ნიუროქსიმი
NEWROXIME®
ცეფუროქსიმ აქსეტილი ინიშნება მოზრდილებსა და 3 თვეზე მეტი ასაკის ბავშვებში შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ (იხილეთ 4.4 და 5.1 პუნქტები): მწვავე სტრეპტოკოკული ტონზილიტი და ფარინგიტი მწვავე ბაქტერიული სინუსიტი მწვავე ოტიტი ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება ცისტიტი პიელონეფრიტი კანისა და რბილი ქოსვილების გაურთულებელი …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ცეფუროქსიმი (cefuroxime)
- ფორმა და შეფუთვა
- 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10 (1X10)
- მწარმოებელი
- Medochemie Ltd (Factory C), კვიპროსი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, მეორე თაობის ცეფალოსპორინები
- ATC კოდი
- J01DC02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-041782
- რეგისტრირებულია
- 6 აგვისტო 2024, მოქმედებს 6 აგვისტო 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- MEDOCHEMIE LTD (კვიპროსი)
- განმცხადებელი
- შპს „ნიუ ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ნიუროქსიმი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ცეფუროქსიმ აქსეტილი ინიშნება მოზრდილებსა და 3 თვეზე მეტი ასაკის ბავშვებში შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ (იხილეთ 4.4 და 5.1 პუნქტები):
მწვავე სტრეპტოკოკული ტონზილიტი და ფარინგიტი
მწვავე ბაქტერიული სინუსიტი
მწვავე ოტიტი
ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება
ცისტიტი
პიელონეფრიტი
კანისა და რბილი ქოსვილების გაურთულებელი ინფექციები
ლაიმის დაავადების ადრეულ ეტაპზე მკურნალობა
ყურადღება უნდა მიექცეს ანტიბაქტერიული საშუალებების შესაბამისი გამოყენების შესახებ ოფიციალურ მითითებებს.
მიღების წესი და დოზირება
მოცემული პრეპარატის მიღებისას ყოველთვის ზუსტად შეასრულეთ ექიმის მითითებები. აღნიშნულ საკითხზე ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
მიიღეთ ნიუროქსიმი საკვების მიღების შემდეგ. აღნიშნული კიდევ უფრო ეფექტურს გახდის მკურნალობას.
ტაბლეტი გადაყლაპეთ მთლიანად წყლის მიყოლებით.
ტაბლეტები არ დაფშვნათ და არ დაღეჭოთ.
სტანდარტული დოზა
მოზრდილები
ნიუროქსიმის სტანდარტული დოზა არის 250მგ -500მგ დღეში ორჯერ ინფექციის სიმძიმის და ტიპის გათვალისწინებით.
ბავშვები
ნიუროქსიმის სტანდარტული დოზა არის 10მგ/კგ (მაქს. 125მგ) -15მგ/კგ (მაქს.250მგ) დღეში ორჯერ ინფექციის სიმძიმისა და ტიპის გათვალისწინებით.
ნიუროქსიმის მიღება არ არის რეკომენდირებული 3 თვემდე ასაკის პაციენტებისთვის, რადგანაც არ არსებობს აღნიშნულ ასაკის ჯგუფში მედიკამენტის გამოყენების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის მონაცემები.
ავადმყოფობის სიმძიმისა და მკურნალობაზე რეაგირების გათვალისწინებით შეიძლება საწყისი დოზა შეიცვალოს ან საჭირო გახდეს მკურნალობის კურსის განმეორება .
თირკმლის პრობლემების მქონე პაციენტები
თირკმლის პრობლემების შემთხვევაში ექიმს შეუძლია შეცვალოს დოზა.
აღნიშნულ შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია ცეფუროქსიმ აქსეტილის, რომელიმე ცეფალოსპორინული ანტიბიოტიკის ან აღნიშნული პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (მითითებულია მე-6 პუნქტში);
თუ გადატანილი გაქვთ მძიმე ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობის) რეაქცია ბეტა ლაქტამური ანტიბიოტიკის (პენიცილინები, მონობაქტამები და ცეფალოსპორინები) მიმართ.
თუ ზემოთ აღნიშნულიდან რომელიმე მდგომარეობა გეხებათ, ნიუროქსიმის მიღებამდე გაიარეთ სამედიცინო კონსულტაცია.
სიფრთხილის ზომები
ნიუროქსიმის მიღების დაწყებამდე აუცილებელია სამედიცინო კონსულტაცია.
ნიუროქსიმის მიღება არ არის რეკომენდირებული 3 თვემდე ასაკის პაციენტებისთვის, რადგანაც არ არსებობს აღნიშნული ასაკის ჯგუფში მედიკამენტის გამოყენების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის მონაცემები.
ნიუროქსიმის მიღებისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა გარკვეულ სიმპტომებთან დაკავშირებით, როგორიცაა ალერგიული რეაქციები, სოკოვანი ინფექციები (მაგ., რძიანა) და მწვავე დიარეა (ფსევდომემბრანული კოლიტი), ნებისმიერი პრობლემის რისკის შესამცირებლად. იხ. მე-4 პუნქტში „მდგომარეობები, როდესაც საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა“.
სისხლის ანალიზი
ნიუროქსიმს შეუძლია გავლენა იქონიოს სისხლში შაქრის დონის გაზომვის, ან ე.წ. კუმბსის ტესტის შედეგებზე. სისხლის ანალიზის ჩატარებისას:
აცნობეთ ექიმს ან მედდას, რომ ღებულობთ ნიუროქსიმს.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება.
კუჭის წვენის მჟავიანობის დამწევმა სამკურნალო საშუალებებმა (მაგ.: ანტაციდები, რომლებიც გამოიყენება გულძმარვის მოსახსნელად) შეიძლება გავლენა იქონიოს ნიუროქსიმის მოქმედებაზე.
პრობენეციდი
პერორალური ანტიკოაგულანტები
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ რომელიმე აღნიშნულ სამკურნალო საშუალებას.
კონტრაცეპტული აბები
ცეფუროქსიმმა შეიძლება შეამციროს კონტრაცეპტული აბების მოქმედების ეფექტურობა. ნიუროქსიმით მკურნალობისას კონტრაცეპტული აბების მიღების შემთხვევაში ასევე უნდა გამოიყენოთ კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდები (როგორიცაა კონდომები). გაიარეთ სამედიცინო კონსულტაცია .
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, მოცემული პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ სამედიცინო კონსულტაცია.
ექიმი განსაზღვრავს ნიუროქსიმით მკურნალობის სარგებელი რამდენად აჭარბებს მასთან დაკავშირებულ რისკებს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ნიუროქსიმმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა და სხვა გვერდითი მოქმედება, რაც გავლენას ახდენს კონცენტრაციასა და სიფხიზლეზე.
არ შეიძლება ავტომობილის მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა, თუ არ გრძნობთ თავს კარგად.
ნიუროქსიმი შეიცავს პროპილენგლიკოლს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალკოჰოლის აუტანლობის მსგავსი რეაქცია.
გვერდითი მოვლენები
სხვა მედიკამენტების მსგავსად, აღნიშნულმა პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებს შემდეგი მდგომარეობები:
ნიუროქსიმის მიღებისას იშვიათ შემთხევვაში განვითარდა ალერგიული რეაქცია ან პოტენციურად სერიოზული კანის რეაქცია.
აღნიშნული რეაქციების სიმპტომებია:
მძიმე ალერგიული რეაქცია. ნიშნები: ამობურცული და ქავანა გამონაყარი, შეშუპება, ზოგჯერ პირის ღრუში და სახის არეში, რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას.
გამონაყარი კანზე, ბუშტუკების ან წვრილი ლაქების სახით (მუქი ლაქები გარშემო კანის აქერცლილი უბნებით ).
კანის ფართო უბნებზე გავრცელებული გამონაყარი ბუშტუკებით და კანის აქერცვლით, (შესაძლოა იყოს სტივენს-ჯონსონის სინდრომის ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის ნიშნები).
სოკოვანი ინფექციები. ნიუროქსიმის მსგავსმა მედიკამენტებმა შეიძლება გამოიწვიოს საფუარისმაგვარი სოკოს (კანდიდა) ზრდა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სოკოვანი ინფექციები (კანდიდოზი). აღნიშნული გვერდითი ეფექტის განვითარება უფრო სავარაუდოა ნიუროქსიმის დიდი ხნის განმავლობაში მიღების შემთხვევაში.
მწვავე დიარეა (ფსევდომემბრანული კოლიტი). ნიუროქსიმის მსგავსმა მედიკამენტებმა შეიძლება გამოიწვიოს მსხვილი ნაწლავის ანთება, მწვავე დიარეა, სისხლის და ლორწოს თანხლებით, კუჭის ტკივილი, ცხელება.
ჯარიშ-ჰერსჰეიმერის (Jarisch-Herxheimer) რეაქცია. სიმპტომები: მაღალი ტემპერატურა (ცხელება), ციება, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი და გამონაყარი კანზე ნიუროქსიმით მკურნალობის ფონზე ლაიმის დაავადების დროს. აღნიშნული ცნობილია როგორც ჯარიშ-ჰერსჰეიმერის რეაქცია. სიმპტომები, როგორც წესი, გრძელდება რამდენიმე საათის ან ერთი დღის განმავლობაში.
აღნიშნულიდან ნებისმიერი სიმპტომის განვითარების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან მედდას.
ხშირი გვერდითი მოვლენა
შეიძლება გამოვლინდეს 10- დან 1 პაციენტში:
სოკოვანი ინფექციები (კანდიდა)
თავის ტკივილი
თავბრუსხვევა
დიარეა
ღებინება
ტკივილი მუცლის არეში
ხშირი გვერდითი მოვლენა, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს სისხლის ანალიზებში:
სისხლის თეთრი უჯრედების მომატება (ეოზინოფილია)
ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება
არახშირი გვერდითი მოვლენა
შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1 პაციენტში:
გულისრევა
გამონაყარი კანზე
არახშირი გვერდითი მოვლენა, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს სისხლის ანალიზებში:
თრომბოციტების (უჯრედები, რომლებიც მონაწილეობენ სისხლდენის შეჩერებაში თრომბის წარმოქმნის გზით) რაოდენობის შემცირება
სისხლის თეთრი უჯრედების შემცირება
დადებითი კუმბსის ტესტი
სხვა გვერდითი მოვლენები დაფიქსირდა ძალიან მცირე შემთხვევებში, მაგრამ მათი გამოვლენის ზუსტი სიხშირე ცნობილი არ არის.
მწვავე დიარეა (ფსევდომემბრანული კოლიტი)
ალერგიული რეაქციები
კანის რეაქციები (მათ შორის სერიოზული)
მაღალი ტემპერატურა (ცხელება)
კანისა და თვალის სკლერების სიყვითლე
ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)
გვერდითი მოვლენა, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს სისხლის ანალიზებში:
სისხლის წითელი უჯრედების მკვეთრი შემცირება (ჰემოლიზური ანემია)
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, ან თუ შენიშნეთ გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აქ აღწერილი, გთხოვთ მიმართოთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ
თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, მათ შორის ისეთ ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერილი გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი ეფექტების შესახებ შეგიძლიათ განაცხადოთ პირდაპირ ეროვნული სისტემის მეშვეობით. გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებით თქვენ უზრუნველყოფთ აღნიშნული მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტ ინფორმაციას.
ჭარბი დოზა
ნიუროქსიმის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ნევროლოგიური დარღვევები, კერძოდ კრუნჩხვები.
დაუყონებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს ან უახლოეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების განყოფილებას. თან იქონიეთ ნიუროქსიმის შეფუთვა.
დოზის გამოტოვება
თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება, არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ. მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულ დროს.
ნიუროქსიმის მიღების შეწყვეტა
მნიშვნელოვანია სრული მკურნალობის კურსის ჩატარება. არ შეწყვიტოთ ნიუროქსიმის მიღება ექიმის მითითების გარეშე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავს უკეთ გრძნობთ. თუ არ ჩაიტარებთ მკურნალობის სრულ კურსს, შეიძლება მოხდეს ინფექციის რეციდივი.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება არის ცეფუროქსიმ აქსეტილი.
სხვა ინგრედიენტებია: მიკროკრისტალური ცელულოზა 105, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, ჰიდროგენური მცენარეული ზეთი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა (Methocel E5), პროპილენგლიკოლი, ტიტანის დიოქსიდი, ტალკი.
ნიუროქსიმის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა
ნიუროქსიმი 250მგ შემოგარსული ტაბლეტები: თეთრი ფერის, კაფსულის ფორმის შემოგარსული ტაბლეტები, ერთ მხარეს ჭდით .
ნიუროქსიმი 500მგ შემოგარსული ტაბლეტები: თეთრი ფერის, კაფსულის ფორმის შემოგარსული ტაბლეტები, ერთ მხარეს ჭდით .
ნიუროქსიმი 250 და 500მგ შემოგარსული ტაბლეტები დაფასოებულია 10 - ტაბლეტიან ბლისტერ(ებ)ში და მოთავსებულია მუყაოს კოლოფებში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
შენახვის პირობები
აღნიშნული პრეპარატი შეინახეთ სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. შეინახეთ არაუმეტეს 250C ტემპერატურის პირობებში თავდაპირველ შეფუთვაში.
არ გამოიყენოთ აღნიშნული პრეპარატი შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.
არ მიიღოთ ნიუროქსიმი, თუ ტაბლეტი დაზიანებულია.
მედიკამენტი არ გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სისტემური გამოყენების ანტიბაქტერიული საშუალებები, მეორე თაობის ცეფალოსპორინები. ათქ კოდი: J01DC02.
მოქმედების მექანიზმი
ცეფუროქსიმის აქსეტილი ჰიდროლიზდება ესტერაზას ფერმენტების მიერ აქტიურ ანტიბიოტიკად, ცეფუროქსიმად.
ცეფუროქსიმი აინჰიბირებს ბაქტერიული უჯრედის კედლის სინთეზს პენიცილინშემაკავშირებელ ცილებთან (PBPs) მიერთების შემდეგ. შედეგად, წყდება უჯრედის კედლის (პეპტიდოგლიკანის) ბიოსინთეზი, რაც იწვევს ბაქტერიული უჯრედის განადგურებასა და სიკვდილს.
რეზისტენტობის განვითარების მექანიზმები
ცეფუროქსიმის მიმართ ბაქტერიების რეზისტენტობა შეიძლება განპირობებული იყოს ერთი ან რამდენიმე შემდეგი მექანიზმით:
ჰიდროლიზი ბეტა-ლაქტამაზების, მათ შორის გაფართოებული სპექტრის ბეტა-ლაქტამაზების (ESBL), კარბაპენემაზებისაა და AmpC ფერმენტების მიერ, რომელთა ინდუცირება ან მუდმივად აქტივირება შესაძლებელია გარკვეულ აერობულ გრამუარყოფით ბაქტერიებში;
ცეფუროქსიმის მიმართ პენიცილინშემაკავშირებელი ცილების აფინურობის შემცირება.
გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების გარე მემბრანის შეუღწევადობა, რაც ზღუდავს ცეფუროქსიმის წვდომას გრამუარყოფითი ბაქტერიების პენიცილინშემაკავშირებელ ცილებთან;
ბაქტერიის ეფლუქსური ტუმბო.
სხვა საინექციო ცეფალოსპორინების მიმართ შეძენილი რეზისტენტობის მქონე ორგანიზმები ცეფუროქსიმის მიმართ რეზისტენტულია.
რეზისტენტობის მექანიზმიდან გამომდინარე, პენიცილინების მიმართ შეძენილი რეზისტენტობის მქონე ორგანიზმებმა შესაძლოა გამოავლინონ დაქვეითებულ მგრძნობელობა ან რეზისტენტობა ცეფუროქსიმის მიმართ.
მგრძნობელობის ზღვრული მაჩვენებლები
ქვემოთ წარმოდგენილია ანტიმიკრობული მგრძნობელობის ტესტირების ევროპული კომიტეტის (EUCAST) მიერ დადგენილი კლინიკური მინიმალური ინჰიბირებადი კონცენტრაციის (MIC) ზღვრული მაჩვენებლები:
მიკროორგანიზმი
ზღვრული მაჩვენებლები (მგ/ლ)
S
R
Enterobacteriaceae 1, 2
≤8
>8
Staphylococcus spp.
შენიშვნა3
შენიშვნა3
Streptococcus A, B, C and G
შენიშვნა4
შენიშვნა4
Streptococcus pneumoniae
≤0.25
>0.5
Moraxella catarrhalis
≤0.125
>4
Haemophilus influenzae
≤0.125
>1
არასახეობრივი1
IE5
IE5
1ცეფალოსპორინის მგრძნობელობის ზღვრული მაჩვენებლები ვლინდება ყველა კლინიკურად მნიშვნელოვან რეზისტენტულ მექანიზმთან (მათ შორის ESBL და პლაზმიდით გაშუალებული AmpC). ზოგიერთი ბეტა-ლაქტამაზას წარმომქმნელი შტამი მგრძნობიარეა ან შუალედურია მე-3 ან მე-4 თაობის ცეფალოსპორინების მიმართ ამ ზღვრული მაჩვენებლებით და უნდა იყოს მითითებული, როგორც გამოვლენილი, ე.ი. ESBL-ის არსებობა ან არარსებობა თავისთავად არ ახდენს გავლენას მგრძნობელობის კატეგორიაზე. ბევრ ქვეყანაში, ESBL-ის გამოვლენა და მახასიათებლების განსაზღვრა რეკომენდებულია ან სავალდებულოა ინფექციის კონტროლის მიზნით.
2მხოლოდ გაურთულებელი საშარდე გზების ინფექცია (ცისტიტი) (იხ. პუნქტი 4.1).
3სტაფილოკოკების მგრძნობელობა ცეფალოსპორინების მიმართ განისაზღვრება მეთიცილინის მიმართ მგრძნობელობით, გარდა ცეფტაზიდიმის, ცეფიქსიმისა და ცეფტიბუტენისა, რომლებსაც არ აქვთ მგრძნობელობის ზღვრული მაჩვენებლები და არ გამოიყენება სტაფილოკოკური ინფექციების დროს.
4A, B, C და G ჯგუფების ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკების მგრძნობელობა ბეტა-ლაქტამების მიმართ განისაზღვრება პენიცილინის მიმართ მგრძნობელობის საფუძველზე.
5არასაკმარისი მტკიცებულებაა იმისა, რომ მოცემული სახეობები ამ პრეპარატით მკურნალობის კარგი სამიზნეა. MIC შეიძლება დაფიქსირდეს კომენტარით, მაგრამ S- ან R-კატეგორიზაციის გარეშე.
S=მგრძნობიარე, R=რეზისტენტული
მიკრობიოლოგიური მგრძნობელობა
შეძენილი რეზისტენტობის გავრცელება შერჩეული სახეობებისთვის შეიძლება განსხვავდებოდეს გეოგრაფიული არეალისა და დროის მიხედვით, შესაბამისად, რეკომენდებულია რეზისტენტობის შესახებ ადგილობრივი ინფორმაციის გამოყენება, განსაკუთრებით მძიმე ინფექციების მკურნალობისას. საჭიროების შემთხვევაში, როდესაც რეზისტენტობის ადგილობრივი გავრცელება ზოგიერთი ტიპის ინფექციის დროს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ცეფუროქსიმი აქსეტილის გამოყენებას, ექსპერტის რჩევა უნდა იქნას გათვალისწინებული.
ცეფუროქსიმი ზოგადად in vitro აქტიურია შემდეგი მიკროორგანიზმების წინააღმდეგ.
ჩვეულებრივ მგრძნობიარე სახეობები
აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები
Staphylococcus aureus (მეთიცილინის მიმართ მგრძნობიარე)*
Streptococcus pyogenes
Streptococcus agalactiae
აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები
Haemophilus influenzae
Haemophilus parainfluenzae
Moraxella catarrhalis
სპიროქეტები
Borrelia burgdorferi
სახეობები, რომლებისთვისაც შეძენილი რეზისტენტობა შეიძლება იყოს პრობლემა
გრამდადებითი აერობები
Streptococcus pneumoniae
გრამუარყოფითი აერობები
Citrobacter freundii
Enterobacter aerogenes
Enterobacter cloacae
Escherichia coli
Klebsiella pneumoniae
Proteus mirabilis
Proteus spp. (other than P. vulgaris)
Providencia spp.
გრამდადებითი ანაერობები
Peptostreptococcus spp.
Propionibacterium spp.
გრამუარყოფითი ანაერობები
Fusobacterium spp.
Bacteroides spp.
თანდაყოლილი რეზისტენტული მიკროორგანიზმები
გრამდადებითი ანაერობები
Enterococcus faecalis
Enterococcus faecium
გრამუარყოფითი აერობები
Acinetobacter spp.
Campylobacter spp.
Morganella morganii
Proteus vulgaris
Pseudomonas aeruginosa
Serratia marcescens
გრამუარყოფითი ანაერობები
Bacteroides fragilis
სხვა
Chlamydia spp.
Mycoplasma spp.
Legionella spp.
- ყველა მეთიცილინ-რეზისტენტული S. aureus რეზისტენტულია ცეფუროქსიმის მიმართ.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აბსორბცია
პერორალურად მიღების შემდეგ ცეფუროქსიმ აქსეტილი შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და სწრაფად ჰიდროლიზდება ნაწლავის ლორწოვან გარსსა და სისხლში, რის შემდეგაც ცეფუროქსიმი გადადის სისხლის მიმოქცევის სისტემაში. ოპტიმალური შეწოვა ხდება პრეპარატის მიღებისას ჭამიდან მალევე.
ცეფუროქსიმის აქსეტილის ტაბლეტების მიღების შემთხვევაში, ცეფუროქსიმ აქსეტილის პიკური კონცენტრაცია სისხლის შრატში (2,9 მკგ/მლ 125 მგ დოზით მიღებისას, 4,4 მკგ/მლ 250 მგ დოზით მიღებისას, 7,7 მკგ/მლ 500 მგ დოზით მიღებისას და 13.6 მკგ/მლ 1000 მგ დოზით მიღებისას) მიიღწევა საკვებთან ერთად მიღებიდან დაახლოებით 2.4 საათში. სუსპენზიიდან ცეფუროქსიმის შეწოვის სიჩქარე მცირდება ტაბლეტებთან შედარებით, რაც იწვევს შრატში პიკური კონცენტრაციის მოგვიანებით დაქვეითებას და სისტემური ბიოშეღწევადობის შემცირებას (4-17%-ით ნაკლები). ცეფუროქსიმ აქსეტილის პერორალური სუსპენზია არ იყო ცეფუროქსიმის აქსეტილის ტაბლეტების ბიოექვივალენტური ჯანმრთელ მოხალისეებში გამოცდისას და ამიტომ, ისინი არ არის ჩანაცვლებადი მილიგრამი-მილიგრამზე პირობით (იხ. პუნქტი 4.2). ცეფუროქსიმის ფარმაკოკინეტიკა ხაზოვანია 125-1000მგ პერორალური დოზირების ფარგლებში. ცეფუროქსიმის აკუმულაცია არ აღინიშნა 250- 500 მგ პერორალური განმეორებითი დოზების მიღებისას.
განაწილება
ცილებთან შეკავშირება შეადგენს 33-50%-ს გამოყენებული მეთოდოლოგიის მიხედვით. ცეფუროქსიმ აქსეტილის 500 მგ ტაბლეტის ერთჯერადი დოზის 12 ჯანმრთელ მოხალისეში გამოყენების შემდეგ განაწილების აშკარა მოცულობა იყო 50ლ (CV%=28%). გავრცელებული პათოგენებისთვის მინიმალურ ინჰიბიტორულ დონეებზე მაღალი ცეფუროქსიმის კონცენტრაციები გვხვდება ნუშურა ჯირკვლებში, სინუსურ ქსოვილებში, ბრონქების ლორწოვან გარსში, ძვალში, პლევრალურ სითხეში, სასახსრე სითხეში, სინოვიალურ სითხეში, ინტერსტიციალურ სითხეში, ნაღველში, ნახველში და თვალის ნამში. ცეფუროქსიმი გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს მენინგების ანთების დროს.
ბიოტრანსფორმაცია
ცეფუროქსიმი არ მეტაბოლიზდება.
ელიმინაცია
შრატისმიერი ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1- 1.5 საათს. ცეფუროქსიმი გამოიყოფა გორგლისებური ფილტრაციისა და მილაკოვანი სეკრეციის გზით. თირკმლისმიერი კლირენსი არის 125-148 მლ/წთ/1,73მ2.
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები
სქესი
ცეფუროქსიმის ფარმაკოკინეტიკა ერთნაირია მამაკაცებსა და ქალებში.
ხანდაზმულები
განსაკუთრებული სიფრთხილე არ არის საჭირო თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში დღეში მაქსიმუმ 1 გ დოზის გამოყენებისას. ხანდაზმულ პაციენტებში უფრო მაღალია თირკმლის ფუნქციის დაქვეითების ალბათობა, ამიტომ, დოზა უნდა დაკორექტირდეს ხანდაზმულებში თირკმლის ფუნქციის მიხედვით (იხ. პუნქტი 4.2).
ბავშვები
ჩვილებსა (>3 თვის ასაკის) და ბავშვებში ცეფუროქსიმის ფარმაკოკინეტიკა ისეთივეა, როგორიც მოზრდილებში.
არ არსებობს კლინიკური კვლევების მონაცემები 3 თვემდე ასაკის ბავშვებში ცეფუროქსიმ აქსეტილის გამოყენების შესახებ.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ცეფუროქსიმის აქსეტილის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.
ცეფუროქსიმი ძირითადად გამოიყოფა თირკმელებით. ამიტომ, როგორც ყველა სხვა ანტიბიოტიკის შემთხვევაში, თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში ( C1cr <30 მლ/წთ) რეკომენდებულია ცეფუროქსიმის დოზის შემცირება მისი შენელებული ელიმინაციის კომპენსაციის მიზნით (იხ. პუნქტი 4.2). ცეფუროქსიმი ეფექტურად გამოიყოფა ორგანიზმიდან დიალიზით.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
არ არსებობს მონაცემები ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტების შესახებ. ვინაიდან, ცეფუროქსიმი ძირითადად გამოიყოფა თირკმელებით, ღვიძლის ფუნქციის დარღვევის არსებობა, სავარაუდოდ, არ მოახდენს გავლენას ცეფუროქსიმის ფარმაკოკინეტიკაზე.
ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური კავშირი
ცეფალოსპორინებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური-ფარმაკოდინამიკური მაჩვენებელი, რომელიც ურთიერთკავშირშია in vivo ეფექტურობასთან, არის დოზირების ინტერვალის პროცენტი (%T), რათა შეუკავშირებელი კონცენტრაცია დარჩეს ცეფუროქსიმის მინიმალურ ინჰიბიტორულ კონცენტრაციაზე (MIC) ზემოთ ცალკეული სამიზნე სახეობებისთვის (ანუ %T > MIC).
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
ნიუროქსიმი (NEWROXIME) 250მგ შემოგარსული ტაბლეტები
ნიუროქსიმი (NEWROXIME) 500მგ შემოგარსული ტაბლეტები
ცეფუროქსიმი
პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
აღნიშნული მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ. არ მისცეთ სხვებს. შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, იმ შემთხევაშიც კი, თუ მათი სიმპტომები თქვენსას ჰგავს.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, ან თუ შენიშნეთ გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აქ აღწერილი, გთხოვთ მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
შინაარსი:
რა არის ნიუროქსიმი და რა დროს გამოიყენება
რა უნდა იცოდეთ ნიუროქსიმის მიღებამდე
როგორ მივიღოთ ნიუროქსიმი
მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
როგორ შვინახოთ ნიუროქსიმი
შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
რა არის ნიუროქსიმი და რა დროს გამოიყენება
ნიუროქსიმი არის ანტიბიოტიკი, რომელიც ინიშნება ბავშვებსა და მოზრდილებში. იგი კლავს ინფექციის გამომწვევ ბაქტერიას. მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს სახელწოდებით „ცეფალოსპორინები“.
ნიუროქსიმი ინიშნება შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:
ყელის ინფექციები
შუა ყურისა და სინუსის ინფექციები
ფილტვების ან გულმკერდის ინფექციები
საშარდე გზების ინფექციები
კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები
ნიუროქსიმი ასევე გამოიყენება:
ლაიმის დაავადების ( ტკიპის ნაკბენით გადაცემადი დაავადება) სამკურნალოდ.
რა უნდა იცოდეთ ნიუროქსიმის მიღებამდე
არ მიიღოთ ნიუროქსიმი:
თუ გაქვთ ალერგია ცეფუროქსიმ აქსეტილის, რომელიმე ცეფალოსპორინული ანტიბიოტიკის ან აღნიშნული პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (მითითებულია მე-6 პუნქტში);
თუ გადატანილი გაქვთ მძიმე ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობის) რეაქცია ბეტა ლაქტამური ანტიბიოტიკის (პენიცილინები, მონობაქტამები და ცეფალოსპორინები) მიმართ.
თუ ზემოთ აღნიშნულიდან რომელიმე მდგომარეობა გეხებათ, ნიუროქსიმის მიღებამდე გაიარეთ სამედიცინო კონსულტაცია.
განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები
ნიუროქსიმის მიღების დაწყებამდე აუცილებელია სამედიცინო კონსულტაცია.
ნიუროქსიმის მიღება არ არის რეკომენდირებული 3 თვემდე ასაკის პაციენტებისთვის, რადგანაც არ არსებობს აღნიშნული ასაკის ჯგუფში მედიკამენტის გამოყენების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის მონაცემები.
ნიუროქსიმის მიღებისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა გარკვეულ სიმპტომებთან დაკავშირებით, როგორიცაა ალერგიული რეაქციები, სოკოვანი ინფექციები (მაგ., რძიანა) და მწვავე დიარეა (ფსევდომემბრანული კოლიტი), ნებისმიერი პრობლემის რისკის შესამცირებლად. იხ. მე-4 პუნქტში „მდგომარეობები, როდესაც საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა“.
სისხლის ანალიზი
ნიუროქსიმს შეუძლია გავლენა იქონიოს სისხლში შაქრის დონის გაზომვის, ან ე.წ. კუმბსის ტესტის შედეგებზე. სისხლის ანალიზის ჩატარებისას:
აცნობეთ ექიმს ან მედდას, რომ ღებულობთ ნიუროქსიმს.
სხვა სამკურნალო საშუალებები და ნიუროქსიმი
აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება.
კუჭის წვენის მჟავიანობის დამწევმა სამკურნალო საშუალებებმა (მაგ.: ანტაციდები, რომლებიც გამოიყენება გულძმარვის მოსახსნელად) შეიძლება გავლენა იქონიოს ნიუროქსიმის მოქმედებაზე.
პრობენეციდი
პერორალური ანტიკოაგულანტები
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ რომელიმე აღნიშნულ სამკურნალო საშუალებას.
კონტრაცეპტული აბები
ცეფუროქსიმმა შეიძლება შეამციროს კონტრაცეპტული აბების მოქმედების ეფექტურობა. ნიუროქსიმით მკურნალობისას კონტრაცეპტული აბების მიღების შემთხვევაში ასევე უნდა გამოიყენოთ კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდები (როგორიცაა კონდომები). გაიარეთ სამედიცინო კონსულტაცია .
ორსულობა, დალაქტაცია და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, მოცემული პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ სამედიცინო კონსულტაცია.
ექიმი განსაზღვრავს ნიუროქსიმით მკურნალობის სარგებელი რამდენად აჭარბებს მასთან დაკავშირებულ რისკებს.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა
ნიუროქსიმმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა და სხვა გვერდითი მოქმედება, რაც გავლენას ახდენს კონცენტრაციასა და სიფხიზლეზე.
არ შეიძლება ავტომობილის მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა, თუ არ გრძნობთ თავს კარგად.
ნიუროქსიმი შეიცავს პროპილენგლიკოლს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალკოჰოლის აუტანლობის მსგავსი რეაქცია.
როგორ მივიღოთ ნიუროქსიმი
მოცემული პრეპარატის მიღებისას ყოველთვის ზუსტად შეასრულეთ ექიმის მითითებები. აღნიშნულ საკითხზე ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
მიიღეთ ნიუროქსიმი საკვების მიღების შემდეგ. აღნიშნული კიდევ უფრო ეფექტურს გახდის მკურნალობას.
ტაბლეტი გადაყლაპეთ მთლიანად წყლის მიყოლებით.
ტაბლეტები არ დაფშვნათ და არ დაღეჭოთ.
სტანდარტული დოზა
მოზრდილები
ნიუროქსიმის სტანდარტული დოზა არის 250მგ -500მგ დღეში ორჯერ ინფექციის სიმძიმის და ტიპის გათვალისწინებით.
ბავშვები
ნიუროქსიმის სტანდარტული დოზა არის 10მგ/კგ (მაქს. 125მგ) -15მგ/კგ (მაქს.250მგ) დღეში ორჯერ ინფექციის სიმძიმისა და ტიპის გათვალისწინებით.
ნიუროქსიმის მიღება არ არის რეკომენდირებული 3 თვემდე ასაკის პაციენტებისთვის, რადგანაც არ არსებობს აღნიშნულ ასაკის ჯგუფში მედიკამენტის გამოყენების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის მონაცემები.
ავადმყოფობის სიმძიმისა და მკურნალობაზე რეაგირების გათვალისწინებით შეიძლება საწყისი დოზა შეიცვალოს ან საჭირო გახდეს მკურნალობის კურსის განმეორება .
თირკმლის პრობლემების მქონე პაციენტები
თირკმლის პრობლემების შემთხვევაში ექიმს შეუძლია შეცვალოს დოზა.
აღნიშნულ შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
დოზის გადაჭარბება
ნიუროქსიმის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ნევროლოგიური დარღვევები, კერძოდ კრუნჩხვები.
დაუყონებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს ან უახლოეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების განყოფილებას. თან იქონიეთ ნიუროქსიმის შეფუთვა.
დოზის გამოტოვება
თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება, არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ. მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულ დროს.
ნიუროქსიმის მიღების შეწყვეტა
მნიშვნელოვანია სრული მკურნალობის კურსის ჩატარება. არ შეწყვიტოთ ნიუროქსიმის მიღება ექიმის მითითების გარეშე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავს უკეთ გრძნობთ. თუ არ ჩაიტარებთ მკურნალობის სრულ კურსს, შეიძლება მოხდეს ინფექციის რეციდივი.
მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
სხვა მედიკამენტების მსგავსად, აღნიშნულმა პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებს შემდეგი მდგომარეობები:
ნიუროქსიმის მიღებისას იშვიათ შემთხევვაში განვითარდა ალერგიული რეაქცია ან პოტენციურად სერიოზული კანის რეაქცია.
აღნიშნული რეაქციების სიმპტომებია:
მძიმე ალერგიული რეაქცია. ნიშნები: ამობურცული და ქავანა გამონაყარი, შეშუპება, ზოგჯერ პირის ღრუში და სახის არეში, რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას.
გამონაყარი კანზე, ბუშტუკების ან წვრილი ლაქების სახით (მუქი ლაქები გარშემო კანის აქერცლილი უბნებით ).
კანის ფართო უბნებზე გავრცელებული გამონაყარი ბუშტუკებით და კანის აქერცვლით, (შესაძლოა იყოს სტივენს-ჯონსონის სინდრომის ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის ნიშნები).
სოკოვანი ინფექციები. ნიუროქსიმის მსგავსმა მედიკამენტებმა შეიძლება გამოიწვიოს საფუარისმაგვარი სოკოს (კანდიდა) ზრდა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სოკოვანი ინფექციები (კანდიდოზი). აღნიშნული გვერდითი ეფექტის განვითარება უფრო სავარაუდოა ნიუროქსიმის დიდი ხნის განმავლობაში მიღების შემთხვევაში.
მწვავე დიარეა (ფსევდომემბრანული კოლიტი). ნიუროქსიმის მსგავსმა მედიკამენტებმა შეიძლება გამოიწვიოს მსხვილი ნაწლავის ანთება, მწვავე დიარეა, სისხლის და ლორწოს თანხლებით, კუჭის ტკივილი, ცხელება.
ჯარიშ-ჰერსჰეიმერის (Jarisch-Herxheimer) რეაქცია. სიმპტომები: მაღალი ტემპერატურა (ცხელება), ციება, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი და გამონაყარი კანზე ნიუროქსიმით მკურნალობის ფონზე ლაიმის დაავადების დროს. აღნიშნული ცნობილია როგორც ჯარიშ-ჰერსჰეიმერის რეაქცია. სიმპტომები, როგორც წესი, გრძელდება რამდენიმე საათის ან ერთი დღის განმავლობაში.
აღნიშნულიდან ნებისმიერი სიმპტომის განვითარების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან მედდას.
ხშირი გვერდითი მოვლენა
შეიძლება გამოვლინდეს 10- დან 1 პაციენტში:
სოკოვანი ინფექციები (კანდიდა)
თავის ტკივილი
თავბრუსხვევა
დიარეა
ღებინება
ტკივილი მუცლის არეში
ხშირი გვერდითი მოვლენა, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს სისხლის ანალიზებში:
სისხლის თეთრი უჯრედების მომატება (ეოზინოფილია)
ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება
არახშირი გვერდითი მოვლენა
შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1 პაციენტში:
გულისრევა
გამონაყარი კანზე
არახშირი გვერდითი მოვლენა, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს სისხლის ანალიზებში:
თრომბოციტების (უჯრედები, რომლებიც მონაწილეობენ სისხლდენის შეჩერებაში თრომბის წარმოქმნის გზით) რაოდენობის შემცირება
სისხლის თეთრი უჯრედების შემცირება
დადებითი კუმბსის ტესტი
სხვა გვერდითი მოვლენები დაფიქსირდა ძალიან მცირე შემთხვევებში, მაგრამ მათი გამოვლენის ზუსტი სიხშირე ცნობილი არ არის.
მწვავე დიარეა (ფსევდომემბრანული კოლიტი)
ალერგიული რეაქციები
კანის რეაქციები (მათ შორის სერიოზული)
მაღალი ტემპერატურა (ცხელება)
კანისა და თვალის სკლერების სიყვითლე
ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)
გვერდითი მოვლენა, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს სისხლის ანალიზებში:
სისხლის წითელი უჯრედების მკვეთრი შემცირება (ჰემოლიზური ანემია)
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, ან თუ შენიშნეთ გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აქ აღწერილი, გთხოვთ მიმართოთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ
თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, მათ შორის ისეთ ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერილი გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი ეფექტების შესახებ შეგიძლიათ განაცხადოთ პირდაპირ ეროვნული სისტემის მეშვეობით. გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებით თქვენ უზრუნველყოფთ აღნიშნული მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტ ინფორმაციას.
როგორ შევინახოთ ნიუროქსიმი
აღნიშნული პრეპარატი შეინახეთ სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. შეინახეთ არაუმეტეს 250C ტემპერატურის პირობებში თავდაპირველ შეფუთვაში.
არ გამოიყენოთ აღნიშნული პრეპარატი შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.
არ მიიღოთ ნიუროქსიმი, თუ ტაბლეტი დაზიანებულია.
მედიკამენტი არ გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ნიუროქსიმი:
აქტიური ნივთიერება არის ცეფუროქსიმ აქსეტილი.
სხვა ინგრედიენტებია: მიკროკრისტალური ცელულოზა 105, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, ჰიდროგენური მცენარეული ზეთი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა (Methocel E5), პროპილენგლიკოლი, ტიტანის დიოქსიდი, ტალკი.
ნიუროქსიმის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა
ნიუროქსიმი 250მგ შემოგარსული ტაბლეტები: თეთრი ფერის, კაფსულის ფორმის შემოგარსული ტაბლეტები, ერთ მხარეს ჭდით .
ნიუროქსიმი 500მგ შემოგარსული ტაბლეტები: თეთრი ფერის, კაფსულის ფორმის შემოგარსული ტაბლეტები, ერთ მხარეს ჭდით .
ნიუროქსიმი 250 და 500მგ შემოგარსული ტაბლეტები დაფასოებულია 10 - ტაბლეტიან ბლისტერ(ებ)ში და მოთავსებულია მუყაოს კოლოფებში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
შპს Medochemie, კვიპროსი, ლიმასოლი, 3011, კონსტანტინოპოლის ქუჩა # 1-10
მწარმოებელი:
შპს Medochemie, საწარმო C, ლიმასოლი, 4101 აგიოს-ათანასიოსი, აგიოს-ათანასიოსის სამრეწველო რაიონი , მაიკლ ერაქლიუს ქუჩა #2
კომპანია, რომელიც ღებულობს მომხმარებელთა პრეტენზიებს ხარისხთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიაზე:
შპს „ნიუ ფარმა“
იურიდიული მისამართი: საქართველო, გორი, ცაბაძის ქ., კორ. 5, ბ. 32.
ფაქტობრივი მისამართი: საქართველო, თბილისი, 0154, ევდოშვილის ქ.# 18
ტელ/ფაქსი: +995 (32)210 88 18
ბოლო გადახედვის თარიღი: 2014 წლის ნოემბერი.
ზომა: 155 X 320 მმ
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


