მერონემი
MERONEM
მერონემი® ნაჩვენებია ბავშვებსა (3 თვეზე უფროსი ასაკის) და მოზრდილებში შემდეგი ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია მეროპენემის მიმართ მგრძნობიარე ერთი ან რამდენიმე გამომწვევით: პნევმონიები, ნოზოკომიალური პნევმონიების ჩათვლით; შარდის გამომყოფი სისტემის ინფექციები; მუცლის ღრუს ინფექციები; …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- მეროპენემი (meropenem)
- ფორმა და შეფუთვა
- 1გ ფხვნილი ი.ვ. საინექციო/საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონი №10
- მწარმოებელი
- Zambon Switzerland Ltd (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -ACS Dobfar S.p.A.(იტალია)), შვეიცარია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, კარბაპენემები
- ATC კოდი
- J01DH02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-041911
- რეგისტრირებულია
- 22 აგვისტო 2024, მოქმედებს 22 აგვისტო 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Pfizer H.C.P. Corporation (აშშ)
- განმცხადებელი
- Pfizer H.C.P. Corporation (აშშ)
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
მერონემი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
მერონემი® ნაჩვენებია ბავშვებსა (3 თვეზე უფროსი ასაკის) და მოზრდილებში შემდეგი ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია მეროპენემის მიმართ მგრძნობიარე ერთი ან რამდენიმე გამომწვევით:
პნევმონიები, ნოზოკომიალური პნევმონიების ჩათვლით;
შარდის გამომყოფი სისტემის ინფექციები;
მუცლის ღრუს ინფექციები;
მცირე მენჯის ორგანოების ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, როგორიცაა ენდომეტრიტი;
კანის და მისი სტრუქტურების ინფექციები;
მენინგიტი;
სეპტიცემია.
მონოთერაპიის რეჟიმით ან ანტივირუსულ ან სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებთან კომბინაციაში მოზრდილი პაციენტების ემპირიული მკურნალობა, რომლებშიც სავარაუდოა ინფექციები ფებრილური ნეიტროპენიის სიმპტომებით.
პოლიმიკრობული ინფექციების მკურნალობისთვის პრეპარატ მერონემის® ეფექტიანობა დამტკიცებულია როგორც მონოთერაპიის რეჟიმში, ისე სხვა ანტიმიკრობულ საშუალებებთან კომბინაციაში.
მუკოვისციდოზისა და ქვედა სასუნთქი გზების ქრონიკული ინფექციების სამკურნალოდ მეროპენემის ინტრავენურად შეყვანა ეფექტიანი იყო როგორც მონოთერაპიის რეჟიმში, ისე სხვა ანტიბაქტერიულ პრეპარატებთან კომბინაციაში. მიკროორგანიზმების ერადიკაცია ყოველთვის დამტკიცებული არ იყო.
მიღების წესი და დოზირება
მოზრდილები
დოზა და თერაპიის ხანგრძლივობა უნდა დადგინდეს ინფექციის ტიპის და სიმძიმის და პაციენტის მდგომარეობის მიხედვით.
რეკომენდებულია შემდეგი სადღეღამისო დოზები:
500 მგ ინტრავენურად 8 საათში ერთხელ პნევმონიის, საშარდე გზების ინფექციების, გინეკოლოგიური ინფექციების (როგორიცაა ენდომეტრიტი), კანის და კანის სტრუქტურის ინფექციების სამკურნალოდ;
1 გ ინტრავენურად 8 საათში ერთხელ ნოზოკომიალური პნევმონიის, პერიტონიტის სამკურნალოდ, ბაქტერიულ ინფექციაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში ნეიტროპენიის სიმტომების მქონე პაციენტებში, აგრეთვე სეპტიცემიისას.
მენინგიტის მკურნალობისას რეკომენდებული დოზა შეადგენს 2 გ-ს 8 საათში ერთხელ.
ზოგიერთი ინფექციის მკურნალობისას, ძირითადად გამოწვეული ნაკლებად მგრძნობიარე გამომწვევებით (როგორიცაა Enterobacteriaceae, Pseudomonas aeruginosa, Acinetobacter spp.), ან ძალიან მძიმე ინფექციების დროს, რეკომენდებული დოზა შეადგენს 2 გ-მდე 8 საათში ერთხელ.
ბოლუსური ინექციის სახით 2 გ დოზის მიღების უსაფრთხოება არასაკმარისად არის შესწავლილი.
დოზა მოზრდილ პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევისას
პაციენტებში, რომლებშიც კრეატინინის კლირენსი 51მლ/წთ-ზე ნაკლებია, დოზა უნდა შემცირდეს შემდეგნაირად:
კრეატინინის კლირენსი
(მლ/წთ)
დოზა
(დოზის ერთეულის საფუძველზე - 500 მგ, 1 გ, 2 გ)
შეყვანის სიხშირე
26 - 50
დოზის ერთი ერთეული
12 საათში ერთხელ
10 - 25
დოზის 0,5 ერთეული
12 საათში ერთხელ
<10
დოზის 0,5 ერთეული
24 საათში ერთხელ
მეროპენემი გამოიყოფა ჰემოდიალიზისას და ჰემოფილტრაციისას. თუ საჭიროა პრეპარატ მერონემით® ხანგრძლივი მკურნალობა, სისხლის პლაზმაში ეფექტიანი კონცენტრაციის აღდგენისთვის რეკომენდებულია (ინფექციის ტიპის და სიმძიმის მიხედვით) პრეპარატის შეყვანა ჰემოდიალიზის პროცედურის დასრულებისას.
ამ დროისთვის არ არსებობს მონაცემები პერიტონეალურ დიალიზზე მყოფ პაციენტებში პრეპარატ მერონემის® გამოყენების შესახებ.
დოზირება ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე მოზრდილ პაციენტებში
ღვიძლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში დოზის კორექცია აუცილებელი არ არის (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითებები”).
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმულ პაციენტებში თირკმელების ნორმალური ფუნქციით ან კრეატინინის კლირენსით >50მლ/წთ დოზის კორექცია საჭირო არ არის.
ბავშვები
3 თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ინტრავანურად შესაყვანი რეკომენდებული დოზა შეადგენს 10-20 მგ/კგ-ს 8 საათში ერთხელ ინფექციის ტიპის და სიმძიმის, პათოგენური მიკროორგანიზმის მგრძნობელობის და პაციენტის მდგომარეობის მიხედვით.
50კგ-ზე მეტი წონის ბავშვებში უნდა გამოიყენონ მოზრდილების დოზა.
მენინგიტის დროს რეკომენდებული დოზა შეადგენს 40 მგ/კგ-ს 8 საათში ერთხელ.
ზოგიერთი ინფექციის მკურნალობისას, ძირითადად გამოწვეული ნაკლებად მგრძნობიარე გამომწვევებით (როგორიცაა Enterobacteriaceae, Pseudomonas aeruginosa, Acinetobacter spp.), ან ძალიან მძიმე ინფექციების დროს, რეკომენდებული დოზა შეადგენს 40 მგ/კგ-მდე 8 საათში ერთხელ.
ბოლუსური ინექციის სახით 40 მგ/კგ დოზის მიღების უსაფრთხოება საკმარისად შესწავლილი არ არის.
ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე ბავშვებში პრეპარატის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს.
შეყვანის მეთოდი
მერონემი® ინტრავენური გამოყენებისთვის შეიძლება შეყვანილი იქნას ინტრავენური ბოლუსური ინექციის სახით არანაკლებ 5 წუთის განმავლობაში ან ინტრავენური ინფუზიის სახით 15-30 წუთის განმავლობაში; განზავებისთვის გამოიყენება შესაბამისი საინფუზიო სითხეები.
მეროპენემის გამოყენების შესაძლებლობა ხანგრძლივი ინფუზიის სახით (3 საათამდე) ეფუძნება ფარმაკოკინეტიკურ და ფარმაკოდინამიურ პარამეტრებს (იხ. პარაგრაფი “ფარმაკოკინეტიკა“). ამ დროისთვის ამ რეჟიმის დამადასტურებელი კლინიკური და უსაფრთხოების მონაცემები შეზღუდულია.
ინტრავენური ბოლუსური ინექციებისთვის ხსნარის მოსამზადებლად მერონემი® უნდა გაიხსნას სტერილურ საინექციო წყალში (5 მლ 250 მგ მეროპენემზე), ამ შემთხვევაში ხსნარის კონცენტრაცია შეადგენს 50 მგ/მლ-ს. მიღებული ხსნარი ინარჩუნებს სტაბილურობას 3 საათის განმავლობაში 25˚C-მდე ტემპერატურაზე და 16 საათის განმავლობაში მაცივარში შენახვისას (2-8˚C).
ინტრავენური ინფუზიებისთვის ხსნარის მოსამზადებლად მერონემი® უნდა გაიხსნას ნატრიუმის ქლორიდის 0.9%-იან საინფუზიო ხსნარში ან დექსტროზის (გლუკოზის) 5%-იან საინფუზიო ხსნარში, ამასთან ხსნარის კონცენტრაცია უნდა შეადგენდეს 1-20 მგ/მლ-ს. მიღებული ხსნარი ინარჩუნებს სტაბილურობას 3 საათის განმავლობაში 25˚C-მდე ტემპერატურაზე და 24 საათის განმავლობაში მაცივარში შენახვისას (2-8˚C), თუ მის მოსამზადებლად გამოყენებულია ნატრიუმის ქლორიდის 0,9%-იანი ხსნარი. გლუკოზის 5%-იანი ხსნარის გამოყენებით მომზადებული ხსნარი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული.
პრეპარატ მერონემის® ხსნარის გაყინვა არ შეიძლება.
რეკომენდებულია ხსნარის შეყვანა მომზადებისთანავე (მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით), თუ ხსნარის მომზადების პირობები არ გამორიცხავს მიკრობიოლოგიური კონტამინაციის შესაძლებლობას.
უკუჩვენებები
ანამნეზში ჰიპერმგრძნობელობა მეროპენემის ან კარბაპენემების ჯგუფის სხვა პრეპარატების მიმართ.
გამოხატული ჰიპერმგრძნობელობა (ანაფილაქსიური რეაქციები, კანის მძიმე რეაქციები) ნებისმიერი ანტიბაქტერიული საშუალების მიმართ, რომელსაც გააჩნია ბეტა-ლაქტამური სტრუქტურა (მაგ. პენიცილინები ან ცეფალოსპორინები).
3 თვემდე ასაკის ბავშვები.
სიფრთხილით
ერთდროული გამოყენება პოტენციურად ნეფროტოქსიკურ პრეპარატებთან ერთად.
პაციენტებში ჩივილებით კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (დიარეა), განსაკუთრებით კოლიტით დაავადებულებში.
სიფრთხილის ზომები
არ არსებობს პრეპარატის გამოყენების გამოცდილება პედიატრიულ პრაქტიკაში პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ნეიტროპენია ან პირველადი ან მეორადი იმუნოდეფიციტი.
როგორც სხვა ანტიბიოტიკების გამოყენებისას, მეროპენემის მონოთერაპიის რეჟიმით მიღების დროს კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებში, რომლებსაც გამოუვლინდათ Pseudomonas aeruginosa-თი გამოწვეული ქვემო სასუნთქი გზების ინფექციები ან არსებობს მათზე ეჭვი, რეკომენდებულია მგრძნობელობის ტესტის რეგულარული ჩატარება.
პაციენტებში, რომლებსაც უტარდებოდათ მკურნალობა პრეპარატ მერონემით®, აღინიშნებოდა კანის მძიმე არასასურველი რეაქციები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, სამკურნალწამლო რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სინდორმებით (DRESS სინდრომი), მულტიფორმული ერითემა, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (იხ. პარაგრაფი “გვერდითი მოქმედება“). მითითებული რეაქციების განვითარების ნიშნებისა და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ მეროპენემით მკურნალობა და განიხილოთ ალტერნატიული მკურნალობა.
იშვიათ შემთხვევებში პრეპარატ მერონემის®, ისევე როგორც პრაქტიკულად ყველა ანტიბიოტიკის გამოყენებისას, აღინიშნება ფსევდომემბრანული კოლიტის განვითარება, რომელიც შეიძლება სიმძიმის მიხედვით ვარირებდეს მსუბუქიდან სიცოცხლისთვის საშიშ ფორმებამდე. პრეპარატ მერონემის® გამოყენების ფონზე დიარეის განვითარებისას მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ფსევდომემბრანული კოლიტის განვითარების შესაძლებლობა. ფსევოდმემბრანული კოლიტის განვითარების შემთხვევაში მერონემი® უნდა მოიხსნას. ნაწლავის პერისტალტიკის დამთრგუნველი პრეპარატები უკუნაჩვენებია.
კარბაპენემების, მათ შორის მეროპენემის გამოყენების ფონზე ცნობილია კრუნჩხვების იშვიათი შემთხვევები. კრუნჩხვითი მზაობის ზღურბლის დაქვეითების შემთხვევაში პრეპარატ მერონემის® გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა.
არსებობს სხვა კარბაპენემებსა და ბეტა-ლაქტამურ ანტიბიოტიკებს, პენიცილინებს და ცეფალოსპორინებს შორის ჯვარედინი ალერგიული რეაქციების კლინიკური და ლაბორატორიული ნიშნები. პრეპარატ მერონემის®, ისევე როგორც სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების გამოყენებისას, აღწერილია ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების (მათ შორის ფატალური გამოსავლით) იშვიათი შეტყობინებები (იხ. პარაგრაფი “გვერდითი მოქმედება”). მეროპენემით თერაპიის დაწყებამდე აუცილებელია პაციენტის დეტალური გამოკითხვა, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ანამნეზში ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკებისადმი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციებზე. მერონემი® ფრთხილად უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების (ე.ი. პენიცილინების და ცეფალოსპორინების) მიმართ. თუ ვითარდება ალერგიული რეაქცია მეროპენემზე, საჭიროა შეწყდეს პრეპარატის შეყვანა და მიღებული იქნას შესაბამისი ზომები.
ღვიძლის დაავადებების მქონე პაციენტებში პრეპარატ მერონემის® გამოყენება უნდა მოხდეს ტრანსამინაზების აქტივობისა და ბილირუბინის კონცენტრაციის ინტენსიური კონტროლის ქვეშ.
როგორც სხვა ანტიბიოტიკების გამოყენებისას შესაძლებელია არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების უკონტროლო ზრდა, რასთან დაკავშირებითაც აუცილებელია პაციენტზე მუდმივი დაკვირვება.
სხვადასხვა გამომწევებში შეძენილი ანტიბიოტიკორეზისტენტობის გავრცელება შეიძლება ვარირებდეს რეგიონის და დროის მიხედვით, სასურველია კონკრეტულ რეგიონში გავრცელებული გამომწვევების რეზისტენტობის შესახებ აქტუალური ინფორმაციის ფლობა, განსაკუთრებით მძიმე ინფექციების მკურნალობისას. თუ რეზისტენტობა ისეთია, რომ საეჭვო ხდება თუნდაც ზოგიერთი ინფექციის მიმართ პრეპარატის ეფექტიანობა, საჭიროა ექსპერტის კონსულტაცია.
რეკომენდებული არ არის პრეპარატ მერონემის® და ვალპროის მჟავას პრეპარატების ერთად გამოყენება სისხლის შრატში ვალპროის მჟავას კონცენტრაციის დაქვეითების შესაძლებლობის გამო. ზოგ შემთხვევაში შეიძლება მიღწეული იქნას თერაპიულზე დაბალი კონცენტრაცია (იხ. პარაგრაფი “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”).
მეტიცილინ-რეზისტენტული სტაფილოკოკით გამოწვეული ინფექციების დროს პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
პრობენეციდი კონკურენტულად მოქმედებს მეროპენემთან აქტიური მილაკოვანი სეკრეციისთვის, აინჰიბირებს მეროპენემის თირკმლისმიერ ექსკრეციას, იწვევს ნახევარგამოყოფის პერიოდის გაზრდას და პლაზმაში მისი კონცენტრაციის მომატებას. რადგან პრობენეციდის გარეშე შეყვანილი პრეპარატ მერონემის® ეფექტიანობა და მოქმედების ხანგრძლივობა ადეკვატურია, ამ საშუალებების ერთად შეყვანა რეკომენდებული არ არის.
სხვა პრეპარტების სისხლის პლაზმის ცილებთან შეკავშირების ხარისხზე ან მეტაბოლიზმზე პრეპარატ მერონემის® შესაძლო მოქმედება შესწავლილი არ არის. პრეპარტ მერონემის® სისხლის პლაზმის ცილებთან კავშირი დაბალია (დაახლოებით 2%), ამიტომ მოსალოდნელი არ არის ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან, რომელთა მექანიზმიც დაფუძნებულია პლაზმის ცილებიდან გამოთავისუფლებაზე.
კარბაპენემების და ვალპროის მჟავას პრეპარატების ერთდროულად გამოყენება თერაპიის 2 დღის შემდეგ იწვევდა სისხლის პლაზმაში ვალპროის მჟავას კონცენტრაციის 60-100%-ით დაქვეითებას. ვალპროის მჟავას კონცენტრაციის სწრაფი და მნიშვნელოვანი დაქვეითების გამო პრეპარატ მერონემის® და ვალპროის მჟავას პრეპარატების ერთად მიღება რეკომენდებული არ არის. სხვა პრეპარატების მიღების დროს პრეპარატ მერონემის® გამოყენებას არ ახლდა არასასურველი ფარმაკოლოგიური ურთიერთქმედების განვითარება. მეროპენემის სხვა პრეპარატებთან (პრობენეციდის გარდა) ურთიერთქმედების შემსწავლელი კვლევები ჩატარებული არ არის.
არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების (მაგალითად, ვარფარინის) და ანტიბაქტერიული პრეპარატების ერთდროულად მიღებისას მიღებულია არაერთი შეტყობინება ანტიკოაგულანტური მოქმედების გაძლიერების შემთხვევების შესახებ. ანტიკოაგულანტური მოქმედების გაძლიერების რისკი შეიძლება დამოკიდებული იყოს ინფექციის ტიპზე, პაციენტის ასაკსა და ზოგად მდგომარეობაზე, ამიტომ რთულია შეფასდეს ანტიბაქტერიული პრეპარატის გავლენა საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის (სნთ) გაზრდაზე.
ანტიბაქტერიული პრეპარატისა და არაპირდაპირი ანტიკოაგულანტის ერთდროულად მიღების დროს და მისი შეწყვეტიდან გარკვეული დროის განმავლობაში რეკომენდებულია სნთ-ის ხშირი მონიტორინგი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობის დროს პრეპარატ მერონემის® გამოყენების უსაფრთხოება შესწავლილი არ არის. ცხოველების კვლევებმა არ გამოავლინა რაიმე არასასურველი ეფექტი განვითარებად ნაყოფზე.
მერონემი® არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დედისთვის მისი გამოყენების პოტენციური უპირატესობა აჭარბებს შესაძლო რისკს ნაყოფისთვის. ყოველ შემთხვევაში პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ.
ძუძუთი კვების პერიოდი
მიღებულია ცნობები დედის რძეში მეროპენემის გამოყოფის შესახებ. მერონემი® არ უნდა იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების პერიოდში გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დედისთვის მისი გამოყენების პოტენციური უპირატესობა აჭარბებს შესაძლო რისკს ბავშვისთვის. დედისთვის უპირატესობის შეფასებისას მიიღება გადაწყვეტილება ძუძუთი კვების შეწყვეტის ან პრეპარატ მერონემის® მოხსნის შესახებ.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ავტომობილის მართვის და სხვა ტექნიკასთან მუშაობის უნარზე პრეპარატ მერონემის® გავლენის კვლევა არ ჩატარებულა. მიუხედავად ამისა, გასათვალისწინებელია, რომ პრეპარატ მერონემის® მიღებისას შეიძლება აღინიშნოს თავის ტკივილი, პარესთეზია და კრუნჩხვები.
გვერდითი მოვლენები
ზოგადად, მეროპენემი კარგი ამტანობით ხასიათდება. იშვიათ შემთხვევებში გვერდითი ეფექტები იწვევდა თერაპიის მოხსნას. სერიოზული არასასურველი რეაქციები იშვიათია.
გვერდითი რეაქციების სიხშირე მოყვანილია ცხრილში შემდეგი გრადაციით: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100, <1/10); ნაკლებად ხშირი (≥1/1000, <1/100); იშვიათი (≥1/10000,<1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10000), დაუზუსტებელი სიხშირე (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელია).
ორგანოები და სისტემები
გვერდითი მოვლენები
ინფექციური და პარაზიტული დაავადებები
ნაკლებად ხშირი: ვაგინალური კანდიდოზი და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის კანდიდოზი
სისხლის წარმოქმნის სისტემა*
ხშირი: თრომბოციტოზი
ნაკლებად ხშირი: თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია, ლეიკოპენია, ეოზინოფილია
დაუზუსტებელი სიხშირე: აგრანულოციტოზი***, ჰემოლიზური ანემია***
ნერვული სისტემა
ხშირი: თავის ტკივილი
ნაკლებად ხშირი: კრუნჩხვა, პარესთეზია, გონების დაკარგვა**, ჰალუცინაცია**, დეპრესია**, შფოთვა**, მომატებული აგზნება**, უძილობა**
იშვიათი: დელირიუმი***
კუჭ-ნაწლავის ტრაქტი
ხშირი: გულისრევა, ღებინება, დიარეა, “ღვიძლის“ ტრანსამინაზების, ტუტე ფოსფატაზას, ლაქტატდეჰიდროგენაზას აქტივობისა და სისხლის შრატში ბილირუბინის კონცენტრაციის მომატება
ნაკლებად ხშირი: შეკრულობა**, ქოლესტაზური ჰეპატიტი**, გამა-გლუტამილტრანსფერაზას აქტივობის მომატება
დაუზუსტებელი სიხშირე: ფსევდომემბრანული კოლიტი***
კანი და კანქვეშა უჯრედისი
ხშირი: გამონაყარი
ნაკლებად ხშირი: ჭინჭრის ციება, კანის ქავილი
დაუზუსტებელი სიხშირე: ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი***, სტივენს-ჯონსონის სინდრომი***, მულტიფორმული ერითემა***, სამკურნალწამლო რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS სინდრომი)***, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი***
იმუნური სისტემა
ძალიან იშვიათი: ანაფლილაქსიის გამოვლინებები***, ანგიონევროზული შეშუპება***
გულ-სისხლძარღვთა სისტემა
იშვიათი: გულის უკმარისობა**, გულის გაჩერება**, ტაქიკარდია**, ბრადიკარდია**, მიოკრადიუმის ინფარქტი**, არტერიული წნევის (ა/წ) დაქვეითება ან მომატება**, ფილტვის არტერიის ტოტების თრომბოემბოლია**
თირკმელები და შარდის გამომყოფი გზები
ნაკლებად ხშირი: სისხლში კრეატინინის კონცენტრაციის მომატება, სისხლში შარდოვანას კონცენტრაციის მომატება
რესპირატორული ტრაქტი
ნაკლებად ხშირი: დისპნოე**
სხვა
ხშირი: ადგილობრივი რეაქციები - ანთება
ნაკლებად ხშირი: თრომბოფლებიტი, ტკივილი შეყვანის ადგილზე
- აღწერილია კუმბსის სინჯის პირდაპირი ან არაპირდაპირი დადებითი შედეგები, აგრეთვე პარციალური თრომბოპლასტინური დროის დაქვეითება
- * პრეპარატ მერონემის® მიღებასთან მიზეზობრივ-შედეგობრივი კავშირი დადგენილი არ არის. გვერდითი მოვლენები აღინიშნა კვლევაში, რომელიც მოიცავდა 2904 იმუნოკომპეტენტურ მოზრდილ პაციენტს, რომელიც იტარებდა პრეპარატ მერონემით® თარაპიას (500 ან 1000 მგ 8 საათში ერთხელ) ინფექციის გამო, რომელიც არ ეხებოდა ცნს-ს. 36 პაციენტში თერაპია შეწყდა არასასურველი მოვლენების შემდეგ. 5 შემთხვევაში გამორიცხული არ არის ლეტალური გამოსავლის კავშირი ჩატარებულ თერაპიასთან. პაციენტების მძიმე მდგომარეობის, მრავლობითი დაავადების და სხვა სამკურნალო პრეპარატებით მრავალი თანმხლები თერაპიის გამო შესაძლებელი არ იყო დასკვნის გამოტანა პრეპარატ მერონემით® თერაპიასთან გვერდითი ეფექტის კავშირის შესახებ.
- ** გვერდითი მოვლენები, რომლებიც იდენტიფიცირებულია რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში.
ჭარბი დოზა
მკურნალობის დროს შესაძლებელია დოზის შემთხვევით გადაჭარბება, განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მკურნალობა სიმპტომური უნდა იყოს. ნორმაში სწრაფად ხდება თირკმელებით პრეპარატის ელიმინაცია. თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში ჰემოდიალიზს ეფექტიანად გამოაქვს მეროპენემი და მისი მეტაბოლიტი.
შემადგენლობა
ერთი ფლაკონი შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება: მეროპენემის ტრიჰიდრატი 570 მგ ან 1140 მგ (შეესაბამება 500 მგ ან 1000 მგ უწყლო მეროპენემs).
დამხმარე ნივთიერება: ნატრიუმის კარბონატი (უწყლო).
აღწერა
თეთრიდან ღია-ყვითელი ფერის ფხვნილი.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 30°С ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
4 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
სარეგისტრაციო მოწმოების მფლობელი
ფაიზერ ეიჩ. სი. პი. კორპორეიშნ
ჰადსონ ბულვარ ისტ 66, ნიუ-იორკი, ნიუ-იორკის შტატი 10001-2192, აშშ
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტიბიოტიკი, კარბაპენემი
ათქ კოდი: J01DH02
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
მეროპენემი - კარბაპენემების კლასის ანტიბიოტიკი, განკუთვნილია პარენტერალური გამოყენებისთვის, შედარებით მდგრადია ადამიანის დეჰიდროპეპტიდაზა-1 (დჰპ-1) მიმართ, არ საჭიროებს დჰპ-1 ინჰიბიტორის დამატებით შეყვანას.
მეროპენემი ბაქტერიციდულად მოქმედებს ბაქტერიების უჯრედის კედლის სინთეზზე ზემოქმედებით. აერობული და ანაერობული ბაქტერიების ფართო სპექტრის მიმართ მეროპენემის მაღალი ბაქტერიციდული აქტივობა აიხსნება ბაქტერიების უჯრედის კედელში მეროპენემის შეღწევის დიდი უნარით, უმრავლესი β-ლაქტამაზას მიმართ სტაბილურობის მაღალი დონით და პენიცილინის დამაკავშირებელ ცილებთან (პდც) მნიშვნელოვანი აფინობით. მინიმალური ბაქტერიციდული კონცენტრაცია (მბკ) ჩვეულებრივ ისეთივეა, როგორც მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაცია (მმკ). ბაქტერიების გამოკვლეული სახეობების 76%-ისთვის მბკ/მმკ შეფარდება იყო 2 ან ნაკლები.
in vitro ტესტები აჩვენებს, რომ მეროპენემი სინერგისტულად მოქმედებს სხვადასხვა ანტიბიოტიკებთან ერთად. in vitro და in vivo ტესტებში ნაჩვენებია, რომ მეროპენემს ახასიათებს პოსტ-ანტიბიოტიკური ეფექტი.
მიკროორგანიზმებს შეიძლება გააჩნდეს მეროპენემის მიმართ რეზისტენტობის ერთი ან რამდენიმე ჩამოთვლილი მექანიზმი: გრამუარყოფითი ბაქტერიების უჯრედის კედლის შეღწევადობის დარღვევა პორინების სინთეზის დარღვევის გამო; სამიზნე პდც-თან მსგავსების შემცირება; ეფლუქსის მექანიზმების აქტივაცია; ბეტა-ლაქტამაზების პროდუცირება, რომელთა მოქმედებით ხდება კარბაპენემების ჰიდროლიზი.
მეროპენემისადმი მგრძნობელობის ერთადერთი რეკომენდებული კრიტერიუმი ეფუძნება პრეპარატის ფარმაკოკინეტიკას და კლინიკური და მიკრობიოლოგიური მონაცემების კორელაციას-ზონის დიამეტრს და შესაბამისი გამომწვევებისთვის განსაზღვრულ მმკ-ს.
გამომწვევის კატეგორია
ზონის დიამეტრი (მმ)
მგრძნობიარე
>14
საშუალო
12-დან 13-მდე
რეზისტენტული
<11
შემდეგ ცხრილში მოყვანილია მეროპენემის ევროკავშირში (EU) მიღებული მმკ-ს ზღურბლოვანი მნიშვნელობები კლინიკურ პირობებში სხვადასხვა ბაქტერიული პათოგენების მიმართ:
პათოგენები
მგრძნობელობა (მგ/ლ)
რეზისტენტობა (მგ/ლ)
Enterobacteriaceae
≤ 2
> 8
Pseudomonas
≤ 2
> 8
Acinetobacter
≤ 2
> 8
Streptococcus ჯგუფები A, B, C, G
≤ 2
> 2
Streptococcus pneumoniae1
≤ 2
> 2
სხვა სტრეპტოკოკები
2
2
Enterococcus5
-
-
Staphylococcus2
დამოკიდებულია მეტიცილინისადმი მგრძნობელობის არსებობაზე
Haemophilus influenzae1,
Moraxella catarrhalis
≤ 2
> 2
Neisseria meningitidis2,3
≤ 0,25
> 0,25
გრამდადებითი ანაერობები
<2
>8
გრამუარყოფითი ანაერობები
<2
>8
არასპეციფიკური ზღურბლოვანი მნიშვნელობები4
<2
>8
- მგრძნობელობის ზღვარი Streptococcus pneumoniae და Haemophilus influenzae – სთვის მენინგიტის დროს-0,25 მგ/ლ.
- შტამები, რომელთათვისაც მმკ მგრძნობელობის ზღურბლზე მაღალია ამ დროისთვის იშვიათია ან არ არის გამოვლენილი. ასეთი შტამის გამოვლენისას მმკ-ზე ტესტი განმეორებით ტარდება, შედეგის დადასტურებისას შტამს აგზავნიან ლაბორატორიაში, ხოლო შტამი ითვლება რეზისტენტულად მის შესახებ დადასტურებული კლინიკური ეფექტის მიღებამდე.
- მხოლოდ მენინგიტის დროს გამოყენებული მნიშვნელოები.
- ყველა დანარჩენი გამომწვევისთვის ფარმაკოკინეტიკური და ფარმაკოდინამიკური მონაცემების თანახმად, კონკრეტული პათოგენებისთვის მმკ-ს განაწილების სპეციფიკის გათვალსიწინების გარეშე.
- მგრძნობელობის ტესტი რეკომენდებული არ არის, რადგან მოცემული გამომწვევი არ წარმოადგენს მეროპენემის ოპტიმალურ მიზანს.
მეროპენემისადმი მგრძნობელობა უნდა განისაზღვროს სტანდარტული მეთოდების საშუალებით. შედეგების ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს ლოკალური სახელმძღვანელოს შესაბამისად.
ქვემოთ ჩამოთვლილი პათოგენების მიმართ პრეპარატის ეფექტიანობა დადასტურებულია კლინიკური გამოყენების გამოცდილებით და ანტიბაქტერიული თერაპიის სახელმძღვანელოებით:
მეროპენემის მიმართ მგრძნობიარე პათოგენები:
გრამდადებითი აერობები:
Enterococcus faecalis1
Staphylococcus aureus (მეტიცილინ-მგრძნობიარე)2
Staphylococcus-ის (მეტიცილინ-მგრძნობიარე) სახეობა, Staphylococcus epidermidis-ის ჩათვლით
B ჯგუფის Streptococcus agalactiae
ჯგუფი Streptococcus milleri (S. anginosus, S. constellatus, S. intermedius)
Streptococcus pneumoniae
A ჯგუფის Streptococcus pyogenes
გრამუარყოფითი აერობები:
Citrobacter freudii
Citrobacter koseri
Enterobacter aerogenes
Enterobacter cloacae
Escherichia coli
Haemophilus influenzae
Klebsiella oxytoca
Klebsiella pneumoniae
Morganella morganii
Neisseria meningitidis
Proteus mirabilis
Proteus vulgaris
Serratia marcescens
გრამდადებითი ანაერობები:
Clostridium perfringens
Peptoniphilus asaccharolyticus
Peptostreptococcus-ის სახეობა (P.micros, P anaerobius,P.magnus-ის ჩათვლით)
გრამუარყოფითი ანაერობები:
Bacteroides caccae
Bacteroides fragilis
Prevotella bivia
Prevotella disiens
პათოგენები, რომელთათვისაც აქტუალურია შეძენილი რეზისტენტობის პრობლემა:
გრამდადებითი აერობები:
Enterococcus faecium1
გრამუარყოფითი აერობები:
Acinetobacter-ის სახეობა
Burkholderia cepacia
Pseudomonas aeruginosa
პათოგენები, რომლებსაც ახასიათებს ბუნებრივი რეზისტენტობა:
გრამუარყოფითი აერობები:
Stenotrophomonas maltophilia
Legionella spp.
სხვა გამომწვევები:
Chlamydophila pneumoniae
Chlamydophila psittaci
Coxiella burnetii
Mycoplasma pneumoniae
- გამომწვევები, რომლებსაც ახასიათებთ შუალედური მგრძნობელობა;
- მეტიცილინ-რეზისტენტული ყველა სტაფილოკოკი რეზისტენტულია მეროპენემის მიმართ.
ფარმაკოკინეტიკა
ჯანმრთელ მოხალისეებში 30 წუთის განმავლობაში პრეპარატ მერონემის® ინტრავენური შეყვანა იწვევს სისხლის პლაზმაში მაქსიმალურ კონცენტრაციას 11 მკგ/მლ-ს 250 მგ დოზისთვის, 23 მკგ/მლ-ს 500 მგ დოზისთვის და 49 მკგ/მლ-ს 1 გ დოზისთვის.
თუმცა, მაქსიმალური კონცენტრაციის (Cmax) და ფარმაკოკინეტიკური მრუდის ქვეშ ფართობი „კონცენტრაცია-დროის” (AUC) მხრივ არ არსებობს შეყვანილ დოზაზე აბსოლუტური ფარმაკოკინეტიკური პროპორციული დამოკიდებულება. 250 მგ-დან 2 გ-მდე დოზისთვის აღნიშნულია პლაზმური კლირენსის 287-დან 205 მლ/წთ-მდე შემცირება.
ჯანმრთელ მოხალისეებში 5 წუთის განმავლობაში პრეპარატ მერონემის® ინტრავენური ბოლუსური ინექცია იწვევს პლაზმაში მაქსიმალურ კონცენტრაციას 52 მკგ/მლ-ს 500მგ დოზისთვის და 112 მკგ/მლ-ს 1 გ დოზისთვის.
500 მგ-ის ინტრავენური შეყვანიდან 6 საათის შემდეგ პლაზმაში მეროპენემის კონცენტრაცია ქვეითდება 1მკგ/მლ-მდე და უფრო დაბალ მნიშვნელობამდე.
კარბაპენემების გახანგრძლივებულმა (3 საათამდე) ინფუზიამ შეიძლება გამოიწვიოს მათი ფარმაკოკინეტიკური და ფარმაკოდინამიური მაჩვენებლების ოპტიმიზაცია. ჯანმრთელ მოხალისეებში 500 და 2000მგ სტანდარტული 30 წუთიანი ინფუზიისას ყოველ 8 საათში %Т>მმკ მნიშვნელობა (შეფარდება დროის პერიოდს შორის, როდესაც პრეპარატის კონცენტრაცია აჭარბებს მმკ-ს და დოზირების ინტერვალი; მმკ=4 მკგ/მლ) შეადგენდა შესაბამისად 30% და 58%-ს. მოხალისეებში 8 საათში ერთხელ იგივე დოზის 3 საათიანი ინფუზიით შეყვანისას %Т>მმკ მაჩვენებელი გაიზარდა 43% და 73%-მდე შესაბამისად 500 და 2000 მგ დოზებისთვის. ჯანმრთელ მოხალისეებში 10 წუთის განმავლობაში 1000მგ-ის ინტრავენური ბოლუსური შეყვანის შემდეგ საშუალო პლაზმური კონცენტრაცია აჭარბებდა მმკ-ს 4მკგ/მლ-ს დოზირების ინტერვალის 42%-სთვის 1000მგ-ის 3 საათიანი ინფუზიისას 59%-თან შედარებით.
მეროპენემი კარგად აღწევს ორგანიზმის უმრავლეს ქსოვილსა და სითხეში, მათ შორის ბაქტერიული მენინგიტის მქონე პაციენტთა ცერებროსპინალურ სითხეში და აღწევს კონცენტრაციას, რომელიც აჭარბებს ბაქტერიების უმრავლესობის დათრგუნვისთვის საჭირო დონეს.
თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში მეროპენემის მრავალჯრადი შეყვანისას 8 საათიანი ინტერვალით პრეპარატის კუმულაცია არ აღინიშნება. თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 1 საათს შეადგენს.
პლაზმის ცილებთან კავშირი დაახლოებით 2%-ია.
პრეპარატ მერონემის® ინტრავენური დოზის დაახლოებით 70% თირკმელებით უცვლელი სახით გამოიყოფა 12 საათის განმავლობაში, რის შემდეგადაც ისაზღვრება თირკმლის უმნიშვნელო ექსკრეცია. შარდში მეროპენემის 10მკგ/მლ-ზე მაღალი კონცენტრაცია ნარჩუნდება 500მგ დოზის შეყვანის შემდეგ 5 საათის განმავლობაში. ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე მოხალისეებში 8 საათში ერთხელ 500მგ-ის ან 6 საათში ერთხელ 1გ-ის შეყვანის რეჟიმში სისხლის პლაზმასა და შარდში მეროპენემის კუმულაცია არ აღინიშნა.
მეროპენემის ერთადერთი მეტაბოლიტი მიკრობიოლოგიურად არააქტიურია.
ბავშვებში გამოკვლევებმა აჩვენა, რომ პრეპარატ მერონემის® ფარმაკოკინეტიკა ბავშვებსა და მოზრდილებში მსგავსია. 2 წლამდე ასაკის ბავშვებში მეროპენემის ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 1,5-2,3 საათს შეადგენს, 10-40მგ/კგ დოზების დიაპაზონში აღინიშნება ხაზოვანი დამოკიდებულება.
თირკმელების უკმარისობა
თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებში ფარმაკოკინეტიკის კვლევებმა აჩვენა, რომ მეროპენემის კლირენსი კორელირებს კრეატინინის კლირენსთან. ამგვარ პაციენტებში აუცილებელია დოზის კორექცია.
ხანდაზმულ პირებში ფარმაკოკინეტიკის კვლევებმა გამოავლინა მეროპენემის კლირენსის დაქვეითება, რომელიც კორელირებდა კრეატინინის კლირენსის ასაკობრივ დაქვეითებასთან.
მეროპენემი ჰემოდიალიზისას გამოიყოფა კლირენსით, რომელიც ორიენტირებულად 4-ჯერ აჭარბებს ანურიით დაავადებულ პაციენტებში იგივე მაჩვენებელს.
ღვიძლის უკმარისობა
ღვიძლის დაავადებების მქონე პაციენტებში ფარმაკოკინეტიკის კვლევამ აჩვენა, რომ მოცემული პათოლოგიური ცვლილებები გავლენას არ ახდენს მეროპენემის ფარმაკოკინეტიკაზე.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
მერონემი® (MERONEM®)
სავაჭრო დასახელება: მერონემი®
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: მეროპენემი
სამკურნალწამლო ფორმა: ფხვნილი ინტრავენურად შესაყვანი ხსნარის მოსამზადებლად
შემადგენლობა
ერთი ფლაკონი შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება: მეროპენემის ტრიჰიდრატი 570 მგ ან 1140 მგ (შეესაბამება 500 მგ ან 1000 მგ უწყლო მეროპენემs).
დამხმარე ნივთიერება: ნატრიუმის კარბონატი (უწყლო).
აღწერა
თეთრიდან ღია-ყვითელი ფერის ფხვნილი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიბიოტიკი, კარბაპენემი

გამოყენების ჩვენება
მერონემი® ნაჩვენებია ბავშვებსა (3 თვეზე უფროსი ასაკის) და მოზრდილებში შემდეგი ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია მეროპენემის მიმართ მგრძნობიარე ერთი ან რამდენიმე გამომწვევით:
პნევმონიები, ნოზოკომიალური პნევმონიების ჩათვლით;
შარდის გამომყოფი სისტემის ინფექციები;
მუცლის ღრუს ინფექციები;
მცირე მენჯის ორგანოების ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, როგორიცაა ენდომეტრიტი;
კანის და მისი სტრუქტურების ინფექციები;
მენინგიტი;
სეპტიცემია.
მონოთერაპიის რეჟიმით ან ანტივირუსულ ან სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებთან კომბინაციაში მოზრდილი პაციენტების ემპირიული მკურნალობა, რომლებშიც სავარაუდოა ინფექციები ფებრილური ნეიტროპენიის სიმპტომებით.
პოლიმიკრობული ინფექციების მკურნალობისთვის პრეპარატ მერონემის® ეფექტიანობა დამტკიცებულია როგორც მონოთერაპიის რეჟიმში, ისე სხვა ანტიმიკრობულ საშუალებებთან კომბინაციაში.
მუკოვისციდოზისა და ქვედა სასუნთქი გზების ქრონიკული ინფექციების სამკურნალოდ მეროპენემის ინტრავენურად შეყვანა ეფექტიანი იყო როგორც მონოთერაპიის რეჟიმში, ისე სხვა ანტიბაქტერიულ პრეპარატებთან კომბინაციაში. მიკროორგანიზმების ერადიკაცია ყოველთვის დამტკიცებული არ იყო.
უკუჩვენება
ანამნეზში ჰიპერმგრძნობელობა მეროპენემის ან კარბაპენემების ჯგუფის სხვა პრეპარატების მიმართ.
გამოხატული ჰიპერმგრძნობელობა (ანაფილაქსიური რეაქციები, კანის მძიმე რეაქციები) ნებისმიერი ანტიბაქტერიული საშუალების მიმართ, რომელსაც გააჩნია ბეტა-ლაქტამური სტრუქტურა (მაგ. პენიცილინები ან ცეფალოსპორინები).
3 თვემდე ასაკის ბავშვები.
სიფრთხილით
ერთდროული გამოყენება პოტენციურად ნეფროტოქსიკურ პრეპარატებთან ერთად.
პაციენტებში ჩივილებით კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (დიარეა), განსაკუთრებით კოლიტით დაავადებულებში.
გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში
ორსულობა
ორსულობის დროს პრეპარატ მერონემის® გამოყენების უსაფრთხოება შესწავლილი არ არის. ცხოველების კვლევებმა არ გამოავლინა რაიმე არასასურველი ეფექტი განვითარებად ნაყოფზე.
მერონემი® არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დედისთვის მისი გამოყენების პოტენციური უპირატესობა აჭარბებს შესაძლო რისკს ნაყოფისთვის. ყოველ შემთხვევაში პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ.
ძუძუთი კვების პერიოდი
მიღებულია ცნობები დედის რძეში მეროპენემის გამოყოფის შესახებ. მერონემი® არ უნდა იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების პერიოდში გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დედისთვის მისი გამოყენების პოტენციური უპირატესობა აჭარბებს შესაძლო რისკს ბავშვისთვის. დედისთვის უპირატესობის შეფასებისას მიიღება გადაწყვეტილება ძუძუთი კვების შეწყვეტის ან პრეპარატ მერონემის® მოხსნის შესახებ.
გამოყენების მეთოდი და დოზირება
მოზრდილები
დოზა და თერაპიის ხანგრძლივობა უნდა დადგინდეს ინფექციის ტიპის და სიმძიმის და პაციენტის მდგომარეობის მიხედვით.
რეკომენდებულია შემდეგი სადღეღამისო დოზები:
500 მგ ინტრავენურად 8 საათში ერთხელ პნევმონიის, საშარდე გზების ინფექციების, გინეკოლოგიური ინფექციების (როგორიცაა ენდომეტრიტი), კანის და კანის სტრუქტურის ინფექციების სამკურნალოდ;
1 გ ინტრავენურად 8 საათში ერთხელ ნოზოკომიალური პნევმონიის, პერიტონიტის სამკურნალოდ, ბაქტერიულ ინფექციაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში ნეიტროპენიის სიმტომების მქონე პაციენტებში, აგრეთვე სეპტიცემიისას.
მენინგიტის მკურნალობისას რეკომენდებული დოზა შეადგენს 2 გ-ს 8 საათში ერთხელ.
ზოგიერთი ინფექციის მკურნალობისას, ძირითადად გამოწვეული ნაკლებად მგრძნობიარე გამომწვევებით (როგორიცაა Enterobacteriaceae, Pseudomonas aeruginosa, Acinetobacter spp.), ან ძალიან მძიმე ინფექციების დროს, რეკომენდებული დოზა შეადგენს 2 გ-მდე 8 საათში ერთხელ.
ბოლუსური ინექციის სახით 2 გ დოზის მიღების უსაფრთხოება არასაკმარისად არის შესწავლილი.
დოზა მოზრდილ პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევისას
პაციენტებში, რომლებშიც კრეატინინის კლირენსი 51მლ/წთ-ზე ნაკლებია, დოზა უნდა შემცირდეს შემდეგნაირად:
კრეატინინის კლირენსი
(მლ/წთ)
დოზა
(დოზის ერთეულის საფუძველზე - 500 მგ, 1 გ, 2 გ)
შეყვანის სიხშირე
26 - 50
დოზის ერთი ერთეული
12 საათში ერთხელ
10 - 25
დოზის 0,5 ერთეული
12 საათში ერთხელ
<10
დოზის 0,5 ერთეული
24 საათში ერთხელ
მეროპენემი გამოიყოფა ჰემოდიალიზისას და ჰემოფილტრაციისას. თუ საჭიროა პრეპარატ მერონემით® ხანგრძლივი მკურნალობა, სისხლის პლაზმაში ეფექტიანი კონცენტრაციის აღდგენისთვის რეკომენდებულია (ინფექციის ტიპის და სიმძიმის მიხედვით) პრეპარატის შეყვანა ჰემოდიალიზის პროცედურის დასრულებისას.
ამ დროისთვის არ არსებობს მონაცემები პერიტონეალურ დიალიზზე მყოფ პაციენტებში პრეპარატ მერონემის® გამოყენების შესახებ.
დოზირება ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე მოზრდილ პაციენტებში
ღვიძლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში დოზის კორექცია აუცილებელი არ არის (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითებები”).
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმულ პაციენტებში თირკმელების ნორმალური ფუნქციით ან კრეატინინის კლირენსით >50მლ/წთ დოზის კორექცია საჭირო არ არის.
ბავშვები
3 თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ინტრავანურად შესაყვანი რეკომენდებული დოზა შეადგენს 10-20 მგ/კგ-ს 8 საათში ერთხელ ინფექციის ტიპის და სიმძიმის, პათოგენური მიკროორგანიზმის მგრძნობელობის და პაციენტის მდგომარეობის მიხედვით.
50კგ-ზე მეტი წონის ბავშვებში უნდა გამოიყენონ მოზრდილების დოზა.
მენინგიტის დროს რეკომენდებული დოზა შეადგენს 40 მგ/კგ-ს 8 საათში ერთხელ.
ზოგიერთი ინფექციის მკურნალობისას, ძირითადად გამოწვეული ნაკლებად მგრძნობიარე გამომწვევებით (როგორიცაა Enterobacteriaceae, Pseudomonas aeruginosa, Acinetobacter spp.), ან ძალიან მძიმე ინფექციების დროს, რეკომენდებული დოზა შეადგენს 40 მგ/კგ-მდე 8 საათში ერთხელ.
ბოლუსური ინექციის სახით 40 მგ/კგ დოზის მიღების უსაფრთხოება საკმარისად შესწავლილი არ არის.
ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე ბავშვებში პრეპარატის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს.
შეყვანის მეთოდი
მერონემი® ინტრავენური გამოყენებისთვის შეიძლება შეყვანილი იქნას ინტრავენური ბოლუსური ინექციის სახით არანაკლებ 5 წუთის განმავლობაში ან ინტრავენური ინფუზიის სახით 15-30 წუთის განმავლობაში; განზავებისთვის გამოიყენება შესაბამისი საინფუზიო სითხეები.
მეროპენემის გამოყენების შესაძლებლობა ხანგრძლივი ინფუზიის სახით (3 საათამდე) ეფუძნება ფარმაკოკინეტიკურ და ფარმაკოდინამიურ პარამეტრებს (იხ. პარაგრაფი “ფარმაკოკინეტიკა“). ამ დროისთვის ამ რეჟიმის დამადასტურებელი კლინიკური და უსაფრთხოების მონაცემები შეზღუდულია.
ინტრავენური ბოლუსური ინექციებისთვის ხსნარის მოსამზადებლად მერონემი® უნდა გაიხსნას სტერილურ საინექციო წყალში (5 მლ 250 მგ მეროპენემზე), ამ შემთხვევაში ხსნარის კონცენტრაცია შეადგენს 50 მგ/მლ-ს. მიღებული ხსნარი ინარჩუნებს სტაბილურობას 3 საათის განმავლობაში 25˚C-მდე ტემპერატურაზე და 16 საათის განმავლობაში მაცივარში შენახვისას (2-8˚C).
ინტრავენური ინფუზიებისთვის ხსნარის მოსამზადებლად მერონემი® უნდა გაიხსნას ნატრიუმის ქლორიდის 0.9%-იან საინფუზიო ხსნარში ან დექსტროზის (გლუკოზის) 5%-იან საინფუზიო ხსნარში, ამასთან ხსნარის კონცენტრაცია უნდა შეადგენდეს 1-20 მგ/მლ-ს. მიღებული ხსნარი ინარჩუნებს სტაბილურობას 3 საათის განმავლობაში 25˚C-მდე ტემპერატურაზე და 24 საათის განმავლობაში მაცივარში შენახვისას (2-8˚C), თუ მის მოსამზადებლად გამოყენებულია ნატრიუმის ქლორიდის 0,9%-იანი ხსნარი. გლუკოზის 5%-იანი ხსნარის გამოყენებით მომზადებული ხსნარი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული.
პრეპარატ მერონემის® ხსნარის გაყინვა არ შეიძლება.
რეკომენდებულია ხსნარის შეყვანა მომზადებისთანავე (მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით), თუ ხსნარის მომზადების პირობები არ გამორიცხავს მიკრობიოლოგიური კონტამინაციის შესაძლებლობას.
გვერდითი მოქმედება
ზოგადად, მეროპენემი კარგი ამტანობით ხასიათდება. იშვიათ შემთხვევებში გვერდითი ეფექტები იწვევდა თერაპიის მოხსნას. სერიოზული არასასურველი რეაქციები იშვიათია.
გვერდითი რეაქციების სიხშირე მოყვანილია ცხრილში შემდეგი გრადაციით: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100, <1/10); ნაკლებად ხშირი (≥1/1000, <1/100); იშვიათი (≥1/10000,<1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10000), დაუზუსტებელი სიხშირე (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელია).
ორგანოები და სისტემები
გვერდითი მოვლენები
ინფექციური და პარაზიტული დაავადებები
ნაკლებად ხშირი: ვაგინალური კანდიდოზი და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის კანდიდოზი
სისხლის წარმოქმნის სისტემა*
ხშირი: თრომბოციტოზი
ნაკლებად ხშირი: თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია, ლეიკოპენია, ეოზინოფილია
დაუზუსტებელი სიხშირე: აგრანულოციტოზი***, ჰემოლიზური ანემია***
ნერვული სისტემა
ხშირი: თავის ტკივილი
ნაკლებად ხშირი: კრუნჩხვა, პარესთეზია, გონების დაკარგვა**, ჰალუცინაცია**, დეპრესია**, შფოთვა**, მომატებული აგზნება**, უძილობა**
იშვიათი: დელირიუმი***
კუჭ-ნაწლავის ტრაქტი
ხშირი: გულისრევა, ღებინება, დიარეა, “ღვიძლის“ ტრანსამინაზების, ტუტე ფოსფატაზას, ლაქტატდეჰიდროგენაზას აქტივობისა და სისხლის შრატში ბილირუბინის კონცენტრაციის მომატება
ნაკლებად ხშირი: შეკრულობა**, ქოლესტაზური ჰეპატიტი**, გამა-გლუტამილტრანსფერაზას აქტივობის მომატება
დაუზუსტებელი სიხშირე: ფსევდომემბრანული კოლიტი***
კანი და კანქვეშა უჯრედისი
ხშირი: გამონაყარი
ნაკლებად ხშირი: ჭინჭრის ციება, კანის ქავილი
დაუზუსტებელი სიხშირე: ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი***, სტივენს-ჯონსონის სინდრომი***, მულტიფორმული ერითემა***, სამკურნალწამლო რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS სინდრომი)***, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი***
იმუნური სისტემა
ძალიან იშვიათი: ანაფლილაქსიის გამოვლინებები***, ანგიონევროზული შეშუპება***
გულ-სისხლძარღვთა სისტემა
იშვიათი: გულის უკმარისობა**, გულის გაჩერება**, ტაქიკარდია**, ბრადიკარდია**, მიოკრადიუმის ინფარქტი**, არტერიული წნევის (ა/წ) დაქვეითება ან მომატება**, ფილტვის არტერიის ტოტების თრომბოემბოლია**
თირკმელები და შარდის გამომყოფი გზები
ნაკლებად ხშირი: სისხლში კრეატინინის კონცენტრაციის მომატება, სისხლში შარდოვანას კონცენტრაციის მომატება
რესპირატორული ტრაქტი
ნაკლებად ხშირი: დისპნოე**
სხვა
ხშირი: ადგილობრივი რეაქციები - ანთება
ნაკლებად ხშირი: თრომბოფლებიტი, ტკივილი შეყვანის ადგილზე
- აღწერილია კუმბსის სინჯის პირდაპირი ან არაპირდაპირი დადებითი შედეგები, აგრეთვე პარციალური თრომბოპლასტინური დროის დაქვეითება
- * პრეპარატ მერონემის® მიღებასთან მიზეზობრივ-შედეგობრივი კავშირი დადგენილი არ არის. გვერდითი მოვლენები აღინიშნა კვლევაში, რომელიც მოიცავდა 2904 იმუნოკომპეტენტურ მოზრდილ პაციენტს, რომელიც იტარებდა პრეპარატ მერონემით® თარაპიას (500 ან 1000 მგ 8 საათში ერთხელ) ინფექციის გამო, რომელიც არ ეხებოდა ცნს-ს. 36 პაციენტში თერაპია შეწყდა არასასურველი მოვლენების შემდეგ. 5 შემთხვევაში გამორიცხული არ არის ლეტალური გამოსავლის კავშირი ჩატარებულ თერაპიასთან. პაციენტების მძიმე მდგომარეობის, მრავლობითი დაავადების და სხვა სამკურნალო პრეპარატებით მრავალი თანმხლები თერაპიის გამო შესაძლებელი არ იყო დასკვნის გამოტანა პრეპარატ მერონემით® თერაპიასთან გვერდითი ეფექტის კავშირის შესახებ.
- ** გვერდითი მოვლენები, რომლებიც იდენტიფიცირებულია რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში.
დოზის გადაჭარბება
მკურნალობის დროს შესაძლებელია დოზის შემთხვევით გადაჭარბება, განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მკურნალობა სიმპტომური უნდა იყოს. ნორმაში სწრაფად ხდება თირკმელებით პრეპარატის ელიმინაცია. თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში ჰემოდიალიზს ეფექტიანად გამოაქვს მეროპენემი და მისი მეტაბოლიტი.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
პრობენეციდი კონკურენტულად მოქმედებს მეროპენემთან აქტიური მილაკოვანი სეკრეციისთვის, აინჰიბირებს მეროპენემის თირკმლისმიერ ექსკრეციას, იწვევს ნახევარგამოყოფის პერიოდის გაზრდას და პლაზმაში მისი კონცენტრაციის მომატებას. რადგან პრობენეციდის გარეშე შეყვანილი პრეპარატ მერონემის® ეფექტიანობა და მოქმედების ხანგრძლივობა ადეკვატურია, ამ საშუალებების ერთად შეყვანა რეკომენდებული არ არის.
სხვა პრეპარტების სისხლის პლაზმის ცილებთან შეკავშირების ხარისხზე ან მეტაბოლიზმზე პრეპარატ მერონემის® შესაძლო მოქმედება შესწავლილი არ არის. პრეპარტ მერონემის® სისხლის პლაზმის ცილებთან კავშირი დაბალია (დაახლოებით 2%), ამიტომ მოსალოდნელი არ არის ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან, რომელთა მექანიზმიც დაფუძნებულია პლაზმის ცილებიდან გამოთავისუფლებაზე.
კარბაპენემების და ვალპროის მჟავას პრეპარატების ერთდროულად გამოყენება თერაპიის 2 დღის შემდეგ იწვევდა სისხლის პლაზმაში ვალპროის მჟავას კონცენტრაციის 60-100%-ით დაქვეითებას. ვალპროის მჟავას კონცენტრაციის სწრაფი და მნიშვნელოვანი დაქვეითების გამო პრეპარატ მერონემის® და ვალპროის მჟავას პრეპარატების ერთად მიღება რეკომენდებული არ არის. სხვა პრეპარატების მიღების დროს პრეპარატ მერონემის® გამოყენებას არ ახლდა არასასურველი ფარმაკოლოგიური ურთიერთქმედების განვითარება. მეროპენემის სხვა პრეპარატებთან (პრობენეციდის გარდა) ურთიერთქმედების შემსწავლელი კვლევები ჩატარებული არ არის.
არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების (მაგალითად, ვარფარინის) და ანტიბაქტერიული პრეპარატების ერთდროულად მიღებისას მიღებულია არაერთი შეტყობინება ანტიკოაგულანტური მოქმედების გაძლიერების შემთხვევების შესახებ. ანტიკოაგულანტური მოქმედების გაძლიერების რისკი შეიძლება დამოკიდებული იყოს ინფექციის ტიპზე, პაციენტის ასაკსა და ზოგად მდგომარეობაზე, ამიტომ რთულია შეფასდეს ანტიბაქტერიული პრეპარატის გავლენა საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის (სნთ) გაზრდაზე.
ანტიბაქტერიული პრეპარატისა და არაპირდაპირი ანტიკოაგულანტის ერთდროულად მიღების დროს და მისი შეწყვეტიდან გარკვეული დროის განმავლობაში რეკომენდებულია სნთ-ის ხშირი მონიტორინგი.
განსაკუთრებული მითითება
არ არსებობს პრეპარატის გამოყენების გამოცდილება პედიატრიულ პრაქტიკაში პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ნეიტროპენია ან პირველადი ან მეორადი იმუნოდეფიციტი.
როგორც სხვა ანტიბიოტიკების გამოყენებისას, მეროპენემის მონოთერაპიის რეჟიმით მიღების დროს კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებში, რომლებსაც გამოუვლინდათ Pseudomonas aeruginosa-თი გამოწვეული ქვემო სასუნთქი გზების ინფექციები ან არსებობს მათზე ეჭვი, რეკომენდებულია მგრძნობელობის ტესტის რეგულარული ჩატარება.
პაციენტებში, რომლებსაც უტარდებოდათ მკურნალობა პრეპარატ მერონემით®, აღინიშნებოდა კანის მძიმე არასასურველი რეაქციები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, სამკურნალწამლო რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სინდორმებით (DRESS სინდრომი), მულტიფორმული ერითემა, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (იხ. პარაგრაფი “გვერდითი მოქმედება“). მითითებული რეაქციების განვითარების ნიშნებისა და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ მეროპენემით მკურნალობა და განიხილოთ ალტერნატიული მკურნალობა.
იშვიათ შემთხვევებში პრეპარატ მერონემის®, ისევე როგორც პრაქტიკულად ყველა ანტიბიოტიკის გამოყენებისას, აღინიშნება ფსევდომემბრანული კოლიტის განვითარება, რომელიც შეიძლება სიმძიმის მიხედვით ვარირებდეს მსუბუქიდან სიცოცხლისთვის საშიშ ფორმებამდე. პრეპარატ მერონემის® გამოყენების ფონზე დიარეის განვითარებისას მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ფსევდომემბრანული კოლიტის განვითარების შესაძლებლობა. ფსევოდმემბრანული კოლიტის განვითარების შემთხვევაში მერონემი® უნდა მოიხსნას. ნაწლავის პერისტალტიკის დამთრგუნველი პრეპარატები უკუნაჩვენებია.
კარბაპენემების, მათ შორის მეროპენემის გამოყენების ფონზე ცნობილია კრუნჩხვების იშვიათი შემთხვევები. კრუნჩხვითი მზაობის ზღურბლის დაქვეითების შემთხვევაში პრეპარატ მერონემის® გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა.
არსებობს სხვა კარბაპენემებსა და ბეტა-ლაქტამურ ანტიბიოტიკებს, პენიცილინებს და ცეფალოსპორინებს შორის ჯვარედინი ალერგიული რეაქციების კლინიკური და ლაბორატორიული ნიშნები. პრეპარატ მერონემის®, ისევე როგორც სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების გამოყენებისას, აღწერილია ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების (მათ შორის ფატალური გამოსავლით) იშვიათი შეტყობინებები (იხ. პარაგრაფი “გვერდითი მოქმედება”). მეროპენემით თერაპიის დაწყებამდე აუცილებელია პაციენტის დეტალური გამოკითხვა, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ანამნეზში ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკებისადმი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციებზე. მერონემი® ფრთხილად უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების (ე.ი. პენიცილინების და ცეფალოსპორინების) მიმართ. თუ ვითარდება ალერგიული რეაქცია მეროპენემზე, საჭიროა შეწყდეს პრეპარატის შეყვანა და მიღებული იქნას შესაბამისი ზომები.
ღვიძლის დაავადებების მქონე პაციენტებში პრეპარატ მერონემის® გამოყენება უნდა მოხდეს ტრანსამინაზების აქტივობისა და ბილირუბინის კონცენტრაციის ინტენსიური კონტროლის ქვეშ.
როგორც სხვა ანტიბიოტიკების გამოყენებისას შესაძლებელია არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების უკონტროლო ზრდა, რასთან დაკავშირებითაც აუცილებელია პაციენტზე მუდმივი დაკვირვება.
სხვადასხვა გამომწევებში შეძენილი ანტიბიოტიკორეზისტენტობის გავრცელება შეიძლება ვარირებდეს რეგიონის და დროის მიხედვით, სასურველია კონკრეტულ რეგიონში გავრცელებული გამომწვევების რეზისტენტობის შესახებ აქტუალური ინფორმაციის ფლობა, განსაკუთრებით მძიმე ინფექციების მკურნალობისას. თუ რეზისტენტობა ისეთია, რომ საეჭვო ხდება თუნდაც ზოგიერთი ინფექციის მიმართ პრეპარატის ეფექტიანობა, საჭიროა ექსპერტის კონსულტაცია.
რეკომენდებული არ არის პრეპარატ მერონემის® და ვალპროის მჟავას პრეპარატების ერთად გამოყენება სისხლის შრატში ვალპროის მჟავას კონცენტრაციის დაქვეითების შესაძლებლობის გამო. ზოგ შემთხვევაში შეიძლება მიღწეული იქნას თერაპიულზე დაბალი კონცენტრაცია (იხ. პარაგრაფი “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”).
მეტიცილინ-რეზისტენტული სტაფილოკოკით გამოწვეული ინფექციების დროს პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
ავტომობილის მართვის და სხვა ტექნიკასთან მუშაობის უნარზე პრეპარატ მერონემის® გავლენის კვლევა არ ჩატარებულა. მიუხედავად ამისა, გასათვალისწინებელია, რომ პრეპარატ მერონემის® მიღებისას შეიძლება აღინიშნოს თავის ტკივილი, პარესთეზია და კრუნჩხვები.
გამოშვების ფორმა
ფხვნილი ინტრავენურად შესაყვანი ხსნარის მოსამზადებლად 0,5გ და 1გ.
0,5 გ მოქმედი ნივთიერება მინის ფლაკონებში 20 მლ მოცულობით და 1 გ მოქმედი ნივთიერება მინის ფლაკონებში 30 მლ მოცულობით (ტიპი 1 ევრ.ფარმ). დახურული რეზინის საცობით, შემოკრული ალუმინის რგოლით და პლასტმასის სახურავით. 10 ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში პირველი გახსნის კონტროლით.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 30°С ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
4 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
სარეგისტრაციო მოწმოების მფლობელი
ფაიზერ ეიჩ. სი. პი. კორპორეიშნ
ჰადსონ ბულვარ ისტ 66, ნიუ-იორკი, ნიუ-იორკის შტატი 10001-2192, აშშ
მწარმოებელი და შემფუთავი:
Zambon Switzerland Limited;
ვია ინდუსტრია, 13; CH‑6814 კადემპინო; შვეიცარია
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.