პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები

სევობესტი

Sevobest™

რეცეპტით250მლინსტრუქცია ქართულადინდოეთი
რისთვის გამოიყენება

სევოფლურანი ნაჩვენებია ზოგადი ანესთეზიის ინდუქციისა და შენარჩუნებისთვის მოზრდილ და პედიატრიულ პაციენტებში სტაციონარული და ამბულატორიული ქირურგიული ჩარევების დროს. 4.2 პოზოლოგია და პრეპარატის მიღების მეთოდი პრემედიკაცია უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად პაციენტის საჭიროებიდან გამომდინარე და ანესთეზიოლოგის შეხედულებისამებრ. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
სევოფლურანი (sevoflurane)
ფორმა და შეფუთვა
250მლ საინჰალაციო სითხე ქარვისფერი მინის ბოთლი №1
მწარმოებელი
Aculife Healthcare Private Limited, ინდოეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, აკრძალულია საცალო რეალიზაცია, გაიცემა მხოლოდ შესაბამისი ნებართვის/ლიცენზიის მქონე დაწესებულებებზე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
საანესთეზიო საშუალებები, ზოგადი საანესთეზიო საშუალებები
ATC კოდი
N01AB08
რეგისტრაციის ნომერი
რ-045007
რეგისტრირებულია
17 მარტი 2026, მოქმედებს 17 მარტი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Aculife Healthcare Private Limited (ინდოეთი)
განმცხადებელი
მაკა მოდებაძე
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებასევობესტი და სხვა წამალი ერთად

სევობესტი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

სევოფლურანი ნაჩვენებია ზოგადი ანესთეზიის ინდუქციისა და შენარჩუნებისთვის მოზრდილ და პედიატრიულ პაციენტებში სტაციონარული და ამბულატორიული ქირურგიული ჩარევების დროს.

  • 2 პოზოლოგია და პრეპარატის მიღების მეთოდი

პრემედიკაცია უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად პაციენტის საჭიროებიდან გამომდინარე და ანესთეზიოლოგის შეხედულებისამებრ.

ქირურგიული ანესთეზია:

სევოფლურანი უნდა შეიყვანონ ვაპორიზატორის მეშვეობით, რომელიც სპეციალურად დაკალიბრებულია სევოფლურანის გამოსაყენებლად, იმგვარად რომ მიწოდებული კონცენტრაცია ზუსტად კონტროლირდებოდეს. სევოფლურანის მინიმალური ალვეოლური კონცენტრაციის (MAC) მნიშვნელობები ასაკთან და აზოტის ოქსიდის დამატებასთან ერთად მცირდება. ქვემოთ მოცემულ ცხრილში მოწოდებულია MAC-ის საშუალო მნიშვნელობები სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის.

ცხრილი 1: MAC მნიშვნელობები მოზრდილებისა და პედიატრიული პაციენტებისთვის ასაკის მიხედვით

პაციენტის ასაკლი (წლები)

სევოფლურანი ჟანგბადში

სევოფლურანი 65% N2O/35% O2-ში

0 – 1 თვე*

  • 3%
  • 0%**

1 - < 6 თვე

  • 0%

6 თვე - < 3 წელი

  • 8%

3 - 12

  • 5%

25

  • 6%
  • 4%

40

  • 1%
  • 1%

60

  • 7%
  • 9%

80

  • 4%
  • 7%
  • ახალშობილები სრულ გესტაციურ ასაკს აღწევენ. დღენაკლულებში MAC არ არის განსაზღვრული.
  • * 1-დან 3 წლამდე ასაკის პედიატრიულ პაციენტებში გამოიყენეს 60% N2O/40% O2.

ინდუქცია:

დოზირება უნდა იყოს ინდივიდუალური და ტიტრირებული სასურველი ეფექტის მისაღწევად პაციენტის ასაკისა და კლინიკური სტატუსის მიხედვით. შესაძლებელია ხანმოკლე მოქმედების ბარბიტურატის ან სხვა ინტრავენური ინდუქციური საშუალების შეყვანა, რასაც მოჰყვება სევოფლურანის ინჰალაცია. სევოფლურანით ინდუქციის მიღწევა შესაძლებელია ჟანგბადში ან ჟანგბად-აზოტის ოქსიდის ნარევებთან ერთად კომბინაციაში. მოზრდილებში დაახლოებით 5%-იანი სევოფლურანის შესუნთქული კონცენტრაცია, როგორც წესი, ქირურგიულ ანესთეზიას 2 წუთზე ნაკლებ დროში იწვევს. ბავშვებში დაახლოებით 7%-იანი სევოფლურანის შესუნთქული კონცენტრაცია, როგორც წესი, ქირურგიულ ანესთეზიას 2 წუთზე ნაკლებ დროში იწვევს. ალტერნატიულად, პრემედიკაციის გარეშე პაციენტებში ანესთეზიის ინდუქციისთვის, შესაძლებელია გამოიყენონ დაახლოებით 8%-იანი სევოფლურანის შესუნთქული კონცენტრაცია.

შემანარჩუნებელი თერაპია:

ქირურგიული ანესთეზიის დონე შეიძლება შენარჩუნდეს 0.5-3%-იანი სევოფლურანის კონცენტრაციით, აზოტის ოქსიდის თანმხლები გამოყენებით ან მის გარეშე.

გადაუდებელი შემთხვევა:

სევოფლურანის ანესთეზიის შემდეგ გადაუდებელი შემთხვევის დრო, როგორც წესი, ხანმოკლეა. შესაბამისად, პაციენტებს შეიძლება დასჭირდეთ ოპერაციის შემდგომ ადრეულ ეტაპზე ტკივილის მოხსნა.

ხანდაზმული ადამიანები:

MAC მცირდება ასაკის მატებასთან ერთად. სევოფლურანის საშუალო კონცენტრაცია 80 წლის ასაკში MAC-ის მისაღწევად დაახლოებით 20 წლის ასაკის ადამიანისთვის საჭირო კონცენტრაციის 50%-ია.

პედიატრიული პოპულაცია:

ბავშვთა ასაკის მიხედვით MAC მნიშვნელობებისთვის იხილეთ ცხრილი 1.

უკუჩვენებები

სევოფლურანი არ უნდა გამოიყენონ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ცნობილი ან საეჭვო მგრძნობელობა სევოფლურანის ან სხვა ჰალოგენირებული ანესთეტიკების მიმართ (მაგალითად, ღვიძლის ფუნქციის დისფუნქციის, ცხელების ან უცნობი მიზეზით ლეიკოციტოზის ისტორია ამ პრეპარატებიდან ერთ-ერთის გამოყენების შემდეგ).

სევოფლურანი ასევე უკუნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ავთვისებიანი ჰიპერთერმიისადმი ცნობილი ან საეჭვო გენეტიკური მგრძნობელობა. სევოფლურანი უკუნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომლებშიც ზოგადი ანესთეზია უკუნაჩვენებია.

სიფრთხილის ზომები

სევოფლურანმა შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის დათრგუნვა, რომელიც შეიძლება გაძლიერდეს ნარკოტიკული პრემედიკაციის ან სუნთქვის დათრგუნვის გამომწვევი სხვა საშუალებების მიერ. სუნთქვა უნდა იყოს კონტროლირებადი და საჭიროების შემთხვევაში, საჭიროა დახმარების გაწევა.

სევოფლურანი უნდა შეიყვანონ მხოლოდ იმ პირებმა, რომელბსაც აქვთ ზოგად ანესთეზიის ჩატარებაში გამოცდილება. დაუყოვნებლივ უნდა იყოს ხელმისაწვდომი სასუნთქი გზების გამტარობის შენარჩუნების, ხელოვნური ვენტილაციის, ჟანგბადით გამდიდრების და ცირკულარული რეანიმაციის საშუალებები.

ვაპორიზატორიდან შეყვანილი სევოფლურანის კონცენტრაცია ზუსტად უნდა იყოს ცნობილი. რადგან აქროლადი ანესთეზიური საშუალებები განსხვავდება ფიზიკური თვისებებით, საჭიროა გამოიყენონ მხოლოდ სპეციალურად სევოფლურანისთვის დაკალიბრებული ვაპორიზატორები. ზოგადი ანესთეზიის ჩატარება უნდა მოხდეს ინდივიდუალურად, პაციენტის პასუხის შესაბამისად. ჰიპოტენზია და სუნთქვის დათრგუნვა ძლიერდება ანესთეზიის გაღრმავებასთან ერთად.

ავთვისებიანი ჰიპერთერმია

მგრძნობიარე პირებში, ძლიერმა ინჰალაციურმა ანესთეზიურმა საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიოს ჩონჩხის კუნთების ჰიპერმეტაბოლური მდგომარეობა, რასაც შედეგად მოსდევს ჟანგბადზე მაღალ მოთხოვნილება და კლინიკურ სინდრომი, ცნობილი როგორც ავთვისებიანი ჰიპერთერმია. კლინიკურ სინდრომს ჰიპერკაპნია ახასიათებს და შეიძლება მოიცავდეს კუნთების რიგიდობას, ტაქიკარდიას, ტაქიპნოეს, ციანოზს, არითმიებს და/ან არასტაბილურ არტერიულ წნევას. ზოგიერთი ეს არასპეციფიკური ნიშანი შეიძლება ასევე გამოვლინდეს მსუბუქი ანესთეზიის, მწვავე ჰიპოქსიის, ჰიპერკაპნიის და ჰიპოვოლემიის დროს.

კლინიკურ კვლევებში აღწერილია ავთვისებიანი ჰიპერთერმიის ერთი შემთხვევა. გარდა ამისა, არსებობს პოსტმარკეტინგული ანგარიშები ავთვისებიანი ჰიპერთერმიის შესახებ. ზოგიერთი ასეთი შემთხვევა ლეტალური იყო.

მკურნალობა მოიცავს ტრიგერის გამომწვევი საშუალებების (მაგ., სევოფლურანის) შეწყვეტას, დანტროლენის ნატრიუმის ინტრავენურ შეყვანას (პაციენტის მართვის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ინტრავენური დანტროლენის ნატრიუმის გამოყენების ინსტრუქცია) და მხარდამჭერი თერაპიის გამოყენებას. ასეთი თერაპია მოიცავს სხეულის ტემპერატურის ნორმალურ დონეზე აღდგენის ენერგიულ ძალისხმევას, სუნთქვისა და სისხლის მიმოქცევის მხარდაჭერას ჩვენებების მიხედვით, და ელექტროლიტურ-სითხე-მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევების მართვას. თირკმლის უკმარისობა შეიძლება მოგვიანებით გამოვლინდეს და საჭიროა შარდის ნაკადის მონიტორინგი და მისი შენარჩუნება, თუ ეს შესაძლებელია.

პერიოპერაციული ჰიპერკალიემია

საინჰალაციო ანესთეზიური საშუალებების გამოყენება დაკავშირებულია შრატში კალიუმის დონის იშვიათ მატებასთან, რამაც გამოიწვია გულის არითმიები და სიკვდილი პედიატრიულ პაციენტებში ოპერაციის შემდგომ პერიოდში. პაციენტები, რომლებსაც აქვთ ლატენტური, ასევე გამოხატული ნერვ-კუნთოვანი დაავადება, განსაკუთრებით დიუშენის კუნთოვანი დისტროფია, ყველაზე მოწყვლადი არიან. სუქცინილქოლინის ერთდროული გამოყენება ასოცირებულია ამ შემთხვევების უმეტესობასთან, მაგრამ არა ყველასთან. ამ პაციენტებს ასევე აღენიშნებოდათ შრატში კრეატინკინაზას დონის მნიშვნელოვანი მატება და ზოგიერთ შემთხვევაში, შარდში ცვლილებები, რომელიც მიოგლობინურიის შესაბამისია. ავთვისებიანი ჰიპერთერმიასთან მსგავსების მიუხედავად, ამ პაციენტებიდან არცერთს არ აღენიშნებოდა კუნთების რიგიდობის ან ჰიპერმეტაბოლური მდგომარეობის ნიშნები ან სიმპტომები. რეკომენდებულია ჰიპერკალიემიისა და რეზისტენტული არითმიების სამკურნალოდ ადრეული და აგრესიული ჩარევა, ისევე როგორც ლატენტური ნერვ-კუნთოვანი დაავადების შემდგომი შეფასება. მიღებულია QT ინტერვალის გახანგრძლივების ცალკეული შემთხვევები, რაც ძალიან იშვიათად ასოცირდება torsade de pointes-თან (გამონაკლის შემთხვევებში, ფატალური შედეგით). საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა სევოფლურანის დანიშვნისას მგრძნობიარე პაციენტებში.

პომპეს დაავადების მქონე პედიატრიულ პაციენტებში პარკუჭოვანი არითმიის იზოლირებული შემთხვევები დაფიქსირდა.

საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა ზოგადი ანესთეზიის, მათ შორის სევოფლურანის, შეყვანისას მიტოქონდრიული დარღვევების მქონე პაციენტებში.

ღვიძლთან დაკავშირებული

პოსტმარკეტინგული გამოცდილებიდან აღინიშნა ოპერაციის შემდგომი ღვიძლის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისფუნქციის ან ჰეპატიტის ძალიან იშვიათი შემთხვევები სიყვითლით ან მის გარეშე.

სევოფლურანის გამოყენებისას ღვიძლის ძირითადი დაავადების მქონე პაციენტებში ან ღვიძლის დისფუნქციის გამომწვევი პრეპარატებით მკურნალობისას (იხილეთ პარაგრაფი 4.8), საჭიროა კლინიკური შეფასების ჩატარება.

პაციენტებს, რომლებიც შედარებით მოკლე ინტერვალში განმეორებით იღებდნენ ჰალოგენირებულ ნახშირწყალბადებს, მათ შორის სევოფლურანს, შესაძლოა ჰქონდეთ ღვიძლის დაზიანების მომატებული რისკი.

ზოგადი

ანესთეზიის შენარჩუნების დროს სევოფლურანის კონცენტრაციის გაზრდა იწვევს არტერიული წნევის დოზადამოკიდებულ შემცირებას. არტერიული წნევის ჭარბი შემცირება შეიძლება დაკავშირებული იყოს ანესთეზიის სიღრმესთან და ასეთ შემთხვევებში შესაძლებელია მისი კორექცია სევოფლურანის შესუნთქული კონცენტრაციის შემცირების გზით.

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო დოზის შერჩევისას იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ ჰიპოვოლემია, ჰიპოტენზია ან სხვა ჰემოდინამიკური დარღვევები, მაგალითად, თანმხლები მედიკამენტების გამო.

როგორც ყველა ანესთეზიური საშუალების შემთხვევაში, ჰემოდინამიკური სტაბილურობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია გულის კორონარული არტერიის დაავადების მქონე პაციენტებში მიოკარდიუმის იშემიის თავიდან ასაცილებლად.

სამეანო ანესთეზიის დროს სევოფლურანის გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა, რადგან საშვილოსნოზე მომადუნებელმა ეფექტმა შეიძლება გაზარდოს საშვილოსნოდან სისხლდენის რისკი (იხილეთ პარაგრაფი 4.6).

ზოგადი ანესთეზიიდან გამოსვლის პროცესი სიფრთხილით უნდა შეფასდეს პაციენტის პოსოპერაციული ოთახიდან გაყვანამდე. სევოფლურანის გამოყენებისას, როგორც წესი, შეინიშნება ანესთეზიიდან სწრაფი გამოსვლა, ამ მიზეზის გამო, შესაძლებელია საჭირო გახდეს პოსტოპერაციული ტკივილის ადრეულ ეტაპზე მოხსნა. მიუხედავად იმისა, რომ სევოფლურანის მიღების შემდეგ გონების აღდგენა, როგორც წესი, რამდენიმე წუთში ხდება, ანესთეზიიდან ორი ან სამი დღის განმავლობაში ინტელექტუალურ ფუნქციაზე მისი გავლენა არ არის შესწავლილი. სხვა ანესთეზიური საშუალებების მსგავსად, განწყობაზე მცირე ცვლილებები შეიძლება გაგრძელდეს მიღებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში (იხილეთ პარაგრაფი 4.7). ბავშვებში სწრაფი გამოღვიძება შეიძლება ასოცირებული იყოს აგზნებასთან და თანამშრომლობის ნაკლებობასთან (შემთხვევათა დაახლოებით 25%-ში).

გამომშრალი CO2 აბსორბენტებით ჩანაცვლება:

სევოფლურანის გამოყენებისას გამომშრალ CO2 აბსორბენტთან, განსაკუთრებით კალიუმის ჰიდროქსიდის შემცველ პრეპარატებთან (მაგ. ბარალიმის) ერთად ანესთეზიის აპარატში ძლიერი სიცხის, კვამლის და/ან სპონტანური ცეცხლის იშვიათი შემთხვევები დაფიქსირდა. ორთქლის პარამეტრებთან შედარებით, ჩასუნთქული სევოფლურანის კონცენტრაციის უჩვეულოდ დაგვიანებული მატება ან მოულოდნელი კლება შეიძლება დაკავშირებული იყოს CO2 აბსორბენტის ცილინდრის ჭარბ გაცხელებასთან.

CO2 აბსორბენტის გამოშრობისას, მაგალითად, CO2 აბსორბენტის ცილინდრში მშრალი აირის ხანგრძლივი ნაკადის შემდეგ, შეიძლება მივიღოთ ეგზოთერმული რეაქცია, სევოფლურანის გაძლიერებული დაშლა და დაშლის პროდუქტების წარმოქმნა. სევოფლურანის დამშლელი საშუალებები (მეთანოლი, ფორმალდეჰიდი, ნახშირბადის მონოქსიდი და ნაერთები A, B, C და D) აღმოჩნდა ექსპერიმენტული ანესთეზიის აპარატის სასუნთქ წრედში, გამომშრალი CO2 აბსორბენტების გამოყენების დროს და სევოფლურანის მაქსიმალური კონცენტრაციისას (8%) ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში (≥ 2 საათზე). ანესთეზიის სასუნთქ წრედში (ნატრიუმის ჰიდროქსიდის შემცველი აბსორბენტების გამოყენებით) აღმოჩენილი ფორმალდეჰიდის კონცენტრაციები შეესაბამებოდა იმ დონეებს, რომლებიც, ცნობილია რომ იწვევს სასუნთქი გზების მსუბუქ გაღიზიანებას. ამ ექსტრემალური ექსპერიმენტული მოდელის ფარგლებში დაფიქსირებული დამშლელი საშუალებების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია.

თუ ჯანდაცვის სპეციალისტი ეჭვობს, რომ CO2 აბსორბენტი გამოშრა, ის უნდა ჩანაცვლდეს აქროლადი ანესთეზიური საშუალებების (მაგალითად, სევოფლურანის) შემდგომ გამოყენებამდე. საჭიროა იმის გათვალისწინება, რომ ფერის ინდიკატორი გამოშრობის შემდეგ ყოველთვის არ იცვლება. შესაბამისად, ფერის მნიშვნელოვანი ცვლილების არარსებობა არ უნდა მიიჩნიონ ადეკვატური ჰიდრატაციის გარანტიად. CO2 აბსორბენტები რეგულარულად უნდა ჩანაცვლდეს ფერის ინდიკატორის მდგომარეობის მიუხედავად.

თირკმლის დისფუნქცია:

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტების მცირე რაოდენობის გამო (შრატში კრეატინინის საწყისი დონე 1.5 მგ/დლ-ზე მეტია), სევოფლურანის ამ ჯგუფში მიღების უსაფრთხოება სრულად დადგენილი არ არის. აქედან გამომდინარე, სევოფლურანი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

ვირთხებში ჩატარებულ ზოგიერთ კვლევაში ნეფროტოქსიკურობა გამოვლინდა ცხოველებში, რომლებიც A ნაერთის (პენტაფლუოროიზოპროპენილ ფტორმეთილის ეთერი (PIFE)) ისეთ დონეს იღებდნენ, რომელიც უფრო მაღალი იყო ჩვეულებრივ კლინიკურ პრაქტიკაში დაფიქსირებულ დონესთან შედარებით. ვირთხებში ამ თირკმლის ტოქსიკურობის მექანიზმი უცნობია და მისი რელევანტურობა ადამიანზე დადგენილი არ არის. (დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ პარაგრაფი 5.3, პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები.)

ნეიროქირურგია და ნეიროკუნთოვანი დისფუნქცია:

რომლებსაც აქვთ ქალასშიდა წნევის მატების რისკის მქონე პაციენტებში, სევოფლურანი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ქალასშიდა წნევის დამწევ მეთოდებთან (მაგ., ჰიპერვენტილაცია) ერთად კომბინაციაში.

კრუნჩხვები:

სევოფლურანის გამოყენებასთან დაკავშირებით კრუნჩხვების იშვიათი შემთხვევები დაფიქსირდა.

სევოფლურანის გამოყენება დაკავშირებულია კრუნჩხვებთან ბავშვებსა და ახალგაზრდებში, ასევე ხანდაზმულებში, წინასწარგანწყობის რისკ-ფაქტორების არსებობისას ან მათ გარეშე. სევოფლურანის გამოყენებამდე კრუნჩხვების რისკის მქონე პაციენტებში აუცილებელია კლინიკური შეფასების ჩატარება. ბავშვებში ანესთეზიის სიღრმე უნდა იყოს შეზღუდული. ელექტროენცეფალოგრამამ შესაძლოა სევოფლურანის დოზის ოპტიმიზაციის საშუალება მოგვცეს და კრუნჩხვითი აქტივობის განვითარების თავიდან აცილებაში დაგვეხმაროს კრუნჩხვებისადმი მიდრეკილ პაციენტებში (იხილეთ პარაგარფი 4.4 „პედიატრიული პოპულაცია“).

პედიატრიული პოპულაცია:

სევოფლურანის გამოყენება ასოცირდება კრუნჩხვებთან. ბევრი გამოვლინდა ბავშვებსა და ახალგაზრდებში დაწყებული 2 თვის ასაკიდან, რომელთა უმეტესობას არ ჰქონდა წინასწარგანწყობის რისკ-ფაქტორები. სევოფლურანის გამოყენებისას პაციენტებში, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ კრუნჩხვების რისკი, უნდა ჩატარდეს კლინიკური შეფასება (იხილეთ პარაგრაფი 4.4 „კრუნჩხვები“).

ბავშვებში დაფიქსირდა დისტონიური მოძრაობები (იხიელთ პარაგრაფი 4.8).

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

სევოფლურანის ანესთეზიის დროს სიფრთხილით უნდა გამოიყენონ ბეტა-სიმპათომიმეტიკური საშუალებები, როგორიცაა იზოპრენალინი, და ალფა- და ბეტა-სიმპათომიმეტიკური საშუალებები, როგორიცაა ეპინეფრინი და ნორეპინეფრინი, პარკუჭოვანი არითმიის პოტენციური რისკის გამო.

არასელექციური MAO ინჰიბიტორები: ოპერაციის დროს კრიზის რისკი. ზოგადად რეკომენდებულია მკურნალობის შეწყვეტა ოპერაციამდე 2 კვირით ადრე.

სევოფლურანმა შეიძლება გამოიწვიოს გამოხატული ჰიპოტენზია კალციუმის ანტაგონისტებით, კერძოდ, დიჰიდროპირიდინის წარმოებულებით ნამკურნალებ პაციენტებში.

საჭირო სიფრთხილის გამოჩენა კალციუმის ანტაგონისტების ინჰალაციურ ანესთეზიურ საშუალებებთან ერთად გამოყენებისას, დამატებითი უარყოფითი ინოტროპული ეფექტის განვითარების რისკის გამო.

სუქცინილქოლინის ინჰალაციურ ანესთეზიურ საშუალებებთან ერთად გამოყენება იშვიათ შემთხვევებში ასოცირდება შრატში კალიუმის დონის მატებასთან, რამაც გამოიწვია გულის არითმიები და სიკვდილი პედიატრიულ პაციენტებში ოპერაციის შემდგომ პერიოდში.

სევოფლურანი უსაფრთხო და ეფექტურია ქირურგიულ სიტუაციებში ხშირად გამოყენებულ ფართო სპექტრის პრეპარატებთან ერთად კომბინაციაში, როგორიცაა ცენტრალური ნერვული სისტემის პრეპარატები, ავტონომიური პრეპარატები, ჩონჩხის კუნთების რელაქსანტები, ანტიინფექციური საშუალებები, მათ შორის ამინოგლიკოზიდები, ჰორმონები და მათი სინთეზური შემცვლელები, სისხლის წარმოებულები და გულ-სისხლძარღვთა პრეპარატები, მათ შორის ეპინეფრინი.

ეპინეფრინი/ადრენალინი

სევოფლურანი იზოფლურანის მსგავსია მიოკარდიუმის სენსიბილიზაციის თვალსაზრისით ეგზოგენურად შეყვანილი ადრენალინის არითმოგენური ეფექტის მხრივ.

არაპირდაპირი მოქმედების სიმპათომიმეტიკური საშუალებები

სევოფლურანისა და არაპირდაპირი მოქმედების სიმპათომიმეტიკების (ამფეტამინები, ეფედრინი) ერთდროული გამოყენებისას არსებობს მწვავე ჰიპერტენზიული ეპიზოდის რისკი.

ბეტა-ბლოკატორები

სევოფლურანმა შეიძლება გააძლიეროს ბეტა-ბლოკატორების უარყოფითი ინოტროპული, ქრონოტროპული და დრომოტროპული ეფექტები (გულ-სისხლძარღვთა კომპენსატორული მექანიზმების ბლოკირებით).

ვერაპამილი

ვერაპამილისა და სევოფლურანის ერთდროულად მიღებისას დაფიქსირდა ატრიოვენტრიკულური გამტარობის დარღვევა.

CYP2E1-ის ინდუქტორები

სამკურნალო პრეპარატებმა და ნაერთებმა, რომლებიც ზრდიან ციტოქრომ P450 იზოენზიმ CYP2E1-ის აქტივობას, როგორიცაა იზონიაზიდი და ალკოჰოლი, შეიძლება გააძლიეროს სევოფლურანის მეტაბოლიზმი და გამოიწვიოს პლაზმაში ფტორიდის კონცენტრაციის მნიშვნელოვანი ზრდა. სევოფლურანისა და იზონიაზიდის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს იზონიაზიდის ჰეპატოტოქსიური ეფექტები.

კრაზანა

ჰალოგენირებული ინჰალაციური ანესთეტიკების გამოყენებისას პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივად იღებდნენ კრაზანას შემცველ საშუალებებს, დაფიქსირდა მძიმე ჰიპოტენზია და ანესთეზიიდან გამოსვლის დაგვიანება.

ბარბიტურატები

სევოფლურანის მიღება თავსებადია ქირურგიულ პრაქტიკაში ფართოდ გამოყენებულ ბარბიტურატებთან.

ბენზოდიაზეპინები და ოპიოიდები

ბენზოდიაზეპინები და ოპიოიდები, სავარაუდოდ, სევოფლურანის MAC-ს ამცირებენ ისევე, როგორც სხვა ინჰალაციური ანესთეტიზიური საშუალებები. სევოფლურანის მიღება შეთავსებადია ქირურგიულ პრაქტიკაში ხშირად გამოყენებულ ბენზოდიაზეპინებთან და ოპიოიდებთან.

ოპიოიდებმა, როგორიცაა ალფენტანილი და სუფენტანილი, სევოფლურანთან ერთად მიღებისას, შეიძლება გამოიწვიოს გულისცემის, არტერიული წნევის და სუნთქვის სინერგიული შემცირება.

აზოტის ოქსიდი

სხვა ჰალოგენირებული აქროლადი ანესთეტიკების მსგავსად, სევოფლურანის MAC მცირდება აზოტის ოქსიდთან ერთად მიღებისას. MAC ექვივალენტი მცირდება დაახლოებით 50%-ით მოზრდილებში და დაახლოებით 25%-ით პედიატრიულ პაციენტებში (იხილეთ პარაგრაფი 4.2 „შემანარჩუნებელი თერაპია“).

ნეირომუსკულური ბლოკატორები

სხვა ინჰალაციური ანესთეზიური საშუალებების მსგავსად, სევოფლურანი უარყოფით გავლენას ახდენს არადეპოლარიზებადი მიორელაქსანტებით გამოწვეული ნერვ-კუნთოვანი ბლოკადის ინტენსივობასა და ხანგრძლივობაზე. ალფენტანილ-N2O ანესთეზიის დამატებით გამოყენებისას, სევოფლურანი აძლიერებს პანკურონიუმით, ვეკურონიუმით ან ატრაკურიუმით გამოწვეულ ნერვ-კუნთოვან ბლოკადას.

სევოფლურანთან ერთად მიღებისას ამ მიორელაქსანტების დოზის კორექცია იზოფლურანის დოზის კორექციის მსგავსია. სევოფლურანის გავლენა სუქცინილქოლინზე და დეპოლარიზებად ნერვ-კუნთოვანი ბლოკადის ხანგრძლივობაზე შესწავლილი არ არის.

ანესთეზიის ინდუქციის დროს ნეირომუსკულური ბლოკატორების დოზის შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს ენდოტრაქეული ინტუბაციისთვის შესაფერისი პირობების დაგვიანებული დაწყება ან კუნთების არასაკმარისი რელაქსაცია, რადგან ნეირომუსკულური ბლოკატორების გაძლიერება აღინიშნება სევოფლურანის მიღების დაწყებიდან რამდენიმე წუთში.

არადეპოლარიზებადი საშუალებებიდან შესწავლილია ვეკურონიუმის, პანკურონიუმის და ატრაკურიუმის ურთიერთქმედება. კონკრეტული მითითებების არარსებობის შემთხვევაში: (1) ენდოტრაქეული ინტუბაციის დროს არ შეამციროთ არადეპოლარიზებადი მიორელაქსანტების დოზა; და, (2) ანესთეზიის შენარჩუნების დროს, არადეპოლარიზებადი მიორელაქსანტების დოზა, სავარაუდოდ, შემცირდება N2O/ოპიოიდური ანესთეზიის დროს მიორელაქსანტების დოზასთან შედარებით. მიორელაქსანტების დამატებითი დოზების მიღება უნდა მოხდეს ნერვული სტიმულაციის რეაქციის მიხედვით.

როგორც სხვა საშუალებების შემთხვევაში, ინტრავენური ანესთეზიური საშუალების, მაგალითად, პროპოფოლის გამოყენების შემდეგ შეიძლება საჭირო გახდეს სევოფლურანის უფრო დაბალი კონცენტრაციის გამოყენება.

CYP 2E1-ის აქტივობის გაზრდის შემდეგ დაფიქსირდა პლაზმაში ფტორიდის კონცენტრაციის მნიშვნელოვანი ზრდა.

ორსულობა და ძუძუთი კვება

სევოფლურანს აქვს საშვილოსნოს რელაქსაციური ეფექტი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საშვილოსნოს სისხლდენის მატება, რაც აღინიშნა სევოფლურანის კვლევაში ორსულობის შეწყვეტის დროს. მშობიარობის დროს გამოყენება შემოიფარგლება საკეისრო კვეთის ერთი მცირე კვლევით.

ცხოველებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა (იხილეთ პარაგრაფი 5.3).

ორსულ ქალებში ადეკვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევები არ არსებობს; შესაბამსიად, სევოფლურანი ორსულობის დროს უნდა გამოიყენონ მხოლოდ აშკარა საჭიროების შემთხვევაში.

მშობიარობა

კლინიკურ კვლევაში დადასტურდა სევოფლურანის უსაფრთხოება დედებისა და ჩვილებისთვის, როდესაც ის გამოიყენება ანესთეზიისთვის საკეისრო კვეთის დროს. სევოფლურანის უსაფრთხოება მშობიარობისა და ვაგინალური მშობიარობის დროს არ არის დადასტურებული.

ძუძუთი კვება

ცნობილი არ არის, გამოიყოფა თუ არა სევოფლურანი ან მისი მეტაბოლიტები დედის რძეში. დოკუმენტირებული გამოცდილების არარსებობის გამო, ქალებს უნდა ურჩიონ, სევოფლურანის მიღებიდან 48 საათის განმავლობაში თავი შეიკავონ ძუძუთი კვებისგან და ამ პერიოდში გამოყოფილი რძე გაანადგურონ.

ფერტილობა

ვირთხებში ჩატარებულმა ფერტილობის კვლევამ სევოფლურანის გამო ფერტილობის დარღვევის ნიშნები არ გამოავლინა (იხილეთ პარაგრაფი 5.3).

გავლენა ავტომობილის მართვაზე

როგორც სხვა სამკურნალო საშუალებების შემთხვევაში, პაციენტებს უნდა ეცნობოთ, რომ ზოგადი ანესთეზიის შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში შეიძლება დაქვეითდეს ისეთი აქტივობების შესრულება, რომლებიც მოითხოვს გონებრივ კონცენტარციას, როგორიცაა ავტომობილის ან სახიფათო მექანიზმების მართვა (იხილეთ პარაგრაფი 4.4).

სევოფლურანის ანესთეზიის შემდეგ პაციენტებს არ უნდა მიეცეთ ავტომობილის მართვის უფლება შესაბამისი პერიოდის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები

უსაფრთხოების პროფილის შეჯამება

ყველა ძლიერი ინჰალაციური ანესთეზიური საშუალების მსგავსად, სევოფლურანმა შეიძლება გამოიწვიოს დოზადამოკიდებული კარდიორესპირატორული დათრგუნვა. გვერდითი რეაქციების უმეტესობა მსუბუქიდან საშუალო სიმძიმისაა და ხანგრძლივობით გარდამავალია. გულისრევა, ღებინება და დელირიუმი ხშირად აღინიშნება პოსტოპერაციულ პერიოდში, მსგავსი სიხშირით, როგორიც გხვდება სხვა ინჰალაციური ანესთეზიური საშუალებების შემთხვევაში. ეს ეფექტები ქირურგიული ჩარევისა და ზოგადი ანესთეზიის ხშირი ნარჩენი მოვლენებია, რომლებიც შეიძლება გამოწვეული იყოს ინჰალაციური ანესთეზიური საშუალებით, ოპერაციის დროს ან ოპერაციის შემდგომ პერიოდში შეყვანილი სხვა საშუალებებით და პაციენტის ქირურგიულ პროცედურაზე პასუხით.

ყველაზე ხშირად აღწერილი გვერდითი რეაქციები იყო შემდეგი: მოზრდილ პაციენტებში: ჰიპოტენზია, გულისრევა და ღებინება; ხანდაზმულ პაციენტებში: ბრადიკარდია, ჰიპოტენზია და გულისრევა; და პედიატრიულ პაციენტებში: აგზნება, ხველა, ღებინება და გულისრევა.

გვერდითი რეაქციების ცხრილის სახით შეჯამება

კლინიკური კვლევებიდან და პოსტმარკეტინგული გამოცდილებიდან სევოფლურანთან დაკავშირებული ყველა გვერდითი რეაქცია წარმოდგენილია შემდეგ ცხრილში MedDRA ორგანოთა სისტემის კლასის, სასურველი ტერმინისა და სიხშირის მიხედვით. გამოყენებულია შემდეგი სიხშირის კატეგორიები: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥ 1/100, <1/10); ნაკლებად ხშირი (≥ 1/1,000, <1/100); იშვიათი (≥ 1/10,000, <1/1,000); ძალიან იშვიათი (<1/10,000), ცალკეული შემთხვევების ჩათვლით. პოსტმარკეტინგული გვერდითი რეაქციები ნებაყოფლობით არის მოხსენებული მოსახლეეობის მხრიდან, რომლის ექსპოზიციის მაჩვენებელი უცნობია. შესაბამისად, გვერდითი მოვლენების რეალური სიხშირის შეფასება შეუძლებელია და სიხშირე „უცნობია“. კლინიკურ კვლევებში სევოფლურანის მიმღებ პაციენტებში გვერდითი რეაქციების ტიპი, სიმძიმე და სიხშირე დარდებოდა შესადარებელი პრეპარატის მიმღებ პაციენტებში გამოვლენილ გვერდითი რეაქციებს.

კლინიკური კვლევებიდან და პოსტმარკეტინგული გამოცდილებიდან მიღებული გვერდითი რეაქციების მონაცემები

სევოფლურანის კლინიკურ კვლევებსა და პოსტმარკეტინგული გამოცდილების შედეგად მიღებული ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქციების შეჯამება

ორგანოთა სისტემის კლასი

სიხშირე

გვერდითი რეაქციები

იმუნური სისტემის დარღვევები

უცნობი

ანაფილაქსიური რეაქცია 1

ანაფილაქტოიდური რეაქცია

ჰიპერმგრძნობელობა 1

სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები

ნაკლებად ხშირი

ლეიკოპენია

ლეიკოციტოზი

ფსიქიატრიული დარღვევები

ძალიან ხშირი

ნაკლებად ხშირი

აგზნება

კონფუზიის მდგომარეობა

ნერვული სისტემის დარღვევები

ხშირი

უცნობი

ძილიანობა

თავბრუსხვევა

თავის ტკივილი

კრუნჩხვები 2, 3

დისტონია

გულის დარღვევები

ძალიან ხშირი

ხშირი

ნაკლებად ხშირი

უცნობი

ბრადიკარდია

ტაქიკარდია

სრული ატრიოვენტრიკულური ბლოკადა

წინაგულების ფიბრილაცია

არითმია

პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია

სუპრავენტრიკულური ექსტრასისტოლია

ექსტრასისტოლია

გულის გაჩერება 4

QT ინტერვალის გახანგრძლივება, დაკავშირებული Torsade-თან

სისხლძარღვოვანი დარღვევები

ძალიან ხშირი

ხშირი

ჰიპოტენზია

ჰიპერტენზია

სასუნთქი გზების, გულმკერდის და შუასაყრის დარღვევები

ძალიან ხშირი

ხშირი

ნაკლებად ხშირი

უცნობი

ხველა

სასუნთქი სისტემის დარღვევა

ლარინგოსპაზმი

აპნოე

ჰიპოქსია

ასთმა

ბრონქოსპაზმი

ქოშინი 1

ხიხინი 1

ფილტვის შეშუპება

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

ძალიან ხშირი

ხშირი

გულისრევა

ღებინება

ნერწყვის ჰიპერსეკრეცია

თირკმლის და საშარდე გზების დარღვევები

ნაკლებად ხშირი

უცნობი

შარდის შეკავება

გლუკოზურია

თირკმლის მწვავე უკმარისობა

ჰეპატო-ბილიარული დარღვევები

უცნობი

ჰეპატიტი 1, 2

ღვიძლის უკმარისობა 1, 2

ღვიძლის ნეკროზი 1, 2

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

უცნობი

კონტაქტური დერმატიტი 1

ქავილი

გამონაყარი 1

სახის შეშუპება 1

ჭინჭრის ციება

კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები

უცნობი

კუნთების კანკალი

ზოგადი დარღვევები და პრეპარატის შეყვანის ადგილას მდგომარეობა

ხშირი

უცნობი

შემცივნება პირექსია

ჰიპოთერმია

დისკომფორტი გულმკერდის არეში 1

ავთვისებიანი ჰიპერთერმია 1, 2

გამოკვლევები

ხშირი

ნაკლებად ხშირი

სისხლში გლუკოზის ნორმიდან გადახრილი მაჩვენებლები

ღვიძლის ფუნქციური ტესტის ნორმიდან გადახრილი მაჩვენებლები 5

ნორმიდან გადახრილი ლეიკოციტების რაოდენობა

ასპარტატ-ამინოტრანსფერაზას მატება სისხლში ფტორიდის მატება 6

ალანინ-ამინოტრანსფერაზას მატება

სისხლში კრეატინინის მატება

სისხლში ლაქტატ-დეჰიდროგენაზას მატება

დაზიანება, მოწამვლა და პროცედურული გართულებები

ხშირი

ჰიპოთერმია

1 იხილეთ პარაგრაფი 4.8 „შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერა“.

2 იხილეთ პარაგრაფი 4.4.

3 იხილეთ პარაგრაფი 4.8 „პედიატრიული პოპულაცია“.

4 სევოფლურანის გამოყენების ფონზე გულის გაჩერების ძალიან იშვიათი პოსტმარკეტინგული შემთხვევები დაფიქსირდა.

5 სევოფლურანის და შესადარებელი პრეპარატების გამოყენებისას ღვიძლის ფუნქციური ტესტების გარდამავალი ცვლილებების შემთხვევები დაფიქსირდა.

6 სევოფლურანის ანესთეზიის დროს და მის შემდეგ შეიძლება აღინიშნოს შრატში არაორგანული ფტორიდის დონის გარდამავალი მატება. იხილეთ შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერა ქვემოთ.

შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერა

სევოფლურანის ანესთეზიის დროს და მის შემდეგ შეიძლება აღინიშნოს შრატში არაორგანული ფტორიდის დონის დროებითი მატება. არაორგანული ფტორიდის კონცენტრაცია, როგორც წესი, პიკს აღწევს სევოფლურანის ანესთეზიის დასრულებიდან ორი საათის განმავლობაში და 48 საათის განმავლობაში უბრუნდება ოპერაციამდელ დონეს. კლინიკურ კვლევებში ფტორიდის მომატებული კონცენტრაცია არ იყო დაკავშირებული თირკმლის ფუნქციის დარღვევასთან.

არსებობს პოსტოპერაციული ჰეპატიტის იშვიათი შემთხვევები. გარდა ამისა, არსებობს ღვიძლის უკმარისობისა და ღვიძლის ნეკროზის იშვიათი შემთხვევები, რომლებიც დაკავშირებულია ძლიერი აქროლადი ანესთეტიკური საშუალებების, მათ შორის სევოფლურანის, გამოყენებასთან. თუმცა, სევოფლურანის ფაქტობრივი შემთხვევების და ამ მოვლენებთან კავშირის დადგენა დანამდვილებით შეუძლებელია (იხილეთ პარაგრაფი 4.4).

გამოვლინდა ჰიპერმგრძნობელობის იშვიათი შემთხვევები (მათ შორის კონტაქტური დერმატიტი, გამონაყარი, ქოშინი, ხიხინი, დისკომფორტი გულმკერდის არეში, სახის შეშუპება ან ანაფილაქსიური რეაქცია), განსაკუთრებით ინჰალაციური ანესთეტიკების, მათ შორის სევოფლურანის, ხანგრძლივი პროფესიული ზემოქმედების დროს.

მგრძნობიარე პირებში, ძლიერმა ინჰალაციურმა ანესთეტიკებმა შეიძლება გამოიწვიონ ჩონჩხის კუნთების ჰიპერმეტაბოლური მდგომარეობა, რაც იწვევს ჟანგბადზე მაღალ მოთხოვნას და კლინიკურ სინდრომს, რომელიც ცნობილია როგორც ავთვისებიანი ჰიპერთერმია (იხილეთ პარაგრაფი 4.4).

პედიატრიული პოპულაცია

სევოფლურანის გამოყენება დაკავშირებულია კრუნჩხვებთან. ამ შემთხვევების უმეტესობა აღინიშნა ბავშვებსა და ახალგაზრდებში დაწყებული 2 თვის ასაკიდან, რომელთა უმეტესობას არ ჰქონდა წინასწარგანწყობის რისკ-ფაქტორები. სევოფლურანის გამოყენებისას პაციენტებში, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ კრუნჩხვების რისკი, უნდა ჩატარდეს კლინიკური შეფასება (იხილეთ პარაგრაფი 4.4).

საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება

სამკურნალო პრეპარატის ავტორიზაციის შემდეგ საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება მნიშვნელოვანია. ეს სამკურნალო პრეპარატის სარგებლისა და რისკის ბალანსის მონიტორინგის გაგრძელების საშუალებას იძლევა. ჯანდაცვის სპეციალისტებს სთოხვენ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ შეტყობინება გააგზავნონ ვებგვერდის მეშვეობით: [email protected]

ჭარბი დოზა

ზედოზირების შემთხვევაში, უნდა მიიღონ შემდეგი ზომები: შეწყდეს პრეპარატის მიღება, უზრუნველყოფილი იყოს სასუნთქი გზების გამტარობა და დაიწყოს დამხმარე ან კონტროლირებადი ვენტილაცია სუფთა ჟანგბადით და შენარჩუნდეს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ადეკვატური ფუნქცია.

შემადგენლობა

ამ პრეპარატის შემადგენლბაში არ შედის რაიმე დამხმარე ნივთიერება ან გამხსნელი

შენახვის პირობები

24 თვე

  • 4 სპეციალური სიფრთხილის ზომები პრეპარატის შენახავისას

არ შეინახოთ პრეპარატი 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. არ შეინახოთ ის მაცივარში. მჭიდროდ დაახურეთ კონტეინერს. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

  • 5 კონტეიენრის შემცველობა და ბუნება

შეფუთულია 250 მლ ქარვისფერ შუშის ბოთლში. თითოეული შუშის ბოთლი შეფუთულია მუყაოს კოლოფში, პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

  • 6 სპეციალური სიფრთხილის ზომები პრეპარატის განადგურებისას და სხვა სახის მოპყრობის დროს

სევოფლურანი უნდა შეიყვანონ სევოფლურანისთვის სპეციალურად კალიბრირებული ვაპორიზატორის მეშვეობით, სევოფლურანისთვის სპეციფიკური ვაპორიზატორებისთვის შექმნილი ძირითადი შევსების სისტემის ან სევოფლურანისთვის სპეციფიკური ვაპორიზატორის სხვა შესაბამისი შევსების სისტემების გამოყენებით.

ინჰალაციური ანესთეზიური საშუალებების შეყვანისას, ნახშირორჟანგის აბსორბენტები არ უნდა გაშრეს. ზოგიერთი ჰალოგენირებული ანესთეზიური საშუალების გამოყენებისას, ცნობილია, რომ ისინი ურთიერთქმედებენ მშრალ ნახშირორჟანგის აბოსრბენტთან და წარმოქმნიან ნახშირორჟანგს. თუმცა, იმისთვის რომ მინიმუმამდე შემცირდეს სუნთქვის განმეორებითი ციკლების დროს ნახშირბადის მონოქსიდის წარმოქმნის რისკი და კარბოქსიჰემოგლობინის მომატებული დონის ალბათობა, CO2 აბსორბენტები არ უნდა გამოშრეს. სევოფლურანის გამომშრალ (გამშრალ) CO2 აბსორბენტებთან ერთად გამოყენებისას ანესთეზიის აპარატში ჭარბი სითბოს, კვამლისა და ცეცხლის წარმოქმნის იშვიათი შემთხვევები დაფიქსირდა. თუ CO2 აბსორბენტის გამოშრობაზე ეჭვი არსებობს, ის უნდა შეიცვალოს.

ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, აკრძალულია საცალო რეალიზაცია, გაიცემა მხოლოდ შესაბამისი ნებართვის/ლიცენზიის მქონე დაწესებულებებზე

ფარმაკოლოგიური თვისებები

ზოგადი ანესთეზიური საშუალებები - ათქ კოდი: N01AB08

სევოფლურანის კლინიკური ეფექტების ცვლილებები სწრაფად მოჰყვება შესუნთქული კონცენტრაციის მხრივ ცვლილებებს.

გულსისხლძარღვთა ეფექტები

ყველა სხვა ინჰალაციური საშუალების მსგავსად, სევოფლურანი დოზადამოკიდებულად თრგუნავს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციას. ერთ-ერთ კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდნენ მოხალისეები, სევოფლურანის კონცენტრაციის მატებამ გამოიწვია საშუალო არტერიული წნევის შემცირება, მაგრამ გულისცემის ცვლილება არ დაფიქსირებულა. ამ კვლევაში სევოფლურანმა არ შეცვალა პლაზმაში ნორადრენალინის კონცენტრაცია.

ნერვული სისტემის ეფექტები

კლინიკური განვითარების პროგრამის დროს კრუნჩხვების ნიშნები არ დაფიქსირებულა.

ნორმალური ქალასშიდა წნევის (ICP) მქონე პაციენტებში სევოფლურანს მინიმალური გავლენა ჰქონდა ქალასშიდა წნევაზე და შეინარჩუნა CO2-ზე საპასუხო რეაქცია. სევოფლურანის უსაფრთხოება მომატებული ქალასშიდა წნევის მქონე პაციენტებში არ არის შესწავლილი. ქალასშიდა წნევის მატების რისკის მქონე პაციენტებში სევოფლურანი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ქალასშიდა წნევის დამწევ მეთოდებთან, როგორიცაა ჰიპერვენტილაცია, ერთად.

ბავშვები

ბავშვებში ჩატარებულ ზოგიერთ გამოქვეყნებულ კვლევაში დაფიქსირდა კოგნიტური დეფიციტი ანესთეზიური საშუალებების განმეორებითი ან ხანგრძლივი ზემოქმედების შემდეგ ადრეულ ასაკში. ამ კვლევებს მნიშვნელოვანი შეზღუდვები აქვთ და გაურკვეველია, გამოწვეულია თუ არა დაკვირვებული ეფექტები ანესთეზიური/სედატიური პრეპარატის მიღებით თუ სხვა ფაქტორებით, როგორიცაა ქირურგიული ჩარევა ან თანმხლები დაავადება. გარდა ამისა, უფრო ბოლო დროს გამოქვეყნებულმა რეესტრის კვლევებმა არ დაადასტურა ეს დასკვნები.

ზოგიერთი ანესთეზიური/სედატიური პრეპარატის ცხოველებში ჩატარებული გამოქვეყნებული კვლევებით გამოვლინდა გვერდითი ეფექტები დაკავშირებული ტვინის განვითარებასთან ადრეულ ასაკში (იხილეთ პარაგრაფი 5.3 „პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები“).

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

სევოფლურანის დაბალი ხსნადობა სისხლში უნდა იწვევდეს ალვეოლურ კონცენტრაციებს, რომლებიც სწრაფად იზრდება ინდუქციისას და სწრაფად მცირდება ინჰალაციური საშუალების შეწყვეტის შემდეგ.

ადამიანებში შეწოვილი სევოფლურანის <5% მეტაბოლიზდება. სევოფლურანის სწრაფი და ფართო ფილტვისმიერი ელიმინაცია ამცირებს მეტაბოლიზმისთვის ხელმისაწვდომი ანესთეზიური საშუალების რაოდენობას. სევოფლურანი დეფტორირდება ციტოქრომ p450(CYP)2E1-ის მეშვეობით, რასაც შედეგად მოყვება ჰექსაფტოროიზოპროპანოლის (HFIP) წარმოქმნა არაორგანული ფტორიდის და ნახშირორჟანგის (ან ერთნახშირბადიანი ფრაგმენტის) გამოყოფით. შემდეგ HFIP სწრაფად კონიუგირდება გლუკურონის მჟავასთან და გამოიყოფა შარდით.

სევოფლურანის მეტაბოლიზმი შეიძლება გაძლიერდეს CYP2E1-ის ცნობილი ინდუქტორებით (მაგ., იზონიაზიდი და ალკოჰოლი), მაგრამ ის არ არის ინდუცირებული ბარბიტურატებით.

სევოფლურანის ანესთეზიის დროს და მის შემდეგ შეიძლება აღინიშნოს შრატში არაორგანული ფტორიდის დონის დროებითი მატება. როგორც წესი, არაორგანული ფტორიდის კონცენტრაცია პიკს აღწევს სევოფლურანის ანესთეზიის დასრულებიდან 2 საათის განმავლობაში და 48 საათის განმავლობაში უბრუნდება ოპერაციამდელ დონეს.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · პროდუქტის მახასიათებლები (ექიმისთვის)

სამედიცინო დანიშნულებით სამკურნალო პრეპარატის

გამოყენების ინსტრუქცია

სევობესტი™

  • სამკურნალო პრეპარატის დასახელება

სევოფლურანის საინჰალაციო სითხე – სევობესტი

  • თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

ამ პრეპარატის შემადგენლბაში არ შედის რაიმე დამხმარე ნივთიერება ან გამხსნელი

  • ფარმაცევტული ფორმა

საინჰალაციო სითხე

  • კლინიკური მახასიათებლები
  • 1 სამკურნალო ჩვენებები

სევოფლურანი ნაჩვენებია ზოგადი ანესთეზიის ინდუქციისა და შენარჩუნებისთვის მოზრდილ და პედიატრიულ პაციენტებში სტაციონარული და ამბულატორიული ქირურგიული ჩარევების დროს.

  • 2 პოზოლოგია და პრეპარატის მიღების მეთოდი

პრემედიკაცია უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად პაციენტის საჭიროებიდან გამომდინარე და ანესთეზიოლოგის შეხედულებისამებრ.

ქირურგიული ანესთეზია:

სევოფლურანი უნდა შეიყვანონ ვაპორიზატორის მეშვეობით, რომელიც სპეციალურად დაკალიბრებულია სევოფლურანის გამოსაყენებლად, იმგვარად რომ მიწოდებული კონცენტრაცია ზუსტად კონტროლირდებოდეს. სევოფლურანის მინიმალური ალვეოლური კონცენტრაციის (MAC) მნიშვნელობები ასაკთან და აზოტის ოქსიდის დამატებასთან ერთად მცირდება. ქვემოთ მოცემულ ცხრილში მოწოდებულია MAC-ის საშუალო მნიშვნელობები სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის.

ცხრილი 1: MAC მნიშვნელობები მოზრდილებისა და პედიატრიული პაციენტებისთვის ასაკის მიხედვით

პაციენტის ასაკლი (წლები)

სევოფლურანი ჟანგბადში

სევოფლურანი 65% N2O/35% O2-ში

0 – 1 თვე*

  • 3%
  • 0%**

1 - < 6 თვე

  • 0%

6 თვე - < 3 წელი

  • 8%

3 - 12

  • 5%

25

  • 6%
  • 4%

40

  • 1%
  • 1%

60

  • 7%
  • 9%

80

  • 4%
  • 7%
  • ახალშობილები სრულ გესტაციურ ასაკს აღწევენ. დღენაკლულებში MAC არ არის განსაზღვრული.
  • * 1-დან 3 წლამდე ასაკის პედიატრიულ პაციენტებში გამოიყენეს 60% N2O/40% O2.

ინდუქცია:

დოზირება უნდა იყოს ინდივიდუალური და ტიტრირებული სასურველი ეფექტის მისაღწევად პაციენტის ასაკისა და კლინიკური სტატუსის მიხედვით. შესაძლებელია ხანმოკლე მოქმედების ბარბიტურატის ან სხვა ინტრავენური ინდუქციური საშუალების შეყვანა, რასაც მოჰყვება სევოფლურანის ინჰალაცია. სევოფლურანით ინდუქციის მიღწევა შესაძლებელია ჟანგბადში ან ჟანგბად-აზოტის ოქსიდის ნარევებთან ერთად კომბინაციაში. მოზრდილებში დაახლოებით 5%-იანი სევოფლურანის შესუნთქული კონცენტრაცია, როგორც წესი, ქირურგიულ ანესთეზიას 2 წუთზე ნაკლებ დროში იწვევს. ბავშვებში დაახლოებით 7%-იანი სევოფლურანის შესუნთქული კონცენტრაცია, როგორც წესი, ქირურგიულ ანესთეზიას 2 წუთზე ნაკლებ დროში იწვევს. ალტერნატიულად, პრემედიკაციის გარეშე პაციენტებში ანესთეზიის ინდუქციისთვის, შესაძლებელია გამოიყენონ დაახლოებით 8%-იანი სევოფლურანის შესუნთქული კონცენტრაცია.

შემანარჩუნებელი თერაპია:

ქირურგიული ანესთეზიის დონე შეიძლება შენარჩუნდეს 0.5-3%-იანი სევოფლურანის კონცენტრაციით, აზოტის ოქსიდის თანმხლები გამოყენებით ან მის გარეშე.

გადაუდებელი შემთხვევა:

სევოფლურანის ანესთეზიის შემდეგ გადაუდებელი შემთხვევის დრო, როგორც წესი, ხანმოკლეა. შესაბამისად, პაციენტებს შეიძლება დასჭირდეთ ოპერაციის შემდგომ ადრეულ ეტაპზე ტკივილის მოხსნა.

ხანდაზმული ადამიანები:

MAC მცირდება ასაკის მატებასთან ერთად. სევოფლურანის საშუალო კონცენტრაცია 80 წლის ასაკში MAC-ის მისაღწევად დაახლოებით 20 წლის ასაკის ადამიანისთვის საჭირო კონცენტრაციის 50%-ია.

პედიატრიული პოპულაცია:

ბავშვთა ასაკის მიხედვით MAC მნიშვნელობებისთვის იხილეთ ცხრილი 1.

  • 3 უკუჩვენებები

სევოფლურანი არ უნდა გამოიყენონ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ცნობილი ან საეჭვო მგრძნობელობა სევოფლურანის ან სხვა ჰალოგენირებული ანესთეტიკების მიმართ (მაგალითად, ღვიძლის ფუნქციის დისფუნქციის, ცხელების ან უცნობი მიზეზით ლეიკოციტოზის ისტორია ამ პრეპარატებიდან ერთ-ერთის გამოყენების შემდეგ).

სევოფლურანი ასევე უკუნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ავთვისებიანი ჰიპერთერმიისადმი ცნობილი ან საეჭვო გენეტიკური მგრძნობელობა. სევოფლურანი უკუნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომლებშიც ზოგადი ანესთეზია უკუნაჩვენებია.

  • 4 სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები პრეპარატის გამოყენებისას

სევოფლურანმა შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის დათრგუნვა, რომელიც შეიძლება გაძლიერდეს ნარკოტიკული პრემედიკაციის ან სუნთქვის დათრგუნვის გამომწვევი სხვა საშუალებების მიერ. სუნთქვა უნდა იყოს კონტროლირებადი და საჭიროების შემთხვევაში, საჭიროა დახმარების გაწევა.

სევოფლურანი უნდა შეიყვანონ მხოლოდ იმ პირებმა, რომელბსაც აქვთ ზოგად ანესთეზიის ჩატარებაში გამოცდილება. დაუყოვნებლივ უნდა იყოს ხელმისაწვდომი სასუნთქი გზების გამტარობის შენარჩუნების, ხელოვნური ვენტილაციის, ჟანგბადით გამდიდრების და ცირკულარული რეანიმაციის საშუალებები.

ვაპორიზატორიდან შეყვანილი სევოფლურანის კონცენტრაცია ზუსტად უნდა იყოს ცნობილი. რადგან აქროლადი ანესთეზიური საშუალებები განსხვავდება ფიზიკური თვისებებით, საჭიროა გამოიყენონ მხოლოდ სპეციალურად სევოფლურანისთვის დაკალიბრებული ვაპორიზატორები. ზოგადი ანესთეზიის ჩატარება უნდა მოხდეს ინდივიდუალურად, პაციენტის პასუხის შესაბამისად. ჰიპოტენზია და სუნთქვის დათრგუნვა ძლიერდება ანესთეზიის გაღრმავებასთან ერთად.

ავთვისებიანი ჰიპერთერმია

მგრძნობიარე პირებში, ძლიერმა ინჰალაციურმა ანესთეზიურმა საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიოს ჩონჩხის კუნთების ჰიპერმეტაბოლური მდგომარეობა, რასაც შედეგად მოსდევს ჟანგბადზე მაღალ მოთხოვნილება და კლინიკურ სინდრომი, ცნობილი როგორც ავთვისებიანი ჰიპერთერმია. კლინიკურ სინდრომს ჰიპერკაპნია ახასიათებს და შეიძლება მოიცავდეს კუნთების რიგიდობას, ტაქიკარდიას, ტაქიპნოეს, ციანოზს, არითმიებს და/ან არასტაბილურ არტერიულ წნევას. ზოგიერთი ეს არასპეციფიკური ნიშანი შეიძლება ასევე გამოვლინდეს მსუბუქი ანესთეზიის, მწვავე ჰიპოქსიის, ჰიპერკაპნიის და ჰიპოვოლემიის დროს.

კლინიკურ კვლევებში აღწერილია ავთვისებიანი ჰიპერთერმიის ერთი შემთხვევა. გარდა ამისა, არსებობს პოსტმარკეტინგული ანგარიშები ავთვისებიანი ჰიპერთერმიის შესახებ. ზოგიერთი ასეთი შემთხვევა ლეტალური იყო.

მკურნალობა მოიცავს ტრიგერის გამომწვევი საშუალებების (მაგ., სევოფლურანის) შეწყვეტას, დანტროლენის ნატრიუმის ინტრავენურ შეყვანას (პაციენტის მართვის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ინტრავენური დანტროლენის ნატრიუმის გამოყენების ინსტრუქცია) და მხარდამჭერი თერაპიის გამოყენებას. ასეთი თერაპია მოიცავს სხეულის ტემპერატურის ნორმალურ დონეზე აღდგენის ენერგიულ ძალისხმევას, სუნთქვისა და სისხლის მიმოქცევის მხარდაჭერას ჩვენებების მიხედვით, და ელექტროლიტურ-სითხე-მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევების მართვას. თირკმლის უკმარისობა შეიძლება მოგვიანებით გამოვლინდეს და საჭიროა შარდის ნაკადის მონიტორინგი და მისი შენარჩუნება, თუ ეს შესაძლებელია.

პერიოპერაციული ჰიპერკალიემია

საინჰალაციო ანესთეზიური საშუალებების გამოყენება დაკავშირებულია შრატში კალიუმის დონის იშვიათ მატებასთან, რამაც გამოიწვია გულის არითმიები და სიკვდილი პედიატრიულ პაციენტებში ოპერაციის შემდგომ პერიოდში. პაციენტები, რომლებსაც აქვთ ლატენტური, ასევე გამოხატული ნერვ-კუნთოვანი დაავადება, განსაკუთრებით დიუშენის კუნთოვანი დისტროფია, ყველაზე მოწყვლადი არიან. სუქცინილქოლინის ერთდროული გამოყენება ასოცირებულია ამ შემთხვევების უმეტესობასთან, მაგრამ არა ყველასთან. ამ პაციენტებს ასევე აღენიშნებოდათ შრატში კრეატინკინაზას დონის მნიშვნელოვანი მატება და ზოგიერთ შემთხვევაში, შარდში ცვლილებები, რომელიც მიოგლობინურიის შესაბამისია. ავთვისებიანი ჰიპერთერმიასთან მსგავსების მიუხედავად, ამ პაციენტებიდან არცერთს არ აღენიშნებოდა კუნთების რიგიდობის ან ჰიპერმეტაბოლური მდგომარეობის ნიშნები ან სიმპტომები. რეკომენდებულია ჰიპერკალიემიისა და რეზისტენტული არითმიების სამკურნალოდ ადრეული და აგრესიული ჩარევა, ისევე როგორც ლატენტური ნერვ-კუნთოვანი დაავადების შემდგომი შეფასება. მიღებულია QT ინტერვალის გახანგრძლივების ცალკეული შემთხვევები, რაც ძალიან იშვიათად ასოცირდება torsade de pointes-თან (გამონაკლის შემთხვევებში, ფატალური შედეგით). საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა სევოფლურანის დანიშვნისას მგრძნობიარე პაციენტებში.

პომპეს დაავადების მქონე პედიატრიულ პაციენტებში პარკუჭოვანი არითმიის იზოლირებული შემთხვევები დაფიქსირდა.

საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა ზოგადი ანესთეზიის, მათ შორის სევოფლურანის, შეყვანისას მიტოქონდრიული დარღვევების მქონე პაციენტებში.

ღვიძლთან დაკავშირებული

პოსტმარკეტინგული გამოცდილებიდან აღინიშნა ოპერაციის შემდგომი ღვიძლის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისფუნქციის ან ჰეპატიტის ძალიან იშვიათი შემთხვევები სიყვითლით ან მის გარეშე.

სევოფლურანის გამოყენებისას ღვიძლის ძირითადი დაავადების მქონე პაციენტებში ან ღვიძლის დისფუნქციის გამომწვევი პრეპარატებით მკურნალობისას (იხილეთ პარაგრაფი 4.8), საჭიროა კლინიკური შეფასების ჩატარება.

პაციენტებს, რომლებიც შედარებით მოკლე ინტერვალში განმეორებით იღებდნენ ჰალოგენირებულ ნახშირწყალბადებს, მათ შორის სევოფლურანს, შესაძლოა ჰქონდეთ ღვიძლის დაზიანების მომატებული რისკი.

ზოგადი

ანესთეზიის შენარჩუნების დროს სევოფლურანის კონცენტრაციის გაზრდა იწვევს არტერიული წნევის დოზადამოკიდებულ შემცირებას. არტერიული წნევის ჭარბი შემცირება შეიძლება დაკავშირებული იყოს ანესთეზიის სიღრმესთან და ასეთ შემთხვევებში შესაძლებელია მისი კორექცია სევოფლურანის შესუნთქული კონცენტრაციის შემცირების გზით.

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო დოზის შერჩევისას იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ ჰიპოვოლემია, ჰიპოტენზია ან სხვა ჰემოდინამიკური დარღვევები, მაგალითად, თანმხლები მედიკამენტების გამო.

როგორც ყველა ანესთეზიური საშუალების შემთხვევაში, ჰემოდინამიკური სტაბილურობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია გულის კორონარული არტერიის დაავადების მქონე პაციენტებში მიოკარდიუმის იშემიის თავიდან ასაცილებლად.

სამეანო ანესთეზიის დროს სევოფლურანის გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა, რადგან საშვილოსნოზე მომადუნებელმა ეფექტმა შეიძლება გაზარდოს საშვილოსნოდან სისხლდენის რისკი (იხილეთ პარაგრაფი 4.6).

ზოგადი ანესთეზიიდან გამოსვლის პროცესი სიფრთხილით უნდა შეფასდეს პაციენტის პოსოპერაციული ოთახიდან გაყვანამდე. სევოფლურანის გამოყენებისას, როგორც წესი, შეინიშნება ანესთეზიიდან სწრაფი გამოსვლა, ამ მიზეზის გამო, შესაძლებელია საჭირო გახდეს პოსტოპერაციული ტკივილის ადრეულ ეტაპზე მოხსნა. მიუხედავად იმისა, რომ სევოფლურანის მიღების შემდეგ გონების აღდგენა, როგორც წესი, რამდენიმე წუთში ხდება, ანესთეზიიდან ორი ან სამი დღის განმავლობაში ინტელექტუალურ ფუნქციაზე მისი გავლენა არ არის შესწავლილი. სხვა ანესთეზიური საშუალებების მსგავსად, განწყობაზე მცირე ცვლილებები შეიძლება გაგრძელდეს მიღებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში (იხილეთ პარაგრაფი 4.7). ბავშვებში სწრაფი გამოღვიძება შეიძლება ასოცირებული იყოს აგზნებასთან და თანამშრომლობის ნაკლებობასთან (შემთხვევათა დაახლოებით 25%-ში).

გამომშრალი CO2 აბსორბენტებით ჩანაცვლება:

სევოფლურანის გამოყენებისას გამომშრალ CO2 აბსორბენტთან, განსაკუთრებით კალიუმის ჰიდროქსიდის შემცველ პრეპარატებთან (მაგ. ბარალიმის) ერთად ანესთეზიის აპარატში ძლიერი სიცხის, კვამლის და/ან სპონტანური ცეცხლის იშვიათი შემთხვევები დაფიქსირდა. ორთქლის პარამეტრებთან შედარებით, ჩასუნთქული სევოფლურანის კონცენტრაციის უჩვეულოდ დაგვიანებული მატება ან მოულოდნელი კლება შეიძლება დაკავშირებული იყოს CO2 აბსორბენტის ცილინდრის ჭარბ გაცხელებასთან.

CO2 აბსორბენტის გამოშრობისას, მაგალითად, CO2 აბსორბენტის ცილინდრში მშრალი აირის ხანგრძლივი ნაკადის შემდეგ, შეიძლება მივიღოთ ეგზოთერმული რეაქცია, სევოფლურანის გაძლიერებული დაშლა და დაშლის პროდუქტების წარმოქმნა. სევოფლურანის დამშლელი საშუალებები (მეთანოლი, ფორმალდეჰიდი, ნახშირბადის მონოქსიდი და ნაერთები A, B, C და D) აღმოჩნდა ექსპერიმენტული ანესთეზიის აპარატის სასუნთქ წრედში, გამომშრალი CO2 აბსორბენტების გამოყენების დროს და სევოფლურანის მაქსიმალური კონცენტრაციისას (8%) ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში (≥ 2 საათზე). ანესთეზიის სასუნთქ წრედში (ნატრიუმის ჰიდროქსიდის შემცველი აბსორბენტების გამოყენებით) აღმოჩენილი ფორმალდეჰიდის კონცენტრაციები შეესაბამებოდა იმ დონეებს, რომლებიც, ცნობილია რომ იწვევს სასუნთქი გზების მსუბუქ გაღიზიანებას. ამ ექსტრემალური ექსპერიმენტული მოდელის ფარგლებში დაფიქსირებული დამშლელი საშუალებების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია.

თუ ჯანდაცვის სპეციალისტი ეჭვობს, რომ CO2 აბსორბენტი გამოშრა, ის უნდა ჩანაცვლდეს აქროლადი ანესთეზიური საშუალებების (მაგალითად, სევოფლურანის) შემდგომ გამოყენებამდე. საჭიროა იმის გათვალისწინება, რომ ფერის ინდიკატორი გამოშრობის შემდეგ ყოველთვის არ იცვლება. შესაბამისად, ფერის მნიშვნელოვანი ცვლილების არარსებობა არ უნდა მიიჩნიონ ადეკვატური ჰიდრატაციის გარანტიად. CO2 აბსორბენტები რეგულარულად უნდა ჩანაცვლდეს ფერის ინდიკატორის მდგომარეობის მიუხედავად.

თირკმლის დისფუნქცია:

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტების მცირე რაოდენობის გამო (შრატში კრეატინინის საწყისი დონე 1.5 მგ/დლ-ზე მეტია), სევოფლურანის ამ ჯგუფში მიღების უსაფრთხოება სრულად დადგენილი არ არის. აქედან გამომდინარე, სევოფლურანი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

ვირთხებში ჩატარებულ ზოგიერთ კვლევაში ნეფროტოქსიკურობა გამოვლინდა ცხოველებში, რომლებიც A ნაერთის (პენტაფლუოროიზოპროპენილ ფტორმეთილის ეთერი (PIFE)) ისეთ დონეს იღებდნენ, რომელიც უფრო მაღალი იყო ჩვეულებრივ კლინიკურ პრაქტიკაში დაფიქსირებულ დონესთან შედარებით. ვირთხებში ამ თირკმლის ტოქსიკურობის მექანიზმი უცნობია და მისი რელევანტურობა ადამიანზე დადგენილი არ არის. (დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ პარაგრაფი 5.3, პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები.)

ნეიროქირურგია და ნეიროკუნთოვანი დისფუნქცია:

რომლებსაც აქვთ ქალასშიდა წნევის მატების რისკის მქონე პაციენტებში, სევოფლურანი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ქალასშიდა წნევის დამწევ მეთოდებთან (მაგ., ჰიპერვენტილაცია) ერთად კომბინაციაში.

კრუნჩხვები:

სევოფლურანის გამოყენებასთან დაკავშირებით კრუნჩხვების იშვიათი შემთხვევები დაფიქსირდა.

სევოფლურანის გამოყენება დაკავშირებულია კრუნჩხვებთან ბავშვებსა და ახალგაზრდებში, ასევე ხანდაზმულებში, წინასწარგანწყობის რისკ-ფაქტორების არსებობისას ან მათ გარეშე. სევოფლურანის გამოყენებამდე კრუნჩხვების რისკის მქონე პაციენტებში აუცილებელია კლინიკური შეფასების ჩატარება. ბავშვებში ანესთეზიის სიღრმე უნდა იყოს შეზღუდული. ელექტროენცეფალოგრამამ შესაძლოა სევოფლურანის დოზის ოპტიმიზაციის საშუალება მოგვცეს და კრუნჩხვითი აქტივობის განვითარების თავიდან აცილებაში დაგვეხმაროს კრუნჩხვებისადმი მიდრეკილ პაციენტებში (იხილეთ პარაგარფი 4.4 „პედიატრიული პოპულაცია“).

პედიატრიული პოპულაცია:

სევოფლურანის გამოყენება ასოცირდება კრუნჩხვებთან. ბევრი გამოვლინდა ბავშვებსა და ახალგაზრდებში დაწყებული 2 თვის ასაკიდან, რომელთა უმეტესობას არ ჰქონდა წინასწარგანწყობის რისკ-ფაქტორები. სევოფლურანის გამოყენებისას პაციენტებში, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ კრუნჩხვების რისკი, უნდა ჩატარდეს კლინიკური შეფასება (იხილეთ პარაგრაფი 4.4 „კრუნჩხვები“).

ბავშვებში დაფიქსირდა დისტონიური მოძრაობები (იხიელთ პარაგრაფი 4.8).

  • 5 წამალთაშორისი ურთიერთქმედება და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

სევოფლურანის ანესთეზიის დროს სიფრთხილით უნდა გამოიყენონ ბეტა-სიმპათომიმეტიკური საშუალებები, როგორიცაა იზოპრენალინი, და ალფა- და ბეტა-სიმპათომიმეტიკური საშუალებები, როგორიცაა ეპინეფრინი და ნორეპინეფრინი, პარკუჭოვანი არითმიის პოტენციური რისკის გამო.

არასელექციური MAO ინჰიბიტორები: ოპერაციის დროს კრიზის რისკი. ზოგადად რეკომენდებულია მკურნალობის შეწყვეტა ოპერაციამდე 2 კვირით ადრე.

სევოფლურანმა შეიძლება გამოიწვიოს გამოხატული ჰიპოტენზია კალციუმის ანტაგონისტებით, კერძოდ, დიჰიდროპირიდინის წარმოებულებით ნამკურნალებ პაციენტებში.

საჭირო სიფრთხილის გამოჩენა კალციუმის ანტაგონისტების ინჰალაციურ ანესთეზიურ საშუალებებთან ერთად გამოყენებისას, დამატებითი უარყოფითი ინოტროპული ეფექტის განვითარების რისკის გამო.

სუქცინილქოლინის ინჰალაციურ ანესთეზიურ საშუალებებთან ერთად გამოყენება იშვიათ შემთხვევებში ასოცირდება შრატში კალიუმის დონის მატებასთან, რამაც გამოიწვია გულის არითმიები და სიკვდილი პედიატრიულ პაციენტებში ოპერაციის შემდგომ პერიოდში.

სევოფლურანი უსაფრთხო და ეფექტურია ქირურგიულ სიტუაციებში ხშირად გამოყენებულ ფართო სპექტრის პრეპარატებთან ერთად კომბინაციაში, როგორიცაა ცენტრალური ნერვული სისტემის პრეპარატები, ავტონომიური პრეპარატები, ჩონჩხის კუნთების რელაქსანტები, ანტიინფექციური საშუალებები, მათ შორის ამინოგლიკოზიდები, ჰორმონები და მათი სინთეზური შემცვლელები, სისხლის წარმოებულები და გულ-სისხლძარღვთა პრეპარატები, მათ შორის ეპინეფრინი.

ეპინეფრინი/ადრენალინი

სევოფლურანი იზოფლურანის მსგავსია მიოკარდიუმის სენსიბილიზაციის თვალსაზრისით ეგზოგენურად შეყვანილი ადრენალინის არითმოგენური ეფექტის მხრივ.

არაპირდაპირი მოქმედების სიმპათომიმეტიკური საშუალებები

სევოფლურანისა და არაპირდაპირი მოქმედების სიმპათომიმეტიკების (ამფეტამინები, ეფედრინი) ერთდროული გამოყენებისას არსებობს მწვავე ჰიპერტენზიული ეპიზოდის რისკი.

ბეტა-ბლოკატორები

სევოფლურანმა შეიძლება გააძლიეროს ბეტა-ბლოკატორების უარყოფითი ინოტროპული, ქრონოტროპული და დრომოტროპული ეფექტები (გულ-სისხლძარღვთა კომპენსატორული მექანიზმების ბლოკირებით).

ვერაპამილი

ვერაპამილისა და სევოფლურანის ერთდროულად მიღებისას დაფიქსირდა ატრიოვენტრიკულური გამტარობის დარღვევა.

CYP2E1-ის ინდუქტორები

სამკურნალო პრეპარატებმა და ნაერთებმა, რომლებიც ზრდიან ციტოქრომ P450 იზოენზიმ CYP2E1-ის აქტივობას, როგორიცაა იზონიაზიდი და ალკოჰოლი, შეიძლება გააძლიეროს სევოფლურანის მეტაბოლიზმი და გამოიწვიოს პლაზმაში ფტორიდის კონცენტრაციის მნიშვნელოვანი ზრდა. სევოფლურანისა და იზონიაზიდის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს იზონიაზიდის ჰეპატოტოქსიური ეფექტები.

კრაზანა

ჰალოგენირებული ინჰალაციური ანესთეტიკების გამოყენებისას პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივად იღებდნენ კრაზანას შემცველ საშუალებებს, დაფიქსირდა მძიმე ჰიპოტენზია და ანესთეზიიდან გამოსვლის დაგვიანება.

ბარბიტურატები

სევოფლურანის მიღება თავსებადია ქირურგიულ პრაქტიკაში ფართოდ გამოყენებულ ბარბიტურატებთან.

ბენზოდიაზეპინები და ოპიოიდები

ბენზოდიაზეპინები და ოპიოიდები, სავარაუდოდ, სევოფლურანის MAC-ს ამცირებენ ისევე, როგორც სხვა ინჰალაციური ანესთეტიზიური საშუალებები. სევოფლურანის მიღება შეთავსებადია ქირურგიულ პრაქტიკაში ხშირად გამოყენებულ ბენზოდიაზეპინებთან და ოპიოიდებთან.

ოპიოიდებმა, როგორიცაა ალფენტანილი და სუფენტანილი, სევოფლურანთან ერთად მიღებისას, შეიძლება გამოიწვიოს გულისცემის, არტერიული წნევის და სუნთქვის სინერგიული შემცირება.

აზოტის ოქსიდი

სხვა ჰალოგენირებული აქროლადი ანესთეტიკების მსგავსად, სევოფლურანის MAC მცირდება აზოტის ოქსიდთან ერთად მიღებისას. MAC ექვივალენტი მცირდება დაახლოებით 50%-ით მოზრდილებში და დაახლოებით 25%-ით პედიატრიულ პაციენტებში (იხილეთ პარაგრაფი 4.2 „შემანარჩუნებელი თერაპია“).

ნეირომუსკულური ბლოკატორები

სხვა ინჰალაციური ანესთეზიური საშუალებების მსგავსად, სევოფლურანი უარყოფით გავლენას ახდენს არადეპოლარიზებადი მიორელაქსანტებით გამოწვეული ნერვ-კუნთოვანი ბლოკადის ინტენსივობასა და ხანგრძლივობაზე. ალფენტანილ-N2O ანესთეზიის დამატებით გამოყენებისას, სევოფლურანი აძლიერებს პანკურონიუმით, ვეკურონიუმით ან ატრაკურიუმით გამოწვეულ ნერვ-კუნთოვან ბლოკადას.

სევოფლურანთან ერთად მიღებისას ამ მიორელაქსანტების დოზის კორექცია იზოფლურანის დოზის კორექციის მსგავსია. სევოფლურანის გავლენა სუქცინილქოლინზე და დეპოლარიზებად ნერვ-კუნთოვანი ბლოკადის ხანგრძლივობაზე შესწავლილი არ არის.

ანესთეზიის ინდუქციის დროს ნეირომუსკულური ბლოკატორების დოზის შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს ენდოტრაქეული ინტუბაციისთვის შესაფერისი პირობების დაგვიანებული დაწყება ან კუნთების არასაკმარისი რელაქსაცია, რადგან ნეირომუსკულური ბლოკატორების გაძლიერება აღინიშნება სევოფლურანის მიღების დაწყებიდან რამდენიმე წუთში.

არადეპოლარიზებადი საშუალებებიდან შესწავლილია ვეკურონიუმის, პანკურონიუმის და ატრაკურიუმის ურთიერთქმედება. კონკრეტული მითითებების არარსებობის შემთხვევაში: (1) ენდოტრაქეული ინტუბაციის დროს არ შეამციროთ არადეპოლარიზებადი მიორელაქსანტების დოზა; და, (2) ანესთეზიის შენარჩუნების დროს, არადეპოლარიზებადი მიორელაქსანტების დოზა, სავარაუდოდ, შემცირდება N2O/ოპიოიდური ანესთეზიის დროს მიორელაქსანტების დოზასთან შედარებით. მიორელაქსანტების დამატებითი დოზების მიღება უნდა მოხდეს ნერვული სტიმულაციის რეაქციის მიხედვით.

როგორც სხვა საშუალებების შემთხვევაში, ინტრავენური ანესთეზიური საშუალების, მაგალითად, პროპოფოლის გამოყენების შემდეგ შეიძლება საჭირო გახდეს სევოფლურანის უფრო დაბალი კონცენტრაციის გამოყენება.

CYP 2E1-ის აქტივობის გაზრდის შემდეგ დაფიქსირდა პლაზმაში ფტორიდის კონცენტრაციის მნიშვნელოვანი ზრდა.

  • 6 ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

სევოფლურანს აქვს საშვილოსნოს რელაქსაციური ეფექტი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საშვილოსნოს სისხლდენის მატება, რაც აღინიშნა სევოფლურანის კვლევაში ორსულობის შეწყვეტის დროს. მშობიარობის დროს გამოყენება შემოიფარგლება საკეისრო კვეთის ერთი მცირე კვლევით.

ცხოველებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა (იხილეთ პარაგრაფი 5.3).

ორსულ ქალებში ადეკვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევები არ არსებობს; შესაბამსიად, სევოფლურანი ორსულობის დროს უნდა გამოიყენონ მხოლოდ აშკარა საჭიროების შემთხვევაში.

მშობიარობა

კლინიკურ კვლევაში დადასტურდა სევოფლურანის უსაფრთხოება დედებისა და ჩვილებისთვის, როდესაც ის გამოიყენება ანესთეზიისთვის საკეისრო კვეთის დროს. სევოფლურანის უსაფრთხოება მშობიარობისა და ვაგინალური მშობიარობის დროს არ არის დადასტურებული.

ძუძუთი კვება

ცნობილი არ არის, გამოიყოფა თუ არა სევოფლურანი ან მისი მეტაბოლიტები დედის რძეში. დოკუმენტირებული გამოცდილების არარსებობის გამო, ქალებს უნდა ურჩიონ, სევოფლურანის მიღებიდან 48 საათის განმავლობაში თავი შეიკავონ ძუძუთი კვებისგან და ამ პერიოდში გამოყოფილი რძე გაანადგურონ.

ფერტილობა

ვირთხებში ჩატარებულმა ფერტილობის კვლევამ სევოფლურანის გამო ფერტილობის დარღვევის ნიშნები არ გამოავლინა (იხილეთ პარაგრაფი 5.3).

  • 7 ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე გავლენა

როგორც სხვა სამკურნალო საშუალებების შემთხვევაში, პაციენტებს უნდა ეცნობოთ, რომ ზოგადი ანესთეზიის შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში შეიძლება დაქვეითდეს ისეთი აქტივობების შესრულება, რომლებიც მოითხოვს გონებრივ კონცენტარციას, როგორიცაა ავტომობილის ან სახიფათო მექანიზმების მართვა (იხილეთ პარაგრაფი 4.4).

სევოფლურანის ანესთეზიის შემდეგ პაციენტებს არ უნდა მიეცეთ ავტომობილის მართვის უფლება შესაბამისი პერიოდის განმავლობაში.

  • 8 არასასურველი ეფექტები

უსაფრთხოების პროფილის შეჯამება

ყველა ძლიერი ინჰალაციური ანესთეზიური საშუალების მსგავსად, სევოფლურანმა შეიძლება გამოიწვიოს დოზადამოკიდებული კარდიორესპირატორული დათრგუნვა. გვერდითი რეაქციების უმეტესობა მსუბუქიდან საშუალო სიმძიმისაა და ხანგრძლივობით გარდამავალია. გულისრევა, ღებინება და დელირიუმი ხშირად აღინიშნება პოსტოპერაციულ პერიოდში, მსგავსი სიხშირით, როგორიც გხვდება სხვა ინჰალაციური ანესთეზიური საშუალებების შემთხვევაში. ეს ეფექტები ქირურგიული ჩარევისა და ზოგადი ანესთეზიის ხშირი ნარჩენი მოვლენებია, რომლებიც შეიძლება გამოწვეული იყოს ინჰალაციური ანესთეზიური საშუალებით, ოპერაციის დროს ან ოპერაციის შემდგომ პერიოდში შეყვანილი სხვა საშუალებებით და პაციენტის ქირურგიულ პროცედურაზე პასუხით.

ყველაზე ხშირად აღწერილი გვერდითი რეაქციები იყო შემდეგი: მოზრდილ პაციენტებში: ჰიპოტენზია, გულისრევა და ღებინება; ხანდაზმულ პაციენტებში: ბრადიკარდია, ჰიპოტენზია და გულისრევა; და პედიატრიულ პაციენტებში: აგზნება, ხველა, ღებინება და გულისრევა.

გვერდითი რეაქციების ცხრილის სახით შეჯამება

კლინიკური კვლევებიდან და პოსტმარკეტინგული გამოცდილებიდან სევოფლურანთან დაკავშირებული ყველა გვერდითი რეაქცია წარმოდგენილია შემდეგ ცხრილში MedDRA ორგანოთა სისტემის კლასის, სასურველი ტერმინისა და სიხშირის მიხედვით. გამოყენებულია შემდეგი სიხშირის კატეგორიები: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥ 1/100, <1/10); ნაკლებად ხშირი (≥ 1/1,000, <1/100); იშვიათი (≥ 1/10,000, <1/1,000); ძალიან იშვიათი (<1/10,000), ცალკეული შემთხვევების ჩათვლით. პოსტმარკეტინგული გვერდითი რეაქციები ნებაყოფლობით არის მოხსენებული მოსახლეეობის მხრიდან, რომლის ექსპოზიციის მაჩვენებელი უცნობია. შესაბამისად, გვერდითი მოვლენების რეალური სიხშირის შეფასება შეუძლებელია და სიხშირე „უცნობია“. კლინიკურ კვლევებში სევოფლურანის მიმღებ პაციენტებში გვერდითი რეაქციების ტიპი, სიმძიმე და სიხშირე დარდებოდა შესადარებელი პრეპარატის მიმღებ პაციენტებში გამოვლენილ გვერდითი რეაქციებს.

კლინიკური კვლევებიდან და პოსტმარკეტინგული გამოცდილებიდან მიღებული გვერდითი რეაქციების მონაცემები

სევოფლურანის კლინიკურ კვლევებსა და პოსტმარკეტინგული გამოცდილების შედეგად მიღებული ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქციების შეჯამება

ორგანოთა სისტემის კლასი

სიხშირე

გვერდითი რეაქციები

იმუნური სისტემის დარღვევები

უცნობი

ანაფილაქსიური რეაქცია 1

ანაფილაქტოიდური რეაქცია

ჰიპერმგრძნობელობა 1

სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები

ნაკლებად ხშირი

ლეიკოპენია

ლეიკოციტოზი

ფსიქიატრიული დარღვევები

ძალიან ხშირი

ნაკლებად ხშირი

აგზნება

კონფუზიის მდგომარეობა

ნერვული სისტემის დარღვევები

ხშირი

უცნობი

ძილიანობა

თავბრუსხვევა

თავის ტკივილი

კრუნჩხვები 2, 3

დისტონია

გულის დარღვევები

ძალიან ხშირი

ხშირი

ნაკლებად ხშირი

უცნობი

ბრადიკარდია

ტაქიკარდია

სრული ატრიოვენტრიკულური ბლოკადა

წინაგულების ფიბრილაცია

არითმია

პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია

სუპრავენტრიკულური ექსტრასისტოლია

ექსტრასისტოლია

გულის გაჩერება 4

QT ინტერვალის გახანგრძლივება, დაკავშირებული Torsade-თან

სისხლძარღვოვანი დარღვევები

ძალიან ხშირი

ხშირი

ჰიპოტენზია

ჰიპერტენზია

სასუნთქი გზების, გულმკერდის და შუასაყრის დარღვევები

ძალიან ხშირი

ხშირი

ნაკლებად ხშირი

უცნობი

ხველა

სასუნთქი სისტემის დარღვევა

ლარინგოსპაზმი

აპნოე

ჰიპოქსია

ასთმა

ბრონქოსპაზმი

ქოშინი 1

ხიხინი 1

ფილტვის შეშუპება

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

ძალიან ხშირი

ხშირი

გულისრევა

ღებინება

ნერწყვის ჰიპერსეკრეცია

თირკმლის და საშარდე გზების დარღვევები

ნაკლებად ხშირი

უცნობი

შარდის შეკავება

გლუკოზურია

თირკმლის მწვავე უკმარისობა

ჰეპატო-ბილიარული დარღვევები

უცნობი

ჰეპატიტი 1, 2

ღვიძლის უკმარისობა 1, 2

ღვიძლის ნეკროზი 1, 2

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

უცნობი

კონტაქტური დერმატიტი 1

ქავილი

გამონაყარი 1

სახის შეშუპება 1

ჭინჭრის ციება

კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები

უცნობი

კუნთების კანკალი

ზოგადი დარღვევები და პრეპარატის შეყვანის ადგილას მდგომარეობა

ხშირი

უცნობი

შემცივნება პირექსია

ჰიპოთერმია

დისკომფორტი გულმკერდის არეში 1

ავთვისებიანი ჰიპერთერმია 1, 2

გამოკვლევები

ხშირი

ნაკლებად ხშირი

სისხლში გლუკოზის ნორმიდან გადახრილი მაჩვენებლები

ღვიძლის ფუნქციური ტესტის ნორმიდან გადახრილი მაჩვენებლები 5

ნორმიდან გადახრილი ლეიკოციტების რაოდენობა

ასპარტატ-ამინოტრანსფერაზას მატება სისხლში ფტორიდის მატება 6

ალანინ-ამინოტრანსფერაზას მატება

სისხლში კრეატინინის მატება

სისხლში ლაქტატ-დეჰიდროგენაზას მატება

დაზიანება, მოწამვლა და პროცედურული გართულებები

ხშირი

ჰიპოთერმია

1 იხილეთ პარაგრაფი 4.8 „შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერა“.

2 იხილეთ პარაგრაფი 4.4.

3 იხილეთ პარაგრაფი 4.8 „პედიატრიული პოპულაცია“.

4 სევოფლურანის გამოყენების ფონზე გულის გაჩერების ძალიან იშვიათი პოსტმარკეტინგული შემთხვევები დაფიქსირდა.

5 სევოფლურანის და შესადარებელი პრეპარატების გამოყენებისას ღვიძლის ფუნქციური ტესტების გარდამავალი ცვლილებების შემთხვევები დაფიქსირდა.

6 სევოფლურანის ანესთეზიის დროს და მის შემდეგ შეიძლება აღინიშნოს შრატში არაორგანული ფტორიდის დონის გარდამავალი მატება. იხილეთ შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერა ქვემოთ.

შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერა

სევოფლურანის ანესთეზიის დროს და მის შემდეგ შეიძლება აღინიშნოს შრატში არაორგანული ფტორიდის დონის დროებითი მატება. არაორგანული ფტორიდის კონცენტრაცია, როგორც წესი, პიკს აღწევს სევოფლურანის ანესთეზიის დასრულებიდან ორი საათის განმავლობაში და 48 საათის განმავლობაში უბრუნდება ოპერაციამდელ დონეს. კლინიკურ კვლევებში ფტორიდის მომატებული კონცენტრაცია არ იყო დაკავშირებული თირკმლის ფუნქციის დარღვევასთან.

არსებობს პოსტოპერაციული ჰეპატიტის იშვიათი შემთხვევები. გარდა ამისა, არსებობს ღვიძლის უკმარისობისა და ღვიძლის ნეკროზის იშვიათი შემთხვევები, რომლებიც დაკავშირებულია ძლიერი აქროლადი ანესთეტიკური საშუალებების, მათ შორის სევოფლურანის, გამოყენებასთან. თუმცა, სევოფლურანის ფაქტობრივი შემთხვევების და ამ მოვლენებთან კავშირის დადგენა დანამდვილებით შეუძლებელია (იხილეთ პარაგრაფი 4.4).

გამოვლინდა ჰიპერმგრძნობელობის იშვიათი შემთხვევები (მათ შორის კონტაქტური დერმატიტი, გამონაყარი, ქოშინი, ხიხინი, დისკომფორტი გულმკერდის არეში, სახის შეშუპება ან ანაფილაქსიური რეაქცია), განსაკუთრებით ინჰალაციური ანესთეტიკების, მათ შორის სევოფლურანის, ხანგრძლივი პროფესიული ზემოქმედების დროს.

მგრძნობიარე პირებში, ძლიერმა ინჰალაციურმა ანესთეტიკებმა შეიძლება გამოიწვიონ ჩონჩხის კუნთების ჰიპერმეტაბოლური მდგომარეობა, რაც იწვევს ჟანგბადზე მაღალ მოთხოვნას და კლინიკურ სინდრომს, რომელიც ცნობილია როგორც ავთვისებიანი ჰიპერთერმია (იხილეთ პარაგრაფი 4.4).

პედიატრიული პოპულაცია

სევოფლურანის გამოყენება დაკავშირებულია კრუნჩხვებთან. ამ შემთხვევების უმეტესობა აღინიშნა ბავშვებსა და ახალგაზრდებში დაწყებული 2 თვის ასაკიდან, რომელთა უმეტესობას არ ჰქონდა წინასწარგანწყობის რისკ-ფაქტორები. სევოფლურანის გამოყენებისას პაციენტებში, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ კრუნჩხვების რისკი, უნდა ჩატარდეს კლინიკური შეფასება (იხილეთ პარაგრაფი 4.4).

საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება

სამკურნალო პრეპარატის ავტორიზაციის შემდეგ საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება მნიშვნელოვანია. ეს სამკურნალო პრეპარატის სარგებლისა და რისკის ბალანსის მონიტორინგის გაგრძელების საშუალებას იძლევა. ჯანდაცვის სპეციალისტებს სთოხვენ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ შეტყობინება გააგზავნონ ვებგვერდის მეშვეობით: [email protected]

  • 9 ზედოზირება

ზედოზირების შემთხვევაში, უნდა მიიღონ შემდეგი ზომები: შეწყდეს პრეპარატის მიღება, უზრუნველყოფილი იყოს სასუნთქი გზების გამტარობა და დაიწყოს დამხმარე ან კონტროლირებადი ვენტილაცია სუფთა ჟანგბადით და შენარჩუნდეს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ადეკვატური ფუნქცია.

  • ფარმაკოლოგიური თვისებები
  • 1 ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ზოგადი ანესთეზიური საშუალებები - ათქ კოდი: N01AB08

სევოფლურანის კლინიკური ეფექტების ცვლილებები სწრაფად მოჰყვება შესუნთქული კონცენტრაციის მხრივ ცვლილებებს.

გულსისხლძარღვთა ეფექტები

ყველა სხვა ინჰალაციური საშუალების მსგავსად, სევოფლურანი დოზადამოკიდებულად თრგუნავს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციას. ერთ-ერთ კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდნენ მოხალისეები, სევოფლურანის კონცენტრაციის მატებამ გამოიწვია საშუალო არტერიული წნევის შემცირება, მაგრამ გულისცემის ცვლილება არ დაფიქსირებულა. ამ კვლევაში სევოფლურანმა არ შეცვალა პლაზმაში ნორადრენალინის კონცენტრაცია.

ნერვული სისტემის ეფექტები

კლინიკური განვითარების პროგრამის დროს კრუნჩხვების ნიშნები არ დაფიქსირებულა.

ნორმალური ქალასშიდა წნევის (ICP) მქონე პაციენტებში სევოფლურანს მინიმალური გავლენა ჰქონდა ქალასშიდა წნევაზე და შეინარჩუნა CO2-ზე საპასუხო რეაქცია. სევოფლურანის უსაფრთხოება მომატებული ქალასშიდა წნევის მქონე პაციენტებში არ არის შესწავლილი. ქალასშიდა წნევის მატების რისკის მქონე პაციენტებში სევოფლურანი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ქალასშიდა წნევის დამწევ მეთოდებთან, როგორიცაა ჰიპერვენტილაცია, ერთად.

ბავშვები

ბავშვებში ჩატარებულ ზოგიერთ გამოქვეყნებულ კვლევაში დაფიქსირდა კოგნიტური დეფიციტი ანესთეზიური საშუალებების განმეორებითი ან ხანგრძლივი ზემოქმედების შემდეგ ადრეულ ასაკში. ამ კვლევებს მნიშვნელოვანი შეზღუდვები აქვთ და გაურკვეველია, გამოწვეულია თუ არა დაკვირვებული ეფექტები ანესთეზიური/სედატიური პრეპარატის მიღებით თუ სხვა ფაქტორებით, როგორიცაა ქირურგიული ჩარევა ან თანმხლები დაავადება. გარდა ამისა, უფრო ბოლო დროს გამოქვეყნებულმა რეესტრის კვლევებმა არ დაადასტურა ეს დასკვნები.

ზოგიერთი ანესთეზიური/სედატიური პრეპარატის ცხოველებში ჩატარებული გამოქვეყნებული კვლევებით გამოვლინდა გვერდითი ეფექტები დაკავშირებული ტვინის განვითარებასთან ადრეულ ასაკში (იხილეთ პარაგრაფი 5.3 „პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები“).

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

სევოფლურანის დაბალი ხსნადობა სისხლში უნდა იწვევდეს ალვეოლურ კონცენტრაციებს, რომლებიც სწრაფად იზრდება ინდუქციისას და სწრაფად მცირდება ინჰალაციური საშუალების შეწყვეტის შემდეგ.

ადამიანებში შეწოვილი სევოფლურანის <5% მეტაბოლიზდება. სევოფლურანის სწრაფი და ფართო ფილტვისმიერი ელიმინაცია ამცირებს მეტაბოლიზმისთვის ხელმისაწვდომი ანესთეზიური საშუალების რაოდენობას. სევოფლურანი დეფტორირდება ციტოქრომ p450(CYP)2E1-ის მეშვეობით, რასაც შედეგად მოყვება ჰექსაფტოროიზოპროპანოლის (HFIP) წარმოქმნა არაორგანული ფტორიდის და ნახშირორჟანგის (ან ერთნახშირბადიანი ფრაგმენტის) გამოყოფით. შემდეგ HFIP სწრაფად კონიუგირდება გლუკურონის მჟავასთან და გამოიყოფა შარდით.

სევოფლურანის მეტაბოლიზმი შეიძლება გაძლიერდეს CYP2E1-ის ცნობილი ინდუქტორებით (მაგ., იზონიაზიდი და ალკოჰოლი), მაგრამ ის არ არის ინდუცირებული ბარბიტურატებით.

სევოფლურანის ანესთეზიის დროს და მის შემდეგ შეიძლება აღინიშნოს შრატში არაორგანული ფტორიდის დონის დროებითი მატება. როგორც წესი, არაორგანული ფტორიდის კონცენტრაცია პიკს აღწევს სევოფლურანის ანესთეზიის დასრულებიდან 2 საათის განმავლობაში და 48 საათის განმავლობაში უბრუნდება ოპერაციამდელ დონეს.

  • 3 უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები

ცხოველებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ სევოფლურანის გამოყენებისას ღვიძლისა და თირკმლის სისხლის მიმოქცევა კარგად არის შენარჩუნებული.

სევოფლურანი ამცირებს ტვინში ჟანგბადის მეტაბოლიზმის სიჩქარეს (CMRO2) იზოფლურანის ანალოგიურად. CMRO2-ის დაახლოებით 50%-იანი შემცირება შეინიშნება 2.0 MAC-თან მიახლოებული კონცენტრაციების დროს.

ცხოველებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ სევოფლურანი არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას თავის ტვინის სისხლის მიმოქცევაზე.

ცხოველებში სევოფლურანი მნიშვნელოვნად თრგუნავს ელექტროენცეფალოგრაფიულ (ეეგ) აქტივობას, რაც შედარებადია იზოფლურანის ექვიპოტენტურ დოზებთან. არ არსებობს მტკიცებულება, რომ სევოფლურანი ასოცირდება ეპილეფტიფორმულ აქტივობასთან ნორმოკაპნიის ან ჰიპოკაპნიის დროს. ენფლურანისგან განსხვავებით, ჰიპოკაპნიის დროს რიტმული სმენითი სტიმულების გამოყენებით კრუნჩხვის მსგავსი ეეგ აქტივობის ინდუცირების მცდელობები უარყოფითი იყო.

ვირთხებში ჩატარებული კვლევების სერიაში, A ნაერთი მინიმალურად ნეფროტოქსიკური იყო 50-114 ppm კონცენტრაციის დროს 3 საათის განმავლობაში. ტოქსიკურობა ხასიათდებოდა პროქსიმალური მილაკების ცალკეული უჯრედების სპორადული ნეკროზით. ვირთხებში ამ თირკმლის ტოქსიკურობის მექანიზმი უცნობია და მისი მნიშვნელობა ადამიანებზე დადგენილი არ არის. ადამიანებში A ნაერთთან დაკავშირებული ნეფროტოქსიკურობის შედარებითი ზღურბლის მნიშვნელობები შეიძლება შეფასდეს 150-200 ppm-ით. A ნაერთის კონცენტრაცია, რომელიც რუტინულ კლინიკურ პრაქტიკაში გვხვდება, საშუალოდ 19 ppm-ს შეადგენს მოზრდილებში (მაქსიმუმ 32 ppm), როდესაც ნატრიუმის ჰიდროქსიდი-კალციუმის ჰიდროქსიდი გამოიყენება CO2 აბსორბენტად.

ორსულ ვირთხებსა და კურდღლებში ჩატარდა ტოქსიკურობის კვლევები 1 MAC -მდე დოზების გამოყენებისას დღეში სამი საათის განმავლობაში. ნაყოფის სხეულის წონის შემცირება, ჩონჩხის მხრივ ცვლილებების მატებასთან ერთად, დაფიქსირდა მხოლოდ ვირთხებში დედისთვის ტოქსიკური კონცენტრაციების დროს. კურდღლებში ნაყოფზე უარყოფითი ზემოქმედება არ დაფიქსირებულა. ვირთხებში 1 MAC -მდე დოზების მიღებისას ფერტილობის კვლევებში მამრებისა და მდედრების რეპროდუქციულ შესაძლებლობებზე ზემოქმედება არ დაფიქსირებულა.

ცხოველებში (პრიმატების ჩათვლით) ჩატარებული გამოქვეყნებული კვლევები დოზების გამოყენებისას, რომლებიც იწვევს მსუბუქ ან საშუალო სიმძიმის ანესთეზიას, აჩვენებს, რომ ანესთეზიური საშუალებების გამოყენება ტვინის სწრაფი ზრდის ან სინაფტოგენეზის პერიოდში იწვევს უჯრედების დაკარგვას განვითარებად ტვინში, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს ხანგრძლივ კოგნიტური დეფიციტთან. ამ არაკლინიკური მონაცემების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია.

  • ფარმაცევტული მახასიათებლები
  • 1 დამხმარე ნივთიერებების სია

არცერთი

  • 2 შეუთავსებლობა

სევოფლურანი მდგრადია ოთახის ნორმალური განათების პირობებში შენახვისას. ძლიერი მჟავების ან სითბოს თანაარსებობისას სევოფლურანის დაშლა შესამჩნევად არ ხდება. სევოფლურანი არ იწვევს კოროზიას უჟანგავი ფოლადის, სპილენძის, ალუმინის ნიკელით მოპირკეთებული სპილენძის, ქრომირებული სპილენძის ან სპილენძ-ბერილიუმის შენადნობის მიმართ.

ქიმიური დაშლა შეიძლება მოხდეს ინჰალაციური ანესთეზიური საშუალებების ანესთეზიის აპარატში CO2 აბსორბენტის ზემოქმედებისას. ახალ აბსორბენტებთან ერთად ინსტრუქციის შესაბამისად გამოყენებისას, სევოფლურანის დაშლა მინიმალურია და დაშლის შედეგად მიღებული ნივთიერებები შეუმჩნეველი ან არატოქსიკურია. სევოფლურანის დაშლა და დაშლის შემდგომი ნივთიერებების წარმოქმნა ძლიერდება აბსორბენტის ტემპერატურის, გამომშრალი CO2 აბსორბენტის (განსაკუთრებით კალიუმის ჰიდროქსიდის შემცველი, მაგ. ბარალიმი®), სევოფლურანის კონცენტრაციის მატების და ახალი აირის ნაკადის შემცირების დროს. სევოფლურანი ექვემდებარება ტუტე დაშლას ორი გზით. პირველი გზა წყალბადის ფტორიდის დაკარგვაა პენტაფტოროიზოპროპანილ ფტორმეთილის ეთერის (PIFE ან უფრო ფართოდ ცნობილი როგორც A ნაერთი) წარმოქმნით. სევოფლურანის დაშლის მეორე გზა მოიცავს მხოლოდ გამომშრალი CO2 აბსორბენტების თანაარსებობას და იწვევს სევოფლურანის დაშლას ჰექსაფტოროიზოპროპანოლად (HFIP) და ფორმალდეჰიდად. HFIP არააქტიურია, არაგენოტოქსიური, სწრაფად გლუკორონირდება, გამოიყოფა და აქვს სევოფლურანის მსგავსი ტოქსიკურობა. ფორმალდეჰიდი ნორმალური მეტაბოლური პროცესების დროს არსებობს. ძლიერ გამომშრალ აბსორბენტთან კონტაქტისას, ფორმალდეჰიდი შეიძლება შემდგომში დაიშალოს მეთანოლად და ფორმატად. ფორმატს შეუძლია ხელი შეუწყოს ნახშირბადის მონოქსიდის წარმოქმნას მაღალი ტემპერატურის პირობებში. მეთანოლს შეუძლია რეაქციაში შევიდეს A ნაერთთან მეტოქსის დამატების პროდუქტის, B ნაერთის წარმოქმნით. შესაძლებელია B ნაერთი დაექვემდებაროს HF-ის შემდგომ ელიმინაციას C, D და E ნაერთების წარმოქმნით. მაღალგამომშრალი აბსორბენტების გამოყენებისას, განსაკუთრებით კალიუმის ჰიდროქსიდის შემცველი აბსორბენტების დროს (მაგ., ბარალიმი®), შეიძლება წარმოიქმნას ფორმალდეჰიდი, მეთანოლი, ნახშირბადის მონოქსიდი, A ნაერთი და შესაძლოა რამდენიმე მისი დაშლის პროდუქტი, რის გამოც შეიძლება წარმოიქმნას B, C და D ნაერთები.

  • 3 ვარგისიანობის ვადა

24 თვე

  • 4 სპეციალური სიფრთხილის ზომები პრეპარატის შენახავისას

არ შეინახოთ პრეპარატი 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. არ შეინახოთ ის მაცივარში. მჭიდროდ დაახურეთ კონტეინერს. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

  • 5 კონტეიენრის შემცველობა და ბუნება

შეფუთულია 250 მლ ქარვისფერ შუშის ბოთლში. თითოეული შუშის ბოთლი შეფუთულია მუყაოს კოლოფში, პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

  • 6 სპეციალური სიფრთხილის ზომები პრეპარატის განადგურებისას და სხვა სახის მოპყრობის დროს

სევოფლურანი უნდა შეიყვანონ სევოფლურანისთვის სპეციალურად კალიბრირებული ვაპორიზატორის მეშვეობით, სევოფლურანისთვის სპეციფიკური ვაპორიზატორებისთვის შექმნილი ძირითადი შევსების სისტემის ან სევოფლურანისთვის სპეციფიკური ვაპორიზატორის სხვა შესაბამისი შევსების სისტემების გამოყენებით.

ინჰალაციური ანესთეზიური საშუალებების შეყვანისას, ნახშირორჟანგის აბსორბენტები არ უნდა გაშრეს. ზოგიერთი ჰალოგენირებული ანესთეზიური საშუალების გამოყენებისას, ცნობილია, რომ ისინი ურთიერთქმედებენ მშრალ ნახშირორჟანგის აბოსრბენტთან და წარმოქმნიან ნახშირორჟანგს. თუმცა, იმისთვის რომ მინიმუმამდე შემცირდეს სუნთქვის განმეორებითი ციკლების დროს ნახშირბადის მონოქსიდის წარმოქმნის რისკი და კარბოქსიჰემოგლობინის მომატებული დონის ალბათობა, CO2 აბსორბენტები არ უნდა გამოშრეს. სევოფლურანის გამომშრალ (გამშრალ) CO2 აბსორბენტებთან ერთად გამოყენებისას ანესთეზიის აპარატში ჭარბი სითბოს, კვამლისა და ცეცხლის წარმოქმნის იშვიათი შემთხვევები დაფიქსირდა. თუ CO2 აბსორბენტის გამოშრობაზე ეჭვი არსებობს, ის უნდა შეიცვალოს.

ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, აკრძალულია საცალო რეალიზაცია, გაიცემა მხოლოდ შესაბამისი ნებართვის/ლიცენზიის მქონე დაწესებულებებზე

  • მწარმოებელი

Aculife Healthcare Pvt Ltd

NPD, VILLAGE –SACHANA, TALUKA-VIRAMGAN,

DIST.AHMEDABAD -382 150, GUJARAT ინდოეთი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა