პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ოფთალმოლოგიური და ოტოლოგიური პრეპარატები

მედექსოლი

Medexol

ურეცეპტოდ0,1%ინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

- ოფთალმოლოგიაში: კონიუნქტივას, რქოვანას და თვალის წინა სეგმენტის არაინფექციური ანთებითი მდგომარეობების მკურნალობა; - ოტოლოგიაში: გარეთა ყურის ალერგიული და ანთებითი დაავადებები, ასევე გარეთა ყურის ჩირქოვანი და არაჩირქოვანი ინფექციური ანთებითი დაავადებები.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
დექსამეტაზონი (dexamethasone)
ფორმა და შეფუთვა
0,1% (1მგ/მლ) 5მლ თვალის/ყურის წვეთები, ხსნარი დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის ფლაკონი №1
მწარმოებელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (Tekirdag), თურქეთი; WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ოფთალმოლოგიური და ოტოლოგიური პრეპარატები, კორტიკოსტეროიდები
რეგისტრაციის ნომერი
რ-042612
რეგისტრირებულია
30 დეკემბერი 2024, მოქმედებს 30 დეკემბერი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „გლობალფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებამედექსოლი და სხვა წამალი ერთად

მედექსოლი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

  • ოფთალმოლოგიაში: კონიუნქტივას, რქოვანას და თვალის წინა სეგმენტის არაინფექციური ანთებითი მდგომარეობების მკურნალობა;
  • ოტოლოგიაში: გარეთა ყურის ალერგიული და ანთებითი დაავადებები, ასევე გარეთა ყურის ჩირქოვანი და არაჩირქოვანი ინფექციური ანთებითი დაავადებები.

მიღების წესი და დოზირება

ოფთალმოლოგია

თუ ნაჩვენები არაა დოზირების სხვა რეჟიმი, ჩეულებრივ 1 წვეთი დაზიანებული თვალის კონიუნქტივალურ პარკში 2-5-ჯერ დღე-ღამეში პირველი 2 დღის განმავლობაში, შემდეგ 1 წვეთი 3-ჯერ დღე-ღამეში. განსაკუთრებული მძიმე შემთხვევებში 1 წვეთი ყოველ1 საათში. მკურნალობის ხანგრძლივობას ინდივიდუალურად განსაზღვრავს ექიმი, რაც დამოკიდებულია კლინიკური სურათის სიმძიმესა და დაავადების მიმდინარეობაზე, თუმცა მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2 კვირას ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

პრეპარატის ჩაწვეთების შემდეგ რეკომენდებულია ცხვირ-საცრემლე არხის ოკლუზია ან თვალების დახუჭვა, რაც ამცირებს ოფთალმოლოგიური სამკურნალო საშუალების სისტემურ აბსორბციას და შესაბამისად, სისტემურ არასასურველ რეაქციებს.

ბავშვები და მოზარდები

ბავშვებში პრეპარატის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის.

ოტოლოგია

პრეპარატის გამოყენების წინ ყური გულდასმით უნდა გაიწმინდოს და შემდეგ მოხდეს პრეპარატის 3-4 წვეთის ჩაწვეთება გარეთა სასმენ მილში 2-3-ჯერ დღეში. სასურველი შედეგის მიღწევისას დოზა თანდათან მცირდება.

გამოყენების წესი

პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიასა და ოტოლოგიაში.

არ უნდა შეეხოთ საწვეთურის წვერით თვალს ან მიმდებარე სტრუქტურებს, ყურის შიდა ზედაპირს ან სხვა ზედაპირებს, რათა თავიდან იქნას აცილებული საწვეთურის წვერის და ფლაკონში არსებული ხსნარის დაბინძურება.

უკუჩვენებები

  • ჰიპერმგრძნობელობა დექსამეტაზონის ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ ;
  • მწვავე არანამკურნალები ბაქტერიული ინფექციები;
  • დენდრიტული კერატიტი (გამოწვეული მარტივი ჰერპესის ვირუსით);
  • ვაქცინაცია, ჩუტყვავილა ან რქოვანას და კონიუნქტივას სხვა ვირუსული დაავადებები;
  • თვალის ან ყურის სოკოვანი დაავადებები ან არანამკურნალები თვალის პარაზიტული ინფექციები;
  • დაფის აპკის პერფორაცია;
  • თვალის მიკობაქტერიული ინფექციები;
  • რქოვანას ტრავმები და წყლულები;
  • გლაუკომა.

სიფრთხილის ზომები

პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიასა და ოტოლოგიაში. არ გამოიყენოთ პერორალურად ან ინექციის სახით.

ადგილობრივი ოფთალმოლოგიური კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თვალის ჰიპერტენზია და/ან გლაუკომა მხედველობის ნერვის დაზიანებით, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება და მხედველობის ველის დეფექტები, აგრეთვე უკანა სუბკაფსულური კატარაქტის განვითარება. პაციენტებმა, რომლებიც ხანგრძლივად იყენებენ ადგილობრივ ოფთალმოლოგიურ კორტიკოსტეროიდებს ყურადღებით და რეგულარულად უნდა აკონტროლონ თვალშიგა წნევა, რქოვანას და თვალის ბროლის მდგომარეობა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებში, რადგან კორტიკოსტეროიდებით გამოწვეული თვალის ჰიპერტენზიის განვითარებს მათში უფრო მაღალია, ასევე ეს მდგომარეობა შეიძლება უფრო სწრაფად განვითარდეს ბავშვებში, ვიდრე ზრდასრულებში. პრეპარატის გამოიყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებში. კორტიკოსტეროიდებით გამოწვეული თვალშიგა წნევის და/ან კატარაქტის წარმოქმნის რისკი იზრდება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მიდრეკილება ამ დაავადებისადმი (მაგალითად, დიაბეტი).

კუშინგის სინდრომი და/ან თირკმელზედა ჯირკვლის დათრგუნვა, რომელიც დაკავშირებულია ოფთალმოლოგიური დექსამეტაზონის სისტემურ აბსორბციასთან, შეიძლება განვითარდეს ინტენსიური ან ხანგრძლივი უწყვეტი მკურნალობის შემდეგ ამის მიმართ მიდრეკილ პაციენტებში, ბავშვებისა და იმ პაციენტების ჩათვლით, რომლებიც მკურნალობენ CYP3A4 ინჰიბიტორებით (რიტონავირის და კობიცისტატის ჩათვლით). ასეთ შემთხვევებში მკურნალობა თანდათან უნდა მოიხსნას.

კორტიკოსტეროიდების გამოყენებამ შეიძლება შეამციროს მდგრადობა და ხელი შეუწყოს ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი ან პარაზიტული ინფექციების განვითარებას, ასევე შენიღბოს ინფექციების კლინიკური ნიშნები.

რქოვანას პერსისტირებადი წყლულების შემთხვევაში, გასათვალისწინებელია სოკოვანი ინფექციის განვითარების ალბათობა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ან მკურნალობენ კორტიკოსტეროიდებით. სოკოვანი ინფექციის განვითარების შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს.

ადგილობრივმა ოფთალმოლოგიურმა კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება შეაფერხონ რქოვანას დაზიანებების განკურნება. ცნობილია, რომ ადგილობრივი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებიც (აასს) ასევე ანელებენ ან ახანგრძლივებენ განკურნების პროცესს. ადგილობრივი აასს-სა და ადგილობრივი სტეროიდების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაართულოს განკურნების პროცესები.

იმ დაავადებების არსებობისას, რომლებიც იწვევენ რქოვანას ან სკლერის გათხელებას, ადგილობრივმა კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება გამოიწვიონ პერფორაცია.

კორტიკოსტეროიდების სისტემურმა და ადგილობრივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დარღვევები. თუ პაციენტს აღენიშნება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მხედველობის სიმახვილის დაქვეითება ან სხვა დარღვევები, უნდა იქნას განხილული პაციენტის ოფთალმოლოგთან გაგზავნის საკითხი შესაძლო მიზეზების შესაფასებლად; მათ მიეკუთვნებიან, სხვა დაავადებების გარდა, კატარაქტას, გლაუკომას ან ისეთი იშვიათი დაავადებები, როგორიცაა ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია, რომლებზეც შემოდიოდა შეტყობინებები სისტემური ან ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენების შემდეგ.

არ არის რეკომენდებული კონტაქტური ლინზების ტარება თვალის ანთებითი დაავადებების მკურნალობის დროს.

მოცემული პრეპარატი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელსაც შეუძლია შეცვალოს რბილი კონტაქტური ლინზების ფერი. არ შეიძლება პრეპარატის კონტაქტი რბილ კონტაქტურ ლინზებთან. აუცილებელია პაციენტების გაფრთხილება პრეპარატ მედექსოლის გამოყენებამდე ლინზების მოხსნისა და გამოყენების მერე მათი გაკეთების შესახებ მინიმუმ 15 წუთის გასვლის შემდეგ. ბენზალკონიუმის ქლორიდმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება, განსაკუთრებით მშრალი თვალის სინდრომის ან რქოვანას დაავადებების (გამჭვირვალე გარსი თვალის წინა ნაწილში) შემთხვევაში.

მედექსოლის თვალის/ყურის წვეთები შეიცავს 2,70 მგ ფოსფატებს 1 მლ-ზე. რქოვანას მძიმე დაზიანებებისას ფოსფატებმა შეიძლება ძალიან იშვიათ შემთხვევებში გამოიწვიონ რქოვანაზე მღვრიე ლაქები წარმოქმნა, მკურნალობის დროს კალციუმის დაგროვების გამო.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

მედექსოლის თვალის/ყურის წვეთების სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედების სპეციფიკური კვლევები არ ჩატარებულა .

ადგილობრივი აასს-ის და ადგილობრივი სტეროიდების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაართულოს ჭრილობის განკურნების პროცესი.

დექსამეტაზონის კონცენტრაცია პლაზმაში შეიძლება გაიზარდოს პაციენტებში, რომლებიც იღებენ რიტონავირს.

CYP3A4 ინჰიბიტორებმა (რიტონავირის და კობიცისტატის ჩათვლით) შეიძლება გაზარდონ სისტემური ზემოქმედება, რაც ზრდის თირკმელზედა ჯირკვლის დათრგუნვის/კუშინგის სინდრომის განვითარების რისკს. ამიტომ არ არის რეკომენდებული ამ მედიკამენტების კოომბინაცია და მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სარგებელი აღემატება კორტიკოსტეროიდების სისტემური არასასურველი რეაქციების წარმოქმნის გაზრდილ რისკს. პაციენტები ექვემდებარებიან კონტროლს კორტიკოსტეროიდების სისტემური ეფექტების გამოვლენაზე.

არ შეიძლება გამოირიცხოს თვალისშიგა წნევის მომატების დამატებითი რისკი დექსამეტაზონის ერთდროული გამოიყენებისას ატროპინთან ან სხვა ანტიქოლინერგულ საშუალებებთან ერთად, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ თვალშიგა წნევის მომატება მის მიმართ მიდრეკილ პაციენტებში.

თუ გამოიყენება ერთზე მეტი ოფთალმოლოგიური პრეპარატი, მათ გამოყენებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 5 წუთს. თვალის მალამოები გამოიყენება ბოლოს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულ ქალებში დექსამეტაზონის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს ან ძალიან შეზღუდულია. ორსულობის დროს კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივი ან განმეორებითი გამოყენება იწვევს ნაყოფის ზრდის შენელებისა და ნაყოფის დაბალი წონით დაბადების რისკის მომატებას, და აგრეთვე არტერიული ჰიპერტენზიის, სისხლძარღვთა დაავადებების და ინსულინის მიმართ რეზისტენტობის განვითარების ალბათობას ზრდასრულ ასაკში.

ორსულობის გვიან პერიოდში სისტემური კორტიკოსტეროიდების მაღალი დოზებით გამოყენება ზრდის ნაყოფის თირკმელზედა ჯირკვლის ატროფიის რისკს.

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა, სასის ნაპრალის ჩათვლით.

ვინაიდან კორტიკოსტეროიდების ადგილობრივი ოფთალმოლოგიური გამოყენების შემდეგაც კი შეუძლებელია მნიშვნელოვანი სისტემური ზემოქმედების გამორიცხვა, ორსულობის დროს მედექსოლის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

ლაქტაცია

სისტემური კორტიკოსტეროიდები გადადის დედის რძეში და მათ შეიძლება დათრგუნონ ზრდა, ხელი შეუშალონ კორტიკოსტეროიდების ენდოგენურ წარმოქმნას ან გამოიწვიონ სხვა არასასურველი ეფექტები. არ არის ცნობილი, შეიძლება თუ არა კორტიკოსტეროიდების ადგილობრივმა გამოყენებამ გამოიწვიოს საკმარისი სისტემური აბსორბცია მისი განსაზღვრული კონცენტრაციით დედის რძეში. რისკი ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვისთვის არ არის გამორიცხული. უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება ძუძუთი კვების შეწყვეტის ან პრეპარატ მედექსოლით მკურნალობის მოხსნის/შეჩერების შესახებ ბავშვისთვის ძუძუთი კვების სარგებელისა და დედისთვის მკურნალობის სარგებელის გათვალისწინებით.

ფერტილობა

სისტემურ კორტიკოსტეროიდებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ჰიპოთალამუსისა და ჰიპოფიზის ჯირკვლის ჰორმონალურ სეკრეციაზე, სათესლე ჯირკვლების და საკვერცხეების გამეტოგენეზზე და, შესაბამისად, ნაყოფიერებაზე. თუმცა, უცნობია მოქმედებს თუ არა დექსამეტაზონი ფერტილობაზე ადგილობრივი ოფთალმოლოგიური გამოყენების შემთხვევაში.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

მედექსოლი არ მოქმედებს ან ახდენს უმნიშვნელო გავლენას სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე. მხედველობის დროებითმა დაბინდვამ ან სხვა მხედველობითმა დარღვევებმა შეიძლება გავლენა იქონიოს მანქანების მართვისა ან გამოყენების უნარზე. თუ პრეპარატის გამოყენების დროს ვითარდება მხედველობის დაბინდვა ან მხედველობის დარღვევა, პაციენტმა უნდა დაყოვნდეს გარკვეული დრო მხედველობის აღდგენამდე, სანამ დაიწყებს ავტომობილის მართვას ან პოტენციურად სახიფათო მექანიზმებს გამოყენებას.

ფერტილობა, გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში

გვერდითი მოვლენები

შეკრებილი ინფორმაცია უსაფრთხოების პროფილის შესახებ

კლინიკურ კვლევებში ყველაზე უფრო ხშირი არასასურველი რეაქცია იყო დისკომფორტი თვალებში.

არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებს მიხედვით). სიხშირის თითოეულ ჯგუფში არასასურველი რეაქციები წარმოდგენილია სიმძიმის შემცირების მიხედვით.

ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათად - დისგევზია.

მხედველობის ორგანოს მხრივ: ხშირად - დისკომფორტი თვალში; არახშირად - კერატიტი, კონიუნქტივიტი, მშრალი თვალის სინდრომი, რქოვანას შეღებვა ვიტალური საღებავებით, სინათლის შიში, მხედველობის სიმახვილის დარღვევა, თვალის ქავილი, უცხო სხეულის შეგრძნება თვალებში, ცრემლდენის მომატება, ანომალური შეგრძნება თვალებში, ქუთუთოების კიდეებზე ქერქის წარმოქმნა, თვალის გაღიზიანება, თვალის ჰიპერემია.

ძალიან იშვიათ შემთხვევებში დაფიქსირებულია შემთხვევები რქოვანას კალციფიკაციის შესახებ პაციენტთან,, რქოვანას მძიმე დაზიანებით ფოსფატურ ფუძეზე დამზადებული თვალის წვეთების გამოყენების გამო .

შემდეგი დამატებითი არასასურველი რეაქციები დაფიქსირდა პოსტრეგისტრაციულ პერიოდში. მათი სიხშირის შეფასება არსებული მონაცემებით შეუძლებელია.

იმუნური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - ჰიპერმგრძნობელობა.

ენდოკრინული სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა, კუშინგის სინდრომი, თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვა.

ნერვული სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - თავბრუსხვევა, თავის ტკივილი.

მხედველობის ორგანოს მხრივ: სიხშირე უცნობია - გლაუკომა, წყლულოვანი კერატიტი, თვალშიგა წნევის მომატება, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, რქოვანას ეროზია, ქუთუთოების ფტოზი, ტკივილი თვალებში, მიდრიაზი, კატარაქტა.

ცალკეული არასასურველი რეაქციების აღწერა

ადგილობრივი ოფთალმოლოგიური კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თვალის ჰიპერტენზია მხედველობის ნერვის დისკის დაზიანებით, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება და მხედველობის ველის დეფექტები და ასევე უკანა სუბკაფსლური კატარაქტის განვითარება.

დაავადებების დროს, რომლებიც იწვევენ რქოვანას ან სკლერის გათხელებას, ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას არსებობს პერფორაციის განვითარების რისკი, განსაკუთრებით ხანგრძლივი მკურნალობის დროს.

კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება შეამცირონ რეზისტენტობა ინფექციისადმი და ხელი შეუწყონ მის განვითარებას.

კორტიკოსტეროიდებით მკურნალობი დროს ერთდროული ეტიოტროპული თერაპიის გარეშე რქოვანას არსებული ინფექციები შეიძლება გაუარესდეს; ასევე არსებობს მეორადი ინფექციის რისკის მატება, მაგალითად სოკოვანი (Candida albicans) ან ვირუსული (მარტივი ჰერპესით გამოწვეული კერატიტი) ინფექციები.

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინება სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. სამკურნალო საშუალების მიმართ პაციენტის მხრივ სერიოზული არასასურველი რეაქციის გამოვლენისა ან ახალი არასასურველი რეაქციის განვითარების დროს, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ, ინფორმაცია მიაწოდოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

ჭარბი დოზა

თვალის ფიზიოლოგიური თავისებურებების გამო (კონიუნქტივალური პარკის მოცულობა) დოზის გადაჭარბება პრაქტიკულად შეუძლებელია. პრეპარატის მახასიათებლების გათვალისწინებით, არ არის მოსალოდნელი ტოქსიკური ეფექტი როგორც მწვავე ადგილობრივი დოზის გადაჭარბებისას, ისევე ფლაკონის შიგთავსის შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში.

სამკურნალო პრეპარატის ადგილობრივი დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, ჩამოიბანეთ თვალი (თვალები) თბილი გამდინარე წყლით.

შემადგენლობა

პრეპარატის 1 მლ შეიცავს

აქტიური ნივთიერება: დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატი 1,0 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: პოვიდონი K25, დინატრიუმის ფოსფატის დოდეკაჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.

პრეპარატის ათქ კოდი S03BA01

შენახვის პირობები

ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

არ გაყინოთ.

ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენება 28 დღის განმავლობაში.

ვარგისობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქებიდან გაცემის პირობები

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

წარმოებულია

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი

(ჩობს გ.ო. ფაშა მეჰ. 6. ჯად. No. 30 ჩერქეზქოი / თექირდაგი)

“WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TIC. A.Ş.”, TURKEY

(ÇOSB GO Paşa Mah. 6. Cad. No: 30 Çerkezköy / Tekirdağ).

ფარმაკოლოგიური თვისებები

ოფთალმოლოგიასა და ოტოლოგიაში გამოსაყენებელი საშუალებები. კორტიკოსტეროიდები.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

დექსამეტაზონი არის სინთეზური ფტორირებული გლუკოკორტიკოსტეროიდი (9α- ფტორო -11-ჰიდროქსი-16-მეთილკორტიკოსტეროიდი), რომელიც გამოყენებულია პრეპარატ მედექსოლში ფოსფატის ეთერის სახით.

დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატის თერაპიული გამოყენება ეფუძნება მის მძლავრ ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას, რომელიც კორტიზოლზე 25-30-ჯერ უფრო ძლიერია, ხოლო სისტემური გვერდითი რეაქციები, ისეთები, როგორიცაა ნატრიუმის და წყლის შეკავება, კალიუმის დაკარგვა და გლუკოზის მეტაბოლიზმის დარღვევა, მინიმალურია კორტიზოლთან შედარებით. სინთეზური სტეროიდების მოქმედების მექანიზმი კორტიზოლის მოქმედების მსგავსია. ისინი უკავშირდებიან სპეციფიკურ უჯრედშიდა ცილა-რეცეპტორებს. მოქმედების კონკრეტული მექანიზმი, რომელიც იწვევს ანთებითი და ალერგიული რეაქციების დათრგნვას, ბოლომდე არ არის შესწავლილი. სავარაუდოა, რომ აქ როლს თამაშობს სპეციფიკური ცილების სინთეზის დათრგუნვა, რომლებიც მნიშვნელოვანია ქემოტოქსიური და იმუნოლოგიური რეაქციებისთვის, და ასევე ლეიკოციტების და მაკროფაგების ფუნქციის სხვა ცვლილებები.

ნაჩვენებია სტეროიდების ადგილობრივი გამოყენების ეფექტურობა თვალის წინა სეგმენტის, რქოვანასა და კონიუნქტივას არაინფექციური ანთებითი და ალერგიული დაავადებების სამკურნალოდ. პოსტოპერაციულ პერიოდში დექსამეტაზონი და სხვა სტეროიდები გამოიყენება ანთების თავიდან აცილებისა და კონტროლისთვის. თვალის უკანა სეგმენტის დაავადებების სამკურნალოდ ნაჩვენებია სტეროიდების სისტემური გამოყენება.

ფარმაკოკინეტიკა

ისევე, როგორც სხვა სტეროიდები, დექსამეტაზონი სწრაფად შეიწოვება და აქვს დაახლოებით 190 წუთიანი ბიოლოგიური ნახევარგამოყოფის პერიოდი. კორტიკოსტეროიდები ძირითადად მეტაბოლიზდება ღვიძლში, ასევე, თირკმელებში და გამოიყოფა შარდით.

ბოცვრებზე ჩატარებული კვლევებით აღმოჩნდა, რომ დექსამეტაზონის თვალის წვეთების ადგილობრივი გამოყენება იძლევა ქსოვილებში ეფექტური ადგილობრივი კონცენტრაციის მიღწევის საშუალებას. თუმცა, შეღწევადობაზე გავლენას ახდენს ქსოვილის მდგომარეობაც. ბიოშეღწევადობა ანთებით თვალში ან თვალის ტრავმის შემდეგ მნიშვნელოვნად იზრდება. თვალში დექსამეტაზონის ბიოშეღწევადობის განსაზღვრა ადგილობრივი ოფთალმოლოგიური გამოყენების შემდეგ შეისწავლეს პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ კატარაქტის ოპერაცია. წყალწყალა ნამში მაქსიმალური კონცენტრაცია მიღწეულ იქნა 2 საათის შემდეგ. კონცენტრაციის შემდგომი დაქვეითება მოხდა 3 საათიანი ნახევარგამოყოფის პერიოდით.

პლაცენტარული ბარიერის გადალახვის უნარი

დექსამეტაზონს, ისევე როგორც ყველა კორტიკოსტეროიდს, შეუძლია გადალახოს პლაცენტა. ეს ქმნის კორტიკოსტეროიდების პროფილაქტიკური შეყვანის საფუძველს ნაადრევი მშობიარობის რისკის მქონე ორსულ ქალებში, ნაყოფის ფილტვების მომწიფების დაჩქარებისთვის.

გამოყოფა დედის რძეში

მონაცემები ხელმისაწვდომი არაა. კორტიკოსტეროიდების მცირე რაოდენობა გადადის დედის რძეში. ჩვილებზე ზემოქმედება შეადგენს მეძუძური დედის მიერ სისტემურად მოხმარებული დოზის 1/100-ზე ნაკლებს. მიუხედავად ამისა, უფრო მაღალი დოზებით ან ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალო პრეპარატის

სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

მედექსოლი

სავაჭრო დასახელება

მედექსოლი, Medexol

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

დექსამეტაზონი, Dexamethasone

სამკურნალო ფორმა

თვალის/ყურის წვეთები.

აღწერა: გამჭვირვალე უფერო ხსნარი.

გამოყენების ჩვენებები

  • ოფთალმოლოგიაში: კონიუნქტივას, რქოვანას და თვალის წინა სეგმენტის არაინფექციური ანთებითი მდგომარეობების მკურნალობა;
  • ოტოლოგიაში: გარეთა ყურის ალერგიული და ანთებითი დაავადებები, ასევე გარეთა ყურის ჩირქოვანი და არაჩირქოვანი ინფექციური ანთებითი დაავადებები.

გამოყენების წესი და დოზები

დოზირების რეჟიმი

ოფთალმოლოგია

თუ ნაჩვენები არაა დოზირების სხვა რეჟიმი, ჩეულებრივ 1 წვეთი დაზიანებული თვალის კონიუნქტივალურ პარკში 2-5-ჯერ დღე-ღამეში პირველი 2 დღის განმავლობაში, შემდეგ 1 წვეთი 3-ჯერ დღე-ღამეში. განსაკუთრებული მძიმე შემთხვევებში 1 წვეთი ყოველ1 საათში. მკურნალობის ხანგრძლივობას ინდივიდუალურად განსაზღვრავს ექიმი, რაც დამოკიდებულია კლინიკური სურათის სიმძიმესა და დაავადების მიმდინარეობაზე, თუმცა მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2 კვირას ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

პრეპარატის ჩაწვეთების შემდეგ რეკომენდებულია ცხვირ-საცრემლე არხის ოკლუზია ან თვალების დახუჭვა, რაც ამცირებს ოფთალმოლოგიური სამკურნალო საშუალების სისტემურ აბსორბციას და შესაბამისად, სისტემურ არასასურველ რეაქციებს.

ბავშვები და მოზარდები

ბავშვებში პრეპარატის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის.

ოტოლოგია

პრეპარატის გამოყენების წინ ყური გულდასმით უნდა გაიწმინდოს და შემდეგ მოხდეს პრეპარატის 3-4 წვეთის ჩაწვეთება გარეთა სასმენ მილში 2-3-ჯერ დღეში. სასურველი შედეგის მიღწევისას დოზა თანდათან მცირდება.

გამოყენების წესი

პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიასა და ოტოლოგიაში.

არ უნდა შეეხოთ საწვეთურის წვერით თვალს ან მიმდებარე სტრუქტურებს, ყურის შიდა ზედაპირს ან სხვა ზედაპირებს, რათა თავიდან იქნას აცილებული საწვეთურის წვერის და ფლაკონში არსებული ხსნარის დაბინძურება.

უკუჩვენებები

  • ჰიპერმგრძნობელობა დექსამეტაზონის ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ ;
  • მწვავე არანამკურნალები ბაქტერიული ინფექციები;
  • დენდრიტული კერატიტი (გამოწვეული მარტივი ჰერპესის ვირუსით);
  • ვაქცინაცია, ჩუტყვავილა ან რქოვანას და კონიუნქტივას სხვა ვირუსული დაავადებები;
  • თვალის ან ყურის სოკოვანი დაავადებები ან არანამკურნალები თვალის პარაზიტული ინფექციები;
  • დაფის აპკის პერფორაცია;
  • თვალის მიკობაქტერიული ინფექციები;
  • რქოვანას ტრავმები და წყლულები;
  • გლაუკომა.

არასასურველი რეაქციები

შეკრებილი ინფორმაცია უსაფრთხოების პროფილის შესახებ

კლინიკურ კვლევებში ყველაზე უფრო ხშირი არასასურველი რეაქცია იყო დისკომფორტი თვალებში.

არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებს მიხედვით). სიხშირის თითოეულ ჯგუფში არასასურველი რეაქციები წარმოდგენილია სიმძიმის შემცირების მიხედვით.

ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათად - დისგევზია.

მხედველობის ორგანოს მხრივ: ხშირად - დისკომფორტი თვალში; არახშირად - კერატიტი, კონიუნქტივიტი, მშრალი თვალის სინდრომი, რქოვანას შეღებვა ვიტალური საღებავებით, სინათლის შიში, მხედველობის სიმახვილის დარღვევა, თვალის ქავილი, უცხო სხეულის შეგრძნება თვალებში, ცრემლდენის მომატება, ანომალური შეგრძნება თვალებში, ქუთუთოების კიდეებზე ქერქის წარმოქმნა, თვალის გაღიზიანება, თვალის ჰიპერემია.

ძალიან იშვიათ შემთხვევებში დაფიქსირებულია შემთხვევები რქოვანას კალციფიკაციის შესახებ პაციენტთან,, რქოვანას მძიმე დაზიანებით ფოსფატურ ფუძეზე დამზადებული თვალის წვეთების გამოყენების გამო .

შემდეგი დამატებითი არასასურველი რეაქციები დაფიქსირდა პოსტრეგისტრაციულ პერიოდში. მათი სიხშირის შეფასება არსებული მონაცემებით შეუძლებელია.

იმუნური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - ჰიპერმგრძნობელობა.

ენდოკრინული სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა, კუშინგის სინდრომი, თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვა.

ნერვული სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - თავბრუსხვევა, თავის ტკივილი.

მხედველობის ორგანოს მხრივ: სიხშირე უცნობია - გლაუკომა, წყლულოვანი კერატიტი, თვალშიგა წნევის მომატება, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, რქოვანას ეროზია, ქუთუთოების ფტოზი, ტკივილი თვალებში, მიდრიაზი, კატარაქტა.

ცალკეული არასასურველი რეაქციების აღწერა

ადგილობრივი ოფთალმოლოგიური კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თვალის ჰიპერტენზია მხედველობის ნერვის დისკის დაზიანებით, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება და მხედველობის ველის დეფექტები და ასევე უკანა სუბკაფსლური კატარაქტის განვითარება.

დაავადებების დროს, რომლებიც იწვევენ რქოვანას ან სკლერის გათხელებას, ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას არსებობს პერფორაციის განვითარების რისკი, განსაკუთრებით ხანგრძლივი მკურნალობის დროს.

კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება შეამცირონ რეზისტენტობა ინფექციისადმი და ხელი შეუწყონ მის განვითარებას.

კორტიკოსტეროიდებით მკურნალობი დროს ერთდროული ეტიოტროპული თერაპიის გარეშე რქოვანას არსებული ინფექციები შეიძლება გაუარესდეს; ასევე არსებობს მეორადი ინფექციის რისკის მატება, მაგალითად სოკოვანი (Candida albicans) ან ვირუსული (მარტივი ჰერპესით გამოწვეული კერატიტი) ინფექციები.

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინება სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. სამკურნალო საშუალების მიმართ პაციენტის მხრივ სერიოზული არასასურველი რეაქციის გამოვლენისა ან ახალი არასასურველი რეაქციის განვითარების დროს, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ, ინფორმაცია მიაწოდოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიასა და ოტოლოგიაში. არ გამოიყენოთ პერორალურად ან ინექციის სახით.

ადგილობრივი ოფთალმოლოგიური კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თვალის ჰიპერტენზია და/ან გლაუკომა მხედველობის ნერვის დაზიანებით, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება და მხედველობის ველის დეფექტები, აგრეთვე უკანა სუბკაფსულური კატარაქტის განვითარება. პაციენტებმა, რომლებიც ხანგრძლივად იყენებენ ადგილობრივ ოფთალმოლოგიურ კორტიკოსტეროიდებს ყურადღებით და რეგულარულად უნდა აკონტროლონ თვალშიგა წნევა, რქოვანას და თვალის ბროლის მდგომარეობა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებში, რადგან კორტიკოსტეროიდებით გამოწვეული თვალის ჰიპერტენზიის განვითარებს მათში უფრო მაღალია, ასევე ეს მდგომარეობა შეიძლება უფრო სწრაფად განვითარდეს ბავშვებში, ვიდრე ზრდასრულებში. პრეპარატის გამოიყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებში. კორტიკოსტეროიდებით გამოწვეული თვალშიგა წნევის და/ან კატარაქტის წარმოქმნის რისკი იზრდება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მიდრეკილება ამ დაავადებისადმი (მაგალითად, დიაბეტი).

კუშინგის სინდრომი და/ან თირკმელზედა ჯირკვლის დათრგუნვა, რომელიც დაკავშირებულია ოფთალმოლოგიური დექსამეტაზონის სისტემურ აბსორბციასთან, შეიძლება განვითარდეს ინტენსიური ან ხანგრძლივი უწყვეტი მკურნალობის შემდეგ ამის მიმართ მიდრეკილ პაციენტებში, ბავშვებისა და იმ პაციენტების ჩათვლით, რომლებიც მკურნალობენ CYP3A4 ინჰიბიტორებით (რიტონავირის და კობიცისტატის ჩათვლით). ასეთ შემთხვევებში მკურნალობა თანდათან უნდა მოიხსნას.

კორტიკოსტეროიდების გამოყენებამ შეიძლება შეამციროს მდგრადობა და ხელი შეუწყოს ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი ან პარაზიტული ინფექციების განვითარებას, ასევე შენიღბოს ინფექციების კლინიკური ნიშნები.

რქოვანას პერსისტირებადი წყლულების შემთხვევაში, გასათვალისწინებელია სოკოვანი ინფექციის განვითარების ალბათობა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ან მკურნალობენ კორტიკოსტეროიდებით. სოკოვანი ინფექციის განვითარების შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს.

ადგილობრივმა ოფთალმოლოგიურმა კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება შეაფერხონ რქოვანას დაზიანებების განკურნება. ცნობილია, რომ ადგილობრივი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებიც (აასს) ასევე ანელებენ ან ახანგრძლივებენ განკურნების პროცესს. ადგილობრივი აასს-სა და ადგილობრივი სტეროიდების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაართულოს განკურნების პროცესები.

იმ დაავადებების არსებობისას, რომლებიც იწვევენ რქოვანას ან სკლერის გათხელებას, ადგილობრივმა კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება გამოიწვიონ პერფორაცია.

კორტიკოსტეროიდების სისტემურმა და ადგილობრივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დარღვევები. თუ პაციენტს აღენიშნება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მხედველობის სიმახვილის დაქვეითება ან სხვა დარღვევები, უნდა იქნას განხილული პაციენტის ოფთალმოლოგთან გაგზავნის საკითხი შესაძლო მიზეზების შესაფასებლად; მათ მიეკუთვნებიან, სხვა დაავადებების გარდა, კატარაქტას, გლაუკომას ან ისეთი იშვიათი დაავადებები, როგორიცაა ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია, რომლებზეც შემოდიოდა შეტყობინებები სისტემური ან ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენების შემდეგ.

არ არის რეკომენდებული კონტაქტური ლინზების ტარება თვალის ანთებითი დაავადებების მკურნალობის დროს.

მოცემული პრეპარატი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელსაც შეუძლია შეცვალოს რბილი კონტაქტური ლინზების ფერი. არ შეიძლება პრეპარატის კონტაქტი რბილ კონტაქტურ ლინზებთან. აუცილებელია პაციენტების გაფრთხილება პრეპარატ მედექსოლის გამოყენებამდე ლინზების მოხსნისა და გამოყენების მერე მათი გაკეთების შესახებ მინიმუმ 15 წუთის გასვლის შემდეგ. ბენზალკონიუმის ქლორიდმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება, განსაკუთრებით მშრალი თვალის სინდრომის ან რქოვანას დაავადებების (გამჭვირვალე გარსი თვალის წინა ნაწილში) შემთხვევაში.

მედექსოლის თვალის/ყურის წვეთები შეიცავს 2,70 მგ ფოსფატებს 1 მლ-ზე. რქოვანას მძიმე დაზიანებებისას ფოსფატებმა შეიძლება ძალიან იშვიათ შემთხვევებში გამოიწვიონ რქოვანაზე მღვრიე ლაქები წარმოქმნა, მკურნალობის დროს კალციუმის დაგროვების გამო.

ზეგავლენა ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე

მედექსოლი არ მოქმედებს ან ახდენს უმნიშვნელო გავლენას სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე. მხედველობის დროებითმა დაბინდვამ ან სხვა მხედველობითმა დარღვევებმა შეიძლება გავლენა იქონიოს მანქანების მართვისა ან გამოყენების უნარზე. თუ პრეპარატის გამოყენების დროს ვითარდება მხედველობის დაბინდვა ან მხედველობის დარღვევა, პაციენტმა უნდა დაყოვნდეს გარკვეული დრო მხედველობის აღდგენამდე, სანამ დაიწყებს ავტომობილის მართვას ან პოტენციურად სახიფათო მექანიზმებს გამოყენებას.

ფერტილობა, გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში

ორსულობა

ორსულ ქალებში დექსამეტაზონის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს ან ძალიან შეზღუდულია. ორსულობის დროს კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივი ან განმეორებითი გამოყენება იწვევს ნაყოფის ზრდის შენელებისა და ნაყოფის დაბალი წონით დაბადების რისკის მომატებას, და აგრეთვე არტერიული ჰიპერტენზიის, სისხლძარღვთა დაავადებების და ინსულინის მიმართ რეზისტენტობის განვითარების ალბათობას ზრდასრულ ასაკში.

ორსულობის გვიან პერიოდში სისტემური კორტიკოსტეროიდების მაღალი დოზებით გამოყენება ზრდის ნაყოფის თირკმელზედა ჯირკვლის ატროფიის რისკს.

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა, სასის ნაპრალის ჩათვლით.

ვინაიდან კორტიკოსტეროიდების ადგილობრივი ოფთალმოლოგიური გამოყენების შემდეგაც კი შეუძლებელია მნიშვნელოვანი სისტემური ზემოქმედების გამორიცხვა, ორსულობის დროს მედექსოლის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

ლაქტაცია

სისტემური კორტიკოსტეროიდები გადადის დედის რძეში და მათ შეიძლება დათრგუნონ ზრდა, ხელი შეუშალონ კორტიკოსტეროიდების ენდოგენურ წარმოქმნას ან გამოიწვიონ სხვა არასასურველი ეფექტები. არ არის ცნობილი, შეიძლება თუ არა კორტიკოსტეროიდების ადგილობრივმა გამოყენებამ გამოიწვიოს საკმარისი სისტემური აბსორბცია მისი განსაზღვრული კონცენტრაციით დედის რძეში. რისკი ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვისთვის არ არის გამორიცხული. უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება ძუძუთი კვების შეწყვეტის ან პრეპარატ მედექსოლით მკურნალობის მოხსნის/შეჩერების შესახებ ბავშვისთვის ძუძუთი კვების სარგებელისა და დედისთვის მკურნალობის სარგებელის გათვალისწინებით.

ფერტილობა

სისტემურ კორტიკოსტეროიდებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ჰიპოთალამუსისა და ჰიპოფიზის ჯირკვლის ჰორმონალურ სეკრეციაზე, სათესლე ჯირკვლების და საკვერცხეების გამეტოგენეზზე და, შესაბამისად, ნაყოფიერებაზე. თუმცა, უცნობია მოქმედებს თუ არა დექსამეტაზონი ფერტილობაზე ადგილობრივი ოფთალმოლოგიური გამოყენების შემთხვევაში.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

მედექსოლის თვალის/ყურის წვეთების სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედების სპეციფიკური კვლევები არ ჩატარებულა .

ადგილობრივი აასს-ის და ადგილობრივი სტეროიდების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაართულოს ჭრილობის განკურნების პროცესი.

დექსამეტაზონის კონცენტრაცია პლაზმაში შეიძლება გაიზარდოს პაციენტებში, რომლებიც იღებენ რიტონავირს.

CYP3A4 ინჰიბიტორებმა (რიტონავირის და კობიცისტატის ჩათვლით) შეიძლება გაზარდონ სისტემური ზემოქმედება, რაც ზრდის თირკმელზედა ჯირკვლის დათრგუნვის/კუშინგის სინდრომის განვითარების რისკს. ამიტომ არ არის რეკომენდებული ამ მედიკამენტების კოომბინაცია და მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სარგებელი აღემატება კორტიკოსტეროიდების სისტემური არასასურველი რეაქციების წარმოქმნის გაზრდილ რისკს. პაციენტები ექვემდებარებიან კონტროლს კორტიკოსტეროიდების სისტემური ეფექტების გამოვლენაზე.

არ შეიძლება გამოირიცხოს თვალისშიგა წნევის მომატების დამატებითი რისკი დექსამეტაზონის ერთდროული გამოიყენებისას ატროპინთან ან სხვა ანტიქოლინერგულ საშუალებებთან ერთად, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ თვალშიგა წნევის მომატება მის მიმართ მიდრეკილ პაციენტებში.

თუ გამოიყენება ერთზე მეტი ოფთალმოლოგიური პრეპარატი, მათ გამოყენებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 5 წუთს. თვალის მალამოები გამოიყენება ბოლოს.

დოზის გადაჭარბება

თვალის ფიზიოლოგიური თავისებურებების გამო (კონიუნქტივალური პარკის მოცულობა) დოზის გადაჭარბება პრაქტიკულად შეუძლებელია. პრეპარატის მახასიათებლების გათვალისწინებით, არ არის მოსალოდნელი ტოქსიკური ეფექტი როგორც მწვავე ადგილობრივი დოზის გადაჭარბებისას, ისევე ფლაკონის შიგთავსის შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში.

სამკურნალო პრეპარატის ადგილობრივი დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, ჩამოიბანეთ თვალი (თვალები) თბილი გამდინარე წყლით.

გამოშვების ფორმა

თვალის/ყურის წვეთები 5 მლ პოლიეთილენის ფლაკონში საცობ-საწვეთურით და ხრახნიანი დამცავი თავსახურით, რომელიც აღჭურვილია დამცავი რგოლით.

1 ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

არ გაყინოთ.

ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენება 28 დღის განმავლობაში.

ვარგისობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქებიდან გაცემის პირობები

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

წარმოებულია

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი

(ჩობს გ.ო. ფაშა მეჰ. 6. ჯად. No. 30 ჩერქეზქოი / თექირდაგი)

“WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TIC. A.Ş.”, TURKEY

(ÇOSB GO Paşa Mah. 6. Cad. No: 30 Çerkezköy / Tekirdağ).

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა