პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები

სევორანი

Sevorane

რეცეპტით100%ინსტრუქცია ქართულადიტალია
რისთვის გამოიყენება

სევორანი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას სევოფლურანს. სევოფლურანი მიეკუთვნება ზოგადი ანესთეტიკების ჯგუფს, რომლებიც გამოიყენება ქირურგიაში და შეიყვანება ორთქლის სახით შესუნთქვისთვის. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
სევოფლურანი (sevoflurane)
ფორმა და შეფუთვა
100% 250მლ საინჰალაციო სითხე პოლიეთილენნაფტალატის ფლაკონი №1
მწარმოებელი
AbbVie S.r.l., იტალია
გაცემის წესი
II ჯგუფი, აკრძალულია საცალო რეალიზაცია, გაიცემა მხოლოდ შესაბამისი ნებართვის/ლიცენზიის მქონე დაწესებულებებზე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
საანესთეზიო საშუალებები, ზოგადი საანესთეზიო საშუალებები
ATC კოდი
N01AB08
რეგისტრაციის ნომერი
რ-041100
რეგისტრირებულია
23 მაისი 2024, მოქმედებს 23 მაისი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
UAB Biomapas (ლიტვა)
განმცხადებელი
UAB Biomaps-ის პასუხისმგებელი პირი ნატა ოსიტაშვილი
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებასევორანი და სხვა წამალი ერთად

სევორანი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

სევორანი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას სევოფლურანს. სევოფლურანი მიეკუთვნება ზოგადი ანესთეტიკების ჯგუფს, რომლებიც გამოიყენება ქირურგიაში და შეიყვანება ორთქლის სახით შესუნთქვისთვის.

გამოყენების ჩვენებები

პრეპარატი სევორანი ნაჩვენებია ზოგადი ანესთეზიის ინდუქციისა და შენარჩუნებისათვის ზრდასრულ პაციენტებში და ბავშვებში სტაციონარული და ამბულატორიული ოპერაციების დროს.

მიღების წესი და დოზირება

პრემედიკაცია

პრემედიკაცია უნდა შეირჩეს ანესთეზიოლოგის მიერ ინდივიდუალურად თითოეული პაციენტისთვის.

ზოგადი ანესთეზია ქირურგიული ჩარევების დროს

სევორანი უნდა იქნას შეყვანილი აორთქლების დანადგარის დახმარებით, რომელიც სპეციალურად არის კალიბრირებული სევოფლურანის გამოყენებისთვის ისე, რომ კონცენტრაცია, რომელიც მიეწოდება, ზუსტად იქნას გაკონტროლებული.

ინდუქცია

აუცილებელია დოზის ინდივიდუალურად შერჩევა და მისი გაზრდა სასურველ ეფექტამდე, პაციენტის ასაკისა და კლინიკური მდგომარეობის შესაბამისად. შეიძლება შეყვანილი იქნას ხანმოკლე მოქმედების ბარბიტურატი ან სხვა ინტრავენური საშუალება ინდუქციისათვის, რასაც მოჰყვება სევოფლურანის შეყვანა ინჰალაციის გზით. ინდუქციისთვის სევოფლურანი შეიძლება იქნას შეყვანილი ჟანგბადთან ან ჟანგბადისა და აზოტის ოქსიდის ნარევთან ერთად. ინდუქციის დროს ზრდასრულ პაციენტებში სევოფლურანის გამოყენება 5%-მდე კონცენტრაციით ჩვეულებრივ უზრუნველყოფს ქირურგიულ ანესთეზიას 2 წუთზე ნაკლებ დროში. ბავშვებში ინდუქციის დროს სევოფლურანის გამოყენება 7%-მდე კონცენტრაციით ჩვეულებრივ უზრუნველყოფს ქირურგიულ ანესთეზიას 2 წუთზე ნაკლები დროში.

ალტერნატიულად,ინდუქციისთვის სევოფლურანის გამოყენება 8%-მდე კონცენტრაციით შესაძლებელია იმ პაციენტებში, რომლებსაც არ ჩაუტარდათ პრემედიკაცია.

შენარჩუნება

ანესთეზიის ქირურგიული დონეები შეიძლება შენარჩუნდეს სევოფლურანის 0,5%-დან 3%-მდე კონცენტრაციით აზოტის ქვეჟანგით ან მის გარეშე.

ცხრილი.

სევოფლურანის მინიმალური ალვეოლარული კონცენტრაცია ზრდასრულებში და ბავშვებში პაციენტის ასაკიდან გამომდინარე

პაციენტის ასაკი

სევოფლურანი ჟანგბადში

სევოფლურანი 65% N 2 O /35% O 2- ში

0-1 თვე*

  • 3%
  • 0%**

1 თვე - < 6 თვეზე

  • 0%

6 თვე - < 3 წელი

  • 8%

3-12 წელი

  • 5%

25 წელი

  • 6%
  • 4%

40 წელი

  • 1%
  • 1%

60 წელი

  • 7%
  • 90%

80 წლის

  • 4%
  • 70%
  • დროულად გაჩენილი ახალშობილები. დღენაკლულ ახალშობილებში მაკ არ განისაზღვრებოდა.
  • *1-<3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის გამოყენებული იყო 60% N 2 O/40% O 2 .

ხანდაზმული ასაკის პირები

სევოფლურანის მინიმალური ალვეოლური კონცენტრაცია (მაკ) მცირდება ასაკთან ერთად და აზოტის ქვეჟანგის დამატების შემთხვევაში. სევოფლურანის საშუალო კონცენტრაცია, რომელიც აუცილებელია მაკ-ის მისაღწევად 80 წლის ასაკის პაციენტებში, შეადგენს იმ კონცენტრაციის დაახლოებით 50%-ს, რომელიც აუცილებელია 20 წლის ასაკის პაციენტებისათვის . ცხრილში მოყვანილია მაკ-ის საშუალო მაჩვენებლები სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისათვის.

ბავშვები

ცხრილში მოყვანილია მაკ-ის საშუალო მნიშვნელობები სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებისთვის.

ანესთეზიიდან გამოსვლა.

სევოფლურანით ანესთეზიის შემდეგ ანესთეზიიდან გამოსვლის დრო ჩვეულებრივ ხანმოკლეა. ამგვარად, პაციენტებს შეიძლება დასჭირდეთ ადრეული ოპერაციის შემდგომი ტკივილის გაყუჩება.

უკუჩვენებები

თუ ხართ ალერგიული მოქმედი ნივთიერების და/ან სხვა ჰალოგენის შემცველი ანესთეტიკის მიმართ (მაგალითად, ანამნეზში ღვიძლის ფუნქციის დარღვევების არსებობისას ჩვეულებრივ ღვიძლის ფერმენტების დონის მომატებით, სხეულის ტემპერატურის მომატებით ( ციებ-ცხელება ), ლეიკოციტების (ლეიკოციტოზი) და/ან ეოზინოფილების (ეოზინოფილია) რაოდენობის მომატებით, რომლებიც წარმოიშვა გაურკვეველი მიზეზების გამო ჰალოგენის შემცველი ანესთეტიკების გამოყენების შემდეგ);

თუ იცით ან ფიქრობთ, რომ გაქვთ მიდრეკილება ავთვისებიანი ჰიპერთერმიის მიმართ (სხეულის ტემპერატურის უეცარი და სიცოცხლისათვის საშიში მატება ოპერაციის დროს ან მის შემდეგ);

თუ გაქვთ უკუჩვენებები ზოგადი ანესთეზიის მიმართ.

თუ თქვენ თვლით, რომ ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე უკუჩვენება გეხებათ თქვენ ან თქვენს შვილს, რომელსაც უნდა ჩაუტარდეს ოპერაცია, აცნობეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს, ქირურგს ან ანესთეზიოლოგს.

სიფრთხილის ზომები

სევოფლურანმა შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის დათრგუნვა, რომელიც შეიძლება გაძლიერდეს ნარკოტიკული ან სხვა ისეთი სამკურნალო საშუალებებით პრემედიკაციის დროს, რომლებიც იწვევენ სუნთქვის დათრგუნვას. აუცილებელია ტარდებოდეს სუნთქვის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში უნდა იქნას აღმოჩენილი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.

სევოფლურანი უნდა იქნას შეყვანილი მხოლოდ იმ პირების მიერ, რომლებსაც აქვთ გავლილი ზოგადი ანესთეზიის ჩასატარებლად საჭირო მომზადება. სავალდებულოა სასუნთქი გზების გამტარიანობის შესანარჩუნებლად, ხელოვნური ვენტილაციის ჩასატარებლად, ჟანგბადის მისაწოდებლად და სისხლის ცირკულაციის აღსადგენად საჭირო აპარატურის ქონა.

სევოფლურანის კონცენტრაცია, რომელიც მოწოდებულია ამაორთქლებელიდან, ზუსტად უნდა იყოს ცნობილი. იმის გამო, რომ აქროლადი საანესთეზიო საშუალებები განსხვავდებიან ფიზიკური თვისებებით, უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ ის ამაორთქლებლები, რომელიც სპეციალურად არის კალიბრირებული სევოფლურანის გამოყენებისთვის. ზოგადი ანესთეზიის გამოყენება უნდა იყოს ინდივიდუალიზირებული, დაფუძნებული იქნება რა ანესთეზიაზე პაციენტის საპასუხო რეაქციაზე. ანესთეზიის გაძლიერებასთან ერთად იზრდება ჰიპოტენზია და სუნთქვის დათრგუნვა.

ავთვისებიანი ჰიპერთერმია

მიდრეკილ პირებში ძლიერმოქმედმა ინჰალაციურმა საანესთეზიო საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიონ ძვალ-კუნთოვანი ჰიპერმეტაბოლური მდგომარეობა, რის შედეგადაც იზრდება მოთხოვნილება ჟანგბადზე და ვითარდება კლინიკური სინდრომი, რომელიც ცნობილია როგორც ავთვისებიანი ჰიპერთერმია. ეს სინდრომი ვლინდება ჰიპერკაპნიის სახით და შეიძლება შეიცავდეს ისეთ არასპეციფიკურ ნიშნებს, როგორიცაა კუნთების რიგიდულობა, ტაქიკარდია, ტაქიპნოე, ციანოზი, არითმია და/ან არასტაბილური არტერიული წნევა (ამ სიმპტომებიდან ზოგიერთი შეიძლება ასევე წარმოიქმნას ზედაპირული ნარკოზის, მწვავე ჰიპოქსიის, ჰიპერკაპნიისა და ჰიპოვოლემიის დროს).

კლინიკურ კვლევებში იყო ცნობები ავთვისებიანი ჰიპერთერმიის განვითარების ერთი შემთხვევის შესახებ. ავთვისებიანი ჰიპერთერმიის შემთხვევების შესახებ ასევე შემოვიდა შეტყობინებები პოსტმარკეტინგულ პერიოდში. ამ შემთხვევებიდან ზოგიერთი ლეტალური იყო. ავთვისებიანი ჰიპერთერმიის მკურნალობა მოიცავს მაინიცირებელი საშუალებების (მაგალითად, სევოფლურანის) გამოყენების შეწყვეტას, დანტროლენ ნატრიუმის ინტრავენურ შეყვანას (იხ. ინსტრუქცია ნატრიუმის დანტროლენის სამედიცინო გამოყენების შესახებ) და შემანარჩუნებელი თერაპიის დანიშვნას, რომელიც შედგება ღონისძიებებისაგან, რომლებიც მიმართულია სხეულის ტემპერატურის ნორმალიზაციაზე, სუნთქვისა და სისხლის მიმოქცევის ფუნქციის და წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევების კორექციის შედეგების შესანარჩუნებლად. მოგვიანებით შეიძლება განვითარდეს თირკმლის უკმარისობა, ამიტომ აუცილებელია დიურეზის კონტროლი და მისი შენარჩუნება, თუ ეს შესაძლებელია.

პერიოპერაციული ჰიპერკალიემია

ინჰალაციური საანესთეზიო საშუალებების გამოყენება ასოცირებულია სისხლის პლაზმაში კალიუმის დონის მომატების იშვიათ შემთხვევებთან, რაც შეიძლება გამოვლინდეს არითმიის სახით; აღინიშნა შემთხვევები ლეტალური შედეგით ბავშვებში პოსტოპერაციულ პერიოდში. განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან პაციენტები ლატენტური ან აშკარა ნეირომუსკულური დაავადებებით, განსაკუთრებით დიუშენის ნეირომუსკულური დისტროფიით. მითითებული შემთხვევების უმეტესობაში ამავდროულად გამოიყენებოდა სუქცინილქოლინი. ასევე ამ პაციენტებში აღინიშნა კფკ დონის მნიშვნელოვანი ზრდა სისხლის პლაზმაში, ზოგიერთ შემთხვევაში კი- მიოგლობინურია. მიუხედავად იმისა, რომ ეს გამოვლინებები ავთვისებიანი ჰიპერთერმიის მსგავსია, არცერთ პაციენტს არ აღენიშნებოდა კუნთების რიგიდულობის ან ჰიპერმეტაბოლური მდგომარეობის ნიშნები ან სიმპტომები. რეკომენდებულია ჰიპერკალიემიის ადრეული და ინტენსიური კორექცია და არითმიების მკურნალობა შემდგომი გამოკვლევა ლატენტურ ნეირომუსკულურ დაავადებებზე.

იყო ცალკეული ცნობები QT ინტერვალის გახანგრძლივების შესახებ, რომელიც ძალიან იშვიათად იყო ასოცირებული პირუეტულ პარკუჭოვან ტაქიკარდიასთან (torsades de pointes), რაც გამონაკლის შემთხვევებში იწვევდა ფატალურ შედეგებს. აუცილებელია სევოფლურანის სიფრთხილით გამოყენება იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მიდრეკილება ამ მდგომარეობისადმი.

იყო შემოსული შეტყობინებები პარკუჭოვანი არითმიის ცალკეული შემთხვევების შესახებ პომპეს დაავადების მქონე ბავშვებში.

მიტოქონდრიული დარღვევების მქონე პაციენტებში ზოგადი ანესთეზია, მათ შორის სევოფლურანით, სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული.

ღვიძლი

პოსტმარკეტინგულ კვლევებში დარეგისტრირებული იყო ღვიძლის მსუბუქი, ზომიერი და მძიმე პოსტოპერაციული დისფუნქციის ან ჰეპატიტის ძალიან იშვიათი შემთხვევები სიყვითლით ან მის გარეშე.

საჭიროა აწონ-დაწონილად იყოს მიღებული გადაწყვეტილება სევოფლურანის გამოყენების შესახებ პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის თანმხლები დარღვევით ან იმ პრეპარატების მიღებისას, რომლებიც იწვევენ ღვიძლის ფუნქციის დარღვევას.

ანესთეტიკების - ჰალოგენირებული ნახშირწყალბადების, სევოფლურანის ჩათვლით, ადრე გამოყენებამ დროის შედარებით მოკლე მონაკვეთში შეიძლება გაზარდოს ღვიძლის დაზიანების განვითარების პოტენციური რისკი.

სიფრთხილის ზოგადი ზომები

ანესთეზიის შენარჩუნებისას სევოფლურანის კონცენტრაციის გაზრდა იწვევს არტერიული წნევის დოზადამოკიდებულ შემცირებას. არტერიული წნევის გადაჭარბებული დაქვეითება შესაძლოა დაკავშირებული იყოს ანესთეზიის სიღრმესთან და ასეთ შემთხვევებში მისი კორექტირება შესაძლებელია სევოფლურანის შესასუნთქი კონცენტრაციის შემცირებით. აუცილებელია სევოფლურანის დოზის სიფრთხილით შერჩევა პაციენტებში ჰიპოვოლემიით, ჰიპოტენზიით ან სხვა ჰემოდინამიკური დარღვევებით მედიკამენტების ამავდროული მიღების გამო.

როგორც ნებისმიერი ანესთეტიკის გამოყენების შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ ჰემოდინამიკური სტაბილურობა გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში მიოკარდიუმის იშემიის თავიდან აცილების მიზნით.

აუცილებელია სევოფლურანის სიფრთხილით გამოყენება მეანობაში ანესთეზიის დროს, ვინაიდან მისმა მომადუნებელმა გავლენამ საშვილოსნოზე შეიძლება გაზარდოს საშვილოსნოს სისხლდენების წარმოქმნის რისკი.

პაციენტის პოსტოპერაციული ოთახიდან გადაყვანამდე აუცილებელია გულდასმით შეფასდეს ანესთეზიის შემდეგ მისი გამოღვიძების პროცესი. ვინაიდან სუვოფლურანის გამოყენების დროს ადგილი აქვს ნარკოზიდან სწრაფად გამოსვლას, შესაძლოა წარმოიქმნას პოსტოპერაციული ტკივილის ადრეული კუპირების აუცილებლობა. თუმცა სევოფლურანის მიღების შემდეგ ცნობიერების აღდგენა ჩვეულებრივ ხდება რამდენიმე წუთის განმავლობაში, ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე მისი გავლენა ანესთეზიის შემდეგ 2-3 დღის განმავლობაში არ არის შესწავლილი. ისევე, როგორც სხვა ანესთეტიკების შემდეგ შეიძლება აღინიშნოს განწყობის უმნიშვნელო ცვლილებები რამდენიმე დღის განმავლობაში ანესთეზიის შემდეგ. ბავშვებში ნარკოზიდან სწრაფ გამოსვლას შეიძლება თან ახლდეს აგზნება და კომუნიკაციის უნარის დაქვეითება (შემთხვევების დაახლოებით 25%-ში).

გამომშრალი CO 2 აბსორბენტების შეცვლა

სამკურნალო საშუალება სევორანის გამოყენების დროს ნარკოზის აპარატებში, რომლებიც შეიცავენ ზედმეტად გამომშრალ CO 2 სორბენტებს (განსაკუთრებით კალიუმის ჰიდროქსიდის შემცველებს), აღწერილია გადაჭარბებული გადახურების და/ან სპონტანური კვამლის წარმოქმნის და/ან ნარკოზის აპარატების აალების იშვიათი შემთხვევები. CO 2 სორბენტის რეზერვუარების გადახურების დროს შეიძლება აღინიშნებოდეს სამკურნალო საშუალება სევორანის შესასუნთქი კონცენტრაციის მატების უჩვეულო შეფერხება ან მოულოდნელი შემცირება, ამაორთქლებელში არსებული პარამეტრების მიუხედავად.

სევოფლურანის დაშლის ეგზოთერმული რეაქცია ამ დაშლის პროდუქტების წარმოქმნით, რომელიც ხდება სევოფლურანის CO 2 სორბენტთან ურთიერთქმედების დროს , ძლიერდება, თუ სორბენტი გამოშრება; მაგალითად, მშრალი გაზის ხანგრძლივი გავლისას რეზერვუარში CO 2 სორბენტით . სევოფლურანის დაშლის პროდუქტების (მეთანოლის, ფორმალდეჰიდის, ნახშირბადის მონოქსიდის და A, B, C და D კომპონენტების) წარმოქმნა აღინიშნა ექსპერიმენტული სანარკოზო აპარატების სუნთქვის კონტურში ზედმეტად გამხმარი სორბენტებით, როდესაც სევოფლურანის კონცენტრაცია აღწევდა მაქსიმუმს (8%) 2- ან მეტი საათის განმავლობაში. ფორმალდეჰიდის კონცენტრაციამ, რომელიც წარმოიქმნა ასეთ პირობებში, მიაღწია იმ მნიშვნელობებს, რომლებსაც შეუძლია გამოიწვიოს სასუნთქი გზების მსუბუქი გაღიზიანება. ექსტრემალურ პირობებში სევოფლურანის დაშლის პროდუქტების ორგანიზმზე ზემოქმედების კლინიკური შეფასება არ ჩატარებულა.

თუ ანესთეზიოლოგი ეჭვობს, რომ CO 2 სორბენტი ძალიან მშრალია, ის უნდა შეიცვალოს სევოფლურანის გამოყენებამდე. როდესაც CO 2 სორბენტი შრება , ინდიკატორის ფერი ყოველთვის არ იცვლება. აქედან გამომდინარე, ინდიკატორის ფერის ცვლილებების არარსებობა არ შეიძლება ჩაითვალოს ადეკვატური ჰიდრატაციის დამასტურებელ ფაქტად. CO 2 სორბენტები რეგულარულად უნდა იცვლებოდეს, ინდიკატორის ფერის მიუხედავად.

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები

თირკმლის უკმარისობის მქონე გამოკვლეული პაციენტების მცირე რაოდენობასთან დაკავშირებით (შრატის კრეატინინის საწყისი დონე 1,5 მგ/დლ-ზე მეტი), სევორანის მიღების უსაფრთხოება ამ ჯგუფში ბოლომდე არ არის დადგენილი. ამრიგად, სევორანი სიფრთხილით უნდა იქნას დანიშნული თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

ვირთხებზე ჩატარებულ ზოგიერთ კვლევაში ნეფროტოქსიკურობა აღინიშნა A ნაერთის (პენტაფლუორიზოპროპენილფლუორმეთილ ეთერი (PIFE) ზემოქმედების გამო დოზებით, რომლებიც აღემატებოდა ჩვეულებრივ კლინიკურ პრაქტიკაში გამოყენებადს). ვირთხებში ნეფროტოქსიურობის მექანიზმი ცნობილი არ არის, ისევე, როგორც მისი დამოკიდებულება ადამიანებთან არ არის დადგენილი.

ნეიროქირურგია და ნეიროქირურგიული ჩარევები

სევორანი სიფრთხილით უნდა იქნას დანიშნული პაციენტებში ქალას შიდა წნევის მომატების რისკით და უნდა იქნას გამოყენებული ზომები, რომლებიც მიმართულია ქალასშიდა წნევის შემცირებაზე, მაგალითად, ჰიპერვენტილაცია.

კრუნჩხვები

შემოვიდა შეტყობინებები კრუნჩხვების იშვიათი შემთხვევების შესახებ სევოფლურანის გამოყენების დროს.

სევოფლურანის გამოყენება ასოცირდებოდა კრუნჩხვების წარმოქმნასთან ბავშვებსა და ახალგაზრდებში, ასევე ხანდაზმული ასაკის პირებში, მიუხედავად კრუნჩხვისადმი მიდრეკილების წარმომქმნელი რისკ-ფაქტორების არსებობისა. სევოფლურანის გამოყენებამდე აუცილებელია პაციენტების კლინიკური მდგომარეობის შეფასების ჩატარება კრუნჩხვების წარმოქმნის რისკის არსებობის შემთხვევაში. ბავშვებში ანესთეზიის სიღრმე შეზღუდული უნდა იყოს. ელექტროენცეფალოგრამის წყალობით შესაძლებელია სევოფლურანის დოზის ოპტიმიზირება და კრუნჩხვების განვითარების თავიდან აცილება მათი წარმოქმნის რისკის მქონე პაციენტებში.

ბავშვები

სევოფლურანის გამოყენება დაკავშირებული იყო კრუნჩხვების წაქმოქმნასთან. ბევრი მათგანი უვითარდებოდა ბავშვებს, დაწყებული 2 თვის ასაკიდან, და ახალგაზრდებს, რომელთა უმრავლესობას არ ჰქონდა მიდრეკილების წარმომქმნელი რისკ-ფაქტორები.კრუნჩხვების რისკის მქონე პაციენტებში სევოფლურანის გამოყენების შემთხვევაში კლინიკური გადაწყვეტილება უნდა იყოს აწონ-დაწონილი.

ბავშვებში აღინიშნებოდა დისტონიური მოძრაობები.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

სევოფლურანით ანესთეზიის დროს ბეტა-სიმპათომიმეტიკები, ისეთები, როგორიცაა იზოპრენალინი, და ალფა- და ბეტა- სიმპათომიმეტიკები, ისეთები, როგორიცაა ადრენალინი და ნორადრენალინი, აუცილებელად უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით პარკუჭოვანი არითმიის განვითარების პოტენციურ რისკთან დაკავშირებით.

MAO-ს არასელექტიური ინჰიბიტორები: ქირურგიული ჩარევის დროს კრიზისის წარმოქმნის რისკი. როგორც წესი, რეკომენდებულია თერაპიის შეწყვეტა ქირურგიულ ჩარევამდე 2 კვირით ადრე.

სევოფლურანმა შეიძლება გამოიწვიოს გამოხატული ჰიპოტენზია პაციენტებში, რომლებიც იღებენ მკურნალობას კალციუმის არხის ანტაგონისტებით, კერძოდ - დიჰიდროპირიდინის წარმოებულებით.

სიფრთხილე უნდა იქნას დაცული კალციუმის არხის ანტაგონისტების საინჰალაციო ანესთეზიის საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას ადიტიური უარყოფითი ინოტროპული ეფექტის წარმოქმნის რისკთან დაკავშირებით.

სუქცინილქოლინისა და საინჰალაციო საანესთეზიო საშუალებების ერთდროულ გამოყენებას თან ახლავს სისხლის შრატში კალიუმის დონის მომატების იშვიათი შემთხვევები, რამაც გამოიწვია გულის არითმია და ლეტალური შედეგები ბავშვთა ასაკის პაციენტებში პოსტოპერაციული პერიოდის განმავლობაში.

სევოფლურანი უსაფრთხოა და ეფექტურია ქირურგიულ პრაქტიკაში ხშირად გამოყენებად პრეპარატებთან ერთად, ისეთებთან, როგორიცაა საშუალებები, რომლებიც მოქმედებენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ვეგეტატიურ ნერვული სისტემაზე, მიორელაქსანტებზე, ანტიმიკრობულ პრეპარატებზე, მათ შორის ამინოგლიკოზიდებზე, ჰორმონებზე, სინთეზური შემცვლელებზე, სისხლის დერივატებზე და გულ-სისხლძარღვთა პრეპარატების, ეპინეფრინის ჩათვლით.

ეპინეფრინი/ადრენალინი

სევოფლურანი, ისევე როგორც იზოფლურანი, ზრდის მიოკარდიუმის მგრძნობელობას ადრენალინის არითმოგენური ეფექტის მიმართ, რომელიც შეყვანილია ეგზოგენურად.

არაპირდაპირი მოქმედების სიმპათომიმეტიკები

სევოფლურანის ურთიერთქმედების შემთხვევაში არაპირდაპირი მოქმედების სიმპათომიმეტიკებთან (ამფეტამინი, ეფედრინი), არსებობს მწვავე ჰიპერტონული ეპიზოდების განვითარების რისკი.

ბეტა - ბლოკატორები

სევოფლურანს შეუძლია გააძლიეროს ბეტა - ბლოკატორების უარყოფითი ინოტროპული, ქრონოტროპული და დრომოტროპული ეფექტები (გულ-სისხლძარღვთა კომპენსატორული მექანიზმების ბლოკირების გზით).

ვერაპამილი

სევოფლურანთან ერთად ვერაპამილის ერთდროული გამოყენებისას შეიძლება დაირღვეს ატრიოვენტრიკულური გამტარობა.

CYP2E1 ინდუქტორები

სევოფლურანის მეტაბოლიზმი შეიძლება გაძლიერდეს სამკურნალო საშუალებებით ან ნაერთებით, რომლებიც ზრდიან ციტოქრომ P450 იზოენზიმ CYP2E1-ის აქტივობას (მაგალითად, იზონიაზიდით და ალკოჰოლით), რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლის პლაზმაში ფტორიდის კონცენტრაციის მნიშვნელოვანი მატება. სევოფლურანისა და იზონიაზიდის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს იზონიაზიდის ჰეპატოტოქსიური მოქმედების პოტენცირება.

ნასვრეტებიანი კრაზანა

პაციენტებში, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იღებდნენ კრაზანას, იყო დარეგისტრირებული მძიმე ჰიპოტონიის შემთხვევები და ნარკოზიიდან გამოსცლის შეფერხება (ჰალოგენის შემცველი ანესთეტიკებების გამოყენებისას).

ბარბიტურატები

სევორანი თავსებადია ბარბიტურატებთან კომბინაციის დროს, რომლებიც ფართოდ გამოიყენება ქირურგიულ პრაქტიკაში.

ბენზოდიაზეპინები და ოპიოიდები

მოსალოდნელია სევორანის მაკ-ის დაქვეითება, ისევე, როგორც სხვა საინჰალაციო ანესთეტიკების შემთხვევაში; სევორანი თავსებადია ბენზოდიაზეპინებთან და ოპიოიდებთან კომბინაციაში, რომლებიც ხშირად გამოიყენება ქირურგიულ პრაქტიკაში.

ოპიოიდების გამოყენებამ, ისეთების, როგორიცაა ალფენტანილი და სუფენტანილი, სევოფლურანთან ერთად, შეიძლება გამოიწვიოს გულის შეკუმშვის სიხშირის, არტერიული წნევის და სუნთქვის სიხშირის სინერგიული დაქვეითება.

აზოტის ქვეჟანგი

ისევე, როგორც სხვა საინჰალაციო ანესთეტიკებთან მიღების შემთხვევაში, სევოფლურანის მაკ მცირდება (50%-ით ზრდასრულ პაციენტებში და 25%-ით ბავშვებში).

ნეიროკუნთოვანი ბლოკატორები

ისევე, როგორც სხვა საინჰალაციო ანესთეტიკები, სევოფლურანი მოქმედებს ნეიროკუნთოვანი ბლოკადის, რომელიც გამოწვეულია არამადეპოლარიზებადი მიორელაქსანტებით, როგორც ინტენსივობაზე, ასევე მის ხანგრძლივობაზე.

იმ შემთხვევებში, როდესაც გამოიყენება დამატებითი ალფენტანილ-N 2 O ანესთეზია, სევოფლურანი აძლიერებს ნეიროკუნთოვან ბლოკადას, რომელიც გამოწვეულია პანკურონიუმით, ვეკურონიუმით და ატრაკურიუმით.

ამ მიორელაქსანტების დოზის კორექცია სევოფლურანთან ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში ანალოგიურია იმ კორექციისა, რომელიც საჭიროა იზოფლურანის გამოყენებისას.

სევოფლურანის გავლენა სუქცინილქოლინზე და მადეპოლარიზებადი ნეირომუსკულური ბლოკატორების მოქმედების ხანგრძლივობაზე არ არის შესწავლილი.

ინდუქციური ანესთეზიის დროს ნეიროკუნთოვანი ბლოკატორების დოზის შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს იმ მდგომარეობის დადგომის შეფერხება, რომელიც შესაფერისია ტრაქეის ინტუბაციისთვის, ან გამოიწვიოს კუნთების არაადეკვატური რელაქსაცია, ვინაიდან მიორელაქსანტების მოქმედების პოტენცირება ხდება სევოფლურანის შეყვანის დაწყებიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში.

შეისწავლებოდა ურთიერთქმედებები ნეიროკუნთოვანი გამტარობის არამადეპოლარიზებელ ბლოკატორებთან, ისეთებთან, როგორიცაა პანკურონიუმი, ვეკურონიუმი და ატრაკურიუმი. სპეციალური მითითებების არარსებობის შემთხვევაში, (1) ენდოტრაქეული ინტუბაციისთვის არ შეამციროთ არამადეპოლარიზებადი კუნთოვანი რელაქსანტების დოზა, (2) ანესთეზიის შენარჩუნებისას არამადეპოლარიზებადი კუნთოვანი რელაქსანტების დოზა უნდა შემცირდეს, როგორც N 2 O/ოპიოიდური ანესთეზიის დროს. კუნთოვანი რელაქსანტების დამატებითი დოზები გამოიყენება მხოლოდ ნეიროსტიმულაციაზე რეაქციის შეფასების შემდეგ.

ისევე როგორც სხვა პრეპარატების გამოყენების შემთხვევაში, ინტრავენური საანესთეზიო საშუალებების, მაგალითად პროპოფოლის, შეყვანის შემდეგ, შესაძლოა საჭირო გახდეს სევოფლურანის უფრო დაბალი კონცენტრაციები.

CYP2E1-ის აქტივობის გაზრდის შემდეგ აღინიშნებოდა ფტორიდის მნიშვნელოვანი ზრდა სისხლის პლაზმაში.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ძუძუთი, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ, ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ კონსულტაციისათვის მკურნალ ექიმს, ქირურგს ან ანესთეზიოლოგს.

ორსულობა

არ არსებობს კარგად კონტროლირებადი ადექვატური კვლევები სევოფლურანის ორსულებში გამოყენების შესახებ, ამიტომ ორსულებში მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენებების შემთხვევაში. თქვენი ექიმი (ანესთეზიოლოგი) გამოიჩენს განსაკუთრებულ სიფრთხილეს სამეანო საქმიანობაში სევოფლურანის გამოყენებისას ანესთეზიის დროს.

ძუძუთი კვების პერიოდი

უცნობია გამოიყოფა თუ არა სევოფლურანი ან მისი მეტაბოლიტები დედის რძეში. რეკომენდებულია სევოფლურანის მიღებიდან 48 საათის განმავლობაში თავი შეიკავოთ ძუძუთი კვებისაგან და არ გამოიყენოთ რძე, რომელიც გამოიყო ამ პერიოდის განმავლობაში.

ფერტილობა

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ აჩვენა უარყოფითი გავლენა ფერტილობაზე.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ზოგადი ანესთეზიის შემდეგ შეიძლება გაუარესდეს სხვადასხვა ამოცანების შესრულების უნარი, რომლებიც მოითხოვენ ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს, მაგალითად, როგორიცაა ავტომობილის მართვა ან ტექნიკასთან მუშაობა, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. უნდა უარი თქვათ მანქანის მართვაზე ან მექანიზმებთან მუშაობაზე ქირურგიული ჩარევის ან პროცედურის შემდეგ, რომლისთვისაც თქვენ დაგინიშნეს სევოფლურანი. საქმიანობის ასეთი სახეობების განახლების შესაძლებლობას განსაზღვრავს ექიმი.

პრეპარატის სევორანის გამოყენება

პრეპარატი სევორანი შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ სპეციალისტების-ანესთეზიოლოგების მიერ. დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად და იცვლება მანამ, სანამ არ მიიღწევა სასურველი ეფექტი ასაკისა და კლინიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. თქვენი ექიმი დანიშნავს პრეპარატ სევორანის სწორ დოზას ანესთეზიის დასაწყებად და შესანარჩუნებლად ან სედაციის სასურველი დონის მისაღწევად.

გამოყენება ბავშვებში

დოზას ადგენს ანესთეზიოლოგი ბავშვის ასაკიდან გამომდინარე.

გვერდითი მოვლენები

ყველა სამკურნალო პრეპარატის მსგავსად, სევორანმაც შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. არასასურველი ეფექტები შეიძლება განვითარდეს როგორც ქირურგიული ჩარევის დროს, ასევე მის შემდეგ.

სერიოზული არასასურველი რეაქციები

პრეპარატ სევორანის გამოყენების დროს თქვენ შეიძლება წარმოგექმნათ შემდეგი სერიოზული გვერდითი რეაქციები, ამ შემთხვევაში თქვენი ექიმი დაუყოვნებლივ დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას:

გულის რითმის დარღვევა;

ავთვისებიანი ჰიპერთერმია (ტემპერატურის უეცარი და სიცოცხლისათვის საშიში მატება ოპერაციის დროს ან მალევე მისი ჩატარების შემდეგ). ამ შემთხვევაში ექიმი/ანესთეზიოლოგი შეწყვეტს სევოფლურანის შეყვანას და დანიშნავს შესაბამის თერაპიას;

ალერგიული რეაქციები (რომლებიც გამოიხატება სუნთქვის გაძნელებაში (ქოშინი), ანაფილაქსიური რეაქციაში, სუნთქვისას სტვენაში, გამონაყარში, კანის ანთებაში (კონტაქტური დერმატიტი), სახის შეშუპებაში, გულმკერდის დისკომფორტის შეგრძნებაში);

სისხლში კალიუმის მომატებული დონე (ჰიპერკალიემია), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გულის რითმის დარღვევა და გამოიწვიოს ფატალური შედეგი ბავშვებში ოპერაციის შემდეგ.

სხვა არასასურველი რეაქციები

არასასურველი რეაქციების წარმოქმნის სიხშირის გრადაცია: ძალიან ხშირად - შეიძლება განუვითარდეს 1-ზე მეტ ადამიანს 10-დან; ხშირად - არაუმეტეს 1 ადამიანისა 10-დან; არახშირად - არაუმეტეს 1 ადამიანისა 100-დან; უცნობია - შემთხვევის სიხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემებიდან გამომდინარე.

ძალიან ხშირი - შეიძლება განუვითარდეს 1-ზე მეტ ადამიანს 10-დან:

აგზნება

გულის რითმის შენელება (ბრადიკარდია)

არტერიული წნევის დაქვეითება (ჰიპოტენზია)

ხველა

გულისრევა

ღებინება

ხშირად - შეიძლება განუვითარდეს არაუმეტეს 1 ადამიანისა 10-დან:

თავბრუსხვევა

ძილიანობა

თავის ტკივილი

გულის რითმის გახშირება (ტაქიკარდია)

არტერიული წნევის მომატება (ჰიპერტენზია)

სუნთქვის დარღვევები

ყელის კუნთების შეკუმშვა (ლარინგოსპაზმი)

მომატებული ნერწყვდენა (ჰიპერსალივაცია)

შემცივნება

ცხელება

სხეულის ტემპერატურის დაქვეითება (ჰიპოთერმია)

სისხლის შრატში გლუკოზის დონის ცვლილებები

ცვლილებები ღვიძლის ფუნქციურ სინჯებში

ლეიკოციტების რაოდენობის ცვლილება

ასპარტატ ამინოტრანსფერაზას მომატება

სისხლის შრატში არაორგანული ფტორიდების დონის მომატება

იშვიათად - შეიძლება განუვითარდეს არაუმეტეს 1 ადამიანისა 100-დან

სისხლის თეთრი უჯრედების - ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება (ლეიკოპენია)

სისხლის თეთრი უჯრედების - ლეიკოციტების რაოდენობის მომატება (ლეიკოციტოზი)

გონების აღრევა

გულის მოქმედების დარღვევა (სრული ატრიოვენტრიკულური ბლოკადა)

გულის რითმის დარღვევა, რომელსაც ახასიათებს სწრაფი და არარეგულარული გულის შეკუმშვა (წინაგულების ფიბრილაცია)

გულის შეკუმშვის რითმის დარღვევა (არითმია)

ვენტრიკულური ექსტრასისტოლები

სუპრავენტრიკულური ექსტრასისტოლები

გულის ნაადრევი აგზნება და შეკუმშვა (ექსტრასისტოლები)

სუნთქვის შეკავების უნებლიე შეტევები (აპნოე)

ჟანგბადის ნაკლებობის შეგრძნება (ჰიპოქსია)

ასთმა

შარდის შეკავება

გლუკოზის გამოყოფა შარდით (გლუკოზურია)

დისკომფორტი გულმკერდში

ავთვისებიანი ჰიპერთერმია

ალანინამინოტრანსფერაზას (ალტ) დონის მატება

კრეატინინის დონის მატება

ლაქტატდეჰიდროგენაზას (ლდჰ) დონის მომატება

სიხშირე უცნობია -არსებული მონაცემებიდან გამოდინარე წარმოქმნის სიხშირის დადგენა შეუძლებელია.

გამონაყარი, სახის შეშუპება, ხიხინი სუნთქვისას (ანაფილაქსიური რეაქციების სიმპტომები)

ანაფილაქტოიდური რეაქციები

ჰიპერმგრძნობელობა

კონვულსიები

მოძრაობითი დარღვევები, რომლის დროსაც კუნთები უნებურად იკუმშება, რაც იწვევს განმეორებით ან გრეხილ მოძრაობებს (დისტონია)

სევოფლურანის გამოყენებისას აღინიშნა გულის გაჩერება

QT ინტერვალის გახანგრძლივება, რომელიც დაკავშირებულია „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვან ტაქიკარდიასთან

ბრონქული კუნთების შეკუმშვა (ბრონქოსპაზმი)

ქოშინი

სტვენითი სუნთქვა

ფილტვების შეშუპება

თირკმლის მწვავე უკმარისობა

ჰეპატიტი

ღვიძლის უკმარისობა

ღვიძლის ნეკროზი

კონტაქტური დერმატიტი

ქავილი

გამონაყარი

შეშუპება სახის არეში

ჭინჭრის ციება

კუნთების კრთომა

შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ

თუ თქვენ განგივითარდებათ რაიმე არასასურველი რეაქციები, კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს. მოცემული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის იმათზეც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართში. არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებით თქვენ ეხმარებით პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

პრეპარატ სევორანის შენახვა

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე .

არ გაიყინოთ. შეინახეთ მჭიდროდ დახურული.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის (შენახვის ვადის) გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღად მიიჩნევა მითითებული თვის ბოლო დღე.

ჭარბი დოზა

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში (რესპირატორული და გულის აქტივობის დათრგუნვა) აუცილებელად უნდა იქნას მიღებული შემდეგი ზომები: შეწყდეს სამკურნალო საშუალების შეყვანა, უზრუნველყოფილი იქნას სასუნთქი გზების გამტარუნარიანობა, დაწყებულ იქნას ხელოვნური დამხმარე ან კონტროლირებადი ვენტილაცია ჟანგბადით და შენარჩუნდეს ადეკვატური გულ-სისხლძარღვთა ფუნქცია.

შემადგენლობა

პრეპარატი სევორანი შეიცავს:

მოქმედი ნივთიერებას - სევოფლურანი.

დამხმარე ნივთიერებები - არ არის.

პრეპარატის სევორანის გარეგანი სახე და მისი შეფუთვის შიგთავსი.

სითხე ინჰალაციისთვის. 250 მლ პლასტმასის ფლაკონში Quik fil სისტემის თავსახურით და თერმულად შემცირებადი ფირით, რომელიც ფარავს ფლაკონის თავსახურს და კისერს და შეიცავს ლენტას კომპანიის ლოგოტიპით. თითო ფლაკონი მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, აკრძალულია საცალო რეალიზაცია, გაიცემა მხოლოდ შესაბამისი ნებართვის/ლიცენზიის მქონე დაწესებულებებზე

შენახვის პირობები

3 წელი.

  • 4. გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, აკრძალულია საცალო რეალიზაცია, გაიცემა მხოლოდ შესაბამისი ნებართვის/ლიცენზიის მქონე დაწესებულებებზე

  • 5. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. არ გაიყინოთ. შეინახეთ მჭიდროდ დახურული.

  • 6. პირველადი შეფუთვის ხასიათი და შიგთავსი

250 მლ პლასტმასის ფლაკონში Quik fil სისტემის თავსახურით და თერმოშემცირებადი ფირით, რომელიც ფარავს ფლაკონის თავსახურს და კისერს და შეიცავს ლენტას კომპანიის ლოგოტიპით. 1 ფლაკონი მუყაოს კოლოფში.

  • 7. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები გამოყენებული სამკურნალო პრეპარატის ან ნარჩენების განადგურებისას, რომლებიც წარმოიქმნება სამკურნალო პრეპარატის გამოყენებისა და მასთან მუშაობის შედეგად

არ არსებობს უტილიზაციის განსაკუთრებული მოთხოვნები.

ფარმაკოლოგიური თვისებები

საშუალებები ზოგადი ანესთეზიისათვის. ჰალოგენის შემცველი ნახშირწყალბადები. სევოფლურანი.

ATC კოდი: N01AB08.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ფურცელ-ჩანართი - ინფორმაცია პაციენტისთვის

სევორანი, საინჰალაციო სითხე

მოქმედი ნივთიერება: სევოფლურანი

პრეპარატის გამოყენების წინ წაიკითხეთ ფურცელ-ჩანართი მთლიანად, ვინაიდან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ფურცელ-ჩანართი. შეიძლება თქვენ დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

თუ თქვენ გჭირდებათ დამატებითი ინფორმაცია ან რეკომენდაციები, მიმართეთ მკურნალ ექიმს.

თუ თქვენ განგივითარდათ რაიმე არასასურველი რეაქცია, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ანესთეზიოლოგს. მოცემული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციებზე, მათ შორის იმათზეც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ფურცელ ჩანართის მე-4 ნაწილში.

ფურცელ-ჩანართის შინაარსი:

რას წარმოადგენს პრეპარატი სევორანი და რისთვის გამოიყენება ის.

რა უნდა იცოდეთ პრეპარატ სევორანის გამოყენებამდე.

პრეპარატ სევორანის გამოყენება.

შესაძლო არასასურველი რეაქციები.

პრეპარატ სევორანის შენახვა.

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია.

რას წარმოადგენს პრეპარატი სევორანი და რისთვის გამოიყენება ის?

სევორანი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას სევოფლურანს. სევოფლურანი მიეკუთვნება ზოგადი ანესთეტიკების ჯგუფს, რომლებიც გამოიყენება ქირურგიაში და შეიყვანება ორთქლის სახით შესუნთქვისთვის.

გამოყენების ჩვენებები

პრეპარატი სევორანი ნაჩვენებია ზოგადი ანესთეზიის ინდუქციისა და შენარჩუნებისათვის ზრდასრულ პაციენტებში და ბავშვებში სტაციონარული და ამბულატორიული ოპერაციების დროს.

რა უნდა იცოდეთ პრეპარატ სევორანის გამოყენებამდე

უკუჩვენებები

არ გამოიყენოთ პრეპარატი სევორანი :

თუ ხართ ალერგიული მოქმედი ნივთიერების და/ან სხვა ჰალოგენის შემცველი ანესთეტიკის მიმართ (მაგალითად, ანამნეზში ღვიძლის ფუნქციის დარღვევების არსებობისას ჩვეულებრივ ღვიძლის ფერმენტების დონის მომატებით, სხეულის ტემპერატურის მომატებით ( ციებ-ცხელება ), ლეიკოციტების (ლეიკოციტოზი) და/ან ეოზინოფილების (ეოზინოფილია) რაოდენობის მომატებით, რომლებიც წარმოიშვა გაურკვეველი მიზეზების გამო ჰალოგენის შემცველი ანესთეტიკების გამოყენების შემდეგ);

თუ იცით ან ფიქრობთ, რომ გაქვთ მიდრეკილება ავთვისებიანი ჰიპერთერმიის მიმართ (სხეულის ტემპერატურის უეცარი და სიცოცხლისათვის საშიში მატება ოპერაციის დროს ან მის შემდეგ);

თუ გაქვთ უკუჩვენებები ზოგადი ანესთეზიის მიმართ.

თუ თქვენ თვლით, რომ ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე უკუჩვენება გეხებათ თქვენ ან თქვენს შვილს, რომელსაც უნდა ჩაუტარდეს ოპერაცია, აცნობეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს, ქირურგს ან ანესთეზიოლოგს.

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები

სევოფლურანი უნდა იქნას შეყვანილი მხოლოდ კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ.

პრეპარატ სევორანის გამოყენების წინ ასევე აცნობეთ მკურნალ ექიმს, ქირურგს ან ანესთეზიოლოგს, თუ თქვენ/თქვენს შვილს გაქვთ:

იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც იწვევს კუნთების სისუსტეს (პომპეს დაავადება);

უჯრედული დაავადება, რომელსაც ეწოდება მიტოქონდრიული დაავადება;

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, მაგალითად, ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება) კანის გაყვითლებით (სიყვითლე) ან მის გარეშე;

მძიმე ნეირომუსკულური დაავადება (დიუშენის კუნთოვანი დისტროფია);

სისხლის მოცულობის სიმცირე (ჰიპოვოლემია);

დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია);

სისხლის მიმოქცევის დარღვევა;

გულის იშემიური დაავადება;

თუ ხართ ორსულად, ძუძუთი კვებავთ ან სევოფლურანი გამოიყენება მშობიარობის დროს;

თირკმლის ფუნქციის დარღვევა;

ქალას შიდა წნევის მომატება;

მიდრეკილება კრუნჩხვებისადმი ან მათი წარმოქმნის რისკისადმი.

თუ თქვენ განგივითარდებათ ავთვისებიანი ჰიპერთერმია, თქვენი ექიმი შეწყვეტს სევოფლურანის შეყვანას და დანიშნავს შემანარჩუნებელ თერაპიას.

ბავშვები

სევოფლურანის გამოყენება დაკავშირებულია კრუნჩხვების განვითარებასთან ბავშვებში (2 თვის ასაკიდან) და მოზარდებში, ამიტომ ამ პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში ექიმმა უნდა გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან

სხვა პრეპარატები და პრეპარატი სევორანი

აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ თქვენ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შეიძლება დაიწყოთ სხვა რომელმე პრეპარატების მიღება. მნიშვნელოვანია ინფორმაციის მიწოდება, თუ თქვენ იღებთ თუ იღებდით:

სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც მოქმედებენ სიმპათიკურ ნერვულ სისტემაზე, მაგალითად, იზოპრენალინს, ადრენალისი, ნორადრენალინს, ეფედრინს, ამფეტამინს;

დეპრესიის სამკურნალო პრეპარატებს (MAO-ს არასელექტიურ ინჰიბიტორებს ). თუ თქვენ/თქვენს შვილს უნდა ჩაგიტარდეთ ოპერაცია, ექიმმა შეიძლება გთხოვოთ თერაპიის შეწყვეტა ქირურგიულ ჩარევამდე 2 კვირით ადრე.

ბეტა-ბლოკატორებს, კალციუმის არხების ბლოკატორებს, ვერაპამილს (სამკურნალო პრეპარატებს, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის ან არარეგულარული გულისცემის სამკურნალოდ);

იზონიაზიდს (ანტიბიოტიკს, რომელიც გამოიყენება ტუბერკულოზის სამკურნალოდ);

სხვა სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც გამოიყენება ზოგადი ანესთეზიის დროს (მაგალითად, სუქცინილქოლინი, პანკურონიუმი, ვეკურონიუმი, ატრაკურიუმი, აზოტის ოქსიდი);

ბენზოდიაზეპინებს (საძილე საშუალებებს) და ოპიოიდებს (ნარკოტიკულ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებს, მაგალითად, ალფენტანილს და სუფენტანილს );

სხვა სამკურნალო პრეპარატებს და საშულებებს (ალკოჰოლის ჩათვლით), რომლებიც ზრდიან ღვიძლის ფერმენტის - ციტოქრომ P450 იზოფერმენტის CYP2 E1-ის აქტივობას;

ნასვრეტებიანი კრაზანას პრეპარატებს.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ძუძუთი, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ, ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ კონსულტაციისათვის მკურნალ ექიმს, ქირურგს ან ანესთეზიოლოგს.

ორსულობა

არ არსებობს კარგად კონტროლირებადი ადექვატური კვლევები სევოფლურანის ორსულებში გამოყენების შესახებ, ამიტომ ორსულებში მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენებების შემთხვევაში. თქვენი ექიმი (ანესთეზიოლოგი) გამოიჩენს განსაკუთრებულ სიფრთხილეს სამეანო საქმიანობაში სევოფლურანის გამოყენებისას ანესთეზიის დროს.

ძუძუთი კვების პერიოდი

უცნობია გამოიყოფა თუ არა სევოფლურანი ან მისი მეტაბოლიტები დედის რძეში. რეკომენდებულია სევოფლურანის მიღებიდან 48 საათის განმავლობაში თავი შეიკავოთ ძუძუთი კვებისაგან და არ გამოიყენოთ რძე, რომელიც გამოიყო ამ პერიოდის განმავლობაში.

ფერტილობა

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ აჩვენა უარყოფითი გავლენა ფერტილობაზე.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

ზოგადი ანესთეზიის შემდეგ შეიძლება გაუარესდეს სხვადასხვა ამოცანების შესრულების უნარი, რომლებიც მოითხოვენ ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს, მაგალითად, როგორიცაა ავტომობილის მართვა ან ტექნიკასთან მუშაობა, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. უნდა უარი თქვათ მანქანის მართვაზე ან მექანიზმებთან მუშაობაზე ქირურგიული ჩარევის ან პროცედურის შემდეგ, რომლისთვისაც თქვენ დაგინიშნეს სევოფლურანი. საქმიანობის ასეთი სახეობების განახლების შესაძლებლობას განსაზღვრავს ექიმი.

პრეპარატის სევორანის გამოყენება

პრეპარატი სევორანი შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ სპეციალისტების-ანესთეზიოლოგების მიერ. დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად და იცვლება მანამ, სანამ არ მიიღწევა სასურველი ეფექტი ასაკისა და კლინიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. თქვენი ექიმი დანიშნავს პრეპარატ სევორანის სწორ დოზას ანესთეზიის დასაწყებად და შესანარჩუნებლად ან სედაციის სასურველი დონის მისაღწევად.

გამოყენება ბავშვებში

დოზას ადგენს ანესთეზიოლოგი ბავშვის ასაკიდან გამომდინარე.

გამოყენების წესი

სევორანი შეიყვანება ინჰალაციის გზით.

თუ ხართ ხანდაზმული ან დასუსტებული, გაქვთ პრობლემები გულთან და/ან სისხლძარღვებთან, თირკმელებთან, ღვიძლთან, ან ხართ ისეთ მდგომარეობაში, რომლის დროსაც გაქვთ სისხლის მცირე მოცულობა (ჰიპოვოლემია), თქვენი ექიმი/ანესთეზიოლოგი განიხილავს პრეპარატ სევორანის დოზის კორექტირების შესაძლებლობას.

თუ თქვენ შეგიყვანეს პრეპარატი სევორანი იმაზე მეტი, ვიდრე იყო დანიშნული

ნაკლებად სავარაუდოა, რომ თქვენ შეგიყვანენ პრეპარატ სევორანის უფრო მაღალ დოზას, ვიდრე საჭიროა, ვინაიდან თქვენ პრეპარატის მიღების დროს იქნებით ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში თქვენი ექიმი უზრუნველყოფს შესაბამის შემანარჩუნებელ თერაპიას.

შესაძლო არასასურველი რეაქციები

ყველა სამკურნალო პრეპარატის მსგავსად, სევორანმაც შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. არასასურველი ეფექტები შეიძლება განვითარდეს როგორც ქირურგიული ჩარევის დროს, ასევე მის შემდეგ.

სერიოზული არასასურველი რეაქციები

პრეპარატ სევორანის გამოყენების დროს თქვენ შეიძლება წარმოგექმნათ შემდეგი სერიოზული გვერდითი რეაქციები, ამ შემთხვევაში თქვენი ექიმი დაუყოვნებლივ დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას:

გულის რითმის დარღვევა;

ავთვისებიანი ჰიპერთერმია (ტემპერატურის უეცარი და სიცოცხლისათვის საშიში მატება ოპერაციის დროს ან მალევე მისი ჩატარების შემდეგ). ამ შემთხვევაში ექიმი/ანესთეზიოლოგი შეწყვეტს სევოფლურანის შეყვანას და დანიშნავს შესაბამის თერაპიას;

ალერგიული რეაქციები (რომლებიც გამოიხატება სუნთქვის გაძნელებაში (ქოშინი), ანაფილაქსიური რეაქციაში, სუნთქვისას სტვენაში, გამონაყარში, კანის ანთებაში (კონტაქტური დერმატიტი), სახის შეშუპებაში, გულმკერდის დისკომფორტის შეგრძნებაში);

სისხლში კალიუმის მომატებული დონე (ჰიპერკალიემია), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გულის რითმის დარღვევა და გამოიწვიოს ფატალური შედეგი ბავშვებში ოპერაციის შემდეგ.

სხვა არასასურველი რეაქციები

არასასურველი რეაქციების წარმოქმნის სიხშირის გრადაცია: ძალიან ხშირად - შეიძლება განუვითარდეს 1-ზე მეტ ადამიანს 10-დან; ხშირად - არაუმეტეს 1 ადამიანისა 10-დან; არახშირად - არაუმეტეს 1 ადამიანისა 100-დან; უცნობია - შემთხვევის სიხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემებიდან გამომდინარე.

ძალიან ხშირი - შეიძლება განუვითარდეს 1-ზე მეტ ადამიანს 10-დან:

აგზნება

გულის რითმის შენელება (ბრადიკარდია)

არტერიული წნევის დაქვეითება (ჰიპოტენზია)

ხველა

გულისრევა

ღებინება

ხშირად - შეიძლება განუვითარდეს არაუმეტეს 1 ადამიანისა 10-დან:

თავბრუსხვევა

ძილიანობა

თავის ტკივილი

გულის რითმის გახშირება (ტაქიკარდია)

არტერიული წნევის მომატება (ჰიპერტენზია)

სუნთქვის დარღვევები

ყელის კუნთების შეკუმშვა (ლარინგოსპაზმი)

მომატებული ნერწყვდენა (ჰიპერსალივაცია)

შემცივნება

ცხელება

სხეულის ტემპერატურის დაქვეითება (ჰიპოთერმია)

სისხლის შრატში გლუკოზის დონის ცვლილებები

ცვლილებები ღვიძლის ფუნქციურ სინჯებში

ლეიკოციტების რაოდენობის ცვლილება

ასპარტატ ამინოტრანსფერაზას მომატება

სისხლის შრატში არაორგანული ფტორიდების დონის მომატება

იშვიათად - შეიძლება განუვითარდეს არაუმეტეს 1 ადამიანისა 100-დან

სისხლის თეთრი უჯრედების - ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება (ლეიკოპენია)

სისხლის თეთრი უჯრედების - ლეიკოციტების რაოდენობის მომატება (ლეიკოციტოზი)

გონების აღრევა

გულის მოქმედების დარღვევა (სრული ატრიოვენტრიკულური ბლოკადა)

გულის რითმის დარღვევა, რომელსაც ახასიათებს სწრაფი და არარეგულარული გულის შეკუმშვა (წინაგულების ფიბრილაცია)

გულის შეკუმშვის რითმის დარღვევა (არითმია)

ვენტრიკულური ექსტრასისტოლები

სუპრავენტრიკულური ექსტრასისტოლები

გულის ნაადრევი აგზნება და შეკუმშვა (ექსტრასისტოლები)

სუნთქვის შეკავების უნებლიე შეტევები (აპნოე)

ჟანგბადის ნაკლებობის შეგრძნება (ჰიპოქსია)

ასთმა

შარდის შეკავება

გლუკოზის გამოყოფა შარდით (გლუკოზურია)

დისკომფორტი გულმკერდში

ავთვისებიანი ჰიპერთერმია

ალანინამინოტრანსფერაზას (ალტ) დონის მატება

კრეატინინის დონის მატება

ლაქტატდეჰიდროგენაზას (ლდჰ) დონის მომატება

სიხშირე უცნობია -არსებული მონაცემებიდან გამოდინარე წარმოქმნის სიხშირის დადგენა შეუძლებელია.

გამონაყარი, სახის შეშუპება, ხიხინი სუნთქვისას (ანაფილაქსიური რეაქციების სიმპტომები)

ანაფილაქტოიდური რეაქციები

ჰიპერმგრძნობელობა

კონვულსიები

მოძრაობითი დარღვევები, რომლის დროსაც კუნთები უნებურად იკუმშება, რაც იწვევს განმეორებით ან გრეხილ მოძრაობებს (დისტონია)

სევოფლურანის გამოყენებისას აღინიშნა გულის გაჩერება

QT ინტერვალის გახანგრძლივება, რომელიც დაკავშირებულია „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვან ტაქიკარდიასთან

ბრონქული კუნთების შეკუმშვა (ბრონქოსპაზმი)

ქოშინი

სტვენითი სუნთქვა

ფილტვების შეშუპება

თირკმლის მწვავე უკმარისობა

ჰეპატიტი

ღვიძლის უკმარისობა

ღვიძლის ნეკროზი

კონტაქტური დერმატიტი

ქავილი

გამონაყარი

შეშუპება სახის არეში

ჭინჭრის ციება

კუნთების კრთომა

შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ

თუ თქვენ განგივითარდებათ რაიმე არასასურველი რეაქციები, კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს. მოცემული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის იმათზეც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართში. არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებით თქვენ ეხმარებით პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

პრეპარატ სევორანის შენახვა

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე .

არ გაიყინოთ. შეინახეთ მჭიდროდ დახურული.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის (შენახვის ვადის) გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღად მიიჩნევა მითითებული თვის ბოლო დღე.

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

პრეპარატი სევორანი შეიცავს:

მოქმედი ნივთიერებას - სევოფლურანი.

დამხმარე ნივთიერებები - არ არის.

პრეპარატის სევორანის გარეგანი სახე და მისი შეფუთვის შიგთავსი.

სითხე ინჰალაციისთვის. 250 მლ პლასტმასის ფლაკონში Quik fil სისტემის თავსახურით და თერმულად შემცირებადი ფირით, რომელიც ფარავს ფლაკონის თავსახურს და კისერს და შეიცავს ლენტას კომპანიის ლოგოტიპით. თითო ფლაკონი მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, აკრძალულია საცალო რეალიზაცია, გაიცემა მხოლოდ შესაბამისი ნებართვის/ლიცენზიის მქონე დაწესებულებებზე

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი:

ებბვი ბიოფარმაციუტიკალს გმბხ, შვეიცარიის კონფედერაცია

ალტე შტაინჰაუზერშტრასე, 14, 6330 ხამ

AbbVie Biopharmaceuticals GmbH (Switzerland)

Alte Steinhauserstrasse 14, 6330 Cham

მწარმოებელი:

ებბვი ს.რ.ლ., იტალია

ს.რ. 148 პონტინა კმ 52, 04011 სნკ- კამპოვერდე დი აპრილია ლტ, იტალია

AbbVie Srl, Italy

SR 148 Pontina km 52 SNC, 04011 Campoverde di Aprilia (LT), Italy

პრეპარატის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის თაობაზე, ასევე საჩივრების წარმოქმნის შემთხვევებში, უნდა დაუკავშირდეთ სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენელს:

შპს „ებბვი“

მისამართი: 125196, ქალ. მოსკოვი, ლესნაიას ქუჩა, სახლი 7, ბიზნეს ცენტრი "თეთრი ბაღები", შენობა "ა"

ტელეფონი: +7 (495) 258 42 77

ელექტრონული ფოსტა: [email protected]

ფურცელ - ჩანართი გადაიხედა

  • 671022807500

(მოსახევი ან მოსაჭრელი ხაზი)

შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის:

სევორანი, სითხე ინჰალაციისთვის

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: საშუალებები ზოგადი ანესთეზიისათვის. ჰალოგენის შემცველი ნახშირწყალბადები. სევოფლურანი.

ATC კოდი: N01AB08.

დოზირების რეჟიმი და მიღების წესი

პრემედიკაცია

პრემედიკაცია უნდა შეირჩეს ანესთეზიოლოგის მიერ ინდივიდუალურად თითოეული პაციენტისთვის.

ზოგადი ანესთეზია ქირურგიული ჩარევების დროს

სევორანი უნდა იქნას შეყვანილი აორთქლების დანადგარის დახმარებით, რომელიც სპეციალურად არის კალიბრირებული სევოფლურანის გამოყენებისთვის ისე, რომ კონცენტრაცია, რომელიც მიეწოდება, ზუსტად იქნას გაკონტროლებული.

ინდუქცია

აუცილებელია დოზის ინდივიდუალურად შერჩევა და მისი გაზრდა სასურველ ეფექტამდე, პაციენტის ასაკისა და კლინიკური მდგომარეობის შესაბამისად. შეიძლება შეყვანილი იქნას ხანმოკლე მოქმედების ბარბიტურატი ან სხვა ინტრავენური საშუალება ინდუქციისათვის, რასაც მოჰყვება სევოფლურანის შეყვანა ინჰალაციის გზით. ინდუქციისთვის სევოფლურანი შეიძლება იქნას შეყვანილი ჟანგბადთან ან ჟანგბადისა და აზოტის ოქსიდის ნარევთან ერთად. ინდუქციის დროს ზრდასრულ პაციენტებში სევოფლურანის გამოყენება 5%-მდე კონცენტრაციით ჩვეულებრივ უზრუნველყოფს ქირურგიულ ანესთეზიას 2 წუთზე ნაკლებ დროში. ბავშვებში ინდუქციის დროს სევოფლურანის გამოყენება 7%-მდე კონცენტრაციით ჩვეულებრივ უზრუნველყოფს ქირურგიულ ანესთეზიას 2 წუთზე ნაკლები დროში.

ალტერნატიულად,ინდუქციისთვის სევოფლურანის გამოყენება 8%-მდე კონცენტრაციით შესაძლებელია იმ პაციენტებში, რომლებსაც არ ჩაუტარდათ პრემედიკაცია.

შენარჩუნება

ანესთეზიის ქირურგიული დონეები შეიძლება შენარჩუნდეს სევოფლურანის 0,5%-დან 3%-მდე კონცენტრაციით აზოტის ქვეჟანგით ან მის გარეშე.

ცხრილი.

სევოფლურანის მინიმალური ალვეოლარული კონცენტრაცია ზრდასრულებში და ბავშვებში პაციენტის ასაკიდან გამომდინარე

პაციენტის ასაკი

სევოფლურანი ჟანგბადში

სევოფლურანი 65% N 2 O /35% O 2- ში

0-1 თვე*

  • 3%
  • 0%**

1 თვე - < 6 თვეზე

  • 0%

6 თვე - < 3 წელი

  • 8%

3-12 წელი

  • 5%

25 წელი

  • 6%
  • 4%

40 წელი

  • 1%
  • 1%

60 წელი

  • 7%
  • 90%

80 წლის

  • 4%
  • 70%
  • დროულად გაჩენილი ახალშობილები. დღენაკლულ ახალშობილებში მაკ არ განისაზღვრებოდა.
  • *1-<3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის გამოყენებული იყო 60% N 2 O/40% O 2 .

ხანდაზმული ასაკის პირები

სევოფლურანის მინიმალური ალვეოლური კონცენტრაცია (მაკ) მცირდება ასაკთან ერთად და აზოტის ქვეჟანგის დამატების შემთხვევაში. სევოფლურანის საშუალო კონცენტრაცია, რომელიც აუცილებელია მაკ-ის მისაღწევად 80 წლის ასაკის პაციენტებში, შეადგენს იმ კონცენტრაციის დაახლოებით 50%-ს, რომელიც აუცილებელია 20 წლის ასაკის პაციენტებისათვის . ცხრილში მოყვანილია მაკ-ის საშუალო მაჩვენებლები სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისათვის.

ბავშვები

ცხრილში მოყვანილია მაკ-ის საშუალო მნიშვნელობები სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებისთვის.

ანესთეზიიდან გამოსვლა.

სევოფლურანით ანესთეზიის შემდეგ ანესთეზიიდან გამოსვლის დრო ჩვეულებრივ ხანმოკლეა. ამგვარად, პაციენტებს შეიძლება დასჭირდეთ ადრეული ოპერაციის შემდგომი ტკივილის გაყუჩება.

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები გამოყენების დროს

სევოფლურანმა შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის დათრგუნვა, რომელიც შეიძლება გაძლიერდეს ნარკოტიკული ან სხვა ისეთი სამკურნალო საშუალებებით პრემედიკაციის დროს, რომლებიც იწვევენ სუნთქვის დათრგუნვას. აუცილებელია ტარდებოდეს სუნთქვის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში უნდა იქნას აღმოჩენილი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.

სევოფლურანი უნდა იქნას შეყვანილი მხოლოდ იმ პირების მიერ, რომლებსაც აქვთ გავლილი ზოგადი ანესთეზიის ჩასატარებლად საჭირო მომზადება. სავალდებულოა სასუნთქი გზების გამტარიანობის შესანარჩუნებლად, ხელოვნური ვენტილაციის ჩასატარებლად, ჟანგბადის მისაწოდებლად და სისხლის ცირკულაციის აღსადგენად საჭირო აპარატურის ქონა.

სევოფლურანის კონცენტრაცია, რომელიც მოწოდებულია ამაორთქლებელიდან, ზუსტად უნდა იყოს ცნობილი. იმის გამო, რომ აქროლადი საანესთეზიო საშუალებები განსხვავდებიან ფიზიკური თვისებებით, უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ ის ამაორთქლებლები, რომელიც სპეციალურად არის კალიბრირებული სევოფლურანის გამოყენებისთვის. ზოგადი ანესთეზიის გამოყენება უნდა იყოს ინდივიდუალიზირებული, დაფუძნებული იქნება რა ანესთეზიაზე პაციენტის საპასუხო რეაქციაზე. ანესთეზიის გაძლიერებასთან ერთად იზრდება ჰიპოტენზია და სუნთქვის დათრგუნვა.

ავთვისებიანი ჰიპერთერმია

მიდრეკილ პირებში ძლიერმოქმედმა ინჰალაციურმა საანესთეზიო საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიონ ძვალ-კუნთოვანი ჰიპერმეტაბოლური მდგომარეობა, რის შედეგადაც იზრდება მოთხოვნილება ჟანგბადზე და ვითარდება კლინიკური სინდრომი, რომელიც ცნობილია როგორც ავთვისებიანი ჰიპერთერმია. ეს სინდრომი ვლინდება ჰიპერკაპნიის სახით და შეიძლება შეიცავდეს ისეთ არასპეციფიკურ ნიშნებს, როგორიცაა კუნთების რიგიდულობა, ტაქიკარდია, ტაქიპნოე, ციანოზი, არითმია და/ან არასტაბილური არტერიული წნევა (ამ სიმპტომებიდან ზოგიერთი შეიძლება ასევე წარმოიქმნას ზედაპირული ნარკოზის, მწვავე ჰიპოქსიის, ჰიპერკაპნიისა და ჰიპოვოლემიის დროს).

კლინიკურ კვლევებში იყო ცნობები ავთვისებიანი ჰიპერთერმიის განვითარების ერთი შემთხვევის შესახებ. ავთვისებიანი ჰიპერთერმიის შემთხვევების შესახებ ასევე შემოვიდა შეტყობინებები პოსტმარკეტინგულ პერიოდში. ამ შემთხვევებიდან ზოგიერთი ლეტალური იყო. ავთვისებიანი ჰიპერთერმიის მკურნალობა მოიცავს მაინიცირებელი საშუალებების (მაგალითად, სევოფლურანის) გამოყენების შეწყვეტას, დანტროლენ ნატრიუმის ინტრავენურ შეყვანას (იხ. ინსტრუქცია ნატრიუმის დანტროლენის სამედიცინო გამოყენების შესახებ) და შემანარჩუნებელი თერაპიის დანიშვნას, რომელიც შედგება ღონისძიებებისაგან, რომლებიც მიმართულია სხეულის ტემპერატურის ნორმალიზაციაზე, სუნთქვისა და სისხლის მიმოქცევის ფუნქციის და წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევების კორექციის შედეგების შესანარჩუნებლად. მოგვიანებით შეიძლება განვითარდეს თირკმლის უკმარისობა, ამიტომ აუცილებელია დიურეზის კონტროლი და მისი შენარჩუნება, თუ ეს შესაძლებელია.

პერიოპერაციული ჰიპერკალიემია

ინჰალაციური საანესთეზიო საშუალებების გამოყენება ასოცირებულია სისხლის პლაზმაში კალიუმის დონის მომატების იშვიათ შემთხვევებთან, რაც შეიძლება გამოვლინდეს არითმიის სახით; აღინიშნა შემთხვევები ლეტალური შედეგით ბავშვებში პოსტოპერაციულ პერიოდში. განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან პაციენტები ლატენტური ან აშკარა ნეირომუსკულური დაავადებებით, განსაკუთრებით დიუშენის ნეირომუსკულური დისტროფიით. მითითებული შემთხვევების უმეტესობაში ამავდროულად გამოიყენებოდა სუქცინილქოლინი. ასევე ამ პაციენტებში აღინიშნა კფკ დონის მნიშვნელოვანი ზრდა სისხლის პლაზმაში, ზოგიერთ შემთხვევაში კი- მიოგლობინურია. მიუხედავად იმისა, რომ ეს გამოვლინებები ავთვისებიანი ჰიპერთერმიის მსგავსია, არცერთ პაციენტს არ აღენიშნებოდა კუნთების რიგიდულობის ან ჰიპერმეტაბოლური მდგომარეობის ნიშნები ან სიმპტომები. რეკომენდებულია ჰიპერკალიემიის ადრეული და ინტენსიური კორექცია და არითმიების მკურნალობა შემდგომი გამოკვლევა ლატენტურ ნეირომუსკულურ დაავადებებზე.

იყო ცალკეული ცნობები QT ინტერვალის გახანგრძლივების შესახებ, რომელიც ძალიან იშვიათად იყო ასოცირებული პირუეტულ პარკუჭოვან ტაქიკარდიასთან (torsades de pointes), რაც გამონაკლის შემთხვევებში იწვევდა ფატალურ შედეგებს. აუცილებელია სევოფლურანის სიფრთხილით გამოყენება იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მიდრეკილება ამ მდგომარეობისადმი.

იყო შემოსული შეტყობინებები პარკუჭოვანი არითმიის ცალკეული შემთხვევების შესახებ პომპეს დაავადების მქონე ბავშვებში.

მიტოქონდრიული დარღვევების მქონე პაციენტებში ზოგადი ანესთეზია, მათ შორის სევოფლურანით, სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული.

ღვიძლი

პოსტმარკეტინგულ კვლევებში დარეგისტრირებული იყო ღვიძლის მსუბუქი, ზომიერი და მძიმე პოსტოპერაციული დისფუნქციის ან ჰეპატიტის ძალიან იშვიათი შემთხვევები სიყვითლით ან მის გარეშე.

საჭიროა აწონ-დაწონილად იყოს მიღებული გადაწყვეტილება სევოფლურანის გამოყენების შესახებ პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის თანმხლები დარღვევით ან იმ პრეპარატების მიღებისას, რომლებიც იწვევენ ღვიძლის ფუნქციის დარღვევას.

ანესთეტიკების - ჰალოგენირებული ნახშირწყალბადების, სევოფლურანის ჩათვლით, ადრე გამოყენებამ დროის შედარებით მოკლე მონაკვეთში შეიძლება გაზარდოს ღვიძლის დაზიანების განვითარების პოტენციური რისკი.

სიფრთხილის ზოგადი ზომები

ანესთეზიის შენარჩუნებისას სევოფლურანის კონცენტრაციის გაზრდა იწვევს არტერიული წნევის დოზადამოკიდებულ შემცირებას. არტერიული წნევის გადაჭარბებული დაქვეითება შესაძლოა დაკავშირებული იყოს ანესთეზიის სიღრმესთან და ასეთ შემთხვევებში მისი კორექტირება შესაძლებელია სევოფლურანის შესასუნთქი კონცენტრაციის შემცირებით. აუცილებელია სევოფლურანის დოზის სიფრთხილით შერჩევა პაციენტებში ჰიპოვოლემიით, ჰიპოტენზიით ან სხვა ჰემოდინამიკური დარღვევებით მედიკამენტების ამავდროული მიღების გამო.

როგორც ნებისმიერი ანესთეტიკის გამოყენების შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ ჰემოდინამიკური სტაბილურობა გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში მიოკარდიუმის იშემიის თავიდან აცილების მიზნით.

აუცილებელია სევოფლურანის სიფრთხილით გამოყენება მეანობაში ანესთეზიის დროს, ვინაიდან მისმა მომადუნებელმა გავლენამ საშვილოსნოზე შეიძლება გაზარდოს საშვილოსნოს სისხლდენების წარმოქმნის რისკი.

პაციენტის პოსტოპერაციული ოთახიდან გადაყვანამდე აუცილებელია გულდასმით შეფასდეს ანესთეზიის შემდეგ მისი გამოღვიძების პროცესი. ვინაიდან სუვოფლურანის გამოყენების დროს ადგილი აქვს ნარკოზიდან სწრაფად გამოსვლას, შესაძლოა წარმოიქმნას პოსტოპერაციული ტკივილის ადრეული კუპირების აუცილებლობა. თუმცა სევოფლურანის მიღების შემდეგ ცნობიერების აღდგენა ჩვეულებრივ ხდება რამდენიმე წუთის განმავლობაში, ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე მისი გავლენა ანესთეზიის შემდეგ 2-3 დღის განმავლობაში არ არის შესწავლილი. ისევე, როგორც სხვა ანესთეტიკების შემდეგ შეიძლება აღინიშნოს განწყობის უმნიშვნელო ცვლილებები რამდენიმე დღის განმავლობაში ანესთეზიის შემდეგ. ბავშვებში ნარკოზიდან სწრაფ გამოსვლას შეიძლება თან ახლდეს აგზნება და კომუნიკაციის უნარის დაქვეითება (შემთხვევების დაახლოებით 25%-ში).

გამომშრალი CO 2 აბსორბენტების შეცვლა

სამკურნალო საშუალება სევორანის გამოყენების დროს ნარკოზის აპარატებში, რომლებიც შეიცავენ ზედმეტად გამომშრალ CO 2 სორბენტებს (განსაკუთრებით კალიუმის ჰიდროქსიდის შემცველებს), აღწერილია გადაჭარბებული გადახურების და/ან სპონტანური კვამლის წარმოქმნის და/ან ნარკოზის აპარატების აალების იშვიათი შემთხვევები. CO 2 სორბენტის რეზერვუარების გადახურების დროს შეიძლება აღინიშნებოდეს სამკურნალო საშუალება სევორანის შესასუნთქი კონცენტრაციის მატების უჩვეულო შეფერხება ან მოულოდნელი შემცირება, ამაორთქლებელში არსებული პარამეტრების მიუხედავად.

სევოფლურანის დაშლის ეგზოთერმული რეაქცია ამ დაშლის პროდუქტების წარმოქმნით, რომელიც ხდება სევოფლურანის CO 2 სორბენტთან ურთიერთქმედების დროს , ძლიერდება, თუ სორბენტი გამოშრება; მაგალითად, მშრალი გაზის ხანგრძლივი გავლისას რეზერვუარში CO 2 სორბენტით . სევოფლურანის დაშლის პროდუქტების (მეთანოლის, ფორმალდეჰიდის, ნახშირბადის მონოქსიდის და A, B, C და D კომპონენტების) წარმოქმნა აღინიშნა ექსპერიმენტული სანარკოზო აპარატების სუნთქვის კონტურში ზედმეტად გამხმარი სორბენტებით, როდესაც სევოფლურანის კონცენტრაცია აღწევდა მაქსიმუმს (8%) 2- ან მეტი საათის განმავლობაში. ფორმალდეჰიდის კონცენტრაციამ, რომელიც წარმოიქმნა ასეთ პირობებში, მიაღწია იმ მნიშვნელობებს, რომლებსაც შეუძლია გამოიწვიოს სასუნთქი გზების მსუბუქი გაღიზიანება. ექსტრემალურ პირობებში სევოფლურანის დაშლის პროდუქტების ორგანიზმზე ზემოქმედების კლინიკური შეფასება არ ჩატარებულა.

თუ ანესთეზიოლოგი ეჭვობს, რომ CO 2 სორბენტი ძალიან მშრალია, ის უნდა შეიცვალოს სევოფლურანის გამოყენებამდე. როდესაც CO 2 სორბენტი შრება , ინდიკატორის ფერი ყოველთვის არ იცვლება. აქედან გამომდინარე, ინდიკატორის ფერის ცვლილებების არარსებობა არ შეიძლება ჩაითვალოს ადეკვატური ჰიდრატაციის დამასტურებელ ფაქტად. CO 2 სორბენტები რეგულარულად უნდა იცვლებოდეს, ინდიკატორის ფერის მიუხედავად.

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები

თირკმლის უკმარისობის მქონე გამოკვლეული პაციენტების მცირე რაოდენობასთან დაკავშირებით (შრატის კრეატინინის საწყისი დონე 1,5 მგ/დლ-ზე მეტი), სევორანის მიღების უსაფრთხოება ამ ჯგუფში ბოლომდე არ არის დადგენილი. ამრიგად, სევორანი სიფრთხილით უნდა იქნას დანიშნული თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

ვირთხებზე ჩატარებულ ზოგიერთ კვლევაში ნეფროტოქსიკურობა აღინიშნა A ნაერთის (პენტაფლუორიზოპროპენილფლუორმეთილ ეთერი (PIFE) ზემოქმედების გამო დოზებით, რომლებიც აღემატებოდა ჩვეულებრივ კლინიკურ პრაქტიკაში გამოყენებადს). ვირთხებში ნეფროტოქსიურობის მექანიზმი ცნობილი არ არის, ისევე, როგორც მისი დამოკიდებულება ადამიანებთან არ არის დადგენილი.

ნეიროქირურგია და ნეიროქირურგიული ჩარევები

სევორანი სიფრთხილით უნდა იქნას დანიშნული პაციენტებში ქალას შიდა წნევის მომატების რისკით და უნდა იქნას გამოყენებული ზომები, რომლებიც მიმართულია ქალასშიდა წნევის შემცირებაზე, მაგალითად, ჰიპერვენტილაცია.

კრუნჩხვები

შემოვიდა შეტყობინებები კრუნჩხვების იშვიათი შემთხვევების შესახებ სევოფლურანის გამოყენების დროს.

სევოფლურანის გამოყენება ასოცირდებოდა კრუნჩხვების წარმოქმნასთან ბავშვებსა და ახალგაზრდებში, ასევე ხანდაზმული ასაკის პირებში, მიუხედავად კრუნჩხვისადმი მიდრეკილების წარმომქმნელი რისკ-ფაქტორების არსებობისა. სევოფლურანის გამოყენებამდე აუცილებელია პაციენტების კლინიკური მდგომარეობის შეფასების ჩატარება კრუნჩხვების წარმოქმნის რისკის არსებობის შემთხვევაში. ბავშვებში ანესთეზიის სიღრმე შეზღუდული უნდა იყოს. ელექტროენცეფალოგრამის წყალობით შესაძლებელია სევოფლურანის დოზის ოპტიმიზირება და კრუნჩხვების განვითარების თავიდან აცილება მათი წარმოქმნის რისკის მქონე პაციენტებში.

ბავშვები

სევოფლურანის გამოყენება დაკავშირებული იყო კრუნჩხვების წაქმოქმნასთან. ბევრი მათგანი უვითარდებოდა ბავშვებს, დაწყებული 2 თვის ასაკიდან, და ახალგაზრდებს, რომელთა უმრავლესობას არ ჰქონდა მიდრეკილების წარმომქმნელი რისკ-ფაქტორები.კრუნჩხვების რისკის მქონე პაციენტებში სევოფლურანის გამოყენების შემთხვევაში კლინიკური გადაწყვეტილება უნდა იყოს აწონ-დაწონილი.

ბავშვებში აღინიშნებოდა დისტონიური მოძრაობები.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

სევოფლურანით ანესთეზიის დროს ბეტა-სიმპათომიმეტიკები, ისეთები, როგორიცაა იზოპრენალინი, და ალფა- და ბეტა- სიმპათომიმეტიკები, ისეთები, როგორიცაა ადრენალინი და ნორადრენალინი, აუცილებელად უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით პარკუჭოვანი არითმიის განვითარების პოტენციურ რისკთან დაკავშირებით.

MAO-ს არასელექტიური ინჰიბიტორები: ქირურგიული ჩარევის დროს კრიზისის წარმოქმნის რისკი. როგორც წესი, რეკომენდებულია თერაპიის შეწყვეტა ქირურგიულ ჩარევამდე 2 კვირით ადრე.

სევოფლურანმა შეიძლება გამოიწვიოს გამოხატული ჰიპოტენზია პაციენტებში, რომლებიც იღებენ მკურნალობას კალციუმის არხის ანტაგონისტებით, კერძოდ - დიჰიდროპირიდინის წარმოებულებით.

სიფრთხილე უნდა იქნას დაცული კალციუმის არხის ანტაგონისტების საინჰალაციო ანესთეზიის საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას ადიტიური უარყოფითი ინოტროპული ეფექტის წარმოქმნის რისკთან დაკავშირებით.

სუქცინილქოლინისა და საინჰალაციო საანესთეზიო საშუალებების ერთდროულ გამოყენებას თან ახლავს სისხლის შრატში კალიუმის დონის მომატების იშვიათი შემთხვევები, რამაც გამოიწვია გულის არითმია და ლეტალური შედეგები ბავშვთა ასაკის პაციენტებში პოსტოპერაციული პერიოდის განმავლობაში.

სევოფლურანი უსაფრთხოა და ეფექტურია ქირურგიულ პრაქტიკაში ხშირად გამოყენებად პრეპარატებთან ერთად, ისეთებთან, როგორიცაა საშუალებები, რომლებიც მოქმედებენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ვეგეტატიურ ნერვული სისტემაზე, მიორელაქსანტებზე, ანტიმიკრობულ პრეპარატებზე, მათ შორის ამინოგლიკოზიდებზე, ჰორმონებზე, სინთეზური შემცვლელებზე, სისხლის დერივატებზე და გულ-სისხლძარღვთა პრეპარატების, ეპინეფრინის ჩათვლით.

ეპინეფრინი/ადრენალინი

სევოფლურანი, ისევე როგორც იზოფლურანი, ზრდის მიოკარდიუმის მგრძნობელობას ადრენალინის არითმოგენური ეფექტის მიმართ, რომელიც შეყვანილია ეგზოგენურად.

არაპირდაპირი მოქმედების სიმპათომიმეტიკები

სევოფლურანის ურთიერთქმედების შემთხვევაში არაპირდაპირი მოქმედების სიმპათომიმეტიკებთან (ამფეტამინი, ეფედრინი), არსებობს მწვავე ჰიპერტონული ეპიზოდების განვითარების რისკი.

ბეტა - ბლოკატორები

სევოფლურანს შეუძლია გააძლიეროს ბეტა - ბლოკატორების უარყოფითი ინოტროპული, ქრონოტროპული და დრომოტროპული ეფექტები (გულ-სისხლძარღვთა კომპენსატორული მექანიზმების ბლოკირების გზით).

ვერაპამილი

სევოფლურანთან ერთად ვერაპამილის ერთდროული გამოყენებისას შეიძლება დაირღვეს ატრიოვენტრიკულური გამტარობა.

CYP2E1 ინდუქტორები

სევოფლურანის მეტაბოლიზმი შეიძლება გაძლიერდეს სამკურნალო საშუალებებით ან ნაერთებით, რომლებიც ზრდიან ციტოქრომ P450 იზოენზიმ CYP2E1-ის აქტივობას (მაგალითად, იზონიაზიდით და ალკოჰოლით), რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლის პლაზმაში ფტორიდის კონცენტრაციის მნიშვნელოვანი მატება. სევოფლურანისა და იზონიაზიდის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს იზონიაზიდის ჰეპატოტოქსიური მოქმედების პოტენცირება.

ნასვრეტებიანი კრაზანა

პაციენტებში, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იღებდნენ კრაზანას, იყო დარეგისტრირებული მძიმე ჰიპოტონიის შემთხვევები და ნარკოზიიდან გამოსცლის შეფერხება (ჰალოგენის შემცველი ანესთეტიკებების გამოყენებისას).

ბარბიტურატები

სევორანი თავსებადია ბარბიტურატებთან კომბინაციის დროს, რომლებიც ფართოდ გამოიყენება ქირურგიულ პრაქტიკაში.

ბენზოდიაზეპინები და ოპიოიდები

მოსალოდნელია სევორანის მაკ-ის დაქვეითება, ისევე, როგორც სხვა საინჰალაციო ანესთეტიკების შემთხვევაში; სევორანი თავსებადია ბენზოდიაზეპინებთან და ოპიოიდებთან კომბინაციაში, რომლებიც ხშირად გამოიყენება ქირურგიულ პრაქტიკაში.

ოპიოიდების გამოყენებამ, ისეთების, როგორიცაა ალფენტანილი და სუფენტანილი, სევოფლურანთან ერთად, შეიძლება გამოიწვიოს გულის შეკუმშვის სიხშირის, არტერიული წნევის და სუნთქვის სიხშირის სინერგიული დაქვეითება.

აზოტის ქვეჟანგი

ისევე, როგორც სხვა საინჰალაციო ანესთეტიკებთან მიღების შემთხვევაში, სევოფლურანის მაკ მცირდება (50%-ით ზრდასრულ პაციენტებში და 25%-ით ბავშვებში).

ნეიროკუნთოვანი ბლოკატორები

ისევე, როგორც სხვა საინჰალაციო ანესთეტიკები, სევოფლურანი მოქმედებს ნეიროკუნთოვანი ბლოკადის, რომელიც გამოწვეულია არამადეპოლარიზებადი მიორელაქსანტებით, როგორც ინტენსივობაზე, ასევე მის ხანგრძლივობაზე.

იმ შემთხვევებში, როდესაც გამოიყენება დამატებითი ალფენტანილ-N 2 O ანესთეზია, სევოფლურანი აძლიერებს ნეიროკუნთოვან ბლოკადას, რომელიც გამოწვეულია პანკურონიუმით, ვეკურონიუმით და ატრაკურიუმით.

ამ მიორელაქსანტების დოზის კორექცია სევოფლურანთან ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში ანალოგიურია იმ კორექციისა, რომელიც საჭიროა იზოფლურანის გამოყენებისას.

სევოფლურანის გავლენა სუქცინილქოლინზე და მადეპოლარიზებადი ნეირომუსკულური ბლოკატორების მოქმედების ხანგრძლივობაზე არ არის შესწავლილი.

ინდუქციური ანესთეზიის დროს ნეიროკუნთოვანი ბლოკატორების დოზის შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს იმ მდგომარეობის დადგომის შეფერხება, რომელიც შესაფერისია ტრაქეის ინტუბაციისთვის, ან გამოიწვიოს კუნთების არაადეკვატური რელაქსაცია, ვინაიდან მიორელაქსანტების მოქმედების პოტენცირება ხდება სევოფლურანის შეყვანის დაწყებიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში.

შეისწავლებოდა ურთიერთქმედებები ნეიროკუნთოვანი გამტარობის არამადეპოლარიზებელ ბლოკატორებთან, ისეთებთან, როგორიცაა პანკურონიუმი, ვეკურონიუმი და ატრაკურიუმი. სპეციალური მითითებების არარსებობის შემთხვევაში, (1) ენდოტრაქეული ინტუბაციისთვის არ შეამციროთ არამადეპოლარიზებადი კუნთოვანი რელაქსანტების დოზა, (2) ანესთეზიის შენარჩუნებისას არამადეპოლარიზებადი კუნთოვანი რელაქსანტების დოზა უნდა შემცირდეს, როგორც N 2 O/ოპიოიდური ანესთეზიის დროს. კუნთოვანი რელაქსანტების დამატებითი დოზები გამოიყენება მხოლოდ ნეიროსტიმულაციაზე რეაქციის შეფასების შემდეგ.

ისევე როგორც სხვა პრეპარატების გამოყენების შემთხვევაში, ინტრავენური საანესთეზიო საშუალებების, მაგალითად პროპოფოლის, შეყვანის შემდეგ, შესაძლოა საჭირო გახდეს სევოფლურანის უფრო დაბალი კონცენტრაციები.

CYP2E1-ის აქტივობის გაზრდის შემდეგ აღინიშნებოდა ფტორიდის მნიშვნელოვანი ზრდა სისხლის პლაზმაში.

დოზის გადაჭარბება

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში (რესპირატორული და გულის აქტივობის დათრგუნვა) აუცილებელად უნდა იქნას მიღებული შემდეგი ზომები: შეწყდეს სამკურნალო საშუალების შეყვანა, უზრუნველყოფილი იქნას სასუნთქი გზების გამტარუნარიანობა, დაწყებულ იქნას ხელოვნური დამხმარე ან კონტროლირებადი ვენტილაცია ჟანგბადით და შენარჩუნდეს ადეკვატური გულ-სისხლძარღვთა ფუნქცია.

შეუთავსებლობა

სევოფლურანი რჩება სტაბილური, თუ ის ინახება ოთახის ნორმალური განათების პირობებში. ძლიერი მჟავების არსებობისას ან სითბოს მოქმედების შემთხვევაში შესამჩნევი დეგრადაცია არ აღინიშნება.

სევოფლურანი არ ახდენს დამაზიანებელ მოქმედებას უჟანგავ ფოლადზე, ლატუნზე, სპილენძზე, ალუმინზე, მონიკელირებულ სპილენძზე, ქრომირებულ სპილენძზე ან სპილენძ-ბერილიუმის შენადნობზე. ქიმიური დეგრადაციას შეიძლება ადგილი ჰქონდეს ანესთეტიკზე სანარკოზე აპარატის CO 2 აბსორბენტის ზემოქმედების დროს. ახალი აბსორბენტების გამოყენების შემთხვევაში სევოფლურანის დეგრადაცია მინიმალურია და დეგრადაციის პროდუქტების დონე ვერ განისაზღვრება ან არატოქსიკურია. სევოფლურანის დეგრადაცია და შემდგომში დეგრადანტების წარმოქმნა ძლიერდება აბსორბენტის ტემპერატურის მატებასთან, CO 2 -აბსორბენტის გამოშრობასთან (განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც შეიცავს კალიუმის ჰიდროქსიდს, მაგალითად, Baralyme ® ), სევოფლურანის კონცენტრაციის გაზრდასთან და ახალი აირის ნაკადის შემცირებასთან ერთად. სევოფლურანი ექვემდებარება ტუტოვან დაშლას ორი გზით. პირველ გზას ადგილი აქვს ფტორიდწყალბადის დაკარგვის დროს A ნაერთის წარმოქმნით. დეგრადაციის მეორე გზას ადგილი აქვს მხოლოდ CO 2 -ის მშრალი აბსორბენტის არსებობისას და იწვევს სევოფლურანის დისოციაციას ჰექსაფტორიზოპროპანოლამდე (HFIP) და ფორმალდეჰიდამდე. HFIP არის არააქტიური, არაგენოტოქსიკური ნივთიერება, რომელიც სწრაფად გლუკურონიზირდება და გამოიყოფა და ტოქსიკურობით შედარებადია სევოფლურანთან. ფორმალდეჰიდი არსებობს ნორმალური მეტაბოლური პროცესების დროს. ძალიან მშრალ აბსორბენტთან ერთად გამოყენებისას ფორმალდეჰიდი შეიძლება დაიშალოს მეთანოლამდე და ფორმიატამდე. ფორმიატს (ჭიანჭველა მჟავას ნარჩენს) შეუძლია ხელი შეუწყოს ნახშირბადის მონოოქსიდის წარმოქმნას მაღალ ტემპერატურის დროს. მეთანოლს შეუძლია A ნაერთთან ურთიერთქმედება B ნაერთის წარმოქმნით. B ნაერთი ექვემდებარება შემდგომში HF- ელიმინაციას C, D, E ნაერთების წარმოქმნით. ძალიან მშრალი აბსორბენტების გამოყენებისას, განსაკუთრებით ისეთების, რომლებიც შეიცავენ კალიუმის ჰიდროქსიდს (მაგალითად, Baralyme ®), შესაძლოა ფორმალდეჰიდის, მეთანოლის, ნახშირბადის მონოოქსიდის, ნაერთი A-სა და მისი ზოგიერთი დეგრადანტის, ნაერთებისა B, C და D, წარმოქმნა.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა