სევონესი 100% საინჰალაციო ხსნარი
Sevones® %100 İnhalasyon Çözeltisi
- სევონესი ბაზარზე წარმოდგენილია ალუმინის ბოთლში 250 მლ. - ყოველი 100 მლ სევონესი შეიცავს 100 მლ სევოფლურანს. თითოეული 250 მლ სევონესი შეიცავს 250 მლ სევოფლურანს. - სევონესი არის გამჭვირვალე, უფერო სითხე. -სევონესი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს სახელწოდებით "ზოგადი ანესთეტიკები". …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- სევოფლურანი (sevoflurane)
- ფორმა და შეფუთვა
- 100% 250მლ საინჰალაციო ხსნარი ალუმინის ბოთლი №1
- მწარმოებელი
- Polifarma İlac San. ve Tic. A.Ş., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, აკრძალულია საცალო რეალიზაცია, გაიცემა მხოლოდ შესაბამისი ნებართვის/ლიცენზიის მქონე დაწესებულებებზე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- საანესთეზიო საშუალებები, ზოგადი საანესთეზიო საშუალებები
- ATC კოდი
- N01AB08
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-041835
- რეგისტრირებულია
- 9 აგვისტო 2024, მოქმედებს 18 აგვისტო 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „ემ ელ სი მედიკალი“
- GMP
- -
სევონესი 100% საინჰალაციო ხსნარი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
- სევონესი ბაზარზე წარმოდგენილია ალუმინის ბოთლში 250 მლ.
- ყოველი 100 მლ სევონესი შეიცავს 100 მლ სევოფლურანს. თითოეული 250 მლ სევონესი შეიცავს 250 მლ სევოფლურანს.
- სევონესი არის გამჭვირვალე, უფერო სითხე.
- სევონესი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს სახელწოდებით "ზოგადი ანესთეტიკები". ამ ჯგუფის პრეპარატები მოქმედებენ ცენტრალური ნერვული სისტემის აქტივობის დროებით შემცირებით. აქტივობის ეს დაქვეითება იწვევს ორგანიზმში მგრძნობელობის სრულ დაკარგვას, მათ შორის უგონო მდგომარეობას, რაც საშუალებას იძლევა, რომ ოპერაცია ჩატარდეს ტკივილისა და დისკომფორტის გარეშე.
- არ შეიცავს დამხმარე ნივთიერებებს.
- როდესაც სევონესი თავსდება სპეციალურ საანესთეზიო აპარატში (ამაორთქლებელი), ის იქცევა გაზად, რომელიც ერევა თქვენ მიერ ჩასუნთქულ ჟანგბადს.
- სევონესი არის საინჰალაციო (ინჰალაციის) საანესთეზიო საშუალება და გამოიყენება ქირურგიული ჩარევის დროს ღრმა და უმტკივნეულო ძილის გამოწვევისა და შენარჩუნებისთვის (ზოგადი ანესთეზია) მოზრდილებში და ბავშვებში.
მიღების წესი და დოზირება
სათანადო გამოყენების ინსტრუქცია და დოზა/შეყვანის სიხშირე:
სევონესს ყოველთვის შეიყვანს ანესთეზიოლოგი. სევონესის დოზას, რომელსაც მიიღებთ, გადაწყვეტს თქვენი ანესთეზიოლოგი და დამოკიდებული იქნება თქვენს ასაკზე, წონაზე და ოპერაციის ტიპზე.
სევონესს აქვს სასიამოვნო სუნი და ჩაძინება ხდება ძალიან სწრაფად და კომფორტულად.
გამოყენების მეთოდი:
ჩაძინება ანესთეზიის დაწყებისას
ზოგჯერ პაციენტებს შეიძლება სთხოვონ სევონესის ჩასუნთქვა ნიღბის საშუალებით, მაგრამ, როგორც წესი, სხვა საანესთეზიო საშუალების შეყვანა მოხდება ინექციით, რაც ხელს უწყობს ჩაძინებას სევონესის მიღებამდე.
ძილში ყოფნა ანესთეზიის დროს
ანესთეზიოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ თქვენ გააგრძელებთ სევოფლურანის შესუნთქვას ნიღბით მთელი ოპერაციის განმავლობაში.
გამოღვიძება ანესთეზიის შემდეგ
თქვენ გაიღვიძებთ რამდენიმე წუთში, როდესაც ანესთეზიოლოგი შეაჩერებს სევოფლურანის ინჰალაციას.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში:
სევონესის შეყვანა მოხდება ანესთეზიოლოგის მიერ, პაციენტის ასაკის გათვალისწინებით.
ხანდაზმულებში:

უკუჩვენებები
თუ;
- მანამდე გითხრეს, რომ არ უნდა გაიკეთოთ ზოგადი ანესთეზია.
- ალერგიული ხართ სევონესზე ან სხვა საანესთეზიო საშუალებებზე
- იცით, რომ თქვენ ან თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს ოპერაციის დროს განგივითარდათ მდგომარეობა, სახელწოდებით ავთვისებიანი ჰიპერთერმია (სხეულის ტემპერატურის სწრაფი მატება და კუნთების ძლიერი შეკუმშვა).
- გაქვთ ღვიძლის პრობლემები და ადრე ჩაგიტარდათ ზოგადი ანესთეზია, აცნობეთ თქვენს ექიმს, ქირურგს ან ანესთეზიოლოგს, განსაკუთრებით თუ ზოგადი ანესთეზია განმეორებით ჩატარდა მოკლე დროში. ზოგიერთმა ანესთეტიკმა შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის პრობლემები, რაც ზოგჯერ იწვევს კანისა და თვალების გაყვითლებას (სიყვითლე).
გამოიყენეთ სევონესი სიფრთხილით შემდეგ შემთხვევებში
თუ;
- QT გახანგრძლივება (ელექტროკარდიოგრამაზე გახანგრძლივება გარკვეული პერიოდის განმავლობაში) ან torsades de pointes (გულის რითმის დარღვევის სპეციფიკური ტიპი), რომელიც შეიძლება ასოცირებული იყოს QT გახანგრძლივებასთან (ცნობილია, რომ სევინესი ზოგჯერ იწვევს ამ მდგომარეობებს),
- გაქვთ მიტოქონდრიასთან დაკავშირებული დაავადება,
- გაქვთ კრუნჩხვების განვითარების რისკი ან მიდრეკილება.
გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს, მაშინაც კი, თუ ეს გაფრთხილებები გეხებოდათ წარსულში ნებისმიერ დროს.
გარდა ზემოაღნიშნულისა, აცნობეთ თქვენს ექიმს, ქირურგს ან ანესთეზიოლოგს, თუ სევონესი უნდა შეუყვანონ თქვენს შვილს და არსებობს შემდეგი მდგომარეობები.
თუ;
- არსებობს კრუნჩხვები ან კრუნჩხვითი დაავადება (კრიზისი) (სევონესმა შეიძლება გაზარდოს კრუნჩხვების რისკი),
- გაქვთ პომპეს დაავადება (მეტაბოლური დაავადება) (სევონესმა შეიძლება გამოიწვიოს გულის რიტმის დარღვევა, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს სერიოზული),
- გაქვთ კუნთების სერიოზული დაავადება, როგორიცაა დუშენის კუნთოვანი დისტროფია,
- არსებობს მიტოქონდრიული დაავადება (შეიძლება იყოს თანდაყოლილი დაავადება და შეიძლება გავლენა იქონიოს გულის, ტვინისა და თირკმლის სპეციფიკურ უჯრედებზე).
როგორც ყველა მედიკამენტის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია აცნობოთ თქვენს ექიმს ან ანესთეზიოლოგს, თუ რა მედიკამენტს იღებთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ იღებთ შემდეგ მედიკამენტებს:
- ამფეტამინები (სტიმულატორები)
- ბეტა-ბლოკატორები, კალციუმის ანტაგონისტები ან ვერაპამილი (გამოიყენება მაღალი წნევის და გულის გარკვეული დაავადებების სამკურნალოდ)
- იზონიაზიდი (ანტიბიოტიკი, რომელიც გამოიყენება ტუბერკულოზის სამკურნალოდ)
- კრაზანა (მცენარეული პრეპარატი, რომელიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ)
- დეკონგესტანტური პრეპარატები (ეფედრინი)
- ანტიდეპრესანტები (არასელექციური მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორები)
- კალციუმის ანტაგონისტები
- ბეტა სიმპათომიმეტიკური საშუალებები (როგორიცაა იზოპრენალინი) და ალფა-ბეტა სიმპათომიმეტური საშუალებები (როგორიცაა ადრენალინი და ნორადრენალინი) (პრეპარატები, რომლებიც ეფექტურია სიმპათიკურ ნერვულ სისტემაზე)
- ბენზოდიაზეპინები (გამოიყენება, როგორც დამამშვიდებელი) და ოპიოიდები (გამოიყენება, როგორც ტკივილგამაყუჩებლები)
სევონესის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
სევონესის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად არ იწვევს რაიმე ეფექტს.
სიფრთხილის ზომები
თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:
თუ გაქვთ თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა, მიმართეთ თქვენს ექიმს.
თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ სევონესის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ იმაზე მეტი სევონესი, ვიდრე უნდა მიიღოთ:
არ შეესაბამება, რადგან მისი შეყვანა ხდება განსწავლული ექმის მიერ.
თუ დაგავიწყდათ სევონესის მიღება

შესაძლო ეფექტები სევონესით მკურნალობის დასრულების შემდეგ

ორსულობა და ძუძუთი კვება
გთხოვთ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არ გამოიყენოთ სევონესი თუ ორსულად ხართ, არსებობს დაორსულების ალბათობა.
არ არსებობს ადექვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევები პრეპარატის გამოყენების შესახებ ორსულ ქალებში. ამიტომ ორსულებში სევოფლურანის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, ექიმის რეკომენდაციით.
ლაქტაცია

უცნობია გამოიყოფა თუ არა სევოფლურანი დედის რძეში. სევონესის მიღებიდან 48 საათის განმავლობაში რეკომენდებულია ძუძუთი კვების შეწყვეტა და ამ ინტერვალში გამომუშავებული რძე უნდა გადაიღვაროს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
როგორც სხვა აგენტების შემთხვევაში, ზოგადი ანესთეზიის შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში შეიძლება დაქვეითდეს ისეთი აქტივობების შესრულების უნარი, რომელიც მოითხოვს გონების სიცხადეს, როგორიცაა მექანიზმებთან მუშაობა. სევონესით ანესთეზიის შემდეგ, არ მართოთ ავტომობილი ან არ გამოიყენოთ სახიფათო მექანიზმები, სანამ ექიმი არ გეტყვით, რომ შეგიძლიათ.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სევონესში შემავალი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ:
სევონესი არ შეიცავს დამხმარე ნივთიერებებს, რომლებიც საჭიროებენ განსაკუთრებულ სიფრთხილეს.
სევონესის გამოიყენება სხვა პრეპარატებთან ერთად:
- სედაციურმა საშუალებებმა (ბენზოდიაზეპინები) და ტკივილგამაყუჩებლებმა (ოპიოიდები) შეიძლება შეამცირონ სევოფლურანის კონცენტრაცია ფილტვის საჰაერო პარკებში.
- აზოტის გაზთან (აზოტის ოქსიდთან) გამოყენებისას მცირდება სევოფლურანის მაქსიმალური კონცენტრაცია ფილტვის საჰაერო პარკებში.
- ორგანიზმში სევონესის დაშლა შეიძლება გაიზარდოს ღვიძლის ფერმენტის (ციტოქრომ P450 (CYP)2E1) აქტივობის ცნობილი დამაჩქარებლების (მაგ. იზონიაზიდი და ალკოჰოლი) მიერ.
- საანესთეზიო საშუალებების (მაგ. პროპოფოლი) ინტრავენური გამოყენების შემდეგ შესაძლოა საჭირო გახდეს სევონესის უფრო დაბალი კონცენტრაცია.
- სევონესი გავლენას ახდენს ნეირომუსკულური ბლოკადის მოქმედების როგორც ინტენსივობაზე, ასევე ხანგრძლივობაზე (ნერვული გამტარობის გაჩერება ნეირომუსკულარულ შეერთებაზე), რაც გამოწვეულია არამადეპოლარიზებელი კუნთების რელაქსანტებით.
- სევოფლურანისა და არაპირდაპირი მოქმედების სიმპათომიმეტიკის (სიმპათიკური აქტივობის გამაძლიერებელი პრეპარატები) პროდუქტების (ამფეტამინები, ეფედრინი) ერთდროული გამოყენებისას არსებობს მწვავე ჰიპერტენზიული ეპიზოდის რისკი (უეცარი მაღალი წნევის შეტევა).
- აღინიშნა ატრიოვენტრიკულური გამტარობის (სიგნალის გადაცემა გულში) დარღვევა ვერაპამილის და სევოფლურანის ერთდროულად მიღებისას.
- მძიმე ჰიპოტენზია (არტერიული წნევის დაქვეითება) და დაგვიანებული გამოღვიძება ჰალოგენირებული საინჰალაციო საანესთეზიო საშუალებებით ანესთეზიის გამო დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ კრაზანას შემცველი პრეპარატით დიდი ხნის განმავლობაში.
- ადრენალინმა (ეპინეფრინი) და ნორეპინეფრინმა სევოფლურანთან ერთად გამოყენებისას შეიძლება გამოიწვიოს გულის რითმის დარღვევა.
- არასელექციურმა მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორებმა (ანტიდეპრესანტის ტიპი) შეიძლება გამოიწვიოს დაბალი არტერიული წნევის ან მაღალი წნევის ეპიზოდები სევოფლურანთან ერთად გამოყენებისას.
- ბეტა-ბლოკატორებმა, კალციუმის ანტაგონისტებმა ან ვერაპამილმა (გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის და გულის გარკვეული დაავადებების სამკურნალოდ) სევოფლურანთან ერთად გამოყენებისას შეიძლება გამოიწვიოს გულისცემის დაქვეითება.
- სუქცინილქოლინმა (კუნთების დამამშვიდებელი საშუალება) სევოფლურანთან კომბინაციაში შეიძლება გამოიწვიოს კალიუმის დონის ფატალური მატება.
- სევოფლურანის შეყვანა, როგორც ჩვეულებრივ გამოიყენება ქირურგიაში, თავსებადია ბარბიტურატებთან (სედაციური პრეპარატები).
თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით სხვა მედიკამენტებს, მათ შორის რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტებს, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს სევონესის ინგრედიენტების მიმართ მგრძნობიარე ადამიანებში.
ეს გვერდითი მოვლენები შეიძლება აღინიშნოს ოპერაციის დროს და მის შემდეგ.
თუ თავს კარგად არ გრძნობთ, მნიშვნელოვანია მიმართოთ თქვენს ექიმს ან ანესთეზიოლოგს.
სევოფლურანის შემდეგი გვერდითი მოვლენები სერიოზულია და თქვენი ანესთეზიოლოგი ან ქირურგი ჩაერევა ოპერაციის დროს საჭიროებისამებრ.
თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი რეაქცია განვითარდა, შეწყვიტეთ სევონესის შეყვანა და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან დაუკავშირდით სასწრაფო დახმარების განყოფილებას უახლოეს საავადმყოფოში:
- ნელი გულისცემა (ბრადიკარდია)
- ყელში სპაზმი (ყელის მოჭერის შეგრძნება)
- გულის მდგომარეობები, რომლებსაც თქვენი ანესთეზიოლოგი ყურადღებით დააკვირდება ოპერაციის დროს და შეიძლება ამოიცნოს თავბრუსხვევით ოპერაციის შემდეგ.
- ალერგიული რეაქციები ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია (ანაფილაქსიური ან ანაფილაქტოიდური რეაქციები), გამონაყარი, სახის შეშუპება, ხიხინი.
- სხეულის ტემპერატურის გადაჭარბებული მატება ზოგადი ანესთეზიის დროს (ავთვისებიანი ჰიპერთერმია)
- ხიხინი და ქოშინი.
ყველა ეს მდგომარეობა ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია. თუ განვითარდა რომელიმე მათგანი, თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია სევონესზე. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო ჩარევა ან ჰოსპიტალიზაცია.
გვერდითი ეფექტები ჩამოთვლილია შემდეგ კატეგორიებში:
ძალიან ხშირი: შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 პაციენტში მაინც.
ხშირი: 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში.
არახშირი: 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.
იშვიათი: 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 10000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.
ძალიან იშვიათი: 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.
უცნობია: არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით.
სხვა გვერდითი მოვლენები:
ძალიან ხშირი:
- მოუსვენრობა (აჟიტაცია)
- დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია)
- ხველა
- გულისრევა
- ღებინება
ხშირი:
- ძილიანობა
- თავბრუსხვევა
- თავის ტკივილი
- სწრაფი გულისცემა (ტაქიკარდია)
- არტერიული წნევის მომატება (ჰიპერტენზია)
- ნელი და ზედაპირული სუნთქვა (რესპირატორული დეპრესია)
- ხორხის და კისრის კუნთების შეკუმშვა (ლარინგოსპაზმი)
- მომატებული ნერწყვდენა (ჰიპერსეკრეცია)
- შემცივნება
- ცხელება (პირექსია)
- სხეულის ტემპერატურა ნორმაზე დაბლა (ჰიპოთერმია)
- შაქრის (გლუკოზის)დონის დარღვევა
- ღვიძლის ფუნქციის ტესტში დარღვევა*
- სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის დარღვევა
- ღვიძლის ფერმენტის (ასპარტატ ამინოტრანსფერაზა) მომატება
- სისხლში ფტორის დონის მომატება**
- დელირიუმი (დელუზია)
არახშირი:
- სისხლის თეთრი უჯრედების (სისხლის თეთრი უჯრედების) რაოდენობის ზრდა (ლეიკოციტოზი)
- სისხლის თეთრი უჯრედების (სისხლის თეთრი უჯრედების) რაოდენობის შემცირება (ლეიკოპენია). სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება შეიძლება ასოცირებული იყოს თავბრუსხვევასთან, დაღლილობასთან, სისუსტესთან, პირის ღრუს წყლულებთან და ინფექციისადმი მიდრეკილებასთან.
- დაბნეულობა
- გულისცემის დარღვევა (არითმია)
- სრული გულის ბლოკადა (სრული ატრიოვენტრიკულური ბლოკადა)
- გულის რითმის რამდენიმე სხვადასხვა დარღვევა (წინაგულების ფიბრილაცია, პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია, სუპრავენტრიკულური ექსტრასისტოლია, ექსტრასისტოლია)
- ქოშინი (აპნოე)
- ჟანგბადის დეფიციტი
- ასთმა
- შარდვის გაძნელება
- შაქარი შარდში (გლუკოზურია)***
- დარღვევები თირკმლის ფუნქციის ტესტებში*
- ღვიძლის ფერმენტის მომატება (ალანინ ამინოტრანსფერაზა)
- სისხლში კრეატინინის მომატება
- სისხლში ლაქტატდეჰიდროგენაზას მომატება
უცნობი:
- კრუნჩხვები, განსაკუთრებით ბავშვებში
- არასასურველი კანკალი და ხტუნვითი მოძრაობები (დისტონია)
- გულის გაჩერება, რითმის დარღვევა
- Torsades de pointes (გულის რითმის დარღვევის სპეციფიკური სახეობა), რომელიც შეიძლება ასოცირებული იყოს QT გახანგრძლივებასთან
- ფილტვებში ბრონქების არასასურველი შეკუმშვა (ბრონქოსპაზმი)
- სუნთქვის გაძნელება (ქოშინი)
- ფილტვებში სითხის დაგროვება (ფილტვის შეშუპება)
- თირკმლის მწვავე უკმარისობა, მუქი შარდი
- ჰეპატიტი
- ღვიძლის უკმარისობა
- ღვიძლის ქსოვილების განადგურება, ანთება, თვალების გაყვითლება
- გამონაყარი
- ჭინჭრის ციება (ჭინჭრის ციება)
- ქავილი
- ეგზემა (კონტაქტური დერმატიტი)
- სახის შეშუპება
- კუნთების კრუნჩხვა
- დისკომფორტი გულმკერდის არეში
- თუ ჩაგიტარდათ სისხლის ანალიზი, შეიძლება გითხრან, რომ გაქვთ ღვიძლის ფერმენტების მომატება, კრეატინინის ან სისხლის თეთრი უჯრედების მომატებული დონე. ეს ჩვეულებრივ არ იწვევს რაიმე სიმპტომს.
- * იმის გამო, რომ სევოფლურანი იშლება ორგანიზმში, სისხლში ფტორის დონე შეიძლება ოდნავ გაიზარდოს ანესთეზიის დროს ან შემდეგ. მაგრამ ეს დონეები არ არის საზიანო და მალე დაუბრუნდება ნორმას.
- ** თუ შარდის ანალიზი ჩაგიტარდათ, შეიძლება გითხრან, რომ შარდში გლუკოზაა. ეს ჩვეულებრივ არ იწვევს რაიმე სიმპტომს.
ყველა ეს მოვლენა სერიოზული გვერდითი მოვლენებია. შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება.
ძალიან იშვიათად, გულის გაჩერება აღინიშნა გულის გაჩერების შემთხვევაში.
ოპერაციის შემდეგ ზოგიერთ ბავშვს შეიძლება ჰქონდეს სიცოცხლისთვის საშიში არარეგულარული გულის რითმები სისხლში კალიუმის დონის ცვლილებების გამო.
პომპეს დაავადების მქონე ბავშვებში დაფიქსირდა გულის რითმის პრობლემების ცალკეული შემთხვევები.
სხვა გვერდითი მოვლენების მართვას, რომლებიც შეიძლება განვითარდეს ანესთეზიის დროს, საჭიროების შემთხვევაში, განახორციელებს მკურნალი ექიმი.
თქვენი მდგომარეობის აღდგენა ან გამოღვიძება სევონესიის გამოყენების შემდეგ მოხდება რამდენიმე წუთში. განსაკუთრებით ბავშვებში შეიძლება აღინიშნოს მოუსვენრობა გამოღვიძებისას. თუ გაქვთ დამატებითი ტკივილი, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ანესთეზიოლოგს. თუ სხვა უჩვეულო ან მოულოდნელი სიმპტომები აღინიშნება სევონესის ანესთეზიის მიღების შემდეგ, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს პალატის ექიმს ან ანესთეზიოლოგს.
თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიუხედავად იმისა, მითითებულია გამოყენების ინსტრუქციაში თუ არა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.ასევე, შეატყობინეთ თურქეთის ფარმაკოვიგილანციის ცენტრს (TÜFAM) გვერდითი ეფექტების შესახებ ვებგვერდზე, www.titck.gov.tr, „მედიკამენტების გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებ“-ის ხატულაზე დაჭერით(დაკლიკებით), ან მედიკამენტების გვერდითი ეფექტების მოხსენების ცხელ ხაზზე დარეკვით : 0 800 314 00 08. წარმოქმნილი გვერდით ეფექტების შეტყობინებით, თქვენ ხელს შეუწყობთ მეტი ინფორმაციის მოპოვებას იმ მედიკამენტის შესახებ, რომელსაც იყენებთ.
შენახვის პირობები
შეინახეთ სევონესი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და საკუთარ შეფუთვაში.
ინახება ოთახის ტემპერატურაზე 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. არ გაიყინოთ. ბოთლის თავსახური მჭიდროდ უნდა იყოს დახურული.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადების შესაბამისად.
არ გამოიყენოთ სევონესი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ გამოიყენოთ სევონესი, თუ შეამჩნევთ რაიმე დაზიანებას პროდუქტზე და/ან მის შეფუთვაზე.
არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები! გადაეცით ისინი გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ საკოლექციო სისტემას.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის II ჯგუფი, აკრძალულია საცალო რეალიზაცია, გაიცემა მხოლოდ შესაბამისი ნებართვის/ლიცენზიის მქონე დაწესებულებებზე
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
პაციენტის საინფორმაციო ფურცელი
სევონესი 100% საინჰალაციო ხსნარი
ეს პრეპარატი გამოიყენება ინჰალაციის გზით.
აქტიური ნივთიერება: ყოველი 100 მლ სევონესი შეიცავს 100 მლ სევოფლურანს. თითოეული 250 მლ სევონესი შეიცავს 250 მლ სევოფლურანს. თითოეული 250 მლ სევონესი 100% საინჰალაციო ხსნარი შეიცავს 250 მლ სევოფლურანს.
დამხმარე ნივთიერებები: არ შეიცავს.
ამ მედიკამენტის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ პაციენტის საინფორმაციო ფურცელი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ პაციენტის საინფორმაციო ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ ხელახლა წაკითხვა.
თუ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვა, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს პრეპარატი გამოწერილია პირადად თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს.
როდესაც ამ პრეპარატის გამოყენებისას მიდიხართ ექიმთან ან საავადმყოფოში, აცნობეთ ექიმს, რომ იყენებთ ამ მედიკამენტს.
გთხოვთ, სრულად მიჰყვეთ ამ საინფორმაციო ფურცლის მითითებებს. არ გამოიყენოთ თქვენთვის რეკომენდებულზე უფრო მაღალი ან დაბალი დოზა.
ამ ფურცელში:
- რა არის სევონესი და რისთვის გამოიყენება?
- რა უნდა იცოდეთ სევონესის გამოყენებამდე
- როგორ გამოიყენება სევონესი?
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
- როგორ ინახება სევონესი?
სათაურები მოცემულია.
- რა არის სევონესი და რისთვის გამოიყენება?
- სევონესი ბაზარზე წარმოდგენილია ალუმინის ბოთლში 250 მლ.
- ყოველი 100 მლ სევონესი შეიცავს 100 მლ სევოფლურანს. თითოეული 250 მლ სევონესი შეიცავს 250 მლ სევოფლურანს.
- სევონესი არის გამჭვირვალე, უფერო სითხე.
- სევონესი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს სახელწოდებით "ზოგადი ანესთეტიკები". ამ ჯგუფის პრეპარატები მოქმედებენ ცენტრალური ნერვული სისტემის აქტივობის დროებით შემცირებით. აქტივობის ეს დაქვეითება იწვევს ორგანიზმში მგრძნობელობის სრულ დაკარგვას, მათ შორის უგონო მდგომარეობას, რაც საშუალებას იძლევა, რომ ოპერაცია ჩატარდეს ტკივილისა და დისკომფორტის გარეშე.
- არ შეიცავს დამხმარე ნივთიერებებს.
- როდესაც სევონესი თავსდება სპეციალურ საანესთეზიო აპარატში (ამაორთქლებელი), ის იქცევა გაზად, რომელიც ერევა თქვენ მიერ ჩასუნთქულ ჟანგბადს.
- სევონესი არის საინჰალაციო (ინჰალაციის) საანესთეზიო საშუალება და გამოიყენება ქირურგიული ჩარევის დროს ღრმა და უმტკივნეულო ძილის გამოწვევისა და შენარჩუნებისთვის (ზოგადი ანესთეზია) მოზრდილებში და ბავშვებში.
- რა უნდა იცოდეთ სევონესის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ სევონესი შემდეგ შემთხვევებში:
თუ;
- მანამდე გითხრეს, რომ არ უნდა გაიკეთოთ ზოგადი ანესთეზია.
- ალერგიული ხართ სევონესზე ან სხვა საანესთეზიო საშუალებებზე
- იცით, რომ თქვენ ან თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს ოპერაციის დროს განგივითარდათ მდგომარეობა, სახელწოდებით ავთვისებიანი ჰიპერთერმია (სხეულის ტემპერატურის სწრაფი მატება და კუნთების ძლიერი შეკუმშვა).
- გაქვთ ღვიძლის პრობლემები და ადრე ჩაგიტარდათ ზოგადი ანესთეზია, აცნობეთ თქვენს ექიმს, ქირურგს ან ანესთეზიოლოგს, განსაკუთრებით თუ ზოგადი ანესთეზია განმეორებით ჩატარდა მოკლე დროში. ზოგიერთმა ანესთეტიკმა შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის პრობლემები, რაც ზოგჯერ იწვევს კანისა და თვალების გაყვითლებას (სიყვითლე).
გამოიყენეთ სევონესი სიფრთხილით შემდეგ შემთხვევებში
თუ;
- QT გახანგრძლივება (ელექტროკარდიოგრამაზე გახანგრძლივება გარკვეული პერიოდის განმავლობაში) ან torsades de pointes (გულის რითმის დარღვევის სპეციფიკური ტიპი), რომელიც შეიძლება ასოცირებული იყოს QT გახანგრძლივებასთან (ცნობილია, რომ სევინესი ზოგჯერ იწვევს ამ მდგომარეობებს),
- გაქვთ მიტოქონდრიასთან დაკავშირებული დაავადება,
- გაქვთ კრუნჩხვების განვითარების რისკი ან მიდრეკილება.
გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს, მაშინაც კი, თუ ეს გაფრთხილებები გეხებოდათ წარსულში ნებისმიერ დროს.
გარდა ზემოაღნიშნულისა, აცნობეთ თქვენს ექიმს, ქირურგს ან ანესთეზიოლოგს, თუ სევონესი უნდა შეუყვანონ თქვენს შვილს და არსებობს შემდეგი მდგომარეობები.
თუ;
- არსებობს კრუნჩხვები ან კრუნჩხვითი დაავადება (კრიზისი) (სევონესმა შეიძლება გაზარდოს კრუნჩხვების რისკი),
- გაქვთ პომპეს დაავადება (მეტაბოლური დაავადება) (სევონესმა შეიძლება გამოიწვიოს გულის რიტმის დარღვევა, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს სერიოზული),
- გაქვთ კუნთების სერიოზული დაავადება, როგორიცაა დუშენის კუნთოვანი დისტროფია,
- არსებობს მიტოქონდრიული დაავადება (შეიძლება იყოს თანდაყოლილი დაავადება და შეიძლება გავლენა იქონიოს გულის, ტვინისა და თირკმლის სპეციფიკურ უჯრედებზე).
როგორც ყველა მედიკამენტის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია აცნობოთ თქვენს ექიმს ან ანესთეზიოლოგს, თუ რა მედიკამენტს იღებთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ იღებთ შემდეგ მედიკამენტებს:
- ამფეტამინები (სტიმულატორები)
- ბეტა-ბლოკატორები, კალციუმის ანტაგონისტები ან ვერაპამილი (გამოიყენება მაღალი წნევის და გულის გარკვეული დაავადებების სამკურნალოდ)
- იზონიაზიდი (ანტიბიოტიკი, რომელიც გამოიყენება ტუბერკულოზის სამკურნალოდ)
- კრაზანა (მცენარეული პრეპარატი, რომელიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ)
- დეკონგესტანტური პრეპარატები (ეფედრინი)
- ანტიდეპრესანტები (არასელექციური მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორები)
- კალციუმის ანტაგონისტები
- ბეტა სიმპათომიმეტიკური საშუალებები (როგორიცაა იზოპრენალინი) და ალფა-ბეტა სიმპათომიმეტური საშუალებები (როგორიცაა ადრენალინი და ნორადრენალინი) (პრეპარატები, რომლებიც ეფექტურია სიმპათიკურ ნერვულ სისტემაზე)
- ბენზოდიაზეპინები (გამოიყენება, როგორც დამამშვიდებელი) და ოპიოიდები (გამოიყენება, როგორც ტკივილგამაყუჩებლები)
სევონესის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
სევონესის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად არ იწვევს რაიმე ეფექტს.
ორსულობა
გთხოვთ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არ გამოიყენოთ სევონესი თუ ორსულად ხართ, არსებობს დაორსულების ალბათობა.
არ არსებობს ადექვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევები პრეპარატის გამოყენების შესახებ ორსულ ქალებში. ამიტომ ორსულებში სევოფლურანის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, ექიმის რეკომენდაციით.
ლაქტაცია
გთხოვთ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უცნობია გამოიყოფა თუ არა სევოფლურანი დედის რძეში. სევონესის მიღებიდან 48 საათის განმავლობაში რეკომენდებულია ძუძუთი კვების შეწყვეტა და ამ ინტერვალში გამომუშავებული რძე უნდა გადაიღვაროს.
ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარი:
როგორც სხვა აგენტების შემთხვევაში, ზოგადი ანესთეზიის შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში შეიძლება დაქვეითდეს ისეთი აქტივობების შესრულების უნარი, რომელიც მოითხოვს გონების სიცხადეს, როგორიცაა მექანიზმებთან მუშაობა. სევონესით ანესთეზიის შემდეგ, არ მართოთ ავტომობილი ან არ გამოიყენოთ სახიფათო მექანიზმები, სანამ ექიმი არ გეტყვით, რომ შეგიძლიათ.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სევონესში შემავალი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ:
სევონესი არ შეიცავს დამხმარე ნივთიერებებს, რომლებიც საჭიროებენ განსაკუთრებულ სიფრთხილეს.
სევონესის გამოიყენება სხვა პრეპარატებთან ერთად:
- სედაციურმა საშუალებებმა (ბენზოდიაზეპინები) და ტკივილგამაყუჩებლებმა (ოპიოიდები) შეიძლება შეამცირონ სევოფლურანის კონცენტრაცია ფილტვის საჰაერო პარკებში.
- აზოტის გაზთან (აზოტის ოქსიდთან) გამოყენებისას მცირდება სევოფლურანის მაქსიმალური კონცენტრაცია ფილტვის საჰაერო პარკებში.
- ორგანიზმში სევონესის დაშლა შეიძლება გაიზარდოს ღვიძლის ფერმენტის (ციტოქრომ P450 (CYP)2E1) აქტივობის ცნობილი დამაჩქარებლების (მაგ. იზონიაზიდი და ალკოჰოლი) მიერ.
- საანესთეზიო საშუალებების (მაგ. პროპოფოლი) ინტრავენური გამოყენების შემდეგ შესაძლოა საჭირო გახდეს სევონესის უფრო დაბალი კონცენტრაცია.
- სევონესი გავლენას ახდენს ნეირომუსკულური ბლოკადის მოქმედების როგორც ინტენსივობაზე, ასევე ხანგრძლივობაზე (ნერვული გამტარობის გაჩერება ნეირომუსკულარულ შეერთებაზე), რაც გამოწვეულია არამადეპოლარიზებელი კუნთების რელაქსანტებით.
- სევოფლურანისა და არაპირდაპირი მოქმედების სიმპათომიმეტიკის (სიმპათიკური აქტივობის გამაძლიერებელი პრეპარატები) პროდუქტების (ამფეტამინები, ეფედრინი) ერთდროული გამოყენებისას არსებობს მწვავე ჰიპერტენზიული ეპიზოდის რისკი (უეცარი მაღალი წნევის შეტევა).
- აღინიშნა ატრიოვენტრიკულური გამტარობის (სიგნალის გადაცემა გულში) დარღვევა ვერაპამილის და სევოფლურანის ერთდროულად მიღებისას.
- მძიმე ჰიპოტენზია (არტერიული წნევის დაქვეითება) და დაგვიანებული გამოღვიძება ჰალოგენირებული საინჰალაციო საანესთეზიო საშუალებებით ანესთეზიის გამო დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ კრაზანას შემცველი პრეპარატით დიდი ხნის განმავლობაში.
- ადრენალინმა (ეპინეფრინი) და ნორეპინეფრინმა სევოფლურანთან ერთად გამოყენებისას შეიძლება გამოიწვიოს გულის რითმის დარღვევა.
- არასელექციურმა მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორებმა (ანტიდეპრესანტის ტიპი) შეიძლება გამოიწვიოს დაბალი არტერიული წნევის ან მაღალი წნევის ეპიზოდები სევოფლურანთან ერთად გამოყენებისას.
- ბეტა-ბლოკატორებმა, კალციუმის ანტაგონისტებმა ან ვერაპამილმა (გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის და გულის გარკვეული დაავადებების სამკურნალოდ) სევოფლურანთან ერთად გამოყენებისას შეიძლება გამოიწვიოს გულისცემის დაქვეითება.
- სუქცინილქოლინმა (კუნთების დამამშვიდებელი საშუალება) სევოფლურანთან კომბინაციაში შეიძლება გამოიწვიოს კალიუმის დონის ფატალური მატება.
- სევოფლურანის შეყვანა, როგორც ჩვეულებრივ გამოიყენება ქირურგიაში, თავსებადია ბარბიტურატებთან (სედაციური პრეპარატები).
თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით სხვა მედიკამენტებს, მათ შორის რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტებს, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- როგორ გამოიყენება სევონესი?
სათანადო გამოყენების ინსტრუქცია და დოზა/შეყვანის სიხშირე:
სევონესს ყოველთვის შეიყვანს ანესთეზიოლოგი. სევონესის დოზას, რომელსაც მიიღებთ, გადაწყვეტს თქვენი ანესთეზიოლოგი და დამოკიდებული იქნება თქვენს ასაკზე, წონაზე და ოპერაციის ტიპზე.
სევონესს აქვს სასიამოვნო სუნი და ჩაძინება ხდება ძალიან სწრაფად და კომფორტულად.
გამოყენების მეთოდი:
ჩაძინება ანესთეზიის დაწყებისას
ზოგჯერ პაციენტებს შეიძლება სთხოვონ სევონესის ჩასუნთქვა ნიღბის საშუალებით, მაგრამ, როგორც წესი, სხვა საანესთეზიო საშუალების შეყვანა მოხდება ინექციით, რაც ხელს უწყობს ჩაძინებას სევონესის მიღებამდე.
ძილში ყოფნა ანესთეზიის დროს
ანესთეზიოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ თქვენ გააგრძელებთ სევოფლურანის შესუნთქვას ნიღბით მთელი ოპერაციის განმავლობაში.
გამოღვიძება ანესთეზიის შემდეგ
თქვენ გაიღვიძებთ რამდენიმე წუთში, როდესაც ანესთეზიოლოგი შეაჩერებს სევოფლურანის ინჰალაციას.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში:
სევონესის შეყვანა მოხდება ანესთეზიოლოგის მიერ, პაციენტის ასაკის გათვალისწინებით.
ხანდაზმულებში:
სევონესის შეყვანა მოხდება ანესთეზიოლოგის მიერ, პაციენტის ასაკის გათვალისწინებით.
გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:
თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:
თუ გაქვთ თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა, მიმართეთ თქვენს ექიმს.
თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ სევონესის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ იმაზე მეტი სევონესი, ვიდრე უნდა მიიღოთ:
არ შეესაბამება, რადგან მისი შეყვანა ხდება განსწავლული ექმის მიერ.
თუ დაგავიწყდათ სევონესის მიღება
არ შეესაბამება, რადგან მისი შეყვანა ხდება განსწავლული ექმის მიერ.
შესაძლო ეფექტები სევონესით მკურნალობის დასრულების შემდეგ
არ შეესაბამება, რადგან მისი შეყვანა ხდება განსწავლული ექმის მიერ.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს სევონესის ინგრედიენტების მიმართ მგრძნობიარე ადამიანებში.
ეს გვერდითი მოვლენები შეიძლება აღინიშნოს ოპერაციის დროს და მის შემდეგ.
თუ თავს კარგად არ გრძნობთ, მნიშვნელოვანია მიმართოთ თქვენს ექიმს ან ანესთეზიოლოგს.
სევოფლურანის შემდეგი გვერდითი მოვლენები სერიოზულია და თქვენი ანესთეზიოლოგი ან ქირურგი ჩაერევა ოპერაციის დროს საჭიროებისამებრ.
თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი რეაქცია განვითარდა, შეწყვიტეთ სევონესის შეყვანა და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან დაუკავშირდით სასწრაფო დახმარების განყოფილებას უახლოეს საავადმყოფოში:
- ნელი გულისცემა (ბრადიკარდია)
- ყელში სპაზმი (ყელის მოჭერის შეგრძნება)
- გულის მდგომარეობები, რომლებსაც თქვენი ანესთეზიოლოგი ყურადღებით დააკვირდება ოპერაციის დროს და შეიძლება ამოიცნოს თავბრუსხვევით ოპერაციის შემდეგ.
- ალერგიული რეაქციები ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია (ანაფილაქსიური ან ანაფილაქტოიდური რეაქციები), გამონაყარი, სახის შეშუპება, ხიხინი.
- სხეულის ტემპერატურის გადაჭარბებული მატება ზოგადი ანესთეზიის დროს (ავთვისებიანი ჰიპერთერმია)
- ხიხინი და ქოშინი.
ყველა ეს მდგომარეობა ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია. თუ განვითარდა რომელიმე მათგანი, თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია სევონესზე. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო ჩარევა ან ჰოსპიტალიზაცია.
გვერდითი ეფექტები ჩამოთვლილია შემდეგ კატეგორიებში:
ძალიან ხშირი: შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 პაციენტში მაინც.
ხშირი: 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში.
არახშირი: 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.
იშვიათი: 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 10000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.
ძალიან იშვიათი: 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.
უცნობია: არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით.
სხვა გვერდითი მოვლენები:
ძალიან ხშირი:
- მოუსვენრობა (აჟიტაცია)
- დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია)
- ხველა
- გულისრევა
- ღებინება
ხშირი:
- ძილიანობა
- თავბრუსხვევა
- თავის ტკივილი
- სწრაფი გულისცემა (ტაქიკარდია)
- არტერიული წნევის მომატება (ჰიპერტენზია)
- ნელი და ზედაპირული სუნთქვა (რესპირატორული დეპრესია)
- ხორხის და კისრის კუნთების შეკუმშვა (ლარინგოსპაზმი)
- მომატებული ნერწყვდენა (ჰიპერსეკრეცია)
- შემცივნება
- ცხელება (პირექსია)
- სხეულის ტემპერატურა ნორმაზე დაბლა (ჰიპოთერმია)
- შაქრის (გლუკოზის)დონის დარღვევა
- ღვიძლის ფუნქციის ტესტში დარღვევა*
- სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის დარღვევა
- ღვიძლის ფერმენტის (ასპარტატ ამინოტრანსფერაზა) მომატება
- სისხლში ფტორის დონის მომატება**
- დელირიუმი (დელუზია)
არახშირი:
- სისხლის თეთრი უჯრედების (სისხლის თეთრი უჯრედების) რაოდენობის ზრდა (ლეიკოციტოზი)
- სისხლის თეთრი უჯრედების (სისხლის თეთრი უჯრედების) რაოდენობის შემცირება (ლეიკოპენია). სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება შეიძლება ასოცირებული იყოს თავბრუსხვევასთან, დაღლილობასთან, სისუსტესთან, პირის ღრუს წყლულებთან და ინფექციისადმი მიდრეკილებასთან.
- დაბნეულობა
- გულისცემის დარღვევა (არითმია)
- სრული გულის ბლოკადა (სრული ატრიოვენტრიკულური ბლოკადა)
- გულის რითმის რამდენიმე სხვადასხვა დარღვევა (წინაგულების ფიბრილაცია, პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია, სუპრავენტრიკულური ექსტრასისტოლია, ექსტრასისტოლია)
- ქოშინი (აპნოე)
- ჟანგბადის დეფიციტი
- ასთმა
- შარდვის გაძნელება
- შაქარი შარდში (გლუკოზურია)***
- დარღვევები თირკმლის ფუნქციის ტესტებში*
- ღვიძლის ფერმენტის მომატება (ალანინ ამინოტრანსფერაზა)
- სისხლში კრეატინინის მომატება
- სისხლში ლაქტატდეჰიდროგენაზას მომატება
უცნობი:
- კრუნჩხვები, განსაკუთრებით ბავშვებში
- არასასურველი კანკალი და ხტუნვითი მოძრაობები (დისტონია)
- გულის გაჩერება, რითმის დარღვევა
- Torsades de pointes (გულის რითმის დარღვევის სპეციფიკური სახეობა), რომელიც შეიძლება ასოცირებული იყოს QT გახანგრძლივებასთან
- ფილტვებში ბრონქების არასასურველი შეკუმშვა (ბრონქოსპაზმი)
- სუნთქვის გაძნელება (ქოშინი)
- ფილტვებში სითხის დაგროვება (ფილტვის შეშუპება)
- თირკმლის მწვავე უკმარისობა, მუქი შარდი
- ჰეპატიტი
- ღვიძლის უკმარისობა
- ღვიძლის ქსოვილების განადგურება, ანთება, თვალების გაყვითლება
- გამონაყარი
- ჭინჭრის ციება (ჭინჭრის ციება)
- ქავილი
- ეგზემა (კონტაქტური დერმატიტი)
- სახის შეშუპება
- კუნთების კრუნჩხვა
- დისკომფორტი გულმკერდის არეში
- თუ ჩაგიტარდათ სისხლის ანალიზი, შეიძლება გითხრან, რომ გაქვთ ღვიძლის ფერმენტების მომატება, კრეატინინის ან სისხლის თეთრი უჯრედების მომატებული დონე. ეს ჩვეულებრივ არ იწვევს რაიმე სიმპტომს.
- * იმის გამო, რომ სევოფლურანი იშლება ორგანიზმში, სისხლში ფტორის დონე შეიძლება ოდნავ გაიზარდოს ანესთეზიის დროს ან შემდეგ. მაგრამ ეს დონეები არ არის საზიანო და მალე დაუბრუნდება ნორმას.
- ** თუ შარდის ანალიზი ჩაგიტარდათ, შეიძლება გითხრან, რომ შარდში გლუკოზაა. ეს ჩვეულებრივ არ იწვევს რაიმე სიმპტომს.
ყველა ეს მოვლენა სერიოზული გვერდითი მოვლენებია. შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება.
ძალიან იშვიათად, გულის გაჩერება აღინიშნა გულის გაჩერების შემთხვევაში.
ოპერაციის შემდეგ ზოგიერთ ბავშვს შეიძლება ჰქონდეს სიცოცხლისთვის საშიში არარეგულარული გულის რითმები სისხლში კალიუმის დონის ცვლილებების გამო.
პომპეს დაავადების მქონე ბავშვებში დაფიქსირდა გულის რითმის პრობლემების ცალკეული შემთხვევები.
სხვა გვერდითი მოვლენების მართვას, რომლებიც შეიძლება განვითარდეს ანესთეზიის დროს, საჭიროების შემთხვევაში, განახორციელებს მკურნალი ექიმი.
თქვენი მდგომარეობის აღდგენა ან გამოღვიძება სევონესიის გამოყენების შემდეგ მოხდება რამდენიმე წუთში. განსაკუთრებით ბავშვებში შეიძლება აღინიშნოს მოუსვენრობა გამოღვიძებისას. თუ გაქვთ დამატებითი ტკივილი, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ანესთეზიოლოგს. თუ სხვა უჩვეულო ან მოულოდნელი სიმპტომები აღინიშნება სევონესის ანესთეზიის მიღების შემდეგ, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს პალატის ექიმს ან ანესთეზიოლოგს.
თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიუხედავად იმისა, მითითებულია გამოყენების ინსტრუქციაში თუ არა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.ასევე, შეატყობინეთ თურქეთის ფარმაკოვიგილანციის ცენტრს (TÜFAM) გვერდითი ეფექტების შესახებ ვებგვერდზე, www.titck.gov.tr, „მედიკამენტების გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებ“-ის ხატულაზე დაჭერით(დაკლიკებით), ან მედიკამენტების გვერდითი ეფექტების მოხსენების ცხელ ხაზზე დარეკვით : 0 800 314 00 08. წარმოქმნილი გვერდით ეფექტების შეტყობინებით, თქვენ ხელს შეუწყობთ მეტი ინფორმაციის მოპოვებას იმ მედიკამენტის შესახებ, რომელსაც იყენებთ.
- როგორ ინახება სევონესი
შეინახეთ სევონესი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და საკუთარ შეფუთვაში.
ინახება ოთახის ტემპერატურაზე 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. არ გაიყინოთ. ბოთლის თავსახური მჭიდროდ უნდა იყოს დახურული.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადების შესაბამისად.
არ გამოიყენოთ სევონესი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ გამოიყენოთ სევონესი, თუ შეამჩნევთ რაიმე დაზიანებას პროდუქტზე და/ან მის შეფუთვაზე.
არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები! გადაეცით ისინი გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ საკოლექციო სისტემას.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის II ჯგუფი, აკრძალულია საცალო რეალიზაცია, გაიცემა მხოლოდ შესაბამისი ნებართვის/ლიცენზიის მქონე დაწესებულებებზე
სავაჭრო ნებართვის მფლობელი:
POLİFARMA İLAÇ SAN. VE TİC. A.Ş.
Vakıflar OSB Mah., Sanayi Caddesi, No:22/1
Ergene/Tekirdağ/თურქეთი
ტელეფონი: +90 282 675 14 04
ფაქსი: +90 282 675 14 05
წარმოების ადგილი:
POLİFARMA İLAÇ SAN. VE TİC. ა.შ.
Vakıflar OSB Mah., Sanayi Caddesi, No:22/1
Ergene/Tekirdağ/თურქეთი
ტელეფონი: +90 282 675 14 04
ფაქსი: +90 282 675 14 05
ეს პაციენტის ინსტრუქცია დამტკიცდა 28/10/2022.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.