სევოფლურანი USP
SEVOFLURANE USP
სევოფლურანი ნაჩვენებია ზოგადი ანესთეზიის ინდუქციისა და შენარჩუნებისთვის ზრდასრულ და პედიატრიულ პაციენტებში სტაციონარული და ამბულატორიული ქირურგიული ჩარევების დროს.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- სევოფლურანი (sevoflurane)
- ფორმა და შეფუთვა
- 250მლ საინჰალაციო სითხე ქარვისფერი მინის ბოთლი №1 (პირველადი შეფუთვით)
- მწარმოებელი
- Piramal Pharma Limited, ინდოეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, აკრძალულია საცალო რეალიზაცია, გაიცემა მხოლოდ შესაბამისი ნებართვის/ლიცენზიის მქონე დაწესებულებებზე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- საანესთეზიო საშუალებები, ზოგადი საანესთეზიო საშუალებები
- ATC კოდი
- N01AB08
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044378
- რეგისტრირებულია
- 21 ნოემბერი 2025, მოქმედებს 21 ნოემბერი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Piramal Pharma Limited (ინდოეთი)
- განმცხადებელი
- შპს „ავერსი-ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
სევოფლურანი USP — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
სევოფლურანი ნაჩვენებია ზოგადი ანესთეზიის ინდუქციისა და შენარჩუნებისთვის ზრდასრულ და პედიატრიულ პაციენტებში სტაციონარული და ამბულატორიული ქირურგიული ჩარევების დროს.
მიღების წესი და დოზირება
პრემედიკაცია უნდა შეირჩეს პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებისამებრ და ანესთეზიოლოგის შეხედულებისამებრ.
ქირურგიული ანესთეზია:
სევოფლურანი უნდა შეიყვანოთ ვაპორიზატორის მეშვეობით, რომელიც სპეციალურად სევოფლურანის გამოყენებისთვის არის დაკალიბრირებული, რათა შეყვანილი კონცენტრაცია ზუსტად კონტროლირებადი იყოს. სევოფლურანის მინიმალური ალვეოლური კონცენტრაციის (MAC) მნიშვნელობები მცირდება ასაკის მატებასთან და აზოტის ოქსიდის დამატებასთან ერთად. ქვემოთ მოცემულ ცხრილში მოცემულია საშუალო MAC მნიშვნელობები სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის.
ცხრილი 1: MAC მნიშვნელობები ზრდასრულებისა და პედიატრიული პაციენტებისთვის ასაკის მიხედვით
პაციენტის ასაკი (წლები)
სევოფლურანი ჟანგბადში
სევოფლურანი 65% N2O / 35% O2-ში
0 – 1 თვე*
- 3%
- 0%**
1 - < 6 თვე
- 0%
6 თვე - < 3 წელი
- 8%
3 - 12
- 5%
25
- 6%
- 4%
40
- 1%
- 1%
60
- 7%
- 9%
80
- 4%
- 7%
- ახალშობილები არიან სრულ გესტაციურ ასაკს მიღწეულნი. დღენაკლულებში MAC არ არის განსაზღვრული.
- * 1-დან 3 წლამდე ასაკის პედიატრიულ პაციენტებში გამოყენებული იყო 60% N2O /40% O2.
ინდუქცია:
დოზირება უნდა იყოს ინდივიდუალური და ტიტრირებული სასურველი ეფექტის მისაღწევად პაციენტის ასაკისა და კლინიკური მდგომარეობის მიხედვით. შესაძლებელია ხანმოკლე მოქმედების ბარბიტურატის ან სხვა ინტრავენური ინდუქციის აგენტის შეყვანა, რასაც მოჰყვება სევოფლურანის ინჰალაცია. სევოფლურანით ინდუქციის მიღწევა შესაძლებელია ჟანგბადში ან ჟანგბად-აზოტის ოქსიდის ნარევებთან კომბინაციაში. ზრდასრულებში 5%-მდე სევოფლურანის ინჰალირებული კონცენტრაცია, როგორც წესი, ქირურგიულ ანესთეზიას 2 წუთზე ნაკლებ დროში იწვევს. ბავშვებში 7%-მდე სევოფლურანის ინჰალირებული კონცენტრაცია, როგორც წესი, ქირურგიულ ანესთეზიას 2 წუთზე ნაკლებ დროში იწვევს. ალტერნატიულად, პრემედიკაციის გარეშე პაციენტებში ანესთეზიის ინდუქციისთვის, შეიძლება გამოყენებულ იქნას 8%-მდე სევოფლურანის ინჰალირებული კონცენტრაცია.
შენარჩუნება:
ქირურგიული ანესთეზიის დონე შეიძლება შენარჩუნდეს 0.5-3% სევოფლურანის კონცენტრაციით, აზოტის ოქსიდის თანმხლები გამოყენებით ან მის გარეშე.
გამოღვიძება:
სევოფლურანის ანესთეზიის შემდეგ გამოღვიძების დრო, როგორც წესი, ხანმოკლეა. ამიტომ, ოპერაციის შემდგომ პაციენტებს შეიძლება დასჭირდეთ ადრეული ზომების მიღება ტკივილის გაყუჩებისთვის.
ხანდაზმული ადამიანები:
ასაკის მატებასთან ერთად მცირდება MAC. სევოფლურანის საშუალო კონცენტრაცია 80 წლის ასაკში MAC-ის მისაღწევად დაახლოებით 20 წლის ასაკში საჭირო კონცენტრაციის 50%-ია.
პედიატრიული პოპულაცია:
პედიატრიულ პაციენტებში ასაკის მიხედვით MAC მნიშვნელობებისთვის იხილეთ ცხრილი 1.
უკუჩვენებები
სევოფლურანი არ უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ცნობილი ან საეჭვო მგრძნობელობა სევოფლურანის ან სხვა ჰალოგენირებული ანესთეტიკების მიმართ (მაგ., ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ისტორია, ცხელება ან უცნობი მიზეზის ლეიკოციტოზი ამ პრეპარატებიდან ერთ-ერთით ანესთეზიის შემდეგ).
სევოფლურანი ასევე უკუნაჩვენებია ავთვისებიანი ჰიპერთერმიისადმი ცნობილი ან საეჭვო გენეტიკური მიდრეკილების მქონე პაციენტებში.
სევოფლურანი უკუნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომლებშიც ზოგადი ანესთეზია უკუნაჩვენებია.
სიფრთხილის ზომები
სევოფლურანმა შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის დათრგუნვა, რომელიც შეიძლება გაძლიერდეს ნარკოტიკული პრემედიკაციის ან სხვა სუნთქვის დათრგუნვის გამომწვევი აგენტების გამო. სუნთქვა უნდა იყოს თანხმლები სუპერვიზიით და საჭიროების შემთხვევაში გაეწიოს შესაბამისი დახმარება. სევოფლურანის ადმინისტრირება შეუძლიათ მხოლოდ ზოგადი ანესთეზიის ჩატარებაში გაწვრთნილ პირებს. დაუყოვნებლივ უნდა იყოს ხელმისაწვდომი სასუნთქი გზების გამტარობის შენარჩუნების, ხელოვნური ვენტილაციის, ჟანგბადით გამდიდრების და სისხლის მიმოქცევის რეანიმაციის საშუალებები.
ვაპორიზატორიდან შეყვანილი სევოფლურანის კონცენტრაცია ზუსტად უნდა იყოს ცნობილი. რადგან აქროლადი ანესთეტიკები განსხვავდება ფიზიკური თვისებებით, უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ სევოფლურანისთვის სპეციალურად დაკალიბრირებული ვაპორიზატორები. ზოგადი ანესთეზიის ჩატარება უნდა მოხდეს ინდივიდუალურად, პაციენტის რეაქციის მიხედვით. ჰიპოტენზია და სუნთქვის დათრგუნვა ძლიერდება ანესთეზიის გაღრმავებასთან ერთად.
ავთვისებიანი ჰიპერთერმია
მგრძნობიარე პირებში, ძლიერმა საინჰალაციო ანესთეტიკებმა შეიძლება გამოიწვიონ ჩონჩხის კუნთების ჰიპერმეტაბოლური მდგომარეობა, რაც იწვევს ჟანგბადზე მაღალ მოთხოვნას და კლინიკურ სინდრომს, რომელიც ცნობილია როგორც ავთვისებიანი ჰიპერთერმია. ამ კლინიკურ სინდრომს ახასიათებს ჰიპერკაპნია და შეიძლება მოიცავდეს კუნთების რიგიდობას, ტაქიკარდიას, ტაქიპნოეს, ციანოზს, არითმიებს და/ან არასტაბილურ არტერიულ წნევას. ზოგიერთი ეს არასპეციფიკური ნიშანი შეიძლება ასევე გამოვლინდეს მსუბუქი ანესთეზიის, მწვავე ჰიპოქსიის, ჰიპერკაპნიის და ჰიპოვოლიემიის დროს.
კლინიკურ კვლევებში აღწერილია ავთვისებიანი ჰიპერთერმიის ერთი შემთხვევა. გარდა ამისა, არსებობს ავთვისებიანი ჰიპერთერმიის შესახებ პოსტმარკეტინგული ცნობები. ზოგიერთი ასეთი შემთხვევა ლეტალური იყო.
მკურნალობა მოიცავს გამომწვევი აგენტების (მაგ., სევოფლურანის) შეწყვეტას, დანტროლენ ნატრიუმის შეყვანას ინტრავენურად (პაციენტის მართვის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ დანტროლენ ნატრიუმის ინტრავენური გზით დანიშვნის ინსტრუქცია) და დამხმარე თერაპიის გამოყენებას. ასეთი თერაპია მოიცავს ძალისხმევას აღდგეს სხეულის ტემპერატურა ნორმალურ დონეზე, სუნთქვისა და სისხლის მიმოქცევის მხარდაჭერას ჩვენებების მიხედვით და ელექტროლიტურ-სითხე-მჟავა-ტუტოვანი დარღვევების მართვას. თირკმლის უკმარისობა შეიძლება მოგვიანებით გამოვლინდეს და საჭიროა შარდის ნაკადის მონიტორინგი და შენარჩუნება, თუ ეს შესაძლებელია.
პერიოპერაციული ჰიპერკალიემია
საინჰალაციო ანესთეტიკების გამოყენება ასოცირებული ყოფილა შრატში კალიუმის დონის იშვიათ მატებასთან, რისგანაც გამოწვეული იყო გულის არითმიები და სიკვდილი პედიატრიულ პაციენტებში პოსტოპერაციულ პერიოდში. პაციენტები, რომლებსაც აქვთ ლატენტური, ასევე აშკარა ნერვ-კუნთოვანი დაავადება, განსაკუთრებით დიუშენის კუნთოვანი დისტროფია, არიან ყველაზე მოწყვლადი. ამ შემთხვევების უმეტესობასთან, მაგრამ არა ყველასთან, ასოცირებული იყო სუქცინილქოლინის ერთდროული გამოყენება . ამ პაციენტებს ასევე აღენიშნებოდათ შრატში კრეატინკინაზას დონის მნიშვნელოვანი მატება და, ზოგიერთ შემთხვევაში, შარდში ცვლილებები, რაც შეესაბამება მიოგლობინურიას. ავთვისებიან ჰიპერთერმიასთან მსგავსების მიუხედავად, ამ პაციენტებიდან არცერთს არ აღენიშნებოდა კუნთების რიგიდობის ან ჰიპერმეტაბოლური მდგომარეობის ნიშნები ან სიმპტომები. ჰიპერკალიემიის და რეზისტენტული არითმიების სამკურნალოდ რეკომენდებულია ადრეული და აგრესიული ჩარევა, ისევე როგორც ლატენტური ნერვ-კუნთოვანი დაავადების შემდგომი შეფასება.
დაფიქსირებულა QT ინტერვალის გახანგრძლივების ცალკეული შემთხვევები, რაც ძალიან იშვიათად ასოცირდება torsade de pointes-თან (გამონაკლის შემთხვევებში, ფატალური შედეგით). სიფრთხილეა საჭირო მოწყვლად პაციენტებში სევოფლურანის დანიშვნისას.
პომპეს დაავადების მქონე პედიატრიულ პაციენტებში პარკუჭოვანი არითმიის ცალკეული შემთხვევები დაფიქსირდა. სიფრთხილეა საჭირო ზოგადი ანესთეზიის, მათ შორის სევოფლურანის, შეყვანისას მიტოქონდრიული დარღვევების მქონე პაციენტებში.
ღვიძლი
პოსტმარკეტინგული გამოცდილებისას დაფიქსირდა ოპერაციის შემდგომი ღვიძლის დისფუნქციის მსუბუქი, საშუალო და მძიმე შემთხვევები ან ჰეპატიტი სიყვითლით ან მის გარეშე.
სევოფლურანის გამოყენებისას პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ღვიძლის ძირითადი დაავადებები ან რომლებიც მკურნალობენ ღვიძლის დისფუნქციის გამომწვევი პრეპარატებით, საჭიროა სიტუაციის კლინიკური შეფასება (იხილეთ ნაწილი 4.8 გვერდითი მოვლენები ).
პაციენტებს, რომლებიც შედარებით მოკლე ინტერვალში განმეორებით იღებდნენ ჰალოგენირებულ ნახშირწყალბადებს, მათ შორის სევოფლურანს, შესაძლოა ჰქონდეთ ღვიძლის დაზიანების მომატებული რისკი.
ზოგადი
ანესთეზიის შენარჩუნების დროს სევოფლურანის კონცენტრაციის გაზრდა იწვევს არტერიული წნევის დოზადამოკიდებულ შემცირებას. არტერიული წნევის ჭარბი შემცირება შეიძლება დაკავშირებული იყოს ანესთეზიის სიღრმესთან და შეიძლება გამოსწორდეს სევოფლურანის შესუნთქული კონცენტრაციის შემცირებით. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო დოზის შერჩევისას იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ ჰიპოვოლემია, ჰიპოტენზია ან სხვაგვარად არიან ჰემოდინამიკური დარღვევების საშიშროების ქვეშ, მაგალითად, თანმხლები მედიკამენტების გამო.
როგორც ყველა ანესთეტიკის შემთხვევაში, ჰემოდინამიკური სტაბილურობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია კორონარული არტერიის დაავადების მქონე პაციენტებში მიოკარდიუმის იშემიის თავიდან ასაცილებლად.
სევოფლურანის სამეანო ანესთეზიის დროს გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილე, რადგან საშვილოსნოზე მომადუნებელმა ეფექტმა შეიძლება გაზარდოს საშვილოსნოდან სისხლდენის რისკი (იხილეთ ნაწილი 4.6 გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში).
ზოგადი ანესთეზიიდან გამოსვლის პროცესი ფრთხილად უნდა შეფასდეს პაციენტის რეანიმაციული პალატიდან გაწერამდე. სევოფლურანის გამოყენებისას, როგორც წესი, შეინიშნება ანესთეზიიდან სწრაფი გამოსვლა, ამიტომ შესაძლოა საჭირო გახდეს ოპერაციის შემდგომი ტკივილის ადრეული შემსუბუქება. მიუხედავად იმისა, რომ სევოფლურანის მიღების შემდეგ გონების აღდგენა, როგორც წესი, რამდენიმე წუთში ხდება, ანესთეზიიდან ორი ან სამი დღის განმავლობაში ინტელექტუალურ ფუნქციაზე მისი გავლენა არ არის შესწავლილი. სხვა ანესთეტიკების მსგავსად, განწყობის მცირე ცვლილებები შეიძლება გაგრძელდეს მიღებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში (იხილეთ ნაწილი 4.7, გავლენა ავტომობილის მართვის უნარსა და მექანიზმებთან მუშაობაზე). ბავშვებში სწრაფი გამოღვიძება შეიძლება დაკავშირებული იყოს გაღიზიანებასთან და კოოპერაციის ნაკლებობასთან (შემთხვევათა დაახლოებით 25%-ში).
გამომშრალი CO2 მშთანთქმელის ჩანაცვლება :
CO2 მშთანმთქმელის, განსაკუთრებით კალიუმის ჰიდროქსიდის შემცველი პრეპარატების (მაგ., ბარალიმის) გამოყენებასთან ერთად ანესთეზიის აპარატში უკიდურესი სიცხის, კვამლის და/ან სპონტანური ხანძრის იშვიათი შემთხვევები დაფიქსირდა. შესუნთქული სევოფლურანის კონცენტრაციის უჩვეულოდ დაგვიანებული მატება ან მოულოდნელი კლება ვაპორიზატორის პარამეტრებთან შედარებით შეიძლება დაკავშირებული იყოს CO2 მშთანმთქმელი ბალონის ჭარბ გაცხელებასთან. CO2 მშთანმთქმელის გამოშრობის შემთხვევაში, მაგალითად, CO2 მშთანმთქმელის ბალონებში მშრალი აირის ხანგრძლივი ნაკადის შემდეგ, შეიძლება მოხდეს ეგზოთერმული რეაქცია, სევოფლურანის დეგრადაციის გაძლიერება და დეგრადაციის პროდუქტების წარმოქმნა. სევოფლურანის დეგრადანტები (მეთანოლი, ფორმალდეჰიდი, ნახშირბადის მონოქსიდი და ნაერთები A, B, C და D) დაფიქსირდა ექსპერიმენტული ანესთეზიის აპარატის სასუნთქ წრედში, გამომშრალი CO2 მშთანმთქმელების გამოყენებით და სევოფლურანის მაქსიმალური კონცენტრაციით (8%) ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში (≥2 საათი). ანესთეზიის სასუნთქ წრედში (ნატრიუმის ჰიდროქსიდის შემცველი შთანმთქმელების გამოყენებისას) დაფიქსირებული ფორმალდეჰიდის კონცენტრაციები შეესაბამებოდა იმ დონეებს, რომლებიც, როგორც ცნობილია, იწვევენ სასუნთქი გზების მსუბუქ გაღიზიანებას. ამ ექსტრემალური ექსპერიმენტული მოდელის ფარგლებში დაფიქსირებული დეგრადანტების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია.
თუ სამედიცინო პერსონალს ეჭვი აქვს, რომ CO2 მშთანმთქმელი გამოშრა, ის უნდა შეიცვალოს აქროლადი ანესთეტიკების (მაგალითად, სევოფლურანის) შემდგომ გამოყენებამდე. გასათვალისწინებელია, რომ ფერის ინდიკატორი გამოშრობის შემდეგ ყოველთვის არ იცვლება. ამიტომ, ფერის მნიშვნელოვანი ცვლილების არარსებობა არ უნდა იქნას მიჩნეული ადეკვატური ჰიდრატაციის გარანტიად. CO2 მშთანმთქმელები რუტინულად უნდა შეიცვალოს ფერის ინდიკატორის მდგომარეობის მიუხედავად.
თირკმლის უკმარისობა:
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტების მცირე რაოდენობის გამო (შრატის კრეატინინის საწყისი დონე 1.5 მგ/დლ-ზე მეტი), სევოფლურანის ამ ჯგუფში მიღების უსაფრთხოება სრულად დადგენილი არ არის. ამიტომ, სევოფლურანი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.
ვირთხებზე ჩატარებულ ზოგიერთ კვლევაში დაფიქსირდა ნეფროტოქსიკურობა ცხოველებში, რომლებიც ნაერთი A-ს (პენტაფტორიზოპროპენილ ფტორმეთილის ეთერი (PIFE)) ჩვეულებრივ კლინიკურ პრაქტიკაში დაფიქსირებულზე მაღალ დოზებს იღებდნენ. ვირთხებში ამ თირკმლის ტოქსიკურობის მექანიზმი უცნობია და მისი მნიშვნელობა ადამიანზე დადგენილი არ არის.
ნეიროქირურგია და ნეიროკუნთოვანი დარღვევები:
ქალასშიდა წნევის მომატების რისკის მქონე პაციენტებში სევოფლურანი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ქალასშიდა წნევის შესამცირებელ ტექნიკასთან (მაგ., ჰიპერვენტილაცია) ერთად.
გულყრები:
სევოფლურანის გამოყენებასთან დაკავშირებით გულყრების იშვიათი შემთხვევები დაფიქსირდა.
სევოფლურანის გამოყენებასთან დაკავშირებულია გულყრები ბავშვებსა და ახალგაზრდებში, ასევე ხანდაზმულ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ ან არ აქვთ პრედისპოზიციული რისკ-ფაქტორები. სევოფლურანის გამოყენებამდე გულყრების რისკის მქონე პაციენტებში აუცილებელია კლინიკური შეფასება. ბავშვებში ანესთეზიის სიღრმე უნდა იყოს შეზღუდული. ელექტროენცეფალოგრამამ შეიძლება უზრუნველყოს სევოფლურანის დოზის ოპტიმიზაცია და თავიდან აიცილოს კრუნჩხვითი აქტივობის განვითარება გულყრებისადმი მიდრეკილ პაციენტებში (იხილეთ ნაწილი 4.4 გვერდითი მოვლენები - პედიატრიული პოპულაცია ).
პედიატრიული პოპულაცია:
სევოფლურანის გამოყენებასთან დაკავშირებულია გულყრები. ბევრი მათგანი გამოვლინდა ბავშვებსა და ახალგაზრდებში 2 თვის ასაკიდან, რომელთა უმეტესობას არ ჰქონდა პრედისპოზიციული რისკ-ფაქტორები. სევოფლურანის გამოყენებისას პაციენტებში, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ გულყრების რისკი, საჭიროა კლინიკური შეფასება (იხილეთ ნაწილი 4.4 გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები - გულყრები). ბავშვებში დაფიქსირდა დისტონიური მოძრაობები (იხილეთ ნაწილი 4.8 გვერდითი მოვლენები).
ურთიერთქმედებები:
სევოფლურანით ნარკოზის დროს სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ბეტა-სიმპათომიმეტიკური საშუალებები, როგორიცაა იზოპრენალინი და ალფა- და ბეტა-სიმპათომიმეტიკური საშუალებები, როგორიცაა ადრენალინი და ნორადრენალინი, პარკუჭოვანი არითმიის პოტენციური რისკის გამო.
არასელექციური MAO ინჰიბიტორები: ოპერაციის დროს კრიზისის რისკი. ზოგადად რეკომენდებულია მკურნალობის შეწყვეტა ოპერაციამდე 2 კვირით ადრე.
სევოფლურანმა შეიძლება გამოიწვიოს გამოხატული ჰიპოტენზია კალციუმის ანტაგონისტებით, კერძოდ, დიჰიდროპირიდინის წარმოებულებით მკურნალობისას პაციენტებში.
სიფრთხილეა საჭირო კალციუმის ანტაგონისტების საინჰალაციო ანესთეტიკებთან ერთად გამოყენებისას, დამატებითი უარყოფითი ინოტროპული ეფექტის განვითარების რისკის გამო.
სუქცინილქოლინის საინჰალაციო ანესთეტიკებთან ერთად გამოყენება იშვიათ შემთხვევებში ასოცირდება შრატში კალიუმის დონის მატებასთან, რაც პედიატრიულ პაციენტებში იწვევს გულის არითმიებს და სიკვდილს ოპერაციის შემდგომ პერიოდში.
სევოფლურანი უსაფრთხო და ეფექტურია ქირურგიულ სიტუაციებში ხშირად გამოყენებულ სხვადასხვა აგენტებთან ერთად მოხმარებისას, როგორიცაა ცენტრალური ნერვული სისტემის აგენტები, ავტონომიური პრეპარატები, ჩონჩხის კუნთების რელაქსანტები, ანტიინფექციური საშუალებები, მათ შორის ამინოგლიკოზიდები, ჰორმონები და სინთეზური შემცვლელები, სისხლის წარმოებულები და გულ-სისხლძარღვთა პრეპარატები, მათ შორის ეპინეფრინი.
ეპინეფრინი/ადრენალინი
სევოფლურანი იზოფლურანის მსგავსია მიოკარდიუმის მგრძნობელობის თვალსაზრისით ეგზოგენურად შეყვანილი ადრენალინის არითმოგენური ეფექტის მიმართ.
არაპირდაპირი მოქმედების სიმპათომიმეტიკები
სევოფლურანისა და არაპირდაპირი მოქმედების სიმპათომიმეტიკების (ამფეტამინები, ეფედრინი) ერთდროული გამოყენებისას არსებობს მწვავე ჰიპერტენზიული ეპიზოდის განვითარების რისკი.
ბეტა ბლოკატორები
სევოფლურანმა შეიძლება გააძლიეროს ბეტა-ბლოკატორების უარყოფითი ინოტროპული, ქრონოტროპული და დრომოტროპული ეფექტები (გულ-სისხლძარღვთა კომპენსატორული მექანიზმების ბლოკირებით).
ვერაპამილი
ვერაპამილისა და სევოფლურანის ერთდროულად მიღებისას აღინიშნა ატრიოვენტრიკულური გამტარობის დარღვევა.
CYP2E1-ის ინდუქტორები
სამედიცინო პროდუქტებმა და ნაერთებმა, რომლებიც ზრდიან ციტოქრომ P450 იზოენზიმ CYP2E1-ის აქტივობას, როგორიცაა იზონიაზიდი და ალკოჰოლი, შეიძლება გააძლიერონ სევოფლურანის მეტაბოლიზმი და გამოიწვიონ პლაზმაში ფტორის კონცენტრაციის მნიშვნელოვანი ზრდა. სევოფლურანისა და იზონიაზიდის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს იზონიაზიდის ჰეპატოტოქსიკური ეფექტები.
კრაზანას მცენარე
მძიმე ჰიპოტენზია და ჰალოგენირებული საინჰალაციო საანესთეზიო საშუალებებით ანესთეზიიდან დაგვიანებული გაჩენა დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივად მკურნალობდნენ კრაზანას მცენარით.
ბარბიტურატები
სევოფლურანის მიღება თავსებადია ბარბიტურატებთან, რომლებიც ხშირად გამოიყენება ქირურგიულ პრაქტიკაში.
ბენზოდიაზეპინები და ოპიოიდები
ბენზოდიაზეპინები და ოპიოიდები, სავარაუდოდ, სევოფლურანის MAC-ს ამცირებენ ისევე, როგორც სხვა საინჰალაციო ანესთეტიკების შემთხვევაში. სევოფლურანის მიღება თავსებადია ბენზოდიაზეპინებთან და ოპიოიდებთან, რომლებიც ხშირად გამოიყენება ქირურგიულ პრაქტიკაში. ოპიოიდებმა, როგორიცაა ალფენტანილი და სუფენტანილი, სევოფლურანთან ერთად მიღებისას, შეიძლება გამოიწვიონ გულისცემის, არტერიული წნევის და სუნთქვის სინერგიული დაქვეითება.
აზოტის ოქსიდი
როგორც სხვა ჰალოგენირებული აქროლადი ანესთეტიკების შემთხვევაში, სევოფლურანის MAC მცირდება აზოტის ოქსიდთან ერთად მიღებისას. MAC-ის ექვივალენტი მცირდება დაახლოებით 50%-ით ზრდასრულებში და დაახლოებით 25%-ით პედიატრიულ პაციენტებში (იხილეთ ნაწილი 4.2 შენარჩუნება).
ნერვ-კუნთოვანი ბლოკირების აგენტები
სხვა საინჰალაციო ანესთეტიკების მსგავსად, სევოფლურანი გავლენას ახდენს არადეპოლარიზებადი მიორელაქსანტებით გამოწვეული ნერვ-კუნთოვანი ბლოკადის ინტენსივობაზე და ხანგრძლივობაზე. ალფენტანილ-N2O ანესთეზიის დამატებით გამოყენებისას, სევოფლურანი აძლიერებს პანკურონიუმით, ვეკურონიუმით ან ატრაკურიუმით გამოწვეულ ნერვ-კუნთოვან ბლოკადას. ამ მიორელაქსანტების დოზის კორექცია სევოფლურანთან ერთად მიღებისას მსგავსია იზოფლურანის შემთხვევაში საჭირო კორექციისა. სევოფლურანის გავლენა სუქცინილქოლინზე და დეპოლარიზებადი ნერვ-კუნთოვანი ბლოკადის ხანგრძლივობაზე შესწავლილი არ არის.
ანესთეზიის ინდუქციის დროს ნერვ-კუნთოვანი ბლოკატორების დოზის შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს ენდოტრაქეული ინტუბაციისთვის შესაფერისი პირობების დაგვიანებული დაწყება ან კუნთების არასაკმარისი რელაქსაცია, რადგან ნერვ-კუნთოვანი ბლოკატორების პოტენცირება აღინიშნება სევოფლურანის მიღების დაწყებიდან რამდენიმე წუთში.
არადეპოლარიზებადი აგენტებიდან შესწავლილია ვეკურონიუმის, პანკურონიუმის და ატრაკურიუმის ურთიერთქმედება. კონკრეტული მითითებების არარსებობის შემთხვევაში: (1) ენდოტრაქეული ინტუბაციის დროს არ შეამციროთ არადეპოლარიზებადი კუნთების რელაქსანტების დოზა; და (2) ანესთეზიის შენარჩუნების დროს, არადეპოლარიზებადი კუნთების რელაქსანტების დოზა, სავარაუდოდ, შემცირდება N2O/ოპიოიდური ანესთეზიის დროს მიორელაქსანტების დოზასთან შედარებით. კუნთების რელაქსანტების დამატებითი დოზების მიღება უნდა მოხდეს ნერვული სტიმულაციის რეაქციის მიხედვით.
როგორც სხვა პრეპარატების შემთხვევაში, ინტრავენური ანესთეტიკის, მაგალითად, პროპოფოლის, გამოყენების შემდეგ შეიძლება საჭირო გახდეს სევოფლურანის უფრო დაბალი კონცენტრაცია.
CYP 2E1-ის აქტივობის მომატების შემდეგ დაფიქსირდა პლაზმაში ფტორის კონცენტრაციის მნიშვნელოვანი მატება.
გამოყენება ნაყოფიერების, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:
ორსულობა და ძუძუთი კვება
სევოფლურანს აქვს საშვილოსნოს მომადუნებელი ეფექტი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საშვილოსნოს სისხლდენის მომატება, რაც აღინიშნა ორსულობის შეწყვეტის დროს მისი გამოყენების კვლევაში. მშობიარობის დროს გამოყენების შესახებ ინფორმაცია შემოიფარგლება ერთი მცირე კვლევით, რომელიც საკეისრო კვეთაზე ჩატარდა.
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა (იხილეთ ნაწილი 5.3 პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები). ორსულ ქალებში ადეკვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევები არ არსებობს; ამიტომ, სევოფლურანი ორსულობის დროს უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ აშკარა საჭიროების შემთხვევაში.
მშობიარობა და დაბადება
კლინიკურ კვლევაში დადასტურდა სევოფლურანის უსაფრთხოება დედებისა და ჩვილებისთვის, როდესაც ის გამოიყენებოდა ანესთეზიისთვის საკეისრო კვეთის დროს. სევოფლურანის უსაფრთხოება ვაგინალური მშობიარობის დროს არ არის დადასტურებული.
ძუძუთი კვება
უცნობია, გამოიყოფა თუ არა სევოფლურანი ან მისი მეტაბოლიტები დედის რძეში. დოკუმენტირებული გამოცდილების არარსებობის გამო, ქალებს უნდა მიეცეთ რჩევა, სევოფლურანის მიღებიდან 48 საათის განმავლობაში თავი შეიკავონ ძუძუთი კვებისგან და ამ პერიოდში გამოყოფილი რძე გადააგდონ.
ფერტილობა
ვირთხებზე ჩატარებულმა ფერტილობის კვლევამ სევოფლურანის გამო ფერტილობის დარღვევის ნიშნები არ გამოავლინა (იხილეთ ნაწილი 5.3 პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები).
გავლენა ავტომობილის მართვაზე
როგორც სხვა ანესთეზიური საშუალებების შემთხვევაში, პაციენტებს უნდა ეცნობოთ, რომ ზოგადი ანესთეზიის შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში შეიძლება დაქვეითდეს ისეთი აქტივობების შესრულების უნარი, რომლებიც მოითხოვს გონებრივ ყურადღებას, როგორიცაა ავტომობილის ან სახიფათო მექანიზმების მართვა (იხილეთ ნაწილი 4.4 გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები).
სევოფლურანის ანესთეზიის შემდეგ პაციენტებს არ უნდა მიეცეთ ავტომობილის მართვის უფლება შესაბამისი პერიოდის განმავლობაში.
გვერდითი მოვლენები
უსაფრთხოების პროფილის შეჯამება
ყველა ძლიერი საინჰალაციო ანესთეტიკის მსგავსად, სევოფლურანმა შეიძლება გამოიწვიოს დოზადამოკიდებული კარდიო-რესპირატორული დათრგუნვა. გვერდითი რეაქციების უმეტესობა მსუბუქიდან საშუალო სიმძიმისაა და დროსთან ერთად გარდამავალია. გულისრევა, ღებინება და დელირიუმი ხშირად აღინიშნება ოპერაციის შემდგომ პერიოდში, მსგავსი სიხშირით, როგორც სხვა საინჰალაციო ანესთეტიკების შემთხვევაში. ეს ეფექტები ქირურგიული ჩარევის და ზოგადი ანესთეზიის ხშირი შედეგებია, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს საინჰალაციო ანესთეტიკით, სხვა საშუალებებით, რომლებიც გამოიყენება ოპერაციის დროს ან ოპერაციის შემდეგ, და პაციენტის რეაქციით ქირურგიულ პროცედურაზე.
ყველაზე ხშირად დაფიქსირებული გვერდითი მოვლენები იყო შემდეგი:
ზრდასრულ პაციენტებში: ჰიპოტენზია, გულისრევა და ღებინება;
ხანდაზმულ პაციენტებში: ბრადიკარდია, ჰიპოტენზია და გულისრევა; და
პედიატრიულ პაციენტებში: გაღიზიანება, ხველა, ღებინება და გულისრევა.
გვერდითი მოვლენების ცხრილური შეჯამება
კლინიკური კვლევებიდან და პოსტმარკეტინგული გამოცდილებიდან მიღებული ყველა გვერდითი მოვლენა, რომელიც შესაძლოა მაინც დაკავშირებული იყოს სევოფლურანთან, წარმოდგენილია შემდეგ ცხრილში MedDRA სისტემური ორგანოთა კლასის, შესაბამისი ტერმინისა და სიხშირის მიხედვით. გამოყენებულია შემდეგი სიხშირის კატეგორიები: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100, <1/10); არახშირი (≥1/1,000, <1/100); იშვიათი (≥1/10,000, <1/1,000); ძალიან იშვიათი (<1/10,000), მათ შორის იზოლირებული შემთხვევები. პოსტმარკეტინგული გვერდითი მოვლენები ნებაყოფლობით არის მოხსენებული ზემოქმედების უცნობი სიხშირის მქონე პოპულაციიდან. ამიტომ, შეუძლებელია გვერდითი მოვლენების რეალური სიხშირის შეფასება და სიხშირე არის „უცნობი“. კლინიკურ კვლევებში სევოფლურანის მიმღებ პაციენტებში გვერდითი მოვლენების ტიპი, სიმძიმე და სიხშირე შედარებადი იყო საორიენტაციო პრეპარატის მქონე პაციენტებში არსებულ გვერდით მოვლენებთან.
კლინიკური კვლევებიდან და პოსტმარკეტინგული გამოცდილებიდან მიღებული გვერდითი მოვლენების მონაცემები
სევოფლურანის კლინიკურ კვლევებსა და პოსტმარკეტინგულ გამოცდილებაში პრეპარატის ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენების შეჯამება
სისტემური ორგანოთა კლასი
სიხშირე
გვერდითი მოვლენები
იმუნური სისტემის
დარღვევები
უცნობი
ანაფილაქსიური რეაქცია 1
ანაფილაქტოიდური რეაქცია
ჰიპერმგრძნობელობა 1
სისხლისა და ლიმფური
სისტემის დარღვევები
არახშირი
ლეიკოპენია
ლეიკოციტოზი
ფსიქიატრიული დარღვევები
ძალიან ხშირი
იშვიათი
გაღიზიანება
დაბნეულობის მდგომარეობა
ნერვული სისტემის დარღვევები
ხშირი
უცნობი
ძილიანობა
თავბრუსხვევა
თავის ტკივილი
კონვულსია 2, 3
დისტონია
დარღვევები გულის მხრივ
ძალიან ხშირი
ხშირი
არახშირი
უცნობი
ბრადიკარდია
ტაქიკარდია
ატრიოვენტრიკულური ბლოკადა
დასრულებული
წინაგულების ფიბრილაცია
არითმია
პარკუჭოვანი
ექსტრასისტოლები
სუპრავენტრიკულური
ექსტრასისტოლები
ექსტრასისტოლები
გულის გაჩერება 4
QT ინტერვალის გახანგრძლივება, რომელიც დაკავშირებულია Torsade-სთან
სისხლძარღვოვანი დარღვევები
ძალიან ხშირი
ხშირი
ჰიპოტენზია
ჰიპერტენზია
სასუნთქი გზების, გულმკერდის და შუასაყრის დარღვევები
ძალიან ხშირი
ხშირი
არახშირი
უცნობი
ხველა
სუნთქვის დარღვევა
ლარინგოსპაზმი
აპნოე
ჰიპოქსია
ასთმა
ბრონქოსპაზმი
ქოშინი 1
ხიხინი 1
ფილტვის შეშუპება
კუჭ-ნაწლავის დარღვევები
ძალიან ხშირი
ხშირი
გულისრევა
ღებინება
ნერწყვის ჰიპერსეკრეცია
თირკმლის და საშარდე სისტემის დარღვევები
არახშირი
უცნობი
შარდის შეკავება
გლიკოზურია
თირკმლის მწვავე უკმარისობა
ჰეპატო-ბილიარული დარღვევები
უცნობი
ჰეპატიტი 1, 2
ღვიძლის უკმარისობა 1, 2
ღვიძლის ნეკროზი 1, 2
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები
უცნობი
კონტაქტური დერმატიტი 1
ქავილი
გამონაყარი 1
სახის შეშუპება 1
ჭინჭრის ციება
ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები
უცნობი
კუნთების უნებლიე მოძრაობა
ზოგადი დარღვევები და შეყვანის ადგილის მდგომარეობა
ხშირი
უცნობი
შემცივნება
პირექსია
ჰიპოთერმია
გულმკერდის დისკომფორტი 1
ავთვისებიანი ჰიპერთერმია 1, 2
ანალიზები
ხშირი
არახშირი
სისხლში გლუკოზის პათოლოგიური დონე
ღვიძლის პათოლოგიური ფუნქციური ტესტი5
სისხლში თეთრი უჯრედების პათოლოგიური რაოდენობა
ასპარტატი
გაზრდილი ამინოტრანსფერაზა
გაზრდილი სისხლის ფტორიდი 6
გაზრდილი ალანინ
ამინოტრანსფერაზა
გაზრდილი სისხლის კრეატინინი
გაზრდილი სისხლის ლაქტატ
დეჰიდროგენაზა
დაზიანება, მოწამვლა და პროცედურული გართულებები
ხშირი
ჰიპოთერმია
1 იხილეთ ნაწილი 4.8 გვერდითი მოვლენები - შერჩეული გვერდითი მოვლენების აღწერა.
2 იხილეთ ნაწილი 4.4 გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები.
3 იხილეთ ნაწილი 4.8 გვერდითი მოვლენები - პედიატრიული პოპულაცია.
4 სევოფლურანის გამოყენების ფონზე გულის გაჩერების ძალიან იშვიათი შემთხვევები დაფიქსირდა პოსტმარკეტინგულ პერიოდში.
5 სევოფლურანისა და საორიენტაციო პრეპარატების გამოყენებისას აღინიშნა ღვიძლის ფუნქციური ტესტების გარდამავალი ცვლილებების იშვიათი შემთხვევები.
6 სევოფლურანის ანესთეზიის დროს და მის შემდეგ შეიძლება აღინიშნოს შრატში არაორგანული ფტორიდის დონის დროებითი მატება. იხილეთ ქვემოთ შერჩეული გვერდითი მოვლენების აღწერა .
შერჩეული გვერდითი მოვლენების აღწერა
სევოფლურანის ანესთეზიის დროს და მის შემდეგ შეიძლება აღინიშნოს შრატში არაორგანული ფტორიდის დონის დროებითი მატება. არაორგანული ფტორიდის კონცენტრაცია, როგორც წესი, პიკს აღწევს სევოფლურანის ანესთეზიის დასრულებიდან ორი საათის განმავლობაში და 48 საათის განმავლობაში უბრუნდება ოპერაციამდელ დონეს. კლინიკურ კვლევებში ფტორის მომატებული კონცენტრაცია არ იყო დაკავშირებული თირკმლის ფუნქციის დარღვევასთან.
არსებობს პოსტოპერაციული ჰეპატიტის იშვიათი შემთხვევები. გარდა ამისა, არსებობს ღვიძლის უკმარისობისა და ღვიძლის ნეკროზის იშვიათი შემთხვევები, რომლებიც დაკავშირებულია ძლიერი აქროლადი ანესთეტიკური საშუალებების, მათ შორის სევოფლურანის, გამოყენებასთან. თუმცა, სევოფლურანის ფაქტობრივი შემთხვევების და ამ მოვლენებთან კავშირის დადგენა დანამდვილებით შეუძლებელია (იხილეთ ნაწილი 4.4 გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები ).
დაფიქსირებულია ჰიპერმგრძნობელობის იშვიათი შემთხვევები (მათ შორის კონტაქტური დერმატიტი, გამონაყარი, ქოშინი, ხიხინი, დისკომფორტი გულმკერდის არეში, სახის შეშუპება ან ანაფილაქსიური რეაქცია), განსაკუთრებით საინჰალაციო ანესთეტიკების, მათ შორის სევოფლურანის, ხანგრძლივი პროფესიული ზემოქმედების დროს.
მგრძნობიარე პირებში, ძლიერმა საინჰალაციო ანესთეტიკებმა შეიძლება გამოიწვიონ ჩონჩხის კუნთების ჰიპერმეტაბოლური მდგომარეობა, რაც იწვევს ჟანგბადზე მაღალ მოთხოვნას და კლინიკურ სინდრომს, რომელიც ცნობილია როგორც ავთვისებიანი ჰიპერთერმია (იხილეთ ნაწილი 4.4 გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები ).
პედიატრიული პოპულაცია
სევოფლურანის გამოყენება დაკავშირებულია კრუნჩხვებთან. ამ შემთხვევების უმეტესობა აღინიშნა ბავშვებსა და ახალგაზრდებში 2 თვის ასაკიდან, რომელთა უმეტესობას არ ჰქონდა პრედისპოზიციული რისკ-ფაქტორები. სევოფლურანის გამოყენებისას პაციენტებში, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ კრუნჩხვების რისკი, საჭიროა კლინიკური შეფასება (იხილეთ ნაწილი 4.4 გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები ).
საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
სამკურნალო პროდუქტის ავტორიზაციის შემდეგ საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება მნიშვნელოვანია. ეს სამკურნალო პროდუქტის სარგებლისა და რისკის ბალანსის მუდმივი მონიტორინგის საშუალებას იძლევა. სამედიცინო პერსონალს მოეთხოვება, ნებისმიერი საეჭვო გვერდითი მოვლენის შესახებ პირდაპირ შეატყობინონ შემდეგ მისამართზე: [email protected].
ჭარბი დოზა
ჭარბი დოზირების შემთხვევაში, უნდა იქნას მიღებული შემდეგი ზომები: შეწყდეს პრეპარატის მიღება, უზრუნველყოფილი იყოს სასუნთქი გზების გამტარობა და დაიწყოს ასისტირებული ან კონტროლირებადი ვენტილაცია სუფთა ჟანგბადით და შენარჩუნდეს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ადეკვატური ფუნქცია.
ფარმაცევტული სიფრთხილის ზომები:
სევოფლურანი სტაბილურია ოთახის ნორმალური განათების პირობებში შენახვისას. ძლიერი მჟავების ან სითბოს თანაარსებობისას სევოფლურანის დაშლა შესამჩნევად არ ხდება. სევოფლურანი არ იწვევს კოროზიას უჟანგავი ფოლადის, სპილენძის, ალუმინის, ნიკელით მოპირკეთებული სპილენძის, ქრომით მოპირკეთებული სპილენძის ან სპილენძ-ბერილიუმის შენადნობის მიმართ.
ქიმიური დაშლა შეიძლება მოხდეს საინჰალაცი ანესთეტიკების ანესთეზიის აპარატში CO2 შთანმთქმელის ზემოქმედებისას. ახალ შთანმთქმელებთან ერთად ინსტრუქციის მიხედვით გამოყენებისას, სევოფლურანის დაშლა მინიმალურია და დაშლის საშუალებები შეუმჩნეველი ან არატოქსიკურია. სევოფლურანის დეგრადაცია და შემდგომი დეგრადანტების წარმოქმნა ძლიერდება შთანმთქმელის ტემპერატურის გაზრდით, გამომშრალი CO2 შთანმთქმელით (განსაკუთრებით კალიუმის ჰიდროქსიდის შემცველი, მაგ. ბარალიმი®), სევოფლურანის კონცენტრაციის ზრდით და ახალი აირის ნაკადის შემცირებით. სევოფლურანს შეუძლია ტუტე დეგრადაცია ორი გზით განიცადოს. პირველი გამოწვეულია წყალბადის ფტორიდის დაკარგვით პენტაფტორიზოპროპანილ ფტორმეთილის ეთერის (PIFE ან უფრო ფართოდ ცნობილი როგორც ნაერთი A) წარმოქმნით. სევოფლურანის დეგრადაციის მეორე გზა ხდება მხოლოდ გამომშრალი CO2 შთანმთქმელების თანაარსებობისას და იწვევს სევოფლურანის დისოციაციას ჰექსაფტოროიზოპროპანოლად (HFIP) და ფორმალდეჰიდად. HFIP არის არააქტიური, არაგენოტოქსიკური, სწრაფად გლუკორონიდირებული, გაწმენდილი და აქვს სევოფლურანის მსგავსი ტოქსიკურობა. ფორმალდეჰიდი არსებობს ნორმალური მეტაბოლური პროცესების დროს. ძლიერ გამომშრალ შთანმთქმელთან კონტაქტისას, ფორმალდეჰიდი შეიძლება შემდგომში დაიშალოს მეთანოლად და ფორმატად. მაღალი ტემპერატურის თანაობისას ფორმატმა შეიძლება ხელი შეუწყოს ნახშირბადის მონოქსიდის წარმოქმნას. მეთანოლს შეუძლია რეაქციაში შევიდეს ნაერთ A-სთან მეთოქსის დანამატი პროდუქტის, ნაერთი B-ს წარმოქმნით. ნაერთ B-ს შეუძლია გაიაროს HF-ის შემდგომი ელიმინაცია ნაერთების C, D და E წარმოქმნით. ძლიერ გამომშრალი შთანმთქმელის, განსაკუთრებით კალიუმის ჰიდროქსიდის შემცველი შთანმთქმელის (მაგ. ბარალიმი®) შემთხვევაში, შეიძლება წარმოიქმნას ფორმალდეჰიდი, მეთანოლი, ნახშირბადის მონოქსიდი, ნაერთი A და შესაძლოა მისი ზოგიერთი დაშლის აგენტი, ნაერთები B, C და D.
მიწოდების ფორმა
250 მლ-იანი ბოთლები
შენახვის პირობები
არ შეინახოთ 25 °C-ზე მაღალ ტემპერატურაზე. არ შეინახოთ მაცივარში, მჭიდროდ დახურეთ თავსახური.
დამატებითი ინფორმაცია:
სევოფლურანის დაბალი ხსნადობა სისხლში უნდა იწვევდეს ალვეოლურ კონცენტრაციებს, რომლებიც სწრაფად იზრდება ინდუქციისას და სწრაფად მცირდება საინჰალაციო საშუალების შეწყვეტის შემდეგ.
ადამიანებში შეწოვილი სევოფლურანის <5% მეტაბოლიზდება. სევოფლურანის სწრაფი და ფართო ფილტვისმიერი ელიმინაცია ამცირებს მეტაბოლიზმისთვის ხელმისაწვდომი ანესთეტიკის რაოდენობას. სევოფლურანი დეფტორირდება ციტოქრომ p450 (CYP)2E1-ის მეშვეობით, რაც იწვევს ჰექსაფტოროიზოპროპანოლის (HFIP) წარმოქმნას არაორგანული ფტორიდის და ნახშირორჟანგის (ან ერთნახშირბადიანი ფრაგმენტის) გამოყოფით. შემდეგ HFIP სწრაფად კონიუგირდება გლუკურონის მჟავასთან და გამოიყოფა შარდში.
სევოფლურანის მეტაბოლიზმი შეიძლება გაძლიერდეს CYP2E1-ის ცნობილი ინდუქტორებით (მაგ. იზონიაზიდი და ალკოჰოლი), მაგრამ ის არ არის ინდუცირებული ბარბიტურატებით.
სევოფლურანის ანესთეზიის დროს და მის შემდეგ შეიძლება აღინიშნოს შრატში არაორგანული ფტორიდის დონის დროებითი მატება. როგორც წესი, არაორგანული ფტორიდის კონცენტრაცია პიკს აღწევს სევოფლურანის ანესთეზიის დასრულებიდან 2 საათის განმავლობაში და 48 საათის განმავლობაში უბრუნდება ოპერაციამდელ დონეს.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II , აკრძალულია საცალო რეალიზაცია, გაიცემა მხოლოდ შესაბამისი ნებართვის/ლიცენზიის მქონე დაწესებულებებზე
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
მხოლოდ რეგისტრირებული ექიმის, საავადმყოფოს ან ლაბორატორიის გამოყენებისთვის
სევოფლურანი USP
საინჰალაციო ანესთეტიკი
აღწერა და შემადგენლობა
სევოფლურანი არის არა-აალებადი, სასიამოვნო სუნის მქონე, აქროლადი სითხე. ის წარმოადგენს 1, 1, 1, 3, 3, 3-ჰექსაფტორ-2-ფტორმეტოქსიპროპანს და აქვს შემდეგი სტრუქტურული ფორმულა:
სევოფლურანის ზოგიერთი ფიზიკური მუდმივაა:
ფარდობითი მოლეკულური მასა 200.05
დუღილის წერტილი 760 მმ.ვწყ.სვ.-ზე 58.6ºC
რეფრაქციული ინდექსი n20 1.2740 - 1.2760
სპეციფიკური წონა 20 ℃ -ზე 1.520 - 1.525
ორთქლის წნევა ტემპერატურა ℃ mmHg
20 157
25 197
36 317
დაყოფის კოეფიციენტები 37 ℃ -ზე
წყალი/აირი 0.36
სისხლი/აირი 0.63-0.69
ზეითუნის ზეთი/აირი 47.2-53.9
საშუალო დაყოფის კოეფიციენტები 25 ℃ -ზე - კომპონენტი/აირი
გამტარი რეზინი 14.0
ბუტილის რეზინი 7.7
პოლივინილქლორიდი 17.4
პოლიეთილენი 1.3
სისუფთავე გაზის ქრომატოგრაფიით 99.975% ან უკეთესი
აალებადობა არ არის აალებადი
ჩვენებები
სევოფლურანი ნაჩვენებია ზოგადი ანესთეზიის ინდუქციისა და შენარჩუნებისთვის ზრდასრულ და პედიატრიულ პაციენტებში სტაციონარული და ამბულატორიული ქირურგიული ჩარევების დროს.
დოზირება და მიღების მეთოდი
პრემედიკაცია უნდა შეირჩეს პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებისამებრ და ანესთეზიოლოგის შეხედულებისამებრ.
ქირურგიული ანესთეზია:
სევოფლურანი უნდა შეიყვანოთ ვაპორიზატორის მეშვეობით, რომელიც სპეციალურად სევოფლურანის გამოყენებისთვის არის დაკალიბრირებული, რათა შეყვანილი კონცენტრაცია ზუსტად კონტროლირებადი იყოს. სევოფლურანის მინიმალური ალვეოლური კონცენტრაციის (MAC) მნიშვნელობები მცირდება ასაკის მატებასთან და აზოტის ოქსიდის დამატებასთან ერთად. ქვემოთ მოცემულ ცხრილში მოცემულია საშუალო MAC მნიშვნელობები სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის.
ცხრილი 1: MAC მნიშვნელობები ზრდასრულებისა და პედიატრიული პაციენტებისთვის ასაკის მიხედვით
პაციენტის ასაკი (წლები)
სევოფლურანი ჟანგბადში
სევოფლურანი 65% N2O / 35% O2-ში
0 – 1 თვე*
- 3%
- 0%**
1 - < 6 თვე
- 0%
6 თვე - < 3 წელი
- 8%
3 - 12
- 5%
25
- 6%
- 4%
40
- 1%
- 1%
60
- 7%
- 9%
80
- 4%
- 7%
- ახალშობილები არიან სრულ გესტაციურ ასაკს მიღწეულნი. დღენაკლულებში MAC არ არის განსაზღვრული.
- * 1-დან 3 წლამდე ასაკის პედიატრიულ პაციენტებში გამოყენებული იყო 60% N2O /40% O2.
ინდუქცია:
დოზირება უნდა იყოს ინდივიდუალური და ტიტრირებული სასურველი ეფექტის მისაღწევად პაციენტის ასაკისა და კლინიკური მდგომარეობის მიხედვით. შესაძლებელია ხანმოკლე მოქმედების ბარბიტურატის ან სხვა ინტრავენური ინდუქციის აგენტის შეყვანა, რასაც მოჰყვება სევოფლურანის ინჰალაცია. სევოფლურანით ინდუქციის მიღწევა შესაძლებელია ჟანგბადში ან ჟანგბად-აზოტის ოქსიდის ნარევებთან კომბინაციაში. ზრდასრულებში 5%-მდე სევოფლურანის ინჰალირებული კონცენტრაცია, როგორც წესი, ქირურგიულ ანესთეზიას 2 წუთზე ნაკლებ დროში იწვევს. ბავშვებში 7%-მდე სევოფლურანის ინჰალირებული კონცენტრაცია, როგორც წესი, ქირურგიულ ანესთეზიას 2 წუთზე ნაკლებ დროში იწვევს. ალტერნატიულად, პრემედიკაციის გარეშე პაციენტებში ანესთეზიის ინდუქციისთვის, შეიძლება გამოყენებულ იქნას 8%-მდე სევოფლურანის ინჰალირებული კონცენტრაცია.
შენარჩუნება:
ქირურგიული ანესთეზიის დონე შეიძლება შენარჩუნდეს 0.5-3% სევოფლურანის კონცენტრაციით, აზოტის ოქსიდის თანმხლები გამოყენებით ან მის გარეშე.
გამოღვიძება:
სევოფლურანის ანესთეზიის შემდეგ გამოღვიძების დრო, როგორც წესი, ხანმოკლეა. ამიტომ, ოპერაციის შემდგომ პაციენტებს შეიძლება დასჭირდეთ ადრეული ზომების მიღება ტკივილის გაყუჩებისთვის.
ხანდაზმული ადამიანები:
ასაკის მატებასთან ერთად მცირდება MAC. სევოფლურანის საშუალო კონცენტრაცია 80 წლის ასაკში MAC-ის მისაღწევად დაახლოებით 20 წლის ასაკში საჭირო კონცენტრაციის 50%-ია.
პედიატრიული პოპულაცია:
პედიატრიულ პაციენტებში ასაკის მიხედვით MAC მნიშვნელობებისთვის იხილეთ ცხრილი 1.
უკუჩვენებები:
სევოფლურანი არ უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ცნობილი ან საეჭვო მგრძნობელობა სევოფლურანის ან სხვა ჰალოგენირებული ანესთეტიკების მიმართ (მაგ., ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ისტორია, ცხელება ან უცნობი მიზეზის ლეიკოციტოზი ამ პრეპარატებიდან ერთ-ერთით ანესთეზიის შემდეგ).
სევოფლურანი ასევე უკუნაჩვენებია ავთვისებიანი ჰიპერთერმიისადმი ცნობილი ან საეჭვო გენეტიკური მიდრეკილების მქონე პაციენტებში.
სევოფლურანი უკუნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომლებშიც ზოგადი ანესთეზია უკუნაჩვენებია.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები:
სევოფლურანმა შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის დათრგუნვა, რომელიც შეიძლება გაძლიერდეს ნარკოტიკული პრემედიკაციის ან სხვა სუნთქვის დათრგუნვის გამომწვევი აგენტების გამო. სუნთქვა უნდა იყოს თანხმლები სუპერვიზიით და საჭიროების შემთხვევაში გაეწიოს შესაბამისი დახმარება. სევოფლურანის ადმინისტრირება შეუძლიათ მხოლოდ ზოგადი ანესთეზიის ჩატარებაში გაწვრთნილ პირებს. დაუყოვნებლივ უნდა იყოს ხელმისაწვდომი სასუნთქი გზების გამტარობის შენარჩუნების, ხელოვნური ვენტილაციის, ჟანგბადით გამდიდრების და სისხლის მიმოქცევის რეანიმაციის საშუალებები.
ვაპორიზატორიდან შეყვანილი სევოფლურანის კონცენტრაცია ზუსტად უნდა იყოს ცნობილი. რადგან აქროლადი ანესთეტიკები განსხვავდება ფიზიკური თვისებებით, უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ სევოფლურანისთვის სპეციალურად დაკალიბრირებული ვაპორიზატორები. ზოგადი ანესთეზიის ჩატარება უნდა მოხდეს ინდივიდუალურად, პაციენტის რეაქციის მიხედვით. ჰიპოტენზია და სუნთქვის დათრგუნვა ძლიერდება ანესთეზიის გაღრმავებასთან ერთად.
ავთვისებიანი ჰიპერთერმია
მგრძნობიარე პირებში, ძლიერმა საინჰალაციო ანესთეტიკებმა შეიძლება გამოიწვიონ ჩონჩხის კუნთების ჰიპერმეტაბოლური მდგომარეობა, რაც იწვევს ჟანგბადზე მაღალ მოთხოვნას და კლინიკურ სინდრომს, რომელიც ცნობილია როგორც ავთვისებიანი ჰიპერთერმია. ამ კლინიკურ სინდრომს ახასიათებს ჰიპერკაპნია და შეიძლება მოიცავდეს კუნთების რიგიდობას, ტაქიკარდიას, ტაქიპნოეს, ციანოზს, არითმიებს და/ან არასტაბილურ არტერიულ წნევას. ზოგიერთი ეს არასპეციფიკური ნიშანი შეიძლება ასევე გამოვლინდეს მსუბუქი ანესთეზიის, მწვავე ჰიპოქსიის, ჰიპერკაპნიის და ჰიპოვოლიემიის დროს.
კლინიკურ კვლევებში აღწერილია ავთვისებიანი ჰიპერთერმიის ერთი შემთხვევა. გარდა ამისა, არსებობს ავთვისებიანი ჰიპერთერმიის შესახებ პოსტმარკეტინგული ცნობები. ზოგიერთი ასეთი შემთხვევა ლეტალური იყო.
მკურნალობა მოიცავს გამომწვევი აგენტების (მაგ., სევოფლურანის) შეწყვეტას, დანტროლენ ნატრიუმის შეყვანას ინტრავენურად (პაციენტის მართვის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ დანტროლენ ნატრიუმის ინტრავენური გზით დანიშვნის ინსტრუქცია) და დამხმარე თერაპიის გამოყენებას. ასეთი თერაპია მოიცავს ძალისხმევას აღდგეს სხეულის ტემპერატურა ნორმალურ დონეზე, სუნთქვისა და სისხლის მიმოქცევის მხარდაჭერას ჩვენებების მიხედვით და ელექტროლიტურ-სითხე-მჟავა-ტუტოვანი დარღვევების მართვას. თირკმლის უკმარისობა შეიძლება მოგვიანებით გამოვლინდეს და საჭიროა შარდის ნაკადის მონიტორინგი და შენარჩუნება, თუ ეს შესაძლებელია.
პერიოპერაციული ჰიპერკალიემია
საინჰალაციო ანესთეტიკების გამოყენება ასოცირებული ყოფილა შრატში კალიუმის დონის იშვიათ მატებასთან, რისგანაც გამოწვეული იყო გულის არითმიები და სიკვდილი პედიატრიულ პაციენტებში პოსტოპერაციულ პერიოდში. პაციენტები, რომლებსაც აქვთ ლატენტური, ასევე აშკარა ნერვ-კუნთოვანი დაავადება, განსაკუთრებით დიუშენის კუნთოვანი დისტროფია, არიან ყველაზე მოწყვლადი. ამ შემთხვევების უმეტესობასთან, მაგრამ არა ყველასთან, ასოცირებული იყო სუქცინილქოლინის ერთდროული გამოყენება . ამ პაციენტებს ასევე აღენიშნებოდათ შრატში კრეატინკინაზას დონის მნიშვნელოვანი მატება და, ზოგიერთ შემთხვევაში, შარდში ცვლილებები, რაც შეესაბამება მიოგლობინურიას. ავთვისებიან ჰიპერთერმიასთან მსგავსების მიუხედავად, ამ პაციენტებიდან არცერთს არ აღენიშნებოდა კუნთების რიგიდობის ან ჰიპერმეტაბოლური მდგომარეობის ნიშნები ან სიმპტომები. ჰიპერკალიემიის და რეზისტენტული არითმიების სამკურნალოდ რეკომენდებულია ადრეული და აგრესიული ჩარევა, ისევე როგორც ლატენტური ნერვ-კუნთოვანი დაავადების შემდგომი შეფასება.
დაფიქსირებულა QT ინტერვალის გახანგრძლივების ცალკეული შემთხვევები, რაც ძალიან იშვიათად ასოცირდება torsade de pointes-თან (გამონაკლის შემთხვევებში, ფატალური შედეგით). სიფრთხილეა საჭირო მოწყვლად პაციენტებში სევოფლურანის დანიშვნისას.
პომპეს დაავადების მქონე პედიატრიულ პაციენტებში პარკუჭოვანი არითმიის ცალკეული შემთხვევები დაფიქსირდა. სიფრთხილეა საჭირო ზოგადი ანესთეზიის, მათ შორის სევოფლურანის, შეყვანისას მიტოქონდრიული დარღვევების მქონე პაციენტებში.
ღვიძლი
პოსტმარკეტინგული გამოცდილებისას დაფიქსირდა ოპერაციის შემდგომი ღვიძლის დისფუნქციის მსუბუქი, საშუალო და მძიმე შემთხვევები ან ჰეპატიტი სიყვითლით ან მის გარეშე.
სევოფლურანის გამოყენებისას პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ღვიძლის ძირითადი დაავადებები ან რომლებიც მკურნალობენ ღვიძლის დისფუნქციის გამომწვევი პრეპარატებით, საჭიროა სიტუაციის კლინიკური შეფასება (იხილეთ ნაწილი 4.8 გვერდითი მოვლენები ).
პაციენტებს, რომლებიც შედარებით მოკლე ინტერვალში განმეორებით იღებდნენ ჰალოგენირებულ ნახშირწყალბადებს, მათ შორის სევოფლურანს, შესაძლოა ჰქონდეთ ღვიძლის დაზიანების მომატებული რისკი.
ზოგადი
ანესთეზიის შენარჩუნების დროს სევოფლურანის კონცენტრაციის გაზრდა იწვევს არტერიული წნევის დოზადამოკიდებულ შემცირებას. არტერიული წნევის ჭარბი შემცირება შეიძლება დაკავშირებული იყოს ანესთეზიის სიღრმესთან და შეიძლება გამოსწორდეს სევოფლურანის შესუნთქული კონცენტრაციის შემცირებით. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო დოზის შერჩევისას იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ ჰიპოვოლემია, ჰიპოტენზია ან სხვაგვარად არიან ჰემოდინამიკური დარღვევების საშიშროების ქვეშ, მაგალითად, თანმხლები მედიკამენტების გამო.
როგორც ყველა ანესთეტიკის შემთხვევაში, ჰემოდინამიკური სტაბილურობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია კორონარული არტერიის დაავადების მქონე პაციენტებში მიოკარდიუმის იშემიის თავიდან ასაცილებლად.
სევოფლურანის სამეანო ანესთეზიის დროს გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილე, რადგან საშვილოსნოზე მომადუნებელმა ეფექტმა შეიძლება გაზარდოს საშვილოსნოდან სისხლდენის რისკი (იხილეთ ნაწილი 4.6 გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში).
ზოგადი ანესთეზიიდან გამოსვლის პროცესი ფრთხილად უნდა შეფასდეს პაციენტის რეანიმაციული პალატიდან გაწერამდე. სევოფლურანის გამოყენებისას, როგორც წესი, შეინიშნება ანესთეზიიდან სწრაფი გამოსვლა, ამიტომ შესაძლოა საჭირო გახდეს ოპერაციის შემდგომი ტკივილის ადრეული შემსუბუქება. მიუხედავად იმისა, რომ სევოფლურანის მიღების შემდეგ გონების აღდგენა, როგორც წესი, რამდენიმე წუთში ხდება, ანესთეზიიდან ორი ან სამი დღის განმავლობაში ინტელექტუალურ ფუნქციაზე მისი გავლენა არ არის შესწავლილი. სხვა ანესთეტიკების მსგავსად, განწყობის მცირე ცვლილებები შეიძლება გაგრძელდეს მიღებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში (იხილეთ ნაწილი 4.7, გავლენა ავტომობილის მართვის უნარსა და მექანიზმებთან მუშაობაზე). ბავშვებში სწრაფი გამოღვიძება შეიძლება დაკავშირებული იყოს გაღიზიანებასთან და კოოპერაციის ნაკლებობასთან (შემთხვევათა დაახლოებით 25%-ში).
გამომშრალი CO2 მშთანთქმელის ჩანაცვლება :
CO2 მშთანმთქმელის, განსაკუთრებით კალიუმის ჰიდროქსიდის შემცველი პრეპარატების (მაგ., ბარალიმის) გამოყენებასთან ერთად ანესთეზიის აპარატში უკიდურესი სიცხის, კვამლის და/ან სპონტანური ხანძრის იშვიათი შემთხვევები დაფიქსირდა. შესუნთქული სევოფლურანის კონცენტრაციის უჩვეულოდ დაგვიანებული მატება ან მოულოდნელი კლება ვაპორიზატორის პარამეტრებთან შედარებით შეიძლება დაკავშირებული იყოს CO2 მშთანმთქმელი ბალონის ჭარბ გაცხელებასთან. CO2 მშთანმთქმელის გამოშრობის შემთხვევაში, მაგალითად, CO2 მშთანმთქმელის ბალონებში მშრალი აირის ხანგრძლივი ნაკადის შემდეგ, შეიძლება მოხდეს ეგზოთერმული რეაქცია, სევოფლურანის დეგრადაციის გაძლიერება და დეგრადაციის პროდუქტების წარმოქმნა. სევოფლურანის დეგრადანტები (მეთანოლი, ფორმალდეჰიდი, ნახშირბადის მონოქსიდი და ნაერთები A, B, C და D) დაფიქსირდა ექსპერიმენტული ანესთეზიის აპარატის სასუნთქ წრედში, გამომშრალი CO2 მშთანმთქმელების გამოყენებით და სევოფლურანის მაქსიმალური კონცენტრაციით (8%) ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში (≥2 საათი). ანესთეზიის სასუნთქ წრედში (ნატრიუმის ჰიდროქსიდის შემცველი შთანმთქმელების გამოყენებისას) დაფიქსირებული ფორმალდეჰიდის კონცენტრაციები შეესაბამებოდა იმ დონეებს, რომლებიც, როგორც ცნობილია, იწვევენ სასუნთქი გზების მსუბუქ გაღიზიანებას. ამ ექსტრემალური ექსპერიმენტული მოდელის ფარგლებში დაფიქსირებული დეგრადანტების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია.
თუ სამედიცინო პერსონალს ეჭვი აქვს, რომ CO2 მშთანმთქმელი გამოშრა, ის უნდა შეიცვალოს აქროლადი ანესთეტიკების (მაგალითად, სევოფლურანის) შემდგომ გამოყენებამდე. გასათვალისწინებელია, რომ ფერის ინდიკატორი გამოშრობის შემდეგ ყოველთვის არ იცვლება. ამიტომ, ფერის მნიშვნელოვანი ცვლილების არარსებობა არ უნდა იქნას მიჩნეული ადეკვატური ჰიდრატაციის გარანტიად. CO2 მშთანმთქმელები რუტინულად უნდა შეიცვალოს ფერის ინდიკატორის მდგომარეობის მიუხედავად.
თირკმლის უკმარისობა:
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტების მცირე რაოდენობის გამო (შრატის კრეატინინის საწყისი დონე 1.5 მგ/დლ-ზე მეტი), სევოფლურანის ამ ჯგუფში მიღების უსაფრთხოება სრულად დადგენილი არ არის. ამიტომ, სევოფლურანი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.
ვირთხებზე ჩატარებულ ზოგიერთ კვლევაში დაფიქსირდა ნეფროტოქსიკურობა ცხოველებში, რომლებიც ნაერთი A-ს (პენტაფტორიზოპროპენილ ფტორმეთილის ეთერი (PIFE)) ჩვეულებრივ კლინიკურ პრაქტიკაში დაფიქსირებულზე მაღალ დოზებს იღებდნენ. ვირთხებში ამ თირკმლის ტოქსიკურობის მექანიზმი უცნობია და მისი მნიშვნელობა ადამიანზე დადგენილი არ არის.
ნეიროქირურგია და ნეიროკუნთოვანი დარღვევები:
ქალასშიდა წნევის მომატების რისკის მქონე პაციენტებში სევოფლურანი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ქალასშიდა წნევის შესამცირებელ ტექნიკასთან (მაგ., ჰიპერვენტილაცია) ერთად.
გულყრები:
სევოფლურანის გამოყენებასთან დაკავშირებით გულყრების იშვიათი შემთხვევები დაფიქსირდა.
სევოფლურანის გამოყენებასთან დაკავშირებულია გულყრები ბავშვებსა და ახალგაზრდებში, ასევე ხანდაზმულ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ ან არ აქვთ პრედისპოზიციული რისკ-ფაქტორები. სევოფლურანის გამოყენებამდე გულყრების რისკის მქონე პაციენტებში აუცილებელია კლინიკური შეფასება. ბავშვებში ანესთეზიის სიღრმე უნდა იყოს შეზღუდული. ელექტროენცეფალოგრამამ შეიძლება უზრუნველყოს სევოფლურანის დოზის ოპტიმიზაცია და თავიდან აიცილოს კრუნჩხვითი აქტივობის განვითარება გულყრებისადმი მიდრეკილ პაციენტებში (იხილეთ ნაწილი 4.4 გვერდითი მოვლენები - პედიატრიული პოპულაცია ).
პედიატრიული პოპულაცია:
სევოფლურანის გამოყენებასთან დაკავშირებულია გულყრები. ბევრი მათგანი გამოვლინდა ბავშვებსა და ახალგაზრდებში 2 თვის ასაკიდან, რომელთა უმეტესობას არ ჰქონდა პრედისპოზიციული რისკ-ფაქტორები. სევოფლურანის გამოყენებისას პაციენტებში, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ გულყრების რისკი, საჭიროა კლინიკური შეფასება (იხილეთ ნაწილი 4.4 გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები - გულყრები). ბავშვებში დაფიქსირდა დისტონიური მოძრაობები (იხილეთ ნაწილი 4.8 გვერდითი მოვლენები).
ურთიერთქმედებები:
სევოფლურანით ნარკოზის დროს სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ბეტა-სიმპათომიმეტიკური საშუალებები, როგორიცაა იზოპრენალინი და ალფა- და ბეტა-სიმპათომიმეტიკური საშუალებები, როგორიცაა ადრენალინი და ნორადრენალინი, პარკუჭოვანი არითმიის პოტენციური რისკის გამო.
არასელექციური MAO ინჰიბიტორები: ოპერაციის დროს კრიზისის რისკი. ზოგადად რეკომენდებულია მკურნალობის შეწყვეტა ოპერაციამდე 2 კვირით ადრე.
სევოფლურანმა შეიძლება გამოიწვიოს გამოხატული ჰიპოტენზია კალციუმის ანტაგონისტებით, კერძოდ, დიჰიდროპირიდინის წარმოებულებით მკურნალობისას პაციენტებში.
სიფრთხილეა საჭირო კალციუმის ანტაგონისტების საინჰალაციო ანესთეტიკებთან ერთად გამოყენებისას, დამატებითი უარყოფითი ინოტროპული ეფექტის განვითარების რისკის გამო.
სუქცინილქოლინის საინჰალაციო ანესთეტიკებთან ერთად გამოყენება იშვიათ შემთხვევებში ასოცირდება შრატში კალიუმის დონის მატებასთან, რაც პედიატრიულ პაციენტებში იწვევს გულის არითმიებს და სიკვდილს ოპერაციის შემდგომ პერიოდში.
სევოფლურანი უსაფრთხო და ეფექტურია ქირურგიულ სიტუაციებში ხშირად გამოყენებულ სხვადასხვა აგენტებთან ერთად მოხმარებისას, როგორიცაა ცენტრალური ნერვული სისტემის აგენტები, ავტონომიური პრეპარატები, ჩონჩხის კუნთების რელაქსანტები, ანტიინფექციური საშუალებები, მათ შორის ამინოგლიკოზიდები, ჰორმონები და სინთეზური შემცვლელები, სისხლის წარმოებულები და გულ-სისხლძარღვთა პრეპარატები, მათ შორის ეპინეფრინი.
ეპინეფრინი/ადრენალინი
სევოფლურანი იზოფლურანის მსგავსია მიოკარდიუმის მგრძნობელობის თვალსაზრისით ეგზოგენურად შეყვანილი ადრენალინის არითმოგენური ეფექტის მიმართ.
არაპირდაპირი მოქმედების სიმპათომიმეტიკები
სევოფლურანისა და არაპირდაპირი მოქმედების სიმპათომიმეტიკების (ამფეტამინები, ეფედრინი) ერთდროული გამოყენებისას არსებობს მწვავე ჰიპერტენზიული ეპიზოდის განვითარების რისკი.
ბეტა ბლოკატორები
სევოფლურანმა შეიძლება გააძლიეროს ბეტა-ბლოკატორების უარყოფითი ინოტროპული, ქრონოტროპული და დრომოტროპული ეფექტები (გულ-სისხლძარღვთა კომპენსატორული მექანიზმების ბლოკირებით).
ვერაპამილი
ვერაპამილისა და სევოფლურანის ერთდროულად მიღებისას აღინიშნა ატრიოვენტრიკულური გამტარობის დარღვევა.
CYP2E1-ის ინდუქტორები
სამედიცინო პროდუქტებმა და ნაერთებმა, რომლებიც ზრდიან ციტოქრომ P450 იზოენზიმ CYP2E1-ის აქტივობას, როგორიცაა იზონიაზიდი და ალკოჰოლი, შეიძლება გააძლიერონ სევოფლურანის მეტაბოლიზმი და გამოიწვიონ პლაზმაში ფტორის კონცენტრაციის მნიშვნელოვანი ზრდა. სევოფლურანისა და იზონიაზიდის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს იზონიაზიდის ჰეპატოტოქსიკური ეფექტები.
კრაზანას მცენარე
მძიმე ჰიპოტენზია და ჰალოგენირებული საინჰალაციო საანესთეზიო საშუალებებით ანესთეზიიდან დაგვიანებული გაჩენა დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივად მკურნალობდნენ კრაზანას მცენარით.
ბარბიტურატები
სევოფლურანის მიღება თავსებადია ბარბიტურატებთან, რომლებიც ხშირად გამოიყენება ქირურგიულ პრაქტიკაში.
ბენზოდიაზეპინები და ოპიოიდები
ბენზოდიაზეპინები და ოპიოიდები, სავარაუდოდ, სევოფლურანის MAC-ს ამცირებენ ისევე, როგორც სხვა საინჰალაციო ანესთეტიკების შემთხვევაში. სევოფლურანის მიღება თავსებადია ბენზოდიაზეპინებთან და ოპიოიდებთან, რომლებიც ხშირად გამოიყენება ქირურგიულ პრაქტიკაში. ოპიოიდებმა, როგორიცაა ალფენტანილი და სუფენტანილი, სევოფლურანთან ერთად მიღებისას, შეიძლება გამოიწვიონ გულისცემის, არტერიული წნევის და სუნთქვის სინერგიული დაქვეითება.
აზოტის ოქსიდი
როგორც სხვა ჰალოგენირებული აქროლადი ანესთეტიკების შემთხვევაში, სევოფლურანის MAC მცირდება აზოტის ოქსიდთან ერთად მიღებისას. MAC-ის ექვივალენტი მცირდება დაახლოებით 50%-ით ზრდასრულებში და დაახლოებით 25%-ით პედიატრიულ პაციენტებში (იხილეთ ნაწილი 4.2 შენარჩუნება).
ნერვ-კუნთოვანი ბლოკირების აგენტები
სხვა საინჰალაციო ანესთეტიკების მსგავსად, სევოფლურანი გავლენას ახდენს არადეპოლარიზებადი მიორელაქსანტებით გამოწვეული ნერვ-კუნთოვანი ბლოკადის ინტენსივობაზე და ხანგრძლივობაზე. ალფენტანილ-N2O ანესთეზიის დამატებით გამოყენებისას, სევოფლურანი აძლიერებს პანკურონიუმით, ვეკურონიუმით ან ატრაკურიუმით გამოწვეულ ნერვ-კუნთოვან ბლოკადას. ამ მიორელაქსანტების დოზის კორექცია სევოფლურანთან ერთად მიღებისას მსგავსია იზოფლურანის შემთხვევაში საჭირო კორექციისა. სევოფლურანის გავლენა სუქცინილქოლინზე და დეპოლარიზებადი ნერვ-კუნთოვანი ბლოკადის ხანგრძლივობაზე შესწავლილი არ არის.
ანესთეზიის ინდუქციის დროს ნერვ-კუნთოვანი ბლოკატორების დოზის შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს ენდოტრაქეული ინტუბაციისთვის შესაფერისი პირობების დაგვიანებული დაწყება ან კუნთების არასაკმარისი რელაქსაცია, რადგან ნერვ-კუნთოვანი ბლოკატორების პოტენცირება აღინიშნება სევოფლურანის მიღების დაწყებიდან რამდენიმე წუთში.
არადეპოლარიზებადი აგენტებიდან შესწავლილია ვეკურონიუმის, პანკურონიუმის და ატრაკურიუმის ურთიერთქმედება. კონკრეტული მითითებების არარსებობის შემთხვევაში: (1) ენდოტრაქეული ინტუბაციის დროს არ შეამციროთ არადეპოლარიზებადი კუნთების რელაქსანტების დოზა; და (2) ანესთეზიის შენარჩუნების დროს, არადეპოლარიზებადი კუნთების რელაქსანტების დოზა, სავარაუდოდ, შემცირდება N2O/ოპიოიდური ანესთეზიის დროს მიორელაქსანტების დოზასთან შედარებით. კუნთების რელაქსანტების დამატებითი დოზების მიღება უნდა მოხდეს ნერვული სტიმულაციის რეაქციის მიხედვით.
როგორც სხვა პრეპარატების შემთხვევაში, ინტრავენური ანესთეტიკის, მაგალითად, პროპოფოლის, გამოყენების შემდეგ შეიძლება საჭირო გახდეს სევოფლურანის უფრო დაბალი კონცენტრაცია.
CYP 2E1-ის აქტივობის მომატების შემდეგ დაფიქსირდა პლაზმაში ფტორის კონცენტრაციის მნიშვნელოვანი მატება.
გამოყენება ნაყოფიერების, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:
ორსულობა
სევოფლურანს აქვს საშვილოსნოს მომადუნებელი ეფექტი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საშვილოსნოს სისხლდენის მომატება, რაც აღინიშნა ორსულობის შეწყვეტის დროს მისი გამოყენების კვლევაში. მშობიარობის დროს გამოყენების შესახებ ინფორმაცია შემოიფარგლება ერთი მცირე კვლევით, რომელიც საკეისრო კვეთაზე ჩატარდა.
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა (იხილეთ ნაწილი 5.3 პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები). ორსულ ქალებში ადეკვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევები არ არსებობს; ამიტომ, სევოფლურანი ორსულობის დროს უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ აშკარა საჭიროების შემთხვევაში.
მშობიარობა და დაბადება
კლინიკურ კვლევაში დადასტურდა სევოფლურანის უსაფრთხოება დედებისა და ჩვილებისთვის, როდესაც ის გამოიყენებოდა ანესთეზიისთვის საკეისრო კვეთის დროს. სევოფლურანის უსაფრთხოება ვაგინალური მშობიარობის დროს არ არის დადასტურებული.
ძუძუთი კვება
უცნობია, გამოიყოფა თუ არა სევოფლურანი ან მისი მეტაბოლიტები დედის რძეში. დოკუმენტირებული გამოცდილების არარსებობის გამო, ქალებს უნდა მიეცეთ რჩევა, სევოფლურანის მიღებიდან 48 საათის განმავლობაში თავი შეიკავონ ძუძუთი კვებისგან და ამ პერიოდში გამოყოფილი რძე გადააგდონ.
ფერტილობა
ვირთხებზე ჩატარებულმა ფერტილობის კვლევამ სევოფლურანის გამო ფერტილობის დარღვევის ნიშნები არ გამოავლინა (იხილეთ ნაწილი 5.3 პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები).
გავლენა ავტომობილის მართვის უნარსა და მექანიზმებთან მუშაობაზე:
როგორც სხვა ანესთეზიური საშუალებების შემთხვევაში, პაციენტებს უნდა ეცნობოთ, რომ ზოგადი ანესთეზიის შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში შეიძლება დაქვეითდეს ისეთი აქტივობების შესრულების უნარი, რომლებიც მოითხოვს გონებრივ ყურადღებას, როგორიცაა ავტომობილის ან სახიფათო მექანიზმების მართვა (იხილეთ ნაწილი 4.4 გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები).
სევოფლურანის ანესთეზიის შემდეგ პაციენტებს არ უნდა მიეცეთ ავტომობილის მართვის უფლება შესაბამისი პერიოდის განმავლობაში.
გვერდითი მოვლენები:
უსაფრთხოების პროფილის შეჯამება
ყველა ძლიერი საინჰალაციო ანესთეტიკის მსგავსად, სევოფლურანმა შეიძლება გამოიწვიოს დოზადამოკიდებული კარდიო-რესპირატორული დათრგუნვა. გვერდითი რეაქციების უმეტესობა მსუბუქიდან საშუალო სიმძიმისაა და დროსთან ერთად გარდამავალია. გულისრევა, ღებინება და დელირიუმი ხშირად აღინიშნება ოპერაციის შემდგომ პერიოდში, მსგავსი სიხშირით, როგორც სხვა საინჰალაციო ანესთეტიკების შემთხვევაში. ეს ეფექტები ქირურგიული ჩარევის და ზოგადი ანესთეზიის ხშირი შედეგებია, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს საინჰალაციო ანესთეტიკით, სხვა საშუალებებით, რომლებიც გამოიყენება ოპერაციის დროს ან ოპერაციის შემდეგ, და პაციენტის რეაქციით ქირურგიულ პროცედურაზე.
ყველაზე ხშირად დაფიქსირებული გვერდითი მოვლენები იყო შემდეგი:
ზრდასრულ პაციენტებში: ჰიპოტენზია, გულისრევა და ღებინება;
ხანდაზმულ პაციენტებში: ბრადიკარდია, ჰიპოტენზია და გულისრევა; და
პედიატრიულ პაციენტებში: გაღიზიანება, ხველა, ღებინება და გულისრევა.
გვერდითი მოვლენების ცხრილური შეჯამება
კლინიკური კვლევებიდან და პოსტმარკეტინგული გამოცდილებიდან მიღებული ყველა გვერდითი მოვლენა, რომელიც შესაძლოა მაინც დაკავშირებული იყოს სევოფლურანთან, წარმოდგენილია შემდეგ ცხრილში MedDRA სისტემური ორგანოთა კლასის, შესაბამისი ტერმინისა და სიხშირის მიხედვით. გამოყენებულია შემდეგი სიხშირის კატეგორიები: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100, <1/10); არახშირი (≥1/1,000, <1/100); იშვიათი (≥1/10,000, <1/1,000); ძალიან იშვიათი (<1/10,000), მათ შორის იზოლირებული შემთხვევები. პოსტმარკეტინგული გვერდითი მოვლენები ნებაყოფლობით არის მოხსენებული ზემოქმედების უცნობი სიხშირის მქონე პოპულაციიდან. ამიტომ, შეუძლებელია გვერდითი მოვლენების რეალური სიხშირის შეფასება და სიხშირე არის „უცნობი“. კლინიკურ კვლევებში სევოფლურანის მიმღებ პაციენტებში გვერდითი მოვლენების ტიპი, სიმძიმე და სიხშირე შედარებადი იყო საორიენტაციო პრეპარატის მქონე პაციენტებში არსებულ გვერდით მოვლენებთან.
კლინიკური კვლევებიდან და პოსტმარკეტინგული გამოცდილებიდან მიღებული გვერდითი მოვლენების მონაცემები
სევოფლურანის კლინიკურ კვლევებსა და პოსტმარკეტინგულ გამოცდილებაში პრეპარატის ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენების შეჯამება
სისტემური ორგანოთა კლასი
სიხშირე
გვერდითი მოვლენები
იმუნური სისტემის
დარღვევები
უცნობი
ანაფილაქსიური რეაქცია 1
ანაფილაქტოიდური რეაქცია
ჰიპერმგრძნობელობა 1
სისხლისა და ლიმფური
სისტემის დარღვევები
არახშირი
ლეიკოპენია
ლეიკოციტოზი
ფსიქიატრიული დარღვევები
ძალიან ხშირი
იშვიათი
გაღიზიანება
დაბნეულობის მდგომარეობა
ნერვული სისტემის დარღვევები
ხშირი
უცნობი
ძილიანობა
თავბრუსხვევა
თავის ტკივილი
კონვულსია 2, 3
დისტონია
დარღვევები გულის მხრივ
ძალიან ხშირი
ხშირი
არახშირი
უცნობი
ბრადიკარდია
ტაქიკარდია
ატრიოვენტრიკულური ბლოკადა
დასრულებული
წინაგულების ფიბრილაცია
არითმია
პარკუჭოვანი
ექსტრასისტოლები
სუპრავენტრიკულური
ექსტრასისტოლები
ექსტრასისტოლები
გულის გაჩერება 4
QT ინტერვალის გახანგრძლივება, რომელიც დაკავშირებულია Torsade-სთან
სისხლძარღვოვანი დარღვევები
ძალიან ხშირი
ხშირი
ჰიპოტენზია
ჰიპერტენზია
სასუნთქი გზების, გულმკერდის და შუასაყრის დარღვევები
ძალიან ხშირი
ხშირი
არახშირი
უცნობი
ხველა
სუნთქვის დარღვევა
ლარინგოსპაზმი
აპნოე
ჰიპოქსია
ასთმა
ბრონქოსპაზმი
ქოშინი 1
ხიხინი 1
ფილტვის შეშუპება
კუჭ-ნაწლავის დარღვევები
ძალიან ხშირი
ხშირი
გულისრევა
ღებინება
ნერწყვის ჰიპერსეკრეცია
თირკმლის და საშარდე სისტემის დარღვევები
არახშირი
უცნობი
შარდის შეკავება
გლიკოზურია
თირკმლის მწვავე უკმარისობა
ჰეპატო-ბილიარული დარღვევები
უცნობი
ჰეპატიტი 1, 2
ღვიძლის უკმარისობა 1, 2
ღვიძლის ნეკროზი 1, 2
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები
უცნობი
კონტაქტური დერმატიტი 1
ქავილი
გამონაყარი 1
სახის შეშუპება 1
ჭინჭრის ციება
ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები
უცნობი
კუნთების უნებლიე მოძრაობა
ზოგადი დარღვევები და შეყვანის ადგილის მდგომარეობა
ხშირი
უცნობი
შემცივნება
პირექსია
ჰიპოთერმია
გულმკერდის დისკომფორტი 1
ავთვისებიანი ჰიპერთერმია 1, 2
ანალიზები
ხშირი
არახშირი
სისხლში გლუკოზის პათოლოგიური დონე
ღვიძლის პათოლოგიური ფუნქციური ტესტი5
სისხლში თეთრი უჯრედების პათოლოგიური რაოდენობა
ასპარტატი
გაზრდილი ამინოტრანსფერაზა
გაზრდილი სისხლის ფტორიდი 6
გაზრდილი ალანინ
ამინოტრანსფერაზა
გაზრდილი სისხლის კრეატინინი
გაზრდილი სისხლის ლაქტატ
დეჰიდროგენაზა
დაზიანება, მოწამვლა და პროცედურული გართულებები
ხშირი
ჰიპოთერმია
1 იხილეთ ნაწილი 4.8 გვერდითი მოვლენები - შერჩეული გვერდითი მოვლენების აღწერა.
2 იხილეთ ნაწილი 4.4 გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები.
3 იხილეთ ნაწილი 4.8 გვერდითი მოვლენები - პედიატრიული პოპულაცია.
4 სევოფლურანის გამოყენების ფონზე გულის გაჩერების ძალიან იშვიათი შემთხვევები დაფიქსირდა პოსტმარკეტინგულ პერიოდში.
5 სევოფლურანისა და საორიენტაციო პრეპარატების გამოყენებისას აღინიშნა ღვიძლის ფუნქციური ტესტების გარდამავალი ცვლილებების იშვიათი შემთხვევები.
6 სევოფლურანის ანესთეზიის დროს და მის შემდეგ შეიძლება აღინიშნოს შრატში არაორგანული ფტორიდის დონის დროებითი მატება. იხილეთ ქვემოთ შერჩეული გვერდითი მოვლენების აღწერა .
შერჩეული გვერდითი მოვლენების აღწერა
სევოფლურანის ანესთეზიის დროს და მის შემდეგ შეიძლება აღინიშნოს შრატში არაორგანული ფტორიდის დონის დროებითი მატება. არაორგანული ფტორიდის კონცენტრაცია, როგორც წესი, პიკს აღწევს სევოფლურანის ანესთეზიის დასრულებიდან ორი საათის განმავლობაში და 48 საათის განმავლობაში უბრუნდება ოპერაციამდელ დონეს. კლინიკურ კვლევებში ფტორის მომატებული კონცენტრაცია არ იყო დაკავშირებული თირკმლის ფუნქციის დარღვევასთან.
არსებობს პოსტოპერაციული ჰეპატიტის იშვიათი შემთხვევები. გარდა ამისა, არსებობს ღვიძლის უკმარისობისა და ღვიძლის ნეკროზის იშვიათი შემთხვევები, რომლებიც დაკავშირებულია ძლიერი აქროლადი ანესთეტიკური საშუალებების, მათ შორის სევოფლურანის, გამოყენებასთან. თუმცა, სევოფლურანის ფაქტობრივი შემთხვევების და ამ მოვლენებთან კავშირის დადგენა დანამდვილებით შეუძლებელია (იხილეთ ნაწილი 4.4 გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები ).
დაფიქსირებულია ჰიპერმგრძნობელობის იშვიათი შემთხვევები (მათ შორის კონტაქტური დერმატიტი, გამონაყარი, ქოშინი, ხიხინი, დისკომფორტი გულმკერდის არეში, სახის შეშუპება ან ანაფილაქსიური რეაქცია), განსაკუთრებით საინჰალაციო ანესთეტიკების, მათ შორის სევოფლურანის, ხანგრძლივი პროფესიული ზემოქმედების დროს.
მგრძნობიარე პირებში, ძლიერმა საინჰალაციო ანესთეტიკებმა შეიძლება გამოიწვიონ ჩონჩხის კუნთების ჰიპერმეტაბოლური მდგომარეობა, რაც იწვევს ჟანგბადზე მაღალ მოთხოვნას და კლინიკურ სინდრომს, რომელიც ცნობილია როგორც ავთვისებიანი ჰიპერთერმია (იხილეთ ნაწილი 4.4 გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები ).
პედიატრიული პოპულაცია
სევოფლურანის გამოყენება დაკავშირებულია კრუნჩხვებთან. ამ შემთხვევების უმეტესობა აღინიშნა ბავშვებსა და ახალგაზრდებში 2 თვის ასაკიდან, რომელთა უმეტესობას არ ჰქონდა პრედისპოზიციული რისკ-ფაქტორები. სევოფლურანის გამოყენებისას პაციენტებში, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ კრუნჩხვების რისკი, საჭიროა კლინიკური შეფასება (იხილეთ ნაწილი 4.4 გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები ).
საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
სამკურნალო პროდუქტის ავტორიზაციის შემდეგ საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება მნიშვნელოვანია. ეს სამკურნალო პროდუქტის სარგებლისა და რისკის ბალანსის მუდმივი მონიტორინგის საშუალებას იძლევა. სამედიცინო პერსონალს მოეთხოვება, ნებისმიერი საეჭვო გვერდითი მოვლენის შესახებ პირდაპირ შეატყობინონ შემდეგ მისამართზე: [email protected].
ჭარბი დოზირება: ჭარბი დოზირების შემთხვევაში, უნდა იქნას მიღებული შემდეგი ზომები: შეწყდეს პრეპარატის მიღება, უზრუნველყოფილი იყოს სასუნთქი გზების გამტარობა და დაიწყოს ასისტირებული ან კონტროლირებადი ვენტილაცია სუფთა ჟანგბადით და შენარჩუნდეს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ადეკვატური ფუნქცია.
ფარმაცევტული სიფრთხილის ზომები:
სევოფლურანი სტაბილურია ოთახის ნორმალური განათების პირობებში შენახვისას. ძლიერი მჟავების ან სითბოს თანაარსებობისას სევოფლურანის დაშლა შესამჩნევად არ ხდება. სევოფლურანი არ იწვევს კოროზიას უჟანგავი ფოლადის, სპილენძის, ალუმინის, ნიკელით მოპირკეთებული სპილენძის, ქრომით მოპირკეთებული სპილენძის ან სპილენძ-ბერილიუმის შენადნობის მიმართ.
ქიმიური დაშლა შეიძლება მოხდეს საინჰალაცი ანესთეტიკების ანესთეზიის აპარატში CO2 შთანმთქმელის ზემოქმედებისას. ახალ შთანმთქმელებთან ერთად ინსტრუქციის მიხედვით გამოყენებისას, სევოფლურანის დაშლა მინიმალურია და დაშლის საშუალებები შეუმჩნეველი ან არატოქსიკურია. სევოფლურანის დეგრადაცია და შემდგომი დეგრადანტების წარმოქმნა ძლიერდება შთანმთქმელის ტემპერატურის გაზრდით, გამომშრალი CO2 შთანმთქმელით (განსაკუთრებით კალიუმის ჰიდროქსიდის შემცველი, მაგ. ბარალიმი®), სევოფლურანის კონცენტრაციის ზრდით და ახალი აირის ნაკადის შემცირებით. სევოფლურანს შეუძლია ტუტე დეგრადაცია ორი გზით განიცადოს. პირველი გამოწვეულია წყალბადის ფტორიდის დაკარგვით პენტაფტორიზოპროპანილ ფტორმეთილის ეთერის (PIFE ან უფრო ფართოდ ცნობილი როგორც ნაერთი A) წარმოქმნით. სევოფლურანის დეგრადაციის მეორე გზა ხდება მხოლოდ გამომშრალი CO2 შთანმთქმელების თანაარსებობისას და იწვევს სევოფლურანის დისოციაციას ჰექსაფტოროიზოპროპანოლად (HFIP) და ფორმალდეჰიდად. HFIP არის არააქტიური, არაგენოტოქსიკური, სწრაფად გლუკორონიდირებული, გაწმენდილი და აქვს სევოფლურანის მსგავსი ტოქსიკურობა. ფორმალდეჰიდი არსებობს ნორმალური მეტაბოლური პროცესების დროს. ძლიერ გამომშრალ შთანმთქმელთან კონტაქტისას, ფორმალდეჰიდი შეიძლება შემდგომში დაიშალოს მეთანოლად და ფორმატად. მაღალი ტემპერატურის თანაობისას ფორმატმა შეიძლება ხელი შეუწყოს ნახშირბადის მონოქსიდის წარმოქმნას. მეთანოლს შეუძლია რეაქციაში შევიდეს ნაერთ A-სთან მეთოქსის დანამატი პროდუქტის, ნაერთი B-ს წარმოქმნით. ნაერთ B-ს შეუძლია გაიაროს HF-ის შემდგომი ელიმინაცია ნაერთების C, D და E წარმოქმნით. ძლიერ გამომშრალი შთანმთქმელის, განსაკუთრებით კალიუმის ჰიდროქსიდის შემცველი შთანმთქმელის (მაგ. ბარალიმი®) შემთხვევაში, შეიძლება წარმოიქმნას ფორმალდეჰიდი, მეთანოლი, ნახშირბადის მონოქსიდი, ნაერთი A და შესაძლოა მისი ზოგიერთი დაშლის აგენტი, ნაერთები B, C და D.
მიწოდების ფორმა
250 მლ-იანი ბოთლები
შენახვის პირობები:
არ შეინახოთ 25 °C-ზე მაღალ ტემპერატურაზე. არ შეინახოთ მაცივარში, მჭიდროდ დახურეთ თავსახური.
დამატებითი ინფორმაცია:
სევოფლურანის დაბალი ხსნადობა სისხლში უნდა იწვევდეს ალვეოლურ კონცენტრაციებს, რომლებიც სწრაფად იზრდება ინდუქციისას და სწრაფად მცირდება საინჰალაციო საშუალების შეწყვეტის შემდეგ.
ადამიანებში შეწოვილი სევოფლურანის <5% მეტაბოლიზდება. სევოფლურანის სწრაფი და ფართო ფილტვისმიერი ელიმინაცია ამცირებს მეტაბოლიზმისთვის ხელმისაწვდომი ანესთეტიკის რაოდენობას. სევოფლურანი დეფტორირდება ციტოქრომ p450 (CYP)2E1-ის მეშვეობით, რაც იწვევს ჰექსაფტოროიზოპროპანოლის (HFIP) წარმოქმნას არაორგანული ფტორიდის და ნახშირორჟანგის (ან ერთნახშირბადიანი ფრაგმენტის) გამოყოფით. შემდეგ HFIP სწრაფად კონიუგირდება გლუკურონის მჟავასთან და გამოიყოფა შარდში.
სევოფლურანის მეტაბოლიზმი შეიძლება გაძლიერდეს CYP2E1-ის ცნობილი ინდუქტორებით (მაგ. იზონიაზიდი და ალკოჰოლი), მაგრამ ის არ არის ინდუცირებული ბარბიტურატებით.
სევოფლურანის ანესთეზიის დროს და მის შემდეგ შეიძლება აღინიშნოს შრატში არაორგანული ფტორიდის დონის დროებითი მატება. როგორც წესი, არაორგანული ფტორიდის კონცენტრაცია პიკს აღწევს სევოფლურანის ანესთეზიის დასრულებიდან 2 საათის განმავლობაში და 48 საათის განმავლობაში უბრუნდება ოპერაციამდელ დონეს.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II , აკრძალულია საცალო რეალიზაცია, გაიცემა მხოლოდ შესაბამისი ნებართვის/ლიცენზიის მქონე დაწესებულებებზე
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


