მეროპენემი
MEROPENEM
პრეპარატისადმი მგრძნობიარე ერთი ან რამდენიმე მიკროორგანიზმით გამოწვეული ინფექციების მკურნალობა ბავშვებსა და მოზრდილებში: პნევმონიები (მათ შორის ჰოსპიტალური); საშარდე სისტემის ინფექციები; მუცლის ღრუს ორგანოთა ინფექციები; გინეკოლოგიური ინფექციები (როგორიცაა, ენდომეტრიტი და მენჯის ორგანოთა ანთებითი დაავადებები); …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- მეროპენემი (meropenem)
- ფორმა და შეფუთვა
- 1გ ფხვნილი ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- AbiPharm LLC, საქართველო
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, კარბაპენემები
- ATC კოდი
- J01DH02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-036080
- რეგისტრირებულია
- 3 აგვისტო 2022, მოქმედებს 3 აგვისტო 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- AbiPharm LLC (საქართველო)
- განმცხადებელი
- შპს „აბიფარმი“ (საქართველო)
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
მეროპენემი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პრეპარატისადმი მგრძნობიარე ერთი ან რამდენიმე მიკროორგანიზმით გამოწვეული ინფექციების მკურნალობა ბავშვებსა და მოზრდილებში:
პნევმონიები (მათ შორის ჰოსპიტალური);
საშარდე სისტემის ინფექციები;
მუცლის ღრუს ორგანოთა ინფექციები;
გინეკოლოგიური ინფექციები (როგორიცაა, ენდომეტრიტი და მენჯის ორგანოთა ანთებითი დაავადებები);
კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები;
მენინგიტი;
სეპტიცემია;
ემპირიული თერაპიის სახით, ბაქტერიულ ინფექციაზე ეჭვის შემთხვევაში, მოზრდილ პაციენტებში (ნეიტროპენიის ფონზე ფებრილური ეპიზოდებით) მონოთერაპიაში ან ანტივირუსულ ან სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებთან კომბინაციაში.
Uუკუჩვენება:
პრეპარატისადმი მომატებული მგრძნობელობა.
სიფრთხილით ინიშნება პოტენციურად ნეფროტოქსიკურ პრეპარატებთან კომბინაციაში, ასევე პაციენტებში დისპეფსიით, განსაკუთრებით კოლიტთან ასოცირებულ შემთხვევებში.
მიღების წესი და დოზირება
მოზრდილებში დოზირება და თერაპიის ხანგრძლივობა დგინდება ინფექციის ტიპისა და სიმძიმის, ასევე, პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით. რეკომენდებულია შემდეგი სადღეღამისო დოზები:
პნევმონიების, საშარდე სისტემის, გინეკოლოგიური (ენდომეტრიტი და მენჯის ღრუს ორგანოთა ანთებითი დაავადებები), კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციების სამკურნალოდ - 500მგ ინტრავენურად ყოველ 8 საათში ერთხელ.
ჰოსპიტალური პნევმონიების, პერიტონიტის, პაციენტებში ნეიტროპენიით ბაქტერიულ ინფექციებზე ეჭვის შემთხვევაში, ასევე, სეპტიცემიის დროს ინიშნება - 1გ ინტრავენურად ყოველ 8 საათში ერთხელ.
მენინგიტის დროს - 2გ ინტრავენურად ყოველ 8 საათში ერთხელ.
პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით, როცა კრეატინინის კლირენსი ნაკლებია 50მლ/წთ-ზე დოზა უნდა შემცირდეს შემდეგნაირად:
კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ)
დოზა დოზის ერთეულზე გადაანგარიშებით
(500მგ ან 1გ ან 2გ)
შეყვანის ჯერადობა
50-26
ერთი დოზის ერთეული
ყოველ 12 საათში
25-10
დოზის ერთეულის ნახევარი
ყოველ 12 საათში
<10
დოზის ერთეულის ნახევარი
ყოველ 24 საათში
მეროპენემი გამოიდევნება ჰემოდიალიზით, ამიტომ, თუ მკურნალობის გაგრძელება საჭიროა, რეკომენდებულია დოზის ერთეულის (დგინდება ინფექციის ტიპისა და სიმძიმის მიხედვით) შეყვანა ჰემოდიალიზის დამთავრების შემდეგ, რათა პლაზმაში აღდგეს მეროპენემის ეფექტური კონცენტრაცია.
მეროპენემის გამოყენების გამოცდილება პაციენტებში, პერიტონეალური დიალიზით, არ არსებობს.
პაციენტები ღვიძლის ფუნქციური უკმარისობით, დოზის კორექციას არ მოითხოვენ.
ხანდაზმული პაციენტები თირკმლის ნორმალური ფუნქციით ან კკ მეტი 50 მლ/წთ-ზე, დოზის კორექციას არ საჭიროებენ.
ბავშვებში 3 თვიდან 12 წლამდე რეკომენდებული დოზა ინტრავენური გამოყენებისთვის შეადგენს 10-20 მგ/კგ ყოველ 8 საათში ერთხელ ინფექციის ტიპისა და სიმძიმის, მგრძნობელობისა და პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით. 50კგ-ზე მეტი წონის ბავშვებში ინიშნება მოზრდილთა დოზები.
მენინგიტის დროს რეკომენდებული დოზა შეადგენს 40მგ/კგ ყოველ 8 საათში.
პრეპარატის ხსნარის მომზადების და შეყვანის წესი
მეროპენემი ინიშნება ინტრავენურად ბოლუსური ინექციის სახით არანაკლებ 5 წუთის განმავლობაში ან ინტრავენური ინფუზიის სახით 15-30 წუთის განმავლობაში.
ინტრავენური ბოლუსური ინექციისთვის მეროპენემი უნდა გაიხსნას სტერილურ საინექციო წყალში (მეროპენემის ყოველ 250მგ-ზე 5მლ), რაც უზრუნველყოფს 50მგ/მლ კონცენტრაციის ხსნარის მიღებას.
ინტრავენური ინფუზიისთვის მეროპენემი უნდა გაიხსნას სტერილურ საინექციო წყალში ან შეთავსებად საინფუზიო ხსნარში და შემდეგ კვლავ განზავდეს (50-200მლ-მდე) შეთავსებად საინფუზიო ხსნარში.
მეროპენემი შეთავსებადია შემდეგ საინფუზიო ხსნარებთან: 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი ინტრავენური ინფუზიისთვის; 5% ან 10% გლუკოზის საინფუზიო ხსნარი; 5% გლუკოზის საინფუზიო ხსნარი 0,02% ნატრიუმის ბიკარბონატთან ერთად; 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი 5% გლუკოზის საინფუზიო ხსნართან ერთად; 5% გლუკოზის საინფუზიო ხსნარი 0,225% ნატრიუმის ქლორიდის საინფუზიო ხსნართან ერთად; 5% გლუკოზის საინფუზიო ხსნარი 0,15% კალიუმის საინფუზიო ხსნართან ერთად; 2,5% ან 10% მანიტოლის საინფუზიო ხსნარი.
მეროპენემი არ უნდა შეერიოს სხვა პრეპარატების შემცველ ხსნარებს.
გამოყენებამდე განზავებული ხსნარი უნდა შეინჯღრეს. ყველა ფლაკონი მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვისაა. მეროპენემის განზავებისას დაცული უნდა იყოს სტანდარტული ასეპტიკის ნორმები.
რეკომენდებულია ინტრავენური ინექციისა და ინფუზიისთვის გამოიყენონ მეროპენემის ახალმომზადებული ხსნარი.
სიფრთხილის ზომები
ისევე, როგორც სხვა ანტიბიოტიკების შემთხვევაში, Pseudomonas aeruginosa-თი გამოწვეული ქვედა სასუნთქი გზების ინფექციების მეროპენემით მონოთერაპიისას, რეკომენდებულია, რეგულარულად გამომწვევის მგრძნობელობის დადგენა.
ფსევდომემბრანული კოლიტი აღინიშნება პრაქტიკულად ყველა ანტიბიოტიკის გამოყენებისას და მისი ინტენსივობა მერყეობს მსუბუქიდან სიცოცხლისათვის საშიში ფორმების ჩათვლით. ამიტომ, ანტიბიოტიკები სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში კუჭ-ნაწლავის სისტემისადმი ჩივილებით, განსაკუთრებით კოლიტის შემთხვევაში. ანტიბიოტიკების მიღების ფონზე განვითარებული დიარეის დროს, მნიშვნელოვანია “ფსევდომემბრანული კოლიტის” დიაგნოზის გათვალისწინება. მიუხედავად იმისა, რომ კოლიტების გამომწვევ ძირითად მიზეზს Clostridium difficile-ს მიერ პროდუცირებული ტოქსინი წარმოადგენს (რაც ანტიბიოტიკებს უკავშირდება), მაინც გასათვალისწინებელია სხვა გამომწვევი მიზეზები.
არსებობს კლინიკური და ლაბორატორიული მონაცემები ნაწილობრივ-ჯვარედინ მომატებულ მგრძნობელობაზე სხვა კარბაპენემებსა და ბეტა-ლაქტამურ ანტიბიოტიკებს, პენიცილინებსა და ცეფალოსპორინებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების გამოყენებასთან ხშირად ასოცირდება ალერგიული რეაქციები, მეროპენემის დანიშვნისას მომატებული მგრძნობელობის რეაქციები იშვიათად გამოვლენილა. მეროპენემის დანიშვნამდე აუცილებელია პაციენტის გამოკითხვა ანამნეზში ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკებისადმი მომატებული მგრძნობელობის რეაქციების არსებობაზე და ასეთ შემთხვევაში მეროპენემის დანიშვნისას დიდი სიფრთხილეა საჭირო. მეროპენემზე ალერგიული რეაქციის გამოვლინების შემთხვევაში, აუცილებელია პრეპარატის მოხსნა და სათანადო ღონისძიებების მიღება.
პაციენტებში ღვიძლის დაავადებებით, მეროპენემი ინიშნება ბილირუბინისა და ტრანსამინაზების მუდმივი კონტროლის ქვეშ.
სხვა ანტიბიოტიკების მსგავსად, მეროპენემის შემთხვევაშიც, მოსალოდნელია არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების ზრდა, რაც თითოეულ პაციენტზე მუდმივ დაკვირვებას მოითხოვს.
მეროპენემის გამოყენება მეტიცილინ-რეზისტენტული სტაფილოკოკებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ არ არის რეკომენდებული.
გამოყენება პედიატრიაში:
3 თვემდე ასაკის ბავშვებში მეროპენემის ეფექტურობა და უსაფრთხოება შესწავლილი არ არის, ამიტომ ამ ასაკის ბავშვებში მეროპენემი არ ინიშნება.
პედიატრიულ პრაქტიკაში, პაციენტებში ნეიტროპენიით ან პირველადი ან მეორადი იმუნოდეფიციტით, მეროპენემის გამოყენებაზე მონაცემები არ არსებობს.
ბავშვებში ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის დარღვევით, მეროპენემის გამოყენებაზე მონაცემები არ არის.
პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით არ არის აუცილებელი დოზის კორექცია. ამ შემთხვევაში პრეპარატი ინიშნება ბილირუბინისა და ტრანსამინაზების მუდმივი კონტროლის ქვეშ.
პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით (კკ ნაკლები 51 მლ/წთ) საჭიროა დოზის შემცირება.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ისევე როგორც მეროპენემი, პრობენეციდი მილაკოვანი სეკრეციით გამოიდევნება. ამიტომ იგი ზრდის მეროპენემის ნახევარგამოყოფის პერიოდსა და პლაზმაში მის კონცენტრაციას. პრობენეციდისა და მეროპენემის ერთდროული დანიშვნა რეკომენდებული არ არის.
მეროპენემის სხვა პრეპარატებზე არასასურველი ფარმაკოლოგიური გავლენა დადგენილი არ არის.
მეროპენემმა შესაძლებელია შეამციროს ვალპროის მჟავას დონე სისხლის პლაზმაში. მათ შორის, ზოგიერთ პაციენტში თერაპიულ დოზაზე ქვემოთ.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობის პერიოდში მეროპენემის უსაფრთხოება შესწავლილი არ არის.
ორსულობის დროს პრეპარატის დანიშვნის პოტენციური სარგებელი დედისთვის უნდა აჭარბებდეს ნაყოფზე უარყოფითი გავლენის რისკს. თითოეულ შემთხვევაში აუცილებელია ექიმის მუდმივი დაკვირვება.
ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობისას, საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.
გვერდითი მოვლენები
მძიმე ფორმის გვერდითი მოვლენები იშვიათად ვითარდება. აღწერილია შემდეგი გვერდითი მოვლენები:
ალერგიული რეაქციები: იშვიათად - ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსიური რეაქციები.
დერმატოლოგიური რეაქციები: ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება; იშვიათად - მულტიფორმული (ექსუდაციური) ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ტკივილი მუცელში, გულისრევა, ღებინება, დიარეა; ერთეულ შემთხვევაში – სისხლში ბილირუბინის, ტრანსამინაზების, ტუტე ფოსფატაზას და ლაქტატდეჰიდროგენაზას დონის შექცევადი მატება; ერთეულ შემთხვევაში - ფსევდომემბრანული კოლიტი.
სისხლმბადი სისტემის მხრივ: შექცევადი თრომბოციტოზი, ეოზინოფილია, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია და ნეიტროპენია (აგრანულოციტოზის იშვიათი შემთხვევების ჩათვლით). ზოგიერთ პაციენტში შესაძლებელია პირდაპირი და არაპირდაპირი დადებითი კუმბსის სინჯი; ასევე - თრომბოპლასტინის დროის ნაწილობრივი დაქვეითება.
ცნს-ის და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, პარესთეზია; შესაძლებელია - კრუნჩხვა, თუმცა მეროპენემთან მიზეზობრივი კავშირი დადგენილი არ არის.
ადგილობრივი რეაქციები: ანთება, თრომბოფლებიტი, ტკივილი ინექციის ადგილზე.
სხვადასხვა: პირის ღრუს კანდიდოზი, ვაგინალური კანდიდოზი.
ჭარბი დოზა
დოზის შემთხვევითი გადაჭარბება შესაძლებელია მკურნალობის დროს, განსაკუთრებით პაციენტებში თირკმლის დარღვეული ფუნქციით.
მკურნალობა: სიმპტომური თერაპია. ნორმაში პრეპარატი სწრაფად გამოიდევნება ორგანიზმიდან. პაციენტებში თირკმლის დარღვევებით, ჰემოდიალიზი ეფექტურად გამოდევნის მეროპენემს და მის მეტაბოლიტებს.
ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა:
არ არის მონაცემები.
შემადგენლობა
ერთი ფლაკონი შეიცავს 1გ მეროპენემის ექვივალენტურ მეროპენემის ტრიჰიდრატს.
დამხმარე ნივთიერება: 0.208გ ნატრიუმის ექვივალენტური ნატრიუმის კარბონატი (pH-ის შესანარჩუნებლად).
აღწერილობა:
თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის კრისტალური ფხვნილი.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
კარბაპენემების ჯგუფის ანტიბიოტიკი
ათქ კოდი - J01DH02
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
შენახვის პირობები
პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილზე.
ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე.
რეკომენდებულია ვენაში საინექციოდ ან საინფუზიოდ გამოიყენონ ახალმომზადებული ხსნარი, თუმცა მეროპენემის მომზადებული ხსნარი ინარჩუნებს ეფექტურობას ოთახის ტემპერატურაზე (არაუმეტეს 25°С) ან მაცივარში (+4°C ტემპერატურაზე) შემდეგი დროის განმავლობაში:
Gგამხსნელი
მომზადებული ხსნარის სტაბილურობა
15-25°C ტემპერატურაზე
მომზადებული ხსნარის სტაბილურობა
4°C ტემპერატურაზე
საინექციო წყალი
8 სთ
48 სთ
0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი
8 სთ
48 სთ
5% გლუკოზის საინფუზიო ხსნარი
3 სთ
14 სთ
5% გლუკოზის საინფუზიო ხსნარი 0,225% ნატრიუმის ქლორიდის საინფუზიო ხსნართან ერთად
3 სთ
14 სთ
5% გლუკოზის საინფუზიო ხსნარი
0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნართან ერთად
3 სთ
14 სთ
5% გლუკოზის საინფუზიო ხსნარი
0,15% კალიუმის ქლორიდის საინფუზიო ხსნართან ერთად
3 სთ
14 სთ
2,5% ან 10% მანიტოლის საინფუზიო ხსნარი
3 სთ
14 სთ
10% გლუკოზის საინფუზიო ხსნარი
2 სთ
8 სთ
5% გლუკოზის საინფუზიო ხსნარი
0,02% ნატრიუმის ბიკარბონატთან ერთად
2 სთ
8 სთ
მეროპენემის ხსნარის გაყინვა არ შეიძლება!
აფთიაქიდან გაცემის პირობები: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
პარენტერალური გამოყენების კარბაპენემების ჯგუფის ანტიბიოტიკი, მდგრადია ადამიანის დეჰიდროპეპტიდაზა-1 (დჰპ-1)-ის მიმართ, არ მოითხოვს დამატებით დჰპ-1-ის ინჰიბიტორის გამოყენებას.
მეროპენემის ბაქტერიციდული მოქმედება განპირობებულია ბაქტერიის უჯრედის კედლის სინთეზზე ზემოქმედებით. მეროპენემის ძლიერი ბაქტერიციდული მოქმედება, ფართო სპექტრის აერობული და ანაერობული ბაქტერიების მიმართ, განპირობებულია ბაქტერიის უჯრედის კედელში მაღალი შეღწევადობით, მრავალი β-ლაქტამაზას მიმართ სტაბილურობით და პენიცილინების შემბოჭავი ცილებისადმი მაღალი აფინობით. მინიმალური ბაქტერიციდული კონცენტრაციები, ჩვეულებრივ იგივეა, რაც მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაციები.
მეროპენემის ანტიბაქტერიული აქტივობის სპექტრი მოიცავს პრაქტიკულად ყველა კლინიკურად მნიშვნელოვან გრამდადებით და გრამუარყოფით აერობულ და ანაერობულ მიკროორგანიზმს.
პრეპარატი აქტიურია აერობული გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ: Bacillus spp., Corynebacterium diphtheriae, Enterococcus liquifaciens, Enterococcus avium, Listeria monocytogenes, Lactobacillus spp., Nocardia asteroides, Staphylococcus aureus (პენიცილინაზას მაპროდუცირებელი და არამაპროდუცირებელი შტამები), კოაგულაზა-უარყოფითი სტაფილოკოკები, მათ შორის Staphylococcus saprophyticus, Staphylococcus capitis, Staphylococcus cohnii, Staphylococcus xylosus, Staphylococcus warneri, Staphylococcus hominis, Staphylococcus simulans, Staphylococcus intermedius, Staphylococcus sciuri, Staphylococcus lugdenensis, Streptococcus pneumoniae (პენიცილინის მიმართ მგრძნობიარე და მდგრადი), Streptococcus agalactiae, Streptococcus pyogenes, Streptococcus equi, Streptococcus bovis, Streptococcus mitis, Streptococcus mitior, Streptococcus milleri, Streptococcus sanguis, Streptococcus viridans, Streptococcus salivarius, Streptococcus morbillorum, სტრეპტოკოკები ჯგუფი G, ჯგუფი F, Rhodococcus equi;
აერობული გრამუარყოფითი ბაქტერიები: Achromobacter xylosoxidans, Acinetobacter anitratus, Acinetobacter lwoffii, Acinetobacter baumannii, Aeromonas hydrophila, Aeromonas sorbria, Aeromonas caviae, Alcaligenes faecalis, Bordetella bronchiseptica, Brucella melitensis, Campylobacter coli, Campylobacter jejuni, Citrobacter freundii, Citrobacter diversus, Citrobacter koseri, Citrobacter amalonaticus, Enterobacter aerogenes, Enterobacter agglomerans, Enterobacter cloacae, Enterobacter sakazakii, Escherichia coli, Escherichia hermannii, Gardnerella vaginalis, Haemophilus influenzae (β-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი შტამებისა და ამპიცილინ-რეზისტენტული შტამების ჩათვლით), Haemophilus parainfluenzae, Haemophilus ducreyi, Helicobacter pylori, Neisseria meningitidis, Neisseria gonorrhoeae (β-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი შტამების და პენიცილინისა და სპეკტინომიცინისადმი მდგრადი შტამების ჩათვლით), Hafnia alvei, Klebsiella pneumoniae, Klebsiella aerogenes, Klebsiella ozaenae, Klebsiella oxytoca, Moraxella catarrhalis, Morganella morgannii, Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Proteus penneri, Providencia rettgeri, Providencia stuartii, Providencia alcalifaciens, Pasteurella multocida, Plesiomonas shigelloides, Pseudomonas aeruginosa, Pseudomonas putida, Pseudomonas alcaligenes, Pseudomonas cepacia, Pseudomonas fluorescens, Pseudomonas stutzeri, Pseudomonas pseudomallei, Pseudomonas acidovorans, Salmonella spp., Salmonella enteritidis, Salmonella typhi, Serratia marcescens, Serratia liquefaciens, Serratia rubidaea, Shigella sonnei, Shigella flexneri, Shigella boydii, Shigella dysenteriae, Vibrio cholerae, Vibrio parahaemolyticus, Vibrio vulnificus, Yersinia enterocolitica;
ანაერობული ბაქტერიები: Actinomyces odontolyticus, Actinomyces meyeri, Bacteroides-Prevotella-Porphyromonas spp., Bacteroides fragilis, Bacteroides vulgatus, Bacteroides variabilis, Bacteroides pneumosintes, Bacteroides coagulans, Bacteroides uniformis, Bacteroides distasonis, Bacteroides ovatus, Bacteroides thetaiotaomicron, Bacteroides eggerthii, Bacteroides capsillosis, Prevotella buccаlis, Prevotella corporis, Bacteroides gracilis, Prevotella melaninogenica, Prevotella intermedia, Prevotella bivia, Prevotella splanchnicus, Prevotella oralis, Prevotella disiens, Prevotella rumenicola, Prevotella ureolyticus, Prevotella oris, Prevotella buccae, Prevotella denticola, Prevotella levii, Porphyromonas asaccharolyticus, Bifidobacterium spp., Bilophilia wadsworthia, Clostridium perfringens, Clostridium bifermentans, Clostridium ramosum, Clostridium sporogenes, Clostridium cadaveris, Clostridium sordellii, Clostridium butyricum, Clostridium clostridiiformis, Clostridium innocuum, Clostridium subterminale, Clostridium tertium, Eubacterium lentum, Eubacterium aerofaciens, Fusobacterium mortiferum, Fusobacterium necrophorum, Fusobacterium nucleatum, Fusobacterium varium, Mobiluncus curtisii, Mobiluncus mulieris, Peptostreptococcus anaerobius, Peptostreptococcus micros, Peptostreptococcus saccharolyticus, Peptococcus saccharolyticus, Peptococcus asaccharolyticus, Peptostreptococcus magnus, Peptostreptococcus prevotii, Propionibacterium acnes, Propionibacterium avidium, Propionibacterium granulosum.
პრეპარატისადმი მდგრადია Stenotrophomonas maltophilia, Enterococcus faecium და მეთიცილინ-რეზისტენტული სტაფილოკოკები.
მეროპენემი ეფექტურია მონო- და კომბინირებულ თერაპიაში სხვა ანტიმიკრობულ საშუალებებთან ერთად პოლიმიკრობული ინფექციების მკურნალობის დროს.
ფარმაკოკინეტიკა:
გადანაწილება
1გ მეროპენემის 30 წუთის განმავლობაში ვენაში შეყვანისას მიიღწევა მაქსიმალური კონცენტრაცია - 49მკგ/მლ, ხოლო 5 წთ-ის განმავლობაში ბოლუსური შეყვანისას - 112მკგ/მლ. პლაზმის ცილებს უკავშირდება დაახლოებით 2%.
კარგად აღწევს ორგანიზმის ქსოვილებსა და სითხეებში, მათ შორის ბაქტერიული მენინგიტით დაავადებულების ცერებროსპინალურ სითხეში.
მეტაბოლიზმი და გამოდევნა
მეროპენემის ერთადერთი მეტაბოლიტი მიკრობიოლოგიურად არააქტიურია.
მიღებული დოზის 70% გამოიყოფა შარდთან ერთად შეუცვლელი სახით, 12 საათის განმავლობაში.
ბავშვებში მეროპენემის ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები მოზრდილების მსგავსია.
მეროპენემის ფარმაკოკინეტიკა თირკმლის უკმარისობით დაავადებულებში იცვლება, ამიტომ ამ ჯგუფის პაციენტებში დოზის კორექცია ხდება კრეატინინის კლირენსის გათვალისწინებით.
ღვიძლის დაავადებები გავლენას არ ახდენს მეროპენემის ფარმაკოკინეტიკაზე.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
მეროპენემი
MEROPENEM
საერთაშორისო დასახელება:
მეროპენემი (Meropenem)
წამლის ფორმა:
სტერილური ფხვნილი ვენაში შესაყვანი ხსნარის მოსამზადებლად
შემადგენლობა:
ერთი ფლაკონი შეიცავს 1გ მეროპენემის ექვივალენტურ მეროპენემის ტრიჰიდრატს.
დამხმარე ნივთიერება: 0.208გ ნატრიუმის ექვივალენტური ნატრიუმის კარბონატი (pH-ის შესანარჩუნებლად).
აღწერილობა:
თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის კრისტალური ფხვნილი.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
კარბაპენემების ჯგუფის ანტიბიოტიკი
ათქ კოდი - J01DH02
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ფარმაკოდინამიკა

ჩვენება:
პრეპარატისადმი მგრძნობიარე ერთი ან რამდენიმე მიკროორგანიზმით გამოწვეული ინფექციების მკურნალობა ბავშვებსა და მოზრდილებში:
პნევმონიები (მათ შორის ჰოსპიტალური);
საშარდე სისტემის ინფექციები;
მუცლის ღრუს ორგანოთა ინფექციები;
გინეკოლოგიური ინფექციები (როგორიცაა, ენდომეტრიტი და მენჯის ორგანოთა ანთებითი დაავადებები);
კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები;
მენინგიტი;
სეპტიცემია;
ემპირიული თერაპიის სახით, ბაქტერიულ ინფექციაზე ეჭვის შემთხვევაში, მოზრდილ პაციენტებში (ნეიტროპენიის ფონზე ფებრილური ეპიზოდებით) მონოთერაპიაში ან ანტივირუსულ ან სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებთან კომბინაციაში.
Uუკუჩვენება:
პრეპარატისადმი მომატებული მგრძნობელობა.
სიფრთხილით ინიშნება პოტენციურად ნეფროტოქსიკურ პრეპარატებთან კომბინაციაში, ასევე პაციენტებში დისპეფსიით, განსაკუთრებით კოლიტთან ასოცირებულ შემთხვევებში.
დოზირება და მიღების წესი:
მოზრდილებში დოზირება და თერაპიის ხანგრძლივობა დგინდება ინფექციის ტიპისა და სიმძიმის, ასევე, პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით. რეკომენდებულია შემდეგი სადღეღამისო დოზები:
პნევმონიების, საშარდე სისტემის, გინეკოლოგიური (ენდომეტრიტი და მენჯის ღრუს ორგანოთა ანთებითი დაავადებები), კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციების სამკურნალოდ - 500მგ ინტრავენურად ყოველ 8 საათში ერთხელ.
ჰოსპიტალური პნევმონიების, პერიტონიტის, პაციენტებში ნეიტროპენიით ბაქტერიულ ინფექციებზე ეჭვის შემთხვევაში, ასევე, სეპტიცემიის დროს ინიშნება - 1გ ინტრავენურად ყოველ 8 საათში ერთხელ.
მენინგიტის დროს - 2გ ინტრავენურად ყოველ 8 საათში ერთხელ.
პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით, როცა კრეატინინის კლირენსი ნაკლებია 50მლ/წთ-ზე დოზა უნდა შემცირდეს შემდეგნაირად:
კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ)
დოზა დოზის ერთეულზე გადაანგარიშებით
(500მგ ან 1გ ან 2გ)
შეყვანის ჯერადობა
50-26
ერთი დოზის ერთეული
ყოველ 12 საათში
25-10
დოზის ერთეულის ნახევარი
ყოველ 12 საათში
<10
დოზის ერთეულის ნახევარი
ყოველ 24 საათში
მეროპენემი გამოიდევნება ჰემოდიალიზით, ამიტომ, თუ მკურნალობის გაგრძელება საჭიროა, რეკომენდებულია დოზის ერთეულის (დგინდება ინფექციის ტიპისა და სიმძიმის მიხედვით) შეყვანა ჰემოდიალიზის დამთავრების შემდეგ, რათა პლაზმაში აღდგეს მეროპენემის ეფექტური კონცენტრაცია.
მეროპენემის გამოყენების გამოცდილება პაციენტებში, პერიტონეალური დიალიზით, არ არსებობს.
პაციენტები ღვიძლის ფუნქციური უკმარისობით, დოზის კორექციას არ მოითხოვენ.
ხანდაზმული პაციენტები თირკმლის ნორმალური ფუნქციით ან კკ მეტი 50 მლ/წთ-ზე, დოზის კორექციას არ საჭიროებენ.
ბავშვებში 3 თვიდან 12 წლამდე რეკომენდებული დოზა ინტრავენური გამოყენებისთვის შეადგენს 10-20 მგ/კგ ყოველ 8 საათში ერთხელ ინფექციის ტიპისა და სიმძიმის, მგრძნობელობისა და პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით. 50კგ-ზე მეტი წონის ბავშვებში ინიშნება მოზრდილთა დოზები.
მენინგიტის დროს რეკომენდებული დოზა შეადგენს 40მგ/კგ ყოველ 8 საათში.
პრეპარატის ხსნარის მომზადების და შეყვანის წესი
მეროპენემი ინიშნება ინტრავენურად ბოლუსური ინექციის სახით არანაკლებ 5 წუთის განმავლობაში ან ინტრავენური ინფუზიის სახით 15-30 წუთის განმავლობაში.
ინტრავენური ბოლუსური ინექციისთვის მეროპენემი უნდა გაიხსნას სტერილურ საინექციო წყალში (მეროპენემის ყოველ 250მგ-ზე 5მლ), რაც უზრუნველყოფს 50მგ/მლ კონცენტრაციის ხსნარის მიღებას.
ინტრავენური ინფუზიისთვის მეროპენემი უნდა გაიხსნას სტერილურ საინექციო წყალში ან შეთავსებად საინფუზიო ხსნარში და შემდეგ კვლავ განზავდეს (50-200მლ-მდე) შეთავსებად საინფუზიო ხსნარში.
მეროპენემი შეთავსებადია შემდეგ საინფუზიო ხსნარებთან: 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი ინტრავენური ინფუზიისთვის; 5% ან 10% გლუკოზის საინფუზიო ხსნარი; 5% გლუკოზის საინფუზიო ხსნარი 0,02% ნატრიუმის ბიკარბონატთან ერთად; 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი 5% გლუკოზის საინფუზიო ხსნართან ერთად; 5% გლუკოზის საინფუზიო ხსნარი 0,225% ნატრიუმის ქლორიდის საინფუზიო ხსნართან ერთად; 5% გლუკოზის საინფუზიო ხსნარი 0,15% კალიუმის საინფუზიო ხსნართან ერთად; 2,5% ან 10% მანიტოლის საინფუზიო ხსნარი.
მეროპენემი არ უნდა შეერიოს სხვა პრეპარატების შემცველ ხსნარებს.
გამოყენებამდე განზავებული ხსნარი უნდა შეინჯღრეს. ყველა ფლაკონი მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვისაა. მეროპენემის განზავებისას დაცული უნდა იყოს სტანდარტული ასეპტიკის ნორმები.
რეკომენდებულია ინტრავენური ინექციისა და ინფუზიისთვის გამოიყენონ მეროპენემის ახალმომზადებული ხსნარი.
უსაფრთხოების ზომები:
ისევე, როგორც სხვა ანტიბიოტიკების შემთხვევაში, Pseudomonas aeruginosa-თი გამოწვეული ქვედა სასუნთქი გზების ინფექციების მეროპენემით მონოთერაპიისას, რეკომენდებულია, რეგულარულად გამომწვევის მგრძნობელობის დადგენა.
ფსევდომემბრანული კოლიტი აღინიშნება პრაქტიკულად ყველა ანტიბიოტიკის გამოყენებისას და მისი ინტენსივობა მერყეობს მსუბუქიდან სიცოცხლისათვის საშიში ფორმების ჩათვლით. ამიტომ, ანტიბიოტიკები სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში კუჭ-ნაწლავის სისტემისადმი ჩივილებით, განსაკუთრებით კოლიტის შემთხვევაში. ანტიბიოტიკების მიღების ფონზე განვითარებული დიარეის დროს, მნიშვნელოვანია “ფსევდომემბრანული კოლიტის” დიაგნოზის გათვალისწინება. მიუხედავად იმისა, რომ კოლიტების გამომწვევ ძირითად მიზეზს Clostridium difficile-ს მიერ პროდუცირებული ტოქსინი წარმოადგენს (რაც ანტიბიოტიკებს უკავშირდება), მაინც გასათვალისწინებელია სხვა გამომწვევი მიზეზები.
არსებობს კლინიკური და ლაბორატორიული მონაცემები ნაწილობრივ-ჯვარედინ მომატებულ მგრძნობელობაზე სხვა კარბაპენემებსა და ბეტა-ლაქტამურ ანტიბიოტიკებს, პენიცილინებსა და ცეფალოსპორინებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების გამოყენებასთან ხშირად ასოცირდება ალერგიული რეაქციები, მეროპენემის დანიშვნისას მომატებული მგრძნობელობის რეაქციები იშვიათად გამოვლენილა. მეროპენემის დანიშვნამდე აუცილებელია პაციენტის გამოკითხვა ანამნეზში ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკებისადმი მომატებული მგრძნობელობის რეაქციების არსებობაზე და ასეთ შემთხვევაში მეროპენემის დანიშვნისას დიდი სიფრთხილეა საჭირო. მეროპენემზე ალერგიული რეაქციის გამოვლინების შემთხვევაში, აუცილებელია პრეპარატის მოხსნა და სათანადო ღონისძიებების მიღება.
პაციენტებში ღვიძლის დაავადებებით, მეროპენემი ინიშნება ბილირუბინისა და ტრანსამინაზების მუდმივი კონტროლის ქვეშ.
სხვა ანტიბიოტიკების მსგავსად, მეროპენემის შემთხვევაშიც, მოსალოდნელია არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების ზრდა, რაც თითოეულ პაციენტზე მუდმივ დაკვირვებას მოითხოვს.
მეროპენემის გამოყენება მეტიცილინ-რეზისტენტული სტაფილოკოკებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ არ არის რეკომენდებული.
გამოყენება პედიატრიაში:
3 თვემდე ასაკის ბავშვებში მეროპენემის ეფექტურობა და უსაფრთხოება შესწავლილი არ არის, ამიტომ ამ ასაკის ბავშვებში მეროპენემი არ ინიშნება.
პედიატრიულ პრაქტიკაში, პაციენტებში ნეიტროპენიით ან პირველადი ან მეორადი იმუნოდეფიციტით, მეროპენემის გამოყენებაზე მონაცემები არ არსებობს.
ბავშვებში ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის დარღვევით, მეროპენემის გამოყენებაზე მონაცემები არ არის.
პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით არ არის აუცილებელი დოზის კორექცია. ამ შემთხვევაში პრეპარატი ინიშნება ბილირუბინისა და ტრანსამინაზების მუდმივი კონტროლის ქვეშ.
პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით (კკ ნაკლები 51 მლ/წთ) საჭიროა დოზის შემცირება.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
ორსულობის პერიოდში მეროპენემის უსაფრთხოება შესწავლილი არ არის.
ორსულობის დროს პრეპარატის დანიშვნის პოტენციური სარგებელი დედისთვის უნდა აჭარბებდეს ნაყოფზე უარყოფითი გავლენის რისკს. თითოეულ შემთხვევაში აუცილებელია ექიმის მუდმივი დაკვირვება.
ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობისას, საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.
დოზის გადაჭარბება:
დოზის შემთხვევითი გადაჭარბება შესაძლებელია მკურნალობის დროს, განსაკუთრებით პაციენტებში თირკმლის დარღვეული ფუნქციით.
მკურნალობა: სიმპტომური თერაპია. ნორმაში პრეპარატი სწრაფად გამოიდევნება ორგანიზმიდან. პაციენტებში თირკმლის დარღვევებით, ჰემოდიალიზი ეფექტურად გამოდევნის მეროპენემს და მის მეტაბოლიტებს.
ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა:
არ არის მონაცემები.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება:
ისევე როგორც მეროპენემი, პრობენეციდი მილაკოვანი სეკრეციით გამოიდევნება. ამიტომ იგი ზრდის მეროპენემის ნახევარგამოყოფის პერიოდსა და პლაზმაში მის კონცენტრაციას. პრობენეციდისა და მეროპენემის ერთდროული დანიშვნა რეკომენდებული არ არის.
მეროპენემის სხვა პრეპარატებზე არასასურველი ფარმაკოლოგიური გავლენა დადგენილი არ არის.
მეროპენემმა შესაძლებელია შეამციროს ვალპროის მჟავას დონე სისხლის პლაზმაში. მათ შორის, ზოგიერთ პაციენტში თერაპიულ დოზაზე ქვემოთ.
გვერდითი მოვლენები:
მძიმე ფორმის გვერდითი მოვლენები იშვიათად ვითარდება. აღწერილია შემდეგი გვერდითი მოვლენები:
ალერგიული რეაქციები: იშვიათად - ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსიური რეაქციები.
დერმატოლოგიური რეაქციები: ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება; იშვიათად - მულტიფორმული (ექსუდაციური) ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ტკივილი მუცელში, გულისრევა, ღებინება, დიარეა; ერთეულ შემთხვევაში – სისხლში ბილირუბინის, ტრანსამინაზების, ტუტე ფოსფატაზას და ლაქტატდეჰიდროგენაზას დონის შექცევადი მატება; ერთეულ შემთხვევაში - ფსევდომემბრანული კოლიტი.
სისხლმბადი სისტემის მხრივ: შექცევადი თრომბოციტოზი, ეოზინოფილია, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია და ნეიტროპენია (აგრანულოციტოზის იშვიათი შემთხვევების ჩათვლით). ზოგიერთ პაციენტში შესაძლებელია პირდაპირი და არაპირდაპირი დადებითი კუმბსის სინჯი; ასევე - თრომბოპლასტინის დროის ნაწილობრივი დაქვეითება.
ცნს-ის და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, პარესთეზია; შესაძლებელია - კრუნჩხვა, თუმცა მეროპენემთან მიზეზობრივი კავშირი დადგენილი არ არის.
ადგილობრივი რეაქციები: ანთება, თრომბოფლებიტი, ტკივილი ინექციის ადგილზე.
სხვადასხვა: პირის ღრუს კანდიდოზი, ვაგინალური კანდიდოზი.
გამოშვების ფორმა:
სტერილური ფხვნილი ვენაში შესაყვანი ხსნარის მოსამზადებლად - მეროპენემი 1გ, შუშის ფლაკონში, დახურული რეზინის საცობით, ალუმინის ჩაჩით და პლასტმასის თავსახურით.
1 ფლაკონი ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში ან ჰოსპიტალური შეფუთვა - 50 ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ვარგისობა:
ვარგისობის ვადა - 2 წელი.
პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილზე.
ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე.
რეკომენდებულია ვენაში საინექციოდ ან საინფუზიოდ გამოიყენონ ახალმომზადებული ხსნარი, თუმცა მეროპენემის მომზადებული ხსნარი ინარჩუნებს ეფექტურობას ოთახის ტემპერატურაზე (არაუმეტეს 25°С) ან მაცივარში (+4°C ტემპერატურაზე) შემდეგი დროის განმავლობაში:
Gგამხსნელი
მომზადებული ხსნარის სტაბილურობა
15-25°C ტემპერატურაზე
მომზადებული ხსნარის სტაბილურობა
4°C ტემპერატურაზე
საინექციო წყალი
8 სთ
48 სთ
0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი
8 სთ
48 სთ
5% გლუკოზის საინფუზიო ხსნარი
3 სთ
14 სთ
5% გლუკოზის საინფუზიო ხსნარი 0,225% ნატრიუმის ქლორიდის საინფუზიო ხსნართან ერთად
3 სთ
14 სთ
5% გლუკოზის საინფუზიო ხსნარი
0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნართან ერთად
3 სთ
14 სთ
5% გლუკოზის საინფუზიო ხსნარი
0,15% კალიუმის ქლორიდის საინფუზიო ხსნართან ერთად
3 სთ
14 სთ
2,5% ან 10% მანიტოლის საინფუზიო ხსნარი
3 სთ
14 სთ
10% გლუკოზის საინფუზიო ხსნარი
2 სთ
8 სთ
5% გლუკოზის საინფუზიო ხსნარი
0,02% ნატრიუმის ბიკარბონატთან ერთად
2 სთ
8 სთ
მეროპენემის ხსნარის გაყინვა არ შეიძლება!
აფთიაქიდან გაცემის პირობები: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
მწარმოებელი კომპანია:
შპს “აბიფარმი”
მისამართი:
საქართველო, მცხეთის რაიონი,
3319, წილკანი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.