პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

გარდე

GARDE

რეცეპტით1გინსტრუქცია ქართულადსაქართველო
რისთვის გამოიყენება

გარდე გამოიყენება ბავშვებში და მოზრდილებში მის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ: პნევმონია (ჰოსპიტალურის ჩათვლით); ინტრააბდომინალური ინფექციები, მათ შორის გართულებული აპენდიციტი, პერიტონიტი, პელვიოპერიტონიტი; სეპტიცემია; მენინგიტი; …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
მეროპენემი (meropenem)
ფორმა და შეფუთვა
1გ ფხვნილი ი.ვ. საინფუზიო/საინექციო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონი №50
მწარმოებელი
„AVERSI-RATIONAL“ LTD (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Reyoung Pharmaceutical Co., Ltd(ჩინეთი)), საქართველო
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, კარბაპენემები
ATC კოდი
J01DH02
რეგისტრაციის ნომერი
რ-036732
რეგისტრირებულია
1 ნოემბერი 2022, მოქმედებს 1 ნოემბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
„AVERSI-RATIONAL“ LTD (საქართველო)
განმცხადებელი
შპს „ავერსი-რაციონალი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაგარდე და სხვა წამალი ერთად

გარდე — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

გარდე გამოიყენება ბავშვებში და მოზრდილებში მის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ:

პნევმონია (ჰოსპიტალურის ჩათვლით);

ინტრააბდომინალური ინფექციები, მათ შორის გართულებული აპენდიციტი,

პერიტონიტი, პელვიოპერიტონიტი;

სეპტიცემია;

მენინგიტი;

კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები;

საშარდე გზების ინფექციები;

გინეკოლოგიური ინფექციები ენდომეტრიტის ჩათვლით;

ბაქტერიულ ინფექციაზე ეჭვი ნეიტროპენიის ფონზე ფებრილური ეპიზოდების

მქონე მოზრდილებში.

მიღების წესი და დოზირება

გარდე გამოიყენება ბოლუსური ინექციის ან ინფუზიის სახით.

მოზრდილებში დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის ტიპსა და სიმძიმეზე, ასევე პაციენტის მდგომარეობაზე. ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადებების დროს რეკომენდებულია შემდეგი დოზირება:

პნევმონია, შარდგამომყოფი სისტემის ინფექციები, გინეკოლოგიური ინფექციები ენდომეტრიტის ჩათვლით, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები – 0.5 გ ყოველ 8 სთ-ში ინტრავენურად;

ჰოსპიტალური პნევმონია, პერიტონიტი, ბაქტერიულ ინფექციაზე ეჭვი ნეიტროპენიის მქონე პაციენტებში, სეპტიცემია – 1 გ ყოველ 8 სთ-ში ინტრავენურად;

მენინგიტი – 2 გ 8 სთ-ში ერთხელ ინტრავენურად.

თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომელთა კრეატინინის კლირენსია 50 მლ/წთ და ნაკლები, დოზა უნდა შემცირდეს შემდეგნაირად:

კრეატინინის კლირენსი

(მლ/წთ)

დოზა (დოზის ერთეულის საფუძველზე – 0.5 გ, 1 გ ან 2 გ)

შეყვანის სიხშირე

50-26

დოზის ერთი ერთეული

12 სთ-ში ერთხელ

25-10

დოზის ერთეულის ნახევარი

12 სთ-ში ერთხელ

<10

დოზის ერთეულის ნახევარი

24 სთ-ში ერთხელ

მეროპენემი გამოიყოფა ჰემოდიალიზის დროს. ამიტომ, თუ საჭიროა მკურნალობის გაგრძელება, რეკომენდებულია დოზის ერთეულის (განსაზღვრული ინფექციის ტიპისა და სიმძიმის მიხედვით) შეყვანა ჰემოდიალიზის დასრულებისას, რათა სისხლის პლაზმაში აღდგენილ იქნას პრეპარატის თერაპიული კონცენტრაცია.

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის შეცვლა არ არის საჭირო.

თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში ან იმ შემთხვევაში, თუ კრეატინინის კლირენსი მეტია 50 მლ/წთ, დოზის კორექცია არ არის საჭირო.

ბავშვებში 3 თვიდან 12 წლამდე რეკომენდებული დოზა ინტრავენური შეყვანისათვის შეადგენს 10-20 მგ/კგ სხეულის მასაზე 8 სთ-ში ერთხელ ინფექციის ტიპისა და სიმძიმის, პათოგენური მიკროორგანიზმის მგრძნობელობისა და პაციენტის მდგომარეობის მიხედვით. 50 კგ-ზე მეტი სხეულის მასის მქონე ბავშვებში გარდე გამოიყენება იგივე დოზით, როგორც მოზრდილებში.

ბავშვებში მენინგიტის დროს რეკომენდებული დოზაა 40 მგ/კგ სხეულის მასაზე 8 სთ-ში ერთხელ.

ხსნარის მომზადების და შეყვანის წესი:

გარდე შეჰყავთ ინტრავენურად ბოლუსური ინექციის სახით (5-დან 20 მლ-მდე) 3-5 წთ-ის განმავლობაში ან ინტრავენური ინფუზიის გზით დაახლოებით 15-30 წთ-ის განმავლობაში.

ინტრავენური ბოლუსური ინექციისათვის გარდე იხსნება 20 მლ სტერილურ საინექციო წყალში, რაც უზრუნველყოფს ხსნარის 50 მგ/მლ კონცენტრაციას.

ინტრავენური ინფუზიისათვის გარდე იხსნება სტერილურ საინექციო წყალში ან შეთავსებად საინფუზიო სითხეში და შემდეგ ზავდება (50-200 მლ-მდე) შეთავსებადი საინფუზიო სითხით.

გარდე შეთავსებადია შემდეგ საინფუზიო სითხეებთან: 0.9%-იან ნატრიუმის ქლორიდის ხსნართან და 5%-იან გლუკოზის ხსნართან.

გარდე არ უნდა იქნას შერეული სხვა პრეპარატების შემცველ ხსნარებთან. ვენაში ინექციისა და ინფუზიისთვის რეკომენდებულია მეროპენემის ახალმომზადებული ხსნარის შეყვანა. დროის ინტერვალი ხსნარის მომზადებიდან ინტრავენური ინექციის ან ინფუზიის დასრულებამდე არ უნდა აღემატებოდეს ერთ საათს. განზავების დროს დაცული უნდა იქნას ანტისეპტიკის სტანდარტული რეჟიმი. განზავებული ხსნარი გამოყენების წინ შეანჯღრიეთ. ყველა ფლაკონი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. ხსნარის გაყინვა დაუშვებელია.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის ან სხვა ბეტა-

ლაქტამური ანტიბიოტიკის მიმართ, მათ შორის კარბაპენემის ჯგუფის სხვა

ანტიბიოტიკისადმი.

სიფრთხილის ზომები

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში აუცილებელია დოზის კორექცია.

გარდეს გამოყენებისას ღვიძლის დაავადების დროს აუცილებელია ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობისა და ბილირუბინის დონის მონიტორინგი.

ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა და შესაბამისი თერაპიის ჩატარება.

ისევე როგორც სხვა ანტიბიოტიკების გამოყენებისას, შესაძლებელია რეზისტენტული მიკროორგანიზმების ჭარბი ზრდა, ამიტომ აუცილებელია თითოეული პაციენტის ხანგრძლივი მონიტორინგი.

არ არსებობს მონაცემები გარდეს გამოყენების შესახებ პერიტონეალურ დიალიზზე მყოფ პაციენტებში.

პრეპარატის გამოყენება მეტიცილინ-რეზისტენტული სტაფილოკოკით გამოწვეული ინფექციების დროს არ არის რეკომენდებული.

ფსევდომემბრანული კოლიტის განვითარება შესაძლოა პრაქტიკულად ყველა ანტიბიოტიკის გამოყენებისას და ინტენსივობის მიხედვით ვლინდება მსუბუქიდან სიცოცხლისათვის სახიფათო ფორმამდე. ამასთან დაკავშირებით, ანტიბიოტიკი სიფრთხილით ინიშნება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების, განსაკუთრებით კოლიტის მქონე პაციენტებში.

მეროპენემი სიფრთხილით გამოიყენება ნეფროტოქსიკურ პრეპარატებთან.

ბავშვებში პრეპარატი გამოიყენება 3 თვის ასაკიდან.

პრეპარატის გამოყენების გამოცდილება პედიატრიაში ნეიტროპენიის, პირველადი ან მეორადი იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში არასაკმარისია. თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე ბავშვებში გარდეს გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია.

Pseudomonas aeruginosa-ს მიერ გამოწვეული მძიმედ მიმდინარე ქვედა სასუნთქი გზების ინფექციის ან მასზე ეჭვის დროს გარდე მონოთერაპიის სახით სიფრთხილით გამოიყენება.

Pseudomonas aeruginosa-ს მიერ გამოწვეული ინფექციის მკურნალობის დროს რეკომენდებულია გამომწვევის მგრძნობელობის რეგულარული განსაზღვრა.

გარდე შეიცავს 90.27 მგ ნატრიუმს, რაც გასათვალისწინებელია ნატრიუმის კონტროლის დიეტაზე მყოფ პაციენტებში.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:

გარდეს ზემოქმედების შესახებ ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე მონაცემები არ არსებობს.

შეფუთვა:

1 გ სტერილური ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონში, 50 ფლაკონი მუყაოს კოლოფში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

პრობენეციდი თრგუნავს მეროპენემის ექსკრეციას თირკმლების მიერ, რაც ზრდის უკანასკნელის ნახევარგამოყოფის პერიოდს და კონცენტრაციას პლაზმაში, ამიტომ მათი ერთდროული შეყვანა არ არის რეკომენდებული.

მეროპენემი შეუთავსებელია ჰეპარინთან.

განციკლოვირისა და მეროპენემის ერთდროული გამოყენება ზრდის გენერალიზებული კრუნჩხვების განვითარების რისკს.

მეროპენემი ავლენს ანტაგონიზმს ბეტა-ლაქტამურ ანტიბიოტიკებთან ურთიერთქმედებისას.

მეროპენემმა შესაძლებელია შეამციროს ვალპროის მჟავას კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში სუბთერაპიულ დონემდე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პრეპარატის გამოყენება ორსულობის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების რისკს. პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. მეროპენემი მცირე რაოდენობით გადადის დედის რძეში, ამიტომ ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების რისკს.

გვერდითი მოვლენები

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ფსევდომემბრანული კოლიტი, ჰიპერბილირუბინემია, ღვიძლის ტრანსამინაზების, ტუტე ფოსფატაზას და ლაქტატდეჰიდროგენაზას აქტივობის მატება, პირის ღრუს კანდიდოზი;

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: გულის უკმარისობის განვითარება ან გართულება, გულის გაჩერება, ტაქი- ან ბრადიკარდია, არტერიული წნევის დაქვეითება ან მომატება, გულის წასვლა, მიოკარდიუმის ინფარქტი, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია;

სისხლმბადი სისტემის მხრივ: შექცევადი თრომბოციტოზი, ეოზინოფილია, თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია, ლეიკოპენია, ძალიან იშვიათად – აგრანულოციტოზი. ზოგიერთ პაციენტში შესაძლებელია აღინიშნოს კუმბსის დადებითი პირდაპირი ან არაპირდაპირი რეაქცია;

ჭარბი დოზა

პრეპარატის დოზის გადაჭარბება ვითარდება იშვიათად თირკმლების საშუალებით მისი სწრაფი ელიმინაციის დარღვევის გამო. დოზის გადაჭარბებისას ტარდება სიმპტომური მკურნალობა. თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ეფექტურია ჰემოდიალიზის ჩატარება.

შემადგენლობა

1 ფლაკონი შეიცავს:

მეროპენემის ტრიჰიდრატს, 1 გ უწყლო მეროპენემის ეკვივალენტურს.

დამხმარე ნივთიერება: ნატრიუმის კარბონატი უწყლო.

შენახვის პირობები

ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

ვარგისობის ვადა :

3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

ფარმაკოლოგიური თვისებები

გარდე წარმოადგენს კარბაპენემების ჯგუფის ფართო სპექტრის ანტიბიოტიკს პარენტერული გამოყენებისათვის, რომელიც მდგრადია ადამიანის დეჰიდროპეპტიდაზა-1-ის მიმართ. პრეპარატის ბაქტერიციდული მოქმედება განპირობებულია მიკროორგანიზმის უჯრედის კედლის სინთეზის დარღვევით.

ბაქტერიის უჯრედის კედლის გავლის სიადვილე, პრაქტიკულად ყველა ბეტა-ლაქტამაზას მიმართ სტაბილურობის მაღალი დონე და პენიცილინის შემაკავშირებელ ცილებთან მნიშვნელოვანი აფინიტეტი განაპირობებს მეროპენემის მძლავრ ბაქტერიციდულ მოქმედებას აერობული და ანაერობული ბაქტერიების ფართო სპექტრის მიმართ.

პრეპარატის ბაქტერიციდული კონცენტრაციები ჩვეულებრივ იგივეა, რაც მინიმალური დამთრგუნველი კონცენტრაციები. in vitro და in vivo კვლევებმა აჩვენა, რომ მეროპენემს გააჩნია პოსტანტიბიოტიკური ეფექტი.

მეროპენემის ანტიბაქტერიული სპექტრი, განსაზღვრული in vitro, მოიცავს პრაქტიკულად ყველა კლინიკურად მნიშვნელოვან გრამდადებით და გრამუარყოფით აერობულ და ანაერობულ მიკროორგანიზმს:

აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები: Bacillus spp., Corynebacterium diphtheriae, Enterococcus faecalis, Enterococcus liquifaciens, Enterococcus avium, Listeria monocytogenes, Lactobacillus spp., Nocardia asteroides, Staphylococcus aureus (პენიცილინაზას მაპროდუცირებელი და არამაპროდუცირებელი შტამები), კოაგულაზა-უარყოფითი სტაფილოკოკები, მათ შორის Staphylococcus epidermidis, Staphylococcus saprophyticus, Staphylococcus capitis, Staphylococcus cohnii, Staphylococcus xylosus, Staphylococcus warneri, Staphylococcus hominis, Staphylococcus simulans, Staphylococcus intermedius, Staphylococcus sciuri, Staphylococcus lugdunensis, Streptococcus pneumoniae (პენიცილინის მიმართ მდგრადი და მგრძნობიარე), Streptococcus agalactiae, Streptococcus pyogenes, Streptococcus equi, Streptococcus bovis, Streptococcus mitis, Streptococcus mitior, Streptococcus milleri, Streptococcus sanguis, Streptococcus viridans, Streptococcus salivarius, Streptococcus morbillorum, G და F ჯგუფების სტრეპტოკოკები, Rhodococcus equi;

აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები: Achromobacter xylosoxidans, Acinetobacter anitratus, Acinetobacter lwoffii, Acinetobacter baumannii, Aeromonas hydrophila, Aeromonas sorbria, Aeromonas caviae, Alcaligenes faecalis, Bordetella bronchiseptica, Brucella melitensis, Campylobacter coli, Campylobacter jejuni, Citrobacter freundii, Citrobacter diversus, Citrobacter koseri, Citrobacter amalonaticus, Enterobacter aerogenes, Enterobacter (Pantoea) agglomerans, Enterobacter cloacae, Enterobacter sakazakii, Escherichia coli, Escherichia hermannii, Gardnerella vaginalis, Haemophilus influenzae (β-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი შტამებისა და ამპიცილინ-რეზისტენტული შტამების ჩათვლით), Haemophilus parainfluenzae, Haemophilus ducreyi, Helicobacter pylori, Neisseria meningitidis, Neisseria gonorrhoeae (ბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი, პენიცილინ- და სპექტინომიცინ-რეზისტენტული შტამების ჩათვლით), Hafnia alvei, Klebsiella pneumoniae, Klebsiella aerogenes, Klebsiella ozaenae, Klebsiella oxytoca, Moraxella (Branhamella) catarrhalis, Morganella morganii, Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Proteus penneri, Providencia rettgeri, Providencia stuartii, Providencia alcalifaciens, Pasteurella multocida, Plesiomonas shigelloides, Pseudomonas aeruginosa, Pseudomonas putida, Pseudomonas alcaligenes, Burkholderia (Pseudomonas) cepacia, Pseudomonas fluorescens, Pseudomonas stutzeri, Pseudomonas pseudomallei, Pseudomonas acidovorans, Salmonella spp. (Salmonella enteritidis, Salmonella typhi-ს ჩათვლით), Serratia marcescens, Serratia liquefaciens, Serratia rubidaea, Shigella sonnei, Shigella flexneri, Shigella boydii, Shigella dysenteriae, Vibrio cholerae, Vibrio parahaemolyticus, Vibrio vulnificus, Yersinia enterocolitica;

ანაერობული მიკროორგანიზმები: Actinomyces odontolyticus, Actinomyces meyeri, Bacteroides-Prevotella-Porphyromonas spp., Bacteroides fragilis, Bacteroides vulgatus, Bacteroides variabilis, Bacteroides pneumosintes, Bacteroides coagulans, Bacteroides uniformis, Bacteroides distasonis, Bacteroides ovatus, Bacteroides thetaiotaomicron, Bacteroides eggerthii, Bacteroides capsillosis, Prevotella buccalis, Prevotella corporis, Bacteroides gracilis, Prevotella melaninogenica, Prevotella intermedia, Prevotella bivia, Prevotella splanchnicus, Prevotella oralis, Prevotella disiens, Prevotella rumenicola, Bacteroides ureolyticus, Prevotella oris, Prevotella buccae, Prevotella denticola, Bacteroides levii, Porphyromonas asaccharolytica, Bifidobacterium spp., Bilophila wadsworthia, Clostridium perfringens, Clostridium bifermentans, Clostridium ramosum, Clostridium sporogenes, Clostridium cadaveris, Clostridium sordellii, Clostridium butyricum, Clostridium clostridiiformis, Clostridium innocuum, Clostridium subterminale, Clostridium tertium, Eubacterium lentum, Eubacterium aerofaciens, Fusobacterium mortiferum, Fusobacterium necrophorum, Fusobacterium nucleatum, Fusobacterium varium, Mobiluncus curtisii, Mobiluncus mulieris, Peptostreptococcus anaerobius, Peptostreptococcus micros, Peptostreptococcus saccharolyticus, Peptococcus saccharolyticus, Peptostreptococcus asaccharolyticus, Peptostreptococcus magnus, Peptostreptococcus prevotii, Propionibacterium acnes, Propionibacterium avidum, Propionibacterium granulosum.

Stenotrophomonas maltophilia, Enterococcus faecium და მეტიცილინ-რეზისტენტული სტაფილოკოკები მდგრადია გარდეს მიმართ.

ფარმაკოკინეტიკა:

30 წთ-ის განმავლობაში 1 გ პრეპარატის ერთჯერადი ინტრავენური შეყვანისას Cmax შეადგენს დაახლოებით 49 მკგ/მლ, ხოლო 5 წთ-ის განმავლობაში 1 გ მეროპენემის ინტრავენური ბოლუსური ინექციისას მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის შრატში შეადგენს დაახლოებით 112 მკგ/მლ. პრეპარატის დაახლოებით 2% უკავშირდება პლაზმის ცილებს. მეროპენემი კარგად აღწევს ორგანიზმის უმეტეს ქსოვილებსა და სითხეებში, მათ შორის ბაქტერიული მენინგიტის მქონე პაციენტების ცერებროსპინალურ სითხეში; მიღწეული კონცენტრაცია აღემატება უმრავლესი მიკროორგანიზმების დამთრგუნველ მინიმალურ კონცენტრაციას.

თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში მეროპენემის მრავალჯერადი შეყვანისას 8 სთ-იანი ინტერვალით პრეპარატის კუმულაცია არ აღინიშნება.

შეყვანილი დოზის დაახლოებით 70% უცვლელი სახით გამოიყოფა შარდთან ერთად 12 სთ-ის განმავლობაში, შემდეგი ექსკრეცია შარდით უმნიშვნელოა. ყოველ 6 სთ-ში 1 გ მეროპენემის შეყვანისას პრეპარატის კუმულაცია პლაზმასა და შარდში არ აღინიშნება. თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში T1/2 შეადგენს დაახლოებით 1 სთ-ს.

მეროპენემის ერთადერთი მეტაბოლიტი მიკრობიოლოგიურად არააქტიურია.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

გარდე

(GARDE)

ზოგადი დახასიათება:

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: მეროპენემი;

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:

თეთრიდან მოყვითალო ფერამდე ფხვნილი;

შემადგენლობა:

1 ფლაკონი შეიცავს:

მეროპენემის ტრიჰიდრატს, 1 გ უწყლო მეროპენემის ეკვივალენტურს.

დამხმარე ნივთიერება: ნატრიუმის კარბონატი უწყლო.

გამოშვების ფორმა:

სტერილური ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კარბაპენემების ჯგუფის ანტიბიოტიკი. ათქ-კოდი: J01DH02.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ჩვენება:

გარდე გამოიყენება ბავშვებში და მოზრდილებში მის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ:

პნევმონია (ჰოსპიტალურის ჩათვლით);

ინტრააბდომინალური ინფექციები, მათ შორის გართულებული აპენდიციტი,

პერიტონიტი, პელვიოპერიტონიტი;

სეპტიცემია;

მენინგიტი;

კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები;

საშარდე გზების ინფექციები;

გინეკოლოგიური ინფექციები ენდომეტრიტის ჩათვლით;

ბაქტერიულ ინფექციაზე ეჭვი ნეიტროპენიის ფონზე ფებრილური ეპიზოდების

მქონე მოზრდილებში.

მიღების წესი და დოზირება:

გარდე გამოიყენება ბოლუსური ინექციის ან ინფუზიის სახით.

მოზრდილებში დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის ტიპსა და სიმძიმეზე, ასევე პაციენტის მდგომარეობაზე. ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადებების დროს რეკომენდებულია შემდეგი დოზირება:

პნევმონია, შარდგამომყოფი სისტემის ინფექციები, გინეკოლოგიური ინფექციები ენდომეტრიტის ჩათვლით, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები – 0.5 გ ყოველ 8 სთ-ში ინტრავენურად;

ჰოსპიტალური პნევმონია, პერიტონიტი, ბაქტერიულ ინფექციაზე ეჭვი ნეიტროპენიის მქონე პაციენტებში, სეპტიცემია – 1 გ ყოველ 8 სთ-ში ინტრავენურად;

მენინგიტი – 2 გ 8 სთ-ში ერთხელ ინტრავენურად.

თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომელთა კრეატინინის კლირენსია 50 მლ/წთ და ნაკლები, დოზა უნდა შემცირდეს შემდეგნაირად:

კრეატინინის კლირენსი

(მლ/წთ)

დოზა (დოზის ერთეულის საფუძველზე – 0.5 გ, 1 გ ან 2 გ)

შეყვანის სიხშირე

50-26

დოზის ერთი ერთეული

12 სთ-ში ერთხელ

25-10

დოზის ერთეულის ნახევარი

12 სთ-ში ერთხელ

<10

დოზის ერთეულის ნახევარი

24 სთ-ში ერთხელ

მეროპენემი გამოიყოფა ჰემოდიალიზის დროს. ამიტომ, თუ საჭიროა მკურნალობის გაგრძელება, რეკომენდებულია დოზის ერთეულის (განსაზღვრული ინფექციის ტიპისა და სიმძიმის მიხედვით) შეყვანა ჰემოდიალიზის დასრულებისას, რათა სისხლის პლაზმაში აღდგენილ იქნას პრეპარატის თერაპიული კონცენტრაცია.

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის შეცვლა არ არის საჭირო.

თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში ან იმ შემთხვევაში, თუ კრეატინინის კლირენსი მეტია 50 მლ/წთ, დოზის კორექცია არ არის საჭირო.

ბავშვებში 3 თვიდან 12 წლამდე რეკომენდებული დოზა ინტრავენური შეყვანისათვის შეადგენს 10-20 მგ/კგ სხეულის მასაზე 8 სთ-ში ერთხელ ინფექციის ტიპისა და სიმძიმის, პათოგენური მიკროორგანიზმის მგრძნობელობისა და პაციენტის მდგომარეობის მიხედვით. 50 კგ-ზე მეტი სხეულის მასის მქონე ბავშვებში გარდე გამოიყენება იგივე დოზით, როგორც მოზრდილებში.

ბავშვებში მენინგიტის დროს რეკომენდებული დოზაა 40 მგ/კგ სხეულის მასაზე 8 სთ-ში ერთხელ.

ხსნარის მომზადების და შეყვანის წესი:

გარდე შეჰყავთ ინტრავენურად ბოლუსური ინექციის სახით (5-დან 20 მლ-მდე) 3-5 წთ-ის განმავლობაში ან ინტრავენური ინფუზიის გზით დაახლოებით 15-30 წთ-ის განმავლობაში.

ინტრავენური ბოლუსური ინექციისათვის გარდე იხსნება 20 მლ სტერილურ საინექციო წყალში, რაც უზრუნველყოფს ხსნარის 50 მგ/მლ კონცენტრაციას.

ინტრავენური ინფუზიისათვის გარდე იხსნება სტერილურ საინექციო წყალში ან შეთავსებად საინფუზიო სითხეში და შემდეგ ზავდება (50-200 მლ-მდე) შეთავსებადი საინფუზიო სითხით.

გარდე შეთავსებადია შემდეგ საინფუზიო სითხეებთან: 0.9%-იან ნატრიუმის ქლორიდის ხსნართან და 5%-იან გლუკოზის ხსნართან.

გარდე არ უნდა იქნას შერეული სხვა პრეპარატების შემცველ ხსნარებთან. ვენაში ინექციისა და ინფუზიისთვის რეკომენდებულია მეროპენემის ახალმომზადებული ხსნარის შეყვანა. დროის ინტერვალი ხსნარის მომზადებიდან ინტრავენური ინექციის ან ინფუზიის დასრულებამდე არ უნდა აღემატებოდეს ერთ საათს. განზავების დროს დაცული უნდა იქნას ანტისეპტიკის სტანდარტული რეჟიმი. განზავებული ხსნარი გამოყენების წინ შეანჯღრიეთ. ყველა ფლაკონი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. ხსნარის გაყინვა დაუშვებელია.

გვერდითი მოვლენები:

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ფსევდომემბრანული კოლიტი, ჰიპერბილირუბინემია, ღვიძლის ტრანსამინაზების, ტუტე ფოსფატაზას და ლაქტატდეჰიდროგენაზას აქტივობის მატება, პირის ღრუს კანდიდოზი;

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: გულის უკმარისობის განვითარება ან გართულება, გულის გაჩერება, ტაქი- ან ბრადიკარდია, არტერიული წნევის დაქვეითება ან მომატება, გულის წასვლა, მიოკარდიუმის ინფარქტი, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია;

სისხლმბადი სისტემის მხრივ: შექცევადი თრომბოციტოზი, ეოზინოფილია, თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია, ლეიკოპენია, ძალიან იშვიათად – აგრანულოციტოზი. ზოგიერთ პაციენტში შესაძლებელია აღინიშნოს კუმბსის დადებითი პირდაპირი ან არაპირდაპირი რეაქცია;

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის ან სხვა ბეტა-

ლაქტამური ანტიბიოტიკის მიმართ, მათ შორის კარბაპენემის ჯგუფის სხვა

ანტიბიოტიკისადმი.

ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:

პრობენეციდი თრგუნავს მეროპენემის ექსკრეციას თირკმლების მიერ, რაც ზრდის უკანასკნელის ნახევარგამოყოფის პერიოდს და კონცენტრაციას პლაზმაში, ამიტომ მათი ერთდროული შეყვანა არ არის რეკომენდებული.

მეროპენემი შეუთავსებელია ჰეპარინთან.

განციკლოვირისა და მეროპენემის ერთდროული გამოყენება ზრდის გენერალიზებული კრუნჩხვების განვითარების რისკს.

მეროპენემი ავლენს ანტაგონიზმს ბეტა-ლაქტამურ ანტიბიოტიკებთან ურთიერთქმედებისას.

მეროპენემმა შესაძლებელია შეამციროს ვალპროის მჟავას კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში სუბთერაპიულ დონემდე.

ჭარბი დოზირება:

პრეპარატის დოზის გადაჭარბება ვითარდება იშვიათად თირკმლების საშუალებით მისი სწრაფი ელიმინაციის დარღვევის გამო. დოზის გადაჭარბებისას ტარდება სიმპტომური მკურნალობა. თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ეფექტურია ჰემოდიალიზის ჩატარება.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატის გამოყენება ორსულობის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების რისკს. პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. მეროპენემი მცირე რაოდენობით გადადის დედის რძეში, ამიტომ ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების რისკს.

განსაკუთრებული მითითებები:

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში აუცილებელია დოზის კორექცია.

გარდეს გამოყენებისას ღვიძლის დაავადების დროს აუცილებელია ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობისა და ბილირუბინის დონის მონიტორინგი.

ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა და შესაბამისი თერაპიის ჩატარება.

ისევე როგორც სხვა ანტიბიოტიკების გამოყენებისას, შესაძლებელია რეზისტენტული მიკროორგანიზმების ჭარბი ზრდა, ამიტომ აუცილებელია თითოეული პაციენტის ხანგრძლივი მონიტორინგი.

არ არსებობს მონაცემები გარდეს გამოყენების შესახებ პერიტონეალურ დიალიზზე მყოფ პაციენტებში.

პრეპარატის გამოყენება მეტიცილინ-რეზისტენტული სტაფილოკოკით გამოწვეული ინფექციების დროს არ არის რეკომენდებული.

ფსევდომემბრანული კოლიტის განვითარება შესაძლოა პრაქტიკულად ყველა ანტიბიოტიკის გამოყენებისას და ინტენსივობის მიხედვით ვლინდება მსუბუქიდან სიცოცხლისათვის სახიფათო ფორმამდე. ამასთან დაკავშირებით, ანტიბიოტიკი სიფრთხილით ინიშნება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების, განსაკუთრებით კოლიტის მქონე პაციენტებში.

მეროპენემი სიფრთხილით გამოიყენება ნეფროტოქსიკურ პრეპარატებთან.

ბავშვებში პრეპარატი გამოიყენება 3 თვის ასაკიდან.

პრეპარატის გამოყენების გამოცდილება პედიატრიაში ნეიტროპენიის, პირველადი ან მეორადი იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში არასაკმარისია. თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე ბავშვებში გარდეს გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია.

Pseudomonas aeruginosa-ს მიერ გამოწვეული მძიმედ მიმდინარე ქვედა სასუნთქი გზების ინფექციის ან მასზე ეჭვის დროს გარდე მონოთერაპიის სახით სიფრთხილით გამოიყენება.

Pseudomonas aeruginosa-ს მიერ გამოწვეული ინფექციის მკურნალობის დროს რეკომენდებულია გამომწვევის მგრძნობელობის რეგულარული განსაზღვრა.

გარდე შეიცავს 90.27 მგ ნატრიუმს, რაც გასათვალისწინებელია ნატრიუმის კონტროლის დიეტაზე მყოფ პაციენტებში.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:

გარდეს ზემოქმედების შესახებ ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე მონაცემები არ არსებობს.

შეფუთვა:

1 გ სტერილური ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონში, 50 ფლაკონი მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:

ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

ვარგისობის ვადა :

3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

მწარმოებელი:

შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).

მისამართი:

საქართველო 0198,

თბილისი, ჭირნახულის ქ. 14.

www.aversi.ge

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა