია 125-1000 მგ პერორალური დოზირების ფარგლებში. ცეფუროქსიმის აკუმულაცია არ აღინიშნა 250-500 მგ პერორალური განმეორებითი დოზების შემდეგ.
განაწილება
ცილებთან შეკავშირება შეადგენს 33-50%-ს გამოყენებული მეთოდოლოგიის მიხედვით. ცეფუროქსიმის აქსეტილის 500 მგ ტაბლეტის ერთჯერადი დოზის 12 ჯანმრთელ მოხალისეში გამოყენების შემდეგ განაწილების აშკარა მოცულობა იყო 50 ლ (CV%=28%). გავრცელებული პათოგენებისთვის მინიმალურ ინჰიბიტორულ დონეებზე მაღალი ცეფუროქსიმის კონცენტრაციები შეიძლება მიღწეული იყოს ნუშისებრი ჯირკვლების, სინუსურ ქსოვილებში, ბრონქულ ლორწოში, ძვლის, პლევრის სითხეში, სახსრის სითხეში, სინოვიალურ სითხეში, ინტერსტიციალურ სითხეში, ნაღველში, ნერწყვსა და წყლოვან ჰუმორში.
ბიოტრანსფორმაცია
ცეფუროქსიმი არ მეტაბოლიზდება.
ელიმინაცია
შრატისმიერი ნახევარგამოყოფის პერიოდია 1 და 1.5 საათი. ცეფუროქსიმი ექსკრეტირდება გლომერულარული ფილტრაციით და ტუბულარული სეკრეციით.
თირკმლისმიერი კლირენსი არის 125-148 მლ/წთ/1,73მ2.
პაციენტთა სპეციალური პოპულაციები
სქესი
ცეფუროქსიმის ფარმაკოკინეტიკა არ განსხვავდებოდა მამაკაცებსა და ქალებში.
ხანდაზმულები
განსაკუთრებული სიფრთხილე არ არის საჭირო თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში დღეში მაქსიმუმ 1 გ დოზის გამოყენებისას. ხანდაზმულ პაციენტებში უფრო მაღალია თირკმლის ფუნქციის დაქვეითების ალბათობა, ამიტომ, დოზა უნდა დაკორექტირდეს ხანდაზმულებში თირკმლის ფუნქციის მიხედვით (იხ. პუნქტი „დოზირება და მიღების წესი“).
პედიატრიული პაციენტები
ჩვილებსა (> 3 თვის ასაკის) და ბავშვებში ცეფუროქსიმის ფარმაკოკინეტიკა ისეთივეა, როგორიც მოზრდილებში.
არ არსებობს კლინიკური ცდების მონაცემები ცეფუროქსიმის აქსეტილის 3 თვემდე ასაკის ბავშვებში გამოყენების შესახებ.
თირკმლის უკმარისობა
ცეფუროქსიმის აქსეტილის უსაფრთხოება და ეფექტიანობა თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დადგენილი არ არის. ცეფუროქსიმი უპირატესად გამოიდევნება თირკმელებით. ამიტომ, როგორც ყველა სხვა ანტიბიოტიკის შემთხვევაში, თირკმლის ფუნქციის მნიშვნელოვანი დარღვევის (ე.ი. კრკლ <30 მლ/წუთი) მქონე პაციენტებში რეკომენდებულია ცეფუროქსიმის დოზირების შემცირება მისი ნელი ექსკრეციის კომპენსირების მიზნით (იხ. “დოზირება და მიღების წესი”).
ღვიძლის უკმარისობა
არ არსებობს მონაცემები ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებისათვის. ვინაიდან ცეფუროქსიმი უპირატესად გამოიდევნება თირკმელებით, მოსალოდნელია, რომ ღვიძლის დისფუნქციის არსებობა გავლენას არ მოახდენს ცეფუროქსიმის ფარმაკოკინეტიკაზე.
ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური ურთიერთკავშირი
ცეფალოსპორინებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკურ-ფარმაკოდინამიკური მაჩვენებელი, რომელიც ურთიერთკავშირშია ინ ვივო ეფექტიანობასთან, არის დოზირების ინტერვალის პროცენტულობა (%T), რომ შეუკავშირებელი კონცენტრაცია რჩება ცეფუროქსიმის მინინალური ინჰიბიტორული კონცენტრაციის ზემოთ ცალკეული სამიზნე სახეობებისათვის (ე.ი. %T>მიკ).
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
მეგასეფი 500 მგ
შემოგარსული ტაბლეტი
Megasef®500mg
შემადგენლობა
მეგასეფის ყოველი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს ცეფუროქსიმის აქსეტილს აქტიური ინგრედიენტის სახით, რაც შეესაბამება 500 მგ ცეფუროქსიმს და საღებავის სახით ტიტანის დიოქსიდს.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისათვის, მეორე თაობის ცეფალოსპორინები.

ჩვენებები
მეგასეფი ნაჩვენებია ქვემოთ ჩამოთვლილი ინფექციების სამკურნალოდ მოზრდილებსა და 3 თვის ასაკის ბავშვებში (იხ. პუნქტი „გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები“ და „ფარმაკოდინამიკური თვისებები“)
მწვავე სტრეპტოკოკური ტონზილიტი და ფარინგიტი
მწვავე ბაქტერიული სინუსიტი
მწვავე შუა ყურის ანთება
ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება
ცისტიტი
პიელონეფრიტი
კანისა და რბილი ქსოვილების გაურთულებელი ინფექციები
ადრეული ლაიმის დაავადების მკურნალობა
გათვალისწინებული უნდა იყოს ოფიციალური მითითებები ანტიბაქტერიული საშუალებების სათანადო გამოყენების შესახებ.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა ცეფუროქსიმის ან რომელიმე დამხმარე საშუალების მიმართ.
ცეფალოსპორინული ანტიბიოტიკების მიმართ დადასტურებული ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტები.
ანამნეზში მძიმე ჰიპერმგრძნობელობა (მაგ. ანაფილაქსური რეაქცია) ბეტალაქტამური ანტიბაქტერიული საშუალების რომელიმე სხვა სახეობის მიმართ (პენიცილინები, მონობაქტამები და კარბაპენემები).
გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები
განსაკუთრებული სიფრთხილე არის საჭირო იმ პაციენტებში, რომლებშიც ადრე განვითარდა ალერგიული რეაქცია პენიცილების ან სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ, ვინაიდან არსებობს ჯვარედინი მგრძნობელობის რისკი. როგორც ყველა ბეტა-ლაქტამური ანტიბაქტერიული საშუალების შემთხვევაში, აღინიშნა სერიოზული და ზოგჯერ ფატალური ჰიპრმგრძნობელობის რეაქციები. მძიმე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების შემთხვევაში, ცეფუროქსიმით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დაიწყოს ადექვატური გადაუდებელი ზომების გატარება.
მკურნალობის დაწყებამდე უნდა დადგინდეს პაციენტს ადრე ჰქონდა თუ არა მძიმე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ცეფუროქსიმის, სხვა ცეფალოსპორინების ან ნებისმიერი სხვა ბეტალაქტამური საშუალების მიმართ. სიფრთხილე არის საჭირო, თუ ცეფუროქსიმი გამოიყენება ანამნეზში სხვა ბეტა-ლაქტამური საშუალებების მიმართ არამძიმე ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებში.
იარიშ-ჰერქსჰაიმერის რეაქია
ლაიმის დაავადების ცეფუროქსიმის აქსეტილით მკურნალობის შემდეგ აღინიშნა იარიშ-ჰერქსჰაიმერის რეაქცია, რაც გამოწვეულია ლაიმის დაავადების გამომწვევ ბაქტერიაზე სპიროქატზე ცეფუროქსიმის აქსეტილის ბაქტერიციდული მოქმედების შედეგად.
Borrelia burgdorferi. პაციენტებმა უნდა იცოდნენ, რომ ეს არის ლაიმის დაავადების ანტიბიოტიკური მკურნალობის გავრცელებული და ჩვეულებრივ თვითშემზღუდავი შედეგი (იხ. „გვერდითი ეფექტები/არასასურველი მოვლენები“).
არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების ჭარბი ზრდა
როგორც სხვა ანტიბიოტიკების შემთხვევაში, ცეფუროქსიმის აქსეტილის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კანდიდას ჭარბი ზრდა. ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება ასევე გამოიწვოის არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების ჭარბი ზრდა (მაგ. ენტეროკოკები და Clostridium difficile), რასაც შეიძლება დასჭირდეს მკურნალობის შეწყვეტა (იხ. პუნქტი „გვერდითი ეფექტები/არასასურველი მოვლენები“).
თითქმის ყველა ანტიბაქტერიული საშუალების, მათ შორის ცეფუროქსიმის გამოყენებისას აღინიშნა ანტიბაქტერიულ საშუალებასთან ასოცირებული ფსევდომემბრანული კოლიტი, რომელიც შეიძლება იყოს მსუბუქი სიმძიმის ან სიცოცხლისათვის საშიშიც კი. ეს დიაგნოზი გათვალისწინებული უნდა იყოს დიარეის მქონე პაციენტებში ცეფუროქსიმით მკურნალობის დროს ან შემდეგ (იხ. პუნქტი „გვერდითი ეფექტები/არასასურველი მოვლენები“). განხილული უნდა იყოს ცეფუროქსიმით თერაპიის შეწყვეტა და Clostridium difficile-ს წინააღმდეგ სპეციფიკური მკურნალობის დანიშვნა.
არ გამოიყენება პერისტალზის მაინჰიბირებელი სამკურნალო საშუალებები (იხ. პუნქტი „გვერდითი ეფექტები/არასასურველი მოვლენები“).
დარღვევები დიაგნოსტიკური ტესტების შედეგებში
ცეფუროქსიმის გამოყენებასთან ასოცირებულმა კუმბსის დადებითმა ტესტმა შეიძლება შეაფერხოს ჯვარედინი სინჯი სისხლის თავსებადობის დასადგენად (იხ. პუნქტი „გვერდითი ეფექტები/არასასურველი მოვლენები“).
შეიძლება გამოვლინდეს ცრუ უარყოფითი შედეგი ფერიციანიდის ანალიზში, რის გამოც რეკომენდებულია გლუკოზის ოქსიდაზას ან ჰექსოკინაზას გამოყენება სისხლში/პლაზმაში გლუკოზის დონეების დასადგენად ცეფუროქსიმის აქსეტილის მიმღებ პაციენტებში.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია დამხმარე საშუალებების შესახებ
არ გამოიყენება.
ფერტილურობა, ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
ცეფუროქსიმის ორსულ ქალებში გამოყენების შესახებ შეზღუდული მონაცემები არსებობს. ცხოველებში ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ ის მავნე გავლენას არ ახდენს ორსულობაზე, ემბრიონის ან ნაყოფის განვითარებაზე, მშობიარობასა და პოსტნატალურ განვითარებაზე. მეგასეფი ორსულ ქალებში უნდა დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სარგებელი აღემატება რისკს.
ძუძუთი კვება
ცეფუროქსიმი გადადის ადამიანის დედის რძეში მცირე რაოდენობებით. მოსალოდნელი არ არის უარყოფითი ეფექტები თერაპიულ დოზებში მიღებისას, თუმცა გამორიცხული არ არის დიარეის და ლორწოვანი გარსების სოკოვანი ინფექციის რისკი. აღნიშნული ეფექტების განვითარებისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს. გათვალისწინებული უნდა იყოს სენსიტიზაციის შესაძლებლობა. ცეფუროქსიმი ძუძუთი კვების დროს გამოიყენება მხოლოდ მკურნალი ექიმის მიერ სარგებლის/რისკის შეფასების შემდეგ.
ფერტილურობა
არ არსებობს მონაცემები ადამიანებში ფერტილურობაზე ცეფუროქსიმის აქსეტილის ეფექტების შესახებ. ცხოველებში ჩატარებული რეპროდუქციული კვლევები არ ავლენენ ეფექტებს ფერტილურობაზე.
ეფექტები ავტომობილებისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
კვლევები ავტომობილებისა და მექანიზმების მართვის უნარზე ეფექტების შესწავლის მიზნით არ ჩატარებულა. მიუხედავად ამისა, იმის გამო, რომ ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, პაციენტები ინფორმირებული უნდა იყვნენ, რომ გამოიჩინონ სიფრხთილე ავტომობილებისა და მექანიზმების მართვისას.
არასასურველი ეფექტები
ყველაზე ხშირი არასასურველი რეაქციებია კანდიდას ჭარბი ზრდა, ეოზინოფილია, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, კუჭ-ნაწლავური დარღვევები და ღვიძლისმიერი ფერმენტების ტრანზიტორული ზრდა.
არასასურველ რეაქციებს მიკუთვნებული ქვემოთ მოცემული სიხშირის კატეგორიები არის მიახლოებითი, ვინაიდან რეაქციების უმრავლესობისთვის შესაფერისი მონაცემები (მაგ. პლაცებოკონტროლირებული კვლევებიდან) შემთხვევათა სიხშირის დასადგენად არ არსებობს. გარდა ამისა, ცეფუროქსიმის აქსეტილთან ასოცირებული არასასურველი რეაქციების სიხშირე შეიძლება განსხვავდებოდეს ჩვენების მიხედვით.
მსხვილი კლინიკური კვლევებიდან მიღებული მონაცემები გამოიყენებოდა ძალიან ხშირიდან იშვიათი არასასურველი ეფექტების სიხშირის განსაზღვრისათვის. ყველა სხვა არასასურველი ეფექტისათვის მიკუთვნებული სიხშირეები (ე.ი. ის მოვლენები, რომლებიც ვითარდებოდა <1/10000 სიხშირით) ძირითად განისაზღვრებოდა პოსტმარკეტინგული მონაცემების საფუძველზე და ეხება უფრო მეტად ინფორმირების სიხშირეს, ვიდრე რეალურ სიხშირეს. არ არსებობდა მონაცემები პლაცებო კონტროლირებული ცდებიდან. კლინიკური ცდების მონაცემებიდან სიხშირეების დათვლისას საფუძვლად გამოიყენებოდა პრეპარტთან დაკავშირებული (მკვლევარის მიერ შეფასებული) მონაცემები. ყოველი სიხშირის ჯგუფში არასასურველი ეფექტები წარმოდგენილია სერიოზულობის კლებადობის მიხედვით.
მკურნალობასთან დაკავშირებული უარყოფითი რეაქციები, ყველა ხარისხის, ჩამოთვლილია ქვემოთ MedDRA-ს ორგანოთა სისტემური კლასის, სიხშირის და სიმძიმის ხარისხის მიხედვით. სიხშირის კლასიფიკაციისთვის გამოყენებულ იქნა შემდეგი ფორმულა: ძალიან ხშირი >1/10; ხშირი >1/100 - <1/10, არახშირი >1/1000-<1/100; ივიათი >1/10000-<1/1000; ძალიან იშვიათი <1/10000 და ცნობილი არ არის (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე).
სისტემურ ორგანოთა კლასი
ხშირი
არახშირი
ცნობილი არ არის
ინფექციები და ინვაზიები
კანდიდას ჭარბი ზრდა
Clostridium difficile-ს ჭარბი ზრდა
დარღვევები სისხლისა და ლიმფატური სისტემის მხრივ
ეოზინოფილია
კუმბსის დადებითი ტესტი, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია (ზოგჯერ მძიმე)
ჰეოლიტური ანემია
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
პრეპარატული ცხელება, შრატისმიერი დაავადება, ანაფილაქსია, იარიშ ჰერქსჰაიმერის რეაქცია
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა
კუჭ-ნაწლავური დარღვევები
დიარეა, გულისრევა, მუცლის ტკივილი
ღებინება
ფსევდომემბრანული კოლიტი (იხ. პუნქტი „გაფრთხილებები/
სიფრთხილის ზომები“)
ჰეპატობილიარული დარღვევები
ღვიძლისმიერი ფერმენტების დონეების ტრანზიტორული მომატება
სიყვითლე
(უპირატესად ქოლესტატიური), ჰეპატიტი
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ
კანზე გამონაყარი
ჭინჭრის გამონაყარი, ქავილი, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ეგზანთემატოზური ნეკროლიზი) (იხ. დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ), ანგიონევროზული შეშუპება
შერჩეული უარყოფითი რეაქციები აღწერა
ცეფლოსპორინები, როგორც კლასი, მიდრეკილნი არიან წითელი უჯრედების გარსების ზედაპირზე შეწოვისკენ და რეაქციაში შედიან იმ ანტისხეულებთან, რომლებიც მიმართულნი არიან პრეპარატის წინააღმდეგ და წარმოქმნიან კუმბსის დადებით ტესტს და ძალიან იშვიათად ჰემოლიტურ ანემიას.
აღინიშნა შრატში ღვიძლისმიერი ფერმენტების ტრანზიტორული მომატება, რაც ჩვეულებრივ შექცევადია.
პედიატრიული პოპულაცია
ბავშვებში ცეფუროქსიმის აქსეტილის უსაფრთხოების პროფილი შეესაბამება მოზრდილების პროფილს.
თუ შენიშნავთ არასასურველ ეფექტს, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
პრეპარატები, რომლებიც აქვეითებენ კუჭის მჟავას, იწვევენ ცეფუროქსიმის აქსეტილის უფრო დაბალ ბიოშეღწევადობას, უზმოზე მიღებასთან შედარებით და ანეიტრალებენ გაძლიერებული აბსორბციის მოქმედებას საკვების მიღების შემდეგ.
ცეფუროქსიმის აქსეტილმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ნაწლავურ ფლორაზე და შედეგად გამოიწვიოს ესტროგენების უფრო დაბალი რეაბსორბცია და კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების ეფექტიანობის დაქვეითება.
ცეფუროქსიმი გამოიდევნება გლომერულარული ფილტრაციით და ტუბულარული სეკრეციით. პრობენეციდის იმავდროული მიღება რეკომენდებული არ არის. პრობენეციდის იმავდროული მიღება მნიშვნელოვნად ზრდის უმაღლეს კონცენტრაციას, შრატისმიერი კონცენტრაციის დროის მრუდ ქვეშ ფართობს და ცეფუროქსიმის ნახევარგამოყოფის პერიოდს.
პერორალურ ანიკოაგულანტებთან ერთად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს INR-ის მომატება.
დოზირება და მიღების წესი
დოზირება
თერაპიის ჩვეულებრივი კურსი არის შვიდი დღე (შეიძლება მერყეობდეს ხუთიდან ათ დღემდე).
ცხრილი 1. მოზრდილები და ბავშვები (>40 კგ)
ჩვენება
დოზირება
მწვავე ტონზილიტი და ფარინგიტი, მწვავე ბაქტერიული სინუსიტი
250 მგ დღეში ორჯერ
შუა ყურის მწვავე ანთება
500 მგ დღეში ორჯერ
ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება
500 მგ დღეში ორჯერ
ცისტიტი
250 მგ დღეში ორჯერ
პიელონეფრიტი
250 მგ დღეში ორჯერ
კანისა და რბილი ქსოვილების გაურთულებელი ინფექციები
250 მგ დღეში ორჯერ
ლაიმის დაავადება
500 მგ დღეში ორჯერ 14 დღე
(10-21 დღე)
ცხრილი 2. ბავშვები (<40 კგ)
ჩვენება
დოზირება
მწვავე ტონზილიტი და ფარინგიტი, მწვავე ბაქტერიული სინუსიტი
10 მგ/კგ დღეში ორჯერ მაქსიმუმ 125 მგ-მდე დღეში ორჯერ
შუა ყურის ანთების მქონე ბავშვები ორი წლის ასაკიდან, ან როდესაც ეს შესაფერისია, უფრო მძიმე ინფექციების დროს
15 მგ/კგ დღეში ორჯერ მაქსიმუმ 250 მგ-მდე დღეში ორჯერ
ცისტიტი
15 მგ/კგ დღეში ორჯერ მაქსიმუმ 250 მგ-მდე დღეში ორჯერ
პიელონეფრიტი 15
15 მგ/კგ დღეში ორჯერ მაქსიმუმ 250 მგ-მდე დღეში ორჯერ 10-14 დღე
კანისა და რბილი ქსოვილების გაურთულებელი ინფექციები
15 მგ/კგ დღეში ორჯერ მაქსიმუმ 250 მგ-მდე დღეში ორჯერ
ლაიმის დაავადება
15 მგ/კგ დღეში ორჯერ მაქსიმუმ 250 მგ-მდე დღეში ორჯერ 14 დღე (10-21 დღე)
არ არსებობს 3 თვემდე ასაკის ბავშვებში მეგასეფის გამოყენების გამოცდილება.
ცეფუროქსიმის აქსეტილის ტაბლეტები და ცეფუროქსიმის აქსეტილის გრანულები პერორალური სუსპენზიისთვის არ არის ბიოექვივალენტური და ჩანაცვლებადი მილიგრამ ყოველ მილიგრამზე (იხ. „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
ცეფუროქსიმის აქსეტილის უსაფრთხოება და ეფექტურობა თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დადგენილი არ არის.
ცეფუროქსიმი უპირატესად გამოიდევნება თირკმელებით. თირკმლის ფუნქციის მკაფიო დარღვევის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია ცეფუროქსიმის დოზის შემცირება მისი უფრო ნელი ექსკრეციის კომპენსირებისთვის. ცეფუროქსიმი ეფექტურად გამოიდევნება დიალიზით.
ცხრილი 5. მეგასეფის რეკომენდებული დოზები თირკმლის უკმარისობისას
კრეატინინის კლირენსი
T ½ (საათი)
რეკომენდებული დოზა
>30 მლ/წთ/1,73მ2
1,4-2,4
დოზის კორექცია საჭირო არ არის (სტანდარტული დოზა 125 მგ-500 მგ დღეში ორჯერ)
10-29 მლ/წთ/1,73მ2
4,6
სტანდარტული ინდივიდუალური დოზა ყოველ 24 საათში
<10 მლ/წთ/1,73მ2
16,8
სტანდარტული ინდივიდუალური დოზა ყოველ 24 საათში
ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები
2-4
ერთჯერადი დამატებითი სტანდარტული დოზა
ღვიძლის უკმარისობა
არ არსებობს მონაცემები ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტების შესახებ. ვინაიდან ცეფუროქსიმი უპირატესად გამოიდევნება თირკმელებით, მოსალოდნელი არ არის, რომ ღვიძლის დისფუნქციის არსებობამ გავლენა იქონიოს ცეფუროქსიმის ფარმაკოკინეტიკაზე.
მიღების წესი
გამოიყენება პერორალურად
მეგასეფის ტაბლეტები მიიღება საკვების მიღების შემდეგ ოპტიმალური შეწოვისათვის.
არ შეიძლება მეგასეფის ტაბლეტების დამსხვრევა და ამიტომ, ის შესაფერისი არ არის იმ პაციენტებისათვის, რომლებსაც არ შეუძლიათ ტაბლეტების გადაყლაპვა.
დოზირების მიხედვით ხელმისაწვდომია სხვა შეფუთვებიც.
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ნევროლოგიური შედეგები, მათ შორის, ენცეფალოპათია, კონვულსიები და კომა. ჭარბი დოზის სიმპტომები შეიძლება განვითარდეს, თუ არ მოხდება დოზის შესაბამისად შემცირება თირმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (იხ. პუნქტი „დოზირება და მიღების წესი“ და „გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები“).
ცეფუროქსიმის შრატისმიერი დონეები გამოიდევნება ჰემოდიალიზით და პერიტონული დიალიზით.
შენახვის პირობები
ინახება 250C-მდე, საკუთარ შეფუთვაში.
ინახება ბავშვებისაგან მიუწბდომელ ადგილას.
შეფუთვა
მეგასეფი 500 მგ შემოგარსული ტაბლეტი: 10 და 20 შემოგარსული ტაბლეტი ბლისტერულ შეფუთვებში.
შენახვის ვადა: 3 წელი
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი: „ნობელ ილაჯ სანაი ვე ტიჯარეთ ა.შ.“
სტამბული/თურქეთი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.