პანტოპაზა
PANTOPAZA
პანტოპაზა 40 მგ ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად გამოიყენება შემდეგ შემთხვევბში: რეფლუქს ეზოფაგიტი. კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული. ზოლინგერ-ელისონის სინდრომი და სხვა პათოლოგიური ჰიპერსეკრეტორული მდგომარეობები.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- პანტოპრაზოლი (pantoprazole)
- ფორმა და შეფუთვა
- 40მგ ფხვნილი ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №5
- მწარმოებელი
- S.C. ROMPHARM COMPANY S.R.L., რუმინეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- კუჭის წვენის მჟავიანობის დარღვევის საწინააღმდეგო პრეპარატები, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები
- ATC კოდი
- A02BC02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-038285
- რეგისტრირებულია
- 6 ივნისი 2023, მოქმედებს 6 ივნისი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- „Rompharm Company Georgia“ LLC (საქართველო)
- განმცხადებელი
- შპს „რომფარმ კომპანი საქართველო“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
პანტოპაზა — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პანტოპაზა 40 მგ ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად გამოიყენება შემდეგ შემთხვევბში:
რეფლუქს ეზოფაგიტი.
კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული.
ზოლინგერ-ელისონის სინდრომი და სხვა პათოლოგიური ჰიპერსეკრეტორული მდგომარეობები.
მიღების წესი და დოზირება
მედიკამენტი უნდა დაინიშნოს ჯანდაცვის პროფესიონალის მიერ სამედიცინო ზედამხედველობით.
პანტოპრაზოლის ინტრავენურად დანიშვნა რეკომენდებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორალური მიღება შეუძლებელია. არსებული მონაცემებით შესაძლებელია ინტრავენური გამოყენება 7 დღემდე, თუმცა, როგორც კი შესაძლებელი გახდება ორალური მიღება, პანტოპრაზოლის ინტრავენური დანიშნულება უნდა შეწყდეს და მის ნაცვლად დაინიშნოს 40 მგ პერორალურად.
დოზირება
კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, რეფლუქს ეზოფაგიტი
რეკომენდებული ინტრავენური დოზაა 1 ფლაკონი პანტოპრაზოლი (40 მგ) დღეში.
ზოლინგერ-ელისონის სინდრომი და სხვა პათოლოგიური ჰიპერსეკრეტორული მდგომარეობები
ზოლინგერ-ელისონის სინდრომის და სხვა პათოლოგიური ჰიპერსეკრეტორული მდგომარეობების ხანგრძლივი მკურნალობისათვის, პაციენტმა უნდა დაიწყოს ინტრავენური პანტოპრაზოლის 80 მგ დღიური დოზის მიღებით. შემდგომში დოზა შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს საჭიროების მიხედვით, კუჭში მჟავას სეკრეციის გათვალისწინებით.
დღიურად 80 მგ-ზე მეტის მიღების შემთხვევაში, დოზა უნდა გაიყოს დღეში ორ მიღებაზე. დოზის გაზრდა 160 მგ-ზე მეტად შესაძლებელია დროებით, მაგრამ არ უნდა გაგრძელდეს იმაზე მეტხანს, რაც აუცილებელია მჟავიანობის ადექვატური მაჩვენებლის მისაღებად.
იმ შემთხვევაში, როცა მჟავას სწრაფი კონტროლი აუცილებელია, პაციენტთა დიდ უმრავლესობაში საკმარისია პანტოპრაზოლის საწყისი დოზა 2x80 მგ ინტრავენურად მჟავას პროდუქციის სამიზნე ნიშნულამდე (<10 მექ/სთ) შემცირების უზრუნველსაყოფად ერთი საათის განმავლობაში.
პაციენტები ღვიძლის დაზიანებით
ღვიძლის მძიმე დაზიანების მქონე პაციენტებში არ უნდა მოხდეს პანტოპრაზოლის დღიური დოზა 20 მგ (40 მგ ფლაკონის ნახევარი) გადაჭარბება.
პაციენტები თირკმლების დაზიანებით
თირკმლების დაზიანების მქონე პაციენტებში დოზის რეგულირება საჭირო არ არის.
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმულ პაციენტებში დოზის რეგულირება საჭირო არ არის.
პედიატრიული პოპულაცია
18 წელზე ნაკლები ასაკის პაციენტებში ინტრავენური პანტოპრაზოლის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის. შესაბამისად, 18 წელზე ნაკლები ასაკის პაციენტებში ინტრავენური პანტოპრაზოლის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
გამოყენების მეთოდი
საინექციოდ მზა ხსნარი მზადდება ფხვნილის 10 მლ ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0.9 %) საინექციო ხსნარში გახსნით. მიღებული ხსნარი გამოიყენება პირდაპირ ან იხსნება 100 მლ ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0.9%) საინექციო ხსნარში ან გლუკოზის 55 მგ/მლ (5%) საინექციო ხსნარში. მომზადებული ხსნარი გამოყენებული უნდა იქნას 12 საათის განმავლობაში. სამკურნალწამლო საშუალების ინტრავენური გამოყენება უნდა მოხდეს 2-15 წთ-ზე ხანგრძლივად.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების, ჩანაცვლებული ბენზიმიდაზოლის ან რომელიმე შემავსებლის მიმართ.
სიფრთხილის ზომები
კუჭის ავთვისებიანი სიმსივნე
პანტოპრაზოლზე სიმპტომური პასუხის (გაუმჯობესების) გამო შეიძლება შეინიღბოს კუჭის კიბოს სიმპტომატიკა და გაძნელდეს მისი დიაგნოსტიკა. რომელიმე საგანგაშო სიმპტომის არსებობის (მაგ., წონის დაუგეგმავი მნიშვნელოვანი კლება, რეგულარული ღებინება, დისფაგია, ჰემატემეზი, ანემია ან მელენა) და კუჭის წყლულზე ეჭვის ან მისი არსებობის შემთხვევაში, საჭიროა კუჭის კიბოს გამორიცხვა.
შემდგომი კვლევის მიზანია დადგინდეს, ნარჩუნდება თუ არა სიმპტომები ადექვატური მკურნალობის ფონზე.
ღვიძლის დაზიანება
ღვიძლის მძიმე დაზიანების მქონე პაციენტებში მკურნალობის განმავლობაში უნდა ხდებოდეს ღვიძლის ფერმენტების შემოწმება. ფერმენტების დონის მატების შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს.
დანიშვნა აივ პროტეაზის ინჰიბიტორებთან ერთად
პანტოპრაზოლის დანიშვნა არ არის რეკომენდებული აივ პროტეაზის ინჰიბიტორებთან ერთად, რომელთა აბსორბცია დამოკიდებულია კუჭის pH-ზე (მაგ., ატაზანავირი), რადგან მოსალოდნელია მათი ბიოშეღწევადობის მნიშვნელოვანი დაქვეითება.
ბაქტერიული წარმოშობის გასტროინტესტინური ინფექციები
პანტოპრაზოლით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს გასტროინტესტინური ინფექციების (ისეთი ბაქტერიებით გამოწვეული, როგორებიცაა Salmonella, Campylobacter ან C. difficile) განვითარების რისკის მცირედი მატება.
ჰიპომაგნიემია
მძიმე ჰიპომაგნიემია გამოვლენილია პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით (PPI), როგორიცაა პანტოპრაზოლი, სულ ცოტა სამი თვის განმავლობაში, ხოლო უმეტეს შემთხვევებში – ერთი წლის განმავლობაში. ჰიპომაგნიემიის სერიოზული გამოვლინებებია დაღლილობა, ტეტანია (კრუნჩხვები), ბოდვა, კონვულსიები, თავბრუსხვევა და პარკუჭოვანი არითმია, თუმცა დასაწყისში ისინი შეიძლება მკაფიოდ არ გამოვლინდეს და შეუმჩნეველი დარჩეს. დაზარალებულ პაციენტთა უმრავლესობაში ჰიპომაგნიემია წესრიგდება მაგნიუმის დანიშვნით და პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით მკურნალობის შეწყვეტით.
იმ პაციენტებთან, რომლებიც იმყოფებიან ხანგრძლივ მკურნალობაზე ან იღებენ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებს დიგოქსინთან ან ისეთ სამკურნალწამლო საშუალებებთან ერთად, რომლებსაც შეუძლიათ ჰიპომაგნიემიის გამოწვევა (მაგ., დიურეზულები), ჯანდაცვის სპეციალისტებმა უნდა შეამოწმონ მაგნიუმის დონე პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით მკურნალობის დაწყებისას და პერიოდულად – მკურნალობის განმავლობაში.
ძვლების მოტეხილობები
პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებმა, განსაკუთრებით, თუ ისინი გამოიყენება მაღალი დოზებით და ხანგრძლივად (> ერთ წელზე), შეიძლება მცირედ გაზარდოს ბარძაყის, მაჯის და მალების მოტეხილობის რისკი, უპირატესად ხანდაზმულებში ან სხვა გამოვლენილი რისკ-ფაქტორების არსებობის შემთხვევაში.
დაკვირვებამ აჩვენა, რომ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებმა შეიძლება გაზარდოს მოტეხილობების საერთო რისკი 10–40%-ით. ეს ზრდა რიგ შემთხვევევბში შეიძლება უკავშირდებოდეს სხვა რისკ-ფაქტორებს. ოსტეოპოროზის განვითარების რისკის მქონე პაციენტები უნდა მკურნალობდნენ თანამედროვე კლინიკური გაიდლაინების მიხედვით და უნდა იღებდნენ D ვიტამინის და კალციუმის ადექვატურ დოზებს.
ქვემწვავე წითელი მგლურას კანის ფორმა
პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები დაკავშირებულია ქვემწვავე წითელი მგლურას (კანის ფორმა) იშვიათ შემთხვევებთან. თუ დაზიანებები არსებობს, ისინი უპირატესად კანის იმ უბნებზე ვითარდება, სადაც მზის სხივებით მოქმედება მისაწვდომია და თუ მას თან ახლავს ართრალგიაც, პაციენტმა დაუყოვნებლად უნდა მიმართოს დახმარებისათვის ჯანდაცვის პროფესიონალს, რომელმაც უნდა ურჩიოს პანტოპრაზოლის მიღების შეწყვეტა. პროტონული ტუმბოს ერთი ინჰიბიტორის მიღებით გამოწვეული ქვემწვავე წითელი მგლურას (კანის ფორმა) შემთხვევაში იზრდება მისი განვითარების რისკი პროტონული ტუმბოს სხვა ინჰიბიტორების მიღების შემდეგაც.
ლაბორატორიული ტესტების დარღვევები
ქრომოგრანინ A (CgA) დონის მატებამ შეიძლება ხელი შეუშალოს ნეიროენდოკრინული სიმსივნეების კვლევას. ამ დაბრკოლების თავიდან ასაცილებლად პანტოპრაზოლით მკურნალობა უნდა შეწყდეს CgA განსაზღვრამდე სულ ცოტა 5 დღით ადრე მაინც. თუ CgA და გასტრინის დონე არ დაუბრუნდა პირველადი ანალიზისას არსებულ მაჩვენებლებს, ანალიზი უნდა გამეორდეს პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით მკურნალობის შეწყვეტიდან 14 დღეში.
ნატრიუმი
ამ სამკურნალწამლო ნივთიერების ერთი ფლაკონი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ასე რომ, მასში, პრაქტკულად, ნატრიუმი არ არის.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
პანტოპრაზოლის ეფექტი სხვა სამკურნალწამლო საშუალებების აბსორბციაზე
კუჭის მჟავას სეკრეციის სრული და ხანგრძლივი ინჰიბიციის გამო პანტოპრაზოლმა შეიძლება ხელი შეუშალოს სხვა სამკურნალწამლო საშუალებების აბსორბციას, როდესაც კუჭის pH არის ბიოშეღწევადობის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი. მაგ., სხვადასხვა ანტიფუნგური აზოლები, როგორებიცაა კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, პოზაკონაზოლი და სხვა წამლები, მაგ., ერლოტინიბი.
აივ პროტეაზას ინჰიბიტორები
პანტოპრაზოლის დანიშვნა არ არის რეკომენდებული აივ პროტეაზის ინჰიბიტორებთან ერთად, რომელთა აბსორბცია დამოკიდებულია კუჭის pH-ზე (მაგ., ატაზანავირი), რადგან მოსალოდნელია მათი ბიოშეღწევადობის მნიშვნელოვანი დაქვეითება.
თუ აუცილებელია აივ პროტეაზას ინჰიბიტორების და პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების კომბინირებული დანიშვნა, რეკომენდებულია საფუძვლიანი კლინიკური დაკვირვება (მაგ., ვირუსების არსებობა). არ უნდა მოხდეს პანტოპრაზოლის 20გ დღიური დოზის გადაჭარბება. საჭირო იქნება აივ პროტეაზის ინჰიბიტორების დოზირების საკითხის გადაწყვეტა.
კუმარინული ანტიკოაგულაციური საშუალებები (ფენპროკუმონი ან ვარფარინი)
პანტოპრაზოლის და ფენპროკუმონის ან ვარფარინის ერთდროული დანიშვნა არ ცვლის სნშ-ს, ვარფარინის ან ფენპროკუმონის ფარმაკოკინეტიკას. თუმცა აღწერილია სნშ-ს და პროთრომბინის დროის მატება პაციენტებთან, რომლებიც პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების და ვარფარინის ან ფენპროკუმონის კომბინირებულ მკურნალობას იღებდნენ. სნშ-ს და პროთრომბინის დროის მატებამ შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი სისხლდენა და სიკვდილიც კი. პაციენტები, რომნლებიც მკურნალობენ პანტოპრაზოლით და ვარფარინით ან ფენპროკუმონით საჭიროებენ დაკვირვებას სნშ-ს და პროთრომბინის დროის მატების გამოვლენის მიზნით.
მეთოტრექსატი
მეთოტრექსატის მაღალი დოზის (მაგ., 300 მგ) და პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენებისას აღწერილია მეთოტრექსატის დონის მატება ზოგიერთ პაციენტში. შესაბამისად, იმ შემთხვევებში, როცა გამოიყენება მეთოტრექსატის მაღალი დოზები, მაგ., კიბოს ან ფსორიაზის არსებობისას, განხილული უნდა იქნას პანტოპრაზოლით მკურნალობის დროებითი შეჩერება.
სხვა ურთიერთქნედებები
პანტოპრაზოლი მეტაბოლიზდება უპირატესად ღვიძლში, ციტოქრომ P450 ფერმენტული სისტემის საშუალებით. მეტაბოლიზმის ძირითადი გზაა დემეთილირება CYP2C19-ით, ხოლო მეტაბოლიზმის სხვა გზა გულისხმობს ოქსიდაციას CYP3A4-ით.
იმ სამკურნალწამლო საშუალებების შესწავლამ, რომლებიც მეტაბოლიზდება ამავე გზებით, როგორებიცაა კარბამაზეპინი, დიაზეპამი, გლიბენკლამიდი, ნიფედიპინი და ლევონორგესტრელის და ეთინილესტეროლის შემცველი ორალური კონტრაცეფციული საშუალებები, არ გამოავლინა კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები.
არ შეიძლება გამოირიცხოს პანტოპრაზოლის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან, რომლებიც მეტაბოლიზდება იმავე ფერმენტული სისტემების საშუალებით.
ურთიერთქმედების შესწავლის მთელი რიგი შედეგები აჩვენებს, რომ პანტოპრაზოლი არ ცვლის იმ აქტიური ნივთიერებების მეტაბოლიზმს, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP1A2-ით (როგორიცაა კოფეინი, თეოფილინი), CYP2C9-ის (როგორიცაა პიროქსიკამი, დიკლოფენაკი, ნაპროქსენი), CYP2D6-ის (როგორიცაა მეტოპროლოლი), CYP2E1-ის (როგორიცაა ეთანოლი) საშუალებით, ან არ ურთიერთქმედებს დიგოქსინთან, რომლის აბსორბცია დაკავშირებულია p-გლიკოპროტეინთან.
არ არის ცნობილი ანტაციდებთან ერთდროული დანიშვნისას არსებული ურთიერთქმედების შესახებ.
შესწავლილია აგრეთვე პანტოპრაზოლის ურთიერთქმედება ერთდროულად დანიშნულ შესაბამის ანტიბიოტიკებთან (კლარითრომიცინი, მეტრონიდაზოლი, ამოქსიცილინი). კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება არ იქნა აღმოჩენილი.
სამკურნალწამლო საშუალებები, რომლებიც აინჰიბირებს ან ასტიმულირებს CYP2C19:
CYP2C19-ის ინჰიბიტორებმა როგორიცაა ფლუვოქსამინი, შეიძლება გაზარდოს სისტემური ექსპზიცია. დოზის შემცირება შეიძლება განხილული იქნას იმ პაციენტების შემთხვევაში, რომლებსაც უტარდებათ ხანგრძლივი მკურნალობა პანტოპრაზოლის დიდი დოზებით ან აღენიშნებათ ღვიძლის დაზიანება.
ფერმენტების სტიმულატორებმა, როგორებიცაა რიფამპიცინი და კრაზანა (Hypericum perforatum), რომლებიც მოქმედებენ CYP2C19 და CYP3A4-ზე, შეიძლება შეამცირონ პლაზმაში პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების კონცენტრაცია, რომლებიც მეტაბოლიზდებიან ამ ფერმენტული სისტემების საშუალებით.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსული ქალების საშუალო რაოდენობა (300 – 1000 ორსულობა) არ ადასტურებს პანტოპრაზოლის მალფორმაციულ ან ფეტო/ნეონეტალურ ტოქსიკურობას.
ცხოველების შესწავლამ აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა.
სიფრთხილის მიზნით სასურველია არ დაინიშნოს პანტოპრაზა (40მგ ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად) ორსულობის განმავლობაში.
ლაქტაცია
ცხოველების შესწავლამ აჩვენა, რომ პანტოპრაზოლი გამოიყოფა რძეში. არსებობს უმნიშვნელო ინფორმაცია ადამიანის ლაქტატში პანტოპრაზოლის გამოყოფის შესახებ, თუმცა ასეთი შეტყობინებები აღწერილია. ახალშობილის/ჩვილის რისკი გამორიცხული არ არის. ამიტომ ძუძუთი კვების შეწყვეტას ან პანტოპრაზოლით (40მგ ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად) მკურნალობის შეწყვეტას შორის არჩევანის/გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული სარგებელი ბავშვისთვის ძუძუთი კვების შემთხვევაში და სარგებელი ქალისათვის პანტოპრაზოლით მკურნალობისას.
ფერტილობა
პანტოპრაზოლით მკურნალობისას ცხოველების შესწავლის შედეგად ფერტილობის დარღვევის ფაქტები არ გამოვლენილა.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
პანტოპრაზოლს არ გააჩნია ან უმნიშვნელო ზემოქმედება აქვს ავტომობილის მართვის შესაძლებლობაზე. შესაძლებელია ისეთი გვერდითი ეფექტების არსებობა, როგორიცაა თავბრუსხვევა და მხედველობის დარღვევები. ასეთ შემთხვევაში პაციენტმა არ უნდა მართოს ავტომობილი.
გვერდითი მოვლენები
პაციენტების დაახლოებით 5%-ს შესაძლოა გამოუვლინდეს წამლის არასასურველი მოქმედება. ყველაზე ხშირად აღწერილი გვერდითი ეფექტია ინექციის ადგილზე განვითარებული თრომბოფლებიტი. დიარეა და თავის ტკივილი ვლინდება პაციენტთა დაახლოებით 1%-ში.
პანტოპრაზოლით გამოწვეული გვერდითი ეფექტები სორტირებულია სიხშირის მიხედვით მოცემულ კლასიფიკაციაში:
ძალიან ხშირი (≥≥1/10); ხშირი (≥1/100 _ <1/10); არახშირი (≥1/1,000 _<1/100); იშვიათი (≥1/10,000 _<1/1,000); ძალიან იშვიათი (<1/10,000), უცნობი (ვერ ხერხდება შეფასება არსებული მონაცემების მიხედვით). ყოველ მოცემულ სიხშირის ჯგუფში გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია მნიშვნელობის კლების მიხედვით.
სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ დარღვევები
იშვიათი: აგრანულოციტოზი.
ძალიან იშვიათი: თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, პანციტოპენია.
იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები
იშვიათი: ჰიპერმგრძნობელობა (ანაფილაქსიური მდგომარეობების და ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით).
მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები
იშვიათი: ჰიპერლიპიდემია და ლიპიდების მატება (ტრიგლიცერიდები, ქოლესტეროლი), წონის ცვლილებები.
უცნობი: ჰიპონატრიემია, ჰიპომაგნიემია, ჰიპოკალციემია (ჰიპომაგნიემიასთან კავშირში), ჰიპოკალიემია.
ფსიქიატრიული დარღვევები
არახშირი: ძილის დარღვევები.
იშვიათი: დეპრესია (და ყველა სახის აგრავაცია).
ძალიან იშვიათი: დეზორიენტაცია (და ყველა სახის აგრავაცია).
არ არის ცნობილი: ჰალუცინაციები, შფოთვა (განსაკუთრებით ამ მიდრეკილების მქონე პაციენტებში, ისევე, როგორც ამ სიმპტომების გამწვავება წინასწარგანწყობის შემთხვევაში.
ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები:
არახშირი: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.
იშვიათი: გემოვნების ცვლილებები.
უცნობი: პარესთეზია.
მხედველობის მხრივ დარღვევები:
იშვიათი: მხედველობის დარღვევები/მხედველობის დაბინდვა.
გასტროინტესტინური დარღვევები
ხშირი: კუჭქვეშა ჯირკვლის პოლიპები (კეთილთვისებიანი).
არახშირი: დიარეა, გულისრევა/ღებინება, მუცლის შებერვა და მეტეორიზმი, ყაბზობა, პირის სიმშრალე, მუცლის ტკივილი და დისკომფორტი.
ჰეპატობილიარული დარღვევები
არახშირი: ღვიძლის ფერმენტების მატება (ტრანსამინაზები, γ-GT).
იშვიათი: ბილირუბინის მატება.
უცნობი: ღვიძლის უჯრედების დაზიანება, სიყვითლე, ღვიძლის უკმარისობა.
კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები
არახშირი: გამონაყარი/ეგზანთემა/ქავილი.
იშვიათი: ურტიკარია, ანგიოედემა.
უცნობი: სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ლაიელის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა, ფოტომგრძნობელობა, ქვემწვავე წითელი მგლურას კანის ფორმა.
ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ დარღვევები
არახშირი: ბარძაყის ძვლის, მაჯის ან მალების მოტეხილობა.
იშვიათი: ართრალგია, მიალგია.
უცნობი: კუნთოვანი სპაზმი (როგორც ელექტროლიტური დარღვევების შედეგი).
თირკმლების და საშარდე გზების დარღვევები
უცნობი: ინტერსტიციული ნეფრიტები (შესაძლო პროგრესით თირკმლის უკმარისობამდე).
რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ დარღვევები
იშვიათი: გინეკომასტია.
ზოგადი დარღვევები და ძირითადი გვერდითი ეფექტები
ხშირი: ინექციის ადგილზე განვითარებული თრომბოფლებიტი.
არახშირი: ასთენია, დაღლილობა, დისკომფორტი.
იშვიათი: სხეულის ტემპერატურის მატება, პერიფერიული შეშუპებები.
ჭარბი დოზა
პაციენტები კარგად იტანენ 240 მგ-მდე პანტოპრაზოლის ინტრავენურად 2წთ-ზე მეტხანს სისტემურად დანიშვნას.
იმის გამო, რომ პანტოპრაზოლს ახასიათებს ცილებთან ძლიერი კავშირი, ის ადვილად არ დიალიზდება.
იმ შემთხვევაში, თუ ჭარბი დოზირებისას გამოვლინდა ინტოქსიკაციის კლინიკური ნიშნები, სიმპტომური და შემანარჩუნებელი მკურნალობის გარდა, სხვა სპეციფიკური თერაპიული რეკომენდაციები არ არსებობს.
შემადგენლობა
ერთი ფლაკონი შეიცავს 40 მგ პანტოპრაზოლს (ნატრიუმის სესქუიჰიდრატის სახით) შემავსებლები: დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი.
ფარმაცევტული ჯგუფი და ათქ კოდი
კუჭის წყლულის და გასტროეზოფაგური რეფლუქსის სამკურნალო საშუალებები, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები.
ათქ კოდი: A02BC02
შენახვის პირობები
გაუხსნელი ფლაკონი: 2 წელი.
მომზადების ან მომზადების და გაზავების შემდეგ მიღებული ხსნარი ინარჩუნებს ქიმიურ და ფიზიკურ სტაბილობას 6 საათის განმავლობაში, 25°C პირობებში. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პროდუქტი დაუყოვნებლად უნდა იქნას გამოყენებული. თუ მყისიერი გამოყენება არ ხდება, შენახვის დრო და პირობები მომხმარებლის პასუხისმგებლობაა.
ლეგალური სტატუსი
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
მწარმოებლის დასახელება და მისამართი
S.C. Rompharm Company S.R.L.
Str. Eroilor 1А, Otopeni, 075100, Romania
ფარმაკოლოგიური თვისებები
პანტოპრაზოლი არის ჩანაცვლებული ბენზიმიდაზოლი, რომელიც აინჰიბირებს კუჭში მარილმჟავას სეკრეციას პარიეტული უჯრედების პროტონული ტუმბოების შერჩევითი ბლოკირების გზით.
პანტოპრაზოლი მჟავა გარემოში, პარიეტულ უჯრედებში გარდაიქმნება აქტიურ ფორმად, სადაც აინჰიბირებს H+/K+-ATP ფერმენტს, ანუ კუჭში მარილმჟავას წარმოქმნის ბოლო ფაზას. ინჰიბიცია დოზადამოკიდებულია და ცვლის როგორც ბაზალურ, ასევე სტიმულირებულ სეკრეციას. პაციენტთა უმრავლესობაში სიმპტომებისგან გათავისუფლება მიიღწევა 2 კვირის განმავლობაში.
პროტონული ტუმბოს და H2 რეცეპტორების სხვა ინჰიბიტორების მსგავსად, პანტოპრაზოლით მკურნალობაც ამცირებს კუჭში მჟავიანობას, რითაც მატულობს გასტრინის შემცველობა მჟავიანობის კლების პროპორციულად.
გასტრინის მატება შექცევადია. სანამ პანტოპრაზოლი ბოჭავს ფერმენტს უჯრედის რეცეპტორის დისტალურად, მას შეუძლია მარილმჟავას სეკრეციის ინჰიბირება სხვა ნივთიერებების (აცეტილქოლინი, ჰისტამინი, გასტრინი) მასტიმულირებელი მოქმედების მიუხედავად. ეფექტი ერთნაირია წამლის როგორც ორალურად, ასევე ინტრავენურად მიღების შემთხვევაში.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ფარმაკოკინეტიკა არ იცვლება ერთჯერადი ან განმეორებითი დანიშვნის შემთხვევაში. 10-80 მგ ფარგლებში დოზირებისას აღინიშნება პლაზმაში პანტოპრაზოლის ხაზოვანი კინეტიკა, როგორც ორალურად, ასევე ინტრავენურად მიღების შემთხვევაში.
პანტოპრაზოლის მიერ შრატის ცილებთან კავშირი 98%-ია. განაწილების მოცულობა 0.15 ლ/კგ.
ნივთიერება თითქმის მთლიანად მეტაბოლიზდება ღვიძლში. მეტაბოლიზმის ძირითადი გზაა CYP2C19-ით დემეთილირება, შემდგომი სულფატური კონიუგაციით. მეტაბოლიზმის სხვა გზა გულისხმობს CYP3A4–ით ოქსიდაციას.
ნახევრადგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 1 საათია, კლირენსი – დაახლოებით 0.1 ლ/სთ/კგ. აღწერილია მცირე რაოდენობის შემთხვევები ელიმინაციის გახანგრძლივებით. პარიეტული უჯრედების პროტონულ ტუმბოებზე პანტოპრაზოლის შერჩევითი ზემოქმედების გამო ნახევრადგამოყოფის პერიოდი არ არის კავშირში მოქმედების ხანგრძლივობასთან (მჟავას სეკრეციის ინჰიბირება).
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია პაციენტისათვის
პანტოპაზა
სამედიცინო პროდუქტის დასახელება
პანტოპაზა 40 მგ ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად
საერთაშორისო არადაპატენტებული დასახელება
პანტოპრაზოლი
ფარმაცევტული ფორმა
ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად
აღწერა: თეთრი ან თითქმის თეთრი ფხვნილი
შემადგენლობა
ერთი ფლაკონი შეიცავს 40 მგ პანტოპრაზოლს (ნატრიუმის სესქუიჰიდრატის სახით) შემავსებლები: დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი.
ფარმაცევტული ჯგუფი და ათქ კოდი
კუჭის წყლულის და გასტროეზოფაგური რეფლუქსის სამკურნალო საშუალებები, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები.
ათქ კოდი: A02BC02
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკური თვისებები
პანტოპრაზოლი არის ჩანაცვლებული ბენზიმიდაზოლი, რომელიც აინჰიბირებს კუჭში მარილმჟავას სეკრეციას პარიეტული უჯრედების პროტონული ტუმბოების შერჩევითი ბლოკირების გზით.
პანტოპრაზოლი მჟავა გარემოში, პარიეტულ უჯრედებში გარდაიქმნება აქტიურ ფორმად, სადაც აინჰიბირებს H+/K+-ATP ფერმენტს, ანუ კუჭში მარილმჟავას წარმოქმნის ბოლო ფაზას. ინჰიბიცია დოზადამოკიდებულია და ცვლის როგორც ბაზალურ, ასევე სტიმულირებულ სეკრეციას. პაციენტთა უმრავლესობაში სიმპტომებისგან გათავისუფლება მიიღწევა 2 კვირის განმავლობაში.
პროტონული ტუმბოს და H2 რეცეპტორების სხვა ინჰიბიტორების მსგავსად, პანტოპრაზოლით მკურნალობაც ამცირებს კუჭში მჟავიანობას, რითაც მატულობს გასტრინის შემცველობა მჟავიანობის კლების პროპორციულად.
გასტრინის მატება შექცევადია. სანამ პანტოპრაზოლი ბოჭავს ფერმენტს უჯრედის რეცეპტორის დისტალურად, მას შეუძლია მარილმჟავას სეკრეციის ინჰიბირება სხვა ნივთიერებების (აცეტილქოლინი, ჰისტამინი, გასტრინი) მასტიმულირებელი მოქმედების მიუხედავად. ეფექტი ერთნაირია წამლის როგორც ორალურად, ასევე ინტრავენურად მიღების შემთხვევაში.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ფარმაკოკინეტიკა არ იცვლება ერთჯერადი ან განმეორებითი დანიშვნის შემთხვევაში. 10-80 მგ ფარგლებში დოზირებისას აღინიშნება პლაზმაში პანტოპრაზოლის ხაზოვანი კინეტიკა, როგორც ორალურად, ასევე ინტრავენურად მიღების შემთხვევაში.
პანტოპრაზოლის მიერ შრატის ცილებთან კავშირი 98%-ია. განაწილების მოცულობა 0.15 ლ/კგ.
ნივთიერება თითქმის მთლიანად მეტაბოლიზდება ღვიძლში. მეტაბოლიზმის ძირითადი გზაა CYP2C19-ით დემეთილირება, შემდგომი სულფატური კონიუგაციით. მეტაბოლიზმის სხვა გზა გულისხმობს CYP3A4–ით ოქსიდაციას.
ნახევრადგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 1 საათია, კლირენსი – დაახლოებით 0.1 ლ/სთ/კგ. აღწერილია მცირე რაოდენობის შემთხვევები ელიმინაციის გახანგრძლივებით. პარიეტული უჯრედების პროტონულ ტუმბოებზე პანტოპრაზოლის შერჩევითი ზემოქმედების გამო ნახევრადგამოყოფის პერიოდი არ არის კავშირში მოქმედების ხანგრძლივობასთან (მჟავას სეკრეციის ინჰიბირება).
თერაპიული ჩვენებები
პანტოპაზა 40 მგ ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად გამოიყენება შემდეგ შემთხვევბში:
რეფლუქს ეზოფაგიტი.
კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული.
ზოლინგერ-ელისონის სინდრომი და სხვა პათოლოგიური ჰიპერსეკრეტორული მდგომარეობები.
დოზირება და გამოყენების მეთოდი
მედიკამენტი უნდა დაინიშნოს ჯანდაცვის პროფესიონალის მიერ სამედიცინო ზედამხედველობით.
პანტოპრაზოლის ინტრავენურად დანიშვნა რეკომენდებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორალური მიღება შეუძლებელია. არსებული მონაცემებით შესაძლებელია ინტრავენური გამოყენება 7 დღემდე, თუმცა, როგორც კი შესაძლებელი გახდება ორალური მიღება, პანტოპრაზოლის ინტრავენური დანიშნულება უნდა შეწყდეს და მის ნაცვლად დაინიშნოს 40 მგ პერორალურად.
დოზირება
კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, რეფლუქს ეზოფაგიტი
რეკომენდებული ინტრავენური დოზაა 1 ფლაკონი პანტოპრაზოლი (40 მგ) დღეში.
ზოლინგერ-ელისონის სინდრომი და სხვა პათოლოგიური ჰიპერსეკრეტორული მდგომარეობები
ზოლინგერ-ელისონის სინდრომის და სხვა პათოლოგიური ჰიპერსეკრეტორული მდგომარეობების ხანგრძლივი მკურნალობისათვის, პაციენტმა უნდა დაიწყოს ინტრავენური პანტოპრაზოლის 80 მგ დღიური დოზის მიღებით. შემდგომში დოზა შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს საჭიროების მიხედვით, კუჭში მჟავას სეკრეციის გათვალისწინებით.
დღიურად 80 მგ-ზე მეტის მიღების შემთხვევაში, დოზა უნდა გაიყოს დღეში ორ მიღებაზე. დოზის გაზრდა 160 მგ-ზე მეტად შესაძლებელია დროებით, მაგრამ არ უნდა გაგრძელდეს იმაზე მეტხანს, რაც აუცილებელია მჟავიანობის ადექვატური მაჩვენებლის მისაღებად.
იმ შემთხვევაში, როცა მჟავას სწრაფი კონტროლი აუცილებელია, პაციენტთა დიდ უმრავლესობაში საკმარისია პანტოპრაზოლის საწყისი დოზა 2x80 მგ ინტრავენურად მჟავას პროდუქციის სამიზნე ნიშნულამდე (<10 მექ/სთ) შემცირების უზრუნველსაყოფად ერთი საათის განმავლობაში.
პაციენტები ღვიძლის დაზიანებით
ღვიძლის მძიმე დაზიანების მქონე პაციენტებში არ უნდა მოხდეს პანტოპრაზოლის დღიური დოზა 20 მგ (40 მგ ფლაკონის ნახევარი) გადაჭარბება.
პაციენტები თირკმლების დაზიანებით
თირკმლების დაზიანების მქონე პაციენტებში დოზის რეგულირება საჭირო არ არის.
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმულ პაციენტებში დოზის რეგულირება საჭირო არ არის.
პედიატრიული პოპულაცია
18 წელზე ნაკლები ასაკის პაციენტებში ინტრავენური პანტოპრაზოლის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის. შესაბამისად, 18 წელზე ნაკლები ასაკის პაციენტებში ინტრავენური პანტოპრაზოლის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
გამოყენების მეთოდი
საინექციოდ მზა ხსნარი მზადდება ფხვნილის 10 მლ ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0.9 %) საინექციო ხსნარში გახსნით. მიღებული ხსნარი გამოიყენება პირდაპირ ან იხსნება 100 მლ ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0.9%) საინექციო ხსნარში ან გლუკოზის 55 მგ/მლ (5%) საინექციო ხსნარში. მომზადებული ხსნარი გამოყენებული უნდა იქნას 12 საათის განმავლობაში. სამკურნალწამლო საშუალების ინტრავენური გამოყენება უნდა მოხდეს 2-15 წთ-ზე ხანგრძლივად.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების, ჩანაცვლებული ბენზიმიდაზოლის ან რომელიმე შემავსებლის მიმართ.
არასასურველი ეფექტები
პაციენტების დაახლოებით 5%-ს შესაძლოა გამოუვლინდეს წამლის არასასურველი მოქმედება. ყველაზე ხშირად აღწერილი გვერდითი ეფექტია ინექციის ადგილზე განვითარებული თრომბოფლებიტი. დიარეა და თავის ტკივილი ვლინდება პაციენტთა დაახლოებით 1%-ში.
პანტოპრაზოლით გამოწვეული გვერდითი ეფექტები სორტირებულია სიხშირის მიხედვით მოცემულ კლასიფიკაციაში:
ძალიან ხშირი (≥≥1/10); ხშირი (≥1/100 _ <1/10); არახშირი (≥1/1,000 _<1/100); იშვიათი (≥1/10,000 _<1/1,000); ძალიან იშვიათი (<1/10,000), უცნობი (ვერ ხერხდება შეფასება არსებული მონაცემების მიხედვით). ყოველ მოცემულ სიხშირის ჯგუფში გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია მნიშვნელობის კლების მიხედვით.
სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ დარღვევები
იშვიათი: აგრანულოციტოზი.
ძალიან იშვიათი: თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, პანციტოპენია.
იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები
იშვიათი: ჰიპერმგრძნობელობა (ანაფილაქსიური მდგომარეობების და ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით).
მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები
იშვიათი: ჰიპერლიპიდემია და ლიპიდების მატება (ტრიგლიცერიდები, ქოლესტეროლი), წონის ცვლილებები.
უცნობი: ჰიპონატრიემია, ჰიპომაგნიემია, ჰიპოკალციემია (ჰიპომაგნიემიასთან კავშირში), ჰიპოკალიემია.
ფსიქიატრიული დარღვევები
არახშირი: ძილის დარღვევები.
იშვიათი: დეპრესია (და ყველა სახის აგრავაცია).
ძალიან იშვიათი: დეზორიენტაცია (და ყველა სახის აგრავაცია).
არ არის ცნობილი: ჰალუცინაციები, შფოთვა (განსაკუთრებით ამ მიდრეკილების მქონე პაციენტებში, ისევე, როგორც ამ სიმპტომების გამწვავება წინასწარგანწყობის შემთხვევაში.
ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები:
არახშირი: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.
იშვიათი: გემოვნების ცვლილებები.
უცნობი: პარესთეზია.
მხედველობის მხრივ დარღვევები:
იშვიათი: მხედველობის დარღვევები/მხედველობის დაბინდვა.
გასტროინტესტინური დარღვევები
ხშირი: კუჭქვეშა ჯირკვლის პოლიპები (კეთილთვისებიანი).
არახშირი: დიარეა, გულისრევა/ღებინება, მუცლის შებერვა და მეტეორიზმი, ყაბზობა, პირის სიმშრალე, მუცლის ტკივილი და დისკომფორტი.
ჰეპატობილიარული დარღვევები
არახშირი: ღვიძლის ფერმენტების მატება (ტრანსამინაზები, γ-GT).
იშვიათი: ბილირუბინის მატება.
უცნობი: ღვიძლის უჯრედების დაზიანება, სიყვითლე, ღვიძლის უკმარისობა.
კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები
არახშირი: გამონაყარი/ეგზანთემა/ქავილი.
იშვიათი: ურტიკარია, ანგიოედემა.
უცნობი: სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ლაიელის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა, ფოტომგრძნობელობა, ქვემწვავე წითელი მგლურას კანის ფორმა.
ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ დარღვევები
არახშირი: ბარძაყის ძვლის, მაჯის ან მალების მოტეხილობა.
იშვიათი: ართრალგია, მიალგია.
უცნობი: კუნთოვანი სპაზმი (როგორც ელექტროლიტური დარღვევების შედეგი).
თირკმლების და საშარდე გზების დარღვევები
უცნობი: ინტერსტიციული ნეფრიტები (შესაძლო პროგრესით თირკმლის უკმარისობამდე).
რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ დარღვევები
იშვიათი: გინეკომასტია.
ზოგადი დარღვევები და ძირითადი გვერდითი ეფექტები
ხშირი: ინექციის ადგილზე განვითარებული თრომბოფლებიტი.
არახშირი: ასთენია, დაღლილობა, დისკომფორტი.
იშვიათი: სხეულის ტემპერატურის მატება, პერიფერიული შეშუპებები.
განსაკუთრებული გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას
კუჭის ავთვისებიანი სიმსივნე
პანტოპრაზოლზე სიმპტომური პასუხის (გაუმჯობესების) გამო შეიძლება შეინიღბოს კუჭის კიბოს სიმპტომატიკა და გაძნელდეს მისი დიაგნოსტიკა. რომელიმე საგანგაშო სიმპტომის არსებობის (მაგ., წონის დაუგეგმავი მნიშვნელოვანი კლება, რეგულარული ღებინება, დისფაგია, ჰემატემეზი, ანემია ან მელენა) და კუჭის წყლულზე ეჭვის ან მისი არსებობის შემთხვევაში, საჭიროა კუჭის კიბოს გამორიცხვა.
შემდგომი კვლევის მიზანია დადგინდეს, ნარჩუნდება თუ არა სიმპტომები ადექვატური მკურნალობის ფონზე.
ღვიძლის დაზიანება
ღვიძლის მძიმე დაზიანების მქონე პაციენტებში მკურნალობის განმავლობაში უნდა ხდებოდეს ღვიძლის ფერმენტების შემოწმება. ფერმენტების დონის მატების შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს.
დანიშვნა აივ პროტეაზის ინჰიბიტორებთან ერთად
პანტოპრაზოლის დანიშვნა არ არის რეკომენდებული აივ პროტეაზის ინჰიბიტორებთან ერთად, რომელთა აბსორბცია დამოკიდებულია კუჭის pH-ზე (მაგ., ატაზანავირი), რადგან მოსალოდნელია მათი ბიოშეღწევადობის მნიშვნელოვანი დაქვეითება.
ბაქტერიული წარმოშობის გასტროინტესტინური ინფექციები
პანტოპრაზოლით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს გასტროინტესტინური ინფექციების (ისეთი ბაქტერიებით გამოწვეული, როგორებიცაა Salmonella, Campylobacter ან C. difficile) განვითარების რისკის მცირედი მატება.
ჰიპომაგნიემია
მძიმე ჰიპომაგნიემია გამოვლენილია პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით (PPI), როგორიცაა პანტოპრაზოლი, სულ ცოტა სამი თვის განმავლობაში, ხოლო უმეტეს შემთხვევებში – ერთი წლის განმავლობაში. ჰიპომაგნიემიის სერიოზული გამოვლინებებია დაღლილობა, ტეტანია (კრუნჩხვები), ბოდვა, კონვულსიები, თავბრუსხვევა და პარკუჭოვანი არითმია, თუმცა დასაწყისში ისინი შეიძლება მკაფიოდ არ გამოვლინდეს და შეუმჩნეველი დარჩეს. დაზარალებულ პაციენტთა უმრავლესობაში ჰიპომაგნიემია წესრიგდება მაგნიუმის დანიშვნით და პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით მკურნალობის შეწყვეტით.
იმ პაციენტებთან, რომლებიც იმყოფებიან ხანგრძლივ მკურნალობაზე ან იღებენ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებს დიგოქსინთან ან ისეთ სამკურნალწამლო საშუალებებთან ერთად, რომლებსაც შეუძლიათ ჰიპომაგნიემიის გამოწვევა (მაგ., დიურეზულები), ჯანდაცვის სპეციალისტებმა უნდა შეამოწმონ მაგნიუმის დონე პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით მკურნალობის დაწყებისას და პერიოდულად – მკურნალობის განმავლობაში.
ძვლების მოტეხილობები
პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებმა, განსაკუთრებით, თუ ისინი გამოიყენება მაღალი დოზებით და ხანგრძლივად (> ერთ წელზე), შეიძლება მცირედ გაზარდოს ბარძაყის, მაჯის და მალების მოტეხილობის რისკი, უპირატესად ხანდაზმულებში ან სხვა გამოვლენილი რისკ-ფაქტორების არსებობის შემთხვევაში.
დაკვირვებამ აჩვენა, რომ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებმა შეიძლება გაზარდოს მოტეხილობების საერთო რისკი 10–40%-ით. ეს ზრდა რიგ შემთხვევევბში შეიძლება უკავშირდებოდეს სხვა რისკ-ფაქტორებს. ოსტეოპოროზის განვითარების რისკის მქონე პაციენტები უნდა მკურნალობდნენ თანამედროვე კლინიკური გაიდლაინების მიხედვით და უნდა იღებდნენ D ვიტამინის და კალციუმის ადექვატურ დოზებს.
ქვემწვავე წითელი მგლურას კანის ფორმა
პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები დაკავშირებულია ქვემწვავე წითელი მგლურას (კანის ფორმა) იშვიათ შემთხვევებთან. თუ დაზიანებები არსებობს, ისინი უპირატესად კანის იმ უბნებზე ვითარდება, სადაც მზის სხივებით მოქმედება მისაწვდომია და თუ მას თან ახლავს ართრალგიაც, პაციენტმა დაუყოვნებლად უნდა მიმართოს დახმარებისათვის ჯანდაცვის პროფესიონალს, რომელმაც უნდა ურჩიოს პანტოპრაზოლის მიღების შეწყვეტა. პროტონული ტუმბოს ერთი ინჰიბიტორის მიღებით გამოწვეული ქვემწვავე წითელი მგლურას (კანის ფორმა) შემთხვევაში იზრდება მისი განვითარების რისკი პროტონული ტუმბოს სხვა ინჰიბიტორების მიღების შემდეგაც.
ლაბორატორიული ტესტების დარღვევები
ქრომოგრანინ A (CgA) დონის მატებამ შეიძლება ხელი შეუშალოს ნეიროენდოკრინული სიმსივნეების კვლევას. ამ დაბრკოლების თავიდან ასაცილებლად პანტოპრაზოლით მკურნალობა უნდა შეწყდეს CgA განსაზღვრამდე სულ ცოტა 5 დღით ადრე მაინც. თუ CgA და გასტრინის დონე არ დაუბრუნდა პირველადი ანალიზისას არსებულ მაჩვენებლებს, ანალიზი უნდა გამეორდეს პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით მკურნალობის შეწყვეტიდან 14 დღეში.
ნატრიუმი
ამ სამკურნალწამლო ნივთიერების ერთი ფლაკონი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ასე რომ, მასში, პრაქტკულად, ნატრიუმი არ არის.
ზემოქმედება ავტომობილის მართვის შესაძლებლობაზე
პანტოპრაზოლს არ გააჩნია ან უმნიშვნელო ზემოქმედება აქვს ავტომობილის მართვის შესაძლებლობაზე. შესაძლებელია ისეთი გვერდითი ეფექტების არსებობა, როგორიცაა თავბრუსხვევა და მხედველობის დარღვევები. ასეთ შემთხვევაში პაციენტმა არ უნდა მართოს ავტომობილი.
ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია
ორსული ქალების საშუალო რაოდენობა (300 – 1000 ორსულობა) არ ადასტურებს პანტოპრაზოლის მალფორმაციულ ან ფეტო/ნეონეტალურ ტოქსიკურობას.
ცხოველების შესწავლამ აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა.
სიფრთხილის მიზნით სასურველია არ დაინიშნოს პანტოპრაზა (40მგ ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად) ორსულობის განმავლობაში.
ლაქტაცია
ცხოველების შესწავლამ აჩვენა, რომ პანტოპრაზოლი გამოიყოფა რძეში. არსებობს უმნიშვნელო ინფორმაცია ადამიანის ლაქტატში პანტოპრაზოლის გამოყოფის შესახებ, თუმცა ასეთი შეტყობინებები აღწერილია. ახალშობილის/ჩვილის რისკი გამორიცხული არ არის. ამიტომ ძუძუთი კვების შეწყვეტას ან პანტოპრაზოლით (40მგ ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად) მკურნალობის შეწყვეტას შორის არჩევანის/გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული სარგებელი ბავშვისთვის ძუძუთი კვების შემთხვევაში და სარგებელი ქალისათვის პანტოპრაზოლით მკურნალობისას.
ფერტილობა
პანტოპრაზოლით მკურნალობისას ცხოველების შესწავლის შედეგად ფერტილობის დარღვევის ფაქტები არ გამოვლენილა.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალწამლო ნივთიერებეთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
პანტოპრაზოლის ეფექტი სხვა სამკურნალწამლო საშუალებების აბსორბციაზე
კუჭის მჟავას სეკრეციის სრული და ხანგრძლივი ინჰიბიციის გამო პანტოპრაზოლმა შეიძლება ხელი შეუშალოს სხვა სამკურნალწამლო საშუალებების აბსორბციას, როდესაც კუჭის pH არის ბიოშეღწევადობის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი. მაგ., სხვადასხვა ანტიფუნგური აზოლები, როგორებიცაა კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, პოზაკონაზოლი და სხვა წამლები, მაგ., ერლოტინიბი.
აივ პროტეაზას ინჰიბიტორები
პანტოპრაზოლის დანიშვნა არ არის რეკომენდებული აივ პროტეაზის ინჰიბიტორებთან ერთად, რომელთა აბსორბცია დამოკიდებულია კუჭის pH-ზე (მაგ., ატაზანავირი), რადგან მოსალოდნელია მათი ბიოშეღწევადობის მნიშვნელოვანი დაქვეითება.
თუ აუცილებელია აივ პროტეაზას ინჰიბიტორების და პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების კომბინირებული დანიშვნა, რეკომენდებულია საფუძვლიანი კლინიკური დაკვირვება (მაგ., ვირუსების არსებობა). არ უნდა მოხდეს პანტოპრაზოლის 20გ დღიური დოზის გადაჭარბება. საჭირო იქნება აივ პროტეაზის ინჰიბიტორების დოზირების საკითხის გადაწყვეტა.
კუმარინული ანტიკოაგულაციური საშუალებები (ფენპროკუმონი ან ვარფარინი)
პანტოპრაზოლის და ფენპროკუმონის ან ვარფარინის ერთდროული დანიშვნა არ ცვლის სნშ-ს, ვარფარინის ან ფენპროკუმონის ფარმაკოკინეტიკას. თუმცა აღწერილია სნშ-ს და პროთრომბინის დროის მატება პაციენტებთან, რომლებიც პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების და ვარფარინის ან ფენპროკუმონის კომბინირებულ მკურნალობას იღებდნენ. სნშ-ს და პროთრომბინის დროის მატებამ შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი სისხლდენა და სიკვდილიც კი. პაციენტები, რომნლებიც მკურნალობენ პანტოპრაზოლით და ვარფარინით ან ფენპროკუმონით საჭიროებენ დაკვირვებას სნშ-ს და პროთრომბინის დროის მატების გამოვლენის მიზნით.
მეთოტრექსატი
მეთოტრექსატის მაღალი დოზის (მაგ., 300 მგ) და პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენებისას აღწერილია მეთოტრექსატის დონის მატება ზოგიერთ პაციენტში. შესაბამისად, იმ შემთხვევებში, როცა გამოიყენება მეთოტრექსატის მაღალი დოზები, მაგ., კიბოს ან ფსორიაზის არსებობისას, განხილული უნდა იქნას პანტოპრაზოლით მკურნალობის დროებითი შეჩერება.
სხვა ურთიერთქნედებები
პანტოპრაზოლი მეტაბოლიზდება უპირატესად ღვიძლში, ციტოქრომ P450 ფერმენტული სისტემის საშუალებით. მეტაბოლიზმის ძირითადი გზაა დემეთილირება CYP2C19-ით, ხოლო მეტაბოლიზმის სხვა გზა გულისხმობს ოქსიდაციას CYP3A4-ით.
იმ სამკურნალწამლო საშუალებების შესწავლამ, რომლებიც მეტაბოლიზდება ამავე გზებით, როგორებიცაა კარბამაზეპინი, დიაზეპამი, გლიბენკლამიდი, ნიფედიპინი და ლევონორგესტრელის და ეთინილესტეროლის შემცველი ორალური კონტრაცეფციული საშუალებები, არ გამოავლინა კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები.
არ შეიძლება გამოირიცხოს პანტოპრაზოლის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან, რომლებიც მეტაბოლიზდება იმავე ფერმენტული სისტემების საშუალებით.
ურთიერთქმედების შესწავლის მთელი რიგი შედეგები აჩვენებს, რომ პანტოპრაზოლი არ ცვლის იმ აქტიური ნივთიერებების მეტაბოლიზმს, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP1A2-ით (როგორიცაა კოფეინი, თეოფილინი), CYP2C9-ის (როგორიცაა პიროქსიკამი, დიკლოფენაკი, ნაპროქსენი), CYP2D6-ის (როგორიცაა მეტოპროლოლი), CYP2E1-ის (როგორიცაა ეთანოლი) საშუალებით, ან არ ურთიერთქმედებს დიგოქსინთან, რომლის აბსორბცია დაკავშირებულია p-გლიკოპროტეინთან.
არ არის ცნობილი ანტაციდებთან ერთდროული დანიშვნისას არსებული ურთიერთქმედების შესახებ.
შესწავლილია აგრეთვე პანტოპრაზოლის ურთიერთქმედება ერთდროულად დანიშნულ შესაბამის ანტიბიოტიკებთან (კლარითრომიცინი, მეტრონიდაზოლი, ამოქსიცილინი). კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება არ იქნა აღმოჩენილი.
სამკურნალწამლო საშუალებები, რომლებიც აინჰიბირებს ან ასტიმულირებს CYP2C19:
CYP2C19-ის ინჰიბიტორებმა როგორიცაა ფლუვოქსამინი, შეიძლება გაზარდოს სისტემური ექსპზიცია. დოზის შემცირება შეიძლება განხილული იქნას იმ პაციენტების შემთხვევაში, რომლებსაც უტარდებათ ხანგრძლივი მკურნალობა პანტოპრაზოლის დიდი დოზებით ან აღენიშნებათ ღვიძლის დაზიანება.
ფერმენტების სტიმულატორებმა, როგორებიცაა რიფამპიცინი და კრაზანა (Hypericum perforatum), რომლებიც მოქმედებენ CYP2C19 და CYP3A4-ზე, შეიძლება შეამცირონ პლაზმაში პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების კონცენტრაცია, რომლებიც მეტაბოლიზდებიან ამ ფერმენტული სისტემების საშუალებით.
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების სიმპტომები ადამიანებში ცნობილი არ არის.
პაციენტები კარგად იტანენ 240 მგ-მდე პანტოპრაზოლის ინტრავენურად 2წთ-ზე მეტხანს სისტემურად დანიშვნას.
იმის გამო, რომ პანტოპრაზოლს ახასიათებს ცილებთან ძლიერი კავშირი, ის ადვილად არ დიალიზდება.
იმ შემთხვევაში, თუ ჭარბი დოზირებისას გამოვლინდა ინტოქსიკაციის კლინიკური ნიშნები, სიმპტომური და შემანარჩუნებელი მკურნალობის გარდა, სხვა სპეციფიკური თერაპიული რეკომენდაციები არ არსებობს.
სპეციალური გაფრთხილება შენახვის და გამოყენების შესახებ
ინექციისთვის მზა ხსნარი მზადდება ფხვნილის შემცველ ფლაკონში ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0.9%) ფიზიოლოგიური ხსნარის 10 მლ შერევით.
მიღებული პროდუქტი არის უფერო ან ოდნავ მოყვითალო ხსნარი.
ეს ხსნარი გამოყენებული უნა იქნას პირდაპირ ან 100 მლ ნატრიუმის ქლორიდის 9მგ/მლ (0.9%) საინექციო ხსნარში ან გლუკოზის 55 მგ/მლ (5%) საინექციო ხსნარში შერევის შემდეგ. გაზავებისათვის გამოიყენება პლასტმასის ან შუშის კონტეინერები. მომზადების ან გაზავების შემდეგ მიღებული ხსნარი ინარჩუნებს ქიმიურ და ფიზიკურ სტაბილობას 6 საათის განმავლობაში 25°C პირობებში.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პროდუქტი დაუყოვნებლად უნდა იქნას გამოყენებული. თუ მყისიერი გამოყენება არ ხდება, შენახვის დრო და პირობები მომხმარებლის პასუხისმგებლობაა და ნორმალურ შემთხვევაში არ უნდა იყოს 6 საათზე ხანგრძლივი და 25°C მეტი.
პანტოპრაზოლის ფხვნილით საინექციო ხსნარის მოსამზადებლად არ უნდა იქნას გამოყენებული სხვა გამხსნელები, ჩამოთვლილის გარდა.
სამკურნალწამლო პროდუქტი გამოყენებული უნდა იქნას ინტრავენურად 2-15 წთ-ზე ხანგრძლივად.
ფლაკონის შიგთავსი მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისაა. კონტეინერში არსებული ნებისმიერი ნარჩენის ან შიგთავსის ვიზუალური ცვლილების აღმოჩენის შემთხვევაში (მაგ., შემღვრევა ან ნალექი) შიგთავსი უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
კონტეინერის ბუნება და შემცველობა
პროდუქტი მოთავსებულია გამჭვირვალე შუშის I ტიპის 10R ფლაკონში, თავდაცულია ბრომობუთილის რეზინის საცობით და დაბეჭდილია ალუმინის ხუფით. ფლაკონი ეტიკეტირებულია.
1 ან 5 ფლაკონი ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
სპეციალური გაფრთხილება შენახვისთვის
პროდუქტი ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ორიგინალურ შეფუთვაში.
ვარგისობის ვადა
გაუხსნელი ფლაკონი: 2 წელი.
მომზადების ან მომზადების და გაზავების შემდეგ მიღებული ხსნარი ინარჩუნებს ქიმიურ და ფიზიკურ სტაბილობას 6 საათის განმავლობაში, 25°C პირობებში. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პროდუქტი დაუყოვნებლად უნდა იქნას გამოყენებული. თუ მყისიერი გამოყენება არ ხდება, შენახვის დრო და პირობები მომხმარებლის პასუხისმგებლობაა.
ლეგალური სტატუსი
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
მწარმოებლის დასახელება და მისამართი
S.C. Rompharm Company S.R.L.
Str. Eroilor 1А, Otopeni, 075100, Romania
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
LLC Rompharm Company Georgia
საქართველო, თბილისი, სააკაძის დაღმართი N8, ოფისი N 7ა.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


