პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ენდოკრინული თერაპია

ტატიკა

Tatica®

რეცეპტით500მგინსტრუქცია ქართულადკვიპროსი
რისთვის გამოიყენება

ტატიკა შეიცავს პრეპარატს, სახელწოდებით აბირატერონის აცეტატს. ის გამოიყენება ზრდასრულ მამაკაცებში პროსტატის კიბოს სამკურნალოდ, რომელიც სხეულის სხვა ნაწილებში ვრცელდება. ტატიკა ხელს უშლის ორგანიზმში ტესტოსტერონის გამომუშავებას; აღნიშნულმა შეიძლება შეანელოს პროსტატის კიბოს ზრდა. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
აბირატერონი (abiraterone)
ფორმა და შეფუთვა
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №60
მწარმოებელი
Remedica Limited, კვიპროსი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ენდოკრინული თერაპია, ჰორმონების სხვა ანტაგონისტები და მსგავსი საშუალებები
ATC კოდი
L02BX03
რეგისტრაციის ნომერი
რ-044811
რეგისტრირებულია
16 თებერვალი 2026, მოქმედებს 16 თებერვალი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
დახურული სააქციო საზოგადოება ეგის ფარმაცეუტიკალს წარმომადგენლობა საქართველოში
ურთიერთქმედების შემოწმებატატიკა და სხვა წამალი ერთად

ტატიკა — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ტატიკა შეიცავს პრეპარატს, სახელწოდებით აბირატერონის აცეტატს. ის გამოიყენება ზრდასრულ მამაკაცებში პროსტატის კიბოს სამკურნალოდ, რომელიც სხეულის სხვა ნაწილებში ვრცელდება. ტატიკა ხელს უშლის ორგანიზმში ტესტოსტერონის გამომუშავებას; აღნიშნულმა შეიძლება შეანელოს პროსტატის კიბოს ზრდა.

როდესაც ტატიკა ინიშნება დაავადების ადრეულ სტადიაზე, როდესაც დაავადება ჯერ კიდევ რეაგირებს ჰორმონოთერაპიაზე, პრეპარატი გამოიყენება ტესტოსტერონის დონის დამწევ მკურნალობასთან ერთად (ანდროგენდეპრივაციული თერაპია).

ამ პრეპარატის მიღებისას, ექიმი ასევე დაგინიშნავთ სხვა პრეპარატს, სახელწოდებით პრედნიზონი ან პრედნიზოლონი. ეს პრეპარატი გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის, ორგანიზმში ჭარბი სითხის (სითხის შეკავება) ან სისხლში ისეთი ქიმიური ნივთიერებების - კალიუმის დონის შემცირების რისკის შესამცირებლად.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც დაგინიშნათ თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რამდენი უნდა მიიღოთ

რეკომენდებული დოზაა 1000 მგ (ოთხი ტაბლეტი 250 მგ ან ორი ტაბლეტი 500 მგ) დღეში ერთხელ.

ამ პრეპარატის მიღება

ეს პრეპარატი მიიღება პერორალურად.

არ მიიღოთ ტატიკა საკვებთან ერთად.

მიიღეთ ტატიკა ჭამამდე სულ მცირე ერთი საათით ადრე ან ჭამიდან სულ მცირე ორი საათის შემდეგ (იხ.მე-2 პარაგრაფი, „ტატიკა საკვებთან ერთად“).

გადაყლაპეთ ტაბლეტები მთლიანად წყალთან ერთად.

არ გატეხოთ ტაბლეტები.

ტატიკა მიიღება პრეპარატთან ერთად, რომელსაც ეწოდება პრედნიზონი ან პრედნიზოლონი. მიიღეთ პრედნიზონი ან პრედნიზოლონი თქვენი ექიმის ზუსტი დანიშნულებისამებრ.

ტატიკას მიღების დროს ყოველდღიურად უნდა მიიღოთ პრედნიზონი ან პრედნიზოლონი.

გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევის დროს შესაძლოა საჭირო გახდეს პრედნიზონის ან პრედნიზოლონის დოზის შეცვლა. თქვენი ექიმი გაცნობებთ, გჭირდებათ თუ არა მისაღები პრედნიზონის ან პრედნიზოლონის დოზის შეცვლა. არ შეწყვიტოთ პრედნიზონის ან პრედნიზოლონი მიღებას, თუ თქვენი ექიმი არ გირჩევთ ამას.

ტატიკას და პრედნიზონის ან პრედნიზოლონის მიღების დროს თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სხვა პრეპარატებიც.

თუ მიიღეთ ტატიკა საჭიროზე მეტი რაოდენობით

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი დოზა, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან მიმართეთ საავადმყოფოს.

თუ დაგავიწყდათ ტატიკას მიღება

თუ დაგავიწყდათ ტატიკას, პრედნიზონის ან პრედნიზოლონის მიღება, მიიღეთ თქვენი ჩვეულებრივი დოზა მეორე დღეს.

თუ დაგავიწყდათ ტატიკას, პრედნიზონის ან პრედნიზოლონის მიღება ერთ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.

თუ შეწყვეტთ ტატიკას მიღებას

არ შეწყვიტოთ ტატიკას, პრედნიზონის ან პრედნიზოლონის მიღება, თუ თქვენი ექიმი არ გირჩევთ ამას.

თუ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვა ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

თუ გაქვთ ალერგია აბირატერონის აცეტატზე ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე (ჩამოთვლილია მე-6 პარაგრაფში).

თუ ხართ ქალი, განსაკუთრებით ორსულობის შემთხვევაში. აბირატერონი გამოიყენება მხოლოდ მამრობითი სქესის პაციენტებში.

თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე დაზიანება.

რადიუმ-223-თან (რომელიც გამოიყენება პროსტატის კიბოს სამკურნალოდ) კომბინაციაში.

არ მიიღოთ ეს პრეპარატი, თუ ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე პუნქტი გეხებათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სიფრთხილის ზომები

ამ პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან:

თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები;

თუ გითხრეს, რომ გაქვთ მაღალი არტერიული წნევა ან გულის უკმარისობა ან სისხლში კალიუმის დაბალი დონე (სისხლში კალიუმის დაბალმა დონემ შეიძლება გაზარდოს გულის რითმის პრობლემების რისკი);

თუ გქონიათ გულის ან სისხლძარღვების სხვა პრობლემები;

თუ გაქვთ არარეგულარული ან სწრაფი გულისცემა;

თუ აღგენიშნებათ ქოშინი;

თუ სწრაფად მოიმატეთ წონაში;

თუ გაქვთ ტერფების, კოჭების ან ფეხების შეშუპება;

თუ წარსულში იღებდით კეტოკონაზოლის სახელწოდებით ცნობილ პრეპარატს პროსტატის კიბოს სამკურნალოდ;

ამ მედიკამენტის პრედნიზონთან ან პრედნიზოლონთან ერთად მიღების აუცილებლობა;

ძვლებზე შესაძლო ზემოქმედება;

თუ გაქვთ სისხლში შაქრის მაღალი დონე.

აცნობეთ ექიმს, თუ გითხრეს, რომ გაქვთ გულის ან სისხლძარღვების რაიმე დაავადება, მათ შორის გულის რიტმის პრობლემები (არითმია), ან თუ მკურნალობთ ამ მდგომარეობების სამკურნალო საშუალებებით.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ აღგენიშნებათ კანის ან თვალების გაყვითლება, შარდის გამუქება ან ძლიერი გულისრევა ან ღებინება, რადგან ეს შეიძლება იყოს ღვიძლის პრობლემების ნიშნები ან სიმპტომები. იშვიათად შეიძლება განვითარდეს ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (ღვიძლის მწვავე უკმარისობა), რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი.

შეიძლება აღნიშნოს სისხლის წითელი უჯრედების შემცირება, სექსუალური ლტოლვის (ლიბიდოს) დაქვეითება, კუნთების სისუსტე და/ან კუნთების ტკივილი.

აბირატერონის მიღება არ შეიძლება რადიუმ-223-თან ერთად ძვლის მოტეხილობის ან სიკვდილის რისკის შესაძლო ზრდის გამო.

თუ აბირატერონით და პრედნიზონით/პრედნიზოლონით მკურნალობის შემდეგ გეგმავთ რადიუმ-223-ის მიღებას, დაიცადეთ 5 დღე რადიუმ-223-ით მკურნალობის დაწყებამდე.

თუ არ ხართ დარწმუნებული, გეხებათ თუ არა ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე პირობა, ამ პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

სისხლის მონიტორინგი

აბირატერონმა შესაძლოა გავლენა იქონიოს თქვენს ღვიძლზე და შესაძლოა არ გქონდეთ რაიმე სიმპტომები. ამ პრეპარატის მიღებისას, თქვენი ექიმი პერიოდულად შეამოწმებს თქვენს სისხლს, რათა გამოავლინოს ღვიძლზე რაიმე ზემოქმედება.

ბავშვები და მოზარდები

ეს პრეპარატი არ არის განკუთვნილი ბავშვებსა და მოზარდებში გამოსაყენებლად. თუ ბავშვმა ან მოზარდმა შემთხვევით გადაყლაპა აბირატერონი, დაუყოვნებლივ მიმართეთ საავადმყოფოს და თან იქონიეთ შეფუთვის ფურცელი-ჩანართი სასწრაფო დახმარების ექიმისთვის საჩვენებლად.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა სამკურნალო საშუალებები. ეს მნიშვნელოვანია, რადგან აბირატერონმა შეიძლება გააძლიეროს რამდენიმე პრეპარატის, მათ შორის გულის სამკურნალო საშუალებების, ტრანკვილიზატორების, დიაბეტის ზოგიერთი პრეპარატის, მცენარეული მედიკამენტების (მაგ., კრაზანას) და სხვა პრეპარატების ეფექტი. თქვენმა ექიმმა შეიძლება შეგიცვალოთ ამ პრეპარატების დოზები. ასევე, ზოგიერთმა პრეპარატმა შეიძლება გააძლიეროს ან შეამციროს აბირატერონის ეფექტი. ამან შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები ან აბირატერონმა შეიძლება აღარ იმოქმედოს ისე ეფექტურად, როგორც საჭიროა.

ანდროგენდეპრივაციულმა მკურნალობამ შეიძლება გაზარდოს გულის რიტმის პრობლემების რისკი. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ მედიკამენტებს, რომლებიც:

გამოიყენება გულის რიტმის პრობლემების სამკურნალოდ (მაგ., ქინიდინი, პროკაინამიდი, ამიოდარონი და სოტალოლი);

ცნობილია, რომ ზრდის გულის რიტმის პრობლემების რისკს [მაგ., მეტადონი (გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად და ნარკოდამოკიდებულების დეტოქსიკაციის დროს), მოქსიფლოქსაცინი (ანტიბიოტიკი), ანტიფსიქოზური საშუალებები (გამოიყენება სერიოზული ფსიქიკური დაავადებების დროს)].

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს.

ტატიკა საკვებთან ერთად

ეს პრეპარატი არ მიიღება საკვებთან ერთად (იხ. მე-3 პარაგრაფი, „ინფორმაცია ამ პრეპარატის მიღების შესახებ“).

ტატიკას საკვებთან ერთად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ტატიკა არ არის განკუთვნილი ქალებისთვის.

ამ პრეპარატმა შეიძლება ზიანი მიაყენოს ნაყოფს, თუ მას ორსული ქალები მიიღებენ.

თუ გაქვთ სქესობრივი კავშირი ქალთან, რომელსაც შეუძლია დაორსულება, გამოიყენეთ პრეზერვატივი და ჩასახვის საწინააღმდეგო სხვა ეფექტური მეთოდი.

თუ გაქვთ სქესობრივი კავშირი ორსულ ქალთან, გამოიყენეთ პრეზერვატივი ნაყოფს დასაცავად.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ეს პრეპარატი სავარაუდოდ არ იმოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის და ნებისმიერი ხელსაწყოების ან მექანიზმების გამოყენების უნარზე.

ტატიკა შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს.

თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.

ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ერთ დოზაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არსებითად „არ შეიცავს ნატრიუმს”.

გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ სამკურნალო საშუალებასაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს.

შეწყვიტეთ ტატიკას მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ შემდეგს:

კუნთების სისუსტე, კუნთების კრთომა ან გულისცემის გახშირება (პალპიტაცია). ეს შეიძლება იყოს სისხლში კალიუმის დაბალი დონის ნიშნები.

სხვა გვერდითი მოვლენები მოიცავს:

ძალიან ხშირი (შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანზე):

სითხე ფეხებსა ან ტერფებში, სისხლში კალიუმის დაბალი დონე, ღვიძლის ფუნქციური სინჯების მომატება, მაღალი არტერიული წნევა, საშარდე გზების ინფექცია, დიარეა.

ხშირი (შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1 ადამიანზე):

სისხლში ცხიმის მაღალი დონე, ტკივილი გულმკერდის არეში, არარეგულარული გულისცემა (წინაგულების ფიბრილაცია), გულის უკმარისობა, გახშირებული პულსი, მძიმე ინფექციები, რომლებსაც სეფსისი ეწოდება, ძვლების მოტეხილობები, საჭმლის მონელების დარღვევა, სისხლი შარდში, გამონაყარი.

არახშირი (შეიძლება გავლენა იქონიოს 100-დან 1 ადამიანზე):

თირკმელზედა ჯირკვლის პრობლემები (მარილისა და წყლის პრობლემებთან დაკავშირებული), პათოლოგიური გულის რიტმი (არითმია), კუნთების სისუსტე და/ან კუნთების ტკივილი.

იშვიათი (შეიძლება გავლენა იქონიოს 1000-დან 1 ადამიანზე):

ფილტვების გაღიზიანება (ასევე ცნობილია, როგორც ალერგიული ალვეოლიტი).

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (ასევე ცნობილია, როგორც ღვიძლის მწვავე უკმარისობა).

უცნობი (არსებული მონაცემებით სიხშირის შეფასება შეუძლებელია):

გულის შეტევა, ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე (QT ინტერვალის გახანგრძლივება) და სერიოზული ალერგიული რეაქციები ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებით, სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპებით ან გამონაყარი ქავილით.

მამაკაცებში, რომლებიც მკურნალობენ პროსტატის კიბოს, შეიძლება განვითარდეს ძვლის დანაკარგი. ტატიკა და პრედნიზონის ან პრედნიზოლონის კომბინაციია გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ძვლის დანაკარგი.

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

თუ აღგენიშნებათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აღნიშნული ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენაზე, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირ: Nemzeti Népegészségügyi és Gyógyszerészeti Központ, H-1372 Budapest, Postafiók 450., www.ogyei.gov.hu (საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ფარმაციის ეროვნული ცენტრი, H-1372 ბუდაპეშტი, საფოსტო ყუთი 450, www.ogyei.gov.hu)

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ დაგვეხმარებით მივიღოთ მეტიინფორმაცია ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერებაა აბირატერონის აცეტატი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 250 მგ ან 500 მგ აბირატერონის აცეტატს.

სხვა ინგრედიენტებია:

ნატრიუმის კროსკარმელოზა, ნატრიუმის ლაურილსულფატი, პოვიდონი (E1201), მიკროკრისტალური ცელულოზა (E460), ლაქტოზის მონოჰიდრატი, სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი (E551), მაგნიუმის სტეარატი (E470b) (იხ. მე-2 პარაგრაფი, „ტატიკა შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს“).

გარსი: პოლივინილის სპირტი (E1203), ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი (E1521), ტალკი (E553b),

მხოლოდ 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტებისთვის: რკინის ოქსიდი წითელი (E172), რკინის ოქსიდი შავი (E172)

ტატიკას გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

ტატიკა 250 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არის თეთრი ან მოთეთრო ფერის, ოვალური ფორმის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ერთ მხარეს ამოტვიფრულია წარწერა „250“, ზომებია 14.2 მმ x 7.2 მმ.

ტატიკა 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არის იისფერი, ოვალური ფორმის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ერთ მხარეს ამოტვიფრულია წარწერა „500“, ზომებია 18.9 მმ x 9.5 მმ.

ტაბლეტები გამოდის შემდეგი ფორმით:

ტატიკა 250 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები:

ალუმინის /ოპა/ალ/პვქ ან ალ//პვქ/პქ/პვდქ ბლისტერები, რომლებიც შეიცავს 112 და 120 აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტს.

ტატიკა 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები:

ალუმინის-ოპა/ალ/პვქ ან ალუმინ-პვქ/პე/პვდქ ბლისტერები, რომლებიც შეიცავს 56 და 60 აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტს.

შესაძლოა, ყველა შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი ბაზარზე.

შენახვის პირობები

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს პრეპატატი ბლისტერზე და მუყაოს კოლოფზე მითითებულ ვარგისიანობის ვადის (EXP) გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღეს.

ეს პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

პაციენტის საინფორმაციო ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

ტატიკა® 250 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ტატიკა® 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

აბირატერონის აცეტატი

მოცემული სამკურნალო პრეპარატის გამოყენებამდე, სრულად და ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე ფურცელი-ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შესაძლებელია დაგჭირდეთ მისი ხელახალი წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

აღნიშნული პრეპარატი დანიშნულია პირადად თქვენთვის. არ გადასცეთ იგი სხვა პირებს. ამ პრეპარატმა შეიძლება ავნოს მათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ დაავადების ისეთივე ნიშნები აქვთ, როგორიც თქვენ.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აღნიშნული მოიცავს ნებიმსმიერ ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც მოცემული არ არის წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.

პაციენტის საინფორმაციო ფურცელი-ჩანართი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:

  • რას წარმოადგენს ტატიკა და რისთვის გამოიყენება?
  • რა უნდა იცოდეთ ტატიკას მიღებამდე
  • როგორ მიიღება ტატიკა?
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები
  • როგორ ინახება ტატიკა?
  • შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას წარმოადგენს ტატიკა და რისთვის გამოიყენება?

ტატიკა შეიცავს პრეპარატს, სახელწოდებით აბირატერონის აცეტატს. ის გამოიყენება ზრდასრულ მამაკაცებში პროსტატის კიბოს სამკურნალოდ, რომელიც სხეულის სხვა ნაწილებში ვრცელდება. ტატიკა ხელს უშლის ორგანიზმში ტესტოსტერონის გამომუშავებას; აღნიშნულმა შეიძლება შეანელოს პროსტატის კიბოს ზრდა.

როდესაც ტატიკა ინიშნება დაავადების ადრეულ სტადიაზე, როდესაც დაავადება ჯერ კიდევ რეაგირებს ჰორმონოთერაპიაზე, პრეპარატი გამოიყენება ტესტოსტერონის დონის დამწევ მკურნალობასთან ერთად (ანდროგენდეპრივაციული თერაპია).

ამ პრეპარატის მიღებისას, ექიმი ასევე დაგინიშნავთ სხვა პრეპარატს, სახელწოდებით პრედნიზონი ან პრედნიზოლონი. ეს პრეპარატი გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის, ორგანიზმში ჭარბი სითხის (სითხის შეკავება) ან სისხლში ისეთი ქიმიური ნივთიერებების - კალიუმის დონის შემცირების რისკის შესამცირებლად.

რა უნდა იცოდეთ ტატიკას მიღებამდე

არ მიიღოთ ტატიკა:

თუ გაქვთ ალერგია აბირატერონის აცეტატზე ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე (ჩამოთვლილია მე-6 პარაგრაფში).

თუ ხართ ქალი, განსაკუთრებით ორსულობის შემთხვევაში. აბირატერონი გამოიყენება მხოლოდ მამრობითი სქესის პაციენტებში.

თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე დაზიანება.

რადიუმ-223-თან (რომელიც გამოიყენება პროსტატის კიბოს სამკურნალოდ) კომბინაციაში.

არ მიიღოთ ეს პრეპარატი, თუ ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე პუნქტი გეხებათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ამ პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან:

თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები;

თუ გითხრეს, რომ გაქვთ მაღალი არტერიული წნევა ან გულის უკმარისობა ან სისხლში კალიუმის დაბალი დონე (სისხლში კალიუმის დაბალმა დონემ შეიძლება გაზარდოს გულის რითმის პრობლემების რისკი);

თუ გქონიათ გულის ან სისხლძარღვების სხვა პრობლემები;

თუ გაქვთ არარეგულარული ან სწრაფი გულისცემა;

თუ აღგენიშნებათ ქოშინი;

თუ სწრაფად მოიმატეთ წონაში;

თუ გაქვთ ტერფების, კოჭების ან ფეხების შეშუპება;

თუ წარსულში იღებდით კეტოკონაზოლის სახელწოდებით ცნობილ პრეპარატს პროსტატის კიბოს სამკურნალოდ;

ამ მედიკამენტის პრედნიზონთან ან პრედნიზოლონთან ერთად მიღების აუცილებლობა;

ძვლებზე შესაძლო ზემოქმედება;

თუ გაქვთ სისხლში შაქრის მაღალი დონე.

აცნობეთ ექიმს, თუ გითხრეს, რომ გაქვთ გულის ან სისხლძარღვების რაიმე დაავადება, მათ შორის გულის რიტმის პრობლემები (არითმია), ან თუ მკურნალობთ ამ მდგომარეობების სამკურნალო საშუალებებით.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ აღგენიშნებათ კანის ან თვალების გაყვითლება, შარდის გამუქება ან ძლიერი გულისრევა ან ღებინება, რადგან ეს შეიძლება იყოს ღვიძლის პრობლემების ნიშნები ან სიმპტომები. იშვიათად შეიძლება განვითარდეს ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (ღვიძლის მწვავე უკმარისობა), რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი.

შეიძლება აღნიშნოს სისხლის წითელი უჯრედების შემცირება, სექსუალური ლტოლვის (ლიბიდოს) დაქვეითება, კუნთების სისუსტე და/ან კუნთების ტკივილი.

აბირატერონის მიღება არ შეიძლება რადიუმ-223-თან ერთად ძვლის მოტეხილობის ან სიკვდილის რისკის შესაძლო ზრდის გამო.

თუ აბირატერონით და პრედნიზონით/პრედნიზოლონით მკურნალობის შემდეგ გეგმავთ რადიუმ-223-ის მიღებას, დაიცადეთ 5 დღე რადიუმ-223-ით მკურნალობის დაწყებამდე.

თუ არ ხართ დარწმუნებული, გეხებათ თუ არა ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე პირობა, ამ პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

სისხლის მონიტორინგი

აბირატერონმა შესაძლოა გავლენა იქონიოს თქვენს ღვიძლზე და შესაძლოა არ გქონდეთ რაიმე სიმპტომები. ამ პრეპარატის მიღებისას, თქვენი ექიმი პერიოდულად შეამოწმებს თქვენს სისხლს, რათა გამოავლინოს ღვიძლზე რაიმე ზემოქმედება.

ბავშვები და მოზარდები

ეს პრეპარატი არ არის განკუთვნილი ბავშვებსა და მოზარდებში გამოსაყენებლად. თუ ბავშვმა ან მოზარდმა შემთხვევით გადაყლაპა აბირატერონი, დაუყოვნებლივ მიმართეთ საავადმყოფოს და თან იქონიეთ შეფუთვის ფურცელი-ჩანართი სასწრაფო დახმარების ექიმისთვის საჩვენებლად.

სხვა სამკურნალო საშუალებები და ტატიკა

ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა სამკურნალო საშუალებები. ეს მნიშვნელოვანია, რადგან აბირატერონმა შეიძლება გააძლიეროს რამდენიმე პრეპარატის, მათ შორის გულის სამკურნალო საშუალებების, ტრანკვილიზატორების, დიაბეტის ზოგიერთი პრეპარატის, მცენარეული მედიკამენტების (მაგ., კრაზანას) და სხვა პრეპარატების ეფექტი. თქვენმა ექიმმა შეიძლება შეგიცვალოთ ამ პრეპარატების დოზები. ასევე, ზოგიერთმა პრეპარატმა შეიძლება გააძლიეროს ან შეამციროს აბირატერონის ეფექტი. ამან შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები ან აბირატერონმა შეიძლება აღარ იმოქმედოს ისე ეფექტურად, როგორც საჭიროა.

ანდროგენდეპრივაციულმა მკურნალობამ შეიძლება გაზარდოს გულის რიტმის პრობლემების რისკი. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ მედიკამენტებს, რომლებიც:

გამოიყენება გულის რიტმის პრობლემების სამკურნალოდ (მაგ., ქინიდინი, პროკაინამიდი, ამიოდარონი და სოტალოლი);

ცნობილია, რომ ზრდის გულის რიტმის პრობლემების რისკს [მაგ., მეტადონი (გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად და ნარკოდამოკიდებულების დეტოქსიკაციის დროს), მოქსიფლოქსაცინი (ანტიბიოტიკი), ანტიფსიქოზური საშუალებები (გამოიყენება სერიოზული ფსიქიკური დაავადებების დროს)].

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს.

ტატიკა საკვებთან ერთად

ეს პრეპარატი არ მიიღება საკვებთან ერთად (იხ. მე-3 პარაგრაფი, „ინფორმაცია ამ პრეპარატის მიღების შესახებ“).

ტატიკას საკვებთან ერთად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ტატიკა არ არის განკუთვნილი ქალებისთვის.

ამ პრეპარატმა შეიძლება ზიანი მიაყენოს ნაყოფს, თუ მას ორსული ქალები მიიღებენ.

თუ გაქვთ სქესობრივი კავშირი ქალთან, რომელსაც შეუძლია დაორსულება, გამოიყენეთ პრეზერვატივი და ჩასახვის საწინააღმდეგო სხვა ეფექტური მეთოდი.

თუ გაქვთ სქესობრივი კავშირი ორსულ ქალთან, გამოიყენეთ პრეზერვატივი ნაყოფს დასაცავად.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების გამოყენება

ეს პრეპარატი სავარაუდოდ არ იმოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის და ნებისმიერი ხელსაწყოების ან მექანიზმების გამოყენების უნარზე.

ტატიკა შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს.

თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.

ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ერთ დოზაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არსებითად „არ შეიცავს ნატრიუმს”.

როგორ მიიღება ტატიკა?

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც დაგინიშნათ თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რამდენი უნდა მიიღოთ

რეკომენდებული დოზაა 1000 მგ (ოთხი ტაბლეტი 250 მგ ან ორი ტაბლეტი 500 მგ) დღეში ერთხელ.

ამ პრეპარატის მიღება

ეს პრეპარატი მიიღება პერორალურად.

არ მიიღოთ ტატიკა საკვებთან ერთად.

მიიღეთ ტატიკა ჭამამდე სულ მცირე ერთი საათით ადრე ან ჭამიდან სულ მცირე ორი საათის შემდეგ (იხ.მე-2 პარაგრაფი, „ტატიკა საკვებთან ერთად“).

გადაყლაპეთ ტაბლეტები მთლიანად წყალთან ერთად.

არ გატეხოთ ტაბლეტები.

ტატიკა მიიღება პრეპარატთან ერთად, რომელსაც ეწოდება პრედნიზონი ან პრედნიზოლონი. მიიღეთ პრედნიზონი ან პრედნიზოლონი თქვენი ექიმის ზუსტი დანიშნულებისამებრ.

ტატიკას მიღების დროს ყოველდღიურად უნდა მიიღოთ პრედნიზონი ან პრედნიზოლონი.

გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევის დროს შესაძლოა საჭირო გახდეს პრედნიზონის ან პრედნიზოლონის დოზის შეცვლა. თქვენი ექიმი გაცნობებთ, გჭირდებათ თუ არა მისაღები პრედნიზონის ან პრედნიზოლონის დოზის შეცვლა. არ შეწყვიტოთ პრედნიზონის ან პრედნიზოლონი მიღებას, თუ თქვენი ექიმი არ გირჩევთ ამას.

ტატიკას და პრედნიზონის ან პრედნიზოლონის მიღების დროს თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სხვა პრეპარატებიც.

თუ მიიღეთ ტატიკა საჭიროზე მეტი რაოდენობით

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი დოზა, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან მიმართეთ საავადმყოფოს.

თუ დაგავიწყდათ ტატიკას მიღება

თუ დაგავიწყდათ ტატიკას, პრედნიზონის ან პრედნიზოლონის მიღება, მიიღეთ თქვენი ჩვეულებრივი დოზა მეორე დღეს.

თუ დაგავიწყდათ ტატიკას, პრედნიზონის ან პრედნიზოლონის მიღება ერთ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.

თუ შეწყვეტთ ტატიკას მიღებას

არ შეწყვიტოთ ტატიკას, პრედნიზონის ან პრედნიზოლონის მიღება, თუ თქვენი ექიმი არ გირჩევთ ამას.

თუ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვა ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ სამკურნალო საშუალებასაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს.

შეწყვიტეთ ტატიკას მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ შემდეგს:

კუნთების სისუსტე, კუნთების კრთომა ან გულისცემის გახშირება (პალპიტაცია). ეს შეიძლება იყოს სისხლში კალიუმის დაბალი დონის ნიშნები.

სხვა გვერდითი მოვლენები მოიცავს:

ძალიან ხშირი (შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანზე):

სითხე ფეხებსა ან ტერფებში, სისხლში კალიუმის დაბალი დონე, ღვიძლის ფუნქციური სინჯების მომატება, მაღალი არტერიული წნევა, საშარდე გზების ინფექცია, დიარეა.

ხშირი (შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1 ადამიანზე):

სისხლში ცხიმის მაღალი დონე, ტკივილი გულმკერდის არეში, არარეგულარული გულისცემა (წინაგულების ფიბრილაცია), გულის უკმარისობა, გახშირებული პულსი, მძიმე ინფექციები, რომლებსაც სეფსისი ეწოდება, ძვლების მოტეხილობები, საჭმლის მონელების დარღვევა, სისხლი შარდში, გამონაყარი.

არახშირი (შეიძლება გავლენა იქონიოს 100-დან 1 ადამიანზე):

თირკმელზედა ჯირკვლის პრობლემები (მარილისა და წყლის პრობლემებთან დაკავშირებული), პათოლოგიური გულის რიტმი (არითმია), კუნთების სისუსტე და/ან კუნთების ტკივილი.

იშვიათი (შეიძლება გავლენა იქონიოს 1000-დან 1 ადამიანზე):

ფილტვების გაღიზიანება (ასევე ცნობილია, როგორც ალერგიული ალვეოლიტი).

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (ასევე ცნობილია, როგორც ღვიძლის მწვავე უკმარისობა).

უცნობი (არსებული მონაცემებით სიხშირის შეფასება შეუძლებელია):

გულის შეტევა, ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე (QT ინტერვალის გახანგრძლივება) და სერიოზული ალერგიული რეაქციები ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებით, სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპებით ან გამონაყარი ქავილით.

მამაკაცებში, რომლებიც მკურნალობენ პროსტატის კიბოს, შეიძლება განვითარდეს ძვლის დანაკარგი. ტატიკა და პრედნიზონის ან პრედნიზოლონის კომბინაციია გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ძვლის დანაკარგი.

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

თუ აღგენიშნებათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აღნიშნული ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენაზე, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირ: Nemzeti Népegészségügyi és Gyógyszerészeti Központ, H-1372 Budapest, Postafiók 450., www.ogyei.gov.hu (საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ფარმაციის ეროვნული ცენტრი, H-1372 ბუდაპეშტი, საფოსტო ყუთი 450, www.ogyei.gov.hu)

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ დაგვეხმარებით მივიღოთ მეტიინფორმაცია ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

როგორ ინახება ტატიკა?

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს პრეპატატი ბლისტერზე და მუყაოს კოლოფზე მითითებულ ვარგისიანობის ვადის (EXP) გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღეს.

ეს პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ტატიკა

მოქმედი ნივთიერებაა აბირატერონის აცეტატი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 250 მგ ან 500 მგ აბირატერონის აცეტატს.

სხვა ინგრედიენტებია:

ნატრიუმის კროსკარმელოზა, ნატრიუმის ლაურილსულფატი, პოვიდონი (E1201), მიკროკრისტალური ცელულოზა (E460), ლაქტოზის მონოჰიდრატი, სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი (E551), მაგნიუმის სტეარატი (E470b) (იხ. მე-2 პარაგრაფი, „ტატიკა შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს“).

გარსი: პოლივინილის სპირტი (E1203), ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი (E1521), ტალკი (E553b),

მხოლოდ 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტებისთვის: რკინის ოქსიდი წითელი (E172), რკინის ოქსიდი შავი (E172)

ტატიკას გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

ტატიკა 250 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არის თეთრი ან მოთეთრო ფერის, ოვალური ფორმის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ერთ მხარეს ამოტვიფრულია წარწერა „250“, ზომებია 14.2 მმ x 7.2 მმ.

ტატიკა 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არის იისფერი, ოვალური ფორმის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ერთ მხარეს ამოტვიფრულია წარწერა „500“, ზომებია 18.9 მმ x 9.5 მმ.

ტაბლეტები გამოდის შემდეგი ფორმით:

ტატიკა 250 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები:

ალუმინის /ოპა/ალ/პვქ ან ალ//პვქ/პქ/პვდქ ბლისტერები, რომლებიც შეიცავს 112 და 120 აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტს.

ტატიკა 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები:

ალუმინის-ოპა/ალ/პვქ ან ალუმინ-პვქ/პე/პვდქ ბლისტერები, რომლებიც შეიცავს 56 და 60 აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტს.

შესაძლოა, ყველა შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი ბაზარზე.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

დსს ეგის ფარმაცეუტიკალსი

1106 ბუდაპეშტი, კერესტურის ქ. 30-38

უნგრეთი

მწარმოებელი

შპს რემედიცა

აჰარნონის ქუჩა, ლიმასოლის სამრეწველო ზონა

3056 ლიმასოლი

კვიპროსი

ეს სამკურნალო საშუალება ავტორიზებულია ევროპის ეკონომიკური ზონის წევრ სახელმწიფოებში შემდეგი სახელწოდებებით:

ნიდერლანდები Tatica 250 mg, 500 mg filmomhulde tabletten

ბულგარეთი Tatica 250 mg, 500 mg филмирани таблетки

Tatica 250 mg, 500 mg film-coated tablets

ჩეხეთის რესპუბლიკა Tatica

საფრანგეთი ABIRATERONE BIOGARAN 500 mg, comprimé pelliculé

უნგრეთი Tatica 250 mg, 500 mg filmtabletta

ლიეტუვა Tatica 250 mg, 500 mg plėvele dengtos tabletės

ლატვია Tatica 250 mg, 500 mg apvalkotās tabletes

პოლონეთი Tatica

რუმინეთი Tatica 250 mg, 500 mg comprimate filmate

სლოვაკეთი Tatica 250 mg, 500 mg filmom obalené tablety

ტატიკა 250 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები:

OGYI-T-23905/01-04

ტატიკა 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები:

OGYI-T-23905/05-10

წინამდებარე ფურცელი-ჩანართი ბოლოს გადაიხედა 2022 წლის ნოემბერში.

თარგმანი სწორია:

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა