პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

მეროპენემი/ანფარმი

Meropenem/Anfarm®

რეცეპტით1გინსტრუქცია ქართულადსაბერძნეთი
მოქმედი ნივთიერება
მეროპენემი (meropenem)
ფორმა და შეფუთვა
1გ ფხვნილი ი.ვ. საინექციო/საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №10
მწარმოებელი
ANFARM HELLAS S.A., საბერძნეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, კარბაპენემები
ATC კოდი
J01DH02
რეგისტრაციის ნომერი
რ-044442
რეგისტრირებულია
8 დეკემბერი 2025, მოქმედებს 8 დეკემბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
ურთიერთქმედების შემოწმებამეროპენემი/ანფარმი და სხვა წამალი ერთად

მეროპენემი/ანფარმი — ინსტრუქცია ქართულად

მიღების წესი და დოზირება

ეს პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად თქვენი ექიმის, ფარმაცევტის ან ექთნის მითითებების შესაბამისად. თუ გაქვთ ეჭვები, ჰკითხეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

გამოყენება მოზრდილებში

დოზა დამოკიდებულია თქვენს ინფექციაზე, ორგანიზმში სად არის ინფექცია და რამდენად სერიოზულია. თქვენი ექიმი გადაწყვეტს რომელი დოზაა საჭირო.

დოზა მოზრდილებისათვის ჩვეულებრივ არის 500მგ-დან (გრამის მეათასედი ნაწილი) 2გ-მდე (გრამი). ჩვეულებრივ მიიღებთ ერთ დოზას ყოველ 8 საათში. მიუხედავად ამისა, შეიძლება მიიღოთ ნაკლები დოზა, თუ თქვენი თირკმელები არ ფუნქციონირებენ ძალიან კარგად.

501

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

დოზა 3 თვეზე მეტი და 12 წლამდე ასაკის ბავშვებში განისაზღვრება ბავშვის ასაკისა და წონის მიხედვით. ჩვეულებრივი დოზა არის 10მგ-დან 40მგ-მდე მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm) ბავშვის წონის ყოველ კილოგრამზე (კგ). ერთი დოზა ჩვეულებრივ ეძლევათ ყოველ 8 საათში. ბავშვებს, რომლებიც იწონიან 50 კგ-ზე მეტს, ეძლევათ ზრდასრულთა დოზა.

როგორ უნდა გამოიყენოთ მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm)

მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm) მოგეცემათ ინექციის ან ინფუზიის სახით დიდ ვენაში.

თქვენი ექიმი ან ექთანი როგორც წესია მოგცემენ მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm)-ს.

თუმცა, ზოგიერთმა პაციენტებმა, მშობლებმა და იმათ, ვინც თქვენზე ზრუნავენ, იციან მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm)-ის მიცემა სახლში. მითითებები ამის გასაკეთებლად, განთავსებულია ამ ინსტრუქციაში (პუნქტში სახელწოდებით ,,ინსტრუქცია მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm)-ის გამოსაყენებლად თვითონ პაციენტის ან სახლში ვინმე სხვას მიერ“). მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm) ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ისე, როგორც გითხრათ ექიმმა. თუ არ ხართ დარწმუნებული, უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს.

ინექციის შერევა ან დამატება არ უნდა მოხდეს სხვა პრეპარატების შემცველ ხსნარებთან.

ინექცია შეიძლება გაგრძელდეს დაახლოებით 5 წუთი ან 15-დან და 30 წუთამდე. თქვენი ექიმი გაცნობებთ როგორ უნდა მიიღოთ მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm).

ინექციები უნდა გაკეთდეს ყოველდღე ერთი და იგივე დროს.

თუ გამოიყენეთ მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm)-ის რეგულარულ

დოზაზე მეტი

თუ შეცდომით გამოიყენეთ დანიშნულზე მეტი დოზა, დაუყონებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს.

თუ დაგავიწყდათ მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm)-ის გამოყენება

თუ დაგავიწყდათ ინექცია, ის უნდა გაკეთდეს როგორც კი შესაძლებელი იქნება. ოღონდ, თუ არის შემდეგი ინექციის დრო, არ გაიკეთოთ ის, რომელიც გამოტოვეთ.

არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა (2 ინექცია ერთდროულად) დავიწყებული დოზის ასანაზღაურებლად.

თუ შეწყვიტეთ მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm)-ის გამოყენება

არ შეწყვიტოთ მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm)-ის ინექციის გაკეთება, სანამ ამას არ გეტყვით თქვენი ექიმი.

თუ ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით გაქვთ მეტი შეკითხვა, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ექთანს.

  • შესაძლებელი გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა პრეპარატს, ასევე მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm)-საც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა შესაძლებელია არ გამოვლინდეს ყველა ადამიანში.

მწვავე ალერგიული რეაქციები

თუ გაქვთ მწვავე ალერგიული რეაქცია, შეწყვიტეთ მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm) და დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს. შეიძლება გჭირდებათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ნიშნები შეიძლება მოიცავდეს უეცარ დაწყებას:

ძლიერი გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება კანზე.

სახის, ტუჩების, ენის ან სხეულის სხვა ნაწილების შეშუპება (გასიება).

ქოშინი, ხიხინი (სტვენა) ან სუნთქვის გართულება.

კანის მწვავე რეაქციები, რომლებიც მოიცავს

ჰიპერმგრძნობელობის მწვავე რეაქციები, რომლებიც მოიცავს სიცხეს, კანის გამონაყარს და ცვლილებებს სისხლის ანალიზებში, რომელიც ამოწმებს ღვიძლის ფუნქციონირებას (ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება) და სისხლის თეთრი უჯრედების ერთი ტიპის მომატება (ეოზინოფილია) და შეშუპებული ლიმფური კვანძები. შეიძლება აღინიშნებოდეს მგრძნობელობის პოლიორგანული დარღვევის ნიშნები, ცნობილი როგორც DRESS სინდრომი.

მწვავე, წითელი, აქერცლილი გამონაყარი, ჩირქის შემცველი კანის შებერილობები, ბუშტუკები ან კანის აქერცვლა, რომლებიც შეიძლება დაკავშირებული იყოს მაღალ სიცხესთან და სახსრების ტკივილთან.

კანის ძლიერი გამონაყარი, რაც შეიძლება გამოვლინდეს როგორც წითელი, წრიული ლაქები, ხშირად ბუშტუკებით ცენტრში ტანზე, კანის აქერცვლა, წყლული პირის ღრუში, ყელში, ცხვირში, სასქესო ორგანოებში და თვალებში, რასაც შეიძლება წინ უძღოდეს ცხელება და გრიპის მაგვარი სიმპტომები (Stevens-Johnson სინდრომი) ან უფრო მძიმე ფორმა (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).

ერითროციტების დაზიანება (უცნობი სიხშირის)

ნიშნები მოიცავს:

სუნთქვის გართულება როცა ყველაზე ნაკლებად ელოდებით.

წითელი და ყავისფერი შარდი.

თუ შენიშნეთ რომელიმე ზემოთ აღნიშნულიდან, დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს.

სხვა შესაძლებელი გვერდითი მოვლენები:

ხშირი (შეიძლება გავლენა მოახდინოს 10-დან 1-მდე მომხმარებელზე)

ტკივილი მუცლის ღრუში (კუჭში)

გულისრევა

ღებინება

დიარეა

თავისტკივილი

კანის გამონაყარი, ქავილი კანზე

ტკივილი და ანთება

სისხლში თრომბოციტების მომატებული რაოდენობა (როგორც ჩანს სისხლის საერთო ანალიზში)

ცვლილებები სისხლის ლაბორატორიულ კვლევებში, იმ კვლევების ჩათვლით, რომლებიც აჩვენებენ რამდენად კარგად ფუნქციონირებს ღვიძლი.

არა ხშირი (შეიძლება გავლენა მოახდინოს 100-დან 1-მდე მომხმარებელზე)

ცვლილებები სისხლში. ეს მოიცავს თრომბოციტების შემცირებულ რაოდენობას (შეიძლება უფრო ადვილად გამოგივლინდეთ სილურჯეები), გარკვეული ლეიკოციტების მომატებული რაოდენობა, სხვა ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება და ნივთიერების მომატებული რაოდენობა, რომელსაც ეწოდება ,,ბილირუბინი“. თქვენმა ექიმმა შეიძლება გააკეთოს სისხლის გარკვეული ლაბორატორიული ანალიზები ინტერვალებით.

ცვლილებები სისხლის კვლევებში, იმ კვლევების ჩათვლით, რომლებიც აჩვენებენ რამდენად კარგად ფუნქციონირებს თქვენი თირკმელები.

დაბუჟების შეგრძნება (ჩხვლეტები).

სოკოებით გამოწვეული პირის ღრუს ან საშოს ინფექციები.

ნაწლავის ანთება დიარეასთან ერთად.

ტკივილი ვენებში, სადაც კეთდება მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm)-ის ინექცია.

სხვა ცვლილებები სისხლში. სიმპტომები მოიცავს ხშირ ინფექციებს, სიცხეს და ყელის ტკივილს. თქვენმა ექიმმა შეიძლება გააკეთოს სისხლის ანალიზები ინტერვალებით.

გამონაყარის ან ბუშტუკების ან კანის აქერცვლის უეცარი გამოვლინება. შეიძლება იყოს მაღალ ტემპერატურასთან და სახსრების ტკივილთან ერთად.

იშვიათი (შეიძლება გავლენა მოახდინოს 1.000-დან 1-მდე მომხმარებელზე)

კრუნჩხვები.

გვერდით მოვლენებთან დაკავშირებით

თუ შენიშნეთ რომელიმე გვერდითი მოვლენა, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოქმედებს იმ გვერდით მოვლენებზეც, რომელიც არ არის აღნიშნული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციის ფურცელში. ასევე შეგიძლიათ აცნობოთ გვერდითი მოვლენების თაობაზე პირდაპირ (იხილე ინფორმაცია ქვემოთ). გვერდითი მოვლენების აღნიშვნის მეშვეობით შეგიძლიათ დაეხმაროთ მეტი ინფორმაციის დაგროვებაში წინამდებარე პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

საბერძნეთი

წამლის ეროვნული ორგანიზაცია

მესოღიოს 284

GR-15562 ხოლარღოს, ათენი

ტელ.: +30 21 32040380/337

ფაქსი: + 30 21 06549585

ვებ-გვერდი: http://www.eof.gr.

  • როგორ უნდა შეინახოთ მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm)

შეინახეთ ისეთ ადგილზე, სადაც არ ხედავენ და ვერ წვდებიან ბავშვები.

მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm) არ გამოიყენოთ ვადის თარიღის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბოთლზე. ვადის გასვლის თარიღი არის იმ თვის ბოლო დღე, რომელიც მითითებულია.

არ შეინახოთ 25ºC-ზე მაღალ ტემპერატურაზე.

აღდგენის შემდეგ: აღდგენილი ხსნარები ინტრავენური ინექციისთვის ან ინფუზიისთვის დაუყონებლივ უნდა იყოს გამოყენებული.

მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm)-ის აღდგენილი ხსნარები ინახავენ დამაკმაყოფილებელ აქტივობას ოთახის ტემპერატურაზე (25°C±2°C-მდე), ქვემოთ მოცემული ცხრილის შესაბამისად:

გამხსნელი

ხსნარის სტაბილურობის საათები მდე

25°C±2°C

ხსნარები (50 მგ/მლ) მომზადებული:

Water for injection

Dდაუყონებლივი გამოყენება

ხსნარები (1 მგ/მლ-დან 20 მგ/მლ-მდე) მომზადებული:

NaCl 0.9%

1

Glucose 5%:

1

პრეპარატები არ უნდა ჩავარდეს წყალში, ნაგავში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს როგორ გადააგდოთ პრეპარატები, რომელიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები დაგეხმარებათ გარემოს დაცვაში.

  • სხვა ინფორმაციები

უკუჩვენებები

თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) მეროპენემის ან მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm)-ის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ (მოცემულია პუნქტში 6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაციები).

თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) სხვა ანტიბიოტიკების მიმართ, როგორიც არის პენიცილინები (ცეფალოსპორინები) ან კარბაპენემები, რადგან ასევე შესაძლოა ალერგიული იყოთ მეროპენემის მიმართ.

სიფრთხილის ზომები

მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ან ექთანს სანამ გამოიყენებთ მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm)-ს, თუ:

თუ გაქვთ ჯანმრთელობის პრობლემები, როგორიცაა ღვიძლის ან თირკმელების პრობლემები.

თუ წარსულში გქონდათ მწვავე დიარეა სხვა ანტიბიოტიკების მიღებისშემდეგ.

შეიძლება, ტესტის (Coombs ტესტი) პასუხი იყოს დადებითი, რაც მიუთითებს ერითროციტების განადგურების უნარის მქონე ანტისხეულების არსებობაზე. თქვენი ექიმი ამ საკითხს თქვენთან ერთად განიხილავს.

თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ რომელიმე ზემოთ აღნიშნულიდან თქვენ გეხებათ თუ არა, მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm)-ის გამოყენებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ექთანს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს თუ იყენებთ ან ცოტახნის წინ მიღებული გაქვთს ხვა პრეპარატები.

მიზეზი ის არის, რომ მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm)-მა შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოგიერთი პრეპარატების მოქმედებაზე და ზოგიერთმა პრეპარატებმა შეიძლება იმოქმედონ მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm)-ზე.

კერძოდ, აცნობეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს, თუ ღებულობთ რომელიმე ქვემოთ მოცემულ პრეპარატს:

პრობენეციდი (პოდაგრული ართრიტის სამკურნალოდ)

ვალპროის მჟავა / ნატრიუმის ვალპროატი / ვალპრომიდი (ეპილეფსიის სამკურნალოდ). მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm)-ის გამოყენება არ შეიძლება, ვინაიდან შეიძლება დააქვეითოს ნატრიუმის ვალპროატის მოქმედება.

პერორალური ანტიკოაგულანტები (სისხლის თრომბების სამკურნალოდ ან პრევენციისთვის).

ორსულობა და ძუძუთი კვება

მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm)-ის მიღებამდე მნიშვნელოვანია აცნობოთ თქვენს ექიმს თუ ორსულად ხართ ან გეგმავთ დაორსულებას. ორსულობის განმავლობაში უმჯობესია მოერდიოთ მეროპენემის გამოყენებას. თქვენი ექიმი გადაწყვეტს საჭიროა თუ არა მეროპენემის მიღება.

მეროპენემის მიღებამდე მნიშვნელოვანია აცნობოთ თქვენს ექიმს თუ აჭმევთ ან გეგმავთ, რომ აჭამოთ. ამ პრეპარატის მცირე რაოდენობები შეიძლება გამოიყოს დედის რძეში და შეიძლება იმოქმედოს ბავშვზე. ამიტომ, თქვენი ექიმი გადაწყვეტს შეგიძლიათ თუ არა მეროპენემის მიღება ლაქტაციის დროს.

ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე რჩევა ჰკითხეთ თქვენ ექიმს.

მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

კვლევები მართვისა და ტექნიკასთან მუშაობის უნარზე ზემოქმედების შესახებ არ ჩატარებულა.

თუმცა, მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm)-ის გამოყენება დაკავშირებულია თავის ტკივილთან, კანზე დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნებასა (პარესთეზია) და კუნთების უნებლიე მოძრაობებთან, რაც იწვევს უეცარ/სწრაფ და უკონტროლო შენჯღრევას (კრუნჩხვებს), რომლებსაც ჩვეულებრივ თან ახლავს გონების დაკარგვა და შეიძლება გავლენა იქონიოს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm)-ის ზოგიერთ შემადგენელთან დაკავშირებით

მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm) შეიცავს ნატრიუმს.

მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm) 500მგ: ეს ფარმაცევტული პროდუქტი შეიცავს დაახლოებით 2.0 mEq ნატრიუმს ყოველ 500მგ დოზაზე, რაც გასათვალისწინებელია იმ პაციენტების მიერ, რომლებიც იმყოფებიან დიეტაზე ნატრიუმის შეზღუდვით.

მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm) 1000მგ: ეს ფარმაცევტული პროდუქტი შეიცავს დაახლოებით 4.0 mEq ნატრიუმს ყოველ 1.0გ დოზაზე, რაც გასათვალისწინებელია იმ პაციენტების მიერ, რომლებიც იმყოფებიან დიეტაზე ნატრიუმის შეზღუდვით.

თუ გაქვთ რაიმე დარღვევა, რაც მოითხოვს ნატრიუმის მიღების კონტროლს, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ექთანს.

შემადგენლობა

  • რა არის მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm) და როგორია მისი გამოყენება

მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm) მიეკუთვნება ანტიბიოტიკების ჯგუფს, რომელთაც ეწოდებათ კარბაპენემები. კლავენ მიკრობებს, რომლებსაც შეუძლიათ მწვავე ინფექციების გამოწვევა.

ფილტვებზე მოქმედი ინფექცია (პნევმონია).

ფილტვებისა და ბრონქების ინფექციები კისტური ფიბროზით დაავადებულ პაციენტებში.

საშარდე გზების გართულებული ინფექციები.

მუცლის ღრუს გართულებული ინფექციები.

ინფექციები მშობიარობისას ან მის შემდეგ.

კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები.

თავის ტვინის მწვავე ბაქტერიული ინფექცია (მენინგიტი).

მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm) ასევე შეიძლება გამოყენებული იყოს ნეიტროპენიით დაავადებულ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ცხელება და არსებობს ეჭვი, რომ ეს გამოწვეულია ბაქტერიული ინფექციით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო

გამოყენების ინსტრუქციის ფურცელი:

ინფორმაცია მომხმარებლისთვის

მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm) 500მგ ფხვნილი საინექციო ხსნარისთვის

ან საინფუზიო ხსნარისთვის

მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm) 1000მგფხვნილი საინექციო ხსნარისთვის

ან საინფუზიო ხსნარისთვის

მეროპენემი

სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის გამოყენებას, ყურადღებით წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქციის მთელი ფურცელი, ვინაიდან შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

  • შეინახეთ გამოყენების ინსტრუქციის ეს ფურცელი. შესაძლებელია დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
  • თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, ჰკითხეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
  • რეცეპტი ამ პრეპარატისთვის გაიცა მხოლოდ თქვენთვის. არ უნდა მისცეთ პრეპარატი სხვებს. შეიძლება მათ ზიანი მიაყენოს, მიუხედავად იმისა, რომ მათი სიმპტომები თქვენი სიმპტომების მსგავსია.
  • თუ შენიშნეთ რომელიმე გვერდითი მოვლენა, აცნობეთ ექიმს, ან ფარმაცევტს ან ექთანს. ეს ეხება ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ნახსენები მოცემული ინსტრუქციის ფურცელში. იხილეთ პარაგრაფი 4.

რას მოიცავს წინამდებარე ინსტრუქციის ფურცელი:

რას წარმოადგენს მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm) და

როგორია მისი გამოყენება

რა უნდა იცოდეთ, სანამ გამოიყენებთ მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm)

როგორ უნდა გამოიყენოთ მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm)

შესაძლებელი გვერდითი მოვლენები

როგორ უნდა შეინახოთ მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm)

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაციები

  • რა არის მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm) და როგორია მისი გამოყენება

მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm) მიეკუთვნება ანტიბიოტიკების ჯგუფს, რომელთაც ეწოდებათ კარბაპენემები. კლავენ მიკრობებს, რომლებსაც შეუძლიათ მწვავე ინფექციების გამოწვევა.

ფილტვებზე მოქმედი ინფექცია (პნევმონია).

ფილტვებისა და ბრონქების ინფექციები კისტური ფიბროზით დაავადებულ პაციენტებში.

საშარდე გზების გართულებული ინფექციები.

მუცლის ღრუს გართულებული ინფექციები.

ინფექციები მშობიარობისას ან მის შემდეგ.

კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები.

თავის ტვინის მწვავე ბაქტერიული ინფექცია (მენინგიტი).

მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm) ასევე შეიძლება გამოყენებული იყოს ნეიტროპენიით დაავადებულ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ცხელება და არსებობს ეჭვი, რომ ეს გამოწვეულია ბაქტერიული ინფექციით.

  • რა უნდა იცოდეთ, სანამ გამოიყენებთ მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm)-ს

არ გამოიყენოთ მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm)

თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) მეროპენემის ან მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm)-ის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ (მოცემულია პუნქტში 6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაციები).

თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) სხვა ანტიბიოტიკების მიმართ, როგორიც არის პენიცილინები (ცეფალოსპორინები) ან კარბაპენემები, რადგან ასევე შესაძლოა ალერგიული იყოთ მეროპენემის მიმართ.

გაფრთხილება და პროფილაქტიკა

მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ან ექთანს სანამ გამოიყენებთ მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm)-ს, თუ:

თუ გაქვთ ჯანმრთელობის პრობლემები, როგორიცაა ღვიძლის ან თირკმელების პრობლემები.

თუ წარსულში გქონდათ მწვავე დიარეა სხვა ანტიბიოტიკების მიღებისშემდეგ.

შეიძლება, ტესტის (Coombs ტესტი) პასუხი იყოს დადებითი, რაც მიუთითებს ერითროციტების განადგურების უნარის მქონე ანტისხეულების არსებობაზე. თქვენი ექიმი ამ საკითხს თქვენთან ერთად განიხილავს.

თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ რომელიმე ზემოთ აღნიშნულიდან თქვენ გეხებათ თუ არა, მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm)-ის გამოყენებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ექთანს.

სხვა პრეპარატები და მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm)

აცნობეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს თუ იყენებთ ან ცოტახნის წინ მიღებული გაქვთს ხვა პრეპარატები.

მიზეზი ის არის, რომ მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm)-მა შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოგიერთი პრეპარატების მოქმედებაზე და ზოგიერთმა პრეპარატებმა შეიძლება იმოქმედონ მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm)-ზე.

კერძოდ, აცნობეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს, თუ ღებულობთ რომელიმე ქვემოთ მოცემულ პრეპარატს:

პრობენეციდი (პოდაგრული ართრიტის სამკურნალოდ)

ვალპროის მჟავა / ნატრიუმის ვალპროატი / ვალპრომიდი (ეპილეფსიის სამკურნალოდ). მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm)-ის გამოყენება არ შეიძლება, ვინაიდან შეიძლება დააქვეითოს ნატრიუმის ვალპროატის მოქმედება.

პერორალური ანტიკოაგულანტები (სისხლის თრომბების სამკურნალოდ ან პრევენციისთვის).

ორსულობა და ლაქტაცია

მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm)-ის მიღებამდე მნიშვნელოვანია აცნობოთ თქვენს ექიმს თუ ორსულად ხართ ან გეგმავთ დაორსულებას. ორსულობის განმავლობაში უმჯობესია მოერდიოთ მეროპენემის გამოყენებას. თქვენი ექიმი გადაწყვეტს საჭიროა თუ არა მეროპენემის მიღება.

მეროპენემის მიღებამდე მნიშვნელოვანია აცნობოთ თქვენს ექიმს თუ აჭმევთ ან გეგმავთ, რომ აჭამოთ. ამ პრეპარატის მცირე რაოდენობები შეიძლება გამოიყოს დედის რძეში და შეიძლება იმოქმედოს ბავშვზე. ამიტომ, თქვენი ექიმი გადაწყვეტს შეგიძლიათ თუ არა მეროპენემის მიღება ლაქტაციის დროს.

ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე რჩევა ჰკითხეთ თქვენ ექიმს.

მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

კვლევები მართვისა და ტექნიკასთან მუშაობის უნარზე ზემოქმედების შესახებ არ ჩატარებულა.

თუმცა, მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm)-ის გამოყენება დაკავშირებულია თავის ტკივილთან, კანზე დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნებასა (პარესთეზია) და კუნთების უნებლიე მოძრაობებთან, რაც იწვევს უეცარ/სწრაფ და უკონტროლო შენჯღრევას (კრუნჩხვებს), რომლებსაც ჩვეულებრივ თან ახლავს გონების დაკარგვა და შეიძლება გავლენა იქონიოს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm)-ის ზოგიერთ შემადგენელთან დაკავშირებით

მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm) შეიცავს ნატრიუმს.

მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm) 500მგ: ეს ფარმაცევტული პროდუქტი შეიცავს დაახლოებით 2.0 mEq ნატრიუმს ყოველ 500მგ დოზაზე, რაც გასათვალისწინებელია იმ პაციენტების მიერ, რომლებიც იმყოფებიან დიეტაზე ნატრიუმის შეზღუდვით.

მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm) 1000მგ: ეს ფარმაცევტული პროდუქტი შეიცავს დაახლოებით 4.0 mEq ნატრიუმს ყოველ 1.0გ დოზაზე, რაც გასათვალისწინებელია იმ პაციენტების მიერ, რომლებიც იმყოფებიან დიეტაზე ნატრიუმის შეზღუდვით.

თუ გაქვთ რაიმე დარღვევა, რაც მოითხოვს ნატრიუმის მიღების კონტროლს, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ექთანს.

  • როგორ უნდა გამოიყენოთ მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm)

ეს პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად თქვენი ექიმის, ფარმაცევტის ან ექთნის მითითებების შესაბამისად. თუ გაქვთ ეჭვები, ჰკითხეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

გამოყენება მოზრდილებში

დოზა დამოკიდებულია თქვენს ინფექციაზე, ორგანიზმში სად არის ინფექცია და რამდენად სერიოზულია. თქვენი ექიმი გადაწყვეტს რომელი დოზაა საჭირო.

დოზა მოზრდილებისათვის ჩვეულებრივ არის 500მგ-დან (გრამის მეათასედი ნაწილი) 2გ-მდე (გრამი). ჩვეულებრივ მიიღებთ ერთ დოზას ყოველ 8 საათში. მიუხედავად ამისა, შეიძლება მიიღოთ ნაკლები დოზა, თუ თქვენი თირკმელები არ ფუნქციონირებენ ძალიან კარგად.

501

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

დოზა 3 თვეზე მეტი და 12 წლამდე ასაკის ბავშვებში განისაზღვრება ბავშვის ასაკისა და წონის მიხედვით. ჩვეულებრივი დოზა არის 10მგ-დან 40მგ-მდე მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm) ბავშვის წონის ყოველ კილოგრამზე (კგ). ერთი დოზა ჩვეულებრივ ეძლევათ ყოველ 8 საათში. ბავშვებს, რომლებიც იწონიან 50 კგ-ზე მეტს, ეძლევათ ზრდასრულთა დოზა.

როგორ უნდა გამოიყენოთ მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm)

მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm) მოგეცემათ ინექციის ან ინფუზიის სახით დიდ ვენაში.

თქვენი ექიმი ან ექთანი როგორც წესია მოგცემენ მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm)-ს.

თუმცა, ზოგიერთმა პაციენტებმა, მშობლებმა და იმათ, ვინც თქვენზე ზრუნავენ, იციან მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm)-ის მიცემა სახლში. მითითებები ამის გასაკეთებლად, განთავსებულია ამ ინსტრუქციაში (პუნქტში სახელწოდებით ,,ინსტრუქცია მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm)-ის გამოსაყენებლად თვითონ პაციენტის ან სახლში ვინმე სხვას მიერ“). მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm) ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ისე, როგორც გითხრათ ექიმმა. თუ არ ხართ დარწმუნებული, უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს.

ინექციის შერევა ან დამატება არ უნდა მოხდეს სხვა პრეპარატების შემცველ ხსნარებთან.

ინექცია შეიძლება გაგრძელდეს დაახლოებით 5 წუთი ან 15-დან და 30 წუთამდე. თქვენი ექიმი გაცნობებთ როგორ უნდა მიიღოთ მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm).

ინექციები უნდა გაკეთდეს ყოველდღე ერთი და იგივე დროს.

თუ გამოიყენეთ მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm)-ის რეგულარულ

დოზაზე მეტი

თუ შეცდომით გამოიყენეთ დანიშნულზე მეტი დოზა, დაუყონებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს.

თუ დაგავიწყდათ მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm)-ის გამოყენება

თუ დაგავიწყდათ ინექცია, ის უნდა გაკეთდეს როგორც კი შესაძლებელი იქნება. ოღონდ, თუ არის შემდეგი ინექციის დრო, არ გაიკეთოთ ის, რომელიც გამოტოვეთ.

არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა (2 ინექცია ერთდროულად) დავიწყებული დოზის ასანაზღაურებლად.

თუ შეწყვიტეთ მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm)-ის გამოყენება

არ შეწყვიტოთ მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm)-ის ინექციის გაკეთება, სანამ ამას არ გეტყვით თქვენი ექიმი.

თუ ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით გაქვთ მეტი შეკითხვა, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ექთანს.

  • შესაძლებელი გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა პრეპარატს, ასევე მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm)-საც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა შესაძლებელია არ გამოვლინდეს ყველა ადამიანში.

მწვავე ალერგიული რეაქციები

თუ გაქვთ მწვავე ალერგიული რეაქცია, შეწყვიტეთ მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm) და დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს. შეიძლება გჭირდებათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ნიშნები შეიძლება მოიცავდეს უეცარ დაწყებას:

ძლიერი გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება კანზე.

სახის, ტუჩების, ენის ან სხეულის სხვა ნაწილების შეშუპება (გასიება).

ქოშინი, ხიხინი (სტვენა) ან სუნთქვის გართულება.

კანის მწვავე რეაქციები, რომლებიც მოიცავს

ჰიპერმგრძნობელობის მწვავე რეაქციები, რომლებიც მოიცავს სიცხეს, კანის გამონაყარს და ცვლილებებს სისხლის ანალიზებში, რომელიც ამოწმებს ღვიძლის ფუნქციონირებას (ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება) და სისხლის თეთრი უჯრედების ერთი ტიპის მომატება (ეოზინოფილია) და შეშუპებული ლიმფური კვანძები. შეიძლება აღინიშნებოდეს მგრძნობელობის პოლიორგანული დარღვევის ნიშნები, ცნობილი როგორც DRESS სინდრომი.

მწვავე, წითელი, აქერცლილი გამონაყარი, ჩირქის შემცველი კანის შებერილობები, ბუშტუკები ან კანის აქერცვლა, რომლებიც შეიძლება დაკავშირებული იყოს მაღალ სიცხესთან და სახსრების ტკივილთან.

კანის ძლიერი გამონაყარი, რაც შეიძლება გამოვლინდეს როგორც წითელი, წრიული ლაქები, ხშირად ბუშტუკებით ცენტრში ტანზე, კანის აქერცვლა, წყლული პირის ღრუში, ყელში, ცხვირში, სასქესო ორგანოებში და თვალებში, რასაც შეიძლება წინ უძღოდეს ცხელება და გრიპის მაგვარი სიმპტომები (Stevens-Johnson სინდრომი) ან უფრო მძიმე ფორმა (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).

ერითროციტების დაზიანება (უცნობი სიხშირის)

ნიშნები მოიცავს:

სუნთქვის გართულება როცა ყველაზე ნაკლებად ელოდებით.

წითელი და ყავისფერი შარდი.

თუ შენიშნეთ რომელიმე ზემოთ აღნიშნულიდან, დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს.

სხვა შესაძლებელი გვერდითი მოვლენები:

ხშირი (შეიძლება გავლენა მოახდინოს 10-დან 1-მდე მომხმარებელზე)

ტკივილი მუცლის ღრუში (კუჭში)

გულისრევა

ღებინება

დიარეა

თავისტკივილი

კანის გამონაყარი, ქავილი კანზე

ტკივილი და ანთება

სისხლში თრომბოციტების მომატებული რაოდენობა (როგორც ჩანს სისხლის საერთო ანალიზში)

ცვლილებები სისხლის ლაბორატორიულ კვლევებში, იმ კვლევების ჩათვლით, რომლებიც აჩვენებენ რამდენად კარგად ფუნქციონირებს ღვიძლი.

არა ხშირი (შეიძლება გავლენა მოახდინოს 100-დან 1-მდე მომხმარებელზე)

ცვლილებები სისხლში. ეს მოიცავს თრომბოციტების შემცირებულ რაოდენობას (შეიძლება უფრო ადვილად გამოგივლინდეთ სილურჯეები), გარკვეული ლეიკოციტების მომატებული რაოდენობა, სხვა ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება და ნივთიერების მომატებული რაოდენობა, რომელსაც ეწოდება ,,ბილირუბინი“. თქვენმა ექიმმა შეიძლება გააკეთოს სისხლის გარკვეული ლაბორატორიული ანალიზები ინტერვალებით.

ცვლილებები სისხლის კვლევებში, იმ კვლევების ჩათვლით, რომლებიც აჩვენებენ რამდენად კარგად ფუნქციონირებს თქვენი თირკმელები.

დაბუჟების შეგრძნება (ჩხვლეტები).

სოკოებით გამოწვეული პირის ღრუს ან საშოს ინფექციები.

ნაწლავის ანთება დიარეასთან ერთად.

ტკივილი ვენებში, სადაც კეთდება მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm)-ის ინექცია.

სხვა ცვლილებები სისხლში. სიმპტომები მოიცავს ხშირ ინფექციებს, სიცხეს და ყელის ტკივილს. თქვენმა ექიმმა შეიძლება გააკეთოს სისხლის ანალიზები ინტერვალებით.

გამონაყარის ან ბუშტუკების ან კანის აქერცვლის უეცარი გამოვლინება. შეიძლება იყოს მაღალ ტემპერატურასთან და სახსრების ტკივილთან ერთად.

იშვიათი (შეიძლება გავლენა მოახდინოს 1.000-დან 1-მდე მომხმარებელზე)

კრუნჩხვები.

გვერდით მოვლენებთან დაკავშირებით

თუ შენიშნეთ რომელიმე გვერდითი მოვლენა, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოქმედებს იმ გვერდით მოვლენებზეც, რომელიც არ არის აღნიშნული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციის ფურცელში. ასევე შეგიძლიათ აცნობოთ გვერდითი მოვლენების თაობაზე პირდაპირ (იხილე ინფორმაცია ქვემოთ). გვერდითი მოვლენების აღნიშვნის მეშვეობით შეგიძლიათ დაეხმაროთ მეტი ინფორმაციის დაგროვებაში წინამდებარე პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

საბერძნეთი

წამლის ეროვნული ორგანიზაცია

მესოღიოს 284

GR-15562 ხოლარღოს, ათენი

ტელ.: +30 21 32040380/337

ფაქსი: + 30 21 06549585

ვებ-გვერდი: http://www.eof.gr.

  • როგორ უნდა შეინახოთ მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm)

შეინახეთ ისეთ ადგილზე, სადაც არ ხედავენ და ვერ წვდებიან ბავშვები.

მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm) არ გამოიყენოთ ვადის თარიღის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბოთლზე. ვადის გასვლის თარიღი არის იმ თვის ბოლო დღე, რომელიც მითითებულია.

არ შეინახოთ 25ºC-ზე მაღალ ტემპერატურაზე.

აღდგენის შემდეგ: აღდგენილი ხსნარები ინტრავენური ინექციისთვის ან ინფუზიისთვის დაუყონებლივ უნდა იყოს გამოყენებული.

მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm)-ის აღდგენილი ხსნარები ინახავენ დამაკმაყოფილებელ აქტივობას ოთახის ტემპერატურაზე (25°C±2°C-მდე), ქვემოთ მოცემული ცხრილის შესაბამისად:

გამხსნელი

ხსნარის სტაბილურობის საათები მდე

25°C±2°C

ხსნარები (50 მგ/მლ) მომზადებული:

Water for injection

Dდაუყონებლივი გამოყენება

ხსნარები (1 მგ/მლ-დან 20 მგ/მლ-მდე) მომზადებული:

NaCl 0.9%

1

Glucose 5%:

1

პრეპარატები არ უნდა ჩავარდეს წყალში, ნაგავში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს როგორ გადააგდოთ პრეპარატები, რომელიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები დაგეხმარებათ გარემოს დაცვაში.

  • სხვა ინფორმაციები

რას შეიცავს მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm)

თითოეული ბოთლი შეიცავს მეროპენემის ტრიჰიდრატს, რაც 500მგ მეროპენემის ექვივალენტურია. სხვა კომპონენტია sodium carbonate.

ან

თითოეული ბოთლი შეიცავს მეროპენემის ტრიჰიდრატს, რაც 1გ მეროპენემის ექვივალენტურია. სხვა კომპონენტია sodium carbonate.

მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm)-ის ვიზუალური მხარე

და შეფუთვის შიგთავსი

მეროპენემი (Meropenem) არის თეთრიდან ოდნავ მოყვითალო ფერის ფხვნილი საინექციო ან საინფუზიო ხსნარისთვის.

ფარმაცევტული პროდუქტი იყიდება 1 და 10 ბოთლიან შეფუთვებში.

თითოეული კოლოფი შეიცავს 1 ბოთლს და გამოყენების ინსტრუქციას მომხმარებლისთვის.

თითოეული კოლოფი შეიცავს 10 ბოთლს და გამოყენების ინსტრუქციას მომხმარებლისთვის.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი საბერძნეთისთვის:

ანფარმ საბერძნეთი A.E.

აქაიას & ტრიზინიას 4, 14 564 კიფისია ატიკა, საბერძნეთი, ტელ: +30 210 6831632

მწარმოებელი:

ანფარმ საბერძნეთი A.E.

სხიმატარი ვიოტია

ტელ: 22620 58391

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციის ფურცელი უკანასკნელად

დამოწმდა: ივლისი 2022

ექიმის რჩევა

ანტიბიოტიკები გამოიყენება სოკოებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ. მათ არ აქვთ არანაირი გავლენა ვირუსებით გამოწვეულ ინფექციებზე.

ზოგჯერ, ბაქტერიებით გამოწვეული ინფექცია არ რეაგირებს ანტიბიოტიკურ მკურანლობაზე. ამის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი ის არის, რომ ინფექციის გამომწვევი ბაქტერიები მდგრადია მიღებული ანტიბიოტიკების მიმართ. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ გადარჩენა და გამრავლებაც კი ანტიბიოტიკების გამოყენების მიუხედავად.

ბაქტერიებს შეუძლიათ ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის განვითარება მრავალი მიზეზის გამო. ანტიბიოტიკების ფრთხილად გამოყენებამ შეიძლება შეამციროს ბაქტერიების მათ მიმართ რეზისტენტობის განვითარება.

როდესაც ექიმი გინიშნავთ ანტიბიოტიკებით მკურნალობას, ის მხოლოდ თქვენი დაავადების სამკურნალოდ არის განკუთვნილი. შემდეგი რჩევების გათვალისწინებით, დაეხმარებით ბაქტერიების რეზისტენტობის განვითარების თავიდან აცილებას, რამაც შეიძლება შეაჩეროს ანტიბიოტიკის მოქმედება.

  • ძალიან მნიშვნელოვანია ანტიბიოტიკის მიღება სწორი დოზირებით, სწორ დროს და დღეების სწორი რაოდენობის განმავლობაში. წაიკითხეთ მითითებები ეტიკეტზე და თუ რამე არ გესმით, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს რომ აგიხსნან.
  • ანტიბიოტიკები არ უნდა მიიღოთ თუ ისინი სპეციალურად თქვენთვის არ არის დანიშნული და ისინი უნდა იქნას გამოყენებული იმ ინფექციის სამკურნალოდ, რომლისთვისაც არის დანიშნული.
  • არ უნდა მიიღოთ ანტიბიოტიკები, რომლებიც სხვა ადამიანებს დაენიშნათ, მაშინაც კი, თუ მათ თქვენის მსგავსი ინფექცია ჰქონდათ.
  • არ უნდა მისცეთ თქვენთვის დანიშნული ანტიბიოტიკები სხვა ადამიანებს.
  • თუ ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის დასრულების შემდეგ დაგრჩათ ანტიბიოტიკი, დარჩენილი დოზა სათანადოდ განადგურებისთვის უნდა დააბრუნოთ აფთიაქში.

შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ექიმებისთვის ან ჯანდაცვის სპციალისტებისთვის:

მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm)-ის გამოყენების ინსტრუქცია თქვენთვის ან სახლში სხვა ვინმესთვის

ზოგიერთმა პაციენტებმა, მშობლებმა და იმათ, ვინც თქვენზე ზრუნავენ, იციან მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm)-ის მიცემა სახლში.

ყურადღება - ეს პრეპარატი საკუთარ თავს ან სახლში სხვა პირს უნდა მისცეთ მხოლოდ ექიმის ან ექთნის მიერ სწავლების შემდეგ.

პრეპარატი უნდა იყოს შერეული რაიმე სითხესთან (გამხსნელი). ექიმი გეტყვით გამოსაყენებელი გამხსნელის რადენობას.

პრეპარატი გამოიყენეთ დაუყონებლივ მომზადებისთანავე.

როგორ უნდა მოამზადოთ ეს პრეპარატი

  • დაიბანეთ ხელები და კარგად გაიმშრალეთ. მოამზადეთ სუფთა სივრცე მოსამზადებლად.
  • ამოიღეთ მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm)-ის ბოთლი შეფუთვიდან. შეამოწმეთ ბოთლი და მოქმედების ვადა. შეამოწმეთ, არის თუ არა ბოთლი დაუზიანებელი და ხელუხლებელი.
  • მოხსენით ფერადი თავსახური და გაწმინდეთ ნაცრისფერი რეზინის საცობი სპირტიანი ხელსახოცით. დატოვეთ რეზინის საცობი გასაშრობად.
  • მოათავსეთ ახალი სტერილური ნემსი ახალ სტერილურ შპრიცზე წვერთან შეხების გარეშე.
  • ჩააასხით სტერილური ,,Water for injections“-ის რეკომენდებული რაოდენობა შპრიცში. სითხის რაოდენობა, რაც დაგჭირდებათ, ნაჩვენებია ქვემოთ მოცემულ ცხრილში:

მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm)-ის დოზა

,,Water for injections“ -ის რაოდენობა გახსნისთვის

500მგ

10მლ

1გ

20მლ

1,5გ

30მლ

2გ

40მლ

შენიშვნა: თუ დანიშნული გაქვთ მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm)-ის დოზა 1გ-ზე მეტი, უნდა გამოიყენოთ 1 ბოთლზე მეტი მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm). სითხე უნდა ჩაასხათ ბოთლებიდან შპრიცში.

  • შპრიცის ნემსი გაატარეთ ნაცრისფერი რეზინის საცობის ცენტრში და შეიყვანეთ ,,Water for injections“-ის რეკომენდებული რაოდენობა მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm)-ის ბოთლში ან ბოთლებში.
  • ამოიღეთ ნემსი ბოთლიდან და კარგად შეანჯღრიეთ დაახლოებით 5 წამი ან სანამ მთელი ფხვნილი არ გაიხსნება. ნაცრისფერი რეზინის თავსახური კიდევ ერთხელ გაწმინდეთ ახალი სპირტიანი ხელსახოცით და დატოვეთ რეზინის თავსახური გასაშრობად.
  • შპრიცის დგუშით ბოლომდე დაჭერილი შპრიცში, ნემსი ხელახლა გაატარეთ ნაცრისფერ რეზინის საცობში. უნდა დაიჭიროთ შპრიციც და ბოთლიც და გადააბრუნოთ ბოთლი თავდაყირა.
  • ნემსის წვერი სითხეში გეჭიროთ, დგუში უკან მოქაჩეთ და ბოთლის მთელი სითხე შპრიცში ჩაუშვით.
  • ამოიღეთ ნემსი და შპრიცი ბოთლიდან და ცარიელი ბოთლი გადააგდეთ უსაფრთხო ადგილას.
  • დაიჭირეთ შპრიცი ვერტიკალურად ნემსით ზემოთ მიმართული. მსუბუქად დააკაკუნეთ შპრიცი, რათა სითხეში არსებული ბუშტუკები შპრიცის ზედა ნაწილში გადავიდეს.
  • შპრიციდან ჰაერი ამოიღეთ დგუშის მსუბუქად დაჭერით, სანამ ჰაერი არ გამოვა.
  • თუ მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm)-ს იყენებთ სახლში, გამოყენებული ნემსები და ინექციის აღჭურვილობა სათანადო წესით გადააგდეთ. თუ თქვენი ექიმი გადაწყვეტს მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm)-ით მკურნალობის შეწყვეტას, მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm)-ის ბოთლები სათანადო წესით გადააგდეთ.

ინექციის გაკეთება

ამ პრეპარატის შეყვანა შესაძლებელია პატარა კათეტერის ან ,,venflon“-ის მეშვეობით, ან შესასვლელის ან ცენტრალური ხაზის მეშვეობით.

მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm)-ის შეყვანა მცირე კათეტერის

ან ,,venflon“-ის მეშვეობით

  • ამოიღეთ ნემსი შპრიციდან და გადააგდეთ ნემსი სპეციალურ კონტეინერში.
  • გაწმინდეთ კათეტერის ან venflon-ის წვერი სპირტიანი ხელსახოცით და დატოვეთ გასაშრობად. გახსენით კანულას თავსახური და შეაერთეთ შპრიცი.
  • ნელა დააჭირეთ შპრიცის დგუშს, რათა ანტიბიოტიკი თანმიმდევრულად შეიყვანოთ დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში.
  • როცა დაასრულებთ ანტიბიოტიკის შეყვანას და შპრიცი ცარიელია, ამოიღეთ შპრიცი და გამოიყენეთ გამრეცხი საშუალება თქვენი ექიმის ან ექთნის რეკომენდაციის შესაბამისად.
  • დახურეთ კათეტერის თავსახური და შპრიცი ფრთხილად გადააგდეთ სპეციალურ კონტეინერში.

მეროპენემი/ანფარმ (Meropenem/Anfarm)-ის შეყვანა შესასვლელის ან ცენტრალური ხაზის მეშვეობით

  • მოხსენით შესასვლელის ან ხაზის თავსახური, გაწმინდეთ ხაზის ბოლო სპირტიანი ხელსახოცით და დატოვეთ გასაშრობად.
  • მოათავსეთ შპრიცი და ნელა დააჭირეთ შპრიცის დგუშს, რათა ანტიბიოტიკი თანმიმდევრულად შეიყვანოთ დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში.
  • როცა დაასრულებთ ანტიბიოტიკის შეყვანას, ამოიღეთ შპრიცი და გამოიყენეთ გამრეცხი საშუალება თქვენი ექიმის ან ექთნის რეკომენდაციის შესაბამისად.
  • ცენტრალურ ხაზზე მოათავსეთ ახალი სუფთა თავსახური და ფრთხილად გადააგდეთ შპრიცი სპეციალურ კონტეინერში.

3209

ახლავს შტამპები

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა