პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

ცეფუროქსიმი

CEFUROXIME

რეცეპტით750მგინსტრუქცია ქართულადსაქართველო
რისთვის გამოიყენება

ცეფუროქსიმისადმი მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული დაავადებების მკურნალობა: ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (მათ შორის ბრონქიტი, პნევმონია, ინფიცირებული ბრონქოექტაზიები, ფილტვის აბსცესი, პლევრის ემპიემა, გულმკერდის ორგანოთა ოპერაციის შემდგომი ინფექციური დაავდებები); …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ცეფუროქსიმი (cefuroxime)
ფორმა და შეფუთვა
750მგ ფხვნილი ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონი №1
მწარმოებელი
„AbiPharm“ LLC, საქართველო
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, მეორე თაობის ცეფალოსპორინები
ATC კოდი
J01DC02
რეგისტრაციის ნომერი
რ-037904
რეგისტრირებულია
20 აპრილი 2023, მოქმედებს 20 აპრილი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
„AbiPharm“ LLC (საქართველო)
განმცხადებელი
შპს „აბიფარმი“ (საქართველო)
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაცეფუროქსიმი და სხვა წამალი ერთად

ცეფუროქსიმი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ცეფუროქსიმისადმი მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული დაავადებების მკურნალობა:

ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (მათ შორის ბრონქიტი, პნევმონია, ინფიცირებული ბრონქოექტაზიები, ფილტვის აბსცესი, პლევრის ემპიემა, გულმკერდის ორგანოთა ოპერაციის შემდგომი ინფექციური დაავდებები);

ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოთა ინფექციები (მათ შორის შუა ოტიტი, სინუსიტი, ტონზილიტი, ფარინგიტი);

საშარდე სისტემის ინფექციები (მათ შორის პიელონეფრიტი, ცისტიტი, ასიმპტომური ბაქტერიურია, გონორეა);

კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (მათ შორის ფურუნკულოზი, წითელი ქარი და ჭრილობის ინფექციები);

ძვლებისა და სახსრების ინფექციები (მათ შორის ოსტეომიელიტი და სეპტიკური ართრიტი);

მცირე მენჯის ღრუს ორგანოთა ინფექციები;

სეპტიცემია, მენინგიტი, პერიტონიტი.

ცეფუროქსიმი ასევე ინიშნება: მუცლის ღრუს, მცირე მენჯის ღრუს ორგანოებზე ოპერაციების, ორთოპედიული ოპერაციების, გულზე, ფილტვებზე, საყლაპავზე და სისხლძარღვებზე ოპერაციების დროს ინფექციური გართულებების პროფილაქტიკის მიზნით.

მიღების წესი და დოზირება

მოზრდილებში:

კუნთში ან ვენაში ინექციის სახით ინიშნება 750 მგ 3-ჯერ დღე-ღამეში.

მძიმე შემთხვევებში პრეპარატი ინიშნება ვენაში 1,5 გ 3-ჯერ დღე-ღამეში. საჭიროებისას, შესაძლებელია ცეფუროქსიმის დანიშვნა ყოველ 6 საათში ერთხელ, ხოლო სადღეღამისო დოზა განისაზღვროს 3-6 გ-ით.

ზოგიერთი ინფექციის შემთხვევაში ეფექტურია ცეფუროქსიმის დანიშვნა დოზით 750მგ ან 1,5გ 2-ჯერ დღე-ღამეში (კუნთში ან ვენაში საინექციოდ), შემდგომში მკურნალობის ცეფუროქსიმის ტაბლეტირებული ფორმით გაგრძელებით.

ბავშვები:

30-100 მგ/კგ/დღე-ღამეში განაწილებული 3-4 მიღებაზე. უმრავლესი ინფექციების შემთხვევაში ოპტიმალური დოზა შეადგენს 60 მგ/კგ/დღე-ღამეში.

ახალშობილები: 30-100 მგ/კგ/დღე-ღამეში 2-3 მიღებაზე.

გონორეის მკურნალობა: 1,5 გ ერთჯერადად (750 მგ-ის 2 დოზა კუნთში სხვადასხვა ადგილას საინექციოდ, მაგ.: ორივე დუნდულა კუნთში).

მენინგიტი: მოზრდილებში – 3 გ ვენაში საინექციოდ ყოველ 8 საათში. ბავშვებში – 150-250 მგ/კგ/დღე-ღამეში ვენაში, 3-4 ინექციაზე განაწილებული. ახალშობილებში – 100 მგ/კგ/დღე-ღამეში ვენაში საინექციოდ.

ოპერაციის შემდგომი გართულებების პროფილაქტიკა

მუცლის ღრუს, მენჯის ღრუს ორგანოებზე ოპერაციების და ორთოპედიული ჩარევების დროს ცეფუროქსიმი ინიშნება 1,5 გ ვენაში საინექციოდ შემყვანი ნარკოზის დროს. ოპერაციიდან 8 სთ და 16 სთ-ის შემდეგ, დამატებით შესაძლებელია დაინიშნოს ცეფუროქსიმი 750 მგ კუნთში საინექციოდ.

გულზე, ფილტვებზე, საყლაპავზე და სისხლძარღვებზე ოპერაციის დროს შემყვანი ნარკოზის დროს ინიშნება ცეფუროქსიმი 1,5 გ ვენაში საინექციოდ, შემდეგ 24-48 საათის განმავლობაში 750 მგ 3-ჯერ დღე-ღამეში კუნთში საინექციოდ.

სახსრის მთლიანდ შეცვლის შემთხვევაში, თხევადი პოლიმერის დამატებამდე, ცეფუროქსიმის 1,5გ ფხვნილი შესაძლებელია შეერიოს მეთილ-მეტაკრილატის ცემენტის პაკეტის შიგთავსს.

საფეხურებრივი თერაპია

პნევმონია: ცეფუროქსიმი 1,5 გ 2-3-ჯერ დღე-ღამეში (კუნთში ან ვენაში საინექციოდ) 48-72 საათის განმავლობაში, შემდგომში ცეფუროქსიმის ტაბლეტირებული ფორმის დანიშვნით – 500 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში - 7-10 დღის განმავლობაში.

ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება: ცეფუროქსიმი 750 მგ 2-3-ჯერ დღე-ღამეში (კუნთში ან ვენაში საინექციოდ) 48-72 საათის განმავლობაში, შემდგომში ცეფუროქსიმის ტაბლეტირებული ფორმის დანიშვნით – 500 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში - 5-10 დღის განმავლობაში.

თითოეული პერიოდის (პარენტერული და პერორალური თერაპია) ხანგრძლივობა განისაზღვრება ინფექციის სიმძიმითა და პაციენტის ზოგადი მდგომარეობით.

თირკმლის უკმარისობა

თირკმლის უკმარისობის დროს რეკომენდებულია ცეფუროქსიმის დოზის შემცირება. თუმცა, როცა კრეატინინის კლირენსი მეტია 20 მლ/წთ, პრეპარატის სტანდარტული დოზის (750 მგ-1,5 გ 3-ჯერ დღე-ღამეში) შემცირება არ არის აუცილებელი.

ცეფუროქსიმის დოზის კორექცია ხდება კრეატინინის კლირენსის გათვალისწინებით:

კრეატინინის კლირენსი

ცეფუროქსიმის დოზა

>20 მლ/წთ

750 მგ-1,5 გ 3-ჯერ დღე-ღამეში

10-20 მლ/წთ

750 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში

< 10 მლ/წთ

750 მგ დღე-ღამეში

ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში, ჰემოდიალიზის ყოველი სეანსის დამთავრებისთანავე საჭიროა ცეფუროქსიმის 750 მგ-ის დამატებითი დოზის შეყვანა. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, უწყვეტ ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში, არტერიო-ვენური შუნტის გამოყენებისა ან მაღალსიჩქარიანი ჰემოფილტრაციის შემთხვევაში, რეკომენდებული დოზა შეადგენს 750 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში. თუ გამოიყენება ჰემოფილტრაცია დაბალი სიჩქარით, ცეფუროქსიმის დოზა განისაზღვრება იმავე სქემით, როგორც თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში.

ხსნარის მომზადების და შეყვანის წესები

კუნთში საინექციო ხსნარის მოსამზადებლად:

ცეფუროქსიმის 750 მგ ფლაკონის შიგთავსს უნდა დაემატოს 3 მლ საინექციო წყალი. ფლაკონი უნდა შეინჯღრეს ფრთხილად სუსპენზიის წარმოქმნამდე.

ვენაში საინექციო ხსნარის მოსამზადებლად:

750 მგ ცეფუროქსიმს უნდა დაემატოს 6 მლ ან მეტი საინექციო წყალი

1,5 გ ცეფუროქსიმს უნდა დაემატოს 15 მლ ან მეტი საინექციო წყალი.

ვენაში საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად:

ვენაში ხანმოკლე (30 წთ-მდე) ინფუზიის სახით საჭირო ხსნარის მოსამზადებლად, ცეფუროქსიმის 1,5 გ უნდა გაიხსნას 50 მლ საინექციო წყალში. მომზადებული ხსნარი შეიძლება შეიყვანონ პირდაპირ ვენაში ან საინფუზიო სისტემის მილში.

უკუჩვენებები

ცეფალოსპორინებისადმი, პენიცილინებისა და კარბაპენემის ჯგუფის ანტიბიოტიკებისადმი მომატებული მგრძნობელობა.

სიფრთხილით ინიშნება თირკმლის უკმარისობის, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების დროს (მათ შორის ანამნეზში არსებული არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის დროს), მარყუჟოვანი დიურეზული საშუალებებისა და ამინოგლიკოზიდების ერთდროულად დანიშვნისას, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე – ახალშობილებში (განსაკუთრებით დღენაკლულებში).

სიფრთხილის ზომები

ცეფუროქსიმი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში პენიცილინებისა და სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკებისადმი ანაფილაქსიური რეაქციები აღენიშნებათ.

ამინოგლიკოზიდებსა და დიურეზულ საშუალებებთან ერთდროულად მიღებისას იზრდება ნეფროტოქსიკურობის გამოვლინების რისკი, ამიტომ აღნიშნული კომბინაციების დანიშვნისას საჭიროა თირკმელების ფუნქციის კონტროლი, განსაკუთრებით ასაკოვან პაციენტებში, პაციენტებში თირკმლის დაავადებებით და პრეპარატის დიდი დოზებით მკურნალობისას.

ბავშვებში ცეფუროქსიმით მენინგიტის მკურნალობისას, ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნა სმენადობის მსუბუქი და საშუალო ფორმით დაქვეითება. ამავე დროს, მკურნალობიდან 18-36 საათის შემდეგ, თავ-ზურგტვინის სითხეში აღინიშნებოდა Hაემოპჰილუს ინფლუენზაე–ს დადებითი კულტურები. მსგავსი მოვლენები აღნიშნულია სხვა ანტიბიოტიკების გამოყენების დროსაც, თუმცა მათი კლინიკური მნიშვნელობა არ არის ცნობილი.

ფსევდომემბრანოზული კოლიტი აღინიშნება ფართო სპექტრის მოქმედების ანტიბიოტიკების გამოყენებისას. მისი გამოვლინების შესაძლებლობა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ პაციენტებში მძიმე ფორმის დიარეით, რომელიც ვლინდება ანტიბიოტიკებით მკურნალობის ფონზე ან თერაპიული კურსის დამთავრების შემდეგ.

საფეხურებრივი თერაპიის დროს, პერორალურ თერაპიაზე გადასვლას განსაზღვრავს ინფექციის სიმძიმე, პაციენტის კლინიკური მდგომარეობა და გამომწვევის მგრძნობელობა. თუ მკურნალობის დაწყებიდან 72 საათში არ აღინიშნა კლინიკური ეფექტი, საჭიროა პარენტერალური კურსის გაგრძელება.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ცეფუროქსიმთან ერთად “მარყუჟოვანი” დიურეზული საშუალებების (ფუროსემიდი) და ამინოგლიკოზიდების დანიშვნისას, ფერხდება მილაკოვანი სეკრეცია, მცირდება თირკმლის კლირენსი, პლაზმაში იზრდება ცეფუროქსიმის კონცენტრაცია და იზრდება ნახევარგამოყოფის პერიოდი, რაც ზრდის ნეფროტოქსიკური ეფექტების გამოვლინების რისკს. ცეფუროქსიმი ამინოგლიკოზიდებთან კომბინაციაში მოქმედებს ადიტიურად, თუმცა შესაძლებელია სინერგიული მოქმედების გამოვლინებაც.

ფარმაცევტული ურთიერთქმედება (ხსნარების შეთავსებადობა)

ცეფუროქსიმის ხსნარის (1,5 გ გახსნილი 15 მლ საინექციო წყალში) და მეტრონიდაზოლის (500 მგ/100 მლ) შერევისას, ორივე კომპონენტი ინარჩუნებს აქტივობას 24 საათის განმავლობაში არა უმეტეს 25°С ტემპერატურაზე შენახვისას.

ცეფუროქსიმი დოზით 1,5 გ შეთავსებადია აზლოცილინის ხსნართან (1 გ/15 მლ ან 5 გ/50 მლ).

ორივე კომპონენტი ინარჩუნებს აქტივობას 24 საათის განმავლობაში 4°С ტემპერატურაზე შენახვისას ან 6 საათის განმავლობაში არა უმეტეს 25°С ტემპერატურაზე შენახვისას.

ცეფუროქსიმის ხსნარი (5 მგ/მლ) 5% ან 10% ქსილიტოლის ხსნართან შერეული შესაძლებელია ინახებოდეს 24 საათის განმავლობაში არა უმეტეს 25°С ტემპერატურაზე.

ცეფუროქსიმი შეთავსებადია 1%-მდე შემცველოვის ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის წყალხსნარებთან.

ცეფუროქსიმი თავსებადია უმრავლეს საინფუზიო ხსნარებთან.

ქვემოთ მოყვანილ ხსნარებთან შერევისას პრეპარატი სტაბილურია 24 საათის განმავლობაში არა უმეტეს 25°С ტემპერატურაზე (ოთახის ტემპერატურაზე).

0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი

5% დექსტროზის საინექციო ხსნარი

0,18% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი და 4% დექსტოზის საინექციო ხსნარი

5% დექსტროზის ხსნარი და 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი

5% დექსტროზის ხსნარი და 0,45% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი

5% დექსტროზის ხსნარი და 0,225% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი

10% დექსტროზის საინექციო ხსნარი

რინგერის ხსნარი

რინგერის ლაქტატის ხსნარი

ჰარტმანის ხსნარი.

ცეფუროქსიმის სტაბილურობა 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარსა და 5% დექსტროზის ხსნარში არ ირღვევა, ხსნარში ჰიდროკორტიზონის ნატრიუმის ფოსფატის არსებობისას.

ცეფუროქსიმი შეთავსებადია და სტაბილურობას ინარჩუნებს 24 საათის განმავლობაში არა უმეტეს 25°С ტემპერატურაზე (ოთახის ტემპერატურაზე) შემდეგ ხსნარებთან:

ჰეპარინი (10 სე/მლ და 50 სე/მლ) 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში;

კალიუმის ქლორიდი (10 მეკ/ლ და 40 მეკ/ლ) 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში;

ცეფუროქსიმი არ უნდა შეერიოს ერთ შპრიცში ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკებს. 2,74% ნატრიუმის ბიკარბონატის рН, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ცეფუროქსიმის ხსნარის ფერზე, ამიტომ იგი არ გამოიყენება ცეფუროქსიმის გამხსნელად. თუმცა, როცა ინფუზიის სახით ინიშნება ნატრიუმის ბიკარბონატის ხსნარი, ცეფუროქსიმის შეყვანის აუცილებლობისას იგი შეყავთ უშუალოდ საინფუზიო სისტემის მილში.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ცეფუროქსიმის ემბრიოტოქსიკურობასა და ტერატოგენულ ეფექტებზე მონაცემები არ არსებობს. მიუხედავად ამისა, ორსულობის პერიოდში დანიშვნისას აუცილებელია სიფრთხილის დაცვა.

ცეფუროქსიმი გამოიყოფა დედის რძეში, ამიტომ მეძუძურ დედებში სიფრთხილით ინიშნება.

გვერდითი მოვლენები

ალერგიული რეაქციები: ექსუდაციური მულტიფორმული ერითემა (მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი), ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი), კანზე გამონაყარი (მათ შორის ურტიკარია), კანის ქავილი, წამლისმიერი ციებ-ცხელება, ბრონქოსპაზმი, ძალიან იშვიათად – ანაფილაქსიური შოკი.

ცეფუროქსიმის ხანგრძლივად გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების, მატ შორის სოკო ჩანდიდას-ს გამრავლება, რასაც პირის ღრუსა და საშოს კანდიდოზის განვითარება მოსდევს (ქავილი, გამონადენი).

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის ღრუს სპაზმი და ტკივილი, ფსევდომემბრანოზული კოლიტი, პირის ღრუს კანდიდოზი.

სისხლმბადი სისტემის მხრივ: ეოზინოფილია, ლეიკოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი, ჰემოლიზური ანემია.

ცნს-ის და გრძნობათა ორგანოების მხრივ: კრუნჩხვები, სმენადობის დაქვეითება.

შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: თირკმლების ფუნქციის დარღვევა კრეატინინის დონისა და/ან შარდოვანას აზოტის მატებით და კრეატინინის კლირენსის შემცირებით, ქავილი, ვაგინიტი (კანდიდოზის შემთხვევაში).

ლაბორატორიული მაჩვენებლები: ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მატება (ალანინამინოტრანსფერაზა, ასპარაგინამინოტრანსფერაზა, ლაკტატდეჰიდროგენაზა, ტუტე ფოსფატაზა), ჰიპერბილირუბინემია, კუმბსის ცრუ-დადებითი რეაქცია.

ადგილობრივი რეაქციები: ტკივილი კუნთში ინექციისას, შეყვანის ადგილზე გაღიზიანებადობა და ინფილტრატის განვითარება, ვენაში შეყვანისას – ფლებიტი, თრომბოფლებიტი.

ჭარბი დოზა

სიმპტომები: თავის ტვინის ქერქის მომატებული აგზნებადობა, კრუნჩხვების განვითარებით.

მკურნალობა: სიმპტომური, ჰემოდიალიზი, პერიტონეალური დიალიზი.

ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა

მონაცემები, პრეპარატის ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენის შესახებ, არ არსებობს.

შემადგენლობა

ერთი ფლაკონი შეიცავს 750 მგ ცეფუროქსიმის ეკვივალენტურ ცეფუროქსიმის ნატრიუმის მარილს.

ერთი ფლაკონი შეიცავს 1,5გ ცეფუროქსიმის ეკვივალენტურ ცეფუროქსიმის ნატრიუმის მარილს.

აღწერილობა

თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ფხვნილი

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

სისტემური გამოყენების ანტიბაქტერიული საშუალებები, მეორე თაობის ცეფალოსპორინები

ATC Code - J01DC02

ფარმაკოლოგიური მოქმედება

შენახვის პირობები

პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები

ინახება არა უმეტეს 25°С ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილზე.

ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე.

მომზადებული ხსნარი ოთახის ტემპერატურაზე (250ჩ ტემპერატურამდე) შენახვისას ვარგისია 5 სთ-ის განმავლობაში, ხოლო მაცივარში შენახვისას (2-80ჩ ტემპერატურაზე) 24 სთ-ის განმავლობაში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ცეფუროქსიმი II თაობის ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკია. ცეფუროქსიმი აქტიურია ფართო სპექტრის გამომწვევებისადმი, მათ შორის β-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი შტამებისადმი.

ცეფუროქსიმის ბაქტერიციდული მოქმედება დაკავშირებულია ბაქტერიის უჯრედული კედლის სინთეზის დათრგუნვასთან, რაც ძირითად სამიზნე-ცილებთან კავშირით მიიღწევა.

ცეფუროქსიმი ინ ვიტრო ჩვეულებრივ აქტიურია შემდეგი მიკროორგანიზმებისადმი:

აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები: Наеმოპჰილუს ინფლუენზაე (მათ შორის ამპიცილინისადმი რეზისტენტული შტამები); Наеმоპჰილუს პаრаინფლუენზაე, Mორახელლა ცატარრჰალის, Eსჰერიცჰია ცოლი, Kლებსიელლა სპპ, Pროტეუს მირაბილის, Pროვიდენცია სპპ, Pროტეუს რეტტგერი, Nეისსერია გონორრჰოეაე (მათ შორის პენიცილინაზას მაპროდუცირებელი და არამაპროდუცირებელი შტამები), Nეისსერია მენინგიტიდის, შალმონელლა სპპ.

აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები: Staphylococcus aureus; Streptococcus pneumoniae; Streptococcus pyogenes (და სხვა β-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი); В ჯგუფის Streptococcus (Streptococcus agalactiae), Streptococcus mitis (viridans group), Bordetella pertussis.

ანაერობები: გრამდადებითი და გრამუარყოფითი კოკები (მათ შორის Peptococcus და Peptostreptococcus species); გრამდადებითი ბაცილები (მათ შორის Сlоstridium species-ს სახეობები), გრამუარყოფითი ბაცილები (მათ შორის Bacteroides და Fusobacterium species), Propionibacterium spp.

სხვა მიკროორგანიზმები: Borrelia burgdorferi.

ცეფუროქსიმისადმი არ არის მგრძნობიარე: Clostridium difficile, Рseudomonas spp, Campylobacter spp, Acinetobacter calcoaceticus, Listeria monocytogenes, Staphylococcus aureus-ის მეთიცილინრეზისტენტული შტამები და Staphylococcus epidermidis, Legionella spp.

ფარმაკოკინეტიკა

ცეფუროქსიმის მაქსიმალური კონცენტრაცია კუნთში ინექციის შემდეგ აღინიშნება 30-45 წუთის განმავლობაში, მაქსიმალური კონცენტრაცია შეადგენს 27 მკგ/მლ და შენარჩუნებული რჩება დაახლოებით 5,3 საათის განმავლობაში. პლაზმის ცილებს უკავშირდება 33-50%.

ცეფუროქსიმი გადადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს, პლაცენტასა და დედის რძეში. ცეფუროქსიმის თერაპიული კონცენტრაცია იქმნება ძვლებში, კანში, რბილ ქსოვილებში, სინოვიალურ, პლევრულ, თვალშიგა სითხეებში, ნაღველში, ნახველსა და მიოკარდში.

ცეფუროქსიმი არ მეტაბოლიზდება.

ცეფუროქსიმის ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 70 საათია. ახალშობილებში ნახევარგამოყოფის პერიოდი შესაძლებელია 3-5-ჯერ ხანგრძლივი იყოს, ვიდრე მოზრდილებში.

ორგანიზმიდან გამოიყოფა გორგლოვანი ფილტრაციისა და მილაკოვანი სეკრეციის გზით. პარენტერალური შეყვანიდან 24 საათის განმავლობაში ცეფუროქსიმი თითქმის მთლიანად (85-90%) გამოიყოფა ორგანიზმიდან, ამასთან პირველი 6 საათის განმავლობაში – მეტი წილი.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ცეფუროქსიმი

CEFUROXIME

საერთაშორისო დასახელება

ცეფუროქსიმი (Cefuroxime)

წამლის ფორმა

სტერილური ფხვნილი (750 მგ) კუნთში და ვენაში საინექციო ხსნარის მოსამზადებლად

სტერილური ფხვნილი (1,5 გ) ვენაში საინექციო/საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად

შემადგენლობა

ერთი ფლაკონი შეიცავს 750 მგ ცეფუროქსიმის ეკვივალენტურ ცეფუროქსიმის ნატრიუმის მარილს.

ერთი ფლაკონი შეიცავს 1,5გ ცეფუროქსიმის ეკვივალენტურ ცეფუროქსიმის ნატრიუმის მარილს.

აღწერილობა

თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ფხვნილი

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

სისტემური გამოყენების ანტიბაქტერიული საშუალებები, მეორე თაობის ცეფალოსპორინები

ATC Code - J01DC02

ფარმაკოლოგიური მოქმედება

ფარმაკოდინამიკა

ცეფუროქსიმი II თაობის ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკია. ცეფუროქსიმი აქტიურია ფართო სპექტრის გამომწვევებისადმი, მათ შორის β-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი შტამებისადმი.

ცეფუროქსიმის ბაქტერიციდული მოქმედება დაკავშირებულია ბაქტერიის უჯრედული კედლის სინთეზის დათრგუნვასთან, რაც ძირითად სამიზნე-ცილებთან კავშირით მიიღწევა.

ცეფუროქსიმი ინ ვიტრო ჩვეულებრივ აქტიურია შემდეგი მიკროორგანიზმებისადმი:

აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები: Наеმოპჰილუს ინფლუენზაე (მათ შორის ამპიცილინისადმი რეზისტენტული შტამები); Наеმоპჰილუს პаრаინფლუენზაე, Mორახელლა ცატარრჰალის, Eსჰერიცჰია ცოლი, Kლებსიელლა სპპ, Pროტეუს მირაბილის, Pროვიდენცია სპპ, Pროტეუს რეტტგერი, Nეისსერია გონორრჰოეაე (მათ შორის პენიცილინაზას მაპროდუცირებელი და არამაპროდუცირებელი შტამები), Nეისსერია მენინგიტიდის, შალმონელლა სპპ.

აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები: Staphylococcus aureus; Streptococcus pneumoniae; Streptococcus pyogenes (და სხვა β-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი); В ჯგუფის Streptococcus (Streptococcus agalactiae), Streptococcus mitis (viridans group), Bordetella pertussis.

ანაერობები: გრამდადებითი და გრამუარყოფითი კოკები (მათ შორის Peptococcus და Peptostreptococcus species); გრამდადებითი ბაცილები (მათ შორის Сlоstridium species-ს სახეობები), გრამუარყოფითი ბაცილები (მათ შორის Bacteroides და Fusobacterium species), Propionibacterium spp.

სხვა მიკროორგანიზმები: Borrelia burgdorferi.

ცეფუროქსიმისადმი არ არის მგრძნობიარე: Clostridium difficile, Рseudomonas spp, Campylobacter spp, Acinetobacter calcoaceticus, Listeria monocytogenes, Staphylococcus aureus-ის მეთიცილინრეზისტენტული შტამები და Staphylococcus epidermidis, Legionella spp.

ფარმაკოკინეტიკა

ცეფუროქსიმის მაქსიმალური კონცენტრაცია კუნთში ინექციის შემდეგ აღინიშნება 30-45 წუთის განმავლობაში, მაქსიმალური კონცენტრაცია შეადგენს 27 მკგ/მლ და შენარჩუნებული რჩება დაახლოებით 5,3 საათის განმავლობაში. პლაზმის ცილებს უკავშირდება 33-50%.

ცეფუროქსიმი გადადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს, პლაცენტასა და დედის რძეში. ცეფუროქსიმის თერაპიული კონცენტრაცია იქმნება ძვლებში, კანში, რბილ ქსოვილებში, სინოვიალურ, პლევრულ, თვალშიგა სითხეებში, ნაღველში, ნახველსა და მიოკარდში.

ცეფუროქსიმი არ მეტაბოლიზდება.

ცეფუროქსიმის ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 70 საათია. ახალშობილებში ნახევარგამოყოფის პერიოდი შესაძლებელია 3-5-ჯერ ხანგრძლივი იყოს, ვიდრე მოზრდილებში.

ორგანიზმიდან გამოიყოფა გორგლოვანი ფილტრაციისა და მილაკოვანი სეკრეციის გზით. პარენტერალური შეყვანიდან 24 საათის განმავლობაში ცეფუროქსიმი თითქმის მთლიანად (85-90%) გამოიყოფა ორგანიზმიდან, ამასთან პირველი 6 საათის განმავლობაში – მეტი წილი.

ჩვენება

ცეფუროქსიმისადმი მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული დაავადებების მკურნალობა:

ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (მათ შორის ბრონქიტი, პნევმონია, ინფიცირებული ბრონქოექტაზიები, ფილტვის აბსცესი, პლევრის ემპიემა, გულმკერდის ორგანოთა ოპერაციის შემდგომი ინფექციური დაავდებები);

ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოთა ინფექციები (მათ შორის შუა ოტიტი, სინუსიტი, ტონზილიტი, ფარინგიტი);

საშარდე სისტემის ინფექციები (მათ შორის პიელონეფრიტი, ცისტიტი, ასიმპტომური ბაქტერიურია, გონორეა);

კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (მათ შორის ფურუნკულოზი, წითელი ქარი და ჭრილობის ინფექციები);

ძვლებისა და სახსრების ინფექციები (მათ შორის ოსტეომიელიტი და სეპტიკური ართრიტი);

მცირე მენჯის ღრუს ორგანოთა ინფექციები;

სეპტიცემია, მენინგიტი, პერიტონიტი.

ცეფუროქსიმი ასევე ინიშნება: მუცლის ღრუს, მცირე მენჯის ღრუს ორგანოებზე ოპერაციების, ორთოპედიული ოპერაციების, გულზე, ფილტვებზე, საყლაპავზე და სისხლძარღვებზე ოპერაციების დროს ინფექციური გართულებების პროფილაქტიკის მიზნით.

უკუჩვენება

ცეფალოსპორინებისადმი, პენიცილინებისა და კარბაპენემის ჯგუფის ანტიბიოტიკებისადმი მომატებული მგრძნობელობა.

სიფრთხილით ინიშნება თირკმლის უკმარისობის, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების დროს (მათ შორის ანამნეზში არსებული არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის დროს), მარყუჟოვანი დიურეზული საშუალებებისა და ამინოგლიკოზიდების ერთდროულად დანიშვნისას, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე – ახალშობილებში (განსაკუთრებით დღენაკლულებში).

დოზირება და მიღების წესი

მოზრდილებში:

კუნთში ან ვენაში ინექციის სახით ინიშნება 750 მგ 3-ჯერ დღე-ღამეში.

მძიმე შემთხვევებში პრეპარატი ინიშნება ვენაში 1,5 გ 3-ჯერ დღე-ღამეში. საჭიროებისას, შესაძლებელია ცეფუროქსიმის დანიშვნა ყოველ 6 საათში ერთხელ, ხოლო სადღეღამისო დოზა განისაზღვროს 3-6 გ-ით.

ზოგიერთი ინფექციის შემთხვევაში ეფექტურია ცეფუროქსიმის დანიშვნა დოზით 750მგ ან 1,5გ 2-ჯერ დღე-ღამეში (კუნთში ან ვენაში საინექციოდ), შემდგომში მკურნალობის ცეფუროქსიმის ტაბლეტირებული ფორმით გაგრძელებით.

ბავშვები:

30-100 მგ/კგ/დღე-ღამეში განაწილებული 3-4 მიღებაზე. უმრავლესი ინფექციების შემთხვევაში ოპტიმალური დოზა შეადგენს 60 მგ/კგ/დღე-ღამეში.

ახალშობილები: 30-100 მგ/კგ/დღე-ღამეში 2-3 მიღებაზე.

გონორეის მკურნალობა: 1,5 გ ერთჯერადად (750 მგ-ის 2 დოზა კუნთში სხვადასხვა ადგილას საინექციოდ, მაგ.: ორივე დუნდულა კუნთში).

მენინგიტი: მოზრდილებში – 3 გ ვენაში საინექციოდ ყოველ 8 საათში. ბავშვებში – 150-250 მგ/კგ/დღე-ღამეში ვენაში, 3-4 ინექციაზე განაწილებული. ახალშობილებში – 100 მგ/კგ/დღე-ღამეში ვენაში საინექციოდ.

ოპერაციის შემდგომი გართულებების პროფილაქტიკა

მუცლის ღრუს, მენჯის ღრუს ორგანოებზე ოპერაციების და ორთოპედიული ჩარევების დროს ცეფუროქსიმი ინიშნება 1,5 გ ვენაში საინექციოდ შემყვანი ნარკოზის დროს. ოპერაციიდან 8 სთ და 16 სთ-ის შემდეგ, დამატებით შესაძლებელია დაინიშნოს ცეფუროქსიმი 750 მგ კუნთში საინექციოდ.

გულზე, ფილტვებზე, საყლაპავზე და სისხლძარღვებზე ოპერაციის დროს შემყვანი ნარკოზის დროს ინიშნება ცეფუროქსიმი 1,5 გ ვენაში საინექციოდ, შემდეგ 24-48 საათის განმავლობაში 750 მგ 3-ჯერ დღე-ღამეში კუნთში საინექციოდ.

სახსრის მთლიანდ შეცვლის შემთხვევაში, თხევადი პოლიმერის დამატებამდე, ცეფუროქსიმის 1,5გ ფხვნილი შესაძლებელია შეერიოს მეთილ-მეტაკრილატის ცემენტის პაკეტის შიგთავსს.

საფეხურებრივი თერაპია

პნევმონია: ცეფუროქსიმი 1,5 გ 2-3-ჯერ დღე-ღამეში (კუნთში ან ვენაში საინექციოდ) 48-72 საათის განმავლობაში, შემდგომში ცეფუროქსიმის ტაბლეტირებული ფორმის დანიშვნით – 500 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში - 7-10 დღის განმავლობაში.

ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება: ცეფუროქსიმი 750 მგ 2-3-ჯერ დღე-ღამეში (კუნთში ან ვენაში საინექციოდ) 48-72 საათის განმავლობაში, შემდგომში ცეფუროქსიმის ტაბლეტირებული ფორმის დანიშვნით – 500 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში - 5-10 დღის განმავლობაში.

თითოეული პერიოდის (პარენტერული და პერორალური თერაპია) ხანგრძლივობა განისაზღვრება ინფექციის სიმძიმითა და პაციენტის ზოგადი მდგომარეობით.

თირკმლის უკმარისობა

თირკმლის უკმარისობის დროს რეკომენდებულია ცეფუროქსიმის დოზის შემცირება. თუმცა, როცა კრეატინინის კლირენსი მეტია 20 მლ/წთ, პრეპარატის სტანდარტული დოზის (750 მგ-1,5 გ 3-ჯერ დღე-ღამეში) შემცირება არ არის აუცილებელი.

ცეფუროქსიმის დოზის კორექცია ხდება კრეატინინის კლირენსის გათვალისწინებით:

კრეატინინის კლირენსი

ცეფუროქსიმის დოზა

>20 მლ/წთ

750 მგ-1,5 გ 3-ჯერ დღე-ღამეში

10-20 მლ/წთ

750 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში

< 10 მლ/წთ

750 მგ დღე-ღამეში

ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში, ჰემოდიალიზის ყოველი სეანსის დამთავრებისთანავე საჭიროა ცეფუროქსიმის 750 მგ-ის დამატებითი დოზის შეყვანა. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, უწყვეტ ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში, არტერიო-ვენური შუნტის გამოყენებისა ან მაღალსიჩქარიანი ჰემოფილტრაციის შემთხვევაში, რეკომენდებული დოზა შეადგენს 750 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში. თუ გამოიყენება ჰემოფილტრაცია დაბალი სიჩქარით, ცეფუროქსიმის დოზა განისაზღვრება იმავე სქემით, როგორც თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში.

ხსნარის მომზადების და შეყვანის წესები

კუნთში საინექციო ხსნარის მოსამზადებლად:

ცეფუროქსიმის 750 მგ ფლაკონის შიგთავსს უნდა დაემატოს 3 მლ საინექციო წყალი. ფლაკონი უნდა შეინჯღრეს ფრთხილად სუსპენზიის წარმოქმნამდე.

ვენაში საინექციო ხსნარის მოსამზადებლად:

750 მგ ცეფუროქსიმს უნდა დაემატოს 6 მლ ან მეტი საინექციო წყალი

1,5 გ ცეფუროქსიმს უნდა დაემატოს 15 მლ ან მეტი საინექციო წყალი.

ვენაში საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად:

ვენაში ხანმოკლე (30 წთ-მდე) ინფუზიის სახით საჭირო ხსნარის მოსამზადებლად, ცეფუროქსიმის 1,5 გ უნდა გაიხსნას 50 მლ საინექციო წყალში. მომზადებული ხსნარი შეიძლება შეიყვანონ პირდაპირ ვენაში ან საინფუზიო სისტემის მილში.

უსაფრთხოების ზომები

ცეფუროქსიმი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში პენიცილინებისა და სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკებისადმი ანაფილაქსიური რეაქციები აღენიშნებათ.

ამინოგლიკოზიდებსა და დიურეზულ საშუალებებთან ერთდროულად მიღებისას იზრდება ნეფროტოქსიკურობის გამოვლინების რისკი, ამიტომ აღნიშნული კომბინაციების დანიშვნისას საჭიროა თირკმელების ფუნქციის კონტროლი, განსაკუთრებით ასაკოვან პაციენტებში, პაციენტებში თირკმლის დაავადებებით და პრეპარატის დიდი დოზებით მკურნალობისას.

ბავშვებში ცეფუროქსიმით მენინგიტის მკურნალობისას, ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნა სმენადობის მსუბუქი და საშუალო ფორმით დაქვეითება. ამავე დროს, მკურნალობიდან 18-36 საათის შემდეგ, თავ-ზურგტვინის სითხეში აღინიშნებოდა Hაემოპჰილუს ინფლუენზაე–ს დადებითი კულტურები. მსგავსი მოვლენები აღნიშნულია სხვა ანტიბიოტიკების გამოყენების დროსაც, თუმცა მათი კლინიკური მნიშვნელობა არ არის ცნობილი.

ფსევდომემბრანოზული კოლიტი აღინიშნება ფართო სპექტრის მოქმედების ანტიბიოტიკების გამოყენებისას. მისი გამოვლინების შესაძლებლობა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ პაციენტებში მძიმე ფორმის დიარეით, რომელიც ვლინდება ანტიბიოტიკებით მკურნალობის ფონზე ან თერაპიული კურსის დამთავრების შემდეგ.

საფეხურებრივი თერაპიის დროს, პერორალურ თერაპიაზე გადასვლას განსაზღვრავს ინფექციის სიმძიმე, პაციენტის კლინიკური მდგომარეობა და გამომწვევის მგრძნობელობა. თუ მკურნალობის დაწყებიდან 72 საათში არ აღინიშნა კლინიკური ეფექტი, საჭიროა პარენტერალური კურსის გაგრძელება.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

ცეფუროქსიმის ემბრიოტოქსიკურობასა და ტერატოგენულ ეფექტებზე მონაცემები არ არსებობს. მიუხედავად ამისა, ორსულობის პერიოდში დანიშვნისას აუცილებელია სიფრთხილის დაცვა.

ცეფუროქსიმი გამოიყოფა დედის რძეში, ამიტომ მეძუძურ დედებში სიფრთხილით ინიშნება.

დოზის გადაჭარბება

სიმპტომები: თავის ტვინის ქერქის მომატებული აგზნებადობა, კრუნჩხვების განვითარებით.

მკურნალობა: სიმპტომური, ჰემოდიალიზი, პერიტონეალური დიალიზი.

ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა

მონაცემები, პრეპარატის ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენის შესახებ, არ არსებობს.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება

ცეფუროქსიმთან ერთად “მარყუჟოვანი” დიურეზული საშუალებების (ფუროსემიდი) და ამინოგლიკოზიდების დანიშვნისას, ფერხდება მილაკოვანი სეკრეცია, მცირდება თირკმლის კლირენსი, პლაზმაში იზრდება ცეფუროქსიმის კონცენტრაცია და იზრდება ნახევარგამოყოფის პერიოდი, რაც ზრდის ნეფროტოქსიკური ეფექტების გამოვლინების რისკს. ცეფუროქსიმი ამინოგლიკოზიდებთან კომბინაციაში მოქმედებს ადიტიურად, თუმცა შესაძლებელია სინერგიული მოქმედების გამოვლინებაც.

ფარმაცევტული ურთიერთქმედება (ხსნარების შეთავსებადობა)

ცეფუროქსიმის ხსნარის (1,5 გ გახსნილი 15 მლ საინექციო წყალში) და მეტრონიდაზოლის (500 მგ/100 მლ) შერევისას, ორივე კომპონენტი ინარჩუნებს აქტივობას 24 საათის განმავლობაში არა უმეტეს 25°С ტემპერატურაზე შენახვისას.

ცეფუროქსიმი დოზით 1,5 გ შეთავსებადია აზლოცილინის ხსნართან (1 გ/15 მლ ან 5 გ/50 მლ).

ორივე კომპონენტი ინარჩუნებს აქტივობას 24 საათის განმავლობაში 4°С ტემპერატურაზე შენახვისას ან 6 საათის განმავლობაში არა უმეტეს 25°С ტემპერატურაზე შენახვისას.

ცეფუროქსიმის ხსნარი (5 მგ/მლ) 5% ან 10% ქსილიტოლის ხსნართან შერეული შესაძლებელია ინახებოდეს 24 საათის განმავლობაში არა უმეტეს 25°С ტემპერატურაზე.

ცეფუროქსიმი შეთავსებადია 1%-მდე შემცველოვის ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის წყალხსნარებთან.

ცეფუროქსიმი თავსებადია უმრავლეს საინფუზიო ხსნარებთან.

ქვემოთ მოყვანილ ხსნარებთან შერევისას პრეპარატი სტაბილურია 24 საათის განმავლობაში არა უმეტეს 25°С ტემპერატურაზე (ოთახის ტემპერატურაზე).

0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი

5% დექსტროზის საინექციო ხსნარი

0,18% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი და 4% დექსტოზის საინექციო ხსნარი

5% დექსტროზის ხსნარი და 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი

5% დექსტროზის ხსნარი და 0,45% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი

5% დექსტროზის ხსნარი და 0,225% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი

10% დექსტროზის საინექციო ხსნარი

რინგერის ხსნარი

რინგერის ლაქტატის ხსნარი

ჰარტმანის ხსნარი.

ცეფუროქსიმის სტაბილურობა 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარსა და 5% დექსტროზის ხსნარში არ ირღვევა, ხსნარში ჰიდროკორტიზონის ნატრიუმის ფოსფატის არსებობისას.

ცეფუროქსიმი შეთავსებადია და სტაბილურობას ინარჩუნებს 24 საათის განმავლობაში არა უმეტეს 25°С ტემპერატურაზე (ოთახის ტემპერატურაზე) შემდეგ ხსნარებთან:

ჰეპარინი (10 სე/მლ და 50 სე/მლ) 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში;

კალიუმის ქლორიდი (10 მეკ/ლ და 40 მეკ/ლ) 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში;

ცეფუროქსიმი არ უნდა შეერიოს ერთ შპრიცში ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკებს. 2,74% ნატრიუმის ბიკარბონატის рН, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ცეფუროქსიმის ხსნარის ფერზე, ამიტომ იგი არ გამოიყენება ცეფუროქსიმის გამხსნელად. თუმცა, როცა ინფუზიის სახით ინიშნება ნატრიუმის ბიკარბონატის ხსნარი, ცეფუროქსიმის შეყვანის აუცილებლობისას იგი შეყავთ უშუალოდ საინფუზიო სისტემის მილში.

გვერდითი მოვლენები

ალერგიული რეაქციები: ექსუდაციური მულტიფორმული ერითემა (მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი), ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი), კანზე გამონაყარი (მათ შორის ურტიკარია), კანის ქავილი, წამლისმიერი ციებ-ცხელება, ბრონქოსპაზმი, ძალიან იშვიათად – ანაფილაქსიური შოკი.

ცეფუროქსიმის ხანგრძლივად გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების, მატ შორის სოკო ჩანდიდას-ს გამრავლება, რასაც პირის ღრუსა და საშოს კანდიდოზის განვითარება მოსდევს (ქავილი, გამონადენი).

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის ღრუს სპაზმი და ტკივილი, ფსევდომემბრანოზული კოლიტი, პირის ღრუს კანდიდოზი.

სისხლმბადი სისტემის მხრივ: ეოზინოფილია, ლეიკოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი, ჰემოლიზური ანემია.

ცნს-ის და გრძნობათა ორგანოების მხრივ: კრუნჩხვები, სმენადობის დაქვეითება.

შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: თირკმლების ფუნქციის დარღვევა კრეატინინის დონისა და/ან შარდოვანას აზოტის მატებით და კრეატინინის კლირენსის შემცირებით, ქავილი, ვაგინიტი (კანდიდოზის შემთხვევაში).

ლაბორატორიული მაჩვენებლები: ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მატება (ალანინამინოტრანსფერაზა, ასპარაგინამინოტრანსფერაზა, ლაკტატდეჰიდროგენაზა, ტუტე ფოსფატაზა), ჰიპერბილირუბინემია, კუმბსის ცრუ-დადებითი რეაქცია.

ადგილობრივი რეაქციები: ტკივილი კუნთში ინექციისას, შეყვანის ადგილზე გაღიზიანებადობა და ინფილტრატის განვითარება, ვენაში შეყვანისას – ფლებიტი, თრომბოფლებიტი.

გამოშვების ფორმა

სტერილური ფხვნილი კუნთში და ვენაში საინექციო ხსნარის მოსამზადებლად – 750 მგ ცეფუროქსიმის ეკვივალენტური ცეფუროქსიმის ნატრიუმის მარილი შუშის ფლაკონში, დახურული რეზინის საცობით, ალუმინის ჩაჩით და პლასტმასის თავსახურით.

1 ფლაკონი ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში ან ჰოსპიტალური შეფუთვა - 50 ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

სტერილური ფხვნილი ვენაში საინექციო/საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად – 1,5გ ცეფუროქსიმის ეკვივალენტური ცეფუროქსიმის ნატრიუმის მარილი შუშის ფლაკონში, დახურული რეზინის საცობით, ალუმინის ჩაჩით და პლასტმასის თავსახურით.

1 ფლაკონი ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში ან ჰოსპიტალური შეფუთვა - 50 ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

ვარგისობა

ვარგისობის ვადა - 2 წელი.

პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები

ინახება არა უმეტეს 25°С ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილზე.

ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე.

მომზადებული ხსნარი ოთახის ტემპერატურაზე (250ჩ ტემპერატურამდე) შენახვისას ვარგისია 5 სთ-ის განმავლობაში, ხოლო მაცივარში შენახვისას (2-80ჩ ტემპერატურაზე) 24 სთ-ის განმავლობაში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

მწარმოებელი კომპანია:

შპს “აბიფარმი”

მისამართი:

საქართველო, 3319

სოფელი წილკანი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა