ექსისტენი-სანოველი ფორტე
EXISTEN-sanovel forte
ექსისტენი-სანოველი ფორტე, ღია ყვითელი ფერის, მოგრძო ტაბლეტებია, გამყოფი ხაზით ორივე მხარეს. ყოველი ტაბლეტი შეიცავს 15 მგ მელოქსიკამს. გამყოფი ხაზის დანიშნულება არის ტაბლეტის გაყოფა თანაბარ დოზებად. ამგვარად, ტაბლეტი შეიძლება გაიყოს 7.5 მგ -იან თანაბარ დოზებად. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- მელოქსიკამი (meloxicam)
- ფორმა და შეფუთვა
- 15მგ ტაბლეტი №30 (3X10)
- მწარმოებელი
- Sanovel Ilac Sanayi ve Ticaret A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, ოქსიკამები
- ATC კოდი
- M01AC06
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-038769
- რეგისტრირებულია
- 1 აგვისტო 2023, მოქმედებს 1 აგვისტო 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Sanovel Ilac Sanayi ve Ticaret A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- სს სანოველ ოლაჩ სანაი ვე თიჯარეთ საქართველოს ფილიალი სანოველ ჯორჯია
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ექსისტენი-სანოველი ფორტე — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ექსისტენი-სანოველი ფორტე, ღია ყვითელი ფერის, მოგრძო ტაბლეტებია, გამყოფი ხაზით ორივე მხარეს. ყოველი ტაბლეტი შეიცავს 15 მგ მელოქსიკამს. გამყოფი ხაზის დანიშნულება არის ტაბლეტის გაყოფა თანაბარ დოზებად. ამგვარად, ტაბლეტი შეიძლება გაიყოს 7.5 მგ -იან თანაბარ დოზებად. ექსისტენი-სანოველი ფორტე წარმოდგენილია შეფუთვით, რომელიც შეიცავს 10 ტაბლეტიან ბლისტერს. სანოველი-ექსისტენი ფორტე წარრმოდგენილია ბლისტერული შეფუთვით, 10 ან 30 ტაბლეტით.
მელოქსიკამი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს) ჰქვია, რომლებსაც იყენებენ ანთებისა და სახსრების და კუნთების ტკივილის შესამსუბუქებლად.
ექსისტენი-სანოველი ფორტე გამოიყენება:
- ნიშნებისა და სიმპტომების სამკურნალოდ ართრიტის (ოსტეოართრიტი), რევმატოიდული ართრიტის, ქრონიკული დაავადების, რომელიც იწვევს სახსრების ტკივილს და დეფორმაციას, და მაანკილოზებელი სპონდილიტის, ზურგის სახსრების ტკივილით მიმდინარე მტკივნეული პროგრესირებადი რევმატული დაავადების დროს.
- გამოიყენება მწვავე პოდაგრული ართრიტის სამკურნალოდ, რომელიც პროგრესირებს უეცარი ტკივილის შეტევების სახით, განსაკუთრებით ტერფებისა და ფეხების სახსრებში, სახსრებში შარდმჟავას დაგროვების გამო, კუნთების მწვავე ტკივილის, პოსტოპერაციული ტკივილისა და მტკივნეული მენსტრუაციის (დისმენორეა) დროს.
რა უნდა ვიცოდეთ ექსისტენი-სანოველი ფორტეს მიღებამდე
ისეთი სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა ექსისტენი-სანოველი ფორტე, შეიძლება დაკავშირებული იყოს გულის შეტევების (მიოკარდიუმის ინფარქტი) ან ინსულტის განვითარების მომატებულ რისკთან. ნებისმიერი რისკი მოსალოდნელია მაღალი დოზების გამოყენებისა და მკურნალობის გახანგრძლივების დროს. არ გადააჭარბოთ ექიმის მიერ რეკომენდებულ დოზას და არ გაახანგრძლივოთ მკურნალობა.
თუ გაქვთ გულის მხრივ პრობლემები, გადატანილი გაქვთ ინსულტი ან ფიქრობთ, რომ აღნიშნული დარღვევების განვითარების რისკის ქვეშ ხართ (მაგალითად, თუ გაქვთ მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი ან ქოლესტერინის მაღალი დონე სისხლში, ხართ სიგარეტის მწეველი), მკურნალობის დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მძიმე გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს ყოველგვარი გამაფრთხილებელი ნიშნის გარეშე. თუმცა ყურადღებით უნდა მოეკიდოთ ისეთ სიმპტომებს, როგორებიცაა ტკივილი გულმკერდში, სუნთქვის გაძნელება, თავბრუსხვევა და მეტყველების დარღვევა. ასეთ დროს აუცილებელია სამედიცინო დახმარება.
ექსისტენი-სანოველი ფორტემ შეიძლება გამოიწვიოს დარღვევები კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ. იშვიათი გვერდითი მოვლენები, როგორებიცაა წყლული და სისხლდენა, ჰოსპიტალიზაციით ან სიკვდილით სრულდება. თუ შენიშნეთ, ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მუცლის ტკივილი, დისპეფსია, შავი განავალი, სისხლიანი ღებინება, მიმართეთ ექიმს დახმარებისათვის.
ექსისტენი-სანოველი ფორტემ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე გვერდითი მოვლენები კანის მხრივ. გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს გამაფრთხილებელი ნიშნების გარეშე. მიუხედავად ამისა, თუ შენიშნეთ, ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა გამონაყარი კანზე, ბუშტუკების წარმოქმნა, ცხელება და ქავილი, უნდა მოითხოვოთ სამედიცინო დახმარება. გამონაყარის განვითარების შემთხვევაში, სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება და მიმართოთ ექიმს კონსულტაციისათვის.
მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის, თუ შენიშნეთ წონაში აუხსნელი მატება ან შეშუპება. გულისრევა, თავბრუსხვევა, სისუსტე, გამონაყარი, სიყვითლე, მგრძნობელობა მუცლის ზედა მარჯვენა კვადრატში ან გრიპის მსგავსი სიმპტომები არის ჰეპატოტოქსიურობის ნიშნები. აღნიშნული სიმპტომების შემჩნევისას, შეწყვიტეთ წამლის მიღება და სასწრაფოდ დაუკავშირდით ექიმს კონსულტაციისათვის.
სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატის მსგავსად, ექსისტენი-სანოველი ფორტეს გამოყენება არ შეიძლება ორსულობის დროს, ვინაიდან შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის არტერიული სადინარის ვადამდელი დახშობა (ჩვეულებრივად ღიაა დედის საშვილოსნოში, მაგრამ მშობიარობის შემდეგ უნდა დაიხუროს, ორ არტერიას შორის განსხვავება).
სუნთქვის გაძნელების, ჰიპერმგრძნობელობის სიმპტომების (სახისა და ხორხის შეშუპება) განვითარების შემთხვევაში აუცილებელია ექიმის გადაუდებელი დახმარება.
მიღების წესი და დოზირება
მითითებები სათანადო მიღებისა და დოზირების/მიღების გზის შესახებ
დოზას და მკურნალობის ხანგრძლივობას ადგენს ექიმი თქვენი დაავადების შესაბამისად. რეკომენდებული დოზები მოცემულია ქვემოთ:
ოსტეოართრიტის გამწვავება:
- 5 მგ (ნახევარი ტაბლეტი) დღეში ერთხელ. ექიმის რეკომენდაციით შეიძლება დოზის გაზრდა 15 მგ-მდე (1 ტაბლეტი) დღეში ერთხელ.
რევმატოიდული ართრიტი
15 მგ (ერთი ტაბლეტი) დღეში ერთხელ. ექიმის რეკომენდაციით შეიძლება დოზის შემცირება 7.5 მგ-მდე (ნახევარი ტაბლეტი) დღეში ერთხელ.
15 მგ (ერთი ტაბლეტი) დღეში ერთხელ. ექიმის რეკომენდაციით შეიძლება დოზის შემცირება 7.5 მგ-მდე (ნახევარი ტაბლეტი) დღეში ერთხელ.
მწვავე პოდაგრული ართრიტი, კუნთების ტკივილი, ტკივილი ოპერაციის შემდეგ და დისმენორეა:
- 5 მგ (ნახევარი ტაბლეტი) დღეში ერთხელ. ექიმის რეკომენდაციით შეიძლება დოზის გაზრდა 15 მგ-მდე (1 ტაბლეტი) დღეში ერთხელ.
მიღების წესი:
საერთო დოზის მიღება შესაძლებელია ერთ დოზად, წყალთან ან სხვა სასმელთან და საკვებთან ერთად.
ექსისტენი-სანოველი ფორტეს ტაბლეტის გაყოფა შეიძლება ორ დოზად გამყოფ ხაზზე. 15 მგ-იანი ტაბლეტი გაიყოფა ორ თანაბარ 7.5 მგ-იან დოზად.
რეკომენდებული დოზა შეიძლება მიიღონ ერთიანად და ერთჯერადად.
არ გადააჭარბოთ მაქსიმალურ დღიურ დოზას 15 მგ-ს.
თუ პარაგრაფში „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“ ჩამოთვლილი საკითხები თქვენ გეხებათ, თქვენმა ექიმმა შესაძლოა დოზა შეამციროს დღეში ერთხელ 7.5 (მგ) -მდე (ნახევარი ტაბლეტი).
თვითნებურად ნუ შეწყვეტთ ან გაახანგრძლივებთ მკურნალობას.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება პედიატრიაში:
ექსისტენი-სანოველი ფორტე არ გამოიყენება ბავშვებში და 16 წლამდე ასაკის მოზარდებში.
ხანდაზმულები:
რეკომენდებული დოზა არის 7.5 მგ, მაანკილოზებელი სპონდილიტისა და რევმატოიდული ართრიტის ხანგრძლივი მკურნალობისათვის.
განსაკუთრებული პოპულაციები:
თირკმლის ფუნქციის დარღვევა:
თირკმლის მძიმე უკმარისობის მქინე და ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტებისათვის მაქსიმალური რეკომენდებული დოზა შეადგენს 7.5 მგ-ს.
ექსისტენი-სანოველი ფორტე არ გამოიყენება პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით, რომლებიც არ იტარებენ დიალიზსს.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა:
დოზის შემცირების აუცილებლობა არ არის ღვიძლის მსუბუქი ან ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში. ექსისტენი-სანოველი ფორტე არ გამოიყენება პაციენტებში ღვიძლის მძიმე უკმარისობით.
სხვა
გვერდითი მოვლენების განვითარების რისკის ქვეშ მყოფი პაციენტებისათვის რეკომენდებულია მკურნალობის დაწყება 7.5 მგ დოზით.
თუ მიგაჩნიათ, რომ ექსისტენი-სანოველი ფორტეს ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, დაუკავშირდით ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ექსისტენი-სანოველი ფორტე
თუ თქვენ მიიღეთ საჭუროზე მეტი ექსისტენი-სანოველი ფორტე, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ჭარბი დოზირების ან პრეპარატის შემთხვევით მიღების შემთხვევაში დაუკავშირდით ექიმს ან მიმართეთ ახლოს მდებარე საავადმყოფოს. თან აუცილებლად უნდა იქონიოთ დარჩენილი ტაბლეტები და წამლის ინსტრუქცია, რათა მედპერსონალი მიხვდეს, თუ რომელი პრეპარატი გაქვთ მიღებული.
თუ დაგავიწყდათ ექსისტენი-სანოველი ფორტეს მიღება
ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
იმ შემთხვევაში, თუ დაგავიწყდათ ტაბლეტის მიღება ჩვეულ დროს, მიიღეთ ის, როგორც კი გაგახსენდებათ. თუ მომდევნო დოზის დრო მოახლოებულია, არ არის საჭირო გამოტოვებული დოზის მიღება. მიიღეთ მომდევნო დოზა, როგორც ეს მითითებულია დანიშნულებაში და განაგრძეთ მკურნალობა გრაფიკის მიხედვით.
თუ შეწყვიტეთ ექსისტენი-სანოველი ფორტეს მიღება
ნუ შეწყვეტთ მკურნალობას ექიმთან კონსულტაციის გარეშე. დაავადების სიმპტომები შეიძლება კვლავ გამოვლინდეს.
უკუჩვენებები
თუ:
ხართ ორსულად, გეგმავთ ორსულობას, ან ხართ მეძუძური დედა;
ხართ ალერგიული მელოქსიკამის ან პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ;
გაკეთებული გაქვთ კორონარული არტერიის ოპერაცია (კორონარული არტერიის შემოვლითი გრაფტი), ტკივილის მკურნალობა ოპერაციამდე, ოპერაციის დროს და ოპერაციის შემდეგ
ხართ ალერგიული ასპირინის ან ანთების საწინააღმდეგო სხვა პრეპარატების მიმართ და აღნიშნულმა პრეპარატებმა გამოიწვია ასთმური შეტევები;
ასპირინის ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღების შემდეგ აღინიშნებოდა შემდეგი სიმპტომები: ცემინება, ცხვირიდან გამონადენი ცხვირის დახშობით ცხვირის ამომფენი ლორწოვანის შეშუპების შედეგად (ნაზალური პოლიპები) ან კანზე გამონაყარი;
გაქვთ ან ანამნეზში აღინიშნება წყლული კუჭსა ან ნაწლავებში;
გაქვთ ან ანამნეზში აღინიშნება ცერებროვასკულარული სისხლდენა (სისხლჩაქცევა თავის ტვინში);
აღინიშნება ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა;
აღინიშნება თირკმლის მძიმე უკმარისობა და დიალიზი შეუძლებელია;
ხართ 16 წლამდე ასაკის.
ექსისტენი-სანოველი ფორტე სიფრთხილით გამოიყენება:
თუ:
ოდესმე გქონდათ საყლაპავის ანთება (ეზოფაგიტი), კუჭის ანთება (გასტრიტი) ან კუჭ-ნაწლავის ნებისმიერი სხვა დაავადება, მაგ. წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება;
გაქვთ ასთმა;
გაქვთ ანემია;
გაქვთ მაღალი არტერიული წნევა;
ხართ ხანდაზმული ასაკის;
გაქვთ გულის, ღვიძლის ან თირკმლების დაავადება,
გაქვთ დიაბეტი;
სისხლის მოცულობა შემცირებულია (ჰიპოვოლემია), რაც შეიძლება განვითარდეს სისხლის დაკარგვის ან დამწვრობების, ოპერაციის ან სითხის მიღების შემცირების შედეგად;
გაქვთ სისხლში კალიუმის მაღალი დონე, რაც დადგენილი იყო ექიმის მიერ;
გაქვთ კოაგულაციის დარღვევები;
გაწუხებთ კანის დაავადება, როგორებიცაა ექსფოლიაცია, ბუშტუკების წარმოქმნა, შეშუპება და გამონაყარი (სტივენს-ჯონსონის სინდრომი) და კანის მძიმე რეაქციები, სითხიანი ბუშტუკები კანზე ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის ჩათვლით.
გაირეთ ექიმთამ კონსულტაცია აღნიშნულ მოვლენებთან დაკავშირებით, იმ შემთვევაშცი კი, თუ ისინი აღგენიშნებოდათ წარსულში, ნებისმიერი დროს.
ექსისტენი-სანოველი ფორტე საკვებთან და სასმელთან ერთად
ექსისტენი-სანოველი ფორტეს მიღება შეიძლება წყალთან ან სხვადასხვა სასმელთან და საკვებთან ერთად.
სიფრთხილის ზომები
კარდიოვასკულური რისკი
აასს-მ შეიძლება გაზარდონ გულ-სისხლძარღვთა სერიოზული თრომბოზული მოვლენების, მიოკარდიუმის ინფარქტისა და ინსულტის რისკი, რაც შეიძლება ფატალური იყოს. ეს რისკი შეიძლება გაიზარდოს გამოყენების ხანგრძლივობასთან ერთად. პაციენტები გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით ან გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკ-ფაქტორებით შეიძლება იყვნენ უფრო დიდი რისკის ქვეშ.
გასტროინტესტინური რისკი
აასს იწვევენ კუჭ-ნაწლავის სერიოზული გვერდითი მოვლენების გაზრდილ რისკს, მათ შორის კუჭის ან ნაწლავის სისხლდენას, წყლულს და პერფორაციას, რაც შეიძლება ფატალური იყოს. ეს მოვლენები შეიძლება განვითარდეს მკურნალობის პროცესის ნებისმიერ დროს გამაფრთხილებელი სიმპტომების გარეშე. ხანდაზმულ პაციენტებში უფრო მაღალია სერიოზული კუჭ-ნაწლავის მოვლენების რისკი.
არასასურველი ეფექტების მინიმუმამდე შემცირება შესაძლებელია სიმპტომების კონტროლისთვის აუცილებელი მკურნალობის უმოკლეს ხანგრძლივობის უმცირესი ეფექტური დოზის მიღებით.
არასაკმარისი თერაპიული ეფექტის შემთხვევაში არ უნდა გადააჭარბონ რეკომენდებულ მაქსიმალური სადღეღამისო დოზას და თერაპიას არ უნდა დაემატოს დამატებითი აასს, რადგან ამან შეიძლება გაზარდოს ტოქსიურობა,როდესაც თერაპიული უპირატესობა დადასტურებული არ არის. თავიდან უნდა იქნას აცილებული მელოქსიკამის გამოყენება თანმხლებ აასს-სთან მათ შორის ციკლოოქსიგენაზა-2 სელექციური ინჰიბიტორებთნ ერთად.
რამდენიმე დღის შემდეგ გაუმჯობესების არარსებობის შემთხვევაში, მკურნალობის კლინიკური სარგებელი ხელახლა უნდა შეფასდეს.
მელოქსიკამით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ეზოფაგიტის, გასტრიტის და/ან პეპტიური წყლულის ნებისმიერი ანამნეზის მოძიება, რათა უზრუნველყოფილ იქნას მათი სრული განკურნება. რეგულარულად უნდა მიექცეს ყურადღება რეციდივის შესაძლო დაწყებას წარსულში ამ ტიპის მქონე პაციენტებში, რომლებიც მელოქსიკამით მკურნალობდნენ.
სიფრთხილე უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებიც იღებენ ერთდროულ მკურნალობას მედიკამენტებთან ერთად, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ წყლულის ან სისხლდენის რისკი, როგორიცაა პერორალური კორტიკოსტეროიდები, ანტიკოაგულანტები, როგორიცაა ვარფარინი, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები ან თრომბოციტების საწინააღმდეგო აგენტები, როგორიცაა ასპირინი (იხილეთ პარაგრაფი 4.5).
ექსისტენი-სანოველ ფორტეს არ შეუძლია ჩაანაცვლოს კორტიკოსტეროიდული თერაპია ან უმკურნალოს კორტიკოსტეროიდების დეფიციტს. კორტიკოსტეროიდების უეცარმა მოხსნამ შეიძლება გამოიწვიოს დაავადების გამწვავება. თუ მიიღება გადაწყვეტილება კორტიკოსტეროიდული თერაპიის შეწყვეტის შესახებ პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ ხანგრძლივ კორტიკოსტეროიდულ თერაპიას, მკურნალობა უნდა შეწყდეს ნელა და თანდათანობით.
ექსისტენი-სანოველ ფორტეს ფარმაკოლოგიურმა ეფექტურობამ ცხელებისა და ანთების შესამცირებლად შესაძლოა შეამციროს ამ დიაგნოსტიკური ნიშნების გამოყენებადობა მოსალოდნელი არაინფექციური მტკივნეული პირობების გართულებების შესაფასებლად.
გასტროინტესტინური ეფექტები
კუჭ-ნაწლავის სისხლდენა, ანთება, წყლული ან პერფორაცია, რომელიც შეიძლება ფატალური იყოს, დაფიქსირდა ნებისმიერ დროს ყველა აასს-თი მკურნალობისას, გამაფრთხილებელი სიმპტომებით ან მის გარეშე, ან იმის მიუხედავად იყო თუ არა წარსულში სერიოზული კუჭ-ნაწლავის მოვლენა. მხოლოდ ხუთი პაციენტიდან ერთი, რომლებსაც მოვლენა აასს-თი თერაპიის დროს განუვითარდებათ სერიოზული გვერდითი, არის სიმპტომური. ზედა GI წყლულები, უხეში სისხლდენა ან აასს-თი გამოწვეული პერფორაცია აღინიშნებოდა პაციენტთა დაახლოებით 1%-ში, რომლებიც მკურნალობდნენ 3-6 თვის განმავლობაში და პაციენტების დაახლოებით 2-4%-ში, რომლებიც მკურნალობდნენ ერთი წლის განმავლობაში. ეს ტენდენცია გრძელდება ხანგრძლივი გამოყენებისას, რაც ზრდის კუჭ-ნაწლავის სერიოზული მოვლენის განვითარების ალბათობას მკურნალობის პროცესში ნებისმიერ დროს. თუმცა, მოკლევადიანი აასს თერაპიაც კი არ არის რისკის გარეშე.
GI სისხლდენის, წყლულის ან პერფორაციის რისკი უფრო მაღალია პაციენტებში, რომლებსაც აქვთ აასს მზარდი დოზები (იხ. პარაგრაფი 4.3) და ხანდაზმულებში. ამ პაციენტებმა მკურნალობა უნდა დაიწყონ ყველაზე დაბალი დოზით. კომბინირებული თერაპია დამცავ აგენტებთან (მაგ. მიზოპროსტოლის ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით)ერთად უნდა იყოს გათვალისწინებული ამ პაციენტებისთვის, ასევე იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც ესაჭიროებათ ასპირინის დაბალი დოზა ან სხვა პრეპარატები, რომლებიც გაზრდის კუჭ-ნაწლავის რისკს (იხ. ქვემოთ და 4.5).
პაციენტებმა, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ტოქსიურობა, განსაკუთრებით ხანდაზმულებშმა, უნდა შეატყობინონ მუცლის ღრუს რაიმე უჩვეულო სიმპტომის შესახებ (განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის სისხლდენა), განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპებზე.
პაციენტებში, რომლებიც იღებენ თანმხლებ მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ წყლულის ან სისხლდენის რისკი, როგორიცაა ჰეპარინი, როგორც სამკურნალო მკურნალობა ან გამოყენება გერიატრიაში, ანტიკოაგულანტები, როგორიცაა ვარფარინი, სხვა აასს ან აცეტილსალიცილის მჟავა, რომლებიც მიიღება ≥ 500 მგ დოზით ერთჯერადად. ან ≥ 3 გ, როგორც მთლიანი სადღეღამისო რაოდენობა, მელოქსიკამთან კომბინაცია რეკომენდებული არ არის (იხ. პარაგრაფი 4.5).
როდესაც GI სისხლდენა ან წყლული აღინიშნება პაციენტებში, რომლებიც იღებენ მელოქსიკამს, მკურნალობა უნდა შეწყდეს.
აასს სიფრთხილით უნდა მიეცეს პაციენტებს, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ კუჭ-ნაწლავის დაავადებები (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება), რადგან ეს მდგომარეობა შეიძლება გამწვავდეს (იხ. პარაგრაფი 4.8 - არასასურველი ეფექტები). პაციენტებში, რომლებსაც ჰქონდათ პეპტიური წყლულოვანი დაავადების ან/და კუჭ-ნაწლავის სისხლდენის ანამნეზი, რომლებიც იყენებდნენ აასს-ს, 10-ჯერ მეტი შანსი აქვთ განუვითარდეთ კუჭ-ნაწლავის სისხლდენა იმ პირებთან შედარებით, რომლებსაც ეს რისკ-ფაქტორები არ აღენიშნებათ.
სხვა ფაქტორები, რომლებიც ზრდის GI სისხლდენის რისკს პაციენტებში, რომლებიც აასს-თი მკურნალობენ, მოიცავს აასს-თი უფრო ხანგრძლივ თერაპიას; ორალური კორტიკოსტეროიდების, ანტიკოაგულანტების ერთდროული გამოყენება; მოწევა; ალკოჰოლის გამოყენება; ხანდაზმული ასაკი; და ცუდი ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ფატალური GI მოვლენების პოსტმარკეტინგული შეტყობინებების უმეტესობა დაფიქსირდა ხანდაზმულ ან დასუსტებულ პაციენტებში. ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ამ პოპულაციის მკურნალობისას.
უნდა დაინიშნოს ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა რაც შეიძლება მოკლე ხანგრძლივობით, რათა მინიმუმამდე დაიყვანონ GI რისკები აასს-თი ნამკურნალევ პაციენტებში. პაციენტები და ექიმები უნდა იყვნენ ყურადღებიანი ნიშნებისა და სიმპტომების გამოსავლენად, რომლებიც მიუთითებს კუჭ-ნაწლავის წყლულსა და სისხლდენაზე აასს-თი თერაპიის დროს, და დამატებითი შეფასება და მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს, თუ ეჭვმია კუჭ-ნაწლავის სერიოზულ გვერდითი მოვლენაზე. ეს მოიცავს აასს თერაპიის შეწყვეტას, სანამ არ გამოირიცხება სერიოზული კუჭ-ნაწლავის მოვლენა. მაღალი რისკის მქონე პაციენტებისთვის უნდა განიხილებოდეს ალტერნატიული მკურნალობა აასს-ს გარეშე.
კარდიოვასკულური და ცერებროვასკულური ეფექტები
სათანადო მონიტორინგი და რჩევები საჭიროა პაციენტებისთვის, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ჰიპერტენზია და/ან მსუბუქი და ზომიერი შეგუბებითი გულის უკმარისობა, რადგან სითხის შეკავება და შეშუპება აღინიშნა აასს თერაპიასთან დაკავშირებით.
არტერიული წნევის კლინიკური მონიტორინგი რისკის ქვეშ მყოფი პაციენტებისთვის რეკომენდებულია საწყის ეტაპზე და განსაკუთრებით მელოქსიკამით მკურნალობის დაწყებისას.
რამდენიმე COX-2 სელექციური და არასელექციური აასს-ს კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა სერიოზული გულ-სისხლძარღვთა (CV) თრომბოზული მოვლენების გაზრდილი რისკი, მათ შორის მიოკარდიუმის ინფარქტი (MI) და ინსულტი, რომელიც შეიძლება იყოს ფატალური. COX-2 სელექციური ან არასელექტიური აასს შეიძლება წარმოადგენდეს მსგავს რისკს. ცნობილი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანები ან ამ დაავადებების რისკის ფაქტორების მქონე პირები შეიძლება უფრო დიდი რისკის ქვეშ იყვნენ. აასს-თი ნამკურნალევ პაციენტებში CV გვერდითი მოვლენის პოტენციური რისკის შესამცირებლად, გამოიყენეთ ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა უმოკლეს ხანგრძლივობით. ექიმები და პაციენტები უნდა იყვნენ ფხიზლად ასეთი მოვლენების განვითარებაზე, მკურნალობის მთელი კურსის განმავლობაში, წინა CV სიმპტომების არარსებობის შემთხვევაშიც კი. პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებული CV სერიოზული მოვლენების სიმპტომებისა და მათი წარმოშობის შემთხვევაში გადადგმული ნაბიჯების შესახებ.
აასს-მ, მათ შორის ექსისტენი-სანოველ ფორტემ შეიძლება გამოიწვიოს უკვე არსებული ჰიპერტენზიის ახალი დაწყება ან გაუარესება, რომელთაგან რომელიმემ შეიძლება ხელი შეუწყოს CV მოვლენების სიხშირის გაზრდას. პაციენტებს, რომლებიც იღებენ თიაზიდურ ან მარყუჟის დიურეტიკებს, შეიძლება ჰქონდეთ ამ თერაპიაზე დაქვეითებული პასუხი აასს მიღებისას. აასს, მათ შორის ექსისტენი-სანოველი ფორტე სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში. არტერიული წნევა მჭიდროდ უნდა გაკონტროლდეს აასს მკურნალობის დასაწყისში და მკურნალობის დროს.
უკონტროლო ჰიპერტენზიის, გულის შეგუბებითი უკმარისობის, დადგენილი გულის იშემიური დაავადების, პერიფერიული არტერიული დაავადების და/ან ცერებროვასკულური დაავადების მქონე პაციენტებს მელოქსიკამით უნდა მკურნალობდნენ მხოლოდ ფრთხილად განხილვის შემდეგ. მსგავსი განხილვა უნდა მოხდეს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის ფაქტორების მქონე პაციენტების ხანგრძლივი მკურნალობის დაწყებამდე (მაგ. ჰიპერტენზია, ჰიპერლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი, მოწევა).
არ არსებობს თანმიმდევრული მტკიცებულება იმისა, რომ აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად მიღება შეამცირებს სერიოზული გულ-სისხლძარღვთა თრომბოზული მოვლენების რისკს, რომლებიც დაკავშირებულია აასს გამოყენებასთან. აცეტილსალიცილის მჟავისა და აასს-ს ერთდროული გამოყენება ზრდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სერიოზული მოვლენების რისკს (იხილეთ პარაგრაფი "გასტროინტესტინური ეფექტები“ ზემოთ).
ორ დიდ, კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში COX-2 სელექციური აასს-თი ტკივილის სამკურნალოდ გამოყენებისას კორონარული არტერიის შემოვლითი შუნტირების (CABG) ოპერაციის შემდეგ პირველი 10-14 დღის განმავლობაში, აღინიშნა მიოკარდიუმის ინფარქტისა და ინსულტის სიხშირის ზრდა ( იხილეთ პარაგრაფი 4.3).
კანის რეაქციები:
შეინიშნება, რომ პაციენტები ამ რეაქციების ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან მკურნალობის ადრეულ პერიოდში და რეაქცია უმეტეს შემთხვევაში იწყება მკურნალობის პირველი თვის განმავლობაში. პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებული კანის სერიოზული რეაქციების ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ და ექსისტენი-სანოველ ფორტეს გამოყენება შეწყვიტონ კანზე გამონაყარის ან მომატებული მგრძნობელობის ნებისმიერი სხვა ნიშნის გამოჩენისას.
ღვიძლის ეფექტები:
ღვიძლის ერთი ან მეტი ტესტის მატება შეიძლება აღინიშნოს იმ პაციენტების 15%-მდე, რომლებიც მკურნალობენ აასს-თი მათ შორის მელოქსიკამით. ეს ლაბორატორიული დარღვევები შეიძლება პროგრესირდეს, დარჩეს უცვლელი ან სპონტანურად გაქრეს მკურნალობის გაგრძელებისას. ALT ან AST-ის მნიშვნელოვანი მატება (სამჯერ ან მეტჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს [ULN]) დაფიქსირდა კლინიკურ კვლევებში აასს-თი ნამკურნალები პაციენტების დაახლოებით 1%-ში. გარდა ამისა, აღწერილია ღვიძლის მძიმე დაზიანების იშვიათი, ზოგჯერ ფატალური შემთხვევები, მათ შორის ფულმინანტური ჰეპატიტი, ღვიძლის ნეკროზი და ღვიძლის უკმარისობა.
პაციენტები, რომლებსაც აქვთ სიმპტომები ან ნიშნები, რომლებიც მიუთითებენ ღვიძლის დისფუნქციაზე ან ღვიძლის ტესტის არანორმალურ მნიშვნელობებზე ექსისტენი-სანოველ ფორტეთი თერაპიის დროს, უნდა შეფასდნენ ღვიძლის უფრო მძიმე რეაქციის განვითარების მტკიცებულებებისთვის. ექსისტენი-სანოველ ფორტეთი მკურნალობა უნდა შეწყდეს, თუ კლინიკური ნიშნები და სიმპტომები მიუთითებს ღვიძლის დაავადების განვითარებაზე ან თუ გამოვლინდა სისტემური სიმპტომები (მაგ. ეოზინოფილია, გამონაყარი).
ჰემატოლოგიური ეფექტები:
ანემია ხანდახან ვითარდება პაციენტებში, რომლებიც იღებენ აასს-ს მათ შორის ექსისტენი-სანოველ ფორტეს. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სითხის შეკავებაზე გაურკვეველი ზემოქმედებით, კუჭ-ნაწლავის ლატენტური ან ვრცელი სისხლის დაკარგვაზე ან ერითროპოეზზე. პაციენტებში, რომლებიც იღებენ აასს-თი, მათ შრის ექსისტენი-სანოველ ფორტეთი ხანგრძლივ მკურნალობას, ჰემოგლობინის ან ჰემატოკრიტის დონის მონიტორინგი უნდა მოხდეს ანემიის ნიშნების ან სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში.
აასს თრგუნავს თრომბოციტების აგრეგაციას და ზოგიერთ პაციენტში ნაჩვენებია, რომ ეს პრეპარატები ახანგრძლივებენ სისხლდენის დროს. ასპირინისგან განსხვავებით, თრომბოციტების ფუნქციაზე აასს-ს მოქმედება რაოდენობრივად ნაკლებია, მოკლე და შექცევადია. პაციენტები, რომლებიც იყენებენ ექსისტენი-სანოველ ფორტეს, რომლებსაც შეიძლება გვერდითი ეფექტები აღენიშნებოდეთ თრომბოციტების ფუნქციის ცვლილებებით, როგორიცაა კოაგულაციის დარღვევების მქონე პაციენტები ან ის პირები, რომლებიც ანტიკოაგულანტებს იღებენ, გამოყენება უნდა მოხდეს ფრთხილად.
თირკმლის ეფექტები:
აასს-ს, მათ შორის მელოქსიკამის ხანგრძლივმა გამოყენებამ გამოიწვია თირკმლის პაპილარული ნეკროზი, თირკმლის უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობა და თირკმელების სხვა დაზიანება. თირკმლის ტოქსიურობა ასევე გამოვლინდა პაციენტებში, რომლებშიც თირკმლის პროსტაგლანდინები კომპენსატორულ როლს ასრულებენ თირკმლის პერფუზიის შენარჩუნებაში. ამ პაციენტებში აასს-ს მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს პროსტაგლანდინების წარმოქმნის დოზადამოკიდებული შემცირება და, მეორე მხრივ, თირკმლის სისხლის ნაკადის შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის აშკარა დეკომპენსაცია. ამ რეაქციის ყველაზე დიდი რისკის ქვეშ მყოფი პაციენტები არიან ის პირები, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმელების ფუნქციის დარღვევა, დეჰიდრატაცია, ჰიპოვოლემია, გულის უკმარისობა, ღვიძლის დისფუნქცია, იღებენ დიურეზულ საშუალებებს და აგფ ინჰიბიტორების ან ARB-ს და არიან ხანდაზმულები. აასს თერაპიის შეწყვეტას, როგორც წესი, მოჰყვება აღდგენა მკურნალობის წინა მდგომარეობამდე.
იშვიათ შემთხვევებში აასს შეიძლება იყოს ინტერსტიციული ნეფრიტის, გლომერულონეფრიტის, თირკმლის მედულარული ნეკროზის ან ნეფროზული სინდრომის მიზეზი. ჰემოდიალიზზე მყოფ, თირკმლის უკმარისობის ბოლო სტადიის მქონე პაციენტებში მელოქსიკამის დოზა არ უნდა იყოს 7,5 მგ-ზე მეტი. დოზის შემცირება არ არის საჭირო პაციენტებში თირკმლის მსუბუქი ან ზომიერი უკმარისობით (ანუ პაციენტებში კრეატინინის კლირენსით 25 მლ/წთ-ზე მეტი).
არ არსებობს კონტროლირებადი კლინიკური კვლევების მონაცემები მელოქსიკამის გამოყენების შესახებ თირკმელების შორსწასული დაავადების მქონე პაციენტებში. ამიტომ ექსისტენი-სანოველ ფორტე არ არის რეკომენდებული ასეთ პაციენტებში გამოყენებისთვის. თუ საჭიროა ექსისტენი-სანოველ ფორტეთი თერაპიის დაწყება, რეკომენდებულია პაციენტის თირკმლის ფუნქციის ფრთხილად მონიტორინგი.
ანაფილაქსიური რეაქციები:
სხვა აასს-ს მსგავსად, ანაფილაქტოიდური რეაქციები შეიძლება განვითარდეს პაციენტებში ექსისტენი-სანოველ ფორტეს წინასწარი ზემოქმედების გარეშე.
ექსისტენი-სანოველ ფორტე არ უნდა გამოიყენონ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ასპირინის ტრიადა. ეს სიმპტომების კომპლექსი ჩვეულებრივ გვხვდება ასთმიან პაციენტებში, რომლებსაც უვითარდებათ რინიტი ცხვირის პოლიპებით ან მის გარეშე, ან მძიმე, პოტენციურად ფატალური ბრონქოსპაზმი, ასპირინის ან სხვა აასს-ს მიღების შემდეგ (იხ. ქვემოთ; ასთმის წინასწარი თემა).
ანაფილაქსიური რეაქციის განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ სასწრაფო დახმარებას.
არსებული ასთმა:
ასპირინ სენსიტიური ასთმა შეიძლება აღინიშნებოდეს ასთმის მქონე პაციენტებში. ასპირინის გამოყენება ასპირინზე მგრძნობიარე ასთმის მქონე პაციენტებში დაკავშირებულია მძიმე ბრონქოსპაზმთან, რომელიც შეიძლება ფატალური იყოს. ვინაიდან ასპირინსა და სხვა აასს-ს შორის არსებობს ჯვარედინი რეაქტიულობა, მათ შორის ბრონქოსპაზმი, დაფიქსირდა ასპირინისადმი მგრძნობიარე პაციენტებში, ასპირინისადმი მგრძნობელობის ამ ფორმის მქონე პაციენტებში არ უნდა გამოიყენონ ექსისტენი-სანოველ ფორტე და პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული წინასწარ არსებული ასთმის მქონე პაციენტებში.
ნატრიუმის, კალიუმის და წყლის შეკავება
აასს-თი შეიძლება მოხდეს ნატრიუმის, კალიუმის და წყლის შეკავების ინდუქცია და შარდმდენების ნატრიურეზული ეფექტების ჩარევა. გარდა ამისა, შეიძლება მოხდეს ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების ანტიჰიპერტენზიული ეფექტის დაქვეითება (იხ. პარაგრაფი 4.5). შედეგად,მგრძნობიარე პაციენტებში შეიძლება გაძლიერდეს ან გამწვავდეს შეშუპება, გულის უკმარისობა ან ჰიპერტენზია. ამიტომ, რისკის ქვეშ მყოფი პაციენტებისთვის აუცილებელია კლინიკური მონიტორინგი (იხ. პარაგრაფები 4.2 და 4.3).
ჰიპერკალიემია
ჰიპერკალემიას შეიძლება ხელი შეუწყოს შაქრიანი დიაბეტის ან კალემიის გამაძლიერებელმა თანმხლებმა მკურნალობამ (იხ. პარაგრაფი 4.5). ასეთ შემთხვევებში უნდა ჩატარდეს კალიუმის დონის რეგულარული მონიტორინგი.
ლაბორატორიული ტესტები
როგორც აასს-ს უმეტესობის შემთხვევაში,ზოგჯერ აღინიშნა შრატში ტრანსამინაზების, შრატში ბილირუბინის ან ღვიძლის ფუნქციის სხვა პარამეტრების მომატება, ასევე შრატში კრეატინინის, სისხლის შარდოვანას აზოტის და სხვა ლაბორატორიული დარღვევების მატება.
იმის გამო, რომ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სერიოზული წყლულები და სისხლდენა შეიძლება აღინიშნოს გამაფრთხილებელი სიმპტომების გარეშე, ექიმმა უნდა აკონტროლოს პაციენტები კუჭ-ნაწლავის სისხლდენის ნიშნების ან სიმპტომების გამოსავლენად. აასს-ს ხანგრძლივ თერაპიაზე მყოფი პაციენტების სისხლის სრული ანალიზი და ბიოქიმიური პროფილები პერიოდულად უნდა შემოწმდეს. ექსისტენი-სანოველ ფორტეს მიღება უნდა შეწყდეს, თუ კლინიკური ნიშნები ან სიმპტომები მიუთითებს ღვიძლის ან თირკმელების დაავადების განვითარებაზე, სისტემურ სიმპტომებზე (მაგ. ეოზინოფილია, გამონაყარი) ან ღვიძლის ტესტის შედეგები კვლავ არანორმალურია ან უარესდება.
სხვა გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
გვერდითი რეაქციები ხშირად ნაკლებდ კარგად აიტანება ხანდაზმულ, მოწყვლად ან დასუსტებულ პირებში, რომლებიც საჭიროებენ ფრთხილად მონიტორინგს. როგორც სხვა აასს-ს შემთხვევაში, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ხანდაზმულებში, რომლებშიც თირკმელების, ღვიძლის და გულის ფუნქციები ხშირად დარღვეულია. ხანდაზმულებს აქვთ აასს-ს მიმართ არასასურველი რეაქციების გაზრდილი სიხშირე, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის სისხლდენის და პერფორაციის, რომელიც შეიძლება იყოს ფატალური (იხ. პარაგრაფი 4.2).
მელოქსიკამმა, ისევე როგორც ნებისმიერმა სხვა აასს-მ, შეიძლება შენიღბოს ძირითადი ინფექციური დაავადების სიმპტომები
მელოქსიკამმა, ისევე როგორც ციკლოოქსიგენაზას/პროსტაგლანდინების სინთეზის მაინჰიბირებელმა ნებისმიერმა პრეპარატმა, შეიძლება დაარღვიოს ფერტილობა,, ამიტომ მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული ქალებში, რომლებიც დაორსულებას. გეგმავენ მელოქსიკამის შეწყვეტა გასათვალისწინებელია ქალებში, რომლებსაც უჭირთ დაორსულება ან უტარდებათ უნაყოფობის ტესტები.
სხვა აასს-ს მსგავსად, ექსისტენი-სანოველ ფორტეს გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული ორსულობის შემდგომ პერიოდში, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს არტერიული სადინრის ნაადრევი დახურვა (იხ. პარაგრაფი 4.6).
ექსისტენი-სანოველ ფორტე შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს. პაციენტებმა იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემებით გალაქტოზას შეუწყნარებლობით, ლაპ-ლაქტაზას დეფიციტით ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციით არ უნდა მიიღონ ეს მედიკამენტი.
ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს თითო დოზაზე; ამ დოზით ნატრიუმის გამო გვერდითი მოვლენები მოსალოდნელი არ არის.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
რადგან ექსისტენი-სანოველი ფორტეს შეიძლება გავლენა ჰქონდეს სხვა მედიკამენტების ეფექტურობაზე, ამ შეიძლება სხვა მედიკამენტებს ჰქონდეს გავლენა ექსისტენი-სანოველი ფორტეს ეფექტურობაზე, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ადრე იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება (ურეცეპტოდ გაცემული პრეპარატების ჩათვლით).
განსაკუთრებით კი, აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტებს:
სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ასპირინის ჩათვლით;
სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატები, მაგ. ვარფარინი;
სისხლში კოლტების დამშლელი (თრომბოლიზური) საშუალებები;
მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო პრეპარატები;
კორტიკოსტეროიდები;
ციკლოსპორინი (გამოიყენება ორგანოთა გადანერგვის შემდეგ, კანის მძიმე დაავადებების, რევმატოიდული ართრიტი ან ნეფროზული სინდრომის დროს);
ნებისმიერი დიურეზული საშუალება (შარდმდენები); შარდმდენების გამოყენების დროს, ექიმი უნდა დააკვირდეს თირკმლის მუშაობას;
ლითიუმი (გამოიყენება ფსიქიური დარღვევების სამკურნალოდ);
სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ);
მეტოტრექსატი (გამოიყენება ზოგიერთი სიმსივნის და კანის დაავადებების, მძიმე არაკონტროლირებადი აქტიური რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ);
ქოლესტირამინი (გამოიყენება ქოლესტერინის დონის დასაქვეითებლად).
იმ შემთხვევაში, თუ იყენებთ საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპტულ საშუალებებს, შეატყობინეთ ამის შესახებ ექიმს.
ექსისტენი-სანოველი ფორტეთი მკურნალობის დროს არ შეიძლება ალკოჰოლის მიღება კუჭის ლორწოვანის გაღიზიანების გამო.
სხვადასხვა საკვები ან მცენარეული საშუალება ურთიერთქმედებს აღნიშნულ პრეპარატთან. ესენია: იონჯა, ანისული, მოცვი, ბრომელაინი, კატის ბრჭყალი, ნიახური, სურნელოვანი გვირილა, სკუმბრია, სოკო ანგელიცა სინენსის, ფურისულა, ულბო, ნიორი, ჯინჯერი, გინკო ბილობა, ჟენშენი, ყურძენი, მწვანე ჩაი, ცხენის წაბლი, ძირტკბილა, წითელი კომბოსტო, ალისფერი სამყურა, რეიშის სოკო, S-adenozilmetiomnin, ტკბილი ბალზამი, კურკუმინი, თეთრი ტირიფი. ყველა პროდუქტს აქვს ანტითრომბოციტული ეფექტი, ამიტომ მათი მიღება მკურნალობის დროს არ შეიძლება.
თუ თქვენ იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით რეცეპტით დანიშნულ ან არარეხეპტურულ მედიკამენტებს, გთხოვთ, ამის შესახებ აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პრეპარატის მიღებამდე დაუკავშირდით ექიმს ან ფარმაცევტს.
აღნიშნული სამკურნალო საშუალების გამოყენება დაუშვებელია ორსულობის დროს.
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ აღმოაჩინეთ, რომ პრეპარატის მიღების დროს დაორსულდით.
ძუძუთი კვება
პრეპარატის მიღებამდე დაუკავშირდით ექიმს ან ფარმაცევტს.
ექსისტენი-სანოველი ფორტეს გამოყენება ძუძუთი კვების დროს რეკომენდებული არ არის.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
პრეპარატის გამოყენების დროს შეიძლება აღინიშნებოდეს მხედველობის დარღვევა, ძილიანობა, თავბრუსხვევა. ასეთ დროს ავტომობილის მართვა ან მანქანა-დანადგარებთან მუშაობა არ შეიძლება.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ექსისტენი-სანოველი ფორტეს ზოგიერთი კომპონენტის შესახებ
ექსისტენი-სანოველი ფორტეს ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს. თუ თქვენს ექიმს თქვენთვის ნათქვამი აქვს, რომ თქვენ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, პრეპარატის მიღებამდე დაუკავშირდით ექიმს.
გვერდითი მოვლენები
ყველა წამლის მსგავსად, აღნიშნულმა პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არა ყველა ადამიანს უვითარდება.
შეწყვიტეთ ექსისტენი-სანოველი ფორტეს მიღება და დაუკავშირდით ექიმს კონსულტაციისათვის ან მიმართეთ ახლოს მდებარე საავადმყოფოს, იმ შემთხვევაში, თუ შენიშნეთ:
- ჰიპერმგრძნობელობის სწრაფი რეაქციები (მწვავე რეაქციები, როგორებიცაა სახის, ენის, ხორხის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, გულისცემის აჩქარება, დისპნოე, არტერიული წნევის დაქვეითება);
- ალერგიული რეაქციები ჰიპერმგრძნობელობის სწრაფი რეაქციების გარდა;
- ალერგიით გამოწვეული სახისა და ხორხის შეშუპება;
- გამონაყარი;
- ასთმა. თუ ხართ ალერგიული ასპირინის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ.
ყველა ზემოთ აღნიშნული გვერდითი მოვლენა არის მძიმე.
თუ ამ სიმპტომთაგან, რომელიმე აღინიშნება, ეს ნიშნავს, რომ ექსისტენი-სანოველი ფორტეს მიმართ გაქვთ ალერგია. ასეთ დროს შეიძლება დაგჭირდეთ სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
ქვემოთ მოცემულია გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს ექსისტენი-სანოველი ფორტეთი მკურნალობის დროს და თქვენ უნდა იცოდეთ მათი პრევენცია და მკურნალობა.
გვერდითი რეაქციები ჩამოთვლილია შემდეგი კატეგორიებით:
ძალიან ხშირი უვითარდება 10-დან 1 პაციენტს მაინც
ხშირი უვითარდება 10-დან ერთზე ნაკლებ, მაგრამ 100-დან ერთზე მეტ პაციენტს
ნაკლებად ხშირი უვითარდება 100-დან ერთზე ნაკლებ, მაგრამ 1000-დან ერთზე მეტ პაციენტს
ძალიან იშვიათი უვითარდება 10 000-დან ერთზე ნაკლებ პაციენტს
უცნობი არ არის შეფასებულია შეზღუდული მონაცემების გამო
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენა:
საჭმლის მონელების პრობლემები, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, შეკრულობა, მეტეორიზმი, ფაღარათი.
ხშირი გვერდითი მოვლენები:
თავის ტკივილი, შეშუპება.
ნაკლებად ხშირი:
ანემია, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ვერტიგო, წონასწორობის დარღვევის გამო, ტაქიკარდია, არტერიული წნევის მომატება, წამოხურება, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, კუჭის ანთება, ბოყინი, ღვიძლის ფუნქციური სინჯების დარღვევები (მაგ. ბილირუბინის მაღალი დონე ან ტრანსამინაზების მაღალი მაჩვენებლები), გამონაყარი, ქავილი, ნატრიუმისა და წყლის შეკავება, კალიუმის დონის მომატება, ცვლილებები თირკმლის ფუნქციური ანალიზის პარამეტრებში, მომატებული შრატის შარდოვანა ან კრეატინინის დონე.
იშვიათი გვერდითი მოვლენები:
სისხლის ფორმულის შეცვლა, სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია), გუნება-განწყობილების ცვლილებები, კოშმარები, მხედველობის დარღვევები კონიუქტივიტის (თვალის კაკლის ან ქუთუთოს ანთება) ჩათვლით, ხმაური ყურებში, მსხვილი ნაწლავის ანთება, გასტროდუოდენალური წყლულები, ნაწლავების ანთება, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები:
ნაწლავის პერფორაცია, ღვიძლის ანთება, კანის ბულოზური რეაქციები, მრავალფორმული ერითემა. მრავალფორმული ერითემა არის კანის მძიმე ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს ლაქების, წითელი მუწუკებისა ან ალისფერი ბუშტუკების წარმოქმნას. ის აღინიშნება პირის ღრუში, თვალებსა და სხეულის სხვა ლორწოვან ადგილებში, თირკმლების მწვავე უკმარისობა განსაკუთრებული რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში.
უცნობი: სიხშირის დადგენა არსებული მონაცემებით ვერ ხერხდება
ცნობიერების აშლილობა, დეზორიენტაცია, მომატებული მგრძნობელობის რეაქციები სინათლის მიმართ.
გვერდითი მოვლენები, რომელთა განვითარება არ არის დაკავშირებული აღნიშნულ პრეპარატთან, თუმცა ზოგადად აღინიშნება ამავე ჯგუფის პრეპარატების გამოყენების დროს: თირკმლის ფუნქციის დარღვევა, თირკმლის მძიმე უკმარისობიტ.
გულის უკმარისობა აღწერილია აასს-ს ჯგუფის პრეპარატებთან კავშირშ.
სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, წყლულების წარმოქმნა ან პერფორაცია შეიძლება ფატალური იყოს ხანდაზმულ პაციენტებში.
აგრანულოციტოზის (სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება) ძალიან იშვიათი შემთხვევები აღწერილია პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ მელოქსიკამით და სხვა პოტენციურად მიელოტოქსიური საშუალებებით (ძვლის ტვინისთვის საზიანო).
ჭარბი დოზა
სიმპტომები
აასს-ს დოზის მწვავე გადაჭარბების შემდეგ სიმპტომები ჩვეულებრივ შემოიფარგლება ლეთარგიით, ძილიანობით, გულისრევით, ღებინებათა და ეპიგასტრიკულ ტკივილებით, რომლებიც ზოგადად შექცევადია დამხმარე მკურნალობით. შეიძლება აღინიშნოს კუჭ-ნაწლავის სისხლდენა. ძლიერმა მოწამვლამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერტენზია, თირკმლის მწვავე უკმარისობა, ღვიძლის დისფუნქცია, რესპირატორული დეპრესია, კომა, კრუნჩხვები, გულ-სისხლძარღვთა კოლაფსი და გულის გაჩერება. ანაფილაქტოიდური რეაქციები დაფიქსირდა აასს-ს თერაპიული მიღებისას და შეიძლება განვითარდეს დოზის გადაჭარბების შემდეგ.
მკურნალობა
აასს-ს დოზის გადაჭარბების შემდეგ პაციენტები უნდა იმართონ სიმპტომატური და დამხმარე მკურნალობით. კლინიკურ კვლევაში ნაჩვენები იყო მელოქსიკამის დაჩქარებული მოცილება ქოლესტირამინის 4 გ პერორალური დოზებით დღე-ღამეში სამჯერ გამოყენებისას.
- ფარმაკოლოგიური მახასიათებლები
- 1 ფარმაკოდინამიური მახასიათებლები
შემადგენლობა
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 15 მგ მელოქსიკამს.
დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზას მონოჰიდრატი 37,50 მგ
ტრინატრიუმის ციტრატი 27,00 მგ
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალისთვის იხილეთ პარაგრაფი 6.1.
შენახვის პირობები
ექსისტენი-სანოველი ფორტე ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არა უმეტეს 250C ოთახის ტემპერატურაზე.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.
ექსისტენი-სანოველი ფორტე არ გამოიყენოთ შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის (EXP) გასვლის შემდეგ
ექსისტენი-სანოველი ფორტე არ გამოიყენოთ უშუალოდ პროდუქტზე და/ან შეფუთვაზე რაიმე დეფექტის შენიშვნისას.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი
სანოველ ილაჩ სანაი ვე თიჯარეთ ა.შ.
34460 ისტინიე-სტამბული
ფარმაკოლოგიური თვისებები
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება,
ათქ კოდი: M01AC06
მელოქსიკამი არის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი (აასს) ოქსიკამების ოჯახისა, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი თვისებებით.
მელოქსიკამის ანთების საწინააღმდეგო მოქმედება დადასტურებულია ანთების კლასიკურ მოდელებში. როგორც სხვა აასს-ს შემთხვევაში, მისი მოქმედების ზუსტი მექანიზმი უცნობია. თუმცა, არსებობს მოქმედების სულ მცირე ერთი საერთო მეთოდი, რომელსაც იზიარებს ყველა აასს (მათ შორის მელოქსიკამი): პროსტაგლანდინების-ანთების ცნობილი მედიატორების ბიოსინთეზის დათრგუნვა.
- 2 ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები
აბსორბცია
მელოქსიკამი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, რაც აისახება მაღალი აბსოლუტური ბიოშეღწევადობით, დაახლოებით 89% პერორალური მიღების შემდეგ (კაფსულა). ნაჩვენებია იყო, რომ ტაბლეტები, პერორალური სუსპენზია და კაფსულები იყო ბიოექვივალენტური.
მელოქსიკამის ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ, პლაზმაში საშუალო მაქსიმალური კონცენტრაციამიიღწევა სუსპენზიის შემთხვევაში 2 საათის განმავლობაში და მყარი პერორალური დოზირების ფორმებისას 5-6 საათის განმავლობაში (კაფსულები და ტაბლეტები).
მრავალჯერადი დოზირებისას, სტაბილური მდგომარეობა მიიღწევა 3-დან 5 დღეში. დღე-ღამეში ერთხელ მიღებისას იწვევს პრეპარატის საშუალო პლაზმური კონცენტრაცის შედარებით მცირე პიკურ რყევებს დიაპაზონში 0.4 - 1.0 µg/mL 7.5 მგ დოზებისთვის და 0.8 - 2.0 µg/mL 15 მგ დოზებისთვის, შესაბამისად (Cmin და Cmax სტაბილურად. წონასწორულ მდგომარეობაში). მელოქსიკამის საშუალო მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია წონასწორულ მდგომარეობაში მიიღწევა ხუთ-ექვს საათში ტაბლეტისთვის, კაფსულისთვის და პერორალური სუსპენზიისთვის, შესაბამისად. პერორალური მიღების შემდეგ მელოქსიკამის შეწოვის ხარისხი არ იცვლება საკვების ერთდროული მიღებით ან არაორგანული ანტაციდების გამოყენებით.
განაწილება
მელოქსიკამი ძალიან ძლიერად უკავშირდება პლაზმის ცილებს, ძირითადად ალბუმინს (99%). მელოქსიკამი აღწევს სინოვიალურ სითხეში და იძლევა კონცენტრაციის დაახლოებით ნახევარს პლაზმაში.
განაწილების მოცულობა დაბალია, ანუ დაახლ. 11 ლ. ინდივიდთაშორისი ცვალებადობა არის 30-40% შორის.
ბიოტრანსფორმაცია
მელოქსიკამი განიცდის ღვიძლის ფართო ბიოტრანსფორმაციას. შარდში გამოვლინდა მელოქსიკამის ოთხი განსხვავებული მეტაბოლიტი, რომლებიც ფარმაკოდინამიურად არააქტიურია. ძირითადი მეტაბოლიტი, 5'-კარბოქსიმელოქსიკამი (დოზის 60%) წარმოიქმნება შუალედური მეტაბოლიტის 5'-ჰიდროქსიმეთილმელოქსიკამის დაჟანგვის შედეგად, რომელიც ასევე გამოიყოფა მცირე რაოდენობით (დოზის 9%). In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ CYP 2C9 მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ მეტაბოლურ გზაზე, CYP 3A4 იზოფერმენტის უმნიშვნელო წვლილთან ერთად. პაციენტის პეროქსიდაზას აქტივობა, სავარაუდოდ, პასუხისმგებელია დანარჩენ ორ მეტაბოლიტზე, რომლებიც შეადგენს შეყვანილი დოზის შესაბამისად 16% და 4%.
ელიმინაცია
მელოქსიკამი გამოიყოფა უპირატესად მეტაბოლიტების სახით და თანაბარი რაოდენობით გვხვდება შარდში და განავალში. სადღეღამისო დოზის 5%-ზე ნაკლები გამოიყოფა უცვლელი სახით განავლით, ხოლო ძირითადი ნაერთის მხოლოდ კვალი გამოიყოფა შარდით.
ელიმინაციის ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი დაახლოებით 20 საათია. მთლიანი პლაზმური კლირენსი საშუალოდ 8 მლ/წთ.
ხაზოვნება/არა-ხაზოვნება
მელოქსიკამი აჩვენებს ხაზოვან ფარმაკოკინეტიკას თერაპიული დოზის დიაპაზონში 7.5 მგ 15 მგ პერორალური ან ინტრამუსკულარული მიღების შემდეგ.
მახასიათებლები პაციენტებში
პაციენტები ღვიძლის/თირკმლის უკმარისობით:
არც ღვიძლის, არც თირკმელების მსუბუქი და ზომიერი უკმარისობა არ ახდენს არსებით გავლენას მელოქსიკამის ფარმაკოკინეტიკაზე. თირკმელების ტერმინალური უკმარისობის დროს, განაწილების მოცულობის ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს თავისუფალი მელოქსიკამის უფრო მაღალი კონცენტრაცია და არ უნდა აღემატებოდეს 7,5 მგ სადღეღამისო დოზას.
ხანდაზმულები:
საშუალო პლაზმური კლირენსი წონასწორულ მდგომარეობაში ხანდაზმულ სუბიექტებში ოდნავ დაბალი იყო ვიდრე მოხსენებული ახალგაზრდა სუბიექტებისთვის.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია პაციენტისათვის
ექსისტენი-სანოველი ფორტე 15 მგ ტაბლეტები
EXISTEN-SANOVEL FORT 15 mg TABLETS
პერორალური მიღებისთვის
აქტიური ნივთიერება: ერთი ტაბლეტი შეიცავს 15 მგ მელოქსიკამს.
დამხმარე ნივთიერებები: ტრინატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი, სილიციუმის დიოქსიდი, კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი.
პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით და ბოლომდე წაიკითხეთ ინსტრუქცია, ვინაიდან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატი დანიშნულია მხოლოდ თქვენთვის. ნუ გადასცემთ მას სხვას.
თუ პრეპარატის გამოყენებისას მიმართავთ ექიმს, აუცილებლად შეატყობინეთ, რომ იღებთ აღნიშნულ პრეპარატს.
ზუსტად დაიცავით ინსტრუქციაში მოცემული მითითებანი. ექიმის რეკომენდაციის გარეშე ნუ მიიღებთ უფრო მაღალ ან უფრო დაბალ დოზას.
ამ ინსტრუქციაში წაიკითხავთ:
რა არის ექსისტენი-სანოველი ფორტე და რისთვის გამოიყენება
რა უნდა ვიცოდეთ ექსისტენი-სანოველი ფორტეს მიღებამდე
როგორ უნდა მიიღოთ ექსისტენი-სანოველი ფორტე
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ექსისტენი-სანოველი ფორტეს შენახვის წესი
რა არის ექსისტენი-სანოველი ფორტე და რისთვის გამოიყენება
ექსისტენი-სანოველი ფორტე, ღია ყვითელი ფერის, მოგრძო ტაბლეტებია, გამყოფი ხაზით ორივე მხარეს. ყოველი ტაბლეტი შეიცავს 15 მგ მელოქსიკამს. გამყოფი ხაზის დანიშნულება არის ტაბლეტის გაყოფა თანაბარ დოზებად. ამგვარად, ტაბლეტი შეიძლება გაიყოს 7.5 მგ -იან თანაბარ დოზებად. ექსისტენი-სანოველი ფორტე წარმოდგენილია შეფუთვით, რომელიც შეიცავს 10 ტაბლეტიან ბლისტერს. სანოველი-ექსისტენი ფორტე წარრმოდგენილია ბლისტერული შეფუთვით, 10 ან 30 ტაბლეტით.
მელოქსიკამი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს) ჰქვია, რომლებსაც იყენებენ ანთებისა და სახსრების და კუნთების ტკივილის შესამსუბუქებლად.
ექსისტენი-სანოველი ფორტე გამოიყენება:
- ნიშნებისა და სიმპტომების სამკურნალოდ ართრიტის (ოსტეოართრიტი), რევმატოიდული ართრიტის, ქრონიკული დაავადების, რომელიც იწვევს სახსრების ტკივილს და დეფორმაციას, და მაანკილოზებელი სპონდილიტის, ზურგის სახსრების ტკივილით მიმდინარე მტკივნეული პროგრესირებადი რევმატული დაავადების დროს.
- გამოიყენება მწვავე პოდაგრული ართრიტის სამკურნალოდ, რომელიც პროგრესირებს უეცარი ტკივილის შეტევების სახით, განსაკუთრებით ტერფებისა და ფეხების სახსრებში, სახსრებში შარდმჟავას დაგროვების გამო, კუნთების მწვავე ტკივილის, პოსტოპერაციული ტკივილისა და მტკივნეული მენსტრუაციის (დისმენორეა) დროს.
რა უნდა ვიცოდეთ ექსისტენი-სანოველი ფორტეს მიღებამდე
ისეთი სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა ექსისტენი-სანოველი ფორტე, შეიძლება დაკავშირებული იყოს გულის შეტევების (მიოკარდიუმის ინფარქტი) ან ინსულტის განვითარების მომატებულ რისკთან. ნებისმიერი რისკი მოსალოდნელია მაღალი დოზების გამოყენებისა და მკურნალობის გახანგრძლივების დროს. არ გადააჭარბოთ ექიმის მიერ რეკომენდებულ დოზას და არ გაახანგრძლივოთ მკურნალობა.
თუ გაქვთ გულის მხრივ პრობლემები, გადატანილი გაქვთ ინსულტი ან ფიქრობთ, რომ აღნიშნული დარღვევების განვითარების რისკის ქვეშ ხართ (მაგალითად, თუ გაქვთ მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი ან ქოლესტერინის მაღალი დონე სისხლში, ხართ სიგარეტის მწეველი), მკურნალობის დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მძიმე გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს ყოველგვარი გამაფრთხილებელი ნიშნის გარეშე. თუმცა ყურადღებით უნდა მოეკიდოთ ისეთ სიმპტომებს, როგორებიცაა ტკივილი გულმკერდში, სუნთქვის გაძნელება, თავბრუსხვევა და მეტყველების დარღვევა. ასეთ დროს აუცილებელია სამედიცინო დახმარება.
ექსისტენი-სანოველი ფორტემ შეიძლება გამოიწვიოს დარღვევები კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ. იშვიათი გვერდითი მოვლენები, როგორებიცაა წყლული და სისხლდენა, ჰოსპიტალიზაციით ან სიკვდილით სრულდება. თუ შენიშნეთ, ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მუცლის ტკივილი, დისპეფსია, შავი განავალი, სისხლიანი ღებინება, მიმართეთ ექიმს დახმარებისათვის.
ექსისტენი-სანოველი ფორტემ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე გვერდითი მოვლენები კანის მხრივ. გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს გამაფრთხილებელი ნიშნების გარეშე. მიუხედავად ამისა, თუ შენიშნეთ, ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა გამონაყარი კანზე, ბუშტუკების წარმოქმნა, ცხელება და ქავილი, უნდა მოითხოვოთ სამედიცინო დახმარება. გამონაყარის განვითარების შემთხვევაში, სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება და მიმართოთ ექიმს კონსულტაციისათვის.
მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის, თუ შენიშნეთ წონაში აუხსნელი მატება ან შეშუპება. გულისრევა, თავბრუსხვევა, სისუსტე, გამონაყარი, სიყვითლე, მგრძნობელობა მუცლის ზედა მარჯვენა კვადრატში ან გრიპის მსგავსი სიმპტომები არის ჰეპატოტოქსიურობის ნიშნები. აღნიშნული სიმპტომების შემჩნევისას, შეწყვიტეთ წამლის მიღება და სასწრაფოდ დაუკავშირდით ექიმს კონსულტაციისათვის.
სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატის მსგავსად, ექსისტენი-სანოველი ფორტეს გამოყენება არ შეიძლება ორსულობის დროს, ვინაიდან შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის არტერიული სადინარის ვადამდელი დახშობა (ჩვეულებრივად ღიაა დედის საშვილოსნოში, მაგრამ მშობიარობის შემდეგ უნდა დაიხუროს, ორ არტერიას შორის განსხვავება).
სუნთქვის გაძნელების, ჰიპერმგრძნობელობის სიმპტომების (სახისა და ხორხის შეშუპება) განვითარების შემთხვევაში აუცილებელია ექიმის გადაუდებელი დახმარება.
არ მიიღოთ ექსისტენი-სანოველი ფორტე:
თუ:
ხართ ორსულად, გეგმავთ ორსულობას, ან ხართ მეძუძური დედა;
ხართ ალერგიული მელოქსიკამის ან პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ;
გაკეთებული გაქვთ კორონარული არტერიის ოპერაცია (კორონარული არტერიის შემოვლითი გრაფტი), ტკივილის მკურნალობა ოპერაციამდე, ოპერაციის დროს და ოპერაციის შემდეგ
ხართ ალერგიული ასპირინის ან ანთების საწინააღმდეგო სხვა პრეპარატების მიმართ და აღნიშნულმა პრეპარატებმა გამოიწვია ასთმური შეტევები;
ასპირინის ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღების შემდეგ აღინიშნებოდა შემდეგი სიმპტომები: ცემინება, ცხვირიდან გამონადენი ცხვირის დახშობით ცხვირის ამომფენი ლორწოვანის შეშუპების შედეგად (ნაზალური პოლიპები) ან კანზე გამონაყარი;
გაქვთ ან ანამნეზში აღინიშნება წყლული კუჭსა ან ნაწლავებში;
გაქვთ ან ანამნეზში აღინიშნება ცერებროვასკულარული სისხლდენა (სისხლჩაქცევა თავის ტვინში);
აღინიშნება ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა;
აღინიშნება თირკმლის მძიმე უკმარისობა და დიალიზი შეუძლებელია;
ხართ 16 წლამდე ასაკის.
ექსისტენი-სანოველი ფორტე სიფრთხილით გამოიყენება:
თუ:
ოდესმე გქონდათ საყლაპავის ანთება (ეზოფაგიტი), კუჭის ანთება (გასტრიტი) ან კუჭ-ნაწლავის ნებისმიერი სხვა დაავადება, მაგ. წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება;
გაქვთ ასთმა;
გაქვთ ანემია;
გაქვთ მაღალი არტერიული წნევა;
ხართ ხანდაზმული ასაკის;
გაქვთ გულის, ღვიძლის ან თირკმლების დაავადება,
გაქვთ დიაბეტი;
სისხლის მოცულობა შემცირებულია (ჰიპოვოლემია), რაც შეიძლება განვითარდეს სისხლის დაკარგვის ან დამწვრობების, ოპერაციის ან სითხის მიღების შემცირების შედეგად;
გაქვთ სისხლში კალიუმის მაღალი დონე, რაც დადგენილი იყო ექიმის მიერ;
გაქვთ კოაგულაციის დარღვევები;
გაწუხებთ კანის დაავადება, როგორებიცაა ექსფოლიაცია, ბუშტუკების წარმოქმნა, შეშუპება და გამონაყარი (სტივენს-ჯონსონის სინდრომი) და კანის მძიმე რეაქციები, სითხიანი ბუშტუკები კანზე ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის ჩათვლით.
გაირეთ ექიმთამ კონსულტაცია აღნიშნულ მოვლენებთან დაკავშირებით, იმ შემთვევაშცი კი, თუ ისინი აღგენიშნებოდათ წარსულში, ნებისმიერი დროს.
ექსისტენი-სანოველი ფორტე საკვებთან და სასმელთან ერთად
ექსისტენი-სანოველი ფორტეს მიღება შეიძლება წყალთან ან სხვადასხვა სასმელთან და საკვებთან ერთად.
ორსულობა
პრეპარატის მიღებამდე დაუკავშირდით ექიმს ან ფარმაცევტს.
აღნიშნული სამკურნალო საშუალების გამოყენება დაუშვებელია ორსულობის დროს.
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ აღმოაჩინეთ, რომ პრეპარატის მიღების დროს დაორსულდით.
ძუძუთი კვება
პრეპარატის მიღებამდე დაუკავშირდით ექიმს ან ფარმაცევტს.
ექსისტენი-სანოველი ფორტეს გამოყენება ძუძუთი კვების დროს რეკომენდებული არ არის.
ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
პრეპარატის გამოყენების დროს შეიძლება აღინიშნებოდეს მხედველობის დარღვევა, ძილიანობა, თავბრუსხვევა. ასეთ დროს ავტომობილის მართვა ან მანქანა-დანადგარებთან მუშაობა არ შეიძლება.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ექსისტენი-სანოველი ფორტეს ზოგიერთი კომპონენტის შესახებ
ექსისტენი-სანოველი ფორტეს ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს. თუ თქვენს ექიმს თქვენთვის ნათქვამი აქვს, რომ თქვენ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, პრეპარატის მიღებამდე დაუკავშირდით ექიმს.
სხვა სამკურნალო საშუალებები და ექსისტენი-სანოველი ფორტე
რადგან ექსისტენი-სანოველი ფორტეს შეიძლება გავლენა ჰქონდეს სხვა მედიკამენტების ეფექტურობაზე, ამ შეიძლება სხვა მედიკამენტებს ჰქონდეს გავლენა ექსისტენი-სანოველი ფორტეს ეფექტურობაზე, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ადრე იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება (ურეცეპტოდ გაცემული პრეპარატების ჩათვლით).
განსაკუთრებით კი, აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტებს:
სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ასპირინის ჩათვლით;
სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატები, მაგ. ვარფარინი;
სისხლში კოლტების დამშლელი (თრომბოლიზური) საშუალებები;
მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო პრეპარატები;
კორტიკოსტეროიდები;
ციკლოსპორინი (გამოიყენება ორგანოთა გადანერგვის შემდეგ, კანის მძიმე დაავადებების, რევმატოიდული ართრიტი ან ნეფროზული სინდრომის დროს);
ნებისმიერი დიურეზული საშუალება (შარდმდენები); შარდმდენების გამოყენების დროს, ექიმი უნდა დააკვირდეს თირკმლის მუშაობას;
ლითიუმი (გამოიყენება ფსიქიური დარღვევების სამკურნალოდ);
სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ);
მეტოტრექსატი (გამოიყენება ზოგიერთი სიმსივნის და კანის დაავადებების, მძიმე არაკონტროლირებადი აქტიური რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ);
ქოლესტირამინი (გამოიყენება ქოლესტერინის დონის დასაქვეითებლად).
იმ შემთხვევაში, თუ იყენებთ საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპტულ საშუალებებს, შეატყობინეთ ამის შესახებ ექიმს.
ექსისტენი-სანოველი ფორტეთი მკურნალობის დროს არ შეიძლება ალკოჰოლის მიღება კუჭის ლორწოვანის გაღიზიანების გამო.
სხვადასხვა საკვები ან მცენარეული საშუალება ურთიერთქმედებს აღნიშნულ პრეპარატთან. ესენია: იონჯა, ანისული, მოცვი, ბრომელაინი, კატის ბრჭყალი, ნიახური, სურნელოვანი გვირილა, სკუმბრია, სოკო ანგელიცა სინენსის, ფურისულა, ულბო, ნიორი, ჯინჯერი, გინკო ბილობა, ჟენშენი, ყურძენი, მწვანე ჩაი, ცხენის წაბლი, ძირტკბილა, წითელი კომბოსტო, ალისფერი სამყურა, რეიშის სოკო, S-adenozilmetiomnin, ტკბილი ბალზამი, კურკუმინი, თეთრი ტირიფი. ყველა პროდუქტს აქვს ანტითრომბოციტული ეფექტი, ამიტომ მათი მიღება მკურნალობის დროს არ შეიძლება.
თუ თქვენ იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით რეცეპტით დანიშნულ ან არარეხეპტურულ მედიკამენტებს, გთხოვთ, ამის შესახებ აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
როგორ უნდა მიიღოთ ექსისტენი-სანოველი ფორტე
მითითებები სათანადო მიღებისა და დოზირების/მიღების გზის შესახებ
დოზას და მკურნალობის ხანგრძლივობას ადგენს ექიმი თქვენი დაავადების შესაბამისად. რეკომენდებული დოზები მოცემულია ქვემოთ:
ოსტეოართრიტის გამწვავება:
- 5 მგ (ნახევარი ტაბლეტი) დღეში ერთხელ. ექიმის რეკომენდაციით შეიძლება დოზის გაზრდა 15 მგ-მდე (1 ტაბლეტი) დღეში ერთხელ.
რევმატოიდული ართრიტი
15 მგ (ერთი ტაბლეტი) დღეში ერთხელ. ექიმის რეკომენდაციით შეიძლება დოზის შემცირება 7.5 მგ-მდე (ნახევარი ტაბლეტი) დღეში ერთხელ.
15 მგ (ერთი ტაბლეტი) დღეში ერთხელ. ექიმის რეკომენდაციით შეიძლება დოზის შემცირება 7.5 მგ-მდე (ნახევარი ტაბლეტი) დღეში ერთხელ.
მწვავე პოდაგრული ართრიტი, კუნთების ტკივილი, ტკივილი ოპერაციის შემდეგ და დისმენორეა:
- 5 მგ (ნახევარი ტაბლეტი) დღეში ერთხელ. ექიმის რეკომენდაციით შეიძლება დოზის გაზრდა 15 მგ-მდე (1 ტაბლეტი) დღეში ერთხელ.
მიღების წესი:
საერთო დოზის მიღება შესაძლებელია ერთ დოზად, წყალთან ან სხვა სასმელთან და საკვებთან ერთად.
ექსისტენი-სანოველი ფორტეს ტაბლეტის გაყოფა შეიძლება ორ დოზად გამყოფ ხაზზე. 15 მგ-იანი ტაბლეტი გაიყოფა ორ თანაბარ 7.5 მგ-იან დოზად.
რეკომენდებული დოზა შეიძლება მიიღონ ერთიანად და ერთჯერადად.
არ გადააჭარბოთ მაქსიმალურ დღიურ დოზას 15 მგ-ს.
თუ პარაგრაფში „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“ ჩამოთვლილი საკითხები თქვენ გეხებათ, თქვენმა ექიმმა შესაძლოა დოზა შეამციროს დღეში ერთხელ 7.5 (მგ) -მდე (ნახევარი ტაბლეტი).
თვითნებურად ნუ შეწყვეტთ ან გაახანგრძლივებთ მკურნალობას.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება პედიატრიაში:
ექსისტენი-სანოველი ფორტე არ გამოიყენება ბავშვებში და 16 წლამდე ასაკის მოზარდებში.
ხანდაზმულები:
რეკომენდებული დოზა არის 7.5 მგ, მაანკილოზებელი სპონდილიტისა და რევმატოიდული ართრიტის ხანგრძლივი მკურნალობისათვის.
განსაკუთრებული პოპულაციები:
თირკმლის ფუნქციის დარღვევა:
თირკმლის მძიმე უკმარისობის მქინე და ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტებისათვის მაქსიმალური რეკომენდებული დოზა შეადგენს 7.5 მგ-ს.
ექსისტენი-სანოველი ფორტე არ გამოიყენება პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით, რომლებიც არ იტარებენ დიალიზსს.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა:
დოზის შემცირების აუცილებლობა არ არის ღვიძლის მსუბუქი ან ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში. ექსისტენი-სანოველი ფორტე არ გამოიყენება პაციენტებში ღვიძლის მძიმე უკმარისობით.
სხვა
გვერდითი მოვლენების განვითარების რისკის ქვეშ მყოფი პაციენტებისათვის რეკომენდებულია მკურნალობის დაწყება 7.5 მგ დოზით.
თუ მიგაჩნიათ, რომ ექსისტენი-სანოველი ფორტეს ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, დაუკავშირდით ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ექსისტენი-სანოველი ფორტე
თუ თქვენ მიიღეთ საჭუროზე მეტი ექსისტენი-სანოველი ფორტე, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ჭარბი დოზირების ან პრეპარატის შემთხვევით მიღების შემთხვევაში დაუკავშირდით ექიმს ან მიმართეთ ახლოს მდებარე საავადმყოფოს. თან აუცილებლად უნდა იქონიოთ დარჩენილი ტაბლეტები და წამლის ინსტრუქცია, რათა მედპერსონალი მიხვდეს, თუ რომელი პრეპარატი გაქვთ მიღებული.
თუ დაგავიწყდათ ექსისტენი-სანოველი ფორტეს მიღება
ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
იმ შემთხვევაში, თუ დაგავიწყდათ ტაბლეტის მიღება ჩვეულ დროს, მიიღეთ ის, როგორც კი გაგახსენდებათ. თუ მომდევნო დოზის დრო მოახლოებულია, არ არის საჭირო გამოტოვებული დოზის მიღება. მიიღეთ მომდევნო დოზა, როგორც ეს მითითებულია დანიშნულებაში და განაგრძეთ მკურნალობა გრაფიკის მიხედვით.
თუ შეწყვიტეთ ექსისტენი-სანოველი ფორტეს მიღება
ნუ შეწყვეტთ მკურნალობას ექიმთან კონსულტაციის გარეშე. დაავადების სიმპტომები შეიძლება კვლავ გამოვლინდეს.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა წამლის მსგავსად, აღნიშნულმა პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არა ყველა ადამიანს უვითარდება.
შეწყვიტეთ ექსისტენი-სანოველი ფორტეს მიღება და დაუკავშირდით ექიმს კონსულტაციისათვის ან მიმართეთ ახლოს მდებარე საავადმყოფოს, იმ შემთხვევაში, თუ შენიშნეთ:
- ჰიპერმგრძნობელობის სწრაფი რეაქციები (მწვავე რეაქციები, როგორებიცაა სახის, ენის, ხორხის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, გულისცემის აჩქარება, დისპნოე, არტერიული წნევის დაქვეითება);
- ალერგიული რეაქციები ჰიპერმგრძნობელობის სწრაფი რეაქციების გარდა;
- ალერგიით გამოწვეული სახისა და ხორხის შეშუპება;
- გამონაყარი;
- ასთმა. თუ ხართ ალერგიული ასპირინის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ.
ყველა ზემოთ აღნიშნული გვერდითი მოვლენა არის მძიმე.
თუ ამ სიმპტომთაგან, რომელიმე აღინიშნება, ეს ნიშნავს, რომ ექსისტენი-სანოველი ფორტეს მიმართ გაქვთ ალერგია. ასეთ დროს შეიძლება დაგჭირდეთ სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
ქვემოთ მოცემულია გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს ექსისტენი-სანოველი ფორტეთი მკურნალობის დროს და თქვენ უნდა იცოდეთ მათი პრევენცია და მკურნალობა.
გვერდითი რეაქციები ჩამოთვლილია შემდეგი კატეგორიებით:
ძალიან ხშირი უვითარდება 10-დან 1 პაციენტს მაინც
ხშირი უვითარდება 10-დან ერთზე ნაკლებ, მაგრამ 100-დან ერთზე მეტ პაციენტს
ნაკლებად ხშირი უვითარდება 100-დან ერთზე ნაკლებ, მაგრამ 1000-დან ერთზე მეტ პაციენტს
ძალიან იშვიათი უვითარდება 10 000-დან ერთზე ნაკლებ პაციენტს
უცნობი არ არის შეფასებულია შეზღუდული მონაცემების გამო
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენა:
საჭმლის მონელების პრობლემები, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, შეკრულობა, მეტეორიზმი, ფაღარათი.
ხშირი გვერდითი მოვლენები:
თავის ტკივილი, შეშუპება.
ნაკლებად ხშირი:
ანემია, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ვერტიგო, წონასწორობის დარღვევის გამო, ტაქიკარდია, არტერიული წნევის მომატება, წამოხურება, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, კუჭის ანთება, ბოყინი, ღვიძლის ფუნქციური სინჯების დარღვევები (მაგ. ბილირუბინის მაღალი დონე ან ტრანსამინაზების მაღალი მაჩვენებლები), გამონაყარი, ქავილი, ნატრიუმისა და წყლის შეკავება, კალიუმის დონის მომატება, ცვლილებები თირკმლის ფუნქციური ანალიზის პარამეტრებში, მომატებული შრატის შარდოვანა ან კრეატინინის დონე.
იშვიათი გვერდითი მოვლენები:
სისხლის ფორმულის შეცვლა, სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია), გუნება-განწყობილების ცვლილებები, კოშმარები, მხედველობის დარღვევები კონიუქტივიტის (თვალის კაკლის ან ქუთუთოს ანთება) ჩათვლით, ხმაური ყურებში, მსხვილი ნაწლავის ანთება, გასტროდუოდენალური წყლულები, ნაწლავების ანთება, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები:
ნაწლავის პერფორაცია, ღვიძლის ანთება, კანის ბულოზური რეაქციები, მრავალფორმული ერითემა. მრავალფორმული ერითემა არის კანის მძიმე ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს ლაქების, წითელი მუწუკებისა ან ალისფერი ბუშტუკების წარმოქმნას. ის აღინიშნება პირის ღრუში, თვალებსა და სხეულის სხვა ლორწოვან ადგილებში, თირკმლების მწვავე უკმარისობა განსაკუთრებული რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში.
უცნობი: სიხშირის დადგენა არსებული მონაცემებით ვერ ხერხდება
ცნობიერების აშლილობა, დეზორიენტაცია, მომატებული მგრძნობელობის რეაქციები სინათლის მიმართ.
გვერდითი მოვლენები, რომელთა განვითარება არ არის დაკავშირებული აღნიშნულ პრეპარატთან, თუმცა ზოგადად აღინიშნება ამავე ჯგუფის პრეპარატების გამოყენების დროს: თირკმლის ფუნქციის დარღვევა, თირკმლის მძიმე უკმარისობიტ.
გულის უკმარისობა აღწერილია აასს-ს ჯგუფის პრეპარატებთან კავშირშ.
სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, წყლულების წარმოქმნა ან პერფორაცია შეიძლება ფატალური იყოს ხანდაზმულ პაციენტებში.
აგრანულოციტოზის (სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება) ძალიან იშვიათი შემთხვევები აღწერილია პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ მელოქსიკამით და სხვა პოტენციურად მიელოტოქსიური საშუალებებით (ძვლის ტვინისთვის საზიანო).
როგორ ინახება ექსისტენი-სანოველი ფორტე
ექსისტენი-სანოველი ფორტე ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არა უმეტეს 250C ოთახის ტემპერატურაზე.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.
ექსისტენი-სანოველი ფორტე არ გამოიყენოთ შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის (EXP) გასვლის შემდეგ
ექსისტენი-სანოველი ფორტე არ გამოიყენოთ უშუალოდ პროდუქტზე და/ან შეფუთვაზე რაიმე დეფექტის შენიშვნისას.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი
სანოველ ილაჩ სანაი ვე თიჯარეთ ა.შ.
34460 ისტინიე-სტამბული
მწარმოებელი
სანოველ ილაჩ სანაი ვე თიჯარეთ ა.შ.
34580 სილივრი-სტამბული
ამ ინსტრუქციის დამტკიცების თარიღია: 27.01.2015
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


