პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

ნიუროქსიმი

NEWROXIME®

რეცეპტით250მგინსტრუქცია ქართულადკვიპროსი
რისთვის გამოიყენება

ცეფუროქსიმ აქსეტილი ინიშნება მოზრდილებსა და 3 თვეზე მეტი ასაკის ბავშვებში შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ (იხილეთ 4.4 და 5.1 პუნქტები): მწვავე სტრეპტოკოკული ტონზილიტი და ფარინგიტი მწვავე ბაქტერიული სინუსიტი მწვავე ოტიტი ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება ცისტიტი პიელონეფრიტი კანისა და რბილი ქოსვილების გაურთულებელი …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ცეფუროქსიმი (cefuroxime)
ფორმა და შეფუთვა
250მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10 (1X10)
მწარმოებელი
Medochemie Ltd (Factory C), კვიპროსი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, მეორე თაობის ცეფალოსპორინები
ATC კოდი
J01DC02
რეგისტრაციის ნომერი
რ-042030
რეგისტრირებულია
17 სექტემბერი 2024, მოქმედებს 17 სექტემბერი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
MEDOCHEMIE LTD (კვიპროსი)
განმცხადებელი
შპს „ნიუ ფარმა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებანიუროქსიმი და სხვა წამალი ერთად

ნიუროქსიმი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ცეფუროქსიმ აქსეტილი ინიშნება მოზრდილებსა და 3 თვეზე მეტი ასაკის ბავშვებში შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ (იხილეთ 4.4 და 5.1 პუნქტები):

მწვავე სტრეპტოკოკული ტონზილიტი და ფარინგიტი

მწვავე ბაქტერიული სინუსიტი

მწვავე ოტიტი

ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება

ცისტიტი

პიელონეფრიტი

კანისა და რბილი ქოსვილების გაურთულებელი ინფექციები

ლაიმის დაავადების ადრეულ ეტაპზე მკურნალობა

ყურადღება უნდა მიექცეს ანტიბაქტერიული საშუალებების შესაბამისი გამოყენების შესახებ ოფიციალურ მითითებებს.

მიღების წესი და დოზირება

მწვავე ტონზილიტი და ფარინგიტი, მწვავე ბაქტერიული სინუსიტი

10 მგ/კგ დღე-ღამეში ორჯერ, მაქსიმალური დოზა 125მგ დღე-ღამეში ორჯერ

ორი წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში, ოტიტი ან, საჭიროების შემთხვევაში, უფრო მძიმე ინფექციები

15მგ/კგ დღე-ღამეში ორჯერ, მაქსიმალური დოზა 250 მგ დღე-ღამეში ორჯერ

ცისტიტი

15მგ/კგ დღე-ღამეში ორჯერ, მაქსიმალური დოზა 250მგ დღე-ღამეში ორჯერ

პიელონეფრიტი

15 მგ/კგ დღე-ღამეში ორჯერ, მაქსიმალური დოზა 250მგ დღე-ღამეში ორჯერ, 10-14 დღის განმავლობაში

კანისა და რბილი ქსოვილების გაურთულებელი ინფექციები

15 მგ/კგ დღე-ღამეში ორჯერ, მაქსიმალური დოზა 250 მგ დღე-ღამეში ორჯერ

ლაიმის დაავადება

15 მგ/კგ დღე-ღამეში ორჯერ, მაქსიმალური დოზა 250 მგ დღე-ღამეში ორჯერ 14 დღის განმავლობაში (10-დან 21 დღემდე)

3 თვემდე ასაკის ბავშვებში ცეფუროქსიმ აქსეტილის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ცეფუროქსიმის აქსეტილის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.

ცეფუროქსიმი ძირითადად გამოიყოფა თირკმელებით. თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია ცეფუროქსიმის დოზის შემცირება მისი შენელებული გამოყოფის კომპენსაციის მიზნით. ცეფუროქსიმი ეფექტურად გამოიყოფა ორგანიზმიდან დიალიზით.

ნიუროქსიმის რეკომენდებული დოზები თირკმლის ფუნქციის დარღვევის დროს:

კრეატინინის კლირენსი

T1/2 (სთ)

რეკომენდებული დოზა

≥30 მლ/წთ/1.73 მ2

  • 4-2.4

დოზის კორექცია საჭირო არ არის (სტანდარტული დოზა 125მგ-500მგ დღე-ღამეში ორჯერ).

10-29 მლ/წთ/1.73 მ2

  • 6

სტანდარტული ინდივიდუალური დოზა ყოველ 24 საათში

<10 მლ/წთ/1.73 მ2

  • 8

სტანდარტული ინდივიდუალური დოზა ყოველ 48 საათში

ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები

2-4

დამატებითი სტანდარტული ინდივიდუალური დოზა დიალიზის ყოველი პროცედურის ბოლოს

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

არ არსებობს მონაცემები ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტების შესახებ. ვინაიდან, ცეფუროქსიმი ძირითადად გამოიყოფა თირკმელებით, ღვიძლის ფუნქციის დარღვევის არსებობა, სავარაუდოდ, არ მოახდენს გავლენას ცეფუროქსიმის ფარმაკოკინეტიკაზე.

მიღების წესი

მიიღება პერორალურად.

ნიუროქსიმის ტაბლეტების მიღება რეკომენდებულია ჭამის შემდეგ. ჭამის შემდეგ მიღება აუმჯობესებს მის შეწოვას.

ნიუროქსიმის ტაბლეტები არ დაფშვნათ, შესაბამისად, ისინი არ გამოყენება პაციენტებში, რომლებსაც არ შეუძლიათ ტაბლეტების გადაყლაპვა. ბავშვებში გამოიყენება ცეფუროქსიმ აქსეტილის სხვა სამკურნალწამლო ფორმები.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა ცეფუროქსიმის ან 6.1. პუნქტში მითითებული რომელიმე შემავსებლების მიმართ.

მომატებული მგრძნობელობა ცეფალოსპორინის ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ.

ანამნეზში მძიმე ფორმის ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციების (მაგ. ანაფილაქსიური რეაქცია) არსებობა ნებისმიერი სხვა ტიპის ბეტა-ლაქტამური ანტიბაქტერიული აგენტების (პენიცილინები, მონობაქტამები და კარბაპენემები) მიმართ.

სიფრთხილის ზომები

ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები

განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენაა აუცილებელი პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ალერგიული რეაქცია პენიცილინების ან სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ, რადგან არსებობს ჯვარედინი მგრძნობელობის განვითარების რისკი. როგორც ყველა ბეტა-ლაქტამური ანტიბაქტერიული აგენტის შემთხვევაში, აღინიშნა სერიოზული და ზოგჯერ ფატალური ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები. მძიმე ფორმის ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციების განვითარების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ცეფუროქსიმით მკურნალობა და დაიწყოს შესაბამისი ზომების მიღება.

მკურნალობის დაწყებამდე უნდა დადგინდეს, აღენიშნება თუ არა პაციენტს ანამნეზში მძიმე ფორმის ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები ცეფუროქსიმის, ცეფალოსპორინების ან სხვა ტიპის ბეტა-ლაქტამური აგენტების მიმართ. სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ცეფუროქსიმი პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ მსუბუქი ფორმის ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები სხვა ბეტა-ლაქტამური აგენტების მიმართ.

იარიშ-ჰერქსჰაიმერის რეაქცია (JHR)

იარიშ-ჰერქსჰაიმერის რეაქცია განვითარდა ლაიმის დაავადების ცეფუროქსიმ აქსეტილით მკურნალობის შემდეგ. ეს არის ცეფუროქსიმ აქსეტილის ბაქტერიციდული მოქმედების პირდაპირი შედეგი ლაიმის დაავადების გამომწვევი ბაქტერიების, სპიროქეტა Borrelia burgdorferi-ის მიმართ. პაციენტები გაფრთხილებულნი უნდა იყვნენ, რომ ამ რეაქციის განვითარება ლაიმის დაავადების ანტიბიოტიკოთერაპიის შედეგია და, როგორც წესი, ამ რეაქციის გამოვლინებები თავისთავად ქრება (იხ. პუნქტი 4.8).

არამგრძნობიარე ორგანიზმების ჭარბი ზრდა

სხვა ანტიბიოტიკების მსგავსად, ცეფუროქსიმის აქსეტილის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს Candida-ს სახეობის სოკოს ჭარბი რაოდენობით ზრდა. ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება ასევე გამოიწვიოს სხვა არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების (მაგ., enterococci და Clostridium difficile) ჭარბი ზრდა, რა დროსაც შეიძლება საჭირო გახდეს მკურნალობის შეწყვეტა (იხ. პუნქტი 4.8).

თითქმის ყველა ანტიბაქტერიული საშუალების, მათ შორის ცეფუროქსიმის გამოყენებისას დაფიქსირდა ანტიბაქტერიულ საშუალებებთან ასოცირებული კოლიტი და ფსევდომემბრანული კოლიტი, რომელიც შეიძლება იყოს სხვადასხვა სიმძიმის, მსუბუქიდან დაწყებული სიცოცხლისთვის საშიში გართულებებით დამთავრებული. ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ დიაგნოზის გათვალისწინება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ დიარეა ცეფუროქსიმის მიღების დროს ან მის შემდეგ (იხ. პუნქტი 4.8). გასათვალისწინებელია ცეფუროქსიმით მკურნალობის შეწყვეტა და Clostridium difficile-ს სპეციფიკური მკურნალობის დანიშვნა. არ არის რეკომენდირებული ისეთი სამკურნალო საშუალებების დანიშვნა, რომლებიც თრგუნავენ პერისტალტიკას (იხ. პუნქტი 4.8).

ანალიზის შედეგებზე გავლენა

ცეფუროქსიმმა შეიძლება გავლენა მოახდინოს კუმბსის ტესტის შედეგებზე, შეიძლება გამოვლინდეს ცრუ დადებითი შედეგები (იხ. პუნქტი 4.8).

ვინაიდან ფერიციანიდის ტესტმა შეიძლება აჩვენოს ცრუ-უარყოფითი შედეგი, პაციენტებში, რომლებიც ცეფუროქსიმ აქსეტილს ღებულობენ, სისხლში გლუკოზის პლაზმური დონის დასადგენად რეკომენდებულია გლუკოზის განსაზღვრის ოქსიდაზური ან ჰექსოკინაზური მეთოდის გამოყენება.

ნიუროქსიმი შეიცავს პროპილენგლიკოლს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალკოჰოლის აუტანლობის მსგავსი სიმპტომები.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

კუჭის მჟავიანობის დამწევი საშუალებების გამოყენება იწვევს ცეფუროქსიმ აქსეტილის ბიოშეღწევადობის დაქვეითებას უზმოზე მიღებასთან შედარებით და, როგორც წესი, გაძლიერებული შეწოვის ეფექტის შემცირებას ჭამის შემდეგ.

ცეფუროქსიმ აქსეტილმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს ნაწლავის მიკროფლორაზე, რაც იწვევს ესტროგენის რეაბსორბციის და კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების ეფექტურობის დაქვეითებას.

ცეფუროქსიმი გამოიყოფა გორგლისებური ფილტრაციისა და მილაკოვანი სეკრეციის გზით. პრობენეციდთან ერთად გამოყენება არ არის რეკომენდებული. პრობენეციდთან ერთად გამოყენებისას მნიშვნელოვნად იზრდება ცეფუროქსიმის მაქსიმალურ კონცენტრაცია, ფართობი „კონცენტრაცია – დრო“ (AUC) მრუდის ქვეშ და ცეფუროქსიმის ნახევარგამოყოფის პერიოდი.

პერორალურ ანტიკოაგულანტებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების (INR) მომატება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

შეზღუდულია მონაცემები ორსულებში ცეფუროქსიმის გამოყენების შესახებ. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ აჩვენა პირდაპირი ან არაპირდაპირი მავნე ზემოქმედება ჩანასახის/ნაყოფის, პერინატალურ და პოსტნატალურ განვითარებაზე. ნიუროქსიმის გამოყენება ორსულობის დროს, რეკომენდებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სარგებელი აღემატება რისკს.

ლაქტაცია

ცეფუროქსიმი მცირე რაოდენობით გადადის დედის რძეში, მაგრამ თერაპიული დოზებით ცეფუროქსიმი არ მოქმედებს ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილებზე. თუმცა, არ შეიძლება გამოირიცხოს დიარეის და ლორწოვანი გარსების სოკოვანი ინფექციის განვითარების რისკი, რის გამოც შესაძლოა საჭირო გახდეს ძუძუთი კვების შეწყვეტა. მხედველობაში უნდა იქნას მიღებული სენსიბილიზაციის განვითარების შესაძლებლობა. ცეფუროქსიმის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებულია მხოლოდ მკურნალი ექიმის მიერ სარგებლისა და რისკის შეფასების საფუძველზე.

ფერტილობა

არ არსებობს მონაცემები ადამიანებში ნაყოფიერებაზე ცეფუროქსიმ აქსეტილის გავლენის შესახებ. ცხოველებზე ჩატარებული რეპროდუქციული კვლევებით არ გამოვლინდა ნაყოფიერებაზე უარყოფითი გავლენა.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ავტომანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე პრეპარატის გავლენის დასადგენად კვლევები არ ჩატარებულა. თუმცა, რადგან ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, რეკომენდებულია სიფრთხილის გამოჩენა ავტომანქანის მართვისას ან მექანიზმებთან მუშაობისას.

გვერდითი მოვლენები

ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი რეაქციებია Candida-ს ჭარბი ზრდა, ეოზინოფილია, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, კუჭ-ნაწლავის სისტემის დარღვევები და ღვიძლის ფერმენტების დროებითი მატება.

ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი რეაქციების სიხშირის კატეგორიები მიახლოებითია, რადგან უმეტეს შემთხვევაში არ იყო ხელმისაწვდომი შესაბამისი მონაცემები (მაგ. პლაცებო-კონტროლირებადი კვლევებიდან) სიხშირის გამოსათვლელად. გარდა ამისა, ცეფუროქსიმ აქსეტილთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციების განვითარების სიხშირე განსხვავებულია ჩვენების მიხედვით.

ფართო კლინიკური კვლევებიდან მიღებული მონაცემები გამოყენებულ იქნა ძალიან ხშირი - იშვიათი გვერდითი ეფექტების სიხშირის დასადგენად. ყველა სხვა გვერდითი მოვლენის განვითარების სიხშირე (<1/10,000) ძირითადად განისაზღვრა პოსტმარკეტინგული დაკვირვების მონაცემების გამოყენებით და მიუთითებს დაფიქსირებულ სიხშირეზე და არა ნამდვილად გამოვლენილ სიხშირეზე. არ იყო ხელმისაწვდომი პლაცებო კონტროლირებადი კვლევის მონაცემები. კლინიკური კვლევების მონაცემებზე დაყრდნობით გამოთვლილი შემთხვევების სიხშირე ეფუძნება წამალთან დაკავშირებულ მონაცემებს (შეფასებული მკვლევარის მიერ). თითოეულ ჯგუფში გვერდითი მოვლენები წარმოდგენილია სიმძიმის ხარისხის კლებადობის მიხედვით.

ქვემოთ ჩამოთვლილია მკურნალობასთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციები MedDRA ორგანოთა სისტემის კლასის (SOC), სიხშირისა და სიმძიმის მიხედვით. მათი გამოვლენის სიხშირე განისაზღვრა შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100 - <1/10); არახშირი (≥1/1,000 - <1/100); იშვიათი (≥1/10,000 - <1/1,000); ძალიან იშვიათი (<1/10,000); უცნობი სიხშირის (მათი გამოვლენის ზუსტი სიხშირე ვერ დგინდება არსებული მონაცემებით).

ორგანოთა სისტემა

ხშირი

არახშირი

უცნობი სიხშირის

ინფექციები და ინვაზიები

Candida-ს ჭარბი ზრდა

Clostridium difficile-ს ჭარბი ზრდა

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები

ეოზინოფილია

კუმბსის ტესტში დადებითი შედეგი, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია (ზოგჯერ სერიოზული)

ჰემოლიზური ანემია

იმუნური

სისტემის დარღვევები

წამლისმიერი ცხელება, შრატისმიერი დაავადება, ანაფილაქსია, იარიშ-ჰერქსჰაიმერის რეაქცია (JHR)

ნერვული სისტემის დარღვევები

თავის ტკივილი

თავბრუსხვევა

გასტროინტესტინალური დარღვევები

დიარეა, გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში

ღებინება

ფსევდომემბრანული კოლიტი

ჰეპატობილიარული

დარღვევები

ღვიძლის ფერმენტების დროებითი მომატება

სიყვითლე (ძირითადად ქოლესტაზური), ჰეპატიტი

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

კანზე გამონაყარი

ჭინჭრის ციება, ქავილი, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ეგზანთემური ნეკროლიზი) (იხ. იმუნური სისტემის დარღვევები), ანგიონევროზული შეშუპება

ცალკეული გვერდითი რეაქციების აღწერა

ცეფალოსპორინები, ჩვეულებრივ, შეიწოვება სისხლის წითელი უჯრედების მემბრანების ზედაპირიდან და რეაქციაში შედიან ანტისხეულებთან (ADA), შედეგად იწვევენ კუმბსის ტესტში დადებით შედეგს (რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს ჯვარედინ იმუნოლოგიურ შეთავსებაზე – ე.წ. Cross-match test) და ძალიან იშვიათად ჰემოლიზურ ანემიას. აღინიშნა შრატში ღვიძლის ფერმენტების დონის ტრანზიტორული მატება, რაც ჩვეულებრივ შექცევადია.

პედიატრიული პოპულაცია

ბავშვებში ცეფუროქსიმ აქსეტილის უსაფრთხოების პროფილი შეესაბამება მოზრდილებში ცეფუროქსიმ აქსეტილის უსაფრთხოების პროფილს.

შეტყობინება საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ

სამედიცინო პროდუქტის ავტორიზაციის შემდეგ შეტყობინებას საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მისი მეშვეობით შესაძლებელია სამედიცინო პროდუქტის სარგებლის/რისკის ბალანსის უწყვეტი მონიტორინგი. ჯანდაცვის სპეციალისტებს ვთხოვთ, მოგვაწოდონ ინფორმაცია საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინების ეროვნული სისტემის მეშვეობით.

ჭარბი დოზა

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ნევროლოგიური გართულებები, მათ შორის ენცეფალოპათია, კრუნჩხვები და კომა. თუ დოზა საკმარისად არ შემცირდა, ჭარბი დოზირების სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში (იხ. პუნქტები 4.2 და 4.4).

ცეფუროქსიმის დონე შრატში შეიძლება შემცირდეს ჰემოდიალიზისა და პერიტონეალური დიალიზის საშუალებით.

შემადგენლობა

ნიუროქსიმი 250მგ შემოგარსული ტაბლეტების შემადგენლობაში შედის 250მგ ცეფუროქსიმი, ცეფუროქსიმ აქსეტილის სახით.

ნიუროქსიმი 500მგ შემოგარსული ტაბლეტების შემადგენლობაში შედის 500მგ ცეფუროქსიმი, ცეფუროქსიმ აქსეტილის სახით.

შემავსებელი ცნობილი მოქმედებით: პროპილენგლიკოლი.

შემავსებლების სრული ჩამონათვალი იხილეთ პუნქტ 6.1-ში.

წამლის ფორმა

შემოგარსული ტაბლეტები.

ნიუროქსიმი 250მგ შემოგარსული ტაბლეტები: თეთრი ფერის, კაფსულის ფორმის შემოგარსული ტაბლეტები, ერთ მხარეს ჭდით, ბირთვის დიამეტრი 14მმ.

ნიუროქსიმი 500მგ შემოგარსული ტაბლეტები: თეთრი ფერის, კაფსულის ფორმის შემოგარსული ტაბლეტები, ერთ მხარეს ჭდით, ბირთვის დიამეტრი 19მმ.

გამყოფი ხაზი განკუთვნილია მხოლოდ გადაყლაპვის გააადვილების მიზნით ტაბლეტის გასაყოფად და არა ტაბლეტის თანაბარ დოზებად გასაყოფად.

შენახვის პირობები

36 თვე

შენახვის განსაკუთრებული პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში, თავდაპირველ შეფუთვაში სინათლისგან დასაცავად.

შეფუთვა

ნიუროქსიმი დაფასოებულია თეთრ გაუმჭვირვალე Al/PVC/PVDC ბლისტერებში. ნიუროქსიმი 500მგ შემოგარსული ტაბლეტები ასევე დაფასოებულია Alu/Alu ბლისტერებში.

შეფუთვის ზომები:

ბლისტერები: 10 ტაბლეტი, 14 ტაბლეტი, 20 ტაბლეტი, 30 ტაბლეტი და 50 ტაბლეტი.

შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს ხელმისაწვდომი ბაზარზე.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ნარჩენების განკარგვა

არანაირი განსაკუთრებული მოთხოვნები.

ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სისტემური გამოყენების ანტიბაქტერიული საშუალებები, მეორე თაობის ცეფალოსპორინები. ათქ კოდი: J01DC02.

მოქმედების მექანიზმი

ცეფუროქსიმის აქსეტილი ჰიდროლიზდება ესტერაზას ფერმენტების მიერ აქტიურ ანტიბიოტიკად, ცეფუროქსიმად.

ცეფუროქსიმი აინჰიბირებს ბაქტერიული უჯრედის კედლის სინთეზს პენიცილინშემაკავშირებელ ცილებთან (PBPs) მიერთების შემდეგ. შედეგად, წყდება უჯრედის კედლის (პეპტიდოგლიკანის) ბიოსინთეზი, რაც იწვევს ბაქტერიული უჯრედის განადგურებასა და სიკვდილს.

რეზისტენტობის განვითარების მექანიზმები

ცეფუროქსიმის მიმართ ბაქტერიების რეზისტენტობა შეიძლება განპირობებული იყოს ერთი ან რამდენიმე შემდეგი მექანიზმით:

ჰიდროლიზი ბეტა-ლაქტამაზების, მათ შორის გაფართოებული სპექტრის ბეტა-ლაქტამაზების (ESBL), კარბაპენემაზებისაა და AmpC ფერმენტების მიერ, რომელთა ინდუცირება ან მუდმივად აქტივირება შესაძლებელია გარკვეულ აერობულ გრამუარყოფით ბაქტერიებში;

ცეფუროქსიმის მიმართ პენიცილინშემაკავშირებელი ცილების აფინურობის შემცირება.

გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების გარე მემბრანის შეუღწევადობა, რაც ზღუდავს ცეფუროქსიმის წვდომას გრამუარყოფითი ბაქტერიების პენიცილინშემაკავშირებელ ცილებთან;

ბაქტერიის ეფლუქსური ტუმბო.

სხვა საინექციო ცეფალოსპორინების მიმართ შეძენილი რეზისტენტობის მქონე ორგანიზმები ცეფუროქსიმის მიმართ რეზისტენტულია.

რეზისტენტობის მექანიზმიდან გამომდინარე, პენიცილინების მიმართ შეძენილი რეზისტენტობის მქონე ორგანიზმებმა შესაძლოა გამოავლინონ დაქვეითებულ მგრძნობელობა ან რეზისტენტობა ცეფუროქსიმის მიმართ.

მგრძნობელობის ზღვრული მაჩვენებლები

ქვემოთ წარმოდგენილია ანტიმიკრობული მგრძნობელობის ტესტირების ევროპული კომიტეტის (EUCAST) მიერ დადგენილი კლინიკური მინიმალური ინჰიბირებადი კონცენტრაციის (MIC) ზღვრული მაჩვენებლები:

მიკროორგანიზმი

ზღვრული მაჩვენებლები (მგ/ლ)

S

R

Enterobacteriaceae 1, 2

≤8

>8

Staphylococcus spp.

შენიშვნა3

შენიშვნა3

Streptococcus A, B, C and G

შენიშვნა4

შენიშვნა4

Streptococcus pneumoniae

≤0.25

>0.5

Moraxella catarrhalis

≤0.125

>4

Haemophilus influenzae

≤0.125

>1

არასახეობრივი1

IE5

IE5

1ცეფალოსპორინის მგრძნობელობის ზღვრული მაჩვენებლები ვლინდება ყველა კლინიკურად მნიშვნელოვან რეზისტენტულ მექანიზმთან (მათ შორის ESBL და პლაზმიდით გაშუალებული AmpC). ზოგიერთი ბეტა-ლაქტამაზას წარმომქმნელი შტამი მგრძნობიარეა ან შუალედურია მე-3 ან მე-4 თაობის ცეფალოსპორინების მიმართ ამ ზღვრული მაჩვენებლებით და უნდა იყოს მითითებული, როგორც გამოვლენილი, ე.ი. ESBL-ის არსებობა ან არარსებობა თავისთავად არ ახდენს გავლენას მგრძნობელობის კატეგორიაზე. ბევრ ქვეყანაში, ESBL-ის გამოვლენა და მახასიათებლების განსაზღვრა რეკომენდებულია ან სავალდებულოა ინფექციის კონტროლის მიზნით.

2მხოლოდ გაურთულებელი საშარდე გზების ინფექცია (ცისტიტი) (იხ. პუნქტი 4.1).

3სტაფილოკოკების მგრძნობელობა ცეფალოსპორინების მიმართ განისაზღვრება მეთიცილინის მიმართ მგრძნობელობით, გარდა ცეფტაზიდიმის, ცეფიქსიმისა და ცეფტიბუტენისა, რომლებსაც არ აქვთ მგრძნობელობის ზღვრული მაჩვენებლები და არ გამოიყენება სტაფილოკოკური ინფექციების დროს.

4A, B, C და G ჯგუფების ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკების მგრძნობელობა ბეტა-ლაქტამების მიმართ განისაზღვრება პენიცილინის მიმართ მგრძნობელობის საფუძველზე.

5არასაკმარისი მტკიცებულებაა იმისა, რომ მოცემული სახეობები ამ პრეპარატით მკურნალობის კარგი სამიზნეა. MIC შეიძლება დაფიქსირდეს კომენტარით, მაგრამ S- ან R-კატეგორიზაციის გარეშე.

S=მგრძნობიარე, R=რეზისტენტული

მიკრობიოლოგიური მგრძნობელობა

შეძენილი რეზისტენტობის გავრცელება შერჩეული სახეობებისთვის შეიძლება განსხვავდებოდეს გეოგრაფიული არეალისა და დროის მიხედვით, შესაბამისად, რეკომენდებულია რეზისტენტობის შესახებ ადგილობრივი ინფორმაციის გამოყენება, განსაკუთრებით მძიმე ინფექციების მკურნალობისას. საჭიროების შემთხვევაში, როდესაც რეზისტენტობის ადგილობრივი გავრცელება ზოგიერთი ტიპის ინფექციის დროს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ცეფუროქსიმი აქსეტილის გამოყენებას, ექსპერტის რჩევა უნდა იქნას გათვალისწინებული.

ცეფუროქსიმი ზოგადად in vitro აქტიურია შემდეგი მიკროორგანიზმების წინააღმდეგ.

ჩვეულებრივ მგრძნობიარე სახეობები

აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები

Staphylococcus aureus (მეთიცილინის მიმართ მგრძნობიარე)*

Streptococcus pyogenes

Streptococcus agalactiae

აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები

Haemophilus influenzae

Haemophilus parainfluenzae

Moraxella catarrhalis

სპიროქეტები

Borrelia burgdorferi

სახეობები, რომლებისთვისაც შეძენილი რეზისტენტობა შეიძლება იყოს პრობლემა

გრამდადებითი აერობები

Streptococcus pneumoniae

გრამუარყოფითი აერობები

Citrobacter freundii

Enterobacter aerogenes

Enterobacter cloacae

Escherichia coli

Klebsiella pneumoniae

Proteus mirabilis

Proteus spp. (other than P. vulgaris)

Providencia spp.

გრამდადებითი ანაერობები

Peptostreptococcus spp.

Propionibacterium spp.

გრამუარყოფითი ანაერობები

Fusobacterium spp.

Bacteroides spp.

თანდაყოლილი რეზისტენტული მიკროორგანიზმები

გრამდადებითი ანაერობები

Enterococcus faecalis

Enterococcus faecium

გრამუარყოფითი აერობები

Acinetobacter spp.

Campylobacter spp.

Morganella morganii

Proteus vulgaris

Pseudomonas aeruginosa

Serratia marcescens

გრამუარყოფითი ანაერობები

Bacteroides fragilis

სხვა

Chlamydia spp.

Mycoplasma spp.

Legionella spp.

  • ყველა მეთიცილინ-რეზისტენტული S. aureus რეზისტენტულია ცეფუროქსიმის მიმართ.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

აბსორბცია

პერორალურად მიღების შემდეგ ცეფუროქსიმ აქსეტილი შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და სწრაფად ჰიდროლიზდება ნაწლავის ლორწოვან გარსსა და სისხლში, რის შემდეგაც ცეფუროქსიმი გადადის სისხლის მიმოქცევის სისტემაში. ოპტიმალური შეწოვა ხდება პრეპარატის მიღებისას ჭამიდან მალევე.

ცეფუროქსიმის აქსეტილის ტაბლეტების მიღების შემთხვევაში, ცეფუროქსიმ აქსეტილის პიკური კონცენტრაცია სისხლის შრატში (2,9 მკგ/მლ 125 მგ დოზით მიღებისას, 4,4 მკგ/მლ 250 მგ დოზით მიღებისას, 7,7 მკგ/მლ 500 მგ დოზით მიღებისას და 13.6 მკგ/მლ 1000 მგ დოზით მიღებისას) მიიღწევა საკვებთან ერთად მიღებიდან დაახლოებით 2.4 საათში. სუსპენზიიდან ცეფუროქსიმის შეწოვის სიჩქარე მცირდება ტაბლეტებთან შედარებით, რაც იწვევს შრატში პიკური კონცენტრაციის მოგვიანებით დაქვეითებას და სისტემური ბიოშეღწევადობის შემცირებას (4-17%-ით ნაკლები). ცეფუროქსიმ აქსეტილის პერორალური სუსპენზია არ იყო ცეფუროქსიმის აქსეტილის ტაბლეტების ბიოექვივალენტური ჯანმრთელ მოხალისეებში გამოცდისას და ამიტომ, ისინი არ არის ჩანაცვლებადი მილიგრამი-მილიგრამზე პირობით (იხ. პუნქტი 4.2). ცეფუროქსიმის ფარმაკოკინეტიკა ხაზოვანია 125-1000მგ პერორალური დოზირების ფარგლებში. ცეფუროქსიმის აკუმულაცია არ აღინიშნა 250- 500 მგ პერორალური განმეორებითი დოზების მიღებისას.

განაწილება

ცილებთან შეკავშირება შეადგენს 33-50%-ს გამოყენებული მეთოდოლოგიის მიხედვით. ცეფუროქსიმ აქსეტილის 500 მგ ტაბლეტის ერთჯერადი დოზის 12 ჯანმრთელ მოხალისეში გამოყენების შემდეგ განაწილების აშკარა მოცულობა იყო 50ლ (CV%=28%). გავრცელებული პათოგენებისთვის მინიმალურ ინჰიბიტორულ დონეებზე მაღალი ცეფუროქსიმის კონცენტრაციები გვხვდება ნუშურა ჯირკვლებში, სინუსურ ქსოვილებში, ბრონქების ლორწოვან გარსში, ძვალში, პლევრალურ სითხეში, სასახსრე სითხეში, სინოვიალურ სითხეში, ინტერსტიციალურ სითხეში, ნაღველში, ნახველში და თვალის ნამში. ცეფუროქსიმი გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს მენინგების ანთების დროს.

ბიოტრანსფორმაცია

ცეფუროქსიმი არ მეტაბოლიზდება.

ელიმინაცია

შრატისმიერი ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1- 1.5 საათს. ცეფუროქსიმი გამოიყოფა გორგლისებური ფილტრაციისა და მილაკოვანი სეკრეციის გზით. თირკმლისმიერი კლირენსი არის 125-148 მლ/წთ/1,73მ2.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები

სქესი

ცეფუროქსიმის ფარმაკოკინეტიკა ერთნაირია მამაკაცებსა და ქალებში.

ხანდაზმულები

განსაკუთრებული სიფრთხილე არ არის საჭირო თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში დღეში მაქსიმუმ 1 გ დოზის გამოყენებისას. ხანდაზმულ პაციენტებში უფრო მაღალია თირკმლის ფუნქციის დაქვეითების ალბათობა, ამიტომ, დოზა უნდა დაკორექტირდეს ხანდაზმულებში თირკმლის ფუნქციის მიხედვით (იხ. პუნქტი 4.2).

ბავშვები

ჩვილებსა (>3 თვის ასაკის) და ბავშვებში ცეფუროქსიმის ფარმაკოკინეტიკა ისეთივეა, როგორიც მოზრდილებში.

არ არსებობს კლინიკური კვლევების მონაცემები 3 თვემდე ასაკის ბავშვებში ცეფუროქსიმ აქსეტილის გამოყენების შესახებ.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ცეფუროქსიმის აქსეტილის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.

ცეფუროქსიმი ძირითადად გამოიყოფა თირკმელებით. ამიტომ, როგორც ყველა სხვა ანტიბიოტიკის შემთხვევაში, თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში ( C1cr <30 მლ/წთ) რეკომენდებულია ცეფუროქსიმის დოზის შემცირება მისი შენელებული ელიმინაციის კომპენსაციის მიზნით (იხ. პუნქტი 4.2). ცეფუროქსიმი ეფექტურად გამოიყოფა ორგანიზმიდან დიალიზით.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

არ არსებობს მონაცემები ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტების შესახებ. ვინაიდან, ცეფუროქსიმი ძირითადად გამოიყოფა თირკმელებით, ღვიძლის ფუნქციის დარღვევის არსებობა, სავარაუდოდ, არ მოახდენს გავლენას ცეფუროქსიმის ფარმაკოკინეტიკაზე.

ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური კავშირი

ცეფალოსპორინებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური-ფარმაკოდინამიკური მაჩვენებელი, რომელიც ურთიერთკავშირშია in vivo ეფექტურობასთან, არის დოზირების ინტერვალის პროცენტი (%T), რათა შეუკავშირებელი კონცენტრაცია დარჩეს ცეფუროქსიმის მინიმალურ ინჰიბიტორულ კონცენტრაციაზე (MIC) ზემოთ ცალკეული სამიზნე სახეობებისთვის (ანუ %T > MIC).

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

პროდუქტის მახასიათებლების შემაჯამებელი ანგარიში

სამკურნალო საშუალების დასახელება:

ნიუროქსიმი (NEWROXIME) 250მგ შემოგარსული ტაბლეტები

ნიუროქსიმი (NEWROXIME) 500მგ შემოგარსული ტაბლეტები

ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

ნიუროქსიმი 250მგ შემოგარსული ტაბლეტების შემადგენლობაში შედის 250მგ ცეფუროქსიმი, ცეფუროქსიმ აქსეტილის სახით.

ნიუროქსიმი 500მგ შემოგარსული ტაბლეტების შემადგენლობაში შედის 500მგ ცეფუროქსიმი, ცეფუროქსიმ აქსეტილის სახით.

შემავსებელი ცნობილი მოქმედებით: პროპილენგლიკოლი.

შემავსებლების სრული ჩამონათვალი იხილეთ პუნქტ 6.1-ში.

წამლის ფორმა

შემოგარსული ტაბლეტები.

ნიუროქსიმი 250მგ შემოგარსული ტაბლეტები: თეთრი ფერის, კაფსულის ფორმის შემოგარსული ტაბლეტები, ერთ მხარეს ჭდით, ბირთვის დიამეტრი 14მმ.

ნიუროქსიმი 500მგ შემოგარსული ტაბლეტები: თეთრი ფერის, კაფსულის ფორმის შემოგარსული ტაბლეტები, ერთ მხარეს ჭდით, ბირთვის დიამეტრი 19მმ.

გამყოფი ხაზი განკუთვნილია მხოლოდ გადაყლაპვის გააადვილების მიზნით ტაბლეტის გასაყოფად და არა ტაბლეტის თანაბარ დოზებად გასაყოფად.

კლინიკური მონაცემები

თერაპიული ჩვენებები

ცეფუროქსიმ აქსეტილი ინიშნება მოზრდილებსა და 3 თვეზე მეტი ასაკის ბავშვებში შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ (იხილეთ 4.4 და 5.1 პუნქტები):

მწვავე სტრეპტოკოკული ტონზილიტი და ფარინგიტი

მწვავე ბაქტერიული სინუსიტი

მწვავე ოტიტი

ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება

ცისტიტი

პიელონეფრიტი

კანისა და რბილი ქოსვილების გაურთულებელი ინფექციები

ლაიმის დაავადების ადრეულ ეტაპზე მკურნალობა

ყურადღება უნდა მიექცეს ანტიბაქტერიული საშუალებების შესაბამისი გამოყენების შესახებ ოფიციალურ მითითებებს.

დოზირება და მიღების წესი:

დოზირება

მკურნალობის კურსი, ჩვეულებრივ, შეადგენს შვიდ დღეს (შეიძლება გაგრძელდეს ხუთიდან ათ დღემდე).

ცხრილი #1. მოზრდილები და ბავშვები (≥40 კგ)

ჩვენება

დოზირება

მწვავე ტონზილიტი და ფარინგიტი, მწვავე ბაქტერიული სინუსიტი

250 მგ დღე-ღამეში ორჯერ

მწვავე ოტიტი

500 მგ დღე-ღამეში ორჯერ

ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება

500 მგ დღე-ღამეში ორჯერ

ცისტიტი

250 მგ დღე-ღამეში ორჯერ

პიელონეფრიტი

250 მგ დღე-ღამეში ორჯერ

კანისა და რბილი ქსოვილების გაურთულებელი ინფექციები

250 მგ დღე-ღამეში ორჯერ

ლაიმის დაავადება

500მგ დღე-ღამეში ორჯერ 14 დღის განმავლობაში (10-დან 21 დღემდე)

ცხრილი #2. ბავშვები (<40 კგ)

ჩვენება

დოზირება

მწვავე ტონზილიტი და ფარინგიტი, მწვავე ბაქტერიული სინუსიტი

10 მგ/კგ დღე-ღამეში ორჯერ, მაქსიმალური დოზა 125მგ დღე-ღამეში ორჯერ

ორი წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში, ოტიტი ან, საჭიროების შემთხვევაში, უფრო მძიმე ინფექციები

15მგ/კგ დღე-ღამეში ორჯერ, მაქსიმალური დოზა 250 მგ დღე-ღამეში ორჯერ

ცისტიტი

15მგ/კგ დღე-ღამეში ორჯერ, მაქსიმალური დოზა 250მგ დღე-ღამეში ორჯერ

პიელონეფრიტი

15 მგ/კგ დღე-ღამეში ორჯერ, მაქსიმალური დოზა 250მგ დღე-ღამეში ორჯერ, 10-14 დღის განმავლობაში

კანისა და რბილი ქსოვილების გაურთულებელი ინფექციები

15 მგ/კგ დღე-ღამეში ორჯერ, მაქსიმალური დოზა 250 მგ დღე-ღამეში ორჯერ

ლაიმის დაავადება

15 მგ/კგ დღე-ღამეში ორჯერ, მაქსიმალური დოზა 250 მგ დღე-ღამეში ორჯერ 14 დღის განმავლობაში (10-დან 21 დღემდე)

3 თვემდე ასაკის ბავშვებში ცეფუროქსიმ აქსეტილის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ცეფუროქსიმის აქსეტილის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.

ცეფუროქსიმი ძირითადად გამოიყოფა თირკმელებით. თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია ცეფუროქსიმის დოზის შემცირება მისი შენელებული გამოყოფის კომპენსაციის მიზნით. ცეფუროქსიმი ეფექტურად გამოიყოფა ორგანიზმიდან დიალიზით.

ნიუროქსიმის რეკომენდებული დოზები თირკმლის ფუნქციის დარღვევის დროს:

კრეატინინის კლირენსი

T1/2 (სთ)

რეკომენდებული დოზა

≥30 მლ/წთ/1.73 მ2

  • 4-2.4

დოზის კორექცია საჭირო არ არის (სტანდარტული დოზა 125მგ-500მგ დღე-ღამეში ორჯერ).

10-29 მლ/წთ/1.73 მ2

  • 6

სტანდარტული ინდივიდუალური დოზა ყოველ 24 საათში

<10 მლ/წთ/1.73 მ2

  • 8

სტანდარტული ინდივიდუალური დოზა ყოველ 48 საათში

ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები

2-4

დამატებითი სტანდარტული ინდივიდუალური დოზა დიალიზის ყოველი პროცედურის ბოლოს

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

არ არსებობს მონაცემები ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტების შესახებ. ვინაიდან, ცეფუროქსიმი ძირითადად გამოიყოფა თირკმელებით, ღვიძლის ფუნქციის დარღვევის არსებობა, სავარაუდოდ, არ მოახდენს გავლენას ცეფუროქსიმის ფარმაკოკინეტიკაზე.

მიღების წესი

მიიღება პერორალურად.

ნიუროქსიმის ტაბლეტების მიღება რეკომენდებულია ჭამის შემდეგ. ჭამის შემდეგ მიღება აუმჯობესებს მის შეწოვას.

ნიუროქსიმის ტაბლეტები არ დაფშვნათ, შესაბამისად, ისინი არ გამოყენება პაციენტებში, რომლებსაც არ შეუძლიათ ტაბლეტების გადაყლაპვა. ბავშვებში გამოიყენება ცეფუროქსიმ აქსეტილის სხვა სამკურნალწამლო ფორმები.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა ცეფუროქსიმის ან 6.1. პუნქტში მითითებული რომელიმე შემავსებლების მიმართ.

მომატებული მგრძნობელობა ცეფალოსპორინის ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ.

ანამნეზში მძიმე ფორმის ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციების (მაგ. ანაფილაქსიური რეაქცია) არსებობა ნებისმიერი სხვა ტიპის ბეტა-ლაქტამური ანტიბაქტერიული აგენტების (პენიცილინები, მონობაქტამები და კარბაპენემები) მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები

ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები

განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენაა აუცილებელი პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ალერგიული რეაქცია პენიცილინების ან სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ, რადგან არსებობს ჯვარედინი მგრძნობელობის განვითარების რისკი. როგორც ყველა ბეტა-ლაქტამური ანტიბაქტერიული აგენტის შემთხვევაში, აღინიშნა სერიოზული და ზოგჯერ ფატალური ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები. მძიმე ფორმის ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციების განვითარების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ცეფუროქსიმით მკურნალობა და დაიწყოს შესაბამისი ზომების მიღება.

მკურნალობის დაწყებამდე უნდა დადგინდეს, აღენიშნება თუ არა პაციენტს ანამნეზში მძიმე ფორმის ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები ცეფუროქსიმის, ცეფალოსპორინების ან სხვა ტიპის ბეტა-ლაქტამური აგენტების მიმართ. სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ცეფუროქსიმი პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ მსუბუქი ფორმის ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები სხვა ბეტა-ლაქტამური აგენტების მიმართ.

იარიშ-ჰერქსჰაიმერის რეაქცია (JHR)

იარიშ-ჰერქსჰაიმერის რეაქცია განვითარდა ლაიმის დაავადების ცეფუროქსიმ აქსეტილით მკურნალობის შემდეგ. ეს არის ცეფუროქსიმ აქსეტილის ბაქტერიციდული მოქმედების პირდაპირი შედეგი ლაიმის დაავადების გამომწვევი ბაქტერიების, სპიროქეტა Borrelia burgdorferi-ის მიმართ. პაციენტები გაფრთხილებულნი უნდა იყვნენ, რომ ამ რეაქციის განვითარება ლაიმის დაავადების ანტიბიოტიკოთერაპიის შედეგია და, როგორც წესი, ამ რეაქციის გამოვლინებები თავისთავად ქრება (იხ. პუნქტი 4.8).

არამგრძნობიარე ორგანიზმების ჭარბი ზრდა

სხვა ანტიბიოტიკების მსგავსად, ცეფუროქსიმის აქსეტილის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს Candida-ს სახეობის სოკოს ჭარბი რაოდენობით ზრდა. ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება ასევე გამოიწვიოს სხვა არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების (მაგ., enterococci და Clostridium difficile) ჭარბი ზრდა, რა დროსაც შეიძლება საჭირო გახდეს მკურნალობის შეწყვეტა (იხ. პუნქტი 4.8).

თითქმის ყველა ანტიბაქტერიული საშუალების, მათ შორის ცეფუროქსიმის გამოყენებისას დაფიქსირდა ანტიბაქტერიულ საშუალებებთან ასოცირებული კოლიტი და ფსევდომემბრანული კოლიტი, რომელიც შეიძლება იყოს სხვადასხვა სიმძიმის, მსუბუქიდან დაწყებული სიცოცხლისთვის საშიში გართულებებით დამთავრებული. ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ დიაგნოზის გათვალისწინება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ დიარეა ცეფუროქსიმის მიღების დროს ან მის შემდეგ (იხ. პუნქტი 4.8). გასათვალისწინებელია ცეფუროქსიმით მკურნალობის შეწყვეტა და Clostridium difficile-ს სპეციფიკური მკურნალობის დანიშვნა. არ არის რეკომენდირებული ისეთი სამკურნალო საშუალებების დანიშვნა, რომლებიც თრგუნავენ პერისტალტიკას (იხ. პუნქტი 4.8).

ანალიზის შედეგებზე გავლენა

ცეფუროქსიმმა შეიძლება გავლენა მოახდინოს კუმბსის ტესტის შედეგებზე, შეიძლება გამოვლინდეს ცრუ დადებითი შედეგები (იხ. პუნქტი 4.8).

ვინაიდან ფერიციანიდის ტესტმა შეიძლება აჩვენოს ცრუ-უარყოფითი შედეგი, პაციენტებში, რომლებიც ცეფუროქსიმ აქსეტილს ღებულობენ, სისხლში გლუკოზის პლაზმური დონის დასადგენად რეკომენდებულია გლუკოზის განსაზღვრის ოქსიდაზური ან ჰექსოკინაზური მეთოდის გამოყენება.

ნიუროქსიმი შეიცავს პროპილენგლიკოლს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალკოჰოლის აუტანლობის მსგავსი სიმპტომები.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

კუჭის მჟავიანობის დამწევი საშუალებების გამოყენება იწვევს ცეფუროქსიმ აქსეტილის ბიოშეღწევადობის დაქვეითებას უზმოზე მიღებასთან შედარებით და, როგორც წესი, გაძლიერებული შეწოვის ეფექტის შემცირებას ჭამის შემდეგ.

ცეფუროქსიმ აქსეტილმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს ნაწლავის მიკროფლორაზე, რაც იწვევს ესტროგენის რეაბსორბციის და კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების ეფექტურობის დაქვეითებას.

ცეფუროქსიმი გამოიყოფა გორგლისებური ფილტრაციისა და მილაკოვანი სეკრეციის გზით. პრობენეციდთან ერთად გამოყენება არ არის რეკომენდებული. პრობენეციდთან ერთად გამოყენებისას მნიშვნელოვნად იზრდება ცეფუროქსიმის მაქსიმალურ კონცენტრაცია, ფართობი „კონცენტრაცია – დრო“ (AUC) მრუდის ქვეშ და ცეფუროქსიმის ნახევარგამოყოფის პერიოდი.

პერორალურ ანტიკოაგულანტებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების (INR) მომატება.

ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

შეზღუდულია მონაცემები ორსულებში ცეფუროქსიმის გამოყენების შესახებ. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ აჩვენა პირდაპირი ან არაპირდაპირი მავნე ზემოქმედება ჩანასახის/ნაყოფის, პერინატალურ და პოსტნატალურ განვითარებაზე. ნიუროქსიმის გამოყენება ორსულობის დროს, რეკომენდებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სარგებელი აღემატება რისკს.

ლაქტაცია

ცეფუროქსიმი მცირე რაოდენობით გადადის დედის რძეში, მაგრამ თერაპიული დოზებით ცეფუროქსიმი არ მოქმედებს ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილებზე. თუმცა, არ შეიძლება გამოირიცხოს დიარეის და ლორწოვანი გარსების სოკოვანი ინფექციის განვითარების რისკი, რის გამოც შესაძლოა საჭირო გახდეს ძუძუთი კვების შეწყვეტა. მხედველობაში უნდა იქნას მიღებული სენსიბილიზაციის განვითარების შესაძლებლობა. ცეფუროქსიმის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებულია მხოლოდ მკურნალი ექიმის მიერ სარგებლისა და რისკის შეფასების საფუძველზე.

ფერტილობა

არ არსებობს მონაცემები ადამიანებში ნაყოფიერებაზე ცეფუროქსიმ აქსეტილის გავლენის შესახებ. ცხოველებზე ჩატარებული რეპროდუქციული კვლევებით არ გამოვლინდა ნაყოფიერებაზე უარყოფითი გავლენა.

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე

ავტომანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე პრეპარატის გავლენის დასადგენად კვლევები არ ჩატარებულა. თუმცა, რადგან ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, რეკომენდებულია სიფრთხილის გამოჩენა ავტომანქანის მართვისას ან მექანიზმებთან მუშაობისას.

არასასურველი გვერდითი ეფექტები

ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი რეაქციებია Candida-ს ჭარბი ზრდა, ეოზინოფილია, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, კუჭ-ნაწლავის სისტემის დარღვევები და ღვიძლის ფერმენტების დროებითი მატება.

ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი რეაქციების სიხშირის კატეგორიები მიახლოებითია, რადგან უმეტეს შემთხვევაში არ იყო ხელმისაწვდომი შესაბამისი მონაცემები (მაგ. პლაცებო-კონტროლირებადი კვლევებიდან) სიხშირის გამოსათვლელად. გარდა ამისა, ცეფუროქსიმ აქსეტილთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციების განვითარების სიხშირე განსხვავებულია ჩვენების მიხედვით.

ფართო კლინიკური კვლევებიდან მიღებული მონაცემები გამოყენებულ იქნა ძალიან ხშირი - იშვიათი გვერდითი ეფექტების სიხშირის დასადგენად. ყველა სხვა გვერდითი მოვლენის განვითარების სიხშირე (<1/10,000) ძირითადად განისაზღვრა პოსტმარკეტინგული დაკვირვების მონაცემების გამოყენებით და მიუთითებს დაფიქსირებულ სიხშირეზე და არა ნამდვილად გამოვლენილ სიხშირეზე. არ იყო ხელმისაწვდომი პლაცებო კონტროლირებადი კვლევის მონაცემები. კლინიკური კვლევების მონაცემებზე დაყრდნობით გამოთვლილი შემთხვევების სიხშირე ეფუძნება წამალთან დაკავშირებულ მონაცემებს (შეფასებული მკვლევარის მიერ). თითოეულ ჯგუფში გვერდითი მოვლენები წარმოდგენილია სიმძიმის ხარისხის კლებადობის მიხედვით.

ქვემოთ ჩამოთვლილია მკურნალობასთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციები MedDRA ორგანოთა სისტემის კლასის (SOC), სიხშირისა და სიმძიმის მიხედვით. მათი გამოვლენის სიხშირე განისაზღვრა შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100 - <1/10); არახშირი (≥1/1,000 - <1/100); იშვიათი (≥1/10,000 - <1/1,000); ძალიან იშვიათი (<1/10,000); უცნობი სიხშირის (მათი გამოვლენის ზუსტი სიხშირე ვერ დგინდება არსებული მონაცემებით).

ორგანოთა სისტემა

ხშირი

არახშირი

უცნობი სიხშირის

ინფექციები და ინვაზიები

Candida-ს ჭარბი ზრდა

Clostridium difficile-ს ჭარბი ზრდა

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები

ეოზინოფილია

კუმბსის ტესტში დადებითი შედეგი, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია (ზოგჯერ სერიოზული)

ჰემოლიზური ანემია

იმუნური

სისტემის დარღვევები

წამლისმიერი ცხელება, შრატისმიერი დაავადება, ანაფილაქსია, იარიშ-ჰერქსჰაიმერის რეაქცია (JHR)

ნერვული სისტემის დარღვევები

თავის ტკივილი

თავბრუსხვევა

გასტროინტესტინალური დარღვევები

დიარეა, გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში

ღებინება

ფსევდომემბრანული კოლიტი

ჰეპატობილიარული

დარღვევები

ღვიძლის ფერმენტების დროებითი მომატება

სიყვითლე (ძირითადად ქოლესტაზური), ჰეპატიტი

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

კანზე გამონაყარი

ჭინჭრის ციება, ქავილი, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ეგზანთემური ნეკროლიზი) (იხ. იმუნური სისტემის დარღვევები), ანგიონევროზული შეშუპება

ცალკეული გვერდითი რეაქციების აღწერა

ცეფალოსპორინები, ჩვეულებრივ, შეიწოვება სისხლის წითელი უჯრედების მემბრანების ზედაპირიდან და რეაქციაში შედიან ანტისხეულებთან (ADA), შედეგად იწვევენ კუმბსის ტესტში დადებით შედეგს (რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს ჯვარედინ იმუნოლოგიურ შეთავსებაზე – ე.წ. Cross-match test) და ძალიან იშვიათად ჰემოლიზურ ანემიას. აღინიშნა შრატში ღვიძლის ფერმენტების დონის ტრანზიტორული მატება, რაც ჩვეულებრივ შექცევადია.

პედიატრიული პოპულაცია

ბავშვებში ცეფუროქსიმ აქსეტილის უსაფრთხოების პროფილი შეესაბამება მოზრდილებში ცეფუროქსიმ აქსეტილის უსაფრთხოების პროფილს.

შეტყობინება საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ

სამედიცინო პროდუქტის ავტორიზაციის შემდეგ შეტყობინებას საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მისი მეშვეობით შესაძლებელია სამედიცინო პროდუქტის სარგებლის/რისკის ბალანსის უწყვეტი მონიტორინგი. ჯანდაცვის სპეციალისტებს ვთხოვთ, მოგვაწოდონ ინფორმაცია საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინების ეროვნული სისტემის მეშვეობით.

დოზის გადაჭარბება

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ნევროლოგიური გართულებები, მათ შორის ენცეფალოპათია, კრუნჩხვები და კომა. თუ დოზა საკმარისად არ შემცირდა, ჭარბი დოზირების სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში (იხ. პუნქტები 4.2 და 4.4).

ცეფუროქსიმის დონე შრატში შეიძლება შემცირდეს ჰემოდიალიზისა და პერიტონეალური დიალიზის საშუალებით.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სისტემური გამოყენების ანტიბაქტერიული საშუალებები, მეორე თაობის ცეფალოსპორინები. ათქ კოდი: J01DC02.

მოქმედების მექანიზმი

ცეფუროქსიმის აქსეტილი ჰიდროლიზდება ესტერაზას ფერმენტების მიერ აქტიურ ანტიბიოტიკად, ცეფუროქსიმად.

ცეფუროქსიმი აინჰიბირებს ბაქტერიული უჯრედის კედლის სინთეზს პენიცილინშემაკავშირებელ ცილებთან (PBPs) მიერთების შემდეგ. შედეგად, წყდება უჯრედის კედლის (პეპტიდოგლიკანის) ბიოსინთეზი, რაც იწვევს ბაქტერიული უჯრედის განადგურებასა და სიკვდილს.

რეზისტენტობის განვითარების მექანიზმები

ცეფუროქსიმის მიმართ ბაქტერიების რეზისტენტობა შეიძლება განპირობებული იყოს ერთი ან რამდენიმე შემდეგი მექანიზმით:

ჰიდროლიზი ბეტა-ლაქტამაზების, მათ შორის გაფართოებული სპექტრის ბეტა-ლაქტამაზების (ESBL), კარბაპენემაზებისაა და AmpC ფერმენტების მიერ, რომელთა ინდუცირება ან მუდმივად აქტივირება შესაძლებელია გარკვეულ აერობულ გრამუარყოფით ბაქტერიებში;

ცეფუროქსიმის მიმართ პენიცილინშემაკავშირებელი ცილების აფინურობის შემცირება.

გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების გარე მემბრანის შეუღწევადობა, რაც ზღუდავს ცეფუროქსიმის წვდომას გრამუარყოფითი ბაქტერიების პენიცილინშემაკავშირებელ ცილებთან;

ბაქტერიის ეფლუქსური ტუმბო.

სხვა საინექციო ცეფალოსპორინების მიმართ შეძენილი რეზისტენტობის მქონე ორგანიზმები ცეფუროქსიმის მიმართ რეზისტენტულია.

რეზისტენტობის მექანიზმიდან გამომდინარე, პენიცილინების მიმართ შეძენილი რეზისტენტობის მქონე ორგანიზმებმა შესაძლოა გამოავლინონ დაქვეითებულ მგრძნობელობა ან რეზისტენტობა ცეფუროქსიმის მიმართ.

მგრძნობელობის ზღვრული მაჩვენებლები

ქვემოთ წარმოდგენილია ანტიმიკრობული მგრძნობელობის ტესტირების ევროპული კომიტეტის (EUCAST) მიერ დადგენილი კლინიკური მინიმალური ინჰიბირებადი კონცენტრაციის (MIC) ზღვრული მაჩვენებლები:

მიკროორგანიზმი

ზღვრული მაჩვენებლები (მგ/ლ)

S

R

Enterobacteriaceae 1, 2

≤8

>8

Staphylococcus spp.

შენიშვნა3

შენიშვნა3

Streptococcus A, B, C and G

შენიშვნა4

შენიშვნა4

Streptococcus pneumoniae

≤0.25

>0.5

Moraxella catarrhalis

≤0.125

>4

Haemophilus influenzae

≤0.125

>1

არასახეობრივი1

IE5

IE5

1ცეფალოსპორინის მგრძნობელობის ზღვრული მაჩვენებლები ვლინდება ყველა კლინიკურად მნიშვნელოვან რეზისტენტულ მექანიზმთან (მათ შორის ESBL და პლაზმიდით გაშუალებული AmpC). ზოგიერთი ბეტა-ლაქტამაზას წარმომქმნელი შტამი მგრძნობიარეა ან შუალედურია მე-3 ან მე-4 თაობის ცეფალოსპორინების მიმართ ამ ზღვრული მაჩვენებლებით და უნდა იყოს მითითებული, როგორც გამოვლენილი, ე.ი. ESBL-ის არსებობა ან არარსებობა თავისთავად არ ახდენს გავლენას მგრძნობელობის კატეგორიაზე. ბევრ ქვეყანაში, ESBL-ის გამოვლენა და მახასიათებლების განსაზღვრა რეკომენდებულია ან სავალდებულოა ინფექციის კონტროლის მიზნით.

2მხოლოდ გაურთულებელი საშარდე გზების ინფექცია (ცისტიტი) (იხ. პუნქტი 4.1).

3სტაფილოკოკების მგრძნობელობა ცეფალოსპორინების მიმართ განისაზღვრება მეთიცილინის მიმართ მგრძნობელობით, გარდა ცეფტაზიდიმის, ცეფიქსიმისა და ცეფტიბუტენისა, რომლებსაც არ აქვთ მგრძნობელობის ზღვრული მაჩვენებლები და არ გამოიყენება სტაფილოკოკური ინფექციების დროს.

4A, B, C და G ჯგუფების ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკების მგრძნობელობა ბეტა-ლაქტამების მიმართ განისაზღვრება პენიცილინის მიმართ მგრძნობელობის საფუძველზე.

5არასაკმარისი მტკიცებულებაა იმისა, რომ მოცემული სახეობები ამ პრეპარატით მკურნალობის კარგი სამიზნეა. MIC შეიძლება დაფიქსირდეს კომენტარით, მაგრამ S- ან R-კატეგორიზაციის გარეშე.

S=მგრძნობიარე, R=რეზისტენტული

მიკრობიოლოგიური მგრძნობელობა

შეძენილი რეზისტენტობის გავრცელება შერჩეული სახეობებისთვის შეიძლება განსხვავდებოდეს გეოგრაფიული არეალისა და დროის მიხედვით, შესაბამისად, რეკომენდებულია რეზისტენტობის შესახებ ადგილობრივი ინფორმაციის გამოყენება, განსაკუთრებით მძიმე ინფექციების მკურნალობისას. საჭიროების შემთხვევაში, როდესაც რეზისტენტობის ადგილობრივი გავრცელება ზოგიერთი ტიპის ინფექციის დროს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ცეფუროქსიმი აქსეტილის გამოყენებას, ექსპერტის რჩევა უნდა იქნას გათვალისწინებული.

ცეფუროქსიმი ზოგადად in vitro აქტიურია შემდეგი მიკროორგანიზმების წინააღმდეგ.

ჩვეულებრივ მგრძნობიარე სახეობები

აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები

Staphylococcus aureus (მეთიცილინის მიმართ მგრძნობიარე)*

Streptococcus pyogenes

Streptococcus agalactiae

აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები

Haemophilus influenzae

Haemophilus parainfluenzae

Moraxella catarrhalis

სპიროქეტები

Borrelia burgdorferi

სახეობები, რომლებისთვისაც შეძენილი რეზისტენტობა შეიძლება იყოს პრობლემა

გრამდადებითი აერობები

Streptococcus pneumoniae

გრამუარყოფითი აერობები

Citrobacter freundii

Enterobacter aerogenes

Enterobacter cloacae

Escherichia coli

Klebsiella pneumoniae

Proteus mirabilis

Proteus spp. (other than P. vulgaris)

Providencia spp.

გრამდადებითი ანაერობები

Peptostreptococcus spp.

Propionibacterium spp.

გრამუარყოფითი ანაერობები

Fusobacterium spp.

Bacteroides spp.

თანდაყოლილი რეზისტენტული მიკროორგანიზმები

გრამდადებითი ანაერობები

Enterococcus faecalis

Enterococcus faecium

გრამუარყოფითი აერობები

Acinetobacter spp.

Campylobacter spp.

Morganella morganii

Proteus vulgaris

Pseudomonas aeruginosa

Serratia marcescens

გრამუარყოფითი ანაერობები

Bacteroides fragilis

სხვა

Chlamydia spp.

Mycoplasma spp.

Legionella spp.

  • ყველა მეთიცილინ-რეზისტენტული S. aureus რეზისტენტულია ცეფუროქსიმის მიმართ.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

აბსორბცია

პერორალურად მიღების შემდეგ ცეფუროქსიმ აქსეტილი შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და სწრაფად ჰიდროლიზდება ნაწლავის ლორწოვან გარსსა და სისხლში, რის შემდეგაც ცეფუროქსიმი გადადის სისხლის მიმოქცევის სისტემაში. ოპტიმალური შეწოვა ხდება პრეპარატის მიღებისას ჭამიდან მალევე.

ცეფუროქსიმის აქსეტილის ტაბლეტების მიღების შემთხვევაში, ცეფუროქსიმ აქსეტილის პიკური კონცენტრაცია სისხლის შრატში (2,9 მკგ/მლ 125 მგ დოზით მიღებისას, 4,4 მკგ/მლ 250 მგ დოზით მიღებისას, 7,7 მკგ/მლ 500 მგ დოზით მიღებისას და 13.6 მკგ/მლ 1000 მგ დოზით მიღებისას) მიიღწევა საკვებთან ერთად მიღებიდან დაახლოებით 2.4 საათში. სუსპენზიიდან ცეფუროქსიმის შეწოვის სიჩქარე მცირდება ტაბლეტებთან შედარებით, რაც იწვევს შრატში პიკური კონცენტრაციის მოგვიანებით დაქვეითებას და სისტემური ბიოშეღწევადობის შემცირებას (4-17%-ით ნაკლები). ცეფუროქსიმ აქსეტილის პერორალური სუსპენზია არ იყო ცეფუროქსიმის აქსეტილის ტაბლეტების ბიოექვივალენტური ჯანმრთელ მოხალისეებში გამოცდისას და ამიტომ, ისინი არ არის ჩანაცვლებადი მილიგრამი-მილიგრამზე პირობით (იხ. პუნქტი 4.2). ცეფუროქსიმის ფარმაკოკინეტიკა ხაზოვანია 125-1000მგ პერორალური დოზირების ფარგლებში. ცეფუროქსიმის აკუმულაცია არ აღინიშნა 250- 500 მგ პერორალური განმეორებითი დოზების მიღებისას.

განაწილება

ცილებთან შეკავშირება შეადგენს 33-50%-ს გამოყენებული მეთოდოლოგიის მიხედვით. ცეფუროქსიმ აქსეტილის 500 მგ ტაბლეტის ერთჯერადი დოზის 12 ჯანმრთელ მოხალისეში გამოყენების შემდეგ განაწილების აშკარა მოცულობა იყო 50ლ (CV%=28%). გავრცელებული პათოგენებისთვის მინიმალურ ინჰიბიტორულ დონეებზე მაღალი ცეფუროქსიმის კონცენტრაციები გვხვდება ნუშურა ჯირკვლებში, სინუსურ ქსოვილებში, ბრონქების ლორწოვან გარსში, ძვალში, პლევრალურ სითხეში, სასახსრე სითხეში, სინოვიალურ სითხეში, ინტერსტიციალურ სითხეში, ნაღველში, ნახველში და თვალის ნამში. ცეფუროქსიმი გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს მენინგების ანთების დროს.

ბიოტრანსფორმაცია

ცეფუროქსიმი არ მეტაბოლიზდება.

ელიმინაცია

შრატისმიერი ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1- 1.5 საათს. ცეფუროქსიმი გამოიყოფა გორგლისებური ფილტრაციისა და მილაკოვანი სეკრეციის გზით. თირკმლისმიერი კლირენსი არის 125-148 მლ/წთ/1,73მ2.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები

სქესი

ცეფუროქსიმის ფარმაკოკინეტიკა ერთნაირია მამაკაცებსა და ქალებში.

ხანდაზმულები

განსაკუთრებული სიფრთხილე არ არის საჭირო თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში დღეში მაქსიმუმ 1 გ დოზის გამოყენებისას. ხანდაზმულ პაციენტებში უფრო მაღალია თირკმლის ფუნქციის დაქვეითების ალბათობა, ამიტომ, დოზა უნდა დაკორექტირდეს ხანდაზმულებში თირკმლის ფუნქციის მიხედვით (იხ. პუნქტი 4.2).

ბავშვები

ჩვილებსა (>3 თვის ასაკის) და ბავშვებში ცეფუროქსიმის ფარმაკოკინეტიკა ისეთივეა, როგორიც მოზრდილებში.

არ არსებობს კლინიკური კვლევების მონაცემები 3 თვემდე ასაკის ბავშვებში ცეფუროქსიმ აქსეტილის გამოყენების შესახებ.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ცეფუროქსიმის აქსეტილის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.

ცეფუროქსიმი ძირითადად გამოიყოფა თირკმელებით. ამიტომ, როგორც ყველა სხვა ანტიბიოტიკის შემთხვევაში, თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში ( C1cr <30 მლ/წთ) რეკომენდებულია ცეფუროქსიმის დოზის შემცირება მისი შენელებული ელიმინაციის კომპენსაციის მიზნით (იხ. პუნქტი 4.2). ცეფუროქსიმი ეფექტურად გამოიყოფა ორგანიზმიდან დიალიზით.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

არ არსებობს მონაცემები ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტების შესახებ. ვინაიდან, ცეფუროქსიმი ძირითადად გამოიყოფა თირკმელებით, ღვიძლის ფუნქციის დარღვევის არსებობა, სავარაუდოდ, არ მოახდენს გავლენას ცეფუროქსიმის ფარმაკოკინეტიკაზე.

ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური კავშირი

ცეფალოსპორინებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური-ფარმაკოდინამიკური მაჩვენებელი, რომელიც ურთიერთკავშირშია in vivo ეფექტურობასთან, არის დოზირების ინტერვალის პროცენტი (%T), რათა შეუკავშირებელი კონცენტრაცია დარჩეს ცეფუროქსიმის მინიმალურ ინჰიბიტორულ კონცენტრაციაზე (MIC) ზემოთ ცალკეული სამიზნე სახეობებისთვის (ანუ %T > MIC).

პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები

უსაფრთხოების, განმეორებითი დოზის ტოქსიკურობის, გენოტოქსიურობისა და რეპროდუქციული ტოქსიკურობის კვლევების დროს მიღებულმა არაკლინიკურმა მონაცემებმა არ გამოავლინა რაიმე განსაკუთრებული საფრთხე ადამიანისთვის. კანცეროგენურობის კვლევები არ ჩატარებულა, მაგრამ არ არსებობს რაიმე მტკიცებულება კანცეროგენული პოტენციალის შესახებ.

გამა-გლუტამილტრანსპეპტიდაზას აქტივობა ვირთხების შარდში ინჰიბირდება სხვადასხვა ცეფალოსპორინების მიერ, თუმცა ინჰიბირების დონე უფრო დაბალია ცეფუროქსიმის გამოყენებისას. ამას შეიძლება მნიშვნელობა ჰქონდეს ადამიანებში კლინიკური ლაბორატორიული კვლევების ჩატარებისას.

ფარმაცევტული მონაცემები

შემავსებლების ჩამონათვალი

მიკროკრისტალური ცელულოზა 105, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, ჰიდროგენური მცენარეული ზეთი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა (Methocel E5), პროპილენგლიკოლი, ტიტანის დიოქსიდი, ტალკი.

შეუთავსებლობა

არ გამოიყენება

ვარგისიანობის ვადა

36 თვე

შენახვის განსაკუთრებული პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში, თავდაპირველ შეფუთვაში სინათლისგან დასაცავად.

შეფუთვა

ნიუროქსიმი დაფასოებულია თეთრ გაუმჭვირვალე Al/PVC/PVDC ბლისტერებში. ნიუროქსიმი 500მგ შემოგარსული ტაბლეტები ასევე დაფასოებულია Alu/Alu ბლისტერებში.

შეფუთვის ზომები:

ბლისტერები: 10 ტაბლეტი, 14 ტაბლეტი, 20 ტაბლეტი, 30 ტაბლეტი და 50 ტაბლეტი.

შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს ხელმისაწვდომი ბაზარზე.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ნარჩენების განკარგვა

არანაირი განსაკუთრებული მოთხოვნები.

ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

შპს Medochemie, კვიპროსი, ლიმასოლი, 3011, კონსტანტინოპოლის ქუჩა # 1-10

სავაჭრო ლიცენზიის ნომერი:

პირველი ავტორიზაციის/ავტორიზაციის განახლების თარიღი:

ტექსტის გადახედვის თარიღი: 11/2014წ.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა