მელორემი
Melorem
მელორემი შეიცავს აქტიურ ნივთიერება მელოქსიკამს. მელოქსიკამი მიეკუთვნება ანთებისსაწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების (აასს) ჯგუფს, რომელიც გამოიყენება სახსრების და კუნთების ანთების და ტკივილის შემცირებისთვის. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- მელოქსიკამი (meloxicam)
- ფორმა და შეფუთვა
- 15მგ ტაბლეტი №30
- მწარმოებელი
- Remedica Ltd, კვიპროსი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, ოქსიკამები
- ATC კოდი
- M01AC06
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-022376
- რეგისტრირებულია
- 23 მაისი 2017, მოქმედებს 23 მაისი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- ლევან დავითაშვილი
- GMP
- -
მელორემი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
მელორემი შეიცავს აქტიურ ნივთიერება მელოქსიკამს. მელოქსიკამი მიეკუთვნება ანთებისსაწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების (აასს) ჯგუფს, რომელიც გამოიყენება სახსრების და კუნთების ანთების და ტკივილის შემცირებისთვის. მელორემი გამოიყენება შემდეგისთვის:
ოსტეოართრიტის გამწვავების ხანმოკლე მკურნალობა
ხანგრძლივი მკურნალობა
რევმატოიდული ართრიტი
მაანკილოზებელი სპონდილიტი (აგრეთვე ცნობილი, როგორც ბეხტერევის დაავადება).
მიღების წესი და დოზირება
მედიკამენტი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულებით. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული დოზაა;
ოსტეოართრიტის გამწვავება:
- 5მგ დღეში ერთხელ. დოზა შეიძლება გაიზარდოს დღეშ 15მგ-მდე.
რევმატოიდული ართრიტი:
15მგ დღეში ერთხელ. დოზა შეიძლება შემცირდეს დღეში 7.5მგ-მდე.
მაანკილოზებელი სპონდილიტი:
15მგ დღეში. შეიძლება შემცირდეს დღეში 7.5მგ-მდე.
არ გადააჭარბოთ მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზას-15მგ-ს დღეში.
თუ გეხებათ რომელიმე მოვლენა, რომელიც ჩამოთვლილია პარაგრაფში „გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები“, ექიმმა შეიძლება დოზა დღეში 7.5მგ-მდე შეზღუდოს.
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
მელორემი არ უნდა გამოიყენონ 16 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.
თუ ფიქრობთ, რომ მელორემის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, ან რამდენიმე დღის შემდეგ გაუმჯობესებას არ გრძნობთ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს წყალთან ან სხვა სასმელთან ერთად ჭამის დროს.
მელორემი 7.5მგ თხელი გარსით დაფარული ტაბლეტები: ნაპრალის ხაზი არსებობს გატეხვის გაადვილებისთვის თუ გიჭირთ მთელი ტაბლეტის გადაყლაპვა.
მელორემი 15მგ თხელი გარსით დაფარული ტაბლეტები: ტაბლეტის გაყოფა შეიძლება ორ თანაბარ დოზად.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი მელორემი
თუ მიიღეთ ჭარბი რაოდენობით ტაბლეტი ან დოზის გადაჭარბებას ეჭვობთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს.
აასს-ს დოზის მწვავე გადაჭარბების შემდეგ აღინიშნება შემდეგი სიმპტომები:
ენერგიის ნაკლებობა (ლეთარგია)
ძილიანობა
ავადობის შეგრძნება (გულისრევა) ან თვითგრძნობის გაუარესება (ღებინება)
ტკივილი კუჭის არეში (ეპიგასტრალური ტკივილი)
ეს სიმპტომები ჩვეულებრივ უმჯობესდება, როდესაც მელორემის მიღებას წყვეტთ. შეიძლება აღინიშნოს კუჭიდან ან ნაწლავიდან სისხლდენა (გასტროინტესტინური სისხლდენა).
მწვავე მოწამვლამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული წამლისმიერი რეაქციები (იხ. პარაგრაფი 4):
სისხლის მაღალი წნევა (ჰიპერტენზია)
თირკმლის მწვავე (რენალური) უკმარისობა
ღვიძლის (ჰეპატური) დისფუნქცია
სუნთქვის შესუსტება/ზედაპირულობა ან შეჩერება (რესპირატორული დეპრესია)
ცნობიერების დაკარგვა (კომა)
კრუნჩხვები (კონვულსიები)
სისხლის მიმოქცევის კოლაფსი (კარდიოვასკულური კოლაფსი)
გულის გაჩერება (კარდიალური გაჩერება)
დაუყოვნებელი ალერგიული (მომატებული მგრძნობელობის) რეაქციები შემდეგის ჩათვლით:
გულის წასვლა
სუნთქვის უკმარისობა
კანის რეაქციები
თუ დაგავიწყდათ მელორემის მიღება
ორმაგი დოზა არ მიიღოთ გამოტოვებულის კომპენსაციისთვის. შემდეგი დოზა მიიღეთ ჩვეულებრივ დროს. მედიკამენტის შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
თუ ალერგიული ხართ მელოქსიკამის ან მედიკამენტის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პარაგრაფში).
თუ ალერგიული ხართ (გაქვთ მომატებული მგრძნობელობა) ასპირინის ან ანთებისსაწინააღმდეგო სხვა მედიკამენტის (აასს) მიმართ.
ორსულიბის ბოლო სამი თვის განმავლობაში
16 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში
თუ ასპირინის ან სხვა აასს-ს მიღების შემდეგ განვითარდა რომელიმე შემდეგი ნიშანი:
ქოშინი, გულმკერდში მოჭერის შეგრძნება (ასთმა)
ცხვირის დაცობა შიგნითა მხარის შეშუპების გამო (ნაზალური პოლიპები)
კანის გამონაყარი/ჭინჭრის ციება (ურტიკარია)
კანის ან ლორწოვანის უეცარი შეშუპება როგორიცაა თვალების, სახის, ტუჩების, პირის ან ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება (ანგიონევროზული შეშუპება).
აასს-თი წინა მკურნალობა და ანამნეზში:
კუჭიდან ან ნაწლავიდან სისხლდენა
კუჭის ან ნაწლავის პერფორაცია
ბოლო დროს განვითარებული ან ანამნეზში არსებული კუჭის ან პეპტიური წყლულები ან სისხლდენა (დაწყლულება და სისხლდენა მინიმუმ ორჯერ).
ღვიძლის მწვავედ დაზიანებული ფუნქცია
თირკმლის მწვავე უკმარისობა, არადიალიზებული
თავის ტვინში ბოლო დროს განვითარებული სისხლდენა (ცერებროვასკულური სისხლდენა)
ნებისმიერი ტიპის სისხლდენა
გულის მწვავე უკმარისობა
ზოგიერთი შაქრის აუტანლობა რადგან ეს პროდუქტი შეიცავს ლაქტოზას (იხ. აგრეთვე „მელორემი შეიცავს ლაქტოზას“).
თუ დარწმუნებული არ ხართ, ზემოაღნიშნული გეხებათ თუ არა, მიმართეთ ექიმს.
სიფრთხილის ზომები
მელორემის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. მედიკამენტები, როგორიცაა მელორემი, შეიძლება დაკავშირებული იყოს გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტი) ან ინსულტის (აპოპლექსია) მცირე რისკთან. ნებისმიერი რისკი უფრო მოსალოდნელია მაღალი დოზების და ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში. არ მიიღოთ რეკომენდებულზე მაღალი დოზა. არ მიიღოთ მელორემი დანიშნულზე ხანგრძლივად (იხ. პარაგრაფი 3 „როგორ მიიღება მელორემი“).
თუ გაქვთ გულის პრობლემები, ადრე გქონდათ ინსულტი ან ფიქრობთ, რომ ამ მდგომარეობების რისკის ქვეშ ხართ, მკურნალობა უნდა განიხილოთ ექიმთან ან ფარმაცევტთან ერთად. მაგალითად თუ:
გაქვთ მაღალი წნევა (ჰიპერტენზია)
გაქვთ სისხლში შაქრის მაღალი დონე (შაქრიანი დიაბეტი)
გაქვთ სისხლში ქოლესტეროლის მაღალი დონე (ჰიპერქოლესტეროლემია)
ხართ მწეველი.
მელორემით მკურნალობა დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მას შემდეგ, რაც შენიშნავთ სისხლდენას (იწვევს კუპრისფერ განავალს) ან საჭმლის მომნელებელი ტრაქტის წყლულებს (იწვევს მუცლის ტკივილს).
პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში კანის გამონაყარი (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიური ეპიდერმალური ნეკროლიზი) აღწერილია მელოქსიკამის გამოყენებისას, თავიდან ჩანს როგორც წითელი, სამიზნის მსგავსი ლაქები ან ცირკულარული ბილიკები, ხშირად ღეროზე ცენტრალური ბლისტერებით. დამატებითი საძიებელი ნიშნები მოიცავს პირის ღრუს, ყელის, ცხვირის, გენიტალიების წყლულებს და კონიუნქტივიტს (თვალების სიწითლე და შეშუპება). ამ პოტენციურად სიცოცხლისთვის სახიფათო გამონაყარს ხშირად ახლავს გრიპის მსგავსი სიმპტომები. გამონაყარი შეიძლება პროგრესირდეს და გამოიწვიოს კანზე გავრცელებული ბლისტერები ან აქერცვლა.
კანის სერიოზული რეაქციების რისკი ყველაზე მაღალია მკურნალობის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში. თუ მელორემის გამოყენებისას აღგენიშნებათ სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიური ეპიდერმალური ნეკროლიზი, მისი ხელახლა მიღება არასდროს არ უნდა დაიწყოთ.
თუ აღგენიშნებათ გამონაყარი ან კანის ეს სიმპტომები, შეწყვიტეთ მელორემის მიღება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს და უთხარით, რომ ამ პრეპარატს იღებთ.
მელორემი შესაბამისი არ არის თუ საჭიროებთ მწვავე ტკივილის სწრაფ მოხსნას.
მელორემმა შეიძლება შენიღბოს ინფექციის სიმპტომები (მაგ. ცხელება). თუ ფიქრობთ რომ შეიძლება ინფექცია გქონდეთ, უნდა მიმართოთ ექიმს.
რადგან აუცილებელი იქნება მკურნალობის შეცვლა, მნიშვნელოვანია ექიმს რჩევა ჰკითხოთ მელორემის მიღებამდე შემდეგ შემთხვევებში:
ანამნეზში საყლაპავის ანთება (ეზოფაგიტი), კუჭის ანთება (გასტრიტი) ან საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სხვა დაავადებები მაგ. კრონის დაავადება ან წყლულოვანი კოლიტი.
სისხლის მაღალი წნევა (ჰიპერტენზია)
ხანდაზმული ასაკი
გულის, ღვიძლის ან თირკმლის დაავადება
სისხლში შაქრის მაღალი დონე (შაქრიანი დიაბეტი).
სისხლის მოცულობის შემცირება (ჰიპოვოლემია) რაც შეიძლება განვითარდეს, თუ გაქვთ სისხლის სერიოზული დანაკარგი ან დამწვრობა, ჩატარებული გაქვთ ოპერაცია და იღებთ მცირე რაოდენობით სითხეს.
ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, რაც დიაგნოსტირებულია ექიმის მიერ, რადგან ეს პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას.
სისხლში ექიმის მიერ დიაგნოსტირებული კალიუმის მაღალი დონე. ექიმს დაჭირდება მკურნალობის დროს თქვენი პროგრესის მონიტორინგი.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ბოლო პერიოდში მიღებული გაქვთ ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები, რადგან მელორემმა შეიძლება იმოქმედოს მათზე ან პირიქით. განსაკუთრებით, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ/მიღებული გაქვთ ან აპირებთ შემდეგი საშუალებების მიღებას:
სხვა აასს
მედიკამენტები, რომლებიც ხელს უშლის სისხლის შედედებას
მედიკამენტები, რომლებიც შლიან სისხლის თრომბებს (თრომბოლიზური საშუალებები)
გულის და თირკმლის დაავადებების სამკურნალო საშუალებები
კორტიკოსტეროიდები (გამოიყენება ანთების ან ალერგიული რეაქციების სამკურნალოდ)
ციკლოსპორინი-გამოიყენება ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ ან კანის მწვავე რეაქციებისას, რევმატოიდული ართრიტის ან ნეფროზული სინდრომისას.
ნებისმიერი დიურეზული მედიკამენტი („შარდმდენი ტაბლეტები“). ექიმი შეიძლება დააკვირდეს თირკმლის ფუნქციას, თუ დიურეზულ საშუალებებს იღებთ.
სისხლის მაღალი წნევის სამკურნალო მედიკამენტები (მაგ. ბეტა-ბლოკერები)
ლითიუმი-გამოიყენება მენტალური დარღვევების დროს
სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (SSRIs) – გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ
მეთოტრექსატი-გამოიყენება სიმსივნის ან კანის მწვავე უკონტროლო მდგომარეობების და რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ.
ქოლესტირამინი-გამოიყენება ქოლესტეროლის დონის დასაქვეითებლად.
თუ ქალი ხართ და იყენებთ საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპტულ საშუალებას (IUD), რომელიც ჩვეულებრივ ცნობილია როგორც სპირალი.
ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ორსულად ხართ ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ორსულობას ეჭვობთ ან გეგმავთ, ამ მადიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა:
თუ მელორემის მიღებისას დადგინდება ორსულობა, ამის შესახებ უნდა ეცნობოს ექიმს.
ორსულობის პირველი 6 თვის განმავლობაში ექიმმა შეიძლება ეს სამედიცინო პროდუქტი აუცილებლობისას დანიშნოს.
ორსულობის ბოლო სამი თვის განმავლობაში ეს პროდუქტი არ გამოიყენოთ, რადგან მელორემს შეიძლება სერიოზული ეფექტი ჰქონდეს ბავშვებზე, განსაკუთრებით აღსანიშნავია კარდიოპულმონალური და თირკმლის ეფექტები მხოლოდ ერთი მიღების შემთხვევაშიც კი.
ძუძუთი კვება:
ძუძუთი კვების დროს ეს პრეპარატი რეკომენდებული არ არის.
ამ მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ფერტილობა:
მელორემმა შეიძლება გაართულოს დაორსულება. ექიმს უნდა აცნობოთ თუ ორსულობას გეგმავთ ან თუ დაორსულების პრობლემა გაქვთ.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ამ პროდუქტის მიღებისას შეიძლება განვითარდეს ვიზუალური დარღვევები მხედველობის დაბინდვის ჩათვლით, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ვერტიგო ან ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა დარღვევები. ამ შემთხვევაში თავი შეიკავეთ ავტომობილის მართვის ან მექანიზმების გამოყენებისგან.
მელორემი შეიცავს ლაქტოზას
თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამედიცინო პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა მედიკამენტმა, ამ საშუალებამაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
შეწყვიტეთ მელორემის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს, თუ შენიშნავთ შემდეგს:
ნებისმიერი ალერგიული (მომატებული მგრძნობელობის) რეაქცია, რომელიც შეიძლება შემდეგი სახით გამოვლინდეს:
კანის რეაქციები, როგორიცაა ქავილი ([პრურიტუსი), კანის ბუშტუკები ან აქერცვლა, რაც შეიძლება იყოს პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში გამონაყარი (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი), რბილი ქსოვილების დაზიანება (ლორწოვანის დაზიანება) ან მულტიფორმული ერითემა (იხ. პარაგრაფი 2). მულტიფორმული ერითემა არის კანის სერიოზული ალერგიული რეაქცია რაც იწვევს ლაქებს, წითელ კვალს ან იასამნისფერ ან ბუშტუკებიან ადგილებს. აგრეთვე შეიძლება იმოქმედოს პირის ღრუზე, თვალებზე და ორგანიზმის სხვა ზედაპირზე.
კანის და ლორწოვანის შეშუპება, როგორიცაა თვალების, სახის, ტუჩების, პირის ან ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება, ტერფების ან ფეხების შეშუპება (ქვემო კიდურების შეშუპება).
სუნთქვის უკმარისობა ან ასთმის შეტევა
ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი). ამან შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომები როგორიცაა:
კანის ან სკლერების გაყვითლება (სიყვითლე)
მუცლის ტკივილი
მადის დაკარგვა
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გვერდითი ეფექტები, განსაკუთრებით:
სისხლდენა (იწვევს კუპრისფერ განავალს).
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაწყლულება (იწვევს მუცლის ტკივილს). საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან სისხლდენა (გასტროინტესტინური სისხლდენა), წყლულების წარმოქმნა ან საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ფისტულები (პერფორაცია) ზოგჯერ შეიძლება მწვავე ან პოტენციურად ფატალური იყოს, განსაკუთრებით ხანდაზმულებში.
თუ ადრე გქონდათ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სიმპტომები აასს-ს ხანგრძლივი გამოყენების გამო, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, განსაკუთრებით თუ ხანდაზმული ხართ. ექიმი შეიძლება დააკვირდეს პროგრესს მკურნალობის დროს.
მხედველობის დარღვევის შემთხვევაში თავი შეიკავეთ ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობისგან.
არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალების (აასს) ზოგიერთი გვერდითი ეფექტი.
ზოგიერთი არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო მედიკამენტის (აასს) გამოყენება შეიძლება დაკავშირებული იყოს არტერიული სისხლძარღვების ოკლუზიის რისკის მცირედ მომატებასთან (არტერიული თრომბოზული მოვლენები), მაგ. გულის შეტევასთან (მიოკარდიუმის ინფარქტი) ან ინსულტთან (აპოპლექსია), განსაკუთრებით მაღალი დოზის ხანგრძლივად გამოყენებისას.
არასტეროიდული ანთებსისაწინააღმდეოგ მედიკამენტების (აასს) ზოგადი გვერდით ეფექტები.
ზოგიერთ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალების (აასს) გამოყენება შეიძლება დაკავშირებული იყოს არტერიული სისხლძარღვების ოკლუზიის რისკის მცირედ მომატებასთან (არტერიული თრომბოზული მოვლენები), მაგ გულის შეტევასთან (მიოკარდიუმის ინფარქტი) ან ინსულტთან (აპოპლექსია) განსაკუთრებით მაღალი დოზის ხანგრძლივად გამოყენებისას.
სითხის შეკავება (ედემა), სისხლის მაღალი წნევა (ჰიპერტენზია) და გულის უკმარისობა (კარდიალური უკმარისობა) აღწერილია აასს-თი მკურნალობისას.
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის (გასტროინტესტინური მოვლენები)
ყველაზე ხშირად აღწერილი გვერდითი ეფექტები:
კუჭის და წვრილი ნაწლავის ზედა ნაწილის წყლულები (პეპტიური/გასტროდუოდენური წყლულები):
ხვრელი ნაწლავის კედელში (პერფორაცია) ან სისხლდენა საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან (ზოგჯერ ფატალური, განსაკუთრებით ხანდაზმულებში).
აასს-ს მიღებისას აღწერილია შემდეგი გვერდითი ეფექტები:
ავადობის შეგრძნება (გულისრევა) ან თვითგრძნობის გაუარესება (ღებინება)
თხევადი განავალი (დიარეა)
შებერილობა
ყაბზობა
საჭმლის მონელების დარღვევა (დისპეფსია)
მუცლის ტკივილი
კუპრისფერი განავალი საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან სისხლდენის გამო (მელენა)
სისხლიანი ღებინება (ჰემატემეზი)
ანთება პირის ღრუში წყლულების წარმოქმნით (წყლულოვანი სტომატიტი)
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ანთების გაუარესება (კოლიტის ან კრონის დაავადების გამწვავება).
ნაკლებად ხშირად აღწერილია კუჭის ანთება (გასტრიტი).
მელორემის აქტიური ნივთიერების-მელოქსიკამის გვერდითი ეფექტები
ძალიან ხშირი: შეიძლება განვითარდეს 10-იდან 1-ზე მეტ შემთხვევაში
გასტროინტესტინური გვერდითი მოვლენები, როგორიცაა საჭმლის მონელების დარღვევა (დისპეფსია), ავადობის შეგრძნება (გულისრევა), თვითგრძნობის გაუარესება (ღებინება), მუცლის ტკივილი, ყაბზობა, შებერილობა, თხიერი განავალი (დიარეა).
ხშირი: შეიძლება განვითარდეს 10-იდან 1 შემთხვევაში
თავის ტკივილი
ნაკლებად ხშირი: შეიძლება განვითარდეს 100-იდან 1 შემთხვევაში
თავბრუსხვევა (თავში სიმსუბუქის შეგრძნება)
თავბრუსხვევის ან ტრიალის შეგრძნება (ვერტიგო)
სომნოლენცია (ძილიანობა)
ანემია (სისხლის წითელი უჯრედების პიგმენტის ჰემოგლობინის კონცენტრაციის შემცირება)
სისხლის წნევის მომატება (ჰიპერტენზია)
ალები (სახის და კისრის დროებითი სიწითლე)
ნატრიუმის და წყლის შეკავება
კალიუმის დონის მომატება (ჰიპერკალიემია). ამან შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები როგორიცაა:
გულისცემის ცვლილება (არითმია)
პალპიტაცია (გულისცემის გახშირება)
კუნთების სისუსტე
ბოყინი
კუჭის ანთება (გასტრიტი)
სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან
პირის ღრუს ანთება (სტომატიტი)
დაუყოვნებელი ალერგიული (მომატებული მგრძნობელობის) რეაქციები.
ქავილი (პრურიტუსი)
კანის გამონაყარი
სითხის შეკავებით გამოწვეული შეშუპება (ედემა), ტერფების/ფეხების შეშუპების ჩათვლით (ქვემო კიდურების შეშუპება).
კანის ან ლორწოვანი გარსის უეცარი შეშუპება, როგორიცაა თვალების ირგვლივ, სახის, ტუჩების, პირის ან ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება (ანგიონევროზული შეშუპება).
ღვიძლის ფუნქციური ტესტების მომენტალური დარღვევა (მაგ. ღვიძლის ენზიმების მომატება როგორიცაა ტრანსამინაზები ან ნაღვლის პიგმენტი ბილირუბინი). ექიმი ამას აღმოაჩენს სისხლის ტესტებში.
ლაბორატორიული ტესტების დარღვევა, რომელიც იკვლევს თირკმლის ფუნქციას (მაგ. კრეატინინის ან შარდოვანას მომატება).
იშვიათი: შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1 შემთხვევაში
ხასიათის ცვლილება
კოშმარები
სისხლის ანომალური რაოდენობა შემდეგის ჩათვლით:
სისხლის დიფერენციალური ანომალური რაოდენობა
სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება (ლეიკოპენია)
თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება (თრომბოციტოპენია).
გვერდითი ეფექტები შეიძლება იწვევდეს ინფექციების რისკის ზრდას და სიმპტომებს, როგორიცაა სისხლჩაქცევები ან ცხვირიდან სისხლდენა.
ყურებში შუილი (ტინიტუსი)
გულისცემის შეგრძნება (პალპიტაციები)
კუჭის ან წვრილი ნაწლავის ზედა ნაწილის წყლულები (პეპტიური/გასტროდუოდენური წყლულები).
საყლაპავის ანთება (ეზოფაგიტი)
ასთმის შეტევა (აღინიშნება იმ პირებში, რომლებიც ალერგიული არიან ასპირინის ან სხვა აასს-ს მიმართ)
კანის მწვავე ბუშტუკები ან პილინგი (სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიური ეპიდერმალური ნეკროლიზი)
ჭინჭრის ციება (ურტიკარია)
მხედველობის დარღვევები შემდეგის ჩათვლით:
მხედველობის დაბინდვა
კონიუნქტივიტი (თვალის სკლერის ან ქუთუთოების ანთება)
მსხვილი ნაწლავის ანთება (კოლიტი).
ძალიან იშვიათი: შეიძლება განვითარდეს 10,000-დან 1 შემთხვევაში
კანის ბლისტერების რეაქციები (ბულოზური რეაქციები) და მრავალფორმული ერითემა. მრავალფორმული ერითემა არის კანის სერიოზული ალერგიული რეაქცია, რაც იწვევს ლაქებს, წვრილ კვალს ან იასამნისფერ ან ბლისტერულ ადგილებს. შეიძლება იმოქმედოს პირის ღრუზე, თვალებზე და ორგანიზმის სხვა ზედაპირებზე.

კანის და სკლერების სიყვითლე (სიყვითლე)
მუცლის ტკივილი
მადის დაკარგვა
თირკმლის მწვავე უკმარისობა (რენალური უკმარისობა) გარკვეულ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გულის დაავადება, დიაბეტი ან თირკმლის დაავადება.
ნაწლავის კედელში ნახვრეტის წარმოქმნა (პერფორაცია)
უცნობია: სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით
კონფუზია
დეზორიენტაცია
სუნთქვის უკმარისობა და კანის რეაქციები (ანაფილაქსია/ანაფილაქტოიდური რეაქციები), გამონაყარი, რაც გამოწვეულია მზეზე ექსპოზიციით (ფოტოსენსიტიურობის რეაქციები).
გულის უკმარისობა (კარდიული უკმარისობა) აღწერილია აასს-თი მკურნალობის დროს.
სისხლის თეთრი უჯრედების სპეციფიური ტიპის სრული დაკარგვა (აგრანულოციტოზი), განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებიც მელორემს იღებენ სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებსაც გააჩნიათ ძვლის ტვინის მაინჰიბირებელი, დამთრგუნველი ან დესტრუქციული კომპონენტი (მიელოტოქსიური პრეპარატები) ამან შეიძლება გამოიწივიოს:
უეცარი ცხელება
ყელის ტკივილი
ინფექციები
გვერდითი ეფექტები, რომლებიც გამოწვეულია ანთებისსაწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებით (აასს) მაგრამ ნანახი არ არის მელოქსიკამის მიღების შემდეგ.
თირკმლის სტრუქტურის ცვლილებები, რომლებიც იწვევს თირკმლის მწვავე უკმარისობას.
თირკმლის ანთების ძალიან იშვიათი შემთხვევები (ინტერსტიციული ნეფრიტი)
თირკმლის ზოგიერთი უჯრედის სიკვდილი (მწვავე მილაკოვანი ან პაპილარული ნეკროზი)
შარდში ცილა (ნეფროზული სინდრომი პროტეინურიით).
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
გვერდითი ეფექტების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც ამ ინსტრუქციაში ჩამოთვლილი არ არის. გვერდითი ეფექტების შეტყობინება უშუალოდაც შეგიძლიათ (დეტალები იხ. ქვემოთ). გვერდითი ეფექტების შეტყობინებით ხელს შეუწყობთ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას.
კვიპროსი
ფარმაცევტული სამსახური
ჯანდაცვის სამინისტრო
CY-1475 ნიქოზია
ფაქსი: +357 22608649
ვებ-გვერდი: www.moh.gov.cy/phs
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებაა მელოქსიკამი
მელორემი 7.5მგ ტაბლეტები: ყოველი ტაბლეტი შეიცავს 7.5მგ მელოქსიკამს.
მელორემი 15მგ ტაბლეტები: ყოველი ტაბლეტი შეიცავს 15მგ მელოქსიკამს.
სხვა ინგრედიენტებია მიკროკრისტალური ცელულოზა, პრეჟელატინიზებული სახამებელი, ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის ციტრატი, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი და მაგნიუმი სტეარატი.
მელორემის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა
მელორემი 7.5მგ ტაბლეტები: ღია ყვითელი, მრგვალი, ბრტყელი ტაბლეტები, ნაპრალი ერთ მხარეს.
მელორემი 15მგ ტაბლეტი: ღია ყვითელი, მრგვალი, ბრტყელი ტაბლეტები, ნაპრალი ერთ მხარეს.
შეფუთვის ზომა
პვქ-პვდქ/ალუმინის ბლისტერები. შეფუთვის ზომა 10, 20 ,30, 50,100 და 1000 ტაბლეტი
ბაზარზე შეიძლება არ იყოს ყველა ზომის შეფუთვა.
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი
შ.პ.ს. რემედიკა
აჰარნონის ქუჩა, ლიმასოლის ინდუსტრიული ზონა.
3056 ლიმასოლი, კვიპროსი
ინსტრუქციის ბოლო რევიზიის თარიღია 03/2016
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
შენახვის პირობები
მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მედიკამენტი არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე შეფუთვის მარკირებაზე ‘EXP’ -ის შემდეგ.
ვარგისიანობის ვადა ეხება თვის ბოლო დღეს.
ინახება 25 °C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. სინათლისგან და ნესტისგან დაცულ ადგილას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის
მელორემი 7.5მგ ტაბლეტები
მელორემი 15მგ ტაბლეტები
მელოქსიკამი
ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს მედიკამენტი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ გადასცეთ იგი სხვებს. ეს შეიძლება მათთვის საზიანო იყოს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენსას ჰგავს.
თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი მწვავდება, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს იმ შესაძლო გვერდით ეფექტებსაც, რომლებიც ამ ინსტრუქციაში ჩამოთვლილი არ არის. იხ. პარაგრაფი 4.
რა არის მოცემული ინსტრუქციაში
რა არის მელორემი და რისთვის გამოიყენება
რა უნდა იცოდეთ მელორემის მიღებამდე
როგორ მიიღება მელორემი
შესაძლო გვერდითი ეფექტები
როგორ ინახება მელორემი
შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
- რა არის მელორემი და რისთვის გამოიყენება
მელორემი შეიცავს აქტიურ ნივთიერება მელოქსიკამს. მელოქსიკამი მიეკუთვნება ანთებისსაწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების (აასს) ჯგუფს, რომელიც გამოიყენება სახსრების და კუნთების ანთების და ტკივილის შემცირებისთვის. მელორემი გამოიყენება შემდეგისთვის:
ოსტეოართრიტის გამწვავების ხანმოკლე მკურნალობა
ხანგრძლივი მკურნალობა
რევმატოიდული ართრიტი
მაანკილოზებელი სპონდილიტი (აგრეთვე ცნობილი, როგორც ბეხტერევის დაავადება).
- რა უნდა იცოდეთ მელორემის მიღებამდე
არ მიიღოთ მელორემი
თუ ალერგიული ხართ მელოქსიკამის ან მედიკამენტის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პარაგრაფში).
თუ ალერგიული ხართ (გაქვთ მომატებული მგრძნობელობა) ასპირინის ან ანთებისსაწინააღმდეგო სხვა მედიკამენტის (აასს) მიმართ.
ორსულიბის ბოლო სამი თვის განმავლობაში
16 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში
თუ ასპირინის ან სხვა აასს-ს მიღების შემდეგ განვითარდა რომელიმე შემდეგი ნიშანი:
ქოშინი, გულმკერდში მოჭერის შეგრძნება (ასთმა)
ცხვირის დაცობა შიგნითა მხარის შეშუპების გამო (ნაზალური პოლიპები)
კანის გამონაყარი/ჭინჭრის ციება (ურტიკარია)
კანის ან ლორწოვანის უეცარი შეშუპება როგორიცაა თვალების, სახის, ტუჩების, პირის ან ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება (ანგიონევროზული შეშუპება).
აასს-თი წინა მკურნალობა და ანამნეზში:
კუჭიდან ან ნაწლავიდან სისხლდენა
კუჭის ან ნაწლავის პერფორაცია
ბოლო დროს განვითარებული ან ანამნეზში არსებული კუჭის ან პეპტიური წყლულები ან სისხლდენა (დაწყლულება და სისხლდენა მინიმუმ ორჯერ).
ღვიძლის მწვავედ დაზიანებული ფუნქცია
თირკმლის მწვავე უკმარისობა, არადიალიზებული
თავის ტვინში ბოლო დროს განვითარებული სისხლდენა (ცერებროვასკულური სისხლდენა)
ნებისმიერი ტიპის სისხლდენა
გულის მწვავე უკმარისობა
ზოგიერთი შაქრის აუტანლობა რადგან ეს პროდუქტი შეიცავს ლაქტოზას (იხ. აგრეთვე „მელორემი შეიცავს ლაქტოზას“).
თუ დარწმუნებული არ ხართ, ზემოაღნიშნული გეხებათ თუ არა, მიმართეთ ექიმს.
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
მელორემის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. მედიკამენტები, როგორიცაა მელორემი, შეიძლება დაკავშირებული იყოს გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტი) ან ინსულტის (აპოპლექსია) მცირე რისკთან. ნებისმიერი რისკი უფრო მოსალოდნელია მაღალი დოზების და ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში. არ მიიღოთ რეკომენდებულზე მაღალი დოზა. არ მიიღოთ მელორემი დანიშნულზე ხანგრძლივად (იხ. პარაგრაფი 3 „როგორ მიიღება მელორემი“).
თუ გაქვთ გულის პრობლემები, ადრე გქონდათ ინსულტი ან ფიქრობთ, რომ ამ მდგომარეობების რისკის ქვეშ ხართ, მკურნალობა უნდა განიხილოთ ექიმთან ან ფარმაცევტთან ერთად. მაგალითად თუ:
გაქვთ მაღალი წნევა (ჰიპერტენზია)
გაქვთ სისხლში შაქრის მაღალი დონე (შაქრიანი დიაბეტი)
გაქვთ სისხლში ქოლესტეროლის მაღალი დონე (ჰიპერქოლესტეროლემია)
ხართ მწეველი.
მელორემით მკურნალობა დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მას შემდეგ, რაც შენიშნავთ სისხლდენას (იწვევს კუპრისფერ განავალს) ან საჭმლის მომნელებელი ტრაქტის წყლულებს (იწვევს მუცლის ტკივილს).
პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში კანის გამონაყარი (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიური ეპიდერმალური ნეკროლიზი) აღწერილია მელოქსიკამის გამოყენებისას, თავიდან ჩანს როგორც წითელი, სამიზნის მსგავსი ლაქები ან ცირკულარული ბილიკები, ხშირად ღეროზე ცენტრალური ბლისტერებით. დამატებითი საძიებელი ნიშნები მოიცავს პირის ღრუს, ყელის, ცხვირის, გენიტალიების წყლულებს და კონიუნქტივიტს (თვალების სიწითლე და შეშუპება). ამ პოტენციურად სიცოცხლისთვის სახიფათო გამონაყარს ხშირად ახლავს გრიპის მსგავსი სიმპტომები. გამონაყარი შეიძლება პროგრესირდეს და გამოიწვიოს კანზე გავრცელებული ბლისტერები ან აქერცვლა.
კანის სერიოზული რეაქციების რისკი ყველაზე მაღალია მკურნალობის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში. თუ მელორემის გამოყენებისას აღგენიშნებათ სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიური ეპიდერმალური ნეკროლიზი, მისი ხელახლა მიღება არასდროს არ უნდა დაიწყოთ.
თუ აღგენიშნებათ გამონაყარი ან კანის ეს სიმპტომები, შეწყვიტეთ მელორემის მიღება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს და უთხარით, რომ ამ პრეპარატს იღებთ.
მელორემი შესაბამისი არ არის თუ საჭიროებთ მწვავე ტკივილის სწრაფ მოხსნას.
მელორემმა შეიძლება შენიღბოს ინფექციის სიმპტომები (მაგ. ცხელება). თუ ფიქრობთ რომ შეიძლება ინფექცია გქონდეთ, უნდა მიმართოთ ექიმს.
რადგან აუცილებელი იქნება მკურნალობის შეცვლა, მნიშვნელოვანია ექიმს რჩევა ჰკითხოთ მელორემის მიღებამდე შემდეგ შემთხვევებში:
ანამნეზში საყლაპავის ანთება (ეზოფაგიტი), კუჭის ანთება (გასტრიტი) ან საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სხვა დაავადებები მაგ. კრონის დაავადება ან წყლულოვანი კოლიტი.
სისხლის მაღალი წნევა (ჰიპერტენზია)
ხანდაზმული ასაკი
გულის, ღვიძლის ან თირკმლის დაავადება
სისხლში შაქრის მაღალი დონე (შაქრიანი დიაბეტი).
სისხლის მოცულობის შემცირება (ჰიპოვოლემია) რაც შეიძლება განვითარდეს, თუ გაქვთ სისხლის სერიოზული დანაკარგი ან დამწვრობა, ჩატარებული გაქვთ ოპერაცია და იღებთ მცირე რაოდენობით სითხეს.
ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, რაც დიაგნოსტირებულია ექიმის მიერ, რადგან ეს პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას.
სისხლში ექიმის მიერ დიაგნოსტირებული კალიუმის მაღალი დონე. ექიმს დაჭირდება მკურნალობის დროს თქვენი პროგრესის მონიტორინგი.
სხვა მედიკამენტები და მელორემი
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ბოლო პერიოდში მიღებული გაქვთ ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები, რადგან მელორემმა შეიძლება იმოქმედოს მათზე ან პირიქით. განსაკუთრებით, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ/მიღებული გაქვთ ან აპირებთ შემდეგი საშუალებების მიღებას:
სხვა აასს
მედიკამენტები, რომლებიც ხელს უშლის სისხლის შედედებას
მედიკამენტები, რომლებიც შლიან სისხლის თრომბებს (თრომბოლიზური საშუალებები)
გულის და თირკმლის დაავადებების სამკურნალო საშუალებები
კორტიკოსტეროიდები (გამოიყენება ანთების ან ალერგიული რეაქციების სამკურნალოდ)
ციკლოსპორინი-გამოიყენება ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ ან კანის მწვავე რეაქციებისას, რევმატოიდული ართრიტის ან ნეფროზული სინდრომისას.
ნებისმიერი დიურეზული მედიკამენტი („შარდმდენი ტაბლეტები“). ექიმი შეიძლება დააკვირდეს თირკმლის ფუნქციას, თუ დიურეზულ საშუალებებს იღებთ.
სისხლის მაღალი წნევის სამკურნალო მედიკამენტები (მაგ. ბეტა-ბლოკერები)
ლითიუმი-გამოიყენება მენტალური დარღვევების დროს
სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (SSRIs) – გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ
მეთოტრექსატი-გამოიყენება სიმსივნის ან კანის მწვავე უკონტროლო მდგომარეობების და რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ.
ქოლესტირამინი-გამოიყენება ქოლესტეროლის დონის დასაქვეითებლად.
თუ ქალი ხართ და იყენებთ საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპტულ საშუალებას (IUD), რომელიც ჩვეულებრივ ცნობილია როგორც სპირალი.
ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა, ძუძუთი კვება ან ფერტილობა
თუ ორსულად ხართ ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ორსულობას ეჭვობთ ან გეგმავთ, ამ მადიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა:
თუ მელორემის მიღებისას დადგინდება ორსულობა, ამის შესახებ უნდა ეცნობოს ექიმს.
ორსულობის პირველი 6 თვის განმავლობაში ექიმმა შეიძლება ეს სამედიცინო პროდუქტი აუცილებლობისას დანიშნოს.
ორსულობის ბოლო სამი თვის განმავლობაში ეს პროდუქტი არ გამოიყენოთ, რადგან მელორემს შეიძლება სერიოზული ეფექტი ჰქონდეს ბავშვებზე, განსაკუთრებით აღსანიშნავია კარდიოპულმონალური და თირკმლის ეფექტები მხოლოდ ერთი მიღების შემთხვევაშიც კი.
ძუძუთი კვება:
ძუძუთი კვების დროს ეს პრეპარატი რეკომენდებული არ არის.
ამ მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ფერტილობა:
მელორემმა შეიძლება გაართულოს დაორსულება. ექიმს უნდა აცნობოთ თუ ორსულობას გეგმავთ ან თუ დაორსულების პრობლემა გაქვთ.
ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება
ამ პროდუქტის მიღებისას შეიძლება განვითარდეს ვიზუალური დარღვევები მხედველობის დაბინდვის ჩათვლით, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ვერტიგო ან ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა დარღვევები. ამ შემთხვევაში თავი შეიკავეთ ავტომობილის მართვის ან მექანიზმების გამოყენებისგან.
მელორემი შეიცავს ლაქტოზას
თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამედიცინო პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
- როგორ მიიღება მელორემი
მედიკამენტი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულებით. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული დოზაა;
ოსტეოართრიტის გამწვავება:
- 5მგ დღეში ერთხელ. დოზა შეიძლება გაიზარდოს დღეშ 15მგ-მდე.
რევმატოიდული ართრიტი:
15მგ დღეში ერთხელ. დოზა შეიძლება შემცირდეს დღეში 7.5მგ-მდე.
მაანკილოზებელი სპონდილიტი:
15მგ დღეში. შეიძლება შემცირდეს დღეში 7.5მგ-მდე.
არ გადააჭარბოთ მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზას-15მგ-ს დღეში.
თუ გეხებათ რომელიმე მოვლენა, რომელიც ჩამოთვლილია პარაგრაფში „გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები“, ექიმმა შეიძლება დოზა დღეში 7.5მგ-მდე შეზღუდოს.
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
მელორემი არ უნდა გამოიყენონ 16 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.
თუ ფიქრობთ, რომ მელორემის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, ან რამდენიმე დღის შემდეგ გაუმჯობესებას არ გრძნობთ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს წყალთან ან სხვა სასმელთან ერთად ჭამის დროს.
მელორემი 7.5მგ თხელი გარსით დაფარული ტაბლეტები: ნაპრალის ხაზი არსებობს გატეხვის გაადვილებისთვის თუ გიჭირთ მთელი ტაბლეტის გადაყლაპვა.
მელორემი 15მგ თხელი გარსით დაფარული ტაბლეტები: ტაბლეტის გაყოფა შეიძლება ორ თანაბარ დოზად.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი მელორემი
თუ მიიღეთ ჭარბი რაოდენობით ტაბლეტი ან დოზის გადაჭარბებას ეჭვობთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს.
აასს-ს დოზის მწვავე გადაჭარბების შემდეგ აღინიშნება შემდეგი სიმპტომები:
ენერგიის ნაკლებობა (ლეთარგია)
ძილიანობა
ავადობის შეგრძნება (გულისრევა) ან თვითგრძნობის გაუარესება (ღებინება)
ტკივილი კუჭის არეში (ეპიგასტრალური ტკივილი)
ეს სიმპტომები ჩვეულებრივ უმჯობესდება, როდესაც მელორემის მიღებას წყვეტთ. შეიძლება აღინიშნოს კუჭიდან ან ნაწლავიდან სისხლდენა (გასტროინტესტინური სისხლდენა).
მწვავე მოწამვლამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული წამლისმიერი რეაქციები (იხ. პარაგრაფი 4):
სისხლის მაღალი წნევა (ჰიპერტენზია)
თირკმლის მწვავე (რენალური) უკმარისობა
ღვიძლის (ჰეპატური) დისფუნქცია
სუნთქვის შესუსტება/ზედაპირულობა ან შეჩერება (რესპირატორული დეპრესია)
ცნობიერების დაკარგვა (კომა)
კრუნჩხვები (კონვულსიები)
სისხლის მიმოქცევის კოლაფსი (კარდიოვასკულური კოლაფსი)
გულის გაჩერება (კარდიალური გაჩერება)
დაუყოვნებელი ალერგიული (მომატებული მგრძნობელობის) რეაქციები შემდეგის ჩათვლით:
გულის წასვლა
სუნთქვის უკმარისობა
კანის რეაქციები
თუ დაგავიწყდათ მელორემის მიღება
ორმაგი დოზა არ მიიღოთ გამოტოვებულის კომპენსაციისთვის. შემდეგი დოზა მიიღეთ ჩვეულებრივ დროს. მედიკამენტის შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
როგორც ყველა მედიკამენტმა, ამ საშუალებამაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
შეწყვიტეთ მელორემის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს, თუ შენიშნავთ შემდეგს:
ნებისმიერი ალერგიული (მომატებული მგრძნობელობის) რეაქცია, რომელიც შეიძლება შემდეგი სახით გამოვლინდეს:
კანის რეაქციები, როგორიცაა ქავილი ([პრურიტუსი), კანის ბუშტუკები ან აქერცვლა, რაც შეიძლება იყოს პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში გამონაყარი (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი), რბილი ქსოვილების დაზიანება (ლორწოვანის დაზიანება) ან მულტიფორმული ერითემა (იხ. პარაგრაფი 2). მულტიფორმული ერითემა არის კანის სერიოზული ალერგიული რეაქცია რაც იწვევს ლაქებს, წითელ კვალს ან იასამნისფერ ან ბუშტუკებიან ადგილებს. აგრეთვე შეიძლება იმოქმედოს პირის ღრუზე, თვალებზე და ორგანიზმის სხვა ზედაპირზე.
კანის და ლორწოვანის შეშუპება, როგორიცაა თვალების, სახის, ტუჩების, პირის ან ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება, ტერფების ან ფეხების შეშუპება (ქვემო კიდურების შეშუპება).
სუნთქვის უკმარისობა ან ასთმის შეტევა
ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი). ამან შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომები როგორიცაა:
კანის ან სკლერების გაყვითლება (სიყვითლე)
მუცლის ტკივილი
მადის დაკარგვა
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გვერდითი ეფექტები, განსაკუთრებით:
სისხლდენა (იწვევს კუპრისფერ განავალს).
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაწყლულება (იწვევს მუცლის ტკივილს). საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან სისხლდენა (გასტროინტესტინური სისხლდენა), წყლულების წარმოქმნა ან საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ფისტულები (პერფორაცია) ზოგჯერ შეიძლება მწვავე ან პოტენციურად ფატალური იყოს, განსაკუთრებით ხანდაზმულებში.
თუ ადრე გქონდათ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სიმპტომები აასს-ს ხანგრძლივი გამოყენების გამო, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, განსაკუთრებით თუ ხანდაზმული ხართ. ექიმი შეიძლება დააკვირდეს პროგრესს მკურნალობის დროს.
მხედველობის დარღვევის შემთხვევაში თავი შეიკავეთ ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობისგან.
არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალების (აასს) ზოგიერთი გვერდითი ეფექტი.
ზოგიერთი არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო მედიკამენტის (აასს) გამოყენება შეიძლება დაკავშირებული იყოს არტერიული სისხლძარღვების ოკლუზიის რისკის მცირედ მომატებასთან (არტერიული თრომბოზული მოვლენები), მაგ. გულის შეტევასთან (მიოკარდიუმის ინფარქტი) ან ინსულტთან (აპოპლექსია), განსაკუთრებით მაღალი დოზის ხანგრძლივად გამოყენებისას.
არასტეროიდული ანთებსისაწინააღმდეოგ მედიკამენტების (აასს) ზოგადი გვერდით ეფექტები.
ზოგიერთ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალების (აასს) გამოყენება შეიძლება დაკავშირებული იყოს არტერიული სისხლძარღვების ოკლუზიის რისკის მცირედ მომატებასთან (არტერიული თრომბოზული მოვლენები), მაგ გულის შეტევასთან (მიოკარდიუმის ინფარქტი) ან ინსულტთან (აპოპლექსია) განსაკუთრებით მაღალი დოზის ხანგრძლივად გამოყენებისას.
სითხის შეკავება (ედემა), სისხლის მაღალი წნევა (ჰიპერტენზია) და გულის უკმარისობა (კარდიალური უკმარისობა) აღწერილია აასს-თი მკურნალობისას.
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის (გასტროინტესტინური მოვლენები)
ყველაზე ხშირად აღწერილი გვერდითი ეფექტები:
კუჭის და წვრილი ნაწლავის ზედა ნაწილის წყლულები (პეპტიური/გასტროდუოდენური წყლულები):
ხვრელი ნაწლავის კედელში (პერფორაცია) ან სისხლდენა საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან (ზოგჯერ ფატალური, განსაკუთრებით ხანდაზმულებში).
აასს-ს მიღებისას აღწერილია შემდეგი გვერდითი ეფექტები:
ავადობის შეგრძნება (გულისრევა) ან თვითგრძნობის გაუარესება (ღებინება)
თხევადი განავალი (დიარეა)
შებერილობა
ყაბზობა
საჭმლის მონელების დარღვევა (დისპეფსია)
მუცლის ტკივილი
კუპრისფერი განავალი საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან სისხლდენის გამო (მელენა)
სისხლიანი ღებინება (ჰემატემეზი)
ანთება პირის ღრუში წყლულების წარმოქმნით (წყლულოვანი სტომატიტი)
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ანთების გაუარესება (კოლიტის ან კრონის დაავადების გამწვავება).
ნაკლებად ხშირად აღწერილია კუჭის ანთება (გასტრიტი).
მელორემის აქტიური ნივთიერების-მელოქსიკამის გვერდითი ეფექტები
ძალიან ხშირი: შეიძლება განვითარდეს 10-იდან 1-ზე მეტ შემთხვევაში
გასტროინტესტინური გვერდითი მოვლენები, როგორიცაა საჭმლის მონელების დარღვევა (დისპეფსია), ავადობის შეგრძნება (გულისრევა), თვითგრძნობის გაუარესება (ღებინება), მუცლის ტკივილი, ყაბზობა, შებერილობა, თხიერი განავალი (დიარეა).
ხშირი: შეიძლება განვითარდეს 10-იდან 1 შემთხვევაში
თავის ტკივილი
ნაკლებად ხშირი: შეიძლება განვითარდეს 100-იდან 1 შემთხვევაში
თავბრუსხვევა (თავში სიმსუბუქის შეგრძნება)
თავბრუსხვევის ან ტრიალის შეგრძნება (ვერტიგო)
სომნოლენცია (ძილიანობა)
ანემია (სისხლის წითელი უჯრედების პიგმენტის ჰემოგლობინის კონცენტრაციის შემცირება)
სისხლის წნევის მომატება (ჰიპერტენზია)
ალები (სახის და კისრის დროებითი სიწითლე)
ნატრიუმის და წყლის შეკავება
კალიუმის დონის მომატება (ჰიპერკალიემია). ამან შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები როგორიცაა:
გულისცემის ცვლილება (არითმია)
პალპიტაცია (გულისცემის გახშირება)
კუნთების სისუსტე
ბოყინი
კუჭის ანთება (გასტრიტი)
სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან
პირის ღრუს ანთება (სტომატიტი)
დაუყოვნებელი ალერგიული (მომატებული მგრძნობელობის) რეაქციები.
ქავილი (პრურიტუსი)
კანის გამონაყარი
სითხის შეკავებით გამოწვეული შეშუპება (ედემა), ტერფების/ფეხების შეშუპების ჩათვლით (ქვემო კიდურების შეშუპება).
კანის ან ლორწოვანი გარსის უეცარი შეშუპება, როგორიცაა თვალების ირგვლივ, სახის, ტუჩების, პირის ან ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება (ანგიონევროზული შეშუპება).
ღვიძლის ფუნქციური ტესტების მომენტალური დარღვევა (მაგ. ღვიძლის ენზიმების მომატება როგორიცაა ტრანსამინაზები ან ნაღვლის პიგმენტი ბილირუბინი). ექიმი ამას აღმოაჩენს სისხლის ტესტებში.
ლაბორატორიული ტესტების დარღვევა, რომელიც იკვლევს თირკმლის ფუნქციას (მაგ. კრეატინინის ან შარდოვანას მომატება).
იშვიათი: შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1 შემთხვევაში
ხასიათის ცვლილება
კოშმარები
სისხლის ანომალური რაოდენობა შემდეგის ჩათვლით:
სისხლის დიფერენციალური ანომალური რაოდენობა
სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება (ლეიკოპენია)
თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება (თრომბოციტოპენია).
გვერდითი ეფექტები შეიძლება იწვევდეს ინფექციების რისკის ზრდას და სიმპტომებს, როგორიცაა სისხლჩაქცევები ან ცხვირიდან სისხლდენა.
ყურებში შუილი (ტინიტუსი)
გულისცემის შეგრძნება (პალპიტაციები)
კუჭის ან წვრილი ნაწლავის ზედა ნაწილის წყლულები (პეპტიური/გასტროდუოდენური წყლულები).
საყლაპავის ანთება (ეზოფაგიტი)
ასთმის შეტევა (აღინიშნება იმ პირებში, რომლებიც ალერგიული არიან ასპირინის ან სხვა აასს-ს მიმართ)
კანის მწვავე ბუშტუკები ან პილინგი (სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიური ეპიდერმალური ნეკროლიზი)
ჭინჭრის ციება (ურტიკარია)
მხედველობის დარღვევები შემდეგის ჩათვლით:
მხედველობის დაბინდვა
კონიუნქტივიტი (თვალის სკლერის ან ქუთუთოების ანთება)
მსხვილი ნაწლავის ანთება (კოლიტი).
ძალიან იშვიათი: შეიძლება განვითარდეს 10,000-დან 1 შემთხვევაში
კანის ბლისტერების რეაქციები (ბულოზური რეაქციები) და მრავალფორმული ერითემა. მრავალფორმული ერითემა არის კანის სერიოზული ალერგიული რეაქცია, რაც იწვევს ლაქებს, წვრილ კვალს ან იასამნისფერ ან ბლისტერულ ადგილებს. შეიძლება იმოქმედოს პირის ღრუზე, თვალებზე და ორგანიზმის სხვა ზედაპირებზე.
ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი). ამან შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომები როგორიცაა:
კანის და სკლერების სიყვითლე (სიყვითლე)
მუცლის ტკივილი
მადის დაკარგვა
თირკმლის მწვავე უკმარისობა (რენალური უკმარისობა) გარკვეულ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გულის დაავადება, დიაბეტი ან თირკმლის დაავადება.
ნაწლავის კედელში ნახვრეტის წარმოქმნა (პერფორაცია)
უცნობია: სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით
კონფუზია
დეზორიენტაცია
სუნთქვის უკმარისობა და კანის რეაქციები (ანაფილაქსია/ანაფილაქტოიდური რეაქციები), გამონაყარი, რაც გამოწვეულია მზეზე ექსპოზიციით (ფოტოსენსიტიურობის რეაქციები).
გულის უკმარისობა (კარდიული უკმარისობა) აღწერილია აასს-თი მკურნალობის დროს.
სისხლის თეთრი უჯრედების სპეციფიური ტიპის სრული დაკარგვა (აგრანულოციტოზი), განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებიც მელორემს იღებენ სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებსაც გააჩნიათ ძვლის ტვინის მაინჰიბირებელი, დამთრგუნველი ან დესტრუქციული კომპონენტი (მიელოტოქსიური პრეპარატები) ამან შეიძლება გამოიწივიოს:
უეცარი ცხელება
ყელის ტკივილი
ინფექციები
გვერდითი ეფექტები, რომლებიც გამოწვეულია ანთებისსაწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებით (აასს) მაგრამ ნანახი არ არის მელოქსიკამის მიღების შემდეგ.
თირკმლის სტრუქტურის ცვლილებები, რომლებიც იწვევს თირკმლის მწვავე უკმარისობას.
თირკმლის ანთების ძალიან იშვიათი შემთხვევები (ინტერსტიციული ნეფრიტი)
თირკმლის ზოგიერთი უჯრედის სიკვდილი (მწვავე მილაკოვანი ან პაპილარული ნეკროზი)
შარდში ცილა (ნეფროზული სინდრომი პროტეინურიით).
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
გვერდითი ეფექტების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც ამ ინსტრუქციაში ჩამოთვლილი არ არის. გვერდითი ეფექტების შეტყობინება უშუალოდაც შეგიძლიათ (დეტალები იხ. ქვემოთ). გვერდითი ეფექტების შეტყობინებით ხელს შეუწყობთ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას.
კვიპროსი
ფარმაცევტული სამსახური
ჯანდაცვის სამინისტრო
CY-1475 ნიქოზია
ფაქსი: +357 22608649
ვებ-გვერდი: www.moh.gov.cy/phs
- როგორ ინახება მელორემი
მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მედიკამენტი არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე შეფუთვის მარკირებაზე ‘EXP’ -ის შემდეგ.
ვარგისიანობის ვადა ეხება თვის ბოლო დღეს.
ინახება 25 °C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. სინათლისგან და ნესტისგან დაცულ ადგილას.
- შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს მელორემი
აქტიური ნივთიერებაა მელოქსიკამი
მელორემი 7.5მგ ტაბლეტები: ყოველი ტაბლეტი შეიცავს 7.5მგ მელოქსიკამს.
მელორემი 15მგ ტაბლეტები: ყოველი ტაბლეტი შეიცავს 15მგ მელოქსიკამს.
სხვა ინგრედიენტებია მიკროკრისტალური ცელულოზა, პრეჟელატინიზებული სახამებელი, ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის ციტრატი, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი და მაგნიუმი სტეარატი.
მელორემის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა
მელორემი 7.5მგ ტაბლეტები: ღია ყვითელი, მრგვალი, ბრტყელი ტაბლეტები, ნაპრალი ერთ მხარეს.
მელორემი 15მგ ტაბლეტი: ღია ყვითელი, მრგვალი, ბრტყელი ტაბლეტები, ნაპრალი ერთ მხარეს.
შეფუთვის ზომა
პვქ-პვდქ/ალუმინის ბლისტერები. შეფუთვის ზომა 10, 20 ,30, 50,100 და 1000 ტაბლეტი
ბაზარზე შეიძლება არ იყოს ყველა ზომის შეფუთვა.
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი
შ.პ.ს. რემედიკა
აჰარნონის ქუჩა, ლიმასოლის ინდუსტრიული ზონა.
3056 ლიმასოლი, კვიპროსი
ინსტრუქციის ბოლო რევიზიის თარიღია 03/2016
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.