პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

მერობოციდი

Merobocid

რეცეპტით1000მგინსტრუქცია ქართულადუკრაინა
რისთვის გამოიყენება

მოზრდილებში და 3 თვეზე უფროსი ასაკის ბავშვებში ისეთი ინფექციების მკურნალობა, როგორიცაა: პნევმონია, მათ შორის არაჰოსპიტალური და ჰოსპიტალური პნევმონიები; ბრონქო-ფილტვის ინფექციები მუკოვისციდოზის დროს; შარდგამომყოფი გზების გართულებული ინფექციები; გართულებული ინტრააბდომინალური ინფექციები; …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
მეროპენემი (meropenem)
ფორმა და შეფუთვა
1000მგ ფხვნილი ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონი №1
მწარმოებელი
SIC "Borshchahivsky CPP" PJSC, უკრაინა
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, კარბაპენემები
ATC კოდი
J01DH02
რეგისტრაციის ნომერი
რ-036898
რეგისტრირებულია
22 ნოემბერი 2022, მოქმედებს 22 ნოემბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
SIC "Borshchahivsky CPP" PJSC (უკრაინა)
განმცხადებელი
შპს „ავერსი-ფარმა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებამერობოციდი და სხვა წამალი ერთად

მერობოციდი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

მოზრდილებში და 3 თვეზე უფროსი ასაკის ბავშვებში ისეთი ინფექციების მკურნალობა, როგორიცაა:

პნევმონია, მათ შორის არაჰოსპიტალური და ჰოსპიტალური პნევმონიები;

ბრონქო-ფილტვის ინფექციები მუკოვისციდოზის დროს;

შარდგამომყოფი გზების გართულებული ინფექციები;

გართულებული ინტრააბდომინალური ინფექციები;

ინფექციები მშობიარობის დროს და მშობიარობის შემდგომი ინფექციები;

კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები;

მწვავე ბაქტერიული მენინგიტი.

მერობოციდი შეიძლება გამოყენებულ იქნას ნეიტროპენიის და ცხელების მქონე პაციენტების სამკურნალოდ, როდესაც ეჭვი გვაქვს ბაქტერიული ინფექციაზე.

ბაქტერიემიის მქონე პაციენტების მკურნალობა, რომელიც დაკავშირებულია ან შეიძლება ასოცირებული იყოს ნებისმიერ ზემოთ ჩამოთვლილ ინფექციასთან.

აუცილებელია ანტიბიოტიკოთერაპიის საკითხზე მოცემული და ანტიბიოტიკო რეზისტენტობის პროფილაქტიკის საკითხზე მოცემული ოფიციალური რეკომენდაციების დაცვა.

მიღების წესი და დოზირება

ქვემოთ მოცემული ცხრილები შეიცავენ სამკურნალო საშუალების დოზირების ზოგად რეკომენდაციებს.

მერობოციდის დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების გამომწვევი პათოგენის ტიპზე, დაავადების სიმძიმეზე და მკურნალობაზე მიღებულ კლინიკურ პასუხზე.

მერობოციდი დოზით 2 გ-მდე 3-ჯერ დღეში მოზრდილებში და 50 კგ-ზე მეტი სხეულის წონის მქონე ბავშვებში და 40 მგ/კგ-მდე 3-ჯერ დღეში ბავშვებში შეიძლება განსაკუთრებით შესაბამისი იყოს იმ გარკვეული ტიპის ინფექციების მკურნალობისას, რომლებიც გამოწვეულია ნაკლებად მგრძნობიარე სახეობის ბაქტერიებით (მაგ. Enterobacteriaceae, Pseudomonas aeruginosa, Acinetobacter) ან ძალიან მძიმე ინფექციების დროს.

თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტების მკურნალობისას უნდა იქნას დაცული დამატებითი დოზირების რეკომენდაციები (იხ. ცხრილი 3).

ცხრილი 2

რეკომენდებული დოზები ზრდასრულებისთვის და ბავშვებისთვის 50 კგ-ზე მეტი სხეულის მასით

ინფექცია

ყოველ 8 საათში შესაყვანი ერთჯერადი დოზა

პნევმონია, მათ შორის არაჰოსპიტალური და ჰოსპიტალური პნევმონია

500მგ ან 1გ

ბრონქოფილტვური ინფექციები მუკოვისციდოზის დროს

2გ

შარდგამომყოფი გზების გართულებული ინფექციები

500მგ ან 1გ

გართულებული ინტრააბდომინალური ინფექციები

500 მგ ან 1 გ

ინფექციები მშობიარობის დროს და მშობიარობის შემდეგი ინფექციები

500 მგ ან 1გ

კანისმიერი და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები

500 მგ ან 1 გ

მწვავე ბაქტერიული მენინგიტი

2 გ

ფებრილური ნეიტროპენიის მქონე პაციენტების მკურნალობა

1გ

მერობოციდი ჩვეულებრივ უნდა გამოიყენებოდეს 15-დან 30 წუთამდე ხანგრძლივობის ინტრავენული ინფუზიის სახით.

გარდა ამისა, პრეპარატის დოზები 1 გ-მდე შეიძლება შეეყვანოს დაახლოებით 5 წუთის ხანგრძლივობის ინტრავენური ბოლუსური ინექციის სახით. მონაცემები მოზრდილებში პრეპარატის 2 გ დოზის ინტრავენული ბოლუსური ინექციის სახით შეყვანის უსაფრთხოების შესახებ შეზღუდულია.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

ცხრილი 3

პრეპარატის რეკომენდებული დოზები ზრდასრულებისა და ბავშვებისთვის 50კგ-ზე მეტი სხეულის მასით 51მლ/წთ ნაკლები კრეატინინის კლირენსით

კრეიტინინის კლირენსი(მლ/წთ)

ერთჯერადი დოზა (იხ.ცხრილი 1 )

სიხშირე

26-50

მთლიანი ერთჯერადი დოზა

ყოველ 12 საათში

10-25

ერთჯერადი დოზის ნახევარი

ყოველ 12 საათში

< 10

ერთჯერადი დოზის ნახევარი

ყოველ 24 საათში

არსებობს შეზღუდული რაოდენობის მონაცემები, რომელებიც ეხება ამ კორექტირების გამოყენებას 2 გ ერთჯერადი დოზისთვის.

მეროპენემი გამოიყოფა ჰემოდიალიზისა და ჰემოფილტრაციის გზით, ამიტომ პრეპარატ მერობოციდის საჭირო დოზა უნდა იქნას შეყვანილი ჰემოდიალიზის პროცედურის დასრულების შემდეგ.

არ არსებობს პრეპარატის დოზირების რეკომენდაციები პერიტონეალურ დიალიზზე მყოფი პაციენტებისთვის.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში პრეპარატის დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები

ხანდაზმული ასაკის პაციენტებისთვის თირკმელების ნორმალური ფუნქციით ან კრეატინინის კლირენსით 50 მლ/წთ-ზე, მეტი დოზის კორექცია საჭირო არ არის.

3 თვემდე ბავშვები

მეროპენემის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა 3 თვემდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის და ოპტიმალური დოზირების სქემა არ არის განსაზღვრული.

ცხრილი 4

პრეპარატის რეკომენდებული დოზები ბავშვებისთვის 3 თვიდან 11 წლამდე 50 კგ-მდე სხეულის მასით

ინფექცია

ერთჯერადი დოზა ყოველ 8 საათში ერთხელ შეყვანისათვის

პნევმონია, მათ შორის არაჰოსპიტალური და ჰოსპიტალური

10 ან 20 მგ /კგ სხეულის მასაზე

ბრონქოფილტვოვანი ინფექციები მუკოვისცედოზის დროს

40 მგ /კგ სხეულის მასაზე

10 ან 20 მგ/კგ სხეულის მასაზე

40 მგ/კგ სხეულის მასაზე

20 მგ/კგ სხეულის მასაზე

მერობოციდი ჩვეულებრივ უნდა გამოყენებული იქნას 15-დან 30 წუთამდე ხანგრძლივობის ინტრავენული ინფუზიის სახით. გარდა ამისა, მეროპენემის დოზები 20 მგ/კგ-მდე შეიძლება შეყვანილ იქნას დაახლოებით 5 წუთის ხანგრძლივობის ინტრავენული ბოლუსური ინექციის სახით. შეზღუდულია მონაცემები ბავშვებში პრეპარატის 40 მგ/კგ დოზით გამოყენების უსაფრთხოების შესახებ ინტრავენური ბოლუსური ინექციის სახით შეყვანის დროს.

50 კგ-ზე მეტი სხეულის მასის მქონე ბავშვები

უნდა გამოიყენებოდეს იგივე დოზა, რაც ზრდასრულ პაციენტებში.

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე ბავშვებში პრეპარატის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს.

ინტრავენური ბოლუსური ინექციის ჩატარება

ბოლუსური საინექციო ხსნარი უნდა მომზადდეს პრეპარატ მერობოციდის საინექციო წყალში გახსნით 50 მგ/მლ კონცენტრაციის მიღებამდე. ბოლუსური ინექციისთვის მომზადებული ხსნარის ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა ნარჩუნდება 3 საათის განმავლობაში 15-დან 25°С-მდე ტემპერატურაზე. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული მომზადებისთანავე.

თუ სამკურნალო საშუალება არ გამოიყენება მომზადებისთანავე, საჭიროა მომზადებული ხსნარის შენახვის ვადისა და პირობების ზედმიწევნითი კონტროლი.

ინტრავენური ინფუზიის ჩატარება

საინფუზიო ხსნარი უნდა მომზადდეს პრეპარატ მერობოციდის 0,9% ნატრიუმის ქლორიდის საინფუზიო ხსნარში ან 5% გლუკოზის (დექსტროზას) საინფუზიო ხსნარში გახსნით 1-20 მგ/მლ კონცენტრაციის მიღებამდე.

საინფუზიო მომზადებული ხსნარის ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარის გამოყენებით შენარჩუნებულია 3 საათის განმავლობაში 15-დან 25°С ტემპერატურაზე ან 24 საათის განმავლობაში 2-8°С ტემპერატურაზე. მომზადებული ხსნარი, თუ ის გაციებული იყო, უნდა იქნას გამოყენებული მაცივარში შენახვის შემდეგ 2 საათის განმავლობაში.

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული დაუყოვნებლივ. თუ სამკურნალო საშუალება არ გამოიყენება მაშინვე, საჭიროა მომზადებული ხსნარის შენახვის ვადისა და პირობების ზედმიწევნითი კონტროლი.

5%-იანი გლუკოზის (დექსტროზის) ხსნარით მომზადებული მერობოციდის ხსნარი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული.

არ გაყინოთ მომზადებული ხსნარები.

ბავშვები

პრეპარატი გამოიყენება ბავშვებისთვის 3 თვის ასაკიდან.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

მომატებული მგრძნობელობა კარბაპენემის ჯგუფის ნებისმიერი სხვა ანტიბაქტერიული საშუალების მიმართ.

მომატებული მგრძნობელობის მძიმე რეაქციები (მაგ., ანაფილაქსიური რეაქციები, კანისმიერი მძიმე რეაქციები) ნებისმიერი სხვა ტიპის ბეტა-ლაქტამური ანტიბაქტერიული საშუალების მიმართ (მაგ. პენიცილინები ან ცეფალოსპორინები).

სიფრთხილის ზომები

მკურნალობის დროს მეროპენემის არჩევისას, გასათვალისწინებელია კარბაპენემის ჯგუფის ანტიბაქტერიული საშუალების გამოყენების მიზანშეწონილობა, ისეთი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა ინფექციის სიმძიმე, სხვა შესაბამისი ანტიბაქტერიული საშუალებების მიმართ რეზისტენტობის გავრცელება და ისეთი პრეპარატის არჩევის რისკი, რომელიც არ არის აქტიური ბაქტერიების მიმართ და მდგრადია კარბაპენემის მიმართ

Enterobacteriaceae, Pseudomonas aeruginosa და Acinetobacter-ის მიმართ რეზისტენტობა

Enterobacteriaceae, Pseudomonas aeruginosa და Acinetobacter-ის რეზისტენტობა პენემების მიმართ განსხვავდება ევროპული კავშირის ფარგლებში. პრეპარატის დანიშვნისას რეკომენდებულია ბაქტერიების ადგილობრივი რეზისტენტობის გათვალისწინება პენემების მიმართ.

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები

სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მსგავსად, აღინიშნა სერიოზული, ზოგჯერ ლეტალური შედეგის მქონე, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების შემთხვევები (იხ. ნაწილი "უკუჩვენებები" და "გვერდითი რეაქციები").

პაციენტები, რომლებსაც ანამნეზში დარეგისტრირებული აქვთ კარბაპენემების, პენიცილინების ან სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევები, შეიძლება ასევე ჰქონდეთ მომატებული მგრძნობელობა მეროპენემის მიმართ. მანამ,სანამ დაიწყება მეროპენემით თერაპია, უნდა ჩატარდეს საფუძვლიანი გამოკითხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების წარსულში არსებობის შესახებ.

მძიმე ალერგიული რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში, პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და უნდა იქნას მიღებული შესაბამისი ზომები.

მეროპენემის გამოყენების დროს დაფიქსირებული იყო კანის ისეთი მძიმე რეაქციები, როგორიცაა მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, DRESS-ის სინდრომი (მედიკამენტოზური გამონაყარი ეოზინოფილიით და სისტემური გამოვლინებებით), მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პოსტულოზი (იხ. ნაწილი „გვერდითი რეაქციები“). თუ განვითარდა ნიშნები და სიმპტომები, რომლებიც ამ რეაქციებს ადასტურებენ, აუცილებელია დაუყოვნებლივ მოიხსნას მეროპენემი და განხილულ იქნას ალტერნატიული მკურნალობა.

ანტიბიოტიკასოცირებული კოლიტი

თითქმის ყველა ანტიბაქტერიული პრეპარატის გამოყენებისას, მათ შორის მეროპენემისა, დაფიქსირდა ანტიბიოტიკასოცირებული კოლიტის შემთხვევები, მათ შორის ფსევდომემბრანული კოლიტისა, რომლის სიმძიმე შეიძლება ვარირებდეს მსუბუქიდან სიცოცხლისთვის საშიშამდე. ამიტომ, მნიშვნელოვანია განიხილებოდეს ასეთი დიაგნოზის შესაძლებლობა პაციენტებში, რომლებსაც უვითარდებათ დიარეა მეროპენემის გამოყენების დროს ან მის შემდეგ (იხ. „გვერდითი რეაქციები “). უნდა იქნას განხილული მეროპენემით თერაპიის შეწყვეტის და Clostridium difficile-ს წინააღმდეგ მიმართული სპეციფიური მკურნალობის გამოყენების საკითხი. არ შეიძლება დანიშნოთ სამკურნალო საშუალებები, რომლებიც თრგუნავენ ნაწლავის პერისტალტიკას.

კრუნჩხვები

კარბაპენემებით, მათ შორის მეროპენემით, მკურნალობისას იშვიათად აღინიშნა კრუნჩხვების შეტევები (იხ. ნაწილი "გვერდითი რეაქციები").

ღვიძლის ფუნქციის მონიტორინგი

ჰეპატოტოქსიურობის განვითარების რისკის გამო (მაგალითად, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა ქოლესტაზით და ციტოლიზით), მეროპენემით მკურნალობისას საჭიროა ღვიძლის ფუნქციის ფრთხილი მონიტორინგი (იხ. "გვერდითი რეაქციები").

პრეპარატის გამოყენება ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში: ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში მეროპენემით მკურნალობისას საჭიროა ღვიძლის ფუნქციის კონტროლი.

პრეპარატის დოზის კორექცია საჭირო არ არის (იხ. „გამოყენების წესი და დოზა“).

პირდაპირი ანტიგლობულინის ტესტის სეროკონვერსია (კუმბსის ტესტი)

მეროპენემით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს პოზიტიური პირდაპირი/ირიბი კუმბსის ტესტი.

მეროპენემისა და ვალპროის მჟავას / ნატრიუმის ვალპროატის / ვალპრომიდის ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული (იხ. განყოფილება "ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები").

მერობოციდი შეიცავს დაახლოებით 2,0 მეკვ ან 4,0 მეკვ ნატრიუმს 500 მგ ან 1000 მგ პრეპარატის დოზაზე, შესაბამისად, რაც გასათვალისწინებელია პრეპარატის დანიშვნისას იმ პაციენტებში, რომლებიც არიან ნატრიუმის შემცველობის კონტროლირებად დიეტაზე.

ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში გამოყენება

ორსულ ქალებში მეროპენემის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს ან შეზღუდულია. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ გამოავლინა რეპროდუქციული ტოქსიკურობის პირდაპირი ან არაპირდაპირი ეფექტი.

პრევენციული ღონისძიების სახით, სასურველია ორსულობის დროს მეროპენემის გამოყენების თავიდან აცილება.

მეროპენემის მცირე რაოდენობა გადადის დედის რძეში. მეროპენემი უნდა გამოიყენებოდეს მეძუძურ დედებში მხოლოდ მაშინ, როდესაც დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ბავშვისთვის პოტენციურ რისკს.

ავტოტრანსპორტით ან სხვა მექანიზმებით მართვისას რეაქციის სიჩქარეზე ზეგავლენის უნარი

სატრანსპორტო საშუალებების და სხვა მექანიზმების მართვისას რეაქციის სიჩქარეზე მეროპენემის ზეგავლენის უნარის კვლევები არ ჩატაარებულა.

თუმცა ავტოტრანსპორტით ან სხვა მექანიზმებით მართვის დროს რეკომენდებულია განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა, რადგან გასათვალისწინებელია თავის ტკივილის,პარესთეზიის ან კრუნჩხვების განვითარება,რაც იყო ნახსენები პუნქტში მეროპენემის გამოყენების შესახებ.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

მეროპენემის ურთიერთქმედების კვლევები ცალკე აღებულ სამკურნალო საშუალებებთან, პრობენეციდის გარდა, არ ჩატარებულა.

მეროპენემის პოტენციური ზემოქმედება სხვა პრეპარატების მეტაბოლიზმზე ან ცილებთან შეკავშირების საკითხზე შესწავლილი არ არის. თუმცა, ცილებთან შეკავშირება იმდენად დაბალია, რომ სხვა ნაერთებთან ურთიერთქმედება ამ მექანიზმიდან გამომდინარე არ არის მოსალოდნელი.

პრობენეციდი კონკურენციას უწევს მეროპენემს აქტიური მილაკოვანი გამოყოფის საკითხში და ამგვარად თრგუნავს მეროპენემის თირკმელებით სეკრეციას, რასაც ნახევარგამოყოფის პერიოდის ზრდასთან და მეროპენემის პლაზმური კონცენტრაციის მატებასთან მივყავართ. აუცილიბელია სიფრთხილის გამოჩენა პრობენეციდის მეროპენემთან ერთდროულად მიღების შემთხვევაში.

კარბაპენემებთან ერთდროული გამოყენების დროს დაახლოიბით ორი დღის განმავლობაში დაფიქსირდა სისხლში ვალპროის მჟავას დონის დაქვეითება 60-100%-ით. მოქმედების სწრაფი დაწყებისა და შემცირების ხარისხის გამო, ვალპროის მჟავას / ნატრიუმის ვალპროატის / ვალპრომიდის და კარბაპენემების ერთდროული გამოყენება კონტროლირებადად არ ითვლება, ამიტომ ასეთი კომბინაცია თავიდან უნდა იქნას აცილებული (იხ. ნაწილი "გამოყენების თავისებურებები").

ანტიბიოტიკების ერთდროულმა გამოყენებამ პერორალურ ანტიკოაგულანტებთან, მათ შორის ვარფარინთან, შესაძლებელია, გამოიწვიოს ვარფარინის ანტიკოაგულანტული ეფექტის ზრდა. დარეგისტრირებულია მრავალი მონაცემი პერორალური ანტიკოაგულანტური ეფექტის მატების შესახებ, მათ შორის ვარფარინის, პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ ანტიბაქტერიულ პრეპარატებს. რისკი შეიძლება იცვლებოდეს ძირითადი ინფექციიდან, ასაკიდან და პაციენტის ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე, ამიტომ ძნელია შეფასდეს ანტიბაქტერიული პრეპარატების წვლილი სნთ-ის (საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის) დონის ზრდაში. რეკომენდირებულია სნთ-ს ხშირი მონიტორინგი ანტიბიოტიკებისა და პერორალური ანტიკოაგულანტთან ერთდროული გამოყენების დროს და შემდეგ.

გვერდითი მოვლენები

მეროპენემის ზემოქმედების მონაცემების მიმოხილვისას 5026 პაციენტიდან 4872-ში, მის გამოყენებასთან დაკავშირებული ყველაზე ხშირად მოხსენებული არასასურველი რეაქციები იყო დიარეა (2.3%), გამონაყარი (1.4%), გულისრევა/ღებინება (1.4%) და ანთება ინექციის შეყვანის ადგილზე (1.1%). ლაბორატორიული მაჩვენებლების ყველაზე ხშირი არასასურველი ცვლილებები, რომლებიც იყო დაკავშირებული მეროპენემის გამოყენებასთან და რაზეც მივიღეთ შეტყობინება, იყო თრომბოციტოზი (1.6%) და ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება (1.5-4.3%).

სისხლი და ლიმფური სისტემა: თრომბოციტემია, ეოზინოფილია, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი, ჰემოლიზური ანემია.

იმუნური სისტემა: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსიური რეაქციები (იხ. ნაწილები“უკუჩვენებები“, „გამოყენების თავისებურებები „)

ფსიქიკური დარღვევები: დელირიუმი.

ნერვული სისტემა: თავის ტკივილი, პარესთეზია, კრუნჩხვები (იხ. ნაწილი "გამოყენების თავისებურებები").

საჭმლის მომნელებელი ტრაქტი: დიარეა, ღებინება, გულისრევა, მუცლის ტკივილი, ანტიბიოტიკო ასოცირებული კოლიტი, მათ შორის ფსევდომემბრანული კოლიტი.

ჰეპატობილიარული სისტემა: სისხლში ტრანსამინაზების, ტუტე ფოსფატაზას, ლაქტატდეჰიდროგენაზას, ბილირუბინის დონის მომატება.

კანი და კანქვეშა უჯრედისი: გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა, DRESS სინდრომი (მედიკამენტოზური გამონაყარი ეოზინოფილიითა და სისტემური გამოვლინებებით), მწვავე გენერალიზებული ეგზანტემატოზური პუსტულოზი (იხ. ნაწილი „გამოყენების თავისებურებები „).

თირკმლები და შარდგამომყოფი გზები: კრეატინინის, შარდოვანას დონის მომატება სისხლში.

ინფექციები და ინვაზიები: პირის ღრუს და ვაგინალური კანდიდოზი.

ზოგადი დარღვევები და რეაქციები პრეპარატის შეყვანის ადგილზე: ანთება, ტკივილი, თრომბოფლებიტი, ტკივილი ინექციის ადგილზე.

პედიატრიული პოპულაცია: შეზღუდული რაოდენობის ხელმისაწვდომ მონაცემებზე დაყრდნობით, არ არსებობს მტკიცებულება ბავშვებში რაიმე გვერდითი რეაქციების გაზრდილი რისკის შესახებ. მიღებული ყველა შეტყობინება შეესაბამებოდა გვერდით რეაქციებს, რომლებსაც ჰქონდათ ადგილი ზრდასრულ პაციენტებში .

შეტყობინება გვერდითი რეაქციების შესახებ

საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინებას სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს უზრუნველყოფს სამკურნალო საშუალების სარგებელი/რისკის თანაფარდობის მუდმივ მონიტორინგს. მედიცინის მუშაკებმა უნდა შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ კანონის შესაბამისად.

ჭარბი დოზა

თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში შესაძლებელია შედარებით ჭარბი დოზირება იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატის დოზა არ კორექტირდება, როგორც აღწერილია ნაწილში "დოზირება და მიღების წესი". მეროპენემის პოსტმარკეტინგული გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია. თუ არასასურველი რეაქციები ვითარდებოდა დოზის გადაჭარბების შემდეგ, ისინი შეესაბამებოდა მეროპენემის გვერდითი რეაქციების პროფილს (იხ.ნაწილი“ გვერდითი რეაქციები“), ჩვეულებრივ იყო მსუბუქი სიმძიმისა და ქრებოდა პრეპარატის მოხსნის ან დოზის შემცირების შემდეგ.

მკურნალობა: სიმპტომური თერაპია. თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში პრეპარატი სწრაფად გამოიყოფა თირკმელებით. მეროპენემი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა ორგანიზმიდან ჰემოდიალიზის გზით.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: მეროპენემი;

1 ფლაკონი ფხვნილი შეიცავს მეროპენემს (მეროპენემის სტერილური ტრიჰიდრატის სახით) 1000 მგ;

დამხმარე ნივთიერება: ნატრიუმის უწყლო კარბონატი.

სამკურნალო ფორმა. ფხვნილი საინექციო ხნარისთვის .

ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები: ფხვნილი თეთრი ან თეთრი მოყვითალო ელფერით ან ღია ყვითელი ფერის.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი ანტიმიკრობული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის. კარბაპენემები. ათქ კოდი J01D H02.

შენახვის პირობები

3 წელი.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები .

ინახება ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25ºС ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

თითოეული ფლაკონი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის.

ხსნარის მომზადებისას და გამოყენების დროს გამოყენებული უნდა იყოს ასეპტიკური მუშაობის სტანდარტული მეთოდები.

გამოყენების წინ შეანჯღრიეთ ხსნარი.

ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატი ან ნარჩენები უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნები შესაბამისად.

ფარმაკოლოგიური თვისებები

მეროპენემს აქვს ბაქტერიციდული მოქმედება გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების ბაქტერიული უჯრედის კედლის სინთეზის ინჰიბირებით პენიცილინის დამაკავშირებელ ცილებთან (PBP) მიერთების გზით.

ისევე როგორც სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბაქტერიული საშუალებების შემთხვევაში, დროის მაჩვენებლები, როდესაც მეროპენემის კონცენტრაცია აჭარბებდა მინიმალურ ინჰიბიტორულ კონცენტრაციებს (MIC) (T>MIC) მიუთითებდნენ ეფექტურობასთან კორელაციის მაღალ ხარისხზე. პრეკლინიკურ მოდელებში მეროპენემმა გვაჩვენა აქტივობა სისხლის პლაზმაში ისეთი კონცენტრაციების დროს, რომლებიც აჭარბებდნენ მაინფიცირებელი მიკროორგანიზმების მინიმალურ მაინჰიბირებელ კონცენტრაციებს (MIC) დაახლოებით 40 %-ით დოზირების ინტერვალიდან. ეს სამიზნე მნიშვნელობა კლინიკურად დადგენილი არ არის.

ბაქტერიული რეზისტენტობა მეროპენემის მიმართ შეიძლება გამოწვეული იყოს: (1) გრამუარყოფითი ბაქტერიების გარე მემბრანის გამტარიანობის დაქვეითებით (ფორინების წარმოების შემცირების გამო), (2) შემცირებული ნათესაობით სამიზნე PBP-ებთან, (3) ეფლუქსური ტუმბოს კომპონენტების გაზრდილი ექსპრესიით და (4) ისეთი ბეტა-ლაქტამაზების პროდუცირებით, რომლებსაც შეუძლია კარბაპენემების ჰიდროლიზირება.

ევროპულ კავშირში დაფიქსირდა ინფექციების კერები, რომლებიც გამოწვეულია კარბაპენემების მიმართ რეზისტენტულ ბაქტერიებით.

არ არსებობს ჯვარედინი რეზისტენტობა მეროპენემსა და სამკურნალო საშუალებებს შორის, რომლებიც განეკუთვნებიან ქინოლონების, ამინოგლიკოზიდების, მაკროლიდების და ტეტრაციკლინების კლასებს, სამიზნე მიკროორგანიზმების გათვალისწინებით. თუმცა, ბაქტერიებმა შეიძლება გამოავლინონ რეზისტენტობა ერთზე მეტი კლასის ანტიბაქტერიული პრეპარატების მიმართ იმ შემთხვევაში, როდესაც სამოქმედოდ ჩართული მექანიზმი მოიცავს უჯრედის მემბრანის გაუვალობას და/ან ეფლუქსური ტუმბოს (ტუმბოების) არსებობას.

მმკ-ს(MIC) მაქსიმალური მნიშვნელობები, რომლებიც განსაზღვრულია კლინიკურ კვლევების პროცესში ანტიმიკრობული მგრძნობელობის ტესტირების ევროპული კომიტეტის (EUCAST) მიერ, მოყვანილია ქვემოთ.

ცხრილი 1

მიკროორგანიზმი

მგრძნობიარე (S), ( მგ/ლ )

რეზისტენტული ( R ) , (მგ/ლ )

Enterobaqteriaceae

≤ 2

>8

Pseudomonas-ის სახეობები

≤ 2

>8

Acinetobacter-ის სახეობები

≤ 2

>8

A, B, C, G ჯგუფის Streptococcus

შენიშვნა 6

შენიშვნა 6

Streptcoccus pneumoniae4

≤ 2

>2

სხვა სტრეპტოკოკები2

≤ 2

>2

Enterococcus-ის სახეობები

-

-

Staphylococcus-ის სახეობები

შენიშვნა 3

შენიშვნა 3

Haemophilus influenzae1 2 და Moraxella catarrhalis2

≤ 2

>2

Neisseria meningitidis2,4

≤ 0,25

>0,25

გრამპოზიტიური ანაერობები Clostridium difficile-ს გარდა

≤ 2

>8

გრამუაყოფითი ანაერობები

≤ 2

>8

Listeria monocytogenes

≤ 0,25

>0,25

ზღვრული მონაცემები, რომლებიც არ არიან დაკავშირებულნი მიკროორგანიზმების სახეობებთან5

≤ 2

>8

1მეროპენემის ზღვრული მნიშვნელობები Streptococcus pneumoniae და Haemophlus influenzae-თვის მენინგიტის დროს შეადგენს 0,25 მგ/ლ (მგრნობიარები) და 1მგ/ლ (რეზისტენტულები).

2მიკროორგანიზმების შტამები მმკ-ს(MIC) მნიშვნელობით, რომლებიც S/R- ის ზღვრულ მნიშვნელობებს აღემატება, ძალიან იშვიათია ან მათზე ინფორმაცია ჯერ კიდევ არ მოუწოდებიათ. ნებისმიერი ასეთი იზოლატის საიდენტიფიკაციო და მიკრობსაწინააღმდეგო მგრძნობელობის ტესტები აუცილებლად უნდა გამეორდეს და თუ შედეგი დადასტურდა, იზოლატს საექსპერტო ლაბორატორიაში აგზავნიან. მანამდე, სანამ არ იქნება მიღებული მონაცემები კლინიკურ პასუხზე ვერიფიცირებული იზოლატების მმკ-ს(MIC) მნიშვნელობებით, რომლებიც რეზისტენტულობის მიმდინარე ზღვრულ მნიშვნელობებს აღემატება (აღნიშნულია კურსივით), იზოლატები უნდა იქნან დარეგისტრირებულნი როგორც მდგრადები.

3სტაფილოკოკების მგრძნობელობა კარბაპენემების მიმართ პროგნოზირდება ცეფოქსიტინის მიმართ მგრძნობელობაზე არსებული მონაცემებიდან გამომდინარე.

4ზღვრული მნიშვნელობები ეხება მხოლოდ მენინგიტს.

5ზღვრული მნიშვნელობები, რომლებიც არ იყო დაკავშირებული მიკროორგანიზმების სახეობებთან, იყვნენ განსაზღვრულნი ძირითადად ფკ/ფდ-ს მონაცემებიდან გამომდინარე, და არ არიან დამოკიდებულნი ცალკეული სახეობების მმკ-ს(MIC) განაწილებისაგან. მათი დანიშნულებაა გამოყენებულნი იყვნენ იმ სახეობებისათვის, რომლებიც არ არიან მითითებულნი ცხრილში ან სქოლიოში. ზღვრული მნიშვნელობები, რომლებიც არ არიან დაკავშირებილები სახეობებთან, ეფუძნებიან ასეთ დოზებს: EUCAST-ის ზღვრული მონაცემები გამოიყენება მეროპენემის დოზისთვის 1000 მგ 3 ჯერ დღე-ღამეში ინტრავენულად 30 წუთის განმავლობაში, როგორც ყველაზე დაბალი დოზა. განიხილებოდა დოზები 2 გ 3 ჯერ დღე-ღამეში მძიმე ინფექციებისა და შუალედური /რეზისტენტული ზღვრული მონაცემებისთვის.

6სტრეპტოკოკების A, B,C და G ჯგუფების ბეტა-ლაქტამური მგრძნობელობა პროგნოზირდება პენიცილინის მიმართ მგრძნობელობიდან გამომდინარე.

<<->> მგრძნობელობაზე ტესტის ჩატარება არ არის რეკომენდებული, რადგან ეს სახეობა ცუდი სამიზნეა ამ სამკურნალო საშუალებით მკურნალობისთვის.

წინასწარი ტესტირების გარეშე იზოლატები შეიძლება იქნან განსაზღვრულნი, როგორც რეზისტენტულები.

ცალკეული სახეობებისთვის შეძენილი რეზისტენტობის გავრცელება შეიძლება განსხვავდებოდეს გეოგრაფიულად და დროთა განმავლობაში, ამიტომ სასურველია დავეყრდნოთ ადგილობრივ ინფორმაციას, მიკროორგანიზმების რეზისტეტნტობი შესახებ, განსაკუთრებით მძიმე ინფექციების მკურნალობისას. საჭიროების შემთხვევაში, როდესაც ადგილობრივ დონეზე მიკროორგანიზმების რეზისტენტობის გავრცელების დონე ისეთია, რომ პრეპარატის გამოყენების სარგებელი, ყოველ შემთხვევაში, გარკვეული ტიპის ინფექციების მიმართ, ეჭვქვეშ დგება, უნდა მიმართონ კონსულტაციისთვის ექსპერტს.

პათოგენური მიკროორგანიზმები ქვემოთ ჩამოთვლილია კლინიკური გამოცდილებისა და დაავადებების მკურნალობის თერაპიული პროტოკოლების საფუძველზე.

ჩვეულებრივ მგრძნობიარე სახეობები

გრამდადებითი აერობები: Enterococcus faecalis7; Staphylococcus aureus (მეთიცილინზე მგრძნობიარე)8; Staphylococcus species (მეთიცილინმგრძნობიარე), მათ შორის Staphylococcus epidermidis, Streptococcus agalactiae (ჯგუფი B); ჯგუფი Streptococcus milleri (S. anginosus, S. constellatus და S. intermedius), Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes (ჯგუფი A).

გრამუარყოფითი აერობები: Citrobacter freudii, Citrobacter koseri, Enterobacter aerogenes, Enterobacter cloacae, Escherichia coli, Haemophilus influenzae, Klebsiella oxytoca, Klebsiella pneumoniae, Morganella morganii, Neisseria meningitides, Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Serratia marcenscens.

გრამდადებითი ანაერობები: Clostridium perfringens, Peptoniphilus asaccharolyticus, Peptostreptococcus species (მათ შორის P. micros, P. anaerobius, P. magnus).

გრამუარყოფითი ანაერობები: Bacteroides caccae; ჯგუფი Bacteroides fragilis, Prevotella bivia, Prevotella disiens.

სახეობები, რომლებისთვისაც შეძენილი რეზისტენტობა შეიძლება პრობლემა იყოს

გრამდადებითი აერობები: Enterococcus faecium7.9.

გრამუარყოფითი აერობები: Acinetobacter species, Burkholderia cepacia, Pseudomonas aeruginosa.

საკუთარი ბუნებით რეზისტენტული მიკროორგანიზმები

გრამუარყოფითი აერობები: Stenotrophomonas maltophilia, Legionella species.

სხვა მიკროორგანიზმები: Chlamydophila pneumoniae, Chlamydophila psittaci, Coxiella burnetii, Mycoplasma pneumoniae.

7 სახეობები, რომლებიც აჩვენებენ ბუნებრივ შუალედურ მგრძნობელობას.

8 ყველა მეთიცილინ-რეზისტენტული სტაფილოკოკი რეზისტენტულია მეროპენემის მიმართ.

9 რეზისტენტობის მაჩვენებელი > 50% ევროკავშირის ერთ ან მეტ ქვეყანაში.

ქოთაო და მელიოიდოზი: მეროპენემის გამოყენება ადამიანებში ეფუძნება B. mallei-სა და B. pseudomallei-ს მგრძნობელობის მონაცემებს და ადამიანებში შეზღუდულ მონაცემებს. ექიმები უნდა დაეყრდნონ ეროვნულ და/ან საერთაშორისო კონსენსურ დოკუმენტებს ქოთაოს და მელიოიდოზის მკურნალობასთან დაკავშირებით.

ფარმაკოკინეტიკა

ჯანმრთელ მოხალისეებში, სისხლის პლაზმიდან ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი შეადგენს დაახლოებით 1 საათს; განაწილების საშუალო მოცულობა შეადგენს დაახლოებით 0,25 ლ/კგ (11-27 ლ); საშუალო კლირენსი არის 287 მლ/წთ პრეპარატის 250 მგ დოზით გამოყენებისას, კლირენსის შემცირებით 205 მლ/წთ-მდე პრეპარატის 2 გ დოზით გამოყენებისას. პრეპარატის დოზების 500, 1000 და 2000 მგ. რომლებიც იქნა შეყვანილი ინფუზიის სახით 30 წუთის განმავლობაში იძლევიან C max საშუალო მონაცემებს 23, 49 და 115 მკგ/მლ შესაბამისად; AUC-ის შესაბამისი მნიშვნელობებია 39.3, 62.3 და 153 მკგ×სთ/მლ. 5 წუთის განმავლობაში ჩატარებული 500 და 1000 მგ დოზებით ინფუზიის შემდეგ, Cmax მნიშვნელობებია 52 და 112 მკგ/მლ, შესაბამისად. თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში პრეპარატის რამდენიმე დოზის შეყვანისას ყოველ 8 საათში, მეროპენემის კუმულაცია არ აღინიშნებოდა.

კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა 12 პაციენტი, რომლებშიც შეყავდათ მეროპენემი 1000 მგ ყოველ 8 საათში ინტრააბდომინალური ინფექციის გამო ჩატარებული ქირურგიული ოპერაციის შემდეგ, იყო დაფიქსირებული Cmax და ნახევარგამოყოფის პერიოდის ისეთი მნიშვნელობები, რომლებიც შეესაბამებოდა ჯანმრთელ ადამიანების მონაცემებს, მაგრამ განაწილების მოცულობა უფრო დიდი იყო (27 ლ).

განაწილება

მეროპენემის პლაზმის ცილებთან შეკავშირების საშუალო მნიშვნელობა შეადგენდა დაახლოებით 2% და არ იყო დამოკიდებული პრეპარატის კონცენტრაციაზე. პრეპარატის სწრაფი შეყვანის შემდეგ (5 წუთი ან ნაკლები), ფარმაკოკინეტიკა ბიექსპონენციალურია, მაგრამ ეს გაცილებით ნაკლებად შესამჩნევი ხდება 30 წუთიანი ინფუზიის შემდეგ. აღმოჩნდა, რომ მეროპენემი კარგად აღწევს სხეულის ზოგიერთ სითხესა და ქსოვილში, მათ შორის ფილტვებში, ბრონქიალურ სეკრეტში, ნაღველში, ზურგტვინოვან სითხეში, ქალის სასქესო ორგანოების ქსოვილებში, კანში, ფასციაში, კუნთებში და პერიტონეალურ ექსუდატში.

მეტაბოლიზმი

მეროპენემი მეტაბოლიზდება ბეტა-ლაქტამის რგოლის ჰიდროლიზით მიკრობიოლოგიურად არააქტიური მეტაბოლიტის წარმოქმნით. In vitro, მეროპენემი ავლენს ადამიანის დეჰიდროპეპტიდაზა-I (DHP-I) ჰიდროლიზის მიმართ დაქვეითებულ აღქმადობას იმიპენემთან შედარებით, ამიტომ DHP-I ინჰიბიტორის ერთდროული გამოყენების აუცილებლობა არ არის.

გამოყოფა

მეროპენემი უპირატესად უცვლელი სახით გამოიყოფა თირკმელების მიერ; პრეპარატის დოზის დაახლოებით 70% (50-75%) გამოიყოფა უცვლელი სახით 12 საათის განმავლობაში. კიდევ 28% გამოიყოფა მიკრობიოლოგიურად არააქტიური მეტაბოლიტის სახით. განავლით გამოყოფა შეადგენდა დოზის მხოლოდ 2%-ს. გაზომილი თირკმლის კლირენსი და პრობენეციდის ეფექტი მიუთითებს იმაზე, რომ მეროპენემი გადის როგორც ფილტრაციას, ასევე მილაკოვან სეკრეციას.

თირკმლის უკმარისობა

თირკმელების ფუნქციის დარღვევა იწვევს სისხლის პლაზმის AUC-ის მატებას და მეროპენემის ნახევარგამოყოფის პერიოდის ზრდას. AUC-ის მატება აღინიშნა 2,4-ჯერ თირკმლის ფუნქციის ზომიერი დარღვევის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი (კკ) 33-74 მლ/წთ), 5-ჯერ თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევების დროს (კკ 4-23 მლ/წთ) და 10-ჯერ ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში (კკ < 2 მლ/წთ) ჯანმრთელ პირებთან შედარებით (კკ > 80 მლ/წთ). ღია რგოლის მქონე მიკრობიოლოგიურად არააქტიური მეტაბოლიტის AUC ასევე მნიშვნელოვნად იზარდებოდა პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით. პრეპარატის დოზის კორექცია რეკომენდებულია თირკმელების ფუნქციის ზომიერი და მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებისთვის (იხ. "გამოყენების მეთოდი და დოზები")

მეროპენემი გამოიყვანება ჰემოდიალიზის საშუალებით, ამავდროულად, კლირენსი ჰემოდიალიზის ჩატარების დროს დაახლოებით 4-ჯერ მეტია, ვიდრე ანურიის მქონე პაციენტებში.

ღვიძლის უკმარისობა

ალკოჰოლური ციროზის მქონე პაციენტებში ჩატარებულმა კვლევამ არ აჩვენა ღვიძლის დაავადების გავლენა მეროპენემის ფარმაკოკინეტიკაზე პრეპარატის განმეორებითი დოზების მიღების შემდეგ.

ზრდასრული პაციენტები

პაციენტების მონაწილეობით ჩატარებულმა ფარმაკოკინეტიკურმა კვლევებმა არ გამოავლინა მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური განსხვავებები თირკმელების ანალოგიური ფუნქციის მქონე ჯანმრთელ პირებთან შედარებით. პოპულაციის მოდელი, რომელიც იყო შექმნილი 79 პაციენტის მონაცემების საფუძველზე ინტრააბდომინალური ინფექციით ან პნევმონიით, აჩვენა განაწილების ცენტრალური მოცულობის დამოკიდებულება სხეულის მასაზე და კლირენსის დამოკიდებულება კრეატინინის კლირენსზე და ასაკზე.

ბავშვები

ფარმაკოკინეტიკური კვლევები ახალშობილებში და ინფექციის მქონე ბავშვებში, რომლებიც იყენებდნენ პრეპარატის 10, 20 და 40 მგ/კგ დოზებს, აჩვენეს Cmax მნიშვნელობა, რომელიც უახლოვდება ასეთ მნიშვნელობებს მოზრდილებში პრეპარატის გამოყენების შემდეგ 500, 1000 და 2000 მგ დოზებით, შესაბამისად. შედარებამ აჩვენა, რომ ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები პრეპარატის დოზებსა და ნახევარგამოყოფის პერიოდს შორის მსგავსია მოზრდილებში ანალოგიური მაჩვენებლებისა ყველა პაციენტისთვის, გარდა ყველაზე პატარა პაციენტებში (< 6 თვე t1 / 2 1,6 საათი). მეროპენემის კლირენსის საშუალო მნიშვნელობები შეადგენდა 5,8 მლ/წთ/კგ (6-12 წელი), 6,2 მლ/წთ/კგ (2-5 წელი), 5,3 მლ/წთ/კგ (6-23 თვე) და 4,3 მლ/ წთ/კგ (2-5 თვე). დოზის დაახლოებით 60% გამოიყოფა შარდით 12 საათის განმავლობაში მეროპენემის სახით და კიდევ 12% მეტაბოლიტის სახით. მეროპენემის კონცენტრაცია ზურგტვინოვან სითხეში მენინგიტის მქონე ბავშვებში სისხლის პლაზმაში იმავე პერიოდში გამოვლენილ პრეპარატის დონეების დაახლოებით 20% შეადგენდა, თუმცა არსებობს მაჩვენებლების მნიშვნელოვანი ინდივიდუალური ვარიაბელობა.

მეროპენემის ფარმაკოკინეტიკა ახალშობილებში, რომლებსაც მკურნალობდნენ ანტიბიოტიკებით, აჩვენა უფრო მაღალი კლირენსი იმ ახალშობილებში, რომელთა ქრონოლოგიური ან გესტაციური ასაკი უფრო მეტია, ნახევარგამოყოფის საერთო საშუალო პერიოდით 2,9 საათი. პროცესის მოდელირებამ მონტე-კარლოს მიხედვით, რომელიც პოპულაციის ფკ- მოდელზეა დაფუძნებული აჩვენა, რომ დოზირების რეჟიმით 20 მგ/კგ-ზე ყოველ 8 საათში იყო მიღწეული 60 % T>მმკ(MIC) P. aeruginosa-სთან მიმართებაში დღენაკლული ჩვილების 95%-ში და 91% მოსალოდნელ დროს დაბადებულ ჩვილებში.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები

ფარმაკოკინეტიკურმა კვლევებმა ჯანმრთელ ხანდაზმულ მოხალისეებში (65-80 წელი) აჩვენა სისხლის პლაზმის კლირენსის დაქვეითება, რაც კორელირებული იყო კრეატინინის კლირენსის დაქვეითებასთან ასაკთან დაკავშირებით, და, აგრეთვე, არათირკმლისმიერი კლირენსის უმნიშვნელო შემცირებასთან. ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატის დოზის კორექცია საჭირო არ არის, თირკმლის ფუნქციის ზომიერი და მძიმე დარღვევების შემთხვევების გარდა.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

მერობოციდი

(MEROBOCID)

შემადგენლობა:

მოქმედი ნივთიერება: მეროპენემი;

1 ფლაკონი ფხვნილი შეიცავს მეროპენემს (მეროპენემის სტერილური ტრიჰიდრატის სახით) 1000 მგ;

დამხმარე ნივთიერება: ნატრიუმის უწყლო კარბონატი.

სამკურნალო ფორმა. ფხვნილი საინექციო ხნარისთვის .

ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები: ფხვნილი თეთრი ან თეთრი მოყვითალო ელფერით ან ღია ყვითელი ფერის.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი ანტიმიკრობული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის. კარბაპენემები. ათქ კოდი J01D H02.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

კლინიკური მახასიათებლები

ჩვენებები

მოზრდილებში და 3 თვეზე უფროსი ასაკის ბავშვებში ისეთი ინფექციების მკურნალობა, როგორიცაა:

პნევმონია, მათ შორის არაჰოსპიტალური და ჰოსპიტალური პნევმონიები;

ბრონქო-ფილტვის ინფექციები მუკოვისციდოზის დროს;

შარდგამომყოფი გზების გართულებული ინფექციები;

გართულებული ინტრააბდომინალური ინფექციები;

ინფექციები მშობიარობის დროს და მშობიარობის შემდგომი ინფექციები;

კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები;

მწვავე ბაქტერიული მენინგიტი.

მერობოციდი შეიძლება გამოყენებულ იქნას ნეიტროპენიის და ცხელების მქონე პაციენტების სამკურნალოდ, როდესაც ეჭვი გვაქვს ბაქტერიული ინფექციაზე.

ბაქტერიემიის მქონე პაციენტების მკურნალობა, რომელიც დაკავშირებულია ან შეიძლება ასოცირებული იყოს ნებისმიერ ზემოთ ჩამოთვლილ ინფექციასთან.

აუცილებელია ანტიბიოტიკოთერაპიის საკითხზე მოცემული და ანტიბიოტიკო რეზისტენტობის პროფილაქტიკის საკითხზე მოცემული ოფიციალური რეკომენდაციების დაცვა.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

მომატებული მგრძნობელობა კარბაპენემის ჯგუფის ნებისმიერი სხვა ანტიბაქტერიული საშუალების მიმართ.

მომატებული მგრძნობელობის მძიმე რეაქციები (მაგ., ანაფილაქსიური რეაქციები, კანისმიერი მძიმე რეაქციები) ნებისმიერი სხვა ტიპის ბეტა-ლაქტამური ანტიბაქტერიული საშუალების მიმართ (მაგ. პენიცილინები ან ცეფალოსპორინები).

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

მეროპენემის ურთიერთქმედების კვლევები ცალკე აღებულ სამკურნალო საშუალებებთან, პრობენეციდის გარდა, არ ჩატარებულა.

მეროპენემის პოტენციური ზემოქმედება სხვა პრეპარატების მეტაბოლიზმზე ან ცილებთან შეკავშირების საკითხზე შესწავლილი არ არის. თუმცა, ცილებთან შეკავშირება იმდენად დაბალია, რომ სხვა ნაერთებთან ურთიერთქმედება ამ მექანიზმიდან გამომდინარე არ არის მოსალოდნელი.

პრობენეციდი კონკურენციას უწევს მეროპენემს აქტიური მილაკოვანი გამოყოფის საკითხში და ამგვარად თრგუნავს მეროპენემის თირკმელებით სეკრეციას, რასაც ნახევარგამოყოფის პერიოდის ზრდასთან და მეროპენემის პლაზმური კონცენტრაციის მატებასთან მივყავართ. აუცილიბელია სიფრთხილის გამოჩენა პრობენეციდის მეროპენემთან ერთდროულად მიღების შემთხვევაში.

კარბაპენემებთან ერთდროული გამოყენების დროს დაახლოიბით ორი დღის განმავლობაში დაფიქსირდა სისხლში ვალპროის მჟავას დონის დაქვეითება 60-100%-ით. მოქმედების სწრაფი დაწყებისა და შემცირების ხარისხის გამო, ვალპროის მჟავას / ნატრიუმის ვალპროატის / ვალპრომიდის და კარბაპენემების ერთდროული გამოყენება კონტროლირებადად არ ითვლება, ამიტომ ასეთი კომბინაცია თავიდან უნდა იქნას აცილებული (იხ. ნაწილი "გამოყენების თავისებურებები").

ანტიბიოტიკების ერთდროულმა გამოყენებამ პერორალურ ანტიკოაგულანტებთან, მათ შორის ვარფარინთან, შესაძლებელია, გამოიწვიოს ვარფარინის ანტიკოაგულანტული ეფექტის ზრდა. დარეგისტრირებულია მრავალი მონაცემი პერორალური ანტიკოაგულანტური ეფექტის მატების შესახებ, მათ შორის ვარფარინის, პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ ანტიბაქტერიულ პრეპარატებს. რისკი შეიძლება იცვლებოდეს ძირითადი ინფექციიდან, ასაკიდან და პაციენტის ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე, ამიტომ ძნელია შეფასდეს ანტიბაქტერიული პრეპარატების წვლილი სნთ-ის (საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის) დონის ზრდაში. რეკომენდირებულია სნთ-ს ხშირი მონიტორინგი ანტიბიოტიკებისა და პერორალური ანტიკოაგულანტთან ერთდროული გამოყენების დროს და შემდეგ.

გამოყენების თავისებურებები

მკურნალობის დროს მეროპენემის არჩევისას, გასათვალისწინებელია კარბაპენემის ჯგუფის ანტიბაქტერიული საშუალების გამოყენების მიზანშეწონილობა, ისეთი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა ინფექციის სიმძიმე, სხვა შესაბამისი ანტიბაქტერიული საშუალებების მიმართ რეზისტენტობის გავრცელება და ისეთი პრეპარატის არჩევის რისკი, რომელიც არ არის აქტიური ბაქტერიების მიმართ და მდგრადია კარბაპენემის მიმართ

Enterobacteriaceae, Pseudomonas aeruginosa და Acinetobacter-ის მიმართ რეზისტენტობა

Enterobacteriaceae, Pseudomonas aeruginosa და Acinetobacter-ის რეზისტენტობა პენემების მიმართ განსხვავდება ევროპული კავშირის ფარგლებში. პრეპარატის დანიშვნისას რეკომენდებულია ბაქტერიების ადგილობრივი რეზისტენტობის გათვალისწინება პენემების მიმართ.

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები

სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მსგავსად, აღინიშნა სერიოზული, ზოგჯერ ლეტალური შედეგის მქონე, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების შემთხვევები (იხ. ნაწილი "უკუჩვენებები" და "გვერდითი რეაქციები").

პაციენტები, რომლებსაც ანამნეზში დარეგისტრირებული აქვთ კარბაპენემების, პენიცილინების ან სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევები, შეიძლება ასევე ჰქონდეთ მომატებული მგრძნობელობა მეროპენემის მიმართ. მანამ,სანამ დაიწყება მეროპენემით თერაპია, უნდა ჩატარდეს საფუძვლიანი გამოკითხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების წარსულში არსებობის შესახებ.

მძიმე ალერგიული რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში, პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და უნდა იქნას მიღებული შესაბამისი ზომები.

მეროპენემის გამოყენების დროს დაფიქსირებული იყო კანის ისეთი მძიმე რეაქციები, როგორიცაა მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, DRESS-ის სინდრომი (მედიკამენტოზური გამონაყარი ეოზინოფილიით და სისტემური გამოვლინებებით), მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პოსტულოზი (იხ. ნაწილი „გვერდითი რეაქციები“). თუ განვითარდა ნიშნები და სიმპტომები, რომლებიც ამ რეაქციებს ადასტურებენ, აუცილებელია დაუყოვნებლივ მოიხსნას მეროპენემი და განხილულ იქნას ალტერნატიული მკურნალობა.

ანტიბიოტიკასოცირებული კოლიტი

თითქმის ყველა ანტიბაქტერიული პრეპარატის გამოყენებისას, მათ შორის მეროპენემისა, დაფიქსირდა ანტიბიოტიკასოცირებული კოლიტის შემთხვევები, მათ შორის ფსევდომემბრანული კოლიტისა, რომლის სიმძიმე შეიძლება ვარირებდეს მსუბუქიდან სიცოცხლისთვის საშიშამდე. ამიტომ, მნიშვნელოვანია განიხილებოდეს ასეთი დიაგნოზის შესაძლებლობა პაციენტებში, რომლებსაც უვითარდებათ დიარეა მეროპენემის გამოყენების დროს ან მის შემდეგ (იხ. „გვერდითი რეაქციები “). უნდა იქნას განხილული მეროპენემით თერაპიის შეწყვეტის და Clostridium difficile-ს წინააღმდეგ მიმართული სპეციფიური მკურნალობის გამოყენების საკითხი. არ შეიძლება დანიშნოთ სამკურნალო საშუალებები, რომლებიც თრგუნავენ ნაწლავის პერისტალტიკას.

კრუნჩხვები

კარბაპენემებით, მათ შორის მეროპენემით, მკურნალობისას იშვიათად აღინიშნა კრუნჩხვების შეტევები (იხ. ნაწილი "გვერდითი რეაქციები").

ღვიძლის ფუნქციის მონიტორინგი

ჰეპატოტოქსიურობის განვითარების რისკის გამო (მაგალითად, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა ქოლესტაზით და ციტოლიზით), მეროპენემით მკურნალობისას საჭიროა ღვიძლის ფუნქციის ფრთხილი მონიტორინგი (იხ. "გვერდითი რეაქციები").

პრეპარატის გამოყენება ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში: ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში მეროპენემით მკურნალობისას საჭიროა ღვიძლის ფუნქციის კონტროლი.

პრეპარატის დოზის კორექცია საჭირო არ არის (იხ. „გამოყენების წესი და დოზა“).

პირდაპირი ანტიგლობულინის ტესტის სეროკონვერსია (კუმბსის ტესტი)

მეროპენემით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს პოზიტიური პირდაპირი/ირიბი კუმბსის ტესტი.

მეროპენემისა და ვალპროის მჟავას / ნატრიუმის ვალპროატის / ვალპრომიდის ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული (იხ. განყოფილება "ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები").

მერობოციდი შეიცავს დაახლოებით 2,0 მეკვ ან 4,0 მეკვ ნატრიუმს 500 მგ ან 1000 მგ პრეპარატის დოზაზე, შესაბამისად, რაც გასათვალისწინებელია პრეპარატის დანიშვნისას იმ პაციენტებში, რომლებიც არიან ნატრიუმის შემცველობის კონტროლირებად დიეტაზე.

ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში გამოყენება

ორსულ ქალებში მეროპენემის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს ან შეზღუდულია. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ გამოავლინა რეპროდუქციული ტოქსიკურობის პირდაპირი ან არაპირდაპირი ეფექტი.

პრევენციული ღონისძიების სახით, სასურველია ორსულობის დროს მეროპენემის გამოყენების თავიდან აცილება.

მეროპენემის მცირე რაოდენობა გადადის დედის რძეში. მეროპენემი უნდა გამოიყენებოდეს მეძუძურ დედებში მხოლოდ მაშინ, როდესაც დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ბავშვისთვის პოტენციურ რისკს.

ავტოტრანსპორტით ან სხვა მექანიზმებით მართვისას რეაქციის სიჩქარეზე ზეგავლენის უნარი

სატრანსპორტო საშუალებების და სხვა მექანიზმების მართვისას რეაქციის სიჩქარეზე მეროპენემის ზეგავლენის უნარის კვლევები არ ჩატაარებულა.

თუმცა ავტოტრანსპორტით ან სხვა მექანიზმებით მართვის დროს რეკომენდებულია განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა, რადგან გასათვალისწინებელია თავის ტკივილის,პარესთეზიის ან კრუნჩხვების განვითარება,რაც იყო ნახსენები პუნქტში მეროპენემის გამოყენების შესახებ.

მიღების წესი და დოზები

ქვემოთ მოცემული ცხრილები შეიცავენ სამკურნალო საშუალების დოზირების ზოგად რეკომენდაციებს.

მერობოციდის დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების გამომწვევი პათოგენის ტიპზე, დაავადების სიმძიმეზე და მკურნალობაზე მიღებულ კლინიკურ პასუხზე.

მერობოციდი დოზით 2 გ-მდე 3-ჯერ დღეში მოზრდილებში და 50 კგ-ზე მეტი სხეულის წონის მქონე ბავშვებში და 40 მგ/კგ-მდე 3-ჯერ დღეში ბავშვებში შეიძლება განსაკუთრებით შესაბამისი იყოს იმ გარკვეული ტიპის ინფექციების მკურნალობისას, რომლებიც გამოწვეულია ნაკლებად მგრძნობიარე სახეობის ბაქტერიებით (მაგ. Enterobacteriaceae, Pseudomonas aeruginosa, Acinetobacter) ან ძალიან მძიმე ინფექციების დროს.

თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტების მკურნალობისას უნდა იქნას დაცული დამატებითი დოზირების რეკომენდაციები (იხ. ცხრილი 3).

ცხრილი 2

რეკომენდებული დოზები ზრდასრულებისთვის და ბავშვებისთვის 50 კგ-ზე მეტი სხეულის მასით

ინფექცია

ყოველ 8 საათში შესაყვანი ერთჯერადი დოზა

პნევმონია, მათ შორის არაჰოსპიტალური და ჰოსპიტალური პნევმონია

500მგ ან 1გ

ბრონქოფილტვური ინფექციები მუკოვისციდოზის დროს

2გ

შარდგამომყოფი გზების გართულებული ინფექციები

500მგ ან 1გ

გართულებული ინტრააბდომინალური ინფექციები

500 მგ ან 1 გ

ინფექციები მშობიარობის დროს და მშობიარობის შემდეგი ინფექციები

500 მგ ან 1გ

კანისმიერი და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები

500 მგ ან 1 გ

მწვავე ბაქტერიული მენინგიტი

2 გ

ფებრილური ნეიტროპენიის მქონე პაციენტების მკურნალობა

1გ

მერობოციდი ჩვეულებრივ უნდა გამოიყენებოდეს 15-დან 30 წუთამდე ხანგრძლივობის ინტრავენული ინფუზიის სახით.

გარდა ამისა, პრეპარატის დოზები 1 გ-მდე შეიძლება შეეყვანოს დაახლოებით 5 წუთის ხანგრძლივობის ინტრავენური ბოლუსური ინექციის სახით. მონაცემები მოზრდილებში პრეპარატის 2 გ დოზის ინტრავენული ბოლუსური ინექციის სახით შეყვანის უსაფრთხოების შესახებ შეზღუდულია.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

ცხრილი 3

პრეპარატის რეკომენდებული დოზები ზრდასრულებისა და ბავშვებისთვის 50კგ-ზე მეტი სხეულის მასით 51მლ/წთ ნაკლები კრეატინინის კლირენსით

კრეიტინინის კლირენსი(მლ/წთ)

ერთჯერადი დოზა (იხ.ცხრილი 1 )

სიხშირე

26-50

მთლიანი ერთჯერადი დოზა

ყოველ 12 საათში

10-25

ერთჯერადი დოზის ნახევარი

ყოველ 12 საათში

< 10

ერთჯერადი დოზის ნახევარი

ყოველ 24 საათში

არსებობს შეზღუდული რაოდენობის მონაცემები, რომელებიც ეხება ამ კორექტირების გამოყენებას 2 გ ერთჯერადი დოზისთვის.

მეროპენემი გამოიყოფა ჰემოდიალიზისა და ჰემოფილტრაციის გზით, ამიტომ პრეპარატ მერობოციდის საჭირო დოზა უნდა იქნას შეყვანილი ჰემოდიალიზის პროცედურის დასრულების შემდეგ.

არ არსებობს პრეპარატის დოზირების რეკომენდაციები პერიტონეალურ დიალიზზე მყოფი პაციენტებისთვის.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში პრეპარატის დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები

ხანდაზმული ასაკის პაციენტებისთვის თირკმელების ნორმალური ფუნქციით ან კრეატინინის კლირენსით 50 მლ/წთ-ზე, მეტი დოზის კორექცია საჭირო არ არის.

3 თვემდე ბავშვები

მეროპენემის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა 3 თვემდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის და ოპტიმალური დოზირების სქემა არ არის განსაზღვრული.

ცხრილი 4

პრეპარატის რეკომენდებული დოზები ბავშვებისთვის 3 თვიდან 11 წლამდე 50 კგ-მდე სხეულის მასით

ინფექცია

ერთჯერადი დოზა ყოველ 8 საათში ერთხელ შეყვანისათვის

პნევმონია, მათ შორის არაჰოსპიტალური და ჰოსპიტალური

10 ან 20 მგ /კგ სხეულის მასაზე

ბრონქოფილტვოვანი ინფექციები მუკოვისცედოზის დროს

40 მგ /კგ სხეულის მასაზე

შარდგამომყოფი გზების გართულებული ინფექციები

10 ან 20 მგ /კგ სხეულის მასაზე

გართულებული ინტრააბდომინალური ინფექციები

10 ან 20 მგ/კგ სხეულის მასაზე

კანისმიერი და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები

10 ან 20 მგ/კგ სხეულის მასაზე

მწვავე ბაქტერიული მენინგიტი

40 მგ/კგ სხეულის მასაზე

ფებრილური ნეიტროპენიის მქონე პაციენტების მკურნალობა

20 მგ/კგ სხეულის მასაზე

მერობოციდი ჩვეულებრივ უნდა გამოყენებული იქნას 15-დან 30 წუთამდე ხანგრძლივობის ინტრავენული ინფუზიის სახით. გარდა ამისა, მეროპენემის დოზები 20 მგ/კგ-მდე შეიძლება შეყვანილ იქნას დაახლოებით 5 წუთის ხანგრძლივობის ინტრავენული ბოლუსური ინექციის სახით. შეზღუდულია მონაცემები ბავშვებში პრეპარატის 40 მგ/კგ დოზით გამოყენების უსაფრთხოების შესახებ ინტრავენური ბოლუსური ინექციის სახით შეყვანის დროს.

50 კგ-ზე მეტი სხეულის მასის მქონე ბავშვები

უნდა გამოიყენებოდეს იგივე დოზა, რაც ზრდასრულ პაციენტებში.

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე ბავშვებში პრეპარატის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს.

ინტრავენური ბოლუსური ინექციის ჩატარება

ბოლუსური საინექციო ხსნარი უნდა მომზადდეს პრეპარატ მერობოციდის საინექციო წყალში გახსნით 50 მგ/მლ კონცენტრაციის მიღებამდე. ბოლუსური ინექციისთვის მომზადებული ხსნარის ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა ნარჩუნდება 3 საათის განმავლობაში 15-დან 25°С-მდე ტემპერატურაზე. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული მომზადებისთანავე.

თუ სამკურნალო საშუალება არ გამოიყენება მომზადებისთანავე, საჭიროა მომზადებული ხსნარის შენახვის ვადისა და პირობების ზედმიწევნითი კონტროლი.

ინტრავენური ინფუზიის ჩატარება

საინფუზიო ხსნარი უნდა მომზადდეს პრეპარატ მერობოციდის 0,9% ნატრიუმის ქლორიდის საინფუზიო ხსნარში ან 5% გლუკოზის (დექსტროზას) საინფუზიო ხსნარში გახსნით 1-20 მგ/მლ კონცენტრაციის მიღებამდე.

საინფუზიო მომზადებული ხსნარის ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარის გამოყენებით შენარჩუნებულია 3 საათის განმავლობაში 15-დან 25°С ტემპერატურაზე ან 24 საათის განმავლობაში 2-8°С ტემპერატურაზე. მომზადებული ხსნარი, თუ ის გაციებული იყო, უნდა იქნას გამოყენებული მაცივარში შენახვის შემდეგ 2 საათის განმავლობაში.

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული დაუყოვნებლივ. თუ სამკურნალო საშუალება არ გამოიყენება მაშინვე, საჭიროა მომზადებული ხსნარის შენახვის ვადისა და პირობების ზედმიწევნითი კონტროლი.

5%-იანი გლუკოზის (დექსტროზის) ხსნარით მომზადებული მერობოციდის ხსნარი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული.

არ გაყინოთ მომზადებული ხსნარები.

ბავშვები

პრეპარატი გამოიყენება ბავშვებისთვის 3 თვის ასაკიდან.

დოზის გადაჭარბება.

თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში შესაძლებელია შედარებით ჭარბი დოზირება იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატის დოზა არ კორექტირდება, როგორც აღწერილია ნაწილში "დოზირება და მიღების წესი". მეროპენემის პოსტმარკეტინგული გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია. თუ არასასურველი რეაქციები ვითარდებოდა დოზის გადაჭარბების შემდეგ, ისინი შეესაბამებოდა მეროპენემის გვერდითი რეაქციების პროფილს (იხ.ნაწილი“ გვერდითი რეაქციები“), ჩვეულებრივ იყო მსუბუქი სიმძიმისა და ქრებოდა პრეპარატის მოხსნის ან დოზის შემცირების შემდეგ.

მკურნალობა: სიმპტომური თერაპია. თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში პრეპარატი სწრაფად გამოიყოფა თირკმელებით. მეროპენემი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა ორგანიზმიდან ჰემოდიალიზის გზით.

გვერდითი რეაქციები

მეროპენემის ზემოქმედების მონაცემების მიმოხილვისას 5026 პაციენტიდან 4872-ში, მის გამოყენებასთან დაკავშირებული ყველაზე ხშირად მოხსენებული არასასურველი რეაქციები იყო დიარეა (2.3%), გამონაყარი (1.4%), გულისრევა/ღებინება (1.4%) და ანთება ინექციის შეყვანის ადგილზე (1.1%). ლაბორატორიული მაჩვენებლების ყველაზე ხშირი არასასურველი ცვლილებები, რომლებიც იყო დაკავშირებული მეროპენემის გამოყენებასთან და რაზეც მივიღეთ შეტყობინება, იყო თრომბოციტოზი (1.6%) და ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება (1.5-4.3%).

სისხლი და ლიმფური სისტემა: თრომბოციტემია, ეოზინოფილია, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი, ჰემოლიზური ანემია.

იმუნური სისტემა: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსიური რეაქციები (იხ. ნაწილები“უკუჩვენებები“, „გამოყენების თავისებურებები „)

ფსიქიკური დარღვევები: დელირიუმი.

ნერვული სისტემა: თავის ტკივილი, პარესთეზია, კრუნჩხვები (იხ. ნაწილი "გამოყენების თავისებურებები").

საჭმლის მომნელებელი ტრაქტი: დიარეა, ღებინება, გულისრევა, მუცლის ტკივილი, ანტიბიოტიკო ასოცირებული კოლიტი, მათ შორის ფსევდომემბრანული კოლიტი.

ჰეპატობილიარული სისტემა: სისხლში ტრანსამინაზების, ტუტე ფოსფატაზას, ლაქტატდეჰიდროგენაზას, ბილირუბინის დონის მომატება.

კანი და კანქვეშა უჯრედისი: გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა, DRESS სინდრომი (მედიკამენტოზური გამონაყარი ეოზინოფილიითა და სისტემური გამოვლინებებით), მწვავე გენერალიზებული ეგზანტემატოზური პუსტულოზი (იხ. ნაწილი „გამოყენების თავისებურებები „).

თირკმლები და შარდგამომყოფი გზები: კრეატინინის, შარდოვანას დონის მომატება სისხლში.

ინფექციები და ინვაზიები: პირის ღრუს და ვაგინალური კანდიდოზი.

ზოგადი დარღვევები და რეაქციები პრეპარატის შეყვანის ადგილზე: ანთება, ტკივილი, თრომბოფლებიტი, ტკივილი ინექციის ადგილზე.

პედიატრიული პოპულაცია: შეზღუდული რაოდენობის ხელმისაწვდომ მონაცემებზე დაყრდნობით, არ არსებობს მტკიცებულება ბავშვებში რაიმე გვერდითი რეაქციების გაზრდილი რისკის შესახებ. მიღებული ყველა შეტყობინება შეესაბამებოდა გვერდით რეაქციებს, რომლებსაც ჰქონდათ ადგილი ზრდასრულ პაციენტებში .

შეტყობინება გვერდითი რეაქციების შესახებ

საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინებას სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს უზრუნველყოფს სამკურნალო საშუალების სარგებელი/რისკის თანაფარდობის მუდმივ მონიტორინგს. მედიცინის მუშაკებმა უნდა შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ კანონის შესაბამისად.

ვარგისობის ვადა. 3 წელი.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები .

ინახება ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25ºС ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

თითოეული ფლაკონი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის.

ხსნარის მომზადებისას და გამოყენების დროს გამოყენებული უნდა იყოს ასეპტიკური მუშაობის სტანდარტული მეთოდები.

გამოყენების წინ შეანჯღრიეთ ხსნარი.

ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატი ან ნარჩენები უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნები შესაბამისად.

შეუთავსებლობა.

მერობოციდის შერევა ან დამატება სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ შეიძლება.

მერობოციდი, რომელიც გამოიყენება ინტრავენური ბოლუსური ინექციებისთვის, უნდა იქნას აღდგენილი სტერილურ საინექციო წყალში.

მერობოციდი ფლაკონებში ინტრავენური ინფუზიისთვის შეიძლება აღდგენილ იქნას უშუალოდ 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში ან 5% გლუკოზის ხსნარში ინფუზიის ჩატარებისთვის.

შეფუთვა. 1000 მგ ფხვნილი ფლაკონში; 1 ფლაკონი შეფუთვაში.

გაცემის კატეგორია.

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მწარმოებელი.

საჯარო სააქციო საზოგადოება „სამეცნიერო და საწარმოო ცენტრი <<ბორშჩაგოვსკის ქიმიური და ფარმაცევტული ქარხანა>>.

მწარმოებლის ადგილმდებარეობა და მისი საქმიანობის წარმოების ადგილის მისამართი .

უკრაინა, 03134, კიევი, ქ. მირა, 17

ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში: MLC “ Medical” LTD.

ბოლო გადახედვის ვადა. 29.03.2021

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა