პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები

ენზეკამი

ENZECAM

ურეცეპტოდ10მგ/მლინსტრუქცია ქართულადუკრაინა
რისთვის გამოიყენება

რევმატოიდული ართრიტისა და მაანკილოზებელი სპონდილიტის მწვავე შეტევების მოკლევადიანი სიმპტომური მკურნალობა, როდესაც შეყვანის სხვა გზების გამოყენება შეუძლებელია.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
მელოქსიკამი (meloxicam)
ფორმა და შეფუთვა
10მგ/მლ 1.5მლ ი.მ. საინექციო ხსნარი მინის ამპულა №5 (1X5)
მწარმოებელი
«Lekhim-Kharkiv» PJSC, უკრაინა
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, ოქსიკამები
ATC კოდი
M01AC06
რეგისტრაციის ნომერი
რ-044073
რეგისტრირებულია
30 სექტემბერი 2025, მოქმედებს 30 სექტემბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
«Lekhim-Kharkiv» PJSC (უკრაინა)
განმცხადებელი
შპს „ნიფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაენზეკამი და სხვა წამალი ერთად

ენზეკამი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

რევმატოიდული ართრიტისა და მაანკილოზებელი სპონდილიტის მწვავე შეტევების მოკლევადიანი სიმპტომური მკურნალობა, როდესაც შეყვანის სხვა გზების გამოყენება შეუძლებელია.

მიღების წესი და დოზირება

განკუთვნილია ინტრამუსკულარული გამოყენებისათვის.

ერთი 15 მგ ინექცია კეთდება დღეში 1 -ჯერ.

არ გადააჭარბოთ 15 მგ/დღეში დოზირებას.

მკურნალობა უნდა შემოიფარგლოს ერთი ინექციით თერაპიის დასაწყისში, მაქსიმალური 2-3 დღის ხანგრძლივობით დასაბუთებულ გამონაკლის შემთხვევებში (მაგ., როდესაც შეყვანის სხვა გზების გამოყენება შეუძლებელია). გვერდითი რეაქციების მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია სიმპტომების კონტროლისთვის აუცილებელი უმცირესი ეფექტური დოზის გამოყენებით უმოკლეს ვადაში (იხ. ნაწილი "გამოყენების თავისებურებები").

პერიოდულად უნდა შეფასდეს პაციენტის სიმპტომატური შემსუბუქების საჭიროება და მკურნალობაზე პასუხი.

სპეციალური ჯგუფის პაციენტები.

ხანდაზმული პაციენტები და პაციენტები გვერდით რეაქციების განვითარების გაზრდილი რისკით

რეკომენდებული დოზა ხანდაზმული პაციენტებისთვის არის 7,5 მგ დღეში. გვერდითი რეაქციების გაზრდილი რისკის მქონე პაციენტებისთვის, როგორიცაა კუჭ-ნაწლავის დაავადებები ანამნეზში ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის ფაქტორები, მკურნალობა უნდა დაიწყოს 7,5 მგ დოზით დღეში (1,5 მლ-იანი ამპულის ნახევარი) (იხ. ნაწილი ,,გამოყენების თავისებურებები“).

თირკმლის უკმარისობა.

ეს პრეპარატი უკუნაჩვენებია პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით, რომლებიც არ იმყოფებიან ჰემოდიალიზზე (იხ. ნაწილი ,,უკუჩვენებები“). ჰემოდიალიზზე მყოფი თირკმლის უკმარისობის ბოლო სტადიის მქონე პაციენტებისთვის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 7,5 მგ დღეში (1,5 მლ ამპულის ნახევარი). თირკმელების მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტები (კერძოდ, პაციენტები კრეატინინის კლირენსით 25 მლ/წთ) არ საჭიროებენ დოზის შემცირებას.

ღვიძლის უკმარისობა.

ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებს არ სჭირდებათ დოზის შემცირება. ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის იხილეთ ნაწილი "უკუჩვენებები".

გამოყენების წესი.

პრეპარატი შეიყვანება ნელა, ღრმა ინექციის გზით დუნდულის ზედა გარეთა კვადრატში ასეპტიკური ტექნიკის გამოყენებით. განმეორებითი შეყვანის შემთხვევაში რეკომენდებულია მარცხენა და მარჯვენა დუნდულოების მონაცვლეობა. ინექციის დაწყებამდე მნიშვნელოვანია შეამოწმოთ, რომ ნემსის წვერი არ მოხვდეს სისხლძარღვში. ინექცია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, თუ ინექციის დროს აღინიშნება ძლიერი ტკივილი. ბარძაყის სისხლძარღვის პროთეზის არსებობის შემთხვევაში ინექცია უნდა გაკეთდეს მეორე დუნდულაზე. მკურნალობის გასაგრძელებლად უნდა იქნას გამოყენებული პრეპარატის პერორალური ფორმები.

ბავშვები

ენზეკამის საინექციო ხსნარი, 10 მგ/მლ, უკუნაჩვენებია ბავშვებში (18 წლამდე ასაკის)(იხ. ნაწილი ,,უკუჩვენებები“).

უკუჩვენებები

ორსულობის III ტრიმესტრი (იხ. ნაწილი „გამოყენება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში“);

პაციენტის ასაკი 18 წლამდე;

ჰიპერმგრძნობელობა მელოქსიკამის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების, ან მსგავსი ეფექტის მქონე აქტიური ნივთიერებების მიმართ, როგორიცაა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ასპირინი. ენზეკამი არ უნდა დაინიშნოს პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ასთმის სიმპტომები, ცხვირის პოლიპები, ანგიონევროზული შეშუპება ან ჭინჭრის ციება ასპირინის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების შემდეგ;

კუჭ-ნაწლავის სისხლდენის ან პერფორაციის ისტორია, რომელიც დაკავშირებულია წინა NSAID თერაპიასთან;

აქტიური ან მორეციდივე პეპტიური წყლულის/სისხლდენის ისტორია (წყლულის ან სისხლდენის ორი ან მეტი დოკუმენტირებული ეპიზოდი);

ღვიძლის მძიმე უკმარისობა;

თირკმლის მძიმე უკმარისობა, დიალიზის გარეშე;

კუჭ-ნაწლავის სისხლდენა, ცერებროვასკულური სისხლდენის ისტორია ან სხვა სისხლდენის დარღვევები;

ჰემოსტაზის დარღვევები ან ანტიკოაგულანტების ერთდროული გამოყენება (შეყვანის გზასთან დაკავშირებული უკუჩვენებები);

გულის მძიმე უკმარისობა;

პერიოპერაციული ტკივილის მკურნალობა კორონარული არტერიის შემოვლითი გადანერგვის დროს (CABG).

სიფრთხილის ზომები

გვერდითი რეაქციების მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია ყველაზე დაბალი ეფექტური დოზის მკურნალობის უმოკლეს ვადაში გამოყენებით, რაც საჭიროა სიმპტომების კონტროლისთვის (იხილეთ ნაწილი ,,გამოყენების მეთოდი და დოზირება“ და ინფორმაცია კუჭ-ნაწლავისა და გულ-სისხლძარღვთა რისკების შესახებ ქვემოთ). არასაკმარისი თერაპიული ეფექტის შემთხვევაში არ უნდა მოხდეს რეკომენდებული მაქსიმალური დღიური დოზის გადაჭარბება და არ უნდა იქნას გამოყენებული დამატებითი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, რადგან ამან შეიძლება გაზარდოს ტოქსიურობა, ხოლო თერაპიული სარგებელი არ არის დადასტურებული. თავიდან უნდა იქნას აცილებული მელოქსიკამის ერთდროული გამოყენება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან, მათ შორის სელექციურ ციკლოოქსიგენაზა-2 ინჰიბიტორებთან.

ენზეკამი არ უნდა იქნას გამოყენებული პაციენტების სამკურნალოდ მწვავე ტკივილის შემსუბუქების მიზნით.

თუ რამდენიმე დღის გამოყენების შემდეგ გაუმჯობესება არ შეინიშნება, მკურნალობის კლინიკური სარგებელი ხელახლა უნდა შეფასდეს. ყურადღება უნდა მიექცეს ანამნეზში ეზოფაგიტის, გასტრიტის და/ან პეპტიური წყლულების არსებობას, რათა უზრუნველყოფილი იქნეს მათი სრული გაქრობა მელოქსიკამით თერაპიის დაწყებამდე. ყურადღება უნდა მიექცეს რეგულარულად რეციდივის გამოვლენის ალბათობას პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ მელოქსიკამით და პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ასეთი შემთხვევების ისტორია.

კუჭ-ნაწლავის დარღვევები.

ისევე როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების შემთხვევაში, პოტენციურად ფატალური კუჭ-ნაწლავის სისხლდენა, წყლული ან პერფორაცია შეიძლება განვითარდეს მკურნალობისას ნებისმიერ დროს, წინმსწრები სიმპტომებით ან მათ გარეშე ან ანამნეზში კუჭ-ნაწლავის სერიოზული დაავადებისას. კუჭ-ნაწლავის სისხლდენის, წყლულის ან პერფორაციის რისკი უფრო მაღალია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების დოზების გაზრდისას პაციენტებში, რომლებთაც აღენიშნებათ წყლულების არსებობა ანამნეზში, განსაკუთრებით რთული სისხლდენით ან პერფორაციით (იხ. ნაწილი "უკუჩვენებები") და ხანდაზმულ პაციენტებში. ასეთმა პაციენტებმა უნდა დაიწყონ მკურნალობა ყველაზე დაბალი ეფექტური დოზით. ასეთი პაციენტებისთვის უნდა განიხილებოდეს კომბინირებული თერაპია დამცავ სამკურნალო საშუალებებთან ერთად (როგორიცაა მიზოპროსტოლი ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები), ასევე იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც ესაჭიროებათ ასპირინის მცირე დოზის ან სხვა წამლების ერთდროული გამოყენება, რომლებიც ზრდიან კუჭ-ნაწლავის რისკს (იხ. ქვემოთ მოცემული ინფორმაცია და ნაწილი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები“).

ანამნეზში კუჭ-ნაწლავის ტოქსიკურობის მქონე პაციენტებში, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, უნდა მოხდეს ნებისმიერი უჩვეულო მუცლის სიმპტომების (განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის სისხლდენის) შეტყობინება, განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპებზე.

პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ წყლულის ან სისხლდენის რისკი, როგორიცაა ჰეპარინი, რადიკალური თერაპიის სახით ან გერიატრიულ პრაქტიკაში, ასევე პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიკოაგულანტებს, როგორიცაა ვარფარინი ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ან აცეტილსალიცილის მჟავას ≥ 500 მგ დოზირებით ერთ მიღებაზე ან ≥ 3 გ საერთო დღიური დოზირების სახით, მელოქსიკამის გამოყენება არ არის რეკომენდებული (იხ. ნაწილი "ურთიერთქმედება სხვა წამლებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები").

კუჭ-ნაწლავის სისხლდენის ან წყლულის განვითარების შემთხვევაში პაციენტებში, რომლებიც იღებენ მელოქსიკამს, უნდა შეწყდეს მკურნალობა.

აასპ-ს გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით პაციენტებში, რომლებთაც ანამნეზში აღენიშნებათ კუჭ-ნაწლავის დაავადებები (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება), რადგან შესაძლოა აღინიშნოს ამ მდგომარეობების გამწვავება (იხ. ნაწილი ,,გვერდითი რეაქციები“).

დარღვევები ღვიძლის მხრივ

პაციენტების 15%-მდე, რომლებიც იღებენ აასპ-ს შეიძლება აღენიშნებოდეთ ღვიძლის მაჩვენებლების მომატება ერთ ან მეტ ტესტებში. ასეთი ლაბორატორიული დარღვევები შეიძლება პროგრესირებდეს, შეიძლება დარჩეს უცვლელი ან შეიძლება იყოს დროებითი მკურნალობის გაგრძელებისას. ALT ან AST-ს მნიშვნელოვანი მატება (დაახლოებით ნორმაზე სამჯერ ან მეტჯერ მაღალი) დაფიქსირდა პაციენტების 1%-ში არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში. გარდა ამისა, ღვიძლის მძიმე რეაქციების იშვიათი შემთხვევები, მათ შორის სიყვითლე და ფულმინანტური ლეტალური ჰეპატიტი, ღვიძლის ნეკროზი და ღვიძლის უკმარისობა, ზოგიერთი მათგანი ფატალური შედეგით, დაფიქსირდა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში.

პაციენტები, რომლებსაც აქვთ ღვიძლის დისფუნქციის სიმპტომები და/ან ნიშნები, ან რომლებთაც აღენიშნათ ღვიძლის ფუნქციის არანორმალური ტესტები, უნდა შემოწმდეს ენზეკამით თერაპიის დროს ღვიძლის უფრო მძიმე უკმარისობის სიმპტომების განვითარების მხრივ. თუ კლინიკური ნიშნები და სიმპტომები შეესაბამება ღვიძლის დაავადების განვითარებას ან თუ შეინიშნება დაავადების სისტემური გამოვლინებები (მაგალითად, ეოზინოფილია, გამონაყარი და ა.შ.), მაშინ ენზეკამის გამოყენება უნდა შეწყდეს.

გულ-სისხლძარღვთა დარღვევები.

პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჰიპერტენზია და/ან ანამნეზში მსუბუქი და ზომიერი შეგუბებითი უკმარისობა, რეკომენდირებულია საგულდაგულო ​​მონიტორინგი, რადგან სითხის შეკავება და შეშუპება დაფიქსირდა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების თერაპიის დროს.

რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში რეკომენდებულია არტერიული წნევის კლინიკური მონიტორინგი თერაპიის დასაწყისში, განსაკუთრებით მელოქსიკამით მკურნალობის დასაწყისში.

კვლევები და ეპიდემიოლოგიური მონაცემები იძლევიან ვარაუდის საშუალებას, რომ ზოგიერთი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალების გამოყენება (განსაკუთრებით მაღალი დოზებით და ხანგრძლივ მკურნალობაში) შეიძლება ასოცირებული იყოს სისხლძარღვთა თრომბოზული მოვლენების მცირე გაზრდილ რისკთან (როგორიცაა მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი). არ არის საკმარისი მონაცემები მელოქსიკამის ასეთი რისკის გამოსარიცხად.

პაციენტებში უკონტროლო ჰიპერტენზიით, გულის შეგუბებითი უკმარისობით, დადგენილი კორონარული არტერიის დაავადებით, პერიფერიული არტერიული დაავადებით და/ან ცერებროვასკულარული დაავადებით, მელოქსიკამით მკურნალობა უნდა ჩატარდეს მხოლოდ მკაცრი შეფასების შემდეგ. ასეთი გამოკვლევა აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის ფაქტორების მქონე პაციენტების ხანგრძლივი მკურნალობის დაწყებამდე (მაგალითად, ჰიპერტენზია, ჰიპერლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი, მწეველები). არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა შეიძლება გაზარდონ გულ-სისხლძარღვთა სერიოზული თრომბოზული გართულებების, მიოკარდიუმის ინფარქტის და ინსულტის რისკი, რაც შეიძლება ფატალური იყოს. გაზრდილი რისკი დაკავშირებულია გამოყენების ხანგრძლივობასთან. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტებს ან გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკ-ფაქტორებს შეიძლება აღენიშნოთ თრომბოზული გართულებების გაზრდილი რისკი.

დარღვევები კანის მხრივ.

მელოქსიკამის გამოყენებისას აღინიშნა სიცოცხლისთვის საშიში, კანის მძიმე დაზიანებები: სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი. პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი მძიმე დაზიანებების ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ და ყურადღებით უნდა აკონტროლონ კანის რეაქციები. სტივენს-ჯონსონის სინდრომის ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის ყველაზე დიდი რისკი არსებობს მკურნალობის პირველი კვირების განმავლობაში. თუ პაციენტს აქვს სტივენს-ჯონსონის სინდრომის ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის სიმპტომები ან ნიშნები (მაგ. კანის გამონაყარი, ხშირად პროგრესირებადი ბუშტუკებით ან ლორწოვანი გარსის დაზიანებით), მელოქსიკამით მკურნალობა უნდა შეწყდეს. მნიშვნელოვანია მოხდეს რაც შეიძლება სწრაფი დიაგნოსტიკა და შეწყდეს ნებისმიერი მედიკამენტის გამოყენება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის მძიმე დაზიანება, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი. ეს დაკავშირებულია კანის მძიმე დაზიანებების უკეთეს პროგნოზთან. თუ პაციენტს განუვითარდა სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი მელოქსიკამის გამოყენებისას, პრეპარატის გამოყენება არ უნდა აღდგეს მომავალში ნებისმიერ დროს.

არსებობს ცნობები ფიქსირებული მედიკამენტოზური გამონაყარის შესახებ მელოქსიკამის გამოყენებისას. არ შეიძლება მელოქსიკამის განმეორებით დანიშვნა პაციენტებშ, რომლებთაც ანამნეზში აღენიშნათ ფიქსირებული მედიკამენტოზური გამონაყარი, რაც კავშირშია მელოქსიკამის გამოყენებასთან. შესაძლოა აღინიშნოს პოტენციური ჯვარედინი რეაქცია სხვა ოქსიკამებთან ერთად.

ანაფილაქსიური რეაქციები.

სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მსგავსად, ანაფილაქსიური რეაქციები შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომლებსაც არ აქვთ ცნობილი რეაქცია ენზეკამზე. ენზეკამი არ უნდა იქნას გამოყენებული ასპირინის ტრიადის მქონე პაციენტებში. სიმპტომების ეს კომპლექსი გვხვდება ასთმის მქონე პაციენტებში, რომლებთაც აღენიშნებათ რინიტი ცხვირის პოლიპებით ან მის გარეშე, ან რომლებსაც განუვითარდათ მძიმე, პოტენციურად ფატალური ბრონქოსპაზმი ასპირინის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების შემდეგ. ანაფილაქსიური რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში უნდა იქნას მიღებული გადაუდებელი დახმარების ზომები.

ღვიძლის პარამეტრები და თირკმლის ფუნქცია.

როგორც არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობის უმეტეს შემთხვევებში, დაფიქსირდა შრატში ტრანსამინაზების, შრატში ბილირუბინის ან ღვიძლის ფუნქციის სხვა მაჩვენებლების, შრატში კრეატინინისა და შარდოვანას აზოტის მომატების ცალკეული შემთხვევები, ისევე როგორც სხვა ლაბორატორიული დარღვევები. უმეტეს შემთხვევაში, ეს დარღვევები იყო უმნიშვნელო და დროებითი. თუ ასეთი ცდომილებების მნიშვნელოვანი ან მუდმივი დადასტურება მოხდა, მელოქსიკამის გამოყენება უნდა შეწყდეს და ჩატარდეს საკონტროლო ტესტები.

თირკმლის ფუნქციური უკმარისობა.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა, თირკმლის პროსტაგლანდინების ვაზოდილატაციური ეფექტის დათრგუნვის გამო, შეიძლება გამოიწვიონ თირკმლის ფუნქციური უკმარისობა გლომერულური ფილტრაციის შემცირებით. ეს გვერდითი მოვლენა დამოკიდებულია დოზაზე. მკურნალობის დასაწყისში ან დოზის გაზრდის შემდეგ, რეკომენდებულია თირკმელების ფუნქციის მკაცრი მონიტორინგი, შარდის გამოყოფის ჩათვლით, შემდეგი რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში:

ხანდაზმულობის ასაკი;

აგფ ინჰიბიტორებთან, ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტებთან, სარტანებთან, დიურეტიკებთან ერთდროული გამოყენება (იხ. ნაწილი „ურთიერთქმედება სხვა წამლებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება“);

ჰიპოვოლემია (ნებისმიერი წარმოშობის);

გულის შეგუბებითი უკმარისობა;

თირკმლის უკმარისობა;

ნეფროზული სინდრომი;

მგლურას ნეფროპათია;

ღვიძლის მძიმე დისფუნქცია (შრატის ალბუმინი < 25 გ/ლ ან ≥ 10 Child-Pugh კლასიფიკაციის მიხედვით).

ცალკეულ შემთხვევებში, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიოს ინტერსტიციული ნეფრიტი, გლომერულონეფრიტი, თირკმლის მედულარული ნეკროზი ან ნეფროზული სინდრომები.

მელოქსიკამის დოზა დიალიზზე მყოფი თირკმლის ბოლო სტადიის მქონე პაციენტებისთვის არ უნდა აღემატებოდეს 7,5 მგ-ს. თირკმლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში შესაძლებელია, რომ დოზა არ შემცირდეს (კრეატინინის კლირენსი 25 მლ/წთ-ზე მეტი).

ნატრიუმის, კალიუმის და წყლის შეკავება.

არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა შეიძლება გაზარდონ ნატრიუმის, კალიუმის და წყლის შეკავება და ზემოქმედება მოახდინონ დიურეზულების ნატრიურეზულ ეფექტზე. გარდა ამისა, შეიძლება აღინიშნოს ანტიჰიპერტენზიული საშუალებების ანტიჰიპერტენზიული ეფექტის დაქვეითება (იხ. ნაწილი „ურთიერთქმედება სხვა წამლებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები“). შედეგად, მგრძნობიარე პაციენტებში შეშუპება, გულის უკმარისობა ან ჰიპერტენზია შეიძლება დაჩქარდეს ან გაუარესდეს. ამიტომ, კლინიკური მონიტორინგი რეკომენდირებულია პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ ნატრიუმის, კალიუმის და წყლის შეკავების რისკი (იხ. ნაწილი „დოზირება და მიღების წესი“ და „უკუჩვენებები“).

ჰიპერკალიემია.

ჰიპერკალიემია შეიძლება გამოწვეული იყოს შაქრიანი დიაბეტით ან იმ წამლების ერთდროული გამოყენებით, რომლებიც აძლიერებენ კალიემიას (იხ. ნაწილი "ურთიერთქმედება სხვა წამლებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები"). ასეთ შემთხვევებში საჭიროა კალიუმის დონის რეგულარული მონიტორინგი.

კომბინაცია პემეტრექსედთან.

თირკმელების მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებენ პემეტრექსედს, მელოქსიკამით მკურნალობა უნდა შეწყდეს პემეტრექსედის მიღებამდე მინიმუმ 5 დღით ადრე, შეყვანის დღეს და მიღებიდან სულ მცირე 2 დღის განმავლობაში (იხ. ნაწილი "ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები" ).

სხვა გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები.

გვერდითი რეაქციები ხშირად ნაკლებად გადაიტანება ხანდაზმულ, სუსტ ან დასუსტებულ პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ მჭიდრო მონიტორინგს. როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების შემთხვევაში, სიფრთხილეა საჭირო ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ თირკმელების, ღვიძლის და გულის ფუნქციის დაქვეითების ალბათობა. ხანდაზმულ პაციენტებს აღენიშნებათ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ გვერდითი რეაქციების უფრო მაღალი სიხშირე, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის სისხლდენა და პერფორაცია, რაც შეიძლება ფატალური იყოს (იხ. ნაწილი ,,მიღების წესი და დოზირება“).

ენზეკამს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებას, შეუძლია შენიღბოს ინფექციური დაავადებების სიმპტომები.

ისევე როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ინტრამუსკულური გამოყენებისას, ინექციის ადგილზე შეიძლება განვითარდეს აბსცესი ან ნეკროზი.

მელოქსიკამის გამოყენებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს რეპროდუქციულ ფუნქციაზე და არ არის რეკომენდებული ქალებისთვის, რომლებსაც სურთ დაორსულება. ამიტომ, ქალებისთვის, რომლებიც გეგმავენ დაორსულებას ან გადიან კვლევებს უნაყოფობის შესახებ, უნდა განიხილონ მელოქსიკამის შეწყვეტა (იხ. ნაწილი "გამოყენება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში").

ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ყოველ 1,5 მლ ამპულაში, ანუ ის არსებითად ნატრიუმისგან თავისუფალია.

ანთების და ცხელების შენიღბვა.

მელოქსიკამის ფარმაკოლოგიურმა მოქმედებამ სიცხისა და ანთების შესამცირებლად შეიძლება შეამციროს დიაგნოსტიკური დასკვნების სარგებლიანობა საეჭვო არაინფექციური ტკივილის მდგომარეობის გართულებების დადგენაში.

მკურნალობა კორტიკოსტეროიდებით.

მელოქსიკამი არ არის კორტიკოსტეროიდების სავარაუდო შემცვლელი კორტიკოსტეროიდების დეფიციტის სამკურნალოდ.

ჰემატოლოგიური ეფექტები.

ანემია შეიძლება მოხდეს პაციენტებში, რომლებიც იღებენ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, მათ შორის ენზეკამს. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სითხის შეკავებით, უცნობი გენეზის კუჭ-ნაწლავის სისხლდენით ან მაკროსკოპული სისხლდენით, ან ერითროპოეზზე არასრულად აღწერილი ზემოქმედებით. პაციენტებს, რომლებიც იღებენ ხანგრძლივ მკურნალობას არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით, მათ შორის ენზეკამით, უნდა ჩაუტარდეთ ჰემოგლობინის ან ჰემატოკრიტის მონიტორინგი, თუკი გამოვლინდება ანემიის სიმპტომები და ნიშნები.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები აინჰიბირებენ თრომბოციტების აგრეგაციას და ზოგიერთ პაციენტში შესაძლოა აჩვენონ სისხლდენის დროის გაზრდილი დრო. ასპირინისგან განსხვავებით, მათი გავლენა თრომბოციტების ფუნქციაზე რაოდენობრივად უფრო მცირეა, მოკლევადიანი და შექცევადია. პაციენტებში, რომლებსაც დაენიშნათ ენზეკამი და რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ გვერდითი მოვლენები, რომლებიც დაკავშირებულია თრომბოციტების ფუნქციის ცვლილებასთან, როგორიცაა სისხლდენის დარღვევა, ან პაციენტები, რომლებიც იღებენ ანტიკოაგულანტებს, საჭიროა მკაცრი მონიტორინგი.

გამოყენება ასთმის მქონე პაციენტებში.

ასთმის მქონე პაციენტებს შეიძლება აღენიშნოთ ასპირინისადმი მგრძნობიარე ასთმა. ასპირინის გამოყენება ასპირინისადმი მგრძნობიარე ასთმის მქონე პაციენტებში დაკავშირებულია მძიმე ბრონქოსპაზმთან, რომელიც შეიძლება ფატალური იყოს. ასპირინსა და სხვა არასტეროიდულ საშუალებებს შორის ჯვარედინი რეაქციების, მათ შორის ბრონქოსპაზმის გამო, ენზეკამი არ უნდა იქნას გამოყენებული ასპირინის მიმართ მგრძნობიარე პაციენტებში და სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული არსებული ასთმის მქონე პაციენტებში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ურთიერთქმედების კვლევები ჩატარდა მხოლოდ მოზრდილებში.

ჰიპერკალიემიასთან დაკავშირებული რისკები

ზოგიერთმა სამკურნალო საშუალებამ ან თერაპიულმა ჯგუფმა შეიძლება ხელი შეუწყოს ჰიპერკალიემიას: კალიუმის მარილები, კალიუმის შემნახველი დიურეზულები, ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (ACE) ინჰიბიტორები, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ჰეპარინები (დაბალმოლეკულური წონის ან არაფრაქციული ტაკროლიკი), ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი და ტრიმეტოპრიმი.

ჰიპერკალიემიის დაწყება შეიძლება დამოკიდებული იყოს თუ არა მასთან დაკავშირებული ფაქტორები. ჰიპერკალიემიის განვითარების რისკი იზრდება ზემოაღნიშნული პრეპარატების მელოქსიკამთან ერთად გამოყენებისას.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ფერტილობა. ენზეკამმა, ისევე როგორც სხვა სამკურნალო საშუალებებმა, რომლებიც აინჰიბირებენ ციკლოოქსიგენაზას/პროსტაგლადინების სინთეზს, შესაძლოა ნეგატიური ზეგავლენა მოახდინონ რეპროდუქციულ ფუნქციზე და არ არის რეკომენდებული ქალებში, რომლებიც გეგმავენ დაორსულებას. ამიტომ ქალებში, რომლებიც გეგმავენ ბავშვის გაჩენას ან გადიან კვლევებს უნაყოფობის თაობაზე, უნდა გადაიხედოს მელოქსიკამის გამოყენების შეწყვეტა.

ორსულობა. პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვამ შესაძლოა ნეგატიური ზეგავლენა მოახდინონ ორსულობაზე და/ან ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე. არსებული ეპიდემიოლოგიური კვლევები მიუთითებენ ორსულობის მოშლის და გულის მანკის და გასტროშიზის განვითარების გაზრდილ რისკზე ორსულობის ადრეულ პერიოდში პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორების გამოყენების შემდეგ. გულის მანკის განვითარების აბსოლუტური რისკი იზრდება სულ მცირე 1%-დან დაახლოებით 1,5%-მდე. ითვლება, რომ დოზის გაზრდასთან ერთად და მკურნალობის ხანგრძლივობასთან ერთად იზრდება ეს რისკიც.

ორსულობის მე-20 კვირიდან ენზეკამის გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ოლიგოჰიდრამნიოზი ნაყოფის თირკმელების დისფუნქციის გამო. ეს დარღვევა შესაძლოა განვითარდეს მკურნალობის დაწყებიდან მალევე და ჩვეულებრივ არის შექცევადი მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. გარდა ამისა, არსებობს ცნობები არტერიული სადინარის შევიწროვების შესახებ ორსულობის მესამე ტრიმესტრში მკურნალობის შემდეგ, რაც უმეტეს შემთხვევებში გაქრა მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. ორსულობის I და II ტრიმესტრის დროს მელოქსიკამის გამოყენება არ შეიძლება, გარდა განსაკუთრებული აუცილებლობისა. თუ ქალი, რომელიც გეგმავს ორსულობას ან არის ორსულად და ესაჭიროება მელოქსიკამის მიღება ორსულობის I და II ტრიმესტრის დროს, უნდა იქნეს გამოყენებული უმცირესი დოზირება და უმოკლესი მკურნალობის ხანგრძლივობით. შესაძლოა მიზანშეწონილი იყოს მშობიარობამდე მონიტორინგი ოლიგოჰიდრამნიოზის და არტერიული სადინარის შევიწროვების თვალსაზრისით ენზეკამის მიღების შემდეგ რამოდენიმე დღის განმავლობაში, დაწყებული გესტაციის 20-ე კვირიდან. სამკურნალო საშუალება ენზეკამის გამოყენება უნდა შეწყდეს, თუ გამოვლინდება ოლიგოჰიდრამნიოზი ან არტერიული სადინარის შევიწროვება.

ორსულობის III ტრიმესტრის განმავლობაში პროსტაგლანდინების სინთეზის ყველა ინჰიბიტორებმა შესაძლოა გამოიწვიონ ნაყოფისათვის შემდეგი რისკი:

გულ-ფილტვის ტოქსიურობა (არტერიული სადინარის ნადრევი შევიწროვება/ჩაკეტვით და ფილტვისმიერი ჰიპერტენზიით);

თირკმელების ფუნქციის დარღვევა, რაც შესაძლოა გადაიზარდოს თირკმლის უკმარისობაში ოლიგოჰიდროამნიოზით (იხ. ზემოთ).

მოსალოდნელი რისკები დედისათვის და ახალშობილისათვის ორსულობის ვადების შედეგად:

სისხლდენის დროის გახანგრძლივება, ანტიაგრეგაციული ეფექტი, მათ შორის ძალიან დაბალი დოზირებების დროსაც;

საშვილოსნოს შეკუმშვის დათრგუნვა, რაც იწვევს მშობიარობის შეფერხებას ან გახანგრძლივებას.

ამიტომ მელოქსიკამი უკუნაჩვენებია ორსულობის III ტრიმესტრში.

ლაქტაციის პერიოდი. თუმცა არ მოიპოვება კონკრეტული მონაცემები ენზეკამის შესახებ, მაგრამ აასპ-ის შესახებ ცნობილია, რომ მათ შეუძლიათ შეაღწიონ დედის რძეში. ამიტომ არ არის რეკომენდებული ქალებში, რომლებიც კვებავენ ჩვილს ძუძუთი.

ზეგავლენა რეაქციის სისწრაფეზე ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის დროს

პრეპარატის ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენის შესახებ სპეციალური კვლევები არ ჩატარებულა. თუმცა ფარმაკოდინამიკური პროფილის და გამოვლენილი გვერდითი რეაქციების საფუძველზე, მელოქსიკამმა შესაძლოა მოახდინოს ზეგავლენა ან უმნიშვნელოდ იმოქმედოს აღნიშნული აქტივობების შესრულების უნარზე. ამასთანვე, პაციენტებში, რომლებშიც გამოვლინდა მხედველობის ფუნქციის დარღვევა, მათ შორის არამკვეთრი მხედველობა, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ვერტიგო ან ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა დარღვევები, რეკომენდებულია თავი შეიკავონ ავტომობილის მართვისგან და მექანიზმებთან მუშაობისგან.

ჭარბი დოზა

სიმპტომები.

აასპ-ს მწვავეე ზედოზირების სიმპტომები ჩვეულებრივ შემოიფარგლება მოვლენებით, როგორიცაა ლეტარგია, ძილიანობა, ღებინება, გულისრევა და ეპიგასტრალური ტკივილი, რაც საერთო ჯამში შექცევადია შემანარჩუნებელი თერაპიისას. შესაძლოა განვითარდეს კუჭ-ნაწლავის სისხლდენა. მწვავე ინტოქსიკაციამ შესაძლოა გამოიწვიოს არტერიული ჰიპერტენზია, მწვავე თრკმლის უკმარისობა, ღვიძლის დისფუნქცია, სუნთქვის გართულება, კომა, კრუნჩხვები, გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა და გულის გაჩერება. არსებობს ცნობები ანაფილაქტოიდური რეაქციების შესახებ აასპს-ს თერაპიული გამოყენებისას, რაც ასევე შესაძლოა გამოვლინდეს ზედოზირების შემთხვევაშიც.

მკურნალობა

აასპ-თი ზედოზირების შემთხვევაში რეკომენდებულია პაციენტის სიმპტომური და შემანარჩუნებელი მკურნალობა. კვლევებმა დაადასტურეს მელოქსიკამის გამოყოფის დაჩქარება ქოლესტირამინის 4 პერორალური დოზის დღეში 3 ჯერ გამოყენებისას.

გვერდით რეაქციები.

კვლევები და ეპიდემიოლოგიური მონაცემები ვარაუდობენ, რომ ზოგიერთი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალების გამოყენება (განსაკუთრებით მაღალი დოზებით და ხანგრძლივ მკურნალობაში) შეიძლება ასოცირებული იყოს სისხლძარღვთა თრომბოზული მოვლენების (როგორიცაა მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი) მცირედ გაზრდილ რისკთან (იხ. ნაწილი ,,სიფრთხილის ზომები“). შეშუპება, ჰიპერტენზია და გულის უკმარისობა დაფიქსირდა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მკურნალობისას.

უმეტესი გვერდითი მოვლენები ვლინდება კუჭ-ნაწლავის მხრივ. შესაძლოა ადგილი ჰქონდეს პეპტიური წყლულის, პერფორაციის ან კუჭ-ნაწლავის სისხლდენის შემთხვევებს, ზოგჯერ ფატალური შედეგითაც, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში (იხ. ნაწილი "გამოყენების თავისებურებები").

გამოყენების შემდეგ აღინიშნა გულისრევა, ღებინება, დიარეა, მეტეორიზმი, ყაბზობა, დისპეფსია, მუცლის ტკივილი, მელენა, ჰემატემეზი, წყლულოვანი სტომატიტი, კოლიტის და კრონის დაავადების გამწვავება (იხ. ნაწილი "გამოყენების თავისებურებები"). გასტრიტი დაფიქსირდა ნაკლები სიხშირით. დაფიქსირდა კანის მძიმე დაზიანებები: სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (იხ. ნაწილი "გამოყენების თავისებურებები").

წამლისმიერი გვერდითი რეაქციების სიხშირის შეფასების კრიტერიუმები: ძალიან ხშირი (≥ 1/10); ხშირი (≥ 1/100, < 1/10); არახშირი (≥ 1/1000, < 1/100); იშვიათი (≥ 1/10000, < 1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10000); უცნობია სიხშირე (არ შეიძლება დადგინდეს არსებული მონაცემებით).

სისხლძარღვებისა და ლიმფური სისტემის მხრივ: არახშირი - ანემია; იშვიათი - სისხლის ანალიზის მაჩვენებლების ნორმიდან გადახრა (მათ შორის ლეიკოციტების რაოდენობის ცვლილება), ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია. არსებობს ცნობები აგრანულოციტოზის ძალიან იშვიათი შემთხვევების შესახებ (იხ. ნაწილი ,,ცალკეული სერიოზული და/ან ხშირი გვერდით რეაქციები“).

იმუნური სისტემის მხრივ: არახშირი - ალერგიული რეაქციები, ანაფილაქსიური ანა ანაფილაქტოირუდის გარდა; უცნობია - ანაფილაქსიური შოკი, ანაფილაქსიური რეაქცია, ანაფილაქტოიდური რეაქცია, შოკის ჩათვლით.

ფსიქიური დარღვევები: იშვიათი - ხასიათის ცვლილება, ღამის კოშმარები; უცნობია - გონების დაბინდვა, დეზორიენტაცია, უძილობა.

ნერვული სისტემის მხრივ: ხშირი - თავის ტკივილი; არახშირი - თავბრუსხვევა, ძილიანობა.

მხედველობის ორგანოების მხრივ: იშვიათი - მხედველობის ფუნქციის დარღვევა, რაც შესაძლოა მოიცავდეს არამკვეთრ მხედველობას, კონიუქტივიტს.

დარღვევები სმენის ორგანოების და ვერტიბულური აპარატის მხრივ: არახშირი - თავბრუსხვევა, იშვიათ - შუილი ყურებში.

კარდიალური დარღვევები: იშვიათი-გულისცემის შეგრძნება. არსებობს ცნობები გულის უკმარისობის შესახებ, რაც კავშირშია აასპ-ს გამოყენებასთან.

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ: არახშირი - არტერიული წნევის მომატება (იხ. ნაწილი ,,გამოყენების თავისებურებები“), სისხლის მიწოლა.

დარღვევები სასუნთქი სისტემის, მკერდის უჯრედის და მედიასტინუმის მხრივ: იშვიათი - ასთმა ასპირინზე და სხვა აასპ-ზე ალერგიის მქონე პაციენტებში; უცნობია - ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, ხველა.

დარღვევები საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: ძალიან ხშირი - საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები: დისპეფსია, ღებინება, გულისრევა, მუცლის ტკივილი, ყაბზობა, მეტეორიზმი, დიარეა; არახშირი - ფარული ან მაკროსკოპული კუჭ-ნაჭლავის სისხლდენა, სტომატიტი, გასტრიტი, გულძმარვა; იშვიათი - კოლიტი, გასტროდუოდენალური წყლული, ეზოფაგიტი; ძალიან იშვიათი - კუჭ-ნაწლავის პერფორაცია; უცნობია - პანკრეატიტი. კუჭ-ნაწლავის სისხლდენა, წყლული და პერფორაცია შესაძლოა იყოს რთული სახის და პოტენციურად ლეტალური, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პაციენტებში (იხ. ნაწილი ,,გამოყენების თავისებურებები“).

დარღვევები ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ: არახშირი - ღვიძლის მაჩვენებლების დარღვევები (მაგალითად, ტრანსამინაზების ან ბილირუბინის მომატება); ძალიან იშვიათი - ჰეპატიტი; უცნობია - სიყვითლე, ღვიძლის უკმარისობა;

დარღვევები კანისა და კანქვეშა უჯრედის მხრივ: არახშირი - ანგიონევროზული შეშუპება, ქავილი, გამონაყარი; იშვიათი - სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი, ჭინჭრის ციება; ძალიან იშვიათი - ბულოზური დერმატიტი, მრავალფორმიანი ერითემა; უცნობია - ფოტომგრძნობელობის რეაქციები, ექსფოლიატური დერმატიტი, ფიქსირებული მედიკამენტოზური გამონაყარი (იხ. ნაწილი ,,გამოყენების თავისებურებები“).

დარღვევები შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: იშვიათი - ნატრიუმის და წყლის შეკავება, ჰიპერკალიემია (იხ. ნაწილი ,,გამოყენების თავისებურებები“ და ,,ურთიერთქმედებები სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები“), თირკმლის ფუნქციის მაჩენებლების ცვლილებები (მომატებული კრეატინინი და/ან შარდოვანა სისხლის შრატში); ძალიან იშვიათ - თირკმლის მწვავე უკმარისობა, კერძოდ რისკ-ფაქტორის მქონე პაციენტებში (იხ. ნაწილი ,,გამოყენების თავისებურებები“); უცნობია - შარდგამომყოფი გზების ინფექციები, შარდის გამოყოფის სიხშირის დარღვევა.

დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ: უცნობია - ქალებში უნაყოფობა, ოვულაციის შეფერხება.

ზოგადი დარღვევები და რეაქციები გამოყენების ადგილას: ხშირი - ინექციის ადგილის გამკვრივება, ტკივილი ინექციის ადგილას; არახშირი - შეშუპება, მათ შორის ქვედა კიდურების შეშუპება; უცნობია - გრიპის მსგავსი სიმპტომები.

დარღვევები სარყდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ: უცნობია - ართრალგია, ზურგის ტკივილი, სახსრებთან დაკავშირებული ნიშნები და სიმპტომები.

ცალკეული სერიოზული და/ან ხშირი გვერდითი რეაქციები. არსებობს ცნობები აგრანულოციტოზის ძალიან იშვიათი შემთხვევების შესახებ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მელოქსიკამს და სხვა პოტენციურად მიელოტოქსიურ სამკურნალო საშუალებებს (იხ. ნაწილი ,,ურთიერთქმედებები სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები“).

გვერდითი რეაქციები, რომლებიც არ ასოცირდებიან პრეპარატის გამოყენებასთან, მაგრამ რომლებიც ზოგადად დამახასიათებელია ამ კლასის ნაერთებისათვის. თირკმლის ორგანული დაზიანება, რაც სავარაუდოდ იწვევს თირკმლის მწვავე უკმარისობას: დაფიქსირდა ინტერსტიციალური ნეფრიტის, მწვავე ტუბულარული ნეკროზის, ნეფროტოქსიური სინდრომის და პაპილარული ნეკროზის ძალიან იშვიათი შემთხვევები (იხ. ნაწილი ,,გამოყენების თავისებურებები“).

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: meloxicam;

1 მლ ხსნარი შეიცავს 10 მგ მელოქსიკამს;

დამხმარე ნივთიერებები: მეგლუმინი, გლიკოფუროლი, პოლოქსამერი 188, ნატრიუმის ქლორიდი, გლიცინი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.

სამკურნალო ფორმა. საინექციო ხსნარი.

ძირითადი ფიზიკური და ქიმიური მახასიათებლები: გამჭვირვალე, მომწვანო შეფერილობის ყვითელი ხსნარი.

შენახვის პირობები

2 წელი.

შენახვის პირობები. ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25˚C ტემპერატურის პირობებში. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა. 1,5 მლ ამპულებში, ბლისტერული შეფუთვა შეიცავს 5 ამპულას, მუყაოს კოლოფის შეფუთვა შეიცავს 1 ბლისტერს.

გაცემის კატეგორია.

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

ფარმაკოლოგიური თვისებები

სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასპ) და აცეტილსალიცილის მჟავა ≥ 3 გ/დღეში. სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან კომბინაცია (იხ. ნაწილი „გამოყენების თავისებურებები“), აცეტილსალიცილის მჟავას ≥ 500 მგ ერთ ჯერზე ან ≥ 3 გ მთლიანი დღიური დოზის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

კორტიკოსტეროიდები (მაგ. გლუკოკორტიკოიდები). კორტიკოსტეროიდებთან ერთდროული გამოყენება საჭიროებს სიფრთხილეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში სისხლდენის ან წყლულების გაზრდილი რისკის გამო.

ანტიკოაგულურები ან ჰეპარინი. სისხლდენის რისკი მნიშვნელოვნად იზრდება თრომბოციტების ფუნქციის დათრგუნვისა და კუჭ-თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის დაზიანების გამო. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებმა შეიძლება გააძლიერონ ისეთი ანტიკოაგულანტების მოქმედება, როგორიცაა ვარფარინი (იხ. ნაწილი "გამოყენების თავისებურებები"). არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების და ანტიკოაგულანტების ან ჰეპარინის ერთდროული გამოყენება ხანდაზმულ პრაქტიკაში ან თერაპიულ დოზებში არ არის რეკომენდებული. ინტრამუსკულარული შეყვანის გამო, მელოქსიკამის საინექციო ხსნარი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ანტიკოაგულანტებით (იხ. ნაწილი "უკუჩვენებები" და "გამოყენების თავისებურებები").

სხვა შემთხვევებში (მაგ. პროფილაქტიკური დოზებისას) სიფრთხილეა საჭირო ჰეპარინის გამოყენებისას სისხლდენის გაზრდილი რისკის გამო.

თრომბოლიზური და აგრეგაციის საწინააღმდეგო პრეპარატები. არსებობს სისხლდენის გაზრდილი რისკი თრომბოციტების ფუნქციის დათრგუნვისა და კუჭ-თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის დაზიანების გამო.

სეროტონინის უკუმიტაცების შერჩევითი ინჰიბიტორები (SSRIs). ვლინდება კუჭ-ნაწლავის სისხლდენის გაზრდილი რისკი.

დიურეზულები, აგფ ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II ანტაგონისტები. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა შეიძლება შეამცირონ დიურეზულების და სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებების მოქმედება. ზოგიერთ პაციენტში თირკმლის ფუნქციის დარღვევით (მაგ. დეჰიდრატირებული პაციენტები ან ხანდაზმული პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევით), აგფ ინჰიბიტორების ან ანგიოტენზინ II ანტაგონისტებისა და ციკლოოქსიგენაზას ინჰიბირების წამლების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების ფუნქციის შემდგომი გაუარესება, მათ შორის თირკმელების შესაძლო მწვავე უკმარისობა, რომელიც ჩვეულებრივ შექცევადია. ამიტომ, კომბინაცია სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში. პაციენტებმა უნდა მიიღონ სითხის ადეკვატური რაოდენობა და თირკმელების ფუნქციის მონიტორინგი უნდა ჩატარდეს ერთობლივი თერაპიის დაწყების შემდეგ და პერიოდულად შემდგომში (იხ. ნაწილი "გამოყენების თავისებურებები").

სხვა ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები (მაგ. ბეტა ბლოკატორები). ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტების მსგავსად, შეიძლება მოხდეს ბეტა-ბლოკატორების ანტიჰიპერტენზიული ეფექტის დაქვეითება (პროსტაგლანდინების ვაზოდილატაციური ეფექტის ინჰიბიციის გამო).

კალცინევრინის ინჰიბიტორები (მაგ. ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი). კალცინეურინის ინჰიბიტორების ნეფროტოქსიკურობა შეიძლება გაძლიერდეს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით თირკმლის პროსტაგლანდინების ზემოქმედების შუამავლობით. მკურნალობის დროს საჭიროა თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი. რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციის ზედმიწევნით მონიტორინგი, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში.

დეფერასიროქსი.

მელოქსიკამის და დეფერასიროქსის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გვერდითი რეაქციების რისკი. სიფრთხილეა საჭირო ამ პრეპარატების კომბინირებისას.

ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება: მელოქსიკამის მოქმედება სხვა პრეპარატების ფარმაკოკინეტიკაზე.

ლითიუმი. არსებობს მტკიცებულება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების შესახებ, რომლებიც ზრდის პლაზმაში ლითიუმის კონცენტრაციას (თირკმელებით ლითიუმის ექსკრეციის შემცირების ხარჯზე), რამაც შეიძლება მიაღწიოს ტოქსიკურ დონეს. არ არის რეკომენდებული ლითიუმის და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ერთდროული გამოყენება (იხ. ნაწილი „გამოყენების თავისებურებები“). კომბინირებული თერაპიის აუცილებლობის შემთხვევაში, პლაზმაში ლითიუმის დონის ზედმიწევნითი მონიტორინგი უნდა მოხდეს მკურნალობის დაწყების, დოზის კორექციისა და მელოქსიკამით მკურნალობის შეწყვეტის დროს.

მეტოტრექსატი. არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს შეუძლიათ შეამცირონ მეტოტრექსატის მილაკოვანი სეკრეცია, რითაც გაზარდონ მისი კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში. ამ მიზეზით, არ არის რეკომენდებული არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ერთდროულად გამოყენება პაციენტებში, რომლებიც იღებენ მეტოტრექსატის მაღალ დოზას (15 მგ/კვირაში მეტი) (იხ. ნაწილი "გამოყენების თავისებურებები"). არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებსა და მეტოტრექსატს შორის ურთიერთქმედების რისკი ასევე გასათვალისწინებელია პაციენტებში, რომლებიც იღებენ მეტოტრექსატის დაბალ დოზას, მათ შორის პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით. თუ საჭიროა კომბინირებული მკურნალობა, აუცილებელია სისხლის ანალიზის მნიშვნელობებისა და თირკმელების ფუნქციის მონიტორინგი. სიფრთხილეა საჭირო, თუ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები და მეტოტრექსატი მიიღება ზედიზედ 3 დღის განმავლობაში, რადგან პლაზმაში მეთოტრექსატის დონე შეიძლება გაიზარდოს და გაზარდოს ტოქსიკურობა. მიუხედავად იმისა, რომ მეთოტრექსატის (15 მგ/კვირაში) ფარმაკოკინეტიკაზე გავლენას არ ახდენდა მელოქსიკამთან ერთდროული მკურნალობა, გასათვალისწინებელია, რომ მეტოტრექსატის ჰემატოლოგიური ტოქსიკურობა შეიძლება გაიზარდოს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობის დროს (იხ. ზემოთ) (იხ. ნაწილი "გვერდითი რეაქციები").

პემეტრექსედი. როდესაც მელოქსიკამი პემეტრექსედთან ერთად გამოიყენება თირკმლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 45-79 მლ/წთ), ენზეკამის მიღება უნდა შეწყდეს პემეტრექსედის მიღებამდე 5 დღით ადრე, შეყვანის დღეს და მიღებიდან 2 დღის განმავლობაში. თუ საჭიროა მელოქსიკამის პემეტრექსედთან კომბინაცია, პაციენტებზე უნდა ჩატარდეს ყურადღებით მონიტორინგი, განსაკუთრებით მიელოსუპრესიის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გვერდითი რეაქციების გამოვლენის მიზნით. პაციენტებისთვის თირკმლის მძიმე უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი 45 მლ/წთ-ზე ნაკლები), მელოქსიკამის ერთდროული გამოყენება პემეტრექსედთან ერთად არ არის რეკომენდებული.

თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებისთვის (კრეატინინის კლირენსი ≥ 80 მლ/წთ), მელოქსიკამის 15 მგ დოზებმა შეიძლება შეამციროს პემეტრექსედის ელიმინაცია და, შესაბამისად, გაზარდოს პემეტრექსედთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციების სიხშირე. ამიტომ, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ მელოქსიკამის 15 მგ პემეტრექსედთან ერთად დანიშვნისას თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი ≥ 80 მლ/წთ).

ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება: სხვა სამკურნალო საშუალებების გავლენა მელოქსიკამის ფარმაკოკინეტიკაზე.

ქოლესტირამინი აჩქარებს მელოქსიკამის ელიმინაციას ღვიძლშიდა მიმოქცევის დარღვევით, ამიტომ მელოქსიკამის კლირენსი იზრდება 50%-ით და ნახევარგამოყოფის პერიოდი მცირდება 13 ± 3 საათამდე. ეს ურთიერთქმედება კლინიკურად მნიშვნელოვანია.

ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება: მელოქსიკამის და სხვა პრეპარატების კომბინაციის ეფექტი ფარმაკოკინეტიკაზე.

პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებები (სულფონილშარდოვანა, ნატეგლინიდი).

მელოქსიკამი თითქმის მთლიანად გამოიყოფა ღვიძლის მეტაბოლიზმის ხარჯზე, რომელიც დაახლოებით ორ მესამედით განპირობებულია ციტოქრომ (CYP) P450 ფერმენტებით (CYP 2C9 ძირითადი გზა და CYP 3A4 დამხმარე გზა) და ერთი მესამედი სხვა გზებით, მაგალითად როგორიცაა პეროქსიდაზული დაჟანგვა. გასათვალისწინებელია ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების შესაძლებლობა, როდესაც მელოქსიკამი მიიღება იმ წამლებთან ერთად, რომლებიც აშკარად აინჰიბირებენ ან მეტაბოლიზდებიან CYP 2C9 და/ან CYP 3A4 ფერმენტებით. CYP 2C9-ის შუამავლობით გამოწვეული ურთიერთქმედება მოსალოდნელია ისეთი წამლებთან ერთად, როგორიცაა პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებები (სულფონილშარდოვანას წარმოებულები, ნატეგლინიდი); ამ ურთიერთქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს ამ პრეპარატების და მელოქსიკამის პლაზმური დონის მატება. პაციენტების მდგომარეობაზე, რომლებიც იღებენ მელოქსიკამს და სულფონილშარდოვანას პრეპარატებს ან ნატეგლინიდს, უნდა განხორციელდეს მჭიდრო მონიტორინგი ჰიპოგლიკემიის განვითარების მხრივ.

არ გამოვლენილა კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება ანტაციდებთან, ციმეტიდინთან და დიგოქსინთან ერთად მიღებისას.

ბავშვები. კვლევები ურთიერთქმედების შესახებ ჩატარდა მხოლოდ მოზრდილ პაციენტებში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ენზეკამი

შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერება: meloxicam;

1 მლ ხსნარი შეიცავს 10 მგ მელოქსიკამს;

დამხმარე ნივთიერებები: მეგლუმინი, გლიკოფუროლი, პოლოქსამერი 188, ნატრიუმის ქლორიდი, გლიცინი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.

სამკურნალო ფორმა. საინექციო ხსნარი.

ძირითადი ფიზიკური და ქიმიური მახასიათებლები: გამჭვირვალე, მომწვანო შეფერილობის ყვითელი ხსნარი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები.

ათქ კოდი M01AC06.

ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიკა.

ენზეკამი - ეს არის ენოლის მჟავას კლასის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი (აასპ), რომელსაც გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზური და სიცხის დამწევი ეფექტები.

მელოქსიკამმა აჩვენა მაღალი ანთების საწინააღმდეგო აქტივობა ანთების ყველა სტანდარტულ მოდელში. როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების შემთხვევაში, მისი მოქმედების ზუსტი მექანიზმი უცნობია. თუმცა, ყველა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალების (მათ შორის მელოქსიკამის) მოქმედების საერთო მექანიზმი მდგომარეობს შემდეგში: პროსტაგლანდინების ბიოსინთეზის დათრგუნვა, რომლებიც წარმოადგენენ ანთების შუამავლებს.

ფარმაკოკინეტიკა.

აბსორბცია. მელოქსიკამი მთლიანად შეიწოვება ინტრამუსკულური ინექციის შემდეგ. შეფარდებითი ბიოშეღწევადობა პერორალური მიღებასთან შედარებით არის თითქმის 100%. ამიტომ არ არის საჭირო დოზის კორექცია ინტრამუსკულარულიდან პერორალურზე გადასვლისას. 15 მგ ინტრამუსკულური შეყვანის შემდეგ მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია არის დაახლოებით 1,6–1,8 მკგ/მლ და მიიღწევა 1–6 საათის განმავლობაში.

განაწილება. მელოქსიკამი ძალიან ძლიერად უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს, ძირითადად ალბუმინს (99%). მელოქსიკამი აღწევს სინოვიალურ სითხეში, სადაც მისი კონცენტრაცია ნახევრად დაბალია ვიდრე სისხლის პლაზმაში. განაწილების მოცულობა დაბალია, საშუალოდ 11 ლ ინტრამუსკულარული ან ინტრავენური გზით შეყვანისას და აჩვენებს ინდივიდუალურ სხვაობებს 7-20% ფარგლებში. განაწილების მოცულობა მელოქსიკამის მრავალჯერადი პერორალური მიღების შემდეგ (7,5-დან 15 მგ-მდე) შეადგენს 16 ლ, ვარიაციის კოეფიციენტით 11%-დან 32%-მდე ფარგლებში.

ბიოტრანსფორმაცია. მელოქსიკამი ექვემდებარება ფართო ბიოტრანსფორმაციას ღვიძლში. მელოქსიკამის ოთხი განსხვავებული მეტაბოლიტი გამოვლენილია შარდში, რომლებიც ფარმაკოდინამიკურად არააქტიურია. ძირითადი მეტაბოლიტი, 5'-კარბოქსიმელოქსიკამი (დოზის 60%) წარმოიქმნება შუალედური მეტაბოლიტის 5'-ჰიდროქსიმეთილმელოქსიკამის დაჟანგვის შედეგად, რომელიც ასევე გამოიყოფა მცირე რაოდენობით (დოზის 9%). In vitro კვლევები ვარაუდობენ, რომ CYP 2C9 მნიშვნელოვან როლს ასრულებს მეტაბოლიზმის პროცესში, ხოლო CYP 3A4 იზოფერმენტები თამაშობენ ნაკლებ როლს. პეროქსიდაზას აქტივობა პაციენტებში შეიძლება იყოს პასუხისმგებელი ორ სხვა მეტაბოლიტზე, რომლებიც შეადგენენ დანიშნული დოზის 16% და 4%, შესაბამისად.

ელიმინაცია. მელოქსიკამის ექსკრეცია ძირითადად ხდება მეტაბოლიტების სახით შარდთან და განავალთან ერთად თანაბარ ნაწილად. დღიური დოზის 5%-ზე ნაკლები გამოიყოფა უცვლელი სახით განავლით, ხოლო მცირე რაოდენობა გამოიყოფა შარდით. ნახევარგამოყოფის პერიოდი მერყეობს 13-დან 25 საათამდე, შეყვანის გზის მიხედვით (პერორალური, ინტრამუსკულარული ან ინტრავენური). პლაზმური კლირენსი არის დაახლოებით 7-12 მლ/წთ ერთჯერადი პერორალური დოზის, ინტრავენური ან რექტალური შეყვანის შემდეგ.

დოზირების წრფივობა. მელოქსიკამი ავლენს ხაზოვან ფარმაკოკინეტიკას თერაპიული დოზის დიაპაზონში 7,5 მგ-დან 15 მგ-მდე პერორალური და ინტრამუსკულარული მიღების შემდეგ.

პაციენტების სპეციალური ჯგუფები.

ღვიძლის/თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები. ღვიძლისა და თირკმლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობა მნიშვნელოვნად არ მოქმედებს მელოქსიკამის ფარმაკოკინეტიკაზე. თირკმელების ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებს აღენიშნათ მნიშვნელოვნად მაღალი საერთო კლირენსი. პლაზმის ცილებთან შეკავშირების დაქვეითება დაფიქსირდა პაციენტებში თირკმელების ბოლო სტადიის უკმარისობით. თირკმელების ბოლო სტადიის უკმარისობის დროს, განაწილების მოცულობის ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს თავისუფალი მელოქსიკამის კონცენტრაციის ზრდა. დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 7,5 მგ-ს (იხ. ნაწილი „დოზირება და მიღების წესი“).

ხანდაზმული პაციენტები. ხანდაზმულ მამრობითი სქესის პაციენტებში საშუალო ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები იგივეა, რაც ახალგაზრდა მამაკაც მოხალისეებში. ხანდაზმულ მდედრობითი სქესის პაციენტებში, AUC მნიშვნელობა უფრო მაღალია და ნახევარგამოყოფის პერიოდი უფრო გრძელია ორივე სქესის ახალგაზრდა მოხალისეებში შესაბამის მნიშვნელობებთან შედარებით. საშუალო პლაზმური კლირენსი წონასწორულ მდგომარეობაში ხანდაზმულ პაციენტებში ოდნავ დაბალი იყო, ვიდრე ახალგაზრდა მოხალისეებში.

კლინიკური მახასიათებლები

ჩვენებები

რევმატოიდული ართრიტისა და მაანკილოზებელი სპონდილიტის მწვავე შეტევების მოკლევადიანი სიმპტომური მკურნალობა, როდესაც შეყვანის სხვა გზების გამოყენება შეუძლებელია.

უკუჩვენებები

ორსულობის III ტრიმესტრი (იხ. ნაწილი „გამოყენება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში“);

პაციენტის ასაკი 18 წლამდე;

ჰიპერმგრძნობელობა მელოქსიკამის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების, ან მსგავსი ეფექტის მქონე აქტიური ნივთიერებების მიმართ, როგორიცაა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ასპირინი. ენზეკამი არ უნდა დაინიშნოს პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ასთმის სიმპტომები, ცხვირის პოლიპები, ანგიონევროზული შეშუპება ან ჭინჭრის ციება ასპირინის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების შემდეგ;

კუჭ-ნაწლავის სისხლდენის ან პერფორაციის ისტორია, რომელიც დაკავშირებულია წინა NSAID თერაპიასთან;

აქტიური ან მორეციდივე პეპტიური წყლულის/სისხლდენის ისტორია (წყლულის ან სისხლდენის ორი ან მეტი დოკუმენტირებული ეპიზოდი);

ღვიძლის მძიმე უკმარისობა;

თირკმლის მძიმე უკმარისობა, დიალიზის გარეშე;

კუჭ-ნაწლავის სისხლდენა, ცერებროვასკულური სისხლდენის ისტორია ან სხვა სისხლდენის დარღვევები;

ჰემოსტაზის დარღვევები ან ანტიკოაგულანტების ერთდროული გამოყენება (შეყვანის გზასთან დაკავშირებული უკუჩვენებები);

გულის მძიმე უკმარისობა;

პერიოპერაციული ტკივილის მკურნალობა კორონარული არტერიის შემოვლითი გადანერგვის დროს (CABG).

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები

ურთიერთქმედების კვლევები ჩატარდა მხოლოდ მოზრდილებში.

ჰიპერკალიემიასთან დაკავშირებული რისკები

ზოგიერთმა სამკურნალო საშუალებამ ან თერაპიულმა ჯგუფმა შეიძლება ხელი შეუწყოს ჰიპერკალიემიას: კალიუმის მარილები, კალიუმის შემნახველი დიურეზულები, ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (ACE) ინჰიბიტორები, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ჰეპარინები (დაბალმოლეკულური წონის ან არაფრაქციული ტაკროლიკი), ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი და ტრიმეტოპრიმი.

ჰიპერკალიემიის დაწყება შეიძლება დამოკიდებული იყოს თუ არა მასთან დაკავშირებული ფაქტორები. ჰიპერკალიემიის განვითარების რისკი იზრდება ზემოაღნიშნული პრეპარატების მელოქსიკამთან ერთად გამოყენებისას.

ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედებები.

სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასპ) და აცეტილსალიცილის მჟავა ≥ 3 გ/დღეში. სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან კომბინაცია (იხ. ნაწილი „გამოყენების თავისებურებები“), აცეტილსალიცილის მჟავას ≥ 500 მგ ერთ ჯერზე ან ≥ 3 გ მთლიანი დღიური დოზის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

კორტიკოსტეროიდები (მაგ. გლუკოკორტიკოიდები). კორტიკოსტეროიდებთან ერთდროული გამოყენება საჭიროებს სიფრთხილეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში სისხლდენის ან წყლულების გაზრდილი რისკის გამო.

ანტიკოაგულურები ან ჰეპარინი. სისხლდენის რისკი მნიშვნელოვნად იზრდება თრომბოციტების ფუნქციის დათრგუნვისა და კუჭ-თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის დაზიანების გამო. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებმა შეიძლება გააძლიერონ ისეთი ანტიკოაგულანტების მოქმედება, როგორიცაა ვარფარინი (იხ. ნაწილი "გამოყენების თავისებურებები"). არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების და ანტიკოაგულანტების ან ჰეპარინის ერთდროული გამოყენება ხანდაზმულ პრაქტიკაში ან თერაპიულ დოზებში არ არის რეკომენდებული. ინტრამუსკულარული შეყვანის გამო, მელოქსიკამის საინექციო ხსნარი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ანტიკოაგულანტებით (იხ. ნაწილი "უკუჩვენებები" და "გამოყენების თავისებურებები").

სხვა შემთხვევებში (მაგ. პროფილაქტიკური დოზებისას) სიფრთხილეა საჭირო ჰეპარინის გამოყენებისას სისხლდენის გაზრდილი რისკის გამო.

თრომბოლიზური და აგრეგაციის საწინააღმდეგო პრეპარატები. არსებობს სისხლდენის გაზრდილი რისკი თრომბოციტების ფუნქციის დათრგუნვისა და კუჭ-თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის დაზიანების გამო.

სეროტონინის უკუმიტაცების შერჩევითი ინჰიბიტორები (SSRIs). ვლინდება კუჭ-ნაწლავის სისხლდენის გაზრდილი რისკი.

დიურეზულები, აგფ ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II ანტაგონისტები. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა შეიძლება შეამცირონ დიურეზულების და სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებების მოქმედება. ზოგიერთ პაციენტში თირკმლის ფუნქციის დარღვევით (მაგ. დეჰიდრატირებული პაციენტები ან ხანდაზმული პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევით), აგფ ინჰიბიტორების ან ანგიოტენზინ II ანტაგონისტებისა და ციკლოოქსიგენაზას ინჰიბირების წამლების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების ფუნქციის შემდგომი გაუარესება, მათ შორის თირკმელების შესაძლო მწვავე უკმარისობა, რომელიც ჩვეულებრივ შექცევადია. ამიტომ, კომბინაცია სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში. პაციენტებმა უნდა მიიღონ სითხის ადეკვატური რაოდენობა და თირკმელების ფუნქციის მონიტორინგი უნდა ჩატარდეს ერთობლივი თერაპიის დაწყების შემდეგ და პერიოდულად შემდგომში (იხ. ნაწილი "გამოყენების თავისებურებები").

სხვა ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები (მაგ. ბეტა ბლოკატორები). ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტების მსგავსად, შეიძლება მოხდეს ბეტა-ბლოკატორების ანტიჰიპერტენზიული ეფექტის დაქვეითება (პროსტაგლანდინების ვაზოდილატაციური ეფექტის ინჰიბიციის გამო).

კალცინევრინის ინჰიბიტორები (მაგ. ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი). კალცინეურინის ინჰიბიტორების ნეფროტოქსიკურობა შეიძლება გაძლიერდეს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით თირკმლის პროსტაგლანდინების ზემოქმედების შუამავლობით. მკურნალობის დროს საჭიროა თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი. რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციის ზედმიწევნით მონიტორინგი, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში.

დეფერასიროქსი.

მელოქსიკამის და დეფერასიროქსის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გვერდითი რეაქციების რისკი. სიფრთხილეა საჭირო ამ პრეპარატების კომბინირებისას.

ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება: მელოქსიკამის მოქმედება სხვა პრეპარატების ფარმაკოკინეტიკაზე.

ლითიუმი. არსებობს მტკიცებულება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების შესახებ, რომლებიც ზრდის პლაზმაში ლითიუმის კონცენტრაციას (თირკმელებით ლითიუმის ექსკრეციის შემცირების ხარჯზე), რამაც შეიძლება მიაღწიოს ტოქსიკურ დონეს. არ არის რეკომენდებული ლითიუმის და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ერთდროული გამოყენება (იხ. ნაწილი „გამოყენების თავისებურებები“). კომბინირებული თერაპიის აუცილებლობის შემთხვევაში, პლაზმაში ლითიუმის დონის ზედმიწევნითი მონიტორინგი უნდა მოხდეს მკურნალობის დაწყების, დოზის კორექციისა და მელოქსიკამით მკურნალობის შეწყვეტის დროს.

მეტოტრექსატი. არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს შეუძლიათ შეამცირონ მეტოტრექსატის მილაკოვანი სეკრეცია, რითაც გაზარდონ მისი კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში. ამ მიზეზით, არ არის რეკომენდებული არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ერთდროულად გამოყენება პაციენტებში, რომლებიც იღებენ მეტოტრექსატის მაღალ დოზას (15 მგ/კვირაში მეტი) (იხ. ნაწილი "გამოყენების თავისებურებები"). არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებსა და მეტოტრექსატს შორის ურთიერთქმედების რისკი ასევე გასათვალისწინებელია პაციენტებში, რომლებიც იღებენ მეტოტრექსატის დაბალ დოზას, მათ შორის პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით. თუ საჭიროა კომბინირებული მკურნალობა, აუცილებელია სისხლის ანალიზის მნიშვნელობებისა და თირკმელების ფუნქციის მონიტორინგი. სიფრთხილეა საჭირო, თუ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები და მეტოტრექსატი მიიღება ზედიზედ 3 დღის განმავლობაში, რადგან პლაზმაში მეთოტრექსატის დონე შეიძლება გაიზარდოს და გაზარდოს ტოქსიკურობა. მიუხედავად იმისა, რომ მეთოტრექსატის (15 მგ/კვირაში) ფარმაკოკინეტიკაზე გავლენას არ ახდენდა მელოქსიკამთან ერთდროული მკურნალობა, გასათვალისწინებელია, რომ მეტოტრექსატის ჰემატოლოგიური ტოქსიკურობა შეიძლება გაიზარდოს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობის დროს (იხ. ზემოთ) (იხ. ნაწილი "გვერდითი რეაქციები").

პემეტრექსედი. როდესაც მელოქსიკამი პემეტრექსედთან ერთად გამოიყენება თირკმლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 45-79 მლ/წთ), ენზეკამის მიღება უნდა შეწყდეს პემეტრექსედის მიღებამდე 5 დღით ადრე, შეყვანის დღეს და მიღებიდან 2 დღის განმავლობაში. თუ საჭიროა მელოქსიკამის პემეტრექსედთან კომბინაცია, პაციენტებზე უნდა ჩატარდეს ყურადღებით მონიტორინგი, განსაკუთრებით მიელოსუპრესიის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გვერდითი რეაქციების გამოვლენის მიზნით. პაციენტებისთვის თირკმლის მძიმე უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი 45 მლ/წთ-ზე ნაკლები), მელოქსიკამის ერთდროული გამოყენება პემეტრექსედთან ერთად არ არის რეკომენდებული.

თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებისთვის (კრეატინინის კლირენსი ≥ 80 მლ/წთ), მელოქსიკამის 15 მგ დოზებმა შეიძლება შეამციროს პემეტრექსედის ელიმინაცია და, შესაბამისად, გაზარდოს პემეტრექსედთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციების სიხშირე. ამიტომ, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ მელოქსიკამის 15 მგ პემეტრექსედთან ერთად დანიშვნისას თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი ≥ 80 მლ/წთ).

ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება: სხვა სამკურნალო საშუალებების გავლენა მელოქსიკამის ფარმაკოკინეტიკაზე.

ქოლესტირამინი აჩქარებს მელოქსიკამის ელიმინაციას ღვიძლშიდა მიმოქცევის დარღვევით, ამიტომ მელოქსიკამის კლირენსი იზრდება 50%-ით და ნახევარგამოყოფის პერიოდი მცირდება 13 ± 3 საათამდე. ეს ურთიერთქმედება კლინიკურად მნიშვნელოვანია.

ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება: მელოქსიკამის და სხვა პრეპარატების კომბინაციის ეფექტი ფარმაკოკინეტიკაზე.

პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებები (სულფონილშარდოვანა, ნატეგლინიდი).

მელოქსიკამი თითქმის მთლიანად გამოიყოფა ღვიძლის მეტაბოლიზმის ხარჯზე, რომელიც დაახლოებით ორ მესამედით განპირობებულია ციტოქრომ (CYP) P450 ფერმენტებით (CYP 2C9 ძირითადი გზა და CYP 3A4 დამხმარე გზა) და ერთი მესამედი სხვა გზებით, მაგალითად როგორიცაა პეროქსიდაზული დაჟანგვა. გასათვალისწინებელია ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების შესაძლებლობა, როდესაც მელოქსიკამი მიიღება იმ წამლებთან ერთად, რომლებიც აშკარად აინჰიბირებენ ან მეტაბოლიზდებიან CYP 2C9 და/ან CYP 3A4 ფერმენტებით. CYP 2C9-ის შუამავლობით გამოწვეული ურთიერთქმედება მოსალოდნელია ისეთი წამლებთან ერთად, როგორიცაა პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებები (სულფონილშარდოვანას წარმოებულები, ნატეგლინიდი); ამ ურთიერთქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს ამ პრეპარატების და მელოქსიკამის პლაზმური დონის მატება. პაციენტების მდგომარეობაზე, რომლებიც იღებენ მელოქსიკამს და სულფონილშარდოვანას პრეპარატებს ან ნატეგლინიდს, უნდა განხორციელდეს მჭიდრო მონიტორინგი ჰიპოგლიკემიის განვითარების მხრივ.

არ გამოვლენილა კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება ანტაციდებთან, ციმეტიდინთან და დიგოქსინთან ერთად მიღებისას.

ბავშვები. კვლევები ურთიერთქმედების შესახებ ჩატარდა მხოლოდ მოზრდილ პაციენტებში.

განსაკუთრებული მითითებები გამოყენების შესახებ

გვერდითი რეაქციების მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია ყველაზე დაბალი ეფექტური დოზის მკურნალობის უმოკლეს ვადაში გამოყენებით, რაც საჭიროა სიმპტომების კონტროლისთვის (იხილეთ ნაწილი ,,გამოყენების მეთოდი და დოზირება“ და ინფორმაცია კუჭ-ნაწლავისა და გულ-სისხლძარღვთა რისკების შესახებ ქვემოთ). არასაკმარისი თერაპიული ეფექტის შემთხვევაში არ უნდა მოხდეს რეკომენდებული მაქსიმალური დღიური დოზის გადაჭარბება და არ უნდა იქნას გამოყენებული დამატებითი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, რადგან ამან შეიძლება გაზარდოს ტოქსიურობა, ხოლო თერაპიული სარგებელი არ არის დადასტურებული. თავიდან უნდა იქნას აცილებული მელოქსიკამის ერთდროული გამოყენება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან, მათ შორის სელექციურ ციკლოოქსიგენაზა-2 ინჰიბიტორებთან.

ენზეკამი არ უნდა იქნას გამოყენებული პაციენტების სამკურნალოდ მწვავე ტკივილის შემსუბუქების მიზნით.

თუ რამდენიმე დღის გამოყენების შემდეგ გაუმჯობესება არ შეინიშნება, მკურნალობის კლინიკური სარგებელი ხელახლა უნდა შეფასდეს. ყურადღება უნდა მიექცეს ანამნეზში ეზოფაგიტის, გასტრიტის და/ან პეპტიური წყლულების არსებობას, რათა უზრუნველყოფილი იქნეს მათი სრული გაქრობა მელოქსიკამით თერაპიის დაწყებამდე. ყურადღება უნდა მიექცეს რეგულარულად რეციდივის გამოვლენის ალბათობას პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ მელოქსიკამით და პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ასეთი შემთხვევების ისტორია.

კუჭ-ნაწლავის დარღვევები.

ისევე როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების შემთხვევაში, პოტენციურად ფატალური კუჭ-ნაწლავის სისხლდენა, წყლული ან პერფორაცია შეიძლება განვითარდეს მკურნალობისას ნებისმიერ დროს, წინმსწრები სიმპტომებით ან მათ გარეშე ან ანამნეზში კუჭ-ნაწლავის სერიოზული დაავადებისას. კუჭ-ნაწლავის სისხლდენის, წყლულის ან პერფორაციის რისკი უფრო მაღალია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების დოზების გაზრდისას პაციენტებში, რომლებთაც აღენიშნებათ წყლულების არსებობა ანამნეზში, განსაკუთრებით რთული სისხლდენით ან პერფორაციით (იხ. ნაწილი "უკუჩვენებები") და ხანდაზმულ პაციენტებში. ასეთმა პაციენტებმა უნდა დაიწყონ მკურნალობა ყველაზე დაბალი ეფექტური დოზით. ასეთი პაციენტებისთვის უნდა განიხილებოდეს კომბინირებული თერაპია დამცავ სამკურნალო საშუალებებთან ერთად (როგორიცაა მიზოპროსტოლი ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები), ასევე იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც ესაჭიროებათ ასპირინის მცირე დოზის ან სხვა წამლების ერთდროული გამოყენება, რომლებიც ზრდიან კუჭ-ნაწლავის რისკს (იხ. ქვემოთ მოცემული ინფორმაცია და ნაწილი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები“).

ანამნეზში კუჭ-ნაწლავის ტოქსიკურობის მქონე პაციენტებში, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, უნდა მოხდეს ნებისმიერი უჩვეულო მუცლის სიმპტომების (განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის სისხლდენის) შეტყობინება, განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპებზე.

პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ წყლულის ან სისხლდენის რისკი, როგორიცაა ჰეპარინი, რადიკალური თერაპიის სახით ან გერიატრიულ პრაქტიკაში, ასევე პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიკოაგულანტებს, როგორიცაა ვარფარინი ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ან აცეტილსალიცილის მჟავას ≥ 500 მგ დოზირებით ერთ მიღებაზე ან ≥ 3 გ საერთო დღიური დოზირების სახით, მელოქსიკამის გამოყენება არ არის რეკომენდებული (იხ. ნაწილი "ურთიერთქმედება სხვა წამლებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები").

კუჭ-ნაწლავის სისხლდენის ან წყლულის განვითარების შემთხვევაში პაციენტებში, რომლებიც იღებენ მელოქსიკამს, უნდა შეწყდეს მკურნალობა.

აასპ-ს გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით პაციენტებში, რომლებთაც ანამნეზში აღენიშნებათ კუჭ-ნაწლავის დაავადებები (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება), რადგან შესაძლოა აღინიშნოს ამ მდგომარეობების გამწვავება (იხ. ნაწილი ,,გვერდითი რეაქციები“).

დარღვევები ღვიძლის მხრივ

პაციენტების 15%-მდე, რომლებიც იღებენ აასპ-ს შეიძლება აღენიშნებოდეთ ღვიძლის მაჩვენებლების მომატება ერთ ან მეტ ტესტებში. ასეთი ლაბორატორიული დარღვევები შეიძლება პროგრესირებდეს, შეიძლება დარჩეს უცვლელი ან შეიძლება იყოს დროებითი მკურნალობის გაგრძელებისას. ALT ან AST-ს მნიშვნელოვანი მატება (დაახლოებით ნორმაზე სამჯერ ან მეტჯერ მაღალი) დაფიქსირდა პაციენტების 1%-ში არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში. გარდა ამისა, ღვიძლის მძიმე რეაქციების იშვიათი შემთხვევები, მათ შორის სიყვითლე და ფულმინანტური ლეტალური ჰეპატიტი, ღვიძლის ნეკროზი და ღვიძლის უკმარისობა, ზოგიერთი მათგანი ფატალური შედეგით, დაფიქსირდა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში.

პაციენტები, რომლებსაც აქვთ ღვიძლის დისფუნქციის სიმპტომები და/ან ნიშნები, ან რომლებთაც აღენიშნათ ღვიძლის ფუნქციის არანორმალური ტესტები, უნდა შემოწმდეს ენზეკამით თერაპიის დროს ღვიძლის უფრო მძიმე უკმარისობის სიმპტომების განვითარების მხრივ. თუ კლინიკური ნიშნები და სიმპტომები შეესაბამება ღვიძლის დაავადების განვითარებას ან თუ შეინიშნება დაავადების სისტემური გამოვლინებები (მაგალითად, ეოზინოფილია, გამონაყარი და ა.შ.), მაშინ ენზეკამის გამოყენება უნდა შეწყდეს.

გულ-სისხლძარღვთა დარღვევები.

პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჰიპერტენზია და/ან ანამნეზში მსუბუქი და ზომიერი შეგუბებითი უკმარისობა, რეკომენდირებულია საგულდაგულო ​​მონიტორინგი, რადგან სითხის შეკავება და შეშუპება დაფიქსირდა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების თერაპიის დროს.

რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში რეკომენდებულია არტერიული წნევის კლინიკური მონიტორინგი თერაპიის დასაწყისში, განსაკუთრებით მელოქსიკამით მკურნალობის დასაწყისში.

კვლევები და ეპიდემიოლოგიური მონაცემები იძლევიან ვარაუდის საშუალებას, რომ ზოგიერთი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალების გამოყენება (განსაკუთრებით მაღალი დოზებით და ხანგრძლივ მკურნალობაში) შეიძლება ასოცირებული იყოს სისხლძარღვთა თრომბოზული მოვლენების მცირე გაზრდილ რისკთან (როგორიცაა მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი). არ არის საკმარისი მონაცემები მელოქსიკამის ასეთი რისკის გამოსარიცხად.

პაციენტებში უკონტროლო ჰიპერტენზიით, გულის შეგუბებითი უკმარისობით, დადგენილი კორონარული არტერიის დაავადებით, პერიფერიული არტერიული დაავადებით და/ან ცერებროვასკულარული დაავადებით, მელოქსიკამით მკურნალობა უნდა ჩატარდეს მხოლოდ მკაცრი შეფასების შემდეგ. ასეთი გამოკვლევა აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის ფაქტორების მქონე პაციენტების ხანგრძლივი მკურნალობის დაწყებამდე (მაგალითად, ჰიპერტენზია, ჰიპერლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი, მწეველები). არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა შეიძლება გაზარდონ გულ-სისხლძარღვთა სერიოზული თრომბოზული გართულებების, მიოკარდიუმის ინფარქტის და ინსულტის რისკი, რაც შეიძლება ფატალური იყოს. გაზრდილი რისკი დაკავშირებულია გამოყენების ხანგრძლივობასთან. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტებს ან გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკ-ფაქტორებს შეიძლება აღენიშნოთ თრომბოზული გართულებების გაზრდილი რისკი.

დარღვევები კანის მხრივ.

მელოქსიკამის გამოყენებისას აღინიშნა სიცოცხლისთვის საშიში, კანის მძიმე დაზიანებები: სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი. პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი მძიმე დაზიანებების ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ და ყურადღებით უნდა აკონტროლონ კანის რეაქციები. სტივენს-ჯონსონის სინდრომის ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის ყველაზე დიდი რისკი არსებობს მკურნალობის პირველი კვირების განმავლობაში. თუ პაციენტს აქვს სტივენს-ჯონსონის სინდრომის ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის სიმპტომები ან ნიშნები (მაგ. კანის გამონაყარი, ხშირად პროგრესირებადი ბუშტუკებით ან ლორწოვანი გარსის დაზიანებით), მელოქსიკამით მკურნალობა უნდა შეწყდეს. მნიშვნელოვანია მოხდეს რაც შეიძლება სწრაფი დიაგნოსტიკა და შეწყდეს ნებისმიერი მედიკამენტის გამოყენება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის მძიმე დაზიანება, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი. ეს დაკავშირებულია კანის მძიმე დაზიანებების უკეთეს პროგნოზთან. თუ პაციენტს განუვითარდა სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი მელოქსიკამის გამოყენებისას, პრეპარატის გამოყენება არ უნდა აღდგეს მომავალში ნებისმიერ დროს.

არსებობს ცნობები ფიქსირებული მედიკამენტოზური გამონაყარის შესახებ მელოქსიკამის გამოყენებისას. არ შეიძლება მელოქსიკამის განმეორებით დანიშვნა პაციენტებშ, რომლებთაც ანამნეზში აღენიშნათ ფიქსირებული მედიკამენტოზური გამონაყარი, რაც კავშირშია მელოქსიკამის გამოყენებასთან. შესაძლოა აღინიშნოს პოტენციური ჯვარედინი რეაქცია სხვა ოქსიკამებთან ერთად.

ანაფილაქსიური რეაქციები.

სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მსგავსად, ანაფილაქსიური რეაქციები შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომლებსაც არ აქვთ ცნობილი რეაქცია ენზეკამზე. ენზეკამი არ უნდა იქნას გამოყენებული ასპირინის ტრიადის მქონე პაციენტებში. სიმპტომების ეს კომპლექსი გვხვდება ასთმის მქონე პაციენტებში, რომლებთაც აღენიშნებათ რინიტი ცხვირის პოლიპებით ან მის გარეშე, ან რომლებსაც განუვითარდათ მძიმე, პოტენციურად ფატალური ბრონქოსპაზმი ასპირინის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების შემდეგ. ანაფილაქსიური რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში უნდა იქნას მიღებული გადაუდებელი დახმარების ზომები.

ღვიძლის პარამეტრები და თირკმლის ფუნქცია.

როგორც არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობის უმეტეს შემთხვევებში, დაფიქსირდა შრატში ტრანსამინაზების, შრატში ბილირუბინის ან ღვიძლის ფუნქციის სხვა მაჩვენებლების, შრატში კრეატინინისა და შარდოვანას აზოტის მომატების ცალკეული შემთხვევები, ისევე როგორც სხვა ლაბორატორიული დარღვევები. უმეტეს შემთხვევაში, ეს დარღვევები იყო უმნიშვნელო და დროებითი. თუ ასეთი ცდომილებების მნიშვნელოვანი ან მუდმივი დადასტურება მოხდა, მელოქსიკამის გამოყენება უნდა შეწყდეს და ჩატარდეს საკონტროლო ტესტები.

თირკმლის ფუნქციური უკმარისობა.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა, თირკმლის პროსტაგლანდინების ვაზოდილატაციური ეფექტის დათრგუნვის გამო, შეიძლება გამოიწვიონ თირკმლის ფუნქციური უკმარისობა გლომერულური ფილტრაციის შემცირებით. ეს გვერდითი მოვლენა დამოკიდებულია დოზაზე. მკურნალობის დასაწყისში ან დოზის გაზრდის შემდეგ, რეკომენდებულია თირკმელების ფუნქციის მკაცრი მონიტორინგი, შარდის გამოყოფის ჩათვლით, შემდეგი რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში:

ხანდაზმულობის ასაკი;

აგფ ინჰიბიტორებთან, ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტებთან, სარტანებთან, დიურეტიკებთან ერთდროული გამოყენება (იხ. ნაწილი „ურთიერთქმედება სხვა წამლებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება“);

ჰიპოვოლემია (ნებისმიერი წარმოშობის);

გულის შეგუბებითი უკმარისობა;

თირკმლის უკმარისობა;

ნეფროზული სინდრომი;

მგლურას ნეფროპათია;

ღვიძლის მძიმე დისფუნქცია (შრატის ალბუმინი < 25 გ/ლ ან ≥ 10 Child-Pugh კლასიფიკაციის მიხედვით).

ცალკეულ შემთხვევებში, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიოს ინტერსტიციული ნეფრიტი, გლომერულონეფრიტი, თირკმლის მედულარული ნეკროზი ან ნეფროზული სინდრომები.

მელოქსიკამის დოზა დიალიზზე მყოფი თირკმლის ბოლო სტადიის მქონე პაციენტებისთვის არ უნდა აღემატებოდეს 7,5 მგ-ს. თირკმლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში შესაძლებელია, რომ დოზა არ შემცირდეს (კრეატინინის კლირენსი 25 მლ/წთ-ზე მეტი).

ნატრიუმის, კალიუმის და წყლის შეკავება.

არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა შეიძლება გაზარდონ ნატრიუმის, კალიუმის და წყლის შეკავება და ზემოქმედება მოახდინონ დიურეზულების ნატრიურეზულ ეფექტზე. გარდა ამისა, შეიძლება აღინიშნოს ანტიჰიპერტენზიული საშუალებების ანტიჰიპერტენზიული ეფექტის დაქვეითება (იხ. ნაწილი „ურთიერთქმედება სხვა წამლებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები“). შედეგად, მგრძნობიარე პაციენტებში შეშუპება, გულის უკმარისობა ან ჰიპერტენზია შეიძლება დაჩქარდეს ან გაუარესდეს. ამიტომ, კლინიკური მონიტორინგი რეკომენდირებულია პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ ნატრიუმის, კალიუმის და წყლის შეკავების რისკი (იხ. ნაწილი „დოზირება და მიღების წესი“ და „უკუჩვენებები“).

ჰიპერკალიემია.

ჰიპერკალიემია შეიძლება გამოწვეული იყოს შაქრიანი დიაბეტით ან იმ წამლების ერთდროული გამოყენებით, რომლებიც აძლიერებენ კალიემიას (იხ. ნაწილი "ურთიერთქმედება სხვა წამლებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები"). ასეთ შემთხვევებში საჭიროა კალიუმის დონის რეგულარული მონიტორინგი.

კომბინაცია პემეტრექსედთან.

თირკმელების მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებენ პემეტრექსედს, მელოქსიკამით მკურნალობა უნდა შეწყდეს პემეტრექსედის მიღებამდე მინიმუმ 5 დღით ადრე, შეყვანის დღეს და მიღებიდან სულ მცირე 2 დღის განმავლობაში (იხ. ნაწილი "ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები" ).

სხვა გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები.

გვერდითი რეაქციები ხშირად ნაკლებად გადაიტანება ხანდაზმულ, სუსტ ან დასუსტებულ პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ მჭიდრო მონიტორინგს. როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების შემთხვევაში, სიფრთხილეა საჭირო ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ თირკმელების, ღვიძლის და გულის ფუნქციის დაქვეითების ალბათობა. ხანდაზმულ პაციენტებს აღენიშნებათ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ გვერდითი რეაქციების უფრო მაღალი სიხშირე, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის სისხლდენა და პერფორაცია, რაც შეიძლება ფატალური იყოს (იხ. ნაწილი ,,მიღების წესი და დოზირება“).

ენზეკამს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებას, შეუძლია შენიღბოს ინფექციური დაავადებების სიმპტომები.

ისევე როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ინტრამუსკულური გამოყენებისას, ინექციის ადგილზე შეიძლება განვითარდეს აბსცესი ან ნეკროზი.

მელოქსიკამის გამოყენებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს რეპროდუქციულ ფუნქციაზე და არ არის რეკომენდებული ქალებისთვის, რომლებსაც სურთ დაორსულება. ამიტომ, ქალებისთვის, რომლებიც გეგმავენ დაორსულებას ან გადიან კვლევებს უნაყოფობის შესახებ, უნდა განიხილონ მელოქსიკამის შეწყვეტა (იხ. ნაწილი "გამოყენება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში").

ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ყოველ 1,5 მლ ამპულაში, ანუ ის არსებითად ნატრიუმისგან თავისუფალია.

ანთების და ცხელების შენიღბვა.

მელოქსიკამის ფარმაკოლოგიურმა მოქმედებამ სიცხისა და ანთების შესამცირებლად შეიძლება შეამციროს დიაგნოსტიკური დასკვნების სარგებლიანობა საეჭვო არაინფექციური ტკივილის მდგომარეობის გართულებების დადგენაში.

მკურნალობა კორტიკოსტეროიდებით.

მელოქსიკამი არ არის კორტიკოსტეროიდების სავარაუდო შემცვლელი კორტიკოსტეროიდების დეფიციტის სამკურნალოდ.

ჰემატოლოგიური ეფექტები.

ანემია შეიძლება მოხდეს პაციენტებში, რომლებიც იღებენ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, მათ შორის ენზეკამს. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სითხის შეკავებით, უცნობი გენეზის კუჭ-ნაწლავის სისხლდენით ან მაკროსკოპული სისხლდენით, ან ერითროპოეზზე არასრულად აღწერილი ზემოქმედებით. პაციენტებს, რომლებიც იღებენ ხანგრძლივ მკურნალობას არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით, მათ შორის ენზეკამით, უნდა ჩაუტარდეთ ჰემოგლობინის ან ჰემატოკრიტის მონიტორინგი, თუკი გამოვლინდება ანემიის სიმპტომები და ნიშნები.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები აინჰიბირებენ თრომბოციტების აგრეგაციას და ზოგიერთ პაციენტში შესაძლოა აჩვენონ სისხლდენის დროის გაზრდილი დრო. ასპირინისგან განსხვავებით, მათი გავლენა თრომბოციტების ფუნქციაზე რაოდენობრივად უფრო მცირეა, მოკლევადიანი და შექცევადია. პაციენტებში, რომლებსაც დაენიშნათ ენზეკამი და რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ გვერდითი მოვლენები, რომლებიც დაკავშირებულია თრომბოციტების ფუნქციის ცვლილებასთან, როგორიცაა სისხლდენის დარღვევა, ან პაციენტები, რომლებიც იღებენ ანტიკოაგულანტებს, საჭიროა მკაცრი მონიტორინგი.

გამოყენება ასთმის მქონე პაციენტებში.

ასთმის მქონე პაციენტებს შეიძლება აღენიშნოთ ასპირინისადმი მგრძნობიარე ასთმა. ასპირინის გამოყენება ასპირინისადმი მგრძნობიარე ასთმის მქონე პაციენტებში დაკავშირებულია მძიმე ბრონქოსპაზმთან, რომელიც შეიძლება ფატალური იყოს. ასპირინსა და სხვა არასტეროიდულ საშუალებებს შორის ჯვარედინი რეაქციების, მათ შორის ბრონქოსპაზმის გამო, ენზეკამი არ უნდა იქნას გამოყენებული ასპირინის მიმართ მგრძნობიარე პაციენტებში და სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული არსებული ასთმის მქონე პაციენტებში.

გამოყენება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში.

ფერტილობა. ენზეკამმა, ისევე როგორც სხვა სამკურნალო საშუალებებმა, რომლებიც აინჰიბირებენ ციკლოოქსიგენაზას/პროსტაგლადინების სინთეზს, შესაძლოა ნეგატიური ზეგავლენა მოახდინონ რეპროდუქციულ ფუნქციზე და არ არის რეკომენდებული ქალებში, რომლებიც გეგმავენ დაორსულებას. ამიტომ ქალებში, რომლებიც გეგმავენ ბავშვის გაჩენას ან გადიან კვლევებს უნაყოფობის თაობაზე, უნდა გადაიხედოს მელოქსიკამის გამოყენების შეწყვეტა.

ორსულობა. პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვამ შესაძლოა ნეგატიური ზეგავლენა მოახდინონ ორსულობაზე და/ან ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე. არსებული ეპიდემიოლოგიური კვლევები მიუთითებენ ორსულობის მოშლის და გულის მანკის და გასტროშიზის განვითარების გაზრდილ რისკზე ორსულობის ადრეულ პერიოდში პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორების გამოყენების შემდეგ. გულის მანკის განვითარების აბსოლუტური რისკი იზრდება სულ მცირე 1%-დან დაახლოებით 1,5%-მდე. ითვლება, რომ დოზის გაზრდასთან ერთად და მკურნალობის ხანგრძლივობასთან ერთად იზრდება ეს რისკიც.

ორსულობის მე-20 კვირიდან ენზეკამის გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ოლიგოჰიდრამნიოზი ნაყოფის თირკმელების დისფუნქციის გამო. ეს დარღვევა შესაძლოა განვითარდეს მკურნალობის დაწყებიდან მალევე და ჩვეულებრივ არის შექცევადი მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. გარდა ამისა, არსებობს ცნობები არტერიული სადინარის შევიწროვების შესახებ ორსულობის მესამე ტრიმესტრში მკურნალობის შემდეგ, რაც უმეტეს შემთხვევებში გაქრა მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. ორსულობის I და II ტრიმესტრის დროს მელოქსიკამის გამოყენება არ შეიძლება, გარდა განსაკუთრებული აუცილებლობისა. თუ ქალი, რომელიც გეგმავს ორსულობას ან არის ორსულად და ესაჭიროება მელოქსიკამის მიღება ორსულობის I და II ტრიმესტრის დროს, უნდა იქნეს გამოყენებული უმცირესი დოზირება და უმოკლესი მკურნალობის ხანგრძლივობით. შესაძლოა მიზანშეწონილი იყოს მშობიარობამდე მონიტორინგი ოლიგოჰიდრამნიოზის და არტერიული სადინარის შევიწროვების თვალსაზრისით ენზეკამის მიღების შემდეგ რამოდენიმე დღის განმავლობაში, დაწყებული გესტაციის 20-ე კვირიდან. სამკურნალო საშუალება ენზეკამის გამოყენება უნდა შეწყდეს, თუ გამოვლინდება ოლიგოჰიდრამნიოზი ან არტერიული სადინარის შევიწროვება.

ორსულობის III ტრიმესტრის განმავლობაში პროსტაგლანდინების სინთეზის ყველა ინჰიბიტორებმა შესაძლოა გამოიწვიონ ნაყოფისათვის შემდეგი რისკი:

გულ-ფილტვის ტოქსიურობა (არტერიული სადინარის ნადრევი შევიწროვება/ჩაკეტვით და ფილტვისმიერი ჰიპერტენზიით);

თირკმელების ფუნქციის დარღვევა, რაც შესაძლოა გადაიზარდოს თირკმლის უკმარისობაში ოლიგოჰიდროამნიოზით (იხ. ზემოთ).

მოსალოდნელი რისკები დედისათვის და ახალშობილისათვის ორსულობის ვადების შედეგად:

სისხლდენის დროის გახანგრძლივება, ანტიაგრეგაციული ეფექტი, მათ შორის ძალიან დაბალი დოზირებების დროსაც;

საშვილოსნოს შეკუმშვის დათრგუნვა, რაც იწვევს მშობიარობის შეფერხებას ან გახანგრძლივებას.

ამიტომ მელოქსიკამი უკუნაჩვენებია ორსულობის III ტრიმესტრში.

ლაქტაციის პერიოდი. თუმცა არ მოიპოვება კონკრეტული მონაცემები ენზეკამის შესახებ, მაგრამ აასპ-ის შესახებ ცნობილია, რომ მათ შეუძლიათ შეაღწიონ დედის რძეში. ამიტომ არ არის რეკომენდებული ქალებში, რომლებიც კვებავენ ჩვილს ძუძუთი.

ზეგავლენა რეაქციის სისწრაფეზე ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის დროს

პრეპარატის ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენის შესახებ სპეციალური კვლევები არ ჩატარებულა. თუმცა ფარმაკოდინამიკური პროფილის და გამოვლენილი გვერდითი რეაქციების საფუძველზე, მელოქსიკამმა შესაძლოა მოახდინოს ზეგავლენა ან უმნიშვნელოდ იმოქმედოს აღნიშნული აქტივობების შესრულების უნარზე. ამასთანვე, პაციენტებში, რომლებშიც გამოვლინდა მხედველობის ფუნქციის დარღვევა, მათ შორის არამკვეთრი მხედველობა, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ვერტიგო ან ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა დარღვევები, რეკომენდებულია თავი შეიკავონ ავტომობილის მართვისგან და მექანიზმებთან მუშაობისგან.

გამოყენების მეთოდი და დოზირება.

განკუთვნილია ინტრამუსკულარული გამოყენებისათვის.

ერთი 15 მგ ინექცია კეთდება დღეში 1 -ჯერ.

არ გადააჭარბოთ 15 მგ/დღეში დოზირებას.

მკურნალობა უნდა შემოიფარგლოს ერთი ინექციით თერაპიის დასაწყისში, მაქსიმალური 2-3 დღის ხანგრძლივობით დასაბუთებულ გამონაკლის შემთხვევებში (მაგ., როდესაც შეყვანის სხვა გზების გამოყენება შეუძლებელია). გვერდითი რეაქციების მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია სიმპტომების კონტროლისთვის აუცილებელი უმცირესი ეფექტური დოზის გამოყენებით უმოკლეს ვადაში (იხ. ნაწილი "გამოყენების თავისებურებები").

პერიოდულად უნდა შეფასდეს პაციენტის სიმპტომატური შემსუბუქების საჭიროება და მკურნალობაზე პასუხი.

სპეციალური ჯგუფის პაციენტები.

ხანდაზმული პაციენტები და პაციენტები გვერდით რეაქციების განვითარების გაზრდილი რისკით

რეკომენდებული დოზა ხანდაზმული პაციენტებისთვის არის 7,5 მგ დღეში. გვერდითი რეაქციების გაზრდილი რისკის მქონე პაციენტებისთვის, როგორიცაა კუჭ-ნაწლავის დაავადებები ანამნეზში ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის ფაქტორები, მკურნალობა უნდა დაიწყოს 7,5 მგ დოზით დღეში (1,5 მლ-იანი ამპულის ნახევარი) (იხ. ნაწილი ,,გამოყენების თავისებურებები“).

თირკმლის უკმარისობა.

ეს პრეპარატი უკუნაჩვენებია პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით, რომლებიც არ იმყოფებიან ჰემოდიალიზზე (იხ. ნაწილი ,,უკუჩვენებები“). ჰემოდიალიზზე მყოფი თირკმლის უკმარისობის ბოლო სტადიის მქონე პაციენტებისთვის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 7,5 მგ დღეში (1,5 მლ ამპულის ნახევარი). თირკმელების მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტები (კერძოდ, პაციენტები კრეატინინის კლირენსით 25 მლ/წთ) არ საჭიროებენ დოზის შემცირებას.

ღვიძლის უკმარისობა.

ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებს არ სჭირდებათ დოზის შემცირება. ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის იხილეთ ნაწილი "უკუჩვენებები".

გამოყენების წესი.

პრეპარატი შეიყვანება ნელა, ღრმა ინექციის გზით დუნდულის ზედა გარეთა კვადრატში ასეპტიკური ტექნიკის გამოყენებით. განმეორებითი შეყვანის შემთხვევაში რეკომენდებულია მარცხენა და მარჯვენა დუნდულოების მონაცვლეობა. ინექციის დაწყებამდე მნიშვნელოვანია შეამოწმოთ, რომ ნემსის წვერი არ მოხვდეს სისხლძარღვში. ინექცია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, თუ ინექციის დროს აღინიშნება ძლიერი ტკივილი. ბარძაყის სისხლძარღვის პროთეზის არსებობის შემთხვევაში ინექცია უნდა გაკეთდეს მეორე დუნდულაზე. მკურნალობის გასაგრძელებლად უნდა იქნას გამოყენებული პრეპარატის პერორალური ფორმები.

ბავშვები

ენზეკამის საინექციო ხსნარი, 10 მგ/მლ, უკუნაჩვენებია ბავშვებში (18 წლამდე ასაკის)(იხ. ნაწილი ,,უკუჩვენებები“).

ზედოზირება

სიმპტომები.

აასპ-ს მწვავეე ზედოზირების სიმპტომები ჩვეულებრივ შემოიფარგლება მოვლენებით, როგორიცაა ლეტარგია, ძილიანობა, ღებინება, გულისრევა და ეპიგასტრალური ტკივილი, რაც საერთო ჯამში შექცევადია შემანარჩუნებელი თერაპიისას. შესაძლოა განვითარდეს კუჭ-ნაწლავის სისხლდენა. მწვავე ინტოქსიკაციამ შესაძლოა გამოიწვიოს არტერიული ჰიპერტენზია, მწვავე თრკმლის უკმარისობა, ღვიძლის დისფუნქცია, სუნთქვის გართულება, კომა, კრუნჩხვები, გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა და გულის გაჩერება. არსებობს ცნობები ანაფილაქტოიდური რეაქციების შესახებ აასპს-ს თერაპიული გამოყენებისას, რაც ასევე შესაძლოა გამოვლინდეს ზედოზირების შემთხვევაშიც.

მკურნალობა

აასპ-თი ზედოზირების შემთხვევაში რეკომენდებულია პაციენტის სიმპტომური და შემანარჩუნებელი მკურნალობა. კვლევებმა დაადასტურეს მელოქსიკამის გამოყოფის დაჩქარება ქოლესტირამინის 4 პერორალური დოზის დღეში 3 ჯერ გამოყენებისას.

გვერდით რეაქციები.

კვლევები და ეპიდემიოლოგიური მონაცემები ვარაუდობენ, რომ ზოგიერთი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალების გამოყენება (განსაკუთრებით მაღალი დოზებით და ხანგრძლივ მკურნალობაში) შეიძლება ასოცირებული იყოს სისხლძარღვთა თრომბოზული მოვლენების (როგორიცაა მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი) მცირედ გაზრდილ რისკთან (იხ. ნაწილი ,,სიფრთხილის ზომები“). შეშუპება, ჰიპერტენზია და გულის უკმარისობა დაფიქსირდა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მკურნალობისას.

უმეტესი გვერდითი მოვლენები ვლინდება კუჭ-ნაწლავის მხრივ. შესაძლოა ადგილი ჰქონდეს პეპტიური წყლულის, პერფორაციის ან კუჭ-ნაწლავის სისხლდენის შემთხვევებს, ზოგჯერ ფატალური შედეგითაც, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში (იხ. ნაწილი "გამოყენების თავისებურებები").

გამოყენების შემდეგ აღინიშნა გულისრევა, ღებინება, დიარეა, მეტეორიზმი, ყაბზობა, დისპეფსია, მუცლის ტკივილი, მელენა, ჰემატემეზი, წყლულოვანი სტომატიტი, კოლიტის და კრონის დაავადების გამწვავება (იხ. ნაწილი "გამოყენების თავისებურებები"). გასტრიტი დაფიქსირდა ნაკლები სიხშირით. დაფიქსირდა კანის მძიმე დაზიანებები: სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (იხ. ნაწილი "გამოყენების თავისებურებები").

წამლისმიერი გვერდითი რეაქციების სიხშირის შეფასების კრიტერიუმები: ძალიან ხშირი (≥ 1/10); ხშირი (≥ 1/100, < 1/10); არახშირი (≥ 1/1000, < 1/100); იშვიათი (≥ 1/10000, < 1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10000); უცნობია სიხშირე (არ შეიძლება დადგინდეს არსებული მონაცემებით).

სისხლძარღვებისა და ლიმფური სისტემის მხრივ: არახშირი - ანემია; იშვიათი - სისხლის ანალიზის მაჩვენებლების ნორმიდან გადახრა (მათ შორის ლეიკოციტების რაოდენობის ცვლილება), ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია. არსებობს ცნობები აგრანულოციტოზის ძალიან იშვიათი შემთხვევების შესახებ (იხ. ნაწილი ,,ცალკეული სერიოზული და/ან ხშირი გვერდით რეაქციები“).

იმუნური სისტემის მხრივ: არახშირი - ალერგიული რეაქციები, ანაფილაქსიური ანა ანაფილაქტოირუდის გარდა; უცნობია - ანაფილაქსიური შოკი, ანაფილაქსიური რეაქცია, ანაფილაქტოიდური რეაქცია, შოკის ჩათვლით.

ფსიქიური დარღვევები: იშვიათი - ხასიათის ცვლილება, ღამის კოშმარები; უცნობია - გონების დაბინდვა, დეზორიენტაცია, უძილობა.

ნერვული სისტემის მხრივ: ხშირი - თავის ტკივილი; არახშირი - თავბრუსხვევა, ძილიანობა.

მხედველობის ორგანოების მხრივ: იშვიათი - მხედველობის ფუნქციის დარღვევა, რაც შესაძლოა მოიცავდეს არამკვეთრ მხედველობას, კონიუქტივიტს.

დარღვევები სმენის ორგანოების და ვერტიბულური აპარატის მხრივ: არახშირი - თავბრუსხვევა, იშვიათ - შუილი ყურებში.

კარდიალური დარღვევები: იშვიათი-გულისცემის შეგრძნება. არსებობს ცნობები გულის უკმარისობის შესახებ, რაც კავშირშია აასპ-ს გამოყენებასთან.

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ: არახშირი - არტერიული წნევის მომატება (იხ. ნაწილი ,,გამოყენების თავისებურებები“), სისხლის მიწოლა.

დარღვევები სასუნთქი სისტემის, მკერდის უჯრედის და მედიასტინუმის მხრივ: იშვიათი - ასთმა ასპირინზე და სხვა აასპ-ზე ალერგიის მქონე პაციენტებში; უცნობია - ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, ხველა.

დარღვევები საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: ძალიან ხშირი - საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები: დისპეფსია, ღებინება, გულისრევა, მუცლის ტკივილი, ყაბზობა, მეტეორიზმი, დიარეა; არახშირი - ფარული ან მაკროსკოპული კუჭ-ნაჭლავის სისხლდენა, სტომატიტი, გასტრიტი, გულძმარვა; იშვიათი - კოლიტი, გასტროდუოდენალური წყლული, ეზოფაგიტი; ძალიან იშვიათი - კუჭ-ნაწლავის პერფორაცია; უცნობია - პანკრეატიტი. კუჭ-ნაწლავის სისხლდენა, წყლული და პერფორაცია შესაძლოა იყოს რთული სახის და პოტენციურად ლეტალური, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პაციენტებში (იხ. ნაწილი ,,გამოყენების თავისებურებები“).

დარღვევები ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ: არახშირი - ღვიძლის მაჩვენებლების დარღვევები (მაგალითად, ტრანსამინაზების ან ბილირუბინის მომატება); ძალიან იშვიათი - ჰეპატიტი; უცნობია - სიყვითლე, ღვიძლის უკმარისობა;

დარღვევები კანისა და კანქვეშა უჯრედის მხრივ: არახშირი - ანგიონევროზული შეშუპება, ქავილი, გამონაყარი; იშვიათი - სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი, ჭინჭრის ციება; ძალიან იშვიათი - ბულოზური დერმატიტი, მრავალფორმიანი ერითემა; უცნობია - ფოტომგრძნობელობის რეაქციები, ექსფოლიატური დერმატიტი, ფიქსირებული მედიკამენტოზური გამონაყარი (იხ. ნაწილი ,,გამოყენების თავისებურებები“).

დარღვევები შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: იშვიათი - ნატრიუმის და წყლის შეკავება, ჰიპერკალიემია (იხ. ნაწილი ,,გამოყენების თავისებურებები“ და ,,ურთიერთქმედებები სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები“), თირკმლის ფუნქციის მაჩენებლების ცვლილებები (მომატებული კრეატინინი და/ან შარდოვანა სისხლის შრატში); ძალიან იშვიათ - თირკმლის მწვავე უკმარისობა, კერძოდ რისკ-ფაქტორის მქონე პაციენტებში (იხ. ნაწილი ,,გამოყენების თავისებურებები“); უცნობია - შარდგამომყოფი გზების ინფექციები, შარდის გამოყოფის სიხშირის დარღვევა.

დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ: უცნობია - ქალებში უნაყოფობა, ოვულაციის შეფერხება.

ზოგადი დარღვევები და რეაქციები გამოყენების ადგილას: ხშირი - ინექციის ადგილის გამკვრივება, ტკივილი ინექციის ადგილას; არახშირი - შეშუპება, მათ შორის ქვედა კიდურების შეშუპება; უცნობია - გრიპის მსგავსი სიმპტომები.

დარღვევები სარყდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ: უცნობია - ართრალგია, ზურგის ტკივილი, სახსრებთან დაკავშირებული ნიშნები და სიმპტომები.

ცალკეული სერიოზული და/ან ხშირი გვერდითი რეაქციები. არსებობს ცნობები აგრანულოციტოზის ძალიან იშვიათი შემთხვევების შესახებ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მელოქსიკამს და სხვა პოტენციურად მიელოტოქსიურ სამკურნალო საშუალებებს (იხ. ნაწილი ,,ურთიერთქმედებები სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები“).

გვერდითი რეაქციები, რომლებიც არ ასოცირდებიან პრეპარატის გამოყენებასთან, მაგრამ რომლებიც ზოგადად დამახასიათებელია ამ კლასის ნაერთებისათვის. თირკმლის ორგანული დაზიანება, რაც სავარაუდოდ იწვევს თირკმლის მწვავე უკმარისობას: დაფიქსირდა ინტერსტიციალური ნეფრიტის, მწვავე ტუბულარული ნეკროზის, ნეფროტოქსიური სინდრომის და პაპილარული ნეკროზის ძალიან იშვიათი შემთხვევები (იხ. ნაწილი ,,გამოყენების თავისებურებები“).

ვარგისობის ვადა. 2 წელი.

შენახვის პირობები. ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25˚C ტემპერატურის პირობებში. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა. 1,5 მლ ამპულებში, ბლისტერული შეფუთვა შეიცავს 5 ამპულას, მუყაოს კოლოფის შეფუთვა შეიცავს 1 ბლისტერს.

გაცემის კატეგორია.

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მწარმოებელი. კერძო სააქციო საზოგადოება ,,ლეკხიმ-ხარკოვი“.

მწარმოებლის ადგილსამყოფელი და საქმიანობის განხორციელების ადგილის მისამართი.

უკრაინა, 61115, ხარკოვის ოქლი, ქალაქი ხარკოვი, სევერინ პოტოცკის ქ, სახლი 36.

ინსტრუქციის ბოლო გადახედვის თარიღი.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა