პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები

ლოქსიდოლი

LOXIDOL

ურეცეპტოდ15მგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

რევმატოიდული ართრიტის ან მაანკილოზებელი სპონდილიტის ხანგრძლივი სიმპტომური თერაპია.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
მელოქსიკამი (meloxicam)
ფორმა და შეფუთვა
15მგ რექტალური სუპოზიტორია №6 (1X6)
მწარმოებელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი; WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (Tekirdag), თურქეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, ოქსიკამები
ATC კოდი
M01AC06
რეგისტრაციის ნომერი
რ-040993
რეგისტრირებულია
16 მაისი 2024, მოქმედებს 16 მაისი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „გლობალფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებალოქსიდოლი და სხვა წამალი ერთად

ლოქსიდოლი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

რევმატოიდული ართრიტის ან მაანკილოზებელი სპონდილიტის ხანგრძლივი სიმპტომური თერაპია.

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატი განკუთვნილია სწორ ნაწლავში (რექტალურად) შეყვანისათვის.

არასასურველი რეაქციების წარმოქმნის ალბათობა შეიძლება მინიმუმამდე შემცირდეს სიმპტომების კონტროლისთვის აუცილებელი ყველაზე დაბალი ეფექტური დოზის გამოყენებით დროის უმოკლესი პერიოდის განმავლობაში. პერიოდულად უნდა შეფასდეს თერაპიის საჭიროება და პაციენტის რეაქცია მკურნალობაზე.

რევმატოიდული ართრიტის, მაანკილოზებელი სპონდილიტის დროს რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 15 მგ (1 სუპოზიტორია დღე-ღამეში ერთხელ) (იხ. განყოფილება „ პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები“ ქვემოთ).

მელოქსიკამის სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 15 მგ.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები

ხანდაზმული ასაკის პაციენტები და არასასურველი რეაქციების განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტები

ხანდაზმული ასაკის პაციენტებში რეკომენდებული სადღეღამისო დოზა რევმატოიდული ართრიტისა და მაანკილოზებელი სპონდილიტის ხანგრძლივი მკურნალობისათვის შეადგენს 7,5 მგ.

არასასურველი რეაქციების განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტებმა მკურნალობა უნდა დაიწყონ დღე-ღამეში 7,5 მგ დოზით.

პაციენტების ამ ჯგუფებმა არ უნდა გამოიყენონ პრეპარატი ლოქსიდოლი რექტალური სუპოზიტორების სახით, რომლებიც შეიცავენ 15 მგ მელოქსიკამს; რეკომენდებულია მელოქსიკამის გამოყენება შესაფერის დოზებში.

პაციენტები თირკმლების ფუნქციის დარღვევით

პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით, რომლებიც იმყოფებიან დიალიზზე, მელოქსიკამის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 7,5 მგ დღე-ღამეში. ამ პაციენტებმა არ უნდა გამოიყენონ პრეპარატი ლოქსიდოლი რექტალური სუპოზიტორების სახით, რომლებიც შეიცავენ მელოქსიკამის 15 მგ; რეკომენდებულია მელოქსიკამის გამოყენება შესაფერის დოზებში.

არ არის საჭირო დოზის შემცირება თირკმლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი შეადგენს 25 მლ/წთ-ზე მეტი) (თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის, რომლებიც არ იმყოფებიან დიალიზზე, პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია).

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით

ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის შემცირება საჭირო არ არის (ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის პრეპარატი უკუნაჩვენებია).

ბავშვები და მოზარდები

პრეპარატი უკუნაჩვენებია 16 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში.

უკუჩვენებები

პრეპარატი უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:

  • ორსულობის III ტრიმესტრი;
  • 16 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები;
  • ჰიპერმგრძნობელობა მელოქსიკამის ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
  • ჰიპერმგრძნობელობა ანალოგიური მოქმედების მქონე ნივთიერებების მიმართ, მაგალითად აასს ან აცეტილსალიცილის მჟავას მიმართ (პრეპარატი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ ბრონქული ასთმის სიმპტომები, ცხვირის პოლიპები, ანგიონევროზული შეშუპება ან ჭინჭრის ციება აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა აასს-ის მიღების შემდეგ);
  • ანამნეზში კუჭ-ნაწლავის სისხლდენა ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაცია (კნტ), რომელიც დაკავშირებულია აასს-ით ადრე მკურნალობასთან;
  • მწვავე ან მორეციდივე პეპტიური წყლული/კუჭ-ნაწლავის სისხლდენა ანამნეზში (დადგენილი წყლულის ან სისხლდენის ორი ან მეტი ცალკეული ეპიზოდი);
  • გადატანილი პროქტიტი და რექტალური სისხლდენა ანამნეზში;
  • ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები;
  • თირკმლის მძიმე უკმარისობა დიალიზის გამოყენების გარეშე;
  • კუჭ-ნაწლავის სისხლდენა, ცერებროვასკულური სისხლდენა ანამნეზში ან სისხლის შედედების სხვა დარღვევები;
  • გულის მძიმე უკმარისობა.

სიფრთხილის ზომები

არასასურველი რეაქციების მინიმიზირების მიზნით შესაძლება დაინიშნოს მინიმალურად ეფექტური დოზები დროის უმოკლესი პერიოდის განმავლობაში, რომელიც აუცილებელია სიმპტომების კონტროლისთვის.

არასაკმარისი თერაპიული ეფექტის შემთხვევაში, არ უნდა იქნას გადაჭარბებული პრეპარატის მაქსიმალური რეკომენდებული სადღეღამისო დოზა. ერთდროულად არ უნდა იქნას გამოყენებული სხვა აასს-ები ტოქსიკურობის შესაძლო მომატების გამო, თუკი არ იქნება დადასტურებული თერაპიული უპირატესობა. თავიდან უნდა იქნას აცილებული პრეპარატის ერთდროული გამოყენება აასს-ებთან, მათ შორის ციკლოოქსიგენაზა-2 შერჩევით ინჰიბიტორებთან.

პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში მწვავე ტკივილის კუპირებისათვის.

თუ გაუმჯობესება არ შეინიშნება პრეპარატით მკურნალობის რამდენიმე დღის შემდეგ, საჭიროა თერაპიის კლინიკური უპირატესობის ხელახლი შეფასება.

პრეპარატით თერაპიის დაწყებამდე ყურადღება უნდა მიექცეს ეზოფაგიტის, გასტრიტის და/ან პეპტიური წყლულის არსებობას ანამნეზში, რათა უზრუნველყოფილ იქნას მათი განკურნება/დაავადების გამწვავების თავიდან აცილება. ასეთ შემთხვევებში პრეპარატით თერაპიის შემდეგ უნდა ჩატარდეს რეგულარული მონიტორინგი დაავადების რეციდივის შესაძლო გამოვლენისთვის.

ეფექტები კნტ-ს მხრიდან

შემოვიდა შეტყობინებები ნებისმიერი აასს-ის გამოყენების დროს კუჭ-ნაწლავის სისხლდენის, წყლულების ან პერფორაციების შესახებ, ზოგჯერ ლეტალური შედეგით, რომლებიც შეიძლება განვითარდეს მკურნალობის პროცესის ნებისმიერ მონაკვეთში, მიუხედავად ადრეული სიმპტომებისა ან კუჭ-ნაწლავის სერიოზული დაავადების არსებობისა ანამნეზში .

კუჭ-ნაწლავის სისხლდენის, წყლულის ან პერფორაციის რისკი იზრდება აასს-ების დოზის გაზრდასთან ერთად პაციენტებში წყლულით ანამნეზში, განსაკუთრებით თუ ის გართულებულია სისხლდენით ან პერფორაციით, და ხანდაზმული ასაკის პაციენტებში. ამ შემთხვევაში მკურნალობა უნდა დაიწყოს მინიმალური ეფექტური დოზით. ასეთ პაციენტებში, ისევე როგორც პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ აცეტილსალიცილის მჟავას დაბალ დოზებს ან სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც ზრდიან კუჭ-ნაწლავურ რისკებს, მიზანშეწონილია კომბინირებული თერაპიის გამოყენება დამცავ სამკურნალო საშუალებებთან (მაგალითად, მიზოპროსტოლთან ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებთან) ერთად.

პაციენტებმა კუჭ-ნაწლავური ტოქსიურობით ანამნეზში, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პაციენტებმა, უნდა შეატყობინონ ნებისმიერი უჩვეულო აბდომინალური სიმპტომის შესახებ (განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის სისხლდენების), ძირითადად მკურნალობის საწყის ეტაპებზე.

საჭიროა სიფრთხილის დაცვა ისეთი სამკურნალო საშუალებების გამოყენებისას, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ წყლულების ან სისხლდენის რისკი, როგორიცაა ჰეპარინი გერიატრიულ პრაქტიკაში ან გამოყენებული თერაპიული მიზნებისათვის, ანტიკოაგულანტები (ვარფარინი) ან სხვა აასს-ები, მათ შორის აცეტილსალიცილის მჟავა ანთების საწინააღმდეგო დოზებში (ერთჯერადი დოზა ≥ 1 გ ან მთლიანი სადღეღამისო დოზა ≥ 3 გ).

კუჭ-ნაწლავის სისხლდენის ან წყლულის განვითარების შემთხვევაში პრეპარატით მკურნალობა უნდა შეწყდეს.

აასს-ები სიფრთხილით უნდა იქნას დანიშნული პაციენტებისათვის კუჭ-ნაწლავის დაავადებებით ანამნეზში (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება) სიმპტომების შესაძლო გაუარესების გამო.

გულ-სისხლძარღვთა და ცერებროვასკულარული ეფექტები

რეკომენდებულია გულდასმითი მონიტორის ჩატარება ანამნეზში არტერიული ჰიპერტენზიის და/ან გულის მსუბუქი და ზომიერი ხარისხის შეგუბებითი უკმარისობის მქონე პაციენტებში, ვინაიდან აასს-ების თერაპიის დროს აღინიშნებოდა სითხის შეკავება და შეშუპება.

თერაპიის დასაწყისში, განსაკუთრებით მელოქსიკამით მკურნალობის კურსის დასაწყისში, რეკომენდებულია არტერიული წნევის კლინიკური მონიტორინგის ჩატარება პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან რისკის ჯგუფში.

კლინიკური კვლევების მონაცემები და ეპიდემიოლოგიური მონაცემები მოწმობენ იმას, რომ ზოგიერთი აასს-ის გამოყენება, მელოქსიკამის ჩათვლით (განსაკუთრებით მაღალი დოზებით და ხანგრძლივ მკურნალობისას), შეიძლება დაკავშირებული იყოს არტერიული თრომბოზული გართულებების რისკის უმნიშვნელო მატებასთან (მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი). არ არის საკმარისი მონაცემები, რათა პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში ასეთი რისკი იქნას გამორიცხული.

არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზიის, გულის ქრონიკული უკმარისობის, დადგენილი გულის იშემიური დაავადების, პერიფერიული არტერიული დაავადების და/ან ცერებროვასკულური დაავადებების მქონე პაციენტებს მელოქსიკამით მკურნალობა უნდა ჩაუტარდეთ მხოლოდ ზედმიწევნითი გამოკვლევის შემდეგ. ასეთი გამოკვლევა უნდა ჩატარდეს ხანგრძლივი მკურნალობის დაწყებამდე პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის ფაქტორები (მაგალითად, არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი, მოწევა).

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ურთიერთქმედების კვლევები ჩატარდა მხოლოდ ზრდასრულებში.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებას შეიძლება ჰქონდეს არასასურველი ზეგავლენა ორსულობაზე და ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე. ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემები მიუთითებენ სპონტანური აბორტების, ნაყოფში გულის დეფექტების და გასტროშიზისის გაზრდილ რისკზე ორსულობის ადრეულ პერიოდში პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორების გამოყენების შემდეგ. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მანკების განვითარების აბსოლუტური რისკი იზრდებოდა სულ მცირე 1%-დან 1,5%-მდე. ითვლება, რომ ეს რისკი იზრდება დოზის მომატებისა და მკურნალობის გახანგრძლივების დროს.

ცხოველებში პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორის შეყვანისას აღინიშნა პრე- და პოსტიმპლანტაციური დანაკარგების და ემბრიოფეტალური სიკვდილიანობის ზრდა. სხვადასხვა მანკების სიხშირის ზრდა, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა მანკების, იქნა დარეგისტრირებული ცხოველებში, რომლებიც იღებდნენ პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორებს ორგანოგენეზის დროს.

ორსულობის I და II ტრიმესტრში მელოქსიკამის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში. პრეპარატი გამოიყენება ორსულობის დაგეგმვისას ან ორსულობის I ან II ტრიმესტრში მინიმალური დოზით და მკურნალობის ყველაზე მოკლე ხანგრძლივობით.

ორსულობის მესამე ტრიმესტრში პროსტაგლანდინების სინთეზის ნებისმიერი ინჰიბიტორის გამოყენებამ შესაძლოა ნაყოფს შეუქმნას შემდეგი რისკები:

  • გულ-ფილტვის ტოქსიკურობა (არტერიული სადინრის ნაადრევი დახურვით და ფილტვის ჰიპერტენზიით);
  • თირკმლის ფუნქციის დარღვევები ოლიგოჰიდრამნიოზით თირკმლის უკმარისობის შესაძლო შემდგომი განვითარებისას;

შესაძლო რისკები ორსულობის ბოლო ეტაპებზე დედისა და ახალშობილისათვის :

  • შესაძლო გახანგრძლივება სისხლდენის დროის, ანტიაგრეგანტული ეფექტის, თუნდაც ძალიან დაბალი დოზებით გამოყენების დროსაც კი;
  • საშვილოსნოს კუმშვადობის უნარის დაქვეითება, რაც იწვევს მშობიარობის ხანგრძლივობის შეფერხებას ან გაზრდას.

აქედან გამომდინარე, პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის მესამე ტრიმესტრში.

ლაქტაცია

მელოქსიკამის გამოყენების გამოცდილების შესახებ მონაცემების ნაკლებობის მიუხედავად, ცნობილია, რომ აასს-ები გადადის დედის რძეში. ამიტომ ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

სპეციფიური კვლევები მანქანის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე არ ჩატარებულა. თუმცა, ფარმაკოდინამიკური პროფილისა და მელოქსიკამზე არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებების საფუძველზე, პრეპარატი სავარაუდოდ არ ახდენს ან მცირე გავლენას ახდენს მანქანების ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე. ამისდამიუხედავად, მხედველობის დაქვეითების, მოდუნების, ვერტისოს ან ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ სხვა დარღვევების განვითარების შემთხვევაში, რეკომენდებულია სატრანსპორტო საშუალების მართვისგან ან მექანიზმებთან მუშაობისგან თავის შეკავება.

გვერდითი მოვლენები

ზოგადი აღწერა

კლინიკური კვლევების მონაცემები და ეპიდემიოლოგიური მონაცემები მიუთითებენ იმაზე, რომ ზოგიერთი აასს-ის გამოყენება (განსაკუთრებით მაღალი დოზებით და ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში) შეიძლება დაკავშირებული იყოს არტერიული თრომბული გართულებების რისკის უმნიშვნელო მატებასთან (მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი).

აასს-ის გამოყენებისას აღინიშნებოდა შეშუპება, არტერიული ჰიპერტენზია და გულის უკმარისობა.

ყველაზე ხშირად მოიხსენებოდა არასასურველი რეაქციები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. შესაძლოა პეპტიური წყლულის, პერფორაციის ან კუჭ-ნაწლავის სისხლდენის განვითარება, ზოგჯერ ლეტალური შედეგით, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პაციენტებში. გამოყენების შემდეგ აღინიშნებოდა გულისრევა, ღებინება, დიარეა, მეტეორიზმი, კონსტიპაციური სინდრომი, დისპეფსია, აბდომინალური ტკივილი, მელენა, ჰემატემეზისი, წყლულოვანი სტომატიტი, კოლიტის და კრონის დაავადების გამწვავება. გასტრიტი დაფიქსირდა ნაკლები სიხშირით.

ქვემოთ მოყვანილი არასასურველი რეაქციების სიხშირე ეფუძნება 27 კლინიკურ კვლევაში დარეგისტრირებული არასასურველი რეაქციების შესაბამის შემთხვევებს, მკურნალობის ხანგრძლივობით არანაკლებ 14 დღისა. მონაცემები მოწოდებული იყო კლინიკურ კვლევებზე დაყრდნობით, რომელშიც მონაწილეობდა 15197 პაციენტი, რომლებიც იღებდნენ 7,5 მგ ან 15 მგ მელოქსიკამის ყოველდღიურ პერორალურ დოზებს ერთი წლამდე პერიოდის განმავლობაში.

ქვემოთ წარმოდგენილია არასასურველი რეაქციები, რომლებიც დარეგისტრირებულია კლინიკურ კვლევებში (იხ. ზემოთ) და მელოქსიკამის პოსტმარკეტინგული გამოყენების პერიოდში.

არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000 მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით).

არასასურველი რეაქციების ჩამონათვალი

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: არახშირად - ანემია; იშვიათად - სისხლის ფორმულის ცვლილება (დიფერენციალური ლეიკოციტარული ფორმულის ცვლილების ჩათვლით), ლეიკოციტოპენია, თრომბოციტოპენია; ძალიან იშვიათად - აგრანულოციტოზი *.

იმუნური სისტემის მხრივ: არახშირად - ალერგიული რეაქციები, ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციების გამოკლებით; სიხშირე უცნობია - ანაფილაქსიური რეაქციები, ანაფილაქტოიდური რეაქციები.

ფსიქიკური დარღვევები: იშვიათად - გუნებაგანწყობის ცვლილება, კოშმარები; სიხშირე უცნობია - გონების აღრევა, დეზორიენტაცია.

ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად - თავის ტკივილი; არახშირად - თავბრუსხვევა, გაშტერება.

მხედველობის ორგანოს მხრივ: იშვიათად - მხედველობის ფუნქციის დარღვევა, მხედველობის სიმკვეთრის დარღვევის, კონიუნქტივიტის ჩათვლით.

სმენისა და წონასწორობის ორგანოს მხრივ: არახშირად - თავბრუსხვევა; იშვიათად - ტინიტუსი.

გულის მხრივ: იშვიათად - პალპიტაცია. გვაცნობეს გულის უკმარისობის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია აასს-ის გამოყენებასთან.

სისხლძარღვების მხრივ: არახშირად - არტერიული წნევის მომატება, ალები.

სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ: იშვიათად - ასთმა აცეტილსალიცილის მჟავასა და სხვა აასს-ზე ალერგიულ პაციენტებში.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ : ძალიან ხშირად - დისპეფსია, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, კონსტიპაციური სინდრომი, მეტეორიზმი, დიარეა; არახშირად - დაფარული ან მაკროსკოპიულად ხილული კუჭ-ნაწლავის სისხლდენა, სტომატიტი, გასტრიტი, ბოყინი; იშვიათად - კოლიტი, გასტროდუოდენალური წყლული, ეზოფაგიტი; ძალიან იშვიათად - კნტ-ს პერფორაცია; სიხშირე უცნობია - პანკრეატიტი.

ზოგიერთ შემთხვევაში, პეპტიური წყლული, პერფორაცია ან კუჭ-ნაწლავის სისხლდენა შეიძლება იყოს მძიმე და პოტენციურად ლეტალური, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პაციენტებში.

ღვიძლისა და ნაღველგამომყოფი გზების მხრივ: იშვიათად - ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების დარღვევა (მაგალითად, ტრანსამინაზების ან ბილირუბინის დონეების მომატება); ძალიან იშვიათად - ჰეპატიტი.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: იშვიათად - ანგიონევროზული შეშუპება, ქავილი, კანისმიერი გამონაყარი; იშვიათად - სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ჭინჭრის ციება; ძალიან იშვიათად - ბულოზური დერმატიტი, მულტიფორმული ერითემა; სიხშირე უცნობია - ფოტომგრძნობელობის რეაქციები, ფიქსირებული წამლისმიერი გამონაყარი.

თირკმელებისა და შარდგამომყოფი გზების მხრივ: არახშირად - ნატრიუმის და წყლის შეკავება, ჰიპერკალიემია, თირკმლის ფუნქციის ლაბორატორიული ტესტების ცვლილებები (სისხლის შრატში კრეატინინის და/ან შარდოვანას დონეების მომატება); ძალიან იშვიათად - თირკმლის მწვავე უკმარისობა რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში.

ზოგადი დარღვევები და დარღვევები ინექციის ადგილზე: იშვიათად - შეშუპება, ქვედა კიდურების შეშუპების ჩათვლით.

  • ინფორმაცია სერიოზული და/ან ხშირად აღნიშნული ინდივიდუალური არასასურველი რეაქციების შესახებ:

შემოვიდა შეტყობინებები აგრანულოციტოზის ძალიან იშვიათი შემთხვევების შესახებ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად ღებულობდნენ მელოქსიკამსა და სხვა პოტენციურად მიელოტოქსიურ სამკურნალო საშუალებებს.

არასასურველი რეაქციები, რომლებიც ასოცირებულია შეყვანის გზასთან

სიმძიმის ხარისხი და ლოკალური ტოქსიკურობის რისკი იზრდება მელოქსიკამის გამოყენების ხანგრძლივობის, სიხშირისა და სადღეღამისო დოზის მატებასთან ერთად.

არასასურველი რეაქციები, რომლებიც არ არის ასოცირებული მელოქსიკამის გამოყენებასთან, მაგრამ რომლებიც ზოგადად მიღებულია როგორც დამახასიათებელი ამ კლასის სხვა ნაერთებისათვის

თირკმელების ორგანული დაზიანება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის მწვავე უკმარისობა: შემოსულია შეტყობინებები ინტერსტიციული ნეფრიტის, მწვავე ტუბულარული ნეკროზის, ნეფროზული სინდრომის და პაპილარული ნეკროზის ძალიან იშვიათი შემთხვევების შესახებ.

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს სამკურნალო საშუალებაზე ღმოაჩნდა სერიოზული არასასურველი რეაქცია ან წარმოიქმნა ახალი არასასურველი რეაქცია, რომელიც არ არის აღწერილი ამ განყოფილებაში, გთხოვთ, ინფორმაცია მიაწოდოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

ჭარბი დოზა

სიმპტომები

აასს-ის დოზის მწვავე გადაჭარბების სიმპტომები ჩვეულებრივ შემოიფარგლება ლეთარგიით, გაშტერებით, გულისრევით, ღებინებით და ტკივილებით ეპიგასტრიუმში, რომლებიც, როგორც წესი, შექცევადია შემანარჩუნებელი თერაპიის ჩატარების დროს. შეიძლება წარმოიქმნას კუჭ-ნაწლავური სისხლდენა. დოზის მძიმე გადაჭარბებას შეიძლება თან ახლდეს არტერიული ჰიპერტენზია, თირკმლის მწვავე უკმარისობა, ღვიძლის დისფუნქცია, სუნთქვის დათრგუნვა, კომა, კრუნჩხვები, გულ-სისხლძარღვთა კოლაფსი და გულის გაჩერება. აასს-ების თერაპიული გამოყენებისას შემოვიდა შეტყობინებები ანაფილაქტოიდური რეაქციების შესახებ, რომლებიც ასევე შეიძლება შეინიშნოს დოზის გადაჭარბებისას.

მკურნალობა

დოზის გადაჭარბების დროს უნდა იქნას გამოყენებული სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია. კლინიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ 4 გ ქოლესტირამინის პერორალური მიღებისას 3-ჯერ დღე-ღამეში, მელოქსიკამი უფრო სწრაფად გამოიყოფა.

შემადგენლობა

რექტალური სუპოზიტორია შეიცავს

აქტიური ნივთიერება: მელოქსიკამი 15 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: მაკროგოლგლიცერინის ჰიდროქსისტეარატი (კოლიფორ® RH40), მყარი ცხიმი (სუპოცირი® NB).

სამკურნალო ფორმა

რექტალური სუპოზიტორები.

აღწერა: ღია ყვითელი ფერის ტორპედოს ფორმის სუპოზიტორიები გლუვი ზეთოვანი ზედაპირით.

შენახვის პირობები

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

განსაკუთრებული მითითებები შენახვისას

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

შეფუთვის ტიპი და შიგთავსი

რექტალური სუპოზიტორები.

3 სუპოზიტორია სტრიპში. 2 სტრიპი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

5 სუპოზიტორია სტრიპში. 1 ან 2 სტრიპი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

6 სუპოზიტორია სტრიპში. 1 სტრიპი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

განსაკუთრებული ზომები უტილიზაციისა და სხვა სამუშაოების შესრულებისას

არ არის განსაკუთრებული მოთხოვნები.

აფთიაქებიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

წარმოებულია

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.-ს მიერ“, თურქეთი

(15 თემუზ მახ. ჯამი იოლუ ჯად. #50 გიუნეშლი ბაგჯილარ/სტამბოლი)

“WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. А.Ş.”, TURKEY

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).

ფარმაკოლოგიური თვისებები

სხვა აასს-ები და აცეტილსალიცილის მჟავა სადღეღამისო დოზით ≥ 3 გ

პრეპარატის ერთდროული გამოყენება სხვა აასს-ებთან, აცეტილსალიცილის მჟავას ჩათვლით ანთების საწინააღმდეგო დოზებში (≥ 1 გ ერთჯერადი დოზით ან ≥ 3 გ მთლიანი სადღეღამისო დოზით), არ არის რეკომენდებული.

კორტიკოსტეროიდები (მაგალითად, გლუკოკორტიკოიდები)

კორტიკოსტეროიდების ერთდროული გამოყენებისას უნდა იქნას დაცული სიფრთხილე სისხლდენის ან კუჭ-ნაწლავის წყლულების განვითარების გაზრდილი რისკის გამო.

ანტიკოაგულანტები ან ჰეპარინი ხანდაზმული ასაკის პაციენტებში ან თერაპიული მიზნებისთვის გამოყენებისას

სისხლდენის განვითარების რისკის მნიშვნელოვანი გაზრდა თრომბოციტების ფუნქციის ინჰიბირებისა და კნტ-ს ლორწოვანი გარსის დაზიანების გამო. აასს-ებმა შეიძლება გააძლიერონ ისეთი ანტიკოაგულანტების მოქმედება, როგორიცაა ვარფარინი. აასს და ანტიკოაგულანტების ან ჰეპარინის ერთდროული გამოყენება გერიატრიულ პრაქტიკაში ან თერაპიული მიზნებისათვის არ არის რეკომენდებული .

ჰეპარინის გამოყენების სხვა შემთხვევებში უნდა იქნას დაცული სიფრთხილე სისხლდენის გაზრდილი რისკის განვითარების გამო. თუ შეუძლებელია პრეპარატების ამ კომბინაციის ერთდროული გამოყენების თავიდან აცილება, აუცილებელია საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის გულდასმითი მონიტორინგი.

თრომბოლიზური საშუალებები და ანტიაგრეგანტები

სისხლდენის განვითარების გაზრდილი რისკი თრომბოციტების ფუნქციის ინჰიბირებისა და კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის დაზიანების გამო.

სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები

კუჭ-ნაწლავური სისხლდენის განვითარების გაზრდილი რისკი.

დიურეზულები, აგფ ინჰიბიტორები, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები

აასს-ებმა შეიძლება შეამცირონ დიურეზულების და სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებების ეფექტი. ზოგიერთ პაციენტთან თირკმლის ფუნქციის დარღვევით (მაგალითად, დეჰიდრატირებული პაციენტებთან ან ხანდაზმული ასაკის პაციენტებთან თირკმლის ფუნქციის დარღვევით), აგფ ინჰიბიტორების ან ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების ან ციკლოოქსიგენაზას ინჰიბიტორების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის შემდგომი გაუარესება, მათ შორის თირკმლის მწვავე უკმარისობა, რომელიც, როგორც წესი, შექცევადია. ამიტომ, პრეპარატების მსგავსიი კომბინაციები უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პაციენტებში. ამ პაციენტებში უნდა შენარჩუნდეს ადექვატური ჰიდრატაცია. კომბინირებული თერაპიის დაწყების შემდეგ და მკურნალობის პერიოდში აუცილებელია თირკმლის ფუნქციის პერიოდული გაკონტროლება.

სხვა ჰიპოტენზიული საშუალებები (მაგალითად, β- ბლოკატორები)

ისევე, როგორც წინა ჰიპოტენზიურ საშუალებთან, შეიძლება აღინიშნოს β- ბლოკატორების ანტიჰიპერტენზიული ეფექტის დაქვეითება პროსტაგლანდინების სისხლძარღვთა გამაფართოებელი ეფექტის ინჰიბირების გამო.

კალცინევრინის ინჰიბიტორები (მაგალითად, ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი)

აასს-ბმა შეიძლება გაზარდონ კალცინევრინის ინჰიბიტორების ნეფროტოქსიკურობა თირკმელების მხრიდან ეფექტების გამო, რომლებიც განპირობებულია პროსტაგლანდინიებით. კომბინირებული მკურნალობის დროს აუცილებელია თირკმლის ფუნქციის შეფასება. რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციის გულდასმითი კონტროლი, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პაციენტებში.

საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპტივები

ცნობილია, რომ აასს-ებმა შეიძლება შეამცირონ საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპტივების ეფექტურობა, თუმცა მონაცემები საჭიროებენ შემდგომ დადასტურებას.

ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება ( მელოქსიკამის გავლენა სხვა სამკურნალო საშუალებების ფარმაკოკინეტიკაზე )

ლითიუმის პრეპარატები

აასს-ები ზრდიან ლითიუმის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში (ლითიუმის თირკმლისმიერი ექსკრეციის შემცირების ხარჯზე), რომელმაც შეიძლება მიაღწიოს ტოქსიკურ მნიშვნელობებს. აასს-ების და ლითიუმის პრეპარატების ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული. კომბინირებული თერაპიის აუცილებლობის შემთხვევაში, რეგულარულად უნდა ტარდებოდეს პლაზმაში ლითიუმის კონცენტრაციის კონტროლი მკურნალობის დასაწყისში, დოზის შერჩევისას და მელოქსიკამის მოხსნისას.

მეთოტრექსატი

აასს-ებს შეუძლიათ შეამცირონ მეთოტრექსატის მილაკოვანი სეკრეცია და ამით გაზარდონ მეთოტრექსატის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში. ამასთან დაკავშირებით, პაციენტებს, რომლებიც იღებენ მეთოტრექსატის მაღალ დოზებს (კვირაში 15 მგ-ზე მეტს), არ ეძლევათ აასს-ების ერთდროული გამოყენების რეკომენდაცია. აასს-ებსა და მეთოტრექსატს შორის ურთიერთქმედების რისკი ასევე გასათვალისწინებელია პაციენტებისათვის, რომლებიც იღებენ მეთოტრექსატის დაბალ დოზებს, განსაკუთრებით პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით. კომბინირებული თერაპიის აუცილებლობის შემთხვევაში, საჭიროა სისხლის ფორმულისა და თირკმელების ფუნქციის გულდასმითი კონტროლი. უნდა იქნას დაცული სიფრთხილე იმ შემთხვევაში, თუ აასს-ები და მეთოტრექსატი გამოყენება ერთდროულად 3 დღის განმავლობაში, ვინაიდან მეთოტრექსატის პლაზმური კონცენტრაცია შეიძლება გაიზარდოს და გამოიწვიოს ტოქსიკური ეფექტების გაძლიერება.

მელოქსიკამის ერთდროულმა გამოყენებამ არ იმოქმედა მეტოტრექსატის ფარმაკოკინეტიკაზე 15 მგ დოზით კვირაში, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ აასს-ების ერთდროული გამოყენების დროს შეიძლება აღინიშნოს მეთოტრექსატის ჰემატოლოგიური ტოქსიკურობის გაძლიერება.

ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება (სხვა სამკურნალო საშუალებების გავლენა მელოქსიკამის ფარმაკოკინეტიკაზე)

კოლესტირამინი

კოლესტირამინი, რომელიც ბლოკავს ენტეროჰეპატურ ცირკულაციას, იწვევს მელოქსიკამის უფრო სწრაფ გამოყოფას. მელოქსიკამის კლირენსი იზრდება 50%-ით. ნახევარგამოყოფის პერიოდი მცირდება 13 საათამდე ±3 საათი. მოცემულ ურთიერთქმედებას აქვს კლინიკური მნიშვნელობა.

ანტაციდები, ციმეტიდინი და დიგოქსინი

მელოქსიკამის და ანტაციდების, ციმეტიდინის და დიგოქსინის ერთდროული გამოყენების დროს მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება არ ყოფილა აღნიშნული.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სამკურნალო პრეპარატის სამედიცინო

გამოყენების ინსტრუქცია

ლოქსიდოლი

სამკურნალო პრეპარატის დასახელება

ლოქსიდოლი, Loxidol

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

მელოქსიკამი, Meloxicam

შემადგენლობა

რექტალური სუპოზიტორია შეიცავს

აქტიური ნივთიერება: მელოქსიკამი 15 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: მაკროგოლგლიცერინის ჰიდროქსისტეარატი (კოლიფორ® RH40), მყარი ცხიმი (სუპოცირი® NB).

სამკურნალო ფორმა

რექტალური სუპოზიტორები.

აღწერა: ღია ყვითელი ფერის ტორპედოს ფორმის სუპოზიტორიები გლუვი ზეთოვანი ზედაპირით.

გამოყენების ჩვენებები

რევმატოიდული ართრიტის ან მაანკილოზებელი სპონდილიტის ხანგრძლივი სიმპტომური თერაპია.

გამოყენების წესი და დოზები

დოზირების რეჟიმი

პრეპარატი განკუთვნილია სწორ ნაწლავში (რექტალურად) შეყვანისათვის.

არასასურველი რეაქციების წარმოქმნის ალბათობა შეიძლება მინიმუმამდე შემცირდეს სიმპტომების კონტროლისთვის აუცილებელი ყველაზე დაბალი ეფექტური დოზის გამოყენებით დროის უმოკლესი პერიოდის განმავლობაში. პერიოდულად უნდა შეფასდეს თერაპიის საჭიროება და პაციენტის რეაქცია მკურნალობაზე.

რევმატოიდული ართრიტის, მაანკილოზებელი სპონდილიტის დროს რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 15 მგ (1 სუპოზიტორია დღე-ღამეში ერთხელ) (იხ. განყოფილება „ პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები“ ქვემოთ).

მელოქსიკამის სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 15 მგ.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები

ხანდაზმული ასაკის პაციენტები და არასასურველი რეაქციების განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტები

ხანდაზმული ასაკის პაციენტებში რეკომენდებული სადღეღამისო დოზა რევმატოიდული ართრიტისა და მაანკილოზებელი სპონდილიტის ხანგრძლივი მკურნალობისათვის შეადგენს 7,5 მგ.

არასასურველი რეაქციების განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტებმა მკურნალობა უნდა დაიწყონ დღე-ღამეში 7,5 მგ დოზით.

პაციენტების ამ ჯგუფებმა არ უნდა გამოიყენონ პრეპარატი ლოქსიდოლი რექტალური სუპოზიტორების სახით, რომლებიც შეიცავენ 15 მგ მელოქსიკამს; რეკომენდებულია მელოქსიკამის გამოყენება შესაფერის დოზებში.

პაციენტები თირკმლების ფუნქციის დარღვევით

პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით, რომლებიც იმყოფებიან დიალიზზე, მელოქსიკამის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 7,5 მგ დღე-ღამეში. ამ პაციენტებმა არ უნდა გამოიყენონ პრეპარატი ლოქსიდოლი რექტალური სუპოზიტორების სახით, რომლებიც შეიცავენ მელოქსიკამის 15 მგ; რეკომენდებულია მელოქსიკამის გამოყენება შესაფერის დოზებში.

არ არის საჭირო დოზის შემცირება თირკმლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი შეადგენს 25 მლ/წთ-ზე მეტი) (თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის, რომლებიც არ იმყოფებიან დიალიზზე, პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია).

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით

ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის შემცირება საჭირო არ არის (ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის პრეპარატი უკუნაჩვენებია).

ბავშვები და მოზარდები

პრეპარატი უკუნაჩვენებია 16 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში.

უკუჩვენებები

პრეპარატი უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:

  • ორსულობის III ტრიმესტრი;
  • 16 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები;
  • ჰიპერმგრძნობელობა მელოქსიკამის ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
  • ჰიპერმგრძნობელობა ანალოგიური მოქმედების მქონე ნივთიერებების მიმართ, მაგალითად აასს ან აცეტილსალიცილის მჟავას მიმართ (პრეპარატი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ ბრონქული ასთმის სიმპტომები, ცხვირის პოლიპები, ანგიონევროზული შეშუპება ან ჭინჭრის ციება აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა აასს-ის მიღების შემდეგ);
  • ანამნეზში კუჭ-ნაწლავის სისხლდენა ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაცია (კნტ), რომელიც დაკავშირებულია აასს-ით ადრე მკურნალობასთან;
  • მწვავე ან მორეციდივე პეპტიური წყლული/კუჭ-ნაწლავის სისხლდენა ანამნეზში (დადგენილი წყლულის ან სისხლდენის ორი ან მეტი ცალკეული ეპიზოდი);
  • გადატანილი პროქტიტი და რექტალური სისხლდენა ანამნეზში;
  • ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები;
  • თირკმლის მძიმე უკმარისობა დიალიზის გამოყენების გარეშე;
  • კუჭ-ნაწლავის სისხლდენა, ცერებროვასკულური სისხლდენა ანამნეზში ან სისხლის შედედების სხვა დარღვევები;
  • გულის მძიმე უკმარისობა.

განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

არასასურველი რეაქციების მინიმიზირების მიზნით შესაძლება დაინიშნოს მინიმალურად ეფექტური დოზები დროის უმოკლესი პერიოდის განმავლობაში, რომელიც აუცილებელია სიმპტომების კონტროლისთვის.

არასაკმარისი თერაპიული ეფექტის შემთხვევაში, არ უნდა იქნას გადაჭარბებული პრეპარატის მაქსიმალური რეკომენდებული სადღეღამისო დოზა. ერთდროულად არ უნდა იქნას გამოყენებული სხვა აასს-ები ტოქსიკურობის შესაძლო მომატების გამო, თუკი არ იქნება დადასტურებული თერაპიული უპირატესობა. თავიდან უნდა იქნას აცილებული პრეპარატის ერთდროული გამოყენება აასს-ებთან, მათ შორის ციკლოოქსიგენაზა-2 შერჩევით ინჰიბიტორებთან.

პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში მწვავე ტკივილის კუპირებისათვის.

თუ გაუმჯობესება არ შეინიშნება პრეპარატით მკურნალობის რამდენიმე დღის შემდეგ, საჭიროა თერაპიის კლინიკური უპირატესობის ხელახლი შეფასება.

პრეპარატით თერაპიის დაწყებამდე ყურადღება უნდა მიექცეს ეზოფაგიტის, გასტრიტის და/ან პეპტიური წყლულის არსებობას ანამნეზში, რათა უზრუნველყოფილ იქნას მათი განკურნება/დაავადების გამწვავების თავიდან აცილება. ასეთ შემთხვევებში პრეპარატით თერაპიის შემდეგ უნდა ჩატარდეს რეგულარული მონიტორინგი დაავადების რეციდივის შესაძლო გამოვლენისთვის.

ეფექტები კნტ-ს მხრიდან

შემოვიდა შეტყობინებები ნებისმიერი აასს-ის გამოყენების დროს კუჭ-ნაწლავის სისხლდენის, წყლულების ან პერფორაციების შესახებ, ზოგჯერ ლეტალური შედეგით, რომლებიც შეიძლება განვითარდეს მკურნალობის პროცესის ნებისმიერ მონაკვეთში, მიუხედავად ადრეული სიმპტომებისა ან კუჭ-ნაწლავის სერიოზული დაავადების არსებობისა ანამნეზში .

კუჭ-ნაწლავის სისხლდენის, წყლულის ან პერფორაციის რისკი იზრდება აასს-ების დოზის გაზრდასთან ერთად პაციენტებში წყლულით ანამნეზში, განსაკუთრებით თუ ის გართულებულია სისხლდენით ან პერფორაციით, და ხანდაზმული ასაკის პაციენტებში. ამ შემთხვევაში მკურნალობა უნდა დაიწყოს მინიმალური ეფექტური დოზით. ასეთ პაციენტებში, ისევე როგორც პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ აცეტილსალიცილის მჟავას დაბალ დოზებს ან სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც ზრდიან კუჭ-ნაწლავურ რისკებს, მიზანშეწონილია კომბინირებული თერაპიის გამოყენება დამცავ სამკურნალო საშუალებებთან (მაგალითად, მიზოპროსტოლთან ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებთან) ერთად.

პაციენტებმა კუჭ-ნაწლავური ტოქსიურობით ანამნეზში, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პაციენტებმა, უნდა შეატყობინონ ნებისმიერი უჩვეულო აბდომინალური სიმპტომის შესახებ (განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის სისხლდენების), ძირითადად მკურნალობის საწყის ეტაპებზე.

საჭიროა სიფრთხილის დაცვა ისეთი სამკურნალო საშუალებების გამოყენებისას, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ წყლულების ან სისხლდენის რისკი, როგორიცაა ჰეპარინი გერიატრიულ პრაქტიკაში ან გამოყენებული თერაპიული მიზნებისათვის, ანტიკოაგულანტები (ვარფარინი) ან სხვა აასს-ები, მათ შორის აცეტილსალიცილის მჟავა ანთების საწინააღმდეგო დოზებში (ერთჯერადი დოზა ≥ 1 გ ან მთლიანი სადღეღამისო დოზა ≥ 3 გ).

კუჭ-ნაწლავის სისხლდენის ან წყლულის განვითარების შემთხვევაში პრეპარატით მკურნალობა უნდა შეწყდეს.

აასს-ები სიფრთხილით უნდა იქნას დანიშნული პაციენტებისათვის კუჭ-ნაწლავის დაავადებებით ანამნეზში (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება) სიმპტომების შესაძლო გაუარესების გამო.

გულ-სისხლძარღვთა და ცერებროვასკულარული ეფექტები

რეკომენდებულია გულდასმითი მონიტორის ჩატარება ანამნეზში არტერიული ჰიპერტენზიის და/ან გულის მსუბუქი და ზომიერი ხარისხის შეგუბებითი უკმარისობის მქონე პაციენტებში, ვინაიდან აასს-ების თერაპიის დროს აღინიშნებოდა სითხის შეკავება და შეშუპება.

თერაპიის დასაწყისში, განსაკუთრებით მელოქსიკამით მკურნალობის კურსის დასაწყისში, რეკომენდებულია არტერიული წნევის კლინიკური მონიტორინგის ჩატარება პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან რისკის ჯგუფში.

კლინიკური კვლევების მონაცემები და ეპიდემიოლოგიური მონაცემები მოწმობენ იმას, რომ ზოგიერთი აასს-ის გამოყენება, მელოქსიკამის ჩათვლით (განსაკუთრებით მაღალი დოზებით და ხანგრძლივ მკურნალობისას), შეიძლება დაკავშირებული იყოს არტერიული თრომბოზული გართულებების რისკის უმნიშვნელო მატებასთან (მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი). არ არის საკმარისი მონაცემები, რათა პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში ასეთი რისკი იქნას გამორიცხული.

არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზიის, გულის ქრონიკული უკმარისობის, დადგენილი გულის იშემიური დაავადების, პერიფერიული არტერიული დაავადების და/ან ცერებროვასკულური დაავადებების მქონე პაციენტებს მელოქსიკამით მკურნალობა უნდა ჩაუტარდეთ მხოლოდ ზედმიწევნითი გამოკვლევის შემდეგ. ასეთი გამოკვლევა უნდა ჩატარდეს ხანგრძლივი მკურნალობის დაწყებამდე პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის ფაქტორები (მაგალითად, არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი, მოწევა).

არასასურველი რეაქციები კანის მხრივ

ძალიან იშვიათ შემთხვევებში, აასს-ების გამოყენებისას აღინიშნა მძიმე კანისმიერი რეაქციები, ზოგიერთ შემთხვევაში ლეტალური შედეგით, მათ შორის ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი. ასეთი რეაქციების განვითარების ყველაზე მაღალი რისკი აღინიშნა მკურნალობის დასაწყისში, ამასთან უმეტეს შემთხვევაში ასეთი რეაქციები წარმოიქმნებოდა მკურნალობის პირველ თვის განმავლობაში. კანზე გამონაყარის, ლორწოვანი გარსის დაზიანების ან ჰიპერმგრძნობელობის სხვა ნიშნების პირველი გამოჩენისთანავე აუცილებელია პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა.

მიღებულია შეტყობინებები, კანზე ფიქსირებული გამონაყარის შესახებ, მელოქსიკამის გამოყენებისას. მელოქსიკამი ხელახლა დანიშვნა არ შეიძლება პაციენტებში, ანამნეზში ფიქსირებული გამოანაყარით, რომელიც დაკავშირებულია მელოქსიკამის გამოყენებასთან. შესაძლებელია განვითარდეს ჯვარედინი რეაქციები ოქსიკამების კლასის სხვა პრეპარატებზე.

ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის მაჩვენებლები

ისევე, როგორც სხვა აასს-ების უმეტესობის გამოყენების შემთხვევაში, მელოქსიკამით მკურნალობის დროს იშვიათად შემოდიოდა შეტყობინებები სისხლის შრატში ტრანსამინაზების, ბილირუბინის ან ღვიძლის ფუნქციის სხვა მაჩვენებლების დონის ზრდის, აგრეთვე კრეატინინისა და სისხლის შარდოვანას აზოტის მატების და სხვა ლაბორატორიული ცვლილებების შესახებ. უმეტეს შემთხვევაში, ცვლილებები იყო უმნიშვნელო და გარდამავალი. მნიშვნელოვანი ან მუდმივი ცვლილებების წარმოქმნის შემთხვევაში პრეპარატით მკურნალობა უნდა შეწყდეს და ჩატარდეს შესაბამისი კვლევები.

თირკმლის ფუნქციური უკმარისობა

აასს აინჰიბირებს თირკმლის პროსტაგლანდინების სისხლძარღვების გამაფართოებელ მოქმედებას და შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციური უკმარისობა გლომერულური ფილტრაციის შემცირების ხარჯზე. მოცემული არასასურველი რეაქცია დოზადამოკიდებულია. მკურნალობის დასაწყისში ან პრეპარატის დოზის გაზრდის შემდეგ, რეკომენდებულია დიურეზის და თირკმლის ფუნქციის გულდასმითი მონიტორინგის ჩატარება შემდეგი რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში:

  • ხანდაზმული ასაკის პაციენტები;
  • ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორებით, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებით, სარტანებით, დიურეტიკებით ამავდროული მკურნალობა;
  • სხვადასხვა წარმოშობის ჰიპოვოლემია;
  • გულის შეგუბებითი უკმარისობა;
  • თირკმლის უკმარისობა;
  • ნეფროზული სინდრომი;
  • მგლურასმიერი ნეფროპათია;
  • ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები (შრატის ალბუმინი შეადგენს < 25 გ/ლ ან ≥ 10 ქულაზე ჩაილდ-პუგის სკალას მიხედვით).

იშვიათ შემთხვევებში, აასს-ების გამოყენება შეიძლება გახდეს ინტერსტიციული ნეფრიტის, გლომერულონეფრიტი, პაპილარული ნეკროზი ან ნეფროზული სინდრომის მიზეზი.

თირკმლის დაავადების ტერმინალური სტადიის მქონე პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან ჰემოდიალიზზე, მელოქსიკამის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 7,5 მგ. ამ პაციენტებმა არ უნდა გამოიყენონ პრეპარატი ლოქსიდოლი რექტალური სუპოზიტორების სახით, რომელიც შეიცავს 15 მგ მელოქსიკამს; რეკომენდებულია მელოქსიკამის გამოყენება შესაფერის დოზებში. დოზის შემცირება არ არის საჭირო თირკმლის მსუბუქი და ზომიერი ხარისხის უკმარისობის მქონე პაციენტებში (ანუ პაციენტებში კრეატინინის კლირენსით ˃ 25 მლ/წთ).

ნატრიუმის, კალიუმის და წყლის შეკავება

აასს-ების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ნატრიუმის, კალიუმის და წყლის შეკავება და გავლენა მოახდინოს დიურეტიკების ნატრიურეზულ ეფექტზე. ასევე შეიძლება დაქვეითდეს ჰიპოტენზიული პრეპარატების ანტიჰიპერტენზიული ეფექტი. ამგვარად, მიდრეკილ პაციენტებში შეიძლება შეინიშნოს შეშუპების, გულის უკმარისობის ან არტერიული ჰიპერტენზიის წარმოქმნა ან გაძლიერება. რისკის ჯგუფში მყოფი პაციენტებისათვის უნდა ტარდებოდეს კლინიკური მონიტორინგი.

ჰიპერკალიემია

ჰიპერკალემია შეიძლება გამოწვეული იყოს შაქრიანი დიაბეტით ან თანმხლები თერაპიით, რომელმაც, როგორც ცნობილია, ზრდის კალიუმის დონეს სისხლში. ასეთ შემთხვევებში რეგულარულად უნდა ჩატარდეს სისხლში კალიუმის დონის კონტროლი.

სხვა გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

არასასურველ რეაქციებს ხშირად უფრო ცუდად იტანენ ხანდაზმული ასაკის, დასუსტებული ან გამოფიტული პაციენტები, ამიტომ ასეთი პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ გულდასმითი მეთვალყურეობის ქვეშ.

როგორც სხვა აასს-ბის შემთხვევაში, უნდა იქნას დაცული განსაკუთრებული სიფრთხილე ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, რომლებსაც ხშირად უვითარდებათ თირკმელების, ღვიძლის და გულის ფუნქციის დარღვევები. ხანდაზმული ასაკის პაციენტებს აასს-ს გამოყენების დროს აღენიშნებათ არასასურველი რეაქციების უფრო მაღალი სიხშირე, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის სისხლდენები და პერფორაციები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ლეტალური შედეგი.

მელოქსიკამმა, ისევე, როგორც სხვა სამკურნალო საშუალებებმა, შეიძლება შენიღბოს ხანგრძლივი ინფექციური დაავადების სიმპტომები .

მელოქსიკამის, ისევე როგორც სხვა სამკურნალო საშუალებების, გამოყენებამ, რომლებიც აინჰიბირებენ ციკლოოქსიგენაზას/პროსტაგლანდინების სინთეზს, შეიძლება შეამციროს ფერტილობა, ამიტომ პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ქალებისთვის, რომლებიც გეგმავენ ორსულობას. ქალებისთვის, რომლებსაც უჭირთ დაორსულება ან უტარდებათ უნაყოფობის ტესტირება, უნდა იქნას განხილული პრეპარატის გამოყენების შეწყვეტის შესაძლებლობა.

შეუთავსებლობა

არ გამოიეყენბა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ურთიერთქმედების კვლევები ჩატარდა მხოლოდ ზრდასრულებში.

ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება

სხვა აასს-ები და აცეტილსალიცილის მჟავა სადღეღამისო დოზით ≥ 3 გ

პრეპარატის ერთდროული გამოყენება სხვა აასს-ებთან, აცეტილსალიცილის მჟავას ჩათვლით ანთების საწინააღმდეგო დოზებში (≥ 1 გ ერთჯერადი დოზით ან ≥ 3 გ მთლიანი სადღეღამისო დოზით), არ არის რეკომენდებული.

კორტიკოსტეროიდები (მაგალითად, გლუკოკორტიკოიდები)

კორტიკოსტეროიდების ერთდროული გამოყენებისას უნდა იქნას დაცული სიფრთხილე სისხლდენის ან კუჭ-ნაწლავის წყლულების განვითარების გაზრდილი რისკის გამო.

ანტიკოაგულანტები ან ჰეპარინი ხანდაზმული ასაკის პაციენტებში ან თერაპიული მიზნებისთვის გამოყენებისას

სისხლდენის განვითარების რისკის მნიშვნელოვანი გაზრდა თრომბოციტების ფუნქციის ინჰიბირებისა და კნტ-ს ლორწოვანი გარსის დაზიანების გამო. აასს-ებმა შეიძლება გააძლიერონ ისეთი ანტიკოაგულანტების მოქმედება, როგორიცაა ვარფარინი. აასს და ანტიკოაგულანტების ან ჰეპარინის ერთდროული გამოყენება გერიატრიულ პრაქტიკაში ან თერაპიული მიზნებისათვის არ არის რეკომენდებული .

ჰეპარინის გამოყენების სხვა შემთხვევებში უნდა იქნას დაცული სიფრთხილე სისხლდენის გაზრდილი რისკის განვითარების გამო. თუ შეუძლებელია პრეპარატების ამ კომბინაციის ერთდროული გამოყენების თავიდან აცილება, აუცილებელია საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის გულდასმითი მონიტორინგი.

თრომბოლიზური საშუალებები და ანტიაგრეგანტები

სისხლდენის განვითარების გაზრდილი რისკი თრომბოციტების ფუნქციის ინჰიბირებისა და კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის დაზიანების გამო.

სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები

კუჭ-ნაწლავური სისხლდენის განვითარების გაზრდილი რისკი.

დიურეზულები, აგფ ინჰიბიტორები, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები

აასს-ებმა შეიძლება შეამცირონ დიურეზულების და სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებების ეფექტი. ზოგიერთ პაციენტთან თირკმლის ფუნქციის დარღვევით (მაგალითად, დეჰიდრატირებული პაციენტებთან ან ხანდაზმული ასაკის პაციენტებთან თირკმლის ფუნქციის დარღვევით), აგფ ინჰიბიტორების ან ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების ან ციკლოოქსიგენაზას ინჰიბიტორების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის შემდგომი გაუარესება, მათ შორის თირკმლის მწვავე უკმარისობა, რომელიც, როგორც წესი, შექცევადია. ამიტომ, პრეპარატების მსგავსიი კომბინაციები უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პაციენტებში. ამ პაციენტებში უნდა შენარჩუნდეს ადექვატური ჰიდრატაცია. კომბინირებული თერაპიის დაწყების შემდეგ და მკურნალობის პერიოდში აუცილებელია თირკმლის ფუნქციის პერიოდული გაკონტროლება.

სხვა ჰიპოტენზიული საშუალებები (მაგალითად, β- ბლოკატორები)

ისევე, როგორც წინა ჰიპოტენზიურ საშუალებთან, შეიძლება აღინიშნოს β- ბლოკატორების ანტიჰიპერტენზიული ეფექტის დაქვეითება პროსტაგლანდინების სისხლძარღვთა გამაფართოებელი ეფექტის ინჰიბირების გამო.

კალცინევრინის ინჰიბიტორები (მაგალითად, ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი)

აასს-ბმა შეიძლება გაზარდონ კალცინევრინის ინჰიბიტორების ნეფროტოქსიკურობა თირკმელების მხრიდან ეფექტების გამო, რომლებიც განპირობებულია პროსტაგლანდინიებით. კომბინირებული მკურნალობის დროს აუცილებელია თირკმლის ფუნქციის შეფასება. რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციის გულდასმითი კონტროლი, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პაციენტებში.

საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპტივები

ცნობილია, რომ აასს-ებმა შეიძლება შეამცირონ საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპტივების ეფექტურობა, თუმცა მონაცემები საჭიროებენ შემდგომ დადასტურებას.

ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება ( მელოქსიკამის გავლენა სხვა სამკურნალო საშუალებების ფარმაკოკინეტიკაზე )

ლითიუმის პრეპარატები

აასს-ები ზრდიან ლითიუმის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში (ლითიუმის თირკმლისმიერი ექსკრეციის შემცირების ხარჯზე), რომელმაც შეიძლება მიაღწიოს ტოქსიკურ მნიშვნელობებს. აასს-ების და ლითიუმის პრეპარატების ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული. კომბინირებული თერაპიის აუცილებლობის შემთხვევაში, რეგულარულად უნდა ტარდებოდეს პლაზმაში ლითიუმის კონცენტრაციის კონტროლი მკურნალობის დასაწყისში, დოზის შერჩევისას და მელოქსიკამის მოხსნისას.

მეთოტრექსატი

აასს-ებს შეუძლიათ შეამცირონ მეთოტრექსატის მილაკოვანი სეკრეცია და ამით გაზარდონ მეთოტრექსატის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში. ამასთან დაკავშირებით, პაციენტებს, რომლებიც იღებენ მეთოტრექსატის მაღალ დოზებს (კვირაში 15 მგ-ზე მეტს), არ ეძლევათ აასს-ების ერთდროული გამოყენების რეკომენდაცია. აასს-ებსა და მეთოტრექსატს შორის ურთიერთქმედების რისკი ასევე გასათვალისწინებელია პაციენტებისათვის, რომლებიც იღებენ მეთოტრექსატის დაბალ დოზებს, განსაკუთრებით პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით. კომბინირებული თერაპიის აუცილებლობის შემთხვევაში, საჭიროა სისხლის ფორმულისა და თირკმელების ფუნქციის გულდასმითი კონტროლი. უნდა იქნას დაცული სიფრთხილე იმ შემთხვევაში, თუ აასს-ები და მეთოტრექსატი გამოყენება ერთდროულად 3 დღის განმავლობაში, ვინაიდან მეთოტრექსატის პლაზმური კონცენტრაცია შეიძლება გაიზარდოს და გამოიწვიოს ტოქსიკური ეფექტების გაძლიერება.

მელოქსიკამის ერთდროულმა გამოყენებამ არ იმოქმედა მეტოტრექსატის ფარმაკოკინეტიკაზე 15 მგ დოზით კვირაში, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ აასს-ების ერთდროული გამოყენების დროს შეიძლება აღინიშნოს მეთოტრექსატის ჰემატოლოგიური ტოქსიკურობის გაძლიერება.

ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება (სხვა სამკურნალო საშუალებების გავლენა მელოქსიკამის ფარმაკოკინეტიკაზე)

კოლესტირამინი

კოლესტირამინი, რომელიც ბლოკავს ენტეროჰეპატურ ცირკულაციას, იწვევს მელოქსიკამის უფრო სწრაფ გამოყოფას. მელოქსიკამის კლირენსი იზრდება 50%-ით. ნახევარგამოყოფის პერიოდი მცირდება 13 საათამდე ±3 საათი. მოცემულ ურთიერთქმედებას აქვს კლინიკური მნიშვნელობა.

ანტაციდები, ციმეტიდინი და დიგოქსინი

მელოქსიკამის და ანტაციდების, ციმეტიდინის და დიგოქსინის ერთდროული გამოყენების დროს მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება არ ყოფილა აღნიშნული.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებას შეიძლება ჰქონდეს არასასურველი ზეგავლენა ორსულობაზე და ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე. ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემები მიუთითებენ სპონტანური აბორტების, ნაყოფში გულის დეფექტების და გასტროშიზისის გაზრდილ რისკზე ორსულობის ადრეულ პერიოდში პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორების გამოყენების შემდეგ. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მანკების განვითარების აბსოლუტური რისკი იზრდებოდა სულ მცირე 1%-დან 1,5%-მდე. ითვლება, რომ ეს რისკი იზრდება დოზის მომატებისა და მკურნალობის გახანგრძლივების დროს.

ცხოველებში პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორის შეყვანისას აღინიშნა პრე- და პოსტიმპლანტაციური დანაკარგების და ემბრიოფეტალური სიკვდილიანობის ზრდა. სხვადასხვა მანკების სიხშირის ზრდა, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა მანკების, იქნა დარეგისტრირებული ცხოველებში, რომლებიც იღებდნენ პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორებს ორგანოგენეზის დროს.

ორსულობის I და II ტრიმესტრში მელოქსიკამის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში. პრეპარატი გამოიყენება ორსულობის დაგეგმვისას ან ორსულობის I ან II ტრიმესტრში მინიმალური დოზით და მკურნალობის ყველაზე მოკლე ხანგრძლივობით.

ორსულობის მესამე ტრიმესტრში პროსტაგლანდინების სინთეზის ნებისმიერი ინჰიბიტორის გამოყენებამ შესაძლოა ნაყოფს შეუქმნას შემდეგი რისკები:

  • გულ-ფილტვის ტოქსიკურობა (არტერიული სადინრის ნაადრევი დახურვით და ფილტვის ჰიპერტენზიით);
  • თირკმლის ფუნქციის დარღვევები ოლიგოჰიდრამნიოზით თირკმლის უკმარისობის შესაძლო შემდგომი განვითარებისას;

შესაძლო რისკები ორსულობის ბოლო ეტაპებზე დედისა და ახალშობილისათვის :

  • შესაძლო გახანგრძლივება სისხლდენის დროის, ანტიაგრეგანტული ეფექტის, თუნდაც ძალიან დაბალი დოზებით გამოყენების დროსაც კი;
  • საშვილოსნოს კუმშვადობის უნარის დაქვეითება, რაც იწვევს მშობიარობის ხანგრძლივობის შეფერხებას ან გაზრდას.

აქედან გამომდინარე, პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის მესამე ტრიმესტრში.

ლაქტაცია

მელოქსიკამის გამოყენების გამოცდილების შესახებ მონაცემების ნაკლებობის მიუხედავად, ცნობილია, რომ აასს-ები გადადის დედის რძეში. ამიტომ ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

ზეგავლენა ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე

სპეციფიური კვლევები მანქანის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე არ ჩატარებულა. თუმცა, ფარმაკოდინამიკური პროფილისა და მელოქსიკამზე არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებების საფუძველზე, პრეპარატი სავარაუდოდ არ ახდენს ან მცირე გავლენას ახდენს მანქანების ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე. ამისდამიუხედავად, მხედველობის დაქვეითების, მოდუნების, ვერტისოს ან ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ სხვა დარღვევების განვითარების შემთხვევაში, რეკომენდებულია სატრანსპორტო საშუალების მართვისგან ან მექანიზმებთან მუშაობისგან თავის შეკავება.

არასასურველი რეაქციები

ზოგადი აღწერა

კლინიკური კვლევების მონაცემები და ეპიდემიოლოგიური მონაცემები მიუთითებენ იმაზე, რომ ზოგიერთი აასს-ის გამოყენება (განსაკუთრებით მაღალი დოზებით და ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში) შეიძლება დაკავშირებული იყოს არტერიული თრომბული გართულებების რისკის უმნიშვნელო მატებასთან (მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი).

აასს-ის გამოყენებისას აღინიშნებოდა შეშუპება, არტერიული ჰიპერტენზია და გულის უკმარისობა.

ყველაზე ხშირად მოიხსენებოდა არასასურველი რეაქციები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. შესაძლოა პეპტიური წყლულის, პერფორაციის ან კუჭ-ნაწლავის სისხლდენის განვითარება, ზოგჯერ ლეტალური შედეგით, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პაციენტებში. გამოყენების შემდეგ აღინიშნებოდა გულისრევა, ღებინება, დიარეა, მეტეორიზმი, კონსტიპაციური სინდრომი, დისპეფსია, აბდომინალური ტკივილი, მელენა, ჰემატემეზისი, წყლულოვანი სტომატიტი, კოლიტის და კრონის დაავადების გამწვავება. გასტრიტი დაფიქსირდა ნაკლები სიხშირით.

ქვემოთ მოყვანილი არასასურველი რეაქციების სიხშირე ეფუძნება 27 კლინიკურ კვლევაში დარეგისტრირებული არასასურველი რეაქციების შესაბამის შემთხვევებს, მკურნალობის ხანგრძლივობით არანაკლებ 14 დღისა. მონაცემები მოწოდებული იყო კლინიკურ კვლევებზე დაყრდნობით, რომელშიც მონაწილეობდა 15197 პაციენტი, რომლებიც იღებდნენ 7,5 მგ ან 15 მგ მელოქსიკამის ყოველდღიურ პერორალურ დოზებს ერთი წლამდე პერიოდის განმავლობაში.

ქვემოთ წარმოდგენილია არასასურველი რეაქციები, რომლებიც დარეგისტრირებულია კლინიკურ კვლევებში (იხ. ზემოთ) და მელოქსიკამის პოსტმარკეტინგული გამოყენების პერიოდში.

არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000 მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით).

არასასურველი რეაქციების ჩამონათვალი

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: არახშირად - ანემია; იშვიათად - სისხლის ფორმულის ცვლილება (დიფერენციალური ლეიკოციტარული ფორმულის ცვლილების ჩათვლით), ლეიკოციტოპენია, თრომბოციტოპენია; ძალიან იშვიათად - აგრანულოციტოზი *.

იმუნური სისტემის მხრივ: არახშირად - ალერგიული რეაქციები, ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციების გამოკლებით; სიხშირე უცნობია - ანაფილაქსიური რეაქციები, ანაფილაქტოიდური რეაქციები.

ფსიქიკური დარღვევები: იშვიათად - გუნებაგანწყობის ცვლილება, კოშმარები; სიხშირე უცნობია - გონების აღრევა, დეზორიენტაცია.

ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად - თავის ტკივილი; არახშირად - თავბრუსხვევა, გაშტერება.

მხედველობის ორგანოს მხრივ: იშვიათად - მხედველობის ფუნქციის დარღვევა, მხედველობის სიმკვეთრის დარღვევის, კონიუნქტივიტის ჩათვლით.

სმენისა და წონასწორობის ორგანოს მხრივ: არახშირად - თავბრუსხვევა; იშვიათად - ტინიტუსი.

გულის მხრივ: იშვიათად - პალპიტაცია. გვაცნობეს გულის უკმარისობის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია აასს-ის გამოყენებასთან.

სისხლძარღვების მხრივ: არახშირად - არტერიული წნევის მომატება, ალები.

სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ: იშვიათად - ასთმა აცეტილსალიცილის მჟავასა და სხვა აასს-ზე ალერგიულ პაციენტებში.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ : ძალიან ხშირად - დისპეფსია, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, კონსტიპაციური სინდრომი, მეტეორიზმი, დიარეა; არახშირად - დაფარული ან მაკროსკოპიულად ხილული კუჭ-ნაწლავის სისხლდენა, სტომატიტი, გასტრიტი, ბოყინი; იშვიათად - კოლიტი, გასტროდუოდენალური წყლული, ეზოფაგიტი; ძალიან იშვიათად - კნტ-ს პერფორაცია; სიხშირე უცნობია - პანკრეატიტი.

ზოგიერთ შემთხვევაში, პეპტიური წყლული, პერფორაცია ან კუჭ-ნაწლავის სისხლდენა შეიძლება იყოს მძიმე და პოტენციურად ლეტალური, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პაციენტებში.

ღვიძლისა და ნაღველგამომყოფი გზების მხრივ: იშვიათად - ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების დარღვევა (მაგალითად, ტრანსამინაზების ან ბილირუბინის დონეების მომატება); ძალიან იშვიათად - ჰეპატიტი.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: იშვიათად - ანგიონევროზული შეშუპება, ქავილი, კანისმიერი გამონაყარი; იშვიათად - სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ჭინჭრის ციება; ძალიან იშვიათად - ბულოზური დერმატიტი, მულტიფორმული ერითემა; სიხშირე უცნობია - ფოტომგრძნობელობის რეაქციები, ფიქსირებული წამლისმიერი გამონაყარი.

თირკმელებისა და შარდგამომყოფი გზების მხრივ: არახშირად - ნატრიუმის და წყლის შეკავება, ჰიპერკალიემია, თირკმლის ფუნქციის ლაბორატორიული ტესტების ცვლილებები (სისხლის შრატში კრეატინინის და/ან შარდოვანას დონეების მომატება); ძალიან იშვიათად - თირკმლის მწვავე უკმარისობა რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში.

ზოგადი დარღვევები და დარღვევები ინექციის ადგილზე: იშვიათად - შეშუპება, ქვედა კიდურების შეშუპების ჩათვლით.

  • ინფორმაცია სერიოზული და/ან ხშირად აღნიშნული ინდივიდუალური არასასურველი რეაქციების შესახებ:

შემოვიდა შეტყობინებები აგრანულოციტოზის ძალიან იშვიათი შემთხვევების შესახებ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად ღებულობდნენ მელოქსიკამსა და სხვა პოტენციურად მიელოტოქსიურ სამკურნალო საშუალებებს.

არასასურველი რეაქციები, რომლებიც ასოცირებულია შეყვანის გზასთან

სიმძიმის ხარისხი და ლოკალური ტოქსიკურობის რისკი იზრდება მელოქსიკამის გამოყენების ხანგრძლივობის, სიხშირისა და სადღეღამისო დოზის მატებასთან ერთად.

არასასურველი რეაქციები, რომლებიც არ არის ასოცირებული მელოქსიკამის გამოყენებასთან, მაგრამ რომლებიც ზოგადად მიღებულია როგორც დამახასიათებელი ამ კლასის სხვა ნაერთებისათვის

თირკმელების ორგანული დაზიანება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის მწვავე უკმარისობა: შემოსულია შეტყობინებები ინტერსტიციული ნეფრიტის, მწვავე ტუბულარული ნეკროზის, ნეფროზული სინდრომის და პაპილარული ნეკროზის ძალიან იშვიათი შემთხვევების შესახებ.

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს სამკურნალო საშუალებაზე ღმოაჩნდა სერიოზული არასასურველი რეაქცია ან წარმოიქმნა ახალი არასასურველი რეაქცია, რომელიც არ არის აღწერილი ამ განყოფილებაში, გთხოვთ, ინფორმაცია მიაწოდოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

დოზის გადაჭარბება

სიმპტომები

აასს-ის დოზის მწვავე გადაჭარბების სიმპტომები ჩვეულებრივ შემოიფარგლება ლეთარგიით, გაშტერებით, გულისრევით, ღებინებით და ტკივილებით ეპიგასტრიუმში, რომლებიც, როგორც წესი, შექცევადია შემანარჩუნებელი თერაპიის ჩატარების დროს. შეიძლება წარმოიქმნას კუჭ-ნაწლავური სისხლდენა. დოზის მძიმე გადაჭარბებას შეიძლება თან ახლდეს არტერიული ჰიპერტენზია, თირკმლის მწვავე უკმარისობა, ღვიძლის დისფუნქცია, სუნთქვის დათრგუნვა, კომა, კრუნჩხვები, გულ-სისხლძარღვთა კოლაფსი და გულის გაჩერება. აასს-ების თერაპიული გამოყენებისას შემოვიდა შეტყობინებები ანაფილაქტოიდური რეაქციების შესახებ, რომლებიც ასევე შეიძლება შეინიშნოს დოზის გადაჭარბებისას.

მკურნალობა

დოზის გადაჭარბების დროს უნდა იქნას გამოყენებული სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია. კლინიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ 4 გ ქოლესტირამინის პერორალური მიღებისას 3-ჯერ დღე-ღამეში, მელოქსიკამი უფრო სწრაფად გამოიყოფა.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები. ოქსიკამები. ათქ კოდი M01AC06.

მელოქსიკამი - არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება ოქსიკამების ოჯახიდან, რომელსაც გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი თვისებები. მელოქსიკამის ანთების საწინააღმდეგო აქტივობა დადასტურებულია ანთების კლასიკურ მოდელებში. მელოქსიკამის მოქმედების მექანიზმი, ისევე, როგორც სხვა აასს-ებისა, უცნობია. თუმცა, არსებობს, სულ მცირე, ერთი საერთო მოქმედების მექანიზმი ყველა აასს-ისთვის (მელოქსიკამის ჩათვლით): პროსტაგლანდინების, ანთების მედიატორების- სინთეზის დათრგუნვა.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

აბსორბცია

ნაჩვენები იყო მელოქსიკამის სუპოზიტორების ბიოექვივალენტობა კაფსულებთან. დოზის მიღების შემდეგ, მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში წონასწორულ მდგომარეობაში მიიღწევა დაახლოებით 5 საათის შემდეგ. მელოქსიკამის მაქსიმალური კონცენტრაციის მერყეობა სისხლის პლაზმაში სუპოზიტორების გამოყენებისას პერორალური ფორმების გამოყენების ანალოგიურია.

განაწილება

მელოქსიკამი კარგად უკავშირდება პლაზმის ცილებს, ძირითადად ალბუმინს (99%). მელოქსიკამი აღწევს სინოვიალურ სითხეში, აღწევს რა კონცენტრაციას, რომელიც შეესაბამება პლაზმური კონცენტრაციის დაახლოებით 50%-ს. განაწილების მოცულობა დაბალია და შეადგენს საშუალოდ 11 ლიტრს, ინდივიდუალური ვარიაციის კოეფიციენტით 30-40%.

ბიოტრანსფორმაცია

მელოქსიკამი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში. შარდში გამოვლენილია მელოქსიკამის ოთხი სხვადასხვა ფარმაკოდინამიკურად არააქტიური მეტაბოლიტი. ძირითადი მეტაბოლიტი 5'- კარბოქსიმელოქსიკამი (შეყვანილი დოზის 60%) წარმოიქმნება შუალედური მეტაბოლიტის 5'-ჰიდროქსიმეთილმელოქსიკამის დაჟანგვის შედეგად, რომელიც ასევე გამოიყოფა, მაგრამ უფრო მცირე რაოდენობით (შეყვანილი დოზის 9%). In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ CYP2C9 მნიშვნელოვან როლს თამაშობს მოცემულ მეტაბოლურ ტრანსფორმაციაში და CYP3A4 იზოფერმენტს დამატებითი მნიშვნელობა აქვს. პეროქსიდაზას აქტივობა პაციენტის სხეულში, სავარაუდოდ, განაპირობებს ორი სხვა მეტაბოლიტის გამოჩენას, რომლებზეც მოდის შეყვანილი დოზის შესაბამისად 16% და 4%.

გამოყოფა

მელოქსიკამი გამოიყოფა ძირითადად მეტაბოლიტების სახით, თანაბრად განავალთან და შარდთან ერთად. დოზის 5%-ზე ნაკლები გამოიყოფა უცვლელი სახით განავლით, შარდში უცვლელი სახით პრეპარატი გვხვდება მხოლოდ ნარჩენი რაოდენობით. ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი შეადგენს დაახლოებით 20 საათს. მთლიანი პლაზმური კლირენსი შეადგენს დაახლოებით 8 მლ/წთ.

ხაზოვანობა/არახაზოვანობა

7,5-15 მგ დოზის დიაპაზონში პერორალური ან ინტრამუსკულური გამოყენების დროს მელოქსიკამს აქვს ხაზოვანი ფარმაკოკინეტიკა.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები

პაციენტები თირკმლის/ღვიძლის უკმარისობით

მელოქსიკამის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები მნიშვნელოვნად არ იცვლება პაციენტებში თირკმლის უკმარისობით ან ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობით.

თირკმელების უკმარისობის ტერმინალური სტადიის მქონე პაციენტებში განაწილების მოცულობის ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის პლაზმაში თავისუფალი მელოქსიკამის კონცენტრაციის მატება, ამიტომ ასეთ პაციენტებში პრეპარატის სადღღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 7,5 მგ. ამ პაციენტებმა არ უნდა გამოიყენონ პრეპარატი ლოქსიდოლი რექტალური სუპოზიტორების სახით, რომელიც შეიცავს 15 მგ მელოქსიკამს; რეკომენდებულია მელოქსიკამის გამოყენება შესაფერის დოზებში.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები

ხანდაზმული ასაკის პაციენტებში საშუალო პლაზმური კლირენსი წონასწორულ მდგომარეობაში იყო უფრო დაბალი, ვიდრე ახალგაზრდა პაციენტებში.

ვარგისობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

განსაკუთრებული მითითებები შენახვისას

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

შეფუთვის ტიპი და შიგთავსი

რექტალური სუპოზიტორები.

3 სუპოზიტორია სტრიპში. 2 სტრიპი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

5 სუპოზიტორია სტრიპში. 1 ან 2 სტრიპი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

6 სუპოზიტორია სტრიპში. 1 სტრიპი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

განსაკუთრებული ზომები უტილიზაციისა და სხვა სამუშაოების შესრულებისას

არ არის განსაკუთრებული მოთხოვნები.

აფთიაქებიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

წარმოებულია

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.-ს მიერ“, თურქეთი

(15 თემუზ მახ. ჯამი იოლუ ჯად. #50 გიუნეშლი ბაგჯილარ/სტამბოლი)

“WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. А.Ş.”, TURKEY

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა