პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტინეოპლაზური საშუალებები

პემეტუ

Pemetu

რეცეპტით500მგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

პემეტუ არის თეთრი, ღია ყვითელი ან მომწვანო ფერის ლიოფილიზებული ფხვნილი. პემეტუ მოთავსებულია ფლაკონში საინფუზიო ხსნარისთვის კონცენტრირებული ფხვნილის სახით. პემეტუს თითოეულ შეფუთვაში არის ერთი ცალი ფლაკონი. თითოეულ ფლაკონს უნდა დაემატოს 20 მლ (0.9%-იანი) ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარი. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
პემეტრექსედი (pemetrexed)
ფორმა და შეფუთვა
500მგ ლიოფილიზებული ფხვნილი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრატის მოსამზადებლად მინის ფლაკონი №1
მწარმოებელი
Onko İlaç Sanayi ve Ticaret A.Ş., თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტინეოპლაზური საშუალებები, ფოლის მჟავას ანალოგები
ATC კოდი
L01BA04
რეგისტრაციის ნომერი
რ-046602
რეგისტრირებულია
4 ნოემბერი 2026, მოქმედებს 19 მარტი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „იმპექსფარმი“
ურთიერთქმედების შემოწმებაპემეტუ და სხვა წამალი ერთად

პემეტუ — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პემეტუ არის თეთრი, ღია ყვითელი ან მომწვანო ფერის ლიოფილიზებული ფხვნილი. პემეტუ მოთავსებულია ფლაკონში საინფუზიო ხსნარისთვის კონცენტრირებული ფხვნილის სახით. პემეტუს თითოეულ შეფუთვაში არის ერთი ცალი ფლაკონი.

თითოეულ ფლაკონს უნდა დაემატოს 20 მლ (0.9%-იანი) ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარი. მიიღება ხსნარი, რომლის ყოველი მილილიტრი შეიცავს 25 მგ პემეტრექსედს. თუ სამედიცინო პერსონალი საჭიროდ ჩათვლის, პრეპარატის გამოყენების წინ შესაძლებელია განახორციელოს სხვა სახის აღდგენაც. მომზადების შემდეგ ხსნარი ნელ-ნელა უნდა გაკეთდეს ინტრავენურად.

პემეტუ არის პრეპარატი, რომელსაც იყენებენ კიბოს სამკურნალოდ.

პემეტუ გამოიყენება პაციენტებში პლევრის ავთვისებიანი მეზოთელიომით (კიბოს სახეობა, რომელიც ზემოქმედებს ფილტვის გარსზე), რომლებსაც ადრე არ ჩატარებიათ ქიმიოთერაპია, კიბოს სამკურნალო სხვა პრეპარატთან - ცისპლატინთან ერთად.

პემეტუ გამოიყენება პაციენტებში გვიანი სტადიის ფილტვის კიბოთი, რომლებსაც ადრე არ ჩატარებიათ ქიმიოთერაპია, საწყისი მკურნალობის სახით ცისპლატინთან ერთად.

პემეტუ შესაძლებელია დაენიშნოთ პაციენტებს გვიანი სტადიის ფილტვის კიბოთი, თუ არსებობდა პასუხი მკურნალობაზე ან საწყისი ქიმიოთერაპიის შემდეგ დაავადება მეტწილად უცვლელად დარჩა.

ამასთანავე პემეტუ გამოიყენება პაციენტებში გვიანი სტადიის ფილტვის კიბოთი, რომლებსაც ადრე ჩაუტარდათ ქიმიოთერაპია.

  • საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება პემეტუს გამოყენებამდე

მიღების წესი და დოზირება

ინსტრუქცია სათანადო გამოყენების და დოზირების/გამოყენების სიხშირის შესახებ:

პემეტუს დოზა შეადგენს 500 მგ-ს სხეულის ზედაპირის ფართობის ყოველ კვადრატულ მეტრზე. უნდა გაიზომოს თქვენი სიმაღლე და წონა და ამ გაზომვების შესაბამისად დაანგარიშდეს თქვენი სხეულის ზედაპირის ფართობი. ექიმი თქვენი სხეულის ზედაპირის ფართობის გამოყენებით მიიღებს გადაწყვეტილებას თქვენთვის სათანადო დოზის შესახებ. ეს დოზა შესაძლებელია დარეგულირდეს ან ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის და ჰემოგრამის მიხედვით გადაიდოს მკურნალობა. საავადმყოფოს ფარმაცევტი, ექთანი ან ექიმი ფხვნილის სახით არსებულ პემეტუს აღადგენს ნატრიუმის ქლორიდის (0.9%) საინექციო სითხით და გაგიკეთებთ.

გამოყენების გზა და მეთოდი:

პემეტუ ყოველთვის კეთდება ინტრავენური ინფუზიის სახით. ინფუზია გრძელდება დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში.

ცისპლატინთან ერთად პემეტუს გამოყენების დროს:

ექიმი ან საავადმყოფოს ფარმაცევტი თქვენთვის საჭირო დოზა გამოითვლის თქვენი სიმაღლის და წონის მიხედვით. პემეტუს ინფუზიის დასრულებიდან დაახლოებით 30 წუთის შემდეგ ინტრავენურად გაგიკეთდებათ ცისპლატინის ინფუზია 2 საათის განმავლობაში.

ინფუზია უნდა განმეორდეს ყოველ 3 კვირაში ერთხელ.

დამატებით მისაღები პრეპარატები:

კორტიკოსტეროიდები: პემეტუთი მკურნალობამდე 1 დღით ადრე, გამოყენების დღეს და გამოყენებიდან მომდევნო დღეს ექიმი დაგინიშნავთ სტეროიდებს ტაბლეტების სახით (დღეში ორჯერ 4 მგ დექსამეტაზონის შესაბამისი რაოდენობით). ეს პრეპარატი გამოიყენება კიბოს საწინააღმდეგო მკურნალობის განმავლობაში კანის რეაქციების სიხშირის და სიმძიმის შესამცირებლად.

ვიტამინებით მხარდაჭერა: პემეტუთი მკურნალობის დროს ექიმი დაგინიშნავთ დღეში ერთხელ ფოლიუმის მჟავას (ვიტამინი) ან ფოლიუმის მჟავას შემცველ (350-1000 მიკროგრამი) მულტივიტამინს. პემეტუს პირველ გამოყენებამდე შვიდი დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ არანაკლებ 5 დოზა ფოლიუმის მჟავა და ეს დოზა უნდა გაგრძელდეს მკურნალობის კურსის დროს და პემეტუს გამოყენების შემდეგ 21 დღის განმავლობაში. პემეტუს პირველი დოზის წინა კვირაში და შემდგომ დაახლოებით 9 კვირაში ერთხელ (რაც შეესაბამება პემეტუთი მკურნალობის 3 კურსს) გაგიკეთებენ B12 ვიტამინის (1000 მიკროგრამი) ინექციას. ფოლის მჟავა და ვიტამინი B12 გამოიყენება კიბოს საწინააღმდეგო მკურნალობის დროს მოსალოდნელი ტოქსიკური რეაქციების შესამცირებლად.

თუ გექნებათ შეკითხვა ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება:

პემეტუ არ გამოუყენებიათ პლევრის ავთვისებიანი მეზოთელიომით (კიბოს სახეობა, რომელიც ზემოქმედებს ფილტვის გარსზე) და გვიანი სტადიის ფილტვის კიბოთი დაავადებულ 18 წელზე ნაკლები ასაკის პედიატრიულ პაციენტებში (ბავშვებში).

ასაკოვნებში გამოყენება:

65 წლის ან მეტი ასაკის პაციენტებში, გარდა არსებული რეკომენდაციებისა, ზოგადად არ არის საჭირო დოზის შემცირება.

გამოყენების სპეციალური პირობები:

თირკმლის უკმარისობა:

კლინიკური კვლევებით თირკმლის ფუნქციის მსუბუქი დარღვევის მქონე პაციენტებში არ დამდგარა დოზის რეგულირების საჭიროება, გარდა სხვა ნებისმიერი პაციენტისთვის არსებული რეკომენდაციებისა. არ არსებობს საკმარისი მონაცემები თირკმლის უკმარისობის გვიანის სტადიის მქონე პაციენტებისთვის, რის გამოც არ არის რეკომენდებული ასეთ პაციენტებში პემეტუს გამოყენება.

ღვიძლის უკმარისობა:

არ არის შესწავლილი პემეტუს გამოყენება ღვიძლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში.

ყოველი დოზის წინ გაკეთდება ჰემოგრამა, ჩატარდება სისხლის ანალიზი თირკმლის და ღვიძლის ფუნქციების შესაფასებლად. ანალიზის შედეგების მიხედვით თქვენმა ექიმმა შესაძლებელია მიიღოს გადაწყვეტილება მკურნალობის შეჩერების ან პრეპარატის დოზის შეცვლის შესახებ.

დაიცავით წინამდებარე ინსტრუქცია, თუ ექიმის მიერ არ იქნა რეკომენდებული სხვა რამ.

არ დაგავიწყდეთ პრეპარატის დროულად მიღება.

ექიმი გაცნობებთ, რამდენი ხანი გაგრძელდება პემეტუთი მკურნალობა. არ შეწყვიტოთ მკურნალობა ვადაზე ადრე, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მიიღებთ სასურველ შედეგს.

თუ თვლით, რომ პემეტუს მოქმედება არის ძალიან ძლიერი ან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გამოიყენეთ პემეტუ საჭიროზე მეტი რაოდენობით:

პემეტუს გაგიკეთებთ ექიმი ან ექთანი, რის გამოც ნაკლებად სავარაუდოა პრეპარატის ზედმეტი რაოდენობით გამოყენება. მაგრამ დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან ექთანს, თუ თვლით, რომ თქვენ გაგიკეთეს ძალიან დიდი რაოდენობით პრეპარატი.

თუ დაგავიწყდათ პემეტუს გამოყენება:

თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას, როდის უნდა გაკეთდეს გამოტოვებული დოზა. მნიშვნელოვანია, დაიცვათ თქვენი ექიმის მითითებები მომდევნო დოზის გამოყენების ახალ დროსთან დაკავშირებით.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზების კომპენსირების მიზნით.

პემეტუთი მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ მოსალოდნელი რეაქციები:

არ არსებობს მონაცემები. არ შეწყვიტოთ პემეტუს გამოყენება თქვენი ექიმის მიერ მითითების გარეშე. თუ გაქვთ შეკითხვა პემეტუს გამოყენებასთან დაკავშირებით, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

  • რა მოსალოდნელი გვერდითი რეაქციები აქვს?

სხვა პრეპარატების მსგავსად, პემეტუს შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებს შესაძლებელია აღენიშნებოდეთ გვერდითი რეაქციები.

ქვემოთ მითითებული რომელიმე რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ პემეტუს გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების სამსახურს:

ცხელება ან ინფექცია (ხშირი): თუ ტემპერატურა არის 380C ან უფრო მაღალი, ოფლიანობა ან ინფექციის სხვა სიმპტომები (შესაძლებელია უკავშირდებოდეს ლეიკოციტების რაოდენობის ნორმაზე მეტად დაქვეითებას, რაც ძალიან ხშირია), შესაძლებელია ინფექცია იყოს სერიოზული და გამოიწვიოს სიკვდილი.

თუ იგრძნობთ მკერდის ტკივილს (ხშირი) ან გულისცემის ცვლილებას (სწრაფი და არათანაბარი) (არახშირი),

თუ გაქვთ პირის ღრუში ტკივილი, სიწითლე, შეშუპება ან წყლული (ძალიან ხშირი),

ალერგიული რეაქცია: თუ განვითარდება კანზე გამონაყარი (ძალიან ხშირი)/ წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება (ხშირი) ან ცხელება (ხშირი). იშვიათად კანის რეაქციები შესაძლებელია იყოს სერიოზული და გამოიწვიოს სიკვდილი. თუ გაქვთ სერიოზული გამონაყარი ან ქავილი ან ბუშტუკები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი), დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

თუ გრძნობთ დაღლილობას, სისუსტეს ან გიჭირთ სუნთქვა ან ხართ ფერმკრთალი (შესაძლებელია უკავშირდებოდეს ერითროციტების რაოდენობის ნორმაზე მეტად დაქვეითებას, ეს ძალიან ხშირია),

თუ გაქვთ სისხლდენა, რომელიც არ ჩერდება (ღრძილებიდან, ცხვირიდან ან პირის ღრუში ან ნებისმიერი უბნიდან სისხლდენა), მოწითალო ან მოვარდისფრო შარდი, უმიზეზოდ წარმოქმნილი სისხლჩაქცევა (შესაძლებელია უკავშირდებოდეს სისხლში თრომბოციტების (შედედების უჯრედი) რაოდენობის ნორმაზე მეტად დაქვეითებას, ეს ძალიან ხშირია).

თუ უეცრად განვითარდება ქოშინი, მკერდის ძლიერი ტკივილი ან ხველა სისხლიანი ნახველით (იშვიათი) (შესაძლებელია მიუთითებდეს ფილტვის სისხლძარღვებში თრომბის არსებობაზე).

ეს ძალიან სერიოზული გვერდითი რეაქციებია. თუ თქვენ გაქვთ რომელიმე მათგანი, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ პემეტუზე სერიოზული ალერგიული რეაქცია. შესაძლებელია დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა ან საავადმყოფოში დაწოლა.

წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში გვერდითი რეაქციები ჩამოთვლილია შემდეგ კატეგორიებში წარმოდგენილი სახით:

ძალიან ხშირი: ზემოქმედებს 10 პაციენტიდან ერთზე მეტ პაციენტზე.

ხშირი: ზემოქმედებს 100 პაციენტიდან 1-10 პაციენტზე.

არახშირი: ზემოქმედებს 1.000 პაციენტიდან 1-10 პაციენტზე.

იშვიათი: ზემოქმედებს 10.000 პაციენტიდან 1-10 პაციენტზე.

ძალიან იშვიათი: ზემოქმედებს 10.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებ პაციენტზე.

უცნობი სიხშირე: ხელთარსებული მონაცემებით შეუძლებელია სიხშირის ხარისხის ვარაუდი.

ზემოაღნიშნულის მიხედვით პემეტუსთან ერთად გამოვლენილი გვერდითი რეაქციები შესაძლებელია მოიცავდეს შემდეგს:

ძალიან ხშირი:

ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება,

ჰემოგლობინის დონის დაქვეითება (ანემია),

თრომბოციტების რაოდენობის შემცირება,

დიარეა,

ღებინება,

პირის ღრუში ტკივილი, სიწითლე, პირის ღრუში შეშუპება ან წყლული,

გულისრევა,

მადის დაქვეითება,

დაღლილობა,

კანზე გამონაყარი,

თმის ცვენა,

ყაბზობა,

მგრძნობელობის დაკარგვა,

თირკმელთან დაკავშირებულ სისხლის ანალიზის შედეგებში დარღვევები.

ხშირი:

ალერგიული რეაქციები (კანზე სიწითლე/წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება),

ინფექცია, რომელიც მოიცავს სეფსისსაც,

ცხელება,

დეჰიდრატაცია,

თირკმლის უკმარისობა (შესაძლებელია გამოვლინდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა დიდი რაოდენობით წყლის მიღება, დიდი რაოდენობით შარდვა, სისხლში შარდოვანას მომატებული დონე, როდესაც თირკმლები ვერ ფუნქციონირებენ საკმარისად),

კანზე გაღიზიანება და ქავილი,

მკერდის ტკივილი,

კუნთების სისუსტე,

თვალის ანთება (კონიუნქტივიტი),

კუჭის პრობლემები,

მუცლის ტკივილი,

გემოს ცვლილება,

ღვიძლის ანალიზის შედეგებში დარღვევა,

თვალების ცრემლიანობა,

კანის ფერის მეტად გამუქება.

არახშირი:

თირკმლის მწვავე უკმარისობა,

აჩქარებული გულისცემა,

პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ მკურნალობა პემეტუთი/სხივური თერაპია, საყლაპავი მილის ანთება (ანთებითი დაავადება, რომელიც შესაძლებელია მიმდინარეობდეს საყლაპავ მილში წვის შეგრძნებით),

მსხვილი ნაწლავის კედლის ანთება, რომელსაც ზოგჯერ ახლავს წვრილი და მსხვილი ნაწლავიდან სისხლდენა (კოლიტი),

ფილტვის ალვეოლების დაზიანება (ფილტვების ანთება, პნევმონია),

ორგანიზმის ქსოვილებში დიდი რაოდენობით სითხის დაგროვება, რაც იწვევს შეშუპებას (ედემა),

პაციენტებში, რომლებიც პემეტუს იღებენ კიბოს საწინააღმდეგო სხვა პრეპარატთან ერთად, შესაძლებელია განვითარდეს მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი ან მსუბუქი ინსულტი.

პანციტოპენია - ლეიკოციტების, ერითროციტების და თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითებასთან ერთად.

პაციენტებში, რომლებსაც სხივური თერაპია უტარდებოდათ პემეტუთი მკურნალობამდე ან მკურნალობის დროს, სუნთქვის გაძნელება და ცხელება, რომელიც განვითარდა სხივურ თერაპიასთან დაკავშირებით ფილტვის ქსოვილების დაზიანების შედეგად (რადიაციული პნევმონია),

ხელების და ფეხების ტკივილი, სხეულის ტემპერატურის დაქვეითება და ფერის შეცვლა,

ფილტვის არტერიებში თრომბი (ფილტვის ემბოლია).

იშვიათი:

კანზე მზის სერიოზული დამწვრობის მსგავსი გამონაყარი, რომელიც შესაძლებელია განვითარდეს სხივური თერაპიის ჩატარებიდან დღეების ან წლების შემდეგ (სხივური თერაპიის გახსენების რეაქცია).

კანზე ბუშტუკების გაჩენა, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.

ანემია, რომელიც განვითარდა ერითროციტების დაშლის შედეგად და ეს განპირობებულია ანტისხეულებით (ჰემოლიზური ანემია, რომელიც განვითარდა იმუნური პასუხის შედეგად).

ღვიძლის ანთება (სიყვითლე),

მძიმე ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსიური შოკი).

უცნობია:

ფეხების შეშუპება ტკივილთან და სიწითლესთან ერთად

მომატებული შარდვა

წყურვილი და წყლის მოხმარების მატება

სისხლში ნატრიუმის მატება (ჰიპერნატრემია)

უმეტესად სხეულის ქვედა ნაწილებში შეშუპება, კანის ანთება ტკივილთან და სიწითლესთან ერთად.

შესაძლებელია გამოგივლინდეთ რომელიმე ეს სიმპტომი და/ან მდგომარეობა. რომელიმე ზემოაღნიშნული გვერდითი რეაქციის განვითარების შემთხვევაში უმოკლეს ვადაში აცნობეთ თქვენს ექიმს.

თუ გაშფოთებთ რომელიმე გვერდითი რეაქცია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს.

თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით რეაქციას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) პემეტრექსედზე ან პემეტუს შემადგენელ რომელიმე სხვა ნივთიერებაზე.

თუ ბავშვს ძუძუს აწოვებთ, უნდა შეწყვიტოთ პემეტუთი მკურნალობის დროს.

თუ ბოლო დროს გაგიკეთდათ ან უნდა გაგიკეთდეთ ყვითელი ცხელების საწინააღმდეგო ვაქცინა.

ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში პემეტუ გამოიყენეთ სიფრთხილის დაცვით

თუ გქონდათ ან ამჟამად გაქვთ თირკმლის ნებისმიერი დაავადება, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან საავადმყოფოს ფარმაცევტთან. ყოველი ინფუზიის წინ აღებული სისხლის ნიმუშის მიხედვით შემოწმდება, ნორმალურად ფუნქციონირებს თუ არა ღვიძლი და თირკმლები, ასევე სისხლის უჯრედების საკმარისობა, რათა შესაძლებელი იყოს პემეტუს გამოყენება. თუ სისხლის უჯრედების რაოდენობა ძალიან მცირეა, შესაძლებელია თქვენი მდგომარეობის შესაბამისად ექიმმა მიიღოს გადაწყვეტილება მკურნალობის გადადების ან პრეპარატის დოზის შეცვლის შესახებ.

თუ პემეტუსთან ერთად იყენებთ ცისპლატინსაც, თქვენი ექიმი უნდა დარწმუნდეს, რომ თქვენ მოგეწოდათ საკმარისი რაოდენობით სითხე და ღებინების თავიდან ასაცილებლად ცისპლატინის გამოყენებამდე და შემდგომ ჩაგიტარდათ სათანადო მკურნალობა.

თუ ადრე ჩატარებული გაქვთ ან ამჟამად გიტარდებათ სხივური თერაპია, აცნობეთ თქვენს ექიმს, რადგან პემეტუსთან ერთად შესაძლებელია რადიაციულ თერაპიას ჰქონდეს ადრეული ან გვიანი რეაქცია.

თუ ბოლო დროს გაგიკეთდათ ვაქცინა, აცნობეთ თქვენს ექიმს, რადგანაც პემეტუსთან ერთად აღნიშნულმა შესაძლებელია გამოიწვიოს უარყოფითი რეაქცია.

თუ გაქვთ ან გქონდათ გულის დაავადება, აცნობეთ თქვენს ექიმს.

თუ გაქვთ ფილტვებში სითხის დაგროვება, შესაძლებელია თქვენმა ექიმმა პემეტუს გამოყენებამდე მიიღოს გადაწყვეტილება სითხის გამოდევნის შესახებ.

გთხოვთ, კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ექიმთან, თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ ან გეხებოდათ წარსულში, ნებისმიერ დროს.

პემეტუს გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

სიფრთხილის ზომები

როგორც სხვა პოტენციურად ტოქსიკური კიბოს საწინააღმდეგო აგენტების შემთხვევაში, პემეტრექსედის საინფუზიო ხსნარის მომზადების და გამოყენების დროსაც საჭიროა სიფრთხილის დაცვა. რეკომენდებულია ხელთათმნის გამოყენება. პემეტრექსედის ხსნარის კანთან კონტაქტის შემთხვევაში კანი კარგად უნდა დაიბანოთ საპნით და წყლით. პემეტრექსედის ხსნარის ლორწოვან გარსთან კონტაქტის შემთხვევაში კარგად უნდა დაიბანოთ წყლით. პემეტრექსედი არ არის ვეზიკანტი. პემეტუს ექსტრავაზაციის შემთხვევაში არ არსებობს სპეციფიკური ანტიდოტი. დაფიქსირებული იქნა პემეტრექსედის ექსტრავაზაციის რამდენიმე შემთხვევა, რომელიც მკვლევრის მიერ არ იქნა განხილული, როგორც სერიოზული. როგორც სხვა არავეზიკანტების შემთხვევაში, ექსტრავაზაციის დროს გამოყენებული უნდა იქნას ადგილობრივი სტანდარტული მეთოდები.

400KT09200

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ორსულობა და ძუძუთი კვება

პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

თუ ხართ ორსულად ან აპირებთ დაორსულებას, აცნობეთ თქვენს ექიმს. დაუშვებელია ორსულობის დროს პემეტუს გამოყენება. თქვენი ექიმი აგიხსნით ორსულობის დროს პემეტუს გამოყენების შემთხვევაში მოსალოდნელ ზიანს. პემეტუთი მკურნალობის დროს ქალებმა უნდა გამოიყენოთ ორსულობისგან დაცვის ეფექტური მეთოდი.

თუ მკურნალობის პერიოდში გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ლაქტაცია

არ არის ცნობილი, გადადის თუ არა პემეტუ დედის რძეში. რის გამოც პემეტუთი მკურნალობის დროს არ აწოვოთ ბავშვს ძუძუ.

ფერტილობა

მამაკაცებისთვის რეკომენდებულია პემეტუთი მკურნალობის დროს და მკურნალობის დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში თავი შეიკავონ ბავშვის ჩასახვისგან, რის გამოც პემეტუთი მკურნალობის დროს ან მკურნალობის დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში მათ უნდა გამოიყენონ ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტური მეთოდები. თუ მოინდომებთ ბავშვის ჩასახვას მკურნალობის დროს ან მკურნალობის დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში, დახმარება მიიღეთ ექიმისგან ან ფარმაცევტისგან. შეგიძლიათ მოითხოვოთ კონსულტაცია მკურნალობის დაწყებამდე სპერმის შენახვასთან დაკავშირებით.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პემეტუმ შესაძლებელია გამოიწვიოს დაღლილობა. თუ გრძნობთ დაღლილობას, მოერიდეთ სატრანსპორტო საშუალების და ისეთი მექანიზმის მართვას, რომელსაც ესაჭიროება ყურადღება.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პემეტუს შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

500 მგ პრეპარატის შემცველ თითოეულ ფლაკონში არის 54 მგ ნატრიუმი. საჭიროა მხედველობაში მიღება პაციენტებისთვის, რომლებიც იცავენ დიეტას ნატრიუმის კონტროლით.

სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება

აცნობეთ ექიმს, თუ ტკივილის და ანთების (შეშუპების) გამო იღებთ „არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების (აასპ)“ ჯგუფის ნებისმიერ პრეპარატს (როგორიცაა იბუპროფენი) და ამავე ჯგუფის ნებისმიერ პრეპარატს, რომელიც ურეცეპტოდ იყიდება (როგორიცაა ასპირინი). არსებობს დიდი რაოდენობით აასპ ჯგუფის პრეპარატი ზემოქმედების განსხვავებული ვადით. თქვენი ექიმი გირჩევთ, რომელი პრეპარატი როდის უნდა მიიღოთ პემეტუს გამოყენების დროის და/ან თირკმლის ფუნქციების მდგომარეობის მიხედვით. თუ არ ხართ დარწმუნებული, არის თუ არა თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატი აასპ-ის ჯგუფიდან, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

თუ ამჟამად იყენებთ ან ახლო წარსულში გამოიყენეთ რომელიმე პრეპარატი რეცეპტით ან რეცეპტის გარეშე, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენები

ნებისმიერი გვერდითი რეაქციის განვითარებისას, რომელიც მითითებულია ან არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ამასთანავე გვერდითი რეაქციები მიუთითეთ საიტზე www.titck.gov.tr - „პრეპარატის გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება“ ან დარეკეთ გვერდითი რეაქციების შეტყობინების ხაზზე - 0 800 314 00 08 და აცნობეთ თურქეთის ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის ცენტრს. გვერდითი რეაქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.

  • პემეტუს შენახვა

პემეტუ შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, თავის შეფუთვაში.

გაუხსნელი ფლაკონები შეინახეთ 25 0C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.

პემეტუს საინფუზიო ხსნარი, რომლის აღდგენაც მოხდა აღწერილი სახით, არ შეიცავს ანტიბაქტერიულ კონსერვანტს. პემეტუს საინფუზიო ხსნარის საბოლოო კონცენტრაცია - 25 მგ/მლ 0.9% იზოტონიკი ნატრიუმის ქლორიდის ინტრავენურ საინფუზიო ხსნარში 2-8 0C და 25 0C ტემპერატურაზე ქიმიური და მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით სტაბილურია 24 საათის განმავლობაში.

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით სავალდებულოა პრეპარატის დაუყოვნებლივ გამოყენება. თუ დაუყოვნებლივ არ გამოიყენებენ, სავალდებულოა განადგურება.

ეს პრეპარატი განკუთვნილია ერთჯერადი გამოყენებისთვის. გამოუყენებელი ხსნარი უნდა განადგურდეს ადგილობრივი რეგულაციების შესაბამისად.

გამოიყენეთ ვარგისობის თარიღის დაცვით.

არ გამოიყენოთ პემეტუ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის თარიღის შემდეგ.

არ გამოიყენოთ პემეტუ, თუ პრეპარატზე და/ან შეფუთვაზე შენიშნავთ დაზიანებას.

არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები! მიაწოდეთ გარემოს და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.

ციტოტოქსიკური და ციტოსტატიკური სამედიცინო პრეპარატების გამოყენების შედეგად დარჩენილი ცარიელი შიდა შეფუთვა წარმოადგენს სახიფათო ნარჩენებს და ამ ნარჩენების მართვა ხორციელდება 02/04/2015 წლის №: 29314 ოფიციალურ უწყებაში გამოქვეყნებული „ნარჩენების მართვის შესახებ ინსტრუქციის“ შესაბამისად.

ლიცენზიის მფლობელი:

სს ონკო ილაჩ სანაი ვე თიჯარეთ

გებზეს ორგანიზებული სამრეწველო ზონა მე-2 უბანი 1700-ე ქუჩა №: 1703/2 ჩაიროვა / ქოჯაელი

ტელეფონი: 0850 250 66 56 ელ-ფოსტა: [email protected]

წარმოების ადგილი:

სს ონკო ილაჩ სანაი ვე თიჯარეთ

გებზეს ორგანიზებული სამრეწველო ზონა 1700-ე ქუჩა №: 1703 41480 ჩაიროვა / ქოჯაელი

წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია 19.03.2022 წელს.

ქვემოთ წარმოდგენილი ინფორმაცია განკუთვნილია სამედიცინო პერსონალისთვის, რომელიც გამოიყენებს ამ პრეპარატს

გამოყენების, გაკეთების და განადგურების შესახებ ინსტრუქციები

  • პემეტუს ინტრავენური ინფუზიის მოსამზადებლად რეკონსტიტუციის დროს გამოიყენეთ სათანდო ასეპტიკური მეთოდები.
  • გამოთვალეთ საჭირო დოზა და პემეტუს ფლაკონების რაოდენობა. თითოეულ ფლაკონში ჩამატებულია ზედმეტი რაოდენობით პემეტრექსედი, რათა შესაძლებელი იყოს ეტიკეტზე მითითებული რაოდენობის ადვილად ამოღება.
  • თითოეული ფლაკონის 20 მლ 9 მგ/მლ (0.9%-იანი) კონსერვანტის გარეშე ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარით აღდგენის შემდეგ მიიღება 25 მგ/მლ პემეტრექსედის შემცველი ხსნარი. სანამ ფხვნილი მთლიანად არ გაიხსნება, ფრთხილად შეანჯღრიეთ ფლაკონი. მომზადებული ხსნარის pH არის 6.6-7.8 შუალედში. საჭიროა უფრო მეტად განზავება.
  • მომზადებული პემეტრექსედის ხსნარის შესაბამისი მოცულობა უნდა განზავდეს 100 მლ-მდე 9 მგ/მლ (0.9%-იანი) კონსერვანტის გარეშე ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარით და გამოყენებული იქნას ინტრავენური ინფუზიის სახით 10 წუთის განმავლობაში.
  • ზემოთ აღწერილი სახით მომზადებული პემეტრექსედის საინფუზიო ხსნარები თავსებადია პოლივინილქლორიდის და პოლიოლეფინით დაფარულ საინფუზიო სისტემებთან და საინფუზიო პაკეტებთან. პემეტრექსედი შეუთავსებელია კალციუმის შემცველ გამხსნელებთან, მათ შორის რინგერის ლაქტატის ხსნართან და რინგერის ხსნართან.
  • პარენტერალური პრეპარატები გამოყენებამდე უნდა დათვალიერდეს მყარი ნაწილაკების შემცველობის და ფერის ცვლილების თვალსაზრისით. თუ შეინიშნება მყარი ნაწილაკები, არ შეიძლება გამოყენება.
  • პემეტრექსედის ხსნარი განკუთვნილია ერთჯერადი გამოყენებისთვის. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატები და ნარჩენი მასალები უნდა გადაიყაროს ადგილობრივი რეგულაციების შესაბამისად.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სარეკომენდაციო

გამოყენების ინსტრუქცია

პემეტუ® 500 მგ ფხვნილი ინტრავენური საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრატის მოსამზადებლად

გამოიყენება ინტრავენურად.

სტერილური, ციტოტოქსიკური

აქტიური ნივთიერება: ლიოფილიზებული ფხვნილის შემცველი თითოეული ფლაკონი შეიცავს 500 მგ პემეტრექსედის ეკვივალენტურ 604,2 მგ პემეტრექსედის დინატრიუმ ჰემიპენტაჰიდრატს ფხვნილის სახით. რეკონსტიტუციის შემდეგ 1 მლ ხსნარი შეიცავს 25 მგ პემეტრექსედის ეკვივალენტურ 30,21 მგ პემეტრექსედის დინატრიუმ ჰემიპენტაჰიდრატს.

დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი, მარილმჟავას ხსნარი (pH-ის რეგულირებისთვის), ნატრიუმის ჰიდროქსიდის ხსნარი (pH-ის რეგულირებისთვის).

სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის გამოყენებას, ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ წინამდებარე ინსტრუქცია. შესაძლებელია შემდგომში ხელახლა დაგჭირდეთ წაკითხვა.

თუ გექნებათ დამატებითი შეკითხვები, გთხოვთ, კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ეს პრეპარატი დანიშნულია ინდივიდუალურად თქვენთვის, ნუ მისცემთ სხვებს.

თუ ამ პრეპარატის გამოყენების პერიოდში მიმართავთ ექიმს ან საავადმყოფოს, აცნობეთ ექიმს, რომ იყენებთ ამ პრეპარატს.

ზუსტად დაიცავით წინამდებარე ინსტრუქციაში მითითებული საკითხები. თქვენთვის რეკომენდებული დოზის გარდა არ გამოიყენოთ პრეპარატის უფრო მაღალი ან დაბალი დოზა.

წინამდებარე ინსტრუქციაში წარმოდგენილია შემდეგი საკითხები:

  • რა არის პემეტუ და რისთვის გამოიყენება?
  • საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება პემეტუს გამოყენებამდე
  • როგორ გამოიყენება პემეტუ?
  • რა მოსალოდნელი გვერდითი რეაქციები აქვს?
  • პემეტუს შენახვა
  • რა არის პემეტუ და რისთვის გამოიყენება?

პემეტუ არის თეთრი, ღია ყვითელი ან მომწვანო ფერის ლიოფილიზებული ფხვნილი. პემეტუ მოთავსებულია ფლაკონში საინფუზიო ხსნარისთვის კონცენტრირებული ფხვნილის სახით. პემეტუს თითოეულ შეფუთვაში არის ერთი ცალი ფლაკონი.

თითოეულ ფლაკონს უნდა დაემატოს 20 მლ (0.9%-იანი) ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარი. მიიღება ხსნარი, რომლის ყოველი მილილიტრი შეიცავს 25 მგ პემეტრექსედს. თუ სამედიცინო პერსონალი საჭიროდ ჩათვლის, პრეპარატის გამოყენების წინ შესაძლებელია განახორციელოს სხვა სახის აღდგენაც. მომზადების შემდეგ ხსნარი ნელ-ნელა უნდა გაკეთდეს ინტრავენურად.

პემეტუ არის პრეპარატი, რომელსაც იყენებენ კიბოს სამკურნალოდ.

პემეტუ გამოიყენება პაციენტებში პლევრის ავთვისებიანი მეზოთელიომით (კიბოს სახეობა, რომელიც ზემოქმედებს ფილტვის გარსზე), რომლებსაც ადრე არ ჩატარებიათ ქიმიოთერაპია, კიბოს სამკურნალო სხვა პრეპარატთან - ცისპლატინთან ერთად.

პემეტუ გამოიყენება პაციენტებში გვიანი სტადიის ფილტვის კიბოთი, რომლებსაც ადრე არ ჩატარებიათ ქიმიოთერაპია, საწყისი მკურნალობის სახით ცისპლატინთან ერთად.

პემეტუ შესაძლებელია დაენიშნოთ პაციენტებს გვიანი სტადიის ფილტვის კიბოთი, თუ არსებობდა პასუხი მკურნალობაზე ან საწყისი ქიმიოთერაპიის შემდეგ დაავადება მეტწილად უცვლელად დარჩა.

ამასთანავე პემეტუ გამოიყენება პაციენტებში გვიანი სტადიის ფილტვის კიბოთი, რომლებსაც ადრე ჩაუტარდათ ქიმიოთერაპია.

  • საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება პემეტუს გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ პემეტუ შემდეგ შემთხვევებში

თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) პემეტრექსედზე ან პემეტუს შემადგენელ რომელიმე სხვა ნივთიერებაზე.

თუ ბავშვს ძუძუს აწოვებთ, უნდა შეწყვიტოთ პემეტუთი მკურნალობის დროს.

თუ ბოლო დროს გაგიკეთდათ ან უნდა გაგიკეთდეთ ყვითელი ცხელების საწინააღმდეგო ვაქცინა.

ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში პემეტუ გამოიყენეთ სიფრთხილის დაცვით

თუ გქონდათ ან ამჟამად გაქვთ თირკმლის ნებისმიერი დაავადება, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან საავადმყოფოს ფარმაცევტთან. ყოველი ინფუზიის წინ აღებული სისხლის ნიმუშის მიხედვით შემოწმდება, ნორმალურად ფუნქციონირებს თუ არა ღვიძლი და თირკმლები, ასევე სისხლის უჯრედების საკმარისობა, რათა შესაძლებელი იყოს პემეტუს გამოყენება. თუ სისხლის უჯრედების რაოდენობა ძალიან მცირეა, შესაძლებელია თქვენი მდგომარეობის შესაბამისად ექიმმა მიიღოს გადაწყვეტილება მკურნალობის გადადების ან პრეპარატის დოზის შეცვლის შესახებ.

თუ პემეტუსთან ერთად იყენებთ ცისპლატინსაც, თქვენი ექიმი უნდა დარწმუნდეს, რომ თქვენ მოგეწოდათ საკმარისი რაოდენობით სითხე და ღებინების თავიდან ასაცილებლად ცისპლატინის გამოყენებამდე და შემდგომ ჩაგიტარდათ სათანადო მკურნალობა.

თუ ადრე ჩატარებული გაქვთ ან ამჟამად გიტარდებათ სხივური თერაპია, აცნობეთ თქვენს ექიმს, რადგან პემეტუსთან ერთად შესაძლებელია რადიაციულ თერაპიას ჰქონდეს ადრეული ან გვიანი რეაქცია.

თუ ბოლო დროს გაგიკეთდათ ვაქცინა, აცნობეთ თქვენს ექიმს, რადგანაც პემეტუსთან ერთად აღნიშნულმა შესაძლებელია გამოიწვიოს უარყოფითი რეაქცია.

თუ გაქვთ ან გქონდათ გულის დაავადება, აცნობეთ თქვენს ექიმს.

თუ გაქვთ ფილტვებში სითხის დაგროვება, შესაძლებელია თქვენმა ექიმმა პემეტუს გამოყენებამდე მიიღოს გადაწყვეტილება სითხის გამოდევნის შესახებ.

გთხოვთ, კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ექიმთან, თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ ან გეხებოდათ წარსულში, ნებისმიერ დროს.

პემეტუს გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

გამოყენების მეთოდის თვალსაზრისით არ ახასიათებს ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელთან.

ორსულობა

პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

თუ ხართ ორსულად ან აპირებთ დაორსულებას, აცნობეთ თქვენს ექიმს. დაუშვებელია ორსულობის დროს პემეტუს გამოყენება. თქვენი ექიმი აგიხსნით ორსულობის დროს პემეტუს გამოყენების შემთხვევაში მოსალოდნელ ზიანს. პემეტუთი მკურნალობის დროს ქალებმა უნდა გამოიყენოთ ორსულობისგან დაცვის ეფექტური მეთოდი.

თუ მკურნალობის პერიოდში გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ლაქტაცია

პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

არ არის ცნობილი, გადადის თუ არა პემეტუ დედის რძეში. რის გამოც პემეტუთი მკურნალობის დროს არ აწოვოთ ბავშვს ძუძუ.

ფერტილობა

მამაკაცებისთვის რეკომენდებულია პემეტუთი მკურნალობის დროს და მკურნალობის დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში თავი შეიკავონ ბავშვის ჩასახვისგან, რის გამოც პემეტუთი მკურნალობის დროს ან მკურნალობის დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში მათ უნდა გამოიყენონ ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტური მეთოდები. თუ მოინდომებთ ბავშვის ჩასახვას მკურნალობის დროს ან მკურნალობის დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში, დახმარება მიიღეთ ექიმისგან ან ფარმაცევტისგან. შეგიძლიათ მოითხოვოთ კონსულტაცია მკურნალობის დაწყებამდე სპერმის შენახვასთან დაკავშირებით.

სატრანსპორტო საშუალების და მექანიზმის მართვა

პემეტუმ შესაძლებელია გამოიწვიოს დაღლილობა. თუ გრძნობთ დაღლილობას, მოერიდეთ სატრანსპორტო საშუალების და ისეთი მექანიზმის მართვას, რომელსაც ესაჭიროება ყურადღება.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პემეტუს შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

500 მგ პრეპარატის შემცველ თითოეულ ფლაკონში არის 54 მგ ნატრიუმი. საჭიროა მხედველობაში მიღება პაციენტებისთვის, რომლებიც იცავენ დიეტას ნატრიუმის კონტროლით.

სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება

აცნობეთ ექიმს, თუ ტკივილის და ანთების (შეშუპების) გამო იღებთ „არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების (აასპ)“ ჯგუფის ნებისმიერ პრეპარატს (როგორიცაა იბუპროფენი) და ამავე ჯგუფის ნებისმიერ პრეპარატს, რომელიც ურეცეპტოდ იყიდება (როგორიცაა ასპირინი). არსებობს დიდი რაოდენობით აასპ ჯგუფის პრეპარატი ზემოქმედების განსხვავებული ვადით. თქვენი ექიმი გირჩევთ, რომელი პრეპარატი როდის უნდა მიიღოთ პემეტუს გამოყენების დროის და/ან თირკმლის ფუნქციების მდგომარეობის მიხედვით. თუ არ ხართ დარწმუნებული, არის თუ არა თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატი აასპ-ის ჯგუფიდან, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

თუ ამჟამად იყენებთ ან ახლო წარსულში გამოიყენეთ რომელიმე პრეპარატი რეცეპტით ან რეცეპტის გარეშე, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • როგორ გამოიყენება პემეტუ?

ინსტრუქცია სათანადო გამოყენების და დოზირების/გამოყენების სიხშირის შესახებ:

პემეტუს დოზა შეადგენს 500 მგ-ს სხეულის ზედაპირის ფართობის ყოველ კვადრატულ მეტრზე. უნდა გაიზომოს თქვენი სიმაღლე და წონა და ამ გაზომვების შესაბამისად დაანგარიშდეს თქვენი სხეულის ზედაპირის ფართობი. ექიმი თქვენი სხეულის ზედაპირის ფართობის გამოყენებით მიიღებს გადაწყვეტილებას თქვენთვის სათანადო დოზის შესახებ. ეს დოზა შესაძლებელია დარეგულირდეს ან ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის და ჰემოგრამის მიხედვით გადაიდოს მკურნალობა. საავადმყოფოს ფარმაცევტი, ექთანი ან ექიმი ფხვნილის სახით არსებულ პემეტუს აღადგენს ნატრიუმის ქლორიდის (0.9%) საინექციო სითხით და გაგიკეთებთ.

გამოყენების გზა და მეთოდი:

პემეტუ ყოველთვის კეთდება ინტრავენური ინფუზიის სახით. ინფუზია გრძელდება დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში.

ცისპლატინთან ერთად პემეტუს გამოყენების დროს:

ექიმი ან საავადმყოფოს ფარმაცევტი თქვენთვის საჭირო დოზა გამოითვლის თქვენი სიმაღლის და წონის მიხედვით. პემეტუს ინფუზიის დასრულებიდან დაახლოებით 30 წუთის შემდეგ ინტრავენურად გაგიკეთდებათ ცისპლატინის ინფუზია 2 საათის განმავლობაში.

ინფუზია უნდა განმეორდეს ყოველ 3 კვირაში ერთხელ.

დამატებით მისაღები პრეპარატები:

კორტიკოსტეროიდები: პემეტუთი მკურნალობამდე 1 დღით ადრე, გამოყენების დღეს და გამოყენებიდან მომდევნო დღეს ექიმი დაგინიშნავთ სტეროიდებს ტაბლეტების სახით (დღეში ორჯერ 4 მგ დექსამეტაზონის შესაბამისი რაოდენობით). ეს პრეპარატი გამოიყენება კიბოს საწინააღმდეგო მკურნალობის განმავლობაში კანის რეაქციების სიხშირის და სიმძიმის შესამცირებლად.

ვიტამინებით მხარდაჭერა: პემეტუთი მკურნალობის დროს ექიმი დაგინიშნავთ დღეში ერთხელ ფოლიუმის მჟავას (ვიტამინი) ან ფოლიუმის მჟავას შემცველ (350-1000 მიკროგრამი) მულტივიტამინს. პემეტუს პირველ გამოყენებამდე შვიდი დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ არანაკლებ 5 დოზა ფოლიუმის მჟავა და ეს დოზა უნდა გაგრძელდეს მკურნალობის კურსის დროს და პემეტუს გამოყენების შემდეგ 21 დღის განმავლობაში. პემეტუს პირველი დოზის წინა კვირაში და შემდგომ დაახლოებით 9 კვირაში ერთხელ (რაც შეესაბამება პემეტუთი მკურნალობის 3 კურსს) გაგიკეთებენ B12 ვიტამინის (1000 მიკროგრამი) ინექციას. ფოლის მჟავა და ვიტამინი B12 გამოიყენება კიბოს საწინააღმდეგო მკურნალობის დროს მოსალოდნელი ტოქსიკური რეაქციების შესამცირებლად.

თუ გექნებათ შეკითხვა ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება:

პემეტუ არ გამოუყენებიათ პლევრის ავთვისებიანი მეზოთელიომით (კიბოს სახეობა, რომელიც ზემოქმედებს ფილტვის გარსზე) და გვიანი სტადიის ფილტვის კიბოთი დაავადებულ 18 წელზე ნაკლები ასაკის პედიატრიულ პაციენტებში (ბავშვებში).

ასაკოვნებში გამოყენება:

65 წლის ან მეტი ასაკის პაციენტებში, გარდა არსებული რეკომენდაციებისა, ზოგადად არ არის საჭირო დოზის შემცირება.

გამოყენების სპეციალური პირობები:

თირკმლის უკმარისობა:

კლინიკური კვლევებით თირკმლის ფუნქციის მსუბუქი დარღვევის მქონე პაციენტებში არ დამდგარა დოზის რეგულირების საჭიროება, გარდა სხვა ნებისმიერი პაციენტისთვის არსებული რეკომენდაციებისა. არ არსებობს საკმარისი მონაცემები თირკმლის უკმარისობის გვიანის სტადიის მქონე პაციენტებისთვის, რის გამოც არ არის რეკომენდებული ასეთ პაციენტებში პემეტუს გამოყენება.

ღვიძლის უკმარისობა:

არ არის შესწავლილი პემეტუს გამოყენება ღვიძლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში.

ყოველი დოზის წინ გაკეთდება ჰემოგრამა, ჩატარდება სისხლის ანალიზი თირკმლის და ღვიძლის ფუნქციების შესაფასებლად. ანალიზის შედეგების მიხედვით თქვენმა ექიმმა შესაძლებელია მიიღოს გადაწყვეტილება მკურნალობის შეჩერების ან პრეპარატის დოზის შეცვლის შესახებ.

დაიცავით წინამდებარე ინსტრუქცია, თუ ექიმის მიერ არ იქნა რეკომენდებული სხვა რამ.

არ დაგავიწყდეთ პრეპარატის დროულად მიღება.

ექიმი გაცნობებთ, რამდენი ხანი გაგრძელდება პემეტუთი მკურნალობა. არ შეწყვიტოთ მკურნალობა ვადაზე ადრე, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მიიღებთ სასურველ შედეგს.

თუ თვლით, რომ პემეტუს მოქმედება არის ძალიან ძლიერი ან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გამოიყენეთ პემეტუ საჭიროზე მეტი რაოდენობით:

პემეტუს გაგიკეთებთ ექიმი ან ექთანი, რის გამოც ნაკლებად სავარაუდოა პრეპარატის ზედმეტი რაოდენობით გამოყენება. მაგრამ დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან ექთანს, თუ თვლით, რომ თქვენ გაგიკეთეს ძალიან დიდი რაოდენობით პრეპარატი.

თუ დაგავიწყდათ პემეტუს გამოყენება:

თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას, როდის უნდა გაკეთდეს გამოტოვებული დოზა. მნიშვნელოვანია, დაიცვათ თქვენი ექიმის მითითებები მომდევნო დოზის გამოყენების ახალ დროსთან დაკავშირებით.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზების კომპენსირების მიზნით.

პემეტუთი მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ მოსალოდნელი რეაქციები:

არ არსებობს მონაცემები. არ შეწყვიტოთ პემეტუს გამოყენება თქვენი ექიმის მიერ მითითების გარეშე. თუ გაქვთ შეკითხვა პემეტუს გამოყენებასთან დაკავშირებით, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

  • რა მოსალოდნელი გვერდითი რეაქციები აქვს?

სხვა პრეპარატების მსგავსად, პემეტუს შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებს შესაძლებელია აღენიშნებოდეთ გვერდითი რეაქციები.

ქვემოთ მითითებული რომელიმე რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ პემეტუს გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების სამსახურს:

ცხელება ან ინფექცია (ხშირი): თუ ტემპერატურა არის 380C ან უფრო მაღალი, ოფლიანობა ან ინფექციის სხვა სიმპტომები (შესაძლებელია უკავშირდებოდეს ლეიკოციტების რაოდენობის ნორმაზე მეტად დაქვეითებას, რაც ძალიან ხშირია), შესაძლებელია ინფექცია იყოს სერიოზული და გამოიწვიოს სიკვდილი.

თუ იგრძნობთ მკერდის ტკივილს (ხშირი) ან გულისცემის ცვლილებას (სწრაფი და არათანაბარი) (არახშირი),

თუ გაქვთ პირის ღრუში ტკივილი, სიწითლე, შეშუპება ან წყლული (ძალიან ხშირი),

ალერგიული რეაქცია: თუ განვითარდება კანზე გამონაყარი (ძალიან ხშირი)/ წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება (ხშირი) ან ცხელება (ხშირი). იშვიათად კანის რეაქციები შესაძლებელია იყოს სერიოზული და გამოიწვიოს სიკვდილი. თუ გაქვთ სერიოზული გამონაყარი ან ქავილი ან ბუშტუკები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი), დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

თუ გრძნობთ დაღლილობას, სისუსტეს ან გიჭირთ სუნთქვა ან ხართ ფერმკრთალი (შესაძლებელია უკავშირდებოდეს ერითროციტების რაოდენობის ნორმაზე მეტად დაქვეითებას, ეს ძალიან ხშირია),

თუ გაქვთ სისხლდენა, რომელიც არ ჩერდება (ღრძილებიდან, ცხვირიდან ან პირის ღრუში ან ნებისმიერი უბნიდან სისხლდენა), მოწითალო ან მოვარდისფრო შარდი, უმიზეზოდ წარმოქმნილი სისხლჩაქცევა (შესაძლებელია უკავშირდებოდეს სისხლში თრომბოციტების (შედედების უჯრედი) რაოდენობის ნორმაზე მეტად დაქვეითებას, ეს ძალიან ხშირია).

თუ უეცრად განვითარდება ქოშინი, მკერდის ძლიერი ტკივილი ან ხველა სისხლიანი ნახველით (იშვიათი) (შესაძლებელია მიუთითებდეს ფილტვის სისხლძარღვებში თრომბის არსებობაზე).

ეს ძალიან სერიოზული გვერდითი რეაქციებია. თუ თქვენ გაქვთ რომელიმე მათგანი, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ პემეტუზე სერიოზული ალერგიული რეაქცია. შესაძლებელია დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა ან საავადმყოფოში დაწოლა.

წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში გვერდითი რეაქციები ჩამოთვლილია შემდეგ კატეგორიებში წარმოდგენილი სახით:

ძალიან ხშირი: ზემოქმედებს 10 პაციენტიდან ერთზე მეტ პაციენტზე.

ხშირი: ზემოქმედებს 100 პაციენტიდან 1-10 პაციენტზე.

არახშირი: ზემოქმედებს 1.000 პაციენტიდან 1-10 პაციენტზე.

იშვიათი: ზემოქმედებს 10.000 პაციენტიდან 1-10 პაციენტზე.

ძალიან იშვიათი: ზემოქმედებს 10.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებ პაციენტზე.

უცნობი სიხშირე: ხელთარსებული მონაცემებით შეუძლებელია სიხშირის ხარისხის ვარაუდი.

ზემოაღნიშნულის მიხედვით პემეტუსთან ერთად გამოვლენილი გვერდითი რეაქციები შესაძლებელია მოიცავდეს შემდეგს:

ძალიან ხშირი:

ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება,

ჰემოგლობინის დონის დაქვეითება (ანემია),

თრომბოციტების რაოდენობის შემცირება,

დიარეა,

ღებინება,

პირის ღრუში ტკივილი, სიწითლე, პირის ღრუში შეშუპება ან წყლული,

გულისრევა,

მადის დაქვეითება,

დაღლილობა,

კანზე გამონაყარი,

თმის ცვენა,

ყაბზობა,

მგრძნობელობის დაკარგვა,

თირკმელთან დაკავშირებულ სისხლის ანალიზის შედეგებში დარღვევები.

ხშირი:

ალერგიული რეაქციები (კანზე სიწითლე/წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება),

ინფექცია, რომელიც მოიცავს სეფსისსაც,

ცხელება,

დეჰიდრატაცია,

თირკმლის უკმარისობა (შესაძლებელია გამოვლინდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა დიდი რაოდენობით წყლის მიღება, დიდი რაოდენობით შარდვა, სისხლში შარდოვანას მომატებული დონე, როდესაც თირკმლები ვერ ფუნქციონირებენ საკმარისად),

კანზე გაღიზიანება და ქავილი,

მკერდის ტკივილი,

კუნთების სისუსტე,

თვალის ანთება (კონიუნქტივიტი),

კუჭის პრობლემები,

მუცლის ტკივილი,

გემოს ცვლილება,

ღვიძლის ანალიზის შედეგებში დარღვევა,

თვალების ცრემლიანობა,

კანის ფერის მეტად გამუქება.

არახშირი:

თირკმლის მწვავე უკმარისობა,

აჩქარებული გულისცემა,

პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ მკურნალობა პემეტუთი/სხივური თერაპია, საყლაპავი მილის ანთება (ანთებითი დაავადება, რომელიც შესაძლებელია მიმდინარეობდეს საყლაპავ მილში წვის შეგრძნებით),

მსხვილი ნაწლავის კედლის ანთება, რომელსაც ზოგჯერ ახლავს წვრილი და მსხვილი ნაწლავიდან სისხლდენა (კოლიტი),

ფილტვის ალვეოლების დაზიანება (ფილტვების ანთება, პნევმონია),

ორგანიზმის ქსოვილებში დიდი რაოდენობით სითხის დაგროვება, რაც იწვევს შეშუპებას (ედემა),

პაციენტებში, რომლებიც პემეტუს იღებენ კიბოს საწინააღმდეგო სხვა პრეპარატთან ერთად, შესაძლებელია განვითარდეს მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი ან მსუბუქი ინსულტი.

პანციტოპენია - ლეიკოციტების, ერითროციტების და თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითებასთან ერთად.

პაციენტებში, რომლებსაც სხივური თერაპია უტარდებოდათ პემეტუთი მკურნალობამდე ან მკურნალობის დროს, სუნთქვის გაძნელება და ცხელება, რომელიც განვითარდა სხივურ თერაპიასთან დაკავშირებით ფილტვის ქსოვილების დაზიანების შედეგად (რადიაციული პნევმონია),

ხელების და ფეხების ტკივილი, სხეულის ტემპერატურის დაქვეითება და ფერის შეცვლა,

ფილტვის არტერიებში თრომბი (ფილტვის ემბოლია).

იშვიათი:

კანზე მზის სერიოზული დამწვრობის მსგავსი გამონაყარი, რომელიც შესაძლებელია განვითარდეს სხივური თერაპიის ჩატარებიდან დღეების ან წლების შემდეგ (სხივური თერაპიის გახსენების რეაქცია).

კანზე ბუშტუკების გაჩენა, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.

ანემია, რომელიც განვითარდა ერითროციტების დაშლის შედეგად და ეს განპირობებულია ანტისხეულებით (ჰემოლიზური ანემია, რომელიც განვითარდა იმუნური პასუხის შედეგად).

ღვიძლის ანთება (სიყვითლე),

მძიმე ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსიური შოკი).

უცნობია:

ფეხების შეშუპება ტკივილთან და სიწითლესთან ერთად

მომატებული შარდვა

წყურვილი და წყლის მოხმარების მატება

სისხლში ნატრიუმის მატება (ჰიპერნატრემია)

უმეტესად სხეულის ქვედა ნაწილებში შეშუპება, კანის ანთება ტკივილთან და სიწითლესთან ერთად.

შესაძლებელია გამოგივლინდეთ რომელიმე ეს სიმპტომი და/ან მდგომარეობა. რომელიმე ზემოაღნიშნული გვერდითი რეაქციის განვითარების შემთხვევაში უმოკლეს ვადაში აცნობეთ თქვენს ექიმს.

თუ გაშფოთებთ რომელიმე გვერდითი რეაქცია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს.

თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით რეაქციას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი რეაქციების შესახებ ინფორმირება

ნებისმიერი გვერდითი რეაქციის განვითარებისას, რომელიც მითითებულია ან არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ამასთანავე გვერდითი რეაქციები მიუთითეთ საიტზე www.titck.gov.tr - „პრეპარატის გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება“ ან დარეკეთ გვერდითი რეაქციების შეტყობინების ხაზზე - 0 800 314 00 08 და აცნობეთ თურქეთის ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის ცენტრს. გვერდითი რეაქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.

  • პემეტუს შენახვა

პემეტუ შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, თავის შეფუთვაში.

გაუხსნელი ფლაკონები შეინახეთ 25 0C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.

პემეტუს საინფუზიო ხსნარი, რომლის აღდგენაც მოხდა აღწერილი სახით, არ შეიცავს ანტიბაქტერიულ კონსერვანტს. პემეტუს საინფუზიო ხსნარის საბოლოო კონცენტრაცია - 25 მგ/მლ 0.9% იზოტონიკი ნატრიუმის ქლორიდის ინტრავენურ საინფუზიო ხსნარში 2-8 0C და 25 0C ტემპერატურაზე ქიმიური და მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით სტაბილურია 24 საათის განმავლობაში.

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით სავალდებულოა პრეპარატის დაუყოვნებლივ გამოყენება. თუ დაუყოვნებლივ არ გამოიყენებენ, სავალდებულოა განადგურება.

ეს პრეპარატი განკუთვნილია ერთჯერადი გამოყენებისთვის. გამოუყენებელი ხსნარი უნდა განადგურდეს ადგილობრივი რეგულაციების შესაბამისად.

გამოიყენეთ ვარგისობის თარიღის დაცვით.

არ გამოიყენოთ პემეტუ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის თარიღის შემდეგ.

არ გამოიყენოთ პემეტუ, თუ პრეპარატზე და/ან შეფუთვაზე შენიშნავთ დაზიანებას.

არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები! მიაწოდეთ გარემოს და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.

ციტოტოქსიკური და ციტოსტატიკური სამედიცინო პრეპარატების გამოყენების შედეგად დარჩენილი ცარიელი შიდა შეფუთვა წარმოადგენს სახიფათო ნარჩენებს და ამ ნარჩენების მართვა ხორციელდება 02/04/2015 წლის №: 29314 ოფიციალურ უწყებაში გამოქვეყნებული „ნარჩენების მართვის შესახებ ინსტრუქციის“ შესაბამისად.

ლიცენზიის მფლობელი:

სს ონკო ილაჩ სანაი ვე თიჯარეთ

გებზეს ორგანიზებული სამრეწველო ზონა მე-2 უბანი 1700-ე ქუჩა №: 1703/2 ჩაიროვა / ქოჯაელი

ტელეფონი: 0850 250 66 56 ელ-ფოსტა: [email protected]

წარმოების ადგილი:

სს ონკო ილაჩ სანაი ვე თიჯარეთ

გებზეს ორგანიზებული სამრეწველო ზონა 1700-ე ქუჩა №: 1703 41480 ჩაიროვა / ქოჯაელი

წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია 19.03.2022 წელს.

ქვემოთ წარმოდგენილი ინფორმაცია განკუთვნილია სამედიცინო პერსონალისთვის, რომელიც გამოიყენებს ამ პრეპარატს

გამოყენების, გაკეთების და განადგურების შესახებ ინსტრუქციები

  • პემეტუს ინტრავენური ინფუზიის მოსამზადებლად რეკონსტიტუციის დროს გამოიყენეთ სათანდო ასეპტიკური მეთოდები.
  • გამოთვალეთ საჭირო დოზა და პემეტუს ფლაკონების რაოდენობა. თითოეულ ფლაკონში ჩამატებულია ზედმეტი რაოდენობით პემეტრექსედი, რათა შესაძლებელი იყოს ეტიკეტზე მითითებული რაოდენობის ადვილად ამოღება.
  • თითოეული ფლაკონის 20 მლ 9 მგ/მლ (0.9%-იანი) კონსერვანტის გარეშე ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარით აღდგენის შემდეგ მიიღება 25 მგ/მლ პემეტრექსედის შემცველი ხსნარი. სანამ ფხვნილი მთლიანად არ გაიხსნება, ფრთხილად შეანჯღრიეთ ფლაკონი. მომზადებული ხსნარის pH არის 6.6-7.8 შუალედში. საჭიროა უფრო მეტად განზავება.
  • მომზადებული პემეტრექსედის ხსნარის შესაბამისი მოცულობა უნდა განზავდეს 100 მლ-მდე 9 მგ/მლ (0.9%-იანი) კონსერვანტის გარეშე ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარით და გამოყენებული იქნას ინტრავენური ინფუზიის სახით 10 წუთის განმავლობაში.
  • ზემოთ აღწერილი სახით მომზადებული პემეტრექსედის საინფუზიო ხსნარები თავსებადია პოლივინილქლორიდის და პოლიოლეფინით დაფარულ საინფუზიო სისტემებთან და საინფუზიო პაკეტებთან. პემეტრექსედი შეუთავსებელია კალციუმის შემცველ გამხსნელებთან, მათ შორის რინგერის ლაქტატის ხსნართან და რინგერის ხსნართან.
  • პარენტერალური პრეპარატები გამოყენებამდე უნდა დათვალიერდეს მყარი ნაწილაკების შემცველობის და ფერის ცვლილების თვალსაზრისით. თუ შეინიშნება მყარი ნაწილაკები, არ შეიძლება გამოყენება.
  • პემეტრექსედის ხსნარი განკუთვნილია ერთჯერადი გამოყენებისთვის. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატები და ნარჩენი მასალები უნდა გადაიყაროს ადგილობრივი რეგულაციების შესაბამისად.

სიფრთხილის ზომები მომზადების და გამოყენების დროს: როგორც სხვა პოტენციურად ტოქსიკური კიბოს საწინააღმდეგო აგენტების შემთხვევაში, პემეტრექსედის საინფუზიო ხსნარის მომზადების და გამოყენების დროსაც საჭიროა სიფრთხილის დაცვა. რეკომენდებულია ხელთათმნის გამოყენება. პემეტრექსედის ხსნარის კანთან კონტაქტის შემთხვევაში კანი კარგად უნდა დაიბანოთ საპნით და წყლით. პემეტრექსედის ხსნარის ლორწოვან გარსთან კონტაქტის შემთხვევაში კარგად უნდა დაიბანოთ წყლით. პემეტრექსედი არ არის ვეზიკანტი. პემეტუს ექსტრავაზაციის შემთხვევაში არ არსებობს სპეციფიკური ანტიდოტი. დაფიქსირებული იქნა პემეტრექსედის ექსტრავაზაციის რამდენიმე შემთხვევა, რომელიც მკვლევრის მიერ არ იქნა განხილული, როგორც სერიოზული. როგორც სხვა არავეზიკანტების შემთხვევაში, ექსტრავაზაციის დროს გამოყენებული უნდა იქნას ადგილობრივი სტანდარტული მეთოდები.

400KT09200

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა