პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ღებინებისა და გულისრევის საწინააღმდეგო საშუალებები

ონდანსეტრონი ნორმონი 8მგ/4მლ საინექციო ხსნარი EFG

Ondansetrón Normon 8mg/4ml solución inyectable EFG

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადესპანეთი
რისთვის გამოიყენება

ონდანსეტრონი მიეკუთვნება ე.წ. ანტიემეტური მედიკამენტების ჯგუფს. ონდანსეტრონი არის 5HT3 რეცეპტორის ანტაგონისტი. ის მოქმედებს ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ სისტემაში არსებული ნეირონების 5HT3 რეცეპტორების ინჰიბირებით. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ონდანსეტრონი (ondansetron)
ფორმა და შეფუთვა
8მგ/4მლ (2მგ/მლ) 4მლ ი.ვ. საინექციო/საინფუზიო ან ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №50
მწარმოებელი
LABORATORIOS NORMON, S.A., ესპანეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ღებინებისა და გულისრევის საწინააღმდეგო საშუალებები, სეროტონინის (5HT3) ანტაგონისტები
ATC კოდი
A04AA01
რეგისტრაციის ნომერი
რ-043705
რეგისტრირებულია
24 ივლისი 2025, მოქმედებს 24 ივლისი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაონდანსეტრონი ნორმონი 8მგ/4მლ საინექციო ხსნარი EFG და სხვა წამალი ერთად

ონდანსეტრონი ნორმონი 8მგ/4მლ საინექციო ხსნარი EFG — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ონდანსეტრონი მიეკუთვნება ე.წ. ანტიემეტური მედიკამენტების ჯგუფს. ონდანსეტრონი არის 5HT3 რეცეპტორის ანტაგონისტი. ის მოქმედებს ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ სისტემაში არსებული ნეირონების 5HT3 რეცეპტორების ინჰიბირებით.

ონდანსეტრონი გამოიყენება:

გულისრევისა და ღებინების პრევენციისათვის, რომელიც გამოწვეულია:

ავთვისებიანის სიმსივნის ქიმიოთერაპიით მოზრდილებსა და 6 თვის ასაკიდან ბავშვებში;

ავთვისებიანი სიმსივნის სხივური თერაპიით მოზრდილებში.

გულისრევისა და ღებინების პრევენციისათვის ქირურგიული ოპერაციის შემდეგ მოზრდილებსა და 1 თვეზე მეტი ასაკის ბავშვებში.

მიღების წესი და დოზირება

ონდანსეტრონი ყოველთვის უნდა გაკეთდეს კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ და პაციენტმა არ უნდა გაიკეთოს თვითონ.

ონდანსეტრონი კეთდება ინტრავენური ინექციის (ვენაში), კუნთშიდა ინექციის სახით ან განზავების შემდეგ ინტრავენური ინფუზიის სახით (უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში).

დოზა

მკურნალი ექიმი განსაზღვრავს პაციენტისათვის საჭირო ონდანსეტრონის დოზას. დოზა დამოკიდებულია ჩატარებულ მკურნალობაზე (ქიმიოთერაპია ან ოპერაცია), ღვიძლის ფუნქციაზე და კეთდება ინექციის თუ ინფუზიის სახით.

ქიმიოთერაპიით ან სხივური თერაპიით გამოწვეული გულისრევა და ღებინება

მოზრდილები:

ქიმიოთერაპიის ან სხივური თერაპიის დღეს მოზრდილების რეკომენდებული დოზაა 8 მგ, რომელიც კეთდება ვენაში ან კუნთში უშუალოდ მკურნალობის წინ, და მეორე 8 მგ კეთდება თორმეტი საათის შემდეგ.

მომდევნო დღეებში:

მოზრდილებში ინტრავენურმა ან ინტრამუსკულარულმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 8 მგ-ს;

ქიმიოთერაპიის ან სხივური თერაპიის შემდეგ მედიკამენტი შეიძლება მიღებულ იქნეს პერორალურად და მისი მიღება გაგრძელდეს 5 დღემდე. ჩვეულებრივი დოზა არის 8 მგ ორჯერ დღეში.

თუ ქიმიოთერაპია ან სხივური თერაპია იწვევს ძლიერ გულისრევასა და ღებინებას, შეიძლება გაიზარდოს ონდანსეტრონის ჩვეულებრივი დოზა. ამ გადაწყვეტილებას იღებს მკურნალი ექიმი. არ უნდა იქნეს გამოყენებული 16 მგ-ზე მეტი ერთჯერადი დოზა, დოზაზე დამოკიდებული QT ინტერვალის გახანგრძლივების რისკის გაზრდის გამო.

ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევა და ღებინება

6 თვის ასაკის ზემოთ ბავშვები და მოზარდები

პრეპარატის დოზას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი ბავშვის სხეულის ზედაპირის ფართობის ან სხეულის წონის მიხედვით.

ქიმიოთერაპიის დღეს: პრეპარატის პირველი დოზა კეთდება ინექციის სახით ინტრავენურად, უშუალოდ მკურნალობის წინ.

ქიმიოთერაპიის შემდეგ ბავშვი ჩვეულებრივ მედიკამენტს იღებს პერორალურად. რეკომენდებული დოზა არის 4 მგ ორჯერ დღეში და მისი მიღება შეიძლება გაგრძელდეს 5 დღემდე.

გულისრევა და ღებინება ქირურგიული ოპერაციის შემდეგ

გულისრევისა და ღებინების პრევენცია ქირურგიული ოპერაციის შემდეგ

მოზრდილები:

მოზრდილებისთვის რეკომენდებული დოზა შეადგენს 4 მგ-ს, რომელიც კეთდება ინექციის სახით ვენაში ან კუნთში. ის უნდა გაკეთდეს უშუალოდ ოპერაციის წინ.

1 თვეზე მეტი ასაკის ბავშვები და მოზარდები

დოზას განსაზღვრავს ექიმი. მაქსიმალური დოზაა 4 მგ და ის კეთდება ნელი ინექციის სახით ინტრავენურად. ის უნდა გაკეთდეს უშუალოდ ოპერაციის წინ.

ოპერაციის შემდეგ გულისრევისა და ღებინების მკურნალობა

მოზრდილები

ჩვეულებრივი დოზა მოზრდილებისათვის არის 4 მგ, რომელიც კეთდება ინტრავენური ან კუნთშიდა ინექციის სახით.

1 თვის ასაკის ზემოთ ბავშვები და მოზარდები

ექიმი განსაზღვრავს დოზას. ონდანსეტრონის ერთჯერადი დოზა შეიძლება გაკეთდეს ნელი ინტრავენური ინექციის სახით (არაუმცირეს 30 წამის განმავლობაში), დოზებით 0,1 მგ/კგ – 4 მგ, ანესთეზიამდე, ანესთეზიის დროს ან ანსთეზიის შემდეგ.

დოზის კორექცია

ღვიძლის დაზიანების მქონე პაციენტები

ღვიძლის პრობლემების მქონე პაციენტებში ონდანსეტრონის დღიური მაქსიმალური დოზაა 8 მგ.

ხანდაზმული პაციენტები, თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტები ან სპარტეინი/დებრისოქვინის მეტაბოლიზმის დარღვევის მქონე პაციენტები

არ არის საჭირო დღიური დოზის, დოზირების სიხშირის ან მიღების მეთოდის ცვლილება.

მკურნალობის ხანგრძლივობა

მკურნალი ექიმი განსაზღვრავს ონდანსეტრონით თერაპიის ხანგრძლივობას. ნაადრევად არ უნდა შეწყდეს მკურნალობა. თუ პაციენტი მიიჩნევს, რომ ონდანსეტრონის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, უნდა აცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს.

ონდანსეტრონი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას

მედიკამენტი კეთდება ჰოსპიტალში. ონდანსეტრონის ინექცია კეთდება ექიმის ან ექთნის მიერ, ამიტომ არ არის მოსალოდნელი დოზის გადაჭარბება. თუ პაციენტი მიიჩნევს, რომ მიიღო ჭარბი დოზა ან გამოტოვა დოზა, უნდა მიმართოს ექიმს ან ექთანს. დოზის გადაჭარბების სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს მხედველობის დარღვევას, სისხლის დაბალ წნევას (რამაც შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან გულისწასვლა) და გულის ფრიალს (არარეგულარული გულისცემა). დოზის გადაჭარბებისას ან შემთხვევით გადაყლაპვისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან დაუყოვნებლივ მიმართვა, ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვა (ესპანეთის ტელ.: +34 91 562 04 20), მედიკამენტის სახელწოდებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით.

ნებისმიერი დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, საჭიროა მიმართვა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან.

უკუჩვენებები

თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) ონდანსეტრონის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში);

თუ პაციენტს აქვს ან ჰქონდა ალერგიული რეაქცია (ჰიპერმგრძნობელობა) სხვა ანტიემეტური საშუალებების (მაგ.: გრანისეტრონის ან დოლასეტრონის) მიმართ;

თუ პაციენტი იღებს აპომორფინს (პარკინსონის დაავადების სამკურნალო მედიკამენტს).

თუ პაციენტი ფიქრობს, რომ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ეხება მას, საჭიროა ექიმთან მიმართვა ონდანსეტრონის გამოყენებამდე.

სიფრთხილის ზომები

ონდანსეტრონის გამოყენებამდე მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს:

თუ პაციენტს აღენიშნება ნაწლავების ბლოკირება ან ძლიერი ყაბზობა. ონდანსეტრონმა შეიძლება გააძლიეროს ბლოკირება ან შეკრულობა;

თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება გულის პრობლემები, როგორიცაა არარეგულარული გულისცემა (არითმია);

თუ პაციენტს უნდა ჩაუტარდეს ტონზილექტომია;

თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის პრობლემები.

თუ პაციენტს უნდა ჩაუტარდეს დიაგნოსტიკური ტესტი (მათ შორის სისხლის ანალიზები, შარდის ანალიზები, კანის სინჯები ალერგენების გამოყენებით და ა.შ.), ექიმს უნდა ეცნობოს, რომ პაციენტი იღებს ამ მედიკამენტს, რადგან მან შეიძლება შეცვალოს ანალიზების შედეგები.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომელთაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა, ან აპირებს, რომ მიიღოს. კერძოდ, მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს შემდეგ მედიკამენტებს, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს რომელიმე მათგანის მიღების შეწყვეტა ან დოზის ცვლილება:

რიმფამპიცინი (გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა ტუბერკულოზი);

ტრამადოლი (ტკივილგანაყუჩებელი);

ფენიტოინი ან კარბამაზეპინი (გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ);

მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება გულის პრობლემების სამკურნალოდ, როგორიცაა გულის რითმის დარღვევები (ანტიარითმიული პრეპარატები), და/ან სისხლის მაღალი წნევის სამკურნალოდ (ბეტა-ბლოკატორები);

ჰალოპერიდოლი ან მეთადონი (მედიკამენტები, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიონ გულზე);

ანთრაციკლინები და ტრანსტუზუმაბი (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ);

ფლუოქსეტინი, პაროქსეტინი, სერტრალინი, ფლუვოქსამინი, ციტალოპრამი, ესციტალოპრამი (სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები, გამოიყენება დეპრესიის და/ან შფოთვითი აშლილობის სამკურნალოდ);

ვენლაფაქსინი, დულოქსეტინი (სეროტონინის და ნორადრენალინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები, გამოიყენება დეპრესიის და/ან შფოთვითი აშლილობის დროს).

ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს რომელიმე ამ მედიკამენტს.

საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან დაუყოვნებლივ კონსულტაცია, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი მკურნალობის დროს ან მკურნალობის შემდეგ:

თუ პაციენტს აღენიშნება მკერდში უეცარი ტკივილი ან მოჭერის შეგრძნება (მიოკარდიუმის იშემია).

ონდანსეტრონის საინექციო ხსნარი არ უნდა გაკეთდეს სხვა მედიკამენტებთან ერთად იმავე შპრიცით ან საინფუზიო სისტემით. ონდანსეტრონი შეიძლება შეერიოს მხოლოდ რეკომენდებულ საინფუზიო ხსნარებს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ონდანსეტრონი არ უნდა იქნეს გამოყენებული ორსულობის პირველ ტრიმესტრში, რადგან ონდანსეტრონმა შეიძლება ოდნავ გაზარდოს ბავშვების თანდაყოლილი დეფექტების რისკი, როგორიცაა: კურდღლის ტუჩი და/ან მგლის ხახა (ზედა ტუჩის ნაპრალი და/ან სასის ნაპრალი). ორსულობის, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში ონდანსეტრონის გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია, რადგან ამ მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის დაზიანება.

თუ პაციენტი შვილოსნობის პოტენციალის მქონე ქალია, რეკომენდებულია ეფექტური კონტრაცეპციის გამოყენება.

თუ პაციენტი შვილოსნობის პოტენციალის მქონე ქალია, ექიმმა ან ექთანმა უნდა დაადასტუროს, არის თუ არა ორსულად პაციენტი და ჩაატაროს ორსულობის ტესტი ონდანსეტრონით მკურნალობის დაწყებამდე.

შვილოსნობის პოტენციალის მქონე ქალებმა უნდა გამოიყენონ ეფექტიანი კონტრაცეფციის მეთოდი ონდანსეტრონით მკურნალობის განმავლობაში. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდების ვარიანტების შესახებ.

თუ ორსულობა დადგა ონდანსეტრონით მკურნალობის დროს, უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს.

ძუძუთი კვება არ არის რეკომენდებული ონდანსეტრონით მკურნალობის დროს. ეს მედიკამენტი შეიძლება გამოიყოს დედის რძეში და გავლენა იქონიოს ბავშვზე.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ონდანსეტრონი არ ახდენს გავლენას ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

ონდანსეტრონი ნორმონი შეიცავს ნატრიუმს

ეს მედიკამენტი შეიცავს 14,4 მგ ნატრიუმს (სუფრის მარილის მთავარი ინგრედიენტი) ფლაკონში. ეს ექვივალენტურია მოზრდილისათვის რეკომენდებული ნატრიუმის მაქსიმალური დღიური ნორმის 0,72%-ის.

გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ონდანსეტრონმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები

შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში

თავის ტკივილი

ხშირი გვერდითი მოვლენები

შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში

სიმხურვალის შეგრძნება ან ალები;

ინექციის ადგიულის გაღიზიანება, ტკივილი, წვის შეგრძნება, შეშუპება, სიწითლე ან ქავილი;

შეკრულობა.

არახშირი გვერდითი მოვლენები

შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტებში

თვალების ზემოთ ატრიალება, კუნთების პათოლოგიური დაჭიმულობა, სხეული მოძრაობები, ტრემორი;

გულყრები;

შენელებული ან არარეგულარული გულისცემა;

დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია);

სლოკინი;

ღვიძლის ფუნქციის სისხლის ანალიზების დონის მომატება.

ექიმს ან ფარმაცევტს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ეს სიმპტომი.

იშვიათი გვერდითი მოვლენები

შეიძლება აღინიშნოს 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში

მხედველობის დაბინდვა;

ვერტიგო;

გულის რითმის დარღვევები (რომელიც ხანდახან იწვევს გონების უეცარ დაკარგვას);

ალერგიული რეაქციები (ზოგჯერ მძიმე):

უეცრად განვითარებული ხმაურიანი სუნთქვა და მკერდის არეში ტკივილი ან მოჭერის შეგრძნება;

ქუთუთოების, სახის, ტუჩების, პირის ან ენის შეშუპება;

კანზე გამონაყარი ან ჭინჭრის ციება სხეულის ნებისმიერ ნაწილში.

თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ეს სიმპტომი, უნდა შეწყდეს მედიკამენტის მიღება დაუყოვნებლივ და ეცნობოს მკურნალ ექიმს.

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები

შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში

მხედველობის დროებით დაკარგვა, რომელიც ჩვეულებრივ აღდგება 20 წუთის განმავლობაში;

ცვლილებები ეკგ-ზე;

ძლიერი ბუშტუკოვანი გამონაყარი, კანის აქერცვლა, რომელიც შეიძლება იყოს გავრცელებული (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).

მკურნალ ექიმს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს, თუ რომელიმე სიმპტომი აღენიშნება პაციენტს.

სიხშირე უცნობია

მიოკარდიუმის იშემია, ნიშნები მოიცავს: მკერდის არეში უეცარ ტკივილს ან მოჭერის შეგრძნებას.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო პროდუქტების ესპანეთის ფარმაკოზედამხედველობის სისტემის საშუალებით: https://www.notificaRAM.es. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებაა ონდანსეტრონი. თითოეული ამპულა შეიცავს 8 მგ ონდანსეტრონს (ჰიდროქლორიდის დიჰიდრატის სახით).

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ნატრიუმის ციტრატი, ნატრიუმის ქლორიდი და საინექციო წყალი.

ონდანსეტრონი ნორმონის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა

ონდანსეტრონი ნორმონი 8 მგ/4 მლ საინექციო ხსნარი არის საინექციო ხსნარი, რომელიც მოწოდებულია 4 მლ სტერილური ამპულებით.

თითოეული შეფუთვა შეიცავს 5 ამპულას.

A

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

LABORATORIOS NORMON, S.A.

Ronda de Valdecarrizo, 6 - 28760 Tres Cantos, Madrid (SPAIN)

ლაბორატორიოს ნორმონ ს.ა.

რონდა დე ვალდეკარიზო, 6 - 28760 ტრეს კანტოს, მადრიდი (ესპანეთი)

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2023 წლის ივნისი

პრეპარატის შესახებ დეტალური და განახლებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლებისა და სამედიცინო მოწყობილობების სააგენტოს (AEMPS) ვებგვერდზე: http://www.aemps.gob.es/

ქვემოთ მოყვანილი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ სამედიცინო პერსონალის ან ჯანდაცვის სპეციალისტებისათვის:

გამოყენების ინსტრუქცია

პრეპარატი განკუთვნილია ინტრავენური ან კუნთშიდა ინექციისათვის, ან ინტრავენური ინფუზიისათვის მისი განზავების შემდეგ. ნებისმიერი გამოუყენებელი ხსნარი უნდა იქნეს გადაგდებული. ხსნარი უნდა დათვალიერდეს ვიზუალურად გამოყენებამდე. გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ გამჭვირვალე, ნაწილაკებისაგან თავისუფალი ხსნარები.

ინტრავენურ სითხეებთან თავსებადობა

თავსებადობის კვლევებმა აჩვენა, რომ ეს ნარევები სტაბილურია 7 დღემდე, როცა ისინი ინახება ოთახის ტემპერატურაზე ან 2-8ºC-ზე. ონდანსეტრონი ნორმონის საინექციო ხსნარი უნდა შეერიოს მხოლოდ რეკომენდებულ საინფუზიო ხსნარებს:

  • 9% ნატრიუმის ქლორიდი

გლუკოზა 5% w/v

მანიტოლი 10% w/v

რინგერის ხსნარი

კალიუმის ქლორიდი 0.3% w/v და ნატრიუმის ქლორიდის 0.9% w/v

კალიუმის ქლორიდი 0.3% w/v და გლუკოზის 5% w/v

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით სამკურნალო პროდუქტი გამოყენებულ უნდა იქნეს დაუყოვნებლივ. წინააღმდეგ შემთხვევაში შენახვის დროსა და პირობებზე პასუხისმგებელობა ეკისრება მომხმარებელს და ჩვეულებრივ არ უნდა გადააჭარბოს 24 საათს 2-8ºC-ზე, თუ განზავება მოხდა გაკონტროლებულ და ვალიდურ ასეპტიკურ პირობებში.

სხვა მედიკამენტებთან თავსებადობა

ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტები შეიძლება გაკეთდეს ონდანსეტრონის ინტრავენური Y-საინფუზიო სისტემით ონდანსეტრონის კონცენტრაციებისათვის 16-160 მკგ/მლ (8 მგ/500 მლ, 8 მგ/50 მლ):

ცისპლატინი: კონცენტრაციები 0,48 მგ/მლ-მდე (240 მგ 500 მლ-ში). შეყვანის დრო: 1-8 საათი.

კარბოპლატინი: კონცენტრაციები 0,18 მგ/მლ – 9,9 მგ/მლ (90 მგ 500 მლ-ში – 990 მგ 100 მლ-ში). შეყვანის დრო: 10-60 წუთი.

ეტოპოზიდი: კონცენტრაციები 0,144 მგ/მლ – 0,25 მგ/მლ (72 მგ 500 მლ-ში – 250 მგ 1 ლ-ში). შეყვანის დრო: 30-60 წუთი.

ცეფტაზიდიმი: დოზები 250 მგ – 2,000 მგ უნდა განზავდეს საინექციო წყლით გამოყენების ინსტრუქციაში მოცემული ინსტრუქციების შესაბამისად (2,5 მლ 250 მგ-ისთვის და 10 მლ 2 გ ცეფტაზიდიმისათვის) და გაკეთდეს ინტრავენური ინექციის სახით. შეყვანის დრო: დაახლოებით 5 წუთი.

ციკლოფოსფამიდი: დოზები 100 მგ – 1 გ უნდა განზავდეს საინექციო წყლით გამოყენების ინსტრუქციაში მოცემული ინსტრუქციების შესაბამისად (5 მლ 100 მგ ციკლოფოსფამიდზე) და გაკეთდეს ინტრავენური ინექციის სახით. შეყვანის დრო: დაახლოებით 5 წუთი.

დოქსორუბიცინი: დოზები 10 მგ – 100 მგ უნდა განზავდეს საინექციო წყლით გამოყენების ინსტრუქციაში მოცემული ინსტრუქციების შესაბამისად (5 მლ 10 მგ დოქსორუბიცინზე) და გაკეთდეს ინტრავენური ინექციის სახით. შეყვანის დრო: დაახლოებით 5 წუთი.

დექსამეტაზონი: 20 მგ დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატი შეიძლება გაკეთდეს ნელი ინტრაავენური ინექციის სახით 2-5 წუთის განმავლობაში Y-საინფუზიო სისტემით, რომლითაც ხდება 8 ან 16 მგ ონდანსეტრონის, განზავებული 50-100 მლ თავსებად საინფუზიო ხსნარში, ინფუზია გრძელდება დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში. ნაჩვენები იქნა დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატსა და ონდასეტრონის შორის თავსებადობა, რაც შესაძლებელს ხდის ამ მედიკამენტების შეყვანას ერთი და იმავე საინფუზიო სისტემით, კონცენტრაციებით 32 მკგ - 2,5 მგ/მლ დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატისათვის და 8 მკგ – 1 მგ/მლ ონდანსეტრონისათვის.

შენახვის პირობები

მედიკამენტი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება ორიგინალი შეფუთვით სინათლისაგან დასაცავად. განზავების შემდეგ ის შეიძლება შენახულ იქნეს 2-8ºC-ზე, არაუმეტეს 24 საათის განმავლობაში.

დაუშვებელია ონდანსეტრონი ნორმონის გამოყენება კონტეინერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან სახლის ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი შეფუთვის ან პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის

ონდანსეტრონი ნორმონი 8 მგ/4 მლ საინექციო ხსნარი

პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

ეს პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისთვის. არ შეიძლება მისი სხვა პირებისათვის მიცემა. სიმპტომების მსგავსების მიუხედავად, ის შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს მათთვის.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. იხ. პარაგრაფი 4.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს ონდანსეტრონი ნორმონი და მისი გამოყენება

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ონდანსეტრონი ნორმონის გამოყენებამდე

ონდანსეტრონი ნორმონის გამოყენების წესი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ონდანსეტრონი ნორმონის შენახვის წესი

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას წარმოადგენს ონდანსეტრონი ნორმონი და მისი გამოყენება

ონდანსეტრონი მიეკუთვნება ე.წ. ანტიემეტური მედიკამენტების ჯგუფს. ონდანსეტრონი არის 5HT3 რეცეპტორის ანტაგონისტი. ის მოქმედებს ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ სისტემაში არსებული ნეირონების 5HT3 რეცეპტორების ინჰიბირებით.

ონდანსეტრონი გამოიყენება:

გულისრევისა და ღებინების პრევენციისათვის, რომელიც გამოწვეულია:

ავთვისებიანის სიმსივნის ქიმიოთერაპიით მოზრდილებსა და 6 თვის ასაკიდან ბავშვებში;

ავთვისებიანი სიმსივნის სხივური თერაპიით მოზრდილებში.

გულისრევისა და ღებინების პრევენციისათვის ქირურგიული ოპერაციის შემდეგ მოზრდილებსა და 1 თვეზე მეტი ასაკის ბავშვებში.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ონდანსეტრონი ნორმონის გამოყენებამდე

დაუშვებელია ონდანსეტრონი ნორმონის გამოყენება:

თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) ონდანსეტრონის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში);

თუ პაციენტს აქვს ან ჰქონდა ალერგიული რეაქცია (ჰიპერმგრძნობელობა) სხვა ანტიემეტური საშუალებების (მაგ.: გრანისეტრონის ან დოლასეტრონის) მიმართ;

თუ პაციენტი იღებს აპომორფინს (პარკინსონის დაავადების სამკურნალო მედიკამენტს).

თუ პაციენტი ფიქრობს, რომ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ეხება მას, საჭიროა ექიმთან მიმართვა ონდანსეტრონის გამოყენებამდე.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ონდანსეტრონის გამოყენებამდე მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს:

თუ პაციენტს აღენიშნება ნაწლავების ბლოკირება ან ძლიერი ყაბზობა. ონდანსეტრონმა შეიძლება გააძლიეროს ბლოკირება ან შეკრულობა;

თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება გულის პრობლემები, როგორიცაა არარეგულარული გულისცემა (არითმია);

თუ პაციენტს უნდა ჩაუტარდეს ტონზილექტომია;

თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის პრობლემები.

თუ პაციენტს უნდა ჩაუტარდეს დიაგნოსტიკური ტესტი (მათ შორის სისხლის ანალიზები, შარდის ანალიზები, კანის სინჯები ალერგენების გამოყენებით და ა.შ.), ექიმს უნდა ეცნობოს, რომ პაციენტი იღებს ამ მედიკამენტს, რადგან მან შეიძლება შეცვალოს ანალიზების შედეგები.

სხვა მედიკამენტები და ონდანსეტრონი ნორმონი

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომელთაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა, ან აპირებს, რომ მიიღოს. კერძოდ, მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს შემდეგ მედიკამენტებს, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს რომელიმე მათგანის მიღების შეწყვეტა ან დოზის ცვლილება:

რიმფამპიცინი (გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა ტუბერკულოზი);

ტრამადოლი (ტკივილგანაყუჩებელი);

ფენიტოინი ან კარბამაზეპინი (გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ);

მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება გულის პრობლემების სამკურნალოდ, როგორიცაა გულის რითმის დარღვევები (ანტიარითმიული პრეპარატები), და/ან სისხლის მაღალი წნევის სამკურნალოდ (ბეტა-ბლოკატორები);

ჰალოპერიდოლი ან მეთადონი (მედიკამენტები, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიონ გულზე);

ანთრაციკლინები და ტრანსტუზუმაბი (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ);

ფლუოქსეტინი, პაროქსეტინი, სერტრალინი, ფლუვოქსამინი, ციტალოპრამი, ესციტალოპრამი (სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები, გამოიყენება დეპრესიის და/ან შფოთვითი აშლილობის სამკურნალოდ);

ვენლაფაქსინი, დულოქსეტინი (სეროტონინის და ნორადრენალინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები, გამოიყენება დეპრესიის და/ან შფოთვითი აშლილობის დროს).

ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს რომელიმე ამ მედიკამენტს.

საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან დაუყოვნებლივ კონსულტაცია, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი მკურნალობის დროს ან მკურნალობის შემდეგ:

თუ პაციენტს აღენიშნება მკერდში უეცარი ტკივილი ან მოჭერის შეგრძნება (მიოკარდიუმის იშემია).

ონდანსეტრონის საინექციო ხსნარი არ უნდა გაკეთდეს სხვა მედიკამენტებთან ერთად იმავე შპრიცით ან საინფუზიო სისტემით. ონდანსეტრონი შეიძლება შეერიოს მხოლოდ რეკომენდებულ საინფუზიო ხსნარებს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ონდანსეტრონი არ უნდა იქნეს გამოყენებული ორსულობის პირველ ტრიმესტრში, რადგან ონდანსეტრონმა შეიძლება ოდნავ გაზარდოს ბავშვების თანდაყოლილი დეფექტების რისკი, როგორიცაა: კურდღლის ტუჩი და/ან მგლის ხახა (ზედა ტუჩის ნაპრალი და/ან სასის ნაპრალი). ორსულობის, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში ონდანსეტრონის გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია, რადგან ამ მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის დაზიანება.

თუ პაციენტი შვილოსნობის პოტენციალის მქონე ქალია, რეკომენდებულია ეფექტური კონტრაცეპციის გამოყენება.

თუ პაციენტი შვილოსნობის პოტენციალის მქონე ქალია, ექიმმა ან ექთანმა უნდა დაადასტუროს, არის თუ არა ორსულად პაციენტი და ჩაატაროს ორსულობის ტესტი ონდანსეტრონით მკურნალობის დაწყებამდე.

შვილოსნობის პოტენციალის მქონე ქალებმა უნდა გამოიყენონ ეფექტიანი კონტრაცეფციის მეთოდი ონდანსეტრონით მკურნალობის განმავლობაში. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდების ვარიანტების შესახებ.

თუ ორსულობა დადგა ონდანსეტრონით მკურნალობის დროს, უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს.

ძუძუთი კვება არ არის რეკომენდებული ონდანსეტრონით მკურნალობის დროს. ეს მედიკამენტი შეიძლება გამოიყოს დედის რძეში და გავლენა იქონიოს ბავშვზე.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

ონდანსეტრონი არ ახდენს გავლენას ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

ონდანსეტრონი ნორმონი შეიცავს ნატრიუმს

ეს მედიკამენტი შეიცავს 14,4 მგ ნატრიუმს (სუფრის მარილის მთავარი ინგრედიენტი) ფლაკონში. ეს ექვივალენტურია მოზრდილისათვის რეკომენდებული ნატრიუმის მაქსიმალური დღიური ნორმის 0,72%-ის.

ონდანსეტრონი ნორმონის გამოყენების წესი

ონდანსეტრონი ყოველთვის უნდა გაკეთდეს კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ და პაციენტმა არ უნდა გაიკეთოს თვითონ.

ონდანსეტრონი კეთდება ინტრავენური ინექციის (ვენაში), კუნთშიდა ინექციის სახით ან განზავების შემდეგ ინტრავენური ინფუზიის სახით (უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში).

დოზა

მკურნალი ექიმი განსაზღვრავს პაციენტისათვის საჭირო ონდანსეტრონის დოზას. დოზა დამოკიდებულია ჩატარებულ მკურნალობაზე (ქიმიოთერაპია ან ოპერაცია), ღვიძლის ფუნქციაზე და კეთდება ინექციის თუ ინფუზიის სახით.

ქიმიოთერაპიით ან სხივური თერაპიით გამოწვეული გულისრევა და ღებინება

მოზრდილები:

ქიმიოთერაპიის ან სხივური თერაპიის დღეს მოზრდილების რეკომენდებული დოზაა 8 მგ, რომელიც კეთდება ვენაში ან კუნთში უშუალოდ მკურნალობის წინ, და მეორე 8 მგ კეთდება თორმეტი საათის შემდეგ.

მომდევნო დღეებში:

მოზრდილებში ინტრავენურმა ან ინტრამუსკულარულმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 8 მგ-ს;

ქიმიოთერაპიის ან სხივური თერაპიის შემდეგ მედიკამენტი შეიძლება მიღებულ იქნეს პერორალურად და მისი მიღება გაგრძელდეს 5 დღემდე. ჩვეულებრივი დოზა არის 8 მგ ორჯერ დღეში.

თუ ქიმიოთერაპია ან სხივური თერაპია იწვევს ძლიერ გულისრევასა და ღებინებას, შეიძლება გაიზარდოს ონდანსეტრონის ჩვეულებრივი დოზა. ამ გადაწყვეტილებას იღებს მკურნალი ექიმი. არ უნდა იქნეს გამოყენებული 16 მგ-ზე მეტი ერთჯერადი დოზა, დოზაზე დამოკიდებული QT ინტერვალის გახანგრძლივების რისკის გაზრდის გამო.

ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევა და ღებინება

6 თვის ასაკის ზემოთ ბავშვები და მოზარდები

პრეპარატის დოზას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი ბავშვის სხეულის ზედაპირის ფართობის ან სხეულის წონის მიხედვით.

ქიმიოთერაპიის დღეს: პრეპარატის პირველი დოზა კეთდება ინექციის სახით ინტრავენურად, უშუალოდ მკურნალობის წინ.

ქიმიოთერაპიის შემდეგ ბავშვი ჩვეულებრივ მედიკამენტს იღებს პერორალურად. რეკომენდებული დოზა არის 4 მგ ორჯერ დღეში და მისი მიღება შეიძლება გაგრძელდეს 5 დღემდე.

გულისრევა და ღებინება ქირურგიული ოპერაციის შემდეგ

გულისრევისა და ღებინების პრევენცია ქირურგიული ოპერაციის შემდეგ

მოზრდილები:

მოზრდილებისთვის რეკომენდებული დოზა შეადგენს 4 მგ-ს, რომელიც კეთდება ინექციის სახით ვენაში ან კუნთში. ის უნდა გაკეთდეს უშუალოდ ოპერაციის წინ.

1 თვეზე მეტი ასაკის ბავშვები და მოზარდები

დოზას განსაზღვრავს ექიმი. მაქსიმალური დოზაა 4 მგ და ის კეთდება ნელი ინექციის სახით ინტრავენურად. ის უნდა გაკეთდეს უშუალოდ ოპერაციის წინ.

ოპერაციის შემდეგ გულისრევისა და ღებინების მკურნალობა

მოზრდილები

ჩვეულებრივი დოზა მოზრდილებისათვის არის 4 მგ, რომელიც კეთდება ინტრავენური ან კუნთშიდა ინექციის სახით.

1 თვის ასაკის ზემოთ ბავშვები და მოზარდები

ექიმი განსაზღვრავს დოზას. ონდანსეტრონის ერთჯერადი დოზა შეიძლება გაკეთდეს ნელი ინტრავენური ინექციის სახით (არაუმცირეს 30 წამის განმავლობაში), დოზებით 0,1 მგ/კგ – 4 მგ, ანესთეზიამდე, ანესთეზიის დროს ან ანსთეზიის შემდეგ.

დოზის კორექცია

ღვიძლის დაზიანების მქონე პაციენტები

ღვიძლის პრობლემების მქონე პაციენტებში ონდანსეტრონის დღიური მაქსიმალური დოზაა 8 მგ.

ხანდაზმული პაციენტები, თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტები ან სპარტეინი/დებრისოქვინის მეტაბოლიზმის დარღვევის მქონე პაციენტები

არ არის საჭირო დღიური დოზის, დოზირების სიხშირის ან მიღების მეთოდის ცვლილება.

მკურნალობის ხანგრძლივობა

მკურნალი ექიმი განსაზღვრავს ონდანსეტრონით თერაპიის ხანგრძლივობას. ნაადრევად არ უნდა შეწყდეს მკურნალობა. თუ პაციენტი მიიჩნევს, რომ ონდანსეტრონის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, უნდა აცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს.

ონდანსეტრონი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას

მედიკამენტი კეთდება ჰოსპიტალში. ონდანსეტრონის ინექცია კეთდება ექიმის ან ექთნის მიერ, ამიტომ არ არის მოსალოდნელი დოზის გადაჭარბება. თუ პაციენტი მიიჩნევს, რომ მიიღო ჭარბი დოზა ან გამოტოვა დოზა, უნდა მიმართოს ექიმს ან ექთანს. დოზის გადაჭარბების სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს მხედველობის დარღვევას, სისხლის დაბალ წნევას (რამაც შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან გულისწასვლა) და გულის ფრიალს (არარეგულარული გულისცემა). დოზის გადაჭარბებისას ან შემთხვევით გადაყლაპვისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან დაუყოვნებლივ მიმართვა, ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვა (ესპანეთის ტელ.: +34 91 562 04 20), მედიკამენტის სახელწოდებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით.

ნებისმიერი დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, საჭიროა მიმართვა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ონდანსეტრონმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები

შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში

თავის ტკივილი

ხშირი გვერდითი მოვლენები

შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში

სიმხურვალის შეგრძნება ან ალები;

ინექციის ადგიულის გაღიზიანება, ტკივილი, წვის შეგრძნება, შეშუპება, სიწითლე ან ქავილი;

შეკრულობა.

არახშირი გვერდითი მოვლენები

შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტებში

თვალების ზემოთ ატრიალება, კუნთების პათოლოგიური დაჭიმულობა, სხეული მოძრაობები, ტრემორი;

გულყრები;

შენელებული ან არარეგულარული გულისცემა;

დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია);

სლოკინი;

ღვიძლის ფუნქციის სისხლის ანალიზების დონის მომატება.

ექიმს ან ფარმაცევტს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ეს სიმპტომი.

იშვიათი გვერდითი მოვლენები

შეიძლება აღინიშნოს 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში

მხედველობის დაბინდვა;

ვერტიგო;

გულის რითმის დარღვევები (რომელიც ხანდახან იწვევს გონების უეცარ დაკარგვას);

ალერგიული რეაქციები (ზოგჯერ მძიმე):

უეცრად განვითარებული ხმაურიანი სუნთქვა და მკერდის არეში ტკივილი ან მოჭერის შეგრძნება;

ქუთუთოების, სახის, ტუჩების, პირის ან ენის შეშუპება;

კანზე გამონაყარი ან ჭინჭრის ციება სხეულის ნებისმიერ ნაწილში.

თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ეს სიმპტომი, უნდა შეწყდეს მედიკამენტის მიღება დაუყოვნებლივ და ეცნობოს მკურნალ ექიმს.

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები

შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში

მხედველობის დროებით დაკარგვა, რომელიც ჩვეულებრივ აღდგება 20 წუთის განმავლობაში;

ცვლილებები ეკგ-ზე;

ძლიერი ბუშტუკოვანი გამონაყარი, კანის აქერცვლა, რომელიც შეიძლება იყოს გავრცელებული (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).

მკურნალ ექიმს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს, თუ რომელიმე სიმპტომი აღენიშნება პაციენტს.

სიხშირე უცნობია

მიოკარდიუმის იშემია, ნიშნები მოიცავს: მკერდის არეში უეცარ ტკივილს ან მოჭერის შეგრძნებას.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო პროდუქტების ესპანეთის ფარმაკოზედამხედველობის სისტემის საშუალებით: https://www.notificaRAM.es. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

ონდანსეტრონი ნორმონის შენახვის წესი

მედიკამენტი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება ორიგინალი შეფუთვით სინათლისაგან დასაცავად. განზავების შემდეგ ის შეიძლება შენახულ იქნეს 2-8ºC-ზე, არაუმეტეს 24 საათის განმავლობაში.

დაუშვებელია ონდანსეტრონი ნორმონის გამოყენება კონტეინერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან სახლის ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი შეფუთვის ან პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ონდანსეტრონი ნორმონი 8 მგ/4 მლ საინექციო ხსნარი

აქტიური ნივთიერებაა ონდანსეტრონი. თითოეული ამპულა შეიცავს 8 მგ ონდანსეტრონს (ჰიდროქლორიდის დიჰიდრატის სახით).

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ნატრიუმის ციტრატი, ნატრიუმის ქლორიდი და საინექციო წყალი.

ონდანსეტრონი ნორმონის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა

ონდანსეტრონი ნორმონი 8 მგ/4 მლ საინექციო ხსნარი არის საინექციო ხსნარი, რომელიც მოწოდებულია 4 მლ სტერილური ამპულებით.

თითოეული შეფუთვა შეიცავს 5 ამპულას.

A

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

LABORATORIOS NORMON, S.A.

Ronda de Valdecarrizo, 6 - 28760 Tres Cantos, Madrid (SPAIN)

ლაბორატორიოს ნორმონ ს.ა.

რონდა დე ვალდეკარიზო, 6 - 28760 ტრეს კანტოს, მადრიდი (ესპანეთი)

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2023 წლის ივნისი

პრეპარატის შესახებ დეტალური და განახლებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლებისა და სამედიცინო მოწყობილობების სააგენტოს (AEMPS) ვებგვერდზე: http://www.aemps.gob.es/

ქვემოთ მოყვანილი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ სამედიცინო პერსონალის ან ჯანდაცვის სპეციალისტებისათვის:

გამოყენების ინსტრუქცია

პრეპარატი განკუთვნილია ინტრავენური ან კუნთშიდა ინექციისათვის, ან ინტრავენური ინფუზიისათვის მისი განზავების შემდეგ. ნებისმიერი გამოუყენებელი ხსნარი უნდა იქნეს გადაგდებული. ხსნარი უნდა დათვალიერდეს ვიზუალურად გამოყენებამდე. გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ გამჭვირვალე, ნაწილაკებისაგან თავისუფალი ხსნარები.

ინტრავენურ სითხეებთან თავსებადობა

თავსებადობის კვლევებმა აჩვენა, რომ ეს ნარევები სტაბილურია 7 დღემდე, როცა ისინი ინახება ოთახის ტემპერატურაზე ან 2-8ºC-ზე. ონდანსეტრონი ნორმონის საინექციო ხსნარი უნდა შეერიოს მხოლოდ რეკომენდებულ საინფუზიო ხსნარებს:

  • 9% ნატრიუმის ქლორიდი

გლუკოზა 5% w/v

მანიტოლი 10% w/v

რინგერის ხსნარი

კალიუმის ქლორიდი 0.3% w/v და ნატრიუმის ქლორიდის 0.9% w/v

კალიუმის ქლორიდი 0.3% w/v და გლუკოზის 5% w/v

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით სამკურნალო პროდუქტი გამოყენებულ უნდა იქნეს დაუყოვნებლივ. წინააღმდეგ შემთხვევაში შენახვის დროსა და პირობებზე პასუხისმგებელობა ეკისრება მომხმარებელს და ჩვეულებრივ არ უნდა გადააჭარბოს 24 საათს 2-8ºC-ზე, თუ განზავება მოხდა გაკონტროლებულ და ვალიდურ ასეპტიკურ პირობებში.

სხვა მედიკამენტებთან თავსებადობა

ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტები შეიძლება გაკეთდეს ონდანსეტრონის ინტრავენური Y-საინფუზიო სისტემით ონდანსეტრონის კონცენტრაციებისათვის 16-160 მკგ/მლ (8 მგ/500 მლ, 8 მგ/50 მლ):

ცისპლატინი: კონცენტრაციები 0,48 მგ/მლ-მდე (240 მგ 500 მლ-ში). შეყვანის დრო: 1-8 საათი.

კარბოპლატინი: კონცენტრაციები 0,18 მგ/მლ – 9,9 მგ/მლ (90 მგ 500 მლ-ში – 990 მგ 100 მლ-ში). შეყვანის დრო: 10-60 წუთი.

ეტოპოზიდი: კონცენტრაციები 0,144 მგ/მლ – 0,25 მგ/მლ (72 მგ 500 მლ-ში – 250 მგ 1 ლ-ში). შეყვანის დრო: 30-60 წუთი.

ცეფტაზიდიმი: დოზები 250 მგ – 2,000 მგ უნდა განზავდეს საინექციო წყლით გამოყენების ინსტრუქციაში მოცემული ინსტრუქციების შესაბამისად (2,5 მლ 250 მგ-ისთვის და 10 მლ 2 გ ცეფტაზიდიმისათვის) და გაკეთდეს ინტრავენური ინექციის სახით. შეყვანის დრო: დაახლოებით 5 წუთი.

ციკლოფოსფამიდი: დოზები 100 მგ – 1 გ უნდა განზავდეს საინექციო წყლით გამოყენების ინსტრუქციაში მოცემული ინსტრუქციების შესაბამისად (5 მლ 100 მგ ციკლოფოსფამიდზე) და გაკეთდეს ინტრავენური ინექციის სახით. შეყვანის დრო: დაახლოებით 5 წუთი.

დოქსორუბიცინი: დოზები 10 მგ – 100 მგ უნდა განზავდეს საინექციო წყლით გამოყენების ინსტრუქციაში მოცემული ინსტრუქციების შესაბამისად (5 მლ 10 მგ დოქსორუბიცინზე) და გაკეთდეს ინტრავენური ინექციის სახით. შეყვანის დრო: დაახლოებით 5 წუთი.

დექსამეტაზონი: 20 მგ დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატი შეიძლება გაკეთდეს ნელი ინტრაავენური ინექციის სახით 2-5 წუთის განმავლობაში Y-საინფუზიო სისტემით, რომლითაც ხდება 8 ან 16 მგ ონდანსეტრონის, განზავებული 50-100 მლ თავსებად საინფუზიო ხსნარში, ინფუზია გრძელდება დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში. ნაჩვენები იქნა დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატსა და ონდასეტრონის შორის თავსებადობა, რაც შესაძლებელს ხდის ამ მედიკამენტების შეყვანას ერთი და იმავე საინფუზიო სისტემით, კონცენტრაციებით 32 მკგ - 2,5 მგ/მლ დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატისათვის და 8 მკგ – 1 მგ/მლ ონდანსეტრონისათვის.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა