პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

ნიუცეფი NPG

NEWCEPH NPG

რეცეპტით1გინსტრუქცია ქართულადიტალია
რისთვის გამოიყენება

1-2გ დღეში ერთხელ საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამწვავება ინტრააბდომინალური ინფექციები საშარდე გზების გართულებული ინფექციები (მათ შორის პიელონეფრიტი) 2გ დღეში ერთხელ საავადმყოფოში შეძენილი პნევმონია კანის ან რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები ძვლებისა და სახსრების …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ცეფტრიაქსონი (ceftriaxone)
ფორმა და შეფუთვა
1გ ფხვნილი ი.მ. საინექციო და ი.ვ. საინექციო/საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონი №1
მწარმოებელი
ACS DOBFAR S.P.A., იტალია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, მესამე თაობის ცეფალოსპორინები
ATC კოდი
J01DD04
რეგისტრაციის ნომერი
რ-040387
რეგისტრირებულია
5 მარტი 2024, მოქმედებს 31 იანვარი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
New Pharm Group Ltd (საქართველო)
განმცხადებელი
შპს „ნიუ ფარმ გრუპი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებანიუცეფი NPG და სხვა წამალი ერთად

ნიუცეფი NPG — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

1-2გ

დღეში

ერთხელ

საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია

ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამწვავება

ინტრააბდომინალური ინფექციები

საშარდე გზების გართულებული ინფექციები (მათ შორის პიელონეფრიტი)

2გ

დღეში

ერთხელ

საავადმყოფოში შეძენილი პნევმონია

კანის ან რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები

ძვლებისა და სახსრების ინფექციური დაავადებები

2-4გ

დღეში

ერთხელ

პაციენტების მართვა, რომელთაც აღენიშნებათ ნეიტროპენია და აქვთ მაღალი ტემპერატურა სავარაუდოდ ბაქტერიული ინფექციის გამო

ბაქტერიული ენდოკარდიტი

ბაქტერიული მენინგიტი

  • დადასტურებული ბაქტერიემიის შემთხვევაში განიხილება რეკომენდებული დიაპაზონიდან მაქსიმალური დოზების გამოყენების შესაძლებლობა.
  • *დღეში 2გ-ზე მეტი დოზის მიღების შემთხვევაში განიხილება დღეში ორჯერ (12 საათში) მიღების შესაძლებლობა.

მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები (≥ 50 კგ), რომლებსაც ესაჭიროებათ დოზირების სპეციალური გრაფიკი:

შუა ყურის მწვავე ანთება

შესაძლებელია 1-2 გ ნიუცეფი NPG-ის ერთჯერადი ინტრამუსკულური ინექცია. შეზღუდული მონაცემების მიხედვით, მძიმე შემთხვევებში ან წინა მკურნალობის წარუმატებლობის შემთხვევაში, შეიძლება ნიუცეფი NPG -ის დანიშვნა ინტრამუსკულარულად 1-2 გ/დღე დოზით, 3 დღის განმავლობაში.

ქირურგიული ინფექციების პრეოპერაციული პროფილაქტიკა

ოპერაციამდე 2 გ ერთჯერადი დოზა.

გონორეა

500 მგ ერთჯერადად, ინტრამუსკულარულად.

სიფილისი

ჩვეულებრივ რეკომენდირებული დოზებია 500 მგ - 1გ დღეში ერთხელ (ნეიროსიფილისის დროს შეიძლება დოზის გაზრდა 2 გ-მდე დღეში ერთხელ), მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 10-14 დღეს. დოზირებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები სიფილისის, მათ შორის ნეიროსიფილისის შემთხვევაში დაფუძნებულია შეზღუდულ მონაცემებზე. გასათვალისწინებელია ეროვნული ან ადგილობრივი რეკომენდაციები.

ლაიმის დაავადება (ბორელიოზი) (ადრეული (II სტადია) და გვიანი (III სტადია)

2გ დღეში ერთხელ, 14-21 დღის განმავლობაში. მკურნალობის ხანგრძლივობა განსახვავებულია და უნდა შეესაბამებოდეს ეროვნულ ან ადგილობრივ რეკომენდაციებს.

პედიატრიული პოპულაცია

ახალშობილები, ჩვილები და 15 დღიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვები (<50 კგ)

50 კგ ან მეტი სხეულის წონის ბავშვებში გამოყენებული უნდა იყოს მოზრდილთა ჩვეულებრივი დოზა.

ცეფტრიაქსონის დოზა*

მიღების

სიხშირე **

ჩვენებები

50-80 მგ/კგ

50-100 მგ/კგ

(მაქს. 4გ)

დღეში

ერთხელ

კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები

80-100 მგ/კგ

(მაქს. 4გ)

დღეში ერთხელ

ბაქტერიული მენინგიტი

100 მგ/კგ

ახალშობილები, ჩვილები და 15 დღიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვები (<50 კგ), რომლებსაც ესაჭიროებათ დოზირების სპეციალური გრაფიკი:

შუა ყურის მწვავე ანთება

შუა ყურის მწვავე ანთების მკურნალობის საწყის ეტაპზე შესაძლებელია 50მგ/კგ ნიუცეფი NPG -ის ერთჯერადი ინტრამუსკულური ინექცია. შეზღუდული მონაცემების მიხედვით, მძიმე შემთხვევებში ან წინა მკურნალობის წარუმატებლობის შემთხვევაში, შეიძლება ნიუცეფი NPG -ის დანიშვნა ინტრამუსკულარულად 50მგ/კგ/დღე დოზით, 3 დღის განმავლობაში.

ოპერაციამდე 50-80მგ/კგ ერთჯერადი დოზა.

სიფილისი

ჩვეულებრივ რეკომენდირებული დოზებია 75-100მგ/კგ (მაქს.4გ) დღეში ერთხელ, 10-14 დღის განმავლობაში. დოზირებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები სიფილისის, მათ შორის ნეიროსიფილისის შემთხვევაში, დაფუძნებულია შეზღუდულ მონაცემებზე. გასათვალისწინებელია ეროვნული ან ადგილობრივი რეკომენდაციები.

50-80მგ/კგ დღეში ერთხელ, 14-21 დღის განმავლობაში. მკურნალობის ხანგრძლივობა განსახვავებულია და უნდა შეესაბამებოდეს ეროვნულ ან ადგილობრივ რეკომენდაციებს.

0-14 დღის ახალშობილები

ნიუცეფი NPG უკუნაჩვენებია 41 კვირამდე ასაკის დღენაკლულ ახალშობილებში (პოსტმენსტრუალური ასაკი) (გესტაციური ასაკი + ქრონოლოგიური ასაკი).

ცეფტრიაქსონის დოზა*

მიღების

სიხშირე

ჩვენებები

20-50 მგ/კგ

50 მგ/კგ

არ არის რეკომენდირებული მაქსიმალური დღიური დოზის 50 მგ/კგ გადაჭარბება.

0-14 დღის ახალშობილები, რომლებსაც ესაჭიროებათ დოზირების სპეციალური გრაფიკი:

შუა ყურის მწვავე ანთება

შუა ყურის მწვავე ანთების მკურნალობის საწყის ეტაპზე შესაძლებელია 50მგ/კგ ნიუცეფი NPG -ის ერთჯერადი ინტრამუსკულური ინექცია.

ოპერაციამდე 20-50მგ/კგ ერთჯერადი დოზა.

სიფილისი

ჩვეულებრივ რეკომენდირებული დოზაა 50მგ/კგ დღეში ერთხელ, 10-14 დღის განმავლობაში. დოზირებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები სიფილისის, მათ შორის ნეიროსიფილისის შემთხვევაში, დაფუძნებულია შეზღუდულ მონაცემებზე. გასათვალისწინებელია ეროვნული ან ადგილობრივი რეკომენდაციები.

მკურნალობის ხანგრძლივობა

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე. სხვა ანტიბიოტიკებით მკურნალობის მსგავსად, ცეფტრიაქსონის გამოყენება უნდა გაგრძელდეს კიდევ 48-72 საათის განმავლობაში ტემპერატურის ნორმალიზების ან გამომწვევი ბაქტერიის ერადიკაციის დადასტურების შემდეგ.

ხანდაზმულები

მოზრდილებისთვის რეკომენდებული დოზების შეცვლა არ არის საჭირო ხანდაზმულებში, იმ პირობით, თუ თირკმელების და ღვიძლის ფუნქციონირება დამაკმაყოფილებელია.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები

ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის დარღვევის მქონე პაციენტებში არ არსებობს დოზის კორექციის საჭიროება თირკმლების ფუნქციის დარღვევების არარსებობის პირობით.

არ არსებობს ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში ჩატარებული კვლევების მონაცემები (იხ. პუნქტი 5.2).

თირკმლების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები

თირკმლების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში არ არსებობს დოზის კორექციის საჭიროება ღვიძლის ფუნქციის დარღვევების არარსებობის პირობით. მხოლოდ პრეტერმინალური სტადიის თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში (კრეატინინის კლირენსი < 10 მლ/წთ), ცეფტრიაქსონის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2 გ-ს დღეში.

დიალიზზე მყოფ პაციენტებში არ არის საჭირო პრეპარატის დამატებით შეყვანა დიალიზის შემდეგ. ცეფტრიაქსონი არ გამოიყოფა პერიტონეალური დიალიზის ან ჰემოდიალიზის გზით. რეკომენდებულია მკაცრი კლინიკური მონიტორინგი პრეპარატის უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზე.

ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტები

ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში რეკომენდებულია პრეპარატის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის მკაცრი კლინიკური კონტროლი.

მიღების წესი და დოზირება

ინტრამუსკულარული ინექცია

ნიუცეფი NPG ინექცია კეთდება ღრმად კუნთში, ინტრამუსკულარულად.

ინტრამუსკულარული ინექციები კეთდება დიდ კუნთში მოცულობით არაუმეტეს 1 გრამისა ერთ ადგილას.

თუ გამხსნელის სახით გამოიყენება ლიდოკაინი, მიღებული ხსნარის შეყვანა არ შეიძლება ინტრავენურად (იხილეთ პუნქტი 4.3.). ასპირაცია დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ შემთხვევითი ინტრავენური ინექცია. გაითვალისწინეთ პროდუქტის მახასიათებლების შემაჯამებელ ანგარიშში მოცემული ლიდოკაინის შესახებ ინფორმაცია.

ინტრავენური ინექცია

ნიუცეფი NPG-ის შეყვანა შესაძლებელია ინტრავენური ინფუზიის გზით არანაკლებ 30 წუთის განმავლობაში (უპირატესი მეთოდი), ან ნელი ინტრავენური ინექციის გზით 5 წუთის განმავლობაში. 5 -წუთიანი ინტრავენური ინექციის წარმოება სასურველია მსხვილ ვენებში. ჩვილებსა და 12 წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდირებულია 50 მგ/კგ და მეტი ინტრავენური დოზების შეყვანა ინფუზიის გზით. ახალშობილებში ინტრავენურად პრეპარატის შეყვანა რეკომენდირებულია 60 წუთის განმავლობაში, ბილირუბინის ენცეფალოპათიის პოტენციური რისკის შესამცირებლად (იხ. პუნქტები 4.3 და 4.4). პრეპარატი შეიყვანება ინტრამუსკულარულად იმ შემთხვევაში, თუ ინტრავენური გზით მისი შეყვანა შეუძლებელი ან მიუღებელია. 2 გრამზე მეტი დოზები შეიყვანება ინტრავენური გზით.

ცეფტრიაქსონი უკუნაჩვენებია ახალშობილებში (≤28 დღე), თუ მათ სჭირდებათ (ან შეიძლება დასჭირდეთ) კალციუმის შემცველი ხსნარების ი/ვ შეყვანა, მათ შორის კალციუმის შემცველი ხსნარების უწყვეტი ინფუზიების დროს, მაგ., პარენტერალური კვებისას, ვინაიდან არსებობს კალციუმ-ცეფტრიაქსონის პრეციპიტატების წარმოქმნის რისკი (იხილეთ პუნქტი 4.3.).

პრეციპიტატების წარმოქმნის რისკის გამო ცეფტრიაქსონის გამხსნელად არ გამოიყენება კალციუმის შემცველი გამხსნელები (მაგ.: რინგერის ხსნარი, ჰარტმანის ხსნარი). ცეფტრიაქსონ- კალციუმის პრეციპიტატების წარმოქმნა შესაძლებელია ცეფტრიაქსონის შერევისას კალციუმის შემცველ ხსნარებთან ინტრავენური გამოყენების ერთ საინფუზიო სისტემაში. ამიტომ, ცეფტრიაქსონისა და კალციუმის შემცველი ხსნარების შერევა ან ერთდროული გამოყენება არ შეიძლება (იხილეთ პუნქტები 4.3, 4.4. და 6.2).

ქირურგიული ინფექციების პრეოპერაციული პროფილაქტიკისათვის ცეფტრიაქსონი გამოიყენება ოპერაციის დაწყებამდე 30-90 წუთით ადრე.

გამოყენებამდე სამკურნალო პროდუქტის გაზავების შესახებ ინფორმაცია იხილეთ პუნქტში 6.6.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა ცეფტრიაქსონის ან ცეფალოსპორინების მიმართ.

ანამნეზში მძიმე ფორმის მომატებული მგრძნობელობის რეაქციების (მაგ. ანაფილაქსიური რეაქცია) არსებობა ნებისმიერი სხვა ტიპის ბეტა-ლაქტამური ანტიბაქტერიული აგენტების (პენიცილინები, მონობაქტამები და კარბაპენემები) მიმართ.

ცეფტრიაქსონი უკუნაჩვენებია:

41 კვირამდე ასაკის დღენაკლულ ახალშობილებში (პოსტმენსტრუალური ასაკი) (გესტაციური ასაკი + ქრონოლოგიური ასაკი)*

დროულ ახალშობილებში (28 დღემდე):

ჰიპერბილირუბინემიის, სიყვითლის, ჰიპოალბუმინემიის ან აციდოზის არსებობის დროს, რადგან ამ დროს შესაძლებელია ბილირუბინის შეკავშირების დარღვევა*.

თუ მათ სჭირდებათ (ან შეიძლება დასჭირდეთ) კალციუმის ან კალციუმის შემცველი ხსნარების ი/ვ შეყვანა, ვინაიდან არსებობს კალციუმ-ცეფტრიაქსონის პრეციპიტატების წარმოქმნის რისკი (იხილეთ პუნქტები 4.3, 4.4. და 6.2).

  • In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ ცეფტრიაქსონს შეუძლია გამოდევნოს ბილირუბინი შრატის ალბუმინის დამაკავშირებელი ადგილებიდან, რამაც ამ პაციენტების ჯგუფში შეიძლება გამოიწვიოს ბილირუბინული ენცეფალოპათიის განვითარება.

ლიდოკაინის გამოყენებასთან დაკავშირებული უკუჩვენებები უნდა გამოირიცხოს ცეფტრიაქსონის ინტრამუსკულარულად შეყვანამდე, თუ გამხსნელად ლიდოკაინის ხსნარი გამოიყენება (იხ. ნაწილი 4.4). გაეცანით პროდუქტის მახასიათებლების შემაჯამებელ ანგარიშში მოცემულ ინფორმაციას ლიდოკაინისა და, განსაკუთრებით, უკუჩვენებების შესახებ.

ლიდოკაინის შემცველი ცეფტრიაქსონის ხსნარების შეყვანა არ შეიძლება ინტრავენურად .

სიფრთხილის ზომები

მომატებული მგრძნობელობის რეაქციები

როგორც სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბაქტერიული აგენტის შემთხვევაში, აღინიშნა სერიოზული და ზოგჯერ ფატალური მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (იხ. პუნქტი 4.8). მძიმე ფორმის ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციების განვითარების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ცეფტრიაქსონით მკურნალობა და დაიწყეთ შესაბამისი ზომების მიღება. მკურნალობის დაწყებამდე უნდა დადგინდეს, აღენიშნება თუ არა პაციენტს ანამნეზში მძიმე ფორმის ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები ცეფტრიაქსონის, ცეფალოსპორინების ან სხვა ტიპის ბეტა-ლაქტამური აგენტების მიმართ. სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ცეფტრიაქსონი პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ მსუბუქი ფორმის ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები სხვა ბეტა-ლაქტამური აგენტების მიმართ.

ცეფტრიაქსონით მკურნალობის დროს დაფიქსირდა მძიმე კანისმხრივი გვერდითი რეაქციები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ლაიელის სინდრომი/ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი და წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომები (DRESS)), რომლებიც შეიძლება იყოს სიცოცხლისათვის საშიში ან ფატალური; თუმცა, აღნიშნულის განვითარების სიხშირე უცნობია (იხ. პუნქტი 4.8).

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აღწერილია ფილტვებსა და თირკმელებში კალციუმ-ცეფტრიაქსონის პრეციპიტატების წარმოქმნასთან დაკავშირებული ფატალური შემთხვევები დღენაკლულ და 1 თვემდე ასაკის დროულ ახალშობილებში, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა საინფუზიო სისტემებით ცეფტრიაქსონისა და კალციუმის შეყვანის შემდეგ. არსებულ სამეცნიერო კვლევის მონაცემებში არ არის დადასტურებული ცნობები ინტრავასკულური პრეციპიტატების წარმოქმნის შესახებ სხვა პაციენტთა ჯგუფებში, რომლებიც ღებულობდნენ ცეფტრიაქსონსა და კალციუმის შემცველ ხსნარებს ან კალციუმის შემცველ სხვა პროდუქტებს. In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ ახალშობილებში, სხვა ასაკობრივ ჯგუფებთან შედარებით, ცეფტრიაქსონ-კალციუმის პრეციპიტატების წარმოქმნის რისკი მაღალია.

არ შეიძლება ცეფტრიაქსონის შერევა ან შეყვანა კალციუმის შემცველ ხსნარებთან ერთად სხვადასხვა საინფუზიო სისტემებში და საინექციო ადგილებზე. თუმცა, 28 დღეზე უფროსი ასაკის პაციენტებში, ცეფტრიაქსონი და კალციუმის შემცველი ხსნარების გამოყენება შეიძლება თანმიმდევრულად, ერთმანეთის მიყოლებით, საინფუზიო სისტემის სხვადასხვა ადგილზე გამოყენებით, ან თუ ერთსა და იმავე ადგილას გამოყენებისას ხდება ინექციის ადგილის ფიზიოლოგიური ხსნარით დამუშავება პრეციპიტატების პრევენციისთვის. პაციენტებში, რომლებსაც ესაჭიროებათ კალციუმის შემცველი ხსნარების უწყვეტი ინფუზია სრული პერენტერალური კვებისთვის (TPN), ჯანდაცვის პროფესიონალებს შეუძლიათ განიხილონ ალტერნატიული ანტიბაქტერიული მკურნალობის შესაძლებლობა, რომელიც არ გულისხმობს პრეციპიტატების წარმოქმნის რისკს. თუ ცეფტრიაქსონის გამოყენება აუცილებელია პაციენტებში, რომლებსაც ესაჭიროებათ უწყვეტი კვება, TPN ხსნარები და ცეფტრიაქსონი შეიძლება ერთდროულად დაინიშნოს, თუმცა სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა საინფუზიო სისტემების გამოყენებით. ანდაც, TPN ხსნარის ინფუზია შეიძლება შეჩერდეს ცეფტრიაქსონის ინფუზიის დროს, საინფუზიო სისტემები უნდა გაიწმინდოს ინფუზიებს შორის (იხ. პუნქტები 4.3, 4.8, 5.2 და 6.2).

პედიატრიული პოპულაცია

ნიუცეფი NPG-ის უსაფრთხოება და ეფექტურობა ახალშობილებში, ჩვილებსა და ბავშვებში დადასტურებულია პუნქტში - „დოზირება და მიღების წესი“ მითითებული დოზების გამოყენებისას (იხ. პუნქტი 4.2). კვლევებმა აჩვენა, რომ სხვა ცეფალოსპორინების მსგავსად, ცეფტრიაქსონმა შეიძლება გამოდევნოს ბილირუბინი სისხლის შრატის ალბუმინთან შეკავშირებიდან.

ნიუცეფი NPG -ის გამოყენება უკუნაჩვენებია დღენაკლულ და დროულ ახალშობილებში, რომლებშიც მაღალია ბილირუბინული ენცეფალოპათიის განვითარების რისკი (იხ. პუნქტი 4.3).

ჰემოლიზური ანემია (IMHA)

ჰემოლიზური ანემია (IMHA) დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ცეფალოსპორინის კლასის ანტიბაქტერიული საშუალებებით, მათ შორის ნიუცეფი NPG -ით (იხ. პუნქტი 4.8). ჰემოლიზური ანემიის მძიმე, მათ შორის ფატალური შემთხვევები, დაფიქსირდა ნიუცეფი NPG -ით მკურნალობის დროს როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.

ცეფტრიაქსონის მიღებისას ანემიის განვითარების შემთხვევაში, არ შეიძლება ცეფალოსპორინთან ასოცირებული ანემიის დიაგნოზის გამორიცხვა, ამიტომ აუცილებელია ცეფტრიაქსონის მოხსნა მისი განვითარების მიზეზების გარკვევამდე.

ხანგრძლივი მკურნალობა

ხანგრძლივი მკურნალობის დროს რეგულარულად უნდა ჩატარდეს სისხლის საერთო ანალიზი.

კოლიტი/არამგრძნობიარე ორგანიზმების ჭარბი ზრდა

თითქმის ყველა ანტიბაქტერიული საშუალებების, მათ შორის ცეფტრიაქსონის გამოყენებისას დაფიქსირდა ანტიბაქტერიულ საშუალებებთან ასოცირებული კოლიტი და ფსევდომემბრანული კოლიტი, რომელიც შეიძლება იყოს სხვადასხვა სიმძიმის, მსუბუქიდან დაწყებული სიცოცხლისთვის საშიში გართულებებით დამთავრებული. ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ დიაგნოზის გათვალისწინება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ დიარეა ცეფტრიაქსონის მიღების დროს ან მის შემდეგ (იხ. პუნქტი 4.8). გასათვალისწინებელია ცეფტრიაქსონით მკურნალობის შეწყვეტა და Clostridium difficile-ს სპეციფიკური მკურნალობის დანიშვნა. არ არის რეკომენდირებული ისეთი სამკურნალო საშუალებების დანიშვნა, რომლებიც თრგუნავენ პერისტალტიკას.

როგორც სხვა ანტიბაქტერიული საშუალებების შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების მიერ გამოწვეული სუპერინფექციები.

თირკმელებისა და ღვიძლის მწვავე უკმარისობა

თირკმელების და ღვიძლის მწვავე უკმარისობის დროს აუცილებელია პრეპარატის უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზე კლინიკური კონტროლი (იხ. პუნქტი 4.2).

სეროლოგიური კვლევის შედეგებზე გავლენა

ნიუცეფი NPG -მა შეიძლება გავლენა იქონიოს კუმბსის ტესტების შედეგებზე, შეიძლება გამოვლინდეს ცრუ დადებითი შედეგები. ასევე შეიძლება გამოვლინდეს გალაქტოზემიის ცრუ დადებითი შედეგები (იხ. პუნქტი 4.8).

შარდში გლუკოზის განსაზღვრის არაფერმენტულ მეთოდებს შეიძლება ცრუ დადებითი შედეგები ჰქონდეს. ნიუცეფი NPG -ით მკურნალობის დროს შარდში გლუკოზის განსაზღვრა უნდა განხორციელდეს ფერმენტული მეთოდით (იხ. პუნქტი 4.8).

სისხლში გლუკოზის მონიტორინგის ზოგიერთმა სისტემამ შესაძლოა არასწორად გაზომოს სისხლში გლუკოზის დონე ცეფტრიაქსონის მიღებისას. გაეცანით თითოეული სისტემის გამოყენების ინსტრუქციას. საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენეთ ანალიზის ალტერნატიული მეთოდი.

ნატრიუმი

ნიუცეფი NPG 1გ ფხვნილი საინექციო ან საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად.

აღნიშნული მედიკამენტის თითო გრამის შემადგენლობაში შედის დაახლოებით 82,8მგ ნატრიუმი, რომელიც ექვივალენტურია ზრდასრულისთვის 2გ ნატრიუმის ჯანმო-ს მიერ რეკომენდებული მაქსიმალური დღიური მოხმარების 4.15 %-ისა.

ანტიბაქტერიული მოქმედების სპექტრი

ცეფტრიაქსონს გააჩნია შეზღუდული ანტიბაქტერიული მოქმედება, ამიტომ არ შეიძლება მისი გამოყენება ერთადერთი პრეპარატის სახით ზოგიერთი ტიპის ინფექციის სამკურნალოდ, თუ გამომწვევი არ არის გამოვლენილი (იხ. პუნქტი 4.2). პოლიმიკრობული ინფექციების შემთხვევაში, როდესაც საეჭვო გამომწვევებში შედის ცეფტრიაქსონის მიმართ რეზისტენტული ორგანიზმები, განიხილება დამატებითი ანტიბიოტიკის დანიშვნა.

ლიდოკაინის გამოყენება

გამხსნელად ლიდოკაინის ხსნარის გამოყენების შემთხვევაში, ცეფტრიაქსონის ხსნარი გამოიყენება მხოლოდ ინტრამუსკულარულად. გამოყენებამდე გაეცანით ლიდოკაინის გამოყენებასთან დაკავშირებულ უკუჩვენებებს, გაფრთხილებებსა და სხვა შესაბამის ინფორმაციას, რომელიც დეტალურად არის აღწერილი პროდუქტის მახასიათებლების შემაჯამებელ ანგარიშში (იხ. ნაწილი 4.3). ლიდოკაინის ხსნარის შეყვანა არ შეიძლება ინტრავენურად.

ბილიარული ლითიაზი

სონოგრამებზე ჩრდილების დაფიქსირების შემთხვევაში, განიხილება ცეფტრიაქსონ-კალციუმის პრეციპიტატების წარმოქმნის შესაძლებლობა. ჩრდილები, რომლებიც შეცდომით ჩაითვალა კენჭებად, გამოვლინდა ნაღვლის ბუშტის სონოგრამებზე და დაფიქსირდა უმეტესად ცეფტრიაქსონის დღეში 1გ და უფრო დიდი დოზებით გამოყენებისას. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო პედიატრიულ პაციენტებში. ასეთი პრეციპიტატები ქრება ცეფტრიაქსონით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. ცეფტრიაქსონ-კალციუმის პრეციპიტატები ნაკლებად უკავშირდება სიმპტომებს. სიმპტომატურ შემთხვევებში რეკომენდირებულია კონსერვატიული არაქირურგიული მართვა და ექიმმა უნდა განიხილოს ცეფტრიაქსონით მკურნალობის შეწყვეტა კონკრეტული სარგებლის/რისკის შეფასების საფუძველზე (იხ. პუნქტი 4.8).

ბილიარული სტაზი

პაციენტებში, რომლების იღებდნენ ნიუცეფი NPG -ს, დაფიქსირდა პანკრეატიტის შემთხვევები, რომელიც შესაძლებელია განვითარდა სანაღვლე გზების ობსტრუქციის შედეგად (იხ. პუნქტი 4.8). ამ პაციენტთა უმეტესობას უკვე მანამდე აღენიშნებოდა ბილიარული სტაზისა და ბილიარული სლაჯის რისკ-ფაქტორები, რომლებშიც შედის ადრე ჩატარებული მკურნალობა, მძიმე დაავადებები და სრული პერენტერალური კვება. შეუძლებელია ნიუცეფი NPG -თან დაკავშირებული ბილიარული პრეციპიტატების ტრიგერის ან კოფაქტორის გამორიცხვა.

ნეფროლიტიაზი

დაფიქსირდა ნეფროლიტიაზის შემთხვევები, რომლებიც შექცევადია ცეფტრიაქსონის მიღების შეწყვეტისას (იხ. პუნქტი 4.8). სიმპტომურ შემთხვევებში უნდა ჩატარდეს ულტრასონოგრაფია. მისი გამოყენება პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ ნეფროლიტიაზი ან ჰიპერკალციურია, ექიმმა უნდა განიხილოს სარგებლის/რისკის შეფასების საფუძველზე.

იარიშ-ჰერქსჰაიმერის რეაქცია (JHR)

იარიშ-ჰერქსჰაიმერის რეაქცია შეიძლება განვითარდეს spirochete-ით გამოწვეული ინფექციების დროს ცეფტრიაქსონით მკურნალობის დაწყებიდან მალევე. JHR, როგორც წესი, თავისთავად ალაგდება ან მისი მართვა შესაძლებელია სიმპტომატური მკურნალობით. ასეთი რეაქციის განვითარების შემთხვევაში ანტიბიოტიკოთერაპია არ უნდა შეწყდეს.

ენცეფალოპათია

ენცეფალოპათია დაფიქსირდა ცეფტრიაქსონის გამოყენებისას (იხ. პუნქტი 4.8), განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევით (იხ. პუნქტი 4.2) ან ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევებით. ცეფტრიაქსონთან ასოცირებულ ენცეფალოპათიაზე ეჭვის შემთხვევაში (მაგ. ცნობიერების ხარისხის დაქვეითება, ფსიქიკური მდგომარეობის შეცვლა, მიოკლონუსი, კონვულსიები), განხილული უნდა იქნას ცეფტრიაქსონის მიღების შეწყვეტა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

პრეციპიტატების წარმოქმნის რისკის გამო, კალციუმის შემცველი გამხსნელები, როგორიცაა რინგერის ხსნარი ან ჰარტმანის ხსნარი, არ გამოიყენება ნიუცეფი NPG -ის გახსნისთვის ან ფლაკონის შიგთავსის დამატებითი გაზავებისთვის ინტრავენური შეყვანის მიზნით. ცეფტრიაქსონ- კალციუმის პრეციპიტატების წარმოქმნა შესაძლებელია ცეფტრიაქსონის შერევისას კალციუმის შემცველ ხსნარებთან ინტრავენური გამოყენების ერთ საინფუზიო სისტემაში. არ შეიძლება ცეფტრიაქსონის შეყვანა კალციუმის შემცველ ინტრავენურად შესაყვან ხსნარებთან ერთად, მათ შორის კალციუმის შემცველი ხსნარების უწყვეტი ინფუზიების დროს, მაგ., პარენტერალური კვებისას Y-პორტის მეშვეობით. თუმცა, ცალკეულ შემთხვევებში (ახალშობილების გარდა) ცეფტრიაქსონი და კალციუმის შემცველი ხსნარების გამოყენება შეიძლება თანმიმდევრულად, ერთმანეთის მიყოლებით, თუ ინფუზიებს შორის საინფუზიო სისტემები სათანადოდ გაირეცხება სტერილური შეთავსებადი ხსნარით. მოზრდილთა პლაზმის და ახალშობილთა ჭიპლარის სისხლის პლაზმის In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ ახალშობილებში ცეფტრიაქსონ- კალციუმის პრეციპიტატების წარმოქმნის რისკი მაღალია (იხ. პუნქტები 4.2, 4.3, 4.4, 4.8 და 6.2).

პერორალურ ანტიკოაგულანტებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს K ვიტამინის ანტაგონისტების დონე და სისხლდენის რისკი. რეკომენდირებულია საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების (INR) ხშირი მონიტორინგი და K ვიტამინის ანტაგონისტის დოზის შესაბამისად კორექტირება, როგორც ცეფტრიაქსონით მკურნალობის დროს, ასევე მის შემდეგ (იხ. პუნქტი 4.8).

არსებობს ურთიერთგამომრიცხავი მონაცემები თირკმელების ტოქსიკურობის პოტენციურ ზრდასთან დაკავშირებით ამინოგლიკოზიდების ცეფალოსპორინებთან ერთად გამოყენებისას. ასეთ შემთხვევებში, რეკომენდირებულია ამინოგლიკოზიდების დონის (და თირკმელების ფუნქციონირების) მონიტორინგი და პაციენტზე კლინიკური დაკვირვება.

In-vitro კვლევებისას გამოვლინდა ანტაგონისტური მოქმედება ქლორამფენიკოლის ცეფტრიაქსონთან კომბინაციის დროს. ამ ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელობა არ არის ცნობილი.

არ არსებობს მონაცემები ურთიერთქმედებების განვითარების შესახებ ცეფტრიაქსონისა და პერორალური კალციუმის შემცველი პრეპარატების ერთად მიღების შემთხევვაში, აგრეთვე ცეფტრიაქსონის ინტრამუსკულარულად და კალციუმის შემცველი პროდუქტების (ინტრავენურად ან პერორალურად) ერთად გამოყენების შემთხვევაში.

პაციენტებში, რომლებიც იღებენ ცეფტრიაქსონს, კუმბსის ტესტმა შეიძლება აჩვენოს ცრუ დადებითი შედეგები.

ცეფტრიაქსონმა, ისევე როგორც სხვა ანტიბიოტიკებმა, შეიძლება გამოიწვიოს გალაქტოზემიის ცრუ დადებითი შედეგები.

ასევე, შარდში გლუკოზის განსაზღვრის არაფერმენტულ მეთოდებს შეიძლება ცრუ დადებითი შედეგები ჰქონდეს. ამიტომ, ცეფტრიაქსონით მკურნალობის დროს შარდში გლუკოზის განსაზღვრა უნდა განხორციელდეს ფერმენტული მეთოდით.

დიდი დოზებით ცეფტრიაქსონისა და ძლიერმოქმედი შარდმდენების (მაგალითად, ფუროსემიდი) ერთად გამოყენებისას თირკმლის ფუნქციის დარღვევა არ დაფიქსირებულა.

პრობენეციდი არ მოქმედებს ცეფტრიაქსონის გამოყოფაზე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ცეფტრიაქსონი გადის პლაცენტურ ბარიერს. შეზღუდულია მონაცემები ორსულებში ცეფტრიაქსონის გამოყენების შესახებ. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ აჩვენა პირდაპირი ან არაპირდაპირი მავნე ზემოქმედება ჩანასახის/ნაყოფის, პერინატალურ და პოსტნატალურ განვითარებაზე (იხ. პუნქტი 5.3). ცეფტრიაქსონის გამოყენება ორსულობის დროს, განსაკუთრებით ორსულობის პირველ ტრიმესტრში, რეკომენდებულია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სარგებელი აღემატება რისკს.

ლაქტაციის პერიოდი

ცეფტრიაქსონი მცირე რაოდენობით გადადის დედის რძეში, მაგრამ თერაპიული დოზებით ცეფტრიაქსონი არ მოქმედებს ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილებზე. თუმცა, არ შეიძლება გამოირიცხოს დიარეის და ლორწოვანი გარსების სოკოვანი ინფექციის განვითარების რისკი. მხედველობაში უნდა იქნას მიღებული სენსიბილიზაციის განვითარების შესაძლებლობა. გადაწყვეტილება ძუძუთი კვების შეწყვეტის ან ცეფტრიაქსონით მკურნალობის შეწყვეტის/არდაწყების შესახებ მიიღება ბავშვისთვის ძუძუთი კვებისა და ქალისთვის მკურნალობის სარგებლის გათვალისწინებით.

ფერტილობა

რეპროდუქციულმა კვლევებმა არ აჩვენა მამაკაცისა და ქალის ნაყოფიერებაზე უარყოფითი გავლენა.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ცეფტრიაქსონით მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს არასასურველი ეფექტები (მაგ. თავბრუსხვევა), რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტომანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე (იხ. პუნქტი 4.8). პაციენტებმა უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე მანქანის მართვისას ან მექანიზმებთან მუშაობისას.

გვერდითი მოვლენები

ცეფტრიაქსონის მიმართ ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი რეაქციებია ეოზინოფილია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, დიარეა, გამონაყარი და ღვიძლის ფერმენტების მომატება.

მონაცემები ცეფტრიაქსონის გვერდითი რეაქციების განვითარების სიხშირის შესახებ მოპოვებულია კლინიკური კვლევებიდან.

სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად:

ძალიან ხშირი (≥1/10);

ხშირი (≥1/100 - <1/10);

არახშირი (≥1/1000 - <1/100);

იშვიათი (≥1/10,000 - <1/1,000);

უცნობი სიხშირის (მათი გამოვლენის ზუსტი სიხშირე ვერ დგინდება არსებული მონაცემებით).

ორგანოთა სისტემა

ხშირი

არახშირი

იშვიათი

უცნობი სიხშირისa

ინფექციები

სასქესო ორგანოების სოკოვანი დაავადება

ფსევდომემბრანული კოლიტიb

სუპერინფექციაb

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები

ეოზინოფილია

ლეიკოპენია

თრომბოციტოპენია

გრანულოციტოპენია

ანემია

კოაგულოპათია

ჰემოლიზური ანემია b

აგრანულოციტოზი

იმუნური

სისტემის დარღვევები

ანაფილაქსიური შოკი

ანაფილაქსიური რეაქცია

ანაფილაქტოიდური რეაქცია

ჰიპერმგრძნობელობა b

იარიშ-ჰერქსჰაიმერის რეაქცია (JHR)b

ნერვული სისტემის დარღვევები

თავის ტკივილი

თავბრუსხვევა

ენცეფალოპათია

კონვულსია

დარღვევები სმენის ორგანოს მხრივ

ვერტიგო

სასუნთქი გზების, გულმკერდის და შუასაყარის ორგანოების დაავადებები

ბრონქოსპაზმი

გასტროინტესტინალური დარღვევები

დიარეა b

ხშირი თხელი განავალი

გულისრევა

ღებინება

ბრონქოსპაზმი

პანკრეატიტი b

სტომატიტი

გლოსიტი

ჰეპატობილიარული

დარღვევები

ღვიძლის ფერმენტების მომატება

ნალექი ნაღვლის ბუშტში b

კერნიქტერუსი

ჰეპატიტიc

ქოლესტაზური

ჰეპატიტი b, c

დარღვევები კანისა და

კანქვეშა ქსოვილის მხრივ

გამონაყარი

ქავილი

ურტიკარია

სტივენს ჯონსონის სინდრომი b

ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი b

მრავალფორმიანი ერითემა

მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი

წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომები (DRESS)b

დარღვევები თირკმლებისა და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ

ჰემატურია

გლიკოზურია

ოლიგურია

თირკმლის პრეციპიტატები (შექცევადი)

ზოგადი დარღვევები და ადგილობრივი რეაქციები

ფლებიტი

ინექციის ადგილას ტკივილი

პირექსია

შეშუპება

შემცივნება

კვლევები

სისხლში კრეატინინის მომატება

კუმბსის ტესტი ცრუ დადებითი შედეგები b

გალაქტოზემიის ცრუ დადებითი შედეგები b

გლუკოზის განსაზღვრის არაფერმენტული მეთოდები ცრუ დადებითი შედეგები b

aპოსტმარკეტინგული ანგარიშების საფუძველზე. ვინაიდან, ინფორმაცია აღნიშნული რეაქციების შესახებ მოწოდებულია ნებაყოფლობით გაურკვეველი მოცულობის პოპულაციისგან, შეუძლებელია მათი სიხშირის საიმედოდ შეფასება, შესაბამისად, კლასიფიცირებულია, როგორც უცნობი სიხშირის რეაქციები.

b იხილეთ პუნქტი 4.4.

c ჩვეულებრივ შექცევადია ცეფტრიაქსონის მიღების შეწყვეტისას.

ცალკეული გვერდითი რეაქციების აღწერა

ინფექციები

ცეფტრიაქსონის გამოყენების შემდეგ დაფიქსირებული დიარეა შეიძლება დაკავშირებული იყოს Clostridium difficile-თან. აუცილებელია სითხისა და ელექტროლიტების სათანადო კონტროლი (იხ. პუნქტი 4.4).

ცეფტრიაქსონი-კალციუმის მარილების დალექვა

მძიმე და, ზოგ შემთხვევაში, ფატალური გვერდითი რეაქციების იშვიათი შემთხვევები დაფიქსირდა დღენაკლულ და დროულ ახალშობილებში (<28 დღე), რომლებიც ინტრავენურად ღებულობდნენ ცეფტრიაქსონსა და კალციუმს. ცეფტრიაქსონი- კალციუმის მარილების ნალექი დაფიქსირდა ფილტვებსა და თირკმელებში გაკვეთის შემდეგ. ახალშობილებში დალექვის მაღალი რისკი განპირობებულია მათი სისხლის მცირე მოცულობისა და ცეფტრიაქსონის ნახევარგამოყოფის უფრო ხანგრძლივი პერიოდით მოზრდილებთან შედარებით (იხ. პუნქტები 4.3, 4.4 და 5.2).

დაფიქსირდა თირკმლის პრეციპიტატების წარმოქმნის შემთხვევები, ძირითადად ბავშვებში, რომლებიც მკურნალობდნენ დიდი დოზებით (მაგ. ≥ 80 მგ/კგ/დღეში ან ჯამში 10 გ-ზე მეტი დოზებით) და რომლებსაც აღენიშნებოდათ სხვა რისკ-ფაქტორები (მაგ., დეჰიდრატაცია ან საწოლზე მიჯაჭვულობა). ეს მოვლენა შეიძლება იყოს სიმპტომური ან ასიმპტომური, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს შარდსაწვეთის ობსტრუქცია და მწვავე პოსტრენალური თირკმლების უკმარისობა, თუმცა შექცევადია ცეფტრიაქსონის მიღების შეწყვეტისას (იხ. პუნქტი 4.4).

ნაღვლის ბუშტში ცეფტრიაქსონ-კალციუმის პრეციპიტატების წარმოქმნა დაფიქსირდა ძირითადად პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ რეკომენდებულ სტანდარტულზე დიდ დოზებს. ბავშვებში ჩატარებულმა პერსპექტიულმა კვლევებმა აჩვენა პრეციპიტატების წარმოქმნის სიხშირის განსხვავებული მაჩვენებლები ინტრავენური შეყვანისას, ზოგიერთ კვლევაში ეს მაჩვენებელი 30%-ს აღემატება. სიხშირე უფრო დაბალია ნელი ინფუზიის (20-30 წუთი) შემთხვევაში. ეს ეფექტი ჩვეულებრივ ასიმპტომურია, მაგრამ იშვიათ შემთხვევებში პრეციპიტატებს თან ახლავს კლინიკური სიმპტომები, როგორიცაა ტკივილი, გულისრევა და ღებინება. ასეთ შემთხვევებში რეკომენდებულია სიმპტომური მკურნალობა. პრეციპიტატები ჩვეულებრივ შექცევადია ცეფტრიაქსონის მიღების შეწყვეტის შემდეგ (იხ. პუნქტი 4.4).

შეტყობინება საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ

სამედიცინო პროდუქტის ავტორიზაციის შემდეგ შეტყობინებას საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მისი მეშვეობით შესაძლებელია სამედიცინო პროდუქტის სარგებლის/რისკის ბალანსის უწყვეტი მონიტორინგი. ჯანდაცვის სპეციალისტებს ვთხოვთ, განაცხადონ საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ ადგილობრივი რეგულაციების შესაბამისად.

ჭარბი დოზა

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს გულისრევის, ღებინების და დიარეის სიმპტომები. ცეფტრიაქსონის კონცენტრაციის შემცირება შეუძლებელია ჰემოდიალიზით ან პერიტონეალური დიალიზით. არ არსებობს სპეციფიკური ანტიდოტი. მკურნალობა სიმპტომურია.

შემადგენლობა

ნიუცეფი NPG 1გ ფხვნილი საინექციო ან საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად

თითოეული ფლაკონის შემადგენლობაში შედის 1 გ ცეფტრიაქსონი, ცეფტრიაქსონ ნატრიუმის სახით.

თითოეული ფლაკონის შემადგენლობაში შედის დაახლოებით 82.8 მგ (3.6 მმოლი) ნატრიუმი.

შემავსებლების სრული ჩამონათვალი იხილეთ პუნქტში 6.1.

წამლის ფორმა

1გ ფხვნილი საინექციო ან საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად

ფხვნილი საინექციო ან საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად.

მოთეთრო- მოყვითალო ფერის ფხვნილი.

შენახვის პირობები

გაუზავებელი: 3 წელი

გაზავებული: ფიზიკური და ქიმიური სტაბილურობა ნარჩუნდება სულ მცირე 6 საათის განმავლობაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე და 24 საათის განმავლობაში 2-8°C ტემპერატურის პირობებში.

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, თუ გახსნის/რესუსპენდირების/განზავების მეთოდი არ გამორიცხავს მიკრობული დაბინძურების რისკს, პროდუქტის გამოყენება რეკომენდებულია მომზადებისთანავე. წინააღმდეგ შემთხევვაში, მომხმარებელს ეკისრება პასუხისმგებლობა შენახვის ვადებისა და პირობების დაცვაზე.

შენახვის განსაკუთრებული პირობები

გაუზავებელი: აღნიშნული პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს. შეინახეთ ფლაკონი კოლოფში სინათლისგან დასაცავად.

გაზავებული: გაზავებული სამკურნალო პროდუქტის შენახვის პირობები მოცემულია 6.3 პუნქტში.

შეფუთვა

ნიუცეფი NPG 1გ ფხვნილი საინექციო ან საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად

10 მლ უფერო III ტიპის მინის ფლაკონები ბრომობუტილის რეზინის საცობითა და ალუმინის თავსახურით. კოლოფში მოთავსებულია 1 ფლაკონი.

ნარჩენების განკარგვა და სხვა სახის დამუშავება

კონცენტრაცია ინტრავენური ინექციისთვის: 100 მგ/მლ

კონცენტრაცია ინტრავენური ინფუზიისთვის: 50 მგ/მლ

(დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ პუნქტი 4.2.)

საინექციო და საინფუზიო ხსნარის მომზადება

რეკომენდებულია ახლად მომზადებული ხსნარების გამოყენება. შენახვის პირობები მოცემულია 6.3 პუნქტში.

არ შეიძლება ერთ შპრიცში ნიუცეფი NPG -ისა და სხვა პრეპარატის შერევა, 1% ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარის გარდა (მხოლოდ ინტრამუსკულარული ინექციისთვის).

საინფუზიო სისტემა უნდა გაიწმინდოს ყოველი გამოყენების შემდეგ.

ინტრავენური ინექცია: 1გ ნიუცეფი NPG იხსნება 10 მლ საინექციო წყალში. ინექცია კეთდება 5 წუთის განმავლობაში პირდაპირ ვენაში ან ინტრავენური საინფუზიო სისტემის მეშვეობით.

ინტრამუსკულარულული ინექცია: 1გ ნიუცეფი NPG იხსნება 3,5 მლ 1% (10მგ/მლ) ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარში. ხსნარის შეყვანა შეიძლება ღრმად ინტრამუსკულარულად. 1 გ-ზე მეტი დოზები იყოფა და ინექცია კეთდება რამდენიმე ადგილას.

ინტრავენური ინფუზია: 1გ ნიუცეფი NPG იხსნება 20 მლ საინექციო წყალში, 0,9% (9 მგ/მლ) ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში, 5% (50 მგ/მლ) ან 10% (100 მგ/მლ) გლუკოზის ხსნარში.

სხვადასხვა ფერი, უფერო - ყვითელი, არ მოქმედებს პროდუქტის ეფექტურობაზე.

გამოიყენეთ მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარები ხილული ნაწილაკების გარეშე.

გამოუყენებელი პროდუქტების ან ნარჩენების განკარგვა უნდა განხორციელდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სისტემური გამოყენების ანტიბაქტერიული საშუალებები, მესამე თაობის ცეფალოსპორინები. ათქ კოდი: J01DD04.

მოქმედების მექანიზმი

ცეფტრიაქსონი აინჰიბირებს ბაქტერიული უჯრედის კედლის სინთეზს პენიცილინშემაკავშირებელ ცილებთან (PBPs) მიერთების შემდეგ. შედეგად, წყდება უჯრედის კედლის (პეპტიდოგლიკანის) ბიოსინთეზი, რაც იწვევს ბაქტერიული უჯრედის განადგურებასა და სიკვდილს.

რეზისტენტობა

ცეფტრიაქსონის მიმართ ბაქტერიების მდგრადობა შეიძლება განპირობებული იყოს ერთი ან რამდენიმე შემდეგი მექანიზმით:

ჰიდროლიზი ბეტა-ლაქტამაზების, მათ შორის გაფართოებული სპექტრის ბეტა-ლაქტამაზების (ESBL), კარბაპენემაზებისაა და AmpC ფერმენტების მიერ, რომელთა ინდუცირება ან მუდმივად აქტივირება შესაძლებელია გარკვეულ აერობულ გრამუარყოფით ბაქტერიებში.

ცეფტრიაქსონის მიმართ პენიცილინშემაკავშირებელი ცილების აფინურობის შემცირება.

გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების გარე მემბრანის შეუღწევადობა.

ბაქტერიის ეფლუქსური ტუმბო.

მგრძნობელობის ზღვრული მაჩვენებლები

ქვემოთ წარმოდგენილია ანტიმიკრობული მგრძნობელობის ტესტირების ევროპული კომიტეტის (EUCAST) მიერ დადგენილი კლინიკური მინიმალური ინჰიბირებადი კონცენტრაციის (MIC) ზღვრული მაჩვენებლები:

მიკროორგანზიმი

განზავების მეთოდი (MIC, მგ/ლ)

მგრძნობიარე

რეზისტენტული

Enterobacteriaceae

≤ 1

> 2

Staphylococcus spp.

a.

a.

Streptococcus spp.( Groups A, B, C, G)

b.

b.

Streptococcus pneumoniae

≤ 0.5c

> 2

Viridans group Streptococci

≤ 0.5

> 0.5

Haemophilus influenzae

≤ 0.12c

> 0.12

Moraxella catarrhalis

≤ 1

> 2

Neisseria gonorrhoeae

≤ 0.12

> 0.12

Neisseria meningitidis

≤ 0.12c

> 0.12

არასახეობრივი

≤ 1d

> 2

a.მგრძნობელობა განისაზღვრა ცეფოქსიტინის მიმართ მგრძნობელობის საფუძველზე.

b.მგრძნობელობა განისაზღვრა პენიცილინის მიმართ მგრძნობელობის საფუძველზე.

c. იზოლატები ცეფტრიაქსონის MIC-ით მგრძნობიარე ზღვრულ მაჩვენებელზე მაღლა იშვიათია და, აღმოჩენის შემთხვევაში, ხელახლა უნდა შემოწმდეს, დადასტურების შემთხვევაში, უნდა გაიგზავნოს ლაბორატორიაში.

d.ზღვრული მაჩვენებლები ვრცელდება დღიურ ინტრავენურ დოზაზე 1 გ x 1 და მაღალ დოზაზე მინიმუმ 2 გ x 1.

კლინიკური ეფექტურობა კონკრეტული პათოგენების მიმართ

შეძენილი რეზისტენტობის გავრცელება შერჩეული სახეობებისთვის შეიძლება განსხვავდებოდეს გეოგრაფიული არეალისა და დროის მიხედვით და მძიმე ინფექციების მკურნალობისას, სასურველია, რეზისტენტობის შესახებ ადგილობრივი ინფორმაციის გამოყენება. საჭიროების შემთხვევაში, როდესაც რეზისტენტობის ადგილობრივი გავრცელება ზოგიერთი ტიპის ინფექციის დროს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ცეფტრიაქსონის გამოყენებას, ექსპერტის რჩევა უნდა იქნას გათვალისწინებული.

ჩვეულებრივ მგრძნობიარე სახეობები

გრამდადებითი აერობები

Staphylococcus aureus (მეთიცილინის მიმართ მგრძნობიარე) £

Staphylococci coagulase-negative (მეთიცილინის მიმართ მგრძნობიარე) £

Streptococcus pyogenes (Group A)

Streptococcus agalactiae (Group B)

Streptococcus pneumoniae

Viridans group Streptococci

გრამუარყოფითი აერობები

Borrelia burgdorferi

Haemophilus influenzae

Haemophilus parainfluenzae

Moraxella catarrhalis

Neisseria gonorrhoea

Neisseria meningitidis

Proteus mirabilis

Providencia spp.

Treponema pallidum

სახეობები, რომლებისთვისაც შეძენილი რეზისტენტობა შეიძლება იყოს პრობლემა

გრამდადებითი აერობები

Staphylococcus epidermidis+

Staphylococcus haemolyticus+

Staphylococcus hominis+

გრამუარყოფითი აერობები

Citrobacter freundii

Enterobacter aerogenes

Enterobacter cloacae

Escherichia coli%

Klebsiella pneumoniae%

Klebsiella oxytoca%

Morganella morganii

Proteus vulgaris

Serratia marcescens

ანაერობები

Bacteroides spp.

Fusobacterium spp.

Peptostreptococcus spp.

Clostridium perfringens

თანდაყოლილი რეზისტენტული მიკროორგანიზმები

გრამდადებითი აერობები

Enterococcus spp.

Listeria monocytogenes

გრამუარყოფითი აერობები

Acinetobacter baumannii

Pseudomonas aeruginosa

Stenotrophomonas maltophilia

ანაერობები

Clostridium difficile

სხვა:

Chlamydia spp.

Chlamydophila spp.

Mycoplasma spp.

Legionella spp.

Ureaplasma urealyticum

£ ყველა მეთიცილინ-რეზისტენტული სტაფილოკოკი რეზისტენტულია ცეფტრიაქსონის მიმართ.

+ რეზისტენტობის მაჩვენებლები >50% მინიმუმ ერთ რეგიონში.

% ESBL–ს წარმომქმნელი შტამები ყოველთვის რეზისტენტულია.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

აბსორბცია

ინტრამუსკულარული ინექცია

ინტრამუსკულარულად შეყვანის შემდეგ, ცეფტრიაქსონის საშუალო მაქსიმალური კონცენტრაცია ექვივალენტური დოზის ინტრავენურად შეყვანის შემდეგ დაფიქსირებული კონცენტრაციის დაახლოებით ნახევარს შეადგენს. მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია ერთჯერადად 1 გ ინტრამუსკულარულად შეყვანის შემდეგ შეადგენს დაახლოებით 81 მგ/ლ-ს და მიიღწევა მიღებიდან 2-3 საათის შემდეგ. ფართობი „კონცენტრაცია – დრო“ (AUC) მრუდის ქვეშ ერთნაირია ინტრავენური და ინტრამუსკულარული შეყვანისას.

ინტრავენური შეყვანა

500მგ და 1გ ცეფტრიაქსონის ინტრავენური ბოლუსური შეყვანის შემთხვევაში, ცეფტრიაქსონის საშუალო მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში, შესაბამისად, დაახლოებით 120 და 200 მგ/ლ-ს შეადგენს. 500მგ, 1გ და 2გ ცეფტრიაქსონის ინტრავენური ინფუზიის შემთხვევაში, ცეფტრიაქსონის კონცენტრაცია პლაზმაში, შესაბამისად, დაახლოებით 80, 150 და 250 მგ/ლ-ს შეადგენს.

განაწილება

ცეფტრიაქსონის განაწილების მოცულობა შეადგენს 7-12 ლიტრს. ყველაზე მნიშვნელოვანი პათოგენებისთვის მინიმალურ ინჰიბიტორულ კონცენტრაციებზე გაცილებით მაღალი კონცენტრაციები გვხვდება ქსოვილებში, მათ შორის ფილტვებში, გულში, სანაღვლე გზებში/ღვიძლში, ნუშურა ჯირკვლებში, შუა ყურისა და ცხვირის ლორწოვან გარსში, ძვალში და ცერებროსპინალურ, პლევრალურ, პროსტატისა და სინოვიალურ სითხეებში. განმეორებითი მიღებისას შეინიშნება საშუალო მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციის (Cmax ) მატება 8-15%-ით; სტაბილური მდგომარეობა უმეტეს შემთხვევაში მიიღწევა 48-72 საათის განმავლობაში, შეყვანის გზის მიხედვით.

შეღწევა კონკრეტულ ქსოვილებში

ცეფტრიაქსონი აღწევს ტვინის გარსებში. შეღწევა ყველაზე დიდია ტვინის გარსების ანთების დროს. ცეფტრიაქსონის საშუალო მაქსიმალური კონცენტრაცია ცერებროსპინალურ სითხეში ბაქტერიული მენინგიტის მქონე პაციენტებში არის პლაზმური დონის 25%-მდე, ხოლო - 2% იმ პაციენტებში, რომელთაც არ აღენიშნებათ ტვინის გარსების ანთება. ცეფტრიაქსონის მაქსიმალური კონცენტრაცია ცერებროსპინალურ სითხეში მიიღწევა ინტრავენური ინექციიდან დაახლოებით 4-6 საათის შემდეგ. ცეფტრიაქსონი გადის პლაცენტურ ბარიერს და მცირე რაოდენობით გამოიყოფა დედის რძეში (იხ. პუნქტი 4.6).

ცილებთან შეკავშირება

ცეფტრიაქსონი შექცევადად უკავშირდება ალბუმინს. პლაზმის ცილებთან შეკავშირება შეადგენს დაახლოებით 95%-ს არაუმეტეს 100 მგ/ლ კონცენტრაციის დროს. შეკავშირება გაჯერებადია და მცირდება კონცენტრაციის მატებასთან ერთად (85%-მდე პლაზმაში 300 მგ/ლ კონცენტრაციის დროს).

ბიოტრანსფორმაცია

ცეფტრიაქსონი არ ექვემდებარება სისტემურ მეტაბოლიზმს; მაგრამ გარდაიქმნება არააქტიურ მეტაბოლიტებად ნაწლავური ფლორის მიერ.

ელიმინაცია

ცეფტრიაქსონის საერთო პლაზმური კლირენსი (შეკავშირებული და შეუკავშირებელი) შეადგენს 10-22 მლ/წთ-ს. თირკმლისმიერი კლირენსი შეადგენს 5-12 მლ/წთ-ს. ცეფტრიაქსონის 50-60% გამოიყოფა უცვლელი სახით შარდით, ძირითადად გორგლისებური ფილტრაციით, ხოლო 40-50% უცვლელი სახით გამოიყოფა ნაღველთან ერთად. ცეფტრიაქსონის ნახავერგამოყოფის პერიოდი მოზრდილებში შეადგენს დაახლოებით 8 საათს.

თირკმლების ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები

თირკმლების ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ცეფტრიაქსონის ფარმაკოკინეტიკა იცვლება უმნიშვნელოდ, ხოლო ნახევარგამოყოფის პერიოდი ოდნავ იზრდება (ორჯერზე ნაკლებად), თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებშიც კი.

თირკმელების ფუნქციის დარღვევის დროს ნახევარგამოყოფის პერიოდის შედარებით უმნიშვნელო ზრდა აიხსნება არათირკმლისმიერი კლირენსის კომპენსატორული ზრდით, რაც გამოწვეულია ცილებთან შეკავშირების შემცირებით და ცეფტრიაქსონის არათირკმლისმიერი კლირენსის შესაბამისი ზრდით.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ცეფტრიაქსონის ნახევარგამოყოფის პერიოდი არ იზრდება თირკმლისმიერი კლირენსის კომპენსატორული ზრდის გამო. ეს ასევე დაკავშირებულია პლაზმაში ცეფტრიაქსონის თავისუფალი ფრაქციის ზრდასთან, რაც ხელს უწყობს პრეპარატის საერთო კლირენსის პარადოქსულ ზრდას, განაწილების მოცულობის ზრდასთან ერთად საერთო კლირენსის პარალელურად.

ხანდაზმულები

75 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში, საშუალო ნახევარგამოყოფის პერიოდი ჩვეულებრივ ორ-სამჯერ მეტია, ვიდრე ახალგაზრდებში.

პედიატრიული პოპულაცია

ცეფტრიაქსონის ნახევარგამოყოფის პერიოდი გაზრდილია ახალშობილებში. დაბადებიდან 14 დღემდე, თავისუფალი ცეფტრიაქსონის დონე შეიძლება კიდევ გაიზარდოს ისეთი ფაქტორების გამო, როგორიცაა გორგლისებური ფილტრაციის დაქვეითება და ცილებთან შეკავშირების დარღვევა. ბავშვებში ნახევარგამოყოფის პერიოდი, ახალშობილებსა ან მოზრდილებთან შედარებით, ნაკლებია.

ახალშობილებში, ჩვილებსა და ბავშვებში პლაზმური კლირენსი და განაწილების მოცულობა უფრო მაღალია, ვიდრე მოზრდილებში.

ხაზოვანება/არა-ხაზოვანება

ცეფტრიაქსონის ფარმაკოკინეტიკა არახაზოვანია და ყველა ძირითადი ფარმაკოკინეტიკური პარამეტრი, დაფუძნებული პრეპარატის საერთო კონცენტრაციებზე, ნახევარგამოყოფის პერიოდის გარდა, დამოკიდებულია დოზაზე და იზრდება ნაკლებ პროპორციულად დოზასთან ერთად. არახაზოვანება განპირობებულია პლაზმის ცილებთან შეკავშირების გაჯერებით და, შესაბამისად, შეინიშნება ჯამური პლაზმური ცეფტრიაქსონისთვის, მაგრამ არა თავისუფალ (დაუკავშირებელი) ცეფტრიაქსონზე.

ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური ურთიერთობა

სხვა ბეტა-ლაქტამების მსგავსად, ფარმაკოკინეტიკური-ფარმაკოდინამიკური ინდექსი, რომელიც აჩვენებს საუკეთესო კორელაციას in vivo ეფექტურობასთან, არის დოზირების ინტერვალის პროცენტი, რათა შეუკავშირებელი კონცენტრაცია დარჩეს ცეფტრიაქსონის მინიმალურ ინჰიბიტორულ კონცენტრაციაზე (MIC) ზემოთ ცალკეული სამიზნე სახეობებისთვის (ანუ %T > MIC).

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

პროდუქტის მახასიათებლების შემაჯამებელი ანგარიში

სამკურნალო საშუალების დასახელება:

ნიუცეფი /NEWCEPH /NPG 1გ ფხვნილი საინექციო ან საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად.

ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

ნიუცეფი NPG 1გ ფხვნილი საინექციო ან საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად

თითოეული ფლაკონის შემადგენლობაში შედის 1 გ ცეფტრიაქსონი, ცეფტრიაქსონ ნატრიუმის სახით.

თითოეული ფლაკონის შემადგენლობაში შედის დაახლოებით 82.8 მგ (3.6 მმოლი) ნატრიუმი.

შემავსებლების სრული ჩამონათვალი იხილეთ პუნქტში 6.1.

წამლის ფორმა

1გ ფხვნილი საინექციო ან საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად

ფხვნილი საინექციო ან საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად.

მოთეთრო- მოყვითალო ფერის ფხვნილი.

კლინიკური მონაცემები

თერაპიული ჩვენებები

ნიუცეფი NPG ინიშნება მოზრდილებსა და ბავშვებში, მათ შორის ახალშობილებში, შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:

ბაქტერიული მენინგიტი

საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია

საავადმყოფოში შეძენილი პნევმონია

შუა ყურის მწვავე ანთება

ინტრააბდომინალური ინფექციები

საშარდე გზების გართულებული ინფექციები (მათ შორის პიელონეფრიტი)

ძვლებისა და სახსრების ინფექციური დაავადებები

კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები

გონორეა

სიფილისი

ბაქტერიული ენდოკარდიტი

ნიუცეფი NPG შეიძლება დაინიშნოს:

მოზრდილებში ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამწვავების დროს;

მოზრდილებსა და ბავშვებში, მათ შორის 15 და მეტი დღის ახალშობილებში, ლაიმის დავადების (ბორელიოზი) (ადრეული (II სტადია) და გვიანი (III სტადია)) სამკურნალოდ;

ქირურგიული ინფექციების პრევენციისთვის;

პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ნეიტროპენია და აქვთ მაღალი ტემპერატურა სავარაუდოდ ბაქტერიული ინფექციის გამო;

პაციენტებში ბაქტერიემიის სამკურნალოდ, რომელიც განვითარდა ან სავარაუდოდ განვითარდა ზემოთ მითითებულ ინფექციებთან დაკავშირებით.

ნიუცეფი NPG უნდა დაინიშნოს სხვა ანტიბაქტერიულ საშუალებებთან ერთად, თუ დაავადების გამომწვევი მგრძნობელობის შესაძლო დიაპაზონი არ მოხვდება მის სპექტრში (იხ. პუნქტი 4.4).

ყურადღება უნდა მიექცეს ოფიციალურ რეკომენდაციებს ანტიბაქტერიული საშუალებების სათანადო გამოყენების შესახებ.

დოზირება და მიღების წესი

დოზირება

დოზა დამოკიდებულია ინფექციის სიმძიმეზე, მგრძნობელობაზე, ლოკალიზაციასა და ტიპზე, ასევე პაციენტის ასაკსა და თირკმლებისა და ღვიძლის ფუნქციონირებაზე.

ქვემოთ მოცემულ ცხრილებში წარმოდგენილი რეკომენდებული დოზები არის ზოგადად რეკომენდებული დოზები აღნიშნული ჩვენებების დროს. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში განიხილება რეკომენდებული დიაპაზონიდან მაქსიმალური დოზების გამოყენების შესაძლებლობა.

მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები (≥ 50 კგ)

ცეფტრიაქსონის დოზა*

მიღების

სიხშირე **

ჩვენებები

1-2გ

დღეში

ერთხელ

საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია

ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამწვავება

ინტრააბდომინალური ინფექციები

საშარდე გზების გართულებული ინფექციები (მათ შორის პიელონეფრიტი)

2გ

დღეში

ერთხელ

საავადმყოფოში შეძენილი პნევმონია

კანის ან რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები

ძვლებისა და სახსრების ინფექციური დაავადებები

2-4გ

დღეში

ერთხელ

პაციენტების მართვა, რომელთაც აღენიშნებათ ნეიტროპენია და აქვთ მაღალი ტემპერატურა სავარაუდოდ ბაქტერიული ინფექციის გამო

ბაქტერიული ენდოკარდიტი

ბაქტერიული მენინგიტი

  • დადასტურებული ბაქტერიემიის შემთხვევაში განიხილება რეკომენდებული დიაპაზონიდან მაქსიმალური დოზების გამოყენების შესაძლებლობა.
  • *დღეში 2გ-ზე მეტი დოზის მიღების შემთხვევაში განიხილება დღეში ორჯერ (12 საათში) მიღების შესაძლებლობა.

მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები (≥ 50 კგ), რომლებსაც ესაჭიროებათ დოზირების სპეციალური გრაფიკი:

შუა ყურის მწვავე ანთება

შესაძლებელია 1-2 გ ნიუცეფი NPG-ის ერთჯერადი ინტრამუსკულური ინექცია. შეზღუდული მონაცემების მიხედვით, მძიმე შემთხვევებში ან წინა მკურნალობის წარუმატებლობის შემთხვევაში, შეიძლება ნიუცეფი NPG -ის დანიშვნა ინტრამუსკულარულად 1-2 გ/დღე დოზით, 3 დღის განმავლობაში.

ქირურგიული ინფექციების პრეოპერაციული პროფილაქტიკა

ოპერაციამდე 2 გ ერთჯერადი დოზა.

გონორეა

500 მგ ერთჯერადად, ინტრამუსკულარულად.

სიფილისი

ჩვეულებრივ რეკომენდირებული დოზებია 500 მგ - 1გ დღეში ერთხელ (ნეიროსიფილისის დროს შეიძლება დოზის გაზრდა 2 გ-მდე დღეში ერთხელ), მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 10-14 დღეს. დოზირებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები სიფილისის, მათ შორის ნეიროსიფილისის შემთხვევაში დაფუძნებულია შეზღუდულ მონაცემებზე. გასათვალისწინებელია ეროვნული ან ადგილობრივი რეკომენდაციები.

ლაიმის დაავადება (ბორელიოზი) (ადრეული (II სტადია) და გვიანი (III სტადია)

2გ დღეში ერთხელ, 14-21 დღის განმავლობაში. მკურნალობის ხანგრძლივობა განსახვავებულია და უნდა შეესაბამებოდეს ეროვნულ ან ადგილობრივ რეკომენდაციებს.

პედიატრიული პოპულაცია

ახალშობილები, ჩვილები და 15 დღიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვები (<50 კგ)

50 კგ ან მეტი სხეულის წონის ბავშვებში გამოყენებული უნდა იყოს მოზრდილთა ჩვეულებრივი დოზა.

ცეფტრიაქსონის დოზა*

მიღების

სიხშირე **

ჩვენებები

50-80 მგ/კგ

დღეში

ერთხელ

ინტრააბდომინალური ინფექციები

საშარდე გზების გართულებული ინფექციები (მათ შორის პიელონეფრიტი)

საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია

საავადმყოფოში შეძენილი პნევმონია

50-100 მგ/კგ

(მაქს. 4გ)

დღეში

ერთხელ

კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები

ძვლებისა და სახსრების ინფექციური დაავადებები

პაციენტების მართვა, რომელთაც აღენიშნებათ ნეიტროპენია და აქვთ მაღალი ტემპერატურა სავარაუდოდ ბაქტერიული ინფექციის გამო

80-100 მგ/კგ

(მაქს. 4გ)

დღეში ერთხელ

ბაქტერიული მენინგიტი

100 მგ/კგ

(მაქს. 4გ)

დღეში ერთხელ

ბაქტერიული ენდოკარდიტი

  • დადასტურებული ბაქტერიემიის შემთხვევაში განიხილება რეკომენდებული დიაპაზონიდან მაქსიმალური დოზების გამოყენების შესაძლებლობა.
  • *დღეში 2გ-ზე მეტი დოზის მიღების შემთხვევაში განიხილება დღეში ორჯერ (12 საათში) მიღების შესაძლებლობა.

ახალშობილები, ჩვილები და 15 დღიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვები (<50 კგ), რომლებსაც ესაჭიროებათ დოზირების სპეციალური გრაფიკი:

შუა ყურის მწვავე ანთება

შუა ყურის მწვავე ანთების მკურნალობის საწყის ეტაპზე შესაძლებელია 50მგ/კგ ნიუცეფი NPG -ის ერთჯერადი ინტრამუსკულური ინექცია. შეზღუდული მონაცემების მიხედვით, მძიმე შემთხვევებში ან წინა მკურნალობის წარუმატებლობის შემთხვევაში, შეიძლება ნიუცეფი NPG -ის დანიშვნა ინტრამუსკულარულად 50მგ/კგ/დღე დოზით, 3 დღის განმავლობაში.

ქირურგიული ინფექციების პრეოპერაციული პროფილაქტიკა

ოპერაციამდე 50-80მგ/კგ ერთჯერადი დოზა.

სიფილისი

ჩვეულებრივ რეკომენდირებული დოზებია 75-100მგ/კგ (მაქს.4გ) დღეში ერთხელ, 10-14 დღის განმავლობაში. დოზირებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები სიფილისის, მათ შორის ნეიროსიფილისის შემთხვევაში, დაფუძნებულია შეზღუდულ მონაცემებზე. გასათვალისწინებელია ეროვნული ან ადგილობრივი რეკომენდაციები.

ლაიმის დაავადება (ბორელიოზი) (ადრეული (II სტადია) და გვიანი (III სტადია)

50-80მგ/კგ დღეში ერთხელ, 14-21 დღის განმავლობაში. მკურნალობის ხანგრძლივობა განსახვავებულია და უნდა შეესაბამებოდეს ეროვნულ ან ადგილობრივ რეკომენდაციებს.

0-14 დღის ახალშობილები

ნიუცეფი NPG უკუნაჩვენებია 41 კვირამდე ასაკის დღენაკლულ ახალშობილებში (პოსტმენსტრუალური ასაკი) (გესტაციური ასაკი + ქრონოლოგიური ასაკი).

ცეფტრიაქსონის დოზა*

მიღების

სიხშირე

ჩვენებები

20-50 მგ/კგ

დღეში

ერთხელ

ინტრააბდომინალური ინფექციები

კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები

საშარდე გზების გართულებული ინფექციები (მათ შორის პიელონეფრიტი)

საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია

საავადმყოფოში შეძენილი პნევმონია

ძვლებისა და სახსრების ინფექციური დაავადებები

პაციენტების მართვა, რომელთაც აღენიშნებათ ნეიტროპენია და აქვთ მაღალი ტემპერატურა სავარაუდოდ ბაქტერიული ინფექციის გამო

50 მგ/კგ

დღეში

ერთხელ

ბაქტერიული მენინგიტი

ბაქტერიული ენდოკარდიტი

  • დადასტურებული ბაქტერიემიის შემთხვევაში განიხილება რეკომენდებული დიაპაზონიდან მაქსიმალური დოზების გამოყენების შესაძლებლობა.

არ არის რეკომენდირებული მაქსიმალური დღიური დოზის 50 მგ/კგ გადაჭარბება.

0-14 დღის ახალშობილები, რომლებსაც ესაჭიროებათ დოზირების სპეციალური გრაფიკი:

შუა ყურის მწვავე ანთება

შუა ყურის მწვავე ანთების მკურნალობის საწყის ეტაპზე შესაძლებელია 50მგ/კგ ნიუცეფი NPG -ის ერთჯერადი ინტრამუსკულური ინექცია.

ქირურგიული ინფექციების პრეოპერაციული პროფილაქტიკა

ოპერაციამდე 20-50მგ/კგ ერთჯერადი დოზა.

სიფილისი

ჩვეულებრივ რეკომენდირებული დოზაა 50მგ/კგ დღეში ერთხელ, 10-14 დღის განმავლობაში. დოზირებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები სიფილისის, მათ შორის ნეიროსიფილისის შემთხვევაში, დაფუძნებულია შეზღუდულ მონაცემებზე. გასათვალისწინებელია ეროვნული ან ადგილობრივი რეკომენდაციები.

მკურნალობის ხანგრძლივობა

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე. სხვა ანტიბიოტიკებით მკურნალობის მსგავსად, ცეფტრიაქსონის გამოყენება უნდა გაგრძელდეს კიდევ 48-72 საათის განმავლობაში ტემპერატურის ნორმალიზების ან გამომწვევი ბაქტერიის ერადიკაციის დადასტურების შემდეგ.

ხანდაზმულები

მოზრდილებისთვის რეკომენდებული დოზების შეცვლა არ არის საჭირო ხანდაზმულებში, იმ პირობით, თუ თირკმელების და ღვიძლის ფუნქციონირება დამაკმაყოფილებელია.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები

ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის დარღვევის მქონე პაციენტებში არ არსებობს დოზის კორექციის საჭიროება თირკმლების ფუნქციის დარღვევების არარსებობის პირობით.

არ არსებობს ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში ჩატარებული კვლევების მონაცემები (იხ. პუნქტი 5.2).

თირკმლების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები

თირკმლების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში არ არსებობს დოზის კორექციის საჭიროება ღვიძლის ფუნქციის დარღვევების არარსებობის პირობით. მხოლოდ პრეტერმინალური სტადიის თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში (კრეატინინის კლირენსი < 10 მლ/წთ), ცეფტრიაქსონის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2 გ-ს დღეში.

დიალიზზე მყოფ პაციენტებში არ არის საჭირო პრეპარატის დამატებით შეყვანა დიალიზის შემდეგ. ცეფტრიაქსონი არ გამოიყოფა პერიტონეალური დიალიზის ან ჰემოდიალიზის გზით. რეკომენდებულია მკაცრი კლინიკური მონიტორინგი პრეპარატის უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზე.

ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტები

ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში რეკომენდებულია პრეპარატის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის მკაცრი კლინიკური კონტროლი.

მიღების წესი

ინტრამუსკულარული ინექცია

ნიუცეფი NPG ინექცია კეთდება ღრმად კუნთში, ინტრამუსკულარულად.

ინტრამუსკულარული ინექციები კეთდება დიდ კუნთში მოცულობით არაუმეტეს 1 გრამისა ერთ ადგილას.

თუ გამხსნელის სახით გამოიყენება ლიდოკაინი, მიღებული ხსნარის შეყვანა არ შეიძლება ინტრავენურად (იხილეთ პუნქტი 4.3.). ასპირაცია დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ შემთხვევითი ინტრავენური ინექცია. გაითვალისწინეთ პროდუქტის მახასიათებლების შემაჯამებელ ანგარიშში მოცემული ლიდოკაინის შესახებ ინფორმაცია.

ინტრავენური ინექცია

ნიუცეფი NPG-ის შეყვანა შესაძლებელია ინტრავენური ინფუზიის გზით არანაკლებ 30 წუთის განმავლობაში (უპირატესი მეთოდი), ან ნელი ინტრავენური ინექციის გზით 5 წუთის განმავლობაში. 5 -წუთიანი ინტრავენური ინექციის წარმოება სასურველია მსხვილ ვენებში. ჩვილებსა და 12 წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდირებულია 50 მგ/კგ და მეტი ინტრავენური დოზების შეყვანა ინფუზიის გზით. ახალშობილებში ინტრავენურად პრეპარატის შეყვანა რეკომენდირებულია 60 წუთის განმავლობაში, ბილირუბინის ენცეფალოპათიის პოტენციური რისკის შესამცირებლად (იხ. პუნქტები 4.3 და 4.4). პრეპარატი შეიყვანება ინტრამუსკულარულად იმ შემთხვევაში, თუ ინტრავენური გზით მისი შეყვანა შეუძლებელი ან მიუღებელია. 2 გრამზე მეტი დოზები შეიყვანება ინტრავენური გზით.

ცეფტრიაქსონი უკუნაჩვენებია ახალშობილებში (≤28 დღე), თუ მათ სჭირდებათ (ან შეიძლება დასჭირდეთ) კალციუმის შემცველი ხსნარების ი/ვ შეყვანა, მათ შორის კალციუმის შემცველი ხსნარების უწყვეტი ინფუზიების დროს, მაგ., პარენტერალური კვებისას, ვინაიდან არსებობს კალციუმ-ცეფტრიაქსონის პრეციპიტატების წარმოქმნის რისკი (იხილეთ პუნქტი 4.3.).

პრეციპიტატების წარმოქმნის რისკის გამო ცეფტრიაქსონის გამხსნელად არ გამოიყენება კალციუმის შემცველი გამხსნელები (მაგ.: რინგერის ხსნარი, ჰარტმანის ხსნარი). ცეფტრიაქსონ- კალციუმის პრეციპიტატების წარმოქმნა შესაძლებელია ცეფტრიაქსონის შერევისას კალციუმის შემცველ ხსნარებთან ინტრავენური გამოყენების ერთ საინფუზიო სისტემაში. ამიტომ, ცეფტრიაქსონისა და კალციუმის შემცველი ხსნარების შერევა ან ერთდროული გამოყენება არ შეიძლება (იხილეთ პუნქტები 4.3, 4.4. და 6.2).

ქირურგიული ინფექციების პრეოპერაციული პროფილაქტიკისათვის ცეფტრიაქსონი გამოიყენება ოპერაციის დაწყებამდე 30-90 წუთით ადრე.

გამოყენებამდე სამკურნალო პროდუქტის გაზავების შესახებ ინფორმაცია იხილეთ პუნქტში 6.6.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა ცეფტრიაქსონის ან ცეფალოსპორინების მიმართ.

ანამნეზში მძიმე ფორმის მომატებული მგრძნობელობის რეაქციების (მაგ. ანაფილაქსიური რეაქცია) არსებობა ნებისმიერი სხვა ტიპის ბეტა-ლაქტამური ანტიბაქტერიული აგენტების (პენიცილინები, მონობაქტამები და კარბაპენემები) მიმართ.

ცეფტრიაქსონი უკუნაჩვენებია:

41 კვირამდე ასაკის დღენაკლულ ახალშობილებში (პოსტმენსტრუალური ასაკი) (გესტაციური ასაკი + ქრონოლოგიური ასაკი)*

დროულ ახალშობილებში (28 დღემდე):

ჰიპერბილირუბინემიის, სიყვითლის, ჰიპოალბუმინემიის ან აციდოზის არსებობის დროს, რადგან ამ დროს შესაძლებელია ბილირუბინის შეკავშირების დარღვევა*.

თუ მათ სჭირდებათ (ან შეიძლება დასჭირდეთ) კალციუმის ან კალციუმის შემცველი ხსნარების ი/ვ შეყვანა, ვინაიდან არსებობს კალციუმ-ცეფტრიაქსონის პრეციპიტატების წარმოქმნის რისკი (იხილეთ პუნქტები 4.3, 4.4. და 6.2).

  • In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ ცეფტრიაქსონს შეუძლია გამოდევნოს ბილირუბინი შრატის ალბუმინის დამაკავშირებელი ადგილებიდან, რამაც ამ პაციენტების ჯგუფში შეიძლება გამოიწვიოს ბილირუბინული ენცეფალოპათიის განვითარება.

ლიდოკაინის გამოყენებასთან დაკავშირებული უკუჩვენებები უნდა გამოირიცხოს ცეფტრიაქსონის ინტრამუსკულარულად შეყვანამდე, თუ გამხსნელად ლიდოკაინის ხსნარი გამოიყენება (იხ. ნაწილი 4.4). გაეცანით პროდუქტის მახასიათებლების შემაჯამებელ ანგარიშში მოცემულ ინფორმაციას ლიდოკაინისა და, განსაკუთრებით, უკუჩვენებების შესახებ.

ლიდოკაინის შემცველი ცეფტრიაქსონის ხსნარების შეყვანა არ შეიძლება ინტრავენურად .

განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები

მომატებული მგრძნობელობის რეაქციები

როგორც სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბაქტერიული აგენტის შემთხვევაში, აღინიშნა სერიოზული და ზოგჯერ ფატალური მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (იხ. პუნქტი 4.8). მძიმე ფორმის ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციების განვითარების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ცეფტრიაქსონით მკურნალობა და დაიწყეთ შესაბამისი ზომების მიღება. მკურნალობის დაწყებამდე უნდა დადგინდეს, აღენიშნება თუ არა პაციენტს ანამნეზში მძიმე ფორმის ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები ცეფტრიაქსონის, ცეფალოსპორინების ან სხვა ტიპის ბეტა-ლაქტამური აგენტების მიმართ. სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ცეფტრიაქსონი პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ მსუბუქი ფორმის ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები სხვა ბეტა-ლაქტამური აგენტების მიმართ.

ცეფტრიაქსონით მკურნალობის დროს დაფიქსირდა მძიმე კანისმხრივი გვერდითი რეაქციები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ლაიელის სინდრომი/ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი და წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომები (DRESS)), რომლებიც შეიძლება იყოს სიცოცხლისათვის საშიში ან ფატალური; თუმცა, აღნიშნულის განვითარების სიხშირე უცნობია (იხ. პუნქტი 4.8).

ურთიერთქმედება კალციუმის შემცველ პროდუქტებთან

აღწერილია ფილტვებსა და თირკმელებში კალციუმ-ცეფტრიაქსონის პრეციპიტატების წარმოქმნასთან დაკავშირებული ფატალური შემთხვევები დღენაკლულ და 1 თვემდე ასაკის დროულ ახალშობილებში, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა საინფუზიო სისტემებით ცეფტრიაქსონისა და კალციუმის შეყვანის შემდეგ. არსებულ სამეცნიერო კვლევის მონაცემებში არ არის დადასტურებული ცნობები ინტრავასკულური პრეციპიტატების წარმოქმნის შესახებ სხვა პაციენტთა ჯგუფებში, რომლებიც ღებულობდნენ ცეფტრიაქსონსა და კალციუმის შემცველ ხსნარებს ან კალციუმის შემცველ სხვა პროდუქტებს. In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ ახალშობილებში, სხვა ასაკობრივ ჯგუფებთან შედარებით, ცეფტრიაქსონ-კალციუმის პრეციპიტატების წარმოქმნის რისკი მაღალია.

არ შეიძლება ცეფტრიაქსონის შერევა ან შეყვანა კალციუმის შემცველ ხსნარებთან ერთად სხვადასხვა საინფუზიო სისტემებში და საინექციო ადგილებზე. თუმცა, 28 დღეზე უფროსი ასაკის პაციენტებში, ცეფტრიაქსონი და კალციუმის შემცველი ხსნარების გამოყენება შეიძლება თანმიმდევრულად, ერთმანეთის მიყოლებით, საინფუზიო სისტემის სხვადასხვა ადგილზე გამოყენებით, ან თუ ერთსა და იმავე ადგილას გამოყენებისას ხდება ინექციის ადგილის ფიზიოლოგიური ხსნარით დამუშავება პრეციპიტატების პრევენციისთვის. პაციენტებში, რომლებსაც ესაჭიროებათ კალციუმის შემცველი ხსნარების უწყვეტი ინფუზია სრული პერენტერალური კვებისთვის (TPN), ჯანდაცვის პროფესიონალებს შეუძლიათ განიხილონ ალტერნატიული ანტიბაქტერიული მკურნალობის შესაძლებლობა, რომელიც არ გულისხმობს პრეციპიტატების წარმოქმნის რისკს. თუ ცეფტრიაქსონის გამოყენება აუცილებელია პაციენტებში, რომლებსაც ესაჭიროებათ უწყვეტი კვება, TPN ხსნარები და ცეფტრიაქსონი შეიძლება ერთდროულად დაინიშნოს, თუმცა სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა საინფუზიო სისტემების გამოყენებით. ანდაც, TPN ხსნარის ინფუზია შეიძლება შეჩერდეს ცეფტრიაქსონის ინფუზიის დროს, საინფუზიო სისტემები უნდა გაიწმინდოს ინფუზიებს შორის (იხ. პუნქტები 4.3, 4.8, 5.2 და 6.2).

პედიატრიული პოპულაცია

ნიუცეფი NPG-ის უსაფრთხოება და ეფექტურობა ახალშობილებში, ჩვილებსა და ბავშვებში დადასტურებულია პუნქტში - „დოზირება და მიღების წესი“ მითითებული დოზების გამოყენებისას (იხ. პუნქტი 4.2). კვლევებმა აჩვენა, რომ სხვა ცეფალოსპორინების მსგავსად, ცეფტრიაქსონმა შეიძლება გამოდევნოს ბილირუბინი სისხლის შრატის ალბუმინთან შეკავშირებიდან.

ნიუცეფი NPG -ის გამოყენება უკუნაჩვენებია დღენაკლულ და დროულ ახალშობილებში, რომლებშიც მაღალია ბილირუბინული ენცეფალოპათიის განვითარების რისკი (იხ. პუნქტი 4.3).

ჰემოლიზური ანემია (IMHA)

ჰემოლიზური ანემია (IMHA) დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ცეფალოსპორინის კლასის ანტიბაქტერიული საშუალებებით, მათ შორის ნიუცეფი NPG -ით (იხ. პუნქტი 4.8). ჰემოლიზური ანემიის მძიმე, მათ შორის ფატალური შემთხვევები, დაფიქსირდა ნიუცეფი NPG -ით მკურნალობის დროს როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.

ცეფტრიაქსონის მიღებისას ანემიის განვითარების შემთხვევაში, არ შეიძლება ცეფალოსპორინთან ასოცირებული ანემიის დიაგნოზის გამორიცხვა, ამიტომ აუცილებელია ცეფტრიაქსონის მოხსნა მისი განვითარების მიზეზების გარკვევამდე.

ხანგრძლივი მკურნალობა

ხანგრძლივი მკურნალობის დროს რეგულარულად უნდა ჩატარდეს სისხლის საერთო ანალიზი.

კოლიტი/არამგრძნობიარე ორგანიზმების ჭარბი ზრდა

თითქმის ყველა ანტიბაქტერიული საშუალებების, მათ შორის ცეფტრიაქსონის გამოყენებისას დაფიქსირდა ანტიბაქტერიულ საშუალებებთან ასოცირებული კოლიტი და ფსევდომემბრანული კოლიტი, რომელიც შეიძლება იყოს სხვადასხვა სიმძიმის, მსუბუქიდან დაწყებული სიცოცხლისთვის საშიში გართულებებით დამთავრებული. ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ დიაგნოზის გათვალისწინება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ დიარეა ცეფტრიაქსონის მიღების დროს ან მის შემდეგ (იხ. პუნქტი 4.8). გასათვალისწინებელია ცეფტრიაქსონით მკურნალობის შეწყვეტა და Clostridium difficile-ს სპეციფიკური მკურნალობის დანიშვნა. არ არის რეკომენდირებული ისეთი სამკურნალო საშუალებების დანიშვნა, რომლებიც თრგუნავენ პერისტალტიკას.

როგორც სხვა ანტიბაქტერიული საშუალებების შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების მიერ გამოწვეული სუპერინფექციები.

თირკმელებისა და ღვიძლის მწვავე უკმარისობა

თირკმელების და ღვიძლის მწვავე უკმარისობის დროს აუცილებელია პრეპარატის უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზე კლინიკური კონტროლი (იხ. პუნქტი 4.2).

სეროლოგიური კვლევის შედეგებზე გავლენა

ნიუცეფი NPG -მა შეიძლება გავლენა იქონიოს კუმბსის ტესტების შედეგებზე, შეიძლება გამოვლინდეს ცრუ დადებითი შედეგები. ასევე შეიძლება გამოვლინდეს გალაქტოზემიის ცრუ დადებითი შედეგები (იხ. პუნქტი 4.8).

შარდში გლუკოზის განსაზღვრის არაფერმენტულ მეთოდებს შეიძლება ცრუ დადებითი შედეგები ჰქონდეს. ნიუცეფი NPG -ით მკურნალობის დროს შარდში გლუკოზის განსაზღვრა უნდა განხორციელდეს ფერმენტული მეთოდით (იხ. პუნქტი 4.8).

სისხლში გლუკოზის მონიტორინგის ზოგიერთმა სისტემამ შესაძლოა არასწორად გაზომოს სისხლში გლუკოზის დონე ცეფტრიაქსონის მიღებისას. გაეცანით თითოეული სისტემის გამოყენების ინსტრუქციას. საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენეთ ანალიზის ალტერნატიული მეთოდი.

ნატრიუმი

ნიუცეფი NPG 1გ ფხვნილი საინექციო ან საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად.

აღნიშნული მედიკამენტის თითო გრამის შემადგენლობაში შედის დაახლოებით 82,8მგ ნატრიუმი, რომელიც ექვივალენტურია ზრდასრულისთვის 2გ ნატრიუმის ჯანმო-ს მიერ რეკომენდებული მაქსიმალური დღიური მოხმარების 4.15 %-ისა.

ანტიბაქტერიული მოქმედების სპექტრი

ცეფტრიაქსონს გააჩნია შეზღუდული ანტიბაქტერიული მოქმედება, ამიტომ არ შეიძლება მისი გამოყენება ერთადერთი პრეპარატის სახით ზოგიერთი ტიპის ინფექციის სამკურნალოდ, თუ გამომწვევი არ არის გამოვლენილი (იხ. პუნქტი 4.2). პოლიმიკრობული ინფექციების შემთხვევაში, როდესაც საეჭვო გამომწვევებში შედის ცეფტრიაქსონის მიმართ რეზისტენტული ორგანიზმები, განიხილება დამატებითი ანტიბიოტიკის დანიშვნა.

ლიდოკაინის გამოყენება

გამხსნელად ლიდოკაინის ხსნარის გამოყენების შემთხვევაში, ცეფტრიაქსონის ხსნარი გამოიყენება მხოლოდ ინტრამუსკულარულად. გამოყენებამდე გაეცანით ლიდოკაინის გამოყენებასთან დაკავშირებულ უკუჩვენებებს, გაფრთხილებებსა და სხვა შესაბამის ინფორმაციას, რომელიც დეტალურად არის აღწერილი პროდუქტის მახასიათებლების შემაჯამებელ ანგარიშში (იხ. ნაწილი 4.3). ლიდოკაინის ხსნარის შეყვანა არ შეიძლება ინტრავენურად.

ბილიარული ლითიაზი

სონოგრამებზე ჩრდილების დაფიქსირების შემთხვევაში, განიხილება ცეფტრიაქსონ-კალციუმის პრეციპიტატების წარმოქმნის შესაძლებლობა. ჩრდილები, რომლებიც შეცდომით ჩაითვალა კენჭებად, გამოვლინდა ნაღვლის ბუშტის სონოგრამებზე და დაფიქსირდა უმეტესად ცეფტრიაქსონის დღეში 1გ და უფრო დიდი დოზებით გამოყენებისას. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო პედიატრიულ პაციენტებში. ასეთი პრეციპიტატები ქრება ცეფტრიაქსონით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. ცეფტრიაქსონ-კალციუმის პრეციპიტატები ნაკლებად უკავშირდება სიმპტომებს. სიმპტომატურ შემთხვევებში რეკომენდირებულია კონსერვატიული არაქირურგიული მართვა და ექიმმა უნდა განიხილოს ცეფტრიაქსონით მკურნალობის შეწყვეტა კონკრეტული სარგებლის/რისკის შეფასების საფუძველზე (იხ. პუნქტი 4.8).

ბილიარული სტაზი

პაციენტებში, რომლების იღებდნენ ნიუცეფი NPG -ს, დაფიქსირდა პანკრეატიტის შემთხვევები, რომელიც შესაძლებელია განვითარდა სანაღვლე გზების ობსტრუქციის შედეგად (იხ. პუნქტი 4.8). ამ პაციენტთა უმეტესობას უკვე მანამდე აღენიშნებოდა ბილიარული სტაზისა და ბილიარული სლაჯის რისკ-ფაქტორები, რომლებშიც შედის ადრე ჩატარებული მკურნალობა, მძიმე დაავადებები და სრული პერენტერალური კვება. შეუძლებელია ნიუცეფი NPG -თან დაკავშირებული ბილიარული პრეციპიტატების ტრიგერის ან კოფაქტორის გამორიცხვა.

ნეფროლიტიაზი

დაფიქსირდა ნეფროლიტიაზის შემთხვევები, რომლებიც შექცევადია ცეფტრიაქსონის მიღების შეწყვეტისას (იხ. პუნქტი 4.8). სიმპტომურ შემთხვევებში უნდა ჩატარდეს ულტრასონოგრაფია. მისი გამოყენება პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ ნეფროლიტიაზი ან ჰიპერკალციურია, ექიმმა უნდა განიხილოს სარგებლის/რისკის შეფასების საფუძველზე.

იარიშ-ჰერქსჰაიმერის რეაქცია (JHR)

იარიშ-ჰერქსჰაიმერის რეაქცია შეიძლება განვითარდეს spirochete-ით გამოწვეული ინფექციების დროს ცეფტრიაქსონით მკურნალობის დაწყებიდან მალევე. JHR, როგორც წესი, თავისთავად ალაგდება ან მისი მართვა შესაძლებელია სიმპტომატური მკურნალობით. ასეთი რეაქციის განვითარების შემთხვევაში ანტიბიოტიკოთერაპია არ უნდა შეწყდეს.

ენცეფალოპათია

ენცეფალოპათია დაფიქსირდა ცეფტრიაქსონის გამოყენებისას (იხ. პუნქტი 4.8), განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევით (იხ. პუნქტი 4.2) ან ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევებით. ცეფტრიაქსონთან ასოცირებულ ენცეფალოპათიაზე ეჭვის შემთხვევაში (მაგ. ცნობიერების ხარისხის დაქვეითება, ფსიქიკური მდგომარეობის შეცვლა, მიოკლონუსი, კონვულსიები), განხილული უნდა იქნას ცეფტრიაქსონის მიღების შეწყვეტა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

პრეციპიტატების წარმოქმნის რისკის გამო, კალციუმის შემცველი გამხსნელები, როგორიცაა რინგერის ხსნარი ან ჰარტმანის ხსნარი, არ გამოიყენება ნიუცეფი NPG -ის გახსნისთვის ან ფლაკონის შიგთავსის დამატებითი გაზავებისთვის ინტრავენური შეყვანის მიზნით. ცეფტრიაქსონ- კალციუმის პრეციპიტატების წარმოქმნა შესაძლებელია ცეფტრიაქსონის შერევისას კალციუმის შემცველ ხსნარებთან ინტრავენური გამოყენების ერთ საინფუზიო სისტემაში. არ შეიძლება ცეფტრიაქსონის შეყვანა კალციუმის შემცველ ინტრავენურად შესაყვან ხსნარებთან ერთად, მათ შორის კალციუმის შემცველი ხსნარების უწყვეტი ინფუზიების დროს, მაგ., პარენტერალური კვებისას Y-პორტის მეშვეობით. თუმცა, ცალკეულ შემთხვევებში (ახალშობილების გარდა) ცეფტრიაქსონი და კალციუმის შემცველი ხსნარების გამოყენება შეიძლება თანმიმდევრულად, ერთმანეთის მიყოლებით, თუ ინფუზიებს შორის საინფუზიო სისტემები სათანადოდ გაირეცხება სტერილური შეთავსებადი ხსნარით. მოზრდილთა პლაზმის და ახალშობილთა ჭიპლარის სისხლის პლაზმის In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ ახალშობილებში ცეფტრიაქსონ- კალციუმის პრეციპიტატების წარმოქმნის რისკი მაღალია (იხ. პუნქტები 4.2, 4.3, 4.4, 4.8 და 6.2).

პერორალურ ანტიკოაგულანტებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს K ვიტამინის ანტაგონისტების დონე და სისხლდენის რისკი. რეკომენდირებულია საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების (INR) ხშირი მონიტორინგი და K ვიტამინის ანტაგონისტის დოზის შესაბამისად კორექტირება, როგორც ცეფტრიაქსონით მკურნალობის დროს, ასევე მის შემდეგ (იხ. პუნქტი 4.8).

არსებობს ურთიერთგამომრიცხავი მონაცემები თირკმელების ტოქსიკურობის პოტენციურ ზრდასთან დაკავშირებით ამინოგლიკოზიდების ცეფალოსპორინებთან ერთად გამოყენებისას. ასეთ შემთხვევებში, რეკომენდირებულია ამინოგლიკოზიდების დონის (და თირკმელების ფუნქციონირების) მონიტორინგი და პაციენტზე კლინიკური დაკვირვება.

In-vitro კვლევებისას გამოვლინდა ანტაგონისტური მოქმედება ქლორამფენიკოლის ცეფტრიაქსონთან კომბინაციის დროს. ამ ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელობა არ არის ცნობილი.

არ არსებობს მონაცემები ურთიერთქმედებების განვითარების შესახებ ცეფტრიაქსონისა და პერორალური კალციუმის შემცველი პრეპარატების ერთად მიღების შემთხევვაში, აგრეთვე ცეფტრიაქსონის ინტრამუსკულარულად და კალციუმის შემცველი პროდუქტების (ინტრავენურად ან პერორალურად) ერთად გამოყენების შემთხვევაში.

პაციენტებში, რომლებიც იღებენ ცეფტრიაქსონს, კუმბსის ტესტმა შეიძლება აჩვენოს ცრუ დადებითი შედეგები.

ცეფტრიაქსონმა, ისევე როგორც სხვა ანტიბიოტიკებმა, შეიძლება გამოიწვიოს გალაქტოზემიის ცრუ დადებითი შედეგები.

ასევე, შარდში გლუკოზის განსაზღვრის არაფერმენტულ მეთოდებს შეიძლება ცრუ დადებითი შედეგები ჰქონდეს. ამიტომ, ცეფტრიაქსონით მკურნალობის დროს შარდში გლუკოზის განსაზღვრა უნდა განხორციელდეს ფერმენტული მეთოდით.

დიდი დოზებით ცეფტრიაქსონისა და ძლიერმოქმედი შარდმდენების (მაგალითად, ფუროსემიდი) ერთად გამოყენებისას თირკმლის ფუნქციის დარღვევა არ დაფიქსირებულა.

პრობენეციდი არ მოქმედებს ცეფტრიაქსონის გამოყოფაზე.

ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

ცეფტრიაქსონი გადის პლაცენტურ ბარიერს. შეზღუდულია მონაცემები ორსულებში ცეფტრიაქსონის გამოყენების შესახებ. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ აჩვენა პირდაპირი ან არაპირდაპირი მავნე ზემოქმედება ჩანასახის/ნაყოფის, პერინატალურ და პოსტნატალურ განვითარებაზე (იხ. პუნქტი 5.3). ცეფტრიაქსონის გამოყენება ორსულობის დროს, განსაკუთრებით ორსულობის პირველ ტრიმესტრში, რეკომენდებულია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სარგებელი აღემატება რისკს.

ლაქტაციის პერიოდი

ცეფტრიაქსონი მცირე რაოდენობით გადადის დედის რძეში, მაგრამ თერაპიული დოზებით ცეფტრიაქსონი არ მოქმედებს ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილებზე. თუმცა, არ შეიძლება გამოირიცხოს დიარეის და ლორწოვანი გარსების სოკოვანი ინფექციის განვითარების რისკი. მხედველობაში უნდა იქნას მიღებული სენსიბილიზაციის განვითარების შესაძლებლობა. გადაწყვეტილება ძუძუთი კვების შეწყვეტის ან ცეფტრიაქსონით მკურნალობის შეწყვეტის/არდაწყების შესახებ მიიღება ბავშვისთვის ძუძუთი კვებისა და ქალისთვის მკურნალობის სარგებლის გათვალისწინებით.

ფერტილობა

რეპროდუქციულმა კვლევებმა არ აჩვენა მამაკაცისა და ქალის ნაყოფიერებაზე უარყოფითი გავლენა.

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე

ცეფტრიაქსონით მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს არასასურველი ეფექტები (მაგ. თავბრუსხვევა), რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტომანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე (იხ. პუნქტი 4.8). პაციენტებმა უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე მანქანის მართვისას ან მექანიზმებთან მუშაობისას.

არასასურველი გვერდითი ეფექტები

ცეფტრიაქსონის მიმართ ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი რეაქციებია ეოზინოფილია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, დიარეა, გამონაყარი და ღვიძლის ფერმენტების მომატება.

მონაცემები ცეფტრიაქსონის გვერდითი რეაქციების განვითარების სიხშირის შესახებ მოპოვებულია კლინიკური კვლევებიდან.

სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად:

ძალიან ხშირი (≥1/10);

ხშირი (≥1/100 - <1/10);

არახშირი (≥1/1000 - <1/100);

იშვიათი (≥1/10,000 - <1/1,000);

უცნობი სიხშირის (მათი გამოვლენის ზუსტი სიხშირე ვერ დგინდება არსებული მონაცემებით).

ორგანოთა სისტემა

ხშირი

არახშირი

იშვიათი

უცნობი სიხშირისa

ინფექციები

სასქესო ორგანოების სოკოვანი დაავადება

ფსევდომემბრანული კოლიტიb

სუპერინფექციაb

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები

ეოზინოფილია

ლეიკოპენია

თრომბოციტოპენია

გრანულოციტოპენია

ანემია

კოაგულოპათია

ჰემოლიზური ანემია b

აგრანულოციტოზი

იმუნური

სისტემის დარღვევები

ანაფილაქსიური შოკი

ანაფილაქსიური რეაქცია

ანაფილაქტოიდური რეაქცია

ჰიპერმგრძნობელობა b

იარიშ-ჰერქსჰაიმერის რეაქცია (JHR)b

ნერვული სისტემის დარღვევები

თავის ტკივილი

თავბრუსხვევა

ენცეფალოპათია

კონვულსია

დარღვევები სმენის ორგანოს მხრივ

ვერტიგო

სასუნთქი გზების, გულმკერდის და შუასაყარის ორგანოების დაავადებები

ბრონქოსპაზმი

გასტროინტესტინალური დარღვევები

დიარეა b

ხშირი თხელი განავალი

გულისრევა

ღებინება

ბრონქოსპაზმი

პანკრეატიტი b

სტომატიტი

გლოსიტი

ჰეპატობილიარული

დარღვევები

ღვიძლის ფერმენტების მომატება

ნალექი ნაღვლის ბუშტში b

კერნიქტერუსი

ჰეპატიტიc

ქოლესტაზური

ჰეპატიტი b, c

დარღვევები კანისა და

კანქვეშა ქსოვილის მხრივ

გამონაყარი

ქავილი

ურტიკარია

სტივენს ჯონსონის სინდრომი b

ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი b

მრავალფორმიანი ერითემა

მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი

წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომები (DRESS)b

დარღვევები თირკმლებისა და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ

ჰემატურია

გლიკოზურია

ოლიგურია

თირკმლის პრეციპიტატები (შექცევადი)

ზოგადი დარღვევები და ადგილობრივი რეაქციები

ფლებიტი

ინექციის ადგილას ტკივილი

პირექსია

შეშუპება

შემცივნება

კვლევები

სისხლში კრეატინინის მომატება

კუმბსის ტესტი ცრუ დადებითი შედეგები b

გალაქტოზემიის ცრუ დადებითი შედეგები b

გლუკოზის განსაზღვრის არაფერმენტული მეთოდები ცრუ დადებითი შედეგები b

aპოსტმარკეტინგული ანგარიშების საფუძველზე. ვინაიდან, ინფორმაცია აღნიშნული რეაქციების შესახებ მოწოდებულია ნებაყოფლობით გაურკვეველი მოცულობის პოპულაციისგან, შეუძლებელია მათი სიხშირის საიმედოდ შეფასება, შესაბამისად, კლასიფიცირებულია, როგორც უცნობი სიხშირის რეაქციები.

b იხილეთ პუნქტი 4.4.

c ჩვეულებრივ შექცევადია ცეფტრიაქსონის მიღების შეწყვეტისას.

ცალკეული გვერდითი რეაქციების აღწერა

ინფექციები

ცეფტრიაქსონის გამოყენების შემდეგ დაფიქსირებული დიარეა შეიძლება დაკავშირებული იყოს Clostridium difficile-თან. აუცილებელია სითხისა და ელექტროლიტების სათანადო კონტროლი (იხ. პუნქტი 4.4).

ცეფტრიაქსონი-კალციუმის მარილების დალექვა

მძიმე და, ზოგ შემთხვევაში, ფატალური გვერდითი რეაქციების იშვიათი შემთხვევები დაფიქსირდა დღენაკლულ და დროულ ახალშობილებში (<28 დღე), რომლებიც ინტრავენურად ღებულობდნენ ცეფტრიაქსონსა და კალციუმს. ცეფტრიაქსონი- კალციუმის მარილების ნალექი დაფიქსირდა ფილტვებსა და თირკმელებში გაკვეთის შემდეგ. ახალშობილებში დალექვის მაღალი რისკი განპირობებულია მათი სისხლის მცირე მოცულობისა და ცეფტრიაქსონის ნახევარგამოყოფის უფრო ხანგრძლივი პერიოდით მოზრდილებთან შედარებით (იხ. პუნქტები 4.3, 4.4 და 5.2).

დაფიქსირდა თირკმლის პრეციპიტატების წარმოქმნის შემთხვევები, ძირითადად ბავშვებში, რომლებიც მკურნალობდნენ დიდი დოზებით (მაგ. ≥ 80 მგ/კგ/დღეში ან ჯამში 10 გ-ზე მეტი დოზებით) და რომლებსაც აღენიშნებოდათ სხვა რისკ-ფაქტორები (მაგ., დეჰიდრატაცია ან საწოლზე მიჯაჭვულობა). ეს მოვლენა შეიძლება იყოს სიმპტომური ან ასიმპტომური, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს შარდსაწვეთის ობსტრუქცია და მწვავე პოსტრენალური თირკმლების უკმარისობა, თუმცა შექცევადია ცეფტრიაქსონის მიღების შეწყვეტისას (იხ. პუნქტი 4.4).

ნაღვლის ბუშტში ცეფტრიაქსონ-კალციუმის პრეციპიტატების წარმოქმნა დაფიქსირდა ძირითადად პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ რეკომენდებულ სტანდარტულზე დიდ დოზებს. ბავშვებში ჩატარებულმა პერსპექტიულმა კვლევებმა აჩვენა პრეციპიტატების წარმოქმნის სიხშირის განსხვავებული მაჩვენებლები ინტრავენური შეყვანისას, ზოგიერთ კვლევაში ეს მაჩვენებელი 30%-ს აღემატება. სიხშირე უფრო დაბალია ნელი ინფუზიის (20-30 წუთი) შემთხვევაში. ეს ეფექტი ჩვეულებრივ ასიმპტომურია, მაგრამ იშვიათ შემთხვევებში პრეციპიტატებს თან ახლავს კლინიკური სიმპტომები, როგორიცაა ტკივილი, გულისრევა და ღებინება. ასეთ შემთხვევებში რეკომენდებულია სიმპტომური მკურნალობა. პრეციპიტატები ჩვეულებრივ შექცევადია ცეფტრიაქსონის მიღების შეწყვეტის შემდეგ (იხ. პუნქტი 4.4).

შეტყობინება საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ

სამედიცინო პროდუქტის ავტორიზაციის შემდეგ შეტყობინებას საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მისი მეშვეობით შესაძლებელია სამედიცინო პროდუქტის სარგებლის/რისკის ბალანსის უწყვეტი მონიტორინგი. ჯანდაცვის სპეციალისტებს ვთხოვთ, განაცხადონ საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ ადგილობრივი რეგულაციების შესაბამისად.

დოზის გადაჭარბება

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს გულისრევის, ღებინების და დიარეის სიმპტომები. ცეფტრიაქსონის კონცენტრაციის შემცირება შეუძლებელია ჰემოდიალიზით ან პერიტონეალური დიალიზით. არ არსებობს სპეციფიკური ანტიდოტი. მკურნალობა სიმპტომურია.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სისტემური გამოყენების ანტიბაქტერიული საშუალებები, მესამე თაობის ცეფალოსპორინები. ათქ კოდი: J01DD04.

მოქმედების მექანიზმი

ცეფტრიაქსონი აინჰიბირებს ბაქტერიული უჯრედის კედლის სინთეზს პენიცილინშემაკავშირებელ ცილებთან (PBPs) მიერთების შემდეგ. შედეგად, წყდება უჯრედის კედლის (პეპტიდოგლიკანის) ბიოსინთეზი, რაც იწვევს ბაქტერიული უჯრედის განადგურებასა და სიკვდილს.

რეზისტენტობა

ცეფტრიაქსონის მიმართ ბაქტერიების მდგრადობა შეიძლება განპირობებული იყოს ერთი ან რამდენიმე შემდეგი მექანიზმით:

ჰიდროლიზი ბეტა-ლაქტამაზების, მათ შორის გაფართოებული სპექტრის ბეტა-ლაქტამაზების (ESBL), კარბაპენემაზებისაა და AmpC ფერმენტების მიერ, რომელთა ინდუცირება ან მუდმივად აქტივირება შესაძლებელია გარკვეულ აერობულ გრამუარყოფით ბაქტერიებში.

ცეფტრიაქსონის მიმართ პენიცილინშემაკავშირებელი ცილების აფინურობის შემცირება.

გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების გარე მემბრანის შეუღწევადობა.

ბაქტერიის ეფლუქსური ტუმბო.

მგრძნობელობის ზღვრული მაჩვენებლები

ქვემოთ წარმოდგენილია ანტიმიკრობული მგრძნობელობის ტესტირების ევროპული კომიტეტის (EUCAST) მიერ დადგენილი კლინიკური მინიმალური ინჰიბირებადი კონცენტრაციის (MIC) ზღვრული მაჩვენებლები:

მიკროორგანზიმი

განზავების მეთოდი (MIC, მგ/ლ)

მგრძნობიარე

რეზისტენტული

Enterobacteriaceae

≤ 1

> 2

Staphylococcus spp.

a.

a.

Streptococcus spp.( Groups A, B, C, G)

b.

b.

Streptococcus pneumoniae

≤ 0.5c

> 2

Viridans group Streptococci

≤ 0.5

> 0.5

Haemophilus influenzae

≤ 0.12c

> 0.12

Moraxella catarrhalis

≤ 1

> 2

Neisseria gonorrhoeae

≤ 0.12

> 0.12

Neisseria meningitidis

≤ 0.12c

> 0.12

არასახეობრივი

≤ 1d

> 2

a.მგრძნობელობა განისაზღვრა ცეფოქსიტინის მიმართ მგრძნობელობის საფუძველზე.

b.მგრძნობელობა განისაზღვრა პენიცილინის მიმართ მგრძნობელობის საფუძველზე.

c. იზოლატები ცეფტრიაქსონის MIC-ით მგრძნობიარე ზღვრულ მაჩვენებელზე მაღლა იშვიათია და, აღმოჩენის შემთხვევაში, ხელახლა უნდა შემოწმდეს, დადასტურების შემთხვევაში, უნდა გაიგზავნოს ლაბორატორიაში.

d.ზღვრული მაჩვენებლები ვრცელდება დღიურ ინტრავენურ დოზაზე 1 გ x 1 და მაღალ დოზაზე მინიმუმ 2 გ x 1.

კლინიკური ეფექტურობა კონკრეტული პათოგენების მიმართ

შეძენილი რეზისტენტობის გავრცელება შერჩეული სახეობებისთვის შეიძლება განსხვავდებოდეს გეოგრაფიული არეალისა და დროის მიხედვით და მძიმე ინფექციების მკურნალობისას, სასურველია, რეზისტენტობის შესახებ ადგილობრივი ინფორმაციის გამოყენება. საჭიროების შემთხვევაში, როდესაც რეზისტენტობის ადგილობრივი გავრცელება ზოგიერთი ტიპის ინფექციის დროს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ცეფტრიაქსონის გამოყენებას, ექსპერტის რჩევა უნდა იქნას გათვალისწინებული.

ჩვეულებრივ მგრძნობიარე სახეობები

გრამდადებითი აერობები

Staphylococcus aureus (მეთიცილინის მიმართ მგრძნობიარე) £

Staphylococci coagulase-negative (მეთიცილინის მიმართ მგრძნობიარე) £

Streptococcus pyogenes (Group A)

Streptococcus agalactiae (Group B)

Streptococcus pneumoniae

Viridans group Streptococci

გრამუარყოფითი აერობები

Borrelia burgdorferi

Haemophilus influenzae

Haemophilus parainfluenzae

Moraxella catarrhalis

Neisseria gonorrhoea

Neisseria meningitidis

Proteus mirabilis

Providencia spp.

Treponema pallidum

სახეობები, რომლებისთვისაც შეძენილი რეზისტენტობა შეიძლება იყოს პრობლემა

გრამდადებითი აერობები

Staphylococcus epidermidis+

Staphylococcus haemolyticus+

Staphylococcus hominis+

გრამუარყოფითი აერობები

Citrobacter freundii

Enterobacter aerogenes

Enterobacter cloacae

Escherichia coli%

Klebsiella pneumoniae%

Klebsiella oxytoca%

Morganella morganii

Proteus vulgaris

Serratia marcescens

ანაერობები

Bacteroides spp.

Fusobacterium spp.

Peptostreptococcus spp.

Clostridium perfringens

თანდაყოლილი რეზისტენტული მიკროორგანიზმები

გრამდადებითი აერობები

Enterococcus spp.

Listeria monocytogenes

გრამუარყოფითი აერობები

Acinetobacter baumannii

Pseudomonas aeruginosa

Stenotrophomonas maltophilia

ანაერობები

Clostridium difficile

სხვა:

Chlamydia spp.

Chlamydophila spp.

Mycoplasma spp.

Legionella spp.

Ureaplasma urealyticum

£ ყველა მეთიცილინ-რეზისტენტული სტაფილოკოკი რეზისტენტულია ცეფტრიაქსონის მიმართ.

+ რეზისტენტობის მაჩვენებლები >50% მინიმუმ ერთ რეგიონში.

% ESBL–ს წარმომქმნელი შტამები ყოველთვის რეზისტენტულია.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

აბსორბცია

ინტრამუსკულარული ინექცია

ინტრამუსკულარულად შეყვანის შემდეგ, ცეფტრიაქსონის საშუალო მაქსიმალური კონცენტრაცია ექვივალენტური დოზის ინტრავენურად შეყვანის შემდეგ დაფიქსირებული კონცენტრაციის დაახლოებით ნახევარს შეადგენს. მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია ერთჯერადად 1 გ ინტრამუსკულარულად შეყვანის შემდეგ შეადგენს დაახლოებით 81 მგ/ლ-ს და მიიღწევა მიღებიდან 2-3 საათის შემდეგ. ფართობი „კონცენტრაცია – დრო“ (AUC) მრუდის ქვეშ ერთნაირია ინტრავენური და ინტრამუსკულარული შეყვანისას.

ინტრავენური შეყვანა

500მგ და 1გ ცეფტრიაქსონის ინტრავენური ბოლუსური შეყვანის შემთხვევაში, ცეფტრიაქსონის საშუალო მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში, შესაბამისად, დაახლოებით 120 და 200 მგ/ლ-ს შეადგენს. 500მგ, 1გ და 2გ ცეფტრიაქსონის ინტრავენური ინფუზიის შემთხვევაში, ცეფტრიაქსონის კონცენტრაცია პლაზმაში, შესაბამისად, დაახლოებით 80, 150 და 250 მგ/ლ-ს შეადგენს.

განაწილება

ცეფტრიაქსონის განაწილების მოცულობა შეადგენს 7-12 ლიტრს. ყველაზე მნიშვნელოვანი პათოგენებისთვის მინიმალურ ინჰიბიტორულ კონცენტრაციებზე გაცილებით მაღალი კონცენტრაციები გვხვდება ქსოვილებში, მათ შორის ფილტვებში, გულში, სანაღვლე გზებში/ღვიძლში, ნუშურა ჯირკვლებში, შუა ყურისა და ცხვირის ლორწოვან გარსში, ძვალში და ცერებროსპინალურ, პლევრალურ, პროსტატისა და სინოვიალურ სითხეებში. განმეორებითი მიღებისას შეინიშნება საშუალო მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციის (Cmax ) მატება 8-15%-ით; სტაბილური მდგომარეობა უმეტეს შემთხვევაში მიიღწევა 48-72 საათის განმავლობაში, შეყვანის გზის მიხედვით.

შეღწევა კონკრეტულ ქსოვილებში

ცეფტრიაქსონი აღწევს ტვინის გარსებში. შეღწევა ყველაზე დიდია ტვინის გარსების ანთების დროს. ცეფტრიაქსონის საშუალო მაქსიმალური კონცენტრაცია ცერებროსპინალურ სითხეში ბაქტერიული მენინგიტის მქონე პაციენტებში არის პლაზმური დონის 25%-მდე, ხოლო - 2% იმ პაციენტებში, რომელთაც არ აღენიშნებათ ტვინის გარსების ანთება. ცეფტრიაქსონის მაქსიმალური კონცენტრაცია ცერებროსპინალურ სითხეში მიიღწევა ინტრავენური ინექციიდან დაახლოებით 4-6 საათის შემდეგ. ცეფტრიაქსონი გადის პლაცენტურ ბარიერს და მცირე რაოდენობით გამოიყოფა დედის რძეში (იხ. პუნქტი 4.6).

ცილებთან შეკავშირება

ცეფტრიაქსონი შექცევადად უკავშირდება ალბუმინს. პლაზმის ცილებთან შეკავშირება შეადგენს დაახლოებით 95%-ს არაუმეტეს 100 მგ/ლ კონცენტრაციის დროს. შეკავშირება გაჯერებადია და მცირდება კონცენტრაციის მატებასთან ერთად (85%-მდე პლაზმაში 300 მგ/ლ კონცენტრაციის დროს).

ბიოტრანსფორმაცია

ცეფტრიაქსონი არ ექვემდებარება სისტემურ მეტაბოლიზმს; მაგრამ გარდაიქმნება არააქტიურ მეტაბოლიტებად ნაწლავური ფლორის მიერ.

ელიმინაცია

ცეფტრიაქსონის საერთო პლაზმური კლირენსი (შეკავშირებული და შეუკავშირებელი) შეადგენს 10-22 მლ/წთ-ს. თირკმლისმიერი კლირენსი შეადგენს 5-12 მლ/წთ-ს. ცეფტრიაქსონის 50-60% გამოიყოფა უცვლელი სახით შარდით, ძირითადად გორგლისებური ფილტრაციით, ხოლო 40-50% უცვლელი სახით გამოიყოფა ნაღველთან ერთად. ცეფტრიაქსონის ნახავერგამოყოფის პერიოდი მოზრდილებში შეადგენს დაახლოებით 8 საათს.

თირკმლების ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები

თირკმლების ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ცეფტრიაქსონის ფარმაკოკინეტიკა იცვლება უმნიშვნელოდ, ხოლო ნახევარგამოყოფის პერიოდი ოდნავ იზრდება (ორჯერზე ნაკლებად), თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებშიც კი.

თირკმელების ფუნქციის დარღვევის დროს ნახევარგამოყოფის პერიოდის შედარებით უმნიშვნელო ზრდა აიხსნება არათირკმლისმიერი კლირენსის კომპენსატორული ზრდით, რაც გამოწვეულია ცილებთან შეკავშირების შემცირებით და ცეფტრიაქსონის არათირკმლისმიერი კლირენსის შესაბამისი ზრდით.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ცეფტრიაქსონის ნახევარგამოყოფის პერიოდი არ იზრდება თირკმლისმიერი კლირენსის კომპენსატორული ზრდის გამო. ეს ასევე დაკავშირებულია პლაზმაში ცეფტრიაქსონის თავისუფალი ფრაქციის ზრდასთან, რაც ხელს უწყობს პრეპარატის საერთო კლირენსის პარადოქსულ ზრდას, განაწილების მოცულობის ზრდასთან ერთად საერთო კლირენსის პარალელურად.

ხანდაზმულები

75 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში, საშუალო ნახევარგამოყოფის პერიოდი ჩვეულებრივ ორ-სამჯერ მეტია, ვიდრე ახალგაზრდებში.

პედიატრიული პოპულაცია

ცეფტრიაქსონის ნახევარგამოყოფის პერიოდი გაზრდილია ახალშობილებში. დაბადებიდან 14 დღემდე, თავისუფალი ცეფტრიაქსონის დონე შეიძლება კიდევ გაიზარდოს ისეთი ფაქტორების გამო, როგორიცაა გორგლისებური ფილტრაციის დაქვეითება და ცილებთან შეკავშირების დარღვევა. ბავშვებში ნახევარგამოყოფის პერიოდი, ახალშობილებსა ან მოზრდილებთან შედარებით, ნაკლებია.

ახალშობილებში, ჩვილებსა და ბავშვებში პლაზმური კლირენსი და განაწილების მოცულობა უფრო მაღალია, ვიდრე მოზრდილებში.

ხაზოვანება/არა-ხაზოვანება

ცეფტრიაქსონის ფარმაკოკინეტიკა არახაზოვანია და ყველა ძირითადი ფარმაკოკინეტიკური პარამეტრი, დაფუძნებული პრეპარატის საერთო კონცენტრაციებზე, ნახევარგამოყოფის პერიოდის გარდა, დამოკიდებულია დოზაზე და იზრდება ნაკლებ პროპორციულად დოზასთან ერთად. არახაზოვანება განპირობებულია პლაზმის ცილებთან შეკავშირების გაჯერებით და, შესაბამისად, შეინიშნება ჯამური პლაზმური ცეფტრიაქსონისთვის, მაგრამ არა თავისუფალ (დაუკავშირებელი) ცეფტრიაქსონზე.

ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური ურთიერთობა

სხვა ბეტა-ლაქტამების მსგავსად, ფარმაკოკინეტიკური-ფარმაკოდინამიკური ინდექსი, რომელიც აჩვენებს საუკეთესო კორელაციას in vivo ეფექტურობასთან, არის დოზირების ინტერვალის პროცენტი, რათა შეუკავშირებელი კონცენტრაცია დარჩეს ცეფტრიაქსონის მინიმალურ ინჰიბიტორულ კონცენტრაციაზე (MIC) ზემოთ ცალკეული სამიზნე სახეობებისთვის (ანუ %T > MIC).

პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები

ცხოველებზე ჩატარებული კვლევების მიხედვით, ცეფტრიაქსონ- კალციუმის მარილის მაღალმა დოზებმა გამოიწვია ძაღლებისა და მაიმუნების ნაღვლის ბუშტში კონკრემენტებისა და პრეციპიტატების წარმოქმნა, რაც შექცევადია. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ გამოავლინა რეპროდუქციული ტოქსიკურობის ან გენოტოქსიკურობის ნიშნები. ცეფტრიაქსონის კანცეროგენურობის კვლევები არ ჩატარებულა

ფარმაცევტული მონაცემები

შემავსებლების ჩამონათვალი

არ გამოიყენება.

შეუთავსებლობა

ანგარიშების მიხედვით, ცეფტრიაქსონი არ არის თავსებადი ამსაკრინთან, ვანკომიცინთან, ფლუკონაზოლთან და ამინოგლიკოზიდებთან.

არ შეიძლება ცეფტრიაქსონის შემცველი ხსნარების დამატება ან შერევა სხვა პრეპარატებთან, გარდა 6.6 პუნქტში აღნიშნულისა. პრეციპიტატების წარმოქმნის რისკის გამო, კალციუმის შემცველი გამხსნელები (მაგ.: რინგერის ხსნარი ან ჰარტმანის ხსნარი) არ გამოიყენება ცეფტრიაქსონის გახსნისთვის ან ფლაკონის შიგთავსის დამატებითი გაზავებისთვის ინტრავენური შეყვანის მიზნით. ცეფტრიაქსონისა და კალციუმის შემცველი ხსნარების შერევა ან ერთდროული გამოყენება არ შეიძლება, მათ შორის სრული პერენტერალური კვების დროს (იხილეთ პუნქტები 4.2, 4.3, 4.4, და 4.8).

ნიუცეფი NPG-თან ერთად სხვა ანტიბიოტიკის გამოყენებისას, დაუშვებელია ერთი შპრიცისა და ერთი საინფუიზიო ხსნარის გამოყენება.

ვარგისიანობის ვადა

გაუზავებელი: 3 წელი

გაზავებული: ფიზიკური და ქიმიური სტაბილურობა ნარჩუნდება სულ მცირე 6 საათის განმავლობაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე და 24 საათის განმავლობაში 2-8°C ტემპერატურის პირობებში.

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, თუ გახსნის/რესუსპენდირების/განზავების მეთოდი არ გამორიცხავს მიკრობული დაბინძურების რისკს, პროდუქტის გამოყენება რეკომენდებულია მომზადებისთანავე. წინააღმდეგ შემთხევვაში, მომხმარებელს ეკისრება პასუხისმგებლობა შენახვის ვადებისა და პირობების დაცვაზე.

შენახვის განსაკუთრებული პირობები

გაუზავებელი: აღნიშნული პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს. შეინახეთ ფლაკონი კოლოფში სინათლისგან დასაცავად.

გაზავებული: გაზავებული სამკურნალო პროდუქტის შენახვის პირობები მოცემულია 6.3 პუნქტში.

შეფუთვა

ნიუცეფი NPG 1გ ფხვნილი საინექციო ან საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად

10 მლ უფერო III ტიპის მინის ფლაკონები ბრომობუტილის რეზინის საცობითა და ალუმინის თავსახურით. კოლოფში მოთავსებულია 1 ფლაკონი.

ნარჩენების განკარგვა და სხვა სახის დამუშავება

კონცენტრაცია ინტრავენური ინექციისთვის: 100 მგ/მლ

კონცენტრაცია ინტრავენური ინფუზიისთვის: 50 მგ/მლ

(დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ პუნქტი 4.2.)

საინექციო და საინფუზიო ხსნარის მომზადება

რეკომენდებულია ახლად მომზადებული ხსნარების გამოყენება. შენახვის პირობები მოცემულია 6.3 პუნქტში.

არ შეიძლება ერთ შპრიცში ნიუცეფი NPG -ისა და სხვა პრეპარატის შერევა, 1% ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარის გარდა (მხოლოდ ინტრამუსკულარული ინექციისთვის).

საინფუზიო სისტემა უნდა გაიწმინდოს ყოველი გამოყენების შემდეგ.

ნიუცეფი NPG 1გ ფხვნილი საინექციო ან საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად

ინტრავენური ინექცია: 1გ ნიუცეფი NPG იხსნება 10 მლ საინექციო წყალში. ინექცია კეთდება 5 წუთის განმავლობაში პირდაპირ ვენაში ან ინტრავენური საინფუზიო სისტემის მეშვეობით.

ინტრამუსკულარულული ინექცია: 1გ ნიუცეფი NPG იხსნება 3,5 მლ 1% (10მგ/მლ) ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარში. ხსნარის შეყვანა შეიძლება ღრმად ინტრამუსკულარულად. 1 გ-ზე მეტი დოზები იყოფა და ინექცია კეთდება რამდენიმე ადგილას.

ინტრავენური ინფუზია: 1გ ნიუცეფი NPG იხსნება 20 მლ საინექციო წყალში, 0,9% (9 მგ/მლ) ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში, 5% (50 მგ/მლ) ან 10% (100 მგ/მლ) გლუკოზის ხსნარში.

სხვადასხვა ფერი, უფერო - ყვითელი, არ მოქმედებს პროდუქტის ეფექტურობაზე.

გამოიყენეთ მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარები ხილული ნაწილაკების გარეშე.

გამოუყენებელი პროდუქტების ან ნარჩენების განკარგვა უნდა განხორციელდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

შპს „ნიუ ფარმ გრუპი“

საქართველო, თბილისი 0154, იროდიონ ევდოშვილის ქ. #18

სავაჭრო ლიცენზიის ნომერი

პირველი რეგისტრაციის/ განახლებული რეგისტრაციის თარიღი

ტექსტის გადახედვის თარიღი: 08/11/2023წ.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა