პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ღებინებისა და გულისრევის საწინააღმდეგო საშუალებები

ონდანსეტრონი 2მგ/მლ საინექციო ან საინფუზიო ხსნარი

Ondansetron 2mg/ml Solution for Injection or Infusion

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადდიდი ბრიტანეთი
რისთვის გამოიყენება

საინექციო ონდანსეტრონი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ონდანსეტრონს, რომელიც მიეკუთვნება ე.წ. ანტიემეტური მედიკამენტების ჯგუფს. საინექციო ონდანსეტრონი გამოიყენება გულისრევისა და ღებინების საწინააღმდეგოდ, რომელიც გამოწვეულია ქიმიოთერაპიით მოზრდილებსა და 6 თვის და მეტი ასაკის ბავშვებში; სხივური თერაპიით მოზრდილებში; …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ონდანსეტრონი (ondansetron)
ფორმა და შეფუთვა
2მგ/მლ (8მგ/4მლ) 4მლ ი.მ. საინექციო და ი.ვ. საინექციო/საინფუზიო ხსნარი ამპულა №5
მწარმოებელი
Accord Healthcare Limited, დიდი ბრიტანეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ღებინებისა და გულისრევის საწინააღმდეგო საშუალებები, სეროტონინის (5HT3) ანტაგონისტები
ATC კოდი
A04AA01
რეგისტრაციის ნომერი
რ-025652
რეგისტრირებულია
29 ივნისი 2018, მოქმედებს 29 ივნისი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაონდანსეტრონი 2მგ/მლ საინექციო ან საინფუზიო ხსნარი და სხვა წამალი ერთად

ონდანსეტრონი 2მგ/მლ საინექციო ან საინფუზიო ხსნარი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

საინექციო ონდანსეტრონი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ონდანსეტრონს, რომელიც მიეკუთვნება ე.წ. ანტიემეტური მედიკამენტების ჯგუფს.

საინექციო ონდანსეტრონი გამოიყენება

გულისრევისა და ღებინების საწინააღმდეგოდ, რომელიც გამოწვეულია

ქიმიოთერაპიით მოზრდილებსა და 6 თვის და მეტი ასაკის ბავშვებში;

სხივური თერაპიით მოზრდილებში;

გულისრევისა და ღებინების საწინააღმდეგოდ და სამკურნალოდ ქირურგიული ოპერაციების შემდეგ მოზრდილებსა და 1 თვის და მეტი ასაკის ბავშვებში.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ექთანთან, ექთანთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

მიღების წესი და დოზირება

საინექციო ონდანსეტრონი, ჩვეულებრივ, კეთდება ექიმის ან ექთნის მიერ. მისი დოზა დამოკიდებულია ჩატარებულ მკურნალობაზე.

ქიმიოთერაპიით ან სხივური თერაპიით გამოწვეული გულისრევისა და ღებინების პრევენცია

მოზრდილები

ქიმიოთერაპიის ან სხივური თერაპიის დღეს, უშუალოდ მკურნალობის წინ, ვენაში ან კუნთში ჩვეულებრივ კეთდება 8 მგ პრეპარატი, 12 საათის შემდეგ, ასევე, კეთდება 8 მგ პრეპარატი.

მომდევნო დღეებში

მოზრდილებისთვის, ჩვეულებრივ, ინტრავენური დოზა არ უნდა აჭარბებდეს 8 მგ-ს.

პრეპარატის პერორალური მიღება უნდა დაიწყოს თორმეტი საათის შემდეგ და შეიძლება გაგრძელდეს 5 დღემდე.

თუ ქიმიოთერაპია ან სხივური თერაპია იწვევს ძლიერ გულისრევასა და ღებინებას, შესაძლოა გაიზარდოს საინექციო ონდანსეტრონის დოზა. ამ გადაწყვეტილებას იღებს მკურნალი ექიმი.

ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევისა და ღებინების პრევენცია

6 თვის ასაკის ზემოთ ბავშვები და მოზარდები:

პრეპარატის დოზას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.

ქიმიოთერაპიის დღეს

პრეპარატის პირველი დოზა კეთდება ინტრავენურად, უშუალოდ მკურნალობის წინ. ქიმიოთერაპიის შემდეგ კი მედიკამენტს ბავშვი იღებს პერორალურად და ჩვეულებრივ, დოზა შეადგენს 4 მგ-ს.

გულისრევისა და ღებინების პრევენცია ოპერაციის შემდეგ

მოზრდილებისთვის, ჩვეულებრივ, დოზა შეადგენს 4 მგ-ს, რომელიც კეთდება ინექციის სახით ვენაში ან კუნთში, უშუალოდ ოპერაციის წინ.

1 თვეზე მეტი ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისათვის დოზას განსაზღვრავს ექიმი. მაქსიმალური დოზაა 4 მგ და ის კეთდება ინექციის სახით ინტრავენურად, უშუალოდ ოპერაციის წინ.

გულისრევისა და ღებინების მკურნალობა ოპერაციის შემდეგ

მოზრდილებისათვის, ჩვეულებრივ, დოზა შეადგენს 4 მგ-ს და კეთდება ინექციის სახით ვენაში ან კუნთში.

1 თვეზე მეტი ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისათვის დოზას განსაზღვრავს ექიმი. ონდანსეტრონის ერთჯერადი დოზა ინიშნება ინტრავენური ნელი ინექციის სახით (არა ნაკლებ 30 წამისა) 0.1 მგ/კგ-ზე გაანგარიშებით მაქსიმალურ 4 მგ დოზამდე ანესთეზიისნ წინ, ანესთეზიის ინდუქციის დროს ან მის შემდეგ.

ღვიძლის ზომიერი ან მძიმე დისფუნქციის მქონე პაციენტებისთვის

მთლიანი დღიური დოზა არ უნდა აჭარბებდეს 8 მგ-ს.

საინექციო ონდანსეტრონის დოზის გადაჭარბებისას

ონდანსეტრონის დოზის გადაჭარბებასთან დაკავშირებით არსებული ინფორმაცია არასაკმარისია. მცირე რაოდენობის პაციენტებში დოზის გადაჭარბების შემდეგ აღინიშნა შემდეგი ეფექტები: მხედველობის დარღვევა, ძლიერი შეკრულობა, სისხლის წნევის დაქვეითება და ცნობიერების დაკარგვა. ყველა შემთხვევებში სიმპტომები სრულიად უკუგანვითარდა. არ არსებობს ონდანსეტრონის რაიმე სპეციფიური ანტიდოტი. ამიტომ თუ არსებობს ეჭვი დოზის გადაჭარბებაზე, მკურნალობა უნდა მოხდეს სიმპტომურად. საჭიროა, მკურნალი ექიმის ან ექთნის ინფორმირება, თუ განვითარდება ზემოთ აღნიშნული სიმპტომები.

ნებისმიერი დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, საჭიროა მიმართვა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან.

უკუჩვენებები

თუ პაციენტი ალერგიულია ონდანსეტრონის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში) ან ნებისმიერი მსგავსი პრეპარატის მიმართ, როგორიცაა მაგ.: გრანისეტრონი ან დოლასეტრონი.

თუ პაციენტი იღებს აპომორფინს (პარკინსონის დაავადების სამკურნალო მედიკამენტს).

სიფრთხილის ზომები

საინექციო ონდანსეტრონის გამოყენებამდე მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს უნდა ეცნობოს:

თუ პაციენტს აღენიშნება გაუვალობა ან ძლიერი ყაბზობა. ონდანსეტრონმა შეიძლება გაართულოს აღნიშნული მდგომარეობა;

ღვიძლის დაავადებების არსებობის დროს;

თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება გულის პრობლემები ან ამჟამად იღებს გულის დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს;

გულის რითმის დარღვევების დროს (არითმიები);

თუ პაციენტს ახლო წარსულში გაკეთებული აქვს ტონზილექტომია. ონდანსეტრონით მკურნალობამ შეიძლება შენიღბოს შინაგანი სისხლდენის სიმპტომები.

სისხლში ელექტროლიტების დონის ცვლილება, კერძოდ: კალიუმის, ნატრიუმისა და მაგნიუმის.

თუ პაციენტი, რომელიც 2 წელზე ნაკლები ასაკისაა, მკურნალობდა ღვიძლის დაზიანების გამო.

სისხლისა და შარდის ლაბორატორიული ანალიზების აღებამდე ექიმს უნდა ეცნობოს, რომ პაციენტი მკურნალობდა ონდანსეტრონით.

ინექციის გაკეთებამდე საჭიროა მკურნალი ექიმის ინფორმირება, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომელთაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა, ან მომავალში აპირებს, რომ მიიღოს, ბუნებრივი დანამატების, ვიტამინების ან მინერალების ჩათვლით.

ექიმს უნდა ეცნობოს, რომ პაციენტი იღებს ონდანსეტრონს, შემდეგი მედიკამენტების დანიშვნის შემთხვევაში:

ფენიტოინი (გამოიყენება ეპილეფსიისა და არითმიების სამკურნალოდ);

კარბამაზეპინი (გამოიყენება ეპილეფსიისა და ნევრალგიური ტკივილის სამკურნალოდ);

ანტიბიოტიკები, როგორიცაა რიმფამპიცინი, ერითრომიცინი ან კეტოკონაზოლი;

ანტიარითმიული პრეპარატები (გამოიყენება გულის რითმის დარღვევის დროს), როგორიცაა, ამიოდარონი;

ბეტა-ბლოკატორები, რომლებიც გამოიყენება გულისა და თვალის გარკვეული დაავადებების დროს, შფოთვის ან შაკიკის პრევენციისთვის, როგორიცა ატენოლოლი ან თიმოლოლი;

ტრამადოლი (გამოიყენება ტკივილის კუპირებისათვის);

აპომორფინი (გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ);

პრეპარატები, რომლებიც გავლენას ახდენენ გულზე (ჰალოპერიდოლი ან მეთადონი);

კიბოს სამკურნალო პრეპარატები (განსაკუთრებით ანთრაციკლინები, როგორიცა დოქსორუბიცინი, დაუნორუბიცინი ან ტრასტუზუმაბი);

მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის, შფოთვითი და ზოგიერთი პიროვნული აშლილობების სამკურნალოდ (ე.წ. SSRI - სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები ან SNRI – სეროტონინ-ნორადრენალინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები).

SSRI (სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები) – ფლუოქსეტინი, პაროქსეტინი, სერტრალინი, ფლუვოქსამინი, ციტალოპრამი, ესციტალოპრამი;

SNRI (სეროტონინ-ნორადრენალინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები) – ვენლაფაქსინი, დულოქსეტინი.

ონდანსეტრონის ეფექტი შეიძლება შესუსტდეს თუ პაციენტი იღებს ფენიტოინს, კარბამაზეპინს ან რიმფამპიცინს. ონდანსეტრონმა შეიძლება შეამციროს ტრამადოლის ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი.

ამ შემთხვევებში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის კორექცია.

საინექციო ონდანსეტრონის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

საინექციო ონდანსეტრონის გამოყენებაზე საკვებისა და სასმელის მიღება გავლენას არ ახდენს.

ფეხმძიმობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციულ ფუნქციაზე გავლენა

ფეხმძიმობა:

ორსულობის დროს საინექციო ონდანსეტრონის გამოყენების არასაკმარისი გამოცდილების გამო, მისი მიღება რეკომენდებული არ არის. ფეხმძიმობის შემთხვევაში, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში, ონდანსეტრონი გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ მკურნალი ექიმი სიფრთხილით მოახდენს მისი მოსალოდნელი სარგებლისა და რისკის შეფასებას.

ძუძუთი კვება

საინექციო ონდასეტრონის მოქმედი ნივთიერება, ონდასეტრონი, აღწევს დედის რძეში. ამიტომ საინექციო ონდანსეტრონის გამოყენების დროს არ შეიძლება ძუძუთი კვება.

ამ მედიკამენტის გამოყენებამდე საჭიროა მკურნალი ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის დროს საინექციო ონდანსეტრონის გამოყენების არასაკმარისი გამოცდილების გამო, მისი მიღება რეკომენდებული არ არის. ორსულობის შემთხვევაში, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში, ონდანსეტრონი გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ მკურნალი ექიმი სიფრთხილით მოახდენს მისი მოსალოდნელი სარგებლისა და რისკის შეფასებას.

ძუძუთი კვება

საინექციო ონდასეტრონის მოქმედი ნივთიერება, ონდასეტრონი, აღწევს დედის რძეში. ამიტომ საინექციო ონდანსეტრონის გამოყენების დროს არ შეიძლება ძუძუთი კვება.

ამ მედიკამენტის გამოყენებამდე საჭიროა მკურნალი ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

საინექციო ონდანსეტრონი არ ახდენს გავლენას ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მედიკამენტში ზოგიერთი ინგრედიენტის შემცველობის შესახებ

ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 2.5 მმოლი (ან 57.9 მგ) ნატრიუმს, როცა ნატრიუმის დღიური დოზის მაქსიმუმია 32 მგ. ეს განსაკუთრებით საყურადღებოა იმ პაციენტებისათვის, რომლებშიც იმყოფებიან მარილის შეზღუდული შემცველობის მქონე დიეტაზე.

გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, საინექციო ონდანსეტრონიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

სერიოზული ხასიათის გვერდითი მოვლენები

ალერგიული რეაქციები

ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობითი) რექციები იშვიათია, თუმცა სხეულის ნებისმიერ ნაწილში, კანზე შეიძლება განვითარდეს წითელი ლაქები ან კანქვეშა კვანძები (ჭინჭრის ციება), ქავილი, ასევე, ისეთი სერიოზული ხასიათის სიმპტომები, როგორიცაა: ხელების, ტერფების, კოჭების, სახის, ქუთუთოების, ტუჩების, პირის და/ან ხორხის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვისა და სუნთქვის გაძნელება.

გულის რითმის დარღვევები

გულის რითმის დარღვევები არ არის ხშირი, თუმცა შეიძლება განვითარდეს გულის თრთოლვა (უსიამოვნო შეგრძნება არარეგულარული და/ან გაძლიერებული გულისცემის გამო) ან ძალიან შენელებული გულისცემა. ასევე, შეიძლება აღინიშნოს ტკივილი ან მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში და უეცარი სტრიდორი ან კოლაფსი.

ზემოთ აღნიშნული სერიოზული ხასიათის გვერდითი მოვლენები შეიძლება სიცოცხლისათვის საშიში იყოს, ამიტომ რომელიმე მათგანის განვითარების შემთხვევაში საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართვა მკურნალ ექიმთან ან ექთანთან.

ნაკლებად სერიოზული ხასიათის გვერდითი მოვლენები:

ძალიან ხშირი

აღინიშნება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში

თავის ტკივილი

ხშირი

აღინიშნება 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში

სიმხურვალის შეგრძნება ან წამოწითლება

შეკრულობა

ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების ცვლილება (საინექციო ონდანსეტრონის ცისპლანტინთან კომბინაციისას, სხვა შემთხვევებში ეს გვერდითი მოვლენა არახშირია)

ინექციის ადგილის გაღიზიანება და სიწითლე

არახშირი

აღინიშნება 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტებში

გულყრა (ან კრუნჩხვები)

სხეულის უნებლიე მოძრაობები ან კანკალი

არარეგულარული გულისცემა

ტკივილი გულმკერდის არეში

დაბალი არტერიული წნევა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გულისწასვლა ან თავბრუსხვევა.

სლოკინი

იშვიათი

აღინიშნება 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტებში

თავბრუსხვევის შეგრძნება ან გაბრუება

მხედველობის დაქვეითება ან მხეველობის დროებით დაკარგვა

გულის რითმის დარღვევები (რომელიც ხანდახან იწვევს გონების უეცარ დაკარგვას).

ძალიან იშვიათი

აღინიშნება 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მათ შორის, ცალკეული შემთხვევები

მხედველობის დროებით დაკარგვა, რომელიც ჩვეულებრივ გრძელდება 20 წუთზე ნაკლები დროის განმავლობაში, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებმაც ჩაიტარეს ქიმიოთერაპია ცისპლატინით.

ონდანსეტრონმა შეიძლება გავლენა იქონიოს სისხლის ანალიზის ან ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლებზე, ამიტომ მათ ჩატარებამდე საჭიროა მკურნალი ექიმის ინფორმირება. თუ პაციენტი თავს შეუძლოდ გრძნობს ან აღენიშნება უჩვეულო დისკომფორტი, საჭიროა მკურნალ ექიმთან მიმართვა დაუყოვნებლივ.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

გვერდითი მოვლენების განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის აღნიშნული მოცემულ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

გაეთიანებული სამეფო: გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია ყვითელი ბარათის სქემის საშუალებით ვებ-გვედზე: HYPERLINK "http://www.mhra.gov.uk/yellowcard" www.mhra.gov.uk/yellowcard.

ირლანდია: გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ასევე შესაძლებელია: HPRA ფარმაკოზედამხედველობა, ერლსფორტ ტერასა, IRL-დუბლინი 2; HYPERLINK "http://tel:%20+%20353%201%206764971;%20faqsi" ტელ: + 353 1 6764971; ფაქსი:+353 1 6762517. ვებგვერდი: HYPERLINK "http://www.hpra.ie" www.hpra.ie; ელ-ფოსტა: HYPERLINK "mailto:[email protected]" [email protected].

მალტა: გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება, წამლის სააგენტო, პოსტლიცენზიური დირექტორატი, რუ დარჟენ 203, სართული 3, GZR-1368 გზირა; ვებგვერდი: www.medicinesauthority.gov.mt

ელ-ფოსტა: [email protected]

შემადგენლობა

საინექციო ონდანსეტრონის აქტიური ნივთიერებაა ონდანსეტრონი (ჰიდროქლორიდის დიჰიდრატის სახით).

საინექციო ან საინფუზიო ხსნარის თითოეული მლ შეიცავს 2 მგ ონდანსეტრონს (ონდანსეტრონის ჰიდროქლორიდის დიჰიდრატის სახით).

2 მლ-იანი თითოეული ამპულა შეიცავს 4 მგ ონდანსეტრონს (ონდანსეტრონის ჰიდროქლორიდის დიჰიდრატის სახით).

4 მლ-იანი თითოეული ამპულა შეიცავს 8 მგ ონდანსეტრონს (ონდანსეტრონის ჰიდროქლორიდის დიჰიდრატის სახით).

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ნატრიუმის ციტრატი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და/ან ჰიდროქლორმჟავა pH-ის რეგულირებისათვის და საინექციო წყალი.

საინექციო ან საინფუზიო ონდანსეტრონის ფორმა და შეფუთვა:

საინექციო ონდანსეტრონი არის უფერო საინექციო ან საინფუზიო ხსნარი, რომელიც მოთავსებულია გამჭვირვალე/ქარვისფერ მინის ამპულაში.

საინექციო ონდანსეტრონი 2 მგ/მლ ხელმისაწვდომია შეფუთვით 5X2მლ და 5X4მლ ამპულებით. აგრეთვე, 10X2მლ და 10X4მლ ამპულებით.

ყველა შეფუთვა გასაყიდად შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.

A

შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება ამპულასა და კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

პრეპარატი არ მოითხოვს შენახვის რაიმე სპეციალურ ტემპერატურული პირობებს.

ამპულები ინახება მუყაოს კოლოფში სინათლისაგან დასაცავად.

არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება კონტეინერის დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში ან ხსნარში ნაწილაკების/კრისტალების არსებობისას.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება სახლის ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის

ონდანსეტრონი 2 მგ/მლ საინექციო ან საინფუზიო ხსნარი

ონდანსეტრონი

პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი კითხვების არსებობისას, საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან, ან ექთანთან მიმართვა.

აღნიშნული პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისთვის. სიმპტომების მსგავსების მიუხედავად, არ შეიძლება მისი სხვა პირებისათვის მიცემა. ეს შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს მათი ჯანმრთელობისთვის.

გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის აღნიშნული ინსტრუქციაში.

წამლის სახელწოდებაა ონდანსეტრონი 2 მგ/მლ საინფუზიო ან საინექციო ხსნარი, თუმცა მოცემულ ინსტრუქციაში ის მოხსენიებული იქნება, როგორც საინექციო ონდანსეტრონი.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს საინექციო ონდანსეტრონი და მისი გამოყენება

რა უნდა იცოდეს პაციენტმა საინექციო ონდანსეტრონის გამოყენებამდე

საინექციო ონდანსეტრონის გამოყენების წესი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

საინექციო ონდანსეტრონის შენახვის წესი

შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია

რას წარმოადგენს საინექციო ონდანსეტრონი და მისი გამოყენება

საინექციო ონდანსეტრონი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ონდანსეტრონს, რომელიც მიეკუთვნება ე.წ. ანტიემეტური მედიკამენტების ჯგუფს.

საინექციო ონდანსეტრონი გამოიყენება

გულისრევისა და ღებინების საწინააღმდეგოდ, რომელიც გამოწვეულია

ქიმიოთერაპიით მოზრდილებსა და 6 თვის და მეტი ასაკის ბავშვებში;

სხივური თერაპიით მოზრდილებში;

გულისრევისა და ღებინების საწინააღმდეგოდ და სამკურნალოდ ქირურგიული ოპერაციების შემდეგ მოზრდილებსა და 1 თვის და მეტი ასაკის ბავშვებში.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ექთანთან, ექთანთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა საინექციო ონდანსეტრონის გამოყენებამდე

საინექციო ონდანსეტრონი არ გამოიყენება:

თუ პაციენტი ალერგიულია ონდანსეტრონის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში) ან ნებისმიერი მსგავსი პრეპარატის მიმართ, როგორიცაა მაგ.: გრანისეტრონი ან დოლასეტრონი.

თუ პაციენტი იღებს აპომორფინს (პარკინსონის დაავადების სამკურნალო მედიკამენტს).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

საინექციო ონდანსეტრონის გამოყენებამდე მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს უნდა ეცნობოს:

თუ პაციენტს აღენიშნება გაუვალობა ან ძლიერი ყაბზობა. ონდანსეტრონმა შეიძლება გაართულოს აღნიშნული მდგომარეობა;

ღვიძლის დაავადებების არსებობის დროს;

თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება გულის პრობლემები ან ამჟამად იღებს გულის დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს;

გულის რითმის დარღვევების დროს (არითმიები);

თუ პაციენტს ახლო წარსულში გაკეთებული აქვს ტონზილექტომია. ონდანსეტრონით მკურნალობამ შეიძლება შენიღბოს შინაგანი სისხლდენის სიმპტომები.

სისხლში ელექტროლიტების დონის ცვლილება, კერძოდ: კალიუმის, ნატრიუმისა და მაგნიუმის.

თუ პაციენტი, რომელიც 2 წელზე ნაკლები ასაკისაა, მკურნალობდა ღვიძლის დაზიანების გამო.

სისხლისა და შარდის ლაბორატორიული ანალიზების აღებამდე ექიმს უნდა ეცნობოს, რომ პაციენტი მკურნალობდა ონდანსეტრონით.

ინექციის გაკეთებამდე საჭიროა მკურნალი ექიმის ინფორმირება, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი.

სხვა მედიკამენტები და საინექციო ონდანსეტრონი

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომელთაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა, ან მომავალში აპირებს, რომ მიიღოს, ბუნებრივი დანამატების, ვიტამინების ან მინერალების ჩათვლით.

ექიმს უნდა ეცნობოს, რომ პაციენტი იღებს ონდანსეტრონს, შემდეგი მედიკამენტების დანიშვნის შემთხვევაში:

ფენიტოინი (გამოიყენება ეპილეფსიისა და არითმიების სამკურნალოდ);

კარბამაზეპინი (გამოიყენება ეპილეფსიისა და ნევრალგიური ტკივილის სამკურნალოდ);

ანტიბიოტიკები, როგორიცაა რიმფამპიცინი, ერითრომიცინი ან კეტოკონაზოლი;

ანტიარითმიული პრეპარატები (გამოიყენება გულის რითმის დარღვევის დროს), როგორიცაა, ამიოდარონი;

ბეტა-ბლოკატორები, რომლებიც გამოიყენება გულისა და თვალის გარკვეული დაავადებების დროს, შფოთვის ან შაკიკის პრევენციისთვის, როგორიცა ატენოლოლი ან თიმოლოლი;

ტრამადოლი (გამოიყენება ტკივილის კუპირებისათვის);

აპომორფინი (გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ);

პრეპარატები, რომლებიც გავლენას ახდენენ გულზე (ჰალოპერიდოლი ან მეთადონი);

კიბოს სამკურნალო პრეპარატები (განსაკუთრებით ანთრაციკლინები, როგორიცა დოქსორუბიცინი, დაუნორუბიცინი ან ტრასტუზუმაბი);

მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის, შფოთვითი და ზოგიერთი პიროვნული აშლილობების სამკურნალოდ (ე.წ. SSRI - სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები ან SNRI – სეროტონინ-ნორადრენალინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები).

SSRI (სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები) – ფლუოქსეტინი, პაროქსეტინი, სერტრალინი, ფლუვოქსამინი, ციტალოპრამი, ესციტალოპრამი;

SNRI (სეროტონინ-ნორადრენალინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები) – ვენლაფაქსინი, დულოქსეტინი.

ონდანსეტრონის ეფექტი შეიძლება შესუსტდეს თუ პაციენტი იღებს ფენიტოინს, კარბამაზეპინს ან რიმფამპიცინს. ონდანსეტრონმა შეიძლება შეამციროს ტრამადოლის ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი.

ამ შემთხვევებში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის კორექცია.

საინექციო ონდანსეტრონის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

საინექციო ონდანსეტრონის გამოყენებაზე საკვებისა და სასმელის მიღება გავლენას არ ახდენს.

ფეხმძიმობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციულ ფუნქციაზე გავლენა

ფეხმძიმობა:

ორსულობის დროს საინექციო ონდანსეტრონის გამოყენების არასაკმარისი გამოცდილების გამო, მისი მიღება რეკომენდებული არ არის. ფეხმძიმობის შემთხვევაში, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში, ონდანსეტრონი გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ მკურნალი ექიმი სიფრთხილით მოახდენს მისი მოსალოდნელი სარგებლისა და რისკის შეფასებას.

ძუძუთი კვება

საინექციო ონდასეტრონის მოქმედი ნივთიერება, ონდასეტრონი, აღწევს დედის რძეში. ამიტომ საინექციო ონდანსეტრონის გამოყენების დროს არ შეიძლება ძუძუთი კვება.

ამ მედიკამენტის გამოყენებამდე საჭიროა მკურნალი ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

საინექციო ონდანსეტრონი არ ახდენს გავლენას ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მედიკამენტში ზოგიერთი ინგრედიენტის შემცველობის შესახებ

ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 2.5 მმოლი (ან 57.9 მგ) ნატრიუმს, როცა ნატრიუმის დღიური დოზის მაქსიმუმია 32 მგ. ეს განსაკუთრებით საყურადღებოა იმ პაციენტებისათვის, რომლებშიც იმყოფებიან მარილის შეზღუდული შემცველობის მქონე დიეტაზე.

საინექციო ონდანსეტრონის გამოყენების წესი

საინექციო ონდანსეტრონი, ჩვეულებრივ, კეთდება ექიმის ან ექთნის მიერ. მისი დოზა დამოკიდებულია ჩატარებულ მკურნალობაზე.

ქიმიოთერაპიით ან სხივური თერაპიით გამოწვეული გულისრევისა და ღებინების პრევენცია

მოზრდილები

ქიმიოთერაპიის ან სხივური თერაპიის დღეს, უშუალოდ მკურნალობის წინ, ვენაში ან კუნთში ჩვეულებრივ კეთდება 8 მგ პრეპარატი, 12 საათის შემდეგ, ასევე, კეთდება 8 მგ პრეპარატი.

მომდევნო დღეებში

მოზრდილებისთვის, ჩვეულებრივ, ინტრავენური დოზა არ უნდა აჭარბებდეს 8 მგ-ს.

პრეპარატის პერორალური მიღება უნდა დაიწყოს თორმეტი საათის შემდეგ და შეიძლება გაგრძელდეს 5 დღემდე.

თუ ქიმიოთერაპია ან სხივური თერაპია იწვევს ძლიერ გულისრევასა და ღებინებას, შესაძლოა გაიზარდოს საინექციო ონდანსეტრონის დოზა. ამ გადაწყვეტილებას იღებს მკურნალი ექიმი.

ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევისა და ღებინების პრევენცია

6 თვის ასაკის ზემოთ ბავშვები და მოზარდები:

პრეპარატის დოზას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.

ქიმიოთერაპიის დღეს

პრეპარატის პირველი დოზა კეთდება ინტრავენურად, უშუალოდ მკურნალობის წინ. ქიმიოთერაპიის შემდეგ კი მედიკამენტს ბავშვი იღებს პერორალურად და ჩვეულებრივ, დოზა შეადგენს 4 მგ-ს.

გულისრევისა და ღებინების პრევენცია ოპერაციის შემდეგ

მოზრდილებისთვის, ჩვეულებრივ, დოზა შეადგენს 4 მგ-ს, რომელიც კეთდება ინექციის სახით ვენაში ან კუნთში, უშუალოდ ოპერაციის წინ.

1 თვეზე მეტი ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისათვის დოზას განსაზღვრავს ექიმი. მაქსიმალური დოზაა 4 მგ და ის კეთდება ინექციის სახით ინტრავენურად, უშუალოდ ოპერაციის წინ.

გულისრევისა და ღებინების მკურნალობა ოპერაციის შემდეგ

მოზრდილებისათვის, ჩვეულებრივ, დოზა შეადგენს 4 მგ-ს და კეთდება ინექციის სახით ვენაში ან კუნთში.

1 თვეზე მეტი ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისათვის დოზას განსაზღვრავს ექიმი. ონდანსეტრონის ერთჯერადი დოზა ინიშნება ინტრავენური ნელი ინექციის სახით (არა ნაკლებ 30 წამისა) 0.1 მგ/კგ-ზე გაანგარიშებით მაქსიმალურ 4 მგ დოზამდე ანესთეზიისნ წინ, ანესთეზიის ინდუქციის დროს ან მის შემდეგ.

ღვიძლის ზომიერი ან მძიმე დისფუნქციის მქონე პაციენტებისთვის

მთლიანი დღიური დოზა არ უნდა აჭარბებდეს 8 მგ-ს.

საინექციო ონდანსეტრონის დოზის გადაჭარბებისას

ონდანსეტრონის დოზის გადაჭარბებასთან დაკავშირებით არსებული ინფორმაცია არასაკმარისია. მცირე რაოდენობის პაციენტებში დოზის გადაჭარბების შემდეგ აღინიშნა შემდეგი ეფექტები: მხედველობის დარღვევა, ძლიერი შეკრულობა, სისხლის წნევის დაქვეითება და ცნობიერების დაკარგვა. ყველა შემთხვევებში სიმპტომები სრულიად უკუგანვითარდა. არ არსებობს ონდანსეტრონის რაიმე სპეციფიური ანტიდოტი. ამიტომ თუ არსებობს ეჭვი დოზის გადაჭარბებაზე, მკურნალობა უნდა მოხდეს სიმპტომურად. საჭიროა, მკურნალი ექიმის ან ექთნის ინფორმირება, თუ განვითარდება ზემოთ აღნიშნული სიმპტომები.

ნებისმიერი დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, საჭიროა მიმართვა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, საინექციო ონდანსეტრონიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

სერიოზული ხასიათის გვერდითი მოვლენები

ალერგიული რეაქციები

ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობითი) რექციები იშვიათია, თუმცა სხეულის ნებისმიერ ნაწილში, კანზე შეიძლება განვითარდეს წითელი ლაქები ან კანქვეშა კვანძები (ჭინჭრის ციება), ქავილი, ასევე, ისეთი სერიოზული ხასიათის სიმპტომები, როგორიცაა: ხელების, ტერფების, კოჭების, სახის, ქუთუთოების, ტუჩების, პირის და/ან ხორხის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვისა და სუნთქვის გაძნელება.

გულის რითმის დარღვევები

გულის რითმის დარღვევები არ არის ხშირი, თუმცა შეიძლება განვითარდეს გულის თრთოლვა (უსიამოვნო შეგრძნება არარეგულარული და/ან გაძლიერებული გულისცემის გამო) ან ძალიან შენელებული გულისცემა. ასევე, შეიძლება აღინიშნოს ტკივილი ან მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში და უეცარი სტრიდორი ან კოლაფსი.

ზემოთ აღნიშნული სერიოზული ხასიათის გვერდითი მოვლენები შეიძლება სიცოცხლისათვის საშიში იყოს, ამიტომ რომელიმე მათგანის განვითარების შემთხვევაში საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართვა მკურნალ ექიმთან ან ექთანთან.

ნაკლებად სერიოზული ხასიათის გვერდითი მოვლენები:

ძალიან ხშირი

აღინიშნება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში

თავის ტკივილი

ხშირი

აღინიშნება 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში

სიმხურვალის შეგრძნება ან წამოწითლება

შეკრულობა

ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების ცვლილება (საინექციო ონდანსეტრონის ცისპლანტინთან კომბინაციისას, სხვა შემთხვევებში ეს გვერდითი მოვლენა არახშირია)

ინექციის ადგილის გაღიზიანება და სიწითლე

არახშირი

აღინიშნება 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტებში

გულყრა (ან კრუნჩხვები)

სხეულის უნებლიე მოძრაობები ან კანკალი

არარეგულარული გულისცემა

ტკივილი გულმკერდის არეში

დაბალი არტერიული წნევა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გულისწასვლა ან თავბრუსხვევა.

სლოკინი

იშვიათი

აღინიშნება 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტებში

თავბრუსხვევის შეგრძნება ან გაბრუება

მხედველობის დაქვეითება ან მხეველობის დროებით დაკარგვა

გულის რითმის დარღვევები (რომელიც ხანდახან იწვევს გონების უეცარ დაკარგვას).

ძალიან იშვიათი

აღინიშნება 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მათ შორის, ცალკეული შემთხვევები

მხედველობის დროებით დაკარგვა, რომელიც ჩვეულებრივ გრძელდება 20 წუთზე ნაკლები დროის განმავლობაში, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებმაც ჩაიტარეს ქიმიოთერაპია ცისპლატინით.

ონდანსეტრონმა შეიძლება გავლენა იქონიოს სისხლის ანალიზის ან ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლებზე, ამიტომ მათ ჩატარებამდე საჭიროა მკურნალი ექიმის ინფორმირება. თუ პაციენტი თავს შეუძლოდ გრძნობს ან აღენიშნება უჩვეულო დისკომფორტი, საჭიროა მკურნალ ექიმთან მიმართვა დაუყოვნებლივ.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

გვერდითი მოვლენების განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის აღნიშნული მოცემულ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

გაეთიანებული სამეფო: გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია ყვითელი ბარათის სქემის საშუალებით ვებ-გვედზე: HYPERLINK "http://www.mhra.gov.uk/yellowcard" www.mhra.gov.uk/yellowcard.

ირლანდია: გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ასევე შესაძლებელია: HPRA ფარმაკოზედამხედველობა, ერლსფორტ ტერასა, IRL-დუბლინი 2; HYPERLINK "http://tel:%20+%20353%201%206764971;%20faqsi" ტელ: + 353 1 6764971; ფაქსი:+353 1 6762517. ვებგვერდი: HYPERLINK "http://www.hpra.ie" www.hpra.ie; ელ-ფოსტა: HYPERLINK "mailto:[email protected]" [email protected].

მალტა: გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება, წამლის სააგენტო, პოსტლიცენზიური დირექტორატი, რუ დარჟენ 203, სართული 3, GZR-1368 გზირა; ვებგვერდი: www.medicinesauthority.gov.mt

ელ-ფოსტა: [email protected]

საინექციო ონდანსეტრონის შენახვის წესი

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება ამპულასა და კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

პრეპარატი არ მოითხოვს შენახვის რაიმე სპეციალურ ტემპერატურული პირობებს.

ამპულები ინახება მუყაოს კოლოფში სინათლისაგან დასაცავად.

არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება კონტეინერის დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში ან ხსნარში ნაწილაკების/კრისტალების არსებობისას.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება სახლის ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს საინექციო ონდანსეტრონი:

საინექციო ონდანსეტრონის აქტიური ნივთიერებაა ონდანსეტრონი (ჰიდროქლორიდის დიჰიდრატის სახით).

საინექციო ან საინფუზიო ხსნარის თითოეული მლ შეიცავს 2 მგ ონდანსეტრონს (ონდანსეტრონის ჰიდროქლორიდის დიჰიდრატის სახით).

2 მლ-იანი თითოეული ამპულა შეიცავს 4 მგ ონდანსეტრონს (ონდანსეტრონის ჰიდროქლორიდის დიჰიდრატის სახით).

4 მლ-იანი თითოეული ამპულა შეიცავს 8 მგ ონდანსეტრონს (ონდანსეტრონის ჰიდროქლორიდის დიჰიდრატის სახით).

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ნატრიუმის ციტრატი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და/ან ჰიდროქლორმჟავა pH-ის რეგულირებისათვის და საინექციო წყალი.

საინექციო ან საინფუზიო ონდანსეტრონის ფორმა და შეფუთვა:

საინექციო ონდანსეტრონი არის უფერო საინექციო ან საინფუზიო ხსნარი, რომელიც მოთავსებულია გამჭვირვალე/ქარვისფერ მინის ამპულაში.

საინექციო ონდანსეტრონი 2 მგ/მლ ხელმისაწვდომია შეფუთვით 5X2მლ და 5X4მლ ამპულებით. აგრეთვე, 10X2მლ და 10X4მლ ამპულებით.

ყველა შეფუთვა გასაყიდად შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.

A

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

Accord Healthcare Limited,

Sage House, 319 Pinner Road, North Harrow, HA1 4HF, Middlesex

United Kingdom

აკორდ ჰელსქეა ლიმითედ,

სეიჯ ჰაუს, 319 ფინა როუდ, ჩრდილოეთ ჰეროუ, HA1 4HF, მიდლსექსი

გაერთიანებული სამეფო

ევროპის ეკონომიკური ზონის წევრ ქვეყნებში ეს სამკურნალო პროდუქტი ლიცენზირებულია შედეგი სახელწოდებებით:

წევრი სახელმწიფოს სახელწოდება

სამკურნალო პროდუქტის სახელწოდება

გაერთიანებული სამეფო

ონდანსეტრონი 2 მგ/მლ საინექციო ან საინფუზიო ხსნარი

ავსტრია

ონდანსეტრონი აკორდი 2 მგ/მლ საინექციო ან საინფუზიო ხსნარი

ბელგია

ონდანსეტრონი აკორდი ჰელსქეა 2 მგ/მლ საინექციო ან საინფუზიო ხსნარი

კვიპროსი

ონდანსეტრონი აკორდი 2 მგ/მლ საინექციო ან საინფუზიო ხსნარი

ჩეხეთის რესპუბლიკა

ონდანსეტრონი აკორდი 2 მგ/მლ საინექციო ან საინფუზიო ხსნარი

დანია

გერმანია

ონდანსეტრონი აკორდი 2 მგ/მლ საინექციო ან საინფუზიო ხსნარი

ესტონეთი

ონდანსეტრონი აკორდი 2 მგ/მლ საინექციო ან საინფუზიო ხსნარი

საბერძნეთი

ონდანსეტრონი აკორდი 2 მგ/მლ საინექციო ან საინფუზიო ხსნარი

ესპანეთი

ონდანსეტრონი აკორდი ჰელსქეა 2მ გ/მლ საინექციო ან საინფუზიო ხსნარი EFG

ფინეთი

ონდანსეტრონი აკორდი 2მგ/მლ საინექციო ან საინფუზიო ხსნარი

ირლანდია

ონდანსეტრონი 2 მგ/მლ საინექციო ან საინფუზიო ხსნარი

იტალია

ონდანსეტრონი აკორდი ჰელსქეა 2 მგ/მლ საინექციო ან საინფუზიო ხსნარი

ლატვია

ონდანსეტრონი აკორდი 2 მგ/მლ საინექციო ან საინფუზიო ხსნარი

მალტა

ონდანსეტრონი 2 მგ/მლ საინექციო ან საინფუზიო ხსნარი

ნორვეგია

ონდანსეტრონი აკორდი 2 მგ/მლ საინექციო ან საინფუზიო ხსნარი

პოლონეთი

ონდანსეტრონი აკორდი 2 მგ/მლ

პორტუგალია

ონდანსეტრონი აკორდი

შვედეთი

ონდანსეტრონი აკორდი 2 მგ/მლ საინექციო ან საინფუზიო ხსნარი

სლოვენია

ონდანსეტრონი აკორდი 2 მგ/მლ საინექციო ან საინფუზიო ხსნარი

სლოვაკეთის რესპუბლიკა

ონდანსეტრონი აკორდი 2მგ/მლ საინექციო ან საინფუზიო ხსნარი

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 04/2014

ქვემოთ მოყვანილი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ სამედიცინო პერსონალის ან ჯანდაცვის სპეციალისტებისათვის

გამოყენების ინსტრუქცია:

პრეპარატი განკუთვნილია ინტრავენური ან კუნთშიდა ინექციისათვის ან ინტრავენური ინფუზიისათვის მისი განზავების შემდეგ.

ქიმიოთერაპიით ან სხივური თერაპიით გამოწვეული მოგვიანებით განვითარებული გულისრევისა და ღებინების საწინააღმდეგოდ მოზრდილებში, მოზარდებში ან ბავშვებში, ონდანსეტრონი გამოყენებულ უნდა იქნას მიმდინარე პრაქტიკისა და შესაბამისი გაიდლანების გათვალისწინებით.

ქიმიოთერაპიითა და სხივური თერაპიით გამოწვეული გულისრევა და ღებინება:

მოზრდილები: კიბოს მკურნალობის დროს განვითარებული ემეტოგენური ეფექტი დამოკიდებულია ქიმიოთერაპიული პრეპარატების დოზებსა და მათ კომბინაციაზე, ასევე, სხივური თერაპიის სქემებზე. ონდანსეტრონის დღიური დოზა უნდა იყოს 8-32 მგ-ის ფარგლებში და ის შერჩეულ უნდა იქნას ქვემოთ მოყვანილის შესაბამისად.

ემეტოგენური ეფექტის მქონე ქიმიოთერაპია და სხივური თერაპია:

პაციენტებს, რომელთაც უტარდებათ ემეტოგენური ეფექტის მქონე ქიმიოთერაპია ან სხივური თერაპია, ონდანსეტრონი უნდა დაენიშნოთ ინტრავენურად, კუნთში ან სხვა სახით. თუმცა, აღნიშნული პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ ინექციისათვის ან ინფუზიისთვის.

პაციენტების უმეტესობას, რომლებსაც უტარდებათ ემეტოგენური ეფექტის მქონე ქიმიოთერაპია ან სხივური თერაპია, ენიშნებათ 8 მგ ონდანსეტრონი ნელი ინტრავენური ან ინტრამუსკულარული ინექციის სახით ან ხანმოკლე ინფუზიის სახით უშუალოდ მკურნალობამდე 15 წთ-ით ადრე და შემდგომ ყოველ თორმეტ საათში 8 მგ პერორალურად.

მოგვიანებით განვითარებული ან გახანგრძლივებული ღებინების თავიდან ასაცილებლად მკურნალობის კურსის პირველი 24 საათის შემდეგ 5 დღემდე უნდა გაგრძელდეს ონდანსეტრონის პერორალური მიღება დექსამეტაზონთან ერთად. ონდანსეტრონის მიღება, ინტრავენურისაგან განსხვავებული სხვა ფარმაცევტული ფორმით, უნდა გაგრძელდეს 5 დღემდე მკურნალობის კურსის შემდეგ.

ძლიერი ემეტოგენური ეფექტის მქონე ქიმიოთერაპია: პაციენტებს, რომლებსაც უტარდებათ ძლიერი ემეტოგენური ეფექტის მქონე ქიმიოთერაპია, მაგ.: ცისპლატინი დიდი დოზებით, ონდანსეტრონი უნდა დაენიშნოთ ინტრავენურად ან ინტრამუსკულარულად. ონდანსეტრონის დოზირების ქვემოთ მოყვანილი სქემებს ქიმიოთერაპიიდან პირველი 24 საათის განმავლობაში ერთი და იგივე ეფექტი აქვთ:

8 მგ ერთჯერადი დოზა უშუალოდ ქიმიოთერაპიის წინ ნელი ინტრავენური ან ინტრამუსკულარული ინექციის სახით.

ონდანსეტრონის 8 მგ ნელი ინტრავენური ან ინტრამუსკულარული ინექცია ან ხანმოკლე ინტრავენური ინფუზია 15 წუთის განმავლობაში ზუსტად ქიმიოთერაპიის წინ, შემდეგ ორჯერ ინტრავენურად ან ინტრამუსკულარულად 2-4 საათიანი ინტერვალით 8 მგ პრეპარატის ინექცია, ან ინფუზია ინტრავენურად, დოზით 1 მგ/სთ 24 საათის განმავლობაში.

16 მგ ონდანსეტრონის ერთჯერადი დოზა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ინტრავენური ინფუზიის სახით 50-100 მლ ფიზიოლოგიურ ხსნარში (0.9%) ან შესაბამის საინფუზიო ხსნარში განზავებით არანაკლებ 15 წუთის განმავლობაში უშუალოდ ქიმიოთერაპიის წინ.

დოზირების სქემის შერჩევა უნდა მოხდეს მკურნალობის ემეტოგენური ეფექტის სიძლიერის გათვალისწინებით.

პრეპარატის ერთჯერადი დოზა არ უნდა აჭარბებდეს 16 მგ-ს, რადგან შეიძლება გაიზარდოს დოზაზე დამოკიდებული QT-ინტერვალის გახანგრძლივების რისკი (იხ. პროდუქტის მახასიათებლების რეზიუმე, პარაგრაფები 4.4, 4.8 და 5.1).

ძლიერი ემეტოგენური ეფექტის მქონე ქიმიოთერაპიის დროს ონდანსეტრონის მოქმედება შეიძლება გაძლიერდეს ქიმიოთერაპიის წინ 20 მგ დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატის ერთჯერადი ინტრავენური შეყვანით.

მოგვიანებით განვითარებული ან გახანგრძლივებული ღებინების საწინააღმდეგოდ, უნდა დაიწყოს ონდანსეტრონის პერორალური მიღება მკურნალობის კურსიდან პირველი 24 საათის შემდეგ და გაგრძელდეს 5 დღემდე.

პედიატრიული პაციენტები:

ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევა და ღებინება (CINV) 6 თვის და მეტი ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში

ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევისა და ღებინების დროს პრეპარატის დოზა გამოითვლება სხეულის ზედაპირის ფართობის (BSA) ან სხეულის მასის მიხედვით, რომლებიც ქვემოთაა მოყვანილი.

დოზის გამოთვლა სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით:

საინექციო ონდანსეტრონი უნდა დაინიშნოს უშუალოდ ქიმიოთერაპიის წინ ერთჯერადი ინტრავენური ინექციის სახით დოზით 5 მგ/მ². ინტრავენური დოზა არ უნდა აჭარბებდეს 8 მგ-ს. პერორალურად მიღება უნდა დაიწყოს 12 საათის შემდეგ და უნდა გაგრძელდეს 5 დღემდე (დამატებითი ინფორმაცია დოზირების ცხრილების შესახებ მოცემულია პროდუქტის მახასიათებლების რეზიუმეში). მთლიანი დღიური დოზა არ უნდა აჭარბებდეს მოზრდილების დოზას - 32 მგ-ს.

დოზის გამოთვლა სხეულის წონის მიხედვით:

სხეულის წონის მიხედვით გამოთვლილი მთლიანი დღიური დოზა უფრო მაღალია, სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით დათვლილი დოზასთან შედარებით. საინექციო ონდანსეტრონი უნდა დაინიშნოს უშუალოდ ქიმიოთერაპიის წინ ინტრავენურად ერთჯერადი ინექციის სახით დოზით 0.15 მგ/კგ. ინტრავენური დოზა არ უნდა აჭარბებდეს 8 მგ-ს. შემდეგი ორი ინტრავენური ინექცია უნდა გაკეთდეს 4-საათიანი ინტერვალებით. მთლიანი დღიური დოზა არ უნდა აჭარბებდეს მოზრდილების დოზას, 32 მგ-ს. პერორალური მიღება შესაძლოა დაიწყოს 12 საათის შემდეგ და გაგრძელდეს 5 დღემდე (დამატებითი დეტალები იხ. პროდუქტის მახასიათებლების რეზიუმეში).

საინექციო ონდანსეტრონი უნდა გაიხსნას დექსტროზის 5%-იან ან 0.9%-იან ნატრიუმის ქლორიდის ან სხვა შესაბამის საინფუზიო ხსნარში (იხ. პარაგრაფი 6.6). ინფუზია უნდა მოხდეს ინტრავენურად არა ნაკლებ 15 წუთის განმავლობაში.

არ არსებობს კლინიკური კვლევების მონაცემები საინექციო ონდანსეტრონის გამოყენების შესახებ ქიმიოთერაპიის შემდეგ მოგვიანებით განვითარებული ან გახანგრძლივებული გულისრევისა და ღებინების პრევენციისათვის. არ არსებობს კლინიკური კვლევების მონაცემები სხივური თერაპიით გამოწვეული გულისრევისა და ღებინების დროს საინექციო ონდანსეტრონის გამოყენების შესახებ ბავშვებში.

პოსტოპერაციული გულისრევა და ღებინება (PONV):

მოზრდილები: პოსტოპერაციული გულისრევისა და ღებინების პრევენციისთვის ონდანსეტრონი ინიშნება პერორალურად ან ინტრავენური/ინტრამუსკულარული ინექციის სახით.

ონდანსეტრონი შეიძლება დაინიშნოს ერთჯერადად ინტრამუსკულარული ან ნელი ინტრავენური ინექციის სახით 4 მგ დოზით ანესთეზიის ინდუქციის დროს.

პოსტოპერაციულად განვითარებული გულისრევისა და ღებინების სამკურნალოდ კი რეკომენდებულია ერთჯერადი დოზა 4 მგ ინტრამუსკულარული ან ნელი ინტრავენური ინექციის სახით.

ბავშვები (1 თვის ასაკის ზემოთ და მოზარდები):

პერორალური მიღება:

არ არსებობს მონაცემები ონდანსეტრონის პერორალური გამოყენების შესახებ პოსტოპერაციული გულისრევისა და ღებინების პროფილაქტიკისთვის ან სამკურნალოდ. ამ მიზნით რეკომენდებულია პრეპარატის ნელი ინტრავენური ინექცია.

ინექცია:

პედიატრიულ პაციენტებში პოსტოპერაციული გულისრევისა და ღებინების პრევენციისთვის, როცა ოპერაცია ტარდება ზოგადი ანესთეზით, ონდანსეტრონი შეიძლება დაინიშნოს ერთჯერადად ნელი ინტრავენური ინექციის სახით (არა ნაკლებ 30 წამისა) დოზით 0.1 მგ/კგ მაქსიმალური დოზამდე - 4 მგ ანესთეზიამდე, ანესთეზიის ინდუქციის დროს ან მის შემდეგ. პედიატრიულ პაციენტებში ოპერაციის შემდგომ, რომელიც გაკეთდა ზოგადი ანესთეზიით, ონდანსეტრონი ინიშნება ერთჯერადად ნელი ინტრავენური ინექციის სახით (არა ნაკლებ 30 წამისა) დოზით 0.1 მგ/კგ მაქსიმალური დოზამდე - 4 მგ. არ არსებობს მონაცემები 2 წლამდე ასაკის ბავშვებში საინექციო ონდანსეტრონის გამოყენების შესახებ პოსტოპერაციული გულისრევისა და ღებინების სამკურნალოდ.

ხანდაზმულები:

არასაკმარისი გამოცდილებაა ხანდაზმულებში ონდანსეტრონის გამოყენების შესახებ პოსტოპერაციული გულისრევისა და ღებინების პრევენციისთვის და სამკურნალოდ. თუმცა 65 წლის ზემოთ ასაკის პაციენტებში, რომლებიც იტარებენ ქიმიოთერაპიას, ონდანსეტრონი კარგად გადაიტანება. დამატებითი ინფორმაცია იხ. პარაგრაფში “პაციენტების განსაკურებული ჯგუფი”.

პაციენტების განსაკუთრებული ჯუფი

თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტები: რაიმე ცვლილება დღიურ დოზაში, პრეპარატის მიღების სიხშირეში, ან მიღების გზებში საჭირო არ არის.

ღვიძლის დაზიანების მქონე პაციენტები: ონდანსეტრონის კლირენსი მნიშვნელოვნად მცირდება და შრატში მისი ნახევარდაშლის პერიოდი მნიშვნელოვნად გახანგრძლივებულია ღვიძლის ფუნქციის საშუალო ან მძიმე დაზიანების დროს. ასეთ პაციენტებში მთლიანი დღიური დოზა არ უნდა აჭარბებდეს 8 მგ-ს.

პაციენტები სპარტეინი/დებრისოქვინი მეტაბოლიზმის დარღვევით: ონდანსეტრონის ნახევარგამოყოფის პერიოდი არ იცვლება სპარტეინისა და დებრისოქვინის მეტაბოლიზმის დარღვევის დროს. შესაბამისად, ასეთ პაციენტებში, ონდანსეტრონის განმეორებითი დოზირებისას მისი მოქმედების ეფექტი იგივეა, რაც დანარჩენ პაციენტებში. ამიტომ პრეპარატის დღიური დოზის ან მისი მიღების სიხშირის ცვლილება საჭირო არ არის.

შეუთავსებლობა:

ხსნარის სტერილიზაცია არ უნდა მოხდეს ავტოკლავში.

საინექციო ონდანსეტრონი შეიძლება გაიხსნას შემდეგ საინფუზიო ხსნარებში:

ნატრიუმის ქლორიდის 0.9% w/v ინტრავენური საინფუზიო ხსნარი BP

გლუკოზის 5% w/v ინტრავენური საინფუზიო ხსნარი BP

მანიტოლის 10% w/v ინტრავენური საინფუზიო ხსნარი BP

რინგერის საინფუზიო ხსნარი

კალიუმის ქლორიდის 0.3% w/vდა ნატრიუმის ქლორიდის 0.9% w/v ინტრავენური საინფუზიო ხსნარი BP

კალიუმის ქლორიდის 0.3% w/v და გლუკოზის 5% w/v ინტრავენური საინფუზიო ხსნარი BP

საინექციო ონდანსეტრონი სტაბილურია რეკომენდებულ საინფუზიო სითხეებში გახსნის შემდეგ კონცენტრაციით 0.016 მგ/მლ და 0.64 მგ/მლ.

გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ გამჭვირვალე და უფერო ხსნარები.

განზავებული ხსნარები ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა და შენახვის პირობები

გაუხსნელი

3 წელი

ეს სამკურნალო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის რაიმე სპეციალურ ტემპერატურული პირობებს.

ამპულები ინახება გარე კოლოფში სინათლისაგან დასაცავად.

ინექცია

ეს სამკურნალო პროდუქტი გამოყენებულ უნდა იქნას გახსნისთანავე.

ინფუზია

რეკომენდებულ ხსნარებში გახსნის შემდეგ მისი ქიმიურ-ფიზიკური სტაბილურობა ნარჩუნდება 7 დღის განმავლობაში 25⁰C და 2-8⁰C ტემპერატურაზე შენახვისას.

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პროდუქტი გამოყენებულ უნდა იქნას მაშინათვე. წინააღმდეგ შემთხვევაში, შენახვის დრო და პირობები წარმოადგენს მომხმარებლის პასუხისმგებლობას და ჩვეულებრივ, ის არ უნდა იქნას შენახული 2-8⁰C ტემპერატურაზე 24 საათზე მეტ ხანს, თუ პრეპარატის განზავებისას დაცულია ასეპტიკის მკაცრი პირობები.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა