პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
კუჭის წვენის მჟავიანობის დარღვევის საწინააღმდეგო პრეპარატები

პანტაპი 40მგ

Pantap® 40mg

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

პანტაპი ი.ვ. შეიცავს აქტიურ ნივთიერებას - პანტოპრაზოლს. პანტაპი ი.ვ. არის შერჩევითი „პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი“, პრეპარატი, რომელიც ამცირებს თქვენს კუჭში წარმოქმნილი მჟავას რაოდენობას. ის გამოიყენება კუჭისა და ნაწლავების მჟავასთან დაკავშირებული დაავადებების სამკურნალოდ. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
პანტოპრაზოლი (pantoprazole)
ფორმა და შეფუთვა
40მგ ლიოფილიზებული ფხვნილი ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონი №1
მწარმოებელი
IDOL ILAC DOLUM SANAYII VE TICARET A.S., თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კუჭის წვენის მჟავიანობის დარღვევის საწინააღმდეგო პრეპარატები, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები
ATC კოდი
A02BC02
რეგისტრაციის ნომერი
რ-044248
რეგისტრირებულია
30 ოქტომბერი 2025, მოქმედებს 30 ოქტომბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
NOBEL ILAC SANAYII ve TICARET A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
სოფია შუბლაძე
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაპანტაპი 40მგ და სხვა წამალი ერთად

პანტაპი 40მგ — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პანტაპი ი.ვ. შეიცავს აქტიურ ნივთიერებას - პანტოპრაზოლს. პანტაპი ი.ვ. არის შერჩევითი „პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი“, პრეპარატი, რომელიც ამცირებს თქვენს კუჭში წარმოქმნილი მჟავას რაოდენობას. ის გამოიყენება კუჭისა და ნაწლავების მჟავასთან დაკავშირებული დაავადებების სამკურნალოდ.

ეს პრეპარატი შეჰყავთ ვენაში და ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ექიმი ჩათვლის, რომ პანტოპრაზოლის ინექციები უფრო შესაფერისია თქვენთვის მოცემული მომენტისთვის, ვიდრე პანტოპრაზოლის ტაბლეტები. ტაბლეტები ჩაანაცვლებს თქვენს ინექციებს, როგორც კი ექიმი ჩათვლის მიზანშეწონილად.

პანტაპი ი.ვ. გამოიყენება მოზრდილებში შემდეგი დარღვევების სამკურნალოდ:

რეფლუქს ეზოფაგიტი. საყლაპავის (მილი, რომელიც თქვენს ყელს კუჭთან აკავშირებს) ანთება, რასაც თან ახლავს კუჭის მჟავას რეგურგიტაცია.

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულები.

ზოლინგერ-ელისონის სინდრომი და სხვა მდგომარეობები, რომელთა დროსაც კუჭში დიდი რაოდენობით მჟავა წარმოიქმნება.

მიღების წესი და დოზირება

თქვენი ექთანი ან ექიმი შეიყვანს დღიურ დოზას ვენაში ინექციის სახით 2-15 წუთის განმავლობაში.

რეკომენდებული დოზა არის:

მოზრდილები

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულების და რეფლუქს ეზოფაგიტის შემთხვევაში.

ერთი ფლაკონი (40 მგ პანტოპრაზოლი) დღეში.

ზოლინგერ-ელისონის სინდრომისა და სხვა ისეთი მდგომარეობების ხანგრძლივი მკურნალობისთვის, როდესაც ძალიან ბევრი კუჭის მჟავა წარმოიქმნება.

ორი ფლაკონი (80 მგ პანტოპრაზოლი) დღეში.

თქვენმა ექიმმა შესაძლოა მოგვიანებით დაარეგულიროს დოზა, რაც დამოკიდებულია თქვენ მიერ გამომუშავებული კუჭის მჟავას ოდენობაზე. თუ დაგინიშნეს ორ ფლაკონზე მეტი (80 მგ) დღეში, ინექციები გაკეთდება ორი თანაბარი დოზით. თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ დროებითი დოზა ოთხზე მეტი ფლაკონით (160 მგ) დღეში. თუ საჭიროა თქვენი კუჭის მჟავას დონის სწრაფი კონტროლი, საწყისი დოზა 160 მგ (ოთხი ფლაკონი) საკმარისი უნდა იყოს კუჭის მჟავას რაოდენობის საკმარისად შესამცირებლად.

პაციენტები ღვიძლის დარღვევებით

თუ გაწუხებთ ღვიძლის მძიმე დარღვევა, დღიური ინექცია უნდა იყოს მხოლოდ 20 მგ (ნახევარი ფლაკონი).

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

აღნიშნული ინექციები არ არის რეკომენდებული ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.

პანტაპი ი.ვ.-ის საჭიროზე მეტი დოზით მიღება

ამ დოზებს საგულდაგულოდ ამოწმებს თქვენი ექთანი ან ექიმი, ამიტომ დოზის გადაჭარბება ნაკლებად სავარაუდოა. დოზის გადაჭარბების ცნობილი სიმპტომები არ არსებობს.

ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით რაიმე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების, ჩანაცვლებული ბენზიმიდაზოლების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომელიც მითითებულია პარაგრაფში 6.1.

სიფრთხილის ზომები

არ მიიღოთ პანტაპი ი.ვ.

თუ ხართ ალერგიული პანტოპრაზოლის ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია პარაგრაფში 6).

თუ ხართ ალერგიული პროტონული ტუმბოს სხვა ინჰიბიტორების შემცველი პრეპარატების მიმართ.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

პანტაპი ი.ვ.-ის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს,

თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე დარღვევები. გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს, თუ წარსულში გქონდათ ღვიძლთან დაკავშირებული დარღვევები. თქვენი ექიმი უფრო ხშირად შეამოწმებს თქვენი ღვიძლის ფერმენტებს. ღვიძლის ფერმენტების მომატების შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს.

თუ ღებულობთ აივ პროტეაზას ინჰიბიტორებს, როგორიცაა ატაზანავირი (აივ-ინფექციის სამკურნალოდ) პანტოპრაზოლთან ერთად, კონკრეტული რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორის, მაგალითად პანტოპრაზოლის მიღებამ, განსაკუთრებით 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, შეიძლება ოდნავ გაზარდოს მენჯის, მაჯისა თუ ხერხემლის მოტეხილობის რისკი.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ ოსტეოპოროზი (ძვლის სიმკვრივის დაქვეითება) ან თუ თქვენთვის ცნობილია, რომ იმყოფებით ოსტეოპოროზის განვითარების რისკის ქვეშ (მაგალითად, თუ იღებთ სტეროიდებს).

იმ შემთხვევაში, თუ პანტაპი ი.ვ.-ს სამ თვეზე მეტ ხანს ღებულობთ, შესაძლებელია სისხლში მაგნიუმის დონეები მკვეთრად შემცირდეს. მაგნიუმის დაბალი დონეები შეიძლება გამოვლინდეს როგორც დაღლილობა, კუნთების უნებლიე შეკუმშვა, დეზორიენტაცია, კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, გულის რიტმის აჩქარება. ნებისმიერი აღნიშნული სიმპტომის განვითარების შემთხვევაში, სასწრაფოდ დაუკავშირდით თქვენს ექიმს. მაგნიუმის დაბალმა დონეებმა შეიძლება ასევე გამოიწვიოს სისხლში კალიუმის ან კალციუმის დონეების შემცირება. თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს სისხლის რეგულარული ანალიზების ჩატარება სისხლში მაგნიუმის დონის მონიტორინგის მიზნით.

თუ ოდესმე გქონიათ კანის რეაქცია პანტაპი ი.ვ.-ის მსგავსი პრეპარატებით მკურნალობის შემდეგ, რომლებიც ამცირებს კუჭის მჟავიანობას.

თუ გაქვთ გამონაყარი კანზე, განსაკუთრებით მზის ზემოქმედების ადგილებში, აცნობეთ თქვენს ექიმს შეძლებისდაგვარად სწრაფად, რადგან შეიძლება დაგჭირდეთ პანტაპი ი.ვ.-ით მკურნალობის შეწყვეტა. დაიმახსოვრეთ, რომ ასევე აცნობოთ ნებისმიერი სხვა მავნე ზემოქმედების შესახებ, როგორიცაა ტკივილი სახსრებში.

პანტოპრაზოლით მკურნალობასთან დაკავშირებით რეგისტრირებულია მძიმე რეაქციები კანის მხრივ, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, სამკურნალწამლო რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS) და მულტიფორმული ერითემა. შეწყვიტეთ პანტოპრაზოლის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებისთვის, თუ შენიშნავთ კანის ასეთი მძიმე რეაქციების ნებისმიერ სიმპტომს, რომელიც აღწერილია პარაგრაფში 4.

თუ უნდა ჩაგიტარდეთ სისხლის სპეციფიკური ანალიზი (ქრომოგრანინი A).

დაუყოვნებლივ შეატყობინეთ თქვენს ექიმს, პრეპარატის გამოყენებამდე ან გამოყენების შემდეგ, თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ აღწერილ სიმპტომს, რაც შეიძლება სხვა, უფრო მძიმე დაავადების ნიშანი იყოს:

წონის უნებლიე კლება

ღებინება, განსაკუთრებით მრავალჯერადი

სისხლიანი ღებინება; ეს შეიძლება გამოვლინდეს მუქი ფერის ყავის ნალექის სახით ნაღებინებ მასაში

თუ შენიშნავთ სისხლს განავალში; რომელიც შეიძლება იყოს შავი ფერის ან კუპრისებრი

ყლაპვის გაძნელება ან ტკივილი ყლაპვისას

სიფერმკრთალე ან სისუსტე (ანემია)

ტკივილი გულ-მკერდის არეში

მუცლის ტკივილი

მძიმე და/ან ხანგრძლივი ფაღარათი, ვინაიდან ეს პრეპარატი შეიძლება დაკავშირებული იყოს ინფექციური ფაღარათის მცირე მატებასთან.

თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს, რომ ავთვისებიანი დაავადების გამოსარიცხად საჭიროა გარკვეული ანალიზების ჩატარება, ვინაიდან პანტოპრაზოლი ასევე ასუსტებს კიბოს სიმპტომებს და შეიძლება შეაფერხოს მისი დიაგნოსტირება. მკურნალობის მიუხედავად სიმპტომების შენარჩუნებისას, მიზანშეწონილია დამატებითი გამოკვლევების ჩატარება.

ბავშვები და მოზარდები

პანტოპრაზოლის გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებში, ვინაიდან მისი ეფექტიანობა 18 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ, ახლო წარსულში მიიღეთ ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი, ურეცეპტოდ გაცემული პრეპარატების ჩათვლით.

პანტაპი ი.ვ. შეიძლება გავლენას ახდენდეს სხვა საშუალებების ეფექტიანობაზე, შესაბამისად აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ღებულობთ შემდეგ პრეპარატებს:

პრეპარატები, როგორიცაა კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი და პოზაკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ) ან ერლოტინიბი (გამოიყენება ზოგიერთი ტიპის კიბოს სამკურნალოდ), რადგან პანტოპრაზოლმა შეიძლება შეაჩეროს ამ და სხვა პრეპარატების მოქმედება.

ვარფარინი და ფენპროკუმონი, რომლებიც ზეგავლენას ახდენს სისხლის გასქელებასა თუ გათხელებაზე. შეიძლება დაგჭირდეთ დამატებითი კვლევები.

აივ-ინფექციის სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა ატაზანავირი.

მეტოტრექსატი (გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის, ფსორიაზისა და კიბოს სამკურნალოდ) - იმ შემთხვევაში, თუ ღებულობთ მეტოტრექსატს, თქვენმა ექიმმა შეიძლება დროებით შეწყვიტოს პანტაპი ი.ვ.-ით თქვენი მკურნალობა, ვინაიდან პანტოპრაზოლმა შეიძლება გაზარდოს სისხლში მეთოტრექსატის დონე.

ფლუვოქსამინი (გამოიყენება დეპრესიის და სხვა ფსიქიატრიული დაავადებების სამკურნალოდ) - თუ ღებულობთ ფლუვოქსამინს, თქვენმა ექიმმა შეიძლება შეგიმციროთ დოზა.

რიფამპიცინი (გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ).

კრაზანა (Hypericum perforatum ) (გამოიყენება მსუბუქი დეპრესიის სამკურნალოდ).

პანტოპრაზოლის მიღებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ დაგეგმილი გაქვთ შარდის სპეციფიკური ანალიზი (ტეტრაჰიდროკანაბინოლისთვის (THC)).

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულებში პანტოპრაზოლის გამოყენების შესახებ ადეკვატური ინფორმაცია არ არსებობს. დაფიქსირდა დედის რძეში ექსკრეცია.

თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ექიმი ჩათვლის, რომ თქვენთვის სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს ჯერ კიდევ მუცლად მყოფი ბავშვის ან ახალშობილის მიმართ.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პანტაპი ი.ვ.-ს არ გააჩნია ან უმნიშვნელო ზეგავლენა გააჩნია ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარებისას, როგორიცაა თავბრუსხვევა ან მხედველობის დაბინდვა, ავტომობილის მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა არ შეიძლება.

პანტაპი ი.ვ. შეიცავს ნატრიუმს

მოცემული პრეპარატის ერთი ფლაკონი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ანუ ფაქტიურად „არ შეიცავს ნატრიუმს“.

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.

შემდეგი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს, ან გადაუდებელი დახმარების განყოფილებას უახლოეს საავადმყოფოში:

მძიმე ალერგიული რეაქციები (იშვიათი სიხშირე: შესაძლოა აღინიშნოს 1,000-დან არაუმეტეს 1 ადამიანში):

ენის და/ან ყელის შეშუპება, ყლაპვის გაძნელება, ალერგიული გამონაყარი (ჭინჭრის ციება), სუნთქვის გაძნელება, სახის ალერგიული შეშუპება (კვინკეს შეშუპება / ანგიონევროზული შეშუპება), მძიმე თავბრუსხვევა ძალიან აჩქარებული გულისცემითა და ძლიერი ოფლიანობით.

კანის მძიმე მდგომარეობა (უცნობი სიხშირე: სიხშირის შეფასება არსებული მონაცემებით შეუძლებელია): შეიძლება შენიშნოთ ქვემოთ მითითებული ერთი ან მეტი მდგომარეობა:

კანზე ბუშტუკების წარმოქმნა და ზოგადი მდგომარეობის სწრაფი გაუარესება, თვალების, ცხვირის, პირის/ტუჩების ან გენიტალიების ეროზია (მსუბუქი სისხლდენის ჩათვლით) ან კანის მგრძნობელობა/გამონაყარი, განსაკუთრებით სინათლის/მზის ზემოქმედების ქვეშ მყოფი კანის უბნებზე. ასევე, შეიძლება აღგენიშნოთ სახსრების ტკივილი ან გრიპის მსგავსი სიმპტომები, ცხელება, შეშუპებული ჯირკვლები (მაგალითად, იღლიაში) და სისხლის ანალიზებმა შეიძლება აჩვენოს სისხლის გარკვეული თეთრი უჯრედების ან ღვიძლის ფერმენტების ცვლილებები.

მოწითალო, არაამობურცული, წერტილების მსგავსი ან მრგვალი ლაქები სხეულზე, ხშირად ბუშტუკებით, კანის აქერცვლა, წყლულები პირის, ყელის, ცხვირის, გენიტალიების ან თვალების არეში. ასეთ სერიოზულ გამონაყარს კანზე შეიძლება წინ უსწრებდეს ცხელება და გრიპის მსგავსი სიმპტომები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).

ფართო უბნებზე გავრცელებული გამონაყარი, სხეულის მაღალი ტემპერატურა და გადიდებული ლიმფური კვანძები (DRESS სინდრომი ან ჰიპერმგრძნობელობის სამკურნალწამლო სინდრომი).

სხვა მძიმე მდგომარეობები (უცნობი სიხშირე: სიხშირის შეფასება არსებული მონაცემებით შეუძლებელია): კანის ან თვალის თეთრი გარსის გაყვითლება (ღვიძლის უჯრედების მძიმე დაზიანება, სიყვითლე) ან ცხელება, გამონაყარი და თირკმლის გადიდება ზოგჯერ მტკივნეული შარდვით და წელის ტკივილით (თირკმელების მძიმე ანთება), რამაც შესაძლოა გამოიწვიოს თირკმელების უკმარისობა.

სხვა გვერდითი მოვლენები არის:

ხშირი (შესაძლოა აღინიშნოს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანში)

ვენების კედლის ანთება და სისხლის შედედება (თრომბოფლებიტი), სადაც პრეპარატის ინექცია ხდება; კეთილთვისებიანი პოლიპები კუჭში.

არახშირი (შესაძლოა აღინიშნოს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანში)

თავის ტკივილი; თავბრუსხვევა; ფაღარათი; გულისრევის შეგრძნება, ღებინება; მეტეორიზმი და მუცლის შებერილობა (აირები); შეკრულობა; პირის სიმშრალე; მუცლის ტკივილი და დისკომფორტი; კანზე გამონაყარი, ეგზანთება, გამონაყარი; ქავილი; სისუსტის, დაღლილობის შეგრძნება ან ზოგადი მდგომარეობის გაუარესება; ძილის დარღვევები; მენჯის, მაჯის ან ხერხემლის მოტეხილობა.

იშვიათი (შესაძლოა აღინიშნოს 1,000-დან არაუმეტეს 1 ადამიანში)

გემოს შეგრძნების დარღვევა ან სრული დაკარგვა; მხედველობის დარღვევა, როგორიცაა დაბინდული მხედველობა; ალერგიული გამონაყარი; ტკივილი სახსრებში; კუნთების ტკივილი; წონის ცვლილება; სხეულის ტემპერატურის მომატება; მაღალი ცხელება; კიდურების შეშუპება (პერიფერიული შეშუპება); ალერგიული რეაქციები; დეპრესია; სარძევე ჯირკვლების გაზრდა მამაკაცებში.

ძალიან იშვიათი (შესაძლოა აღინიშნოს 10,000-დან არაუმეტეს 1 ადამიანში)

დეზორიენტაცია.

უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის შეფასება შეუძლებელია)

ჰალუცინაციები, დაბნეულობა (განსაკუთრებით პაციენტებში ამ სიმპტომების ანამნეზით); სისხლში ნატრიუმის დონის დაქვეითება, სისხლში მაგნიუმის დონის დაქვეითება (იხილეთ პარაგრაფი 2), ჩხვლეტის შეგრძნება, ჩხვლეტა, დაბუჟება, წვის შეგრძნება ან მგრძნობელობის დაკარგვა, გამონაყარი, შესაძლოა სახსრების ტკივილით, მსხვილი ნაწლავის ანთება, რაც იწვევს მუდმივ წყლიან ფაღარათს.

სისხლის ანალიზებით გამოვლენილი გვერდითი მოვლენები:

ღვიძლის ფერმენტების მომატება.

ბილირუბინის მომატება; სისხლში ცხიმის გაზრდილი დონეები; სისხლის მოცირკულირე მარცვლოვანი თეთრი უჯრედების მკვეთრი ვარდნა, რაც ასოცირდება მაღალ ცხელებასთან.

სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა ან სისხლჩაქცევა ნორმაზე მეტად; სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უფრო ხშირი ინფექციები; სისხლის წითელი და თეთრი უჯრედების, ასევე თრომბოციტების რაოდენობის თანაარსებული პათოლოგიური შემცირება.

სისხლში ნატრიუმის, მაგნიუმის, კალციუმის ან კალიუმის დაქვეითებული დონე (იხ. პარაგრაფი 2)

ჭარბი დოზა

ადამიანში ჭარბი დოზირების სიმპტომები ცნობილი არ არის.

სისტემური ექსპოზიცია 240 მგ-მდე დოზით შეყვანილი ვენაში 2 წუთის განმავლობაში კარგად იყო გადატანილი.

ვინაიდან პანტოპრაზოლი ინტენსიურად უკავშირდება ცილებს, ის ადვილად არ ექვემდებარება დიალიზს.

ინტოქსიკაციის კლინიკური ნიშნებით მიმდინარე ჭარბი დოზირების შემთხვევაში სიმპტომური და შემანარჩუნებელი მკურნალობის გარდა, სხვა რაიმე განსაკუთრებული თერაპიული რეკომენდაცია არ კეთდება.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება არის პანტოპრაზოლი. თითოეული ფლაკონი შეიცავს 40 მგ პანტოპრაზოლს.

დამხმარე ნივთიერებები არის: დინატრიუმის ედეტატი და ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH კორექცისთვის).

პანტაპი ი.ვ.-ის აღწერა და შეფუთვის შიგთავსი

პანტაპი ი.ვ. არის თეთრიდან მოთეთრო ფერის ფხვნილი საინექციო ხსნარისთვის. ხელმისაწვდომია 10 მლ-იან უფერო მინის ფლაკონში დახურული ნაცრისფერი რეზინის საცობით და ალუმინის მოსახსნელი თავსახურით, რომელიც შეიცავს 40 მგ ფხვნილს საინექციო ხსნარისთვის.

პანტაპი ი.ვ. ხელმისაწვდომია შემდეგი ზომის შეფუთვაში:

შეფუთვა 1 ფლაკონით.

შენახვის პირობები

მოცემული პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

არ გამოიყენოთ მოცემული პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს შეფუთვაზე და ფლაკონზე წარწერა „ვარგისია“-ს შემდეგ. ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

შეინახეთ არაუმეტეს 25˚C ტემპერატურაზე.

სინათლისაგან დაცვის მიზნით ფლაკონი შეინახეთ გარე მუყაოს კოლოფში.

აღდგენილი ხსნარი გამოიყენება 12 საათის განმავლობაში.

გამოიყენეთ აღდგენილი და განზავებული ხსნარი 12 საათის განმავლობაში.

ის სტაბილურია 12 საათის განმავლობაში 25˚C ტემპერატურაზე შემდეგ ხსნარებში აღდგენისა და განზავების შემდეგ.

  • აღდგენა 10 მლ 0.9%-იან NaCl ხსნარში
  • აღდგენა 10 მლ 0.9%-იან NaCl ხსნარში + განზავება 100 მლ 0.9%-იან NaCl ხსნარში
  • აღდგენა 10 მლ 0.9%-იან NaCl ხსნარში + განზავება 100 მლ 5%-იან დექსტროზას ხსნარში

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს მომზადებისთანავე. თუ მისი გამოყენება დაუყოვნებლივ არ მოხდება, შენახვის დრო და

პირობები არის მომხმარებლის პასუხისმგებლობა და ჩვეულებრივ არ უნდა აღემატებოდეს 12 საათს არაუმეტეს 25 ˚C ტემპერატურაზე.

პანტაპი ი.ვ.-ის გამოყენება არ შეიძლება ვიზუალური ცვლილების შემთხვევაში (მაგალითად, თუ შეინიშნება შემღვრევა ან ნალექი).

არ გადააგდოთ სამკურნალო საშუალებები კანალიზაციის მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. არასაჭირო პრეპარატების უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები, ათქ-კოდი: A02BC02

მოქმედების მექანიზმი

პანტოპრაზოლი არის ჩანაცვლებული ბენზიმიდაზოლი, რომელიც კუჭში მარილმჟავას

სეკრეციას აინჰიბირებს პარიესული უჯრედების პროტონული ტუმბოს განსაკუთრებული ბლოკადის გზით.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

გასტრინის მაჩვენებლები უზმოზე იზრდება პანტოპრაზოლით. ხანმოკლე გამოყენებისას, შემთხვევათა უმრავლესობაში ის არ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს. გრძელვადიანი გამოყენების დროს, შემთხვევათა უმრავლესობაში, გასტრინის დონეები ორმაგდება. თუმცა, ჭარბი ზრდა მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება. როგორც შედეგი, ხანგრძლივი მკურნალობის დროს მცირე რაოდენობის შემთხვევებში აღინიშნება სპეციფიკური ენდოკრინული (ECL) უჯრედების რაოდენობის მცირე ან ზომიერი მომატება (მარტივიდან ადენომატოიდურ ჰიპერპლაზიამდე). თუმცა, დღემდე ჩატარებული კვლევების თანახმად, კარცინოიდული პრეკურსორების (ატიპიური ჰიპერპლაზია) ან კუჭის კარცინოიდების წარმოქმნა, როგორც ჩვენ ცხოველებზე ჩატარებულ ექსპერიმენტებში ვნახეთ (იხ. პარაგრაფი 5.3), არ აღინიშნება ადამიანებში.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ზოგადი ფარმაკოკინეტიკა

ფარმაკოკინეტიკა არ იცვლება ერთჯერადი ან განმეორებითი გამოყენების შემდეგ. 10-80 მგ დოზის ფარგლებში, პანტოპრაზოლის პლაზმური კინეტიკა ხაზოვანია, როგორც პერორალური, ასევე ინტრავენური გამოყენების დროს.

განაწილება

პანტოპრაზოლის შეკავშირება შრატის ცილებთან არის დაახლოებით 98%. განაწილების

მოცულობა არის დაახლოებით 0.15 ლ/კგ.

ბიოტრანსფორმაცია

ნივთიერება თითქმის მთლიანად მეტაბოლიზდება ღვიძლში. ძირითადი მეტაბოლური გზა არის დემეთილირება CYP2C19-ის საშუალებით, სულფატის შემდგომი კონიუგაციით, სხვა მეტაბოლური გზა მოიცავს ჟანგვას CYP3A4-ით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

  • 3.1.3 შეფუთვის ჩანართი

პანტაპი 40 მგ

ი.ვ ლიოფილიზებული ფხვნილი საინექციო ხსნარისთვის

პანტოპრაზოლი

მოცემული პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ სრული ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ მოცემული ჩანართი. შეიძლება, კვლავ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.

ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.

ნებისმიერი გვერდითი მოქმედების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის მითითებული მოცემულ ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.

ჩანართის შინაარსი:

  • რას წარმოადგენს პანტაპი ი.ვ. და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ პანტაპი ი.ვ.-ის გამოყენებამდე
  • როგორ გამოიყენება პანტაპი ი.ვ.
  • შესაძლო გვერდითი მოქმედება
  • პანტაპი ი.ვ.-ის შენახვის პირობები
  • შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
  • რას წარმოადგენს პანტაპი ი.ვ. და რისთვის გამოიყენება

პანტაპი ი.ვ. შეიცავს აქტიურ ნივთიერებას - პანტოპრაზოლს. პანტაპი ი.ვ. არის შერჩევითი „პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი“, პრეპარატი, რომელიც ამცირებს თქვენს კუჭში წარმოქმნილი მჟავას რაოდენობას. ის გამოიყენება კუჭისა და ნაწლავების მჟავასთან დაკავშირებული დაავადებების სამკურნალოდ.

ეს პრეპარატი შეჰყავთ ვენაში და ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ექიმი ჩათვლის, რომ პანტოპრაზოლის ინექციები უფრო შესაფერისია თქვენთვის მოცემული მომენტისთვის, ვიდრე პანტოპრაზოლის ტაბლეტები. ტაბლეტები ჩაანაცვლებს თქვენს ინექციებს, როგორც კი ექიმი ჩათვლის მიზანშეწონილად.

პანტაპი ი.ვ. გამოიყენება მოზრდილებში შემდეგი დარღვევების სამკურნალოდ:

რეფლუქს ეზოფაგიტი. საყლაპავის (მილი, რომელიც თქვენს ყელს კუჭთან აკავშირებს) ანთება, რასაც თან ახლავს კუჭის მჟავას რეგურგიტაცია.

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულები.

ზოლინგერ-ელისონის სინდრომი და სხვა მდგომარეობები, რომელთა დროსაც კუჭში დიდი რაოდენობით მჟავა წარმოიქმნება.

  • რა უნდა იცოდეთ პანტაპი ი.ვ.-ის გამოყენებამდე

არ მიიღოთ პანტაპი ი.ვ.

თუ ხართ ალერგიული პანტოპრაზოლის ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია პარაგრაფში 6).

თუ ხართ ალერგიული პროტონული ტუმბოს სხვა ინჰიბიტორების შემცველი პრეპარატების მიმართ.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

პანტაპი ი.ვ.-ის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს,

თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე დარღვევები. გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს, თუ წარსულში გქონდათ ღვიძლთან დაკავშირებული დარღვევები. თქვენი ექიმი უფრო ხშირად შეამოწმებს თქვენი ღვიძლის ფერმენტებს. ღვიძლის ფერმენტების მომატების შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს.

თუ ღებულობთ აივ პროტეაზას ინჰიბიტორებს, როგორიცაა ატაზანავირი (აივ-ინფექციის სამკურნალოდ) პანტოპრაზოლთან ერთად, კონკრეტული რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორის, მაგალითად პანტოპრაზოლის მიღებამ, განსაკუთრებით 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, შეიძლება ოდნავ გაზარდოს მენჯის, მაჯისა თუ ხერხემლის მოტეხილობის რისკი.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ ოსტეოპოროზი (ძვლის სიმკვრივის დაქვეითება) ან თუ თქვენთვის ცნობილია, რომ იმყოფებით ოსტეოპოროზის განვითარების რისკის ქვეშ (მაგალითად, თუ იღებთ სტეროიდებს).

იმ შემთხვევაში, თუ პანტაპი ი.ვ.-ს სამ თვეზე მეტ ხანს ღებულობთ, შესაძლებელია სისხლში მაგნიუმის დონეები მკვეთრად შემცირდეს. მაგნიუმის დაბალი დონეები შეიძლება გამოვლინდეს როგორც დაღლილობა, კუნთების უნებლიე შეკუმშვა, დეზორიენტაცია, კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, გულის რიტმის აჩქარება. ნებისმიერი აღნიშნული სიმპტომის განვითარების შემთხვევაში, სასწრაფოდ დაუკავშირდით თქვენს ექიმს. მაგნიუმის დაბალმა დონეებმა შეიძლება ასევე გამოიწვიოს სისხლში კალიუმის ან კალციუმის დონეების შემცირება. თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს სისხლის რეგულარული ანალიზების ჩატარება სისხლში მაგნიუმის დონის მონიტორინგის მიზნით.

თუ ოდესმე გქონიათ კანის რეაქცია პანტაპი ი.ვ.-ის მსგავსი პრეპარატებით მკურნალობის შემდეგ, რომლებიც ამცირებს კუჭის მჟავიანობას.

თუ გაქვთ გამონაყარი კანზე, განსაკუთრებით მზის ზემოქმედების ადგილებში, აცნობეთ თქვენს ექიმს შეძლებისდაგვარად სწრაფად, რადგან შეიძლება დაგჭირდეთ პანტაპი ი.ვ.-ით მკურნალობის შეწყვეტა. დაიმახსოვრეთ, რომ ასევე აცნობოთ ნებისმიერი სხვა მავნე ზემოქმედების შესახებ, როგორიცაა ტკივილი სახსრებში.

პანტოპრაზოლით მკურნალობასთან დაკავშირებით რეგისტრირებულია მძიმე რეაქციები კანის მხრივ, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, სამკურნალწამლო რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS) და მულტიფორმული ერითემა. შეწყვიტეთ პანტოპრაზოლის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებისთვის, თუ შენიშნავთ კანის ასეთი მძიმე რეაქციების ნებისმიერ სიმპტომს, რომელიც აღწერილია პარაგრაფში 4.

თუ უნდა ჩაგიტარდეთ სისხლის სპეციფიკური ანალიზი (ქრომოგრანინი A).

დაუყოვნებლივ შეატყობინეთ თქვენს ექიმს, პრეპარატის გამოყენებამდე ან გამოყენების შემდეგ, თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ აღწერილ სიმპტომს, რაც შეიძლება სხვა, უფრო მძიმე დაავადების ნიშანი იყოს:

წონის უნებლიე კლება

ღებინება, განსაკუთრებით მრავალჯერადი

სისხლიანი ღებინება; ეს შეიძლება გამოვლინდეს მუქი ფერის ყავის ნალექის სახით ნაღებინებ მასაში

თუ შენიშნავთ სისხლს განავალში; რომელიც შეიძლება იყოს შავი ფერის ან კუპრისებრი

ყლაპვის გაძნელება ან ტკივილი ყლაპვისას

სიფერმკრთალე ან სისუსტე (ანემია)

ტკივილი გულ-მკერდის არეში

მუცლის ტკივილი

მძიმე და/ან ხანგრძლივი ფაღარათი, ვინაიდან ეს პრეპარატი შეიძლება დაკავშირებული იყოს ინფექციური ფაღარათის მცირე მატებასთან.

თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს, რომ ავთვისებიანი დაავადების გამოსარიცხად საჭიროა გარკვეული ანალიზების ჩატარება, ვინაიდან პანტოპრაზოლი ასევე ასუსტებს კიბოს სიმპტომებს და შეიძლება შეაფერხოს მისი დიაგნოსტირება. მკურნალობის მიუხედავად სიმპტომების შენარჩუნებისას, მიზანშეწონილია დამატებითი გამოკვლევების ჩატარება.

ბავშვები და მოზარდები

პანტოპრაზოლის გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებში, ვინაიდან მისი ეფექტიანობა 18 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის.

სხვა სამკურნალო საშუალებები და პანტაპი ი.ვ.

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ, ახლო წარსულში მიიღეთ ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი, ურეცეპტოდ გაცემული პრეპარატების ჩათვლით.

პანტაპი ი.ვ. შეიძლება გავლენას ახდენდეს სხვა საშუალებების ეფექტიანობაზე, შესაბამისად აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ღებულობთ შემდეგ პრეპარატებს:

პრეპარატები, როგორიცაა კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი და პოზაკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ) ან ერლოტინიბი (გამოიყენება ზოგიერთი ტიპის კიბოს სამკურნალოდ), რადგან პანტოპრაზოლმა შეიძლება შეაჩეროს ამ და სხვა პრეპარატების მოქმედება.

ვარფარინი და ფენპროკუმონი, რომლებიც ზეგავლენას ახდენს სისხლის გასქელებასა თუ გათხელებაზე. შეიძლება დაგჭირდეთ დამატებითი კვლევები.

აივ-ინფექციის სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა ატაზანავირი.

მეტოტრექსატი (გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის, ფსორიაზისა და კიბოს სამკურნალოდ) - იმ შემთხვევაში, თუ ღებულობთ მეტოტრექსატს, თქვენმა ექიმმა შეიძლება დროებით შეწყვიტოს პანტაპი ი.ვ.-ით თქვენი მკურნალობა, ვინაიდან პანტოპრაზოლმა შეიძლება გაზარდოს სისხლში მეთოტრექსატის დონე.

ფლუვოქსამინი (გამოიყენება დეპრესიის და სხვა ფსიქიატრიული დაავადებების სამკურნალოდ) - თუ ღებულობთ ფლუვოქსამინს, თქვენმა ექიმმა შეიძლება შეგიმციროთ დოზა.

რიფამპიცინი (გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ).

კრაზანა (Hypericum perforatum ) (გამოიყენება მსუბუქი დეპრესიის სამკურნალოდ).

პანტოპრაზოლის მიღებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ დაგეგმილი გაქვთ შარდის სპეციფიკური ანალიზი (ტეტრაჰიდროკანაბინოლისთვის (THC)).

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულებში პანტოპრაზოლის გამოყენების შესახებ ადეკვატური ინფორმაცია არ არსებობს. დაფიქსირდა დედის რძეში ექსკრეცია.

თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ექიმი ჩათვლის, რომ თქვენთვის სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს ჯერ კიდევ მუცლად მყოფი ბავშვის ან ახალშობილის მიმართ.

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

პანტაპი ი.ვ.-ს არ გააჩნია ან უმნიშვნელო ზეგავლენა გააჩნია ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარებისას, როგორიცაა თავბრუსხვევა ან მხედველობის დაბინდვა, ავტომობილის მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა არ შეიძლება.

პანტაპი ი.ვ. შეიცავს ნატრიუმს

მოცემული პრეპარატის ერთი ფლაკონი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ანუ ფაქტიურად „არ შეიცავს ნატრიუმს“.

  • როგორ მიიღება პანტაპი ი.ვ.

თქვენი ექთანი ან ექიმი შეიყვანს დღიურ დოზას ვენაში ინექციის სახით 2-15 წუთის განმავლობაში.

რეკომენდებული დოზა არის:

მოზრდილები

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულების და რეფლუქს ეზოფაგიტის შემთხვევაში.

ერთი ფლაკონი (40 მგ პანტოპრაზოლი) დღეში.

ზოლინგერ-ელისონის სინდრომისა და სხვა ისეთი მდგომარეობების ხანგრძლივი მკურნალობისთვის, როდესაც ძალიან ბევრი კუჭის მჟავა წარმოიქმნება.

ორი ფლაკონი (80 მგ პანტოპრაზოლი) დღეში.

თქვენმა ექიმმა შესაძლოა მოგვიანებით დაარეგულიროს დოზა, რაც დამოკიდებულია თქვენ მიერ გამომუშავებული კუჭის მჟავას ოდენობაზე. თუ დაგინიშნეს ორ ფლაკონზე მეტი (80 მგ) დღეში, ინექციები გაკეთდება ორი თანაბარი დოზით. თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ დროებითი დოზა ოთხზე მეტი ფლაკონით (160 მგ) დღეში. თუ საჭიროა თქვენი კუჭის მჟავას დონის სწრაფი კონტროლი, საწყისი დოზა 160 მგ (ოთხი ფლაკონი) საკმარისი უნდა იყოს კუჭის მჟავას რაოდენობის საკმარისად შესამცირებლად.

პაციენტები ღვიძლის დარღვევებით

თუ გაწუხებთ ღვიძლის მძიმე დარღვევა, დღიური ინექცია უნდა იყოს მხოლოდ 20 მგ (ნახევარი ფლაკონი).

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

აღნიშნული ინექციები არ არის რეკომენდებული ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.

პანტაპი ი.ვ.-ის საჭიროზე მეტი დოზით მიღება

ამ დოზებს საგულდაგულოდ ამოწმებს თქვენი ექთანი ან ექიმი, ამიტომ დოზის გადაჭარბება ნაკლებად სავარაუდოა. დოზის გადაჭარბების ცნობილი სიმპტომები არ არსებობს.

ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით რაიმე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

  • შესაძლო გვერდითი მოქმედება

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.

შემდეგი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს, ან გადაუდებელი დახმარების განყოფილებას უახლოეს საავადმყოფოში:

მძიმე ალერგიული რეაქციები (იშვიათი სიხშირე: შესაძლოა აღინიშნოს 1,000-დან არაუმეტეს 1 ადამიანში):

ენის და/ან ყელის შეშუპება, ყლაპვის გაძნელება, ალერგიული გამონაყარი (ჭინჭრის ციება), სუნთქვის გაძნელება, სახის ალერგიული შეშუპება (კვინკეს შეშუპება / ანგიონევროზული შეშუპება), მძიმე თავბრუსხვევა ძალიან აჩქარებული გულისცემითა და ძლიერი ოფლიანობით.

კანის მძიმე მდგომარეობა (უცნობი სიხშირე: სიხშირის შეფასება არსებული მონაცემებით შეუძლებელია): შეიძლება შენიშნოთ ქვემოთ მითითებული ერთი ან მეტი მდგომარეობა:

კანზე ბუშტუკების წარმოქმნა და ზოგადი მდგომარეობის სწრაფი გაუარესება, თვალების, ცხვირის, პირის/ტუჩების ან გენიტალიების ეროზია (მსუბუქი სისხლდენის ჩათვლით) ან კანის მგრძნობელობა/გამონაყარი, განსაკუთრებით სინათლის/მზის ზემოქმედების ქვეშ მყოფი კანის უბნებზე. ასევე, შეიძლება აღგენიშნოთ სახსრების ტკივილი ან გრიპის მსგავსი სიმპტომები, ცხელება, შეშუპებული ჯირკვლები (მაგალითად, იღლიაში) და სისხლის ანალიზებმა შეიძლება აჩვენოს სისხლის გარკვეული თეთრი უჯრედების ან ღვიძლის ფერმენტების ცვლილებები.

მოწითალო, არაამობურცული, წერტილების მსგავსი ან მრგვალი ლაქები სხეულზე, ხშირად ბუშტუკებით, კანის აქერცვლა, წყლულები პირის, ყელის, ცხვირის, გენიტალიების ან თვალების არეში. ასეთ სერიოზულ გამონაყარს კანზე შეიძლება წინ უსწრებდეს ცხელება და გრიპის მსგავსი სიმპტომები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).

ფართო უბნებზე გავრცელებული გამონაყარი, სხეულის მაღალი ტემპერატურა და გადიდებული ლიმფური კვანძები (DRESS სინდრომი ან ჰიპერმგრძნობელობის სამკურნალწამლო სინდრომი).

სხვა მძიმე მდგომარეობები (უცნობი სიხშირე: სიხშირის შეფასება არსებული მონაცემებით შეუძლებელია): კანის ან თვალის თეთრი გარსის გაყვითლება (ღვიძლის უჯრედების მძიმე დაზიანება, სიყვითლე) ან ცხელება, გამონაყარი და თირკმლის გადიდება ზოგჯერ მტკივნეული შარდვით და წელის ტკივილით (თირკმელების მძიმე ანთება), რამაც შესაძლოა გამოიწვიოს თირკმელების უკმარისობა.

სხვა გვერდითი მოვლენები არის:

ხშირი (შესაძლოა აღინიშნოს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანში)

ვენების კედლის ანთება და სისხლის შედედება (თრომბოფლებიტი), სადაც პრეპარატის ინექცია ხდება; კეთილთვისებიანი პოლიპები კუჭში.

არახშირი (შესაძლოა აღინიშნოს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანში)

თავის ტკივილი; თავბრუსხვევა; ფაღარათი; გულისრევის შეგრძნება, ღებინება; მეტეორიზმი და მუცლის შებერილობა (აირები); შეკრულობა; პირის სიმშრალე; მუცლის ტკივილი და დისკომფორტი; კანზე გამონაყარი, ეგზანთება, გამონაყარი; ქავილი; სისუსტის, დაღლილობის შეგრძნება ან ზოგადი მდგომარეობის გაუარესება; ძილის დარღვევები; მენჯის, მაჯის ან ხერხემლის მოტეხილობა.

იშვიათი (შესაძლოა აღინიშნოს 1,000-დან არაუმეტეს 1 ადამიანში)

გემოს შეგრძნების დარღვევა ან სრული დაკარგვა; მხედველობის დარღვევა, როგორიცაა დაბინდული მხედველობა; ალერგიული გამონაყარი; ტკივილი სახსრებში; კუნთების ტკივილი; წონის ცვლილება; სხეულის ტემპერატურის მომატება; მაღალი ცხელება; კიდურების შეშუპება (პერიფერიული შეშუპება); ალერგიული რეაქციები; დეპრესია; სარძევე ჯირკვლების გაზრდა მამაკაცებში.

ძალიან იშვიათი (შესაძლოა აღინიშნოს 10,000-დან არაუმეტეს 1 ადამიანში)

დეზორიენტაცია.

უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის შეფასება შეუძლებელია)

ჰალუცინაციები, დაბნეულობა (განსაკუთრებით პაციენტებში ამ სიმპტომების ანამნეზით); სისხლში ნატრიუმის დონის დაქვეითება, სისხლში მაგნიუმის დონის დაქვეითება (იხილეთ პარაგრაფი 2), ჩხვლეტის შეგრძნება, ჩხვლეტა, დაბუჟება, წვის შეგრძნება ან მგრძნობელობის დაკარგვა, გამონაყარი, შესაძლოა სახსრების ტკივილით, მსხვილი ნაწლავის ანთება, რაც იწვევს მუდმივ წყლიან ფაღარათს.

სისხლის ანალიზებით გამოვლენილი გვერდითი მოვლენები:

არახშირი (შესაძლოა აღინიშნოს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანში)

ღვიძლის ფერმენტების მომატება.

იშვიათი (შესაძლოა აღინიშნოს 1,000-დან არაუმეტეს 1 ადამიანში)

ბილირუბინის მომატება; სისხლში ცხიმის გაზრდილი დონეები; სისხლის მოცირკულირე მარცვლოვანი თეთრი უჯრედების მკვეთრი ვარდნა, რაც ასოცირდება მაღალ ცხელებასთან.

ძალიან იშვიათი (შესაძლოა აღინიშნოს 10,000-დან არაუმეტეს 1 ადამიანში)

სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა ან სისხლჩაქცევა ნორმაზე მეტად; სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უფრო ხშირი ინფექციები; სისხლის წითელი და თეთრი უჯრედების, ასევე თრომბოციტების რაოდენობის თანაარსებული პათოლოგიური შემცირება.

უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის შეფასება შეუძლებელია)

სისხლში ნატრიუმის, მაგნიუმის, კალციუმის ან კალიუმის დაქვეითებული დონე (იხ. პარაგრაფი 2)

  • პანტაპი ი.ვ.-ის შენახვის პირობები

მოცემული პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

არ გამოიყენოთ მოცემული პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს შეფუთვაზე და ფლაკონზე წარწერა „ვარგისია“-ს შემდეგ. ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

შეინახეთ არაუმეტეს 25˚C ტემპერატურაზე.

სინათლისაგან დაცვის მიზნით ფლაკონი შეინახეთ გარე მუყაოს კოლოფში.

აღდგენილი ხსნარი გამოიყენება 12 საათის განმავლობაში.

გამოიყენეთ აღდგენილი და განზავებული ხსნარი 12 საათის განმავლობაში.

ის სტაბილურია 12 საათის განმავლობაში 25˚C ტემპერატურაზე შემდეგ ხსნარებში აღდგენისა და განზავების შემდეგ.

  • აღდგენა 10 მლ 0.9%-იან NaCl ხსნარში
  • აღდგენა 10 მლ 0.9%-იან NaCl ხსნარში + განზავება 100 მლ 0.9%-იან NaCl ხსნარში
  • აღდგენა 10 მლ 0.9%-იან NaCl ხსნარში + განზავება 100 მლ 5%-იან დექსტროზას ხსნარში

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს მომზადებისთანავე. თუ მისი გამოყენება დაუყოვნებლივ არ მოხდება, შენახვის დრო და

პირობები არის მომხმარებლის პასუხისმგებლობა და ჩვეულებრივ არ უნდა აღემატებოდეს 12 საათს არაუმეტეს 25 ˚C ტემპერატურაზე.

პანტაპი ი.ვ.-ის გამოყენება არ შეიძლება ვიზუალური ცვლილების შემთხვევაში (მაგალითად, თუ შეინიშნება შემღვრევა ან ნალექი).

არ გადააგდოთ სამკურნალო საშუალებები კანალიზაციის მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. არასაჭირო პრეპარატების უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს პანტაპი ი.ვ.

მოქმედი ნივთიერება არის პანტოპრაზოლი. თითოეული ფლაკონი შეიცავს 40 მგ პანტოპრაზოლს.

დამხმარე ნივთიერებები არის: დინატრიუმის ედეტატი და ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH კორექცისთვის).

პანტაპი ი.ვ.-ის აღწერა და შეფუთვის შიგთავსი

პანტაპი ი.ვ. არის თეთრიდან მოთეთრო ფერის ფხვნილი საინექციო ხსნარისთვის. ხელმისაწვდომია 10 მლ-იან უფერო მინის ფლაკონში დახურული ნაცრისფერი რეზინის საცობით და ალუმინის მოსახსნელი თავსახურით, რომელიც შეიცავს 40 მგ ფხვნილს საინექციო ხსნარისთვის.

პანტაპი ი.ვ. ხელმისაწვდომია შემდეგი ზომის შეფუთვაში:

შეფუთვა 1 ფლაკონით.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

NOBEL İLAÇ SANAYİİ VE TİCARET A. Ş.

İnkılap Mah. Dr. Adnan Büyükdeniz Cad. No:14

34768 უმრანიე/ სტამბოლი

მოცემული ჩანართი ბოლოს დამტკიცდა სექტემბერში

რედაქტირებულია: 24.03.2025 წ.

შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ სამედიცინო მუშაკებისთვის ან ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის:

მზა ხსნარი მზადდება 10 მლ ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0.9%) საინექციო ხსნარის

ინექციით ფხვნილის შემცველ ფლაკონში. მომზადებული ხსნარის გამოყენება შეიძლება

პირდაპირ ან 100 მლ ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0.9%) საინექციო ხსნართან ან გლუკოზის 55 მგ/მლ (5%) საინექციო ხსნართან შერევით. განზავებისათვის გამოიყენება

მინის ან პლასტმასის კონტეინერები.

პანტაპი ი.ვ.-ის მომზადება ან შერევა არ შეიძლება სხვა გამხსნელებთან, გარდა აქ მითითებული გამხსნელებისა.

მომზადების შემდეგ, ხსნარის გამოყენება უნდა მოხდეს 12 საათის განმავლობაში.

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პრეპარატი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული. თუ არ მოხდება მისი დაუყოვნებლივ გამოყენება, შენახვის დრო და პირობები გამოყენებამდე არის მომხმარებლის პასუხისმგებლობა და, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს 12 საათს, არაუმეტეს 25˚C ტემპერატურის პირობებში.

სამკურნალო პრეპარატის შეყვანა ხდება ინტრავენური გზით, 2-15 წუთის განმავლობაში.

ფლაკონის შიგთავსი გათვალისწინებულია მხოლოდ ერთჯერადი ინტრავენური გამოყენებისათვის. კონტეინერში დარჩენილი ნებისმიერი პრეპარატი ან ვიზუალურად შეცვლილი პრეპარატი (მაგალითად, თუ შეინიშნება შემღვრევა ან ნალექი) უნდა გაადგურდეს.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა