პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

ზინაცეფი

Zinacef

რეცეპტით750მგინსტრუქცია ქართულადიტალია
რისთვის გამოიყენება

ზინაცეფი შეიცავს ანტიბიოტიკ ცეფუროქსიმს, რომელიც გამოიყენება ზრდასრულებსა და ბავშვებში. ის მუშაობს ინფექციების გამომწვევი ბაქტერიების განადგურებით. იგი მიეკუთვნება ცეფალოსპორინების სახელწოდებით ცნობილ ანტიბიოტიკების ჯგუფს. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ცეფუროქსიმი (cefuroxime)
ფორმა და შეფუთვა
750მგ ფხვნილი ი.ვ. საინფუზიო და ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1
მწარმოებელი
ACS Dobfar S.p.A, იტალია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, მეორე თაობის ცეფალოსპორინები
ATC კოდი
J01DC02
რეგისტრაციის ნომერი
რ-038647
რეგისტრირებულია
18 ივლისი 2023, მოქმედებს 21 ოქტომბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Sandoz Pharmaceuticals d.d. (სლოვენია)
განმცხადებელი
შპს „ჯიჰელსი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაზინაცეფი და სხვა წამალი ერთად

ზინაცეფი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ზინაცეფი შეიცავს ანტიბიოტიკ ცეფუროქსიმს, რომელიც გამოიყენება ზრდასრულებსა და ბავშვებში. ის მუშაობს ინფექციების გამომწვევი ბაქტერიების განადგურებით. იგი მიეკუთვნება ცეფალოსპორინების სახელწოდებით ცნობილ ანტიბიოტიკების ჯგუფს.

ზინაცეფი გამოიყენება შემდეგ ორგანოთა ინფექციების სამკურნალოდ:

  • ფილტვები ან გულმკერდი
  • საშარდე გზები
  • კანი და რბილი ქსოვილი
  • მუცლის ღრუ.

ზინაცეფი ასევე გამოიყენება:

  • ოპერაციის დროს ინფექციების თავიდან ასაცილებლად.

თქვენს ექიმს შეუძლია შეამოწმოს თქვენი ინფექციის გამომწვევი ბაქტერიების ტიპი და მკურნალობის პროცესში დააკვირდეს, არის თუ არა ეს ბაქტერიები მგრძნობიარე ზინაცეფის მიმართ.

მიღების წესი და დოზირება

ზინაცეფის სწორ დოზას თქვენთვის განსაზღვრავს ექიმი და ეს დამოკიდებულია: ინფექციის სიმძიმესა და ტიპზე, ასევე თუ იღებთ სხვა ანტიბიოტიკებს; თქვენი წონასა და ასაკზე; თქვენი თირკმელების გამართულ მუშაობაზე.

ახალშობილები (0-3 კვირა)

ბავშვის წონის ყოველ 1 კგ-ზე ინიშნება 30-დან 100 მგ ზინაცეფი, დღეში ორ ან სამ ჯერად მიღებაზე.

ჩვილები (3 კვირაზე მეტი) და ბავშვები

ახალშობილის ან ბავშვის წონის ყოველ 1 კგ-ზე ინიშნება 30-დან 100 მგ ზინაცეფი დღეში სამ ან ოთხ ჯერად მიღებაზე.

ზრდასრულები და მოზარდები

750 მგ-დან 1,5გ-მდე ზინაცეფი დღეში ორჯერ, სამჯერ ან ოთხჯერ. მაქსიმალური დოზა: 6 გ დღეში.

თირკმლის პრობლემების მქონე პაციენტები

თუ გაქვთ თირკმელების პრობლემები, ექიმმა შეიძლება შეცვალოს თქვენი დოზა.

გაესაუბრეთ ექიმს თუ გაქვთ თირკმელების პრობლემები.

უკუჩვენებები

თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ცეფალოსპორინის ჯგუფის რომელიმე ანტიბიოტიკზე.

თუ ოდესმე გქონიათ მძიმე ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) რეაქცია ნებისმიერი სხვა ტიპის ბეტა-ლაქტამურ ანტიბიოტიკზე (პენიცილინები, მონობაქტამები და კარბაპენემები).

თუ ცეფუროქსიმით ან სხვა ცეფალოსპორინული ანტიბიოტიკებით მკურნალობის შემდეგ ოდესმე განგივითარდათ კანზე ძლიერი გამონაყარი, კანის აქერცვლა, ბუშტუკები და/ან პირის ღრუს წყლულები.

თუ თვლით, რომ ეს თქვენ გეხებათ, აცნობეთ თქვენს ექიმს ამის შესახებ. თქვენ არ უნდა მიიღოთ ზინაცეფი.

სიფრთხილის ზომები

ზინაცეფის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ზინაცეფის მიმართ

ცეფუროქსიმით მკურნალობასთან დაკავშირებით აღწერილია კანის სერიოზული რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ეოზინოფილიით მიმდინარე წამლისმიერი რეაქცია და სისტემური სიმპტომები (DRESS). დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ მე-თავში აღწერილ ამ სერიოზულ კანის რეაქციებთან დაკავშირებულ რომელიმე სიმპტომს.

ზინაცეფის მიღებისას ყურადღება უნდა მიაქციოთ გარკვეულ სიმპტომებს, როგორიცაა ალერგიული რეაქციები, კანზე გამონაყარი და კუჭ-ნაწლავური დარღვევები, როგორიცაა დიარეა. ეს შეამცირებს შესაძლო პრობლემების რისკს. იხილეთ („მდგომარეობები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ“) მე-4 ნაწილში.

თუ გქონიათ ალერგიული რეაქცია სხვა ანტიბიოტიკებზე, როგორიცაა პენიცილინი, შესაძლოა ასევე გქონდეთ ალერგია ზინაცეფის მიმართაც.

თუ გესაჭიროებათ სისხლის ან შარდის ანალიზი

ზინაცეფმა შეიძლება გავლენა მოახდინოს შარდის ან სისხლში შაქრის შემცველობის ანალიზის შედეგებზე, ასევე სისხლის ტესტის შედეგებზე, რომელიც ცნობილია როგორც კომბო ტესტი. თუ თქვენ იკეთებთ ანალიზს:

  • უთხარით ტესტის შემსრულებელს, რომ თქვენ იღებთ ზინაცეფს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს, თუ ახლახან დაიწყეთ რომელიმეს მიღება, ან თუ იწყებთ ახალს. ეს ასევე მოიცავს მედიკამენტებს, რომლებიც შეგიძლიათ მიიღოთ რეცეპტის გარეშე.

ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ზინაცეფის მოქმედებაზე ან გაზარდოს გვერდითი მოვლენების ალბათობა. ესენია:

  • ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკები
  • წყლის ტაბლეტები (შარდმდენები), როგორიცაა ფუროსემიდი
  • პრობენეციდი
  • პერორალური ანტიკოაგულანტები

აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ ზემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტებს. ზინაცეფის მიღებისას შეიძლება დაგჭირდეთ დამატებითი გამოკვლევები თირკმლის ფუნქციის მონიტორინგისთვის.

ჩასახვის საწინააღმდეგო აბები

ზინაცეფმა შესაძლოა შეამციროს ჩასახვის საწინააღმდეგო აბების ეფექტურობა. თუ ზინაცეფის პარალელურად იღებთ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს, თქვენ დამატებით გესაჭიროებათ კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდის გამოყენება (როგორიცაა პრეზერვატივი). რჩევისათვის მიმართეთ ექიმს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ზინაცეფის გამოყენებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს:

თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას

თუ ძუძუთი კვებავთ

თქვენი ექიმი შეაფასებს თქვენი ზინაცეფით მკურნალობის სარგებელს თქვენი ბავშვისთვის შესაძლო რისკის წინააღმდეგ.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

თუ თავს ცუდად გრძნობთ არ მართოთ ავტომობილი და არ იმუშაოთ მექანიზმებთან.

ზინაცეფი შეიცავს ნატრიუმს. ეს გასათვალისწინებელია პაციენტებში, რომლებიც არიან ნატრიუმის აკონტროლებად დიეტაზე. თითოეული ცეფუროქსიმის 750 მგ-იანი ფლაკონი შეიცავს 42მგ ნატრიუმს (სუფრის მარილის ძირითადი კომპონენტი). ეს უდრის ზრდასრულთათვის ნატრიუმის მაქსიმალური დღიური მოხმარების 2.1%-ს.

  • როგორ ხდება ზინაცეფის მიღება

ზინაცეფის მიღება ჩვეულებრივ ხდება ექიმის ან მედდის მიერ.

მისი ადმინისტრირება შესაძლებელია წვეთოვნად (ინტრავენური ინფუზია) ან ინექციის სახით უშუალოდ ვენაში ან კუნთში.

გვერდითი მოვლენები

სხვა წამლების მსგავსად, ზინაცეფმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ის არ უვითარდება ყველას.

საყურადღებო მდგომარეობებია

ადამიანების მცირე რაოდენობას, რომლებიც იღებენ ზინაცეფს, აღენიშნებათ ალერგიული რეაქცია ან პოტენციურად სერიოზული კანის რეაქცია. ამ რეაქციების სიმპტომები მოიცავს:

  • მძიმე ალერგიული რეაქცია. ნიშნებია ამობურცული და ქავილიანი გამონაყარი, შეშუპება, ზოგჯერ სახის ან პირის ღრუს, რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას.
  • გავრცელებული გამონაყარი, მაღალი სხეულის ტემპერატურა და გადიდებული ლიმფური კვანძები (DRESS სინდრომი ან წამლის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი).
  • ალერგიული რეაქციების ფონზე განვითარებული ტკივილი გულმკერდის არეში, რაც შეიძლება ალერგიით გამოწვეული გულის ინფარქტის (კოუნისის სინდრომი) სიმპტომი იყოს.
  • კანზე გამონაყარი, შესაძლოა ბუშტუკების სახით და გამოიყურებოდეს როგორც პატარა სამიზნე (მუქი ლაქა ცენტრში, გარშემორტყმული უფრო ფერმკრთალი უბნით, კიდეზე მუქი რგოლით).
  • ფართოდ გავრცელებული გამონაყარი კანზე ბუშტუკებით და კანის აქერცვლით. (ეს შეიძლება იყოს სტივენს-ჯონსონის სინდრომის ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის ნიშნები.)

სხვა სიმპტომები, რომლებიც უნდა იცოდეთ ზინაცეფის მიღებისას, მოიცავს:

  • სოკოვანი ინფექციები იშვიათ შემთხვევებში, ზინაცეფის მსგავსმა მედიკამენტებმა შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში საფუარის (Candida) ჭარბი ზრდა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სოკოვანი ინფექციები (როგორიცაა რძიანა). ეს გვერდითი ეფექტი მეტად სავარაუდოა, თუ ხანგრძლივათ იყენებთ ზინაცეფს.
  • მძიმე დიარეა (ფსევდომემბრანული კოლიტი). მედიკამენტებმა, როგორიცაა ზინაცეფი,შეიძლება გამოიწვიოს მსხვილი ნაწლავის ანთება, გამოიწვიოს ძლიერი დიარეა, ჩვეულებრივ სისხლით და ლორწოთი, მუცლის ტკივილი, ცხელება.

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან მედდას, თუ გამოგივლინდათ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი.

გვერდითი ეფექტების შეჯამებული ჩამონათვალი:

ხშირი გვერდითი მოვლენები (შესაძლოა განვითარდეს 10-დან 1 ადამიანში):

  • ტკივილი ინექციის ადგილზე, შეშუპება და სიწითლე ვენის გასწვრივ.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე მათგანს.

ხშირი გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს სისხლის ანალიზში, მოიცავს:

  • ღვიძლის მიერ გამომუშავებული ნივთიერებების (ღვიძლის ფერმენტები) რაოდენობის ზრდა
  • სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის ცვლილებები (ნეიტროპენია ან ეოზინოფილია)
  • სისხლის წითელი უჯრედების დაბალი რაოდენობა (ანემია)

არახშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განუვითარდეს 100-დან 1-მდე ადამიანს):

  • კანის გამონაყარი, ქავილი, მუწუკებიანი გამონაყარი (ჭინჭრის ციება)
  • დიარეა, გულისრევა, მუცლის ტკივილი

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გამოგივლინდათ რომელიმე მათგანი.

არახშირი გვერდითი ეფექტები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს სისხლის ანალიზში, მოიცავს:

  • სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი შემცველობა (ლეიკოპენია)
  • ბილირუბინის მომატება (ღვიძლის მიერ წარმოებული ნივთიერება)
  • დადებითი კომბო ტესტი.

სხვა გვერდითი მოვლენები

სხვა გვერდითი მოვლენები გამოვლინდა ადამიანთა ძალიან მცირე რაოდენობაში, მაგრამ მათი ზუსტი სიხშირე უცნობია:

  • სოკოვანი ინფექციები
  • მაღალი ტემპერატურა (ცხელება)
  • ალერგიული რეაქციები
  • მსხვილი ნაწლავის ანთება, რომელიც იწვევს დიარეას, ჩვეულებრივ სისხლით და ლორწოთი,

მუცლის ტკივილს

  • თირკმელებისა და სისხლძარღვების ანთება
  • ერითროციტების ძალიან სწრაფად დაშლა (ჰემოლიზური ანემია).
  • კანზე გამონაყარი, რომელიც შეიძლება პატარა სამიზნეების მსგავსი იყოს (ცენტრალური მუქი ლაქა, რომელიც გარშემორტყმულია უფრო ღია ფერის უბნით, კიდეზე მუქი რგოლით), მულტიფორმული ერითემა.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გამოგივლინდათ რომელიმე მათგანი.

გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს სისხლის ანალიზში:

  • სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (უჯრედები, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლის შედედებას - თრომბოციტოპენია)
  • შარდოვანას აზოტისა და შრატის კრეატინინის დონის მატება.

შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ

თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი ეფექტები, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ წამლის ნებისმიერი საეჭვო არასასურველი რეაქცია პირდაპირ შეტყობინების ეროვნული სისტემის მეშვეობით.

  • როგორ უნდა შეინახოთ ზინაცეფი

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეინახეთ სინათლისგან დაცულ ადგილას, 25°C-მდე ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში.

გახსნის შემდეგ, ხსნარი სტაბილურია 5 საათის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე (25°C) ან 48 საათის განმავლობაში სამაცივრე პირობებში (4°C).

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, მედიკამენტი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული. თუ დაუყოვნებლივ არ ხდება მისი გამოიყენება, გამოყენებამდე შენახვის ვადა და პირობები მომხმარებლის პასუხისმგებლობაა.

არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე „ვარგისიანობის ვადა“-ს შემდეგ. ვარგისიანობის ვადაში იგულისხმება შესაბამისი თვის ბოლო დღე.

არ გადააგდოთ წამალი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ ნებისმიერი წამალი, რომელიც აღარ არის საჭირო. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ჭარბი დოზა

დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ნევროლოგიური შედეგები, მათ შორის ენცეფალოპათია, კრუნჩხვები და კომა. დოზის გადაჭარბების სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს, თუ თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზა სათანადოდ არ შემცირდება (იხ. პუნქტები 4.2 და 4.4).

ცეფუროქსიმის დონე შრატში შეიძლება შემცირდეს ჰემოდიალიზით ან პერიტონეალური დიალიზით.

  • ფარმაკოლოგიური მახასიათებლები
  • 1 ფარმაკოლოგიური მახასიათებლები

შემადგენლობა

აქტიური სუბსტანციაა ნატრიუმის ცეფურიქსიმი.

თითოეული ფლაკონი შეიცავს 750მგ ცეფურიქსიმს (789მგ ნატრიუმის ცეფურიქსიმის სახით)

დამხმარე ნივთიერებები: არ შეიცავს

როგორ გამოიყურება ზინაცეფი

თეთრიდან კრემისფერ შეფერილობამდე ფხვნილი.

შეფუთვის ბუნება და შიგთავსი

ზინაცეფი ხელმისაწვდომია 10 უფერო შუშის ფლაკონის შემცველ კოლოფებში, რომლებშიც მოთავსებულია საინექციო/საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

სავაჭრო ავტორიზაციის მფლობელი

Sandoz Pharmaceuticals d.d., ვეროვსკოვას ქ.57, 1000 ლუბლიანა, სლოვენია.

შენახვის პირობები

მშრალი ფხვნილი: 2 წელი.

ხსნარის შენახვის ვადა აღდგენის შემდეგ:

აღდგენილი ხსნარები სტაბილურია 5 საათის განმავლობაში 25°C-მდე ტემპერატურაზე შენახვის პირობებში და 48 საათის განმავლობაში, სამაცივრე პირობებში (4°C) შენახვისას.

  • 4 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას

ინახება 25°C -მდე ტემპერატურაზე. სინათლისგან დაცულად.

პრეპარატის გახსნის შემდეგ შენახვის პირობებისთვის იხილეთ თავი 6.3.

  • 5 შეფუთვის ბუნება და შიგთავსი

კოლოფი, რომელიც შეიცავს I ან III ტიპის 10 უფერო მინის ფლაკონს, 17 მლ მოცულობით, დახურულია ბრომბუთილის ან ბუთილის რეზინის საცობებით, დაფარულია ფტორპოლიმერული აპკით და აქვს ალუმინის ლუქი ჩაჩით.

  • 6 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები მოხმარებისას და განადგურებისას

აღდგენის ინსტრუქციები

დამატებული ხსნარის მოცულობა და მიღებული ხსნარის კონცენტრაცია, რაც შეიძლება სასარგებლო იყოს, თუ საჭიროა ფრაქციული დოზირება.

ფლაკონის ზომა

ადმინისტრირების გზა

ფიზიკური მდგომარეობა

დასამატებელი წყლის რაოდენობა (მლ)

ცეფუროქსიმის მიახლოებითი კონცენტრაცია (მგ/მლ)**

750 მგ ფხვნილი საინექციო ან საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად

750 მგ

ინტრამუსკულური შეყვანა

ინტრავენური ბოლუსური შეყვანა

ინტრავენური ინფუზია

სუსპენზია

ხსნარი

ხსნარი

3მლ

მინიმუმ 6 მლ

მინიმუმ 6 მლ*

216

116

116

  • აღდგენილი ხსნარი უნდა დაემატოს თავსებადი საინფუზიო ხსნარის 50 ან 100 მლ-ს (თავსებადობის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ).
  • * ცეფუროქსიმის ხსნარის მოცულობა აღდგენით გარემოში იზრდება ნივთიერების გადაადგილების კოეფიციენტით, რის შედეგადაც მიიღება მითითებული კონცენტრაციები მგ/მლ-ში.

თავსებადობა

ცეფუროქსიმ ნატრიუმის (5 მგ/მლ) გამოყენება შესაძლებელია ქსილიტოლის საინექციო ხსნართან 50 მგ/მლ ან 100 მგ/მლ.

ცეფუროქსიმ ნატრიუმი თავსებადია ხსნართან, რომელიც შეიცავს 10 მგ/მლ-მდე ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს.

ნატრიუმის ცეფუროქსიმი თავსებადია შემდეგ საინფუზიო ხსნარებთან:

  • ნატრიუმის ქლორიდი 9მგ/მლ
  • გლუკოზა 50მგ/მლ
  • 1,8მგ/მლ ნატრიუმის ქლორიდი და გლუკოზა 40მგ/მლ
  • გლუკოზა 50 მგ/მლ და ნატრიუმის ქლორიდი 9 მგ/მლ
  • გლუკოზა 50 მგ/მლ და ნატრიუმის ქლორიდი 4.5 მგ/მლ
  • გლუკოზა 50 მგ/მლ და ნატრიუმის ქლორიდი 2.25 მგ/მლ
  • გლუკოზა 100 მგ/მლ
  • რინგერის ლაქტატის ხსნარი.
  • M/6 ნატრიუმის ლაქტატის ხსნარი.
  • ჰარტმანის ხსნარი.

ცეფუროქსიმ ნატრიუმის სტაბილურობა 9 მგ/მლ ნატრიუმის ქლორიდისა და 50 მგ/მლ გლუკოზის საინფუზიო ხსნარში არ იცვლება ჰიდროკორტიზონის ნატრიუმის ფოსფატის არსებობით.

ასევე დადგინდა, რომ ცეფუროქსიმ ნატრიუმი თავსებადია ინტრავენური ინფუზიისთვის შემდეგ ნივთიერებებთან შერევისას:

  • ჰეპარინი (10 და 50 ერთეული/მლ) ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში 9 მგ/მლ;
  • კალიუმის ქლორიდი (10 და 40 მექვ/ლ) ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში 9 მგ/მლ.

გამოუყენებელი პროდუქტი ან მისით დაბინძურებული მასალები უნდა განადგურდეს ადგილობრივი რეგულაციების შესაბამისად.

  • სავაჭრო ავტორიზაციის მფლობელი

Sandoz Pharmaceuticals d.d., ვეროვსკოვას ქ.57, 1000 ლუბლიანა, სლოვენია.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, მეორე თაობის ცეფალოსპორინები, ათქ კოდი: J01DC02

მოქმედების მექანიზმი

ცეფუროქსიმი აინჰიბირებს ბაქტერიული უჯრედის კედლის სინთეზს პენიცილინის დამაკავშირებელ ცილებთან (PBPs) მიერთების შემდეგ. ეს იწვევს უჯრედის კედლის (პეპტიდოგლიკანის) ბიოსინთეზის შეფერხებას, რაც თავის მხრივ იწვევს ბაქტერიული უჯრედის ლიზისს და დაღუპვას.

რეზისტენტობის მექანიზმი

ცეფუროქსიმის მიმართ ბაქტერიების რეზისტენტობა შეიძლება განპირობებული იყოს ერთი ან რამდენიმე შემდეგი მექანიზმით:

ბეტა-ლაქტამაზებით ჰიდროლიზი, მათ შორის (მაგრამ არ შემოიფარგლება) გაფართოებული სპექტრის ბეტა-ლაქტამაზებით (ESBLs) და Amp-C ფერმენტებით, რომელიც შესაძლოა ინდუცირებული ან სტაბილურად დეპრესირებული იყოს აერობული გრამუარყოფითი ბაქტერიების ზოგიერთ სახეობაში;

პენიცილინის დამაკავშირებელი ცილების შემცირებული აფინურობა ცეფუროქსიმის მიმართ;

გარე მემბრანის არაგამტარიანობა, რაც ზღუდავს ცეფუროქსიმის წვდომას გრამუარყოფითი ბაქტერიების პენიცილინის დამაკავშირებელ ცილებთან;

ბაქტერიული გადინების ტუმბოები.

ორგანიზმები, რომლებიც გახდნენ რეზისტენტული სხვა საინექციო ცეფალოსპორინების მიმართ, მოსალოდნელია, რომ რეზისტენტული იქნებიან ცეფუროქსიმის მიმართაც. რეზისტენტობის მექანიზმიდან გამომდინარე, პენიცილინების მიმართ შეძენილი რეზისტენტობის მქონე მიკროორგანიზმებმა შეიძლება გამოავლინონ ცეფუროქსიმის მიმართ შემცირებული მგრძნობელობა ან რეზისტენტობა.

ნატრიუმის ცეფუროქსიმის ზღვრული მნიშვნელობები

ანტიმიკრობული მგრძნობელობის ტესტირების ევროპული კომიტეტის (EUCAST) მიერ დადგენილი მინიმალური ინჰიბიტორული კონცენტრაციის (MIC) ზღვრული მნიშვნელობები შემდეგია:

მიკროორგანიზმი

ზღვრული მნიშვნელობები (მგ/ლ)

მგრძნობიარე

რეზისტენტული

Enterobacteriaceae1

≤82

>8

Staphylococcus spp.

შენიშვნა3

შენიშვნა3

Streptococcus A, B, C and G

შენიშვნა4

შენიშვნა4

Streptococcus pneumoniae

≤0.5

>1

Streptococcus (other)

≤0.5

>0.5

Haemophilus influenzae

≤1

>2

Moraxella catarrhalis

≤4

>8

სახეობებთან არადაკავშირებული

ზღვრული მნიშვნელობები 1

≤45

>85

1 ცეფალოსპორინების ზღვრული მნიშვნელობები Enterobacteriaceae-სთვის შესაძლებელს ხდის გამოვლინდეს რეზისტენტობის ყველა კლინიკურად მნიშვნელოვანი მექანიზმი (მათ შორის ESBL და პლაზმიდით შუამავალი AmpC). ზოგიერთი ბეტა-ლაქტამაზას წარმომქმნელი შტამი მგრძნობიარეა ან შუალედურია მე-3 ან მე-4 თაობის ცეფალოსპორინების მიმართ ამ ზღვრული მნიშვნელობებით და უნდა იყოს მოხსენებული, როგორც გამოვლენილი, ანუ ESBL-ის არსებობა ან არარსებობა თავისთავად არ ახდენს გავლენას მგრძნობელობის კლასიფიკაციაზე. ბევრ რეგიონში ESBL-ის გამოვლენა და დახასიათება რეკომენდებულია ან სავალდებულოა ინფექციის კონტროლის მიზნით.

2 ზღვრული წერტილი ეხება მხოლოდ E. coli, P. mirabilis და Klebsiella spp. 1,5 გ × 3 დოზას

3 სტაფილოკოკის მგრძნობელობა ცეფალოსპორინების მიმართ გამოითვლება მეთიცილინის მგრძნობელობის მიხედვით, გარდა ცეფტაზიდიმისა და ცეფიქსიმისა და ცეფტიბუტენისა, რომლებსაც არ აქვთ ზღვრული წერტილები და არ უნდა იქნას გამოყენებული სტაფილოკოკური ინფექციების დროს.

4 სტრეპტოკოკის A, B, C და G ჯგუფების მგრძნობელობა ცეფალოსპორინების მიმართ გამოითვლება პენიცილინის მგრძნობელობის მიხედვით.

5 ზღვრული წერტილები ვრცელდება 750 მგ × 3 დღიურ ინტრავენურ დოზაზე და მაღალ დოზაზე მინიმუმ 1,5 გ × 3.

მიკრობიოლოგიური მგრძნობელობა

შეძენილი რეზისტენტობის გავრცელება შეიძლება განსხვავდებოდეს გეოგრაფიულად და დროთა განმავლობაში ცალკეული სახეობებისთვის და მნიშვნელოვანია ადგილობრივი ინფორმაცია რეზისტენტობის შესახებ, განსაკუთრებით მძიმე ინფექციების მკურნალობისას. საჭიროების შემთხვევაში, უნდა მოიძიოთ სპეციალისტის რჩევა, თუ ცნობილია რეზისტენტობის ადგილობრივი გავრცელება და პათოგენის სარგებლიანობა საეჭვოა, სულ მცირე, ზოგიერთი ტიპის ინფექციების დროს.

ცეფუროქსიმი ზოგადად აქტიურია შემდეგი მიკროორგანიზმების წინააღმდეგ in vitro.

ჩვეულებრივ მგრძნობიარე სახეობები

გრამდადებითი აერობები:

Staphylococcus aureus (methicillin-susceptible) $

Streptococcus pyogenes Streptococcus agalactiae

გრამუარყოფითი აერობები:

Haemophilus parainfluenzae Moraxella catarrhalis

მიკროორგანიზმები, რომლებისთვისაც შეძენილი რეზისტენტობა შეიძლება იყოს პრობლემა

გრამდადებითი აერობები:

Streptococcus pneumoniae

Streptococcus mitis (ვირიდანების ჯგუფი)

გრამუარყოფითი აერობები:

Citrobacter spp. not including C. freundii

Enterobacter spp. not including E. aerogenes and E. cloacae Escherichia coli

Haemophilus influenzae Klebsiella pneumoniae Proteus mirabilis

Proteus spp. not including P. penneri and P.

Vulgaris Providencia spp.

Salmonella spp.

გრამდადებითი ანაერობები:

Peptostreptococcus spp.

Propionibacterium spp.

გრამუარყოფითი ანაერობები:

Fusobacterium spp.

Bacteroides spp.

არსებითად რეზისტენტული მიკროორგანიზმები

გრამდადებითი აერობები:

Enterococcus faecalis Enterococcus faecium

გრამუარყოფითი აერობები:

Acinetobacter spp. Burkholderia cepacia Campylobacter spp. Citrobacter freundii Enterobacter aerogenes Enterobacter cloacae Morganella morganii Proteus penneri

Proteus vulgaris

Pseudomonas aeruginosa

Serratia marcescens Stenotrophomonas maltophilia

გრამდადებითი ანაერობები:

Clostridioides difficile

გრამუარყოფითი ანაერობები:

Bacteroides fragilis

სხვა:

Chlamydia spp. Mycoplasma spp. Legionella spp.

$ მეთიცილინ-რეზისტენტული S. aureus-ის ყველა შტამი მდგრადია ცეფუროქსიმის მიმართ.

In vitro, ნატრიუმის ცეფუროქსიმისა და ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკების კომბინაციის მოქმედება ნაჩვენებია, როგორც მინიმუმ, ადიტიური სინერგიის იშვიათი ნიშნებით.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები

აბსორბცია

ჯანმრთელ მოხალისეებში ცეფუროქსიმის ინტრამუსკულური (ი.მ) ინექციის შემდეგ, შრატში საშუალო პიკური კონცენტრაცია მერყეობდა 27-დან 35 მკგ/მლ-მდე 750 მგ დოზისთვის და 33-დან 40 მკგ/მლ-მდე 1000 მგ დოზისთვის და მიიღწეოდა 30-დან 60 წუთში. 750 და 1500 მგ დოზების ინტრავენური (ი,ვ) შეყვანიდან 15 წუთის შემდეგ, შრატში კონცენტრაცია შესაბამისად შეადგენდა დაახლოებით 50 და 100 მკგ/მლ.

AUC და Cmax სწორხაზოვნად იზრდება დოზის გაზრდით, ერთჯერადი დოზების დიაპაზონში 250-დან 1000 მგ-მდე ინტრამუსკულური და ინტრავენური შეყვანის შემდეგ. ჯანმრთელი მოხალისეების შრატში ცეფუროქსიმის დაგროვება არ დაფიქსირებულა 1500 მგ-ის ყოველ 8 საათში ერთხელ განმეორებითი ინტრავენური შეყვანის შემდეგ.

განაწილება

გამოყენებული მეთოდოლოგიიდან გამომდინარე, ცილებთან შეკავშირება მერყეობს 33-დან 50%-მდე, განაწილების საშუალო მოცულობა მერყეობს 9,3-დან 15,8 ლ/1,73 მ2-მდე ინტრამუსკულური ან ინტრავენური შეყვანის შემდეგ, დოზის დიაპაზონში 250-დან 1000 მგ-მდე. ცეფუროქსიმის კონცენტრაცია, რომელიც აჭარბებს საერთო პათოგენების მინიმალურ ინჰიბიტორულ დონეს, შეიძლება მიღწეული იყოს ტონზილებში, სინუსურ ქსოვილებში, ბრონქების ლორწოვან გარსში, ძვლებში, პლევრის სითხეში, სახსრების სითხეში, სინოვიალურ სითხეში, ინტერსტიციულ სითხეში, ნაღველში, ნახველსა და წყლიან ხსნარებში. ცეფუროქსიმი გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს ტვინის გარსების ანთების დროს.

ბიოტრანსფორმაცია

ცეფუროქსიმი არ მეტაბოლიზდება.

ელიმინაცია

ცეფუროქსიმი გამოიყოფა გლომერულური ფილტრაციით და მილაკოვანი სეკრეციით. შრატში ნახევარგამოყოფის პერიოდი ინტრამუსკულური ან ინტრავენური ინექციის შემდეგ არის დაახლოებით 70 წუთი. შარდში უცვლელი ცეფუროქსიმის თითქმის სრული აღდგენა (85-90%) მიღებიდან 24 საათის განმავლობაში ხდება. ცეფუროქსიმის უმეტესი ნაწილი გამოიყოფა პირველი 6 საათის განმავლობაში. საშუალო თირკმლის კლირენსი მერყეობს 114-დან 170 მლ/წთ/1,73 მ2-მდე ინტრამუსკულური ან ინტრავენური შეყვანის შემდეგ, დოზირების დიაპაზონში 250-დან 1000 მგ-მდე.

პაციენტების სპეციალური პოპულაციები

სქესი

ცეფუროქსიმის ფარმაკოკინეტიკაში განსხვავება მამაკაცებსა და ქალებს შორის არ დაფიქსირებულა 1000 მგ ცეფუროქსიმის ნატრიუმის მარილის ერთჯერადი ბოლუსური ინექციის შემდეგ.

ხანდაზმულები

ინტრამუსკულური ან ინტრავენური შეყვანის შემდეგ, ცეფუროქსიმის შეწოვა, განაწილება და ელიმინაცია ხანდაზმულ პაციენტებში მსგავსია რაც თირკმლის იმავე ფუნქციის მქონე ახალგაზრდა პაციენტებში, იმის გამო, რომ ხანდაზმულ პაციენტებს აქვთ თირკმელების ფუნქციის დაქვეითების ალბათობა, ცეფუროქსიმის დოზა სიფრთხილით უნდა ტიტრირდეს და შესაძლოა სასარგებლო იყოს თირკმელების ფუნქციის მონიტორინგი (იხ. ნაწილი "გვერდითი მოვლენები").

პედიატრიული პოპულაცია

ნაჩვენებია, რომ ცეფუროქსიმის შრატში ნახევარგამოყოფის პერიოდი მნიშვნელოვნად ხანგრძლივდება ახალშობილებში გესტაციური ასაკის მიხედვით. თუმცა, უფრო მეტი ასაკის ჩვილებში (3 კვირაზე მეტი ასაკის) და ბავშვებში, შრატიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი 60-დან 90 წუთამდეა და მსგავსია რაც მოზრდილებში.

თირკმლის უკმარისობა

ცეფუროქსიმი ძირითადად გამოიყოფა თირკმელებით. როგორც ყველა მსგავსი ანტიბიოტიკის შემთხვევაში, პაციენტებში თირკმელების მძიმე უკმარისობით (მაგ. C1cr < 20 მლ/წთ), რეკომენდებულია ცეფუროქსიმის დოზის შემცირება, მისი შენელებული ელიმინაციის კომპენსაციის მიზნით (იხ. ნაწილი "გვერდითი მოვლენები"). ცეფუროქსიმი ეფექტურად გამოიყოფა ჰემოდიალიზით და პერიტონეალური დიალიზით.

ღვიძლის უკმარისობა

ვინაიდან ცეფუროქსიმი ძირითადად თირკმელებით გამოიყოფა, ნაკლებსავარაუდოა, რომ ღვიძლის უკმარისობამ იმოქმედოს ცეფუროქსიმის ფარმაკოკინეტიკაზე.

ფარმაკოკინეტიკურ-ფარმაკოდინამიკური კავშირი

ცეფალოსპორინებისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკურ-ფარმაკოდინამიკურ პარამეტრად, რომელიც დაკავშირებულია in vivo ეფექტურობასთან, მიჩნეულია დოზირების ინტერვალის პროცენტი (%T), როდესაც შეუკავშირებელი კონცენტრაცია აღემატება ცალკეული სამიზნე სახეობებისთვის ცეფუროქსიმის მინიმალური ინჰიბიტორული კონცენტრაციას (MIC) (ანუ %T>MIC).

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ფურცელ-ჩანართი: ინფორმაცია პაციენტისთვის

სამკურნალო საშუალების სავაჭრო დასახელება:

ზინაცეფი® 750 მგ

ფხვნილი საინექციო/საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად

არაპატენტირებული საერთაშორისო დასახელება: ცეფუროქსიმი

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მთელი ეს ფურცელ-ჩანართი, ვინაიდან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ფურცელჩანართი. შეიძლება კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.

ეს წამალი გამოწერილია თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, თუნდაც მათი სიმპტომები ემთხვეოდეს თქვენსას.

თუ თქვენ გამოგივლინდათ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. იხილეთ ნაწილი 4.

ფურცელ-ჩანართის შინაარსი

რა არის ზინაცეფი და რისთვის გამოიყენება იგი

რა უნდა იცოდეთ ზინაცეფის მიღებამდე

როგორ ინიშნება ზინაცეფი

შესაძლო გვერდითი ეფექტები

როგორ უნდა შეინახოთ ზინაცეფი

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

ინფორმაცია ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის

  • რა არის ზინაცეფი და რისთვის გამოიყენება იგი

ზინაცეფი შეიცავს ანტიბიოტიკ ცეფუროქსიმს, რომელიც გამოიყენება ზრდასრულებსა და ბავშვებში. ის მუშაობს ინფექციების გამომწვევი ბაქტერიების განადგურებით. იგი მიეკუთვნება ცეფალოსპორინების სახელწოდებით ცნობილ ანტიბიოტიკების ჯგუფს.

ზინაცეფი გამოიყენება შემდეგ ორგანოთა ინფექციების სამკურნალოდ:

  • ფილტვები ან გულმკერდი
  • საშარდე გზები
  • კანი და რბილი ქსოვილი
  • მუცლის ღრუ.

ზინაცეფი ასევე გამოიყენება:

  • ოპერაციის დროს ინფექციების თავიდან ასაცილებლად.

თქვენს ექიმს შეუძლია შეამოწმოს თქვენი ინფექციის გამომწვევი ბაქტერიების ტიპი და მკურნალობის პროცესში დააკვირდეს, არის თუ არა ეს ბაქტერიები მგრძნობიარე ზინაცეფის მიმართ.

  • რა უნდა იცოდეთ ზინაცეფის მიღებამდე

არ მიიღოთ ზინაცეფი:

თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ცეფალოსპორინის ჯგუფის რომელიმე ანტიბიოტიკზე.

თუ ოდესმე გქონიათ მძიმე ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) რეაქცია ნებისმიერი სხვა ტიპის ბეტა-ლაქტამურ ანტიბიოტიკზე (პენიცილინები, მონობაქტამები და კარბაპენემები).

თუ ცეფუროქსიმით ან სხვა ცეფალოსპორინული ანტიბიოტიკებით მკურნალობის შემდეგ ოდესმე განგივითარდათ კანზე ძლიერი გამონაყარი, კანის აქერცვლა, ბუშტუკები და/ან პირის ღრუს წყლულები.

თუ თვლით, რომ ეს თქვენ გეხებათ, აცნობეთ თქვენს ექიმს ამის შესახებ. თქვენ არ უნდა მიიღოთ ზინაცეფი.

განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

ზინაცეფის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ზინაცეფის მიმართ

ცეფუროქსიმით მკურნალობასთან დაკავშირებით აღწერილია კანის სერიოზული რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ეოზინოფილიით მიმდინარე წამლისმიერი რეაქცია და სისტემური სიმპტომები (DRESS). დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ მე-თავში აღწერილ ამ სერიოზულ კანის რეაქციებთან დაკავშირებულ რომელიმე სიმპტომს.

ზინაცეფის მიღებისას ყურადღება უნდა მიაქციოთ გარკვეულ სიმპტომებს, როგორიცაა ალერგიული რეაქციები, კანზე გამონაყარი და კუჭ-ნაწლავური დარღვევები, როგორიცაა დიარეა. ეს შეამცირებს შესაძლო პრობლემების რისკს. იხილეთ („მდგომარეობები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ“) მე-4 ნაწილში.

თუ გქონიათ ალერგიული რეაქცია სხვა ანტიბიოტიკებზე, როგორიცაა პენიცილინი, შესაძლოა ასევე გქონდეთ ალერგია ზინაცეფის მიმართაც.

თუ გესაჭიროებათ სისხლის ან შარდის ანალიზი

ზინაცეფმა შეიძლება გავლენა მოახდინოს შარდის ან სისხლში შაქრის შემცველობის ანალიზის შედეგებზე, ასევე სისხლის ტესტის შედეგებზე, რომელიც ცნობილია როგორც კომბო ტესტი. თუ თქვენ იკეთებთ ანალიზს:

  • უთხარით ტესტის შემსრულებელს, რომ თქვენ იღებთ ზინაცეფს.

სხვა წამლები და ზინაცეფი

აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს, თუ ახლახან დაიწყეთ რომელიმეს მიღება, ან თუ იწყებთ ახალს. ეს ასევე მოიცავს მედიკამენტებს, რომლებიც შეგიძლიათ მიიღოთ რეცეპტის გარეშე.

ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ზინაცეფის მოქმედებაზე ან გაზარდოს გვერდითი მოვლენების ალბათობა. ესენია:

  • ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკები
  • წყლის ტაბლეტები (შარდმდენები), როგორიცაა ფუროსემიდი
  • პრობენეციდი
  • პერორალური ანტიკოაგულანტები

აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ ზემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტებს. ზინაცეფის მიღებისას შეიძლება დაგჭირდეთ დამატებითი გამოკვლევები თირკმლის ფუნქციის მონიტორინგისთვის.

ჩასახვის საწინააღმდეგო აბები

ზინაცეფმა შესაძლოა შეამციროს ჩასახვის საწინააღმდეგო აბების ეფექტურობა. თუ ზინაცეფის პარალელურად იღებთ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს, თქვენ დამატებით გესაჭიროებათ კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდის გამოყენება (როგორიცაა პრეზერვატივი). რჩევისათვის მიმართეთ ექიმს.

ორსულობა და ლაქტაცია და ფერტილობა

ზინაცეფის გამოყენებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს:

თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას

თუ ძუძუთი კვებავთ

თქვენი ექიმი შეაფასებს თქვენი ზინაცეფით მკურნალობის სარგებელს თქვენი ბავშვისთვის შესაძლო რისკის წინააღმდეგ.

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

თუ თავს ცუდად გრძნობთ არ მართოთ ავტომობილი და არ იმუშაოთ მექანიზმებთან.

ზინაცეფი შეიცავს ნატრიუმს. ეს გასათვალისწინებელია პაციენტებში, რომლებიც არიან ნატრიუმის აკონტროლებად დიეტაზე. თითოეული ცეფუროქსიმის 750 მგ-იანი ფლაკონი შეიცავს 42მგ ნატრიუმს (სუფრის მარილის ძირითადი კომპონენტი). ეს უდრის ზრდასრულთათვის ნატრიუმის მაქსიმალური დღიური მოხმარების 2.1%-ს.

  • როგორ ხდება ზინაცეფის მიღება

ზინაცეფის მიღება ჩვეულებრივ ხდება ექიმის ან მედდის მიერ.

მისი ადმინისტრირება შესაძლებელია წვეთოვნად (ინტრავენური ინფუზია) ან ინექციის სახით უშუალოდ ვენაში ან კუნთში.

რეკომენდებული დოზა

ზინაცეფის სწორ დოზას თქვენთვის განსაზღვრავს ექიმი და ეს დამოკიდებულია: ინფექციის სიმძიმესა და ტიპზე, ასევე თუ იღებთ სხვა ანტიბიოტიკებს; თქვენი წონასა და ასაკზე; თქვენი თირკმელების გამართულ მუშაობაზე.

ახალშობილები (0-3 კვირა)

ბავშვის წონის ყოველ 1 კგ-ზე ინიშნება 30-დან 100 მგ ზინაცეფი, დღეში ორ ან სამ ჯერად მიღებაზე.

ჩვილები (3 კვირაზე მეტი) და ბავშვები

ახალშობილის ან ბავშვის წონის ყოველ 1 კგ-ზე ინიშნება 30-დან 100 მგ ზინაცეფი დღეში სამ ან ოთხ ჯერად მიღებაზე.

ზრდასრულები და მოზარდები

750 მგ-დან 1,5გ-მდე ზინაცეფი დღეში ორჯერ, სამჯერ ან ოთხჯერ. მაქსიმალური დოზა: 6 გ დღეში.

თირკმლის პრობლემების მქონე პაციენტები

თუ გაქვთ თირკმელების პრობლემები, ექიმმა შეიძლება შეცვალოს თქვენი დოზა.

გაესაუბრეთ ექიმს თუ გაქვთ თირკმელების პრობლემები.

  • შესაძლო გვერდითი ეფექტები

სხვა წამლების მსგავსად, ზინაცეფმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ის არ უვითარდება ყველას.

საყურადღებო მდგომარეობებია

ადამიანების მცირე რაოდენობას, რომლებიც იღებენ ზინაცეფს, აღენიშნებათ ალერგიული რეაქცია ან პოტენციურად სერიოზული კანის რეაქცია. ამ რეაქციების სიმპტომები მოიცავს:

  • მძიმე ალერგიული რეაქცია. ნიშნებია ამობურცული და ქავილიანი გამონაყარი, შეშუპება, ზოგჯერ სახის ან პირის ღრუს, რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას.
  • გავრცელებული გამონაყარი, მაღალი სხეულის ტემპერატურა და გადიდებული ლიმფური კვანძები (DRESS სინდრომი ან წამლის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი).
  • ალერგიული რეაქციების ფონზე განვითარებული ტკივილი გულმკერდის არეში, რაც შეიძლება ალერგიით გამოწვეული გულის ინფარქტის (კოუნისის სინდრომი) სიმპტომი იყოს.
  • კანზე გამონაყარი, შესაძლოა ბუშტუკების სახით და გამოიყურებოდეს როგორც პატარა სამიზნე (მუქი ლაქა ცენტრში, გარშემორტყმული უფრო ფერმკრთალი უბნით, კიდეზე მუქი რგოლით).
  • ფართოდ გავრცელებული გამონაყარი კანზე ბუშტუკებით და კანის აქერცვლით. (ეს შეიძლება იყოს სტივენს-ჯონსონის სინდრომის ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის ნიშნები.)

სხვა სიმპტომები, რომლებიც უნდა იცოდეთ ზინაცეფის მიღებისას, მოიცავს:

  • სოკოვანი ინფექციები იშვიათ შემთხვევებში, ზინაცეფის მსგავსმა მედიკამენტებმა შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში საფუარის (Candida) ჭარბი ზრდა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სოკოვანი ინფექციები (როგორიცაა რძიანა). ეს გვერდითი ეფექტი მეტად სავარაუდოა, თუ ხანგრძლივათ იყენებთ ზინაცეფს.
  • მძიმე დიარეა (ფსევდომემბრანული კოლიტი). მედიკამენტებმა, როგორიცაა ზინაცეფი,შეიძლება გამოიწვიოს მსხვილი ნაწლავის ანთება, გამოიწვიოს ძლიერი დიარეა, ჩვეულებრივ სისხლით და ლორწოთი, მუცლის ტკივილი, ცხელება.

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან მედდას, თუ გამოგივლინდათ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი.

გვერდითი ეფექტების შეჯამებული ჩამონათვალი:

ხშირი გვერდითი მოვლენები (შესაძლოა განვითარდეს 10-დან 1 ადამიანში):

  • ტკივილი ინექციის ადგილზე, შეშუპება და სიწითლე ვენის გასწვრივ.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე მათგანს.

ხშირი გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს სისხლის ანალიზში, მოიცავს:

  • ღვიძლის მიერ გამომუშავებული ნივთიერებების (ღვიძლის ფერმენტები) რაოდენობის ზრდა
  • სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის ცვლილებები (ნეიტროპენია ან ეოზინოფილია)
  • სისხლის წითელი უჯრედების დაბალი რაოდენობა (ანემია)

არახშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განუვითარდეს 100-დან 1-მდე ადამიანს):

  • კანის გამონაყარი, ქავილი, მუწუკებიანი გამონაყარი (ჭინჭრის ციება)
  • დიარეა, გულისრევა, მუცლის ტკივილი

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გამოგივლინდათ რომელიმე მათგანი.

არახშირი გვერდითი ეფექტები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს სისხლის ანალიზში, მოიცავს:

  • სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი შემცველობა (ლეიკოპენია)
  • ბილირუბინის მომატება (ღვიძლის მიერ წარმოებული ნივთიერება)
  • დადებითი კომბო ტესტი.

სხვა გვერდითი მოვლენები

სხვა გვერდითი მოვლენები გამოვლინდა ადამიანთა ძალიან მცირე რაოდენობაში, მაგრამ მათი ზუსტი სიხშირე უცნობია:

  • სოკოვანი ინფექციები
  • მაღალი ტემპერატურა (ცხელება)
  • ალერგიული რეაქციები
  • მსხვილი ნაწლავის ანთება, რომელიც იწვევს დიარეას, ჩვეულებრივ სისხლით და ლორწოთი,

მუცლის ტკივილს

  • თირკმელებისა და სისხლძარღვების ანთება
  • ერითროციტების ძალიან სწრაფად დაშლა (ჰემოლიზური ანემია).
  • კანზე გამონაყარი, რომელიც შეიძლება პატარა სამიზნეების მსგავსი იყოს (ცენტრალური მუქი ლაქა, რომელიც გარშემორტყმულია უფრო ღია ფერის უბნით, კიდეზე მუქი რგოლით), მულტიფორმული ერითემა.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გამოგივლინდათ რომელიმე მათგანი.

გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს სისხლის ანალიზში:

  • სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (უჯრედები, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლის შედედებას - თრომბოციტოპენია)
  • შარდოვანას აზოტისა და შრატის კრეატინინის დონის მატება.

შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ

თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი ეფექტები, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ წამლის ნებისმიერი საეჭვო არასასურველი რეაქცია პირდაპირ შეტყობინების ეროვნული სისტემის მეშვეობით.

  • როგორ უნდა შეინახოთ ზინაცეფი

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეინახეთ სინათლისგან დაცულ ადგილას, 25°C-მდე ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში.

გახსნის შემდეგ, ხსნარი სტაბილურია 5 საათის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე (25°C) ან 48 საათის განმავლობაში სამაცივრე პირობებში (4°C).

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, მედიკამენტი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული. თუ დაუყოვნებლივ არ ხდება მისი გამოიყენება, გამოყენებამდე შენახვის ვადა და პირობები მომხმარებლის პასუხისმგებლობაა.

არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე „ვარგისიანობის ვადა“-ს შემდეგ. ვარგისიანობის ვადაში იგულისხმება შესაბამისი თვის ბოლო დღე.

არ გადააგდოთ წამალი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ ნებისმიერი წამალი, რომელიც აღარ არის საჭირო. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ზინაცეფი

აქტიური სუბსტანციაა ნატრიუმის ცეფურიქსიმი.

თითოეული ფლაკონი შეიცავს 750მგ ცეფურიქსიმს (789მგ ნატრიუმის ცეფურიქსიმის სახით)

დამხმარე ნივთიერებები: არ შეიცავს

როგორ გამოიყურება ზინაცეფი

თეთრიდან კრემისფერ შეფერილობამდე ფხვნილი.

შეფუთვის ბუნება და შიგთავსი

ზინაცეფი ხელმისაწვდომია 10 უფერო შუშის ფლაკონის შემცველ კოლოფებში, რომლებშიც მოთავსებულია საინექციო/საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

სავაჭრო ავტორიზაციის მფლობელი

Sandoz Pharmaceuticals d.d., ვეროვსკოვას ქ.57, 1000 ლუბლიანა, სლოვენია.

მწარმოებელი

ACS Dobfar S.p.A, Via Alessandro Fleming, 2, 37135 Verona, იტალია.

ტექსტის გადახედვის თარიღი

2024 წლის ივნისი

მომხმარებელთა პრეტენზიები შეგიძლიათ გააგზავნოთ კომპანია „სანდოზის“ ადგილობრივ წარმომადგენლობაში ან ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]

7 ინფორმაცია ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის

აღდგენის ინსტრუქციები

დამატებული ხსნარის მოცულობა და მიღებული ხსნარის კონცენტრაცია, რაც შეიძლება სასარგებლო იყოს, თუ საჭიროა ფრაქციული დოზირება.

ფლაკონის ზომა

ადმინისტრირების გზა

ფიზიკური მდგომარეობა

დასამატებელი წყლის რაოდენობა (მლ)

ცეფუროქსიმის მიახლოებითი კონცენტრაცია (მგ/მლ)**

750 მგ ფხვნილი საინექციო ან საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად

750 მგ

ინტრამუსკულური შეყვანა

ინტრავენური ბოლუსური შეყვანა

ინტრავენური ინფუზია

სუსპენზია

ხსნარი

ხსნარი

3მლ

მინიმუმ 6 მლ

მინიმუმ 6 მლ*

216

116

116

  • აღდგენილი ხსნარი უნდა დაემატოს თავსებადი საინფუზიო ხსნარის 50 ან 100 მლ-ს (თავსებადობის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ).
  • * ცეფუროქსიმის ხსნარის მოცულობა აღდგენით გარემოში იზრდება ნივთიერების გადაადგილების კოეფიციენტით, რის შედეგადაც მიიღება მითითებული კონცენტრაციები მგ/მლ-ში.

თავსებადობა

ცეფუროქსიმ ნატრიუმის (5 მგ/მლ) გამოყენება შესაძლებელია ქსილიტოლის საინექციო ხსნართან 50 მგ/მლ ან 100 მგ/მლ.

ცეფუროქსიმ ნატრიუმი თავსებადია ხსნართან, რომელიც შეიცავს 10 მგ/მლ-მდე ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს.

ნატრიუმის ცეფუროქსიმი თავსებადია შემდეგ საინფუზიო ხსნარებთან:

  • ნატრიუმის ქლორიდი 9მგ/მლ
  • გლუკოზა 50მგ/მლ
  • 1,8მგ/მლ ნატრიუმის ქლორიდი და გლუკოზა 40მგ/მლ
  • გლუკოზა 50 მგ/მლ და ნატრიუმის ქლორიდი 9 მგ/მლ
  • გლუკოზა 50 მგ/მლ და ნატრიუმის ქლორიდი 4.5 მგ/მლ
  • გლუკოზა 50 მგ/მლ და ნატრიუმის ქლორიდი 2.25 მგ/მლ
  • გლუკოზა 100 მგ/მლ
  • რინგერის ლაქტატის ხსნარი.
  • M/6 ნატრიუმის ლაქტატის ხსნარი.
  • ჰარტმანის ხსნარი.

ცეფუროქსიმ ნატრიუმის სტაბილურობა 9 მგ/მლ ნატრიუმის ქლორიდისა და 50 მგ/მლ გლუკოზის საინფუზიო ხსნარში არ იცვლება ჰიდროკორტიზონის ნატრიუმის ფოსფატის არსებობით.

ასევე დადგინდა, რომ ცეფუროქსიმ ნატრიუმი თავსებადია ინტრავენური ინფუზიისთვის შემდეგ ნივთიერებებთან შერევისას:

  • ჰეპარინი (10 და 50 ერთეული/მლ) ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში 9 მგ/მლ;
  • კალიუმის ქლორიდი (10 და 40 მექვ/ლ) ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში 9 მგ/მლ.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა