პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები

სევოფლურანი USP

SEVOFLURANE USP

რეცეპტით250მლინსტრუქცია ქართულადინდოეთი
რისთვის გამოიყენება

ზოგადი ანესთეზიის ინდუქცია და შენარჩუნება ზრდასრულებსა და ბავშვებში სტაციონარსა და ამბულატორიულ ქირურგიაში.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
სევოფლურანი (sevoflurane)
ფორმა და შეფუთვა
250მლ საინჰალაციო სითხე მინის ფლაკონი №1 (პირველადი შეფუთვით)
მწარმოებელი
Piramal Pharma Limited, ინდოეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, აკრძალულია საცალო რეალიზაცია, გაიცემა მხოლოდ შესაბამისი ნებართვის/ლიცენზიის მქონე დაწესებულებებზე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
საანესთეზიო საშუალებები, ზოგადი საანესთეზიო საშუალებები
ATC კოდი
N01AB08
რეგისტრაციის ნომერი
რ-034942
რეგისტრირებულია
12 აპრილი 2022, მოქმედებს 21 ნოემბერი 2026-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Piramal Pharma Limited (ინდოეთი)
განმცხადებელი
შპს „ავერსი-ფარმა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებასევოფლურანი USP და სხვა წამალი ერთად

სევოფლურანი USP — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ზოგადი ანესთეზიის ინდუქცია და შენარჩუნება ზრდასრულებსა და ბავშვებში სტაციონარსა და ამბულატორიულ ქირურგიაში.

მიღების წესი და დოზირება

პრემედიკაცია უნდა შეირჩეს პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით და ანესთეზიოლოგის შეხედულებისამებრ.

ქირურგიული ანესთეზია:

საანესთეზიო საშუალების კონცენტრაციის ზუსტი კონტროლის მიზნით საჭიროა საგანგებოდ სევოფლურანისთვის დაკალიბრებული საორთქლებლის გამოყენება. MAC-ის (მინიმალური ალვეოლარული კონცენტრაცია) მნიშვნელობები მცირდება ასაკის შესაბამისად აზოტის ოქსიდთან ერთდროული გამოყენებისას. ქვემოთ მოცემულ ცხრილში მითითებულია MAC-ის საშუალო მნიშვნელობები სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის.

ცხრილი 1: MAC-ის მნიშვნელობები ასაკის მიხედვით ზრდასრულებისა და ბავშვებისთვის

პაციენტის ასაკი (წლები)

ჟანგბადში სევოფლურანის შემცველობა

სევოფლურანის შემცველობა 65% N20/35% O2-ში

0-1 თვე*

3,3%

1 - < 6 თვე

3,0%

2,0%**

6 თვე- < 3 წელი

2,8%

3 - 12

2,5%

25

2,6%

1,4%

40

2,1%

1,1%

60

1,7%

0,9%

80

1,4%

0,7%

  • * ახალშობილები, რომელთაც მიაღწიეს სრულ გესტაციურ ასაკს. დღენაკლულ ახალშობილებში MAC დადგენილი არ არის.
  • *1- <3 წლამდე ასაკის ბავშვები გამოყენებულ იქნა 60% N2O/40% O2.

ინდუქცია:

დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად და ტიტრაცია უნდა ჩატარდეს სასურველ ეფექტამდე, პაციენტის ასაკისა და კლინიკური სტატუსის შესაბამისად. სევოფლურანის ინჰალაციის წინ შეიძლება მოკლევადიანი მოქმედების ბარბიტურატის ან სხვა ინტრავენური შემყვანი სანარკოზო საშუალების გამოყენება. სევოფლურანთან ინდუქცია შეიძლება განხორციელდეს ჟანგბადში ან ჟანგბადისა და აზოტის ოქსიდის ნარევებთან ერთად.

შემყვანი ნარკოზის შემთხვევაში, სევოფლურანის 8%-მდე საინჰალაციო კონცენტრაცია, როგორც წესი, ქირურგიულ ანესთეზიას ორ წუთზე ნაკლებ დროში იწვევს, როგორც ზრდასრულებში, ასევე ბავშვებში.

შენარჩუნება:

ანესთეზიის ქირურგიული დონე შეიძლება შენარჩუნდეს სევოფლურანის 0,5-3%-იანი კონცენტრაციით, აზოტის ოქსიდით ან მის გარეშე.

ნარკოზიდან გამოსვლა:

სევოფლურანით ანესთეზიის შემდეგ, ნარკოზიდან გამოსვლა, როგორც წესი, სწრაფად ხდება. ამიტომ, პაციენტებს შეიძლება დასჭირდეთ ადრეული პოსტოპერაციული ტკივილის შემსუბუქება.

ხანდაზმულები:

MAC ასაკის მატების შესაბამისად მცირდება. 80 წლის ასაკის პირებში MAC-ის მისაღწევად სევოფლურანის საშუალო კონცენტრაცია 20 წლის ზრდასრულისთვის საჭირო დოზის დაახლოებით 50%-ია.

ბავშვების პოპულაცია:

MAC-ის მნიშვნელობები ასაკის მიხედვით ბავშვებისთვის მოცემულია ცხრილში 1.

უკუჩვენებები

სევოფლურანის გამოყენება უკუნაჩვენებია სევოფლურანის ან სხვა ჰალოგენირებული საანესთეზიო საშუალების მიმართ მგრძნობიარე პაციენტებისთვის, ან ამგვარი მგრძნობიარობის ეჭვის არსებობის შემთხვევაში (მაგალითად, ანამნეზში ღვიძლის ფუნქციური დარღვევა, გაურკვეველი მიზეზის ცხელება ან ლეიკოციტოზი რომელიმე ამ აგენტით ანესთეზიის შემდეგ).

სევოფლურანი ასევე უკუნაჩვენებია პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ ცნობილი ან საეჭვო გენეტიკური მიდრეკილება ელვისებრი ჰიპერთერმიის მიმართ.

სევოფლურანი უკუნაჩვენებია იმ პაციენტებისთვის, რომელთათვისაც ზოგადი ანესთეზია არის უკუნაჩვენები.

სიფრთხილის ზომები

სევოფლურანმა შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის დათრგუნვა, რაც შეიძლება გამწვავდეს წამლების ან სხვა აგენტების გამოყენებისას, რომლებიც სუნთქვის დათრგუნვას იწვევენ. აუცილებელია სუნთქვის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში, დამხმარე სუნთქვის გამოყენება.

სევოფლურანის ადმინისტრირება მხოლოდ ზოგადი ანესთეზიაში გაწვრთნილ პირებს შეუძლიათ. სასუნთქი გზების თავისუფალი გამავლობის შენარჩუნების, მექანიკური ვენტილაციის, ჟანგბადით გამდიდრებისა და სისხლის მიმოქცევის რეანიმაციის საშუალებები ხელმისაწვდომი უნდა იყოს დაუყოვნებლივი გამოყენებისთვის.

ზუსტად უნდა იყოს ცნობილი საორთქლებლიდან მოწოდებული სევოფლურანის კონცენტრაცია. ვინაიდან აქროლადი საანესთეზიო საშუალებები განსხვავდება მათი ფიზიკური თვისებებით, გამოიყენება მხოლოდ საგანგებოდ სევოფლურანისთვის დაკალიბრებული საორთქლებელი. ზოგადი ანესთეზიის შეყვანა ინდივიდუალურად უნდა მოხდეს პაციენტზე ზემოქმედებიდან გამომდინარე. ანესთეზიის გაღრმავებასთან ერთად იმატებს ჰიპოტენზია და სუნთქვის ჩაგვრა.

რისკ-ფაქტორების მქონე ადამიანებში, ძლიერმოქმედი საინჰალაციო საშუალებით ანესთეზიამ შეიძლება გამოიწვიოს ჩონჩხის კუნთების ჰიპერმეტაბოლური მდგომარეობა, რაც იწვევს ჟანგბადის მოხმარების მაღალ დონეს და კლინიკურ სინდრომს, რომელიც ცნობილია ელვისებრი ჰიპერთერმიის სახელწოდებით. ეს კლინიკური სინდრომი ვლინდება ჰიპერკაპნიით და შეიძლება მოიცავდეს კუნთების რიგიდულობას, ტაქიკარდიას, ტაქიპნოეს, ციანოზს, არითმიებსა და არასტაბილურ არტერიულ წნევას. ასვე, არასპეციფიკური ნიშნები, მათ შორის მწვავე ჰიპოქსია, ჰიპერკაპნია და ჰიპოვოლემია, შეიძლება გამოვლინდეს მსუბუქი ანესთეზიისას.

კლინიკური კვლევებისას, დაფიქსირდა ელვისებრი ჰიპერთერმიის ერთი შემთხვევა. გარდა ამისა, ელვისებრი ჰიპერთერმიის შემთხვევები აღირიცხა პრეპარატის რეგისტრაციის შემდგომ. ზოგიერთი ეს შემთხვევა იყო ფატალური.

მკურნალობა მოიცავს გამომწვევი პრეპარატების (მაგ. სევაფლურანის) მიწოდების შეწყვეტას, დანტროლენის ნატრიუმის ინტრავენურ შეყვანას (პაციენტის მართვის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით დანტროლენის ნატრიუმის ინტრავენურ შეყვანის შესახებ ინსტრუქციას) და შემანარჩუნებელ თერაპიას. ასეთი თერაპია მოიცავს ღონისძიებებს სხეულის ნორმალური ტემპერატურაზე სწრაფად დასაბრუნებლად, სუნთქვისა და სისხლის მიმოქცევის მხარდაჭერას ჩვენებების შესაბამისად და ელექტროლიტური და მჟავა-ტუტოვანი დისბალანსის მართვას. თირკმლის უკმარისობა შეიძლება მოგვიანებით განვითარდეს და საჭიროა, შეძლებისდაგვარად, დიურეზის მონიტორინგი და შენარჩუნება.

საინჰალაციო საანესთეზიო საშუალებების გამოყენება დაკავშირებულ იქნა შრატში კალიუმის დონის მატების იშვიათ შემთხვევებთან, რამაც გამოიწვია პედიატრიული პაციენტების გულის არითმია პოსტოპერაციულ პერიოდში. ყველაზე მოწყვლადი აღმოჩნდნენ ლატენტური და ასევე აშკარა ნერვ-კუნთოვანი დაავადებით, განსაკუთრებით დუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტები. სუკცინილქოლინთან ერთდროული გამოყენება უკავშირდება უმეტეს, მაგრამ არა ყველა ჩამოთვლილ შემთხვევას. ამ პაციენტებს ასევე აღენიშნებოდათ შრატში კრეატინკინაზას დონის მნიშვნელოვანი მატება და, ზოგიერთ შემთხვევაში, მიოგლობინურიასთვის დამახასიათებელი ცვლილებები შარდში. მიუხედავად ელვისებრი ჰიპერთერმიის მანიფესტაციის მსგავსებისა, არცერთ ამ პაციენტს არ აღენიშნებოდა კუნთების რიგიდულობის ან ჰიპერმეტაბოლური მდგომარეობის ნიშნები ან სიმპტომები. რეკომენდებულია ჰიპერკალიემიისა და რეზისტენტული არითმიების ადრეული და აგრესიული მკურნალობა, აგრეთვე ლატენტური ნერვ-კუნთოვანი დაავადებების შემდგომი გამოკვლევა.

დაფიქსირდა პარკუჭოვანი ტაქიკარდიით (torsade de pointes) (გამონაკლის შემთხვევებში ფატალური შედეგით) გამოწვეული QT-ინტერვალის გახანგრძლივების შესახებ ცალკეული შეტყობინებები. სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო სევოფლურანის დანიშვნისას რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში.

პარკუჭოვანი არითმიის ცალკეული შემთხვევები დაფიქსირდა პომპეს დაავადების მქონე პედიატრიულ პაციენტებში.

სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო ზოგადი ანესთეზიის ჩატარებისას, მათ შორის სევოფლურანის გამოყენებით, მიტოქონდრიული დარღვევების მქონე პაციენტებში.

პოსტმარკეტინგულმა გამოცდილებამ გამოავლინა ღვიძლის მსუბუქი, ზომიერი და მძიმე პოსტოპერაციული დისფუნქციის ან ჰეპატიტის ძალიან იშვიათი შემთხვევები სიყვითლით ან მის გარეშე.

სევოფლურანის გამოყენებისას პაციენტებში ღვიძლის თანმხლები დაავადებით ან ღვიძლის დისფუნქციის გამომწვევი მედიკამენტებით მკურნალობისას, საჭირო იქნება კლინიკური შეფასება (იხ. გვერდითი ეფექტები).

პაციენტებში, რომლებსაც ადრე აქვთ მიღებული ჰალოგენირებული ნახშირწყალბადის ანესთეზიური საშუალებები, მათ შორის სევოფლურანი, შედარებით მცირე ინტერვალით, ღვიძლის დაზიანების რისკი მატულობს.

ანესთეზიის შენარჩუნებისას სევოფლურანის კონცენტრაციის ზრდა იწვევს არტერიული წნევის შემცირებას დოზის ცვლილების შესაბამისად. არტერიული წნევის ძლიერი ვარდნა შეიძლება განპირობებული იყოს ანესთეზიის სიღრმით და მსგავს შემთხვევებში შეიძლება დაკორექტირდეს სევოფლურანის საინჰალაციო კონცენტრაციის შემცირებით. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო დოზის შერჩევისას ჰიპოვოლემიის, ჰიპოტენზიის ან სხვა ჰემოდინამიკური დარღვევების მქონე პაციენტებისთვის, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს, მაგალითად, თანმხლები პრეპარატებით.

როგორც ყველა სხვა დანარჩენი საანესთეზიო საშუალებების შემთხვევაში, გულის კორონარული დაავადების მქონე პაციენტებში მნიშვნელოვანია ნორმალური ჰემოდინამიკის შენარჩუნება მიოკარდიალური იშემიის პროფილაქტიკისთვის.

სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო სამეანო ანესთეზიის დროს, რამდენადაც საშვილოსნოზე მომადუნებელი მოქმედებამ შეიძლება გაზარდოს საშვილოსნოს სისხლდენის რისკი.

ზოგადი ანესთეზიის შემდგომი აღდგენა გულდასმით უნდა შეფასდეს, ვიდრე პაციენტს გაწერენ ოპერაციის შემდგომი პალატიდან. როგორც წესი, ნარკოზიდან გამოსვლა სწრაფად მიმდინარეობს, ამიტომ შეიძლება საჭირო გახდეს პოსტოპერაციული ტკივილის ადრეული შემსუბუქება. მიუხედავად იმისა, რომ სევოფლურანის შეყვანის შემდეგ ცნობიერების აღდგენა ჩვეულებრივ რამდენიმე წუთში ხდება, ინტელექტუალურ ფუნქციაზე გავლენა ანესთეზიიდან ორი ან სამი დღის განმავლობაში არ არის შესწავლილი. როგორც სხვა საანესთეზიო საშუალებების შემთხვევაში, განწყობის უმნიშვნელო ცვლილებები შეიძლება შენარჩუნდეს მიღებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში (იხ. ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარი და ზეგავლენა). ბავშვებში ნარკოზიდან სწრაფმა გამოსვლამ შეიძლება გამოიწვიოს აგზნება და ურთიერთქმედების ნაკლებობა (შემთხვევათა დაახლოებით 25%).

გამომშრალი CO2 აბსორბენტების გამოცვლა:

სევოფლურანის CO2-ის გამომშრალ აბსორბენტთან ერთად გამოყენებისას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ისინი შეიცავს კალიუმის ჰიდროქსიდს (მაგალითად, ბარალიმი), აღირიცხა ანესთეზიის აპარატის გადახურების, აკვამლების ან/ უეცარი აალების იშვიათი შემთხვევები. სევოფლურანის საინჰალაციო კონცენტრაციის უჩვეულოდ დაგვიანებული მატება ან მოულოდნელი კლება, რომელიც არ შეესაბამება საორთქლებლის პარამეტრებს, შეიძლება გამოწვეული იყოს CO2 შთამნთქმელი ცილინდრის გადახურებით.

ეგზოთერმული რეაქცია, სევოფლურანის მომატებული დეგრადაცია და დეგრადაციის პროდუქტების წარმოქმნა (იხ. აღწერა) შეიძლება გამოწვეული იყოს CO2 აბსორბენტის გამოშრებით, მაგალითად როცა მშრალი აირის ხანგრძლივად გაედინება CO2 შთამნთქმელი ცილინდრებში. სევოფლურანის ნარჩენი პროდუქტები (მეთანოლი, ფორმალინი, ნახშირბადის მონოოქსიდი და ნაერთები A, B, C და D) აღმოჩენილ იქნა ექსპერიმენტული ანესთეზიის აპარატის რესპირატორულ კონტურში, გამომშრალი CO2 აბსორბენტების გამოყენებისას და სევოფლურანის მაქსიმალური კონცენტრაციით (8%) ხანგრძლივი დროის განმავლობაში (≥ 2 საათი). ანესთეზიის რესპირატორულ კონტურში (ნატრიუმის ჰიდროქსიდის შემცველი აბსორბენტის გამოყენებით) აღმოჩენილი ფორმალინის კონცენტრაციები იწვევს სასუნთქი გზების მსუბუქ გაღიზიანებას. ამ ექსტრემალურ ექსპერიმენტულ მოდელში აღმოჩენილი დაშლის პროდუქტების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია.

თუ სამედიცინო პერსონალი ეჭვობს, რომ CO2-ის აბსორბენტი გამომშრალია, ის აქროლადი საანესთეზიო საშუალებების (როგორიცაა სევოფლურანი) მომდევნო გამოყენებამდე უნდა შეიცვალოს. უნდა გვახსოვდეს, რომ გამოშრობის შედეგად ფერის ინდიკატორი ყოველთვის არ იცვლება. ამიტომ, მნიშვნელოვანი გაუფერულების არარსებობა არ უნდა ჩაითვალოს იმის გარანტიად, რომ აბსორბენტი დატენიანებულია. CO2 აბსორბენტი რეგულარულად უნდა შეიცვალოს ფერის ინდიკატორის მიუხედავად.

თირკმლის უკმარისობა:

გამოკვლეული თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტების მცირე რაოდენობის გამო (შრატში კრეატინინის საწყისი დონე 1,5 მგ/დლ-ზე მეტი), სევოფლურანის უსაფრთხოება ამ ჯგუფში ბოლომდე არ არის დადგენილი.

აქედან გამომდინარე, სევოფლურანი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

ვირთხებზე ჩატარებულ ზოგიერთ კვლევაში, A შენაერთის (პენტაფტორ იზოპროპენილ ფტორის მეთილის ეთერი (PIFE)) ზემოქმედების შედეგად ცხოველებს იმაზე მაღალი ნეფროტოქსიკურობა გამოუვლინდათ, ვიდრე ეს ყოველდღიურ კლინიკურ პრაქტიკაში ჩვეულებრივ გვხდება. ვირთხებში თირკმლის ამ ტოქსიკურობის მექანიზმი უცნობია და მისი რელევანტურობა ადამიანებში დადგენილი არ არის.

ნეიროქირურგია და ნერვ-კუნთოვანი დარღვევები:

შიდა ქალის წნევის მომატების რისკის მქონე პაციენტებს სევოფლურანი სიფრთხილით უნდა დაენიშნოთ, შიდა ქალის წნევის შემცირების საშუალებებთან ერთად (მაგ. ჰიპერვენტილაცია).

კრუნჩხვები:

სევოფლურანის გამოყენებასთან დაკავშირებით გამოვლინდა კრუნჩხვების იშვიათი შემთხვევები.

სევოფლურანის გამოყენება დაკავშირებულ იქნა კრუნჩხვის შემთხვევებთან ბავშვებსა და ახალგაზრდებში, ასევე ხანდაზმულებში, რომელთაც გააჩნდათ ან არ გააჩნდათ წინასწარ განმწყობი რისკ-ფაქტორები. კრუნჩხვების რისკის მქონე პაციენტებში სევოფლურანის გამოყენებამდე საჭიროა კლინიკური შეფასება. ბავშვებში ანესთეზიის სიღრმე შეზღუდული უნდა იყოს. ელექტროენცეფალოგრამამ შეიძლება სევოფლურანის დოზის ოპტიმიზაციის შესაძლებლობა მოგვცეს და დაგვეხმაროს კრუნჩხვების განვითარების პრევენციაში დასუსტებულ პაციენტებში (იხ. გვერდითი ეფექტები - ბავშვების პოპულაცია).

ბავშვების პოპულაცია:

სევოფლურანის გამოყენება დაკავშირებულ იქნა კრუნჩხვის შემთხვევებთან. ბევრი მათგანი გამოვლინდა ბავშვებსა და ახალგაზრდებში, დაწყებული 2 თვის ასაკიდან, რომელთა უმეტესობას არ გააჩნდა წინასწარ განმწყობი რისკ-ფაქტორები. აუცილებელია კლინიკური შეფასების ჩატარება სევოფლურანის გამოყენებისას იმ პაციენტებში, რომლებსაც შეიძლება განუვითარდეთ კრუნჩხვები (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები - კრუნჩხვები).

ბავშვებში აღინიშნა დისტონიური მოძრაობები (იხ. გვერდითი ეფექტები).

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ბეტა-სიმპატომიმეტიკური საშუალებები, როგორიცაა იზოპრენალინი, და ალფა- და ბეტა- სიმპატომიმეტიკური საშუალებები, როგორიცაა ადრენალინი და ნორადრენალინი, სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული სევოფლურანით ანესთეზიის დროს, პარკუჭების ექსტრასისტოლიის პოტენციური რისკის გამო.

არასელექციური MAO ინჰიბიტორები: ოპერაციის დროს კრიზის რისკი. ზოგადი რეკომენდაციით, მკურნალობა უნდა შეწყდეს ქირურგიულ ოპერაციამდე 2 კვირით ადრე.

სევოფლურანს შეუძლია გამოიწვიოს მძიმე ჰიპოტონია პაციენტებში, რომლებიც იღებენ კალციუმის ანტაგონისტებს, განსაკუთრებით დიჰიდროპირიდინის წარმოებულებს.

სიფრთხილე არის საჭირო კალციუმის ანტაგონისტების საინჰალაციო ანესთეზიურ საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას, ადიტიური უარყოფითი ინოტროპული ეფექტის რისკის გამო.

სუკცინილქოლინთან ერთად საინჰალაციო საანესთეზიო საშუალებების გამოყენება დაკავშირებულ იქნა შრატში კალიუმის დონის მატების იშვიათ შემთხვევებთან, რამაც გამოიწვია პედიატრიული პაციენტების გულის არითმია და სიკვდილი პოსტოპერაციულ პერიოდში.

სევოფლურანი უსაფრთხო და ეფექტურია ქირურგიაში გამოყენებულ ფართო სპექტრის საშუალებებთან ერთად გამოსაყენებლად, როგორიცაა ცენტრალური ნერვული სისტემის პრეპარატები, ვეგეტატიური პრეპარატები, ჩონჩხის კუნთების რელაქსანტები, ანტიინფექციური საშუალებები, მათ შორის ამინოგლიკოზიდები, ჰორმონები და სინთეტიკური შემცვლელები, სისხლის წარმოებულები და გულ-სისხლძარღვთა სამკურნალო საშუალებები, მათ შორის ეპინეფრინი.

ეპინეფრინი/ადრენალინი

ეგზოგენურად შეყვანილი ადრენალინის არითმოგენური ეფექტის მიმართ მიოკარდის მგრძნობელობის მომატების კუთხით, სევოფლურანის მოქმედება იზოფლურანის მოქმედების მსგავსია.

არაპირდაპირი მოქმედების სიმპატომიმეტიური საშუალებები

სევოფლურანისა და არაპირდაპირი მოქმედების სიმპათომიმეტიკების (ამფეტამინები, ეფედრინი) ერთდროული გამოყენებისას არსებობს მწვავე ჰიპერტენზიის ეპიზოდის განვითარების რისკი.

ბეტა-ბლოკატორები

სევოფლურანს შეუძლია გააძლიეროს ბეტა-ბლოკატორების უარყოფითი ინოტროპული, ქრონოტროპული და დრომოტროპული ეფექტები (გულ-სისხლძარღვთა სისტემის კომპენსატორული მექანიზმების ბლოკირება).

ვერაპამილი

ვერაპამილისა და სევოფლურანის ერთდროული გამოყენებისას გამოვლინდა ატრიოვენტრიკულარული გამტარებლობის დარღვევა.

CYP2E1 იზოფორმის ინდუქტორები

მედიკამენტებსა და ნივთიერებებს, რომლებიც აძლიერებენ P450 ციტოქრომის CYP2E1 იზოფერმენტის აქტივობას, როგორიცაა იზონიაზიდი და ალკოჰოლი, შეუძლიათ გაზარდონ სევოფლურანის მეტაბოლიზმი და გამოიწვიონ პლაზმაში ფტორიდის კონცენტრაციის მნიშვნელოვანი ზრდა. სევოფლურანისა და იზონიაზიდის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს იზონიაზიდის ჰეპატოტოქსიკური მოქმედება.

კრაზანა

პაციენტებს, რომლებიც ხანგრძლივად იღებდნენ კრაზანას, აღენიშნათ მძიმე ჰიპოტენზია და ჰალოგენირებული საინჰალაციო ანესთეზიური საშუალებებით გამოწვეული ნარკოზიდან დაგვიანებული გამოსვლა.

ბარბიტურატები

სევოფლურანი თავსებადია ბარბიტურატებთან, რომლებიც ხშირად გამოიყენება ქირურგიულ პრაქტიკაში.

ბენზოდიაზეპინები და ოპიოიდები

სავარაუდოდ, ბენზოდიაზეპინები და ოპიოიდები სევოფლურანის MAC-ს ისევე ამცირებენ, როგორც სხვა საინჰალაციო ანესთეზიური საშუალებები. სევოფლურანი თავსებადია ბენზოდიაზეპინებთან და ოპიოიდებთან, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება ქირურგიულ პრაქტიკაში.

ოპიოიდებმა, როგორიცაა ალფენტანილი და სუფენტანილი, სევოფლურანთან ერთად გამოყენებისას შეიძლება გამოიწვიოს გულისცემის, არტერიული წნევისა და სუნთქვის სიხშირის სინერგიული კლება.

აზოტის ოქსიდი

სხვა ჰალოგენირებული აქროლადი ანესთეზიური საშუალებების მსგავსად, სევოფლურანის MAC მცირდება აზოტის ოქსიდთან ერთად გამოყენებისას. MAC-ის ეკვივალენტი დაახლოებით 50%-ით მცირდება მოზრდილებში და დაახლოებით 25%-ით - პედიატრიულ პაციენტებში (იხ. დოზირების რეჟიმი და მიღების წესი - შენარჩუნება).

ნერვ-კუნთოვანი ბლოკატორები

სხვა საინჰალაციო საანესთეზიო საშუალებების მსგავსად, სევოფლურანი გავლენას ახდენს არამადეპოლარიზებელი მიორელაქსანტების გამოყენებით მიღწეული ნერვ-კუნთოვანი ბლოკადის ინტენსივობასა და ხანგრძლივობაზე. ალფენტანილ-N2O-ით ანესთეზიასთან დამატებით გამოყენებისას სევოფლურანი აძლიერებს პანკურონიუმით, ვეკურონიუმით ან ატრაკურიუმით გამოწვეულ ნერვ-კუნთოვან ბლოკადას. სევოფლურანთან ერთად გამოყენებისას ამ მიორელაქსანტების დოზის კორექტირება იგივეა, რაც იზოფლურანის შემთხვევაში. სევოფლურანის მოქმედება სუკცინილქოლინსა და მადეპოლარიზებელი ნერვ-კუნთოვანი ბლოკადის ხანგრძლივობაზე არ არის შესწავლილი.

ანესთეზიის ინდუქციის დროს ნერვ-კუნთოვანი ბლოკატორების დოზის შემცირების შედეგად, შეიძლება დაგვიანდეს ენდოტრაქეული ინტუბაციისთვის საჭირო კონდიციის მიღწევა ან კუნთები არასაკმარისად მოდუნდეს, რადგან ნერვ-კუნთოვანი ბლოკატორები სევოფლურანის ადმინისტრირების დაწყებიდან რამდენიმე წუთში იწყებენ მოქმედებას.

არამადეპოლარიზებელ საშუალებებს შორის შესწავლილია ვეკურონიუმითან, პანკურონიუმსა და ატრაკურიუმთან ურთიერთქმედება. კონკრეტული ინსტრუქციების არარსებობის შემთხვევაში: (1) ენდოტრაქეული ინტუბაციის დროს, არ შეამციროთ არამადეპოლარიზებელი მიორელაქსანტების დოზა; და (2) ანესთეზიის შენარჩუნების დროს, სავარაუდოდ, არამადეპოლარიზებელი მიორელაქსანტების უფრო ნაკლები დოზა იქნება საჭირო, ვიდრე N20/ოპიოიდური ანესთეზიისას.

მიორელაქსანტების დამატებითი დოზების მიღებისას უნდა იხელმძღვანელოთ ნერვული სტიმულაციაზე რეაქციით.

სხვა საშუალებების მსგავსად, სევოფლურანის ნაკლები კონცენტრაცია შეიძლება იყოს საჭირო ინტრავენური საანესთეზიო საშუალების, მაგ. პროპოფოლის გამოყენებისას.

პლაზმაში ფტორიდის კონცენტრაციის მნიშვნელოვანი ზრდა გამოვლინდა CYP2E1-ის მოქმედების გაზრდის შედეგად.

ორსულობა და ძუძუთი კვება

სევოფლურანი მომადუნებლად მოქმედებს საშვილოსნოზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საშვილოსნოს სისხლდენის გაძლიერება, როგორც აბორტის დროს მისი გამოყენების შესახებ ჩატარებულ კვლევა აჩვენებს. მშობიარობის დროს მისი გამოყენება შესწავლილია მხოლოდ საკეისრო კვეთის ერთი მცირე კვლევით.

ვირთხებსა და კურდღლებში ჩატარებულმა რეპროდუქციულმა კვლევებმა 1 MAC-მდე დოზების გამოყენებისას არ გამოავლინა სევოფლურანის ნაყოფისათვის ზიანის მიყენების ფაქტები. ორსულ ქალებში არ ჩატარებულა ადეკვატური და კარგად გაკონტროლებული კვლევები; ამიტომ, ორსულობის დროს სევოფლურანი მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში უნდა იქნას გამოყენებული.

მშობიარობა

კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ სევოფლურანის გამოყენება ანესთეზიისთვის საკეისრო კვეთის დროს უსაფრთხოა დედებისა და ჩვილებისთვის.

სევოფლურანის უსაფრთხოება ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს არ არის დადასტურებული.

ძუძუთი კვება

უცნობია გამოიყოფა თუ არა სევოფლურანი ან მისი მეტაბოლიტები დედის რძეში. დოკუმენტირებული გამოცდილების არარსებობის გამო, ქალებს უნდა ურჩიონ, რომ შეწყვიტონ ძუძუთი კვება სევოფლურანის მიღებიდან 48 საათის განმავლობაში და არ გამოიყენონ ამ პერიოდში გამომუშავებულ რძე.

ფერტილურობა

ვირთხებსა და კურდღლებში ჩატარებულმა რეპროდუქციულმა კვლევებმა 1 MAC-მდე დოზების გამოყენებისას არ გამოავლინა ფერტილურობაზე ზემოქმედების ფაქტები.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ისევე როგორც სხვა საანესთეზიო საშუალებების გამოყენებისას, პაციენტები გაფრთხილებული უნდა იყვნენ, რომ ისეთი საქმიანობების შესრულების უნარი, რომლებიც ყურადღებას მოითხოვს, როგორიცაა ავტომობილის ან საშიში მექანიზმების მართვა, შეიძლება შემცირდეს ზოგადი ანესთეზიის შემდგომ გარკვეული დროის განმავლობაში.

პაციენტებს არ უნდა მიეცეთ მანქანის მართვის უფლება სევოფლურანით ანესთეზიის შემდეგ შესაბამისი პერიოდის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები

უსაფრთხოების პროფილის შეჯამება

ყველა ძლიერმოქმედი საინჰალაციო საანესთეზიო საშუალების მსგავსად, სევოფლურანმაც შეიძლება გამოიწვიოს დოზადამოკიდებული კარდიალური და სუნთქვის დათრგუნვა. გვერდითი რეაქციების უმეტესი ნაწილი მსუბუქი და საშუალო სიმძიმის და დროებითია. გულისრევა, ღებინება და დელირიუმი როგორც წესი, პოსტოპერაციულ პერიოდში იმავე სიხშირით აღინიშნება, როგორც სხვა საინჰალაციო საანესთეზიო საშუალებების გამოყენებისას. ეს ეფექტები არის ოპერაციისა და ზოგადი ანესთეზიისთვის ჩვეულებრივ დამხასიათებელი შედეგები, რომლებიც შეიძლება გამოწვეული იყოს საინჰალაციო საანესთეზიო საშუალებით, ოპერაციის დროს ან მის შემდეგ შეყვანილი სხვა საშუალებებით და პაციენტის რეაქციით ქირურგიულ პროცედურაზე.

ყველაზე გავრცელებული გვერდითი ეფექტებია: ზრდასრულ პაციენტებში: ჰიპოტენზია, გულისრევა და ღებინება;

ხანდაზმული პაციენტებში: ბრადიკარდია, ჰიპოტენზია და გულისრევა; და

ბავშვებში: აგზნება, ხველა, ღებინება და გულისრევა.

გვერდითი ეფექტების შემაჯამებელი ცხრილი

ყველა გვერდითი რეაქცია, რომლებიც, როგორც მინიმუმ, კლინიკური კვლევებისა და რეგისტრაციის შემდგომი გამოცდილების თანახმად შეიძლება დაკავშირებული იყოს სევოფლურანთან, წარმოდგენილია ქვემოთ მოყვანილ ცხრილში MedDRA-ს მიერ დადგენილი ორგანოთა კლასის, უპირატესი ტერმინისა და სიხშირის მიხედვით. გამოიყენება სიხშირის განმსაზღვრელი კატეგორიები: ძალიან ხშირი (>1/10); ხშირი (>1/100, <1/10); არახშირი (>1/1000, <1/100); იშვიათი (>1/10 000, <1/1000); ძალიან იშვიათი (>1/10 000), ცალკეული შეტყობინების ჩათვლით. ამ მოვლენების შესახებ ნებაყოფლობით ხდება მოსახლეობის მიერ პრეპარატის რეგისტრაციის შემდგომი ინფორმაციის მიწოდება. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია გვერდითი მოვლენების რეალური სიხშირის შეფასება და სიხშირე „უცნობია“. კლინიკურ კვლევებისას, გვერდითი რეაქციების ტიპი, სიმწვავე და სიხშირე სევოფლურანის მიმღებ პაციენტებში თანაზომადი იყო შესადარი მედიკამენტის მიმღები პაციენტების რეაქციებთან.

კლინიკური კვლევებისა და რეგისტრაციის შემდგომი გამოცდილებიდან მიღებული გვერდითი რეაქციების მონაცემები

სევოფლურანის კლინიკური კვლევებისა და რეგისტრაციის შემდგომი გამოცდილების შედეგად დადგენილი პრეპარატის ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქციების შეჯამება

ორგანოთა სისტემის კლასი

სიხშირე

გვერდითი რეაქციები

იმუნური სისტემის დარღვევები

უცნობია

ანაფილაქსიური რეაქცია1 ანაფილაქტოიდური რეაქცია

ჰიპერმგრძნობელობა1

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები

არახშირი

ლეიკოპენია

ლეიკოციტოზი

ფსიქიკური დარღვევები

ძალიან ხშირი

აგზნება

არახშირი

გონების დაბინდვა

ნერვული სისტემის დარღვევები

ხშირი

ძილიანობა

თავბრუსხვევა

თავის ტკივილი

უცნობია

კრუნჩხვები 2, 3

დისტონია

გულის დარღვევები

ძალიან ხშირი

ბრადიკარდია

ხშირი

ტაქიკარდია

არახშირი

ატრიოვენტრიკულარული ბლოკადა

სრული ატრიოვენტრიკულარული ბლოკადა

წინაგულების ფიბრილაცია

არითმია

პარკუჭოვანი ექსტრასისტოლიები

სუპრავენტიკულარული ექსტრასისტოლიები

ექსტრასისტოლიები

უცნობია

გულის გაჩერება4

პარკუჭოვანი ტაქიკარდიით გამოწვეული QT-ინტერვალის გახანგრძლივება

ვასკულარული დარღვევები

ძალიან ხშირი

ჰიპოტონია

ხშირი

ჰიპერტენზია

რესპირატორული, გულმკერდისა და მედიასტინალური დარღვევები

ძალიან ხშირი

ხველა

ხშირი

რესპირატორული დარღვევები

ლარინგოსპაზმი

არახშირი

აპნოე

ჰიპოქსია

ასთმა

უცნობია

ბრონქოსპაზმი

ქოშინი1

ხიხინი1

ფილტვების შეშუპება

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები

ძალიან ხშირი

გულისრევა

პირღებინება

ხშირი

ჭარბი ნერწყვდენა

თირკმელებისა და საშარდე გზების დარღვევები

არახშირი

შარდის შეკავება

გლიკოზურია

ჰეპატობილიარული დარღვევები

უცნობია

მწვევ თირკმლის უკმარისობა

უცნობია

ჰეპატიტი1,2

ღვიძლის უკმარისობა1,2

ღვიძლის ნეკროზი 1,2

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დაავადებები

უცნობია

კონტაქტური დერმატიტი1

ქავილი

გამონაყარი1

სახის შეშუპება1

ჭინჭრის ციება

კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები

უცნობია

კუნთების კრუნჩხვა1

ზოგადი დარღვევები და ინიექციის ადგილთან დაკავშირებული მდგომარეობები

ხშირი

შეციება

ჰიპერთერმია

ჰიპოთერმია

უცნობია

დისკომფორტი გულმკერდის არეში1

ელვისებრი ჰიპერთერმია 1,2

კვლევები

ხშირი

სისხლში გლუკოზის დონე ანომალიური

ღვიძლის ფუნქციური ანალიზი ანომალიური 5

სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა ანომალიური

ასპარტატ-ამინოტრანსფერაზას მომატებული დონე

სისხლში ფტორიდის დონის მატება6

არახშირი

სისხლში ალანინ-ამინოტრანსფერაზას მომატებული დონე

სისხლში კრეატინინის დონის მატება

სისხლში ლაქტატდეჰიდროგენაზას მატება

ტრავმა, მოწამვლა და პროცედურული გართულებები

ხშირი

ჰიპოთერმია

1 იხილეთ ნაწილი „გვერდითი ეფექტები - ცალკეული გვერდითი ეფექტების აღწერა“.

2 იხილეთ ნაწილი „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“.

3 იხილეთ ნაწილი „გვერდითი ეფექტები- ბავშვების პოპულაცია".

4 რეგისტრაციის შემდგომ სევოფლურანის გამოყენების დროს გულის გაჩერების შესახებ შეტყობინებები ძალიან იშვიათი იყო.

5 სევოფლურანისა და შედარებითი პრეპარატების გამოყენებისას გამოვლინდა ღვიძლის ფუნქციურ ტესტებში დროებითი ცვლილებების ცალკეული შემთხვევები.

6 სევოფლურანით ანესთეზიის დროს და მის შემდგომ შრატში შეიძლება დროებით მოიმატოს არაორგანული ფტორიდის დონემ. ცალკეული გვერდითი ეფექტების აღწერა იხილეთ ქვემოთ.

ცალკეული გვერდითი ეფექტების აღწერა

სევოფლურანით ანესთეზიის დროს და მის შემდგომ შრატში შეიძლება დროებით მოიმატოს არაორგანული ფტორიდის დონემ. არაორგანული ფტორიდის კონცენტრაცია ჩვეულებრივ პიკს აღწევს სევოფლურანით ანესთეზიის შეწყვეტიდან ორ საათში, ხოლო ოპერაციამდე დონეს 48 საათის განმავლობაში უბრუნდება. კლინიკურ კვლევებში, ფტორიდის მომატებული კონცენტრაცია არ იყო დაკავშირებული თირკმლის უკმარისობასთან.

არსებობს ცნობები პოსტოპერაციული ჰეპატიტის იშვიათი შემთხვევების შესახებ. გარდა ამისა, არსებობს იშვიათი რეგისტრაციის შემდგომი შეტყობინებები ღვიძლის უკმარისობის და ღვიძლის ნეკროზის შესახებ, რომელიც უკავშირდება ძლიერმოქმედი აქროლადი საანესთეზიო საშუალებების, მათ შორის სევოფლურანის გამოყენებას. თუმცა, სევოფლურანის გამოყენებისას ამ მოვლენების ფაქტობრივი სიხშირე და სევოფლურანთან კავშირის განსაზღვრა დანამდვილებით შეუძლებელია (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები).

იყო იშვიათი შეტყობინებები ჰიპერმგრძნობელობის შესახებ (მათ შორის კონტაქტური დერმატიტი, გამონაყარი, ქოშინი, ხიხინი, დისკომფორტი გულმკერდის არეში, სახის შეშუპება ან ანაფილაქსიური რეაქცია), განსაკუთრებით საინჰალაციო საანესთეზიო საშუალებების, მათ შორის სევოფლურანის, ხანგრძლივ ზემოქმედებასთან დაკავშირებით.

რისკ-ფაქტორების მქონე ადამიანებში, ძლიერმოქმედი საინჰალაციო საშუალებით ანესთეზიამ შეიძლება გამოიწვიოს ჩონჩხის კუნთების ჰიპერმეტაბოლური მდგომარეობა, რაც იწვევს ჟანგბადის მოხმარების მაღალ დონეს და კლინიკურ სინდრომს, რომელიც ცნობილია ელვისებრი ჰიპერთერმიის სახელწოდებით (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები).

ბავშვების პოპულაცია

სევოფლურანის გამოყენება დაკავშირებულ იქნა კრუნჩხვის შემთხვევებთან. ბევრი მათგანი გამოვლინდა ბავშვებსა და ახალგაზრდა ასაკის მოზრდილებში, დაწყებული 2 თვის ასაკიდან, რომელთა უმეტესობას არ გააჩნდა წინასწარ განმწყობი რისკ-ფაქტორები. სევოფლურანის გამოყენებისას, აუცილებელია კლინიკური შეფასების ჩატარება იმ პაციენტებში, რომლებსაც შეიძლება განუვითარდეთ კრუნჩხვები (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები).

საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება

მნიშვნელოვანია პრეპარატის გამოყენების ნებართვის გაცემის შემდეგ მოხდეს საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება. ამის დახმარებით შესაძლებელი ხდება პრეპარატის სარგებლის/რისკის თანაფარდობის მუდმივი მონიტორინგის წარმოება. ჯანდაცვის პროფესიონალებს სთხოვენ მოახდინონ ნებისმიერი სავარაუდო გვერდითი რეაქციის შესახებ შეტყობინება პირდაპირ შემდეგი წესით:

ჭარბი დოზა

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, საჭიროა შემდეგი ზომების მიღება: შეწყვიტეთ პრეპარატის ადმინისტრირება, უზრუნველყავით სასუნთქი გზების გამავლობა და დაიწყეთ დამხმარე ან კონტროლირებადი ვენტილაცია სუფთა ჟანგბადით და შეინარჩუნეთ გულ-სისხლძარღვთა ადეკვატური ფუნქციონირება.

ფარმაკოლოგიური უსაფრთხოების ზომები:

სევოფლურანი სტაბილურია ოთახის ნორმალურ განათების პირობებში შენახვისას. ძლიერი მჟავების ან სითბოს ზემოქმედებისას სევოფლურანის შესამჩნევი დაშლა არ ხდება. სევოფლურანი არ იწვევს უჟანგავი ფოლადის, სპილენძის, ალუმინის, მონიკელებული თითბერის, ქრომირებული თითბერის ან ბერილიუმიანი ბრინჯაოს შენადნობის კოროზიას.

ქიმიური დაშლა შეიძლება მოხდეს ანესთეზიის აპარატში საინჰალაციო საანესთეზიო საშუალებებზე CO2-ის აბსორბენტის ზემოქმედების შედეგად. ახალ აბსორბენტებთან ერთად გამოყენებისას სევოფლურანი მინიმალურად იშლება, ხოლო დაშლის პროდუქტების რაოდენობა უმნიშვნელო ან არატოქსიკურია. სევოფლურანის დაშლას და შემდგომ დაშლის პროდუქტების წარმოქმნას ხელს უწყობს CO2-ის აბსორბენტის (განსაკუთრებით კალიუმის ჰიდროქსიდის შემცველი, როგორიცაა ბარალიმი R) გადახურება და გამოშრობა, სევოფლურანის კონცენტრაციის მატება და აირის მიწოდების შემცირება. სევოფლურანი ტუტოვანიდ დაიშლა შეიძლება ორი გზით მოხდეს. პირველი არის წყალბადის ფტორიდის დაკარგვის შედეგად, რა დროსაც წარმოიქმნება პენტაფტორ იზოპროპენილ ფტორის მეთილის ეთერი (PIFE ან უფრო მეტად ცნობილი, როგორც შენაერთი A) . სევოფლურანის დაშლა მეორე გზით ხდება მხოლოდ გამომშრალი CO2 -ის აბსორბენტების არსებობის შემთხვევაში, რა დროსაც სევოფლურანის დაშლის შედეგად წარმოიქმნება ჰექსაფტოროიზოპროპანოლი (HFIP) და ფორმალინი. HFIP არის არააქტიური, არაგენოტოქსიკური შენაერთი, რომელიც ექვემდებარება სწრაფად გლუკურონიდაციას, არის გაწმენდილი და აქვს სევოფლურანის თანაზომადი ტოქსიკურობა. ფორმალინი ნორმალური მეტაბოლური პროცესების დროს წარმოიქმნება. უაღრესად გამომშრალი აბსორბენტების ზემოქმედებით, ფორმალინი შეიძლება შემდგომ დაიშალოს მეთანოლად და ფორმიატად. მაღალი ტემპერატურის პირობებში ფორმიატს შეუძლია ხელი შეუწყოს ნახშირბადის მონოოქსიდის წარმოქმნას. მეთანოლს შეუძლია A შენაერთთან რეაქციაში შესვლა და მეთოქსის შენაერთის პროდუქტის, B შენაერთის ფორმირება. B შენაერთმა შეიძლება განიცადოს ჰიდროფლორინის მჟავის (HF) შემდგომი ელიმინაცია, და შედეგად C, D და E შენაერთების წარმოქმნა. ძლიერ გამომშრალი აბსორბენტების გამოყენებისას, განსაკუთრებით კალიუმის ჰიდროქსიდის შემცველობით (მაგალითად, ბარალიმი R), წარმოიქმნება ფორმალინი, მეთანოლი, ნახშირბადის მონოოქსიდი, შენაერთი A და შესაძლოა მისი დაშლის ზოგიერთი პროდუქტი, შენაერთები B, C და D.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -II ჯგუფი, აკრძალულია საცალო რეალიზაცია, გაიცემა მხოლოდ შესაბამისი ნებართვის (ლიცენზიის) მქონე დაწესებულებებზე

მიწოდების ფორმა:

250 მლ. ფლაკონი

შენახვის პირობები

არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე. არ შეინახოთ მაცივარში. შეინახეთ მჭიდროდ დახუფული.

დამატებითი ინფორმაცია: სევოფლურანი სისხლში სუსტად იხსნება, რის შედეგადაც ალვეოლარული კონცენტრაცია სწრაფად იზრდება ნარკოზის შეყვანისას და სწრაფადვე მცირდება პრეპარატის ინჰალაციის შეწყვეტისას.

ადამიანებში შეწოვილი სევოფლურანის 5%-ზე ნაკლები მეტაბოლიზდება. ფილტვებიდან სევოფლურანის სწრაფი და ექსტენსიური გამოდევნა ამცირებს მეტაბოლიზებადი საანესთეზიო საშუალების რაოდენობას. სევოფლურანის ფთორისგან გაწმენდა ხდება ციტოქრომ p450 (CYP) 2E1-ით, რაც იწვევს ჰექსაფტოროიზოპროპანოლის (HFIP) წარმოქმნას, არაორგანული ფტორიდისა და ნახშირორჟანგის (ან ერთი ნახშირბადის ფრაგმენტის) გამოყოფით. შემდეგ HFIP სწრაფად ერწყმის გლუკურონის მჟავას და გამოიყოფა შარდში.

სევოფლურანის მეტაბოლიზმი შეიძლება გაიზარდოს CYP2E1 სტიმულატორებით (მაგ. იზონიაზიდი და ალკოჰოლი), მაგრამ მათ შორის არაა ბარბიტურატები.

სევოფლურანით ანესთეზიის დროს და მის შემდგომ შრატში შეიძლება დროებით მოიმატოს არაორგანული ფტორიდის დონემ.

როგორც წესი, არაორგანული ფტორიდის კონცენტრაცია პიკს აღწევს სევოფლურანით ანესთეზიის შეწყვეტიდან ორ საათში, ხოლო ოპერაციამდე დონეს 48 საათის განმავლობაში უბრუნდება.

  • 9525430530/ჯეროვნად ვფლობ ინგლისურ ენას და პასუხს ვაგებ თარგმანის სისწორეზე/

/ჯეროვნად ვფლობ ინგლისურ ენას და პასუხს ვაგებ თარგმანის სისწორეზე/

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

Piramal Pharma Limited კომპანიის ბეჭედი

არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე. არ შეინახოთ მაცივარში. შეინახეთ მჭიდროდ დახუფული.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

M.L.No. 220/AP/MD/96/B&F/R

მწარმოებელი კომპანია:

Piramal Pharma Limited

Sy.Nos. 7-70, 70/1 & 70/2,

Digwal Village, Kohir Mandal,

Sangareddy District, Telangana State, India.

IN/EL/0011/21/00

250 მლ

სევოფლურანი USP

საინჰალაციო საანესთეზიო საშუალება

(შეიცავსსევოფლურანი USP)

Piramal Cardiac Care

არააალებადი

არაფეთქებადი

შტიხ-კოდი:

8 904026 640009

გახსენით აქ

მხოლოდ რეგისტრირებული პრაქტიკოსი ექიმის, საავადმყოფოს ან ლაბორატორიის მიერ გამოყენებისთვის

სევოფლურანი USP

საინჰალაციო საანესთეზიო საშუალება

აღწერა და შემადგენლობა

სევოფლურანი არის არა-აალებადი, აქროლადი სითხე სასიამოვნო სუნით.

ეს არის 1, 1, 1, 3, 3, 3-ჰექსაფტორ-2-ფტორმეთოქსიპროპანი და აქვს შემდეგი სტრუქტურული ფორმულა:

სევოფლურანის ზოგიერთი ფიზიკური მუდმივებია:

ფარდობითი მოლეკულური წონა

200,05

დუღილის ტემპერატურა 760 მმ.ვრც.წყ.სვ.-ზე

58,6°C

გარდატეხის მაჩვენებელი n20

1,2740 - 1,2760

კუთრი წონა 20°C-ზე

1,520 - 1,525

ორთქლის წნევა

ტემპ °C

მმ.ვრც.წყ.სვ.

20

157

25

197

36

317

განაწილების კოეფიციენტები 37°C-ზე

წყალი/გაზი

0,36

სისხლი/გაზი

0,63/-0,69

ზეითუნის ზეთი/გაზი

47,2/-53,9

საშუალო განაწილების კოეფიციენტები 25°C-ზე - კომპონენტი/გაზი

გამტარი რეზინი

14,0

ბუტილკაუჩუკი

7,7

პოლივინილქლორიდი

17,4

პოლიეთილენი

1,3

სიწმინდე გაზის ქრომატოგრაფიული მეთოდით

  • 975% ან მეტი

აალებადობა

არა-აალებადი

ჩვენებები

ზოგადი ანესთეზიის ინდუქცია და შენარჩუნება ზრდასრულებსა და ბავშვებში სტაციონარსა და ამბულატორიულ ქირურგიაში.

დოზირების რეჟიმი და გამოყენების მეთოდი

პრემედიკაცია უნდა შეირჩეს პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით და ანესთეზიოლოგის შეხედულებისამებრ.

ქირურგიული ანესთეზია:

საანესთეზიო საშუალების კონცენტრაციის ზუსტი კონტროლის მიზნით საჭიროა საგანგებოდ სევოფლურანისთვის დაკალიბრებული საორთქლებლის გამოყენება. MAC-ის (მინიმალური ალვეოლარული კონცენტრაცია) მნიშვნელობები მცირდება ასაკის შესაბამისად აზოტის ოქსიდთან ერთდროული გამოყენებისას. ქვემოთ მოცემულ ცხრილში მითითებულია MAC-ის საშუალო მნიშვნელობები სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის.

ცხრილი 1: MAC-ის მნიშვნელობები ასაკის მიხედვით ზრდასრულებისა და ბავშვებისთვის

პაციენტის ასაკი (წლები)

ჟანგბადში სევოფლურანის შემცველობა

სევოფლურანის შემცველობა 65% N20/35% O2-ში

0-1 თვე*

3,3%

1 - < 6 თვე

3,0%

2,0%**

6 თვე- < 3 წელი

2,8%

3 - 12

2,5%

25

2,6%

1,4%

40

2,1%

1,1%

60

1,7%

0,9%

80

1,4%

0,7%

  • * ახალშობილები, რომელთაც მიაღწიეს სრულ გესტაციურ ასაკს. დღენაკლულ ახალშობილებში MAC დადგენილი არ არის.
  • *1- <3 წლამდე ასაკის ბავშვები გამოყენებულ იქნა 60% N2O/40% O2.

ინდუქცია:

დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად და ტიტრაცია უნდა ჩატარდეს სასურველ ეფექტამდე, პაციენტის ასაკისა და კლინიკური სტატუსის შესაბამისად. სევოფლურანის ინჰალაციის წინ შეიძლება მოკლევადიანი მოქმედების ბარბიტურატის ან სხვა ინტრავენური შემყვანი სანარკოზო საშუალების გამოყენება. სევოფლურანთან ინდუქცია შეიძლება განხორციელდეს ჟანგბადში ან ჟანგბადისა და აზოტის ოქსიდის ნარევებთან ერთად.

შემყვანი ნარკოზის შემთხვევაში, სევოფლურანის 8%-მდე საინჰალაციო კონცენტრაცია, როგორც წესი, ქირურგიულ ანესთეზიას ორ წუთზე ნაკლებ დროში იწვევს, როგორც ზრდასრულებში, ასევე ბავშვებში.

შენარჩუნება:

ანესთეზიის ქირურგიული დონე შეიძლება შენარჩუნდეს სევოფლურანის 0,5-3%-იანი კონცენტრაციით, აზოტის ოქსიდით ან მის გარეშე.

ნარკოზიდან გამოსვლა:

სევოფლურანით ანესთეზიის შემდეგ, ნარკოზიდან გამოსვლა, როგორც წესი, სწრაფად ხდება. ამიტომ, პაციენტებს შეიძლება დასჭირდეთ ადრეული პოსტოპერაციული ტკივილის შემსუბუქება.

ხანდაზმულები:

MAC ასაკის მატების შესაბამისად მცირდება. 80 წლის ასაკის პირებში MAC-ის მისაღწევად სევოფლურანის საშუალო კონცენტრაცია 20 წლის ზრდასრულისთვის საჭირო დოზის დაახლოებით 50%-ია.

ბავშვების პოპულაცია:

MAC-ის მნიშვნელობები ასაკის მიხედვით ბავშვებისთვის მოცემულია ცხრილში 1.

უკუჩვენებები:

სევოფლურანის გამოყენება უკუნაჩვენებია სევოფლურანის ან სხვა ჰალოგენირებული საანესთეზიო საშუალების მიმართ მგრძნობიარე პაციენტებისთვის, ან ამგვარი მგრძნობიარობის ეჭვის არსებობის შემთხვევაში (მაგალითად, ანამნეზში ღვიძლის ფუნქციური დარღვევა, გაურკვეველი მიზეზის ცხელება ან ლეიკოციტოზი რომელიმე ამ აგენტით ანესთეზიის შემდეგ).

სევოფლურანი ასევე უკუნაჩვენებია პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ ცნობილი ან საეჭვო გენეტიკური მიდრეკილება ელვისებრი ჰიპერთერმიის მიმართ.

სევოფლურანი უკუნაჩვენებია იმ პაციენტებისთვის, რომელთათვისაც ზოგადი ანესთეზია არის უკუნაჩვენები.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები:

სევოფლურანმა შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის დათრგუნვა, რაც შეიძლება გამწვავდეს წამლების ან სხვა აგენტების გამოყენებისას, რომლებიც სუნთქვის დათრგუნვას იწვევენ. აუცილებელია სუნთქვის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში, დამხმარე სუნთქვის გამოყენება.

სევოფლურანის ადმინისტრირება მხოლოდ ზოგადი ანესთეზიაში გაწვრთნილ პირებს შეუძლიათ. სასუნთქი გზების თავისუფალი გამავლობის შენარჩუნების, მექანიკური ვენტილაციის, ჟანგბადით გამდიდრებისა და სისხლის მიმოქცევის რეანიმაციის საშუალებები ხელმისაწვდომი უნდა იყოს დაუყოვნებლივი გამოყენებისთვის.

ზუსტად უნდა იყოს ცნობილი საორთქლებლიდან მოწოდებული სევოფლურანის კონცენტრაცია. ვინაიდან აქროლადი საანესთეზიო საშუალებები განსხვავდება მათი ფიზიკური თვისებებით, გამოიყენება მხოლოდ საგანგებოდ სევოფლურანისთვის დაკალიბრებული საორთქლებელი. ზოგადი ანესთეზიის შეყვანა ინდივიდუალურად უნდა მოხდეს პაციენტზე ზემოქმედებიდან გამომდინარე. ანესთეზიის გაღრმავებასთან ერთად იმატებს ჰიპოტენზია და სუნთქვის ჩაგვრა.

რისკ-ფაქტორების მქონე ადამიანებში, ძლიერმოქმედი საინჰალაციო საშუალებით ანესთეზიამ შეიძლება გამოიწვიოს ჩონჩხის კუნთების ჰიპერმეტაბოლური მდგომარეობა, რაც იწვევს ჟანგბადის მოხმარების მაღალ დონეს და კლინიკურ სინდრომს, რომელიც ცნობილია ელვისებრი ჰიპერთერმიის სახელწოდებით. ეს კლინიკური სინდრომი ვლინდება ჰიპერკაპნიით და შეიძლება მოიცავდეს კუნთების რიგიდულობას, ტაქიკარდიას, ტაქიპნოეს, ციანოზს, არითმიებსა და არასტაბილურ არტერიულ წნევას. ასვე, არასპეციფიკური ნიშნები, მათ შორის მწვავე ჰიპოქსია, ჰიპერკაპნია და ჰიპოვოლემია, შეიძლება გამოვლინდეს მსუბუქი ანესთეზიისას.

კლინიკური კვლევებისას, დაფიქსირდა ელვისებრი ჰიპერთერმიის ერთი შემთხვევა. გარდა ამისა, ელვისებრი ჰიპერთერმიის შემთხვევები აღირიცხა პრეპარატის რეგისტრაციის შემდგომ. ზოგიერთი ეს შემთხვევა იყო ფატალური.

მკურნალობა მოიცავს გამომწვევი პრეპარატების (მაგ. სევაფლურანის) მიწოდების შეწყვეტას, დანტროლენის ნატრიუმის ინტრავენურ შეყვანას (პაციენტის მართვის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით დანტროლენის ნატრიუმის ინტრავენურ შეყვანის შესახებ ინსტრუქციას) და შემანარჩუნებელ თერაპიას. ასეთი თერაპია მოიცავს ღონისძიებებს სხეულის ნორმალური ტემპერატურაზე სწრაფად დასაბრუნებლად, სუნთქვისა და სისხლის მიმოქცევის მხარდაჭერას ჩვენებების შესაბამისად და ელექტროლიტური და მჟავა-ტუტოვანი დისბალანსის მართვას. თირკმლის უკმარისობა შეიძლება მოგვიანებით განვითარდეს და საჭიროა, შეძლებისდაგვარად, დიურეზის მონიტორინგი და შენარჩუნება.

საინჰალაციო საანესთეზიო საშუალებების გამოყენება დაკავშირებულ იქნა შრატში კალიუმის დონის მატების იშვიათ შემთხვევებთან, რამაც გამოიწვია პედიატრიული პაციენტების გულის არითმია პოსტოპერაციულ პერიოდში. ყველაზე მოწყვლადი აღმოჩნდნენ ლატენტური და ასევე აშკარა ნერვ-კუნთოვანი დაავადებით, განსაკუთრებით დუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტები. სუკცინილქოლინთან ერთდროული გამოყენება უკავშირდება უმეტეს, მაგრამ არა ყველა ჩამოთვლილ შემთხვევას. ამ პაციენტებს ასევე აღენიშნებოდათ შრატში კრეატინკინაზას დონის მნიშვნელოვანი მატება და, ზოგიერთ შემთხვევაში, მიოგლობინურიასთვის დამახასიათებელი ცვლილებები შარდში. მიუხედავად ელვისებრი ჰიპერთერმიის მანიფესტაციის მსგავსებისა, არცერთ ამ პაციენტს არ აღენიშნებოდა კუნთების რიგიდულობის ან ჰიპერმეტაბოლური მდგომარეობის ნიშნები ან სიმპტომები. რეკომენდებულია ჰიპერკალიემიისა და რეზისტენტული არითმიების ადრეული და აგრესიული მკურნალობა, აგრეთვე ლატენტური ნერვ-კუნთოვანი დაავადებების შემდგომი გამოკვლევა.

დაფიქსირდა პარკუჭოვანი ტაქიკარდიით (torsade de pointes) (გამონაკლის შემთხვევებში ფატალური შედეგით) გამოწვეული QT-ინტერვალის გახანგრძლივების შესახებ ცალკეული შეტყობინებები. სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო სევოფლურანის დანიშვნისას რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში.

პარკუჭოვანი არითმიის ცალკეული შემთხვევები დაფიქსირდა პომპეს დაავადების მქონე პედიატრიულ პაციენტებში.

სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო ზოგადი ანესთეზიის ჩატარებისას, მათ შორის სევოფლურანის გამოყენებით, მიტოქონდრიული დარღვევების მქონე პაციენტებში.

პოსტმარკეტინგულმა გამოცდილებამ გამოავლინა ღვიძლის მსუბუქი, ზომიერი და მძიმე პოსტოპერაციული დისფუნქციის ან ჰეპატიტის ძალიან იშვიათი შემთხვევები სიყვითლით ან მის გარეშე.

სევოფლურანის გამოყენებისას პაციენტებში ღვიძლის თანმხლები დაავადებით ან ღვიძლის დისფუნქციის გამომწვევი მედიკამენტებით მკურნალობისას, საჭირო იქნება კლინიკური შეფასება (იხ. გვერდითი ეფექტები).

პაციენტებში, რომლებსაც ადრე აქვთ მიღებული ჰალოგენირებული ნახშირწყალბადის ანესთეზიური საშუალებები, მათ შორის სევოფლურანი, შედარებით მცირე ინტერვალით, ღვიძლის დაზიანების რისკი მატულობს.

ანესთეზიის შენარჩუნებისას სევოფლურანის კონცენტრაციის ზრდა იწვევს არტერიული წნევის შემცირებას დოზის ცვლილების შესაბამისად. არტერიული წნევის ძლიერი ვარდნა შეიძლება განპირობებული იყოს ანესთეზიის სიღრმით და მსგავს შემთხვევებში შეიძლება დაკორექტირდეს სევოფლურანის საინჰალაციო კონცენტრაციის შემცირებით. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო დოზის შერჩევისას ჰიპოვოლემიის, ჰიპოტენზიის ან სხვა ჰემოდინამიკური დარღვევების მქონე პაციენტებისთვის, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს, მაგალითად, თანმხლები პრეპარატებით.

როგორც ყველა სხვა დანარჩენი საანესთეზიო საშუალებების შემთხვევაში, გულის კორონარული დაავადების მქონე პაციენტებში მნიშვნელოვანია ნორმალური ჰემოდინამიკის შენარჩუნება მიოკარდიალური იშემიის პროფილაქტიკისთვის.

სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო სამეანო ანესთეზიის დროს, რამდენადაც საშვილოსნოზე მომადუნებელი მოქმედებამ შეიძლება გაზარდოს საშვილოსნოს სისხლდენის რისკი.

ზოგადი ანესთეზიის შემდგომი აღდგენა გულდასმით უნდა შეფასდეს, ვიდრე პაციენტს გაწერენ ოპერაციის შემდგომი პალატიდან. როგორც წესი, ნარკოზიდან გამოსვლა სწრაფად მიმდინარეობს, ამიტომ შეიძლება საჭირო გახდეს პოსტოპერაციული ტკივილის ადრეული შემსუბუქება. მიუხედავად იმისა, რომ სევოფლურანის შეყვანის შემდეგ ცნობიერების აღდგენა ჩვეულებრივ რამდენიმე წუთში ხდება, ინტელექტუალურ ფუნქციაზე გავლენა ანესთეზიიდან ორი ან სამი დღის განმავლობაში არ არის შესწავლილი. როგორც სხვა საანესთეზიო საშუალებების შემთხვევაში, განწყობის უმნიშვნელო ცვლილებები შეიძლება შენარჩუნდეს მიღებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში (იხ. ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარი და ზეგავლენა). ბავშვებში ნარკოზიდან სწრაფმა გამოსვლამ შეიძლება გამოიწვიოს აგზნება და ურთიერთქმედების ნაკლებობა (შემთხვევათა დაახლოებით 25%).

გამომშრალი CO2 აბსორბენტების გამოცვლა:

სევოფლურანის CO2-ის გამომშრალ აბსორბენტთან ერთად გამოყენებისას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ისინი შეიცავს კალიუმის ჰიდროქსიდს (მაგალითად, ბარალიმი), აღირიცხა ანესთეზიის აპარატის გადახურების, აკვამლების ან/ უეცარი აალების იშვიათი შემთხვევები. სევოფლურანის საინჰალაციო კონცენტრაციის უჩვეულოდ დაგვიანებული მატება ან მოულოდნელი კლება, რომელიც არ შეესაბამება საორთქლებლის პარამეტრებს, შეიძლება გამოწვეული იყოს CO2 შთამნთქმელი ცილინდრის გადახურებით.

ეგზოთერმული რეაქცია, სევოფლურანის მომატებული დეგრადაცია და დეგრადაციის პროდუქტების წარმოქმნა (იხ. აღწერა) შეიძლება გამოწვეული იყოს CO2 აბსორბენტის გამოშრებით, მაგალითად როცა მშრალი აირის ხანგრძლივად გაედინება CO2 შთამნთქმელი ცილინდრებში. სევოფლურანის ნარჩენი პროდუქტები (მეთანოლი, ფორმალინი, ნახშირბადის მონოოქსიდი და ნაერთები A, B, C და D) აღმოჩენილ იქნა ექსპერიმენტული ანესთეზიის აპარატის რესპირატორულ კონტურში, გამომშრალი CO2 აბსორბენტების გამოყენებისას და სევოფლურანის მაქსიმალური კონცენტრაციით (8%) ხანგრძლივი დროის განმავლობაში (≥ 2 საათი). ანესთეზიის რესპირატორულ კონტურში (ნატრიუმის ჰიდროქსიდის შემცველი აბსორბენტის გამოყენებით) აღმოჩენილი ფორმალინის კონცენტრაციები იწვევს სასუნთქი გზების მსუბუქ გაღიზიანებას. ამ ექსტრემალურ ექსპერიმენტულ მოდელში აღმოჩენილი დაშლის პროდუქტების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია.

თუ სამედიცინო პერსონალი ეჭვობს, რომ CO2-ის აბსორბენტი გამომშრალია, ის აქროლადი საანესთეზიო საშუალებების (როგორიცაა სევოფლურანი) მომდევნო გამოყენებამდე უნდა შეიცვალოს. უნდა გვახსოვდეს, რომ გამოშრობის შედეგად ფერის ინდიკატორი ყოველთვის არ იცვლება. ამიტომ, მნიშვნელოვანი გაუფერულების არარსებობა არ უნდა ჩაითვალოს იმის გარანტიად, რომ აბსორბენტი დატენიანებულია. CO2 აბსორბენტი რეგულარულად უნდა შეიცვალოს ფერის ინდიკატორის მიუხედავად.

თირკმლის უკმარისობა:

გამოკვლეული თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტების მცირე რაოდენობის გამო (შრატში კრეატინინის საწყისი დონე 1,5 მგ/დლ-ზე მეტი), სევოფლურანის უსაფრთხოება ამ ჯგუფში ბოლომდე არ არის დადგენილი.

აქედან გამომდინარე, სევოფლურანი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

ვირთხებზე ჩატარებულ ზოგიერთ კვლევაში, A შენაერთის (პენტაფტორ იზოპროპენილ ფტორის მეთილის ეთერი (PIFE)) ზემოქმედების შედეგად ცხოველებს იმაზე მაღალი ნეფროტოქსიკურობა გამოუვლინდათ, ვიდრე ეს ყოველდღიურ კლინიკურ პრაქტიკაში ჩვეულებრივ გვხდება. ვირთხებში თირკმლის ამ ტოქსიკურობის მექანიზმი უცნობია და მისი რელევანტურობა ადამიანებში დადგენილი არ არის.

ნეიროქირურგია და ნერვ-კუნთოვანი დარღვევები:

შიდა ქალის წნევის მომატების რისკის მქონე პაციენტებს სევოფლურანი სიფრთხილით უნდა დაენიშნოთ, შიდა ქალის წნევის შემცირების საშუალებებთან ერთად (მაგ. ჰიპერვენტილაცია).

კრუნჩხვები:

სევოფლურანის გამოყენებასთან დაკავშირებით გამოვლინდა კრუნჩხვების იშვიათი შემთხვევები.

სევოფლურანის გამოყენება დაკავშირებულ იქნა კრუნჩხვის შემთხვევებთან ბავშვებსა და ახალგაზრდებში, ასევე ხანდაზმულებში, რომელთაც გააჩნდათ ან არ გააჩნდათ წინასწარ განმწყობი რისკ-ფაქტორები. კრუნჩხვების რისკის მქონე პაციენტებში სევოფლურანის გამოყენებამდე საჭიროა კლინიკური შეფასება. ბავშვებში ანესთეზიის სიღრმე შეზღუდული უნდა იყოს. ელექტროენცეფალოგრამამ შეიძლება სევოფლურანის დოზის ოპტიმიზაციის შესაძლებლობა მოგვცეს და დაგვეხმაროს კრუნჩხვების განვითარების პრევენციაში დასუსტებულ პაციენტებში (იხ. გვერდითი ეფექტები - ბავშვების პოპულაცია).

ბავშვების პოპულაცია:

სევოფლურანის გამოყენება დაკავშირებულ იქნა კრუნჩხვის შემთხვევებთან. ბევრი მათგანი გამოვლინდა ბავშვებსა და ახალგაზრდებში, დაწყებული 2 თვის ასაკიდან, რომელთა უმეტესობას არ გააჩნდა წინასწარ განმწყობი რისკ-ფაქტორები. აუცილებელია კლინიკური შეფასების ჩატარება სევოფლურანის გამოყენებისას იმ პაციენტებში, რომლებსაც შეიძლება განუვითარდეთ კრუნჩხვები (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები - კრუნჩხვები).

ბავშვებში აღინიშნა დისტონიური მოძრაობები (იხ. გვერდითი ეფექტები).

ურთიერთქმედება:

ბეტა-სიმპატომიმეტიკური საშუალებები, როგორიცაა იზოპრენალინი, და ალფა- და ბეტა- სიმპატომიმეტიკური საშუალებები, როგორიცაა ადრენალინი და ნორადრენალინი, სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული სევოფლურანით ანესთეზიის დროს, პარკუჭების ექსტრასისტოლიის პოტენციური რისკის გამო.

არასელექციური MAO ინჰიბიტორები: ოპერაციის დროს კრიზის რისკი. ზოგადი რეკომენდაციით, მკურნალობა უნდა შეწყდეს ქირურგიულ ოპერაციამდე 2 კვირით ადრე.

სევოფლურანს შეუძლია გამოიწვიოს მძიმე ჰიპოტონია პაციენტებში, რომლებიც იღებენ კალციუმის ანტაგონისტებს, განსაკუთრებით დიჰიდროპირიდინის წარმოებულებს.

სიფრთხილე არის საჭირო კალციუმის ანტაგონისტების საინჰალაციო ანესთეზიურ საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას, ადიტიური უარყოფითი ინოტროპული ეფექტის რისკის გამო.

სუკცინილქოლინთან ერთად საინჰალაციო საანესთეზიო საშუალებების გამოყენება დაკავშირებულ იქნა შრატში კალიუმის დონის მატების იშვიათ შემთხვევებთან, რამაც გამოიწვია პედიატრიული პაციენტების გულის არითმია და სიკვდილი პოსტოპერაციულ პერიოდში.

სევოფლურანი უსაფრთხო და ეფექტურია ქირურგიაში გამოყენებულ ფართო სპექტრის საშუალებებთან ერთად გამოსაყენებლად, როგორიცაა ცენტრალური ნერვული სისტემის პრეპარატები, ვეგეტატიური პრეპარატები, ჩონჩხის კუნთების რელაქსანტები, ანტიინფექციური საშუალებები, მათ შორის ამინოგლიკოზიდები, ჰორმონები და სინთეტიკური შემცვლელები, სისხლის წარმოებულები და გულ-სისხლძარღვთა სამკურნალო საშუალებები, მათ შორის ეპინეფრინი.

ეპინეფრინი/ადრენალინი

ეგზოგენურად შეყვანილი ადრენალინის არითმოგენური ეფექტის მიმართ მიოკარდის მგრძნობელობის მომატების კუთხით, სევოფლურანის მოქმედება იზოფლურანის მოქმედების მსგავსია.

არაპირდაპირი მოქმედების სიმპატომიმეტიური საშუალებები

სევოფლურანისა და არაპირდაპირი მოქმედების სიმპათომიმეტიკების (ამფეტამინები, ეფედრინი) ერთდროული გამოყენებისას არსებობს მწვავე ჰიპერტენზიის ეპიზოდის განვითარების რისკი.

ბეტა-ბლოკატორები

სევოფლურანს შეუძლია გააძლიეროს ბეტა-ბლოკატორების უარყოფითი ინოტროპული, ქრონოტროპული და დრომოტროპული ეფექტები (გულ-სისხლძარღვთა სისტემის კომპენსატორული მექანიზმების ბლოკირება).

ვერაპამილი

ვერაპამილისა და სევოფლურანის ერთდროული გამოყენებისას გამოვლინდა ატრიოვენტრიკულარული გამტარებლობის დარღვევა.

CYP2E1 იზოფორმის ინდუქტორები

მედიკამენტებსა და ნივთიერებებს, რომლებიც აძლიერებენ P450 ციტოქრომის CYP2E1 იზოფერმენტის აქტივობას, როგორიცაა იზონიაზიდი და ალკოჰოლი, შეუძლიათ გაზარდონ სევოფლურანის მეტაბოლიზმი და გამოიწვიონ პლაზმაში ფტორიდის კონცენტრაციის მნიშვნელოვანი ზრდა. სევოფლურანისა და იზონიაზიდის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს იზონიაზიდის ჰეპატოტოქსიკური მოქმედება.

კრაზანა

პაციენტებს, რომლებიც ხანგრძლივად იღებდნენ კრაზანას, აღენიშნათ მძიმე ჰიპოტენზია და ჰალოგენირებული საინჰალაციო ანესთეზიური საშუალებებით გამოწვეული ნარკოზიდან დაგვიანებული გამოსვლა.

ბარბიტურატები

სევოფლურანი თავსებადია ბარბიტურატებთან, რომლებიც ხშირად გამოიყენება ქირურგიულ პრაქტიკაში.

ბენზოდიაზეპინები და ოპიოიდები

სავარაუდოდ, ბენზოდიაზეპინები და ოპიოიდები სევოფლურანის MAC-ს ისევე ამცირებენ, როგორც სხვა საინჰალაციო ანესთეზიური საშუალებები. სევოფლურანი თავსებადია ბენზოდიაზეპინებთან და ოპიოიდებთან, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება ქირურგიულ პრაქტიკაში.

ოპიოიდებმა, როგორიცაა ალფენტანილი და სუფენტანილი, სევოფლურანთან ერთად გამოყენებისას შეიძლება გამოიწვიოს გულისცემის, არტერიული წნევისა და სუნთქვის სიხშირის სინერგიული კლება.

აზოტის ოქსიდი

სხვა ჰალოგენირებული აქროლადი ანესთეზიური საშუალებების მსგავსად, სევოფლურანის MAC მცირდება აზოტის ოქსიდთან ერთად გამოყენებისას. MAC-ის ეკვივალენტი დაახლოებით 50%-ით მცირდება მოზრდილებში და დაახლოებით 25%-ით - პედიატრიულ პაციენტებში (იხ. დოზირების რეჟიმი და მიღების წესი - შენარჩუნება).

ნერვ-კუნთოვანი ბლოკატორები

სხვა საინჰალაციო საანესთეზიო საშუალებების მსგავსად, სევოფლურანი გავლენას ახდენს არამადეპოლარიზებელი მიორელაქსანტების გამოყენებით მიღწეული ნერვ-კუნთოვანი ბლოკადის ინტენსივობასა და ხანგრძლივობაზე. ალფენტანილ-N2O-ით ანესთეზიასთან დამატებით გამოყენებისას სევოფლურანი აძლიერებს პანკურონიუმით, ვეკურონიუმით ან ატრაკურიუმით გამოწვეულ ნერვ-კუნთოვან ბლოკადას. სევოფლურანთან ერთად გამოყენებისას ამ მიორელაქსანტების დოზის კორექტირება იგივეა, რაც იზოფლურანის შემთხვევაში. სევოფლურანის მოქმედება სუკცინილქოლინსა და მადეპოლარიზებელი ნერვ-კუნთოვანი ბლოკადის ხანგრძლივობაზე არ არის შესწავლილი.

ანესთეზიის ინდუქციის დროს ნერვ-კუნთოვანი ბლოკატორების დოზის შემცირების შედეგად, შეიძლება დაგვიანდეს ენდოტრაქეული ინტუბაციისთვის საჭირო კონდიციის მიღწევა ან კუნთები არასაკმარისად მოდუნდეს, რადგან ნერვ-კუნთოვანი ბლოკატორები სევოფლურანის ადმინისტრირების დაწყებიდან რამდენიმე წუთში იწყებენ მოქმედებას.

არამადეპოლარიზებელ საშუალებებს შორის შესწავლილია ვეკურონიუმითან, პანკურონიუმსა და ატრაკურიუმთან ურთიერთქმედება. კონკრეტული ინსტრუქციების არარსებობის შემთხვევაში: (1) ენდოტრაქეული ინტუბაციის დროს, არ შეამციროთ არამადეპოლარიზებელი მიორელაქსანტების დოზა; და (2) ანესთეზიის შენარჩუნების დროს, სავარაუდოდ, არამადეპოლარიზებელი მიორელაქსანტების უფრო ნაკლები დოზა იქნება საჭირო, ვიდრე N20/ოპიოიდური ანესთეზიისას.

მიორელაქსანტების დამატებითი დოზების მიღებისას უნდა იხელმძღვანელოთ ნერვული სტიმულაციაზე რეაქციით.

სხვა საშუალებების მსგავსად, სევოფლურანის ნაკლები კონცენტრაცია შეიძლება იყოს საჭირო ინტრავენური საანესთეზიო საშუალების, მაგ. პროპოფოლის გამოყენებისას.

პლაზმაში ფტორიდის კონცენტრაციის მნიშვნელოვანი ზრდა გამოვლინდა CYP2E1-ის მოქმედების გაზრდის შედეგად.

ფერტილურობა, ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობა

სევოფლურანი მომადუნებლად მოქმედებს საშვილოსნოზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საშვილოსნოს სისხლდენის გაძლიერება, როგორც აბორტის დროს მისი გამოყენების შესახებ ჩატარებულ კვლევა აჩვენებს. მშობიარობის დროს მისი გამოყენება შესწავლილია მხოლოდ საკეისრო კვეთის ერთი მცირე კვლევით.

ვირთხებსა და კურდღლებში ჩატარებულმა რეპროდუქციულმა კვლევებმა 1 MAC-მდე დოზების გამოყენებისას არ გამოავლინა სევოფლურანის ნაყოფისათვის ზიანის მიყენების ფაქტები. ორსულ ქალებში არ ჩატარებულა ადეკვატური და კარგად გაკონტროლებული კვლევები; ამიტომ, ორსულობის დროს სევოფლურანი მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში უნდა იქნას გამოყენებული.

მშობიარობა

კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ სევოფლურანის გამოყენება ანესთეზიისთვის საკეისრო კვეთის დროს უსაფრთხოა დედებისა და ჩვილებისთვის.

სევოფლურანის უსაფრთხოება ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს არ არის დადასტურებული.

ძუძუთი კვება

უცნობია გამოიყოფა თუ არა სევოფლურანი ან მისი მეტაბოლიტები დედის რძეში. დოკუმენტირებული გამოცდილების არარსებობის გამო, ქალებს უნდა ურჩიონ, რომ შეწყვიტონ ძუძუთი კვება სევოფლურანის მიღებიდან 48 საათის განმავლობაში და არ გამოიყენონ ამ პერიოდში გამომუშავებულ რძე.

ფერტილურობა

ვირთხებსა და კურდღლებში ჩატარებულმა რეპროდუქციულმა კვლევებმა 1 MAC-მდე დოზების გამოყენებისას არ გამოავლინა ფერტილურობაზე ზემოქმედების ფაქტები.

ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარი და ზეგავლენა:

ისევე როგორც სხვა საანესთეზიო საშუალებების გამოყენებისას, პაციენტები გაფრთხილებული უნდა იყვნენ, რომ ისეთი საქმიანობების შესრულების უნარი, რომლებიც ყურადღებას მოითხოვს, როგორიცაა ავტომობილის ან საშიში მექანიზმების მართვა, შეიძლება შემცირდეს ზოგადი ანესთეზიის შემდგომ გარკვეული დროის განმავლობაში.

პაციენტებს არ უნდა მიეცეთ მანქანის მართვის უფლება სევოფლურანით ანესთეზიის შემდეგ შესაბამისი პერიოდის განმავლობაში.

გვერდითი ეფექტები:

უსაფრთხოების პროფილის შეჯამება

ყველა ძლიერმოქმედი საინჰალაციო საანესთეზიო საშუალების მსგავსად, სევოფლურანმაც შეიძლება გამოიწვიოს დოზადამოკიდებული კარდიალური და სუნთქვის დათრგუნვა. გვერდითი რეაქციების უმეტესი ნაწილი მსუბუქი და საშუალო სიმძიმის და დროებითია. გულისრევა, ღებინება და დელირიუმი როგორც წესი, პოსტოპერაციულ პერიოდში იმავე სიხშირით აღინიშნება, როგორც სხვა საინჰალაციო საანესთეზიო საშუალებების გამოყენებისას. ეს ეფექტები არის ოპერაციისა და ზოგადი ანესთეზიისთვის ჩვეულებრივ დამხასიათებელი შედეგები, რომლებიც შეიძლება გამოწვეული იყოს საინჰალაციო საანესთეზიო საშუალებით, ოპერაციის დროს ან მის შემდეგ შეყვანილი სხვა საშუალებებით და პაციენტის რეაქციით ქირურგიულ პროცედურაზე.

ყველაზე გავრცელებული გვერდითი ეფექტებია: ზრდასრულ პაციენტებში: ჰიპოტენზია, გულისრევა და ღებინება;

ხანდაზმული პაციენტებში: ბრადიკარდია, ჰიპოტენზია და გულისრევა; და

ბავშვებში: აგზნება, ხველა, ღებინება და გულისრევა.

გვერდითი ეფექტების შემაჯამებელი ცხრილი

ყველა გვერდითი რეაქცია, რომლებიც, როგორც მინიმუმ, კლინიკური კვლევებისა და რეგისტრაციის შემდგომი გამოცდილების თანახმად შეიძლება დაკავშირებული იყოს სევოფლურანთან, წარმოდგენილია ქვემოთ მოყვანილ ცხრილში MedDRA-ს მიერ დადგენილი ორგანოთა კლასის, უპირატესი ტერმინისა და სიხშირის მიხედვით. გამოიყენება სიხშირის განმსაზღვრელი კატეგორიები: ძალიან ხშირი (>1/10); ხშირი (>1/100, <1/10); არახშირი (>1/1000, <1/100); იშვიათი (>1/10 000, <1/1000); ძალიან იშვიათი (>1/10 000), ცალკეული შეტყობინების ჩათვლით. ამ მოვლენების შესახებ ნებაყოფლობით ხდება მოსახლეობის მიერ პრეპარატის რეგისტრაციის შემდგომი ინფორმაციის მიწოდება. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია გვერდითი მოვლენების რეალური სიხშირის შეფასება და სიხშირე „უცნობია“. კლინიკურ კვლევებისას, გვერდითი რეაქციების ტიპი, სიმწვავე და სიხშირე სევოფლურანის მიმღებ პაციენტებში თანაზომადი იყო შესადარი მედიკამენტის მიმღები პაციენტების რეაქციებთან.

კლინიკური კვლევებისა და რეგისტრაციის შემდგომი გამოცდილებიდან მიღებული გვერდითი რეაქციების მონაცემები

სევოფლურანის კლინიკური კვლევებისა და რეგისტრაციის შემდგომი გამოცდილების შედეგად დადგენილი პრეპარატის ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქციების შეჯამება

ორგანოთა სისტემის კლასი

სიხშირე

გვერდითი რეაქციები

იმუნური სისტემის დარღვევები

უცნობია

ანაფილაქსიური რეაქცია1 ანაფილაქტოიდური რეაქცია

ჰიპერმგრძნობელობა1

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები

არახშირი

ლეიკოპენია

ლეიკოციტოზი

ფსიქიკური დარღვევები

ძალიან ხშირი

აგზნება

არახშირი

გონების დაბინდვა

ნერვული სისტემის დარღვევები

ხშირი

ძილიანობა

თავბრუსხვევა

თავის ტკივილი

უცნობია

კრუნჩხვები 2, 3

დისტონია

გულის დარღვევები

ძალიან ხშირი

ბრადიკარდია

ხშირი

ტაქიკარდია

არახშირი

ატრიოვენტრიკულარული ბლოკადა

სრული ატრიოვენტრიკულარული ბლოკადა

წინაგულების ფიბრილაცია

არითმია

პარკუჭოვანი ექსტრასისტოლიები

სუპრავენტიკულარული ექსტრასისტოლიები

ექსტრასისტოლიები

უცნობია

გულის გაჩერება4

პარკუჭოვანი ტაქიკარდიით გამოწვეული QT-ინტერვალის გახანგრძლივება

ვასკულარული დარღვევები

ძალიან ხშირი

ჰიპოტონია

ხშირი

ჰიპერტენზია

რესპირატორული, გულმკერდისა და მედიასტინალური დარღვევები

ძალიან ხშირი

ხველა

ხშირი

რესპირატორული დარღვევები

ლარინგოსპაზმი

არახშირი

აპნოე

ჰიპოქსია

ასთმა

უცნობია

ბრონქოსპაზმი

ქოშინი1

ხიხინი1

ფილტვების შეშუპება

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები

ძალიან ხშირი

გულისრევა

პირღებინება

ხშირი

ჭარბი ნერწყვდენა

თირკმელებისა და საშარდე გზების დარღვევები

არახშირი

შარდის შეკავება

გლიკოზურია

ჰეპატობილიარული დარღვევები

უცნობია

მწვევ თირკმლის უკმარისობა

უცნობია

ჰეპატიტი1,2

ღვიძლის უკმარისობა1,2

ღვიძლის ნეკროზი 1,2

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დაავადებები

უცნობია

კონტაქტური დერმატიტი1

ქავილი

გამონაყარი1

სახის შეშუპება1

ჭინჭრის ციება

კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები

უცნობია

კუნთების კრუნჩხვა1

ზოგადი დარღვევები და ინიექციის ადგილთან დაკავშირებული მდგომარეობები

ხშირი

შეციება

ჰიპერთერმია

ჰიპოთერმია

უცნობია

დისკომფორტი გულმკერდის არეში1

ელვისებრი ჰიპერთერმია 1,2

კვლევები

ხშირი

სისხლში გლუკოზის დონე ანომალიური

ღვიძლის ფუნქციური ანალიზი ანომალიური 5

სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა ანომალიური

ასპარტატ-ამინოტრანსფერაზას მომატებული დონე

სისხლში ფტორიდის დონის მატება6

არახშირი

სისხლში ალანინ-ამინოტრანსფერაზას მომატებული დონე

სისხლში კრეატინინის დონის მატება

სისხლში ლაქტატდეჰიდროგენაზას მატება

ტრავმა, მოწამვლა და პროცედურული გართულებები

ხშირი

ჰიპოთერმია

1 იხილეთ ნაწილი „გვერდითი ეფექტები - ცალკეული გვერდითი ეფექტების აღწერა“.

2 იხილეთ ნაწილი „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“.

3 იხილეთ ნაწილი „გვერდითი ეფექტები- ბავშვების პოპულაცია".

4 რეგისტრაციის შემდგომ სევოფლურანის გამოყენების დროს გულის გაჩერების შესახებ შეტყობინებები ძალიან იშვიათი იყო.

5 სევოფლურანისა და შედარებითი პრეპარატების გამოყენებისას გამოვლინდა ღვიძლის ფუნქციურ ტესტებში დროებითი ცვლილებების ცალკეული შემთხვევები.

6 სევოფლურანით ანესთეზიის დროს და მის შემდგომ შრატში შეიძლება დროებით მოიმატოს არაორგანული ფტორიდის დონემ. ცალკეული გვერდითი ეფექტების აღწერა იხილეთ ქვემოთ.

ცალკეული გვერდითი ეფექტების აღწერა

სევოფლურანით ანესთეზიის დროს და მის შემდგომ შრატში შეიძლება დროებით მოიმატოს არაორგანული ფტორიდის დონემ. არაორგანული ფტორიდის კონცენტრაცია ჩვეულებრივ პიკს აღწევს სევოფლურანით ანესთეზიის შეწყვეტიდან ორ საათში, ხოლო ოპერაციამდე დონეს 48 საათის განმავლობაში უბრუნდება. კლინიკურ კვლევებში, ფტორიდის მომატებული კონცენტრაცია არ იყო დაკავშირებული თირკმლის უკმარისობასთან.

არსებობს ცნობები პოსტოპერაციული ჰეპატიტის იშვიათი შემთხვევების შესახებ. გარდა ამისა, არსებობს იშვიათი რეგისტრაციის შემდგომი შეტყობინებები ღვიძლის უკმარისობის და ღვიძლის ნეკროზის შესახებ, რომელიც უკავშირდება ძლიერმოქმედი აქროლადი საანესთეზიო საშუალებების, მათ შორის სევოფლურანის გამოყენებას. თუმცა, სევოფლურანის გამოყენებისას ამ მოვლენების ფაქტობრივი სიხშირე და სევოფლურანთან კავშირის განსაზღვრა დანამდვილებით შეუძლებელია (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები).

იყო იშვიათი შეტყობინებები ჰიპერმგრძნობელობის შესახებ (მათ შორის კონტაქტური დერმატიტი, გამონაყარი, ქოშინი, ხიხინი, დისკომფორტი გულმკერდის არეში, სახის შეშუპება ან ანაფილაქსიური რეაქცია), განსაკუთრებით საინჰალაციო საანესთეზიო საშუალებების, მათ შორის სევოფლურანის, ხანგრძლივ ზემოქმედებასთან დაკავშირებით.

რისკ-ფაქტორების მქონე ადამიანებში, ძლიერმოქმედი საინჰალაციო საშუალებით ანესთეზიამ შეიძლება გამოიწვიოს ჩონჩხის კუნთების ჰიპერმეტაბოლური მდგომარეობა, რაც იწვევს ჟანგბადის მოხმარების მაღალ დონეს და კლინიკურ სინდრომს, რომელიც ცნობილია ელვისებრი ჰიპერთერმიის სახელწოდებით (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები).

ბავშვების პოპულაცია

სევოფლურანის გამოყენება დაკავშირებულ იქნა კრუნჩხვის შემთხვევებთან. ბევრი მათგანი გამოვლინდა ბავშვებსა და ახალგაზრდა ასაკის მოზრდილებში, დაწყებული 2 თვის ასაკიდან, რომელთა უმეტესობას არ გააჩნდა წინასწარ განმწყობი რისკ-ფაქტორები. სევოფლურანის გამოყენებისას, აუცილებელია კლინიკური შეფასების ჩატარება იმ პაციენტებში, რომლებსაც შეიძლება განუვითარდეთ კრუნჩხვები (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები).

საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება

მნიშვნელოვანია პრეპარატის გამოყენების ნებართვის გაცემის შემდეგ მოხდეს საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება. ამის დახმარებით შესაძლებელი ხდება პრეპარატის სარგებლის/რისკის თანაფარდობის მუდმივი მონიტორინგის წარმოება. ჯანდაცვის პროფესიონალებს სთხოვენ მოახდინონ ნებისმიერი სავარაუდო გვერდითი რეაქციის შესახებ შეტყობინება პირდაპირ შემდეგი წესით:

დოზის გადაჭარბება: დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, საჭიროა შემდეგი ზომების მიღება: შეწყვიტეთ პრეპარატის ადმინისტრირება, უზრუნველყავით სასუნთქი გზების გამავლობა და დაიწყეთ დამხმარე ან კონტროლირებადი ვენტილაცია სუფთა ჟანგბადით და შეინარჩუნეთ გულ-სისხლძარღვთა ადეკვატური ფუნქციონირება.

ფარმაკოლოგიური უსაფრთხოების ზომები:

სევოფლურანი სტაბილურია ოთახის ნორმალურ განათების პირობებში შენახვისას. ძლიერი მჟავების ან სითბოს ზემოქმედებისას სევოფლურანის შესამჩნევი დაშლა არ ხდება. სევოფლურანი არ იწვევს უჟანგავი ფოლადის, სპილენძის, ალუმინის, მონიკელებული თითბერის, ქრომირებული თითბერის ან ბერილიუმიანი ბრინჯაოს შენადნობის კოროზიას.

ქიმიური დაშლა შეიძლება მოხდეს ანესთეზიის აპარატში საინჰალაციო საანესთეზიო საშუალებებზე CO2-ის აბსორბენტის ზემოქმედების შედეგად. ახალ აბსორბენტებთან ერთად გამოყენებისას სევოფლურანი მინიმალურად იშლება, ხოლო დაშლის პროდუქტების რაოდენობა უმნიშვნელო ან არატოქსიკურია. სევოფლურანის დაშლას და შემდგომ დაშლის პროდუქტების წარმოქმნას ხელს უწყობს CO2-ის აბსორბენტის (განსაკუთრებით კალიუმის ჰიდროქსიდის შემცველი, როგორიცაა ბარალიმი R) გადახურება და გამოშრობა, სევოფლურანის კონცენტრაციის მატება და აირის მიწოდების შემცირება. სევოფლურანი ტუტოვანიდ დაიშლა შეიძლება ორი გზით მოხდეს. პირველი არის წყალბადის ფტორიდის დაკარგვის შედეგად, რა დროსაც წარმოიქმნება პენტაფტორ იზოპროპენილ ფტორის მეთილის ეთერი (PIFE ან უფრო მეტად ცნობილი, როგორც შენაერთი A) . სევოფლურანის დაშლა მეორე გზით ხდება მხოლოდ გამომშრალი CO2 -ის აბსორბენტების არსებობის შემთხვევაში, რა დროსაც სევოფლურანის დაშლის შედეგად წარმოიქმნება ჰექსაფტოროიზოპროპანოლი (HFIP) და ფორმალინი. HFIP არის არააქტიური, არაგენოტოქსიკური შენაერთი, რომელიც ექვემდებარება სწრაფად გლუკურონიდაციას, არის გაწმენდილი და აქვს სევოფლურანის თანაზომადი ტოქსიკურობა. ფორმალინი ნორმალური მეტაბოლური პროცესების დროს წარმოიქმნება. უაღრესად გამომშრალი აბსორბენტების ზემოქმედებით, ფორმალინი შეიძლება შემდგომ დაიშალოს მეთანოლად და ფორმიატად. მაღალი ტემპერატურის პირობებში ფორმიატს შეუძლია ხელი შეუწყოს ნახშირბადის მონოოქსიდის წარმოქმნას. მეთანოლს შეუძლია A შენაერთთან რეაქციაში შესვლა და მეთოქსის შენაერთის პროდუქტის, B შენაერთის ფორმირება. B შენაერთმა შეიძლება განიცადოს ჰიდროფლორინის მჟავის (HF) შემდგომი ელიმინაცია, და შედეგად C, D და E შენაერთების წარმოქმნა. ძლიერ გამომშრალი აბსორბენტების გამოყენებისას, განსაკუთრებით კალიუმის ჰიდროქსიდის შემცველობით (მაგალითად, ბარალიმი R), წარმოიქმნება ფორმალინი, მეთანოლი, ნახშირბადის მონოოქსიდი, შენაერთი A და შესაძლოა მისი დაშლის ზოგიერთი პროდუქტი, შენაერთები B, C და D.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -II ჯგუფი, აკრძალულია საცალო რეალიზაცია, გაიცემა მხოლოდ შესაბამისი ნებართვის (ლიცენზიის) მქონე დაწესებულებებზე

მიწოდების ფორმა:

250 მლ. ფლაკონი

შენახვის პირობები:

არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე. არ შეინახოთ მაცივარში. შეინახეთ მჭიდროდ დახუფული.

დამატებითი ინფორმაცია: სევოფლურანი სისხლში სუსტად იხსნება, რის შედეგადაც ალვეოლარული კონცენტრაცია სწრაფად იზრდება ნარკოზის შეყვანისას და სწრაფადვე მცირდება პრეპარატის ინჰალაციის შეწყვეტისას.

ადამიანებში შეწოვილი სევოფლურანის 5%-ზე ნაკლები მეტაბოლიზდება. ფილტვებიდან სევოფლურანის სწრაფი და ექსტენსიური გამოდევნა ამცირებს მეტაბოლიზებადი საანესთეზიო საშუალების რაოდენობას. სევოფლურანის ფთორისგან გაწმენდა ხდება ციტოქრომ p450 (CYP) 2E1-ით, რაც იწვევს ჰექსაფტოროიზოპროპანოლის (HFIP) წარმოქმნას, არაორგანული ფტორიდისა და ნახშირორჟანგის (ან ერთი ნახშირბადის ფრაგმენტის) გამოყოფით. შემდეგ HFIP სწრაფად ერწყმის გლუკურონის მჟავას და გამოიყოფა შარდში.

სევოფლურანის მეტაბოლიზმი შეიძლება გაიზარდოს CYP2E1 სტიმულატორებით (მაგ. იზონიაზიდი და ალკოჰოლი), მაგრამ მათ შორის არაა ბარბიტურატები.

სევოფლურანით ანესთეზიის დროს და მის შემდგომ შრატში შეიძლება დროებით მოიმატოს არაორგანული ფტორიდის დონემ.

როგორც წესი, არაორგანული ფტორიდის კონცენტრაცია პიკს აღწევს სევოფლურანით ანესთეზიის შეწყვეტიდან ორ საათში, ხოლო ოპერაციამდე დონეს 48 საათის განმავლობაში უბრუნდება.

  • 9525430530/ჯეროვნად ვფლობ ინგლისურ ენას და პასუხს ვაგებ თარგმანის სისწორეზე/

/ჯეროვნად ვფლობ ინგლისურ ენას და პასუხს ვაგებ თარგმანის სისწორეზე/

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა